(თარგმანი მომზადებულია რუსულენოვანი ვიკიპედიიდან)
ტრაპიზონის ოპერაცია
ძირითადი წერილი: ტრაბზონის ოპერაცია
ჯერ კიდევ 20 იანვარს (5 თებერვალს) კავკასიურმა არმიამ დაიწყო აქტიური მოქმედებები შავი ზღვის სანაპიროზე. რუსული ჯარები სწრაფად მიიწევდნენ თურქული ტერიტორიის სიღრმეში, დაიპყრეს რა მრავალი დასახლებული პუნქტი (არხავი, ვისე, ათინა, მაფავრი). რუსული შეტევითი ოპერაციის მსვლელობისას შავი ზღვის ფლოტის ბათუმის რაზმის ძალებთან ერთობლივად რამდენჯერმე ჩაატარა დესანტის წარმატებული გადასხმები მოწინააღმდეგის ზურგში, პირველად გამოიყენა რა სპეციალური გემები „ელპიდიფორები“. 23 თებერვლისათვის (8 მარტისათვის) იქნა დაკავებული ლაზისტანის ცენტრი – საპორტო ქალაქი რიზე, სურსათის მნიშვნელოვანი მარაგებით.
რიზეს დაპყრობის შემდეგ, ზღვისპირა რაზმის მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვ. პ. ლიახოვმა, მიზანში ამოიღო უმნიშვნელოვანესი თურქული პორტი ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთში – ტრაპიზონი, რომლის დაპყრობაც ნებას აძლევდა კავკასიის არმიას გამაგრებულიყო ანატოლიის შიდა რაიონებში, განევითარებინა კომუნიკაციები და ამის შედეგდად გაეუმჯობესებინა თავისი მომარაგება. მარტის ბოლოდან დაიწყო ფლოტთან ერთობლივად აქტიური მომზადება ქალაქის დასაპყრობად.
აღმოსავლეთის ფრონტიდან ორი ყუბანური პლასტუნთა ბრიგადის გადმოსროლის შემდეგ (18 ათასი ადამიანი, 3 ათასი ცხენი, 330 ტ ტვირთები და 12 ქვემეხი) საზღვაო დესანტის გადმოსხმის გზით, ზღვისპირა რაზმი, რომელსაც მანამდე 14 ათასზე ცოტათი მეტი ადამიანი ჰყავდა: 19-ე თურქესტანული პოლკის 11 ბატალიონი, 9 დრუჟინა, 300 კაზაკი, 4 საინჟინრო ასეული 38 ქვემეხით, მნიშვნელოვნად იქნა გაძლიერებული. 1(14) აპრილს თურქებმა ზღვისპირა რაზმის მარცხენა ფლანგს შემოუტიეს. იმავე დღეს შავი ზღვის ფლოტის ბათუმის რაზმის ხომალდები (ჯავშნოსნები „როსტისლავი“, „პანტელეიმონი“ და „პრუტი“) შეუდგნენ თურქული სანაპირო პოზიიებისა და სიმაგრეებისათვის ცეცხლის დაშენას, რის შემდეგაც სახმელეთო ნაწილებმა დაიწყეს თურქების შევიწროვება ტრაპიზონის მიმართულებით. რუსული არმია ქალაქიდან აღმოსავლეთით 13 კმ-ში იდგა, როცა, 3 (16) აპრილს მოვიდა ცნობები იმის შესახებ, თურქული ჯარების ნარჩენებმა დაიწყეს ქალაქის დატოვება. მოახდინა რა მდ. ყარადერეს ფორსირება, 5 (18) აპრილს კავკასიურმა არმიამ დაიკავა ტრაპიზონი მისი მნიშვნელოვანი მარაგებითა და ნადავლებით, ხოლო შემდეგ – რამდენიმე კვირის განმავლობაში განაგრძობდა უკანდახეული თურქული ნაწილების დევნას.
არსებობს ცნობები თურქთა მასობრივი სისხლიანი ანგარიშსწორებების შესახებ სომხურ და ბერძნულ მშვიდობიან მოსახლეობასთან მიმართებაში, რომლებიც რუსული არმიის მოსვლამდე ხდებოდა. ძიებამ, რომელიც ქალაქის დაპყრობის შემდეგ რუსული ხელისუფლების მიერ იქნა ჩატარებული, მასობრივ მკვლელობათა ფაქტები დაადასტურა. 3 (16) აპრილის გათენების ღამეს ტრაპიზონიდან მე-3 თურქული არმიის ნაწილების წასვლის შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებნი, ბერძენთა მასობრივი დეპორტაციის გამო შურის საძიებლად, დღის განმავლობაში თურქების მიერ დატივებული სახლების ძარცვით იყვნენ დაკავებული, რომლებიც ქალაქში რუსული ჯარების შესვლამდე გრძელდებოდა.
მაისის ბოლოსათვის ზღვისპირა რაზმი ორი ქვეითი დივიზიით (123-ე და 127-ე) იქნა გაძლიერებული და მე-5 კავკასიურ საარმიო კორპუსად გარდაქმნილი.
[სურათი]
ტრაპიზონის ოპერაციის ილუსტრაცია. ინგლისური ჟურნალი “Sphere” (სფერო), 1916 წ.
ერზინჯანის ოპერაცია
ძირითადი წერილი: ერზინჯანის ოპერაცია
უკვე აპრილის შუა რიცხვებში სტამბულიდან მოსული მე-2 თურქული არმიის, რომლის გადმოსროლაც დაიწყო, ერთ-ერთი ნაწილი (მე-5 ქვეითმა დივიზიამ), შემოუტია რა კავკასიური არმიის მარცხენა ფლანგს, დაეუფლა დასახლებულ პუნქტ სირთს და დაიწყო მოძრაობა ბითლისის მიმართულებით.
[სურათი]
ნ. ნ. იუდენიჩი შტაბის ოფიცრებთან ერთად
17 (30) მაისს, ვერ გაუძლეს რა თურქული არმიის მე-9 და 11-ე კორპუსების შემოტევას, 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსის ნაწილები იძულებული იყვნენ მამახათუნი დაეტოვებინათ. თურქები არზრუმის მიმართულებით უტევდნენ, და რუსულმა სარდლობამ ამ უბანზე დამატებითი ძალები – მე-4 პლასტუნთა ბრიგადა და 39-ე დივიზიის პოლკები გადაისროლა. გაჩაღებული სისხლისმღვრები ბრძოლების შედეგად კავკასიურმა არმიამ მოახერხა მოწინააღმდეგის შემდგომი წინსვლა შეეჩერებინა.
ივნისის დასაწყისისათვის კავკასიური არმიის შემადგენლობაში შედიოდნენ 211 ბატალიონი, ლაშქრის 37 დრუჟინა, 1 მოხალისეთა დრუჟინა, 5 სომხური დრუჟინა, 235 ასეული, 2 მოხალისეთა ასეული, 468 ქვემეხი, 20,5 საინჟინრო ასეული, 1 საეტაპო ბატალიონი და სპარსული ბრიგადა. არმიის ძალები შემდეგი წესით იყო განლაგებული: მარჯვენა ფლანგზე – მე-5 კავკასიური საარმიო კორპუსი (ვ. ა. იაბლოჩკინი), რომელიც იფარავდა შავი ზღვის სანაპიროსა და ტრაპიზონის რაიონს, უფრო მარცხნივ, ჭოროხის ორივე ნაპირის გაყოლებით, იმყოფებოდა მე-2 თურქესტანული საარმიო კორპუსი (მ. ა. პრჟევალსკი), მის მარცხენა ფლანგზე – 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსი (პ. პ. კალიტინი), რომელსაც რეგიონის სატრანსპორტო „არტერიის“ რაიონი – არზრუმ-აშქალე-ბაიბურთისა და მდინარე ყარასუს კალაპოტის გზები ეკავა. მე-4 კავკასიური საარმიო კორპუსის ნაწილები (ვ. ვ. დე ვიტტი) ჰინისი–მუში–ბითლისის რაიონს იკავებდნენ. მუშიდან ურმიის ტბამდე ტერიტორიას აზერბაიჯან-ვანის რაზმი (თ. გ. ჩერნოზუბოვი) იფარავდა. საარმიო რეზერვი არზრუმში იყო განლაგებული. სპარსეთში ნ. ნ. ბარათოვის 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსი (ყოფილი საექსპედიციო კავალერიული კორპუსი) მოქმედებდა.
თურქული არმიის შემადგენლობაში (გალიერებისთვის გადმოსროლადი მე-2 თურქული არმიის ნაწილებისა და სპარსეთში მოქმედი ძალების ჩათვლით) იყო ქვეითი ჯარის 309 ბატალიონი არტილერიით, 156 ესკადრონი და ასეული, აგრეთვე 12 ათასამდე ქურთი. არასრული მე-2 თურქული არმია ქალაქების ხარფუთის, დიარბაქირისა და სირთის რაიონში იყო კონცენტრირებული (მე-3 და 16-ე კორპუსების დივიზიები). მე-3 არმიას ეკავა ფრონტი შავი ზღვის სანაპიროდან ბაიბურთის, აშქალესა და მამახათუნის რაიონამდე.
მე-3 არმიის სარდლობა გეგმავდა წარმატებები ტრაპიზონზე დარტყმით განემტკიცებინა, მე-5 კავკასიური საარმიო კორპუსის ძირითად ჯარებისგან მოწყვეტისა და მისი დამარცხების მიზნით. თურქული შემოტევა 13 (26) ივნისს დაიწყო მე-5 კორპუსის მე-3 გაძლიერებული დივიზიის 19-ე თურქესტანულ პოლკზე დარტყმით. მე-5 კავკასიურმა და მე-2 თურქესტანულმა კორპუსებმა 19 ივნისს (2 ივლისს) კონტრშეუტიეს.
[სურათი]
კავკასიური არმიის მთავარსარდალი დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ტრაპიზონში, 1916 წ. ივლისი
დარდანელის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ თურქულმა სარდლობამ გადაწყვიტა მე-3 არმიის გაძლიერებისათვის სრუტეების რაიონიდან კავკასიის ფრონტზე მე-2 არმია გადმოესროლა, უკანასკნელში ორი ახალი კორპუსის ჩართვით (სულ 80 ათას ადამიანზე მეტი). მნიშვნელოვან სამხედრო და ხალხით დახმარებას თურქულ არმიას ამპერიოდში აღმოუჩენდა გერმანია. მაგრამ ოსმალეთის იმპერიაში რკინიგზების ცუდი მდგომარეობის გამო გადმოსროლა ნელა მიმდინარეობდა.
რათა ჩაეშალათ თურქული სარდლობის გეგმები ორი არმიის გაერთიანებას და შემდგომ საერთო შემოტევაზე, 19 ივნისს (2 ივლისს) დაიწყო კავკასიური არმიის გენერალური შეტევა ბაიბურთის დაუფლებისა და დასავლეთით კელქითისა და გჲუმიშხანესაკენ შემდგომი წინსვლის მიზნით. რუსულმა ჯარებმა დაიწყეს თურქების შევიწროვება შეტევის მთელ ფრონტზე და 27 ივნისს (10 ივლისს) 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსის 154-ე დარუბანდის ქვეითი პოლკის მიერ აღებულ იქნა ქალაქი მამახათუნი, ხოლო 2 (15) ივლისს მე-2 თურქესტანული კორპუსის მე-7 თურქესტანული მსროლელი პოლკი შევიდა ბაიბურთში. დაიწყო აქტიური დევნა თურქული ნაწილებისა, რომლებიც გჲუმიშხანესა და ერზინჯანისაკენ იხევდნენ. გჲუმიშხანე 5 (18) ივლისს იქნა დაკავებული, 12 (25) ივლისისათვის კი თურქულმა ნაწილებმა ერზინჯანი ბრძოლის გარეშე დატოვეს და ქალაქში 154-ე დარუბანდის პოლკი შევიდა. ხელში ჩაიგდეს თურქების მიერ დატოვებული არსენალი, მისი ნიშვნელოვანი მატერიალური მარაგებით. მანამდე ორი დღით ადრე კი კავკასიური არმია ქელკიტს დაეუფლა.
ბრძოლების შედეგად, რუსულმა კავკასიურმა არმიამ სასტიკად დაამარცხა მე-3 თურქული არმია, რომლის დანაკარგებმაც მარტო ტყვეებით დაახლოებით 17 ათასი ადამიანი შეადგინა, და მთლიანად აიღო კონტროლის ქვეშ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზატკეცილი არზრუმი – ტრაპიზონი. მე-2 არმიამ მხოლოდ სადემონსტრაციო შეტევების ჩატარება შეძლო მუშის რაიონში. რუსული არმიის წარმატებებმა მნიშვნელოვანი ემოციური აღმავლობა გამოიწვიეს სომხურ მოსახლეობას შორის.
ზაფხულში კავკასიური არმიის მთავარსარდალი დიდი მთავრი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ფრონტს ეწვია, იყო რა არზრუმში, ბაიბურთში, ტრაპიზონსა და ერზინჯანში.
სპარსეთის ფრონტზე საქმეები ასე კათილსასურველად არ წარმართულა – ივნის-ივლისში მე-6 თურქულმა არმიამ, რომელიც ელ-ქუთის აღების შემდეგ განთავისუფლდა, დაიწყო კონტრშეტევა ბაღდადის მიმართულებაზე 1-ლი კავკასიური საკავალერიო კორპუსის წინააღმდეგ. აგვისტოსათვის რუსულ ჯარებს ქერმანშახის, ჰამადანისა და ყუმის დატოვება მოუწიათ.
ოღნოთის ოპერაცია
ძირითადი წერილი: ოღნოთის ოპერაცია
[ნახატი]
ფრონტის ხაზი და საბრძოლო მოქმედებები 1914 წ. ნოემბერ – 1916 წ. სექტემბერში
მე-2 თურქული არმიის ნაწილების გადასროლა დიარბაქირთან ჯერ კიდევ მარტში იქნა დაწყებული, ამასთან ეს არმია დამატებით მე-5 კორპუსითაც გააძლიერეს, მაგრამ უბედურ დღეში ჩავარდნილი მე-3 არმიისატის არსებითი დახმარების აღმოჩენა მათ არ შეეძლოთ. ივნისში მე-3 თურქული კორპუსის დივიზიები (1-ლი, 12-ე და 49-ე) მე-2 არმიის სარდლის იზეთ-ფაშას (აპრილში დაინიშნა) ბრძანებით ოღნოთის რაიონში იყრიდნენ ტავსკავკასიური არმიის ნაწილებზე შემდგომი დარტყმის მისაყენებლად. თურქების მიზანი იყო შეებოჭათ სამი რუსული კორპუსის ძალები (1-ლი და მე-5 კავკასიური და მე-2 თურქესტანული კორპუსებისა), დაერტყათ არზრუმის მიმართულებაზე და ამით მოეკვეთათ კავკასიური არმიის მოცემული კორპუსები ძირითადი ძალებისაგან. ნ. ნ. იუდენიჩმა, იცოდა რა თურქთა გადაჯგუფების შესახებ, ასევე დაიწყო ნაწილების გადასროლა: მე-4 კავკლასიური კორპუსის 66-ე დივიზიისსამი პოლკისა ოღნოთის რაიონში, მე-5 (მე-4 კავკასიური კორპუსი) და მე-6 (1-ლი კავკასიური კორპუსი) კავკასიური მსროლელი დივიზიებისა მუშის რაიონში.
16 (29) ივლისს კავკასიური არმიის სარდალმა ბრძანა დაეწყოთ შეტევა ოღნოთის მიმართულებით. მომდევნო დღისათვის, რუსული ჯარები ოღნოთს მიუახლოვდნენ და მისი იერიში დაიწყეს, რომელიც 19 ივლისამდე (1 აგვისტომდე) გრძელდებოდა. ქალაქის აღების შემდეგ დაიწყო უკანდახეული თურქული ნაწილების დევნა.
რუსების მიერ ოღნოთის აღების დღეს იზეთ-ფაშამ უბრძანა მე-2 არმიას (სულ არმიაში შედიოდა ხუთი საარმიო კორპუაი – მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და 16-ე), რომელსაც თავმოყრა ჯერ არ დაესრულებინა, გადასულიყო შეტევაზე მუშისა და ბითლისის მიმართულებით. ბრძოლების პირველ კვირაში შემტევ 16-ე კორპუსს მუსტაფა ქემალის სარდლობით, მოცემულ მიმართულებაზე სერიოზული, მაგრამ ხანმოკლე წარმატებები ჰქონდა – 25 ივლისისათვის (7 აგვისტო) ფ. ი. ნაზარბეგოვის მე-2 კავკასიური მსროლელი დივიზიის პოლკებმა და თ. ა. პოტოს 66-ე დივიზიის 261-ე ახულგოს პოლკმა დიდი დანაკარგებით დატივეს მუში და ბითლისი, დაიხიეს რა თავიდან თათვანის მიმართულებით, ხოლო შემდეგ კი ახლათისა. თურქთა დანაკარგებიც ასევე მაღალი იყო.
ოღნოთის მიმართულებაზე თურქების მოქმედებანი ასევე წარმატებული გახლდათ: მე-3 კორპუსის 1-ლმა და 49-ე დივიზიებმა ოღნოთი დაიკავეს და განაგრძობდნენ მე-4 კავკასიური კორპუსის ძალების შევიწროვებას, რომელსაც 23 ივლისს (5 აგვისტოს) ებრძანა მდინარე ჩარბოროხ-დარასის იქით ჰინის – მუშის ხაზზე დაეხია. ოღნოთის აღმოსავლეთით დახევამ რუსულ არმიას საშუალება მისცა გადაჯგუფებულიყო და თავი მოეყარა აუცილებელი ძალებისათვის მომავალი კონტრდარტყმის მისაყენებლად.
ოღნოთზე შეტევასთან ერთდროულად, ქიღის რაიონში დაიწყო გააფთრებული საბრძოლო შეტაკებანი. ივლისის ბოლოს – აგვისტს დასაწყისისათვის 1-ლი და მე-4 კავკასიური კორპუსების პირაპირზე ორი დამრტყმელი ჯგუფი იქნა გადასროლილი გენერლების თ. ი. დუბსსკისა და ა. მ. ნიკოლაევის მეთაურობით, მოგვიანებით მათ წარმოქმნეს ახალი – მე-6 კვკასიური საარმიო კორპუსი გენერალ-ლეიტენანტ დ. კ. აბაციევის მეთაურობით, რომლის საფუძველიც შეადგინეს მე-4 და მე-5 კავკასიურმა მსროლელმა დივიზიებმა არმიის რეზერვის შემადგენლობიდან, აგრეთვე მე-2 ყუბანურმა პლასტუნების ბრიგადამ, რომელიც მნამდე 1პლი კავკასიური კორპუსის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ნ. მ. ვორობიოვის მე-4 კავკასიურმა მსროლელმა დივიზიამ მოახერხა ქიღის დაპყრობა, ხოლო მე-4 თურქული კორპუსის სამი დივიზია კი მე-5 და მე-6 კავკასიური მსროლელი დივციზიების პოზიციებს უტევდა. მაგრამ, 7 (20) აგვისტისათვის, მთაგორიანი ადგილმდებარეობის უძნელეს პირობებში 200 კმ მარშის შემდეგ, კავკასიურ დივიზიებთან მოვიდა გაძლიერება 1-ლი კავკასიური კორპუსის მე-4 ყუბანური პლასტუნთა ბრიგადის შემადგენლობით, რამაც ძალზედ შეამსუბუქა რუსული არმიის მდგომარეობა მისი შეტევის წინ.
5 (18) აგვისტოს დაიწყო კავკასიური არმიის ნაწილების საერთო შეტევა, რომლებმაც მოახერხეს აღედგინათ მდგომარეობა და მე-3 და მე-4 თურქული კორპუსები მათი საწყისი პოზიციებისაკენ შეევიწროვებინათ. რუსულმა სარდლობამ მარჯვენა ფლანგზე მნიშვნელოვანი ძალები (მე-4 კავკასიური კორპუსი) გამოიყვანა, რომლებმაც შეტევითი მოქმედებებით 16-ე თურქული კორპუსი დაამარცხეს. საბოლოო ჯამში, თურქული შემოტევა დამარცხებით დასრულდა – აღებულ იქნა დასახლებული პუნქტი ოღნოთი და 10 (23) აგვისტოს რუსებმა დაიბრუნეს კონტროლი ქალაქ მუშზე.
შემდგომში რუსული და თურქული არმიები მომანცვლეობით მიმართავდნენ კონტრშეტევებს, და წარმატებაც ხან ერთ მხარეს იხრებოდა, ხანაც მეორე მხარეს. რსლმა ჯარებმა შეავიწრივეს თურქები და დაიწყეს მათი დევნა, რომელიც აგვისტოს ბოლომდე – სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდებოდა, როცა მთებში თოვლი მოვიდა და ყინვები დაიწყო, რამაც მოწინააღმდეგენი აიძულა საბრძოლო მოქმედებები გაზაფხულამდე შეეწყვიტათ. ბრძოლების მსვლელობისას მე-2 და მე-3 თურქულმა არმიებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.
აგვისტოში მოხდა აზერბაიჯან–ვანის რაზმის რეორგანიზაცია, რის შემდეგაც მას მე-2 კავკასიური საკავალერიო კორპუსი დაერქვა, 1917 წლის თებერვლიდან კი – მე-7 კავკასიური საარმიო კორპუსი. ოქტომბრისათვის დაიწყო მე-2 და მე-3 თურქული არმიების სრული გახრწნა – ომის გამო დაღლილობამ, ავადმყოფობებმა, სურსათის უკმარისობამ და მასობრივმა დეზერტირობამ ძალზედ დაასუსტა ისედაც დამარცხებული თურქული დაჯგფება.
სპარსეთში რუსულმა ჯარებმა დეკემბერში მოახერხეს ქერმანშაჰისა და ყუმის თავისნთი კონტროლის ქვეშ დაბრუნება.
1916 წლის კამპანიის შედეგები
[ნახატი]
დასავლეთ სომხეთის ტერიტორია, დაკავებული რუსული ჯარების მიერ 1916 წლის ზაფხულ-შემოდგომისათვის. ჟურნალი „ნივა“ # 31 – 1916 წ.
1916 წლის კამპანიის შედეგებმა კავკასიის ფრონტზე „რუსული სარდლობის მოლოდინს გადააჭარბეს“. წლის ბოლოსათვის, რუსული ჯარები ოსმალეთს იმპერიის სიღრმეში 250 კმ-ითა და მეტად შევიდნენ, დაეუფლნენ რა უმნიშვნელოვანეს და მსხვილ ქალაქებს – არზრუმს, ვანს, ტრაპიზონს, ერზინჯანსა და მუშს. კავკასიურმა არმიამ გაანადგურა მე-3 თურქული არმია და შეძლო მე-2 არმიის შევიწროვებაც, შეასრულა რა ამით თავისი ძირითადი ამოცანა – ამიერკავკასიის დაცვა თურქების შემოჭრისაგან უზარმაზარ ფრონტზე, რომლის განფენილობაც 1916 წლისათვის, სპარსეთის ფრონტის ჩათვლით, 2400 კმ-ზე მეტს შადგენდა.
მასობრივი დეზერტირობა იქცა ყველაზე უფრომწვავე პრობლემად თურქულ არმიაში – 1916 წლის ზაფხულიდან დეზერტირთა რიცხვი მუდმოივად იზრდებოდა (ოქტომბრისათვის, მარტო მე-3 არმიაში ისინი არანაკლებ 50 ათასისა მოითვლებოდნენ). არმიიდან გაქცეული ჯარისკაცები ახდენდნენ შეიარაღებული ბანდების ორგანიზებას, ხელს მიჰყოფდნენ ყაჩაღობასა და ძარცვას.
ანგლო-ფრანგულ-რუსულ შეთანხმებაზე დამატებით, რომელიც 1915 წლის 18 (31) მარტს იყო დადებული, და ითვალისწინებდა კონსტანტინოპოლისა და შავი ზღვის სრუტეების რუსეთის იმპერიისათვის გადაცემას, 1916 წლის 16 (29) მაისს, ხანგრძლივი დიპლომატიური მიმოწერისა და მოლაპარაკებათა შემდეგ, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და, რამდენადმე მოგვიანებით, რუსეთის იმპერიას შორის, დადებულ იქნა საიდუმლო „შეთანხმება აზიური თრქეთის გაყოფის შესახებ“ საიდუმლო ოქმებით, რომელიც უფრო ცნობილია როგორც საიქს-პიკოს შეთანხმება. მის მიხედვით, საბოლოოდ იქნა დადასტურებული რუსეთის უფლებები კონსტანტინოპოლსა და სრუტეებზე, აგრეთვე დასავლეთ (თურქული) სომხეთის ვრცელი დაპყრობილი ტერიტორია და ქურთისტანის ნაწილი რუსეთის უშუალო მფლობელობაში გადადიოდა, სომხები კი, რომლებსაც თავიანთი სახლები ჰქონდათ მიტოვებული, შეძლებდნენ მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნებას. უკვე ომის დროს დაიწყო თურქული ტერიტორიის ათვისება – წარმოებდა სამხედრო-საველე რკინიგზების ფართო ქსელისა (ვიწრო და ნორმალური სიგანის ლიანდაგებით) (იხ. ამიერკავკასიის რკინიგზა) და ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
რუსული ჯარების მიერ დაკავებულ თურქული სომხეთის ტერიტორიებზე დამყარებულ იქნა საოკუპაციო რეჟიმი, შეიქმნა სამხედრო სარდლობისადმი დაქვემდებარებული სამხედრო-ადმინისტრაციული ოკრუგები. 8 (21) ივნისს ნიკოლოზ II-მ დაამტკიცა „დროებითი დებულება თურქული ოლქების მართვაში, რომლებიც ომის უფლებით იყო დაკავებული“. ის ითვალისწინებდა დროებითი სამხედრო საგენერალ-გუბერნატოროს შექმნას, რომელიც იყოფოდა ოლქებად, ოკრუგებად და უბნებად. 1917 წლის დასაწყისისათვის ყველა ოკრუგში, რომლებადაც დროებითი საგენერალ-გუბერნატორო იყოფოდა, დანიშნულ იქნენ უფროსები (სულ 29 ოკრუგი). ოკრუგები, თავიანთ მხრივ, იყოფოდნენ უბნებად, რომლებსაც უბნის უფროსები ედგნენ სათავეში. როგორც წესი, ოკრუგებისა და ოლქების თავებად ინიშნებოდნენ რუსი სამხედროებით კაპიტანზე უფრო მაღალი ჩინით. ქალაქებსა და რაიონებში გაითვალისწინებოდა პოლიციის პირველი, მეორე და მესამე რანგის დეპარტამენტების შექმნა. ხდებოდა ფისკალური და სასამართლო სისტემის შემოღება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა როგორც არმიის, ისე სამოქალაქო პირთა და ლტოლვილების სურსათით მომარაგებას. სომეხთა წარმომადგენლებს უმაღლეს პოსტებს არ ანდობდნენ, მათ ნიშნავდნენ, ძირითადად, მეორეხარისხოვან თანამდებობებზე. დაპყრობილი ოლქების პირველ გენერალ-გუბერნატორად შეიქნა გენერალ-ლეიტენანტი ნ. ნ. პეშკოვი.
1917 წელი
იხ. ასევე: თებერვლის რევოლუცია და ოქტომბრის რევოლუცია
[ნახატი]
თურქეთის ტერიტორია, დაკავებული რუსული ჯარების მიერ 1917 წ. სექტემბრისათვის
1917 წლის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის საერთო მდგომარეობა სატირალი გახლდათ. კავკასიის ფრონტზე ომისგან, დეზერტირობისა და ავადმყოფობათაგან დანაკარგებმა 100 ათას ადამიანს გადააწარბა. უკანასკნლი რეზერვები, შვიდი დივიზია, ავსტრო-უნგრული არმიის დასახმარებლად იქნა გაგზავნილი. ანატოლიაში შიმშილი იყო გამეფებული, რომელიც კონსტანტინოპოლშიც კი იგრძნობოდა. მთლიანობაში ომმა დაქანცა და გააკოტრა იმპერია. რუსი გენერლები, პირიქით, ომის სურვილით იყვნენ აღსავსენი. პრაქტიკულად ყველა ფრონტზე ანტანტამ მიაღწია მატერიალურ აღმატებას (უპირატესობას), და ომში აშშ-ის ჩართვასაც დღე-დღეზე მოელოდნენ.
1916/1917 წლების შემოდგომა – ზამთარში კავკასიის ფრონტზე დადგა პოზიციური ჩაწყნარება. უჩვეულოდ მკაცრი ზამთარი საბრძოლო მოქმედებებს აძნელებდა. ამან გადაარჩინა კიდეც თურქული არმია სრული სამხედრო კრახისაგან და მისცა საშუალება არმიის ნარჩენები შეენარჩუნებინა. შემდგომ წინსვლას ოსმალეთის იმპერიის სიღრმეში არანაირი სტრატეგიული და ტაქტიკური აზრი არ ჰქონდა რუსული არმიისათვის სურსათისა და ფურაჟის მიზიდვაში რთული ვითარების გამო. სამხედრო ისტორიკოსი ა. ო. არუთჲუნიანი წერდა: „... რუსებმა კავკასიის ფრონტზე ბრწყინვალედ შეასრულეს რიგი ამოცანები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ არა მარტო კავკასიის ფრონტისათვის, არამედ მთლიანიობაში მსოფლიო ომის საერთო მსვლელობისთვისაც“.
კავკასიური არმიის დაჯგუფება მოითვლიდა 247 ბატალიონს (6 სომხური მსროლელი ბატალიონის ჩათვლით) 546 ქვემეხით, 236 ასეულს (сотни), 33 საინჟინრო ასეულს (роты), (მოხალისეთა) ლაშქრის (опрлчение) 3 დრუჟინას, მოხალისეთა 2 ასეულს (сотни).
უკანასკნელ შეტევით ოპერაციად კავკასიის ფრონტზე, სამხედრო ისტორიკოსის ა. ა. კერსენოვსკის აზრით, იქცა 19-ე თურქესტანული მსროლელი პოლკის მიერ თებერვლის თვეში ქედის იქი-სივრის დაკავება. ფრონტის სპარსულ უბანზე ნ. ნ. იუდენიჩმა 1917 წლის იანვარში მოახდინა მესოპოტამიაზე შეტევის ორგანიზაცია (თებერვალში კავკასიურმა არმიამ ისევ აიღო ჰამადანი), რამაც აიძულა ოსმალეთის იმპერია ჯარების ნაწილი რუსულ ფრონტზე გადმოესროლა, შეასუსტა რა ბაღდადის თავდაცვა, რომელიც მალევე ინგლისელთა მიერ იქნა დაკავებული.
ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მომხდარმა თებერვლის რევოლუციამ გადაარჩინა თურქული არმია სრული განადგურებისაგან. რევოლუცია სომეხთა მხრიდან დიდი ენთუზიაზმით იქნა მიღებული, ხელახლა აღორძინდა რა იმედები რუსეთის მიერ სომხური საკითხის სამხედრო-პოლიტიკურ გადაწყვეტაზე. ამ პერიოდში თურქული სომხეთის დიდი ნაწილი რუსული ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. სომეხი პოლიტიკური ლიდერების მთავარ ამოცანას კავკასიის ფრონტი წარმოადგენდა – მხარდაჭერა აღმოეჩინათ რეგიონში რუსული არმიისათვის და არ დაეშვათ, რომ თურქებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია უკნავე დაებრუნებინათ.
თურქები ასევე, გაიგეს რა მომხდარი რევოლუციის პოლიტიკური აზრი, ცდილობდნენ იგი თავის ინტერესებში გამოეყენებინათ. ავიაციისა და მიწისზედა პატრულების დახმარებით ვრცელდებოდა სააგიტაციო ფურცლები რევოლუციის გამო მილოცვით, ტარდებოდა პარალელები რუსეთში დამდგარ სიტუაციასა და ოსმალეთის იმპერიაში არსებულ კონსტიტუციურ რეჟიმს შორის, ასევე რუს სამხედრო მოსამსახურეებთან შესახვედრად იგზავნებოდა დელეგაციები თურქი ჯარისკაცებისაგან.
ამ პერიოდში თურქული ჯარები ზარალდებოდნენ ზამთრის სნეულებათა და მასობრივი დეზერტირობისაგან. მე-3 თურქულ არმიას ეკავა ფრონტი თირებოლუდან ქემახამდე, მე2-ს –ქიღიდან ვანის ტბის სამხრეთ-დასავლეთ დაბოლოებამდე. ორივე არმია 1916 წლის მარტიდან შედიოდა ჯარების კავკასიურ (ანატოლიურ) ჯგუფში, რომელსაც ისეთ-ფაშა სარდლობდა, შტაბი კი ჰარფუთში იმყოფებოდა. მე-3 არმიის სარდალმა ვეჰიბ-ფაშამ მოახდინა მე-5, მე-9, 10-ე და 11-ე კორპუსების რეორგანიზაცია. მან შექმნა 1-ლი და მე-2 კავკასიური კორპუსები, გააერთიანა რა მათში სამ-სამი დივიზია. ამრიგად, მე-9, 10-ე, 36-ე და მე-5, 11-ე 37-ე დივიზიები შევიდნენ, შესაბამისად, 1-ლი და მე-2 კავკასიური კორპუსების შემადგენლობაში.
მე-2 თურქული არმიის არცთუ დიდი შეტევა, რომელსაც მისმა ახალმა სარდალმა მუსტაფა ქემალმა მიმართა, დასრულდა თურქების მიერ ბითლისის ვილაიეთის ტერიტორიის ხელმეორედ დაპყრობით ქალაქ მუშამდე, რუს ჯარისკაცებში სურვილის არქონის გამო მიეღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში თებერვლის რევოლუციის შემდეგ. თურქული არმიის შეტევითი მისწრაფება მხოლოდ მაისში ამოიწურა, და ისიც მსხვილმასშტაბიანი ოპერაციების წარმოებისათვის აუცილებელი რესურსების არარსებობის გამო. სხვა ვერსიის მიხედვით, თურქები გერმანელი მთავარსარდლის ე. ლჲუდენდორფის თხვნით გაჩერდნენ, რომელიც ასეთნაირად აგრძნობინებდა რუსეთის მთავრობას, რომ გერმანიის სურვილი სეპარატიული ზავის დადებაზე გულწრფელი გახლდათ.
კავკასიური არმიის მთავარსარდლად დანიშნულმა ნ. ნ. იუდენიჩმა გააგრძელა შეტევა თურქების წინააღმდეგ სპარსეთში (მარტის ბოლოსათვის 1-ლმა კავკასიურმა საკავალერიო კორპუსმა მდინარე დიალას მიაღწია, დაიკავა რა ხელმეორედ ქალაქები სენენდეჯი, ქერმანშაჰის რიონი და ჰანქინი), მაგრამ ჯარების მომარაგების სიძნელეებმა, რევოლუციური აგიტაციის ზემოქმედებით დისციპლინის დაცემამ და მალარიით სნეულებათა ზრდამ აიძულეს იგი მოსულის ოპერაცია შეეწყვიტა და ჯარები მთაგორიან რაიონებში გამოეყვანა. პროპაგანდით შეპყრობილ რუსულ არმიაში მისი რეპუტაცია დაზარალდა ბითლისისა და მუშის რაიონში რუსების უკანდახევის გამო, ამასთანავე მასზე ჰქონდათ ეჭვი სიმპათიებში „ძველი რეჟიმისადმი“. განაცხადა რა უარი შეესრულებინა დროებითი მთავრობის ბრძანება შეტევის განახლების თაობაზე, 1917 წლის მაისში იუდენიჩი ჩამოშორებულ იქნა ფრონტის დარდლობისაგან, ჩააბარა რა სარდლობა ინფანტერიის გენერალს მ. ა. პრჟევალსკის, და გადაყვანილ იქნა სამხედრო მინისტრის განკარგულებაში. 1917 წლის გაზაფხულიდან რუსული არმია თანდათანობით იხრწნებოდა, ჯარისკაცები დეზერტირობდნენ, სახლებში მიდიოდნენ. პროცესები დააჩქარა ოქტომბრის რევოლუციამ და წლის ბოლოსათვის კავკასიის ფრონტი თითქმის მთლიანად დაშლილი იყო.
სამხედრო დისციპლინის დაცემის საწინააღმდეგო ზომების ძიებაში რუსული სარდლობა ატარებდა ექსპერიმენტებს ეროვნული სამხედრო ფორმირებების შექმნის კუთხით – 1917 წლის ივლისის შუა რიცხვებისათვის პეტროგრადისა და ტფილისის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კავკასიის არმიის შტაბის წინადადებით, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით სომხური ბატალიონების საფუძველზე შეიქმნა მსროლელი პოლკები, რასაც შემდეგ მოჰყვა მათი გაერთიანება ბრიგადებად. ოქტომბრის ბოლოს იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსის ბრძანება კიდევ ერთი ბრიგადის ჩამოყალიბებაზე, ისეთ ნაირად, რომ 1-ლი, მე-2 და მე-5 პოლკები შევიდნენ 1-ლი ბრიგადის შემადგენლობაში, ხოლო მე-3, მე-4 და მე-7 პოლკები კი – მე-2 ბრიგადისა. ამავე ბრძანებით ჩადებულ იქნა დასაბუთება მომავალში ერთიანი საჯარისო შენაერთის – მოხალისეთა სომხური კორპუსის ჩამოსაყალიბებლად.
მუშის რაიონში ტერიტორიის თურქული ჯარების კონტროლქვეშ გადასვლასა და რუსული არმიის გახრწნას მოჰყვა განგაში სომეხთა შორის. მოსკოვისა და პეტროგრადის ეროვნული კომიტეტების წევრები დროებით მთავრობასთან ერთად განიხილავდნენ შექმნილ ვითარებას. მათი მიზანი იყო დაერწმუნებინათ ა. თ. კერენსკი მდგრადი კავკასიური ფრონტის შენარჩუნების აუცილებლობაში. ამ მიზნით ისინი ითხოვდნენ ათასობით სომეხი ჯარისჯაცის სხვა ფრონტებიდან კავკასიაში გადმოსროლას, რაც შეიძლებოდა ქცეულიყო გადამწყვეტ ფაქტორად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნებისთვის. თანხმობა მიღებულ იქნა, მაგრამ ცდილობდნენ ეს გადაწყვეტილება არ გაეხმაურებინათ, რათა მსგავსი პრეცედენტები თავიდან აეცილებინათ. დროებითი მთავრობის კრახამდე ცოტა ხნით ადრე, ოქტომბერში, კერენსკის მიერ გაცემულ იქნა განკარგულება 35 ათასი სომეხი ჯარისკაცის კავკასიაში გადმოყვანის თაობაზე რუსული ნაწილების ჩანაცვლების მიზნით. მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე ათასმა ჩააღწია ფრონტამდე, დანარჩენები კი ბაქოს რაიონში აღმოჩნდნენ, სადაც 1918 წლის უმეტეს ნაწილში, სომხური საბჭოს ხელმძღვანელობით, დახმარებას აღმოუჩენდნენ ქალაქის საბჭოთა ადმინისტრაციას.
მომხდარი ოქტომბრის რევოლუციისა და რუსული არმიის გაგრძელებული გახრწნის შემდეგ, თურქულმა სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება აღედინა 1878 წლის საზღვრები და დაეწყო შემოტევა მე-3 არმიის ძალებით (1-ლი და მე-2 კავკასიური კორპუსები და სამი დივიზია მე-2 არმიის შემადგენლობიდან, რომლიც მანამდე სრულად იქნა განფორმირებული /გაუქმებული/). თურქული ჯარების რიცხოვნებას 40-დან 50 ათას ადამიანამდე აფასებდნენ 160 ქვემეხით.
კავკასიური არმიის გახრწნის პროცესი
ძირითადი წერილი: არმიის დემოკრატიზაცია რუსეთში (1917)
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიაში გაიშალა ბრძოლა კავკასიის ფრონტის ბოლშევიკებსა და ესერო-მენშევიკებს შორის. კავკასიური არმიის სამხარეო საბჭოს მიერ, რომელსაც ესერო-მენშევიკები ხელმძღვანელობდნენ, უკვე 26 ოქტომბერს (9 ნოემბერს) ტფილისში შეიქმნა საგანგებო ორგანო – საზოგადიებრივი უსაფრთხოების ამიარკავკასიური კომიტეტი. მოგვიანებით ის შეცვალა ამიერკავკასიის კომისარიატმა. კავკასიური არმიის სარდლობამ, კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის მ. ა. პრჟევალსკისა და კავკასიური არმიის სარდლის ი. ზ. ოდიშელიძის სახით, საბჭოთა ხელისუფლების არცნობისა და დროებითი მთავრობისადმი თავისი ერთგულების შესახებ განაცხადა. ფრონტის სარდლობის, სამხარეო საბჭოსა და ამიერკავკასიის კომისარიატისადმი ოპოზიციაში იმყოფებოდა რსდმპ(ბ) კავკასიური სამხარეო კომიტეტი.
ამ პერიოდში კავკასიური ფრონტი ხასიათდებოდა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მიერ ჯარების ზურგში გამოყვანის თვითნებური ინიციირებით. უკვე ნოემბრის პირველ ნახევარში 39-ე ქვეითმა დივიზიამ, რომელიც ბოლშევიკების ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, დატოვა რა ფრონტის ხაზი, დაიწყო მოძრაობა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით. 14 (27) ნოემბერს ამ დივიზიის წარმომადგენლები ერივანში ჩავიდნენ და დაიწყეს აგიტაცია მე-5 და მე-6 სათადარიგო პოლკების რიგებში „ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყვანის მოთხოვნის“ მიზნით. მ. ა. პრჟევალსკის თანახმად, დივიზია მიემართებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში „სამოქალაქო ომისათვის“. ყუბანის კაზაკობის ლიდერებმა 7 (20) ნოემბერს წამოაყენეს მოთხოვნა, რომლის თანახმადაც კაზაკები დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყვნენ გამოწვეულნი ფრონტის ხაზიდან ყუბანზე თავიანთი სახლების დასაცავად.
რიგი ნაწილების ფრონტიდან გამოყვანის პროცესის პარალელურად, აქ მიდიოდა ეროვნული არმიების ჩამოყალიბების პროცესიც. ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილებით შექმნილი ეროვნებათაშორისი საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ იქნა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული კორპუსები, გერმანული პოლკი, აგრეთვე პოლონური, ბერძნული, ასირიული და სხვა სამხედრო ნაწილები. ამავდროულად მიღებულიქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ფრონტიდან წამოსული ნაწილები ექვემდებარებოდნენ განიარაღებას.
კავკასიის ფრონტის ახალი მთავარსარდლის გენერალ-მაიორ ლ. ე. ლებედინსკის ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარის ე. პ. გეგეჭკორისადმი გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, 1918 წლის იანვრის დასაწყისში „ჩვენი ძველი კავკასიური არმიის ფრონტიდან ზურგში გადმოსვლა დღესდღეობით დასასრულს უახლოვდება“. ასე, მე-5 კავკასიური საარმიო კორპუსი ფრონტიდან ორ ნაწილად გაყოფილი მოდიოდა – ერთი შავი ზღვის ფლოტის ხომალდებით ტრაპიზონიდან ფეოდოსიაში, მეორე კი – ნოვოროსიის გუბერნიაში გადმოვიდა. მე-2 თურქესტანული საარმიო კორპუსი ასევე ტრაპიზონში იმყოფებოდა. 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსის ძირითადი ნაწილები, აგრეთვე არმიისა და სპარსეთიდან გამომავალი მე-7 საარმიო კორპუსის კაზაკთა ნაწილები (მე-4 ყუბანური კაზაკთა დივიზიის გამოკლებით) ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით მოძრაობდნენ, გადავიდოდნენ რა კავკასიონის მთავარ ქედზე. მე-4 და მე-6 კავკასიური კორპუსები ტოვებდნენ თავიანთ პოზიციებს ყარაქილისასა და სარიყამიშის რაიონებში. მე-4 და მე-6 ყუბანური კაზაკთა დივიზიები მე-7 კავკასიური საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან ჯერ ისევ სპარსეთში რჩებოდნენ. სპარსულ პორტ ენზელიში 1-ლი კავკასიური საკავალერიო კორპუსის ნაწილები ელოდებოდნენ ტრანსპორტს პეტროვსკ-პორტს, კრასნოვოდსკსა და ბაქოსკენ. მე-2 კავკასიური მსროლელი დივიზიის პირადი შემადგენლობა ამიერკავკასიაში იქნა დემობილიზებული.
ამასთან ერთად ხდებოდა შეტაკებები კავკასიური არმიის ქონებისა და სამხედრო ერთეულების გაყოფის მიზნით. ამ ბრძოლაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბოლშევიკებიც, რომლებიც ცდილობდნენ ამიერკავკასიში ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ზურგში მოძრავი ეშელონების სამხედრო მოსამსახურეთა განიარაღების მიზნით, ბოლშევიკთა პოლიტიკური მოწინააღმდეგენი მათი გაჩერებისაკენ ისწრაფვოდნენ. უმრავლეს შემთხვევებში ეს ხერხდებოდა შეიარაღებული ძალის დახმარებით. იანვრის დასაწყისში შამქორის, აღსტაფას, თოვუზის, ევლაჰის, ზაზალის სადგურებში ადგილი ჰქონდა სისხლიან შეტაკებებს. მხოლოდ სადგურ შამქორში აზერბაიჯანულ შეიარარბულ ფორმირებათა ხელით დაახლოებით 2 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე ათასი იქნა დაჭრილი. უკანდახეულ ჯარებს ჩამოერთვათ 30-ზე მეტი ქვემეხი, დაახლოებით 100 ტყვიაფრქვევი და 12 ათასი შაშხანა.
1917 წლის კამპანიის შედეგები
მეომარი ოსმალეთის იმპერიისათვის მომხდარი თებერვლის რევოლუცია დიდი იღბალი შეიქნა. რუსეთში წარმოქმნილმა ქაოსმა თურქებს მშვიდობისა და იმპერიის შენარჩუნების იმედი გაუჩინა. ბოლშევიკურმა გადატრიალებამ ეს იმედები კიდევ უფრო განუმტკიცა, რამდენადაც რუსეთში კიდევ უფრო მეტ მღელვარებებს აუწყებდათ.
30 ნოემბერს (13 დეკემბერს) კავკასიური ფრონტის სარდალმა ინფანტერიის გენერალმა მ. ა. პრჟევალსკიმ გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც უნდა ჩამოეყალიბებინათ მოხალისეთა სომხური კორპუსი, სარდლად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ფ. ი. ნაზარბეგოვი (მოგვიანებით – სომხეთის პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი), შტაბს უფროსად კი – გენერალ-მაიორი ე. ე. ვიშინსკი. სომხური ეროვნული საბჭოს თხოვნით ნაზარბეგოვთან საგანგებო კომისრად დანიშნულ იქნა დრასტამათ ქანაიანი. მოგვიანებით სომხურ კორპუსში შევიდა აგრეთვე დასავლურ-სომხური დივიზია ანდრანიკ ოზანიანის მეთაურობით. ამრიგად, სომხური მსროლელი ბატალიონები იქცნენ ძირითად ძალად, რომელიც გამოჰყოფდა ამიერკავკასიას რეორგანიზებული თურქული არმიისაგან.
მიიღეს რა მოქმედების თავისუფლება, სომხური ქვედანაყოფები ისევ შეუდგნენ ძალადობას მუსლიმანთა წინააღმდეგ, ძირითადად ქურთებისა, – მასობრივ მკვლელობებს, ძარცვებსა და განდევნებს. ასე, 1917 წლის ივნისში, ქინისში, ქურთული დასახლებული პუნქტები ყოველდღიურად განიცდიდნენ ძარცვებს სომხური ბანდების მხრიდან, ყარსში კი ქურთული მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივი მკვლელობების მსვერპლი ხდებოდა.
1918 წელი
ახალგაზრდა თურქების მთავრობა რუსეთის რევოლუციაში ხედავდა შესაძლებლობას, რომ ცხოვრებაში განეხორციელებინა თავისი ამბიციური გეგმები კავკასიის მიმართულებაზე, და თვით ყველაე უფრო ნაკლებად მეოცნებე წრეებიც კი არმიაში ფიქრობდნენ 1878 წლის წლის საზღვრის აღდგენის შესაძლებლობაზე. ივარაუდებოდა, რომ პანთურანული ექსპანსია აანაზღაურებდა არაბული პროვინციების დაკარგვას, და ამიტომ, მესოპოტამიისა და პალესტინის ფრონტებზე ჯართა გაძლიერების გადაუდებელი საჭიროებისა და კავკასიის ფრონტზე სიწყნარის დადგომის მიუხედავად, მე-3 არმია უწინდელ ადგილას იქნა დატოვებული. თურქების გადაწყვეტილებაზე არც თუ უკანასნელი გავლენა იქონია ბოლშევიკების დეკრეტმა „თურქული სომხეთის შესახებ“, რომელიც უფრო წინ აყენებდა ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევას, ვიდრე ოსმალურ ხელისუფლების აღდგენას. ყოფილი მეფის არმიის დაახლოებით 100 ათასი სომეხი ჯარისკაცის კავკასიაში ეტაპობრივი რეპატრიაციისა და შეიარაღების დაწყებამ დაარწმუნა ოსმალო პოლიტიკოსები, კერძოდ, თალაათი, რომ, ახალი ბოლშევიკური ხელისუფლების სამშვიდობო რიტორიკის მიუხედავად, „რუსულ ლეოპარდს თავისი ხალები არ შეუცვლია“.
მე-3 არმია შედგებოდა I და II კავკასიური კორპუსებისა (სამ-სამი დივიზია თითოეულში) და გაუქმებული მე-2 არმიის ორი დივიზიისაგან. თითოეული დივიზიის რიცხოვნება იყო დაახლოებით 5 ათასი ადამიანი. დამხმარე ჯარებით მე-3 არმიას შეეძლო 45-დან 50 ათასამდე ადამიანი გამოეყვანა.
მე-3 არმიის საპირდაპიროდ მდგომი სომხური კორპუსი თავიდან შედგებოდა ორი მსროლელი დივიზიის, სამი მოხალისეთა და ერთი საკავალერიო ბრიგადის, აგრეთვე მოლაშქრეთა რამდენიმე ბატალიონისაგან. კორპუსის შევსებას წარმოადგენდნენ სომხები –კავკასიური არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისენი არზრუმის, ვანისა და ერზინჯანის რაიონებიდან. საერთო რიცხოვნება 21 ათას ადამიანით ფასდებოდა. თურქულ ჯარებს წინააღმდეგობას უწევდა ასევე ქართული კორპუსიც ვ. დ. გაბაევის (გაბაშვილის) მეთაურობით, 10 ათასამდე ადამიანის რიცხოვნებით. იანვარში ანდრანიკ ოზანიანს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა არზრუმის თავდაცვის ხელმძღვანელად.
მუსლიმანთა ხოცვა-ჟლეტა აღმოსავლეთ ანატოლიაში
30 იანვარს (12 თებერვალს) სომხების მხრიდან ხოცვა-ჟლეტისაგან მუსლიმანური მოსახეობის დაცვის საბაბით თურქებმა დაიწყეს შეტევითი მოქმედებები კავკასიის მიმართულებაზე. ამასთან ერთად, შიდა მიმოწერა გვიჩვენებს, რომ თურქული ჯარების დაწყებული წინსვლა „ადამიანურობისა და ცივილიზაციის“ გულისათვის უბრალოდ საბაბი გახლდათ.
1918 წლის დასაწყისში ეთნოსებს შორის შეტაკებებმა სომხებს, ქურთებსა და აზერბაიჯანელებს შორის ფრონტისპირა ზონაში მასობრივი ხასიათი შეიძინა. აღმოსავლთ ანატოლიიდან რუსული არმიის ნაწილების გამოყვანის შემდეგ დაიწყო „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“. ქურთები ცდილობდნენ სომეხთა გენოციდის შემდეგ დაცარიელებული მიწების დაკავებას, მაგრამ ახლა სომხებიც ცდილობდნენ დაებრუნებინათ აღმოსავლეთ ანატოლია, ნახჭევანი და ზანგეზური. ამის შედეგად იქცა მასობრივი მკვლელობები: იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე ერზინჯანსა და არზრუმში სომხური შეიარარბული რაზმების მიერ თითქმის 10 ათასი მუსკიმანი იქნა მოკლული. არის რუსი საარტილერიო ოფიცრის ტვერდოხლებოვის მოწმობა არზრუმში მოვლენების შესახებ: „სომხები საკუთარ თავს ულოცავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საღამოს სამი ათასამდე ადამიანი ამოხოცეს“. სომურმა რაზმებმა, განსაკუთრებით იმათ, რომლებსაც გენერალი ანდრანიკი ედგა სათავეში, მთელი რიგი მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს ასევე ყარსის ოლქშიც. ბრიტანელი კონსულის სიტყვებით, ისინი „აუკაცრიელებდნენ თათრულ (აზერბაიჯანულ) სოფლებს ერთი-მეორის მიყოლებით“. მუსლიმანთა მასობრივი მკვლელობები შეეხო ასევე ბაიბურთს, თერჯანს (მამახათუნსა) და აღმოსავლეთ ანატოლიის თითქმის ყველა მუსლიმანურ სოფელს. ავსტრიელი რეპორტიორის შტეფან ეშანის შეტყობინებებით, რომელიც რეგიონს ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მალევე ეწვია, ყველა მუსლიმანური სოფელი ტრაპიზონიდან ერზინჯანამდე და ერზინჯანიდან არზრუმამდე განადგურებული იყო. თითქმის მთელი არზრუმი – დანგრეული.
ხოცვა-ჟლეტის შესახებ ინფორმაცია გვაცნობეს აგრეთვე ამერიკელმა ოფიცრებმაც ემორი ნილსმა და არტურ საზერლენდმა, რომლებიც ამერიკული მთავრობის მითითებით 1919 წელს აღმოსავლეთ ანატოლიას ეწვივნენ. მათი შეტყობინებების თანახმად, „სომხებმა თურქებზე იგივე მხეცობები და ბოროტმოქმედებანი ჩაიდინეს, რაც თურქებმაც სომხებზე სხვა რეგიონებში“. თავიდან ისინი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, მაგრამ შემდგომში დარწმუნდნენ, რომ ადგილობრის მცხოვრებთა მონათხრობები სომეხთა მხრიდან მკვლელობების, გაუპატიურებათა გადაწვების შესახებ სინამდვილეს შეესაბამება – ვანსა და ბითლისში სომეხთა კვარტლები მთელი დარჩა, მაშინ როდესაც მუსლიმანებისა ნანგრევებად იყო ქცეული, სომეხთა სოფლებს არ ჰქონდა ზარალი მიყენებული, მუსლიმანთა სოფლები კი განადგურებული იყო.
ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე რუსული ნაწილებისა და სომხების მიერ მუსლიმანთა მკვლელობების შესახებ ცნობები სხვა წყაროებითაც დასტურდება. ამ მკვლელობათა შედეგებს დაწვრილებით აღწერდა 1918 წელს აღმოსავლეთის ფრონტზე ნამყოფი ახმეტ რეფიქ-ბეი, თავის წიგნში „ორი კომიტეტი, ორი ხოცვა-ჟლეტა“.
მე-3 არმიის სარდალი ვეჰიბ-ფაშა იანვრის განმავლობაში ცდილობდა გენერლების ი. ზ. ოდიშელიძისა და მ. ა. პრჟევალსკის ყუდადღება მუსლიმანთა ხოცვა-ჟლეტაზე მიექცია, ატყობინებდა რა ისეთ მხეცობებზე, როგორიც ცოცხლად დაწვაა. თუმცა კი გენერალი ოდიშელიძე (კავკასიის ფრონტის ფაქტიური სარდალი) დაპირდა მუსლიმანები სომხებისაგან დაეცვა, როგორც სჩანს აღიარა მუსლიმანური მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, ხოცვა-ჟლეტა გრძელდებოდა. ამ ფონზე, სომეხთა მოქმედებებზე ვეჰიბ-ფაშას მორიგი ჩივილის შემდეგ, დაიწყო ოსმალური შემოტევა. როგორც ამერიკელი ისტორიკოსი შონ მაკმიკინი აღნიშნავს, თურქი ჯარისკაცები ძლიერად იყვნენ მოტივირებულნი სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგანაც შურისძიებით იყვნენ აღსავსენი – განსაკუთრებით მუსლიმანთა ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, რომლის შედეგებსაც თურქები მათი წინსვლის-და მიხედვით ნახულობდნენ.
თურქული არმიის შემოტევა 1914 წლის საზღვრისაკენ
მე-3 არმიას ესმებოდა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ამოცანა, თავს არიდებდა რა ამ დროს შეტაკებებს რუსული ჯარების ნარჩენებთან. თურქული ჯარები ისე მოძრაობდნენ, რომ სერიოზული წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ. სომხურ ნაწილებს, რომლებიც ვრცელ ფრონტს იფარავდნენ, არ შეეძლოთ თურქების მოწოლის შეკავება. 31 იანვარს (13 თებერვალს) თურქულმა ჯარებმა ერზინჯანი დაიკავეს. ენვერ-ფაშას თხოვნით ვეჰიბ-ფაშას ჯარები სამი დღის განმავლობაში ტრაპიზონში არ სესულან, რათა მიეცათ საშუალება რუსული, სომხური და ქართული ძალებისათვის ქალაქიდან ზღვით წასულიყვნენ. 11 (24) თებერვალს თურქული ჯარები სისხლისღვრის გარეშე შევიდნენ ქალაქში რუსული სასულე ორკესტრის თანხლებით. მოწინააღმდეგის აღმატებული ძალების მოწოლის ქვეშ სომხური ჯარები უკან იხევდნენ, იფარავდნენ რა დასავლელ-სომეხი ლტოლვილების ბრბოებს, რომლებიც მათთან ერთად მოდიოდნენ. 27 თებერვალს(12 მარტს) ვეჰიბ-ფაშას 25ათასიანი თურქული არმია არზრუმში შევიდა. ქალაქის დამცველი სომხები, ანდრანიკის მეთაურობით, რიცხობრივი უპირატერსობის მიხედავად, წინააღმდეგობის გაწევის გარეს გაიქცნენ, დატოვეს რა სურსათისა და იარაღის დიდი მარაგები. არზრუმის დაცემასთან ერთად თურქებმა ფაქტიურად დაიბრუნეს კონტროლი მთელ აღმოსავლეთ ანატოლიაზე. იმავე დღეს სომხური კორპუსის ნაწილებმა ჰინისი და მანციკერტი დატოვეს. 11 (24) მარტს თურქული ჯარები 1914 წლის საზღვრებამდე მოვიდნენ.
როგორც ჯ. მაკარტი აჩვენებს, სომხების მხრიდან მუსლიმანური მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა სომეხთა მტელი უკანდახევის მანძილზე გრძელდებოდა, და მხოლოდ ოსმალური არმიის სწრაფმა წინსვლამ მისცა საშუალება მრავალთა სიცოცხლის გადასარჩენად.
სამშვიდობო მოლაპარაკებები
რუსეთის ომიდან გასვლა
ძირითადი წერილები: ერზინჯანის დაზავება და ბრესტის ძავი
[სურათი]
დეკრეტი ზავის შესახებ. 1917 წლის 26 ოქტომბერი
1917 წლის ოქტომბერში ძალაუფლების ხელში ჩამგდებმა ბოლშევიკების პარტიამ დაჰგმო ომი, როგორც იმპერიალისტური, და გამოვიდა მშვიდობის მომხრედ „ანექსიებისა და კონტრიბუციების გარეშე“. ომის გაგრელება მუქარის ქვეშ აყენებდა მათი ხელისუფლების არსებობას – ეკონომიკა დანგრეული იყო, არმია ბრძოლისუუნარო. მოლაპარაკებათა დაწყებისაკენ მოწოდება შედიოდა დეკრეტში ზავის შესახებ, რომელიც საბჭოების სრულიად რუსეთის II ყრილობაზე იქნა მიღებული, რომელიც 26 ოქტომბერს (8 ნოემბერს) ტარდებოდა. ახალგაზრდა თურქები ძნელად იჯერებდნენ ასეთ შემობრუნებას – ოსმალური თავდაცვა კავკასიაში განადგურებული იყო რუსული არმიის მიერ, აღმოსავლეთ ანატოლიის ვრცელი ტერიტორიები კი ოკუპირებული, მაგრამ ხელისუფლებაში მოსული მთავრობა აპირებდა ომიდან გასულიყო, უარს ამბობდა რა მთელ დაპყრობილ ტერიტორიებზე. 7 (20) ნოემბერს რუსული არმიის მთავარსარდალს მიეცა მითითება მიემართა მოწინააღმდეგის არმიის სარდლისათვის წინადადებით საომარ მოქმედებათა შეჩერების შესახებ, მაგრამ ბანაკიდან პასუხი არ გაუციათ, რასთან დაკავშირებითაც, მთავარსარდალი ჩამოშორებულ იქნა არმიის ხელმძღვანელობისაგან. შემდეგ დღეს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატმა ნოტით მიმართა მოკავშირეთა ჯარებს, რომელშიც სთხოვდა მიეჩნიათ დეკრეტი ზავის შესახებ როგორც „ფორმალური წინადადება დაუყოვნებლივ დაზავებულიყვნენ ყველა ფრონტზე და დაუყოვნებლივ დაეწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები“. ანტანტის ქვეყნებმა წინადადებას დაზავების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების საბოტაჟი გამოუცხადეს.
20 ნოემბერს (3 დეკემბერს) ოსმალეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ ნასიმი-ბეგმა ინფორმაცია გაუკეთა დეპუტატების პალატას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებათა დაწყების შესახებ. იმავე დღეს გერმანული არმიის შტაბ-ბინაში ბრესტ-ლიტოვსკში, ცენტრალური დერჟავების წარმომადგენლები შეხვდნენ ბოლშევიკების დელეგაციას.
ოკუპირებულ ერზინჯანში 5 (18) დეკემბერს ახალგაზრდა თურქები შეხვდნენ კავკასიური არმიის წარმომადგენლებს და დაზავებაზე ხელი მოაწერეს. მისი პირობებით, შავი ზღვიდან მერვანე–ჩარფალის ხაზამდე დგინდებოდა სადემარკაციო ხაზი, იკრძალებოდა ოპერატიულ-სტრატეგიული გადანაცვლებების, გადაზიდვებისა და გადაჯგუფებათა მოხდენა. 7 (20) დეკემბერს შეჩერებულ იქნა საომარი მოქმედებები ყველა ფრონტზე, მათ რიცხვში კავკასიის ფრონტზეც.
[სურათი]
ბრესტ-ლიტოვსკი სამშვიდობო ხელშეკრულების პირველი გვერდი. მარტი 1918 წ.
იმ დროს როდესაც რუსეთს იმედი ჰქონდა აღედგინა გერმანიისა და ავსტრიის მიერ დაკავებული ტერიტორიები, თურქული მხარე იგებდა ბოლშევიკთა დაპირებისაგან ანექსიის გარეშე ზავის დადების შესახებ. ახალგაზრდა თურქები მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ იმ მიზნით, რომ არა მარტო აღედგინათ 1914 წლის საზღვარი, არამედ დაებრნებინათ კიდეც რუსეთის მიერ 1878 წელს ანექსირებული სამი პროვინცია – ყარსი, არტაანი და ბათუმი.
მოლაპარაკებათა ორი ეტაპის შემდეგ გერმანული არმია ისევ გადავიდა საომარ მოქმედებებზე და პეტროგრადისაკენ დაიძრა. ოთხ დღეში მათ წინ 240 კმ წაიწიეს. ამ სიტუაციაში, ვ. ი. ლენინი მითითებას აძლევს მოლაპარაკებების მონაწილეებს დადონ შეთანხმება ცენტრალურ დერჟავებან ნებისმიერ პირობებზე. ეს შესაძლებლობას აძლევდა თურქებს აღედგინათ 1914 წლის საზღვარი და უზრუნველეყოთ რუსული ჯარების სრული გაყვანა სამი პროვინციიდან, რომელთა შესახებაც საბოლოო გადაწყვეტილება თურქული ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საყოველთაო რეფერენდუმით იყო განმტკიცებული. ამრიგად, ოსმალეთის იმპერიამ მიიღო ყველაზე უფრო მეტი სარგებელი 18 თებერვალს (3 მარტს) ხელმოწერილი ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო ხელშეკრულებისაგან. რუსეთის მხრიდან ხელშეკრულება 2 (15) მარტს იქნა რატიფიცირებული საბჭოების სრულიად რუსეთის IV საგანგებო ყრილობაზე.
მოლაპარაკებები ამიერკავკასიასთან
ძირითადი წერილები: ტრაპიზონის მოლაპარაკებები და ბათუმის ხელშეკრულება
მეფის ხელისუფლების დაცემის შემდეგ ჩამოყალიბებულ იქნა საგანგებო ამიერკავკასიური კომიტეტი (ოზაკომი), რომელიც დროებითი მთავრობის სახელით აკონტროლებდა სამოქალაქო საქმეებს. დემობილიზებული კავკასიური არმიის რეგიონიდან წასვლის შემდეგ ამიერკავკასიამ დაკარგა დაცვა თურქული ან გერმანული შემოჭრისაგან. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიაში შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც არ სცნო ბოლშევიკური მთავრობა.
1918 წლის იანვრის შუა რიცხვებში თურქულმა მხარემ ამიერკავკასიის კომისარიატს შესთავაზა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. ჯერ კიდევ თურქული შემოტევის დასაწყისში 10 (23) თებერვალს ტფილისში ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ დეპუტატები, რომლებიც სრულიად რუსეთის დამფუძნებელ კრებაში იყვნენ არჩეულნი ამიერკავკასიიდან, და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო სეპარატიული მოლაპარაკებები ზავის შესახებ ოსმალეთის იმპერიასთან, ამოდიოდა რა რუსეთ-თურქეთის 1914 წლის ომის დაწყების მომენტში არსებული საზღვრების აღდგენისა და თურქული სომხეთის მიერ ავტონომიის მიღების პრინციპიდან, რომლებიც მიმდინარეობდა ტრაპიზონში 1 (14) მარტიდან 1 (14) აპრილის ჩათვლით. პირად შეხვედრებში ამიერკავკასიის პარტიათა ცალკეული წარმომადგენლები ცდილობდნენ დაემყარებინათ უფრო მჭიდრო კავშირები მოლაპარაკებებზე ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენლებთან. ასე, ტფილისის მერმა ა. ი. ხატისიანმა შესთავაზა თურქული დელეგაციის მეთაურს რაუფ ბეგს სომეხი დელეგატების გამოსვლა ტრაპიზონში ყარსის, არტაანისა და ბათუმის დაბრუნებაში მხარდასაჭერად აღმოსავლეთ ანატოლიაში დაახლობით 400 ათასი სომხის რეპატრიაციის სანაცვლოდ. თავის მხრივ ქართველი პოლიტიკოსი ა. ი. ჩხენკელი თურქული სომხეთისათვის ავტონომიის აუცილებლობისადმი თავის მხარდაჭერას რაუფ ბეგს უსაბუთებდა სურვილით, რომ თავიდან აეცილებინა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები სომეხთა მხრიდან, რომლებსაც იგი „მავნე ელემენტად“ თვლიდა. მუსლიმანთა წარმომადგენლები კი დაინტერესებული იყვნენ თურქების წინსვლით ამიერკავკასიის სიღრმეში. მარტის ბოლოს ბაქოში, დაშნაკებთან გაერთიანებული ბოლშევიკები, გამოვიდნენ პარტია მუსავატის წინააღმდეგ, რომელიც ქალაქის მუსლიმანურ უმრავლესობას წარმოადგენდა, რის შედეგადაც შეიქმნა ბაქოს კომუნა. მუსლიმანური მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისა და ძარცვა-რბევის შედეგად, ბაქოში დაახლოებით 12 ათასი მუსლიმანი დაიღუპა, რამაც ოსმალებისადმი მიმართული მულიმანთა მოწოდებები დახმარების შესახებ უფრო მეტად დაჟინებული გახადა. 24 მარტს (6 აპრილს) თურქული მხარის მხრიდან წამოყენებულ იქნა ულტიმატუმი ამიერკავკასიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების მიღების შესახებ. თურქბმა დაიწყეს შემოჭრა ყარსისა და ბათუმის ოლქებში, რაც დასაბუთებული იყო ვეჰიბ-ფაშას დეპეშაში რუსული შტაბისადმი: „სომხები აღსავსენი არიან სურვილითა და მზადყოფნით ამოხოცონ ოსმალეთის მუსლიმანები“. 30 მარტს (12 აპრილს) თურქული ჯარები მოადგდნენ ბათუმის გარეუბნებს. იმავე დღეს ამიერკვკასიის სეიმმა ომი გამოუცხადა ოსმალეთის იმპერიას. 23 მარტს (5 აპრილს) თურქბმა აითეს სარიყამიში, 25 მარტს (7 აპრილს) – ვანი, 1 (14) აპრილს – ბათუმი, 12 (25) აპრილს – ყარსი, მისი მნიშვნელოვანი სამხედრო და სასურსათო მარაგებით.
9 (22) აპრილს ამიერკავკასიის მთავრობამ, იძულებული იყო რა მოლაპარაკებები განეახლებინა, შეასრულა ოსმალეთის იმპერიის ძირითადი მოთხოვნა და გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის (ადფრ) დამოუკიდებლობის შესახებ. ამასთან ერთდროულად თურქული ჯარები განაგრძობდნენ წინსვლას ამიერკავკასიის სიღრმეში – ერივანი და ტფილისი დაპყრობის მუქარას შეეჯახნენ. ოსმალეთის იმპერიასა და გერმანიას შორის 14 (27) აპრილს ხელი მოეწერა საიდუმლო ხელშეკრულებას, რომელიც საზღვრებს უდგენდა ორი ქვეყნის გავლენის სფეროებს ამიერკავკასიაში. 1 (14) მაისს საქართველოს ეროვნული საბჭო იწყებს სეპარატიულ მოლაპარაკებებს გერმანიის წარმომადგენლებთან. ბათუმის სამშვიდობო კონფერენციაზე მიღწეულ იქნა ორმხრივი შეთანხმებები საქართველოსა და გერმანიის წარმომადგენლებს შორის, აგრეთვე აზერბაიჯანლებსა და თურქებს შორისაც, რამაც წინასწარვე გადაწყვიტა ადფრ-ის დაშლა. 13 (26) მაისს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა თავისი დაშლის შესახებ და იმავე დღეს გამოცხადებულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, 15 (28) მაისს კი გამოაცხადეს აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობის შესახებ.
22 მაისს (4 ივნისს) საქართველოსა და სომხეთს მოუხდათ ხელის მოწერა ხელშეკრულებებზე ოსმალეთის იმპერიასთან ზავის შესახებ, რომლებიც თავიანთი არსით კაპიტულაციას მოგვაგონებს. სამშვიდობო თურქულ-სომხური კონვენციის თანახმად, სომხეთის მთელი რკინიგზები, აგრეთვე მისი მნიშვნელოვანი ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ გადადიოდა. დადებული თურქულ-ქართული ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფოებს შორის საზღვარი მდინარე ჩოლოქზე დგინდებოდა. ოსმალეთის იმპერია იტოვებდა უფლებას შეეზღუდა ქართული და სომხური არმიების რიცხოვნება. იმავე დღეს აერბაიჯანლებსა და თურქებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კავშირისა და მეგობრობის შესახებ. ხელმოწერილი ხელშეკრულებების თანახმად, მთელი ამიერკავკასიის ტერიტორიის 20,6 %-სა და მოსახლეობის 18,5 %-ზე კონტროლი ოსმალეთის იმპერიის ხელში გადადიოდა.
უკანასკნელი ბრძოლები კავკასიაში
ძირითადი წერილები: გერმანულ-თურქული ინტერვენცია ამიერკავკასიაში (1918), თურქული ინტერვენცია დაღესტანში და სომხეთ-თურქეთის ომი (1918)
[ნახატი]
საბრძოლო მოქმედებები ამიერკავკასიაში პირველი მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე, 1918 წ.
ენვერ-ფაშა ისახავდა ამბიციურ ამოცანებს – ამიერკავკასიაში შეჭრას, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით შემდგომ წინსვლასა და მთელი შუააზიური რეგიონის პანისლამისტურ აჯანყებას, ავღანეთისა და ინდოეთის ჩათვლით. ამ ორი გეგმის განხორციელებისათვის ხელშეშლად იქცა ორი სახელმწიფო – პირველი რესპუბლიკა სომხეთი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. პირველი მსოფლიო ომი კავკასიის ფრონტზე სომხეთ-თურქეთის ომში გადაიზარდა.
1918 წლის 27 ივნისს თურქულმა სარდლობამ დაახლოებით ათასი ადამიანის რიცხოვნების დესანტი გადმოსხა აფხაზეთის სანაპიროს კოდორის უბანზე. ესენი იყვნენ ირეგულარული რაზმები, რომლებიც აფხაზური წარმოშობის ასკერ-მუჰაჯირებისაგან შედგებოდნენ. მათ აფხაზი თავადი ჯემალ-ბეგ მარშანია ხელმძღვანელობდა. თურქული გეგმის თანახმად, გადმოსხმის შემდეგ რაზმი სოხუმზე უნდა დაძრულიყო. მაგრამ რიცხობრივად აღმატებულმა მენშევიკურ-ქართულმა ნაწილებმა გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით მათ გზა გადაუჭრეს. ჯემალ-ბეგის რაზმი თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული მოქვის მონასტრის რაიონში, სოფელ ჩლოუსაკენ გარღვევის მცდელობისას. აგვისტოს შუა რიცხვებიოსთვის რაზმის ნარჩენებიც იქნენ განადგურებული. მედესანტეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ბათუმში დაბრუნება. თავად მარშანია 1919 წლამდე აფხაზეთში იმალებოდა, შემდგომში კი თურქეთში გაიქცა.
თავიანთი ტერიტორიის ბოლშევიკებისაგან განთავისუფლების მიზნით, რომლებიც დაშნაკებტან ერთობლივად ინარჩუნებდნენ ბაქოში თავიანთ ძალაუფლებას, აზერბაიჯანის ხელისუფლებმა სამხედრო დახამარებისათვის ოსმალებს მიმართეს. ენვერ-ფაშამ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება ხელი მოეკიდა ამ საქმისათვის, იმავდროულად ჰქონდა რა განზრახვა გაევრცელებინა თურქული გავლენა კასპიის ნავთობიან რაიონზე, რომელზედაც პრეტენზია გააჩნდათ აგრეთვე ინგლისელებსა და გერმანელებს. ამ მიზნისატვის კავკასიელ მოხალისეთაგან მის მიერ იქნა შექმნილი კავკასიური მოხალისეთა არმია, რომლის სარდლობაც ნური ფაშას დაევალა. ბაქოდა ენვერ-ფაშა გეგმავდა ძალების გაშლა ჩრდილოეთის მიმართულებით, რათა დახმარებოდა მთიელთა რესპუბლიკას დაღესტანში, ხოლო შემდეგ კი სამხრეთის მიმართულებით ბაღდადის დასაპყრობად.
2 (15) სექტემბერს ხანმოკლე იერიშის შემდეგ კავკასიის ისლამურმა არმიამ აიღო ბაქო, რის შედეგადაც ცენტრიკასპიის დიქტატურა დაეცა.
ომში დამარცხებამ, რომელიც მუდროსის დაზავებით დასრულდა, შეუძლებელი გახადა ამიერკავკასიაში იმ ტერიტორიული შენაძენების შენარჩუნება, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობებით გადადიოდა. ამრიგად, ოსმალეთის იმპერია გამოეთიშა ამიერკავკასიაში გავლენისათვის ბრძოლას.
ოსმალეთის იმპერიისა და გერმანიისათვის ომის დასრულება
ძირითადი წერილები: მუდროსის დაზავება და კომპიენის დაზავება
პირველი მსოფლიო ომის დასასრული ოსმალეთის იმპერიისათვის 1918 წლის 31 ოქტომბერს დადგა. მიზეზი შეიქნა მაკედონური და პალესტინური ფრონტების ერთდროული კრახი. ოსმალეთის იმპერიის ევროპული ნაწილი, დარდანელისა და კონსტანტინოპოლის ჩათვლით, დარჩა დაუცველი ბულგარეთის ფრონტის განადგურების შემდეგ. 30 ოქტომბერს ბრიტანული სამხედრო ხომალდის „აგამემნონის“ ბორტზე ფორტ მუდროსში (კუნძული ლემნოსი) დიდი ბრიტანეთისა (როგორც ანტანტის დერჟავების რწმუნებულებმა) და ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენლებმა დადეს მუდროსის დროებითი ზავი (დაზავება).
მალევე გერმანიაში, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებდა ომის წარმოებას, დაიწყო რევოლუცია, რომლის კულმინაციადაც იქცა 9 ნოემბერს რესპუბლიკის გამოცხადება. იმავდროულად გრძელდებოდა დაშლა გერმანული ფრონტისა, რომლის ხაზიც ნოემბრისათვის 80 კმ-მდე სიღრმეში იყო გადატანილი. 11 ნოემბერს მარშალ ფოშის ვაგონის სალონში, რომელიც კომპიენის ტყეში განლაგდა, გერმანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, დაეთანხმა რა სხვათა შორის იმასაც, რომ მიეღო პირობა ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ. უკვე, 13 ნოემბერს სრულიად რუსეთის ცაკ-მა (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი – ი. ხ.) მოახდინა ბრესტის ხელშეკრულების ანულირება.
შედეგები (Итоги и последствия)
აღმოსავლეთ ანატოლიის მოსახლეობის დანაკარგების ზუსტი ციფრის განსაზღვრა მთელი ომის შედეგების მიხედვით შეუძლებელია – ის უზარმაზარია. შეფასებების თანახმად, ვანის, არზრუმისა და ბითლისის პროვინციებში 1914–1921 წლებში მუსლიმანური მოსახლეობის 40 % დაიღუპა, რომლთაგან, როგორც მ. რეინოლდსი თვლის, ნახევარი 1914–1918 წლებზე მოდის. ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალ დონესთან ერთად, საომარი დროის პირობებმა დაანგრიეს ადგილობრივი ეკონომიკა. ანატოლიაში ჩასული სომეხი მღვდელმსახურის გრიგორის ბალაქიანის მოწმობით, იქ ათეულობით ათასითურქი და ქურთი იმყოფებოდა, რომლებიც „ასეულობით ათასი მუსლიმანებისგან გადარჩნენ, თავს უშველეს რა გაქცევით რუსული ჯარებისა და სომეხ მოხალისეთა პოლკებისაგან“. ამასთან ერთად, სომხებისა და ასირიელთა დანაკარგები, დეპორტაციებისა და მასობრივ მკვლელობათა მიზეზით, უფრო მაღალია პროპორციულ მიმართებაში. მონაცემები სომხური მოსახლეობის დანაკარგების შესახებ იცვლება რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანიდან 1,5 მილიონამდე. ასირიელთა დანაკარგები პროპორციულად უფრო დაბალია. ომს ჰქონდა რადიკალური შედეგები – ორი ხალხი, რომლებიც ანატოლიაში ათასწლეულობის მანძილზე ცხოვრობდნენ, ამოძირკვულ იქნენ.
ოსმალეთის იმპერიის დანგრევა. თურქეთის რესპუბლიკის წარმოქმნა
ძირითადი წერილები: ოსმალეთის იმპერიის დაშლა და ომი თურქეთის დამოუკიდებლობისათვის
[ნახატი]
ტერიტორიული ცვლილებები ევროპაში, მათ შორის ყოფილი რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ (1923 წ. მდგომარეობით)
წავიდა რა რისკზე და ჩაება რა ომში, ახალგაზრდა თურქების მთავრობამ ყველაფერი დაჰკარგა. ოსმალეთის იმპერიამ მოახერხა რუსეთის იმპერიაზე უფრო მეტ ხანს ეარსება და კავკასიაში ბუფერული ზონის შექმნისათვის თვალი ედევნებია, თუმცა კი ეს ახალგაზრდა თურქების ერთადერთი მიღწევა აღმოჩნდა. მუდროსის დაზავებამ ამ მიღწევებს ხაზი გადაუსვა და ოსმალეთის იმპერიის საბოლოო დაშლის დასაწყისად იქცა. მაგრამ თავად იმპერიის დაშლაზე უფრო მეტად ახალგაზრდა თურქებს ანატოლიის დაყოფის პერსპექტივა აშინებდა.
ცენტრალურმა დერჟავებმა ნება მისცეს ბერძნულ ჯარებს 1919 წლის მაისში იზმირში გადმომსხდარიყვნენ, 1920 წლის მაიში კი კონსტანტინოპოლის უკუპაცია მოეხდინათ. მოკავშირეების მსგავსმა პოლიტიკამ საზოგადოებრივი აზრი შეცვალა და მოსახლეობის უმრავლესობა აამხედრა ეროვნულ წინააღმდეგობასთან შესაერთებლად. 1920 წლის 10 აგვისტოს ოსმალეთის იმპერიისათვის მძიმე პირობებზე სევრის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერამ წარმოშვა გადაულახავი განხეთქილება ხელისუფლებასა და თურქეთის ეროვნულ მოძრაობას შორის. კატასტროფულმა დამარცხებამ ომში და შემდგომში სევრის ხელშეკრულების მძიმე პირობების მიღებამ ოსმალეთის იმპერიის დაცემა გამოიწვია.
1922 წლისათვის ქემალისტებმა მიაღწიეს სრულ გამარჯვებას მთელ უცხოურ სამხედრო ძალებზე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე – სომხებზე კავკასიაში, ფრანგებზე კილიკიაში და ბერძნებზე დასავლეთ ანატოლიაში. 1922 წლის 11 ოქტომბერს ხელი მოეწერა მუდანიის დაზავებას, ხოლო უკვე 1 ნოემბერს თურქეთის ეროვნულმა კრებამ კენჭი უყარა ოსმალეთის სასულთნოს გაუქმებას. 1923 წლის ივლისში შვეიცარიაში ოსმალეთის იმპერიის ეროვნლმა მთავრობამ ხელი მოაწერა ანტანტასთან ახალ ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელმაც სცნო მისი დამოუკიდებლობა ახლანდელ საზღვრებში. 1923 წლის 29 ოქტომბერს გამოცხადებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკა, მუსტაფა ქემალი კი, რომელმაც მოგვიანებით თურქული პარამენტისაგან ათათურქის („თურქების მამა“) ზედმეტსახელი მიიღო, ახალი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი ხდება.
სამოქალაქო ომი რუსეთში. სსრკ-ის წარმოქმნა
ძირითადი წერილები: სამოქალაქო ომი რუსეთში და რუსეთის იმპერიის დაშლა
მეფის ხელისუფლების სურვილმა უზრუნველეყო სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოება, ისევე როგორც ახალგაზრდა თურქების პოლიტიკამაც, ქვეყანა საწინააღმდეგო შედეგამდე მიიყვანა. რეჟიმის მისწრაფებამ მიეღო კონტროლი აღმოსავლეთ ანატოლიასა და სრუტეებზე შუექმნეს მას წინაპირობები საკუთარი დაღუპვისათვის. რთული სიტუაცია რუსეთის სამხედრო ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად გაამწვავა შავი ზღვის სრუტეების სამხედრო ბლოკადამ, რომლებიც ყველაზე საუკეთესო სატრანსპორტო გზას წარმოადგენდნენ. იუდენიჩის გაფრთხილებების იგნორირებამ ოსმალეთის იმპერიასთან მშვიდობის ძიების გზათა შესახებ, აგრეთვე საზონოვის პოლიტიკამ, რომელიც ორ ფრონტზე ომს უჭერდა მხარს, გაართულეს სიტუაცია რუსთში. თუმცა კი უცნობია, შეეძლო თუ არა რუსეთის უფრო რბილ ომისწინა პოლიტიკას დახმარებოდა მას თურქეთის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში, მაგრამ მოცემული შედეგი ყველაზე უფრო უარესი გახლდათ მეფის რეჟიმის საგარეო პოლიტიკისათვის.1917 წლის ბოლომდე – მეფის მთავრობა დამხობილ იქნა, თავად ქვეყანა სამოქალაქო ომით იყო შეპყრობილი, საზღვრისპირა ტერიტორიები კი გავიდნენ მისი შემადგენლობიდან.
ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გაიშალა ბრძოლა, რომელიც მიდიოდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულ მთავრობებს შორის სადავო ტერიტორიების გამო და იმავდროულად სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ორგანიზაციებს შორის ამ ქვეყნების შიგნით (ბოლშევიკებს, მენშევიკებს, დაშნაკებს, ესერებს, თეთრგვარდიელებს შორის). საქართველოსათვის მას, კერძოდ, თან ახლდა სომხეთ-საქართველოს ომი, დაპირისპირება თეთრგვარდიელებთან და სამხრეთოსურ აჯანყებებთან, სომხეთისა და აზაერბაიჯანისათვის სომხურ-აზერბაიჯანული ომი და ბოლშევიკური აჯანყებანი. 1921 წლისათვის ამიერკავკასიის ტერიტორიაზე დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. უწინდელი მთავრობები შეცვალეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სსრ-თა მთავრობებმა, აგრეთვე შეიქმნა სსრ აფხაზეთი.
1921 წლის 16 მარტს საბჭოთა რუსეთმა და ქემალისტურმა მთავრობამ (ოსმალეთის იმპერიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობად რჩებოდა პორტა) დადეს „ხელშეკრულება მეგობრობისა და ძმობის შესახებ“ (მოსკოვის ხელშეკრულება), რომელმაც დაადგინა ოსმალეთის იმპერიის ახლანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი. ამ ხელშეკრულების აღსრულებისათვის ყარსში 26 სექტემბერს მოწვეულ იქნა კონფერენცია, რომელზედაც საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა 13 ოქტომბერს, საბჭოთა რუსეთის მონაწილეობით, დადეს ოსმალეის იმპერიასთან ყარსის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათზე გავრცელდა მოსკოვის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები. 16 დეკემბერს სსრ აფხაზეთმა და საქართველოს სსრ-მ დადეს მათი გამაერთიანებელი საკავშირო ხელშეკრულება, ხოლო 1922 წელს კი მოხდა საქართველოს, სომხეთისა და აერბაიჯანის გაერთიანება ამიერკავკასიის ფედერაციაში, რომელიც შეიქნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) ერთ-ერთ დამფუძნებელ სახელმწიფოდ (რსფსრ-თან, უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ებთან ერთად).
ლიტერატურა
წიგნები
რუსულ ენაზე
• Абашидзе А. Х. Аджария: история, дипломатия, международное право. — М.: РАУ-Университет, 1998. — 328 с. — ISBN 5-86014-116-5.
• Авакян Г.Г., Балбабян Н.С., Захаров В.А., Новиков В.В. и др. Армяне в Первой мировой войне (1914-1918 гг.). — М.: Редакционно-издательский дом «Российский писатель», 2014. — 768 с. — ISBN 978-5-91642-139-2.
• Алиев Г. З. Турция в период правления младотурок. — М.: Наука, 1972. — 388 с. — 4200 экз.
• Алиев С. М. История Ирана XX век. — М.: ИВ РАН, 2004. — ISBN 5-89282-184-6.
• Арутюнян А.О. Кавказский фронт 1914 - 1917 гг. — Ер.: Айастан, 1971. — 416 с.
• Айрапетов О. Р. Участие Российской империи в Первой мировой войне (1914—1917): Серия из 4 книг. — М.: Кучково поле, 2014—2016.
o Айрапетов О. Р. Участие Российской империи в Первой мировой войне (1914–1917). 1914 год. Начало. — М.: Кучково поле, 2014. — 637 с. — ISBN 978-5-9950-0402-8.
o Айрапетов О. Р. Участие Российской империи в Первой мировой войне (1914–1917). 1915 год. Апогей. — М.: Кучково поле, 2014. — 624 с. — ISBN 978-5-9950-0420-2.
o Айрапетов О. Р. Участие Российской империи в Первой мировой войне (1914–1917). 1916 год. Сверхнапряжение. — М.: Кучково поле, 2016. — 384 с. — ISBN 978-5-9950-0479-0.
o Айрапетов О. Р. Участие Российской империи в Первой мировой войне (1914–1917). 1917 год. Распад. — М.: Кучково поле, 2016. — 413 с. — ISBN 978-5-9950-0480-6.
• Базанов С. Н. Великая война: как погибала Русская армия. — М.: Вече, 2014. — 384 с. — ISBN 978-5-4444-2020-1.
• Безугольный А. Ю. Генерал Бичерахов и его Кавказская армия. Неизвестные страницы истории Гражданской войны и интервенции на Кавказе. 1917—1919. — М.: Центрполиграф, 2011. — 348 с. — ISBN 978-5-227-02536-4.
• Вержховский Д. В. Первая мировая война 1914—1918. — М.: Наука, 1954. — 203 с.
• Дживелегов А. К. Турция и Армянский вопрос = Թուրքիան և Հայկական հարցը (арм.) / Сост. Е. Минасян. — Ер.: ЕГУ, 2014. — 319 с. — ISBN 978-5-8084-1893-6.
• Дипломатический архив // Будущее устройство Армении. По официальным данным. Третья оранжевая книга. — Пг.: Освобождение, 1915. — Т. 8. — 93 с.
• Елисеев Ф. И. Казаки на Кавказском фронте 1914-1917: Записки полковника Кубан. казачьего войска в тринадцати брошюрах-тетрадях. — М.: Воениздат, 2001. — 308 с. — ISBN 5-203-01901-0.
• Зайончковский А. М. Первая мировая война. — СПб.: Полигон, 2000. — 878 с. — ISBN 5-89173-082-0.
• История Первой мировой войны 1914—1918 гг. / под редакцией И. И. Ростунова. — в 2 томах. — М.: Наука, 1975. — 25 500 экз.
• Керсновский А. А. Борьба на Кавказе // История Русской армии: в 4-х томах. — М.: Голос, 1994. — Т. 4:1915—1917. — С. 124—163. — ISBN 5-7117-0014-6.
• Корсун Н. Г. Алашкертская и хамаданская операция на Кавказском фронте мировой войны в 1915 году. — М.: Воениздат, 1940. — 200 с.
• Корсун Н. Г. Сарыкамышская операция. — М.: Воениздат НКО СССР, 1937. — 164 с.
• Корсун Н. Г. Эрзерумская операция. — М.: Воениздат НКО СССР, 1938. — 170 с.
• Корсун Н. Г. Первая мировая война на Кавказском фронте. — М.: Воениздат НКО СССР, 1946. — 100 с.
• Киреев Н. Г. История Турции. XX век. — М.: Крафт+ ИВ РАН, 2007. — 608 с. — ISBN 978-5-89282-292-3.
• Ключников Ю. В., Сабанин А. В. Международная политика новейшего времени в договорах, нотах и декларациях. Ч.2. От империалистической войны до снятия блокады с Советской России. — М.: Литиздат НКИД, 1926. — 463 с.
• Кондурушкин С. С. Вслед за войной : Очерки великой европ. войны / С.С. Кондурушкин. — Пг. : Изд. т-во писателей, 1915. — 277 с., [2] с. ил.
• Лазарев М.С. Крушение турецкого господства на Арабском Востоке 1914—1918 гг. — М.: Восточная литература НКИД, 1960. — 246 с.
• Лудшувейт Е. Ф. Турция в годы Первой Мировой войны 1914—1918 гг. Военно-политический очерк. — М.: Издательство Московского университета, 1966. — 387 с.
• Малахов В. П., Степаненко Б. А. Одесса, 1900—1920 / Люди… События… Факты…. — Одесса: Optimum, 2004. — С. 257. — 448 с. — ISBN 966-8072-85-5.
• Масловский Е. В. Мировая война на кавказском фронте, 1914—1917 г.: стратегический очерк. — М.: Вече, 2015. — 543 с. — (Военные мемуары, 1914—1917). — ISBN 978-5-4444-1754-6.
• Матвеев К. П., Мар-Юханна И. И. Ассирийский вопрос во время и после Первой мировой войны (1914-1933). — М.: Наука, 1968.
• Мировая война в цифрах. — М.: Военгиз, 1934. — 128 с. — 15 000 экз.
• Михалёв С. Н. Военная стратегия: Подготовка и ведение войн Нового и Новейшего времени / Вступ. ст. и ред. В. А. Золоторёва. — М.: Кучково поле, 2003. — 952 с. — ISBN 5-86090-060-0.
• Михайлов В. В. Великие державы и вовлечение Османской империи в Первую мировую войну. — С-П.: Санкт-Петербургский государственный университет аэрокосмического приборостроения, 2017. — 311 с. — ISBN 978-5-8088-1071-6.
• Муханов В. М. Грузинская Демократическая Республика. — М.: МГИМО МИД России, 2018. — 886 с. — ISBN 978-5-9228-1832-2.
• Налбандян З. Турция и пантуранизм = Miatzyal yev angach Turania gam intch gu dzrarken Turkeru / Зареванд; введ. А. Н. Мандельштама (члена Ин-та международного права). — М.: Ключ-С, 2015. — 174 с. — 1000 экз. — ISBN 9785906751232.
• Новиков Н. Операции флота против берега на Черном море в 1914–1917 гг. Третье издание. — М.: Воениздат НКО СССР, 1937. — 264 с.
• Сборник договоров России с другими государствами. 1856—1917 / [под редакцией Е.А. Адамова; Составитель И.В. Козьменко]. — М.: Госполитиздат, 1952. — 462 с.
• Соглашение о разделе азиатской Турции 1916 года // Сборник договоров России с другими государствами. 1856—1917 / [под редакцией Е.А. Адамова; Составитель И.В. Козьменко]. — М.: Госполитиздат, 1952. — С. 443—453. — 462 с.
• Тунян В. Г. Армянский вопрос в русской печати: 1900—1917 гг / Науч. ред. А. С. Саргсян. — НАН РА; Музей — ин-т Геноцида армян. — Ер.: Чартарагет, 2000. — 244 с.
• Лиддел Гарт Б. 1914. Правда о Первой мировой. — М.: Эксмо, 2009 [1930]. — 480 с. — (Перелом истории). — 4300 экз. — ISBN 978-5-699-36036-9.
• Флот в Первой Мировой Войне. Том 1 / Под редакцией Н. Б. Павловича. — М.: Воениздат, 1964. — С. 334—340. — 648 с.
• Глава 13. Дипломатия в годы Первой мировой войны // История дипломатии. Том 2. Дипломатия в Новое время (1872—1919 гг.) / Под редакцией В. П. Потёмкина. — М.: Государственное издательство политической литературы, 1945. — 424 с.
• Шацилло В.К. Первая мировая война 1914-1918. Факты. Документы. — М.: ОЛМА-ПРЕСС, 2003. — 480 с. — ISBN 5-224-03312-8.
• Шигин В.В. Севастопольская побудка // Последние герои империи. — М.: Вече, 2017. — 304 с. — ISBN 978-5-4444-6057-3.
• Широкорад А. Б. Тысячелетняя битва за Царьград. — М.: Вече, 2005. — 672 с. — ISBN 5-9533-0770-5.
• Широкорад А. Б. Раздел IV: Карсская область // Утерянные земли России. От Петра I до Гражданской войны. — М.: Вече, 2006. — 464 с. — ISBN 5-9533-1467-1.
• Иностранная военная интервенция в закавказье 1918-21. Под ред. Е. М. Жукова. — Советская энциклопедия. — М., 1973—1982. — 672 с.
ინგლისურ ენაზე
• Hirmis Aboona. Assyrians, Kurds, and Ottomans: intercommunal relations on the periphery of the Ottoman Empire. — Cambria Press. — 2008. — 344 p.
• Ágoston G., Masters B. A. Encyclopedia of the Ottoman Empire. — Infobase Publishing. — 2009. — P. 71—73. — 650 p. — ISBN 0816062595, ISBN 9780816062591.
• Akçam T. From Empire to Republic: Turkish Nationalism and the Armenian Genocide. — Zed Books Ltd[en], 2004. — 273 p. — ISBN 1842775278, ISBN 9781842775271.
• Akçam T. A Shameful Act: The Armenian Genocide and the Question of Turkish Responsibility (англ.). — Macmillan, 2007. — 500 p. — ISBN 1466832126. — ISBN 9781466832121.
• Allen W. E. D.[en], Muratoff P. P. Caucasian Battlefields: A History of the Wars on the Turco-Caucasian Border. 1828—1921 (англ.). — Cambridge: CUP, 1953. — 614 p. — ISBN 978-1-108-01335-2.
o Аллен У., Муратов П. Битвы за Кавказ. История войн на турецко-кавказском фронте. 1828—1921 / Пер. с англ. Е. В. Ламановой. — М.: Центрполиграф, 2016. — 606 с. — ISBN 978-5-9524-5203-9.
• Peter Balakian. The Burning Tigris: The Armenian Genocide and America's Response (англ.). — New York: HarperCollins, 2004. — 528 p. — ISBN 9780060558703. — ISBN 0-06-055870-9.
• Donald Bloxham. The Great Game of Genocide: Imperialism, Nationalism, and the Destruction of the Ottoman Armenians (англ.). — Oxford: Oxford University press, 2005. — 352 p. — ISBN 9780199226887.
• Vahakn N. Dadrian. Warrant for Genocide: Key Elements of Turko-Armenian Conflict (англ.). — New Brunswick, N.J: Transaction Publishers, 1999. — 214 p. — ISBN 1560003898.
• Erickson E. J. Ottoman Army Effectiveness in World War I: A Comparative Study. — 1. — New York, NY: Taylor & Francis, 2007. — 236 p. — (Cass Series: Military History and Policy). — ISBN 0-415-77099-8.
• Каве Фаррох[en]. Iran at War 1500—1988. — Osprey Publishing, 2011. — 488 p. — ISBN 978 1 84603 491 6.
• Door Robert Gerwarth, John Horne. War in Peace: Paramilitary Violence in Europe After the Great War (англ.) (англ.). — Oxford: Oxford University Press; Reprint edition, 2013. — 252 p. — ISBN 9780199686056.
• Richard G. Hovannisian. Armenia on the Road to Independence (англ.). — University of California Press, 1967. — 364 p.
• Richard G. Hovannisian. The Armenian People from Ancient to Modern Times — Vol. II. Foreign Dominion to Statehood: The Fifteenth Century to the Twentieth Century (англ.). — Palgrave Macmillan, 1997. — 493 p. — ISBN 0312101686. — ISBN 9780312101688.
• Kemal H. Karpat. Ottoman Population 1830-1914: Demographic and Social Characteristics (англ.). — University of Wisconsin Press, 1985. — ISBN 0-299-09160-0.
• Firuz Kazemzadeh. The struggle for Transcaucasia, 1917-1921 (англ.). — Philosophical Library, 1951. — 356 p.
• Mark Levene. The Crisis of Genocide. Devastation: The European Rimlands 1912-1938 (Crisis of Genocide). Vol.1 (англ.). — 2013. — 545 p. — ISBN 9780199683031.
• Michael A. Reynolds. Shattering Empires. The Clash and Collapse of the Ottoman and Russian Empires, 1908–1918 (англ.). — Cambridge University Press, 2011. — ISBN 978-0-521-14916-7.
• Eugene Rogan. The Fall of the Ottomans The Great War in the Middle East (англ.). — Basic Books, 2015. — 460 p. — ISBN 978-0-465-02307-3.
o Юджин Роган. Падение Османской империи. Первая мировая война на Ближнем Востоке, 1914–1920 гг = The Fall of the Ottomans: The Great War in the Middle East. By Eugene Rogan. — М., 2017. — 560 p. — ISBN 978-5-91671-762-4.
• Benjamin Lieberman. Terrible Fate: Ethnic Cleansing in the Making of Modern Europe (англ.). — Chicago: Ivan R. Dee, 2006. — 396 p. — ISBN 1-56663-646-9.
• Justin McCarthy. Death and Exile: the Ethnic Cleansing of Ottoman Muslims, 1821-1922. — Princeton, N.J: The Darwin Press, 1995. — 383 p.
• McMeekin, Sean. The Berlin-Baghdad Express: The Ottoman Empire and Germany's Bid for World Power (англ.). — Cambridge, Massachusetts: Belknap Press of the Harvard University Press, 2010. — 460 p. — ISBN 9780674057395.
• Morgenthau. Ambassador Morgenthau's story (англ.) / [Henry Morgenthau, Formely American Ambassador to Turkey]. — Garden City, New York: Doubleday, Page & company, 1919.
• Noël, Lise. Intolerance, A General Survey (англ.). — Montreal: McGill-Queen’s University Press, 1994. — 288 p. — ISBN 0773511601.
• Stanford J. Shaw, Ezel Kural Shaw. History of the Ottoman Empire and Modern Turkey: Volume 2, Reform, Revolution, and Republic: The Rise of Modern Turkey 1808-1975 (англ.). — Cambridge University Press, 1977. — 548 p. — ISBN 0521291666. — ISBN 9780521291668.
• Ronald Grigor Suny. Looking toward Ararat (англ.). — Indiana University Press, 1993. — 310 p. — ISBN 9780253207739.
• Laura Engelstein. Russia in Flames: War, Revolution, Civil War, 1914-1921 (англ.). — Oxford University Press, 2017. — 823 p. — ISBN 9780199794218.
• United and Independent Turania: Aims and Designs of the Turks (англ.) = Orig. publ.: Miatzyal yev angach Turania gam intch gu dzrarken Turkeru (англ.) / Zarevand, [pseud. Zaven Nalbandyan; Varduhi Nalbandyan]; Trans. from the Armenian by V.N. Dadrian. — Leiden: E. J. Brill, 1971. — 174 p.
• Alfred de Zayas[en]. The Genocide Against the Armenians 1915-1923 and the Relevance of the 1948 Genocide Convention (англ.). — Beirut: Haigazian University, 2010. — 105 p. — ISBN 978-9953-475-15-8.
• Erik J. ZÜRCHER. The Young Turk Legacy and Nation Building From the Ottoman Empire to Atatürk’s Turkey (англ.). — I.B.Tauris & Co Ltd, 2010. — ISBN 978 1 84885 272 3.
• Erik J. ZÜRCHER. Turkey: A Modern History. — 3. — I.B.Tauris, 2004. — 424 p. — ISBN 9781860649585.
ფრანგულ ენაზე
• Korganoff G. La Participation des Arméniens à la Guerre Mondiale sur le Front du Caucase (1914—1918) (фр.) / Le Général G. Korganoff. — P.: Massis, 1927. — 209 с.
o Корганов Г. Г. Участие армян в мировой войне на Кавказском фронте (1914—1918) / Пер. с фр. Ю. Л. Пирумяна, Э. Е. Долбакяна. — М.: МАКС Пресс, 2011. — 183 с. — ISBN 978-5-317-03563-1.
• Ternon Yves. Les Arméniens: histoiere d'un génocide : [фр.] / Yves Ternon. — Éd. rev. et mise à jour. — Paris : Éd. du Seuil, 1996. — P. 196—200. — 437 p. — (Points Histoire ; 228). — ISBN 2-02-025685-1. — ISBN 9782020256858.
თურქულ ენაზე
• Dünya Savaşı’nda Kafkas (Doğu) Cephesi Uluslararası Sempozyumu (2014: Erzurum) (тур.) = The Caucasian (East) Front in the World War I International Symposium (2014: Erzurum) (англ.) / İnc. B. Aslan, S. Kılıç. — Ankara: Atatürk Araştırma Merkezi[tr], 2015. — 930 S. — (Atatürk Kültür, Dil ve Tarih Yüksek Kurumu Atatürk Araştırma Merkezi yayını). — ISBN 978-975-16-3093-3.
წერილები
რუსულ ენაზე
• Арутюнян А. А. Кавказский фронт Первой мировой войны: армянские добровольцы в борьбе за общую победу // Великая война 1914—1917 гг.: возвращение памяти : сб. ст. и докл. / Под редакцией М.Б. Смолина, К.А. Залесского. — М.: РИСИ, 2015. — С. 199—205. — ISBN 978-5-7893-0239-2.
• Аверченко С. В. Российская авиация на Кавказском фронте в годы Первой мировой войны (1914—1918 гг.) // Военно—исторический журнал. — 2014. — № 8. — С. 10—18. — ISSN 0321-0626. Архивировано 25 апреля 2018 года.
• Аверченко С. В. Российская авиация на Кавказском фронте в годы Первой мировой войны (1914—1918 гг.) // Военно—исторический журнал. — 2014. — № 9. — С. 11—19. — ISSN 0321-0626. Архивировано 26 апреля 2018 года.
• Алиев Э. Макинская узкоколейная железная дорога // «Семафор». — 2003. — Август (№ 3). — С. 24—26.
• Айрапетов О.Р. Закрытие Черноморских проливов в Первую мировую войну // Проблемы национальной стратегии. Российский институт стратегических исследований. — 2013. — № 3.
• Гасанлы Д. Армянские добровольцы на Кавказском фронте (1914—1916) // Кавказ и глобализация. — Лулеа: CA&CC Press AB, 2014. — Т. 8, № 3—4. — С. 201—221.
• Гафаров В. В. Политика Османской империи по организации восстания мусульман против России в годы Первой мировой войны // Вопросы истории. — Москва: Редакция журнала "Вопросы истории", 2018. — № 3. — С. 70—82.
• Жукова Л. А. Организация медицинской помощи беженцам на Кавказском фронте в годы Первой мировой войны // Военно-медицинский журнал. — Москва: Редакция "Военно-медицинского журнала", 2008. — Т. 329, № 3. — С. 107—110.
• Камалян Р. З. Нераскрытые страницы Первой мировой войны: Ванская операция // Aspectus (международный научный журнал). — Краснодар, 2014. — № 2. — С. 146—152. Архивировано 4 мая 2018 года.
• Клинов А. С. Вопросы северо-восточной границы Турции // Голос минувшего. Кубанский исторический журнал. — Краснодар: Кубанский государственный университет, 2010. — № № 1/2. — С. 36—59.
• Марукян А. Политика России на занятых территориях западной Армении в 1915 – 1917 годах // kavkazoved : Доклад на Международной научно-практической конференции «Кавказ в годы Первой мировой войны» (28—30 ноября 2014 г.). — Пятигорск, 2014.
• Михайлов В. В. К вопросу политической ситуации в Закавказье на заключительном этапе первой мировой войны. — Санкт-Петербург: Вестник Санкт-Петербургского Университета, 2006. — № 2 (вып. 4). — С. 125—138.
• Михайлов В. В. Разгром турецкой армии и овладение первоклассной крепостью: Эрзурумская операция 1915-1916 гг // Военно-исторический журнал. — 2006. — № 8. — С. 49—53.
• Михайлов В. В. Развал русского Кавказского фронта и начало турецкой интервенции в Закавказье в конце 1917 — начале 1918 гг // OOO "Полторак". — Санкт-Петербург: Клио, 2017. — № 2 (122). — С. 143—152.
• Орешин С. А. Борьба за инициативу: военные действия на Кавказском фронте в 1915 году // Материал ежегодной научно-практической конференции «Первая мировая война. Взгляд спустя столетие». — Москва: Академия МНЭПУ, 2016. — Т. 2. — С. 147—154.
• Ошеровский Л.Я. Идея автономного строя в Турецкой Армении под протекторатом России. — Пятигорск: Пятигор. арм. ком. по оказанию помощи добровольцам-дружинникам и беженцам армянам, 1915. — С. 15 с.
• Подпрятов Н.В. Армянские стрелковые батальоны в годы первой мировой войны // Исторические, философские, политические и юридические науки, культурология и искусствоведение. Вопросы теории и практики (входит в перечень ВАК). — Тамбов: Грамота, 2014. — С. 159—161.
• Саркисян Е. Из истории турецкой интервенции в Закавказье в 1918 году. — Известия Академии наук Армянской ССР, 1958. — № 7. — С. 27—41.
• Таучелов Б. Г. Некоторые аспекты российско-турецкого противостояния на Кавказском фронте Первой мировой войны (1914—1916 гг.) // Достижения вузовской науки. — Новосибирск: Общество с ограниченной ответственностью "Центр развития научного сотрудничества", 2016. — № 20. — С. 50—54.
• Чолахян В. А. Февральская революция и Кавказский фронт Первой мировой войны // Наука и общество. — Саратов: Саратовский социально-экономический институт (филиал) федерального государственного бюджетного образовательного учреждения высшего образования "Российский экономический университет им. Г.В. Плеханова", 2017. — № 28. — С. 56—63.
• Чолахян В. А. Первая мировая война: Кавказский фронт, проблемы беженцев и депортированных // Современные евразийские исследования. — Саратов: Саратовский национальный исследовательский государственный университет имени Н.Г. Чернышевского, 2014. — Т. 3. — С. 24—31.
• Шатилов П. Н. Битлисская операция // Военно-исторический вестник. — Париж, 1964. — № 24. — С. 3—7.
ინგლისურ ენაზე
• Rouben Paul Adalian. Encyclopedia of genocide (англ.) / ed. Charny I. W.. — Santa Barbara, California: ABC-CLIO, 1999. — P. 71—73. — ISBN 9780874369281.
• Astourian, Stephan. The Armenian Genocide: An Interpretation : [англ.] // The History Teacher : j.. — Society for the History of Education, 1990. — Vol. 23, № 2 (February). — P. 111—160. — ISSN 0018-2745. — doi:10.2307/494919. — JSTOR 494919.
• Astourian. The Armenian Genocide: History, Politics, Ethics (англ.) / ed. Richard G. Hovannisian; foreword [by] George Deukmejian. — New York: St. Martin's Press, 1992. — P. 53—79. — ISBN 0312048475.
• Ayhan Aktar. Debating the Armenian Massacres in the Last Ottoman Parliament, November - December 1918 (англ.) // Oxford University Press. — 2007. — 64 Autumn. — P. 247.
• Vahakn N. Dadrian. The Armenian Genocide: an interpretation (англ.) // America and the Armenian Genocide of 1915 / Winter Jay[en]. — Cambridge University Press, 2003. — P. 52—100. — ISBN 0521829585.
• Vahakn N. Dadrian. Armenians in Ottoman Turkey and the Armenian Genocide (англ.) // Dinah L. Shelton. Encyclopedia of Genocide and Crimes Against Humanity. Vol. 1 (A—H). — Macmillan Reference, 2005. — P. 67—76. — ISBN 0-02-865992-9. (недоступная ссылка)
• Peter Holquist. The Politics and Practice of the Russian Occupation of Armenia, 1915—February 1917 (англ.) // A Question of Genocide: Armenians and Turks at the End of the Ottoman Empire / Ronald Grigor Suny, Fatma Muge Gocek, Norman M. Naimark. — Oxford: Oxford University Press, 2011. — P. 151—174.
• Ronald G.Suny. «They Can Live in the Desert but Nowhere Else»: Explaining the Armenian Genocide One Hundred Years Later (англ.). — Juniata College, Pennsylvania: Juniata Voices, 2016. — P. 208—229.
• Sahakyan R. O. From the history of the Armenian volunter movement on the Russian-Turkish front during World War Ι // Историко-филологический журнал. — Ер., 2017. — № 1. — P. 3—25. — ISSN 0135-0536. (англ.)
• Christopher J. Walker. World War I and the Armenian Genocide (англ.) // The Armenian People from Ancient to Modern Times — Vol. II. Foreign Dominion to Statehood: The Fifteenth Century to the Twentieth Century / Richard G. Hovannisian. — Palgrave Macmillan, 1997. — P. 239—273. — ISBN 0312101686.
მითითებები
• Портал МО РФ. Памяти героев Великой войны 1914–1918
• Первая мировая война. Османская империя на hrono.ru
• Кавказский фронт и Кавказская армия на ria1914.info
• Российская государственная библиотека. Забытые герои. Потерянные победы. Кавказский фронт Первой мировой войны 1914-1918. Виртуальные выставки Российской государственной библиотеки (2014).
• Кинохроника «Взятие турецкой крепости Эрзерум» на YouTube
• Кинохроника «Падение Трапезунда» на YouTube
(ეს წერილი შედის ვიკიპედიის რუსულენოვანი განყოფილების კარგი წერილების რიცხვში)
კატეგორიები:
• Русско-турецкие войны
• Россия в Первой мировой войне
• Русские фронты во время Первой мировой войны
• Великобритания в Первой мировой войне
• Османская империя в Первой мировой войне
• Кавказский фронт Первой мировой войны
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment