როგორც ცნობილია, კვიპროსის ისტორია მდიდარია მოვლენებით, რომლებიც კვიპროსელების მძიმე ბრძოლასთანაა დაკავშირებული თავიანთი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში კ. კვიპროსი თურქებმა დაიპყრეს და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩართეს. 1878 წელს ინგლისელებმა თავზე მოახვიეს თურქეთის სულთანს შეთანხმება, რომელიც კვიპროსზე მათ კონტროლს უზრუნველყოფდა. 1925 წლიდან კვიპროსი ოფიციალურად ბრიტანეთის კოლონიად იქცა.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, განიხილავდა რა კვიპროსს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ფორპოსტად ახლო აღმოსავლეთის მისადგომებზე, ბრიტანული იმპერიალიზმი ყველანაირად ცდილობდა კუნძულზე თავისი ბატონობის შენარჩუნებასა და უცხოური ტანჯვისგან განთავისუფლებისთვის მისი ხალხების მოძრაობის ძალით ჩახშობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლამ კვიპროსზე ინგლისური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის ხასიათი შეიძინა. ისწრაფვოდნენ რა ამ მოძრაობის დასუსტებისკენ, ინგლისელმა კოლონიზატორებმა ეროვნული მტრობის გაღვივება დაიწყეს კვიპროსის მოსახლეობის ბერძნულ უმრავლესობასა და თურქულ უმცირესობას შორის, აგრეთვე თურქული მთავრობის პრეტენზიებს კუნძულის ნაწილის დაუფლებაზე საიდუმლოდ ახალისებდნენ. დროთა განმავლობაში «კვიპროსის საკითხი» მწვავე საერთაშორისო პრობლემად გადაიქცა.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, ნატო-ს, და პირველ რიგში კი აშშ-ის ხელმძღვანელი წრეები, ანიჭებდნენ რა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას დიდ მნიშვნელობას აგრესიული ომის მზადებაში სოციალისტური და არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგ, კვიპროსის საკითხის მათეული გადაწყვეტის მოძებნისკენ ისწრაფვოდნენ. მათ სულ თავიდანვე აიღეს კურსი ხმელთაშუა ზღვის აუზში კუნძულის ერთერთ თავიანთ მთავარ ბაზად გადაქცევაზე. ამავდროულად ისინი ცდილობდნენ მოეხსნათ უთანხმოებები საბერძნეთსა და თურქეთს შორის, რომლებიც ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგს დაშლით ემუქრებოდა.
1957-1958 წლებში ნატო-ს საბჭოში კვიპროსის საკითხის განხილვის მსვლელობისას გამომუშავებულ იქნა კომპრომისული საფუძველი სამი დაინტერესებული სახელმწიფოს შეთანხმებისთვის: დიდი ბრიტანეთი იძულებული იყო კვიპროსისთვის დამოუკიდებლობის მიცემაზე დათანხმებოდა, საბერძნეთმა კუნძულის შესახებ თავის პრეტენზიებზე, ხოლო თურქეთმა კი მისი გაყოფის მოთხოვნაზე უარი განაცხადეს. ეს დებულებები საფუძვლად დაედო ციურიხ-ლონდონურ შეთანხმებებს; პირველს 1959 წლის 11 თებერვალს ციურიხში საბერძნეთმა და თურქეთმა მოაწერეს ხელი, ხოლო მეორეს კი – 1959 წლის 19 თებერვალს ლონდონში დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა და თურქეთმა, აგრეთვე კვიპროსის ბერძნული (მაკარიოსი) და თურქული (ქუჩუკი) თემების წარმომადგენლებმაც.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1960 წლის 16 აგვისტოს კვიპროსის დამოუკიდებლობის გამოცხადებას თან ახლდა რიგი კაბალური პირობების და ხელშეკრულებებისა, რომლებიც რესპუბლიკის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს მნიშვნელოვან ხარისხად ზღუდავდა და კუნძულის საშინაო საქმეებში ჩარევისთვის ნატო-ს ფართო შესაძლებლობებს აძლევდა. კერძოდ, ბრიტანეთმა შეინარჩუნა «სამუდამოდ» («на вечные времена») კუნძულის ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც იგი სამხედრო ბაზებისთვის 1970-იან წლებშიც იყენებდა, საბერძნეთმა და თურქეთმა კი მიიღეს უფლება აქ თავიანთი სამხედრო კონტინგენტების განლაგებაზე. კვიპროსის კონსტიტუცია, რომლის ძირითადი დებულებებიც ასევე ციურიხ-ლონდონის შეთანხმებებით იყო განპირობებული, კვიპროსის მოსახლეობის ბერძნული და თურქული ნაწილების შეგნებულ დაპირისპირებაზე აიგებოდა, რაც ქვეყანაში ეროვნული მტრობის გაძლიერებას იწვევდა.
კვიპროსის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მისი მოსახლეობა არაერთხელ განიცდიდა საკუთარ თავზე იმპერიალისტური ძალების ხრიკებს. ვითარება კვიპროსზე და კვიპროსის საკითხის გარსემო არაერთხელ გამწვავებულა, რაც კუნძულზე რეაქციული ძალების ტერორის აფეთქებებს იწვევდა. გარედან ჩარევა განსაკუთრებით ნათლად 1963 წელს გამოვლინდა, როდესაც კვიპროსის მთავრობამ ციურიხ-ლონდონური შეთანხმებების ზოგიერთი დებულების გადახედვაზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა, რომლებიც ქვეყნის როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას ხელს უშლიდა.
1963 წლის დეკემბრის ბოლოს ექსტრემისტულმა ელემენტებმა კუნძულზე ბერძნულ და თურქულ თემებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოახდინეს, რამაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია. იმ დროიდან წარმოიშვა კიდეც კვიპროსის ამ ორ თემს შორის ხელოვნური განკერძოება (размеживание). 1970-იან წლებშიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ის მხოლოდ იმიტომ რჩებოდა, რომ იმპერიალისტური ძალები კვიპროსის გარშემო თავიანთ ძირგამომთხრელ საქმიანობას თავს არ ანებებდნენ, მისი ბედის გადაწყვეტას კვიპროსელების ზურგს უკან, ახალგაზრდა რესპუბლიკის სუვერენიტეტის საზარალოდ ცდილობდნენ. ამ ძალებმა არაერთხელ მიმართეს პროვოკაციებს, ტერორს, ქმნიდნენ კრიზისულ სიტუაციებს, რომლებიც ბერძნებსა და თურქებს შორის ღია შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდით იმუქრებოდა. რათა ეს არ მომხდარიყო, გაერო იძულებული შეიქნა 1964 წელს კვიპროსზე თავისი ჯარების ქვედანაყოფები გაეგზავნა.
ტერორისა და ძალადობის ახალი ტალღა კვიპროსზე 1974 წლის გაზაფხულზე წარმოიქმნა. როგორც ცნობილია, თავის დროზე კვიპროსზე შეიარაღებული შემოჭრის მუქარისგან რესპუბლიკის დაცვის ინტერესებში, ეროვნული გვარდია შეიქმნა. მისი ხელმძღვანელობისთვის ათენიდან ბერძენი ოფიცრების დიდი ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებსაც კვიპროსის მთავრობის მითითებათა შესაბამისად უნდა ემოქმედათ. საქმით კი მათ ქვეყანაში მისი მთავრობის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა გაშალეს, ახდენდნენ რა თავიანთი მოქმედებების კოორდინაციას ტერორისტულ ორგანიზაცია ეოკა-2-თან, რომელიც პრეზიდენტ მაკარიოსის მოშორებასა და «ენოზისის» მიღწევას (კვიპრიოსის საბერძნეთთან შეერთებას) ხანგრძლივი დროის მანძილზე ცდილობდა.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1974 წლის მიწურულს უკვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეოკა-2-ს ათენის ყოფილი ხუნტა აფინანსებდა და ისიც მისი ბრძანებების მიხედვით მოქმედებდა. ხოლო როდესაც პრეზიდენტ მაკარიოსის მთავრობამ ამ ორგანიზაციის საქმიანობის აღკვეთა დაიწყო და კუნძულიდან იმ 650 ბერძენი ოფიცრის გაწვევა მოითხოვა, რომელთაც ეროვნულ გვარდიაში საკომანდო პოსტები ეკავათ, შეთქმულები ღია შეირაღებულ მოქმედებებზე გადავიდნენ. ფაქტიურად ეს გახლდათ საბერძნეთის სამხედრო ხუნტის არაფრით არ დაფარული აგრესია, რომელიც ნატო-ს გარკვეულმა წრეებმა დაგეგმეს, ვინაიდან კვიპროსის დამოუკიდებელი სახელმწიფის არსებობა მათ არ აწყობდათ, რამდენადაც ეს უკანასკნელი მიუმხრობლობის პოლიტიკას ემხრობოდა. ხოლო ეს წრეები კი ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობდნენ 1970-იანი წლების დასაწყისში დასახული საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის ჩასაშლელად.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის სიტყვით, საბჭოთა მთავრობამ 1974 წლის 18 ივლისის განცხადებაში კვიპროსზე ამბოხების დანაშაულებრივ ხასიათს პრინციპული შეფასება მისცა. ამ განცხადებაში, კერძოდ, აღინიშნებოდა, რომ მოვლენები კვიპროსზე წარმოადგენდა გაერო-ს წევრი სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში გარედან უხეშ სამხედრო ჩარევას. აღინიშნებოდა ასევე, რომ საბერძნეთის მთავრობის მცდელობებს დაეფარა თავისი მონაწილეობა ამ დანაშაულებრივ აქციაში და კვიპროსზე მიმდინარე მოვლენები შინაგანი ბრძოლის შედეგად წარმოესახა, არავის შეცდომაში შეყვანა არ შეეძლო. თავის განცხადებაში საბჭოთა მთავრობა კვიპროსის საქმეებში უცხოური ჩარევის შეწყვეტისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღების მომხრედ გამოდიოდა. მაგრამ, როგორც მოვლენების მსვლელობამ აჩვენა, მდგომარეობა კვიპროსზე ყოველდღიურად სულ უფრო დაძაბული და სახიფათო ხდებოდა.
1974 წლის 20 ივლისს დილით ადრე თურქულმა ჯარებმა კ. კვიპროსზე გადასხმა დაიწყეს. როგორც თურქეთის ყოფილი პრმიერ-მინისტრი ეჯევითი ამკტიცებდა, მისი მთავრობა ასეთ აქციაზე ვითომდა მას შემდეგ წავიდა, რაც დარწმუნდა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების, კვიპროსის დამოუკიდებლობისა და მისი კანონიერი მთავრობის აღდგენის ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. განაცხადეს ასევე, რომ თურქული ჯარები კუნძულის თურქული თემის დაცვის მიზნით იქნენ გადასხმული.
ღებულობდნენ რა ასეთ გადაწყვეტილებას, თურქეთის ხელმძღვანელები, როგორც დასავლური ქვეყნების ბეჭდურ გამოცემებში ესმებოდა ხაზი, ითვალისწინებდნენ, რომ საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებთან კონფრონტაციის შემთხვევაში თურქული ჯარები უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ჯერ ერთი, რიცხოვნებით თურქეთის შეიარაღებული ძალები (455 ათასი) თითქმის სამჯერ აღემატებოდა ბერძნულს (160 ათასი). მობილიზაციის შედეგად საბერძნეთს შეეძლო მოკლე ვადებში თავისი შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 200 ათას ადამიანამდე აეყვანა, იმ დროს, როდესაც თურქეთის სამობილიზაციო შესაძლებლობები გაცილებით უფრო მაღლა ფასდებოდა. მეორეც, თურქული არმია ბერძნულს შეიარაღების რაოდენობითაც აღემატებოდა. უცხოური პრესის მონაცემებით, შეჭრის მომენტისთვის მას 1400 ტანკი, 300-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და დაახლოებით 170 საბრძოლო ხომალდი გააჩნდა, მაშინ როდესაც საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებში სულ 650 ტანკი, 225 საბრძოლო თვითმფრინავი და 80 საბრძოლო ხომალდი მოითვლებოდა.
ითვალისწინებდნენ აგრეთვე კვიპროსის გეოგრაფიულ მდებარეობასაც, რომელიც გაცილებით უფრო ახლოს იმყოფება თურქეთთან, ვიდრე საბერძნეთთან. გააჩნია რა საზღვაო პორტები და ბაზები თავისი ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე, რომლებიც კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროდან 280-220 კმ-ითაა დაშორებული, თურქული სარდლობა შეძლებდა ბერძნულთან შედარებით ჯარები კუნძულზე გაცილებით უფრო სწრაფად გადაესროლა (საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილსა და კვიპროსს შორის მანძილები ხუთჯერ უფრო მეტია).
თურქული სამხედრო სარდლობა უშვებდა, რომ ჯარების გადასხმას კვიპროსზე შეეძლო აღმოსავლეთ თრაკიაში საბერძნეთის საპასუხო მოქმედებები გამოეწვია. ამიტომ საბერძნეთ-თურქეთის საზღვრის გასწვრივ 1-ლი საველე არმიის ძირითადი ძალები დაუყოვნებლივ იქნა გაშლილი. გარდა ამისა, იზმირის რაიონში შეიქმნა ჯარების დაჯგუფება, რომელიც საბერძნეთთან ომის შემთქვევაში ეგეოსის ზღვაში მისი კუთვნილი კუნძულების – ქიოსისა და მიტილინის დაპყრობისთვის იყო განკუთვნილი.
რაც შეეხებოდა ბერძნულ სამხედრო ხუნტას, ამბოხების დაგეგმვისა და განხორციელებისას იგი კუნძულზე პრეზიდენტ მაკარიოსის მომხრეებზე თავისი ძალების აშკარა უპირატესობიდან ამოდიოდა. შეთქმულთა განკარგულებაში იყო ეროვნული გვარდია 11 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, რომელიც ბერძენი ოფიცრების მეთაურობის ქვეშ იმყოფებოდა, აგრეთვე კუნძულზე მუდმივად დისლოცირებული ბერძნული პოლკი (950 ადამიანი; ციურიხ-ლონდონური შეთანხმებების შესაბამისად), მანამდე ცოტა ხნით ადრე საბერძნეთიდან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადასროლილი რამდენიმე ქვედანაყოფი და იატაკქვეშა ორგანიზაციის ეოკა-2 ტერორისტული ჯგუფები.
გადატრიალების ჩავარდნამ ხუნტის სრული დისკრედიტაცია გამოიწვია. მის მიერ ჩატარებულ სამობილიზაციო ღონისძიებებს, განსაკუთრებით კვიპროსზე თურქული ჯარების გადასხმის შემდეგ, არ შეეძლო მდგომარეობა გადაერჩინა. საბერძნეთის სამხედრო ხუნტა იძულებული იყო თავისი დამარცხება ეღიარებინა და 23 ივლისს საღამოს ხელისუფლება ეროვნული ერთიანობის სამოქალაქო მთავრობისთვის დაეთმო პრემიერ-მინისტრ კარამანლისის მეთაურობით. საბერძნეთის ახალმა მთავრობამ, რომლის შემადგენლობაშიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ბურჟუაზიული პოლიტიკური მოღვაწეები შევიდნენ, პოლიტპატიმრებისთვის ამნისტია გამოაცხადა, კ. იურაზე საკონცენტრაციო ბანაკი დახურა, ხუნტის მიერ 1968 წელს შემოღებული კონსტიტუცია გააუქმა, მის მიერვე დაყენებული ადამიანებისგან არმიისა და სახელმწიფო აპარატის გაწმენდა დაიწყო და ბევრ პოლიტიკურ ემიგრანტს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა. საბერძნეთის დემოკრატიულმა ძალებმა თავიანთი საქმიანობის გააქტიურების შესაძლებლობა მიიღეს. კარამანლისს მთავრობა სამხედრო ხუნტის კვიპროსულ ავანტიურას გაემიჯნა, კვიპროსის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი პატივიასცემის შესახებ განაცხადა, მისი კანონიერი მთავრობის აღდგენის სასარგებლოდ სურვილი გამოთქვა.
თურქული ჯარების გადასხმა შემდეგნაირად ხორციელდებოდა. 19 ივლისს დაახლოებით 30 სადესანტო ხომალდი და კატარღა გავიდა თურქეთის პორტ მერსინიდან და, შეასრულა რა გადასვლა საესკადრო ნაღმოსნებისა და ტრალერების საფარველ ქვეშ, 20 ივლისს გამთენიისას საზღვაო დესანტის პირველი ეშელონის გადასხმა დაიწყო რაიონში, რომელიც კირენიიდან 5-7 კმ-ით დასავლეთით იმყოფებოდა. იმავდროულად კირენიისა და ნიქოზიის აეროპორტის სამხრეთით მდებარე რაიონებში ვერტმფრენებით საჰაერო დესატები იქნა პარაშუტებითა და დაჯდომის ხერხით გადასროლილი.
გადასხმისას საზღვაო დესანტს საბრძოლო მოქმედებების წარმოება ფაქტიურად არ მოუხდა, რამდენადაც მას ორგანიზებული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. გადასხმის რაიონში კვიპროსის ეროვნულ გვარდიას დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა არ შეუქმნია. სადესანტო ხომალდებიდან და კატარღებიდან გადასხმა სანაპიროს დამრეც უბანზე წარმოებდა.
რამდენადაც თურქული სარდლობისთვის მთლიანად არ იყო ნათელი, თუ დესანტის პირველი ეშელონის გადასხმის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდებოდა, ამიტომ სადესანტო ხომალდები და კატარღები 20 ივლისის დღის დასასრულამდე დესანტირების რაიონში რჩებოდნენ, ხოლო შემდეგ კი ჯარების მორიგი ქვედანაყოფების ბორტზე მისაღებად თურქეთის სანაპიროსთან დაბრუნდნენ.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 20 ივლისს დღეღამის განმავლობაში თურქულმა სარდლობამ ზღვითა და ჰაერით შეძლო კვიპროსზე 6 ათასამდე ადამიანი შეიარაღებით გადაესროლა. შემდეგ დღეებში ძალების ზრდა გრძელდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ კი კვიპროსზე საექსპედიციო კორპუსის რიცხოვნება 40 ათას ადამიანამდე იქნა აყვანილი.
კირენიის რაიონში გადასხმული თურქული ჯარების თავდაპირველ ამოცანას აქ პლაცდარის შექმნა, კირენიაში პორტის დაპყრობა და კირენია-ნიქოზიის გზის გაყოლებაზე საჰაერო დესანტთან შეერთების მიზნით შეტევის განვითარება შეადგენდა.
როგორც უცხოური სააგენტოები იტყობინებოდნენ, კირენიის რაიონში და კირენია-ნიქოზიის გზის გაყოლებით სისხლისმღვრელი ბრძოლები ორ დღეღამეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რომელთა დროსაც თურქული ჯარების შეტევებს ეროვნული გვარდიის კონტრშეტევები ცვლიდა. ბრძოლებში სატანკო, საარტილერიო და საავიაციო (მათ შორის სავერტმფრენო) ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. თურქული ავიაცია ადანის, ინჯირლიკისა და ანტალიის აეროდრომებიდან 2-4 თვითმფრინავისგან შემდგარი ჯგუფებით მოქმედებდა, ნიქოზიაში, კირენიასა და ფამაგუსტაში განლაგებულ მოწინააღმდეგის ჯარებსა და ობიექტებს დარტყმებს აყენებდა, რისთვისაც საავიაციო ბომბებსა (მათ შორის ნაპალმით აღკაზმულებს) და უმართავ რაკეტებს ფართოდ იყენებდა.
თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებმა იმავდროულად კვიპროსის სამხრეთ პორტების ლიმსოლისა და პათოსის ბლოკირება მოახდინეს და საბერძნეთიდან საზღვაო გზით ჯარების გადმოსროლას წინ აღუდგნენ. ბერძნულ ხომალდებს, დადესანტო და სატრანსპორტო გემებს 21 ივლისს პათოსის რაიონში თურქული თვითმფრინავები და ხომალდები დახვდნენ (перехватили). თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, გაჩაღებულ საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. იმავე ბრძოლაში, უცხოური პრესის შეტყობინებით, თურქულმა თვითმფრინავებმა შეცდომით თავიანთი საესკადრო ნაღმოსანი «ქოჯათეფეც» ჩაძირეს.
აქტიური ბრძოლების მსვლელობისას კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში თურქული ჯარები კირენიას დაეუფლნენ, კირენია-ნიქოზიის გზაზე კონტროლი დაამყარეს, ხოლო შემდეგ კი ნიქოზიის აეროპორტი დაიპყრეს და საბრძოლო მოქმედებები კვიპროსის დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში განავითარეს. ამ დროისთვის კვიპროსთან თავმოყრა ინგლისურმა და ამერიკულმა ხომალდებმაც დაიწყეს.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, კვიპროსზე კონფლიქტის დაძაბულობა დღითი დღე იზრდებოდა, რაც ქმედითი ზომების მიღებას მოითხოვდა. საბჭოთა კავშირისა და რიგი სხვა მშვიდობისმოყვარე ქვეყნების თანამიმდევრულმა ძალისხმევამ, რომლებიც კვიპროსზე ბერძნული მხედრიონის (военщина) ინტერვენციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 1974 წლის 20 ივლისს ერთხმად # 353 რეზოლუციის მიღება გამოიწვია. მასში კვიპროსის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობაზე იყო მითითებული, დადასტურებული იყო, რომ მთავარეპისკოპოსი მაკარიოსი არის კვიპროსის პრეზიდენტი, და რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილებისა და მთავრობის აღდგენისკენ მოუწოდებდა. რეზოლუციაში დაფიქსირებული იყო მოთხოვნა კვიპროსის სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოური სამხედრო ინტერვენციის შეწყვეტის, ცეცხლის შეწყვეტისა და უცხოური პერსონალის გაყვანის შესახებ, ბერძენი ოფიცრების ჩათვლით. უშიშროების საბჭომ საბერძნეთს, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდა დაეწყოთ მოლაპარაკებები კვიპროსის რაიონში მშვიდობისა და კვიპროსის რესპუბლიკის კონსიტუციური მთავრობის აღდგენის მიზნით.
22 ივლისს ძალაში შევიდა ამ რეზოლუციის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დებულება – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თუმცა კი ცალკეული სროლები მხარეებს შორის კიდევ დიდ ხანს გრძელდებოდა.
25 ივლისს ჟენევაში დაიწყო კონფერენცია კვიპროსის საკითხში ამ ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. მან ნატო-ს ფარგლებში კულისებსმიღმა მოლაპარაკებების ხასიათი შეიძინა და 30 ივლისს სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა. თვით დასავლურმა პრესამაც კი ამ მოლაპარაკებებს «ვაჭრობა» უწოდა, რომელთა დროსაც მიმართავდნენ მცდელობებს კვიპროსის საკითხის ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ინტერესებში და კვიპროსელების ხარჯზე გადაწყვეტის მიზნით.
8 აგვისტოს ჟენევაში კვიპროსის გამო მოლაპარაკებების მეორე ეტაპი დაიწყო, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, საბერძნეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აგრეთვე კვიპროსის თურქული და ბერძნული თემების მეთაურებმა. დამკვირვებელთა სახით საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამ დროისთვის თურქეთის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთისა და კვიპროსში გაერო-ს ჯარების წარმომადგენლებმა ძირითადად დაასრულეს ჯარების დაშორიშორების ხაზის დემარკაცია (ცეცხლის შეწყვეტა). ამ მოლაპარაკებებზე კვიპროსის შიდა კონსტიტუციური მოწყობის საკითხში თურქეთსა და საბერძნეთს შორის მწვავე უთანხმოებების გამო კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა. კვიპროსის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა კლირიდისმა წარმოადგინა გეგმა, რომელსაც მხარს საბერძნეთი უჭერდა. ის თურქული მოსახლეობის უფლებების გაფართოებას ითვალისწინებდა, მაგრამ როგორც ბერძნული, ისე თურქული მოსახლეობისთვის ავტონომიური ოლქების შექმნის იდეას კი უარყოფდა. 13 აგვისტოს თურქეთის წარმომადგენელმა კლირიდისის წინადადების განხილვაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ტოვებს კონფერენციას, რამდენადაც კონფლიქტის დარეგულირების თურქულმა გეგმამ მოწონება ვერ ჰპოვა. როგორც ცნობილია, ეს გეგმა კუნძულზე ორი ავტონომიური ადმინისტრაციისა და ორი ავტონომიური ოლქის (კანტონის) დაუყოვნებლივ შექმნას ითვალისწინებდა, რომლებიც კვიპროსის რესპუბლიკის ფედერალურ მთავრობას თანაბარი უფლებებით ქმნიდნენ. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ თურქულმა დელეგაციამ კუნძულის ტერიტორის 34 %-ის გამოყოფა მოითხოვა, რომელზედაც კვიპროსელი თურქების სახელმწიფო უნდა შექმნილიყო. ნატო-ს ვიწრო წრეში კვიპროსის საკითხის გადაწყვეტის მცდელობები სრულიად უსუსური (несостоятельные) აღმოჩნდა. ჟენევის მოლაპარაკებები ჩავარდნით დასრულდა.
14 აგვისტოს გამთენიისას კვიპროსზე საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა. თურქული ჯარები მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გაფართოებას შეუდგნენ. ქვეითი და სატანკო ქვედანაყოფები ნიქოზიის რაიონიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ მიმართულებებით გაემართნენ. თურქულმა თვითმფრინავებმა ნიქოზიის რადიოსადგური, დედაქალაქში განლაგებული კვიპროსელი ბერძნების ჯარები და ობიექტები დაბომბეს. მის გარეუბნებში გაჩაღდა ბრძოლები, იფეთქეს გააფთრებულმა სროლებმა «მწვანე ხაზზე», რომელიც ქალაქის ბერძნულ და თურქულ კვარტლებს ჰყოფდა.
16 აგვისტოს მიწურულისთვის თურქული ჯარები ე. წ. «ატილას» ხაზზე გავიდნენ, აიყვანეს რა კონტროლის ქვეშ ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები, როგორებიცაა ქალაქი და პორტი ფამაგუსტა, პორტი ბოღაზი, მორფუ და სხვები (ნახატი – კვიპროსის რუკა 16 აგვისტოს ბოლოსთვის თურქების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ჩვენებით). ხაზი «ატილა» – ეს გახლდათ თურქული მთავრობის მიერ შეთავაზებული საზღვარი კვიპროსის ბერძნულ და თურქულ თემებს შორის, რომლის ჩრდილოეთით ტერიტორიასაც მოითხოვდა თურქეთი კუნძულის თურქული თემისთვის გადასაცემად. კვიპროსის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კლირიდისმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ თურქულმა ჯარებმა კუნძულის ტერიტორიის 40 %-მდე დაიკავეს. 18 აგვისტოს 18 სთ-თვის ცეცხლი შეწყვეტილ იქნა.
საომარი მოქმედებების ახალ აფეთქებას კვიპოროსის მოსახლეობისთვის დრამატული შედეგები ჰქონდა. დეზორგანიზებულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება, ათასობით მოსახლე ჭერის გარეშე დარჩა, ბევრი იყო მოკლული და დაჭრილი, 200 ათასმა დევნილმა თავისი სახლ-კარი დატოვა და კუნძულის სამხრეთში წავიდა.
14 აგვისტოს კვიპროსზე საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, საბერძნეთის მთავრობამ თავისი ქვეყნის ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, გახლდათ ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელობის უუნარობა მის ორ წევრს შორის შეიარაღებული კონფლიქტის აცილებაში. ამასთან ერთად ხაზს უსვამდნენ, რომ საბერძნეთის ახალი მთავრობა და ბერძნული საზოგადოება თავიანთი გამოცდილებით დარწმუნდნენ, რომ აშშ-ის მმართველი წრეები და ნატო-ს ბლოკის სხვა მონაწილეთა ლიდერები ყველაზე უფრო ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი მცირე ქვეყნების უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.
ამერიკელ მიმომხილველთა შეფასებით, კვიპროსის კრიზისის პირველ პეროდში აშშ იქითკენ ისწრაფვოდა, რომ კვიპროსზე გადატრიალების როგორც «მომხდარი ფაქტის» საერთაშორისო აღიარებისთვის მიეღწია და თურქეთი კუნძულის თურქული თემის დასაცავად რაიმე ზომების მიღებისგან თავის შეკავებისთვის განეწყო. ამით მიზნად ისახავდნენ ბერძნული ხუნტის ხელით («ენოზისის» გზით) კუნძული ბლოკის სტრატეგიულ სისტემაში ჩაეთრიათ. მას შემდეგ, რაც ნატო-ს აგრესიული წრეების ჩანაფიქრები ჩაიშალა, აშშ-მ თავისი ძალისხმევა იმაზე მიმართა, რათა კუნძულის ფაქტიური დაშლისთვის ან, სულ მცირე, მის დასაშლელად პირობების შექმნისთვის მიეღწია.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საბჭოთა კავშირი სულ თავიდანვე დადგა კვიპროსის სახელმწიფოს ხელშეუვალი უფლებების დასაცავად. მან გადაჭრით მოითხოვა კვიპროსის საქმეებში გარედან ჩარევისთვის წერტილი დაესვათ, მისი მიწა-წყლიდან უცხოური ჯარები მოეშორებინათ, კონსტიტუციური წესრიგი აღედგინათ, კვიპროსელებისთვის საკუთარი ბედის თავად განსაზღვრის შესაძლებლობა მიეცათ. როგორც საბჭოთა მთავრობის 1974 წლის 22 აგვისტოს განცხადებაში იყო მითითებული, «დადგა დრო იმისთვის, რათა კვიპროსის პრობლემის განხილვით სახელმწიფოების წარმომადგენლობითი ფორუმი დაკავდეს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ სახეს ასახავს. მომწიფდა საკითხი ამ მიზნებით გაერო-ს ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ, კვიპროსის, საბერძნეთის, თურქეთისა და უშიშროების საბჭოს წევრი ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით». რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო კონფერენციაში სხვა სახელმწიფოების მოწვევაც, კერძოდ კი მიუმხრობელი ქვეყნების რიცხვიდან.
საბჭოთა მთავრობის 1974 წლის 22 აგვისტოს განცხადებამ ფართო და კეთილგანწყობილი გამოხმაურებანი ჰპოვა. კვიპროსის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კლირიდისმა საბჭოთა წინადადების მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. საბერძნეთის მთავრობამ ასევე მთლიანობაში მიიღო სსრკ-ის წინადადება კვიპროსის გამო საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ. მაგრამ კვიპროსის პრობლემის ნატო-ს წევრი სახელმწიფოების «ოჯახურ» წრეში გადაწყვეტის მცდელობები შემდეგაც კიდევ გრძელდებოდა.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ეჭვი არ იყო, რომ კვიპროსის საკითხი, რომელიც რთულ საერთაშორისო პრობლემად გადაიქცა, შეიძლებოდა მხოლოდ კვიპროსის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უსიტყვო აღიარების საფუძველზე ყოფილიყო გადაწყვეტილი.
1974 წლის ნოემბერში დასრულებულმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის XXIX სესიამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც იყო მოწოდება პატივს ეცათ კვიპროსის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობისა და მიუმხრობლობის პოლიტიკისთვის. გაერო-მ მოითხოვა კუნძულიდან მთელი უცხოური შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო, პერსონალის უსწრაფესი გაყვანა, კვიპროსის რესპუბლიკის საქმეებში გარედან ყვალანაირი ჩარევის შეწყვეტა. ეს რეზოლუცია, როგორც პრეზიდენტმა მაკარიოსმა განაცხადა, საერთაშორისო არენაზე კვიპროსის მორალურ გამარჯვებას წარმოადგენდა.
საბჭოთა ავტორები დასასრულს ასკვნიდნენ, რომ აგრესია კვიპროსის ხალხის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ახსენებდათ, რომ არც ერთი წამით არ უნდა დაესუსტებინათ ძალისხმევა ბრძოლაში მშვიდობისა და საერთაშორისო განმუხტვისთვის.
გამოყენებული წყარო
Генерал-майор танковых войск С. Крахмалов, «События на Кипре», Зарубежное Военное Обозрение, 1974 г. № 12.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment