ამერიკელები, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, 1970-იან წლებში ხმელთაშუა ზღვის აუზს განიხილავდნენ, როგორც პლაცდარმს თავიანთი ბატონობის დამყარებისთვის ევროპაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარ რაიონებში. ისინი ვარაუდობდნენ ამის განხორციელებას ჩრდილოატლანტიკური კავშირის მეშვეობით, გამოიყენებდნენ რა თავიანთ დომინირებულ მდგომარეობას ამ ბლოკში, ევროპულ საომარ მოქმედებათა თეარებზე (ომთ), მათ შორის სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზეც.
სამხრეთ-ევროპული ომთ მოიცავდა იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებს, აგრეთვე ხმელთაშუა და მარმარილოს ზღვებს, შავი ზღვის სრუტეების ზონასა და შავი ზღვის სამხრეთ ნაწილს. თეატრის სახმელეთო ნაწილის ფართობი შეადგენდა 1201 ათას კმ²-ს, აქ განლაგებული ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობის რაოდებობა 1970-იანი წლების შუახანებში კი 98 მლნ. ადამიანს აღემატებოდა.
აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, სამხრეთ-ევროპულ ომთ-ს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა. იგი ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხრეთ ფლანგსა და ბლოკ სენტო-თან მის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა. ნატო-ს ბატონობა ომთ-ის სამხრეთ ნაწილში (საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიები მათთან მიმდებარე საზღვაო რაიონებით) როგორც თვლიდა ნატო-ს ხელმძღვანელობა, იძლეოდა იმის საშუალებას, რომ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გამავალი საზღვაო კომუნიკაციები ეკონტროლებინათ, ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მარცხენა ფლანგისა და ახლო და შუა აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფოებისთვის მუქარა შეექმნათ, სსრკ-ისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების სამხედრო და სამრეწველო ობიექტებისთვის ბირთვული დარტყმები მიეყენებინათ.
ითვალისწინებდა რა სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური კავშირის საომარ მზადებათა ზოგად სისტემაში, ბლოკის ხელმძღვანელობა უკვე მშვიდობიანობის დროს ინახავდა (содержит) მის ტერიტორიაზე სარაკეტო-ბირთვული იარაღითა და დაზიანების სხვა თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების მსხვილ დაჯგუფებას.
უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-ინი წლების შუახანებში აქ თავმოყრილი იყო 1 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე (ბლოკის მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნების დაახლოებით 16 %). ჯარების აღნიშნული კონტინგენტის უმეტესი ნაწილი გადაცემული იყო ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) შეადგენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, ხოლო დანარჩენი ჯარები კი მშვიდობანობის დროს ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.
ძირითად დამრტყმელ ძალას ომთ-ზე წარმოადგენდნენ ბალისტიკური რაკეტებით «პოლარისითა» და «პოსეიდონით» შეიარაღებული ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების 16-ე ესკადრა და აშშ-ის მე-6 ფლოტი, რომლებიც ამერიკული სარდლობის უშუალო დაქვედებარებაში იმყოფებოდნენ. რიცხოვნების მიხედვით ყველაზე უფრო მსხვილი იყო სახმელეთო ჯარები, რომლის წილადაც პირადი შემადგენლობის დაახლოებით 72 % მოდიოდა.
ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, შეთანხმებების მიხედვით, ინიშნებოდა ამერიკელი ადმირალი (1973 წლის დეკემბრიდან ადმირალი ჯონსტონი). დაქვემდებარებული ჯარების ხელმძღვანელობისთვის თეატრზე მას გააჩნდაა შტაბი, რომელიც ნეაპოლში (იტალია) იყო განლაგებული.
ბლოკის გშძ ომთ-ზე შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ), სამხედრო-საზღვაო ძალებისა (სზძ) და დამრტყმელი სზძ-გან, რომელსაც ნატო-ს განკარგულებაში აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, თურქეთი და საბერძნეთი გამოყოფდნენ.
ცნობილი იყო, რომ 1974 წლის 14 აგვისტოს საბერძნეთის მთავრობამ ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მაგრამ, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, მას ამის შემდეგ არ მიეღო რაიმე პრაქტიკული ზომები ომთ-ზე ბლოკის გშძ-დან საკუთარი ჯარების გასაყვანად.
ნატო-ს ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მიახლოებითი ორგანიზაცია სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე მოყვანილია სქემაზე (იხ სქემა).
[ნახატი – სტრუქტურა]
ნახ. ნატო-ს ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე
გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარებს, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, თავის შემადგენლობაში გააჩნდაა 36 დივიზია, 20 ბრიგადა, 10-ზე მეტი პოლკი, აგრეთვე ჯართა სხვადასხვა გვარეობებისა და სამსახურების ცალკეული ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც ნატო-ს განკარგულებაში იტალიის, საბერძნეთის, თურქეთისა და აშშ-ის მიერ იყო გადაცემული. ეს ჯარები გაერთიანებული იყვნენ ორ სარდლობაში: სარდლობა თეატრის სამხრეთ ნაწილში (იტალიის ტერიტორია, შტაბი ვერონაში, ჩრდილოეთ იტალია) და სარდლობა თეატრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიები, შტაბი იზმირში, თურქეთი).
გაერთიანებული სახმელეთო ჯარები თეატრის სამხრეთ ნაწილში წარმოდგენილი იყო იტალიის ოთხი საარმიო კორპუსითა და აშშ-ის სამხრეთ-ევროპული ტაქტიკური ჯგუფით (სულ 7 დივიზია, 5 ცალკეული ბრიგადა, მართვადი რაკეტების (მრ) «სერჟანტი» დივიზიონი და უმართავი რაკეტების (ურ) «ონესტ ჯონი» ოთხი დივიზიონი).
იტალიური შენაერთები და ნაწილები ადმინისტრაციული მიმართებით ექვემდებარებოდნენ იტალიის სახმელეთო ჯარების მთავარ შტაბს, ოპერატიული მიმართებით კი – სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდალს.
იტალიის სახმელეთო ჯარები შეიარაღებული იყო ძირითადად ამერიკული და დასავლეთგერმანული საბრძოლო ტექნიკით. კერძოდ, მას გააჩნდა ურ-ები «ონესტ ჯონი» და 203,2-მმ ჰაუბიცები, რომელთაც შეეძლოთ ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალების გამოყენება, საზენიტო რაკეტების «ჰოქების» დივიზიონები და დასავლეთგერმანული ტანკები «ლეოპარდი».
გაერთიანებული სახმელეთო ჯარები თეატრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილი იყო ერთი ბერძნული და სამი თურქული საველე არმიებით (სულ 29 დივიზია, 13 ცალკეული ბრიგადა და ურ «ონესტ ჯონებისა» და ატომური არტილერიის 10-ზე მეტი დივიზიონი).
საბერძნეთის სახმელეთო ჯარები მოითვლიდა 11 ქვეით (მათ შორის სამ სარეზერვო) და ჯავშანსატანკო დივიზიებს, აგრეთვე ჯავშანსატანკო ბრიგადას. ყველა ისინი შედიოდნენ 1-ლ საველე არმიაში (შტაბი ქ. ლარისაში) შეყვანილი სამი საარმიო კორპუსის შემადგენლობაში, და მთლიანად დაკომპლექტებული იყვნენ ამერიკული იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, მათ შორის ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებებითაც (ურ «ონესტ ჯონების» ორი დივიზიონი და 203,2-მმ ჰაუბიცები). აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში 1974 წლის ივნისში საერთაშორისო ვითარების მკვეთრი გამწვავების პერიოდში ამ ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი გაშლილ იქნა ჩრდილოეთ საბერძნეთში თურქეთის საზღვართან. საბერძნეთის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები 2-3 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, იმყოფებოდნენ კვიპროსზე.
თურქეთის სახმელეთო ჯარებში შედიოდნენ 17 დივიზია (14 ქვეითი, 2 მექანიზებული და ჯავშანსატანკო) და 12 ცალკეული ბრიგადა (7 ქვეითი, 4 ჯავშანსატანკო და საჰაერო-სადესანტო), აგრეთვე 4 სასწავლო დივიზია (3 ქვეითი და ჯავშანსატანკო). უმაღლეს ოპერატიულ გაერთიანებას თურქეთის სახმელეთო ჯარებში წარმოადგენდა საველე არმია (სულ სამი იყო). 1-ლი საველე არმია (შტაბი სტამბულში) შედგებოდა 4 საარმიო კორპუსისგან (სულ 11 დივიზიამდე). ის გაშლილი იყო შავი ზღვის სრუტეების ზონაში (აღმოსავლეთ თრაკიაში და ნახევარკუნძულ კოჯაელიზე). მე-2 საველე არმიას (შტაბი კონიაში) ჰყავდა სამი საარმიო კორპუსი (სულ 2 დივიზია და 5 ცალკეული ბრიგადა) და დისლოცირებული იყო ცენტრალურ ანატოლიაში და სირიის საზღვარზე. მე-3 საველე არმია, რომელსაც ასევე ჰყავდა 3 საარმიო კორპუსი (სულ 5 დივიზია და 5 ცალკეული ბრიგადა), განლაგენული გახლდათ აღმოსავლეთ თურქეთში, სსრკ-ის საზღვრის მახლობლობაში.
თურქეთის სახმელეთო ჯარების ყველა შენაერთი და ნაწილი ასევე აღჭურვილი იყო ამერიკული შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო უმართავი რაკეტების «ონესტ ჯონი» 4 დივიზიონი და 203,2-მმ ჰაუბიცების ქვედანაყოფები.
საბრძოლო მოქმედებებში კვიროსზე 1974 წლის ივლის-აგვისტოში გამოიყენებოდა თურქეთის სახმელეთო ჯარების 40 ათას ადამიანამდე რიცხოვნების შენაერთები და ნაწილები და 200-მდე ტანკი.
ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სჰძ-ს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე თავის შემადგენლობაში ჰყავდა 1000-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი (მათგან იტალიის სჰძ-ს – 350-მდე, საბერძნეთის – 225-მდე, თურქეთის 360-მდე), რომელთაგან დაახლოებით 150 თვითმფრინავი ბირთვული იარაღის მატარებელი იყო.
ნატო-ს გაერთიანებული სჰძ-ის შენაერთები და ნაწილები თეატრზე შეყვანილი იყვნენ მე-5 და მე-6 გაერთიანებულ ტაქტიკურ საავიაციო სარდლობებში (გტას, ОТАК) რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ნატო-ს სარდლობის გეგმების მიხედვით დამოუკიდებელი ოპერაციების წარმოებისთვის, აგრეთვე სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში სახმელეთო ჯარებთან და სზძ-თან ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვისაც.
მე-5 გტას-ის შემადგენლობაში შედიოდნენ იტალიის სჰძ-ის შენაერთები და ნაწილები, რომლებიც დისლოცირებული იყვნენ ძირითადად ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიაზე და აშშ სჰძ-ის ტაქტიკური გამანადგურებლების ჯგუფი. მათ შეიარაღებაში შედგებოდა თანამედროვე ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებლები F-4C, საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გამანადგურებლები F-104G, F-104S, F-86K, იტალიური გამანადგურებელ-ბომბდამშენები G91V და G91R, აგრეთვე ამერიკული თვითმფრინავ-მზვერავები RF-104G და RF-84F. გარდა ამისა, იტალიის სჰძ-ის შემადგენლობაში იყო საზენიტო-მართვადი რაკეტების (ზმრ) «ნაიქი» სამ დივიზიონამდე (108 გასაშვები დანადგარი /გდ, ПУ/ «ნაიქ-ჰერკულესი»). საბრძოლო ამოცანების შესრულებისას მე-5 გტას-ი ურთიერთმოქმედებდა ნატო-ს გაერთიანებულ სახმელეთო ჯარებთან ომთ-ის სამხრეთ ნაწილში. მე-5 გტას-ის შტაბი განლაგებული გახლდათ ქ. ვიჩენცაში (ჩრდილოეთ იტალია).
მე-6 გტას-ი შედგებოდა საბერძნეთის სჰძ-ის 28-ე ტაქტიკური საავიაციო სარდლობისგან, რომლის ნაწილები და ქვედანაყოფები საბერძნეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში განლაგებულ აეროდრომებზე იყვნენ ბაზირებული, აგრეთვე თურქეთის 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საჰაერო არმიებისგან, რომლებიც თურქეთის დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში იყვნენ დისლოცირებული, აგრეთვე აშშ სჰძ-ის ტაქტიკური ჯგფისგან.
ბერძნული და თურქული სჰძ-ის თვითმფრინავების ფარეხს შეადგენდა ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავები: ტაქტიკური გამანადგურებლები F-104G, F-100D და F-84F, გამანადგურებლები F-5A, F-102A და ტაქტიკური მზვერავები RF-5A და RF-84F. გარდა ამისა, საბერძნეთისა და თურქეთის სჰძ-ში შედიოდა ზმრ «ნაიქის» დივიზიონები (ზმრ «ნაიქ-ჰერკულესების» 36 გდ საბერძნეთის სჰძ-ში და ზმრ «ნაიქ-აიაქსებისა» და «ნაიქ-ჰერკულესების» 72 გდ თურქეთის სჰძ-ში), რომლებიც საბერძნეთისა და თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში გამოიყენებოდა. საბრძოლო ამოცანების შესრულებისას მე-6 გტას-ის შენაერთები ურთიერთიმოქმედებდნენ (будут взаимодействовать) ბერძნულ და თურქულ სახმელეთო ჯარებთან, აღმოუჩენდნენ რა მათ ბრძოლის ველზე უშუალო მხარდაჭერას. მე-6 გტას-ის შტაბი მდებარეობდა ქ. იზმირში (თურქეთი).
ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე (შტაბი ნეაპოლში, იტალია) მოიცავდა იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის სზძ-ს, აშშ-ის საბაზო ავიაციასა და დიზელურ წყალქვეშა ნავებს ხმელთაშუა ზღვაში (სულ 500-ზე მეტ ხომალდს, 100-ზე მეტ თვითმფრინავსა და ვერტმფრენს).
მშვიდობიანობის დროს ნატო-ს ქვეყნების სზძ-ები ამ ომთ-ზე ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. ნატო-ს სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მათ გადასცემდნენ ომის შემთხვევაში ან ერთობლივი სწავლებებისა და მანევრების პერიოდში.
ნატო-ს გაერთიანებულ სზძ-ს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ეკისრებოდა ხმელთაშუა ზღვაში დამრტყმელი სზძ-ის (აშშ მე-6 ფლოტი) საბრძოლო მოქმედებათა უზრუნველყოფის ამოცანები ამ უკანასკნელის მიერ ბირთვული დარტყმების მიყენებისა და სახმელეთო ჯარების მხარდაჭერისას, აგრეთვე საზღვაო კომუნიკაციებისა და ჰიბრალტარის, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების ნავსაწინააღმდეგო თავდაცვისა და დაცვის ამოცანებიც.
სამხრეთ-ევროპული ომთ-ის საზღვაო სივრცე დაყოფილი იყო ექვს რაიონად: ჰიბრალტარის (ჰიბრალტარი), დასავლეთის (ნეაპოლი), ცენტრალური (სანტა-როზა), აღმოსავლეთის (ათენი), ჩრდილო-აღმოსავლეთისა (ანკარა) და სამხრეთ-აღმოსავლეთის (მალტა). აღნიშნულ რაინებში გაერთიანებული სზძ-ის სარდლები ძირითადად ეროვნული სზძ-ების, აგრეთვე მათი რაონების ფარგლებში მყოფი ნატო-ს მონაწილე სხვა ქვეყნების ფლოტის ძალების ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ.
გაერთიანებულ სზძ-ში შემავალი ფლოტების განვითარება აშშ-ის დახმარებით ხორციელდებოდა. ძირითადი ყურადღება მიმართული იყო ნავსაწინააღმდეგო და ნაღმსატრალო ძალების შექმნაზე, რომლებიც განკუთვნილი იყო სავარაუდო მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და სხვა ხომალდებთან ბრძოლისთვის, აშშ მე-6 ფლოტის ყოველდღიური და საბრძოლო საქმიანობის უზრუნველყოფისთვის. მნიშვნელობა ენიჭებოდა აგრეთვე ფლოტების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებასა და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში მათ შენარჩუნებას.
იტალიის სზძ-ს 1973 წლის ბოლოსთვის, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, შეიარაღებაში ჰყავდა დაახლოებით 240 საბრძოლო ხომალდი და სხვადასხვა დამხმარე გემი, ძირითადად ამერიკული წარმოებისა, მათ შორის 9 წყალქვეშა ნავი, მრი (მართვადი სარაკეტო იარაღის აღჭურვილი, УРО) კრეისერი, 2 მრი ფრეგატი, 4 მრი საესკადრო ნაღმოსანი, 4 საესკადრო ნაღმოსანი, 20-ზე მეტი სადარაჯო ხომალდი, დაახლოებით 60 საზღვაო, საბაზო და სარეიდო ტრალერი, აგრეთვე მნიშვნელოვანი რაოდენობით სხვა საბრძოლო ხომალდები და დამხმარე გემები.
1970-იანი წლების შუახანებში იტალიაში საკუთარ გემთსამშენებლო ქარხნებში გაშლილი იყო დიზელური წყალქვეშა ნავების, მრი სადარაჯო ხომალდებისა (2500 ტ-მდე წყალწყვით, 30 კვანძზე მეტი სვლის სიჩქარით) და სხვა საბრძოლო ხომალდების მშენებლობა. წარმოებდა მოსამზადებელი სამუშაოები პირველი სატორპედო ატომური წყალქვეშა ნავის შესაქმნელად. იტალიის სზძ-ს ხმელთაშუა ზღვაში ბლოკის ამოცანების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი ეთმობოდა.
უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, საბერძნეთის სზძ-ის შემადგენლობაში 1974 წლის დასაწყისისთვის იყო 110-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, მათ შორის 7 დიზელური წყალქვეშა ნავი, 11 საესკადრო ნაღმოსანი, 9 სადარაჯო ხომალდი, დაახლ. 20 ტრალერი, 4 სარაკეტო კატარღა და 12 სატორპედო კატარღა, დაახლ. 15 სადესანტო ხომალდი და დიდი რაოდენობით სხვადასხვა დამხმარე ხომალდი და სატრანსპორტო გემი. საკუთარი სამხედრო გემთსამშენებლო მრეწველობა საბერძნეთს არ გააჩნდა. ძირითად საბრძოლო ხომალდებს საბერძნეთის სზძ აშშ-დან, გფრ-დან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ღებულობდა. კერძოდ, უცხოური პრესის მონაცემებით, 1975 წლის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში საბერძნეთის შეკვეთით აგებდნენ რაკეტებით «სიი ქეთი» აღჭურვილ ორ სადარაჯო ხომალდს.
თურქეთის სზძ მოითვლიდა დაახლოებით 170 საბრძოლო ხომალდს, მათ შორის 15 წყალქვეშა ნავს, 13 საესკადრო ნაღმოსანს, 2 სადარაჯო ხომალდს, 24 ნავსაწინააღმდეგო ხომალდსა და კატარღას, 35-ზე მეტ ტრალერსა და სანაღმო გადამღობს, სხვადასხვა დამხმარე ხომალდებსა და სასაზღვრო გემებს. ეს ხომალდები თურქეთს ძირითადად აშშ-გან ჰქონდა მიღებული.
1968 წელს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე შეიქმნა ნატო-ს სზძ-ის გაერთიანებული (სამოკავშირეო) საბაზო ავიაციის სარდლობა, რომლის ძირითად ამოცანას ხმელთაშუა ზღვაში საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის (ВМФ) ხომალდებზე მეთვალყურეობა წარმოადგენდა. ამ სარდლობას თავის განკარგულებაში გააჩნდა 50-მდე სხვადასხვა თვითმფრინავი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და თურქეთის სზძ-ის შემადგენლობიდან.
1970 წელს ნატო-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ხმელთაშუა ზღვაში ბლოკის სზძ-ის ოპერატიული შენაერთის შექმნის შესახებ «გამოძახებით მოქმედებებისთვის». მის შემადგენლობაში რთავდნენ 4-6 ხომალდს (ფრეგატი, საესკადრო ნაღმოსანი, სადარაჯო ხომალდი) აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან. ეს შენაერთი განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ხმელთაშუა ზღვის იმ რაიონებში, სადაც აშშ მე-6 ფლოტის ჩარევა მიზანშეწონილად არ ითვლებოდა.
ნატო-ს ხელმძღვანელ წრეებში განიხილავდნენ საკითხს «გამოძახებით მოქმედებებისთვის» შექმნილი სზძ შენაერთის მუდმივ ოპერატიულ შენაერთად შესაძლო გარდაქმნის შესახებ.
ნატო-ს დამრტყმელი სზძ სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე აშშ მე-6 ფლოტით იყო წარმოდგენილი. მშვიდობიანობის დროს ის ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, ხოლო ომის წარმოქმნის შემთხვევაში კი შეიძლებოდა სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადაეცათ. მისი შემადგენლობა ჩვეულებრივ 50-60-მდე ხომალდს მოითვლიდა, მათ შორის ორ დამრტყმელ ავიამზიდს (150-200 საბრძოლო თვითმფრინავი, რომელთაგან 50 % – ბირთვული იარაღის მატარებელი იყო), 1-2 სარაკეტო კრეისერს, 20-მდე საესკადრო ნაღმოსანს, წყალქვეშა ნავებსა და ფლოტის ამფიბიური ძალების ხომალდებს საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) ქვედანაყოფებით, აგრეთვე დამხმარე გემებს. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მე-6 ფლოტს, რომლის პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაც 25 ათას ადამიანამდე აღწევდა, საომარი დროის შტატების მიხედვით ინახავდნენ. პერიოდულად მისი ხომალდების ნაწილს სხვებით ცვლიდნენ აშშ ატლანტიკური ფლოტის შემადგენლობიდან. ბირთვული იარაღის მატარებელი საგემბანო მოიერიშეების ფრენის სიშორე შეადგენდა 3000 კმ-ს, ხოლო მძიმე მოიერიშე-მზვერავებისა კი – 5000 კმ-ზე მეტს.
მე-6 ფლოტის ხომალდების ბაზირების ძირითადი პუნქტები იყო იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები და პორტები, აგრეთვე კ. მალტა. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, აშშ-მ დადო რიგი ორმხრივი შეთანხმებებისა მუდმივი ბაზების სახით ბერძნული პორტის პირევსის, იტალიური – ლა-მადალენას, ესპანური – სეუტას, კარტახენასა და სხვების გამოყენების შესახებ. აშშ მე-6 ფლოტს მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდა საზღვაო ქვეითი ჯარი მსხვილი დესანტების გადასასხმელად.
კვიპროსის რაიონში 1974 წლის ივლის-აგვისტოში ვითარების მკვეთრი გამწვავების პერიოდში, მიჰყვებოდა რა თავის სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს, პენტაგონმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გამოგზავნა აშშ მე-6 ფლოტის ხომალდების 60 %-მდე, 2 დამრტყმელი ავიამზიდისა ვერტმფრენმზიდის ჩათვლით.
ხმელთაშუა ზღვის წყლებში საბრძოლო პატრულირების რაიონებში მუდმივად იმყოფებოდა აშშ სზძ-ის 16-ე ესკადრის ექვსამდე ატომური წყალქვეშა ნავი, რომელთა შეიარაღებაშიც იყო ბალისტიკური რაკეტები «პოლარის» A3 მოქმედების სიშორით 4600 კმ-მდე და რაკეტები «პოსეიდონი» მოქმედების სიშორით 5600 კმ-მდე. ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები ბაზირებდნენ სამხედრო-საზღვაო ბაზაში როტა (ესპანეთი). ისინი ამერიკული სარდლობის სტრატეგიულ შეტევით საშუალებას წარმოადგენდნენ და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არ გადაეცემოდნენ.
სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე საომარ მზადებათა ზოგად სისტემაში ნატო-ს სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საომარ მოქმედებათა ამ თეატრის ოპერატიულ აღჭურვას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რაიონში, სოციალისტური სახელმწიფოების საზღვრებთან და ახლო და შუა აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებთან მისი უაშუალო სიახლოვის გათვალისწინებით.
ომთ-ის სახმელეთო ნაწილის მთელ ტერიტორიაზე შექმნილიიყო დიდი რაოდენობით თანამედროვე სამხედრო-საჰაერო ბაზები, რომელთაც თვითმფრინავებისთვის გაანდათ შესაფარებლები (укрытия); მოდერნიზაციას უტარებდნენ და აფართოებდნენ სამხედრო-საზღვაო ბაზებსა და პორტებს, მოქმედებაში იყო შეყვანილი წყალგაყვანილობათა ქსელი, მოწყობილი იყო სხვადასხვანაირი საწყობები და შექმნილი იყო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ, МТО) საშუალებათა სპეციალური მარაგები, გაყვანილი იყო დიდი რაოდენობით ავტომაგისტრალები და როკადული გზატკეცილები, აწყობილი იყო (налажена) კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებათა გაუმჯობესებული სისტემა, რადიოსარელეო და ტროპოსფერული კავშირგაბმულობის ხაზებისა და დედამიწის ხელოვნული თანამგზავრების მეშვეობით კავშირგაბმულობის ჩათვლით. სამხრეთ-ევროპული ომთ-ის მთელ ტერიტორიაზე შექმნილი იყო საჰაერო თავდაცვის სპეციალური სისტემა, რომელიც ევროპაში ნატო-ს ჰთ-ის ერთიან სისტემაში შედიოდა.
საჰაერო მიზნების წინასწარი აღმოჩენა იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე რადიოსალოკაციო აღმოჩენის საგუშაგოების, შეტყობინებისა და ჰთ-ის საშუალებათა მართვის ცენტრების განტოტვილი ქსელის დახმარებით ხორციელდებოდა. ომთ-ზე ჰთ-ის რადიოსალოკაციო სისტემას იყენებდნენ როგორც იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ჰთ-ისა და სჰძ-ის მიწისზედა ძალები, ისე აშშ მე-6 ფლოტიც. საჰაერო თავდაცვა ომთ-ზე გამანადგურებელ-დამჭერებისა (истребители-перехватчики), და საზენიტო-მართვადი რაკეტების «ნაიქ-ჰერკულესებისა» და «ჰოქების» გამოყენებას ეფუძნებოდა.
ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობდა სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ბლოკის გშძ-ის ჯარებისა და შტაბების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებას. მის ორგანიზებას ახდენდნენ და ატარებენ ნატო-ში 1967 წელს მიღებული «მოქნილი რეაგირების» სტრატეგიის მოთხოვნების შესაბამისად. ომთ-ზე ბლოკის გშძ-ში შემავალი შენაერთები და ნაწილები ემზადებოდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ლოკალურ შეიარაღებულ კონფლიქტებში დაზიანების ჩვეულებრივ საშუალებათა გამოყენებით, შეზღუდულ ომებში თეატრის ფარგლებში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით და საყოველთაო ბირთვულ ომშიც. ჯარები ამუშავებდნენ შეტევით და თავდაცვით მოქმედებებს, განსაკუთრებით მაღალმთიანი და ძლიერად დასერილი ადგილმდებარეობის (сильнопересечённая местность) პირობებში, განგაშზე სწრაფ შეკრებასა და რთულ პირობებში მარშების შესრულებას, წყლიანი დაბრკოლებებისა და მაღალმთიანი ქედების გადალახვას, ჰაერითა და ზღვით გადასროლებს, მოწინააღმდეგის ზურგში და აღუჭურველ საზღვაო სანაპიროებზე საჰაერო და საზღვაო დესანტების გადასხმას.
ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობათა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის, აგრეთვე მსხვილი შტაბების მომზადებისთვის ტარდებოდა შემაჯამებელი (итоговые) სტრატეგიული სწავლებები პირობითი სახელწოდებებით «ღრმა კვალი» («глубокая борозда»), «უხვი მოსავალი», «დენს-თრეილი» და სხვა. ნატო-ს გაერთიანებულ სზძ-ში ომთ-ზე მიმდინარეობდა სწავლებები ნავსაწინააღმდეგო და დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვაში, ხმელთაშუა ზღვაში ბადრაგების გაცილებაში (проводка конвоев), აგრეთვე საზღვაო დესანტების გადასხმაში. ყველაზე უფრო მსხვილი სწავლებები, რომლებიც აშშ მე-6 ფლოტთან ერთობლივად ტარდებოდა, «დილის პატრულის» («Утренний патруль») ტიპის სწავლებები გახლდათ.
ბლოკის მობილური ძალების სწავლებათა (პირობითი სახელწოდებებით «სამხრეთის ექსპრესი», «მარმარილოს ექსპრესი», «ალექსანდრიის ექსპრესი», «საბერძნეთის ექსპრესი» და სხვა) ძირითადი მიზანი იყო შავი ზღვის სრუტეების ზონაში ბლოკის მონაწილე ქვეყნების სახმელეთო ჯარების დაჯგუფებათა გაძლიერების საკითხების დამუშავება. ამ სწავლებებში ხორციელდებოდა აგრეთვე მობილური სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის პრაქტიკული გადმოსროლა ცენტრალურ-ევროპული ომთ-დან ჩრდილოეთ საბერძნეთის ან ბერძნული და თურქული თრაკიის რაიონებში. სწავლებების მსვლელობისას ეს ძალები მონაწილეობას ღებულობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საბერძნეთისა და თურქეთის ეროვნულ ძალებთან ერთობლივად. მაგრამ საბერძნეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების მუქარასთან დაკავშირებით 1974 წლისთვის დაგეგმილი ნატო-ს ჯარების მსხვილი სწავლება ომთ-ზე უფრო გვიანდელი დროისთვის იქნა გადატანილი.
საბერძნეთის განცხადებამ ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან მისი გასვლის შესახებ აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აიძულა სასწრაფო ზომები მიეღოთ ბლოკში ღრმა პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, ზეწოლისა და მუქარების ჩათვლით, რათა აეძულებინათ საბერძნეთის მთავრობა თავის გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა.
თავიანთი მსჯელობის დასასრულს საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ: სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, და განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ასევე აშშ-ისა და ნატო-ს მმართველი წრეების ღონისძიებები, მიმართული საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის წინააღმდეგ, მცდელობა გადაექციათ კვიპროსი ნატო-ს სტრატეგიულ ბაზად, განემტკიცებინათ რიგი ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნების რეაქციული რეჟიმები, უნდობლობა დაეთესათ არაბულ სახელმწიფოებსა და სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებს შორის, მისწრაფება არაბულ სახელმწიფოთა ერთიანობაში განხეთქილების ჩამოგდებისკენ – ყოველივე ეს აჩვენებდა, რომ აშშ-ისა და ნატო-ს რეაქციულ ძალებს თავიანთ აგრესიულ გეგმებზე მსოფლიოს ამ ერთერთ ყველაზე უფრო ფეთქებადსაშიშ რაიონში უარი ნათქვამი არ ჰქონდათ.
გამოყენებული წყარო
Полковник А. Михайлов, «Вооружённые силы НАТО на Южно-Европейском ТВД», Зарубежное Военное Обозрение, 1975 г. № 2.
წერილი მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment