საზღვარგარეთული სამხედრო ბეჭდური გამოცემების მონაცემებით პერსპექტიული ჯავშანსატანკო დივიზია („დივიზია–86“) მოიცავს მეთაურობასა და შტაბს, საშტაბო ასეულს, ბრიგადების სამ შტაბს, ექვს სატანკო და ოთხ მოტოქვეით ბატალიონს, დივიზიის არტილერიას (155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამი დივიზიონი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების /ზცრს/ MLRS ბატარეა), საზენიტო დივიზიონს (თვითმავალი საზენიტო დანადგარ /თზდ/ „ვულკანისა“ და . . . . . . . . ).
შენაერთებისა და ნაწილების მ ა რ შ ე ბ ი წარმოადგენს ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ყველა სახეობის შემადგენელ ელემენტს. მათი ორგანიზაციისა და ჩატარების ძირითადი მიზანი იმაში მგომარეობს, რომ თავის დროზე გაიყვანონ ჯარები დანიშნულ რაიონში (მითითებულ მიჯნაზე), შეუნარჩუნებენ რა ამ დროს ბრძოლისუნარიანობასა და მოწინააღმდეგესთან სვლიდან ბრძოლაში ჩაბმის შესაძლებლობას.
გადაადგილების პირობებისა და ვითარების, სატრანსპორტო საშუალებებისა და არჩეული ხერხების შესაბამისად ჯარების მიერ შესრულებადი მარშები აშშ არმიაში იყოფა ორ სახეობად: ადმინისტრაციულ მარშებად და ტაქტიკურ მარშებად.
ადმინისტრაციული მარშები გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა მოწინააღმდეგის სახმელეთო ჯარებთან შეტაკება მათი განხორციელებისას ნაკლებ ალბათურია ან სავსებით გამორიცხულიც. მათი შესრულებისას მთავარი ყურადღება ექცევა შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ძალებისა და მატერიალური ნაწილის შენარჩუნებას. ადმინისტრაციული მარშის შესასრულებლად ერთნაირი სამარშო სიჩქარის მქონე ქვედანაყოფები ჩაირთვება, როგორც წესი, ერთ კოლონაში. სხვადასხვა სამარშო სიჩქარის მქონე კოლონებს კი ჩვეულებრივ სხვადასხვა მარშრუტები ენიშნებათ.
ტაქტიკური მარშები სრულდება ძირითადად მოწინააღმდეგესთან შეხვედრის მოლოდინში მარშის შესრულების პერიოდში ან მითითებულ რაიონში შენაერთების (ნაწილების) მისვლის დროს. ამასთან დაკავშირებით ჯარებისადმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა მათი მუდმივი მზადყოფნა ბრძოლაში ორგანიზებულად შესვლისა და დასმული საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის. ამიტომ ტაქტიკური მარშის ორგანიზებისას გაითვალისწინება იქმნებოდეს ისეთი სალაშქრო კოლონები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯარების სწრაფ გაშლას საბრძოლო რიგებში შემხვედრი ბრძოლისათვის.
როგორც ამერიკულ წესდებებში აღინიშნება, მარშზე ამოცანების წარმატებით შესრულება ბევრადაა დამოკიდებული იმ პირობებზე, რომლებშიც ის ჩატარდება. ვარაუდობენ, რომ თანამედროვე პირობებში ჯარების დაზიანების ძირითად საშუალებას მარშზე წარმოადგენს მოწინააღმდეგის ავიაცია. ამის გათვალისწინებით შენაერთებს ეძლევათ რეკომენდაცია ასრულებდნენ მარშს ფართო ფრონტზე, ხვადასხვა ადგილას განწერტილ სალაშქრო რიგებში, უპირატესად ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში.
ჯავშანსატანკო დივიზია შეიძლება მარშს ასრულებდეს საარმიო კორპუსის მთავარი ძალების შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად (რეზერვში ყოფნის დროს ან ცალკეულ მიმართულებაზე მოქმედებისას). მარშის შესრულებისათვის დივიზიას დაენიშნება ზოლი სიგანით 20–30 კმ, რომელშიც მიეთითება ორი–ოთხი მარშრუტი. ისინი შეირჩევა ერთმანეთისაგან 4–5 კმ დაშორებით, რათა გამოირიცხოს საშუალო სიმძლავრის ერთი ბირთვული საბრძოლო მასალის აფეთქებით ორი სალაშქრო კოლონის დაზიანება. გარდა ამისა, დანიშნულ ზოლში დივიზიას მიეთითება სათადარიგო მარშრუტებიც ძირითადების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (ნახ. 1).
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ურჩევენ დივიზიის სალაშქრო რიგების მოწყობას ვითარების, მიღებული ამოცანის, მეთაურის ჩანაფიქრის, დღეღამის დროის, ადგილმდებარეობის პირობების, ჯარების მომზადების ხარისხისა და საგზაო ქსელის მდგომარეობის მიხედვით იმ ანგარიშით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოწინააღმდეგესთან სვლიდან ბრძოლაში ჩაბმის შესაძლებლობა. როგორც წესი, დივიზია წინ მიიწევს სალაშქრო კოლონებში, რომელთაგან თითოეული მოიცავს ჯართა სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფებსა და ნაწილებს, რომლებიც მოძრაობენ ერთი და იმავე მარშრუტით. სამარშო კოლონას შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე სამარშო ეშელონი, რომლებიც შედგება ერთნაირი სამარშო სიჩქარით მოძრავი სამარშო ჯგუფებისაგან. სამარშო ჯგუფი ჩვეულებრივ მოიცავს ქვედანაყოფებს ასეულამდე ან ბატარეამდე ჩათვლით. დივიზიის სალაშქრო კოლონები ვითარების და მიხედვით შეიძლება იყოს გაჯრილი (მოწინააღმდეგის სავარაუდო საცეცხლე ზემოქმედების პირობებში) და მიჯრილი (ღამით ან კარგად განვითარებულ საგზაო ქსელზე მოძრაობისას), და მანძილი მოძრავ მანქანებს შორის უნდა შეადგენდეს შესაბამისად . . . . . . . .
ჯავშანსატანკო დივიზიის სალაშქრო მოწყობის ელემენტებს მარშის შესრულებისას შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში წარმოადგენს დაფარვის ჯარები, დაცვა და მთავარი ძალები. ამ ელემენტებს შეუძლიათ უზრუნველყოფდნენ დივიზიის უწყვეტ მოძრაობას დადგენილი სიჩქარით, მისი სალაშქრო კოლონების საიმედო დაცვას, ბრძოლაში სწრაფად და ორგანიზებულად შესვლის შესაძლებლობას.
როგორც უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, ასეთი მარშის მომზადებისა და შესრულებისას დიდი ყურადღება ეთმობა დაზვერვის ორგანიზაციასა და წარმოებას დივიზიის მორაობის მთელ ზოლში და მის ფლანგებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სადაზვერვო ორგანოების აქტიურ მოქმედებებს მოწინააღმდეგესთან უშუალო მიახლოების პირობებში, რათა დროულად მოუპოვონ დივიზიის მეთაურს აუცილებელი მონაცემები მისი საბრძოლო შემადგენლობის, დაზიანების საცეცხლე საშუალებათა და მოქმედებების შესაძლო ხასიათის შესახებ. ამ მიზნით დივიზიის სადაზვერვო ბატალიონისგან იგეგმება შეიქმნას სადაზვერვო რაზმები, რომლებსაც შეუძლიათ აწარმოებდნენ დაზვერვას დივიზიის მთავარი ძალებისგან 50 კმ და მეტ დაშორებაზე. გარდა ამისა, მოწინააღმდეგის სავარაუდო წინწამოსვლის გზაზე და მისი სავარაუდო თავმოყრის რაიონებში გაითვალისწინება სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადასროლა. სადაზვერვო ვერტმფრენების გამოყენება ივარაუდება დაზვერვის წარმოებისათვის წინ (150 კმ-მდე) და ფლანგებზე, ხოლო რადიოდაზვერვისა – მოწინააღმდეგის მომუშავე რადიოსადგურების დასაჭერად ჯერ კიდევ შორეულ მოსადგომებზე.
მთავარი ძალებისგან 50 კმ-მდე დაშორებაზე გაგზავნილი დ ა ფ ა რ ვ ი ს | ჯ ა რ ე ბ ი მოქმედებენ დივიზიის მთელ ზოლში უმთავრესად მთავარი ძალების მოძრაობის უსაფრთხოებისა და ბრძოლისათვის მათი დროულად გაშლის ინტერესებში. გარდა ამისა, მათ ეკისრებათ შემდეგი ამოცანები: ადგილმდებარეობისა და წინმომავალი მოწინააღმდეგის დაზვერვა, მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიჯნების (ადგილმდებარეობის უბნების) დაპყრობა და მთავარი ძალების მოსვლამდე შენარჩუნება, ან ერთ-ერთ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის ძალების შებოჭვა. დაფარვის ჯარების შემადგენლობა დამოკიდებულია დივიზიის კონკრეტულ ამოცანებზე, შექმნილ ვითარებასა და მარშის შესრულების პირობებზე. მისი სახით შეიძლება გამოიყოს სატანკო (მოტოქვეითი) საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი ან საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და არტილერიით გაძლიერებული სადაზვერვო ბატალიონი. დაფარვის ჯარების მოქმედებებს რეკომენდირებულია მხარს უჭერდნენ ტაქტიკური და საარმიო ავიაციით. მათი მართვა უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებულად, დივიზიის მეთაურის მიერ, თუმცა კი ფართო ფრონტზე მარშის შესრულებისას ის შეიძლება იყოს დეცენტრალიზებულიც.
დ ა ც ვ ა მარშის დროს მოიცავს სათავო, გვერდით და ზურგის დაცვას. იგი ინიშნება მთავარ ძალებზე მოულოდნელი დარტყმის გამორიცხვის მიზნით, მათი გაფრთხილებისათვის მოწინააღმდეგის გამოჩენისა და მოქმედებათა ხასიათის შესახებ, სალაშქრო კოლონების მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, დივიზიის მთავარი ძალების გაშლისა და ბრძოლაში შესვლისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით.
სათავო დაცვა (ავანგარდი) იგზავნება დივიზიის მთავარი ძალების თითოეული სალაშქრო კოლონიდან, ე. ი. პრაქტიკულად თითოეული ბრიგადისგან, რომელიც ასრულებს მარშს ერთი მარშრუტით. მისი შემადგენლობა, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, დგინდება ადგილმდებრეობის ხასიათის, დასახული ამოცანის, მარშის პირობების, მოსალოდნელი მოწინააღმდეგის მიხედვით. ჩვეულებრივ ესაა საასეულო ან საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი (სატანკო ან მოტოქვეითი) არტილერიით, მესანგრეთა და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფებით. იგი შეიძლება იგზავნებოდეს მთავარი ძალებისგან 10–15 კმ დაშორებაზე. თავის მხრივ, სათავო დაცვა, როგორც წესი, მოძრაობის დროს 3–5 კმ სიშორეზე წინ გზავნის სათავო სალაშქრო საგუშაგოს (გაძლიერებულ ოცეულამდე), ხოლო მისგან კი წინ 1–3 კმ სიშორეზე იგზავნება სათავო სადაზვერვო რაზმი ათეულის (ტანკის) შემადგენლობით. მათ ეკისრებათ მეთაურების დროულად შეტყობინების ამოცანები მოწინააღმდეგის, ღობურებისა და მარშრუტზე არსებულ სხვა დაბრკოლებათა შესახებ.
დივიზიის მთავარი ძალების ფლანგებისა და ზურგის დაცვა ხორციელდება გვერდითი და ზურგის დაცვის ქვედანაყოფებით (გვერდითი და ზურგის რაზმებით). მათი შემადგენლობა დამოკიდებულია მარშის შესრულების ხასიათსა და პირობებზე და შეიძლება იყოს გაძლიერებულ ოცეულ–ასეულამდე (ხოლო ზოგჯერ კი ბატალიონ – საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფამდეც). გვერდითი დაცვა მიუყვება ჩვეულებრივ მთავარი ძალების პარალელურ მარშრუტებს, მათი სათავო კოლონების დონეზე და გადაადგილდება ნახტომებით, იკავებს რა თანამიმდევრულად მოძრაობის მარშრუტებზე ადგილმდებარეობის მნიშვნელოვან უბნებს. ზურგის დაცვა უკან მიჰყვება მთავარ ძალებს, კოლონების მეთაურებისთვის ზურგიდან მოწინააღმდეგის შესაძლო თავდასხმაზე შეტყობინების მიზნით.
მ თ ა ვ ა რ ი | ძ ა ლ ე ბ ი შეადგენენ დივიზიის დარტყმითი ძალის საფუძველს და ყოველთვის მზად უნდა იყვნენ წინმომავალ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში შესასვლელად, ასწრებდნენ მას გაშლაში, აყენებდნენ დარტყმას სათავო დაჯგუფების ღია ფლანგსა და ზურგს, ხელში იგდებდნენ ინიციატივას და მთელი საცეცხლე საშუალებების გამოყენებით ანადგურებდნენ მას.
მთავარი ძელების მოწყობის რიგებმა, რომლებიც დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, ასევე მოსალოდნელი შემხვედრი ბრძოლის შესახებ მეთაურის გადაწყვეტილებაზე, უნდა უზრუნველყონ ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის სწრაფი გაშლის შესაძლებლობა. ჩვეულებრივ ისინი ქმნიან რამდენიმე სალაშქრო კოლონას, რომელთაგან თითოეულს უნდა შეეძლოს აუცილებელ შემთხვევაში დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებების წარმოება. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯარების სწორ ურთიერთმიყოლას მარშზე შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში და დივიზიის ძალებისა და საშუალებათა ოპტიმალურ განაწილებას.
არტილერია ერთვება დაფარვისა და დაცვის ჯარების შემადგენლობაში, აგრეთვე ნაწილდება სალაშქრო კოლონებში იმ ანგარიშით, რომ მას შეეძლოს სწრაფი გაშლა, ხელსაყრელი პოზიციის დაკავება, თავისი ცეცხლით ნაწილებისა და ქვედანაყოფების ბრძოლაში ორგანიზებულად შესვლისა და წარმატებული მოქმედებების უზრუნველყოფა. 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების საარტილერიო დივიზონები სასურველია შედიოდნენ ბრიგადების შემადგენლობაში, ხოლო ზალპური ცეცლის რეაქტიული სისტემების MLRS ბატარეა და მიცემული შერეული საარტილერიო დივიზიონები რჩებოდნენ დივიზიის მეთაურის განკარგულებაში. ისინი ასრულებენ მარშს შენაერთის მთავარი ძალების შემადგენლობაში და შემხვედრი ბრძოლის გაჩაღებისას ახორციელებენ ბრიგდების საერთო საცეცხლე მხარდაჭერას.
საჰაერო თავდაცვა (ჰთ) იგეგმება დივზიის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება საშტატო და მიცემული ჰთ საშუალებათა სალაშქრო კოლონებში განაწილების წესი და რიგი, მათი ამოცანები და მარშზე მსვლელობის ხერხები. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, დივიზიას შეიძლება მიეცეს „გაუმჯობესებული ჰოქების“ დივიზიონი (სამი ბატარეა 9–9 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით /ზრკ/) საარმიო კორპუსის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის შემადგენლობიდან, რომელიც გადაადგილდება ბატარეებად და დაიფარავს ნაწილებსა და ქვედანაყოფებს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებათა დარტყმებისგან საშუალო სიმაღლეებიდან. საშტატო საზენიტო დივიზიონი განკუთვნილია ძირითადად მცირე სიმაღლეებზე მფრენი საჰაერო მიზნების წინააღმდეგ სამოქმედოდ. იგი გადაადგილდება ბატარეებად სამარშო კოლონების შემადგენლობაში. საჰაერო თავდაცვის ეფექტურობის ამაღლების მიზნით მარშზე შესაძლებელია შერეული საცეცხლე ბატარეების ფორმირებაც საშტატო ძალებისა და საშუალებათაგან.
მარშის ორგანიზებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლას. ამასთან დაკავშირებით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) „თოუს“ გასაშვები დანადგარებით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები იმყოფებიან რაც შეიძლება ახლოს თავიანთი მოტოქვეითი ბატალიონების სალაშქრო რიგების სათავო ნაწილებთან, რათა შეეძლოთ დროულად გაშლა და მოულოდნელად გამოჩენილი ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა (ქსმ) და ჯავშანტრანსპორტერებისათვის (ჯტრ) დაზიანების მიყენება.
საინჟინრო ქვედანაყოფებს რეკომენდირებულია რთავდნენ არა მარტო მთავარი ძალების შემადგენლობაში, არამედ დაფარვისა და დაცვის ჯარებისაც. მათ დაეკისრებათ მარშრუტების დაზვერვის, მოძრაობის გზაზე დაბრკოლებათა მოშლის, შემოვლითი გზების მოძებნისა და მათი აღჭურვის, ბირთვული დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის, წყლიან დაბრკოლებებზე გადასასვლელების მოწყობის, დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ბრძოლაში შეყვანის უზრუნველყოფის ამოცანები.
რადიოკავშირის საშუალებები მარშზე მუშაობენ მხოლოდ მიღებაზე (მუშაობა გადაცემაზე ბრძოლის დაწყებამდე კატეგორიულად აკრძალულია). ამიტომ კავშირგაბმულობა ჩვეულებრივ ხორციელდება მოძრავი საშუალებებისა და ტერიტორიულ ორგანოთა კავშირგაბმულობის სტაციონარული მავთულიანი ქსელების მეშვეობით. შემხვედრი ბრძოლის გაჩაღებისას კავშირგაბმულობის საშუალებები სწრაფად იშლებიან და უზრუნველყოფენ კავშირგაბმულობასა და ჯარების მართვას.
დივიზიის ზურგის ნაწილები და ქვედანაყოფები უნდა მისდევდნენ მის მთავარ ძალებს დამოუკიდებელი კოლონის სახით თითო-თითო (ზოგჯერ ორ-ორი) მარშრუტით.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებებით, დივიზიის სალაშქრო რიგების სიღრმე დამოკიდებულია დივიზიის შემადგენლობაზე, მოძრაობის სიჩქარეზე, მანქანებს, ქვედანაყოფებსა და ნაწილებს შორის დისტანციებზე. ითვლება, რომ ჯავშანსატანკო დივიზიის მოძრაობის საშუალო სიჩქარემ მარშზე საკმარისად განვითარებული საგზაო ქსელის პირობებში შეიძლება შეადგინოს დღისით 25 კმ/სთ-მდე, ღამით 15 კმ/სთ-მდე. გზების გარეშე მოძრაობისას კი ის პრაქტიკუად ორჯერ მცირდება. დისტანცები მარშზე დამოკიდებულია მორაობის სიჩქარესა და მისი შესრულების პირობებზე და შეიძლება შეადგენდეს მანქანებს შორის 25–100 მ, ასეულებს (ბატარეებს) – შორის 500 მ-მდე (მოძრაობის 2–3 წთ), ბატალიონების (დივიზიონების) კოლონებს შორის – 3–5 კმ (5–7 წთ), ბრიგადებს შორის – 5–8 კმ (10–15 წთ). მოძრაობის საშუალო სიჩქარისა და დადგენილი დისტანციების გათვალისწინებით სალაშქრო რიგების სიღრმემ შეიძლება შეადგინოს ბატალიონისთვის (საარტილერიო დივიზიონისთვის) 5–7 კმ, ბრიგადისთვის 25–30 კმ, დივიზიისათვის 70–80 კმ (სამი მარშრუტით მოძრაობისას) და 110–120 კმ (ორი მარშრუტით).
ჯავშანსატანკო დივიზიის სადღეღამისო გადასვლის სიდიდემ შეიძლება შეადგინოს 200 კმ და მეტი. მანქანების ტექნიკური დათვალიერებისა და გაწყობისათვის, აგრეთვე მძღოლების დასასვენებლად მოძრაობის ყოველი 1 სთ და 45 წთ-ის შემდეგ კეთდება 15 წთ შესვენება, ხოლო 7–8 სთ-ის შემდეგ გაითვალისწინება 2 სთ-მდე დასვენება. თუმცა კი შექმნილი ვითარების და მიხედვით უკანასკნელი შესაძლოა სულაც არ მოეწყოს, შეჩერებების რაოდენობა კი მინიმუმამდე იქნას შემცირებული.
როგორც წესდებებში აღინიშნება, ჯავშანსატანკო დივიზიის მარში შეიძლება დასრულდეს მისი მთავარი ძალების დასახულ რაიონში გასვლით ან შემხვედრი ბრძოლით.
შ ე მ ხ ვ ე დ რ ი | ბ რ ძ ო ლ ა, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, იქმნება მაშინ, როდესაც ჯარები ასრულებენ მარშს მოწინააღმდეგის შესახვედრად (მოწინააღმდეგესთან დაახლოების მსვლელობისას), შეტევის მსვლელობისას წინგამოსვლის დროს მისი რეზერვების კონტრშემოტევის მოსაგერიებლად ან თავისი ჯარების კონტრშეტევების (კონტრდარტყმების) ჩატარებისას მოწინააღმდეგეზე, რომელიც შემოიჭრა თავდაცვაში და ანვითარებს თავის შემოტევას. ითვლება, რომ თანამედროვე ომში, განსაკუთრებით კი ომის საწყის პერიოდში, შემხვედრი ბრძოლები იქნება საკმარისად ხშირი მოვლენა; ისინი ხასიათდება ჯარების დიდი ძვრადობით, საბრძოლო მოქმედებათა სწრაფმდინარებით, მაღალი მანევრულობით, ვითარების სწრაფი ცვლილებით, მოწინააღმდეგეზე საჭირო მონაცემების არარსებობითა და ბრძოლის ორგანიზებისთვის დროის უკმარისობით. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში მიღებული „საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის თანახმად, მოწინააღმდეგის განადგურება უნდა ხორციელდებოდეს ერთდროულად მისი ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში. ამასთან დაზიანების საშუალებათა გამოყენება მკაცრად იქნება შეთანხმებული და გაერთიანებული შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მოქმედებებთან და ტაქტიკურ სიტუაციასთან ერთიანი ჩანაფიქრით.
როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობენ, შემხვედრ ბრძოლაში წარმატების მოპოვებისათვის აუცილებელია ყველაზე უფრო მიზანშეწონილი სალაშქრო რიგების მოწყობა, ძალების გაშლასა და საბრძოლველად მზადყოფნაში მოწინააღმდეგისათვის დასწრება, სვლიდან გაბედულად მასზე შეტევა, ფართო და სწრაფი მანევრის გამოყენება, რათა მოკლე ვადაში დაიკავოს მოწინააღმდეგის მიმართ უფრო მომგებიანი მდგომარეობა, ხელში ჩაიგდოს ინიციატივა და თავს მოახვიოს მოწინააღმდეგეს თავისი ნება. ყველა დონის მეთაურს უნდა შეეძლოს შემჭიდროვებულ ვადებში ვითარების შეფასება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და ხელქვეითებისთვის საბრძოლო ამოცანების დასმა, ნაწილებისა და ქვედანაყოფების სვლიდან ბრძოლაში შეყვანა გაშლის რა მათ სალაშქრო კოლონებიდან. ამასთან იგი მკაცრად უნდა ხელმძღვანელობდეს საჰაერო-მიწისზედა საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ოთხი ფუძემდებლური პრინციპით, რომელთა არსიც მდგომარეობს ინიციატივის გამოჩენაში, მოქმედებების სიღრმეში, სისწრაფესა და შეთანხმებულობაში.
სახმელეთო ჯარების სარდლობა მიიჩნევს, რომ შემხვედრი ბრძოლის წარმოების მოთხოვნებს ყველაზე უფრო სრულად პასუხობენ ჯავშანსატანკო და მექანიზებული შენაერთები, რომლებიც ფლობენ რა საიმედო საჯავშნე დაცვას, მაღალ ძვრადობასა და საცეცხლე სიმძლავრეს, შეუძლიათ მოკლე ვადებში საჭირო მომენტში და ხელსაყრელ მიმართულებაზე ქმიდნენ მოინააღმდეგეზე ძალებისა და საშუალებათა აუცილებელ უპირატესობას.
შემხვედრ ბრძოლაში მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებაში პირველები მოდიან სადაზვერვო ქვედანაყოფები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან დივიზიის მეთაურს მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფების შემადგენლობაზე, მისი მოქმედებების შესაძლო ხასიათზე და ა. შ. მოწინააღმდეგესთან დაახლოების და მიედვით მის მეწინავე ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან ბრძოლაში შედიან დაფარვის ჯარები (ნახ. 2), რომლებიც მოქმედებენ რა, როგორც წესი, ფართო ფრონტზე, საველე არტილერიის, დამრტყმელი ვერტმფრენებისა და ტანკებთან ბრძოლის საშუალებათა ცეცხლის მხარდაჭერით, დარტყმებს აყენებენ მოწინააღმდეგეს მისთვის მაქსიმალური დაზიანების მიყენებისა და ბრძოლისათვის ხელსაყრელ მიჯნებზე მისი ორგანიზებულად გაშლის აღკვეთის მიზნით.
დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს შემდეგ მხარს უჭერს ავანგარდი, რომელიც მოწინააღმდეგეზე შესატევად იშლება უშუალოდ სალაშქო კოლონებიდან. მისი საბრძოლო რიგები ეწყობა, როგორც წესი, ერთ ეშელონად მოინააღმდეგისათვის მაქსიმალურად შესალო დაზიანების მიყენების ან აგილმდებარეობის (მიჯნის) მნიშვნელოვანი უბნების დაპყრობის მიზნით იმისათვის, რათა დაფარვის ჯარებთან ერთად უზრუნველყონ დივიზიის მთავარი ძალების მოსვლა და მათი გაშლისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნა. დაფარვის ჯარებისა და ავანგარდების ბრძოლას მხარს უჭერენ ტაქტიკური და საარმიო ავიაცია, ლულიანი არტილერია და სხვა საშუალებები. მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებთან შეხვედრისას და დაფარვის ჯარებისა და ავანგარდებისთვის წამგებიან ვითარებაში მათ შეუძლიათ აწამოონ შემკავებელი მოქმედებები ან დროებით გადავიდნენ თავდაცვაში ტაქტიკური თვალსაზრისით მომგებიან მიჯნებზე, რათა შექმნან ხელსაყრელი პირობები დივიზიის მთავარი ძალების გეგმაზომიერი გაშლისა და ბრძოლაში შესვლისათვის.
ბრძოლაში მონაწილე ჯარებს მართავს უშუალოდ დივიზიის მეთაური. დივიზიისა და ბრიგადების შტაბები ბრძოლის მსვლელობისას აფასებენ შექმნილ ვითარებას და მოწინააღმდეგეზე მონაცემებს ნაწილებს შორის პირაპირების, ღია ფლანგების, მთავარი ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებათა განსაზღვრის მიზნით და სხვა. ვითარების, მოწინააღმდეგის დაჯგუფებისა და მოქმედებათა შესაძლო ხასიათის შეფასების საფუძველზე დივიზიის მეთაური ღებულობს მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანაზე გადაწყვეტილებას, განსაზღვრავს საბრძოლო რიგების მოწყობას, ნაწილებს განუსაზღვრავს გაშლის მიჯნასა და შეტევის ზოლებს, ამოცანების შესრულების დროს ურთიერთმოქმედებათა ხასიათს, აზუსტებს შემდგომი მოქმედებების ხასიათსაც.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შექმნილი ვითარების და მიხედვით, დივიზიის მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანა შეიძლება ხორციელდებოდეს ერთდროულად ისიც ხანმოკლე შესვენებისა და მათი წინასწარ გაშლის შემდეგ, ან უშუალოდ მარშიდან (ნაწილ-ნაწილ) ჯარების მოსვლის და მიხედვით.
მთავარი ძალების ბრძოლაში ერთდროულად შეყვანა გაითვალისწინება მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებთან შეხვედრისას. ამასთან მოსული ნაწილები თავს მოიყრიან გარკვეულ რაიონში, მოკლე ვადებში ახორციელებენ ბრძოლისათვის მომზადებას და შემდეგ გადადიან შეტევაზე, რომელიც შეიძლება დაიწყოს ავანგარდების ბრძოლაში შესვლიდან 2–3 სთ შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში დივიზიის საბრძოლო რიგები რეკომენდირებულია ეწყობოდეს ორ ეშელონად: პირველში ჩვეულებრივ გამოიყოფა ორი ბრიგადა, მეორეში – ერთი. თითოეული ბრიგადის თითო მარშრუტზე მსვლელობისას მათი გაშლა შემხვედრი ბრძოლისათვის ხორციელდება თანამიმდევრობით საბატალიონო, საასეულო და საოცეულო კოლონებში მოწინააღმდეგისაგან შესაბამისად 10–12, 6–8 და 2–3 კმ დაშორებაზე. მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მოქმედი ბრიგადის შემადგენლობაში გაითვალისწინება ჩაირთოს ორი სატანკო და ორი მოტოქვეითი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი, გაძლიერებული არტილერიითა და საინჟინრო ქვედანაყოფებით. მიუთითებენ, რომ მთავარი დარტყმა უნდა მიეყენოს მოწინააღმდეგის წინმომავალი დაჯგუფების ფლანგს ან ზურგს საბრძოლო რიგებში მის გაშლამდე. ერთეშელონიანი მოწყობა გამოიყენება დივიზიის ფართო ფრონტზე მოქმედებისას.
ბრძოლაში მთავარი ძალების შეყვანა უშუალოდ მარშიდან რეკომენდირებულია იმ შემთხვევებში, როცა მიღწეულია მოწინააღმდეგეზე უპირატესობა (აღმატება) ძალებსა და საშუალებებში დამსწრები საცეხლე დაზიანების მიყენების ხარჯზე, აგრეთვე მაშინ, როცა აუცილებელია სწრაფი მოქმედება, რათა არ მიეცეს წინმომავალ მოწინააღმდეგეს მდგომარეობის სტაბილიზაციისა და საბრძოლო მოქმედებათა რაიონში თავისი ძალების მოყვანის შესაძლებლობა. ითვლება, რომ ამ შემთხვევაში დივიზიის შეტევაზე გადასვლა შესაძლებელია ავანგარდების ბრძოლაში შესვლიდან 40–60 წთ შემდეგ.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მანევრის ძირითად ფორმას შემხვედრ ბრძოლაში წარმოადგენს შემოვლა (და მისი სახესხვაობანი – ღრმა შემოვლა და ალყის შემორტყმა), მოწინააღმდეგის ფლანგსა და ზურგში დარტყმის მიზნით. ცალკეულ შემთხვევებში, როცა მოწინააღმდეგემ დაასწრო გაშლა და დაიკავა თავდაცვა ხელსაყრელ (მომგებიან) მიჯნაზე, შეიძლება გამოყენებულ იქნას მანევრის ისეთი სახეობები, როგორიცაა გარღვევა და ფრონტალური შეტევა. მათი არჩევანი განისაზღვრება საბრძოლო მოქმედებათა რაიონის თავისებურებებით, მოწინააღმდეგის დაჯგუფებითა და მოქმედებათა ხასიათით.
შეტევის ფრონტის სიგანე შემხვედრ ბრძოლაში დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, საბრძოლო შემადგენლობაზე, გაძლიერების საშუალებებზე, ადგილმდებარეობის პირობებზე, მოწინააღმდეგის პირისპირმდგომი ჯარების შემადგენლობასა და მდგომარეობაზე და შეიძლება იყოს 20–30 კმ დივიზიისათვის, 8–12 კმ ბრიგადისათვის, 5 კმ-მდე საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფისათვის; საბრძოლო მოქმედებათა სიღრმე და ხასიათი, აგრეთვე შეტევის ტემპი განისაზღვრება კონკრეტული საბრძოლო ვითარების პირობებით.
მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანას წინ უსწრებს მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე (ბირთვული) დაზიანება მოწინააღმდეგის ჯარებზე მძლავრი საცეცხლე დარტყმების მიყენების გზით მათი გაშლის მიჯნებზე და აგრეთვე რეზერვებზეც. კერძოდ, მოწინააღმდეგესთან შეხების ხაზთან მეწინავე ქვედანაყოფების მიახლოებასთან ერთად არტილერია იკავებს საცეცხლე პოზიციებს და დაუყოვლებლივ ხსნის ცეცხლს, უზრუნველყოფს რა სატანკო (მოტოქვეითი) ქვედანაყოფების გაშლასა და შეტევას. დივიზიის მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაცია ბრძოლის დაწყებისას არა მარტო აყენებს დარტყმებს მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფებებს, არამედ წყვეტს საბრძოლო მოქმედებათა რაიონის იზოლაციისა და მოწინააღმდეგის რეზერვების მოსვლის აღკვეთის ამოცანებს. დიდი ყურადღება ექცევა დამრტყმელი (ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენების გამოყენებას, რომელთა ძირითად ამოცანას შეადგენს მოწინააღმდეგის ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის განადგურება დივიზიის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე, აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებასაც.
„საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის ძირითადი დებულებების შესაბამისად, დივიზიის მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობს შემხვედრ ბრძოლას უშუალო შეხებაში მყოფ მოწინააღმდეგესთან, იმავდროულად ორგანიზებას უკეთებს და თავისი ძალებითა და საშუალებებით ახორციელებს მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფების მეორე ეშელონის (რეზერვის) ნაწილებისა და ქვედანაყოფების განადგურებას, დეორგანიზებასა და შეყოვნებას. ამ ამოცანების გადასაწყვეტად დივიზიის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში (15–70 კმ სიღრმეში) შეიძლება გამოყენებულ იქნას ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები, დამრტყმელი ვერტმფრენები, ლულიანი არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ამასთან ბრიგადების მეთაურებმა ორგანიზაცია უნდა გაუწიონ და მიაყენონ დარტყმები მოწინააღმდეგის მეორე ეშელონების ქვედანაყოფებსა და პირველი ეშელონის ნაწილებს.
შემხვედრი ბრძოლის მსვლელობისას შეიძლება გადაისხას ტაქტიკური საჰაერო დესანტები (მოტოქვეით ბატალიონამდე) მხარეთა შეხების ხაზიდან 15–20 კმ სიღრმეზე მნიშვნელოვანი მიჯნების (ადგილმდებარეობის უბნების) დაპყრობის, მანევრის უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის რეზერვების მოსვლის აღკვეთის ამოცანებით, აგრეთვე დაფარვის ჯარებისა და ავანგარდების მხარდაჭერისათვის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დანაღმული ველების შექმნას მოწინააღმდეგის ჯარების წინწამოსვლის გზებზე მოწინააღმდეგის მანევრის შებოჭვისა და მოქმედებათა თავისუფლების შეზღუდვის მიზნით, რისთვისაც ხდება დისტანციური დანაღმვის საშუალებათა გამოყენება.
სახმელეთო ჯარების სარდლობა მიიჩნევს, რომ ჯავშანსატანკო (მექანიზებული) დივიზიის მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანით შემხვედრი ბრძოლა მთავრდება და ჯარები გადადიან შეტევაზე ან კონკრეტული ვითარების პირობების შესაბამისად გადადიან სხვა მოქმედებებზე.
თარგმანი შესრულებულია ჟრნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1985, № 12.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment