უცხოური ბეჭდური სიტყვის მონაცემებით, ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება 1974 წლის ბოლოს შეადგენდა 114.000 ადამიანს. მცირე ტერიტორიისა (33,6 ათასი კვ. კმ) და მოსახლეობის (13,5 მლნ. ადამიანი) მქონე ქვეყნისთვის მშვიდობიანობის დროს შედარებით დიდი შეიარაღებული ძალების შენახვა ძალზედ დიდ ტვირთს წარმოადგენდა. ნიდერლანდების ეროვნული ვალის თანხა, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, ამ დროისთვის შეადგენდა 40 მლრდ. გულდენს, მხოლოდ 1974 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ეროვნული ვალი გაიზარდა 1,5 მლრდ. გულდენით.
მაგრამ, მიუხედავად ამისა ნიდერლანდების მთავრობა, ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, აგრძელებდა თავისი სამხედრო ხარჯების ზრდას. ასე, ქვეყნის ბიუჯეტის თანახმად 1975 წელს სამხედრო ასიგნებები გაიზარდა 1 მლრდ. გულდენზე მეტი თანხით, და ამ დამატებითი ასიგნებების გამოყენებას ვარაუდობდნენ უმთავრესდ ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც მიმართული იქნებოდა ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიაებული) შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გამოყოფილი შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაცო სტრუქტურის სრულყოფაზე, ეფექტურობისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე.
ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების ერთერთ ძირითად სახეობას წარმოადგენდა სახმელეთო ჯარები. მისი რიცხოვნება 1975 წლის დასაწყისისთვის შეადგენდა 75.000 ადამიანს. სამსახურის ვადა იყო 16 თვემდე. ნატო-ს ბლოკის ფარგლებში სახმელეთო ჯარების წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტა ეკისრებოდა 1-ლ საარმიო კორპუსს, რომელიც გახლდათ სახმელეთო ჯარების საფუძველი. საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ ორი სატანკო და ოთხი მოტოქვეითი ბრიგადები, აგრეთვე უმართავი რაკეტების (ურ) “ონესტ ჯონი” ორი დივიზიონი და სხვა საკორპუსო ნაწილები და ქვედნაყოფები. კორპუსის შენაერთებისა და ნაწილების შეირაღებაში შედიოდა 625 საბრძოლო (საშუალო) ტანკი (425 “ლეოპარდი” და 200 “ცენტურიონი”), 2.000 ჯავშანტრანსპორტერი, 250 ჰაუბიცა და სხვა შეიარაღება.
ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს სამოკავშირეო სახმლეთო ჯარებში გამოყოფილი იყო 1-ლი საარმიო კორპუსი (აკ) და სროლის საშუალო სიშორის მქონე საზენიტო მართვადი რაკეტებით “ჰოქი” აღჭურვილი საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ნაწილები.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტიული გეგმის (1974-1983 წლები) თანახმად ვარაუდობდნენ 1-ლი აკ-ის რეორგანიზაციას, რომლის შემადენლობაშიც ითვალისწინებდნენ სამი სატანკო, ექვსი მოტოქვეითი და ერთი ქვეითი ბრიგადების ჩართვას. სატანკო და მოტოქვეით ბრიგდებში საბრძოლო ბატალიონების რაოდენობა ოთხიდან უნდა შეემცირებიათ სამამდე, დაეშალათ ექვსი სარეზერვო ქვეითი ბატალიონი, საველე არტილერიის ორი სარეზერვო დივიზიონი და მესანგრეთა სარეზერვო ბატალიონი. 1977 წლამდე “ონესტ ჯონების” ორი დივიზიონის ნაცვლად უნდა ჩამოეყალიბებიათ მართვადი რაკეტების “ლანსი” ერთი დივიზიონი (სროლის სიშორე 120 კმ-მდე). 1978 წლის ბოლოსთვის უნდა შეექმნათ თვითმავალი საზენიტო არტილერიის ოთხი საბრძოლო და ხუთი სარეზერვო დივზიონი. ომის შემთხვევაში 1-ლი აკ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნების გაზრდას გეგმავდნენ 81.000 ადამიანამდე.
ნიდერლანდების სამხედრო-საჰაერო ძალებს 1974 წლის ბოლოსთვის საბრძოლო შემადგენლობაში ჰყავდა: გამანადგურებელ-ბომბდამშენების ხუთი ესკადრილია (36 თვითმფრინავი F-104G და 54 თვითმფრინავი F-5A), ჰთ-ის გამანადგურებლების ორი ესკადრილია (36 თვითმფრინავი F-104G) და ერთი სადაზვერვო ესკადრილია (18 თვითმფრინავი RF-4E).
გარდა ამისა, სჰძ-ის შემადგენლობაში შედეიოდნენ სადაზვერვო-მაკორექტირებელი ესკადრილია და კავშირგაბმულობის ესკადრილია (54 ვერტმფრენი “ალუეტი”, 24 თვითმფრინავი “ბივერი” და “ფაიფერი” L-21), სატრანსპორტო ესკადრილია (12 თვითმფრინავი F-27), აგრეთვე საზენიტო-მართვადი რაკეტების (ზმრ) ქვედანაყოფები (72 სროლის დიდი სიშორის ზმრ გასაშვები დანადგარი “ნაიქ-ჰერკულესი” და 72 სროლის საშუალო სიშორის ზმრ გდ “ჰოქი”).
ნიდერლანდების სჰძ-ის საერთო რიცხოვნება შეადგენდა 21.500 ადამიანს. სამსახურის ვადა იყო 18-21 თვე.
ნიდერლანდების სჰძ-ის საავიაციო ქვედანაყოფები და ნაწილები ჩართული იყვნენ სჰძ-ის ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (ტას) შემადგენლობაში, რომელიც გადაცემული იყო ნატო-ში და შედიოდა ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის მე-2 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (მტას) შემადგენლობაში.
1974-1983 წლებში ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტიული გეგმის თანახმად დასახული ჰქონდათ F-104G თვითმფრინავების მთლიანად შეცვლა უფრო თანამედროვე ნიმუშებით. ამ მიზნებზე 1975 წელში უკვე გამოყოფილი ჰქონდათ 60 მლნ. გულდენი, ხოლო 1987 წლისთვის კი ვარაუდობდნენ 570 მლნ. გულდენის დახარჯვას. რაკეტების “ჰოქი” ტექნიკურ მოდერნიზაციაზე 1974-1987 წლებში გათვალისწინებული ჰქონდათ 228 მლნ. გულდენის დახარჯვა. უცხოური ბეჭდური სიტყვის მონაცემებით, 1980 წლისთვის რაკეტები “ნაიქ-ჰერკულესი” და “ჰოქი” უნდა შეეცვალათ რაკეტებით SAM-D (რომლებმაც შემდეგში მიიღეს სახელწოდება “პეტრიოტი”).
ნიდერლანდების სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიოდა: მრი კრეისერი “დე ზევენ პროვინსიენი”, შეიარაღებული ზმრი სისტემით “ტერიერი”; 6 სადარაჯო ხომალდი “ვან სპეიკი”, აღჭურვილები რაკეტებით “სი ქეთი”; 11 საესკადრო ნაღმოსანი; 6 დიზელური სატორპედო წყალქვეშა ნავი; “ვოლფის” ტიპის 6 სადარაჯო ხომალდი; 5 ნავსაწინააღმდეგო კატარღა; 50 სანაღმო ტრალერი; მომარაგების უნივერსალური ტრანსპორტი; 12 სადესანტო კატარღა.
საზღვაო ქვეითი ჯარი შეყვანილი გახლდათ ოთხ სადესანტო ამფიბიურ საბრძოლო ჯგუფში. სზძ-ის ავიაცის შემადგენლობაში იმყოფებოდა ორი საპატრულო ავიაესკადრილია (8 თვითმფრინავი ბრეგე-1150 “ატლანტიკი” და 13 თვითმფრინავი P-2 “ნეპტუნი”); ვერტმფრენების ორი ესკადრილია (7 AB-204B და 12 “უოსპი”).
ჰოლანდიური სზძ-ის ხომალდების ნაწილი მუდმივად იყოფებოდა ანტილიის კუნძულებზე (რომლებიც ეკუთვნის ნიდერლანდებს): საესკადრო ნაღმოსანი, რამდენიმე სადესანტო კატარღა, საზღვაო ქვეითი ჯარის ამფიბიური საბრძოლო ჯგუფი.
1974-1983 წლებში ნიდერლანდების შეარაღებული ძალების განვითარების პერსპექტიული გეგმის შესაბამისად სზძ-თვის ითვალისწინებდნენ 2 მრი ფრეგატის, 12 მრი სადარაჯო ხომალდის, მომარაგების უნივერსალური ტრანსპორტისა და 15 ტრალერის აგებას. გეგმავდნენ ასევე 13 საპატრულო თვითმფრინავის შესყიდვას P-2 “ნეპტუნი” თვითმფრინავების შესაცვლელად და 24 ვერტმფრენისა ახალი მრი ფრეგატებისა და სადარაჯო ხომალდებისთვის. სზძ-ის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება 70-იანი წლების შუხანებში იყო 20.000 ადამიანი, მათ რიცხვში 2.800 საზღვაო ფეხოსანი და 2.000 ადამიანი სზძ-ის ავიაციაში. უახლოეს წლებში ხომალდების ახალი შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვასთან დაკავშირებით გეგმავდნენ სზძ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნების შემცირებას 17.550 ადამიანამდე.
ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთების შემადგენლობაში ნიდერლანდები გამოჰყოფდა: სადარაჯო ხომალდებს, მათ რიცხვში მრი სადარაჯო ხომალდს, დამხმარე გემებსა და ტრალერებს.
ომის შემთხვევაში ნიდერლანდების სზძ-ის შემადგენლობიდან ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებულ) სზძ-ში გეგმავდნენ გადაეცათ: 6 დიზელური სატორპედო წყალქვეშა ნავი, 21 საპატრულო თვითმფრინავი, 36 ვერტმფრენი, ტრალერების სამი დივიზიონი (31 ხომალდი), საზღვაო-ქვეითი ჯარის სამი ამფიბიური საბრძოლო ჯგუფი სადესანტო კატარღებით, აგრეთვე რამდენიმე დამხმარე გემი.
ნატო-ს ხელმძღვანელობა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აქტიურად იყენებდა ნიდერლანდების ტერიტორიას ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების შტაბებისა და ბაზების, აგრეთვე ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებების განთავსებისთვის. ბრიუნსუმში განლაგებული გახლდათ ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების შტაბი ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე, აქვე უახლოეს ხანში ვარაუდობდნენ სამოკავშირეო სჰძ-ის შტაბის გადმოტანასაც საომარ მოქმედებათა ამ თეატრზე.
ყოველწლიურად ძლიერდებოდა ნიდერლანდების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დამოკიდებულება ნატო-ს ბლოკზე. მაგალითად, ნიდერლანდების მთავრობამ, ისწრაფოდა რა ეროვნული ვალის რამდენადმე შემცირებისკენ, 1974 წლის ივლისში შეიმუშავა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო ასიგნებების შემცირებას და წარუდგინა იგი განსახილველად ნატო-ს სამხედრო კომიტეტებს. მასში კერძოდ გაითვალისწინებოდა შეიარაღებული ძალების რიცხოვნების რამდენადმე შემცირება, “ნაიქის” სარკეტო ბატარეების რაოდენობის შემცირება, “ჰოქის” ტიპის რაკეტებით აღჭურვილი ნაწილების გფრ-დან ნიდერლანდებში გადმოყვანა. გარდა ამისა მთავრობას განზრახული ჰქონდა შეენელებია მოძველებული თვითმფრინავების F-104 “სტარფაიტერი”, მოძველებული ნავსაწინააღმდეგო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების შეცვლის ტემპები.
მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, ნატო-ს ხელმძღვანელობის ზეწოლის შედეგად, ჰოლანდიის მთავრობამ უარი თქვა სამხედრო ხარჯების დასახულ შემცირებაზე, ჩაერთო გამალებული შეიარაღების ახალ ტურში და აგრძელებდა თავისი წილის ზრდას ბლოკის სამხედრო ძალისხმევებში.
შეიარაღებული ძალების შენახვასა და ომისთვის ქვეყნის მომზადებაზე, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ნატო-ს აგრესიული გეგმების შესაბამისად, ჰოლანდიის მთავრობა ხარჯავდა საკმარისად მსხვილ თანხებს ასეთი მცირე ქვეყნისთვის. 1975 წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფილი ჰქონდათ 6,8 მლრდ. გულდენი. სხვა სამინისტროების მუხლების გათვალისწინებით სამხედრო მიზნებით განკუთვნილი ასიგნებების შესაბამისად, სამხედრო ხარჯების საერთო მოცულობას 1975 წელს უნდა შეედგინა 7,1 მლრდ. გულდენი, რაც 1 მლრდ.-ით მეტი იყო, ვიდრე 1974 წელში. ეს გახლდათ ყველზე უფრო მსხვილი სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნისა მანამდე მშვიდობიანი დროის პირობებში. სახმელეთო ჯარებისთვის გამოყოფილი ჰქონდათ 3,2 მლრდ. გულდენი, სზძ-ისა და სჰძ-თვის თითოეულს 1,6 მლრდ. 1974 წელს მთავრობა მიიღო ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტიული გეგმა 1974-1983 წლებზე, რომლითაც გათვალისწინებული იყო მისი ძლიერების შემდგომი ზრდა.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ-ისა და ნატო-ს დიქტატის თავს მოხვევა, სამხედრო ხარჯების ზრდის გაგრძელება და გამალებულ შეიარაღებაში მონაწილეობა არა მარტო ხალხის მასების უკმაყოფილებას იწვევდა, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელი წრეებისაც. მაგრამ ნიდერლანდების მთავრობა ატარებდა სამხედრო პოლიტიკას ნატო-ს ბლოკის აგრესიული კურსის შესაბამისად.
გამოყენებული ლიტერატურა
Капитан запаса В. Бабкин, « Вооружённые силы Нидерландов », Зарубежное военное обозрение, 1975, № 2.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment