(ნაწილი I)
„ომი-გაგრძელება“ (jatkosota) – ასე უწოდებენ ფინეთში 1941–1944 წწ. მე-2 საბჭოთა-ფინურ ომს, რომელმაც 100 ათასზე მეტი წითელარმიელი შეიწირა და ლენინგრადის ბლოკადაც შესაძლებელი გახადა, მაგრამ ჩვენთან ქვეყანაში ამ დრომდე „უცნობ“, „დაკარგულ“, „დავიწყებულ“ ომად რჩება. საბინფორმბიურომ არ აცნობა საბჭოთა ადამიანებს არც მისი დაწყების შესახებ 1941 წლის 25 ივნისს, როცა სტალინურმა ავიაციამ მასირებული დარტყმა მიაყენა ფინეთის ობიექტებს, რაც იქცა კიდეც ომის გაჩაღების საბაბად, არც მისი დასრულების შესახებ სამი ხანგრძლივი სისხლიანი წლის შემდეგ. მაგრამ ამ წიგნმა დუმილის შეთქმულება გაარღვია. ეს გამოკვლევა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას პრაქტიკაში შევამოწმოთ ვიქტორ სუვოროვის ჰიპოთეზა – 1941 წლის 25 ივნისს ხომ წითელმა არმიამ მიაყენა ფინელებს „პირველი დარტყმა“ თავისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ პირობებში: წინასწარვე მობილიზებულმა ჯარებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები მათ მიერვე შერჩეულ მომენტში, საკუთარი სარდლობის გეგმების მიხედვით, ისეთი მოწინააღმდეგის საპირისპიროდ, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ტექნიკურ აღჭურვილობაში. და მაინც რა გვაჩვენა ამ შემოწმებამ? როგორი იყო წითელი არმიის „დამსწრები დარტყმის“ შედეგები? გააანალიზა რა საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობა ფინეთის ფრონტზე, ეს წიგნი პასუხობს საბჭოთა ისტორიის მთავარ კითხვაზე: „და რა იქნებოდა, 41-ის ზაფხულში სტალინს რომ დაესწრო ჰიტლერისათვის?“
შინაარსი
წინასიტყვაობა
ნაწილი 1
თავი 1.1
თავი 1.2
თავი 1.3
თავი 1.4
გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული.
მარკ სოლონინი
სტალინის „დამსწრები დარტყმა“.
25 ივნისი – სისულელე თუ აგრესია?
დიდი სამამულო ომი. განსაკუთრებული აზრი
თავის სასიამოვნო მოვალეობად მიიჩნევს ავტორი გამოუხატოს გულწრფელი მადლიერება მუშაობაში მრავალმხრივი დახმარებისათვის მეგობრებსა და კოლეგებს: ე. ბალაშოვს, ა. ზავალნის, ლ. ლურჲეს, მ. მელტჲუხოვს, ლ. ნაუმოვს, მ. პოვალჲაევს, ა. სტეპანოვს, ს. ტირკელტაუბს, ა. ჰენინენს (A. Heninen), მ. შაულის.
წიგნის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი იქონიეს შემოქმედებითმა დისკუსიამ და დოკუმენტურმა მასალებმა, რომლებიც მოგვაწოდა კ-ფ გეუსტმა (С-F. Geust), და მასაც ავტორი უღრმეს მადლიერებას გამოუხატავს.
წიგნში გამოყენებულია დოკუმენტები და მასალები, შეგროვებული მრავალწლიანი შრომის შედეგად ინტერნეტ-საიტების: «Военная литература» (militera.lib.ru), «Мехкорпуса РККА» (mechcorps.rkka.ru), «Уголок неба» (airwar.ru), «Рабоче-крестьянская Красная Армия» (rkka.ru), «Солдат» (soldat.ru), «Вторая мировая война» (weltkrieg.ru), www. ilpilot.narod.ru, www.eismeerfront.com, www. battlefield.ru, www. depvladimir.narod.ru. წამყვანებისა და შემდგენელთა მიერ.
წინასიტყვაობა
XX ასწლეულის 30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირი ცხოვრობდა ომის მოლოდინით – გარდაუვალი და სწრაფი ომისა.
1939 წლის 24 თებერვალს, წითელი არმიის შექმნის მორიგი წლისთავისათვის, მთავარმა სამთავრობო გაზეთმა „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა დიდი წერილი აღსანიშნავი სახელწოდებით „სამართლიანი და უსამართლო ომები“. დასკვნა, რომელთანაც მიჰყავდათ მკითხველი, უკიდურესად მარტივი იყო: ნებისმიერი ომი, რომელსაც გამარჯვებული პროლეტარიატის ქვეყანა დაიწყებს, იქნება სამართლიანი. და აი რატომ: „იცავს რა თავის სამშობლოს და ანადგურებს რა მოწინააღმდეგის ჯარებს იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი მოვიდნენ, წითელი არმია ეხმარება დამონებულ კლასებს დაამხონ ბურჟუაზიის ხელისუფლება, განთავისუფლდნენ კაპიტალისტური მონობისაგან. ასეთი ომი ორჯერ და სამჯერ სამართლიანია“. მთავრდებოდა კი წერილი შემდეგი სიტყვებით: „საბჭოთა ხალხმა იცის, რომ მომავალი ომი იქნება მეტად დაძაბული, გააფთრებული (არანაირი ეჭვები იმაში, რომ „ომი იქნება“, ავტორებს არ ჰქონიათ – მ. ს.). და ის გააკეთებს ყოველივე აუცილებელს, რათა ყველა ხალხთან კავშირში, უმოკლეს ვადაში და მცირე სისხლით დაუსვას წერტილი ფაშისტურ ბარბაროსობას, ბოლო მოუღოს მას, ბოლო მოუღოს იმ წყობილებას, რომელიც უსამართლო ომებს წარმოშობს“ [1].
ორი თვის მოგვიანებით, გამოდიდა რა სიტყვით საპირველმაისო პარადზე (მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე საბჭოთა კავშირში აღინიშნებოდა სამხედრო პარადით მოსკოვში წითელ მოედანზე), თავდაცვის სახალხო კომისარმა (სახკომმა) კ. ე. ვოროშილოვმა სიტყვა-სიტყვით შემდეგი განაცხადა: „საბჭოთა ხალხმა არა მარტო იცის ომი, არამედ უყვარს კიდეც ომის წარმოება!“ [2]. ასეთი სიტყვების შემდეგ უკვე ეჭვი აღარ იყო იმაში, რომ ლენინის – სტალინის პარტია ყველაზე უფრო ახლო მომავალში მისცემს საბჭოთა ხალხს შესაძლებლობას დაამტკიცოს თავისი სიყვარული და ერთგულება „მეტად დაძაბული, გააფთრებული ომის“ ბრძოლის ველზე. კითხვა იყო მხოლოდ ერთი – ვისგან დაეწყოთ? სად, რომელ მხარეებში მოუწევს წითელ არმიას „დაეხმაროს დამონებულ კლასებს“?
1939 წ. 10 მარტს მოსკოვში გაიხსნა სკპ(ბ) XVIII ყრილობა. გამოდიოდა რა ცეკას საანგარიშო მოხსენებით, სტალინმა განაცხადა იმის შესახებ, რომ „ახალი იმპერიალისტური ომი, გაჩაღებული უზარმაზარ ტერიტორიაზე შანჰაიდან ჰიბრალტარამდე, მიდის უკვე მეორე წელია“ [3]. მისთვის დამახასიათებელი მანერით სტალინმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დაასახელა სამი „აგრესიული“ და სამი „არააგრესიული“ სახელმწიფო. პირველ სამეულში გერმანია, იტალია, იაპონია შევიდნენ, მეორეში – ინგლისი, საფრანგეთი, აშშ. ყრილობის დელეგატებმა ამხანაგ სტალინის შეფასებები და დასკვნები ერთადერთ სწორად და გენიალურადაც კი აღიარეს ერთსულოვნად. მართალია, სულ იმავე ბედკრული 1939 წლის უკვე 31 ოქტომბერს საბჭოთა მთავრობის მეთაურმა ამხანაგმა მოლოტოვმა აცნობა სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს იმის შესახებ, რომ გენიალური დასკვნები რადიკალურად შეიცვალა: „უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ისეთმა ცნებებმა, როგორებიცაა „აგრესია“, „აგრესორი“, ახალი კონკრეტული აზრი შეიძინა... ახლა, თუ ევროპის დიდი დერჟავების შესახებ ვილაპარაკებთ, გერმანია იმ სახელმწიფოს მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც ომის უსწრაფესი დასრულებისა და მშვიდობისაკენ მიისწრაფვის, ხოლო ინგლისი და საფრანგეთი კი დგანან ომის გაგრძელების მომხრედ და ზავის დადების წინააღმდეგ“ [4].
გადავდივართ რა მოცემული კვლევის თემაზე, აღვნიშნავთ მთავარს, სახელდობრ კი: ფინეთი არასოდეს ყოფილა მოხსენიებული – არც აგრესორთა სიაში, არც მზაკვარ „არააგრესიულ სახელმწიფოთა“ ჩამონათვალში. მის შესახებ, როგორც შესაძლო სამხედრო მოწინააღმდეგისა, უკვე დიდი ხანია დაივიწყეს. 1938 წ. 29 ნოემბერს სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატთან არსებული თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ამხანაგი ვოროშილოვი ამხანაგ სტალინის თანდასწრებით ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ „პოლონეთი, რუმინეთი და ყველანაირი იქ ბალტიისპირეთები, ისინი ჩვენთან უკვე დიდი ხანია ანგარიშიდან არიან მოხსნილი, ამ ბატონებს ჩვენ ნებისმიერ დროს და ყველა გარემოებებში ბდღვირს ავადენთ“. სხდომის სტენოგრამა ახდენს კონსტატირებას, რომ სსრკ თავდაცვის სახკომის ეს სიტყვები ერთობლივი ტაშისცემით იქნა მიღებული [5].
საბჭოთა პრესაც ფინეთს ასევე უკიდურესად მცირე ყურადღებას აქცევდა. როცა 1939 წ. ცენტრალური გაზეთების გაყვითლებულ გვერდებს გადავფურცლავთ, აღმოვაჩენთ მუდმივ მოხსენიებებს ბრძოლების შესახებ ესპანეთსა და ჩინეთში, გერმანიის, ინგლისისა და აშშ-ის საომარ მზადებათა შესახებ, პოლიტიკური კრიზისების თაობაზე მექსიკაში, რუმინეთსა და უნგრეთში. საგაზეთო ზოლზე მოიძებნა ადგილი არგენტინისა და ჩილეს ეკონომიკური მდგომარეობის განხილვისათვის, აგრეთვე შენიშვნისათვის „კენიასა და ტანგანჲეკაში ფაშისტური ხრიკების“ შესახებ! რაიმე-ნაირი მოხსენიებები ფინეთის თაობაზე ძალზედ იშვიათად თუ ჩნდებოდა, ამასთან (რაც მეტად აღსანიშნავია!) ეს მოხსენიებები უმეტეს წილად სრულიად პოზიტიური გახლდათ: ფინურ კინოთეატრში შედგა საბჭოთა ფილმების ჩვენება, რომლებიც ყველა შეკრებილს ძალიან მოეწონა; ფინურმა გაზეთმა, უკეთებს რა კომენტარს საბჭოთა ლიდერის მორიგ მოხსენებას, ის ბრძნულად და გამჭრიახად მიიჩნია, და მათი მსგავსი. მთლიანობაში საბჭოთა პროპაგანდის პოზიცია ფინეთთან მიმართებაში შეიძლებოდა დაგვეხასიათებინა სიტყვებით „პოზიტიური გულგრილობა“ («позитивное безразличие»).
დიახ, რა თქმა უნდა, 1935–1937 წწ.-ში „ბურჟუაზიული ნაციონალიზმის“ ამოძირკვის საერთო ფარგლებში, საბჭოთა კავშირში (უმთავრესად კარელიასა და ლენინგრადის ოლქში) იყო გაშლილი „ფინურ ნაციონალიზმთან“ ბრძოლის კამპანია. როგორც ყველა მსგავს შემთხვევაშიც, სსრკ-ში კომფორტულად განთავსებული ფინეთის კომპარტიის ხელმძღვანელები დააპატიმრეს და დახვრიტეს როგორც „თეთრფინური დაზვერვის აგენტები“, მაგრამ ასეთი იყო მაშინ შინსახკომის (НКВД) ორგანოთა „მუშაობის“ საერთო პრაქტიკა კომინტერნის ყველა ემიგრანტულ სექციასთან მიმართებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ანტიფინური კამპანია სულაც არ გასულა ზოგადსაკავშირო ღონისძიების დონეზე. აღსანიშნავია, რომ 1937–1938 წწ. „დიდი წმენდის“ ყველაზე უფრო მსხვილი პროცესების მსვლელობისას განწირულებს უყენებდნენ ბრალდებებს გერმანულ, იაპონურ, პოლონურ, ფრანგულ, ლატვიურ სპესამსახურებთან კავშირებში – და სულაც არა ფინურთან!
უბედურება, როგორც ხდება, მოულოდნელად მოვიდა. 1939 წ. 3 ნოემბერს „პრავდაში“ გამოჩნდა წერილი, ფორმის მიხედვით უცნაური და შინაარსით კიდევ უფრო გასაოცარი. ვრცლად და ბუნდოვნად ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ფინეთს არ სურს განამტკიცოს მეგობრობა თავის დიდ აღმოსავლელ მეზობელთან, ჯიუტად უარყოფს საბჭოთა კავშირის მშვიდობისმოყვარულ წინადადებებს, მიდის რომელიღაც არდასახელებულ, მაგრამ ყველასათვის ცნობილ „ომის გამჩაღებელთა“ კვალდაკვალ. ხოლო მთავრდებოდა კი ეს წერილი სრულიად ისტერიული წამოძახილით: „ჩვენ ეშმაკისაკენ მოვისვრით პოლიტიკურ ბანქოს მოთამაშეთა ყველანაირ თამაშებს და წავალთ ჩვენი გზით, ყველაფრის და მიუხედავად. ჩვენ უზრუნველვყობთ სსრკ-ის უსაფრთხოებას, ყველაფრის და მიუხედავად, დავამტვრევთ რა ყველაფერსა და ყველანაირ დაბრკოლებებს მიზნისაკენ მიმავალ გზაზე“. ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ ის უკიდურესი გაოცება, რომელიც შეეძლო გამოეწვია მსგავს სიტყვებს რიგით საბჭოთა მოქალაქეებში, რომელთა უმრავლესობასაც ბუნდოვნად ჰქონდა წარმოდგენილი – სად იმყოფება საერთოდ თავად ეს ფინეთი? რა „თამაშია“? რა „ბანქოს მოთამაშენი“ არიან? ახლა საით უნდა წავიდეთ, ისე რომ არ დავიწყებთ აქეთ-იქით ყურებას და „დავამსხვრევთ ყველაფერს მიზნისაკენ მიმავალ გზაზე“? და რაშია ეს „მიზანი“?
კიდევ სამი კვირის შემდეგ გაზეთების გვერდებიდან, რეპროდუქტორის შავი თეფშიდან ველური, დამარბეველი ანტიფინური პროპაგანდის ნაკადი გადმოიფრქვა. არა სხვანაირად, თუ არა „მასხარებად“, „პოლიტიკურ შულერებად“ და „ბანქოს მოთამაშეებად“ ფინეთის ხელმძღვანელებს უკვე აღარ მოიხსენიებდნენ. ომისწინა უკანასკნელ დღეებში უხეში საგაზეთო ლანძღვა-გინება, რომელიც „ფორტედან“ „ფორტისიმოსაკენ“ იზრდებოდა, უწყვეტ ისტერიულ ღრიალში გადავიდა: „ჭკუა ვასწავლოთ გათავხედებულ მეომრებს! სიმწარე მათ, ვინც ჩვენ გზაზე დაგვიდგება! დროა ამოვდოთ ლაგამი არარაობა რწყილს, რომელიც დახტის და იმანჭება ჩვენს საზღვრებთან! აღვგავოთ პირისაგან მიწისა ფინელი ავანტიურისტები! დადგა დრო გავანადგუროთ საზიზღარი ჭიაღუა, რომელიც ბედავს ემუქრებოდეს საბჭოთა კავშირს!“ საუკეთესო საბჭოთა პოეტები ექსტრენული წესით თხზავდნენ „ლექსებს“, მაგალითად, ასეთს: „რაკი ცოფიანი ძაღლების დასახოცად მიდის მებრძოლი, / მას ირგვლივ ხალხი ხალისით ეხმარება. / უგუნური მასხარები თავიანთ აღსასრულს იპოვნიან, / დამწვარნი იმ ცეცხლზე, რომელსაც თვითონვე აღვივებენ“/ [40].
ფინეთში შეჭრა უნახავი მყვირალა თეატრალურობით იყო მორთულ-მოკაზმული – ჯარები საზღვარზე გადადიოდნენ სალაშქრო კოლონებით, სტალინის პორტრეტებითა და გაშლილი დროშებით. აღტაცებული თვითმოხიბვლა იქამდე მივიდა, რომ უკვე 1939 წლის 1 დეკემბერს, ომის მეორე დღეს, „პრავდა“ ეჭვის ყოველგვარი ჩრდილის გარეშე წერდა: „წითელი არმია შეძლებს მიაყენოს გამანადგურებელი დარტყმა არა მარტო ფინურ ჭიაღუას, არამედ მათაც, ვის ზურგს არის ამოფარებული ეს ჭიაღუა (козявка /ქინქლი/)!“ იმავე გაზეთში იტყობინებოდნენ, რომ „დამწუნებელმა ამხ. კუკუშკინამ“ გამოდიოდა რა ქარხნის მიტინგზე, გამოხატა მტკიცე რწმენა იმაში, რომ „თეთრგვარდიულ ჯოჯოხეთს“, რომელშიც ოც წელიწადს იტანჯებოდნენ ფინელი მუშები, აღსასრული დაუდგა...
აი ასე, უხეში სამოედნო ფარსის სტილში, გაყიდული მჯღაბნელების წკმუტუნისა და წკავ-წკავის ქვეშ, მოტყუებულ და დაშინებულ მცხოვრებთა ტაშისცემით, იწყებოდა ორი ხალხის საშინელი ტრაგედია.
სტალინის მიერ დაგეგმილი „პატარა ძლევამოსილი ომი“ მძიმე, მრავალწლიან, სისხლიან სასაკლაოდ გადაიქცა. საბრძოლო მოქმედებები საბჭოთა და ფინურ არმიებს შორის – ხანგრძლივი შესვენებებით – 1939 წ. 30 ნოემბრიდან 1944 წ. 5 სექტემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. თითქმის ხუთ წელიწადს. 1944 წ. 19 სექტემბერს მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტი მხოლოდ „დაზავების შესახებ შეთანხმება“ გახლდათ, ხოლო რაც შეეხება სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელმაც ფორმალურ-იურიდიულად დაასრულა ომი ფინეთსა და მოკავშირე დერჟავებს (სსრკ, დიდი ბრიტანეთი და სხვები) შორის, ის 1947 წ. 10 თებერვალს იქნა ხელმოწერილი, და სსრკ უმაღლესი საბჭოს მიერ მხოლოდ 1947 წ. 29 აგვისტოს – რატიფიცირებული.
ყველაზე უფრო აქტიური საბრძოლო მოქმედებები საერთო ჯამში არაუმეტეს რვა თვისა გრძელდებოდა: „ზამთრის ომი“ (39 წ. 30 ნოემბრიდან 40 წ. 13 მარტამდე), 1941 წ. ზაფხულის კამპანია (ივლისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე), 1944 წ. ზაფხულის კამპანია (10 ივნისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე). წითელი არმიის დანაკარგების მასშტაბები საბჭოთა-ფინურ ომში შემაძრწუნებელია. ზუსტი ციფრები ამ დრომდე უცნობია (და ალბათ ვერც იქნება დადგენილი შემდგომში). ყველაზე უფრო მეტად ავტორიტეტულ და „კონსერვატიულ“ (ამ სიტყვის კარგი აზრით) წყაროში [9] მოყვანილი ცნობების ანალიზი, საშუალებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ საბჭოთა ჯარების დაუბრუნებელმა დანაკარგებმა – მოკლულები, ჭრილობებისგან ჰოსპიტლებში გარდაცვლილები, ტყვეობაში დაღუპულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები – 200 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.
ყველაფერი შედარებაში შეიცნობა. მრავალწლიან ომში იაპონიასთან (ბრძოლები ჰასანის ტბასთან 1938 წ., ბრძოლები ხალხინ-გოლზე 1939 წ., მანჯურიის შეტევითი ოპერაცია 1945 წ.) წითელმა არმიამ დაუბრუნებლად 21 ათასი ადამიანი დაკარგა [9, გვ. 72, 79, 223]. ჩვენს მოკავშირეთა (ინგლისის, კანადისა და აშშ) სახმელეთო ჯარებმა დასავლეთ ევროპის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში – ნორმანდიაში გადმოსხდომიდან ელბაზე გამოსვლამდე – 156 ათასი ადამიანი დაკარგეს მოკლულებით [11]. მეორეს მხრივ, გერმანულმა ვერმახტმა დასავლეთის ფრონტზე შეტევის მსვლელობისას (1940 წ. მაისი – ივნისი), რომელიც საფრანგეთის, ბელგიისა და ჰოლანდიის განადგურებით (разгром) დასრულდა, დაუბრუნებლად 49 ათასი ადამიანი დაჰკარგა [12]. ნორვეგიის ოკუპაცია (1940 წ. აპრილ – მაისი), რომლის მსვლელობისას გერმანულმა ჯარებმა არა მარტო მცირერიცხოვანი ნორვეგიული არმია, არამედ მოკავშირეთა საექსპედიციო კორპუსიც გაანადგურეს, გერმანიას 3,7 ათას დაღუპულად და უგზო-უკვლოდ დაკარგულად დაუჯდა [65, გვ. 134].
საუბედუროდ, საბჭოთა კავშირის ადამიანური დანაკარგები ფინეთთან ომში სულაც არ ამოიწურება მოქმედი არმიის დანაკარგებით. ლენინგრადის ბლოკადა, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე წაიღო, შესაძლებელი შეიქნა მხოლოდ 1941 წ. ზაფხულის კამპანიაში წითელი არმიის დამარცხების შედეგად, როცა ფინური ჯარების გამოსვლამ სორტავალასა და კექსჰოლმთან (პრიოზჲორსკთან) შეწყვიტა ლენინგრადის სარკინიგზო შეტყობინება „დიდ მიწასთან“ ლადოგის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროს შემოვლით. დაბოლოს, რაოდენობრივ აღრიცხვას დაქვემდებარებული პირდაპირი ადამიანური და მატერიალური დანაკარგების გარდა, უაზრო და დაუნდობელმა ომმა ფინეთთან საბჭოთა კავშირს ირიბი, მაგრამ ამის გამო სულაც არა ნაკლებად მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ზარალიც მიაყენა. 1939 წ. დეკემბერში სწორედ აგრესია ფინეთის წინააღმდეგ იქცა სსრკ-ის ერთა ლიგიდან გარიცხვის მიზეზად, ხოლო საბჭოთა ავიაციის მიერ ფინური ქალაქების დაბომბვებმა მიიყვანეს აშშ პრეზიდენტი რუზველტი გადაწყვეტილების მიღებამდე საბჭოთა კავშირზე ეგრეთ წოდებული მორალური ემბარგოს რეჟიმის გავრცელების შესახებ (აკრძალვა საავიაციო შეიარაღებათა და ტექნოლოგიების გადაცემაზე). ყოველივე ამან კიდევ უფრო გააძლიერა სსრკ-ის საერთაშორისო იზოლაცია, აგრეთვე შექმნა დამატებითი პრობლემები საბჭოთა ავიამრეწველობაში (განსაკუთრებით – საავიაციო მოტორების წარმოებაში, რომელიც ტრადიციულად ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებაზე იყო დამყარებული), ამასთან ხდებოდა ეს დიდი ომის წინა ხანებში, იმ უმძიმესი განსაცდელების წინა ხანებში, რომლებიც საბჭოთა კავშირს მოელოდა...
ძნელია, თუ არ ვიტყვით – „შეუძლებელი“, წარმოვიდგინოთ ამერიკელი ან კანადელი, რომელმაც არაფერი იცის იმის შესახებ, რომ მისი ქვეყნის არმია მეორე მსოფლიო ომის წლებში ომობდა დასავლეთ ევროპაში. ძნელია და შეუძლებელიც წარმოვიდგინოთ ფრანგი ან ინგლისელი, რომელმაც არ იცის იმის შესახებ, რომ 1940 წ. საფრანგეთი იქნა ოკუპირებული ვერმახტის მიერ, და 1944 წ. ზაფხულში კი განთავისუფლებული მოკავშირეთა ჯარების მიერ, რომლებიც ნორმანდიაში გადმოსხდნენ. ადამიანთა მსხვერპლის რიცხვის მიხედვით საბჭოთა კავშირ – ფინეთის ომი (როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები) სავსებით თავსებადია საომარი კამპანიებისა დასავლეთ ევროპაში, და მიუხედავად ამისა თვით საბჭოთა უნივერსიტეტების ისტორიული ფაკულტეტების კურსდამთავრებულთა შორისაც კი ძნელია იპოვნო ადამიანი, რომელიც შეძლებს დაასახელოს თუნდაც მიახლოებითი თარიღები ამ ომის დაწყების და დასრულებისა, დაასახელოს მისი ძირითადი ეტაპები და შედეგები. ხოლო რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობის მიხედვით არ არიან დაკავშირებული სამხედრო ისტორიის შესწავლასთან, მათ შორისაც ასეთი „კარგად მცოდნეების“ პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. და ასეთი სიტუაცია სულაც არ არის შემთხვევითი.
ტოტალიტარულ სახელმწიფოში წარსულის მოვლენათა შესწავლისა და განმარტების უფლება მმართველი ზედაფენებისა და მისი პროპაგანდისტული მსახურების განსაკუთრებულ პრივილეგიას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ტოტალიტარული საზოგადოების ისტორია ყოველთვის „წინასწარ ვერგანსაჭვრეტია“ («непредсказуема»). სსრკ-ის სტალინურ-ბრეჟნევული ხელმძღვანელობისათვის ფინეთთან ომი იყო ის ეპიზოდი, რომლის გახსენებაც მათ ყველაზე ნაკლებად უნდოდათ. არც კრემლის მბრძანებელთა დანაშაულებრივ ჩანაფიქრებში, არც წითელი არმიის სამარცხვინო დამარცხებებში არ შეიძლებოდა ეპოვნათ ღირსეული მასალა „მშრომელთა აღზრდისათვის მშობლიური კომუნისტური პარტიისადმი უანგარო ერთგულებისა და სიყვარულის სულისკვეთებით“. ამიტომ ნაბრძანები იყო – დაევიწყებინათ. ყველამ დაივიწყა კიდეც.
ბევრი ათწლეულის მანძილზე ომი ფინეთთან იყო საბჭოთა საზოგადოებისათვის „დაკარგული“, „უცნობი“ (როგორც ტვარდოვსკიმ თქვა – „შეუმჩნეველი“) ომი. ნახევარი საუკუნის მანძილზე არ ყოფილა გადაღებული არც ერთი მხატვრული ან დოკუმენტური კინო- ან ტელეფილმი, არ ყოფილა დაარსებული არც ერთი მედალი ფინეთის ომის მონაწილეთათვის. იმ უიშვიათეს შემთხვევებში, როდესაც მხატვრულ ან დოკუმენტურ მოთხრობაში ჩნდებოდა მოხსენიება 41–44 წლებში ფინურ ფრონტზე ბრძოლების შესახებ, მოწინააღმდეგის ჯარისკაცებს ზედმეტი სიმორცხვის გარეშე უბრალოდ – „გერმანელ-ფაშისტ დამპყრობლებს“ უწოდებდნენ.
მეორეს მხრივ, ტოტალიტარული რეჟიმი მოითხოვდა, რათა „მოწინავე სოციალისტური მეცნიერებისა ღრმად პარტიული კულტურის“ საერთო ფარგლებში ეარსება ისტორიულ მეცნიერებასაც. და თუმცა კი ყოველგვარი მეცნიერული გამოკვლევის საბოლოო დასკვნა წინასწარ იყო ცნობილი – „საბჭოთა კავშირი იყო მართალი, იმიტომ რომ იგი მართალია ყოველთვის“, – სქელტანიანი, ხშირად მრავალტომიანი, წიგნები სამხედრო ისტორიაში იწერებოდა და გამოიცემოდა. საბჭოთა-ფინური ომის მოვლენათა გაშუქებისათვის გამოსაყენებლად იყო გამომუშავებული, „უმაღლესად“ სანქცირებული და განუხრელად დაცული კომბინაცია შემდეგი სამი პუნქტისაგან.
ჯერ ერთი, ილაპარაკონ ამ ომის შესახებ რაც შეიძლება ცოტა. თუ შესაძლებელია – საერთოდ არაფერი მოიხსენიონ მის თაობაზე. მკითხველთა ფართო წრისათვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში შესაძლებელია მოკლე მსჯელობა თემაზე „ზამთრის ომის“ შესახებ, მაგრამ არასოდეს 41–44 წლების ომისა.
მეორე, „ზამთრის ომთან“ მიმართებაში უწოდებდნენ და განმარტავდნენ მას როგორც მხოლოდ ლოკალურ (ადგილისა და ამოცანების მიხედვით) „შეიარაღებულ კონფლიქტს კარელიის ყელზე“. მკითხველთა ფართო წრისათვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში (კერძოდ ყველა სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოში) არ უშვებდნენ თუნდაც უმცირეს მოხსენიებებს „მოლოტოვ – რიბენტროპის პაქტზე“ საიდუმლო პროტოკოლის შესახებ, დემოკრატიული ფინეთის ეგრეთ წოდებული სახალხო მთავრობისა და სხვა მოვლენებისა და ფაქტების შესახებ, რომლებიც ხსნიან (აშიშვლებენ) სტალინური ხელმძღვანელობის რეალურ განზრახვებს. ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის დამალვის გზით (უნდა აღინიშნოს, რომ თვით 39–40 წწ. ცენტრალური გაზეთებიც კი იყო ამოღებული ღია ხელმისაწვდომობიდან სსრკ-ის ყველა საჯარო ბიბლიოთეკაში) გამოეხატათ ფართომასშტაბური აგრესია ლოკალური თავდაცვითი აქციის სახით.
მესამე, მყარად, კატეგორიულად, არანაირი კრიტიკის არდაშვებით, უარეყოთ ყოველგვარი კავშირი ომის პირველ (39–40 წწ. „ზამთრის ომი“) და შემდგომ ეტაპებს შორის. დასავლურ ლიტერატურაში საზოგადოდ მიღებული ტერმინს „ომი-გაგრძელება“ ისტორიის ანტისაბჭოთა ფალსიფიკატორების ბოროტ გამონაგონად აცხადებდნენ. 1941–1944 წწ. საბრძოლო მოქმედებებს უწოდებდნენ და განმარტავდნენ განსაკუთრებით და მხოლოდ როგორც „ფინური არმიის მონაწილეობას გერმანულ-ფაშისტურ აგრესიაში სსრკ-ის წინააღმდეგ“.
ღრმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა, რომლებიც მოხდა საბჭოთა კავშირში 80–90-იანი წლების მიჯნაზე, შექმნეს თვისობრივად ახალი სიტუაცია მეცნიერ-ისტორიკოსებისათვის. გამოჩნდა ხელმისაწვდომობა დოკუმენტური ინფორმაციის ისეთ წყაროებთან, რომელთა შესახებაც ადრე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. გამოჩნდა შესაძლებლობა გაგვეკეთებინა საკუთარი, არა წინასწარ მოცემული დასკვნები და ცენზურისკენ გახედვის გარეშე გაგვეზიარებინა ეს დასკვნები სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ვიხსენებთ რა დღეს 80-იანი წლების მიწურულის ატმოსფეროს, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება გაინაბა დიდი ხნის ნანატრი ისტორიული სიმართლის ყლუპის მოლოდინში. გამართლდა თუ არა ეს იმედები? ამ შეკითხვაზე ძალზედ ძნელია აწონილი და ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა.
თუ სამხედრო-ისტორიულ თემებზე პუბლიკაციების რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ მათმა „ქაღალდის ტალღამ“ ყველაზე უფრო გაბედულ მოლოდინებს გადააჭარბა. წიგნის მაღაზიათა დახლები დღეს დახუნძლულია ისტორიული გამოკვლევების, მემუარების, ფოტოალბომების, დოკუმენტთა კრებულების მთებით – და მიუხედავად ამისა ყოველ თვეში რუსეთის გამომცემლობები გამოყრიან ბაზარზე სამხედრო-ისტორიული ლიტერატურის რამდენიმე ათეულ (ან სულაც ასეულ) ახალ დასახელებებს. სამწუხაროდ, ტირაჟირებული წიგნების ხარისხთან და სამეცნიერო კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით სიტუაცია სულაც არ არის გასახარებელი. სიტყვისა და ბეჭდური სიტყვის თავისუფლება, რომელიც ასე მოულოდნელად დაატყდა რუსეთს, ზოგჯერ იმაში გამოიხატება, რომ სრულიად არაკომპეტენტურ ადამიანებს ფულის ან მდიდარი სპონსორების არსებობისას შეუძლიათ ავსებდნენ ბაზარს თავიანთი გრაფომანური ნაჩალიჩარებით. საქმე ისეთი დაუჯერებელი ჟანრის გაჩენამდეც კი მივიდა, როგორიც „დოკუმენტური სიყალბეა“ («документальная фальшивка»): იბეჭდება „ფოტოასლები“ პრიმიტიულად და უხეშად შეთითხნილი „დოკუმენტებისა“, გამოიცემა „დღიურები“ არასოდეს არსებული „სტალინის საიდუმლო მრჩევლებისა“, საიდანღაც ჩნდება არავისთვის (უახლოესი ნათესავების ჩათვლით) არ ცნობილი „მემუარები“ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანებისა... საინჟინრო ენით რომ ვთქვათ, „თანაფარდობა სიგნალი – ხმაური“ რუსეთის თანამედროვე ისტორიოგრაფიასა და ისტორიულ პუბლიცისტიკაში უკიდურესად არაკეთილსასურველია.
დავტოვებთ რა მოცემული მიმოხილვის ფარგლებს გარეთ ფსევდოისტორიულ თხზულებებს, რომლებიც არაფერს ჰქმიან, „საინფორმაციო ხმაურის“ გარდა, ყურადღებას გავამახვილებთ „სასარგებლო სიგნალის“ შინაარსზე. არ გვიწევს უარყოფა მნიშვნელოვანი მიღწევისა საბჭოთა – ფინეთის ომის სამეცნიერო ისტორიოგრაფიის განვითარების საქმეში. ყველაზე უფრო დაწვრილებითაა შემუშავებული 39–40 წწ. „ზამთრის ომთან“ დაკავშირებული საკითხები. საარქივო ფონდების მნიშვნელოვანი მასივის განსაიდუმლოებამ საშუალება მისცათ შემოეყვანათ სამეცნიერო ბრუნვაში ის დოკუმენტები, რომლებიც დაწვრილებით აღწერენ როგორც ომის სამხედრო-პოლიტიკურ მომზადებას, ისე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობასაც. განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შეფასებები და დასკვნები, რომლებიც „ზამთრის ომის“ მოვლენათა „ცხელ კვალზე“ არის გაკეთებული სსრკ უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ [20, 21]. XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე იქნა გამოცემული დიდი მოცულობის მქონე კრებულები პირველადი დოკუმენტებისა [16, 17, 18]. განსაკუთრებით ღირებული მასალა, რომელიც საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად შევაფასოთ სტალინური პოლიტიკის მიზნები და ამოცანები ფინეთთან მიმართებაში, ინახება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტების სერიის მრავალტომეულში, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოსცემს [19]. ამავე წლებში იქნა რუსულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული ფინეთის გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეთა მემუარები, ცნობილ ფინელ ისტორიკოსთა შრომები [22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 32].
ისტორიკოსებისათვის ხელმისაწვდომ წყაროთა ბაზის რადიკალურმა გაფართოვებამ საშუალება მისცა შეექმნათ რიგი მსხვილი მონოგრაფიული კვლევები [14, 29, 30, 31, 33, 34, 35]. ვსწავლობთ რა ამ შრომებს, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ რუსეთის ზოგიერთი ისტორიკოსის აზროვნების გარკვეული პარადოქსულობა. მაგალითად, აღიარებენ რა იმ ფაქტს, რომ მშვიდობიანობის დროის ფინური არმია პირადი შემადგენლობის რიცხოვნებით იყო 60-ჯერ, საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობით – 100-ჯერ და ტანკების რაოდენობით – 350-ჯერ ნაკლები წითელ არმიაზე, ისინი მიუხედავად ამისა აცხადებენ, რომ „ფინეთის სამხედრო მზადებები იწვევდა სსრკ მთავრობის ბუნებრივ შეშფოთებას“. სხვა ავტორი ამ „შეშფოთებას“ ხსნის შემდეგნაირად: „მოსკოვში ფინეთის მხრიდან სამხედრო საფრთხეს მეტად სერიოზულად ეკიდებოდნენ – სამხედრო მიმართებით ეს სახელმწიფო მნიშვნელოვნად აღემატებოდა ესტონეთსაც და ლატვიასაც“. რა ვთქვათ, ეს სია შეიძლებოდა კიდევ უფრო გაგვეგრძელებინა, დავუმატებდით რა მას ლუქსემბურგს, მონაკოსა და ლიხტენშტაინის სამთავროს...
„ზამთრის ომის“ დასაწყისი შემდეგი სიტყვებით აღიწერება: „1939 წ. 30 ნოემბერს ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის ჯარებმა მიიღეს ბრძანება უკუაგდონ ფინური ჯარები ლენინგრადისაგან“. ფრაზა ისეა აგებული, რომ ვითომ „ფინური ჯარები“ გადმოვიდნენ საზღვარზე, შემოიჭრნენ საბჭოთა ტერიტორიაზე და გამოვიდნენ ლენინგრადის გარეუბნებთან – რის შემდეგაც მოუხდათ მათი „უკუგდება“! კიდევ ერთი დამახასიათებელი მაგალითი – სუვერენული ქვეყნის ხელმძღვანელობის აბსოლუტურად კანონიერ უფლებას არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას, რომლის პირობებიც მთავრობისა და პარლამენტის ერთსულოვანი აზრით ფინეთის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, თანამედროვე რუსეთელი ისტორიკოსი უკეთებს შემდეგი სახის კომენტარს: „ფინეთის დემონსტრაციულმა არდამთმობლობამ და მისი პოზიციის მხარდასაჭერად მსოფლიო პრესაში გაშლილმა კამპანიამ არ დაუტოვეს მოსკოვს სხვა არჩევანი, გარდა ომისა“. გასაოცარი ლოგიკაა: თავისი „არდამთმობლობით“ მსხვერპლმა მოძალადეს „სხვა არჩევანი“ არ დაუტოვა!
ერთი სიტყვით – „ზამთრის ომის“ ისტორიის შესწავლაში წერტილის დასმა ჯერ ადრეა. ბევრი საკითხი (უწინარეს ყოვლისა – საკითხი ნამდვილი მოტივების შესახებ, რომლებმაც წაახალისეს სტალინი თავიდან დაეწყო ომი, ხოლო შემდეგ კი – შეეწყვიტა იგი ისე, რომ ვერც ერთ უწინ განცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია) ჯერ კიდევ სადისკუსიოდ რჩება. და მაინც უზარმაზარი – საბჭოთა ისტორიოგრაფიასთან შედარებით – წინსვლა აშკარად და უდავოდ წარმოგვიდგება.
გაცილებით უფრო ნაკლებად შესწავლილი რჩება საბჭოთა-ფინეთის ომის ის ეტაპი, რომელიც 1941 წ. 25 ივნისს დაიწყო და ფინურ ისტორიოგრაფიაში მიიღო „ომი-გაგრძელების“ სახელწოდება. ტოტალური მიჩუმათების ტრადიციას აქვს ამ შემთხვევაში დიდი ხნის ისტორია. დასაწყისი იქნა დადებული 65 წლის წინ საბჭოთა ინფორმბიუროს მიერ, რომელმაც არ აცნობა საბჭოთა ადამიანებს ამ ომის არც დაწყების შესახებ, და არც დამთავრებისა (რაც უკვე სავსებით უცნაურია)! 1941 წ. 26 ივნისს საბინფორმბიუროს ცნობებში გამოჩნდა მხოლოდ ერთადერთი ფრაზა: „საბჭოთა – ფინეთის საზღვარზე მიწისზედა ჯარების საბრძოლო შეტაკებები 26 ივნისს არ ყოფილა“ [36]. თვით საბჭოთა პროპაგანდისტული „ხრიკების“ ღრმა ცოდნაც კი არ მოგვცემს შესაძლებლობას გავაკეთოთ ამ ფრაზიდან დასკვნა იმის შესახებ, რაც სწორედ ამ დღეს ფინეთის პრეზიდენტმა რისტო რჲუტიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შევიდა ომში სსრკ-თან. 1944 წ. სექტემბერში საბინფორმბიუროს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც იქნა მიღწეული 4–5 სექტემბერს, და დაზავების თაობაზე შეთანხმების დადების შესახებაც 19 სექტემბერს.
დავბრუნდებით რა 1941 წ. ზაფხულში, ჩვენ აღმოვაჩენთ საბინფორმბიუროს ზუსტად ს ა მ ცნობას, რომლებშიც თუნდაც კი ჩნდება სიტყვა „ფინური“ რომელიღაც ბრუნვაში.
– 29 ივნისის საღამოს შეტყობინება: „ფინურ-გერმანული ჯარები გადმოვიდნენ შეტევაზე მთელ ფრონტზე ბარენცის ზღვიდან;
– ფინეთის ყურემდე (29 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში ეს განცხადება აშკარა გაზვიადება გახლდათ – მ. ს.), ისწრაფვიან რა გაარღვიონ ჩვენი სიმაგრეები სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე. ფინურ-გერმანული ჯარების არაერთი შემოტევა იქნა მოგერიებული ჩვენი ჯარების მიერ;
– 28 ივნისის დილის შეტყობინება: „ჩვენი ავიაცია ბომბავდა ასევე სანაპირო თავდაცვის ფინურ ჯავშნოსანსაც. დაიმზირებოდა 500 კგ ბომბების პირდაპირი მორტყმები და ძლიერი აფეთქებანი“;
– 21 სექტემბრის საღამოს შეტყობინება: „სანაპირო თავდაცვის ფინური ჯავშნოსანი „ილმარინენი“, რომელსაც ფინეთის ყურეში ჩვენმა ხომალდებმა შეუტიეს, ნაღმებს გადააწყდა და ჩაიძირა“.
და ეს – არის ყველაფერი. არანაირი სხვა შეტყობინებები სამი თვის მანძილზე (1941 წ. ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) ომისა, რომლის მსვლელობისას წითელმა არმიამ დაჰკარგა 190 ათასი ადამიანი მოკლულებით, დაჭრილებითა და ტყვეებით, არ ყოფილა. მართალია, საბინფორმბიუროს ცნობებში იშვითად ჩნდებოდა უკიდურესად მოკლე მოხსენიებები ბრძოლათა შესახებ „უხტის, კექსჰოლმის, პეტროზავოდსკის მიმართულებებზე“, მაგრამ ამ „მიმართულებებზე“ წითელი არმია აწარმოებდა ბრძოლებს უსახელო „მოწინააღმდეგესთან“ ან „გერმანულ ჯარებთან“.
ამ დღემდე რუსეთში არ გამოსულა არც ერთი სერიოზული მონოგრაფია („ზამთრის იმის“ შესახებ ზემოთ მითითებული მსხვილი გამოკვლევების მსგავსი), რომელშიც 1941–1944 წწ. ომის ისტორია კომპლექსური, ობიექტური და პატიოსანი გამოკვლევის საგნად იქცეოდა. უფრო მეტიც, სამეცნიერო კვლევებზე პროპაგანდის პრიორიტეტი უკანასკნელ წლებში კიდეც ძლიერდება. როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია განწყობილებების ცვლილებათა საერთო მიმართულებასთან რუსეთის საზოგადოებაში, რომელშიც „არასრულფასოვნების კომპლექსი“, გამოწვეული ქვეყნის მზარდი ჩამორჩენით – ახლა უკვე არა მარტო დასავლეთ ევროპისაგან, არამედ აზიისა და ლათინური ამერიკის ქარიშხლისებურად განვითარებულ სახელმწიფოთაგანაც, – უცნაურად გადაეხლართება დიდმპყრობელურ, იმპერიულ ამბიციებს. ასეთ მოწამლულ ატმოსფეროში იწყება სტალინური საგარეო პოლიტიკის კრიტიკის აღქმა როგორც „რუსოფობიის გამოვლინებისა“, ხოლო ჯერ კიდევ საბჭოთა დროებიდან ნაცნობ შეუწყნარებლობასა და აგრესიული უმეცრებას ემატება სიტყვიერი თავაშვებულობა, რომელიც უწინ თვით კომუნისტური პროპაგანდისთვისაც კი არ ყოფილა დამახასიათებელი.
მოვიყვანთ ერთ, მაგრამ საკმარისად დამახასიათებელ მაგალითს. უკანასკნელ წლებში რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფურცლებზე გაიელვა ვიღაც „ფინელი სოციოლოგის“ იოჰან ბეკმანის სახელმა. ახალგაზრდა (1972 წელს დაბადებულ) ადამიანს წარუდგენენ მკითხველს როგორც „რუსეთის შესახებ აღიარებულ სპეციალისტს, რომელიც 1993 წლიდან ხშირად არის ხოლმე სანკტ-პეტერბურგში, სადაც თვეობით ცხოვრობს და სამეცნიერო მუშაობითაა დაკავებული“. ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვან კრებულში (გამოიცა 2006 წ. ვ. ნ. ბარიშნიკოვის რედაქციით), რომელიც საბჭოთა-ფინური ურთიერთობებისადმია მიძღვნილი, შეიძლება ამ „სამეცნიერო მუშაობის“ ნაყოფებს გავეცნოთ.
თავის წერილში ი. ბეკმანი მოითხოვს, რათა საბჭოთა-ფინური ომის ისტორიის შესწავლას დაედოს საფუძვლად „აღიარება იმისა, რომ ფინელები იყვნენ ფაშისტური ოკუპანტები, რომ ფინეთი საბჭოთა კარელიაში სასტიკ რასობრივ ომს აწარმოებდა, რომ საოკუპაციო მთავრობისათვის უცხო იყო ყოველივე ადამიანური, ხოლო უსაშინლეს მიზანს კი წარმოადგენდა აღეგავათ რუსები პირისაგან მიწისა ნაცისტურ გერმანიასთან ერთობლივად“ [35, გვ. 308]. დიახ, მსგავსი რიტორიკა საფრონტო სადივიზიო სააგიტაციო ფურცლებში სავსებით გამოსადეგი იქნებოდა. ომში როგორც ომში – სამხედრო პროპაგანდა ყველა დროში აგებულია მტკიცებაზე იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგისთვის „უცხოა ყოველივე ადამიანური“. მაგრამ უცნაურად გამოიყურება მსგავსი გამოთქმები 2006 წლის სამეცნიერო პუბლიკაციაში. აღსანიშნავია ისიც, რომ „თვეობით სანკტ-პეტრბურგში მცხოვრებმა ფინელმა სოციოლოგმა“ დაარსა ჰელსინკიში „იოჰან ბეკმანის ინსტიტუტი“, რომლის ეგიდითაც კერძოდ, გამოვიდა ნ. ი. ბარიშნიკოვის წიგნი [39], რომელიც შეიცავს თუნდაც არა ამდენად ოდიოზურ, მაგრამ სამეცნიერო ობიექტურობისაგან მეტად შორს მდგარ შეფასებებსა და დასკვნებს.
თითქოს-და, რუსეთისა და ფინეთის ისტორიკოსთა მჭიდრო თანამშრომლობას, ორი მეზობელი ქალაქიდან, მხოლოდ უნდა მივესალმებოდეთ, თუ ის არ განვითარდებოდა ძველიო ანეგდოტის ნიმუშის მიხედვით, რომელიც კარგადაა ცნობილი ყველასთვის, ვინც სსრკ-ში დაიბადა:
„ერთმანეთს შეხვდნენ რუსი და ამერიკელი და დაიწყეს კამათი – რომელს აქვს ქვეყანაში უფრო მეტი თავისუფლება?
– აი მე, – ამბობს ამერიკელი, – შემიძლია გავიდე მინდორზე თეთრი სახლის წინ და მთელი ხმით ვიღრიალო: „ამერიკის პრეზიდენტი – სულელია!“ და მე ამის გამო არაფერი მომივა.
– ნახე რა რით გამაკვირვო, პასუხობს მას რუსი. – მეც ასევე შემიძლია გავიდე წითელ მოედანზე მოსკოვში და ვიღრიალო: „ამერიკის პრეზიდენტი – სულელია...“.
ასეთი „ანეგდოტის“ მაგალითები ფინეთის ომის ისტორიის შესწავლაში ცოტა არ არის. ჰელგე სეპჲალჲა, პროფესიონალი სამხედრო და სამხედრო ისტორიკოსი, 18 წლის ჭაბუკი ფინური არმიის ჯარისკაცის სახით აღმოჩნდა ოკუპირებულ პეტროზავოდსკში, სადაც ეწეოდა სამსახურს 1942–1944 წლებში. იმ წლების დრამატულმა განცდებმა წაახალისეს ბატონი სეპჲალჲა დაეწერა წიგნი სახელწოდებით „ფინეთი როგორც ოკუპანტი“ [27]. სეპჲალჲას წიგნის გამოჩენა (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – ავტორის უკიდურესად წინასწარგანზრახული და ცალმხრივი მიდგომა საკვლევი პრობლემისადმი) იქცა ფინეთში ნამდვილი საზოგადოებრივი სკანდალის მიზეზად. წიგნის პრეზენტაციის მსვლელობისას თვით პოლიციის თანამშრომლებმაც კი ვერ შეძლეს დაეცვათ ისტორიკოსი განრისხებული ფინელი ბებიებისაგან, ქალთა ნებაყოფლობითი ორგანიზაციის „ლოტა სვჲარდი“ ვეტერანებისაგან [35, გვ. 301].
გეგონებოდათ, სწორედ რუსეთის ისტორიკოსებს შეეძლოთ ბევრწილად შეევსოთ და დაეზუსტებინათ ჰ. სეპჲალჲას გამოკვლევა. უწინარეს ყოვლისა, მიიღებდნენ რა მხედველობაში იმ ფაქტს, რომ ფინური ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორია ძალადობრივად იქნა მოგლეჯილი ფინეთისაგან „ზამთრის ომის“ შედეგად, კარგი იქნებოდა დაეწერათ წიგნი სახელწოდებით „საბჭოთა კავშირი როგორც ოკუპანტი“. ყურადღებას იმსახურებს საკითხი იმის შესახებაც, თუ საიდან მოვიდა საერთოდ „ადგილობრივი მოსახლეობა“, რომელსაც ფინელი დამპყრობლები 1941 წელს ერეკებოდნენ „მშობლიური ადგილებიდან“ – თუ 1940 წ. სასტიკ ზამთარში 400 ათასი ადამიანი წავიდა უკანდახეულ ფინურ არმიასთან ერთად, ხოლო „განთავისუფლებულ ტერიტორიებზე“ კი არაუმეტეს 2 ათასი ადგილობრივი მაცხოვრებელი დარჩა? [41, გვ. 135]. სეპჲალჲას მოთხრობები ცხოვრების მძიმე პირობებისა და მიზერული სასურსათო ულუფების შესახებ კარგი იყო შეევსოთ ინფორმაციით ცხოვრების პირობებისა და ულუფების სიდიდის შესახებ ფრონტის ხაზის მეორე მხარეს, საბჭოთა კარელიაში. მაგალითად, კარელო-ფინური სსრ-ის შინსახკომის (УНКВД) უფროსის 1942 წლის 11 ივნისის მოხსენებით წერილში:
„ამა წლის მაისის განმავლობაში პუდოჟის რაიონის მოსახლეობაზე გაიცემოდა დიდი შეფერხებებით 200–300 გ პური ადამიანზე. სხვა პროდუქტები არ გაიცემოდა. საკვების სისტემატიურმა უკმარისობამ ორი თვის განმავლობაში შექმნა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მასობრივი გამოფიტვა, და ამ ნიადაგზე კი სიკვდილიანობის ზრდაც. ა. წ. აპრილში რაიონში 238 ადამიანი მოკვდა, მათგან ერთ წლამდე ბავშვები – 67 ადამიანი. ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით რაიონში შესამჩნევად დაქვეითდა შრომითი დისციპლინა...“ [49]
დაბოლოს, ფინური საოკუპაციო რეჟიმის ობიექტური განხილვა სრულებით წარმოუდგენელია იმ მთავარი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, რომელმაც გამოიწვია კიდეც ფინური სამხედრო ხელისუფლების ისეთი მართლსაწინააღმდეგო და არაჰუმანური მოქმედებები, როგორიცაა მოსახლეობის ძალადობრივი გადასახლება და გადანაცვლებულ პირთა ბანაკების შექმნა. ლაპარაკია, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებულ კარელიელ პარტიზანებზე, ე. ი. შინსახკომის დივერსიულ რაზმებზე, რომლებიც ეწეოდნენ ფინეთისა და კარელიის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზებას. ერთი სიტყვით, სამუშაოების ფრონტი რუსეთელი ისტორიკოსებისთვის უზარმაზარია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერი ჰ. სეპჲალჲას წიგნის რუსულ ენაზე თარგმნითა და პუბლიკაციით შემოიფარგლა, რომელიც, როგორც ტენდენციური ციტატების კრებული, აქტიურად გამოიყენება.
გაცილებით უფრო მეტი ცნობილობა ხვდა წილად სხვა წიგნს. ფინელმა ისტორიკოსმა, ფინური აკადემიის სამეცნიერო თანამშრომელმა, პროფესორმა მაუნო იოკიპიიმ დაწერა 1987 წელს დიდი მოცულობის, 700-გვერდიანი გამოკვლევა, რომელიც მიძღვნილია „ომი-გაგრძელების“ წინაისტორიისადმი [26]. თავის მიზნად ისტორიკოსმა დაისახა გამოევლინა „ფინეთის საკუთარი წილი ომის გაჩაღებაში“, რის შესახებაც, მისი აზრით, „ფინელ ხალხს არც მაშინ, არც მოგვიანებით არ ატყობინებდნენ“. უზარმაზარი მონდომებითა და სკურპულოზურობით შეაგროვა პროფესორმა იოკიპიიმ ყველა დიდი და მცირე ფაქტი, დაკავშირებული გერმანულ-ფინურ სამხედრო თანამშრომლობასთან 1940–1941 წწ. დასკვნები, რომლებთანაც მივიდა მონოგრაფიის ავტორი, დაიყვანება იმაზე, რომ „დაძაბულ სიტუაციაში „ბარბაროსას“ დაწყების შემდეგ საბჭოთა კავშირს ბოლოს და ბოლოს ნერვებმა უმტყუნა, და მან პირველმა მოგვაყენა დარტყმა“. მოკლედ რომ ვთქვათ, ფინეთმა მორიგ ჯერზე „არ დაუტოვა საბჭოთა კავშირს სხვა არჩევანი“...
შეიძლება ვიკამათოთ იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა იოკიპიის დასკვნები იმ ფაქტებს, რომლებიც მანვე შეკრიბა თავის გამოკვლევაში. კერძოდ, უკვე გამოითქვა აზრი, რომ „მონოგრაფიის ავტორის შეხედულება 1941–1945 წწ. საბჭოთა-ფინური ომის წარმოქმნის მიზეზების შესახებ სრულიად უარიყოფა იმ დოკუმენტურ-ისტორიული მასალით, რომელიც დაწვრილებით და კეთილსინდისიერადაა გადმოცემული მის ნაშრომში“ [42]. უნდა აღინიშნოს ისტორიკოსის პოზიციის აშკარა წინააღმდეგობრიობაც. აშკარად გმობს რა ფინური ხელმძღვანელობის მოქმედებებს, იგი იმავე დროს ახდენს კონსტატაციას, რომ „გერმანულ გზაზე ყოყმანის გარეშე არ დამდგარან – მას ალტერნატივა არ გააჩნდა“. ხოლო თუ „ალტერნატივა არ ყოფილა“, მაშინ რა წარმოადგენს ამ შემთხვევაში დისკუსიის და მით უმეტეს პოლიტიკური კრიტიკის საგანს? დაბოლოს, უკვე 1993 წ. სულ იმავე მ. იოკიპიიმ, ჰქონდა რა პოლემიკა გაზეთ „Keskisuomalainen“-ის ფურცლებზე საბჭოთა ისტორიკოს ნ. ი. ბარიშნიკოვთან, განაცხადა, რომ „თუ არ იქნებოდა 1939–1940 წწ. „ზამთრის ომი“, მაშინ, მთელი ალბათობით, 1941 წ. შემოდგომაზე გერმანელთა ლენინგრადზე შეტევის მსვლელობისას (ლენინგრადს) ზურგში ეყოლებოდა ნეიტრალური ფინეთი და ექნებოდა მშვიდობიანი საზღვარი მდინარე სესტრაზე“ [43].
უნდა მიექცეს ყურადღება წიგნის გამოცემის წელსაც (1987 წ.), და გარდაუვალად ამასთან დაკავშირებულ პროფესორ იოკიპიისთვის არარასებულ ხელმისაწვდომობას იმ ინფორმაციასთან საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებისა და მოქმედებათა შესახებ, რომელიც 90-იანი წლების შუახანებში იქნა განსაიდუმლოებული და სამეცნიერო ბრუნვაში შემოყვანილი. თითქოსდა, სწორედ თანამედროვე რუსეთელ ისტორიკოსებს უნდა შეევსოთ 1941 წლის უკანასკნელი მშვიდობიანი თვეების მოვლენათა სურათი იმ ფაქტებით, რომლებიც „საბჭოთა ხალხისათვის არც მაშინ, არც მოგვიანებით არ შეუტყობინებიათ“. უფრო მეტიც, სწორედ ასეთი თანამშრომლობისაკენ მიპატიჟებით დაამთავრა კიდეც პროფესორმა იოკიპიიმ თავისი წიგნი: „ასეთი რთული დროის განხილვა, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება... მესამე მასშტაბური ეტაპი, ბაზირებული რუსეთის გახსნისაკენ მიმავალ არქივებზე, ჯერ წინ არის... სწორედ მოუსყიდავი მეხსიერება შეიძლება დაეხმაროს ხალხებს, რომლებიც აშენებენ თავიანთ მომავალს წარსულის ფუნდამენტზე. ეს, რა თქმა უნდა, თანაბრად ეხება უწინდელი კონფლიქტის ყველა მხარეს“ [26].
„მოუსყიდავი მეხსიერება...“ გვრჩება მხოლოდ გვაოცებდეს დასავლელ ისტორიკოსთა გულუბრყვილო მიამიტობა, რომლებსაც არანაირად არ შეუძლიათ (არ სურთ?) გაიგონ უბრალო ფაქტი: მათი ახლანდელი რუსეთელი „კოლეგები“, რომლებსაც ისინი მიმართავენ სიტყვებით „ბატონო პროფესორო“, სულაც არ არიან „ბატონები“, არამედ ყველაზე ნამდვილი „ამხანაგები“, „პარტიის იდეოლოგიური ფრონტის“ გამოცდილი მებრძოლები, რომლებიც მარქსიზმ-ლენინიზმისა და სკკპ ისტორიის კათედრებზე გახდნენ „პროფესორები“.
პროფესორ მ. იოკიპიის მოწოდება მათ მიერ შემდეგნაირად იქნა „მოსმენილი“. წიგნის გამოსვლის წელში მას სსრკ-ში განსაკუთრებული ყურადღება არც კი მიაქციეს. საბჭოთა ისტორიოგრაფიას არ სჭირდებოდა მაშინ „კომპრომატების კრებული“ ფინეთის საგარეო პოლიტიკაზე – მის გარეშეც „ყველამ იცოდა“, რომ ფინეთია დამნაშავე ყველაფერში. სიტუაცია შეიცვალა 10 წლის შემდეგ, როცა პოსტგარდაქმნისეულ რუსეთში გახდა შესაძლებელი საჯარო დისკუსია სტალინური იმპერიის როლის თაობაზე მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში. 1999 წელში მ. იოკიპიის მონოგრაფია გაიხსენეს, თარგმნეს რუსულ ენაზე და გამოსცეს. წინასწარგანზრახულობა გამოვლინდა უკვე ყდაზე, იმაში, თუ როგორ იყო თარგმნილი წიგნის სახელწოდება. „Jatkosodan synty“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ომი-გაგრძელების დაბადებას (წარმოქმნას, შექმნას)“. მაგრამ რამდენადაც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში გამოყენება ტერმინისა „ომი-გაგრძელება“ იყო გათანაბრებული „იდეოლოგიურ დივერსიასთან“, იოკიპიის წიგნის დასახელება თარგმნეს როგორც „ფინეთის ომისკენ მიმავალ გზაზე“. საბოლოო ჯამში მ. იოკიპიის მონუმენტური ნაშრომი „ციტატებად“ იქნა დაგლეჯილი, რომელთა წინასწარგანზრახული გამოყენებაც ახლა „ამშვენებს“ თითქმის ყველა პუბლიკაციას, რომლებიც 1941 წ. 25 ივნისის თემისადმია მიძღვნილი.
შემდეგ – უფრო მეტი. 2003 წ. პროფესორმა ვ. ნ. ბარიშნიკოვმა (ზემოხსენებული ნ. ი. ბარიშნიკოვის ვაჟმა) გამოსცა წიგნი სახელწოდებით „ფინეთის ჩართვა მეორე მსოფლიო ომში. 1940–1941“ [44]. საერთო მიმართულებით წიგნი წარმოადგენს 326 გვერდზე გაშლილ „საბრალდებო დასკვნას ფინეთის საქმეზე“, რომელშიც უხვად ციტირებული ფრაგმენტები იოკიპიისა და სეპჲალჲას შრომებიდან ჰარმონიულადაა შევსებული სტალინური დაზვერვის ყოფილი რეზიდენტის ე. სინიცინის მოგონებებით. მაგალითად, მოიყვანება მოსკოვში ფინეთის წარმომადგენლობის შენობაში მოსმენილი ლაპარაკი, რომლის მონაწილენიც „გამოთქვამდნენ საკმაოდ გარკვეულად, რომ გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემთხვევაში ფინეთი არ იქნება რუსულ მხარეზე“. ძალზედ საინტერესოა. იმათ უფროსებს, ვინც მოსასმენ „ხოჭოებს“ აყენებდა, რაიმე სხვის მოლოდინი ჰქონდათ? ისინი იმაზე იმედოვნებდნენ, რომ გაძარცვული და გაუპატიურებული ფინეთი მოძალადის გადასარჩენად გამოიღებს ხელს? მაგრამ რაც ყველაზე უფრო გასაოცარია – სამი წლის შემდეგ სულ იგივე ვ. ნ. ბარიშნიკოვმა დაწერა, რომ „ფინეთის ხელმძღვანელობას არ რჩებოდა პოლიტიკური განვითარების სხვა გზები, გარდა იმისა რომ წასულიყო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გზით გერმანიასთან“ [35, გვ. 218].
მთლიანობაში კი სიტუაცია, ჩამოყალიბებული „ომი-გაგრძელების“ თანამედროვე რუსეთულ ისტორიოგრაფიაში, შეიძლება ასეთი ხატოვანი შედარებით გადმოვცეთ. წარმოვიდგინოთ სატელევიზიო რეპორტაჟი ორი მოკრივის პაექრობაზე, რომლიდანაც კომპჲუტერული გრაფიკის მეთოდებით (დღევანდელი ტექნიკა ამის შესაძლებლობას სავსებით იძლევა) მონაწილეთაგან ერთი მოაშორეს. და რას დავინახავთ ეკრანზე? ჯანმრთელ-ჯანიანი ბავშვი აუხსნელი გაბოროტებისგან დამახინჯებული სახით დახტის უცნაურ ფორმაში რინგზე და ამასთან ერთად იქნევს მუშტებს მახინჯ ხელთათმანებში... სწორედ ასე არის გამოხატული ფინელ ხელმძღვანელთა მოქმედებები ომისწინა უკანასკნელ თვეებში: ისინი სულ მუდამ მიდი-მოდიან, მგზავრობენ ხან ბერლინში, ხან ზალცბურგში, ხან კილში, აწარმოებენ საიდუმლო მოლაპარაკებებს გერმანელ გენერლებთან, იწყებენ ფარულ მობილიზაციას... და რას აკეთებს ამ დროს მ ე ო რ ე / მ ხ ა რ ე მომავალი კონფლიქტისა? იგი მხოლოდ და განსაკუთრებით „მშვიდობიანი აღმშენებლობითი შრომითაა“ დაკავებული.
მოცემული კვლევის ამოცანა იმაში შედგება, რათა „დააბრუნოს რინგზე მეორე მოკრივე“. ამასთან ავტორს სულ უმცირესი ზომითაც კი არ გააჩნია პრეტენზია არბიტრის და მით უმეტეს – „პროკურორის“ როლზე, რომელიც წყვეტს, იყო თუ არა ფინეთის ხელმძღვანელობის მოქმედებები ადექვატური რეალური მუქარისადმი, თუ იგი (ხელმძღვანელობა) აუცილებელი თავდაცვის ფარგლებს გარეთ გავიდა. უფრო მეტიც, საკითხის „ფინური შემადგენელი“ ყველაზე უფრო მცირე ხარისხად იქნება განხილული. და არა მარტო იმიტომ, რუსეთელი ისტორიკოსისათვის უფრო ბუნებრივი და მარტივია იყოს დაკავებული თავისი ქვეყნის ისტორიის დოკუმენტების შესწავლით, რომლებიც რუსულ ენაზეა შედგენილი. უბრალოდ წყვილში სსრკ – ფინეთი წამყვანის როლი გარდაუვალად უზარმაზარ 200-მილიონიან მსოფლიო დერჟავას ეკუთვნოდა, იმ დროს როცა ფინეთს შეეძლო მხოლოდ მეტ-ნაკლებად წარმატებით ჰქონოდა რეაგირება თავისი ძალმოსილი მეზობლის მოქმედებებზე. იმავე პროპორციით, როგორც ჩანს, უნდა ნაწილდებოდეს კიდეც რუსეთელი მკვლევარების ძალისხმევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, რომლის შესახებაც ორი ათასი წლის წინ იქნა ნათქვამი: „თვალთმაქცო! რატომ ეძებ ჩალის ღერს შენი ძმის თვალში, ხოლო შენს თვალში კი მორს ვერ ამჩნევ?“
მთელი უზარმაზარი მრავალფეროვნებიდან იმ საკითხებისა, რომლებიც 1940–1941 წწ. საბჭოთა-ფინურ დაპირისპირების ისტორიასთანაა დაკავშირებული, მოცემულ ნაშრომში მხოლოდ მათი მცირე ნაწილი იქნება განხილული, სახელდობრ კი: სტრატეგიული დაგეგმვა, წითელი არმიის ოპერატიული გაშლა და საბრძოლო მოქმედებები ომის პირველ კვირებში (1941 წ. ივნის – ივლისი). საგანგებო ყურადღება დაეთმობა 1941 წ. 25 ივნისის მოვლენებს, ე. ი. საბჭოთა ავიაციის იმ მასირებულ დარტყმას ფინეთის ობიექტებზე, რომელიც იქცა კიდეც საბაბად ომის გამოცხადებისათვის. არ ცდილობს რა მოიცვას ვერმოსაცველი, ავტორმა მიუხედავად ამისა აუცილებლად მიიჩნია შეავსოს ძირითადი მასალა 1918–1939 წწ. საბჭოთა-ფინური ურთიერთობების ისტორიის კონსპექტური გადმოცემით, აგრეთვე „ზამთრის ომისა“ და 1944 წ. ზაფხულის კამპანიის ამდენადვე მოკლე მიმოხილვით. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს 1941 წ. ზაფხულის დრამატული მოვლენები ჩავრთოთ საერთო ისტორიულ კონტექსტში.
მხედველობის სწორედ ასეთი „სამხედრო“ კუთხის არჩევას აქვს ორი მიზეზი. პირველი დაკავშირებულია ავტორის მიერ გამოყენებულ წყაროთა ხასიათთან – ეს უმთავრესად სამხედრო არქივების დოკუმენტებია: თავდაცვის სამინისტროს ძირითადი არქივის (ЦАМО, ქ. პოდოლსკი) და რუსეთის სახელმწიფო სამხედრო არქივისა (РГВА, ქ. მოსკოვი).
მეორე მიზეზი იმსახურებს უფრო დაწვრილებით ახსნასა და განმარტებას. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა-ფინური ომი, დაწყებული 1941 წ. 25 ივნისს, მიდიოდა სხვა, დიდი ომის ფარგლებში, წარმოადგენდა რა მის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს. წითელი არმია, რომელიც 1941 წ. ივლისში აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს კარელიაში, – ეს სწორედ იგივე არმიაა, ისეთივე შეიარაღებით, მეთაურთა ისეთივე შემადგენლობით, საბრძოლო მომზადების იმავე სისტემით, რაც იმავე 1941 წლის ზაფხულში განადგურებული არმიები ბალტიისპირეთის, დასავლეთისა და კიევის სამხედრო ოკრუგებისა. მათი განადგურების მიზეზები ამ დღემდე რჩება გააფთრებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი დისკუსიის ცენტრში. როგორც ცნობილია, ყველაზე უფრო ხშირად სახელდება შემდეგი მიზეზები:
– მოწინააღმდეგის მოულოდნელი თავდასხმა;
– დასავლური ოკრუგების ჯარების ნაწილებისა და შენაერთების სრულად ვერმობილიზებულობა;
– გერმანული არმიისა და ავიაციის შეიარაღებათა ტექნიკური აღმატებულობა;
– პირველი და მოულოდნელი დარტყმა საბჭოთა ავიაციის ბაზირების აეროდრომებზე, რომელმაც საშუალება მისცა გერმანულ სამხედრო-საჰაერო ძალებს მაშინვე ჩაეგდოთ ხელში ჰაერში ბატონობა;
– თანამედროვე ომის წარმოების ორწლიანი გამოცდილება, დაგროვილი ვერმახტისა და ლჲუფტვაფეს მიერ სსრკ-ში შემოჭრის მომენტისათვის.
ახლა არ გადავერთვებით ამ თეზისების სარწმუნოობის განხილვაზე. რიგმა თანამედროვე რუსეთელმა ისტორიკოსებმა (მათ რიცხვში – მოცემული წიგნის ავტორმაც) დაწვრილებით და არგუმენტირებულად უჩვენეს მცდარი, თუ არა წინასწარგანზრახულად ცრუ, ხასიათი ამ მტკიცებებისა [47, 48]. მოცემული გამოკვლევის მიზნებისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ. თუ ჩვენ შევხედავთ წითელი არმიის კატასტროფული განადგურების „მიზეზების“ მთელ ზემოთ მოყვანილ ჩამონათვალს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ არც ერთი ამ ფაქტებიდან არ შეიძლება იქნას გამოყენებული საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობის აღწერისათვის (ე. ი. წითელი არმიის დამარცხებისა) „ფინეთის ფრონტზე“. არც ერთი.
საბრძოლო მოქმედებები საბჭოთა მხარემ დაიწყო, თანაც დაიწყო სწორედ მოულოდნელი ავიადარტყმით ფინურ აეროდრომებზე. მიწისზედა ჯარების საბრძოლო მოქმედებათა აქტიური ფაზა ივლისის პირველ რიცხვებში იქნა დაწყებული, სსრკ-ში ღია მობილიზაციის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ (რომ არაფერი ვთქვათ უკვე ლენინგრადის სამხედრო ოლქის ჯარების ფარული მობილიზაციისა და გაშლის თაობაზე, რაზედაც შემდგომ იქნება მსჯელობა). არც კი გვიხდება ლაპარაკი ღარიბი ფინური არმიის რაიმე-ნაირი „ტექნიკური აღმატების“ შესახებ. ხოლო რაც შეეხება „თანამედროვე ომის წარმოების გამოცდილებას“, ორივე დაპირისპირებული მხარე იძენდა მას ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ადგილას – 1939–1940 წ. „ზამთრის ომის“ ბრძოლების ველებზე.
ასეთ ნაირად ფინეთის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობის შესწავლა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შევხედოთ 1941 წლის ნიმუშის წითელ არმიას მისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ პირობებში: წინასწარ მობილიზებული ჯარები იწყებენ საბრძოლო მოქმედებებს მათ მიერ არჩეულ მომენტში საკუთარი სარდლობის გეგმების მიხედვით იმ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მათ ტექნიკურ აღჭურვილობაში. შეიძლება ითქვას, რომ ფინეთის ომის რეალური მოვლენების ანალიზი შეიძლება გამოდგეს „დროის მანქანადაც“, რომელიც იძლევა საშუალებას გავცეთ პასუხი საკრამენტულ საკითხს საბჭოთა ისტორიისა: „და რა იქნებოდა მაშინ, 1941 წ. 22 ივნისის დილას გერმანელთა მოულოდნელი თავდასხმა რომ არ ყოფილიყო?“
მანამდე სანამ ბოლოს და ბოლოს ძირითადი მასალის გადმოცემაზე გადავიდოდეთ, გვრჩება მხოლოდ გავერკვეთ ტერმინებში.
წინასწარგანზრახულობაში (მიკერძოებაში) ბრალდება რომ თავიდან აიცილოს, ავტორი გთავაზობთ 1941 წ. ივლის – ნოემბრის მოვლენების აღნიშვნისათვის გამოვიყენოთ, აბსოლუტურად ნეიტრალური, შეფასების არმქონე განსაზღვრება: „მე-2 საბჭოთა-ფინური ომი“. შესაბამისად, 1944 წლის ზაფხულის საბრძოლო მოქმედებებს ექნება უკვე სახელწოდება „მე-3 საბჭოთა-ფინური ომი“. ამრიგად, ახლანდელი გამოკვლევა მე-2 საბჭოთა-ფინური ომის დასაწყისის ისტორიისადმია მიძღვნილი.
საბჭოთა ისტორიულ ლიტერატურაში მიღებული და დამკვიდრებული ტერმინი „ფინური“ (ფინური არმია, ფინური ომი, ფინური ავიაცია) ამ წიგნშიც იქნება გამოყენებული. მაგრამ ამასთან არ უნდა გვავიწყდებოდეს ისიც, რომ პოლიტიკურად კორექტული და ისტორიულად მართალი იქნებოდა ტერმინი „ფინეთისა“ (ფინეთი – ორენოვანი ქვეყანაა, და მის არმიაშიც, ფინელების გარდა, იბრძოდნენ ბევრი ეროვნების მოქალაქენი, და „ზამთრის ომის“ დღეებში კი – მრავალრიცხოვანი უცხოელი მოქალაქეებიც).
გარკვეულ სირთულეებს ჰქმნიან საომარ მოქმედებათა თეატრის ტოპონიმიკის მეტამორფოზებიც. მე-2 საბჭოთა-ფინური ომის დაწყების მომენტისათვის კარელიის ყელის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი კარელია-ფინური სსრ-ის შემადგენლობაში. კ/ფ სსრ-ის მთელ ტერიტორიაზე უწინდელი (ფინური) გეოგრაფიული სახელწოდებები იყო შენარჩუნებული, ამიტომ, როცა ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის სარდლობის დოკუმენტებს ვკითხულობთ, ხშირად ვაწყდებით ძნელად წარმოსათქმელ ფინურ ტოპონიმებს. მე-3 საბჭოთა-ფინური ომის დასრულების შემდეგ მთელი კარელიის ყელი იქნა გადმოცემული ლენინგრადის ოლქის შემადგენლობაში, და მისი ტოპონიმიკაც 1949 წელს რადიკალურად იქნა „რუსიფიცირებული“. კექსჰოლმი გადაიქცა პრიოზჲორსკად, კოივისტო – პრიმორსკად, ენსო – სვეტოგორსკად, ანტრეა – კამენნოგორსკად და ა. შ. აღსანიშნავია, რომ ონეგა-ლადოგის ყელზე (ე. ი. ახლანდელი კარელიის ასსრ-ის ადმინისტრაციულ საზღვრებში) ვუონტელენმჲაკი, პიტკჲარანტა, ნაისტენჲარვი და სხვა ადგილები დარჩნენ თავიანთი ძირძველი სახელწოდებებით.
ამ წიგნში მიღებულია შემდეგი სისტემა: გეოგრაფიული სახელწოდებები ყოველთვის იქნება მოყვანილი იმ სახით, როგორც ისინი იყო მითითებული ორიგინალურ დოკუმენტებში, თანამედროვე დასახელებათა ჩვენებით ფრჩხილებში. სიტყვებით „ლადოგისპირა კარელია“ იქნება გაგებული ლადოგის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ტერიტორია (სორტავალა, პიტკჲარანტა, ოლონეცი) და ონეგა-ლადოგის ყელისაც (ლოიმოლა, სუოჲარვი, პეტროზავოდსკი). ტერიტორიას ონეგის ტბის ჩრდილოეთით (მედვეჟჲეგორსკი, რებოლი, კემი, კესტენგა) ვუწოდებთ „ბელომორის კარელიას“. ხმელეთის „სამკუთხედს“ ფინეთის ყურესა და ლადოგის ტბის დასავლეთ ნაპირს შორის (ვიბორგი, კექსჰოლმი, ლენინგრადი) მოვიხსენიებთ ისე, როგორც მას საბჭოთა სარდლობის დოკუმენტებში უწოდებდნენ: „კარელიის ყელი“, ან შემოკლებით – „კარყელი“.
ნაწილი 1
პირველი მცდელობა
თავი 1.1
ფინეთი, კარელია, რუსეთი
აღმოსავლეთ სლავური და ფინურ-უჲღურული ხალხების ურთიერთ და უმეტეს წილად მშვიდობიან თანაარსებობას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ბევრი რამ უკვე დავიწყებულია, დაკარგულია საუკუნეთა წყვდიადში. დღეს ცოტა ვინმე თუ გაიხსენებს იმის შესახებ, რომ მურომის უღრანმა ტყეებმა, რომელშიც უსტვენდა ხოლმე მამაცი ბულბულ-ყაჩაღი ძველი რუსული თქმულებებიდან, თავისი სახელწოდება ფინური ტომის – მურომისაგან მიიღეს. ხოლო ჩუდის ტბას კი, რომლის ნაპირებზეც რუსი მთავარი ალექსანდრე ნეველი თავის მხედრულ გამარჯვებებს აღასრულებდა, მიეცა სახელწოდება ფინური ტომის ჩუდის პატივსაცემად (აღსანიშნავად). და ტოპონიმ „მოსკოვსაც“, სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, ფინური წარმოშობა გააჩნია. ხოლო რუსეთისა და სუვერენული დამოუკიდებელი ფინეთის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს რაც შეეხება, ისინი გასაოცრად ახალგაზრდაა – მათ ჯერ 100 წელიც არ შესრულებია. 1917 წლამდე ხალხის სუომალაისეტი (სუომის ხალხი) ტრადიციული განსახლების ტერიტორია, რომელიც (ეს ხალხი) ახალი ერის II ათასწლეულის დასაწყისში ტომობრივი ჯგუფების სუმი, ემი, კორელა შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა, თავიდან შვედეთის სამეფოს, ხოლო მოგვიანებით კი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სარწმუნოდ ცნობილი საზღვრებიდან უძველესი ორეშკოვეცის 1323 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით იქნა დადგენილი, დიდ ნოვგოროდსა და შვედეთს შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად, კარელიის ყელის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილი (ქალაქით კორელა, იგივე კექსჰოლმი, იგივე კჲაკისალმი, იგივე ახლანდელი პრიოზჲორსკი) ნოვგოროდის მიწებად იყო აღიარებული.
ფინეთის დაპყრობის გრძელ გზაზე პირველი ნაბიჯი პეტრე პირველმა გადადგა: უზარმაზარ სივრცეებზე ბალტიკიდან პოლტავამდე 21 წლის მანძილზე გაგრძელებული ომი რუსეთსა და შვედეთს შორის (ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის ომი) დასრულდა 1721 წელს ნიშტადტის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, რომლის მიხედვითაც კარელიის ყელი (დაახლოებით თანამედროვე ლენინგრადის ოლქის საზღვრებში) გადაეცა რუსეთს. მრავალწლიანმა გამაჩანაგებელმა ომმა თანაბარი ზომით დაარბია რუსულიცა და ფინური მიწებიც: ფინეთის საგლეხო მეურნეობათა მეოთხედი მიტოვებული აღმოჩნდა, და რუსეთსაც „რეფორმატორი მეფის სახელოვანი ეპოქა“ მოსახლეობის ერთი მესამედით შემცირებად დაუჯდა... რუსულ-შვედური ომების ახალი მონაცვლეობა, რომლებსაც ნახევრად გერმანელები და გერმანელი ქალები აწარმოებდნენ, რუსეთის ტახტზე რომ ცვლიდნენ ერთმანეთს, დასრულდა 1809 წელს თანამედროვე ფინეთის მთელი ტერიტორიის ჩართვით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. მართალია, ამ ჩართვის პირობები და წესი მეტად არატრადიციული გახლდათ. ფინური მიწები შევიდა იმპერიის შემადგენლობაში როგორც ერთიანი მთლიანი, რომელმაც მიიღო მჟღერი სახელწოდება „ფინეთის დიდი სამთავრო“. და თუმცა კი ფინეთის დიდი მთავრის ტიტული რუსეთის იმპერატორს დარჩა, თვითონ ფინეთმა ფართო ავტონომიის უფლებები მიიღო.
ოთხი წოდების წარმომადგენელთა შეკრების (ფინეთის სეიმის) პირველ სხდომაზე ქალაქ პორვოოში იქნა წაკითხული სპეციალური მანიფესტი, რომელშიც ალექსანდრე I-მა განსაკუთრებული წყალობები საზეიმოდ გამოაცხადა: ფინეთი ინარჩუნებდა თავის ლუთერანულ აღმსარებლობას, თავის უწინდელ (შვედურ) კანონებს, სასამართლო სისტემასა და ადგილობრივ თვითმმართველობას. ახალი კანონების შემოღებას ან უწინდელის შეცვლას მეფე მხოლოდ სეიმის თანხმობით ჰპირდებოდა. ადმინისტრაციულ ავტონომიას ემატებოდა ეკონომიკურიც: ფინეთს ჰქონდა ცალკე საბაჟო, ზოგადრუსულისაგან ცალკე ბიუჯეტი და საგადასახადო სისტემა, ხოლო 1878 წლიდან კი – თავისი ცალკეული ფულადი სისტემაც. მთელი ამ ეკონომიკური უფლებების რეალური შინაარსით კონკრეტული ავსება უწყვეტად საშინაო და საგარეო პოლიტიკური კონჲუნქტურის ცვლილებათა შესაბამისად იცვლებოდა. 1820-დან 1863 წ. ჩათვლით სეიმი არც ერთხელ არ შეკრებილა, 1850 წ. იქნა შემოღებული წიგნების გამოცემის აკრძალვა ფინურ ენაზე (სასოფლო-სამეურნეო და რელიგიური ლიტერატურის გარდა). 60-იანი წლების ლიბერალური რეფორმების ეპოქამ მნიშვნელოვნად შეცვალა ფინეთში ვითარება: სასკოლო რეფორმამ (1866 წ.) მოახდინა საწყის განათლებაზე საეკლესიო კონტროლის ლიკვიდაცია და შემოიღო სწავლება ფინურ ენაზე; სეიმის ახალმა წესდებამ (1869 წ.) დაადგინა სეიმის აუცილებელ მოწვევათა პერიოდულობა (ერთხელ 5 წელიწადში, ხოლო 1882-დან – ერთხელ სამ წელიწადში); საქალაქო რეფორმამ (1873 წ.) დააგინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევითობა.
ალექსანდრე III-ის მეფობის ეპოქის პოლიტიკურმა რეაქციამ ასევე არ დააყოვნა, რომ ფინეთზეც ასახულიყო. 1899 წ. თებერვალში სპეციალური მანიფესტით რუსეთის იმპერატორმა მიითვისა უფლება გამოეცა ფინეთისათვის აუცილებელი კანონები სეიმის თანხმობის გარეშე. აქტიურ პოლიტიკას, რომელიც იყო მიმართული ფინეთის ავტონომიურ უფლებათა პრაქტიკულად სრულ ლიკვიდაციასა და ძალადობრივ „რუსიფიკაციაზე“, გენერალ-გუბერნატორი ბობრიკოვი ატარებდა, რომელმაც საკუთარ თავზე ხანგრძლივი და არაკეთილსასურველი ხსოვნა დატოვა. ორმოცი წლის შემდეგ საომარი დროის სახელგანთქმული ფინური სიმღერის მისამღერში რეფრენით მეორდებოდა ფრაზა: „არა, მოლოტოვო, არა, მოლოტოვო! შენ კიდევ უფრო მეტად იტყუები, ვიდრე ბობრიკოვი...“ 1905 წლის რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა სიტუაცია როგორც რუსეთში, ისე ფინეთშიც. 22 ოქტომბერს ნიკოლოზ II იძულებული იყო ხელი მოეწერა მანიფესტზე სამეფო ხელისუფლების ყველა კანონის გაუქმების შესახებ, რომლებიც 1899 წ. თებერვლის შემდეგ იქნა მიღებული, სეიმის თანხმობის გარეშე. 1906 წ. 20 ივნისს ფინეთის სეიმის ახალი წესდება მიიღეს, რომელიც წოდებრივი წარმომადგენლობის სისტემის ლიკვიდაციასა და ერთპალატიანი პარლამენტის შექმნას ითვალისწინებდა, არჩეულისა საყოველთაო პირდაპირი თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე 24-წლიანი ასაკის ყველა მოქალაქის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 1907 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფინელმა სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს 80 ადგილი 200-დან, ხოლო 1916 წ. არჩევნებში კი ნახევარზე მეტი – 103 ადგილი 200-დან. ხალხმა, რომლის ეროვნული ხასიათიც იქცა სიმშვიდისა და ცივსისხლიანი განსჯის სინონიმად, გააკეთა არჩევანი სოციალური პროგრესის სასარგებლოდ კანონიერებისა და წესრიგის ფარგლებში, იმ დროს როცა საზღვრის მეორე მხარეზე სწრაფად იზრდებოდა ექსტრემისტული განწყობები (როგორც ცნობილია, რუსეთის დამფუძნებელი კრების პირველ და ერთადერთ არჩევნებზე გამაოგნებელი გამარჯვება მიიღეს მემარცხენე რადიკალებმა – ესერებმა და ბოლშევიკებმა – რომლებმაც ერთად ამომრჩეველთა ხმების ოთხ მეხუთედზე მეტი მოაგროვეს).
არ რჩებოდა უცვლელი XIX საუკუნეში ფინეთის დიდი სამთავროს ადმინისტრაციული საზღვრის მოხაზულობაც.
1811 წელს ვიბორგის გუბერნია (ე. ი. კარელიის ყელი) იქნა გადაცემული ფინეთის შემადგენლობაში. 1864 წელს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ მოეხდინა საზღვრის კორექტირება და გადასცა პატარა ქალაქი სესტრორეცკი (30 კმ-ში სანქტ-პეტერბურგიდან) რუსეთის ტერიტორიაზე, ამასთან სრული შესაბამისობით გვიანდელ საბჭოთა ფორმულირებასთან “მშრომელთა მრავალრიცხოვან სურვილებზე საპასუხოდ” (“რუსეთის ხაზინისადმი კუთვნილი სესტრორეცკის საირაღო ქარხნის ხელოსნები და სხვა მცხოვრებნი არიან რუსეთის ქვეშევრდომები და არ იცნობენ ფინეთის ენასა და საკანონმდებლო დებულებებს”). იმ ხანებშივე პატარა ქალაქი პეჩენგა (პეტსამო), მუდმივი მყინვარების ქვეშ დამალული ნიკელის საბადოებით, ფინეთის შემადგენლობაში იქნა ჩართული. მთელმა ამ ისტორიამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს ასოციაციები ნიკიტა ხრუშჩოვის საქმეებთან, რომელმაც კალმის ერთი მოსმით ყირიმის ნახევარკუნძული გადასცა საბჭოთა იმპერიის ერთი ნაწილიდან (რსფსრ) სხვა ნაწილში (უსსრ), ისე რომ ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა იმის შესახებ, რომ იმპერიები მარადიულები არ არიან…
რუსეთის იმპერია დაეცა 1917 წ. ბოლოს, ვერ გაუძლო რა სისხლისმღვრელი მსოფლიო ომისა და შიდა არეულობათა დაძაბულობას. რუსეთში მზარდი ქაოსის პირობებში ფინურმა პარლამენტმა 1917 წ. 6 დეკემბერს მიიღო დეკლარაცია ფინეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. 1917 წ. 31 დეკემბერს (აქ და შემდეგ ყველა თარიღი ახალი კალენდრის მიხედვითაა მოყვანილი) რსფსრ სახალხო კომისართა საბჭომ აღიარა (სცნო) ფინეთის დამოუკიდებლობა, 1918 წ. 4 იანვარს სახკომსაბჭოს დადგენილება სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ იქნა დამტკიცებული. სიიოლე და სისწრაფე, რომლითაც ლენინის მთავრობამ სუვერენული ფინეთის სახელმწიფოს შექმნის მრავალსაუკუნოვანი საკითხი გადაწყვიტა, შემთხვევითი არ ყოფილა. ისინი სრულად შეესაბამებოდა იმ კურსს, მიმართულს რუსეთის იმპერიის ყველა სახელმწიფო სტრუქტურის შესაძლებლად უფრო სრულად დანგრევაზე, რომლებსაც ხელისუფლების მიმტაცებელი ბოლშევიკები ატარებდნენ ყველა მიმართულებით. და ამ აზრით ლოზუნგი „ერების უფლება თვითგამორკვევაზე თვით სრულ გამოყოფამდეც კი“ სულ მცირედითაც არ ჩამორჩებოდა ეფექტურობის მიხედვით სრულებით უკვე გენიალურს „ძარცვე ნაძარცვი“. ლენინს მკაფიოდ ესმოდა, რომ დადგა „დრო ქვების გაფანტვისა“, და მათ რაც უფრო მეტად და შორს გაფანტავენ, უფრო იოლი იქნება მისთვის ხელისუფლების შენარჩუნება ცენტრალურ პლაცდარმზე, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ იყო დარჩენილი. „საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ განისაზღვროს სახელმწიფო საზღვარი ახლა, რაღაც დროითაა – ვინაიდან ჩვენ ვისწრაფვით სახელმწიფო საზღვრების სრული განადგურებისაკენ, – არის არაძირითადი, არამნიშვნელოვანი, მეორახარისხოვანი საკითხი. ამ საკითხში შეიძლება მოვიცადოთ და უნდა კიდეც მოვიცადოთ“ [ვ. ი. ლენინი, თხზულებათა სრული კრებული, ტ. 40, გვ. 43]. „ინტერნაციონალისტისათვის სახელმწიფოთა საზღვრების შესახებ საკითხი მეორეხარისხოვანი საკითხია, თუ არა მეათეხარისხოვანი... მნიშვნელოვანია სხვა საკითხები, მნიშვნელოვანია პროლეტარული დიქტატურის ძირითადი ინტერესები“ [ვ. ი. ლენინი, თხზულებათა სრული კრებული, ტ. 40, გვ. 19].
ეს ეშმაკური „დიალექტიკა“ წარმოადგენდა გასაღებს (უფრო სწორად რომ ვთქვათ – ქურდულ „ოტმიჩკას“), რომლის დახმარებითაც მოგვიანებით წარმატებით იქნა წარმოებული უკანვე „ქვების შეგროვება“. „პროლეტარული დიქტატურის ძირითადი ინტერესების“ უზრუნველყოფა თავისთავად მოითხოვდა იმ ტერიტორიის გაფართოებასა და ხალხმოსახლეობის გამრავლებას, რომელიც „პროლეტარიატის დიქტატურის“ ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა, როგორი დიქტატურაც თავის ყველაზე უფრო მეტად ადექვატურ და სრულ გამოხატულებას ერთადერთი ჭეშმარიტად პროლეტარული პარტიის, ე. ი. თვითონ ლენინის პარტიის დიქტატურაში პოულობდა (მალე ამ პარტიას სავსებით ოფიციალურად დაუწყეს „ლენინ – სტალინის პარტიად“ სახელდება). და იმდენად, რამდენადაც „სახელმწიფოთა საზღვრების შესახებ საკითხი მეათეხარისხოვანი საკითხია“, მაშინ „მსოფლიოში პირველი მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს“ ტერიტორიის გაფართოება შეიძლებოდა და უნდა მომხდარიყო კიდეც ისე, რომ არ მიაქცევდნენ არანაირ ყურადღებას სხვა სახელმწიფოთა მოძველებულ, „დროებით“ საზღვრებს. მთელ ამ ვერსასაყვედურებელ სქემაში მხოლოდ ერთი-ერთადერთი ნაკლი გახლდათ: სხვა ქვეყნები და ხალხები ჯერ კიდევ არ იყვნენ განმსჭვალული რევოლუციური პროლეტარული შეგნებულობით, და ამიტომ არ იყვნენ მზად მოეხდინათ თავიანთი საზღვრებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების იგნორირება. ამ „შეუგნებლობის“ დაძლევისათვის იყო კიდეც შექმნილი მუშურ-გლეხური წითელი არმია (მგწა, РККА), რომელშიც უკვე 1920 წ. 15 ივნისისათვის იყო იძულებით მობილიზებული 6,7 მლნ ადამიანი [9, გვ. 44]. ემყარებოდა რა ასეთ დამთრგუნველ სამხედრო ძლიერებას, საბჭოთა რუსეთი დაეხმარა დაემყარებინათ ნამდვილი „პროლეტარული დიქტატურა“ – ე. ი. დაიპყრო ტერიტორია და მოახდინა ხელისუფლების ეროვნული ორგანოების ლიკვიდაცია – უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და ყველა დანარჩენ დიდ და მცირე „რესპუბლიკაში“, რომელთა დამოუკიდებლობასაც ლენინი უჩვეულო სიიოლით ცნობდა 1917–1919 წწ.
მოვლენათა მთელი ლოგიკის მიხედვით, ასეთივე ბედი ელოდა დამოუკიდებელ ფინეთსაც. უფრო მეტიც, თუკი სომხეთს, ბუხარას ან რომელიმე „შვიდმდინარეთის რესპუბლიკას“ ცენტრალური რუსეთისაგან მრავალი ათასი კილომეტრი გამოჰყოფდა, ფინეთი სულ გვერდით იყო ბოლშევიკური დიქტატურის მთავარ ცენტრთან, რევოლუციურ პეტროგრადთან, ხოლო ჰელსინგფორსში კი (ჰელსინკი) სპირტით, კოკაინითა და ყოველივეს ნებადართულობით მთვრალი ბალტიის ფლოტის მატროსთა ბრბოები პარპაშობდნენ. სულ ფინეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გაგრძელებულ მსოფლიო ომთან დაკავშირებით არანაკლებ 40 ათასი რუსეთის ჯარისკაცი და მატროსი იმყოფებოდა. ანარქია, რომლის მორევშიც 1917 წ. მიწურულისათვის საბოლოოდ ჩაიძირა რუსული არმია, უეჭველად, ამცირებდა რუსული ჯარების მნიშვნელოვნებას ფინეთში როგორც საბრძოლო ერთეულისა – სამაგიეროდ ეს გახლდათ „უპატრონო“ შეიარაღებისა და „აქტივისტების“ მშვენიერი წყარო წითელი გვარდიის ჩამოყალიბებისათვის, რომლის რიცხოვნებაც იანვრის ბოლოსათვის უკვე 30 ათას ადამიანს შეადგენდა [22]. ფინური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობა სრულ დაბნეულობაში იმყოფებოდა, განაგრძობდა რა ასეთი სახით რუსი „მენშევიკების“ ტრაგიკულ გამოცდილებას. 1918 წ. 28 იანვრის გათენების ღამეს ჰელსინკიში დაიწყო რევოლუცია. პირველ საათებში მოვლენები პეტროგრადული ოქტომბრის ნიმუშის სრული შესაბამისობით ვითარდებოდა: წითელი გვარდიის რაზმებმა ბანკების, ხიდების, სადგურების, სამთავრობო დაწესებულებათა დაპყრობით დაიწყეს. რამდენიმე დღის მანძილზე მეამბოხეებმა ქვეყნის დედაქალაქი და სამხრეთი, სამრეწველოდ განვითარებული ნაწილის ძირითადი ცენტრები: ტურკუ, ტამპერე, ვიბორგი, თავიანთი კონტროლის ქვეშ ჩააყენეს. პარლამენტის მიერ 1917 წ. 26 ნოემბერს ჩამოყალიბებული კანონიერი მთავრობა, იძულებული შეიქნა ჩრდილოეთში, ფინეთის გლეხურ რაიონებში გაქცეულიყო.
მოვლენების ასეთმა განვითარებამ მხურვალე მხარდაჭერა ჰპოვა საბჭოთა რუსეთში. ფინეთის წითელი გვარდიის დასახმარებლად მიდიოდა ეშელონები იარაღითა და ბალტიელი მეზღვაურებით. კარელიის ყელზე შეტევისათვის, მდინარე ვუოკსის მიჯნიდან, პეტროგრადში იქნა ჩამოყალიბებული წითელი გვარდიის რაზმები 10 ათასი ადამიანის რიცხოვნებით. „ფინეთის მთელი შეიარაღებული ძალების“ ნომინალურ სარდლად ყოფილი პრაპორშჩიკი ეერო ჰააპალაინენი ირიცხებოდა, ხოლო ფინურ წითელ გვარდიას კი ფაქტიურად რუსული არმიის პოლკოვნიკი სვეჩნიკოვი მეთაურობდა. მრავალფეროვანი სამხედრო დახმარება პოლიტიკურ-დიპლომატიური დახმარებითაც იქნა შევსებული: 1918 წ. 1 მარტს პეტროგრადში შეიარაღებული ამბოხების ხელმძღვანელებთან იქნა ხელმოწერილი „ხელშეკრულება რსფსრ-სა და ფინეთის სოციალისტურ მუშათა რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და ძმობის განმტკიცების შესახებ“. „უფლებამოსილ წარმომადგენელთა“ რიცხვში, რომლებმაც მოაწერეს ხელი ამ ხელშეკრულებას, იყო ი. ჯუღაშვილი-სტალინიც. სწორედ ასე იქნა ჩაწერილი საბჭოთა იმპერიის მომავალი მბრძანებლის სახელი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – ხელშეკრულების 18-ე პუნქტში საბჭოთა რუსეთსა და „სოციალისტურ ფინეთს“ შორის წარმოქმნილი ყველა უთანხმოების გადაწყვეტა ისეთ ავტორიტეტულ მომრიგებელ სასამართლოს გადაეცემოდა, „რომლის თავმჯდომარეც შვედური მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის მმართველობის მიერ დაინიშნება“ [37]. ყველაფერი, თითქოს და, იქითკენ მიდიოდა, რომ დადგენილ დროს „სოციალისტური მუშათა ფინეთი“ შემოსულიყო „საბჭოთა რესპუბლიკების ძმურ ოჯახში“. მაგრამ ეს არ მომხდარა. რატომ? ძნელად თუ გვაძლევს ნებას ისტორია ვიპოვნოთ ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები მსგავს შეკითხვებზე. მაგრამ მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი წარმოვადგინოთ სახელის მიხედვით. ეს სახელი იქნება უჩვეულოდ გრძელი რუსული სმენისათვის: კარლ გუსტავ ემილი, ბარონი მანნერჰაიმი.
ამ ადამიანის შესახებ, რომელმაც ამდენად კაშკაშა კვალი დატოვა ქარიშხლიანი და უგუნური XX საუკუნის ბევრ მოვლენაზე, ათასობით წიგნი და სტატიაა დაწერილი. ბევრი მათგანი თარგმნილია რუსულ ენაზე [68, 69]. ყველაზე უფრო კაშკაშა ლიტერატურული ძეგლი მანერჰაიმმა თვითონ აუგო საკუთარ თავს, დაწერა რა თავისი სახელგანთქმული „მემუარები“ [22]. არ ვცდილობთ რა მოვიცვათ მოუცველი, აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმე მომენტს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი კვლევისათვის კ-გ. მანერჰაიმის ცხოვრების ფეერიული ისტორიიდან.
იგი დაიბადა 1867 წ. 4 ივნისს შვედი ბარონების მანნერჰაიმების საგვარეულო მამულში სამხრეთ-დასავლეთ ფინეთში, ტურკუს მახლობლად. მომავალი მარშლის დიდი პაპა, კარლ ერიკ მანნერჰაიმი 1807 წ. სათავეში ედგა დელეგაციას, რომელმაც წარმატებით ჩაატარა სანქტ-პეტერბურგში არცთუ უბრალო მოლაპარაკებები შვედეთიდან რუსეთის იმპერიისაკენ ფინეთის გადასვლის პირობების თაობაზე. მომავალი მარშლის მამა, ბარონი კარლს რობერტ მანნერჰაიმი დაოჯახდა ელენ ფონ ჲულინზე – შვედი მრეწველის (ალბათ გერმანული წარმოშობისა) ქალიშვილზე. მათ ოჯახში შვიდი შვილი დაიბადა. კარლისა და ელენის მშობლიური ენა იყო შვედური, მაგრამ სურდათ რა შვილებისათვის ბრწყინვალე ევროპული განათლება მიეცათ, ისინი მუდმივად ლაპარაკობდნენ მათთან ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მშობლიურ და შეჩვეულ შვედურზე გადასვლა მხოლოდ კვირა დღეებში ჰქონდათ ნებადართული! ფინური ენა ფინეთის მომავალმა მარშალმა და პრეზიდენტმა უკვე მომწიფებულ ასაკში შეისწავლა როგორც უცხოური და მასზე თავისი სიცოცხლის ბოლომდე შესამჩნევი აქცენტით ლაპარაკობდა (მისი მემუარები იქნა შვედურზე დაწერილი და ფინურზე გადათარგმნილი). თავადაზნაურულმა წოდებამ და საგვარეულო მამული სულაც ვერ უზრუნველყოფდა ჭაბუკი კარლ გუსტავისათვის უზრუნველ არსებობას: მისი მამა, რომელიც უიღბლო კომერციულ ოპერაციებში სასტიკად გაკოტრდა, 1880 წელს საყვარელთან ერთად პარიზში გაემგზავრა, მიატოვა რა ოჯახი საარსებო სახსრების გარეშე. ვერ გაუძლო რა ასეთ თავზარს, მომდევნო წელს დედა გარდაიცვალა, და 14 წლის ბიჭი ფაქტიურად ობოლი დარჩა. ნათესავებმა კარლ გუსტავი კადეტთა სასწავლებელში მოაწყვეს ალბათ უფრო იმიტომ, რომ იქ სწავლება და ცხოვრება უფასო გახლდათ.
ჰამინში არსებული კადეტთა სასწავლებლიდან მომავალი მარშალი უმსგავსი ქცევისა და ღამღამობით ქალაქში თვითნებური გასვლებისათვის გარიცხეს. 1887 წელს, შეისწავლა რა ერთ წელიწადში რუსული ენა, კარლ გუსტავი შევიდა პრესტიჟულ ნიკოლოზის საკავალერიო სკოლაში პეტერბურგში. იმპერიის დედაქალაქში მაღალმა, ლამაზმა, მრავალმხრივი ნიჭებით დაჯილდოვებულმა შვედ ბარონთა საგვარეულოს ნაშიერმა თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა. სამხედრო სწავლების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, 1991 წ. იგი ელიტურ ლაიბ-გვარდიის საკავალერიო პოლკში იქნა ჩარიცხული, და ნიკოლოზ II-ის კორონაციის ცერემონიაზე 1896 წ. მანერჰაიმი ცხენზე ამხედრებული სადღესასწაულო პროცესიის სათავეში კისკასობდა. როგორც შეეფერება კიდეც ბრწყინვალე არისტოკრატს, მანერჰაიმი ჯიშიანი ცხენების დიდი მცოდნე და დამფასებელი გახლდათ. ამ ვნებამ – აგრეთვე უმაღლეს საზოგადოებაში ფართო კავშირებმაც – საშუალება მისცეს „გუსტავ კარლოვიჩს“ (სწორედ ასე იწერებოდა მისი სახელი რუსეთში) 30 წლის ასაკში მიეღო მაღალი თანამდებობა სამეფო საჯინიბოების მმართველობაში. იგი პირადად ყიდულობდა საჯდომ ცხენებს სამეფო ოჯახისათვის და ამ დავალებათა შესრულებასთან დაკავშირებით გერმანიის იმპერატორ ვილჰელმთან აუდიენციის პატივის ღირსიც კი შეიქნა. როცა რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო, მანერჰაიმმა მოქმედ არმიაში გაგზავნას მიაღწია. იაპონიის ფრონტიდან ლაიბ-გვარდიის როტმისტრი პოლკოვნიკის წოდებით დაბრუნდა. 1906 წ. გენერალურმა შტაბმა ბარონ მანერჰაიმს დაავალა სათავეში ჩადგომოდა საიდუმლო ექსპედიციას, რომელსაც ეთნოგრაფიული კვლევების გარეგანი შესახედაობით საომარ მოქმედებათა ჩინურ-ტიბეტური თეატრი უნდა შეესწავლა. ექსპედიცია ორ წელიწადს გრძელდებოდა, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ კი მანერჰაიმი რუსეთის იმპერატორთან აუდიენციის პატივის ღირსი შეიქნა, რომელიც დადგენილი 20 წუთის ნაცვლად საათნახევარს გრძელდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისს მანერჰაიმი გენერალ-მაიორის წოდებით და ლაიბ-გვარდიის მისი უდიდებულესობის ვარშავის საკავალერიო ბრიგადის მეთაურის თანამდებობაზე შეხვდა, 1916 წელს, უკვე გენერალ-ლეიტენანტის წოდებით, იგი ბრუსილოვის არმიაში ცხენოსან კორპუსს მეთაურობს.
საერთო ჯამში 30 წელი იმსახურა რწმენითა და სიმართლით შვედმა ბარონმა რუსულ არმიაში. ალბათ, შეიძლება ვუწოდოთ მას „რუსი გენერალი“ იმავე საფუძვლებზე, რომლებზედაც მრავალეროვნულ რუსეთის იმპერიაში ითვლებოდნენ „რუსებად“ მხედართმთავარი ბაგრატიონი, ზღვაოსანი კრუზენშტერნი, მწერალი ფონ ვიზინი, ენათმეცნიერი დალი, მხატვარი ლევიტანი, მინისტრი ვიტტე. ნებისმიერ შემთხვევაში გენერალი მანერჰაიმი იოტისოდენადაც ნაკლები „რუსი“ არ იყო, ვიდრე ბოლშევიკების პარტიის ცეკას წევრი ი. ჯუღაშვილი (სტალინი). მანერჰაიმის ღრმა, გულწრფელ და უცვლელ სიძულვილს ბოლშევიკებისადმი არაფერი ჰქონდა საერთო არც ფინურ შოვინიზმთან, არც მით უმეტეს რუსოფობიის რაიმე-ნაირ ფორმასთან. და რანაირ „რუსოფობიაზე“ შეიძლებოდა ლაპარაკი, თუ მივიღებთ მხედველობაში ბოლშევიკური ხელმძღვანელობის ეროვნულ შემადგენლობას, რომელიც უმეტეს წილად ებრაელების, ქართველების, პოლონელების, ლატვიელების, უნგრელებისაგან შედგებოდა...
მანერჰაიმის პორტრეტი გაცილებით უფრო მიმზიდველი შეიქნებოდა XXI საუკუნის საზომების მიხედვით, ჩვენ რომ შეგვძლებოდა გვეთქვა, რომ გენერლის მხოლოდ ღრმა დემოკრატიულმა რწმენამ შეაზიზღა და შეაჯავრა მას ტოტალიტარული იდეოლოგია და პრაქტიკა კომუნიზმისა. მაგრამ ეს მართალი არ იქნება. ღრმა ზიზღი, რომელსაც განიცდიდა მანერჰაიმი რუსეთის ბოლშევიკებისადმი, ხოლო შემდეგ კი – გერმანელი ფაშისტებისადმი, იყო სხვა არაფერი, თუ არა ბრწყინვალე არისტოკრატის მხრიდან ბუნებრივი მიუღებლობა თავაშვებულ მდაბიოთა უკანონო ხელისუფლებისა. თავისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ბარონი მანერჰაიმი უფრო „განათლებული“ საკონსტიტუციო მონარქიის მომხრე გახლდათ, ვიდრე საპარლამენტო დემოკრატიისა, ხოლო „თავისუფლება“ კი, რომელზედაც იგი ხშირად ლაპარაკობს თავის მემუარებში, ესმოდა მას (ჩვენი შეხედულებით) როგორც თავისუფლად აღებული საკუთარ თავზე ვალდებულება არისტოკრატული ელიტისა იზრუნოს საზოგადოების სიკეთისათვის. ისე, როგორც იგი (ელიტა) ამას აღიქვამს. მაგრამ აი სწორედ მზადყოფნა აქტიური, და თუ საჭირო იქნება, მსხვერპლის გაღებით აღსრულებისთვისაც კი, არისტოკრატიის მიერ, თავისი მოვალეობისა სამშობლოს წინაშე რევოლუციური უგუნურებით შეპყრობილ რუსეთში, მანერჰაიმს არ უხილავს. მისი მცდელობები მოეხდინა რუსი ოფიცრების ორგანიზება ჯარისკაცული ანარქიის ტალღის მოგერიებისათვის, გულგრილობისა და ლაჩრობის კედელს წააწყდა. 1917 წ. დეკემბერში მანერჰაიმი მიემგზავრება (როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ) რუსეთიდან. ფინეთში იგი ჩამოვიდა, „განთავისუფლებული“ მთელი მოძრავი და უძრავი ქონებისაგან, რუსი მსახურითა და ნიკოლოზ II-ის პორტრეტით, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე უცვლელად იდგა. გაეცნო რა საქმეთა მდგომარეობას ქვეყანაში, მანერჰაიმი დამაიმედებელ დასკვნამდე მივიდა: “ჩვენი ქვეყანა ფლობდა უფრო ფართო შესაძლებლობებს კულტურისა და საზოგადოებრივი წყობილების გადასარჩენად, ვიდრე რუსეთი. იქ მე ვხედავდი მხოლოდ რწმენის არქონასა და პასიურობას, სამშობლოში კი შევიგრძენი ადამიანთა უდიდესი მისწრაფება ებრძოლათ თავისუფლებისათვის” [22].
სვინჰუვუდის მთავრობამ დაავალა რუს გენერალ მანერჰაიმს შეექმნა (პრაქტიკულად ცარიელ ადგილას) რეგულარული არმია, რომელიც შეძლებდა წითელი გვარდიის ფინურ და რუსულ რაზმებს წინ აღდგომოდა, და შვედმა ბარონმაც ამ საქმეს ხელი მოჰკიდა, ჩადო რა მასში მთელი თავისი უზარმაზარი სამხედრო გამოცდილება და ბუმბერაზული ხასიათის ვნებიანობაც (страстность недюжинного характера). მანერჰაიმის ერთ-ერთი ბრძანება (ბედის ირონიით გაცემული 1918 წ. 23 თებერვალს, იმ დღეს, რომელიც საბჭოთა კავშირში „საბჭოთა არმიის დღედ“ იქნა სახელდებული) ასე ჟღერდა:
„...ლენინის მთავრობას, რომელიც ერთი ხელით დაჰპირდა ფინეთს დამოუკიდებლობას, ხოლო მეორეთი კი გამოგზავნა თავისი ჯარები და თავისი თავზეხელაღებულები, როგორც მათ თავად გამოგვიცხადეს, ფინეთის უკანვე დასაპყრობად და ფინეთის ახალგაზრდა თავისუფლების ჩვენივე წითელი გვარდიის დახმარებით სისხლში ჩასახშობად... ჩვენ არ უნდა ვღებულობდეთ, როგორც მოწყალებას, მიწას, რომელიც გვეკუთვნის და ჩვენთანაა დაკავშირებული სისხლის კავშირებით, და მე ვფიცავ ფინური გლეხური არმიის სახელით, რომლის მთავარსარდლად ყოფნის პატივი გამაჩნია, რომ არ ჩავაგებ ხმალს ქარქაშში მანამდე, სანამ კანონიერი წესრიგი არ გამეფდება ქვეყანაში, სანამდე ყველა სიმაგრე ჩვენს ხელში არ იქნება, სანამდე უკანასკნელი ლენინელი ჯარისკაცი და ბანდიტი არ იქნებიან განდევნილი როგორც ფინეთიდან, ისე ბელომორის კარელიიდანაც...“ [37].
კიდევ ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტი – ეს გახლავთ მონდომებით ტირაჟირებული საბჭოთა (და ასევე პოსტსაბჭოთა) ისტორიოგრაფიის მიერ თეზისი მანერჰაიმის გერმანოფილობის შესახებ და გერმანელთა გადამწყვეტი როლის შესახებაც ფინეთში „პროლეტარული რევოლუციის“ ჩახშობაში. ამ მითის წარმოშობა ძალიან კარგადაა გასაგები – ასეთი სახით გადაიდებოდა „პატარა ხიდი“ 18-დან 41 წელში, და სოციალ-დემოკრატიული ფინეთის იძულებითი კავშირი ჰიტლერულ გერმანიასთან (რომლის მიზეზების, შინაარსისა და შედეგების შესახებ წიგნის მე-2 ნაწილში იქნება ლაპარაკი) წარმოიდგინებოდა როგორც ბუნებრივი გაგრძელება „ფინური ბურჟუაზიის მიერ დაყენებული პირის (ანუ მანერჰაიმის) ანტისაბჭოთა კურსისა კავშირზე გერმანულ ფაშიზმთან“. ფაქტიურად კი პირველი და ერთადერთი პირობა, რომელიც მანერჰაიმმა, როცა 1918 წ. იანვარში ფინეთის თეთრი არმიის სარდლობას საკუთარ თავზე ღებულობდა, ფინეთის მთავრობის მეთაურის სვინჰუვუდის წინაშე დააყენა, იმაში მდგომარეობდა, რომ მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ მიმართავს გერმანიას სამხედრო დახმარებისათვის წითელი ამბოხების ჩახშობაში. ხოლო როცა გამოირკვა, რომ სვინჰუვუდის მთავრობამ თავისი დაპირება არ შეასრულა და მთავრსარდლის ზურგს უკან გერმანელებს მიმართა, მანერჰაიმმა სულ მცირე იმას მიღწია, რომ გერმანული ჯარები მისი სარდლობის ქვეშ იქნა გადაცემული. აი როგორ აღწერს იგი ამ მოვლენებს თავის „მემუარებში“:
„ჩემი პირველი აზრი იყო გადავმდგარიყავი. თუ სენატმა მომატყუა, მაშინ მას არ შეეძლო მოეთხოვა, რომ მე შემდგომშიც გამეგრძელებინა ჩემო მოვალეობების შესრულება... თანდათანობით მომიმწიფდა ახალი გადაწყვეტილება... ავწონ-დავწონე რა ყველაფერი, გადავწყვიტე ჩემს პოსტზე დავრჩენილიყავი და მეცადა მომავალში სენატთან ლოიალური თანამშრომლობის გზით მევლო... 5 მარტს გავუგზავნე გერმანიის გენერალ-კვარტერმაისტერს ერიხ ფონ ლჲუდენდორფს ტელეგრამა... პირველ რიგში გერმანული ნაწილები ფინეთის ტერიტორიაზე გადმოსხდომის თანავე ფინურ უმაღლეს სარდლობას უნდა დაქვემდებარებოდნენ... ამ პირობების მიღების შემთხვევაში, ლაპარაკი იყო ტელეგრამის ბოლოს, მე შემიძლია განვაცხადო ფინეთის სახელით, რომ ჩვენ მივესალმებით ჩვენს ქვეყანაში მამაც გერმანულ ბატალიონებს და მზად ვართ გამოვუხატოთ მათ მადლიერება მთელი ხალხის სახელით...“ [22]
მანერჰაიმი თავის მოგონებებს XX საუკუნის შუა ხანებში წერდა, როცა ამ მოვლენების ბევრი მონაწილე და თვალით მხილველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, და მიუხედავად ამისა მათგან არავის შეუტანია ეჭვი მთელი ამ ისტორიის სარწმუნოობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, არავითარ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ჰელსინკიში თეთრი არმიის „გამარჯვების პარადიდან“ ზუსტად ორი კვირის შემდეგ, 1918 წ. 30 მაისს მანერჰაიმმა უარი განაცხადა ყველა ხელმძღვანელ პოსტზე და ქვეყნიდანაც გაემგზავრა სვინჰვუდის მთავრობის განზრახვის წინააღმდეგ გადაეცათ ფინური არმიის რეორგანიზაცია გერმანელი გენერლების ხელში. თავისი გადაწყვეტილების მოტივები მან სენატის წევრებს მეტად ენერგიულ გამოთქმებში აცნობა: „არავინ დაე არც კი იფიქროს, რომ მე, რომელმაც შევქმენი არმია და პრაქტიკულად განუსწავლელი, ცუდად შეიარაღებული ჯარები გამარჯვებამდე მოვიყვანე მხოლოდ ფინელი ჯარისკაცების საბრძოლო განწყობისა და ოფიცერთა ერთგულების წყალობით, ახლა დავმორჩილდები და ხელს მოვაწერ იმ ბრძანებებს, რომლებსაც აუცილებლად მიიჩნევს გერმანული სამხედრო ადმინისტრაცია“.
მანერჰაიმის ანტიგერმანული ორიენტაციის მიზეზები ასევე სავსებით გასაგებია. საქმე აქ არა მარტო მისთვის ბავშვობიდან ჩანერგილ ანგლოფილობაშია, არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რუსი გენერლისათვის ბუნებრივ ზიზღში გერმანელთა მიმართ. ჯერ კიდევ ძალზედ ახალგაზრდა ფინური სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელთაგან განსხვავებით, მათი, სამწუხაროდ, პროვინციული განათლებითა და თვალსაწიერით, მანერჰაიმს მხოლოდ თვისი უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და წამყვან ევროპელ პოლიტიკოსებთან პირადი კავშირების ძალით ესმოდა, რომ გერმანია ომში დამარცხებისა და დაღუპვის პირას დგას. საგარეო პოლიტიკაში ფინეთს უნდა აეღო ორიენტაცია კავშირზე ანგლო-ფრანგულ-ამერიკული ბლოკის ქვეყნებთან, როგორი კავშირისკენაც მანერჰაიმი გაძლიერებით (და საბოლოო ჯამში – სავსებით წარმატებულად) მიისწრაფვოდა. 1818 წ. 12 დეკემბერს სვინჰუვუდი იძულებული შეიქნა გადამდგარიყო, და პარლამენტმა მანერჰაიმი რეგენტად დანიშნა (ფინეთი მაშინ ჯერ კიდევ ფორმალურად საკონსტიტუციო მონარქიად ითვლებოდა). დანიშვნა მოხდა დაუსწრებლად, რადგანაც თვითონ რეგენტი ნახევრად ოფიციალური ვიზიტით დასავლეთ ევროპაში იმყოფებოდა, სადაც მან თავისი ძველი ნაცნობობის მობილიზებით, შეძლო ჩაეტარებინა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ანტანტის ქვენების საგარეოპოლიტიკურ უწყებათა ხელმძღვანელებთან და მათგან ფინეთისათვის დაუყოვნებელი სასურსათო დახმარების მიცემისათვისაც მიეღწია.
ხოლო რაც შეეხება გერმანული „ინტერვენციის“ გავლენას ფინეთში სამოქალაქო ომის მსვლელობასა და შედეგზე, ფაქტები ასეთია. გერმანული ჯარები შედგებოდა გენერალ ჰოლცის ერთი ბოლომდე დაუკომპლექტებელი დივიზიისაგან 7 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, რომელიც 3 აპრილს ხანკოში გადმოსხდა, და კიდევ უფრო მეტად დაუკოპლექტებელი პოლკოვნიკ ბრანდენშთაინის ქვეითი ბრიგადისაგან რიცხოვნებით 2 ათასი ადამიანი, რომელიც ლოვისში 7 აპრილს გადმოსხდა (სოფელი ფინეთის ყურის ნაპირზე დაახლოებით 100 კმ ჰელსინკის აღმოსავლეთით) [22]. სულ 9 ათასი ხიშტი. წითელი გვარდიის ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფება, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის არმია დაახლოებით 25 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, ამ დროისათვის უკვე განადგურებული იყო თეთრი არმიის მიერ ორკვირიანი გააფთრებული ბრძოლების მსვლელობისას ქალაქ ტამპერეს მახლობლობაში. მაგრამ ამის შემდეგაც, 1918 წლის აპრილის დასაწყისში გერმანელების მოსვლისათვის, წითელი გვარდიის ძალები, მანერჰაიმის შეფასებით, 70 ათასი ადამიანისაგან შედგებოდა, 30 ათასის ჩათვლით ადგილობრივ რაზმებში, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებისათვის სუსტად იყვნენ მომზადებული [22]. თვით ყველანაირი დათქმების დროსაც იმის შესახებ, რომ რეგულარული გერმანული არმიის დივიზია სახელდახელოდ შეიარაღებულ წითელგვარდიულ რაზმებს ბრძოლაში ბევრად აღემატებოდა, ლაპარაკი გერმანული ჯარების რაღაც „გადამწყვეტი“ წილის შესახებ თეთრი არმიის გამარჯვებაში არ უნდა გვიხდებოდეს.
დაბოლოს, როცა განვიხილავთ გერმანული ჯარების გამოჩენის მიზეზებს ფინეთის ყურის ნაპირებზე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ლენინ – ტროცკი – სტალინის მთავრობას შეუდარებლად უფრო მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია ამის გამო, ვიდრე სვინჰუვუდის ფინურ მთავრობას. სამოქალაქო ომი ფინეთში იშლებოდა დიდი საერთო-ევროპული ომის პირობებში. შემობრუნების მომენტად ამ ომში იქცა სეპარატიული ბრესტის ზავი, დადებული გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის. სეპარატიული შეთანხმების პირობათა შესაბამისად გერმანულმა ჯარებმა მიიღეს უფლება მოეხდინათ უკრაინის, ბელორუსიის დიდი ნაწილის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის ოკუპაცია. და ფინეთისაც. „რუსეთის ბალტიის ფლოტის რევოლუციურმა მატროსებმა, – წერს მანერჰაიმი, – რუსეთსა და გერმანიას შორის 5 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად დატოვეს ჰელსინკი“. ფაქტიურად მანერჰაიმმა და მისმა თეთრმა არმიამ მნიშვნელოვნად შეამცირეს გერმანული ჩარევის მასშტაბი და თავიდან აიცილეს მთელი ფინეთის ოკუპაცია, როგორი ოკუპაციაც შეიძლებოდა სავსებით ლოგიკურ დასრულებად ქცეულიყო ბოლშევიკებისა და კაიზერ ვილჰელმის „ურთიერთმოქმედების“ ამოცანებით სავსე ისტორიისა...
თუმცა კი, ბარონ მანერჰაიმის გასაოცარი ბედის მშფოთვარე პერიპეტიებიდან „სოციალისტური მუშური ფინეთის“ მოკლე ისტორიას დავუბრუნდეთ. ამისთვის მოგვიხდება კიდევ ერთი ფრაგმენტის ციტირება მარშლის „მემუარებიდან“:
„1918 წ. 25 აპრილის საღამოს მეამბოხე მთავრობის წევრებმა და დიქტატორმა მანნერმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ღირსებას ვერ მოუტანდა: ისინი გაიქცნენ და თავიანთი ჯარები ბედის ანაბარა მიატოვეს. ეს 26 აპრილის გათენების ღამეს მოხდა: მეამბოხე მოძრაობის უმაღლესი ხელმძღვანელები სამი ხომალდის ბორტზე ავიდნენ და გაემართნენ (ვიბორგიდან – მ. ს.) პეტროგრადის მხარეს. იმისათვის რათა გაქცევას გართულებების გარეშე ჩაევლო, დიქტატორმა თავის უკანასკნელ ბრძანებაში მოითხოვა სანაპირო ხაზი დაეცვათ ნებისმიერ ფასად“.
საბჭოთა რუსეთში „წითელ ფინელებს“ მრავალი საქმე ელოდებოდათ. უწინარეს ყოვლისა „პროლეტარული დიქტატურის ძირითადი ინტერესებისათვის“ ბრძოლის გაგრძელება ჭეშმარიტად რევოლუციური პარტიის შექმნას მოითხოვდა. არა ისეთისა, როგორიც ფინური სოციალ-დემოკრატია აღმოჩნდა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ვერ შეძლო დამდგარიყო ანტიკონსტიტუციური ამბოხების მხარეზე. 1918 წ. 25–29 აგვისტოს მოსკოვში იქნა დაარსებული „ფინეთის კომუნისტური პარტია“. პარტიის ხელმძღვანელთა რიცხვში აღმოჩნდნენ ზემოხსენებული კ. მანნერიცა და ამხანაგი ო. კუუსინენიც, რომელსაც კიდევ მოუწევს მრავალჯერ იქნას მოხსენიებული ამ წიგნის ფურცლებზე. ის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქონდა განზრახული ხელში აეღო სრული ძალაუფლება ფინეთში, იქნა ჩამოყალიბებული მოსკოვში, არავის იმ უგუნურ ხანაში უკვე აღარც უკვირდა („საკითხი სახელმწიფოთა საზღვრების შესახებ არის მეორეხარისხოვანი საკითხი, თუ არა მეათეხარისხოვანიც...“).
ჭეშმარიტების გულისათვის უნდა დავაზუსტოთ, რომ არა ყველა „უმაღლესი ხელმძღვანელი“ გაიქცა რევოლუციის ჩაძირული ხომალდიდან გემით პეტროგრადში. რევოლუციური მთავრობის ორი რწმუნებულიდან, რომლებმაც 1918 წ. 1 მარტს ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას მეგობრობისა და ძმობის განმტკიცების შესახებ“, ერთ-ერთი, ე. გჲულლინგი რჩებოდა ვიბორგში უკანასკნელ მომენტამდე, ხოლო შემდეგ კი, სასწაულით დააღწია რა თავი დაპატიმრებას, გრძელი შემოვლითი გზით სტოქჰოლმის გამოვლით ჩამოვიდა საბჭოთა რუსეთში. კიდევ უფრო ჩახლართული აღმოჩნდა ცხოვრებისეული გზა მეორე „ხელმომწერისა“, ო. ტოკოის. აქ ჩვენ ისევ ვუბრუნდებით მოვლენებს, რომლებიც ბრესტის ზავთან და მის პარადოქსულ საგარეოპოლიტიკურ შედეგებთანაა დაკავშირებული.
მას შემდეგ, რაც გერმანული ჯარები მოვიდნენ ფინეთში სვინჰუვუდის თეთრი მთავრობის დასახმარებლად, ხოლო ფინეთის ყურის სამხრეთ ნაპირზე კი ნარვამდე მთელი ესტონეთი დაიკავეს, დასავლელი მოკავშირეები (ინგლისი, საფრანგეთი და აშშ) სერიოზულად იყვნენ შეშფოთებული გერმანული ჯარების გამოჩენის შესაძლებლობით რუსეთის ჩრდილოეთში, კერძოდ მურმანსკისა და არხანგელსკის პორტებში, სადაც სამხედრო აღკაზმულობის უზარმაზარი მარაგები იმყოფებოდა, რომლებიც უფრო ადრე გამოუგზავნა ანტანტამ თავის მოკავშირეს, ახლა რომ გერმანიის მოკავშირე შეიქნა. 1918 წ. 6 მარტს ინგლისელი „ინტერვენტები“ გადმოსხდნენ – მუშათა დეპუტატების ესერულ საბჭოსთან შეთანხმებით – მურმანსკში. ეს ფაქტი (საბჭოს თანხმობა) აშკარად აფუჭებდა საბჭოთა ისტორიოგრაფიის აწყობილ სქემას. გამოსავალი იმაში ნახეს, რომ პასუხისმგებლობა ინგლისელთა მოწვევისათვის ხალხის უბოროტეს მტერს ტროცკის დააკისრეს, რომლისგანაც – როგორც ყველასათვისაა ცნობილი – ყველანაირი ნაძირლობის მოლოდინი იყო შესაძლებელი. ნებისმიერ შემთხვევაში ტროცკით ან მის გარეშე ინტერვენტთა ჯარების რიცხოვნება შეადგენდა 130 (ას ოცდაათ) საზღვაო ფეხოსანს. მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში მოვიდნენ მურმანსკში დამხმარე ძალები: 600 ინგლისელი ჯარისკაცი და სერბული ქვეითი ჯარის ბატალიონი.
ახალი ძალებით ინგლისელმა სარდალმა გენერალ-მაიორმა მეინარდმა 1918 წ. 27 ივნისს გადაწყვიტა მოეხდინა ექსპედიცია სამხრეთისაკენ – მართალია, არა იმისთვის, რათა „სისხლში ჩაეხშო მუშათა და გლეხთა ხელისუფლება“, არამედ რათა მურმანსკის რკინიგზის ხაზიდან განედევნა „თეთრფინელები“, რომლებსაც ინგლისელები არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ გერმანიის მოკავშირეებად. დაზვერვის მონაცემები მცდარი აღმოჩნდა, არანაირი ფინური ჯარები კანდალაკშა – კემის უბანზე არ ყოფილა. მათ ნაცვლად ინგლისელები რუსი წითელგვარდიელების ეშელონს წააწყდნენ, რომელთა მდგომარეობაც მეინარდს მხარეში წესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მუქარის შემცველად მოეჩვენა. ყოველი შემთხვევისათვის წითელგვარდიელები განაიარაღეს და იმავე მატარებლით უკანვე პეტროგრადში გამოისტუმრეს [45].
„ინტერვენციის“ ამდენად იღბლიანი დაწყების მიუხედავად, მოკავშირეთა სახეზე არსებული ძალები სრულებით არ იყო საკმარისი იმისათვის, რათა კოლის ნახევარკუნძულისა და ჩრდილოეთ კარელიის უზარმაზარი ტერიტორია ეკონტროლებინათ. მეორეს მხრივ, კაიზერის გერმანია მეტად იყო შეშფოთებული ანტანტის ჯარების გამოჩენით ევროპის ჩრდილოეთის გაუყინავ პორტებში.
1918 წ. 3-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ბერლინში მიმდინარე მოლაპარაკებებში დადებულ იქნა ბრესტის ზავზე დამატებითი შეთანხმება, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად საბჭოთა რუსეთმა ვალად იკისრა: „მიღებულ იქნას დაუყოვნებლივ ყველა ზომა ანტანტის საბრძოლო ძალების განდევნისათვის რუსეთის ჩრდილოეთიდან“ [67]. ამრიგად, გერმანიასთან სეპარატიული ზავიდან ლენინის მთავრობა გადადიოდა უკვე სამხედრო თანამშრომლობაზე რუსეთის ყოფილ მოწინააღმდეგესთან. ასეთ სიტუაციაში ერთი შეხედვით რეალურად წარმოუდგენელი შეიქნა ანტანტის თანამშრომლობის განმტკიცება „წითელ ფინელებთან“.
ჯერ კიდევ 1918 წ. 4 მაისს, საბოლოო კრახამდე რამდენიმე დღით ადრე, „წითელ ფინელთა“ ხელმძღვანელობამ (სახალხო რწმუნებულთა საბჭომ) თავისი ორი წარმომადგენელი გაგზავნა მურმანსკში მოლაპარაკებებისათვის მოკავშირეთა სარდლობასთან.
28 მაისს იქნა მიღწეული შეთანხმება იმის შესახებ, რომ ფინური წითელი გვარდია იწყებს კარელიის ჩრდილოეთში საბრძოლო მოქმედებებს მოკავშირეებთან ერთად, ხოლო ისინი კი საკუთარ თავზე ღებულობენ ვალდებულებებს ფინელთა სწავლების, შეიარაღებისა და მომარაგების საქმეში. ასეთი სახით შექმნილმა სამხედრო ნაწილმა მიიღო „ფინური ლეგიონის“ სახელწოდება. „ლეგიონის“ რიცხოვნება თავდაპირველად დაახლოებით 500 ადამიანს შეადგენდა, 1919 წ. გაზაფხულისთვის კი 1200 ადამიანამდე გაიზარდა – ფინური წითელი გვარდიის ყოფილი მებრძოლებისა, რომლებისთვისაც ახლა უკვე შეიძლებოდა „წითელ-თეთრი“ ფინელები ეწოდებინათ. 1918 წ. ზაფხულში „ფინურ ლეგიონში“ შევიდა ო. ტოკოიც ამხანაგების ჯგუფთან ერთად. მას შემდეგ რაც ვერ მოხერხდა მისი დაყოლიება იმაზე, რომ ანტანტასთან ურთიერთობები შეეწყვიტა და მოსკოვში დაბრუნებულიყო, ფინური კომპარტიის ცეკამ სექტემბრის ბოლოს ო. ტოკოის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა (გადაწყვეტილება, რომელიც ჩვეულებრივ არ შედის პოლიტიკური პარტიის ცეკას კომპეტენციაში), ამასთან განაჩენის სისრულეში მოყვანა იქნა გამოცხადებული „სავალდებულოდ თითოეული რევოლუციონერი მუშისათვის“ [45].
თუმცა კი „ფინური ლეგიონიც“ არ ყოფილა პირველი ფინური შეიარაღებული რაზმი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა კარელიის უკიდეგანო სივრცეებზე გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომში. ჯერ კიდევ ყველა რევოლუციის დაწყებამდე დაახლოებით ათასი ფინელი მუშა, ძირითადად დურგლები და ტყისმჭრელები, იყო დაკავებული სამუშაოებზე მურმანსკის რკინიგზის გაყოლებით. 1918 წ. თებერვლის პირველ რიცხვებში ფინელთა რიცხოვნებამ სწრაფად დაიწყო ზრდა იმ დევნილთა ხარჯზე, რომლებიც „თეთრების“ მიერ დაკავებული ფინეთის ჩრდილოეთ ოლქებიდან რუსული საზღვრის გავლით გაემართნენ. 3 თებერვალს ფინელი მუშების კრებაზე კანდალაკშში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ შეიარაღებული რაზმი, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდება „ჩრდილოეთის ექსპედიცია“. რაზმს ჩაუდგა სათავეში მეფის არმიის ყოფილი უნტერ-ოფიცერი, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, ნიჭიერი ორგანიზატორი და მეთაური ი. ახავა, კარელი სოფლიდან უხტა (ახლა კალევალა). საბჭოთა მთავრობის მიერ გამოყოფილი შაშხანებითა და ვაზნებით დატვირთული მატარებელი (!) 18 მარტს მოვიდა კანდალაკშში. ამ იარაღით შეიარაღებულმა „ჩრდილოეთის ექსპედიციამ“ სასტიკად დაამარცხა „ფინელ მოხალისეთა“ ერთ-ერთი ჯგუფი, რომლებიც 1918 წლის მარტში მანერჰაიმის შტაბთან შეთანხმებით შეიჭრნენ ბელომორის კარელიის ტერიტორიაზე (ერთი რაზმი, 1000 ხიშტის რიცხოვნებით, წარუმატებლად ცდილობდა კანდალაკშისაკენ გაჭრილიყო, მეორე, 350 ათასი ადამიანით, სუომუსალმიდან უხტასაკენ უტევდა).
თანდათანობით შინაომში კარელიის ადგილობრივი მოსახლეობაც ხდებოდა ჩათრეული. ჯერ კიდევ 1917 წ. ივლისში უხტაში შედგა რაღაც თვითგამოცხადებული „ყრილობა“, რომელზედაც იქნა გამომუშავებული კარელიის ავტონომიური ოლქის სახელმწიფოებრივი მოწყობის პროექტი, გაფორმებული კარელიის მოსახლეობის შუამდგომლობის სახით რუსეთის მომავალი დამფუძნებელი კრებისადმი. ეს იდეა მოკვდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ 1918 წ. იანვარში ბოლშევიკები დამფუძნებელ კრებას გაყრიდნენ. შემდეგ კი – უფრო მეტი. 1918 წ. 17–18 მარტს ისევ იმავე უხტაში შედგა რამდენიმე რაიონის წარმომადგენელთა ყრილობა, რომელზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბელომორის კარელიის გასვლის შესახებ რუსეთის შემადგენლობიდან. ყრილობამ შესთავაზა რაღაც რთული ფორმულა პოლიტიკური შეერთებისა ფინეთთან, რომლის დროსაც, თუმცა კი, ეკონომიკური მიმართებით კარელია სრულიად ცალკე რეგიონად უნდა დარჩენილიყო, მისი ბუნებრივი სიმდიდრეები მხოლოდ კარელიის ხალხის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო, მის მოქალაქეებს კი ფინეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ.
მსგავსი „ყრილობები“, რომლებზედაც იქმნებოდა და უქმდებოდა თვითმარქვია „რესპუბლიკები“, უჩვეულო არ იყო სამართლებრივი ვაკუუმის იმ ვითარებისათვის, რომელიც ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ბოლშევიკურმა გადატრიალებამ და სრულიად სახალხოდ არჩეული დამფუძნებელი კრების გარეკვამ შექმნეს. რეალურ ხელისუფლებას 1918 წელში ჰქმნიდა არა „ყრილობა რეზოლუციით“, არამედ რამდენიმე ასეული ადამიანის რიცხოვნების მქონე შეიარაღებული რაზმი. რამდენიმე ათასი, და თანაც „მაქსიმის“ ტიპის ათეული ტყვიამფრქვევით შეიარაღებული კი, უმაღლეს ხელისუფლებად იქცეოდა. ასეთ ხელისუფლებად ბელომორის კარელიაში 1918 წ. ბოლოსათვის შეიქნა „კარელიის პოლკი“.
„კარელიის პოლკი“ შექმნეს იმავე დაუღალავი ინგლისელი გენერლის მეინარდის მხარდაჭერით 1918 წ. ივლისის დასაწყისში. რუსული და კარელური სოფლების მოსახლეობა ხალისით უჭერდა მხარს ინგლისელებს, რომლებშიც მაშინ ხედავდნენ დაცვას ანაქრიისა და ძალადობის იმ ტალღებისაგან, რომლებიც სამოქალაქო ომის ხანძრით მოცული ფინეთიდან და რუსეთიდან მოდიოდა. პოლკის შემადგენლობაში შევიდა ბევრი მებრძოლიც „ჩრდილოეთის ექსპედიციის“ შემადგენლობიდან ახავასთან ერთად. 1918 წ. აგვისტოს მეორე ნახევარში „კარელიის პოლკის“ შემადგენლობაში იყო 1200 ადამიანი, იმავე წლის ბოლოს კი – უკვე 3600. პოლკის მეთაურად იქნა დანიშნული პოლკოვნიკი ვუდსი, ეროვნებით ირლანდიელი და მცირე ხალხების ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მხურვალე მებრძოლი. ირლანდიელმა ვუდსმა მოიგონა კარელიის ეროვნული დროშაც: სამყურას (клевер) ფოთოლი ნარინჯისფერ ფონზე (ასეთი ემბლემა იყო დაკერებული პოლკის მებრძოლთა მუნდირებზე). 1918 წ. სექტემბერში „კარელიის პოლკმა“ „ფინურ ლეგიონთან“ ერთობლივად გაანადგურა და საზღვრებს გარეთ განდევნა ფინელ „თეთრ“ მოხალისეთა ნარჩენები. „თეთრი“ ფინელების ხელში მხოლოდ საზღვრისპირა სოფელი რებოლი რჩებოდა იმავე სახელწოდების რაიონის რიგ სოფლებთან ერთად, რომელთა მოსახლეობამაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მისცა ხმა ფინეთთან შეერთების მომხრედ. ამრიგად, 1918 წ. მარტში დაწყებული ფინური „ინტერვენცია საბჭოების ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ“ საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული „წითელ-თეთრი“ ფინელებისა და მოლაშქრე კარელიელი გლეხების გაერთიანებული ძალების მიერ, რომლებიც ანტანტის იმპერიალისტთა მიერ იყვნენ შეიარაღებული [45, 67].
1919 წელმა კარელიაში სხვადასხვა ანტიბოლშევიკურ ძალებს შორის სულ უფრო და უფრო გაძლიერებადი უთანხმოებების ნიშნის ქვეშ ჩაიარა (რომლებიც შემდეგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადავიდნენ). გენერალ მილერის თეთრგვარდიული მთავრობა (ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის დროებითი მთავრობა), შექმნილი 1918 წ. შემოდგომაზე არხანგელსკში მოკავშირეთა მხარდაჭერით, „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ თეზისს კატეგორიულად იცავდა. ამ ნიადაგზე ურთიერთობები მილერსა და კარელიის ავტონომისტებს შორის ყოველდღიურად მწვავდებოდა. „ჩრდილოეთის მთავრობის“ მოხელეებს კარელიური სოფლებიდან უბრალოდ ჰყრიდნენ, მილერის არმიაში ნებაყოფლობითი გაწვევის ორგანიზების მცდელობებს მინიმალური შედეგები ჰქონდა (1918 წ. ოქტომბერში სულ 359 ადამიანი შეიკრიბა). იძულებითი მობილიზაცია 1919 წ. გაზაფხულზე წააწყდა შეიარაღებულ წინააღმდეგობას „კარელიის პოლკის“ მხრიდან. მაშინ თეთრგვარდიულმა „ჩრდილოეთის მთავრობამ“ გადაწყვიტა ზეწოლა კარელიაზე „შიმშილის ძვლიანი ხელით“ მოეხდინა. და არცთუ წარუმატებლად. თავისი პური ბელომორის კარელიაში ძალიან ცოტა მოდიოდა – მხარე საუკუნეების მანძილზე რუსეთის ცენტრალურ რაიონებთან სავაჭრო გაცვლის ხარჯზე ცხოვრობდა.
ხოლო რამდენადაც სასურსათო მომარაგების ყველა უმნიშვნელოვანეს ცენტრს (მურმანსკისა და არხანგელსკის პორტები, მურმანსკ – კანდალაკშა – კემის რკინიგზის ხაზი) ინგლისელები და არხანგელსკის „მთავრობა“ აკონტროლებდნენ, კარელიის სოფლებში „შიმშილის“ ორგანიზება ძნელი არ იყო. მკვეთრად გამწვავდა ვითარება „ფინური ლეგიონის“ გარშემოც, რომელიც რუსი თეთრგვარდიელების თვალში ზედმეტად „წითელი“ იყო.
1919 წ. 16–18 თებერვალს კემიში ჩატარდა მორიგი, მაგრამ ამჯერად გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი ყრილობა (ესწრებოდნენ დელეგატები 12 რაიონიდან). ყრილობის მოწვევასა და ჩატარებას ფორმალურად ი. ახავა ხელმძღვანელობდა, მაგრამ კულისებს მიღმა (ფაქტიურად – მეზობელ საკუჭნაოში) ყრილობაზე სიტუაციას „სოციალისტური მუშათა ფინეთის“ ყოფილი ხელმძღვანელი „წითელ-თეთრი“ ლეგიონერი ო. ტოკოი აკონტროლებდა, რომელსაც ფინური კომპარტიის მიერ სიკვდილით დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი [45]. ყრილობამ მოიწონა ო. ტოკოის მიერ შედგენილი და ი. ახავას მიერ წაკითხული რეზოლუცია, რომელიც კარელიას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებდა.
საკითხი მომავალში შესაძლო შეერთების შესახებ ფედერაციის საფუძვლებზე ფინეთთან ან რუსეთთან, კარელიის ხალხის შემდგომი განხილვისათვის იყო დატოვებული. არჩეულ იქნა „კარელიის ეროვნული კომიტეტი“ 5 ადამიანისაგან, რომლის თავმჯდომარედაც იუ. ლესონენი იქცა. კომიტეტი იყო რწმუნებული დაეწყო მოლაპარაკებები რუსეთთან და ფინეთთან, აგრეთვე გაეგზავნა ორი წარმომადგენელი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც ამ ხანებში ევროპას “ასამართლებდა და შობდა“.
ინგლისელები და თეთრგვარდიელები ხისტი კონფრონტაციის პოზიციაზე დადგნენ (რითაც მათ უბრალოდ გამოიხსნეს ბოლშევიკები, რომლებსაც 1919 წ. გაზაფხულზე არც ძალები ჰქონდათ, და არც დრო კარელიაში „ბურჟუაზიულ ნაციონალიზმთან“ საბრძოლველად). ყრილობაზე კემიში გარნიზონის მეთაური გენერალი პრაისი გამოცხადდა, რომელმაც განაცხადა იმის შესახებ, რომ მოკავშირეთა ხელმძღვანელობა არ უჭერს მხარს არანაირ მოქმედებებს კარელიის რუსეთისგან ჩამოსაშორებლად. გენერალმა მეინარდმა უბრძანა „კარელიის პოლკის“ მეთაურს ვუდსს შეეწყვიტა პოლკში ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა. 1919 წ. მარტის ბოლოს „კარელიის პოლკმა“ მიმართა მცდელობას მოლაპარაკებოდა „ფინური ლეგიონის“ პირად შემადგენლობას ერთობლივი აჯანყების შესახებ მოკავშირეთა წინააღმდეგ. ამბოხებულთა გეგმები გამჟღავნებულ იქნა, და აპრილის დასაწყისში ფართომასშტაბური დაპატიმრებებიც დაიწყო. ი. ახავა მოკავშირეთა ჯარების სერბული ბატალიონის ჯარისკაცთა მიერ იქნა დაპატიმრებული და მოკლული. ხელმძღვანელების გარეშე დარჩენილ „კარელიის პოლკში“ დაიწყო მასობრივი დეზერტირობა. 1919 წ. 20 მაისს პოლკი საბოლოოდ გააუქმეს. ამის შემდეგ მოკავშირეებმა მოახდინეს ზეწოლა ფინეთის მთავრობაზე, მოითხოვეს რა მისგან უსწრაფესი სახით გადაეწყვიტა საკითხი „ფინური ლეგიონის“ პირადი შემადგენლობის რეპატრიაციის შესახებ. 1919 წ. სექტემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც „წითელ-თეთრი“ ფინელების დიდი ნაწილი იქნა ამნისტირებული და მიიღო სამშობლოში დაბრუნების უფლება. ისინი, ვისაც ფინეთში სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებოდა, ინგლისელთა დაცვის ქვეშ დარჩნენ. შემდგომში მათ, და ო. ტოკოიმაც მათ შორის, მიიღეს კანადაში გადასახლების ნებართვა [45].
შეიარაღებული საყრდენის გარეშე დარჩენილი „კარელიის ეროვნული კომიტეტი“ ამაოდ განაგრძობდა მოწოდებებს დახმარების შესახებ.
მოკავშირეთა სარდლობამ დაადასტურა არხანგელსკისა და მურმანსკის ყველა სასურსათო საწყობის გადაცემა მილერის თეთრგვარდიული „ჩრდილოეთის მთავრობის“ განკარგულებაში და უარყო თხოვნა საზღვრის გახსნის შესახებ ფინეთთან კარელიაში სურსათის შემოსატანად. მილერის მთავრობამ, თავის მხრივ, გამოაცხადა, რომ კარელიის სოფლებს ეკისრებათ კოლექტიური პასუხისმგებლობა თეთრ არმიაში მობილიზაციის წარმატებით მსვლელობის გამო – თავის ამრიდებლებს ართმევდნენ სურსათის შეტანის უფლებას, წინააღმდეგობის მცდელობებს კი ახშობდა სერბული ბატალიონი. რაც შეეხება ფინეთის მთავრობას, მან ფაქტიურად გარეშე მაყურებლის პოზიცია დაიკავა. უარი განუცხადა რა „კარელიის კომიტეტს“ რაიმე-ნაირი პოლიტიკურ ან სამხედრო დახმარებაზე, იგი დაეთანხმა მხოლოდ მიეცა მისთვის 2 მლნ მარკის კრედიტი სურსათის შესასყიდად. და კიდევ 1919 წ. ნოემბერში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოლსტიმ განუცხადა ჰელსინკიში თეთრგავრდიული მთავრობის წარმომადგენლებს „გადაჭრით პროტესტი“ კარელების იძულებით მობილიზაციისა და მასთან დაკავშირებული მასობრივი დახვრეტების წინააღმდეგ. 1919 წ. შემოდგომის სწორედ ამავე თვეებში ფინეთის მთავრობამ ინგლისელებთან სრული ერთსულოვნებით კატეგორიულად უარყო მანერჰაიმის დაჟინებული მოწოდებები გაეგზავნათ რეგულარული ფინური არმია (იგი იმ მომენტში 35 ათას ადამიანს მოითვლიდა) იუდენიჩის დასახმარებლად, რომელსაც წარუმატებლად მიჰქონდა იერიშები პეტროგრადზე.
რუს თეთრგვადიელთა ლოგიკის გაგება ძნელი არ არის: 1919 წ. შემოდგომაზე სამოქალაქო ომში გამარჯვება მათ შესაძლებელ და ახლო მომავლის საქმედ ეჩვენებოდათ, და ქედმაღლურადაც თქვეს უარი სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერაზე, როგორი მხარდაჭერისთვისაც შემდგომში „ერთიანისა და განუყოფელის“ ტერიტორიით საზღაურის გაცემა მოუწევდათ. შეიძლება გავიგოთ ფინეთის ხელმძღვანელობის პოზიციაც – ხალხს, რომელმაც ახლახანს ძმათამკვლელი ომის კოშმარი გადაიტანა, სიმშვიდე და მშვიდობა უნდოდა.
ქვეყანაში იქნა მიღებული ახალი, რესპუბლიკური კონსტიტუცია, და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში 1919 წ. 25 ივლისს ზომიერმა ცენტრისტმა სტოლბერგმა „თეთრი გენერალი“ მანერჰაიმი დაამარცხა ამომრჩეველთა ხმების უზარმაზარი უპირატესობით (143 წინააღმდეგ 50-ისა). სვინჰუვუდი და სამოქალაქო ომის ეპოქის „თეთრ ფინელთა“ ბევრი ხელმძღვანელი ჩამოშორებულ იქნენ ხელმძღვანელობისაგან. გამოცხადებულ იქნა ამნისტია იმ „წითელ ფინელთათვის“, რომლებმაც შეძლეს გადაეტანათ პირველი თვეების ტერორი რევოლუციის ჩახშობის შემდეგ. დაიწყო დაკარგული პოზიციების აღდგენა ფინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამაც, რომელმაც პარლამენტში არჩევნებზე 80 ადგილი მიიღო 200-დან [68]. ასეთ ვითარებაში ფინეთის ხელისუფლებამ უბრალოდ არ მოისურვა კიდევ კარელიისა და რუსეთის პრობლემებით დაეტვირთა საკუთარი თავი. მაგრამ აი რით ხელმძღვანელობდნენ თავიანთ მოქმედებებში ანტანტის ლიდერები, რომლებმაც 1919 წ. შემოდგომაზე ლენინი, ტროცკი და Кº გარდაუვალი დამარცხებისაგან გადაარჩინეს, ასევე ისტორიის ამოუხსნელ ამოცანად დარჩა...
1920 წ. ზამთარში, გაანადგურა რა კოლჩაკის, დენიკინისა და იუდენიჩის არმიების ძირითადი ძალები, წითელმა არმიამ შეძლო, საბოლოოდ, „რევოლუციის დამსჯელი მახვილი“ ჩრდილოეთისაკენ მიემართა. ლენინის გენიალური ჩანაფიქრი – მიეცა ბოლშევიკური ხელისუფლების მოწინააღმდეგეთათვის საშუალება მოექანცათ და სისხლისაგან დაეწრიტათ ერთმანეთი ურთიერთშორის კონფლიქტებში იმპერიის შორეულ განაპირა მხარეებში – მთლიანად გამართლდა. წითელი არმიის ნაწილები სწრაფად მიიწევდნენ არხანგელსკისაკენ. 1920 წ. 19 თებერვალს გენერალი მილერი მურმანსკში გაიქცა. 21 თებერვალს ბოლშევიკური აჯანყება თვითონ მურმანსკში დაიწყო. რამდენიმე დღის განმავლობაში „ჩრდილოეთის მთავრობა“ და მისი არმია მთლიანად გაქრნენ. განადგურების დროს გადარჩენილი თეთრგვარდიელები ტყვედ ბარდებოდნენ, ცდილობდნენ (უმეტეს წილად წარუმატებლად) ფინეთში შეეღწიათ ან ფინელების მიერ დაკავებულ რებოლისა და პორაჲარვის (პოროსოზერო) პორტებში გარბოდნენ.
იგივე შედეგით დასრულდა სამოქალაქო ომიც სამხრეთ, ლადოგისპირა კარელიაში, თუმცა კი მოვლენათა მსვლელობა იქ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმისაგან, როგორადაც ვითარდებოდა ბრძოლა ჩრდილოეთის, ბელომორის კარელიაში. პირველი განსხვავება გახლდათ უკვე მოქმედ პირთა სრულიად სხვა შემადგენლობა: ოლონეცსა და პეტროზავოდსკში ინგლისელები და სერბები არ ყოფილან, სამაგიეროდ იყვნენ საბჭოთა ხელისუფლება და წითელი გვარდია, მართალია, არც თუ ყველგან, არც თუ ყოველთვის და არც თუ მაშინვე.
ცნობას პეტროგრადში ბოლშევიკური გადატრიალების შესახებ ოლონეცის გუბერნიის დედაქალაქში ქალაქ პეტროზავოდსკში დიდი სიფრთხილითა და თავშეკავებით შეხვდნენ. პეტროზავოდსკის საბჭო შეიკრიბა 1917 წ. 8 ნოემბერს ერთობლივ თათბირზე მურმანსკის რკინიგზის მოსამსახურეთა საბჭოსთან, პეტროზავოდსკის გარნიზონის სამხედრო ნაწილების კომიტეტთან და სხვა რევოლუციურ ორგანოებთან ერთად. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელშიც სახალხო კომისართა საბჭოს (ლენინის მთავრობას) მიეცა მხარდაჭერის დაპირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახკომსაბჭო იძლეოდა დამფუძნებელი კრების ერთობლივი მოწვევის გარანტიას.
დამფუძნებელი კრების გარეკვამ პეტროზავოდსკის საბჭოში ქარიშხლიანი დისკუსია გამოიწვია, რომელიც 1918 წ. 18 იანვრის გვიან საღამოს სხდომის დარბაზიდან ბოლშევიკთა მოწინააღმდეგეების იძულებითი განდევნით დასრულდა.
ახალი პრეზიდიუმის პირველი დადგენილება გახლდათ ყველა დემონსტრაციის აკრძალვა პეტროზავოდსკში. შემდეგ შეიქმნა მხოლოდ ბოლშევიკებისადმი დაქვემდებარებული წითელი გვარდია და რევტრიბუნალი. „პროლეტარიატის რევოლუციური დიქტატურა არის ხელისუფლება, დაპყრობილი და შენარჩუნებული (მხარდაჭერილი) პროლეტარიატის ძალადობით ბურჟუაზიაზე, ხელისუფლება, რომელიც არ არის დაკავშირებული არანაირი კანონებთან. ეს უბრალო ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება, რომელიც ნათელია როგორც ღვთის დღე ყველა შეგნებული მუშისათვის (მასის წარმომადგენლისათვის, და არა კაპიტალისტების მიერ ნაყიდი მეშჩანების ნაძირლური ზედაფენებისათვის...“ (ვ. ი. ლენინი). ეს უბრალო ჭეშმარიტება ბოლშევიკებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს 1918 წ. ივნის – ივლისში. მემარცხენე ესერებმა მიიღეს მაშინ უმრავლესობა არა მარტო სოფლის რაიონებში (იქ ბოლშევიკებს არც მანამდე ჰქონიათ არანაირი მხარდაჭერა), არამედ ოლონეცის საგუბერნიო საბჭოს აღმასკომშიც. ოდნავადაც რომ არ დაურცხვენიათ „შეუგნებელი მეშჩანური ნაძირლების“ ნების ასეთი გამოხატვის გამო, ბოლშევიკებმა გარეკეს საბჭო და სრულად გადასცეს ძალაუფლება მათ მიერ შექმნილი „სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის“ ხელში. თუმცა კი, რევკომის ძალაუფლება ორი ქალაქის: პეტროზავოიდსკისა და ოლონეცის ფარგლებს არ სცილდებოდა. იმისათვის, რათა ტყეებსა და უგზოობაში მიმოფანტული დაბები და სოფლების ეკონტროლებინათ, ბოლშევიკებს მაშინ უბრალოდ სამხედრო ძალა არ ჰყოფნიდათ.
ლადოგისპირა კარელიაში ჩამოყალიბებული მყიფე წონასწორობა 1919 წ. გაზაფხულზე იქნა დარღვეული გარედან ჩარევით. აპრილის დასაწყისში ფინელ მოხალისეთა ჯგუფმა მიმართა მანერჰაიმს (რომელიც მაშინ რეგენტის, ანუ სახელმწიფოს დროებითი მეთაურის მოვალეობებს ასრულებდა) წინადადებით მოეხდინათ სამხედრო ექსპედიციის ორგანიზება ოლონეცის კარელიის ბოლშევიკთა ხელისუფლებისაგან განთავისუფლების მიზნით. 1919 წ. 4 აპრილს მანერჰაიმმა უპასუხა, რომ იწონებს ოლონეცზე ლაშქრობის იდეას, რადგანაც „ფინეთს არ შეუძლია გულგრილად უყურებდეს მონათესავე ხალხების ტანჯვას, რომლებიც ბოლშევიკთა უღლის ქვეშ აღმოჩნდნენ“. ამ ფრაზის ციტირებას ხალისით ახდენენ თანამედროვე რუსეთის ისტორიკოსები, და რატომღაც რომ ავიწყდებათ ის დასასრულამდე მიიყვანონ. სახელდობრ კი: მანერჰაიმმა განუცხადა მოხალისეებს, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ფინეთის ოფიციალური ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიღებს ამ გეგმის მოწონებას ანტანტის მხრიდან. მოკავშირეთა თანხმობა არასოდეს ყოფილა მიღებული, და „ოლონეცის განმათავისუფლებელი არმიის“ ლაშქრობაც ნახევრად ლეგალური წესით იქნა მომზადებული. „არმიაში“ დაახლოებით 1 ათასი მოხალისე შეიკრიბა, ძირითადად ფინეთში სამოქალაქო ომის მონაწილეები [27, 45]. ოთხი „ბატალიონიდან“ ერთ-ერთს (რეალური რიცხოვნების მიხედვით – მსროლელ ასეულს) მაიორი პ. ტალველა მეთაურობდა, მომავალში – ცნობილი ფინელი მხედართმთავარი.
1919 წ. 20-დან 21 აპრილის ღამეს ფინელი მოხალისეები გადმოვიდნენ საზღვარზე და სამი ჯგუფით დაიწყეს წინსვლა ლადოგის ტბის ნაპირის გამოყოლებით პეტროზავოდსკისაკენ. სამი დღის შემდეგ, 24 აპრილს, „განმათავისუფლებელმა არმიამ“ ოლონეცი და პრჲაჟა დაიკავა, ე. ი. არანაკლებ 70–80 გაიარა საზღვრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ (ლაპარაკია 1919 წ. საზღვარზე, რუსეთ-ფინეთის თანამედროვე საზღვარი გაცილებით უფრო დასავლეთით გადის). შეტევის ასეთი ტემპი თვალით მხილველთა ნებისმიერ მონათხრობზე უკეთ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ფინელ მოხალისეებს კარელიის სოფლებში სულ მცირე წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. პეტროზავოდსკის მისადგომებთან გამოსვლის მომენტისათვის „ოლონეცის არმია“ ადგილობრივ მოლაშქრეთა ხარჯზე 3000 ადამიანამდე გაიზარდა. ახლა ეს „არმია“ თავისი რიცხოვნების მიხედვით უკვე მსროლელ პოლკს შეესაბამებოდა. პეტროზავოდსკელმა ბოლშევიკებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ჯეროვნად შეშინებულიყვნენ, როცა ინგლისელმა გენერალმა და რუსმა თეთრგვარდიელმა მილერმა ჰელსინკისაგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს. ანტანტისა და მის მიერ დაყენებულთა ზეწოლის შედეგად იქცა ფინეთის მთავრობის ტელეგრამები, გაგზავნილი მაისის დასაწყისში (ე. ი. სულ ორი კვირის შემდეგ „ოლონეცის ლაშქრობის“ დაწყებიდან) ლონდონსა და პარიზში (პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მონაწილეებისადმი). ფინეთის მთავრობა ირწმუნებოდა, რომ „ოლონეცის ლაშქრობას“ მიმართეს მხოლოდ ბოლშევიკებთან ბრძოლის მიზნით და რომ დიდი დერჟავების მოწონების გარეშე არავინ მიმართავს თავხედობას კარელიის საზღვრების შესაცვლელად [45].
ამასობაში ოლონეცში იქნა ორგანიზებული „ოლონეცის დროებითი მთავრობა“. „მთავრობის“ შემადგენლობაში მხოლოდ ადგილობრივი კარელიელი აქტივისტები შევიდნენ, თუმცა კი ჩამოყალიბებულ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში ფინელთა გავლენა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი გახლდათ. ბოლშევიკების ხელისუფლებისაგან განთავისუფლებულ (ან „ოლონეცის არმიის“ მიერ ოკუპირებულ – მკითხველს უფლება აქვს ნებისმიერი განსაზღვრება ამოირჩიოს) ლადოგისპირა კარელიის რვა რაიონში ჩატარდა მცხოვრებთა კრებები და არჩეულ იქნენ რწმუნებული დელეგატები ყრილობაზე, რომელიც 1919 წ. 5–7 ივნისს გაიმართა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფინეთთან შეერთების შესახებ რებოლის მაზრის ნიმუშის მიხედვით (ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებითა და მცხოვრებთა ფინეთის არმიაში გაწვევისაგან განთავისუფლებით 30 წლის მანძილზე გაერთიანების მომენტიდან). წითელი არმიის მძლავრმა შეტევამ (მასში ადგილობრივი წითელგვარდიული რაზმების მხარდამხარ მონაწილეობდნენ რეგულარული მსროლელი დივიზია, „წითელ ფინელთა“ ნაწილები, რომლებიც ფინეთიდან 1918 წ. გაზაფხულზე გაიქცნენ, და ონეგის ფლოტილიის ხომალდები, რომელთაგან მოწინააღმდეგის ზურგში იქნა გადასხმული დესანტი) უკუაგდო „ოლონეცის განმათავისუფლებელი არმია“ პეტროზავოდსკისგან. აგვისტოს დასაწყისში მოხალისეები იძულებული იყვნენ ფინეთის საზღვრის იქით დაეხიათ. „ოლონეცის ლაშქრობა“ დამარცხებით დასრულდა, თუ არ ჩავთვლით სოფელ პორაჲარვისა (პოროსოზერო) და იმავე დასახელების რაიონის ფინური მმართველობის ქვეშ გადასვლას, რომლის მცხოვრებლებმაც ივლისში მისცეს ხმა ფინეთთან შეერთების სასარგებლოდ (რის შემდეგაც ფინურმა ჯარებმა 1919 წ. სექტემბერში პორაჲარვი დაიკავეს) [45].
1920 წლის დასაწყისში ანტიბოლშევიკური ძალები კარელიაში საბოლოოდ იქნა განადგურებული, უფრო ადრე კი მურმანსკი და არხანგელსკი ანტანტის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს. წითელი არმიის წინსვლამ ფინეთის დიდი სამთავროს ყოფილი ადმინისტრაციული საზღვრისაკენ 1920 წ. თებერვლის უკანასკნელ დღეებში პირველი შეტაკებები გამოიწვია ფინური არმიის რეგულარულ ნაწილებთან. პორაჲარვის (პოროსოზეროს) რაიონში ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები გაჩაღდა, რომლებიც ორ კვირას გრძელდებოდა და ორი მცირე სოფლიდან (ჲანკჲაჲარვი და სოუტჲარვი) ფინელების უკანდახევით დასრულდა. აშკარა ხდებოდა, რომ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის არდაშვებისათვის საბჭოთა რუსეთი და ფინეთი უნდა, ბოლოს და ბოლოს, გარკვეულიყვნენ ორ ძირითად საკითხში: სახელმწიფო საზღვრისა და კარელიის ავტონომიის საკითხებში.
მინისტრ ჰოლსტისა და სახკომ ჩიჩერინს შორის ნოტების პირველმა გაცვლამ აჩვენა არსებითი განსხვავებების არსებობა მხარეთა პრინციპულ მიდგომებში. ფინელები აპელირებდნენ „ლენინური პრინციპისადმი“ თვითგამორკვევის უფლებაზე ერებისათვის, რომელი პრინციპიც უნდა გავრცელებულიყო კარელებზეც. ბოლშევიკები პატიოსნად პასუხობდნენ, რომ მთავარ „პრინციპს“ მათთვის წარმოადგენს ბრძოლა პროლეტარიატის დიქტატურისათვის მსოფლიო მასშტაბით, და ისინი კარელიის მშრომელებს ფინეთის ბურჟუაზიას არ მისცემენ. არ უნდა გვავიწყდებოდეს იმის შესახებაც, რომ 1920 წ. გაზაფხულზე კრემლის კაბინეტებში გავრცელდა სახიფათო სნეულება, რომელსაც მოგვიანებით ამხანაგმა სტალინმა „წარმატებებისაგან თავბრუსხვევა“ უწოდა. ტროცკი და ტუხაჩევსკი ამზადებდნენ წითელ არმიას ვარშავასა და ბერლინზე ლაშქრობისათვის, და ასეთ ვითარებაში რომელიღაც ფინეთთან ცერემონიებს არავინ აპირებდა.
წითელი არმიის მძიმე დამარცხებამ ვარშავასთან და შემდგომმა უწესრიგო უკანდახევამ პოლონური არმიის დარტყმების ქვეშ „კერზონის ხაზიდან“ აღმოსავლეთისაკენ ზედმეტად გახურებული თავები გამოაფხიზლა. 28 ივლისს ესტონურ ქალაქ ტარტუში (ჲურჲევი) განახლდა ფინური და საბჭოთა დელეგაციების მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულების დადების საკითხში. მკაფიოდ ესმოდა რა, რომ იმ დროს, როცა მთელ ევროპაში დაქცეული იმპერიების (გერმანიის, ავსტრო-უნგრეთის, რუსეთისა და თურქეთის) ნანგრევებზე ათობით ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიქმნებოდა, კარელიის ხალხის ავტონომიაზე უფლების შესახებ მსჯელობისგან თავის არიდება ფინეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებებში ვეღარ მოხერხდება, ბოლშევიკურმა ხელმძღვანელობამ, მისი აზრით, მოხერხებული სვლა გააკეთა.
1920 წლის 8 ივნისს სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო შემდეგი დადგენილება:
„კარელიის მშრომელთა სოციალური განთავისუფლებისათვის ბრძოლის მიზნებში... შეიქმნას ოლონეცისა და არხანგელსკის გუბერნიების კარელებით დასახლებულ ადგილებში რსფსრ კონსტიტუციის II მუხლის ძალით საოლქო გაერთიანება – კარელიის შრომითი კომუნა. დაევალოს კარელიის კომიტეტს დაუყოვნებლივ შეუდგეს მზადებას კარელიის შრომითი კომუნის საბჭოების ყრილობის მოწვევისათვის, რომელიც განსაზღვრავს კარელიის შრომით კომუნაში ხელისუფლების ორგანოების ორგანიზაციას“ [37].
ცოტაღა რჩებოდა გასაკეთებელი – ეპოვნათ კარელიაში „შრომითი კომუნისათვის“ შესაფერისი მშრომელები. ეს ამოცანა მხოლოდ ერთი შეხედვით გახლდათ მარტივი. მრეწველობა რევოლუციამდელ კარელიაში სუსტად იყო განვითარებული, საბრძოლო მასალების ალექსანდრეს ქარხანა პეტროზავოდსკში რეგიონის თითქმის ერთადერთ მსხვილ საწარმოს წარმოადგენდა, ასე რომ, ფაბრიკის მუშები აბსოლუტურ უმცირესობაში იყვნენ. ბოლშევიკებისათვის ამდენად ფასეული „უღარიბესი გლეხობა“ (ე. ი. სოფლის გალოთებული ლუმპენები) კარელიაში ლიკვიდირებული იყვნენ როგორც კლასი ასეულობით წლით ადრე ლენინის დაბადებამდე (თუკი ისინი იქ ოდესმე მაინც საერთოდ არსებობდნენ). ამ ფენომენის მიზეზი უკიდურესად უბრალოა: ბელომორის მკაცრ ბუნებრივ პირობებში გადარჩენა და თავის გატანა შეეძლო მხოლოდ ადამიანს ფხიზელი თავითა და დაკოჟრილი ხელებით. თუმცა კი, მარტო კაცი დაკოჟრილი ხელებითაც ვერაფერს გახდებოდა, აი რატომ თვით XX საუკუნის დასაწყისამდეც კი კარელებიცა, და რუსი პომორებიც სამ და ოთხ თაობიან ოჯახებად ცხოვრობდნენ, 30–40 ადამიანით ერთ დიდ შინაურ მეურნეობაში.
ასეთი სოციალური სტრუქტურა (სიტყვამ მოიტანა და, სრულ შესაბამისობაში მარქსისა და ლენინის სწავლებასთან) კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქონებრივ ფენებად დაყოფასა და ღატაკი პროლეტარების გამოჩენას. თავიანთი სრული კონტრრევოლუციურობის დასასრულს რუსებისა და კარელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ ძველმოწესეები (старообрядцы), და ასეთ ოჯახებში დასათრობ სასმელებს არ სვამდნენ თვით დიდ სადღესასწაულო დღეებშიც კი. ბატონყმური სამართალი ოლონეცისა და არხანგელსკის გუბერნიებში არასოდეს ყოფილა, რაც სავსებით გარკვეული წესით აისახა მის მცხოვრებთა ხასიათზეც. „კარელიაში მოსახლე ფინური ტომების ყველაზე უფრო დამახასიათებელ განსაკუთრებულობად შეიძლება ჩაითვალოს შრომისმოყვარეობა, პატიოსნება, მაგრამ, მეორეს მხრივ, მათ ახასიათებთ სხვა თვისებებიც: ესენია სიჯიუტე და თავის თავში ჩაკეტილობა. თითქმის ყველა მცხოვრები ჩინებული მონადირე და ზუსტად მსროლელია“ (ეს ჩანაწერი მუშურ-გლეხური წითელი არმიის მთავარი შტაბის მუშაკის კ. სოკოლოვ-სტრახოვის ანგარიშიდანაა სამოქალაქო ომის გამოცდილების შესწავლის შესახებ). და როგორ უნდა გაეკეთებინათ „პროლეტარული რევოლუცია“ ასეთ ხალხში? არ სვამენ, არ ქურდობენ, მუშაობენ, მაგრამ ამასთან ერთად ჯიუტობენ და კარგად ისვრიან! კულაკები არიან, წმინდა წყლის კულაკები! ხოლო კულაკები კი, როგორც ამხანაგი ლენინი გვასწავლიდა, არიან „ყველაზე უფრო მხეცური, ყველაზე უხეში, ყველაზე ველური ექსპლუატატორები... კულაკს ცოფიანად სძულს საბჭოთა ხელისუფლება და მზადაა მოახრჩოს, ყელი გამოჭრას ასეულობით ათას მუშას...“.
შეიძლებოდა კი მიენდოთ ასეთი ველური მხეცებისთვის „კარელიის შრომით კომუნაში ხელისუფლების ორგანოების ორგანიზაცია“? მათთვის არავის არც არაფერი მიუნდვია. 1920 წ. 4 აგვისტოს კალინინისა და ლენინის ხელმოწერით გამოვიდა სცაკ-ისა და სახკომსაბჭოს ერთობლივი დადგენილება, რომლის შესაბამისადაც „ხელისუფლების დროებით (რა თქმა უნდა „დროებით“, მოკლე პერიოდისათვის მსოფლიო რევოლუციის სრულ გამარჯვებამდე) უმაღლეს ორგანოდ „კარელიის შრომითი კომუნის“ ტერიტორიაზე იქნა გამოცხადებული „კარელიის შრომითი კომუნის რევოლუციური კომიტეტი“ [37]. ფაქტიურად კი ხელისუფლება ამ უცნაურ ნახევრად-სახელმწიფოებრივ ახალწარმონაქმნში იქნა გადაცემული ყოფილ „წითელ ფინელთა“ ხელში ე. გლჲუნინგის მეთაურობით, რომლებიც კარელიაში შემომტევი წითელი არმიის აღალში მოვიდნენ.
რა თქმა უნდა, ფინეთის წარმომადგენლებმა ტარტუში უარი განაცხადეს ეცნოთ მათთვის წარდგენილი „კარელიის შრომითი კომუნა“ როგორც კარელიის ხალხის რეალური ავტონომიის პოლიტიკური სტრუქტურა. მაგრამ ეს როგორღაც ძალიან გაუგებრად გააკეთეს. ამის შედეგად 1920 წ. 14 სექტემბერს ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტში გაჩნდა მუხლი 10, რომელშიც იქნა მოხსენიებული რაღაც „აღმოსავლეთ-კარელიის ავტონომიური ოლქი“ (რა არის ეს?), ვითომდა შექმნილი არხანგელსკისა და ოლენეცის გუბერნიათა კარელური მოსახლეობის მიერ და რომელსაც „აქვს ეროვნული თვითგამორკვევის უფლება“. ამრიგად, ეს არარსებული „ავტონომიური ოლქი“ თითქოსდა ხდებოდა ცნობილი (აღიარებული) როგორც უ კ ვ ე შექმნილი. მეორეს მხრივ, ხელშეკრულებაზე იყო დართული საბჭოთა დელეგაციის სპეციალური განცხადება „აღმოსავლეთ კარელიის თვითმმართველობის შესახებ“, რომელშიც არხანგელსკისა და ოლონეცის გუბერნიათა კარელი მოსახლეობისთვის აღიარებული გახლდათ უფლება „შექმნან თავიანთ საშინაო საქმეებში ოლქი, შემავალი რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში ფედერაციის საწყისებზე“ [67]. ეს ფრაზა შეიძლებოდა განემარტათ ისე, რომ კარელიის თვითმმართველობის სტრუქტურა ხელშეკრულების დადების მომენტში ჯ ე რ / კ ი დ ე ვ / ა რ არსებობს, და ის უნდა შეიქმნას მომავალში. ნებისმიერ შემთხვევაში კარელიის შრომითი კომუნა და მისი სახელოვანი „რევკომი“ არც ერთხელ არ ყოფილან მოხსენიებული სამშვიდობო ხელშეკრულებაში.
ძნელია ითქვას დარწმუნებით, იყო თუ არა ფორმულირებათა ბუნდოვანება წინასწარ მოფიქრებული ინტრიგის შედეგი ან ელემენტარული იურიდიული გაუნათლებლობისა. ყურადღებას იქცევს უმაღლეს ხარისხად უცნაური შემადგენლობა საბჭოთა დელეგაციისა, რომელმაც ტარტუში სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. თუ ხელშეკრულებას „სოციალისტურ მუშათა ფინეთთან“ ან დადგენილებას კარელის შრომითი კომუნის შექმნაზე სახელმწიფოს პირველმა პირებმა (ლენინმა, ტროცკიმ, კალინინმა, სტალინმა) მოაწერეს ხელი, ტარტუში იქნენ გაგზავნილი მეორეხარისხოვანი მოხელეები: რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოს ხელმძღვანელი კერჟენცევი, მეფის არმიის ყოფილი გენერალი სამოილო, ყოფილი 1-ლი რანგის კაპიტანი ბერენსი (სამხედრო ექსპერტები) და საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელი ტიხმენევი. ერთადერთი შესამჩნევი ფიგურა გახლდათ იან ბერზინი, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის მომავალი ხელმძღვანელი.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, „შენელებული მოქმედების ნაღმი“, ჩადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ორაზროვანი ფორმულირებების სახით, მისი ხელმოწერიდან წელიწადზე ნაკლები დროის შემდეგ ამუშავდა. 1921 წ. აგვისტოში ფინეთის მთავრობამ, რომელიც ტარტუს ხელშეკრულების მიხედვით საბჭოთა რუსეთის ვალდებულებებისადმი აპელირებდა, დაიწყო მოთხოვნა შექმნილიყო კარელიის ავტონომია. საბჭოთა მთავრობა, შეურაცხყოფილი უდანაშაულობის გამოხატვით, პასუხობდა, რომ ასეთი რამ უკვე დიდი ხანია შექმნილია კარელიის შრომითი კომუნის სახით. ხოლო როცა ფინეთმა შესთავაზა სადაო საკითხი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობათა განმარტების შესახებ ერთა ლიგაში განეხილათ, მოსკოვმა იმავე სულისკვეთებით უპასუხა, როგორითაც 18 წლის შემდეგ, „ზამთრის ომის“ პირველ დღეებში, განმარტავდა გაზეთი „პრავდა“, სახელდობრ კი: „არ მივცემთ ნებას იმპერიალისტურ ღორებს ჩაყონ თავიანთი ბინძური დინგი ჩვენს საბჭოთა ბოსტანში“.
სანამ დიპლომატიურ კაბინეტებში სიტყვიერი ლანძღვა-კამათები მიდიოდა, კარელი და რუსი გლეხები პრაქტიკულად ეცნობოდნენ იმ ხელისუფლებას, რომელიც მათ თავის ხიშტებზე მუშურ-გლეხურმა წითელმა არმიამ მოუტანა. შედეგი სრულიად სტანდარტული გახლდათ, მასში არაფერი იყო სპეციფიურ-ადგილობრივი, კარელო-ფინური. სულაც არა მარტო კარელიაში, არამედ ვოლგისპირეთშიც, ტამბოვის მხარეშიც, ურალზეც, დასავლეთ ციმბირშიც გლეხები ააგორებდნენ მასობრივ აჯანყებებს „კომისარომპყრობელობის“ ძარცვისა და თვითნებობის წინააღმდეგ. განსხვავება მხოლოდ იმაში გახლდათ, რომ ტამბოვიდან ლონდონსა და პარიზამდე ძალიან შორია, და „ანტონოვშჩინის“ ორგანიზებისთვის ანტანტის იმპერიალისტებზე ბრალის დაკისრებას დღეს ვერც ერთი ჭკუათმყოფელი რუსეთელი ისტორიკოსი ვერ გარისკავს. კარელია კი უშუალოდ ესაზღვრებოდა ფინეთს, ფინელ მოხალისეთა მონაწილეობა ანტიბოლშევიკურ ბრძოლაში უდაო ფაქტია, და ეს ფაქტი საშუალებას აძლევს არაკეთილსინდისიერ ავტორებს თვით XXI საუკუნის მიჯნაზეც წერდნენ ასეთ მარგალიტებს: „კარელიის ავანტიურა: 1921–1922 წწ. თეთრფინელთა ინტერვენცია თეთრი ზღვიდან ბალტიკამდე აღმოსავლეთ კარელიის რსფსრ-გან ჩამოშორებისა და დიდი ფინეთის შექმნის მიზნით“ [67].
მთელ ამ ფრაზაში სიმართლის მხოლოდ ერთი სიტყვაა: „ავანტიურა“. სერიოზული მხარდაჭერის გარეშე დასავლეთ ევროპის დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან – ეს მხარდაჭერა კი არ ყოფილა – გლეხთა აჯანყება კარელიაში (ისევე როგორც ყველა დანარჩენიც) დამარცხებისათვის იყო განწირული, იყო ავანტიურა. ან აქტი „სასოწარკვეთილი ვაჟკაცობისა“ – მკითხველს ამჯერადაც აქვს უფლება ნებისმიერი განსაზღვრება აირჩიოს.
აჯანყება 1921 წ. ოქტომბერში დაიწყო და მალევე მოიცვა ჩრდილოეთ კარელიის უზარმაზარი ტერიტორია პოროსოზეროდან კესტენგამდე. თუმცა კი, თოვლით დაფარულ შორეულ მიყრუებულ მხარეში არანაირი „მთლიანი ფრონტის“ შესახებ არ გვიხდება ლაპარაკი. იყო ცალკეული კერები, ცალკეული დიდი და მცირე სოფლები, აჯანყებულთა მიერ დაკავებულნი, რომელთა შორისაც იყო გადაშლილი ათეულობით და ასეულობით ვერსები ტყიანი უგზოობისა. აჯანყების ცენტრი თავიდან გახლდათ დაბა ტუნგუდა, შემდეგ კი – უხტა. გლეხებმა („კულაკურმა ბანდიტებმა“ საბჭოთა და ზოგიერთი რუსეთელი ისტორიკოსის ტერმინებით) შექმნეს მორიგი „კარელიის დროებითი კომიტეტი“ და მორიგი (ამჯერად უკვე – ბოლო) „კარელიის განმათავისუფლებელი არმია“ დაახლოებით 3 ათასი ადამიანის რიცხოვნებით. ფინეთის მონაწილეობა ამ მოვლენებში აჯანყებულთა მორალურ მხარდაჭერამდე და მოხალისეთა შეკრებაზე ხელისუფლების არცთუ სავსებით გასაგებ თანხმობამდე იქნა დაყვანილი. საბოლოო ჯამში კვლავ იმავე პ. ტალველას მეთაურობით შეიკრიბა 500 ადამიანი, კარელები და ფინელები, რომლებიც 1921 წ. ნოემბერში თითქმის დაუცველ საბჭოთა-ფინურ საზღვარზე პოროსოზეროსა და რებოლას რაიონში ორ ჯგუფად გადავიდნენ (ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებით ეს ორი მაზრა რუსეთს დაუბრუნდა, მცხოვრებთ, რომლებმაც ფინეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი, ამნისტია გამოეცხადათ, მაგრამ რეგულარული წითელი არმიის ნაწილები პოროსოზეროსა და რებოლაში არ შეუყვანიათ) და აჯანყებულებს შეუერთდნენ.
წითელი არმიის სარდლობა აჯანყებას სავსებით სერიოზულად მოეკიდა. „კარელიის შრომითი კომუნისა“ და მურმანსკის ოლქის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა სამხედრო მდგომარეობა. ჩამოაყალიბეს „კარელიის ჯარების ოპერატიული ჯგუფი“ რიცხოვნებით 8,5 ათასი ხიშტი საბჭოთა ისტორიკოსების მონაცემებით ან 13 ათასი – ფინელ ისტორიკოსთა შეფასებებით [27]. აჯანყების ჩახშობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს „წითელ ფინელთა“ ფორმირებებმა: მოთხილამურეთა ბატალიონმა ტ. ანტიკაინენის მეთაურობით და „პეტროგრადის ინტერნაციონალური სამხედრო სკოლის“ ბატალიონმა ა. ინნოს მეთაურობით. მნიშვნელოვანმა უპირატესობამ რიცხოვნებაში და დამთრგუნველმა (ჩამხშობმა) უპირატესობამ შეიარაღებაში („კარელიის ჯარების ოპერატიულმა ჯგუფმა“ 166 ტყვიამფრქვევი და 22 ქვემეხი მიიღო) საშუალება მისცეს საკმარისად სწრაფად ჩაეხშოთ ამბოხება. 1922 წ. იანვრის დასაწყისში წითელი არმიის ნაწილებმა პოროსოზერო და რებოლი დაიკავეს, 25 იანვარს კესტენგაში შევიდნენ და 1922 წ. თებერვლის დასაწყისში უხტუ – აჯანყების მთავარი ცენტრი დაიკავეს. 8 ათასზე მეტი ადამიანი – აჯანყების გადარჩენილი მონაწილენი, მათი ოჯახები და მეზობლები – ფინეთის ტერიტორიაზე წავიდნენ. ცოცხალი დარჩა პ. ტალველაც, რომელსაც შემდეგ კიდევ ერთი ლაშქრობა მოელოდა კარელიაში...
1922 წ. 11 თებერვალს რევოლუციური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარემ ლ. ტროცკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას # 141:
„საბჭოთა კარელია გაწმენდილია წითელი პოლკების მიერ თეთრი ბანდებისაგან, ორგანიზებულისა ფინური ოფიცრობის მიერ ფინური და სხვა ბურჟუაზიის სახსრებით. ჩრდილოეთის უმძიმეს პირობებში, უდაბურ და ცივ სივრცეებზე, რევოლუციის ჯარისკაცებმა ისევ ბოლომდე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. ფინეთის მმართველი კლასებისა და მათი მფარველების ბოროტმოქმედებამ რუსეთის შრომით მასებს ახალი სიძნელეები და მსხვერპლი მოუტანა და წითელი არმიის ისტორიაშიც გმირობის ახალი გამარჯვებები შემოიტანა“ [37].
ჯეროვანი მივაგოთ ამხანაგ ტროცკის – მან (გვიანდელი საბჭოთა ისტორიკოსებისაგან განსხვავებით) არ დაიწყო მოყოლა იმის შესახებ, თუ ტალველას 500-მა მოხალისემ როგორ განიზრახა შეექმნათ „დიდი ფინეთი ზღვიდან ზღვამდე“. ფინეთის „ოფიცრობა“ კარელიის აჯანყებაში ნამდვილად მონაწილეობდა: მოხალისეთა შორის იყო 27 ყოფილი ეგერი (მანერჰაიმის თეთრი არმიის ელიტური ნაწილის მებრძოლები, რომლებმაც სამხედრო სწავლება გერმანიაში გაიარეს) და ისინი, უფრო სავარაუდოა, გახდნენ ქვედანაყოფების მეთაურებიც გლეხურ „განმათავისუფლებელ არმიაში“ [27]. საბრძოლო მოქმედებათა წარმოების პირობები მართლაც „უმძიმესი“ გახლდათ, მოწინააღმდეგე შეიარაღებული და ჯიუტი იყო, ბევრმა წითელარმიელმა, უეჭველად, „გმირობის მაგალითები“ აჩვენა. რა ვქნათ – სამოქალაქო ომის ქარცეცხლში თითოეულ მხარეს თავისი სიმართლე ჰქონდა...
კარელიის აჯანყების ჩახშობისას ბრძოლებში „ოპერატიული ჯგუფის“ ჯარებმა 352 ადამიანი დაკარგეს მოკლულებით.
ამ სევდის მომგვრელი ციფრის შედარება 1921–1922 წწ. სხვა ოპერაციებში წითელი არმიის დაუბრუნებელ დანაკარგებთან საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ რეალური ადგილი „კარელიური ავანტიურისა“ საბჭოთა ხელისუფლების პირველი წლების ისტორიაში [9, გვ. 48]:
– ამბოხების ჩახშობა კრონშტადტში – 1912 ადამიანი;
– დასავლურ-ციმბირული ამბოხების ჩახშობა – 3744 ადამიანი;
– საპოჟნიკოვის ამბოხების ჩახშობა ურალში და ქვემო ვოლგაზე – 4164 ადამიანი;
– ანტონოვის ამბოხების ჩახშობა ტამბოვის მხარეში – 6096 ადამიანი;
– სომხეთისა და საქართველოს ოკუპაცია – 9388 ადამიანი;
– საბრძოლო მოქმედებები ბელორუსიაში ბულაკ-ბულახოვიჩისა და სხვათა თეთრგვარდიული რაზმების წინააღმდეგ – 14 602 ადამიანი.
როგორც ვხედავთ, არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ბრძოლებს კარელიაში უწოდებდნენ „ომს“, და თანაც „საბჭოთა-ფინურ ომს“, არ არსებობს. „კარელიის ავანტიურა“ იყო სულ რაღაც ერთი ეპიზოდი – და თან არც თუ ყველაზე უფრო შესამჩნევი და მნიშვნელოვანი – ეპიზოდი სამოქალაქო ომისა რუსეთში. ფინეთის რეგულარული არმიის არც ერთი ქვედანაყოფი საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა. ფინეთის ოფიციალურ ხელისუფალთა პოზიცია იმ მოხალისეთა მიმართ, რომელიც ტალველას რაზმში ჩაეწერნენ, ყველაზე უფრო კეთილგანწყობილი სულაც არ ყოფილა (სასაზღვრო დაცვა ეწინააღმდეგებოდა როგორც მოხალისეთა კარელიაში გადასვლას, ისე კარელი დევნილების ფინეთში შემოღწევასაც; საქმე მრავალრიცხოვან შეიარაღებულ შეტაკებებამდე და ერთ-ერთი კარელი ამბოხებულის მიერ ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობამდეც კი მივიდა). და თანაც „წითელ ფინელთა“ რაოდენობა, რომლებმაც აჯანყების ჩახშობაში მიიღეს მონაწილეობა, სულაც არ იყო ნაკლები „თეთრ ფინელთა“ რიცხვზე ტალველას რაზმში...
თითქოს და, ფინეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა და რუსეთის ჩრდილოეთში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფაქტიური სტაბილიზაციის შემდეგ „კარელიის შრომით კომუნა“ შეიძლებოდა დაეშალათ: „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს“. მაგრამ ეს არ მომხდარა! „კარელიის შრომითმა კომუნამ“ ორი წელი იარსება, რის შემდეგაც, სრულიად რუსეთის ცაკ-ისა და სახკომსაბჭოს ერთობლივი დადგენილების შესაბამისად 1923 წ. 25 ივნისს იქნა გარდაქმნილი „ავტონომიურ კარელიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად როგორც ფედერაციული ნაწილი რსფსრ-ისა“. აკსსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ სულ იგივე ე. გჲულინგი შეიქნა. გაგრძელდა და კიდეც გაძლიერდა ავტონომიური რესპუბლიკის თანამიმდევრული „ფინიზაციის“ პოლიტიკა. ფინურ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი მიეცა, მასზე გადაჰქონდათ სწავლება კარელურ სკოლებში, ფინურ ენაზე გამოიცემოდა გაზეთები და წიგნები. და ეს, შევნიშნავთ, იმ დროს, როცა ფინელები რესპუბლიკის მოსახლეობის უმნიშვნელოდ მცირე ნაწილს შეადგენდნენ (გვხვდება ციფრები 5-დან 0,9 %-მდე). როგორც უფრო ადრე „კარელიის შრომით კომუნაშიც“, მთელი საკვანძო პოსტები აკსსრ-ის ხელმძღვანელობაში „წითელ ფინელებს“ ეკავათ. რკპ(ბ) კარელიის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად ი. იარვისალო იქნა დანიშნული, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ კი 1929 წ. მაისში – გ. როვიო.
1925 წლის ოქტომბერში იქნა ჩატარებული პირველი გაწვევა „ცალკეულ კარელიურ ეგერთა ბატალიონში“. მისი პირველი მეთაური გახდა „წითელი ფინელი“ (ეროვნებით – შვედი) ე. მატსონი. 1927 წელს იგი შეცვალა ურხო ანტიკაინენმა (ფინეთის წითელი გვარდიის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელის უმცროსმა ძმამ). 1932 წელს კარელიის ბატალიონის ბაზაზე იქნა გაშლილი „კარელიის ცალკეული ეგერთა ბრიგადა“. ბრიგადის მეთაურად კვლავ იგივე ე. მატსონი იქნა დანიშნული. სახელწოდება „ეგერთა“ წითელი არმიისათვის სრულიად უნიკალური გახლდათ. იგი აკსსრ-ის ხელმძღვანელობის მიერ იყო შემოთავაზებული ფინური არმიის ელიტის შემადგენელ ეგერთა ნაწილებთან ანალოგიის მიხედვით. „კარელიის ეგერთა ბრიგადის“ მეთაურთა შემადგენლობას მიზანმიმართულად ფინური ეროვნების სამხედრო მოსამსახურეთაგან ირჩევდნენ.
და რა იყო ეს? ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზა შეიძლება ავაგოთ, თუ ყურადღებით გავეცნობით იმას, რასაც წერდა ამხანაგი ე. გჲულინგი ერთ თავის სტატიაში 1928 წ. აღწერდა რა მოლაპარაკებათა მსვლელობას ლენინის მთავრობასთან მოსკოვში (სწორედ იმათი, რომლებიც დასრულდა 1918 წ. 1 მარტს „მეგობრობისა და ძმობის განმტკიცების შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერით), იგი იხსენებდა, რომ:
„ეროვნული პოლიტიკის რევოლუციური პრინციპების თანახმად, იქნა გამოყენებული ახალი გადაწყვეტილებანი, რომლებიც ყურად იღებდნენ იმ ფაქტს, რომ ფინეთის საზღვრიდან აღმოსავლეთით ცხოვრობს მოსახლეობა, ფინელთა მონათესავე, გამოყოფილი ფინეთისაგან მეფის დროს სხვადასხვა გამოგონებული მიზეზებით. ბუნებრივი იქნებოდა, თუ პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების დაპყრობის შემდეგ როგორც ფინეთში, ისე კარელიის რესპუბლიკაშიც, სასაზღვრო ხაზი ამ ხალხებს შორის გაქრებოდა (გახაზულია ჩემს მიერ – მ. ს.)... ბედის სისხლიან ირონიად გამოიყურება ფინეთში ხელისუფლებაში მოსული ნაციონალისტებისა და კაპიტალისტების მცდელობები ამოეფარონ ფინეთის სახალხო პარტიის სახელწოდებას... მოახრჩეს რა რევოლუცია თავიანთ ქვეყანაში, მათ სწორედ ამით გაუწიეს დათვური სამსახური ფინელებისადმი მონათესავე ხალხებს, ე. ი. შეეწინააღმდეგნენ მათ წინსვლას, ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული...“ [45].
შეიძლება ვივარაუდოთ (ამ ვერსიის დოკუმენტურად დამტკიცება ან გაბათილება ძნელად თუ იქნება შესაძლებელი), რომ 20-იან წლებში მოსკოვში ჯერ კიდევ იმედოვნებდნენ იმას, რომ „პროლეტარიატის მიერ ფინეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდება“ შეიძლება სულ უახლოეს მომავალში მოხდეს, და სიტუაციის ასეთ განვითარებაზე იმედების აგებით ინახავდნენ მზადყოფნაში „სათადარიგო ფინეთს“, რომელთანაც შესაძლებელი იქნებოდა შეერთებინათ რეალურად არსებული ფინეთი მასში ბოლშევიკური ნიმუშის მიხედვით რევოლუციის გამარჯვების შემდეგ. ეს – ჰიპოთეზაა. უდაო ფაქტს წარმოადგენს მხოლოდ სრული განადგურება 30-იანი წლების მეორე ნახევარში „წითელ ფინელთა“ მთელი ხელმძღვანელი შემადგენლობისა, რომლებმაც 1918 წელს საბჭოთა რუსეთს შეაფარეს თავი.
პირველი დაპატიმრებები 1930 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მაშინ გაერთიანებულმა სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ (გსპმ, ОГПУ) კარელიის ცალკეული ეგერთა ბატალიონის მეთაურთა ჯგუფი დააპატიმრა. დაპატიმრებათა მეორე ტალღა კარელიის ეგერთა ბრიგადის მეთაურთა შემადგენლობას შორის 1932 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ორი ათეული დაპატიმრებული მეთაურის დახვრეტით იქნა დასრულებული. 1939 წელს გსპმ-მ „გახსნა“ მორიგი „შეთქმულება ფინური გენშტაბისა“, რასაც შედეგად მოჰყვა ახალი რეპრესიები და კარელიის ეგერთა ბრიგადის საბოლოო გაუქმება 1935 წელში. მაგრამ ეს გახლდათ მხოლოდ პირველი ჩამოკვრები სამგლოვიარო ზარისა.
1935 წლის მარტში ЦК ВКП(б)-ის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მთელი ფინური ტერიტორიული ნაწილების გაუქმების (განფორმირების) შესახებ, აგრეთვე იმ განყოფილებებისა სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ფინელ ოფიცერთა ეროვნულ კადრებს ამზადებდნენ. 257 ოფიცრისა და კურსანტისაგან მხოლოდ 30 ადამიანს არ განუცდია დაპატიმრება. დაპატიმრებულთა 90 % იქნა დახვრეტილი ან ბანაკებში დაიღუპა [38, გვ. 17]. 1935 წ. აგვისტოდან საბჭოთა კავშირში გაიშალა „ფინურ ბურჟუაზიულ ნაციონალიზმთან“ ბრძოლის სრულმასშტაბიანი კამპანია. 1935 წ. ოქტომბერში ВКП(б) კარელიის საოლქო კომიტეტის მე-5 პლენუმზე იტყობინებოდნენ, რომ დაწყებული 1933 წ.-დან მამაცმა ჩეკისტებმა „1350 ყოველგვარი ჯაშუში გაანადგურეს“. იმავე 1935 წ. შემოდგომაზე გ. როვიო იქნა მოხსნილი საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობიდან. უკვე 1935 წ. ბოლოსათვის კარელიაში პარტიიდან იქნა გარიცხული 835 ადამიანი, და მათგან 219 – დაპატიმრებული [71, გვ. 156–158]. სულ შინსახკომის (НКВД) ორგანოების მიერ ჩატარებული „სპეცოპერაციების“ შედეგად მარტო კარელიაში იქნა დაპატიმრებული ფინური ეროვნების 4688 ადამიანი, რამაც კარელიაში მცხოვრები ყველა ფინელის დაახლოებით 40 % შეადგინა [38, გვ. 16–17].
1935 წ. 15 ოქტომბერს ფინეთის კომპარტიის პეტროზავოდსკისა და სხვა კარელიური კომიტეტები იქნა დახურული. ამავდროულად ხდება ფინეთის კომპარტიის ორგანიზაციათა ლიკვიდაცია ლენინგრადში, უქმდება ეროვნულ უმცირესობათა უნივერსიტეტის ფინური განყოფილება ლენინგრადში. 1935 წლის ბოლოს იქნა დაპატიმრებული ფინეთის კომპარტიის ორგანიზატორი და ლიდერი, „წითელი ფინეთის“ ყოფილი ხელმძღვანელი კ. მანნერი. 1936 წ. 28 მაისს დააპატიმრეს კარელიის ეგერთა ბრიგადის პირველი მეთაური მატტსონი (მას რამდენადმე ბედმა გაუღიმა – იგი 1957 წლის რეაბილიტაციამდე ცოცხალი დარჩა). შემდეგ, 1937 წელს იქნენ დაპატიმრებული და მერე დახვრეტილი ე. გჲულლინგი და გ. როვიო. კარელიის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა გ. ნ. კუპრიანოვი, რუსი, რომელმაც მრავალი წელი იმუშავა ლენინგრადის პარტიულ აპარატში (პეტროზავოდსკში იგი პარტიის რაიკომის მდივნის თანამდებობიდან გადაიყვანეს). ფინური ენის შესახებ კარელიაში გახსენებისაც კი ეშინოდათ, საჯაროდ გამოთქმა იმის თაობაზე, რომ კარელები და ფინელები გარკვეულ ნათესაობაში იმყოფებიან, თვითმკვლელობის ტოლფასი შეიქნა. პრაქტიკულად მთლიანად იქნა დახურული სსრკ-ში მყოფი ფინეთის კომპარტიის ემიგრანტული ნაწილის საქმიანობა. პარტიული აქტივის 200 ადამიანიდან ათეულზე მეტიც კი არ დარჩენილა ცოცხალი [25, გვ. 181]. ცოცხლად დატოვებულები ЦК ВКП(б)-ში წერდნენ წერილებს, რომლებშიც მხურვალედ უხდიდნენ მადლობას შინსახკომის ორგანოებს გამოჩენილი რევოლუციური სიფხიზლისათვის და მწარედ ნანობდნენ საკუთარი „უდარდელობის“ გამო...
სსრკ შინსახკომის 1937 წ. 30 ივლისის ავად სახსენებელი ბრძანების # 00447 შესაბამისად (მისგან დაიწყო კიდეც, როგორც მიღებულია ითვლებოდეს, 37–38 წწ. დიდი ტერორი) კარელიის ავტონომიურ რესპუბლიკაზე იქნა გამოყოფილი შედარებით არცთუ დიდი „განწესება“: 300 ადამიანი უნდა ამოეღოთ „1-ლი კატეგორიის“ მიხედვით (დახვრეტა) და 700-ც „მე-2 კატეგორიის“ მიხედვით (დაპატიმრება და ბანაკი). ფაქტიურად უკვე 1938 წ. 15 აპრილისათვის იყო დაპატიმრებული 8744 ადამიანი [71, გვ. 159]. „ლიკვიდირებულ“ იქნა პარტიული და საბჭოთა ორგანოების პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელი, მათ რიცხვში რეპრესიათა „პირველი ტალღის“ მთავარი ორგანიზატორებიც (საოლქო კომიტეტის 1-ლი მდივანი პ. ირლიკსი, საოლქო კომიტეტის მე-2 მდივანი, „სამეულის“ წევრი ნიკოლსკი, კასსრ იუსტიციის სახკომი პოლინი, კასსრ შინაგან საქმეთა სახკომი ტენისონი). რეპრესიათა საერთო მასშტაბის შესახებ კარელიაში შეიძლება იმის მიხედვით ვიმსჯელოთ, რომ 1954–1961 წწ. 10 ათას ადამიანზე მეტი იქნა რეაბილიტირებული [71, გვ. 174]. თანამედროვე ფინელ ისტორიკოსთა შეფასებებით, ტერორის წლებში არანაკლებ 20 ათასი ფინელი დაიღუპა, რომლებიც სსრკ-ში ცხოვრობდნენ [25, გვ. 181].
გაზეთები აქვეყნებდნენ საზეიმო რაპორტებს შინსახკომის (НКВД) წარმატებათა შესახებ. თუ ერთი წუთით დავივიწყებთ იმის თაობაზე, რომ თითოეული ამ გაცხარებული ბოდვის უკან ათასობით ადამიანის დაღუპვა იმალებოდა, მაშინ ქვემოთ მოყვანილი ტექსტი იკითხება როგორც „შავი იუმორის“ ნიმუში:
„კარელიის ასსრ შინსახკომის მიერ გამოვლენილი და ლიკვიდირებულია კონტრრევოლუციური მეამბოხე ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია წარმოიქმნა 1920 წელს კარელიაში ბურჟუაზიულ ნაციონალისტთა ჯგუფის (გჲულინგის, მჲაკის, ფორსტენის) ჩამოსვლით, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ კარელიის რევკომის მუშაობას. კონტრრევოლუციური საქმიანობის შემდგომი გაფართოებისა და მასში ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრთა (როვიო, მატსონი, ვილმი, უსენუსი, საქსმანი, იარვიმჲაკი და სხვები) ჩართვის გზით კონტრრევოლუციური ორგანიზაციის მიერ იქნა ხელში ჩაგდებული საკომანდო სიმაღლეები კარელიის პარტიულ და საბჭოთა აპარატში... დაეუფლა რა დასაწყისშივე საკომანდო სიმაღლეებს რესპუბლიკაში, ნაციონალისტური ორგანიზაცია ატარებდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებას მსროლელთა საეგერო ბრიგადის შექმნის გზით, რომელიც მეთაურთა ეროვნული შემადგენლობითა და ისეთი პოლიტმუშაკებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც პირადი შემადგენლობის კონტრრევოლუციურ დამუშავებას ეწეოდნენ“ [37].
ასე ტრაგიკულად დასრულდა „სოციალისტური მუშათა ფინეთის“ ისტორიის პირველი თავი. მაგრამ ამხანაგები სტალინი და მოლოტოვი უკვე ახალი თავის წერას იწყებდნენ.
თავი 1.2
„მსხვილი სასაზღვრო ინციდენტები სოფელ მაინილაში...“
30-იანი წლების დასაწყისში მთელი სიაშკარავით აღსრულდა კ. მარქსის გენიალური წინასწარ ხედვა („შესთავაზეთ კაპიტალისტს 300 % მოგება – და არ არის ისეთი დანაშაული, რომელზედაც იგი არ წავა თუნდაც სახრჩობელას შიშის ქვეშ“). ღრმა ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში („დიდი დეპრესია“) მსოფლიოს სამრეწველოდ განვითარებული ქვეყნების (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია) მსხვილი ბურჟუაზია ერთმანეთის გადასწრებით გამოიქცა, რათა მიეყიდა სტალინისათვის სამხედრო ტექნიკა, ტექნოლოგია, დაზგები, ლაბორატორიები, მთლიანი ქარხნები სრული კომპლექტაციით. დასავლეთის უგუნურმა, უზნეო და თვითმკვლელობრივმა პოლიტიკამ შესაძლებლობა მისცა სტალინს გადაექცია გიგანტური ფინანსური რესურსები (როგორც ძალადობრივად ჩამორთმეული უწინდელი მფლობელებისათვის, ისე ახლად შექმნილიც კოლმეურნეობებისა და ბანაკების მონათა მრავალმილიონიანი არმიის შრომით) იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მთებად.
უკვე 1937 წელს საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში ირიცხებოდა 8139 საბრძოლო თვითმფრინავი – დაახლოებით იმდენივე იყო ორი წლის შემდეგ გერმანიის (4093), ინგლისისა (1992) და აშშ-ის (2473) შეიარაღებაში, ერთად აღებულში [92, გვ. 183; 88. გვ. 502].
1939 წ. 1 ოქტომბრისათვის საბჭოთა სჰძ-ის სათვითმფრინავო ფარეხი ერთნახევარჯერ გაიზარდა (12 677 თვითმფრინავამდე) და ახლა უკვე დაწყებული მსოფლიო ომის ყველა მონაწილის ავიაციის საერთო რიცხოვნებასაც აღემატებოდა [34, გვ. 352]. ტანკების რიცხვის მიხედვით (14 544, მოძველებული Т‑27-ისა, და მსუბუქი მცურავი Т‑37/38-ის ჩაუთვლელად) წითელი არმია 1939 წ. დასაწყისში ზუსტად ორჯერ აღემატებოდა გერმანიის (3419), საფრანგეთისა (3286) და ინგლისის (527) არმიებს, ერთად აღებულს [34, გვ. 83, 601]. მეორე მსოფლიო ომის დაწყების მომენტისათვის საბჭოთა კავშირი შეიარაღებული და ძალზედ საშიში გახლდათ. და მან ომის პირველსავე კვირებში დაიწყო მოქმედება.
1939 წ. 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა ცალმხრივი წესით გაწყვიტა ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, დადებული 1932 წ. 25 ივნისს სსრკ-სა და პოლონეთს შორის, და უზარმაზარი ძალებით (21 მსროლელი და 13 საკავალერიო დივიზია, 16 სატანკო და 2 მოტორიზებული ბრიგადა, სულ 618 ათასი ადამიანი და 4733 ტანკი) [34, გვ. 117] მიაყენა დარტყმა ზურგში პოლონურ არმიას, რომელიც ამ დროს გერმანული ვერმახტის წინააღმდეგ იბრძოდა. სტალინის სიტყვებისა და საქმეების უკეთ გაგებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ საბაბი ამ ვერაგული თავდასხმის გასამართლებლად იცვლებოდა სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
1939 წ. 10 სექტემბერს მოლოტოვმა სსრკ-ში ფაშისტური გერმანიის ელჩთან გრაფ შულენბურგთან საუბარში თქვა, რომ „საბჭოთა მთავრობას განზრახული ჰქონდა განეცხადებინა იმის შესახებ, რომ პოლონეთი ნაწილებად იშლება, და ამის შედეგად საბჭოთა კავშირი უნდა მივიდეს უკრაინელებისა და ბელორუსების დასახმარებლად, რომლებსაც ემუქრება გერმანია“ (ხაზგასმულია ჩემს მიერ – მ. ს.) [10, გვ. 87]. ამ წინადადებამ აღშფოთების აფეთქება გამოიწვია ბერლინში. 15 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი რიბენტროპი სასწრაფო ტელეგრამას უგზავნის შულენბურგს: „მოლოტოვის მიერ ამგვარი მითითება შეუძლებელი მოქმედებაა! იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება რეალურ გერმანულ მისწრაფებებს, რომლებიც მხოლოდ გერმანული გავლენის კარგად ცნობილი ზონებითაა შემოსაზღვრული. იგი ასევე ეწინააღმდეგება მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებებს (მხედველობაშია 1939 წ. 23 აგვისტოს პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ და საიდუმლო დამატებითი პროტოკოლი აღმოსავლეთ ევროპაში „გავლენის სფეროთა“ გაყოფის შესახებ – მ. ს.) და, ბოლოს, წარუდგენს მთელ მსოფლიოს ორივე სახელმწიფოს (გერმანიასა და სსრკ-ს. – მ. ს.) როგორც მტრებს“ [10, გვ. 93].
მოლოტოვმა მაშინვე უკან დაიხია. 1939 წ. 16 სექტემბერს შულენბურგი ატყობინებს ბერლინში: „მოლოტოვი დაეთანხმა იმას, რომ საბჭოთა მთავრობის მიერ დაგეგმილი საბაბი საკუთარ თავში შეიცავდა ნოტას, რომელიც საწყენია გერმანელთა გრძნობებისთვის, მაგრამ გვთხოვა, მივიღებთ რა მხედველობაში საბჭოთა მთავრობისათვის რთულ სიტუაციას, არ მივცეთ ნება მსგავს სისულელეებს გზაზე გადაგვეღობონ“ [10, გვ. 94]. ამის შემდეგ ელვისებურად იქნა მომზადებული საბაბი # 2. აღმოჩნდა, „ბელორუსიის, უკრაინისა და პოლონეთის მუშები და გლეხები აჯანყდნენ საბრძოლველად თავიანთი საუკუნოვანი მტრების – მემამულეთა და კაპიტალისტების წინააღმდეგ“.
შემდეგ ბელორუსიის ფრონტის სამხედრო საბჭოს 1939 წ. 15 სექტემბრის ზემოთ ციტირებულ ბრძანებაში # 10 ფრონტის ჯარების წინაშე ისმებოდა საბრძოლო ამოცანა: „დაეხმარეთ ბელორუსიისა და პოლონეთის აჯანყებულ მუშებსა და გლეხებს (ხაზგასმულია ჩემს მიერ – მ. ს.) მემამულეთა და კაპიტალისტების უღლის დამხობაში“ [34, გვ. 113]. ამრიგად, ახალი საბაბი # 2 სინამდვილეში იყო ყველაზე უფრო ძველი, ის აბრუნებდა მებრძოლებსა და მეთაურებს სამოქალაქო ომისა და მსოფლიო რევოლუციის შესახებ ოცნებების ეპოქაში. ამ ლამაზმა სქემამ ზუსტად ერთი დღე იარსება. დღის ბოლოსათვის „მათ, ვისაც ეხებოდა, გაიგეს, რომ პოლონელ მუშათა და გლეხთა ბრძოლა, და თანაც კიდევ დაუმარცხებელი წითელი არმიის მიერ მხარდაჭერილი, უნდა დასრულებულიყო გამარჯვებით. მაგრამ ეს გამარჯვება არ იგეგმებოდა. არამედ იგეგმებოდა რაღაც სრულიად სხვა – 1939 წ. ნოემბრიდან და თვით 1941 წ. 22 ივნისამდე (თვით სრულიად საიდუმლო დოკუმენტებშიც, რომლებიც პუბლიკისთვის არ იყო განკუთვნილი) იწოდებოდა მხოლოდ და მხოლოდ „ყოფილ პოლონეთად“ ან კიდევ სრულიად უკვე ჰიტლერულ მანერაზე „საგენერალ-გუბერნატოროდ“.
შემდეგ გამოჩნდა საბაბი # 3, რომელსაც ჩვენ ვხვდებით ბელორუსიის ფრონტის სამხედრო საბჭოს 1939 წლის 16 სექტემბრის ბრძანებაში # 005: „პოლონელმა (ხაზგასმულია ჩემს მიერ – მ. ს.) მემამულეებმა და კაპიტალისტებმა დაიმონეს დასავლეთ ბელორუსიისა და უკრაინის მშრომელი ხალხი... ისროლეს ჩვენი ბელორუსი და უკრაინელი ძმები (პოლონელი „ძმები“, როგორც ვხედავთ, უკვე აღარ არიან – მ. ს.) მეორე იმპერიალისტური ომის სასაკლაოზე...“ [34, გვ. 114]. კიდევ უფრო მკაფიო გახლდათ ვ. მ. მოლოტოვის მიმართვის ტექსტი „ჩვენი დიადი ქვეყნის მოქალაქეებისადმი“, გადაცემული რადიოთი 1939 წ. 17 სექტემბერს და გამოქვეყნებული გაზეთებში 18 სექტემბერს. მოლოტოვის მიმართვაში უკვე აღარ იყვნენ არც „მშრომელები“, არც „პანურ-ბურჟუაზიული დამმონებლები“. იყო მხოლოდ „სისხლი“ – უცხო პოლონური და მშობლიური (ღვიძლი) უკრაინულ-ბელორუსული:
„პოლონეთ-გერმანიის ომით გამოწვეულმა მოვლენებმა გვიჩვენეს პოლონური სახელმწიფოს შინაგანი ვერშემდგარობა და აშკარა ქმედითუუნარობა... საბჭოთა მთავრობისაგან არ შეიძლება მოითხოვდნენ უსულგულო დამოკიდებულებას თანამოსისხლე უკრაინელთა და ბელორუსების ბედისადმი, რომლებიც პოლონეთში ცხოვრობენ, და ადრე იმყოფებოდნენ უუფლებო ერების მდგომარეობაში, ახლა კი საერთოდ შემთხვევის ნებაზე არიან გადასროლილი. საბჭოთა მთავრობა მიიჩნევს თავის წმინდა მოვალეობად გაუწოდოს დახმარების ხელი თავის ძმებს უკრაინელებსა და ძმებს ბელორუსებს, რომლებიც პოლონეთში სახლობენ...“
ამ შესანიშნავმა არგუმენტაციამ თავის ავტორებზე უფრო მეტ ხანს იცოცხლა და დღემდე სარგებლობს მოთხოვნით. მასზე ვერ მოახდინა გავლენა ვერც იმ ფაქტმა, რომ 1945 წელში მოუხდათ ეგრეთ წოდებული დასავლეთ ბელორუსიის (ყოფილი ბელოსტოკის სავოევოდოს) მნიშვნელოვანი ნაწილი პოლონეთისათვის უკანვე დაებრუნებინათ, ვერც იმან, რომ „ძმები უკრაინელები“ უკვე 15 წლის წინ გავიდნენ საბჭოთა იმპერიის შემადგენლობიდან და რუსეთისადმი მადლიერების გამოხატვას „დახმარების ხელის“ გამო აშკარად არ აპირებენ...
დაასრულა რა ორი კვირის მანძილზე საქმეები პოლონეთთან, სტალინმა, ისე რომ სულის მოთქმასა და დასვენებაზე ერთი დღეც არ დაუკარგავს, განაგრძო თავისი გეგმების „რეალიზაცია“, რომლებიც საიდუმლო დამატებით პროტოკოლში იყო დაფიქსირებული. 1939 წ. 28 სექტემბერს მოსკოვში ხელი მოეწერა „ხელშეკრულებას ურთიერთ დახმარების შესახებ“ (აღსანიშნავია, რომ სიტყვა „მეგობრობა“ არ იყო გამოყენებული!) სსრკ-სა და ესტონეთს შორის. 1939 წ. 5 ოქტომბერს დასახელებისა და შინაარსის მიხედვით ანალოგიური ხელშეკრულება იქნა ხელმოწერილი ლატვიასთან, 1939 წ. 10 ოქტომბერს კი – ლიტვასთან. სამივე შემთხვევაში „ურთიერთ დახმარება“ ვარაუდობდა ბალტიისპირა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბჭოთა სამხედრო კონტინგენტების განთავსებას, რომლებიც რიცხოვნების მიხედვით დაახლოებით ამ სახელმწიფოთა არმიებს უთანაბრდებოდნენ. ასე, ესტონეთში 65-ე მსროლელი კორპუსის ნაწილები იქნენ შეყვანილი რიცხოვნებით 21 ათასი ადამიანი, ლატვიაში – მე-2 მსროლელი კორპუსისა რიცხოვნებით 22 ათასი ადამიანი, ლიტვაში – 16-ე მსროლელი კორპუსისა საერთო რიცხოვნებით 19 ათასი ადამიანი. ამასთან ამ სამი სახელმწიფოს მშვიდობიანობის დროის არმიების რიცხოვნება, შესაბამისად, 20, 25 და 28 ათას ადამიანს შეადგენდა [34, გვ. 186, 193].
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში დისლოცირებული წითელი არმიის ნაწილები წარმოადგენდნენ მხოლოდ მცირე ნაწილს იმ დაჯგუფებისა, რომლებიც იყო გაშლილი ამ სახელმწიფოთა საზღვრებზე 1939 წ. სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში. მაშინ, იმისათვის რათა „გაეძლიერებინათ“ დიპლომატიური წინადადება „ურთიერთ დახმარების“ შესახებ ზოლში ფინეთის ყურის სამხრეთ ნაპირიდან დასავლეთ დვინის (დაუგავის) მარცხენა ნაპირამდე, იყო თავმოყრილი სამი არმია (მე-8, მე-7, მე-3) და ცალკეული მსროლელი კორპუსი 20 მსროლელი და 4 საკავალერიო დივიზიის, 10 სატანკო ბრიგადის შემადგენლობით, საერთო რიცხოვნებით 437 ათასი ადამიანი [34, გვ. 180]. ამასთან, როგორც ახლა გახდა ცნობილი, ამ ჯარების ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ „დროშის დემონსტრაციაზე“ სულაც არ დაიყვანებოდა.
90-იან წლებში განსაიდუმლოებული დოკუმენტები ერთმნიშვნელოვნად მოწმობენ იმის შესახებ, წითელი არმიის სარდლობის მიერ იქნა მომზადებული ოპერაცია ბალტიისპირა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების განადგურებისა და მათი ტერიტორიის ძალადობრივი ოკუპაციისთვის. სსრკ თავდაცვის სახკომის 1939 წ. 26 სექტემბრის დირექტივა # 043/оп მოითხოვდა „დაუყოვნებლივ შეუდექით ძალების თავმოყრას ესტონურ-ლატვიურ საზღვარზე და დაასრულეთ ის 29 სექტემბერს“. ჯარებისთვის დასმულ იქნა ამოცანა „მიაყენეთ მძლავრი და გადამწყვეტი დარტყმა ესტონეთის ჯარებს... დაამარცხეთ მოწინააღმდეგის ჯარები და შეუტიეთ იურჲევზე და შემდგომში – ტალინსა და პჲარნუზე... სწრაფი და გადამწყვეტი დარტყმით მდინარე დვინის ორივე ნაპირის გაყოლებით შეუტიეთ საერთო მიმართულებით რიგაზე...“ 1939 წ. 28 სექტემბერს წითელდროშოვანი ბალტფლოტის სარდლობამ მიიღო ბრძანება მოეყვანა ფლოტი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში 29 სექტემბრის დილისათვის. ფლოტის წინაშე დაისვა ამოცანა „დაიპყარით ესტონეთის ფლოტი, არ დაუშვებთ რა მის გასვლას ნეიტრალურ წყლებში, მხარი დაუჭირეთ საარტილერიო ცეცხლით სახმელეთო ჯარებს ფინეთის ყურის სანაპიროზე, მზად იყავით დესანტის გადასასხმელად...“ [34, გვ. 180]. ესტონეთისა და ლატვიის მთავრობათა ნებაყოფლობითმა თანხმობამ სსრკ-თან ხელშეკრულების დადებაზე დაგეგმილი სამხედრო აქცია ზედმეტი გახადა, და მისი მომზადების დოკუმენტებიც მრავალი ათეული წლით სამხედრო არქივების წიაღში მიიმალა.
ფინეთი ყველაზე უფრო „მრავალმოსახლეობიანი“ გახლდათ ოთხ ბალტიისპირა ქვეყანას შორის, რომლებიც იქნენ მიცემული საბჭოთა „გავლენის სფეროში“ (მისი მოსახლეობის რიცხოვნება 1939 წელს 3,65 მლნ ადამიანს შეადგენდა, იმ დროს როცა ლიტვაში – 2,9 მლნ, ლატვიაში – 2 მლნ და ესტონეთში – 1,1 მლნ). ხოლო რაც შეეხება ფინეთის ტერიტორიას, იგი თითქმის ორჯერ აღემატებოდა ფართობით სამი ბალტიისპირა ქვეყნის ტერიტორიას, ერთად აღებულს. და განლაგებულიც იყო ფინეთი „ძალზედ მოუხერხებლად“ პოტენციური აგრესორისათვის: საბჭოთა-ფინური უზარმაზარი, 1300-კილომეტრიანი საზღვრის დიდი ნაწილი უკაცურ, უგზო ტყიან-ჭაობიან ადგილმდებარეობაზე მიემართებოდა, რომელიც ჩრდილოეთისაკენ იმიერპოლარულ ტყეტუნდრაში გადადიოდა. არ გახლდათ საიდუმლო საბჭოთა სარდლობისათვის კარელიის ყელზე ხანგრძლივ სიმაგრეთა ზოლის არსებობაც, რომლებიც პეტერბურგიდან ჰელსინგფორსისაკენ უმოკლეს გზას იფარავდნენ ვიიპურის (ვიბორგის) გავლით. თვლის მიხედვით უკანასკნელი, მაგრამ მნიშვნელოვნების მიხედვით პირველი – მოსკოვში იცოდნენ, რომ ფინეთის ხელმძღვანელობას უჭირავს მტკიცე პოზიცია თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, საბჭოთა კავშირის საეჭვო წინადადებებს დიდი უნდობლობით ეკიდება, და ამიტომ უბრალო დაშინებით საკითხის გადაწყვეტა ძნელად თუ მოხერხდება.
მკაფიოდ ესმოდა რა, რომ ფინეთი „კერკეტი კაკალი“ გამოდგება, საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იმაზე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა, ვიდრე სსრკ მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მოლოტოვი 1939 წ. 5 ოქტომბერს დაურეკავდა ფინეთის ელჩს მოსკოვში და აცნობებდა მას, რომ საბჭოთა კავშირს სურს განიხილოს „ზოგიერთი პოლიტიკური საკითხი“ ფინეთის მთავრობასთან ერთად. იმის დაზუსტებაზე, თუ სახელდობრ რომელი „პოლიტიკური საკითხები“ უნდა განეხილათ, მოლოტოვმა უარი განაცხადა, მაგრამ ფინური დელეგაციის უმოკლეს ვადებში მოსკოვში ჩამოსვლას მოითხოვდა. ვ. ტანნერი (ამ დელეგაციის მონაწილე, ხოლო „ზამთრის ომის“ დაწყებიდან კი – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) თავის მემუარებში წერს:
„7 ნოემბერს მოლოტოვმა დაიწყო დაჟინებით მოთხოვნა პასუხისა. მეორე დღეს დერევჲანსკიმ, საბჭოთა ელჩმა ჰელსინკიში, დაურეკა ერკკოს (მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს – მ. ს.), რათა ეთქვა, რომ მოსკოვი პირდაპირ „დუღს აღშფოთებისაგან“, რამდენადაც პასუხი ამ დრომდე არ არის მიღებული; რომ ფინეთის დამოკიდებულება მოპატიჟებისადმი გადაჭრით განსხვავდება რეაქციისაგან მასზე ბალტიის ქვეყნებისა – ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ორმხრივ ურთიერთობებზე. ერკკომ უპასუხა, რომ მან არ იცის, თუ როგორ იქცეოდნენ ბალტიის ქვეყნები, მაგრამ ფინეთის მთავრობა იქცევა სიტუაციის შესაბამისად...“ [23].
საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ფინეთის მთავრობამ არ იცოდა მაშინ მთელი „სიტუაცია“. ჩვენც ასევე არ ვიცით ყველაფერი, მაგრამ ფინეთთან ომისათვის საბჭოთა კავშირის მზადების სურათები ახლანდელ მომენტში უკვე ცნობილია. ასე, უკვე 1938 წ. 30 დეკემბერს მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) გენშტაბის უფროსის მოადგილემ კომდივმა სმოროდინოვმა ლენინგრადის ოკრუგის სამხედრო საბჭოს გაუგზავნა დირექტივა ჩაეტარებინათ „საოკრუგო ოპერატიული თამაში, მასში ურალის ოკრუგის შტაბის სამხედრო საბჭოსა და ხელმძღვანელი შემადგენლობის ჩართვით“. ამ „თამაშის“ ვითარების პირობები შემდეგი სახით იყო ფორმულირებული: „აღმოსავლეთ მხარე. ჩრდილოეთის ფრონტის 1-ლი და მე-2 არმიები ლენინგრადის ყველაზე უფრო მტკიცედ უზრუნველყოფის მიზნით, წითელდროშოვან ბალტიის ფლოტთან და ლადოგის ფლოტილიასთან ურთიერთმოქმედებით ავითარებენ შეტევით ოპერაციას ძირითადი მიმართულებით ვიიპურიზე (ვიბორგი), სან-მიხელიზე (მიკკელი)“. თამაშის მიხედვით შემუშავებული მასალა ნაბრძანები იყო გენშტაბში 1939 წ. 1939 წ. 1 აპრილისათვის წარედგინათ [233].
„ლენინგრადის ყველაზე უფრო მტკიცე უზრუნველყოფისათვის“ წითელდროშოვანი ბალტიის ფლოტის (წბფ) შტაბებშიც ემზადებოდნენ. უკვე 1939 წ. 17 მარტს წბფ-ის შტაბში (მთავრი საზღვაო შტაბის მითითებით) იქნა შემუშავებული დავალება „ორმხრივი ოპერატიული თამაშის“ ჩატარებაზე. თამაში უნდა შემდგარიყო 1939 წ. 26–28 მარტს წბფ-ის მთავარ ბაზაზე კრონშტადტში. აღსანიშნავია, რომ დავალებაში „თამაშზე“ შეტევის დაწყების სავსებით კონკრეტული თარიღები იყო მითითებული:
„... 2. წითელი არმიის ზღვისპირა ჯგუფები კარელიის ყელსა და ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე 27.07.39 გამთენიისას გადადიან შეტევაზე ვიიპურისა (ვიბორგი) და რაკვერეზე (ქალაქი ესტონეთის ტერიტორიაზე).
3. წითლების ფლოტმა იმავდროულად დესანტის გადასხმით დაიპყროს ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილის კუნძულები...“
თუმცა კი ყველაზე უფრო საინტერესო ამ თამაშზე მიცემულ დავალებაში მდგომარეობს ვითარების აღწერაში, რომელიც წინ უძღოდა საბრძოლო მოქმედებების დაწყებას: „კარელიის ყელზე 22–23.07.39 სოფელ მაინილას რაიონში ჰქონდა ადგილი რიგ მსხვილ სასაზღვრო ინციდენტებს ლურჯებთან... 10:00-ზე 24.07 შუქურა კალბოდაგრუნდის რაიონში უცნობმა წნ-მა (წყალქვეშა ნავი) ჩაძირა წითლების ტრ (ტრანსპორტი)...“ [234].
დავალების შემდგენელთა ნათელმხილველობამ არ შეიძლება არ შეანჯღრიოს წარმოსახვა. რვა თვით ადრე „თეთრფინური მხედრიონის თავხედურ პროვოკაციამდე“ (როგორი პროვოკაციაც შედგა, როგორც ცნობილია, 1939 წ. 26 ნოემბერს) უკვე იყო ცნობილი გეოგრაფიული წერტილიც (სოფელი მაინილა), და არსებითად ზუსტი თარიღიც (ოთხი დღით ადრე „განმათავისუფლებელი ლაშქრობის“ დაწყებამდე). „უცნობი წყალქვეშა ნავიც“ ასევე არ დარჩენილა საქმის გარეშე. 1939 წ. 27 სექტემბერს, ესტონურ დელეგაციასთან მოსკოვში მოლაპარაკებათა დაწყების მომენტში, საბჭოთა რადიომ (და შემდეგ კი ცენტრალურმა გაზეთებმაც) შეატყობინეს ესტონეთის ნაპირებთან საბჭოთა სატვირთო გემის „მეტალისტის“ ჩაძირვის შესახებ. მაგრამ ესტონეთმა (როგორც ეს ზემოთ უკვე იყო ნათქვამი) ბრძოლის გარეშე დაუთმო სტალინის დიქტატს, ომი ფინეთის ყურის სამხრეთ ნაპირზე არ დაწყებულა, და „მეტალისტის“ შესახებაც ნაბრძანები იქნა დაევიწყებინათ...
ამ საოცარი „თამაშების“ შესახებ მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში გახდა ცნობილი. მაგრამ ჯერ კიდევ ყველაზე ნამდვილ „უძრაობის წლებში“ გაიარა ყველა სახეობის ცენზურა და იქნა გამოქვეყნებული მარშალ კ. ა. მერეცკოვის მოგონებები, რომლებშიც ჰყვება, თუ როგორ გამოიძახეს იგი 1939 წ. ივნისში (იმ დროს – ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდალი) მოსკოვში, სტალინთან:
„მასთან კაბინეტში მე ვნახე კომინტერნის თვალსაჩინო მუშაკი, სკპ(ბ)-ისა და მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის ცნობილი მოღვაწე (რაც მართალია, მართალია, ცნობილი „მოღვაწე“ იყო – მ. ს.) ო. კუუსინენი... მე დეტალურად შემიყვანეს საერთო პოლიტიკური ვითარების კურსში და მომითხრეს იმ შიშების შესახებ, რომლებიც წარმოეშვა ჩვენს ხელმძღვანელობას ფინეთის მთავრობის ანტისაბჭოთა ხაზთან დაკავშირებით...“ ამასთან მიმართებაში მერეცკოვს ებრძანა შეემუშავებინა გეგმა „კონტრდარტყმისა ფინეთის შეიარაღებულ ძალებზე მათი მხრიდან სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში... მოეხდინა ჯარების მომზადების ფორსირება ისეთ პირობებში, რომლებიც საბრძოლოსთანაა მიახლოებული. ყველა მზადება საიდუმლოდ შეენახა...“ [93, გვ. 173].
აღსანიშნავია, ყბადაღებული „შიშები“ მოსკოვში სწორედ მაშინ წარმოიქმნა, როცა საბჭოთა კავშირმა შექმნა და შეაიარაღა უზარმაზარი, ევროპაში ყველაზე უფრო დიდი, არმია. უფრო ადრე, 20–30 წწ. მიჯნაზე, როცა სსრკ-ში ჯერ მხოლოდ იწყებდა გაშლას ეკონომიკის მოდერნიზაციისა და მილიტარიზაციის გრანდიოზული პროგრამის რეალიზაცია, ფინეთთან საზღვარზე იყო თავმოყრილი სულ ოთხი მსროლელი დივიზია [35, გვ. 15]. და ეს სავსებით გასაგები და დასაბუთებული გახლდათ: ფინეთი საბჭოთა კავშირის ყველა პოტენციური მოწინააღმდეგისაგან საზღვაო სივრცეებით იყო გამოყოფილი, ხოლო მნიშვნელოვანი საჯარისო კონტინგენტების საზღვაო გზით გადასროლა დროსა და რესურსებს მოითხოვდა, გამორიცხავდა მოულოდნელი დარტყმის შესაძლებლობას, და სულაც არ იყო უსაფრთხო პოტენციური აგრესორისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთის პორტებთან მისასვლელები (ფინეთისა და ბოტნიის ყურეები) წითელდროშოვანი ბალტფლოტისა და საბჭოთა ავიაციის ხელმისაწვდომობის ზონაში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც გერმანია დაეთანხმა ბალტიისპირეთის საბჭოთა „გავლენის სფეროში“ გადასვლას, ანგლო-ფრანგულ ბლოკს კი ევროპაში დიდი ომის დაწყებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სხვა საზრუნავი გამოუჩნდა, საფუძველი „შიშებისათვის“ კიდევ უფრო ნაკლები უნდა გამხდარიყო. მიუხედავად ამისა სწორედ 1939 წ. შემოდგომაზე ფინეთში შეჭრის მომზადება პრაქტიკული საქმეების სიბრტყეში გადავიდა.
1939 წ, 16 სექტემბერს თავდაცვის სახალხო კომისარიატის (НКО) ბრძანების # 0052 შესაბამისად 33-ე მსროლელი კორპუსის მმართველობის ბაზაზე იქნა ჩამოყალიბებული მურმანსკული საარმიო ჯგუფი (შემდგომში – 14-ე არმია), რომელმაც მიიღო ამოცანა გაეშალა თავისი ძალები 1939 წ. 1 ოქტომბრისათვის საზღვარზე ფინეთთან. 1939 წ. 14 სექტემბერს НКО-ს დირექტივის # 16664 შესაბამისად იქმნება ორი არმია: მე-8 ნოვგოროდული საარმიო ჯგუფისა (შეიქმნა 13 აგვისტოს НКО ბრძანების # 0129 საფუძველზე) და მე-7 კალინინის სამხედრო ოკრუგის ჯარების ბაზაზე. 1939 წ. სექტემბრის უკანასკნელ რიცხვებში ეს ორი არმია ესტონეთისა და ლატვიის საზღვრებზე იშლება, მაგრამ უკვე 1939 წ. 26 ოქტომბრისათვის მე-8 არმიის შტაბი პეტროზავოდსკში გადაინაცვლებს [59, გვ. 386].
НКО 24 ოქტომბრის ბრძანების # 0145 შესაბამისად მე-7 არმიის სამი მსროლელი დივიზია (49 მსდ, 75 მსდ, 123 მსდ) წინ გაიყვანებოდა ფინეთის საზღვრისაკენ კარელიის ყელზე. მნიშვნელოვნად უფრო ადრე დაიწყო წითელი არმიის შენაერთების პერედისლოცირება ლადოგისპირა და ჩრდილოეთ კარელიაში, სადაც საგზაო ქსელის უკიდურესად სუსტად განვითარების გამო ამისათვის მნიშვნელოვნად უფრო მეტი დრო მოითხოვებოდა, ვიდრე ლენინგრადის ოლქში. ასე, უკვე 17 სექტემბერს დაიწყო მარში პეტროზავოდსკიდან ფინეთთან საზღვრისაკენ 18-ე მსროლელმა დივიზიამ, შემდეგ დღეს რებოლას რაიონისკენ დაიწყო წინსვლა 54-ე სამთომსროლელმა დივიზიამ [14]. ოქტომბრის ბოლოს მოვიდა მოძრაობაში კიდევ სამი დივიზია (139 მსდ, 155 მსდ და 163 მსდ) [95]. უფრო გვიან, 6-დან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 75 მსდ იქნა გადაყვანილი ლადოგის სამხედრო ფლოტილიის ხომალდებით შლისელბურგიდან ლადოგის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე, სადაც იგი იქნა ჩართული მე-8 არმიის ჯარების შემადგენლობაში.
ფინეთის საზღვრისაკენ ჯარების დაწყებულ გადასროლასთან ერთდროულად მიდიოდა იმის გეგმის დამუშავებაც, რასაც მერეცკოვმა თავის მემუარებში დელიკატურად უწოდა „ფინეთის შეიარაღებულ ძალებზე კონტრდარტყმის გეგმა მათი მხრიდან სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში“. გეგმის ერთ-ერთი ახლა დოკუმენტურად ცნობილი ვარიანტი გახლდათ თავად მერეცკოვის მიერ ხელმოწერილი მოხსენება ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდლისა # 4587 1939 წ. 29 ოქტომბერს [97]. მოხსენება დამისამართებული იყო თავდაცვის სახკომ ვოროშილოვისადმი და იწყებოდა ასეთი სიტყვებით: „წარმოგიდგენთ გეგმას ოპერაციისა ფინური არმიის სახმელეთო და საზღვაო ძალების გასანადგურებლად (разгром)...“ ამ ფუძემდებლური დოკუმენტის მე-5 პუნქტი აცხადებდა:
„ოპერაციის გეგმა დაისახება შემდეგი.
შეტევაზე ბრძანების მიღების შემდეგ ჩვენი ჯარები ერთდროულად იჭრებიან ფინეთის ტერიტორიაზე ყველა მიმართულებაზე, მოწინააღმდეგის ძალთა დაჯგუფების აქეთ-იქით გათრევის (გაწეწვის) მიზნით და ავიაციასთან ურთიერთმოქმედებით უნდა მიაყენონ გადამწყვეტი დამარცხება ფინურ არმიას.
ჩვენი ჯარების მთავრი ძალები ვიდლიცის მიმართულებიდან (ვიდლიცა – დასახლება ლადოგის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე 30 კმ ჩრდილოეთით ქ. ოლონეციდან) და კარელიის ყელიდან ანადგურებენ ფინეთის არმიის მთავარ დაჯგუფებას რაიონში სორტავალა, ვიიპური, კჲაკისალმი (კექსჰოლმი).
ჩრდილოეთში (მურმანსკის მიმართულება), საზღვარზე გადასვლის ნებართვასთან ერთად, ჩვენი ჯარები ეუფლებიან პეტსამოს (პეჩენგა), წინასწარ მიაყენებენ რა დარტყმას ავიაციით იქ მყოფ მოწინააღმდეგის ჯარებს.
კემის მიმართულებაზე (კემი – ქალაქი ბელომორის კარელიაში) ჩვენი ჯარების ამოცანაა – იმოქმედონ მიმართულებაზე ოულუ (ულეაბორგი), დაამარცხონ მათ პირისპირ მდგომი ფინური ნაწილები და არ დაუშვან ჩრდილოეთიდან მოწინააღმდეგის ჯარების მოსვლის შესაძლებლობა, ექნებათ რა საბოლოო მიზნად ოულუს* დაუფლება“ (*მსხვილი ქალაქი ბოტნიის ყურის სანაპიროზე, ოულუსთან გასვლა ნიშნავდა, რომ ფინეთის ტერიტორია მთლიანად იქნებოდა „გადაჭრილი“ მის ყველაზე უფრო ვიწრო უბანზე – მ. ს.).
უნდა აღინიშნოს, რომ გასვლა ხაზზე ვიბორგი – იმატრა – სორტავალა „კონტრდარტყმის გეგმის“ შემმუშავებელთა მიერ გაიგებოდა მხოლოდ როგორც ჯარების პირველი ოპერატიული ამოცანა. პუნქტში 6ბ ვკითხულობთ: „ამ ამოცანის შესრულების შემდეგ იყვნენ მზად შემდგომი მოქმედებისათვის ქვეყნის სიღრმეში ვითარების-და მიხედვით“. დასმული ამოცანის – ფინური არმიის განადგურების – გადამწყვეტი და სწრაფი შესრულებისათვის იგეგმებოდა შეექმნათ დამთრგუნველი აღმატება ძალებსა და საშუალებებში: 2,5 – 1-თან ქვეითი ბატალიონების რიცხვის მიხედვით, 5,5 – 1-თან არტილერიაში (მათ შორის 12 – 1-თან მსხვილი კალიბრის ქვემეხების რიცხვის მიხედვით), 12 – 1-თან ავიაციაში და 74 – 1-თან ტანკებში. როგორც ცნობილია, ეს გაანგარიშებები მოგვიანებით „ზედმეტად ოპტიმისტურად“ და „ავანტჲურისტულადაც“ კი იქნა გამოცხადებული, ხოლო საბჭოთა ჯარების ფაქტიური რიცხოვნება კი „ზამთრის ომის“ ბოლოსათვის მერეცკოვის მიერ თავდაპირველად დაგეგმილს სამჯერ აღემატებოდა.
1939 წ. ნოემბრის მეორე ნახევარში ფინეთში შეჭრისათვის მზადება პრაქტიკულად დასრულებული გახლდათ. 14-ე (მურმანსკის) არმიის შენაერთების ჩაუთვლელად, მარტო კარელიის ყელზე, ლადოგისპირა და ჩრდილოეთ კარელიაში იყო თავმოყრილი 17 მსროლელი დივიზია, 6 სატანკო და მოტორიზებული ბრიგადა. 17 ნოემბერს (ე. ი. ყბადაღებულ „მაინილასათვის ცეცხლის დაშენამდე“ 10 დღით ადრე) თავდაცვის სახკომმა გასცა ბრძანება # 0205/оп, რომელშიც იქნა დასმული ამოცანა „დაასრულეთ თავმოყრა და იყავით მზად გადამწყვეტი შეტევისათვის მოწინააღმდეგის უმოკლეს ვადაში განადგურების მიზნით“.
ამ დირექტივის საფუძველზე ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის სამხედრო საბჭომ 21 ნოემბრის თავისი ბრძანებით # 4715 დაუსვა კონკრეტული საბრძოლო ამოცანები არმიებსა და ფლოტებს, ამასთან იყო აღნიშნული, რომ ოპერაციის დაწყების ვადა დამატებით იქნება მითითებული [34, გვ. 149].
შემდეგ არმიებისა და კორპუსების სარდლებმა მისცეს საბრძოლო ბრძანებები თავიანთ ხელქვეითებს. მაგალითად, 19-ე მსრ. კორპუსის მეთაურმა (მე-7 არმია, კარელიის ყელი) 1939 წ. 23 ნოემბერს (ე. ი. ზუსტად ერთი კვირით ადრე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე) გამოსცა საბრძოლო ბრძანება # 2, რომელშიც იყო ნათქვამი:
„პ. 3. 19-ე მსროლელი კორპუსი დარტყმით მიმართულებაზე კირკი კივენაპპა (ახლა – სოფელი პერვომაისკოე ვიბორგის გზატკეცილზე, დაახლოებით 30 კმ-ში 1939 წ. საზღვრიდან ანადგურებს ფინელთა პირისპირ მდგომ ნაწილებს, არ დაუშვებს რა მათ უკან დახევას ძირითად გამაგრებულ რაიონში...
პ. 7. შეტევაზე გადასვლის დღე საგანგებოდ იქნება მითითებული“ [95, გვ. 55].
თვით იმიერპოლარულ მურმანსკშიც კი ემზადებოდნენ „ფინური ჯარების უკუგდებისათვის ლენინგრადისგან“. ამასთან ძალიან შორს. 28 ნოემბერს 14-ე არმიის სამხედრო საბჭომ ბრძანა: „შვედეთისა და ნორვეგიის საზღვართან გასვლისას საზღვარი არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ... შვედეთისა და ნორვეგიის არმიების სამხედრო მოსამსახურეებს საზღვარზე შეხვედრისას სამხედრო პატივის მიგებით მიესალმეთ, მოლაპარაკებებში არ შეხვიდეთ...“ [99]. ანალოგიური შინაარსის ბრძანებები (მოთხოვნით „შვედეთთან საზღვარი არ გადაკვეთოთ“) იქნა ნაპოვნი მე-9 არმიის ორი დივიზიის საშტაბო დოკუმენტებში, რომლებიც იქნენ განადგურებული 1940 წ. იანვრის დასაწყისში ბრძოლაში სუომუსსალამისთან (ცენტრალური ფინეთი) [22].
1939 წ. გვიან შემოდგომაზე ბალტფლოტისა და ლადოგის ფლოტილიის ოპერაციების დაგეგმვა ასევე „ორმხრივი საშტაბო თამაშების“ სტადიიდან საბრძოლო ბრძანებათა შემუშავებაზე გადავიდა. 1939 წ. 23 ნოემბერს წბფ-ის (КБФ) სამხედრო საბჭომ გამოსცა დირექტივა # 5/оп: „გაწყვიტეთ ფინეთის საზღვაო კომუნიკაციები, არ დაუშვებთ რა გარედან ჯარების მოყვანასა და საბრძოლო აღკაზმულობის მოტანას, გაანადგურეთ მოწინააღმდეგის სანაპირო თავდაცვის ჯავშნოსნები და წყალქვეშა ნავები ზღვასა და ყურეში, არ დაუშვებთ რა მათ წასვლას შვედეთის ტერიტორიულ წყლებში“ [100].
უკვე „ზამთრის ომის“ დასრულების შემდეგ ლადოგის ფლოტილიის სარდლის მე-2 რანგის კაპიტან სმირნოვის მიერ შედგენილ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „პირველი ამოცანა, რომელიც წბფ სამხედრო საბჭოს ბრძანებით იქნა შემუშავებული ფლოტილიის შტაბის მიერ 1939 წ. ოქტომბერში (ხაზგასმულია ჩემს მიერ – მ. ს.), იყო დესანტის გადასხმა გაძლიერებული პოლკის შემადგენლობით სორტანლაქსის ყურეში“ [37]. 23 ნოემბერს წბფ-ის სამხედრო საბჭომ თავის დირექტივაში # 7/оп უფრო მასშტაბური ამოცანები დაუსვა ლადოგის ფლოტილიის სარდლობას:
„– გაანადგურეთ ფინური ხომალდები ლადოგის ტბაზე;
– არ დაუშვათ დივერსიული დესანტების გადმოსხმა ლადოგის ტბაზე...
– მხარი დაუჭირეთ არტილერიის ცეცხლით მე-7 და მე-8 არმიების ფლანგებს;
– იყავით მზად სადივერსიო ჯგუფების გადასასხმელად ფრონტზე სორტავალა – კჲაკისალმი (კექსჰოლმი);
... საბრძოლო მოქმედებების დაწყება სიგნალის მიხედვით „ჩირაღდანი“ («Факел») (იარაღი გამოიყენეთ, ომი დაიწყო)“ [37].
მთავარ, სამხედრო, შემადგენელთან ერთად „კონტრდარტყმის გეგმა“ საკუთარ თავში პოლიტიკურ-პროპგანდისტულ ნაწილსაც შეიცავდა.
საჭირო იყო ორგანიზება სწორედ იმ „სამხედრო პროვოკაციისა ფინეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან“, რომელზე საპასუხოდაც იქნება მიყენებული კონტრდარტყმა „შვედეთისა და ნორვეგიის საზღვარზე გასვლით“. და, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, საჭირო იყო წინასწარ შეექმნათ ის ფსევდო-დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ფორმალურად გადაეცემა ძალაუფლება ჰელსინკიში მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარები „გაანადგურებენ პირისპირ მდგომ ფინელთა ნაწილებს, არ დაუშვებენ რა მათ უკანდახევას“. თუ შეიარაღებული პროვოკაციის ორგანიზაციის მეთოდიკისა და ტექნიკის მხრივ განსაკუთრებული სირთულეები არ ჩანდა (ОГПУ-НКВД-ს იმ დროისათვის უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული), „სახალხო მთავრობისა“ და „რევოლუციური არმიის“ მხრივ კი დიდი პრობლემები არსებობდა. კადრები, როგორც ამხანაგი სტალინი გვასწავლიდა, წყვეტენ ყველაფერს, მაგრამ კადრები სწორედაც რომ არ იყო. კადრები, როგორც უკვე ცნობილია ჩვენთვის, მთლიანად იქნენ ლიკვიდირებული „ფინურ ბურჟუაზიულ ნაციონალიზმთან“ მრავალწლიანი ბრძოლის მსვლელობისას. კარელიასა და ლენინგრადში გადარჩენილები თითქმის აღარ იყვნენ, ამიტომ მომავალი საბჭოთა ფინეთისათვის ხელმძღვანელების ძებნა უფრო უსაფრთხო ადგილებში მოუხდათ. ერთ-ერთი ასეთი უსაფრთხო ადგილი (1937 წ. ნიმუშის საბჭოთა კავშირთან შედარებით) იყო სამოქალაქო ომის ცეცხლით მოცული ესპანეთი. იქ ინტერბრიგადების სამხედრო მრჩევლის სახით იბრძოდა „წითელი ფინელი“, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის გამოშვებული, ამხანაგი ა. ანტტილა. იგი დანიშნეს კიდეც ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის 106-ე მსროლელი დივიზიის მეთაურად.
ეს დივიზია, სტანდარტული აღნიშვნის მიუხედავად, სულაც არ იყო ჩვეულებრივი – პირად შემადგენლობას ჰკრებდნენ იმ პირთაგან, რომლებიც ფინურ ან კარელიურ ენას ფლობდნენ. ბრძანება მისი ჩამოყალიბების შესახებ იქნა ხელმოწერილი სახკომ ვოროშილოვის მიერ 1939 წ. 11 ნოემბერს (ე. ი. 20 დღით ადრე მანამდე, სანამ განცვიფრებულ მსოფლიოს „დემოკრატიული ფინეთის სახალხო მთავრობას“ წარუდგენდნენ). თუმცა კი, რუსეთელი ისტორიკოსი პ. აპტეკარი, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა РГВА-ის დოკუმენტებთან, ამტკიცებს, რომ 11 ნოემბრის ბრძანებამ მხოლოდ ფორმალურად დაასრულა „კარელურ-ფინური დივიზიის“ ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბრის შუახანებში იყო დაწყებული [95]. როგორც არ უნდა ყოფილიყო, დივიზია იქნა ჩამოყალიბებული, მეთაური დანიშნული, და უკვე 1939 წ. 23 ნოემბერს 106-ე დივიზიის ბაზაზე დაიწყო „ფინეთის სახალხო არმიის 1-ლი სამთო-ქვეითი კორპუსის ფორმირება“. ვარაუდობდნენ კორპუსის გაშლას ოთხი დივიზიის შემადგენლობით, მაგრამ ხალხი, სამწუხაროდ, არ ჰყოფნიდათ. 1940 წ. იანვარ – თებერვლის განმავლობაში სულ 1441 განცხადება იქნა შეტანილი ნებაყოფლობით შესვლის თაობაზე „სახალხო არმიაში“ [41, გვ. 138]. ეს შეიძლებოდა ჰყოფნოდათ ორი მსროლელი ბატალიონის დაკომპლექტებისთვის – მაგრამ სულაც არა ოთხი დივიზიისა.
რა თქმა უნდა, „სახალხო არმიის“ დივიზიების პირადი შემადგენლობით დაუკომპლექტებულობას სულ უმცირესი სამხედრო მნიშვნელობაც კი არ გააჩნდა.
ყველაფერი, რაც მათგან მოითხოვებოდა, – გაევლოთ საპარადო მარშით პრეზიდენტის სასახლის წინ ჰელსინკიში. პარადისათვის ერთნახევარი ათასი ადამიანიც სავსებით საკმარისი გახლდათ. მაგრამ აი ამხანაგ ტუომინენის უარმა სათავეში ჩადგომოდა „სახალხო მთავრობას“ ოპერაციის მთელი პროპაგანდისტული ნაწილი კინაღამ ჩაშლის მუქარის წინაშე დააყენა. ერვო ტუომინენი ახალგაზრდა ფინელ კომუნისტთა თაობას მიეკუთვნებოდა (1918 წ. იგი სულ 24 წლისა იყო). 20–30 წწ. იგი ფინეთში მუშაობდა (ე. ი. მოუწოდებდა ფინელ მუშებს კი არ ემუშავათ, არამედ მთავრობა დაემხოთ), სადაც ფინეთის კომპარტიის ერთ-ერთი ცნობილი ლიდერი შეიქნა (შემდგომში – ცეკას მდივანი) და ამ სახით იქნა მოწვეული მოსკოვში კომინტერნში სამუშაოდ. მოსკოვში ტუომინენს ზღაპრულად გაუმართლა – იგი არ დაუხვრეტიათ. უფრო მეტიც, 1938 წ. დასაწყისში მან თხოვნით მიმართა ო. კუუსინენს რევოლუციური ბრძოლის გაგრძელებისათვის იგი სტოკჰოლმში გაეგზავნათ, და ეს თხოვნა იქნა დაკმაყოფილებული. ამის შედეგად 1939 წ. შემოდგომაზე ე. ტუომინენი შეიძლებოდა ჩათვლილიყო იდეალურ კანდიდატად „დემოკრატიული ფინეთის“ ხელმძღვანელის როლზე: იგი იყო ცოცხალი, მან თითქმის მთელი თავისი ცხოვრება სსრკ-ის ფარგლებს გარეთ გაატარა, და მას იცნობდნენ ფინეთში (კარგი თუ ცუდი მხრიდან, მაგრამ იცნობდნენ).
1939 წ. 13 ნოემბერს ტუომინენმა მიიღო წერილი კუუსინენისა და დიმიტროვის ხელმოწერით მოთხოვნით დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო მოსკოვში. შემდგომ წერილში იყო მითითებული, რომ მას მოუწევს შეასრულოს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია ფინეთსა და სსრკ-ს შორის ახალ ურთიერთობათა დალაგების საქმეში. ე. ტუომინენმა ყველაფერი გაიგო და 17 ნოემბერს მისწერა წერილი, რომელშიც ასეთ „პატივზე“ უარი განაცხადა. 21 ნოემბერს მოსკოვიდან სტოქჰოლმში ჩავიდა კურიერი, რომელმაც კიდევ უფრო მკაცრი ბრძანება ჩაუტანა ტუომინენს ჩამოსულიყო სსრკ-ში შემდეგ დღეს მოსკოვური თვითმფრინავით. ტუომინენმა ამჯერადაც უარი განაცხადა [23, 103]. შემდგომში მან ღიად გაწყვიტა ურთიერთობები სტალინთან და ბოლშევიზმთან. აღსანიშნავია, რომ ღია წერილში, რომელიც კომინტერნის ხელმძღვანელის გ. დიმიტროვისადმი იყო მიმართული, ტუომინენი ასე ხსნიდა თავის გადაწყვეტილებას: „თქვენ და ზოგიერთმა სხვამაც კომინტერნის მდივნებიდან სულ უკიდურეს 13 ნოემბრისა იცოდით, რომ ფინეთს შეუტევენ და არის გადაწყვეტილება „სახალხო მთავრობის“ შექმნის შესახებ“ [104, გვ. 308].
ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ სულაც არა ყველა ფინელი კომუნისტი, რომლებიც მოხერხებულ და მშვიდ სტოქჰოლმში იყვნენ დაფუძნებული, წავიდა იმ გზით, რომელზეც ამხანაგმა ტუომინენმა მიუთითა. სულაც არა. კომინტერნის არქივში ძევს ქაღალდის გაყვითლებული ფურცლები: „სრულიად საიდუმლოდ. ფინეთის კომპარტიის უკანასკნელ თვეებში მუშაობის შესახებ“. დოკუმენტი 1940 წ. 12 ივლისსაა შედგენილი, ხელი მოაწერა ამხანაგმა ი. სტრანდმა. ვკითხულობთ: „პარტიული აპარატის მუშაობა შვედეთში იყო კონცენტრირებული ომის დასაწყისში მესანგრეთა ჯგუფების შექმნის გარშემო, რომლებიც წითელი არმიის მოახლოებისას გადავიდოდნენ საზღვარზე და მტერს უკან დახევას გაუძნელებდნენ“ [105].
მტერი, რომლის აფეთქებებსაც აპირებდნენ ფინელი კომუნისტები უკანდახევის მცდელობისას, – ეს ფინური არმია გახლდათ...
დაუმორჩილებლობამ (შეიძლება ითქვას – გაქცევის მცდელობამ), გამოვლენილმა ყოფილი ამხანაგის ტუომინენის მიერ, კრემლში აღშფოთების აფეთქება გამოიწვია. და მრისხანება კი, როგორც ცნობილია, – ცუდი მრჩეველია საქმეში. მხოლოდ ზედმეტი ემოციებით შეიძლება აიხსნას დაუჯერებელი გადაწყვეტილება „განთავისუფლებული ფინეთის მთავრობის მეთაურად“ ო. კუუსინენი დაენიშნათ – მთელ მსოფლიოში ცნობილი კომინტერნის აღმასკომის მდივანი, რომელიც გაუსვლელად ცხოვრობდა მოსკოვში 1918 წ.-დან, და ყველაფერ ამასთან კიდევ სკპ(ბ) ცეკას წევრიც. კუუსინენის დანიშვნა მთელ ამ სპექტაკლს სააგარაკო სოფელ ტერიოკიში „აჯანყებული მუშებითა“ და „დემოკრატიული ფინეთის“ გამოცხადებით სულელურ და უხეშ ფარსად გადააქცევდა. მანერჰაიმი თავის მოგონებებში ომის პირველ დღეებს ასე იხსენებს: „რადიოთი გადმოსცეს შეტყობინება (იყო მთელი ორი „მიმართვა“: ფინეთის კომპარტიის ცეკას სახელითა და კუუსინენის „სახალხო მთავრობის“ სახელით – მ. ს.), მიმართული ფინელი ხალხისადმი, რომელმაც მოწინააღმდეგის არა მარტო სახე გააშიშვლა, არამედ მისი მიზნებიც... სააგიტაციო ფურცლები, რომლებსაც ბომბებთან ერთად გვაყრიდნენ დედაქალაქის თავზე და „ფინეთის მშიერ ხალხს პურს“ ჰპირდებოდნენ, არ შეეძლოთ გამოეწვიათ სხვა არაფერი, გარდა სიცილისა. არსებითად, ეს პროპაგანდა ჩვენს შინაგან ფრონტს მხოლოდ განამტკიცებდა“ [22, გვ. 259].
მაგრამ რა არის საინტერესო – საზღვრის იქითა მხარეს მოიძებნენ ადამიანები, რომლებმაც სერიოზულად დაიჯერეს, რომ ამხანაგი სტალინი მზად არის მისცეს „კუუსინენის მთავრობას“ რაღაც ტერიტორიები. ამის შედეგად საბჭოთა კარელიაში, რაიონებში, რომლებიც კალმის ერთი მოსმით არარსებულ „დემოკრატიულ ფინეთში“ გადავიდნენ, დაიწყო მსუბუქი პანიკა. არა მარტო რუსებმა, არამედ ძირძველმა კარელებმაც, უკვე დიდი ხანია და მყარად მომზადებულებმა ლექციებზე „წითელ კუთხეში“, არ მოისურვეს „სიღატაკის, უუფლებობისა და მხეცური კაპიტალისტური ექსპლუატაციის სამყაროში“ აღმოჩენილიყვნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1939 წ. დეკემბრის შუა რიცხვებში პეტროზავოდსკში რესპუბლიკური პარტიულ-სამეურნეო აქტივი შეკრიბეს, რომელზედაც სკპ(ბ) კარელიის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა ამხანაგმა კუპრიანოვმა (ალბათ, მას თვითონაც არაფერი ესმოდა ამ სამასხარაო კლოუნადისა) შეკრებილებს მიმდინარე მომენტი შემდეგი სახით განუმარტა: „მისწრაფება გაიქცნენ იმ რაიონებიდან, რომლებიც ფინეთს გადაეცემა, არ შეიძლება განიხილებოდეს სხვანაირად, თუ არა სამარცხვინო დეზერტირობა. ეს არის პარტიისა და სამშობლოს ინტერესების უგულვებელყოფა“ [41, გვ. 136].
დიახ, ბევრი ყველანაირი რამ ყოფილა სკკპ-ისა და სსრკ-ის ისტორიაში, იყო დრონი, როცა თვითნებურ გამგზავრებისადმი საბჭოეთის ქვეყნიდან დოკუმენტებში გამოიყენებოდა ტერმინი „გაქცევა“ – თითქოს და ციხეზე ან საკონცენტრაციო ბანაკზე იყო ლაპარაკი, და არა მთელი მსოფლიოს მშრომელთა სამშობლოზე. მაგრამ აი რომ სურვილი დარჩენილიყვნენ სსრკ-ში დეზერტირობისთვის გაეტოლებინათ – ეს უკვე ყოველგვარ ფარგლებს გარეთ გადიოდა...
(დასასრული იხ. ნაწილი II)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment