ახალი წიგნი მარკ სოლონინისაგან!!! ემყარება რა თავდაცვის სამინისტროს უკანასკნელ წლებში განსაიდუმლოებულ დოკუმენტებს, ავტორი ამტკიცებს, რომ დიდი სამამულო ომის მთელი ისტორია – ტყუილია! რომ საბჭოთა კავშირი არ ყოფილა უცოდველი მსხვერპლი, რომელმაც ვერაგული თავდასხმა განიცადა, არამედ თავად ამზადებდა ომს. ომს, რომელიც საბჭოთა გეგმის მიხედვით სულაც არ წასულა. მარკ სოლონინი დარწმუნებულია, რომ უკანასკნელ წლებში წარმოქმნილი „დოკუმენტური სიყალბეების“ ჟანრი, გრაფომანული თხზულებების ფართო და დაუბრკოლებელი გავრცელება ძალზედ სახიფათოა, და ამიტომ მათ უნდა ხვდებოდეთ გადამწყვეტი და მყარი მოგერიება სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. სწორედ ასეთია მისი ახალი წიგნის მიზანიც.
[ქართულ ენაზე მთარგმნელის მცირე შენიშვნა: ორიგინალის ტექსტში არის ისეთი ნაწილები, რომლებიც დახრილი შრიფტითაა მოცემული. თარგმანშიც შენარჩუნებულია დახრილი შრიფტი, მხოლოდ აქ ის ნაწილები შეფერილია წითლად, უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის. ორიგინალში ასევე არის გარკვეული მცირე ტექსტები ჩამოტანილი სქოლიოში. თარგმანში ისინიც მოყვანილია დახრლი შრიფტით, მაგრამ შეფერადებულია ლურჯად]
შინაარსი
„მიუნჰენი“ და მოსკოვი
41-წლის გაზაფხულის თამაშები
დინოზავრები
აქტიური თავდაცვის ზოლში
გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული
„მიუნჰენი“ და მოსკოვი
„მიუნჰენი“. ეს მოკლე სიტყვა შედის თითოეული პატრიოტ-დერჟავნიკის ფსევდოისტორიულ ფსევდოცოდნათა აუცილებელ ნაკრებში. „მიუნჰენის“ შესახებ იციან ყველაფერი – როგორც „მშვიდობიანად მძინარე ქვეყნის“, „ფანერის გამანადგურებლების“, „სამ კაცზე ერთი შაშხანის“, „სტალინი ცდილობდა გადაეწიას“, „რიჰარდ ზორგე აფრთხილებდას“ და სხვათა შესახებ. „მიუნჰენის გარიგების“ თაობაზე იხსენებენ ყოველთვის, როგორც კი მოლოტოვ – რიბენტროპის პაქტის თემა წამოიჭრება. ეს ჩვენი „საპასუხო დარტყმაა“, მოუგერიებელი არგუმენტი გახრწნილი „დასავლეთის“ ცოდვათა მხილებაში. მაგრამ მაინც ყველაფერი ისე უბრალოდ არ არის, როგორც გვეჩვენება...
დასაწყისისათვის – მოკლე ისტორიული ცნობა. პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია სამი უზარმაზარი მრავალეროვნული იმპერიის (ავსტრია-უნგრეთის, რუსეთისა და თურქეთის) ნგრევა და ახალ სახელმწიფოთა ჩამოყალიბება. ომში გამარჯვებულმა მხარემ (ანტანტამ) დაადგინა ახლად გამოჩენილი ჩეხო-სლოვაკიის დასავლეთ საზღვარი ავსტრო-უნგრეთსა და გერმანიას შორის ომამდელი საზღვრის მიხედვით. ამის შედეგად ახალი სახელმწიფოს ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიჯნებთან აღმოჩნდა კომპაქტური ცხოვრების რაიონები გერმანული (შეიძლება ითქვას – „ავსტრიული“) უმცირესობისა. ამასთან მეტად მრავალრიცხოვანი უმცირესობისა: 30-იანი წწ. დასაწყისში ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა (ჩსრ) შედგებოდა 7,4 მლნ ჩეხის, 3,3 მლნ გერმანელის, 2,4 მლნ სლოვაკის, 0,6 მლნ უნგრელის, 0,5 მლნ იმიერკარპატელი რუსინის, 300 ათასი ებრაელის, 100 ათასი პოლონელისაგან.
ახლა არ გადავიტანთ ყურადღებას საკითხის განხილვაზე იმის შესახებ, თუ როგორი არგუმენტების მოყვანა შეეძლო (ევალებოდა) მიუნჰენში „დასავლეთს“, როცა უარყოფდა სამი მილიონი სუდეტელი გერმანელის უფლებას გაერთიანებულიყვნენ „ფატერლანდთან“, მაგრამ მაინც შევახსენებთ მკითხველს იმის თაობაზე, რომ ანგლო-ფრანგები თავიანთთვის არაფერს ითხოვდნენ და არც არაფერი (გარდა სირცხვილისა) არ მიუღიათ. შევახსენებთ იმის შესახებაც, რომ მიუნჰენში ჰიტლერი არ მოითხოვდა ჩეხოსლოვაკიის ლიკვიდაციას და არ აცხადებდა მას „ვერსალის ხელშეკრულების მახინჯ ნაშიერად“; იმ მომენტისათვის გერმანიის მოთხოვნები ქრესტომათიულ „გამოუშვით ჩემი ხალხი“-ზე დაიყვანებოდა. და თვით იმის გათვალისწინებითაც, რაც დ ღ ე ს „მიუნჰენის“ შედეგების თაობაზეა ცნობილი, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ინგლისისა და საფრანგეთის მხრიდან ეს იყო – დიახ, ლაჩრული და სულელური – მცდელობა ომი თავიდან აეცილებინათ. კეთილი საქმეა. სწორედ ამაშია „მიუნჰენის“ მთავარი და ხარისხობრივი განსხვავება საბჭოთა-ნაცისტური გარიგებისაგან, რომელიც იყო შეთანხმება ომის ორ გამჩაღებელს შორის მომავალი საომარი ნადავლის გაყოფის თაობაზე.
თუმცა კი 1938 წელში დავბრუნდეთ. რას აკეთებდა სტალინი „სუდეტის კრიზისის“ დროს? და ამ კითხვაზეც პასუხი „ყველამ იცის“. სსრკ საგარეო საქმეთა სახკომის მ. მ. ლიტვინოვის სახით ყველა ტრიბუნიდან სამარცხვინო დაღს ასვამდა „აგრესორის დამშვიდების“ პოლიტიკას, მრისხანედ ამხელდა და მკაცრად საყვედურობდა, მოითხოვდა საფრანგეთისაგან მისი ვალდებულებების შესრულებას ჩეხოსლოვაკიის წინაშე, მრავალჯერადად არწმუნებდა პრაღას უცვლელ მხარდაჭერაში, მოახდინა მობილიზაცია და დასავლეთის საზღვრებთან მიიყვანა რამდენიმე ათეული დივიზია, საბრძოლველად ამზადებდა ტანკებს, თვითმფრინავებს, უშვერდა ძმური დახმარების მრავალრიცხოვან ხელებს...
ყველაფერი კარგია, ერთი არ არის კარგი – სასიკეთო (благостную) სურათს არღვევს უბრალო, აშკარა, მაგრამ არავის მიერ არ დასმული კითხვა: „მაინც რატომ არ დაეხმარნენ, თუ ასე ძალიან უნდოდათ?“ არა, მართლაც, თუკი ძალმოსილ საბჭოთა კავშირს, რომელიც უკვე 1938 წლის დივიზიებსა და ბრიგადებს ასობით ითვლიდა, ტანკებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს – ათასობით, უნდოდა ჩეხოსლოვაკიას დახმარებოდა (და არა მარტო პლატონური სიყვარულის გამო „მოძმე სლავებისადმი“, არამედ რათა არ დაეშვა „ჰიტლერის წინსვლა აღმოსავლეთისაკენ“), მაშინ რამ შეუშალა ხელი იმაში, რათა მოეხდინა ამდენად სასარგებლო და კეთილშობილური განზრახვების რეალიზაცია? რატომ თუნდაც ოფიციალური ნოტა პროტესტისა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გაუგზავნიათ? საბჭოთა ელჩი ბერლინიდან „კონსულტაციებისათვის“ არ გამოუწვევიათ – რომ არაფერი ვთქვათ უკვე უფრო ქმედით ხერხებზე მოსკოვის არდათანხმების გამოხატვისა „მიუნჰენური გარიგების“ პირობებსა და შედეგებზე?
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ კითხვაზე პასუხის ვარიანტებში მკაფიოდ მოჩანს მეორე მსოფლიო ომის მთელი საბჭოთა ისტორიოგრაფიისათვის დამახასიათებელი „ორი ეშელონი“, ორი დონე: „თავისიანებისთვის“ და „ჩლუნგი пиплы-თვის“. მიზერული ტირაჟით გამოცემულ, მაგრამ სოლიდურობაზე პრეტენზიის მქონე სქელ მონოგრაფიებში უბრალოდ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რამდენადმე დემონსტრაციული ცინიზმითაც კი («ну, мы тут все люди взрослые, чего ваньку-то ломать») აღიარებენ, რომ ჩეხების დახმარებას საბჭოთა კავშირი არც კი აპირებდა. „სტალინის პრაქტიკული გონება კარნახობდა, როგორც მიუნჰენის მომზადების პერიოდში (დიპლომატიური რიტორიკის მიუხედავად), ისევე მის შემდეგაც დამკვირვებლის პოზიციას, რომელიც მოვლენათა შემდგომ განვითარებას ელოდება და ხელმძღვანელობს პრინციპით, უხეშად რომ ვთქვათ, „ხიფათზე არ წავიდეს“.
აი ფართო მასებისთვის კი – მოთხრობის შემდეგ შესახებ „700 გამანადგურებლისა, აღკაზმულების ჩეხოსლოვაკიაში დაუყოვნებლივ გასაფრენად“, და სხვა, სსრკ-ის მზადყოფნის სულის აღმაფრთოვანებელი გამოვლენისა გადაშვებულიყო ფაშისტური აგრესიის მსხვერპლის დასახმარებლად – სიმწრით სავსე სლუკუნით იტყობინებიან, რომ ჩვენ მოხარული ვიქნებოდით დავხმარებოდით, მაგრამ ყველაფერი არაფრით დასრულდა ერთი პუნქტის გამო. საბჭოთა-ჩეხოსლოვაკური ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ თავის ტექსტში შეიცავდა პუნქტს იმის თაობაზე, რომ სსრკ-ის ვალდებულებები შედის ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საფრანგეთი მოვა ჩეხოსლოვაკიის დასახმარებლად. საფრანგეთმა კი – არაო, და აი ჩვენც არაო...
ეს შესანიშნავი ლოგიკაა, და ის ნაცნობი და გასაგებია იმათთვისაც კი, ვინც არ იცის – გლობუსის რომელ მხარეს უნდა ეძებოს ავბედითი მიუნჰენი. „ჩვენ დავქორწინდებოდით, მაგრამ მის მშობლებს არ უნდათ“. მართალია, კანონისა და ცხოვრების მიხედვით ყველაფერი ასე სულაც არ არის. ქორწინების რეგისტრაციისა და იმ უფლებათა და მოვალეობათა მთელი სისრულის წარმოქმნისათვის, რომლებიც ქორწინებაში შესვლასთანაა დაკავშირებული, არც მშობლები, არც „მოწმეები“ არ არიან საჭირო – მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებაში (მმაჩ-ში) წერილობით დამოწმებული სურვილი ორი ზრდასრული ადამიანისა, საქმროსი და საცოლის. ასეთი სურვილის არსებობისას საკითხი წყდება სწრაფად და მარტივად, მიზერული სახელმწიფო ბაჟის გადახდით; თუნდაც ერთ-ერთ მხარეზე სურვილის არარსებობისას – ვერ წყდება ვერასოდეს.
არც ჩეხოსლოვაკია, არც, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირი საფრანგეთის კოლონია არ ყოფილან. არც პრაღა, არც მოსკოვი არ საჭიროებდნენ „ნებართვას“ პარიზიდან იმისათვის, რათა შეეცვალათ არსებული ხელშეკრულების პირობები ან დაედოთ ნებისმიერი ახალი ხელშეკრულება. საჭირო იყო მხოლოდ მოესურვებინათ. სურვილის (პოლიტიკური ნების) არსებობისას კი სტალინური დიპლომატია გამაოგნებელი სისწრაფით მოქმედებდა.
1939 წ. 21 აგვისტოს მოსკოვში ჯერ კიდევ წარმოებდა სამხედრო მისიების სამმხრივი მოლაპარაკებები (ინგლისი, საფრანგეთი, სსრკ) ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების შესახებ გერმანიის წინააღმდეგ, ხოლო 24 აგვისტოს ღამით კრემლში უკვე ასხამდნენ სასმისებში შამპანურს მოლოტოვ – რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის გამო. 1941 წ. 27 მარტის გამთენიის ღამეს ბელგრადში მოხდა სამხედრო გადატრიალება, ხოლო 3 აპრილს (ე. ი. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ) ახალი იუგოსლავიური მთავრობის დელეგაცია უკვე აწარმოებდა თავად სტალინთან მოლაპარაკებებს მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელი ხელშეკრულებაც იქნა ხელმოწერილი 1941 წ. 6 აპრილს. სისწრაფის აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი იქნა დამყარებული ხელშეკრულების დადებისას „დემოკრატიული ფინეთის სახალხო მთავრობასთან“, რომელი მთავრობაც (თუ 1939 წ. 2 დეკემბრის გაზეთ „პრავდას“ დავუჯერებთ) შემთხვევით იქნა აღმოჩენილი რადიოდაჭერის დახმარებით და უკვე მომდევნო დღეს ჩამოვიდა მოსკოვში მოლაპარაკებებისათვის.
ამდენადვე გაბედულად და გადაჭრით არღვევდა სტალინი საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. მარტო 1939 წელს საბჭოთა კავშირმა ცალმხრივი წესით გაწყვიტა ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ პოლონეთთან, შემდეგ – ფინეთთან, აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს მონღოლეთის ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა კავშირისვე გარდა არავის მიერ არ იყო აღიარებული; შემდეგ, 1940 წ., ემუქრებოდა რა შეიარაღებული ძალადობით, მოახდინა რუმინეთის ტერიტორიის ნაწილის (ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინის) ანექსია და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ოკუპაცია. და არაფერი. ქაღალდის ბიჭები სტალინის თვალში არ დახტუნავდნენ, იურიდიული კოლიზიები სერიოზულ საქმეს ხელს ვერ უშლიდნენ. იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდა სტალინი სტალინური კონსტიტუციის ნორმებს შიდაპოლიტიკურ საკითხებში, იმედია, არა არის საჭირო შეხსენება.
მაგრამ, შეიძლება, ჩეხოსლოვაკურმა ბურჟუაზიამ ნაძირლურად გაყიდა თავისი ხალხი და კომპარტიის ავტორიტეტისა და გავლენის ზრდის წინაშე შიშით უარყო მეგობრობის ხელი, გამოწვდილი მოსკოვისაგან? ჰო, ჩვენ ასეთიც მოგვისმენია. მაგრამ ეს უკვე სულაც არ არის სასაცილო. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ედუარდ ბენეშმა (აქამდე, ჯერ კიდევ 1918 წ-დან, უცვლელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა) ჩეხური ელიტისათვის ტრადიციულ რუსოფილობას მარქსიზმისა და სოციალიზმისადმი სიყვარულის გამორჩეული პორციაც დაუმატა.
ბენეში იყო, მართლაც, ყველაზე უფრო „მემარცხენე“ პოლიტიკური ლიდერი ომამდელ ევროპაში, მის მარცხნივ მხოლოდ შინსახკომის შტატიანი აგენტები თუ იქნებოდნენ. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ 1945 წ. ზაფხულში ჩეხო-სლოვაკური სახელმწიფოს ხელმეორედ შექმნის შემდეგ მოსკოვმა სწორედ მას მიანდო პრეზიდენტის პოსტი – და ეს იმ დროს, როცა ყველა სხვა შემთხვევაში დევნილებაში მყოფი ემიგრანტული მთავრობების ხელმძღვანელებს თავიდან ფეხებამდე აწებებდნენ „მოღალატეთა“, „ბურჟუაზიის კუდში მაჩანჩალების“, „მსოფლიო იმპერიალიზმის მარიონეტებისა“ და სხვა ალერსიანი სიტყვების შემცველ იარლიყებს...
თუმცა კი, არა არის საჭიროება ვიკამათოთ იმაზე, თუ რა უნდოდა ან არ უნდოდა ბენეშს. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი – განსაიდუმლოებული ანგარიში საბჭოთა ელჩისა პრაღაში ს. ს. ალექსანდროვსკის („შენიშვნები მოვლენების შესახებ 1938 წ. სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში“, Архив внешней политики РФ, ф. 0138, оп. 19, п. 128, д. 6), სადაც ვკითხულობთ:
„... მემარცხენე პრესა ენერგიულად იბრძოდა და ეძებდა არგუმენტებს სსრკ-ზე დაყრდნობის შესაძლებლობისა და ფასეულობის დასამტკიცებლად საფრანგეთის დახმარების გარეშეც. პოლიტიკური წარმომადგენლობა ალყაში ჰყავდათ ათეულობით სატელეფონო ზარებსა და ყოველდღიურად მრავალრიცხოვან მომსვლელებს ცნობილი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების რიცხვიდან, რომლებიც მოდიოდნენ ერთი და იგივე შეკითხვებით: დაგვეხმარება თუ არა სსრკ საფრანგეთის გარეშე, ვინ არის ავტორი დათქმისა საბჭოთა-ჩეხოსლოვაკურ ხელშეკრულებაში ურთიერთ დახმარების შესახებ, რომელიც აკავშირებს საბჭოთა დახმარებას საფრანგეთის დახმარებასთან, ხომ არ შეიძლება საჩქაროდ დაიდოს ახალი, უკვე სამოკავშირეო ხელშეკრულება...
21 სექტემბერს ამხ. ლიტვინოვმა ჟენევაში ძალზედ ნათლად გაუსვა ხაზი საბჭოთა დახმარების დამოკიდებულებას ფრანგულ დახმარებაზე. რეაქციულმა წრეებმა დაიწყეს ამ გარემოების ექსპლუატირება...“ შემდეგ რამდენიმე გვერდზე ალექსანდროვსკი აღწერს გრანდიოზულ სახალხო დემონსტრაციას პრაღაში, თუ როგორ უნდოდათ თავიდან მისი შავი „ბურჟუაზიული“ „პაკარდის“ დამტვრევა, ხოლო შემდეგ კი, როცა ძარაზე წითელი საბჭოთა დროშა დაინახეს, შეძახილებისა და მისალმებათა ქვეშ (მანქანა) თითქმის ხელებით აიტაცეს და ისე წაიღეს მშფოთვარე ბრბოს გავლით პრეზიდენტის სასახლის კარიბჭისაკენ.
„ბენეში ცდილობდა სუფთად საქმიანად ელაპარაკა ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიას შორის კამათის სამხედრო გადაწყვეტის თემაზე. როცა იგი მაძლევდა შეკითხვებს წითელი არმიის გავლის მიმართებაში რუმინეთის ტერიტორიის გავლით ან როცა იგი კითხულობდა ჩვენი რეაქციის შესახებ ჩეხოსლოვაკიაზე პოლონეთის შესაძლო თავდასხმის თაობაზე, მაშინ მის ტონში არ ყოფილა არანაირი ეჭვი, რომ ჩვენ წავალთ ბრძოლითაც რუმინეთის ან პოლონეთის გავლით...
როცა მე ვიყავი ბენეშთან 25 სექტემბერს, მისი სადგომი მთლიანად სამხედრო ბანაკს წარმოადგენდა... ვაღიარებ, რომ მაშინ მე მქონდა ძალზედ მძიმე გრძნობა, იმიტომ რომ არაფრის თქმა არ შემეძლო ბენეშისათვის, განსაკუთრებით საპასუხოდ მის პრაქტიკულ შეკითხვებზე. იგი მეკითხებოდა, რამდენი ათასი მებრძოლის გადასროლა შეუძლია ჩეხოსლოვაკიაში წითელ არმიას საჰაერო დესანტის სახით, როგორ სამხედრო აღკაზმულობას მიიტანს ასეთი დესანტი, რამდენი და რა იქნება საჭირო ტექნიკური საშუალებებიდან იმისათვის, რათა ასეთ დესანტს შეეძლოს დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები...
26 სექტემბრის საღამოს, უკვე ჰიტლერის სიტყვის შემდეგ, ბენეში არა მარტო მხნე, არამედ პირდაპირ მხიარულ განწყობაზეც კი იმყოფებოდა. მთელი მისი ტონი პირდაპირ საბრძოლო გახლდათ...
27 სექტემბერს ბენეში უკვე სავსებით სერიოზულად ლაპარაკობდა ომის გარდაუვალობის თაობაზე, და მისი ტონი ჩვენი დახმარების შესახებ საკითხთან მიმართებაში უკვე სხვა იყო... მე ნათლად ვგრძნობდი, რომ ბენეშს დიდი ნერვიული დაძაბვითა და უკიდურესად სერიოზულად უნდა მოესმინა ჩვენგან – როგორ და როდის აღმოვუჩენთ ჩვენ დახმარებას... მე არ მაქვს და არც მქონია ეჭვები იმაში, რომ ბენეშს თვით შეტყობინების მიღებამდეც კი მიუნჰენში კონფერენციის შესახებ არ ჰქონდა განზრახული კაპიტულირება, და ამ აზრით არ ატყუებდა არც საკუთარ თავს, არც თავის ხალხს, არც ჩვენ...
უკვე სულ სასოწარკვეთილების ღაღადად ჟღერდა ბენეშის სატელეფონო ზარი 30 სექტემბრის დილას ათის ნახევარზე („მიუნჰენის გარიგების“ ხელმოწერის დღე – მ. ს.)… ეს ისტორიული დღე განსაკუთრებულ გაშუქებას საჭიროებს. ტექნიკური მიზეზების გამო მე შემიძლია მას მხოლოდ შემდეგ ფოსტასთან ერთად დავუბრუნდე.
დასრულებულია 1938 წ. 20 ოქტომბერს.“
იმ დროს როცა საბჭოთა ელჩი (ს. ს. ალექსანდროვსკი იყო სინდისიერი ადამიანი, დაახვავა მოსკოვში დეპეშები თხოვნით გადაერჩინათ, ესე იგი მიეცათ სსრკ-ში შემოსასვლელი ვიზები განწირული ჩეხი ანტიფაშისტებისათვის; 39 წლის ზაფხულში იგი გამოიძახეს პრაღიდან და გაათავისუფლეს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატიდან, დააპატიმრეს, მართალია, ძალზედ გვიან, 43-ში, დახვრიტეს 45-ში, სიკვდილის შემდეგ მისცეს რეაბილიტაცია 56-ში) განიცდიდა „ძალიან მძიმე გრძნობას, იმიტომ რომ მე არაფრის თქმა არ შემეძლო ბენეშისათვის“, კომპარტიის ხელმძღვანელობამ გაავრცელა შემდეგი შინაარსის ფურცელი: „სრულიად სარწმუნო შეტყობინებების მიხედვით, საბჭოთა კავშირი სავსეა მზადყოფნით დაეხმაროს ჩეხოსლოვაკიას ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ წუთს, როგორც კი ჩვენ თავს დაგვესხმიან. საბჭოთა კავშირი ურყევად ჩვენთანაა...“
ალექსანდროვსკის მოხსენების გაგრძელების (თუ ის საერთოდ არსებობს) პოვნა რფ საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში მე ვერ მოვახერხე. ამიტომ აღწერაში მოვლენებისა „ისტორიული დღის, რომელიც განსაკუთრებულ გაშუქებას საჭიროებს“ ვისარგებლებთ ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსის იგორ ლჲუკეშის წიგნით „ჩეხოსლოვაკია ჰიტლერსა და სტალინს შორის“. მის გადმოცემაში კვანძის ტრაგიკული გახსნა იყო ასეთი:
„...დაახლოებით 22–00 29 სექტემბერს ბენეშმა მიიღო შეტყობინება მოსკოვიდან [ელჩის] ფირლინგერისაგან, რომელიც წერდა, რომ პოტჲომკინის [საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის] პასუხის თანახმად, თუ ჰიტლერი თავზე დაესხმება ჩეხოსლოვაკიას, „პროცედურა ჟენევაში (ე. ი. ერთა ლიგაში განხილვის დროს – მ. ს.) შეიძლება იყოს მოკლე, როგორც კი გამოჩნდებიან დერჟავები, მზად ყოფნი წინ აღუდგნენ აგრესორს“. ასეთი იყო კრემლის პასუხი ბენეშის თხოვნაზე დაუყოვნებელი საავიაციო დახმარების შესახებ, გადაცემულზე მის მიერ 28 სექტემბრის დილას... ახლა, როცა ბენეში ყველაზე უფრო მეტად საჭიროებდა საბჭოთა მოკავშირეს, კრემლმა შესთავაზა მას მისი პრობლემით ერთა ლიგისადმი მიემართა...
კოალიციური პარტიების წარმომადგენლებთან თავისი შეხვედრის წინ 30 სექტემბერს, მიუნჰენის შეთანხმებათა პირობების მიღების შემდეგ, 09–30-ზე ბენეშმა თავისი უკანასკნელი შანსი შეამოწმა. მან დაურეკა ალექსანდროვსკის და უთხრა მას, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ჩეხოსლოვაკია მსხვერპლად შესწირეს ჰიტლერს. ქვეყანამ ახლა უნდა აირჩიოს ჰიტლერთან ომსა (ამ შემთხვევაში დასავლელი მოკავშირეები გამოაცხადებენ პრაღის მთავრობას ომის გამჩაღებლად და მასში დამნაშავედ) ან კაპიტულაციას შორის. ამ გარემოებებში ბენეშმა სთხოვა საბჭოთა ელჩს გამოარკვიოს მოსკოვში რაც შეიძლება უფრო სწრაფად, თუ როგორ განიხილავენ საბჭოები სიტუაციას. უნდა იომოს ჩეხოსლოვაკიამ თუ მოახდინოს კაპიტულაცია?
ალექსანდროვსკის არც კი გაუგზავნია ბენეშის ეს საჩქარო შეკითხვა მოსკოვში. 10–30-ზე, ისე როგორც არ გაუკეთებია არაფერი ერთი საათის განმავლობაში, საბჭოთა ელჩი გაემგზავრა საპრეზიდენტო ციხე-სასახლეში თავისი შავი ლიმუზინით „პაკარდი“, რათა გაერკვია, თუ რა ხდება. ბენეშს იგი არ შეხვედრია, მაგრამ შეკრიბა ინფორმაციების ფრაგმენტები მისი თანამშრომლებისაგან...
12–20-ზე მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის საელჩოდან შეატყობინეს, რომ „სიახლეები არ არის“, და ათი წუთის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა კროფტამ ფორმალურად განუცხადა ნიუტონსა და დე ლა კრუას (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები – მ. ს.), რომ ჩეხოსლოვაკია ღებულობს მიუნჰენურ დიქტატს. საბჭოთა საელჩომ გამოგზავნა ამ დღის მანძილზე მეორე ტელეგრამა მოსკოვში 13–40-ზე, აცნობებდა რა კრემლს, რომ ბენეშმა მიიღო მიუნჰენის შეთანხმების პირობები...
და მხოლოდ 1938 წ. 3 ოქტომბრის გათენების ღამეს პრეზიდენტმა ბენეშმა მიიღო ტელეგრამა ფირლინგერისაგან მოსკოვიდან. მასში იყო ლაპარაკი, რომ კრემლი აკრიტიკებს ჩეხოსლოვაკიის მთავრობის გადაწყვეტილებას კაპიტულაციაზე და რომ საბჭოთა კავშირი მოვიდოდა ჩეხოსლოვაკიის დასახმარებლად „ნებისმიერ გარემოებებში“. ეს შეტყობინება იყო მიღებული და გაშიფრული ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 3 ოქტომბრის 02–00-ზე, ე. ი. 61 საათის შემდეგ მას მერე, რაც პრაღამ მიიღო მიუნჰენის დიქტატი და მინიმუმ 36 საათის შემდეგ საზღვარზე არსებული გამაგრებული ხაზიდან ჩეხოსლოვაკური არმიის უკანდახევის მერე... მას შემდეგ, რაც ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებულ იქნა, პრაღამ მიიღო მოსკოვისაგან პლატონური სიყვარულის გამოხატულებანი, გულდასმით დაგეგმილნი დროის მიხედვით...“
და კიდევ რამდენიმე დამატებითი შტრიხი 1938 წ. მოვლენების სურათისათვის:
სსრკ საგარეო საქმეთა სახკომი მ. მ. ლიტვინოვი – სსრკ პოლიტწარმომადგენელს პრაღაში ს. ს. ალექსანდროვსკის, 1938 წ. 28 მარტს.
„ავსტრიულ და ჩეხოსლოვაკიურ საკითხს მე ყოველთვის განვიხილავდი როგორც ერთიან პრობლემას. ჩეხოსლოვაკიის გაუპატიურება იქნებოდა ანშლჲუსის დასაწყისი ზუსტად ისევე, როგორც ავსტრიის ჰიტლერიზაციამ წინასწარ გადაწყვიტა ჩეხოსლოვაკიის ბედი... ანშლჲუსი უკვე უზრუნველყოფს გერმანიისათვის ჰეგემონიას ევროპაში, ჩეხოსლოვაკიის შემდგომი ბედისაგან დამოუკიდებლად... მე მაკვირვებს ჩეხების ვარაუდი იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვდეთ რუმინეთისაგან ჩვენი ჯარების გაშვებას. ეს გაშვება ხომ პირველ რიგში ჩეხოსლოვაკიასა და საფრანგეთს სჭირდებათ, და ისინი უნდა მოითხოვდნენ ამ გაშვებას, მით უმეტეს, რომ ისინი დაკავშირებული არიან რუმინეთთან ზოგიერთი შეთანხმებით...“ (АВП РФ, ф. 0138, оп. 19, п. 128, д. 1, л. 16–19).
მ. მ. ლიტვინოვი – ს. ს. ალექსანდროვსკის, 1938 წ. 11 ივნისს.
„...ჩვენი დახმარება განპირობებულია ფრანგული დახმარებით. ჩვენ თუმცა კი ვთლით, რომ ჩვენდამი საფრანგეთის მომართვა ასევე ვერ მოგვცემდა სასურველ შედეგს და რომ საკითხები უნდა განიხილებოდეს აუცილებლად საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიისა და საბჭოთა გენშტაბების წარმომადგენელთა შორის. ასეთი ლაპარაკებით თავის გამოდებას ჩვენ არ დავიწყებთ, და თქვენც არ უნდა წამოჭრიდეთ საკითხს...“ (АВП РФ, ф. 0138, оп. 19, п. 128, д. 1, л. 38).
ანგარიში სსრკ საგარეო საქმეთა სახკომის პირველი მოადგილის ვ. პ. პოტჲომკინის შეხვედრის შესახებ ჩეხოსლოვაკიის ელჩთან მოსკოვში ფირლინგერთან, 1938 წ. 9 სექტემბერს.
„...ფირლინგერი დღეს გამოცხადდა ჩემთან, რათა არაოფიციალური წესით შემოეჩივლა იმ მიღების გამო, რომელიც აღმოუჩინეს ჩვენთან სამხედრო სპეციალისტებს, მოსულებს უკანასკნელ ხანს სსრკ-ში ჩეხოსლოვაკიიდან საგანგებო დავალებებით. ფირლინგერი შემდეგ ფაქტებზე მიუთითებდა:
1. გენერლები შარა და ნეტიკი, თითქოსდა, მეტად მშრალად იქნენ მიღებული ამხ. შაპოშნიკოვის მიერ. მოსკოვიდან მათი გამგზავრებისას „შკოდას“ წარმომადგენელ გრომადკოსთან ერთად მათი პირადი ნივთები მოსკოვის აეროდრომზე დაექვემდებარა ყველაზე უფრო გულდასმით დათვალიერებას. იჩხრიკებოდა სათადარიგო ფორმის ტანსაცმლის ჯიბეები, რომელიც ჩემოდნებში იმყოფებოდა. იკითხებოდა მათი საოჯახო მიმოწერა. თვითმფრინავის გაგზავნა თითქმის ნახევარი საათით იქნა დაკავებული, იმის შედეგად, რომ გრომადკოს 2000 დოლარი აღმოაჩნდა, რომელიც მისთვის იყო აუცილებელი სპეციალური თვითმფრინავისათვის გადასახდელად, რომელიც მას ამსტერდამში ელოდებოდა. ფირლინგერი ამტკიცებს, რომ მოსკოვში ჩამოსულ გრომადკოს ჰქონდა განზრახული განეცხადებინა საბაჟოში მის ხელთ არსებული ამ ფულის შესახებ, მაგრამ, მასთან შემხვედრმა ამხანაგებმა თავდაცვის სახალხო კომისარიატიდან ურჩიეს მას არ დაყოვნებულიყო ამ ფორმალობის გამო.
2. ჩეხოსლოვაკელი ოფიცერ-არტილერისტები, რომლებიც მოვიდნენ სსრკ-ში რუმინეთის გამოვლით ქვემეხებითა და ჭურვებით, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით იყო შეფუთული და ლუქების ქვეშ იმყოფებოდა, ლენინგრადში ჩამოსვლისას იქნენ დასახლებული მკაცრი იზოლაციის პირობებში, მრავალრიცხოვანი დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ. ტვირთი, რომელსაც ისინი აცილებდნენ, მათ ჩამოერთვათ და სადღაც ცალკე იქნა გაგზავნილი. შემდეგ როცა ისინი პოლიგონზე გამოცხადდნენ, მათ მიერ იქნა დადგენილი, რომ ქვემეხებისა და ჭურვებისგან მოხსნილია ლუქები, და რომ ყველაზე უფრო საიდუმლო დეტალები უკვე ფოტოგრაფირებული გახლდათ.
3. ჩეხოსლოვაკიის სჰძ-ის უფროსი ფაიფრი, რომელიც სსრკ-ში ექსტრენული წესით ჩამოვიდა ზოგიერთი პრაქტიკული საკითხის განსახილველად, უკან გაემგზავრა, ვითომდა, იმედგაცრუებული. ფირლინგერის განცხადებით ფაიფრის ლაპარაკი ამხ. შაპოშნიკოვთან ფორმალურ ხასიათს ატარებდა და არაფერი კონკრეტული არ მოუცია...“ (АВП РФ, ф. 0138, оп. 19, п. 128, д. 1, л. 62–63).
ანგარიში ვ. პ. პოტიომკინის შეხვედრის შესახებ ფირლინგერთან, 1938 წ. 15 სექტემბერს.
„...ფირლინგერმა შემატყობინა, რომ იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც არსებობს საფრანგეთის საელჩოში მოსკოვში, ჟორჟ ბონე (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მ. ს.) დარჩა უკიდურესად უკმაყოფილო თავისი ლაპარაკით ამხ. ლიტვინოვთან ჟენევაში. როგორც ფირლინგერს უთხრა კულონდრმა, ამხ. ლიტვინოვმა ამ საუბარში განსაკუთრებული თავშეკავებულობა გამოიჩინა და არ წამოუყენებია არანაირი დადებითი წინადადებები ჩეხოსლოვაკიისადმი დახმარებასთან დაკავშირებით მასზე გერმანიის თავდასხმის შემთხვევაში.
მე ვუპასუხე ფირლინგერს, რომ ამხ. ლიტვინოვის შეტყობინებებით თვითონ ბონე ლაპარაკობდა მასთან, უმთავრესად, ინგლისის თავის ამრიდებლური პოზიციის შესახებ ჩეხოსლოვაკურ საკითხში. ჩეხოსლოვაკიისადმი შესაძლო ერთობლივი დახმარების შესახებ ბონეს ამხ. ლიტვინოვთან არც კი დაუწყია ლაპარაკი. სავსებით ბუნებრივია, რომ ამხ. ლიტვინოვს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი ჩეხებისადმი საბჭოთა დახმარების პრაქტიკული გეგმა განევითარებინა...
ფირლინგერმა მთელი ახსნა-განმარტება დათრგუნული სახით მოისმინა...“ (АВП РФ, ф. 0138, оп. 19, п. 128, д. 1, л. 65).
როცა არაფერი არ ყიყინებს, როგორც იხვი, და არ დაცურავს, როგორც იხვი, და არ დაფრინავს, როგორც იხვი, მაშინ, როგორც ჩანს, ეს არ არის იხვი. მაგრამ მაშინ რა არის ეს?
რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი, ესე იგი ამხ. სტალინი, არ აპირებდა გადაერჩინა ჩეხოსლოვაკია, „მოეგერიებინა ფაშისტური აგრესია“ და ა. შ. ამ благоглупость-ის გამეორების გაგრძელება შეიძლება მხოლოდ მწვავე იდეოლოგიური მოწამვლის მდგომარეობაში. მაგრამ კიდევ უფრო მცდარი, ჩემი შეხედულებით, არის თეზისი იმის შესახებ, რომ სტალინმა, ვითომდა, გადაწყვიტა „დამკვირვებლის“ როლით შემოფარგლულიყო, „რომელიც ელოდა მოვლენების შემდგომ განვითარებას“. რა თქმა უნდა, 1938 წ. ზაფხულ-შემოდგომაზე სტალინს ჰქონდა გეგმა, და ამ გეგმას არაფერი ჰქონდა საერთო პასიურ ლოდინთან, თუ „რკალი სად მიგვიყვანს“.
ფაქტებისა და აზრების ზემოთ მოყვანილი განცალკევებული ნაწყვეტები თუნდა მცირე წილადაც კი არ შეიძლება ითვლებოდნენ ბაზად სტალინური გეგმის რეკონსტრუქციისათვის. ყველაფერი, რაც მე შემიძლია დღეს შევთავაზო მკითხველს – ეს, ასე რომ ვთქვათ, ბუნდოვანი მიხვედრებია, რომლებიც, თუმცა კი ნამდვილი პირველადი დოკუმენტების კითხვითაა წარმოშობილი. მაშ ასე:
1938 წ. სექტემბრის გეოპოლიტიკური გეგმა თავისი მიზნებისა და ამოცანების მიხედვით, მისი რეალიზაციის ძირითადი მექანიზმების მიხედვითაც, არაფრით არ განსხვავდებოდა 1939 წ. აგვისტოს გეგმისაგან. არანაირი „დრამატული შემობრუნება საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში“ 1939 წ. აგვისტოში არ ყოფილა (ამაში, საკუთრივ, შედგება კიდეც არსი ჩემი „ბუნდოვანი მიგნებისა“). სტალინი, რომელიც სვამს შამპანურს რიბენტროპთან, და სტალინი, რომელიც თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის (სახკომის) პირით სამარცხვინო დაღს ასვამს „ომის ფაშისტურ გამჩაღებლებს“ – ეს ერთი და იგივე პოლიტიკოსია, რომელიც ერთსა და იმავე სტრატეგიული მიზნისაკენ მიისწრაფვის.
მიზანია – ომი დასავლეთ ევროპაში, სისხლისმღვრელი დამანგრეველი ომი, რომლის ნახანძრალებზეც წაიყვანს სტალინი თავის სატანკო კოლონებს. ამ მიზნის მიღწევაში მთავარი „ინსტრუმენტია“ – აგრესიული პარანოიკი, რომელიც (არცთუ სტალინის საიდუმლო კულისებს მიღმა ინტრიგების გარეშე) აღმოჩნდა ძალაუფლების საჭესთან გერმანიაში. მომავალი ომის მთავარ ფრონტად უნდა იქცეს საფრანგეთ-გერმანიის საზღვარი, მაგრამ ევროპული ხანძრისათვის ცეცხლის წაკიდებას სტალინი ცდილობდა რომელიმე სხვა ადგილში, მწვავე ლოკალური კონფლიქტის პროვოცირების მეშვეობით. 1938 წ. ზაფხულში ასეთ „ადგილად“ მას წარმოუდგება ჩეხოსლოვაკია, ერთი წლის შემდეგ – პოლონეთი. 1938 წ. „ძალისხმევის მოდების“ მთავარი წერტილი გახლდათ ფაშისტური აგრესიის პოტენციური მსხვერპლი – ჩეხოსლოვაკია. სწორედ მას უბიძგებდა მოსკოვი, გამოცდილი პროვოკატორის ხელოვნებით, მოქცევის მაქსიმალურად ხისტი ხაზის დაკავებისაკენ.
უცნაური დათქმა იმის თაობაზე, რომ სსრკ-ის ვალდებულებები ურთიერთ დახმარების შესახებ ჩეხოსლოვაკიასთან ძალაში შედიან მხოლოდ საფრანგეთის ანალოგიურ მოქმედებათა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ ყოფილა იმ მიზეზად, რომელმაც საბჭოთა კავშირის პოზიცია და მოქმედებები განაპირობა, თუმცა კი იგი აღმოჩნდა მეტად ეფექტურ ინსტრუმენტად სტალინური პოლიტიკის გატარებაში. ასეთი დათქმის არსებობისას სსრკ საგარეო საქმეთა სახკომს ამხანაგ ლიტვინოვს შეეძლო სრულიად უშიშრად შეერხია ერთა ლიგის ტრიბუნის ჰაერი (ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ტრიბუნისაც) – ლოტერეა, რომელსაც სტალინი თამაშობდა, წამგებიანი არ ყოფილა. თუ საფრანგეთი (და მისი მთავარი მოკავშირე დიდი ბრიტანეთი) წავლენ ჰიტლერისადმი დათმობებზე, მაშინ შესაძლებელი იქნება შემდგომ ას წელიწადს სდებდე მათ ბრალს „გამყიდველობაში“, „აგრესორთან შეთანხმებაში“, ხოლო საკუთარი თავი კი თეთრი და ფუმფულა გამოგყავდეს (რასაც ვაკვირდებით კიდეც დღემდე). ხოლო თუ საქმე ომამდე მივა, მაშინ აქ ამხ. სტალინის წინ ბრწყინვალე შესაძლებლობების მთელი მარაო იშლებოდა.
ერთ-ერთი მათგანი მკაფიოდ გამონათდა 1938 წ. 22-დან 23 სექტემბრის ღამეს. დიახაც, სწორედ შუა ღამისას პოლონეთის საქმეთა რწმუნებული მოსკოვში პან იანკოვსკი გააღვიძეს და საგარეო საქმეთა სახკომატში გამოიძახეს, სადაც დილის 4 საათზე (სექტემბრის ბოლოს ეს წყვდიადი ღამეა) ჩააბარეს „საბჭოთა მთავრობის განცხადება პოლონეთის მთავრობისადმი“. აი მისი სრული ტექსტი (გამოქვეყნებული, სიტყვამ მოიტანა და, ყველაზე უფრო მეტ „უძრაობის წლებში“):
„სსრკ მთავრობამ მიიღო შეტყობინებები სხვადასხვა წყაროებიდან, რომ პოლონეთის მთავრობის ჯარები იყრიან თავს პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის საზღვარზე, ემზადებიან რა აღნიშნული საზღვრის გადალახვისა და ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილის ძალით დაკავებისათვის (ლაპარაკია კონფლიქტის შესახებ ტერიტორიის ერთი ნაგლეჯის გარშემო /დაახლოებით 30–70 კმ-ისა მდინარეებს ოლჟასა და ოსტრავიცას შორის პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის თანამედროვე საზღვრის პირაპირზე/ – ეგრეთ წოდებული ტეშინის სილეზიაში. 1920 წ. ანტანტის უმაღლესი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით ტეშინის სილეზია იქნა გაყოფილი დაახლოებით ორ თანატოლ ნაწილად, მდინარე ოლჟას გაყოლებით, პოლონეთსა და ჩეხო-სლოვაკიას შორის. ისარგებლა რა „სუდეტის კრიზისის“ სიტუაციით, პოლონეთმა მოახდინა ტეშინის ოლქის ჩეხური ნაწილის ოკუპაცია, რომელიც ჩეხოსლოვაკიის 1,5 %-ზე ნაკლებს შეადგენდა 1938 წ. საზღვრებში). ამ შეტყობინებათა ფართო გავრცელებისა და საგანგაშო ხასიათის მიუხედავად, პოლონეთის მთავრობას ამ დრომდე ისინი არ უარუყვია. სსრკ მთავრობა მოელის, რომ ასეთი უარყოფა დაუყოვნებლივ იქნება.
მიუხედავად ამისა იმ შემთხვევაში, ასეთი უარყოფა რომ არ ყოფილიყო და ამ შეტყობინებათა დადასტურების სახით პოლონეთის ჯარები ნამდვილად გადავიდოდნენ ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის საზღვარზე და დაიკავებდნენ მის ტერიტორიას, მაშინ სსრკ მთავრობა თვლის დროულად და აუცილებლად გააფრთხილოს პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, რომ თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის მუხლ 2-ის საფუძველზე, დადებულისა სსრკ-სა და პოლონეთს შორის 1932 წ. 25 ივლისს, სსრკ მთავრობა, პოლონეთის მიერ ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის აქტის გამო, იძულებული იქნება გაფრთხილების გარეშე მოახდინოს აღნიშნული ხელშეკრულების დენონსაცია“.
23 სექტემბრის განცხადება – ეს არის თავის დროზე და ხარისხიანად მომზადებული casus belli, იურიდიულად უნაკლო საბაბი ომის გაჩაღებისათვის. და რა იქნება შემდეგ? „შემდგომი – დუმილი“, როგორც თქვა დამშვიდობებისას პრინცმა ჰამლეტმა. არანაირი „უარყოფა“ პოლონეთის ხელმძღვანელობისგან არ ყოფილა, და 1 ოქტომბრის ღამეს პოლონურმა ჯარებმა გადაკვეთეს ჩეხოსლოვაკიის საზღვარი. და არაფერი. სრულიად არაფერი, არც საბჭოთა ელჩი ვარშავიდან „მთავრობასთან კონსულტაციებისთვის“ არ გამოუძახებიათ, არც პოლონეთის ელჩის გაღვიძება არ დაუწყიათ. მას შემდეგ რაც განცხადებაში მითითებული ყველა სამართალსაწინააღმდეგო მოქმედება პოლონური ხელმძღვანელობისა სინამდვილეში შედგა, მოსკოვმა მოკრძალებულად დუმილი ამჯობინა.
და მიუხედავად ამისა მე ვხედავ საკმარის საფუძველს ვივარაუდო, რომ პოლონეთთან ნავარაუდევ კონფლიქტში ამხ. სტალინის განზრახვები ყველაზე უფრო სერიოზული გახლდათ. თუმცა კი, სიტყვები „მე ვხედავ“ მოცემულ შემთხვევაში ძალიან დროული არ არის. ამის დანახვას შეძლებს ყველა, ვინც არ დაიზარებს ჩამოიღოს თაროდან ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში უზარმაზარი ტირაჟით გამოცემული (М., Воениздат, 1974) 12-ტომიანი „ისტორია მეორე მსოფლიო ომისა“. ჩვენ გვაინტერესებს მეორე ტომი, რომელშიც შესანიშნავი წარწერის ქვეშ „საბჭოთა კავშირის მოსამზადებელი ღონისძიებები ჩეხოსლოვაკიისათვის დახმარების აღმოსაჩენად“ განთავსებულია ფერადი რუკა, რომელზედაც მთელი აუცილებელი პატარა ისრებითა და წრეწირებით არის ნაჩვენები საბჭოთა ჯარების თავმოყრა პოლონეთის საზღვართან. რუკა ძალიან დაწვრილებითია, ნაჩვენებია თვით ერთი (67-ე მსროლელი) დივიზიის წინსვლაც კი... ლატვიის საზღვრისაკენ! საინტერესოა – როგორი სახით შეეძლო „ვიტებსკისა და ბობრუისკის საარმიო დაჯგუფებების“ შექმნასა და პოლონეთის საზღვრისაკენ მათ წინსვლას შეეწყო ხელი „ჩეხოსლოვაკიისათვის დახმარების აღმოჩენაში“, რომლისგანაც მათ პოლონეთის ტერიტორიის 800 კმ აშორებდა?
დიახ, სსრკ-ს მაშინ არ ჰქონდა საერთო საზღვარი არც აგრესორთან (გერმანიასთან), არც აგრესიის მსხვერპლთან (ჩეხოსლოვაკიასთან). მაგრამ უმოკლესი გზა ჩეხოსლოვაკიაში მიდიოდა, რა თქმა უნდა, არა ვიტებსკისა და ვარშავას გავლით, არამედ რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის (ბუკოვინას) გავლით; ვინიცადან რუმინული ჩერნოვცისა და სლოვაკური მუნკაჩის გავლით (არ დავივიწყებთ, რომ ჩეხო-სლოვაკია მაშინ მნიშვნელოვნად უფრო „გრძელი“ იყო იმ ტერიტორიის ხარჯზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უკრაინის სსრ იმიერკარპატეთის ოლქად გადაიქცა, და მუნკაჩსაც უკვე მუკაჩევო ეწოდა). რუმინეთის თანხმობის მიღების პერსპექტივები საბჭოთა ჯარების გატარებაზე მისი ტერიტორიის გავლით* საკმარისად რეალისტური გახლდათ, რაზედაც მოწმობს რეალურად შემდგარი 1940 წ. ივნისში თანხმობა რუმინეთისა – და არა ჯარების დროებით გატარებაზე, არამედ ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინის ტერიტორიის საბჭოთა კავშირისათვის დაუბრუნებლივ გადაცემაზე (*ჩეხი ისტორიკოსი ი. პფაფი 1993 წელს პრაღაში გამოცემულ თავის წიგნში „საბჭოთა ღალატი“ /Sovetska Zrada/ ამტკიცებს, რომ 1938 წ. სექტემბერში სსრკ-ისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების /ლიტვინოვისა და კომნენის/ არაოფიციალური შეხვედრის მსვლელობისას იქნა მიღწეული პრინციპული შეთანხმება საბჭოთა ჯარების გატარების შესახებ სლოვაკეთში რუმინეთის ტერიტორიის გავლით და „საჰაერო დერეფნის“ მიცემის შესახებაც ავიაციის გადაფრენისათვის; რუსეთის არქივების ამ დრომდე არსებული დახურულობის გამო ამ შეტყობინების დადასტურება ან უარყოფა საბჭოთა დოკუმენტების საფუძველზე შეუძლებელია).
მას შემდეგ რაც „მიუნჰენის გარიგებამ“ ჩამოანგრია სტალინის იმედები დიდ ევროპულ ომზე, თავისი საკუთარი ომის დაწყება პოლონეთის წინააღმდეგ მან ვერ გარისკა, და ლამაზი რუკაც პატარა ისრებით დაიდო მოშორებულ თაროზე გენერალური შტაბის სეიფში. მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ ლამაზად იყო ჩაფიქრებული! „დაუმარცხებელი წითელი არმია მიიჩქარის ფაშისტური აგრესიის მსხვერპლის დასახმარებლად, გადათელავს რა თავის გზაზე თეთრპოლონურ ბანდებს...“ საქმეების ასეთი დალაგებისას შეიძლებოდა ნახევარზომებით არ შემოფარგლულიყვნენ (რაღაც „დასავლეთ ბელორუსიის“ და „დასავლეთ უკრაინისა“), არამედ საბჭოთა რესპუბლიკების ძმურ ოჯახში სრულფასოვანი პოლონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაც ჩაერთოთ. მაგრამ ვერ გამოვიდა.
და მიუხედავად ამისა მე არ ვუწოდებდი 1938 წ. შემოდგომას „სტალინის დამარცხებას“, და აი რატომ. გერმანია მაშინ ჯერ კიდევ ძალიან სუსტი გახლდათ, ახლად შობილი ვერმახტი თავის პირველ გაუბედავ ნაბიჯებს დგამდა. ინგლისის, საფრანგეთისა და ჩეხეთისაგან შემდგარი კოალიციის წინააღმდეგ ომი შეიძლებოდა ძალზედ სწრაფად დამთავრებულიყო, ხოლო კვანძის ასეთი გახსნა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დიდ გეგმას. ერთი წლის შემდეგ, 39-ის სექტემბრისათვის, სიტუაცია არსებითად შეიცვალა. ჰიტლერი მოღონიერდა, გამოცდილება და თავხედობა შეიმატა, მნიშვნელოვნად გააძლიერა (რაოდენობრივი მიმართებით, და ხარისხობრივითაც) თავისი შეიარაღებული ძალები, რასაც არცთუ მცირე ხარისხად მოუმართა ხელი 1939 წ. 15 მარტს შემდგარმა ჩეხეთის ოკუპაციამ კონცერნ „შკოდას“ ქარხნებთან ერთად, რომელიც თანამედროვე შეიარაღების მთებს აწარმოებდა. და რა თქმა უნდა, ხელშეკრულებამ სსრკ-თან, ე. ი. ხელების თავისუფლებამ აღმოსავლეთში, დიდი დერჟავის ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მხარდაჭერამ ნაცისტებს „მეორე სუნთქვა“ მისცა.
1 სექტემბერს დაწყებული ომი სავსებით პასუხობდა სტალინის მოთხოვნებს: სისხლი მდინარედ იღვრებოდა, მრავალსაუკუნოვანი შრომის ნაყოფები ნეშთად და ფერფლად იქცეოდა, ლონდონისა და ქოვენთრის, ვარშავისა და როტერდამის გოთური ტაძრები დამტვრეული აგურის გროვებად გაიფანტა. და თავისი სატანკო კოლონები ევროპის ნახანძრალებზე სტალინმა მაინც გაატარა. მართალია, ან 17, ან 27 მლნ საბჭოთა ადამიანის სიცოცხლის ფასად.
1941 წლის გაზაფხულის თამაშები
წითელი არმიის საკომანდო შემადგენლობისა და შტაბების საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ოპერატიული თამაშები და საველე მგზავრობანი. 21-ე საუკუნის დასაწყისში განსაიდუმლოებული „თამაშების“ დოკუმენტები გვაძლევენ მდიდარ ინფორმაციას ფიქრისათვის იმის შესახებ, თუ როგორ ხედავდა სსრკ უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა მომავალ ომს გერმანიასთან, რას მოელოდა თავისი ჯარებისა და მოწინააღმდეგის ჯარებისაგან.
ახლა ხელმისაწვდომი საარქივო ფონდების თვით ყველა უფრო ზედაპირული მიმოხილვაც კი გვაჩვენებს, რომ მუშაობა წითელი არმიის შტაბებში წყაროსავით მოჩუხჩუხებდა; საარმიო და საფრონტო მასშტაბის სამხედრო თამაშები იქნა ჩატარებული არა ბევრი, არამედ ძალიან ბევრი. ასე, მარტო ომის ფაქტიურ დაწყებამდე უკანასკნელი ნახევარი წლის მანძილზე შედგა (ღონისძიებათა სახელწოდებები შესაბამისი დოკუმენტების მიხედვითაა მოყვანილი)
– ოპერატიული თმაში რუკებზე ბალტიისპირეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგში (თებერვალი);
– ორმხრივი საოკრუგო ოპერატიული თამაში ოდესის სამხ. ოკრუგი (თებერვალი);
– ლენინგრადის, ურალისა და ორიოლის ოკრუგების შტაბების საველე მგზავრობა (მარტი);
– საველე გამგზავრება არხანგელსკის სამხ. ოკრუგში (მარტი);
– ოპერატიული სამხედრო თამაში მოსკოვის სამხ. ოკრუგში (მარტი);
– ოპერატიული ორმხრივი თამაში ხარკოვის სამხ. ოკრუგში (მაისი);
– საფრონტო ოპერატიული თამაში დასავლეთის საგანგებო სამხ. ოკრუგში (მარტი);
– საფრონტო საველე გამგზავრება ბალტიისპირეთის საგანგებო სამხ. ოკრუგში (აპრილი);
– საშტაბო ოპერატიულ-სტრატეგიული თამაში არხანგელსკის სამხ. ოკრუგში (აპრილი);
– საკომანდო ოპერატიული თამაში მოსკოვის სამხ. ოკრუგში (მაისი);
– საფრონტო ოპერატიული თამაში კიევის საგანგებო სამხ. ოკრუგში (მაისი);
– ამიერკავკასიის სამხ. ოკრუგუისა და კასპიის სამხედრო ფლოტილიის შტაბების ერთობლივი სწავლებანი (მაისი);
– საფრონტო საველე მგზავრობა ბალტიისპირეთის საგანგებო სამხ. ოკრუგში (ივნისი) (ЦАМО, ф. 28, оп. 11627, д. 153, 154, 155, 161, 162, 396, 403, 408, 541; ф. 48, оп. 3408, д. 17; ф. 140, оп. 13000, д. 1, 11).
და ეს ჩამონათვალი – სულაც არ არის სრული; ეს მხოლოდ ისაა, რისი აღმოჩენაც მოხერხდა დოკუმენტების ზედაპირული გადახედვის მსვლელობისას, თანაც ყურადღებიდან მთლიანად იყო გამორიცხული შორეული აღმოსავლეთის საომარ მოქმედებათა თეატრი; სულაც არ არის მოხსენიებული საარმიო თამაშები და ეგრეთ წოდებული საარმიო სახელდახელო ღონისძიებები. რა თქმა უნდა, სამხედრო ოკრუგების დონით „თამაშები“ არ იზღუდებოდა, რეგულარულად ტარდებოდა სტრატეგიული თამაშები წითელი არმიის მეთაურთა უმაღლესი შემადგენლობის მონაწილეობით, რომელთა მსვლელობისას ამუშავებდნენ და აზუსტებდნენ სსრკ შეიარაღებული ძალების გამოყენების ზოგად გეგმებს. 1941 წ.-თვის გამოყენების თვალსაზრისით ცნობილია ორი სტრატეგიული თამაში, ჩატარებული იანვარში (დაწვრილებითაა აღწერილი პ. ბობილჲოვის მიერ წერილში „კატასტროფის რეპეტიცია“, ВИЖ, № 7,8/ 1993 г.) და ამოცანებით სავსე მაისის თამაში (იხ. მ. სოლონინი, „41-ის მაისის უცნობი თამაში“, გამოქვეყნებული «ВПК» № 7 /424/-ში 2012 წ. 22 თებერვალს).
დინოზავრები
თუ პალეობიოლოგები ახდენენ დინოზავრის შესახედაობის რეკონსტრუქციას ძვლების ორიოდ ნატეხის საფუძველზე, მაშინ სამხედრო ისტორიკოსისთვისაც არ შეადგენს გადაულახავ პრობლემას დიდი გეგმის რეკონსტრუქცია საოკრუგო (საფრონტო) ოპერატიული გეგმებისა და საშტაბო თამაშების დოკუმენტების საფუძველზე. მაგალითად, არ გვიხდება დიდხანს ვხსნიდეთ ამოცანებს იმის შესახებ, თუ რატომ შედგა 1941 წ. 12–20 მარტის ერთობლივი საველე მგზავრობა ლენინგრადის, ურალისა და ორიოლის ოკრუგების შტაბებისა. დიახ, გეოგრაფიულ რუკაზე ეს ოკრუგები ასეულობით კილომეტრითაა გაყოფილი, მაგრამ აი ფინეთთან ომის გეგმის ფარგლებში (მოსაზრებები წითელი არმიის შეიარაღებული ძალების გაშლისათვის ფინეთთან ომის შემთხვევაში 1940 წ. 18 სექტემბრისა, სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატისა და წითელი არმიის გენერალური შტაბის დირექტივა ლენინგრადის სამხ. ოკრუგის ჯარების სარდალს ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის ჯარების ოპერატიული გაშლის ოპერატიული გეგმის შემუშავებაზე 1940 წ. 25 ნოემბერს, სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატისა და წითელი არმიის გენერალური შტაბის დირექტივა არხანგელსკის სამხ. ოკრუგის ჯარების სარდალს ჩრდილოეთის ფრონტის ჯარების ოპერატიული გაშლის გეგმის შემუშავებაზე, б/д /ЦАМО, ф.16, оп. 2951, д. 237, л. 82–92, 118–130, 138–156/) მათ მოუწევდათ ერთობლივი ძალისხმევით „შეჭრილიყვნენ ცენტრალურ ფინეთში, გაენადგურებინათ ფინური არმიის ძირითადი ძალები და დაუფლებოდნენ ფინეთის ცენტრალურ ნაწილს“. განადგურებისა და დაუფლებისათვის ვარაუდობდნენ გაეშალათ ოთხი არმია: მე-7 და 23-ე ლენინგრადის ოკრუგის ჯარების შემადგენლობიდან, 20-ე ორიოლის ოკრუგის ჯარების ბაზაზე და 22-ე ურალის ოკრუგის ჯარების ბაზაზე.
სწორედ ეს ამოცანები – ძნელად თუ თავსებადი 1940 წ. 12 მარტის საბჭოთა-ფინური სამშვიდობო ხელშეკრულების სულთან და ტექსტთან – მუშავდებოდა საველე მგზავრობის მსვლელობისას, რის შესახებაც პირდაპირი ტექსტითაა ნათქვამი თავდაცვის სახკომატის 28 მარტის დირექტივაში № ОП/503596: „საველე მგზავრობაზე მუშავდებოდა ს ა ფ რ ო ნ ტ ო / შ ე ტ ე ვ ი თ ი / ო პ ე რ ა ც ი ა (ასე, დიდი ასოებითაა დოკუმენტის ორიგინალში – მ. ს.) ზამთრის რთულ პირობებში... საველე მგზავრობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საფრონტო და საარმიო მმართველობათა მომზადებულობის შემოწმება ერთობლივი ოპერაციების მომზადებისა და ჩატარებისათვის ზამთარში, კარელურ-ფინური თეატრის პირობებში“ (ЦАМО, ф. 140, оп. 1300, д. 1, л. 11).
ყურადღებას იმსახურებს საიდუმლოების დონე, რომლითაც იქნა ჩატარებული საველე მგზავრობა – თვით დაბეჭდილი სეიფიც კი ლენინგრადის ოკრუგის შტაბში არასაკმარისად საიმედო ადგილად მოეჩვენათ ასეთი დოკუმენტების შესანახად; 3 აპრილს წითელი არმიის გენშტაბის უფროსი (ე. ი. ამხ. ჟუკოვი) უბრძანებს ლენინგრადის სამხ. ოკრუგის შტაბის უფროსს „10 აპრილისათვის წარადგინოს გენერალური შტაბის ოპერატიულ სამმართველოში აქტი დავალების განადგურებაზე და გავსებული რუკები საველე მგზავრობის შესახებ ლენინგრადის სამხ. ოკრუგში [ჩატარებულისა] 1941 წ. მარტში. ყველა გაუნადგურებელი დავალება და გავსებული რუკა გენერალური შტაბის ოპერატიულ სამმართველოში დააბრუნონ“ (ЦАМО, ф. 46, оп. 3408, д. 18, л. 247).
განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ოპერატიული თამაშები, ჩატარებული კიევის საგანგებო სამხედრო ოკრუგის (მომავალი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის) სარდლობის მიერ; სწორედ ამ ფრონტს უნდა მიეყენებინა მთავარი დარტყმა დიდი გეგმის ფარგლებში ლვოვი – კრაკოვის მიმართულებაზე, სწორედ იქ უნდა ყოფილიყო თავმოყრილი წითელი არმიის ჯარების ყველაზე უფრო მძლავრი დაჯგუფება (კერძოდ, აღმატებული სატანკო დივიზიებისა და „ახალი ტიპების“ ტანკების რაოდენობით სამ სხვა ოკრუგზე/ფრონტზე, ერთად აღებულზე). დასანანია, ეს განსაკუთრებული ინტერესი ვიღაცის მიერ წინასწარ აღმოჩნდა გათვალისწინებული, და ამ მომენტისათვის განსაიდუმლოებულ საარქივო ფონდებს შორის არ არის არც დავალებები ოპერატიულ თამაშებზე კიევის საგანგებო სამხედრო ოკრუგში, არც თუნდაც ერთი ასეთი თამაშის მსვლელობის აღწერა. მთელი ახლა ხელმისაწვდომი „მასივი ინფორმაციისა“ დაიყვანება მხოლოდ რამდენიმე ნაწყვეტ მოხსენიებაზე თვითონ ფაქტის შესახებ 1941 წ. მაისში ჩატარებული საფრონტო თამაშისა კიევის საგანგ. სამხ. ოკრუგში.
ასე, 1941 წ. 26 აპრილს კიევის საგანგ. სამხ. ოკრუგის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი პოლკოვნიკი (მომავალი მარშალი) ბაგრამიანი მოახსენებს გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსს: „წარმოგიდგენთ დავალებებს საკომანდო-საშტაბო სწავლებებზე კავშირგაბმულობის საშუალებებით მე-5 და მე-6 არმიებისა და საფრონტო ოპერატიულ თამაშს. დანართები: დავალებები 115 ფურცელზე... საფრონტო ოპერატიული თამაშის ჩატარების გერგმა 7 ფურცელზე... ვითარების რუკა 12 მაისის 18–00-თვის... საერთო ვითარების რუკა 6 მაისის 12–00-თვის...“ 1941 წ. 30 აპრილს გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი ანისოვი უგზავნის წითელი არმიის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსს შემდეგ ტელეგრამას: „1941 წ. 12–18 მაისის პერიოდში ტარდება კიევის საგანგებო სამხედრო ოკრუგის მე-5 და მე-6 არმიათა შტაბების საკომანდო-საშტაბო სწავლებები. ამ სწავლებაში მიზანშეწონილია იქნას ჩართული მე-2 ავიაკორპუსის შტაბი 7 ადამიანის შემადგენლობით. გთხოვთ მისცეთ მითითებანი...“ (ЦАМО, ф. 28, оп. 11627, д. 41, л. 25, 38).
1941 წ. 4 მაისს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ვატუტინი გზავნის საპასუხო ტელეგრამას № ОП/1409 კიევის ოკრუგის შტაბში: „საფრონტო ოპერატიული თამაშის დავალებასა და გეგმაში შეტანილია შესწორებები. 1) „ნარინჯისფერები“ ნეიტრალურებად არ ჩათვალოთ, არამედ ჩათვალეთ ისინი თამაშის პირველივე ეტაპიდან „დასავლელთა“ მხარეზე. 2) „ნარინჯისფერთა“ ორგანიზაცია და ძალები აიღეთ რეალური და გააძლიერეთ „დასავლელთა“ ერთი საარმიო კორპუსითა და სატანკო დივიზიით. 3) სამხრეთ ფრონტი უკანასკნელ ეტაპზე არ შექმნათ, დატოვებთ რა 16-ე არმიას სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის დაქვემდებარებაში. შეგახსენებთ ყველა ზომის მიღების შესახებ თამაშის საიდუმლოების შენახვის მიზნით“ (ЦАМО, ф. 48, оп. 3408, д. 19, л. 90).
ვინ არიან „დასავლელები“ – ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, „ნარინჯისფერთა“ ქვეშ, რომლებსაც „დასავლელები“ აძლიერებენ საკუთარი ჯარებით, უფრო სავარაუდოა, მხედველობაში ჰქონდათ რუმინული და უნგრული ჯარები. აი კიდეც ყველაფერი, რაც არის ცნობილი. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, მივიღებთ რა მხედველობაში მოვლენების თანმიმდევრობასა (თამაში კიევის საგანგ. სამხ. ოკრუგში ტარდებოდა 1941 წ. 12-დან 18 მაისის ჩათვლით, ხოლო სტრატეგიული „მაისის თამაში“ შედგა იმავე წლის მაისის 20-იან რიცხვებში) და განსაკუთრებულ ყურადღებას, გამოყოფილს მარჯვენა-საფლანგო მე-5 და მე-6 არმიათა მოქმედებებისადმი, რომ კიევში ოპერატიული თამაშის მსვლელობისას იქნა დამუშავებული ფრონტის მომავალ მოქმედებათა მთავარი შემადგენელი – შეტევა ლჲუბლინსა და კრაკოვზე.
აქტიური თავდაცვის ზოლში
ომის ზოგადი (საერთო) სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ბალტიისპირეთის საგანგებო სამხ. ოკრუგის (ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის) ჯარებს უნდა გადაეწყვიტათ თავდაცვითი ამოცანები (დიდი გეგმის ზოგიერთ ვარიანტებში რომლებიც იყო შევსებული კერძო შეტევითი ოპერაციით სუვალკის შვერილის „ჩამოჭრისათვის“). და როგორღაც ისე გამოვიდა, რომ სწორედ ბალტიისპირეთის საგანგ. სამხ. ოკრუგის საკომანდო-საშტაბო სწავლებათა თემაზე არის მნიშვნელოვანი მასივი ისტორიკოსთათვის ხელმისაწვდომი დოკუმენტებისა.
1941 წ. თებერვალში ბალტიისპირეთის საგანგ. სამხ. ოკრუგში იქნა ჩატარებული საოკრუგო ოპერატიული თამაში თემაზე: „ფრონტის თავდაცვითი ოპერაცია შემდგომი გადასვლით შეტევაზე მოწინააღმდეგის განადგურებისათვის“. 12 თებერვალს დამტკიცებული დავალება უბრძანებდა გაეთამაშებინათ შემდეგი სიტუაცია:
„დასავლელებმა“, დაასწრეს რა „აღმოსავლელებს“ გაშლაში, 5.6.41-ში დაიწყეს ომი. მთავარ დარტყმას „დასავლელები“ აყენებენ სამხრეთში, უკრაინული (ასეა ტექსტში – მ. ს.) ფრონტის წინააღმდეგ, თავი მოუყარეს რა იმავდროულად მსხვილ ძალებს აღმოსავლეთ პრუსიაში, სადაც ანვითარებენ კიდეც დარტყმას შჲაულჲაისა და კაუნასის მიმართულებებზე. ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის წინააღმდეგ აღნიშნულია არანაკლებ 30 ქვეითი დივიზიის მოქმედება ტანკებითა და მსხვილი ავიაციით... სამხრეთით „აღმოსავლელთა“ დასავლეთის ფრონტის ჯარები აგრძელებენ თავმოყრას დარტყმისათვის დასავლეთის მიმართულებაზე, წარმატებით იგერიებენ დაფარვის ნაწილებით „დასავლელთა“ მცდელობებს სახელმწიფო საზღვარზე გადმოსასვლელად. საზღვარი დასავლეთ ფრონტთან: პოლოცკი, ოშმჲანი, დრუსკინინკაი, სუვალკი, ლეტცენი...“ (ЦАМО, ф. 28, оп. 11627, д. 20, л. 1).
ამრიგად, „თამაშის“ პირობების მიხედვით მოხდა სწორედ ის, რაც მოხდა 41-ის ივნისში რეალურ ისტორიაში. სულ მცირე, სწორედ ასე 22 ივნისის დილის 10 საათზე აღწერდა სიტუაციას წითელი არმიის გენშტაბის ოპერატიული ცნობა ნომერით ერთი: „მოწინააღმდეგემ, დაასწრო რა ჩვენს ჯარებს გაშლაში, აიძულა წითელი არმიის ნაწილები მიეღოთ ბრძოლა საწყისი მდგომარეობის მიღების პროცესში გაშლის გეგმის მიხედვით“ (ЦАМО, ф. 16, оп. 1071, д. 1, л. 5). კიდევ ერთი ნიშანი თამაშზე დავალებისა და 41 წლის ივნისის რეალურ მოვლენათა მსგავსების ვლინდება იმაში, რომ „აღმოსავლელთა“ ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის ჯარები გაფანტული არიან დიდ მანძილზე ერთი-მეორისაგან; პირველი ეშელონის ორი არმიის შემადგენლობაში იმყოფება არაუმეტეს ნახევრისა ფრონტის შენაერთების საერთო რიცხვიდან (15 მსროლელი დივიზია 33-დან, 4 სატანკო ბრიგადა 7-დან, 6 ცალკეული არტპოლკი 11-დან).
ამაზე, საკუთრივ, თამაშისა და იმ მომენტში არავისთვის არ ცნობილი მომავლის მსგავსების ნიშნები მთავრდება. შემდეგ იწყება სერიოზული განსხვავებანი. უწინარეს ყოვლისა, თამაშზე დავალების შემდგენლები რადიკალურად შეცდნენ მოწინააღმდეგის მთავარი დარტყმის მიმართულების განსაზღვრაში: იქ (ბელორუსიის მიმართულებაზე), სადაც რეალობაში 41 წლის ივნისში გერმანელებმა თავიანთ მთავარ ძალებს მოუყარეს თავი, თამაშის პირობებით „დასავლელები“ მხოლოდ ადგილს ტკეპნიან, წარუმატებლად ცდილობენ რა საზღვარზე გადმოსვლას. ამასთან „აღმოსავლელთა“ დასავლეთის ფრონტის ჯარები აუჩქარებლად „ამთავრებენ თავმოყრას და ემზადებიან შეტევაზე გადასვლისათვის ივნისის თვის მიწურულში“.
აღსანიშნავია, რომ ეს შეცდომა მკაფიოდ ემთხვევა იმ დეზინფორმაციას, რომელსაც გერმანული სპეცსამსახურები მათთვის ყველა ხელმისაწვდომი ხერხით „უგდებდნენ“ საბჭოთა დაზვერვას: ვითომდა გერმანული სარდლობა გეგმავს წითელი არმიის ჯარების გრანდიოზულ შემოვლას მთავარი დარტყმის მიყენებით ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე, ბალტიისპირეთისა და ბესარაბიის გავლით.
იმისგან განსხვავებით, რაც იქნება რეალობაში, „დასავლელთა“ ჯარები ასევე ღრმად არიან ეშლონირებული, ამასთან მეორე ეშელონში არის თავმოყრილი თითქმის ნახევარი მისი მთელი ძალებისა (18 ქვეითი დივიზია 39-დან, 4 სატანკო დივიზია 5-დან, 2 მსუბუქი დივიზია 2-დან, არტილერიის 9 პოლკი 22-დან). მოძრავი შენაერთები (სატანკო და მსუბუქი დივიზიები) თითქმის მთლიანად არიან გაყვანილი მეორე ეშელონში და მოთმინებით ელიან, თუ როდის გააკეთებენ პირველი ეშელონის ქვეითი ჯარი და არტილერია საკმარისად ფართო „შენატეხს“ „აღმოსავლელთა“ თავდაცვაში (რაც, თუმცა კი, ემთხვეოდა წითელი არმიის უმაღლესი სარდლობის შეხედულებებს, რომელიც სწორად მიიჩნევდა მექკორპუსების შეყვანას განარღვევში, შექმნილში პირველი ეშელონის მსროლელი დივიზიების მიერ).
და მაინც ყველაზე უფრო დაუჯერებელია – დაუჯერებელია ჩვენი დღევანდელი ცოდნის თვალსაზრისით ომის საწყისი პერიოდის მოვლენათა შესახებ – ეს გახლავთ ოპერატიული თამაშის მოვლენათა ქრონოლოგია. პირობითი „ომი“ იწყება 5 ივნისს. რის შემდეგაც „დასავლელები“ ხარჯავენ 12 დღეს (!) მხოლოდ იმაზე, რათა გამოვიდნენ „აღმოსავლელების“ მთავარ თავდაცვით ზოლთან, რომელიც ძევს 30–40 კმ-ზე საზღვრისაგან (იხ. ნახ. 1). ამასთან „საბრძოლო მოქმედებათა“ ეს ეტაპი თამაშის მსვლელობისას სულაც არ დამუშავებულა, ის მხოლოდ მოკლედაა მოხსენიებული დავალებაში.
სწავლების მსვლელობისას გათამაშებული საბრძოლო მოქმედებები პირობითი 17 ივნისიდან იწყება. „დასავლელები“, რომლებმაც თავი მოუყარეს გარღვევის 60-კმ უბანზე (კვედარნიდან ტაუროგენამდე) 12 ქვეით დივიზიას „აღმოსავლელთა“ 3 დივიზიის წინააღმდეგ, 18 ივნისის ბოლოსათვის გაარღვევენ ფრონტს. წარმოქმნილ შემონარღვევში მოისწრაფვის წარმოუდგენელი რიცხოვნების სატანკო ლავა – 4 ათასზე მეტი! ტანკები (რეალურ ისტორიაში შჲაულაჲს მიმართულებაზე მოქმედ ვერმახტის მე-4 სატანკო ჯგუფს შეიარაღებაში დაახლოებით 650 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი ჰყავდა). 18-დან 25 ივნისის ჩათვლით „აღმოსავლელები“ შეუპოვარი ბრძოლებით იხევენ უკან შჲაულაჲსაკენ. სამხრეთით, კაუნასის მიმართულებაზე, სადაც მოწინააღმდეგეს „მხოლოდ“ 10 ქვეითი დივიზია და 725 ტანკი ჰყავს, „აღმოსავლელები“ უკან იხევენ და მაგრდებიან ნემანის მარცხენა (დასავლეთ) ნაპირზე.
თამაშის მეორე ეტაპზე (პირობითი 25 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით) „დასავლელთა“ შემოტევა ყველგან გაჩერებულია. 420 კმ-ზე გაჭიმული ფრონტი დასტაბილურდა; უფრო მეტიც, დამხმარე ძალების მიმღებმა (5 მსროლელი დივიზია) „აღმოსავლელების“ პირობითმა 1-ლმა არმიამ (მის ნაცვლად ბალტიისპირეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის რეალური მე-8 არმიის შტაბი თამაშობდა) მოწინააღმდეგეს კონტრდარტყმა მიაყენა და იგი შჲაუილაჲდან უკუაქცია. ამავე დროს „აღმოსავლელების“ ოპერატიულ ზურგში, პანევეჟეს – ელგავას რაიონში, ხდება წითელი არმიის ახალი შენაერთების თავმოყრა, რომლებიც ქვეყნის სიღრმიდან არიან პერედისლოცირებული (გადმოყვანილი). ამასთან „აღმოსავლელთა“ სარდლობა, ავლენს რა რკინის თავშეკავებას, არ ისვრის მოსულ ნაწილებს პირდაპირ ეშელონიდან ფრონტზე, ციებ-ცხელებიანად „ხვრელების ამოქოლვის“ მიზნით (სწორედ ამით იყო რეალურ ისტორიაში საბჭოთა სარდლობა დაკავებული 1941 წლის მთელი ზაფხულის განმავლობაში). ერთადერთი, რაც იქნა გაკეთებული – ფრონტის მეორე ეშელონის ექვსი მსროლელი დივიზიის შემადგენლობიდან ამოიღეს ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო დივიზიონები (ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის 18-18 ქვემეხით თითოეულში); მათგან იქნა ჩამოყალიბებული მოძრავი საბრძოლო ჯგუფი, რომელიც აჩერებს გერმანული ტანკების წინსვლას შჲაულჲაისაკენ.
პირობითი 3 ივლისის დილისათვის „აღმოსავლელთა“ დამრტყმელი დაჯგუფების თავმოყრა დასრულებულია. მხარეთა ძალების საერთო თანაფარდობა ამ მომენტისათვის ასეთია: „აღმოსავლელებს“ 43 მსროლელი, 4 სატანკო და 2 მოტორიზებული დივიზია, 11 სატანკო და 5 მოტორიზებული ბრიგადა; „დასავლელებს“ 39 ქვეითი, 5 სატანკო და 2 მსუბუქი დივიზია. საბრძოლო ტექნიკის მიხედვით: „აღმოსავლელებს“ 6614 ტანკი და 4358 ქვემეხი, „დასავლელებს“ 6525 ტანკი (გონებისთვის მიუწვდომელია – საიდან შეიძლებოდა ისინი გაჩენილიყო ასეთი რაოდენობით?) და 3624 ქვემეხი (ЦАМО, ф. 28, оп. 11627, д. 15, л. 23). როგორც ვხედავთ, მხარეთა ძალები თითქმის ტოლია, მართალია, „აღმოსავლელთა“ შენაერთების ნახევარი – ეს ახლებია, რომელთაც არ განუცდიათ დანაკარგები წინა ბრძოლებში.
გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment