Friday, November 6, 2026

აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის ბატარეები

შინაარსი 

საზენიტო დივიზიონის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს (ზრკ) „ჩაპარელის“ ბატარეა 
საზენიტო დივიზიონის თზდ „ვულკან“ – გზრკ „სტინგერის“ ბატარეა 
საზენიტო დივიზიონის გზრკ „სტინგერის“ ბატარეა 


აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს (ზრკ) „ჩაპარელის“ ბატარეა 

[ნახატი] 

ბატარეის მეთაურობა: მეთაური, მეთაურის მოადგილე, ზემდეგი. 
სულ ბატარეაში: ექვსი ოფიცერი, ერთი უორენთ-ოფიცერი, 153 სერჟანტი და რიგითი. 

ცხრილი 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მართვის; B – კავშირგაბმულობის; C – აპარატურის რემონტის; D – სატრანსპორტო საშუალებათა რემონტის; E – მართვა; F – გათვლა; G – ოცეულში) 

(ნაწილი 1) 

პირადი შემადგენლობა, . . . . . . ს ე ქ ც ი ე ბ ი . . . ზრკ ოცეული (4 გდ-ით) 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . A . . . . B . . . . C . . . . D . . . . E . . . . F . . . . G . . . 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . 6 . . . . 14 . . . 12 . . . . 6 . . . . 5 . . . .26 . . . 
ზრკ „ჩაპარელი“ . . . . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . – . . . . – . . . . . – . . . .1 . . . . .4 . . . 
40-მმ ლულისქვეშა ტანკ- 
საწინააღმდეგო ყუმბარ- 
სატყორცნი M203 . . . . . . . . . . . . – . . . . . 1 . . . . . 1 . . . . – . . . . 1 . . . .1 . . . . .5 . . . 
12,7-მმ ტყვიამფრქვევი 
M2HB . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . – . . . . . – . . . . 1 . . . . 1 . . . – . . . . . 1 . . . 
7,62-მმ ტყვიამფრქვევი M60 . . . .4 . . . . – . . . . . – . . . . – . . . . – . . . – . . . . . – . . . 
5,56-მმ ავტომატური 
შაშხანა M16A1 . . . . . . . . . . . . . . 10 . . . . .6 . . . .14 . . . 10 . . . . 5 . . . . 5 . . . .25 . . . 
11,43-მმ პისტოლეტ- 
ტყვიამფრქვევი M3A1 . . . . . . . . .2 . . . . – . . . . . – . . . . 2 . . . . 1 . . . . – . . . . .1 . . . 
ჯავშანტრანსპორტერები 
M113A1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . – . . . . . – . . . . – . . . . 1 . . . . – . . . . – . . . 
ავტომობილები . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . .1 . . . . .5 . . . . 5 . . . . 2 . . . . – . . . . .2 . . . 
რადიოსადგურები . . . . . . . . . . . .3 . . . . – . . . . . 4 . . . . 1 . . . . 5 . . . . 2 . . . .13 . . . 

(ნაწილი 2) 

პირადი შემადგენლობა, . . . . . ზრკ ოცეული (6 გდ-ით) . . . . სულ 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . E . . . . F . . . . G . . . . . . . . ბატარეაში 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .8 . . . . 5 . . . .38 . . . . . . . . . . .160 . . . 
ზრკ „ჩაპარელი“ . . . . . . . . . . . . . . . – . . . . 1 . . . . .6 . . . . . . . . . . . .18 . . . 
40-მმ ლულისქვეშა ტანკ- 
საწინააღმდეგო ყუმბარ- 
სატყორცნი M203 . . . . . . . . . . . . . . .1 . . . .1 . . . . .7 . . . . . . . . . . . .24 . . . 
12,7-მმ ტყვიამფრქვევი 
M2HB . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . – . . . . . 1 . . . . . . . . . . . . .6 . . . 
7,62-მმ ტყვიამფრქვევი M60 . . . . . – . . . – . . . . . – . . . . . . . . . . . . .4 . . . 
5,56-მმ ავტომატური 
შაშხანა M16A1 . . . . . . . . . . . . . . . . .7 . . . . 5 . . . .37 . . . . . . . . . . .152 . . . 
11,43-მმ პისტოლეტ- 
ტყვიამფრქვევი M3A1 . . . . . . . . . . 1 . . . . – . . . . .1 . . . . . . . . . . . .18 . . . 
ჯავშანტრანსპორტერი 
M113A1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . – . . . . .1 . . . . . . . . . . . . .5 . . . 
ავტომობილები . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . – . . . . .2 . . . . . . . . . . . .22 . . . 
რადიოსადგურები . . . . . . . . . . . . . 5 . . . . 2 . . . .17 . . . . . . . . . . . .64 . . . 

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის* ზრკ „ჩაპარელის“ ბატარეა განკუთვნილია მოწინააღმდეგის საჰაერო მიზნებთან ბრძოლისათვის დაბალ სიმაღლეებზე. იგი შეიძლება ასრულებდეს ამოცანებს დივიზიონის შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად (*მექანიზებული /ჯავშანსატანკო/ დივიზიის საზენიტო დივიზიონში /დაახლოებით 860 ადამიანი/ ექვსი ბატარეაა: საშტაბო, სამი შერეული თზდ „ვულკან“ – გზრკ „სტინგერების“, თითო-თითო ზრკ „ჩაპარელებისა“ და გზრკ „სტინგერების“. მასში არის 18 ზრკ „ჩაპარელი“, 36 თზდ „ვულკანი“, 75 გზრკ „სტინგერი“ /საცეცხლე გათვლა/, 20 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A1, დაახლოებით 470 რადიოსადგური, 230-ზე მეტი ავტომობილი და სხვა შეიარაღება). 

შ ე ტ ე ვ ა შ ი  ზრკ „ჩაპარელების“ ბატარეა გამოიყენება დივიზიის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მოქმედი ნაწილებისა და ქვედანაყოფების, მართვის პუნქტებისა და სხვა ობიექტების დასაფარავად საჰაერო დარტყმებისაგან. ზრკ-ების განლაგება რეკომენდირებულია 3–4 კმ-ზე და უფრო შორსაც მხარეთა შეხების ხაზიდან კომპლექსებს შორის ინტერვალებით არაუმეტეს 5 კმ. 

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი  ბატარეის საცეცხლე საშუალებათა განლაგების თავმოყრა ნავარაუდევია მოწინააღმდეგის მიერ მთავარი დარტყმის მოყენების სავარაუდო მიმართულებაზე მოქმედი ნაწილებისა და ქვედანაყოფების, დივიზიის სამეთაურო პუნქტის, საველე არტილერიის საცეცხლე პოზიციებისა და სხვა ობიექტების დასაფარავად. 

დივიზიის მიერ  მ ა რ შ ი ს  შესრულებისას ბატარეის ქვედანაყოფები შეიძლება განლაგდეს წინასწარ დანიშნულ პოზიციებზე დივიზიის მარშრუტის გასწვრივ, საჰაერო დარტყმებისაგან ყველაზე უფრო მოწყვლად ადგილებში. როგორც წესი, ზრკ-ები განლაგდება ერთმანეთისაგან 2 კმ დაშორებაზე. 

თზდ „ვულკანისა“ და გზრკ „სტინგერის“ ქვედანაყოფებთან ერთად საჰაერო თავდაცვის ორგანიზებისას ზრკ-ის გასაშვები დანადგარები განლაგდება პოიციებზე არანაკლებ 1 კმ დაშორებით თზდ-ისა და გზრკ-გან. 


აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის თზდ „ვულკან“ – გზრკ „სტინგერის“ ბატარეა 

[ნახატი] 

ბატარეის მეთაურობა: მეთაური, მეთაურის მოადგილე, ზემდეგი. 
სულ ბატარეაში: ცხრა ოფიცერი, ერთი უორენთ-ოფიცერი, 138 სერჟანტი და რიგითი. 

ცხრილი 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მართვის; B – კავშირგაბმულობის; C – აპარატურის რემონტის; D – სატრანსპორტო საშუალებათა რემონტის; E – მართვა; F – გათვლა; G – ოცეულში; H – სექცია) 

(ნაწილი 1) 

პირადი შემადგენლობა, . . . . . . ს ე ქ ც ი ე ბ ი . . . თზდ-ების ოცეული 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . A . . . . B . . . . C . . . . D . . . . E . . . . F . . . . G . . . 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14 . . . . 6 . . . . 11 . . . 12 . . . . 6 . . . . 4 . . . .22 . . . 
თზდ-ები „ვულკანი“ . . . . . . . . . – . . . . .– . . . . – . . . . – . . . . . – . . . . 1 . . . . .4 . . . 
გზრკ-ები „სტინგერი“ . . . . . . . . – . . . . . – . . . . – . . . . – . . . . – . . . . – . . . . – . . . 
40-მმ ლულისქვეშა ტანკ- 
საწინააღმდეგო ყუმბარ- 
სატყორცნი M203 . . . . . . . . . . . . . 1 . . . . – . . . . – . . . . . 1 . . . . 1 . . . . – . . . . .1 . . . 
12,7-მმ ტყვიამფრქვევი 
M2HB . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . – . . . . . – . . . . 2 . . . . 1 . . . . 1 . . . . . 5 . . . 
7,62-მმ ტყვიამფრქვევი M60 . . . .4 . . . . – . . . . . – . . . . – . . . . – . . . .– . . . . . – . . . 
5,56-მმ ავტომატური 
შაშხანა M16A1 . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . 6 . . . . .11 . . . 10 . . . . 5 . . . . 4 . . . .21 . . . 
11,43-მმ პისტოლეტ- 
ტყვიამფრქვევი M3A1 . . . . . . . . .2 . . . . – . . . . . – . . . . 2 . . . . 1 . . . . – . . . . . 1 . . . 
ჯავშანტრანსპორტერები 
M113A1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . – . . . . . – . . . . – . . . . 1 . . . . – . . . . . 1 . . . 
ავტომობილები . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . .1 . . . . .4 . . . . 5 . . . . 2 . . . . – . . . . . 2 . . . 
რადიოსადგურები . . . . . . . . . . . .3 . . . . – . . . . . 2 . . . . 1 . . . . 5 . . . . .2 . . . .10. . . 

(ნაწილი 2) 

პირადი შემადგენლობა, . . . . . გზრკ „სტინგერების“ ოცეული . . . . სულ 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . E . . . . . . . H . . . . . . . G . . . . . . ბატარეაში 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . 12 . . . . . . .39 . . . . . . . . . 148 . . . 
თზდ-ები „ვულკანი“ . . . . . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . . .12 . . . 
გზრკ-ები „სტინგერი“ . . . . . . . . . . . – . . . . . . . . 5 . . . . . . .15 . . . . . . . . . . 15 . . . . 
40-მმ ლულისქვეშა ტანკ- 
საწინააღმდეგო ყუმბარ- 
სატყორცნი M203 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . . . . .5 . . . 
12,7-მმ ტყვიამფრქვევი 
M2HB . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . . . . 21 . . . 
7,62-მმ ტყვიამფრქვევი M60 . . . . . .– . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 4 . . . 
5,56-მმ ავტომატური 
შაშხანა M16A1 . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . 11 . . . . . . .35 . . . . . . . . . 137 . . . 
11,43-მმ პისტოლეტ- 
ტყვიამფრქვევი M3A1 . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11 . . . 
ჯავშანტრანსპორტერი 
M113A1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 4 . . . 
ავტომობილები . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . 6 . . . . . . .19 . . . . . . . . . . 39 . . . 
რადიოსადგურები . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . 7 . . . . . . .23 . . . . . . . . . . 59 . . . 

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის* თზდ „ვულკანი“ – გზრკ „სტინგერების“ ბატარეა განკუთვნილია საჰაერო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად მცირე და ზღვრულად მცირე სიმაღლეებზე და შეუძლია ამოცანების შესრულება დივიზიონის შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად (*მექანიზებული /ჯავშანსატანკო/ დივიზიის საზენიტო დივიზიონში /დაახლოებით 860 ადამიანი/ ექვსი ბატარეაა: საშტაბო, სამი შერეული თზდ „ვულკან“ – გზრკ „სტინგერების“, თითო-თითო ზრკ „ჩაპარელებისა“ და გზრკ „სტინგერების“. მასში არის 18 ზრკ „ჩაპარელი“, 36 თზდ „ვულკანი“, 75 გზრკ „სტინგერი“ /საცეცხლე გათვლა/, 20 ჯტრ M113A1, დაახლოებით 470 რადიოსადგური, 230-ზე მეტი ავტომობილი და სხვა შეიარაღება). 

შ ე ტ ე ვ ა შ ი ბატარეები გადაეცემა პირველი ეშელონის ბრიგადებს ასეთი ანგარიშით: თზდ-ების ოცეული – ბატალიონს, ორი დანადგარი – ასეულს, გზრკ-ების სექცია – ბატალიონს (დივიზიონს) და საცეცხლე გათვლა კი – ასეულს (ბატარეას). ინტერვალები მეზობელ თზდ-ებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ, საცეცხლე გათვლებს შორის კი – 3 კმ. 

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი ბატარეის საცეცხლე საშუალებების თავმოყრა რეკომენდირებულია მოწინააღმდეგის მთავრი დარტყმის სავარაუდო მიმართულებაზე მოქმედი ქვედანაყოფების, ბრიგადების სამეთაურო პუნქტების, საველე არტილერიის საცეცხლე პოზიციებისა და სხვა ობიექტების დასაფარავად. 

დივიზიის მიერ მ ა რ შ ი ს შესრულებისას ბატარეის ქვედანაყოფები მოძრაობენ საბრძოლო ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებში, თზდ-ებს შორის 1 კმ-მდე და გზრკ-ებს შორის 3 კმ-მდე დისტანციებით. 

ზრკ „ჩაპარელებთან“ ერთობლივად საჰაერო თავდაცვის ორგანიზებისას თზდ-ებისა და გზრკ-ების საცეცხლე გათვლები განლაგდება პოზიციებზე არანაკლებ 1 კმ დაშორებით ზრკ-გან. 


აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის გზრკ „სტინგერების“ ბატარეა 

[ნახატი] 

ბატარეის მეთაურობა; მეთაური, მეთაურის მოადგილე, 
სულ ბატარეაში: ცხრა ოფიცერი, 74 სერჟანტი და ჯარისკაცი. 

ცხრილი 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ბატარეის მართვის სექცია; B – გზრკ ოცეულის მართვა; C – ოცეულის საცეცხლე სექციის მართვა; D – გზრკ ოცეულის საცეცხლე სექციის საცეცხლე marTvა; E – სულ საცეცხლე სექციაში; F – სულ გზრკ „სტინგერების“ ოცეულში; G – სულ გზრკ „სტინგერების“ ბატარეაში) 

პირადი შემადგენლობა, . . . A . . . გზრკ „სტინგერების“ ოცეული . . . . . . G 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . B . . . საცეცხლე სექცია . . . . . . F . . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . C . . . D . . . E . . . . . . . . . . . . . . . . .

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . .5 . . . .3 . . . . . 2 . . . .2 . . . .12 . . . . .39 . . . . .83 . . . 
გზრკ „სტინგერების“, 
საცეცხლე გათვლა . . . . . . . . – . . . . – . . . . . – . . . 1 . . . . .5 . . . . .15 . . . . . 30 . . . 
5,56-მმ ავტომატური 
შაშხანა M16A1 . . . . . . . . . . . .4 . . . .2 . . . . . 1 . . . .2 . . . .11 . . . . .35 . . . . . 74 . . . 
11,43-მმ პისტოლეტ- 
ტყვიამფრქვევი M3A1 . . . . . 1 . . . .1 . . . . . 1 . . . – . . . . . 1 . . . . . .1 . . . . . . 9 . . . 
ავტომობილები . . . . . . . . . . .2 . . . .1 . . . . . 1 . . . .1 . . . . .6 . . . . .19 . . . . . 40 . . . 
რადიოსადგურები . . . . . . . . 4 . . . .2 . . . . . 2 . . . .1 . . . . .7 . . . . .23 . . . . . 50 . . . 

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის* გზრკ „სტინგერების“ ბატარეა განკუთვნილია დივიზიის ქვედანაყოფების (ობიექტების) უშუალოდ დასაფარავად მოწინააღმდეგის დარტყმებისაგან ზღვრულად მცირე სიმაღლეებიდან (*მექანიზებული /ჯავშანსატანკო/ დივიზიის საზენიტო დივიზიონში /დაახლოებით 860 ადამიანი/ ექვსი ბატარეაა: საშტაბო, სამი შერეული თზდ „ვულკან“ – გზრკ „სტინგერების“, თითო-თითო ზრკ „ჩაპარელებისა“ და გზრკ „სტინგერების“. მასში არის 18 ზრკ „ჩაპარელი“, 36 თზდ „ვულკანი“, 75 გზრკ „სტინგერი“ /საცეცხლე გათვლა/, 20 ჯტრ M113A1, დაახლოებით 470 რადიოსადგური, 230-ზე მეტი ავტომობილი და სხვა შეიარაღება). 

შ ე ტ ე ვ ა შ ი გზრკ-ების საცეცხლე გათვლები მოქმედებენ დასაფარავი ქვედანაყოფების შემადგენლობაში, ახორციელებენ რა მოწინააღმდეგის დაბლამფრენი მიზნების ძიებასა და დაზიანებას, ან გამოიყოფიან სხვადასხვა ობიექტების საჰაერო თავდაცვისათვის. ერთ საცეცხლე გათვლას შეუძლია დაიფაროს ასეული – ბატარეა ან, მაგალითად, დივიზიის სამეთაურო პუნქტი (კავშირგაბმულობის კვანძი, საწვავ-საცხები მასალებით გაწყობის პუნქტი და ა. შ.), სექციას შეუძლია დაიფაროს ბატალიონი – დივიზიონი. 

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი საცეცხლე გათვლების ყოლა რეკომენდირებულია დასაფარავი ქვედანაყოფების საბრძოლო რიგებში საჰაერო მოწინააღმდეგის თავდასხმის ყველაზე უფრო სავარაუდო მიმართულებებზე. 

მ ა რ შ ი ს შესრულებისას საცეცხლე გათვლებს შეუძლიათ მიდიოდნენ დასაფარავი ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებში. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება განლაგდნენ მოძრაობის მარშრუტის გასწვრივ, ჰაერიდან მოწინააღმდეგის დარტყმებისაგან ყველაზე უფრო მოწყვლად ადგილებში. 

თზდ „ვულკანის“ და ზრკ „ჩაპარელის“ ქვედანაყოფებთან ერთად საჰაერო თავდაცვის ორგანიზებისას გათვლების საცეცხლე პოზიციები განლაგდება არაუახლოეს 1 კმ-ისა თზდ-ების და ზრკ-ების პოზიციებიაგან. 


თარგმანი მომზადებულია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1986, № 5. 


მასალები მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment