საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფის საფუძვლად დადებულია ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების თეორიული შეხედულებანი მომავალი ომების სავარაუდო ხასიათზე და ამასთან დაკავშირებით აუცილებლობაზე იყოლიონ სახმელეთო ჯარებში „მძიმე“ და „მსუბუქი“ შენაერთები. უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, რომ „მძიმე“ დივიზიები (მექანიზებული და ჯავშანსატანკო) განკუთვნილია ძირითადად საარმიო კორპუსის შემადგენლობაში მოქმედებებისთვის ევროპულ ომის თეატრზე, სადაც არსებობს განვითარებული ინფრასტრუქტურა, ხოლო ადგილმდებარეობის პირობები კი იძლევა ღრმად ეშელონირებული მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დაჯგუფებების შექმნის შესაძლებლობას.
ამერიკული სარდლობის შეხედულებები ზოგადსაჯარისო ოპერაციათა წარმოების ფორმებისა და ხერხების შესახებ ემყარება საველე წესდების FM-105-5 „საბრძოლო მოქმედებათა წარმოება“ და კონცეფციის „საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ მოთხოვნებზე.
თანამედროვე ზოგადსაჯარისო ოპერაცია ითვალისწინებს მოწინააღმდეგის ერთდროულ დაზიანებას მისი ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში. ამ მინით პირველ რიგში ამოქმედდება დაზვერვისა და მიზანჩვენების მაღალეფექტური საშუალებები, სროლის დიდი სიშორისა და მაღალი სიზუსტის მქონე მძლავრი საცეცხლე საშუალებები, მართვისა და კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და მდგრად მართვას, აგრეთვე დროის რეალურ მასშტაბებში მონაცემების გადაცემას. ასეთ პირობებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს ინიციატივა, მოქმედებების სისწრაფე და შეთანხმებულობა.
საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ოპერაციების საფუძველია – შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები. შეტევა, როგორც წესდებებში აღინიშნება, წარმოადგენს ჯარების მოქმედებათა გადამწყვეტ სახეობას, ერთადერთ საშუალებას, რომელიც იძლევა მოწინააღმდეგისათვის თავიანთი ნების თავზე მოხვევის შესაძლებლობას. სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური ხასიათის მოსაზრებებმა შეიძლება მოითხოვონ თავდაცვითი მოქმედებების წარმოებაც, თუმცა კი მოწინააღმდეგის განადგურება ნებისმიერ დონეზე შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ შეტევაზე გადასვლით. თავდაცვაში კი მოწინააღმდეგისათვის ინიციატივის წართმევა და შენარჩუნება გამოიწვევს შეტევითი მოქმედებების წარმოების აუცილებლობას. თავდაცვა ითვლება მოქმედებათა იძულებით სახეობად. ის გამოიყენება მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შემოტევის ჩაშლის ან შეჩერებისათვის, დროის მოგების, ადგილმდებარეობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უბნების შენარჩუნების, ძალებისა და საშუალებათა ეკონომიის, მთავარ მიმართულბაზე მოწინააღმდეგეზე უპირატესობის (აღმატების) მიღწევისათვის.
თანამედროვე ომში საომარ მოქმედებათა განმსაზღვრელ ფორმად ითვლება სტრატეგიული ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს არმიების ჯგუფებისა და საარმიო კორპუსების ძალებით კერძო ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების, დარტყმებისა და ბრძოლების წარმოებას, ტაქტიკური ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედებებს, ზღვისპირა მიმართულებებზე კი სამხედრო-საზღვაო ძალებისაც, რომლებიც (ეს მოქმედებები) ერთიანი ჩანაფიქრით იქნება გაერთიანებული.
მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია წარმოადგენს აშშ სახმელეთო ჯარების ძირითად ზოგადსაჯარისო ტაქტიკურ შენაერთს და შედის, როგორც წესი, საარმიო კორპუსის შემადგენლობაში. იგი მოიცავს შტაბსა და საშტაბო ასეულს, ბრიგადების სამ შტაბს, ხუთ მოტოქვეით და ხუთ სატანკო ბატალიონს (ჯავშანსატანკო დივიზიაში შესაბამისად ოთხი და ექვსი), არტილერიას, საარმიო ავიაციის ბრიგადას, საზენიტო დივიზიონს, სამ ბატალიონს (დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის /რებ/, კავშირგაბმულობის, საინჟინროს), ზურგის სარდლობას, აგრეთვე ორ ცალკეულ ასეულს (მასობრივი დაზიანების იარაღისგან /მდი/ დაცვისა და სამხედრო პოლიციის). მექანიზებულ (ჯავშანსატანკო) დივიზიაში მოითვლება პირადი შემადგენლობის დაახლოებით 17 000 ადამიანი, 290 (348) ტანკი M1 „აბრამსი“, 270 (216) ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) M2 „ბრედლი“, 118 საბრძოლო-სადაზვერო მანქანა M3, /// ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A1, 72 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A2, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის (ზცრს) MLRS ცხრა თვითმავალი გასაშვები დანადგარი, 60 (48) ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლქესი (ტსრკ) „თოუ“ M901, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების „დრაკონი“ 276 (240) გასაშვები დანადგარი (ტსმრ გდ), 66 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, 18 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი (ზრკ) „გაუმჯობესებული ჩაპარელი“, 36 თვითმავალი საზენიტო დანადგარი (თზდ) „ვულკანი“, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „სტინგერი“ 36 საცეცხლე გათვლა, 127 ვერტმფრენი, მათ შორის 44 საცეცხლე მხარდაჭერისა, სხვადასხვა ტიპის 4000-ზე მეტი ავტომობილი, 5000-ზე მეტი რადიოსადგური.
დივიზიის შეტევის წარმოება გაითვალისწინება გადამწყვეტი მიზნებით და მოწინააღმდეგის სრულ განადგურებაზე. შეტევითი მოქმედებების არსს ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები გამოხატავენ შემდეგნაირად: მიყენებულ იქნას მოწინააღმდეგეზე დარტყმა მისთვის მოულოდნელ მიმართულებაზე, დაირღვეს ძალთა ბალანსი, არ მიეცეს მას საშუალება (წარმატების სწრაფად განვითარების ხარჯზე) თავისი ბრძოლისუნარიანობისა და თავდაცვის მთლიანობის აღსადგენად. „საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის შესაბამისად შეტევითი მოქმედებების დროს პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს მოწინააღმდეგის ღრმა დაზიანება. ის, ტაქტიკური ავიაციისა და საველე არტილერიის ძალებით განხორციელებულ ღრმა საცეცხლე დაზიანებასთან ერთად, მოიცავს საარმიო ავიაციის, საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო და აერომობილურ ფორმირებათა ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოქმედებებს. ძალებსა და საშუალებებს შორის ურთიერთმოქმედება მიმართულია მოწინააღმდეგის საკვანძო ობიექტების ერთდროული დაზიანების მიღწევაზე მისი ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში, რაც უზრუნველყოფს მოულოდნელობას, მთავარ მიმართულებაზე ძალებისა და საშუალებების თავმოყრას, მოქმედებათა სისწრაფეს, გადამჭრელობასა და მოქნილობას.
შეტევაში დივიზიის როლი განისაზღვრება მის წინაშე დასმული ამოცანითა და კორპუსის ოპერატიულ მოწყობაში მისი ადგილით. გაძლიერების ძალებისა და საშუალებათა სახით მან შეიძლება მიიღოს 50-მდე ბირთული საბრძოლო მასალა, ერთი-ორი სადაზვერვო ბატალიონი ცალკული ჯავშანსაკავალერიო პოლკის (ცჯკპ) შემადგენლობიდან, საველე არტილერიის ბრიგადა (155- და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ოთხ დივიზიონამდე), სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენების ასეული, ერთი-ორი საინჟინრო ბატალიონი. მოწინააღმდეგის საჰერო დარტყმებისაგან დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების დასაფარავად მას შეიძლება მიეცეს „გაუმჯობესებული ჰოქების“ საზენიტო დივიზიონი. გარდა ამისა, როგორც ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებიან, დივიზიის უშუალო საავიაციო მხარდაჭერისათვის ბრძოლის ერთ დღე-ღამეში მას გამოეყოფა ტაქტიკური ავიაციის დახლოებით 100 თვითმფრინავ-გაფრენა, მათ შორის 10–20 დაზვერვის საწარმოებლად.
მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია შეტევით მოქმედებებს აწარმოებს საარმიო კორპუსის შემადგენლობაში, იმყოფება რა მის პირველ ან მეორე ეშელონში. ღრმა ეშელონირების შემთხვევაში იგი შეიძლება შედიოდეს ზოგადსაჯარისო რეზერვშიც. უახლოესი ამოცანის შინაარსია – მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა, მისი პირველი ეშელონისა და უახლოესი რეზერვის დამარცხება, 15–20 კმ სიღრმეში მიჯნის (ობიექტის) დაუფლება. საბოლოო ამოცანის მიზანია – პირველი ეშელონის განადგურება, მისი უახლოესი ოპერატიული რეზერვების დამარცხება, 40–70 კმ სიღრმეში მიჯნის (ობიექტის) დაუფლება, ბრძოლაში მეორე ეშელონის (კორპუსის რეზერვების) შემოყვანისათვის პირობების შექმნა.
ამერიკულ საველე წესდებებში აღინიშნება, რომ დივიზია შეიძლება გადადიოდეს შეტევაზე სვლიდან ან მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან. პირველი ხერხის გამოყენება გაითვალისწინება იმ მოწინააღმდეგეზე შეტევისას, რომელიც დაჩქარებით გადავიდა თავდაცვაში. მეორე – შეტევაზე გადასვლისას ძლიერად გამაგრებული თავდაცვის წინააღმდეგ.
მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის შეტევის ზოლის სიგანე კორპუსის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე შეიძლება შეადგენდეს 20–30 კმ, მეორეხარისხოვანი დარტყმის მიმართულებაზე კი – 40 კმ-მდე.
როგორც წესი, დივიზია შეიძლება საწყის მიჯნაზე წინ გამოდიოდეს (მისი გაშლა უზრუნველიყოფა ცეცხლით 40–50 წთ-ის განმავლობაში) და ბრძოლაში ებმებოდეს მარშიდან ან გარკვეული მცირე დროით წინასწარ დაკავებული თავმოყრის რაიონიდან, რომელიც მდებარეობს მხარეთა ურთიერთშეხების ხაზიდან 30–80 კმ დაშორებაზე.
შეტევაში მანევრის ძირითადი ფორმებია – შემოვლა, გარღვევა და ფრონტალური შეტევა. შემოვლა მდგომარეობს ერთდროულად დარტყმის მიყენებაში უკანდახევის აღმკვეთი მიჯნის (ობიექტის) დაუფლების მინით და ფრონტიდან დამხმარე დარტყმისა, დაკავებულ მიჯნებზე მოწინააღმდეგის შებოჭვის მიზნით. ის შეიძლება იყოს ორმაგი, როცა ხდება ორივე ფლანგის შემოვლა ვიწრო ფრონტზე. შემოვლის ნაირსახეობას წარმოადგენს ღრმა შემოვლა (მანევრი უფრო მეტ სიღრმეში და დამხმარე დარტყმის მიმართულებაზე მოქმედ ძალებსა და საშუალებებთან საცეცხლე ურთიერთმოქმედების გარეშე), განხორციელებული მოწინააღმდეგის შებოჭვისა და ალყაში მოქცევის მიზნით. გარღვევა მდგომარეობს მოწინააღმდეგის თავდაცვის შეტეხვაში არტილერიის ცეცხლით, ტაქტიკური და საარმიო ავიაციის დარტყმებით, ბირთვული და ქიმიური იარაღით (მათი გამოყენების შემთხვევაში) ერთდროულად მოტოქვეითი (სატანკო) ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეტევით სიღრმეში და ფლანგების მიმართულებაზე. დივიზიას შეიძლება ენიშნებოდეს გარღვევის უბანი სიგანით 4–6 კმ (საინჟინრო მიმართებით მომზადებული თავდაცვის წინააღმდეგ) ან 10 კმ-მდე სიგანით (დაჩქარებით თავდაცვაში გადასული მოწინააღმდეგის თავდაცვის გასარღვევად). ფრონტალური შეტევა ტარდება მოქმედების ზოლში სუსტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, და შეიძლება გამოყენებულ იქნას წარმატების განვითარების, დევნისა და შემოვლის დროს.
