Thursday, February 20, 2020

გენერალი გიორგი კვინიტაძე კონსტანტინოპოლში ემიგრანტული ცხოვრების, საქართველოს ყოფილ ხელისუფალთა უსულგულო დამოკიდებულებისა და სამხედრო სკოლის იუნკერთა შემდგომი ბედის შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს /პირობითად, მეცხრე ნაწილს/ გენერალ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის წიგნიდან „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“ /რუსულ ენაზე – «Мои воспоминания в годы независимости Грузии 1917–1921»/, YMCA-PRESS, პარიზი, 1985. გენერალი გიორგი კვინიტაძე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1921 წ. თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის მეორე /დასკვნით/ ეტაპზე, და მანამდეც რიგ ომებში საქართველოს მტრების წინააღმდეგ. წიგნს წამძღვარებული აქვს თავად თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის შესავალი წერილი ავტორის შესახებ. ეს წიგნი რუსულ ენაზე სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /ქ. თბილისის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ ელექტრონულ ფონდებში)





წიგნიდან მოცემული ამონარიდის შინაარსი 

თავი XXVIII. კონსტანტინოპოლში ჩამოსვლა და ყოფნა. – ევაკუირებულთა მდგომარეობა. – ზოგიერთი ინციდენტი კონსტანტინოპოლში. – მთავრობის კმაყოფაზე გასამწესებელ პირთა სიების შედგენა
თავი XXIX. წერილი ნ. ნ. ჟორდანიასადმი და მისი პასუხი
თავი XXX. იუნკრების ბედი. – მთავრობის გადაწყვეტილება საზღვარგარეთ ჩემი საცხოვრებელი ადგილის შესახებ


თ ა ვ ი XXVIII 

კონსტანტინოპოლში ჩამოსვლა და ყოფნა. – ევაკუირებულთა მდგომარეობა. – ზოგიერთი ინციდენტი კონსტანტინოპოლში. – მთავრობის კმაყოფაზე გასამწესებელ პირთა სიების შედგენა 


კონსტანტინოპოლში ჩამოსვლა და ყოფნა 

ახლა გადავალ შემდეგ მოგონებებზე. ბათუმიდან კონსტანტინოპოლში ჩამოსვლას ჩვენ სამ დღეღამეზე ნაკლები დრო მოვანდომეთ. 21 მარტს დილით ჩვენ უკვე ბოსფორში შევედით. ამინდი მშვენიერი იყო და ჩვენ გზა ძალზედ მშვიდად გავიარეთ. ამ გადასვლისას მთავრობის თავმჯდომარესთან სულ თათბირები მიმდინარეობდა. ამ თათბირებში მთავრობის წევრები და მათთან ახლო მყოფი ადამიანები ღებულობდნენ მონაწილეობას. მთავრსარდალს არ იწვევდნენ. იქ რაზე ლაპარაკობდნენ? უნდა ვიფიქროთ იქ შემდგომ ღონისძიებებს განიხილავდნენ და აშკარაა, რომ ეს ღონისძიებები სამხედროებისგან და, კერძოდ კი ჩემგან, საიდუმლოდ უნდა შეენახათ. ნათელი იყო, რომ იქ ამზადებდნენ რაღაცას, რის წინააღმდეგაც შეიძლებოდა პროტესტით გამოვსულიყავი. ეს ასე გამოვიდა კიდეც. „კირალით“ მგზავრობდა ასევე გენ. ოდიშელიძეც. მან რამდენჯერმე მომმართა, რათა სამხედროების მდგომარეობა გამომერკვია. მე ვპასუხობდი, რომ ასეთი რამ მთავრობის დადგენილებითაა გამორკვეული. იგი მეპასუხებოდა, რომ ეს დადგენილება არაფერს არ ნიშნავს, რომ ისინი სულ მუდამ იკრიბებიან და რაღაცეებს წყვეტენ, და, მეტად შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილებასაც გააუქმებენ. სამწუხაროდ, იგი მართალი აღმოჩნდა. ბათუმში გამოცემულ იქნა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მთავარსარდალი, მისი შტაბი და 50 ოფიცერი ევაკუაციაში მიდიან ბრძოლის გარძელების მიზნით და ისინი მთავრობის კმაყოფაზე აიყვანებიან.

ჩვენი მოგზაურობის დასასრულს გენ. ოდიშელიძემ მითხრა, რომ ამ სხდომებზე, ეს მან დანამდვილებით იცის, გადაწყდა ყველა სამხედრო უცხოურ ლეგიონში იქნას ჩარიცხულიო. მე უკიდურესად გამაკვირვა არა მარტო ასეთმა გადაწყვეტილებამ, არამედ იმანაც, რომ ის ჩემთვის შეუტყობინებლად იქნა მიღებული. გადავწყვიტე ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარეს დავლაპარაკებოდი. მე იგი გემბანზე ვიხილე და ვკითხე, თუ რატომ არ მიწვევენ სხდომებზე, თუნდაც იმათზე, სადაც სამხედროების ბედი წყდება. მთავრობის თავმჯდომარემ მიპასუხა, რომ საკითხი სამხედროთა ხვედრის შესახებ ძალზედ მარტივია და გადაწყდა ყველა ისინი გაამწესონ უცხოურ ლეგიონში; შემდეგ მან დაუმატა, რომ უკანასკნელმა ომმა გამოარკვია, რომ ჩვენი სამხედრო უწყება არაფრის მაქნისი აღმოჩნდა და რომ უცხოურ ლეგიონში სამხედროები რაიმეს მაინც ისწავლიან. ნამდვილად მარტივად წყვეტდნენ. ძნელი იყო არ აღვშფოთებულიყავი ასეთი პრიმიტიული და უბრალო გადაწყვეტილებით. უბრალოებაში ყოველთვის არ არის გენიალურობა. მე შევეპასუხე, რომ ვარგოდა სამხედრო უწყება იმ აზრით, თუ როგორ ომობდნენ სამხედროები, თუ არ ვარგოდა იგი, ეს საკითხი არ წყდება ასე ადვილად; რომ მე მესმის, რომ ჩვენი სამხედროები სწავლებისთვის შეიძლება მივაბაროთ სხვადასხვა სკოლებში, მაგრამ არ მესმის, თუ რა შეიძლება ისწავლონ მათ უცხოურ ლეგიონში იმაზე მეტი, რაც რუსულ და ქართულ არმიებში თავიანთი სამსახურის მიხედვით იციან; რომ მთელი კორპორაციის მიცემა სამსახურში უცხო ქვეყანაში, როგორც საზარბაზნე ხორცისა, არ უნდა იყოს დასაშვები, თუ არ იკითხავთ მათ თანხმობას, ვისაც ეს შეეხება; რომ მხოლოდ ნიკოლოზ I-მა აჩუქა პრუსიის მეფეს მთელი ბატარეა, და მაშინაც ოფიცრები იქედან ამოღებულ იქნენ, და რომ დემოკრატიული მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება ძნელად თუ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად; რომ სამხედროებმა ამ ომში გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, და თუ იგი, მთავრობის თავმჯდომარე, უკმაყოფილოა სამხედრო უწყებით, მაშინ სამხედროები აქ არაფერ შუაში არიან, ვინაიდან შეიარაღებულ ძალას, არმიას, აწყობდნენ არა სამხედროები, არამედ  „თ ქ ვ ე ნ“,  როგორც მე ვუთხარი. ეს ბრალდებანი სამხედროებზე ისეთი საშინელი იყო, რომ მათი მშვიდად მოსმენა არ შეიძლებოდა, და ჩვენი საუბარიც, ბუნებრივია, ორივეს გვაღელვებდა. მე ხმამაღალი ტონით ვლაპარაკობდი. ე. პ. გეგეჭკორი მოგვიახლოვდა და გვკითხა, თუ რაში იყო საქმე. მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა: „გიორგი ივანეს ძე მუდმივად პრეტენზიებს გვიყენებს“, – და წავიდა, უფრო სწორედ გაიქცა, თავის სადგომში.

ეს ფრაზა ახასიათებდა ჩვენს უწინდელ ურთიერთობებს. ჩემში სულ მუდამ არარსებობა სურვილისა სამხედრო სისტემის ისე მოწყობაზე, როგორც მას სურდა, აღმოჩნდა „მუდმივი პრეტენზიები“. აღმოჩნდა, რომ მე მაქვს „პრეტენზიები“ და მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტს ვაცხადებდი სამხედროებთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, გადაწყვეტილებისა, რომელიც მხოლოდ ნიკოლოზ I-ის ხანის შესაფერისია და სამხედრო უწყების ასეთი დადანაშაულების წინააღმდეგაც, რომელიც დაფუძნებული არაფერზე არ გახლდათ.

ასე ჩამოვედით ჩვენ კონსტანტინოპოლში. მთავრობის თავმჯდომარესთან პარიზში ჩემს ჩამოსვლამდე მეტად აღარ მილაპარაკია.

საერთოდ მმართველების ჩემდამი დამოკიდებულება ჩემში ერთ უმსგავსო აზრს წარმოშობს. დავფიქრდები რა ყველაფერზე, რაც ბათუმში ხდებოდა, მათი საქციელი ჩემთვის საეჭვო ხდება. ბათუმში თავაზიანები არიან (любезны), სხდომებზე მიწვევენ, დიდად თავაზიანებიც (предупредительны), გემზე კი უკვე არც ერთი სიტყვა, თითქოსდა არც ვარსებობ. შემდეგ, გემებში ჩასხდომისა და ჩატვირთვის დღედ 18 მარტს აცხადებენ, თვითონ კი 17-ის საღამოს სხდებიან და მე ერთ სიტყვასაც არ მეუბნებიან, თუმცა კი ვაგონში მათ გვერდით ვარ; გემზე კი კაიუტას ჩემთვის მხოლოდ უკანასკნელ წუთს თუ გამოძებნიან.

კონსტანტინოპოლში ჩვენ 21 მარტს ჩამოვედით და შემდეგ დილამდე გემზე დავრჩით. დილით 22 მარტს გემზე მოვიდა ადმირალი პელე. იგი მთავრობის თავმჯდომარეს ეწვია, შემდეგ კი გაემგზავრა. მაშინვე გაირკვა მისი სტუმრობის მიზეზიც. დიდმა ხალხმა, რომელიც გარს ერტყა მთავრობას, დაიწყო ლაპარაკი, რომ პელემ საფრანგეთის მთავრობის სახელით ჩვენს მთავრობას გადმოსცა მიპატიჟება, რომ გადასულიყვნენ საფრანგეთში; იგივე დიდი ხალხი ამბობდა, რომ პელე მთავარსარდალსაც ეპატიჟებოდა. არ ვიცი, სწორია თუ არა ეს უკანასკნელი. დავუშვათ, რომ პელეს მთავარსარდალი არ აღუნიშნავს, მაგრამ მთავრობას, იგი მტრული გრძნობებით რომ არ ყოფილიყო მოცული უკანასკნელისადმი, უეჭველად, ეს გადაწყვეტილება ჩემს მიმართაც უნდა განეხილა, და ალბათ არ იქნებოდა საფრანგეთის მთავრობა იმის წინააღმდეგი, რომ მთავარსარდალი პარიზში ჩასულიყო. მეორე დღეს ჩვენი კონსული გემზე მოვიდა და ყველას გამოგვიცხადა, რომ საკონსულოში მივსულიყავით, სადაც ოჯახებს სადგომი ექნებოდათ, ხოლო მამაკაცები კი ქართულ-კათოლიკურ მონასტერში უნდა წავსულიყავით. საკონსულოში ჩემს ოჯახსა და გენ. ჩხეტიანის ოჯახს ერთი ოთახი გამოუყვეს ერთი საწოლით, ხოლო მე და გენ. ჩხეტიანი ქართულ-კათოლიკურ მონასტერში მოვთავსდით, სადაც ერთი ოთახი გვერგო იუსტიციის მინისტრ არსენიძესთან ერთად; შემდეგ რამდენიმე დღის მერე გენ. ბაქრაძე და კიდევ ერთი ბატონიც შემოგვიერთდნენ. ამ ოთახში 2 ½ კვირა ვიცხოვრე. დილიდან, დავლევდით რა ჩაის, მე და გენ. ჩხეტიანი საკონსულოში მივდიოდით, სადაც ვატარებდით დროს სადილამდე, რომლის შემდეგაც 9 საათისათვის ჩვენ მონასტერში უნდა ვყოფილიყავით, სადაც ამ დროს კარი იკეტებოდა. საკონსულოშივე განთავსდნენ ნ. ბ. რამიშვილი ცოლით და ე. პ. გეგეჭკორი. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მამაკაცი, ჩვენთვის გამოცხადებულის თანახმად, მონასტერში არ განთავსებულა. ასე, თავად მთავრობის თავმჯდომარე და ე. პ. გეგეჭკორი სასტუმროში გაჩერდნენ. ასევე მონასტრის გარეთ განლაგდნენ ვ. ჯუღელი, ბ. ჩხიკვიშვილი, ხომერიკი და სხვები. საკონსულოში მთელი დროს სხდომებში გადიოდა. განიხილებოდა ზომები, რომლებიც უნდა მიგვეღო „მარიასა“ და „ვესტაზე“ მყოფი ევაკუირებულიებისადმი, რომელთაც მოველოდით.

კონსტანტინოპოლში ჩვენი ჩამოსვლის მოლოდინში ადგილობრივ ქართველთა მიერ ორგანიზებულ იქნა კომიტეტი, რომელშიც შევიდნენ გენ. მდივანი, ი. კემულარია, ძნელაძე, დანარჩენები არ მახსოვს. ჩამომსვლთათვის სადგომები უნდა გამოეძებნათ. გადაწყდა დახმარების მისაღებად ამერიკული კომიტეტისათვის მიგვემართა. ამავდროულად ცნობილი შეიქნა, რომ მთავრობა პარიზში მიემგზავრება. მთავრობის ზოგიერთი წევრი საკონსულოში სადილობდა, სადაც ვსადილობდით მეცა და გენ. ჩხეტიანიც ოჯახებით. სუფრასთან ხშირად იყო სიტყვიერი შეჯახებანი, ერთის მხრივ მე, მეორე მხრივ კი მმართველები, ეს ბატონები გესლს არ იშურებდნენ. ამ სიტყვებში მათი მხრიდან გამოითქმებოდა სამხედროებით უკმაყოფილება. იპოვნეს განტევების ვაცი. ვითარება და ურთიერთობები სულ უფრო დაძაბული ხდებოდა. შევიტყე რა, რომ მთავრობა მიემგზავრება, ნ. ბ. რამიშვილს ვუთხარი ჩემი შეხედულება, რომ არ ეგების მთელი მთავრობის ერთბაშად გამგზავრება, ისე რომ არ დაელოდონ ევაკუირებულებს. არ ვიცი, ამის ძალით თუ იყო, მაგრამ გაემგზავრნენ მთავრობის თავმჯდომარე ე. პ. გეგეჭკორთან და კ. ბ. საბახტარაშვილთან ერთად; ნ. ბ. რამიშვილი და კანდელაკი კონსტანტინოპოლში დარჩნენ. როცა მთავრობის თავმჯდომარე და ე. პ. გეგეჭკორი მიემგზავრებოდნენ, მე სხვებთან ერთად წავედი სადგურზე მათ გასაცილებლად. ამას ვაკეთებდი, რადგანაც ვთვლიდი, რომ მთავარსარდალმა უნდა გააცილოს მიმავალი მთავრობა. ახლა ვნანობ ამის გამო. სადგურში მთავრობის თავმჯდომარემ, როცა მემშვიდობებოდა, მითხრა: „მომწერეთ, გიორგი ივანეს ძევ, თუ თქვენ რაიმე დაგჭირდებათ, მომწერეთ“. ჩვენ დავშორდით.


ევაკუირებულთა მდგომარეობა 

მოვიდნენ ევაკუირებულები; თავიდან მოვიდა „ვესტა“, შემდეგ კი „მარია“. „მარიას“ გზაში რაღაც შეემთხვა; ამბობდნენ, ავარიამ თუ წყლის უკმარისობამ აიძულა იგი ერთ-ერთ თურქულ პორტში შესულიყო, მგონი სამსუნში. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ჩვენი ხელისუფლების მეცადინეობით, ფრანგულმა სარდლობამ გაგზავნა ბრძანება ყველანი „მარიადან“ „მეგრელზე“ გადაესხათ. ეს გაკეთებულ იქნა და შემდეგ ჩამოსულები იმ უხეშობათა შესახებ ჰყვებოდნენ, რომლებიც მათ ამ გადაჯდომის დროს განიცადეს, რომელიც ამასთან ღამით იქნა ჩატარებული. როგორც შემდეგ გამოირკვა ამ გადაჯდომის არანაირი საჭიროება არ ყოფილა.

ამასობაში ამერიკული კომიტეტი გამოგვეხმაურა და ევაკუირებულები ჩამოსვლისას ბოსფორის ნაირზე იქნენ გადაყვანილი სოფ. ქავაქის ჩრდილოეთით, საკონტროლო პუნქტისა, სადაც მოწმდებოდა ყველა გემი, როგორც შავი ზღვიდან შემომავალი, ისე იქით მიმავალიც. იქ წინასწარ გაემგზავრა ბ. ჩხიკვიშვილი მომავალი სადგომებისა და სათავსოების სანახავად და, დაბრუნებულმა გამოგვიცხადა, რომ იქ ძაღლების განთავსებაც კი არ შეიძლება, იმდენად არ შეესაბამებოდა სადგომები საცხოვრებლებს. მაგრამ სხვა ადგილების ძებნას შედეგი არ მოჰყოლია და ევაკუირებულები ამერიკელებმა იქ გადაიყვანეს; იქვე წაიღეს სურსათიც. მე პირადად მივაცილებდი ამ პარტიას გზის ერთ ნაწილზე. ყველა ისინი პატარა გემებით წაიყვანეს თავიდან ერთ პუნქტში, სადაც მათ იარაღი ჩამოართვეს, ხოლო შემდეგ კი დანიშნულების ადგილზეც მიიყვანეს.

ამასობაში ადგილობრივ კომისიასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გენ. მდივანი და სხვები, შეიქმნა სხვაც, ეგრეთ წოდებული ლტოლვილთა კომისია. მე მის შესახებ ბ. ჩხიკვიშვილისაგან შევიტყე, რომელმაც მითხრა, რომ მთავრობის დადგენილებით შექმნილია კომისია, რომლის თავმჯდომარედაც იგია დანიშნული, და რომ მე იქ სამხედრო პირი უნდა დავნიშნო; მე გენ. ჩხეტიანი დავნიშნე. ამ კომისიას ლტოლვილებზე უნდა ეზრუნა. იგი გენ. მდივანის კომისიასთან გაერთიანდა.

მთავრობის თავმჯდომარის გამგზავრებიდან ერთი თუ ორი დღის შემდეგ საკონსულოში გამოაკრეს განცხადება, სადაც მოკლედ იყო აღნიშნული, რომ ყველა მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან და ყველა ისინი ამიერიდან „ლტოლვილებად“ ჩაირიცხებიან. მონახეს სამოქალაქო მდგომარეობის განსაზღვრება. ასეთი განკარგულება არასწორი გახლდათ, ვინაიდან „ლტოლვილები“ არიან ისინი, ვინც თავისი ნებით ტოვებს ტერიტორიას მოწინააღმდეგის შემოტევის ქვეშ, მაგრამ მოსამსახურენი, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არიან გამოყვანილნი, არანაირი სახით არ შეიძლება განიხილებოდნენ, როგორც ლტოლვილები. ეს მოსამსახურეთა უფლებების უკანონო და თვითნებური დარღვევა გახლდათ. კომისიაში მე, რა თქმა უნდა, პროტესტი განვაცხადე ამის წინააღმდეგ, მაგრამ მთავრობა უკვე გაემგზავრა; მან წინდახედულად უზრუნველყო საკუთარი თავი ამ პროტესტისაგან. მე მაინც ვუთხარი ამის შესახებ ნ. ბ. რამიშვილს, რომელიც დამპირდა პარიზში ჩასვლის შემდეგ ეს მთავრობისათვის მოეხსენებია და გამოთქვა თავისი აზრი, რომ შესაძლოა ეს გამოსწორებულ იქნას კიდეც. რა თქმა უნდა, ეს გამოსწორებული არ ყოფილა და მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარისადმი კონსტანტინოპოლიდან ჩემი პირველი წერილის შემდეგ პარიზიდან გამოიგზავნა მითითება, რომ „ლტოლვილები“ „ემიგრანტებად“ ჩაეთვალათ. როდესაც ნ. ბ. რამიშვილი მიემგზავრებოდა, მე მასთან მქონდა საუბარი, სადაც იგი დამპირდა სხვა საკითხებთან ერთად წამოეჭრა საკითხიც უფროს ოფიცერთა სხვადასხვა ქვეყნებში მივლინების თაობაზე სამხედრო საქმის უფრო საფუძვლიანად შესწავლისთვის. არ ვიცი დასვა თუ არა მან ეს საკითხი. მე შემდგომში რამდენჯერმე წამოვჭერი იგი, მაგრამ ყოველივე ამაო აღმოჩნდა, თუმცა კი გემ „კირალიზე“ მთავრობის თავმჯდომარემ მითხრა თავის აზრი, რომ ჩვენი სამხედრო უწყება ყოვლად უვარგისი აღმოჩნდა და გეგონებოდათ, სახელმწიფო ანგარიშებიდან ამომდინარე, საჭირო იყო საშუალება მიეცათ, სულ მცირე, უფროსი ოფიცრებისთვის მაინც, რომ „უფრო მეტი ესწავლათ“ (дать возможность... "поучиться").

გამგზავრებისას მთავრობამ დაგვიტოვა ორი კომისია: ერთი ბ. ჩხიკვიშვილის თავმჯდომარეობით, ეგრეთ წოდებლი „ლტოლვილთა“ კომისია, ხოლო მეორე კი კ. პ. კანდელაკის თავმჯდომარეობით „სამთავრობო“ კომისია; უკანასკნელი განაგებდა გამოტანილ ქონებას და თვალყურს ადევნებდა ლტოლვილთა კომისიას. სამთავრობო კომისია შედგებოდა ფინანსთა მინისტრ კ. პ. კანდელაკისგან, გ. ერაძისგან, რომელსაც ხელახლა ეწყალობა შრომის მინისტრის წოდება, ხელახლა, ვინაიდან იგი აღარ შედიოდა მთავრობის შემადგენლობაში ბათუმში მისი შემცირების შემდეგ, პ. სურგულაძის, მ. წერეთლისა და კონსტანტინოპოლში ჩვენი კონსულისაგან. ამ კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ასევე ბ. ჩხიკვიშვილიც. ამ კომისიასთან შეიქმნა კანცელარია ნ. ზ. ელიავასა და გეგელაშვილის შემადგენლობით. მე მითხრეს, რომ თუმცა კი არა ვარ ამ კომისიის წევრი, მაგრამ მაქვს უფლება, როგორც მთავარსარდალს, ვმონაწილეობდე ამ კომისიის მსჯელობებში და ვსვამდე საკითხებს, რომელთა საერთო განხილვისათვის გამოტანასაც საჭიროდ მივიჩნევ. ასეთივე უფლებებით საგებლობდა ვ. ჯუღელიც. ამ კომისიების გარდა დანიშნულ იქნა კ. გ. გვარჯალაძე, როგორც მთავრობის მთავარრწმუნებული. მას დაეკისრა ურთიერთობა და კავშირი კონსტანტინოპოლში მყოფ უცხოელ წარმომადგენლებთან.

ფაქტიურად ზემოაღნიშნული კომისიების სხდომებში, უკვე დიდი ხნის წინ მიღებული წეს-ჩვეულებით, მონაწილეობას ღებულობდა ყველა, ვისაც უნდოდა მათში მონაწილეობა; საჭირო იყო მხოლოდ ყოფილიყავი პოლიტიკური მოღვაწე, ე. ი. ყოფილიყავი სოც-დემოკრატიული პარტიისადმი მიკუთვნებული. მთავრობის გამგზავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კანდელაკის სამთავრობო კომისიამ წერილობით შემატყობინა მთავრობის ბრძანების ასლი, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერული. ამ ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ „არმიის დემობილიზაციის“ გამო მე ვთავისუფლდები ჩემი თანამდებობიდან. სხვანაირად რომ ვთქვათ მეც „ლტოვილად“ ვიქენი გადაქცეული. მთავრობის ეს აქტი მოითხოვს იმას, რომ მასზე რამდენადმე შევჩერდეთ. თავისი გარეგნული მხარის მიხედვით, იმის მიხედვით, თუ როგორ იქნა ეს გაკეთებული, ე. ი. ხელი მოაწერონ ბრძანებას და პირადად პირში არ მითხრან, და მე ეს მხოლოდ თავიანთი გამგზავრების შემდეგ გამომიცხადონ, ეს აქტი თავისთავად მოწმობს ამ ადამიანებში წესიერების უბრალო წესების ცოდნის არქონას; მაგრამ ეს შეიძლება ვაპატიოთ ლანჩხუთელ ადამიანებს (но это можно простить людям из Ланчхут). თუმცა კი ეს მაიძულებს ბევრ სხვა რამეზეც დავფიქრდე. თუ არა მარტო არ მიცხადებენ პირში, არამედ ზომებსაც კი ღებულობენ იმისთვის, რათა მთავარსარდალმა ეს მხოლოდ მთავრობის გამგზავრების შემდეგ შეიტყოს, ეს ნიშნავს, რომ ამ ბრძანების გამომცემელნი გრძნობენ მთელ უსამართლობას ამ აქტისა, მთელ შიშს იმისა, რომ ეს პირში მითხრან. ეს ბრძანება ხომ მთავარსარდალს ეხებოდა, სწორედ იმ პირს, ვისი განკარგულებებიც საომარ მოქმედებათა თეატრზე ყველას მიერ სრულდება, როგორც მთავრობის განკარგულებები, ე. ი. უფლებებით იგი მთლიანობაში მთავრობასთან იყო გათანაბრებული. შემდეგ ეს ბრძანება თავისი არსითაც არასწორი გახლდათ, ვინაიდან არმია დემობილიზებული არ ყოფილა, ვინაიდან გამგზავრების მომენტში იგი ქემალისტებთან ბრძოლაშიც ჩაება. და ბოლოს, გამოუცხადონ ადამიანს, რომ იგი გაჰყავთ, როგორც მთავარსარდალი, ხოლო შემდეგ კი კონსტანტინოპოლში ჩამოსვლის მერე მისგან საიდუმლოდ გასცემენ ბრძანებას მისი გადაყენების შესახებ, ძნელად თუ არის ასეთი საქციელი ეთიკური რომელიმე ადამიანისათვის, ვინც ადამიანებს შორის ურთიერთობებში მიღებული წესებით ხელმძღვანელობს, და მით უმეტეს, როცა ასეთ რამეს ისეთი პირი აკეთებს, როგორიც მთავრობაა.

ფორმალური მხრით ეს ბრძანება იყო არასწორი, ვინაიდან არანაირი დემობილიზაცია არ ყოფილა, და თუ ამ ბრძანებას გასცემდნენ, ის უნდა გაეცათ ბათუმში დემობილიზაციის შესახებ ბრძანებასთან ერთდროულად, მაგრამ არანაირად კონსტანტინოპოლში. აშკარაა, რომ ბათუმში ამის გაკეთების რაღაცნაირი შიში ჰქონდათ. მე ეს საკითხი აღვძარი სამთავრობო კომისიაში, ვთვლიდი რა ზედმეტად სხდომებზე ჩემს დასწრებას. მიპასუხეს, რომ ეს უბრალო ფორმალობაა და რომ ჩემი მდგომარეობა, როგორც მთავარსარდლისა, უცვლელი რჩება. მართლაც, ასევე მექცეოდნენ კიდეც. ისიც მთხოვეს, რომ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ მიმეღო საერთო ბანაკი და დამემყარებია იქ წესრიგი არა მარტო სამხედროებს შორის, არამედ საერთოდ ყველა ლტოლვილს შორისაც. მე ყველგან ოფიციალურადაც, და არაოფიციალურადაც მთავარსარდალს მიწოდებდნენ; უკვე აპრილში, ხოლო შემდეგ კი ივლისშიც ჩვენი ოფიციალური დაწესებულება, ჩვენი გენერალური საკონსულო კონსტანტინოპოლში, მაძლევდა მოწმობებს, სადაც მე ვიწოდებოდი ჩვენი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად. მეტსაც ვიტყვი, სამთავრობო კომისიის სხდომები იმ დღეებსა და საათებთანაც კი დააკავშირეს, როდესაც მე სოფლიდან ჩამოვდიოდი, სადაც 9 აპრილს გადავსახლდი.

ამრიგად, რა მიზანს ისახავდა სინამდვილეში მთავრობა, როცა ამ ბრძანებას გასცემდა. შემდგომში მე წერილობით ვკითხე ამ მიზნის შესახებ მთავრობის თავმჯდომარეს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. რა თქმა უნდა, არაფრით არ იყო გამოწვეული ასეთი აუცილებლობა. არ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო დასჯა ან უუნარობის გამო თანამდებობიდან განთავისუფლება, როგორც ეს გენ. ოდიშელიძის მიმართ იქნა გაკეთებული. ამით რომ ეხელმძღვანელათ, მაშინ ეს უნდა გაეკეთებიათ თბილისში ან თბილისის შემდეგ, ან ბათუმამდე, ანდა ბათუმში, მაგრამ არანაირად არა კონსტანტინოპოლში. რჩება ერთი რამის დაშვება. ეს გახლდათ პირადი არამეგობრულობის, მტრობის, შურისმაძიებლობის გამოვლენა იმისათვის, რომ მე ვიყავი პირდაპირი და, შესაძლოა, მკვეთრიც პირად საუბრებში, რომ ღიად მივუთითებდი დაშვებულ შეცდომებსა და ჩადენილ უსამართლობებზე. ამ აქტის ბათუმში მოხდენა არ შეიძლებოდა; ის მხოლოდ ისეთ ვითარებაში შეიძლებოდა მოეხდინათ, რომელიც საშუალებას მისცემდათ არა მარტო დაძრომოდნენ პირად ახსნა-განმარტებას, არამედ სრული უზრუნველყოფილობის ვითარებაში. ბათუმში მე შემეძლო ისინი თავისუფლად დამეპატიმრებია; ჩემს შესახებ საკუთარი თავების მიხედვით მსჯელობდნენ. მათი ეს მოქმედება შეიძლებოდა მხოლოდ ქვენა გრძნობების დაკმაყოფილება ყოფილიყო და ეს იმდენად აშკარა გახლდათ, რომ აქაც კი, პარიზშიც, ბევრი მათგანი, როგორებიც არიან ჩხენკელი, ე. პ. გეგეჭკორი და სხვები უწინდებურად მთავარსარდლად მთვლიან და ამას პირადად მიდასტურებენ კიდეც.

იურიდიული მხრივ ეს აქტი ასევე უკანონოც იყო. ბათუმში მთავრობა ოთხ წევრამდე იქნა შემცირებული. ყველას, ვინც კი შეამცირეს, ეს გამოეცხადა. სამხედრო მინისტრი და მისი ორი თანაშემწე შემცირებულ იქნენ. მე არაფერი მითხრეს, პირიქით მეუბნებოდნენ, რომ მთავარსარდალი უნდა გაემგზავროს. შესაბამისად, იმ თათბირმა, რომელმაც მთავრობა შეამცირა, მთავარსარდალი დატოვა. ამრიგად ახალი შემადგენლობის მთავრობას, რომელიც ძველი შემადგენლობიდან იყო გამოსული, უკვე აღარ გააჩნდა მთავარსარდლის შემცირების უფლება, როგორც ბათუმის თათბირის მიერ დატოვებულისა. პირიქით, ის ფაქტი, რომ ბათუმის თათბირმა მთავარსარდალი არ შეამცირა, იმაზე მიუთითებს, რომ ეს თათბირი ამ თანამდებობის დატოვებას აუცილებლად მიიჩნევდა. ამცირებდა რა მთავარსარდალს კონსტანტინოპოლში, მთავრობამ ამით აჩვენა, რომ იგი იქცევა ძველი მთავრობის ნათლად განსაზღვრულიო სურვილის საწინააღმდეგოდ, ე. ი. ჩაიდინა აქტი არსითაც და ფორმითაც უკანონო. მაგრამ განა ეს ადამიანები რაიმეს უწევენ ანგარიშს? მთავრობის შემდგომმა ქცევამ ჩემთან მიმართებით უფრო რელიეფურად გაუსვა ხაზი ჩემდამი მის მტრულობას. ამრიგად, დავუბრუნდები მოგონებებს. ლტოლვილებისათვის გამოყოფილი ბანაკი ნახევრად დანგრეული ყაზარმებისგან შედგებოდა, სადაც არც კარები იყო, არც ფანჯრები და არც ხის უბრალო საწოლები. ამერიკელებმა ინსტრუმენტები და რაღაც რაოდენობის ინვენტარი მოგვცეს. ფანჯრებზე ბეაზი გადავჭიმეთ. ლეიბები რითაც შეგვეძლო დავტენეთ. სამზარეულო მოვაწყეთ. სადგომ-სათავსოების უკმარისობის გამო ამერიკელებმა მოგვცეს კარვები, თავიდან ერთი, შემდეგ მეორე. კაცები, ქალები და ბავშვები იძულებული იყვნენ საერთო სადგომში ეცხოვრათ. იყო კიდევ ნახევრად დანგრეული ყაზარმები მთაზე, ნაპირიდან ერთ ვერსზე, მაგრამ მათი დაკავება არ შეიძლებოდა, ვინაიდან იქ წყალი არ ყოფილა. მაინც ერთი ჯგუფი იქ განთავსდა. სურსათი ამერიკელებს მოჰქონდათ. ბანაკის კომენდანტად ჩემს მიერ გენ. ჩხეიძე იქნა დანიშნული. იქ ცხოვრება ძალზედ უსიამოვნო იყო. რადგანაც ზოგიერთ „ლტოლვილს“ სადგომები ქართულ-კათოლიკურ მონასტერში ჰქონდა გამოყოფილი, ამიტომ დაახლოებით ასი ადამიანი იქ იყო მოთავსებული; ბევრი ბანაკში არ გაემგზავრა, ნაწილი იქიდან დაბრუნდა, ვინაიდან ბანაკში ცხოვრების ატანა არ შეეძლოთ. ოჯახებით წამოსულნი ბევრი, ბანაკის სრული მოუწყობლობისა და იქ სადგომების უკმარისობის გამო, იძულებული გახლდნენ ქალაქში დარჩენილიყვნენ და თავს, სადაც მოუხდებოდათ, იქ აფარებდნენ.

ლტოლვილების კომისიამ უწინარეს ყოვლისა გადაწყვიტა ყველასთვის ანკეტის ფურცლები დაეგზავნა. ვარაუდობდნენ ეკითხათ ყველასათვის, თუ ვის რისი უნარი ჰქონდა, და შემდეგ კი ყველანი მუშაობაში ჩაერთოთ. ეს გზა სწორი იყო. მთავრობას რომ ის ფულები, რასაც ლტოლვილებზე ხარჯავდა, იმისთვის გამოეყენებია, რათა ეს უკანასკნელნი ფეხზე დაეყენებია, მაშინ, რა თქმა უნდა, ერთი წლის მანძილზე, ყველა, ვინც მუშაობაზე უარს არ იტყოდა, ამა თუ იმ საქმეში იქნებოდა. ამასთან უნდა ითქვას, რომ 4–5 თვეს ლტოლვილებს ამერიკელები კვებავდნენ. მე არ ვიცი, რა მიზეზებმა აიძულეს ამერიკელები, რომ სურსათის მოწოდება შეეწყვიტათ, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ძალზედ უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ ლტოლვები მუშაობაში არ ერთვებიან. რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ლტოლვილების კომისია ამერიკელებთან, საიდუმლოდ რჩებოდა და, ჩემი მცდელობების მიუხედავად, ამ საიდუმლოებაში შეღწევა ვერ შევძელი. მაგრამ შემიძლია ერთი დამახასიათებელი ფაქტი აღვნიშნო. ეს უკვე ივლისში თუ აგვისტოში გახლდათ.

კონსულმა მითხრა, რომ ამერიკელები 6000 თურქულ ლირას იძლევიან ლტოლვილებისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს ფულები ლტოლვილების რაიმეს წარმოებაში ჩართვაზე უნდა წავიდეს. ამ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გენ. მდივანი. ერთ-ერთ სხდომაზე, რომლის შესახებაც ქვემოთ ვიტყვი, გენ. მდივანის მოხსენების მიხედვით რაღაც სხვა გამოირკვა, და მე ვერ შევძელი ვერც კონსულის, და ვერც გენ. მდივანისაგან იმის გარკვევა, თუ რა უნდოდათ საკუთრივ ამერიკელებს. საბოლოო სახით გამოცხადებულ იქნა, რომ ამას გვაძლევენ ამერიკელები თავიანთი დახმარების ლიკვიდაციისათვის. ამასობაში, ამ ფულების რიცხვში, მგონი, 600 თურქულ ლირას ამერიკელები ქართული კლუბისთვის გვაძლევდნენ, რომელიც ლტოლვილების ერთ ჯგუფს ჰქონდა გახსნილი. შემდეგ, ერთი ვერსიის მიხედვით იუნკერებს ერთმეოდათ ეს დახმარება, მეორე ვერსიით კი ისინი მას ღებულობდნენ. ბოლოს კი, ამბობდნენ, რომ ამერიკელები 6000 თურქულ ლირას კი არ იძლევიან, არამედ სულ დაახლოებით 3000-ს, ხოლო დანარჩენს იძლევა ან მთავრობა, ან კიდევ კონსული შოულობს სადღაც სესხის სახით. სინამდვილეში გარკვევა ძნელი გახლდათ; ვიცი, რომ ეს 6000 მას შემდეგ გადააქციეს 3000-ად, რაც კონსულის პროექტი იმაზე, რომ 3000 ლირა მამულის ერთ-ერთი არენდატორის მამულაიშვილისთვის მიეცათ, ვერ გავიდა.

ამრიგად, თავიდან იყო კარგი იდეა, სახელდობრ კი ანკეტის გზით გაერკვიათ და ფეხზე დადგომაში დახმარებოდნენ იმ სახით, თუ ვის რისი გაკეთების უნარი ჰქონდა. შემდეგ ეს ჩვენმა მმართველებმა მაშინვე მიატოვეს და სხვა ხერხს მიმართეს, სახელდობრ კი იმას, რომ რაიმე ხერხით ლტოლვილები თავიდან მოეშორებიათ. და აი დაიწყეს მოქმედებაც. გამოგვიცხადეს, რომ მთავრობა, ბათუმში მიღებული დადგენილების თანახმად, თავის შენახვაზე დაიტოვებს მხოლოდ 50 სამხედროს; დანარჩენები კი საკუთარ თავს იქნებიან მინდობილნი, ამასთან სამშობლოში დამბრუნებლებს მიეცემათ 15-15 ლირა. ამ დროს კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა მოდებაძე, ბოლშევიკური მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც ყველასთვის უზრუნველყოფდა უფასო მგზავრობას, და კიდევ გზაზე სამ-სამ ლირასაც აძლევდა. ეს გაკეთებულ იქნა ჩვენი მმართველების მიერ უშუალო მოლაპარაკებებით მოდებაძესთან, ჩვენი მტრების წარმომადგენელთან; მაგრამ თავიდან უნდა მოეშორებინათ ლტოლვილები და ასეთი ურთიერთობა ჩვენს მტერთან დასაგმობად არ ითვლებოდა. ბევრი გამოეხმაურა ამ სატყუარას; ოფიცრებს შორის ასეთები ცოტანი აღმოჩნდნენ. შემდეგ ბევრმა დაიწყო ფულის მიღება გამგზავრების სახით, მაგრამ არ მიემგზავრებოდა და ეს 15 ლირა ყველასთვის მისაცემ კანონიერ თანხად გადაიქცა. ვფიქრობ, იშვიათი იქნებოდა ლტოლვილი, რომ ამით არ ესარგებლა. ამ საკითხმა ლტოლვილის „ანკეტიდან“ – მის „თავიდან მოშორებამდე“ სრული გაურკვევლობა მოახდინა. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მიაღწიეს სესხის სახით მიეღოთ დახმარებები ამა თუ იმ საქმის დასაწყებად, როგორებიცაა პურის საცხობი, სამრეცხაო, სამკერვალო და სხვა; შემდეგ მათვე მიიღეს საზაოდ ეგრეთ წოდებული ამერიკული სალიკვიდაციო ფულებიც; ბევრს კი ამ ფულებიდან არაფერიც არ მიუღია. ასე აწარმოებდნენ საქმეებს.

ლტოლვილთა კომისიამ დასვა საკითხი სახარჯო (ჯიბის) ფულების მიცემაზე იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც მთავრობას თავის კმაყოფაზე ჰყავდა აყვანილი. კამათების შემდეგ, რომლებშიც მე გახლდით ერთადერთი, ვინც პროტესტით გამოდიოდა, შემდეგი ნორმა იქნა განსაზღვრული. ყველანი დაყვეს 4 კატეგორიად. პირველი კატეგორია იუნკრები და ჯარისკაცები ღებულობდნენ 3-3 ლირას თვეში; ობერ-ოფიცრები 4-4 ლირას; შტაბ-ოფიცრები 6-6 ლირას; გენერლები 8-8 ლირას. ოჯახის თითოეულ წევრზე კიდევ 2 ლირა ემატებოდათ. არასამხედროები უთანაბრდებოდნენ სამხედროებს თავიანთი თანამდებობების მიხედვით. ეს დადგენილება, ხარისხების მიხედვით დაყოფაზე არ შეესაბამება ძირითად ბრძანებას, რომელმაც ყველანი თანასწორ ლტოლვილებად გადაგვაქცია. მე რამდენადმე მეტს მოვითხოვდი; ჩემი პროექტის მიხედვით გენერალი ღებულობდა 12 ლირას, შტაბ-ოფიცრები 8 და ობერ-ოფიცრები კი 6 ლირას.

უნდა დავხატო საერთო ვითარება, რომელიც კონსტანტინოპოლში ლტოლვილების მოსვლასთან ერთად შეიქმნა. ევაკუირებულებმა, ჩამოვიდნენ რა კონსტანტინოპოლში, იხილეს მათზე ზრუნვის არარსებობა მთავრობის მხრიდან; ამერიკელები რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, თუ ყველაფერი ეს რითი დამთავრდებოდა. ლტოლვილები საკონსულოსთან იკრიბებოდნენ და თავიანთ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ; მათ ამშვიდებდნენ. ლტოლვილებს სთავაზობდნენ ბანაკში გამგზავრებას, სადაც არაფერი იყო მოწყობილი, და უცხადებდნენ, რომ ისინი არ მიიღებენ დახმარებას, თუ არ გაემგზავრებიან ბანაკში, სადაც იმავე ლტოლვილთა კომისიის თავმჯდომარის სიტყვით, ძაღლების ცხოვრებაც კი არ შეიძლებოდა. ამასთან ერთად ოჯახის პატრონებს დაუწყეს ფულის მიცემა ქალაქში ცხოვრებისათვის. რადგანაც ოჯახის მქონეთა ნაწილი ბანაკში ცხოვრობდა, ეს ბუნებრივად იწვევდა იმათ უკმაყოფილებას, რომლებიც ბანაკში, რა თქმა უნდა, მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ.


ზოგიერთი ინციდენტი კონსტანტინოპოლში 

ამავდროულად გავრცელდა ჭორი, სწორედ რომ ჭორი, სხვანაირად არ შემიძლია ვუწოდო, ჭორი „მარიასა“ და „ვესტაზე“ ცალკეულ პირთა მიერ თავიანთი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლაპარაკობდნენ ქურდობებსა და ნაქურდალის გაყიდვებზე, რომლებიც ამ გემებზე ხდებოდა; ბრალს დებდნენ ოფიცრებსა და გემების ადმინისტრაციას. ლაპარაკობდნენ ყველანი: ორივე კომისიის წევრებიც, კონსულიც, და ბევრი სხვაც, რომელთა გვარები არ ვიცი. ამ ნიადაგზე მომიხდა შეტაკება ხომერიკთან. მე ვიყავი საკონსულოში; მომიახლოვდა ხომერიკი ვიღაც კაცთან ერთად, ვისი გვარიც არ ვიცი, და მითხრა, რომ ხომალდებზე დაშვებულია ბოროტად გამოყენებანი, რომ დატაცებები გრძელდება და დაუყოვნებლივ დაპატიმრებულ უნდა იქნას მიქელაძე, რომელიც ხომალდებიდან სახელმწიფო ქონებას ჰყიდდა. უნდა ითქვას, რომ საზღვაო უწყებაში იყო ორი მიქელაძე; ერთი მათგანი ფლოტის სარდლის შტაბის უფროსი გახლდათ, მეორე კი, მისი ძმა, აგენტის თანამდებობაზე მსახურობდა; ამ უკანასკნელს ქართულ ჯარებში არასოდეს უმსახურია და თანამდებობაზე მხოლოდ ევაკუაციის წინ ფლოტის სარდლის თაყაიშვილის მიერ იქნა დანიშნული. მე ვუპასუხე, რომ ბოროტად გამოყენებანი სავსებით შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა მიუთითოს კონკრეტული შემთხვევა და მისი წერილობითი განცხადების მიხედვით მე მაშინვე გამოვიძიებ და დამნაშავეებსაც პასუხისგებაში მივცემ. ჩემმა წინადადებამ, რომ ბოროტად გამოყენებების შესახებ წერილობით განეცხადებია, იგი რატომღაც გაანაწყენა. და ეს შეიქნა დავა-კამათის მიზეზიც. მან დაიწყო ლაპარაკი, რომ იგი არ არის ვალდებული ასეთი განცხადება შემოიტანოს, და რომ მე ვალდებული ვარ მისი ზეპირსიტყვიერი განცხადების მიხედვითაც მიქელაძე დაუყოვნებლივ დავაპატიმრო. ეს ადამიანი (ნოე ხომერიკი – ი. ხ.) ადრე მიწათმოქმედების მინისტრი გახლდათ; პირდაპირ ძნელია იმის წარმოდგენა, რომ სამართალსა და იუსტიციაზე ასეთი პრიმიტიული გაგების მქონე ადამიანს შეეძლო ასეთი მაღალი პოსტი სჭეროდა. მე შევეპასუხე, რომ როგორ შემიძლია რაიმე ვიღონო, როცა იგი უარზეა წერილობით დაადასტუროს ის, რაც სიტყვიერად მითხრა. საუბარი მან საქმის არსების სიბრტყიდან მაშინვე პიროვნებებზე გადაიტანა და იმაზე დაიწყო ლაპარაკი, უფრო სწორედ, ყვირილი, რომ მე ასე ლაპარაკი „მათთან“ მხოლოდ აქ, კონსტანტიბოპოლში დავიწყე, რომ ადრე საკუთარ თავს „მათ მიმართ“ ასეთი რამის უფლებას არ ვაძლევდი. ეს ვისთან „მათთან“; ხომერიკი წარმომადგენლობითი პირიც კი არ ყოფილა. მაგრამ ეს გამოთქმა „მათთან“, „მათ მიმართ“ ძალზედ დამახასიათებელია. სწორედ იგი საკუთარ თავს „იმათ“ შორის თვლიდა, ვისთანაც შემეძლო მელაპარაკა არა ისე, როგორც მას სურდა (с кем я мог говорить не так, как он хотел). იგი, მიუხედავა იმისა, რომ არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონდა მთავრობასთან, საკუთარ თავს ძალაუფლების მქონედ მიიჩნევდა და მართალიც გახლდათ საკუთარი თვალსაზრისით, რომელიც სოც-დემოკრატიული პარტიის ყველა ლიდერს ჰქონდა შეთვისებული. სწორედ ამიტომ მე ხშირად ვიყენებ ჩემს ჩანაწერებში გამოთქმას „ძალაუფლების მქონენი“, „მმართველები“. ამბობდა რა სიტყვას „აქ“ ბ-ნ ხომერიკს როგორც ჩანს უნდოდა ეთქვა, რომ მე „აქ“ საკუთარ თავს ვთვლი ჩემს თავზე მათი ძალაუფლებისაგან უზრუნველყოფილად. მით უარესი მისთვის და იმათთვისაც, ვისაც იგი თავის სახელთან აერთიანებდა, თუ მე მათი ხელისუფლების შიშით ვხელმძღვანელობდი. რა თქმა უნდა ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. დაე გაიხსენოს ყველამ, ვისაც ვხვდებოდი და ვისთანაც მიხდებოდა ლაპარაკი რევოლუციის პირველი დღიდან დღევანდელ დღემდე, მივეცი თუ არა საკუთარ თავს უფლება მეხელმძღვანელა მსგავსი შიშით თუნდაც ოდესმე. მსგავსი ბრალდება, რომელიც ბ-ნმა ხომერიკმა მესროლა, წრეგადასული გახლდათ და მე ვთხოვე მას ჩემთან ლაპარაკი შეეწყვიტა. ამ საუბრის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს უკვე აღარ ველაპარაკებოდით და არც ვესალმებოდით.

იმავე თუ მეორე დღეს ვ. ჯუღელთან ერთად ხომალდებზე გავემგზავრე. ამ დროს ევაკუირებულები უკვე ბანაკში იყვნენ გაგზავნილნი. ხომალდებზე უფროსობა ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო ქონებას კი ოფიცრების ჯგუფი იცავდა. ვ. ჯუღელმა საეჭვო ვერაფერი ნახა. ოფიცრები საზღაურის გარეშე იცავდნენ ქონებას, თუ არ ჩავთვლით 30 პიასტრს, რომელიც მათ ეძლეოდათ. ეს 30 პიასტრი, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ერთი კოლოგრამი პური 15 პიასტრი ღირდა, ძლივს თუ ჰყოფნიდათ იმაზე, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ნამდვილად იყო ბოროტად გამოყენებანი თუ არა, არც ჰო შემიძლია ვამტკიცო, და არც უარვყო. მართლაც, იმის გარკვევა, ახდენდა თუ არა ვინმე ბოროტად გამოყენებებს, შეუძლებელი გახლდათ; საჭირო იყო ძიების ჩატარება, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა გამოგვერკვია. ასე სდებდნენ ბრალს ოფიცრებსა და ადმინისტრაციას, ეს უკანასკნელნი კი ბრალს დებდნენ იმათ, ვინც ქონებასთან უშუალოდ იმყოფებოდნენ, და რომ ხმებს ბოროტად გამოყენებების შესახებ ავრცელებდნენ ისინი, რომლებიც გამოტანილ ქონებას განაგებდნენ, საკუთარი თავიდან ეჭვის აცილების მიზნით. ვინ მოახდინა გამოტანილი ქონების აღწერა. სავარაუდოა არავინ. ძალაუფლების მქონენი ძალზედ ბევრს ლაპარაკობდნენ ამის შესახებ, ზომებსაც კი ღებულობდნენ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობა არავისთვის დაუკისრებიათ. მეტსაც ვიტყვი. სანამ კონსტანტინოპოლში ვიმყოფებოდი, ჩვენმა გენერალურმა კონსულმა გეგელაშვილმა რამდენჯერმე მითხრა, რომ გემებზე ხდებოდა ბოროტადგამოყენებანი, და რომ მას აქვს 5 გენერლისა და 40 ოფიცრის სია, რომელთაც უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მე ძალზედ დაბეჯითებით ვთხოვდი მას რომ ისინი პასუხსგებაში მიეცა. მას ეს არ გაუკეთებია. ესეც ცოტაა, მან ბრალდებულთა სიაც კი არ მომცა, რომელსაც მას არაერთხელ დაჟინებით ვთხოვდი. შემდგომში მან ერთხელ თავისთან მიმიწვია და ასეთი წინადადებით მომმართა. მან მითხრა, რომ ბათუმიდან კონსტანტინოპოლში გადმოსვლის გზაზე ოფიცრები „ვესტაზე“ შეიკრიბნენ და გამოტანილი ქონების შესახებ საკითხს განიხილავდნენ. გადაწყვიტეს შეედგინათ დოკუმენტები გამოტანილ ქონებაზე ერთი ოფიცრის სახელზე. თუ რა წახალისებით ხელმძღვანელობდნენ ოფიცრები მან, კონსულმა, არ იცის. შესაძლოა ისინი ხელმძღვანელობდნენ სურვილით, რომ დაეცვათ ეს ქონება ჩვენი კრედიტორებისაგან, რომლებიც გამოტანილ სახელმწიფო ქონებაზე უეჭველად აკრძალვას დაადებდნენ. ამასობაში, როგორც ამბობდა კონსული, ეს მგონი უკვე გვიან ზაფხულში გახლდათ, ამ ოფიცერმა გაყიდა დოკუმენტები ამ ქონებაზე. და აი ახლა კონსული მთხოვდა დავხმარებოდი მას რომ ზემოქმედება მოგვეხდინა იმ ოფიცერზე იმ აზრით, რომ მას ეს დოკუმენტები დაებრუნებია. მე თავიდან კატეგორიულად უარი განვაცხადე ყოველგვარ მონაწილეობაზე ამ საქმეში, რომლის არც დასაწყისი ვიცოდი, და არც ისტორია. მაგრამ იგი დაჟინებით მთხოვდა. მე დავთანხმდი მეკითხა ოფიცრისათვის ამ საქმეზე სინათლის მოფენის მიზნით. მაგრამ, ჩემი შეხვედრა ამ ოფიცერთან ვერ შედგა.

ახლა შევეხები ავტომობილების საკითხს. კონსტანტინოპოლში გამოირკვა, რომ გემ „ოლენით“ გამოტანილ იქნა ავტომობილები. ეს ავტომობილები ვიღაც ბატონმა მარგულისმა და ბ-ნმა მოგილევსკიმ ჩატვირთეს. ავტომობილები ნავმისადგომში იქნა გადმოტვირთული, მაგრამ მათი მიღება ვერანაირად ვერ ხერხდებოდა. ამ დრომდე არ ვიცი, რაში იყო შეყოვნება ან სად იყო ძაღლის თავი დამარხული. საბუთები კერძო პირზე გახლდათ შედგენილი. შემდეგ ეს საბუთები გადაცემის ხელმოწერით მოხვდა პოლკ. გოგიტიძესთან, საავტომობილო ასეულის მეთაურთან. ამასობაში ცნობილი შეიქნა, რომ რამდენიმე ავტომობილი მთავრობის მოთხოვნით პარიზში უნდა გაეგზავნათ. ავტომობილისტები, როგორც არმიის, ისე გვარდიისაც, შეშფოთებული იყვნენ. ხედავდნენ რა საკუთარ თავს მთავრობის მხრიდან შენახვის გარეშე დატოვებულს ისინი იმედოვნებდნენ, რომ ავტომობილები მათ გამოყენებისთვის თავიანთ გამგებლობაში მიეცემოდათ, რისი წყალობითაც შეძლებდნენ თავიანთი შრომით საზრდელი მოეპოვებინათ. არმიის ოფიცრები ღიად მიცხადებდნენ, რომ ეს ავტომობილები, ისინი დარწმუნებული არიან, ნაწილობრივ პარიზში იქნება გაგზავნილი, ნაწილობრივ კი გვარდიის ოფიცრებს მიეცემათ. მე, რა თქმა უნდა, მათ ვამშვიდებდი და ვუმტკიცებდი, რომ გვარდიელებსა და არმიელებს შორის ასეთ განსხვავებას არ მოახდენდნენ. შედეგებმა გვიჩვენეს, რომ მათ ასე სალაპარაკოდ საკმარისი საფუძვლები გააჩნდათ.

საგანთა ასეთი მდგომარეობის შედეგად, პოლკ. გოგიტიძე უარს აცხადებდა საბუთები მმართველებისთვის ჩემი გვერდის ავლით ხელში მიეცა. მან მე ისინი ნამდვილად ჩამაბარა. თუმცა კი ძალაუფლების მქონეთ ისინი არ დასჭირებიათ; მათ შეძლეს ეს ავტომობილები ამ საბუთების გარეშეც მიეღოთ. მათ ეს როგორ მოაწყვეს, არ ვიცი. პოლკ. გოგიტიძე არასწორი იმაში გახლდათ, რომ ეს საბუთები მან კონსტანტინოპოლში ჩამოსვლიდან მხოლოდ 12–15 დღის შემდეგ გადმომცა; იგი მოვალე იყო მეორე დღესვე გამოცხადებულიყო ჩემთან, ეთქვა რამდენი და რა ავტომობილებია ჩატვირთული და საბუთებიც ჩემთვის ჩაებარებია. თუმცა კი მას ეს არ გაუკეთებია. რით იყო ეს გამოწვეული, არ ვიცი. ჩემთვის ეს უცნაური გახლდათ, ხოლო ერთმა გარემოებამ მის მიმართ ეჭვიც გამიჩინა. გადმომცეს, რომ ჩამოტვირთულ ავტომობილებს შორის არის მთავარსარდლის მანქანაც „სპა“, რომელიც მე ბათუმში უკანასკნელ დღემდე დამატარებდა, და რომელიც მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა გენ. ჩხეტიანმა თავისი და ჩემი ოჯახი გემზე მიიყვანა. ეს მანქანა დაკარგული აღმოჩნდა. ის ვიღაცამ მიიღო და მისი კვალიც დაიკარგა. მე ვკითხე პოლკოვნიკ გოგიტიძეს იყო თუ არა ჩატვირთული გემ „ოლენში“ მანქანა „სპა“. მან სრული უცოდინრობით მიპასუხა, და ამასობაში იგი პირადად ამ გემითვე მგზავრობდა. მე მას ვუთხარი, რომ მანქანა აქ არის კონსტანტინოპოლში, და რომ ის გემ „ოლენით“ ჩამოიტანეს. აქ კი მან მომახსენა, რომ იცის, ბათუმში იყო იმავე ფირმის კერძო მანქანაც და სწორედ ასეთივე კონსტრუქციისა, და რომ ჩამოტანილი მანქანა, ალბათ, კერძო (პირისა) გახლდათ.

მაგრამ ეს მანქანა მთავარსარდლის მანქანა აღმოჩნდა. ამ მანქანას მთელ ქალაქში ეძებდნენ და აი, როცა იპოვნეს, გვარდიის შტაბის წევრმა ჭიაბრიშვილმა და ბ-ნმა კემულარიამ შემომთავაზეს გავმგზავრებულიყავი და ის მენახა, ხომ არ ამოვიცნობდი მას როგორც ჩემს მანქანას. ჩვენ სადღაც შიშლის თუ ნიშანთაშის რაიონში გავემგზავრეთ. აქ ერთ საავტომობილო ფარეხს მივუახლოვდით; ჩვენი შეშვება არ უნდოდათ. პოლიციის მოყვანით დამუქრების შემდეგ შეგვიშვეს, და მე ის ჩემს მანქანად შევიცანი. მართალია, ნომერი არ ჰქონდა და სანახევროდ დაშლილიც გახლდათ, მაგრამ მე ამ მანქანით 1920 წლის მთელ ზაფხულს ვმგზავროდი, აგრეთვე მას შემდეგაც, და ის ადვილად ვიცანი. თვით ის ვინტილიც კი, რომლითაც კარის სახელური იყო შეცვლილი, სწორედ იგივე გახლდათ. ის მანქანა იყო, რომლითაც მე ვმგზავრობდი. აი ამ გარემოებამ ჩამინერგა უნდობლობა პოლკ. გოგიტიძის მიმართ. როგორ შეეძლო ამ მანქანის შესახებ არ სცოდნოდა, როცა იგი „ოლენით“ მგზავრობდა და დანარჩენი მანქანებით ინტერესდებოდა, და რად უნდოდა ჩემთან რაღაც კერძო მანქანის შესახებ ლაპარაკი, რომლიც „სპას“ ჰგავდაო.

მმართველთა მიერ გოგიტიძისადმი წაყენებული მოთხოვნა, რომ საბუთები ჩაებარებია, იქცა საბაბად ერთი მეტად უმსგავსი სცენისათვის, რომლის მოწმეც შემთხვევით აღმოვჩნდი. ძალაუფლების მქონენი საკონსულოში, სალონში იმყოფებოდნენ, და როგორც ყოველთვის რაღაცაზე მსჯელობდნენ, უფრო სწორედ, კამათობდნენ. იქ მეც ვიყავი. ავტომობილების შესახებ ლაპარაკობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ პოლკ. გოგიტიძეს მანქანებით რაღაც გეშეფტმახერობის მოწყობა (ფულების შოვნა) უნდოდა. მე შევნიშნე, რომ არ შეიძლება ბრალი დასდო ადამიანს, ისე რომ საქმე არ გაარკვიო. ვიღაცამ თქვა, რომ გოგიტიძე საკონსულოშია და შეიძლებოდა ეს ახლავე გაგვერკვია. იგი მოიწვიეს. როცა შემოვიდა, მას შეკითხვების დასმა დაუწყეს, მაგრამ ვ. ჯუღელმა არ მისცა შესაძლებლობა, რომ ამ ჩახლართულ საქმეზე პასუხი გაეცა. მან პოლკ. გოგიტიძეს ყვირილი დაუწყო, მას თაღლითს, ქურდსა და არამზადას უწოდებდა, და საერთოდაც, სალანძღავი სიტყვების მთელი თავისი მარაგი გადმოანთხია. პოლკ. გოგიტიძე დუმდა. დაიწყეს ვ. ჯუღელის დამშვიდება, მაგრამ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ამან ცეცხლზე კიდევ უფრო ზეთი დაასხა და ისიც, ქუჩური სიტყვების ნთხევით, პოლკ. გოგიტიძეს მუშტების ქნევითაც მივარდა. ეს სცენა უმაღლესი ხარისხის უმსგავსოება გახლდათ. მე, რა თქმა უნდა, მივვარდი და მათ შორის ჩავდექი; სხვებიც მოცვივდნენ, მაგრამ ვ. ჯუღელი მუშტების ქნევით მაინც იწეოდა (но В. Джугели с кулаками лез через нас). ძლივს ავიცილეთ თავიდან ცემა-ტყეპა. გოგიტიძეს ვუბრძანე წასულიყო. მისი საქციელი მე საბოლოოდ არ მომეწონა. მართალია, შესაძლოა, მას უხეშ შეურაცხყოფაზე ჩემი თანდასწრებით არაფერი არ უნდა ეპასუხა, მაგრამ იგი მოვალე იყო ამის შემდეგ რაიმენაირად რეაგირება მოეხდინა. არაფერი მსგავსი მას არ გაუკეთებია.

მე, რა თქმა უნდა, ოფიცერს უნდა გამოვქომაგებოდი, თუმცა კი უკანასკნელის საქციელი ავტომობილებთან მიმართებით ძალიან არ მომწონდა. მაგრამ რა უნდა გვექნა ვ. ჯუღელისთვის, ამ რესტორნის ჩხუბისთავისთვის, რომელიც მუდამ მზად იყო ვინმე ეცემა ანდა ნაცემი თვითონ ყოფილიყო.

გარკვეული დროის შემდეგ მას მსგავსი შეტაკება მოუხდა ერთ ოფიცერთან, რომლის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ვ. ჯუღელი დუელში გამოიწვია. ვ. ჯუღელმა უარი თქვა და განაცხადა, რომ თავისი რწმენის გამო იგი დუელში არ იბრძვის, და დაე იმ ოფიცერმა მასთან შეხვედრისას მუშტებით ანგარიშსწორებას მიმართოს, რაზედაც იგი უპასუხებს, როგორც შეუძლია. ჩვენთვის, ოფიცრებისათვის, ეს ფსიქოლოგია გაუგებარია. რა პასუხისმგებლობა შემეძლო დამეკისრებია ვ. ჯუღელისთვის, ან როგორ? ვინ გაასამართლებდა მას? უკვე აღვნიშნავდი ჩემს ჩანაწერებში, რომ ჩემს საჩივარს, მთავარსარდლის საჩივარს, რკინიგზის ჩვეულებრივ მოსამსახურეზე, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა, ჩივილი პარიზში, სამთავრობო კომისიაში უსარგებლო იქნებოდა. ვუთხარი ვ. ჯუღელს, რომ არ შეეფერება გვარდიის შტაბის თავმჯდომარეს ასე იქცეოდეს და ვინმეს მუშტების ქნევით მივარდებოდეს, და რომ ძალზედ დაბეჯითებით ვთხოვ მას ჩემი თანდასწრებით ოფიცრებს ასე აღარ ექცეოდეს. მან მიპასუხა, რომ მართლაც გაფიცხდა, მაგრამ რომ იგი უკიდურესად აღაშფოთა გოგიტიძის საქციელმა, რომელსაც, უეჭველად, სურდა ავტომობილები მოეპარა. ასე რომ მაინც ვერ მოხერხდა ეს საქმე სწორი გზით წარგვემართა და გაგვერკვია, თუ ვინ არის დამნაშავე ამ საქმეში. ვ. ჯუღელი ამ დროს ეჭვს გარეშე ძლიერად განერვიულებულ მდგომარეობაში გახლდათ.

კონსტანტინოპოლში ჩვენი ყოფნის სულ დასაწყისშივე მას ორი უსიამოვნო სცენის გადატანა მოუხდა.

აღვწერ ორივეს. მე როგორღაც საკონსულოს კანცელარიაში ვიმყოფებოდი, როცა ხმამაღალი ლაპარაკი და ლანძღვა-გინება მომესმა, რომელიც ვესტიბიულში ხდებოდა. აღმოჩნდა შემდეგი. ჯერ კიდევ 1920 წელს გაზაფხულზე, როცა გვარდიელები საქართველოს სამხედრო გზაზე დენიკინელებს სახაზინო ქონებას ართმევდნენ, ამ ქონებას შორის ვინმე იკაევს ეკიპაჟი და ცხენები ჩამოართვეს, უკანასკნელის განცხადების მიუხედავად, რომ ეს მისი კერძო ქონებაა; მას მისცეს ხელწერილი, რომლის მიხედვითაც მისთვის ფული უნდა დაებრუნებინათ. ჩამოვიდა რა თბილისში, ეს უკანასკნელი შეეცადა ფული მიეღო, მაგრამ მას ყველგან უარს ეუბნებოდნენ; გვარდიის შტაბში კი, სადაც იგი იმავე საქმის გამო მივიდა, მისი სიტყვებით, იგი დაპატიმრებულ იქნა და მას სიკვდილითაც ემუქრებოდნენ, ამასთან ვ. ჯუღელმა მას რევოლვერი საფეთქელზე მიადო. იკაევი ამტკიცებდა, რომ თავისი ცხენები მან მთავრობის თავმჯდომარის ეკიპაჟში შებმული იხილა. მე ვნახე ეს ცხენები თბილისში და, როგორც ამბობენ, ისინი პირადად მთავრობის თავმჯდომარის ადიუტანტის მიერ იყვნენ ნაყიდი, ამასთან ეს ადიუტანტი რაღაც თაღლითობის გამო იქნა ამ თანამდებობიდან მოშორებული, სწორედ ამ ცხენების თუ ეკიპაჟის ყიდვისას. შეიძლება, სწორად არ გადმომცეს და ეს ადიუტანტი მხოლოდ ეკიპაჟს ყიდულობდა, და არა ცხენებს. ცხენები მე ყოველ შემთხვევაში მინახავს. ამ იკაევმა კონსტანტინოპოლში „ენტერალიეს“ პოლიციაში საჩივარი განაცხადა და აი იკაევის პირადი მითითებით პოლიცია ვ. ჯუღელის დაპატიმრებას აპირებდა. ჯუღელი ქუჩაში გახლდათ, როცა იკაევმა პოლიციას მასზე მიუთითა. აი ამ საბაბით იდგა კიდეც ხმაური ვესტიბიულში, სადაც ჩვენმა კონსულმა პოლიციის წარმომადგენელს შემოსვლა შესთავაზა. პოლიციის წარმომადგენელი ჯუღელის გაცემას მოითხოვდა, კონსული მას ამშვიდებდა, იკაევი დაჟინებით მოითხოვდა დაპატიმრებას. კონსულმა მოახერხა პოლიციის წარმომადგენლის დამშვიდება, რომელიც მან ზემოთ თავის კაბინეტში მიიპატიჟა. დაპატიმრება არ შემდგარა. როცა ქუჩაში გამოვედი, იკაევი ჩემთან მოვიდა და მომიყვა ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე. მე მას ვუთხარი, რომ მის მიერ არჩეული გზა არასწორია. თუ მას აქვს სურვილი მიიღოს ფული, რომელიც მისგან მართებთ, მაშინ მან ის სამოქალაქო წესით უნდა ეძიოს: ხოლო თუ იგი შურისძიების სურვილით იყო მოცული, მაშინ მას შეხვედრისას ჯუღელისათვის ანგარიში ისე უნდა გაესწორებია, როგორც უკეთესად მიაჩნდა. იგი ძალზედ ჩიოდა იმ წყენის გამო, რომელიც მას გვარდიის შტაბში მიაყენეს. ხოლო კონსტანტინოპოლში პატიმრად ყოფნა კი ძალიან უსიამოვნო გახლდათ. იმავე დღეს კონსტანტინოპოლში დაპატიმრებულ იქნა ვინმე იმნაძე, გვარდიის შტაბის წევრი; პოლიციაში იგი ცემით თითქმის სიკვდილის პირას მიიყვანეს.

მეორე სცენა უფრო მშვიდობიანი გზით დასრულდა. ვიღაც რუსი, გვარი არ ვიცი, მაგრამ იმათთაგანი, ვისაც ჯერ კიდევ თბილისში ართმევდნენ სახაზინო ქონებას, საკონსულოში მოვიდა და ჩვენს კონსულს სთხოვდა დაბეჯითებით მოეთხოვა ჯუღელისათვის, რომ ამ უკანასკნელს მისთვის ბინოკლი დაებრუნებია, რომელიც ძალზედ ძვირფასი გახლდათ. ბინოკლი მართლაც ძალიან ძვირფასი იყო; მე ადრე ის ვ. ჯუღელთან მინახავს. მოვისმინე, თუ ეს სათვალეებიანი ადამიანი, დიდი მუქი წვერით, როგორ ეუბნებოდა კონსულს: „ის სოციალ-დემოკრატია, მეც ასევე სოციალ-დემოკრატი ვარ; ახლა მას ბინოკლი აღარ სჭირდება, დაე დამიბრუნოს“. რა ვთქვათ, წონადი მიზეზია ბინოკლის დასაბრუნებლად. კონსულმა დაიყოლია ჯუღელი რომ მას ბინოკლი დაებრუნებია. ალბათ ეს სცენები, და შესაძლოა სხვებიც, ძალზედ ანერვიულებდა ვ. ჯუღელს და მას ყოველთვის არ შეეძლო თავი შეეკავებია. დაცემა ძალზედ ძლიერი გახლდათ, თითქმის დიქტატორიდან საქართველოში იგი ჩვეულებრივ ადამიანად გადაიქცა, ვისთანაც, ვისაც როგორ შეეძლო, ანგარიშს ასწორებდა.

ახლა ავტომობილების საკითხს დავუბრუნდები. ავტომობილები, როგორც უკვე ვთქვი, საბაჟოდან საბუთების გარეშე იყო გამოყვანილი, რომლებიც გოგიტიძესთან იმყოფებოდა. სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა ისინი პარიზში არ გაეგზავნა, არამედ ავტომობილისტების ჯგუფისთვის საკუთარი თავის სარჩენად გამოყენების მიზნით მიეცა. ამ საკითხის განხილვისას მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ავტომობილები ავტომობილისტთა საერთო ჯგუფისთვის მიეცათ, როგორც გვარდიელებისთვის, ისე არმიელებისთვისაც, იმ მიზნით, რათა მათი ექსპლუატაცია ამათ ერთობლივად მოეხდინათ. შეიქმნა კომისია ჭიაბრიშვილის თავმჯდომარეობით; იქ ერთი გვარდიელი ავტომობილისტი შედიოდა, ხოლო არმიული ჯგუფიდან კი ჩემს მიერ მასში პოლკ. ერისთავი იქნა დანიშნული. ამ კომისიას უნდა მოეხდინა ამ საქმის ორგანიზაცია. მაგრამ მალევე ჭიაბრიშვილი სამშობლოში გაემგზავრა და ეს საქმეც ჩაკვდა. ავტომობილისტი ოფიცრები არაერთხელ მეუბნებოდნენ, რომ მანქანები ხელიდან გაგვეცლება და რომ გვარდიელი ავტომობილისტები ამ საკითხზე ჯუღელს ელაპარაკებიან, და ის მათ მანქანების მიცემას დაპირდა. მართლაც, მაისში ასე მოხდა კიდეც. გვარდიელ ავტომობილისტებს ორი ავტომობილი მიეცათ, არმიელებისთვის კი არ მიუციათ. სამთავრობო კომისიის პირველივე სხდომაზე მე ეს საკითხი დავაყენე და ვიკითხე, რატომ შეიცვალა კომისიის დადგენილება და რატომ მისცეს მანქანები მხოლოდ გვარდიელებს. რა თქმა უნდა, ამაზე შემოკამათება არანაირად არ შეიძლებოდა, მაგრამ ვ. ჯუღელმა საკითხი მაშინვე სხვა სიბრტყეში გადაიტანა. იგი შემომეპასუხა, რომ მე ტყუილა-უბრალოდ ვუსვამ ხაზს და ვთესავ ანტაგონიზმს გვარდიელებსა და არმიელებს შორის, რომ აქ უკვე აღარ არიან არც გვარდიელები, არც არმიელები. მე შევეპასუხე, რომ სულაც არ ვყოფ გვარდიელებად და არმიელებად, მაგრამ, რომ, მისცა რა ავტომობილები მხოლოდ გვარდიელებს, სწორედ იგი ახდენს მათ განსხვავებას და აქაც პრივილეგიებს აღმოუჩენს გვარდიელებს, და რომ, თუ აქეთკენ წავიდა საქმე, მაშინ შემიძლია მიგითითოთ ასეთი განსხვავების კიდევ ერთი ფაქტი და მივუთითე იმაზე, რომ სააღდგომოდ ყველა გვარდიელმა გვარდიის შტაბისგან, აუშტროვის სახით, სახარჯო (ჯიბის) ფულები ხელმეორედ მიიღო; და ეს ბანაკში, იქ მცხოვრები არმიელების თალწინ გაკეთდა. გაჩაღდა კამათი. გვარდიელებისთვის სახარჯო ფულების ხელმეორედ მიცემა ფაქტად რჩებოდა. მე ეს მივუთითე კომისიას, რომელმაც თავისი თავმჯდომარის ბ-ნ კანდელაკის სახით მიპასუხა, რომ გვარდიის შტაბმა თავისი ქონება მის სანაცვლოდ მიღებული ფულის სახითაც ჩამოიტანა, და შეეძლო ის თავისი სურვილის მიხედვით განეკარგა. „და ხომ იყო დადგენილება, რომ მთელი გამოტანილი ქონება აღიარებულია სახელმწიფო ქონებად“, – შევეკამათე. ამას, როგორც ყოველთვის, მოჰყვება დუმილი. ვ. ჯუღელი აღელდა და თქვა, რომ აქ  „თ ქ ვ ე ნ  ბევრს ლაპარაკობთ იმიტომ, რომ იქ თბილისში  თ ქ ვ ე ნ  გაძლევდნენ ლაპარაკის უფლებას და რომ თვილისში დაბრუნების შემდეგ „ისინი“  „თ ქ ვ ე ნ“  სხვანაირად მოგექცევიან“. მე არ ვიცი, ვის შეეხებოდა ეს  „თ ქ ვ ე ნ“,  პირადად მე თუ მთელ საარმიო კორპორაციას. მე ვუპასუხე, რომ, თუ რა იქნება თბილისში ჩვენ ვნახავთ, ხოლო აქ კი ვხედავ, რომ ისევ გრელდება ისეთივე განსხვავება გვარდიისა არმიისაგან.

სამთავრობო კომისიამ დაადგინა ავტომობილები არმიელებისთვისაც მიეცათ. ეს ისტორია დიდხანს გაიწელა, ჩემი ყოველკვირეული შეხსენებების მიუხედავად. ავტომობილები ხანგრძლივი დავა-კამათების შემდეგ მხოლოდ აგვისტოში მისცეს. მოუხდათ ამ ავტომობილების შეკეთება და საარმიო ჯგუფი, როცა მე კონსტანტინოპოლიდან მივემგზავრებოდი, აღარ არსებობდა. ყველაზე უკეთესი დრო, ზაფხული, ხელიდან იქნა გაშვებული. ავტომობილებს ჯგუფს აძლევდნენ იჯარით, მგონი 50 ლირის ფასად თვეში თითოეულ მანქანაზე, ამასთან შეკეთება, როგორც წინასწარი, ისე შემდგომიც ჯგუფის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. გარდა ამისა, ავტომობილისტი მთავრობის კმაყოფიდან იხსნებოდა.

აქ უნდა დავთქვა, რომ აგვისტოდან დანიშნულ იქნა შენახვის ხარჯები (содержание, ჯამაგირი) არჩეული სიის მიხედვით; ეს სია კონსტანტინოპოლში შედგა, მაგრამ ამის შესახებ შემდეგში ვიტყვი. მთავრობის დადგენილების თანახმად ობერ-ოფიცრებს დაენიშნათ თვეში 200 ფრ., შტაბ-ოფიცრებს 250 ფრ. და გენერლებს კი 300 ფრ. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ისინი, რომლებსაც რაღაც საწარმო გააჩნიათ, ამოირიცხებიან ამ სიიდან და შემდეგ უკან სიაში მათი ჩარიცხვა აღარ მოხდება. ეს დადგენილება გავრცელებულ იქნა ავტომობილისტებზეც. მაგრამ, როცა აგვისტოში შენახვის ხარჯები იქნა დანიშნული, მაშინ გვარდიულა ჯგუფმა უკანვე ჩააბარა ავტომობილები და მთავრობის კმაყოფაზე ჩაირიცხა. საქმე იმაშია, რომ ავტომობილები ძალზედ მცირე გამომუშავებას იძლეოდნენ და თითოეული ავტომობილისტი დაახლოებით იმავე თანხას ან კიდევ უფრო ნაკლებსაც გამოუმუშავებდა, რასაც მთავრობის მიერ დანიშნული კმაყოფა შეადგენდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იყო მუშაობის გარეშე აეღოთ ცნობილი თანხა, უზრუნველყოფილი, ვიდრე დღე და ღამე ბირჟაზე ეწანწალათ. გვარდიელმა ავტომობილისტებმა უარი თქვეს ავტომობილებზე და, მთავრობის კმაყოფაზე ჩარიცხვის შეუძლებლობის შესახებ არსებული დადგენილების მიუხედავად, იქ ჩარიცხულები აღმოჩნდნენ. როგორ და რით დამთავრდა არმიელებისთვის მიცემული ავტომობელების არსებობა, არ ვიცი; მგონი, ისინი გაყიდეს; მე ამ დროს უკვე პარიზში ვიყავი.

ავტომობილებთან მიმართებაში ჩემს მიერ ყველაფერი არაა ნათქვამი. ავტომობილების გაცემის საქმე ერაძეს ჩააბარეს. იგი ადგენდა კონტრაქტს ჯგუფთან, რომლის სათავეშიც მე სამხედრო ინჟენერი პოლკ. კანდელაკი დავაყენე. მოითხოვდნენ თავდებობას; ერაძე ამბობდა, რომ გვარდიელებს თავდებობა ვ. ჯუღელმა გაუწია. მე, რა თქმა უნდა, არმიელთა ჯგუფის თავდებად გამოვედი. შემდეგ მომიტანეს ქაღალდი, რომელზედაც ხელი უნდა მომეწერა. ვუპასუხე, რომ თუ ვ. ჯუღელმა მოაწერა ხელი, მაშინ მეც მოვაწერდი. აღმოჩნდა, რომ ვ. ჯუღელს ხელი არ მოუწერია. არც მე მოვაწერე. აქაც ასევე პრივილეგიის მოწყობა უნდოდათ. ერაძესთან მოლაპარაკებების წარმოება რამდენიმე კვირას მომიხდა, სანამ მანქანებს გასცემდნენ. თუმცა კი, დადგენილება ავტომობილების მხოლოდ ავტომობილებისტებისთვის მიცემის შესახებ ასევე არ იქნა შესრულებული.

ერთი ავტომობილი საექსპლუატაციოდ მიეცა გვარდიის შტაბის წევრს გლახოიანს, მეორე კი ვიღაც სხვას. რაც შეეხება ავტომობილ „სპას“, მოხერხდა მისი უკან დაბრუნება. კონსულმა ერთხელ ჩემგან აიღო მოწმობა, რომ ეს მთავარსარდლის მანქანაა და რომ მე მასზე ბათუმიდან ჩემი გამომგზავრების უკანასკნელ მომენტამდე ვმგაზრობდი. რით დამთავრდა „სპას“ ისტორია, არ ვიცი. რამდენჯერმე ვკითხე კონსულს, თუ რით დამთავრდა ეს ისტორია, დაეკისრათ თუ არა პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში არიან გარეული, და ვინ არიან გარეული; მაგრამ არანაირი პასუხი არ მიმიღია და ასე რომ ვერ მოვახერხე იმის გარკვევა, მაინც ვინ აპირებდა ამ მანქანის მითვისებას.

* * *

ამ ვითარებაში, რომელიც სავსე გახლდათ კინკლაობებით, ზურგს უკან და პირში ყველანაირი ჭორებითა და ბრალდებებით, ჩვენ ვიმყოფებოდით კონსტანტინოპოლში. ამასთან არაფრის გარკვევა არ შეიძლებოდა. თავიდან გულმხურვალედ შეუდგებოდნენ გამოძიებას, იწვოდნენ სურვილით რომ პასუხისმგებლობაში მიეცათ, შემდეგ კი ყველაფერი დუმდებოდა. ვღებულობდით შთაბეჭდილებას, რომ მივიდოდნენ გარკვეულ ადგილამდე, ყველანი თავს არიდებდნენ შემდგომ მომქმედებებს. მაინც რაში იყო მიზეზი? მე შემიძლია ჩემი მიხვედრები გამოვთქვა. ვფიქრობ, რომ მმართველები ისწრაფვოდნენ დაეცვათ გამოტანილი ქონება ჩვენი კრედიტორების მიერ მასზე აკრძალვის დადებისაგან. ამ მიზნით გამოტანილ ქონებას აჩვენებდნენ როგორც ამა თუ იმ პირის კერძო ქონებას. ეს პირები, იყენებდნენ რა მდგომარეობას, სავარაუდოდ, დუმილის სანაცვლოდ თავიანთთვის რაღაც-რაღაცეებს მოითხოვდნენ. როცა ძიება ამ პუნქტამდე მივიდოდა, ძალაუფლების მქონენი დამნაშავეთა პასუხისმგებლობაში მიცემას თავს არიდებდნენ, რომელიც გამოამჟღავნებდა მათ განზრახვას, რომ თავიანთი ვალების სანაცვლოდ ქონება არ მიეცათ.

რაღაც დროის შემდეგ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც მთელი ბოროტად გამოყენებანი უნდა გამოეძია. ის დაახლოებით ერთ თვეს არსებობდა, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოარკვია. მართალია, მან რაღაც გარკვეული მასალები შეაგროვა, თუმცა კი ამ ბოროტად გამოყენებებში დამნაშავედ არავინ უცვნია. მე უნდა ვთქვა, რომ მას საკმარისი ძალაუფლებაც არ გააჩნდა; მას შეეძლო მხოლოდ მასალები შეეგროვებინა და ისიც მხოლოდ გამოკითხვების გზით. ასევე დროც მას ძალზედ ცოტა მიეცა, რომ შეძლებოდა ჩადენილი ბოროტადგამოყენებანი სრული მოცულებით გამოერკვია.

ამ დროის მანძილზე ერთმა ოფიცერმა პატაკი გადმომცა, რომელშიც ითხოვდა დაენიშნათ გამოძიება. ეს გახლდათ კაპ. გოცირიძე. მისი თანდასწრებით ვინმე კიკვიძემ სიტყვიერად ბრალი დასდო შტაბის ოფიცრებს, რომ მათ წაიღეს შაქარი სამტრედიიდან. ეს შაქარი იტალიური შაქრის ფხვნილი გახლდათ. მართლაც, ჩემთვის ცნობილი იყო, შტაბის ოფიცრებმა სადგურ სამტრედიიდან ევაკუაციის მომენტში შაქარი ვაგონში ჩატვირთეს; შაქარი პატრონოს გარშე იყო, სადგურში დაცვის გარეშე რჩებოდა და უეჭველად მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდებოდა. როცა ბათუმში ვიყავი, მაშინ შაქრის მესაკუთრეც გამოჩნდა, რომელმაც კიდეც მომმართა თხოვნით, რომ შაქარი მისთვის დაგვებრუნებია. შაქარი კუთვნილების მიხედვით დააბრუნეს. მივიღე რა ოფიცრის პატაკი, მე გენ.ჯაფარიძეს ვუბრძანე ეს საქმე გამოეძია. მან გამოიძია და გამოარკვია, რომ არანაირი ბოროტად გამოყენება შტაბის ოფიცრებს არ ჩაუდენიათ; პირიქით, მესაკუთრე ძალზედ გახარებული იყო, როცა ბათუმში თავისი შაქარი მიიღო. მაგრამ როცა ამ საქმეს იძიებდა, გენ. ჯაფარიძე წააწყდა ვიღაც ერთი ბატონის მოქმედებებს, რომლის გვარიც ახლა დამავიწყდა; ამ უკანასკნელის მოქმედებები კანონზომიერი არ ყოფილა, და მე საქმის წარმოება ზემოთ მოხსენიებულ საგამოძიებო კომისიას გადავეცი. რით დამთავრდა ეს საქმე, არ ვიცი, ალბათ არაფრით.


მთავრობის კმაყოფაზე ასაყვან პირთა სიების შედგენა 

ახლა შევეხები იმ პირთა სიების შედგენის საკითხს, რომლებსაც მთავრობა თავის კმაყოფაზე იყვანდა. თავიდან შეადგინეს იმათი სიები, ვისაც უნდა მიეღო კმაყოფა იმ ნორმის მიხედვით, რომელიც ზემოთ მივუთითე, ე. ი. 3–4–6–8 ლირა. გადაწყვეტილ იქნა ეს სიები ცალ-ცალკე უწყებების მიხედვით შეგვედგინა. სამხედრო პირთა სია მე უნდა წაერმედგინა. აქ შეგახსენებთ, რომ ბათუმში მთავრობის დადგენილების თანახმად, მთავრობის კმაყოფაზე აჰყავდათ 10 პოლიტიკური მოღვაწე, 15 გვარდიელი, მთავარსარდლის შტაბი და 50 ოფიცერი. ამასობაში ევაკუაციაში გაცილებით უფრო მეტი წამოვიდა. სამხედროთა სიის შედგენისას მე საფუძვლად დავდე შემდეგი. სიაში ჩავრთე მხოლოდ ისინი, რომლებიც სამსახურში ომის წინ 1921 წლის უკანასკნელ მობილიზაციამდე იმყოფებოდნენ. ასეთები აღმოჩნდნენ შტაბის 12 ოფიცერი და 51 ოფიცერი; გარდა ამისა რჩებოდა მუდმივი სამსახურის 16 ოფიცერიც. ამის შემდეგ დანარჩენი ოფიცრების სიაც იქნა შედგენილი; ისინი 70-მდე ადამიანი იყვნენ; დანარჩენები უმეტეს წილად უკვე მობილიზაციისას და ომის დროს იქნენ გაწვეულნი. იუნკრებზე ცალკე სია იყო შედგენილი. რაც შეეხება მეზღვაურებს, კომისიამ ამ სიის შედგენას ხელი პირადად თვითონ მოჰკიდა. ამ საკითხზე მსჯელობისას მე ვთხოვე კომისიას სამხედროებისთვის მოცემული რიცხვი 50 გაეზარდათ, იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმური ნორმა სხვა უწყებებთან მიმართებაშიც არ იყო დაცული. გარკვეული კამათების შემდეგ სამხედროების სია 76 ადამიანის რიცხვით დაამტკიცეს. იუნკრები განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყვნენ; ცნობილი იყო, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ამერიკული კმაყოფით გახლდნენ უზრუნველყოფილნი, და ამ დროის მანძილზე კი მთავრობა მიიღებდა ზომებს მათი მოწყობისთვის სადმე, ან სამსახურში, ან კიდევ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში. ბათუმური ნორმა, რა თქმა უნდა, დაცული არ ყოფილა. 10 პოლიტიკური მოღვაწე თანდათანობით პოლიტიკურ კომისიებად გადაიქცა, რომლებიც ცალკე კონსტანტინოპოლსა და ცალკეც პარიზში შეიქმნა. დამფუძნებელი კრების წევრებმა ცალკე ჯგუფი წარმოქმნეს. შეიქმნა აგრეთვე საზოგადოებრივ მოღვაწეთა ცალკე ჯგუფიც. ამას უნდა დავუმატოთ კიდევ ადმინისტრაციულ მოსამსახურეთა სიაც. თითოეული ეს ჯგუფი ათეულობით პირს მოითვლიდა. ბათუმური ნორმის მიხედვით სამხედროების რიცხვი გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო არასამხედროთა რიცხვზე, ამასობაში კი მოხდა საწინააღმდეგო. თუ როგორ ირიცხებოდნენ სიებში, შეგვიძლია ერთი ინციდენტის მიხედვით ვიმსჯელოთ. როდესაც ადმინისტრაციულ მოსამსახურეთა სიებს ადგენდნენ, მაშინ ბევრი, განსაკუთრებით საგანგებო რაზმის თანამშრომლები (მგონი ეს ნოე რამიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი რაზმი გახლდათ, ანუ მაშინდელი უშიშროების „სპეცნაზი“– ი. ხ.), იქ შეყვანილი არ ყოფილან. ეს უკანასკნელნი, შეიკრიბნენ რა ჯგუფად, მოვიდნენ იმ შენობასთან, სადაც სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, დაელოდნენ სხდომის დასრულებას, შემდეგ ქუჩაში ალყა შემოარტყეს სახლში მიმავალ კანდელაკს და მას სცენა გაუმართეს, რომლის შედეგადაც ისინი ყველანი სხდომების ბინაში შევიდნენ და იმავე დღეს ყველანი მთავრობის კმაყოფაზე იქნენ ჩარიცხულნი.

უკმაყოფილება საყოველთაო გახლდათ და უნდა ვთქვა, რომ ასეთ რამეს ბევრი საფუძველიც ჰქონდა. ლტოლვილებისადმი დამოკიდებულება ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი იყო. ამ უსახლკარო ადამიანების მიმართ გულისხმიერებაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა; თვით საკონსულოშიც კი მათ ისე ექცეოდნენ, რომ მიიღებოდა შთაბეჭდილება, რომ ლტოლვილები ვიღაც უცხოები არიან და რომ საკონსულოს ერთადერთი საზრუნავია რაც შეიძლება მალე მოიშორს თავიდან ეს პუბლიკა. მახსენდება ამ დამოკიდებულების დამახასიათებელი ერთი შემთხვევა ალეკო მაღალაშვილთან. ახლა არ მახსოვს, თუ რისი მიღება უნდოდა საკონსულოსგან მაღალაშვილს. მან წამიკითხა კონსულისადმი მიმართული წერილი და მომიყვა, თუ რა მოხდა შემდეგ. ამ წერილს იგი ამთავრებდა მუქარით, რომ დაწერდა ღია წერილს მისი კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. იგი საკონსულოში მიიწვიეს და იქ გამოუცხადეს, რომ მასთან საუბარი სურს ნ. ბ. რამიშვილს. მან მისაღებში დაუწყო ლოდინი. რაღაც დროის შემდეგ იქ შემოვიდა რამიშვილი და მისაღებში აქეთ-იქით დაიწყო სეირნობა. მაღალაშვილი ელოდება. ბოლოს რამიშვილი მას მიმართავს და მათ შორის იწყება საუბარი, რომელსაც წინ უძღოდა დიალოგი: „ეს თქვენ ხართ მაღალაშვილი?“ „დიახ, ეს მე ვარ თავადი მაღალაშვილი“. „თქვენ გინდოდათ ჩემთან საუბარი?“ „არა, მე მითხრეს, რომ ეს თქვენ გსურთ ჩემთან ლაპარაკი, მე კი ასეთი სურვილი არავისთვის გამომითქვამს“. „დაბრძანდით, თავადო“, – აგრძელებდა რამიშვილი და მაშინ დაიწყო მათ შორის საუბარი, რომლის დაწვრილებითი საკითხები და არსიც არ მახსოვს. საბოლოოდ ალეკო მაღალაშვილმა მიიღო თავისი სურვილების დაკმაყოფილება.

ჩვენი ჩამოსვლის დასაწყისში მთავრობის წევრებს უხდებოდათ საკონსულოს მახლობლად მათ გარშემო შეკრებილ ბრბოსთან ესაუბრათ და იქ მყოფნი დაემშვიდებიათ. ეს უკმაყოფილება შეიძლებოდა რაიმენაირ ექსცესად გამოვლენილიყო.

ბევრი მეუბნებოდა, რომ საჭირო იყო ოფიცრები შემეკრიბა და მათთან მელაპარაკა. სადგომების უკმარისობის გამო შტაბ-ოფიცრები და გენერლები გენ. ქუთათელაძის ნომერში შევკრიბე. მე ისინი ორჯერ თუ სამჯერ შევკრიბე; ერთ-ერთ მათგანზე დასწრება სამთავრობო მომისიის წევრს პ. სურგულაძეს ვთხოვე. პირველივე სხდომაზე ნათელი შეიქნა ოფიცრების გაწყობა. ისინი ამბობდნენ, რომ მათ ჩინებულად ესმით მდგომარეობა, მაგრამ რომ მთავრობის დამოკიდებულება მათ მიმართ აღმაშფოთებელია; ისინი საკუთრივ გადაყრილები აღმოჩნდნენ და, რომ არა ამერიკელები, მათ შიმშილით დახოცვა მოუწევდათ; რომ დანიშნული შენახვის ხარჯები მწეველებს პაპიროსებზეც ძლივს თუ ჰყოფნით. ისინი, რა თქმა უნდა, ამბობდნენ, რომ ნებას არ მისცემენ საკუთარ თავს მთავრობის წინააღმდეგ თავიანთი უკმაყოფილების არანაირი გამოვლენისთვის, მაგრამ ითხოვენ რომ შევიდნენ მათ მდგომარეობაში და ისე უზრუნველყონ, რომ მათ შიმშილით დახოცვა არ მოუწიოთ. დასკვნაში ოფიცრებმა დაადგინეს არ აეღოთ დანიშნული შენახვის თანხა (содержание) და ეთხოვათ მისი გაზრდა. მე მივუთითებდი, რომ შენახვის თანხაზე უარის თქმა ეს დიდი ნაბიჯია და ამაზე საჭიროა სერიოზული დაფიქრება, და, თუ წაუყენებდნენ ამ თავიანთ გადაწყვეტილებას, მაშინ შემდეგ მისგან ერთი ნაბიჯითაც აღარ უნდა დაეხიათ. მე რამდენჯერმე ვთქვი ეს და მივუთითებდი, რომ შევეცდები ამას მივაღწიო, თუ მათ მტკიცედ გადაწყვიტეს არ აიღონ შენახვის თანხა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ. ეს დადგენილება ბანაკში იქნა გადაგზავნილი, სადაც ოფიცრები მას შეუერთდნენ. მე ამის შესახებ კომისიის სხდომაზე განვაცხადე. მაგრამ, მთელი საქმე სხვანაირად შემობრუნდა. აპრილის თვეზე გასცეს ფულები. ისინი მისცეს გენ. ზაქარიაძეს ოფიცრებისთვის დასარიგებლად. მას უარი უნდა განეცხადებია მათ მიღებაზე, მაგრამ მან, ჩემს უკითხავად, აიღო ისინი. ოფიცრები შეკრებილ იქნენ; მე იქ არ ვესწრებოდი და არ ვიცი, თუ რა ილაპარაკეს. მგონი, ზაქარიაძემ შესთავაზა აეღოთ ფული იმ პირობით, რომ შემდეგ ჯერზე უარს იტყოდნენ. ამრიგად ფულები დარიგებულ იქნა და გადაწყვეტილება, რომ ისინი არ აეღოთ, მოკვდა. არ შემიძლია გავამართლო არც ზაქარიაძე, რომელიც დადგენილების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და საკუთრივ დაიყოლია ოფიცრები რომ ფული აეღოთ, არც ოფიცრები, რომლებმაც თავიანთ გადაწყვეტილებებში ასეთი მერყეობა გამოავლინეს. მე ვთვლი, რომ აქ გადაწყდა შემდგომი ხვედრი ოფიცრებისა, რომელთა საერთო მდგომარეობამაც დღითი დღე სულ უფრო მეტად დაიწყო გაუარესება.

უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. ერთ-ერთ ამ სხდომაზე მოვიდა გვარდიის ოფიცერი ორჯონიკიძე. მე მხოლოდ არმიის ოფიცრებს ვკრებდი, რის გამოც მას ვუთხარი, რომ შეკრებებზე მხოლოდ ასეთებს ვიწვევდი. იგი წავიდა. მისი მოსვლა ნიშანდობლივია, და ის მე აქ აღვნიშნე, რათა სხვა შემდგომ ფაქტებს შევუპირისპირო. შემდეგი ფაქტი იყო ის, რომ მან ვ. ჯუღელის მეშვეობით მოახერხა ავტომობილების გვარდიელთა ჯგუფისთვის ცალკე გამოყოფა. მე მას შევუნიშე ამის შესახებ და ვუთხარი, რომ იგი არ მოქმედებს ამხანაგურად და რომ გვარდიელ ოფიცერ-ავტომობილისტებს ან უარი უნდა ეთქვათ ავტომობილებზე ან კიდევ ისინი არმიულ ჯგუფთან ერთობლივად მიეღოთ, მაგრამ ცალკე კი არანაირად.

შემდგომში, როდესაც მოხსენების დროს, რომელსაც კონსტანტინოპოლში დამფუძნებელი კრების წევრებსა და პოლიტიკურ მოღვაწეებს მოვახსენებდი, ვ. ჯუღელმა მოხსენების დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა, ორჯონიკიძემაც მის მაგალითს მიბაძა. არ ვიცი იგი რა გრძნობით ხელმძღვანელობდა. თუ ამ ფაქტებს ერთმანეთს შევუპირისპირებთ, მაშინ ძნელი არ იქნება იმის მიხვედრა, თუ რა გრძნობებით ხელმძღვანელობდა იგი, როცა ოფიცრების სხდომაზე მოვიდა, რომლებიც ჩემს მიერ გენ. ქუთათელაძის ბინაში იყვნენ შეკრებილნი.

როგორც ზემოთ აღვნიშნავდი, კომისიის იმ სხდომაზე, სადაც აღვძარი საკითხი, თუ რატომ მისცეს ავტომობილები მხოლოდ გვარდიელ ოფიცერთა ჯგუფს, მე ვ. ჯუღელთან მომიხდა შეკამათება. იგი ამტკიცებდა, რომ მე ვთესავ ანტაგონიზმს გვარდიელებსა და არმიელებს შორის, და აღნიშნა, რომ მე ოფიცერთა შეკრებაზე დასწრების უფლება არ მივეცი ორჯონიკიძეს. მისი ეს სიტყვები მხოლოდ ამტკიცებს ჩემს წინდახედულებას, რომ არ მივეცი დასწრების უფლება იმ პირს, რომელიც, ალბათ, გადაჭარბებული სახით გადასცემდა ყველაფერს, რაც ძალაუფლების მქონეთა მიმართებაში უსიამოვნო ითქმებოდა და ამას შეეძლო სამხედროების წინააღმდეგ არსებული უკმაყოფილება გაეღვივებინა. ამრიგად, ბატონ ორჯონიკიძის როლი მე ამოვიცანი.

რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შეუდგნენ სიების შედგენას. კომისიის მიერ გამოცხადებულ იქნა, რომ სახსრების უკმარისობის გამო აუცილებელია შედგეს მხოლოდ იმათი სიები, ვისაც არ შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, ე. ი. ვისაც ემუქრება რეპრესიები ბოლშევიკების მხრიდან. მე უნდა გამომეკითხვა ყველა ოფიცრისათვის იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც არ აძლევენ მათ სამშობლოში დაბრუნების საშუალებას. შემდეგ სამთავრობო კომისიას უნდა განეხილა და ემსჯელა ცალ-ცალკე თითოეულის მიერ წარმოდგენილ მიზეზებზე და უკვე ამის მერე შედგებოდა საბოლოო სია. რა თქმა უნდა, სამხედროებს შორის უმეტესი ნაწილი იყვნენ ისინი, ვისაც არ შეეძლო საქართველოში დარჩენილიყო; ვინც იყო სამხედრო სასამართლოებში წევრად ან თავმჯდომარედ, ვინც მსახურობდა კონტრდაზვერვაში, ვისაც გამოჰქონდა ქონება და ა. შ. თუ როგორ მოეკიდა კომისია ამ საკითხს, როგორ უყურებდა იგი იმ მიზეზებს, რომელიც არ აძლევდა ოფიცერს სამშობლოში დაბრუნების საშუალებას, ნათელი ხდება ერთი ფაქტიდან. განიხილავდნენ ჩემს მოხსენებას, კომისიამ გამოთქვა შეხედულება, რომ კონტრდაზვერვის ოფიცრებს არავინ ემუქრება და მათ თავისუფლად შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება. ამასთან ამბობდნენ, რომ ჩვენს კონტრდაზვერვას ამ ომში არაფერი გაუკეთებია, რომ მას მოწინააღმდეგის შესახებ არანაირი ცნობები არ მოუცია და სხვა. მომიწია ამეხსნა განსხვავება დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმიანობაში. ჩემი ხანგრძლივი მტკიცებების შემდეგ მოხერხდა დამეცვა რომ ეს ოფიცრები სიებში ჩაერიცხათ.

რა თქმა უნდა, ის მასშტაბი არ გამოიყენებოდა, როცა საქმე ეხებოდა რომელიმეს არა სამხედროთაგან, რომელიმეს მმართველი პარტიიდან ან კიდევ, როცა საქმე ეხებოდა ვინმეს, ვისაც მმართველთაგან ვინმე უწევდა პროტექციას. მე დასამტკიცებლად შემდეგ მაგალითს აღვნიშნავ. როცა დასაწყისში შედგენილ იქნა სიები, მაშინ დაადგინეს, რომ ეს სიები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება. თუმცა კი ეს სიები ნაჩქარევად იყო შედგენილი და რაღაც-რაღაცეები გამორჩათ. ძალზედ ძნელი იყო ყველას დარეგისტრირება. ამის გამო უნდა მომხდარიყო შემდგომში ზოგიერთი ცვლილებები სიების გაზრდის აზრით.

ერთხელ შევიტყე, რომ ოფიცრების სიაში ჩარიცხეს ორნი; ეს გაკეთებულ იქნა ჩემი სანქციის გარეშე, ჩემს მიერ განხილვის გარეშე და, შესაბამისად, შეიძლებოდა ყოფილიყო უსამართლო იმ პირთა მიმართ, ვინც სიაში ჩარიცხულნი არ ყოფილან. მე განვუცხადე კომისიას, რომ მან დაარღვია ძირითადი წესი, რომ ოფიცრები გავიდნენ ჩემი სანქციის გარეშე და ვითხოვდი, რათა შემდგომში ასეთი რამ აღარ დაეშვათ. კომისიამ ასე დაადგინა კიდეც. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ორი ოფიცერი იქნა შეყვანილი, რომლებიც მხოლოდ ომის დროს გაიწვიეს, ისიც მის მეორე ნახევარში. ეს უსამართლობა გახლდათ და პრინციპში არღვევდა ყველა დადგენილებას. ოფიცრები აღშფოთდებოდნენ და ხედავდნენ, რომ კომისია ხელმძღვანელობს არა მეტად თუ ნაკლებად სამართლიანი პრინციპებით, არამედ კომისიის ამა თუ იმ წევრის ახირებით ან, უფრო სწორედ, პროტექციით. ჩემს პროტესტზე კომისიაში, თუ რატომ იქნა დაშვებული ისევ დადგენილების დარღვევა, პასუხი გამცეს დუმილით.

ამასობაში წამოვიდა თხოვნები ერთდროულ დახმარებაზე. მთხოვნელები წინკარებში ტრიალებდნენ (обивали пороги) და ამ დახმარებების მიღებას დაჟინებით ცდილობდნენ. რომელთაც შეეძლოთ კომისიის ამა თუ იმ წევრთან მისულიყვნენ, ან ვინმე ნაცნობის მეშვეობით მასზე გავლენა მოეხდინათ და ა. შ., ღებულობდნენ დახმარებებს იმ დროს, როცა სხვები უფრო მოკრძალებულნი, უუნარონი, მაგრამ რომლებიც უფრო მეტად იმსახურებდნენ, ასეთ დახმარებებს ვერ ღებულობდნენ.

არც ერთი პრინციპი, არც ერთი დადგენილება შეუცვლელი არ რჩებოდა; ყველაფერი კომისიის ამა თუ იმ წევრის მოწყალების და მიხედვით იცვლებოდა. როცა საბოლოო სია იქნა შედგენილი, მასშიც ხდებოდა ცვლილებები მთავრობის წევრების მიერ პარიზში, რომლებსაც იმ პირთა კერძო თხოვნების მიხედვით, რომლებიც სიაში არ იყვნენ შეყვანილი, ისინი შეყავდა. ეს ჰქმნიდა პრეცედენტს შემდგომი თხოვნებისთვის და უამრავ კამათსა და უკმაყოფილებას იწვევდა.

მეზღვაურების სიასთან მიმართებაში მოიქცნენ შემდეგნაირად. მოსამსახურეთა მთელი სიიდან, როგორიც იყო 90 ადამიანი, მთავრობის კმაყოფაზე მხოლოდ 3 ადამიანი დატოვეს. ესენი იყვნენ ფლოტის სარდალი, ახალგაზრდა ოფიცერი ოდიშარია და კიდევ ვიღაც. დანარჩენები ამორიცხულ იქნენ. მოტივირებას იმით ახდენდნენ, რომ ისინი ბოროტად გამოყენებებში არიან გარეულიო. დევნაც კი აღძრეს; მოახდინეს ჩხრეკა ბანაკში მეზღვაურებს შორის. თუმცა კი, ეს საქმე მტკიცებულებათა არქონის გამო ჩაკვდა. მეზღვაურებმა იმას მიაღწიეს, რომ მათ სამსახურის დროის მიხედვით ანგარიშები გაუსწორეს და სალიკვიდაციო თანხებიც მისცეს. თავიდან ნაღდი ფულით მათი კუთვნილი თანხების 1/3 მისცეს, შემდეგ, მგონი, დანარჩენიც შეუვსეს, მაგრამ ეს უკვე შემოდგომაზე მოხდა.

საინტერესოა საზღვაო შტაბის უფროსის მიქელაძის ბედი. იგი ამორიცხულ იქნა ბოროტადგამოყენებებში ეჭვის შედეგად. იგი რამდენჯერმე ითხოვდა მისი მოქმედებების გამოძიება მოეხდინათ. გამოძიება არ უწარმოებიათ, მაგრამ არც მთავრობის კმაყოფაზე ჩარიცხეს. მე არაერთხელ ვიზრუნე მასზე და დაჟინებითაც ვითხოვდი, მაგრამ ჩემი ხმა გახლდათ ხმა მღაღადებლისა. მიქელაძეს ამ ნიადაგზე მოუხდა ინციდენტი. ერაძესთან მისი ლაპარაკის დროს უკანასკნელმა მას ბოროტადგამოყენებათა გამო უსაყვედურა, თანაც შეურაცხმყოფელი ფორმით. არ ჰქონდა რა შესაძლებლობა თავი გამოძიებით გაემართლებია, რაზედაც მას უარს ეუბნებოდნენ, მიქელაძემ მიღებული შეურაცხყოფისთვის ერაძე დუელში გამოიწვია. რა თქმა უნდა, გამოწვევა მიღებული არ ყოფილა. მახსოვს, ამ დავა-კამათების განმავლობაში, მე შემთხვევით სამთავრობო კომისიაში ვიყავი. სხვებს შორის მახსოვს ჩხიკვიშვილი. ვიღაც შემოვიდა და თქვა, რომ მოვიდა მიქელაძე და უნდა ლაპარაკი ერაძესთან. მოხდა მღელვარება; როგორც ჩანდა მოელოდნენ, რომ მიქელაძე ერაძის ცემის მიზნით მოვიდა. მგონი, ჩხიკვიშვილი გავიდა მიქელაძესთან სალაპარაკოდ; საქმე დაწყნარდა, მაგრამ მე მივიღე შთაბეჭდილება, რომ ერაძე მშვიდობიანად მიიმალა დაწესებულებიდან. რამდენიმე თვის შემდეგ მიქელაძემ მიაღწია იმას, რომ მისი საქმე გაერჩიათ, განეხილათ ბრალდებები, რომლებსაც მას ხმამაღლა უყენებდნენ. საკონსულოსთან ამ დროისათვის დაწესებულ იქნა სასამართლო, რომელმაც მიქელაძის მოქმედებებში ვერანაირი ბოროტად გამოყენება ვერ იპოვნა. ამის შემდეგ დაიწყო ზრუნვა და გარჯა კმაყოფაზე მისი ჩარიცხვისათვის. მას დაუსრულებლად შეჰქონდა თხოვნები და, რა თქმა უნდა, ყველა უფლება ჰქონდა რომ ჩაერიცხათ. უარს არ ეუბნებოდნენ, მაგრამ არც რიცხავდნენ; უბრალოდ მის თხოვნებზე არ პასუხობდნენ. მისი ერთ-ერთი თხოვნა მე პარიზში, მთავრობაში გავგზავნე. არანაირი პასუხი არ მიმიღია. ასე რომ იგი არც ჩაურიცხავთ.

სიების მთელი შემცირებების შედეგად 1921 წლის დეკემბრისთვის გამოირკვა, რომ სამხედროები, რომლებიც მთავრობის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ, აღმოჩნდა სულ 41 ადამიანი, და ამდენივე რჩებოდა კმაყოფის გარეშე, რომლებიც ბედის ანაბარა იქნენ მიტოვებულნი. ხოლო თუ არასამხედროთა სიაში ჩავიხედავთ, იქ სულ სხვა რაღაც ხდებოდა. არც ერთი არასამხედრო, განსაკუთრებით, თუ ის სოციალისტურ პარტიას მიეკუთვნებოდა, კმაყოფის გარეშე არ რჩებოდა. იქმნებოდა სინეკურები. ყველასთვის პოულობდნენ ადგილებს და ამ სახით ისინი ღებულობდნენ შენახვის სახსრებს. და თუ იყვნენ კმაყოფაზე არ აყვანილებიც, ეს იშვიათი გამონაკლისი გახლდათ. ვფიქრობ, რომ ასეთები არ ყოფილან. პირიქით, არასამხედროთა რიცხვი იზრდებოდა. სახელდობრ კი რამდენიმე პარტიული ჩამოვიდა საქართველოდან და კმაყოფაზე ჩარიცხულ იქნა. მეტსაც ვიტყვი, ძალაუფლების მქონეთაგან ზოგიერთმა თავისი ოჯახები საქართველოდან გამოიწერა და უკანასკნელნიც ასევე კმაყოფაზე იქნენ ჩარიცხულნი.

აქ უნდა მოვიხსენიო ერაძის შესახებ. დასაწყისში, ეს იყო სავარაუდოდ აპრილ-მაისში, მან გამოგვიცხადა, რომ საქართველოში მიემგზავრება. მაგრამ, იგი არა უ არ გაემგზავრა, არამედ ახლა უკვე აქ პარიზში შევიტყე, რომ მან საქართველოდან ოჯახი გამოიწერა. საერთოდ, დადგენილებების სიმკაცრე მხოლოდ ოფიცერთა გარემოს ეხებოდა; სხვებს უწევდნენ პრივილეგიებს, როგორც ეს ადრეც კეთდებოდა. მაგალითს ბევრს ვიპოვნით, თუ მოვახდენთ წერილობითი საბუთების რევიზიას; მათში უცერემონიულობის სურათი გამოიხატება. უკვე აქ, პარიზში, შემთხვევით წავაწყდი ერთ დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით დახმარება ეძლეოდათ ლევან ყიფიანს, ვლადიმერ გოგვაძეს და კიდევ ვიღაცას. მე ჩინებულად მახსოვს ციფრი 500 ფრ. ყიფიანს და, მგონი, 75 ფრ. გოგვაძეს. როგორც ჩანს, უკანასკნელს საჭიროება ჰქონდა; იგი ოჯახის პატრონია. მაგრამ ძნელად თუ შეიძლებოდა ყიფიანს, რომელიც როგორც პოლიტიკური კომისიის წევრი თვეში 1100 ფრ. ღებულობდა და ქართულ მონასტერში სადგომიც ჰქონდა, ისეთი გასაჭირი ჰქონოდა როგორიც ჰქონდა ოფიცერს, რომელსაც ოჯახი ტვირთად აწვა და რომელიც ამასთანავე კმაყოფაზე ჩარიცხული არ ყოფილა.

ჩემს მიერ აღძრული თხოვნები რამდენიმე ლირის მიცემაზე დახმარების სახით ამა თუ იმ ოფიცრისათვის მუდამ ამაოდ რჩებოდა. მაგრამ ვიცი შემთხვევები, როცა ჩემს თხოვნაზე უარის თქმის შემდეგ, იმავე პირებს აძლევდნენ ასეთ დახმარებებს ძალაუფლების მქონეთა თხოვნის საფუძველზე.

საინტერესოა, თუ როგორ მოიქცნენ ძალაუფლების მქონენი ქართულ-კათოლიკურ მონასტერთან მიმართებაში. ამ მონასტერმა ძალზედ თავაზიანად შესთავაზა ძალაუფლების მქონეთ ლტოლვილები თავისთან განეთავსებია. მონასტერი აივსო. იქ განათავსეს ყველანი, ვინც ბანაკში არ გაემგზავრა, ოჯახის მქონეთა და იმათ გარდა, ვინც ნახა შესაძლებლობა რომ მონასტერში არ ეცხოვრა. რაღაც დროის შემდეგ კონსულმა და ბევრმა სხვამაც დაიწყეს ლაპარაკი, რომ მონაზვნები უკმაყოფილონი არიან მათ მონასტერში ლტოლვილების ყოფნით და ითხოვენ მის განთავისუფლებას. შესაძლოა, მართლაც, რაღაც ელემენტი იძლეოდა კიდეც საბაბს ასეთი განცხადებისათვის, მაგრამ მე მაინც ამაში ეჭვი მეპარება, ვინაიდან ვიცი მონაზვნების სტუმართმოყვარეობა. შეიძლება, ისინი ითხოვდენ წესრიგის დამყარებას მის გარკვეულ ნაწილში. ოფიცრებთან მიმართებით მონაზვნები მეუბნებოდნენ, რომ მათით ძალზედ კმაყოფილნი არიან. საკითხი მონასტრის გაწმენდის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში იქნა აღძრული და რამდენიმე თვეს გაიწელა. სვამდნენ საკითხს მონასტრის მთლიანად გაწმენდის თაობაზე. მაგრამ საბოლოო სახით გამოვიდა, რომ ოფიცრები გამოყვანილ იქნენ იქიდან, თუმცა კი იქ დარჩნენ ძალაუფლების მქონენი და ის არასამხედრონი, ვისი დატოვებაც ამ ბატონებს სურდათ. სამხედროთაგან ხანგრძლივი და დაჟინებული თხოვნების შედეგად დატოვეს ორი: გენ. ქუთათელაძე და გენ. ყაზბეგი.

ახლა გამოვხატავ იმ ზომების ხასიათს, რომლებსაც ღებულობდა კომისია ლტოლვილთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისა და მათი შემდგომი ხვედრის უზრუნველყოფისათვის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავიდან მოახდინეს ანკეტირება იმ მიზნით, რათა შემდეგ შესდგომოდნენ ორგანიზაციას. ეს აზრი მიტოვებულ იქნა და მიმართეს სხვას, სახელდობრ კი არა ლტოლვილებისთვის დახმარების აღმოჩენას, არამედ ლტოლვილთაგან საკუთარი თავების დახსნას; ამის მისაღწევად ყველანაირ ხერხებს იყენებდნენ. ერთ-ერთი ხერხი გახლდათ უკან სამშობლოში გაგზავნა. იმავდროულად ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენელი კონსტანტინოპოლში მოდებაძე სთავაზობდა უბილეთო მგზავრობას მის მიერ დაქირავებული გემებით და კიდევ 3 ლირას გზაზე. ჩვენი ძალაუფლების მქონენი თვალს ხუჭავდნენ უფასო მგზავრობაზე და მაინც ფულად აძლევდნენ 15 ლირას მგზავრობისთვის. ეს უკვე სატყუარა გახლდათ, ვინაიდან ეს ფული იმდროინდელი ვალუტის მიხედვით მილიონზე მეტ ქართულ ბონად ღირდა. ლტოლვილებმა დაიწყეს ამ ფულების აღება, მაგრამ ბევრი უწინდებურად კონსტანტინოპოლში რჩებოდა და, დახარჯავდა რა ამ ფულებს, დახმარებისთის ისევ კომისიას მიმართავდა. ბევრს უარს ეუბნებოდნენ, მაგრამ ზოგიერთი კი ახერხებდა მათ მიღებას.

ამ დადგენილებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ამ 15 ლირის მიღება ლტოლვილების მიერ ითვლებოდა, როგორც მათი განუყოფელი უფლება, და უკვე ყველამ გამგზავრების სახით დაიწყო მათი მოთხოვნა და მიღება. იძლეოდნენ რა ამ ფულებს, ამღებთაგან იღებდნენ ხელწერილებს, რომ ისინი ფულად დახმარებაზე არანაირი თხოვნებით მთავრობას უკვე აღარ მიმართავდნენ. ბევრი წინასწარ აცხადებდა, რომ ისინი, ამ ფულების მიღების შემდეგ არ გაემგზავრებიან, არამედ მათ ეს ფულები ამა თუ იმ საქმის ორგანიზებისთვის სჭირდებათ. მათაც დაუწყეს ამ ფულების მიცემა. ამრიგად ფულებმა, რომლებიც სამშობლოში გამგზავრებისთვის იყო განკუთვნილი, თავიანთი მიზანი დაჰკარგეს და ხაზინის უმიზნო ხარჯად გადაიქცნენ. ამ მოვლენასთან ერთად ზოგიერთებს აძლევდნენ თანხებს ამა თუ იმ საქმის დასაწყებად, როგორიც არის სამრეცხაო, პურის საცხობი, საავტომობილო სახელოსნო და სხვა. ეს ფულები ეძლეოდათ რჩეულებს ან სხვანაირად რომ ვთქვათ პროტექციით, ამისა თუ იმის უნარით გამოეთხოვა თავისთვის (выхлопотать себе) ეს დახმარება და სხვა; ფულების ოდენობა კონსპირაციული ხასიათის დადგენილებებით განისაზღვრებოდა და ყველაფერი ყოველთვის საიდუმლოთი იყო დაფარული. ყველა ამპირთაგან ასევე ღებულობდნენ ხელწერილს იმაზე, რომ ისინი ნებაყოფლობით ამორიცხავენ საკუთარ თავს მთავრობის მხრივ ყველა სახის ფულადი დახმარებიდან, თუმცა კი წინასწარ ნათელი იყო, რომ 20–30 ლირით არანაირი საქმის დაწყება არ შეიძლებოდა. მაგრამ მიზანს, რათა ლტოლვილებზე ყოველგვარი ზრუნვისგან თავი დაეღწიათ, განუხრელად მიჰყვებოდნენ. შედეგად ფულები იხარჯებოდა, მაგრამ ლტოლვილები რჩებოდნენ და არც შეეძლოთ არ დარჩენილიყვნენ.

ამრიგად, ლტოლვილთაგან თავის დახსნის არჩეულმა ხერხმა მოსალოდნელ შედეგებამდე ვერ მიიყვანა. პირიქით, მან ძირი გამოუთხარა ნდობას ძალაუფლების მქონეთა დადგენილებების დაურღვევლობაში, საქმის წარმოების მათეულ უნარში, აგრეთვე ლტოლვილებს შორის მტკიცედ დამყარდა რწმენა, რომ ძალაუფლების მქონეთ მიზნად დაისახეს არა დაეხმარონ მათ მძიმე (საუბედურო) მდგომარეობიდან გამოსვლაში, არამედ მხოლოდ განთავისუფლდნენ მათზე ყოველგვარი ზრუნვისაგან. საგანთა ასეთი მდგომარეობის წყალობით ლტოლვილებს შორის გარკვევით დაისახა მიმდინარეობა რომ გამოეგლიჯათ ძალაუფლების მქონეთა ხელთაგან ფულების ესა თუ ის რაოდენობა ამა თუ იმ საბაბით. ნათელია, რომ ამ ხერხით ლტოლვილთა გარემოს ორგანიზება კი არ ხდებოდა, არამედ, პირიქით, მისი გახრწნა.


* * *

ახლა აღვწერ, თუ როგორ აღმოუჩინეს დახმარება, ან უფრო სწორედ, როგორ უნდოდათ მისი აღმოჩენა ლტოლვილების მთელი ჯგუფისათვის, 50 ადამიანისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე უნდა განეთავსებიათ. ერთხელ კონსულის მიერ მასთან ვიყავი მიწვეული. მივედი. კონსულმა გამომიცხადა, რომ არის დაახლოებით 6000 ლირა ლტოლვილთა ნაწილის მოწყობისთვის, რომ ნახევარს იძლევიან ამერიკელები, მეორე ნახევარს კი იძლევა მთავრობა. იგი ამბობდა, რომ ერთი ბატონის მამულაიშვილისგან შემოვიდა წინადადება მიიღოს 50 ლტოლვილი სასოფლო-სამეურნეო კოლონიაში იმ პირობით, რომ შეტანილ იქნება 3000 ლირა. აქვე მან (კონსულმა) გამოთქვა სურვილი, რომ შეტანილი ყოფილიყო 3000 ლირა და რომ ამ ჯგუფის სათავეში მე ჩავმდგარიყავი.

მე მოვისურვე გავცნობოდი პირობებს. წასაკითხად მომცეს წერილობითი პირობები, ხოლო შემდეგ კი იქვე კონსულის კაბინეტში და მისივე თანდასწრებით, მოხდა ჩემი შეხვედრა მამულაიშვილთანაც. მე ამ პირობების რამდენიმე პუნქტს მივუთითებ. წარმოების სათავეში დგებოდა 8 ადამიანი, ეგრეთ წოდებული მეპაიეები. ეს მეპაიეები შეადგენდნენ საწარმოს მმართველობას და შეეძლოთ მისგან მიღებული მთელი შემოსავლები დაეხარჯათ. ყველა დანარჩენი ითვლებოდნენ მუშებად და უფლება ჰქონდათ შემდგომში სუფთა შემოსავლის ნახევარი მიეღოთ. ამასთან, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ხარჯებს ეს 8 ადამიანი აწარმოებდა, ისე როგორც მოესურვებოდა, ნათელი იყო, რომ ამ 8 ადამიანს შეეძლო სუფთა მოგება მინიმუმამდე დაეყვანა, განსაკუთრებით თუ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ისინი, როგორც მეპაიეები და მეწარმეები, დაინტერესებული იყვნენ უწინარეს ყოვლისა მამულის შემოსავლიანობის გაზრდაში, და, შესაბამისად, მათთვის კუთვნილი უფლებით, ამ შემოსავალს დახარჯავდნენ შემოსავლიანობის გაზრდაში, ე. ი. სუფთა მოგება მხოლოდ მათ მიერ იქნებოდა განსაზღვრული. ამ დროს მუშები მხოლოდ ჭერითა და საკვებით იქნებოდნენ უზრუნველყოფილი; ტანისამოსი და ფეხსაცმელი, რომლებიც ასე სწრაფად ცვდება სასოფლო სამუშაოებზე, მუშებს საკუთარი სახსრებით უნდა შეეძინათ. ამრიგად მუშა თავისი მუშაობისთვის მხოლოდ თავშესაფარსა და საკვებს ღებულობდა; ანაზღაურება კი მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ ექნებოდათ და იმ ზომით, რომელიც თავად მეწარმეთა მიერ იქნებოდა განსაზღვრული. პირობები დრაკონული გახლდათ. თვით მონებიც კი ამერიკაში უწინდელ დროში თავიანთი მუშაობისთვის ღებულობდნენ არა მარტო საკვებსა და ჭერს, არამედ ტანისამოსსა და ფეხსაცმელსაც; მომგებიანობა კი მეტად პრობლემატური გახლდათ, ვინაიდან ხარჯებში მუშას ხმა არ გააჩნდა, თუმცა კი მუშების ჯგუფს თან მოჰქონდა 3000 ლირის ზომის სოლიდური თანხა. ამ პირობებზე დათანხმება არ შეიძლებოდა და ჩემმა საუბარმა ბ-ნ მამულაიშვილთან ვერანაირ შედეგამდე ვერ მიგვიყვანა. მე გამიკვირდა, თუ როგორ შეეძლო კონსულს ამ პირობების მიღება, თუნდაც მათი განხილვისთვის. ამ საუბარში საინტერესოა ბ-ნ მამულაიშვილის ზოგიერთი დებულება. არ ვკამათობ, შესაძლოა იგი ხელმძღვანელობდა ყველაზე უფრო უკეთესი სურვილებით რომ ლტოლვილებს დახმარებოდა და გადაწყვიტა სუფთა შემოსავლის განსაზღვრისას მიზნად უწინარეს ყოვლისა ლტოლვითა ხვედრის უზრუნველყოფა, და შემდეგ უკვე მამულის სარგებელი დაესახა, მაგრამ, მაინც აუცილებელი გახლდათ მუშების ეს ჯგუფი მამულის მმართველობაში ყოფილიყო წარმოდგენილი შემოტანილი კაპიტალის შესაბამისად, რისი დაშვებაც მას არ უნდოდა. საუბარში მან გულახდილად აღიარა, რომ მას მუშები კი არ სჭირდება, რომლებიც მას ისედაც ბევრი ჰყავს და რომელთა შოვნაც ყველგან შეიძლება, არამედ 3000 ლირა, და რომ 3000 ლირას იგი იღებს ამ მუშების 6 თვის მანძილზე სურსათით უზრუნველყოფაში. მე მას შევთავაზე, რომ მას ფულს შეუტანენ ყოველთვიურად; იგი არ დამეთანხმა. აქ უნდა ვთქვა, რომ კონსტანტინოპოლში მაშინდელი სავაჭრო ბაზრის პირობებით 3000 ლირიდან შეიძლებოდა პროცენტებში ყოველთვიურად 200 ლირა და მეტიც მიგვეღო, ე. ი. შევიტანდით რა ყოველთვიურად მუშების კვების თანხებს, შეგვეძლებოდა მთელი ეს კაპიტალი თითქმის ხელუხლებლად შეგვენარჩუნებია. ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ კონსული ბ-ნ მამულაიშვილის მიერ შემოთავაზებულ იდეას იცავდა. ასეთი წინადადების მიუღებლობის მიუხედავად, კონსულმა სპეციალური სხდომა მოაწყო, სადაც ძალაუფლების მქონე ბობოლებიც იყვნენ მიწვეულნი (куда были приглашены и большие власть имущие). დებატები არ ყოფილა, ვინაიდან ამ წინადადების დამცველები არ აღმოჩნდნენ; ყვლამ ამ წინადადების მიუღებლობაზე ილაპარაკა. წინადადება უარყოფილ იქნა. უეჭველად ეს საქმე ლტოლვილებისთვის დახმარების მიზნით კი არ ყოფილა დაწყებული, არამედ იმისთვის, რომ ლტოლვილთა დახმარების გარეგნული სახით ბ-ნ მამულაიშვილისათვის 3000 ლირა მიეცათ.

კონსულს ძალიან უნდოდა, რომ ეს წინადადება მიღებული ყოფილიყო. აი ამის დამტკიცებაც. როცა პირველი საუბრისას მე წინააღმდეგ გამოთქვი, მაშინ მაინც დაბეჯითებით მოითხოვეს, რომ ლტოლვილებს გაეგზავნათ დელეგატები ამ პირობების ადგილზე გასაცნობად. ასე გაკეთეს კიდეც. ერთ-ერთი დელეგატი გახლდათ პოლკ. წიკლაური. მე კონსულის კაბინეტში ვიყავი და აღმაშფოთებელი სცენის მოწმეც შევიქენი. კაბინეტში პოლკ. წიკლაური შემოვიდა. იგი ერთ-ერთი მოსამსახურის მოხსენების შემდეგ შემოუშვეს. კონსული, იჯდა რა სავარძელში, უსმენდა პოლკ. წიკლაურს, რომელიც ამ საქმის შესახებ მოახსენებდა და მე უკიდურესად ვიყავი გაოცებული, როცა მან, ისე რომ არ მოერიდა არც პოლკ. წიკლაურის პიროვნებას, არც ჩემს იქ დასწრებას, ყვირილი დაუწყო პოლკ. წიკლაურს და მაგიდაზეც ხელს ურტყამდა. „თქვენ უნდა მიიღოთ ეს წინადადება, სხვანაირად ჩვენ თქვენდამი ყოველგვარ დახმარებაზე უარს ვიტყვით“. ეს უკვე იძულება გახლდათ. მე ვთხოვე მას არ გაფიცხებულიყო. უკვე შემდგომში, მიუთითებდა რა ამ წინადადების უიღბლობაზე, კონსული ჩემთან საუბრებში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ლტოლვილებს მუშაობა არ უნდოდათ. „ჩვენ მათ ვთავაზობდით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე წასულიყვნენ, ისინი კი არ დაგვეთანხმენ“, – ამბობდა იგი. შესაძლოა, ლტოლვილებს მართლაც არ უნდოდათ მუშაობა, მაგრამ აღწერილი ფაქტიდან მსგავსი დასკვნის გაკეთება ალბათ არ შეიძლებოდა. ვამტკიცებ, რომ მმართველებს არ ჰქონდათ სურვილი რომ ლტოლვილები რომელიმე სამუშაოსათვის მოემარჯვებიათ (приспособить беженцев к какой-либо работе).

მე ვცხოვრობდი ქავაქში, სოფელში შავი ზღვიდან ბოსფორის სრუტეში შემოსასვლელთან. ჩემგან ერთ ვერსზე უკვე ივნისსა თუ ივლისში ვიღაც ტემნიკოვი დასახლდა ერთ მიტოვებულ მამულში, 20 რუსი ადამიანის ჯგუფით. მესაკუთრემ მას რაღაც ფული ასესხა და ჩემს თვალწინ ხდებოდა მამულის კეთილმოწყობა; ცოტ-ცოტად ყიდულობდნენ ინვენტარს, სულიერსა და უსულოს. იგი ჩეხდა შეშას, აკეთებდა ნახშირს, წნავდა კალათებს, მოაშენა ბოსტანი, ფუტკრები, სკებსაც აკეთებდა; ხედავდნენ რა მის მუშაობას ამერიკელებმა იგი უზრუნველყჰვეს საკვებით ოქტომბრის თვემდე; მათგანვე ღებულობდა იგი ტანისამოსსა და ფეხსაცმელს. ოქტომბერში, როგორც მეუბნებოდა ტემნიკოვი, იგი სურსათით ივნისამდე იყო უზრუნველყოფილი. ეს გაკეთებულ იქნა არაფრისგან; მე ვიცი, რომ ამ საქმის დაწყების წინ ორ უკანასკნელ კვირას ტემნიკოვი მხოლოდ ჩაითა და პურით საზრდოობდა; ჯვრისწერის ბეჭდებიც კი იქნა გაყიდული. ხოლო ჩვენ, თუმცა გვქონდა ფული, შრომის ამ დარგში მაინც ვერავინ დავასაქმეთ (никого не приспособили к этой отрасли труда).

იყო კიდევ ერთი წინადადებაც. ჩვენი ბანაკის მახლობლად, ხუთ ვერსზე, რუსების ჯგუფმა სასოფლო-სამეურნეო კოლონია შექმნა; მათ სათავეში გენ. სლაშჩევ-კრიმსკი ედგა. ეს საქმე იყიდებოდა. საკონსულოში სხდომა იქნა დანიშნული ამ საკითხზე. მე ვესწრებოდი. სხდომაზე გადაწყდა გაეგზავნათ იქ კომისია საკითხის გამოსაკვლევად. კომისიის არჩევისას დამახასიათებელი გახლდათ ის, რომ კომისიაში არჩეულ იქნენ ადამიანები, რომლებიც სხდომაზე უარყოფითად გამოთქვამდნენ; ეს უკანასკნელები ამბობდნენ, რომ ლტოლვილები ისეთი ხალხი არიან, რომლებსაც არანაირი მუშაობის უნარი არ გააჩნიათ. კომისია ადგილზე გაემგზავრა და დაბრუნდა დასკვნით, რომ იჯარის გადმოცემისთვის დანიშნული ფასი ძალიან მაღალია და ღირებულებას არ შეესაბამება. ასე რომ ეს საქმეც ჩაიშალა. მეტი აღარ უძებნიათ. საერთოდ აღარ უძებნიათ. მამულაიშვილის წინადადება თვითონ მისგან მოდიოდა, ხოლო სლაშჩევსკის მამულთან დაკავშირებით კი ინიციატორები თავად ლტოლვილები გახლდნენ. არც საკონსულო, არც კომისიები სრულებით არ ეძებდნენ. პოვნა კი შესაძლებელი იყო, ვინაიდან სხვები ხომ პოულობდნენ.

კურიოზულია ის, რომ კონსტანტინოპოლში აღადგინეს შრომის მინისტრის თანამდებობა, ხოლო შემდეგ კი ხომერიკის თავმჯდომარეობით შრომითი კომისიაც შეიქმნა; არც შრომის მინისტრს, არც შრომით კომისიას არც ერთი ლტოლვილი სამუშაოზე არ მოუწყიათ. ვიმეორებ, ლტოლვილების რაიმე ხერხით მოწყობის სურვილი არ ყოფილა.

ახლა შევეხები საკითხს, თუ როგორ ზრუნავდნენ ლტოლვილთა ყოფისა და ცხოვრების შემსუბუქებისთვის. მე უკვე ვამბობდი, თუ როგორ პირობებში ცხოვრობდნენ ბანაკში. უარი თქვა რა დახმარების აღმოჩენაზე არტელების ორგანიზებისა და სამუშაოების მოძებნის აზრით, კომისიამ დაადგინა გაეხსნა ბანაკში სხვადასხვა დაწესებულებანი ლტოლვილთა მომსახურებისთვის. ორგანიზებულ იქნა სამეწაღეო სახელოსნო, სადალაქო და სანიტარული დახმარება. მომსახურე პერსონალი ბანაკის შემადგენლობიდან ფულად ანაზღაურებას კომისიისაგან ღებულობდა; მასალები და ინსტრუმენტები ასევე კომისიის სახსრებით იქნა შემოტანილი; მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი პრიმიტიული სახით. სულ დასაწყისში, აპრილში, კომისიაში დაისვა საკითხი ბანაკის გაყოფის შესახებ. ბანაკში შეიკრიბნენ ლტოლვილები, რომელთა შორის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ კაზაკები. გადმოგვცემდნენ, რომ კაზაკებსა და ქართველებს შორის ხდებოდა დავა და კამათები, და აი გადაწყვიტეს ქართველებისთვის სხვა ბანაკი შეექმნათ. ასეც გააკეთეს. იპოვნეს გაძარცვული ყაზარმები მეორე, ევროპულ ნაპირზე, სწორედ ძველი ბანაკის საპირისპიროდ და გადაწყვიტეს იქ მათთვის საცხოვრებელი მოეწყოთ. ამ საქმის ორგანიზებისთვის 400 ლირა გამოიყო და მუშაობასაც შეუდგნენ. შეისყიდეს ფიცრები, ლურსმნები და საქმესაც ხელი მიჰყვეს. ამერიკელებისგან ერთი კარავი იშოვნეს და 21 თუ 22 აპრილს ქართველები ახალ ადგილას გადაიყვანეს. აქ არ შემიძლია არ მივუთითო ერთ გარემოებაზე. გაცემული 400 ლირა საკმარისი არ აღმოჩნდა და მოახდინეს 200 ლირამდე გადახარჯვა; კომისიამ ეს ხარჯი დაამტკიცა. შემდეგ მომდევნო სხდომაზე გამოირკვა, რომ ანგარიში არასწორად იქნა შედგენილი. სახელდობრ, 60 ლირა პიასტრების გრაფაში ეწერა. ეს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნიეს. კომისიამ ეს თანხაც შეავსო. გაოცების ღირსია, რომ ანგარიშის წარმომდგენლებმა ხარჯებისთვის მათ მიერ გაცემულ თანხაში ასეთი უკმარისობა ანგარიშის წარმოდგენის მომენტში ვერ შენიშნეს. როგორ შეიძლება ვერ შაეჩნიო 60 ლირა დაიხარჯა თუ 60 პიასტრი.

სხვა ადგილზე ამ გადასვლის შესახებ მე ქავაქში ყოფნისას შევიტყე, და მაშინვე მივწერე წერილი, ვთხოვდი რა რომ ამ გადასვლით არ აჩქარებულიყვნენ, რომელიც ძველ ბანაკთან შედარებით არანაირ განსაკუთრებულ უპირატესობებს არ იძლეოდა, და ფულების დიდ ხარჯვას კი იწვევდა. ჩემს მისვლას არ დაელოდნენ და ეს საქმე უჩემოდ გადაწყვიტეს. ორი ბანაკის შენახვამ, ბუნებრივია, ბანაკზე ყოველთვიური ხარჯები გაზარდა. რაღაც დროის შემდეგ, ლტოლვილი ქალების ინიციატივით შეიქმნა ქალთა კომიტეტი ლტოლვილების დასახმარებლად. ამ კომიტეტმა მოაწყო საქველმოქმედო საღამო, შემდეგ მეორეც, და ნოემბრისთვის უკვე სახლი იქნა დაქირავებული, სადაც ლტოლვილთა რიცხვიდან რამდენიმე ოჯახი ჩაესახლა, რომლებიც მთავრობის კმაყოფაზე არ შედგებოდნენ. ამ ორგანიზაციის შემდგომი მუშაობა და ხვედრი მე არ ვიცი. ამ საზოგადოების თავმჯდომარე ე. ვ. მდივანი გახლდათ.

საკონსულოს კომისიის მიერ გამოთქმულ იქნა მზრუნველობა ლტოლვილებისთვის დახმარების ორგანიზების შესახებ სასწავლო დაწესებულებებში ბავშვების განთავსების აზრით. უწინარეს ყოვლისა შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, თუ ვის მიჰყავს ეს საქმე. იგი ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო და უსასრულობამდე გაიჭიმა. მე რამდენჯერმე მივაწოდე ცნობები ჩემი შვილების შესახებ, მაგრამ წარმატებას მაინც ვერ მივაღწიე. უკვე ოქტომბერ-ნოემბერში, როცა კონსტანტინოპოლში გადავედი და ცალკე დავიწყე ზრუნვა, მოვახერხე ჩემი შვილები ქალთა კათოლიკურ მონასტერში მომეთავსებია. ვიცი, რომ პოლკ. ჩხეიძემაც ვერ შესძლო მიეღწია ამ ორგანიზაციისგან დახმარებისთვის თავისი ვაჟიშვილების მოსაწყობად. ვფიქრობ, რომ არავის მიუღია დახმარება. შვილების შესახებ ჩვენი განცხადებები გენ. მდივანისთვის უნდა წარგევდგინა, რომელმაც აიღო კიდეც საკუთარ თავზე მთელი ზრუნვა და გარჯა ბავშვების სასწავლო დაწესებულებებში მოსაწყობად.

მახსენდება ლტოლვილებზე ზრუნის კიდევ ერთი სურათი. როცა ბანაკს აწყობდნენ, წამოიჭრა საკითხი თევზის ჭერისთვის მოწყობილობათა ყიდვის სასურველობაზე ამ საქმის ორგანიზების მიზნით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ საქმისთვის საჭირო ხარჯი მეტად მნიშვნლოვანია. გადაწყვიტეს მხოლოდ ნავი ეყიდათ, რომლის დიდი აუცილებლობაც იდგა იმ სურსათის მოსატანად, რომელიც ამერიკელებს ძველ ბანაკში მოჰქონდათ, და ქავაქიდან პურის ყოველდღიურად მოსატანადაც. ნავის ყიდვა კომენდანტს კი არ ჩააბარეს, არამედ ვიღაცას; როგორც კომისიაში ამბობდნენ, სპეციალისტს. ნავი ძველი იყიდეს და ორი კვირის შემდეგ მასში წყლის შეჟონვა დაიწყო, ნიჩბები დაიმტვრა, ამ ნიჩბებიდან ერთი მეორეზე უფრო დიდი იყო და და ერთ-ერთი მათგანი უკვე შეკეთებულიც გახლდათ, როცა ნავს ყიდულობდნენ. ახალი ნიჩბები იყიდეს, ნავის შეკეთებაც ყოველდღიურად დაიწყეს, მაგრამ მისით მგზავრობა უსაფრთხო სულაც არ ყოფილა. ნავში მგონი დაახლოებით 70 ლირა გადაიხადეს; შემდეგ ნიჩბებში დაახლოებით 10 ლირა, და მერე კი ყოველდღიური შეკეთებაც ფული ღირდა. ამასობაში ქავაქში, სადაც მე ვცხოვრობდი, მენავე შევაჭრების გარეშე გვთავაზობდა თითქმის სრულებით ახალ ნავს, გამართულს, იალქნითა და ახალი ნიჩბებით, 80 ლირად. ჩვენთან ყველაფერი ასე კეთდებოდა. ფული იხარჯებოდა, სარგებელი კი არაფერი იყო.

რათა დავასრულო ჩემი მოგონებები კონსტანტინოპოლის შესახებ, მოვიყვან ორ აღსანიშნავ ფაქტს. ეს გახლავთ სამხედრო სკოლისა და ქალაქების კავშირის ქონების ბედი. როგორც ზემოთ მივუთითე, ბათუმიდან გამოტანილი მთელი ქონება კომისიამ სახელმწიფოს მონაპოვრად გამოაცხადა და, შესაბამისად, მთავრობის სრულ განკარგულებაშიც. მე ერთხელ უკვე აღვნიშნე, თუ რა მიპასუხა კომისიამ, როცა განვაცხადე, რომ გვარდიის ჩინებმა მიიღეს ფული დადგენილ კმაყოფაზე ზევით; მიპასუხეს, რომ ეს ფული იმ ქონების გაყიდვით იქნა მიღებული, რომელიც გვარდიის შტაბმა გამოიტანა, და რომ უკანასკნელს უფლება ჰქონდა ის თავისი შეხედულებისდა მიხედვით განეკარგა. სამხედრო სკოლამ თითქმის მთელი თავისი ქონება ჩატვირთა და ბევრი ტანსაცმელიც ჩამოიტანა. ზაფხულში ვითხოვე ამ ტანსაცმლის ნაწილი გაეცათ, ვინაიდან იუნკრების სამოსელი საბოლოოდ შეილახა. დამპირდნენ და კომისიამაც ეს რამდენჯერმე დაადასტურა. საქმე იმ დრომდე გაიწელა, სანამ კანდელაკის სამთავრობო კომისიამ თავისი არსებობა არ დაასრულა. საქმე ამ ტანსაცმლის გაცემის შესახებ ბ-ნ ერაძესთან გადავიდა. მე მას კვირაში ორჯერ ვახსენებდი. მას არასოდეს უთქვამს უარი და ყოველ ჯერზე ამბობდა, რომ ყველა ზომას ღებულობს იმისთვის, რათა ეს ქონება მიიღოს და იუნკრებს გადასცეს. როცა მოთმინების ფიალა ამევსო, მაშინ გვარჯალაძეს მივმართე. უკანასკნელმა ჩემი თანდასწრებით მოიწვია ბ-ნი ერაძე და ჰკითხა მას, მაინც როდის მისცემენ იუნკრებს სამოსელს. გამოვიდა სტერეოტიპული პასუხი „ვღებულობ ზომებს“. საქმე ასე მოკვდა კიდეც, ხოლო რაღაც დროის შემდეგ იუნკრებმა, რომლებიც სტამბულში ერთ-ერთ სასადილოში შემთხვევით შევიდნენ, იქ თავიანთი სალოგინე თეთრეული იხილეს ზოგიერთი იუნკერის გვარების წარწერით. ასე მიიყვანეს ამ „ზომებმა“ იუნკერთა ქონება სტამბულის სასადილოებში.

ასე ვერ მოექცნენ ქალაქების კავშირის ქონებას, სადაც მეთაური ნ. ზ. ელიავა გახლდათ. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ ქალაქების კავშირის ქონებასთან მთავრობას არაფერი ესაქმება და იქიდან მას არაფერიც არ მისცა.

ლტოლვილთა ხვედრი ნაკლებად აწუხებდა ძალაუფლების მქონეთ. აი კიდევ ერთი შემთხვევა. არ მახსოვს რომელ თვეში, მაგრამ ერთხელ გამთენიისას მე ვიქენი გაღვიძებული. ბანაკიდან იუნკრები მოვიდნენ და გენ. ჩხეიძის მოხსენება გადმომცეს, რომ ღამით ბანაკს ყაჩაღები დაესხნენ თავს და ძარცვა მოახდინეს. გაძარცვულ იქნენ პირადად იგი და მასთან ერთ სახლში მცხოვრებნი მაიორი სულხანიშვილი და მ. წულუკიძე. გენ. ჩხეიძე და ზემოხსენებული პირები თავიანთი ოჯახებით ცალკე პატარა სახლში ცხოვრობდნენ სრუტის იქითა მხარეს, რომლის მახლობლადაც ბანაკი იყო განლაგებული; ეს პატარა სახლი ბანაკიდან ნახევარ ვერსზე იმყოფებოდა. კარები და ფანჯრები ამ სახლს არ ჰქონდა და ლაზი ყაჩაღები ღამით ბინაში თავისუფლად შევიდნენ. იარაღი არავის არ ჰქონდა. წაართვეს ფული, რაღაც ნივთები, რომელთა შორისაც გენ. ჩხეიძეს დაეკარგა ძვირფასი ხმალი, ერთ-ერთი იშვიათი ეგზემპლიარი მთელს კავკასიაში. მივიღე რა მოხსენება, გენ. ბაქრაძის თანხლებით, რომელიც მაშინ ჩემთან ცხოვრობდა, პოლიციაში გავემართე; იქ მითხრეს, რომ მე უნდა მეორე ნაპირის პოლიციაში განვაცხადო. გადავედი რა ბოსფორზე, უწინარეს ყოვლისა ჩვენს კონსულს გავუგზავნე ტელეგრამა, რომელშიც მომხდარის შესახებ შევატყობინე და ზომების მიღებაც ვთხოვე, შემდეგ კი პოლიციაში შესაბამისი განცხადებაც შევიტანე. იმავე მომენტში, ვისარგებლე რა პოლიციასთან ნაცნობობით, შიკრიკს გავატანე წერილი კონსულთან; ვთხოვდი მოეხერხებინა ნებართვის მიღება ბანაკში რამდენიმე შაშხანის მიცემის შესახებ. შემდეგ მივედი ბანაკში და მეორე დღეს საკონსულოში გავემგზავრე. კონსულმა სრული მზადყოფნა გამოთქვა, რომ დახმარება გაეწია და იარაღის მოცემაც გამოეთხოვა. მაგრამ, ჩემი თითქმის ყოველდღიური შეხსენებების მიუხედავად, საქმე არ იძროდა. ბანაკში კი ყოველ ღამეს უსიამოვნო საათებს განიცდიდნენ და ბევრი ქალბატონი მთელი ღამეებით ვერ იძინებდა, რადგანაც თავდასხმისა ეშინოდათ. ისიც უნდა ითქვას, რომ ყაზარმების მცველი თურქი ჯარისკაცები და ნაპირზე განლაგებული ზარბაზნებიც, უეჭველად, კავშირში იყვნენ ამ ყაჩაღებთან. თავდასხმის ღამეს ამ ჯარისკაცებმა სრული გულგრილობა გამოიჩინეს, ხოლო ერთი მათგანი კი, როგორც შემდეგ გამოირკვა, თავდასხმის მზადების შესახებ კიდეც აფრთხილებდა. კონსული ჩემი შეხსენებებისას ყოველივე მომხდარს ძალზედ ცივსისხლიანად ეკიდებოდა; დღე დღეს მისდევდა, იარაღს კი არ იძლეოდნენ; ასე გრძელდებოდა ორ კვირას, როცა ბანაკიდან საკონსულოში მივიდა გენ. ჩხეიძე ბანაკში არჩეულ დელეგატ, ექიმ კობერიძესთან ერთად. უკანასკნელმა გამოუცხადა, რომ იარაღის გარეშე ბანაკში ვერ გაემგზავრება. ასეთი ხერხი ჩემს მოთხოვნასა და ყიველდღიურ შეხსენებებზე უფრო ქმედითი აღმოჩნდა. მომდევნო დღეს 10 შაშხანა მისცეს. შემდგომში, უკვე შემოდგომაზე, გაცემული შაშხანები უკანვე მოითხოვეს. ჩემს განცხადებაზე კონსულისადმი, ხომ არ შეიძლება ითხოვოს შაშხანების დატოვება, კონსულმა მიპასუხა, რომ მან ითხოვა, მაგრამ ხელისუფალნი ამაზე არ თანხმდებიან და შემდეგ დაუმატა, რომ, შეიძლება, შაშხანების არარსებობამ აიძულოს ლტოლვილები უფრო მალე გაათავისუფლონ ბანაკი და ცალ-ცალკე წავიდნენ. დამახასიათებელია უმაღლეს ხარისხად.


თ ა ვ ი XXIX 


წერილი ნ. ნ. ჟორდანიასადმი და მისი პასუხიც 

ვზრუნავდი რა ლტოლვილებზე, რა თქმა უნდა, არაერთხელ განვაცხადე კომისიებში და კონსულთანაც ლტოლვილთა ამა თუ იმ გასაჭირის შესახებ; ამისადმი ყრუები რჩებოდნენ. ჯერ კიდევ აპრილში გადავწყვიტე მთავრობის თავმჯდომარისათვის წერილით მიმემართა, რომელშიც მას მაშინდელი ვითარება დავუხატე და ვთხოვდი ლტოლვილების ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებას. აი ჩემი წერილის ასლიც.

„დიდად პატივცემულო ნოე ნიკოლოზის ძევ. აუცილებლად ვთვლი შეგატყობინოთ აქ შექმნილი ვითარების შესახებ, უმთავრესად შევეხები რა სამხედროებს.  თ ქ ვ ე ნ,  ალბათ, ნოე ბესარიონის ძემ მოგახსენათ საერთო მდგომარეობის შესახებ; მე ვთხოვე მას მოეხსენებია  თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს,  კერძოდ, სამხედროების თაობაზე.  თ ქ ვ ე ნ ი  ბრძანება ყველა სახელმწიფო მოსამსახურის თავიანთი „თანამდებობებიდან“ განთავისუფლებისა და „ლტოლვილებად“ მათი ცნობის შესახებ კონსულის მიერ ამ აპრილის 2 რიცხვში გვექნა გამოცხადებული. ამ ბრძანებამ სამხედროებს შორის, არ ვიცი დანარჩენებთან როგორაა, მეტად უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ბრძანებით ყველა სამხედრო მთელი მსოფლიოს მოქალაქედ აღმოჩნდა გადაქცეული. ისინი გამოემგზავრნენ საქართველოდან, როგორც არ მქონენი შესაძლებლობისა დარჩენილიყვნენ საბჭოთა რეჟიმის ხელში და, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ აღიარონ საკუთარი თავი საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებად, სხვა საქართველო კი ჯერჯერობით არ არის. თავიანთი თანამდებობებიდან განთავისუფლებულნი ისინი იურიდიულად ახლა არაფერი აღარ არიან. ამასობაში საქართველოს მთავრობა არსებობს. თუ ისინი განთავისუფლებულ იქნენ თანამდებობებიდან იმიტომ, რომ არ არიან ის ნაწილები და დაწესებულებანი, რომელთა სათავეშიც ისინი იდგნენ, მაშინ ყველას ბუნებრივად დაებადა კითხვა: „როგორღა შეუძლია ასეთ შემთხვევაში არსებობა მთავრობას, თუ მას არც ხალხი ჰყავს და არც ტერიტორია გააჩნია? თუ მთავრობას არა აქვს ორგანოები, თუნდაც მომავალი მმართველობისათვის, მაშინ რაღას წარმოადგენს თავად იგი?“ თქვენი ბრძანების შემდეგ ხომ მიიღება რაღაც შერევა ცნებებისა და, როგორც შედეგი, გამომდინარეობს, ისპობა მთელი ორმხრივი ურთიერთობები მთავრობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის (იყო შემთხვევა, როცა ერთმა ბანაკში განაცხადა, რომ აქ დავრდომილთა თავშესაფარია და რომ მათ უფროსებად აქ გახლავან ამერიკელები; მართალია, ამის გამცხადებელი ქართველი არ ყოფილა), ყველანი თავისუფალი არიან თავიანთ მოქმედებებში და, თუ შემდგომში ისინი მთავრობისთვის საჭირო აღმოჩნდებიან, მათ უფლება აქვთ მთავრობას თავიანთ თანადგომაზე უარი უთხრან. ყველა განთავისუფლებულს შეუძლია უყურებდეს მთავრობას, როგორც კერძო პირებს, და ანგარიშს უწევდეს მათ იმდენად, რამდენადაც ამაზე იქნება მათი კეთილი ნება. ალბათ არ არის სასარგებლო და სასურველი ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება მოსამსახურეებისა, განსაკუთრებით კი სამხედროების. ამასთან ერთად სამხედროები ამ ბრძანების შემდეგ სრულებით თავისუფალი არიან იმაში, რომ თავად მოჰკიდონ ხელი საკუთარი ბედ-იღბლის წარმართვას; თვითონ მიმართავენ ყველას, მიუთითებენ რა შექმნილ მდგომარეობაზე; იქნება საჩივრები, დავა-კამათები, ლანძღვა-გინება პრესაში და სხვა. ყველაფერი ეს არავისთვის სასურველი არ არის. ყოველ შემთხვევაში სამხედრო ჯგუფი, ჩაყენებული ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობაში, ბუნებრივია თანდათანობით გაიფანტება. სხვა გამოსავალი მას არ ექნება. და რადგან ეს ასეა, ყველას უფლება აქვს იფიქროს, რომ იგი უკვე საჭირო აღარ არის და რომ მას მსოფლიო ყოფიერების ზღვაში გადაისვრიან, და საკუთარი ბედის ანაბარა სტოვებენ, სწორედ მას შემდეგ, როცა იგი ბოლომდე დარჩა ერთგული მთავრობისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის მართვის სადავეები ეპყრა ხელში. ძნელად თუ იქნება ეს მდგომარეობა, რომელშიც ახლა ჩავარდა სამხედრო, ჯილდო მისი უანგარო, თავდადებული სამსახურისათვის. მე ველაპარაკე ამის შესახებ ნოე ბესარიონის ძეს; იგი დამეთანხმა და გამოხატა შეხედულება, რომ სამხედრო ჯგუფი არ უნდა გაიფანტოს (გაიწოვოს, не должна рассосаться) და დამპირდა ამის შეცვლას, დაელაპარაკებოდა რა აქ მთავრობის წევრებს. მაგრამ იგი გამოემგზავრა და, ალბათ,  თ ქ ვ ე ნ  ამის შესახებ მოგახსენათ. მე დაჟინებით გთხოვთ, რომ  თ ქ ვ ე ნ  ეს ბრძანება გააუქმოთ. შეიძლება არც კი გამოსცეთ რაიმე ახალი; ბუნებრივად და უბრალოდ თითოეული უკვე განთავისუფლდა თავისი მოვალეობების ფაქტიური შესრულებისაგან ნაწილებისა და დაწესებულებათა არქონის გამო, თუმცა კი უწინდებურად ჩაითვლება იმ თანამდებობაზე, რომელიც ადრე ეკავა. ჩემი თავის გამო არ ვზრუნავ. მთავრობას ყოველთვის აქვს უფლება გაუშვას ესა თუ ის თანამდებობის პირი და შეცვალოს იგი სხვით, და ამ საკითხის განხილვაში მე არ შევალ. აქ არის სამთავრობო კომისია. იგი შედგება თავმჯდომარის ბ-ნ კანდელაკის და წევრების ბ-ნების ერაძის, ჩხიკვიშვილის, კონსულ სურგულაძისა და მ. წერეთლისგან. ქართველების რიცხვიდან მთავარ მასას შეადგენენ სამხედროები, ისინი 200-ზე მეტნი არიან. ანგარიშს ვუწევ რა მათ განწყობას, მე აღვძარი საკითხი სამთავრობო კომისიაში ერთი სამხედროს შეყვანის თაობაზე ჩემგან დანიშვნის ან თავად სამხედროთაგან არჩევის მიხედვით. ამის შესახებ ველაპარაკე სურგულაძეს და მან ორი-სამი დღის შემდეგ, როგორც ჩანს დაელაპარაკა რა სამთავრობო კომისიის წევრებს, მითხრა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ვინაიდან კომისიის შემადგენლობა მთავრობის მიერაა დანიშნული, და იქ ვინმეს შეყვანა მხოლოდ მთავრობის განკარგულებით თუ შეიძლებაო. ამასობაში, გუშინ შევიტყვე, რომ გამგზავრებული მ. წერეთლის ნაცვლად კომისიის შემადგენლობაში შეყვანილია გენ. მდივანი თავად კომისიისავე განკარგულებით. რაღაც უცნაური და გაუგებარი გამოვიდა. სამხედროები თავიანთი შემდგომი ბედით არიან შეშფოთებულნი. ისინი ხედავენ, რომ მათ აჭმევენ ამერიკელები; აძლევენ, მართალია ნაწილობრივ, ტანსაცმელს, თეთრეულს, ფეხსაცმელს. ამასობაში მთავრობამ მატერიალური დახმარება არ აღმოუჩინა, ხოლო მორალური აზრით კი, გაანთავისუფლა რა ყველანი სამსახურიდან და გადააქცია რა ლტოლვილებად, თითქოსდა თავად ისიც უთხრა, რომ ისინი მთავრობას უკვე აღარ სჭირდებიან, ე. ი. სხვანაირად რომ ვთქვათ საქართველოსაც აღარ სჭირდებიან. სამხედროები, არ თვლიან რა ამერიკულ კმაყოფას უზრუნველყოფად, ჩემი მეშვეობით ეკითხებიან მთავრობას, თუ რით და რა დროით უზრუნველყოფს მათ მთავრობა. ნოე ბესარიონის ძემ ამაზე ვერ მიპასუხა და ჩემი თხოვნით  თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს  უნდა მოეხსენებია. ამაზე პასუხს ვითხოვ  თ ქ ვ ე ნ გ ა ნ.  სამთავრობო კომისიამ დაადგინა მათთვის, ვისაც მთავრობა თავის კმაყოფაზე იყვანს, სახარჯო ფულები: 1-ლი კატეგორიისთვის
– გენერლებისა და შესაბამისი ჩინებისთვის – 8 ლირა თვეში
მე-2 კატეგორიისთვის – შტაბ-ოფიცრებისა – 6
მე-3 კატეგორიისთვის – ობერ-ოფიცრებისა – 4
მე-4 კატეგორიისთვის – ჯარისკაცებისა – 3
გარდა ამისა ოჯახის თითოეულ წევრზე – 1 ლირა.

ასეთი გადაწყვეტილებით სამხედრო მოსამსახურენი დაკმაყოფილებული ვერ აღმოჩნდნენ და მთხოვეს გამომეთხოვა მათთვის შემდეგი სახარჯო ფულები:

1-ლი კატეგორიისთვის – 12 ლირა
მე-2 კატეგორიისთვის – 10
მე-3 კატეგორიისთვის – 6
მე-4 კატეგორიისთვის – 3

და ოჯახის თითოეულ წევრზე 3–3 ლირა. სამთავრობო კომისია ამოდიოდა იმ მოსაზრებიდან, რომ ფული არ არის და რომ სახარჯო ფულებისთვის მას შეუძლია გამოჰყოს მხოლოდ 1500 ლირა და ისიც მხოლოდ პირველ თვეზე, ხოლო მეორეზე კი, შეიძლება, ესეც აღარ იყოს. მეორე ციფრები იწვევს ყველაზე ხარჯს დაახლოებით 750 ლირას 1500 ლირაზე ზევით და მე ვურჩევდი, თუნდაც პირველი თვისათვის, გაეცათ იმ მინიმუმის მიხედვით, რომელსაც სამხედროები ითხოვდნენ. სამხედროები ამოდიოდნენ შემდეგი მოსაზრებებიდან. სამთავრობო კომისიის მიერ დადგენილი სახარჯო ფულები არ ჰყოფნით, როგორც იტყვიან, თამბაქოზეც. ამასობაში ევაკუაციაში ყველანი წამოვიდნენ იმაში, რაც მათ ტანზე ეცვათ, რის შედეგადაც ხომ უნდა იყიდონ თუნდაც ერთი წყვილი საცვალი (ამერიკელებმა მხოლოდ თითო მისცეს), ცხვირსახოცი, პირსახოცი, აგრეთვე შემდგომში, ხოლო ზოგიერთებმა კი ახლაც, ფეხსაცმელი; გარდა ამისა თითოეულს უხდება შეიძინოს გამოყენების პირველი აუცილებელი საგნები, განსაკუთრებით ოჯახის პატრონებს; ეს წვრილმანები,  თ ქ ვ ე ნ  თავად იცით, ძალზედ ბევრია. გარდა ამისა ხომ არ შეიძლება ცხოვრების უსაქმურობაში გატარება; უნდა იქნან დაკავებული თუნდაც თვითგანათლებით, თუნდაც ერთ-ერთი ენის შესწავლით; ამისთვის საჭიროა სახელმძღვანელოების, წერილობითი მასალების შეძენა; ბოლოს კი სკამის, მაგიდისა. ჩემთვის ნათელია, რომ მთელი ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე რა თქმა უნდა, ვერ იქნება საკმარისი ის ფულები, რომელსაც სამხედროები ითხოვდნენ. სამხედროებს, ყურად იღებდნენ რა სამთავრობო კომისიის ბუნებრივად შევიწროვებულ მდგომარეობას ფულადი მიმართებით, მაინც არ შეეძლოთ შეჩერებულიყცნენ სხვა ციფრებზე, გარდა მათ მიერ თხოვნილისა, და კატეგორიულად განაცხადეს, რომ 4–6–8 ლირას არ აიღებენ, ვინაიდან ეს წარმოადგენს არა კმაყოფაზე ყოფნას, როგორც მთავრობის მიერ იყო დაპირებული, არამედ ფიქტიურ დახმარებას. მე ვურჩევდი სამთავრობო კომისიას ეშოვნათ აუცილებელი 750 ლირა სესხის აღების გზით, მაგრამ მიპასუხეს, რომ ისინი ამაზე მთარობის მიერ უფლებამოსილი არ არიან. სამხედროთა მიერ სახარჯო ფულების აღებაზე უარის თქმა ქმნის არასასურველ ვითარებას და მე ძალიან გთხოვთ გამოძებნოთ სახსრები მათი სურვილის დაკმაყოფილებისათვის, და, უნდა ვაღიაროთ, რომ მათი სურვილები წარმოადგენს მინიმუმს სურვილებისა და სრულებით არ შეესაბამება ნამდვილ მოთხოვნილებას. მათი სურვილის დასაცავად უნდა ვთქვა შემდეგი. იმაზე უწინ, სანამ იმოქმედებ, ხომ უნდა არსებობდე. ოფიცრები კი ხედავენ, რომ  თ ქ ვ ე ნ ს ა  და საგარეო საქმეთა მინისტრს გარდა აქედან გაემგზავრნენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი, თანაც ოჯახებით. ეს გამგზავრებული პირები ხომ ვერ შეიძლება იქნენ აქტიური მოღვაწეები ჩვენი სამშობლოს მომავალი ბედის მოწყობისათვის; ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით შეიძლებოდა ისინი არ გადაგეყვანათ, რადგანაც მათში ძნელად თუ იქნებოდა ასეთი საჩქარო აუცილებლობა. ხოლო მათმა გამომგზავრებამ კი ზედმეტი ხარჯები გამოიწვია, ალბათ იმაზე არანაკლები, რომელიც საკმარისი იქნებოდა სახარჯო ფულების გასაზრდელად. ძალზედ ბევრი ხმები დადის საერთოდ ხარჯებთან მიმართებაში, რომლებსაც აქ სამთავრობო კომისია ეწევა; დაწვრილებით ამბებზე ლაპარაკი არ ღირს,  თ ქ ვ ე ნ,  ალბათ, გესმით თუ ეს როგორ ტონებში გადაიცემა. ამ მიზნით მე ვთხოვე ნოე ბესარიონის ძეს დაესვა საკითხი საკონტროლო ორგანოს შესახებ და, ყველანაირი ხმების შეწყვეტისთვის, ამ ორგანოში სამხედროს შეყვანის შესახებაც ჩვენგან დანიშვნის მიხედვით. ნოე ბესარიონის ძემ თქვა, რომ ასეთი ორგანო არის და რომ იქ სამხედროს შეყვანის წინააღმდეგ პრინციპში არაფერი გააჩნია. საერთოდ, კონტროლის აუცილებლობა ყველასთვის ნათელია. მაგრამ, ჯერჯერობით ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. აუცილებელია ამის რაც შეიძლება მალე გაკეთება. აქ არის შრომის კომისია, მაგრამ ამ დრომდე რეალურად მას თავი ჯერ არ გამოუჩენია; სულ მცირე სამხედროებთან მიმართებაში. უნდა გითხრათ, რომ სამხედროებს შორის გარკვევით ლაპარაკობენ: „იქ, სამშობლოში ხდებოდა დაყოფა ჩვენებად და არაჩვენებად, ოფიცრებს არაჩვენების რიცხვს აკუთვნებდნენ; ახლა უცხოეთშიც სწორედ იგივე გრძელდება“. მე ვთვლი, რომ ჩვენი შინაური საქმეები და ყოველგვარი ანგარიშები ჩვენს შორის უნდა დარჩეს, მაგრამ მეშინია, რომ იქმნება ისეთი ვითარება, როცა ჩხუბის ქოხიდან გატანის აღკვეთა შეუძლებელი შეიქნება. ძალზედ გულმხურვალედ ჰგმობენ 3 ავტომობილის პარიზში გამოგზავნას, რაც დიდ ხარჯებს იწვევს; ეს იმ დროს, როცა აქ დარჩენილებს მინიმუმზე უარს ეუბნებიან. თითქოსდა საკმარისი იყო ერთი ავტომობილის გამოგზავნა.  თ ქ ვ ე ნ,  ალბათ, გახსოვთ მთავრობის სხდომა  თ ქ ვ ე ნ თ ა ნ  ვაგონში, როცა წყდებოდა საკითხი მათ დაკმაყოფილებაზე, ვინც გაემგზავრა საქართველოდან, და როცა გადაწყდა ყველა მსურველი წაგეყვანათ. მაშინ საკითხი ფულადი კმაყოფის შესახებ გადაწყვეტილ იქნა იმ აზრით, რომ მისი ზომა გამორკვეული სახსრების და მიხედვით იქნება დადგენილი. ამ სხდომაზე, თუ გახსოვთ, ე. პ. გეგეჭკორი ლაპარაკობდა ყველას კომუნალურ საწყისებზე ცხოვრების შესახებ. ავტომობილების გადმოგზავნის ფაქტიდან, რომელმაც ზედმეტი ხარჯები გამოიწვია, ეს არ ჩანს. ამრიგად, ვაჯამებ რა ნათქვამს, აუცილებელია მივიღო პასუხები შემდეგ კითხვებზე. 1) რას წარმოადგენენ ყველა მოსამსახურენი? როგორია მათი ორმხრივი ორთიერთობები მთავრობასთან? 2) როგორია აქ დარჩენილი კომისიების უფლებები და უფლებამოსილებანი და ვის აქვს მათი შემადგენლობის შეცვლის უფლება? 3) რით და რა ვადით, თუნდაც მიახლოებით, იღებს ვალად მთავრობა უზრუნველყოს ისინი, ვინც თავის კმაყოფაზე აიყვანა? 4) სახარჯო (ჯიბის) ფულების ზომების გაზრდის შესახებ იმ ციფრებამდე, რომლებსაც სამხედრო მოსამსახურეები თხოულობენ. 5) სახელმწიფო კონტროლის ორგანოს დაარსებისა და მასში ერთი სამხედროს ჩემი დანიშვნით შეყვანის შესახებ. 6) შრომის კომისიაში ერთი სამხედროს შეყვანისა და საერთოდ ყველა ახლად წარმოქმნილ კომისიაში სამხედროების, როგორც სამხედრო ჯგუფის წარმომადგენელთა შეყვანაზე საკითხის პრინციპულად გადაწყვეტის შესახებ.

ვრჩები ყოველთვის  თ ქ ვ ე ნ ი  პატივისმცემელი გიორგი კვინიტაძე.
1921 წლის 26 აპრილი.

სწორია: მაიორი გოცირიძე.

ვკითხულობ რა ახლა ამ წერილს, ის მე მეტად გულუბრყვილო მეჩვენება. მე მჯეროდა, რომ ნამდვილად ცოტაა ფული. მახსოვს მთავრობის წევრთა გამგზავრების შემდეგ ძალაუფლების მქონენი ლაპარაკობდნენ, რომ მთავრობის წევრებმა თან მხოლოდ 700 ლირა წაიღეს, და ღმერთმა უწყის პარიზში როგორ იცხოვრებენო. სესხის აღების იმედს გამოთქვამდნენ.

ჩემს წერილზე არანაირი პასუხი არ მიმიღია. მხოლოდ ა. ი. ჩხენკელისადმი ჩემი წერილისა და მთავრობის თავმჯდომარისადმი ხელმეორედ მიმართვის შემდეგ, რომელშიც მივუთითებდი, რომ პასუხის მიუღებლობამ წამართვა შესაძლებლობა გავაგრძელო მასთან მიმოწერა, მივიღე პასუხი. ჩემი ხელმეორე მიმართვა ნ. ნ. ჟორდანიასადმი გამოწვეული იყო ჩემი სურვილით გავმგზავრებულიყავი საცხოვრებლად პარიზში; ამავე წერილში პროტესტს ვაცხადებდი ჩემთვის შენახვის თანხის (содержание) შემცირების გამოც. საქმე იმაშია, რომ 1-ლი აგვისტოდან პარიზში შედგენილ იქნა სმეტა, რომლის მიხედვითაც ყველას შენახვის თანხები განისაზღვრებოდა. ამ სმეტის მიხედვით შემიმცირეს კმაყოფა 180 ლირამდე თვეში, ნაცვლად 200-ისა, რომელიც მანამდე მეძლეოდა. თუმცა კი ჩემი პირადი საქმეებისა და ურთიერთობათა შესახებ მოგვიანებით ვიტყვი; ახლა მოვიყვან სიტყვა-სიტყვით ნ. ნ. ჟორდანიას წერილს, რომელიც იქცა პასუხად ჩემს 1-ლ, მეორე და მესამე წერილებზე. აი ისიც:

28.8.21 პარიზი.

დიდად პატივცემულო გიორგი ივანეს ძევ. მე  თ ქ ვ ე ნ ი  ორივე წერილი მივიღე. პირადად არ მიპასუხია პირველ წერილზე, რადგანაც არსებითად მთავრობამ უპასუხა:  თ ქ ვ ე ნ ს  მიერ ამ წერილში წამოწეული საკითხები განიხილებოდა მთავრობაში და გადაწყვეტილებებიც გეცნობათ. ამ გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ შემოპასუხებანი არ მიმიღია. რაც შეეხება მეორე საკითხს, ის გაუგებრობაზეა დამყარებული.  თ ქ ვ ე ნ  არავის მიუჯაჭვიხართ კონსტანტინოპოლზე. შეგიძლიათ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში იცხოვროთ, ჩვენ ვისურვებდით, რომ ავტორიტეტის მქონე სამხედროთაგან ვინმე ჯერჯერობით ცხოვრობდეს კონსტანტინოპოლში; თუ თ ქ ვ ე ნ არა, მაშინ ზაქარიაძე. მე სავსებით გეთანხმებით, რომ ძალზედ სასურველი იქნებოდა, რათა ჩვენი სამხედროები გამგზავრებულიყვნენ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და გაცნობოდნენ იქ სამხედრო საქმის დაყენებას. ჩვენ ამის შესახებ თ ქ ვ ე ნ უკვე გწერდით და შემოგთავაზეთ გადასულიყავით დაბალი ვალუტის მქონე ქვეყნებში: გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში და ა. შ. ან პოლონეთში, იუგოსლავიაში, სადაც შეიძლება რუსული ენითაც იოლად გახვიდე. იმ ჯამაგირით, რასაც იქ ღებულობთ, უკეთესად შეგიძლიათ ამ ქვეყანაში იცხოვროთ. მაგრამ რატომ არავინ გვეპასუხება ამ დრომდე ჩვენს წინადადებაზე? აი თ ქ ვ ე ნ მოკიდეთ ხელი, შეკრიბეთ ჯგუფი და გაემგზავრეთ პოლონეთში, სადაც ფრანგები განაგებენ ბევრ რამეს და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იქ საგანთა მდგომარეობა. ცხოვრება იქ სამჯერ უფრო იაფია კონსტანტინოპოლთან შედარებით და რუსული ენითაც იოლად გახვალთ; იქიდან ესტუმრებით რუმინეთსაც, ესტონეთსაც და ა. შ. რაც შეეხება ჯამაგირის შემცირებას, ეს მარტო თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს არ გაუკეთებიათ, არამედ ჩვენ ყველასთვის; თქვენ შეგიმცირეს 200 ფრაკით, აქ კი ყველას შეუმცირეს 500 ფრანკით. ასე რომ თ ქ ვ ე ნ წყენის საფუძველი არა გაქვთ, შემცირებები თავად ჩვენთვისაც მოახდინეს; ყველაფერი რომ რამდენიმე თვეში დავხარჯოთ, მაშინ რაღა გვაქვს – რომ შემდეგ გავაკეთოთ (если в несколько месяцев истратили все, что у нас есть – что бы сделали потом). ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოს დაცვას ემსახურებოდნენ, ჩვენ ბედის ანაბარად არასოდეს მივატოვებთ და არ მოვითხოვთ, რომ ისინი უკანვე გაემგზავრონ; ჩვენ დიდი დანაშაული ჩავიდინეთ, რომ მარკოზაშვილი თან არ წამოვიყვანეთ. მაგრამ კონსტანტინოპოლში ისეთი სამხედროებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ომში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდნენ; მათ მიმართ კი ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია. სირიაში გვთავაზობენ ძალიან კარგ პირობებს ჩვენი იუნკრებისთვის; ჰავა იქ კარგია; უფრო დაწვრილებით თ ქ ვ ე ნ გამოჰკითხეთ იქ სირიული არმიის წარმომადგენელს. გვთავაზობენ შეადგინონ ქართველებისგან სპეციალური რაზმი სპეციალური მიზნებისთვის, ე. ი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები იქ თავს გამოიჩენენ; მაგრამ, მთავარია, გრძელი ვადით არ გვიბოჭავენ ხელ-ფეხს; განსაზღვრულია ხუთი წელი, მაგრამ შეიძლება ასევე ერთი წლის შემდეგაც. თუ ჩვენში რაიმე გაჩაღდება, ყველას უკანვე წამოვიყვანთ. აი, მგონი, ყველაფერია. ხელს გართმევთ, სალამი გადაეცით ზაქარიაძეს.

ნ. ნ. ჟორდანია.

რაღა უნდა ვთქვა, წერილი შესანიშნავია, მაგრამ როგორც ყოველთვის, მათი საქმეები სიტყვას შორდება. მთავრობის თავმჯდომარე თავის წერილს იწყებს იმით, რომ „მიხსნის“ თუ რატომ არ მიპასუხა, და მიხსნის იმით, რომ მთავრობამ უკვე გვიპასუხა ჩემს მიერ წამოჭრილ საკითხებზე და უმატებს, რომ შეკამათებანი ამ გადაწყვეტილებებზე არ მიუღია. მაგრამ, სინამდვილეში, არც ერთ კითხვაზე პასუხი გაცემული არ ყოფილა. ჩემი წერილი გაგზავნილია 28 აპრილს; პასუხი დათარიღებულია 28 აგვისტოთი. მე უნდა მივუთითო ერთ გარემოებაზე. ჩემი ზემოხსენებული წერილი კონსულთან იდო ორ კვირას, ჩემი არაერთი შეხსენების მიუხედავად და მხოლოდ, როცა ვითხოვე იგი ჩემთვის უკანვე დაებრუნებიათ, მაშინ კი გაგზავნილ იქნა. შემდეგი წერილები მე უკვე პირადად გავგზავნე. ამ დროის მანძილზე კონსტანტინოპოლში, მმართველ სფეროებში, მოხდა შემდეგი ცვლილებები. სამთავრობო კომისიამ, ჯერ კიდევ აპრილში, თვითონ თავის შემადგენლობაში შეიყვანა გენ. მდივანი, თუმცა კი, ჩემი პირველი განცხადების დროს, რომ ეს გაეკეთებინათ, უარით მიპასუხა, მიუთითებდა რა იმაზე, რომ ამ კომისიის პირადი შემადგენლობა მთავრობის განკარგულებითაა შედგენილიო. ივლისის თვეში ამ კომისიამ საკუთარი თავი გააუქმა და შექმნა ახალი ლტოლვილთა კომისია. ლტოლვილთა ძველი კომისია, სადაც ბ. ჩხიკვიშვილი თავმჯდომარეობდა, გაუქმებულ იქნა. მის ნაცვლად კონსულის თავმჯდომარეობით შეიქმნა კომისია, რომელსაც ლტოლვილების საქმეები ეკისრებოდა. იგი შედგებოდა თავმჯდომარის, ბ-ნი კონსულისა და ორი წევრისგან: გენ. ზაქარიაძისა და ბ-ნ გეგელაშვილისგან. უნდა აღვნიშნო, რომ გენ. მდივნისა და გენ. ზაქარიაძის დანიშვნები მოხდენილ იქნა არა მარტო ჩემი თანხმობის გარეშე, არამედ ჩემი აზრი არც კი უკითხავთ. გენ. ჩხეტიანი კი, ჩემს მიერ დანიშნული სულ თავიდანვე ბ. ჩხიკვიშვილის კომისიაში, წამოვიდა კომისიიდან, რადგანაც შეუძლებლად მიიჩნევდა შექმნილ პირობებში მუშაობას, როცა ყველაზე უფრო მეტად ზრუნავდნენ ლტოლვილების გაფანტვაზე, და არა მათი ბედის მოწყობაზე. თუ შევადარებთ კომისიებში სამხედროთა მოხდენილ დანიშვნებს იმ გარემოებასთან, რომ მე არ მაძლევდნენ შესაძლებლობას ამ დანიშვნების მოსახდენად, ნათელია, თუ ძალაუფლების მქონენი რითი ხელმძღვანელობდნენ. არც გენ. მდივანი, არც გენ. ზაქარიაძე, თავიანთი ხასიათით, არ შეიძლებოდა ამ კომისიებში ყოფილიყვნენ ის პირები, რომლებიც მტკიცედ დაიცავდნენ სამხედროთა ინტერესებს.

შემდეგ, 1-ლი აგვისტოსთვის შედგენილ იქნა სია იმ ოფიცრებისა, რომლებსაც მთავრობა იყვანდა თავის კმაყოფაზე და რომელთათვისაც განისაზღვრა შენახვის ჯამაგირი. მთავრობის თავმჯდომარის საპასუხო წერილში აღსანიშნავია ის, რომ სიტყვაც არ არის ნათქვამი საკონტროლო ორგანოს შესახებ.


თ ა ვ ი XXX 

იუნკრების ბედი. – მთავრობის გადაწყვეტილება საზღვარგარეთ ჩემი საცხოვრებელი ადგილის შესახებ 


იუნკრების ბედი 

იყო კიდევ საკითხი; ეს გახლდათ იუნკრების შესახებ. აი მისი ისტორია. იუნკრები კონსტანტინოპოლში ჩამოვიდნენ 69 ადამიანი. როცა გამოირკვა, რომ გადის თვეები, ხოლო ლტოლვილების ხვედრი კი, და კერძოდ იუნკრებისა, არა მარტო ვერ ირკვევა, არამედ, პირიქით, ისინი საკუთარ თავს არიან მინდობილნი, მაშინ 14 იუნკერი სამშობლოში სახლებში დაბრუნდა. ძალაუფლების მქონეთა მიერ ამასობაში მიღებულ იქნა ზომები სამშობლოში დასაბრუნებლად. მე უკვე ვილაპარაკე ამის შესახებ. ლტოლვილების ნაწილი დაბრუნდა; ოფიცერთაგან მხოლოდ ერთეულნი თუ დაბრუნდნენ. არასამხედროთაგან, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, მეტ-ნაკლებად ბევრი გვარდიელი დაბრუნდა, რომელთა შორის გვარდიის შტაბის რამდენიმე წევრიც იმყოფებოდა. მაგრამ ეს კონსტანტინოპოლში ჩვენი ყოფნის სულ დასაწყისშივე იქნა გაკეთებული. როცა ამ ზომამ მოსალოდნელი შედეგები ვერ მისცათ, მაშინ ძალაუფლების მქონეებმა გადაწყვიტეს სხვა ზომა გამოეყენებიათ, სახელდობრ კი, მხოლოდ იმათი სია შეედგინათ, ვისაც არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება. ამ ზომამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ იმ სამხედროების რიცხვი, რომლებიც მთავრობას თავის კმაყოფაზე უნდა აეყვანა, მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული, ხოლო არასამხედროთა რიცხვი კი მნიშვნელოვნად გაზრდილი აღმოჩნდა. „ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოს ემსახურებოდნენ, ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ბედის ანაბარად და არ მოვითხოვთ, რომ ისინი უკანვე გაემგზავრონ“... წერს თავის წერილში მთავრობის თავმჯდომარე. ამასობაში კი კონსტანტინოპოლში ღებულობდნენ ზომებს ამ სიტყვების სრულიად საწინააღმდეგოს. მაგრამ ძალაუფლების მქონეთა სიტყვები ჩვეულებრივ საქმეებს შორდებოდა. დარჩენილი იუნკრების შესახებ (14 იუნკერის გამგზავრების შემდეგ) საკითხი ღიად რჩებოდა. ლტოლვილების შესახებ საკითხების განხილვისას, და კერძოდ სამხედროთა შესახებაც, მე უკვე აღარ მეძახდნენ. თანდათანობით ამისგან განზე მაყენებდნენ. მაგრამ ამის შესახებ შემდეგ. იუნკრებზე ზრუნვაში მე არაერთხელ მივმართე არა მარტო ჩვენი მთავრობის მიერ რწმუნებულ კ. გ. გვარჯალაძეს, არამედ პარიზშიც წერილებით თავად მთავრობას. ჩემი შუამდგომლობების შედეგი გახლდათ ის, რომ 5 იუნკერი საფრანგეთში ერთ-ერთ სამხედრო სკოლაში მოათავსეს. დანარჩენები კი კონსტანტინოპოლში ჩვენი ძალაუფლების მქონეთა მიერ გადაწყვეტილ იქნა სამშობლოში გაეგზავნათ. მაგრამ ამაზე უწინ გვარჯალაძე ჩემთან ერთად სტუმრობდა სერბეთის, იტალიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან; ჩვენ ვთხოვდით ისინი მათ სამხედრო¬-სასწავლო დაწესებულებებში განეთავსებიათ. პასუხი შემდგომში უარყოფითი აღმოჩნდა. თუმცა კი მოხერხდა 20 იუნკერის საბერძნეთში, სამხედრო სკოლაში განთავსება. ამრიგად კიდევ დაახლოებით ოცდაათი რჩებოდა. მათ მიმართებაში, როგორც ზემოთ უკვე მივუთითე, ძალაუფლების მქონეთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ისინი სამშობლოში გაეგზავნათ. როცა იუნკრებმა ამის შესახებ შეიტყვეს, მაშინ მათ გამგზავრებაზე უარი განაცხადეს. მე არ ვერეოდი ამ საქმეში, ვინაიდან იუნკერთა შესახებ მთელ საკითხს ჩემს გარეშე აწარმოებდნენ, თუ არ ჩავთვლით ჩემს ერთადერთ მგზავრობას, კ. გ. გვარჯალაძესთან ერთობლივად, უცხოელ წარმომადგენლებთან.

წააწყდნენ რა იუნკერთა წინააღმდეგობას, გადაწყვიტეს ჩემთვის მოემართათ, ე. ი. რათა მე მებრძანებია იუნკრებისთვის სახლში დაბრუნებულიყვნენ. როცა კ. გ. გვარჯალაძემ მე ამის შესახებ მითხრა, მე ვუპასუხე, რომ რადგანაც მთელი საქმე ჩემს გარეშე მიჰყავდათ, მაშინ ახლა მე არ ვერევი და დაე თვითონ უშუალოდ მისცენ იუნკრებს ბრძანება სამშობლოში გამგზავრების შესახებ, როგორც ისინი ადრე აძლევდნენ ბრძანებებს ჩემს გარეშე, ზოგადად, სამხედროებს, და კერძოდ იუნკრებსაც. მაშინ მოწყობილ იქნა პოლიტიკურ მოღვაწეთა დიდი სხდომა მთავრობის რწმუნებულის თავმჯდომარეობით. ამ სხდომაზე თავიდან გადაწყვიტეს, რომ მე მებრძანა იუნკრებისთვის სამშობლოში გამგზავრება. მე უარი ვთქვი და მივუთითე, რომ არ შემიძლია ასეთი ბრძანების გაცემა, რადგანაც არასოდეს მიმიცია ისეთი ბრძანებები, რომლებიც შეიძლებოდა არ ყოფილიყო აღსრულებული. მოცემულ შემთხვევაში იურიდიულად მე უფლება არ მქონდა ასეთი ბრძანებები გამეცა, ვინაიდან უკვე განთავისუფლებული გახლდით მთავარსარდლის თანამდებობიდან. ზნეობრივი მხრით კი მე ვიძლევი ისეთ ბრძანებებს, რომლებიც მე თავად შემიძლია შევასრულო, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მე თვითონ უნდა ჩავუდგე მათ სათავაში და დავბრუნდე სამშობლოში; იუნკრების დარჩენისთვის ყველა საშუალება ამოწურული არ არის. კრებაზე გადაწყვეტილ იქნა მიეღოთ ყველა ზომა იუნკრების დარჩენისათვის. მართლაც. კ. გ. გვარჯალაძემ მოახერხა მათი პოლონეთში მოწყობა. თუმცა კი ვიზის თაობაზე საკითხი დიდხანს გაიწელა; ვიზებს რუმინეთის მთავრობა არ იძლეოდა. ბოლოს, ორი-სამი თვის შემდეგ ვიზა მიღებულ იქნა და იუნკრებიც პოლონეთში გაემგზავრნენ.


მთავრობის გადაწყვეტილება საზღვარგარეთ ჩემი საცხოვრებელი ადგილის შესახებ 

ახლა შევეხები მოგონებებს, რომლებიც პირადად მე მეხება. კონსტანტინოპოლში ჩვენი ყოფნის დასაწყისში, ჩვენი მთავრობის პარიზში გამგზავრებისა და თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების შემდეგ, სამთავრობო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მ. წერეთელმა, მითხრა, რომ კომისია, თუმცა კი ჯერ არ გადაუწყვეტია, მაგრამ შემომთავაზებს იტალიაში გადასახლებას; მე დამენიშნება 100 თურქული ლირა, რაც იტალიაში ცხოვრების სიიაფის გამო საკმარისად ითვლება. მე უარი ვუთხარი, მივუთითებდი რა, რომ არ მაქვს ზნეობრივი უფლება მივატოვო სამხედრო გარემო, რომლის ხვედრიც ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი. შემდეგ მივედი კომისიის თავმჯდომარესთან კ. პ. კანდელაკთან და მასაც ზუსტად იგივე გავუმეორე. მან მითხრა, რომ პროექტში აქვთ ჩემი შენახვის თანხა 120 ლირით განისაზღვროს. მე შევეპასუხე, რომ ამ ფულით მე 6-სულიან ოჯახს კონსტანტინოპოლში ვერ შევინახავ. რამდენიმე დღის შემდეგ მითხრეს, რომ კომისიამ შენახვის თანხად 200 ლირა დამინიშნა და 9 აპრილს საკონსულოდან სოფელ ქავაქში გადავსახლდი. კონსტანტინოპოლში არ შემეძლო მიღებულ ჯამაგირზე მეცხოვრა. საჭირო კი გახლდათ რომ თეთრეული, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები შემეძინა. ბათუმიდან ისე გამოვემგზავრე, რომ ორი ხელი საცვალი თუ გამაჩნდა.

ამრიგად, საკონსულოში ჩემი ოჯახი 22 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით ცხოვრობდა. ჩემი ოჯახი და გენ. ჩხეტიანის ცოლი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და ჩვენც საკონსულოში ვსადილობდით. როცა საკონსულოდან გადავდიოდით, მე კონსულს ვკითხე, თუ რამდენი უნდა გადავიხადო სადილებისთვის საკონსულოში ყოფნის მანძილზე. მან მიპასუხა, რომ გადაწყვეტილია არ აიღონ ფული სადილებისთვის და მთავრობა ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს. შემდეგ რაღაც დროის მერე მითხრა, რომ მთავრობა თავის თავზე ღებულობს ხარჯებს მხოლოდ 1-ლ აპრილამდე, ხოლო ამის შემდეგ კი გადახდა მომიწევს. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ მან გამომიცხადა, რომ არაფრის გადახდა არ არის საჭირო, რადგანაც მთავრობამ გადაუხადა ყველას, მათი ყოფნის მთელი დროის მანძილზე. უკვე მაისში, თვის ბოლოს, მან ჩემთვის მოულოდნელად გამომიცხადა, რომ მე 32 ლირის გადახდა მომიწევს, გენ. ჩხეტიანს კი 16 ლირისა. მაგრამ გენ. ჩხეტიანისგან ეს ფული არ აუღიათ; იგი საქართველოში გაემგზავრა. ვინ გადაიხადა ეს ვალი ჩემთვის უცნობია და საინტერესოა ვიცოდე, თუ როგორ დაფარეს ეს ვალი, ე. ი. რა თანხებიდან. ვიხდიდი რა ჩემს ვალს, მე ვთხოვე კონსულს ის ჩემი შენახვის თანხებიდან (ჯამაგირიდან, содержание) ორი თვის მანძილზე დაეკავებია. მიკავებდა რა ივნისში პირველ ნახევარს, მან შემინიშნა, მაქვს კი იმედი შემდეგ თვეში შენახვის თანხის მიღებისა. მე უკიდურესად გამაოცა ასეთმა კითხვამ; მაგრამ ის დამახასიათებელია. თუკი უშვებდნენ შესაძლებლობას რომ საკუთარი თავის ანაბარა დავეტოვებიეთ, შენახვის სახსრების გარეშე დავეტოვებიეთ, მაშინ აღარაფერია სალაპარაკო მთავრობის დამოკიდებულების შესახებ ყველა დანარჩენი სამხედროს მიმართ, სამშობლოს ამ უანგარო დამცველების მიმართ. საინტრესოა ვიცოდეთ გადაიხადეს თუ არა დანარჩენებმა, ვინც საკონსულოში ცხოვრობდნენ, ე. ი. რამიშვილმა და გეგეჭკორის ოჯახმა. არა მგონია.

სოფელი, სადაც მე გადავსახლდი, უბრალო თურქული სოფელი გახლდათ. ამ სოფელში ვიპოვნე 3 ოთახი; მათგან ორი ოთახი ზემოთ და ერთიც ქვემოთ; გარდა ამისა ზედა სართულზე იყო შიდა წინკარიც, რომელშიც ჩვენ სასადილო მოვაწყეთ. სახლი ორსართულიანი გეგონებოდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ის მთის ფერდობზე იყო აშენებული, ზედა სართული მიწის დონეზე იყო. ამ სახლში არანაირი ავეჯი არ ყოფილა და მე დიდი შრომით მივაღწიე იმას, რომ ჩემთვის ერთი საწოლი, 4 ნახევრად გატეხილი სკამი და ორი მაგიდა მოეცათ, ისეთი პატარები, რომ მათი ერთად შეერთებით სადილისთვის ადგილს ძლივსღა ვღებულობდით. ჩემთან ერთად მოთავსდა ჩემი ცოლისძმა გენ. მაყაშვილი, რომელიც ასევე თბილისიდან გახლდათ ევაკუირებული. იგი 1919 ან 1920 წლებში არ მსახურობდა. ჩინებული, კეთილსინდისიერი და სამსახურის მცოდნე ოფიცერი, იგი თავიდან საზღვრის დაცვის უფროსად იქნა დანიშნული, მაგრამ შემდეგ უცნობი მიზეზების გამო განთავისუფლებული, როგორც ბევრი სხვა უნარიანი ოფიცერიც გაანთავისუფლეს. მისთვის ჩვენ ფიცრებისგან ტახტი შევაკოწიწეთ და ის ჩვენს სასადილოში დავდგით. ამერიკელებისგან ჩვენ ყველამ მივიღეთ საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა საბნები, დანები, ჩანგლები, რკინის ფინჯნები, თეფშები და მატრასის ტომრები, რომლებიც თივით დავტენეთ. ასეთნაირად ბავშვები ბაბალესთან ერთად ერთ ოთახში მოთავსდნენ; მე ცოლთან ერთად მეორეში, მაყაშვილი „სასადილოში“, ჩხეტიანი კი ცოლთან ერთად ქვედა ოთახში. ბავშვებსა და ძიძას ძილი იატაკზე მოუწიათ.

შემდგომში ამერიკელებმა ყველა ლტოლვილს მისცეს რაღაც ტანსაცმელი. ეს ყველაფერი ძველმანები გახლდათ (это был все старый хлам), მაგრამ ცოლმა რაღაც-რაღაცეები აიღო, ხოლო ამერიკულ პალტოს კი იგი აქ პარიზშიც ატარებს. ამერიკელთა დახმარება რომ არ ყოფილიყო, მაშინ ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შევძლებდი ყოველივე აუცილებლის შეძენას. ეს ამერიკული დახმარება ცხოვრებაში ჩემს მიერ პირველად მიღებული დახმარება გახლდათ; შემდგომში მომიწია ასეთის მიღება კერძო ადამიანებისგანაც. ასე გამოვლინდა მთავრობის ზრუნვა თავის მთავარსარდალზე, იმ გენერალზე, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია ისინი და ქვეყანა კრიტიკული მდგომარეობისგან, რომელშიც მისი ხელმძღვანელები მას თავიანთი უუნარო მმართველობით აყენებდნენ.

ჩვენ გვქონდა სამზარეულო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გვქონდა არც ფილაქურა (плита), არც კერა. დიდ თურქულ ბუხარში დავდგით რამდენიმე აგური და ამ იმპროვიზებულ კერაზე ვიმზადებდით ჩვენთვის საჭმელს; მაგრამ ცეცხლი ისეთი პატარა გამოდიოდა, რომ ორი ქვაბის დადგმა არ შეიძლებოდა, ასე რომ წყლის ადუღება და საჭმლის მოხარშვა ერთდროულად შეუძლებელი გახლდათ. მოგვიხდა სამზარეულოს რაღაც ჭურჭლეულობა გვეყიდა. წყლის მოტანა წყაროდან გვიწევდა. რამდენიმე დღის შემდეგ ერთი თურქის დაქირავება მოვახერხე, რომელსაც თვეში ორი ლირის საფასურად დილაობით ორ-ორი ვედრო წყალი მოჰქონდა. მაგრამ იგი თავისი მოვალეობების იგნორირებას ახდენდა და ხშირად წყლისთვის სიარული ჩვენ თვითონ გვიხდებოდა; სარეცხის დღეებში კი, და ეს ხშირად იყო ხოლმე, წყლის ზიდვა მთელ დღეს გვიწევდა.

ამერიკელები კმაყოფას უწევდნენ ლტოლვილებს. თავიდან ეს კმაყოფა საკმარისი ზომით გვეძლეოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩამოჭრა დაიწყეს. ამერიკელები გვაძლევდნენ ჩაის, შაქარს, მარილს, საპონს, დაკონსერვებულ რძეს, სანთლებს, თეთრ ლობიოს, რომლის მოხარშვაც შეუძლებელი გახლდათ, ბრინჯს, ძმარს და 10 დღეში ერთხელ ძროხის ხორცსაც. ეს გაცემა მე ძალზედ მეხმარებოდა, თუმცა კი ბევრი რამის ყიდვაც მიხდებოდა. თუ როგორ ვიყავი შეზღუდული, ამის მაჩვენებლად შეიძლება გამოდგეს ის გარემოება, რომ მხოლოდ ივლისში შევძელი პირადად ჩემთვის 2 ხელი საცვალი მეყიდა. ბათუმიდან მხოლოდ ორი ხელი საცვალი წამოვიღე, ერთი ტანზე მეცვა, ხოლო მეორე კი ამ დროს ირეცხებოდა. თითქმის ასეთსავე მდგომარეობაში იყო მთელი ჩემი ოჯახიც; გვიხდებოდა ყველაფერი თანდათანობით შეგვეძინა.

ორ-სამჯერ კვირაში კონსტანტინოპოლში მგზავრობა მიწევდა, ხოლო კვირაში ერთხელ კი ბანაკში ან მივემგზავრებოდი, ან ფეხით მივდიოდი. ყოველი მგზავრობა მთელ დღეს მართმევდა, რის შედეგადაც დღეების ნახევარს სახლის გარეთ ვატარებდი; ეს ზედმეტ ხარჯს იწვევდა. ივლისში მომიხდა მეყიდა საზაფხულო პალტო და მას ახლაც ვატარებ; მასში მიწევდა პარიზში ზამთარში სიარულიც. სოფელ ქავაქში გადმოსახლდა ზოგიერთი ოფიცერი; აქ გადმოვიდნენ მაყაშვილი და ზალდასტანიშვილი თავიანთი ოჯახებით, ვალია ერისთავი, მკურნალი (გვარია – ი. ხ.) და ყიფიანი ცოლებით. მკურნალმა და ყიფიანმა გახსნეს სამრეცხაო; თეთრეულს კონსტანტინოპოლში შოულობდნენ. მაყაშვილი ზრუნავდა ვიზებისთვის გერმანიაში გადასასვლელად. ზალდასტანიშვილს ასე თუ ისე თავი გაჰქონდა და ავტომობილების გაცემის მოლოდინში ცხოვრობდა. დღეები დღეებს, კვირები კვირებს მოსაწყენად მიჰყვებოდა.

აგვისტოს თვისათვის ზოგიერთ ოფიცერს დაუდგინეს შენახვის სახსრები მთავრობისგან. იუნკერთა საკითხი გადაწყვეტილ იქნა, ავტომობილისტებს მისცეს ავტომობილები და სამთავრობო კომისიამაც თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ჩემი შემდგომი ყოფნა კონსტანტინოპოლში ზედმეტი გახლდათ და მეც დავსვი საკითხი პარიზში ჩემი გადასახლების შესახებ.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ დროის მანძილზე პარიზში რკინიგზით გაემგზავრნენ ვ. ჯუღელი და ბ. ჩხიკვიშვილი. მე არ ვუშვებდი აზრს, და ახლაც არ ვუშვებ, რომ მათ ისეთი სახსრები ჰქონოდათ, რომლებიც ასეთი გამგზავრების საშუალებას მისცემდათ. ჩემს შეკითხვაზე სამთავრობო კომისიაში, თუ რა სახსრებით გაემგზავრნენ ისინი, კონსულმა გოგოლაშვილმა მიპასუხა, რომ ისინი თავიანთი სახსრებით გაემგზავრნენ. მე არ დავუჯერე, ვინაიდან ამ ბატონის დაჯერება არ შეიძლება. ჩემი შეკითხვა იმით იყო გამოწვეული, რომ კომისია არაერთხელ უარს ეუბნებოდა ოფიცრებს მკურნალობაზე დახმარებაში ფულის არარსებობის გამო; მიუხედავად ამისა, ზემოხსენებულ პირთა გამგზავრებისთვის ფულები მოიძებნა. ვ. ჯუღელი მალევე დაბრუნდა. რაც შეეხება ბ. ჩხიკვიშვილს, იგი პარიზში დარჩა. მე შემდეგ მოვისმინე, რომ დამფუძნებელი კრების წევრებმა აღძრეს საკითხი ანაზღაურების მიხედვით ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრების წევრებთან გათანაბრების თაობაზე; ის, როგორც ლტოლვილთა კომისიის თავმჯდომარე, შენახვის სახსრებს არანაკლებ ასი ლირისა ღებულობდა. დამფუძნებელი კრების წევრები, რა თქმა უნდა, მართალი იყვნენ, ვინაიდან თავისი ფუნქციები მან დაასრულა. მაგრამ, პარიზში მას ახალი ადგილი გამოუძებნეს და იგი პოლიტიკური კომისიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი.

შევეხები ამ საკითხს. პოლიტიკური კომისია იყო ორი; ერთის ორგანიზება მოახდინეს კონსტანტინოპოლში, მეორესი კი პარიზში. დამფუძნებელი კრების წევრთა იქ ყოფნისას ასეთი დაწესებულებები სრულიად ზედმეტი გახლდათ; ისინი საქართველოში ხომ არ არსებობდა. აშკარად შექმნილი იყო სინეკურები, საპალატო ადგილები თავისიანებისთვის. რა თქმა უნდა, საჭიროდ არ მიიჩნევდნენ სამხედრო კომისიის შექმნას. რა საჭიროება უბიძგებდათ ამ პოლიტიკური კომისიების შესაქმნელად, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ ფულადი სახსრების შეზღუდულობას. სამხედროების მუშაობა კი გამოირიცხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ დაბეჯითებით აუცილებელი გახლდათ. მაგრამ საჭირო იყო ფულის მომტანი ადგილები თავისიანებისთვის ეშოვნათ; საჭირო იყო ისეთი კომისიები გამოეგონათ, რომ მათში თავიანთი ადეპტების ყოფნა გამართლებული და, ასე რომ ვთქვათ, კანონიერიც ყოფილიყო. ძალაუფლების მქონენი ისე უსირცხვილონი აღმოჩნდნენ, რომ ახლა, 1922 წლის ზაფხულში, პოლიტიკურ მოღვაწეთა გაზაფხულზე შემდგარი კონფერენციის მერეც, როცა გადაწყვეტილ იქნა, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მიიღებდნენ მთავრობის სხდომებში მონაწილეობას, მაინც პოლიტიკური კომისიების არსებობა ძველებურად დატოვეს.

ჩხიკვიშვილისა და ჯუღელის პარიზში გამგზავრება მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასათვის, რა თქმა უნდა, იმათთვის, ვინც კონსპირაციულ დადგენილებათა საიდუმლოებებში განდობილი არ ყოფილა; მათი გამგზავრების შესახებ არც მე ვიცოდი, თუმცა კვირაში ორჯერ მათთან ერთად კომისიების სხდომებს ვესწრებოდი.

პარიზში ჩემი გადასახლების მოტივირებას მე ვახდენდი ჯერ ერთი იმით, რომ მთავრობასთან უნდა ვყოფილიყავი, და მეორეც იმით, რომ ჩემი ყოფნა საზღვარგარეთ არ აღმოჩენილიყო უშედეგო სხვა ქვეყნებში სამხედრო საქმის მოწყობასთან გაცნობის თვალსაზრისით; მე შეხედულებასაც კი გამოვთქვამდი, რომ უკეთესი და ყოველმხრივი გაცნობისთვის ცუდი არ იქნებოდა პარიზიდან სხვა ქვეყნებში გამგზავრებაც. ჩემს წერილზე საპასუხოდ მივიღე ნ. ნ. ჟორდანიას ზემოთ მოყვანილი 28 აგვისტოს წერილი, აგრეთვე კ. პ. კანდელაკის წერილიც. ჩემს წერილში განვაცხადე პროტესტი ჩემი ანაზღაურების შემცირების წინააღმდეგ, რომელიც ისედაც ძლივს მყოფნიდა, და რომელიც მაიძულებდა არა ქალაქში, არამედ სოფელში მეცხოვრა. შენახვის თანხის 200 ფრანკით ეს შემცირება საერთო მდგომარეობას ვერ შველოდა, მაგრამ, შევუდარებთ რა ამას იმ გარემოებას, თუ როგორ ვიქენი გადაქცეული მთავარსარდლიდან ლტოლვილად, ეს სიმპტომატური რამ გახლდათ. ანაზღაურების ამ შემცირებაში აისახა სურვილი ისეთ მდგომარეობაში ჩავეყენებიეთ, რომ ამა თუ იმ გზით კიდეც თავიდან მოვეშორებინეთ. უკიდურეს გაჭირვებამდე მიყვანილს, შემეძლო საქართველოში გავმგზავრებულიყავი, რაც უეჭველად ხელს აძლევდა მთავრობის წევრებს, რომლებიც ღებულობდნენ ზომებს რომ ჩემგან განკერძოებულიყვნენ. შემდგომი თხრობა გვიჩვენებს, რომ ჩემი ეჭვები მართალი აღმოჩნდა. აი კ. პ. კანდელაკის წერილიც:

26.8.1921. პარიზი.

დიდად პატივცემულო გიორგი ივანეს ძევ. გუშინ მთავრობაში მოისმინეს  თ ქ ვ ე ნ ი  განცხადება იმასთან მიმართებით, რომ  თ ქ ვ ე ნ  ისურვებდით კონსტანტინოპოლიდან გამგზავრებას* (*და არა პარიზში გადასახლებას). მთავრობამ დაადგინა, რომ  თ ქ ვ ე ნ ი  კონსტანტინოპოლში ყოფნა აუცილებელი არ გახლავთ და  თ ქ ვ ე ნ  შეგეძლოთ საცხოვრებელი ადგილი თავად განგესაზღვრათ. მხოლოდ აუცილებელია მხედველობაში გქონდეთ, რომ  თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს  განსაზღვრული ანაზღაურება ზღვრულია (1800 ფრ.) და მის გაზრდაზე დაიმედება არ გამოვა. თუ თქვენი არჩევანი შეჩერდება, მაგალითად, გერმანიაზე (იაფი ვალუტის ქვეყანა), შესაბამისად შეიძლება ეს ციფრიც შემცირებულ იქნას, ვინაიდან იქ 1800 ფრ. ჩვენს ანაზღაურებებთან შედარებით საერთოდ გაზრდილი იქნება (ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი ბერლინში 5000 მარკას, ე. ი. 900 ფრ.-ს ღებულობს), მაგრამ უფრო ნაკლები თანხითაც იქ შეიძლება კარგად მოეწყოთ. მე ვფიქრობ რომ ოჯახის პატრონს შეუძლია საფრანგეთშიც 1800 ფრანკზე უფრო უკეთ იცხოვროს, ვიდრე კონსტანტინოპოლში, მაგრამ მხოლოდ თვითონ პარიზში კი ეს ძნელი იქნება. საერთოდ მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ცხოვრების უნარზეა დამოკიდებული. ოჯახიანი მინისტრები თვეში 2500 ფრ. ღებულობენ, სოფლებში ცხოვრობენ და მუდამ ტირიან; მართალია, მათ ქალაქში ჩამოსვლა, სხვადასხვა პირებთან ყოფნა და სხვა ასეთი რამ ყოველ დღე უხდებათ. მაგრამ, როგორც თავად  თ ქ ვ ე ნ  წერთ, ქალაქში ყოველდღიურად ყოფნის აუცილებლობა არა გაქვთ, ხოლო პროვინციაში კი ვვარაუდობ, რომ შეგიძლიათ კარგად (რა თქმა უნდა შედარებით) მოეწყოთ. ამრიგად გარკვეული დადგენილება მთავრობას არ გამოუტანია, არამედ მხოლოდ დაადგინა, რომ შეგიძლიათ თ ქ ვ ე ნ ი  არჩევანის მიხედვით გადასახლდეთ. სამგზავრო ფულს მიიღებთ იმ თანხიდან, რომელიც ემიგრანტების მგზავრობისთვის კონსულის განკარგულებაში იმყოფება. ოფიცრებსა და სხვა ემიგრანტებსაც ასევე ნება აქვთ იცხოვრონ და გაემგზავრონ მთავრობის თავმჯდომარის წინადადების თანახმად (თ ქ ვ ე ნ ი  წერილის საფუძველზე), მაგრამ მხოლოდ ჩვენს მიერ აღნიშნულ ქვეყნებში (გერმანია, ავსტრია) ასევე პოლონეთშიც. ვარაუდობდი, რომ ჩვენს მიერ განსაზღვრულ ჯამაგირებს (ჩვენი სახსრებისას) ჩვენი ემიგრანტები უნდა დაეკმაყოფილებიათ; ამასობაში, მე უკვე ვღებულობ საყვედურებს კერძო წერილებში. ამავე დროს ჯერჯერობით არავის უცდია გამგზავრებულიყო „წყეული კონსტანტინოპოლიდან“. განა 250–200 ფრ. – 1500–1200 გერმანული მარკა, ავსტრიულზე უფრო მეტი არ არის, და ჩეხოსლოვაკურზე და პოლონურზე კიდევ უფრო მეტიც. რატომ უნდა იცხოვრონ დედაქალაქებში, ხოლო პროვინციაში კი ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით შეიძლება ასეთი ჯამაგირებითაც თავის გატანა. ნოე ნიკოლოზის ძემ მეუბნებოდა, რომ ასევე მოგწერთ  თ ქ ვ ე ნ  წერილს. საუკეთესო სურვილებით კ. კანდელაკი. მომწერეთ, როგორ გადაწყვეტთ.

კ. კანდელაკი

მივიღე რა ასეთი წერილი, გეგონებოდათ, ვიზები უნდა ამეღო და გავმგზავრებულიყავი. თუმცა კი, ასე იწერება, მაგრამ სხვანაირად წარმოითქმება. ამ წერილის შემდეგ მივედი კონსულთან. მას, როგორც ჩანს, ამის შესახებ ჰქონდა მითითება, ვინაიდან დამიწყო ლაპარაკი ჩემი გზის თაობაზე და იმის დაანგარიშებაც, თუ რა დამიჯდებოდა ეს პარიზამდე. მე მას ვუთხარი, რომ ამ დღეებში ვეტყვი, თუ სად გადავწყვეტ გამგზავრებას. რამდენიმე დღის შემდეგ შევედი მასთან და ვუთხარი, რომ მივემგზავრები პარიზში. ეს რამდენიმე დღე მჭირდებოდა, რათა გამერკვია მეყოფოდა თუ არა 1800 ფრ. საფრანგეთში ცხოვრებისთვის. ზემოთ მოყვანილი წერილითაც და ცნობებითაც გამოდიოდა, რომ უფრო უკეთ და იოლად ვიცხოვრებ, ვიდრე კონსტანტინოპოლში. მაგრამ ამ რამდენიმე დღის მანძილზე რაღაც მოხდა ძალაუფლების მქონეთა კონსპირაციულ გარემოში. კონსულმა ცივად მიპასუხა, რომ არ შეუძლია მომცეს ფული თითოეული ემიგრანტისთვის დადგენილ 50 ლირაზე ზევით; რომ ეს თანხა დადგენილია გერმანიაში გამგზავრებისთვის, და თუ მსურს პარიზში გამგზავრება, მაშინ ფული ჩემი სახსრებიდან უნდა დავუმატო; რომ, ბოლოს, ეს დამოკიდებულია გვარჯალაძეზე, და არა მასზე. მე მას შევუნიშნე, რომ რამდენიმე დღის წინ მან დაანგარიშებაც კი დაიწყო, თუ ჩემთვის რამდენი ფული უნდა მოეცა. მან თავისი გამიმეორა. შემდგომი ლაპარაკი ამ ტიპთან ზედმეტი ჩანდა, და მეც მისგან წამოვედი. მივედი გვარჯალაძესთან. მან მითხრა, რომ მიიღო წერილი ნ. ნ. ჟორდანიასგან, სადაც უკანასკნელი რეკომენდაციას მაძლევდა პოლონეთში გადავსახლებულიყავი და ამიტომ მას მოუწევს ამ საკითხის გარკვევა. ვიზის თაობაზე ზრუნვის ნაცვლად მომიხდა პარიზში წერილები მიმეწერა. ჩემს წერილებზე მივიღე პასუხი კ. პ. კანდელაკისაგან. აი ისიც:

28.9.1921. პარიზი.

დიდად პატივცემულო გიორგი ივანეს ძევ. ერთი თვის წინ, თ ქ ვ ე ნ ი წერილის პასუხად, შეგატყობინეთ მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც  თ ქ ვ ე ნ  ნება გეძლეოდათ გამგზავრებულიყავით კონსტანტინოპოლიდან. მე დღეს ა. ჩხენკელმა მითხრა, რომ  თ ქ ვ ე ნ  ჯერ არ გამგზავრებულხართ და საჭირო იყო გამოგვერკვია, და  თ ქ ვ ე ნ ც  გარკვეულ მდგომარეობაში ჩაგვეყენებიეთ. როგორც წარსულშიც გწერდით, ჩვენი მატერიალური მდგომარეობა ძალზედ და ძალზედ უსიამოვნოა. არა მარტო ჩვენი ემიგრანტების თავმოყრა გვიწევს იაფი ვალუტის მქონე ქვეყნებში, არამედ ამ დღეებში მთავრობამ დაადგინა, რომ ის სტუდენტებიც, რომლებიც ინგლისში, საფრანგეთსა და ბელგიაში სწავლობენ, ავსტრიაში გავგზავნოთ. იანვრის თვიდან კი ალბათ ზოგიერთ ჩვენგანსაც მოუწევს აქედან გამგზავრება, თუ ხარჯების შემცირების სხვა ზომები არ იქნება გამოძებნილი, რაზედაც თუმცა კი იმედები ცოტაა. ამის გათვალისწინებით, ა. ჩხენკელისა და მთავრობის თავმჯდომარის თათბირის საფუძველზე გატყობინებთ, რომ  თ ქ ვ ე ნ  უნდა გაემგზავროთ გერმანიაში. როგორც არ უნდა წავიდეს ჩვენი საქმეები, გერმანიაში ცხოვრება უფრო იოლი იქნება, ვიდრე აქ ან კონსტანტინოპოლში. განსაკუთრებით კი ოჯახისა და შვილების პატრონისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზაში  თ ქ ვ ე ნ  დაბრკოლებები არ გექნებათ. მგზავრობის ფული კონსტანტინოპოლში უნდა გადმოგცენ, მე ამის შესახებ უკვე დიდი ხანია კონსულს მივწერე. ჯამაგირი მარკებში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, მაგრამ იქნება დადგენილი, როგორც კი  თ ქ ვ ე ნ  გამგზავრების შესახებ შეგვატყობინებთ. იმ დრომდე ძველი ჯამაგირი გამოგეგზავნებათ ფრანკებში. მიიღეთ დარწმუნება ჩემს ღრმა პატივისცემაში.

კ. კანდელაკი.

ამრიგად, აგვისტოს ბოლოს შესაძლებლად ითვლება ჩემი პარიზში გადასახლება, სექტემბრის ბოლოს კი, ერთი თვის შემდეგ, უკვე ვითარება ისე შეიცვალა, რომ ასეთი გადასახლება შეუძლებელი შეიქნა. და, რა თქმა უნდა, პარიზში ჩემს გადასახლებაზე აცილების მიზეზი მატერიალური სახსრების უკმარისობა სულაც არ ყოფილა. მთავრობის წევრები და ყველანი, ვინც აქ პარიზში ამ დრომდე იყვნენ, ახლა კი 1922 წლის 22 ივლისია, აქ ცხოვრობენ, გაზაფხულზე კი პარტიული დელეგატების კონფერენცია იქნა მოწყობილი, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯი გამოიწვია, რადგანაც მასზე ჩამოვიდნენ სხვა ქალაქებიდან, აგრეთვე კონსტანტინოპოლიდანაც. ახლახანს აქ კონსტანტინოპოლიდან ხომერიკი ჩამოვიდა და რაღაც დროის შემდეგ უკანვე გაემგზავრა. ხოლო ჰააგაში კონფერენციაზე კი, სადაც მხოლოდ ექსპერტები შეიკრიბნენ და სადაც არანაირი პოლიტიკური საკითხების განხილვა არ შეეძლოთ და ასეთი რამ არც შეიძლებოდა, ს. მდივანი იქნა გაგზავნილი.

ისევ მომიხდა პარიზში წერილის მიწერა. მივუთითებდი, რომ ცხოვრების პირობები პარიზში სიძვირის აზრით არ შეიძლებოდა ერთ თვეში შეცვლილიყო და მე დაჟინებით მოვითხოვ ჩემს გადასახლებას პარიზში. ამასთან ერთად წავედი გვარჯალაძესთან. მან მითხრა, რომ მთავრობა ხელმძღვანელობს, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩემი მგზავრობის ხარჯებით. მე შევეპასუხე, რომ პარიზში ან ბერლინში მგზავრობის ხარჯებს შორის სხვაობა დიდი არ არის და 1000 ფრანკზე მეტს ალბათ არც შეადგენს, მაგრამ რომ, როგორც ჩანს, არის სხვა მიზეზები, რომლებიც განაწყობს მთავრობას აირჩიოს ჩემი საცხოვრებელი ადგილი ყველგან, ოღონდ არა პარიზში; რომ დარწმუნებული ვარ, თუ დავთანხმდებოდი ჩემი მგზავრობის ხარჯების დაფარვაში ჩემი სახსრებითაც მონაწილეობას, მაშინაც მთავრობა პარიზში ჩემს გადასახლებაზე არ დამთანხმდებოდა; ყოველივე ეს ძალზედ სუსტადაა შენიღბული და მთავრობის თითოეულ დადგენილებაში ჩემთან მიმართებით ჩანს მხოლოდ გაბოროტება, რომელსაც ისინი ჩემდამი განიცდიან; რომ, ბოლოს, საგანთა ასეთი მდგომარეობა მაიძულებს გავემგზავრო და ბოლშევიკებს ჩავუვარდე თათებში, მაგრამ რომ ამაზე ადრე მომიხდება საჯარო გავხადო მთავრობის დამოკიდებულება თავისი მთავრსარდლისადმი. ჩვენი საუბრის შედეგად გვარჯალაძემ მითხრა, რომ იგი წერილს მისწერს პარიზში და დარწმუნებულია, რომ საკითხი ჩემთვის კეთილსასურველად გადაწყდება. ჩვენ ერთ ბოთლ ანანოვის შამპანურზეც კი დავნიძლავდით. მართლაც, ჩვენმა წერილებმა, უფრო მეტად კი ალბათ მისმა, იმოქმედეს, და მე მივიღე შეტყობინება ფინანსთა მინისტრის ამხანაგის ბ-ნ ელიგულაშვილისაგან. აი ისიც:

პარიზი. 1921 წლის 4 ნოემბერი. ბატონ გენერალს გიორგი ივანეს ძე კვინიტაძეს. კონსტანტინოპოლი.

დიდად პატივცემულო გიორგი ივანეს ძევ. 2 ნოემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა დააკმაყოფილოს  თ ქ ვ ე ნ ი  შუამდგომლობა სარანგეთში გადმოსახლებაზე. გატყობინებთ რა ამის შესახებ, ამასთან ერთად ვაძლევ განკარგულებას ჩვენს კონსულს კონსტანტინოპოლში მოგცეთ ფული მგზავრობისათვის.

თ ქ ვ ე ნ ი  პატივისმცემელი ფინანსთა მინისტრის ამხანაგი ი. ელიგულაშვილი.

ერთხელ ნოემბერში ქუჩაში შემხვდა ჩემი ძველი თანამოსამსახურე და მითხრა, რომ საკონსულოში პარიზიდან მიღებულია ქაღალდი, რომლის თანახმადაც ნება მეძლევა გადავსახლდე პარიზში. მე საკონსულოში წავედი. კონსულმა მითხრა, რომ ნამდვილად არის ასეთი და ფულიც კია გადმორიცხული ჩემი გამგზავრებისათვის. თითქოსდა მორჩა. თითქოსდა შემიძლია გავემგზავრო. მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა. რამდენიმე დღის შემდეგ მე ისევ ქუჩაში შევიტყე, რომ არის ტელეგრამა გამგზავრების ფულის მოცემის შესახებ ჩემთვისა და გენ. მდივანისთვის. მაგრამ ამის წინ ვიყავი საკონსულოში, სადაც ვნახე გენ. მდივანი. მე ვკითხე მას, მიემგზავრება თუ არა ამერიკაში. მან მიპასუხა, რომ მას პარიზში იძახებენ, ეტყობა, შემდგომი გაგზავნისთვის ამერიკაში, მაგრამ მას არ შეუძლია გამგზავრება, ვინაიდან ტელეგრამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იგი უნდა გაემგზავროს მარტო, ოჯახის გარეშე, რომ ოჯახის მიტოვება არ შეუძლია, რომ, ბოლოს, მისთვის არ განუსაზღვრავთ, თუ იქ შენახვის რა თანხას მიიღებს. ჩვენ დავშორდით, და მე წამოვედი, თან სულაც არ ვეჭვობდი, რომ მისი და ჩემი გამგზავრება შეიძლებოდა ერთმანეთთან ყოფილყო დაკავშირებული. უკვე შემდეგ, როცა ყველაფერი შევაჯერე, გამოვარკვიე, რომ გენ. მდივანმა სწორედ მასთან ჩემი საუბრის დღეს, მიიღო 3000 ფრ. პარზში გასამგზავრებლად. ამრიგად, შევიტყე რა რამდენიმე დღის შემდეგ ასეთი ტელეგრამის შესახებ, მივედი საკონსულოში და ვკითხე კონსულს ამ ტელეგრამის თაობაზე. მან მე ის მიჩვენა. მასში იყო ასეთი ფრაზა: გენ. მდივანი და გენ. კვინიტაძე თავისი ოჯახით და ა. შ. ამ ტელეგრამაში იყო ნათქვამი, რომ მგზავრობისთვის გენ. მდივანსა და გენ. კვინიტაძეს თავისი ოჯახით გამოეყოფათ 5000 ფრ. კონსულმა მითხრა, რომ მოუწევთ ფულის შუაზე გაყოფა ჩემსა და გენ. მდივანს შორის. მან გამომიცხადა, რომ რომ სიტყვა „თავისი“ უნდა მცდარად მივიჩნიოთ და ჩავთვალოთ როგორც „თავიანთი“. რატომ? აქვე უნდა ვთქვა, რომ ტელეგრამა აღმოჩნდა არა ტელეგრამა, არამედ ფინანსთა მინისტრის ამხანაგის ელიგულაშვილის მიმართვა (сношение). დავიწყე იმის მტკიცება, რომ ტელეგრამაში ნათლადაა აღნიშნული, რომ ფული გამოგზავნილია მხოლოდ გენ. მდივნისათვის და ჩემთვის კი ოჯახთან ერეთად. იგი უარყოფდა და მთავაზობდა მიმეღო ნახევარი. მე ამ ნახევრით არ შემეძლო გამგზავრება. ვუპასუხე, რომ ფულს არ მივიღებ, რომ საჭიროა გაარკვიოს პარიზში, თუ ვის და რამდენი ერგება ამ გამოგზავნილი ფულიდან. მან მიპასუხა, რომ გაგზავნის შეკითხვას პარიზში. დამახასიათებელი ნიშანია: როცა მას ვკითხე, თუ რის გამო არ მითხრა არაფერი სულ თავიდანვე ამ ტელეგრამის შესახებ, როცა მატყობინებდა, რომ შემიძლია პარიზში გავემგზავრო, მან მიპასუხა, რომ არ არის ვალდებული მის მიერ მიღებული მთელი მიმოწერა მიჩვენოს. „და რატომ შევიტყე ამის თაობაზე გარედან, სხვა პირთაგან, ქუჩაში?“ – ვკითხე მას. „ნუთუ გენ. მდივანმა გითხრათ ამის შესახებ?“ – მიპასუხა მან. აქედან ნათელია, რომ მან აუცილებლად მიიჩნია ამ ტელეგრამის შესახებ ეთქვა გენ. მდივნისათვის, ჩემთვის თქმას კი შეუძლებლად თვლიდა. ეს ნიშნავს, რომ საჭირო იყო ჩემთვის ეს ტელეგრამა დაემალათ. ამას უნდა დავუმატოთ, რომ მასთან ჩემი საუბრის დღეს მან 3000 ფრ. მისცა გენ. მდივანს. ისევ მომიხდა კ. კანდელაკისთვის მიმეწერა. ამასობაში ნოემბრის ბოლოც დადგა. ჩემს წერილში ვითხოვდი გაუგებრობა გაერკვიათ და პასუხი ტელეგრამით გამოეგზავნათ. პასუხიც მოვიდა. ჩემთვის 4000 ფრ.-ის მიღება იყო განსაზღვრული, გენ. მდივნისათვის კი 1000 ფრ.-ისა. მე მართალი აღმოვჩნდი. შემდგომში პარიზში გამოვარკვიე, რომ იქ გაკვირვებული იყვნენ ჩემი შეკითხვით; ვინაიდან გენ. მდივნის ოჯახის შესახებ არასოდეს ყოფილა ლაპარაკი, არამედ მარტო გენ. მდივანს იძახებდნენ. მაგრამ გენ. მდივანისთვის უკვე მიცემული ჰქონდათ 3000 ფრ. მე ვკითხე, თუ რატომ იჩქარეს და პასუხს არ დაელოდნენ. მიპასუხეს, რომ გენ. მდივანი საჩქაროდ უნდა გამგზავრებულიყო. მაგრამ გენ. მდივანი ამ დღემდე, 1922 წლის 22 ივლისამდე ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში იმყოფება. მე არ ვიცი, თუ როგორ მოეწყო გენ. მდივნისათის 3000 ფრ. მიცემის საქმე, და ის, ასე უნდა იყოს, კონსულის კონსპირაციულ უღრანებშია ჩამარხული.

თითქოსდა ყველაფერი გაკეთებულია. მრჩებოდა ვიზები მიმეღო და გავმგზავრებულიყავი. მაგრამ აქაც კამათები გამომივიდა, კონსულმა მითხრა, რომ მე laisser-passer-ის მიხედვით უნდა გავემგზავრო. მე სრულებით არ გახლდით ამ საქმეების კურსში, ხოლო კონსული კი, რა თქმა უნდა, არ ზრუნავდა იმაზე, რომ ჩემთვის მგზავრობა შეემსუბუქებია. მან მითხრა, რომ წერილს მისწერს ბ-ნ როსეს, რომელიც ამ საქმეს განაგებს. შემდეგ ორი დღის მერე შემატყობინა, რომ მე თვითონ პირადად მომიწევს გალათიაში როსესთან გამგზავრება. მე, საგანგებოდ, ვკითხე ვ. ჯუღელს, უწევდა თუ არა მას პირადად ევლო ვიზებისთვის და ეწანწალა ყველა იმ დაწესებულებაში; მან უარყოფითად მიპასუხა. გალათიაში 4-ჯერ მომიწია მგზავრობა, კონსულის არა დაუდევრობის, არამედ ინტრიგანობის წყალობით. მან გაგზავნა პარიზში ტელეგრამა, ითხოვდა რა ვიზებს ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის, ძიძა კი არ მოუხსენებია; პასუხი სწრაფად მოვიდა. მაგრამ პასუხში ჩვენი ძიძა არ ყოფილა მოთავსებული, რის გამოც მასზე ვიზას არ იძლეოდნენ. მომიხდა ტელეგრამა ცალკე ჩხენკელისთვის გამეგზავნა, გემი 10 დეკემბერს გადიოდა, ხოლო ეს კი 6–7 დეკემბერს მოხდა; შემდეგი გემი კი მხოლოდ 20 დეკემბერს გადიოდა. პასუხის მიღება მაინც ვერ მოვასწარით. ვიზის საქმე საკონსულოს მდივნის ტალეჯიოს დახმარებით მოვაგვარეთ. იგი ჩემს ცოლთან ერთად მდივან პელესთან გაემგზავრა და ისიც თავაზიანად დათანხმდა ეცნობებია როსესთვის, რომ ვიზა მიეცა. მხოლოდ ამ ზრუნვისა და მეცადინეობათა წყალობით მოვახერხე 10 დეკემბერს გამგზავრება. მაგრამ ასეთ კამათებთან ერთად კონსულის დაუდევრობამ ან უფრო სწორად მისმა ინტრიგანობამ მე როსეს წინაშე, რომელიც საფრანგეთში საშვებს იძლეოდა, განსაკუთრებით საჩოთირო მდგომარეობაში ჩამაყენა. კონსულმა თავის წერილში, რომელშიც ითხოვდა ჩემთვის ვიზა მოეცათ, მე პარიზში ჩვენს დელეგაციაში ატაშედ დამასახელა. ნათელია, რომ არ უნდოდათ ფრანგების ცნობამდე მიეტანათ ის, რომ კონსტანტინოპოლში არის ქართული არმიის მთავარსარდალი. როსეს შეკითხვის ტელეგრამა უნდა გაეგზავნა. წაიკითხა რა წერილი, მან მითხრა, რომ არანაირი შეკითხვითი ტელეგრამის გაგზავნა საჭირო არ არის, ვინაიდან მე ვარ ატაშე, რომ, პირიქით, პარიზიდან მიღებული ტელეგრამის მიხევით მან უნდა მომძებნოს და გამგზავრების ნებართვის შესახებ შემატყობინოს. მე შეცბუნებული ვიყავი, ვინაიდან არ გახლდით ატაშე. მეთქვა, რომ ატაშე ვარ, არ შემეძლო, ვინაიდან ეს სიმართლე არ იქნებოდა; თუ ვიტყოდი, რომ არ ვარ ატაშე, გამოვიდოდა, რომ ან მე ვცრუობ, ან კიდევ ცრუობს კონსული, რომელიც თავის ოფიციალურ წერილში ასეთად მასაღებს. მე მას ვუთხარი, რომ შეკითხვითი ტელეგრამის გაგზავნა არ წაახდენს მთელ პროცედურას. იგი დამთანხმდა გაეგზავნა, მაგრამ რამდენჯერმე მითხრა, რომ ეს ყველაფერი უცნაურია, რომ კონსულმა წესი და რიგი უნდა იცოდესო. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასეთ სულელურ და უხერხულ მდგომარეობაში! ამ ფრანგისათვის ნათელი იყო, რომ ყველაფერი კარგად ვერ არის.

მე, როგორც ზემოთ ვთქვი, 4000 ფრ. მაძლევდნენ. ამ ფულით შემეძლო მხოლოდ პატარა ბერძნული გემით გავმგზავრებულიყავი. „პაკეს“ საზოგადოების ფრანგულ გემზე 5 ბილეთი უნდა ამეღო, ვინაიდან ბავშვებმა უკვე შვიდი წლის ასაკს გადააბიჯეს, ე. ი. მე-2 კლასის თითოეულ ბილეთში მარსელამდე 800 ფრანკზე მეტი უნდა გადამეხადა ანდა ზამთარში უნდა გავმგზავრებულიყავი მესამე კლასით, ხოლო შემდეგ პარიზამდე მგზავრობა აღარ შემეძლებოდა. მომიწია ბერძნულ გემში ჩავმჯდარიყავი, სადაც 10 წლამდე ბავშვებისათვის ნახევარ ბილეთს იღებდნენ. მხოლოდ ასეთი ხერხით შემეძლო პარიზამდე მიმეღწია და ისიც მარსელიდან იძულებული შევიქენი მე-3 კლასით მემგზავრა. როცა შევიტყე, რომ ბერძნული გემი ათენში ჩერდება, გამეხარდა რომ ჩვენი იუნკრების ნახვის შესაძლებლობა მეძლეოდა. ამ მიზნით, წინასწარ გავითვალისწინე რა ყველანაირი სასაზღვრო კამათები, მე ვთხოვე კონსულს საბერძნეთის კონსულს დაკავშირებოდა, რათა უკანასკნელისგან რაიმე ქაღალდი მიმეღო, რომელიც გემიდან ნაპირზე ჩასვლაში დამეხმარებოდა. მე ეს ჩემს გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე განვაცხადე. გამგზავრების დღემდე მას ამის შესახებ ყოველი შეხვედრისას 5-ჯერ გავახსენე. როცა გამგზავრებამდე ორი დღე რჩებოდა, მან მითხრა, რომ არ შევშფოთებულიყავი და გემში ჩაჯდომის მომენტში ასეთ ქაღალდს აუცილებლად მომცემდა; იგივე გამიმეორა მან გამგზავრების დღესაც.

მაგრამ მე არაფერი მიმიღია და ათენში, ამის წყალობით, საკმარისად შეჭირვებული ვიყავი. უფრო მეტიც; ბერძნულმა პოლიციამ, როცა გემზე მოვიდა და კონტროლს ახდენდა, პასპორტი ჩამომართვა, რითაც ნაპირზე ჩასვლის შესაძლებლობას მართმევდა. ხანგრძლივი ახსნა-განმარტების შემდეგ შევძელი რომ პასპორტი უკანვე დამებრუნებია.

ვემზადებოდი რა პარიზში გასამგზავრებლად, გვარჯალაძეს ვთხოვე ჩემთვის დიპლომატიური პასპორტი მოეცათ. რა თქმა უნდა, უარი მითხრეს; მაგრამ ვიცი, რომ პოლიტიკური პარტიული წარმომადგენლები ასეთებს ღებულობდნენ. როგორ ჩანს მე დაბალ ფენად ვყავდით შერაცხული (По-видимому я причислялся к черной кости). საერთოდ, ჩვენი წარმომადგენლობა კონსტანტინოპოლში ჩემს მიმართ დაუშვებლად არაკორექტულ დამოკიდებულებას იჩენდა, უფრო უარესი რომ არ ვთქვათ. თავიდან, როცა მთავარსარდლის თანამდებობიდან ჩამომაქვეითეს, ძალაუფლების მქონენი, გრძნობდნენ რა მთელ შეუსაბამობას (нелепость) ასეთი ქმედებისა, წესიერებას იცავდნენ და გარეგნულად სამუშაოებშიც მრთავდნენ, მაგრამ შემდეგ თანდათანობით განზე მწევდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ აპრილში და თვით ივნისშიაც კი კონსული მაძლევდა მოწმობას, სადაც მთავარსარდლად ვიყავი დასახელებული. მაგრამ, როცა ვთხოვე გარჯილიყო ჩემთვის, რომ რევოლვერის ტარების ნებართვა მოეცათ, იგი ამ საქმეს წელავდა, მიუხედავად იმისა, რომ ყაჩაღებმა მოახდინეს თავდასხმა ბანაკზე, რომლის მახლობლადაც მე ვცხოვრობდი. ასე რომ, მას ასეთი ნებართვა ჩემთვის არ გამოუთხოვია; საკონსულოს მოსამსახურე კი ჩემს წინაშე ტრაბახობდა, რომ მან ასეთი ნებართვა 4 დღეში მიიღო. სხვათა შორის, იარაღის გარეშე სოფელში ცხოვრება უსაფრთხო არ ყოფილა. ასე ერთხელ, დავაგვიანე რა გემზე ჩემთან ქავაქში დასაბრუნებლად, იძულებული შევიქენი ღამით ბაბექიდან ქავაქში ნავით დავბრუნებულიყავი; მენავეებმა სცადეს გზაში გავეძარცვე, მაგრამ ფხიზლად ვიყავი და თან რევოლვერიც მქონდა, რომლის დახმარებითაც ვაიძულე ისინი დანიშნულების ადგილამდე მივეყვანე. მენავეების პოლიციაში წარდგენა არ შემეძლო, რადგანაც გაირკვეოდა, რომ მე რევოლვერით ვიყავი, რომლის ტარებაც აკრძალული მქონდა. მე ვუთხარი ამის შესახებ კონსულს, მაგრამ მასზე ამას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა; ზღვაში რომ გადავეგდეთ, ალბათ, იგი კმაყოფილი დარჩებოდა, ვინაიდან ამით კვინიტაძის საკითხი ლიკვიდირებული იქნებოდა.

ჩვენი მთავრობის რწმუნებული გვარჯალაძე წარმომადგენლობაზე საგანგებო ფულებს ღებულობდა და ყოველდღიურად ფაივოქლოქებსა და სუარეებს აწყობდა; სამხედროებს არ პატიჟებდნენ, არც თვით მთავარსარდალს. მეტსაც ვიტყვი, კონსტანტინოპოლში ჩამოსვლის შემდეგ ჩემმა ცოლმა აუცილებლად მიიჩნია რწმუნებულსა და კონსულს ვიზიტით სწვეოდა. ვიზიტს პასუხი არ მოჰყოლია.

კონსტანტინოპოლში ინგლისური სამსახურის პოლკოვნიკი სტოქსი ჩამოვიდა. იგი იქ გენერალ პოსტოვსკის ქალიშვილზე დაქორწინდა. მე ქორწილში ვიქენი დაპატიჟებული. აუცილებლად ვთვლიდი თავაზიანობაზე მეც თავაზიანობითვე მეპასუხა, მაგრამ ამ დროს ჩემი შვილები ავად გახდნენ და, მქონდა რა სულ ორი ოთახი, ასეთ გარემოებებში სტუმრების მიღება შეუძლებელი გახლდათ. რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვები მომჯობინდნენ, და მეც იგი დავპატიჟე, საამისოდ დღეც დავუნიშნე. მაგრამ პოლკ. სტოქსს არ მოუწია ჩემი მოპატიჟებით ესარგებლა, ვინაიდან დანიშნული დღე მისი გამგზავრების დღეს დაემთხვა და მას ბილეთებიც აღებული ჰქონდა. გამგზავრების წინა დღეს, როგორც შემდეგ გამოირკვა, იგი ჩვენს რწმუნებულთან იყო სუარეზე მოპატიჟებული და, იმედოვნებდა რა იქ ჩემთან პირადად შეხვედრას, უნდოდა მადლობა ეთქვა და ბოდიშიც მოეხადა, რომ არ შეეძლო ჩემთან მოსულიყო. მაგრამ იგი შეცდა, მე ამ სუარეზე მიპატიჟებული არ ვყოფილვარ; მეორე დღეს დილით საკონსულოდან მივიღე სტოქსის წერილი, რომელიც იძულებული შეიქნა იქვე საკონსულოში სუარეს დროს დაეწერა. მსგავსი უტაქტობები მრავალრიცხოვანი იყო; ვფიქრობდი, რომ საერთოდ სამხედროების და კერძოდ მთავარსარდლის ეს იგნორირება, ასე ვთქვათ, ადგილობრივი კონსტანტინოპოლური ხელისუფლების მიერ ხდება; თუმცა კი, სამწუხაროდ, პარიზში ჩამოსვლის შემდეგ მომიხდა იმაში დავრწმუნებულიყავი, რომ ამაზე ტონს პარიზიდან იძლეოდნენ. ხოლო რაც შეეხება კონსულის პიროვნებას, თავის იგნორირებაში იგი ისეთ ზღვრამდე მივიდა, რომ მე მომიხდა მისთვის ამაზე მიმეთიებინა. მიწოდებდა რა თავიდან მთავარსარდალს და თავიც ისე ეჭირა, თითქოს იგი ამას ანგარიშს უწევდა, თანდათანობით ჩემთან ურთიერთობაში მასხრად აგდების ტონზეც კი გადავიდა. ყველაფერი ეს თანდათანობით კეთდებოდა. ერთ-ერთი ასეთი სცენა ლელი ჯაფარიძის თანდასწრებით მოხდა.

მე ყურადღება მივაქციე, რომ წერილები, რომლებსაც პარიზში ვაგზავნიდი და რომლებსაც პირადად ხელში გადავცემდი კონსულს, დიდხანს გაუგზავნელი რჩებოდა; ასევე აყოვნებდა იმ წერილებს, რომლებსაც პარიზიდან მიგზავნიდნენ, და მათ დიდი ხნის მანძილზე არ გადმომცემდა. ასე, მაგალითად, ჩხენკელის წერილი ერთი კვირის განმავლობაში იდო მის მაგიდაზე; ამის მტკიცებულებაც გამაჩნდა. ეს წერილი კონსულის თანმხლებ წერილთან ერთად მივიღე და ამ წერილის თარიღი კონსტანტინოპოლში ჩხენკელისგან მიღებული წერილის შტემპელს 7 დღით ჩამორჩება.

აქ პარიზში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იგი ხსნის ჩემს სახელზე მოსულ წერილებს. მე აქ პარიზში მივიღე კონვერტი კონსულის ხელით ჩემს სახელზე შესრულებული წარწერით. ეს წერილი გადმომცეს ჩვენს დელეგაციაში პარიზში. შიგნით აღმოჩნდა წერილები თბილისიდან ჩემი დებისა და ნათესავებისაგან. მთელი ეს წერილები გახსნილი იყო და ერთად ელაგა კონვერტში, რომელზედაც, როგორც ზემოთ ვთქვი, მისამართი ჩემს სახელზე კონსულის ხელით იყო დაწერილი. მე მაშინვე მივაქციე ყურადღება ამ გარემოებას. ვკითხულობდი რა წერილებს, ერთ-ერთ მათგანში ვნახე, რომ ამ წერილებთან ერთად იგზავნებოდა წერილი ერთი ჩემი ნაცნობისაგან. დავინტერესდი და გავუგზავნე წერილი პავლე ივანეს ძე ქავთარაძეს, რომელმაც წერილები თბილისიდან კონსტანტინოპოლში ჩამოიტანა; ვეკითხებოდი მას ხომ არ დარჩა მასთან რაღაცის გამო კიდევ ერთი წერილიც და მივუთითე, რომ წერილები კონსულის კონვერტში მივღე. პასუხი ჩემთვის გასაოცარი გამოვიდა. ქავთარაძე მწერდა, რომ ყველა წერილი ჩემს სახელზე შვედეთის საკონსულოს დალუქულ კონვერტში იყო მოთავსებული ამ უკანასკნელის შტემპელით და ჩემთვის შემდგომი გადმოსაგზავნად მის მიერ პირადად კონსულისთვის ხელში გადაცემული, რადგანაც მან ჩემი მისამართი არ იცოდა. ნათელია, რომ შვედეთის კონსულის კონვერტი კონსულ გოგოლაშვილის მიერ იქნა გახსნილი. მე ამის შესახებ ჩხენკელს განვუცხადე და მან მითხრა, რომ ამაზე კონსულს მისწერს და მისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ამ საქმის შემდგომ ბედს მე აღარ მივყოლივარ, წერილობითი მტკიცებულებები კი ხელთ გამაჩნია. ასეთია ჩვენი კონსული, ასეთია ჩვენი წარმომადგენელი საქართველოსი კონსტანტინოპოლში.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Friday, February 14, 2020

ლევან თოიძე – როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

(ქვემოთ შემოგთავაზებთ ტექსტს ლევან თოიძის წიგნისა – როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თბილისი, „მეცნიერება“, 1991; ეს წიგნი მეტად საინტერესო, საყურადღებო და სასარგებლოა როგორც ამ თემით დაინტერესებული მკითხველებისთვის, ისე საქართველოს სამართლიანი ეროვნული ინტერესების დასაცავად)

(ნაწილი III) 


საგულისხმოა, რომ როცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს ხელოვნურად ქმნიდნენ და მასში ქართულ სოფლებსაც ძალით აერთიანებდნენ, მაშინ, როგორც ითქვა, კავკასიონის იქითა ოსეთს, რომლიც ოსთა ნამდვილი თავდაპირველი სამშობლოა, არავითარი საკუთარი ავტონომია არ გააჩნდა. ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქი მხოლოდ 1924 წელს წარმოიქმნა რუსეთის სფს რესპუბლიკაში. 1936 წელს ამ ავტონომიურ ოლქს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიეცემა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, გარკვეული ძალები სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებას ცდილობდნენ. გადაიდგა სათანადო ნაბიჯებიც, რომელთა შესახებ, ალბათ, მოკლედ ჩვენც უნდა ვისაუბროთ. საკითხი განიხილეს ჩრდილო ოსეთის, სამხრეთ ოსეთის, სრულიად საქართველოსა და ამიერკავკასიის საბჭოთა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა (ამ ისტორიულ-იურიდიულ ფაქტს თავისი შეფასება მისცა ი ა კ ო ბ | ფ უ ტ კ ა რ ა ძ ე მ გაზეთ „კომუნისტში“ 1989 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში „საღი ძახილი“).

გაერთიანების ინიციატივა ოფციალურად ჩრდილო ოსეთიდან მომდინარეობდა. იქ ეს საკითხი 1925 წლის იანვარში, ჩრდილო ოსეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე წამოიჭრა. ამ პრობლემის გადაწყვეტა უშუალოდ ეხებოდა რუსეთის სფს და საქართველოს სს რესპუბლიკებს. ამიტომაც ორივე რესპუბლიკაში გაჩაღდა მოსამზადებელი მუშაობა. უწინარეს ყოვლისა უნდა გარკვეულიყო, თუ რომელ სახელმწიფოში (რუსეთის სფს თუ საქართველოს სს რესპუბლიკაში) შევიდოდა გაერთიანებული ოსეთი. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო ქართველი ხალხის აზრი. იგი, ბუნებრივია, ვერ შეურიგდებოდა ქართული ტერიტორიის (ოსებით დასახლებული გორის მაზრის ნაწილის) გასხვისებას. ადვილად გადასაწყვეტი არც ჩრდილო ოსეთის შემოერთების საკითხი იყო, რადგან ისიც უნდა განეჭვრიტათ, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ შემოერთებას მომავალში.

მოვლენები ასე განვითარდა: 1925 წლის 27–31 მარტს გაიმართა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების V ყრილობა, რომელმაც მე-10 საკითხად განიხილა:

«Сообщение представителя Северо-Осетинского ЦИК тов. Каргиева о решении 1-го съезда Северной Осетии по вопросу объединения с Юго-Осетией» და დაადგინა:

«1. Выслушав заявление представителя ЦИК Северной Осетии тов. Харитона Каргиева о состоявшемся решении съезда Советов Авт. области Северной Осетии об объединении Северной и Южной Осетии, 5-й съезд Советов Автономной области Юго-Осетии приветствует решение 1-го съезда Советов Автономной области Северной Осетии и считает своевременным постановку этого вопроса.

2. 5-й съезд Советов Юго-Осетии мыслит осуществление этого объединения Северной и Южной Осетии в пределах ССР Грузии.

3. 5-й съезд Советов поручает новому ЦИКу Юго-Осетии совместно с ЦИКом Северной Осетии образовать объединенную специальную комиссию по изучению вопроса объединения обеих Осетий.

4. По изучению комиссией вопроса объединения окончательное разрешение его, т. е. объединения обеих Осетий поручить соответствующим ЦИКам» (სუიცსა, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 170, ფურც. 3).

როგორც ვხედავთ, სამხრეთ ოსეთის საბჭოების ყრილობამ აშკარად და გარკვევით გამოთქვა თავისი აზრი – სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქების გაერთიანება საქართველოს სსრ ფარგლებში უნდა მოხდესო. გინდა ირწმუნო სამხრეთელ ოსთა ამ სურვილის გულწრფელობა, რადგანაც, ჯერ ერთი, მათ კარგად იცოდნენ, რომ საქართველოში ოსთა დენაციონალიზაციის ნაკლები საშიშროება არსებობდა (თუ კი ამას გაურბოდნენ), ვიდრე, ვთქვათ, რუსეთის ფედერაციაში; მეორე, ასევე ცნობილი იყო ქართველი ხალხის უკმაყოფილება საქართველოს სს რესპუბლიკაში შემავალი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის გორის მაზრის ქართული სოფლების გადაცემის გამო, და ძნელი მისახვედრი როდი იყო, რომ უფრო მეტად გაძლიერდებოდა ქართველი ხალხის უკმაყოფილება და წინააღმდეგობა, თუ კი მთელი ე. წ. სამხრეთ ოსეთი სხვა რესპუბლიკას გადაეცემოდა. ამ წინააღმდეგობას შეეძლო ჩაეშალა საქმე, გაეძნელებინა მთავარი მიზნის მიღწევა, რაც ოსი ხალხის გაერთიანებაში მდგომარეობდა. ამიტომ სამხრეთელ ოსებს სრული საფუძველი ჰქონდათ ეფიქრათ, რომ მათ მიერ არჩეული გზა ნაკლებ წინააღმდეგობრივი იქნებოდა. და კიდევ ერთ გარემოებასაც მივაქციოთ ყურადღება. ჩრდილო ოსეთში ოსები თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობდნენ. ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია ოსთა ისტორიული კუთვნილებაა და ამ ქვეყნის (ტერიტორიის) ბედის გადაწყვეტა იდეალურ ვითარებაში, უწინარეს ყოვლისა, თვით ოსების საქმედ უნდა მიეჩნიათ. ამიტომ თუკი მთელი ოსი ხალხი გადაწყვეტდა საბჭოთა საქართველოსთან შეერთებას, საფიქრებელი იყო, რომ საბჭოთა რუსეთი ხალხის ნების წინააღმდეგ არ გაილაშქრებდა, ყოველ შემთხვევაში მას საამისო მორალური საფუძველი არ ექნებოდა. ყოველივე ამის გამო შეიძლება დავუშვათ, რომ ორი ოსური ავტონომიის საქართველოში გაერთიანების იდეას ორივე ავტონომიურ ოლქში მართლაც გულწრფელად უჭერდნენ მხარს. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ ძნელი იყო მათი ნამდვილი გულის წადილის ამოცნობა. ვინ იცის, იქნებ ეს გეგმა მომავალში „ქართული მიწა-წყლის მიტაცების შუალედურ ეტაპადაც“ (ი. ფუტკარაძე) კი ჰქონდათ წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში არ იყო გამორიცხული, რომ საქართველოსათვის ეს ერთი შეხედვით უვნებელი (თითქოს სასარგებლოც კი) წამოწყება მეტად ძვირი დაუჯდებოდა თვით საქართველოს მომავალში, იმ ქარტეხილების დროს, საბჭოთა ქვეყნის ხელმძღვანელთა შეცვლას რომ მოჰყვებოდა ხოლმე უმთავრესად.

ასე იყო თუ ისე, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთში მოიწონეს ოსთა ორივე ავტონომიის გაერთიანების იდეა და ისიც განსაზღვრეს, რომ ეს გაერთიანება საქართველოს ფარგლებში მოხდება, ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელობამ სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს აცნობა: „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი ერთიანდებიან ერთ ავტონომიურ საბჭოთა რესპუბლიკად და შედიან საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში“ (გაზ. „კომუნისტი“, 1989 წლის 13 დეკემბერი, ი. ფ უ ტ კ ა რ ა ძ ი ს დასახ. სტატია).

სრულიად რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს ამ იდეისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. „თანახმა გახდა საკითხის ასე დაყენებაზე“ ჩრდილო კავკასიის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტიც. თავისი სიტყვა უნდა ეთქვა საქართველოს. და აი, 1925 წლის 15 ივლისს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ ამ საკითხზე მოისმინა ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქის წარმომადგენლის ტაკოევის მოხსენება და ერთხმად მოიწონა საქართველოს ფარგლებში ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების გაერთიანების იდეა. დავიმოწმოთ რამდენიმე ადგილი ამ სესიაზე ტაკოევის გამოსვლიდან, რომელთა შესახებ იაკობ ფუტკარაძემ მოუთხრო გაზეთ კომუნისტის მკითხველებს ზემოდასახელებულ სტატიაში. ტაკოევმა განაცხადა: სამხრეთ ოსეთი „გადაჭრით მოითხოვს ჩრდილოეთ ოსეთისაგან, რომ... გაერთიანება მოხდეს საქართველოს ფარგლებში“, ჩრდილოეთ ოსეთი „სურვილს აცხადებს რსფსრ-ს ჩამოშორდეს და შევიდეს საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში“. კიდევ უფრო საგულისხმოა ტოკაევის მიერ გაცემული პასუხი მის მიერვე დასმულ კითხვაზე: „იქნება ვისმე ეგულისხმება რატომ არის ორიენტაცია აღებული საქართველოზეო? იმიტომ, რომ ოსეთი არსებობდა და მხარდამხარ მიდიოდა საქართველოს რესპუბლიკასთან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის მშრომელნი, და მით უფრო პასუხისმგებელი მომუშავენი, თვალნათლივ ჰხედავენ, რომ საღი ნაციონალური პოლიტიკა ისე მიზანშეწონილად არსად არ ხორციელდება, როგორც საქართველოს რესპუბლიკაში“. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად აყენებს საკითხს, რომ იგი მხოლოდ მაშინ გაუერთიანდება ჩრდილო ოსეთს უკეთუ ეს უკანასკნელი თანახმა იქნება საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში შესვლაზე“. ამავე სესიაზე ითქვა: „სამხრეთ ოსეთის მშრომელნი აცხადებენ რომ მათ კულტურულ მოთხოვნილებათ და სამეურნეო საჭიროება(ს) საქართველოს რესპუბლიკა სრულიად და უცილობლად აკმაყოფილებს. ამიტომ ისინი სცნობენ, რომ არავითარი საჭიროება არ არის და სრულიად უსარგებლოც იქნება რაიმე ახალი ექსპერიმენტის მოხდენა ე. ი. საქართველოდან გამოყოფა. აშკარაა, რომ სამხრეთ-ოსეთის ეს საღი ძახილი ყოველმხრივ ყურადღების ღირსია“. ამ გამონათქვამთან დაკავშირებით სწორად აღნიშნავს ი. ფუტკარაძე, რომ ოსი კაცის ეს ბრძნული სიტყვები უფროსი თაობის პოლიტიკურ ანდერძად გაცხადდა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიაზე (იხ. გაზ. „კომუნისტი“, 1989 წლის 13 დეკემბერი).

მაშასადამე, საქართველოს ფარგლებში სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების სასარგებლოდ თავიანთი აზრი გამოთქვეს, საქართველოსა და რუსეთის საბჭოთა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა. რა აზრისა იყვნენ ამ საკითხზე მაღალი პარტიული ორგანოები? ამ კითხვაზე ნაწილობრივ პასუხს იძლევა ი. ბ. სტალინის დეპეშა, რომლიც გ. კ. ორჯონიკიძემ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1925 წლის ივლისის სესიამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე მიიღო. დეპეშაზე მხოლოდ თვე და რიცხვია აღნიშნული, მაგრამ შინაარსის მიხედვით შეიძლება გაირკვეს, რომ იგი 1925 წელს განეკუთვნება. აი ისიც:

«Подана из Москвы 29.VI. Получена и расшифрована 30.VI. Тифлис. Заккрайком – Орджоникидзе.

Лично я не возражал против плана Осетии, но, ввиду поступивших возражений Юго-Востока, очень колеблюсь и не решаюсь дать никаких советов. Очень бы просил тебя отложить ответом до нашей совместной встречи с Микояном. Сталин» (მლი ცპა, ფ. 558, აღწ. 1, საქ. 3333, ფურც. 1).

ამ დეპეშიდან ჩანს, რომ ი. ბ. სტალინს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო საქართველოს შემადგენლობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქების გაერთიანებისა („ოსეთის გეგმა“), მაგრამ იმის გამო, რომ „სამხრეთ-აღმოსავლეთს“ საწინააღმდეგო მოსაზრება გამოუთქვამს, გადაჭრით ვერაფერს ურჩევდა გ. კ. ორჯონიკიძეს, რომელსაც, უნდა ვივარაუდოთ, სწორედ რჩევა უთხოვია მისთვის. დეპეშაში დასახელებულია ა. ი. მიქოიანი, რომელიც მაშინ პარტიის ჩრდილო კავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი იყო. ბუნებრივია, მისი აზრიც უნდა მოესმინათ ამ საკითხის გადაწყვეტისას. ა. ი. მიქოიანი ადრე რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელობდა. ამიტომ, დეპეშაში მოხსენიებული „სამხრეთ-აღმოსავლეთი“ იქნებ თავის დროზე ამ ორგანოს საგამგებლოში შემავალ რეგიონს ნიშნავდეს. თუმცა ცნობილია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის ბიურო მხოლოდ 1924 წლის მაისამდე არსებობდა, ი. ბ. სტალინის ეს დეპეშა კი 1925 წლის ივნისს განეკუთვნება.

ი. ბ. სტალინის დეპეშას ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების გამაერთიანებელი მოძრაობა თითქოს უნდა შეეჩერებინა (დროებით მაინც). მაგრამ ეს ასე არ მოხდა. როგორც ვნახეთ, 1925 წლის 15 ივლისს ამ თემაზე მსჯელობა ჰქონდა საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს; იმავე წლის 7 აგვისტოს კი ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა (საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წარდგინებით) განიხილა (27-ე საკითხად) ორი ოსური ავტონომიის გაერთიანების საკითხი და დაადგინა:

«Против постановления 2-й сессии Всегрузинского Центрального Исполнительного Комитета от 25-го сего июля об объединении Автономных областей Северной и Южной Осетии в одну Автономную социалистическую советскую республику не возражать.

Особое мнение члена Президиума ЗакЦИКа тов. Назаретяна А.: «Ввиду того, что в ближайшие пять-десять лет экономическое объединение невозможно, за отсутствием путей сообщения (перевал, соединяющий Сев. Осетию с Южной, закрывается на 9 месяцев), разрешение вопроса об объединении автономных областей Северной и Южной Осетии считаю преждевременным» (სუიცსა, ფ. 607, აღწ. 1, საქ. 320, ფურც. 70).

ამრიგად, ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების გზაზე სულ ცოტა ორნაირი წინააღმდეგობა გამოიკვეთა: ერთი – „სამხრეთ-აღმოსავლეთისა“, რაც, საფიქრებელია, იმაში მდგომარეობდა, რომ არ სურდათ საქართველოს ფარგლებში გაერთიანება (ვერ თმობდნენ ჩრდილო ოსეთს); მეორე – ამაიაკ ნაზარეტიანის პირით გაცხადებული (სამიმოსვლო გზების უქონლობა, საუღელტეხილო მოძრაობის სეზონურობა), რომელმაც, უნდა ვივარაუდოთ, ბოლო მომენტში გადამწყვეტი გავლენა იქონია გაერთიანების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტაზე. დიახ, ჩრდილო ოსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანებისათვის აუცილებელი იყო მუდმივმოქმედი დამაკავშირებელი გზების გაყვანა, რაც მომავალში უნდა გაკეთებულიყო. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ როქის უღელტეხილის მშენებლობას.

და თუ ჩრდილო და „სამხრეთ ოსეთის“ თუნდაც საქართველოს ფარგლებში გაერთიანება შემდგომ თვით საქართველოსთვის საზიანო აღმოჩნდებოდა (!), უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ ა. ნაზარეტიანის პირით გაცხადებულ „განსაკუთრებულ აზრსა“ და მის მხარდამჭერებს გადავურჩენივართ.

ოსეთის საკითხთან დაკავშირებით გვინდა მკითხველს გავაცნოთ ი. ბ. სტალინის კიდევ ერთი დეპეშა, რომელიც სხვა საინტერესო საკითხსაც ეხება და ამიტომ მთლიანად დავიმოწმებთ მას:

«Подана из Москвы 17.IX. Получена и расшифрована 18.IX. Тифлис – Заккрайком РКП (б). Орджоникидзе. Жалею, что шутки о Мингрелии приняты всерьез легковерными товарищами. Можешь заявить от меня, что я не высказывался и не намерен высказываться в пользу Автономии Мингрелии. Можешь заявить об этом в той форме, в какой найдешь целесообразным. Насчет Осетии поговорим по приезде. Сталин» (მლი ცპა, ფ. 558, აღწ. 1, საქ. 3339, ფურც. 1).

„სამეგრელოს ავტონომიის“ საკითხი ცალკე საუბრის თემაა. რაც შეეხება დეპეშის ბოლო ფრაზას, ოსეთს რომ ეხება, იგი მიგვანიშნებს, რომ ი. ბ. სტალინი 1925 წლის (დეპეშაში გამოგზავნის წელი არ არის მითითებული, მაგრამ უეჭველია, რომ ისიც 1925 წელს განეკუთვნება) სექტემბერშიც ყოყმანობს და გარკვეულ დირექტივას ვერ აძლევს გ. კ. ორჯონიკიძეს ამ საკითხში. ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქების ერთ ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნისა და საქართველოში მისი გაერთიანების საკითხს, ცხადია, საბოლოოდ ი. ბ. სტალინი გადაწყვეტდა. ღვთის მადლით, გადაწყდა იგი უარყოფითად და ამით არც არაფერი დაშავებულა.

მაგრამ იდეა გაერთიანებისა (უფრო სწორად – ქართული მიწა-წყლის მიტაცებისა) თურმე არ ჩამკვდარა. ამაზე მეტყველებს სამხრეთ და ჩრდილო ოსეთიდან ცენტრში გაგზავნილი წერილები, რომელთა ავტორები ყალბ ბრალდებას უყენებენ ქართველ ხალხს, უღვთოდ ამახინჯებენ ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიას, ცდილობენ დაარწმუნონ ზემდგომი პარტიული და საბჭოთა ინსტანციები, რომ სამხრეთელი ოსები იმყოფებიან აუტანელ მდგომარეობაში, რომელიც მათ თითქოს ქართველმა ხალხმა შეუქმნა და მოითხოვენ სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის ავტონომიების გაერთიანებას რუსეთის სფს რესპუბლიკაში.

60-იან წლებში ოსი ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა აშკარა ანტიქართული კამპანია გააჩაღა, რაც, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არ დარჩა ქართულ საზოგადოებრიობას. ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 1973 წლის ივლისს განეკუთვნება ვკითხულობთ:

«В последнее время в произведениях некоторых осетинских писателей особенно будируется тема Давида Сослана в нездоровом антиисторическом аспекте. В этой связи назовем поэму Д. Хетагурова «Гоцци», выдержавшую два издания на осетинском языке в гор. Орджоникидзе. В поэме грузины названы «подзащитным народом», «утопающим в грязи», говорится, что грузины якобы насильственно отторгли исконные земли осетин («урвали долину реки Риони»). В поэме «Гоцци» Давид Сослан представлен как кондотьер, наемник... Можно было бы не вспомнить эту... поэму, публикации которой на русском языке в 1960 году решительно воспрепятствовало Московское издательство «Советский писатель», если бы с этих же позиций не относились к данной теме некоторые писатели Юго-Осетии, в том числе З. Хостицоева, Х. Дзуццати и др. Надо сказать, что стихотворение Ш. Джикаева «Печаль Давида Сослана» (опубликованное в 1966, 1967, 1970 гг.) является прямым перепевом вышеуказанной поэмы «Гоцци». В произведении Ш. Джикаева также говорится о том, что «стонут свои (т. е. осетины) на свободе», «что стонет своя страна в цепях», что потомки никогда не помянут добрым словом Давида Сослана, что ему «на их пиру никогда не будет места», ибо «когда родичу ты будешь чужд, – другому никогда не будешь родственником... Умрешь у них под забором».

В свое время некоторые осетинские критики выступали против подобных тенденций в литературе. – В стихотворении Ш. Джикаева, – писал Х. Джиоев, – показана реакционная идеология... Национальная вражда представлена здесь как идеал (журн. «Мах Дуг» № 5, 1967). К сожалению, ни автор, ни его сторонники не прислушались к голосу критики. Все современные «проблемы» национального «недовольства» некоторых писателей носят явно искусственный характер... Об этом свидетельствует хотя бы письмо Ф. Гаглоити (Гафеза), бывшего ответственного секретаря Юго-Осетинского отделения союза писателей Грузии. «Нам нужен патриотизм, может быть и национализм, – делился он своими мыслями (18.ХII.1966 г.) в письме, адресованному к писателю Р. Тедети. – Если бы положение сегодня у осетинского народа было таким же, как у грузинского или русского народов, тогда бы ни один осетин не показал своих национальных чувств... Посмотри-ка на азербайджанцев, они тоже действуют точно, как наши соседи. Во имя будущности своего языка они накрыли своими лапами маленькие народы, живущие вокруг них. Ты же в России находишься, посмотри-ка вокруг: их литература, их искусство – все делается с целью укрепить руссизм (руссификацию). Пушкин заложил им хороший фундамент: «Здесь русский дух, здесь Русью пахнет». Теперь посмотри на Шолохова, Твардовского, Грибачева, Федина и на многих других. О чем они пишут? Заботятся ли, чтобы воспеть «дружбу между культурами и народами?» Черта с два!... Теперь все поставлено так, чтобы маленькие племена влились в утробу акул. Знакомясь с образцами художественного творчества Н. Джусоити, опубликованными на осетинском языке, и его статьями и публицистическими выступлениями, напечатанными на русском языке в центральной прессе, нетрудно заметить разительное противоречие. В своих статьях Н. Джусоити выступает как страстный поборник дружбы народов, сторонник тесных взаимосвязей братских литератур... Защищая... бесспорно правильную точку зрения на всесоюзной арене, Н. Джусоити... к сожалению, не всегда придерживается ее в своем художественном творчестве» (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 48, საქ. 157, ფურც. 62–64).

ეს ვრცელი ამონაწერი დავიმოწმეთ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მოხსენებითი ბარათიდან, რომელსაც ხელს აწერენ ო. ნოდია, რ. მიმინოშვილი, ი. ბოგომოლოვი, გ. ციციშვილი, ვ. შადური, მ. კიკვაძე, ნ. წერეთელი. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ოსი ინტელიგენციის ერთი ნაწილი საკუთარი ხალხის გასაჭირზე ფიქრობს, მის ბედზე წუხს, რაც აშკარად ჩანს ამ ამონაწერიდანაც. მაგრამ უმადურობაა შენთვის მზრუნველს მტრობა დააბრალო, მთელი სოფლების მჩუქებელს გადამგვარებელი უწოდო. ასეთ რამეებში კაცს მისამართები არ უნდა შეგეშალოს, აქცენტებიც სწორად უნდა დასვა. აქ დამოწმებული აზრებიდან ჩვენთვის, ცხადია, ბევრი მიუღებელი და უსაფუძვლოა. სხვა ხალხების მიმართ გამოთქმულ საყვედურებზე პასუხის გაცემაც სხვათა მოვალეობად მივიჩნიოთ. ამჯერად დავჯერდეთ მხოლოდ ორი ფაქტის კონსტატაციას: პირველი, ოსი ინტელიგენციის ერთი ნაწილი აშკარა ანტიქართულ განწყობილებას ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებამდე დიდი ხნით ადრე ამჟღავნებდა, მეორე, ოსი ინტელიგენციის ეს ნაწილი პრეტენზიებს უყენებს არა მარტო ქართველ, არამედ რუს ხალხსაც. თანამედროვე ეტაპზე კი, როგორც ცნობილია, მას ბრძოლის მახვილი მხოლოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვს მიმართული. ამის შესახებ საზოგადოებრიობა ფართოდ არის ინფორმირებული.

კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელთა ავტორები მხოლოდ და მხოლოდ უმადურ ექსტრემისტთა სახელს იმსახურებენ. ეს გახლავთ სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის ი. ვ. ანდროპოვის სახელზე 1983 წლის 10 მაისს გაგზავნილი საჩივარი, რომელსაც ხელს აწერენ იურისტი ს. ჯიოევი, ვაჭრობის მუშაკი ზ. დრიაევი, მძღოლი ტ. კუჩმაზოვი და პედაგოგი სიუკაევი. კონვერტზე, რომელშიც საჩივარი იყო ჩადებული, გამგზავნის ასეთი მისამართია აღნიშნული: 355045, ქ. სტავროპოლი, ტამანის ქ. # 26, ს. ა. ჯიოევი. ეს მისამართი და გვარიც, შეიძლება, ფიქტიური იყოს, მაგრამ, ცხადია, ეს არაა მთავარი. მთავარია წერილის შინაარსი, მისი პროვოკაციული ხასიათი და ის, რომ ეხება სამხრეთ ოსეთის ამბებს. საჩივარი შეიცავს ისტორიულ ნაწილს, გაუკუღმართებულს, ტენდენციურად და პრიმიტიულად შედგენილს. ავტორები ზოოლოგიურ სიძულვილს ამჟღავნებენ ქართველი ხალხის მიმართ, ყოველივე იმის მიმართ, რაც კი წმიდათა წმიდაა ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობაში.

მკითხველის წინაშე ბოდიში უნდა მოვიხადოთ და კვლავ ვრცელი ამონაწერები დავიმოწმოთ. საჩივრის ავტორები ი. ვ. ანდროპოვს სწერდნენ:

«В 1920 г. меньшевикам стало известно о том, что у наших бойцов нет уже ни одного патрона и тогда они направили свою гвардию против Юго-Осетии. Бойцы наши со слезами на глазах вынуждены были со своими семьями отступать через Главные Кавказские хребты в Северную Осетию. Имущество их разграбили меньшевистские негодяи, все деревни, села были сожжены дотла. Из 75 тысяч беженцев остались живыми не более 50 %, остальные погибли от азиатской холеры.

Свидетельством тому является телеграмма В. И. Ленина от 18 декабря 1920 г. на имя Владикавказского Ревкома об оказании немедленной помощи беженцам, бежавшим от грузинских меньшевистских банд».

«...22 апреля 1922 г. ЦИК Грузии издал декрет, коим Ю/Осетия включается в состав Грузии, как автономная область, конечно, без согласия нашего народа. В то время в центре нашего государства в верхах находились грузины и поддержали их».

«В 1979 г. была издана книжочка Издательством политической литературы в Москве, автор Э. Шеварднадзе, где он описывает интересные вещи, а именно: во время гражданской войны за власть Советов боролись яростно грузинские трудящиеся, а что Ю/Осетия кровь проливала за Советскую власть ему неизвестно, ему также не ведомо, что Ю/О была безжалостно сожжена меньшевиками, а в Грузии и гусиного хлева не повредили. Ему же неизвестно, что через Главные Кавказские горы перешла 2-я Ю/Осетинская бригада вместе с Ю/О повстанческими отрядами и они разгромили меньшевиков. Он же пишет, что в школах детей обучают на любом языке, не допуская никаких привилегий, ограничений или принуждений в употреблении тех или иных языков, т. е. получать образование на родном языке. На территории собственно Грузии проживает не менее 100 тыс. осетин, за пределами автономной области, где до господства Берия в школах преподавали предметы на русском и осетинском языках, а теперь на грузинском языке, т. е. происходит грузинизация осетинских детей... По переписи населения в 1926 г. население Ю/Осетии состояло из 130 тыс. человек, из них осетин 81 %, грузин – 16 %, остальные армяне, евреи и др. (см. Путеводитель транспечати НКПС, под редакцией Э. С. Батенина, стр. 470, издания 1927 г. Москва)»...

«Далее, за последнее время в газетах пишут такие статьи, которые не признают существования Ю/Осетии, т. е. враждебные, именно: строительство транскавказской Рокской автотрассы окончено, которая Северную Осетию с Южной Осетией.

Половина длины этой дороги проходит по территории Юго-Осетинской авт. обл. За эту дорогу вся осетинская нация вовеки будет благодарить наших верховных руководителей, которые положительно решили этот вопрос, но возмутительно то, что без шовинизма, без антиосетинской политики и здесь не обошлось и не обходится. Все время в газетах: «Заря Востока», «Вечер. Тбилиси», т. е. во всех газетах пишут, что транскавказская автострада соединяет Северную Осетию с Грузией, т. е. наша авт. обл. Юго-Осетия исчезла, похоронили ее живьем. Отсюда простой вывод: грузинские меньшевистские банды открыто проводили политику: Южную Осетию растворить среди Грузии, чтобы там ни одного осетина не было. Вот эта политика проводится и сейчас. Разве это не шовинизм?

Удивительно и то, что наши руководители проходят мимо такого отвратительного национализма. Неужели им неизвестно о том, что эта дорога проходит только по территории Северной и Южной Осетии, а в газетах читают, что указанная дорога соединила Северную Осетию с Грузией, но никто из руководителей нигде не задает вопрос шовинистам, а куда же делась автономная область Ю/Осетии? Возникает вопрос, когда же будет положен конец антиосетинской политике и кто положит такой конец и когда?»

«Юрий Владимирович, можно ли совместить такое отношение к нашей нации с Конституцией СССР? А если нет, то почему бы не объединить южную часть Осетии с Северной Осетией в составе РСФСР, ведь территория наша единая, теперь провели и первоклассную шоссейную дорогу с г. Алагира СО АССР и до центра Юго-Осетии г. Цхинвали. В крайнем случае провести среди юго-осетинского населения плебисцит и тогда народ скажет свое слово, как это принято в международном праве... Мы просим провести плебисцит населения Ю-Осетии об объединении с Северной Осетией и чтобы единая Осетия избавилась от географических названий север, юг, а была единая Осетинская автономная советская социалистическая республика в составе РСФСР – АО ССР. Тогда все вышеприведенные вопросы будут решены легко».

ი. ვ. ანდროპოვის სახელზე გაგზავნილი ეს საჩივარი სხვა დაუსაბუთებელ მტკიცებებსა და ცილისმწამებლურ გამოხდომებსაც შეიცავს (საჩივარი, ცხადია, მთლიანად არ მოგვიყვანია). ბრალდებები, რომლებსაც მომჩივანნი ქართველ ხალხს უყენებენ, მკითხველმა იცის, არ ახალია. ბევრ მათგანს, თანამედროვე ადამონნიხასელებიც რომ იმეორებენ, ქართულ პრესაში დამაჯერებელი პასუხი გაეცა. მაგრამ, ვინაიდან ი. ვ. ანდროპოვის სახელზე გაგზავნილი საჩივრის თვით ფაქტი და მასში წამოყენებული ზოგიერთი პრეტენზია ფართო საზოგადოებრიობისათვის უცნობია, გარკვეული პასუხი, ალბათ, ჩვენც გვამრთებს.

დავიწყოთ იმით, რომ საჩივრიდან დამოწმებულ პირველივე ამონაწერში დამახინჯებულად არის გააზრებული საკმაოდ ცნობილი ისტორიული ფაქტი. კერძოდ, მომჩივანთა აზრით ვ. ი. ლენინი 1920 წლის 18 დეკემბრის დეპეშაში ვლადიკავკაზის რევკომს სთხოვდა სასწრაფო დახმარება აღმოეჩინა იმ ოსი ლტოლვილებისათვის, რომლებიც თითქოს „ქართველ მენშევიკთა ბანდებმა“ სამხრეთ ოსეთიდან განდევნეს 1920 წლის ივნისის ოსთა აჯანყების ჩაქრობის შემდეგ. სინამდვილეში კი ვ. ი. ლენინის ამ დეპეშაში სრულიად სხვა ლტოლვილებზეა საუბარი, რაც ახლავე გახდება ცხადი. გავეცნოთ თვით დოკუმენტს.

«Телеграмма Владикавказскому Ревкому. Владикавказ, Ревком.

Копия члену реввоенсовета Кавфронта Орджоникидзе.

По полученным в Совнаркоме сведениям, беженцы гражданской войны, бежавшие от контрреволюционных банд в 1919 г. из селения Алагир в количестве, свыше 300 семей, находятся в станице Ардонской и в городе Владикавказе в чрезвычайно бедственном положении. Несмотря на все наши хлопоты, беженцы до сих пор не могут добиться возвращения в родные места или помощи по переезду и устройству на новых местах. Срочно удовлетворите законные требования беженцев и окажите им действительную помощь по устройству на постоянное жительство.

Написано 18 декабря 1920 г. Предсовнаркома Ленин» (В. И. Л е н и н. Полн. собр. соч. т. 52, გვ. 299–300. დეპეშას ხელს აწერდა გ. ვ. ჩიჩერინიც).

როგორც ვხედავთ, ვ. ი. ლენინის ამ დეპეშაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ საქმე ეხება არა სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში 1920 წელს გახიზნულ ოსებს, არამედ ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე სოფელ ალაგირიდან იმავე ჩრდილოეთ ოსეთის სტანიცა არდონსა და ქ. ვლადიკავკაზში 1919 წელს გაქცეულ ლტოლვილებს. შეიძლებოდა ყოველივე ეს უბრალო ფაქტობრივ უზუსტობად მიგვეჩნია და ყურადღებაც არ გაგვემახვილებინა მასზე. შეიძლებოდა წერტილიც დაგვესვა აქვე, მაგრამ იმის გამო, რომ საქმე გვაქვს ისტორიული სინამდვილის არა მარტო ფაქტობრივ, არამედ პოლიტიკურ გაუკუღმართებასთანაც, იქნებ სჯობდეს მკითხველს მოკლედ მოვუთხოთ, თუ ნამდვილად ვისზე ზრუნავდნენ ამ შემთხვევაში ვ. ი. ლენინი და გ. ვ. ჩიჩერინი, ვინ იყვნენ ეს ალაგირელი ლტოლვილები?

აბსოლუტურად დადგენილია, რომ საქმე ეხება ქართველ ლტოლვილებს, იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც 1919 წლის იანვარში იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ სოფელი ალაგირი, სადაც კომპაქტური ქართული დასახლება ჯერ კიდევ გასული 80-იან წლებში გაჩნდა. 1918 წლამდე ალაგირელ ქართველებს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ ოსებთან, რაც სამოქალაქო ომის დროს მტრობით შეიცვალა. ამ წლის ივნისში ალაგირელმა ქართველებმა უმასპინძლეს ს. გეგეჭკორის შეიარაღებულ რაზმს, რომლიც საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის საბრძოლველად. რაზმის წევრები ალაგირელ ქართველთა ოჯახებში დაბინავდნენ. ზოგიერთი ალაგირელი ქართველი ს. გეგეჭკორის რაზმშიც ჩაეწერა, რასაც სათანადო რეაქცია მოჰყვა ოსეთში იმ დროს არსებული სხვა პოლიტიკური, კერძოდ, ანტისაბჭოთა ძალების მხრიდან. ეს სტუმრობა ძვირად დაუჯდათ ალაგირელ ქართველებს. იგი გახდა ერთ-ერთი მიზეზი მათი დარბევის, აწიოკებისა და ქონებრივი გაპარტახებისა.

საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ოსთა შეიარაღებული რაზმები ცდილობდნენ არაოსი მოსახლეობისაგან გაეწმინდათ თავიანთი მხარე და ამით ქონებრივადაც მოეთბოთ ხელი. ისინი გასაქანს არ აძლევდნენ ქართველებს: ართმევდნენ გალეწილ პურს, ფქვილით დატვირთულ ურმებს, ცხენებს, ალაგირსა და მის მიდამოებს არბევდნენ ვ. ვანიევის, პოლკოვნიკ უგალუკ ცალიკოვის, ს. ურუმოვის, ვ. რევაზოვისა და სხვათა შეიარაღებული რაზმები, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ ალაგირზე თავდასხმა, იქაური ქართული და რუსული მოსახლეობის განადგურება, მათი სახლ-კარისა და ქონების დაპატრონება. ალაგირზე პირველი თავდასხმა ოსთა შეიარაღებულმა რაზმებმა 1919 წლის 6 იანვარს მოაწყვეს, მაგრამ ქართველებმა წითელ გარნიზონთან ერთად უკუაგდეს ისინი. მეორე თავდასხმის მოგერიება კი შეუძლებელი შეიქნა: 1919 წლის 11 იანვარს მრავალრიცხოვანი შეიარაღებული რაზმები შეიჭრნენ ალაგირში და საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოუწყვეს ქართველებს, არ ზოგავდნენ ბავშვებსა და მოხუცებს. 75 წლის ალექსი ლობჯანიძე, პელაგია პოტიომკინა და მისი მცირეწლოვანი შცილები თოკებით შეკრეს, ცეცხლი წაუკიდეს და ისე დაწვეს, ბევრი დახვრიტეს, ბევრს ყელი გამოჭრეს.

სწორედ ამ ამბების შედეგად აიყარა ალაგირიდან 300 ოჯახი და თოვლიან გზას გაუდგა. ბევრი ლტოლვილი გზაში დაიღუპა. თავდამსხმელებმა დაწვეს სახლები, გაანადგურეს და დაიტაცეს სურსათ-სანოვაგე, წაიყვანეს საქონელი, გაძარცვეს ეკლესია, თავდამსხმელთა უმრავლესობა ქართველთა მიერ მიტოვებულ ბინებში მოკალათდა, მათ ჭირნახულსაც დაეუფლა. კანონიერი მეპატრონეებისათვის სახლ-კარი შემდეგაც არ დაუბრუნებიათ (დაწვრ. იხ. ს პ ა რ ტ ა კ | რ ე ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი ს სტატია „ალაგირელ ქართველთა ტრაგედია“, რომელიც „სახალხო განათლების“ 1989 წლის 18 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა).

აი ამ ლტოლვილებზეა საუბარი ვ. ი. ლენინისა და გ. ვ. ჩიჩერინის 1920 წლის 18 დეკემბრის დეპეშაში. ი. ვ. ანდროპოვის სახელზე გაგზავნილი საჩივრის ავტორებმა კი ეს ფაქტი სრულიად გაუკუღმართებულად წარმოაჩინეს.

ალაგირელი ქართველების ტრაგიკული ისტორიის ცოდნას გარკვეული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ოსეთის ურთიერთობათა ზოგიერთი ჩრდილოვანი მხარის სრული წარმოდგენისათვის (ს. რეხვიაშვილი), ჩვენც მხოლოდ ამ მიზნით მოვიხსენიეთ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი, რაც მუდამ შავ ლაქად დარჩება ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობათა ისტორიაში. აქაც საჩივრის ავტორებმა გვაიძულეს.

გარდა აღნიშნულისა, საჩივარი ბევრ შეუსაბამობას შეიცავს, მაგრამ როგორ დავღალოთ მკითხველი ისეთ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებზე საუბრით, როგორიცაა, მაგალითად, რომ:

– 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ჩრდილო ოსეთში გადავიდა არა 75 000 სამხრეთელი ოსი, არამედ დაახლოებით 20 000 (იხ. Известия Ю.-Осетинского научно-исследовательского Института краеведения, Выпуск II, Сталинир, 1935, с. 122, 127 და სხვა).

– სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა მუდამ და საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახკომსაბჭოს 1922 წლის 20 აპილის დეკრეტმა ეს მხოლოდ დაადასტურა;

– „ჩვენი სახელმწიფოს ცენტრში“ იმ დროს მყოფი ქართველი ხელმძღვანელი მუშაკები (ალბათ ი. ბ. სტალინსა და გ. კ. ორჯონიკიძეს გულისხმობდნენ) ოსთა და საერთოდ არაქართველთა უკანონო პრეტენზიებსაც კი უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობოდნენ, ვიდრე ქართველთა სამართლიან მოთხოვნებს.

– ედუარდ შევარდნაძე თავის 1979 წელს გამოცემულ წიგნში, როცა საბჭოთა ხელისუფლებისათვის „საქართველოს მშრომელთა ბრძოლაზე“ ლაპარაკობს, რასაკვირველია, სამხრეთ ოსეთის მშრომელებსაც გულისხმობს. ის სავსებით სწორად მიუთითებს, რომ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს აქვთ საშუალება მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება.

– საგაზეთო ცნობა იმის თაობაზე, რომ როქის ავტოტრასამ (ტრანსკავკასიის ავტოსტრადა) ჩრდილო ოსეთი საქართველოსთან დააკავშირა, არ შეიძლება ქართული „შოვინიზმისა“ და „ანტიოსური პოლიტიკის“ გამოვლინებად მივიჩნიოთ, რადგან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს ნაწილია (ე. ი. იგივე საქართველოა) თუმცა, ცხადია, არც ის იქნეოდა შეცდომა, თუ დაწერდნენ, ამ ავტოსტრადამ ჩრდილოეთ ოსეთი სამხრეთ ოსეთთან დააკავშირაო.

– 1926 წლის აღწერით სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ცხოვრობდა არა 130 000 ოსი (ანუ მოსახლეობის 81 %), როგორც ამას საჩივრის ავტორები წერენ, არამედ 60 351 ოსი (მოსახლეობის 69,1 %) და 23 538 ქართველი (მოსახლეობის 26,9 %).

კმარა. ქართველი ხალხის მიმართ საჩივარში წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებზე უფრო ფართო მსჯელობა ცალკე საუბრის თემად მივიჩნიოთ. ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანაა იმის დადასტურება, რომ რუსეთის სფს რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების საკითხი გარკვეულმა ძალებმა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ჯერ კიდევ 1983 წელს (იქნებ ადრეც) დააყენეს სკკპ ცეტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის წინაშე. ასე რომ თანამედროვე ადამონნიხასელები ამ ძალთა სულიერი მემკვიდრეები არიან.

დიახ, ასეთ პრობლემებზეც გვიხდება დღეს საუბარი, სამწუხაროდ 20-იანი წლების ქართული საზოგადოებრივი აზრი თითქოს წინასწარ გრძნობდა მომავალ გართულებებს. მან ხომ თავიდანვე საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფად აღიქვა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელოვნურად ჩამოყალიბება, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ავტონომიური ერთეულების შექმნა. თუმცა იგი ტრადიციას არ ღალატობდა და აუცილებლად მიიჩნევდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა თუ ეთნიკური ჯგუფების უფლებათა დაცვას, მათ სამართლიან ეროვნულ-კულტურულ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში ეროვნულ უმცირესობებს უფლებებთან ერთად გარკვეული მოვალეობებიც უნდა ჰქონდეთ. ქართველ ხალხს არასოდეს არ უნდა მოეშალოს თავის გასაჭირში ეროვნულ უმცირესობათა თანადგომის იმედი. ეროვნული უმცირესობები კი ქართველ ხალხში მათს ქომაგს, დამცველსა და მფარველს უნდა ხედავდნენ. ეს უნდა იყოს ჩვენი ხალხების ურთიერთობის ამოსავალი წერტილი, რაც ყველამ უნდა შევიგნოთ. აქ ისტორიამაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს. ისტორიის გაკვეთილები კი იმას მოწმობენ, რომ საბოლოოდ გონიერება იმარჯვებს უგუნურებაზე. ზღვარგადასული ემოციები როცა იქნება ჩახცრება. ჩვენმა ხალხებმა კი ერთად უნდა იცხოვრონ. სხვა გზა არა გვაქვს. ჩვენ თავს ჩვენ თვითონ უნდა მოვუაროთ. სხვის იმედზე ყოფნა მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი როდია. ურთიერთდათმობა, კომპრომისი, მიტევება და შერიგება, – აი რამ უნდა გადაგვარჩინოს და კვლავაც დაგვაახლოვოს. ამაში უთუოდ დაგვეხმარება მართალი ისტორიის ცოდნა. უნდა ვიცოდეთ, თუ ვის, როდის, ვის მიმართ რა ცოდვა აქვს ჩადენილი. ისტორიული მეხსიერება მერმისის განჭვრეტასა და სამომავლო გაკვეთილების გამოტანას გაგვიადვილებს. მაგრამ ისტორიიდან მხოლოდ ის უნდა ავიღოთ, იმას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რაც გვაახლოვებს ერთმანეთთან. ისტორიკოსის მთავარი ამოცანა ეს უნდა იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ნაშრომში ქართველ და ოს ხალხთა ურთიერთობის ნეგატიურ მხარეებზე მოგვიხდა საუბარი. მკითხველი ალბათ დარწმუნდა, რომ ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავთ, ვპასუხობთ, ვცდილობთ მიუკერძოებლად და დოკუმენტურად დავასაბუთოთ უსაფუძვლობა ქართველი ხალხის მიმართ წამოყენებული ბრალდებებისა. აბა, როგორ არ უნდა ვთქვათ, მაგალითად, რომ სისასტიკე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიჩინეს 1920 წელს ოსთა აჯანყების ჩაქრობისას, გაპირობებული იყო კიდევ უფრო ულმობელი სისასტიკით, რომელსაც აჯანყებული ოსები იჩენდნენ ქართველთა მიმართ 1918–1919 წლებში. ასეთი ულმობლობის გამართლება არასაკადრისია კლასობრივი ბრძოლის თვალთახედვითაც. იგი ახალ კონფრონტაციამდე მიგვიყვანს.

საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისა თუ ეთნიკური ჯგუფებისათვის ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ქართული მიწა-წყლის მიტაცებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთების მცდელობას. ვინ ვინ და მათ ხომ კარგად იციან საქართველოს ეთნიკური და დემოგრაფიული სიტუაცია, არც ის არ არის ძნელი მისახვედრი, რომ სწორედ ამ სიტუაციის გამო ქართველ ხალხს უკანდასახევი გზა აღარ აქვს. „მიდიხართ ამოდენა გზაზე სამხრეთ საქართველოსკენ, აქეთ-იქიდან საუკეთესო მინდვრები, ველებია გადაშლილი, სოფლიდან სოფელში შედიხართ... გარშემო კი ქართულ მიწაზე ერთი ქართული სახლი არ მოიძებნება, ერთი ქართველი არ ჭაჭანებს, ერთი ღერი ქართული არ ისმის...“ (ირინა ტალიაშვილი). გულისშემძვრელია ეს ვითარება. ისიც ცხადია, რომ ამ რეალობამაც განაპირობა ქართული ეროვნული მოძრაობის აღმავლობა. შეცდომა, საბედისწერო შეცდომა იქნება, თუ ჩვენი ეროვნული უმცირესობები დაუპირისპირდებიან ამ მოძრაობას. ამით საერთო მტრის საქმე გაკეთდება. ქართული ეროვნული მოძრაობის პროგრამაში კი თვალსაჩინო ადგილი უნდა დაიკავოს რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ხალხის ეროვნულ-კულტურულ სამართლიან მოთხოვნათა დაკმაყოფილებისათვის საქმიანმა ზრუნვამ.

ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალმა არ დაგვძრახოს. ვიფიქროთ, ყველამ ვიფიქროთ ამაზე. გაგებით მოვეკიდოთ სხვათა გასაჭირსაც. დღეს არავის არ ულხინს. ჩვენი გაჭირვება, უმთავრესად, ავტორიტარიზმის, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის ტოტალიტარული ბატონობის ეპოქამ მოიტანა. ნუ დავადანაშაულებთ ამაში რუს, ქართველ, აფხაზ, ოს თუ სხვა ხალხებს.

ნუ გვიწყენს ნურავინ, თუ ქართველი ხალხი მტკიცედ მოითხოვს, რომ საქართველოში მცხოვრებმა ეროვნულმა უმცირესობებმა პატივი სცენ ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, იზრუნონ რესპუბლიკის სახელმწიფო ენის – ქართული ენის დაუფლებისათვის.

ქართველი ხალხი იმასაც მოითხოვს, რომ არაქართველებით დასახლებული ქართული მიწა-წყალი არ გადაიქცეს ქართველთა და არაქართველთა დენაციონალიზაციის კერად. და ეს არავის არ უნდა აღიზიანებდეს...

ერთი სიტყვით, უნდა ვაღიაროთ, რომ ეროვნული საკითხი ჩვენში ახალ გადაწყვეტას ელის. ეს არც არის გასაკვირი. ბუნებრივია, რომ წითელი არმიის მიერ ძალდატანებით გასაბჭოებულ საქართველოში იგი სამართლიანად ვერ გადაწყდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, მკითხველისათვს ინტერესს მოკლებული არ იქნება ი. ბ. სტალინის აზრი, რომელიც მან რკპ (ბ) XII ყრილობის მიერ შემნილი ეროვნული საკითხის სექციის სხდომაზე გამოთქვა 1923 წლის 23 აპრილს. ლენინის (იგი სხდომას არ ესწრებოდა), ხოჯაევის, რაკოვსკის, ტროცკისა და სხვათა საპასუხოდ სტალინმა ამ სხდომაზე განაცხადა:

«...Тут говорили, что я мастер по национальным вопросам. Товарищи, я должен сказать, что никогда я на это звание не претендовал. Я дважды отказывался от доклада по национальному вопросу и оба раза мне единогласно приказывали делать доклад. Я скажу, что я несведущ в этих делах, кое какие знания я имею в этом вопросе, но мне это надоело хуже горькой редки. Почему это обязательно Сталин должен делать доклад. Где это написано. Почему он должен отдуваться за грехи, которые творятся на местах. Это нигде не написано. Однако мне приказали и в качестве подневольного человека, я на съезде выступил, как докладчик. Это ответ тов. Ходжаеву...

2-я палата это не тоже самое, что Наркомнац. Я два года дрался за уничтожение Наркомнаца и получил отказ. Это орган, ничего не делающий и тормозящий работу. Меня не освобождали от наркомства. Я и здесь был подневольным человеком. Все-таки то, что я предложил, это не есть наркомнац. Наркомнац – комиссариат агитационный, никаких административных прав наркомнац не имеет, а предлагал создать 2-ю палату... Вот узда (2-я палата) против великорусского шовинизма... У тов. Раковского неясность по национальному вопросу. Вы полагаете, что если НКИД в республиках будут упразднены, а на этом настаивает тов. Ленин, чтобы они были слиты (голос: объединены)... извините, никакого союза у нас не будет, если у каждой республики будет свой наркоминдел.

Тов. Ленин забыл, он много забывал в последнее время. Он забыл, что вместе с ним мы принимали основы Союза (голос – он не был на пленуме). Тов. Ленин забыл резолюцию, принятую на октябрьском пленуме о создании союза, где говорится о влиянии 5-ти комиссариатов, объединении пяти и оставлении нетронутыми 6-ти комиссариатов. Это тов. Ленин принял и утвердил. Затем это внесли в ЦК, который тоже это утвердил. Я готов представить любой документ.

Вы скажите прямо, тов. Раковский, что вы против объединения, это я пойму. У вас сорвалась фраза – конфедерация. Вы не за Союз, а за конфедерацию. Это я пойму. Вы скажите прямо, что Вы требуете того, чтобы в Донбассе руководила не центральная власть, а украинская (Раковский – неправда). Пока Вы этого не скажете, я Вам отвечать не буду. Относительно конфедерации, я хотел рассказать историю.

Я был на фронте, на Юге, тов. Ленин перед 2-м конгрессом Коминтерна прислал свой проект по национальному вопросу и просил меня отозваться, также как и других. Там говорилось, что мы, Коминтерн, будем добываться федерирования национальностей и государств. Я тогда сказал, это все хранится в архивах ЦК, – не пройдет это. Если Вы думаете оставаться в рамках федерирования национальностей старой России, – это еще понятно, но если Вы думаете, что Германия когда-либо войдет к Вам в федерацию на правах Украины, – ошибаетесь. Если Вы думаете, что даже Польша, которая сложилась в буржуазное государство со всеми атрибутами войдет в состав Союза на правах Украины, – ошибаетесь. Это я говорил тогда. И тов. Ленин прислал грозное письмо – это шовинизм, национализм, нам надо Центральное мировое хозяйство, управляемое из одного органа.

Старый ленинист Раковский склоняет и спрягает фамилию товарища Ленина, но не мешало бы ему посмотреть кое-какие документы о конфедерации. Вы, товарищ Раковский, должны знать, что по вопросу о конфедерации даже в рамках международных, тов. Ленин стоял решительно против...

Нельзя обижать националов, нельзя поляка называть полячком, туркестанца называть татарской лопатой, нельзя грузина назвать кавказским человеком. Да, поляка нельзя назвать полячком, а ковырять Польшу штыком можно? Прощупать Польшу штыком можно? Оказывается, что с точки зрения национального самоопределения это сделать можно. Нельзя туркестанца назвать татарской лопатой, хорошо, оставлять там войска русские можно? Тов. Троцкий сказал кусочек правды. Но не всю правду, а вся основа в этом. Нельзя (გაურკვეველი სიტყვა – ლ. თ.) человека назвать кавказским человеком, а оставлять там войска с точки зрения национального самоопределения можно? Нельзя бухарца назвать – я даже не знаю как его назвать – но вводить туда свои войска можно? С точки зрения определения прав национальностей этого делать нельзя. В чем же дело? В том то и дело, что в национальном вопросе есть свои пределы. Это важный вопрос, но есть другой более важный вопрос, о власти рабочего класса. Вот в чем дело. Мы обязаны проводить в жизнь принцип самоопределения народов, безусловно, но кроме того есть право рабочего класса на свою власть...

Вы должны честно и открыто сказать всем националам (национал, кажется, теперь ругательное слово), что мы иногда вынуждены идти против права самоопределения национальностей, против их интересов, за сохранение рабочими своей власти.

В этом не вина, а беда наша. И те, которые здесь охотно раздают обещания, должны это сказать честно, что мы нарушаем право на самоопределение и не можем не нарушать. Ибо вопрос национальный есть подчиненный вопрос в отношении к вопросу рабочему. Вам нужны цитаты из книги тов. Ленина? Я могу представить сколько угодно цитат. Национальный вопрос у тов. Ленина есть вопрос подчиненный высшему вопросу – рабочему вопросу. ...к поправке тов. Троцкого я вношу дополнение – чтобы начать формирование национальных частей, грузинских, армянских, азербайджанских, украинских и т. д. Нельзя, конечно, торопиться, так как было в Грузии, но начать это дело постепенно и подсечь основу недовольствия в республиках, которое там имеется, выведя наши войска. Первое требование самоопределения – это вывод войск. Сейчас мы себе этой роскоши позволить не можем. Вот в чем беда. Если вывести войска из Грузии, туда войдут турки, пострадает революция» (მლი ცპა, ფ. 50, აღწ. 1, საქ. 68, ფურც. 59–67).

ძვირფასი დოკუმენტია. იგი ერთხელ კიდევ გვიდასტურებს, რომ ი. ბ. სტალინს XII ყრილობაზე „უჭირდა“. მის ველიკორუსულ პოლიტიკას „ნაციონალები“ დაუპირისპირდნენ. ი. ბ. სტალინის მოწინააღმდეგეთა შორის მთავარი ადგილი ეჭირა ქართველ კომუნისტთა ერთ ჯგუფს, რომელსაც მაშინ ვ. ი. ლენინიც უჭერდა მხარს. ვ. ი. ლენინს იმ დროს უკვე დაწერილი ჰქონდა ცნობილი ნაშრომი „ეროვნებათა საკითხისათვის ანუ ‘ავტონომიზაციის’ შესახებ“. ამ ნაშრომსა და ვ. ი. ლენინის სხვა ბოლოდროინდელ დოკუმენტებში მკაცრადაა გაკრიტიკებული ი. ბ. სტალინი, ფ. ე. ძერჟინსკი და გ. კ. ორჯონიკიძე. ვ. ი. ლენინი მათ „გარუსებულ სხვატომელებს“ უწოდებს და ბრალსა სდებს ეროვნებათა მიმართ ველიკორუსული სულისკვეთების გამოვლინებაში. ი. ბ. სტალინისათვის ყველაფერი ეს ცნობილია. მან თავი უნდა იმართლოს. ამიტომ იგი იძულებულია ყველაფერი ბოლომდე თქვას და შეულამაზებლად წარმოაჩინოს საბჭოთა კავშირში ეროვნული საკითხის გადაწყვეტის პრაქტიკა. ი. ბ. სტალინი აღიარებს და მარქსისტული დოქტრინის საფუძველზე ამართლებს კიდეც, რომ რევოლუცია ზოგჯერ იძულებულია არათუ პატივი არ სცეს ერთა თვითგამორკვევის უფლებას, არამედ გაილაშქროს კიდევაც მის წინააღმდეგ. ი. ბ. სტალინი ვ. ი. ლენინსაც გადასწვდა. საქმეში ჩახედული მკითხველი უთუოდ მიხვდება, რომ ი. ბ. სტალინის მიერ დამოწმებული სიტყვები, პოლონელის, ქართველის, თურქესტანელისა და სხვა ხალხების წარმომადგენელთა ეროვნული ღირსების შელახვის დაუშვებლობას რომ ეხება, ვ. ი. ლენინს ეკუთვნის (იხ.  ვ.  ი.  ლ ე ნ ი ნ ი,  თხზ., ტ. 36, გვ. 692). ი. ბ. სტალინიც, რასაკვირეველია, დაუშვებლად მიიჩნევს „ნაციონალთა“ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქ ის ეთანხმება ვ. ი. ლენინს. მაგრამ ამასთან იგი აღნიშნავს, რომ „ნაციონალთა“ ეროვნული ღირსების, მათი უფლებების უფრო მეტი შელახვა სწორედ მაშინ მოხდა, როცა წითელი არმია პოლონეთს ხიშტით მიადგა, საქართველოსა და თურქესტანში კი დაუპატიჟებლად შევიდა და დარჩა. აქვე უნდა ითქვას, რომ ი. ბ. სტალინი როდი გმობს წითელი არმიის ნამოქმედარს. პირიქით, იგი ვ. ი. ლენინთან და სხვებთან ერთად თვით გახლდათ დასახელებული ქვეყნების მიმართ წითელი არმიის მიერ განხორციელებული აქციების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. ი. ბ. სტალინმა უბრალოდ ის დაადასტურა, რომ ერთიც დაუშვებელია და მეორეც, მაგრამ სხვა გამოსავალი არა გვაქვსო...

სხვა გამოსავალი მაშინ ვერ „იპოვეს“. იგი მალე უნდა გამოინახოს.


*   *   *


აქვე მკითხველს დ ა ნ ა რ თ ი ს სახით ვთავაზობთ რამდენიმე დამახასიათებელ მასალას (ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო) 1918 და 1920 წლების ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი სტატიიდან, რომლებიც, ვფიქრობთ დაეხმარება მას სამხრეთ ოსეთის აჯანყებათა ხასიათის გარკვევაში.

გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 23 მარტი. შ. ამირაჯიბის სტატიიდან „ცხინვალის ფრონტი“: 

„...ჩვენი ხელმძღვანელი წრეები ჯერ კიდევ ანგარიშს არ უწევენ იმ მთავარ მოვლენას, რომელმაც რევოლუციის ხაზი მოზნიქა ჩვენში და სხვა მიმართულება მისცა მას. არ უწევენ ანგარიშს იმას, რომ კავკასიაში უკვე მოხდა კოლიზია რევოლუციონური სულისკვეთებისა და დროშა რევოლუციისა ის აღარ არის უკვე, რომელსაც მივდევდით ჩვენ რევოლუციის პირველ ნახევარში. მთელი ტრაღედია ქართველი დემოკრატიისა იმაში გამოიხატება, რომ იმ დროს, როცა ქართველი დემოკრატია ისევ სოციალური რეფორმების და დემოკრატიზმის ნიადაგზე დგას, სხვა დანარჩენი ერები კავკასიისა ნაციონალურ პოლიტიკას აწარმოებენ. ასეთია მდგომარეობა ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში და ასეთი სურათი იშლება დღეს საქართველოშიც. ის, რაც მოხდა თათარ-სომეხთა შორის, უნდა მომხდარიყო საქართველოშიც – ამის მაჩვენებელია სწორედ ცხინვალის ამბებიც. შეეძლო განა ოსობას, მომწყვდეულს საქართველოს ჩრდილოეთ მაღლობზე, ადრე თუ გვიან არ გაეზიარებინა ის გეზი პოლიტიკისა, რომელსაც იზიარებენ დღეს ყველა ერები ჩვენში, გარდა ქრთველებისა, პოლიტიკა წაგლეჯისა. აი, რა არის დღევანდელი ლოზუნგი და ოსებმაც აშკარად განაცხადეს: ცხინვალი ჩვენია, საქართველოს მაღლობი – ოსეთია! . . . თვით ჩვენ დროშიც, რევოლუციისა და ერთა თვითგამორკვევის ხანაში, ეს იდეა ავაზაკურ იდეათ დარჩება. ჩაუფიქრდით ამ იდეის ბუნებას. ჩვენ არ ვიცით საქართველო უფრო ქართული, ვიდრე ის ადგილი საქართველოსი, სადაც ამჟამად ოსები სცხოვრობენ. ეს არის ზურგი საქართველოსი, მისი ხერხემალი... ჩვენ გვსმენია მრავალი პოლიტიკური ფანტაზია, მაგრამ ოსეთის სახელმწიფო საქართველოში – არა. მაგრამ ჩვენ არავითარი საბუთი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ ასეთი სულისკვეთება ძირიანად შეცვლილი არ არის დღეს ოსებში და ისინი საფუძვლიანად არ ისწრაფიან თავიანთი „იდეალების“ განხორციელებას. დღეს უკვე აშკარად ლაპარაკობენ, რომ მთელ ამ სამწუხარო ისტორიას დიდი კავშირი აქვს ჩრდილოეთ-კავკასიის უკანასკნელ დროის ამბებთან და, შესაძლებელია, პოლიტიკური იდეალის ტვირთი, რომლის ზიდვა მას არ შეუძლიან, სულ სხვა გარეშე ძალამ აჰკიდა ოსობას. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც სცდებიან და ავანტიურაში ებმებიან არა მარტო ცალკე პირნი, არამედ მთელი ერებიც. შესაძლებელია უკულტურო და პატარა ერს ადვილად მოეჩვენა ამ ტვირთის ზიდვა და ჩაება ავანტიურაში. თუ არაფერი გამოვიდა და დავმარცხდით, ჩვენ დაგვსჯიან როგორც უბრალო დამნაშავეთ, თუ გამოვიდა – გაუმარჯოს თავისუფალ ოსეთს! აი, როგორ მსჯელობენ, ალბათ, ოსის „პოლიტიკოსნი“. მაგრამ ცხინვალის ამბები საშიში მოჩვენებაა საქართველოს მომავლისათვის და საჭიროა არა მარტო მისი სასწრაფო ლიკვიდაცია, არამედ სიმკაცრეც, რომ იგი აღარ განმეორდეს“.

გაზეთი „საქართველო“. 1928 წლის 24 მარტი. სტატიიდან „ცხინვალის ამბები და მთავრობის გამჭრიახობა“ (სტატია ხელმოუწერელია): 

„...საქართველოს შუა გულში მოკალათებული, საქართველოს მიწა-წყალზე დასახლებული ოსობა რევოლუციის დასაწყისიდანვე სცდილობდა საქართველოდან „დამოუკიდებელი“ ოსეთის შექმნას და ჩრდილოეთის ოსეთის შეერთებას. სხვის მიწა-წყალზე საკუთარი სახელმწიფოს დაარსება ჰქონდათ განძრახული. თავისთვის მოიწყვეს მილიციები, კომისარიატები და ყოველივე მართვა-გამგეობა, ჯარი და ეროვნული საბჭო. ეხლა, როცა საქართველოს მდგომარეობა გართულდა და მას ყოველ მხრიდან მტერი ერტყმის, ოსებმა დრო იხელთეს და ჩდილოეთის ოსების შემწეობით და ბოლშევიკების ფულით ქართველ ერს ომი გამოუცხადეს, რომ დაიუფლონ და დაიმკვიდრონ ცხივნალი და ყველა ის კუთხეები, სადაც ოსების მოსახლეობა არის გარეული ქართველობაში. მაგრამ ჩვენი მთავრობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბელადებისათვის მემამულეთა წინააღმდეგ ამბოხებისა და ბოლშევიკ სალდათების აჯანყების გარდა არა არსებობს რა. აქედან ცხადია, როგორი იქნება მთავრობის პოლიტიკა ცხინვალის აჯანყების შესახებ. დამარცხებული ოსები ამიერკავკასიის მთავრობას დაემორჩილებიან, მათ მიტინგებს გაუმართავენ და მეთაურებს დარიგებას მისცემენ. ოსები კი განაგრძობენ თავის ეროვნული მიზნების განხორციელებას – საქართველოში „დამოუკიდებელი ოსეთის“ აშენებას. საქართველოს საუკეთესო მიწები მათ მუქთათ ეძლევათ. ქართველ ხალხს არც ერთს კუთხეში არ ხვდება იმდენი საუკეთესო მიწები, რამდენიც მათ უჭირავთ, მაგრამ მათ ესეც არ აკმაყოფილებს და არც არის გასაკვირველი, რომ უპატრონო ქვეყანას ასე თავხედურად ეპატრონებიან“.

გაზეთი „ერთობა“. 1918 წლის 24 მარტი. ცხინვალის ამბების თვითმხილველის კირილე ნინიძის (ამიერკავკასიის სეიმის წევრ გიორგი გაგლოევთან ერთად არეულობის დროს ცხინვალში იმყოფებოდა) სტატიიდან „არეულობა ცხინვალის რაიონში“: 

„...2. ს ა დ ა რ ა ჯ ო პ ო ს ტ თ ა ნ. ტყვიავში და განსაკუთრებით ტირძნისში, შეიარაღებული ჯარისკაცები დაგვხვდნენ. ისე დადიოდნენ ხიშტიანი თოფებით, გეგონებოდათ საომრათ აპირებენ წასვლასო. ტირძნისში (ცხინვალამდე 7 ვერსია) გვითხრეს: ცხინვალს გასაჭირი სდგომია, შეგვიძლია ასი შეიარაღებული კაცი გაგატანოთ საშველათო. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ და გზას გავუდექით. ის იყო სამი ვერსით დავუახლოვდით ცხინვალს, რომ იმ ადგილას, სადაც მატურებია, შეიარაღებული ჯარისკაცები დავინახეთ საფრებში ჩამსხდარნი, საფრიდან ორი სალდათი გამოხტა, გაგვაჩერეს და ბოდიშის მოხდით გაგვჩხრიკეს. ერთმა გაზეთი გვთხოვა და გაგლოევმაც „საქართველო“ დაუტოვა, დაიძრა თუ არა ფაიტონი, იქვე ახლო სანგრებიდან სხვა სალდათები გამოვიდნენ და იმათაც გაგვაჩერეს. ჯერ იმათაც ბოდიშის მოხდით დაგვიწყეს ჩხრეკა, მაგრამ მალე კიდევ გაჩნდა ორი სალდათი (როგორც ლაპარაკზე შევატყვე, ოსები უნდა ყოფილიყვნენ) და ჩვენს კეთილ განწყობილებაში სრული დისონანსი შეიტანა. რატომღაც მე არ მოვეწონეთ და თითის დაქნევით ფაიტონიდან ჩამოსვლა მიბრძანეს. სახეზე რაღაც ბოროტი განზრახვა ეხატებოდა. გაგლოევმა მოინდომა საქმის გამოკეთება და სეიმის წევრობის მოწმობა ამოიღო. ამან ცეცხლზე ნავთი გადაასხა, ის ნახნავებში გადაიყვანეს, ჯაშუში ყოფილხარო, უთხრეს და შემდეგ მეც ჩამომაბრძანეს ფაიტონიდან, ისინი ოსურათ ლაპარაკობდნენ და გაგლოევის სახეზე ამოვიკითხე, რომ ჩვენი დახვრეტა უნდოდათ. დიპლომატობა საჭირო აღარ იყო და მე პირდაპირ ვკითხე გაგლოევს მგონი მოკვლას გვიპირებენ მეთქი, რაც მან თავის დაქნევით დაადატურა, ჩვენ მათ „რეჩით“ მივმართეთ, ავუხსენით, რომ ჩვენი მოკვლა არ არის ვაჟკაცობა და სხვა ასეთები. ჯერ უკან მოაბრუნეს ფაიტონი, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნებაც აგვიკრძალეს. გვეუბნებოდნენ: რისი გეშინიათ, ჩვენ არ მოგკლავთ, მხოლოდ სოფელში ჩაგიყვანთო. ცხინვალში მაინც რა გინდათ, იმათთან ჩვენ ბრძოლა გვაქვს, დღეს საღამოს შევალთ და ყველას ამოვხოცავთ და ვერც თქვენ გადარჩებითო. როცა ბრძოლის მიზანი გამოვკითხეთ, გვითხრეს თავადები და წითელი გვარდია შეერთდენ და ხალხს ებრძვიანო (ხაზგასმა ჩვენია – ლ. თ.). ცხადია, ჩვენ გორში დაბრუნება ვარჩიეთ, მაგრამ ისინი სოფელში გვეპატიჟებოდნენ. ბოლოს ორმა სალდათმა „გვიხსნა“ – ერთი ოსი იყო და ერთიც ქართველი – იმათი რჩევით ცხინვალში წასვლის ნება მოგვცეს, ის იყო ადგილიდან დავიძარით, რომ ერთმა სალდათმა ჩვენი თვალის წინ გადასჭრა ტელეფონის მავთული, აშკარათ ვიგრძენით, რომ გალიაში მივდიოდით, მაგრამ სხვა გზა არ იყო: სალდათებთან „სტუმრათ“ ყოფნას ისევ ჩვენს ამხანაგებთან სიკვდილი გვერჩია და ცხინვალში შევედით“.

„3.  მ ი ტ ი ნ გ ზ ე.  პირდაპირ მიტინგზე გავეშურეთ. ხუთი საათი იქნებოდა, ის იყო მაჩაბელი რეზიუმეს უკეთებდა სხვების ნალაპარაკევს, უკანასკნელი სიტყვა მე მეკუთვნისო თქვა. მეტი არ იქნება ამ სახალხო გმირის სიტყვების მოყვანა. „ამხანაგებო“, თქვა მან: 1905-ში გადაწყვეტილი მქონდა სიკვდილი და შემთხვევამ სიცოცხლე მაჩუქა. მას შემდეგ ჩემი სიცოცხლე ერთგვარი საჩუქარია. მე სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ მომეცით ნება იქ მოვკვდე, სადაც ეს საჭიროა, გამიშვით ისევ აწყურის პოსტზე. რაც შეეხება თქვენს მოთხოვნებს – მიმართა მან დელეგატებს – იმას ჩვენ სავსებით ვღებულობთ. აი, ეს მოთხოვნები: თქვენ ითხოვდით გორის მაზრიდან თავადაზნაურების გაძევებას, მაგრამ შემდეგ ჩვენ დავეთანხმეთ ერთმანეთს, რომ ასეთ დადგენილებისათვის ქვეყანა სასაცილოთ აგვიგდებდა. ეს კითხვა ხომ მოვხსენით. მართალია, მართალიაო შესძახეს აქეთ-იქიდან. მეორე თქვენი მოთხოვნაა – ხარებოვის და სხვების განთავისუფლება – ესეც ადვილი საქმეა, მესამეა – ყაზიშვილის, ილ. მაისურაძის, გოგინოვის და კიდევ ერთის აქედან წაყვანა – ამასაც ვასრულებთ, რაც შეეხება იმას, რომ სიტყვის თავისუფლებას, იარაღის გადაცემას აღმასრულებელი კომიტეტის განკარგულებაში – ეს ხომ ჩვენი დიდი ხნის სურვილიაო. მოკლე სიტყვით მიმართა დამსწრეთ გიორგი გაგლოევმა. თუმცა კამათი შეწყვეტილი იყო და სიტყვა მომცეს მე, როგორც მუშათა ცენტრის წვრს, მაგრამ ტრიბუნაზე აიჭრა რაიონის კომისარი კულუმბეგოვი და გაცხარებით წარმოთქვა: კმარა ლამაზი სიტყვები და დაპირებები, საქმე აღსრულებააო. ყველაფერი აირია. ავედი და დავიწყე ლაპარაკი, მინდოდა მდგომარეობა გამომეკეთებია, მაგრამ მოულოდნელათ გორაკებიდან თოფების სროლა ასტყდა და ხალხი დაიფანტა. უცებ მომაგონდა სალდათების ნათქვამი, ცხინვალში მივალთ და ყველას ამოვხოცავთო, დავუპირდაპირე ამას მავთულის გადაჭრა, ახირებული მოთხოვნილებები და მთავრობის წარმომადგენლის კომისარ კულუმბეგოვის სიტყვები და საბოლოვოთ დავრწმუნდი: რა ოსტატურათ გაებათ ვიღაცეებს პროვოკაციის ქსელი, რომლის ნაყოფიც მალე ვიგემეთ“.

„...გადავსწყვიტეთ ტყვეების დაკითხვა, რომ გაგვეგო, რა ხალხი გვებრძოდა. რასაკვირველია, მტერი სიმართლეს არ გვეტყოდა, მაგრამ მაინც ბევრი რამ გავიგეთ. დაჭერილებმა არაფერი იცოდნენ იმ მოთხოვნილებების, რომელსაც ზემოთ გავეცანით. დაჭერილების უმრავლესობას ოსები შეადგენდნენ, მაგრამ იყვნენ ქართველებიც. ხელმძღვანელობდა ვინმე ხასიევი, სამხედრო პირი, მოსულები იყვნენ შორეულ სოფლებიდან. ზოგისთვის ეთქვათ ცხინვალს თათრები შემოესიენ და საჭიროა დაცვაო, ზოგი კი თავადების და გვარდიელების წინააღმდეგ საბრძოლველათ წამოსულიყო. რა აზრისაც არ უნდა ვიყოთ ამათ ჩვენების შესახებ, ერთი რამ უცილობო იყო: გვებრძოდენ და არაფერი იცოდენ იმ მოთხოვნილების შესახებ, რომელიც დელეგატებმა წამოგვიყენეს“ (ხაზგასმა ჩვენია – ლ. თ.).

„8. ო ს ი | შ ა ვ ლ ე გ. სამისნახევარზე იძულებული გავხდით ჩვენი შტაბი მიგვეტოვებია და ერთი სომხის სახლში გადავსულიყავით... მალე სროლა აუტეხეს ჩვენი სადგომის ზედა სართულს. სროლის შემდეგ ალაყაფის კარებს მოადგენ და ჩვენც იძულებული ვიყავით მივგებებოდით. ჩვენი დანახვა და „დავხვრიტოთო“ერთი იყო... მაგრამ ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთი ხიშტიანი სალდათი მოიჭრა ჩვენთან და ჩემი გვარი ახსენა. ეს იყო ოსი შავლეგ კოჟაევი. ერთხელ შენ გადამარჩინე, ახლა მე უნდა გადაგარჩინოვო. ამ ოთხი წლის უკან სასამართლოში 102 მუხლით ასამართლებდნენ, მე მისი უფასო დამცველი ვიყავი და, უშველოს ღმერთმა, სამხედრო სასამართლომ ის გაამართლა. აი ამ შავლეგამ გადაგვარჩინა დახვრეტას ხუთი კაცი. ძალიან გაგვეხარდა ასე ადვილად გადარჩენა, მაგრამ ისევ შავლეგამ დაგვამწარა სიხარული: ჩვენს შეკითვაზე, თუ რათ აიღეს იარაღი, შავლეგმა აგვიხსნა: რ ა | ვ ქ ნ ა თ, | თ ა ვ ა დ ე ბ ი | დ ა | წ ი თ ე ლ ი | გ ვ ა რ დ ი ა | გ ვ ე ბ რ ძ ვ ი ა ნ ო“ (ხაზგასმა ჩვენია – ლ. თ.).

„9. მ ო ქ ა ლ ა ქ ე ნ ი.  როგორია მოქალაქეთა სულიერი განწყობილება. ჩემს დღეში ისეთი სიძულვილი არ მიგრძვნია ადამიანისადმი, როგორიც ამ დღეებში ვიგრძენი. როცა ჯარისკაცები მოქალაქეთა ქონებას ეზიდებოდნენ, როცა ერთ სახლს ცეცხლი წაუკიდეს და ცხინვალს გადაბუგვა მოელოდა – აუტანელი იყო მათი მდგომარეობა. მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ: წყევლა-კრულვით გვეგებებოდნენ ქუჩებში. ენა გაუხმეს იმას, ვინც პირველად თავისუფლებაზე დაიწყო ლაპარაკიო. ეს ჩვენ გვეხებოდა. და ამავე დროს ერთი ოსი ამოღებული ხანჯლით მოგვყვებოდა უკან. საკმაო იყო ხანჯალი დაერტყა, რომ სხვა ჯარისკაცები მოშველებოდნენ. მაგრამ ამ შავლეგამ თოფის კონდახით გამოუდგა და ბრბო გაფანტა, ხანჯლიანი ოსიც მოგვაშორა და ერთ ქოხში მიგვიყვანა ლიახვის პირათ... ჯერ კიდევ არ ბნელოდა, როცა გამოვედით. ჯარისკაცები ნატაცებ ნივთებს ეზიდებოდნენ იქით-აქეთ...“

„12. ჩ ვ ე ნ ი | ნ ა ც ი ო ნ ა ლ ი ს ტ ე ბ ი. ჩვენი ნაციონალისტები გადაჭრილათ აცხადებენ ცხინვალის ამბებს ოსურ ეროვნულ მოძრაობასთან აქვს კავშირიო. ჩემის ფიქრით ეს შეცდომაა. ოსი ნაციონალისტები რომ მუშაობენ, ეს ცხადია, მაგრამ ხალხი აქ არაფერ შუაშია. იმდენათ ძლიერია ოსებში ინტერნაციონალიზმი, რომ „აჯანყებულებმა“ ცხინვალის დაპყრობის შემდეგ მეთაურათ სოციალ-დემოკრატი აირჩიეს. დეე მარტო სახელს ატარებდეს ის სოციალ-დემოკრატის – ეს სულ ერთია. ოსების მასას, სხვას რომ თავი დავანებოთ, კარგათ ესმის, რომ ქართველებთან ომით მას ხეირი არ დაეყრება. არ გრძნობენ მხოლოდ ოსი ნაციონალისტები. ეს არც გასაკვირია, როცა ოსებში ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა არ ყოფილა სტრაჟნიკების და მთავრობის მამასახლისების. მაინც საინტერესოა, როგორ მოახერხეს ნაციონალისტებმა ამოდენა ხალხის ამოძრავება. საკმაოა თვალი გადავავლოთ დამცემთა შემადგენლობას: მათში ოსებიც არიან და ქართველებიც და თუ ოსობა სჭარბობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ რაიონში თითქმის მარტო ოსობა ბინადრობს. და როგორც ოსები, ისე ქართველები ფრონტიდან მოსული ჯარისკაცებია, რომელნიც „ბოლშევიზმის“ ძლიერ გავლენის ქვეშ იმყოფებიან. მოკლეთ, რომ ვთქვათ – ცხინვალის აჯანყება – ეს არის ოსი ნაციონალისტების და გახულიგნებული ჯარისკაცების შეერთებული გამოლაშქრება რევოლუციის წინააღმდეგ. ჩვენ საქმე გვაქვს აშკარა კონტრრევოლუციურ გამოლაშქრებასთან და ეს კარგად უნდა დავიხსომოთ“.

გაზეთი „ერთობა“. 1918 წლის 25 მარტი. სტატიიდან „ოს ინტელიგენტთა საყურადღებოდ (ცხინვალის ამბების გამო)“ (სტატია ხელმოუწერელია): 

„ჩვენი წინაგრძნობა ასრულდა. ცხინვალის ამბები ნაციონალისტებმა თავისებურად გამოიყენეს. ამბობენ ეს ოსეთის აჯანყებააო. ზოგიერთების ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ ცხინვალის ამბებში თერგის ოლქის და ადგილობრივი ოსების შეერთებული მოქმედება დაინახეს, ასტეხეს განგაში: ოსებს ცალკე ერთეულის შექმნა სურთ, ბარში ჩამოსვლა განუზრახავს და ქართველების მთაში გარეკვას ცდილობენო.

პირველ რიგში, რასაკვირველია, ჩვენებურ ყოფილ თავადაზნაურთა დამცველი ორგანოები ჩადგენ. „საქართველო“, „ვოზროჟდენიე“, „ჩვენი რესპუბლიკა“ ერთმანეთს ეჯიბრებიან შეუმოწმებელ ცნობების ბეჭდვაში და სენსაციური ამბების გამოთქმაში. ყოველი რიგიანი ადამიანი, მით უმეტეს გაზეთი, უნდა ცდილობდეს ამ საერთო არევ-დარევის დროს ჭეშმარიტების ძიების გზას არ ასცდეს და არ გაავრცელოს იეთი ხმები და აზრები, რომელსაც მდგომარეობის გამწვავება შეუძლია, აღნიშნული გაზეთები კი თითქოს განზრახ ხუჭვენ თვალებს სინამდვილეზე და საკუთარი ღვარძლიანი გულისნადები სიმართლეთ გამოაქვთ...“

„ცხინვალის მოძრაობა დიდს საფრთხეს წარმოადგენს რევოლუციისათვის და ამიტომ არის, რომ წითელი გვარდია ასე თავგანწირულათ იბრძვის მის ჩასაქრობათ, კერძოდ, ჩვენმა პარტიამ თავისი საუკეთესო წევრები შესწირა მის ლიკვიდაციას. დამნაშავენი უნდა აღმოჩენილ იქნან და სასტიკათ დაისაჯონ. დამნაშავეთა რიცხვში უეჭველია, პირველ ადგილს დაიჭერენ ოსი ნაციონალისტებიც. ისინი ცდილობენ ქართველ ხალხს თვალები აუხვიონ და ძმათა სისხლი დაანთხევინონ. ასე რომ არ იყოს საიდან გაიგო „საქართველომ“, ვითომ ოსობა სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებდეს ქართველობას. ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალისტების სალაროში არ მოიპოვება არც ერთი დამამტკიცებელი საბუთი. სამაგიეროდ ისინი ორ დიდ ტყუილს ავრცელებენ. ტყუილია, ის, ვითომ გორის მაზრის ოსობა ჩრდილოეთ კავკასიის ოსობასთან შეერთებას და საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრებას ცდილობდეს. ოსთა ყრილობამ და საზოგადოთ ოს გლეხობის მოქმედებამ საკმაოთ დაგვიმტკიცა ეს. ტყუილი და საშინელი პროვოკაციაა აგრეთვე ის, რომ ოსთაგან ბევრს 100–120 დესეტინა საუკეთესო მიწა ქონდეს, უმრავლესობას კი 30–40 დესეტინა. პირიქით, ოსობის უმრავლესობას სწორეთ უმიწობა ახრჩობს და ამიტომ შეიძლება გასავალი ექნეს ოს ნაციონალისტების მოწოდებას ბარში შესევისა და იქიდან ქართველების გარეკისადმი. ეს, რასაკვირველია, ფუჭი და მავნე ოცნებაა: არავითარ ძალას არ შეუძლია ბარში მოსახლე ქართველების აყრა და სხვაგან გადასახლება. დემოკრატია შესძლებს ახლა მიწის კანონი ცხოვრებაში გაატაროს და ამ კანონის ძალით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანასწორათ იქნება დაკმაყოფილებული მიწით მიუხედავად იმისა ოსი იქნება ის თუ ქართველი, რუსი თუ სომეხი.

ნაციონალისტი ყველგან ნაციონალისტია. ოს ნაციონალისტებს სურთ ცხინვალის რაიონიდან ქართველების გარეკვა, როგორც ქართველი ნაციონალისტები ოცნებობენ საქართველოს საზღვრებიდან ოსების გარეკვას. ისინი ანგარიშს არ უწევენ სინამდვილეს. მაგრამ ხალხი ბრიყვი არ არის. მას აქვს საღი ალღო, ის ინსტიქტით გრძნობს, რომ ნაციონალისტების ავანტიურა დამღუპველია. ამიტომ ჩვენ ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ ოსობა, როგორც ხალხი ცხინვალის არეულობაში მონაწილეობას არ იღებს. აქ, როგორც ვთქვით, მოქმედებენ გახულიგნებული ჯარისკაცები და ოსი ნაციონალისტები. შესაძლებელია ქართველი ნაციონალისტებიც არ აკლებენ ხელს, მაგრამ ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ მოგვეპოვება.

ასეთ მდგომარეობიდან გამომდინარეობს ჩვენი მოქმედების ხაზი. მთელი ჩვენი პარტიული ძალები უნდა ავამუშაოთ, ყველგან მიტინგები და კრებები უნდა გავმართოთ და ხალხს საქმის მდგომარეობა ავუხსნათ. ამას გარდა ენერგიულათ უნდა შევუდგეთ საჭირო რეფორმების განხორციელებას. ეს არის თავი და თავი და არა რეპრესიები, როგორც ჩვენი ნაციონალისტები ფიქრობენ. რასაკვირველია, ვერც რეპრესიბზე ავიღებთ ხელს, მაგრამ რეპრესიები მიმართული უნდა იყოს არა ხალხის წინააღმდეგ, არამედ საზოგადოების იმ ნაწილის, რომელნიც ცხოვრების არევ-დარევას უწყობენ ხელს... უნდა დატყვევებულ და დასჯილ იქნან ის ნაციონალისტები, რომელნიც საქმეს რევენ. ასეთი ზომების მიღება საჭიროა როგორც ოსების, ისე ქართველების სოფლებში.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ოსებში მუშაობა გაცილებით უფრო ძნელია, ვინემ ქართულ სოფლებში. ოსებს თითქმის არა ყავს ინტერნაციონალური ინტელიგენცია. ოსების სოფლებში ყოფილი სტრაჟნიკები და მთავრობის ნამამასახლისრები ითვლებიან პირველ კაცებათ.

ამიტომ საჭიროა ენერგიული მუშაობა აწარმოვოს ინტელიგენტების იმ მცირე ჯგუფმა, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სულაც არ არის საჭირო სოციალისტობა იმისათვის, რომ ყალბ გზას ავსცდეთ. ოსის ინტელიგენტებმა უნდა შეიგნონ, რომ ოსების და ქართველების დაპირდაპირება საფრთხეს წარმოადგენს ქართველობისთვისაც, მაგრამ ოსობისათის პირდაპირ დამღუპველი იქნება. ამიტომ მხოლოდ ნასტრაჟნიკლები და აშკარა პროვოკატორები თუ ეცდებიან დღევანდელ პირობებში ოსობაში არეულობის მოხდენას. ყველა შეგნებული და პატიოსანი ოსი ვალდებულია უთხრას ხალხს სიმართლე და ექსცესებში არ ჩააბას ის“.

გაზეთი „რევოლუციური ნობათი“. 1918 წლის 27 მარტი: 

„სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოსაგან“.

„ცხინვალში მომხდარ ამბების გამო საზოგადოებაში დადის სხვადასხვა ყალბი ხმები. ამ ხმების მიხედვით ცხინვალის ამბებში ვითომცდა დამნაშავე არიან მხოლოდ ოსები, და ვითომც მოძრაობას აქვს ეროვნული ხასიათი. სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო სთვლის თავის მოვალეობათ აუწყოს საზოგადოებას, რომ იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც მას ხელთ აქვს, ცხინვალის ამბების გაშუქება სრულებით არ შეესაბამება სინამდვილეს და რომ ის არ მომხდარა ეროვნულ ნიადაგზე.

ამ მოძრაობაში, რომელიც დაიწყო ქართული სოფლიდან, ერედვიდან, მონაწილეობას იღებენ ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები, როგორც ოსები, ისე ქართველებიც და ისინი მოქმედობენ შეთანხმებულათ ადგილობრივი მემამულეების და მთავრობის აგენტების წინააღმდეგ და თუ ოსები რიცხვით სჭარბობენ ქართველებს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ რაიონში მოსახლეობენ უმთავრესათ ოსები.

სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო სიამოვნებით ყოველთვის აღნიშნავდა ორი ხალხის ოსების და ქართველების ძმურ განწყობილებას, რომელიც არ დარღვეულა მრავალ ხნობის განმავლობაში და თუ ცხინვალის ამბებს სხვანაირათ აშუქებენ ამის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო აცხადებს პროტესტს.

ს ა მ ხ რ ე თ | ო ს ე თ ი ს | ე რ ო ვ ნ უ ლ ი | ს ა ბ ჭ ო“.

გაზეთი „ერთობა“. 1918 წლის 28 მარტი. სტატიიდან „ცხინვალის ამბები“ (სტატია ხელმოუწერელია): 

„გუშინ, 27 მარტს, გორიდან დაბრუნდა ცხინვალის ამბების გასაცნობათ წასული კირილე ნინიძე, რომელმაც შემდეგი გვიამბო: ...მოძრაობის ხასიათი ჯერ სავსებით არ არის გამორკვეული, მაგრამ ერთი რამ დღესვე ცხადია: ცხინვალის ამბოხება არ არის ოსური ამბოხება, თუმცა ზოგიერთს ძალიან სურთ ოსური მოძრაობის ხასიათი მისცენ მას... ცხინვალიდან მოსული ცნობებით მეამბოხეთ უკვე ეტყობათ დაქსაქსვა: დელეგაცია დელეგაციაზე მოდის და შერიგებას ითხოვს, სიტყვას იძლევიან იარაღს დავაბრუნებთო. ჩვენები კატეგორიულ მოთხოვნას უყენებენ დაუყოვნებლივ დააბრუნონ იარაღი და გასცენ მოთავეები. თანდათან ირკვევა, რომ მეამბოხეთ ხელმძღვანელობენ სამხედრო ხელოვნების მცოდნე პირები: საუცხოთ ქონიათ მოწყობილი სანგრები. საზოგადოთ კარგი ორგანიზაცია აქვთ. ერთი სოფლის აღების დროს შეუნიშნავთ, რომ ქალების დიდი რიცხვი გადიოდა სოფლიდან და შემდეგ იმ ადგილიდან, სადაც ქალების კვალი ქრებოდა, სროლის ხმა მოისმოდა. როცა სოფელი აიღეს, იმ ალაგას, აუარებელი ქალის ტანისამოსი იპოვეს, იქვე სისხლი იყო დაქცეული. ეტყობა გადაცმულები გავიდენ. ყველგან პროვოკაციის ძლიერი ქსელია გაბმული. ოსებში ლაპარაკობენ: მთავრობას გადაუწყვეტია რვა წლის ზევით ყველა ოსი მამაკაცის დახოცვაო. ამასვე ამბობენ ქართველების სოფლებში ქართველების შესახებ. ავრცელებენ აგრეთვე ხმებს მემამულეები და წითელი გვარდია შეერთდენ და ახალ მთავრობას ებრძვიანო...“

„...როგორც უკვე აღვნიშნე ცხინვალის რაიონში დიდ პროვოკაციას აქვს ადგილი. ვიმეორებ, ოსი ნაციონლისტების მოღალატური მოღვაწეობა აშკარაა, მაგრამ ხალხს ნაციონალისტურ მოძრაობაში წილი არ უდევს. აი საბუთებიც: ცხინვალის რაიონი შედსგება ორი საბოქაულოსაგან: ცხინვალის და ოსეთის (горно-осетинский). ცხინვალის საბოქაულოში ქართველები ცხოვრობენ უმთავრესათ. ოსები სჭარბობენ მხოლოდ ოსეთის ნაწილში (ჯავის ხეობა). აგრეთვე მეჯვრისხევის და გომის რაიონში, ტყვიავში და ტირძნისში ჩვენს რაზმს შეტაკებაც კი მოუხდა შეიარაღებულ ჯარისკაცების ჯგუფთან. გარდა ამისა, იმ პოსტზე, რომელიც ცხინვალის ახლოს იდგა და მე და გაგლოევს დახვრეტა დაგვიპირა 18 მარტს, როგორც ოსები, ისე ქართველებიც იდგენ. ამაზე ადრე დაიწყო მოძრაობა სოფ. ერედვიდან, ერედვი კი ქართული სოფელია. სწორედ აქ დაიწყო პირველი შეტაკება“.

გაზეთი „ალიონი“. 1918 წლის 29 მარტი. სტატიიდან „ცხინვალის ტრაღედიის გამო“ (ხელს აწერს: „ისევ ის“): 

„გაბალშევიკებულმა ჯარისკაცებმა უთხრეს გლეხებს: ხომ ჰხედავთ, მიწას არ გაძლევთ, გასწყვიტეთ თავადაზნაურობა და წაიღეთ მიწებიო.

გლეხები ასე მოიქცენ. მთავრობამ მათ წინააღმდეგ ზომები მიიღო. – ჰხედავთ, როგორ იცავენ თავადაზნაურობას მთავრობა და წითელი გვარდია. ეგენი თქვენი მტრები არიან და თავადების დამცველები.

ჩააწვეთეს ბოლშევიკებმა ხალხს ყურში. მთავრობა და წითელი გვარდია თავადაზნაურობის მომხრეა – აი რა მოედო სოფლებს ყველგან.

უნდობლობა და უკმაყოფილება ნელანელა გაიზარდა და მან წარმოშვა ცხინვალის ტრაღედია, ლეჩხუმის ამბები.

გუშინ თუ თავადებსა და მათს ბავშვებს ჰხოცდა ბრბო შეუბრალებლად, დღეს იგივე ბრბო ხალხისათვის თავდადებულ პირებს და პარტიულ მუშაკებს ჰხოცავს. ლევან დადეშკელიანის, მაჩაბლის, კეცხოველის მკვლელებმა განა იცოდენ ვისა ჰკლავდენ?

რომ სცოდნოდათ არც მოჰკლავდენ. ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ ხალხის მტრებსა ჰკლავდენ. ასე ჩააგონეს ხალხს, ხალხიც ასე მოიქცა...“

„აბა ჩაუკვირდეთ ცხინვალის ამბებს. ცხინვალს იკლებენ, სძარცვავენ, მიცვალებულებსაც კი ჰხდიან ტანისამოსს. ეს წმინდა წყლის ყაჩაღობაა. მენშევიკებს საზიზღრად ჰხოცავენ და ამავე დროს გაიძახიან: ბაქოდან ამხანაგები მოგვეშველებიან და ჩვენი საკუთარი მთავრობა გვეყოლებაო. ეს უკვე ბოლშევიზმია. რუთენ გაგლოევის ქართველი ამხანაგები აწამეს და ისე დახოცეს. რუთენს კი ოსები შტაბის უფროსათ და დიქტატორათ ირჩევენ. ეს ინტერნაციონალიზმიაო, გვარწმუნებს კ. ნინიძე. არა, ეს ნაციონალიზმია. ოსების გლეხობა, რასაკვირველია, ყველა ამ კუთხეებში ვერ გაერკვევა, მაგრამ მათ მეთაურობენ შეგნებული პირები, რომლებმაც იციან, რასაც სჩადიან. მათი მიზანია თავისუფალი ოსეთი საქართველოს შუაგულში“.

„ქართველ ერს აბა რა ექნება თავისუფალი ოსეთის წინააღმდეგ? სრულებით არაფერი. თავისუფლება ყველასათვის აუცილებელია, საჭირო და სასურველი. მაგრამ ჩვენ ვიცით ოსეთი მხოლოდ თერგის ოლქში, საქართველოში კი არა. საქართველოში არიან ოსები, რომლებთანაც ქართველ ხალხს მუდამ კეთილი განწყობილება ჰქონია. მაგრამ ნათქვამია, სიკეთისათვის სიკეთე ვის მიუზღავსო. ჩვენს ოსებს სრული უფლება აქვთ თავისუფლათ მოეწყონ საქართველოს საზღვრებში, ხოლო ისინი უნდა დაექვემდებარონ საქართველოსა და ამიერ-კავკასიის მთავრობას. ოსეთის მთავრობა იქ არის შესაძლებელი და საჭირო, სადაც ოსების მიწა-წყალია – თერგის ოლქში. როდესაც ისინი ცდილობენ საქართველოს შუაგულში საკუთარი დამოუკიდებელი მთავრობის შექმნას, ეს არის საქართველოს დანაწილება, დაგლეჯა, რის ნებასაც ქართველი ერი არავის არ მისცემს, სანამ პირში სული ედგმება. ოსების ნაციონალისტები ამოუდგენ გვერდში ბოლშევიკებს, მათ უკან გაჰყვენ ჩვეულებრივი მძარცველები და სამივემ ერთად მოიწადინეს ქართველი ერის შიგ გულში ლახვრის ჩაცემა სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველო უდიდეს გასაჭირს განიცდის“.

გაზეთი „ერთობა“. 1918 წლის 24 მაისი. სტატიიდან „ოსების ეროვნული ყრილობა“ (ხელმოწერა – „გ.“): 

„28 მაისისთვის ახალი სტილით ს. ჯავაში ოსურმა ეროვნულმა საბჭომ დანიშნა მესამე ეროვნული საერთო ყრილობა... უმთავრესი განსახილველი კითხვა უნდა იქნეს საერთო პოლიტიკური მდგომარეობა ამიერკავკასიისა და ოსების დამოკიდებულობა... მეორე საყურადღებო კითხვა ეხება ცხინვალის ტრაგედიას, რომელიც მოხდა 19–20 მარტს. უნდა გამოითქვას უკანასკნელი სიტყვა აქაც და ეროვნულმა ავტორიტეტულმა ყრილობამ დაგმოს ეს სამარცხვინო, ველური გამოსვლა, რომელსაც მოჰყვა ამხანაგების ვერაგულად დახოცვა და მთელი ცხინვალის დარბევ-დაწიოკება. ეროვნულმა ყრილობამ ოსების მშრომელ ხალხს უნდა მოხსნას ეს სამარცხვინო ჩირქი, რამდენადაც იგი ეხება მას და ნათელი მოფინოს თუ რა გარემოებაში მოხდა ეს აჯანყება...“

გაზეთი „ერთობა“. 1918 წლის 5 ივნისი. ა. ფარნიევის სტატიიდან „ამიერკავკასიის ოსების წარმომადგენლების მესამე კრება“: 

„28 მაისს სოფ. ჯავაში შესდგა ამიერკავკასიის ოსების წარმომადგენლების მესამე კრება. კრებას დაესწრო 70-მდე წარმომადგენელი და ოსი ინტელიგენცია თითქმის გამოუკლებლათ. იყო ჩრდილოეთ-კავკასიის ოსების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებიც. კრებას დაესწრენ, აგრეთვე ამიერ-კავკასიის მუშათა ორგანიზაციების სოციალ-დემოკრატიული საოლქო კომიტეტის წარმომადგენელი ი. რამიშვილი და ბოლშევიკების წარმომადგენლები ფ. მახარაძე, გ. ჩხეიძე, აკოფიანი და სიხარულიძე. ი. რამიშვილმა კრებას ამიერკავკასიის მუშათა ორგანიზაციების სოციალ-დემოკრატიული საოლქო კომიტეტის სახელით მისასალმებელი სიტყვა უთხრა და უსურვა სახალხო საზოგადო საქმეების წარმატება და საქმიანობა. ჩრდილოეთ-კავკასიის ოსების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა მ. ზორაევმა მოხსენება გააკეთა იქაურ ოსების მდგომარეობის შესახებ და დაასკვნა, რომ არსაიდან შველა არ არის, სულ ტყუილია, თითქოს ბოლშევიკები თავიანთი ჯარით გვიწევენ დახმარებას, ჩვენ მათ არ ვხედავთ, ჩვენ ერთადერთი იმედი გავქვს, რომ თქვენ გაგვიწევთ დახმარებასო. თქვენ კეთილ განწყობილებაში ხართ თქვენ მეზობლებთან, ჩვენ კი ჩვენი მეზობლებისაგან განადგურებას ყოველ დღე მოველითო. 28 მაისს ი. რამიშვილმა გააკეთა მოხსენება მიმდინარე მომენტის შესახებ. მან დაასკვნა, რომ რუსეთის რევოლუცია დაღუპეს ანარქისტებმა და კონტრრევოლუციონერებმაო... მოხსენების შემდეგ მრავალი შეკითხვა მისცეს ი. რამიშვილს. ეკითხებოდნენ:

1) მაშ ოსები ხომ ამიერიდან დამოუკიდებელნი ვართ და ხომ უფლება გვაქვს თუ მოვინდომეთ არ შემოვიდეთ საქართველოს რესპუბლიკაშიო?

2) რით ვართ უზრუნველყოფილი, რომ ხვალ-ზეგ სოციალისტები არ მიატოვებენ მთავრობას და გაბატონდებიან ნაციონალ-დემოკრატებიო?

3) რით ვართ უზრუნველყოფილი, რომ ოსმალეთი გვანებებს თავს და არ ჩაიგდებს ხელში საქართველოს ტერიტორიასო?... მეორე და მესამე შეკითხვაზე ი. რამიშვილმა დამაკმაყოფილებელი პასუხი მისცა. პირველ შეკითხვაზე უპასუხა, ეს საკითხი არ გაგვირჩევიაო“.

„კრებას მალ-მალე გამოუცხადებდენ ხოლმე: ფ. მახარაძე სიტყვას იტყვის შუადღის შემდეგ, ფ. მახარაძე სიტყვას იტყვის საღამოზე, ფ. მახარაძე სიტყვას იტყვის დილაზე. მაგრამ კრება ვერა და ვერ ეღირსა და მახარაძე წავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში კრების დაბოლოს, ფ. მახარაძე და მისი ამხანაგები ცალკე ოთახში იყვნენ მოთავსებული და იქიდან ახდენდა ამა თუ იმ განკარგულებას, ამა თუ იმ პირს ავალებდა ეთქვა რამე. საზოგადოთ ბალშევიკებსა და ზოგიერთ სოც.-რევოლ. შორის არავითარი განსხვავება არ იყო და თითქმის ერთი და იგივეს აკეთებდენ და ლაპარაკობდენ, რაიცა იყო მიმართული სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ...“

„ოსებში ათასგვარ ცნობებს ავრცელებენ ვიღაცეები. ამბობენ, ოსებს, სომხებს და რუსებს ადგილებიდან ითხოვენო, ოსები, სომხები და რუსები შეერთდენ ქართველების წინააღმდეგო და ვინ იცის კიდევ რას არ გაიგებთ. რომ დემოკრატიის მტრებმა არ გამოიყენონ ყველაფერი ეს და ნამდვილ ფაქტათ არ გადასცენ ქართველ დემოკრატიას, ამისათვის საჭიროთ მიმაჩნია ვაუწყო, რომ ოსის დემოკრატია არ აჰყვება ხალხის მტრებს, არ დაიჯერებს მათ ნათქვამს და არ წავა თავისი მოძმე ქართველო დემოკრატიის წინააღმდეგ. ვინც იცნობს ოსების ეკონომიურ მდგომარეობას, ვინც იცნობს ოსების და ქართველების გეოგრაფიულ პირობებს, ვინც იცის ოსების პოლიტიკური მიმართულება, ყველა დამერწმუნება, რომ ოსები არ არიან დაინტერესებული ქართველი დემოკრატიის დასუსტებაში და რომ ზოგიერთი პირები ცდილობენ ამ ორ ერს შორის აამღვრიონ წყალი, ეს ოსებს არ უნდა მიეწეროს როგორც ერს. ერი არ არის პასუხისმგებელი ამა თუ იმ უპასუხისმგებლო პირთათვის... ოსი გლეხები რატომღაც ყველა კრებაზე დაბეჯითებით აცხადებენ ხოლმე: „ნასწავლებმა დაგვღუპეს, ნასწავლები გვღუპავენო...“

გაზეთი „ერთობა“. 1918 წლის 11 ივნისი. ა. ფარნიევის სტატიიდან „ოსები საქართველოში (შესაძლებელია თუ არა ოსების დამოუკიდებლობა საქართველოში)“: 

„...ჩვენ დავსახლდით ქართველ დემოკრატიასთან ახლოს, ბევრ ადგილებში განსხვავებასაც ვერ ამჩნევს კაცი, ბევრ სოფლებში სანახევროთ ოსებია დასახლებული... ოსების გალობა გაიგო ქართველმა გლეხობამ. მან გაიგო, რომ ოსებს შიანთ, მან არ დაუწყო კითხვა ვინ ხარ, საიდან ჩამოფრენილხარ, რა ენაზე გალობ, და დღემდის ძმურათ იცხოვრეს. არც ერთხელ არ უთქვამთ ერთმანეთისათვის, შენ ჩემი მტერი ხარ, მე მშიან, შენ მაძღარი ხარ, მე ქართველი ვარ, შენ ოსი ხარ, მე ნასწავლი ვარ, შენ უსწავლელი.

შარშან ამიერკავკასიის ოსების წარმომადგენლების პირველ კრებაზე 5 ივნისს სოფ. ჯავაში გ. ნ. ჯიოევმა გაუბედავათ, გაუგებრათ აღძრა ოსების ცალკე გამოყოფის – დამოუკიდებლობის საკითხი, კრებამ უარი უთხრა. იგივე ჯიოევმა შარშან ვლადიკავკაზში ამიერკავკასიის და ჩრდილოეთ კავკასიის ოსების წარმომადგენლების პირველ კრებაზე 17 ივნისს აღძრა ოსების გამოყოფის და დამოუკიდებლობის საკითხი, კრებამ არც მაშინ მიიღო. 28 მაისს ამა წელს ამიერკავკასიის ოსების წარმომადგენლების მესამე კრებაზე სოფ. ჯავაში ბ. ვ. პ. თედეევმა და ბ. კოჩიევმა აღძრეს ოსების გამოყოფის – დამოუკიდებლობის საკითხი. ამ კითხვის საბოლოვოთ გადასაწყვეტათ ამა თვის 15-ში მოწვეულია ოსების წარმომადგენლების მეოთხე კრება. რამდენი მომხრე აღმოუჩნდებათ ბ. ბ. ნ. ჯიოევს, პ. თედეევს და ბ. კოჩიევს მე არ ვიცი“.

„ქართველი დემოკრატია არას დროს არ უზღუდავდა უფლებებს ოსის დემოკრატიას. ქართველ დემოკრატიას არასდროს არ დაუტანებია ძალა ოსის დემოკრატიისათვის სამშობლო ენაზე ხელი აიღეო . . . მე ვფიქრობ, ისინი, ვინც ოსების დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობენ, მათ არაფერი გაეგებათ ქვეყნიერების ავკარგისა ანდა განგებ სურთ შეატაკონ ქართველი და ოსის დემოკრატია ერთმანეთს, და დაიღუპონ ის, რაც მოიპოვა ხალხმა“.

გაზეთი „სახალხო საქმე“. 1920 წლის 23 მაისი. გლეხიშვილის სტატია „ბოლო უნდა მოეღოს!“: 

„არაერთხელ წაგვიკითხავს გაზეთებში ცხინვალისა და როკის რაიონებში სამხედრო მოქმედებების თაობაზე. წაგვიკითხავს და ცოტა არ იყოს გაგვკვირვებია: განა რა მოხდა ამ მიმართულებით, რომ აქ ჩვენი ჯარები დარაზმულან. არაფერი ბატონებო. მე აქ ვცხოვრობ მუდმივ და ერთხელაც ვერ ვნახე თათრების, ან ლეკების, ან სხვა რომელიმე მტრის ჯარები, თუმცა ჩვენები კი ბევრჯელ მეტყვიან: მაშ ვინ აიკლო ცხინვალი 1918 წლის მარტში, ვინ გადასწვა იგი, ვინ მოიტაცა მშრომელი ხალხის ქონება და მისი ვაი-ვაგლახით შეძენილი ავლა-დიდებაო? ვინ და ჩვენი რესპუბლიკის უმადურმა შვილებმა. ეს უმადური შვილები არიან ცრუინტელიგენტების მიერ თავგზა არეული ოსები. ამ ცრუინტელიგენტებს არ მოეწონათ ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადგან ამით თბილი ადგილები ეკარგებოდათ და დაიწყეს ჩრდილოეთისაკენ ყურება და მისი იმედებით ცხოვრება.

ცხინვალის ოს-ინტელიგენტებს ზოგიერთი დაშნაკელებიც უჭერდნენ მხარს და დამეგობრებულებმა იწყეს ხალხში პროვოკაციის გავრცელება საქართველოს წინააღმდეგ. აიარაღებდნენ ხალხს, ემზადებოდნენ რაღაც ამბებისათვის და იყვნენ ერთ ამბავში. არა ერთსა და არა ორს ოსს უთქვამს რომ ყველა მამაკაცი დავალებულია შეიძინოს იარაღი და ვინც თავისი ნებით არ შეიძენს, იმას ძალით გაუყიდიან ძროხას ან ხარს და შეაძენინებენ იარაღსო. აგიტაციამ და პროვოკაციამ თავისი საქმე გააკეთა, ხალხი არივ-დარია. როცა შინაური არეულობით და გარედან მტრის მუქარით ისარგებლეს, დაესხნენ ცხინვალს და ააწიოკეს. ლოზუნგი ასეთი იყო: „ქარძინ ბახარ მცხეთა!“ (პური ვჭამოთ მცხეთაშიო). მაგრამ ეს მათი ავანტიურა მათთვისვე ზარალით დამთავრდა. მაშინ ჩვენი სამხედრო ძალის საუკეთესო ნაწილი აქ იყო დაბანდებული, ბათომი კი ჯერ კიდევ გაუწვრთნელის, ახალგაზრდა გამოუცდელი ჯარის ანაბარად იყო.

მას შემდეგ არა ერთხელ და ორჯელ შეუჩოჩქოლებია ცხინვალი ოსეთს. რა წამს რომელიმე ძალას დაინახავენ ჩვენს წინააღმდეგ მომართულს, მაშინვე თვითონაც სამზადისს შეუდგებიან და აბა ცხინვალელებს, იყავით შიშში და ვაი-ვაგლახში. ბოლშევიკები ვართ, კარგია ღმერთმანი, ბოლშევიკდება ყველა ის, ვისაც კი საქართველო სძულს, და ნეტავი მაცოდინა, რატომ სძულთ ოსებს საქართველოს რესპუბლიკა? ხარჯებს ისინი არ იხდიან, სალდათად არ მიდიან, რესპუბლიკას არაფრით ეხმარებიან და ყოველისფერს კი სარგებლობენ. აუარებელი ხარჯები მიდის მათზე და განა იმიტომ, რომ მტრულად იყვნენ ყოველთვის! დენიკინი იყო კავკასიაში, ისინი დენიკინთან გარბოდნენ, ბოლშევიკები არიან და იმათთან გარბიან. ეს ყოველისფერი კი მათი ინტელიგენციის საქმეა, თორემ მე ხალხისაგან ხშირად გამიგონია გულწრფელი ჩივილი: დაგვანებონ თავი, ჩვენ არაფერი გვაქვს საჩხუბარი და სადავიდარაბოვო. დიახ, ვიტყვი და მუდამ ვამბობ, ეს მათი ინტელიგენციის საქმეა. ცხინვალში გახსნეს სკოლა ასე წოდებული «Ирон гимназ», სადაც მხოლოდ რუსულ ენაზეა სწავლება. აქ, რა თქმა უნდა, ოსის ბავშვები არიან და ბევრმა დაშნაკელმა თავისი შვილი მიიყვანა ამავე «Ирон гимназ»-ში, თუმცა თვითონ [მას] კი საქართველო „ემსახურება“ და ჯამაგირებს საქართველოს ხაზინიდან იღებს. ჰო, და აი სასწავლებელში ისე მოწამლეს (დედანშია – „მოსწავლეს“ – ლ. თ.) ახალი თაობა, რომ დაფარულმა სიძულვილმა ბავშვებში იჩინა თავი და მათ კიდეც წაუკიდეს შენობას ცეცხლი, სადაც ცხინვალის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებელია მოთავსებული. ეს კიდევ არაფერი, რომელნიც მოზრდილნი იყვნენ გაიქცნენ ამ ცოტა ხანში კავკავში და ბოლშევიკებს შეუერთდნენ. რა თქმა უნდა მათ სოციალიზმისაკენ კი არ უნდოდათ წასვლა, არამედ ცხინვალისაკენ და, საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ. მათი მშობლები კი არხეინად დასეირნობენ ცხინვალში.

ეხლა კიდევა სდგას ჯარი ცხინცვალში და მიემგზავრება ჯავა-როკში. მე მგონია ეხლა კი უკანასკნელად უნდა გადაწყდეს საკითხი: ვისთან გვაქვს საქმე, თუ ყაჩაღებთანა გვაქვს, მაშინ ყაჩაღების წინააღმდეგ ჩვენ ომს არ ვიწყებთ, მხოლოდ მათ სასტიკადა ვსჯით და თუ მტრის წინააღმდეგ, მაშინ მათ ჩვენი რესპუბლიკის ფარგლებში ყოფნა არა სდომიათ და მათი გამოსვლები ისე უნდა აიხსნას, როგორც ომის გამოცხადება.

ასეთ გარემოებაში ყოფნა კი, როგორც აქამდე იყო, ყოვლად შეუძლებელია, ვინაიდან ყოველთვის შიშით და კანკალით მოელიან ცხინვალის მცხოვრებლები ან დღეს ჩამოვლენ ბრბოები და აგვაწიოკებენ ან ხვალაო“.

გაზეთი „ერთობა“. 1920 წლის 12 ივნისი – „ისევ ოსებზე“ (სტატია ხელმოუწერელია) 

„ოსები ისევ ამოძრავდნენ. ისინი ფიქრობენ საქართველოს რესპუბლიკის დანგრევას და ჩვენს „ჩამორჩენილ“ კუთხეებში თავისი კულტურის შეტანას. ამ „კულტურის“ მეთაურნი არიან ყოფილი ძველი მოხელეები, ხოლო სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის საძირკველი ძველი, ჩვენს ხალხში საკმარისად ცნობილი „სტრაჟნიკები“. მათ ეჯავრებათ ჩვენი დემოკრატია, რომელმაც დაამხო ძველი წესწყობილება. მათ სძულთ ჩვენი რესპუბლიკა, რომელიც მათ აღმზრდელ და მასაზრდოებელ რუსეთის თვითმპყრობელობის სრულს წინააღმდეგობას წარმოადგენს. ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენი რესპუბლიკის სხვადასხვა კუთხეებში, ძველი პსიხოლოგიით და სულისკვეთებით გაჟღენთილმა წრეებმა რამდენიმეჯერ მოახდინეს შეიარაღებული გამოსვლები. რესპუბლიკამ ბოლო მოუღო მათ გამოსვლებს და ყველგან დემოკრატიული წეს-რიგი დაამყარა. ოსებს კი ვებოდიშებოდით. გვეგონა, რომ შეიგნებდნენ თავიანთ მოვალეობას რესპუბლიკის წინაშე. ამ ორი წლის განმავლობაში მათ ერთი ჯარის კაცი არ მოუციათ სახელმწიფოსათვის. ერთი შაური არ შეუტანიათ რესპუბლიკის ხაზინაში და როგორც პარაზიტები ცხოვრობდნენ რესპუბლიკის დანარჩენ მოქალაქეების ხარჯზედ. ეს მათ არ იკმარეს, როგორც ეტყობა, მათ მეთაურებს გადაუწყვეტიათ, რომ უკეთესი იქნება, რომ მოსაგებიც, თუ ცხინვალის რაიონში მცხოვრებ ქართველ დემოკრატიას დაიმონავებდნენ, მათ ქონებას ხელში ჩაიგდებდნენ და ჩვენ მოქალაქეებს ხარკს დაადებდნენ კონტრიბუციის სახით ყოველდღიურ ხარჯებისათვის.

იმ ადამიანებს, რომელთაც ამ ორი წლის განმავლობაში არავითარი ვალი არ მოუხდიათ რესპუბლიკის წინაშე, სურთ ჩვენი მშვიდობიანობის სიყვარული ბოროტად გამოიყენონ. დღეს რესპუბლიკამ უნდა სთვქას „კმარა“. და მთელი თავისი სიძლიერით უნდა შეაგნებინოს თავაშვებულ ბრბოებს, თუ რას ნიშნავს რესპუბლიკური წეს-რიგის დაცვა და მოქალაქის ელემენტარულ მოვალეობის ასრულების საჭიროება. აჯანყებულ ოსებს მეთაურობენ ჩრდილოეთიდან მოსული შეიარაღებული მოყაჩაღე ბრბოები. ასე ესმით კავკავის კომუნისტებს ხელშეკრულების ასრულება. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ მოსკოვის მთავრობამ ეს არ იცის, რომ ის წინააღმდეგია თავისი „პერიფერიების“ ამნაირ გამოსვლებისაო. შეიძლება მართლაც ტაქტიკური მოსაზრებით დღეს არ უნდოდეს მოსკოვს გაამწვავოს დამოკიდებულება ჩვენს რესპუბლიკასთან. თუ ეს ასე არის, მით უარესი მოსკოვის მთავრობისათვის. მაშასადამე, მას არ შესწევს ძალა ალაგმოს მისი ბანდები. რესპუბლიკის მთავრობა ერთხელ და სამუდამოდ ალაგმავს ქვეყნის მოღალატეებს. ის ვალდებულია სამუდამოთ ბოლო მოუღოს ამ ვანდეიას.

ის მკაცრი ზომები, რომელსაც ჩვენი რესპუბლიკა იძულებული ხდება მიმართოს მესამეთ აჯანყებული ოსეთის ასალაგმავათ, იქნება წმინდა თავდაცვითი აქტი ჩრდილოეთიდან შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ, ეს იქნება მოძალადეებთან და მტარვალებთან ბრძოლა ადგილობრივ მცხოვრებთა დასაცავათ, რესპუბლიკის და დემოკრატიის დასახსნელად“.

გაზეთი „კომუნისტი“. 1920 წლის 13 ივნისი. „ყველას გასაგონათ (სამხრეთ ოსეთის აჯანყების გამო)“. სტატია ხელმოუწერელია. 

„ოსეთი კვლავ აჯანყდა და თავის შინ მან საბჭოთა ხელისუფლება (მთავრობა) გამოაცხადა; ის ისწრაფვის ეროვნული თვითგამორკვევისაკენ. ასეთი აჯანყება აქ დაახლოებით ამ ორი უკანასკნელი წლის განმავლობაში მესამეჯერ ხდება. აქედან აშკარაა, თუ რანაირ სერიოზულ მოვლენასთან გვაქვს ჩვენ აქ საქმე. თითოეული პოლიტიკური პარტია ვალდებულია ნათლად და გარკვევით გამოთქვას თავისი დამოკიდებულება ოსეთის აჯანყების შესახებ. თავისთავად იგულისხმება, რომ საქართველოს სხვადასხვა ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური პარტიების დამოკიდებულება იმ წვრილ ეროვნებათა ნაციონალური თვითგამორკვევის საკითხთან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, წინდაწინვე ყველასათვის აშკარაა: ეს პარტიები არავითარ თვითგამორკვევის უფლებას არ ცნობენ არა თუ საქმით, არამედ სიტყვითაც კი და ამიტომ ისინი გადაჭრით ძალადობის მომხრენი არიან და ითხოვენ, რომ სამხრეთ ოსეთის აჯანყება იარაღის საშუალებით იქნას ჩაქრობილი. ნათელი და აშკარაა აგრეთვე საქართველოს კომუნისტური პარტიის დამოკიდებულება ამ აჯანყებასთან, რომელსაც მიზნათ აქვს დასახული ეროვნული თვითგამორკვევა. კომუნისტების პროგრამა ყველას გასაგონათ ამბობს, რომ ყველა ეროვნებას აქვს უფლება ნაციონალური თვითგამორკვევისა სრულ გამოყოფამდე და ცალკეულ სახელმწიფოს დაარსებამდე. მაშასადამე ამ უფლებას ვერ წავართმევთ ჩვენ ვერც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ, რამდენადაც მათ განსაზღვრული ტერიტორია უჭირავთ და რამდენადაც ისინი სხვა ეროვნებათა ტერიტორიას თავს არ ესხმიან. ამას თხოულობს ნამდვილი ჭეშმარიტი დემოკრატიზმის პრინციპი, და ამიტომ ნაციონალური მოძრაობის ყოველივე ძალდატანებითი ჩაქრობა დაუშვებელია და დასაგმობია.

ასეთია ორი ერთი მეორეს ძირიანათ საწინააღმდეგო შეხედულება კონკრეტული ოსეთის ხალხის თვითგამორკვევაზე. პირველი შეხედულება სავსებით გამოხატავს ბურჟუაზიის იმპერიალისტურ სულისკვეთებას, მეორე დგას პროლეტარიატის თვალთახედვის წერტილზე და ეყრდნობა მუშათა ინტერნაციონალის საფუძველზე. მაგრამ არის კიდევ მესამენაირი დამოკიდებულება სამხრეთ ოსეთის აჯანყებასთან, რომელიც სიტყვით სცნობს ერთა თვითგამორკვევის უფლებას, მაგრამ საქმით მას უარყოფს. ასეთია ქართველ მენშევიკების დამოკიდებულება სამხრეთ ოსეთის საკითხთან. სიტყვით ეს პარტია სცნობს ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ საქმით ის როგორც მმართველი პარტია საქართველოში, ოსების ნაციონალურ მოძრაობას ძალდატანებით აქრობს. ჩვენ ვამბობთ, რომ მენშევიკების ასეთი პოლიტიკა ვერ გამართლდება მუშათა ინტერნაციონალის პრინციპებით, მისი გამართლება შეიძლება მხოლოდ კაპიტალისტური ან იმპერიალისტური იდეოლოგიით.

მენშევიკების გაზეთები „ბორბა“ და „ერთობა“ ენერგიულათ შეუდგნენ ასეთი პოლიტიკის გამართლებას. კიდევ მეტი ისინი მოითხოვენ რომ ჩვენ, კომუნისტებმა, დავადასტუროთ ეს ძალმომრეობის პოლიტიკა წვრილ ერთა მიმართ. მენშევიკებს გონიათ, რომ ჩვენ განგებ არაფერს ვამბობთ აქამდის, მაგრამ ჩვენ არა ვართ ჩვეული სიჩუმეს, როცა ეს საჭიროა, მით უმეტეს ასეთ საკითხში.

თავის პოლიტიკას სამხრეთ ოსეთის შესახებ მენშევიკები ამართლებენ შემდეგი საბუთებით: 1) სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევა ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრებას. 2) ოსეთის შეიარაღებული აჯანყება საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ რუსეთთან საზავო ხელშეკრულების დარღვევაა; 3) ოსეთის მოძრაობა, ეს ჩამორჩენილი კუთხის მოძრაობაა, ისაა მოძრაობა საშუალო საუკუნოების ახალი დროის დემოკრატიის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენს. ერთი სიტყვით, ოსეთი ქართული ვანდეაა, რომელიც რევოლუციის და დემოკრატიის სახელით დასჯილი და დამარცხებული უნდა იქნასო. ვერც ერთი ამ საბუთთაგანი კრიტიკას ვერ უძლებს. რით უნდა შეუშალოს ხელი პატარა ოსეთის თვითგამორკვევამ შედარებით დიდ საქართველოს დამოუკიდებლობას. აშკარაა, თუ დიდი რუსეთის არსებობა ხელს არ უშლის პატარა საქართველოს არსებობას, ის პატარა ოსეთის არსებობა ხელს ვერ შეუშლის საქართველოს არსებობას, რომელიც სრულებით არ საჭიროებს პატარა ოსეთის ტერიტორიას. მეორე მხრით, საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულება აქ არაფერ შუაშია. საბჭოთა რუსეთმა, თანახმათ მის მიერ აღსარებულ პრინციპისა ეროვნული თვითგამორკვევის უფლებისა, მან იცნო საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, მან უარი განაცხადა მის ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე, მის შინაურ საქმეებში ჩარევაზე. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებს სხვა წვრილ ეროვნებათ, როგორიც არიან თუნდაც ოსები, ეროვნული თვითგამორკვევის უფლება ამ ხელშეკრულების ძალით აღარ აქვთ. ამის მტკიცება პირდაპირ აბსურდია. მაგრამ მენშევიკები ამბობენ, რომ აჯანყებას საიდუმლოთ ხელი შეუწყო და დაეხმარა საბჭოთა რუსეთიო. მაგრამ ოსეთი წინათაც ორჯერ აჯანყდა, როცა საბჭოთა რუსეთს მისთვის არავითარი დახმარების აღმოჩენა არ შეეძლო და რათ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ახლაც ის დამოუკიდებლათ აჯანყდა? მაშასადამე, საზავო ხელშეკრულების არავითარ დარღვევას აქ ადგილი არ აქვს. მაგრამ მენშევიკებს აქვთ კიდევ მესამე საბუთი.

ოსეთი, იმათი აზრით, წარმოადგენს საქართველოს ვანდეას, ის იბრძვის რევოლუციის წინააღმდეგ, ის იცავს საშუალო საუკუნოების წეს-წყობილებას, მას აქვს მტაცებლობითი და ყაჩაღური ხასიათი; და გარდა ამისა, ოსეთის აჯანყებამ ვერ წამოაყენა ვერავითარი ლოზუნგი, ვერც ნაციონალური და ვერც სოციალური. ჯავის აჯანყებულთ არასოდეს არ წამოუყენებიათ თავის დროზე რაიმე გარკვეული და განსაზღვრული ლოზუნგები, რომელთა სახელით ისინი იბრძვიან; ისინი იღებენ მათთვის სრულებით უცხოს და გაუგებარს ლოზუნგებსო და სხვა. ყველა ამის ძალით საქართველოს დემოკრატია, მენშევიკების აზრით, ვალდებულია ჩააქროს ჯაველ ოსების მოძრაობა იარაღის საშუალებით. რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოსათვის არ წარმოადგენს ვანდეას, რომ ის არ იბრძვის რევოლუციის წინააღმდეგ, ეს ყველასათვის აშკარაა, მაგრამ ყველაზე უფრო გაუგებარია აქ ის, რომ ოსეთის მოძრაობას თითქო არავითარი ლოზუნგი არ წამოეყენებიოს. როგორც ჩანს ბოლშევიკური კომუნისტური ლოზუნგები, ლოზუნგები საბჭოთა ხელისუფლებისა, მენშევიკებისათის ლოზუნგები არაა, ვინაიდან ეს ლოზუნგები მათ არ მოსწონთ. მენშევიკები ვერ უარყოფენ იმ ფაქტებს, რომ სამხრეთ ოსეთი საბჭოთა მთავრობის დროშის ქვეშ იბრძვის, მაგრამ ეს მისი უფლებაა. ისე, როგორც ქართველი დემოკრატია მოითხოვს თავის თვითგამორკვევას და წინააღმდეგობას უწევს ყველა იმათ, ვინც მათ ძალით თავს ახვევს თავის ნებისყოფას, ისევე ჯავის ოსებს სრული უფლება აქვთ ჭეშმარიტი დემოკრატიზმის სახელით მოითხოვონ რომ ძალდატანებით მათ ნურავინ მოახვევს თავის ნების ყოფას.

– თქვენ არ მოგწონთ საბჭოთა პრინციპები, მაგრამ ნება მოგვეცით ჩვენ შინ განვახორციელოთ ეს პრინციპებიო – აი რას ამბობენ და რას მოითხოვენ საქართველოს დემოკრატიისაგან ჯავის ოსები.

ერთი სიტყვით, შეიარაღებული ძალით ჯავის მოძრაობის ჩაქრობა არ მართლდება საერთაშორისო სოლიდარობის პრინციპებით, ეს ეწინააღმდეგება მუშათა ინტერნაციონალის ყველა საუკეთესო იდეებს. პარტიას, რომლის პროგრამაში ერთა თვითგამორკვევის უფლებაა აღიარებული, არ შეუძლია ოსეთის ხალხის თვითგამორკვევას შეებრძოლოს ტლანქი ძალით. ეს იქნება თავისი პროგრამის უარყოფა, ეს იქნება დანაშაული ინტერნაციონალური პროლეტარიატის წინაშე.

მეზობელ ხალხთა ძმური სოლიდარობის სახელით, ჩვენ ვთხოულობთ, რომ ოსებზე ძალდატანება არ იქნას ხმარებული, რომ ამ ნიადაგზე არ დაიღვაროს ქართველ და ოს მუშების და გლეხების სისხლი. თუ მართლა არსებობს ერთა თვითგამორკვევის უფლება, თუ მენშევიკებს არ ამოუშლიათ ეს უფლება თავის პროგრამიდან, იმათ არ აქვთ არავითარი საფუძველი ოსეთზე ძალდატანების გასამართლებლათ. ამას თხოულობს არა თუ სოციალიზმის, არამედ უბრალო დემოკრატიზმის პრინციპი. და გარდა ამისა ამასვე თხოულობს თვით საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერესი იმ დროს, როცა ამ დამოუკიდებლობას გარეშე მტრები ემუქრებიან, ვინაიდან ასეთ დროს საჭიროა, რომ მას ზურგი გამაგრებული ქონდეს და არ საჭიროებდეს იმ სამხედრო ძალების დაბანდებას. საქართველოს ინტერესები თხოულობენ, რომ ოსეთთან ის მეგობრულ განწყობილებაში იყოს, და ის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომ საქართველოს დემოკრატია იცნობს ოსების ეროვნულ თვითგამორკვევას. თუ ასეთი ცნობა არ მოხდა, თუ ოსეთის აჯანყება უხეში ძალით იქნა ჩახშობილი, მაშინ მთელი პასუხიმგებლობა ამ ძმათა შორის სისხლის ღვრაში თავს დაატყდება საქართველოს მენშევიკების პარტიას და სხვას არავის. ეს კიდევ არაფერი. ამით საფრთხეში ჩავარდება თვით საქართველოს დამოუკიდებლობა, რომლის დაცვას თითქო ასე ენერგიულათ ცდილობენ მენშევიკები. მაშ ძირს სისხლის მღვრელი ომი მოძმე ხალხთა შორის, და გაუმარჯოს ძმურ, სოლიდარულ განწყობილებას! გაუმარჯოს ერთა თვითგამორკვევის უფლებას“.

გაზეთი „ერთობა“. 1918 (შეცდომაა – უნდა იყოს 1920) წლის 15 ივნისი. „კიდევ ოსეთზე“ (სტატია ხელმოუწერელია). 

„ბოლშევიკებმა ხმა ამოიღეს. მათ თქვეს თავის გულის ნადები, მაგრამ ისე, როგორც შეფერის მათ იდეურობას.

ისინი წინააღმდეგი არიან, რომ საქართველოს ჯარმა იარაღით გასცეს პასუხი აჯანყებულ ჯავის ხეობას. რათა? იმიტომ ხომ არა, რომ ეს აჯანყება თვითონ მათ მოაწყვეს და მათი ლოზუნგების საფარველ ქვეშ დააყენეს და ის ნასტრაჟნიკალი და ნაპრისტავალი ხელმძღვანელები, რომელნიც ყაჩაღებთან ერთად ამყარებენ ცხინვალის რაიონში ბოლშევიკურ „სოციალიზმს“?

ერთა თვითგამორკვევის – ამ დიადი იდეის სახელით ამართლებენ ბოლშევიკები ოსების მუხანათურ თავდასხმას.

ოსები თავს დაგვესხნენ მაშინ, როცა, ჩვენ ფრონტი გვქონდა ადაერბაიჯანის საზღვარზე და ბათომის ოლქში. იმას ეძახიან ჩვეულებრივ ენაზე – მოღალატეობას, დემოკრატიისათვის ზურგში მახვილის ჩაცემას, რაც ჯავის ოსებს მათი ბოლშევიკური ყაჩაღების ლიდერობით სისტემათ გადაექცათ. და თუ ჩვენ ამის წინააღმდეგ გავილაშქრეთ, ესე იგი თავდამსხმელი მოვიგერიეთ, ეს არის თურმე „თვითგამორკვევის უფლების შელახვა“.

მერე მართალია ბოლშევიკების იდეური წუწუნი? „კომუნისტების“ პროგრამა ყველას გასაგონათ ამბობს, რომ ყველა ეროვნებას აქვს უფლება ნაციონალური თვითგამორკვევისა, სრულ გამოყოფამდე და ცალკე სახელმწიფოს დაარსებამდე“. კეთილი! მაგრამ ერთი ვიკითხოთ, მართლა ახორციელებს ამას კომუნისტების ლაშქარი და კომისრები?

ავიღოთ ჩრდილო-კავკასია, სადაც იმყოფება ასეთი მთავარი ტერიტორია. ბოლშევიკები ჯავის ხეობის გადმოსახლებულ ოსებს ურიგებენ სახელმწიფოებრივ უფლებებს – რატომ ჩრდილო ოსეთის, ესე იგი ოსეთის ნამდვილ ტერიტორიაზე არ ახორციელებენ ამ თავის პროგრამას? იქ ხომ საქართველო აღარ ყავთ ხელის შემშლელი! ან ჩეჩნები, დაღესტნელები რატომ ვერ ღებულობენ დამოუკიდებლობას, ან კიდევ ყაზახები და სხვა? რათ დაუყენეს მათ სათავეში ზევიდან დანიშნული კომისრები და წითელ არმიელთა სისხლიანი ხიშტებით ახშობენ მათ თავისუფლებას?

როცა გაზ. „კომუნისტი“, რომელიც თფილისში გამოდის, ასე ებღაუჭება ამ დიდ ლოზუნგს, ამავე დროს, რათ ხდება, რომ კავკავის გაზ. „კომუნისტი“ რუსულ ენაზე, ძირითადად უარყოფს ამ ლოზუნგს? იგი ამბობს, რომ „ბურჟუაზიული რევოლუციის ხანაში 1917 წელს ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპი იყო მომენტის შესაფერი ლოზუნგი იმისათვის რომ დაენგრია მეფისა და მემამულეთა სახელმწიფო, ძირი გამოეთხარათ მისი ცენტრალიზმისათვის და ასე დაესუსტებიათ იგი“.

ახლა კი, ცხადია, თავის კომუნისტურ ცენტრალიზმისათვის ძირის გამოთხრა არ სურთ.

ამრიგათ, ბალშევიკების ეს იდეა ბუშმენურ წესით ტარდება. იგი კარგია, როცა ამით სხვის სახელმწიფოს არღვევ, ცუდია, თუ იგი შენს სახელმწიფოს გირღვევს.

ახლა ყველასათვის ცხადია, თუ რა მიზანს ემსახურება თფილისელი „კომუნისტი“, როცა ჯავის ხეობაში უნდა შექმნას საბჭოთა დამოუკიდებელი რესპუბლიკა და იმავე დროს მთავარი ოსეთისათვის თვითგამორკვევაზე სიტყვის თქმაც კი კონტრრევოლუციონერობად მიაჩნია.

დიახ, ცხადია, რომ ჯავის თვითგამორკვევა არის საქართველოს დარღვევის ბოროტ-სურვილით წამოყენებული, ხოლო გაზეთი ირწმუნება, რომ ჯავა არ ესაჭიროება საქართველოსო, და სხვა ლათაიები, მხოლოდ ფარისევლობაა ამ შავი განზრახვების დასაფარავათ მოყვანილი.

მაგრამ მათი ორმაგი თვალთმაქცის პოლიტიკის კუდი კალთიდან მოსჩანს და ამხელს მათ აზრსა და მოქმედებას.

მაშ ასე, ბალშევიკები ორპირობენ. იდეურ ცუღლუტობას ეწევიან, რომ თავის აჯანყების წყურვილი ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ როგორმე მაღალი ფრაზების სამოსელში გაახვიონ.

მაგრამ იქნება ჩვენთვის, დემოკრატიისათვის არის სავალდებულო, ოსთა თვითგამორკვევა ჯავის ხეობაში? ჩვენ ხომ მართლა მომხრე ვართ ეროვნული თვითგამორკვევის, გავსინჯოთ ესეც.

ყოველ ერს აქვს უფლება თვითგამორკვევის. ეს მართალია. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დაისვას საკითხი მთელი ერის. ანუ მისი დიდი უმრავლესობის შესახებ. ოსებს აქვთ უფლება თვითგამორკვევისა, ეს უდაოა. მაგრამ ყველა ოსის სოფელს, ან თემს ასეთი უფლება არ აქვს.

საქართველო დამოუკიდებელია დღეს, მაგრამ მასში არ შედიან არც სოჭის ოლქის ქართველები, არც კავკავის, არც მინერალური წყლების რაიონში მცხოვრებნი, რამდენადაც ისინი ადგილობრივი მკვიდრნი არიან. განა მათი ყოფნა იმ რაონებში, შეიძლება გახდეს საბუთი კავკავისა და სოჭისაგან ქართულ სახელმწიფოს შექმნისა?

რასაკვირველია არა. ეს არც ბოლშევიკებს მოსვლიათ თავში. ჩვენ, მით უმეტეს.

გორის მაზრაში რამდენიმე სოფელია და ერთი-ორი თემი არის ოსებისგან შემდგარი. მაგრამ განა მათაც ისე არ უნდა ვუყუროთ როგორც ქართველთა კოლონიას ჩრდილო კავკასიაში? ცხადია, ეს არის მცირე ნაწილი ერისა, რომელიც მეორე ერის ფარგლებში მოყოლია ხალხთა ნარევათ ცხოვრების გამო. ოსები არიან კახეთში, ალაზან გაღმა, არიან ატენის ხეობაში, არიან ტრიქსოს ხეობაში, ჯავაში, რაჭაში, საჩხერის მაზრაში, მაგრამ ესენი შეადგენენ რამდენიმე სოფელს, რომელიც საქართველოს უდავო ტერიტორიაში შედის, ამიტომ მათ ეროვნულ განცალკევებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. აქ შეიძლება საკითხის დასმა მხოლოდ მათი კულტურული განვითარების უზრუნველყოფაზე. არც მეტი, არც ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით ისეთ დებულებას, როცა უმრავლესი ერი უნდა გახდეს მსხვერპლი უმცირესობის, რომელიც მის საზღვრებზე ნარევათ ცხოვრობს და ამით მის ტერიტორიას აჭრელებს.

სად გაგონილა, რომ რამდენიმე მილიონი მცხოვრები შეწიროდეს მსხვერპლად რამდენიმე ათასეულს! ჯავის ხეობის დამოუკიდებლობა, კახეთის ოსების და სხვა წვრილ ეროვნულ ნაშთების, იქნებოდა საქართველოს დარღვევა, მისი საზღვრების მოშლა და ადვილათ დასაპყრობათ გადაქცევა. ბალშევიკებს რომ ეს სურთ, ჩვენთვის ეს ყოველ ეჭვს გარეშეა, მგრამ როცა ისინი ამ იდუმალ ზრახვას ერთა თვითგამორკვევის იდეას ახვევენ თავზე, ეს იდეური შანტაჟია და მეტი არაფერი. თვითგამორკვევის უფლება სრულ დამოუკიდებლობამდე აქვს ერებს, და არა ერთა მცირე ნაშთებს, რომელნიც გადასახლებულან სხვა ეროვნების ფარგლებში და არც ერთ სოციალისტს არ უქადაგნია აქამდე ყოველი სოფლის და თემის თვითგამორკვევა. არამედ აღიარებდენ თვითგამორკვევას მთელი ერის, როგორც ასეთის.

ოსეთის თვითგამორკვევა ამ პრინციპის მიხედვით უნდა მოხდეს ე. წ. ჩრდილო ოსეთში, სადაც ოსთა ოთხმოცდახუთი პროცენტი ცხოვრობს და არა ჯავაში, სადაც სულ რამდენიმე სოფელია ოსის.

ეს გახლავთ სოციალისტური სიმართლე და არა ის, რასაც ბალშევიკები გაიძახიან მუხანათური მიზნით ყველას გასაგონათ, თვით გაზეთის ფურცლებზე.

ამ პრინციპს ვადგივართ ჩვენ, ქართველი სოციალ-დემოკრატები საერთაშორისო პროლეტარიატის დიდებულ მოძღვრებასთან ერთად.

ხოლო ბოლშევიკების აჯანყების მართლებას საკუთარ სახელს ვაძლევთ, ეს არის მოღალატეობა საერთაშორისო სოციალიზმის, ეს არის მოღალატეობა საქართველოს დემოკრატიის და მისი რესპუბლიკის“.

გაზეთი „ერთობა“. 1820 წლის 18 ივნისი. „ოსების აჯანყება და ჩრდილო-კავკ. კომუნისტები“ (სტატია ხელმოუწერელია). 

„კავკავის კომუნისტების გაზეთი „სალდატ რევოლუციის“ 4 ივნისის ნომერი სხვათა შორის შემდეგსა სწერს: „აჯანყება, რომლის შესახებაც ჩვენ თავის დროზე ვწერდით, ფართოვდება და ფეხს იკიდებს. სამხრეთ ოსეთის პროლეტარიატი ემზადება სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადოს ქართველ ჯალათებს – ჟორდანიას მთავრობას.

როდესაც განმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღები შეიჭრნენ ჩრდილოეთიდან სამხრეთ ოსეთში, მშრომელი მთის ოსებმა გამოაცხადეს თავიანთ ქვეყანაში საბჭოთა მთავრობა. მიმართავენ რა რუსეთის საბჭოთა მთავრობის ხელმძღანელებს, სამხრეთ ოსეთის ყრილობის წარმომადგენლები, პროტესტს აცხადებენ, რომ ისინი ძალით შეუერთეს ბიუროკრატიული რუსეთის ნაბუშარ სოციალ-გმყიდველების საქართველოს რესპუბლიკას. მთას ესმის ეს ხმა, ესმით გამხეცებულ მენშევიკების კბილების კრაჭუნი და წინასწარვე გრძნობენ, რომ დაკოჟებული ხელები რუსეთის პროლეტარიატის, მიეშველება მათ“.

ასე „იცავენ“ და „ასრულებენ“ მოსკოვში საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებას ჩრდილო კავკასიის კომუნისტები!

ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი?“


ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მასალა მოამზადა
ირაკლი ხართიშვილმა