ნატო-ში შეიარაღებული ძალების ინტეგრაციის პრინციპის მიუხედავად, ბლოკის მონაწილე თითოეული ქვეყანა თავისი ტერიტორიის ჰთ-ის ორგანიზებაზე თვითონ აგებდა პასუხს. ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანაში ჰთ-ის ამოცანები სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ) ეკისრებოდა, სხვა ქვეყნებში კი ისინი სახმელეთო ჯარებსა და სჰძ-ს შორისა იყო განაწილებული. მაგრამ, როგორც წესი, ჰთ-ის მთელი ძალებისა და საშუალებათა საერთო ოპერატიული ხელმძღვანელობა სჰძ-ის სარდლობას ეკისრებოდა.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში მიუთითებდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საზენიტო სარაკეტო იარაღი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ვითარდებოდა, სადაც (დიდ ბრიტანეთში) სპეციალურად სჰძ-თვის შეიმუშავეს ისეთი სისტემები, როგორიც გახლდათ «ბომარკი» და «ბლადჰაუნდი». თუმცა კი 1970-იანი წლების შუახანებისთვის ნატო-ს ევროპული ქვეყნების სჰძ-ები ძირითადად სახმელეთო ჯარებისთვის შექმნილ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს (ზრკ) იყენებდნენ. ნატო-ს ევროპული ქვეყნების სჰძ-ის შეიარაღებაში არსებული ზრკ-ების ტიპები და რაოდენობა 1-ლ ცხრილშია მოყვანილი.
ცხრილი 1
ნატო-ს ქვეყნების სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეიარაღებაში არსებული ზრკ-ების ტიპები და რაოდენობა [1975 წლის დასაწყისში]
ქვეყანა . . . . . . . . ზრკ-ის . . . . . . . . . . . . . რ ა ო დ ე ნ ო ბ ა . . . . . . . . შენიშვნა
. . . . . . . . . . . . . დასახელება . . . . . ქვედანაყო- . . . . . გასაშვები . . . . . . . . . . . . .
.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ფების . . . . . . დანადგარების . . . . . . . . . . .
ბელგია . . . . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 8 ესკადრილია . . 72 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრი- . . . „ბლადჰაუნდი“ . . . . . 11 ესკადრილია . . * . . . საზენიტო არტილე-
ტანეთი . . . . . . „თაიგერ ქეთი“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რიის ესკადრილიე-
. . . . . . . . . . . . . . . . „რაპირა“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბის ჩათვლით
დანია . . . . . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 4 ესკადრილია . . . * . . .
. . . . . . . . . . . . . . . . „ჰოქი“ . . . . . . . . . . .4 ესკადრილია . . . * . . .
საფრანგეთი . . . „კროტალი“ . . . . . . . . 1 ბატარეა . . . . . . . * . . . . იგეგმებოდა 10
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბატარეის ყოლა
გფრ . . . . . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . . . 24 ბატარეა . . . . . . 216 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . „ჰოქი“ . . . . . . . . . . . 36 ბატარეა . . . . . . 216 . . .
საბერძნეთი . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 3 ბატარეა . . . . . . . 36 . . .
იტალია . . . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . . 12 ჯგუფი . . . . . . 108 . . .
ნიდერლან- . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 8 ესკადრილია . . . 72 . . . . ბაზირებული
დები . . . . . . . . . . „ჰოქი“ . . . . . . . . . . . . . 2 დივიზიონი . . . 72 . . . იყო გფრ-ში
ნორვეგია . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . . . 4 ბატარეა . . . . . . 36 . . .
თურქეთი. . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . . . 8 ბატარეა . . . . . . 72 . . .
უცხოელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ თუ ადრე ნატო-ს ქვეყნების სჰძ-ის საზენიტო სარაკეტო ნაწილებისა და ქვედანაყოფების ძირითადი შეიარაღება მოქმედების დიდი და საშუალო სიშორის მქონე აშშ-ში შემუშავებული ზრკ-ები «ნაიქ-ჰერკულესი» და «ჰოქი» გახლდათ, 1970-იანი წლების შუახანებისთვის დამატებით სულ უფრო მეტ გავრცელებას ჰპოვებდნენ მოქმედების მცირე სიშორის ზრკ-ები «კროტალი» (საფრანგეთი) და «რაპირა» (დიდი ბრიტანეთი).
1970-იანი წლების პირველ ნახევარში ნატო-ს ქვეყნების სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეიარაღებაში არსებული ზრკ-ების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები მე-2 ცხრილშია წარმოდგენილი.
ცხრილი 2
ნატო-ს ქვეყნების სჰძ-ის ზრკ-ების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები [1970-იანი წლების შუახანებისთვის]
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ნიმუშის დასახელება /მწარმოებელი ქვეყანა/; B – სროლის სიშორე, კმ / სიმაღლეში მიღწევადობა, კმ; C – რაკეტის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე, M; D – რაკეტის სასტარტო წონა, კგ / საბრძოლო ნაწილის წონა, კგ; E – რაკეტის ზომები: კორპუსის სიგრძე×დიამეტრი, მ / ფრთების გაშლა, მ; F – ძრავის ტიპი; G – დამიზნების სისტემა)
ნაწილი I
. . . . . . . A . . . . . . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . C . . . . . . . . . D . . . . . . . . . E . . .
„ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 140-ზე მეტი / 45 . . . 3 . . . . . . . . .4500 / * . . . 12,6×0,8 / 2,66
MIM-14B (აშშ)
„ჰოქი“ . . . . . . . . . . . . . დაახლოებით 35 / . . . 2,5-2,8 . . . 580 / 45 . . . 5,03×0,36 / 1,2
MIM-23A (აშშ) . . . . . . . . . . . . . 0,03-15
„ბლადჰაუნდი“. . . . . 80-ზე მეტი / * . . . . . 3-მდე . . .2500 / * . . . 7,75×0,55 / 2,82
Mk.2
(დიდი ბრიტანეთი)
„თაიგერ ქეთი“ . . . . . . დაახლ. 4 / 3 . . . . . 0,8-1 . . . . . 63 / * . . . .1,47×0,19 / 0,65
(დიდი ბრიტანეთი)
„რაპირა“ (დიდი . . . . 0,5-5 / 0,03-3,6 . . დაახლ. 2 . . . 43,5 / * . . . 2,24×0,13 / 0,38
ბრიტანეთი)
ნაწილი II
. . . . . . . . F . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
РДТТ * . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიობრძანებითი მიზანსა და რაკეტაზე
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ცალცალკე რადიოთვალთვალის დროს
იგივე . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თვითდამიზნება
სასტარტო РДТТ, . . . . . . . . . ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური
სამარშო ПВРД ** . . . . . . . . . . . . . . . თვითდამიზნება
РДТТ . . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიობრძანებითი მიზანსა და რაკეტაზე
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ვიზუალური, რადიოლოკაციური ან
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სატელევიზიო თვალთვალის დროს
იგივე . . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიობრძანებითი მიზანსა და რაკეტაზე
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ვიზუალური, რადიოლოკაციური ან
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სატელევიზიო თვალთვალის დროს
იგივე . . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიობრძანებითი მიზანსა და რაკეტაზე
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიოლოკაციური თვალთვალის დროს
შენიშვნები: * РДТТ – ракетный двигатель твёрдого топлива. ** ПВРД – прямоточный воздушно-реактивный двигатель.
დიდი სიშორის ზრკ-ები. ნატო-ს სარდლობა ამ კომპლექსების გამოყენებას გეგმავდა მსხვილი სამრეწველო ობიექტებისა და ჯარების თვმოყრის რაიონების ჰაერიდან დასაფარავად.
დ ი დ ი / ს ი შ ო რ ი ს / ს ა ყ ო ვ ე ლ ა მ ი ნ დ ო / ზ რ კ / «ნ ა ი ქ - ჰ ე რ კ უ ლ ე ს ი» (აშშ) იმ ქვებგერით და ზებგერით თვითმფრინავებთან საბრძოლველად გახლდათ განკუთვნილი, რომლებიც ძირითადად საშუალო და დიდ სიმაღლეებზე დაფრინავდნენ. თუმცა კი, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ჩატრებული გამოცდების შედეგად დაადგინეს, რომ ეს კომპლექსი ცალკეულ შემთხვევებში შეიძლებოდა ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლისთვისაც გამოეყენებიათ.
საცეცხლე ქვედანაყოფის (ბატარეის) შემადგენლობაში შედიოდა: საზენიტო მართვადი რაკეტები; მართვის პოზიციაზე განლაგებული ხუთი რადიოსალოკაციო სადგური (რლს – აღმოჩენის მცირე სიმძლავრის რლს, მიზანზე თვალთვალის რლს, რაკეტაზე თვალთვალის რლს, რადიომანძილმზომი, მაღალი სიმძლავრის რლს მცირეზომიანი მიზნების აღმოჩენისთვის); რაკეტების გაშვებისა და მიზანზე მათი დამიზნების მართვის პუნქტი; ცხრა ერთეულამდე სტაციონარული ან მობილური გასაშვები დანადგარი; კვების წყაროები; დამხმარე აღჭურვილობა (სატრანსპორტო-დამტენი, საკონტროლო-შემმოწმებელი და ა. შ.). ზრკ «ნაიქ-ჰერკულესის» მართვის პოზიცია 1-ლ ნახატზეა ნაჩვენები (სურათი).
სულ დივიზიონის შემადგენლობაში შეიძლებოდა ოთხ ბატარეამდე შესულიყო. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, კომპლექსი «ნაიქ-ჰერკულესი» არაერთხელ განიცდიდა მოდერნიზაციას მისი ელემენტების საიმედობისა და საექსპლუატაციო ხარჯების ამაღლების მიზნით.
[შემდეგ ლაპარაკია ზრკ «ბლადჰაუნდ» Mk.2-ზე]
საშუალო სიშორის საყოველამინდო ზრკ «ჰოქი» [Hawk – ქორი] (აშშ) მცირე და საშუალო სიმაღლეებზე მფრენ ქვებგერით და ზებგერით თვითმფრინავებთან საბრძოლველად გახლდათ შექმნილი.
საცეცხლე ქვედანაყოფის (ბატარეის) შემადგენლობაში შედიოდა: საზენიტო მართვადი რაკეტები (ზმრ); იმპულსურ რეჟიმში მომუშავე აღმოჩენის რლს; მიზნის შენათების ორი რლს; რადიომანძილმზომი; მართვის პუნქტი; ექვსი გასაშვები დანადგარი (გდ – თითოეულს ჰქონდა სამ-სამი მიმმართველი); კვების წყაროები და დამხმარე აღჭურვილობა. მიზნის შენათებისთვის გამოიყენებოდა მცირე და მომატებული სიმძლავრის რლს-ები (უკანასკნელს მცირეზომიან საჰაერო მიზნებზე სროლისთვის იყენებდნენ).
სჰძ-ის შეიარაღებაში შედგებოდა ზრკ «ჰოქის» თვითმავალი ვარიანტი, რომელიც მუხლუხებიანი ტრანსპორტერის XM727 (ნახ. 2, a) ბაზაზე გახლდათ შექმნილი. ამ კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდნენ ტრანსპორტერები, რომელთაგან თითოეულზე გასაშვები დანადგარი იყო დამონტაჟებული სამ-სამი მიმმართველით. მარშზე ეს ტრანსპორტერები ბატარეის გაშლისთვის ყველა აუცილებელი რადიოსალოკაციო და დამხმარე მოწყობილობის ბუქსირებას ახდენდნენ მისაბმელებით.
უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში აშშ-ში შეიარაღებაში გამჯობესებული ზრკ «ჰოქი» გახლდათ მიღებული. საბაზო ვარიანტისგან მისი ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ ახალ რაკეტას (MIM-23B) უფრო მაღალი საიმედობა, უფრო მძლავრი საბრძოლო ნაწილი და ახალი ძრავი ჰქონდა. აგრეთვე მართვის მიწისზედა აპარატურაც იქნა გაუმჯობესებული. ყოველივე ამან, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, საშუალება მისცა ზრკ-ის მოქმედების სიშორე და მიზნის დაზიანების ალბათობა გაეზარდათ. იტყობინებოდნენ, რომ ამერიკის ნატო-ელი პარტნიორები გეგმავდნენ მათ შეიარაღებაში არსებული ზრკ «ჰოქების» მოდერნიზებისთვის აუცილებელი მთელი აპარატურა და აღჭურვილობა ლიცენზიით გამოეშვათ.
მცირე სიშორის ზრკ-ები. ძირითადად ესენი მობილური ზრკ-ები გახლდათ, რომლებიც ავიაბაზებისა და სხვა ცალკეული ობიექტების თავდაცვისას დაბლამფრენ თვითმფრინავებთან ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი.
[შემდეგ ლაპარაკია სანათელამინდო ზრკ-ზე «თაიგერ ქეთი» (დიდი ბრიტანეთი)]
ს ა ნ ა თ ე ლ ა მ ი ნ დ ო / ზ რ კ / «რ ა პ ი რ ა» (დიდი ბრიტანეთი) დაბლამფრენ ქვებგერით და ზებგერით თვითმფრინავებთან საბრძოლველად გახლდათ შექმნილი.
საცეცხლე ქვედანაყოფის შემადგენლობაში შედიოდა: ზმრ-ები, ვიზუალური თვალთვალის მოსახსნელი ბლოკი, საჰაერო მიზნების აღმოჩენის რლს (შეიცავდა ამოცნობის სისტემასა და ბრძანებების რადიოგადამცემს), მასთან გაერთიანებული გასაშვები დანადგარი (გდ – ოთხი მიმმართველით), მოსახსნელი კვების ბლოკი. გათვლა ხუთი ადამიანისგან შედგებოდა.
კომპლექსი მაღალმობილური იყო. საცეცხლე ქვედანაყოფის მთელი აღჭურვილობა ორ ავტომობილ «ლენდროვერსა» და მათ მიერ ბუქსირებად ორ მისაბმელში იყო განთავსებული. ზრკ-ის აღჭურვილობის მუხლუხებიან მოჯავშნულ მანქანებში განთავსებასაც ითვალისწინებდნენ (ნახ. 2, b).
კომპლექსის ძირითადი ვარიანტი სანათელამინდო გახლდათ. თუმცა კი კომპლექსის ნებისმიერი ამინდის პირობებში მუშაობისთვის შექმნეს სპეციალური რლს და კიდეც გამოსცადეს. პირველი ზრკ-ები, რომელთა შემადგენლობაშიც ეს რლს შედიოდა, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში დიდი ბრიტანეთის სჰძ-ის მიწისზედა თავდაცვის პოლკის ზოგიერთი ქვედანაყოფის შეიარაღებაში უკვე იქნა მიწოდებული. ზრკ «რაპირა» ასევე ირანისა და ზამბიის სჰძ-ის შეიარაღებაშიც შედგებოდა.
ს ა ყ ო ვ ე ლ ა მ ი ნ დ ო / ზ რ კ / «კ რ ო ტ ა ლ ი» (საფრანგეთი) ქვებგერით და ზებგერით დაბლამფრენ თვითმფრინავებთან საბრძოლველად გახლდათ განკუთვნილი.
საცეცხლე ქვედანაყოფის შემადგენლობა: მიზანზე თვალთვალის რლს, გდ ოთხი მიმმართველით, ბრძანებების რადიოგადამცემი, ინფრაწითელი სათვალთვალო მოწყობილობა (устройство) და დამხმარე აღჭურვილობა. სამი საცეცხლე ქვედანაყოფის მართვა საკომანდო მანქანიდან ხორციელდებოდა, სადაც საჰაერო მიზნების აღმოჩენის იმპულსურ-დოპლერული რლს იყო განთავსებული. იტყობინებოდნენ, რომ ტიპიური მიზნის აღმოჩენის სიშორე შეადგენდა 18,5 კმ. სპეციალური ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანით (ეგმ) აღჭურვილი რლს ერთდროულად 30-მდე საჰაერო მიზანს აღმოაჩენდა, ხოლო ავტოთანხლების რეჟიმში კი შეეძლო მხოლოდ 12 მიზანთან ემუშავა. საცეცხლე ქვედანაყოფის მთელი აღჭურვილობა ჯავშანავტომობილებში იყო განთავსებული (ნახ. 2, г).
[შემდეგ ნათქვამი იყო, რომ აშშ თავდაცვის სამინისტრო 1970-იანი წლების პირველ ნახევარში არსებული ზრკ-ების გაუმჯობესებისთვის და ახლების შესაქმნელად დიდ სამუშაოებს ატარებდა. კერძოდ, SAM-D ტიპის ზრკ-ს სახმელეთო ჯარებისთვის შეიმუშავებდნენ, ხოლო SLIM ტიპის ზრკს კი – სჰძ-თვის]
კომპლექსი SAM-D (Surface to Air Missile – Development) საყოველამინდო გახლდათ, მოქმედების დიდი სიშორით; განკუთვნილი იყო ქვებგერით და ზებგერით თვითმფრინავებთან საბრძოლველად ყველა სიმაღლეზე (ზღვრულად მცირე სიმაღლეების გამოკლები). გეგმავდნენ 80-იანი წლების დასაწყისში ამ ზრკ-თი შეიარაღებაში მყოფი ზრკ «ნაიქ-ჰერკულესები» შეეცვალათ. [ეს უნდა იყოს ზრკ «პეტრიოტი»]
ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ რლს-ში გამოყენებული მონაცემთა ამორჩევის (ამოკრეფის) მეთოდი არხების დროებითი შემჭიდროვებით (метод выборки данных с временным уплотнением каналов) საშუალებას მისცემდათ რამდენიმე საზენიტო მართვადი რაკეტა (ზმრ) ერთდროულად სხვადასხვა მიზნებზე დაემიზნებიათ ან ჯგუფიდან ერთი მიზანი ამოერჩიათ.
1970-იანი წლების შუახანებისთვის ზრკ-ის შექმნის სამუშაოები ზმრ-ისა და გდ-ის გამოცდების სტადიაში იმყოფებოდა. დაწყებული იყო დამიზნების სისტემის დამუშავებაც (отработка). იმავდროულად სპეციალისტები ზრკ-ის გამარტივებისა და გაიაფების გზებსაც ეძიებდნენ (ზრკ SAM-D-ის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ЗВО, 1974, # 10, გვ/ 37).
ზრკ SLIM (Surface-Launched Interceptor Missile) უნდა ყოფილიყო საყოველამინდო, მოქმედების სიშორით 1300 კმ-მდე. ის განკუთვნილი გახლდათ აშშ ჰთ-ის სისტემაში ძირითადად ზებგერით საჰაერო მიზნებთან საბრძოლველად. წინასწარი გაანგარიშებით SLIM კომპლექსის ზმრ-ის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე M=4-6 რიცხვის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. დამიზნების სისტემა კომბინირებული იქნებოდა. საბრძოლო გამოყენების შესაძლო ხერხები იყო: გამაგრებული მიწისზედა ან მიწისქვეშა ნაგებობებიდან ან თვითმფრინავ-მატარებლებიდან. რაკეტების გაშვება და დამიზნება შეიძლებოდა განეხორციელებიათ ან აღმოჩენისა და მართვის სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავის ბორტიდან, ან დედამიწიდან.
ამერიკულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ 1970-იანი წლების შუახანებისთვის აშშ-ში დასრულებული იყო წინასწარი გაანგარიშებები ზრკ SLIM-ის შესაქმნელად.
გამოყენებული ლიტერატურა
Подполковник-инженер Н. Леонов, кандидат технических наук; майор-инженер В. Викторов, «Зенитные ракетные комплексы ВВС стран НАТО», Зарубежное Военное Обозрение, 1975 г. № 2.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment