Saturday, June 29, 2024

მასალა ფეისბუქიდან - 4


Salome MegrelishviliTbilisi Georgia თბილისი 🇬🇪 
1 д. • 

ღორი გაზეთს კითხულობდა, 
ცოლი ქვაბებს რეცხავდა, 
სად იყო და სად არ იყო 
ზღარბი გამოეცხადა. 

ღრუტუნია დახმარება 
შენ არ გაგიჭირდება 
უმაღლესში შემყავს ბავშვი, 
ცოტა სტაჟი მჭირდება. 

მოდი ბენზინში მოგიწყობ 
თუკი აწყობს ხელფასი, 
დაახლოებით ექნება 
დღეში ათასექვსასი. 

უჰ რას ამბობ წელიწადში 
ბევრი მოუქუჩდება, 
ამდენ ფულებს რომ იშოვნის 
ბავშვი გამიფუჭდება. 

ბენზინს თავი დავანებოთ 
და წვენებზე გავჩერდეთ, 
მაგრამ დღეში ათას მანეთს 
ბავშვი უნდა დაჯერდეს. 

კიდევ, კიდევ დაუკელი, 
ის დრო უკვე წავიდა, 
ფულს კი არა შრომას მინდა 
შეეჩვიოს თავიდან. 

თუ გინდა რომ ჩვენი მიდგომა 
მადლიერი გლოცავდეს, 
მოგვიხერხე თვეში ასე, 
ასიდან ასოცამდე. 

მაგას მე ვერ დაგპირდები 
თუნდაც თავი გავწირო, 
მაგ დაბალი ხელფასისთვის 
დიპლომია საჭირო. 

ზოგს მანეთი გადარევს და 
ზოგს გადარევს დოლარი, 
ასეთია სამწუხაროდ 
ამ იგავის მორალი, 

ერთი შრომობს, მეორე კი 
ფულში ცურავს გულადად, 
ღორი ცხოვრობს ღორულად და 
ზღარბი.... ზღარიბულადა:) 

თენგიზ ჩანტლაძე!

 

No comments:

Post a Comment