ამერიკულ სამხედრო წესდებებში განიხილება მანევრის ისეთი ფორმებიც, როგორებიცაა ღრმა შემოვლა და გაჟონვა. პირველი ითვლება შემოვლის ნაირსახეობად და ითვალისწინებს მოწინააღმდეგის პოზიციების შემოვლასა და მისი თავდაცვის სიღრმეში ობიექტების დაპყრობას. მეორე – ესაა რაღაც შუალედური გარღვევასა და შემოვლას შორის. მისი წარმატებით ჩატარების შედეგად შეიძლება ხელსაყრელი პოზიციების დაკავება თავდაცვის სიღრმეში ფარულად წინსვლისა და ბრძოლისაგან თავის არიდების ხარჯზე. გაჟონვა (შეჟონვა) რეკომენდირებულია ხორციელდებოდეს შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მოწინააღმდეგის ჯარების საბრძოლო რიგების მოწყობაში შუალედების არსებობის დროს და ადგილმდებარეობის ძნელად მისასვლელ უბნებზე.
შეტევა ჩვეულებრივ მოიცავს მოწინააღმდეგესთან დაახლოებას, საკუთრივ შეტევას (სვლიდან ან წინასწარ მომზადებით), წარმატების განვითარებასა და დევნას.
მოწინააღმდეგესთან დაახლოების ეტაპი იწყება მასთან შეხების დროებით დაკარგვის დროს ან შეტევითი მოქმედებების დასაწყისში. შენაერთები, ნაწილების და ქვედანაყოფები დაახლოებაზე მიდიან კოლონებად, რომელთა სალაშქრო მოწყობაც მოიცავს დაფარვის ჯარებს, საბრძოლო დაცვასა (მეწინავე, გვერდითი და ზურგის) და მთავარ ძალებს.
საკუთრივ შეტევა, როგორც წესი, წარმოადგენს მოწინააღმდეგესთან დაახლოების ლოგიკურ გაგრძელებას. შეტევა სვლიდან მიზანშეწონილად ითვლება იმ შემთხვევაში, როცა მოწინააღმდეგე ჩამორჩება ძალებსა და საშუალებებში, დაჩქარებით გადავიდა თავდაცვაში, აგრეთვე მოულოდნელობის მისაღწევად. სვლიდან შეტევის წარმატებას მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ღრმა (ერთდროული) დაზიანება, განორციელებული თავდაპირველად იზოლაციის უზრუნველყოფის, მობილურობის დაქვეითებისა და თავდაცვის დასუსტებისათვის. შემდგომში ღრმა დაზიანება უზრუნველყოფილ იქნება ჯარების წინსვლის მაღალი ტემპის შენარჩუნების, მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებათა გადაჯგუფებისა და მისი თავდაცვის მთლიანობის არდაშვების ხარჯზე, მუქარის მიმართულებებზე მისი მეორე ეშელონების (რეზერვების) მოსვლის აღკვეთის გზით.
წინასწარ მომზადებული შეტევა წარმოებს, როგორც წესი, შემდეგ შემთხვევებში: მოწინააღმდეგის თავდაცვა მომზადებულია საინჟინრო მიმართებით და გაჯერებულია დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საცეცხლე საშუალებებით; მოწინააღმდეგემ დაასწრო გაშლა; ადგილმდებარეობის არახელსაყრელი პირობებისა და შემტევთა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სირთულეების შემთხვევაში. შეტევით მოქმედებებზე გადასვლის ასეთ ხერხი მოითხოვს დეტალურ დაზვერვას, საცეცხლე დაზიანების დიდ სიმკვრივეს მოწინააღმდეგის საბრძოლო მოწყობის მთელ სიღრმეზე, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებათა ფართო გამოყენებასა და შეცდომაში მის შესაყვანად ღონისძიებების გატარებას. დასახული ამოცანების შესრულების შემდეგ დივიზია შეიძლება მაგრდებოდეს დაპყრობილ მიჯნაზე და თავისი მოქმედებებით უზრუნველყოფდეს საარმიო კორპუსის მეორე ეშელონის (რეზერვის) ბრძოლაში შემოყვანას ან კიდევ ღებულობდეს ახალ ამოცანას შემდგომი შეტევის წარმოებისათვის (წარმატების განვითარება) დამოუკიდებლად ან კორპუსის მეორე ეშელონთან ერთად.
წარმატების განვითარება დაიყვანება თავდაცვის სიღრმეში შემტევი ჯარების სწრაფ წინსვლაზე. წარმატების განვითარების დროს მაღალი ტემპების უზრუნველყოფა გაითვალისწინება მეწინავე ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოქმედებებით ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე, აგრეთვე საჰაერო (აერომობილური) დესანტების გამოყენებითაც.
დევნა – შეტევითი მოქმედებების ეტაპი, რომელიც მოჰყვება წარმატების განვითარებას და მდგომარეობს მოწინააღმდეგის უკანდასახევი გზების მოჭრაში, მისი დაჯგუფების გაკვეთაში, ნაწილ-ნაწილ გარშემორტყმასა და განადგურებაში.
დივიზიის საბრძოლო რიგების მოწყობა განისაზღვრება შეტევის ყველა ეტაპზე ძალებისა და საშუალებათა, ცეცხლისა და მანევრის რაციონალურ თანაფარდობათა უზრუნველყოფის, მისი მაღალი ტემპის შენარჩუნების, აგრეთვე შენაერთის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ყველაზე უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევენ მოწყობას ორ ეშელონად. ამასთან, მათი აზრით, პირველი ეშელონი უნდა იყოს უფრო ძლიერი და უზრუნველყოფდეს მძლავრი თავდაპირველი დარტყმის მიყენებას. აშშ სამხედრო სპეიალისტები გამოყოფენ დივიზიის საბრძოლო მოწყობის შემდეგ ელემენტებს: პირველი ეშელონი, მეორე ეშელონი (რეზერვი), ტაქტიკური საჰაერო (აერომობილური) დესანტი, დივიზიის სავალე არტილერიის, საჰაერო თავდაცვის საშუალებათა, საარმიო ავიაციის დაჯგუფებები, რეზერვები (ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო, ქიმიური), დაფარვის ჯარები (თუ ისინი იგზავნებიან).
პირველი ეშელონი განკუთვნილია მოინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისა და დივიზიის უახლოესი ამოცანის შესრულებისათვის. მას, როგორც წესი, შეადგენს ორი ბრიგადა, რომლებიც მოიცავენ ხუთ-ექვს მოტოქვეით და ორ-სამ სატანკო ბატალიონს. მეორე ეშელონის (რეზერვის) გამოყენება გაითვალისწინება წარმატების განვითარების, საბოლოო ამოცანის შესრულებისა და მოწინააღმდეგის კონტრშემოტევების მოგერიებისთვის. ჩვეულებრივ მასში შედის ბრიგადა, რომელიც მოითვლის სამ ბატალიონს (მოტოქვეითსა და სატანკოს). ბატალიონამდე შემადგენლობის საჰაერო (აერომობილური) დესანტი ამ პირობებში წყვეტს ადგილმდებარეობის მნიშვნელოვანი უბნების, მდინარეზე გადასასვლელების დაპყრობისა და შენარჩუნების (შემტევი ძალების მოსვლამდე), უკანდახეული მოწინააღმდეგის ან მისი წინმომავალი რეზერვების შებოჭვის ამოცანებს. საველე არტილერიის დაჯგუფება ჩვეულებრივ შედგება ოთხი–ხუთი დივიზიონისაგან, საჰაერო თავდაცვის დაჯგუფება კი – საშტატო და მიცემული საშუალებებისაგან. ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო და ქიმიური რეზერვები იქმნება დივიზიის საშტატო ქვედანაყოფების ბაზაზე. შენაერთის საბრძოლო რიგების საერთო სიღრმე ორეშელონიანი მოწყობის შემთხვევაში შეიძლება აღწევდეს 50 კმ.
უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების ცნობებით, ჯარების შეტევა შეიძლება სრულდებოდეს კოლონებში ან ხაზში. კოლონა იძლევა ძალებისა და საშუალებათა ეშელონირების, მოკლე ვადებში ძალისხმევის გაზრდის შესაძლებლობას, მანევრის დროს მოქნილობის მნიშვნელოვნად გაზრდისა და ფლანგების უსაფრთხოების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. კოლონებში ძალებისა და საშუალებათა ეშელონირება ითვალისწინებს სიღრმეში მათ განაწილებას. გამოიყენება, როგორც წესი, მოწინააღმდეგის ღრმად ეშელონირებულ და არასაკმარისად დაზვერილ თავდაცვაზე შეტევისას, ვიწრო უბანზე ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მოქმედებისას, აგრეთვე დაახლოების ეტაპზე. ხაზი წარმოადგენს საბრძოლო მოწყობას, რომლის დროსაც ნაწილები (შენაერეთები) უტევენ გვერდიგვერდ. იგი უზრუნველყოფს ჯარების ყოველმხრივ ურთიერთ მხარდაჭერას, სწრაფ თავმოყრასა და შუალედების გამოყენებას. ასეთი საბრძოლო მოწყობის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ უშვებს მოწინააღმდეგის კონტრშემოტევებისგან ფლანგების მოწყვლადობას. რეკომენდირებულია მოწინააღმდეგის არაღრმა და სუსტად მომზადებულ თავდაცვაზე შეტევისას.
შეტევითი მოქმედებების მწარმოებელ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს მიეთითება საბრძოლო ამოცანები, შეტევის მიჯნები ან საწყისი (ამოსავალი) მიჯნები, მოქმედების ზოლები, მთავარი დარტყმის მიმართულებები, თავმოყრის რაიონები და კოორდინაციის პუნქტები. მოქმედების ზოლში იქმნება ძალებისა და საშუალებათა დაჯგუფებები მთავარ და უზრუნველმყოფელ (მეორეხარისხოვან) მიმართულებებზე, ზოგადსაჯარისო რეზერვი, საერთო მხარდაჭერის საველე არტილერიისა და სხვა დაჯგუფებები.
შეტევით მოქმედებათა დაგეგმვისა და ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს ბრძანება და მეთაურის გადაწყვეტილება. უკანასკნელი შეიცავს მანევრის სქემას, ღრმა დაზიანების გეგმებს, ზურგის რაიონების დაცვისა და თავდაცვის (გამოყოფილი ძალები და საშუალებანი, მართვის სისტემები), საცეცხლე მხარდაჭერის (პრიორიტეტები მის განხორციელებაში, ცეცხლის წარმოების მიზნები და წესრიგი, მასობრივი დაზიანების იარაღის /მდი/ გამოყენების შემთხვევაში საკუთარი ჯარების უსაფრთხოების მოთხოვნილებები), საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
კონკრეტულად შექმნილი ვითარების და მიხედვით დივიზია შეიძლება აწარმოებდეს ორი სახეობის თ ა ვ დ ა ც ვ ა ს – მობილურსა და რაიონის (პოზიციურ) თავდაცვას, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მათი წარმოების ხერხებით, ჯარების საბრძოლო რიგების მოწყობით, ადგილმდებარეობის საინჟინრო აღჭურვით და ა. შ. ამა თუ იმ სახეობის არჩევა განისაზღვრება უწინარეს ყოვლისა მიღებული ამოცანით, ძალებისა და საშუალებათა არსებობით, თავდაცვაში გადასვლის პირობებითა და ადგილმდებარეობის ხასიათით.
ამერიკულ საველე წესდებებში აღინიშნება, რომ მობილური თავდაცვა ითვალისწინებს დივიზიის ძირითადი ძალების უმეტესი ნაწილის გამოყენებას მეორე ეშელონში (რეზერვში). ამასთან ისმება ამოცანა კონტრშეტევაზე გადასვლისა ყველაზე უფრო ხელსაყრელ მომენტში, ყველაზე უფრო მოსახერხებელ და წინასწარ მომზადებულ ადგილას და თავდაცვაში სოლისებურად შემოჭრილი მოწინააღმდეგის განადგურებისა, შექმნიან რა ხელსაყრელ პირობებს შეტევაზე გადასასვლელად. მოცემული სახეობის თავდაცვის ორგანიზებისას ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან იყოლიონ პირველ ეშელონში ძალებისა და საშუალებათა მინიმალური რაოდენობა, რომელთა ძირითადი მიზანია – დროულად გააფთხილონ (შეატყობინონ) შემოტევის შესახებ, აიძულონ მოწინააღმდეგე დროზე ადრე გაიშალოს საბრძოლო რიგებში, შეაჩერონ შემოტევა და მოახდინონ წინასწარ მომზადებულ რაიონში მისი ბლოკირება შენაერთის ძირითადი ძალებით მისი შემდგომი განადგურებისთვის.
რაიონის (პოზიციური) თავდაცვის მიზანი ტაქტიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ობიექტების შენარჩუნება, მოწინააღმდეგისათვის მეწინავე მიჯნებზე მნიშვნელოვანი დაზიანების მიყენება და თავდაცვაში მისი სოლისებურად შემოჭრის არდაშვება. ამ შემთხვევაში პირველ ეშელონში გამოიყოფა ძალებისა და საშუალებათა უმეტესი ნაწილი. თავდაცვის ძირითად რაიონი გულდასმით აღიჭურვება საინჟინრო მიმართებით. მეორე ეშელონი (რეზერვი) ზრდის რა თავდაცვის სიღრმეს, ახდენს შემოჭრილი მოწინააღმდეგის ბლოკირებას და ანადგურებს მას. დივიზიის თავდაცვის ორივე სახეობაში, როგორც წესი, დაინიშნება ზოლი სიგანით 30–60 კმ ფრონტში და 50 კმ და მეტი სიღრმეში.
თავდაცვის ორგანიზებისათვის იქმნება უზრუნველყოფის ზოლი, თავდაცვის ძირითადი და ზურგის რაიონები. უზრუნველყოფის ზოლი აღიჭურვება (მოეწყობა) კორპუსის ძალებით მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას. იგი იწყება თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა ხაზიდან, განფენილია 15–70 კმ სიღრმეში მოწინააღმდეგის მხარეს და მოიცავს დაფარვის ჯარების, საერთო დაცვისა და საბრძოლო დაცვის პოზიციებს.
დაფარვის ჯარების შემადგენლობაში გამოიყოფა სადაზვერვო ბატალიონები, რომლებსაც ეკისრებათ შემდეგი ამოცანები: მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა თავიანთი ჯარების წინა ხაზის ნამდვილ განლაგებასთან მიმართებაში, მოწინააღმდეგის დაჯგუფებისა და მთავარი დარტყმის მიმართულების გამოვლენა, მისი წინსვლის შეჩერება და დეზორგანიზაცია, დანაკარგების მიყენება და ა. შ.
საერთო დაცვა წინ იგზავნება დივიზიის მეთაურის განკარგულებით წინა ხაზიდან 8–16 კმ სიშორეზე. ჩვეულებრივ ესაა საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი. საბრძოლო დაცვა ასევე წინ იგზავნება პირველი ეშელონის ბრიგადებისგან წინა ხაზიდან 1–3 კმ დაშორებაზე, ჩვეულებრივ, თითო ასეულის შემადგენლობით.
20–30 კმ სიღრმის თავდაცვის ძირითადი რაიონი ეწყობა (აღიჭურვება) თავდაცვის წინა ხაზიდან მის სიღრმეში პირველი ეშელონის ბრიგადების ზურგის საზღვრამდე. მის ფარგლებში, როგორც წესი, იშლება დივიზიის მთავარი ძალები.
ზურგის რაიონი განლაგდება ძირითადი რაიონის უკან (საერთო სიღრმით 10–15 კმ და მეტი). მასში განთავსდება მეორე ეშელონები, რეზერვები, ზურგის ორგანოები და ადმინისტრაციული სამსახურები.
ამერიკული სარდლობის შეხედულებების შესაბამისად თავდაცვითი მოქმედებების წარმოება ვარაუდობს მოწინააღმდეგისათვის დაზიანების მიყენებას თავდაცვასთან შორეულ მოსადგომებზე (ღრმა დაზიანება); დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებებს თავდაცვის ძირითად რაიონსა და ზურგის რაიონში.
მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია აწარმოებს თავდაცვას პირველ ეშელონში (ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის ან სხვა მიმართულებაზე), მოქმედებს მეორე ეშელონში ან ზოგადსაჯარისო რეზერვში. ზოგჯერ საგანგებო პირობებში დივიზია შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებელ მიმართულებაზეც. ამის-და მიხედვით საბრძოლო რიგები შეიძლება ეწყობოდეს ერთ ან ორ ეშელონად. ასე, მობილურ თავდაცვაში პირველი ეშელონის ბრიგადებში გამოიყოფა ძალებისა და საშუალებათა უფრო მცირე ნაწილი, უმთავრესად მოტოქვეითი ბატალიონები (საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების საფუძველი), გაძლიერებულნი მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით, ხოლო მეორე ეშელონის ბრიგადებში – სატანკო. რაიონის თავდაცვის დროს დამახასიათებელია ერთეშელონიანი მოწყობა რეზერვის გამოყოფით, ამასთან სატანკო ბატალიონები შეიძლება ნაწილდებოდეს თითქმის თანაბრად.
დივიზიის თავდაცვის ზოლის სიგანე დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, ადგილმდებარეობის ხასიათზე, მიღებულ გაძლიერების საშუალებებსა და შემომტევი ჯარების შემადგენლობაზე. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებებით, ის შეიძლება იყოს 60 კმ-მდე ფრონტში და 20–50 კმ სიღრმეში. ამასთან პირველი ეშელონის ბრიგადების საბრძოლო რიგების მოწყობა რეკომენდირებულია ორ ეშელონად. ბრიგადების თავდაცვის ზოლის სიგანეა 20–30 კმ ფრონტში და 10–25 კმ სიღრმეში. ბრიგადის პირველ ეშელონში მოქმედ ბატალიონს, რომელსაც ასევე ორეშელონიანი საბრძოლო მოწყობა გააჩნია, დაენიშნება თავდაცვის რაიონი 3–5 კმ ფრონტში და 3 კმ სიღრმეში. ითვლება, რომ თავდაცვის ყველა სახეობაში ცეცხლის სისტემა ისეთნაირად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უზრუნველიყოფოდეს დასმული ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული ყველა საშუალების გამოყენება შემომტევ მოწინააღმდეგეზე უწყვეტი და მზარდი საცეცხლე ზემოქმედებისთვის.
თავდაცვითი მოქმედებების წარმოებისას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ღრმა დაზიანებას, რომელიც სრულდება ტაქტიკური ავიაციის, საველე არტილერიის, საჰაერო და აერომობილური დესანტების, საარმიო ავიაციისა და სპეციალურ ოპერაციათა ძალების ძალებითა და საშუალებებით.
თავდაცვით ბრძოლას, როგორც ამერიკულ საველე წესდებებში იტყობინებიან, პირველები იწყებენ უზრუნველყოფის ზოლში განლაგებული ჯარები. ისინი აწარმოებენ შემკავებელ მოქმედებებს, ისწრაფვიან რა ამ დროს იმისკენ, რათა გამოავლინონ მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფება, მიაყენონ მას მაქსიმალური დანაკარგები, მოახდინონ მისი დეზორგანიზაცია და შეაჩერონ წინწამოსვლა. თავიანთი ამოცანების შესრულების შემდეგ დაფარვის ჯარების, საერთო და საბრძოლო დაცვის ნაწილები და ქვედანაყოფები გამოიყვანებიან ბრძოლიდან და ისინი იკავებენ მათთვის დანიშნულ ადგილებს დივიზიის საბრძოლო მოწყობაში. მოწინააღმდეგის განადგურება ხორციელდება ღრმა დაზიანების ჩატარების მსვლელობისას, რომელიც წარმოადგენს შემომტევი ჯარების, მისი მეორე ეშელონების (რეზერვების) შეთანხმებულ ჩახშობას დივიზიის, სარმიო კორპუსისა და ტაქტიკური ავიაციის მთელი არსებული (საშტატო, მიცემული და მხარდამჭერი) ძალებითა და საშუალებებით.
თავდაცვაში საბრძოლო მოქმედებების ყველაზე უფრო დაძაბული და საპასუხიმგებლო პერიოდია ბრძოლა თავდაცვის ძირითადი რაიონის შენარჩუნებისთვის. ამიტომ მასთან მოწინააღმდეგის მოახლოებისას დივიზიის პირველი ეშელონის ნაწილებს ეძლევათ რეკომენდაცია გააძლიერონ ცეცხლის ინტენსივობა იმისათვის, რათა გააჩერონ მისი წინსვლა ან არ დაუშვან ორგანიზებული შემოტევა.
საზღვარგარეთულ სამხედრო პრესაში აღინიშნება, რომ დივიზიის როგორც შეტევითი ისე თავდაცვითი მოქმედებების წარმატება უწინარეს ყოვლისა დამოკიდებულია მათი ორგანიზაციისა და წარმოების ხერხებზე მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფებების, ადგილმდებარეობის პირობების, დროის არსებობისა და დასმული ამოცანების შეფასების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესამაბისად.
თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1989, № 11.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment