გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე ცვლილებებმა კანონმდებლობაში წაართვეს გერმანულ ენას სიტყვა შემდგარი 63 ასოსაგან, რომელიც ყველაზე უფრო გრძელ სიტყვად ითვლებოდა ამ ენაში
გამომცემლობის Spiegel Online მონაცემებით, გასულ კვირას მეკლენბურგ – წინა პომერანიის მიწის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი კანონის გაუქმების შესახებ, „კანონისა ძროხის ხორცის მარკირებაზე კონტროლის მოვალეობათა გადაცემის შესახებ“, რომლის სახელწოდებაც — Rindfleischetikettierungsuberwachungsaufgabenubertragungsgesetz — ოფიციალურად ითვლებოდა ყველაზე უფრო გრძელ გერმანულ სიტყვად.
კანონი უჩვეულო დასახელებით იქნა მიღებული მეკლენბურგში 1999 წელს ძროხის ცოფის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. როგორც სოფლის მეურნეობის საოლქო სამინისტროს წარმომადგენელმა შეგვატყობინა, კანონის აუცილებლობა უკვე აღარ არის ევროკავშირის ხელისუფალთა ამასწინანდელი წინადადების შემდეგ არ ახდენდნენ სასაკლაოებში ჯანსაღი ძროხების ხორცის ანალიზს დასნებოვნებათა არსებობის საკითხზე.
როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, კანონის გაუქმებასთან ერთად მისი დასახელება შეწყვეტს ფიგურირებას კანონმდებლობაში, და ამიტომ უკვე ვეღარ შეძლებს ჩათვლას ენაში არსებულად. მიუხედავად იმისა, რომ 63 ასოსგან შემდგარი სიტყვა ოფიციალურად იყო აღიარებული ლინგვისტების მიერ, განმარტებით ლექსიკონებში ის მაინც არ შესულა. გამომცემლობა Duden-ის წარმომადგენლის სიტყვით, რომელიც გერმანული ენის ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ლექსიკონს უშვებს, სიტყვის ლექსიკონში შესატანად მისი გამოყენების გარკვეული სიხშირე მოითხოვება.
დღესდღეობით ლექსიკონ Duden-ში ყველაზე უფრო გრძელი სიტყვაა 36 ასოსაგან შემდგარი — Kraftfahrzeug-Haftpflichtversicherung, რომელიც ითარგმნება როგორც „სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა პასუხისმგებლობის აუცილებელი დაზღვევა“.
(რია ნოვოსტის მასალების მიხედვით)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment