(ნაწილი II)
მკაცრად რომ ვთქვათ, მოკლე მიმოხილვა მოვლენებისა, რომლებიც წინ უძღოდნენ „ზამთრის ომის“ დაწყებას, ამით შეიძლებოდა დაგვესრულებინა. მაგრამ – ზოგიერთი ჩვენი მკითხველი იქნება გაკვირვებული (რომ არა ვთქვათ – აღშფოთებული) იმით, რომ ავტორმა მდუმარედ აუარა გვერდი ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა საბჭოთა-ფინური მოლაპარაკებები, შემდგარი მოსკოვში 1939 წ. ოქტომბერ – ნოემბერში. განვიხილოთ ეს საკითხიც. ყველა საბჭოთა (და ბევრი თანამედროვე რუსეთელი) ისტორიკოსი გუნდურად გვარწმუნებენ ჩვენ იმაში, რომ სტალინს არ უნდოდა ომი ფინეთთან, და მხოლოდ ფინეთის ხელმძღვანელობაში ჯიუტად და ქედმაღლურად არ ქონამ სურვილისა საბჭოთა კავშირის ძალზედ მოკრძალებული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ (ოთხი ნამცეცა კუნძული ფინეთის ყურეში, მცირე „გადაწევა“ საზღვრისა კარელიის ყელზე) აიძულეს სტალინი დაეწყო ომი. ჩვენი შეხედულებით, ეს კომპლექსური მტკიცება აუცილებელია გაიყოს ორ ნაწილად. მაშინ უკიდურესად ადვილი შეიქნება თითოეული მათგანის ცალ-ცალკე შეფასება.
სტალინს ნამდვილად არ უნდოდა ომი ფინეთთან. სტალინს უნდოდა ჩაერთო ფინეთი თავისი მშენებარე იმპერიის შემადგენლობაში. ყველაფერს, რაც ვიცით ჩვენ დღეს სტალინის, მისი პოლიტიკის, მისი ტაქტიკის, მისი ხასიათის შესახებ, მივყავართ ვარაუდამდე იმის თაობაზე, რომ სტალინს არ უნდოდა ომი, მას არ უყვარდა ომი (და წითელარმიელებთანაც სანგრებში მას არასოდეს უსაუბრია) და ყველაფერს, რაც შეიძლებოდა წაეღო ომის გარეშე – ტყუილით, ეშმაკობით ან მუქარებით, – მშვიდობიანი გზით მიჰქონდა. ამ აზრით ჩვენი მთავარი გმირი არ ჰგავდა არც პეტრე პირველს, არც ნაპოლეონს. 100 %-თან ახლოს მყოფი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინი დაეთანხმებოდა განეხორციელებინა ფინეთის ანექსია ისეთივე მშვიდობიან ფორმებში, რომლებშიც იყვნენ ანექსირებული და სსრკ შემადგენლობაში ჩართული ესტონეთი, ლატვია და ლიტვა.
რაც შეეხება ფინეთის მთავრობაში ჯიუტად არ ქონა სურვილისა დაეკმაყოფილებინა ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამის მიჩნევა კანონიერ საბაბად ომისათვის მხოლოდ „ჯუნგლების კანონის“ ველურ ცნებათა და გაგებათა ფარგლებშია შესაძლებელი. ფინეთი არ იყო ვალდებული გაეცა არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი თავისი ტერიტორიისა. უფრო მეტიც, იგი არც იყო ვალდებული მიეღო მონაწილეობა ისეთ „მოლაპარაკებებში“, რომელთა საგანსაც წარმოადგენს იძულებით „გაცვლა ტერიტორიებისა“ ან რაღაც უცნაური „იჯარა“, რომელზე დათანხმებასაც ომის მუქარით აიძულებენ და ა. შ. ყოველივე ეს ისევე უდავოა, როგორც ის, რომ გაუპატიურების მსხვერპლში არქონა სურვილისა ნებაყოფლობით დააკმაყოფილოს მოძალადის „მინიმალური მოთხოვნები“ მსოფლიოს არც ერთ სასამართლოში არ იქნება შეფასებული გარემოებად, რომელიც ამსუბუქებს დამნაშავის ბრალეულობას. ერთადერთი, რისიც მოვალე იყო ფინეთი (ისევე როგორც სსრკ!) შეესრულებინა, ეს გახლდათ ხელშეკრულება მშვიდობის შესახებ, ხელმოწერილი 1920 წ. ტარტუში, და ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, დადებული ფინეთსა და სსრკ-ს შორის 1932 წ. ხელშეკრულებები უნდა სრულდებოდეს. მაგრამ სწორედ საბჭოთა-ფინური ურთიერთობების ამ შემადგენელზე მსჯელობას არიდებდა თავს მოსკოვი. „ჩვენ გამუდმებით მივუთითებდით სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, დადებულზე ტარტუში, აგრეთვე თავდაუსხმელობის პაქტზე, დადებულზე 1932 წელს სსრკ-ის ინიციატივით და დადასტურებულზე 1936 წელსაც. ეს მითითებები იყო უსარგებლო; მათ უბრალოდ ყურების შორიახლოს ატარებდნენ“ – წერს თავის მემუარებში ვ. ტანნერი [23].
ძნელად თუ არის ყველა ამ უაშკარავეს საკითხში საგანი დისკუსიისათვის. და სრულიად არცთუ შემთხვევით 1939 წ. 26 ნოემბერს იქნა ორგანიზებული წითელი არმიის პოზიციებისათვის ცეცხლის დაშენის ინსცენირება მაინილაში – თვით სტალინს და მოლოტოვსაც კი ესმოდათ, რომ მარტო სურვილის არქონა ფინელებში „გაეცვალათ ტერიტორიები“ ცოტაა იმისათვის, რათა მათ მიერ გაჩაღებული ომისათვის კანონიერების თუნდაც მსუბუქი შესახედაობა მიეცათ. სწორედ ამიტომ ოთხი დღით ადრე ომამდე მოხდა კიდეც ჯერ კიდევ 1939 წ. მარტში დაგეგმილი „ინციდენტი მაინილაში“, ხოლო ომის მეორე დღეს კი გამოჩნდა „კუუსინენის მთავრობა“, რომლის თხოვნითაც წითელი არმია წავიდა „თეთრფინური მანერჰაიმისეული ბანდების“ გასანადგურებლად.
ნიშნავს კი ეს, რომ მოსკოვის მოლაპარაკებები იყო ცარიელი ფორმალობა ან რომ ისინი იყო ორგანიზებული მხოლოდ დაფარვის სახით საარმიო შენაერთების შრომატევადი და გარდაუვალად ხანგრძლივი პერედისლოკაციისათვის კარელიის ტყიან სივრცეში? საღი აზრის დიდი წილი ვერსიაში მოლაპარაკებათა „შემნიღბავი“ ამოცანის შესახებ (ასეთი მაქსიმალისტური თვალსაზრისი პროფესორმა იუ. კილინმა გამოთქვა), უდავოდ, არსებობს [14]. საგზაო ქსელს ლადოგისპირა კარელიაში ძალზედ დაბალი გამტარუნარიანობა გააჩნდა, რიგ ადგილებში გზები როგორც ასეთი სულაც არ ყოფილა, და ჯარებიც საზღვრისაკენ ქვეითი მარშით, პირობით რომ ვთქვათ, „კუს სიჩქარით“ მიემართებოდნენ. და მაინც, მარტო ჯარების თავმოყრის დაფარვით ის ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც სტალინსა და მოლოტოვს ფინურ დელეგაციასთან მოლაპარაკებებში უნდოდათ, არ ამოიწურებოდა. საბჭოთა მხარე რეალურად ისწრაფოდა შეთანხმებათა მიღწევისაკენ იმ პირობებზე, რომლებსაც იგი მოლაპარაკებებზე აყენებდა. რათა ამაში დავრწმუნდეთ, საკმარისია ყურადღებით წავიკითხოთ საბჭოთა მთავრობის მემორანდუმი, რომელიც 14 ოქტომბრის საღამოს გადაეცა ფინეთის დელეგაციის მეთაურს. ამ დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილს პრაქტიკულად მთლიანად მოვიყვანთ:
„...ვიმოქმედებთ რა ზემოთ გადმოცემული წინადადებების საფუძველზე, აუცილებელია დავარეგულიროთ შემდეგი საკითხები ურთიერთ თანხმობითა და ორმხრივი სარგებლისათვის:
1. მიეცეს იჯარად საბჭოთა მთავრობას 30 წლით პორტი ხანკო და მისი მიმდებარე ტერიტორიები ხუთიდან ექვს საზღვაო მილამდე რადიუსში სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ, მისი შეიარაღება სანაპირო არტილერიით, რომელსაც შეეძლება თავისი ცეცხლით პოლდისკიში სამხრეთ ნაპირზე მდებარე ბაზის ცეცხლთან ერთობლივად გადაკეტოს ფინეთის ყურეში ხელმისაწვდომობა. საზღვაო ბაზის თავდაცვისათვის ფინეთი ნებას მისცემს საბჭოთა კავშირს განალაგოს პორტ ხანკოში შემდეგი პერსონალი...
2. მიეცეს საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს უფლება გამოიყენონ ლაპპოხჲას ყურე (ხანკოს ნახევარკუნძულის გვერდით – მ. ს.) ღუზაზე სადგომის სახით.
3. საბჭოთა კავშირისათვის შემდეგი რაიონების დათმობა შესაბამისი ტერიტორიული კომპენსაციებით:
– კუნძულების სუურსაარი, ლავენსარი, დიდი ტჲუტერსი და მცირე ტჲუტერსი (ჰოგლანდი, მოშჩნიჲ, მალიჲ, სესკარი) და კოივსტო (ბერჲოზოვიჲ),
– კარელიის ყელის ნაწილები სოფელ ლიპოლადან (კოტოვო) ქალაქ კოივისტოს (პრიმორსკი) სამხრეთ გარეუბნამდე,
– ნახევარკუნძულ რაბოჩიჲს დასავლეთ ნაწილი საერთო ფართობით 2761 კვადრატული კილომეტრი თანდართული რუკის შესაბამისად.
4. პუნქტ 3-ში მოხსენიებული რაიონების ანაზღაურებისთვის საბჭოთა კავშირი უთმობს ფინეთის რესპუბლიკას საბჭოთა ტერიტორიას რებოლასა და პორიჲარვის (პოროსოზერო) მახლობლად საერთო ფართობით 5529 კვადრატული კილომეტრი თანდართული რუკით.
5. თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაძლიერებისთვის, რომელიც დღესდღეობით საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის მოქმედებს, არის დამატება მასზე პირობისა, რომლის მიხედვითაც მონაწილე ქვეყნები ვალდებულებას კისრულობენ თავი შეიკავონ ქვეყნების ისეთ დაჯგუფებებში ან კავშირებში მონაწილეობისაგან, რომლებიც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად წარმოადგენდნენ მუქარას მეორე მონაწილე ქვეყნისათვის.
6. ორივე მხარის მიერ დანგრევა გამაგრებული რაიონებისა საბჭოთა-ფინური საზღვრის გაყოლებით კარელიის ყელზე, დატოვებენ რა საზღვრის ხაზის გაყოლებით ჩვეულებრივ სასაზღვრო დაცვას“ [23].
როგორც ცნობილია, გამოდიოდა რა სრულიად საკავშირო რადიოთი 1939 წ. 29 ნოემბერს, ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოლოტოვმა განაცხადა: „ჩვენი ღონისძიებების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს საბჭოთა კავშირისა და განსაკუთრებით ლენინგრადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“. თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ საბჭოთა მემორანდუმს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ მასში ერთადერთი პუნქტი, რომელიც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს წინადადებად, მიმართულად სსრკ-ის უსაფრთხოების განმტკიცებაზე. ეს გახლავთ პ. 3-ის ქვეპუნქტი – საბჭოთა კავშირისათვის კუნძულების მცირე ჯაჭვის გადაცემა, რომელიც გაჭიმულია ძირითადი სანაოსნო ფარვატერის გაყოლებით ფინეთის ყურეში. არ ჰქმნიდა რა განსაკუთრებულ დამატებით პრობლემებს ფინეთისათვის, საბჭოთა კავშირი ასეთნაირად ყურეში თავისი ფლოტის პოზიციებს განამტკიცებდა. და ამ წინადადებას ფინელები დაეთანხმენ! უკვე 16 ოქტომბერს სახელმწიფო საბჭოში საბჭოთა მემორანდუმის პირველივე განხილვისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დათანხმებოდნენ ფინეთის ყურეში კუნძულების დათმობაზე. შემდეგ ეს გადაწყვეტილება იქნა დადასტურებული ფინეთის მთავრობისა და პრეზიდენტის მიერ და ჩართულიც იმ ინსტრუქციებში, რომლებითაც ფინური დელეგაცია 21 ოქტომბერს მოსკოვში, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე გამოემართა [23]. ასე რომ საბჭოთა ისტორიოგრაფიისათვის ტრადიციული მტკიცება იმის შესახებ, რომ „ფინელებმა ქედმაღლურად უარყვეს საბჭოთა მთავრობის ყ ვ ე ლ ა წინადადება“, წინასწარგანზრახული სიცრუე გახლავთ.
„ლენინის ქალაქის უსაფრთხოების“ უზრუნველყოფასთან რომ ნახევარკუნძულ რიბაჩიჲს დასავლეთ ნაწილის შესახებ საკითხი დააკავშირონ, რომელიც ლენინგრადიდან 1400 კმ-ზე მდებარეობს, მხოლოდ უადგილო ხუმრობის სახით თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. მოლაპარაკებებზე ტარტუში 1920 წ. იქნა გადაწყვეტილი გაეყოთ ნახევარკუნძული და მიეცათ თევზჭერის თანაბარი პირობები ორივე მხარისათვის – ორი ბუხტა დასავლეთ ნაპირზე მისცეს ფინეთს, ორი ბუხტა აღმოსავლეთ ნაპირზე – საბჭოთა კავშირს. რამდენადაც ვერანაირი კავშირი „ლენინგრადის თავდაცვასთან“ ვერც კი შეიძლებოდა მოეგონებინათ, 14 ოქტომბრის საბჭოთა მემორანდუმის პრეამბულაში გამოჩნდა ასეთი სასწაულებრივი არგუმენტაცია: „ცალკე უნდა გადაწყდეს საკითხი ნახევარკუნძულ რიბაჩიჲს შესახებ, სადაც საზღვარი ხელოვნურადაა გატარებული, ამიტომ უნდა იქნას გადახედილი თანდართული რუკის შესაბამისად“ [23].
მიუხედავად ამისა საკითხი ნახევარკუნძულ რიბაჩიჲს დასავლეთ ნაწილის შესახებ სულაც არ ყოფილა შემთხვევით დასმული და სულაც არა საბჭოთა მშრომელების ნორვეგიული ქაშაყით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. რიბაჩიჲს დასავლეთ ნაწილი – ეს არის შემოსასვლელი პორტ პეტსამოს (პეჩენგას) ბუხტაში. ეს გახლავთ ფინეთის ჩრდილოეთ საზღვაო ჭიშკარი, ხოლო ომის პირობებში კი – ერთადერთი წერტილი, რომლის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი ფინეთის კავშირი გარე სამყაროსთან (უფრო მარტივად რომ ვთქვათ – ინგლისურ ფლოტთან), რადგანაც ფინეთის ყურის გავლით საზღვაო შეტყობინების პარალიზებას წითელდროშოვანი ბალტფლოტის მოქმედებებით გეგმავდნენ, ხოლო სახმელეთო კავშირი კი ნორვეგიის პორტებთან ორი მთავრობის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული: ნორვეგიის და შვედეთისა.
თუ ნახევარკუნძულ რიბაჩიჲს დასავლეთ ნაპირზე წითელი არმიისა და ფლოტის გამოჩენას შეეძლო ფიზიკურად მოეხდინა ფინეთის კავშირის ბლოკირება სავარაუდო მოკავშირეებთან, მაშინ მემორანდუმის პუნქტი 5 ახდენდა ამ კავშირის ბლოკირებას პოლიტიკურად. მზაკვრული (თუმცა კი ადვილად ამოსაცნობი) ფორმულირება („ქვეყნების ისეთ დაჯგუფებებში ან კავშირებში, რომლებიც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად წარმოადგენდნენ მუქარას მეორე ქვეყნისათვის“) საშუალებას აძლევდა მოსკოვს წაეყენებინა ფინეთისათვის ბრალდება ხელშეკრულების პირობათა დარღვევაში ფინეთის პრაქტიკულად ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში საერთაშორისო დახმარების ან მხარდაჭერისათვის მიემართა.
პუნქტი 6 სრულებით აშკარად და პირდაპირ ორივე მომლაპარაკებელი მხარის უსაფრთხოების დაქვეითებისაკენ მოუწოდებდა (დეკლარირებული ამაღლების ნაცვლად). რა თქმა უნდა, ფინეთისათვის სიმაგრეთა ზოლის დანგრევა სიკვდილის მსგავსი იყო, იმ დროს როდესაც საბჭოთა კავშირისათვის, მისი უზარმაზარი არმიითა და ავიაციით, თავდაცვით შესაძლებლობათა შემცირების ეფექტი ნაკლები გახლდათ. და მიუხედავად ამისა სტალინს რომ ნამდვილად ჩაეთვალა შესაძლებლად ფინეთის ტერიტორიაზე მსხვილი მტრული არმიის გამოჩენა (გერმანულის ან ანგლო-ფრანგულისა), მაშინ იგი არავითარ შემთხვევაში თუნდაც განხილვასაც კი არ დაიწყებდა საკითხისა სიმაგრეთა დანგრევის შესახებ საზღვრის საბჭოთა მხარეზე, და თანაც კიდევ უშუალო სიახლოვეში ლენინგრადთან – ქვეყნის უმსხვილეს სამრეწველო, სამეცნიერო და სატრანსპორტო ცენტრთან. საბჭოთა მემორანდუმის პუნქტ 6-ის აზრი და მიზანი არ იწვევს თვით უმცირეს ეჭვსაც კი – ეს ფაქტიურად ღია მოთხოვნაა ფართოდ გახსნან ჭიშკარი წითელი არმიის წინაშე, რომელიც შეუტევს ვიბორგს და შემდეგ კი „ქვეყნის სიღრმეში ვითარების და მიხედვით“.
მსგავსი შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა საბჭოთა მოთხოვნების შესრულებასაც საზღვრის გადაწევის შესახებ კარელიის ყელზე ქალაქ კოივისტომდე და საბჭოთა კავშირისათვის იმავე სახელწოდების კუნძულის გადაცემას (ახლა ქალაქი პრიმორსკი და კუნძული ბერჲოზოვიჲ). კოივისტოდან ლენინგრადის ცენტრამდე 100 კმ-ზე მეტია. სროლის ასეთი სიშორის მქონე არტილერია უბრალოდ არ არსებობს, ასე რომ „ლენინის ქალაქის ცეცხლის დაშენის მუქარის ქვეშ ქონა“ კოივისტოდან პრინციპში შეუძლებელია. სამაგიეროდ ამ ტერიტორიების გადაცემა ხლეჩდა „მანერჰაიმის ხაზს“ ყველაზე უფრო მთავარ, ვიბორგის ოპერატიულ მიმართულებაზე და ართმევდა ფინურ ჯარებს ორი საარტილერიო ფორტის მხრიდან საცეცხლე მხარდაჭერას (საარენპჲას 10 დჲუიმის კალიბრის ექვსი ქვემეხითა და ჰჲუმალიჲოკისა 6 დჲუიმის კალიბრის ექვსი ქვემეხით). წითელი არმიისათვის, რომელშიც საველე არტილერიის ქვემეხების თვლა ათეულობით ათასებზე მოდიოდა, ხოლო მსხვილი კალიბრის ქვემეხების თვლა კი – ათასებზე, საკითხი 12 ქვემეხის ბედის შესახებ ძნელად თუ იმსახურებდა ყურადღებას. მაგრამ ღატაკი ფინური არმიისათვის კუნძულ კოივისტოს სანაპირო ბატარეები მთელი მსხვილკალიბრიანი არტილერიის მეოთხედ ნაწილს შეადგენდნენ! ამასთან ეს ქვემეხები რკინაბეტონის კაზემატების შიგნით იმყოფებოდნენ, ე. ი. შედარებით საიმედოდ იყვნენ შეფარებული საბჭოთა ავიაციის დარტყმებისაგან, რომლის აღმატებულობაც (რაოდენობრივად და ხარისხობრივად) უდიდესი (დამთრგუნველი) იყო. ამ ბატარეების ოპერატიული მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდებოდა იმის გათვალისწინებით, რომ მათი ცეცხლის ზონაში იმყოფებოდა კარელიის ყელის ორი გზა – საავტომობილო და სარკინიგზო. და თუმცა კი კუნძულ კოივისტოს ფორტები მათი სროლის მაქსიმალური სიშორით, შესაბამისად 23 და 18 კმ, ვერ ჰქმნიდნენ ვერანაირ მუქარას ვერც ლენინგრადისათვის, ვერც კრონშტადტისათვის (რომლამდეც 70 კმ-ზე მეტი იყო), სტალინს ჯიუტად ჰქონდა დაჟინებული მოთხოვნები ამ კუნძულის გადმოცემაზე მოლაპარაკებათა თვით საბოლოოდ დასრულებამდეც კი [23, 103].
„მინიმალური მოთხოვნების“ ჩამონათვალში სტალინის პირველ პუნქტად იდგა ნახევარკუნძული ხანკო. და ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებდა პირველ ადგილს. თუ კოივისტოს „მშვიდობიან დაპყრობასა“ და კარელიის ყელზე ხანგრძლივი სიმაგრეების ნგრევას წითელი არმია მხოლოდ და მხოლოდ ვიბორგის მისადგომებთან გაჰყავდა – და იქიდან ჰელსინკიმდე კიდევ 240 კმ იყო, – საბჭოთა სამხედრო ბაზა ხანკოზე იქნებოდა სხვა არაფერი, თუ არა ფინეთის „საფეთქელზე მიბჯენილი რევოლვერი“. ხანკოდან ჰელსინკის ცენტრამდე 110 კმ გზატკეცილზე. ექნებოდა რა ისეთი მზა პლაცდარმი ჯარების გადასხმისათვის, როგორიც პორტი ხანკოა, წითელ არმიას შეეძლებოდა მიეყენებინა დარტყმა ჰელსინკიზე ორი მხრიდან ერთდროულად: დასავლეთიდან ხანკოდან და აღმოსავლეთიდან ვიბორგიდან. სტალინის განზრახვები ზედმეტად აშკარა იყო, ამიტომ მოუხდათ მათი შენიღბვა. ეს, როგორც ყოველთვის, უხეშად და უცოდინრად (безграмотно) იყო გაკეთებული.
საბჭოთა მემორანდუმის პრეამბულაშიც, და 1-ლ პუნქტში პრეტენზიებს ხანკოზე ასაბუთებდნენ სურვილით „შეწყდეს ფინეთის ყურეში ხელმისაწვდომობა სანაპირო არტილერიის ცეცხლით, პოლდისკიში ბაზის ცეცხლთან ერთობლივად, ყურის სამხრეთ (ესტონურ) ნაპირზე“.
მართლაც, მსხვილი მასშტაბის გეოფიზიკურ რუკაზე საზღვაო ზედაპირის ლურჯი ზოლი ფინეთის ყურის შესასვლელში ძალზედ ვიწროდ მოჩანს, და მისი „გადაფარვა“ დიდი ზარბაზნების ცეცხლით შესაძლებლად გამოიყურება. მთელი უბედურება იმაშია, რომ რუკა – ბრტყელია, დედამიწა კი – მრგვალი. დედამიწის (ზღვის) ზედაპირის სიმრუდეს იქამდე მივყავართ, პირდაპირი ხედვის დისტანცია დაახლოებით 10 საზღვაო მილს (18–20კმ) შეადგენს. მორჩა. უფრო იქით – ჰორიზონტია, და იმის იქით კი არაფერი ჩანს. ამიტომ დამიზნებული სროლა საზღვაო ბრძოლაში 10–12 მილზე უფრო მეტ მანძილზე პრინციპში შეუძლებელია – როგორი უზარმაზარი ქვემეხებითაც არ იყოს აღჭურვილი ხომალდი. პრაქტიკულად კი ზღვაზე არის ხოლმე ნისლი, ყოველი დღე იცვლება ღამით, ამიტომ რადიოლოკატორებისა და ცეცხლის მართვის რთული სისტემების გარეშე დამიზნებით სროლა 10 მილის სიშორეზე მხოლოდ ოცნებად თუ რჩება. და ლოკატორებითაც, შორსმსროლელი ქვემეხებითაც და ყველაზე უფრო გამოცდილი მეზარბაზნეებითაც ვერც თუ ყოველთვის ხერხდება მტრული გემების გასვლის „გადაკეტვა“. რაშიც პრაქტიკულად დარწმუნდნენ ინგლისელები 1942 წ. 12 თებერვალს, როდესაც სამმა გერმანულმა ხომალდმა (სახაზო ხომალდები „შარნჰორსტი“ და „გნაიზენაუ“ და მძიმე კერეისერი „პრინც ევგენი“) რადიოლოკატორების უხილავი სხივების გავლით და სანაპირო ბატარეების მსხვილკალიბრიან ქვემეხთა ლულების ქვეშ ლა-მანშის სრუტეში გაიარა. და ეს იმ დროს, როცა ინგლისელები ელოდნენ ამ მოვლენას და რამდენიმე წელს ემზადებოდნენ მისთვის. ლა-მანშის სიგანე ყველაზე უფრო ვიწრო ადგილას, დუვრის რაიონში, სულ 34 კმ შეადგენს, ხოლო ხანკოდან პალდისკიმდე კი – 76 კმ. და არანაირი რადიოლოკატორები. და რა შეიძლებოდა აქ „საარტილერიო ცეცხლით გადაეფარათ“?
მეორეს მხრივ, ფინეთის ყურეში მტრული ხომალდებისთვის შემოსვლის გადაკეტვა შესაძლებელია. უკვე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საზღვაო ოფიცრებმა ზუსტად იცოდნენ, თუ ეს როგორც კეთდება. და 1941 წლის ივნისში კი ყველამ შეძლო ასეთი მეთოდის ეფექტურობაში დარწმუნება. გერმანელებისა და ფინელების მიერ რამდენიმე დღეში დაყენებულმა სანაღმო ღობურებმა, მყარად გადაკეტეს წითელდროშოვანი ბალტფლოტის გასასვლელი დიდ ბალტიკაში [106]. და შემდგომშიც, ავბედითი „ტალინის გადასვლის“ დროს, ძირითადი დანაკარგები წბფ-მ სწორედ ნაღმებისაგან განიცადა. 1939–1940 წ., გააჩნდა რა თავის განკარგულებაში უზარმაზარი ფლოტი და ორი მსხვილი სამხედრო-საზღვაო ბაზა (კრონშტადტი და ტალინი), წბფ-ს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რათა ფინეთის ყურის წყლები მთლიანი დანაღმული ველებით დაეფარა. არ იყო არანაირი საჭიროება საიმისოდ, რომ „სრუტეში შესასვლელის საარტილერიო ცეცხლით ჩაკეტვის“ შესახებ წინადადებებით სამხედრო სპეციალისტები სიცილის გუნებაზე დაეყენებინათ.
ამრიგად, ძნელი არ არის დავრწმუნდეთ იმაში, რომ საბჭოთა წინადადებები მოსკოვის „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებზე არ იყო შემთხვევითი, და არც მოლაპარაკებები ყოფილა უბრალო „სალაყბო“, მოწყობილი მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით. ფინელთა წინაშე არ იდგა არჩევანი: მშვიდობა ან ომი. ფაქტიურად მათ შესთავაზეს ომის ორი ვარიანტი: ომი დაუყოვნებლივ (მოსკოვში შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში) ან ომი მცირე გადავადებით. პირველ შემთხვევაში ფინეთს შეეძლო ჩართულიყო ომში, ექნებოდა რა აღჭურვილი თავდაცვითი პოზიციები და რაღაც იმედი მაინც დახმარების გარედან მიღებაზე. მეორე შემთხვევაში – სტალინის „მინიმალური მოთხოვნების“ დაკმაყოფილების შემდეგ – ფინეთს მოუწევდა ჩართულიყო ომში სრულიად უიმედო მდგომარეობაში, არ ეყოლებოდა რა არც მოკავშირეები, არც ექნებოდა რა თავდაცვითი პოზიციები კარელიის ყელზე, არც შესაძლებლობა წინ აღდგომოდა მსხვილი საბჭოთა დესანტის გადმოსხმას 100 კმ-შ დედაქალაქიდან. შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ ამ უმძიმეს, ტრაგიკულ სიტუაციაში ფინეთმა სწორო არჩევანი გააკეთა.
თავი 1.3
„ზამთრის ომის“ მრავალწახნაგოვანი სასწაული
პირველი საბჭოთა-ფინური ომი (1939 წ. 30 ნოემბერი – 1940 წ. 13 მარტი) საკმარისად დაწვრილებითაა აღწერილი თანამედროვე რუსეთულ ისტორიოგრაფიაში. სკურპულოზურად, თითქმის დღეებისა და საათების მიხედვითაა გარჩეული საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობა, გამოქვეყნებულია რიგი მსხვილი მონოგრაფიული გამოკვლევანი [16, 18, 20, 21, 30, 31]. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფუნდამენტური ნაშრომი [33], რომელიც აგებულია პირველადი დოკუმენტების უზარმაზარი მასივის გამოყენებაზე საბჭოთა და ფინური არქივებიდან. ვცდილობთ რა არ ვიმეორებდეთ საჭიროების გარეშე უკვე ნათქვამს, აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმე მომენტს, რომელთაც უშუალო დამოკიდებულება აქვთ ჩვენი გამოკვლევის ორ მთავარ, „გამჭოლ“ თემასთან: სტალინური ხელმძღვანელობის რეალურ საგარეოპოლიტიკურ მიზნებსა და მისწრაფებებთან, აგრეთვე საბჭოთა შეიარაღებული ძალების რეალურ მდგომარეობასა და ბრძოლისუნარიანობასთანაც.
ფინეთის კამპანიის სამხედრო შედეგებმა შოკში ჩააგდეს საბჭოთა კავშირის როგორც მეგობრები, ისევე მტრებიც. უზარმაზარმა მსოფლიო დერჟავამ ბრძოლაში ისროლა 900-ათასიანი არმია, აღჭურვილი ათასობით ტანკებითა და თვითმფრინავებით, მაგრამ ამ დროს მაინც ვერ შეძლო, 1939 წლის ნოემბრის გაზეთ „პრავდას“ ენით რომ გამოვხატოთ, „აელაგმათ არარაობა რწყილი, რომელიც დახტუნავს და იმანჭება ჩვენს საზღვრებთან“. თავის მემუარებში კ. მანერჰაიმმა ზღვრულად მოკლედ და მკაფიოდ ჩამოაყალიბა საერთო აზრი: „პირველი, რაც გვხვდებოდა თვალში, – ესაა დისპროპორცია უზარმაზარ ჩადებულ წილსა და არარაობრივ შედეგს შორის“. ამდენადვე გარკვევით გამოთქვა ვერმახტის გენერალმაც, იმავე – კლასიკური შრომის ავტორმა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში, კ. ტიპელსკირხმა: „რუსებმა მთელი ომის განმავლობაში გამოავლინეს ისეთი ტაქტიკური მოუხეშაობა და ისეთი ცუდი მეთაურობა, რომ მთელს მსოფლიოში ჩამოყალიბდა არაკეთილსასურველი აზრი წითელი არმიის ბრძოლისუნარიანობასთან მიმართებაში“ [51]. ასეთი შეფასება მრავალი წლის მანძილზე ზოგადად მიღებულად და უდავოდ ითვლებოდა. უფრო მეტიც, მსგავსი შეფასებისკენ იწყო გადახრა თვით „გვიანსაბჭოთა“ ისტორიოგრაფიამაც. დამახასიათებელი მაგალითი: კრებულის [9] შემდგენლებმა, გაიმეორეს რა „ზამთრის ომის“ მოვლენებისადმი მიძღვნილ მოკლე შესავალ წერილში ყველა ცრუ შტამპი საბჭოთა პროპაგანდისა, მიუხედავად ამისა აღიარეს, რომ „ფინეთთან ომმა გამარჯვებულს დიდება ვერ მოუტანა“.
ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრს სხვაშიც, „სიმშვიდის დამრღვევად“ ისტორიკოსი და პუბლიცისტი ვ. სუვოროვი გამოვიდა.
როგორც ყოველთვის კაშკაშად და მგზნებარედ მოუთხრო ვ. სუვოროვმა მკითხველებს იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინა 1939–1940 წწ. „ზამთრის ომის“ მოდელირება ინგლისურ სუპერკომპიუტერში, აგრეთვე აყენებდა ექსპერიმენტს საკუთარ თავზეც, როცა ზამთრის ტანისამოსის გარეშე, მხოლოდ არყის ბოთლით ავიდა სასტიკ ყინვაში ნაძვის ხეზე. თითქოსდა გამომთვლელი მანქანაც, გრძნობის დაკარგვის მდგომარეობამდე გაყინული ისტორიკოსის პირადი შეგრძნებებიც ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: „მანერჰაინმის ხაზის“ გარღვევა ატომური ბომბის გარეშე არ შეიძლება. არანაირად არ შეიძლება. შესაბამისად, „წითელმა არმიამ, გატეხა რა „მანერჰაიმის ხაზი“, გააბათილა და მოისროლა მსოფლიო სამხედრო მეცნიერების წარმოდგენები... წითელმა არმიამ მოახდინა სასწაული. არასაჭირო, უგუნური, მაგრამ სასწაული... წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ეს იყო ბრწყინვალე გამარჯვება, რომლის თანაბარიც მთელ წინამორბედ და მთელ შემდგომ ისტორიაში არ არის...“ [58].
როგორ უცნაურიც არ უნდა იყოს, მაგრამ მგზნებარე ანტიკომუნისტის ვ. სუვოროვის ვერსია გასაოცრად ზუსტად „ჩაჯდა“ ისეთი შეგნების მატრიცაში, რომელიც მრავალწლიანი კომუნისტური პროპაგანდით იყო მომზადებული. ეს პროპაგანდა უცვლელად ცდილობდა „ზამთრის ომის“ ყველა მოვლენა განსაკუთრებით და მხოლოდ ყბადაღებულ „მანერჰაიმის ხაზზე“ წარმოებულ ბრძოლებამდე დაეყვანა. ასეთმა მიდგომამ საშუალება მისცათ ერთბაშად სამი ამოცანა გადაეწყვიტათ. ჯერ ერთი, გაემაგრებინათ მთელი საბჭოთა ისტორიოგრაფიისათვის საკვანძო თეზისი იმის შესახებ, რომ ომის ერთადერთი მიზეზი გახლდათ „ლენინგრადთან ჩრდილოეთ მოსადგომების დაცვა“, როგორი „დაცვის“ მიღწევასაც ცდილობდნენ საზღვრის მცირე გადაწევის გზით კარელიის ყელზე. ფინურ სიმაგრეთა ხაზი ხელს უშლიდა ამ „გადაწევას“ – და აი მოუხდათ კიდეც ის პირისაგან მიწისა აღეგავათ. მეორე, მუდმივი შეხსენება „რკინაბეტონის ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების“ შესახებ, „რომლებიც სიკვდილის მთესველ ცეცხლს აფრქვევდნენ“, სამხედრო საქმის თეორიისაგან შორს მყოფი მკითხველების მიერ აღიქმებოდა როგორც სავსებით „საპატიო“, „ობიექტური“ მიზეზი წითელი არმიის ნაწილების პირადი შემადგენლობის უზარმაზარი დანაკარგებისა. მესამე, „მანერჰაიმის ხაზის“ გარღვევა, რომელიც ომის მესამე თვის მიწურულისათვის-ღა შედგა, შესაძლებელი იყო წარმოედგინათ როგორც მსხვილი წარმატება, ასევე როგორც გონივრული ახსნა იმისა, თუ რატომ შეწყდა ომი მოულოდნელად. სამწუხაროდ, რეალურ ისტორიულ მოვლენებთან ყველაფერ ამას ძალზედ ცოტა რამ თუ აქვს საერთო.
დავიწყოთ ყველაზე უფრო მარტივიდან. არითმეტიკიდან და გეოგრაფიიდან. საბჭოთა-ფინეთის საზღვრის სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 1350 კმ. ასეთი სიგრძის „ფინეთის დიდი კედლის“ რესურსები არა თუ მარტო ფინეთს არ ეყოფოდა, არამედ თვით უზარმაზარ საბჭოთა კავშირსაც. რეალობაში ხანგრძლივი ფინური სიმაგრეების ხაზი კარელიის ყელზე დაახლოებით 100 კმ სიგრძის საზღვრის უბანს იფარავდა. საზღვრის საერთო სიგრძის ერთ მეათედ ნაწილზე ნაკლებისა. სხვა სიტყვებით, ფინური საზღვრის ცხრა მეათედი არც ერთი „სიკვდილის მთესველი ცეცხლის მფრქვეველი სიმაგრით“ არ იყო დაფარული. შესაბამისად, „მანერჰაიმის ხაზს“ შეიძლებოდა მოქცეოდნენ ზუსტად ისევე, როგორც მოექცა ვერმახტი 1940 წ. მაის – ივნისში შეუდარებლად უფრო მძლავრ ფრანგულ „მაჟინოს ხაზს“, ე. ი. შემოევლოთ მისთვის და სულაც არ ეცადათ გამაგრებული რაიონი „შუბლში“ გაერღვიათ. ხმები ვითომდა კარელიის ყელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთში „ადგილმდებარეობის აბსოლუტური გაუსვლელობის“ შესახებ ძლიერად გაზვიადებულია. სამხრეთ ფინეთი – ეს სავსებით დასახლებული და კეთილმოწყობილი რეგიონია, ზოლში სორტავალა – ლაპპეენრანტა – კოტკა საკმარისად ხშირი საგზაო ქსელი არსებობდა. ადგილმდებარეობა კიდევ უფრო ადვილად გასასვლელი სწორედ ზამთრის ომის პერიოდში ხდება, როცა ყინვა ტბებისა და ჭაობების ზედაპირს ყინულის მაგარი ფენით ბოჭავს.
ეს – თეორიაა. ახლა მივმართოთ პრაქტიკას. ფინურ სიმაგრეთა ღრმა საფლანგო შემოვლის იდეა ლადოგის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროს გარშემო უცვლელად არსებობდა საბჭოთა სარდლობის ომამდელ გეგმებშიცა და თავად „ზამთრის ომის“ მსვლელობისას ჯარების მოქმედებებშიც. მივმართოთ კიდე ერთხელ „ფინური არმიის სახმელეთო და საზღვაო ძალების განადგურებისთვის ოპერაციის გეგმას“ 1939 წ. 29 ოქტომბრისა.
„შეტევაზე ბრძანების მიღების შემდეგ ჩვენი ჯარები ერთდროულად იჭრებიან ფინეთის ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით მოწინააღმდეგის ძალთა დაჯგუფების აქეთ-იქით გათრევის მიზნით (ჩემს მიერაა ხაზგასმული – მ. ს.) და ავიაციასთან ურთიერთმოქმედებით ფინური არმიისათვის გადამწყვეტი დამარცხების მიყენების მიზნით. ჩვენი ჯარების მთავარი ძალები ვიდლიცის მიმართულებიდან და კარელიის ყელიდან ანადგურებენ ფინური არმიის მთავარ დაჯგუფებას რაიონში სორტავალა, ვიიპური (ვიბორგი), კჲაკისალმი (კექსჰოლმი):
ა) ვიდლიცის მიმართულება – შვიდი მსროლელი დივიზია, სამი საკორპუსო არტპოლკი, მთავარი სარდლობის რეზერვის ერთი არტპოლკი, ერთი სატანკო და ქიმიური ბატალიონები... ამ მიმართულების ჯარების ამოცანაა – დაამარცხონ ფინური ნაწილები სუოჲარვის, სორტავალას, სალმის რაიონში, დაეუფლონ მათ გამაგრებულ ზოლს ჲანის-ჲარვის ტბასა და ლადოგის ტბას შორის, შეუტიონ სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე, მოწინააღმდეგის დაჯგუფების ზურგში, რომელიც მოქმედებს კარელიის ყელზე (ხაზგასმულია ჩემს მიერ – მ. ს.), თანადგომა აღმოუჩინონ მე-7 არმიას ამ დაჯგუფების განადგურებაში...
ბ) კარელიის ყელი – რვა მსროლელი დივიზია, ხუთი საკორპუსო არტპოლკი, მთავარი სარდლობის რეზერვის ხუთი არტპოლკი, დიდი სიმძლავრის ორი ცალკეული დივიზიონი, სამი სატანკო ბრიგადა... ამოცანა – დაამარცხონ დაფარვის ჯარები, დაეუფლონ ფინურ გამაგრებულ რაიონს კარელიის ყელზე და, განავითარებენ რა შეტევას ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე, ვიდლიცის მიმართულების ჯარებთან ურთიერთმოქმედებით გაანადგურონ მოწინააღმდეგის ჯარების მთავარი დაჯგუფება სორტავალა, ვიპური, კჲაკისალმის რაიონში...“
როგორც ვხედავთ, „მანერჰაიმის ხაზის“ ღრმა შემოვლისა და კარელიის ყელზე გაშლილი ფინური ჯარების ფლანგსა და ზურგში დარტყმის მიყენების იდეა სავსებით კონკრეტულად იყო გეგმაში გაწერილი. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ საბჭოთა ჯარების დაჯგუფება „ვიდლიცის მიმართულებაზე“ (ე. ი. მე-8 არმია ლადოგისპირა კარელიაში) გეგმის შემმუშავებელთა მიერ „ჩვენი ჯარების მთავარი ძალებისადმი“-ა მიკუთვნებული, ხოლო მსროლელი დივიზიების რიცხვის მიხედვით კი ეს დაჯგუფება მცირედით თუ ჩამოუვარდება მე-7 არმიას კარელიის ყელზე (შვიდი და რვა დივიზია შესაბამისად).
ამ ორი მთავარი დაჯგუფების გარდა გაითვალისწინებოდა კიდევ ორი დამხმარე დაჯგუფების შექმნაც (რეალობაში ისინი ერთ მე-9 არმიაში იყვნენ შეყვანილი), რომლებიც, შეუტევდნენ რა შემყრელი მიმართულებებით – ჩრდილოეთიდან კანდალაქშიდან როვანიემის გავლით, სამხრეთიდან კი რებოლადან კუხმოსა და კჲააანის გავლით – უნდა, „დაეუფლებოდნენ რა კემის, ოულუს (ულეაბორგის) რაიონს, გაეწყვიტათ ფინეთის შეტყობინება შვედეთთან სახმელეთო საზღვრის მეშვეობით“.
შემდეგ არც კი მივიღებთ რა მხედველობაში კიდევ ერთი საოპერაციო მიმართულების არსებობას (მურმანსკისა) და ამ მიმართულებაზე გაშლილი 14-ე არმიის რიცხოვნებას, ძნელი არ იქნება დავრწმუნდეთ იმაში, რომ მსროლელი დივიზიების რიცხვის მიხედით მე-9 არმია (122-ე, 163-ე, 54-ე დივიზიები) და მე-8 არმია (155-ე, 139-ე, 56-ე, 18-ე და 168-ე დივიზიები) ომის პირველ დღეებში აღემატებოდნენ კიდეც „მანერჰაიმის ხაზზე“ შემტევ მე-7 არმიას (ექვსი დივიზია) [33]. შემდგომში მიდიოდა წითელი არმიის ძალების უწყვეტი ზრდა ყველა საოპერაციო მიმართულებაზე (კერძოდ, ლადოგისპირა და ჩრდილოეთ კარელიაში იქნა დამატებით გადასროლილი არანაკლებ 13 დივიზიისა), მაგრამ ამასთან ერთად „მანერჰაიმის ხაზის“ გარღვევაში ომის ნებისმიერ ეტაპზე იყო ამოქმედებული მოქმედი არმიის ნაწილებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის არაუმეტეს ნახევრისა.
კონკრეტულად ციფრებში სიტუაცია გახლდათ შემდეგი: ჯართა მთელი დაჯგუფების საშუალო თვიური რიცხოვნებისას ზომით 849 ათასი ადამიანი, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის (მე-7 არმია და 1939 წ. დეკემბრის ბოლოს ჩამოყალიბებული 13-ე არმია) ჯარების საშუალო თვიური რიცხოვნება შეადგენდა 423 ათას ადამიანს. მე-9 არმიას (ჩრდილოეთ კარელია) ჰქონდა საშუალო თვიური რიცხოვნება 94 ათასი ადამიანი, მე-8 და 15-ე არმიებს (ლადოგისპირა კარელია) – 271 ათასი ადამიანი [9, გვ. 99].
ამრიგად, „მანერჰაიმის ხაზის“ უახლოესი დოტიდან (სიმაგრიდან) ასეულობით კილომეტრის დაშორებაზე მოქმედებდა საბჭოთა ჯარების უზარმაზარი დაჯგუფება საერთო რიცხოვნებით 350 ათასზე მეტი ადამიანი. მაინც რანაირი „სასწაული“ აღასრულა იქ წითელმა არმიამ? რანაირი მოიპოვა „ბრწყინვალე გამარჯვებები, რომელთა ბადალიც არ არის ისტორიაში?“
პირველი „სასწაული“ იყო თავად დაგეგმვა ოპერაციისა, რომლის ფარგლებშიც მე-9 არმიის ჯარებს მიეცათ შეტევის ტემპი 22 კმ დღეში. ზამთარში, ღრმა თოვლით დაფარული ცენტრალური ფინეთის ტყიანი მიყრუებული ადგილების გავლით. და ეს იმ დროს, როცა თავიანთ საკუთარ ტერიტორიაზე მსროლელი დივიზიების საზღვრისაკენ წინსვლა მიდიოდა ტემპით 12–16 კმ დღეში, და ასეთი ტემპების დროს ზურგები და არტილერია მუდმივად ჩამორჩებოდნენ [33]. სხვა „სასწაულად“ შეიძლება ჩაითვალოს ამდენად მსხვილი ძალების თავმოყრა ისეთ ადგილმდებარეობაზე, რომელსაც თითქმის არ გააჩნდა საავტომობილო და რკინის გზები. აღსანიშნავია, რომ, მანერჰაიმის გარკვეული გათვლების მიხედვით, „კარელიაში ლადოგის მახლობლად ტრანსპორტირების სიძნელეებთან დაკავშირებით რუსებს მაქსიმუმ სამი დივიზია შეეძლოთ შემოეყვანათ“. ფაქტიურად კი ომის დასასრულისათვის ლადოგისპირა კარელიაში იყო თავმოყრილი (ან მოიწევდა ფრონტისაკენ) დაახლოებით 15 დივიზია.
რამდენადაც საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვით საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც კი ვერანაირად ვერ გაერკვა მთავარ საკითხში – ემზადება თუ არა იგი ომისათვის ან „ტრიუმფალური მარშისათვის“ – კარელიაში დაგროვილი საწვავისა და საბრძოლო მასალების მარაგები მინიმალური გახლდათ. ასე, ზემოხსენებული მერეცკოვის გეგმის მიხედვით „ვიდლიცის მიმართულების“ ჯარებს ესაჭიროებოდათ „საბრძოლო მასალები 3,5 საბრძოლო კომპლექტი და საწვავი სატრანსპორტო მანქანებისათვის 6–7 გაწყობა“. მას შემდეგ, რაც ომმა გაჭიანურებული ხასიათი შეიძინა, ხოლო ჯარებმა კი უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში, საბჭოთა სარდლობამ თავისთვის „მოულოდნელად“ გამოარკვია, რომ გაძლიერების ჯარების მიყვანისა და საბრძოლო მასალების მიტანისათვის პრაქტიკულად არაფერი გააჩნია. 14-ე, მე-9, მე-8 და 15-ე არმიების ჯარები ჩაეფლნენ უკაცრიელ ადგილებში, რომლებსაც ადგილობრივი რესურსები არ გააჩნდათ, და რადგანაც მთელი მომარაგება მურმანსკის (კიროვის, როგორც მას მაშინ ეწოდებოდა) რკინიგზაზე იყო დამოკიდებული, რომლითაც სამხედრო ეშელონების წინსვლის სიჩქარე თოვლის ნამქერებისა და ხაზის უზარმაზარი გადატვირთვის გამო საათში 5–6 კმ-მდე შემცირდა. მხოლოდ ფინელების ხელში მძლავრი ბომბდამშენი ავიაციის არარსებობამ, რომელსაც შეეძლებოდა სვირზე ორი სარკინიგზო ხიდი დაენგრია, გადაარჩინა საბჭოთა ჯარები კარელიაში სრული კატასტროფისაგან [14]. თუმცა კი, მის გარეშეც საბრძოლო მოქმედებათა შედეგები უკიდურესად ვერ მანუგეშებელი აღმოჩნდა.
ომის პირველ დღეებში მე-8 და მე-9 არმიები წარმატებით და შედარებით სწრაფად მიიწევდნენ წინ ფინეთის ტერიტორიის სიღრმეში. როგორც მანერჰაიმი წერს, „ჩვენი სუსტი ქვედანაყოფები იძულებული იყვნენ აღმატებული ძალების მოწოლის ქვეშ უკან დაეხიათ. მოწინააღმდეგე, რომელსაც ტანკები უჭერდნენ მხარს, მოულოდნელად სწრაფად წინ მოიწევდა; ჯავშანში ჩამჯდარი მანქანების მოულოდნელი გამოჩენა მაპარალიზებლად მოქმედებდა ჩვენს ჯარებზე, რომელთაგან მხოლოდ იშვიათმა ქვედანაყოფებმა მოასწრეს მიეღოთ იარაღი ტანკებთან საბრძოლველად“. ყველაზე უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს მე-8 არმიის ნაწილებმა, რომლებმაც სუოჲარვი – ტოლვოჲარვი მიმართულებაზე გაიარეს 100–120 კმ საზღვრიდან ფინეთის სიღრმეში. მაგრამ უკვე დეკემბრის შუა რიცხვებში ფინელებმა თავიანთი ძალების ნაწილობრივი გადაჯგუფება მოახდინეს და აქტიური კონტრშეტევებიც წამოიწყეს. ოსტატური მანევრების შემსრულებელი მოთხილამურეთა ბატალიონები „ჭრიდნენ“, ალყაში აქცევდნენ და ნაწილ-ნაწილ ანადგურებდნენ საბჭოთა მსროლელი დივიზიების უზარმაზარ და მოუქნელ კოლონებს. 1939 წ. 24 დეკემბრისათვის მე-8 არმიის 75-ე და 139-ე მსროლელი დივიზიები იქნენ უკუქცეული ტოლვოჲარვიდან აღმოსავლეთისკენ 50 კმ-ით და მეტითაც. ამ შენაერთების მდგომარეობის შესახებ შეიძლება იმის მიხედვით ვიმსჯელოთ, რომ 139-ე დივიზიამ ბრძოლის ველზე დატოვა 2247 შაშხანა, 165 სატანკო და 240 ხელის ტყვიამფრქვევი, ხოლო იანვრის დასაწყისისათვის კი მის მსროლელ ასეულებში რჩებოდა თითოეულში 30–50 ადამიანი, ესე იგი არაუმეტეს 30 %-ისა საშტატო რიცხოვნებიდან [33]. არც თუ ბევრად უკეთესი გახლდათ მდგომარეობა 75-ე დივიზიაშიც.
1940 წ. იანვრის დასაწყისში ფინელები (მათი ზომით) მსხვილ შეტევაზე გადმოვიდნენ და სამი ქვეითი ბატალიონის ძალებით ლადოგის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ქალაქ პიტკჲარანტას რაიონში ალყაში მოაქციეს 18-ე მსროლელი დივიზია და 34-ე სატანკო ბრიგადა მე-8 არმიის შემადგენლობიდან. ალყაშემორტყმულთა ხელში დიდი რაოდენობით ტანკების, საბრძოლო მასალებისა და საწვავის არსებობის მიუხედავად (თვით თებერვლის ბოლოსთვისაც 18-ე დივიზიისა და 34-ე სატანკო ბრიგადის ნაწილებში 12 ათასამდე ჭურვი და ტანკებისათვის ორი გაწყობის საწვავი რჩებოდა) [33], მათმა მეთაურობამ გარედან დახმარების პასიური მოლოდინის ტაქტიკა ამჯობინა. უკვე ომის დასრულების შემდეგ, 1940 წ. 17 აპრილს, კორპუსის კომისარმა ვაშუგინმა მგწა-ის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის თათბირზე ეს მოვლენები შემდეგი სახით აღწერა:
„ფინელები ჩვენს დივიზიებს არცთუ დიდი ნაწილებით არტყამდნენ ალყას. მე წარმომიდგებოდა, რომ იმისათვის, რათა დივიზიას ალყა შემოარტყა, საჭიროა გყავდეს სამი დივიზია. და იქ როგორ გამოვიდა? ეს ალყა ქმნიდა ფსიქოზს მასში მოქცეულთა შორის...
მე ძალზედ დაწვრილებით გამოვარკვიე 18-ე დივიზიის 97-ე მსროლელი პოლკის ალყაში მოქცევა. რას წარმოადგენდა თავის თავად 97-ე მსროლელი პოლკის ალყაში მოქცევა? პოლკის მეთაურმა განაცხადა, რომ დასავლეთიდან იყო მოწინააღმდეგის დაახლოებით ერთი ასეული, აღმოსავლეთიდან იყო გაძლიერებულ ოცეულზე უფრო ნაკლები, ჩრდილოეთიდან იყვნენ რეგულარული ჯარები – დაახლოებით ერთი ბატალიონი, რომელიც ბანაკში გამაგრებულ მისადგომებს იკავებდა, მაგრამ ბოლო ხანებში ჩვენები მიდიოდნენ დასაზვერად ამ ბანაკში და იქ მოწინააღმდეგეს სულაც ვეღარ ნახულობდნენ. მათ მოწინააღმდეგე არსად არ უნახავთ. სამხრეთიდან კი მოწინააღმდეგე არასოდეს ყოფილა. და საკუთარ თავს ალყაში თვლიდნენ... ჩვენ იგი ძალიან უბრალოდ გამოგვყავდა. მოვიდა ორი მზვერავი, რომლებმაც უთხრეს, რომ პოლკი უნდა გამოვიდეს ალყიდან. გარნიზონი ადგა კიდეც და გამოვიდა“ [20].
არა ყველგან, თუმცა კი, ყველაფერი უბრალოდ და კეთილსასურველად დასრულდა. ხანგრძლივი ბრძოლების მსვლელობისას ფინელებმა ცალკეულ ჯგუფებად დაანაწევრეს და თებერვლის ბოლოსათვის პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურეს ალყაშემორტყმული დაჯგუფება. არაერთი მცდელობა მოეხდინათ ალყაშემორტყმულთა მსხვილი ძალებით დებლოკირება (საერთო ჯამში იყო ამოქმედებული ოთხი დივიზია: 60-ე, 11-ე, 72-ე და 35-ე მსროლელი დივიზიები) უშედეგო აღმოჩნდა. ნადავლის სახით ფინელებს 128 ტანკი, 91 ქვემეხი, 120 ავტომანქანა და ტრაქტორი და 18-ე მსროლელი დივიზიის თვით საბრძოლო დროშაც კი დარჩათ [22, 33]. მხოლოდ 1940 წ. 13 მარტს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ იხსნა ასეთივე განადგურებისაგან კიდევ ერთი, 168-ე მსროლელი დივიზია. 18-ე დივიზიის მეთაური კომბრიგი გ. თ. კონდრაშოვი იქნა დაჭრილი, 4 მარტს დაპატიმრებული და შემდგომში დახვრეტილიც. 34-ე სატანკო ბრიგადის მეთაურმა კომბრიგმა ს. ი. კონდრატჲევმა, ბრიგადის შტაბის უფროსმა ნ. ი. სმირნოვმა და ბრიგადის საგანგებო განყოფილების უფროსმა კაპიტანმა დორონინმა თავები დაიხოცეს. თვითმკვლელობით დაასრულეს ცხოვრება ასევე დივიზიისა და ბრიგადის პოლიტგანყოფილებათა უფროსებმა ი. ა. გაპანჲუკმა და ი. ე. იზრაეცკიმ. 8 მარტს დაიხალა სასიკვდილოდ ტყვია 56-ე მსროლელი კორპუსის მეთაურმა (რომლის შემადგენლობაშიც 18-ე და 168-ე დივიზიები შედიოდნენ) კომდივმა ი. ნ. ჩერეპანოვმა [33].
„პირდაპირ უნდა ითქვას, რომ პეტროზავოდსკის მიმართულებაზე ფინელებმა დეკემბრის შუა რიცხვებში აიღეს ინიციატივა თავიანთ ხელში და თითქმის ომის ბოლომდე აღარც გაუშვიათ“, – იძულებული იყო ეღიარებინა მგწა-ის გენერალური შტაბის უფროსს შაპოშნიკოვს, როცა 1940 წ. 16 აპრილის უკვე მოხსენიებულ უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის თათბირზე გამოდიოდა [20]. სერიოზული განცხადებაა – თუ მივიღებთ მხედველობაში გეგმებს, მხარეთა ძალების თანაფარდობასა და შეიარაღების შემადგენლობას.
მსგავსი სახით ვითარდებოდა მოვლენები ცენტრალური ფინეთის უდაბურ ტყეებშიც, მე-9 არმიის შეტევის ზოლში. 30 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით (ამ დღეს 163-ე მსროლელმა დივიზიამ დაიკავა მნიშვნელოვანი საგზაო კვანძი სოფელ სუომუსსალმიში) მე-9 არმიის შენაერთები, უკუაგდეს რა საზღვრიდან ფინელ რეზერვისტთა ორი ბატალიონი, უტევდნენ, როგორც იტყვიან, „მცირე სისხლით“. ასე, 163-ე დივიზიის საერთო დანაკარგებმა შეადგინეს 243 ადამიანი [33]. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ბრძოლების რაიონში 27-ე ქვეითი პოლკის მოსვლისა სუომუსსალმის რაიონში ფინური არმიის ყველა ნაწილის სარდლად პოლკოვნიკ სიილასვუს დანიშვნის შემდეგ (შემდგომში გენერლისა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელგანთქმული და იღბლიანი ფინელი მხედართმთავრისა). 15 დეკემბერს ფინელებმა სუომუსსალმი უკანვე დაიბრუნეს, 21 დეკემბრისათვის კი მოთხილამურეთა ჯგუფებით 163-ე მსროლელი დივიზიის დიდ ნაწილს ალყა შემოარტყეს.
163-ე დივიზიის დასახმარებლად საბჭოთა სარდლობამ წინ გაგზავნა 44-ე მსროლელი დივიზია. ეს დივიზია, რომელიც კიევის სამხედრო ოკრუგის ჯარების შემადგენლობაში შედიოდა, იმ ხანებში „განთავისუფლებული“ პოლონური ტარნოპოლიდან ჩვეულებრივ საშემოდგომო ფორმის ტანსაცმლით მოდიოდა: მაზარებსა და კირზის ჩექმებში გამოწყობილი. იმავე დროს უჩვეულო ყინვა ბრძოლების რაიონში 40 გრადუსამდე აღწევდა. სიილასვუ წერს თავის ომისშემდგომ მოგონებებში: „ჩემთვის გაუგებარი და უცნაური იყო, რატომ არ ჰქონდათ რუსებს თხილამურები და ამიტომაც არ შეეძლოთ გზებს მოშორებოდნენ“. კ. მანნერჰაიმმა რუსულ არმიაში 30 წელი იმსახურა. ამიტომ, არ გამოთქვამს რა არანაირ გაკვირვებას, იგი უბრალოდ ახდენს კონსტატაციას: „163-ე დივიზიის ჯგუფის წინააღმდეგობა 30 დეკემბერს იქნა გატეხილი. ადგილზე მოკლულების სახით მოწინააღმდეგის 5 ათასი ჯარისკაცი დარჩა, დაახლოებით 500 ადამიანი კი ტყვედ იქნა აყვანილი. ნადავლი მეტად მნიშვნელოვანი იყო: 27 ქვემეხი, 11 ტანკი, 150 სატვირთო ავტომობილი, უზარმაზარი რაოდენობით ქვეითი ჯარის იარაღი და საბრძოლო მასალები“ [22].
საბჭოთა შტაბების დოკუმენტების მიხედვით 163-ე დივიზიის დანაკარგებმა ბრძოლების მთელი მანძილზე შეადგინეს 3043 ადამიანი მოკლულებითა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებით, 8558 დაჭრილებითა და მოყინულებით, ე. ი. დაახლოებით 70 % საშტატო შემადგენლობისა. „მეისრეთა“ სახით მე-9 არმიის საგანგებო განყოფილებამ 163-ე დივიზიის 662-ე პოლკის მეთაური და კომისარი პოლკოვნიკი შაროვი და ბატალიონის კომისარი პოდხომუტოვი ამოირჩია. ისინი სამხედრო ტრიბუნალის სასამართლოს გადასცეს და დახვრიტეს.
იანვრის პირველ რიცხვებში საბოლოოდ იქნა ალყაშემორტყმული და განადგურებული 44-ე დივიზია. სიილასვუ წერს:
„ალყაშემორტყმულთა პანიკა სულ უფრო იზრდებოდა, მოწინააღმდეგეს უკვე აღარ ჰქონდა ერთობლივი და ორგანიზებული მოქმედებები... ტყე სავსე იყო გაქცეული ადამიანებით... 7 იანვრის შუადღეს მოწინააღმდეგემ დაიწყო დანებება. მშიერი და გაყინული ადამიანები სანგრებიდან ამოდიოდნენ... ჩვენ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით სამხედრო მასალები ჩავიგდეთ ხელში, რომელთა შესახებ ჩვენს ნაწილებს სიზმარშიც კი არ შეეძლოთ ეოცნებათ. ჩვენ ყველაფერი სავსებით გამართული გვერგო, ზარბაზნები იყო ახალი, ჯერ კიდევ ბრწყინავდნენ... ნადავლმა შეადგინა 40 საველე და 29 ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი, 27 ტანკი, 6 ჯავშანავტომობილი, 20 ტრაქტორი, 160 სატვირთო ავტომობილი, 600 ცხენი...“ [33].
ამ ციტატაში მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ სიტყვები: „ადამიანები ამოდიოდნენ სანგრებიდან“. ზოგადად მიღებულ მითისაგან (ფინელები სხედან თბილ დოტში, წითელარმიელები მიდიან შეტევაზე სასტიკ ყინვაში წელამდე თოვლში) სრულიად საპირისპიროდ ფინური ნაწილები განუწყვეტლივ მანევრირებდნენ 40-გრადუსიან ყინვაში, იმ დროს როცა ალყაში მოქცეულ საბჭოთა დივიზიებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოეწყოთ თუნდაც მინიმალური პირობები პირადი შემადგენლობის გათბობისათვის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, მე-9 არმიის შტაბის მონაცემებით, 44-ე დივიზიის შეიარაღებისა და ტექნიკის დანაკარგები უფრო მეტიც კი იყო, ვიდრე სიილასვუმ შეძლო დაეთვალა: 4340 შაშხანა, 350 ტყვიამფრქვევი, სხვადასხვა კალიბრის 87 ქვემეხი, 14 ნაღმსატყორცნი და 37 ტანკი [33].
სამხედრო ტრიბუნალმა სცნო 44-ე დივიზიის მეთაური კომბრიგი ვინოგრადოვი, შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ვოლკოვი და პოლიტგანყოფილების უფროსი პახომენკო დამნაშავედ იმაში, რომ ისინი „დანაშაულებრივად ახდენდნენ უფროსი სარდლობის ბრძანებათა იგნორირებას... გაფანტეს დივიზიის ნაწილები ცალკეულ რაზმებად და ჯგუფებად... რათა თავიანთი ტყავი გადაერჩინათ, სამარცხვინოდ გამოიქცნენ ზურგში ადამიანთა მცირე ჯგუფთან ერთად“. განაჩენი 1940 წლის 11 იანვარს დივიზიის პირადი შემადგენლობის ნარჩენების მწყობრის წინ იქნა აღსრულებაში მოყვანილი.
თუმცა კი, მე-9 არმიის მთავარი ძალების თავზარდამცემმა და სამარცხვინო განადგურებამ საბჭოთა სარდლობის „შეტევითი შემართება“ ვერ გაანელა. ფინეთის „გადაჭრისა“ და ოულუს დაპყრობის იდეა მაღალ კაბინეტებში ფარფატს ისევ განაგრძობდა. ასე, ალანდის კუნძულების დასაპყრობად ბალტფლოტის ოპერაციის გეგმაში (პრაქტიკულად ვერ რეალიზებულში), რომელიც 1940 წ. 21 იანვარს იქნა შედგენილი, ბოტნიის ყურეში ნაოსნობაზე სრული კონტროლის დამყარების მნიშვნელოვნება შემდეგნაირად იყო არგუმენტირებული: „ჩვენი არმიის შეტევაზე გადასვლასთან და ულაბორგის რაიონში სახმელეთო კომუნიკაციის გადაჭრასთან ერთად საზღვაო კომუნიკაცია ფინეთისათვის ერთადერთ შესაძლებლად რჩება“ [235].
რეალობაში კი მთელი ამ „მანილოვის პროჟექტორების“ ნაცვლად მე-9 არმიის სარდლობის ძალისხმევანი, მრავალრიცხოვანი გაძლიერების ძალები, რომელსაც იგი უწყვეტად ღებულობდა, და ავიაციის დაძაბული საბრძოლო მუშაობა იყო მიმართული უმთავრესად კიდევ ერთი დივიზიის გადარჩენაზე სრული განადგურებისაგან: კუხმოს რაიონში (დაახლოებით 100 კმ სუომუსსალმის სამხრეთით) ალყაშემორტყმული 54-ე სამთოქვეითი დივიზიისა. ისევე როგორც კარელიის უკიდეგანო ფრონტის სხვა უბნებზეც, 54-ე დივიზიის 25 კმ-ზე გაჭიმული კოლონა ფინელებმა რვა ცალკეულ ჯგუფად დაწყვიტეს და 1 თებერვლიდან მათ მეთოდურ ალყაშემორტყმასა და განადგურებას შეუდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დივიზია – ფინური ომის ყინულოვან ღადარში (ледяное пекло) გადასროლილი ბევრი სხვა დივიზიისაგან განსხვავებით, – იყო „ძველი“, საკადრო დივიზია, სპეციალურად მომზადებული საომარ მოქმედებათა ჩრდილოეთ თეატრზე მოქმედებებისთვის, მისი მეთაურობა და პირადი შემადგენლობა აღმოჩნდნენ უუნარონი რაიმე-ნაირი საბრძოლო ამოცანების შესრულებაში.
მე-9 არმიის სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სარდალი (შემდგომში – მთელი წითელი არმიის სჰძ სარდალი) პ. რიჩაგოვი 1940 წ. 16 აპრილის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის თათბირზე მოახსენებდა: „გუსევსკი (დივიზიის მეთაური) ყოველ დღე, ზოგჯერ კი დღეში რამდენჯერმეც გზავნიდა პანიკურ ტელეგრამებს... ამ ტელეგრამების გავლენით მე-9 არმიის თითქმის მთელი რეზერვები დაასამარეს, რომლებიც იქ იყვნენ და მიდიოდნენ, იქითკენ მრავალ ადამიანს ისროდნენ და არ შეეძლოთ განთავისუფლებისათვის არანაირი შეტევის ორგანიზება... ავიაცია ვალდებული იყო ებომბა, ესროლა იგი 45 დღის განმავლობაში დაეცვა. დივიზიას 80-ე ავიაპოლკი 45 დღის განმავლობაში აჭმევდა, და ამ პოლკმა ფაქტიურად გადაარჩინა იგი, უმოქმედო დივიზია, შიმშილისა და დაღუპვისაგან, არ აძლევდა რა ფინელებს მოსვენებას დღისითა და ღამით. ყოველდღიურად ფინელთა უმცირესი აქტიურობისას იქ იწყებოდა პანიკა, იქ აძლევდნენ მოთხილამურეთა ყველა თანდათანობით მოსულ ესკადრონსა და ბატალიონს... თვითონ გუსევსკიზე გავლენის მოხდენა არანაირად არ შეეძლოთ, და წესრიგიც ალყაშემორტყმულ გარნიზონში არ ყოფილა“ [20].
„ზავის დადებამ, – წერს მანერჰაიმი, – გადაარჩინა ძლიერად შელახული 54-ე დივიზია, რომელმაც თავისი შემადგენლობისა და შეიარაღების თითქმის ნახევარი დაჰკარგა“ [22]. საბჭოთა არქივების მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ფინელი მარშლის შეფასება მეტად ზუსტი გახლდათ – დივიზიის დანაკარგები მოითვლიდა 2691 ადამიანს მოკლულებითა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებით, 3732-ს დაჭრილებითა და მოყინულებით, რაც საბჭოთა სამთომსროლელი დივიზიის საშტატო განრიგის 60 %-ს შეადგენდა [33].
ამრიგად, მე-8 და მე-9 არმიათა ჯარების წინაშე დასმული არც ერთი ამოცანა არ ყოფილა შესრულებული. არც „შვედეთის საზღვართან გასვლის“ შესახებ, არც „მანერჰაიმის ხაზის“ დამცველი ფინური ჯარებისათვის ფლანგსა და ზურგში დარტყმის შესახებ ლაპარაკიც კი არ შეიძლება. საბრძოლო მოქმედებათა დასრულების მომენტისათვის მე-8 არმიის ჯარებმა სულ 20–30 კმ-ით წაიწიეს წინ 1939 წლის საზღვრიდან ლოიმოლა – სუოჲარვის მიმართულებაზე, და 60–70 კმ-ით არმიის მარჯვენა ფლანგზე, ილომანტსის მიმართულებაზე. მე-9 არმიის ჯარები პრაქტიკულად ყველგან იყვნენ უკუგდებული, საწყის პოზიციებზე.
ასეთი, მეტად მოკრძალებული, შედეგებისათვის უზარმაზარი ფასი გახლდათ გაღებული. წითელი არმიის დანაკარგებმა კარელიაში ბრძოლების სამი თვის მანძილზე შეადგინეს 141 ათასი ადამიანი. მე-9 არმიის დაუბრუნებელმა დანაკარგებმა შეადგინეს 13, 5 ათასი ადამიანი, საერთო დანაკარგებმა – 46 ათასი. მე-8 და 15-ე არმიებმა მოკლულებითა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებით დაჰკარგეს 31 ათასი ადამიანი, ამ ორი არმიის საერთო დანაკარგებმა შეადგინეს 95 ათასი ადამიანი [9, გვ. 112–119]. შედარებისათვის აღვნიშნავთ, რომ ლადოგისპირა კარელიაში მოქმედი ფინური არმიის 12-ე და 13-ე ქვეითმა დივიზიებმა (მათთვის მიცემულ ცალკეულ ბატალიონებთან ერთად) დაკარგეს საერთო ჯამში 4 ათასი ადამიანი მოკლულებითა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებით, და 9,5 ათასი ადამიანიც დაჭრილებით [33]. იმას, რომ შემტევი (თანაც წარმატებულად შემტევი) ფინური არმიის დანაკარგები აღმოჩნდა 7–8-ჯერ ნაკლები წითელი არმიის დანაკარგებზე, სამართლიანად შეიძლება ეწოდოს „სასწაული, რომელმაც უარყო და უკუაგდო მსოფლიო სამხედრო მეცნიერების წარმოდგენები...“
აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ზემოთ მოყვანილი საშინელების მომგვრელი ციფრი მე-8, მე-9 და 15-ე არმიათა ჯარების დანაკარგებისა ალბათ უფრო შემცირებულია. საქმე იმაშია, რომ სსრკ თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად საბჭოთა-ფინური ომის მსვლელობისას დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა სახელობითი სიების შესადგენად, იქნა გამოვლენილი განსხვავება იმ მონაცემებისაგან, რომლებიც თავის დროზე ნაწილებისა და შენაერთების შტაბებმა წარმოადგინეს. 31 527 ადამიანი უცნობია სად დაიკარგა [9, გვ. 121–122]. ისინი არ შესულან არაც დაღუპულთა რიცხვში, არც უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა, რომლებიც იქნა გათვალისწინებული ჯარების მოხსენებებში 1940 წ. მარტის ბოლომდე. რა თქმა უნდა, დღეს ამ 31 527 ადამიანის ბედის დადგენის არანაირი შესაძლებლობა აღარ არსებობს, მაგრამ ალბათობის ძალიან დიდი წილით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი დიდი ნაწილი დაიღუპა სწორედ უკანდახევისა და ალყაში მოქცევათა ქაოსში კარელიაში, და არა კარელიის ყელზე, სადაც ხდებოდა შედარებით ორგანიზებული და მოწესრიგებული ბრძოლები „მანერჰაიმის ხაზზე“. თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ გვიწევს მოვახდინოთ კონსტატირება, რომ წითელი არმიის დანაკარგებმა კარელიაში, „მანერჰაიმის ხაზისაგან მოშორებით“, შეადგინეს თითქმის ნახევარი (47 %) საერთო დანაკარგებისა „ზამთრის ომში“.
არ უნდა გვავიწყდებოდეს იმის შესახებაც, რომ „ზამთრის ომი“ წარმოებდა არა მარტო ხმელეთზე, არამედ ჰაერშიც. ყოველგვარი ცნობარების გადაშლის გარეშეც კი შეიძლება დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ არანაირი „მანერჰაიმის მფრინავი ხაზი“ აზრადაც არავის მოსვლია. მიუხედავად ამისა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) მოქმედებები „ზამთრის ომის“ მსვლელობისას შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე უფრო კაშკაშა მაგალითად იმისა, რასაც თავად ფინეთის მარშალმა უწოდა „უზარმაზარი წილის ჩადება არარაობრივი შედეგით“.
რუსეთის სახელმწიფო სამხედრო არქივის (РГВА) ფონდებში შენარჩუნდა აღსანიშნავი დოკუმენტი: ვინმე ბატონ ბორგმანის ჰელსინკიდან წერილის თარგმანი „საბჭოთა საჰაერო ომი ფინეთის წინააღმდეგ“, გამოქვეყნებული გერმანული სამხედრო ჟურნალის „დოიჩე ვეჰრ“ სამ ნომერში (1940 წ. 28 ივნისის, 5 და 12 ივლისისა) [96]. საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ტექსტის პირველ გვერდზე – წითელი არმიის სჰძ-ის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის გენერალ-მაიორ ტეპლინსკის რეზოლუციაა: „შეადარეთ ციფრები ჩვენს მონაცემებს. გააკეთეთ ძირითადი ცნობების ნაკრები“. გენერალ ტეპლინსკის ხელქვეითთა მონაცემებით „სსრკ-ს საომარი მოქმედებების დაწყებისათვის ფრონტზე ჰყავდა 1800 თვითმფრინავი, ომის ბოლოსთვის 3353 თვითმფრინავი, მათგან 60 % – ბომბდამშენები“. თუმცა კი უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ მგწა სჰძ-ის შტაბში არ გაუთვალისწინებიათ ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტების მეტად მრავალრიცხოვანი ავიაცია. თანამედროვე მონაცემების მიხედვით საბჭოთა ავიაციის დაჯგუფება ფინეთის საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) საბრძოლო მოქმედებათა დასრულების მომენტისათვის 3885 თვითმფრინავს მოითვლიდა (მათგან 508 თვითმფრინავი ფლოტების სჰძ-ის შემადგენლობაში), მათ რიცხვში 1732 ბომბდამშენს. ომის მთელი დროის მანძილზე ამ დაჯგუფების მიერ 101 ათასზე მეტი თვითმფრინავ-გაფრენა იქნა შესრულებული [52, გვ. 156; 64, გვ. 102].
ყველაფერი შედარებაში შეიმეცნება. იმისათვის რათა ღირსეულად შევაფასოთ ეს ციფრი – 101 ათასი საბრძოლო გაფრენა, – უნდა შევადაროთ ის ავიაციის გამოყენების რაოდენობრივ მაჩვენებლებს დიდი სამამულო ომის უმსხვილეს ბრძოლებში: კურსკის ბრძოლა – 118 ათასი გაფრენა 1943 წ. 5 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით, სტალინგრადის ბრძოლა – 114 ათასი გაფრენა შვიდი თვის მანძილზე (42 წ. ივლისიდან 43 წ. თებერვლის ჩათვლით). არა ნაკლებ საჩვენებელია საბჭოთა ავიაციის დაჯგუფების რიცხოვნებისა და მისი გამოყენების ინტენსივობის შედარება ფინეთის ფრონტზე იმ ციფრებთან, რომლებიც ლჲუფტვაფეს მოქმედებებს ახასიათებენ. როგორც ცნობილია, გერმანული ავიაციის რიცხოვნების მიხედვით მაქსიმალური დაჯგუფება იქნა შექმნილი დასავლეთის ფრონტზე შეტევის წინ (შეჭრა საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში) 1940 წ. 10 მაისს – 3641 საბრძოლო თვითმფრინავი (სატრანსპორტო, სანიტარული, კავშირგაბმულობისა და სადაზვერვო ავიაციის გათვალისწინების გარეშე). „ბრიტანეთისათვის ბრძოლის“ ყველაზე უფრო მეტად გააფთრებული ბრძოლების დასაწყისისათვის (1940 წ. 13 აგვისტოსათვის მდგომარეობის მიხედვით) ლჲუფტვაფეს დაჯგუფების რიცხოვნება შესამჩნევად უფრო ნაკლები იყო – 3067 თვითმფრინავი, მათ შორის 1847 ბომბდამშენი. გერმანული ავიაციის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები ძალები იყო თავმოყრილი სსრკ-ის დასავლეთ საზღვრებთან 1941 წ. 22 ივნისის დილას – 2344 თვითმფრინავი, მათ რიცხვში 1236 ბომბდამშენი [48, გვ. 188, 216, 399].
როგორც ვხედავთ, საბჭოთა ბომბდამშენი ავიაციის დაჯგუფება „ფინურ ჭიაღუასთან“ ომის ფრონტზე სულაც არ ჩამორჩებოდა რიცხოვნების მიხედვით ლჲუფტვაფეს ავიაციის ბომბდამშენ ძალებს, რომლებსაც „დაბომბვებით უნდა განედევნათ ომიდან ბრიტანეთი“. გამოყენების ინტენსივობის მიხედვით კი – მნიშვნელოვნად აღემატებოდა. საბჭოთა ბომბდამშენებმა „ზამთრის ომის“ მთელი დროის მანძილზე (სამი თვე და 12 დღე) შეასრულეს 44 962 გაფრენა, გერმანულმა ბომბდამშენმა ავიაციამ კი სამი თვისა და ექვსი დღის მანძილზე (1 ივლისიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით) შეასრულა სულ 16 850 საბრძოლო გაფრენა [52, 53]. მართალია, უკანასკნელი შედარება მთლად კორექტული არ არის, რადგანაც საბჭოთა ბომბდამშენი ავიაცია ფინურ ომთ-ზე მოქმედებდა უმთავრესად ბრძოლის ველზე ჯარებისა და გამაგრებული რაიონების წინააღმდეგ, იმ დროს რაც ლჲუფტვაფე ბომბავდა მსხვილ ფართობულ მიზნებს (უფრო მარტივად რომ ვთქვათ – ქალაქებს) ინგლისის ტერიტორიის სიღრმეში.
უფრო ჯეროვანი იქნება შევადაროთ ლჲუფტვაფეს მოქმედებები „ბრიტანეთისათვის ბრძოლის“ მსვლელობისას საბჭოთა ბომბდამშენი ავიაციის თავდასხმების შედეგიანობასთან ფინეთის ზურგის რაიონებზე (სარკინიგზო სადგურები და გადასარბენები, პორტები, სამრეწველო საწარმოები, ადმინისტრაციული ცენტრები). ზემოთ მოხსენიებულ წერილში „საბჭოთა საჰაერო ომი ფინეთის წინააღმდეგ“ ბ-ნ ბორგმანს მოჰყავს ასეთი რაოდენობრივი პარამეტრები: მოხდენილია 2075 საჰაერო თავდასხმა 516 ობიექტზე, რომელთა მსვლელობისას იქნა შესრულებული 14 640 თვითმფრინავ-გაფრენა, ჩამოგდებულია 100 ათასი ბომბი ყველა ტიპისა. თანამედროვე ისტორიკოსებს მოჰყავთ რამდენადმე ნაკლები (და, ალბათ, უფრო მეტად რეალისტური) ციფრები: 55 ათასი ფუგასური და 41 ათასი ცეცხლგამჩენი (ე. ი. გაცილებით უფრო მსუბუქი) ბომბი [52, გვ. 159]. ეს ციფრები – 14,6 ათასი გაფრენა და 55 ათასი ფუგასური ბომბი – სავსებით თანაზომადია ლჲუფტვაფეს ბომბდამშენების საბრძოლო გამოყენების მაჩვენებლებთან (16,9 ათასი გაფრენა სამი თვის მანძილზე, 30 ათასი ფუგასური ავიაბომბი, ჩამოყრილი ლონდონზე ასევე სამი თვის მანძილზე, 1940 წ. სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით). აბსოლუტურად ვერთანაზომადი აღმოჩნდა მხოლოდ შედეგები.
გერმანულმა დაბომბვებმა კოლოსალური ნგრევები და მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვიეს. ლონდონზე პირველივე თავდასხმის მსვლელობისას 300 ადამიანი იქნა მოკლული და 1300-ზე მეტი მძიმედ დაიჭრა. მასირებული დაბომბვების პირველი თვის მანძილზე, 1940 წ. სექტემბერში ლონდონში 7 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სულ „ბრიტანეთისათვის ბრძოლის“ მსვლელობისას, 1940 წ. აგვისტოდან 1941 წ. მაისის ჩათვლით ინგლისის დედაქალაქში იქნა განადგურებული 84 000 შენობა, 250 ათასი მცხოვრები ჭერის გარეშე დარჩა. აი როგორ აღწერს თავის მემუარებში უ. ჩერჩილი ერთ-ერთ თავდასხმას, რომელიც 1941 წ. 10 მაისს შედგა.
„ქალაქში ორი ათასზე მეტმა ხანძარმა იფეთქა, ამასთან ჩვენ არ შეგვეძლო მათი ჩაქრობა, რადგანაც ბომბდამშენების მიერ იყო დანგრეული დაახლოებით 150 წყალგაყვანილობის მაგისტრალი. დაზიანებული იყო 5 დოკი და 70-ზე მეტი უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელთა ნახევარსაც ქარხნები შეადგენდნენ. ყველა უმსხვილესი სარკინიგზო სადგური, ერთის გამოკლებით, იქნა გამოყვანილი მწყობრიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხოლო გამჭოლი გზები კი მოძრაობისათვის მთლიანად მხოლოდ ივნისის დასაწყისში გაიხსნა. 3 ათასზე მეტი ადამიანი მოკლული და დაჭრილი შეიქნა“ [55].
მანჩესტერში ყველაზე უფრო საშინელი საჰაერო თავდასხმები 1940 წ. 23 და 24 დეკემბერს მოხდა. ორი დღის მანძილზე (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორი ღამისა) დაიღუპა 2500 ადამიანი და 100 ათასი ჭერის გარეშე დარჩა. 1940 წლის 14 ნოემბრის გათენების ღამეს ლჲუფტვაფეს 449 ბომბდამშენმა საფუძვლამდე დაანგრია ქალაქი ქოვენთრი. დიდი ზარალი იქნა მიყენებული ბირმინჰემის, ბელფასტის, ლივერპულის, შეფილდის, ბრისტოლის, საუთჰემპტონისათვის... საერთო ჯამში მთელ ქვეყანაში დაახლოებით ერთი მილიონი შენობა იყო დანგრეული. უ. ჩერჩილის მიერ მოყვანილი ცნობების მიხედვით, მოსახლეობის დანაკარგების საერთო რიცხვმა 43 ათასი მოკლული და 51 ათასი მძიმედ დაჭრილი შეადგინა.
საბჭოთა ავიაციის საბრძოლო მოქმედებათა შედეგები ფინეთის ზურგის ობიექტების დაბომბვისას (მოქმედებებისა, რომელთათვისაც საბჭოთა კავშირმა „ზღო“ არა მარტო უზარმაზარი მატერიალური დანახარჯებით, რომლებიც 14 ათასი საბრძოლო გაფრენის უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული, არამედ საერთაშორისო რეპუტაციის უკანასკნელი ნარჩენების დაკარგვითა და ერთა ლიგიდან სამარცხვინო გარიცხვითაც) ფაქტიურად მიზერული აღმოჩნდა. აი რას წერს თავის მემუარებში მანერჰაიმი:
„უზარმაზარი რიცხოვნების მიუხედავად (დაახლოებით 2500 თვითმფრინავი /ეს ციფრი შემცირებულია – მ. ს./), საბჭოთა სჰძ-მ ვერ მოახდინა გადამწყვეტი ზემოქმედება ომის მსვლელობაზე. დარტყმები, რომლებსაც ჯარებს აყენებდნენ ჰაერიდან, განსაკუთრებით ომის დასაწყისში, იყო გაუბედავი, და დაბომბვებმა ვერ შეძლეს გაეტეხათ ერის ნება თავდაცვისათვის... სტრატეგიული ამოცანის შესრულება – გაეწყვიტათ ჩვენი საგარეო კომუნიკაციები და მიეღწიათ ტრანსპორტის მუშაობის მოშლისათვის – რუსებმა სულაც ვერ მოახერხეს. ჩვენი ნაოსნობა, კონცენტრირებული ტურკუში, ვერ იქნა პარალიზებული, თუმცა კი ქალაქი 60-ზე მეტჯერ დაიბომბა... ერთადერთი გზა, რომელიც ფინეთს საზღვარგარეთთან აკავშირებდა, იყო რკინიგზა კემი – ტორნიო. მასზე მიდიოდა ყველაზე უფრო დიდი ნაწილი ექსპორტისა და სამხედრო აღჭურვილობის შემოტანა. ეს გზა დარჩა მთელი და უვნებელი ომის სულ დასრულებამდე. მართალია, ზოგიერთი სარკინიგზო გადაზიდვები გვიხდებოდა ღამ-ღამობით შეგვესრულებინა, მაგრამ ძირითადად რკინიგზებმა ღირსეულად გაართვეს თავი თავიანთ ამოცანებს. არცთუ დიდ დაზიანებებს, რომლებსაც მათ მტრის ავიაცია აყენებდა, სწრაფად უტარებდნენ ლიკვიდაციას. სამხედრო აღკაზმულობის წარმოებაც ასევე დიდი ჩავარდნების გარეშე მიმდინარეობდა“ [22].
სულ ფინეთის ქალაქებსა და დასახლებებში მთლიანად იქნა დანგრეული 256 ქვისა და 1764 ხის ნაგებობა [52, გვ. 159]. სხვა სიტყვებით, ერთი ხის ქოხის დანგრევისათვის საშუალოდ 7 თვითმფრინავ-გაფრენა იხარჯებოდა, 27 ფუგასური და 20 ცეცხლგამჩენი ბომბი ჩამოიყრებოდა. ბორგმანი ფინეთის სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგებს 646 მოკლულითა და 538 მძიმედ დაჭრილით აფასებს, მანერჰაიმი წერს, რომ „შვიდასზე მეტი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული, და ორჯერ მეტი დაჭრილი“ [22]. თანამედროვე ისტორიკოსები 960 დაღუპულის ციფრს ასახელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვებისას [52, გვ. 159].
ნებისმიერ შემთხვევაში ეს ციფრები ვერანაირად ვერ შეედრება სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლთა რიცხვს ინგლისში.
რა თქმა უნდა, მკითხველმა, რომელიც ნაკლებად იცნობს სტალინისა და მისი იმპერიის ისტორიას, შეიძლება ივარაუდოს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ამდენად მცირე მსხვერპლი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ საბჭოთა ავიაცია განსაკუთრებით ზუსტ, სნაიპერულ დარტყმებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებს აყენებდა. რომ არაფერი ვთქვათ უკვე იმაზე, რომ სურვილის არსებობისას სტალინს ჰქონდა შესაძლებლობა მსხვერპლთა რიცხვი ფინელ მშრომელებს შორის ნულამდეც კი შეემცირებინა (საკმარისი იყო არ დაეწყო ომი), ფაქტები და დოკუმენტები სულაც არ ადასტურებენ ჰიპოთეზას „წერტილოვანი“ დაბომბვების შესახებ. პირველმა ავიათავდასხმებმა ჰელსინკისა და ჰანკოზე ბომბტყორცნის უკიდურესად დაბალი სიზუსტის შედეგად საცხოვრებელ რაიონებში მრავალრიცხოვანი ნგრევები და მსხვერპლი გამოიწვიეს. ორი ბომბი თვით საბჭოთა პოლიტწარმომადგენლობის შენობის გვერდითაც კი გასკდა და რამდენიმე მისი თანამშრომელი მსუბუქადაც დაიჭრა. ითვალისწინებდა რა ომის იმ ეტაპზე უკიდურესად არასასურველ პოლიტიკურ შედეგებს (საბჭოთა კავშირი ემზადებოდა ჰელსინკიში კუუსინენის „სახალხო მთავრობა“ დაესვა), აგრეთვე ესმოდა რა ბომბდამშენი ავიაციის ეკიპაჟთა საფრენოსნო და ტაქტიკური მომზადების ხარისხის დაუყოვნებლივ და რადიკალურად ამაღლების შეუძლებლობა, ვოროშილოვმა გამოსცა ბრძანება „ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის“ დაბომბვათა „კატეგორიული და უპირობო“ აკრძალვის შესახებ. თუმცა კი მთელი ეს „თამაშები დემოკრატიაში“ სწრაფად დასრულდა, როცა ნათელი შეიქნა, რომ ტრიუმფალური მარშის ნაცვლად წითელი არმია სასტიკ, გაჭიანურებულ, სისხლისმღვრელ ომში იქნა ჩათრეული.
1939 წ. 21 დეკემბერს მგწა-ის მთავარი ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს უფროსი კომკორი პავლოვი წერს მოხსენებით წერილს თავდაცვის სახკომს ვოროშილოვს: „დაუნდობლად უნდა შევანჯღრიოთ მთელი ფინეთი, რათა სხვებსაც მეტი აღარ დასჭირდეთ (წელიწადნახევრის შემდეგ სწორედ ასე გაუსწორდება კიდეც სტალინი პავლოვს: დაუნდობლად, რათა სხვებსაც მეტი აღარ დასჭირდეთ – მ. ს.), მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი დავამთავრებთ ფინეთთან (საშუალებათა და ხერხების გამოყენების-და მიუხედავად), მაშინვე დაივიწყებენ მის შესახებ ინგლისელებიცა და ფრანგებიც. ამოვდივარ რა აქედან, ვთვლი, რომ შეიძლება და საჭიროც არის სრულ დანგრევას დავუქვემდებაროთ ყველა სარკინიგზო კვანძი, ნავსადგური და ქვეყნის მართვის ადმინისტრაციული ცენტრი. დავანგრიოთ სამხედრო ქარხნები, სასიკვდილო შიში დავთესოთ გზებზე დღისითა და ღამით“ [72, გვ. 88]. პავლოვის რჩევები (ალბათ, არა მარტო მისი) მიღებულ და მოწონებულ იქნა. 1940 წ. 3 იანვარს საბჭოთა სჰძ-მ მიიღო ბრძანება, ვოროშილოვის, სტალინისა და შაპოშნიკოვის მიერ ხელმოწერილი, რომელიც მოითხოვდა „უახლოეს ათ დღეში მიაყენეთ სისტემატიური და მძლავრი დარტყმები ღრმა ზურგის ობიექტებს, ადმინისტრაციულ და სამხედრო-სამრეწველო პუნქტებს“ [52, გვ. 119]. რა თქმა უნდა, ათ დღეში ფინეთის შერყევა ვერ მოხერხდა, და ფინურ ქალაქებსა და სოფლებს თვით ომის სრულ დამთავრებამდეც თავზე სიმძლავრის მიხედვით უფრო და უფრო მზარდი დარტყმები ატყდებოდა.
ფინეთში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი ე. სინიცინი ასე აღწერს თვის მემუარებში თავის პირველ ვიზიტს ჰელსინკიში „ზამთრის ომის“ დასრულების შემდეგ: „ქალაქი მე მკვდარი, ჭუჭყიანი და თავმინებებული მომეჩვენა. ჩანდა ნგრევები და შენობათა დამწვარი ნარჩენები. იშვიათი გამვლელები თითოეულ სადარბაზოსთან დაწყობილ და მიმოფანტულ ქვიშიან ტომრებს შორის დაჩქარებით გადიოდნენ“ [156, გვ. 64].
აღსანიშნავია, რომ სჰძ შტაბის ოპერატიული განყოფილების მუშაკებმა ბორგმანის წერილის მინდვრებზე დატოვეს კომენტარი, საიდანაც გამოდის, რომ, „გამაგრებული რაიონების, ხიდებისა და სარკინიგზო გადასარბენების ჩაუთვლელად“, დაბომბვებს დაექვემდებარა „დაახლოებით 100 დასახლებული პუნქტი“. ბატონმა ბორგმანმა მისთვის უცნობი ახალი ტიპის საბრძოლო მასალის მასობრივი გამოყენებაც აღნიშნა. აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლაპარაკია რგაბ-ზე (როტაციულ-გამაბნეველი ავიაბომბი), რომელსაც ფინეთში „მოლოტოვის პურის კალათი“ შეარქვეს. ამ უბრალო და ეფექტურმა მოწყობილობამ საშუალება მისცათ შუშის ბურთულები ცეცხლგამჩენი ნარევით КС ერთ ჰექტრამდე ფართობზე გაებნიათ. გადაგებია, რომ რგაბ-ები ჩამოიყრებოდა სულაც არა „გამაგრებული რაიონების, ხიდებისა და სარკინიგზო გადასარბენების“ დასანგრევად, არამედ ხის ნაგებობებიან დასახლებულ პუნქტებში მასობრივი ხანძრების შესაქმნელად.
წითელი არმიის სჰძ შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსმა წითელი ფანქრით აღნიშნა შემდეგი ფრაზები ბორგმანის წერილში: „საბჭოთა ავიაციამ ვერ მოახერხა ვერც შეებოჭა ტრანსპორტი, ვერც შეეშალა ხელი სამხედრო მრეწველობის მუშაობისათვის, ვერც წარმოება და განაწილება დაერღვია, ვერც წინააღმდეგობისადმი ხალხის ნება გაეტეხა... სრულიად არ განუცდია დაბომბვები სარკინიგზო ხაზს კემი – ტორნიო...“
ბოლო შენიშვნაზე ღირს უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ. ისევე როგორც რუსეთშიც, ფინეთის ტერიტორია უკიდურესად არათანაბრადაა დასახლებული და ათვისებული. შესაბამისად, რკინიგზების ხშირი ქსელი ქვეყნის სამხრეთში ხდება უფრო გაიშვიათებული ცენტრში, სანამ არ გადაიქცევა ერთადერთ „ზოლად“, რომელიც ბოტნიის ყურის ჩრდილოეთ ნაპირის გაყოლებით, ქალაქების ოულუ (ულეაბორგი) – კემი – ტორნიოს გავლით დასავლეთისკენ, შვედეთსა და ნორვეგიაში მიდის, და ფინეთის რკინიგზებს ნორვეგიის გაუყინავ პორტებთან აკავშირებს. ოულუ – კემი ხაზის უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობა აშკარა უნდა ყოფილიყო. ამდენადვე აშკარა და უდავო გახლდათ ამ მაგისტრალის სისტემატიური დაბომბვებისათვის საავიაციო-ტექნიკური შესაძლებლობების არსებობაც (კემიდან სსრკ-ფინეთის საზღვრამდე 250 კმ-ზე მეტი არა არის სწორი ხაზით). და რაც უფრო ყველაზე გასაკვირია – დაივიწყა რა რკინიგზის შესახებ, საბჭოთა სარდლობამ გაუკეთა ორგანიზაცია ჩრდილოეთ ფინეთის მასშტაბებში მსხვილი საგუბერნიო ცენტრის როვანიემის სისტემატიურ დაბომბვებს, რომლიც გზატკეცილით სულ 97 კმ-თაა დაშორებული კემისგან.
ავიაციის ფინელი ისტორიკოსის კ. გესუტის მონაცემებით, როვანიემიზე 19 ავიათავდასხმა იყო მოხდენილი, რომელთა მსვლელობისას 700 ფუგასური ბომბი ჩამოყარეს. განსაკუთრებით მსხვილი იყო თავდასხმები 1 თებერვალს (8 ДБ‑3 და 26 СБ) და 21 თებერვალს (13 ДБ‑3 და 26 СБ). ომის დასასრულის სწორედ წინა დღეებში, 1940 წ. 10 მარტს, როვანიემიზე საავიაციო დარტყმისათვის იქნა ასევე ამოქმედებული 6 ოთხმოტორიანი გიგანტი ТБ‑3. უკანასკნელი თავდასხმა ამ ბედკრულ ქალაქზე 13 მარტს დილის 11 საათზე იქნა მოხდენილი, სულ ერთი საათით ადრე „ზამთრის ომის“ საბრძოლო მოქმედებათა დასრულებამდე [52, გვ. 152–210]. ყველა ძალისხმევის შედეგად ქალაქში, რომელსაც რაიმე-ნაირი შესამჩნევი სამხედრო მნიშვნელობა არა ჰქონია, 25 მშვიდობიანი მცხოვრები იქნა მოკლული, თუმცა კი სულ ასეულ კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთისაკენ განლაგებული სტრატეგიული სარკინიგზო ხაზი „დაბომბვას სრულებით არ დაქვემდებარებია...“
ბომბდამშენი ავიაციის გამოყენების ეფექტურობაზე მსჯელობა შეუძლებელია მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის ხარისხის გათვალისწინების გარეშე. 1940 წ. ზაფხულ – შემოდგომაზე გერმანულ ბომბდამშენებს უპირისპირდებოდა თუმცა კი შედარებით მცირერიცხოვანი (ლჲუფტვაფეს დაჯგუფების რიცხოვნებასთან შედარებით), მაგრამ კარგად მომზადებული, ადრეული აღმოჩენის რადარებითა და სავსებით თანამედროვე თვითმფრინავებით აღჭურვილი ინგლისური გამანადგურებელი ავიაცია. დათქმა სამეფო სჰძ-ის გამანადგურებელთა „შედარებითი“ მცირერიცხოვნების შესახებ შემთხვევით არ არის გაკეთებული. 1940 წ. აგვისტოს თვით ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტებშიც კი საბრძოლველად მზადმყოფი „ჰარიკეინებისა“ და „სპიტფაიერების“ რიცხოვნება 700–750 მანქანის დონეზე ნარჩუნდებოდა [48, გვ. 215]. ფინურ გამანადგურებელთა რიცხოვნება და შესაძლებლობები კი სრულიად სხვა გახლდათ.
თანამედროვე ისტორიკოსების მონაცემებით, ომის დასაწყისისათვის ფინეთის სჰძ-ს ყველა ტიპის 145 თვითმფრინავი ჰყავდა, მათგან 119 საბრძოლო ესკადრილიებში, მათ რიცხვში დაახლოებით 50 თვითმფრინავი, რომლებიც მეტი ან ნაკლები მიახლოებით შეიძლებოდა „გამანადგურებელთა“ თანრიგისათვის მიკუთვნებინათ [52, გვ. 90, 155]. მათ შორის ყველაზე უფრო თანამედროვე 36 ჰოლანდიური „ფოკერი“ D-21 იყო, რომლებიც თავიანთი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ადრეული მოდიფიკაციების საბჭოთა И-16-ებს შესაბამებოდნენ (1939 წ. ნიმუშის „იშაკებამდე“ / И-16/ ისინი ყველა პარამეტრის მიხედვით ვეღარ ქაჩავდნენ). საბრძოლო მოქმედებათა შეწყვეტის დღისათვის (1940 წ. 13 მარტი) საზღვარგარეთიდან ფინეთში ჩამოვიდა და მწყობრში იქნა შეყვანილი 130 საბრძოლო თვითმფრინავი, იმ დროს რაც ფინური ავიაციის დაუბრუნებელმა დანაკარგებმა ომის მთელი დროის მანძილზე 71 თვითმფრინავი შეადგინეს (მათ შორის 36 საბჭოთა გამანადგურებლებმა და ბომბდამშენი თვითმფრინავების მსროლელებმა ჩამოაგდეს, 6 – საზენიტო ცეცხლით იქნა ჩამოგდებული, 29 ავარიებისას ჩამოვარდა) [52, გვ. 158]. დანაკარგებისა და მიწოდებათა ასეთმა თანაფარდობამ საშუალება მისცათ არა მარტო შეენარჩუნებინათ დაახლოებით მუდმივ დონეზე თვითმფრინავების რიცხოვნება ფინური სჰძ-ის საბრძოლო ნაწილებში, არამედ კიდეც გაეზარდათ იგი. ასე, 1940 წ. 1 მარტისათვის შედარებით თანამედროვე გამანადგურებლების რაოდენობა საბრძოლო ესკადრილიების შემადგენლობაში უკვე 77 თვითმფრინავს შეადგენდა (24 „ფოკერი“, 25 ფრანგული „მორანი“, 17 ინგლისური „გლადიატორი“, 11 იტალიური „ფიატი“) [52, გვ. 155].
ასეთი ძალებით ფინურმა ავიაციამ 5693 თვითმფრინავ-გაფრენა შეასრულა და მოწინააღმდეგეს უზარმაზარი დანაკარგებიც მიაყენა.
უკვე 1940 წ. 14 თებერვალს სჰძ მთავარი სამმართველოს უფროსი სმუშკევიჩი წერილში # 487821 თავდაცვის სახკომის ვოროშილოვის სახელზე სთავაზობდა „ფრონტისათვის თვითმფრინავების დანაკარგების შესავსებად“ გამოეყოთ 800 საბრძოლო თვითმფრინავი (180 ДБ‑3, 320 СБ, 100 И‑16, 200 И‑153) [66, გვ. 43]. საბჭოთა ავიაციის დაუბრუნებელმა დანაკარგებმა (ამასთან დანაკარგებმა, რომლებიც იყო დათვლილი არა ფინელი მფრინავებისა და მეზენიტეთა მოხსენებების მიხედვით, არამედ საბჭოთა არქივების განსაიდუმლოებული დოკუმენტების საფუძველზე!) დაახლოებით 600–650 თვითმფრინავი შეადგინეს, რომელთაგან არანაკლებ ნახევრისა მოწინააღმდეგის მიერ იქნა ჩამოგდებული, დანარჩენი კი ავარიების შედეგად დაიკარგა [52, 64]. უიმედოდ მოძველებულმა (დავუბრუნოთ საბჭოთა „ისტორიკოსებს“ ეს მათი საყვარელი გამონათქვამი) „ფოკერებმა“ ჩამოაგდეს (ფინური მონაცემებით) საბჭოთა სჰძ-ის 120 თვითმფრინავი, დაკარგეს რა საჰაერო ბრძოლებში მხოლოდ 10 თავიანთი გამანადგურებელი [52, გვ. 156, 158]. მთლიანობაში კი საავიაციო დაჯგუფებათა რიცხოვნების ფინალური თანაფარდობისას 21 / 1, საბრძოლო დანაკარგების თანაფარდობამ შეადგინა 8 / 1 ერთი ციდა ფინური ავიაციის სასარგებლოდ!
გამანადგურებელი თვითმფრინავი არ წარმოადგენს ბომბდამშენის ერთადერთ მოწინააღმდეგეს. არის კიდევ საზენიტო არტილერიაც. მართალია, მოარტყა უმართავი ჭურვი თვითმფრინავს, რომელიც დიდ სიმაღლეზე და უზარმაზარი სიჩქარით მოფრინავს, თითქმის შეუძლებელია. მიზანში მორტყმის უმცირესი ალბათობის კომპენსირება უხდებათ საზენიტო ქვემეხების დიდი რიცხვითა და საბრძოლო მასალების კოლოსალური ხარჯვით. მაგალითად, 1941 წ. 22 ივნისისათვის არსებული მდგომარეობით საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა საშუალო კალიბრის (76-მმ და 85-მმ) 7200 (შვიდი ათას ორასი) საზენიტო ქვემეხი და მცირე კალიბრის (37-მმ და 40-მმ) 1400 საზენიტო ქვემეხი [9, გვ. 353]. კერძოდ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰწთ) მოსკოვის ზონის ჯარების შეიარაღებაში იყო საშუალო კალიბრის 779 და მცირე კალიბრის 248 საზენიტო ქვემეხი, ჰწთ-ის ლენინგრადის ზონის შეიარაღებაში იყო საშუალო კალიბრის 864 და მცირე კალიბრის 16 საზენიტო ქვემეხი [54, 56]. ომის დაწყებისათვის იყო დაგროვებული 76-მმ კალიბრის 5,03 მლნ საზენიტო გასროლა და 85-მმ კალიბრის 0,495 მლნ საზენიტო გასროლა [74, გვ. 433–434]. საბრძოლო მასალების წარმოების გეგმა 1941 წელზე, დამტკიცებული სკპ(ბ) ცეკას პოლიტბიუროს 1941 წ. 14 თებერვლის სხდომაზე, ითვალისწინებდა 85-მმ და 76-მმ კალიბრის 5 მლნ საზენიტო გასროლის დამზადებას [75]. ყველა საბჭოთა და ბევრი თანამედროვე რუსეთელი ისტორიკოსი აფასებს ამ რაოდენობას როგორც სრულიად არასაკმარისს. ასე, ყველაზე უფრო ავტორიტეტული სტატისტიკური კრებული ავტორები წერენ: „წითელ არმიას ომის დასაწყისში აშკარად არ ჰყოფნიდა საზენიტო საშუალებანი. ამის შედეგად ჩვენი ჯარები აღმოჩნდებოდნენ დაუცველები მოწინააღმდეგის დარტყმებისას ჰაერიდან...“ [9, გვ. 346].
„დაუცველები მოწინააღმდეგის დარტყმებისას ჰაერიდან...“ ფინეთი შეხვდა ომს საბჭოთა კავშირთან, ჰქონდა რა შეიარაღებაში 38 (ოცდა თვრამეტი) საზენიტო ქვემეხი საშუალო კალიბრისა (76-მმ „ბოფორსი“ М/29) საბრძოლო მარაგით 188 გასროლა ერთ ქვემეხზე და 53 (ორმოცდა ცამეტი) მცირეკალიბრიანი 40-მმ „ბოფორსი“ М/38. ომის ბოლოსათვის საზღვარგარეთ სასწრაფო შესყიდვების წყალობით აღნიშნული კალიბრების ფინური საზენიტო არტილერიის რიცხოვნება გაიზარდა 81 და 100 ქვემეხამდე შესაბამისად. შედარებისათვის აღვნიშნავთ, რომ წითელდროშოვანი ბალტფლოტის მხოლოდ ერთ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კრონშტადტში იყო 48 საზენიტო ქვემეხი 76-მმ კალიბრის და 8 საზენიტო ზარბაზანი 85-მმ კალიბრისა, და ყველაფერი ეს – მხოლოდ დამატება უმსხვილესი სახომალდო არტილერიისადმი [106].
ითვალისწინებდნენ რა, რომ იმ წლების მცირეკალიბრიანი საზენიტო არტილერიის სიმაღლეში მიღწევადობა 2–3 კმ არ აღემატებოდა, მის გამოყენებას აზრი ჰქონდა მხოლოდ ჯარების საბრძოლო რიგების დასაცავად მტრული მოიერიშეებისა და დაბლა მფრენი ბომბდამშენებისაგან. ქალაქების თავდაცვისათვის კი ფინეთს ფაქტიურად ჰქონდა მხოლოდ ნახევარი ასეული 76-მმ საზენიტო ქვემეხი. უფრო მარტივად და ზუსტად რომ ვთქვათ, ფინეთის ზურგის ობიექტების უმეტეს ნაწილს საერთოდ არ ჰქონია არანაირი საზენიტო დაფარვა, და საბჭოთა ბომბდამშენებს შეეძლოთ ემოქმედათ მათ თავზე როგორც სასწავლო პოლიგონზე. სწორედ ასეთ პირობებში „საბჭოთა ავიაციამ ვერ მოახერხა ვერც შეებოჭა ტრანსპორტი, ვერც შეეშალა ხელი სამხედრო მრეწველობის მუშაობისათვის“. უფრო მეტიც, ფინელმა მეზენიტეებმა 314 საბჭოთა თვითმფრინავის განადგურების შესახებ განაცხადეს. თვით იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს ციფრი დაახლოებით ორჯერაა ამაღლებული, ფინური საზენიტო არტილერიის ეფექტურობა უნდა შევაფასოთ როგორც დაუჯერებლად მაღალი. ასე, 76-მმ საბრძოლო მასალების დანახარჯმა (ფინური მონაცემებით) სულ 168 ჭურვი შეადგინა ერთ ჩამოგდებულ თვითმფრინავზე [52, გვ. 157]. ეს ფენომენალური მაჩვენებელია. გააკეთებს რა უმარტივეს გაანგარიშებას, მკითხველი შეძლებს დარწმუნდეს იმაში, რომ თუნდაც ერთი მეათედი ნაწილი 5,5 მლნ საბჭოთა საზენიტო ჭურვებისა თუ იქნებოდა დახარჯული ასეთივე შედეგიანობით, მაშინ ლჲუფტვაფეს მთელი დაჯგუფება აღმოსავლეთის ფრონტზე უკანასკნელ თვითმფრინავამდე იქნებოდა განადგურებული მხოლოდ საზენიტო არტილერიის მიერ, გამანადგურებელი ავიაციის დახმარების გარეშე...
ბალტიკის ცივ წყლებში ასევე არ ყოფილა აღმოჩენილი არანაირი „მანერჰაიმის მცურავი ხაზი“. მიუხედავად ამისა წითელდროშოვანი ბალტიის ფლოტის (წბფ) მოქმედებათა შედეგიანობა გასაოცრად დაბალი აღმოჩნდა. სიტყვაზე რომ ვთქვათ, თვითონ მანერჰაიმი, გამოხატა რა გაოცება იმით, რომ „რუსებმა ჩვენს ნაოსნობასთან საბრძოლველად არ მოუყარეს თავი ფლოტის მსუბუქ ძალებს ბალტიკის პორტებში“, ამას მემუარებში იმით ხსნის, რომ „ისინი სულ თავიდანვე „ელვისებურ ომზე“ აგებდნენ იმედებს“. მოცემულ შემთხვევაში მარშალი შეცდა. საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმები და განზრახვები ყველაზე უფრო სერიოზული და შორსმიმავალი გახლდათ. უკვე 1939 წ. 26 ოქტომბერს (ეს ბეჭდვის შეცდომა არ არის, სწორედ ოქტომბერს!), იმ დროს, როცა მოსკოვში ფინურ დელეგაციასთან ჯერ კიდევ წარმოებდა „სამშვიდობო მოლაპარაკებები“ საბჭოთა კავშირისათვის ბალტიის ზღვაში რამდენიმე პატარა კუნძულის გადაცემისა და კარელიის ყელზე საზღვრის მცირე „გადაწევის“ შესახებ, წბფ-ის სამხედრო საბჭომ გამოსცა დირექტივა # 1оп/575сс. მასში წყალქვეშა ნავების მე-2 ბრიგადას ეძლეოდა ბრძანება გასულიყო პოზიციებზე „შეუზღუდავი წყალქვეშა ომის წარმოების“ შემთხვევისათვის „ფინეთის წინააღმდეგ“, აგრეთვე დაზვერვის წარმოებისათვის „შვედური ფლოტის (და ესეც ასევე ბეჭდვის შეცდომა არ არის) გაშლასა და მოქმედებებზე“ [57, გვ. 109, მითითება РГА ВМФ, ф. Р‑92, оп.2, д. 497, л.12-ზე].
12 ნოემბერს, ერთი დღით ადრე მანამდე, სანამ საბჭოთა-ფინური მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდოდა, წბფ-ის სამხედრო საბჭომ დირექტივაში # 1оп/606сс ფლოტის წყალქვეშა ძალებს დაუსვა უკვე სავსებით კონკრეტული ამოცანები:
„– გაანადგურეთ სანაპირო თავდაცვის ფინური ჯავშნოსნები;
– აწარმოეთ შვედეთის ფლოტის გაშლისა და საქმიანობის დაზვერვა;
– შეწყვიტეთ მომარაგების შემოზიდვა ფინეთში ბალტიის ზღვის გამოვლით და შვედეთის პორტებიდან ბოტნიის ყურის მეშვეობით“.
1939 წ. 23 ნოემბერს წბფ-ის სარდლის ბრძანებამ # 5/оп კიდევ ერთხელ, ყველაზე უფრო კატეგორიული გამოთქმებით, ჩამოაყალიბა ფლოტის ამოცანები: „გადაჭერით ფინეთის საზღვაო კომუნიკაციები, არ დაუშვებთ რა გარედან ჯარების შემოყვანასა და საბრძოლო აღკაზმულობის შემოტანას, გაანადგურეთ მოწინააღმდეგის სანაპირო თავდაცვის ჯავშნოსნები და წყალქვეშა ნავები ზღვასა და ყურეში, არ დაუშვებთ რა მათ წასვლას შვედეთის ტერიტორიულ წყლებში“ [57, გვ. 109–110].
ერთი კვირის შემდეგ დაიწყო ომი. პირველი საქმით გამოირკვა, რომ წბფ-ის საბრძოლო შემადგენლობაში შემავალი 49 წყალქვეშა ნავიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობის უნარი მხოლოდ 27-ს ჰქონდა (55 %-ს საერთო რიცხვიდან). ჩაძირეს რა შეცდომით ესტონური გემი „კასარი“ (ნეიტრალურ წყლებში, საზღვაო ბლოკადის გამოცხადებული ზონის გარეთ), წბფ-ის წყალქვეშა ძალებმა ვერ შეძლეს შეესრულებინათ მათ წინაშე დასმული ვერც ერთი ამოცანა. 1939 წ. 26 დეკემბერს სსრკ სზძ-ის სახკომი ნ. გ. კუზნეცოვი თავის დირექტივაში # 4747 ახდენდა კონსტატაციას, რომ წყალქვეშა ნავების მოქმედებები ფინეთის ბლოკადაში პასიური გახლავთ, და მოითხოვა მეთაურებისაგან „იმოქმედეთ უფრო გადამჭრელად, ჯეროვანი რისკით“. იმავე დღეს წბფ-ის სარდალმა ვ. თ. ტრიბუცმა წყალქვეშა ნავების დივიზიონთა მეთაურებს შემდეგი შინაარსის რადიოგრამა გაუგზავნა: „ამხ. სტალინი მოითხოვს გადამჭრელ, გაბედულ, თავხედურ ბრძოლას მოწინააღმდეგესთან კომუნიკაციებზე, პორტებთან მისადგომებზე და თავად პორტებშიც...“ [57, გვ. 114, 115].
1940 წ. თებერვლის პირველ რიცხვებში, მანამდე უნახავი სიცივეების შედეგად, ბალტიკის უმეტესი ნაწილი ყინულით დაიფარა, რამაც შეუძლებელი გახადა ფლოტის საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება. დადგა დრო შედეგების შეჯამებისა. ისინი გამაოგნებელი აღმოჩნდა. იგნორირებას უკეთებდნენ რა გამოცხადებულ „საზღვაო ბლოკადას“, ფინეთის პორტებში 39 წ. ნოემბრის დასაწყისიდან 40 წ. იანვრის შუა რიცხვებამდე მშვიდობიანად შევიდა 349 (სამას ორმოც-და ცხრა) სატრანსპორტო გემი. წბფ-ის 27 წყალქვეშა ნავიდან თუნდაც კი ერთხელ შეუტია მოწინააღმდეგეს მხოლოდ რვამ. წითელდროშოვანი ბალტფლოტის 19 წყალქვეშა ნავმა სულაც ვერ შეძლო ორი თვის მანძილზე თუნდაც ერთხელ აღმოეჩინა მოწინააღმდეგის ტრანსპორტი და შეეტია მისთვის. თანაც ეს არა ატლანტიკის უკიდეგანო სივრცეებზე, არამედ ფინეთის ყურის ვიწრო „ყელში“ (მაქსიმალური სიშორე ფინეთის ნაპირიდან საბჭოთამდე არაუმეტეს 80–100 კმ-ია). რვა წყალქვეშა ნავმა შეუტია საერთო ჯამში 11 გემს, რომელთაგან 10-ს არ ჰყოლია დაცვა და არც რაიმე-ნაირი შეიარაღება გააჩნდა. 11 გემიდან, რომლებსაც შეუტიეს, სულ 5 (ხუთი) იქნა ჩაძირული, ავბედითი ესტონური „კასსარის“ ჩათვლით. ორი ტრანსპორტი ტორპედოებით ჩაძირეს, ამ დროს 11 ტორპედო იქნა დახარჯული. სამი უიარაღო ორთქლით მავალი გემი საარტილერიო ცეცხლით იყო ჩაძირული (წყალქვეშა ნავების მეტად უცნაური გამოყენებაა!), ამ დროს 100 მმ კალიბრის 6 ჭურვი და 45 მმ კალიბრის 602 ჭურვი იქნა გამოყენებული [57, გვ. 120].
ამრიგად, თითქმის არ ხვდებოდნენ რა შეიარაღებულ წინააღმდეგობას არც ზღვაში, არც ბალტიკის თავზე ცაში, წბფ-ის წყალქვეშა ძალებმა შეძლეს ჩაეძირათ მხოლოდ 1,1 % იმ ტრანსპორტების საერთო რიცხვისა რომლებიც ფინეთის პორტებში შევიდნენ. აი ასეთი „საზღვაო ბლოკადა“ გამოვიდა. ხოლო რაც შეეხება ამოცანას „გაანადგურეთ სანაპირო თავდაცვის ფინური ჯავშნოსნები“, ეს ხომალდები (ისინი კი ზუსტად ორი იყო: „ილმარინენი“ და „ვჲაინჲამჲოინენი“) მთელი და უვნებელი დარჩნენ, წითელდროშოვანი ბალტფლოტისა და მისი ბომბდამშენი ავიაციის მთელი ძალისხმევის მიუხედავად. გვრჩება ვივარაუდოთ, რომ „კალევალას“ ძველ თქმულებათა გმირების სახელებმა, რომლებიც ფინურ ჯავშნოსნებს ჰქონდათ მიცემული, იხსნეს კიდეც ისინი დაღუპვისაგან...
ახლა ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ლეგენდას სუპერმძლავრი და თითქმის გადაულახავი „მანერჰაიმის ხაზის“ შესახებ. აი როგორ გამოიყურება ამ „არასამეცნიერო ფანტასტიკის“ დამახასიათებელი ფრაგმენტი ნიჭიერი პუბლიცისტის ვ. სუვოროვის ბრწყინვალე შესრულებაში:
„მანერჰაიმის ხაზს“ აგებდნენ როგორც აბსოლუტურ მიჯნას გადაულახველობის ასპროცენტიანი გარანტიით. მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ მსოფლიოში საუკეთესო ინჟენერ-ფორტიფიკატორები... უკიდეგანო დანაღმული ველების უკან, ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და გრანიტის ბოძკინტების უკან, რკინაბეტონის ტეტრაედრებისა და მავთულხლართების უკან, ათ, ოც, ოცდაათ, ორმოცდაშვიდ რიგად ლითონის ბოძებზე გადაჭიმული ხშირი მავთულხლართების უკან, ასე რომ, ამ ღობურების უკან – რკინაბეტონის კაზემატები: სამი, ოთხი, ხუთი სართული მიწის ქვეშ, გადაფარვები – საფორტიფიკაციო რკინაბეტონის ერთნახევარი-ორი მეტრი, იატაკზედა კედლები (ეს ნიშნავს „ბრძოლის ველისაკენ მიმართული“ – მ. ს.) დაფარული ჯავშნის ფილებით, ყველაფერი ეს ჩახერგილი მრავალტონიანი გრანიტის ლოდებით და დატკეპნილი გრუნტით... მათ შიგნით, თითოეულ კაზემატში, – საბრძოლო მასალებისა და საწვავის საწყობი, შიგნით – თბილი საძინებელი სადგომები, დასასვენებელი ოთახი, სამზარეულოც, სასადილოც, ტუალეტიც, წყალგაყვანილობაც, ელექტროსადგურიც, კავშირგაბმულობის კვანძებიც, ჰოსპიტლებიც – ყველაფერი მიწის ქვეშ, ყველაფერი ბეტონის ქვეშ... ფინელმა ჯარისკაცებმა იციან, რომ დაჭრის შემთხვევაში მათ ელოდებათ საოპერაციო პალატა ღრმად მიწის ქვეშ, იქ სისუფთავეა, სიმშრალე და ისევ – სითბო“ [58].
ბევრი რამ ამ ტექსტში სავსებით შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, მავთულხლართი, თხრილები და ბოძკინტები. გვრჩება მარტო გავერკვეთ იმაში, თუ რას ნიშნავს ყველაფერი ეს პრაქტიკულად.
არის ასეთი ბრძნული გამონათქვამი: „გენერლები ემზადებიან წარსულის ომისათვის“. ეს წესი, რომ არ შეიძლება, ისე კარგად შეესაბამება კარელიის ყელზე ხანგრძლივ ფინურ სიმაგრეთა ხაზის შეფასებას. „ორმოცდაშვიდი რიგი ხშირი მავთულხლართებისა ლითონის ბოძებზე“, რომელთა შესახებაც ასეთი აღტაცებით წერს ვ. სუვოროვი, ისევე როგორც 90 კმ სიღრმეზე დაეშელონებული რიგები სატყვიამფრქვევო დოტებისა (სიმაგრეებისა), ჭეშმარიტად გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდნენ პირველი მსოფლიო ომისა და სამოქალაქო ომის ეპოქის ქვეითი და ცხენოსანი ჯარებისათვის. თუმცა კი, თავდაცვით ნაგებობათა უმეტესი ნაწილი (ორი მესამედი) 1921–1924 წლებში იყო აგებული, როცა არაფერ იმაზე უფრო საშიშს, ვიდრე ბუდიონის ცხენოსანი ჯარის საკავალერიო ლავა გახლდათ, ფინეთის სამხრეთ მიჯნებზე არც კი მოელოდნენ. სიტყვაზე რომ ვთქვათ, 1919 წ-დან 1931 წ. ჩათვლით თვითონ კარლ გუსტავ მანერჰაიმს ფინეთის სამხედრო უწყებაში არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ასე რომ ამ ნაგებობებზე მისი „ავტორობა“ კიდევ ერთ მითს წარმოადგენს. მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, სხვა რამეა: 1939 წლის ზამთრისათვის ყბადაღებული „მანერჰაიმის ხაზი“, ისე რომ ვერც კი მოასწრო თუნდაც ერთი გასროლა მოეხდინა მოწინააღმდეგეზე, უკვე უიმედოდ მოძველდა. ამის მიზეზს ზუსტად ორი რამ წარმოადგენდა. ერთ-ერთ მათგანს ეწოდება „ტანკი“, მეორეს – „თვითმფრინავი“.
ყველაზე უფრო მასობრივი საბჭოთა ტანკი Т‑26 იყო ნამდვილად „მსუბუქი“ – მაგრამ მხოლოდ სხვა ტანკებთან, საშუალოებთან და მძიმეებთან შედარებით. იწონიდა კი ის 9750 კგ (იყო უფრო მძიმე მოდიფიკაციებიც), და მუხლუხიანი სვლის მქონე ამ ფოლადის მაქინას შეეძლო გაერღვია შვიდი, ორმოცდა შვიდი, ან კიდევ ას ორმოცდა შვიდი რიგი „ხშირი მავთულხლართებისა“ ისეთივე სიმსუბუქით, როგორითაც გულივერმა დაწყვიტა წვრილი ძაფები, რომლებიც მისი „შემბოჭავი“ ლილიპუტების გაგებით სქელი ბაგირები იყო. გაწმენდდა რა ადგილმდებარეობას „ხშირი მავთულხლართებისაგან“ და გზადაგზა ამოყრიდა რა მიწიდან ავბედით „ლითონის ბოძებს“, მსუბუქ ტანკს Т‑26 შეეძლო მიბჯენით მისულიყო დოტთან – რადგანაც თოფის კალიბრის ტყვიამფრქვევთა ტყვიებს შეეძლოთ მხოლოდ პატარა ნაპერწკლები ამოეკაწრათ მისი 15-მმ ჯავშნიდან. შემდეგ იყო ორი შესაძლო ვარიანტი მოქმედებებისა, იმისდა მიხედვით, თუ როგორი იყო ეს ტანკი და როგორ იყო განლაგებული ამბრაზურები დოტში. ჩვეულებრივ („სახაზო“) Т‑26-ს შეეძლო 45-მმ ჯავშანგამტანი ჭურვების რამდენიმე გასროლით გაეტეხა ჯავშნის ღობური დოტის ამბრაზურაზე, გამოეყვანა მწყობრიდან ტყვიამფრქვევი და მსროლელები. ტანკ Т‑26-ის ცეცხლსატყორცნ („ქიმიურ“) ვარიანტს (ОТ‑130) შეეძლო შეესხა დოტის ამბრაზურაში, საყურებელ ხვრელებსა და ჰაერმიმღებში 360 ლიტრი ცეცხლგამჩენი ნარევისა КС. ყველაზე უფრო უკეთესი იყო ემოქმედათ მორიგეობით: თავიდან სახაზო ტანკი ტეხავს ჯავშანღობურებს, შემდეგ ცეცხლსატყორცნი ტანკი წვავს ბეტონის ყუთის შიგნით ყველაფერს. იყო კიდევ მესამეც, ყველაზე უფრო ჰუმანური ხერხი სატყვიამფრქვევო დოტის ნეიტრალიზებისა: ტანკი მიდის ამბრაზურასთან და უბრალოდ ფარავს მას თავისი მოჯავშნული კორპუსით.
აი ამიტომ ბრძოლის ველზე ტანკების მასის გამოჩენასთან ერთად გამაგრებულმა რაიონმა, რომელსაც არ გააჩნდა მძლავრი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, თავისი ძველი ფასეულობა დაჰკარგა. სხვა სიტყვებით, აუცილებელი იყო სატყვიამფრქვევო დოტები დამატებით შეევსოთ (სწორედ შეევსოთ და არა შეეცვალათ – მოწინააღმდეგის ქვეით და ცხენოსან ჯარებთან ბრძოლისათვის სწრაფმსროლი ტყვიამფრქვევი საკმარისად ეფექტურია) საარტილერიო შეიარაღების მქონე დოტებითაც. და ეს საბჭოთა მეთაურებსა და ინჟენერ-ფორტიფიკატორებს მშვენივრად ესმოდათ. ასე, უკვე 1-ლი რიგის 13 გამაგრებული რაიონის შემადგენლობაში (1928–1937 წწ. აგებისა) იყო საარტილერიო საცეცხლე ნაგებობანი. მართალია, ისინი ძალზედ ცოტა იყო (საშუალოდ დოტების საერთო რიცხვის არაუმეტეს 9 %-ისა), და შეიარაღებულიც იყვნენ ისინი XX საუკუნის დასაწყისის მოძველებული „სამდჲუიმიანი“ ქვემეხებით.
მაგალითად, მოგილჲოვ-ჲამპოლსკის გამაგრებული რაიონის შემადგენლობაში იყო 279-ზე მეტი სატყვიამფრქვევო დოტი და 18 ქვემეხიანი ნახევრად კაპონირი [60].
მინსკის გამაგრებულ რაიონში 160 კმ სიგანის ფრონტზე იდგა 242 სატყვიამფრქვევო დოტი (ერთ-, ორ- და სამამბრაზურიანი), ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის 9 დოტი ტანკის Т‑26 მბრუნავი კოშკებით, 16 ქვემეხებიანი ნახევრად კაპონირი ორი 76,2-მმ ქვემეხით და ერთი 4-ქვემეხიანი კაპონირი. ლეტიჩევის გამაგრებულ რაიონს 122 კმ ფრონტზე ჰქონდა 354 დოტი, მათ რიცხვში 11 საარტილერიო. აღსანიშნავია, რომ 1941 წ. ზაფხულში 12-ე არმიის სარდალმა გენერალ-მაიორმა პონედელინმა შეაფასა ეს 343 სატყვიამფრქვევო დოტი (თითქმის სამი დოტის ფრონტის ერთ კილომეტრზე!) სიტყვებით: „გამაგრებული რაიონი დაუჯერებლად სუსტია“ [50, გვ. 321].
გამაგრებული რაიონების მეორე რიგში (1938–1940 წწ. აგებისა) საარტილერიო ნაგებობათა წილი 22–24 %-მდე გაიზარდა. დაბოლოს, გამაგრებული რაიონები (1939–1940 წწ. ნიმუშისა) „ახალ“ საბჭოთა საზღვარზე (ეგრეთ წოდებული „მოლოტოვის ხაზი“) 40–45 %-ით საარტილერიო შეიარაღების მქონე დოტებისაგან შედგებოდა. ამასთან ამ შეიარაღების სახით უკვე გამოიყენებოდა არა ძველი, ჩამოწერილი ზარბაზნები, არამედ უახლესი ნახევრადავტომატური არტსისტემები, შესანიშნავი პერისკოპული ოპტიკით.
რა თქმა უნდა, ფინეთის ახალგაზრდა რესპუბლიკას მისი მცირე სამხედრო ბიუჯეტით (და ГУЛАГ-ის პატიმრებისაგან შემდგარი უფასო სამუშაო ძალის მრავალმილიონიანი არმიის არყოლითაც) არ შეეძლო საკუთარი თავისათვის ასეთი ფუფუნების თუნდაც მცირე ნაწილის ნება მიეცა. 1921–1924 წლებში იქნა აგებული ყველა დანიშნულების 168 ბეტონის ნაგებობა, მათ რიცხვში 114 უმარტივესი ერთსართულიანი, ერთამბრაზურიანი სატყვიამფრქვევო დოტი და მხოლოდ 7 დოტი – საარტილერიო. უკიდურესი სიღარიბის გამო დოტებს აგებდნენ 350–450 მარკის ბეტონისაგან (საბჭოთა სტანდარტები მოითხოვდა საფორტიფიკაციო ნაგებობებში 750 და უფრო მაღალი მარკის ბეტონის გამოყენებას) და „მოქნილი არმირებით“ (ე. ი. მტკიცე ღეროვანი არმატურის ნაცვლად გამოიყენებოდა ჩვეულებრივი მავთული). „მანერჰაიმის ხაზის“ გასარღვევად ბრძოლების მსვლელობისას ზოგიერთი დოტი 152-მმ ჰაუბიცების 40-კგ ჭურვებით იყო დანგრეული, თუმცა კი „მსოფლიოს საუკეთესო ინჟენერ-ფორტიფიკატორები“ აპროექტებდნენ მათ 203-მმ ჰაუბიცის 100-კგ ჭურვის პირდაპირი მოხვედრისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანგარიშით. ბეტონის ლოდებიდან ამოჩრილი მავთულის კონები კარგად მოჩანს დოტების ნანგრევთა თანამედროვე ფოტოსურათებზე [62].
დოტების უმეტესი ნაწილი მიწის ზედაპირზე იყო განლაგებული, და მხოლოდ ზოგიერთი მათგანი იყო ნაწილობრივ ჩაღრმავებული გორაკების კალთებსა და ადგილმდებარეობის ნაკეცებში. არანაირი „სამი, ოთხი, ხუთი სართული მიწის ქვეშ“ აზრადაც არავის მოსვლია. ამის მიზეზი ძალიან მარტივია: კარელიის ყელზე გრუნტი ან კლდოვანია, ან, პირიქით, მიწის ზედაპირთან ძალზედ ახლოსაა გრუნტის წყლები, ან კიდევ დოტის მშენებლობა საერთოდ ჭაობში უხდებოდათ.
1930 წ. დაიწყო „მანერჰაიმის ხაზის“ ნაგებობათა მეორე რიგის მშენებლობა. ესენი იყო უკვე სავსებით კარგად გაკეთებული, მაგრამ უწინდებურად სატყვიამფრქვევო (ორ- ან სამამბრაზურიანი) დოტები. სულ კი ამ პერიოდში იქნა აგებული ან რეკონსტრუირებული (კერძოდ კედლებზე სწორედ იმ ჯავშანფილების დაყენების გზით, რომელთა შესახებაც წერს ვ. სუვოროვი) 48 დოტი. და ბოლოს, 1937–1939 წწ. იქნა აგებული რამდენიმე (სხვადასხვა წყაროებში ასახელებენ განსხვავებულ ციფრებს: 5-დან 8-მდე) მსხვილი მრავალამბრაზურიანი ფორტი (ე. წ. „მილიონიანი“ დოტები), რომელთაგან თითოეულში იყო განთავსებული რამდენიმე ტყვიამფრქვევი და 75 მმ ან 155 მმ კალიბრის 1–2 ქვემეხი. დოტების საერთო რაოდენობა ყველა თავდაცვით მიჯნაზე, რომლებიც 135 კმ ფრონტზე იყვნენ გადაჭიმულნი, 170–200-ს არ აღემატებოდა [61, 62, 63].
ზუსტი ციფრის დასახელება ძნელია, რადგანაც სხვადასხვა ავტორები სხვადასხვა ნაირად ითვალისწინებენ საცეცხლე და დამხმარე ნაგებობებს, რთავენ ან არ რთავენ საერთო ჩამონათვალში ვიბორგის სიმაგრეებსა და სანაპირო ბატარეებს: ტაიპალესი (რვა 120-მმ და 155-მმ ქვემეხი) და კოივისტოსი (თორმეტი 155-მმ და 254-მმ ქვემეხი). უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ამ ბატარეებს მისცა თვითონ მანერჰაიმმა მაღალი შეფასება: „ერთადერთი გამაგრებული ნაგებობები, რომელთა შესახებაც ღირს რომ მოვიხსენიოთ, იყო სანაპირო არტილერიის ფორტები, რომლებიც იფარავდნენ მთავარი თავდაცვითი ხაზის ფლანგებს ფინეთის ყურისა და ლადოგის ტბის ნაპირზე“. თუმცა კი, თვით ყველაზე უფრო მძიმე საზღვაო ქვემეხსაც შეუძლია ტანკებზე დამიზნებული ცეცხლის წარმოება მხოლოდ პირდაპირი ხილვადობის ფარგლებში, ე. ი. არა უმეტეს 1,5–2 კმ დაშორებაზე, იმ დროს როცა 100 კმ-იანი სივრცე ამ ფორტებს შორის ბეტონის კაზემატებში შეფარებული ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნების ცეცხლით ყველგან თითქმის არ იყო დაფარული.
თოვლის მეტრნახევრიანი ფენა, რომელმაც, ვ. სუვოროვის თხრობით, ინგლისური სუპერკომპიუტერის ელექტრონული ტვინი გააოცა და გადაულახავ წინააღმდეგობად დაისახა საბჭოთა ტანკების გზაზე, სულაც არა ომის პირველ დღეს ან კიდევ პირველ თვეში წარმოიქმნა. კიდევ ერთხელ მივმართოთ მანერჰაიმის მემუარებს: „მოწინააღმდეგეს ჰქონდა ტექნიკური უპირატესობა, რომელიც მას ამინდმა მისცა. მიწა გაიყინა, თოვლი კი თითქმის არ ყოფილა. ტბები და მდინარეები გაიყინა, და მალევე ყინული უკვე ნებისმიერ ტექნიკას უძლებდა... სამწუხაროდ, თოვლის საფარი უწინდებურად ძალზედ დაბალი რჩებოდა, რათა მოწინააღმდეგისათვის მანევრირება გაეძნელებინა“. ფინური ქვეითი დივიზიების შეიარაღებაში იყო ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები, მაგრამ მიზერული რაოდენობით („უკანასკნელ მომენტში ჩვენ მივიღეთ შეიარაღებაში 37-მმ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები „ბოფორსი“. ისინი ახლა არმიის განკარგულებაში დაახლოებით ასი ერთეული მოითვლებოდა“) [22].
ფაქტიურად „მანერჰაიმის ხაზის“ ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის მთავარი საშუალება გახლდათ პასიური ღობურები: თხრილები, კონტრესკარპები, გრანიტის ლოდები და ბოძკინტები. ეს, რა თქმა უნდა, უკეთესია, ვიდრე არაფერი. და ეს სავსებით შეესაბამებოდა 20-იანი წლების სამხედრო მეცნიერების წარმოდგენებს. მაგრამ ტანკებისა და არტილერიის მასირებული გამოყენებისას ასეთი ღობურების დანგრევა მხოლოდ დროის საკითხი გახლავთ. ამასთან მეტად არცთუ ხანგრძლივი დროისა, რისი დემონსტრირებაც თვალსაჩინოდ მოახდინეს 1941 წლის ზაფხულში ვერმახტის სატანკო ნაწილებმა, რომლებმაც სწრაფად გადალახეს ტანკსაწინააღმდეგო თხრილების დაუსრულებელი რიგები საბჭოთა ტერიტორიაზე. და ეს – წითელი არმიის შეიარაღებაში 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნის არსებობის მიუხედავად [9, გვ. 353].
მხოლოდ სევდიანი ღიმილი შეიძლებოდა გამოეწვია „ზამთრის ომის“ ფინელ ვეტერანებში ვ. სუვოროვის აღტაცებულ მონათხრობებს „თბილი საძილე სადგომების, დასასვენებელი ოთახების, სასადილოების, ელექტროსადგურების, კავშირგაბმულობის კვანძების, ჰოსპიტლების შესახებ მიწის ქვეშ, სითბოსა და სისუფთავეში“. აგების პირველი რიგის დოტები (და ეს კი საერთო რაოდენობის ორი მესამედია!) წარმოადგენდნენ ბეტონის ყუთს ყოველგვარი შიდა აღჭურვილობის გარეშე. მათში არ ყოფილა არც ელექტრობა, არც წყალგაყვანილობა, არც მოსასაქმებელი ადგილი, არც საწვავის საწყობი ღუმელისათვის. ამბრაზურებზე არ იყო ჯავშანსაფარები (ასე რომ, ჯავშანგამტანი ჭურვით „გასატეხი“ არაფერი იყო, შეიძლებოდა სვლიდანვე შეესხათ დოტის შიგნით ცეცხლგამჩენი ნარევი...), შესასვლელი კარი იყო ხისა, უკეთეს შემთხვევაში ფურცლოვანი რკინით მოჭედილი (ასეთი კარი შეიძლებოდა არა მარტო ჰაუბიცის ჭურვის მის ახლოს აფეთქებით ამოეგდოთ, არამედ ხელყუმბარების შეკვრითაც). სატელეფონო კავშირი მეზობლებთან და ისიც თითოეულ დოტში არ იყო, გარე თვალთვალი პერისკოპები სრულიად არ ყოფილა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი – დოტებში არ იყო იძულებითი ვენტილაცია, და უქარო დღეებში სადგომიც სროლის სულ რაღაც წუთებში დენთის მხუთავი ნამწვავით ივსებოდა. მხოლოდ უკიდურესად მცირერიცხოვან „მილიონიანებში“ თუ იყო რაღაც მსგავსი იმისა, რის შესახებაც წერს ვ. სუვოროვი. მაგალითად, ისეთი „სასწაული ტექნიკისა“, როგორიცაა სავენტილაციო დანადგარი ხელის (!) ამძრავით [31, 33, 61, 62, 63].
პრიმიტიული აღჭურვილობა და შეიარაღება, ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე იყო დამახასიათებელი თავისებურება სწორედ ხანგრძლივი ფორტიფიკაციის ფინური ხაზისა. თუმცა კი ვერც გაცილებით უფრო სრულყოფილმა „მაჟინოს ხაზმა“ და „სტალინის ხაზმა“, „ატლანტიკურმა კედელმა“ და „დასავლურმა კედელმა“ გაამართლეს მათზე დამყარებული იმედები. და ეს შემთხვევითი არც არის, ისევე როგორც არ არის შემთხვევითი ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ჩინური კედლების“ ძვირადღირებული მშენებლობა სამუდამოდ იქნა შეწყვეტილი. რათა გავიგოთ ამის მიზეზები, უნდა დავუბრუნდეთ საწყის წერტილს, XX საუკუნის დასაწყისს, და გავერკვეთ იმაში, თუ საიდან წამოვიდა ზოგადად იმ პერიოდში სტაციონარული თავდაცვის იდეა.
საველე არტილერიის ყველაზე უფრო მასობრივი „სამდჲუიმიანი“ ქვემეხი (მაგალითად, საბჭოთა სადივიზიო ზარბაზანი ЗИС‑3) იწონის 1,2 ტონას და ისვრის 6,2 კგ წონის მსხვრევად-ფუგასურ ჭურვს. „ექვსდჲუიმიანი“ (152-მმ) ჰაუბიცის ჭურვი იწონის უკვე 40–45 კგ. მაგრამ თვითონ ჰაუბიცის წონაც დაახლოებით 4 ტონას შეადგენს. ასეთი ქვემეხის დასერილ ადგილმდებარეობაზე ტრანსპორტირებისთვის საჭიროა ტრაქტორი (მუხლუხიანი გამწევი) ან კიდევ სულ მცირე მკვრივი აღნაგობის „საარტილერიო“ ცხენების ექვსეული. 1931 წ. ნიმუშის 203-მმ საბჭოთა ჰაუბიცის ჭურვი იწონიდა 100 კგ, და ამასთან თვითონ ქვემეხის წონა შეადგენდა 17,5 ტონას. ასეთი კალიბრი და წონა შეიძლება ჩაითვალოს პრაქტიკულად ზღვრულად საველე არტილერიის ქვემეხებისათვის. დიახ, წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით შესაძლებელია გაცილებით უფრო მეტი კალიბრის ქვემეხების დამზადებაც (თვით 14–15 დჲუიმიანებამდეც კი) წონით ასეულობით ტონა. მაგრამ ასეთ ქვემეხებს მხოლოდ მძიმე კრეისერებსა და სახაზო ხომალდებში აყენებდნენ. მათ გამოყენებას ხმელეთზე ხელს უშლიდა როგორც ხიდების შეზღუდული ტვირთამწეობა, ისე სინუსის კანონიც, რომლის შესაბამისადაც უკვე 30 გრადუსიანი დახრილობის მქონე გორაკის ფერდობზე ასვლისას საჭიროა გაწევის ისეთი ძალისხმევა, რომელიც წონის ნახევრის ტოლია. ყოველივე ნათქვამის თვალსაჩინო ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს ციფრები, რომლებიც სსრკ-ში საარტილერიო ქვემეხების გამოშვებას ახასიათებენ. დიდი სამამულო ომის ოთხი წლის მანძილზე წითელმა არმიამ მიიღო 76,2 მმ კალიბრის 68,8 ათასი ქვემეხი, 152 მმ კალიბრის 5 ათასი ზარბაზანი და ჰაუბიცა და 203 მმ კალიბრის სულ 100 (ასი) ჰაუბიცა [9, გვ. 356]. უფრო მეტი კალიბრის არტსისტემები ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იქნა მოხსნილი წარმოებიდან.
საველე არტილერიის ჭურვების წონის ზრდისათვის ობიექტური ზღვრის არსებობა უხსნიდათ შესაძლებლობებს, როგორც ბევრ სამხედრო სპეციალისტს მოეჩვენა, პრაქტიკულად მოუწყვლადი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების (დოტების) შესაქმნელად. რჩებოდა მხოლოდ დაეანგარიშებინათ რკინაბეტონის გადაფარვის საჭირო სისქე და მარკა, რომელსაც შეეძლებოდა 50–100 კგ ჭურვების მრავალჯერადი მორტყმისათვის გაეძლო. გაერთვნენ რა ამ დაანგარიშებებით, სამხედრო ინჟინრებმა თავიდან არ მიაქციეს ყურადღება მსუბუქ ზუზუნს, რომელიც ციდან მოისმოდა. ცაში თვითმფრინავ-ბომბდამშენი დაფრინავდა, რომელსაც ფანერისა და ბრზენტისაგან აგებული თავისი პირველივე ნიმუშებით დიდი შრომის გარეშე აჰქონდა 100-კგ ბომბი. 30-იანი წლების ბოლოს მსუბუქ ორმოტორიან ბომბდამშენებს (საბჭოთა СБ, ინგლისური „ბლენჰეიმი“) აჰქონდათ მაღლა ბომბები ერთეული წონით 500 კგ-მდე. საშუალო ორმოტორიან ბომბდამშენს ДБ‑3 მიჰქონდა ბომბი ФАБ‑1000 (ანუ 1000 კგ წონისა), მის ტოლებს, ინგლისურ „ველინგტონსა“ და გერმანულ „ჰაინკელ“-111-ს მიჰქონდათ ბომბები ერთეული წონით 1814 და 1800 კგ შესაბამისად. მძიმე ოთხმოტორიან ТБ‑7-ს გადატვირთულ ვარიანტში შეეძლო წაეღო 5-ტონიანი ბომბი, ხოლო ინგლისური სტრატეგიული „ლანკასტერის“ უზარმაზარ საბომბე ნაკვეთურში სპეციალურად შემუშავებული ზემძიმე 10-ტონიანი ბომბიც კი მოათავსეს [76].
ასეთი სიმძლავრის საბრძოლო მასალების გამოჩენის შემდეგ „მახვილისა და ფარის“ საუკუნოვანი შეჯიბრება საბოლოოდ და უკანმოუბრუნებლად იქნა გადაწყვეტილი „მახვილის“ სასარგებლოდ. მკაცრად რომ ვთქვათ, დახარჯავენ რა წარმოუდგენელი რაოდენობით ბეტონსა და ფოლადის არმატურას, შესაძლებელია ააგონ დოტი, რომელსაც შეეძლება 5-ტონიანი ბომბის პირდაპირ მოხვედრას გაუძლოს, მაგრამ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს რესურსების ხარჯვას „ხელით ქმნილი მთათა ქედების“ მშენებლობაზე...
ასე გამოიყურება ხანგრძლივი საინჟინრო ფორტიფიკაციის თეორია ყველაზე უფრო მოკლე გადმოცემით. ახლა პრაქტიკას მივმართოთ.
1941 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრის გაყოლებით, ბალტიკიდან შავ ზღვამდე, იყო გადაჭიმული შემდეგი გამაგრებული რაიონები: ტელშჲაის, შაულჲაის, კაუნასის, ალიტუსის, გროდნოს, ოსოვეცის, ზამბორის, ბრესტის, კოველის, ვლადიმირ-ვოლინსკის, რავა-რუსკაიას, სტრუმილოვის, პერემიშლის, ზემო-პრუტისა და ქვემო-პრუტის. მათგან 200–250 კმ სიღრმეში (აღმოსავლეთისკენ) 1939 წლის „ძველი“ საზღვრის ხაზის უკან „სტალინის ხაზის“ გამაგრებული რაიონები იყო განლაგებული: კენგისეპის, ფსკოვის, ოსტროვის, სებეჟსკის, პოლოცკის, მინსკის, სლუცკის, მოზირსკის, კოროსტენსკის, ნოვოგრად-ვოლინსკის, შეპეტოვკის, იზჲასლავის, სტაროკონსტანტინოვსკის, ოსტროპოლსკის, ლეტიჩევის, კამენეც-პოდოლსკის, მოგილჲოვ-ჲამპოლსკის, რიბნიცკის, ტირასპოლის. დოტების რაოდენობა ერთი გამაგრებული რაიონის შემადგენლობაში იყო სხვადასხვა და 206-დან 439-მდე დიაპაზონში იმყოფებოდა.
შეიარაღების რაოდენობისა და შემადგენლობის, რკინაბეტონის ხარისხის, სპეციალური აღჭურვულობით აღკაზმულობის (ფილტრო-ვენტილაციური დანადგარები, მავთულიანი და რადიოკავშირგამბულობა, ელექტრო აღჭურვილობა, ოპტიკური ხელსაწყოები) მიხედვით ნებისმიერი ამ დოტებიდან „მანერჰაიმის ხაზის“ თავდაცვით ნაგებობებს სულ მცირე არ ჩამორჩებოდა. საბჭოთა გამაგრებული რაიონების დაახლოებით ნახევარი წყალუხვი მდინარეების (ნემანი, დასავლეთ დვინა, ბუგი, დნესტრი, პრუტი) ნაპირებზე იყო აგებული, რაც შემომტევი მოწინააღმდეგისათვის დამატებით დაბრკოლებებს ქმნიდა.
შედეგი ცნობილია. ზოგიერთ ზემოთ ჩამოთვლილ გამაგრებულ რაიონზე გერმანელებმა ისე გაიარეს, რომ არც კი მიუქცევიათ ყურადღება პანიკური გაქცევისას მიტოვებული დოტების ცარიელი ყუთებისათვის. სხვების გარღვევა კი ბრძოლებით მოუხდათ. როგორც წესი, ეს ბრძოლები ორ-სამ დღეზე მეტს არ გაგრძელებულა. განსაკუთრებულად გააფთრებული ბრძოლები გაჩაღდა ომის პირველ დღეებში ახალი საზღვრის ხაზზე: გროდნოს, რავა-რუსკაიას, პერემიშლის გამაგრებული რაიონების ზოგიერთი დოტის გარნიზონები სასტიკად უწევდნენ წინააღმდეგობას თვით 1941 წ. 26–27 ივნისამდეც. ბრესტის გამაგრებული რაიონის 17-ე საარტილერიო-სატყვიამფრქვევო ბატალიონის მე-3 ასეული 30 ივნისამდე ინარჩუნებდა ოთხ დოტს ბუგის ნაპირას ადგილ სემჲატიჩესთან. იშვიათი გამონაკლისების გარდა, გერმანული ტანკები გვერდს უვლიდნენ გამაგრებული რაიონების საცეცხლე ნაგებობებს, არ ერთვებოდნენ რა გაჭიანურებულ ბრძოლებში, რომლებიც დიდ დანაკარგებთან იქნებოდა დაკავშირებული.
ლჲუფტვაფეს ავიაცია (რომლის რიცხოვნებაც ათასკილომეტრიან ფრონტზე რიგიდან ოდესამდე იყო უფრო ნაკლები, ვიდრე საბჭოთა სჰძ-ის თვითმფრინავების რიცხვი კარელიის ყელის თავზე 1940 წ. თებერვალში) ცეცხლით უკაფავდა გზას ვერმახტის შემტევ სატანკო დივიზიებს და დოტებთან საბრძოლველად მხოლოდ ეპიზოდურად თუ გამოიყენებოდა. „მოლოტოვისა და სტალინის ხაზების“ საცეცხლე ნაგებობანი სწრაფად და დარწმუნებით ინგრეოდა არტილერიისა და გერმანული ქვეითი ჯარის სპეციალური მოიერიშე ჯგუფების ერთობლივი მოქმედებებით. არტილერია (საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების ჩათვლით) აწარმოებდა დამიზნებულ ცეცხლს დოტების ამბრაზურებში, ახშობდა რა მათ ცეცხლით. ამასობაში მოიერიშე ჯგუფები მჭიდროდ უახლოვდებოდნენ დოტებს და მძლავრი ფუგასური მუხტებით ანგრევდნენ მათ კედლებსა და სახურავის გადაფარებებს. როგორც სწორად შენიშნა ა. ისაევმა: „XX ასწლეულის არმიების მექანიზმმა ტყვიამფრქვევიანი ბეტონის ყუთები შეყოვნებების გარეშე დაანგრია“ [50, გვ. 325].
1939–1940 წწ. ზამთარში წითელი არმიის სარდლობამ კოლოსალურ ძალებს მოუყარა თავი კარელიის ყელზე.
უკვე ომის პირველ ათ დღეში ბრძოლაში იქნა შეყვანილი ცხრა მსროლელი დივიზია და ექვსი სატანკო ბრიგადა, 200 ათასი ადამიანი, 1,5 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 1000-ზე მეტი ტანკი და ჯავშანმანქანა. „მეორე გენერალური შეტევის“ დაწყებისათვის (1940 წ. 6 თებერვალს) კარელიის ყელზე გაშლილი ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის ჯარების შემადგენლობაში იყო ჩართული ოცდაერთი მსროლელი დივიზია (7, 24, 42, 43, 51, 70, 80, 90, 100, 113, 123 და 138-ე მე-7 არმიისა; 4, 8, 17, 49, 50, 62, 136, 142 და 150-ე 13-ე არმიისა). მრავალრიცხოვანი სადივიზიო და საკორპუსო არტილერიის გარდა, ფრონტის შემადგენლობაში იყო დიდი სიმძლავრის არტილერიის 13 პოლკი და 4 დივიზიონი. სულ 5,8 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (152 მმ კალიბრის 767 ზარბაზნისა და ჰაუბიცის, 203 მმ კალიბრის 96 ჰაუბიცისა და 28 ზემძიმე 280-მმ მორტირის ჩათვლით, რომლებიც 286 კგ წონის ჭურვებს ისროდნენ). 1940 წ. იანვარ – თებერვლის განმავლობაში ლენინგრადის სამხედრო ოკრუგსა და ესტონეთში განლაგებულ აეროდრომებზე იქნა პერებაზირებული დამატებით 29 ავიაპოლკი, მათ შორის 3 მძიმე ბომბდამშენების და 5-ც შორეული ბომბდამშენებისა [77].
მაგრამ არც ეს იყო ჯერ კიდევ დიდი დერჟავის შესაძლებლობების ზღვარი, რომლის არმიასაც უნდა ეხსნა სამარცხვინო კონფუზისაგან თვითონ დიადი სტალინი. 1940 წ. მარტში „არარაობრივ ჭიაღუასთან“ ომის ფრონტზე გაშლილი იყო 58 საბჭოთა დივიზია [20]. კერძოდ, კარელიის ყელზე იყო თავმოყრილი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, 114 ათასი ცხენი, 40 ათასი ავტომობილი, 7,1 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. ტანკების რაოდენობამ 3 ათასს გადააჭარბა [9, 33]. ამ რიცხვიდან 492 მსუბუქი მცურავი ტანკეტი Т‑37/Т38 რომც გამოვაკლოთ, მივიღებთ, რომ „მანერჰაიმის ხაზის“ ერთ დოტს საშუალოდ 10-ზე მეტი საბჭოთა ტანკი უტევდა.
მოუყარა რა თავი ასეთ დამთრგუნველ ძლიერებას, საბჭოთა სარდლობას შეეძლო გამოეყენებინა – და რეალურად იყენებდა კიდეც – გამაგრებული რაიონის გარღვევის ყველა მოაზრებად ხერხებს. ავიაციამ 19,5 ათასი თვითმფრინავ-გაფრენის მსვლელობისას „მანერჰაიმის ხაზის“ დოტებზე 10,5 კილოტონა ბომბები ჩამოყარა (ციფრი, როგორც ვხედავთ, ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალების სიმძლავრის სავსებით ექვივალენტურია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ 10-კილოტონიანი ატომური ბომბი მხოლოდ ერთადერთ წერტილში ჰქმნის ზემაღალ წნევას, ხოლო ათასობით ფუგასური ბომბი კი გამაგრებული რაიონის ზოლს გაცილებით უფრო ფართოდ და ეფექტურად „ფარავდა“).
„არც თუ ყველა ბომბი შეიძლება ზუსტად მოხვდეს მიზანში, – მოახსენებდა უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის თათბირზე ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის სჰძ-ის სარდალი ე. ს. პტუხინი, – მაგრამ თუ 500 კგ წონის ბომბი დოტის გვერდში დაეცემა – ეს ასევე მოქმედებს მორალურად და მატერიალურადაც. ჩვენ ვიცით შემთხვევა, როცა ბომბი დოტის გვერდით ეცემოდა, ხოლო დოტიდან ამოათრევდნენ ადამიანებს, რომლებსაც ცხვირიდან და ყურებიდან სისხლის სდიოდათ, და მათი ნაწილი კი სრულიად იღუპებოდა... დღისით ჩვენი 2,5 ათასი თვითმფრინავი დაფრინავდა, ღამით 300–400 თვითმფრინავი... შეხედეთ ვიბორგს – მისგან არაფერია დარჩენილი. ქალაქი მთლიანად დანგრეულია“ [20].
საბჭოთა არტილერია დღე და ღამე სცემდა ბეტონის ყუთებს მძიმე ჰაუბიცების ჭურვებს, ცალკეულ დღეებში ფინურ სიმაგრეებს 230 ათასამდე ჭურვი ატყდებოდა თავზე. ტყვიამფრქვევის ცეცხლისათვის მოუწყვლად ტანკებს მოჯავშნული ციგებით მიჰყავდათ დოტების კედლებთან მესანგრეები და მიჰქონდათ ფუგასური მუხტები. ძალებსა და საშუალებებში ასეთი უთანასწორობისას „მანერჰაიმის ხაზს“ თუნდაც ერთ კვირას მაინც რომ გაეძლო, ამისთვის უკვე უდიდესი მიღწევა უნდა გვეწოდებინა. უფრო მეტის იმედი ომის წინ თავად მარშალ მანერჰაიმსაც კი არ ჰქონია. ვ. ტანნერი თავის მემუარებში ასე გადმოგვცემს მის აზრს, გამოთქმულს 1939 წ. ოქტომბერში, მოსკოვის მოლაპარაკებათა დაწყების წინ: „ფინეთს თვით თეორიულადაც კი არ შეეძლო ომის წარმოება: არმიის შეიარაღება იყო არასაკმარისი და მოძველებული, საბრძოლო მასალები საომარ მოქმედებათა სულ დიდი ორი კვირის მანძილზე თუ გვეყოფოდა“ [23]. ფინელები კი მოჯავშნული ურდოს შემოტევას მთელ სამ თვეს აკავებდნენ! აი ამ სასწაულისათვის სავსებით შეიძლება გამოვიყენოთ ვ. სუვოროვის სიტყვები შესახებ „ბრწყინვალე გამარჯვებისა, რომლის ტოლიც არ არის მთელ წინამორბედ და მთელ შემდგომ ისტორიაში...“
და მაინც მთავარი სასწაული 1940 წ. 12 მარტის გვიან საღამოს მოხდა. ამ მომენტისათვის ფინური არმიის საერთო დანაკარგებმა (მოკლულებითა და დაჭრილებით) 68 ათას ადამიანს გადააჭარბეს, ე. ი. მოქმედი არმიის თავდაპირველი რიცხოვნების დაახლოებით 40 %-ს შეადგენდნენ [22]. მწყობრში დარჩენილები იყვნენ უკიდურესად მოქანცულნი გაუჩერებელი ბრძოლებისაგან შეცვლისა და დასვენების შესაძლებლობათა გარეშე. ფინური არმიის უკანდახევა ვიბორგისაკენ (კარელიის ყელის „სამკუთხედის“ წვერიდან მისი ფუძისაკენ) ნიშნავდა ფრონტის სიგრძის მრავალჯერად გადიდებას, რომლის შენარჩუნებაც უხდებოდათ ძალებით, რომლებიც თვალსა და ხელს შუა დნებოდა. მხარეთა ძალების თანაფარდობა კარელიის ყელზე მარტის დასაწყისში იყო ასეთი: 6,5 / 1 პირად შემადგენლობაში, 14 / 1 არტილერიაში, 20 / 1 ავიაციაში [33]. მაგრამ თვით ეს წარმოსახვისათვის გამაოგნებელი ციფრებიც კი ვერ ასახავს მთელ უიმედობას სიტუაციისა, რომელშიც ფინეთი იმყოფებოდა: წითელი არმიის სარდლობას რეზერვში ჰყავდა ასეულობით ათასი ჯარისკაცი, მრავალი ათასი ტანკი და თვითმფრინავი, და მას შეეძლო განუწყვეტლივ გაეზარდა თავისი დაჯგუფების რიცხოვნება თვით ნებისმიერ საჭირო დონემდეც კი, იმ დროს როცა მანერჰაიმს ცუდად განსწავლული რეზერვისტების უკანასკნელი 14 ბატალიონიღა რჩებოდა [22]. სწორედ ასეთი იყო ვითარება ფრონტზე იმ დროს, როცა 1940 წ. 8 მარტს მოსკოვში დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებიც 13 მარტის გათენების ღამეს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა, რომლის შესაბამისადაც საბრძოლო მოქმედებები 13 მარტს, დღის 12 საათზე წყდებოდა.
საბოლოოდ სტალინურმა ხელმძღვანელობამ მოასწრო ჩაედინა კიდევ ერთი ბოროტმოქმედება საბჭოთა და ფინელი ხალხების წინააღმდეგ. სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებით ქალაქი ვიიპური (ვიბორგი) საბჭოთა კავშირთან გადადიოდა. მიუხედავად ამისა 12 მარტის გვიან საღამოს მე-7 არმიის მე-7 და 95-ე მსროლელი დივიზიების ნაწილებმა მიიღეს ბრძანება ქალაქი იერიშით აეღოთ. ვერავინ წითელი მეთაურებისგან, რომლებსაც „37 წლის შემაძრწუნებელი სკოლა“ ჰქონდათ გავლილი, ვერ გაბედა ამ უგუნურებას წინ აღსდგომოდა. მასობრივი და ყოველგვარ სამხედრო (და ნებისმიერ სხვა) აზრს მოკლებული მკვლელობა საბჭოთა და ფინელი ჯარისკაცებისა, ვიბორგის მშვიდობიანი მაცხოვრებლებისა ხელშეკრულების მიერ დადგენილი ცეცხლის შეწყვეტის ვადის თვით უკანასკნელ მომენტამდეც კი გრძელდებოდა. და მაინც ვერ მოახერხეს მთლიანად „დაუფლებოდნენ“ ქალაქს, რომელიც ფორმალურ-იურიდიულად უკვე საბჭოთა გახდა. დღის 12 საათზე ფინეთის რადიოთი საგარეო საქმეთა მინისტრი ვ. ტანნერი გამოვიდა და მოქალაქეებს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შესახებ აცნობა. 15 საათსა და 30 წუთზე ფინურმა ჯარებმა ვიბორგის ციხესიმაგრისა და სადგურის შენობებიდან სახელმწიფო დროშები დაუშვეს და ქალაქი ორგანიზებულად დატოვეს. ომი დასრულდა.
თავი 1.4
რატომ შეიწყალა სტალინმა ფინეთი
ომი დასრულდა. გაწამებული, მომაკვდინებლად დაღლილი ადამიანები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ ირწმუნეს ბოლომდე ის, რომ სწორედ მათ გაუღიმათ ბედმა ცოცხლები დარჩენილიყვნენ, ტყეებიდან, ბლინდაჟებიდან და სანგრებიდან გამოდიოდნენ. ფხიზელი „ორგანოები“ იძულებული იყვნენ სტიქიური დაძმობილების შემთხვევები დაეფიქსირებინათ. ხოლო შემდეგ კი ყოფილი ფრონტის ორივე მხარეს სასტიკი დაპირისპირების შედეგების გააზრების არცთუ იოლი პროცესი დაიწყო.
1940 წ. 14 მარტს 72 წლის მარშალმა მანნერჰაიმმა ხელი მოაწერა „ზამთრის ომის“ თავის უკანასკნელ ბრძანებას:
„ფინეთის სახელოვანი არმიის ჯარისკაცებო!
ჩვენს ქვეყანასა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებულია მკაცრი ზავი, რომელმაც საბჭოთა კავშირს გადასცა თითქმის ყოველი ბრძოლის ველი, რომელზედაც თქვენ ღვრიდით თქვენს სისხლს ყოველივე იმისათვის, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასი და წმინდაა. თქვენ არ გინდოდათ ომი, თქვენ გიყვარდათ მშვიდობა, მუშაობა და პროგრესი, მაგრამ თქვენ გაიძულეს გებრძოლათ, და თქვენ შეასრულეთ უზარმაზარი სამუშაო, რომელიც ისტორიის მატიანეში ოქროს ასოებით იქნება ჩაწერილი...
ჯარისკაცებო! მე ბევრ ველზე მიბრძოლია, მაგრამ ჯერ არ მინახავს მეომრები, რომლებიც შეძლებდნენ თქვენთან შედარებას.
მე თქვენით ისე ვამაყობ, როგორც თქვენ რომ ჩემი შვილები ყოფილიყავით... მე ერთნაირად ვამაყობ იმ მსხვერპლით, რომელიც სამშობლოს საკურთხეველზე მიიტანეს უბრალო ჭაბუკმა გლეხის ქოხიდან, ქარხნის მუშამ და მდიდარმა ადამიანმა...“ [22, გვ. 306].
დაუფარავი სიამაყით წერს მანერჰაიმი თავის მემუარებში, რომ ეს ბრძანება „გადასცეს რადიოთი და ქვეყნის ყველა ეკლესიის კედლებზეც გამოაკრეს“.
მარშალ ვოროშილოვს თავისი მებრძოლებისა და მეთაურებისათვის მსგავსი არაფერი უთქვამს. და ეს არა მარტო იმიტომ, რომ სტალინის მიერ „დაწინაურებულსა“ და მცირედ განათლებულს ლიტერატურული ნიჭი არ გააჩნდა... მიუხედავად ამისა პროპაგანდისტული მანქანა განაგრძობდა მუშაობას და გაჭინთული ჭრიალით შტამპავდა ახალ „სიმართლეებს“. „ბატონ კუუსინენის სახალხო მთავრობის“ შესახებ, „შვედეთთან საზღვარზე არ გადახვიდეთ“-ის შესახებ, „ჰელსინკიში პრეზიდენტის სასახლის თავზე წითელი დროშის“ შესახებ დროებით დაივიწყეს. აღმოჩნდა, ომი წარმოებდა იმის გამო, რომ „თეთრფინელებს, იმედოვნებდნენ რა თავიანთ სიმაგრეებზე, უნდოდათ საბჭოთა კავშირი ურალამდე წაეღოთ, მაგრამ წითელმა არმიამ მთელი მათი სიმაგრეები დაანგრია, და ისინიც, ხედავდნენ რა თავიანთ დაღუპვას, მოვიდნენ თხოვნით სსრკ-თან ზავის დადების შესახებ“. ეს სიტყვები „წითელარმიელთა ძირითადი მასის ჯანსაღი გამონათქვამების“ დამახასიათებელი მაგალითის სახით მოჰყავდა თავის მოხსენებაში 1940 წ. 18 მარტს ლენინგრადის სამხედრო ოკრუგში შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს საგანგებო განყოფილების უფროსს სახელმწიფო უშიშროების მაიორს სიდნევს [78].
წითელი არმიის აღალების კვალდაკვალ მოძრაობდნენ ხშირი ჯოგები „ადამიანთა სულების ინჟინრებისა“, ე. ი. პარტიული ჟურნალისტების და მწერლებისა, რომლებიც იჩქაროდნენ საბჭოთა ხელისუფლების ახალი წარმატებები განედიდებინათ:
„...მჩხიბავობის (мракобесие) სახელგანთქმულმა ცენტრმა, ვალაამის მონასტერმა შეწყვიტა თავისი არსებობა... სამონასტრო არქივის დოკუმენტები დამაჯერებლად გვიჩვენებენ, რომ მონასტრის საქმიანობა უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად გადაიქცა იმ ღონისძიებათა კომპლექსში, რომლებსაც მიმართავდნენ სხვადასხვა ქვეყნის იმპერიალისტები სსრკ-ზე თავდასხმისათვის პლაცდარმის შესაქმნელად... წითელი არმიის წარმომადგენლებმა ფერისცვალების ტაძრის სამრეკლოზე წითელი დროშა გამოჰკიდეს. აუდიტორიაში, სადაც ასეულობით წლებში მხოლოდ შავი ანაფორით შემოსილთა საზიზღარი (гнусные) სიტყვები გაისმოდა, სრული ხმით აჟღერდა ადამიანური სიტყვა – ბრიგადის კომისარმა კადიშევმა წაიკითხა წითელარმიელთა წინაშე მოხსენება საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ...
...ჩვენ შევდივართ დიდ სამსართულიან შენობაში, რომლის სახურავზეც ბრწყინავს ასოები „კინო“. აქ თავის დროზე თეთრგვარდიელები ახდენდნენ ანტისაბჭოთა ფილმების დემონსტრირებას, და ფოიეში კი აწყობდნენ მიტინგებს, მოუწოდებდნენ რა ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ ლენინგრადსა და ურალზე... ქუჩაზე, რომელიც ცენტრალურ პროსპექტს უერთდება, რუსული ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. აქ იკრიბებოდა ასე ვთქვათ კითხვის მოყვარულთა წრე, სადაც ლპობაში ჩაფლული თეთრგვარდიელობა ანტისაბჭოთა საუბრებითა და გაზინზლული წიგნების კითხვით თავის სულისკვეთებას იმაღლებდა...“ [112].
სამწუხაროდ, „ლპობაში ჩაფლული თეთრგვარდიელობის“ სული ვერანაირად ბოლომდე ვერ განქარდებოდა. ზემოთ მოხსენიებული სახელმწიფო უშიშროების მაიორი სიდნევი იძულებული იყო თავის მოხსენებაში აღენიშნა „პროვოკაციული და დამარცხებისაკენ მიდრეკილი ხასიათის მქონე გამოხტომები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი ცალკეული მებრძოლებისა და მეთაურების მხრიდან“. ამხ. სიდნევის მიერ მოყვანილი მაგალითებიდან გამოდის, რომ, უსასტიკესი ტერორისა და განუწყვეტელი სააგიტაციო ჭახჭახის მიუხედავად, გადატანილისა და ნანახის ადექვატურად აღქმის უნარი სულაც არა ყოველმა საბჭოთა ადამიანმა დაკარგა:
„– რამდენი ადამიანი დაიღუპა, და ჩვენ მოგვცემენ მხოლოდ ჭაობებს. ჩვენ ხომ ყველა ქვეყანა დაგვცინებს, იმიტომ რომ ვერ შევძელით თვით პატარა სახელმწიფოც კი დაგვემარცხებინა...
– კარგია, რომ დავდეთ სამშვიდობო ხელშეკრულება ფინეთთან, თორემ თეთრფინელები წითელი არმიის ნახევარს დაასამარებდნენ...
– ჩვენმა გენერლებმა, მიუხედავად იმისა, რომ 13 მარტის დილიდან იყო ცნობილი, რომ ზავი დადებულია, მაინც დაიწყეს არტმომზადება და შეტევა... ვიბორგის იერიში – ეს არის დემონსტრაცია ჩვენი გენერლების სურვილისა შესწირონ ზედმეტი მსხვერპლი...
– მთელი ომი ფინეთთან იმაზე იქნა დაყვანილი, რომ სსრკ-მ მიწის ერთი ნაჭერი შემოიერთა და ასეულობით ათასი მსხვერპლი განიცადა...“
და რაც სრულიად არ მოეწონა ამხ. სიდნევს – ბრძოლის ცეცხლში და თოვლიანი ქარიშხლის დამაბრმავებელ საბურველში წითელარმიელებმა მაინც მოასწრეს სხვა ცხოვრების ერთი ნაჭრისათვის შეეხედათ: „თეთრფინელები ჩვენზე უფრო კარგად ცხოვრობენ, მათ ყველას კარგი სახლები აქვთ, ჩვენს კოლმეურნეებს კი არავის ასეთი სახლი არ გააჩნია, თვით აბანოც კი ფინელებში ბევრად უფრო კულტურული და უკეთესია, ვიდრე კოლმეურნის სახლი“ [78].
ერთი სიტყვით, 13-ე არმიის სარდალს კომკორ გრენდალს ჰქონდა ყველა საფუძველი შეწუხებულიყო იმის გამო, რომ „ჩვენი მებრძოლის პოლიტიკური აღზრდა გვაიძულებდა ბევრად უფრო უკეთესი გვესურვა. გვიწევდა გვეკითხა საგანგებო ორგანოების ცნობები, და ვავლენდით ნაძირლების მასას, კონტრრევოლუციური ხასიათის ცალკეულ მომენტებს... ჩვენს მებრძოლზე უნდა კიდევ ვიმუშაოთ როგორც საჭიროა. საბჭოთა ხელისუფლების არსებობის 22 წელმა ზოგიერთს ტვინი ჯერ კიდევ ვერ გამოუსწორა“ [20].
„ტვინთა გამოსწორების“ გადაუდებელი ამოცანები და გეგმები განიხილებოდა თათბირზე იდეოლოგიური მუშაობის საკითხებში წითელ არმიაში, რომელიც შედგა 1940 წ. 13 მაისს. იქ მთავარი პოლიტიკური სამმართველოს უფროსმა (და თანამდებობით თავდაცვის სახკომის მოადგილემ) ამხ. მეხლისმა სრულიად აღტაცების მომგვრელი ფრაზა წარმოთქვა: „სინამდვილესთან შეჯახება განამაგნიტებს ჩვენს მებრძოლსა და მეთაურს, რომლებიც მიეჩვივნენ განიხილავდნენ საზღვარგარეთის ქვეყნების მოსახლეობას საერთო, ზედაპირული თვალსაწიერიდან“ [80]. მართალია, სავსებით გასაგები არ არის: სად და როდის მიეჩვივნენ „მებრძოლები და მეთაურები“ (თავიანთ ძირითად მასაში – უპარტიო კოლმეურნეები, რომლებსაც არ ჰქონდათ არც უფლება, არც შესაძლებლობა მეზობელ ქალაქში გადასახლებულიყვნენ) განეხილათ „მოსახლეობა საზღვარგარეთის ქვეყნებისა“? და მეხლისის უწყების წინასწარ განზრახული ცრუ მოსაზრებანი „უნუგეშო სიღარიბისა და მხეცური ექსპლუატაციის“ შესახებ მხოლოდ „ზედაპირულ“ თვალსაზრისად უნდა ითვლებოდეს?
1940 წ. 29 მარტს „მიმდინარე მომენტის“ ოფიციალური შეფასება მისცა მთავრობის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა სახკომმა ვ. მ. მოლოტოვმა, სსრკ უმაღლესი საბჭოს სესიაზე გამოსვლისას:
„ცნობილია, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გერმანიის მიერ გამოხატული მისწრაფება მშვიდობისაკენ იქნა უარყოფილი ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობათა მიერ... პოლონეთის წინაშე თავიანთ ვალდებულებათა შესრულების საბაბით მათ გამოუცხადეს ომი გერმანიას. ახლა განსაკუთრებით ნათლად ჩანს, თუ რამდენად შორსაა ამ დერჟავების მთავრობათა ნამდვილი მიზნები დაშლილი პოლონეთის ან ჩეხოსლოვაკიის ინტერესებისაგან. ეს ჩანს უკვე იქიდან, რომ ინგლისისა და გერმანიის მთავრობებმა თავიანთ მიზნებად გამოაცხადეს გერმანიის განადგურება და დანაწევრება... რამდენადაც საბჭოთა კავშირმა არ მოისურვა გამხდარიყო ინგლისისა და საფრანგეთის დამხმარე გერმანიის წინააღმდეგ ამ იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებაში, მათი პოზიციების მტრობა საბჭოთა კავშირთან მიმართებაში კიდევ უფრო გაძლიერდა, თვალსაჩინოდ მოწმობს რა იმას, თუ რამდენად ღრმაა კლასობრივი ფესვები იმპერიალისტების მტრული პოლიტიკისა საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ“ [73].
ფესვები, ნამდვილად, ძალზედ ღრმა იყო. იმდენად ღრმა, რომ ყველა ომისშემდგომ საბჭოთა სახელმძღვანელოში პირდაპირ საწინააღმდეგო ბრალდებებს დასავლური დერჟავების მისამართით – ბრალდებებს იმაში, რომ ისინი არასაკმარისად აქტიურად უპირისპირდებოდნენ „გერმანიის მისწრაფებას მშვიდობისაკენ“, მიატოვეს პოლონეთი ბედის ანაბარა და პასიურ „უცნაურ ომს“ აწარმოებდნენ – ასევე ასაბუთებდნენ მითითებებით მსოფლიო ბურჟუაზიის კლასობრივ მტრობაზე „მუშათა და გლეხთა პირველი სახელმწიფოსადმი“.
გამოლანძღა რა თავისი მომავალი მოკავშირეები ანტიჰიტლერულ კოალიციაში, აგრეთვე მოახსენა რა შეკრებილ მწყემსებსა და მწველავებს აგრესიის ყოველ ახალ აქტთან ერთად ჰიტლერთან გაძლიერებადი მეგობრობის თაობაზე („ახალი, კარგი საბჭოთა-გერმანული ურთიერთობები იქნა შემოწმებული გამოცდილებით ყოფილ პოლონეთში მოვლენებთან დაკავშირებით და საკმარისად დაგვანახეს მათი სიმტკიცე“), მოლოტოვი საბოლოოდ ფინეთის ომის შედეგების შეჯამებაზე გადავიდა:
„ფინეთის სახალხო მთავრობამ გამოთქვა იმის მომხრედ, რომ სისხლისღვრის თავიდან აცილებისა და ფინელი ხალხის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით საჭირო იყო წავსულიყავით მომხრედ წინადადებისა ომის დასრულების შესახებ. მაშინ ჩვენს მიერ იქნა მიღებული (ასეა ტექსტში, უკეთესი იქნებოდა გამოეყენებინათ სიტყვები „გამომუშავებული“, „ჩამოყალიბებული“) პირობები, რომლებიც მალევე იქნა მიღებული ფინეთის მთავრობის მიერ... მალევე შედგა შეთანხმება სსრკ-სა და ფინეთს შორის. ამასთან დაკავშირებით დადგა საკითხი სახალხო მთავრობის თვითდაშლის შესახებ, რაც იქნა კიდეც მის მიერ განხორციელებული... ამრიგად, მიზანი, რომელიც ჩვენ დავისახეთ, იქნა მიღწეული, და ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ სრული კმაყოფილება ხელშეკრულებით ფინეთთან“ [73].
საგაზეთო ანგარიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოლოტოვის უკანასკნელ სიტყვებს შეკრებილნი მქუხარე ტაშით შეხვდნენ.
და მართლაც – რა არის მაინც უკეთესი? ყველაფერი მოხდა მხოლოდ ხალხის ფართო მასების სურვილების შესაბამისად. თავიდან კაპიტალისტური ექსპლუატაციის ჯოჯოხეთიდან აღმდგარმა ფინეთის მშრომელებმა მოისურვეს დაემხოთ „სისხლიანი მასხარებისა“ და „თეთრფინური მანერჰაიმისეული ბანდიტების“ მთავრობა. გეთაყვათ – ძმურმა საბჭოთა კავშირმა გაგზავნა მათ დასახმარებლად მილიონიანი არმია და დააყარა ფინურ ქალაქებს 55 ათასი ფუგასური ავიაბომბი. შემდეგ „სახალხო მთავრობამ“ გადაწყვიტა საკუთარი სიმღერისთვის ყელზე ფეხი დაებიჯებინა და მოახდინა თვითლიკვიდაცია. ჩინებულია, რამდენადაც არანაირი სხვა მიზნები, გარდა იმისა, რომ ბატონ „კუუსინენს“ ყველაფერში დახმარებოდა, საბჭოთა ხელმძღვანელობას არც არასოდეს ჰქონია, იგი მზადყოფნით წავიდა მშრომელთა ახალი სურვილების მომხრედ და ომიც შეწყვიტა.
სასაცილოა, მაგრამ არანაირი გონივრული ახსნა ომის შეწყვეტისა არ ყოფილა ოფიციალურად დასახელებული თვით თავად საბჭოთა კავშირის თვითდაშლამდეც კი 1991 წლის დეკემბერში. იმედი მაქვს, მკითხველი გვაპატიებს იმის გამო, რომ ჩვენ არ მივაკუთვნებთ „ლენინგრადის უსაფრთხოების განმტკიცებას“ (რომელი „განმტკიცებაც“ ვითომდა იქნა მიღწეული სიმაგრეთა იმ ზოლის დანგრევის შემდეგ, რომლებიც ფინეთს სსრკ-გან ჰყოფდნენ) ომის მოულოდნელად შეწყვეტის მიზეზებს შორის...
ომის მთავარ შედეგებს აჯამებდნენ, რა თქმა უნდა, არა უმაღლეს საბჭოში, არამედ სულ სხვა კაბინეტებში. 1940 წ. 14-დან 17 აპრილის ჩათვლით სკპ(ბ) ცეკაში ჩატარდა წითელი არმიის საუფროსო შემადგენლობის თათბირი, მიძღვნილი ფინური ომის საბრძოლო მოქმედებათა ანალიზისადმი. თათბირში მიიღო მონაწილეობა ქვეყნის პრაქტიკულად მთელმა უმაღლესმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ (სტალინმა, მოლოტოვმა, თავდაცვის სახკომმა ვოროშილოვმა, სახკომის მოადგილეებმა კულიკმა და მეხლისმა, გენშტაბის უფროსმა შაპოშნიკოვმა, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა პროსკუროვმა) და რამდენიმე ათეულმა მეთაურმა წოდებებით მაიორიდან მე-2 რანგის კომანდარმამდე (გენერალ-პოლკოვნიკი).
თათბირის მონაწილეთა გამოსვლების სტენოგრამები იქნა განსაიდუმლოებული და გამოქვეყნებული 90-იანი წლების ბოლოში [20]. ამ დოკუმენტების შესწავლა გვაიძულებს გადავხედოთ ბევრ დამკვიდრებულ სტერეოტიპს. ფართოდ გავრცელებული შეცდომის მიუხედავად სტალინი სულაც არ ყოფილა დათრგუნული, გაოგნებული ან თუნდაც უბრალოდ გულდაწყვეტილი თავისი არმიის ბრძოლისუნარიანობის დონით. სულ მცირე სწორედ ასეთი მოქცევის ხაზი, განხილვის ასეთი ხასიათი მისცა მან მაღალ კრებას. მიუხედავად იმისა რომ თათბირის ბევრი მონაწილე ლაპარაკობდა ავად შესახედავი და თვით ტრაგიკული ფაქტების თაობაზე, მოჰყავდათ მღაღადებელი მოუწესრიგებლობის, ვერორგანიზებულობის, სუსტი და უწიგნური მართვის ფაქტები ყველა დონეზე, ამხანაგი სტალინი სავსებით კეთილმოსურნედ იყო განწყობილი. იგი მამობრივად ჰკიცხავდა დამნაშავეებს, აქებდა მთლიანობაში წითელ არმიას, არ ივიწყებდა რა იმას, რომ რბილად მიეთითებინა ცალკეულ ნაკლოვანებებზე, ხალისიანად და ბევრს ხუმრობდა. ვითარება განსაკუთრებით ოჯახური გახლდათ – მკაცრი მამის შეხვედრა საყვარელ და მოყვარულ ვაჟიშვილებთან. საერთო განწყობა ძნელია გადმოვცეთ მოკლე სიტყვებით, ამიტომ ჩვენც იძულებული ვართ შევთავაზოთ მკითხველს ვრცელი ციტატები:
კურდჲუმოვი. მე აქ მოგახსენებთ სრული პასუხისმგებლობით იმის შესახებ, რომ ომის წარმოება 40-გრადუსიან ყინვაში ბოთინკებში, არა დახეულში, და კარგ ჩექმებში არ შეიძლება, იმიტომ რომ რამდენიმე დღის შემდეგ გვეყოლება 50 % მოყინულები... აქ ფიზიოლოგიის კანონია, მე-5 დღეს გამოდის ისეთი გადაციება, რომ არყისა და ღორის ქონის მიღებისგან დამოუკიდებლად – ორგანიზმის წინააღმდეგობა იწყებს შემცირებას.
სტალინი. ამხანაგ კურდჲუმოვისა.
სტალინი. თქვენ გყავთ ერთი აგენტი ინგლისში, რა გვარია, ჩჲორნიჲ, ვინ არის?
პროსკუროვი. იგი უკვე აქაა, ეს აგენტი არ არის, არამედ სამხედრო-საჰაერო ატაშეა, კომბრიგი ჩჲორნიჲ.
სტალინი. იგი გვწერდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იქნება ავიაციის დიდი თავდასხმა ბაქოს ნავთობსარეწებზე. რამდენიმე დღის შემდგ გვწერდა, რომ დაწვრილებით ამბებს შეგვატყობინებს. გავიდა ექვსი დღე, გავიდა ორი-სამი კვირა, დამატებები კი არაფერია.
პროსკუროვი. იგი ჩამოვიდა და არაფრის მოხსენება აღარ შეეძლო.
სტალინი. და ეს ჩჲორნიჲ ის ადამიანია, რომლისაც თქვენ გჯერათ... თქვენ მეკამათებით, რომ იგი პატიოსანი ადამიანია. მე ვამბობ, რომ პატიოსანი ადამიანია, მაგრამ სულელი. (სიცილი.)
ობორინი. ახლა დაზვერვის შესახებ. მე გარკვეულ პრეტენზიას წავუყენებ დაზვერვას. უნდა ითქვას, რომ ჩვენში აგენტურული დაზვერვა არ არსებობდა.
სტალინი. ის არ არის. არის კი ის? არსებობს კი? უნდა არსებობდეს კი ის?
ობორინი. ჩემი აზრით უნდა არსებობდეს. და ჩვენში კი? ფინეთი ერთი ხელის გაწვდენაზეა, და რას აკეთებს იგი, ჩვენ არ ვიცოდით. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ბევრი ფული იხარჯება. მართალია?
სტალინი. სამი-ოთხი ტურისტი გავგზავნოთ, და ყველაფერს გააკეთებენ.
ობორინი. თუმცა კი მე ცუდი მზვერავი ვარ, მაგრამ ჩემთვის რომ იქ მივლინება მოეცათ, მე ყველაფერს კარგად ვნახავდი. (სიცილი.)
ჩიუკოვი. გუსევსკისთან (მე-9 არმიის 54-ე დივიზიის მეთაური) რომ გაგვეღწია არანაირი შესაძლებლობა არ ყოფილა, რათა იგი შეგვემოწმებინა, ის კი იტყუებოდა... გუსევსკის თავისი პანიკური ტელეგრამებით შეცდომაში შევყავდით...
სტალინი. თითოეული, ვინც ალყაში ჩავარდა, გმირად ითვლება.
ჩუიკოვი. მიღწევა ვერ მოვახერხეთ.
სტალინი. გამოღწევა არ უნდოდათ... ალყაშემორტყმულთა გარშემო წრე ვიწროვდება, და თითოეულ წერტილს ესვრიან, და თითოეული ფინელი, თათარი, ჩინელი გამიზვნაში გაიწაფება, თუ დიდხანს იჯდება... ეს იმას ნიშნავს, რომ გუსევსკის გმირად არ უნდა მივიჩნევდეთ?
ჩიუკოვი. არა.
სტალინი. ღმერთს დიდება.
ჩუიკოვი. მე-9 ფინურმა დივიზიამ, რომელმაც 54-ეს შემოარტყა ალყა, დიდი დანაკარგები განიცადა. მასში 40 წელზე უფროსი მოხუცებისა და ქალების გარდა, არაფერი არ დარჩენილა.
სტალინი. მაგრამ მაინც თქვენ იყავით ალყაშემორტმული, და არა მოხუცები...
ზაპოროჟეცი. ბევრი იყვნენ ვინც თვითონ დაიჭრა თავი და დეზერტირობდა.
სტალინი. იყვნენ დეზერტირები?
ზაპოროჟეცი. ბევრი. (შინსახკომის საგანგებო განყოფილებათა ცნობებით 1940 წ. 25 იანვრიდან ომის ბოლომდე 3644 დეზერტირი იქნა დაკავებული – მ. ს.)
სტალინი. თავიანთ სოფლებში მიდიოდნენ თუ ზურგში იყვნენ ჩამსხდარი?
ზაპოროჟეცი. იყო ორი კატეგორია. ერთი ნაწილი – სოფელში გარბოდა, შემდეგ იქიდან წერილებს იწერებოდა... მე ვთვლი, რომ აქ ადგილობრივი ორგანოები ცუდად ებრძოდნენ. მეორე – აღალის, სანგრების იქით აღარ გარბოდა, სამზარეულომდე. ასეთი რამდენიმე ადამიანი დახვრიტეს... როცა შინსახკომის გადამღობი რაზმი გამოჩნდა, ის ჩვენ ძალიან დაგვეხმარა... აი იყო ასეთი შემთხვევა 143-ე პოლკში. დღის განმავლობაში პოლკი ბრძოლას აწარმოებდა, საღამოსკენ კი ამ პოლკში 105 თვითდაჭრა აღმოჩნდა. ერთ პოლკში 105 ადამიანმა თვითონ დაიჭრა თავი.
სტალინი. მარცხენა ხელში ისვრიან?
ზაპოროჟეცი. ისვრიან ან მარცხენა ხელში, ან თითში, ან ფეხის რბილ ადგილში, არც ერთი საკუთარ თავს არ ისახიჩრებს.
სტალინი. სულელები არ არიან. (სიცილი.)
შტერნი. ცოდვას ნუ დავმალავთ, ამხანაგებო, ჩვენ ამ ომში ბრწყინვალედ არ ვიწყებდით. და ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ შედარებით სწრაფ, უძნელეს პირობებში, ისტორიულ გამარჯვებას ფინელებზე, ამას უნდა ვუმადლოდეთ უწინარეს ყოვლისა იმას, რომ ამხ. სტალინმა თვითონ უშუალოდ მოჰკიდა ხელი ომის ხელმძღვანელობის საქმეს, ყველაფერი ჩააყენა ქვეყანაში გამარჯვების სამსახურში. და „სამოქალაქო ადამიანმა“, როგორც ხშირად უწოდებს თავს ამხ. სტალინი, დაგვიწყო უწინარეს ყოვლისა წესრიგის, ოპერაციათა წარმოების, ქვეითი ჯარის, არტილერიის, ავიაციის, ზურგის მუშაობის, ჯარების ორგანიზაციის სწავლება.
სტალინი. პირდაპირ საოცარი, ბედნიერი ადამიანი ვარ! და როგორ შევძლებდი ყველაფერ ამის გაკეთებას მარტო მე? ავიაციაც, არტილერიაც...
შტერნი. ამხ. სტალინ, მარტო თქვენ, თქვენი ავტორიტეტით ქვეყანაში, შეგეძლოთ ასე უჩვეულოდ სწრაფად ჩაგეყენებინათ ყველაფერი გამარჯვების სამსახურში და ჩააყენეთ კიდეც, და ჩვენ ყველანი შეგვმართეთ და საუკეთესო ძალებიც გაგზავნეთ, რათა ამ გამარჯვებისათვის უფრო სწრაფად მიგვეღწია...
განსაკუთრებული გამოცოცხლება, ადგილიდან შეკითხვებისა და შენიშვნების მასა გამოიწვია მგწა-ის მომარაგების სამმართველოს უფროსის ამხანაგ ხრულჲოვის გამოსვლამ. სტალინმა კეთილმოსურნედ გაამხნევა იგი: „თქვენ ნუ გაცხარდებით, ისინი თქვენ დაგაბნევენ, თავზე დაგესხმებიან, უფრო მყარად იდექით“, – შემდეგ კი თვითონ დაიწყო კითხვების დასმა.
სტალინი. როგორა გამხმარი თევზი.
ხრულჲოვი. ახლა მოგახსენებთ.
სტალინი. როგორაა შებოლილი ძეხვი?
ხრულჲოვი. მოგახსენებთ. ნება მომეცით მოგახსენოთ იმ რაოდენობათა შესახებ, რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ...
სტალინი. არაყზე არაფერი გითქვამთ.
ხრულჲოვი. არაყზე მათ ჩემზე უკეთ იციან, იმიტომ რომ ისინი სვამდნენ, მე კი არ დამილევია.
ყველაზე უფრო მკვეთრი შეფასებების მოსმენა 15-ე არმიის სარდალს კოვალჲოვს მოუხდა. ძნელად თუ იქნებოდა სწორედ ის ყველაზე უფრო ბრალეული (მე-2 რანგის კომანდარმი კლოვალჲოვი ფინეთის ომის ფრონტზე 3 იანვარს მოვიდა, 15-ე არმიის სარდლობას 12 თებერვალს შეუდგა, როცა 18-ე და 168-ე მსროლელი დივიზიების, 34-ე სატანკო ბრიგადის ალყაში მოქცევა უკვე შემდგარი ფაქტი იყო), მაგრამ უკვე ისე გამოვიდა – სტალინი მას ძალზედ ხისტად ელაპარაკებოდა. თათბირის მთელ დროში ამ ყველაზე უფრო ხისტი ლაპარაკის დასკვნა კი გარდაქმნის აუცილებლობამდე იქნა დაყვანილი.
სტალინი. ამხ. კოვალჲოვ, თქვენ შესანიშნავი ადამიანი ხართ, სამოქალაქო ომის ერთ-ერთი უიშვიათესი მეთაური, მაგრამ ვერ გარდაიქმენით თანამედროვე სახით. ჩემი აზრით, პირველი დასკვნა და ძმური რჩევაა – გარდაიქმნათ. თქვენ ყველაზე უფრო მეტად დაიგვიანეთ ამ გარდაქმნაში. ყველა ჩვენი მეთაური, რომელსაც ჰქონდა სამოქალაქო ომში გამოცდილება, გარდაიქმნა. ფროლოვი კარგად გარდაიქმნა, ხოლო თქვენ და ჩუიკოვს კი არანაირად არ შეგიძლიათ გარდაიქმნათ. ეს პირველი დასკვნაა. თქვენ ნიჭიერი ადამიანი ხართ, მამაცი, საქმე იცით, მაგრამ ძველებურად კი ომობთ, როცა არტილერია არ იყო, ავიაცია არ იყო, ტანკები არ იყო, მაშინ ადამიანებს უშვებდნენ და ისინიც იღებდნენ. ეს ძველი მეთოდია. თქვენ ნიჭიერი ადამიანი ხართ, მაგრამ რაღაცნაირი ფარული თავმოყვარეობა გაქვთ, რაც ხელს გიშლით იმაში რომ გარდაიქმნათ. აღიარეთ თქვენი ნაკლოვანებები და გარდაიქმენით, მაშინ წავა საქმე.
კოვალჲოვი. არის, ამხ. სტალინ.
მხარეთა ძალების თანაფარდობის შესახებ ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე თათბირის მონაწილეები ცდილობდნენ არ ელაპარაკათ. გენერალური შტაბის უფროსმა, რომელსაც არ შეეძლო ამაზე არ ელაპარაკა, მისცა ასეთი შეფასება: „მე ვთვლი, რომ ის აღმატებულობა ძალებისა, რომელიც ჩვენს მიერ იყო ფრონტზე თავმოყრილი, სრულიად სწორი გახლდათ სტრატეგიული და ტაქტიკური მიმართებით“. პრაქტიკულად ერთადერთი, ვინც წითელი არმიის უზარმაზარი დანაკარგების შესახებ გაიხსენა, გახლდათ თავდაცვის სახკომის მოადგილე, მთავარი საარტილერიო სამმართველოს უფროსი, მომავალი მარშალი კულიკი. მართალია, ამ დროს მან დაღუპულთა რიცხვი სამჯერ შეამცირა: „ის გამოცდილება, ის სისხლი, ჩვენი 50 ათასი ამხანაგის მიერ დაღვრილი, ყოფილი საუკეთესო მებრძოლებისა, უნდა გამოვიყენოთ და არა ვიტრაბახოთ, აქ კი ტრაბახის ფორმა იყო. ყველაფერი ისე კარგად არ იყო, ამხანაგებო, სინამდვილეში, როგორც თქვენ აქ ხატავდით...“ უკანასკნელ სხდომაზე, 17 აპრილის საღამოს, დასკვნითი სიტყვით თვითონ პ ა ტ რ ო ნ ი გამოვიდა. და სწორედ მან ისეთი „კარგი სურათი“ დახატა, რომლამდე მიღწევა ვერც ერთმა ადრე გამოსულმა ამხანაგმა თავის ტრაბახში ვერც კი გაბედა.
სტალინმა იქიდან დაიწყო, რომ შეკითხვებისა და პასუხების თავის საყვარელ მანერაში, მრავალჯერადი განმეორებებით, აუხსნა მაღალ კრებას, რომ „მთავრობა“ – ე. ი. თავად ის – არაფერში არც ერთხელ არ შემცდარა:
„პირველი კითხვა ფინეთთან ომის შესახებ. სწორად მოიქცა თუ არა მთავრობა და პარტია, რომ გამოუცხადეს ომი ფინეთს? განა არ შეიძლებოდა ომის გარეშე გაგვერთვა თავი? ომი იყო აუცილებელი, რამდენადაც სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ფინეთთან შედეგები არ მოგვცა, ლენინგრადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი აუცილებელი გახლდათ, უპირობოდ, ვინაიდან მისი უსაფრთხოება არის ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება...
მეორე კითხვა, და ხომ არ აჩქარდა ჩვენი მთავრობა, ჩვენი პარტია, რომ გამოაცხადეს ომი სწორედ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, არ შეიძლებოდა კი ეს საკითხი გადაგვედო, ორი-სამი-ოთხი თვე მოგვეცადა, მოვმზადებულიყავით და შემდეგ დაგვერტყა? არა. პარტია და მთავრობა სავსებით სწორად მოიქცნენ როცა ეს საქმე არ გადადეს... იქ, დასავლეთში, სამი ყველაზე დიდი დერჟავა ყელში წვდა ერთმანეთს, მაშინ როდის გადავწყვიტოთ საკითხი ლენინგრადის შესახებ, თუ არა ასეთ პირობებში, როცა მათ ხელები დაკავებული აქვთ და ჩვენ გვეძლევა ხელსაყრელი ვითარება იმისათვის, რათა მათ ამ მომენტში დავარტყათ (აქ და შემდეგშიც ჩემს მიერაა ხაზგასმული – მ. ს.) ... გადაგვედო ეს საქმე ორი თვით ნიშნავდა გადაგვედო ეს საქმე 20 წლით, იმიტომ რომ ყველაფერს ხომ ვერ გაითვალისწინებ პოლიტიკაში. ომით კი ისინი იქ ომობენ, მაგრამ ომი რაღაცნაირად სუსტია, ომობენ თუ ბანქოს თამაშობენ. უეცრად რომ მათ აიღონ და შერიგდნენ, რაც არ არის გამორიცხული. ესე იგი, ხელსაყრელი ვითარება იმისათვის, რათა დაგვეყენებინა საკითხი ლენინგრადის თავდაცვისა და სახელმწიფოს უზრუნველყოფის შესახებ ხელიდან იქნა გაშვებული...
მესამე კითხვა. ნუ, ომი გამოცხადებულია, დაიწყო საომარი მოქმედებები. სწორად კი განათავსეს ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელმა ორგანოებმა ჩვენი ჯარები ფრონტზე. როგორც ცნობილია, ჯარები იქნენ განთავსებული ფრონტზე ხუთი ძირითადი კოლონის სახით... სწორი კი იყო ფრონტზე ჯარების ასეთი განთავსება? მე ვფიქრობ, რომ სწორი იყო.
ჩვენი ჯარების ყველაზე უფრო დიდი კოლონა იყო კარელიის ყელზე იმისათვის, რათა გამოერიცხა ყველანაირი შემთხვევითობების წარმოქმნის შესაძლებლობა ლენინგრადისათვის ფინელთა მხრიდან... მეორეც, დაგვეზვერა ხიშტით ფინეთის მდგომარეობა კარელიის ყელზე, მისი ძალების მგომარეობა, მისი თავდაცვა. მესამე, შეგვექმნა პლაცდარმი წინ გადახტომისა და იმის იქით წასვლისათვის... (ამის შემდეგ სტალინმა ჩამოთვალა დანარჩენი ოპერატიული დაჯგუფებები, რომლებსაც უცნაური სახით „კოლონებად“ მოიხსენიებდა, რომელთაგან თითოეულზე დამთრგუნველი მონოტონურობით იყო განმეორებული ორი ამოცანა: „დაზვერვა ხიშტით“ და პლაცდარმების დაპყრობა „ჯარებისათვის, რომლებსაც შემდეგ გაშლიან“)
რატომ არ შეიძლებოდა დაგვერტყა ყველა (ხუთივე) მხრიდან და მარწუხებში მოგვექცია ფინეთი? ჩვენ არ ვსვამდით ასეთ სერიოზულ ამოცანას, იმიტომ რომ ომი ფინეთში ძალიან ძნელია... ჩვენ ვიცოდით, რომ პეტრე I 21 წელს ომობდა, რათ შვედეთისათვის მთელი ფინეთი წაერთმია... ჩვენ ვიცოდით, რომ პეტრე I-ის შემდეგ რუსეთის გავლენის გავრცელებისათვის ომს ფინეთში ორ წელიწადს აწარმოებდა მისი ქალიშვილი ელისაბედ პეტრეს ასული. მან რაღაც-რაღაცეებს მიაღწია, გააფართოვა, მაგრამ ჰელსინგფორსი ფინეთის ხელში რჩებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეკატერინე II ორ წელს აწარმოებდა ომს და ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ მიაღწია… მთელი ეს საქმე ჩვენ ვიცოდით და ვთვლიდით, რომ, შესაძლოა ომი ფინეთთან 1940 წ. აგვისტომდე ან სექტემბრამდეც გაგრძელდეს. ომი დასრულდა 3 თვისა და 12 დღის შემდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა არმიამ კარგად იმუშავა…“
დაბოლოს, სტალინის გამოსვლის ფინალურმა აკორდებმა ნამდვილი ტრიუმფალური მარშით დაიქუხა:
„...ჩვენი არმია გახდა მაგარი ორივე ფეხით ახალი, ნამდვილი საბჭოთა თანამედროვე არმიის რელსებზე...
ისმება კითხვა, ვინ დავამარცხეთ? ამბობენ ფინელები. ნუ რა თქმა უნდა, ფინელებზე გავიმარჯვეთ. მაგრამ ეს არ არის ყველაფერზე მთავარი ამ ომში. ფინელებზე გამარჯვება – ეს მაინცა და მაინც დიდი ვერაფერი ამოცანაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ფინელებზე უნდა გაგვემარჯვებინა. ჩვენ გავიმარჯვეთ არა მარტო ფინელებზე, ჩვენ გავიმარჯვეთ კიდევ მათ ევროპელ მასწავლებლებზეც – გავიმარჯვეთ გერმანულ თავდაცვით ტექნიკაზე, გავიმარჯვეთ ინგლისურ თავდაცვით ტექნიკაზე, გავიმარჯვეთ ფრანგულ თავდაცვით ტექნიკაზე. არა მარტო ფინელებზე გავიმარჯვეთ, არამედ ევროპის მოწინავე სახელმწიფოთა ტექნიკაზეც. არა მარტო ევროპის მოწინავე სახელმწიფოთა ტექნიკაზე, ჩვენ გავიმარჯვეთ მათ ტაქტიკაზე, მათ სტრატეგიაზე... ჩვენ დავამარცხეთ ტექნიკა, ტაქტიკა და სტრატეგია ევროპის მოწინავე სახელმწიფოებისა, რომლის წარმომადგენლებიც გახლდნენ ფინელთა მასწავლებლები. ამაშია ჩვენი ძირითადი გამარჯვება!
(მქუხარე აპლოდისმენტები, ყველანი დგებიან, შეძახილები „ვაშა!“ შეძახილები „ვაშა ამხ. სტალინს!“ თათბირი მონაწილეები აწყობენ ამხ. სტალინის საპატივსაცემოდ მქუხარე ოვაციას.)
კულიკი. მე ვფიქრობ, ამხანაგებო, რომ თითოეულ ჩვენთაგანს სულში, სისხლში, ბოლშევიკურ შეგნებაში ექნება მომავალში ის სიტყვები ჩვენი დიადი ბელადისა, ამხანაგ სტალინისა, რომლებიც მან წარმოსთქვა ამ ტრიბუნიდან. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს ამხანაგ სტალინის მითითებანი.
ვაშა, ამხანაგებო! (შეძახილები: „ვაშა!“)
შეკრებილთა აღფრთოვანების გაგება ძნელი არ არის, ვინაიდან მათ (თათბირის მონაწილეებმა) გაიგეს ყველაზე მთავარი: პ ა ტ რ ო ნ ი კმაყოფილია. მამამ აპატია თავის ონავარ ვაჟიშვილებს, ამჯერად იგი არავის დასჯის. შეეძლო კი დაესაჯა. ეს ყველამ იცოდა, და არაუმეტეს ვიდრე წელიწად ნახევრისა, თავიანთი მოკლე სასიცოცხლო გზის ბოლოს, ისტორიული თათბირის ბევრმა მონაწილემ შეძლო ამაში დარწმუნებულიყო. 1941 წ. ივნის – ივლისში იქნებიან დაპატიმრებული და შემდეგ დახვრეტილი კლიჩი, ობორინი, პავლოვი, პროსკუროვი, პტუხინი, რიჩაგოვი, შტერნი. კულიკს მოგვიანებით დააპატიმრებენ და დახვრეტენ, 1950 წ. 24 აგვისტოს (ამასთან არა რეალური ცოდვებისათვის – მისთვის დავალებული ყველა ოპერაციის ჩაგდება, საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოროდიორობა და „ყოფითი გახრწნილობა“, – არამედ იმისათვის, რომ მთვრალ ლაპარაკებში კულიკი საკუთარ თავს ნებას აძლევდა სრულიად სხვა რამეები ეთქვა დიდ ბელად ამხ. სტალინზე, ვიდრე აპრილის თათბირზე ჰქონდა ნათქვამი) [47, 48].
მაგრამ ეს ყველაფერი იქნება შემდეგ. მაშინ კი, 1940 წ. გაზაფხულზე, წითელ არმიას და უწინარეს ყოვლისა მის მეთაურთა შემადგენლობას ჯილდოების, ახალი წოდებებისა და ახალ დანიშვნების ჩანჩქერი დაატყდა თავზე. სწორედ ფინური ომის დასრულების შემდეგ, 1940 წ. 4 ივნისს იქნა შემოღებული საგენერლო წოდებები. ცენტრალური გაზეთები რამდენიმე კვირას მიყოლებით ბეჭდავდნენ გრძელ სიებს 949 ახლადგამომცხვარი გენერლისა. ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს – საბჭოთა კავშირის გმირის წოდების – ღირსი შეიქნა 412 ადამიანი (ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე იქნებიან დაჯილდოვებულნი ვაჟკაცობისათვის, რომელიც მოსკოვისთვის ბრძოლაში გამოიჩინეს). ორდენები და მედლები გადაეცა 50 ათას მებრძოლსა და მეთაურს. 70 ნაწილი და შენაერთი იქნა დაჯილდოვებული ლენინისა და წითელი დროშის ორდენებით [66, 81].
აპრილის თათბირის თითქმის ყველა მონაწილემ სამსახურეობრივ კიბეზე წინ წაიწია. კომდივი გორელენკო „ზამთრის ომში“ 50-ე მსროლელ კორპუსს მეთაურობდა, დიდ სამამულოს მე-7 არმიის სარდლის თანამდებობაზე შეხვდა. 100-ე მსროლელი დივიზიის მეთაური კომბრიგი ერმაკოვი 50-ე არმიის სარდალი გახდა. 1-ლი მსროლელი კორპუსის მეთაური კომდივი კოზლოვი ამიერკავკასიის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდალი შეიქნა. 39-ე სატანკო ბრიგადის მეთაური კომბრიგი ლელჲუშენკო 21-ე მექკორპუსის მეთაური გახდა. მე-2 მექკორპუსს სათავეში მე-8 მსროლელი დივიზიის ყოფილი მეთაური კომბრიგი ნოვოსელსკი ჩაუდგა. 142-ე მსროლელი დივიზიის მეთაური კომბრიგი პშენნიკოვი 23-ე არმიის სარდალი შეიქნა. მე-7 არმიის არტილერიის უფროსი კომკორი პარსეგოვი ქვეყანაში ყველაზე უფრო მსხვილი კიევის საგანგებო სამხედრო ოკრუგის არტილერიის სარდალი გახდა. მე-9 არმიის სჰძ-ის სარდალი კომკორი რიჩაგოვი 29 წლის ასაკში წითელი არმიის სჰძ-ის სამმართველოს უფროსი და თავდაცვის სახკომის მოადგილე შეიქნა.
ყველაზე უფრო თავბრუდამხვევი აღმაფრენის გადატანა 70-ე მსროლელი დივიზიის მეთაურს მოუწია. 1940 წ. ივნისში ყოფილი კომდივი კირპონოსი ლენინგრადის მთელი სამხედრო ოკრუგის ჯარებს სარდლობს, 1941 წ. თებერვლიდან კი, უკვე გენერალ-პოლკოვნიკის წოდებით, კიევის საგანგებო სამხედრო ოკრუგის სარდალი ხდება. ყოფილი დივიზიის მეთაურის (მანამდე კი – პროვინციულ ყაზანში ქვეითი ჯარის სასწავლებლის უფროსის) ხელქვეით აღმოჩნდა ჯარების დაჯგუფება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა რიცხოვნებით დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის სახმელეთო არმიას... თვით 15-ე არმიის სარდალი კოვალიოვიც კი, თუმცა მას თათბირზე მოუწია სტალინისაგან არცთუ ცოტა მაგარი სიტყვა მოესმინა, საპატიო და საკმარისად კომფორტულ გადასახლებაში იქნა გაგზავნილი – იმიერბაიკალეთის ფრონტის სარდლის თანამდებობაზე.
პირველ, მთავარ და ფაქტიურად ერთადერთ არგუმენტად სასარგებლოდ ვერსიისა იმის შესახებ, რომ სტალინი ვითომდა ძალზედ უკმაყოფილო იყო წითელი არმიის მოქმედებებით, თავდაცვის სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობის შეცვლის ფაქტი წარმოადგენს (1940 წ. მაისი), ხოლო შემდეგ კი გენერალური შტაბისაც (1940 წ. აგვისტო). ამასთან უცნაური სახით ხდება სხვა ფაქტის იგნორირება – ვოროშილოვისა და შაპოშნიკოვის გადადგომის შემდეგ განთავისუფლებულ ადგილებზე ფინური ომის ყველაზე უფრო მთავარი „გმირები“ იქნენ დანიშნული. თავდაცვის სახკომი გახდა ს. კ. ტიმოშენკო, 1940 წ. 7 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით ეკავა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის ჯარების სარდლის თანამდებობა. გენერალური შტაბის უფროსად ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის ჯარებისა და მე-7 არმიის ყოფილი სარდალი კ. ა. მერეცკოვი შეიქნა, ე. ი. სწორედ ის მხედართუფროსი, რომელიც სულ თავიდანვე ხელმძღვანელობდა ომის ოპერატიულ დაგეგმვასა და საომარ მოქმედებათა თეატრის შეტევისათვის მომზადებას.
ამდენადვე უცნაური სახით ამოვარდა ისტორიკოსების თვალსაწიერიდან სხვა ფაქტი – სახელდობრ საითკენ „ისროლა ქეჩოთი“ სტალინმა ვოროშილოვი. მაგრამ საკმარისია გადავშალოთ ნებისმიერი, სრულიად არასაიდუმლო ბიოგრაფიული ცნობარი, რათა შევიტყოთ იმის შესახებ, რომ თავდაცვის სახკომის მოვალეობათაგან განთავისუფლების შემდეგ ამხანაგი ვოროშილოვი იმავე დღეს, სულ იმავე საბჭოთა კავშირის მარშლის უმაღლესი სამხედრო წოდებით, გახდა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სსრკ მთავრობაში. 1941 წ. 30 ივნისს ვოროშილოვი შევიდა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის შემადგენლობაში, ე. ი. იმ ხუთი ადამიანის რიცხვში (სტალინი, მოლოტოვი, ვოროშილოვი, მალენკოვი, ბერია), რომელთა ხელშიც იქნა ფორმალურ-იურიდიულად თავმოყრილი მთელი ძალაუფლება ქვეყანაში. ამ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის გარდა, მარშალმა ვოროშილოვმა მიიღო ძალიან მაღალი პოსტი სამხედრო ხელმძღვანელობაშიც: 1941 წ. 10 ივლისს იგი ჩრდილო-დასავლეთის სტრატეგიული მიმართულების ჯარების მთავარსარდლად იქნა დანიშნული.
ფორმალურ-დეკორატიული, უწინარეს ყოვლის დასავლელ სამხედრო ანალიტიკოსებზე გაანგარიშებული, გახლდათ შაპოშნიკოვის გადადგომაც. გაათავისუფლა რა გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობათაგან, სტალინმა შაპოშნიკოვი (რომლის მიმართაც, ყველა მემუარისტის სიტყვებით, უცვლელ პატივისცემას განიცდიდა) სსრკ თავდაცვის სახკომის მოადგილის საპატიო „სინეკურაზე“ დანიშნა და საბჭოთა კავშირის მარშლის წოდების მინიჭებით დააჯილდოვა. დიდი სამამულო ომის დაწყებიდან ერთი თვისა და ერთი კვირის შემდეგ მარშალი შაპოშნიკოვი ისევ გენერალური შტაბის უფროსი გახდა. იგი 1945 წ. 26 მარტს მოკვდა და სტალინის სპეციალური ბრძანების მიხედვით უნიკალური პატივის ღირსიც შეიქნა: მის სამახსოვროდ მოსკოვში იქნა წარმოებული 24 ზალპის სალუტი 124 ქვემეხიდან. ძნელად თუ შეიძლება ყველაფერ ამას „შერისხვა“ და „განდევნა“ ეწოდოს...
მაშინ მაინც რატომ არ მიიყვანა სტალინმა ფინეთში შეჭრა ლოგიკურ და ყველასათვის მოსალოდნელ დასრულებამდე?
ყველა შემდგომი მოვლენის გაგებისათვის ამ საკვანძო კითხვაზე პასუხის ძიებაში მივმართოთ ისევ სტალინის სიტყვას უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის თათბირზე 1940 წ. 17 აპრილს. ეს გადაჭარბების გარეშე გასაოცარი და ამოცანებით სავსე ტექსტია. მისი საიდუმლო აზრის გაშიფვრა ბევრად ადვილი არ არის, ვიდრე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების ერთმნიშვნელოვნად ინტერპრეტირება. უწინარეს ყოვლისა თვალში გვხვდება ღია, დაუფარავი, აშკარა სიცრუე (რაც უფრო ადრე ამხანაგ სტალინთან არ დაიმზირებოდა). ვისი მოტყუება უნდოდა სტალინს, უყვებოდა რა თავის მომავალ გენერლებს იმის შესახებ, რომ „ფინეთის ჩაჭერას“ იგი არ გეგმავდა, ოპერაციის მიზნად ვითომდა იყო მხოლოდ „ხიშტით დაზვერვა“ და პლაცდარმების დაპყრობა, რომლებზედაც კიდევ მოუწევდათ რაღაც „მთავარი ძალების“ მიყვანა, რომ ომს 1940 წლის სექტემბრამდე აპირებდნენ? კეთილი, იგი რომ გამოსულიყო მინდორში კოლმეურნეების წინაშე (მართალია, კოლმეურნეობებში, ისევე როგორც ქარხნებსა და ფაბრიკებში, სტალინი სწორედ რომ არასოდეს არც მისულა), მაგრამ თათბირის მონაწილეებმა არა უბრალოდ იცოდნენ ფინური კამპანიის რეალური გეგმის შესახებ. ისინი მას შეიმუშავებდნენ. სწორედ ისინი ხატავდნენ კიდეც წითელ ისრებს რუკებზე, ფარგლით ზომავდნენ მარშრუტების კილომეტრებს, ანგარიშობდნენ „სურსათისა და ფურაჟის დღე-ღამეში გასაცემ ნორმებს პირადი და ცხენების შემადგენლობისთვის“. გეგმებში, რომლებიც მათ შეიმუშავეს და რომლებიც შემდეგ მათვე დაუბრუნდათ შესრულებისათვის სავალდებულო ბრძანებებისა და დირექტივების სახით, სავსებით კონკრეტულად იყო მითითებული ოპერაციის მიზანი, მისი ვადები და მიჯნები.
მიზანი: „მიაყენეთ გადამწყვეტი დამარცხება ფინურ არმიას... გაანადგურეთ მოწინააღმდეგის ჯარების მთავარი დაჯგუფება... დაიპყარით ფინეთის ფლოტი და არ დაუშვათ მისი წასვლა ნეიტრალურ წყლებში... გაანადგურეთ მოწინააღმდეგის ავიაცია და სააეროდრომო ნაგებობანი...“
მიჯნები: „დაეუფლეთ რაიონს ჰიიტოლა, იმატრა, ვიიპური (ვიბორგი). ამ ამოცანის შესრულების შემდეგ იყავით მზად შემდეგი მოქმედებებისთვის ქვეყნის სიღრმეში ვითარების და მიხედვით... დაამარცხეთ ფინური ნაწილები რაიონში სუოჲარვი, სორტავალა, დაეუფლეთ მათ გამაგრებულ ზოლს იანის-ჲარვისა და ლადოგის ტბებს შორის... დაეუფლებით რა რაიონს კემი, ოულუ (ულეაბორგი), გადაჭერით ფინეთის შეტყობინება შვედეთთან სახმელეთო საზღვრის გავლით...“
ვადები: „ოპერაციის ჩატარება ვიდლიცის მიმართულებაზე 15 დღის განმავლობაში, კარელიის ყელზე 8–10 დღეში ჯარების საშუალო წინსვლით 10–12 კმ დღე-ღამეში...“ [97].
ყოველივე ეს შეიძლება დავიყვანოთ ერთ მოკლე სიტყვაზე: განადგურება (разгром). იგეგმებოდა სრული განადგურება ფინეთის შეიარაღებული ძალებისა, ამასთან მეტად მოკლე ვადებში. არანაირი „ბრძოლით დაზვერვის“ შესახებ, არანაირი „ლენინის ქალაქის კედლებიდან თეთრფინელთა განდევნის“ თაობაზეც არანაირი ლაპარაკი არ ყოფილა. და უცნაურიც იქნებოდა 58 დივიზიის გაშლა მარტო იმისათვის, რათა დაეზვერათ „ძალების მდგომარეობა და თავდაცვა“ ფინური არმიისა, რომელიც მშვიდობიანობის დროს სამი დივიზიისა და ერთი ბრიგადისაგან შედგებოდა... ხოლო რაც შეეხება „შემდგომ მოქმედებებს ქვეყნის სიღრმეში“, ამ მომავალ მოქმედებათა აზრი, მიზანი და შინაარსი იქნა მიყვანილი არა მარტო მგწა-ის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის ცნობამდე, არამედ საბჭოეთის ქვეყნის ყველა მუშისა და კოლმეურნისაც. „საბჭოთა მთავრობა არ ცნობს ეგრეთ წოდებულ ფინეთის მთავრობას, რომელმაც უკვე დატოვა ქ. ჰელსინკი და გაემართა უცნობი მიმართულებით (ეს წინასწარ განზრახული სიცრუე ახალი არ ყოფილა – ამხ. მოლოტოვმა უბრალოდ მოახდინა იმ ფორმულირებათა განმეორება /დუბლირება/, რომლებიც იქნა მის მიერ გამოყენებული 1939 წ. 17 სექტემბერს აღმოსავლეთ პოლონეთში შეჭრისა და შემდგომი ოკუპაციის დასაბუთებისთვის). საბჭოთა მთავრობა ცნობს მხოლოდ ფინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო მთავრობას, რომელთანაც დადო ხელშეკრულება ურთიერთ დახმარებისა და მეგობრობის შესახებ“.
ეს შესანიშნავ-ნათელი პასუხი ამხ. მოლოტოვისა შვედეთის ელჩის ბ-ნ ვინტერის შეკითხვაზე იქნა გამოქვეყნებული 1939 წ. 5 დეკემბერს გაზეთ „პრავდის“ პირველ ზოლში და თეორიულად უნდა ყოფილიყო შესწავლილი თითოეულ შრომით კოლექტივში. და თუ გაზეთ „პრავდის“ გვერდებზე ეგრეთ წოდებული სახალხო მთავრობა მეტად აღარ გამოჩენილა, საიდუმლო დოკუმენტებში იგი კიდევ დიდხანს განაგრძობდა ცხოვრებას თავისი მოჩვენებითი ცხოვრებით. აი, მაგალითად, 1940 წ. 23 თებერვალს სკპ(ბ) ცეკას წევრი ამხ. კუუსინენი გზავნის მოსკოვიდან მოსკოვში, სკპ(ბ) ცეკაში, მისალმებას „დემოკრატიული ფინეთის სახალხო მთავრობის“ სახელით. მასში იგი გამოიხატავს თავის მყარ დაჯერებულობას იმაში, რომ „სსრკ-ის სახელოვანი წითელი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის დახმარებით ჩვენი ხალხი მალე მიაღწევს თავის სრულ განთავისუფლებას მანერჰაიმი – რჲუტი – ტანნერის პლუტოკრატიული ხროვის ბარბაროსული უღლისაგან, ომის დამნაშავე პროვოკატორებისაგან, რომლებიც უცხოელი იმპერიალისტების მიერ არიან მოსყიდული“ [79]. ყველაზე უფრო მთავარი ამ დოკუმენტში – თარიღია. ორი კვირით ადრე მანამდე, რაც „პლუტოკრატიული ხროვის ბარბაროსული მეთაური“, ე. ი. ფინეთის პრემიერ-მინისტრი რისტო რჲუტი ჩამოვიდოდა მოსკოვში სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, ამხ. კუუსინენი მაინც კიდევ იმედოვნებდა „სწრაფ და სრულ განთავისუფლებას“.
ზოგადად მიღებული, ისტორიულ ლიტერატურაში გამყარებული პასუხი ყველა ამ კითხვის ნიშანზე, ისევე როგორც მთავარ საკითხზეც, რომელიც ამ თავის სათაურშია გამოტანილი, ცნობილია. სტალინი ნამდვილად მართლა უკიდურესად იყო შეშფოთებული , რომ არ ვთქვათ „შეშინებული“ – მაგრამ არა თავისი არმიის უზარმაზარი დანაკარგებითა და მიზერული წარმატებებით, არამედ ანგლო-ფრანგული ბლოკის გეგმებითა და მოქმედებებით. სწორედ ამან – შიშმა აღმოჩენილიყო ჩათრეული ომში „ევროპის მოწინავე სახელმწიფოთა“ გაერთიანებულ კოალიციასთან – მიიყვანა კიდეც სტალინი გადაწყვეტილებამდე არ გამოეცადა ბედი და გაეჩერებინა ჰელსინკიზე ლაშქრობა ნახევარ გზაზე (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი აზრით).
„მოსკოვის გადაწყვეტილება შეეწყვიტა ომი აიხსნებოდა უწინარეს ყოვლისა შიშით კონფლიქტში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩარევის წინაშე“ [14]. „ომში ინგლისისა და საფრანგეთის ჩარევის მკვეთრად გაზრდილი მუქარის პირობებში საბჭოთა ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნა წასულიყო მოლაპარაკებებსა და ზავის დადებაზე ფინეთის კანონიერ ხელისუფლებასთან“ [34].
„შესაძლოა, ინგლისისა და საფრანგეთის მიერ ფინელთა მხარდაჭერის ნიშნები გამოჩნდა მთავარ ფაქტორად, რომელმაც გაუჩინა ხალისი საბჭოთა კავშირს შეეცვალა თავისი პოზიცია“ [51]. „საბრძოლო მოქმედებების ფინეთზე სრულ სამხედრო გამარჯვებამდე გაგრძელებას მიჰყავდა საქმე ომში დასავლური დერჟავების გარდაუვალი შეიარაღებული ჩარევისაკენ. ამის შედეგად 6 მარტს საბჭოთა ხელმძღვანელობამ შეატყობინა თავისი მზადყოფნის თაობაზე დაეწყო მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებები ფინეთთან“ [52].
„რათა თავიდან აეცილებინა მუქარის შემცველი გართულებები დასავლურ დერჟავებთან, საბჭოთა კავშირს მოუხდა განზე გაეწია თავისი მიზნები ფინეთთან მიმართებაში და ჯერჯერობით კარელიაში მსხვილი ტერიტორიების ანექსიით დაკმაყოფილებულიყო“ [65]. სწორედ იმავე ამბის შესახებ – მართალია, ბოლშევიკური პროპაგანდის სრულიად ფეერიულ ენაზე – იყო ნათქვამი კომინტერნის აღმასკომის 1940 წ. 18 მარტის საიდუმლო დირექტიულ წერილში: „საბჭოთა კავშირის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის ახალმა გამარჯვებამ ხაზი გადაუსვა ანგლო-ფრანგულ საომარ გეგმებს, საშუალება მოგვცა სკანდინავია ომში ჩართვისაგან შეგვეკავებინა...“ [82]. აღსანიშნავია, რომ კ. ა. მერეცკოვის თვით ცენზურაგავლილ მოგონებებშიც კი (1984 წ. გამოცემა) მოყვანილია ასეთი სიტყვები სტალინისა, რომელიც ამ უკანასკნელმა თქვა სატელეფონო საუბარში მერეცკოვთან 1940 წ. 10 მარტს: „ომის გაჭიანურება საშუალებას მისცემს ფრანგებსა და შვედებს გამოგზავნონ დამხმარე ძალები, და ერთ სახელმწიფოსთან ომის ნაცვლად ჩვენ ჩავერთვებით ომში კოალიციასთან“ [93, გვ. 185].
მკაცრად რომ ვთქვათ, ამ ვერსიის პირდაპირი დოკუმენტური დადასტურებანი არ არსებობს. უფრო სავარაუდოა, რომ მათი აღმოჩენა ვერასდროს ვერც მოხერხდება: სტალინი არ ანდობდა თავის სანუკვარ ფიქრებს არც ქაღალდს, არც თვით უახლოეს თანამებრძოლთა ყურებს. ზემოთ ჩვენ უკვე დაწვრილებით განვიხილეთ ის, თუ როგორ ელაპარაკებოდა იგი თავისი არმიის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობას. სტალინის ბევრი რეალური გეგმების შესახებ უმაღლესი პარტიული მოხელეებიც კი სრულ უცოდინრობაში იმყოფებოდნენ. „როგორი კონკრეტული ტერიტორიული პრეტენზიები იყო წამოყენებული, როგორი პოლიტიკური მოთხოვნები, როგორი ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბებულიყო, მე ახლა არ მახსოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც პირობები იყო წამოყენებული იმ მიზნით, რათა ფინეთი მეგობრული ქვეყანა გამხდარიყო. ამ მიზანს ვისახავდით, მაგრამ ეს როგორ გამოიხატებოდა, როგორ ფორმულირდებოდა, ეს მე არ ვიცი. მე თვით ეს დოკუმენტები არც წამიკითხავს და არც მინახავს“. ეს რუსეთის რომელიმე ღრმა მხარიდან კოლმეურნეობის თავმჯდომარის მემუარები არ გახლავთ. ეს არის ფრაგმენტი ნ. ს. ხრუშჩოვის სახელგანთქმული „მოგონებებიდან“, იმ მომენტში – სკპ(ბ) ცეკას პოლიტბიუროს წევრის და სსრკ-ში ყველაზე უფრო მსხვილი, უკრაინის რესპუბლიკური კომპარტიის ცეკას პირველი მდივნისა. და მაინც მრავალი ირიბი მტკიცებულება გვაძლევს საშუალებას ალბათობის დიდი წილით ვივარაუდოთ, რომ ომის მოულოდნელი შეწყვეტა (და სწორედ ასე იქნა ის აღქმული მთელ მსოფლიოში) შეიძლება იქნას ახსნილი მხოლოდ სტალინის რეაქციით შეცვლილ საგარეოპოლიტიკურ ვითარებაზე.
ცნობილი აზრით ასეთ „ირიბ სამხილებად“ შეიძლება ჩაითვალოს ის დაფიცებებიც, რომლებითაც დაასრულა სტალინმა თავის სიტყვა 1940 წ. 17 აპრილს („გერმანული თავდაცვითი ტექნიკა დავამარცხეთ, ინგლისური თავდაცვითი ტექნიკა დავამარცხეთ, ფრანგული თავდაცვითი ტექნიკა დავამარცხეთ. არა მარტო ფინელები დავამარცხეთ, არამედ ევროპის მოწინავე სახელმწიფოთა ტექნიკაც. არა მარტო ევროპის მოწინავე სახელმწიფოთა ტექნიკა, ჩვენ დავამარცხეთ მათი ტაქტიკაც, მათი სტრატეგიაც...“)
მშვენივრად იცოდა რა, რომ მას არავინ არ დაუმარცხებია, უფრო მეტიც – შეეშინდა კიდეც შესულიყო პირდაპირ კონფლიქტში დასავლეთთან, სტალინი, სავარაუდოა, ცდილობდა ასეთი სახით საკუთარი თავიცა და მისი მოჯადოებული მსმენელებიც ენუგეშებინა. არა ნაკლებ საჩვენებელია ის მჭერმეტყველური დათქმაც, რომელიც დაუშვა თავის სიტყვაში სტალინმა („და როდისღა გადავწყვიტოთ საკითხი ლენინგრადის შესახებ, თუ არა ასეთ პირობებში, როცა მათ ხელები აქვთ შეკრული და ჩვენ გვეძლევა ხელსაყრელი ვითარება იმისათვის, რათა მათ ამ მომენტში დავარტყათ“). რა თქმა უნდა, სტალინს უნდოდა ეთქვა მარტო ხელსაყრელი შესაძლებლობის შესახებ ფინეთზე დასარტყმელად, რომელიც იმ მომენტში წარმოიქმნა, როცა „მათ“ (ე. ი. ანგლო-ფრანგულ ბლოკს) „ხელები ჰქონდათ დაკავებული“ ომით გერმანიის წინააღმდეგ. მაგრამ წყენამ და ფარულმა სიძულვილმა „მათ მიმართ“ (ე. ი. თავის მომავალ მოკავშირეთა მიმართ, რომლებსაც 1941 წ. შემოდგომაზე დაუწყებს არა მარტო იარაღის თხოვნას, არამედ ჯარისკაცებისაც თავისი ნგრევადი იმპერიის დასაცავად) ქვეცნობიერიდან გარეთ ამოხეთქა ამ პატარა სიტყვაში „მათ“.
შეუდარებლად უფრო მეტი მნიშვნელობის მქონეა პეტსამოს (პეჩენგას) ისტორია. ამ იმიერპოლარულ ქალაქსა და გაუყინავ პორტს ბარენცის ზღვაზე, ნორვეგიის, ფინეთისა და სსრკ-ის საზღვართა პირაპირზე, ჰქონდა უზარმაზარი ეკონომიკური (ევროპაში უმსხვილესი ნიკელის საბადოები) და სამხედრო-სტრატეგიული (ფინეთის ჩრდილოეთ „საზღვაო ჭიშკარი“) მნიშვნელობა. პეტსამო იქნა დაკავებული 14-ე არმიის ჯარების მიერ ომის პირველსავე დღეებში. შემდეგ 14-ე არმიის შეტევა ფინეთის სიღრმეში, უმძიმესი ბუნებრივი პირობების მიუხედავად, წარმატებით გრძელდებოდა: პოლარული ღამე, ქარიშხალი და სასტიკი ყინვები, რომლებიც ცალკეულ დღეებში 50 გრადუსამდე ჩამოდიოდა. ომის ბოლოსათვის 52-ე დივიზიამ 150-ე კმ-მდე მიაღწია გზატკეცილზე პეტსამო – როვანიემი. მთელი ეს მიღწევები ნულამდე იქნა დაყვანილი, როცა 1940 წ. 12 მარტის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებით პეტსამო ფინეთისათვის იქნა დაბრუნებული. სიტუაცია უფრო მეტად გასაოცარი ხდება, თუ მას შევადარებთ იმასთან, თუ როგორ იქნა გადაწყვეტილი ტერიტორიული საკითხი ლადოგისპირა კარელიაში და კარელიის ყელზე: ყველა უბანზე საზღვრის ხაზმა გაიარა მნიშვნელოვნად (ზოგჯერ ბევრი ათეული კილომეტრითაც) უფრო ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ფრონტის იმ ხაზისა, რომელიც 1940 წ. 12 მარტისათვის შექმნილი მდგომარეობით იყო ჩამოყალიბებული. კერძოდ, კექსჰოლმი, ანტრეა, ჰიიტოლა, სორტავალა, ლოიმოლა, სუოიარვი (ეს სახელწოდებები კიდევ ბევრჯერ შეგვხვდება ჩვენი წიგნის გვერდებზე) საბჭოთა კავშირთან გადავიდნენ სწორედ მოსკოვის ხელშეკრულების პირობებით, და სულაც არა ბრძოლაში იქნენ დაპყრობილი.
ერთადერთ გონივრულ ახსნას იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა მარტო-ერთადერთ პუნქტში სსრკ-მ არ აიღო დამატებით, არამედ, პირიქით, მისცა დაპყრობილის ნაწილიც, წარმოადგენს ის, რომ პეტსამოს ნიკელის მადნებზე კონცესია ბრიტანულ (უფრო ზუსტად – კანადურ) ფირმას ეკუთვნოდა. ასეთ ნაირად, პეტსამოს ანექსია ნიშნავდა ბრიტანეთის იმპერიის საკუთრების პირდაპირ შეიარაღებულ დაპყრობას, რაზე წასვლაც სტალინმა ვერ გაბედა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ომის სულ დასაწყისიდანვე 14-ე არმიის ერთი დივიზია სამიდან (14-ე მსროლელი) საბრძოლო მოქმედებებში „თეთრფინელთა“ წინააღმდეგ არ მონაწილეობდა, არამედ კოლის ნახევარკუნძულის სანაპიროზე იყო გაშლილი (95-ე მსროლელი პოლკის გამოკლებით), ჰქონდა რა ამოცანად დასავლელ მოკავშირეთა საზღვაო დესანტის შესაძლო გადმოსხმა მოეგერიებინა [33].
იმ განგაშისა და დაურწმუნებლობის კაშკაშა ილუსტრაციად, რომელშიც 1940 წ. დასაწყისში სტალინი იმყოფებოდა, შეიძლება გამოდგეს სსრკ-ში ჰიტლერული გერმანიის ელჩის გრაფ შულენბურგის ქვემოთ მოთავსებული ანგარიშიც, 1940 წ. 11 აპრილს გაგზავნილი მოსკოვიდან:
„გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენგან დაიმზირებოდა ჩვენს მიმართ აშკარად არაკეთილსასურველი ცვლილება საბჭოთა მთავრობის მხრიდან. ჩვენ მოულოდნელად შევეჯახეთ სიძნელეებს, რომლებიც ბევრ შემთხვევაში სრულიად დაუსაბუთებელი იყო, ყველა სფეროში... საბჭოთა მთავრობამ უეცრად უკან წაიღო უკვე ჩვენთვის მოცემული დაპირებები „ბაზა ნორდთან“ მიმართებაში, რომელშიც ჩვენი სამხედრო-საზღვაო ფლოტია დაინტერესებული, და ა. შ. ამ წინააღმდეგობებმა თავის უმაღლეს წერტილს ჩვენთვის ნავთობისა და ხორბლის მოწოდებათა დროებით შეწყვეტის დროს მიაღწია. ამა თვის 5 რიცხვში მქონდა ხანგრძლივი ლაპარაკი ბატონ მიქოიანთან, რომლის დროსაც სახალხო კომისრის პოზიცია უკიდურესად არაკეთილმოსურნე გახლდათ...
ჩვენ ამაოდ ვეკითხებოდით საკუთარ თავს, რა არის საბჭოთა ხელისუფლების პოზიციის მოულოდნელად ცვლილების შესაძლო მიზეზი. მე ვეჭვობდი, რომ წარმოუდგენელი ხმაური, ატეხილი ჩვენს მოწინააღმდეგეთა მიერ (მოცემულ შემთხვევაში, ეჭვის გარეშე, მხედველობაში იყვნენ ინგლისი და საფრანგეთი – მ. ს.) მათი მკვეთრი თავდასხმები ნეიტრალებზე, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირზე, და ნეიტრალიტეტზე საერთოდ უშედეგოდ არ დარჩენილა, რამდენადაც საბჭოთა მთავრობას ეშინია აღმოჩნდეს ჩართული ანტანტის მიერ დიდ ომში (რომლისთვისაც ის მზად არ არის) და ამ მიზეზის გამო უნდა თავი აარიდოს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოდგეს ინგლისელებისა და ფრანგებისათვის საბაბად სსრკ-ის დადანაშაულებისთვის ისეთ საქციელში, რომელიც ნეიტრალიტეტს ეწინააღმდეგება, ან გერმანიის მხურვალე მხარდაჭერაში. მე მეჩვენებოდა, რომ ფინური ომის მოულოდნელი დასრულება (ჩემს მიერაა გამოყოფილი – მ. ს.) იმავე მოსაზრებებით მოხდა... სიტუაცია იმდენად მოუთმენელი შეიქნა, რომ გადავწყვიტე ბატონ მოლოტოვისათვის მიმემართა იმისათვის, რათა მასთან ეს საკითხები განმეხილა... ფაქტიურად ვიზიტი ბატონ მოლოტოვთან მაინც ვერ შედგა 9 აპრილის დილამდე, ე. ი. უკვე ჩვენი სკანდინავიური ოპერაციების შემდეგ ჰქონდა ადგილი (მხედველობაშია ოპერაცია „ვეზერჲუბუნგის“ დასაწყისი, რომლის მსვლელობისას იქნენ ოკუპირებული დანია და ნორვეგია – მ. ს.).
ამ ლაპარაკის დროს აშკარა შეიქნა, რომ საბჭოთა მთავრობამ ისევ გააკეთა უკანვე სრული მობრუნება. ნავთობისა და ხორბლის მოწოდებათა მოულოდნელ გაჩერებას „დაქვემდებარებულ ინსტანციათა ზედმეტი გულმოდგინება“ უწოდეს, რომელიც მალე იქნება გაუქმებული... ბატონი მოლოტოვი თვითონ თავაზიანობა გახლდათ, მან მზადყოფნით მოისმინა ყველა ჩვენი საჩივარი და სიტუაციის გამოსწორებასაც დამპირდა. საკუთარი თაოსნობით შეეხო იგი ჩვენთვის საინტერესო რიგ საკითხებს და მათი დადებითი აზრით გადაწყვეტის შესახებ გამომიცხადა. მე უნდა ვაღიარო, რომ აბსოლუტურად გაოგნებული ვიყავი ასეთი ცვლილებით.
ჩემი თვალსაზრისით მხოლოდ ერთი ახსნა აქვს მოვლენების ასეთ შემობრუნებას: ჩვენს სკანდინავიურ ოპერაციებს უნდა მოეტანა საბჭოთა მთავრობისათვის დიდი შემსუბუქება, მოეხსნა, ასე ვთქვათ, უზარმაზარი ტვირთი განგაშისა... თუ ინგლისელებსა და ფრანგებს ჰქონდათ განზრახული ნორვეგია და შვედეთი დაეკავებინათ, მაშინ შეიძლება გარკვეულობით ვივარაუდოთ, რომ საბჭოთა მთავრობამ იცოდა ამ გეგმების შესახებ და, აშკარად, შეშინებული იყო ამის გამო. საბჭოთა მთავრობას ელანდებოდა ინგლისელებისა და ფრანგების გამოჩენა ბალტიის ზღვის სანაპიროზე, მას ეჩვენებოდა, რომ ხელახლა იქნება გახსნილი ფინეთის საკითხი. დაბოლოს, მათ ყველაზე მეტად ორ დიდ დერჟავასთან ომში ჩართვის საფრთხე აშინებდა. აშკარაა, ეს შიში ჩვენს მიერ იქნა შესუსტებული. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ბატონ მოლოტოვის პოზიციის სრული შეცვლა. დღევანდელი დიდი და თვალში საცემი სტატია „იზვესტიაში“ ჩვენი სკანდინავიური კამპანიის შესახებ შვების ერთ ღრმა ამოსუნთქვად გამოიყურება“ [70, გვ. 46–47].
ეს ფრაზა „შვების ღრმა ამოსუნთქვის“ შესახებ გვაძლევს კიდეც გასაღებს იმ ერთი შეხედვით გასაოცარი კეთილმოსურნეობის გაგებისათვის, რომელშიც ჩაატარა ამხ. სტალინმა თათბირი თავის მხედართუფროსებთან. თათბირი 1940 წ. 14 აპრილს დაიწყო – ხუთი დღის შემდეგ ნორვეგიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან და სწორედ იმ დღეს, როცა დასავლელმა მოკავშირეებმა ნარვიკსა და ტრონჰეიმში მიაღწიეს მსხვილ წარმატებას. ომი ხმელეთსა და ზღვაზე სულ უფრო და უფრო გააფთრებული ხდებოდა, და ამ ვითარებაში შეიძლებოდა უკვე არ შეეტანათ ეჭვი იმაში, რომ დასავლეთმა სრულიად დაივიწყა „ფინეთის გადარჩენის“ გეგმების შესახებ (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკუთარი რეპუტაციის გადარჩენისა, რომელიც კარგად იყო ლაჩრული სამთვიანი უმოქმედობით წყალშედგმული). არ არის საჭირო იყო ექსტრასენსი, რათა გაიგო – როგორი აზრი დაეუფლა იმ მომენტში ამხანაგ სტალინის ცნობიერებას. „ჩაიარა“ – სწორედ ეს სასიხარულო შეგრძნება იქცა მისი გამოსვლის ლაიტმოტივად თათბირზე. თვითონაც რომ არ სურდა, ჰიტლერმა არა მარტო იხსნა სტალინი ფინეთის ჩრდილოეთში ანგლო-ფრანგული საექსპედიციო კორპუსის გადმოსხმის საგანგაშო მოლოდინისაგან, არამედ სტალინელი გენერლებიც იხსნა პ ა ტ რ ო ნ ი ს რისხვისაგან.
გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment