ნაწილი II
1916 წლის კამპანია
წლის დასაწყისში სიტუაცია გერმანიისა და მისი მოკავშირეებისათვის არცთუ სანუგეშო შედეგებით ხასიათდებოდა. ორივე წინამორბედ კამპანიაში გერმანიამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია. ვერ იქნენ გამოყვანილი მწყობრიდან ვერც საფრანგეთი 1914 წ., ვერც რუსეთი 1915 წ. თვით ბალკანეთის ფრონტზეც კი, სადაც გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად ყველაზე უფრო მეტ წარმატებებს მიაღწია, მათ ვერ შეძლეს თავიანთ მოწინააღმდეგეთათვის სრული დამარცხება მიეყენებინათ. ანგლო-ფრანგებმა სალონიკთან პლაცდარმის შენარჩუნება შეიძლეს, სადაც მალე სრულფასოვანი ფრონტი იქნა ორგანიზებული. სიტუაციას გერმანიისათვის ჩვეულებრივი ფორმა ჰქონდა – „ვერგადამჭრელი წარმატებისა ყველა ფრონტზე“. ამასობაში სიტუაცია თანდათანობით გერმანიისათვის არახელსაყრელ მხარეს იცვლებოდა. 1916 წ. დასაწყისისათვის ინგლისსა და საფრანგეთს უკვე ჰქონდათ გერმანიაზე 75–80 დივიზიით უპირატესობა და მნიშვნელოვან წილად მოახდინეს საარტილერიო შეიარაღების (მძიმე არტილერიისა და საბრძოლო მასალების წარმოების) სფეროში თავიანთი ჩამორჩენის ლიკვიდაცია. გამკაცრებულ იქნა გერმანიის საზღვაო ბლოკადა, „გერმანიაში 1916 წლისათვის დაიწყო მომარაგებაში უკმარისობათა შეგრძნება როგორც საზღვაო ბლოკადის შედეგისა, რომელსაც უპირატესად ბრიტანული ფლოტი ახორციელებდა, და რომელმაც შეწყვიტა არა მარტო სამხედრო კონტრაბანდის შემოტანა, არამედ საერთოდ ყველა სახეობის ნედლეულის და კვების პროდუქტებისა“. ამან ოთხთა კავშირის ქვეყნებში საშინაო პრობლემების თანდათანობით ზრდა განაპირობა. ასეთ პირობებში გერმანული სარდლობა ომის ახალი სტრატეგიის არჩევის წინაშე აღმოჩნდა. ვერ მიაღწია რა გადამწყვეტ წარმატებას აღმოსავლეთის ფრონტზე 1915 წლის კამპანიაში, გერმანულმა სარდლობამ გადაწყვიტა 1916 წელს გადამწყვეტი დარტყმა დასავლეთში მიეყენებია და საფრანგეთი ომიდან გამოეყვანა. ვერ ფლობდა რა უკვე მოულოდნელობის ფაქტორსა და ძალებში მნიშვნელოვან აღმატებას (უპირატესობას), შეიარაღებაში აღმატების შემცირებისა და პოზიციური ჩიხის პირობებში, იგი გამარჯვების სწრაფი მიღწევის ამოცანის გადაწყვეტას ეძიებდა. გამოსავალს იგი იმ დროს ფრონტის შედარებით მცირე უბანზე შეტევის ჩატარებაში ხედავდა, შეტევისათვის ფარული მომზადების ყველა ზომის უზრუნველყოფით. თავად შეტევა არტილერიის მასირებულ გამოყენებაზე დაყრდნობით იგეგმებოდა, პირველ რიგში მძიმე არტილერიისა. საკუთრივ შეტევა უნდა მიემართათ არა გაძლიერებული თავდაცვის წინააღმდეგ ფრონტის გაყოლებით, არამედ ციხესიმაგრეთა წინააღმდეგ. ამას მოწინააღმდეგისათვის მოულოდნელობის ელემენტი უნდა უზრუნველეყო. თვითონ ციხესიმაგრეთა თავდაცვაზე შეტევაში პრინციპულ სიძნელეებს არ მოელოდნენ, 1914 წ. ბელგიასა და 1915 წ. რუსეთში ციხესიმაგრეთა წარმატებით დაპყრობის გამოცდილების შემდეგ. მძიმე და ზემძიმე არტილერიის მასირებულ გამოყენებას უნდა ჩაეხშო და გაენადგურებია მოწინააღმდეგის თავდაცვა, რომელიც თვით ციხესიმაგრეთა ნაგებობებზე დაყრდნობით იყო ორგანიზებული. მოწინააღმდეგის გამაგრებული ფრონტის გარღვევას უნდა შეექმნა პირობები სიღრმეში შეტავაზე გადასვლისათვის, ხოლო მოწინააღმდეგის კონტრშემოტევის მცდელობა კი არტილერიის მასირებულად გამოყენების ხარჯზე ჩაიშლებოდა. ამრიგად, გერმანულმა სარდლობამ თავის ანგარიშებში ყურადღება ვერდენის გამაგრებული რაიონის დაპყრობას მიაქცია. მან დაგეგმა ვერდენის შვერილის საფუძველში მძლავრი საფლანგო დარტყმებით მოეჭრა იგი, ალყაში მოაქცევდა რა მოწინააღმდეგის მთელ ვერდენულ დაჯგუფებას, და ამით შეექმნა უზარმაზარი რღვეული ანგლო-ფრანგული ჯარების თავდაცვაში, რომლის გავლითაც შემდეგ ფრანგული არმიების ფლანგსა და ზურგში დარტყმის მიყენება და მოკავშირეთა მთელი ფრონტის განადგურება ივარაუდებოდა.
1916 წლის 21 თებერვალს გერმანულმა ჯარებმა ვერდენის ციხესიმაგრის რაიონში დაიწყეს შეტევითი ოპერაცია, რომელმაც „ვერდენთან ბრძოლის“, ანუ „ვერდენის სასაკლაოს“ სახელწოდება მიიღო. გერმანული შეტევა ფრანგული სარდლობისათვის მნიშვნელოვან წილად მოულოდნელი აღმოჩნდა. 40 კმ სიგანის შეტევის ფრონტზე ფრანგულ თავდაცვას ჯერ უხილავი ძალის საარტილერიო დარტყმა ანადგურებდა. „მანამდე უხილავი ძალისა“ და „მძიმე კალიბრების არტილერიის ჯერ არნახული გამოყენებით“ 9-საათიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ გერმანული ჯარები შეტევაზე გადავიდნენ. ავანგარდში მცირე ჯგუფები მიდიოდნენ, მათ ძირითადი ძალები მიჰყვებოდნენ. შეტევა დღისითა და ღამით წარმოებდა. საარტილერიო დარტყმის ძალამ გერმანულ ჯარებს გზა გაუკვალა. გერმანელი სარდლის ე. ფალკენჰაინის განცხადებით, „ადამიანებმა მოწინააღმდეგის უახლოესი ხაზები უბრალოდ ჩაირბინეს“. ამასთან წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი მოულოდნელობის ფაქტორმა ითამაშა, გერმანულმა სარდლობამ მოახერხა ჯარების რიცხოვნებაში უპირატესობისათვის მიეღწია, პირველ დღეებში 6½ გერმანულ დივიზიას, სულ 60 ბატალიონს, 2 ფრანგული დივიზიის (72-ე და 51-ე დივიზიების), ანუ სულ 30 ბატალიონის განლაგება უნდა გაერღვია. გერმანულმა ჯარებმა თავდაცვის 1-ლი და მე-2 გამაგრებული ხაზები გაიარეს. 25 თებერვალს უკანასკნელი მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული, უმნიშვნელო დანაკარგებით მოხერხდა თავდაცვის ერთ-ერთი საყრდენი კვანძის, ფორტ დუომონის დაპყრობა. მაგრამ შემდგომში გერმანული შეტევა გაჩერებულ იქნა. ძალების უკმარისობის შედეგად ფრონტის მცირე უბანზე დაწყებულმა შეტევამ ფრანგულ სარდლობას საშუალება მისცა მოწინააღმდეგის ფლანგებზე საარტილერიო დაჯგუფებისათვის თავი მოეყარა, გერმანული ჯარებისათვის ძლიერი დანაკარგები მიეყენებია და მათი წინსვლა გაეძნელებია. ფრონტის სხვა უბნებიდან საჩქაროდ გადმოსროლილმა ფრანგულმა ჯარებმა თავდაცვის ახალი ხაზები შექმნეს. ამის შედეგად ბრძოლა ორივე მოწინააღმდეგის მოქანცვისა და გამოფიტვისათვის გამიზნულ ბრძოლაზე გადავიდა. შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ, რომლებსაც თან ორივე მხრიდან უზარმაზარი დანაკარგები ახლდა, გერმანელებმა 6–8 კილომეტრით წინ წასვლა და ციხესიმაგრის რამდენიმე ფორტის აღება მოახერხეს, მაგრამ მათი შეტევა გაჩერებულ იქნა, და შემდგომში ოქტომბერ – დეკემბერში ფრანგულმა ჯარებმა, რიგი მძლავრი კონტრშეტევების ჩატარებით, გერმანელები ციხესიმაგრის რაიონში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პოზიციებიდან განდევნეს. ეს ბრძოლა 1916 წლის 18 დეკემბრამდე გრძელდებოდა. ფრანგებმა და ინგლისელებმა 750 ათასი ადამიანი დაკარგეს, გერმანელებმა კი – 450 ათასი. მოცემული ბრძოლა, სომაზე ბრძოლასთან ერთად, მთელი ომის ყველაზე უფრო სისხლისმღვრელ ბრძოლებად შეიქნენ და უარყოფითი (სასაყვედურო) აზრიც შეიძინეს. ვერდენთან ბრძოლის უიღბლო განვითარებას შედეგად მისი მთავარი ინიციატორის გერმანული გენერალური შტაბის უფროსის ე. ფალკენჰაიმის გადადგომა მოჰყვა, რომელიც 1916 წ. ზაფხულის ბოლოს პ. ჰინდენბურგით შეიცვალა.
ფრანგული სარდლობის თხოვნით 1916 წლის მარტში რუსულ დასავლეთის ფრონტზე შეტევით ნაროჩის ოპერაციას მიმართეს. გერმანული თავდაცვის გარღვევის ორკვირიანი მცდელობები წარუმატებლად დამთავრდა, მაგრამ ამ დროის მანძილზე გერმანელების მიწოლა ვერდენზე არსებითად იქნა შესუსტებული.
ვერდენის ბრძოლის მსვლელობისას პირველად გამოიყენეს ახალი იარაღი გერმანელთა მხრიდან – ცეცხლსატყორცნი. ცაში ვერდენის თავზე ომების ისტორიაში პირველად იქნა დამუშავებული საბრძოლო მოქმედებათა წარმოების პრინციპები თვითმფრინავებიდან – ანტანტის ჯარების მხარეზე ამერიკული ესკადრილია „ლაფაიეტი“იბრძოდა. გერმანელებმა პირველად დაიწყეს გამანადგურებელი თვითმფრინავის გამოყენება, რომელშიც ტყვიამფრქვევები სინქრონულად, მბრუნავი პროპელერის გავლით ისროდნენ, ისე რომ მას არ აზიანებდნენ.
საველე და გრძელვადიანი სიმაგრეების შეხამების სისტემამ მათი განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა წარმოაჩინა. ფორტები წინააღმდეგობის მძლავრი კერა გახლდნენ, რომლებიც გამაგრებული რაიონის ფრონტსა და სიღრმეში თავდაცვას ადუღაბებდნენ. საარტილერიო ცეცხლს, რომელიც თავდაცვის სისტემაში უზარმაზარ ნგრევებს აყენებდა, არ შეეძლო ფორტების ძირითადი ნაგებობანი (რკინა-ბეტონის ან მოჯავშნული) მწყობრიდან გამოეყვანა. ასე, თუმცა კი ფორტ დუომონზე 100 ათასზე მეტი ჭურვი იქნა გაშვებული, ძირითადად ზემძიმე და მძიმე ყალიბებისა, მისი საბრძოლო სატყვიაფრქვევო და საარტილერიო კოშკები უვნებელი დარჩა; ასევე მოჯავშნული სადამკვირვებლო (სათვალთვალო) პუნქტებიც გადარჩა.
ვერდენთან ბრძოლაში საარტილერიო ცეცხლის ძალამ ლიტერატურაში ჰპოვა ასახვა, ა. ბარბიუსი თავის ნაწარმოებში „ცეცხლი“წერდა: „თქვენ რომ გენახათ, რითი გვიმასპინძლდებოდნენ არდენთან, მე იქ მიყავი. მხოლოდ „ზორბებით“: სამას ოთხმოცი, ოთხას ოცი, ოთხას ორმოცი. აი როცა ასე გიშენენ ცეცხლს, შეგიძლია თქვა: „ახლა მე ვიცი, თუ რა არის დამომბვა!“ მთელი ტყეებია მოცელილი, როგორც პურის თავთავები; ყველა საფარი დანგრეულია, თუნდაც მათზე სამ რიგად ყოფილიყო მორები დალაგებული და მიწაც დატკეპნილი; ყველა გზაჯვარედინი ფოლადის წვიმითაა დაფარული, გზები თავდაყირა გადაბრუნებული და რაღაცნაირ გრძელ კუზებად გადაქცეული; ყველგან განადგურებული აღალი, დამსხვრეული ქვემეხები, გვამებია დაყრილი, თითქოს ერთ გროვად, ნიჩბით“.
[სურათი]
ბრიტანული ქვეითი ჯარის შეტევა სომაზე ბრძოლაში
[სურათი]
ავსტრიული სანაღმსატყორცნე გათვლა ქვემეხის სანგარში
იტალიური სარდლობის თხოვნით და რუსული მთავარი სარდლობის ბანაკის დირექტივის თანახმად 1916 წლის 4 ივნისს რუსულ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე შეტევითი ოპერაცია დაიწყო, რომელიც თავდაპირველად იგეგმებოდა როგორც დამხმარე დასავლეთის ფრონტისათვის. მოგვიანებით ამ ოპერაციამ „ბრუსილოვის გარღვევის“ სახელწოდება მიიღო ფრონტის სარდლის ა. ა. ბრუსილოვის სახელის მიხედვით. 3 ივლისს დასავლეთის ფრონტმა ბელორუსიაში გერმანული ფრონტის გარღვევისა და ბრესტ-ლიტოვსკისაკენ წინსვლის მიზნით შეტევის დაწყება სცადა, მაგრამ ბარანოვიჩის ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა, იმ დროს როცა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტმა გერმანულ და ავსტრო-უნგრულ ჯარებს გალიციასა და ბუკოვინაში მძიმე დამარცხება მიაყენა, რომელთა საერთო დანაკარგებმაც 1,5 მლნ ადამიანზე მეტი შეადგინეს.
ოპერაცია სომაზე მზადდებოდა ანგლო-ფრანგული სარდლობის მიერ როგორც 1916 წლის ძირითადი ოპერაცია. 1915 წელს გერმანიის ძირითადი ძალების რუსეთის წინააღმდეგ გადაყვანამ საშუალება მისცა მოკავშირეებს დაეგროვებინათ ძალები ამ შეტევისათვის. ვერდენთან გერმანულმა შეტევამ საფრანგეთის მნიშვნელოვანი ძალების იქეთ გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ ვერ შეძლო სომაზე შეტევისათვის მზადება გაეჩერებინა. ამასთან ძირითადი ძალისხმევა უკვე ინგლისის მხრიდან უნდა ყოფილიყო. შეტევისათვის ანგლო-ფრანგული დივიზიების საერთო რაოდენობამ 60 ერთეული შეადგინა. ანგლო-ფრანგული სარდლობა ასევე პოზიციური ჩიხის გადალახვის ხერხებს, მოწინააღმდეგის გამაგრებული ფრონტის გარღვევის ხერხს ეძიებდა. ძირითადი ფსონი მძლავრი საარტილერიო მომზადების ორგანიზებაზე კეთდებოდა, ფართო ფრონტზე, თავდაპირველად 70 კმ-ზე, რასაც გარღვევის მიმართულების გარკვევაში მოწინააღმდეგის დეზორიენტაცია უნდა მოეხდინა. ხდებოდა „თავდაცვის გარღვევის ამოცანის წონასწორული სამხედრო გადაწყვეტის“ ორგანიზაცია, „რომლის დროსაც არტილერიაც და ქვეითი ნაწილებიც შეტევის მთელი ზოლის გაყოლებაზე დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით ნაწილდებიან“. შეტევა შემტევი ქვეითი ჯარისა და არტილერიის ურთიერთმოქმედების ორგანიზებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით იყო ჩაფიქრებული. „საარტილერიო ცეცხლის მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში გადატანის ტემპთან მიმართებაში ბრძანებებში გამოყენებული იყო სიტყვათა შეხამება „ნელი დინება“; ქვემეხების დამმიზნებლებს ნაბრძანები ჰქონდათ ისე მოეხდინათ სამიზნეების გადაწყობა, რომ ცეცხლის სიშორე არ გაზრდილიყო ისეთი სიჩქარით, რომელიც წუთში 45 მეტრზე მეტი იქნებოდა, რაც „ცეცხლის ფარდის ნელ გადაადგილებას“ უზრუნველყოფდა. იმავე დროს ქვეით ჯარს ბრძანება ეძლეოდა, იმ შემთხვევაში თუ იგი თავისი საბრძოლო ამოცანის ობიექტს იმაზე ადრე მიაწევს, ვიდრე მას დარტყმას მიაყენებს არტილერია, მანამდე ვიდრე ფეხოსნები დაიწყებენ შეტევას, ისინი უნდა გაჩერდნენ და დაელოდონ, სანამ საარტილერიო ჭურვები თავიანთ საქმეს გააკეთებენ. ზარბაზნებს ქვეითი ჯარისათვის გზა უნდა გაეკვალათ, და რათა ამ ამოცანის შესრულება უზრუნველეყოთ, მოიერიშე ბატალიონებთან ცეცხლის მაკორექტირებელი საარტილერიო ოფიცრები იყვნენ მიმაგრებული, რომელთა ამოცანაც მოწინააღმდეგის პოზიციებზე ჭურვების გასკდომების მიხედვით (საკუთარი ქვემეხების) ცეცხლის კორექტირება გახლდათ. ჩაფიქრებული იყო უზარმაზარი ძალის საარტილერიო მომზადება. ამის შედეგად ანგლო-ფრანგულმა სარდლობამ ყურადღება მიაქცია ფრონტის ფართო უბანს პატარა მდინარე სომას დინების ორივე მხარეზე ჩრდილოეთ საფრანგეთში. „გერმანული პოზიციების აღჭურვა აქ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა და ისინი ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო ხელოვნების გამოყენების მაღალ ნიმუშს წარმოადგენდნენ. მავთულხლართები, ბეტონი, უსაფრთხო სადგომ-სათავსოები გარნიზონისათვის, ფარული საფლანგო თავდაცვა ტყვიამფრქვევებით, სოფლები და ტყეები, რომლებიც თავისებურ პატარა ციხესიმაგრეებად იყვნენ გადაქცეული, – ასეთი იყო ზოგადად გერმანელთა გამაგრებული პოზიციების ხასიათი, რომლებიც მათ 2 ზოლად ჰქონდათ ერთი-მეორისაგან 2-3 კმ დაშორებით, და მე-3 ზოლის მშენებლობაც იყო დაწყებული“. გერმანული პოზიციების გასანადგურებლად სანაღმო გალერეები იქნა გამოყენებული, სულ შეტევის პირველ დღეს დიდი სიმძლავრის სულ 19 სანაღმო აფეთქება განახორციელეს. სხვა საშუალებას, რომელსაც გამაგრებული ფრონტის გარღვევის სამსახური უნდა გაეწია, წარმოადგენდნენ ტანკები. მაგრამ შეტევის დაწყებისათვის ისინი მზად არ იყვნენ და მხოლოდ შემდგომში იქნენ გამოყენებული. ძალების მნიშვნელოვანი ნაწილის ვერდენთან გადასროლის გამო ანგლო-ფრანგული სარდლობა იძულებული შეიქნა გარღვევის ფრონტის სიგანე 40 კმ-მდე შეემცირებინა. 24 ივნისს დაიწყო საარტილერიო მომზადება, რასაც 1 ივლისს შეტევაც მოჰყვა. თავდაპირველად შეტევა წარმატებით ვითარდებოდა. ეს ბევრწილად იმით იყო განპირობებული, რომ გერმანულმა სარდლობამ დარტყმის ძალა სრულად ვერ შეაფასა, რამდენადაც იგი თვლიდა, რომ ვერდენთან გერმანული შეტევის გაგრძელების პირობებში მოწინააღმდგეს საკმარისი ძალები არ გააჩნია. თუმცა კი შემოტევის მზადება ცნობილი იყო გერმანული სარდლობისათვის, მაგრამ იგი ამ მზადებად შემოტევას განიხილავდა როგორც დამხმარე დარტყმას, რომელსაც მხოლოდ ვერდენთან მოკავშირეების მდგომარეობა უნდა შეემსუბუქებინა, აგრეთვე რუსული ფრონტის მდგომარეობაც. ამის შედეგად დარტყმის ძალა მისთვის გარკვეულ წილად მოულოდნელი აღმოჩნდა. უზარმაზარი ძალის საარტილერიო მომზადებამ გერმანული თავდაცვა მნიშვნელოვანი ზომით გაანადგურა, რის შემდეგაც ქვეითი ჯარის ტალღები შეტევაზე გადავიდნენ.
გერმანული მოხსენების თანახმად „მოწინააღმდეგე მასირებულ შეტევაში მჭიდროდ შეკრული უთანასწორო ჯაჭვებით (შარებით) მოდიოდა, რომლებსაც კვალში ჯარისკაცთა მცირე კოლონები მოჰყვებოდნენ... თუმცა კი შემომტევთა უჩვეულო სიმამაცეში ეჭვი არ შეიძლება იქნას შეტანილი, ამ შემოტევების დროს განცდილი დიდი დანაკარგებისათვის ბრტიტანული არმია მსგავს საბრძოლო მოწყობას უნდა უმადლოდეს“. გადარჩენილი ტყვიამფრქვევები შემომტევ ჯარებს უზარმაზარ დანაკარგებს აყენებდნენ, ზოგჯერ თუნდაც ერთადერთი გადარჩენილი ტყვიამფრქვევი შემოტევას უზარმაზარ დაბრკოლებას უქმნიდა. თავდაცვა ისევ შეტევაზე თავისი უპირატესობის დემონსტრირებას ახდენდა. მიუხედავად ამისა, ძალებში თავდაპირველი უპირატესობა უზრუნველყოფდა მოკავშირეთა წინსვლას. მაგრამ საცეცხლე თანხლების ორგანიზების ამოცანა იმ პირობებისათვის რთული აღმოჩნდა, გარღვევის ფრონტის შემცირებამ და შეტევის უიღბლო (შეუსაბამო) ტაქტიკამ გერმანიას შესაძლებლობა მისცა დარტყმის მიმართულებაზე ძალები გაეზარდა. გერმანელებმა მუქარის მიმართულებაზე ფრონტის პასიური უბნებიდან თავიანთი რეზერვების სწრაფად თავის მოყრა დაიწყეს. ამან მათ საშუალება მისცა ივლისის შუა რიცხვებისათვის გარღვევის რაიონში თავიანთი ჯარები 11 დივიზიით გაეძლიერებინათ, ესე იგი სულ შეიქნა 18-19 დივიზია. ივლისის ბოლოსათვის კი ისინი აქ 30 დივიზიამდე გაიზარდნენ. ამის შედეგად შეტევა კვლავ გამოფიტვაზე გადასულ ბრძოლად გარდაიქმნა. სიტუაცია ვერც სექტემბერში ახალი იარაღის – ტანკების ბრძოლაში შემოყვანამ შეცვალა. ამით სამხედრო-ტექნიკურ მიმართებაში მოწინააღმდეგეებთან შედარებით გერმანიის ჩამორჩენა პირველად აღინიშნა, გერმანიამ შემდგომში მხოლოდ 1918 წლისათვის შეძლო ტანკების შემუშავება და ძალზედ შეზღუდული მასშტაბებით გამოყენებაც. ნოემბერში ოპერაცია თანდათანობით მინელდა. გამაგრებული ფრონტის გარღვევის ამოცანა გადაწყვეტილი არ ყოფილა. ოპერაციის შედეგები 10 კმ-მდე წინსვლასა და 200 კვ. კმ ტერიტორიის დაპყრობამდე, 105 ათასი ტყვის, 1500 ტყვიამფრქვევისა და 350 ქვემეხის ხელში ჩაგდებამდე იქნა დაყვანილი. სომაზე ბრძოლაში მოკავშირეებმა დაახლოებით 625 ათასი ადამიანი დაჰკარგეს, გერმანელებმა – 465 ათასი. თავად ბრძოლამ სომაზე, ისევე როგორც ვერდენთანაც, პიროსის გამარჯვების მსგავსი უარყოფითი (სასაყვედურო) აზრი შეიძინა, როგორც განსაკუთრებით მძიმე და სისხლისმღვრელმა ბრძოლამ.
კავკასიის ფრონტზე იანვარ – თებერვალში არზრუმთან ბრძოლაში რუსულმა ჯარებმა სასტიკად გაანადგურეს თურქული არმია და ქალაქ არზრუმს დაეუფლნენ, აპრილში ტრაპიზონის ოპერაციის მსვლელობისას ქალაქი ტრაპიზონი, იქნა აღებული, ივლის–აგვისტოში – ქალაქები ერზინჯანი და მუში.
რუსული არმიის წარმატებებმა წაახალისეს რუმინეთი ანტანტის მხარეზე გამოსასვლელად. 1916 წლის 17 აგვისტოს დადებულ იქნა ხელშეკრულება რუმინეთსა და ანტანტის ოთხ დერჟავას შორის. რუმინეთი იღებდა ვალდებულებას ომი გამოეცხადებინა ავსტრია-უნგრეთისათვის. ამის სანაცვლოდ მას ტრანსილვანიას, ბუკოვინის ნაწილსა და ბანატს დაჰპირდნენ. 28 აგვისტოს რუმინეთმა ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა. თუმცა კი წლის ბოლოსათვის რუმინეთის არმია დამარცხებულ იქნა, და ქვეყნის დერიტორიის დიდი ნაწილიც ბუქარესტის ჩათვლით, ოკუპირებული. ამან რუსეთისაგან სამხედრო ძალების რუმინეთში შეყვანა და ფრონტის სტაბილიზაცია მოითხოვა, რითაც თავისი ფრონტი კიდევ უფრო გაიგრძელა. რუმინეთის ნაწილის დაპყრობამ საშუალება მისცა გერმანიას იქიდან სტრატეგიული ნედლეულისა და საწვავის დიდი მარაგები ამოეხაპა.
1916 წლის საომარი კამპანია მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნა აღნიშნული. 31 მაისს – 1 ივნისს მთელი ომის მანძილზე უმსხვილესი იუტლანდის საზღვაო ბრძოლა იქნა წარმოებული.
გერმანიის მცდელობა მოეხსნა საზღვაო ბლოკადა წარუმატებლად დასრულდა, გერმანიის ბლოკადა სავსებით უზრუნველყოფილი დარჩა. ამან ოთხთა კავშირის ქვეყნებში სამხედრო მრეწველობის რესურსებით მომარაგების, აგრეთვე არმიისა და მოსახლეობის სურსათით მომარაგების შემდგომი გაუარესება, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ზრდა განაპირობა. საზღვაო ბლოკადის გარღვევის შემდგომი მცდელობებისათვის მიმართვა გერმანიას უკვე აღარ შეეძლო და მან წყალქვეშა ფლოტის მოქმედებებზე დაიწყო ზღვაზე ომის სიმძიმის გადატანა. გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის შეერის მტკიცებით, ფლოტის მოქმედებები ახლა უკვე უმთავრესად წყალქვეშა ომის მხარდაჭერაში ვლინდებოდა. ამრიგად, გერმანიის უზარმაზარი წყალზედა სამხედრო ფლოტის შესაქმნელად გაწეული მთელი ძალისხმევა უაზრო აღმოჩნდა.
ყველა წინამორბედმა აღწერილმა მოვლენამ მოახდინა ანტანტის უპირატესობის დემონსტრაცია. 1916 წლის ბოლოსათვის ორივე მხარემ 6 მლნ ადამიანამდე დაკარგა, დაახლოებით 10 მლნ დაიჭრა. 1916 წლის ნოემბერ–დეკემბერში გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა ზავი შესთავაზეს, მაგრამ ანტანტამ უარყო წინადადება, მიუთითა რა, რომ მშვიდობა (ზავი) შეუძლებელია „იმ დრომდე, სანამ არ არის უზრუნველყოფილი დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებათა აღდგენა, ეროვნებათა პრინციპისა და მცირე სახელმწიფოთა თავისუფლად არსებობის პრინციპის აღიარება (ცნობა)“.
1917 წლის კამპანია
[სურათი]
აღმოსავლეთის ფრონტი (1 იანვარი – 1 სექტემბერი 1917)
[სურათი]
ფიცისადმი ერთგული რუსი ჯარისკაცი ცდილობს თავის თანამებრძოლთა გაჩერებას
ცენტრალური დერჟავების მდგომარეობა 1917 წლისათვის კატასროფული შეიქნა: არმიისათვის უკვე აღარ იყო რეზერვები, შიმშილის, სატრანსპორტო ნგრევისა და საწვავის კრიზისის მასშტაბებიც იზრდებოდა. ანტანტის ქვეყნებმა მნიშვნელოვანი დახმარების მიღება დაიწყეს აშშ-გან (სურსათი, სამრეწველო საქონელი, მოგვიანებით კი დამხმარე ჯარებიც), და იმავდროულად აძლიერებდნენ გერმანიის ეკონომიკურ ბლოკადას. მათი გამარჯვება, შეტევითი ოპერაციების ჩატარების გარეშე, ცენტრალური დერჟავების გამოფიტვის გზით მხოლოდ დროის საქმედ-ღა რჩებოდა. ამასთან ის ფაქტორები, რომლებიც ოთხთა კავშირის ქვეყნებში საშინაო კრიზისის გამწვავებას განაპირობებდა, ასევე ინგლისისა და საფრანგეთის მნიშვნელოვან მოკავშირეს – რუსეთსაც ძლიერად ეხებოდა. ომამდე მისი ვაჭრობის ძირითადი ნაკადი ბალტიისა და შავი ზღვების გავლით წარმოებდა, რომლებიც გერმანიასთან ომის დაწყებისა და ომში ოსმალეთის იმპერიის ჩართვის შემდეგ ბლოკირებული შეიქნა. ყველა დანარჩენი სავაჭრო გზა მნიშვნელოვან როლს ვერ თამაშობდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო ნაკადის უზრუნველყოფაც არ შეეძლო. საჩქაროდ მიღებულ ზომებს ტრანსციმბირული რკინიგზის მშენებლობის დამთავრებისა (დასრულდა 1916 წელს) და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში პორტის აშენებისათვის (დღეს – მურმანსკი) არ შეეძლოთ ძირეულად შეეცვალათ სიტუაცია. რუსეთი ანტანტის ბლოკში სუსტ რგოლად იქცეოდა. ამან რუსეთისათვის 1917 წელს უძლიერესი სახით იწყო გამოვლენა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკურმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში ომის დასრულების ლოზუნგით მოვიდა, 15 დეკემბერს წინასწარი (დროებითი) ზავი დადო გერმანიასა და მის მოკავშირეებთან. გერმანიის ხელმძღვანელობას გაუჩნდა იმედი ომში მისთვის ხელსაყრელი შედეგის დადგომისა.
საომარ მოქმედებათა მთავარი თეატრები
1916 წლის სტრატეგიულ წარუმატებლობათა გაცნობიერების შემდეგ გერმანულმა სარდლობამ ჰინდენბურგისა და ლჲუდენდორფის სახით შეტევის მცდელობებზე უარი განაცხადა და ყველა სახმელეთო ფრონტზე ყრუ თავდაცვაში გადასვლაზე მიიღო გადაწყვეტილება; მას ახლა განზრახული ჰქონდა „შეუზღუდავი წყალქვეშა ომის“ მეშვეობით თავისი მთავარი მტრის – ინგლისის – ეკონომიკისათვის მძლავრი დარტყმა მიეყენებინა. 1917 წლის 15-დან 20 მარტის პერიოდში გერმანულმა სარდლობამ ნუაიონის სახიფათო შვერილიდან თავისი ჯარები წინასწარ მომზადებულ პოზიციაზე უკან დახია, რომელიც ჰინდენბურგის ხაზის სახელითაა ცნობილი. ეს ფრონტის ხაზს ამცირებდა (ამოკლებდა) და მნიშვნელოვან ძალებსაც (13 დივიზია) ანთავისუფლებდა, რომლებიც მოსალოდნელი ანგლო-ფრანგული შემოტევის მოგერიებისთვის უნდა გამოეყენებინათ. 1 თერბერვალს გერმანიის მთავრობამ შეუზღუდავი წყალქვეშა ომის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამიერიდან ნებისმიერი სავაჭრო გემი, ყოველგვარი გაფრთხილებისა და დათვალიერების გარეშე, შეიძლებოდა სამხედრო შეტევის ობიექტად ქცეულიყო. ზღვაზე საომარი კამპანიის მიზანს წარმოადგენდა ინგლისი. გერმანული სარდლობის ანგარიში ინგლისის ვაჭრობისა და საზღვაო გადაზიდვებისათვის არსებითი ზიანისა და ზარალის მიყენებაზე იყო აგებული, რათა აეძულებინათ იგი ომიდან გასულიყო. „ბრიტანული ტონაჟის ზომა (...) 1916 წელს 6,75 მლნ ტ-ით გამოიხატებოდა, ნეიტრალური ტონაჟისა კი – 3 მლნ ტ-ით. გარდა ამისა, ინგლისს თავის განკარგულებაში ომის დასაწყისში ხელში ჩაგდებული მოწინააღმდეგის ორთქლის გემებიც ჰყავდა საერთო ტონაჟით დაახლოებით 1 მლნ ტ. ამრიგად, ინგლისი 10,75 მლნ ტ-ის მეშვეობით იკვებებოდა და მარაგდებოდა. თუ სავაჭრო წყალქვეშა ომის დროს, რომელიც საპრიზო სამართლის დაცვით იზღუდებოდა, წყალქვეშა ნავები თვეში 350 ათას ტ-ს სძირავდნენ, უკვე შეუზღუდავი წყალქვეშა ომის პირობებში და გაფრთხილების გარეშე გემების ჩაძირვის შესაძლებლობისას წყალქვეშა ნავებს შეეძლოთ თვეში 600 ათასი ტ გაენადგურებინათ. გარდა ამისა, ითვალისწინებდნენ, რომ დაუნდობელი წყალქვეშა ომის გამოცხადების შემდეგ ნეიტრალური ნაოსნობის 2/3, რომლებიც ჯერ კიდევ ინგლისში ტვირთების ჩატანით იყვნენ დაკავებული, თავის საქმიანობას შეწყვეტდა. ამიტომ 5 თვის შემდეგ ინგლისი ტონაჟის 39 %-ს დაკარგავდა, რომელიც აუცილებელი იყო მარაგების მიწოდებისათვის. ასეთი დანაკარგები, თუ არ ჩავთვლით სხვა დანარჩენს ყოველგვარი შემთხვევითობებისგან (მიყენებულს), საკმარისია, რათა ქვეყანამ დამარცხება განიცადოს“. გერმანიის წინააღმდეგ ომში აშშ-ის ჩართვას მოელოდნენ, მაგრამ ამასთან აფასებდნენ, რომ მისი აქტიური მონაწილეობა მასში მხოლოდ 1918 წელს გახდებოდა შესაძლებელი, მანამდე კი ინგლისი იძულებული შეიქნებოდა ომიდან გასულიყო. წყალქვეშა ფლოტის მანამდე დაგროვილი ძალები აქტიური წყალქვეშა ოპერაციების დაწყების საშუალებას აძლევდნენ გერმანიას. „თებერვალში ჩაძირული ანტანტის გემების საერთო ტონაჟი 781,5 ათას ტ-ს უტოლდებოდა (იმ დროს როცა მთელი 1916 წლის მანძილზე 1125 ათასი ტ წყალწყვის გემები იქნა ჩაძირული), მარტში – 885 ათას, აპრილში – 1091 ათას ტ-ს. ამ ტონაჟის ნახევარზე მეტი ინგლისს ეკუთვნოდა“. გერმანული წყალქვეშა ნავები სანაპირო რაიონების პირდაპირ ტერორიზებას ეწეოდნენ. შეტევის ობიექტებად მეთევზეთა იალქნიანი გემებიც კი ხდებოდნენ, რომლებსაც, რათა ტორპედოები არ დაეხარჯათ, არტილერიით სძირავდნენ. მიუხედავად ამისა, გერმანიის ანგარიშები ინგლისის ომიდან გამოსვლაზე არ გამართლდა. საზღვაო გადაზიდვების საბადრაგო სისტემის შემოღებამ, საზღვაო ვაჭრობის მოწესრიგებამ დანაკარგები ძლიერად შეამცირეს. მაგრამ ყველაზე უფრო მეტი როლი ომში აშშ-ის ჩართვამ ითამაშა, რამაც შესაძლებლობა მისცათ მოეხდინათ ზეწოლა ნეიტრალურ ქვეყნებზე, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო, და აღეკვეთათ უკანასკნელი შესაძლებლობები გერმანიისათვის მიეღო სურსათი და ნედლეული ნეიტრალური ქვეყნების მეშვეობით. „1917 წლის 7 მაისს ამერიკული სენატი უფლებამოსილებას აძლევს პრეზიდენტს დაადოს ემბარგო ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებში გატანას. მაისში შვედეთს კიდევ გაჰქონდა გერმანიაში რკინა, სპილენძი, რეზინი, ივნისში კი ამერიკამ სკანდინავიური ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგება აკრძალა, თუ ისინი მასალებით გერმანიის მომარაგებაზე ხელს არ აიღებენ (...) ამერიკელი მაკონტროლებლები იყვნენ გაგზავნილი ევროპაში გაგზავნებზე თვალ-ყურის დევნებისათვის. 1917 წლის 27 აგვისტოს აშშ, ოქტომბერში კი დანარჩენი ქვეყნებიც მიმართავენ ეკონომიკური ბლოკადის უდიდეს აქტს – საერთო ემბარგოს ყველა გატანაზე გერმანიის მეზობელ ნეიტრალურ ქვეყნებში“. მოცემული ზომები შეეხო ჰოლანდიასა და სკანდინავიის ქვეყნებს, რომლებიც იძულებული შეიქნენ გერმანიასთან ვაჭრობა პრაქტიკულად შეეწყვიტათ. ასევე მოჰყვა ზეწოლა ლათინური ამერიკის ქვეყნებზეც, რომელთა პორტებში გერმანიის სავაჭრო ფლოტი იქნა ინტერნირებული. ახლა მათ ომის გამოცხადება დაუწყეს გერმანიას და ეს ფლოტი ანტანტის განკარგულებაში შევიდა. მიღებულმა ზომებმა შედეგად მთლიანად ჩაშალეს გერმანიის ანგარიშები. თუმცა კი გერმანიამ 1917 წელს 6,35 მლნ ტ ტონაჟის სავაჭრო გემები ჩაძირა, მაგრამ ამას შედეგად ინგლისის ომიდან გასვლა არ მოჰყოლია. მართალია გერმანია წყალქვეშა ნავებში დანაკარგების ანაზღაურებას განაგრძობდა და აქტიური წყალქვეშა ოპერაციები მისი მხრიდან ომის დასრულებამდე გრძელდებოდა, მაგრამ მათი ეფექტურობა დაეცა. 1918 წელს გერმანიამ მხოლოდ 2,74 მლნ ტ ზომის დანაკარგების მიყენება-ღა მოახერხა. ამასთან გერმანიისა და მის მოკავშირეთა საშინაო ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
1917 წლის 1–20 თებერვალს შედგა ანტანტის ქვეყნების პეტროგრადული კონფერენცია, რომელზედაც 1917 წლის კამპანიის გეგმები განიხილებოდა და, არაოფიციალურად, შიდაპოლიტიკური ვითარებაც რუსეთში.
გენერალი ნიკოლოზ გოლოვინი წერდა, რომ 1916 წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედ არმიაში 6,9 მლნ ადამიანი იმყოფებოდა. მაგრამ ამ რიცხვში არ შედიან კიდევ 2,2 მლნ ადამიანი, რომლებიც სათადარიგო ნაწილებს მიეკუთვნებოდნენ, და 350 ათასი ადამიანიც, რომლებიც სამხედრო მინისტრს ექვემდებარებოდნენ (მათ ითვალისწინებდნენ ცალკე, მოქმედი არმიისაგან განსხვავებით, რომელიც უმაღლესი მთავარსარდლისადმი იყო დაქვემდებარებული). ყველა ამ ქვედანაყოფის ერთად შეკრებით 9,45 მლნ ადამიანს მივიღებთ.
6 აპრილს ანტანტის მხარეზე გამოვიდა აშშ (ე. წ. „ციმერმანის დეპეშის“ შემდეგ), რამაც საბოლოოდ შეცვალა ძალთა თანაფარდობა ანტანტის სასარგებლოდ, თუმცა კი აპრილში დაწყებული ნიველის შეტევა უიღბლო გამოდგა, და ფრანგებმა დიდი დანაკარგებიც განიცადეს. საფრანგეთის არმიაში დაიწყო ამბოხებები, ჯარისკაცები მორჩილებაზე უარს აცხადებდნენ, სანგრებს ტოვებდნენ. საფრანგეთის სამხედრო ქარხნებს გაფიცვების ტალღამ გადაუარა. ნიველი მოხსნილ იქნა ფრანგული არმიის მთავარსარდლის პოსტიდან, და მის ადგილზე გენერალი პეტენი დაინიშნა.
კერძო ოპერაციებმა ქალაქ მესინის რაიონში, მდინარე იპრზე, ვერდენთან და კამბრესთან, სადაც პირველად იქნა მასირებულად ტანკები გამოყენებული, საერთო ვითარება დასავლეთის ფრონტზე ვერ შეცვალეს.
მაისში გენერალი ჯონ პერშინგი იქნა დანიშნული ამერიკული საექსპედიციო ძალების მეთაურად და ივნისში საფრანგეთში ჩამოვიდა. ცალკეულმა ამერიკულმა ქვედანაყოფებმა საბრძოლო მოქმედებებში ივლის – ოქტომბერში მიიღეს მონაწილეობა, 1918 წლის დასაწყისისათვის კი ოთხი დივიზია იყო აღკაზმული და განსწავლული, რომლებიც შემდგარი იყვნენ როგორც ეროვნული არმიის მოხალისეთაგან – საჯარისო ფორმირებებისა, რომლებიც აშშ კონგრესმა შექმნა სპეციალურად ევროპაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის – და ეროვნული გვარდიისა, ისე გაწვევით რეგულარულ არმიაში შესულთაგანაც.
აღმოსავლეთის ფრონტზე ანტისაომარი აგიტაციის გამო რევოლუციური პარტიების მხრიდან და დროებითი მთავრობის პოპულისტური პოლიტიკის გამოც რუსული არმია იხრწნებოდა და ბრძოლისუნარიანობას კარგავდა. სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ძალებით ივნისში დაწყებული შეტევა ჩავარდა, და ფრონტის არმიებმაც 50–100 კმ-ით უკან დაიხიეს. დასავლეთის ფრონტზე შეტევითმა კიევის ოპერაციამ, რუსული არტილერიის ბრწყინვალე მუშაობის მიუხედავად, მოწინააღმდეგის ფრონტის გარღვევამდე საქმე ვერ მიიყვანა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა არმიამ აქტიური საბრძოლო მოქმედებების უნარი დაკარგა, ცენტრალურ დერჟავებს, რომლებმაც 1916 წლის კამპანიაში უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს, უკვე აღარ შეეძლოთ მათთვის ხელსაყრელი შესაძლებლობის გამოყენება, რათა რუსეთისათვის გადამწყვეტი დამარცხება მიეყენებინათ და სამხედრო საშუალებებით იგი ომიდან გაეყვანათ.
აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანული არმია მხოლოდ კერძო ოპერაციებით შემოიფარგლა, რომლებიც გერმანიის სტრატეგიულ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა. რიგის ოპერაციის მსვლელობისას სექტემბრის დასაწყისში გერმანელებმა რიგა დაიკავეს, ოპერაცია „ალბიონის“ შედეგად კი გერმანულმა ჯარებმა ოქტომბერში კუნძულები დაგო და ეზელი დაიპყრეს და რუსული ფლოტი აიძულეს რიგის ყურიდან წასულიყო.
საომარ მოქმედებათა სხვა თეატრები
იტალიურ ფრონტზე ოქტომბერ – ნოემბერში ავსტრო-უნგრულმა არმიამ იტალიურ არმიას კაპორეტოსთან მსხვილი დამარცხება მიაყენა და იტალიის სიღრმეში 100–150 კმ-ით შევიდა, გავიდა რა ვენეციის მისადგომებთან. მხოლოდ იტალიაში გადასროლილი ინგლისური და ფრანგული ჯარების დახმარებით მოხერხდა ავსტრიული შეტევის გაჩერება.
1917 წელს სალონიკის ფრონტზე შედარებით სიწყნარე დამყარდა. 1917 წლის აპრილში მოკავშირეთა ჯარებმა (რომლებიც ინგლისური, ფრანგული, სერბული, იტალიური და რუსული ჯარებისაგან შედგებოდა) შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს, რომელმაც ანტანტის ჯარებს უმნიშვნელო ტაქტიკური შედეგები მოუტანა. მაგრამ ამ შეტევას არ შეეძლო სალონიკის ფრონტზე სიტუაცია შეეცვალა.
რუსული კავკასიური არმია 1916–1917 წლების განსაკუთრებით მკაცრი ზამთრის გამო აქტიურ მოქმედებებს ვერ აწარმოებდა. რათა ყინვებისა და ავადმყოფობათაგან ზედმეტი დანაკარგები არ განეცადა, იუდენიჩმა ხელმისაწვდომ პოზიციებზე მხოლოდ საბრძოლო დაცვა დატოვა, მთავარი ძალები კი დაბლობებზე დასახლებულ პუნქტებში განათავსა. მარტის დასაწყისში გენერალ ბარათოვის 1-მა კავკასიურმა კორპუსმა თურქების სპარსული დაჯგუფება გაანადგურა და, დაიპყრო რა სპარსეთში გზათა მნიშვნელოვანი კვანძი სინახი (სენენდეჯი) და ქალაქი ქერმანშაჰი, სამხრეთ-დასავლეთით ევფრატისაკენ ინგლისელთა შესახვედრად დაიძრა. მარტის შუა რიცხვებში რადაცის 1-ლი კავკასიური კაზაკთა დივიზიისა და მე-3 ყუბანური დივიზიის ნაწილები, გადალახეს რა 400 კმ-ზე მეტი, ყიზილ რაბათთან (ერაყი) მოკავშირეებს შეუერთდნენ. ასეთ ნაირად, თურქეთმა მესოპოტამია დაჰკარგა.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსული არმიის აქტიური საბრძოლო მოქმედებები კავკასიის ფრონტზე აღარ წარმოებდა, 1917 წლის დეკემბერში ბოლშევიკური მთავრობის მიერ ოთხთა კავშირის ქვეყნებთან წინასწარი ზავის დადების შემდეგ კი ისინი საბოლოოდ იქნა შეწყვეტილი.
დასაწყისში თურქულმა არმიამ შეძლო მესოპოტამიაში ინგლისური შემოტევის შეჩერება, და გერმანიის დახმარებით სუეცის არხის ბლოკირების მცდელობასაც მიმართა. მაგრამ 1917 წელს მესოპოტამიის ფრონტზე ბრიტანულმა ჯარებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. გაზარდა რა ჯარების რიცხოვნება 55 ათას ადამიანამდე, ბრიტანულმა არმიამ მესოპოტამიაში გადამწყვეტი შეტევა განახორციელა. ბრიტანელებმა რიგი მნიშვნელოვანი ქალაქები დაიპყრეს: ელ-ქუთი (იანვარი), ბაღდადი (მარტი) და სხვა. ინგლისელებმა მოახერხეს არაბეთის ნახევარკუნძულის ბედუინთა შეიარაღება და თურქების წინააღმდეგ მათი აჯანყება, რომელიც მიზნად ისახავდა ერთიანი არაბული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ამ ღონისძიებაში დიდი როლი ითამაშა პოლკოვნიკმა თომას ლოურენსმა, თავიდან არქეოლოგმა, ომის დასრულების შემდეგ კი დასავლეთში ფართოდ ცნობილი მემუარების ავტორმა.
ბრიტანული ჯარების მხარეზე იბრძოდნენ მოხალისეები არაბული მოსახლეობიდან, რომელიც შემომტევ ინგლისურ ჯარებს ისე ხვდებოდა, როგორც განმათავისუფლებლებს. ასევე ბრიტანული ჯარები 1917 წლის დასაწყისისათვის პალესტინაში შეიჭრნენ, სადაც ღაზასთან გააფთრებული ბრძოლები იქნა გაჩაღებული. ოქტომბერში, აიყვანეს რა თავიანთი ჯარების რიცხვი 90 ათას ადამიანამდე, ბრიტანელები ღაზასთან გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ, და თურქები იძულებული შეიქნენ უკან დაეხიათ. ინგლისელებმა 1917 წლის ბოლოსათვის რიგი დასახლებული პუნქტები დაიპყრეს: იაფო, იერუსალიმი და იერიქონი.
აღმოსავლეთ აფრიკაში გერმანული კოლონიური ჯარები პოლკოვნიკ ლეტოვ-ფორბეკის მეთაურობით, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდნენ რა რიცხობრივად მოწინააღმდეგეს, ხანგრძლივ წინააღმდეგობას უწევდნენ და 1917 წლის ნოემბერში ანგლო-პორტუგალიურ-ბელგიური ჯარების ზეწოლით პორტუგალიის კოლონია მოზამბიკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
დიპლომატიური ძალისხმევანი
1917 წლის 19 ივლისს გერმანიის რაიხსტაგმა მიიღო რეზოლუცია მშვიდობის (ზავის) აუცილებლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების მიხედვით ანექსიათა გარეშე. მაგრამ ინგლისის, საფრანგეთისა და აშშ-ის მთავრობათა მხრიდან ამ რეზოლუციას თანაგრძნობითი გამოძახილი არ მოჰყოლია. 1917 წლის აგვისტოში რომის პაპმა ბედიქტ XV-მ შესთავაზა თავისი შუამდგომლობა ზავის დასადებად. მაგრამ ანტანტის მთავრობებმა პაპის წინადადებაც უარყვეს, რადგანაც გერმანია დაჟინებით უარს აცხადებდა ბელგიის დამოუკიდებლობის აღდგენაზე არაორაზროვანი თანხმობა მიეცა.
1918 წლის კამპანია
რუსეთის ომიდან გასვლა
ძირითადი წერილი: ბრესტის ზავი
ანტანტის გადამწყვეტი გამარჯვებანი
ძირითადი წერილი: გერმანიის კაპიტულაცია პირველ მსოფლიო ომში
[სურათი]
სანგრები დასავლეთის ფრონტზე
უკრაინის სახალხო რესპუბლიკასთან, საბჭოთა რუსეთთან და რუმინეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებისა და აღმოსავლეთ ფრონტის ლიკვიდაციის შემდეგ გერმანიამ მიიღო შესაძლებლობა თავი მოეყარა თითქმის მთელი თავისი ძალებისათვის დასავლეთის ფრონტზე და ეცადა მიეყენებინა გადამწყვეტი დამარცხება ანგლო-ფრანგული ჯარებისათვის მანამდე, სანამ ამერიკული არმიის ძირითადი ძალები ფრონტზე გამოვიდოდნენ.
გერმანული არმია 1917/18 წ. ზამთარში შეტევითი ოპერაციებსათვის გაძლიერებით ემზადებოდა. შეტევითი ბრძოლების გამოცდილების განზოგადების საფუძველზე შემუშავებულ იქნა და იანვარში გამოიცა ინსტრუქცია „შეტევა პოზიციურ ომში“ (არაერთხელ შევსებული). შეტევისათვის განკუთვნილი დივიზიები საფრონტო პოზიციებიდან გამოჰყავდათ. მათ ახალი ინსტრუქციის თანახმად ასწავლიდნენ შეტევის წარმოებას და შეტევითი ბრძოლისათვის მთელი აუცილებელი აღკაზმულობით ამარაგებდნენ. ახალი ტაქტიკა ხასიათდებოდა უარის თქმით მისწრაფებაზე, რომ ქიმიური ჭურვების მასობრივი გამოყენებითა და ნაღმსატყორცნების მოქმედებით მოწინააღმდეგის სიმაგრეთა სრული დანგრევის, მისი ქვეითი ჯარისა და არტილერიის ნეიტრალიზაციისათვის მიეღწიათ. უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი შეტევის მოულოდნელობა, მოკლე, მაგრამ მასირებული საარტილერიო მომზადება. ვრცელი შემტევი ნაკადის ნაცვლად მტრის პოზიციებისაკენ სპეციალურად განსწავლილ და შეიარაღებულ ქვედანაყოფებს უნდა ემოძრავათ.
– „პირველი დარტყმის ძალამ უნდა გააოგნოს მოწინააღმდეგე და მოახდინოს მისი დემორალიზაცია. დარტყმის უზრუნველყოფა ხდება ნაღმსატყორცნებისა და ქვემეხთა მასის მძლავრი მხარდაჭერით (100 ქვემეხამე ფრონტის 1 კმ-ზე). მოქმედების უწყვეტობა, ნათქვამი იყო ინსტრუქციაში, იმით მიიღწევა, რომ ერთხელ დაწყებული შეტევა გაუჩერებლად უნდა ვითარდებოდეს შესაძლებლად დიდ სიღრმეში. წინსვლის სისწრაფე – მოწინააღმდეგის საცეცხლე სისტემის პარალიზების შედეგია“.
მარტ – ივლისში გერმანულმა არმიამ მიმართა მძლავრ შეტევას პიკარდიაში, ფლანდრიაში, მდინარეებზე ენასა და მარნაზე, და გააფთრებული ბრძოლების მსვლელობისას 40–70 კმ-ით წინ გავიდა. პირველად იქნა დემონსტრირებული მოინააღმდეგის გამაგრებული ფრონტის გარღვევის ეფექტური ტაქტიკა. პოზიციური დასავლეთის ფრონტი, პრაქტიკულად 3 წლით გაყინული (გაქვავებული), მოძრაობაში მოვიდა. გერმანულ ჯარებს 1918 წლის 21 მარტი – 17 ივლისის პერიოდის განმავლობაში მრავალჯერ გაურღვევიათ გამაგრებული ფრონტები და მნიშვნელოვან წინსვლასაც აღწევდნენ, ძალებში მნიშვნელოვანი აღმატების არქონისა და შეიარაღებათა ახალი სახეობების (ტანკების) მცირე რაოდენობის მიუხედავად. მთელი გერმანია ზეიმობდა, გერმანელებს ეჩვენებოდათ, რომ ნაპოვნია, ბოლოს და ბოლოს, გზა და საშუალება ომის გამარჯვებით დასამთავრებლად. გერმანული ჯარები 1918 წლის ზაფხულისათვის იმ რაიონებში გამოჩნდნენ, რომლებიც ადრე 1914 წელში ჰქონდათ დაკავებული. მაშინვე დაიწყო გერმანიამ პარიზის დაბომბვა შორსმსროლელი ქვემეხიდან პარიზული ზარბაზანი. 1918 წლის 15 ივლისის უკანასკნელი გერმანული შეტევა გერმანული სარდლობის მიერ განიხილებოდა როგორც გადამწყვეტი და შესაბამისად ატარებდა სახელს – „ბრძოლა მშვიდობისათვის“.
„როცა მარნაზე გადასვლისა და პარიზისკენ მოძრაობის შესახებ პირველი დეპეშები გერმანიაში მოვიდა, ქვეყანას ენით აუწერელი მღელვარება დაეუფლა. დამკვირვებლები ლაპარაკობენ, რომ სიხარული, საფრთხისაგან განთავისუფლების გრძნობა, მოახლოებულ გამარჯვებაში დარწმუნება ისე ძლერი იყო, რომ უკანასკნელ ხანებში ჩვეულ უნდობლობასაც კი ახშობდა. ოთხწლიანი ტანჯვა-წამების დასასრული უცებ ასე ახლოს შეიქნა, ყველა წარმოუდგენელი მსხვერპლისა და ხანგრძლივი ტანჯვისათვის ჯილდო სახეზე გახლდათ“. ამან თავისებური ასახვაც კი ჰპოვა ისტორიულ მოგონებებში. თავის მემუარებში გერმანული ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ე. ლჲუდენდორფი ჩივის, რომ იმ ხანებში „ბევრი გერმანელი, ყბედობისა და თავისი გაცნობიერებულობით გაბრწყინების მათთვის დამახასიათებელი ქავილის გამო, ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და საიდუმლო საქმეებს ახმიანებდა და ამით მათ შესახებ მოწინააღმდეგეს ატყობინებდა“.
თუმცა კი, მოწინააღმდეგის საბოლოოდ განადგურება, პარიზის აღება, გერმანულმა არმიამ ვერ შესძლო. გერმანიის შეზღუდული ადამიანური და მატერიალური რესურსები ომის წლებში გამოიფიტა, ანგლო-ფრანგულ-ამერიკულ სარდლობას მნიშვნელოვანი რეზერვები გააჩნდა, მათ გარღვევის ფრონტზე გადაისროდა და შეუპოვარ თავდაცვით ბრძოლებში მდგომარეობის სტაბილიზაციასაც მიაღწია. გერმანულმა ჯარებმა 1918 წლის ზაფხულისათვის უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს და პრაქტიკულად უკანასკნელი რეზერვებიც ამოწურეს, მათ შორის აღმოსავლეთ ფრონტიდან გადმოსროლილი ჯარების ხარჯზე მიღებული.
გარდა ამისა, მოახდინა რა ბრესტის ზავის ხელმოწერის შემდეგ ყოფილი რუსეთის იმპერიის ვრცელი ტერიტორიის ოკუპაცია, გერმანული სარდლობა მათზე კონტროლის შენარჩუნებისათვის იძულებული იყო აღმოსავლეთში მსხვილი ძალები დაეტოვებინა, რაც ანტანტის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე ნეგატიურად აისახა. გენერალი კული, პრინც რუპრეხტის არმიათა ჯგუფის შტაბის უფროსი, გერმანული ჯარების რიცხოვნებას დასავლეთის ფრონტზე დაახლოებით 3,6 მლნ ადამიანით განსაზღვრავს; აღმოსავლეთის ფრონტზე, რუმინეთის ჩათვლითა და თურქეთის გამოკლებით, დაახლ. 1 მლნ ადამიანი იმყოფებოდა.
გერმანულმა სარდლობამ დარტყმის მთავარ მიმართულებაზე ძალისხმევისათვის თავის მოყრაში მისთვის დამახასიათებელი უცოდინრობა გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის ფრონტი 1918 წლის დასაწყისისათვის მუქარას უკვე აღარ უქმნიდა, გერმანია აქ მნიშვნელოვანი ძალების ყოლასა და დაპყრობითი გეგმების განხორციელებას განაგრძობდა. ამან საბჭოთა მთავრობის მეთაურის ვ. ი. ლენინის გამონათქვამებში ჰპოვა ასახვა. საბჭოთა რესპუბლიკის საგარეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ 1918 წლის 14 მაისის მოხსენებაში ეს უკანასკნელი წერდა: „გერმანელი იმპერიალისტები ამჯობინებენ რჩებოდნენ ბრესტის ხელშეკრულების ნიადგზე, სულაც, ვიმეორებ, არ ამბობენ რა უარს მის „გაუმჯობესებაზე“. თვით ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგაც კი გერმანული სარდლობა არაერთხელ აძლევდა ჯარებს ბრძანებას წინ წასულიყვნენ და კიდევ ერთი ოლქი დაეკავებინათ, კიდევ ერთი ტერიტორიის ოკუპაცია მოეხდინათ. დასავლეთში გახურებული გერმანული შეტევის დროს, რომელიც მთელი ომის ბედს წყვეტდა, გერმანიამ 1918 წლის ივნისში აწარმოა შეტევა და მოახდინა ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაცია, დაიპყრო რა ნაწილობრივ შავი ზღვის ფლოტი, ამასთან ფლოტის ძირითადი ნაწილი ნოვოროსიისკში წავიდა. ამის შემდეგ გერმანიამ დესანტების გადასხმა განახროციელა ყუბანზე და დაიწყო შეტევის განვითარება ნოვოროსიისკზე ფლოტის მთლიანად დაპყრობის მიზნით. საბჭოთა მთავრობის ბრძანებით შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ნაწილი 1918 წლის 18–19 ივნისის პერიოდში იქნა ჩაძირული.
მაისში ფრონტზე მოქმედება დაიწყეს ამერიკულმა ჯარებმა გენერალ პერშინგის სარდლობით. ივლის – აგვისტოში მოხდა მეორე ბრძოლა მარნაზე, რომელმაც დაუდო დასაწყისი ანტანტის კონტრშეტვას. გარდატეხა 1918 წლის 8 აგვისტოს აღინიშნა, რომელსაც „გერმანული არმიის შავი დღე“ ეწოდა და როდესაც გერმანული ჯარების ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება სავსებით აღინიშნა. ამ დღეს ყოფილი სარდლის ე. ლჲუდენდორფის განცხადებით სასტიკად იქნა დამარცხებული 6-7 გერმანული დივიზია. მისი სიტყვებით, ამ დღეს მან სამწყობრო ოფიცრების მოხსენებებით ისეთ რამეებზე მოისმინა, „რომლებსაც შეუძლებლად ვთვლიდი გერმანულ არმიაში, ჩვენი ჯარისკაცები მოწინააღმდეგის ცალკეულ მხედრებს ნებდებოდნენ, შეკრული ნაწილები ტანკის წინაშე იარაღს ჰყრიდნენ. ერთ ახალ დივიზიას, რომელიც შეტევაზე მამაცურად მიდიოდა, უკანდახეული ჯარები უყვიროდნენ „შთრაიქბრეხერები! ამათ კიდევ არ ეყოთ ომი!“. ეს სიტყვები შემდგომშიც კიდევ მეორდებოდა. ბევრ ნაწილში ოფიცრებს უკვე აღარ ჰქონდათ გავლენა და დინებას მიჰყვებოდნენ“. ამ დღიდან დაიწყო ანტანტის შეტევა. სექტემბრის ბოლოსათვის ანტანტის ჯარებმა რიგი ოპერაციების მსვლელობისას წინამორბედი გერმანული შეტევის შედეგების ლიკვიდაცია მოახდინეს. შემდგომი საყოველთაო შეტევის მსვლელობისას, ოქტომბერსა და ნოემბრის დასაწყისში, საფრანგეთის დაპყრობილი ტერიტორიის დიდი ნაწილი და ბელგიის ტერიტორიის ნაწილიც განთავისუფლდა.
1918 წლის 4–5 ოქტომბერს გერმანიამ განაცხადა თანხმობის შესახებ მიეღო აშშ პრეზიდენტის ვილსობის „14 პუნქტი“ როგორც საფუძველი სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის (იხ. ვილსონის თოთხმეტი პუნქტი). ამით გერმანია ფაქტიურად თავის დამარცხებას აღიარებდა, XIX საუკუნეში მოპოვებულ თავის ყველა ტერიტორიულ შენაძენზე, ელზასსა და ლოტარინგიაზე უარს აცხადებდა, გაითვალისწინებოდა დამოუკიდებელი პოლონეთის ორგანიზაცია მათ შორის გერმანიის ტერიტორიებისგან (პოზნანის ოკრუგისა და სხვა). მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები გრძელდებოდა, ბევრწილად ეს იმპერატორ ვილჰელმის ტახტიდან გადადგომაზე უარით იყო გამოწვეული, რომელიც პირობად წამოაყენეს მოკავშირეებმა. ასევე მოკავშირეები ისეთ მოთხოვნებს აყენებდნენ, რომლებიც გერმანიისათვის ომის განახლების შეუძლებლობაზე იყო მიმართული (შეიარაღების გაცემა, ფლოტის განიარაღება და სხვა). დასავლეთში ფრონტის პროგრესირებადი დაშლისა და სახმელეთო ჯარების ბრძოლისუნარიანობის შემცირების პირობებში გერმანული სარდლობა მოლაპარაკებებისთვის პოზიციათა გაუმჯობესების მიზნით ხერხებს ციებიანივით ეძებდა. საამისოდ იგი ახალი საზღვაო ბრძოლის დაგეგმვას შეუდგა. სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის განცხადებით მომავალ ბრძოლაში მთავარი საყრდენი წყალქვეშა ფლოტის მოქმედებებზე უნდა გაკეთებულიყო, რასთან დაკავშირებითაც მისი მოქმედებები სავაჭრო ნაოსნობის წინააღმდეგ შეწყვეტილ იქნა. ამის შედეგად ფლოტის შეტევითი ძალა მნიშვნელოვნად გაიზარდა. წყალზედა ფლოტს წყალქვეშა ფლოტის მოქმედებათა უზრუნველყოფის ნაწილში უნდა მიეღო მონაწილეობა, აგრეთვე საზღვაო ნაღმების დაყენებაშიც. იგეგმებოდა მოწინააღმდეგისათვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება წყალქვეშა ომის განახლების პერსპექტივათან ერთად. რეალურ პირობებში ახალი „მამაცური გმირობის“ მოთხოვნა ფლოტის პირადი შემადგენლობის მიერ აღქმულ იქნა როგორც „სიკვდილის ბრძოლის“ მოთხოვნა და ხომალდების თავმოყრის შესახებ ბრძანება, უმიზნოდ დაღუპვის მუქარა იყო ის ნაპერწკალი, რომელმაც უკვე დიდი ხანია მზადებადი აფეთქება მოახდინა (გერმანული რევოლუციის დასაწყისი).
იტალიურ თეატრზე ავსტრია-უნგრეთი ასევე შეეცადა შეტევის ჩატარებას, რომელიც 1918 წლის ივნისში მოხდა, მაგრამ მასაც ასევე წარმატება არ მოჰყოლია. ოქტომბრის ბოლოს იტალიურმა ჯარებმა დამარცხება აგემეს ავსტრია-უნგრეთის არმიას ვიტორიო ვენეტოსთან და იტალიის ტერიტორია გაათავისუფლეს, რომელიც მოწინააღმდეგეს წინა წელს ჰქონდა დაპყრობილი.
ოთხთა კავშირის ბლოკის დაშლა ბულგარეთისგან დაიწყო. ბულგარეთი 1918 წლის ზაფხულისათვის სრულიად იყო გამოფიტული ომისაგან. გერმანულმა სარდლობამ თავისი ძალების ძირითადი ნაწილი ბალკანეთის ფრონტიდან დასავლეთის ფრონტზე შეტევისათვის გამოიყვანა. ამის შედეგად ბალკანეთის ფრონტი დასუსტებული აღმოჩნდა და მხოლოდ ბულგარულ ჯარებს-ღა ეკავათ. შეტევის წარმოების უნარი და შესაძლებლობა ბულგარეთს არ გააჩნდა და მას შეეძლო მხოლოდ ფრონტი შეენარჩუნებინა. ამასობაში ანტანტა საბერძნეთისა და იტალიის ძალთა გამოყენების ხარჯზე შეტევას ამზადებდა და შეძლო ჯარების რიცხოვნებაში, ასევე შეიარაღებაშიც მნიშვნელოვანი აღმატებისათვის მიეღწია. შეტევის დასაწყისში 600 ათასიან ანგლო-ფრანგულ-სერბულ-ბერძნულ-იტალიურ ძალებს პირისპირ 400 ათასიანი ბულგარული ჯარები ედგნენ, მცირე რაოდენობით გერმანულ ჯარებთან ერთად. ბალკანურ თეატრზე ანტანტის შეტევა 15 სექტემბერს დაიწყო და ფრონტიც მაშინვე 30 კმ სიღრმეში იქნა გარღვეული. ბულგარული ჯარები პანიკურად გაიქცნენ, ათასობით ნებდებოდნენ, იარაღს ჰყრიდნენ, აქეთ-იქით იფანტებოდნენ, მაშინაც კი როცა მტერს ვერ ხედავდნენ. გამოვლინდა გადაჭრით არ ქონა სურვილისა, რომ ომი გაეგრძელებინათ. უკვე 26 სექტემბერს ბულგარეთმა დაზავების შესახებ თხოვნით მიმართა. შემდგომი წინააღმდეგობის გაწევის არანაირი შესაძლებლობა აღარ იყო, მიუხედავად გერმანული და ავსტრიული გაძლიერების ჯარების სასწრაფოდ გაგზავნისა. 29 სექტემბერს ბულარელებმა ხელი მოაწერეს პირობებს, რომლებიც სრული კაპიტულაციის თანაბარი გახლდნენ. გერმანიის მცდელობები ახალი გერმანული ჯარების გამოგზავნის ხარჯზე ბულგარეთი თავის მხარეზე შეენარჩუნებინა, წარმატებით არ დაგვირგვინებულა. 3 ოქტომბერს მეფე ფერდინანდმა თავისი ვაჟიშვილის ბორისის სასარგებლოდ ტახტზე უარი განაცხადა და უნგრეთში გაემგზავრა. მთელი ბულგარეთი, მისი რკინიგზებითა და ქვეყნის მთელი სახსრებით, ანტანტის სრულ განკარგულებაში შევიდა, რაც ავსტრიისა და თურქეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტების გახსნასა და მათ კაპიტულაციას გარდაუვალს ხდიდა. ყოველივე ეს გერმანიის მდგომარეობას საბოლოოდ უიმედოდ გადააქცევდა. 1 ოქტომბერს გერმანიაში ახალი კაბინეტი იქნა ჩამოყალიბებული, ბადენის პრინცის მაქსის მეთაურობით, სამშვიდობო მოლაპარაკებათა დასაწყებად ანტანტის პირობებზე და აშშ პრეზიდენტის ვილსონის 14 პუნქტის მიღებით. 1 ოქტომბრისათვის ანტანტის ჯარებმა სერბეთის, ალბანეთის, ჩერნოგორიის ტერიტორია გაანთავისუფლეს, დაზავების შემდეგ ბულგარეთის ტერიტორია დაიკავეს და ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
29 სექტემბერს ანტანტასთან დაზავებას ხელი ბულგარეთმა მოაწერა, 30 ოქტომბერს – თურქეთმა, 3 ნოემბერს – ავსტრია-უნგრეთმა, 11 ნოემბერს – გერმანიამ.
საომარ მოქმედებათა სხვა თეატრები
მესოპოტამიის ფრონტზე მთელ 1918 წელს სიჩუმე იდგა, საბრძოლო მოქმედებები აქ 14 ნოემბერს დასრულდა, როცა ბრიტანულმა არმიამ, არ ხვდებოდა რა წინააღმდეგობა თურქული ჯარების მხრიდან, მოსული დაიკავა. პალესტინაშიც ასევე სიწყნარე იყო, ომის ბედი საომარ მოქმედებათა ძირითად თეატრებზე წყდებოდა. 1918 წლის შემოდგომაზე ბრიტანულმა არმიამ შეტევა დაიწყო და ნაზარეთი დაიკავა, თურქული არმია ალყაში აღმოჩნდა და დამარცხებულ იქნა. დაეუფლნენ რა პალესტინას, ბრიტანელები სირიაში შეიჭრნენ. საბრძოლო მოქმედებები აქ 30 ოქტომბერს დასრულდა.
აფრიკაში მოწინააღმდეგის აღმატებული ძალებით შევიწროვებული გერმანული ჯარები მეტად წარმატებით განაგრძობდნენ წინააღმდეგობას. დატოვეს რა მოზამბიკი, გერმანელები ინგლისური კოლონიის ჩრდილოეთ როდეზიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მხოლოდ მაშინ, როცა გერმანელებმა ომში გერმანიის დამარცხების შესახებ შეიტყეს, მათმა კოლონიურმა ჯარებმა (რომლებიც სულ 1400 ადამიანს მოითვლიდა) იარაღი საბოლოოდ დაყარეს.
ომის შედეგები
ძირითადი წერილი: პირველი მსოფლიო ომის შედეგები
პოლიტიკური შედეგები
ნახევარი წლის შემდეგ გერმანია იძულებული იყო ვერსალის ხელშეკრულებაზე (28 ივნისი 1919) ხელი მოეწერა, რომელიც გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ პარიზის სამშვიდობო კონფრენციაზე იყო შედგენილი და პირველი მსოფლიო ომიც ოფიციალურად დაასრულა.
სამშვიდობო ხელშეკრულებები:
გერმანიასთან (ვერსალის ხელშეკრულება)
ავსტრიასთან (სენ-ჟერმენის ხელშეკრულება)
ბულგარეთთან (ნიოს ხელშეკრულება)
უნგრეთთან (ტრიანონის ხელშეკრულება)
თურქეთთან (სევრის სამშვიდობო ხელშეკრულება)
პირველი მსოფლიო ომის შედეგები შეიქნა თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციები რუსეთში და ნოემბრის რევოლუცია გერმანიაში, ოთხი იმპერიის ლიკვიდაცია: რუსეთის, გერმანიის, ოსმალეთის იმპერიის და ავსტრია-უნგრეთისა, ამასთან ორი უკანასკნელი ცალკეულ სახელმწიფოებად დაიშალა.
გერმანიამ ომში ყველაზე უფრო დიდი დანაკარგები განიცადა. ომში დამარცხებამ და გამარჯვებული ქვეყნების ზეწოლამ ნოემბრის რევოლუცია და ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა გამოიწვიეს. გერმანია უკვე აღარ იყო მონარქია, ქვეყანაში მმართველობის საპარლამენტო ფორმა დამკვიდრდა და შენარჩუნებულ იქნა. გერმანია ერთიან ქვეყნად დარჩა, მაგრამ მას ტერიტორიები ჩამოაჭრეს და ეკონომიკურად დაასუსტეს. უმძიმეს ომში დამარცხების გრძნობამ, ვერსალის ზავის გერმანიისათვის მძიმე პირობებმა (რეპარაციების გადახდა და სხვა), მის მიერ გადატანილმა ეროვნულმა დამცირებამ წარმოშვა რევანშისტული განწყობები და დამარცხებაში შინაგან მტერთა საქმიანობის შედეგის დანახვისკენ მისწრაფება (მაგალითად, ლეგენდა ზურგში დანის დარტყმის შესახებ), და ყოველივე ეს ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისათვის ერთ-ერთ წინაპირობად შეიქნა ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, რამაც საქმე იქამდე მიიყვანა, რომ 1939 წლის სექტემბერში გერმანიამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, რაც გახლდათ ეტაპი 1945 წლის ეროვნული კატასტროფისაკენ მიმავალ გზაზე.
გამარჯვებული ქვეყნების – ინგლისისა და საფრანგეთისათვის – გადატანილი დანაკარგები განსაკუთრებით საგრძნობი აღმოჩნდა. დანაკარგები 1939–1945 წწ. ომში, მნიშვნელოვნად უფრო მეტი ხანგრძლივობის მიუხედავად, ორჯერ და მეტად ნაკლები იყო, ვიდრე დანაკარგები 1914–1918 წწ. ომში. 1914–1918 წწ. ომის პირდაპირ შედეგად იქცა განსაკუთრებული დაღლილობა და აქტიური საერთაშორისო პოლიტიკისათვის არ მზაობა, რაც განსაკუთრებით კაშკაშად 1930-იანი წლების პერიოდში გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში გამოვლინდა. „აგრესორთა კოლექიურად მოგერიება მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავდა. მშვიდობის დაცვა ვაჟკაცობას, მსხვერპლის გაღებისთვის მზადყოფნის ნებას მოითხოვდა. მაგრამ თავად აზრი მსხვერპლის შესახებ იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც სულ ახლახანს დიდი ომი გადაიტანეს, საშინლი ჩანდა. საზოგადოებრივი აზრი იმ ქვეყნებში, სადაც ის ბევრ რამეს ნიშნავდა, უწინარეს ყოვლისა ინგლისსა და საფრანგეთში, კატეგორიულად ახალი ბრძოლების წინააღმდეგი გახლდათ“. მაგალითად, მიუნჰენში 1938 წ. კონფერენციის შედეგად ხელმოწერილ ანგლო-გერმანულ დეკლარაციაში აღინიშნებიდა, რომ მხარეები განიხილავენ მიუნჰენის შეთანხმებას, აგრეთვე ჯერ კიდევ 1935 წ. ხელმოწერილ ანგლო-გერმანულ შეთანხმებას „როგორც სიმბოლოს ჩვენი ორი ხალხის სურვილისა მტად აღარასოდეს ეომონ ერთმანეთს“. ცხადდებოდა მხარეთა მზადყოფნა უთანხმოებათა შესაძლო წყაროები „კონსულტაციების მეთოდით“ მოეხსნათ.
სხვა გამარჯვებული ქვეყნის – აშშ-თვის – დანაკარგები ომში აბსოლუტურად და შედარებით დიდი არ იყო, აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობა ომის დროს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგრამ აშშ-ის საზოგადოებრივი აზრი გამაჯვებისა და მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის შედეგებით იმედგაცრუებული გახლდათ. მთლიანობაში ამერიკული საზოგადოება იხრებოდა აზრისაკენ მოწინააღმდეგეთა ორმხრივი პასუხისმგებლობის შესახებ ომის წარმოქმნისათვის (ჩვეულებრივი განმარტება ომისა როგორც „დინასტიური შფოთის /ჩხუბის/“), იმედგაცრუებული იყო თავის მოკავშირეთა საიდუმლო დიპლომატიის გამოქვეყნებული ფაქტებით (საიდუმლო ხელშეკრულებები საბჭოთა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა 1917 წ. შემდეგ), ეჭვი ჰქონდა მათზე იმაზე, რომ ისინი უბრალოდ იყენებდნენ აშშ-ს თავიანთ ინტერესებში. ომისშემდგომი დარეგულირების მსვლელობისას ხშირად ირღვეოდა ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპი, ნარჩუნდებოდა კოლონიალიზმის პრაქტიკა, გერმანული კოლონიები კი ფაქტიურად გამარჯვებულმა ქვეყნებმა გადაინაწილეს. აშშ-მ უარი განაცხადა ვერსალის ხელშეკრულების ხელმოწერასა და ერთა ლიგაში მონაწილეობაზეც. 1935 წ. აშშ-ში მიღებულ იქნა კანონი „ნეიტრალიტეტის შესახებ“, რომელიც უცხოურ სამხედრო კონფლიქტებში ჩარევას ზღუდავდა. სადმე სამხედრო კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში პრეზიდენტს უნდა აეკრძალა იარაღის ექსპორტი მეომარ ქვეყნებში, აგრეთვე აეკრძალა ამერიკელებისათვის ეცურათ ამ სახელმწიფოთა გემებზე. ეს ზრდიდა აგრესორთა შანსებს წარმატების მიღწევაში.
გამარჯვებული ქვეყნის – იტალიისათვის ომის შედეგები ასევე იმედის გამაცრუებელი გახლდათ. იტალიამ ომში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, თუმცა კი ნაკლები, ვიდრე ინგლისმა და საფრანგეთმა, მაგრამ ასევე საგრძნობლად მძიმე. იტალიამ მიიღო ტერიტორიული შენაძენები, იტალიელებით დასახლებული უკანასკნელი ოლქები. ამით საბოლოოდ დასრულდა იტალიის გაერთიანება. იტალიამ ასევე მიიღო სამხრეთ ტიროლის ოლქი და ნახევარკუნძული ისტრია, დასახლებული პირველ შემთხვევაში უპირატესად ავსტრიელი გერმანელებით, მეორეში კი სლავური ხალხებით, მაგრამ მათ ასევე მნიშვნელოვანი იტალიური უმცირესობაც გააჩნდათ. მაგრამ როდესაც იტალიამ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ანექსია მოითხოვა ბალკანეთში ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპის დარღვევით, მას ამაზე უარი ეთქვა (ამასთან იტალიამ შეძლო ხორვატიის ოლქების ანექსირება საპორტო ქალაქებით რიეკათი, ზადარით, აგრეთვე რიგი კუნძულებისა ადრიატიკის ზღვაში). ჩაიშალა ფაქტიურ კოლონიურ მფლობელობაში მცირე აზიაში თურქული ტერიტორიების მიღება თურქეთში რეჟიმის რევოლუციური შეცვლის, სულთნის ხელისუფლების დამხობისა და თურქეთის რესპუბლიკის დამყარების შედეგად (იხ. ომი თურქეთის დამოუკიდებლობისათვის). იტლიამ ვერ მიიღო გერმანული კოლონიები. ყოველივე ეს მტკივნეულად აღიქმებოდა იტალიის სამხედრო-პოლიტიკური წეების მიერ, რომლებმაც იტალია „გამარჯვებულთა ბანაკში დამარცხებულ ქვეყნად“ გამოაცხადეს. იტალია ომის მსვლელობისას აშშ-ისა და ბრიტანეთის მსხვილი მევალე შეიქნა (დავალიანების საერთო ჯამმა 4 მლრდ დოლარი შეადგინა) და ამან განსაზღვრა გარეშე გავლენაზე მისი მნიშვნელოვანი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ომი უმნიშვნელოდ შეეხო იტალიის ტერიტორიას, ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში, ომზე გაწეული დიდი ხარჯების ძალით, ძალზედ მძიმე აღმოჩნდა, ომის წლების მანძილზე გაძლიერდა ინფლაცია. ომის დასრულების შემდეგ დიდი რაოდენობით ადამიანები იქნენ არმიიდან დემობილიზებულნი, სამხედრო წარმოების მნიშვნელოვნად დახურვის შემდეგ კი დაიწყო ეკონომიკური დაქვეითებაც. ამის გამო ძლიერად გაიზარდა უმუშევრობა. 1919–1920 წწ. იტალიამ გადაიტანა წითელი ორწლეული, მუშათა და გლეხთა მოძრაობის აქტივობის აფეთქება. ამის შედეგად იტალიელმა მშრომელებმა 8-საათიან სამუშაო დღესა და სხვა ზომებს მიაღწიეს თავიანთი მდგომარეობის შემსუბუქებისთვის. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიღწევის შემდეგ რევოლუციური მოძრაობა დაქვეითებისკენ გადაიხარა, ეკონომიკური ქაოსის პირობებში ძალა მოიკრიბეს ანტიდემოკრატიულმა ძალებმა, უწინარეს ყოვლისა ფაშიზმმა. 1921 და 1922 წწ. იტალიამ „შავი ორწლეული“ გადაიტანა, რომელიც ბენიტო მუსოლინის მეთაურობით შავპერანგიანთა რომზე ლაშქრობითა და ფაშისტური რეჟიმის დამყარებით დასრულდა.
საბჭოთა რუსეთი ომიდან გამოსვლისა და ოთხთა კავშირის დერჟავებთან სეპარატიული ზავის დადების შემდეგ გამარჯვებული დერჟავების რიცხვში აღარ შესულა. ომში რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, საბჭოთა რუსეთი მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის საქმეში მონაწილეობისათვის მიწვეული არ ყოფილა, დამარცხებულ ქვეყნებთან სამშვიდობო ხელშეკრულებებზე ხელი არ მოუწერია და ვერც ერთა ლიგაში მონაწილეობდა (საერთაშირის სიტუაციის შეცვლამდე 1930-იან წლებში). ომისშემდგომ მსოფლიო წესრიგთან მიმართებით საბჭოთა რუსეთი მკვეთრად კრიტიკულად იყო განწყობილი, ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის ვ. ი. ლენინის აზრით „გაუგონარ, მძარცველურ ზავს (მშვიდობას)“ წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთი აქტიურად ცდილობდა დამყარებული წესრიგის შეცვლას, მაგალითად, აქტიურად ეხმარებოდა ქემალისტურ ძალებს, რომლებიც წარმატებით იბრძოდნენ თავსმოხვეული სევრის სამშვიდობო ხელშეკრულების წინააღმდეგ (იხ. ომი თურქეთის დამოუკიდებლობისათვის). საბჭოთა რუსეთმა ომის, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა წარმოქმნის, სამოქალაქო ომისა და მეზობელ ქვეყნებთან კონფლიქტების შედეგად მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა აღმოსავლეთ ევროპაში და მცირე ტერიტორია კავკასიაში. მაგრამ ამასთან საბჭოთა რუსეთმა დიდი დერჟავის სტატუსი შეინარჩუნა და უწინდებურად მსოფლიო საზოგადოებრიობის (გაერთიანების) ნაწილის სახით განიხილებოდა, თუმცა კი არ აღიარებულისა. საბჭოთა რუსეთმა მეფისა და დროებითი მთავრობების ვალების აღიარებაზე უარი განაცხადა (1922 წლის გენუის სამშვიდობო კონფერენციაზე მას წაუყენეს მოთხოვნები ვალდებულებათა შესახებ ვალების გასტუმრებაზე 18,5 მლრდ ოქროს მანეთის თანხისა /1 ოქროს მანეთი = 0,5 დოლარს/) და გამოთქვა წინადადება ომამდელი ვალების აღიარებაზე ომის დროის ვალების ანულირებისა და ურთიერთობათა ნორმალიზაციის სანაცვლოდ. თუმცა კი მოცემული წინადადებები მიღებული არ ყოფილა, მაგრამ ამავე დროს საბჭოთა რუსეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობათა ნორმალიზაცია გრძელდებოდა.
ტერიტორიული ცვლილებები
[ნახატი]
ტერიტორიული ცვლილებები ევროპაში ომის შემდეგ (1923 წლის მდგომარეობით)
ომის შედეგად:
ანექსია
ა) დიდი ბრიტანეთის მიერ – ტანზანიისა და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის, ერაყის, ტრანსიორდანიისა და პალესტინის, ტოგოს ნაწილისა და კამერუნის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ახალი გვინეისა და ნაურუსი;
ბ) ბელგიის მიერ – ბურუნდის, რუანდის, ეიპენას ოკრუგების, მალმედის, ტერიტორია მორესნეტის შემოერთება;
გ) საბერძნეთის მიერ – დასავლეთ თრაკიის;
დ) დანიის მიერ – ჩრდილოეთ შლეზვიგის;
ე) იტალიის მიერ – სამხრეთ ტიროლისა და ისტრიის;
ვ) რუმინეთის მიერ – ტრანსილვანიის, სამხრეთ დობრუჯის, ბუკოვინის, ბესარაბიის (საბჭოთა რუსეთი ბესარაბიის ტერიტორიაზე რუმინეთის სუვერენიტეტს არ აღიარებდა);
ზ) საფრანგეთის მიერ – ელზას-ლოტარინგიის, სირიის, ლიბანის, კამერუნისა და ტოგოს უმეტესი ნაწილის;
თ) იაპონიის მიერ – გერმანიის კუნძულებისა წყნარ ოკეანეში ეკვატორის ჩრდილოეთით (კაროლინის, მარშალის, მარიანის კუნძულები);
საფრანგეთის მიერ საარის ოკუპაცია;
ბანატის, ბაჩკისა და ბარანის, სლოვენიის, ხორვატიისა და სლავონიის, ჩერნოგორიის სერბეთის სამეფოსთან შემოერთება შემდგომში იუგოსლავიის შექმნით;
სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის შეერთება სამხრეთ-აფრიკულ კავშირთან.
ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, უნგრეთის, დანციგის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, ესტონეთის, ფინეთის დამოუკიდებლობათა გამოცხადება;
დარსებულ იქნა ავსტრიის რესპუბლიკა;
გერმანიის იმპერია დე-ფაქტო იქცა რესპუბლიკად;
დემილიტარიზებული შეიქნენ რაინის ოლქი და შავი ზღვის სრუტეები.
სამხედრო შედეგები
[სურათი]
„გამარჯვებულნი“: გერმანელები ბელგიაში, ბულგარელები სერბეთში, თურქები სომხეთში, რუსები რუსეთში. 1917 წლის ოქტომბერი
[ნახატი]
„თურქული სიმხდალისა ყოჩაღთა სიმამაცის შესახებ“, პირველი მსოფლიო ომის რუსული პლაკატი. 1914 წლის ნოემბერი
ებმებოდნენ რა ომში, მეომარ სახელმწიფოთა გენერალური შტაბები და, პირველ რიგში, გერმანიისა ამოდიოდნენ წინამორბედი ომების გამოცდილებიდან, რომლებშიც გამარჯვება მოწინააღმდეგის არმიისა და სამხედრო ძლიერების განადგურებით წყდებოდა (იგულისხმება გადაწყვეტა – ი. ხ.). ამავე ომმა გვიჩვენა, რომ ამიერიდან მსოფლიო ომებს ექნებათ ტოტალური ხასიათი სახელმწიფოთა მთელი მოსახლეობის ჩართვითა და მთელი მორალური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების დაძაბვით. და ასეთი ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ დამარცხებულთა უსიტყვო კაპიტულაციით.
პირველმა მსოფლიო ომმა ახალ შეიარაღებათა და ბრძოლის წარმოების საშუალებათა შემუშავება დააჩქარა. პირველად იქნა გამოყენებული ტანკები, ქიმიური იარაღი, აირწინაღი, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ცეცხლსატყორცნი. ფართო გავრცელება ჰპოვეს თვითმფრინავებმა, ტყვიამფრქვევებმა, ნაღმსატყორცნებმა, წყალქვეშა ნავებმა, სატორპედო კატარღებმა. მკვეთრად გაიზარდა ჯარების საცეცხლე ძლიერება. გამოჩნდა არტილერიის ახალი სახეობანი: საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითი ჯარის თანხლებისა. ავიაცია შეიქნა ჯარების დამოუკიდებელ გვარეობად, თანაც დაიწყეს მისი დაყოფა სადაზვერვო, გამანადგურებელ და ბომბდამშენ ავიაციებად. წარმოიქმნა სატანკო ჯარები, ქიმიური ჯარები, საჰაერო თავდაცვის ჯარები, საზღვაო ავიაცია. გაიზარდა საინჟინრო ჯარების როლი და შემცირდა კავალერიისა. ასევე გამოჩნდა ომის წარმოების „სასანგრო ტაქტიკა“ მოწინააღმდეგის მოქანცვისა და სამხედრო შეკვეთებზე მომუშავე მისი ეკონომიკის გამოფიტვის მიზნით.
დღესდღეობით სამხედრო-ისტორიული მეცნიერების დიდ ყურადღებას იქცევს საკითხი 1914–1918 წწ. ომის პერიოდში შემუშავებული გამაგრებული ფრონტის გარღვევის ტაქტიკური ილეთების გავლენის შესახებ. ისტორიულ გარემოებათა ძალით მოცემული თემა არ იზიდავდა დიდ ყურადღებას სამამულო (საბჭოთა და რუსულ) ისტორიულ მეცნიერებაში. 1918 წ. შეტევებში გერმანული არმიის მიღწევებს გერმანიის შემდგომი სამხედრო დამარცხება გადაეფარა და დაჩრდილა, ამასთანავე რუსეთში 1917–1921 წწ. სამოქალაქო ომის მოვლენებიც. გარდა ამისა, დღეს სამართლიანად მიუთითებენ, რომ მეორე მსოფლიო ომის პირველ პერიოდში გერმანული არმიის წარმატებები ბევრწილად ეფუძნებოდა უწინარეს ყოვლისა 1918 წელს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის წარმატებულ შეტევათა გამოცდილების შეთვისებას.
ეკონომიკური შედეგები
ძირითადი წერილი: დანაკარგები პირველ მსოფლიო ომში
პირველი მსოფლიო ომის გრანდიოზულმა მასშტაბმა და გაჭიანურებულმა ხასიათმა ინდუსტრიული სახელმწიფოებისათვის ეკონომიკის უპრეცენდენტო მილიტარიზაცია გამოიწვიეს. ამან გავლენა იქონია ყველა მსხვილი ინდუსტრიული სახელმწიფოს ეკონომიკების განვითარების მსვლელობაზე ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში: ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებისა და დაგეგმვის გაძლიერება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების ფორმირება (ჩამოყალიბება), ზოგადეროვნული ეკონომიკური ინფრასტრუქტურების (ენერგოსისტემები, გზების ქსელი მყარი საფარით და ა. შ.) განვითარების დაჩქარება, თავდაცვითი პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების წილის გაზრდა.
მეომარი ქვეყნების არმიებში მობილიზებული 70 მილიონზე მეტი ადამიანიდან 9-დან 10 მილიონამდე დაიღუპა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რიცხვმა 7-დან 12 მილიონ ადამიანამდე შეადგინა. ომით მიყნებულმა შიმშილმა და ეპიდემიებმა, როგორც მინიმუმ, 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თანამედროვეთა აზრები
უინსტონ ჩერჩილი:
კაცობრიობა არასოდეს ყოფილა ჯერ ასეთ მდგომარეობაში. ვერ მიაღწიეს რა სათნოების მნიშვნელოვნად უფრო მაღალ დონეს და ვერ სარგებლობდნენ რა მნიშვნელოვნად უფრო ბრძენი ხელმღვანელობით, ადამიანებმა პირველად მიიღეს ხელში ისეთი იარაღები, რომელთა დახმარებითაც მათ აუცდენლად შეუძლიათ მთელი კაცობრიობის განადგურება. ასეთია მთელი მათი სახელოვანი ისტორიის, წინამორბედ თაობათა მთელი სახელოვანი შრომის მიღწევები. და ადამიანები კარგს იზამენ, თუ გაჩერდებიან და ამ თავიანთ ახალ პასუხისმგებლობაზე დაფიქრდებიან. სიკვდილი მზადყოფნაშია, უსმენს, ელოდება, მზადაა იმსახუროს, მზადაა წალეკოს მთელი ხალხები “en masse”, მზადაა, თუ ეს საჭირო შეიქნება, გააცამტვეროს, დაბრუნებაზე ყოველგვარი იმედის გარეშე, ყველაფერი, რაც დარჩა ცივილიზაციისაგან. იგი მხოლოდ ბრძანების სიტყვას ელოდება. იგი ელოდება ამ სიტყვას სუსტი დაზაფრული არსებისაგან, რომელიც უკვე დიდი ხანია მას მსხვერპლის სახით ემსახურება და რომელიც ახლა ერთად-ერთხელ გადაიქცა მის მბრძანებლად.
უინსტონ ჩერჩილი რუსეთის შესახებ პირველ მსოფლიო ომში:
არც ერთი ქვეყნისადმი არ ყოფილა ბედი ისე სასტიკი, როგორც რუსეთისადმი. მისი ხომალდი ფსკერისაკენ ჩაიძირა, როცა ნავსადგური უკვე მოჩანდა. მან უკვე განიცადა ქარიშხალი, როცა ყველაფერი ჩამოიქცა. ყველა მსხვერპლი უკვე გაღებული იყო, მთელი სამუშაო დასრულებული.
თავგანწირული აღმაფრენა რუსული არმიებისა, რამაც 1914 წელს პარიზი გადაარჩინა; მტანჯველი უჭურვებო უკანდახევის გადალახვა; ძალების ნელი აღდგენა; ბრუსილოვისეული გამარჯვებანი; 1917 წლის კამპანიაში რუსეთის დაუმარცხებლად შემოსვლა, უფრო ძლიერისა, ვიდრე ოდესმე. ხელში ეჭირა რა უკვე გამარჯვება, იგი მიწას დაენარცხა, ცოცხლად, როგორც ძველ დროში ჰეროდე, რომელსაც ჭიები სჭამდნენ.
მწერალი თომას მანი:
„გერმანიის მთელი სათნოება და სილამაზე იშლება (იხსნება) მხოლოდ ომში. გერმანული სული მეომრულია ზნეობრიობის გამო, არა პატივმოყვარეობისა და გამარჯვების მანიის და იმპერიალიზმისა. მისთვის დამახასიათებელია რაღაც სიღრმისეული და ირაციონალური – დემონური და გმირული ელემენტი, რომელიც ეწინააღმდეგება სოციალური სულის აღიარებას როგორც უკანასკნელი და ადამიანის ღირსი იდეალისა. თქვენ გინდათ ჩვენ ალყა შემოგვარტყათ, იზოლაციაში მოგვაქციოთ, გაგვანადგუროთ, მაგრამ გერმანია თავის ღრმა ზნეობრივ „მე“-ს ლომივით დაიცავს“.
მწერალი შტეფან ცვაიგი, მსოფლიოს მოქალაქე და პაციფისტი, რომელიც განიცდის საომარ ფსიქოზს თავის მშობლიურ ვენაში:
„სიმართლის გულისათვის უნდა ვაღიარო, – წერს იგი მოგვიანებით ლტოლვილობაში, – რომ მასების ამ პირველ მოძრაობაში იყო რაღაც დიდებული, რაღაც შემპყრობლი და მაცდუნებელიც კი, რომლის აყოლასაც შრომის გაწევით თუ აიცდენდი. და, ომისადმი მთელი სიძულვილისა და ზიზღის მიუხედავად, არ ვისურვებდი, რომ ამ დღეების შესახებ მოგონებანი ჩემი მეხსიერებიდან გამქრალიყვნენ. როგორც არასდროს, ათასობით და ასეულ ათასობით ადამიანი გრძნობდა იმას, რაც ჯეროვანი იყო რომ მათ, უფრო მტად, მშვიდობიანობის დროს ეგრძნოთ: რომ ისინი ერთიან მთლიანს შეადგენენ. (...) ისე მძლავრად, ისე მოულოდნელად დაატყდა მოქცევის ტალღა კაცობრიობას, რომ მან, ნაპირზე მოხეთქილმა, თან ადამიანის ბნელი, ცხრაკლიტულში დამალული, პირველყოფილი მისწრაფებები და ინსტინქტებიც ამოიტანა (...) შესაძლოა ეს ბნელი ძალებიც უწყობდნენ ხელს (...) იმ ბოროტის მაუწყებელ, სიტყვებით ძნელად გადმოსაცემ თრობას მილიონებისა, რომელმაც რაღაც წამს გააფთრებული და თითქმის მთავარი ბიძგიც კი მისცა ჩვენი დროის უდიდეს ბოროტმოქმედებას“.
დანაკარგები პირველ მსოფლიო ომში
ძირითადი წერილი: დანაკარგები პირველ მსოფლიო ომში
დანაკარგები პირველ მსოფლიო ომში
ქვეყანა . . . . . . . . . . . . . . . მოკლულები და დახოცილები
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (ათასი ადამიანი)
გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2037 . . . . .
რუსეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1811 . . . . .
საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1327 . . . . .
ავსტრია-უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . 1100 . . . . .
ოსმალეთის იმპერია . . . . . . . . . . . . . . . . . .804 . . . . .
დიდი ბრიტანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .715 . . . . .
იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 578 . . . . .
სერბეთი და ჩერნოგორია . . . . . . . . . . . . . 278 . . . . .
რუმინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .250 . . . . .
აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .114 . . . . .
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9014 . . . . .
მეომარი ქვეყნების საშინაო პრობლემები პირველ მსოფლიო ომში
[ნახატი]
1916 წლის სამხედრო სესხი. რეკლამა ჟურნალ „ნივა“-ში
სხვა მეომარი ქვეყნების ეკონომიკური და საშინაო პრობლემები უფრო მძიმე იყო, ვიდრე რუსეთში – თვით საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ უკვე გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთზე. ისტორიკოსი ს. ვ. ვოლკოვი წერდა:
რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგები ბრძოლებში მოკლულებით (სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 775 000 დან 991 000 ადამიანამდე) ცენტრალური ბლოკის ასეთსავე დანაკარგებს შეესაბამებოდა როგორც 1 : 1 (გერმანიამ რუსულ ფრონტზე დაახლოებით 303 000 ადამიანი დაჰკარგა, ავსტრია-უნგრეთმა – 451 000, თურქეთმა კი – დაახლოებით 151 000). რუსეთი ომს ძალების გაცილებით უფრო ნაკლები დაძაბვით აწარმოებდა, ვიდრე მისი მოწინააღმდეგეები და მოკავშირენი... თვით მნიშვნელოვანი სანიტარული დანაკარგებისა და ტყვეობაში დახოცილთა გათვალისწინებითაც კი საერთო დანაკარგები რუსეთისათვის შეუდარებლად ნაკლებ საგრძნობი იყო, ვიდრეს სხვა ქვეყნებისათვის...
მობილიზებულთა წილი რუსეთში ყველაზე უფრო ნაკლები იყო – სულ 39 %, 15–49 წლის ასაკის ყველა მამაკაცისა, მაშინ როდესაც გერმანიაში – 81 %, ავსტრია-უნგრთში – 74 %, საფრანგეთში – 79 %, ინგლისში – 50 %, იტალიაში – 72 %. ამასთან ყოველ ათას მობილიზებულზე რუსეთში 115 მოკლული და მომკვდარი მოდიოდა, მაშინ როდესაც გერმანიაში იყო 154, ავსტრიაში – 122, საფრანგეთში – 168, ინგლისში – 125 და ა. შ.; 15–49 წლის ასაკის ყოველ ათას მამაკაცზე რუსეთმა 45 ადამიანი დაჰკარგა, გერამანიამ – 125, ავსტრიამ – 90, საფრანგეთმა – 133, ინგლისმა – 62; დაბოლოს, საერთოდ მცხოვრებთა ყოველ ათას ადამიანზე რუსეთმა დაჰკარგა 11, გერმანიამ – 31, ავსტრიამ – 18, საფრანგეთმა – 34, ინგლისმა კი – 16 ადამიანი.
ბოროტმოქმედებანი კაცობრიობის წინააღმდეგ
ძირითადი წერილები: სომეხთა გენოციდი, პონტოელ ბერძენთა გენოციდი და ასირიელთა გენოციდი
[სურათი]
მოკლულ სომეხთა ნეშთები (ფოტოსურათი გამოქვეყნებულია 1918 წელს, აშშ ელჩის ჰენრი მორგენტაუს წიგნში)
საშინელება, რომელმაც სომხები მოიცვა, – მომხდარი ფაქტია. მნიშვნელოვან წილად ეს შედეგია პაციფიზმის პოლიტიკისა, რომელსაც ეს ხალხი უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მიჰყვებოდა. ჩვენი მისიონერების ყოფნამ და იმანაც, რომ ჩვენ ომში არ ვმონაწილეობდით, ხელი არ შეუშალეს თურქებს იმაში, რომ 500 ათასიდან 1 მილიონამდე სომხის, სირიელის, ბერძნისა და ებრაელის გენოციდი მოეწყოთ, ამასთან მსხვერპლთა უდიდეს უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ... სომხების ხოცვა-ჟლეტა ამ ომის უდიდესი ბოროტმოქმედებაა, და თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ თურქეთის წინააღმდეგ გამოსვლას, ეს ნიშნავს – ჩვენ ვაქეზებთ მათ...
– თეოდორ რუზველტი. კლივლენდ გუდლი დოჯისადმი
1918 წლის 11 მაისის წერილიდან
ხსოვნა ომის შესახებ
საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი
[ნახატი]
თავიდან – ინგლისი. შენ – მერე.
[ნახატი]
პირველი მსოფლიო ომის ინგლისური პლაკატი
1918 წლის დაზავების დღე (11 ნოემბერი) წარმოადგენს ეროვნულ დღესასწაულს ბელგიასა და საფრანგეთში და აღინიშნება ყოველწლიურად. დიდ ბრიტანეთში დაზავების დღე 11 ნოემბრის უახლოეს კვირა დღეს აღინიშნება როგორც მოხსენიების დღე (მოხსენიების კვირა დღე). ამ დღეს იხსენებენ როგორც პირველ მსოფლიო ომში დაღუპულებს, ისე მეორე მსოფლიო ომშიც.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველ წლებში საფრანგეთის თითოეულმა მუნიციპალიტეტმა დაღუპულ მეომრებს ძეგლი დაუდგა. 1921 წელს გამოჩნდა მთავარი მონუმენტიც – უცნობი ჯარისკაცის საფლავი პარიზში ტრიუმფალური თაღის ქვეშ.
პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მთავარ ბრიტანულ ძეგლს წარმოადგენს კენოტაფი (ძველი ბერძნულიდან κενοτάφιον – „ცარიელი კუბო“) ლონდნში, უაითჰოლის ქუჩაზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ის 1919 წელს ომის დასრულების პირველ წლისთავზე იქნა აგებული. ყოველი ნოემბრის მეორე კვირა დღეს კენოტაფი მოხსენიების ეროვნული დღის ცენტრად გადაიქცევა. მანამდე ერთი კვირით ადრე მილიონობით ინგლისელის ჩნდება მკერდზე პატარა პლასტიკური ყაყაჩო, რომლებსაც ომის ვეტერანებისა და სამხედროთა ქვრივების დახმარების სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში ყიდულობენ. კვირა დღეს დილის 11 საათზე დიდი ბრიტანეთის დედოფალი, გენერლები, მინისტრები და ეპისკოპოსები კენოტაფთან ყაყაჩოებისგან დამზადებულ გვირგვინებს დებენ, და 2-წუთიანი დუმილი ცხადდება. ბელგიის ქალაქ იპრში, რომლის მახლობლადაც ათეულ ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 1927 წელს მემორიალი მენენის კარიბჭე იქნა გახსნილი. იმ დროიდან იპრში დაარსდა ტრადიცია: ყოველ დღე 20:00-ს კარიბჭესთან მოდის მესაყვირე ადგილობრივი სახანძრო დაცვიდან და დამთავრების (отбой) სიგნალს ასრულებს.
1922 წლის მარტში გერმანიაში პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა სახსოვრად დაარსებულ იქნა დღე სრულიად სახალხო მწუხარებისა. 1952 წელს მწუხარების დღის თარიღი ნოემბერში იქნა გადატანილი და იმ დროიდან იქცა არა მარტო ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოდ, არამედ იმ ყველა ადამიანისაც, რომლებიც გერმანიის დამოუკიდებლობისათვის დაიღუპნენ ან პოლიტიკური მიზეზების გამო იქნენ მოკლული.
უცნობი ჯარისკაცის საფლავი ვარშავაში 1925 წელს აიგო იმათ სახსოვრად, ვინც პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველებზე დაეცნენ. ახლა იგი სამშობლოსათვის ყველა დაღუპულის მონუმენტი გახლავთ.
რუსეთი და დსთ
[]
პირველი მსოფლიო ომის რუს ვეტერანთა საზოგადოების წვერები ემიგრაციაში, 1939 წელი, სან-ფრანცისკო
ისტორიულ რუსეთში
ომის შესახებ ხსოვნის საგანგებო ადგილი ნიკოლოზ II-ის ჩანაფიქრით უნდა ყოფილიყო ცარსკოე სელო. იქვე ჯერ კიდევ 1913 წელს დაიწყო ხელმწიფის მხედრული პალატის მშენებლობა, რომელიც დიდი ომის მუზეუმად უნდა ქცეულიყო. იმპერატორის განკარგულებით გამოიყო მიწის სპეციალური ნაკვეთი ცარსკოე სელოს გარნიზონის დაღუპული და დახოცილი ჩინების დასაკრძალად. მიწის ამ ნაკვეთს „გმირთა სასაფლაოს“ უწოდებდნენ. 1915 წელს „გმირთა სასაფლაოს“ პირველი საძმო სასაფლაო დაერქვა. მის ტერიტორიაზე 1915 წლის 1 აგვისტოს დაიწყო დროებითი ხის ეკლესიის მშენებლობა ღვთისმშობლის ხატის «Утоли моя печали» საპატივსაცემოდ, დაღუპული და ჭრილობებისგან გარდაცვლილი მეომრების მოსახსენიებლად. ომის დასრულების შემდეგ დროებითი ხის ეკლესიის ნაცვლად ვარაუდობდნენ აეგოთ ტაძარი – დიდი ომის ძეგლი არქიტექტორ ს. ნ. ანტონოვის პროექტით.
მაგრამ ამ ჩანაფიქრებს აღსრულება არ ეწერა. 1918 წელს მხედრული პალატის შენობაში შეიქმნა 1914–1918 წლების ომის სახალხო მუზეუმი, მაგრამ უკვე 1919 წელს ის გაუქმებულ იქნა, ხოლო მისმა ექსპონატებმა კი სხვა მუზეუმებისა და საცავების ფონდები შეავსეს. საძმო სასაფლაოზე აგებული დროებითი ხის ეკლესია 1938 წელს დაშალეს, მეომართა საფლავებისგან კი ბალახით დაფარული ტრიალი მინდორიღა დარჩა.
სსრკ-ში
საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ომი ითვლებოდა „უსამართლო და დამპყრობლურ ომად ყველა მონაწილის მხრიდან“ და ხდებოდა მისი კლასიფიკაცია როგორც „იმპერიალისტური ომისა“. 1919 წელს დაიხურა მუზეუმი მხედრულ პალატაში, 1920 წელს კი აღებულ იქნა ომის გმირთა ძეგლი ვიაზმაში. ომის შემდეგ პირველი 15 წლის განმავლობაში პროპაგანდაში დიდი ყურადღება სამოქალაქო ომს ეთმობოდა, თუმცა კი 1922 წელს დადგენილი წითელი არმიისა და ფლოტის დღე გარდაუვალად საზოგადოებას ჯერ კიდევ არდასრულებული პირველი მსოფლიო ომის მოვლენებთან აბრუნებდა. ახალი ომის გარდაუვალობის გაცნობიერებით უწინდელი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ნაცისტური გერმანიის სახით, და განსაკუთრებით 1938 წლის მიუნჰენის გარიგების შემდეგ, დაიწყეს პატრიოტული აღზრდის აქტიურად მიმართვა პირველი მსოფლიო ომის უკეთესი ეპიზოდებისადმი – მაგალითად, 1916 წლის ბრუსილოვის გარღვევისადმი. მოგვიანებით გენერალ-ლეიტენანტმა მ. გალაკტიონოვმა ა. ა. ბრუსილოვის მემუარების წინასიტყვაობაში დაწერა:
ბრუსილოვის გარღვევა იმ შესანიშნავი გარღვევების წინამორბედი გახლავთ, რომლებიც წითელმა არმიამ დიდ სამამულო ომში განახორციელა.
– მ. გალაკტიონოვი. წინასიტყვაობა ბრუსილოვის
„ჩემი მოგონებებისათვის“, 1946 წ.
ასევე ყურადღება ექცეოდა მფრინავ პ. ნ. ნესტეროვს, 1914 წელში დაღუპულს, როგორც პირველ მფრინავს, რომელმაც საომარ პრაქტიკაში ტარანი პირველმა გამოიყენა. მისი სახელის დარქმევა დაუწყეს ქუჩებს სსრკ-ის ქალაქებში, აგრეთვე 1951-დან 1991 წლის ჩათვლით ქალაქი ჟოლკვა მის სახელს ატარებდა.
1960-იან წლებში სომხეთის სსრ-ში ყურადღება მიაქციეს სომეხთა გენოციდს, – თემას, რომელსაც მანამდე თურქეთის საამებლად აფუჩეჩებდნენ. 1965 წელს ერევანში გაიხსნა ციცერნაკაბერდი – სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.
ამასთან ერთად, მოსკოვში ოლიმპიადის წინა ხანებში 1979 წელს სოკოლის რაიონში პირველი მსოფლიო ომის მონაწილეთა საფლავები იქნა განადგურებული.
პოსტსაბჭოთა რუსეთში
ძირითადი წერილი: პირველი მსოფლიო ომის გმირთა ძეგლები
2004 წლის 1 აგვისტოს მოსკოვში, პირველი მსოფლიო ომის დაწყების 90 წლისთავისადმი, სოკოლის რაიონში მოსკოვის საქალაქო ძმათა სასაფლაოს ადგილას დაიდგა სამახსოვრო ნიშნები „1914–1918 წლების მსოფლიო ომში დაცემულებს“, „რუს მოწყალების დებს“, „მოსკოვის საქალაქო საძმო სასაფლაოზე დაკრძალულ რუსეთის ავიატორებს“.
2008 წლის 11 ნოემბერს საძმო სასაფლაოს ადგილზე ქალაქ პუშკინში დაიდგა სტელა – პირველი მსოფლიო ომის გმირთა ძეგლი.
2010 წელს სამუშაო ჯგუფმა გენეალოგისა და სამხედრო ისტორიკოსის ა. ი. გრიგორიევის ხელმძღვანელობით რუსეთში გამოსცა ხსოვნის წიგნი 1-ლ მსოფლიო ომთან დაკავშირებით: „1914–1918 წლების დიდი ომის ხსოვნის რიაზანული წიგნი. ტომი I“ (იხ. შემდეგი წიგნები და ტომები).
2012 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა შესწორება რუსეთის ფედერალურ კანონში „რუსეთის მხედრული დიდების დღეებისა და სამახსოვრო თარიღების შესახებ“, რომელიც 2013 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, და რომლის თანახმადაც 1 აგვისტო 1914–1918 წლების პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ რუსეთის მხედართა ხსოვნის დღედ ცხადდება.
2014 წლის 30 მაისს კალინინგრადში გაიხსნა რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების ინიციატივით შექმნილი პირველი მსოფლიო ომის გმირთა ძეგლი, მოქანდაკის სალავათ შჩერბაკოვის მიერ შექმნილი.
2014 წლის 1 აგვისტოს მოსკოვში, პოკლონნაია გორა-ზე, გაიხსნა რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების ინიციატივით შექმნილი პირველი მსოფლიო ომის გმირთა ძეგლი. გარდა ამისა, ამავე საზოგადოების ინიციატივით პირველი მსოფლიო ომის დაწყების მომენტიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად იმავე 2014 წელს გაიხსნა ძეგლი „სლავი ქალის დამშვიდობება“ ბელორუსიის ვაგზალზე მოსკოვში, ნიკოლოზ II-ის ბიუსტი ბანია-ლუკაში ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, ძეგლი „ხიშტებით შეტევა“ და „დავიწყებული ომის ხსოვნისა, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა“ კალინინგრადის ოლქის ქალაქ გუსევში, პირველი მსოფლიო ომის გმირთა ძეგლები ლიპეცკსა და ფსკოვში, 45-ე ქვეითი დივიზიის მემორიალური დაფა პენზაში.
მოსკოვში, პრეობრაჟენიეს მოედანზე, ხდება 1964 წელს აფეთქებული მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის აღდგენა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული გვარდიის პრეობრაჟენსკის პოლკთან; მის კედლებთან იგეგმება „პრეობრაჟენელთა“ ძეგლის დადგმა, რომლებიც სამშობლოსათვის ომებში დაიღუპნენ.
2014 წლის 6 სექტემბერს სამარის გუბერნიის ყოფილ ვოლგის-სტავროპოლში (ახლა ქალაქი ტოლიატი) გაიხსნა სამახსოვრო ნიშანი ქალაქსა და მაზრაში დაბადებულთა და მცხოვრებთათვის, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე ბრძოლებში დაეცნენ და ადგილობრივ ჰოსპიტლებში ჭრილობებისაგან დაიხოცნენ და გამოცხადებულ იქნა ხსოვნის ტყის შექმნის შესახებაც 10 ჰექტარი ფართობით და 40 000 ფიჭვის დარგვით.
სოკოლნიკებში, ქუჩაზე მატროსული სიჩუმე, მოხდა ხარების ტაძრის რესტავრაცია, „რომელიც მესანგრეთა ბატალიონთანაა“, – XX საუკუნის სამხედრო ყაზარმების კომპლექსის ნაწილისა. იმავე დროს თავად სამხედრო ყაზარმების შენობა, სადაც 1897 წლიდან რუსული არმიის უძველესი საინჟინრო ნაწილი, მისი იმპერატორობითი უმაღლესობის დიდი მთავრის პეტრე ნიკოლოზის ძის გრენადერული მესანგრეთა ბატალიონი იყო განლაგებული, 2013 წელს ინვესტორმა სააქციო საზოგადოება «494 УНР»-მა კომერციული მშენებლობის ინტერესებში ტერიტორიის წინასწარ გასანთავისუფლებლად დაანგრია.
2014 წელს საზოგადოების ზეწოლით მოსკოველი მოხელეები დაპირდნენ განეხილათ საკითხი მიწის ნაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტის განხილვის შესახებ სოკოლზე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის გმირთა მემორიალურ-საპარკო კომპლექსში შედიოდა, ხოლო პროექტით კი კინოთეატრ „ლენინგრადის“ დანგრევა და მის ადგილზე სავაჭრო-გასართობი კომპლექსის აშენება იყო გათვალისწინებული.
ბელორუსიაში
[ნახატი]
პლაკატი „მეორე სამამულო ომი“
2011 წლის 14 აგვისტოს მინსკში აღორძინებულ იქნა მინსკის ძმათა სასაფლაო, სადაც რუსული საიმპერატორო არმიის დაახლობით 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკრძალეს, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის წლებში ჭრილობებისაგან დაიხოცნენ. სასაფლაო, რომელიც 1914 წლის ნოემბერში იყო დაარსებული გენერალ-ლეიტენანტ პავლე ანდრიას ძე სმოროდსკის ინიციატივით, 1940-იანი წლების ბოლოს იქნა ლიკვიდირებული. მათ შორის, ვინც განსასვენებელი ჰპოვეს სასაფლაოზე, იყვნენ პირველი მსოფლიო ომის რიგი გმირებიც, მათ რიცხვში 301-ე ქვეითი ბობრუისკის პოლკის პრაპორშჩიკი თავადი ილია ვასილის ძე ჩელოკაევი (ჩოლოყაშვილი), მე-4 თურქესტანის მსროლელი პოლკის შტაბს-კაპიტანი ევსტათი დანილას ძე ურსულენკო. საფლავები კონფესიური პრინციპის მიხედვით სექტორებად (უბნებად) იყო განაწილებული. სასაფლაოზე, რომლის ტერიტორიაც დიდი სამამულო ომის დროის გერმანულ საოკუპაციო რუკებზეა აღნიშნული, ყველა სამახსოვრო ნიშანი იქნა აღებული, ისევე როგორც ხის მართლმადიდებლური ტაძარიც. სასაფლაოს მოდანზე ფრინველების ბაზარი გაიხსნა, იდგა ლუდხანა, ნაწილზე საცხოვრებელი სახლები ააშენეს, მისი ცენტრალური ნაწილი კი ძაღლების გასასეირნებელ პატარა მოედნად იყო გადაქცეული. მინსკის განაშენიანების გაფართოების შედეგად სასაფლაოს ტერიტორიაზე პრეტენზიების განცხადება სამშენებლო კომპანიებმა დაიწყეს – მისი ტერიტორიის ნაწილის გადაცემა ელიტური საცხოვრებელი კორპუსების მშენებელთათვის ივარაუდებოდა, მეორე ნაწილისა კი – ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს საჭიროებათათვის გამიზნულ მშენებლობაზე. თბოტრასის მშენებლობისას ექსკავატორებმა რამდენიმე თვითმცლელი მანქანა ადამიანთა ნარჩენები ამოთხარეს, რომელთა ნაწილიც დიდხანს სამუშაოთა ჩატარების ტერიტორიაზე არსებულ საყოფაცხოვრებო სათავსოში ინახებოდა. დაღუპულთა ნეშთებზე მკრეხელობის პრობლემამ საზოგადოების ძალისხმევით ფართო რეზონანსი და პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, რის შედეგადაც პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისათვის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოცემული ტერიტორიის განაშენიანება გააჩერა და შინაური ცხოველების გასასეირნებელი პატარა მოედნის ლიკვიდაციაც მოახდინა. სასაფლაოზე აიგო ქვის სამრეკლო, რომლის გვერდშიც განათავსეს ფილები სასაფლაოზე დაკრძალული რუსული არმიის 2500 ოფიცრისა და ჯარისკაცის სახელებით. 2011 წლის 11 ნოემბერს სასაფლაოზე პირველ მსოფლიო ომში დაცემულთა ხსოვნის დღე პირველად იქნა აღნიშნული. მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებათა ვერსიით, პირველი მსოფლიო ომის წლებში ბელურუსია მეომარ მხარეთა მსხვერპლი გახლდათ, და არა ერთ-ერთი მათგანის ნაწილი. მინსკის ძმათა სასაფლაოს კვალდაკვალ ყურადღების ღირსი შეიქნენ ანალოგიური ობიექტებიც ბელურუსიის სხვა რეგიონებშიც: დაიწყო სამუშაოები მემორიალის შექმნაზე სმორგონში (გროდნოს ოლქი), უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკის რეკონსტრუქციაზე მოგილჲოვში და ა. შ. თუმცა კი ასწლიანი იუბილის შემდეგ მალევე ხელისუფლების მხრიდან მისდამი ინტერესი მნიშვნელოვნად შემცირდა და ერთი წლის მერე პირველი მსოფლიო ომის თავად თემაც პრაქტიკულად გაქრა ცენტრალური ოფიციალური მასმედიიდან. „დავიწყებული ომი“ კვლავ ენთუზიასტების წილხვედრი შეიქნა.
ლიტერატურაში ომის დასახელების ვარიანტები
რეტროსპექტიული სახელწოდება „პირველი მსოფლიო ომი“ მსოფლიო ისტორიაოგრაფიაში მხოლოდ 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ წარმოიშვა.
ომის დაწყების შემდეგ მთელ მსოფლიოში მას „დიად ომს“ ან „დიდ ომს“ უწოდებდნენ (იხ. ინგლ. The Great War, ფრანგული La Grande guerre). აპელირებდნენ რა 1812 წლის სამამულო ომის ხსოვნასთან, რუსეთის იმპერიის პატრიოტულ პროპაგანდაში გამოჩნდა სახელწოდებანი „მეორე სამამულო“ და „დიდი სამამულო“. ყოველდღიურ ხმარებაში კი „გერმანიის“ ომს უწოდებდნენ.
ომის დასრულების შემდეგ, ომებსშორის პერიოდში ეპითეტებმა „დიადი/დიდი“ ადგილი დაუთმეს განსაზღვრებას „მსოფლიო ომი“. 1920-იან წლებში სახელწოდება „1914–1918 წწ. ოთხწლიანი ომი“ ენციკლოპედიურმა ლექსიკონმა გრანატმა დააფიქსირა (ტომები 46-დან 48-ის ჩათვლით, გამოცემული 1925 – 1927 წლებში). თუმცა კი მკაცრად რომ ვთქვათ რიგის მიხედვით პირველ იმპერიალისტურ ომად 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომი ითვლება, მიუხედავად ამისა, რევოლუციის შემდგომ წლებში სსრკ-ში „იმპერიალისტური ომის“ სახელწოდებაც ასევე ხშირად გამოიყენებოდა.
ლიტერატურა
წიგნები
• Авилов Р. С. Войска Приамурского военного округа накануне Первой мировой войны: структура и дислокация. // Приамурское генерал-губернаторство в годы Первой мировой войны: штрихи времени, голоса современников. Документы и материалы. — Владивосток: РГИА ДВ, 2014. С. 35—54.
• Авилов Р. С. Приамурский военный округ в годы Первой мировой войны: войска и оборонительные задачи. // Вглядываясь в прошлое. Мировые войны XX века в истории Дальнего Востока России. Владивосток: ДВО РАН, 2015. С. 5-41. ISBN 978-5-91849-092-1
• Белоусов А. История злоключений Юджина Дебса или как американское правительство боролось с «пятой колонной» в годы Первой мировой войны // Научный ежегодник Института философии и права УрО РАН. 2015. Вып. 3
• Будущее устройство Армении. Третья оранжевая книга. Дипломатический архив. Том VIII. Издательство: «Освобождение» — Петроградъ, 1915.
• Первая мировая война 1914–18 / Васильев Н. М. // П — Пертурбационная функция [Электронный ресурс]. — 2014. — С. 590—600. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 25). — ISBN 978-5-85270-362-0.
• Великая война в образах и картинках. Выпуск IV. Под редакцией И. Лазаревского. Издание Д. Я. Маковского. Типография товарищества А. И. Мамонтова. Москва, 1915.
• Великая война Бориса Мигачёва: дневник, фотографии офицера Первой мировой / вступ. ст. Н. В. Дзуцевой; примеч. Д. Л. Орлова. — Иваново: Издатель Ольга Епишева, 2015. — 300 с., ил. ISBN 978-5-904004-52-1
• Волков С. В. Забытая война.
• Головин Н. Н. Военные усилия России в Первой мировой войне. В 2-х т. — Париж: Тов-во объединённых издателей. — 211 + 242 с. (том 1), (том 2).
• Мировая война в цифрах. — М.: Военгиз, 1934. — 128 с. — 15 000 экз.
• Вооружённый мир и война. Описание требований Германии в будущей войне. 1914
• Де-Лазари А. Н. Химическое оружие на фронтах мировой войны 1914—1918 гг. — М.: Воениздат, 1935. — 143 с.
• Зайончковский А. М. Мировая война 1914-1918 гг. — М.: Воениздат, 1938—1939. — Т. в 4-х томах.
• Зайончковский А. М. Первая мировая война. — СПб.: Полигон, 2000. — 878 с. — ISBN 5-89173-082-0.
• Зайочнковский А. М. Подготовка России к мировой войне. — М.: Государственное военное издательство, 1926. — 440 с.
• Стратегический очерк войны 1914-1918 гг. — М.: Высший военный редакционный совет, 1920—1923.
• История Первой мировой войны 1914—1918 гг. / под редакцией И. И. Ростунова. — в 2 томах. — М.: Наука, 1975. — 25 500 экз.
• Информационный портал Министерства обороны Российской Федерации (Минобороны России) «Памяти героев Великой войны 1914—1918 годов»
• Керсновский А. А. Очерк «Мировая война» (в сокращении) — 1943.
• Керсновский А. А. Глава 15 // История Русской армии. — М.: Голос, 1992 (репринт). — Т. III—IV. — 1220 с. — 100 000 экз. ISBN 5-7117-0180-0, 978-5-7117-0180-4, 5-7117-0059-6, 978-5-7117-0059-3
• Корганов Г. Г. Участие армян в мировой войне на Кавказском фронте (1914—1918). — М. МАКС Пресс, 2011. — 184 с. — ISBN 978-5-317-03563-1.
• Лиддел Гарт Б. ч. 2: Стратегия первой мировой войны // Энциклопедия военного искусства = Стратегия непрямых действий = Liddel Hart B. H. Strategy The Indirect Approach (1954) / Ред. С. Переслегина. — М.—СПб.: АСТ, Терра Фантастика, 2003. — С. 183—244. — 656 с. — (Военно-историческая библиотека). — 5100 экз. — ISBN 5-17-017435-7.
• Лиддел Гарт Б. 1914. Правда о Первой мировой. — М.: Эксмо, 2009 [1930]. — 480 с. — (Перелом истории). — 4300 экз. — ISBN 978-5-699-36036-9.
• Масловский Е. В. Мировая война на кавказском фронте, 1914—1917 г: стратегический очерк. — М.: Вече, 2015. — 544 с. — ISBN 978-5-4444-1754-6
• Мельгунов С. П. «Золотой немецкий ключ» к большевистской революции. — Париж, 1940.
• Островский А. В. Процветала ли Россия накануне Первой мировой войны? — СПб.: Полторак, 2016. − 252 с.
• Пахалюк К. Боевые действия в Восточной Пруссии в Первую мировую войну. Указатель литературы. — 2-е изд. — Калининград, 2008.
• Первая мировая война. Энциклопедический словарь. М.: Издательство «Весь Мир», 2014. — 481 с. — ISBN 978-5-777-0573-0.
• Старцев В. И. «Немецкие деньги и русская революция: Ненаписанный роман Фердинанда Оссендовского» — Изд. 3-е. СПб.: «Крига», 2006. — 288 с. ISBN 5-901805-25-9
• Такман Б. Первый блицкриг. Август 1914 = Tuchman Barbara W. The Guns of August / С. Переслегина, пер. О. Касимова. — М.—СПб.: АСТ, Terra Fantastica, 1999. — 640 с. — (Военно-историческая библиотека). — 5000 экз. — ISBN 5-237-01714-2.
• Трубецкой Е. Н. Смысл войны. — М.: Товарищество типографии А. И. Мамонтова, 1914. — 48 с.
• Трубецкой Е. Н. Война и мировая задача России. — М.: Типография товарищества И. Д. Сытина, 1915. — 24 с.
• Федорченко, С. З. Народ на войне. — М.: Советский писатель, 1990. — 400 с. — 100 000 экз. — ISBN 5-265-00647-8.
• «Четырёхлетняя война 1914—1918 г. и её эпоха». — Энциклопедический словарь Гранат, Т. 46, Т. 47, Т. 48. — М.: «Русский библиографический институт Гранат», 1925—1927.
• Яковлев Н. Н. 1 августа 1914. — М.: Молодая гвардия, 1974. — 240 с. — 100 000 экз.
• Роган Ю. Падение Османской империи. Первая мировая война на Ближнем Востоке, 1914–1920 гг = The Fall of the Ottomans: The Great War in the Middle East. By Eugene Rogan.. — М.: Альпина Нон-фикшн, 2017. — 560 p. — ISBN 978-5-91671-762-4.
• Шиловский М. В. Первая мировая война 1914-1918 годов и Сибирь (рус.) / Д.и.н. В. П. Зиновьев, рецензенты: д.и.н. В. Г. Кокоулин, к.и.н. И. П. Каменецкий, к.и.н. А. К. Кириллов. — Научное издание. — Новосибирск: Институт истории СО РАН, «Автограф», 2015. — 330 с. — ISBN 978-5-9906983-3-8, УДК 94(47) 083, ББК 63. 3(2) 532.
სტატიების კრებულები
• Первая мировая война и проблемы российского общества. Материалы международной научной конференции, 20-21 ноября 2014 г. // Государственная полярная академия; Научно-исследовательский отдел (военной истории Северо-западного региона РФ) НИИ (ВИ) Военной академии Генерального штаба ВС РФ; Академия геополитических проблем. — Санкт-Петербург, 2014. — 330 c.
სტატიები
• «Выстрел». Генрих Енеке. Журнал GEO 2’2014. Статья о политическом состоянии Европы на март-август 1914 года, об отношении многих политических деятелей и писателей (Томас Манн, Стефан Цвейг) к описываемым событиям, их ответственности за развязывание Первой мировой войны.
• Жиромская В. Б. Влияние Первой мировой войны на демографические процессы в России // Демоскоп Weekly : сайт. — 15—31 декабря 2014. — № 623—624.
• Моисеенко В. М. Социально-демографические итоги Первой мировой войны в России в отечественной литературе на рубеже 1920-х гг = Развитие населения и демографическая политика. Памяти А. Я. Кваши / Под редакцией М. Б. Денисенко, В. В. Елизарова. — (Сер. «Демографические исследования». — Вып. 23. — 2014.) // Демоскоп Weekly : сайт. — М.: МАКС Пресс, 15—31 декабря 2014. — С. 221—236.
• Зыкин Д. Л. Антироссийская мифология Первой мировой // Знание. Понимание. Умение. — 2011. — № 4 (июль — август).
• Зыкин Д. Л. Первая мировая: геополитический аспект // Знание. Понимание. Умение. — 2011. — № 2 (март — апрель).
• Пахалюк К. Захоронения и памятники Первой мировой войны в Восточной Пруссии // Восточная Пруссия, 1914—1915. Неизвестное об известном. — Калининград, 2008. — С. 101—122
• Супотницкий М. В. Забытая химическая война 1915—1918 гг. (цикл статей о применении химического оружия в годы Первой мировой войны)
• Шацилло В. К. Первая мировая война 1914—1918. Факты. Документы. М.: ОЛМА-ПРЕСС, 2003. — 480 с: ил. (Архив). — Тираж 5000 экз. ISBN 5-224-03312-8
• Литература и культурное самосознание России в период Первой мировой войны(Круглый стол в Музее-библиотеке Н. Ф. Фёдорова; доклады: А. Г. Гачева, Н. В. Юдин, Е. Ю. Константинова; 24 декабря 2013)
ფოტოსურათების კატალოგები
• Журнал «Летопись войны 1914—15—16—17 гг.», Полное издание, № 1—132 (1914—1917). — СПб.: Редактор-издатель Генерал-майор Дубенский, Товарищество Р. Голике и А. Вильборг, 1914—1917. (Общее количество портретов в алфавитном списке — около 2800)
• Сизенко А. Г. Донские казаки: список именных фотографий в приложениях «Донские областные ведомости» и «Вольный Дон» 1915—1917 гг. // Донской временник: краеведческий альманах / Донская государственная публичная библиотека. — Ростов-на-Дону, 1993—2014. (Проверено 15 июня 2014)
მითითებები
მონათესავე პროექტებში
• Цитаты в Викицитатнике
• Медиафайлы на Викискладе
• Портал «Первая мировая война»
• Первая мировая война
• Первая мировая война. Подробности сражений
• Хронология Первой мировой войны
• Первая мировая война (Великая война). Предпосылки. Сражения. Битвы. Итоги войны
• Сайт «Герои Первой мировой» (сражения, персоналии, захоронения, списки погибших)
• Украденная Победа. Документальный фильм телеканала Россия
• Портал Минобороны РФ о воинских формирования, военнослужащих и боевых операциях Русской императорской армии в годы ПМВ
კატეგორია:
• Первая мировая война
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment