Wednesday, October 14, 2020

ამონარიდი ანგელუს სილეზიელის თხზულებიდან "ქერუბიმული მოგზაური"

ლექსად თქმული მახვილგონივრული აზრები 

(პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "საუნჯეში" 1993 წელს)


ანგელუს სილეზიელი (1624–1677) რელიგიური შინაარსის ორტაეპიანი ლექსების ოსტატია, – ამ სახელით გახდა ცნობილი იოჰანეს შეფლერი, რაც ლათინურად „სილეზიელ მოციქულს“ ნიშნავს. 


იგი დაიბადა ბრესლაუში, შეძლებულ ოჯახში. ევანგელიკური კონფესიის გამო მას პოლონეთი უნდა დაეტოვებინა. ჯერ მშობლიურ ქალაქში ამთავრებს წმ. ელისაბედის სახელობის გიმნაზიას და შემდეგ მედიცინას ეუფლება შტრასბურგში, ლაიდენსა და პადუაში. 1649–1654 წლებში ვიტენბერგსა და ოელსში ჰერცოგ სილვინუს ნიმროდის ექიმად დგება. იგი ხვდება აბრაამ ფონ ფრანკენბერგს, სილეზილ მისტიკოს პოეტს, რომელიც პირადად იცნობდა იაკობ ბოემეს და ვინც პირველი ავტორია ბოემეს ბიოგრაფიისა. მისი დახმარებით იოჰანეს შეფლერმა ცოდნა გაიღრმავა. შუა საუკუნეების მისტიკოსის მაისტერ ეკჰარტისა და მისი მოწაფეების ნაწერებს გაეცნო და ამგვარად დაუახლოვდა იმდროინდელ მისტიკოს მწერალთა წრეს. 1653 წელს იგი კათოლიკობაზე გადავიდა. სამეფო კარის ექიმად მსახურობდა. ვენაში გაატარა 10 წელი. 1661 წელს პასტორად ეკურთხა. შემდგომში იგი ბრესლაუში დაბრუნდა და სილეზიის ეპისკოპოსად დაინიშნა. იგი ითვლება თავისუფლად მოაზროვნე პოეტად. 1677 წელს გარდაიცვალა და დაკრძალეს ბრესლაუს წმინდა მათეს სახელობის ეკლესიაში. 

1657 წელს ანგელუს სილეზიელი აქვეყნებს ლექსების კრებულს – „ლექსად თქმული მახვილგონივრული აზრები“. ეს წიგნი ლიტერატურის ისტორიაში შესულია „ქერუბიმული მოგზაურის“ სახელით, რომელსაც დიდი აღიარება მოჰყვა და სხვადასხვა ენებზეც ითარგმნა. 

„ქერუბიმული მოგზაური“ ექვსი წიგნისაგან შედგება და იგი ტრაქტატის ხასიათს ატარებს. აქ ჩვენ მიერ მოცემულია პირველი წიგნი. ლექსებში გატარებული ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების გამო მკითხველი სიძნელეებს აწყდება. ამის ნიადაგზე იბადება საეჭვო დასაკამათო შეხედულებები: სამყაროსა და ადამიანის ურთიერთკავშირი, უფალთან შეერთება, ღვთაებრივი მსგავსება, განღმრთობა, თითოული ადამიანის ღირსების აღიარება. აი, ის თემები, რომლებიც კათოლიციზმის საეკლესიო დოქტრინებს ერთგვარად სცილდება და მის თავისუფალ პოეზიაში წარმოჩინდება. 

1657 წელს გამოჩნდა მისი ლირიკული ლექსების ახალი კრებული „იესოში შეყვარებულ ფსიქეას წმინდა შინაგანი სიხარული ანუ მწყემსის სულიერი სიმღერები“. აქ გადმოცემულია მეოცნებე სიყვარული, ადამიანის სულსა და უფალს შორის რომ იბმება. ამ წიგნის თემატიკამ და გამოსახვის ფორმამ ძლიერი გავლენა იქონია შუა საუკუნეების კათოლიკ მონაზონთა პოეზიაზე. 

                                                                                            მთარგმნელისაგან 


რაიც არს წმინდა, იგი არს უკვდავ 

სუფთა, ბაჯაღლო ოქროსავით და მტკიცე, ურყევი სალი კლდესავით, 
წმინდა, მჭვირვალი ბროლი ვითარცა – არს სული შენი. 


მყუდრო სავანე, მარადიული 

ზრუნავს მავანი თავისის თავის დამარხვაზედა, 
სურინ შეუმკონ სარკოფაგი ძეგლით მდიდრულით, 
მე კი არ ვიღწვი ამქვეყნიურ სიდიადისთვის: საფლავსა ჩემსა, ღვაწლსა ჩემსა 
                                                                                                      და ტახტრევანდსა, 
სად საუკუნოდ განვისვენებ, უნდა ეწოდოს იესოს გული. 


მთელი არსებით ღვთიურნი იყვნენ 

უფალო, მე არ მკმარის შენს მიმართ მსახურება ანგელოზური, 
ვყვავილოვნდები მე ღვთაებრივი სრულქმნილებით მარტოდენ შენთვის: 
ძლიერ ცუდად ვარ, სულით ვმწირდები, 
რომელსა უნდეს ჭეშმარიტად შენ გემსახუროს, ღვთიური იყოს მთელი არსებით. 


არ უწყიან, რანი არიან 

არ ვუწყი, ვინ ვარ. მე ის არა ვარ, ვუწყი მე რაიც: 
იქნებ რაიმე საგანი ვარ, ან ისიც არა, – არცა წერტილი და არცა წრეი. 


იმად უნდა გარდაიქცე, რაიც არს ღმერთი 

ოდეს შთავწვდები ჩემსა აღსასრულს და პირველ საწყისს, 
ღმერთში შევალ და ღმერთი ჩემში დაისადგურებს. 
იმად ვიქმნებით, არს იგი რაიც: შუქი ნათელში, 
სიტყვა სიტყვაში და ღმერთი ღმერთში. 


ღვთისა შეცნობის წყურვილი ჰკლავდეთ 

სად ვეძიო მე სამყოფელი? ნეტავ, სად ვმყოფობ, ან შენ სად სუფევ? 
სად არის ჩემი დასასრული, რომელშიც უნდა შევიდე ბოლოს? 
მივალ საითკენ? იქითკენ ალბათ, სად ვერვის ჰპოვებთ. 
ღვთისა წყურვილით მეუდავნოედ გავიმარტოვებ. 


მე არასოდეს მტოვებს უფალი 

ვიცი, წამითაც არ დამტოვებს ჩემი უფალი, 
არარაობად ოდეს ვიქცევი, მე, შეჭირვებულს, სულს შთამბერავს, აღმომაცენებს. 


მე ღვთით მეძლევა და ღმერთსა ჩემგნით 

რამეთუ ღმერთი ნეტარი არს და სუფევს იგი თავისდათავად, 
ჩემით მიითვლის მხოლოდ იმას, რასაც თვით მაძლევს. 


ვარ ვით უფალი და არს უფალი ვით მე 

რა დიდი ვარ, ვითარცა ღმერთი: და რა მცირე არს იგი ჩემსავით. 
არ ძალუძს ყოფნა მას ჩემ გარეშე და უმისობა არც მე არ ძალმიძს. 


შემოსულია ჩემში უფალი და მე მასში ვარ 

ცეცხლივით იგი ჩემში გიზგიზებს. მე ვნათობ მასში: 
არა ვართ ერთნი ჩვენ შინაგანად? 


ადგილისა და დროის შეგრძნება 

ადამიანო, როს სული შენი დროსა და ადგილს ზედ დასტრიალებს, 
ამა ხედვითა შენ შეგიძლია, მარადისობას რომ შეუერთდე. 


ძე ადამისა არს მარადიული 

მე თავად ვარ მარადიული, როდესაც მე დროს გადავაბიჯებ, 
დაისადგურებს ჩემში უფალი და მე უფალში დავემკვიდრები. 


არს ქრისტიანი ისე მდიდარი, ვითარც უფალი 

მდიდარი არის საუფლო ჩემი, ვითარცა ღმერთის, 
მტვრის ნაწილაკში ღვთიურს ვხედავ (მერწმუნე, კაცო). 


ღვთის თაობაზედ 

თუკი რამ თქმულა ღმრთისა მიმართ, იგი არ მკმარის: 
ღმერთზედ ღაღადებს ცხოვრება და სინათლე ჩემი. 


სიყვარული მორჩილებს უფალს 

არ უნდა უფალს, რომ შემაცნოს თავისი თავი, 
ამიტომაც მსურს, რომ მას მხოლოდ ღრმა სიყვარულით დავემორჩილო. 


ქრისტიანი არს ძეი უფლისა 

მეც უფლის ძე ვარ და მჯდომარე გვერდითა მამის: 
და სული მისი ხორცი მისი და სისხლი მისი განკაცდა ჩემთვის 
                                                                                        ღვთის სადიდებლად. 


მე ღვთისა დარად ვაკეთებ ამას 

თავს ვურჩევნივარ მე ჩემს უფალს, მეც თაყვანსა ვცემ მის დიდებას 
                                                                                          მეტად ჩემს თავზედ: 
და მეც იმდენსვე მივაგებ ღმერთსა, რამდენსაც იგი მე მიწყალობებს. 


იგი არს ღმერთი, რაიც მას სურინ 

არს საოცრება ღმერთი ჩვენი: არს იგი ისა, სურინ მას რაიც, 
და სურს მას იგი, რაიც არს თავად: დაუსაბამო და უსასრულო, – არ უწყის ზღვარი. 


თავად არ იცის უფალმა ზღვარი 

უფალი არის უსასრულო, თვალშეუდგამი (ირწმუნე, კაცო), სცანი გონებით, 
იგიც თვის სასრულს, სასრულს ღვთაებრივს ვეროდეს ჰპოვებს. 


როგორ მკვიდრდება უფალი ჩვენში 

ღმერთი მკვიდრდება საძირკვლის და ფუძის გარეშე, საზომი მისი
                                                                                 არს მარტოდენ უსაზღვროება. 
და თუ შენც სული ხარ უფალი ღმერთის თანმდევი, ამას მიხვდები ადამიანო. 


შეუცნობლადაც უყვართ კაცთ ღმერთი 

მიყვარს მხოლოი, ის ერთადერთი და არა ვუწყი, რაი არს იგი. 
რადგან არ ვუწყი, რაი არს იგი, ამოვირჩიე, ამიტომ იგი. 


და წარმავალის სიყვარული უარყონ კაცთა 

შენ რაიც გიყვარს, ადამიანო, ამ ქვეყანაზე, არ არის მუდმივი და წარუვალი. 
ეს სიყვარული არ არს ღვთიური, მაშ, დაივიწყე და დაუტევე იგი ყოველი, 
                                                                                                    რასაც შენ ეტრფი.  


შეუძლებელი შესაძლებელი 

ვინცა არას ნატრობს, არარაი აქვს, არარა უწყის, უყვარს არარა, არც რა არ სურინ, 
მას აქვს, მან უწყის, და უსასრულოდ უყვარს მას იგი. 


უაზრობა 

ვარ სულიერი საგანი ერთი, თუმც ძალმიზს ვიყო მე უაზრობაც. 
ის, რაც აქ არის, ყველასათვის ნათელ კი არა, მდაბიო რამედ, 
                                                                          ჩეულებრივად გარდაიქცევა. 


დროება არის მარადისობა 

დრო მარადისი არის მარადის და მარადისი არის დროება. 
თუ არ მოძებნი ამათ შორის სხვაობას შენვე, დრო არის უსრულ – მარადისობა. 


ტაძარი ღვთისა და საკურთხეველი 

უფალი არის შეწირული მსხვერპლი ღვთისათვის: და ყოველ წამში 
მე ვარ უფლისა ტაძარი და საკურთხეველი, და ოდეს მძინავს, 
                                                                               განისვენებს უფალი ჩემში. 


სიმშვიდე არის უმაღლესი სახიერება 

სიმშვიდე არის უმაღლესი სახიერება: არ ყოფილიყო უფალი მშვიდი, 
მე თვალებს ალბათ ვერ გავახელდი. 


ღვთის ტახტრევანი 

შენ ეკითხები ჩემს მაცხოვარს, სად მიუჩინა ღმერთმა თვისი საბრძანებელი. 
იგი არს იქა, სად მეუფემ მხოლოდშობილი ძეი თვისი დაბადა შენში. 


მსგავსება ღვთისა 

ვინაც მუდმივად სიხარულშია, აუტანია ვნებათაღელვას, ტკივილში შთება, 
ის ვერასოდეს ვერ შეიძლებს, რომ მიემსგავსოს უფალსა ღმერთსა. 


სულიერი მდოგვის მარცვალი 

მდოგვის მარცვალი არს სული ჩემი, და მას დანათის თავს მზეი თვისი, 
და სული ჩემი უფლისა მსგავსად ხარობს, ნეტარობს. 


სიმშვიდეში არის სიქველე 

ადამიანო, როს კეთილ საქმეს აკეთებ მხოლოდ შრომით და გარჯით, 
სიქველისაგან შენ ჯერ შორსა ხარ, მხოლოდ ისწრაფვი. 


სიქველე სრული 

სიქველე უნდა თავად ვიყო, და არ ვეძებდე შემთხვევას იმას, 
როდის ვაკეთო ქველი საქმენი. 


ჩვენში არს წყარო 

არა გაქვს ნება ევედრო უფალს, რამეთუ წყარო მაცოცხლებელი 
                                                                              მან იმთავითვე შენში დაბადა. 
და თუ სათავეს არ ჩაუკეტავ, იდენს მარადის. 


უნდობლობა შეურაცხყოფს უფალს 

თუ უფალს უნდოდ მოეკიდები, და შენზედ ზრუნვას მას არ მიანდობ, 
შენ ნუ იფიქრებ, რომ ამით უფალს არ შეურაცხყოფ. 


უძლურებაში უფალი მოიპოვება 

ვინაც არს კოჭლი, ვინაც არს ბრმაი, 
იგი მოიქცეს უნდა იმგვარად, რომ მოიპოვოს უფლისა მადლი. 


საკუთარი ძიება 

თუ უფალს ეძებ მხოლოდ შენის სიმშვიდისათვის, მაშინ მართალი არ იქნები. 
შენ შენ თავს ეძებ და არა უფალს, ბავშვი ხომ არ ხარ, შენ ხარ მსახური. 


სხეული, სამშვინველი და ღვთაებრიობა 

სამშვინველი არის კრისტალი, ღვთაებრიობა მანათობელი, 
ხოლო სხეული, რომელშიც შენი სული სადგურებს, 
                                               არის ჭურჭელი სულისა და ღვთაებრიობის. 


უფალი შენს გულში უნდა იშვას 

თუნდაც ათასგზის დაიბადოს ქრისტე ბეთლემში 
და არა შენში, შენ საუკუნოდ ხარ დაკარგული. 


და გარეგნული ვერ იხსნის შენს სულს 

ვერ მოგაშორებს ბოროტებას ჯვარი გოლგოთის, 
არ აღიმართა თუ იგი შენშიც. 


შენაც აღსდექი მკვდრეთით 

მე გეუბნები, შენ არ გიშველის მხოლოდ აღდგომა მკვდრეთით ქრისტესი. 
თუ ცოდვის მორევს თავს ვერ დააღწევ, ვერ დაეხსნები სიკვდილის ბორკილს. 


სულიერი ყანა 

უფალი არის ყანის მთესველი, ხოლო მარცვალი მარადიული სიტყვა იმისი. 
ხნული სულია მისი უკვდავი და გული ჩემი ჩასათესი ალაგი მისი. 


სიღატაკე არს ღვთაებრივი 

უღარიბესი არის უფალი, სულ მარტოდმარტო, თავისუფალი: 
მართლადაც განვსჯი, როდესაც ვამბობ, რომ სიღატაკე არს ღვთაებრივი. 


გული ჩემი არს უფლის კერია 

თუ უფალი არს ცეცხლი მარადი, მაშინ ეს გული არს კერია მისი უქრობი, 
სად ქედმაღლობის შეშასა სწვავს უფალი ჩემი. 


დედას მოუხმობს ძუძუთა ბავშვი 

ვითარცა ჩვილი დედას ძუძუს სთხოვს, 
ეგრეთვე სული უფალს მოუხმობს, უფალსა მხოლოდ. 


და სიღრმეები უხმობენ ერთურს 

ღვთის სიღრმეს უხმობს ჩემი სულის სიღრმე მარადის, 
ამ ორთა შორის რომელია უფრო უღრმესი? 


ღვინიანი რძე კაცს აძლიერებს 

ღვთაებრიობა ღვინის მსგავსია, კაცობრიობა კი რძის მაგვარი. 
მაშ, შერეული შესვი რძე ღვინით, თუ გსურს რომ გახდე უფრო ძლიერი. 


სიყვარული 

სიყვარული არს უფალი ჩვენი, და სიყვარულით არის მსუფევი, 
ნეტარ იქნება იგი მარადის, ვინ სიყვარულით ივსება მიწყივ. 


წარმოადგენდე უნდა არსებას 

რომ მოიპოვი სიყვარული, მრავალი ტანჯვა უნდა დასძლიო, 
                                                             ჩვენ მხოლოდ კი არ უნდა გვიყვარდეს, 
არამედ თავად სიყვარულად უნდა გარდვიქცეთ. 


როგორ ჭვრეტენ ღმერთს 

უფალი სუფევს ნათელსა შინა, მისკენ მიმსვლელი ნათელი გზა არს გაკვალული. 
და ვინაც თავად არ გახდება, ვითარც სინათლე, უფლის დანახვის 
                                                                               ვერასოდეს გახდება ღირსი. 


უფალთან თანამკვიდრობა 

ოდეს რაღაცადვიქცეოდი, მე უფალთან თანავმკვიდრობდი, 
და ამიტომაც მებოძა უფლის წყალობა მუდმივ. 


დასაბამს უნდა დაბრუნებოდნენ 

სულის წყალობით ჩემს არსებაში სუნთქავს უფალი, 
და ამიტომაც მიწყივ ღმერთში უნდა ვმყოფობდე. 


შენი კერპი, ლტოლვა შენი 

შენ თუ მიელტვი უფალთან ერთად კიდევ სხვა რამეს, 
დაუფარავად მიგითითეს, ვითარი წმინდაც უნდა იყო, რომ იგი 
                                                                                            კერპად გიქცევია შენ. 


უსურველობა უფლის მსგავსად გვქმნის 

მარად მშვიდი არს უფალი ჩვენი, არც რას ეძიებს, სწადის არც რაი. 
შენც თუ მის დარად არარა გსურინ, მაშინ გახდები უფლის მფლობელი. 


არსებანი უმწეონი არიან 

რა პატარაა ადამიანი დიადი საგნის შესაფასებლად. 
ვით დაიმკვიდრებს ღვთის საბრძანებელს, თუ არ სძლევს თავის თავს. 


არსება არის უჩინარი წერტილი 

უფლის ქმნილ დიად სამყაროში რა მცირედია სული ჩემი, 
მე უჩინარეს წერტილად ვჩანვარ ღვთის საუფლოში. 


                                                                         გერმანულიდან თარგმნა 
                                                      მარიამ ქსოვრელმა

 

Monday, September 14, 2020

მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში 1917–1919 წლებში, რუსულენოვანი ვიკიპედიის მასალებით

I. შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა 

შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა – საბჭოთა რესპუბლიკა რსფსრ-ის (რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის – ი. ხ.) შემადგენლობაში, ყოფილი რუსეთის იმპერიის შავზღვისპირეთის გუბერნიის ტერიტორიაზე. საბჭოთა ხელისუფლება რეგიონში გამოცხადებულ იქნა 1917 წლის 25 ნოემბერს ნოვოროსიისკში საბჭოების საგუბერნიო ყრილობის მიერ. 1918 წლის 30 მაისს ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკასთან ერთად გარდაიქმნა ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკად. ადმინისტრაციული ცენტრი – ნოვოროსიისკი. 

შავზღვისპირეთის გუბერნიის საბჭოების ყრილობამ 1917 წლის 6-8 დეკემბერს აირჩია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკ), რომელშიც სჭარბობდნენ ბოლშევიკები ა. ი. რუბინის თავმჯდომარეობით. 1918 წლის 13 თებერვალს ყუბანის რადასთან ბრძოლის პირობებში საგუბერნიო ცაკ-ის გაფართოებულ სხდომაზე შავზღვისპირეთის სამხედრო-რევოლუცური შტაბი შერწყმულ იქნა ყუბანის ოლქის სამხედრო-რევოლუციურ კომიტეტთან (სრკ) ერთიან ორგანოდ – ყუბან-შავზღვისპირეთის მთავარ სრკ-დ (თავმჯდომარე – ია. ვ. პოლუიანი). გატარდა ყუბანური სამხრეთის რევოლუციური არმიის ორგანიზება, რომლის შტაბიც სტანიცა კრიმსკაიაში იყო განლაგებული. ასევე გატარებულ იქნა რევოლუციური ღონისძიებები: სამრეწველო საწარმოებისა და მემამულეთა მიწების ნაციონალიზაცია, სხვა ტომელებისათვის მიწის ნაკვეთების მიცემა, მოხდა ხელისუფლების ძველი აპარატის ლიკვიდაცია, შემოღებულ იქნა სამხედრო ნაწილებში მეთაურების არჩევითობა, მზადდებოდა არჩევნები ყველა დონის საბჭოებში. 

შავზღვისპირეთის გუბერნიის საბჭოების მესამე ყრილობამ, რომელიც 1918 წლის 10-13 მარტს ტუაფსეში შედგა, შავზღვისპირეთის გუბერნია გარდაქმნა შავზღვისპირეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. ყრილობამ მოიწონა სრულიად რუსეთის საბჭოების მე-3 ყრილობის გადაწყვეტილებანი ბრესტის ზავის დადების შესახებ, მიიღო ასევე დადგენილება სამონასტრო და საეკლესიო ქონების კონფისკაციის თაობაზეც. 1918 წლის 28-30 მაისს ყუბანისა და შავზღვისპირეთის საბჭოების მე-3 საგანგებო ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკის ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკასთან გაერთიანების შესახებ ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკად.  

წყაროები 

Гражданская война и военная интервенция в СССР: Энциклопедия. — М.: Сов. Энциклопедия, 1987. — С. 660. 

კატეგორიები: 

რუსეთში სამოქალაქო ომის დროინდელი საბჭოთა სახელმწიფო წარმონაქმნები 
კრასნოდარის მხარის ისტორია 
1918 წელი რუსეთში 
გამოჩნდნენ 1918 წელს 
გაჰქრნენ 1918 წელს 


II. ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკა 

ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკა – რუსეთის იმპერიის დაშლისა და რუსეთში სამოქალაქო ომის პერიოდის სახელმწიფო წარმონაქმნი, საბჭოთა რესპუბლიკა რსფსრ-ის შემადგენლობაში, რომელიც არსებობდა ყოფილი ყუბანის ოლქის საზღვრებში 1918 წლის 13 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით პერიოდში. დედაქალაქი – ეკატერინოდარი. დაწყების ეტაპზე მყოფი სამოქალაქო ომისა და უცხოური სამხედრო ინტერვენციის პირობებში წარმოქმნილი ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც დაახლოებით თვენახევარი იარსება და შემდეგ გაერთიანდა შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკასთან, შევიდა რა ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელმაც ასევე ცოტა ხანს (ერთ თვეზე ცოტათი მეტს) იარსება. 

ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკის წინამორბედი გახლდათ ყუბანის სახალხო რესპუბლიკა, გამოცხადებული ყუბანის სამხარეო რადის მიერ, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ხელისუფლება ყუბანის ოლქის ტერიტორიაზე, შეიარაღებული აჯანყების შედეგად, პეტროგრადში, დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ. 

ყუბანზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას ხელი შეუწყეს მეზობელ შავზღვისპირეთის გუბერნიაში საბჭოების გამარჯვებამ და რევოლუციურმა განწყობებმა სამხედრო ნაწილებში, მათ შორის კაზაკთა ნაწილებშიც, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან ბრუნდებოდნენ. ყუბანის რადის მცდელობები საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩამოსაყალიბებლად განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაგვირგვინდა, მაგრამ მათ შეძლეს შეეჩერებინათ ეკატერინოდარში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება 1918 წლის მარტის შუა რიცხვებამდე. 

ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადება რსფსრ-ის (რუსეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის – ი. ხ.) შემადგენლობაში შედგა ყუბანის ოლქის საბჭოების II ყრილობაზე (1918 წლის აპრილი), რაც მოხდა ოლქის ტერიტორიის რევოლუციური ძალების კონტროლქვეშ საბოლოოდ გადასვლის შემდეგ, ბოლშევიკებისა და მემარცხენე ესერების კოალიციით სათავეში, თუმცა კი უკვე გაჩაღებული სამოქალაქო ომის ფონზე. დონზე ჩამოყალიბებული მოხალისეთა არმია პირველი ყუბანური („ყინულოვანი“) ლაშქრობის მსვლელობისაც ცდილობდა დაემხო ყუბანში საბჭოთა ხელისუფლება, მაგრამ ეკატერინოდარის იერიშის დროს დამარცხება განიცადა და იძულებული შეიქნა უკან დაეხია. 

ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკის მდგომარეობის დროებით სტაბილიზაციის პერიოდი 1918 წლის აპრილ–მაისში ხასიათდებოდა საბჭოთა მთავრობის ძალისხმევით სოციალისტური გარდაქმნების გასატარებლად (ნაციონალიზაცია და სხვა), რეგიონში ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე შეიარაღებული ძალების (მომავალი ჩრდილოეთ კავკასიის წითელი არმიის) ასაშენებლად. მიუხედავად ამისა, შიდაპოლიტიკურ სიტუაცია რესპუბლიკაში რთული რჩებოდა და მისი გაუარესების ტენდენციაც არსებობდა, რაც დაკავშირებული იყო როგორც კონფლიქტთან ხელმძღვანელობაში, ისე უკმაყოფილების ზრდასთანაც ადგილობრივ კაზაკობას შორის, რაც განპირობებული იყო შეცდომებით მიწის საკითხის გადაწყვეტისას, და ეს უკმაყოფილება ანტისაბჭოთა აჯანყებებითაც დაბოლოვდა. 

ყუბანისა და შავზღვისპირეთის გაერთიანების ტენდენციამ, რომელიც რეგიონში საბჭოების ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლის პერიოდსა და მის შემდგომ თვეებში გამოვლინდა, 1918 წლის მაისის ბოლოს ჰპოვა თავისი ლოგიკური დასრულება. ამ დროისათვის ყუბანისა და შავზღვისპირეთის სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა მოხალისეთა არმიისა და ანტისაბჭოთა მოძრაობების მხრიდან მუქარასთან დაკავშირებით, აგრეთვე ყირიმში, დონზე და ამიერკავკასიაში გერმანიის ინტერვენციასთან დაკავშირებითაც, რაც ბრესტის ზავის პირობების დარღვევით ტარდებოდა. 30 მაისს ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკამ შეწყვიტა თავისი არსებობა და შავზღვისპირეთის რესპუბლიკასთან ერთად შევიდა გაერთიანებული ყუბან-შავზღვისპირეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. 

(დედნის ტექსტში შემდეგ მოდის საკმაოდ ვრცელი მსჯელობა ზემოთ მოყვანილ საკითხებზე, მაგრამ ვინაიდან ჩრდილო კავკასიის სხვა საბჭოთა რესპუბლიკების შესახებ ასეთივე ვრცელი მსჯელობები და თხრობა არ არის მოყვანილი, ამიტომ ვამჯობინეთ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ზემოთ მოყვანილი მოკლე გადმოცემით შემოვფარგლულიყავით, რათა მთელ თხრობაში დისონანსი არ შემოგვეტანა – ი. ხ.) 


III. ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა 

ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა – საბჭოთა რესპუბლიკა რსფსრ-ის (საბჭოთა რუსეთის – ი. ხ.) შემადგენლობაში, რომელიც არსებობდა 1918 წლის 30 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით. შეიქმნა ყუბანისა და შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანების შედეგად. 

რესპუბლიკის შექმნის მომენტისათვის ხდებოდა საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცება ჩრდილოეთ კავკასიაში და დონზე: წარმოიქმნა დონის, სტავროპოლისა და თერგის საბჭოთა რესპუბლიკები. მარტში შავი ზღვის გუბერნიის საბჭოების ყრილობაზე ტუაფსეში გამოცხადებულ იქნა შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა, ხოლო აპრილში ყუბანის ოლქის საბჭოების ყრილობაზე ეკატერინოდარში (ახლა კრასნოდარი) – ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკაც, რომლებიც შევიდნენ რსფსრ-ის (საბჭოთა რუსეთის – ი. ხ.) შემადგენლობაში. ამის კვალდაკვალ ყუბანისა და შავზღვისპირეთის საბჭოების მე-3 საგანგებო ყრილობამ (წითელი არმიის კავკასიის) ფრონტის დელეგატების მონაწილეობით (ეკატერინოდარი, 1918 წლის 27–30 მაისი), რომელიც რუსეთის სამხრეთის საგანგებო კომისრის გ. კ. ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, დაადგინა ყუბანისა და შავზღვისპირეთის რესპუბლიკები შეერწყა ერთიან რესპუბლიკად რსფსრ-ის შემადგენლობაში, აირჩია მისი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (27 ბოლშევიკი და 17 „მემარცხენე“ ესერი /სოციალისტ-რევოლუციონერი – ი. ხ./), რომელმაც შექმნა ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო; თავმჯდომარე ია. ვ. პოლუიანი). 

გენერალ ა. ი. დენიკინის მოხალისეთა არმიის მეჩეტინსკაია–კაგალნიკის რაიონიდან ყუბანზე შემოტევის პირობებში (დაიწყო 1918 წლის 23 ივნისს), ეკატერინოდარში შეკრებილმა ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოების 1-ლმა ყრილობამ (1918 წლის 5–7 ივლისი) გ. კ. ორჯონიკიძის მოხსენების მიხედვით დაადგინა გაეერთიანებინა ყუბან-შავზღვისპირეთის, თერგისა და სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკები ერთიან ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკად რსფსრ-ის შემადგენლობაში, დედაქალაქით ქალაქ ეკატერინოდარში. 

ლიტერატურა 

Шнайдер В. Г. Советское нациестроительство на Северном Кавказе (1917 – конец 1950-х гг.): закономерности и противоречия. — Directmedia, 2015. — 417 с. — ISBN 9785447540401. 

კატეგორიები: 

რუსეთში სამოქალაქო ომის დროის საბჭოთა სახელმწიფო წარმონაქმნები 
კრასნოდარის მხარის ისტორია 
1918 წელი რუსეთში 
გამოჩნდნენ 1918 წელს 
გაჰქრნენ 1918 წელს 


IV. სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკა 

სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკა – გახლდათ რესპუბლიკა, რომელიც წარმოიქმნა 1918 წლის 1 (14) იანვარს რუსეთის იმპერიის ყოფილი სტავროპოლის გუბერნიის ტერიტორიაზე იქ საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების შემდეგ. 1918 წლის 8 (21) იანვარს შევიდა საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. დედაქალაქი – სტავროპოლი. 1918 წლის 5–7 ივლისს შევიდა რსფსრ-ის ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში. 

ადმინისტრაციული მართვა 

თავდაპირველად რესპუბლიკას ჰქონდა მმართველობის ორი ორგანო – გუბისპოლკომი (საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტი /გუბაღმასკომი/; შეიქმნა 1918 წლის 1/14/ იანვარს) და სახკომსაბჭო (შეიქმნა 1918 წლის 8 /21 იანვარს/). გუბაღმასკომის თავმჯდომარე იყო ესერი გ. ი. მეშჩერიაკოვი, სახკომსაბჭოს კი მეთაურობდა ბოლშევიკი ა. ა. პონომარიოვი. გუბაღმასკომი გამოსცემდა გაზეთს «Власть труда» („შრომის ძალაუფლება“), სახკომსაბჭო კი საბჭოთა ხელისუფლების დეკრეტებს ატარებდა ცხოვრებაში. 

1918 წლის 28 აპრილს ესერებმა სტავროპოლში შექმნეს „სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი“ და ა. ა. პონომარიოვი და სხვები დააპატიმრეს. მაგრამ ესერების გამოსვლა ჩახშობილ იქნა, დაპატიმრებულები კი გაათავისუფლეს. 1818 წლის 9–14 მაისს შედგა საბჭოების საგანგებო საგუბერნიო ყრილობა, რომელმაც ახალი გუბაღმასკომი აირჩია, რომლის წევრთა უმრავლესობაც ბოლშევიკები იყვნენ, თავმჯდომარედ კი ა. დეიჩენკო იქნა არჩეული. სახკომსაბჭოს მთელი ფუნქციები ყრილობამ ახალ გუბაღმასკომს გადასცა, რომელიც რესპუბლიკას 1918 წლის 5–7 ივლისამდე მართავდა, როცა ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოების 1-ლმა ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკის რსფსრ-ის ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში შესვლის შესახებ. 

ლიტერატურა 

Ставропольская советская республика // Собаки — Струна. — М. : Советская энциклопедия, 1976. — (Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров ; 1969—1978, т. 24, кн. I). 

მითითებები 

Ставропольская советская республика 1.01.1918-7.07.1918 (недоступная ссылка) 


V. თერგის საბჭოთა რესპუბლიკა 

თერგის საბჭოთა რესპუბლიკა რსფსრ-ის (საბჭოთა რუსეთის – ი. ხ.) შემადგენლობაში, რუსეთის იმპერიის ყოფილი თერგის ოლქის ტერიტორიაზე, 1918 წლის მარტი – 1919 წლის თებერვალი. 

დედაქალაქი – პიატიგორსკი, შემდეგ ვლადიკავკაზი. 

თერგის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე – ე. ს. ბოდანოვი. სახკომსაბჭოს (სახალხო კომისარტა საბჭოს – ი. ხ.) თავმჯდომარე – ს. გ. ბუაჩიძე (ბოლშევიკი), 1918 წლის 20 ივნისს მისი დაღუპვის შემდეგ კი – იუ. გ. პაშკოვსკი (მემარცხენე ესერი), შრომის მინისტრი – იაკობ მარშაკი. 1918 წლის აგვისტოში იური პაშკოვსკი მოკლულ იქნა, და სახკომსაბჭოს სათავეში ჩაუდგა თ. ხ. ბულე (ბოლშევიკი). 

ისტორია 

1918 წლის 25 იანვარს მოზდოკში ჩატარდა თერგის ხალხების I ყრილობა. ყრილობის მიზანი გახლდათ ეთნოსებს შორის კონფლიქტების შეწყვეტა და პოლიტიკური ვაკუუმის შევსება. თავდაპირველად ბოლშევიკები ყრილობაზე გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობდნენ, თუმცა კი ყრილობის ბევრი მონაწილე ბოლშევიკებისადმი ლოიალობაში ხედავდა სიტუაციის სტაბილიზაციის საშუალებას. არჩეული სახალხო საბჭოს თავმჯდომარე შეიქნა მემერცხენე ესერი (სოციალისტ-რევოლუციონერი – ი. ხ.) იუ. გ. პაშკოვსკი. 

თერგის საბჭოთა რესპუბლიკა გამოცხადებულ იქნა თერგის ხალხების II ყრილობაზე პიატიგორსკში (1918 წლის 17 მარტს), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 220-მა დელეგატმა. ყრილობამ მხარი ბოლშევიკურ სახკომსაბჭოს დაუჭირა. აირჩიეს თერგის საოლქო სახალხო საბჭო და თერგის სახკომსაბჭო. თავმჯდომარეობა საბჭოში ეთნიკური პრინციპის მიხედვით ხორციელდებოდა. თერგის საბჭომ მიიღო ანტიკაზაკური კანონები, რომლებიც ითვალისწინებდა კაზაკების შეიარაღებული ფორმირებების დაშლას, აგრეთვე კაზაკური მიწის ჩამორთმევას (გასხვისებას). 

თერგის ხალხების III ყრილობამ ჩაიარა 1918 წლის 22–29 მაისს გროზნოში და დაადგინა მოეხდინათ სუნჯის ოკრუგის თერგის კაზაკების მიწის ექსპროპრიაცია რესპუბლიკის უმიწაწყლო მოქალაქეთა სასარგებლოდ. ყრილობის გადაწყვეტილებათა რეალიზაციამ წარმოშვა თერგის აჯანყება. 

1918 წლის ივლისში თერგის ხალხების IV ყრილობის მუშაობის პერიოდში აჯანყებულებმა კაზაკებმა ძალით დაიპყრეს თერგის ოლქის დიდი ნაწილი. 1918 წლის ივლისიდან თერგის საბჭოთა რესპუბლიკა შევიდა ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში. 


VI. თერგის აჯანყება 

თერგის აჯანყება (თერგის კონტრრევოლუცია, ბიჩერახოვის აჯანყება) – თერგის კაზაკების ნაწილის შეიარაღებული გამოსვლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ თერგის ოლქის ტერიტორიაზე 1918 წლის ივნის-ნოემბერში. 

წინაისტორია 

კაზაკები ითვლებოდნენ უხვმიწიან ხალხად, თვითმპყრობელობისა და დროებითი მთავრობის ერთ-ერთ საყრდენად, ამიტომ საბჭოთა ხელისუფლება მათ ეჭვით მოეკიდა, ისევე როგორც არც კაზაკები იყვნენ გახარებული ახალი ხელიუფლების მოსვლით. გარდა ამისა, ბოლშევიკების ეროვნული პოლიტიკა ფსონს აკეთებდა მცირემიწიან მთიელებზე, რომლებიც ოცნებობდნენ კაზაკთა მიწების დანაწილებაზე. 1918 წლის 17 მარტს თერგის ოლქის ტერიტორიაზე დამყარებულ იქნა თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. მაგრამ როდესაც ყუბანზე თეთრი მოძრაობის მძლავრი კერა ჩამოყალიბდა, მაშინ თერგის კაზაკებიც განზე არ დარჩენილან და ასევე აღმართეს ანტიბოლშევიკური აჯანყება, მაგრამ არა თეთრი, არამედ „საბჭოებისთვის მტკივნეული დანაზარდების გარეშე“ («За Советы без болезненных наростов»), სოციალისტ გ. თ. ბიჩერახოვის მოთავეობით. 

აჯანყების მსვლელობა 

1918 წლის 18 ივნისს შეიარაღებულმა რაზმმა სტანიცა ლუკოვსკაიადან ხელში ჩაიგდო მოზდოკი. 23 ივნისს (3 ივლისს) მოზდოკში შედგა საბჭოების კაზაკურ-გლეხური ყრილობა, რომელმაც გამოაცხადა იდეა „საბჭოები მტკივნეული დანაზარდების გარეშე“ (ე. ი. ბოლშევიკების – კაზაკთა დარბევის მომხრეთა – გარეშე) და აირჩია დროებითი მთავრობა ბიჩერახოვის მეთაურობით. სამხედრო ხელმძღვანელობას ახორციელებდა გენერალ-მაიორი მისტულოვი. კაზაკებმა მოითხოვეს წითელი არმიის ადგილობრივი რაზმის განიარაღება. ბიჩერახოვის ბრძანებით პოლკოვნიკ აგოევის კაზაკთა რაზმმა დაიკავა სტანიცები პროხლადნაია და სოლდატსკაია. ქალაქების ესენდუკისა და კისლოვოდსკის რაიონში აჯანყებულებს დახმარებას შკუროს რაზმი აღმოუჩენდა, რომელიც წითელი არმიის ყურადღებას თავისკენ მიიქცევდა. ივლისში ბრძოლები გაჩაღდა სტანიცა პროხლადნაიასათვის. აჯანყების ჩასახშობად ადგილობრივი ბოლშევიკების დასახმარებლად მოვიდა სერგო ორჯონიკიძე. 

6 აგვისტოს კაზაკებისა და ოსების რაზმებმა შეუტიეს ვლადიკავკაზს, სადაც ბოლშევიკების მიერ კონტროლირებადი თერგის ხალხების IV ყრილობა მიმდინარეობდა, რომელზედაც გ. თ. ბიჩერახოვი, კაზაკური ფრაქცია და სოციალისტები ცდილობდნენ საბჭოებიდან ანტიკაზაკური შეხედულებების ბოლშევიკების მოცილებას. თუმცა კი მოგვიანებით კაზაკები იქიდან განდევნილ იქნენ წითელი არმიის ინტერნაციონალური ნაწილების მიერ (პაუ ტისანი, ა. ი. ავტონომოვი, ა. ა. გეგეჭკორი, ე. ს. კაზანსკი, მ. კ. ლევანდოვსკი). კაზაკების წინააღმდეგ გამოვიდა ყაბარდოელთა შარიათის პოლკი. გაჩაღდა ბრძოლები გროზნოსათვის. 

ნოემბერში კაზაკებისა და სხვაქალაქელთა დიაკოვის წითელმა რაზმებმა ვლადიკავკაზიდან ჩამოსული ორი ქვეითი პოლკისა და ე. კუვშინოვის ბატალიონის, შარიათის კოლონის, სვიატო-კრესტოვსკისა და გეორგიევსკის საბრძოლო უბნების ჯარების დახმარებით გროზნო ალყისაგან გაათავისუფლეს. 1918 წლის 9 ნოემბერს საბჭოთა შარიათის კოლონამ დარტყმა მიაყენა აჯანყებულთა ბანაკს პროხლადნაიაში. პროხლადნაიას თავდაცვის სარდალმა გენერალმა ელმურზა მისტულოვმა გაიგო, რომ მისმა კონტრდარტყმამ წარუმატებლობა განიცადა, ხოლო მისი ჯარები და თავად ისიც უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 9 ნოემბრის შუადღეზე პროხლადნაია აღებულ იქნა, მისტულოვმა თავი მოიკლა. კაზაკებმა თავიანთ ძალებს მოზდოკის რაიონში მოუყარეს თავი, რომელიც წითლებმა 23 ნოემბერს აიღეს. 

ჯარების ჯგუფმა (4000 ადამიანი) პოლკოვნიკების კიბიროვის, სერებრიაკოვისა და აგოევის მეთაურობით მთებზე გადასვლით ბათალფაშინსკის რაიონში დაიხია (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) და დენიკინის მოხალისეთა არმიას შეუერთდა. კაზაკების 2000-იანმა რაზმმა გენერალ კოლესნიკოვისა (იგი აეროპლანით ჩამოფრინდა ნოემბერში თეთრი სტავროპოლიდან) და ბიჩერახოვის მეთაურობით მოახერხა გარღვევა აღმოსავლეთისკენ, ჩერვლიონნაიამდე და პორტ პეტროვსკამდე (მახაჩყალა), სადაც ისინი უფის დირექტორიაზე (შემდეგ მუღანის საბჭოთა რესპუბლიკა) ორიენტირებულ ძალებს შეუერთდნენ, და ასე შემდეგ. 1918 წლის ნოემბერში გენერალ ლ. თ. ბიჩერახოვის ჯარებმა (60 ათასამდე ადამიანი სამოქალაქოებთან ერთად) პორტ-პეტროვსკი დატოვეს და ბაქოში ჩავიდნენ. პირველ მსოფლიო ომში გერმანია-თურქეთის ბლოკის დამარცხების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ამიერკავკასიის ეროვნულ მთავრობებზე დაიწყო ორიენტაციის აღება და უარი თქვა ამიერკავკასიაში რუსული ფორმირებების მომარაგებასა და დაფინანსებაზე. 1919 წლის იანვარში ლ. ბიჩრახოვის რაზმი ბათუმში იქნა გადაყვანილი, სადაც 1919 წლის აპრილში გაუქმდა კიდეც. რაზმის ქონება და მსურველები პირადი შემადგენლობიდან გადაცემულ იქნენ რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების შესავსებად. 5 დეკემბერს ჩერვლიონნაია წითელი არმიის მიერ იქნა დაკავებული. 

რამდენიმე თვის შემდეგ კაზაკთა რაზმები დაბრუნდნენ თერგის ოლქში მოხალისეთა არმიის ნაწილებთან ერთად (ბრძოლები ჩრდილოეთ კავკასიაში 1918 წლის ნოემბერი – 1919-ის თებერვალი). 

ლიტერატურა 

Ахмадов Я. З., Хасмагомадов Э. Х. История Чечни в XIX-XX веках. — М.: «Пульс», 2005. — 996 с. — 1200 экз. — ISBN 5-93486-046-1. 

მითითებები 

Борьба с контрреволюцией на Тереке в январе — июле 1918 г. 
Бичераховское восстание 


VII. ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა 

ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა – რესპუბლიკა რსფსრ-ის (რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის – ი. ხ.) შემადგენლობაში 1918 წლის 7 ივლისიდან 1919-ის 11 იანვრის ჩათვლით. 

გამოცხადდა ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოების 1-ლი ყრილობის მიერ ეკატერინოდარში (ახლა კრასნოდარი) 1918 წლის 7 ივლისს. აერთიანებდა ყუბან-შავიზღვის, სტავროპოლისა და თერგის საბჭოთა რესპუბლიკებს. 

დედაქალაქი – ეკატერინოდარი. 1918 წლის 17 აგვისტოდან დენიკინის მოხალისეთა არმიის მიერ ქალაქის აღების შემდეგ – დედაქალაქი პიატიგორსკში იქნა გადატანილი. 

თეთრგვარდიელების მიერ 1918 წლის ბოლოსთვის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპყრობის შედეგად ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკამ შეწყვიტა არსებობა. 1919 წლის 11 იანვარს რსფსრ-ის სრულიად რუსეთის ცაკ-მა მიიღო დადგენილება მისი გაუქმების შესახებ. 

წყაროები 

Северо-Кавказская Советская Республика // Сафлор — Соан. — М. : Советская энциклопедия, 1976. — (Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров ; 1969—1978, т. 23). 
Северо-Кавказская советская республика. Большая российская энциклопедия - электронная версия. bigenc.ru. Дата обращения 21 апреля 2019. 


VIII. მთიელთა რესპუბლიკა 

ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა კავშირი (1917 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით), მთიელთა რესპუბლიკა (1918-დან), – ავტონომიური სახელმწიფო წარმონაქმნი, გამოცხადებული ჩრდილო-კავკასიის ხალხების ყრილობაზე 1917 წლის 1 მაისს დაღესტნისა და თერგის ოლქის მთიელთა ოკრუგების ტერიტორიაზე. 1918 წლის აპრილში კავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა სახელმწიფოს ტრანსფორმაციით მთიელთა რესპუბლიკად (ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა რესპუბლიკად). ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918 წლის 11 მაისს სამშვიდობო კონფერენციაზე ბათუმში. ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორია მოიცავდა 125 000 კმ² მოსახლეობით დაახლოებით 2,9 მლნ ადამიანი. 


                                            მთიელ ხალხთა ლიდერები

კავშირში, შემდეგ კი მთიელთა რესპუბლიკაში შედიოდა შვიდი დამოუკიდებელი „შტატი“, რომლებიც გამოყოფილი იყვნენ ეროვნული ნიშნით და გაერთიანებული კონფედერაციული პრინციპის მიხედვით შემდეგ ტერიტორიებზე: დაღესტნის, ინგუშეთის, ჩეჩნეთის, ოსეთის, ყარაჩაი-ბალყარეთის, ყაბარდო-ჩერქეზეთისა და ადიღეის, ნოღაელთა ველებისა და, გარკვეულ პერიოდში, აფხაზეთის. 

ისტორია 

მთიელთა პირველი მთავრობა 

მთიელთა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი წარმოდგენილი იყო ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა რეგიონიდან გამოსულებით. 

კავშირის ცენტრალური კომიტეტის (ცკ) თავმჯდომარე, შემდეგ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი – აბდულ მეჯიდ (თაფა) ჩერმოევი (ჩეჩნეთი); 

მეორე პრემიერ-მინისტრი – ფშემახო კოცევი (ყაბარდო); 

შინაგან საქმეთა მინისტრი და კავშირის ცკ-ის მეორე თავმჯდომარე – რაშიდხან კაპლანოვი (დაღესტანი); 

საგარეო საქმეთა მინისტრი – ჰაიდარ ბამათი (დაღესტანი); 

სამხედრო მინისტრი – ნუხ-ბეგ ტარკოვსკი (დაღესტანი); 

ფინანსთა მინისტრი, მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და კონსტიტუციის ავტორი – ვასან-გირეი ჯაბაგიევი (ინგუშეთი). 

იმავდროულად დაიდო კავშირი გაერთიანებულ მთიელთა კავშირის მთიელთა მთავრობასა და თერგის კაზაკთა მხედრობის საჯარისო მთავრობასთან და შეიქმნა გაერთიანებული თერგ-დაღესტნის მთავრობა, რომელშიც შევიდა მთილეთა მთავრობის წევრების დიდი ნაწილიც. 

მაგრამ, მთიელთა მთავრობას აღიარების (ცნობის) იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ დაღესტნის ტერიტორიაზე, ამასთან თვით აქაც კი მას ყველგან არ სცნობდნენ, განსაკუთრებით იმ აულებში (სოფლებში), რომლებიც ჩეჩნეთს ესაზღვრებოდა. თვითონ მთავრობას მუდმივი რეზიდენცია არ ჰქონია. ასე, ჰაიდარ ბამათოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მუდმივად ტფილისში იმყოფებოდა „გარეშე ძალის“ მფარველობის ძიებაში – თავიდან თურქეთის, ხოლო შემდგომში კი – ინგლისისა. დაღესტნის მთავარი ქალაქები იმყოფებოდა დეპუტატთა საბჭოებისა და საქალაქო თვითმმართველობების ძალაუფლების ქვეშ, რომლებიც მხარდაჭერას ღებულობდნენ საბჭოთა ასტრახანიდან და ჯარისკაცთა ეშელონებისგან, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დაშლილი კავკასიისა და სპარსეთის ფრონტებიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. 

მთიელთა მთავრობას ექვემდებარებოდნენ 1-ლი და მე-2 დაღესტნური ცხენოსანი პოლკები თეთრგვარდიული კავკასიის ადგილობრივ მცხოვრებთა კორპუსის შემადგენლობიდან. 1-ლ დაღესტნურ ცხენოსან პოლკს, რომელიც კორნილოვის ამბოხებაში მონაწილეობის შემდეგ დასახლება ხასავიურტში იყო დაბინავებული პეტროვსკიდან (ახლა მახაჩყალა) ჩრდილოეთით, 1917 წლის 1 ნოემბერს სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი თავადი ნუხ ბეგ შამხალ ტარკოვსკი. მან მოახერხა გამოეყვანა პოლკი თემირ-ხან-შურაში (ახლა ბუინაკსკი) შემდგომი პერეფორმირებისა და საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში გამოყენებისთვის. 1918 წლის დასაწყისისათვის მდგომარეობა თემირ-ხან-შურაში კრიტიკული გახლდათ. მე-2 დაღესტნურმა ცხენოსანმა პოლკმა პოლკოვნიკ ნახიბაშევის მეთაურობით ვერ შეძლო პეტროვსკის შენარჩუნება და დიდი დანაკარგებით შურას მიმართულებით დაიხია, გაჩერდა რა სოფელ ქუმთორ-კალეში. ტარკოვსკი, მოიყვანა რა თავისი პოლკი თემირ-ხან-შურაში, შეუდგა საიმედო ნაწილების ჩამოყალიბებას, რისთვისაც ორი დაღესტნური პოლკი ერთში შეიყვანა, შეიქმნა ბაზა სოფელ ქუმთორ-კალეში და დაიკავა უახლოესი და უკანასკნელი სარკინიგზო სადგური შამხალი. 

1918 წლის იანვარ-თებერვალში ჩრდილო კავკასიაში ეროვნებათაშორისი კონფლიქტების გამწვავების, სამოქალაქო ომის დაწყებისა და მათი მომყოლი თერგის საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადების შედეგად, თერგ-დაღესტნისა და მთიელთა მთავრობებმა ფაქტიურად ძალაუფლება დაკარგეს და დაიშალნენ. მათი უკანასკნელი ნარჩენები 1918 წლის 5 მარტს ვლადიკავკაზიდან სოციალ-დემოკრატიულ საქართველოში გაიქცნენ. 

მთიელთა მეორე მთავრობა 

1918 წლის 11 მაისს თურქული ჯარების მიერ დაკავებულ ბათუმში თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ხელმძღვანელთა დელეგაციამ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა კავშირის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა მთიელთა ახალი მთავრობა, რომელმაც მხარდაჭერისათვის თურქეთსა და გერმანიას მიმართა. 

მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ მთიელთა რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი წევრები და თერგ-დაღესტნის მთავრობის წევრთა ნაწილი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ა. ო. ჩერმოევი და სამხედრო მინისტრი ნუხ ბეგ შამხალ ტარკოვსკი. 

1918 წლის 25 სექტემბერს თავადმა ტარკოვსკიმ პორტ-პეტროვსკში (ახლა მახაჩყალა) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კაზაკთა გენერალ ლ. თ. ბიჩერახოვთან საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თაობაზე. დაღესტნის ტერიტორიაზე სახელისუფლებო უფლებამოსილებათა გამიჯვნისას გენერალ ბიჩერახოვის არმიის კონტროლქვეშ კასპიისპირა რაიონები იქნა გადაცემული. 30 სექტემბერს მთიელთა რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცახა საბჭოთა ხელისუფლების ყველა დეკრეტის გაუქმების, ტყეების, საძოვრების, წყლის რესურსების დენაციონალიზაციის შესახებ. ნოემბერში, მას შემდეგ რაც თურქული ჯარები ქალაქ თემირ-ხან-შურას (ახლა ბუინაკსკი) დაეუფლნენ, მთიელთა მთავრობა აქ გადმოვიდა. ტარკოვსკიმ დიქტატორის უფლებამოსილებანი მოიხსნა, და 17 ნოემბერს მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თურქ მთავარსარდალ ფ. იუსუფ-იზეთ-ფაშასთან დაღესტანში თურქული ჯარების ყოფნის შესახებ. 

პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და თურქეთის დამარცხებასთან და ამიერკავკასიიდან და დაღესტნიდან თურქული ჯარების წასვლასთან დაკავშირებით, მთიელთა მთავრობა რეორგანიზებულ იქნა, და 1918 წლის ბოლოს მთიელთა ყრილობამ თემირ-ხან-შურაში კოალიციური კაბინეტის მეთაურად ფშემახო კოცევი დაამტკიცა. დადებულ იქნა შეთანხმებები დაღესტანში მყოფ გენერალ ნ. ნ. კოლესნიკოვის თერგის კაზაკების რაზმთან და ბაქოში მოხალისეთა არმიის წარმომადგენელ გენერალ ი. გ. ერდელისთან. საქართველოს, აზერბაიჯანისა და ანტანტის დახმარებით დაწყებულ იქნა საკუთარი რაზმების ჩამოყალიბება. 1919 წლის იანვარში შეიქმნა სამხედრო-შარიათული სასამართლოები. პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს აბდულ-ბასირ ჰაჯი მუსტაფაევი. 

1919 წლის 16 აპრილს ფშემახო კოცევის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაღესტნის აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შესვლის შესახებ, მაგრამ 18 მაისს ძალაუფლება დაღესტანში გენერალ დენიკინის ჯარების ხელში გადავიდა, რის შემდეგაც მთიელთა მთავრობამ თვითდაშლის (თვითდათხოვნის) შესახებ გამოაცხადა და ისევ ტფილისში მოახდინა ევაკუაცია. 

დაღესტანში ეგრეთ წოდებული ჩრდილო-კავკასიის საამირო (ემირატი) იქნა გამოცხადებული, რომლის ლიდერებმაც მთიელთა რესპუბლიკა მითიურ რესპუბლიკად გამოაცხადეს, რომელსაც ხალხში დასაყრდენი არ ჰქონია. 

1917–1919 წლების მთავრობის ზოგიერთი მოღვაწე 

(დედანში მოცემულია მთავრობის წევრთა სურათები და მათზე მოკლე მინაწერები)  

1990-იანი წლები 

1990 წლის 13–14 ოქტომბერს ჩატარდა კავკასიის მთიელთა II ყრილობა ნალჩიკში. მასზე გამოცხადებულ იქნა, რომ კავკასიის მთიელი ხალხების კონფედერაცია წარმოადგენს მთიელთა რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს. 

1997 წლის ივნისში ჩეჩენთა რესპუბლიკის იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოვლადი უდუგოვმა გზავნილები გაუგზავნა გერმანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს წინადადებით „აღადგინონ ძალადობრივად შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები“, აცხადებდა რა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია საკუთარ თავს მიიჩნევს მთიელთა რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ. ამ გზავნილებს რაიმე მნიშვნელობის მქონე შედეგები არ ჰქონია. 

ლიტერატურა 

Горские правительства / М. А. Волхонский, В. М. Муханов // Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов. — М. : Большая российская энциклопедия, 2004—2017. 
«Союз горцев Северного Кавказа и Горская республика. История несостоявшегося государства. 1917-1920», М.М. Вачагаев, 2018 მითითებები Б. М. Кузнецов. 1918 год в Дагестане 

კატეგოროები: 

გამოჩნდნენ 1917 წელს 
გაჰქრნენ 1919 წელს 
მთიელთა რესპუბლიკა 
კავკასიის ისტორია 
ტაბასარანის ისტორია 
სახელმწიფოები დაღესტნის ისტორიაში 
პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტი 


წერილები თარგმნა და ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მოამზადა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

Monday, August 31, 2020

ამიერკავკასიის შესახებ 1917–1918 წლებში – რუსულენოვანი ვიკიპედიის მასალებით


I. ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი 

ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი (ოზაკომი) – რუსეთის დროებითი მთავრობის ორგანო ამიერკავკასიის სამართავად. კომიტეტის იურისდიქციის ქვეშ იყო ყოფილი კავკასიის სამეფისნაცვლოს მთელი ტერიტორია.

ისტორია 

ოზაკომი ჩამოყალიბებულ იქნა ტფილისში 1917 წლის 9 (22) მარტს მე-4 სახელმწიფო სათათბიროს წევრებისაგან. ოზაკომში შედიოდა ხუთი ადამიანი, მისი წარმომადგენელი გახლდათ ვასილი ხარლამოვი. ოზაკომმა ძალაუფლება დაკარგა სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან თანამშრომლობაზე უარის გამო, რომლებიც დომინირებდნენ ამიერკავკასიაში. ოზაკომისგან ხელისუფლება გადაეცა ამიერკავკასიის კომისარიატს. 

ოზაკომის წევრების სია:

ვ. ა. ხარლამოვი – კადეტების (კონსტიტუციურ-დემოკრატების) პარტიისაგან, თავმჯდომარე
მ. ი. პაპაჯანოვი – დაშნაკების (და კადეტების) პარტიისაგან
მ. იუ. ჯაფაროვი – პარტია მუსავატისაგან
ა. ი. ჩხენკელი – მენშევიკების (სოციალ-დემოკრატების) პარტიისაგან
კ. გ. აბაშიძე – სოციალ-ფედერალისტების პარტიისაგან

კომისრები 

ალი ბეგ ღარუნ ბეგ ოღლი ზიზიქელი

იხილეთ ასევე 

კავკასიის სამეფისნაცვლო
ამიერკავკასიის კომისარიატი
ამიერკავკასიის სეიმი
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

მითითებები 

Р. А. Векилов, История возникновения Азербайджанской Республики (недоступная ссылка) 

კატეგორიები:

1910-იანი წლები აზერბაიჯანში
1910-იანი წლები სომხეთში
საქართველო ახალ დროში


II. ამიერკავკასიის კომისარიატი 

ამიერკავკასიის კომისარიატი – ამიერკავკასიის კოალიციური მთავრობა, რომელიც შეიქმნა ტფილისში 1917 წლის 15 (28) ნოემბერს ქართველი სოციალ-დემოკრატების („მენშევიკების“), ესერების (სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის), სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატისტების მონაწილეობით. თავმჯდომარე – სოციალ-დემოკრატი („მენშევიკი“) ე. პ. გეგეჭკორი. მთავრობა ფუნქციონირებდა 1918 წლის 26 მაისამდე. ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი, რომელიც შექმნილი გახლდათ რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამართავად. 1918 წლის 12 (25) იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატმა მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის მოწვევის შესახებ, როგორც ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოსი.

მთავრობის შემადგენლობა 

ე. პ. გეგეჭკორი – თავმჯდომარე და კომისარი შრომისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეებში, მენშევიკი
ა. ი. ჩხენკელი – შინაგან საქმეთა კომისარი, მენშევიკი
დ. დ. დონსკოი – სამხედრო და საზღვაო კომისარი, ესერი
ხ. ო. ქარჩიკიანი – ფინანსთა კომისარი, „დაშნაკცუტიუნი“
ფ.-ხ. ხოისკი – სახალხო განათლების კომისარი, „მუსავატი“
შ. ვ. ალექსიშვილი-მესხიშვილი – იუსტიციის კომისარი, სოცფედერალისტი
მ. იუ. ჯაფაროვი – ვაჭრობისა და მრეწველობის კომისარი, „მუსავატი“
ჰ. ა. მელიქ-ასლანოვი – შეტყობინების გზათა კომისარი, „მუსავატი“
ა. ვ. ნერუჩევი – მიწათმოქმედების, სახელმწიფო ქონებათა და რწმენის აღმსარებლობათა კომისარი, ესერი
გ. ტერ-გაზარიანი – სურსათის კომისარი, „დაშნაკცუტიუნი“
ა. ი. ოგაჯანიანი – მზრუნველობის კომისარი, „დაშნაკცუტიუნი“
ხ. ხასმამედოვი – კონტროლის კომისარი, „მუსავატი“

ისტორია 

საბჭოთა რუსეთთან მიმართებაში ამიერკავკასიის კომისარიატმა დაიკავა ღიად მტრული პოზიცია, ამხარს უჭერდა რა ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ანტიბოლშევიკურ ძალას – ყუბანზე, დონზე, თერგზე და დაღესტანში საბჭოთა ხელისუფლებისა და მის მომხრეთა წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში ამიერკავკასიაში. ემყარებოდა რა ეროვნულ შეიარაღებულ ფორმირებებს, ამიერკავკასიის კომისარიატმა განავრცო თავისი ხელისუფლება მთელს ამიერკავკასიაში, ბაქოს რაიონის გარდა, სადაც დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.

გადაწყვეტილება „ამიერკავკასიის დამოუკიდებელი მთავრობის“ შექმნის შესახებ მიღებულ იქნა 1917 წლის 11 (24) ნოემბერს ამიერკავკასიაში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზების შესახებ თათბირზე ოქტომბრის გადატრიალებასთან დაკავშირებით. თათბირში მონაწილეობდნენ ყველა პოლიტიკური პარტიის, სამხარეო და ტფილისის საბჭოების, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის, კავკასიის ფრონტის სარდლის, ანტანტის ქვეყნების კონსულთა წარმომადგენლები. თათბირმა უარი თქვა ეცნო (ეღიარებია) საბჭოთა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭოს) ხელისუფლება. ბოლშევიკების პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც თათბირზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ, გაახმიანეს დეკლარაცია, რომელიც გმობდა თათბირის ორგანიზატორებს და ის კიდეც დატოვეს.

ამიერკავკასიის კომისარიატის 18 ნოემბრის (1 დეკემბრის) დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ იგი იმოქმედებს „მხოლოდ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევამდე, ხოლო მისი მოწვევის შეუძლებლობის შემთხვევაში კი... ამიერკავკასიიდან და კავკასიის ფრონტიდან დამფუძნებელი კრების წევრთა ყრილობამდე“.

1918 წლის 5 (18) იანვარს პეტროგრადში მოწვეულ იქნა დამფუძნებელი კრება, რომლის უმრავლესობაც შეადგინეს მენშევიკებისა და ესერების წარმომადგენლებმა. დეპუტატებმა უარი განაცხადეს ეცნოთ საბჭოთა ხელისუფლება და სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობის დეკრეტები. ამის საპასუხოდ ბოლშევიკებმა დამფუძნებელი კრება გარეკეს. 

1918 წლის 12 (25) იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატმა, განიხილა რა საკითხი პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის მოწვევის თაობაზე, როგორც ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოსი.

1918 წლის 10 (23) თებერვალს ტფილისში ჩატარდა სეიმის პირველი სხდომა. მისი გახსნის დღეს რსდმპ(ბ) (ბოლშევიკური პარტიის – ი. ხ.) სამხარეო და ტფილისის კომიტეტებმა მოახდინეს საპროტესტო მიტინგის ორგანიზება, რომელიც დახვრეტილ იქნა ამიერკავკასიის კომისარიატის ბრძანებით. ეს იქცა თავისებურ სიგნალად რეპრესიების დაწყებისთვის ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომლებმაც, თავიანთ მხრივ, მასობრივი პროპაგანდისტული და სააგიტაციო მუშაობა გაშალეს, განსაკუთრებით გლეხებს შორის.

გლეხების უკმაყოფილებამ მიწის საკითხის გადაუწყვეტელობის გამო საქმე მიიყვანა შეიარაღებულ გამოსვლებამდე 1918 წლის გაზაფხულზე ლეჩხუმში, სამეგრელოში, აფხაზეთში, შიდა ქართლში. 1918 წლის აპრილში საბჭოთა ხელისუფლება დამყარებულ იქნა სოხუმში, ხოლო შემდეგ კი აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზეც, კოდორის ხეობის გამოკლებით, სადაც ამბოხება რეგულარული ჯარებისა და სახალხო გვარდიის მიერ იქნა ჩახშობილი. 1918 წლის მარტში იფეთქა და ასევე ჩახშობილ იქნა ამბოხება ცხინვალის რაიონში.

იხილეთ ასევე

ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი
ამიერკავკასიის სეიმი
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

წყაროები 

Автандил Ментешашвили. Из истории взаимоотношений Грузинской Демократической Республики с Советской Россией и Антантой. 1918—1921 гг.
Эдуард Оганесян. Век борьбы. Мюнхен, 1991

კატეგორიები:

აზერბაიჯანის ისტორია
სომხეთის ისტორია
საქართველო ახალ დროში
რუსეთში სამოქალაქო ომის დროინდელი ხელისუფლების ორგანოები
რუსეთში სამოქალაქო ომის დროინდელი არასაბჭოთა სახელმწიფო წარმონაქმნები


III. ამიერკავკასიის სეიმი 

ამიერკავკასიის სეიმი – სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო ამიერკავკასიში, მოწვეული ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ ტფილისში 1918 წლის 10 (23) თებერვალს. შედგებოდა სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიიდან არჩეული წევრებისა და ამიერკავკასიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან. თავმჯდომარე – ქართველი სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი) ნ. ს. ჩხეიძე.

ისტორია 

ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის 18 ნოემბრის (1 დეკემბრის) დეკლარაციში მითითებული იყო, რომ სეიმი იმოქმედებს მხოლოდ „სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევამდე, ხოლო მისი მოწვევის შეუძლებლობის შემთხვევაში კი... დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიიდან და კავკასიის ფრონტიდან (არჩეული) წევრების ყრილობამდე“.

1918 წლის 5 (18) იანვარს პეტროგრადში მოწვეულ იქნა სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრება, რომლის უმრავლესობაც შადგინეს სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერების) პარტიისა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების სიებით არჩეულმა დეპუტატებმა. მენშევიკებისა და ესერების პარტიათა დეპუტატებმა (ანუ დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობამ – ი. ხ.) უარი განაცხადეს ეცნოთ საბჭოთა ხელისუფლება და საბჭოების სრულიად რუსეთის II ყრილობის დეკრეტები, რის გამოც მემარცხენე ესერებმა და ბოლშევიკებმა დამფუძნებელი კრება დატოვეს. ამ მიზეზით სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (სცაკ) მიიღო დეკრეტი სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების დაშლის (დათხოვნის) შესახებ. მისი ის წევრები, რომლებიც ამიერკავკასიის ერთიანი საარჩევნო ოლქიდან იყვნენ არჩეულნი, ამიერკავკასიაში დაბრუნდნენ, სადაც 1918 წლის 12 (25) იანვარს ტფილისში ამიერკავკასიის კომისარიატმა, განიხილა რა საკითხი პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის, როგორც ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს მოწვევის თაობაზე.

1918 წლის 10 (23) თებერვალს ტფილისში ჩატარებულ იქნა სეიმის პირველი სხდომა. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ფრაქციები გახლდნენ:

სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია (მენშევიკებისა) – 32 წევრი;
მუსლიმანური ფრაქცია (მუსავატისტები და უპარტიოები) – 50 წევრი;
დაშნაკური ფრაქცია – 27 წევრი.

ბოლშევიკების გამოსვლა 

სეიმის გახსნის დღეს რსდმპ(ბ)-ის (ბოლშევიკური პარტიის – ი. ხ.) ამიერკავკასიის სამხარეო და ტფილისის კომიტეტებმა მოახდინეს საპროტესტო მიტინგის ორგანიზება, რომელიც ამიერკავკასიის კომისარიატის ბრძანებით დახვრეტილ იქნა. ეს იქცა ერთგვარ სიგნალად ბოლშევიკების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებისთვის, რომლებმაც, თავის მხრივ გაშალეს მასობრივი პროპაგანდისტულ-სააგიტაციო მუშაობა, განსაკუთრებით გლეხებს შორის. გლეხთა უკმაყოფელობამ მიწის საკითხის გადაუჭრელობის გამო მოგვიანებით გამოიწვია შეიარაღებული გამოსვლები ქუთაისისა და ტფლისის გუბერნიების სხვადასხვა მაზრებში. 1918 წლის აპრილში საბჭოთა ხელისუფლება დამყარებულ იქნა სოხუმში, და შემდეგ კი სოხუმის განყოფილების მთელ ტერიტორიაზეც, კოდორის ხეობის გამოკლებით, სადაც აჯანყება ამიერკავკასიის კომისარიატის ჯარებისა და საქართველოს სახალხო გვარდიის (შცდომით წერია ეროვნული გვარდია – ი. ხ.) მიერ იქნა ჩახშობილი. მარტში იფეთქეს და ასევე ჩახშობილ იქნენ გლეხთა მღელვარებანი საჩხერისა და ჭიათურის რაიონებში, რომლებიც ბოლშევიკების ჯგუფის მიერ იყო ინსპირირებული (ს. ორჯონიკიძე, ს. კიროვი), და ისინი მათ ვლადიკავკაზიდან ხელმძღვანელობდნენ.

საკითხი თურქეთთან ურთიერთობების შესახებ 

ძირითადი წერილი: გერმანულ-თურქული ინტერვენცია ამიერკავკასიაში (1918) 

ამიერკავკასიის სეიმის მოწვევამდე ორი კვირით ადრე თურქეთის ჯარებმა, რომლებმაც ისარგებლეს კავკასიის ფრონტის დაშლით და დაარღვიეს დეკემბრის (1918 წ.) დაზავების პირობები, დაიწყეს მსხვილმასშტაბიანი შემოტევა არზრუმის, ვანისა და ზღვისპირეთის მიმართულებებზე. პრაქტიკულად მაშივე იქნა მათ მიერ დაკავებული ერზინჯანი, ხოლო 29 იანვარს (11 თებერვალს) კი – ტრაპიზონი.

ამიერკავკასიის სეიმის პირველსავე სხდომაზე გაიშალა მხურვალე დისკუსია საკითხზე ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისა და თურქეთთან ურთიერთობების შესახებ იმ ხანად გაშლილი თურქული შემოტევის გათვალისწინებით. დაშნაკურმა ფრაქციამ შესთავაზა დაეტოვებინათ ამიერკავკასია რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებებით, რომელიც ეროვნულ კანტონებად იქნებოდა დაყოფილი, ხოლო თურქეთთან მიმართებაში კი – დაჟინებით მოეთხოვათ დასავლეთ სომხეთის თვითგამორკვევა. აზერბაიჯანულმა დელეგაციამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამიერკავკასია თავის ბედს უნდა წყვეტდეს რუსეთისგან დამოუკიდებლად, დადებს რა ზავს თურქეთთან მის (თურქეთის) შინაურ საქმეებში ჩარევაზე უარის თქმის საფუძველზე (на основе отказа от вмешательства в её внутренние дела). ქართული მხარე ძირითადად მხარს უჭერდა აზერბაიჯანელებს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და თურქეთთან დამოუკიდებელი ხელშეკრულების დადების საკითხებში (ბრესტის ზავისგან დამოუკიდებელი ხელშეკრულებისა – ი. ხ.), რამდენადაც ამიერკავკასიას უბრალოდ არ გააჩნდა ძალები თურქეთისადმი სამხედრო დაპირისპირებისათვის.

სომხური ფრაქციის შეუპოვარ პოზიციასთან დაკავშირებით დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ საკითხი დროებით გადადებულ იქნა. რაც შეეხება ამიერკავკასიის პოზიციას სეპარატული ზავის შესახებ თურქეთთან მომავალ მოლაპარაკებებში, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ სეიმმა მიიღო შემდეგი რეზოლუცია:

1. შექმნილ პირობებში სეიმი საკუთარ თავს თვლის უფლებამოსილად დადოს ხელშეკრულება თურქეთთან.
2. იწყებს რა მოლაპარაკებებს თურქეთთან, სეიმი მიზნად ისახავს საბოლოო ზავის დადებას.
3. ხელშეკრულება მშვიდობის შესახებ დაფუძნებული უნდა იყოს ომის დაწყების მომენტისათვის რუსეთ-თურქეთის 1914 წლის საზღვრების ადგენის პრინციპზე.
4. დელეგაცია უნდა შეეცადოს შეიძინოს თვითგამორკვევის უფლება აღმოსავლეთ ანატოლიის ხალხებისათვის, კერძოდ – ავტონომია სომხებისთვის თურქეთის შემადგენლობაში.

სანამ სეიმში მიდიოდა პოზიციების შეთანხმება, 21 თებერვალს (6 მარტს) თურქები დაეუფლენ არტაანს. 27 თებერვალს (12 მარტს) დაიწყო სომხური ჯარებისა და ლტოლვილების უკანდახევა არზრუმიდან. არზრუმის დაცემასთან ერთად თურქებმა ფაქტიურად დაიბრუნეს კონტროლი დასავლეთ სომხეთზე.

ტრაპიზონის მოლაპარაკებები 

23 თებრვალს (8 მარტს) ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია, ი. ჩხენკელის მეთაურობით, ჩავიდა ტრაპიზონში, სადაც ის ერთ დღეს გააჩერეს ხომალდზე და არ აძლევდნენ ნაპირზე ჩასვლის ნებას თურქული დელეგაციის არყოფნის გამო. სამშვიდობო კონფერენცია მხოლოდ 1 (14) მარტს იქნა დაწყებული.

რამდენიმე დღით ადრე თურქეთმა ხელი მოაწერა ბრესტის ზავს საბჭოთა რუსეთთან. ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების IV მუხლისა და რუსეთ-თურქეთის დამატებითი ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს გადაეცემოდა არა მარტო დასავლეთ სომხეთის ტერიტორიები, არამედ ქართველებითა და სომხებით დასახლებული ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქებიც, რომლებიც რუსეთის მიერ იყო ანექსირებული 1877–1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად. რსფსრ-მ (საბჭოთა რუსეთმა – ი. ხ.) იკისრა არ ჩარეულიყო „ამ ოკრუგების სახელმწიფო-სამართლებრივი და საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობების ახალ ორგანიზაციაში“, აღედგინა საზღვარი „იმ სახით, როგორც ის არსებობდა 1877–1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომამადე“ და დაეშალა თავის ტერიტორიაზე და „ოკუპირებულ თურქულ პროვინციებში“ (ესე იგი დასავლეთ სომხეთში) მთელი სომხური მოხალისე რაზმები (დრუჟინები).

ტრაპიზონის მოლაპარაკებათა მსვლელობაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია რეგიონში ძალთა თანაფარდობამ: თურქეთმა, რომელმაც ახლახანს ყველაზე უფრო მომგებიანი პირობებით მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთთან და უკვე ფაქტიურად დაუბრუნდა 1914 წლის საზღვრებს, ამიერკავკასიის დელეგაციისაგან მოითხოვა ბრესტის ზავის პირობების აღიარება. ამიერკავკასიის დელეგაცია, რომელიც დამოუკიდებლობაზე აცხადებდა პრეტენზიას და უარყოფდა ბრესტის ხელშეკრულებას, იმედოვნებდა სეპარატიული ზავი დაედო თურქეთთან უფრო მომგებიან პირობებზე – 1914 წლის სახელმწიფო საზღვრების აღდგენა და თვითგამორკვევა აღმოსავლეთ ანატოლიისათვის თურქული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში. ამოდიოდა რა სამხედრო აღმატებიდან (უპირატესობიდან), თურქულმა მხარემ ამ მოთხოვნების თვით განხილვაზეც კი უარი განაცხადა. უკვე ამ ეტაპზე გამოვლინდა სერიოზული უთანხმოებანი ამიერკავკასიის ეროვნულ პარტიებს შორის საკითხში იმის შესახებ, თუ რომელი ტერიტორიების დათმობა შეეძლო ამიერკავკასიას თურქეთისათვის. ხოლო როდესაც ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ა. ჩხენკელმა 23 მარტს (5 აპრილს), ითვალისწინებდა რა თურქული ჯარების შემოტევის გაგრძელებას, გამოხატა კომპრომისზე წასვლის მზადყოფნა როგორც ტერიტორიულ საკითხში, ისე თურქეთის სომეხთა ბედის შესახებაც, თურქულმა დელეგაციამ ერთი-მეორის მიყოლებით წამოაყენა ორი ულტიმატუმი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების აღიარებასა და ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. საბოლოოდ მიღებულმა თანხმობამ უკვე აღარ დააკმაყოფილა თურქები, რომლებსაც, სამხედრო გამარჯვებებით აღფრთოვანებულებს, განზრახული ჰქონდათ რუსეთ-თურქეთის 1877–1878 წლების საზღვარზეც გადმოსულიყვნენ და საომარი მოქმედებები ამიერკავკასიის სიღრმეში გადმოეტანათ. სეიმმა შეწყვიტა მოლაპარაკებები და დელეგაცია ტრაპიზონიდან გამოიწვია, რითაც ოფიციალურად თურქეთთან ომში ჩაება. ამასთან აზერბაიჯანული ფრაქციის წარმომადგენლებმა სეიმში ღიად განაცხადეს, რომ თურქეთის წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხების საერთო კავშირის შექმნაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, ითვალისწინებენ რა თავიანთ „განსაკუთრებულ რელიგიურ კავშირებს თურქეთთან“. 

ამასობაში 1 (14) აპრილს თურქებმა ბრძოლის გარეშე დაიკავეს ბათუმი, ტყვედ ჩაიგდეს რა იქ თავდაცვაში მყოფი ქართული ჯარების ნაწილი. ცნობილი შეიქნა, რომ შემომტევებს შეუერთდნენ აჭარისა და ახალციხის მაჰმადიანებიც. ქართული ჯარები იძულებული იყვნენ რეგულარული თურქული არმიის შემოტევის (მოწოლის) ქვეშ უკან დაეხიათ მაშინაც კი, როცა თურქებმა ქართული ტერიტორიები – გურია და ოზურგეთი დაიკავეს, და ყარსის მისადგომებთანაც შემოვიდნენ.

ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება 

ძირითადი წერილი: ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა 

ამიერკავკასიის სეიმის 9 (22) აპრილის სხდომაზე მქუხარე დებატების შემდეგ, სომხური დელეგაციის წინააღმდეგომის მიუხედავად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოეცხადებიათ ამიერკავკასია „დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ფედერაციულ რესპუბლიკად“. როგორც განაცხადა ქართველი მენშევიკებისადმი თავის მიმართვაში სომხური დელეგაციის წევრმა ესერმა თუმანიანმა: „თქვენთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ახლანდელ პირობებში ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება სხვა არაფერია, თუ არა თურქეთის მონად გახდომა. დამოუკიდებელი ამიერკავკასია არა თუ არ მოგვიტანს მშვიდობას თურქეთთან, არა თუ არ გააუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას, არამედ მონობის ბორკილებსაც დაგვადებს“. მარამ ქართული დელეგაცია საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტასა და დამოუკიდებლობის გამოცხადებას განიხილავდა როგორც თურქეთთან მშვიდობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. იმავე სხდომაზე მიღებულ იქნა ე. პ. გეგეჭკორისეული ამიერკავკასიის კომისარიატის გადადგომაც. ამიერკავკასიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ა. ი. ჩხენკელს დაევალა.

ყარსის ჩაბარება 

ახალმა მთავრობამ ამიერკავკასიის (სომხურ) ჯარებს, რომლებსაც პოზიციები ყარსის რაიონში ეკავათ, გაუგზავნა ბრძანება დაზავების შესახებ. სომხური კორპუსის სარდალმა გენერალმა ნაზარბეკოვმა უბრძანა მე-2 დივიზიის მეთაურს პოლკოვნიკ სილიკოვს და ყარსის ციხესიმაგრის უფროსს გენერალ დეევს შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები და დაეწყოთ მოლაპარაკებები თურქებთან სადემარკაციო ხაზის დადგენის თაობაზე. თურქული ჯარების სარდალმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხური მხარის წინადადების საპასუხოდ მოითხოვა მოლაპარაკებების დაწყებამდე გაეყვანათ სომხური ჯარები მნიშვნელოვან დაშორებაზე ციხესიმაგრიდან და თურქული ჯარებისთვის ქალაქში დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება მიეცათ. ტფილისიდან სომხურ ჯარებს მიუვიდათ ბრძანება დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები და თურქული მხარის პირობები მიეღოთ. 12 (25) აპრილს სომხურმა ჯარებმა დატოვეს ყარსი ქალაქის 20-ათასიან მოსახლეობასთან ერთად. საღამოს 9 საათზე ყარსში 11-ე თურქული დივიზია შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის მთავრობამ თურქული მხარის ყველა მოთხოვნა შეასრულა, თურქები განაგრძობდნენ შემოტევას, და სომხურმა დივიზიამაც მათი მოწოლის ქვეშ ალექსანდროპოლთან (ისტორიული და თანამედროვე გიუმრი – ი. ხ.) დაიხია.

ყარსის ჩაბარებასთან დაკავშირებით სომხეთის ეროვნული საბჭოს მკვეთრი პროტესტებისა და ჩხენკელის მთავრობაში სომეხ წარმომადგენელთა გადადგომის მიუხედავად, ჩხენკელი თავის პოსტზე დარჩა და თურქეთთან ახალი მოლაპარაკებებისთვის მზადება დაიწყო. სამშვიდობო კონფერენცია გაიხსნა ბათუმში 1918 წლის 28 აპრილს (11 მაისს).

სამშვიდობო კონფერენცია ბათუმში 

მოლაპარაკებებმა, რომლებიც ბათუმში 11-დან 26 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა, გამოავლინა მწვავე საგარეოპოლიტიკური უთანხმოებანი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოებს შორის, რამაც საბოლოო ჯამში ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების წარმოქმნა გამოიწვია.

მოლაპარაკებებზე თურქეთმა კიდევ უფრო მძიმე პირობები წამოაყენა, ვიდრე ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება ითვალისწინებდა, – ამიერკავკასიას თურქეთისათვის უნდა დაეთმო ერევნის გუბერნიის ტერიტორიის ორი მესამედი, ტფილისის გუბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, აგრეთვე ამიერკავკასიის რკინიგზაზე კონტროლიც.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 

ამ სიტუაციაში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დახმარებისა და მფარველობისათვის მიმართა გერმანიას. გერმანული სარდლობა ხალისით გამოეხმაურა ამ მიმართვაზე, რამდენადაც გერმანიამ ჯერ კიდევ 1918 წლის აპრილში მოაწერა თურქეთთან ხელი საიდუმლო შეთანხმებას ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების გაყოფის შესახებ, რომლის თანახმად საქართველო ამის გარეშეც გერმანიის გავლენის სფეროში იმყოფებოდა. გერმანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ურჩიეს დაუყოვნებლივ გამოეცხადებია დამოუკიდებლობა და ოფიციალურად ეთხოვა გერმანიისათვის მფარველობის შესახებ, რათა თურქული შემოსევა და დაღუპვა თავიდან აეცილებია.

1918 წლის 24–25 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ეს წინადადება მიღებულ იქნა. იქვე გადაწყდა ამიერიდან საქართველოს ეროვნული საბჭოსათვის საქართველოს პარლამენტი ეწოდებიათ.

25 მაისს გერმანული ჯარები საქართველოში გადმოსხდნენ.

ამიერკავკასიის სეიმის თვითდათხოვნა (თვითდაშლა) 

1918 წლის 13 (26) მაისს ამიერკავკასიის სეიმმა თვითდაშლის შესახებ გამოაცხადა. სეიმის გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო: „იმის გამო, რომ ომისა და მშვიდობის შესახებ საკითხში აღმოჩნდა ძირეული უთანხმოებანი იმ ხალხებს შორის, რომლებმაც შექმნეს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, და ამიტომაც შეუძლებელი შეიქნა ერთი ავტორიტეტული ხელისუფლების გამოსვლა, რომელიც ამიერკავლასიის სახელით ილაპარაკებდა, სეიმი ახდენს ამიერკავკასიის დაშლის ფაქტის კონსტატაციას და იხსნის თავის უფლებამოსილებებს“.

ლიტერატურა 

Закавказский Сейм. Стенографические отчеты. Тифл., 1920 г.
Документы по внешней политике Закавказья и Грузии. Тифл. 1920 г.

მითითებანი 

А. Ментешашвили. Из истории взаимоотношений Грузинской Демократической Республики с Советской Россией и Антантой. 1918—1921 гг.
Р. А. Векилов. История возникновения Азербайджанской Республики (недоступная ссылка)
Э. Оганесян. Век борьбы. Мюнхен-Москва, 1991
И. Багирова. Интеграционные процессы на Южном Кавказе и политика великих держав в исторической ретроспективе XX века // Кавказ и глобализация. 2007. № 2. С.102-113. 

კატეგორიები:

აზერბაიჯანის ისტორია
სომხეთის ისტორია
საქართველო ახალ დროში
ხელისუფლების ორგანოები, შექმნილი სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრთა მიერ


IV. გერმანულ-თურქული ინტერვენცია ამიერკავკასიაში 

გერმანულ-თურქული ინტერვენცია ამიერკავკასიაში – ცენტრალური დერჟავების სამხედრო ინტერვენცია ამიერკავკასიაში 1918 წელს რუსეთში სამოქალაქო ომის დროს. 

მსოფლიო ომის დასასრული ამიერკავკასიაში 

ძირითადი წერილი: კავკასიის ფრონტი (პირველი მსოფლიო ომი) 

პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას კავკასიის ფრონტის რუსულმა ჯარებმა დაიკავეს თურქეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1917 წლის ბოლოსთვის ფრონტის ხაზი გადიოდა შემდეგ ხაზზე: ტრაპიზონი, გჲუმჲუშხანე, ერზინჯან-კალე, ხნისკალა, ვანის ტბის სამხრეთ ნაპირი, სპარსეთის საზღვარი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ გამოიწვია ქაოსი და დუღილი კავკასიის ფრონტის ჯარებში. 31 მაისს გენერალი ნ. ნ. იუდენიჩი ჩამოშორებულ იქნა ფრონტის სარდლობიდან დროებითი მთავრობის „მითითებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო“ და სარდლობა ინფანტერიის (ქვეითი ჯარის – ი. ხ.) გენერალს მ. ა. პრჟევალსკის ჩაებარა. 1917 წლის განმავლობაში რუსული არმია თანდათანობით იხრწნებოდა, ჯარისკაცები დეზერტირობდნენ, სახლებში მიემგზავრებოდნენ, და წლის ბოლოსათვის კავკასიის ფრონტი მთლიანად დაშლილი აღმოჩნდა.

პეტროგრადში ბოლშევიკური შეიარაღებული აჯანყების შემდეგ ძალაუფლება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე საკუთარ ხელში აიღო ამიერკავკასიის კომისარიატმა – კოალიციურმა მთავრობამ, რომელიც შეიქმნა ტფილისში ქართველი სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების), ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატისტების მონაწილეობით.

გადაწყვეტილება „ამიერკავკასიის დამოუკიდებელი მთავრობის“ შექმნის შესახებ 1917 წლის 11 (24) ნოემბერს იქნა მიღებული ოქტომბრის გადატრიალებასთან დაკავშირებით. თათბირში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიების, სამხარეო და ტფილისის საბჭოების, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის, კავკასიის ფრონტის სარდლის, ანტანტის ქვეყნების კონსულთა წარმომადგენლები. თათბირმა უარი განაცხადა ეცნო (ეღიარებია) საბჭოთა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭოს) ხელისუფლება. ემყარებოდა რა ეროვნულ შეიარაღებულ ფორმირებებს, ამიერკავკასიის კომისარიატმა გაავრცელა თავისი ძალაუფლება მთელს ამიერკავკასიაზე, ბაქოს რაიონის გარდა, სადაც დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.

1917 წლის 5 (18) დეკემბერს ოსმალეთის იმპერიისა და ამიერკავკასიის კომისარიატის წარმომადგენელთა შეთანხმებით, კავკასიის ფრონტის სარდლის გენერალ პრჟევალსკის სახით, მოხდა დაზავება, რამაც გამოიწვია რუსული ჯარების მასობრივი წამოსვლა დასავლეთ (თურქული – ი. ხ.) სომხეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე. 1918 წლის დასაწყისისათვის თურქული ძალების პირისპირ ამიერკავკასიაში ფაქტიურად იდგა მხოლოდ რამდენიმე ათასი კავკასიელი (ძირითადად სომეხი) მოხალისე ორასი ოფიცრის მეთაურობით (იყვნენ კიდევ ასეთივე ქართველი მოხალისეები ბათუმის დასაცავად – ი. ხ.).

ამიერკავკასიის კომისარიატის დეკლარაციაში მიეთითებოდა, რომ იგი იმოქმედებს „მხოლოდ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევამდე, ხოლო მისი მოწვევის შეუძლებლობის შემთხვევაში... ამიერკავკასიიდან და კავკასიის ფრონტიდან (არჩეულ) დამფუძნებელი კრების წევრთა ყრილობამდე“.

1918 წლის 5 (18) იანვარს პეტროგრადში მოწვეულ იქნა სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრება. დეპუტატებმა მენშევიკებისა და ესერების შემადგენლობიდან (დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობამ – ი. ხ.) უარი თქვეს ეღიარებიათ საბჭოთა ხელისუფლება და საბჭოების სრულიად რუსეთის II ყრილობის დეკრეტები, რის გამოც მემარცხენე ესერებმა და სოციალ-დემოკრატებმა (ბოლშევიკებმა) სხდომა დატოვეს, ხოლო სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (სცაკ) კი მიიღო დეკრეტი სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების დათხოვნაზე. მისი ის წევრები, რომლებიც ამიერკავკასიის ერთიანი საარჩევნო ოლქიდან იყვნენ არჩეულნი, ამიერკავკასიაში დაბრუნდნენ, სადაც 1918 წლის 12 (25) იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატმა მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის, როგორც ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს მოწვევის შესახებ.

1918 წლის 30 იანვარს (12 თებერვალს), ამიერკავკასიის სეიმის მოწვევამდე ორი კვირით ადრე, თურქულმა ჯარებმა, რომლებმაც კავკასიის ფრონტის დაშლით ისარგებლეს და ერზინჯანული დაზავების პირობები დაარღვიეს, დაიწყეს მსხვილმასშტაბიანი შემოტევა არზრუმის, ვანისა და ზღვისპირა მიმართულებებზე. მათ პრაქტიკულად მაშინვე დაიკავეს ერზინჯანი, ხოლო 11 (24) თბერვალს კი – ტრაპიზონიც.

ამიერკავკასიის სეიმის პირველსავე სხდომაზე (10 /23/ თებერვალი) გაიშალა მხურვალე დისკუსია ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის შესახებ და თურქეთთან ურთიერთობების საკითხებშიც. სომხურმა (დაშნაკურმა) ფრაქციამ შესთავაზა დაეტოვებიათ ამიერკავკასია რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებებით, რომელიც ეროვნულ კანტონებად იქნებოდა დაყოფილი, ხოლო თურქეთთან მიმართებაში კი – დაჟინებით მოეთხოვათ დასავლეთ სომხეთის თვითგამორკვევა. მაჰმადიანურმა (აზერბაიჯანულმა) დელეგაციამ განაცხადა, რომ ამიერკავკასია თავის ბედს უნდა წყვეტდეს რუსეთისგან დამოუკიდებლად, დადებს რა ზავს თურქეთთან მის (თურქეთის) შინაურ საქმეებში ჩარევაზე უარის თქმის საფუძველზე (на основе отказа от вмешательства в её внутренние дела). ქართულმა ფრაქციამ ძირითადად მხარი დაუჭირა მაჰმადიანებს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და თურქეთთან დამოუკიდებელი ზავის დადების საკითხში, რამდენადაც ამიერკავკასიას უბრალოდ არ გააჩნდა ძალები თურქეთთან სამხედრო დაპირისპირებისათვის.

სომხური ფრაქციის შეუპოვარ პოზიციასთან დაკავშირებით დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ საკითხი დროებით გადადებულ იქნა. რაც შეეხება ამიერკავკასიის პოზიციას მომავალ მოლაპარაკებებზე თურქეთთან სეპარატიული ზავის დადების თაობაზე, სეიმმა ხანგრძლივი მსჯელობების შემდეგ მიიღო შემდეგი რეზოლუცია:

1. შექმნილ პირობებში სეიმი საკუთარ თავს მიიჩნევს სრული უფლების მქონედ დადოს ხელშეკრულება თურქეთთან.
2. იწყებს რა მოლაპარაკებებს თურქეთთან, სეიმი მიზნად ისახავს საბოლოო ზავის დადებას.
3. მშვიდობის შესახებ ხელშეკრულება უნდა ეფუძნებოდეს რუსეთ-თურქეთის საზღვრების აღდგენას ომის დაწყების მომენტისათვის.
4. დელეგაცია უნდა შეეცადოს შეიძინოს აღმოსავლეთ ანატოლიის ხალხებისთვის თვითგამორკვევის უფლება, კერძოდ – ავტონომია სომხებისთვის თურქეთის შემადგენლობაში.

სანამ სეიმში მიდიოდა პოზიციების შთანხმება, 21 თებერვალს (6 მარტს) თურქები დაეუფლენ არტაანს. 27 თებერვალს (12 მარტს) დაიწყო სომხური ჯარებისა და ლტოლვილების წამოსვლა არზრუმიდან. არზრუმის დაცემასთან ერთად თურქებმა ფაქტიურად დაიბრუნეს კონტროლი მთელ დასავლეთ სომხეთზე.

თურქული ინტერვენცია სომხეთში 

ძირითადი წერილი: სომხეთ-თურქეთის ომი (1918) 

1918 წლის 30 იანვარს (12 თებერვალს) თურქულმა სარდლობამ, დაარღვია რა შეთანხმება დაზავების შესახებ, დაძრა 7 ქვეითი დივიზია (დაახლოებით 25 ათასი ადამიანი, გენერალ-ლეიტენენტ მეჰმედ ვეჰიბ ფაშას სარდლობით) არზრუმის, ვანისა და ზღვისპირა მიმართულებებზე. ინტერვენტების წინააღმდეგ იდგნენ ქართული (დაახლოებით 12 ათასი) და სომხური (დაახლ. 17 ათასი) კორპუსები. არზრუმის მიმართულებაზე თურქულმა ჯარებმა დაიკავეს ერზინჯანი (12 /25/ თებერვალს) და ბაიბურთი (13 /26/ თებერვალს), ხოლო 24 თებერვლისთვის (9 მარტისთვის) კი – ტრაპიზონი და მამახათუნი. ინტერვენტებთან ბრძოლის მთელი სიმძიმე სომხურ ჯარებს დააწვათ (იგულისხმება არზრუმისა და ვანის მიმართულებები – ი. ხ.). დაწყებული სომხეთ-თურქეთის ომი ინტერვენტებისათვის მუსავატისტების მხრიდან თანადგომით რთულდებოდა. უკანასკნელთა შეიარაღებული მაჰმადიანური რაზმები ღიად გამოვიდნენ თურქული არმიის მხარეზე. ამიერკავკასიის კომისარიატმა თავი აარიდა ბრესტში მოლაპარაკებებში მონაწილეობას (იხ. ბრესტის ზავი), მაგრამ ტრაპიზონში თურქეთთან მოლაპარაკებებში კი შევიდა. უკანასკნელმა წამოაყენა პირობა იმის შესახებ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან.

1918 წლის 30 მარტს თურქეთმა ულტიმატუმი წაუყენა ამიერკავკასიის კომიტეტს (თუ კომისარიატს – ი. ხ.) ყარსის, ბათუმისა და არტაანის ოლქების დაუყოვნებლივ გაწმენდის შესახებ (ეს ოლქები მას ბრესტის ზავით გადასცა საბჭოთა რუსეთმა – ი. ხ.). ამიერკავკასიის სეიმმა უარყო ეს მოთხოვნები, მაგრამ იმის შეძლება კი არ ჰქონდა, რომ თურქეთის არმიას ძალით დაპირისპირებოდა.

რსფსრ-ის (საბჭოთა რუსეთის – ი. ხ.) მთავრობამ თურქული არმიის შემოტევის საპასუხოდ პროტესტის ნოტა გაუგზავნა გერმანიას (1918 წლის 12 აპრილს) თურქული ჯარების მიერ ამიერკავკასიის მთვიდობიანი მოსახლეობის განადგურების თავიდან აცილების მიზნით.

14 აპრილს მდინარე ჩოლოქზე (ქობულეთის ჩრდილოეთით) ქართული თავდაცვის რაზმები ჩაებნენ ბრძოლაში თურქული არმიის ნაწილებთან და გარკვეული დროით აკავებდნენ მათ. 15 აპრილის გათენების ღამეს თურქეთის არმია იკავებს ბათუმის გამაგრებულ რაიონს, ხოლო 25 აპრილისთვის კი ყარსსა და არტაანს. თურქული სარდლობის მოთხოვნით ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის (ადფრ; გამოცხადებულ იქნა 22 აპრილს) მთავრობამ თავისი ჯარები გამოიყვანა იმ საზღვრიდან, რომელიც გადიოდა რუსეთ-თურქეთის 1877–1878 წლების ომამდე მდინარეებსა ჩოლოქსა და არფაჩაიზე. მიუხედავად ამისა, თურქული ჯარები განაგრძობდნენ ტფილისზე შემოტევას. 16–18 მაისს სოფელ ვორონცოვკასთან შეუპოვარ ბრძოლებს თურქულ ჯარებთან და ადგილობრივ მაჰმადიანურ რაზმებთან აწარმოებდნენ პარტიზანული რაზმი გენერალ-მაიორ ანდრანიკ ოზანიანის მეთაურობით და სომეხ ბოლშევიკთა რაზმები (დრუჟინები), მაგრამ თურქულმა არმიამ შეძლო ტფილისისკენ გაჭრილიყო და ქალაქს 20–25 კმ-ით მოახლოვებოდა.

გერმანიის პოზიცია ამიერკავკასიაში 

თურქეთის მოკავშირეს, გერმანიას, თუმცა კი არ გააჩნდა 1918 წელს პლაცდარმი ამიერკავკასიაში შემოსაჭრელად, მაგრამ მთლიანად დაუჭირა მხარი თურქული ჯარების შემოტევას. თავის მხრივ გერმანული სარდლობის გეგმებში იყო ამიერკავკასიაზე თავისი კონტროლის დამყარება. 1918 წლის 27 აპრილს გერმანიის ხელმძღვანელობამ აიძულა თურქეთი დაედო კონსტანტინოპოლში საიდუმლო შეთანხმება გავლენის სფეროთა გაყოფის შესახებ. თურქეთს ეთმობოდა მის მიერ უკვე დაპყრობილი საქართველოს ტერიტორია და სომხეთის დიდი ნაწილი, ამიერკავკასიის დანარჩენი ნაწილი კი გერმანიის კონტროლქვეშ გადადიოდა. 28 აპრილს გერმანიის მოთხოვნით თურქეთმა განაცხადა თავისი თანხმობის შესახებ დაეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ადფრ-ის მთავრობასთან, რომლებიც დაიწყო ქალაქ ბათუმში 11 მაისს. მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული საბჭო მიმართავს გერმანიას თხოვნით მფარველობის შესახებ. საპასუხოდ გერმანიის მთავრობა, რომელმაც ამ დროისთვის უკვე დაიპყრო რუსეთის შავი ზღვის პორტები, დათანხმდა დახმარება აღმოეჩინა საქართველოსათვის.

ადფრ-ის (ამიერკავკასიის რესპუბლიკის) დაშლა 

მაისის დასაწყისში წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით გერმანიამ მიაღწია თავისი სამხედრო ტყვეების რკინიგზების გაყოლებით პუნქტებში თავმოყრას სამშობლოში გამგზავრებისთვის მზადების სახით, იმ განზრახვით, რომ შეეიარაღებია ისინი და შემდგომში გამოეყენებია. 25 მაისს ყირიმიდან ფოთში ჩამოვიდა გერმანული ჯარების პირველი 3-ათასიანი ეშელონი. იმავე დღეს, 26 მაისის გათენების ღამეს, ამიერკავკასიის სეიმის ქართული ფრაქცია ღებულობს გადაწყვეტილებას ამიერკავკასიის ფედერაციიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ, საქართველოს ეროვნული საბჭო კი აცხადებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას (უკვე 26 მაისს, ნაშუადღევს – ი. ხ.). ამავდროულად თურქული დელეგაცია ქალაქ ბათუმში აყენებს ულტიმატუმს ადფრ-ის ლიკვიდაციის შესახებ. 28 მაისს ადფრ-ის ფაქტიურ დაშლასთან დაკავშირებით ტფილისში დროებითი აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო აცხადებს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას, იმავე დღეს ტფილისში სომხეთის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა დემოკრატიული რესპუბლიკა სომხეთის შექმნა. ამ მომენტიდან სომხური და ქართული დელეგაციები თურქებთან მოლაპარაკებებს ცალ-ცალკე აწარმოებდნენ.

1918 წლის 4 ივნისს თურქეთმა ხელი მოაწერა სომხეთთან და საქართველოსთან ხელშეკრულებებს „მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ“, რომელთა მიხედვითაც ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქების გარდა, თურქეთს ეძლეოდა: საქართველოდან ახალქალაქის მაზრა და ახალციხის მაზრის ნაწილი; სომხეთიდან სურმალის მაზრა და ალექსანდროპოლის, შარურის, ეჩმიაძინისა და ერევნის მაზრების ნაწილები. თურქეთის ჯარებმა მიიღეს დაუბრკოლებელი სარკინიგზო გადაზიდვების უფლება (ამიერკავკასიაში).

გერმანული ინტერვენცია საქართველოში 

ჯარების შემოყვანა საქართველოში 

28 მაისს საქართველოს მთავრობა აღიარებულ იქნა გერმანიის მიერ და ფოთში დაიდო 6 ხელშეკრულება, რომელთა მიხედვითაც გერმანიამ მიიღო მონოპოლიური უფლება საქართველოს რესურსების ექსპლუატაციაზე, ასევე ფოთის პორტი და რკინიგზა გერმანული სარდლობის კონტროლის ქვეშ შედიოდნენ. 10 ივნისს გერმანული ჯარები შემოვიდნენ ტფილისში (15 ივნისისათვის დაახლოებით 5 ათასი ადამიანი); გერმანული გარნიზონები განთავსებულ იქნენ ქუთაისში, გორში, სიღნაღში, სამტრედიაში, ახალსენაკში, ოჩამჩირეში და სხვაგან. გერმანული გარნიზონი ფოთში მოითვლიდა 10 ათას ადამიანზე მეტსა და არტილერიას. სულ საქართველოში გერმანული ჯარები (სამხედრო ტყვეებისა და მობილიზებული გერმანელი კოლონისტების ჩათვლით) მოითვლიდნენ დაახლოებით 30 ათას ადამიანს. საოკუპაციო ჯარების მეთაურობას ახორცილებდა გენერალ-მაიორი ფ. კრეს ფონ კრესენშტაინი.

საოკუპაციო რეჟიმი 

გერმანელმა ინტერვენტებმა კონტროლის ქვეშ აიყვანეს ფოსტა, ტელეგრაფი, ბანკები, სამხედრო და საფინანსო უწყებები; ქართულ არმიაზე მიმაგრებული იყვნენ გერმანელი ინსტრუქტორები. საქართველოს მთავრობასთან 12 ივლისს დადებული ხელშეკრულებების მიხედვით გერმანიამ მიიღო ჭიათურის მარგანეცის საბადოების ექსპლუატაცია 30 წლით, ფოთის პორტი 60 წლით, სარკინიგზო ხაზი შორაპანი – ჭიათურა – საჩხერე 40 წლით. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გერმანელმა ინტერვენტებმა საქართველოდან გაიტანეს 30 მლნ მარკის სპილენძი, თამბაქო, პური, ჩაი, ხილი, ღვინო და სხვა; მათ შორის 31 ათასი ტ მარგანეცი, 360 ტ მატყლი, 40 350 ცალი ცხვრის ტყავი.

თურქული ინტერვენცია აზერბაიჯანში 

ბაქოს კომუნის შექმნა და დაცემა 

ძირითადი წერილი: მარტის მოვლენები ბაქოში (1918) 

1918 წლის მარტში ძალაუფლება ბაქოში ხელში ჩაიგდეს ბოლშევიკებმა, სომხური ნაციონალისტური პარტიის დაშნაკცუტიუნის შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერით. ამასთან ბაქოში და ბაქოს გუბერნიის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში დახოცილ იქნა 12 ათასზე მეტი მაჰმადიანი. გამაგრდნენ რა ბაქოში, ბაქოს საბჭოს ჯარებმა დაიწყეს შეტევა განჯაზე, სადაც ბაქოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იყო გადასული. ამ სიტუაციაში აზერბაიჯანის მთავრობამ სამხედრო დახმარებისთვის მიმართა ოტომანის იმპერიას, რაც მიეცათ კიდეც ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების შესაბამისად. ამ მიზნისათვის ამოქმედებულ იქნა კავკასიის ისლამური არმია, რომლის ჩამოყალიბებაც იმ დროისთვის უკვე იყო დაწყებული.

თურქულმა სარდლობამ, რომელსაც უნდოდა მიღებული წარმატება განევითარებია, გაშალა შეტევა ბაქოს მიმართულებით. მის გეგმებში შედიოდა ასევე დაღესტნისა და ჩრდილოეთ კავკასიის იმ რაიონების დაპყრობაც, სადაც იყო მაჰმადიანური მოსახლეობა. შეიქმნა ჯარების ჯგუფი „აღმოსავლეთი“ (დაახლოებით 28 ათასი ადამიანი). ბაქოს აღება ეკისრებოდა კავკასიის ისლამურ არმიას (დაახლ. 13 ათასი ადამიანი 40 ქვემეხით) და მის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (ადრ) მაჰმადიანურ კორპუსს (დაახლ. 5 ათასი ადამიანი 10 ქვემეხით). თავი მოიყარეს რა 10 ივნისისათვის განჯაში, თურქულ-აზერბაიჯანულმა ჯარებმა დაიწყეს შეტევა შემდეგ მიმართულებებზე: ჩრდილო-აღმოსავლეთის – შემახაზე; ცენტრალურის (ამიერკავკასიის რკინიგზის გაყოლებით) – სადგურ ქჲურდამირზე; სამხრეთ-აღმოსავლეთის – მუღანზე. დაღესტანში გაიგზავნა რაზმი (500 ადამიანი).

ბაქოს კომუნის შეიარაღებული ძალები შედგებოდა დაახლოებით 18 ათასი ადამიანის, 19 ქვემეხის, 3 ჯავშანმატარებლის, რამდენიმე ჰიდროპლანის, 4 საკანონერო ნავისა და 3 შეიარაღებული სავაჭრო გემისაგან. ბაქოს რაიონში იმყოფებოდა 13 ათას ადამიანამდე, მებრძოლთა ნახევარი უიარაღოდ იყო, ჰქონდათ მხოლოდ 60 ტყვიამფრქვევი. საბჭოთა რუსეთიდან ბაქოში ივნისის თვეში ჩამოვიდა 4 ჯავშანავტომობილი, 13 თვითმფრინავი, იარაღი და საბრძოლო მასალები, ივლისში კი – გ. კ. პეტროვის რაზმი (დაახლოებით 800 ადამიანი 6 ქვემეხით), შეიარაღება, საბრძოლო მასალები და ფორმის ტანსაცმელი. 

მოწინააღმდეგემ ბაქოსკენ კიდევ ორი დივიზია გადმოისროლა. 20 ივლისს თურქულმა ჯარებმა მე-3 საბჭოთა ბრიგადის მეთაურის ამაზასპის (ამაზასპ სრვანცტიანი) ღალატის გამო შემახა ბრძოლის გარეშე დაიკავეს. ივლისის ბოლოს ლ. თ. ბიჩერახოვი, რომელიც საბჭოთა ჯარების მარჯვენა ბლანგს მეთაურობდა, თავისი რაზმით დაღესტანში წავიდა, რითაც ფრონტის 32 კმ უბანი გააშიშვლა. 31 ივლისს კავკასიის ისლამურმა არმიამ დაიწყო ბაქოზე შეტევა. იმავე დღეს ქალაქში მოხდა გადატრიალება, და 1 აგვისტოს ხელისუფლება ცენტროკასპიის დიქტატურის ხელში გადავიდა. 

ბრძოლა ბაქოსათვის 

ძირითადი წერილი: ბრძოლა ბაქოსათვის 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცენტროკასპიის დიქტატურამ თურქული შემოტევის პირობებში დასახმარებლად ინგლისურ ჯარებს მოუწოდა. 4 აგვისტოს ენზელიში არცთუ დიდი ინგლისური რაზმი მოვიდა. მომდევნო დღეს თურქული ჯარები ბაქოში შეიჭრენ, მაგრამ საარტილერიო ცეცხლითა და კონტრდარტყმით ქალაქიდან იქნენ განდევნილი. 

„ცენტროკასპიის დიქტატურამ“ 13-დან 14 აგვისტოს ღამეს ბაქოს კომუნის მოღვაწეები დააპატიმრა, რომელთაც ევაკუაცია ჰქონდათ დაწყებული და ბოლშევიკურად განწყობილი სამხედრო ნაწილები (დაახლ. 3 ათასი ადამიანი) განაიარაღა. 17 აგვისტოს ბაქოში მე-2 ინგლისურ რაზმიც მოვიდა (სულ ქალაქში 1918 წლის სექტემბრის დასაწყისში დაახლ. 1 ათასი ინგლისელი ჯარისკაცი მოითვლებოდა). თურქულმა სარდლობამ, მოიყვანა რა კიდევ 3 დივიზია, 14 სექტემბერს შეტევა განაახლა. ინგლისელებმა და ცენტროკასპიის დიქტატურის ნაწილებმა ქალაქი დატოვეს. 15 სექტემბერს თურქულ-აზერბაიჯანულმა ჯარებმა ბაქო დაიკავეს. 

შეჭრა დაღესტანში 

ძირითადი წერილი: თურქული ინტერვენცია დაღესტანში 

ოქტომბრის დასაწყისში თურქული ჯარები (4 ათას ადამიანზე მეტი) შეიჭრენ დაღესტანში და ადგილობრივი მაჰმადიანური ფორმირებების მხარდაჭერით დაიკავეს დარუბანდი (6 ოქტომბერს), თემირ-ხან-შურა (23 ოქტომბერს). ინტერვენტებისა და მთიელთა მთავრობის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებდნენ საბჭოთა ჯარები (5–6 ათასი ადამიანი) მ. დახადაევისა და უ. ბუინაკსკის მეთაურობით.

ინტერვენციის დასასრული 

პირველ მსოფლიო ომში ავსტრო-გერმანული ბლოკის დამარცხების შემდეგ, მუდროსის დაზავებით (1918 წლის 30 ოქტომბერი) თურქეთმა გაიყვანა თავისი ჯარები ამიერკავკასიიდან. დაიწყო მოკავშირეთა ინტერვენცია ამიერკავკასიაში.

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Малая Советская энциклопедия, 1983. с.630-631
Микоян А. И. Так было. — М.: Вагриус, 1999.

კატეგორიები:

სომხეთის ომები
ოსმალური იმპერიის ომები
საქართველოს ომები
აზერბაიჯანის ომები
დიდი ბრიტანეთის ომები
უცხოური სამხედრო ინტერვენცია რუსეთში
რუსეთში სამოქალაქო ომის ოპერაციები და ბრძოლები
1918 წლის კონფლიქტები
XX საუკუნის ომები
პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტი
ამიერკავკასიის ისტორია


V. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა 

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (ადფრ) – სახელმწიფო წარმონაქმნი, გამოცხადებული ამიერკავკასიის სეიმის მიერ 1918 წლის 22 აპრილს ყოფილი რუსეთის იმპერიის ბაქოს, ელიზავეტპოლის, ერევნის, ტფილისის, ქუთაისის გუბერნიების, ბათუმისა და ყარსის ოლქების, ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგების ტერიტორიების ფარგლებში. ადფრ-ის მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში ჩაუდგა ა. ი. ჩხენკელი. სახელწოდების მიუხედავად ფაქტიურად ფედერაციას არ წარმოადგენდა.

უკვე ერთი თვის შემდეგ თურქეთის მოთხოვნით ამიერკავკასიის სეიმი დათხოვნილ იქნა და ამიერკავკასიაც სამ სახელმწიფოდ დაიშალა: 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 28 მაისს – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა და რესპუბლიკა სომხეთი (სომხეთის ეროვნული საბჭოს დეკლარაცია უმაღლესი ხელისუფლების საკუთარ თავზე აღების შესახებ სომხურ მაზრებში 30 მაისს იქნა მიღებული). მაგრამ ზუსტი საზღვრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაინც არ ყოფილა განსაზღვრული (ეს გააკეთა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელიც 1920–21 წლებში იქნა დამყარებული), რამაც გამოიწვია მწვავე კონფლიქტი სამივე რესპუბლიკას შორის.

ისტორია 

1918 წლის 10 (23) თებერვალს ტფილისში ჩატარებულ იქნა ამიერკავკასიის სეიმის პირველი სხდომა. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ფრაქციები იყვნენ სოციალ-დემოკრატიული (ქართველი მენშევიკები), მუსლიმანური (აზერბაიჯანელი მუსავატისტები და უპარტიოები) და დაშნაკური.

ამიერკავკასიის სეიმის მოწვევამდე ორი კვირით ადრე თურქეთის ჯარებმა, რომლებმაც ისარგებლეს კავკასიის ფრონტის დაშლით და დაარღვიეს დეკემბრის (1918 წ.) დაზავების პირობები, დაიწყეს მსხვილმასშტაბიანი შემოტევა არზრუმის, ვანისა და ზღვისპირეთის მიმართულებებზე. თურქული ჯარების პირისპირ იდგნენ სომხური და ქართული კორპუსები.

ამიერკავკასიის სეიმის პირველსავე სხდომაზე გაიშალა მხურვალე დისკუსია ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისა და თურქეთთან ურთიერთობების შესახებ საკითხებში, თურქების მიერ გაშლილი შემოტევის გათვალისწინებით. დაშნაკურმა ფრაქციამ შესთავაზა დაეტოვებიათ ამიერკავკასია რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებებით, რომელიც ეროვნულ კანტონებად იქნებოდა დაყოფილი. აზერბაიჯანულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ ამიერკავკასია თავის ბედს უნდა წყვეტდეს რუსეთისგან დამოუკიდებლად, დადებს რა ზავს თურქეთთან. აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მთავრობაში განაცხადეს, რომ მათი ჯარები არ მიიღებენ მონაწილეობას კონფლიქტში თურქეთის წინააღმდეგ. ქართულმა მხარემ ძირითადად მხარი დაუჭირა აზერბაიჯანელებს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და თურქეთთან დამოუკიდებელი ხელშეკრულების დადების საკითხებში (ბრესტის ზავისგან დამოუკიდებელი ხელშეკრულებისა – ი. ხ.), რამდენადაც ამიერკავკასიას უბრალოდ არ გააჩნდა ძალები თურქეთისადმი სამხედრო დაპირისპირებისთვის. სომხური ფრაქციის შეუპოვარ პოზიციასთან დაკავშირებით დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ საკითხი დროებით იქნა გადადებული.

მარტის შუა რიცხვებისათვის თურქებმა დაიკავეს ერზინჯანი, ტრაპიზონი და არზრუმი. მუქარა ჩამოწვა ყარსისა და ბათუმის თავზეც. უთანხმოებანი მაჰმადიანურ და სხვა ფრაქცებს შორის სულ უფრო მეტად ღრმავდებოდა როგორც სეიმში, ისე ამიერკავკასიის კომისარიატშიც. ამ პირობებში ამიერკავკასიის კომისარიატმა მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო სეპარატიული მოლაპარაკებები თურქეთთან ტრაპიზონში. დელეგაციის ხელმძღვანელად აკაკი ჩხენკელი იქნა არჩეული.

სამშვიდობო კონფერენცია 1 (14) მარტს დაიწყო. რამდენიმე დღით ადრე თურქეთმა ბრესტის ზავს მოაწერა ხელი საბჭოთა რუსეთთან, რომლის მიხედვითაც თურქეთს გადაეცემოდა არა მარტო დასავლეთ სომხეთის ტერიტორიები, არამედ ქართველებითა და სომხებით დასახლებული ბათუმის, ყარსისა და არტაანის რაიონებიც.

თურქეთმა, რომელიც თავისი შემოტევის მსვლელობისას ფაქტიურად უკვე დაუბრუნდა 1914 წელს რუსეთთან არსებულ თავის საზღვრებს, ამიერკავკასიის დელეგაციისაგან მოითხოვა ეცნო ბრესტის ზავის პირობები. ეს უკანასკნელი, რომელიც დამოუკიდებლობაზე აცხადებდა პრეტენზიას და უარყოფდა ბრესტის ხელშეკრულებას, იმედოვნებდა სეპარატიული ზავის დადებას თურქეთთან უფრო ხელსაყრელ პირობებზე – 1914 წლის სახელმწიფო საზღვრების აღდგენა და თვითგამორკვევა აღმოსავლეთ ანატოლიისათვის თურქული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში. ამოდიოდა რა სამხედრო აღმატებიდან (უპირატესობიდან), თურქული მხარე ამ მოთხოვნების თვით განხილვაზეც კი უარს აცხადებდა. ამასობაში თურქული ჯარების კონტროლქვეშ გადასული რაიონებიდან ტფილისში მოსული შეტყობინებები ამცნობდნენ იქ დაწყებული ქრისტიანული მოსახლეობის ძარცვა-რბევის, მასობრივი გამოსახლებებისა და მკვლელობათა შესახებ.

გამოვლინდა სერიოზული უთანხმოებები ამიერკავკასიის ეროვნულ პარტიებს შორის საკითხზე იმის შესახებ, თუ რა ტერიტორიების დათმობა შეეძლო ამიერკავკასიის მთავრობას თურქეთისათვის. ხოლო როცა ა. ჩხენკელმა 23 მარტს (5 აპრილს), ითვალისწინებდა რა თურქული ჯარების გაგრძელებულ შემოტევას, გამოთქვა მზადყოფნა წასულიყო კომპრომისზე როგორც ტერიტორიულ საკითხში, ისე თურქეთის სომეხთა შესახებაც, თურქულმა დელეგაციამ მოითხოვა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. საბოლოოდ მიღებულმა თანხმობამ უკვე აღარ დააკმაყოფილა თურქები, რომლებსაც, სამხედრო გამარჯვებებით შთაგონებულებს, განზრახული ჰქონდათ 1877–78 წლების რუსეთ-თურქეთის საზღვარიც გადმოელახათ და საომარი მოქმედებები ამიერკავკასიის სიღრმეშო გადმოეტანათ. სეიმმა მოლაპარაკებები შეწყვიტა და დელეგაცია ტრაპიზონიდან გამოიწვია, რითაც ოფიციალურად შევიდა ომში თურქეთთან. ამასთან აზერბაიჯანული ფრაქციის წარმომადგენლებმა სეიმში ღიად განაცხადეს, რომ თურქეთის წინააღმდეგ ამიერკავკასიელი ხალხების საერთო კავშირის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ითვალისწინებენ რა მათ „განსაკუთრებულ რელიგიურ კავშირებს თურქეთთან“.

ვრცელდებოდა ხმები რაღაც თურქულ-ქართული საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ, რომელთა თანახმადაც ჩხენკელი ტრაპიზონში ცდილობდა ბათუმის შენარჩუნებას ყარსისა და არტაანის თურქებისთვის გადაცემის პირობით.

13 აპრილს თურქები ბათუმში შემოვიდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ დელეგაცია ტფილისში დაბრუნდა და ხმები ქართულ-თურქული მოლაპარაკებების შესახებ დადასტურდა. ჩხენკელმა ბათუმი თურქებს ჩააბარა ბრესტის შეთანხმების იმ ნაწილის განხორციელების შემდეგ, რომელიც ამიერკავკასიას ეხებოდა იმ პირობით, რომ ეს ქალაქი საქართველოსთვის იქნებოდა შემოერთებული (Чхенкели сдал Батум туркам после осуществления относящейся к Закавказью части Брестского соглашения с условием, что это город будет присоединён к Грузии).

22 აპრილს ქართულმა და აზერბაიჯანულმა დელეგაციებმა გამოაცხადეს ამიერკავკასიის რუსეთისაგან დამოუკიდებლობა და ახალი სახელმწიფოს – ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის (ადფრ) – შექმნა, ასრულებდნენ რა პირველს იმ წინასწარი პირობებიდან, რომლებიც ზავის დასადებად თურქეთმა წამოაყენა. იმავე დღეს გეგეჭკორის მთავრობა გადადგა, და დამტკიცებულ იქნა ადფრ-ის ახალი მთავრობა, რომელშიც ჩხენკელი იყო ყველაფერი: საგარეო საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც, ადფრ-ის დელეგაციის ხელმძღვანელიც საზავო (სამშვიდობო) მოლაპარაკებებზე. განაგრძობდა რა პირობათა თავისი ნაწილის შესრულებას, ჩხენკელმა ბრძანა საფრონტო ნაწილების გაუქმება (განფორმირება).

28 აპრილს ამიერკავკასიის მთავრობამ მიიღო ტელეგრამა თურქეთის მთავრობისაგან შემდეგი შეტყობინებით: „თურქეთმა სცნო (აღიარა) ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა და ამის შესახებ შეატყობინა თავის მოკავშირეებს“.

1918 წლის 26 მაისის გათენების ღამეს ქალაქ ბათუმში თურქული დელეგაცია წარუდგენს ულტიმატუმს ადფრ-ის ლიკვიდაციის შესახებ. ამიერკავკასიის სეიმის ქართული ფრაქცია, დაჰყვა რა ზეწოლას, გამოდის ადფრ-დან, საქართველოს ეროვნული საბჭო აცხადებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას. ჩხენკელის მთავრობა იძულებული შეიქნა გადამდგარიყო.

1918 წლის 4 ივნისს თურქეთმა ხელი მოაწერა საქართველოსთან ხელშეკრულებებს „მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ“, რომლითაც თურქეთს ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქების გარდა, ეძლეოდა კიდევ ახალქალაქის მაზრა და ახალციხის მაზრის ნაწილიც. თურქული ჯარებმა მიიღეს დაუბრკოლებელი სარკინიგზო გადაზიდვების უფლებაც.

შედეგები 

ამიერკავკასიის ფედერაციის არსებობის შეწყვეტის შემდეგ რეგიონში წარმოიქმნა რიგი ტერიტორიული დავებისა. სომხეთი და აზერბაიჯანი დავობდნენ ელიზავეტპოლის (ისტორიული და თანამედროვე განჯის – ი. ხ.) გუბერნიის მთა-გორიანი ადგილმდებარეობისა ერევნის გუბერნიის არაქსის ველის გამო. საქართველო და რუსეთის მოხალისეთა არმია იბრძოდნენ შავი ზღვის სანაპიროს კონტროლის გამო სოჭიდან სოხუმამდე და სანაპიროს მიმდებარე მთა-გორიანი ადგილების გამოც. აზერბაიჯანი, საქართველო და მთიელთა რესპუბლიკა პრეტენზიას აცხადებდნენ ზაქათალის ოკრუგზე. აზერბაიჯანი ასევე ედავებოდა საქართველოს უფლებებისთვის ტფილისის გუბერნიის დიდ ნაწილზე, პრეტენზიას აცხადებდა რა მთლიანად ან ნაწილობრივ სიღნაღზე, ტფილისზე, ბორჩალოზე, ახალციხესა და ახალქალაქზე. უკანასკნელზე ბორჩალოს რაიონის ნაწილთან ერთად პრეტენზიას აცხადებდა ასევე სომხეთიც. ამრიგად სამივე ახალგაზრდა რესპუბლიკას ჰქონდა ტერიტორიული დავები ერთმანეთთან. თუმცა კი აზერბაიჯანის ტერიტორიული პრეტენზიები მათგან ყველაზე უფრო დიდი იყო. აზერბაიჯანი ფაქტიურად პრეტენზიას აყენებდა მთელი ამიერკავკასიის თითქმის 2/3-ზე, და მას რომ მიეღწია მთელი სადავო ტერიტორიების თავის შემადგენლობაში ინკორპორაციისათვის, მაშინ სომხეთს დარჩებოდა დაახლოებით 12 ათასი კვ. კმ ტერიტორია, იმაზე ცოტათი მეტი, რისი გადარჩენაც მოხერხდა 1918 წლის ივნისში თურქებთან ომში. გარდა ამისა ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკამ, მას შემდეგ რაც თურქეთმა 1918–1919 წლების მიჯნაზე გაიყვანა თავისი ჯარები ყარსიდან და ბათუმიდან, დაიწყო პრეტენზიების განცხადება ამ ტერიტორიებზე. ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთაგან თითოეული, ხედავდა რა თავის საზღვრებს ელასტიურს, ცდილობდა თავისი ტერიტორიის სხვების ხარჯზე გაზრდას. და თუმცა კი თითოეულს შეეძლო თავისი პოზიციის ლოგიკურად დასაბუთება, საბოლოოდ, ყველაფერი პოლიტიკურ ნებასა და იარაღის ძალაზე დაიყვანებოდა. 

მთავრობა 

ამიერკავკასიის მთავრობას, და მასში საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურობდა ა. ი. ჩხენკელი, სხვა პოსტები დაიკავეს:

შინაგან საქმეთა მინისტრი – ნ. ბ. რამიშვილი
ფინანსთა მინისტრი – ა. ი. ხატისოვი
შეტყობინების გზათა მინისტრი – ჰუდადათ-ბეგ მელიქ-ასლანოვი
იუსტიციის მინისტრი – ფათალი ხან ხოისკი
სამხედრო მინისტრი – გ. თ. გიორგაძე
მიწათმოქმედების მინისტრი – ნ. გ. ხომერიკი
სახალხო განათლების მინისტრი – ნასიბ-ბეგ უსუბბეგოვი
ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი – მამედ ჰასან გაჯინსკი
სურსათის მინისტრი – ა. ი. სააკიანი
სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი – ო. კაჯაზნუნი
შრომის მინისტრი – ა. ა. ერზინკიანი
სახელმწიფო მაკონტროლებელი – ი. ჰაიდაროვი

იხილეთ ასევე 

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პირველი რესპუბლიკა სომხეთი
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

მითითებები 

Сергей Маркедонов. «Актуальный юбилей»
Андрей Зубов «Политическое будущее Кавказа:опыт ретроспективно-сравнительного анализа»

კატეგორიები:

გაჰქრნენ 1918 წელს
აზერბაიჯანის ისტორია
სომხეთის ისტორია
საქართველოს ისტორია
სახელმწიფოები აზერბაიჯანის ისტორიაში
სახელმწიფოები სომხეთის ისტორიაში
საქართველო ახალ დროში
რუსეთში სამოქალაქო ომის დროინდელი არასაბჭოთა სახელმწიფო წარმონაქმნები


VI. სომხეთის ეროვნული საბჭო 

სომხეთის ეროვნული საბჭო – სომხური ეროვნული მოძრაობის აღმასრულებელი ორგანო, არჩეული სომხური ეროვნული ყრილობის მიერ (ტფილისი, 1917 წლის სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის დასაწყისი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა დელეგატმა (უმრავლესობა – პარტია „დაშნაკცუტიუნიდან“).

ეროვნულ საბჭოში შევიდა 15 წევრი: არამ მანუქიანი, ავეტის აგარონიანი, ნიკოლ აგბალიანი, ხ. ო. ქარჯიქიანი (კარჩიკიანი), რუბენ ტერ-მინასიანი და ა. ბაბალიანი („დაშნაკცუტიუნი“); ა. სტამბოლიანცი და ა. ტერ-ოგანიანი (ესერები); მ. გარაბექიანი და გ. ტერ-გაზარიანი (სოციალ-დემოკრატები); ს. არუტჲუნიანი და მ. ბაბაჯანიანი (სომხეთის სახალხო პარტია); ს. მამიკონიანი, თ. ბეგზადიანი და პ. ზაქარიანი (უპარტიოები).

სომხეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები შედიოდნენ ამიერკავკასიის კომისარიატის – ამიერკავკასიის კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც შეიქმნა ტფილისში 1917 წლის 15 (28) ნოემბერს ქათველი მენშევიკების, ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატისტების მონაწილეობით, – ფინანსთა კომისარი იყო ხ. ო. ქარჯიქიანი (ქარჩიკიანი), სურსათის კომისარი – გ. ტერ-გაზარიანი.

1917 წლის ბოლოს ეროვნულმა საბჭომ, რომელიც იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა თურქული არმიის პირისპირ მდგომი კავკასიის ფრონტის დაშლაზე, მონაწილეობა მიიღო სომეხ მოხალისეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში.

1917 წლის 13 დეკემბერს კავკასიის ფრონტის ახალმა მთავარსარდალმა გენერალ-მაიორმა ლებედინსკიმ შექმნა სომხური მოხალისეთა კორპუსი, რომლის სარდლადაც დაინიშნა გენერალი თომა ნაზარბეგოვი, შტაბის უფროსად კი – გენერალი ვიშინსკი. სომხეთის ეროვნული საბჭოს თხოვნით მთავარსარდალ ნაზარბეგოვთან საგანგებო კომისრად იქნა დანიშნული „გენერალი დრო“.

1918 წლის 10 (23) თებერვალს ტფილისში ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი. მის შემადგენლობაში შევიდნენ სრულიად რუსეთის დამფუძნებელ კრებაში ამიერკავკასიიდან არჩეული დეპუტატები და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის პარტია „დაშნაკცუტიუნის“ 27 წარმომადგენელიც. პოლიტიკური დებატების მსვლელობისას დაშნაკური ფრაქცია სთავაზობდა დაეტოვებიათ ამიერკავკასია რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებებით, რომელიც ეროვნულ კანტონებად იქნებოდა დაყოფილი, ხოლო თურქეთთან მიმართებაში კი – დაჟინებით მოეთხოვათ დასავლეთ სომხეთის თვითგამორკვევა. სეპარატიული ტრაპიზონის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ და გაგრძელებული თურქული შემოტევის გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც თურქულმა ჯარებმა აღიდგინეს კონტროლი დასავლეთ სომხეთზე, გადმოვიდნენ 1914 წლის საზღვარზე და ოკუპაციით ემუქრებოდნენ მთელ ამიერკავკასიას, 9 (22) აპრილს ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე, სომხური დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოეცხადებიათ ამიერკავკასია დამოუკიდებელ დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად. ა. ი. ჩხენკელის ახალ მთავრობას დაევალა გამოემუშავებია თურქეთთან დაზავების პირობები.

მოლაპარაკებებმა, რომლებიც ბათუმში 11-დან 26 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა, გამოავლინა მწვავე საგარეოპოლიტიკური უთანხმოებანი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოებს შორის.

მოლაპარაკებებზე თურქეთმა კიდევ უფრო მძიმე პირობები წამოაყენა, ვიდრე ამას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება ითვალისწინებდა, – ამიერკავკასიას თურქეთისათვის უნდა დაეთმო ერევნის გუბერნიის ტერიტორიის ორი მესამედი, ტფილისის გუბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, აგრეთვე კონტროლი ამიერკავკასიის რკინიგზაზე.

ამ სიტუაციაში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დახმარებისათვის გერმანიას მიმართა. გერმანიის წარმომადგენლებმა ურჩიეს საქართველოს დაუყოვნებლივ გამოეცხადებია დამოუკიდებლობა და გერმანიისათვის მფარველობის შესახებ ეთხოვა, რათა თურქეთის შემოსევა და დაღუპვა თავიდან აეცილებია. 1918 წლის 24–25 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ეს წინადადება მიღებულ იქნა. იქვე გადაწყდა ამიერიდან საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის საქართველოს პარლამენტი ეწოდებიათ. 25 მაისს გერმანული ჯარები საქართველოში გადმოსხდნენ.

26 მაისს ამიერკავკასიის სეიმმა თვითდაშლის (თვითდათხოვნის) შესახებ გამოაცხადა. სეიმის გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო: „იმის გათვალისწინებით, რომ ომისა და მშვიდობის შესახებ საკითხში გამოვლინდა ძირეული განსხვავებანი (უთანხმოებანი) ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემქმნელ ხალხებს შორის, და ამიტომ შეუძლებელი შეიქნა ერთი ავტორიტეტული ხელისუფლების გამოსვლა, რომელიც ამიერკავკასიის სახელით ილაპარაკებდა, სეიმი ახდენს ამიერკავკასიის დაშლის ფაქტის კონსტატაციას და იხსნის თავის უფლებამოსილებებს“.

28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ ტფილისში საკუთარი თავი „სომხური მაზრების უმაღლეს და ერთადერთ ხელისუფლებად“ გამოაცხადა.

თუმცა კი, ამ დროისათვის თურქეთმა უკვე მოახდინა ამიერკავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, მათ შორის სომხეთის ტერიტორიისა. დაშნაკური მთავრობა იძულებული შეიქნა სეპარატიული სამშვიდობო შეთანხმებისათვის ხელი მოეწერა. 4 ივნისს ბათუმში დადებულ იქნა ეგრეთ წოდებული „მშვიდობისა და მეგობრობის კავშირი“ თურქეთის მთავრობასა და სომხეთს შორის. ამ შეთანხმების მიხედვით დაშნაკური მთავრობის ძალაუფლების ქვეშ მყოფი ტერიტორია ერევნისა და ეჩმიაძინის მაზრებით იფარგლებოდა, რაც 12 ათას კმ² შეადგენდა. სომხეთის დანარჩენი ტერიტორია თურქული ჯარების მიერ იყო დაპყრობილი.

იხილეთ ასევე 

ამიერკავკასიის კომისარიატი
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
რესპუბლიკა სომხეთი

კატეგორია:

სომხეთის ისტორია


VII. საქართველოს ეროვნული საბჭო 

საქართველოს ეროვნული საბჭო (დეკემბერი 1917 – ივნისი 1918) – საქართველოს პოლიტიკური პარტიათაშორისი ორგანო.

ისტორია 

ეროვნული საბჭო შეიქმნა საქართველოს I ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც შედგა 1917 წლის 20 ნოემბერს (3 დეკემბერს) ქართული ინტერპარტიული საბჭოს ინიციატივით საქართველოს ყველა პარტიის მონაწილეობით, ბოლშევიკების პარტიის გარდა. წამყვან როლს ეროვნულ საბჭოში თამაშობდნენ მენშევიკები.

ყრილობაზე მოხსენებით „მიმდინარე მომენტი და ქართველი ხალხი“ გამოსულმა საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ნოე ჟორდანიამ ხაზი გაუსვა ყველა პარტიის მომხრეობას რუსეთთან ერთიანობის შენარჩუნებისა და დროებითი მთავრობის ხელისუფლების აღდგენისადმი.

მოხსენებაში ასევე შედიოდა საქართველოს სრული თვითმმართველობის მოთხოვნა „რუსეთის ფარგლებში“ და მიეთითებოდა ამიერკავკასიის ტერიტორიის ეროვნულ-ტერიტორიული დაყოფის მოხდენის აუცილებლობაც, საერთო თანხმობაზე დამყარებით.

6 (19) დეკემბერს საბჭომ გამოაქვეყნა ქართველი ხალხისადმი მიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა ომმა დაარღვია რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკური ერთიანობა და მოშალა მისი ეკონომიკური ცხოვრება, როცა უკვე აღარ არსებობს ერთიანი, ყველას მიერ აღიარებული ცენტრალური მთავრობა, საქართველოს ეროვნული საბჭო „მოწოდებულია გამოავლინოს, სათავაში ჩაუდგეს და განახორციელოს ქართველი ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნული მოთხოვნები, დაიცვას და განამტკიცოს მისი რევოლუციურ-დემოკრატიული მისწრაფებანი... ეროვნულ საბჭოს დავალებული აქვს მოითხოვოს და განახორციელოს სრული ეროვნულ-ტერიტორიული საკანონმდებლო თვითმმართველობა მუსლიმანური საქართველოს ფართო თვითმმართველობის განხორეციელებით, აგრეთვე სხვა განაპირა ადგილებისაც, რომელთა მცოვრებნიც გამოთქვამენ სურვილს შემოვიდნენ საქართველოს შემადგენლობაში“.

საქართველოს ეროვნული საბჭო, არ სცნო რა სახალხო კომისართა საბჭოს ხელისუფლება (ანუ საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება – ი. ხ.), იმ მომენტში არ სვამდა საკითხს საქართველოს რუსეთისაგან გამოყოფის შესახებ.

თუმცა კი, 1918 წლის დასაწყისში სიტუაცია შეიცვალა. ბოლშევიკების მიერ მოსკოვში (თუ პეტროგრადში? – ი. ხ.) დამფუძნებელი კრების გარეკვამ და ამასთან დაკავშირებულმა ამიერკავკასიის სეიმის, როგორც ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს მოწვევამ, გლეხთა აჯანყებებმა, რომლებმაც 1918 წლის გაზაფხულზე საქართველოს ბევრ რაიონში იფეთქეს, საბჭოთა რუსეთის მიერ ბრესტის ზავზე ხელმოწერამ, რომლის მიხედვითაც თურქეთის შემადგენლობაში გადადიოდა ქართველებითა და სომხებით დასახლებული ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქები, თურქული ჯარების დაწყებულმა შემოტევამ და მისმა მომყოლმა სამხედრო უიღბლობებმა – ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ 1918 წლის 9 (22) აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა ამიერკავკასია გამოაცხადა დამოუკიდებელ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად (ადფრ).

ადფრ-ის მთავრობა, რომელსაც არ გააჩნდა ძალები თურქული შემოტევის მოგერიებისთვის, იძულებული შეიქნა წასულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე (გერმანიის შუამდგომლობით).

მოლაპარაკებებმა, რომლებიც ბათუმში 11-დან 26 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა, გამოავლინა მწვავე საგარეოპოლიტიკური უთანხმოებანი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოებს შორის, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების შექმნა.

მოლაპარაკებებზე თურქეთმა კიდევ უფრო მძიმე პირობები წამოაყენა, ვიდრე ამას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება ითვალისწინებდა, – ამიერკავკასიას თურქეთისათვის უნდა დაეთმო ერევნის გუბერნიის ტერიტორიის ორი მესამედი, ტფილისის გუბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, აგრეთვე კონტროლი ამიერკავკასიის რკინიგზაზე.

ამ სიტუაციაში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დახმარებისათვის მიმართა გერმანიას. გერმანული სარდლობა ხალისით გამოეხმაურა ამ მიმართვაზე, რამდენადაც გერმანიამ ჯერ კიდევ 1918 წლის აპრილში მოაწერა ხელი თურქეთთან საიდუმლო შეთანხმებას ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების განაწილების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველო მის გარეშეც გერმანიის გავლენის სფეროში იმყოფებოდა. გერმანიის წარმომადგენლებმა ურჩიეს საქართველოს დაუყოვნებლივ გამოეცხადებია დამოუკიდებლობა და გერმანიისათვის მფარველობის შესახებ ეთხოვა, რათა თურქეთის შემოსევა და დაღუპვა თავიდან აეცილებია.

1918 წლის 24–25 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ეს წინადადება მიღებულ იქნა. იქვე გადაწყდა ამიერიდან საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის საქართველოს პარლამენტი ეწოდებიათ.

საქართველო და აფხაზეთი 

1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომელმაც დააფიქსირა აფხაზეთის საზღვარი საქართველოსთან მდინარე ენგურზე და მოახდინა იმის კონსტანაცია, რომ „ერთიანი აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური მოწყობის ფორმა გამომუშავებულ უნდა იქნას აფხაზეთის დამფუძნებელ კრებაზე ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპის შესაბამისად“.

მაგრამ უკვე 1918 წლის ივნისში აფხაზეთის ტერიტორია, სადაც გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება, ოკუპირებულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მიერ გერმანული ჯარების დახმარებით.

იხილეთ ასევე 

აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო

მითითებები 

Автандил Ментешашвили. Из истории взаимоотношений Грузинской Демократической Республики с Советской Россией и Антантой. 1918—1921 гг.

კატეგორიები:

საქართველო ახალ დროში
სამოქალაქო ომი რუსეთში


VIII. აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო 

აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო (აზერბ. Azərbaycan Milli Şurası, آذربایجان میللی شوراسی), ცნობილი ასევე როგორც ამიერკავკასიის მუსლიმანთა დროებითი ეროვნული საბჭო ან ეროვნული აზერბაიჯანული საბჭო – პოლიტიკური პარტიათშორისი ორგანო, შექმნილი ამიერკავკასიის სეიმის ყოფილი მაჰმადიანი წევრების საგანგები სხდომაზე, რომელიც შედგა 1918 წლის 27 მაისს. აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოში წამყვან როლს თამაშობდა პარტია „მუსავატი“. მომდევნო დღეს, 28 მაისს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, მიიღო რა შესაბამისი დეკლარაცია.

საბჭოს შექმნა 

1918 წლის 27 მაისს ტფილისში შედგა ამიერკავკასიის სეიმის ყოფილი მაჰმადიანი წევრების საგანგებო სხდომა. თავმჯდომარეობდა მე-4 სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი და ამიერკავკასიის სეიმის ყოფილი წევრი მაჰმედ იუსუფ ჯაფაროვი, მდივანი გახლდათ სეიმის ყოფილი წევრი რაჰიმ-ბეგ ვექილოვი.

ესწრებოდნენ ამიერკავკასიის სეიმის ყოფილი წევრები ფედერალისტების თურანული დემოკრატიული პარტიის „მუსავატის“ ფრაქციიდან და უპარტიოთა დემოკრატიული ჯგუფიდან: ჰალილ-ბეგ ჰასმამედოვი, ფათალი-ხან ხოელი, მეჰთი-ბეგ განჯელი, მეჰთი-ბეგ ჰაჯიბაბაბეგოვი, ხოსროვ-ბეგ სულთანოვი, ნარიმან-ბეგ ნარიმანბეგოვი, ჯავად-ბეგ მელიქ-ეღანოვი, მირ გიდაეთ სეიდოვი, ჰამიდ-ბეგ შახტახტინსკი, საფი-ბეგ რუსტამბეგოვი, გ. მ. ახუნდზადე, მუსტაფა მაჰმუდოვი, ალი ასკერ-ბეგ მაჰმუდბეგოვი, ჰუდადათ-ბეგ მელიქ-ასლანოვი; მუსლიმანური სოციალისტური ბლოკის პარტიიდან: ბ. რიზაევი, ჯამო-ბეგ განჯელი და მუჰამედ მაგერამოვი; რუსეთში მუსლიმანობის პარტიიდან „იტიჰადი“: მირ იაგუბ მეხტიევი, სულთან მეჯიდ განიევი, ეიბათ ყული მამედბეგოვი; მუსლიმანთა სოციალ-დემოკრატიული მენშევიკების პარტიიდან „გუმეთი“: აქფერ აღა შეიხულისლამოვი, ს. ა. აღამალოვი.

სხდომა გაიხსნა ამიერკავკასიის ცენტრალური მუსლიმანური საბჭოს დელეგაციის მოხსენებით, რომელიც ბათუმიდან დაბრუნდა. დელეგაციის წევრმა ნასიბ-ბეგ უსუბბეგოვმა თურქული სამშვიდობო დელეგაციის სახელით გადასცა „თურქეთის მყარი გადაწყვეტილება შეინარჩუნოს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა და მისი მზადყოფნა დახმარებას აღმოუჩენდეს ახალგაზრდა სახელმწიფოს განმტკიცების, გაძლიერებისა და აყვავების საქმეში“.

მოხსენების მოსმენის შემდეგ კრება გადავიდა საკითხზე შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობისადმი დამოკიდებულების შესახებ ამიერკავკასიის სეიმის თვითდათხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შედგა 1918 წლის 26 მაისს. ამ საკითხზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კრებამ, მიიღო რა მხედველობაში (ისეთი) ორგანოს აუცილებლობა, რომელიც შეძლებდა გამოსულიყო მუსლიმანობის სახელით ყველაფერ იმის გაყოფის დროს, რაც შეადგენდა ახლახანს დაშლილი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მონაპოვარს, ერთხმად გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მმართველობა, გამოაცხადა რა საკუთარი თავი ამიერკავკასიის მუსლიმანთა დროებით ეროვნულ საბჭოდ კოოპტაციის უფლებით. კოოპტაციის უფლების მომხრედ გამოვიდა 14 ადამიანი 10 ხმის წინააღმდეგ. 

შემდეგ დაიწყო ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის არჩევა. პარტია „მუსავატმა“ თავმჯდომარედ წამოაყენა მაჰმედ ემინ რასულზადე. მისი კანდიდატურა დამტკიცებულ იქნა ყველა პარტიის მიერ, რუსეთში მუსლიმანობის პარტიის „იტიჰადის“ გამოკლებით. დახურული ბალოტირებით ხმათა უმრავლესობით (22) ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს რასულზადე. დახურული ბალოტირებით არჩეულ იქნენ თავმჯდომარის ამხანაგები (თანაშემწეები – ი. ხ.): 1-ლი – ჰასან-ბეგ აგაევი და მე-2 – მირ ჰაიდათ სეიდოვი, მდივნებად: 1-ლი – მუსტაფა მაჰმუდოვი და მე-2 – რაჰიმ-ბეგ ვექილოვი. აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა უპარტიო ფათალი-ხან ხოელი.

ლიტერატურა 

Р.А.Векилов. История возникновения Азербайджанской республики
Протоколы заседаний мусульманских фракций Закавказского сейма и Азербайджанского национального совета 1918 г. / Под ред. А. А. Пашаева. — Б.: Adiloğlu, 2006. — 216 с. 

კატეგორია:

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა


წერილები თარგმნა და ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მოამზადა
ირაკლი ხართიშვილმა