Saturday, November 14, 2026

იტალიის შეიარაღებული ძალები 1980-იანი წლების დასაწყისში

იტალიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მიჰყვებოდა რა 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაყწისში ნატო-ს ბლოკის მილიტარისტული წრეების აგრესიული პოლიტიკის ფარვატერში, დიდ ყურადღებს უთმობდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებასა და საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მის შენარჩუნებას. შეირაღებული ძალების საერთო რიცხოვნება 80-იანი წლების დასაწყისში შეადგენდა 366 ათას ადამიანს, თუმცა კი ანტიჰიტლერულ კოალიციაში მოკავშირეებთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, იგი არ უნდა ყოფილიყო 300 ათასზე მეტი. 1949 წელს ქვეყანა შევიდა ნატო-ს ბლოკში და დადო რიგი ორმხრივი შეთანხმებებისა აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან, მისცა რა თავისი ტერიტორია უცხოური, უწინარეს ყოვლისა ამერიკული ჯარების, შტაბების, ბაზებისა და იარაღის საწყობების განლაგებისთვის. იმ დროიდან იტალიური შეიარაღებული ძალების შენახვასა და აღჭურვაზე ყოველწლიურად იხარჯებოდა მნიშვნელოვანი სახსრები. ასე, დასავლელი სპეცილისტების შეფასებით, სამხედრო ხარჯებს 1881 წელში შესაძლო იყო შეედგინა დაახლოებით 7000 მლრდ. იტალიური ლირა (1980-ში _ 5780 მლრდ.). 

1970-იანი წლების მიწურულს იტალიურმა სარდლობამ განახორციელა ზოგიერთი ღონისძიება, რომლებიც მიმართული იყო უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანოებისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფაზე, გაშალა რიგი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშოებისა იარაღის ახალი სახეობების შესაქმნელად და ამზადებდა პარად შემადგენლობას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის როგორც ბირთვული იარაღის, ისე ბრძოლის ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებითაც. 

მართვის უმაღლესი ორგანოები (ნახ. 1). შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წარმოადგენდა რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობდა მას თავდაცვის უმაღლესი საბჭოსა და თავდაცვის მინისტრის მეშვეობით. პრეზიდენტის ბრძანებულებებს და დეკრეტებს სამხედრო მშენებლობის საკითხებში მხოლოდ მაშინ ჰქონდა ძალა, როდესაც მათ ხელს აწერდა თავდაცვის მინისტრიც. 

თავდაცვის უმაღლესი საბჭო იყო პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ახორციელებდა მთავრობის საქმიანობის ხელმძღვანელობასა და კონტროლს სამხედრო სფეროში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: რესპუბლიკის პრეზიდენტი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, და რიგი მინისტრებისა (თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ხაზინის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ხელობათა), აგრეთვე გენერალური შტაბის უფროსი. აუცილებლობის შემთხვევაში სხდომებს შესაძლო იყო დასწრებოდნენ სხვა სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებიც. საბჭო დაკავებული იყო შეიარაღებული ძალებისა და მთლიანად ქვეყნის ომისთვის მზადებასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემების შესწავლით, კოორდინაციას უწევდა ყველა სახელმწიფო და სამთავრობო დაწესებულების საქმიანობას თავდაცვის სფეროში. 

თავდაცვის მინისტრი (სამოქალაქო პირი) პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაზე, მის საბრძოლო მზადყოფნაზე, მშენებლობისა და ტექნიკური აღჭურვის გეგმების შესრულებაზე. ჯარების ხელმძღვანელობას იგი ახორციელებდა გენერალური შტაბის უფროსის, გენერალური მდივნისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსების მეშვეობით. 

თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი ინიშნებოდა პრეზიდენტის დეკრეტით გენერლების რიცხვიდან და ემორჩილებოდა უშუალოდ თავდაცვის მინისტრს. იგი გახლდათ მინისტრის პირადი მრჩეველი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მოდერნიზაციის საკითხებში. მის მოვალეობაში შედიოდა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური და მთავარი სამმართველოების მუშაობის კოორდინაცია. 

შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო წარმოადგენდა საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც დაკავებული იყო რეკომენდაციების შემუშავებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სფეროში საქმიანობის ძირითად საკითხებში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ გენერალური მდივანი, მთავარი შტაბების უფროსები და ხუთ-ხუთი გენერალი (ადმირალი) შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობიდან. 

ჯარების უშუალო ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებდა გენერალური შტაბის უფროსი. იგი პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების ოპერატიული და სამობილიზაციო გაშლის გეგმების შემუშავებაზე, აგრეთვე შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მომზადებასა და გამოყენებაზე, აკონტროლებდა ჯარებისა და ფლოტის ძალების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას, ხელმძღვანლობდა ყველაზე უფრო მსხვილი მანევრებისა და სწავლებების ჩატარებას, მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ნატო-ს სარდლობასთან. პრეზიდენტის დეკრეტით მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ თანამდებობაზე ინიშნებოდა კადრის სამხედრო პირი კორპუსის გენერლების ან ესკადრის ადმირალების რიცხვიდან. 

შტაბების უფროსთა კომიტეტი იღებდა გადაწყვეტილებებს ოპერატიული დაგეგმვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებში და მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების შექმნაში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ გენერალური შტაბის უფროსი (თავმჯდომარე), მთავარი შტაბების უფროსები და გენერალური მდივანი. 

მთავარი შტაბების უფროსები (ფაქტიურად წარმოდგენდნენ შეიარაღებული ძალების სახეობთა სარდლებს) პასუხს აგებდნენ ჯარებისა და ფლოტის ძალების სამობილიზაციო და ოპერატიული გაშლის დაგეგმვაზე, მათ საბრძოლო გამოყენებაზე, ჯარებისა და შტაბების საბრძოლო და ოპერატიული მომზადების ორგანიზებასა და მსვლელობაზე, აგრეთვე შეიარაღებულ ძალთა შესაბამისი სახეობების მოდერნიზაციის პროგრამების შემუშავებაზე. 

იტალიის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა დ სამხედრო ჟანდარმერიისგან. 

სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას, რომელიც მოითვლიდა დაახლოებით 253 ათას ადამიანს. მის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა: საარმიო კორპუსების სამი შტაბი (მე-3 და -5 საარმიო და მე-4 ალპიური), ოთხი დივიზია („ჩენტაურო“, „მანტოვა“, „ფოლგორე“ და „არიეტე“), ცალკეული მექანიზებული ბრიგადა „სარდინიელი გრენადერები“, ხუთ-ხუთი ცალკეული მოტოქვეითი და ალპიური ბრიგადა, ცალკეული საპარაშუტო ბრიგადა „ფოლგორე“. გარდა ამისა, ჩამოყალიბებული იყო სარაკეტო ბრიგადა, რომლის შეიარაღებაშიც შედიოდა მართვადი რაკეტები „ლანსი“, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის მრავალრიცხოვანი ნაწილები და ქვედანაყოფები. 

სახმელეთო ჯარები გამომდინარე დანიშნულებისა და მის წინაშე მდგარი ამოცანებიდან, იყოფოდა საველე ჯარებად და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებად. 

ს ა ვ ე ლ ე   ჯ ა რ ე ბ ი   მოითვლიდა დაახლოებით 220 ათას ადამიანს და წარმოადგენდა უკვე მშვიდობიანობის დროს გაშლილი ჯართა დაჯგუფების საფუძველს. საერთაშორისო ვითარების გამწვავების პერიოდში ნატო-ს ბლოკის გეგმებით იგი უნდა გადასულიყო ნატო-ს სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების სარდლობის დაქვემდებარებაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე. საველე ჯარები მოიცავდა ყველა არსებულ დივიზიას, ცალკეული ბრიგადების უმეტეს ნაწილს გაძლიერებისა და მხარდაჭერის ნაწილებით, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით (დაახლოებით 1500 ტანკი, 1400 საველე არტილერიის ქვემეხი, 3500-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი, საარმიო ავიაციის 300-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი და ა. შ.). 

ტ ე რ ი ტ ო რ ი უ ლ ი   თ ა ვ დ ა ც ვ ი ს   ჯ ა რ ე ბ ი   განკუთვნილი იყო ძირითადად საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის იტალიის იმ რაიონებში, რომლებიც არ შედიოდა საველე ჯარების პასუხისმგებლობის ზონაში. მასში იყო ოთხი ცალკეული ბრიგადა, აგრეთვე გაძლიერებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა ნაწილები. პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება იყო დაახლოებით 40 ათასი ადამიანი. ამ ჯარების შენაერთები და ნაწილები ექვემდებარებოდა იმ სამხედრო ოლქების სარდლებს, რომელთა ტერიტორიაზეც ისინი იყო დისლოცირებული (ჩრდილო-დასავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის, ტოსკანა-ემილიანის, ცენტრალური, სამხრეთისა და სიცილიის). 

ქვეყანაში ფართო მობილიზაციის ჩატარებისას იტალიური სარდლობა ტერიტორიული თავდაცვის ნაწილების გამოყენებას ითვალისწინებდა ბაზის სახით ახალი საბრძოლო ფორმირებების შესაქმნელად, რათა მოკლე ვადებში გაეზარდა სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება. 

როგორც დასავლელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, 1980-იანი წლების დასაწყისში პრაქტიკულად დასრულებული იყო იტალიური სახმელეთო ჯარების რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც დაწყებული ჰქონდათ 1976 წელს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ბრიგადების საერთო რაოდენობა შეამცირეს 1/3-ით (36-დან 24-მდე), რამაც საშუალება მისცა მნიშვნელოვნად შეევსოთ პირადი შემადგენლობით ძირითადი საბრძოლო ნაწილები და შენაერთები და მათი დაკომპლექტებულობის დონე აეყვანათ 80–85%-მდე. 

აგრძელებდნენ ჯარების გადაიარაღებას ახალი საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით. მოდერნიზაციის პროგრამის თანხმად სახმელეთო ჯარებში აწვდიდნენ საშუალო ტანკებს „ლეოპარდ-1“ მოძველებული M-47-ების ნაცვლად (1985 წლამდე გეგმავდნენ კიდევ 180 ერთეულის მიწოდებას), ახალ ტსმრ-ებს „თოუ“, თანამედროვე 155-მმ ჰაუბიცებს FH70, რომლებიც მომზადებული გახლდათ ბირთვული საბრძოლო მასალებით სროლისთვის (სახმელეთო ჯარების სარდლობას შეკვეთილი ჰქონდა 160-მდე ასეთი ქვემეხი). მიიღეს გადაწყვეტილება დაახლოებით 600 ამერიკული ჯავშანტრანსპორტერის (ჯტრ) M113 და საკუთარი წარმოების ჯტრ-ების შეძენაზე. 

ნაწილებისა და ქვედანყოფების ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების შემდგომი ამაღლების მიზნით ითვალისწინებდნენ ტანკსაწინააღმდეგო ესკადრილიების შექმნას საარმიო ავიაციის პოლკების შემადგენლობაში. ამ ქვედანაყოფების შეიარაღებას 1982 წლისთვის გეგმავდნენ ტსმრ „თოუებით“ აღჭურვილი ახალი ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენებით A.129 „მანგუსტა“. სულ შეკვეთილი ჰქონდათ ამ ტიპის 60 ვერტმფრენი. დაგეგმილი იყო ჯარებში სხვადასხვა დანიშნულების დაახლოებით 4 ათასი ავტომობილის მიწოდება, აგრეთვე დიდი რაოდენობით კავშირგაბმულობის ახალი საშუალებების და საინჟინრო ტექნიკისა. მთლიანობაში იტალიური სარდლობის აზრით, მოდერნიზაციის პროგრამის შესრულება საშუალებას მისცემდათ მნიშვნელოვნად აემაღლებიათ სახმელეთო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობები, და მისი ტექნიკური აღჭურვილობის დონე მიეყვანათ ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებამდე. 

იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალები წარმოდგენდა შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას. სჰძ-ის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება შეადგენდა 71 ათას ადამიანს. თვითმფრინავების ფარეხი მოითვლიდა დაახლოებით 1000 საფრენ აპარატს, მათ შორის 320-მდე საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავს. 

ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, სჰძ-ის ნაწილები და ქვედანაყოფები განაწილებული იყო სამ სამხედრო-საჰაერო ოლქში. ორგანიზაციულად ისინი შეყვანილი იყო 11 საავიციო ფრთაში, ორ ბრიგადაში, ცალკეულ პოლკებსა და ესკადრილიებში. იტალიის მთელი საბრძოლო ავიაცია გადაცემული იყო ნატო-ს სჰძ-ის მე-5 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (მტას) შემადგენლობაში. 

სამხედრო-საჰაერო ოლქების სარდლები პასუხს აგებდნენ ავიაციის საბრძოლო მზადყოფნაზე, ატარებდნენ მსხვილ საავიაციო სწავლებებს, ხოლო ომიანობის დროს უნდა მოეხდინათ საჰაერო ოპერაციებისა და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების შენაერთებთან და გაერთიანებებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზება. 

ფრთა წარმოადგენდა საავიაციო ნაწილს, რომელიც შედგებოდა შტაბისა და სამი ჯგუფისგან (საავიაციო, ტექნიკური მომსახურებისა და ზურგის მომარაგების), ასევე მართვისა და დამხმარე სამსახურების ქვედანაყოფებისგან. საავიაციო ჯგუფი მოითვლიდა ერთ-ორ ესკადრილიას. მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ფრთები იყოფოდა გამანადგურებელ (სამი), გამანადგურებელ-ბომბდამშენ (ოთხი) და შერეულ (სამი) სავიაციო ფრთებად; იყო აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) სპეციალური ფრთაც. 

ესკადრილია წარმოადგენდა ძირითად ტაქტიკურ ქვედანაყოფს, რომელსაც შეეძლო საბრძოლო მოქმედებების წარმოება როგორც დამოუკიდებლად, ისე ფრთის შემადგენლობაშიც. თვითმფრინავების რაოდენობა მასში იცვლებოდა 12-დან 18-მდე (დანიშნულების-და მიხედვით). საავიაციო ნაწილებისა და ქვედანყოფების გარდა სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა ზმრ „ნაიქ-ჰერკულესების“ ბრიგადა, რომელიც შეიცავდა ორ დივიზიონს ოთხბატარეანი შემადგენლობისა (თითოეულ ბატარეაში იყო ცხრა გასაშვები დანადგარი). 

სჰძ-ის შეიარაღებაში იმყოფებოდა G.91, F-104 და RF-104G ტიპების საბრძოლო, აგრეთვე C-119, C-130 და G.222 ტიპების სატრანსპორტო თვითმფრინავები. 

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იტალიური სჰძ-ის შეიარაღება 80-იანი წლების დასაწყისში ძირითადად იყო მოძველებული. სახელდობრ, თვითმფრინავები G.91Y და RF-104G/S, C-119 უკვე ვეღარ პასუხობდნენ თანამედროვე მოთხოვნებს. ამიტომ იტალიის მთავრობამ მიიღო სჰძ-ის მოდერნიზაციის პროგრამა, რომლის თანახმადაც ითვალისწინებდნენ F-104 G და შ გამანადგურებელ-ბომბდამშენების შეცვლას მრავალმიზნობრივი თვითმფრინავებით „ტორნადო“. სულ ვარაუდობდნენ დაახლოებით 100 ასეთი მანქანის შესყიდვას. მაგრამ F-104S თვითმფრინავების ნაწილისთვის უნდა ჩაეტარებინათ მდერნიზაცია, რათა შემდეგ 80-იანი წლების შუახანებამდე დაეტოვებინათ ქვედანაყოფებში. C-119 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ნაცვლად შეიარაღებაში აწვდიდნენ ახალ G.222-ებს (სულ 80-იანი წლების დასაწყისში სჰძ-ში იყო 44 ასეთი მანქანა). AM-X პროგრამით შეიმუშავებდნენ აგრეთვე უშუალო საავიაციო მხარდაჭერის მსუბუქი თვითმფრინავის პროექტს, რომლითაც მომავალში უნდა შეეცვალათ მოძველებული G.91-ები. 

იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალები საერთო რიცხოვნებით 42 ათასი ადამიანი, მოიცავდა ფლოტს ძირითადი კლასების ხომალდების ესკადრის შემადგენლობით, სზძ-ის ავიაციასა და საზღვაო ქვეით ჯარს. ადმინისტრაციული მიმართებით ქვეყნის კონტინენტური ნაწილისა და კუნძულების სანაპირო მათი მრეცახვი წყლებით დაყოფილი ჰქონდათ ოთხ სამხედრო-საზღვაო ოლქად და ორ ავტონომიურ სამხედრო-საზღვაო სარდლობად, რომლებსაც ექვემდებარებოდნენ ნაღმ-სატრალო ხომალდები (შეყვანილები ტრალერების სამ ჯგუფში) და დამხმარე გემები. 

ესკადრა წარმოადგენდა სზძ-ის ძირითად ოპერატიულ შენაერთს. იგი შეიცავდა წყალზედა ხომალდების ოთხ დივიზიას, წყალქვეშა ნავების ფლოტილიასა და მომარაგების ხომალდების ჯგუფს. დივიზიები და ფლოტილია შედგებოდა ერთგვაროვანი ძალების დივიზიონებისგან. 

საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1980 წელს იტალიის სზძ-ში მოითვლებოდა დაახლ. 110 საბრძოლო ხომალდი და კატარღა, მათ შორის: ათი წყალქვეშა ნავი, სამი მრი კრეისერი, ოთხი მრი საესკადრო ნაღმოსანი, სამი საესკადრო ნაღმოსანი, ოთხი მრი ფრეგატი, ათი ფრეგატი, რვა მცირე ნავსაწინააღმდეგო, ორი სადესანტო და 42 ნაღმ-სატრალო ხომალდი, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების 20-ზე მეტი კატარღა. 

ძირითადი კლასების ხომალდები, რომლებიც შეადგენდნენ ფლოტის ბირთვს, წარმოდგენილი იყვნენ უმთავრესად 60–70-იანი წლების ეროვნული აგების ხომალდებით და, დასავლელი სპეციალისტების შეფასებით, გააჩნდათ ჯერ კიდევ საკმარისად მაღალი ბრძოლისუნარიანობა. მოძველებულად ითვლებოდა „თენგის“ ტიპის ყოფილი ამერიკული წყალქვეშა ნავები, საესკადრო ნაღმოსანი „სენ ჯორჯიო“ და „ალბატროსის“ ტიპის მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები. ნაღმ-სატრალო ძალების შემადგენლობაში შემავალი ხომალდები აგებული იყო ამერიკულ და ეროვნულ გემთსაშენ ვერფებში ძირითადად 50-იან წლებში და უკვე მოძველებული გახლდნენ (ვეღარ პასუხობდნენ მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს). სადესანტო ძალებში ჰყავდათ ამერიკული აგების ორი ტანკსადესანტო ხომალდი, მწყობრში შეყვნილები 1957 წელს, და ათი სადესანტო კატარღა. 

სზძ-ის ავიაცია მოითვლიდა 20-მდე საბაზო საპატრულო თვითმფრინავსა და სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 80 ვერტმფრენს. თვითმფრინავები ორგანიზაციულად შეყვანილი იყვნენ ორ საავიაციო ფრთაში, ვერტმფრენები _ ხუთ ესკადრილიაში. საბრძოლო მომზადებისა და გამოყენების საკითხებში ისინი ექვემდებარებოდნენ სზძ-ის მთავარ შტაბს, ხოლო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა (მტუ) და პირადი შემადგენლობის პროფესიული სწავლების საკითხებში _ სამხედრო-საჰაერო ძალებს. 

საზღვაო ქვეით ჯარში (ზქჯ) იყო ზქჯ-ის ერთი ბატალიონი „სან მარკო“ და საბრძოლო მცურავების ჯგუფი „თეზეო თეზეუსი“. 

1970-იანი წლების მიწურულს და 80-იანების დასაწყისში მთავრმა შტაბმა შეიმუშავა სზძ-ის მშენებლობისა და მოდერნიზების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ძველი ხომალდების თანდათანობით ახლებით შეცვლას ფლოტის სახომალდო შემადგენლობის საერთო წყალწყვის 105 ათას ტ-ზე შენარჩუნებით. 1985 წლამდე გეგმავდნენ ნავსაწინააღმდეგო კრეისერ-ვერტმფრენმზიდის, ასევე „მაესტრალეს“ ტიპის ექვსი მრი ფრეგატის, წყალქვეშა ფრთებიანი ექვსი სარაკეტო კატარღის, ორი წყალქვეშა ნავის, ორი მრი საესკადრო ნაღმოსნისა და მნიშვნელოვანი რაოდენობით უფრო მცირე ხომალდებისა და გემების აგებას. გეგმავდნენ აგრეთვე 36 სახომალდო ვერტმფრენის AB-212AS შესყიდვას. 

იტალიური სზძ-ის საბრძოლო მომზადების ჩატარებისას, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფსებით, ძირითად ყურადღებას უთმობდნენ მისი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ისეთი ამოცანების დამუშავებას, რომელთა გადაწყვეტაც მის ძალებსა და საშუალებებს მოუწევდათ ნატო-ს სზძ-ის შემადგენლობაში. ამისთვის მათ იწვევდნენ მრავალრიცხოვან სწავლებებში, რომლებსაც ატარებდნენ ბლოკის სარდლობის გეგმებით სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე. 

სამხედრო ჟანდარმერია (კარაბინერთა ჯარები) წარმოადგენდა იტალიის შეიარაღებული ძალების ნაწილს და მოითვლიდა 85 ათასამდე ადამიანს. იგი მოიცავდა სამ დივიზიას (სამ-სამი ბრიგადით), 24 ლეგიონს, სამ ქვეით და სატანკო პოლკს, აგრეთვე უზრუნველყოფისა და მომარაგების ცალკეულ ქვედანაყოფებს. მშვიდობინობის დროს ისინი ექვემდებარებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს, ხოლო პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, შეიარაღებით მომარაგებისა და საბრძოლო გამოყენების საკითხებში _ თავდაცვის მინისტრს. 

სამხედრო ჟანდარმერიის ნაწილები და ქვედანაყოფები განკუთვნილი იყო უწინარეს ყოვლისა საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებების დაცვისა და ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობისთვის. გარდა ამისა, ისინი ასრულებდნენ კონტრსადაზვერვო ფუნქციებს და პასუხს აგებდნენ საიდუმლოების რეჟიმის შენარჩუნებაზე შეირაღებულ ძალებში. ომიანობის დროს კარაბინერების ჯარები შესაძლო იყო გამოეყენებიათ სახმელეთო ჯარებთან ერთობლივად მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფებისა და დესანტები წინააღმდეგ მოქმედებებისთვის. 

სამხედრო ჟანდარმერიის შეიარაღებაში შედიოდა სასროლი იარაღი, დაახლოებით 500 ერთეული ავტოჯავშანსატანკო ტექნიკა, სხვადასხვა მარკის ვერტმფრენები. 

შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას ახორციელებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე. მის შესაბამისად 80-იანი წლების დასაწყისში დადგენილი ჰქონდათ ვადიანი სამსახურის შემდეგი ვადები: სახმელეთო ჯარებსა და სჰძ-ში _ 12 თვე, სზძ-ში – 15. ნაწილებსა და ქვედანაყოფებს აკომპლექტებდნენ მოხალისეთა მიღების ხარჯზეც, რომელთა რაოდენობაც, მაგალითად სახმელეთო ჯარებში არ აღემატებოდა 15-16%-ს. ამ შემთხვევაში კონტრაქტს დებდნენ სამი წლით. სამხედროვალდებულთა გასაწვევი ასაკი იყო 19 წელი. მოხალისენი შესაძლო იყო ჩაერიცხათ სამსახურში 17-დან 22 წლის ასაკამდე. ნამდვილ სამხედრო სამსახურგავლილ რიგითებს ათავისუფლებდნენ პირველი რიგის თადარიგში, ხოლო 55 წლის ასაკის მიღწევისას ხსნიდნენ სამხედრო აღრიცხვიდან. 

უნტერ-ოფიცერთა თანამდებობებზე ნიშნავდნენ ძირითადად შესაბამისი სკოლების (კურსების) გამოშვებულებს, სადაც ღებულობდნენ მოხალისეებსა და ნამდვილი სამსახურის რიგითებს. სკოლებში ჩარიცხვისას დებდნენ კონტრაქტებს ექვსი წლის ვადით. ნამდვილ სამსახურში უნტერ-ოფიცრების ყოფნის ზღვრული ასაკი გახლდათ 55 წელი. 

ჯარებისა და შტაბების ოფიცერთა კადრებით დაკომპლექტებას აწარმოებდნენ ოფიცრების მომზადების გზით შეიარაღებულ ძალთა სახეობების სამხედრო სასწავლებლებში და საოფიცრო თანამდებობების დაკავებაზე კონკურსების სისტემის მეშვეობით საოფიცრო წოდებების მინიჭებით. უფროსი ოფიცრები მომზადებას გადიოდნენ სამხედრო აკადემიებსა და უმაღლესი სამხედრო სწავლების ცენტრში. 

საბჭოთა ავტორების დასკვნით, იტალიის შეიარაღებული ძალები წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ხელმძღვანელი წრეების აგრესიული პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვან საშულებას სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე.

წერილი მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment