Monday, November 9, 2026

აშშ სახმელეთო ჯარების მექანიზებული დივიზიის ზურგის ურუნველყოფა

ჯარების ყოველმხრივ და შეუფერხებელ უზრუნველყოფას ამერიკული სარდლობა განიხილავს როგორც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც თანამედროვე პირობებში განსაზღვრავს საბრძოლო მოქმედებების წარმატებით წარმოების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახმელეთო ჯარების ზურგს, რომელსაც ომიანობის დროს ეკისრება შენაერთებისა და ნაწილების კმაყოფის სხვადასხვა სახეობებით მომარაგების საკითხები. 

მოცემულ წერილში განიხილება დივიზიის, როგორც სახმელეთო ჯარების ძირითადი ტაქტიკური შენაერთის ზურგის უზრუნველყოფის საკითხები, აგრეთვე მექანიზებული დივიზიის ზურგის სარდლობის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა, ამოცანები და შესაძლებლობანი. 

მექანიზებული დივიზიის ზურგის სარდლობა მოიცავს: შტაბსა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ცენტრს, საშტაბო ასეულს, დივიზიის ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონს, ბრიგადების ზურგის უზრუნველყოფის სამ ბატალიონსა და საავიაციო ტექნიკის რემონტის ასეულს. სარდლობის პირადი შემადგენლობის რიცხვია 2903 ადამიანი, რომელთაგან 166 ოფიცერია. მისი ძირითადი ამოცანებია: როგორც საშტატო ისე დივიზიისადმი მიცემული ნაწილებისა და ქვედანაყოფების მატერიალურ საშუალებათა ძირითადი სახეობების მიღება, შენახვა და გაცემა; იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება, რემონტი და ევაკუაცია; დაჭრილებისა და ავადმყოფებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, მათი დახარისხება, ტრანსპორტირებისა და ევაკუაციისათვის მომზადება, მკურნალობა და მწყობრში დაბრუნება. 

განასხვავებენ ჯარების ზურგის უზრუნველყოფის შემდეგ სახეობებს: მატერიალურს, სატრანსპორტოს, ტექნიკურსა და სამედიცინოს. მათ შორის მთავარი ადგილი ეთმობა მატერიალურ უზრუნველყოფას, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას იარაღსა და საბრძოლო ტექნიკაში, საბრძოლო მასალებში, საწვავ-საცხებ მასალებში, სურსათსა და წყალში, აგრეთვე ტექნიკურ, სანივთე და სხვა ქონებაში. 

აშშ-ში მიღებული კლასიფიკაციის თანახმად მთელი მატერიალური საშუალებანი, რომლებიც მომარაგების საგნებს წარმოადგენს, იყოფა ათ კლასად: 

I – სურსათი; 

II – ფორმის ტანსაცმელი, პირადი აღკაზმულობა, ინსტრუმენტების ნაკრებები და საყაზარმო ქონება; 

III – საწვავ-საცხები მასალები; 

IV – სამშენებლო მასალები საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და ღობურების ასაგებად; 

V – საბრძოლო მასალები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და პიროტექნიკური საშუალებანი; 

VI – პირადი обиход-ის საგნები (საცალო ვაჭრობის არასამხედრო საქონელი); 

VII – იარაღი და საბრძოლო ტექნიკა; 

VIII – მედიკამენტები, სამედიცინო ქონება და აღჭურვილობა; 

IX – სათადარიგო ნაწილები, აუცილებელი იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისათვის; 

X – ზემოჩამოთვლილ კლასებში არ შეყვანილი არასამხედრო დანიშნულების მასალები და აღჭურვილობანი. 

ჯარების  მ ა ტ ე რ ი ა ლ უ რ ი | უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ა  ითვალისწინებს მომარაგების საგნებში მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მატერიალური უზრუნველყოფის პროცესების დაგეგმვისას ჯარების მოთხოვნილებათა დაანგარიშება, მაგალითად, საბრძოლო მასალებში, ხორციელდება მათი ხარჯვის ნორმების საფუძველზე იარაღის ცალკეულ სისტემაზე დღეღამეში (ცხრილი 1). როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, მექანიზებული დივიზიის მოთხოვნილებები საბრძოლო მასალებში (საარტილერიო-სანაღმსატყორცნე, სატანკო, რეაქტიული, სასროლი) საბრძოლო მოქმედებათა დღე-ღამეში ინტენსივობის და მიხედვით შეიძლება შეადგენდეს 1200–2500 ტ. 

ჯარების მოთხოვნილებათა განსაზღვრა საწვავ-საცხებ მასალებში წარმოებს საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის თითოეული სახეობის მიხედვით, ამომდინარე მათი ხარჯვის ნორმებიდან 100 კმ განარბენის მანძილზე ან ძრავის მუშაობის ერთ საათზე. ამასთან მუხლუხიანი და თვლიანი ტექნიკისათვის შემოდის შესაბამისი კოეფიციენტები საწვავის დანახარჯების კორექტირებისათვის ძრავების ფუჭ სვლაზე მუშაობის, ძნელადსავალ და დასერილ ადგილმდებარეობაზე მოძრაობის დროს, ხოლო საარმიო ავიაციისათვის კი გაითვალისწინება თვითმფრინავ-გაფრენების საშუალო სადღეღამისო რაოდენობა და საწვავი ავზების მოცულობა. ითვლება, რომ მაღალინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების პირობებში ძნელადსავალ ადგილმდებარეობაზე M60A3 ტანკის ძრავი დღეღამის განმალობაში იმუშავებს 15,5 სთ ფარგლებში, აქედან ფუჭ სვლაზე 4,2 სთ, დასერილ ადგილმდებარეობაზე მოძრაობისას – 8,5 სთ, ძნელასავალ ადგილმდებარეობაზე – 2,8 სთ. ამასთან საწვავის დანახარჯი ძრავის მუშაობის ერთ საათზე იქნება 75, 105 და 135 ლ, ხოლო ტანკ M60A3-ის საშუალო სადღეღამისო მოთხოვნილება საწვავზე კი აღწევს 1500 ლ. დივიზიის საშუალო სადღეღამისო მოთხოვნლება – 800 ტ: ბენზინზე – 150 ტ, დიზელის საწვავზე – 630 ტ, საავიაციო საწვავზე – დაახლოებით 100 ტ. 

ჯარების მოთხოვნილებანი სურსათსა და წყალზე განისაზღვრება ერთი სამხედრო მოსამსახურის მიერ დღეღამეში საკვებსა და წყალზე მოთხოვნილებების მიხედვით. უცხოურ ბეჭდურ გამოცემათა მონაცემების თანახმად, საომარი მოქმედებების უმრავლეს თეატრებზე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სადღეღამისო ნორმა შედგება ორი ულუფისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ სამჯერად კვებას: T და MRE ტიპებისაგან (საერთო მასა 3 კგ). 17 000-კაციანი საშტატო რიცხოვნების მექანიზებული დივიზიის სადღეღამისო მოთხოვნილება პროდუქტებში შეადგენს 60 ტ-მდე. წყლის მოთხოვნილება უწინარეს ყოვლისა დამოკიდებულია იმ რეგიონზე, რომელშიც მოქმედებს დივიზია, თუმცა კი ერთი სამხედრო მოსამსახურის ანგარიშზე დღეღამეში დასახარჯი წყლის რაოდენობის სავარაუდო ნორმა (მოიცავს წყლის დანახარჯს პირად ჰიგიენაზე, საჭმლის მომზადებაზე, ტექნიკის დეზაქტივაციაზე, მანქანებში ჩასხმაზე, რეცხვაზე და ა. შ.) ზომიერი კლიმატის რაიონებში შეიძლება იყოს 10–20 ლ, ცხელი კლიმატის რაიონებში – 20–30 ლ, ჩრდილოეთის – 15–25, ტროპიკებში – 15–30 ლ. დივიზიის მიერ წყლის საშუალო სადღეღამისო მოხმარება შეიძლება შეადგენდეს 200 მ³-დან (1 მ³ უტოლდება 1000 ლ) ზომიერი კლიმატის რაიონებში და 600 მ³-მდე ცხელი კლიმატის მქონე რაიონებში. 

მატერიალური საშუალებებით ჯარებს უზრუნველყოფის პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტას მექანიზებული დივიზიის ზურგის სარდლობა ჩვეულებრივ ახორციელებს დივიზიის ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონის მომარაგებისა და მომსახურების ასეულის, აგრეთვე ბრიგადების ზურგის უზრუნველყოფის თითოეული ბატალიონიდან გამოყოფილი მომარაგების ასეულების (ისინი სამია – ბრიგადების რიცხვის შესაბამისად) ძალებითა და საშუალებებით. 

მ ო მ ა რ ა გ ე ბ ი ს ა | დ ა | მ ო მ ს ა ხ უ რ ე ბ ი ს | ა ს ე უ ლ ი,  რომელიც მოითვლის 180 ადამიანს (მათ შორის ოთხ ოფიცერს), მოიცავს ასეულის მართვასა და სამ ოცეულს: მომარაგების; საწვავ-საცხები მასალების შენახვისა და განაწილების; სასურსათო. მასში არის შემდეგი ტექნიკური საშალებები: საწვავით გამწყობი ორი საველე კომპლექტი, ათი წყალგამწმენდი დანადგარი, 12 საწვავის შესანახი 37,85 მ³ ტევადობის ასაწყობ-დასაშლელი რეზერვუარი, 0,75 ტ ტვირთამწეობის ორი სატვირთო ავტომობილი, 9 თითო 1 ტ-იანი და 12 თითო 5 ტ-იანი, 1,5 მ³ ტევადობის ორი მისაბმელი ცისტერნა წყლის მისატანად, შვიდი ნახევრადმისაბმელი ტვირთამწეობით თითოეული 22,5 ტ და ორიც თითოეული 12 ტ, 34 ნახევრადმისაბმელი ცისტერნა საწვავ-საცხები მასალების მისატანად ტევადობით თითოეული 7,2 ტ, ორი თითოეული 4,5 ტ, სამი თითოეული 2,7 ტ და სამიც თითოეული 1,8 ტ; ორი ავტოამწე ტვირთამწეობით თითოეული 7,5 ტ. 

ასეულის ძალები და საშუალებანი განლაგდება, როგორც წესი, დივიზიის ზურგის რაიონში, მხარეთა საბრძოლო შეხების ხაზიდან 40–50 კმ დაშორებით და განკუთვნილია საწყობებიდან მატერიალურ საშუალებათა მიღებისა და შემდეგ მათ მიერვე შექმნილი მომარაგების პუნქტებიდან მათი გადაცემისათვის როგორც დივიზიის საშტატო, ისე მიცემული ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც მოცემულ რაიონში იმყოფებიან. მომარაგებისა და მომსახურების ასეულის პირადი შემადგენლობა დღეღამეში ამუშავებს, ე. ი. ღებულობს, ინახავს და დივიზიის ნაწილებსა და ქვედანაყოფებზე სადღეღამისოდ გასცემს შემდეგ მატერიალურ საშუალებებს: I კლასისა – საერთო მასა 35,2 ტ, II – 52,5 ტ, III (საწვავ-საცხები მასალები ტარაში) – 9,2 ტ, IV – 20 ტ, VII – 21,5 ტ. იგი ამასთან ერთად აღჭურავს пункт перевалки и перегрузки (საარმიო კორპუსის ზურგის სარდლობის ტრანსპორტიდან უზრუნველსაყოფი ნაწილებისა და ქვედანაყოფების საავტომობილო საშუალებებზე), აწვდის რა დღეღამეში 135 ტ-მდე საბრძოლო მასალებს (V კლასის მომარაგების საგნები), შლის საწვავ-საცხები მასალებით გაწყობის ორ საველე პუნქტს (დღეღამეში გაიცემა დაახლოებით 1145 ტ საწვავი) და საველე წყალმომარაგების ხუთ პუნქტს (თითოეულ მათგანზე მუდმივად ინახება 22,7 მ³-ზე მეტი წყალი; თითოეული პუნქტიდან ნაწილებსა და ქვედანაყოფებს დღეღამეში ეძლევათ 60 მ³-ზე მეტი). 

მ ო მ ა რ ა გ ე ბ ი ს | ა ს ე უ ლ ი  (67 ადამიანი, მათგან ორი ოფიცერი) შედგება ასეულის მართვისა და მომარაგების /// ოცეულისაგან. იგი აღჭურვილია სატვირთო ავტომობილებით ტვირთამწეობით 0,75 ტ (ერთი), 1 ტ (სამი), 2,5 ტ (ორი), 5 ტ (ხუთი), თითოეული 1,5 ტ ტვირთამწეობის ოთხი მისაბმელით, 1,5 მ³ ტევადობის მისაბმელი ცისტერნებით წყლის მისაწოდებლად (ორი), 22,5 ტ ტვირთამწეობის ნახევარმისაბმელებით (ორი), 19 მ³ ტევადობის ნახევარმისაბმელი ცისტერნებით საწვავის მისაწოდებლად (ათი), ავტოგამწევებით (14), ავტოჩამტვირთავებით ტვირთამწეობით 2,7 ტ (ხუთი), 1,8 ტ (რვა), ავტოამწეებით ტვირთამწეობით 7,5 ტ (ორი). 

მომარაგების ასეულის ძლები და საშუალებანი ჩვეულებრივ იშლება ბრიგადის ზურგის რაიონში 10 კმ დაშორებაზე მოწინააღმდეგესთან შეხების ხაზიდან. ყოველდღიურად ისინი ამუშავებენ I კლასის მომარაგების საგნებს (საერთო მასით 8,7 ტ), II კლასისა (13 ტ), III (ტარაში, 2,3 ტ), IV (4,5 ტ), VII (5,3 ტ). ასეული ინახავს და გასცემს დღეღამეში 200 ტ-ზე მეტ საწვავს და შეუძლია გაშალოს საბრძოლო კვების ერთი პუნქტი (270 ტ-მდე საბრძოლო მასალები). 

ამერიკული სამხედრო ბეჭდური გამოცემები აღნიშნავენ, რომ მექანიზებული დივიზიის ზურგის სარდლობა საბრძოლო პირობებში ყოველდღეღამურად ამუშავებს (ღებულობს, ინახავს და გასცემს) მატერიალურ საშუალებებს შემდეგი რაოდენობით: სურსათი დაახლოებით 61,3 ტ, საწვავ-საცხები მასალები ტარაში 16,1 ტ, ჩამოსასხმელი საწვავ-საცხები მასალები 1750 ტ-ზე მეტი, 450 მ³ წყალი და 160 ტ-ზე მეტი მომარაგების სხვა საგნები, აგრეთვე დაახლოებით 945 ტ საბრძოლო მასალები. ამ მიზნით დივიზიის ზოლში მოწინაარმდეგესთან შეხების ხაზიდან 10–15 კმ დაშორებაზე მისი ძალებითა და საშუალებებით შეიძლება იშლებოდეს შემდეგი პუნქტები: საბრძოლო მასალების перевалк-ისა და გადატვირთვის, საწვავ-საცხები მასალებით საველე გაწყობის (ორი), საბრძოლო კვების (სამი), სურსათით მომარაგების (ოთხი) და საველე წყალმომარაგების (ხუთი). 

ს ა ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ო | უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ა  ითვალისწინებს პირადი პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და ტვირთები გადაზიდვის ორგანიზაციას. ამ ამოცანის შესასრულებლად დივიზიის ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონის შემადგენლობიდან გამოიყოფა 149 ადამიანის შემადგენლობის ავტოსატრანსპორტო ასეული (ამათგან ხუთი ოფიცერია). ასეული მოიცავს მართვასა და სამ ოცეულს: მცირე, საშუალო და მძიმე ავტომობილებისა. მის აღჭურვილობაში იმყოფება ავტომობილები ტვირთამწეობით 0,75 ტ (ერთი), 1 ტ (ოთხი) და 5 ტ (37), ნახევრადმისაბმელები ტვირთამწეობით 60 ტ (24) და 22,5 ტ (66), მისაბმელები ტვირთამწეობით 1,5 ტ (ექვსი), მისაბმელი ცისტერნები 1,5 მ³ ტევადობისა წყლის მისატანად (ერთი), ავტოგამწევები (57). 

ადამიანების გადაყვანისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვისათვის გამოიყენება უმთავრესად 5-ტ ავტომობილები და ნახევრადმისაბმელიანი ავტოგამწევები. ითვლება, რომ ტექნიკური მზადყოფნის 0,75 კოეფიციენტის შემთხვევაში, ასეულის შემადგენლობიდან სატრანსპორტო გადაზიდვებისათვის შეიძლება გამოიყოფოდეს 27 5-ტ სატვირთო ავტომობილი, 22,5 ტ ტვირთამწეობის ნახევრადმისაბმელიანი 24 ავტოგამწევი და 60 ტ ტვირთამწეობის ნახევრადმისაბმელიანი 18 ავტოგამწევი, რომლებიც განკუთვნილია მსხვილგაბარიტიანი სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის. ავტოსატრანსპორტო ასეულის ძალები და საშუალებანი იძლევა ერთი რეისის განმავლობაში 1000 ტ-ზე მეტი სხვადასხვა ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას. 18 ავტოგამწევით 60-ტ ნახევრადმისაბმლით ასეულს შეუძლია ერთ რეისზე გადაიტანოს 445 ტ ტვირთი და 18 საშუალო ტანკი ან ამდენივე ერთეული სხვა მსგავსი ტექნიკა. 

ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი | უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ა  წარმოადგენს ჯარების ზურგის უზრუნველყოფის სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს და ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების ეფექტურობისა და საექსპლუატაციო საიმედობის ამაღლების, ბრძოლის ველიდან შესაბამის სარემონტო ორგანოებში მათი ევაკუაციის, სწრაფი აღდგენისა და მწყობრში დაბრუნების მიზნით. ამასთან ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზაციის ძირითად პრინციპს წარმოადგენს საევაკუაციო ძალებისა და საშუალებათა მაქსიმალური დაახლოება ჯარების მეწინავე ეშელონებთან. 

სახმელეთო ჯარებში მიღებული რემონტის სისტემა იყოფა სამ სახეობად: საჯარისო, საველე და საბაზო (კაპიტალურ) სახეობებად. 

დაზიანებული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის   ს ა ჯ ა რ ი ს ო | რ ე მ ო ნ ტ ი  (აშშ-ში მიღებული ტერმინოლოგიით, პირველი და მეორე ეშელონების რემონტი) ხორციელდება ნაწილებსა და ქვედანაყოფებში (ოცეულიდან ბრიგადის ჩათვლით) და მდგომარეობს მატერიალური ნაწილის პროფილაქტიკური მომსახურებისა და მიმდინარე რემონტის ჩატარებაში. ის აღესრულება საბრძოლო მანქანების ეკიპაჟების ძალებით, სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ, იარაღის სისტემების გათვლებისა და სპეციალურად მომზადებული ქვედანაყოფების მიერ. პირველი ეშელონის საჯარისო რემონტი ხორციელდება ამ საბრძოლო ტექნიკის ექსპლუატაციით დაკავებული პირადი შემადგენლობის, ხოლო მეორე ეშელონისა – სპეციალური სარემონტო რაზმების მიერ თავიანთი ნაწილებისა და ქვედანაყოფების განლაგების რაიონებში. დროითი ნორმატივები პირველისათვის არაა გათვალისწინებული, მეორისათვის კი ისინი შეადგენს 2–4 ადამიან-საათს ტექნიკის ერთეულზე. 

ს ა ვ ე ლ ე | რ ე მ ო ნ ტ ი  (მესამე და მეოთხე ეშელონები), დაკავშირებული მწყობრიდან (გამოსული) გამოყვანილი კვანძებისა და აგრეგატების შეცვლასთან ან შეკეთებასთან, ავსებს (?) საჯარისო რემონტს. მესამე ეშელონის რემონტი ხორციელდება მომზადებული სპეციალისტების მიერ ბრიგადებისა და დივიზიის ზურგის რაიონებში და დაკავშირებულია გაუმართავი კვანძებისა და აგრეგატების შეცვლასთან. დადგენილი ნორმატივების შესაბამისად ამ შემთხვევაში მოითხოვება 24-დან 50 ადამიან-საათამდე ტექნიკის ერთეულზე. მეოთხე ეშელონის რემონტი ტარდება დივიზიისა და საარმიო კორპუსის ზურგის რაიონებში გაშლილ ნახევრადსტაციონარულ სახელოსნოებში რთული დაზიანებული კვანძებისა და აგრეგატების აღდგენის მიზნით. სამუშაოთა შესრულებისათვის მოითხოვება 96 ადამიან-საათამდე. 

ს ა ბ ა ზ ო (კ ა პ ი ტ ა ლ უ რ ი) რ ე მ ო ნ ტ ი  მიეკუთვნება მეხუთე ეშელონს და წარმოებს სპეციალიზებულ სტაციონარულ სახელოსნოებში, სარემონტო ქარხნებსა და საწარმოებში ძირითადი კვანძებისა და აგრეგატების სრული აღდგენის ან შეცვლის, საექსპლუატაციო რესურსის 70 %-მდე გახანგრძლივების, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკის დამატებითი შეიარაღებით აღჭურვის მიზნით. კაპიტალური რემონტის შესრულებისათვის საჭიროა სამ თვემდე. დივიზიის ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, როგორც საზღვარგარეთული სამხედრო ბეჭდური გამოცემები იმოწმებიან, ასრულებენ რემონტის პირველი, მეორე, მესამე და ნაწილობრივ მეოთხე ეშელონების სამუშაოებს. დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული საბრძოლო და სხვა ტექნიკა, რომელიც ვერ შეიძლება იქნას შეკეთებული დივიზიის ზურგის სარდლობის ძალებითა და საშუალებებით, ევაკუირდება საარმიო კორპუსისა და საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) სახმელეთო ჯარების სარდლობის ზურგის სარდლობათა ნახევრადსტაციონარულ და სტაციონარულ სარემონტო სახელოსნოებში, აგრეთვე კომუნიკაციების ზონაში არსებულ სარემონტო ქარხნებსა და საწარმოებში. დაზიანებული ტექნიკის შეკეთების ამოცანათა შესრულებისათვის დივიზიის ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონის შემადგენლობაში არის სამი ასეული: მსუბუქი შეიარაღების რემონტის, მძიმე შეიარაღების და სარაკეტო შეიარაღებისა. ბრიგადების ზურგის უზრუნველყოფის თითოეულ ბატალიონში არის მეწინავე სარემონტო ასეული. გარდა ამისა, დივიზიის ზურგის სარდლობის შემადგენლობაში არის საავიაციო ტექნიკის რემონტის ცალკეული ასეული, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ დივიზიის მეთაურის თანაშემწეს ზურგის საკითხებში. 

მ ს უ ბ უ ქ ი | შ ე ი ა რ ა ღ ე ბ ი ს | რ ე მ ო ნ ტ ი ს | ა ს ე უ ლ ი  მოითვლის 277 ადამიანს (მათ შორის ოთხ ოფიცერს) და განკუთვნილია მწყობრიდან გამოსული რადიოელექტრონული აღჭურვილობის, ოპტიკურ ხელსაწყოების, კავშირგაბმულობისა და მართვის საშუალებათა, გამოთვლითი ტექნიკისა და ა. შ. შეკეთებისათვის. 

მ ძ ი მ ე | შ ე ი ა რ ა ღ ე ბ ი ს | რ ე მ ო ნ ტ ი ს | ა ს ე უ ლ ი  (175 ადამიანი, მათ შორის ოთხი ოფიცერი) ასრულებს მუხლუხიანი და თვლიანი ტექნიკის, საარტილერიო სისტემების, ნაღმსატყორცნების, საინჟინრო და სხვა აჭურვილობათა რემონტის ამოცანებს. 

ს ა რ ა კ ე ტ ო | შ ე ი ა რ ა ღ ე ბ ი ს | რ ე მ ო ნ ტ ი ს | ა ს ე უ ლ ი  (128 ადამიანი, მათ შორის ოთხი ოფიცერი) ასრულებს დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარების (ტსმრ გდ), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს), საზანიტო სარაკეტო კომპლექსების (ზრკ), აგრეთვე ღამური ხედვის ხელსაწყოების შეკეთების ამოცანებს. 

ბრიგადის ზურგის უზრუნველყოფის  მ ე წ ი ნ ა ვ ე | ს ა რ ე მ ო ნ ტ ო | ა ს ე უ ლ ი  (164 ადამიანი, ოთხი ოფიცერი) ახორციელებს ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეიარაღებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის რემონტს. 

ს ა ა ვ ი ა ც ი ო | ტ ე ქ ნ ი კ ი ს | რ ე მ ო ნ ტ ი ს | ა ს ე უ ლ ი  (256 ადამიანი, ამათგან რვა ოფიცერი) ასრულებს დივიზიის საარმიო ავიაციის ვერტმფრენების საბორტო იარაღისა და საავიაციო ხელსაწყოების რემონტს. 

მექანიზებული დივიზიის ზურგის სარდლობის სარემონტო ქვედანაყოფების აღჭურვილობა (ცხრილი 2) საშუალებას იძლევა ყოველდღეღამურად სრულდებოდეს დაზიანებული იარაღის სისტემებისა და საბრძოლო ტექნიკის რემონტის სამუშაოები საერთო მოცულობით 5000 ადამიან-საათზე მეტი (ცხრილი 3). რემონტი და აღდგენა სრულდება დივიზიისა და ბრიგადების ზურგის რაიონებში, სადაც ეწყობა (აღიჭურვება) დაზიანებული მანქანების შეგროვების პუნქტები (დმშპ). საბრიგადო დმშპ ჩეულებრივ იმყოფება მხარეთა საბრძოლო შეხების ხაზიდან 10–15 კმ დაშორებაზე, სადივიზიო – 30–60 კმ. დმშპ-ის რაზმებში არშესული სპეციალისტები, როგორც წესი, ქმნიან სამ და მეტ კაციან სარემონტო ჯგუფებს. სარემონტო ჯგუფების ძირითადი ამოცანაა დაზიანების სახეობისა და საჭირო სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა, აგრეთვე იმ საბრძოლო ტექნიკის ევაკუაცია დმშპ-ში, რომელთა ადგილზე აღდგენაც შეუძლებელია. 

ს ა მ ე დ ი ც ი ნ ო | უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ი ს  ორგანიზაცია ხდება ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნების, დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, მათი ევაკუაციის, შემდგომი მკურალობის, მწყობრში დაბრუნების, ეპიდემიოლოგიურ დაავადებათა წარმოქმნისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. 

ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების შესრულებისათვის მექანიზებული დივიზიის ზურგის სარდლობას გააჩნია ოთხი სამედიცინო ასეული: ერთი დივიზიის ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონის შემადგენლობაში, დანარჩენი კი – ბრიგადების ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონებში. 

დ ი ვ ი ზ ი ი ს | ზ უ რ გ ი ს |უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ი ს | ს ა მ ე დ ი ც ი ნ ო | ა ს ე უ ლ ი  (126 ადამიანი, მათ შორის 19 ოფიცერი) შედგება მართვისა და სამი ოცეულისაგან: სანიტარული, დაჭრილების დამუშავებისა და საევაკუაციო. მის შეიარაღებაში იმყოფება სხვადასხვა დანიშნულების სატვირთო ავტომობილები, მათ შორის სპეციალურად აღჭურვილი (32), სანიტარული (10), მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები (11), 1,5 მ³ (ერთი) და 9,5 მ³ (ორი) ტევადობის ავტოცისტერნები წყლისათვის, 118 ავტომატური შაშხანა M16A1. ასეულის ძალებითა და საშუალებებით დივიზიის ზურგის რაიონში ჩვეულებრივ იშლება 160 საწოლ-ადგილიანი საევაკუაციო-დამხარისხებელი პუნქტი. აქ ყოფნის ვადა, როგორც წესი, ოთხ დღე-ღამეს არ აღემატება. უფრო ხანგრძლივი მკურნალობა ხორციელდება საკორპუსო ჰოსპიტლებში. სამედიცინო ასეულის საშტატო ტრანსპორტი იძლევა ერთდროულად 80-მდე მსუბუქად დაჭრილის ან 40-მდე მძიმედ დაჭრილის ევაკუაციის შესაძლებლობას. 

ბ რ ი გ ა დ ი ს | ზ უ რ გ ი ს | უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ი ს | ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ი ს | ს ა მ ე დ ი ც ი ნ ო | ა ს ე უ ლ ი  (78 ადამიანი, მათ შორის ცხრა ოფიცერი) ასრულებს პირადი შემადგენლობის მედიკურ-სანიტარული მომსახურებისა და დაჭრილთა და ავადმყოფების ევაკუაციის ამოცანებს. სამედიცინო ასეული მოიცავს მართვასა და ორ ოცეულს: სანიტარულსა და დაჭრილების დამუშავების. ასეულის აღჭურვილობაზე იმყოფება ხუთი ჯავშანტრანსპორტერი და სხვადასხვა ტვირთამწეობისა და დანიშნულების 21 ავტომობილი, ხუთი სანიტარული მანქანა, ოთხი მისაბმელი და ოთხი ავტოცისტერნა წყლისთვის 1,5 მ³ ტევადობისა. ასეულოს პირად შემადგენლობას გააჩნია 72 ავტომატური შაშხანა M16A1. ერთ რეისზე ასეულის ძალებითა და საშუალებებით შეიძლება 40-მდე მსუბუქად დაჭრილის ან 20-მდე მძიმედ დაჭრილის ევაკუაცია. 

საზღვარგარეთული სამხედრო ბეჭდური გამოცემები აღნიშნავენ, რომ დივიზიის ზურგის სარდლობის სამედიცინო ქვედანაყოფების ძალებითა და საშუალებებით ერთ რეისზე შეიძლება დაახლოებით 100 მძიმედ დაჭრილის ან 200 მსუბუქად დაჭრილისა და ავადმყოფის ევაკუაცია. აშშ-ში მიღებული სამკურნალო-საევაკუაციო უზრუნველყოფის ტიპიური სქემის მიხედვით სამედიცინო სამსახურის ძალები და საშუალებანი ასევე ეშელონირებულია სიღრმეში, ითალისწინებენ რა აჭრილებისა და ავადმყოფების თანამიმდევრულ მკურნალობას (სამიდან 60 დღე-ღამემდე). პირველი ეშელონია – ქვედანაყოფების საბრძოლო რიგები, აქ სამედიცინო დახმარებას დაჭრილებსა და ავადმყოფებს აღმოუჩენენ მომზადებული სანიტრები. მეორე ეშელონი მოიცავს ბრიგადებისა და დივიზიის დამხარისხებელ-საევაკუაციო პუნქტებს, რომლებსაც ემსახურებიან შენაერთის ზურგის სარდლობის სამედიცინო ასეულების ძალები და საშუალებანი. გაითვალისწინება აგრეთვე ქირურგიული დახმარება და ხორციელდება პირადი შემადგენლობის მომზადება და შემდგომი მკურნალობისათვის ევაკუაცია. მესამე ეშელონი – ჰოსპიტლები, მათ შორის საველე, რომლებიც იშლება და რომელთა მომსახურებაც ხდება კორპუსის ზურგის სარდლობის სამედიცინო ბრიგადის ძალებითა და საშუალებებით ზურგის რაიონში. ჰოსპიტლებში დაჭრილების ყოფნა არ აღემატება შვიდ დღეღამეს. მეოთხე ეშელონი, როგორ წესი, წარმოადგენს აშშ კონტინენტურ ნაწილში და მისი მეგობარი ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგებულ სტაციონარულ დაწესებულებებს. ამ დაწესებულებებში ჩვეულებრივ ახდენენ მძიმედ დაჭრილებისა და ავადმყოფთა ევაკუაციას, რომელთა მკურნალობის ვადაც შვიდ დღეღამეს აღემატება. 

მთლიანობაში, როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, მექანიზებული დივიზიის ზურგის უზრუნველყოფის სისტემა საშუალებას აძლევს მას საკმარისად მაღალი ეფექტურობით აწარმოებდეს საბრძოლო მოქმედებებს თანამედროვე პირობებში. 

თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1990, № 3. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment