Saturday, September 26, 2026

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები 1970-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1970-იან წლებში თურქეთი გახლდათ ბლოკების ნატო-სა და სენტო-ს აქტიური წევრი. მისი შეიარაღებული ძალებისა და, მათ შორის, სამხედრო-საჰაერო ძალების მშენებლობა განისაზღვრებოდა ნატო-ში მიღებული „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის მოთხოვნებითა და იმ ამოცანებით, რომელთა გადაწყვეტაც მათ მოუხდებოდათ ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) შემადგენლობაში სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (სე ომთ) აგრესიული ომის გაჩაღების შემთხვევაში. 

ითვალისწინებდა რა თურქეთის სამხედრო-სტრატეგიულ მდებარეობას, საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების საზღვრებთან მის სიახლოვეს, ნატო-ს სარდლობას მის ტერიტორიაზე უკვე მშვიდობიანობის დროს ჰქონდა შექმნილი შედარებით ძლიერი საავიაციო დაჯგუფება. ის, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, შედიოდა ნატო-ს მე-6 გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციაო სარდლობის (გტას) შემადგენლობაში და შედგებოდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისგან (სჰძ), აგრეთვე აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების 39-ე ტაქტიკური საავიაციო ჯგუფისგან. 1970-იანი წლების შუახანებში აშშ-ის საავიაციო ჯგუფი მოიცავდა 20-მდე გამანადგურებელ-ბომბდამშენს F-4C „ფანტომი“, რომლებიც „მორიგეობის“ პროგრამის მიხედვით მოფრინდებოდნენ ავიაბაზა ტორეხონიდან (ესპანეთი) და ეწეოდნენ მუდმივ საბრძოლო მორიგეობას ავიაბაზაზე ინჯირლიკი (თურქეთი). აუცილებლობის შემთხვევაში ამ ჯგუფის ბაზაზე შეიძლებოდა გაეშალათ ამ რაიონში აშშ სჰძ-ის უფრო მსხვილი საავიაციო დაჯგუფებაც. 

როგორც საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, თურქეთის სჰძ-ის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შეეძლოთ აღმოეჩინათ უშუალო საავიაციო მხარდაჭერა სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის (სზძ), უზრუნველეყოთ ჯართა დაჯგუფებებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების დაფარვა ჰაერიდან მოწინააღმდეგის დარტყმებისგან, გახორციელებიათ ომთ-ის ფარგლებში ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გადასროლა, აგრეთვე ეროვნული სარდლობისა და ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობის ინტერესებში ეწარმოებიათ ტაქტიკური საჰაერო დაზვერვა. გარდა ამისა, თურქეთის სზძ-ს ეკისრებოდა შავი ზღვის სრუტეებისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საზღვაო კომუნიკაციების კონტროლის ამოცანები მჭიდრო ურთიერთმქმედებაში აშშ მე-6 ფლოტის საავიამზიდო ავიაციასთან. 

ორგანიზაცია და შემადგენლობა. თურქეთის სჰძ-ის ორგანიზაციის მიახლოებითი სქემა ქვემოთ ნახატზეა წარმოდგენილი. 

[ნახატი] 

თურქეთის სჰძ-ის ორგანიზაციის მიახლოებითი სქემა 

1970-იან წლებში სჰძ-ის სათავეში იდგა სარდალი, რომელიც ექვემდებარებოდა უშუალოდ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს. სარდალი მისდამი დაქვემდებარებული შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას ახორციელებდა თავისი შტაბის (ანკარაში) მეშვეობით. იგი გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი, რომელიც, თავის მხრივ, უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენდა, და ახდენდა ცენტრალურ სამოქალაქო და სამხედრო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციას სამხედრო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. 

სჰძ-ის შტაბი დაკავებული იყო სჰძ-ის ოპერატიული ხელმღვანელობით და მჭიდროდ ურთიერთმოქმედებდა 6 გტას-ის შტაბთან (იზმირი). იგი შეიმუშავებდა ეროვნული მასშტაბით ავიაციის გამოყენების გეგმებს, ორგანიზაციას უკეთებდა და აკონტროლებდა ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებას, წყვეტდა საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით მათი უზრუნველყოფის საკითხებს, განსაზღვრავდა რეზერვების რაოდენობრივ შემადგენლობასა და სამობილიზაციო მზადყოფნას. შტაბის წარმომადგენლები ღებულობდნენ აქტიურ მონაწილეობას თურქული ავიაციის გამოყენების დაგეგმვაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ძე ნატო-ს გაერთიანებული სჰძ-ის შემადგენლობაში, აგრეთვე იმ სწავლებებისა და ყველანაირი შესაძლო შეჯიბრებების ორგანიზებაშიც, რომლებსაც ბლოკის სარდლობა ატარებდა. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-იანი წლების შუახანებში, თურქეთის რეგულარულ სჰძ-ში ირიცხებოდა 48 000 ადამიანი, რეზერვში კი – 29 000. 

სჰძ შედგებოდა 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საჰაერო არმიებისგან (ტჰა) შტაბებით შესაბამისად ესქიშეჰირსა და დიარბაქირში, საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) „ნაიქი“ საჰაერო ბაზისგან, სასწავლო საავიაციო სარდლობისა (შტაბი იზმირში) და სატრანსპორტო საავიაციო ჯგუფისგან (ეთიმესგუთში). 

ტაქტიკური საჰაერო არმია წარმოადგენდა უმაღლეს ოპერატიულ შენაერთს და დაქვემდებარებაში გააჩნდა საავიაციო ბაზები. საავიაციო ბაზაზე (ითვლებოდა ძირითად საავიაციო ნაწილად) დისლოცირებული იყო, როგორც წესი, ორი–ოთხი ესადრილია. საავიაციო ბაზის მეთაური უშუალოდ აგებდა პასუხს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონეზე, საავიაციო ტექნიკის მდგომარეობასა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. სჰძ-ის ძირითადი საბრძოლო ქვედანაყოფი – ესკადრილია მოითვლიდა 18 საბრძოლო თვითმფრინავამდე. 

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ 1970-იანი წლების შუახანებში თურქეთის სჰძ-ში მიმდინარეობდა მოძველებული თვითმფრინავების F-100C და D, RF-84F და F-104G შეცვლის პროცესი უფრო თანამედროვეებით F-4E, RF-5A და F-104S. ამიტომ საბრძოლო შემადგენლობა, რომელიც ქვემოთ 1976 წლის დასაწყისის მდგომარეობითაა მოცემული, იმავე წლის ბოლოსთვისაც დასრულებული სახით ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ ყოფილა. 

1- ლ ი | ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი | ს ა ჰ ა ე რ ო | ა რ მ ი ა  აერთიანებდა ოთხ საავიაციო ბაზას: ესქიშეჰირს, მიურთედს, ბანდირმასა და ბალიქესირს. პირველზე ბაზირებული გახლდათ F-100D და C თვითმფრინავების ორი და F-4E „ფანტომ“2 თვითმფრინავების ერთი ესკადრილიები (მიმდინარეობდა F-4E თვითმფრინავების მეორე ესკადრილიის ჩამოყალიბება); მეორეზე – F-104S და G თვითმფრინავების ორი და F-102A თვითმფრინავების ერთი ესკადრილიები; მესამეზე – F-5A თვითმფრინავების ორი ესკადრილია და მეოთხეზე – თვითმფრინავების F-100D და F-104G თითო-თითო ესკადრილიები და მზვერავების RF-5A ერთი ესკადრილია. 

მე - 2 | ტ ა ქ ტ ი კ უ რ | ს ა ჰ ა ე რ ო | ა რ მ ი ა ს  ჰქონდა სამი ავიაბაზა: მერზიფონში დისლოცირებული იყო F-5A თვითმფრინავების ორი ესკადრილია; ერჰაჩში – F-100D თვითმფრინავების ორი ესკადრილია და დიარბაქირში – თვითმფრინავების F-100D, F-102A და RF-84F თითო-თითო ესკადრილია. 

საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემათა მონაცემების თანახმად 19 საბრძოლო ესკადრილიიდან 12 იყო გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე (40 თვითმფრინავი F-4E, 100-მდე F-100D და C, 40-მდე F-5A, რამდენიმე F-104S და 36 F-104G); ხუთი – გამანადგურებელი (32 თვითმფრინავი F-5A, 18 F-104S და 36 F-102A); ორი – სადაზვერვო (18 თვითმფრინავი RF-84F და 24 RF-5A). სულ სჰძ-ში ირიცხებოდა 330-ზე ცოტა მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, მათგან დაახლოებით 90 თვითმფრინავი – ბირთვული იარაღის მატარებელი. 

ზ მ რ - ების | ს ა რ ა კ ა ტ ე ო | ბ ა ზ ა შ ი შედიოდა ორი დივიზიონი (თითოეულში ოთხი ესკადრილია) საზენიტო რაკეტების „ნაიქ-ჰერკულესი“ და „ნაიქ-აიაქსი“ 72 გასაშვები დანადგარით. ყველა ისინი ბოსფორის სრუტის რაიონს იფარავდნენ ჰაერიდან. 

ს ა ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ო | ს ა ა ვ ი ა ც ი ო | ჯ გ უ ფ ს მიცემული ჰქონდა სამი ესკადრილია, რომელშიც იყო რვა თვითმფრინავი C-130, 20 C-160, 10 C-47, სამი C-54, ექვსი C-45, სამი „ვისქაუნთი“, ორი „ისლანდერი“. გარდა ამისა, სჰძ-ს გააჩნდა 30 ვერტმფრენი, მათგან 10 UH-11, 10 UH-19D და 10 AB-204B. 

თურქეთის სჰძ-ის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები მოყვანილია ცხრილში. 

ცხრილი 

თურქეთის სჰძ-ის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – თვითმფრინავების, ვერტმფრენების აღნიშვნა; B – ეკიპაჟი, ადამიანი; C – მაქსიმალური ასაფრენი წონა, კგ; D – ფრენის მაქსიმალური სიჩქარე, კმ/სთ / სიმაღლეზე, მ; E – პრაქტიკული ჭერი, მ; F – ფრენის სიშორე, კმ / საბრძოლო დატვირთვით, კგ; G – მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა, კგ) 

. . A . . . . B . . . . . . C . . . . . . . . . . D . . . . . . . . . E . . . . . . . . F . . . . . . . . . . G 

ტაქტიკური გამანადგურებლები 

F-4E . . . . .2 . . . 26 300 . . . 2350 / 12 000 . . . 19 000 . . . 2800 / 900 . . . . 7200 
F-5A . . . . 1 . . . . .9400 . . . 1500 / 11 000 . . . 15 500 . . . 1500 / 1500 . . . 2800 
F-100D . . .1 . . . 18 150 . . . 1350 / 10 500 . . . 15 200 . . . 2400 / 1800 . . . 3400 
F-104S . . . 1 . . . 14 000 . . . 2350 / 12 000 . . . 18 300 . . . 3250 / 0 . . . . . . 3400 
F-104G . . . 1 . . . 13 000 . . . 2300 / 11 000 . . . 17 700 . . . 3150 / 0 . . . . . . 2200 
F-102A . . . 1 . . . 12 750 . . . 1600 / 11 000 . . . 16 400 . . . 2400 / 0 . . . . . . . – . . 
RF-84F . . . 1 . . . 11 400 . . . 1050 / 6000 . . . . .13 700 . . . 2450 / 0 . . . . . . 3320 

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები 

C-130 . . . . 4 . . . 79 300 . . . . 620 / 6000 . . . . . . 7000 . . . 7560 / 9000 . . . 20 240 
C-160 . . . . 4 . . . 44 200 . . . . 540 / 4500 . . . . . . 8500 . . . 4500 / 8000 . . . 16 000 
C-47 . . . . . 3 . . . 11 800 . . . . 370 / 2300 . . . . . . 7300 . . . 2400 / 1600 . . . 3400 
C-54 . . . . . 6 . . . 31 100 . . . . 440 / 4000 . . . . . . 6800 . . . 6200 / 7000 . . . 14 500 

ვერტმფრენები 

UH-1D . . . 2 . . . . . 4300 . . . . . 200 / 0 . . . . . . . . 6700 . . . . 500 / 1000 . . . 1844 2000 . . . 00 
UH-19D . . 2 . . . . . 3400 . . . . . 170 / 0 . . . . . . . . 3800 . . . . 450 / 800 . . . . . . 800 

ს ა ს წ ა ვ ლ ო | ს ა ა ვ ი ა ც ი ო | ს ა რ დ ლ ო ბ ა ახორციელებდა საფრენოსნო და ტექნიკური შემადგენლობის მომზადებას თურქეთის სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის. მის შემადგენლობაში ჩართული იყო სჰძ-ის აკადემია, რამდენიმე საფრენოსნო და ტექნიკური საავიაციო სასწავლებელი და ორი საავიაციო ბაზა (ჩიგლი და კონია). 

ძირითად სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენდა საავიაციო სასწავლებელი სტამბულში. მასში მიიღებოდნენ, როგორც წესი, ჭაბუკები, რომლებსაც დამთავრებული ჰქონდათ სჰძ-ის ლიცეუმები (სპეციალური საშუალო სკოლები) სადაც ისინი ღებულობდნენ პირველ საწყის ცოდნას თვითმფრინავებისა და მათი მართვის შესახებ. პილოტირების ტექნიკას ამუშავებდნენ თვითმფრინავებზე T-6, T-33, T-37. სასწავლებელში სწავლების ვადა გახლდათ ორი წელი. მისი დასრულების შემდეგ კურსანტები იგზავნებოდნენ სტაჟირებაზე საავიაციო ბაზებში პილოტირების ტექნიკის ასათვისებლად სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებზე F-5B, TF-104G, TF-100F და TF-102A. სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი ღებულობდნენ სამხედრო წოდებას ლეიტენანტი და იგზავნებოდნენ საბრძოლო ესკადრილიებში. 

ტექნიკური შემადგენლობა საავიაციო ტექნიკის მომსახურებისთვის მზადდებოდა სასწავლებელში, რომელიც იმყოფებოდა იზმირში. რადიოსალოკაციო სადგურების ოპერატორები და ტექნიკოსები, თვითმფრინავების მართვისა და დამიზნების (наведение) ცენტრებისა და პოსტების სპეციალისტები, მეკავშირეები, სააეროდრომო სამსახურისა და სჰძ-ის ზურგის უზრუნველყოფის ოფიცრები ასევე გადიოდნენ მომზადებას შესაბამის სასწავლებლებში. 

სასწავლო სარდლობის თვითმფრინავების ფარეხი, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-იანი წლების შუახანებში, მოითვლიდა დაახლოებით 30 თვითმფრინავს T-6, 30 T-33, 24 T-34, 23 T-37, 12 T-41, 10 TF-100F, ოთხ TF-104G, სამ TF-102A და რამდენიმე F-5B (სულ დაახლოებით 140 თვითმფრინავი). 

თურქეთის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ძალები და საშუალებანი, რომლებიც ნატო-ს განკარგულებაში იყო გადაცემული, 6 გტას-ის პასუხისმგებლობის ზონის ჰთ-ის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული რადიოსალოკაციო პოსტები თითქმის ყველანი ავტომატიზებულ სისტემა „ნეიჯში იყვნენ ჩართულნი“, რომელიც საჰაერო მოწინააღმდეგის შესახებ სარდლობის შეტყობინებისა და ნატო-ს ჰთ-ის გაერთიანებული სისტემის საბრძოლო ძალების მართვისათვის გახლდათ განკუთვნილი. 

1970-იანი წლების შუახანებში, ნატო-ს სარდლობა თვლიდა, რომ თურქეთის ჰთ-ის ძალები და საშუალებანი საკმარისად საიმედოდ ვერ იფარავდნენ 6 გტას-ის ზონის საჰაერო სივრცეს, განსაკუთრებით კი მცირე სიმაღლეებზე. ამტომ ღებულობდნენ არსებული რლს-ების მოდერნიზაციის ზომებს მათი ხელშეშლამედეგობის ამაღლების მიზნით და გეგმავდნენ „ნეიჯის“ სისტემის სამი დამატებითი რადიოსალოკაციო პოსტის აგებას თურქეთის ტერიტორიაზე. თურქულ სარდლობას განზრახული ჰქონდა რამდენიმე მობილური რლს-ის შეძენა და ეძიებდა მოქმედების მცირე სიშორის ზრკ-ების „კროტალი“ (საფრანგეთი) და „რაპირა“ (დიდი ბრიტანეთი) შეძენის გზებს ქვებგერით და ზებგერით დაბლამფრენ მიზნებთან საბრძოლველად. 

თურქული სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადება ტარდებოდა მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მათი შენარჩუნების მიზნით. მის ორგანიზებას ახდენდა სჰძ-ის შტაბი ნატო-ს სარდლობის მოთხოვნებისა და ავიაციის გამოყენების ოპერატიული გეგმების შესაბამისად. საბრძოლო მომზადების საფუძველს შეადგენდა სწავლებები და შეჯიბრებანი, რომელთა პროცესშიც ხებოდა საჰაერო ვითარების სხვადასხვანაირ პირობებში ეკიპაჟების საფრენოსნო ოსტატობის, აგრეთვე ავიაციის მართვაში შტაბების მუშაობის შეთანხმებულობის სრულყოფა. საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მომზადების მსვლელობისა და დონის შესახებ სჰძ-ის სარდალი რეგულარულად 6 გტას-ის შტაბში მოახსენებდა. 

ნატოს-ს გაერთიანებული სჰძ-ის ოპერატიული გეგმების თანახმად ყოველწლიურად წარმოებდა თითოეული საავიაციო ბაზის საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის შემოწმება. ასეთი შემოწმებების დროს საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებს უსვამდნენ საჰაერო მიზნების დაჭერის ამოცანებს მცირე და დიდ სიმაღლეებზე, აგრეთვე მცირე ზომის მიზნებზე ბომბტყორცნისა და საჰაერო დაზვერვის წარმოების ამოცანებს მარტივ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში. 

როგორც საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, საბრძოლო ავიაციის ნაწილები და ქვედანაყოფები რეგულარულად ღებულობდნენ მონაწილეობას სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ჩატარებულ ნატო-ს საჯარისო და საკომანდო-საშტაბო სწავლებებში, როგორებიც გახლდათ „დიფ ფაროუ“ („ღრმა კვალი /ღარი, борозда/“), „დონ პეტროლი“ („დილის პატრული“) და „ექსპრესის“ ტიპის სწავლებები. 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, თურქული სჰძ-ის სარდლობამ, 1974 წ. კუნძულ კვიპროსზე საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გათვალისწინებით, დიდი ყურადღების მიქცევა დაუწყო ავიაციის ურთიერთმოქმედების დამუშავებას სახმელეთო ჯარებთან და სამხედრო-საზღვაო ძალებთან (სზძ), აგრეთვე მცირე ზომის ზღვისზედა მიზნების ძიებასა და განადგურებას. სწავლებებზე მნიშვნელოვანი დრო ეთმობოდა ავიაციის განწერტვასა და მეწინავე აეროდრომებიდან მის მოქმედებას. 

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარება განისაზღვრებოდა ქვეყნის მთავრობის მიერ 1972 წელს მიღებული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამით, რომელიც ითვალისწინებდა თვითმფრინავების ფარეხის ხარისხობრივ განახლებას. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობების შემდგომი ზრდის განხორციელება თურქულ სარდლობას ნაწილებისა და ქვედანაყოფების ტექნიკური გადაიარაღების ხარჯზე ჰქონდა განზრახული პირადი შემადგენლობისა და თვითმფრინავების ფარეხის არსებითად გაზრდის გარეშე. იმასთან დაკავშირებით, რომ საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებაში საკუთარი საავიაციო მრეწველობის შექმნა ფინანსური სიძნელეების გამო ფერხდებოდა, ძირითად აქცენტს აკეთდებდნენ თანამედროვე ტექნიკის საზღვარგარეთ შეძენაზე შეღავათიან პირობებში. 

1972 წლის კონტრაქტის მიხედვით 70-იანი წლების შუახანებში თურქეთს აშშ-გან უკვე ჰქონდა მიღებული 40 გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-4E „ფანტომ-2“, რომლებმაც შეცვალეს მოძველებული თვითმფრინავების F-84F და F-100C და D ნაწილი. დაახლოებით 100 თურქი მფრინავი და ტექნიკოსი ითვისებდა „ფანტომის“ ტიპის თვითმფრინავებს აშშ-ში. ამის გარდა, თურქეთის სჰძ-ის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება თავისი სასწავლო ცენტრის შექმნაზე ამ თვითმფრინავებისთვის პილოტების მოსამზადებლად. ესქიშეჰირის ავიაბაზაზე ცენტრის აღჭურვა უნდა მოეხდინა ამერიკულ ფირმას „მაკდონელ დუგლასი“. 1976 წელს წარმოებდა მოლაპარაკებები აშშ-თან თვითმფრინავების „ფანტომი“ კიდევ ერთი პარტიის შესყიდვასთან დაკავშირებით. 

1974 წელს დადებულ იქნა კონტრაქტი იტალიასთან თურქეთში 54 გამანადგურებლის F-104S მიწოდების თაობაზე (ისინი იწარმოებოდა ამერიკული ლიცენზიით) F-100C და D და F-102A თვითმფრინავების შესაცვლელად. მათი მიწოდებები იმ ხანად ხორციელდებოდა და მისი დასრულება 1977 წლის შუა თვეებში იყო დაგეგმილი. 

თურქეთს მისი სჰძ-ის გაძლიერებაში აქტიურად ეხმარებოდა გფრ. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ამ უკანასკნელმა იკისრა აუნაზღაურებლად გადაეცა თურქეთის სჰძ-თვის 90 სასწავლო თვითმფრინავი TF-104G (იწარმოებოდა აშშ-ის ლიცენზიით) ხუთი სასწავლო ესკადრილიისათვის. იმავდროულად მიუთითებდნენ, რომ უახლოეს წლებში დასავლეთგერმანული ფირმების დახმარებით კაისერიში აშენდებოდა ქარხანა სატრანსპორტო თვითმფრინავების წარმოებისთვის, რომელიც ყოველწლიურად 15 თვითმფრინავს გამოუშვებდა. 1970-იანი წლების შუახანებში საფრენოსნო გამოცდებს გადიოდა ასეთი თვითმფრინავის პროტოტიპი AM-C111 (თურქული დასახელებით KC-111). როგორც ვარაუდობდნენ, ეს იქნებოდა მსუბუქი სატრანსპორტო თვითმფრინავი. 

სათვითმფრინავო ფარეხის განახლების შედეგად, თურქი სამხედრო სპეციალისტების ვარაუდით, საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. 

საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-იანი წლების შუახანებში თრქეთის სჰძ წარმოადგენდა საკმარისად ძლიერ საავიაციო დაჯგუფებას სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს ტაქტიკური დამრტყმელი ძალების შემადგენლობაში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Майор В. Балуев, «Военно-воздушные силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1976 г. № 11. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment