Tuesday, November 10, 2026

აშშ სახმალეთო ჯარების დივიზიების საინჟინრო ქვედანაყოფები

ამერიკული სახმელეთო ჯარების საინჟინრო ფორმირებები განკუთვნილია ზოგადსაჯარისო შენაერთებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო ამოცანების უზრუნველყოფისთვის. „საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის რეალიზაციის პირობებში საინჟინრო ჯარების მოქმედებათა პრინციპების ძირითადი დებულებები გადმოცემულია საველე წესდებაში FM5-100 „საინჟინრო ჯარების საბრძოლო გამოყენება“. მასში კერძოდ აღინიშნება, რომ საინჟინრო უზრუნველყოფის მოთხოვნილებათა რეალიზაციაში საკვანძო როლს თამაშობენ მესანგრეები, რომლებიც სრულად უნდა ეუფლებოდნენ თავიანთი ამოცანების შესრულების ხელოვნებას, ასწავლიდნენ ამ საქმეს ჯარების სხვა გვარეობათა სამხედრო მოსამსახურეებს და მუდმივად სრულყოფდნენ თავიანთ ოსტატობას სწავლებებისა და საშტაბო თამაშების მსვლელობისას. 

საინჟინრო ჯარების მთავარ ამოცანებს ყველა სახეობის საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას შეადგენს ზოგადსაჯარისო ფორმირებებისთვის მობილურობის, კონტრმობილურობის, სიცოცხლისუნარიანობისა და ზოგადი საინჟინრო ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა. 

მობილურობა ითვალისწინებს საბრძოლო და მხარდამჭერი ნაწილებისათვის საბრძოლო ვითარების ნებისმიერ პირობებში მანევრის თავისუფლების უზრუნველყოფას შემდეგი ამოცანების გადაჭრის გზით: 

– ჯარების მოძრაობის უზრუნველყოფა (სამხედრო გზებისა /дороги/ და საკოლონე გზების /пути/ მშენებლობის ხარჯზე), აგრეთვე მოძრაობის მარშრუტების დაზვერვის, რემონტის, საგზაო ქსელის აღდგენისა და შენახვის უზრუნველყოფა; 

– ფეთქებადი და არფეთქებადი ღობურების გადალახვა, შემოსავლელების ძებნა ან მოწყობა (აღჭურვა), გასასვლელების გაყვანა და მონიშვნა, საანგარიშო დოკუმენტაციის შედგენა, ღობურების დაშლა (დანგრევა); 

– საარმიო ავიაციის მეწინავე ბაზირების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს რეკოგნოსცირების ღონისძიებათა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, აგრეთვე დასაჯდომი მოედნების შენახვას (მოვლას); 

– წყლის დაბრკოლებათა გადალახვა (მათი რეკოგნოსცირება, სატაბელო საშუალებების მომზადება, საწყისი რაიონისა და დაბრკოლების მოპირდაპირე ნაპირის აღჭურვა, გადალახვის საშუალებათა აწყობა და გაყვანა /наводка/, ჯარების გადაყვანა). 

ითვლება, რომ მრავალრიცხოვანი ღობურებისა და ბუნებრივ დაბრკოლებათა გადასალახავად, რომლებიც წინ უხვდებიან მანევრის შესრულებისას ჯარებს, ზოგადსაჯარისო მეთაური უნდა გეგმავდეს და ქმნიდეს „მობილურობის სისტემას“, რომელსაც შეეძლება შემხვედრი დაბრკოლების შემოვლა ან ნეიტრალიზაცია, ისე რომ არ შეასუსტებს ამ დროს მესანგრეთა უნარს თავიანთი სხვა საშტატო ამოცანების გადაწყვეტაში. ამასთან წარმატების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დაზვერვა, რომლის მონაცემებზეცაა დამოკიდებული ჯარების შესაბამისი საშუალებებით დროულად აღჭურვა და მათი მოქმედებების დაგეგმვა. 

ჩვეულებრივ სამანევრო ფორმირებები დაბრკოლებათა გადალახვის მოლოდინში (в предведении) ყალიბდებიან სამ ძირითად ჯგუფად: 

– მხარდაჭერის ძალები (ჩაირთვებიან მეწინავე ყვედანაყოფების შემადგენლობაში, გამოავლენენ შემხვედი ღობურების საზღვრებს, შემდეგ კი იკავებენ პოზიციებს მოწინააღმდეგის შესაძლო კონტრშემოტევებისგან დასაფარავად); 

– საიერიშო ძალები (შედგება ზოგადსაჯარისო და საინჟინრო ქვედანაყოფებისგან, რომლებიც დაბრკოლებაში აკეთებენ გასასვლელებს და, მისი გადალახვის შემდეგ იკავებენ თავდაცვით პოზიციებს მოწინააღმდეგისგან შესაძლო კონტრშემოტევისგან დასაფარავად); 

– მთავარი ძალები (ასრულებენ ობიექტის დაპყრობის ან განსაზღვრულ მიჯნაზე გასვლის ამოცანას, ამასთან მოძრაობენ ღობურში გაკეთებული გასასვლელების გავლით ან მისი შემოვლით, ინარჩუნებენ რა დასახულ მიმართულებას). 

აშშ არმიის ოფიციალურ დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ ჯარების მიერ დაბრკოლებათა გადალახვის წარმატება დიდადაა დამოკიდებული ზოგადსაჯარისო ფორმირებების საბრძოლო მოწყობაში საინჟინრო ქვედანაყოფების ადგილის სწორად შერჩევასა სპეციალური ტექნიკით მათ აღჭურვაზე. ყველაზე უფრო მიზანშეწონილად ითვლება დაბრკოლებების გადალახვის საშუალებების წინ გამოყვანა, რაც იძლევა მათი უკიდურესად მოკლე ვადებში გამოყენების შესაძლებლობას. დაბრკოლების დაზვერვის მსვლელობისას უწინარეს ყოვლისა უნდა განისაზღვრებოდეს მისი შემოვლის გზების შესაძლებლობა და მოლოდ მათი არარსებობის შემთხვევაში წყდებოდეს სვლიდან მისი გადალახვის საკითხი. წარუმატებლობის შემთხვევაში დაბრკოლების გადალახვა ხდება წინასწარი მომზადების შემდეგ, რაზედაც გაცილებით მეტი დრო და ძალები იხარჯება. 

დანაღმული ღობურების სვლიდან გადალახვა შეიძლება ხორციელდებოდეს მესანგრეთა გამოყენების გარეშეც, ვინაიდან სატანკო ქვედანაყოფებს ჰყავთ თავიანთი მანქანა ტრალები колейные გასასვლელების გასაკეთებლად. ღობურების რთული სისტემების გადალახვისათვის საჭიროა საინჟინრო ჯარების მონაწილეობა და უფრო სერიოზული ტექნიკური აღჭურვილობა, წინასწარი მომზადება და მნიშვნელოვანი დროის დახარჯვა. 

კონტრმობილურობა – ამოცანა, რომელიც ითვალისწინებს მოწინააღმდეგის ძვრადობის მაქსიმალურ შეზღუდვას, პირველ რიგში კი მისი სატანკო და მექანიზებული შენაერთებისა. მის გადასაწყვეტად იგეგმება ყველა სახეობის ღობურების ფართო გამოყენება, რომელთა შორისაც უმთავრესი ადგილი მიეკუთვნება სანაღმო ღობურებს. ნაღმების მაღალმა ეფექტურობამ (განსაკუთრებით ტანკსაწინააღმდეგოსი) მათ შედარებით სიიაფესთან ერთად გამოიწვია მათი სრულყოფის პროცესის აქტივიზაცია, აგრეთვე ნაღმების დაყენების პრინციპულად ახალი საშუალებების შექმნა. საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას გაითვალისწინება ნაღმების ფართომასშტაბური გამოყენება, რომელთა დაყენებაშიც მონაწილეობას ღებულობენ არა მარტო საინჟინრო, არამედ საარტილერიო ნაწილებიც, საარმიო ავიაციაც, აგრეთვე სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) ტაქტიკური ავიაციაცა და სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციაც (ზღვისპირა მიმართულებებზე). თანამედროვე ნაღმების გამოყენებით ივარაუდება ისეთი ღობურების დაყენება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მოწინააღმდეგის წინსვლის შეჩერება, მისი შეკავება, ან ისეთი მიმართულებით გაგზავნა, სადაც მისი დაზიანება ყველაზე უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი იარაღის ყველა სახეობით. ამასთან ხაზი ესმება საკუთარი ჯარების მაღალი მობილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას მათი ძვრადობის შეუზღუდავად ნაღმების მასობრივი გამოყენების პირობებში. 

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები არსებულ ნაღმებს ჰყოფენ ორ ძირითად კატეგორიად: 

– ჩვეულებრივი, რომლებიც ყენდება დასახულ რაიონში ხელით ან სანაღმო გადამღობებით სტანდატრული სქემების მიხედვით, და თუ ვითარება მოითხოვს, უწესრიგოდაც; 

– დისტანციურად დაყენებადი მიწისზედა სანაღმო გამფანტველების, არტილერიის, ავიაციის (ვერტმფრენებისა და ტაქტიკურ ავიაციის თვითმფრინავების) დახმარებით. ისინი ყენდება გადაყრით (в наброс) და აქვთ თვითლიკვიდატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაყენებული და მომართული (взведенные) ნაღმების მოცემულ ვადაში ავტომატურ აფეთქებას, რაც თავიანთ ჯარებს საშუალებას აძლევს უშიშრად მოქმედებდნენ ადრე დანაღმულ ადგილმდებარეობაზე. 

მეორე კატეგორიის ნაღმები, რომელთა თვითლიკვიდაციის ვადა 24 საათზე მეტია, ყენდება კორპუსის მეთაურის ბრძანებით, რომელსაც შეუძლია ეს უფლება გადასცეს დივიზიის მეთაურს, მას კი – ბრიგადის მეთაურს, ხოლო 24 საათამდე – ბატალიონის ან საბრძოლო ჯგუფის მეთაურის ბრძანებით. 

მიუხედავად იმისა, რომ დანაღმვაში შეიძლება მონაწილეობდნენ ჯართა სხვადასხვა გვარეობები, მის დაგეგმვაზე პასუხს აგებს დივიზიის ინჟინერი (საინჟინრო ბატალიონის მეთაური), რომელიც არის ზოგადსაჯარისო მეთაურის კონსულტანტი ამ საკითხში. იგივე აგებს პასუხს ურთიერთმოქედების ორგანიზებაზე, დივიზიის ღობურების გეგმის მომზადებასა და მის რეალიზაციაზე. ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დისტანციური დანაღმვის სისტემებით ჯარების აღჭურვასთან დაკავშირებით, რომელთა გამოყენებაც ივარაუდება უშუალოდ ბრძოლის მსვლელობისას, როდესაც მიზნებისა და ნაღმების დაყენების ვადების სწორად შერჩევას შეუძლია გადამწყვეტი გავლენა იქონიოს საბრძოლო მოქმედებების წარმატებაზე. 

დისტანციური დანაღმვის სისტემების გამოყენებამ, რომელიც მეტად შეზღუდულ ვადებში მიმდინარეობს, უფრო მაღალი მოთხოვნები წაუყენა საანგარიშო დოკუმენტაციას. ის სრულდება ფორმალიზებულ ბლანკზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შტაბებისა და ჯარებისათვის. დროის შესამცირებლად აუცილებელი ცნობები შეიძლება გადაიცემოდეს რადიოთი, დაიტანებოდეს სამუშაო რუკაზე და იგზავნებოდეს ყველა დაინტერესებულ ნაწილში. ქვედანაყოფი, რომელიც აწარმოებს დანაღმვას, მოახსენებს რადიოთი მისი დაწყების შესახებ, დასრულების შემდეგ კი ამზადებს ხსენებულ დოკუმენტს. 

ღობურების ეფექტურობის ამაღლებისათვის რეკომენდირებულია ჩვეულებრივი დანაღმული ველები, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები (рвы), გზების დანგრეული ნაწილები და საგზაო ნაგებობანი ძლიერდებოდეს დისტანციურად დაყენებული ნაღმებით. ადგილმდებარეობის პირობების, მისი რელიეფისა და არსებული ნაგებობების სწორად გამოყენებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ნაღმებში მოთხოვნილება. ღობურებისა და სანაღმო ომის წარმოების დაგეგმვა უნდა დასრულდეს ზოგადსაჯარისო მეთაურის მიერ მანევრისა და საცეცხლე მხარდაჭერის ჩატარების დაგეგმვის დასრულებასთან ერთდროულად. 

სიცოცხლისუნარიანობა ითვალისწინებს ჯარების დაცვის უზრუნველყოფას მოწინააღმდეგის მეთვალყურეობისა და მისი სხვადასხვა საცეცხლე საშუალებებით დაზიანებისგან. ამ ამოცანას წყვეტს მთელი პირადი შემადგენლობა, საინჟინრო ქვედანაყოფებს კი ევალებათ მსხვილი შესანიღბავი ღონისძიებების ჩატარება, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკისათვის დამცავი ნაგებობებს აგება, სამეთაურო პუნქტების, კავშირგაბმულობის კვანძებისა და მართვის ცენტრების მოწყობა (აღჭურვა) და დაცვა. 

საბრძოლო ბრძანების მომზადებისას ზოგადსაჯარისო მეთაური საჯარისო ინჟინრის რეკომენდაციით განსაზღვრავს ნაწილების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის სამუშაოების მასშტაბებსა და დონეს, ადგენს დასახული სამუშაოების მნიშვნელოვნების ხარისხსა და მათი შესრულების თანამიმდევრობას, აგრეთვე მიუთითებს მათ შემსრულებლებს. იმ სამუშაოების დაგეგმვისას, რომლებიც უნდა შეასრულონ მესანგრებმა, მეთაურს უნდა ჰქონდეს მონაცემები თავის ქვედანაყოფებსა და მხარდასაჭერ ნაწილებში არსებული საშუალებების შესაძლებლობებზე. 

თავდაცვაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავდაცვითი ნაგებობების საგულდაგულოდ მოწყობას (აღჭურვას), რომლებიც თავიანთი მნიშვნელოვნების ხარისხის მიხედვით ნაწილდებიან შემდეგი თანამიმევრობით: ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების პოზიციები; შესაფარებლები ტანკებისათვის, ჯავშანტრანსპორტერებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებისათვის; დაცული სამეთაურო პუნქტები და მხარდამჭერ საშუალებათა პოზიციები (ნაღმსატყორცნების, საველე და საზენიტო არტილერიის საცეცხლე პოზიციების ჩათვლით); ერთეული პიზიციები და პოზიციები ჯგუფური იარაღისათვის, აგრეთვე მათი დამაკავშირებელი (შემაერთებელი) გადახურული გზები. 

შეტევაში დამცავი ნაგებობები აღიჭურვება საამისოდ დროის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე შეჩერებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ჯარების გადაჯგუფებითა და გადაწყობით. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია შემდეგი თანამიმდევრობა საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობისას (აღჭურვისას): საცეცხლე პოზიციები ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისთვის, პოზიციები პირდაპირი დამიზნებით ცეცხლის წარმოების საშუალებებისთვის, საბრძოლო და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგების უმნიშვნელოვანესი პუნქტები. 

ზოგად საინჟინრო ამოცანებს მიეკუთვნება სპეციფიური ღონისძიებები, რომლებსაც ასრულებენ საინჟინრო ნაწილები ზურგის ზონაში. მათგან უმნიშვნელოვანესად ითვლება კომუნიკაციათა ხაზების მოწყობა (აღჭურვა), შენახვა და აღდგენა, ზურგის ქვედანაყოფებისათვის დამცავი და სხვა ნაგებობების აგება, საარმიო ავიაციისათვის დასაჯდომი მოედნების აგება, უწყვეტი (сплошная) განნაღმვის წარმოება. 

საინჟინრო ბატალიონების ორგანიზაცია. ამჟამად „მძიმე“ (ჯავშანსატანკო და მექანიზებული) და „მსუბუქი“ (ქვეითი, მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-საიერიშო და საჰაერო-სადესანტო) დივიზიების საინჟინრო ბატალიონები აღჭურვილი არიან და ორგანიზებული ზემოთ ჩამოთვლილი სამხედრო-საინჟინრო ამოცანების მთელი კომპლექსის შესრულებისათვის. 80-იანი წლების მეორე ნახევარში აშშ-ში ჩატარებულ იქნა მათი რეორგანიზაცია, რომელიც ისახავდა შემდეგ მიზნებს: ჯარების აღჭურვა თანამედროვე ტექნოლიგიის ბაზაზე შესრულებული ახალი საშუალებებით; კავშირგაბმულობის, მართვისა და ურთიერთმოქმედების საკითხების სრულყოფა; საინჟინრო ნაწილების ორიენტირება უწინარეს ყოვლისა მათთვის მთავარი ამოცანების გადაწყვეტაზე – მობილურობის, კონტრმობილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის ამოცანებისა; მეწინავე რაიონებში დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის პირობების შექმნა; ზოგადსაჯარისო ფორმირებების შემადგენლობაში მოქმედებებისთვის სწრაფად გაშლის უნარის ამაღლება. 

„მ ძ ი მ ე“ | დ ი ვ ი ზ ი ი ს | ს ა ი ნ ჟ ი ნ რ ო | ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ი  (ნახ. 1) მოიცავს შტაბსა და საშტაბო ასეულს (საერთო რიცხვით 138 ადამიანი), ოთხ საინჟინრო ასეულსა და ერთ სახიდო ასეულს. 

[ნახატი] 

ნახ. 1. „მძიმე“ დივიზიის საინჟინრო ბატალიონის ორგანიზაცია 

საინჟინრო ასეულს (181 ადამიანი) ჰყავს ასეულის მართვა (20 ადამიანი) და ხუთი ოცეული: სამი საინჟინრო, ერთი მობილურობისა და კონტრმობილურობის, და ერთიც მხარდაჭერის. 

საინჟინრო ოცეულის (32 ადამიანი) შეიაღარებაში იმყოფება ორი უნივერსალური საინჟინრო მანქანა M9, რომლებიც გამოიყენება მიწის სამუშაოებისთვის ქვაბულების ამოთხრისას შესაფარებლებისთვის, საბრძოლო და სატრანსპორტო ტექნიკისათვის სანგრების ამოთხრისას, აგრეთვე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისთვის. ოცეულის ოთხი საინჟინრო ათეულიდან თითოეული აღჭურვილია მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერით M113A1, რომლითაც პირადი შემადგენლობის გარდა გადაიტანება ათეულის სატაბელო ქონება. 

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება ჯავშანსატანკო (მექანიზებული) დივიზიის საინჟინრო ბატალიონის ორგანიზაციაში, როგორც უცხოურ პრესაში აღინიშნება, არის მის შემადგენლობაში ახალი ქვედანაყოფის – მობილურობისა და კონტრმობილურობის ოცეულის ჩართვა. 

მობილურობისა და კონტრმობილურობის ოცეული (31 ადამიანი) აღჭურვილია საინჟინრო საშუალებებით ღობურების აღჭურვისა (მოწყობისა) და გადალახვის ამოცანების გადასაწყვეტად: დანაღმვის მიწისზედა სისტემით GEMSS, რომელიც გაანგარიშებულია ტანკსაწინააღმდეგო ან შერეული დანაღმული ველების შესაქმნელად (დასაყენებლად; ნაღმების გადასატანად არის მუხლუხიანი ტრანსპორტერი M548), ორი მესანგრეთა ტანკით M728 (ანგრევენ გრძელვადიან ნაგებობებსა და დაბრკოლებებს, თხრიან სანგრებს საბრძოლო მანქანებისათვის), ოთხი სატანკო ხიდგამყვანით AVLB 18 მ-მდე სიგანის დაბრკოლებათა გადალახვისათვის, ორი 5-ტ ავტომობილითა და 10-ტ მაღალი გამავლობის ავტომობილით H2MMT, რომელიც განკუთვნილია უწინარეს ყოვლისა მოწინააღმდეგის დანაღმულ ველებში გასასვლელების გასაკეთებლად (ადრე ასეთ საშუალებად ითვლებოდა მანქანა XM1060 ROBAT, რომელიც გადიოდა გამოცდებს, ახლა იგეგმება მისი შეცვლა მანქანით CMV, რომელიც იქმნება პერსპექტიული ტანკის ბაზაზე, რომელიც შეცვლის ტანკს M1 „აბრამსი“). სულ ოცეულში არის ორი ათეული: მობილურობის და კონტრმობილურობის, აგრეთვე სატანკო ხიდგამყვანების. 

მხარდაჭერის ოცეული (34 ადამიანი) მოიცავს ასეულის მანქანების ძირითად ფარეხს და ეწევა მათ ექსპლუატაციას; მათ მიეკუთვნება: ორი უნივერსალური ექსკავატორ-ჩამტვირთავი SEE, კოვშიანი ჩამტვირთავი, სამი 5-ტ თვითმცლელი ავტომობილი და ზოგადი დანიშნულების 5-ტ სატვირთო ავტომობილი, მოჯავშნული სარემონტო საევაკუაციო მანქანა და 10-ტ სარემონტო საევაკუაციო მანქანა. მთელი ეს ტექნიკა იმყოფება ორ ათეულში (მანქანებისა და სარემონტო), რომლებშიც მოითვლება შესაბამისად 11 და 20 ადამიანი. 

როგორც წესი, ბატალიონის საინჟინრო ასეული, გაძლიერებული მისი სხვა ქვედანაყოფების ან კორპუსის საინჟინრო ქვედანაყოფების საშუალებებით, მიეცემა დივიზიის ერთ-ერთ ბრიგადას მისი მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანით. ამასთან მიზანშეწონილად ითვლება თითოეული ასეულის გარკვეულ ბრიგადაზე მიმაგრება, რაც ხელს უნდა უწყობდეს ამ ფორმირებათა მეთაურებისა და პირადი შემადგენლობის უფრო საიმედო ურთიერთმოქმედებას ერთობლივი მოქმედებების მსვლელობისას. თუმცა კი სწავლებების გამოცდილება და გაანგარიშებების ანალიზი აჩვენებს, რომ ბრიგადისთვის გამოყოფილი საინჟინრო ძალები არ არის საკმარისი მოთხოვნილი ამოცანების აუცილებელ მაღალ ტემპებში გადაწყვეტისათვის. 

სახიდო ასეული (143 ადამიანი) მოიცავს ორ სახიდო ოცეულსა (თითოელში სამ-სამი ათეულით) და მხარდაჭერის ოცეულს. ასეულის ძირითად საშუალებას წარმოადგენს ტაქტიკური საპონტონო ფარეხი, რომელსაც აქვს 20 სამდინარო და რვა სანაპირო რგოლი (მათგან შეიძლება აიგოს მოტივტივე 145-მ ხიდი ტვირთამწეობით 54 ტ ან აეწყოს ასეთივე ტვირთამწეობის ოთხი ბორანი), აგრეთვე 12 საბუქსირო მოტორიანი კატერი. მთელი ქონება გადაიტანება სპეციალურად აღჭურვილი მაღალი გამავლობის 5-ტ ავტომობილებით. უკანასკნელ ხანებში საპონტონო ფარეხი, კოპირებული ამერიკელების მიერ საბჭოთა შესაბამისი ფარეხისაგან, გაუმჯობესებულ იქნა და ახლა შეიძლება გამოიყენებოდეს დინების უფრო მაღალი სიჩქარის მქონე წყლის დაბრკოლებებზეც. 

მხარდაჭერის ოცეული აღჭურვილია საინჟინრო მანქანებით, რომლებიც განკუთვნილია უწინარეს ყოვლისა დახმარების აღმოჩენისათვის მდინარეზე გადასასვლელების მოწყობისას, ე. ი. გადასალახავი დაბრკილებისაკენ მისასვლელების გასაწმენდად, ორივე ნაპირზე აპარელების მოსაწყობად, ფონების მოსაწყობად. მათ შორისაა უნივერსალური საინჟინრო მანქანები M9, ექსკავატორ-ჩამტვირთავები, კოვშიანი ჩამტვირთავები, თვითმცლელი ავტომობილები. 

„მ ს უ ბ უ ქ ი“ | დ ი ვ ი ზ ი ი ს | ს ა ი ნ ჟ ი ნ რ ო | ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ს  (რიცხოვნება 290 ადამიანი) გააჩნია შტაბი და საშტაბო ასეული (101 ადამიანი) და სამი საინჟინრო ასეული (თითოეულში 63 ადამიანი). ამ ქვედანაყოფებისათვის დამახასიათებელია სახიდო ასეულის არარსებობა და მსუბუქი საუნჟინრო ტექნიკით აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია საშტატო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით C-130 და C-17 გადატანისათვის. 

საშტაბო ასეულს ჰყავს სამი ოცეული: საიერიშო, ღობურების (აღჭურვილია ღობურების დაყენებისა და გადალახვის საშუალებებით) და საინჟინრო მანქანებისა (ადგილმდებარეობის საფორტიფიკაციოდ აღჭურვისათვის). 

საინჟინრო ასეული მოიცავს მართვის ათეულსა და ორ საინჟინრო ოცეულს (თითოეულის შემადგენლობაში სამი ათეულია). იგი განკუთვნილია დივიზიის ერთ-ერთი ბრიგადის გაძლიერებისთვის, შეიარაღებულია აღჭურვილობის კომპლექსით დივიზიის მოქმედებათა საინჟინრო უზრუნველყოფის ყველა ძირითადი ამოცანის შესრულებისათვის (აუცილებლობის შემთხვევაში ის შეიძლება გაძლიერებულ იქნას საშტაბო ასეულის საშუალებებით). 

უახლოეს ხანებში იგეგმება „მსუბუქი“ დივიზიების საინჟინრო ბატალიონების აღჭურვა შეიარაღების ახალი საშუალებებით, რომელთა რიცხვს კერძოდ მიეკუთვნება დანაღმვის მიწისზედა სისტემა „ვულკანი“, განნაღმვის დაგრძელებული მუხტები MICLIC და მსუბუქი საიერიშო ხიდები. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საშუალებად ამერიკელი სპეცალისტები მიიჩნევენ უნივერსალურ საინჟინრო მანქანებს M9, რომელთა ჯარებში მიწოდებაც დაწყებულია, და მსუბუქ ექსკავატორ-ჩამტვირთავებს SEE. მანქანას M9, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ბულდოზერის, скепер-ის, ავტოგრეიდერისა და 5-ტ თვითმცლელი ავტომობილის ფუნქციები, აქვს ნაწილობრივი მოჯავშნა, რომელიც ტყვიებისა და ნამსხვრევებისაგან იცავს ოპერატორსა და ძრავის განყოფილებას. მისი დახმარებით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსის (ტსრკ) „თოუს“ პოზიცია აღიჭურვება 10 წუთში, ხოლო M1 „აბრამსი“ ტანკისათვის სანგრის ამოთხრას სჭირდება 20–30 წთ. მანქანას აქვს სვლის მარაგი 320 კმ და შეუძლია ცურვით გადალახავდეს წყლის დაბრკოლებებს (მამოძრავებლად გამოიყენება მუხლუხები). ექსკავატორ-ჩამტვირთველი SEE გახლავთ მსუბუქი უნივერსალური მანქანა, შესრულებული მაღალი გამავლობის ორღერძიანი ავტომობილის ბაზაზე და აღჭურვილი ჰიდრავლიკური ამძრავის მქონე მოხსნადი სამუშაო აღჭურვილობით, რომლის შემადგენლობაშიც შედის ექსკავატორისა და ჩამტვირთველის სხვადასხვა ტიპისა და ტევადობის კოვშები. აღჭურვილობის შცვლა ხდება 30 წთ-ის განმავლობაში. ექსკავატორ-ჩამტვირთველის სვლის სიჩქარე გზებზე შეადგენს 45 კმ/სთ-მდე. 

დივიზიის საშტატო საინჟინრო ქვედანაყოფებსა და მისთვის მიცემულ უფრო მაღალი რგოლის საინჟინრო ფორმირებებს ხელმძღვანელობს დივიზიის ინჟინერი, რომლის მოვალეობებსაც ასრულებს, როგორც წესი, დივიზიის საინჟინრო ბატალიონის მეთაური. 

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ, ახალი საინჟინრო ტექნიკით ჯარების გაჯერებისა და ცალკეული საინჟინრო ქვედანაყოფების რეორგანიზაციის მიუხედავად, დივიზიის მესანგრეებს ჯერ კიდევ უძნელდებათ თავიანთი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტა. ეს განსაკუთრებით გახდა შესამჩნევი ჯარების M1 „აბრამსი“ ტანკებითა და M2 „ბრედლი“ ქვეითთა საბრძოლო მანქანებით (ქსმ) აღჭურვის შემდეგ. სწავლებების, საშტაბო თამაშებისა და კვლევების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბრძოლის თანამედროვე პირობებში საინჟინრო ქვედანაყოფები იმდენად იტვირთებიან მრავალრიცხოვანი ამოცანებით, რომ არ შეუძლიათ მათი მოთხოვნილ დროში და სათანადო ხარისხით შესრულება. გამოსავალი ასეთი მდგომარეობიდან ნავარაუდევია ეძიონ ორი მიმართულებით: გადაეცეს საინჟინრო ამოცანების ნაწილი ჯარების სხვა გვარეობებს, აგრეთვე გაიზარდოს საინჟინრო ფორმირებების რიცხვი, პირველ რიგში საბრძოლოებისა, რომლებიც მეწინავე ზონაში მოქმედებენ. 

ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება სანაღმო ღობურების მოწყობასა (აღჭურვასა) და გადალახვასთან დაკავშირებული საკითხები. დანაღმვის ამოცანები ახლა იგეგმება ეკისრებოდეს არა მარტო საინჟინრო ქვედანაყოფებს, რომელთაც აქვთ დანაღმვის მიწისზედა სისტემები, არამედ საარტილერიო ნაწილებსაც, რადგანაც 155-მმ ჰაუბიცების დივიზიონებს თავიანთი საბრძოლო კომპლექტის შემადგენლობაში აქვთ კასეტური ჭურვები ტანკსაწინააღმდეგო-ფსკერსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო მსხვრევადი ნაღმებით, რომელთა დაყენება შეიძლება ბრძოლის მსვლელობისას 18 კმ-მდე დაშორებებზე. ანალოგიური ტიპის ნაღმების დასაყენებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას საარმიო და სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაცია, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციაც (ზღვისპირა მიმართულებებზე). 

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯარების უნარს დამოუკიდებლად (მესანგრეთა გარეშე), დროულად და მინიმალური დანაკარგებით აღმოაჩენდნენ და გადალახავდნენ მოწინაარმდეგის სანაღმო ღობურებს. ნაღმების აღმოჩენისათვის დივიზიის თითქმის ყველა საჯარისო ქვედანაყოფს აქვს ორი ტიპის პორტატული ნაღმსაძებნები – ინდუქციური, გათვლილი მეტალური კომპონენტების მქონე ნაღმების მოსაძებნად და რადიოსიხშირული, არამეტალური ნაღმებისათვის. სატანკო ნაწილებში შემოსვლა დაიწყო საბატალიონო ნაღმსაწინააღმდეგო კომპლექტმა, რომელიც შეიცავს სანაღმო საგორავ და სახნისურ ტრალებს და სანაღმო ღობურებში გაკეთებული გასასვლელების საზღვრების აღმნიშვნელ ხელსაწყოებს. სანაღმო ტრალები являются колейными, რომლებიც მოწყობილია M60 და M1 „აბრამსი“ სერიების სახაზო ტანკების წინა ნაწილზე ჩამოკიდებისთვის. საგორავი ტრალების გამოყენება ივარაუდება ღობურების წინა და ზურგის საზღვრების გამოსავლენად, მათში გასასვლელების გასაკეთებლად, სახნისური ტრალებისა კი – დაზვერილ ღობურებში გასასვლელების გასაკეთებლად. 

განვითარების პერსპექტივები. საინჟინრო ჯარების ეფექტურობის ამაღლების მიზნით ზოგადსაჯარისო ფორმირებათა საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფაში მათ მიერ „საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის რეალიზებისას რომელიც მოითხოვს მაღალ ტემპებს, მოქნილობას, გაქანებასა და მოქმედებათა კოორდინაციას, უახლოეს მომავალში აუცილებლად ითვლება ყველა რგოლის საინჟინრო ნაწილების როლის სერიოზული გადახედვა, და პირველ რიგში სადივიზიო რგოლისა. აშშ სამხედრო სპეციალისტების წინასწარმა გამოკვლევებმა და ევროპაში დისლოცირებული ამერიკული ჯარების მიერ ჩატარებულმა ხანგრძლივმა ექსპერიმენტებმა სარდლობა მიიყვანეს დასკვნამდე საინჟინრო შესაძლებლობათა მკვეთრი გაძლიერების აუცილებლოაზე. ამის შედეგად მომზადებულ იქნა პროექტი ე. წ. „საინჟინრო ძალების“ (E – Force) შექმნის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დივიზიაში პირობების არსებობას მისი თითოეული ბრიგადის საინჟინრო ბატალიონით გაძლიერებისთვის. მიზანშეწონილად ითვლება, რომ დივიზიის ინჟინერს თავის განკარგულებაში გააჩნდეს შტაბი და საშტაბო ასეული (რიცხოვნებით 80 ადამიანი), სამი საინჟინრო ბატალიონი (თითოეულში 490 ადამიანი) და სახიდო ასეული (130 ადამიანი). დივიზიის „საინჟინრო ძალების“ საერთო რიცხოვნება უნდა იყოს 1685 ადამიანი (ნახ. 4). 

[ნახატი] 

ნახ. 4. დივიზიის „საინჟინრო ძალების“ ორგანიზაცია (ვარიანტი) 

ჯავშანსაინჟინრო ასეულს (110 ადამიანი) ექნება მართვა (13 ადამიანი), რომელსაც თავის განკარგულებაში ეყოლება მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერი, 2,5-ტ ავტომობილი და 10-ტ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილი, აგრეთვე მისაბმელი ცისტერნა წყლისათვის; მესანგრეთა ორი ოცეული (თითოეში 30 ადამიანი), რომელთაგან თითოეული შედგება მართვის ჯგუფის (ორი უნივერსალური საინჟინრო მანქანა M9, მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერი, 10-ტ ავტომობილი) და სამი რვაკაციანი მესანგრეთა ათეულისაგან (მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერი და 1,5-ტ მისაბმელი თითოეულში), აგრეთვე მოიერიშე და ღობურების ოცეული (38 ადამიანი). უკანასკნელს მართვის ჯგუფის გარდა ჰყავს ორი მოიერიშე ათეული (თითოში 13 ადამიანი), რომელთაგან თითოეული აღჭურვილია მესანგრეთა ტანკით ან განნაღმვის საინჟინრო მანქანით CMV, განნაღმვის მანქანით XM1006, განნაღმვის ორი დაგრძელებული მუხტით MICLIC, ორი სატანკო ხიდგამყვანით AVLB, უნივერსალური საინჟინრო მანქანით M9, ორი 6-ტ მუხლუხიანი ტრანსპორტერით და 10-ტ სატვირთო ავტომობილით, და ღობურების ათეული (9 ადამიანი), დანაღმვის ორი მიწისზედა სისტემით „ვულკანი“, უნივერსალური ექსკავატორ-ჩამტვირთავებით, ორი ავტომობილ-თვითმცლელით, 10-ტ ავტომობილით და ოთხი 1,5-ტ მისაბმელით. 

სახიდო ასეულის ორგანიზაციაში არსებითი ცვლილებები არ არის გათვალისწინებული. მის ძირითად საშუალებად რჩება ტაქტიკური საპონტონო ფარეხები და მდინარეზე გადასასვლელების მომწყობი მანქანები. 

ამჟამად ხდება პერსპექტიული ორგანიზაციის შემოწმება საჯარისო სწავლებებისა და საშტაბო თამაშების მსვლელობაში, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ დივიზიის რგოლის საინჟინრო ჯარების დაგეგმილი საორგანიზაციო-საშტატო გარდაქმნების დაზუსტებასა და კორექტირებას. ამავდროულად დაწყებულია კორპუსის რგოლში საინჟინრო ფორმირებების („საინჟინრო ძალების“) ახალი სტრუქტურის შემუშავებაც. 

თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1991, № 3. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment