Monday, November 2, 2026

ჩინეთის ქვეითი დივიზია შეტევაში

ჩინეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკაში განსაკუთრებლი ადგილი უჭირავს ფსონის კეთებას ძალაზე, ომის გარდაუვალობის პროპაგანდას, რომლებიც უშუალოდ აისახება შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე, საბრძოლო მოქმედებათა წარმოების პრინციპების შემუშავებაზე. უკანასკნელის გადახედვა, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებებით, დაიწყეს თანამედროვე მოვლენების შესაბამისად. კერძოდ, „სახალხო ომის“ ზოგიერთ დებულებას, რომლის ძირითად შინაარსს წარმოადგენს მთელი ქვეყნის, მთელი მოსახლეობის ტოტალური მომზადება აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის, ჩინური სარდლობა უგუებს დღევანდელ პირობებს. აცნობიერებს რა იმ ფაქტს, რომ არმიის გადაიარაღებას საბრძოლო მოქმედებათა წარმოების უფრო სრულყოფილი საშუალებებით მოკლე ვადებში ვერ განახორციელებს, ჩინური პრესის შეტყობინებებით („ჟენმინ ჟიბაო“, „ცზეფან ცზიუნი“ და სხვა), იგი ამაღლებს მოთხოვნებს პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური განსწავლულობისა და მთლიანობაში ქვედანაყოფებისა და ნაწილების საბრძოლო მომზადებისადმი, ზრდის სამხედრო მოსამსახურეებს ფანატიზმისა და მასობრივი თვითშეწირვისათვის მზადყოფნის სულისკვეთებით. ჩინელი თეორეტიკოსები თვლიან, რომ ომი ხანგრძლივი და გაჭიანურებული იქნება და ვერ შეიძლება იყოს სწრაფმდინარე თვით სარაკეტო-ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც კი. 

ამ თვალსაზრისიდან ამომდინარე ინტერესს წარმოადგენს ჩინური არმიის სარდლობის შეხედულებები საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ხასიათზე. თვლის რა, რომ მომავალი ომი იქნება „სახალხო ომი თანამედროვე პირობებში“, იგი ძირითად ფსონს აკეთებს კარგად აღჭურვილ და მომზადებულ რეგულარულ ჯარებზე, რომელმაც უნდა აწარმოოს ომი აღმატებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ როგორც ჩვეულებრივი საშუალებებით, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. ამასთან ზოგიერთ ცვლილებას განიცდის „ტერიტორიის სიღრმეში მოწინააღმდეგის შემოტყუების“ თეორია. ჩინელი სამხედრო სპეციალისტები უშვებენ გადამწყვეტი საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას მოწინააღმდეგის ჯარების განადგურების მიზნით. ასეთ ტაქტიკას ისინი განსაზღვრავენ როგორც „აქტიურ თავდაცვას“, ე. ი. თავდაცვას, რომლის ორგანიზებასაც ახდენენ უფრო აღმატებული, განსაკუთრებით ბრძოლის საშუალებებში აღმატებული მოწინააღმდეგის შემოტევის პირობებში და ახორციელებენ კონტრდარტყმების მიყენებისა და შეტევაზე გადასვლის მიზნით. 

საზღვარგარეთული სამხედრო ბეჭდური გამოცემების, და კერძოდ ინგლისური წიგნის „ჩაინიზ არმდ ფორსიზ თუდეი“ შეტყობინებებით, შეტვის ორგანიზაციისა და წარმოების საფუძველს შეადგენს შემდეგი დებულებანი: 

– შეტევის მთავარ მიზნად ითვლება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება; 

– ჯარების მაღალი მობილურობა, მათი უნარი სწრაფად უყრიდნენ თავს და განწერტავდნენ თავიანთ ძალებსა და საშუალებებს მოწინააღმდეგეზე გადამწყვეტი უპირატესობის შექმნისათვის ან მისი საცეცხლე ზემოქმედებისგან მათი მოწყვლადობის შესამცირებლად; 

– მთავრი დარტყმის მიმართულებაზე ძალებსა და საშუალებებში მოწინააღმდეგეზე გადამწყვეტი უპირაესობის (3 : 1-დან 10 : 1-მდე) შექმნა; 

– მოქმედებათა ჩანაფიქრის დაფარვა და თავის ნამდვილ განზრახვებთან მიმართებით მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა. ამასთან რეკომენდირებულია იცავდნენ პრინციპებს: „ერთი ობიექტი – ორი დარტყმა“, „ოთხი სწრაფად და ორი ნელა“. პირველი ნიშავს აღმატებული ძალების თავმოყრას მთავარი დარტყმის მისაყენებლად წინასწარ არჩეულ ერთ ობიექტზე, როგორც წესი, სუსტ ადგილზე მოწინააღმდეგის თავდაცვაში, და ყურადღების გადამტანი ორი ან მეტი დარტყმის მიყენებას მისი გარეშემორტყმის, დანაწევრებისა და ნაწილ-ნაწილ განადგურების შემსბუქებისათვის. მეორის აზრი იმაზე დაიყვანება, რომ გადაჯგუფებას, მოწინააღმდეგესთან დაახლობას, შეტევას, წარმატების განვითარებასა და უკანდახეული მოწინააღმდეგის დევნას უნდა ახორციელებდნენ სწრაფად და მოულოდნელად (მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი მისთვის მძიმე დანაკარგების მიყენება, დაბნეულობის გამოწვევა, ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად მისი ნებისა და უნარის პარალიზაცია), ხოლო თავად შეტევის მომზადებას კი უნდა ახდენდნენ ყოველთვის შეძლებისდაგვარად წინასწარ და გულდასმით; 

– შეტევითი მოქმედებების წარმოების აქტიურობა და უწყვეტობა ნებისმიერ ვითარებაში დღეღამის სხვადასხვა დროს. ითვლება, რომ „ძლიერი ცეცხლი, გადამწყვეტი შეტევა და სწრაფი, გაბედული დევნა“ უნდა იყოს შეტევის ძირითადი პრინციპები. მოულოდნელობასა და გადამჭრელობას განიხილავენ როგორც გამარჯვების მიღწევის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებს; 

– ჯარების საბრძოლო მოქმედებების აქტიური, ინიციატივიანი და მიზანსწრაფული წარმოება ადგილმდებარეობის პირობებისა და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. ბრძოლის ორგანიზებისას აუცილებელია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდნენ მეთაურების ინიციატივას, პირადი შემადგენლობის აღზრდას გამარჯვებაში დარწმუნებულობით. 

– ნებისმიერ ვითარებაში და დღეღამის სხვადასხვა დროს ჯარების ცენტრალიზებული მართვა, ჯართა გვარეობებსა და შეიარაღებული ძალების სახეობებს შორის, საველე და ადგილობრივ ჯარებსა და სახალხო ლაშქრის ფორმირებებს შორის მკაფიო ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა. 

ემყარება რა ამ ზოგად დებულებებს, ჩინური სარდლობა, იმავე წიგნის მასალების მიხედვით, შეტევას მიიჩნევს გამარჯვების მიღწევის ერთადერთ გზად. მასში შეიძლება იყენებდნენ მანევრის ორ სახეობას: შემოვლასა და ფრონტალურ დარტყმას (ან მათ შეხამებას). 

შემოვლა შეიძლება იყოს ორმაგი (ძალების ნაწილი ყურადღების გადამტან დარტყმას აყენებს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების პოზიციებს მთავარი დარტყმის მიმართულებასთან დამოკიდებულებაში მისი დეზორიენტაციის მიზნით, ხოლო შემდეგ კი შემტევი ჯარების მთავარი ძალები დარტყმებს აყენებენ მის ფლანგებზე, ანაწევრებენ და ერთობლივი ძალისხმევით ანადგურებენ ალყაშემორტყმულ დაჯგუფებას) და უბრალო (დარტყმას აყენებენ თავდამცავი მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ფლანგს). 

ითვლება, რომ მოწინააღმდეგის ჯარების საბრძოლო რიგების მოწყობის შესახებ საკმარისად სრული ცნობების არარსებობისას (არ არის გამოვლენილი სუსტი ადგილები თავდაცვაში, ფლანგებს შორის დაუფარავი შუალედები და ა. შ.) მეთაური იღებს გადაწყვეტილებას ფრონტალური დარტყმის მიყენებაზე. იგი მიეყენება ფრონტის ვიწრო უბანზე თავდაცვის გარღვევის მიზნით შემდგომში ამ უბნის გაფართოებითა და შეტევის სიღრმეში განვითარებით. 

ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, ითვალისწინებს რა სახმელეთო ჯარების თანამედროვე მდგმარეობას, დიდ ყურადღებას უთმობს ახლო ბრძოლის წარმოების ილეთების დამუშავებას, საბრძოლო მოქმედებებს ღამით, დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებისა და მოწინააღმდეგის ზურგში გაჟონილი ქვედანაყოფების მოქმედებებს. მეთაურები ჩააგონებენ ჯარისკაცებს, რომ ახლო ბრძოლაში მათ აქვთ უპირატესობანი ყველა სხვა არმიის პირად შემადგენლობასთან შედარებით. ჩინელი სამხედრო სპეციალისტების ზრით, სამოქალაქო ომის მრავალწლიანი გამოცდილებიდან ამომდინარე, შემომვლელი რაზმების მოქმედებებს, ქვედანაყოფებისა და მცირე ჯგუფების გაჟონვასაც კი მოწინააღმდეგის ზურგსა და საბრძოლო რიგებში დიდი მნიშვნელობა ექნება თანამედროვე ომშიც მოწინააღმდეგის მართვის, მომარაგებისა და ცეცხლის სისტემის დეზორგანიზებისათვის, მისი დაჯგუფებებისა და ობიექტების გარშემორტყმისა და განადგურებისათვის და უფრო მოკლე ვადებში და ნაკლები დანაკარგებით გამარჯვების მიღწევისათვის. 

ამ ფუძემდებლური პრინციპებიდან ამომდინარე, ჩინური სარდლობა თვლის, რომ სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთს – ქვეით დივიზიას, თავისი ორგანიზაციისა* (ნახ. 1) და შეიარაღების მიხედვით შეუძლია წარმატებით წყვეტდეს შეტევითი ბრძოლის ამოცანებს (*ცნობარ Military balance-ის მიხედვით, ქვეით დივიზიას თავის შემადგენლობაში შეიძლება ჰყავდეს სატანკო /93 საშუალო ტანკი/ ან სატანკო-თვითმავალი /32 საშუალო და სამი მსუბუქი ტანკი, 10 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი/ პოლკი. სტატიაში მოყვანილია დივიზიის ორგანიზაცია სატანკო-თვითმავალი პოლკით). ჰ. ნელსენის წიგნის „ჩინეთის სამხედრო სისტემის“ მიხედვით, მის შემადგენლობაში მოითვლება დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, 32 საშუალო და სამი მსუბქი ტანკი, ათი 76-, 85- და 100-მმ თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (თად), 12 122-მმ ჰაუბიცა, 18 76-, 85- და 100-მმ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი, სხვადასხვა კალიბრის 150-მდე ნაღმსატყორცნი, 54 უუკუცემო ქვემეხი, 18 107-მმ რეაქტიული ჭურვების გასაშვები დანადგარი, 500-ზე მეტი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, საზენიტო არტილერიის 18 ქვემეხი, 30 საზენიტო სატყვიამფრქვევო დანადგარი, 27 ცეცხლსატყორცნი, 400-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი და სხვა შეიარაღება. იმ დივიზიებში, რომლებიც განკუთვნილია მძიმე საბრძოლო ტექნიკისათვის ძნელადსავალ ადგილმდებარეობაზე სამოქმედოდ, საორგანიზაციო სტრუქტურაში არ არის სატანკო ან სატანკო-თვითმავალი პოლკი. 

როგორც აღინიშნება წიგნში „ჩაინიზ არმდ ფორსიზ თუდეი“, დივიზია შეიძლება მოქმედებდეს კორპუსის პირველ ან მეორე ეშელონში, იმყოფებოდეს არმიის რეზერვში ან ასრულებდეს ამოცანას დამოუკიდებელ მიმართულებაზე. პირველ ეშელონში მოქმედებისას იგი უტევს მთავარი დარტყმის ან დამხმარე მიმართულებაზე. 

დივიზიას  ს ა ბ რ ძ ო ლ ო | ა მ ო ც ა ნ ა ს  შეტევაში ჩვეულებრივ განუსაზღვრავს კორპუსის მეთაური. ის იყოფა უახლოეს და შემდგომ ამოცანებად. კორპუსის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე შემტევი დივიზიის უახლოესი ამოცანის შინაარსი შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის განადგურება და მისი თავდაცვის რაიონების დაუფლება წინა ხაზიდან 5 კმ-მდე სიღრმეში, შემდგომი ამოცანისა – მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა 10 – 15 კმ სიღრმეში (ნახ. 2). 

დივიზიის შეტევის  ზ ო ლ ი ს | ს ი გ ა ნ ე,  ჩინური სარდლობის შეხედულებებით, განისაზღვრება მისი როლითა და ადგილით კორპუსის საბრძოლო მოწყობაში, ძალებისა და საშუალებათა არსებობით, მოწინააღმდეგის მოსალოდნელი წინააღმდეგობით, ადგილმდებარეობის ხასიათითა აღჭურვილობის ხარისხით. მთავარ მიმართულებაზე ის შეიძლება შეადგენდეს 8–12 კმ, მეორეხარისხოვანზე კი – 12–20 კმ. 

ს ა ბ რ ძ ო ლ ო | მ ო წ ყ ო ბ ა ს  შეტევაში აგებენ ჩვეულებრივ ორ ან ერთ ეშელონად, შესასრულებელი ამოცანის, კორპუსის საბრძოლო რიგებში დივიზიის ადგილის, ძალებისა და საშუალებათა არსებობის, ადგილმდებარეობის, მოწინააღმდეგის თავდაცვისა და მზადყოფნის ხარისხის შესაბამისად. 

დივიზიის პირველი ეშელონის ქვეითი პოლკები თავიანთ საბრძოლო მოწყობას შეიძლება აგებდნენ ორ, ზოგჯერ კი სამ ეშელონადაც და უტევდნენ 2-დან 4 კმ-მდე სიგანის ზოლში. მოწინააღმდეგის განადგურების უახლოესი ამოცანა მათ ესმებათ წინა ხაზიდან 2–3 კმ სიღრმეში, შემდგომი კი – 3–5 კმ სიღრმეში. 

მთავარ მიმართულებაზე შეტევისას დივიზიას შესაძლოა აძლიერებდნენ სატანკო პოლკით ან ერთი-ორი სატანკო ბატალიონით, სამი-ექვსი საარტილერიო დივიზიონით, საზენიტო-საარტილერიო დივიზიონით, მესანგრეთა ასეულითა და სხვა ქვედანაყოფებით. 

ყურადღებას იმსახურებს ჩინური სარდლობის ზოგიერთი შეხედულება საშტატო და მიცემული ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენებაზე შეტევის მსვლელობისას. მაგალითად, იგი სატანკო ან სატანკო-თვითმავალი პოლკების გამოყენებას მიზანშეწონილად მიიჩნევს სრული შემადგენლობით დივიზიის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე, ან ბატალიონებად (ასეულებად, ბატარეებად) აძლევდეს მათ ქვეით პოლკებს შემტევი ჯარების უშუალო მხარდაჭერისათვის. უკანასკნელ შემთხვევაში, როგორც აღინიშნება წიგნში „ჩაინზ ვორ მეშინ“, სატანკო ქვედანაყოფები შესაძლოა მოქმედებდნენ ქვეითი ჯარის წინ ან მის საბრძოლო რიგებში. ამასთან ჩინური სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრძოლას მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებთან. იგი მიიჩნევს, რომ ტანკებში დანაკარგების შემცირება შეიძლება მიღწეულ იქნას შემტევ ქვეით და სატანკო ქვედანაყოფებს შორის მკაფიო ურთიერთმოქმედების ხარჯზე. 

საშტატო და მიცემული საარტილერიო ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენებას ვარაუდობენ საცეცხლე მომზადების ჩასატარებლად, რომლის პერიოდშიც ითვალისწინებენ ცეცხლის თავმოყრას დივიზიის შეტევის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მისი შემდგომი გადატანით მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში. შეტევის მსვლელობისას ისინი ახორციელებენ პირველი ეშელონის პოლკების საბრძოლო მოქმედებათა საცეცხლე მხარდაჭერას. საზენიტო საარტილერიო ქვედანაყოფები შეტევის მომზადების პერიოდში და მისი მსვლელობისას ასრულებენ მართვის პუნქტების, არტილერიის საცეცხლე პოზიციებისა და ჯარების საბრძოლო რიგების განადგურების (დაზიანების, ჩახშობის) ამოცანებს. 

წიგნის „ჩაინზ არმდ ფორსიზ თუდეი“ მონაცემების თანახმად, დივიზია შესაძლოა გადადიოდეს შეტევაში მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან ან სიღრმიდან წინგამოსვლით. მასში აღინიშნება, რომ ჩინური სარდლობა სიღრმიდან წინგამოსვლით შეტევას განიხილავს როგორც თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების ყველაზე უფრო სავარაუდო სახეობას. ამ შემთხვევაში საწყის რაიონში გათვალისწინებული თავმოყრა დივიზიის ჯარებისა, რომლებიც იმყოფებიან წინა ხაზიდან 40 კმ დაშორებით, დასრულებულ უნდა იქნას 48 სთ-ით ადრე შეტევის დაწყებამდე (დრო Ч /რუსულად час/). Ч - 24 პერიოდში დივიზიის პირველი ეშელონის ნაწილები და ქვედანაყოფები წინ გამოდიან შეტევისათვის პოლკების საწყის რაიონებში (6 – 12 კმ მხარეთა შეხების ხაზიდან). შემდეგ Ч - 9-დან Ч - 2-მდე ბატალიონები წინ გამოდიან თავიანთ საწყის რაიონებში (1 – 2 კმ მხარეთა შეხების ხაზიდან), სადაც ისინი იშლებიან საბრძოლო რიგებში. ამის კვალდაკვალ პირველი ეშელონის ასეულები ფარულად ან საარტილერიო ცეცხლის საფარველ ქვეშ გადიან შეტევის მიჯნაზე, რომელიც იმყოფება 200 მ დაშორებაზე მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზიდან (ნახ. 3). მომზადებული თავდაცვის გარღვევისას შეტევის წინ ჩვეულებრივ ტარდება 30–40 წთ ხანგრძლივობის საარტილერიო მომზადება, რომლის მსვლელობისას წარმოებს მოწინააღმდეგის ჯართა ძირითადი დაჯგუფებების, მისი რეზერვებისა და არტილერიის ჩახშობა, ჯარების მართვის დარღვევა. შეტევის მიჯნაზე ქვედანაყოფების გამოსვლასთან ერთად მხარდამჭერი საშუალებების ცეცხლი გადაიტანება მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში. 

დივიზიის მეორე ეშელონის ნაწილები და ქვედანაყოფები, აგრეთვე რეზერევები შეტევის მსვლელობისას წინ მიიწევენ პირველი ეშელონის უკან მზადყოფნაში წარმატების განსავითარებლად ან ბრძოლაში შეყვანისთვის მოულოდნელად წამოჭრილი სხვა ამოცანების გადასაწყვეტად. უახლოესი ამოცანის შესრულების შემდეგ დივიზიის პირველი ეშელონის ჯარები უზრუნველყოფენ მეორე ეშელონის ბრძოლაში შეყვანას და მასთან ერთობლივად ასრულებენ შემდგომ ამოცანას. რეკომენდირებულია, რათა ბრძოლაში შეყვანილ მეორე ეშელონსა და რეზერვებს შეძლებისდაგვარად აღადგენდნენ პირველ ეშელონში მოქმედი ნაწილების ხარჯზე. 

შეტევის მაღალი ტემპების უზრუნველსაყოფად (სავარაუდოდ 20 კმ-მდე დღეღამეში) მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისა და მის სიღრმეში წარმატების განვითარებისთვის იგეგმება სატანკო და ქვეითი ნაწილებისაგან შექმნილი შემომვლელი რაზმებისა და მანევრული ჯგუფების, აგრეთვე ტაქტიკური საჰაერო დესანტების გამოყენება. 

დივიზიის მიერ მის წინაშე დასმული ამოცანების შესრულების შემდეგ მისი ნაწილები და ქვედანაყოფები მაგრდებიან მიღწეულ მიჯნაზე ბრძოლისუნარიანობისა და ურთიერთმოქმედების აღდგენის ღონისძიებათა ჩატარების მიზნით ან მოქმედებენ მეთაურობის ბრძანებათა შესაბამისად. 

საზღვარგარეთული სამხედრო გამოცემების მასალათა საფუძველზე სტატიაში განხილული ქვეითი დივიზიის შეტევის ორგანიზაციის დებულებანი მოწმობენ ჩინური სარდლობის განზრახვებზე დაუახლოვოს ჯარების საბრძოლო გაწვრთნილობა თანამედროვე პირობებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების დონეს. 

წერილი ნათარგმნია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1981, № 7. 

მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment