Sunday, November 8, 2026

აშშ „მძიმე“ დივიზიების საველე არტილერია

ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებათა წარმოების წარმატებას აკავშირებს უწინარეს ყოვლისა მათ საცეცხლე ძლიერებასთან, მაღალ მობილურობასა და საკმარის დამრტყმელ ძალასთან. „საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის მთავარი დებულებების გათვალისწინებით შემუშავებულ სახმელეთო ჯარების წესდებებში აღინიშნება, რომ საცეცხლე ძლიერება წარმოადგენს ჯარების საბრძოლო ძლიერების ძირითად შემადგენელს და უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის დაზიანებას ზოგადსაჯარისო მეთაურის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალების ცეცხლით. 

როგორც საზღვარგარეთულ პერიოდულ სამხედრო გამოცემებში აღინიშნება, სახმელეთო ჯარებში საცეცხლე დაზიანების ძირითად საშუალებას წარმოადგენს არტილერია, რომელსაც ყველაზე უფრო წონადი წილი შეაქვს ზოგადსაჯარისო ფორმირებების საცეცხლე ძლიერებაში, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების მსვლელობისას. ამერიკელი სამედრო სპეციალისტების აზრით, საველე არტილერიას, რომლის საცეცხლე საშუალებები ხასიათდება სროლის მაღალი სიზუსტით, კონსტრუქციის სიმარტივითა და ცეცხლის მოქნილობით, შეუძლია წარმატებით წყვეტდეს საბრძოლო ამოცანების ფართო არეს როგორც შეტევის, ისე თავდაცვაში ყოფნის დროსაც. მას შეუძლია ანადგურებდეს ან ახშობდეს მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საშუალებებს, ჯავშანსატანკო ტექნიკას, არტილერიას, ნაღმსატყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და ცოცხალ ძალას, მართვის პუნქტებს, მატერიალურ-ტექნიკური და ზურგის უზრუნველყოფის ორგანოებს, ახორციელებდეს კვამლის ფარდების დაყენებას, ადგილმდებარეობის დისტანციურ დანაღმვასა და განათებას, აგრეთვე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდეს მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე დაზიანებაში. ამით აიხსნება ის შეუსუსტებელი ყურადღება, რომელსაც სახმელეთო ჯარების სარდლობა აქცევს საველე არტილერიას თანამედროვე ბრძოლაში მისი ყველაზე უფრო ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით. 

საველე არტილერია წარმოადგენს ჯარების ერთ-ერთ ძირითად გვარეობას და მოიცავს საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, თვითმავალი და ბუქსირებადი ჰაუბიცების ნაწილებსა და ქვედანაყოფებს. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მიერ ნაღმსატყორცნები განიხილება როგორც ზოგადსაჯარისო ნაწილებისა და ქვედანაყოფების საშტატო საცეცხლე საშუალებანი და ამიტომ არ ჩაირთვება საველე ატილერიის შემადგენლობაში* (*მექანიზებული /ჯავშანსატანკო/ დივიზიის შემადგენლობაში არის 66 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი /ექვს-ექვსი მოტოქვეით და სატანკო ბატალიონებში, აგრეთვე საარმიო ავიაციის ბრიგადაში/). 

საზღვარგარეთულ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ სახმელეთო ჯარების სარდლობა გეგმავს 90-ანი წლების შუახანებში დაასრულოს პროგრამა „არმია–90“, რომელიც ითვალისწინებს ჯართა ყველა გვარეობის სრულყოფას, მათ შორის საველე არტილერიისა, მათი საბრძოლო შესაძლებლობების შემდგომი ამაღლების მიზნით. დღესდღეობით გატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია ცვლილებებთან სახმელეთო ჯარების მძიმე (მექანიზებული და ჯავშანსატანკო) დივიზიების საველე არტილერიის ორგანიზაციაში, ძალებისა და საშუალებათა შემადგენლობაში, აგრეთვე საბრძოლო გამოყენების საფუძვლებში, რომელიც (ე. ი. საველე არტილერია) განკუთვნილია, როგორც ამერიკულ წესდებებში აღინიშნება, სხვადასხვა საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტისათვის ამომდინარე ამ შენაერთების ინტერესებიდან. ძირითად ცვლილებებს მიეკუთვნება: „მძიმე“ შენაერთების საარტილერიო ნაწილებისა და ქვედანაყოფების აღჭურვა ახალი და მოდერნიზებული იარაღითა და ტექნიკით (სახელდობრ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა /ზცრს/ MLRS, მოჯავშნული მანქანა საარტილერიო ჭურვების ტრანსპორტირებისთვის M992 და ა. შ.), 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების რაოდენობის 18-დან 24 ერთეულამდე გაზრდა საარტილერიო დივიზიონების რვაქვემეხიანი შემადგენლობის ბატარეებზე გადაყვანის შედეგად (უწინდელი ექვსქვემეხიანი შემადგენლობის ნაცვლად), დივიზიის არტილერიის შემადგენლობიდან 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონის გამოყვანა* (*203,2-მმ ჰაუბიცების ყველა დივიზიონი შევა საარმიო კორპუსების საველე არტილერიის ბრიგადების შემადგენლობაში), „მძიმე“ დივიზიების არტილერიის შემადგენლობაში ზცრს MLRS ბატარეის გაშლა. 

დღესდღეობით „მძიმე“ შენაერთების საველე არტილერია ორგანიზაციულად მოიცავს შტაბს, სამ ბატარეას (საშტაბო, საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვისა და ზცრს MLRS), 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამ დივიზიონს. დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების საცეცხლე უზრუნველყოფის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს არტილერიის უფროსი (პოლკოვნიკი) მისდამი დაქვემდებარებული შტაბის მეშვეობით. 

შტაბი (150 ადამიანი) განკუთვნილია საშტატო და მიცემული არტილერიის ცეცხლის დაგეგმვის, მართვისა და კოორდინირებისთვის, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ყველა სახეობის ორგანიზაციისათვის. მის შემადგენლობაში არის ხუთი სექცია (მართვის, ურთიერთმოქმედების, ორი მეტეოუზრუნველყოფის და ადმინისტრაციულ-ზურგის), დივიზიის არტილერიის ცეცხლის მართვის ცენტრი (ცმც), საცეცხლე მხარდაჭერის კოორდინაციის ჯგუფი (ცმკჯ) და ორი ოცეული (ტოპოგეოდეზიური და კავშირგაბმულობისა). ცმც უზრუნველყოფს ყველა საარტილერიო ნაწილისა და ქვედანაყოფის ცეცხლის მართვას. მასში შედის მართვა და სამი სექცია (ოპერატიული დაგეგმვის, დაზვერვისა და მიზანჩვენების, ცეცხლის მართვის). ცენტრი თავსდება ოთხ ავტომობილში: ერთი გამოიყენება ოპერატიული დაგეგმვის სექციის გაშლისათვის, მეორე – დაზვერვისა და მიზანჩვენების სექციისა, ორიც – საველე არტილერიის ცეცხლის მართვის სექციისა მართვის ავტომატიზებული სისტემის (მას) აპარატურის „თაქფაირის“ გამოყენებით. ცმკჯ ახორციელებს საცეცხლე მხარდაჭერის კოორდინაციას, ასრულებს დამატებითი საცეცხლე მხარდაჭერის მოთხოვნებს (განაცხადებს) და ცვალებადი ვითარების გათვალისწინებით განსაზღვრავს საველე არტილერიის საცეცხლე საშუალებათა მოთხოვნილებებს. მართვისა და სამი ტოპოგეოდეზიური სექციის მომცველი ტოპოგეოდეზიური ოცეული განკუთვნილია არტილერიის ცეცხლის მართვის ორგანოების ადგილმდებარეობასთან მიბმის სამუშაოების ჩასატარებლად. კავშირგაბმულობის ოცეული ემსახურება კავშირგაბმულობის ორგანიზაციას დივიზიის არტილერიის შტაბსა და საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვის (აიდ) ბატარეას შორის, ასევე საშტატო და მიცემულ საარტილერიო ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან, ზემდგომ ინსტანციებთან. მასში არის მართვა და ექვსი სექცია (ერთი მავთულიანი და ხუთი რადიოკავშირგაბმულობისა). 

საშტაბო ბატარეა (37) პასუხს აგებს დივიზიის არტილერიის შტაბის ქვედანაყოფების ზურგის უზრუნველყოფაზე და მოიცავს ოთხ სექციას. 

საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვის (აიდ) ბატარეა (95) განკუთვნილია დივიზიის მოქმედების ზოლში მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა აღმოჩენისათვის, აგრეთვე დივიზიის არტილერიის ცმც-თვის მონაცემების დასამუშავებლად მიწოდებისათვის. ეს ამოცანები წყდება რადიოსალოკაციო სადგურების (რლს) დახმარებით მოძრავი მიზნების, საარტილერიო ქვედანაყოფებისა და ნაღმსატყორცნების საცეცხლე პოზიციების ჩაჭერის (засечка) გზით. ბატარეის შემადგენლობაში შედის ორი სექცია (მართვისა და მონაცემთა დამუშავების) და ორი ოცეული. რლს-ების ოცეულს აქვს მართვა და ექვსი სექცია (მოძრავი მიზნების აღმოჩენის, სამი კონტრსანაღმსატყორცნე და ორიც კონტრსაქვემეხე ბრძოლისა). ტოპოგეოდეზიური ოცეული მოიცავს მართვასა და ორ ტოპოგეოდეზიურ სექციას. 

ზცრს MLRS ბატარეა (131) განკუთვნილია დივიზიისათვის საერთო საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ორგანიზაციულად ის შედგება ექვსი სექციისა და ოთხი ოცეულისაგან. საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობისას ცეცხლის მართვის სექცია იშლება საბატარეო ცმც-ში. თითოეულ საცეცხლე ოცეულში არის მართვა და სამი გათვლა (თითოეულში თითო თვითმავალი გასაშვები დანადგარი MLRS). 

ამერიკულ სახმელეთო ჯარებში 1981 წ. შეიარაღებაში მიღებული ზცრს MLRS წარმოადგენს ქვეითთა საბრძოლო მანქანის M2 „ბრედლი“ მუხლუხიან შასიზე დამონტაჟებულ გასაშვებ დანადგარს. უმართავი რაკეტების (ურ) გაშვება წარმოებს ქარხანაში აღკაზმული ორი სატრანსპორტო-გასაშვები კონტეინერიდან თითოეულში ექვს-ექვსი მიმმართველით. ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ დანადგარის ზალპით (12 ურ) შეიძლება დაიფაროს 25 ათასი მ² ფართობი (რაკეტები კუმულატიურ-მსხვრევადი საბრძოლო ნაწილებით) ან მომზადდეს დანაღმული ველი 1000 X 400 მ ფართობზე (336 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი). ზცრს-ის გადატენვის (კონტეინერებს შეცვლის) დროა 5–6 წთ, სროლის მაქსიმალური სიშორე 30–40 კმ, სვლის მარაგი 500 კმ, მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 65 კმ/სთ. ზცრს-ს აქვს ავტომატური დამიზნების სისტემები ცეცხლის მართვის პულტიდან მოსული ბრძანებების მიხედვით. 

155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონი (687), როგორც წესი, ეძლევა ბრიგადას და ახორციელებს მისი ბატალიონების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერას. ორგანიზაციულად იგი მოიცავს შტაბსა და ხუთ ბატარეას (საშტაბო, სამი საცეცხლე და მომსახურებისა). 

შ ტ ა ბ ი  განკუთვნილია ბრძოლაში დივიზიონის საშტატო ქვედანაყოფების მართვისათვის, აგრეთვე მათი საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფისათვის. მშვიდობიანობის დროს იგი ახორციელებს საბრძოლო მომზადების დაგეგმვასა და ჩატარებას, პირადი შემადგენლობის აღრიცხვას, დივიზიონის ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. შტა..... არის ორი ოცეული (ოპერატიულ-სადაზვერვო და ტოპოგეოდეზიური), საცეცხლე მხარდაჭერის კოორდინაციის ჯგუფი (ცმკჯ), ადმინისტრაციული და პირადი შემადგენლობის აღრიცხვის ჯგუფი, აგრეთვე სამედიცინო სექცია. ოპერატიულ-სადაზვერვო ოცეული ახორციელებს საშტატო ქვემეხების ცეცხლის მართვას, აგრეთვე დივიზიის მოქმედების ზოლში მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებზე მონაცემების შეკრებასა და დამუშავებას. იგი შედგება მართვისა და ორი სექციისაგან (ოპერატიული და ცეცხლის მართვის, სადაზვერვო), რომელთა ბაზაზეც იშლება დივიზიონის ცეცხლის მართვის ცენტრი (ცმც). ტოპოგეოდეზიური ოცეული, რომელიც უზრუნვეყოფს დივიზიონების საცეცხლე ქვედანაყოფების ადგილმდებარეობაზე მიბმას (привязка), მოიცავს მართვასა და სამ ტოპოგეოდეზიურ სექციას. ცეცხლის მართვის კოორდინაციის ჯგუფი (ცმკჯ) წყვეტს საცეცხლე მხარდაჭერის კოორდინაციის ამოცანებს ცმც-ს, საშტატო საარტილერიო ქვედანაყოფებსა და ზოგადსაჯარისო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს (ბრიგადა, ბატალიონი, ასეული) შორის. მექანიზებულ და ჯავშანსატანკო დივიზიებში ცმკჯ-ის შემადგენლობა სხვადასხვაა. ასე, მექანიზებული დივიზიის საველე არტილერიაში შემავალ 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონში ამ ჯგუფს აქვს მართვა, ბრიგადის საცეცხლე მხარდაჭერის კოორდინაციის (ცმკ) სექცია, საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების სამი ცმკ სექცია, მოტოქვეითი ასეულების რვა ცმკ გუნდი, სატანკო ასეულების ოთხი ცმკ გუნდი, მეთვალყურეობის სამი გათვლა. ჯავშანსატანკო დივიზიაში ცმკჯ-ის შემადგენლობა იმით განსხვავდება, რომ მასში მოითვლება სატანკო ასეულების ცმკ-ის რვა გუნდი და ოთხიც – მოტოქვეითი ასეულებისა. ცმკ გუნდები მიეცემა მხარდასაჭერ ასეულებს და უზრუნველყოფენ მათი მოქმედებების საცეცხლე მხარდაჭერას. საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობისას ისინი ორგანიზაციას უწევენ ბრძოლის ველზე მეთვალყურეობას, საცეცხლე მხარდაჭერისათვის გამოყოფილ საშუალებებთან კავშირგაბმულობასა და მათთან მუდმივ ურთიერთმოქმედებას. ცმკ-ის გუნდებში არის მართვის ჯგუფი (ოთხი ადამიანი), რომელიც თავსდება მეწინავე საარტილერიო მეთვალყურეთა მოჯავშნულ მანქანაში M981 (იხ. ფერადი ჩანართი), რომელიც ჯარებში შემოვიდა 1982 წლიდან. მუხლუხიანი შასის ბაზაზე შექმნილი მანქანა გახლავთ საცეცხლე მხარდაჭერის კოორდინაციის მობილური პუნქტი, აღჭურვილი რადიოკავშირგაბმულობის, მიზანთა ლაზერული შენათებისა და ცეცხლის მართვის საშუალებებით. სვლის მარაგია 480 კმ-მდე, მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 65 კმ/სთ, გათვლა ოთხი ადამიანი (მეთაური, მძღოლ-მექანიკოსი, ორი ოპერატორი). 

ს ა შ ტ ა ბ ო | ბ ა ტ ა რ ე ა  განკუთვნილია ძირითადად დივიზიონის შტაბის კავშირგაბმულობის უზრუნველსაყოფად საშტატო საცეცხლე ქვედანაყოფებთან, დივიზიის არტილერიის შტაბთან და მხარდასაჭერ ნაწილებთან (ქვედანაყოფებთან). იგი მოიცავს მართვის სექციას, კავშირგაბმულობის ოცეულს, რომელიც შედგება მართვისა და ორი სექციისაგან (რადიო- და მავთულიანი კავშირგაბმულობისა). 

1 5 5-მმ | თ ვ ი თ მ ა ვ ა ლ ი | ჰ ა უ ბ ი ც ე ბ ი ს | ბ ა ტ ა რ ე ა  (115), რომელიც ასრულებს ბრიგადის პირველი ეშელონის ქვედანაყოფების უშუალო მხარდაჭერის ამოცანებს, მოიცავს ოთხ სექციასა და ორ საცეცხლე ოცეულს (თითოეულში მართვა, ცმც და ოთხი ათეული). ათეული (10) მოიცავს საცეცხლე გათვლას, რომელშიც არის 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A2 და საბრძოლო კვების გათვლა, აღჭურვილი მოჯავშნული მანქანით M992 საარტილერიო ჭურვების ტრანსპორტირებისთვის. ათეულის შემადგენლობაში შედის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) „დრაკონი“; საბრძოლო კვების სექცია, განკუთვნილი ოცეულის საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფისთვის, მოიცავს ოთხ სამხედრო მოსამსახურესა და HEMTT ტიპის ორ 10-ტ სატვირთო მანქანას. სულ ბატარეაში მოითვლება რვა 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა, რვა მანქანა M992, ტსრკ „დრაკონი“, რვა 40-მმ შაშხანის ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნი M203, 17 12,7-მმ ტყვიამფრქვევი M2HB, ხუთი 7,62-მმ ტყვიამფრქვევი M60, 127 ავტომატური შაშხანა M16A1, ერთი 11,43-მმ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. 

155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A2, რომელიც წარმოადგენს M109 ჰაუბიცის გაუმჯობესებულ ვარიანტს, შეიარაღებაში იმყოფება 1979 წლიდან. იგი შექმნილია მუხლუხიანი შასის ბაზაზე და აქვს წრიულად მბრუნავი კოშკი. სროლის მაქსიმალური სიშორე ჩვეულებრივი ჭურვით არის 22 კმ, აქტიურ-რეაქტიულით 30 კმ, სწრაფსროლა 3 გასრ./წთ, სვლის მარაგი 350 კმ, მოძრაობის მაქსიმალურ სიჩქარე 56 კმ/სთ. კოშკზე დაყენებულია 12,7-მმ ტყვიამფრქვევი M2HB. სატარებელი საბრძოლო მარაგი მოიცავს 36 გასროლას (მათ შორის M712 „კოპერჰედ“-ის ტიპის ორ ჭურვს), ტყვიამფრქვევის 500 ვაზნასა და 12 ხელყუმბარას. ჰაუბიცის გათვლაა ექვსი ადამიანი (მეთაური, მძღოლ-მექანიკოსი, დამმიზნებელი, დამმიზნებლის თანაშემწე, ორი დამტენი). 

მ ო მ ს ა ხ უ რ ე ბ ი ს | ბ ა ტ ა რ ე ა  (134) წყვეტს დივიზიონის საბრძოლო ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და საცეცხლე ბატარეების საბრძოლო მასალებით მომარაგების საკითხებს. ბატარეა მოიცავს ორ სექციასა და ორ ოცეულს. სარემონტო ოცეული განკუთვნილია დივიზიონის მთელი თვლიანი და მუხლუხიანი ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და აღდგენის ჩატარებისათვის და შედგება მართვის, ექვსი სარემონტო სექციისა და სათადარიგო ნაწილების სექციისაგან. საბრძოლო კვების ოცეულს აქვს მართვა და საბრძოლო კვების ორი სექცია (თითოეულში ათი ადამიანი და HEMTT ტიპის ხუთი 10-ტ ავტომობილი). იგი უზრუნველყოფს დივიზიონის საარტილერიო ჭურვების სატარებელი მარაგის ტრანსპორტირებას. 

სულ დივიზიონში მოითვლება 24 ქვემეხი, 24 მოჯავშნული მანქანა საარტილერიო ჭურვების ტრანსორტირებისთვის M992, მეწინავე საარტილერიო მეთვალყურეთა (დამკვირვებელთა) 12 მოჯავშნული მანქანა M981, 24 ტსრკ „დრაკონი“, 10 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A3, 13 სამეთაურო-საშტაბო მანქანა (მშმ) M578, 90 სხვადასხვა ავტომობილი, 88 რადიოსადგური. სულ კი „მძიმე“ დივიზიის საველე არტილერიის ქვედანაყოფებში არის 2470 ადამიანი, 72 ჰაუბიცა, 72 მოჯავშნული მანქანა საარტილერიო ჭურვების ტრანსპორტირებისთვის M992, მეწინავე საარტილერიო მეთვალყურეთა 36 მოჯავშნული მანქანა M981, ცხრა ზცრს MLRS, 72 ტსრკ „დრაკონი“, 45 ჯტრ M113A3, 42 მშმ M578, 450-ზე მეტი სხვდასხვა ავტომობილი და 720-ზე მეტი რადიოსადგური. 

ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებიან, რომ მიღებული „საჰაერო-მიწისზედა ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის შესაბამისად სახმელეთო ჯარების სარდლობა საველე არტილერიის გამოყენებას განიხილავს როგორც მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე დაზიანების შემადგენელ ნაწილს. ამასთან აღინიშნება, რომ „მძიმე“ დივიზიებში ამის განხორცილების ძირითად საშუალებას წარმოადგენს წარმოადგენს ზცრს MLRS და 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალების გამოყენება. 

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS ბატარეა განკუთვნილია დივიზიის ინტერესებში საერთო მხარდაჭერის ამოცანების გადასაწყვეტად, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთავარ მიმართულებაზე მოქმედი ბრიგადებისა და ბატალიონების საერთო მხარდაჭერის გასაძლიერებლად. 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონები – საცეცხლე ამოცანების გადაწყვეტის ძირითადი საშუალებაა პირველი ეშელონის ბრიგადების საბრძოლო ზემოქმედების ზონაში. ამავე დროს ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას საცეცხლე დარტყმების მისაყენებლადაც დივიზიის ინტერესებში. რეაქტიული დანადგარების გამოყენება გაითვალისწინება ოცეულების შემადგენლობაში, ჰაუბიცების – ბატარეებისა. საცეცხლე პოზიციები რეკომენდირებულია ინიშნებოდეს რაც შეიძლება ახლოს წინა ხაზთან, რათა საცეცხლე საშუალებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აწარმოებდნენ ცეცხლს სროლის მაქსიმალურ სიშორეზე. ასე, მათი ოპტიმალური დაშორება შეიძლება იყოს: ლულიანი არტილერიისათვის შეტევის დროს 4 კმ-მდე, თავდაცვაში – 4–6 კმ, რეაქტიული დანადგარებითვის კი – 5–15 კმ. 

ქვედანაყოფების საბრძოლო რიგები ეწყობა ისეთნაირად, რათა უზრუნველიყოფოდეს მოწინააღმდეგის მიზნების დაზიანების ეფექტურობა, ცეცხლის საიმედო მართვა და საშუალებებით მანევრი ფრონტსა და სიღრმეში. ასე, ჰაუბიცების ბატარეისათვის ის შეიძლება იყოს შემდეგი: საცეცხლე პოიციაზე ბატარეა იშლება ოცეულებად. ოცეული იკავებს ადგილმდებარეობის უბანს 400 მ ფრონტში, ოცეულებს შორის მანძილი შეადგენს 400–1600 მ. ჰაუბიცები შეიძლება განლაგდებოდეს ხაზში ან შვერით მარცხნივ ან მარჯვნივ. უკანასკნელ შემთხვევაში ოცეულის საბრძოლო მოწყობის სიღრმე შეადგენს 200 მ. მთელი ბატარეა განლაგდება ადგილმდებარეობის უბანზე ზომით 1200-დან 2400 მ-მდე ფრონტში და 300–600 მ სიღრმეში. ძირითდი საცეცხლე პოზიციების გარდა ბატარეებში მზადდება სათადარიგო (არანაკლებ ერთისა), და საჭიროების შემთხვევაში კი დროებითი საცეცხლე პოზიციებიც. ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, რომ პოზიციის შეცვლა არ უნდა არღვევდეს საცეცხლე მხარდაჭერის უწყვეტობას. 

საცეცხლე ქვედანაყოფებში მონაცემების დამუშავების თანამედროვე საშუალებათა არსებობას შეუძლია უზრუნველყოფდეს ამოსავალი მონაცემების მომზადებას თითოეული ქვემეხისა და გასაშვები დანადგარისათვის ცალ-ცალკე, რაც, დასავლელი სპეციალისტების აზრით, მისცემთ ადგილმდებარეობაზე ქვემეხების განწერტილად განლაგებისა და ცეცხლის მართვის შესაძლებლობას. 

155-მმ თვითმავალი ქვეეხების დივიზიონი და ზცრს MLRS ბატარეა საცეცხლე პოზიციებზე გაიშლება ბატარეებად, ოცეულებად, ხოლო განსაზღვრულ პირობებში კი – ცალკეულ დანადგარებადაც. ამასთან ოცეულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად იცვალონ პოზიციები და არა ბატარეების შემადგენლობაში, როგორც ეს ადრე იყო, რაც საშუალებას იძლევა რამდენიმე წუთამდე შემცირდეს საცეცხლე პოზიციის დაკავების, ცეცხლის წარმოებისა (უმართავი რაკეტების გაშვებისა) და მისგან გამოსვლის დრო. 

როგორც ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, დივიზიის არტილერიის საბრძოლო მოქმედებებისათვის დამახასიათებელი იქნება საცეცხლე პოზიციების დაკავება, ცეცხლის გახსნა და მათი (პოზიციების) შეცვლა გასაშვები დანადგარებისა და თვითმავალი ქვემეხების ფართო განწერტვით. ამასთან სულ უფრო ფართოდ უნდა იქნას გამოყენებული ცეცხლი და დარტყმა ცალკეულ მნიშვნელოვან მიზნებზე ბატარეით, ოცეულითა და ცალკეული დანადგარებითაც კი. 

განიხილავენ რა საველე არტილერიის მონაწილეობას მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანებაში თავისი ჯარების შეტევის მსვლელობისას, აშშ არმიის ექსპერტები გამოყოფენ ოთხ პერიოდს, რომელთა დროსაც იგი გამოიყენება საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად: ჯარების წინგამოსვლისა და გაშლის საარტილერიო უზრუნველყოფა, შეტევის საარტილერიო მომზადება, შეტევის საარტილერიო მხარდაჭერა, შეტევის საარტილერიო თანხლება. 

პირველი პერიოდის ამოცანების გადასაწყვეტად დივიზიის არტილერია გამოიყენება ნაწილობრივ, უპირატესად ზცრს MLRS გამოყენების ხარჯზე მოწინააღმდეგისთვის საცეცხლე დარტყმების მიყენებისას. 

შეტევის საარტილერიო მომზადების საფუძველს შეადგენს მასირებული დარტყმები საშტატო და მიცემული საშუალებებით. ამერიკულ წესდებებში აღინიშნება, რომ მისი მსვლელობის დროს გაითვალისწინება ცეცხლის უწყვეტად წარმოება, შესვენებები დაიშვება მხოლოდ ცეცხლის გადატანისას ერთი მიზნიდან მეორეზე, ამასთან 155-მმ ქვემეხებისათვის ისინი არ უნდა აღემატებოდეს 1 წთ, რეაქტიული დანადგარებისათვის – 2 წთ-ს. დივიზიის პირველი ეშელონის ბრიგადების შეტევაზე გადასვლის ხაზზე გამოსვლისას ცეცხლი გადაიტანება მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში. 

მესამე პერიოდის მსვლელობისას საველე არტილერიას ევალება პირველი ეშელონის ქვედანაყოფებისათვის სწრაფი შეტევის პირობების შექმნა იმ მიზნების განადგურების, ნეიტრალიზაციისა და ჩახშობის გზით, რომლებსაც შეუძლიათ წინ აღუდგნენ დასახული ამოცანების შესრულებას. 

შეტევის საარტილერიო თანხლება წარმოადგენს საარტილერიო დაზიანების დამასრულებელ პერიოდს, რომლის მსვლელობისას საველე არტილერია ცეცხლითა და მანევრით დაუჭერს მხარს ჯარების შეტევას. ამ დროს მისი საცეცხლე საშუალებანი ნავარაუდევია გამოიყენებოდეს ზოგადსაჯარისო ფორმირებების მიერ ისეთი ამოცანების შესრულებისათვის, როგორიცაა მეორე ეშელონებით წარმატების განვითარება, კონტრშემოტევებისა და კონტრდარტყმების მოგერიება, წყლის დაბრკოლებათა გადალახვა, დაკავებულ მიჯნებზე გამაგრება და სხვა. შემტევი ბრიგადების საარტილერიო თანხლების განხორციელება იგეგმება დივიზიონებით, რომელთა თვითმავალ ჰაუბიცებს შეუძლიათ წინსვლა უშუალოდ მათი საბრძოლო რიგების კვალდაკვალ, აწარმოებენ რა ცეცხლს მოკლე შეჩერებებით. თუმცა კი ბრიგადას უშუალო მხარდაჭერისათვის ეძლევა 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ერთი დივიზიონი, ამერიკულ წესდებებში გაითვალისწინება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მთავარ მიმართულებაზე მოქმედებისას ის შეიძლება გაძლიერებულ იქნას კიდევ ერთი დივიზიონით, აგრეთვე ზცრს MLRS ოცეულით. 

თავდაცვაში საველე არტილერია, როგორც წესი, წყვეტს საცეცხლე ამოცანებს ამომდინარე დივიზიის თავდაცვის პირველ ეშელონში მყოფი ნაწილების ინტერესებიდან და იმავდროულად მოწინააღმდეგის წინ გამოსული მეორე ეშელონების (რეზერვების) ღრმა საცეცხლე დაზიანების ამოცანებსაც. „მძიმე“ დივიზიების არტილერია თავდაცვაში გადაწყვეტს შემდეგ ამოცანებს: მოწინააღმდეგის ჯარების დეზორგანიზაცია და მისი საცეცხლე საშუალებების ჩახშობა, მოწინააღმდეგის ორგანიზებულად შეტევაზე გადმოსვლის ჩაშლა ან შეჩერება, მისი მართვის, დაზვერვის, მეთვალყურეობისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებათა ჩახშობა, მოწინააღმდეგის ჯარების შემოტევის მსვლელობისას მისი საბრძოლო რიგების დაზიანება, მის მიერ არჩეულ მიმართულებაზე შემოტევის აღკვეთა და სხვა. 

ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ თავდაცვაში „მძიმე“ დივიზიების საველე არტილერიის საშტატო საშუალებათა გამოყენება გაითვალისწინება ძირითადად ცენტრალიზებულად. ამავე დროს არ გამოირიცხება მათი განაწილება პირველი ეშელონის ბრიგადებსა და დაფარვის ჯარების ქვედანაყოფებს შორისაც. დივიზიის არტილერია მონაწილეობს კორპუსის მიერ წარმოებულ ღრმა საცეცხლე დაზიანებაში, ახორციელებს ზოგადსაჯარისო ფორმირებების საერთო მხარდაჭერას და ნაწილობრივ გამოიყოფა საერთო დაცვაშიც. არტილერიის პოზიციები დაეშელონებულია, რათა უზრუნველიყოფოდეს წინა ხაზის წინ ყველა საცეცხლე ქვედანაყოფით ცეცხლის წარმოება, აგრეთვე თავდაცვაში მყოფი ნაწილებისა და ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერის მოქნილობა და უწყვეტობა. 

მთლიანობაში, როგორც აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობა მიიჩნევს, „მძიმე“ დივიზიების საველე არტილერიის ქვედანაყოფების არსებული ორგანიზაცია და მათი შეიარაღება საშუალებას აძლევს მათ წყვეტდნენ ჯარების საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს ბრძოლის წარმოების თანამედროვე პირობებში. 

თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1989, № 9. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment