Tuesday, November 17, 2026

საფრანგეთის სამხედრო მშენებლობა 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

(საბჭოთა სამხედრო პერიოდული გამოცემების მასალების მიხედვით) 1966 წელს საფრანგეთი გავიდა ნატო-ს სამხედრო ორგნიზაციიდან, მაგრამ დარჩა მისი პოლიტიკური ინსტიტუტების წევრად. 1970-იან წლებში, იგი თუმცა კი ცდილობდა აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირისგან გარკვეულწილად დამოუკიდებელი სამხედრო პოლიტიკის გატარებას, მაგრამ ამასთანავე აგრძელებდა სამხედრო თანამშრომლობას ამ კავშირთან და მის მონაწილე ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. 

ნატო-ს ყველა ძირითად შტაბში იყვნენ ფრანგული სამხედრო მისიები; საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები მონაწილეობას ღებულობდნენ ალიანსის სხვა სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სწავლებებში. მათში ყველაზე უფრო აქტიურად იწვევდნენ ამ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებსა (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალებს (სზძ). საფრანგეთი მონაწილეობდა აგრეთვე დასავლეთ ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ძალებისა და საშუალებების მართვის სამოკავშირეო სისტემაში, შეიარაღების რიგი ნიმუშების ერთობლივ შემუშავებაში (წარმოებაში) და ა. შ. 

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად ნატო-ს ბლოკში საფრანგეთსაც გააჩნდა საკუთარი ბირთვული იარაღი და მისი მიტანის საშუალებები, როგორც სტრატეგიული, ისე ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური დანიშნულებისა ბირთვული საბრძოლო მუხტების სიმძლავრით ტროტილის ექვივალენტის რამდენიმე მეგატონიდან (მლნ. ტონიდან) რამდენიმე კილოტონამდე (ათას ტონამდე). გარდა ამისა, საფრანგეთს ჰყავდა შედარებით მრავალრიცხოვანი მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალებიც, რომელიც 1970-იანი წლების შუახანების მდგომარეობით მოითვლიდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 574 ათას ადამიანს, აღჭურვილი იყო თანამედროვე შეიარაღებით, რომლის შენახვაზეც ქვეყნის ხელისუფლება ყოველწლიურად ხარჯავდა მნიშვნელოვან თანხებს. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ ხუთწლიანი პროგრამების მიხდევით. სახელდობრ, 1976 წელს მიღებული „1977-1982 წლებში შეირაღებული ძალების მშენებლობის პროგრამა“ ითვალისწინებდა ქვეყნის სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის შემდგომ ზრდას, აგრეთვე ზოგადი დანიშნულების ძალების, განსაკუთრებით სახმელეთო ჯარების, ძირეულ გარდაქმნას. 

როგორც საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, წლიდან წლამდე იზრდებოდა საფრანგეთის სამხედრო ხარჯები. 1976 წელს ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი შეადგენდა 50 მლრდ. ფრანკს (11 მლრდ. ამერიკულ დოლარზე მეტს) და მისი წილი მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტში 17%-ზე მეტი იყო. ამავე დროს იგი 14%-ით აღემატებოდა საფრანგეთის წინა წლის სამხედრო ბიუჯეტსაც . 1979 წელს საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი უკვე შეადგენდა 77 მლრდ. ფრანკზე მეტს, 1980 წლითვის კი იგი განსაზღვრული ჰქონდათ 89 მლრდ. ფრანკის (21 მლრდ. დოლარზე მეტი) ზომით, ხოლო მისი წილი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში კვლავ უნდა ყოფილიყო 17%. საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ საფრანგეთის საერთო (ზოგადი) სამხედრო ხარჯები, სხვა ქვეყნებისთვის სამხდრო დახმარების აღმოჩენის გათვალისწინებით, 1980 წელში გადააჭარბებდა 100 მლრდ. ფრანკს (24 მლრდ. ამერიკულ დოლარზე მეტს). 

საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო ორგანოები. საფრანგეთის კონსტიტუციის შესაბამისად ქვეყნის შეიარაღებული ძალების  უ მ ა ღ ლ ე ს ი  მ თ ა ვ ა რ ს ა რ დ ა ლ ი ა  რესპუბლიკის  პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი,  რომელიც დროის აღნიშნულ პერიოდში მას ხელმძღვანელობდა თავდაცვის კომიტეტის, თავდაცვის უმაღლესი საბჭოს, პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მეშვეობით (ნახ 1). 

თ ა ვ დ ა ც ვ ი ს  კ ო მ ი ტ ე ტ ი  წარმოადგენდა პრეზიდენტთან არსებულ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სამხედრო საკითხებში. იგი ღებულობდა გადაწყვეტილებებს სამხედრო მშენებლობის ძირითად საკითხებში, კოორდინაციას უწევდა სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას ომის შემთხვევისთვის ქვეყნის მოსამზადებლად, ხოლო ომის დაწყების შემდეგ კი სათავეში უნდა ჩადგომოდა სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ რესპუბლიკის პრეზიდენტი; მის გარდა კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ პრემიერ-მინისტრი (ვიცე-თავმჯდომარე) და რიგი მინისტრებისა (საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკის, ფინანსების), აგრეთვე ეროვნული თავდაცვის გენერალური მდივანი. აუცილებლობის შემთხვევაში კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობისთვის შესაძლო იყო მოეწვიათ სხვა მინისტრებიცა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, მათ უწყებებთან დაკავშირებული ან შეხებაში მყოფი კონკრეტული საკითხების განსახილველად. 

[ნახატი – სტრუქტურა] 

ნახ. 1. საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო ორგანოები 

თ ა ვ დ ა ც ვ ი ს  უ მ ა ღ ლ ე ს ი  ს ა ბ ჭ ო  წარმოადგენდა პრეზიდენტთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს, რომლის ძირითადი ამოცანაც მდგომარეობდა რეკომენდაციების გამომუშავებაში კანონპროექტებზე სამხედრო პოლიტიკისა და შეიარაღებული ძალების მშნებლობის სფეროში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ქვეყნის პრეზიდენტი (თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი (ვიცე-თავმჯდომარე), ძირითადი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, შეიარაღებული ძალების სახეობათა (სახმელეთო ჯარები, სჰძ, სზძ) შტაბების უფროსები, და რიგი სხვა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელებისა. 

მ ი ნ ი ს ტ რ თ ა  ს ა ბ ჭ ო  პრემიერ-მინისტრის მეთაურობით კოორდინაციას უწევდა სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას სამხედრო საკითხებში. პრემიერ-მინისტრს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა თავდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და თავდაცვის სფეროში მიღებული კანონების ცხოვრებაში გატარებაზე. მის სამუშაო ორგანოს სამხედრო საკითხებში წარმოადგენდა ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნო, რომელსაც სათავეში ედგა გენერლის წოდების მქონე სამხედრო პირი. 

თ ა ვ დ ა ც ვ ი ს  მ ი ნ ი ს ტ რ ი  (სამოქალაქო პირი) პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაზე, მის საბრძოლო მზადყოფნაზე, მისი მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების გეგმების შესრულებაზე. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას იგი ახორცილებდა შეიარაღებული ძალების შტაბისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების მეშვეობით. თავდაცვის მინისტრის ძირითადი საკონსულტაციო ორგანო გახლდათ შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ), რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვის მინისტრის (თავმჯდომარე) გარდა შედიოდნენ შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი და შეირაღებული ძალების სახეობათა შტაბების უფროსები. 1970-იანი წლების პირველი ნახევრის მასალებით, თავდაცვის მინისტრს უშუალო დახმარებას აღმოუჩენდა სახელმწიფო მდივანი თავდაცვის საკითხებში, რომელიც შეიმუშავებდა წინადადებებს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და აგრეთვე დებულებებს ოფიცერთა, უნტერ-ოფიცერთა და რიგითი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ. ამ თანამდებობაზე ნიშნავდნენ, როგორც წესი, სამოქალაქო პირს, ხოლო 1975 წელს კი ეს პოსტი პირველად დაიკავა ერთერთმა ფრანგმა გენერალმა. 

იმავე 1980-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მმართველობის სტრუქტურაში, როგორც უკვე ვთქვით, აღარ ჩანდა თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა, არამედ იმ დროისთვის შტაბების უფროსთა კომიტეტთან ერთად თავდაცვის მინისტრის საკონსულტაციო ფუნქციები ეკისრებოდათ შეიარაღებულ ძალთა სახეობების (სახმელეთო ჯარები /არმია/, სჰძ და სზძ) უმაღლეს სამხედრო საბჭოებს. 

შ ტ ა ბ ე ბ ი ს  უ ფ რ ო ს თ ა  კ ო მ ი ტ ე ტ ი ს  (შუკ) შემადგენლობაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედიოდნენ თავდაცვის მინისტრი (შუკ-ის თავმჯდომარე), შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბების უფროსები. აუცილებლობის შემთხვევაში შუკ-ის სხდომები შეეძლოთ ჩაეტარებინათ შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის თავმჯდომარეობითაც. 

სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის  უ მ ა ღ ლ ე ს ი  ს ა მ ხ ე დ რ ო  ს ა ბ ჭ ო ე ბ ი  წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრის საკონსულტაციო ორგანოებს შეიარაღებულ ძალთა ხეობების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების, საგენერლო წოდებათა მინიჭებისა და საპასუხისმგებლო სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნის საკითხებში. მათში შედიოდნენ შეიარაღებულ ძალთა იმ სახეობების შტაბების უფროსები (ან კიდევ სარდლები), გენერალური ინსპექტორები და მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ყოველწლიურად დანიშნული პირები. ამ ორგნოების სხდომებს თავმჯდომარებდა თავდაცვის მინისტრი, ხოლო ვიცე თავმჯდომარეებად კი იყვნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების შესაბამისი უფროსები. 

ჯარების უშუალო მომზადებასა და საქმიანობას მშვიდობიანობის დროს ხელმზღვანელობდა  შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი  ძ ა ლ ე ბ ი ს  შ ტ ბ ი ს  უ ფ რ ო ს ი  შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების უფროსების მეშვეობით. მისი ხელმძღვანელობით შეიმუშავებდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების გეგმებს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და თავდაცვის მინისტრის დირექტივების შესაბამისად. იგი აკონტროლებდა ჯარების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას და პირადად ხელმძღვანელობდა ყველაზე უფრო მსხვილი მანევრების, სწვლებებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას. შტაბის უფროსი განსაზღვრავდა ჯართა დაჯგუფების შემადგენლობას ოპერტიული გეგმების შესაბამისად, შიარაღებულ ძალთა სახეობების ამოცანებსა და ზოგად ორგანიზაცის, მონაწილეობდა სამხედრო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და შეიარაღებულ ძალთა სახეობებს შორის მატერიალური რესურსებისა და ფინანსური სამსახურების განაწილებაში. კრიზისულ პერიოდში შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს ნიშნავდნენ შეიარაღებული ძალების გენერლური შტაბის უფროსად, ხოლო ომიანობის დროს, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მას უნდა ეხელმძღვანელა მთელი საბრძოლო ოპერციებითვის. შტაბის უფროს აძლევდნენ ასევე ფართო უფლებამოსილებებს მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღის თავდაპირველი გამოყენების საკითხების გამოკლებით (ამისი უფლება ჰქონდა მხოლოდ პრეზიდენტს). 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც მომზადებული იყო ღია დასავლური სამხედრო ბეჭდური გამოცემების წერილების გამოყენებით, 1970-იანი წლების პირველი ნახევრის განმავლობაში მნიშვნელოვნად იქნა გაფართოებული საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის უფლებები. სახელდობრ, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, 1975 წლის მარტში მის სრულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ შეიარაღებულ ძალთა სახეობების შტაბების უფროსები; მას მისცეს აგრეთვე შუკ-ის შეკრების უფლება, რაც ადრე შედიოდა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის კომპეტენციაში. 

შეიარაღებულ ძალთა სახეობების  შ ტ ა ბ ე ბ ი ს  უ ფ რ ო ს ე ბ ი  (სარდლები) პასუხს აგებდნენ შეიარაღებულ ძალთა შესაბამისი სახეობების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე, გაერთიანებებისა და შენაერთების ოპერატიული გამოყენების გეგმების შემუშვებაზე, პირად შემადგენლობასთან საბრძოლო მომზადების ორგანიზებასა და ჩატარებაზე, ჯარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, აგრეთვე ამ სახეობების მშენებლობის გეგმების შემუშავებასა და შესრულებაზე. მშვიდობიანობის დროს შეირაღებულ ძალთა სახეობების შტაბების უფროსები ემორჩილებოდნენ უშუალოდ თავდაცვის მინისტრს, აგრეთვე შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს, ხოლო ომიანობის დროს კი იქცეოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებად. 

საფრანგეთის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმლეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ზძალებისა და სამხედრო ჟანდარმერიისგან. მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, 70-ინი წლების შუახანებში, როგორც უკვე ვთქვით, უტოლდებოდა 574 ათას ადამიანს, ხოლო 1980 წლის მონაცემებით, სამხედრო ჟანდარმერიის პირადი შემადგნლობის გათვალისწინებით, 580 ათასს. 

სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელების, გაწვევების ჩატარების, ჯარების განთავსებისა და მომარაგების, აგრეთვე განსაზღვრულ რაიონებში დისლოცირებული შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მომზადების ორგანიზების მიზნით, ქვეყნის მთელი ტერიტორია დაყოფილი ჰქონდათ სამხედრო ოლქებად, ხოლო ისინი თავის მხრივ შედგებოდა სამხედრო რაიონებისგან. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში საფრანგეთში იყო შვიდი სამხედრო ოლქი, რომლებიც მოიცვდა 21 სამხედრო რაიონს. 70-იანი წლების მეორე ნახევარში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად უკვე ნაჩვენები იყო ექვსი სამხედრო ოლქი 22 სამხედრო რაიონით (უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი უწინდელი სამხედრო ოლქი უბრალოდ გადაკეთებულ იქნა სამხედრო რაიონად და შევიდა შესაბამისი სამხედრო ოლქის ფარგლებში). ამავე რეორგანიზაციის პროცესში ხდებოდა საბრძოლო და ტერიტორიული სარდლობების გაერთიანებაც. ასე, 1980 წლის აგვისტოსთვის VI სამხედრო ოლქის სარდალი ამავდროულად ასრულებდა 1-ლი საარმიო კორპუსის მეთაურის მოვალეობებს, ხოლო ზოგიერთი დივიზიის მეთაური _ შესაბამისი სამხედრო რაიონების უფროსებისა. 

საფრანგეთის სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას და 1970 წლების შუხანებში მოითვლიდა დაახლოებით 332 ათას ადამიანს (სამხედრო ჟანდარმერიის გაუთვალისწინებლად). მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და ადმინისტრაციულადაც, იგი იყოფოდა საბრძოლო (მანევრულ) ძალებდ, საინტერვენციო და ზღვისმიღმა ძალებად, და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებად. 

სახმელეთო ჯარების  ს ა ბ რ ძ ო ლ ო  (მ ა ნ ე ვ რ უ ლ ი)  ძ ა ლ ე ბ ი  (შეყვნილი იყო 1-ლ საველე არმიაში) მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 150 ათას ადამიანს. მის შემადგენლობაში შედიოდა დაახლოებით 1500 საბრძოლო ტანკი, 2500 ჯავშნავტომობილი, ჯავშანტრანსპორტერი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 200-მდე ვერტმფრენი. გარდა ამისა, არმიის შეიარარებისა შედიოდა ეროვნული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები „პლუტონი“, რომელთა რაკეტებიც აღჭურვილი იყო ბირთვული საბრძოლო მუხტებით. 

1-ლი საველე არმიის საბრძოლო შემდგენლობაში შედიოდა ორი საარმიო კორპუსი, ხუთი მექანიზებული დივიზიით. 

ს ა ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ო  დ ა  ზ ღ ვ ი ს მ ი ღ მ ა  ძ ა ლ ე ბ ი ს  შემადგენლობაში შედიოდნენ 11-ე საჰაერო-სდესანტო დივიზია, მე-9 აერომობილური ბრიგადა, აგრეთვე ცლკეული ნაწილები და ქვედანაყოფები ზღვისმიღმა ტერიტორიებზე და აფრიკის ქვეყნებში, რომლებთანაც საფრანგეთს დადებული ჰქონდა შესაბამისი ხელშეკრულებები სამხედრო თანამშრომლობაზე (სპილოს ძვლის ნაპირი, სენეგალი, გაბონი და სხვები). 

ტ ე რ ი ტ ო რ ი უ ლ ი  თ ა ვ დ ა ც ვ ი ს  ჯ ა რ ე ბ ი  განკუთვნილი იყო ქვეყნის ტერიტორიის უშუალო თავდაცვისთვის. ომიანობის დროს ითვალისწინებდნენ თავდაცვის შვიდი ზონის შექმნას, რომლებიც ტერიტორიულად ემთხვეოდა მშვიდობიანობის დროს არსებულ შვიდ სამხედრო ოლქს. თავდაცვის ზონები (სამხედრო ოლქები) იყოფოდა სამხედრო რაიონებად. 70-იანი წლების შუხანებში სულ იყო 21 სამხედრო რაიონი (ორი-ხუთი თითოეულ ზონაში). 

უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება თავდაცვის ზონაში ეკუთვნოდა ამ ზონის პრეფექტს, ხოლო სამხედრო ღონისძიებების ხელმძღვანელობას კი ახორციელებდა მისი სარდალი (კრიზისულ სიტუციებში სამხედრო ოლქების სარდლები მთავრობის განკარგულებით ავტომატურდ ინიშნებოდნენ თავდაცვის ზონების სარდლებად). 

ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს აყალიბებდნენ და განალაგებდნენ ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. მშვიდობიანობის დროს მასში მოითვლებოდა დაახლოებით 30 ცალკეული ტერიტორიული პოლკი და 20-ზე მეტი სარეზერვო (კადრირებული) ქვეითი პოლკი. გარდა ამისა, ტერიტორიული თავდაცვის ჯარების შემადგენლობაში შედიოდა ორი ცალკეული ალპიური ქვეითი ბრიგადა, ცალკეული აერომობილური ბრიგადა, აგრეთვე მსუბუქი საარმიო ავიაციის, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების ქვედანაყოფები (ბატალიონები და ქვევით). 

ტერიტორიული თავდაცვის ჯარების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 70-იანი წლების შუახანებში შეადგენდა დაახლოებით 56 ათას ადმიანს. კრიზისულ სიტუაციებში ან ომიანობის დროს გატარებული მობილიზაციის შემდეგ მის გაზრდას ვარაუდობდნენ მნიშვნელოვნად, ხოლო მის საბრძოლო შემადგენლობაში უნდა დაეკომპლექტებინათ დახლოებით 100 ქვეითი პოლკი და 14-მდე ტერიტორიული ქვეითი ბრიგადა. 

1976-79 წლებში ჩატარებული სახმელეთო ჯარების რეორგანიზაციის შედეგად მშვიდობიანობის დროის რეგულარული არმიის რიცხოვნება შემცირებულ იქნა დაახლობით 327 ათას ადამიანამდე (სამხედრო ჟანდარმერიის გარეშე). საბრძოლო შემადგენლობაში კი ჩამოაყალიბეს ახალი ტიპის დივიზიები, აგრეთვე გააუქმეს მანამდე არსებული დაყოფა სახმელეთო ჯარებისა საბრძოლო (მანევრულ), საინტერვენციო და ზღვისმიღმა ძალებად და ტრიტორიული თავდაცვის ჯარებად. 1978 წელს დაასრულეს შეიარაღებულ ძალთა მოცმული სახეობის აღჭურვა ეროვნული წარმოების ოპერტიულ-ტაქტიკური იარაღით, რომლის ფარგლებშიც სულ ჩამოაყალიბეს მართვადი რაკეტების „პლუტონი“ საკორპუსო დაქვემდებარების ხუთი პოლკი. 

მთლიანობაში საფრანგეთის მშვიდობიანობის დროის რეგულარული სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში 1980 წლი ზაფხულში უკვე ნაჩვენები იყო 1-ლი საველე არმიის შტაბი, სამი საარმიო კორპუსის შტაბი, 15 საბრძოლო დივიზია (რვა ჯავშანსატანკო, ხუთი ქვეითი, ალპიური ქვეითი და საჰაერო-სადესანტო). მასში შედიოდა აგრთვე ცენტრალური, საარმიო, საკორპუსო და საოლქო დაქვემდებარების ცალკეული ნაწილები და ქვედანაყოფები. ასე, ცენტრალური დაქვემდებარების (მთავარსარდლობის რეზერვის) ნაწილებს სპეციალისტები აკუთვნებდნენ შემდეგ პოლკებს: მართვადი რაკეტების (მრ) „პლუტონი“, საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ), სადაზვერვო, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, საარმიო ავიაციის, სატრანსპორტო და სხვა. სამხედრო ოლქების ტერიტორიებზე დისლოცირებული ჯარები, რომლებიც არ შედიოდნენ საარმიო კორპუსების შემადგენლობაში, ემორჩილებოდნენ შესაბამისი სამხედრო ოლქების სარდლებს. ვითარების-და მიხედვით მათ შესაძლო იყო ამოცანები შეესრულებინათ დამოუკიდებლად უმაღლესი სარდლობის გეგმების შესაბამისად ან კიდევ გადაცემული ყოფილიყვნენ საარმიო კორპუსებისთვის. 

იმდროინდელი უცხოური სამხედრო გამოცემების შეტყობინებებით, 1-ლი საველე არმია წარმოადგენდა არამუდმივი შემადგენლობის ოპერატიულ გაერთიანებას, რომელიც განკუთვნილი იყო საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) ფარგლებში სტრატეგიულად მნივნელოვან მიმართულებაზე ოპერაციაში (ბრძოლაში, რუს. სრაჟენიე) მონაწილეობითვის დამოუკიდებლად ან არმიების ჯგუფის შემადგენლობაში (ნატო-ში მოკავშირეებთან ერთად საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას). მასში შენაერთების რაოდენობა დამოკიდებული იქნებოდა დასმულ ამოცანასა და პირისპირ მდგომი მოწინააღმდეგის მოქმედებების ხასიათზე, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებების რაიონის ხასიათზეც. 

1-ლ არმიაში 1980 წლის შუახანებში შედიოდა ორი საარმიო კორპუსი (1-ლი და მე-2) და ცალკეული ნაწილები. საბრძოლო მოქმედებების წარმოების მსვლელობისას მე-3 საარმიო კორპუსი შესაძლო იყო გადაეცათ 1-ლი არმიის სარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში ან გამოეყენებიათ სხვა, დამოუკიდებელი ამოცანების შესრულებისთვის. 

საარმიო დაქვემდებარების ცალკეული ნაწილებისთვის შესაძლო იყო მიეკუთვნებინათ შემდეგი პოლკები: სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, ელექტრონული ბრძოლის, საინჟინრო და სხვა. 

საარმიო კორპუსი წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს. მას არ გააჩნდა მუდმივი შემადგნლობა. ასე, 1-ლ საარმიო კორპუსში იმ ხანად შედიოდა ოთხი ჯავშანსატანკო დივიზია, მე-2-ში _ სამი ჯავშანსატანკო დივიზია, მე-3-ში _ ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი დივიზია. თითოეულ საარმიო კორპუსში საშტატო ორგანოებსა და ნაწილებს წარმოადგენდნენ მართვა (შტაბი, ჯართა გვარეობების სარდლები, სამსახურების უფროსები) და შემდეგი პოლკები: მოტოქვეითი, ორი სადაზვერვო (ჯავშანსაკავალერიო), ერთი-ორი მრ „პლუტონების“, ორი საარტილერიო, ორი-სამი გაუმჯობესებული ზმრ „ჰოქებისა“ და „როლანდების“, ორი საარმიო ავიაციის, კავშირგაბმულობისა და საინჟინრო, აგრეთვე სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. 

საარმიო კორპუსი წარმოადგენდა ძირითად რგოლს, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა და უზრუნველყოფდა ჯარების მატრიალურ-ტექნიკურ მომარაგებას. ზურგის მთელი ნაწილები და ქვედანაყოფები შეყვანილი იყვნენ ზურგის ბრიგადაში. 

ჯავშანსატანკო დივიზიას (დაახლ. 7 ათასი ადამიანი) თავის შემადგენლობაში ჰყავდა შვიდი პოლკი (მართვისა და უზრუნველყოფის, ორი სატანკო, ორი მექანიზებული, საარტილერიო, საინჟინრო), აგრეთვე ორი ასეული (სადაზვერვო და ტანკსაწინააღმდეგო). მის ძირითად შეიარაღებას წარმოადგნდა 148 ტანკი AMX-30, 155 მმ ყალიბის 24 თვითმავლი ქვემეხი, 12 120-მმ ნაღმსატყორცნი, ტსმრ „მილანების“ 38 და „ჰოთების“ 12 გასაშვები დანადგარი, 132 ქვეითთა საბრძოლო მანქანა AMX-10P და -10PC. 

ქვეითი დივიზია (6,5 ათასი ადამიანი) მოიცავდა შემდეგ პოლკებს: მართვისა და უზრუნველყოფის, სამი ქვეითი, სადაზვერვო (ჯავშანსაკავალერიო), საარტილერიო, აგრეთვე საინჟინრო ასეულს. მისი შეიარაღების შემადგენლობაში შედიოდა: 155 მმ ყალიბის 24 ქვემეხი მექანიკური გაწევით, 18 120-მმ ნაღმსატყორცნი, ტსმრ-ების „ჰოთი“ და „მილანი“ გასაშვები დანადგარები, ჯავშანტრანსპორტერები VAB, ჯავშანავტომობილები და სხვა საბრძოლო ტექნიკა და იარაღი. საოლქო დაქვემდებარების ქვეით დივიზიებს (14-ე და 15-ე) ჰქონდათ უფრო სუსტი შეიარაღება. 

ფრანგი სამხედრო სპეციალისტების აზრით, სახმელეთო ჯარების ყველა შენაერთი და ნაწილი ერთნაირად უნდა ყოფილიყო მზად საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის როგორც თავიანთი ქვეყნის ფარგლებში, ისე მის გარეთაც. მაგრამ ზოგიერთი შენაერთი და ნაწილი უფრო მეტად მომზადებული და უკეთესად აღჭურვილი იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. ესენი იყვნენ მე-9 ქვეითი დივიზია „მარინი“, 11-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია. გარდა ამისა, ზოგიერთი ნაწილი და ქვედანაყოფი (სულ დაახლ. 15 ათასი ადამიანი) უკვე მშვიდობიანობის დროს დისლოცირებული იყვნენ ზღვისმიღმა ტერიტორიებზე და აფრიკის ქვეყნებში, ხოლო მე-2 საარმიო კორპუსი მუდმივად განლაგებული იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 

როგორც უცხოელი მიმომხილველები თვლიდნენ, საფრანგეთის სახმელეთო ჯარებს გააჩნდა თანამედროვე შეიარაღება. მის შემადგენლობაში 1980 წლის შუახანებისთვის მოითვლებოდა 1000-ზე მეტი საშუალო (საბრძოლო) ტანკი AMX-30, დაახლობით 1100 მსუბუქი ტანკი AMX-13, თითქმის 500 ქვეითთა საბრძოლო მანქანა AMX-10P, მრ-ების „პლუტონი“ 30 გასაშვები დანდგარი, ზმრ-ების გაუმჯობესებული „ჰოქი“ და „როლანდი“ 100-მდე გასაშვები დანადგარი, დაახლოებით 1000 ტსმრ გასაშვები დანადგარი, 900-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (105 მმ და მეტი ყალიბის), საარმიო ავიაციის დაახლობით 680 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. 

აფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალები წარმოადგენდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას. 1970-იან წლებში მის შემადგენლობაში რაიმე სერიოზული საორგანიზაციო ცვლილებები არ განუხორციელებიათ. 70-იანი წლების შუახანებში მისი რიცხოვნება უტოლდებოდა დაახლოებით 102 ათას ადამიანს, საბრძლო თვითმფრინავების რაოდენობა კი 500-მდე ადიოდა, ხოლო 1980 წლის ზაფხულში პირადი შემაგენლობა ავიდა უკვე 104 ათას ადამიანამდე, საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობამ კი 500 მანქანას გადააჭარბა. საფრანგეთის სჰძ შედგებოდა ოთხი ძირითადი საავიაციო სარდლობისა (სტრატეგიული, ტაქტიკური სჰძ-ის, საჰაერო თავდაცვის /ჰთ/ და სატრანსპორტო) და ოთხი სამხედრო-საჰაერო ოლქისგან. 

ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი  ს ა ა ვ ი ა ც ი ო  ს ა რ დ ლ ო ბ ა  (შტაბი ტავერნიში) _ წარმოადგენდა ძირითად დამრტყმელ ძალას. მის შემადგენლობაში, 1980 წლის შუახანების მდგომარეობით, იმყოფებოდა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები და სტრატეგიული ავიაცია. 

საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები შეყვანილი იყო ორ ესკადრილიაში, თითოეულში შახტური ტიპის ცხრა-ცხრა გასაშვები დანადგარით. S-2 რაკეტების სროლის სიშორე შეადგენდა დაახლოებით 3000 კმ, სათავო ნაწილის სიმძლავრე 150კტ. 1970-80იანი წლების მიჯნაზე მათ ცვლიდნენ რაკეტებით S-3, რომელთა სროლის სიშორე იყო 3500 კმ-ზე მეტი, სათავო ნაწილის სიმძლავრე კი დაახლ. 1 მგტ. ეს ორივე ესკადრილია ბაზირებული გახლდათ ალბიონის პლატოზე ზემო პროვანსში. 

სტრატეგიული ავიაციის ძირითადი თვითმფრინავ-მატარებლები იყო 40 საშუალო ბომბდამშენი „მირაჟ“ 4, რომელთა ფრენის სიშორე შეადგენდა 4800 კმ (ჰაერში საწვავით ერთი გაწყობისას). ისინი შეყვანილი იყო ორ საავიაციო ესკადრაში (თითოეული სამ-სამი ესკადრილიით). იყო ასევე ერთი გამწყობი საავიაციო ესკადრა (სამი ესკადრილია, 11 თვითმფრინავ-გამწყობით KC-135F). 

ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი  ს ჰ ძ - ი ს  ს ა რ დ ლ ო ბ ა  (შტაბი მეცში) აერთიანებდა მთელ ტაქტიკურ ავიაციას და განკუთვნილი იყო სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების საავიაციო მხარდაჭერის განხორციელებისთვის, ჰაერში უპირატესობის მოპოვებისა და შენაჩუნებისთვის, საჰაერო დაზვერვის წარმოებისა და სხვა ამოცანების გადაწყვეტისთვის. მას ემორჩილებოდა ორი ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (ტას). 1-ლი ტას-ი შედგებოდა ექვსი გამანადგურებელ-ბომბდამშენი და ერთი სადაზვერვო საავიაციო ესკადრებისგან. საავიაციო ესკადრა შეიცავდა ორ-სამ ესკადრილიას (სულ 20 ესკადრილია) თითოეულში 15-15 საბრძოლო თვითმფრინავით. მე-2 ტას-ში მშვიდობიანობის დროს საავიაციო ნაწილები არ შედიოდა და იგი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო სამობილაზიო გაშლისთვის. 

გამანადგურებელ-ბომბდამშენი ესკადრები ბაზირებული იყო აეროდრომებზე: ლონვიკი (დიჟონი), ოშე (ნანსი), სან-სოვერი (ლუქსეი), სენ-დიზიე, ტულ-როზიერი და კოლმარი, სადაზვერვო _ ენცჰაიმი (სტრასბურგი). 

ტაქტიკური სჰძ-ის სარდლობაში 1980 წლის შუახანებში მოითვლებოდა დაახლოებით 300 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 250-მდე გამანადგურებლ-ბომბდამშენი („მირაჟ“ 3E, „იაგუარ“ A და „მირაჟ“ 5F) და 45 ტაქტიკური მზვერავი („მირაჟ“ 3R და „მირაჟ“ 3RD). 60 გამანადგურებელ-ბომბდმშენი („მირაჟ“ 3E და „იაგუარ“ A) წარმოადგენდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებელს და შეეძლო მოქმედება 500-700 კმ სიღრმეში. 1980-81 წლების განმავლობაში გეგმავდნენ ბირთვული იარაღის მატარებელი თვითმფრინვების კიდევ ერთი ესკადრილიის ჩამოყალიბებას. 

ს ა ჰ ა ე რ ო  თ ა ვ დ ა ც ვ ი ს  (ჰთ)  ს ა რ დ ლ ო ბ ა  (შტაბი ტავერნიში) განკუთვნილი იყო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრების, სტრატეგიული ავიაციისა და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების ბაზირების რაიონების ჰაერიდან დაფარვისთვის. 

თავის შემადგენლობაში მას გააჩნდა ცხრა ესკადრილია, რომლებიც შეყვანილი იყვნენ ოთხ გამანადგურებელ ესკადრაში, და მოითვლიდა დაახლოებით 150 გამანადგურებელ-დამჭერ თვითმფრინავს („მირაჟ“ 3C და „მირაჟ“ F1). გარდა ამის ჰთ-ის ამოცანების გადასაწყვეტად იყენებდნენ სტრატეგიული ავიციის ავიაბაზებზე გაშლილ ზმრ „კროტალის“ ბატარეებსა (20-მდე გასაშვები დანადგარი) და საზენიტო არტილერიის ბატარეებს. 

საბრძოლო ამოცანების შესრულებისას ჰთ-ის სარდალი ორგანიზებას უკეთებდა გამანადგურებელი ავიაციის ურთიერთმოქმედებას სახმელეთო ჯარების საზენიტო ნაწილებთან. ჰთ-ის სრდლობის საავიაციო ესკადრები ბაზირებული იყო აეროდრომებზე: კარიტა, სანლი, ეპინუა და რეიმსი. 

ს ა ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ო  ს ა ა ვ ი ა ც ი ო  ს ა რ დ ლ ო ბ ა  (შტაბი ვილაკუბლეში) განკუთვნილი გახლდათ ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელებისთვის. სატრნსპორტო ავიაცია ბაზირებული იყო აეროდრომებზე: ვილაკუბლე, ეფრე-ფოვილი, ბრისი (ორლეანი), სენ-დიზიე და სხვა. 

სარდლობის შემადგენლობაში 1980 წლის შუახანებში მოითვლებოდა დაახლოებით 200 თვითმფრინავი (C-160 „ტრანსალი“, „ნორატლასი“, MC 760, „ბრუსარი“) და 100 ვერტმფრენი („პუმა“, „ალუეტ“ 2 და 3). 

სამხედრო-საჰაერო ძალების აღჭურვას აგრძელებდნენ ახალი საავიაციო ტექნიკითა და იარაღით. იმ ხანად გამოცდების სტადიაში იმყოფებოდა თვითმფრინავი „მირაჟ“ 2000, რომელიც განკუთვნილი იყო მოძველებული მანქანების შესაცვლელად. 

საფრნგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, დახლოებით 70 ათასი ადამიანის საერთო რიცხოვნებით, შედგებოდა ფლოტის, ავიაციისა და საზღვაო ქვეითი ჯარისგან. იგი განკუთვნილი იყო მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანეს ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრებზე ბირთვული დარტყმების მიყენებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ზღვიდან თავდაცვისთვის, საზღვაო კომუნიკაციების დაცვისთვის, სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფითვის ევროპაში, ზღვისმიღმა ტერიტორიებზე და სხვა რაიონებში, რომლებსაც საფრანგეთი თვლიდა თავისი გავლენის ზონად. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, საფრანგეთის სზძ-ის შემადგენლობაში 1980 წლის მდგომარეობით შედგებოდა ძირითადი კლასების დაახლოებით 150 ხომალდი, 50-ზე მეტი საბრძოლო კატარღა და 200-მდე დამხმარე გემი. ფლოტის ძირითად ხომალდებს წარმოადგენდნენ ხუთი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი, 23 დიზელური წყალქვეშა ნავი, ორი მრავალმზნობრივი ავიამზიდი (თითოეულზე 40-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი), ორი კრეისერი (ერთი ვერტმფრენმზიდი, მეორე აღჭურვილი მართვადი ხომალდსაწინააღმდგო და ნავსაწინააღმდეგო სარაკეტო იარაღით /მრი/), 19 საეკადრო ნაღმოსანი, 25 ფრეგატი. საავიამზიდო ავიაციის შეიარაღებაში აწვდიდნენ თვითმფრინავებს „სუპერ ეტანდერი“, რომელთა ნაწილის გამოყენებასაც გეგმავდნენ ბირთვული იარაღის მატარებლების სახით. 

ორგანიზაციულად საფრანგეთის სზძ შეიცავდა საზღვაო სტრატეგიულ ძალებს, წყალქვეშა ძალებს, ატლანტიკურ (სამხედრო-საზღვაო ბაზა ბრესტი) და ხმელთაშუა ზღვის (სამხედრო-საზღვაო ბაზა ტულონი) ესკადრებსა და ავიამზიდების ჯგუფს („კლემანსო“ და „ფოში“). ტრალერები, ნავსაწინააღმდეგო და სადესანტო ხომალდები, აგრეთვე სადარაჯო (საპატრულო) კატარღები შედიოდნენ სამი სამხედრო-საზღვაო ოლქის შემადგენლობაში (შტაბები შერბურში, ბრესტსა და ტულონში). ხომალდების მცირე ჯგუფები მუდმივად იმყოფებოდნენ საფრანგეთის სზძ-ის შემაგენლობაში ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში. 

1980 წლის ზაფხულის მდგომარეობით, საზღვაო სტრატეგიულ ძალებში იმყოფებოდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები: „რედუტაბლი“, „ტერიბლი“, „ფუდროიანტი“, „ენდომტაბლი“ და „ტონნანი“, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ 16-16 რაკეტით M20 (სროლის სიშორე 3000 კმ-ზე მეტი, ბირთვული სათავო ნაწილის სიმძლავრე 1 მგტ). მშენებლობის სტადიაში იყო მეექვსე ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი „ენფლექსიბლი“, რომლის შეიარაღებაშიც უნდა შეეყვანათ რაკეტები M4 განცალკევებადი სათავო ნაწილით (ფრენის სიშორე 4000 კმ-ზე მეტი). საბრძოლო შემადგენლობაში მის შეყვანას ვარაუდობდნენ 80-იანი წლების შუახანებში. 

სააგენტო „ფრანს პრესის“ მონაცემებით, 1985 წლისთვის გეგმავდნენ იმხანად არსებული ყველა სარაკეტო ატომური წყალქვეშა ნავის გადაიარაღებას ბალისტიკური რაკეტებით M4, ხოლო 1985-90 წლების განმავლობაში ყოველ წელიწადნახევარში „ენფლექსიბლის“ ტიპის თითო სარაკეტო ატომური წყალქვეშა ნავის წყალში ჩაშვებას. 

აგრძელებდნენ წყალქვეშა ძალების ზრდასა და თანამედროვე წყალზედა ხომალდების შექმნას. სახელდობრ, აგებდნენ სამ ატომურ სატორპედო წყალქვეშა ნავს (მეთაური წყალქვეშა ნავი „პროვანსი“ წყლში ჩაუშვეს და იქ განაგრძობდნენ აგების დასრულებას), რვა მრი საესკადრო ნაღმოსანს, ოთხ მრი ფრეგატს, სხვა ხომალდებსა და დამხმარე გემებს. 

სზძ-ის ავიაცია მოითვლიდა დაახლოებით 300 თვითმფრინავსა და ვერტმფრენს, მათგან დაახლ. 140 საბრძოლოს. საავიამზიდო ავიაციის შეიარაღებაში აგრძელებდნენ საგემბანო მოიერიშე თვითმფრინავების „სუპერ ეტანდერებისა“ და ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენების „ლინქსების“ მიწოდებას. 

საზღვაო ქვეითი ჯარი წარმოდგენილი იყო სადაზვერვო დივერსიული რაზმებითა და სამხედრო-საზღვაო ბაზების დაცვის ასეულებით, პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნებით 500 ადამიანამდე. 

საფრანგეთის სამხედრო ჟანდარმერია, 79 ათას ადამიანამდე, წარმოადგენდა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შემადგენელ ნაწილს და ექვემდებარებოდა უშუალოდ თავდაცვის მინისტრს. სამოქალაქო პოლიციასთან ერთობლივად მას იყნებდნენ სამოქალაქო მოსახლობასა და სამხედრო მოსამსახურეებზე საპოლიციო ზედამხედველობის განხორციელებისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. მას ეკისრებოდა აგრეთვე სისხლის სამართლის პოლიციის ფუნქციებიც (სამართალდამრღვევების დევნა და დმნაშავეების ძებნა), იგი ეწეოდა ბრძოლას სამხედრო დისციპლინის დარღვევებთან, დაკავებული იყო შეიარაღებული ძალების რეზერვის პირადი შემადგენლობის აღრიცხვით, მობილიზაციის ჩატარებით, მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვითა და თავდაცვით. შეიარაღებაში მას გააჩნდა ჯავშანსატანკო და საავტომბილო ტექნიკის მნიშვნელოვანი როდენობა (1976 წლის პირველი თვეების მონაცემებით, დაახლოებით 250 ერთეული), მათ რიცხვში მსუბუქი ტანკები AMX-13 და ჯავშანავტომობილები. 

შესასრულებელი ამოცნების მიხედვით სამხედრო ჟანდარმერია იყოფოდა სადეპარტამენტო და მობილურ კომპონენტებად. 

საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში ადმინისტრაციული დაყოფის გარდა სახმელეთო ჯარებად, სამხედრო-საჰაერო ძალებად და სამხედრო-საზღვაო ძალებად, მოქმედებდა ასევე დაყოფა ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით. ამ ნიშნით 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე საფრანგეთის შეიარაღებული ძალები იყოფოდა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებად, საბრძოლო (მანევრულ) ძალებად, საინტერვენციო და ზღვისმიღმა ძალებად და უსაფრთხოების ძალებად. 

ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი  ბ ი რ თ ვ უ ლ ი  ძ ა ლ ე ბ ი  საერთო რიცხოვნებით 10 ათას ადამიანზე მეტი (1976 წელს), მოიცავდა სამ კომპონენტს: საშუალო ბომბდამშენებსა „მირაჟ“ 4A და საშუალო სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს სჰძ-ის შემადგენლობიდან, ასევე ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებს სზძ-ის შემადგენლობიდან. 

ს ა ბ რ ძ ო ლ ო  (მ ა ნ ე ვ რ უ ლ ი)  ძ ა ლ ე ბ ი  აერთიანებდა სახმელეთო ჯარების 1-ლი საველე არმიის მუდმივი მზადყოფნის ყველა შენაერთსა და ნაწილს (150 ათასზე მეტი ადამიანი), სზძ-ის ატლანტიკურ და ხმელთაშუა ზღვის ესკადრებს, ავიამზიდების ჯგუფსა და წყალქვეშა ძალებს (პირადი შემადგენლობის დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, 22 წყალზედა ხომალდი, 19 დიზელური წყალქვეშა ნავი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ აგრეთვე უსაფრთხოების ძალებსაც, დაახლოებით 140 თვითმფრინავი და ვერტმფრენი). სჰძ-ის შემადგენლობიდან აქ შედიოდა ტაქტიკური სჰძ-ის სარდლობის ექვსი გამანადგურებელ-ბომბდამშენი და სადაზვერვო ესკადრები (პირადი შემადგენლობის 14 ათასი ადამიანი, 280 საბრძოლო თვითმფრინავი). 

ს ა ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ო  დ ა  ზ ღ ვ ი ს მ ი ღ მ ა  ძ ა ლ ე ბ ი  თავის შემადგენლობაში შეიცავდა საჰაერო-სადესანტო დივიზიას, ცალკეულ აერომობილურ ბრიგადას (ამავდროულად მიეკუთვნებოდა უსაფრთხოების ძალებსაც), აგრეთვე შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ზღვისმიღმა ტერიტორიებზე და აფრიკის ქვეყნებში. 

უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს  ძ ა ლ ე ბ ი  მოიცავდა ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებსა და ნაწილებს, მათ შორის ორ ცალკეულ ალპიურ ბრიგადასა და ცალკეულ აერომობილურ ბრიგადას, ტერიტორიულ ქვეით და ჯავშანსატანკო პოლკებს (სულ დაახლობით 50 ათასი ადამიანი), სადეპარტამენტო და მობილური ჟანდარმერიის ქვედანაყოფებს (70 ათასი). 

უსაფრთხოების ძალებს სზძ-დან მიეკუთვნებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 11 ათასი ადამიანი, 70 წყალზედა ხომალდი, 19 დიზელური წყალქვეშა ნავი, დაახლოებით 50 თვითმფრინავი და 20 ვერტმფრენი. 

სჰძ-ის შემადგენლობიდან უსაფრთხოების ძალებს მიეკუთვნებოდა ჰთ-ის სარდლობა, აგრეთვე ზმრ „კროტალისა“ და რადიოელექტრონული დაზვერვის ქვედანაყოფები (სულ დაახლოებით პირადი შემადგენლობის 6 ათასი ადამიანი და 130 თვითმფრინავი). 

1977-1982 წლებში გატარებული რეორგანიზაცია უშუალოდ შეეხო საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დაყოფასაც ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით. 1980 წლის შუახანებისთვის ამ მხრივ უკვე ნაჩვენები იყო შემდეგი სურათი: ქვეყნის მთელი შეიარაღებული ძალები ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით ამჯერად უკვე იყოფოდა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებად, ტაქტიკურ ბირთვულ ძალებად და ზოგადი დანიშნულების ძალებად. 

ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი  ბ ი რ თ ვ უ ლ ი  ძ ა ლ ე ბ ი  უწინდებურად შეიცავდა სამ კომპონენტს: საშუალო ბომბდამშენებსა „მირაჟ“ 4A და საშუალო სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს სჰძ-ის შემადგენლობიდან და ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებს სზძ-ის შემადგენლობიდან. 

ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი  ბ ი რ თ ვ უ ლ ი  ძ ა ლ ე ბ ი  მოითვლიდა მართვადი რაკეტების (მრ) „პლუტონი“ ხუთ პოლკს (სახმელეთო ჯარებიდან), გამანადგურებელ-ბომბდამშენების „მირაჟ“ 3E და „იაგუარ“ A ოთხ ესკადრილიას (თითოეულში 15-15 თვითმფრინავი) სჰძ-დან და თვითმფრინავ-მატარებლებს „სუპერ-ეტანდერი“ სზძ-დან (ყველა ეს თვითმფრინავი იყო ბირთვული იარაღის მატარებელი). 

ზ ო გ ა დ ი  დ ა ნ ი შ ნ უ ლ ე ბ ი ს  ძ ა ლ ე ბ ს  მიკუთვნებოდა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის დანარჩენი შენაერთები და ნაწილები, რომლებიც ვერ შევიდნენ სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული ძალების შემადგენლობაში, მათ შორის სახმელეთო ჯარების ატომური არტილერია, ატომური ფუგასებით აღჭურვილი საინჟინრო ქვედანაყოფები, სზძ-ის ხომალდები აღჭურვილი ატომური საარტილერიო ქვემეხებით და ა. შ. 

შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას ახორციელებდნენ როგორც საყოველთაო ეროვნული ვალდებულების კანონის საფუძველზე სამხედროვალდებულთა გაწვევით, ისე ნებაყოფლობით საფუძველზეც მოხალისეთა გრძელვადიანი კონტრაქტებით, არანაკლებ სამი წლისა, შეკრების (მიღების) გზით. 70-იანი წლების პირველი ნახევრის მონაცემებით, გასაწვევი ასაკი იყო 19 წელი, ხოლო მოხალისეთა ნამდვილ სამხედრო სამსახურში მიღებისა _ 18 წელი. მაგრამ უკვე 1980 წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული იყო, რომ კანონს ეროვნული ვალდებულების შესახებ ექვმდებარებოდნენ მამრობითი სქესის პირები უკვე 18 წლის ასაკიდან 50 წლამდე. ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 12 თვეს ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების ყველა კატეგორიისთვის. შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს წარმოადგენდნენ კადრის სამხედრო მოსამსახურეები (ოფიცრები, უნტერ-ოფიცრები) და ის პირები, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიოდნენ გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, ხოლო სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული ძალები, აგრეთვე სამხედრო ჟანდარმერია თითქმის მთლიანად იყვნენ დაკომპლექტებული ამ კატეგორიების სამხედრო მოსმსახურეებით. 

1977-1982 წლებში შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმის შესაბამისად განაგრძობდნენ მისი სახეობებისა და ჯართა გვარეობების აღჭურვას თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით, ძირითადად საკუთარი წარმოებისა, და გაძლიერებული ტემპებით ზრდიდნენ თვიანთ სამხედრო ძლიერებას. 

საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკის სახიფათო ევოლუცია 

ასეთი სათაურით გამოქვეყნდა წერილი საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში 1983 წლის სექტემბრის თვეში, რომლის ავტორიც წერდა, რომ საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობამ, რომელიც ქვეყნის ხელიუფლებაში იმყოფება უკვე ორ წელზე მეტია, სამხედრო მშენებლობის სფეროში ზოგადად მიიღო წინამორბედი ბურჟუაზიული მთავრობის პოლიტიკა. მან არსებითად უარი თქვა შიარაღებულ ძალებში რაიმენაირი მსხვილი სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნების გატარებაზე და თავიანთ პოსტებზე დატოვა მთელი უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობა. ამასთან ერთად საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკურ კურსში მოხდა ზოგიერთი სახიფათო ცვლილებაც. 

საბჭოთა ავტორის სიტყვით, თავის წინასაარჩევნო კამპანიაში სოციალისტური პარტია არ იშურებდა კრიტიკულ ეპითეტებს სამხედრო ბლოკების მიმართ. იგი თავის საპროგრმო დოკუმენტში „სოციალისტური პროექტი“ ხაზს უსვამდა, რომ მისი საგარეო პოლიტიკის ღერძია _ კოლექტიური უსაფრთხოება და განიარაღება. მაგრამ, მოვიდა რა ხელისუფლებაში, პარტიის ხელმძღვანელობამ მოახდინა მკვეთრი შებრუნება ნატო-სა და აშშ-თან ყოველმხრივი და აქტიური თანამშრომლობის განვითარების მხარეზე, რომელთა აგრესიულმა კურსმა, საბჭოთა ავტორების შეფასებით, სახიფათოდ გაართულა იმდროინდელი საერთაშორისო ურთიერთობები. ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის პრონატოური და პროამერიკული კორექტირება თავის გამოვლენას ნახულობდა ბევრ სფეროში. 

მანამდე ახლო წარსულში საფრანგეთის ნატო-თან ურთიერთობას ჰქონდა შეზღუდული ხასიათი, რადგანაც 1966 წელს გენერალმა შარლ დე გოლმა პრეზიდენტად ყოფნის დროს გამოიყვანა ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო ორგანიზაციიდან, ხოლო ფანგული ჯარები _ ნატო-ს სარდლობის დაქვემდებარებიდან. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ეს იყო ნაბიჯი ქვეყნის სუვრენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, აშშ-ის მიერ გაჩაღებულ ომებში ნატო-ს მეშვეობით მისი ჩათრევის წინააღმდეგ განსაზღვრული გარანტიების შექმნის მიმართულებით, აგრეთვე, დე გოლის სიტყვებით, „ატლანტიკიდან ურალამდე“ ყველა ევროპული სახელმწიფოს ერთმანეთთან დაახლოების მიმართულებითაც. 80-იანი წლების დასაწყისში ოფიციალურ პარიზში ამჯობინებდნენ ამ მითითებების უკვე აღარ გახსენებას. სამაგიეროდ ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლესზეც, ხაზს უსვამდნენ საფრანგეთის ერთგულებას ნატო-ში მისი ვალდებულებებისადმი და მზადყოფნას განემტკიცებიათ ამ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირთან და აშშ-თან მეგობრობა. 

ფრანგული ბეჭდური გამოცემების აზრით, საფრანგეთი იმ ხანებში ვაშინგტონის დაკმაყოფილებისთვის გადაიქცა „საუკეთესო მოწაფედ ატლანტიკურ კლასში“. საბჭოთა ავტორებს ამის მაგალითად მოჰყავდათ საჭირბოროტო საკითხი აშშ-ის უკიდურესად სახიფათო მცდელობების გამო ნატო-ს მეშვეობით გადაექცია დასავლეთ ევროპა სასტარტო მოედნად საშუალო სიშორის ამერიკული ბირთვული რაკეტებისთვის, და ამით _ შეერთებული შტატების მილიტარისტების ხელში „ბირთვულ მძევლადაც“. გეგმავდა რა ამ რაკეტების განლაგებას მოკავშირე დასავლთევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე, პენტაგონი იმედოვნებდა ევროპაში ჩამოყალიბებული სამხედრო ძალთა ბალანსის თავის სასარგებლოდ შეცვლასა და პირველი ბირთვული დარტყმის პოტენციალის შექმნას. როდესაც 1979 წლის დეკემბერში ბლოკის მესვეურები ღებულობდნენ ყბადაღებულ გადაწყვეტილებას ნატო-ს სარაკეტო-ბირთვული გადაიარაღების შესახებ, საფრანგეთს პრინციპში ეკავა ნეიტრალური პოზიცია. 1983 წელში კი საქმე უკვე სხვანაირად იყო. 

ამ დროისთვის, საბჭოთა ავტორების შეფასებით, პარიზში მთლიანად უცხადებდნენ სოლიდარობს ნატო-ს ყალბ თეზისს საბჭოთა კავშირის მიერ ევროპაში ძალთა ბალანსის „დარღვევის“ შესახებ და აქტიურად უჭერდნენ მხარს ამერიკულ გეგმებს. ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სხვა ქვეყნებთან ერთად საფრანგეთიც ხმას აძლევდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებდნენ მისი ხელმძღვანელობის განზრახვას 1983 წლის ბოლოსთვის განელაგებია ახალი რაკეტები დასავლეთ ევროპაში, თუკი საბჭოთა კავშირი არ დათანხმდებოდა ამერიკულ წინადადებებზე ჯენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ე. ი. თავის ცალმხრივ განიარაღებაზე. საფრანგეთის პრეზიდენტს ხელი ჰქონდა მოწერილი სამხედრო-პოლიტიკურ დეკლარაციაზე, რომელიც აშშ-ის საამებლად მიიღეს შვიდი კაპიტალისტური ქვეყნის ხელმძღვანელების თათბირზე უილიამსბერგში 1983 წლის მაისში. ეს დოკუმენტი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, იწონებდა აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიული ანტისაბჭოთა საომარი მზადებების ზრდის პროგრამას, აცხადებდა რა, რომ „დასავლეთის უსაფრთხოება განუყოფელია“ და აკურთხებდა „ევრორაკეტების“ გაშლას. 

ანალოგიური გადაწყვეტილება ამერიკული ბირთვული რაკეტების გაშლის სასარგებლოდ მიიღეს ნატო-ს საბჭოს 1983 წლის ივლისის სესიაზეც. ბლოკის სამხედრო ორგნიზაციიდან საფრანგეთის გასვლის შემდეგ პირველად მისმა მესვეურებმა მიიღეს შესძლებლობა თავიანთი მორიგი მილიტარისტული შეხვედრა მოეწყოთ პარიზში. თავად სესიამ ჩაიარა ამერიკული სცენარის მიხედვით „ცივი ომის“ სულისკვეთებით და დაშტმპა აშშ-თვის სასიამოვნო ყველა გადაწყვეტილება. განსაკუთრებული კმაყოფილებით ვაშინგტონში აღიქვეს დასკვნითი კომუნიკე, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ ნატო-ს წევრი დასავლეთევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის „გარანტირება ხდება ჩრდილომერიკული ჯარების ყოფნით ევროპის ტერიტორიაზე და აშშ-ის სტრატეგიული ბირთვული ვალდებულებებით ევროპასთან მიმართებით“. 

ამ სესიასთან დაკავშირებით ელისეს სასახლეში კვლავ ხაზს უსვამდნენ, რომ საფრანგეთი „მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის როლს ჩრდილოატლნტიკურ კავშირში“. „სვსებით სწორია, რომ ახლანდელი სესია ფორმლურად არაფერს არ ცვლის, _ შენიშნავდა ფრანგული გზეთი „მონდი“, _ მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი ჩატარება პარიზში ადასტურებს, რომ საფრანგეთი სულ უფრო და უფრო მეტად მიემართება ამერიკულ ფარვატერში“. 

პარიზი არა მხოლოდ მხრს უჭერდა ნატო-ს ცნობილ „ორმაგ გადაწყვეტილებას“ ამერიკული რაკეტების დასავლეთ ევროპაში განლაგების თაობაზე. იგი კატეგორიულად გამოდიოდა ძალთა თანაფარდობის საერთო ბალანსში საკუთარი სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის ჩათვლის წინააღმდეგ, რითაც ობიექტურად აძნელებდა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების ძიებას. უარის მოტივირებას ახდენდნენ იმით, რომ საფრანგეთის ბირთვული იარაღი ატარებდა „დამოუკიდებელ“ და „წმინდად ეროვნულ ხასიათს“, რომ მას განკარგავდა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი, და არა ნატო-ს სრდლობა, რომ, ბოლოს, იგი განკუთვნილი იყო „თავდაცვისთვის“ და თავისი ჯამური სიმძლავრის მიხედვით არ შეიძლებოდა შედარებული ყოფილიყო საბჭოთა ბირთვულ პოტენციალთან. 

მაგრამ, დასავლელი სპეციალიტების შეფასებით, ეს არგუმენტები ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. საფრანგეთი არა მხოლოდ რჩებოდა ჩრდილოატლანტიკური კავირის წევრად, არამედ ანვითარებდა ყოველმხრივ კავშირებს მის სამხედრო ორგნიზციასთან, განსაკუთრებით ანტისაბჭოთა საფუძველზე. პარიზის პოზიციის შეუმდგარობა დეზავიურებულ იქნა თვით აშშ კონგრესის სპეციალურ მოხსენებაიც. მასში აღინიშნებოდა, რომ მთვარი საკითხი მდგომარობს არა იმაში, შედის თუ არა საფრანგეთი კავშირის სამხედრო ორგანიზაციაში, არამედ იმაში, რომ ომის შემთხვევაში იგი უნდა მოქმედებდეს ნატო-ში საკუთარ თავზე აღებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. 

ამასთანავე საფრანგეთი თავად აცხადებდა პრეტენზიას მსოფლიოს მესმე ბირთვული სახელმწიფოს როლზე. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების თანახმად, მის ატომურ არსენალში 80-იანი წლების დასაწყისში მოითვლებოდა ბირთვული იარაღის საშუალო სიშორის 146 მატარებელი (მიწისზედა და საზღვაო ბაზირების 98 ბალისტიკური რაკეტა, 48 ბომბდამშენი თვითმფრინავი „მირაჟ“ 4) . იყო აგრეთვე ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა (მრ-ები „პლუტონი“, სჰძ-ის თვითმფრინავ-მატარებლები და სზძ-ის ავიაცია). რეალიზაციას უკეთებდნენ ბირთვული პოტენციალის შემდგომი ზრდის გეგმებს ახალი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მშენებლობის (გეგმავდნენ მათი რიცხვის აყვანას შვიდ ერთეულამდე), განცალკევებადი სათავო ნაწილებით აღჭურვილი ახალი ბალისტიკური რაკეტების შეიარაღებაში მიღებისა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის სრულყოფის გზით. ბალისტიკური რაკეტების საერტო როდენობის გაზრდას ვარაუდობდნენ 130-მდე, ხოლო ბირთვული ქობინებისა კი _ 690-მდე. პარიზში გამოაცხადეს ნეიტრონული იარაღის კველევებისა და გამოცდების დასრულებისა და მისი მასობრივი წარმოებისთვის მზადყოფნის შესახებ. მთელი ეს ფრანგული იარაღი 80-იანი წლების დასაწყისში პრაქტიკულად წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ატომური არსენალის შემადგენელ ნაწილს. 

საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური კურსის მრავალი ასპექტის, მათ შორის ნატო-თან მისი ურთიერთობების მიხედვით, სერიოზულ დათქმებს აკეთებდა საფრანგეთის კომუნისტური პარტია (ფკპ), რომლის ოთხი წევრიც შედიოდა ქვეყნის მთავრობის შემადგენლობაში. უილიამსბერგში ჩატარებულ თათბირში საფრანგეთის მონაწილეობასთნ დაკავშირებით ფკპ-ის პოლიტბიურომ თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ნაბიჯი ზღუდავდა ქვეყნის მოქმედებების თავიუფლებას. ფრანგმა კომუნისტებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ისინი გადაჭრით გამოდიან ახალი სარაკეტო-ბირთვული იარაღის დასავლეთ ევროპაში გაშლის გეგმების წინააღმდეგ. ფკპ-ის გენერალურმა მდივანმა ჟ. მარშემ ყოველკვირეული „ტემენიაჟ კრეტიენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რამდენადაც საფრანგეთი არის ნატო-ს წევრი, უეჭველია, გამართლებულია საბჭოთა მოთხოვნა მისი ბირთვული საშუალებების გათვალისწინების თაობაზე ბირთვულ შეიარაღებათა შეზღუდვაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში. 

პროატლანტიკური ტენდენციები საფრანგეთის პოლიტიკაში დაიმზირებოდა ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციასთან და მის ცალკეულ მონაწილე სახელმწიფოებთან პრაქტიკული თანამშრომლობის სფეროშიც. როგორც უცხოური ბეჭდული გამოცემები უსვამდნენ ხაზს, ისინი გამოიხატებოდა ოპერატიული და სტრატეგიული გეგმების კოორდინაციაში, ერთობლივი მანევრებისა და სწავლებების ჩატარებაში, საჰაერო თავდაცვის, დაზვერვისა და ზურგის უზრუნველყოფის ხაზით ურთიერთმოქმედებაში, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ერთობლივ შემუშავებასა და წარმოებაში და სხვა. ევროპაში ბლოკის სამოკავშირეო შიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გენერალ ბ. როჯერსის შეფასებით (1983 წლის მაისში იგი ოფიციალურად მიიღეს პარიზში), არსებობდა „განსაკუთრებულად მჭიდრო მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობა“ საფრანგეთის მხედართმთავრებთან, რომელიც ომის შემთხვევაში მოიტნდა თავის ნაყოფს. 

საფრანგეთის მიბრუნებას ნატო-ს მხარეს, საბჭოთა ავტორების შეფასებით, თან ახლდა ანტისაბჭოთა აქცენტების გაძლიერება მის სამხედრო პოლიტიკაში. შეიარაღებული ძალების მშენებლობას საფუძვლად ედო „უსაფრთხოების ზონის გაფართოების“ კონცეფცია, რომელიც, თუმცა კი შენიღბული ფორმით, მაგრამ მაინც ასახელებდა მხოლოდ ერთ მოწინაღმდეგეს _ საბჭოთა კავშირს, რომელსაც, როგორც მასში მიუთითებდნენ, აუცილებელია უპირისპირდებოდნენ ევროპაშიცა და მსოფლიოს სხვა რაიონებშიც. ამ მიმართებით იგი სრულად ეპასუხებოდა (ეთანხმებოდა) „პირდაპირი დაპისისპირების“ ახალ ამერიკულ სტრატეგიას (წამოაყენა აშშ პრეზიდენტმა რ. რეიგნმა 80-იანი წლების დასაწყისში). 

იმხანად საფრანგეთში მოიწონეს მთავრობის მიერ მომზადებული ხუთწლიანი სამხედრო პროგრამა 1984-1988 წლებზე. პირველად მეხუთე რესპუბლიკის იტორიაში ამ ოფიცილურ დოკუმენტში სსრკ პირდპირ იქნა დასახელებული მოწინააღმდეგის სახით. ევროპაში სამხედრო დაძაბულობის ზრდის ძირითად მიზეზს მისი ავტორები ხედავდნენ საბჭოთა რაკეტებში. ამ გადმოცემების საფუძველზე, რომლებიც მთლიანდ ნასეხები იყო ნატოელი „ანტისოვეტჩიკების“ არსენალიდან, აკეთებდნენ დასკვნას საფრანგეთისთვის მისი შეიარაღებული ძალების გაძლიერების აუცილებლობის თაობაზე. საბჭოთა სამხედრო სპეციალიტების სიტყვით, ასეთი აბსოლუტურად ცრუ მოტივირება ზეიმით მიიღეს ქვეყნის რეაქციულ წრეებში. ფრანგული არმიის ერთერთმა ყოფილმა მხედართმთავარმა განაცხადა: „როდესც მე მომიხდა გავცნობოდი 1984-1988 წლებზე სამხედრო პროგრამის მოტივების გადმოცემას, მე ვთქვი: ქუდი მოიხადეთ! იქ მკაფიოდ არის ნათქვამი საბჭოთა მუქარის შესახებ. 1981 წლის 10 მაისამდე (საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლამდე _ საბჭოთა ავტორის შენიშვნა) ამაზე წასვლას ვერავინ გაბედავდა“. 

პარიზში არავინ ქმნიდა საიდუმლოებას იმისგან, რომ ფრანგული ბალისტიკური რაკეტები მაშინ დამიზნებული იყო საბჭოთა ქალაქებზე და რომ ფრანგული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების საბრძოლო პატრულირების რაიონებს ათანხმებდნენ ამერიკულ სარდლობასთან. სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში ჩვეულებრივ ამბად თვლიდნენ იმის ანგარიშს, თუ საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიაზე რომელ ობიექტებამდე შეეძლო მიეღწია ფრანგულ ბირთვულ საშუალებებს, რამდენი რაკეტა იქნებოდა ამისთვის საჭირო, და უფრო მეტიც, მსჯელობას ნატო-ს ჯარების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის წარმოების სხვადასხვანაირი ვარიანტების შესახებ. 

მაგალითის სახით საბჭოთა ავტორებს მოჰყავდათ სახმელეთო ჯარების გენერლის გი მერის „მიგნებები“ (რუს. „იზისკანია“), რომელსაც მანამდე ახლო წარსულში ეკავა უმაღლესი სამხედრო პოსტი _ შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსისა. გამოდიოდა რა მიმთითებელი (ძირითადი დებულებების განმსაზღვრელი) წერილით სამხედრო-თეორიულ ჯურნალში „დეფანს ნასიონალი“ (1983 წლი იანვარი), იგი ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე წერდა: „თანმედროვე პირობებში პოტენციურ მოწინააღმდეგედ შესაძლოა იყოს მხოლოდ საბჭოთა ბლოკი“. წერილის ავტორის სიტყვებით, სსრკ-ს ვითომდა განზრახული ჰქონდა გამოეყენებია „საბჭოთა კომუნიზმი მსოფლიო ბატონობის დამყარების მიზნით“, როგორც „პირდაპირი სტრატეგია“, ე. ი. „სამხედრო გზით დაიპყროს დასავლეთ ევროპა“, ისე „არაპირდაპირიც“ _ იარაღის გამოყენების გარეშე დასავლეთის სახელმწიფოთა დამორჩილების მიზნით. „ამ გზით, _ ამბობდა ფრანგი გენერალი, _ ჩვენ უკვე შევედით მესამე მსოფლიო ომში და უნდა ვემზადოთ ბრძოლებისთვის ჩვენი მოკავშირეების მხარდამხარ ჩვენი საზღვრების ფარგლებს გარეთ“. საბჭოთა ავტორები დამახასიათებლად თვლიდნენ იმას, რომ შეიარაღებული ძალების მაშინდელმა შტაბის უფროსმაც გენერალმა ჟ. ლაკაზმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი ახლა დაკავებულია მისი შეიარაღებული ძალების აქტიური მონაწილეობის თაობაზე საკითხის შესწავლით „ნატო-ს ძალების მოქმედებებში კრიზისის ან კონფლიქტის პირველივე ნიშნის გამოჩენისას“. 

როგორც იმ ხანად დასავლური პრესა აღნიშნავდა, ფრანგულ ჯარებში იყენებდნენ ამერიკული არმიისგან ნასესხებ იმ ჯარების გადაცმის პრაქტიკას, რომლებიც სწავლებებში გამოხატავდნენ მოწინააღმდეგეს, საბჭოთა სამხედრო ფორმაში. სარდლობის აზრით, ეს საშუალებას აძლევდათ ჩაეტარებიათ სწავლებები „საბრძოლოსთან მიახლოებულ ვითარებაში“ და ფსიქოლოგიურად მოემზადებიათ პირადი შემადგენლობა ომისთვის კონკრეტული „შესაძლო მოწინააღმდეგის“ წინააღმდეგ. ამასთან თუკი უფრო ადრე ჩვეულებრივ იზღუდებოდნენ იმით, რომ „მოწინააღმდეგის“ ჯარისკაცებს ჩაჩქანზე ახატვდნენ ვარსკვლავებს, იმჟამად საქმე უფრო ფართო საფუძველზე იქნა დაყენებული. ასე, 1983 წელს 30-ე მექანიზებული პოლკის სწავლებებში ლუნევილში (ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში) პირადი შემადგენლობის ნაწილს ჩააცვეს საბჭოთა სამხედრო ფორმის ტანსაცმლის მსგავსი ფორმა. ჟურნალი „ფრანს-სუარ მაგაზინი“ თავის კორესპონდენციაში სახელწოდებით „რუსებმა ვერ მოახერხეს ლუნევილის აღება“ იტყობინებოდა: „ნარინჯისფერთა ჯარები, რომლებიც ტრადიციულად ყველა მანევრებზე გამოდიან მოწინააღმდეგის სახით, ჩაცმული იყვნენ საბჭოთა არმიის ფორმაში. დალიანდაგებული ქურთუკები და ყურებინი ქუდები ოპერაციას აძლევდა ამაღელვებელ რეალიზმს“. ამაზე საპასუხოდ ფრანგი კომუნისტების გაზეთი „იუმანიტე“ წერდა: „იყო დრო, როდესაც დალიანდაგებულ ქურთუკებსა და ყურებიან ქუდებში გამოწყობილი საბჭოთა არმიის ჯარისკაცები იბრძოდნენ და კვდებოდნენ სტალინგრადში. თავიანთი თავისუფლებისა და ლუნევილის თავისუფლებისთვის. ახლა კი ჩვენ მათ გვიჩვენებენ მტრების სახით“. 

საბჭოთა ავტორების სიტყვით, თავად ფრანგი ჯარისკაცებიც ჩიოდნენ იმის გამო, რომ არმიაში შენარჩუნებული იყო უწინდელი წესები და რომ ტონს უწინდებურდ იძლეოდა რეაქციული ოფიცრობა. ასე, ჯარისკაცების ჯგუფი გფრ-ში განლაგებული ფრანგული ჯარებიდან გაზეთ „მონდის“ კორესპონდენტთან საუბარში ამბობდა: „ოფიცრები, ხოლო ისინი თითქმის ყველანი ფრანგული უცხოური ლეგიონიდან და საპარაშუტო ჯარებიდან არიან, გვიყვირიან და ტვინებს გვირეცხავენ. ისინი ისე გვექცევიან, როგორც ძაღლებს, როგორც რაღაც პაიკებს. ისინი გამუდმებით გვიმტკიცებენ, რომ რუსები არიან ჩვენი ტრადიციული მოწინააღმდეგეები, მაშინ როდესაც ჩვენ სამჯერ ვიომეთ გერმანიის წინააღმდეგ“. 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, პრონატოური და ანტისაბჭოთა ტენდენციის გაძლიერება სავსებით აწყობდათ ფრანგულ რეაქციულ წრეებს. მაგრამ, რამდენადაც მადა მოდის ჭამაში, ამდენად ისინი მოითხოვდნენ საფრანგთის ინტერესების უფრო მეტად დამორჩილებას აშშ-ისა და ნატო-ს დიქტატისადმი. ასე, ფრანგული „საზოგადოებრიობა ატლანტიკური გაერთიანებისთვის“, რომელშიც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ჩასანგრებული იყვნენ ყველაზე უფრო ყრუ რეაქციის მიმდევრები, დაუღალავად აშინებდა საზოგდოებას ყბადაღებული „საბჭოთა სამხედრო მუქარით“ და მოითხოვდა ფრანგული არმიის უშუალო დაბრუნებას ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო ორგანიზაციაში. ნატო-ს საბჭოს (1983 წლის) ივნისის სესიის დროს ატლანტისტებმა პარიზში შეკრიბეს ხმაურიანი ანტისაბჭოთა თავყრილობა. ულტრარეაქციონერთა ამ გამოხტომის ორგანიზატორი გახლდათ მარი-ფრანც გარო პრეზიდენტ ჟ. პომპიდუს ყოფილი მრჩეველი. საბჭოთა ავტორების თქმით, პროგრესულ წრეებში მას უწოდებდნენ „მადამ პერშინგს“, რადგანაც იგი დაუღალავად ამტკიცებდა, რომ „საბჭოთა კავშირმა ჩაიფიქრა მსოფლიოს დამორჩილება“ და რომ „გადარჩენის ერთადერთი შანსია ამერიკული „პერშინგები“. სხვა ატლანტისტებთან ერთად იგი იბრძოდა იმისთვისაც კი, რომ საფრანგეთი თავად დათანხმებოდა თავისი ეროვნული ტერიტორიის მიცემაზე ამერიკული ბრთვული რაკეტების გასალაგებლად. თავყრილობაზე, ხოლო მის მონაწილეთა შორის გახლდათ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შ. ერნიუც, კვლავ დებატები ჰქონდათ ნატო-ს დასახმარებლად „ევროპული არმიის“ შექმნის იდეაზე, რაც კეთილგანწყობით მიიღეს შეკრებილმა ანტისოვეტისტებმა, მათ შორის ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ი. ლუნსმაც. 

საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ხასიათდებოდა აგრეთვე მილიტარისტულ მიზნებზე ხარჯების განუხრელი ზრდით. იმ ვიტარებაში, როდესაც საფრანგეთის საზღვრებზე ყველაფერი მშვიდად იყო და არც კი ჩანდა მუქარის არანაირი ნიშნები არც ახლო და არც შორეული მეზობლების მხრიდან, როდესაც ქვეყნის შიგნით მტვრობ ეჯხებოდა ბევრ სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ სიზნელეს, თავდაცვის სამინისტროს საერთო ხარჯები არსებითად იზრდებოდა. მათი ზრდის დინამიკა გამოიყურებოდა შემდეგნაირად: 1981 წელს _ 124 მლრდ. ფრანკი, 1982 _ 145 მლრდ., 1983 _ 158,9 მლრდ. შემდგომ ხუთწლეულზე გამოყოფილი ჰქონდათ 830 მლრდ. ფრანკი, რომელთაგნ თითქმის მესამედი ასიგნებული იყო სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის ზრდაზე. ნატო-ში შეერთებული შტატების მოთხოვნით დადგენილი იყო სამხედრო ხარჯების ყოველწლიური სავალდებულო ზრდა 3%-ით. საფრანგეთი მნიშვნელოვნად ფარავდა ამ „ატლანტიკურ ნორმას“. 

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ნატო-ს წრეებში კმაყოფილებით შეხვდნენ აგრეთვე საფრანგეთის მთავრობის დაპირებას მუდმივად განემტკიცებია ფრანგული ჯარების 50-ათასიანი დაჯგუფება გფრ-ში, რომელიც გამოყოფილი იყო ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოქმედებებისთვის, და განსაკუთრებით გადაწყვეტილებას ფრანგული „სწრაფი გაშლის ძალების“ შექმნაზე (ზოგჯერ მას უწოდებდნენ „სწრაფი მოქმედების ძალებს“). უკანასკნელს აყალიბებდნენ ამერიკული ნიმუშის მიხედვით ამოცანების შესრულებისთვის როგორც ნატო-ს ზონაში, ისე მსოფლიოს სხვა რაიონებშიც. თავდაცვის სამინისტროს განმარტებების თანახმად, მასში უნდა შეეყვანათ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი და ჩაერთოთ შემდეგი დივიზიები: საჰაერო-სადესანტო, ორი ქვეითი და ორიც ახალი (ჯავშანსაკავალერიო, რომელსაც აყალიბებდნენ 31-ე ბრიგადის ბაზაზე, და აერომობილური ტანკსაწინააღმდეგო). 

ჩამოყალიბებადი ძალების მოქმედებების წინასახედ, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, გამოდგებოდა საფრანგეთის იმჟამინდელი უხეში ჩარევა ჩადის საშინაო საქმეებში, რომელსაც ახორციელებდნენ აშშ-ის ზეწოლით. მოკლე ვადაში ოპერაცია „მანტას“ ფრგლებში იქ გადაისროლეს ფრანგული სადესანტო ჯარები 3,5 ათას ადამიანამდე რიცხოვნებით, რომელთა დაჯგუფების ზრდასაც აგრძელებდნენ. ფაქტიურად საფრანგეთმა ჩადში შექმნა ყველაზე უფრო მსხვილი საინტერვენციო კორპუსი ალჟირში ომის დასრულების შემდეგ. ჩადის ფრანგულმა სამხედრო ოკუპაციამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა ამ მრავალტანჯულ ქვეყანაში და ქმნიდა საფრანგეთის ჩათრევის მუქარას კოლონიური ხასიათის გაჭიანურებულ სამხედრო კონფლიქტში. თუმცა კი თავიდან პარიზში აცხადებდნენ, რომ ჩადში ჯარები გაგზავნილია წმინდა საინსტრუქტორო მიზნებით, მაგრამ უკვე სექტემბრის დასაწყისში დაიწყო შეტყობინებების მოსვლა ფრანგული გამანადგურებელ-ბომბდმშენების „იაგუარი“ და ტაქტიკური გამანადგურებლების „მირაჟი“ მონაწილეობის შესახებ ბრძოლებში ხაბრეს მარიონეტული რეჟიმის მხარეზე. მათ სასტიკად დაბომბეს ეროვნული ერთიანობის გარდამავალი მთავრობის არმიის პოზიციები ჩადის დედაქალაქიდან 640 კმ-ზე ქვეყნის ჩრდილო-აღმოვლეტში მდებარე რაიონებში. მშვიდობიან მოსახლეობს შორის იყვნენ მოკლულები და დაჭრილები. გაზეთ „იუმანიტეს“ აზრით, ფრანგული ავიაციის მონაწილეობას საომარ ოპერაციებში არ გააჩნდა არანაირი გამართლება. ინგლისური გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ ყურადღებას აქცევდა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთმა ჩადი გადააქცია პოლიგონად უახლესი იარაღის საბრძოლო პირობებში გამოცდებისთვის. 

საფრანგეთის ჩარევა აშშ-სა და ზაირთან ერთად ამ სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში იწვევდა შინაური კონფლიქტის ინტერნაციონალიზციას, მუქარის ქვეშ აყენებდა მეზობელი ლიბიის უსაფრთხოებას, ამწვავებდა ვითარებას ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, დამღუპველ ზემოქმედებას ახდენდა საერთაშორისო კლიმატზე მთლიანობაში. 

აშშ-თან ერთად საფრანგეთი სულ უფრო აქტიურად ერთვებოდა ლიბანში სამხედრო ოპერაციების ჩატარებაში. ე. წ. „მრავალეროვნული ძალების“ შემადგენლობაში, რომლებიც იქ ჩავიდნენ 1982 წელს ვითომდა „სამშვიდობო მისიით“, იმყოფებოდა 2 ათასი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე. ლიბანის სანაპიროსთან თავმოყრილი იყო აგრეთვე საფრანგეთის სზძ-ის რამდენიმე ხომალდი მრავალმიზნობრივი ავიამზიდის „ფოშის“ მეთაურობით, რომელსაც ბორტზე ჰყავდა 40-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი. სექტემბრის დასაწყისიდან მოიერიშეები „სუპერ ეტანდერი“ და „კრუზეიდერი“, ავიამზიდიდან აფრენის შემდეგ, ამერიკულ თვითმფრინავებთან ერთობლივად რეგულარულად ახორციელებდნენ სადაზვერვო ფრენებს ბეირუთისა და ქვეყნის მთაგორიანი მხარეების თავზე. 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ბევრი უცხოელი მიმომხლველი საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური კურსის ევოლუციას აკავშირებდა ამერიკულ გავლენასთან. მართლაც, აშშ-ში ყოველთვის აშკარა გაღიზიანებით აღიქვამდნენ ტრადიციულ ფრანგულ პოზიციას ნატო-თან მიმართებით, დამოუკიდებლობის ნებისმიერ ელემენტს პარიზის სამხედრო-პოლიტიკურ კურსში. მოქმედებდა რა თავისი აგენტურის მეშვეობით საფრნგეტში მემარჯვენე ძალებისა და ყველა ჯურის ატლანტისტების სახით, იმდროინდელი ამერიკული ადმინისტრაცია (პრეზიდენტ რ. რეიგანის მმართველობის დასაწყისი) მიმართავდა ამ კურსის კორექტირების არცთუ წარუმატებელ მცდელობებს თავისთვის მომგებიანი მიმართულებით. ყველა ანტისაბჭოთა აქციაზე, რომლებსაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, 80-იანი წლების დასაწყისში მიმართავდნენ საფრანგეთში, „შპიონომანიის“ გაბერვისა და საბჭოთა დაწესებულებების თანამშრომელთა ჯგუფის ქვეყნიდან გაძევების მსგავსად, დაიმზირებოდა შტამპი „გაკეთებულია აშშ-ში“ (made in USA). ფრანგულ პოლიტიკზე ზემოქმედების ძლიერ ბერკეტს ვაშინგტონის ხელში წარმოადგენდა „ფინანსური განგსტერიზმი“, რომელიც გამოიხატებოდა ქვეყნის ეკონომიკურ ძარცვაში დოლარის კურსის ხელოვნურად აწევისა და საბანკო სააღრიცხვო ფსონების მეშვეობით. 

მთლიანობაში პარიზში იმდროინდელი მოვლენების ზოგიერთ საკითხს, მათ შორის ძალთა თანაფარდობის დაანგარიშებასა და ნატო-ს სარაკეტო-ბირთვულ გადაიარაღებას, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ყურება დაუწყეს ამერიკული სათვალეებით. ასეთ ცალმხრივ მიდგომას უარყოფდა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოებრიობა, არამედ ზოგიერთი თვალსაჩინო ფრანგი სამხედრო მოღვაწეც. „ასის მიმართვის“ ხელმომწერ პირებს შორის, რომლის გარშემოც 1983 წელს საფრანგეტში იშლებოდა ფართო მოძრაობა მშვიდობისთვის, იყო ორი უმაღლესი ოფიცერიც: ვიცე-ადმირლი ა. სანგინეტი, სზძ-ის შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, და სახმელეთო ჯარების გენერალი ფ. გამბიეზი, ალჟირში ფრანგული ჯარების ყოფილი მთავარსარდალი. ორივე ისინი აკრიტიკებდნენ სიტყვაშეუბრუნებელ სწორებას აშშ-სა და ნატო-ზე. სანგინეტი „საბჭოთა სამხედრო უპირატესობის“ შესახებ თეზისს პირდაპირ უწოდებდა უზარმაზარ სიცრუეს, ხოლო გამბიეზი კი ყველას აფრთხილებდა სარაკეტო-ბირთვულ შეიარაღებათა ესკალაციის სახიფათო შედეგების თაობაზე, მოუწოდებდა სსრკ-თან კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებისკენ. 

რაც შეეხებოდა საბჭოთა კავშირს, საბჭოთა ავტორების სიტვით, თავის ურთიერთობებში საფრანგეთთან იგი ამოდიოდა ორივე ქვეყნის ძირეული ინტერესებიდან და თვლიდა, რომ ყოველმხრივი საბჭოთა-ფრანგული თანამშრომლობის არა შემცირება-შეწყვეტა, არამედ განვითარება ემსახურებოდა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს. „ვიჩენთ რა თავშეკავებულობას, _ ამბობდა იუ. ვ. ანდროპოვი ჟურნალ „შპიგელის“ გამომცემლთან საუბარში, _ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საბჭოთა-ფრანგული ურთიერთობების ფართო ინტერესებით, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და რომლებიც ყალიბდებოდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ევროპაში განმუხტვის შენარჩუნების ინტერესებით“. ამ ურთიერთობებს, საბჭოთა ავტორების დასკვნით, შესაძლო იყო მიეღოთ შემდგომი განვითარება ახალი საბჭოთა ინიციატივის ნიშნის ქვეშ, რომელიც წამყენებულ იქნა 1983 წლის აგვისტოს ბოლოში, _ წინადადებისა 300-მდე შეემცირებიათ სსრკ-ისა და ნატო-ს ხელთ არსებული საშუალო სიშორის ბირთვული საშუალებები (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩათვლით) და ლიკვიდირება ჩაეტარებიათ ყველა შემცირებული საბჭოთა რაკეტისთვის. ამ წინადადების განხორციელება რეალურ გზას გაუხსნიდათ გამალებული შეიარაღების მანკიერი წრიდან გამოსვლისა და ევროპაში სამხედრო დაძაბულობის დაძლევისთვის, აგრეთვე იმ სახიფათო დანალექების დაძლევისთვისაც, რომლებიც ჩრდილს აყენებდნენ საბჭოთა-ფრანგულ ურთიერთობებს. 

მოიძია და თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა 

08. 11. 09. 

გამოყენებული ლიტერტურა


No comments:

Post a Comment