Monday, January 10, 2011

ტფილისის გუბერნია და მისი მაზრები 1890-იანი წლების მიწურულს

(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას)

ტფილისის გუბერნია 1890–იანი წლების მიწურულს

ტფილისის გუბერნიას უჭირავს ამიერკავკასიის ცენტრალური ნაწილი; აქვს არასწორი მრავალკუთხედის შესახედაობა, რომელიც გაწელილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ; ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან მას ესაზღვრებიან თერგისა და დაღესტნის ოლქები (რუს. область), დასავლეთიდან – ქუთაისის გუბერნია, სამხრეთიდან – ყარსის ოლქი და ერევნის გუბერნია, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან – ელიზავეტპოლის გუბერნია. 39197 კვ. ვერსი (44607 კვ. კმ). 9 მაზრა (ტფილისის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჩალოსი, გორის, დუშეთის, სიღნაღის, თელავისა და თიანეთის) და ერთი ოკრუგი (ზაქათალის). გუბერნიის უდიდესი განფენილობაა ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ – დაახლოებით 350 ვერსი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ – დაახლოებით 200 ვერსი. ტფილისის გუბერნიის ზედაპირის მოწყობა (რუს. устройство) მეტად მრავალფეროვანია: მის ფარგლებში იმყოფება თოვლით დაფარული მწვერვალები, მაღალი ქედები და შედარებით დაბალი ზეგნები; მისი 50%-ზე მეტი მდებარეობს 2000-დან 6000 ფუტამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ხოლო 6000-დან 10000 ფუტამდე სიმაღლეზე მდებარე ადგილები შეადგენს მისი ფართობის 19%-მდე. ტფილისის გუბერნიის სივრცის დაახლოებით 1% ძევს 10000 ფტ.-ზე მეტ სიმაღლეზე. 1000 ფტ.-ზე დაბლა მდებარე ადგილზე მოდის გუბერნიის ფართობის სულ 4,1%. ორო-ჰიდრავლიკური მიმართებით ტფილისის გუბერნიას უჭირავს თითქმის მხოლოდ მდ. მტკვრის შუა და ნაწილობრივ ზემო დინების აუზი, რომელიც წარმოადგენს საერთოდ ვრცელ ხეობას (რუს. долина), რომელიც დასავლეთიდან და განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჩაკეტილია მნიშვნელოვანი სიმაღლეებით, ხოლო აღმოსავლეთიდან და გახსნილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მისგან მდ. მტკვრის გამოსვლის ადგილას. გუბერნიის განაპირა მხარის მხოლოდ მეტად მცირე ნაწილი, რომელიც ადგილ-ადგილ გადადის კავკასიონის მთავარი ქედის იქით, მდებარეობს თერგისა და სხვა მდინარეების ზემოწელში, რომლებიც მიედინებიან ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ.

ტფილისის გუბერნიის ზედაპირის რელიეფი შედგება უპირატესად მთებისგან, რომლებიც მიეკუთვნებიან კავკასიონის მთავარი ქედის სისტემას, ასევე მცირე კავკასიონის სისტემასაც, და მეტ-ნაკლებად მაღალი ტალღოვანი ზეგნებისგან. ტფილისის გუბერნიის მთელი ჩრდილოეთ ნახევარი დაკავებულია კავკასიონის მთავარი ქედის მთების სისტემით, რომლებიც, წარმოქმნიან რა განშტოებების, კონტრფორსებისა და ქედების ურიცხვ სიმრავლეს, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფნ მტკვრის მარცხენა შენაკადების აუზებს, და თანდათანობით მაღლდებიან ჩრდილოეთის მიმართულებით, გადაჭიმული არიან გუბერნიის ჩრდილოეთ მხარისკენ, კავკასიონის მთავარი ქედის მარადიული თოვლითა და ყინულებით დაფარული ორი გოლიათური ჯაჭვის სახით. პირველი მათგანი (სამხრეთისა) წარმოადგენს რა 10000 ფტ.-ზე მაღალი საშუალო სიმაღლის წყალგამყოფ თხემს, ცალკეული მწვერვალებით მაღლდება 12500 ფტ.-მდეც და დაფარულია მარადიული თოვლით; ამ წყალგამყოფის გავლით ჩრდილო კავკასიაში მივყავართ უღელტეხილებს: კადლასანის (10770 ფტ. ლიახვსა და თერგს შორის), ზეკარის (10509 ფტ., ლიახვი_არდონი), ჯვრის (7957 ფტ., არაგვი_თერგი), დიდი გვერდის (10451 ფტ., კახეთის_თუშეთის ალაზანი), კოდორის (9186 ფტ., ალაზანი_ანდიის ყოისუ) და საცხენისის (ალაზნის ხეობა_ავარიის ყოისუ). მეორე ჯაჭვი (ე. წ. მეწინავე ქედი), რომელიც მიდის 10-20 ვერსის დაშორებით წყალგამყოფი თხემის ჩრდილოეთისკენ, და შეადგენს საკუთრივ ტფილისის გუბერნიის საზღვარს თერგის ოლქთან, აღმართულია უფრო მაღლა და ატარებს კიდევ უფრო მეტ თოვლსა და ყინულს; მისი უმაღლესი მწვერვალი _ ყაზბეგი (16545 ფტ.), წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს, რომლის ძველი ლავური ნაკადები ფარავს ვრცელ სივრცეს. მდინარეები, რომლებიც მიედინებიან ჩრდილოეთისკენ, კავკასიონის ქედის წყალგამყოფ ჯაჭვში, გააღწევენ რა მეწინავე ქედს, ტფილისის გუბერნიის ჩრდილოეთ განაპირა მხარეში წარმოქმნიან ოთხ ქვაბულს: თერგის (თერგის ზემოწელში), ასას (სუნჯის შენაკადის ასას ზემოწელში), არღუნისა (სუნჯის შენაკადის არღუნის ზემოწელში) და თუშეთისა (ანდიის ყოისუს ზემოწელში); ეს ველური ქვაბულები, რომლებიც ზღვის დონიდან გაცილებით მაღლა მდებარეობს, გარშემორტყმული არიან უზარმაზარი თოვლიანი მთებით, გამოირჩევიან მეტად მკაცრი კლიმატითა და ძნელად მისადგომობით და დასახლებული არიან თავისებური, განსაკუთრებით საინტერესო წარმოშობის, ენისა და ყოფა-ცხოვრების მქონე მთიელი ტომებით (ოსები, ხევსურები, ფშავლები და თუშები) – მიეკუთვნებიან ყველაზე უფრო აღსანიშნავი ადგილების რიცხვს არა მხოლოდ ტფილისის გუბერნიის, არამედ მთელი კავკასიის მხარისა.

კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთები, რომლებიც მეტად სუსტადაა განვითარებული ტფილისის გუბერნიაში თავიანთი მდებარეობის აღმოსავლეთ ნახევარში, სადაც ისინი ციცაბოდ ეშვებიან ალაზნის ხეობისკენ, დასავლეთში ალაზანსა და ლიახვს შორის კი ქმნიან მრავალ განშტოებას, რომლებიც თანდათანობით დაბლდებიან სამხრეთისკენ და ადგილ-ადგილ თავად მდ. მტკვარსაც უახლოვდებიან. ასეთი განშტოებებიდან აღსანიშნავია: კახეთის ქედი, რომელიც მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ (სიგრძე 150 ვერ.) ალაზნისა და ივრის ხეობებს შორის და ადგილ-ადგილ მაღლდებიან ტყის საფარის ფარგლებს ზემოთ (8500 ფტ.), და ქართლის ქედი (სიგრზე დაახლოებით 100 ვერ.), რომელიც არაგვს გამოჰყოფს ივრისგან და მაღლდება დაახლოებით იმავე სიმაღლეებამდე. დასავლეთით, ქსნისა და ლიახვის აუზებში, კავკასიონის ქედიდან სამხრეთისკენ გამოდის რამდენიმე განშტოება, რომლებიც, ისევე როგორც პირველი ორი, ჩრდილოეთ ბოლოებზე მაღლდებიან თითქმის თოვლის ხაზის ზღვრებამდე, ხოლო სამხრეთისკენ კი თანდათანობით დაბლდებიან და ჩამოდიან ტყით დაფარულ ან უტყეო ბორცვებამდე. ერთერთი ასეთი განშტოებაა სურამის ქედი, რომელიც ტფილისის გუბერნიას გამოყოფს ქუთაისის გუბერნიისგან, და იგი წარმოადგენს იმ რგოლს, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის სისტემის მთებს (რომლებიც ავსებენ ტფილისის გუბერნიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მაზრებს), მცირე კავკასიონის სისტემასთან, რომლის სიმაღლეებსაც უჭირავთ ამ გუბერნიის სამხრეთ-დასავლეთ ნახევრის უმეტესი ნაწილი. მაღალი მთაგორები, რომლებიც ამდენად დამახასიათებელია მცირე კავკასიონისთვის, განვითარებულია მხოლოდ უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, ახალქალაქისა და ნაწილობრივ ბორჩალოს მაზრებში, ამ სისტემის მიერ დაკავებული გუბერნიის მთელი დანარჩენი სივრცე კი მოდის ზეგნების კიდეებზე განლაგებულ ქედებსა და მთიან ქვეყნებზე. მცირე კავკასიონის სისტემის ჩრდილო განაპირა მხარეს წარმოადგენს გრძელი ფართო ქედი, რომელიც მიმართულია დაახლოებით 250 ვერ. სიგრძეზე შავი ზღვიდან თითქმის ტფილისამდე და გაყოფილია ბორჯომის ღრმა ხეობით, რომელშიც მდ. მტკვარი მცირე კავკასიონის მტებიდან ჩრდილოეთისკენ და შემდეგ აღმოსავლეთისკენ დაბლა ეშვება. ქედის დასავლეთ ნახევარი შეადგენს ტფილისის გუბერნიის საზღვარს ქუთაისის გუბერნიასთან და ატარებს აჭარა-ახალციხის მთების სახელწოდებას; აღმოსავლეთ ნახევარი კი მთლიანად ეკუთვნის ტფილისის გუბერნიას და მას ჩვეულებრივ ეწოდება თრიალეთის მთები.

მესამეული ქანებისგან აგებული და ხშირი ტყით დაფარული ამ ქედის მწვერვალები ადის ტყის საფარის ზონაზე უფრო მაღლაც (ნეფის-წყარო _ 9343 ფტ., ყარა-ყაი _ 9351, არჯევანი _ 9056 ფტ.), ხოლო უღელტეხილებიდან, რომლებიც გაჭრილია დიაბაზების, დიორიტებისა და პორფირიტების სახით, აღსანიშნავია ზეკარისა, რომელიც აბასთუმანს აკავშირებს ქუთაისთან, და კოჯორისა, რომლის გავლითაც წარმოებს ტფილისის შეტყობინება კოჯორთან. აჭარა-თრიალეთის მთების სამხრეთ კალთების ძირს, რომელიც თითქმის 2000 ფტ.-ით უფრო მაღლაა ჩრდილოეთ კალთების ძირთან შედარებით, ებჯინება დასავლეთში ახალციხის მაღალი ქვაბული, ხოლო აღმოსავლეთში კი ახალქალაქის ზეგანი. ახალციხის ქვაბული, რომელსაც ადგილ-ადგილ კვეთს მისი გარემომცველი მთების ტყიანი განშტოებები, ირწყვება მტკვრითა და მისი შენაკადით ფოცხოვ-ჩაი და მდებარეობს შედარებით დაბალ ადგილზე (ქ. ახალციხე – 3376 ფტ.). ებჯინება რა სამხრეთში მასზე 2000 ფტ.-ზე უფრო მაღლა მდებარე არტაან-ყარსის პლატოს საფეხურისებურ კიდეს, ეს ქვაბული თანდათანობით მაღლდება აღმოსავლეთისკენ და გადადის ახალქალაქის ზეგანში სიმაღლით დაახლოებით 5500 ფტ., რომლის აღმოსავლეთ ნაწილიც, რომელიც დასახლებულია დუხობორებითა და ეწოდება სადუხობორო, მდებარეობს კიდევ უფრო თითქმის 1000 ფტ. მაღლა. ძველი ლავებით დაფარულ უტყეო და ცივ ახალქალაქის პლატოს, რომელზეც მიმოფანტულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ტბა (თავფარავანის, ტაბაწყურის, თუმან-გელის, მადათაპინისა და სხვები) აღმოსავლეთიდან რკალად აკრავს სველი მთების ქედი, რომელიც მიმართულია რა მერიდიანული მიმართულებით, წარმოგვიდგება არსებითად პლატოს ამაღლებულ აღმოსავლურ განაპირა მხარედ. ეს ქედი შედგება ამოფრქვეული ქანებისგან და მისი ბევრი მწვერვალი, ადის რა მნიშვნელოვან სიმაღლემდე (აბული – 10826 ფტ., სამსარი – 10777 ფტ., ლეგლი-დაღი – 10491 ფტ. და სხვები) და ზაფხულის უმტეს ნაწილში რჩება თოვლით დაფარულად, წარმოადგენს ძველ ჩამქრალ ვულკანს.

სველი მთების აღმოსავლეთ კალთები, რომლებიც თავიდან არის დამრეცი და ადგილ-ადგილ წარმოქმნიან საკმარისად ვრცელ უტყეო ზეგან დაბლობებს (წალკის დაბლობი ზემო ხრამის ორივე მხარეზე, დაახლოებიტ 5000 ფტ.-მდე სიმაღლით, ლორის ველი მდ. კამენკას ზემო და შუა დინების გაყოლებაზე, დაახლოებით 4700 ფტ. სიმაღლით), შემდეგ აღმოსავლეთისკენ ხდებიან უფრო ციცაბო, იფარებიან ტყეებითა და წარმოქმნიან რა მრავალ განშტოებასა და კონტრფორსს, რომლებიც ერთმანეთისგან ყოფენ მდინარეების ხრამის, ბორჩალოსა და ალგეთის და მათი შენაკადების ხეობებს, ეშვებიან მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ველისკენ. ტფილისის გუბერნიის რელიეფის მეორე შემადგენელ ნაწილს ქმნიან მეტ-ნაკლებად ამაღლებული ტალღისებური მთათაშორისი დაბლობები, რომლებიც განვითარებულია განსაკუთრებით გუბერნიის სამხრეთ-აღმოსავლეთის დაბლობ და ველის ნაწილში. ამ დაბლობების ერთ ნაწილს, რომელიც წარმოადგენს მიწათმოქმედებისთვის მოსახერხებელ მორწყვად სივრცეს, მეტად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს მხარისთვის და მჭიდროდაა დასახლებული, სხვები, რომლებიც მოკლებული არიან მორწყვას და ამიტომ გაუდაბურებულია და დაფარულია ველის ბალახეულობით, ვარგისია მხოლოდ ზამთრის საძოვრების სახით. მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირის სივრცის ამ დაბლობების რიცხვიდან, უკვე ზემოთ მოხსენიებული შედარებით უხვად მორწყული მაღალი ახალქალაქის პლატოსა და წალკა-ლორეს ზეგანის გარდა – აღსანიშნავია კოდისა და ბორჩალოს დაბლობები, რომლებიც მდებარეობს ხრამისა და ბორჩალოს-წყლის ქვემო წელებში დაახლოებით 1200 ფტ. სიმაღლეზე მდ. მტკვრის გაყოლებით და უწირავთ დაახლოებით 500 კვ. ვერ. ფართობი. ცხელი გვალვიანი კლიმატის შედეგად ამ დაბლობებზე უხდებათ ხელოვნური მორწყვის გამოყენება.

მტკვრის მარცხენა ნაპირზე ბორჯომის ხეობიდან მისი გამოსვლისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მობრუნების ადგილას გაშლილია ლიახვით მორწყული ვრცელი, ნაყოფიერი და მჭიდროდ დასახლებული გორის დაბლობი; მისი სიმაღლე დაახლოებით 2200 ფტ., ხოლო სივრცე დაახლოებით 870 კვ. ვერ., რომელზედაც მიმოფანტულია 145-მდე სოფელი. უფრო ქვემოთ მტკვრის დინების გაყოლებით მდ. ქსნის ქვემოწელში, დაახლოებით 1700 ფტ. სიმაღლეზე, ძევს მუხრანის დაბლობი, ფართობით დაახლოებით 225 კვ. ვერ. მდ. ალაზნის დინების გაყოლებით ჩრდილო-აღმოსავლეთში კავკასიონის მთავარ ქედსა და სამხრეთ-დასავლეთში გომბორის მთებს შორის მდებარეობს გრძელი და ვიწრო ალაზნის ველი ანუ კახეთი, რომელიც წარმოადგენს ტფილისის გუბერნიის ერთერთ ყველაზე უფრო მდიდარ და დასახლებულ ადგილს. სიღნაღის განედიდან სამხრეთისკენ ალაზნის ველი ხდება მცირეწყლიანი და უდაბური და, ერწყმის რა შირაქის ზეგანს, რომელიც ძევს ერთის მხრივ, ალაზანსა და იორს, ხოლო მეორეს მხრივ კი იორსა და მტკვარს შორის მდებარე ყარიაზის ველის ფარგლებში, წარმოქმნის უზარმაზარ, ტალღოვან, ადგილ-ადგილ არცთუ მაღალი ბორცვებით დასერილ უტყეო, წყლისა და მუდმივი მოსხლეობის არმქონე ველის სივრცეს, რომელსაც უჭირავს ტფილისის გუბერნიის მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და წარმოადგენს ზამთრის საძოვრებს ცხვრის ფარებისთვის, რომლებსაც მესაქონლეები ჩამორეკავენ ხოლმე მთებიდან. თითქმის მთელი ტფილისის გუბერნია მხოლოდ მისი ყველაზე უფრო ზედა განაპირა მხარის გამოკლებით, რომელიც მიეკუთვნება ზემო თერგისა (თერგი, ასა, არღუნი) და ზემო სულაკის (ანდიის ყოისუ) აუზებს, ძევს მდ. მტკვრის შუა და ნაწილობრივ ზემო დინების აუზში და საერთოდ საკმარისად მდიდარია მდინარეებითა და მათი უფრო მცირე შენაკადებით, რომელთა განაწილებაც გუბერნიის ტერიტორიის ზედაპირზე, თუმცა კი, მეტად არათანაბარია _ გვხვდება სრულებით უწყლო ადგილებიც.

ტფილისის გუბერნიის ყველა მდინარეს აქვს მთის მდინარეთა ხასიათი, მდ. მტკვრის გარდა, რომელიც ამ თვისებით გამოირჩევა მხოლოდ თავის ზემო დინებაში. მტკვარი, რომელიც მთელ ტფილისის გუბერნიას გადაკვეთს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, შემოვა რა გუბერნიის ფარგლებში ვიწრო ხეობით ხოზაპინის ტბის მახლობლობაში, მარჯვენა მხრიდნ იერთებს ახალქალაქ-ჩაის, ხოლო მარცხენა მხრიდნ კი, ახალციხის ახლოს, ფოცხოვ-ჩაის. მტკვრის ვარდნა, გუბერნიის ფარგლებში შემოსასვლელსა და ბორჯომს შორის (95 ვერ.), 22 ფტ. ვერსზე, ხოლო ბორჯომსა და ტფილისს შორის კი (153 ვერ.) სულ 8,5 ფტ., რის შედეგადაც ბორჯომიდან მტკვარი მოსახერხებელი ხდება ხე-ტყის ტივებად დაცურებისთვის. მტკვრით ტფილისში ყოველწლიურად აცურებენ 2700 ტივს, რომლებიც შეიცავს 55000-მდე მორს. ტფილისსა და გუბერნიიდან მტკვრის გასასვლელში (45 ვერ.), სადაც ხეების დაცურება გაძნელებულია მეჩეჩებისა და იქ გაჩხერილი ხეთა ნარჩენების გამო, ვარდნა მხოლოდ 3 ფუტია ვერსზე. წყლის ყველაზე უფრო მეტი ხარჯვა მდინარეში ხდება ტფილისში დაახლოებით 70 კუბური საჟენი წამში (1864 წ. 3 აპრილს 100 კუბ. საჟ.), ყველაზე უფრო მცირეა – 4 კუბ. საჟ., საშუალო დანახარჯია – 13,7 კუბ. საჟენი წამში. ფოცხოვ-ჩაის ქვემოთ მტკვარს უერთდებიან ლიახვი (სიგრძე დაახლოებით 90 ვერ.), რომლიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარ ქედზე და რწყავს გორის დაბლობს, ლეხურა (ავტორს უწერია _ Рехула), ქსანი და არაგვი, რომლის შესართავიც არის მცხეთასთან. არაგვი სათავეს იღებს კავკასიონის მთავარ ქედზე ოთხი წყაროთი (მთიულეთის, გუდამაყრის, ფშავისა და ხევსურეთის არაგვები), რომელთაგან დასავლეთისა, რომლის გაყოლებითაც მიდის სქართველოს სამხედრო გზა, ითვლება მთავარ წყაროდ. არაგვის ვარდნა მლეთიდან მცხეთამდე (80 ვერ.) 38,5 ფუტია ვერსზე. მნიშვნელოვნად უფრო ქვემოთ ტფილისის გუბერნიის ელიზავეტპოლის გუბერნიასთან საზღვრის მახლობლად მარცხენა მხრიდანვე მტკვარში ჩაედინება ალაზანი, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მარცხენა შენაკადი (366 ვერ.), რომელიც თავის მხრივ მარჯვნიდან იერთებს თითქმის ასეთივე სიგრძის შენაკადს იორს (336 ვერ.). ალაზანი, რომელიც მოდინება კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, მნიშვნელოვნად უფრო უხვწყლიანია იორთან შედარებით და სათავეს იღებს კავკასიონის მთავარ ქედზე ბორბალოს მწვერვალთან (იხ. იორი, კახეთი, სიღნაღისა და თელავის მაზრები).

მტკვრის ერთადერთ მნიშვნელოვან მარჯვენა შენაკადს ტფილისის გუბერნიის ფარგლებში, ახალქალაქ-ჩაის გარდა წარმოადგენს მდ. ხრამი (სიგრზე 175 ვერ.), რომელიც სათავეს იღებს წალკის მაღლობზე და ტყიანი ხეობით ეშვება ბორჩალოს დაბლობზე, სადაც იგი მიიღებს რა მარჯვნიდან ბორჩალოს წყალს, ხოლო მარცხნიდან ალგეთს, ჩაედინება მტკვარში. მდინარეები, რომლებიც რწყავენ ტფილისის გუბერნიის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს (რუს. სვერნაია ოკრაინა) (თერგი, ასა, არღუნი, ანდიის ყოისუ), მიეკუთვნებიან მას მხოლოდ თავიანთი ზემოწელით და წარმოადგენენ მთის (სამთო) ნაკადებს, რომლებიც მოედინებიან ველურ ხეობებში და ქმნიან ათასობით ჭორომსა და ჩანჩქერს. მდ. თერგი, რომელიც სათავეს იღებს გუბერნიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ყაზბეგიდან სამხრეთით, ტფილისის გუბერნიას მიეკუთვნება დაახლოებით 45 ვერ. სიგრძეზე დარიალის ხეობამდე; მდინარის ვარდნა სადგურ კობიდან სადგურ ყაზბეგამდე 57 ფუტია ვრსზე, ხოლო სადგურ ყაზბეგიდან დარიალის ხეობამდე _ 150 ფტ.-ზე მეტი ვერსზე. ტფილისის გუბერნიის მდინარეები, არიან რა არასანაოსნონი, არ გამოირჩევიან თევზეულობის სიმდიდრით; სარწყავადაც ისინი ნაკლებად არიან გამოსადეგი, რადგანაც უმრავლეს შემთხვევებში მოედინებიან ციცაბო ნაპირებს შორის. ტბებით ტფილისის გუბერნია მდიდარი არ არის; მათგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვნები განლაგებულია ახალქალაქის პლატოზე 6-7 ატას ფუტ სიმაღლეზე; მათ შორის თავფარავანს გააჩნია 32 კვ. ვერ.-მდე წრიული ფართობი, ტაბაწყურს _ 15 კვ. ვერ., ხოზაპინს _ 20 კვ. ვერ.-მდე. ტფილისის შემოგარენში არის რამდენიმე მცირე მლაშე ტბა. მეტად მცირერიცხოვანი სამთო ტბებიდან შევნიშნავთ ყელის ტბას (9720 ფტ.), გუდაურის (საქართველოს სამხედრო გზის სადგური) დასავლეთით.

ტფილისის გუბერნიის კლიმატური პირობები, მისი რელიეფისა და მისი ცალკეული ნაწილების ზღვის დონიდან მდებარეობის მრავალფეროვნების შედეგად, მეტად სხვადასხვანირია. მარადიული თოვლის ფარგლებს ზევით ასულ მთათა მწვერვალებსა და ქედებს გააჩნიათ თითქმის პოლარული კლიმატი, იმ დროს, როდესაც მდ. მტკვრის გაყოლებაზე და გუბერნიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შედარებით დაბლობი ადგილები გამოირჩევა რბილი ზამთრითა და ძალზედ ცხელი ზაფხულით. ქვემოთ მოგვყავს უმთავრესი კლიმატური მონაცემები ტფილისის გუბერნიის ცალკეული ადგილებისთვის:

. . . . . . . . . . . . . . . . სიმაღლე მეტ- . . წლის საშუ- . . მაქსიმუმი . . მინიმუმი . . ნალექების
. . . . . . . . . . . . . . . . რებში ზღვის . . . ალო ტემპე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .წლიური რაო-
. . . . . . . . . . . . . . . . დონიდან . . . . . . რატურა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .დენობა, მმ-ში

ტფილისი . . . . . . . . . 409 . . . . . . . . . . . 12,6 . . . . . . . . . 38,2 . . . . . . - 22,2 . . . . . . . 482,1
ბორჯომი . . . . . . . . . 794 . . . . . . . . . . . . 9,8 . . . . . . . . . . – . . . . . . . . - 20,5 . . . . . . . 617,0
თეთრი წყარო . . . . 1258 . . . . . . . . . . . . 9,6 . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .752,0
კობი . . . . . . . . . . . . .1972 . . . . . . . . . . . .3,5 . . . . . . . . . . – . . . . . . . . .- 28,1 . . . . . . 1203,3
გუდაური . . . . . . . . 2210 . . . . . . . . . . . .3,9 . . . . . . . . . . – . . . . . . . . .- 23,7 . . . . . . 1427,5


დაბლობი ადგილები, რომელთა კლიმატის წარმომადგენელიც არის ტფილისი, გამოირჩევა ცხელი და მშრალი ზაფხულით რომელსაც ახასიათებს ძლიერი მშრალი ქარები; სასოფლო სამურნეო მცენარეთა კულტურა წარმოუდგენელია მორწყვის გარეშე. შემოდგომაზე მოდის წვიმები და მცენარეულობაც ცოცხლდება. ზამთარი წვიმიანია, ნაკლებად თოვლიანი, არცთუ დიდი და მცირე ხანგრძლივობის ყინვებით. გაზაფხული ადრეულია, დგება არცთუ იშვიათად თებერვლის ბოლოს და, შედარებით ნაკლებ ხანგრძლივია. მთისწინების ზოლი (ბორჯომი, თეთრი წყარო), რომელიც უმეტეს წილად შედგება ტყიანი ან უტყეო ხეობებისა და ველებისგან, გამოირჩევა განსაკუთრებულად მრავალფეროვანი კლიმატით; ზამთარი აქ შედარებით მკაცრია, ადგილ-ადგილ უხვთოვლიანი; ზაფხული ნაკლებად ცხელია და უფრო უხვი ნალექებითაც ხასიათდება, რის შედეგადაც ნათესები შესაძლოა გადიოდეს მორწყვის გარეშეც. აქ წარმატებით იზრდება ბალახეულობა, პურეულობა, კენკრა და ხეხილი ვაზის ჩათვლით, ხოლო უფრო მეტად დაბლობ ადგილებში გარგარის ჩათვლითაც, მაგრამ ეს უკანაკნელი მცენარე არცთუ იშვიათად ზიანდება მოყინვბისგან. ტფილისის გუბერნიის მთაგორიანი ნაწილები კლიმატის მიხედვით შესაძლოა დაყოფილ იქნას ზემო და ქვემო ზოლებად. ზემო ზოლი, დაწყებული თოვლიანი მწვერვალებიდან 7000 ფტ. სიმაღლემდე ზღვის დონიდან, დაუსახლებელია და გამოირჩევა მეტად მკაცრი კლიმატური პირობებით; ყინვებიანი და უხვთოვლიანი ზამთარი გრძელდება 9 თვეზე მეტ ხანს, მოკლე ზაფხული ცივი და წვიმებანია. ქვემო ზოლი, რომელიც მდებარეობს 4-7 ათას ფტ. სიმაღლეზე _ უფრო თბილია, მაგრამ მისი კლიმატი მაინც გამოირჩევა მნიშვნელოვანი სიმკაცრით; ზამთარი გრძელდება 7 თვეზე მეტ ხანს, ზაფხული კი ცივია, წვიმებიანი, მკვეთრი გადასვლებით სითბოდან სიცივეზე, რის შედეგადც პურეულობა აქ არცთუ ყოველთვის ასწრებს დამწიფებას, ხოლო ზოგჯერ კი მათი ყანები თოვლით იფარება. საერთოდ ამ ზოლის კლიმატი არ უწყობს ხელს ხვნა-თესვას, სამაგიეროდ ბალახი აქ მეტად კარგად იზრდება.

ტფილისის გუბერნიის მცენარეულობა ხასიათდება დიდი მრავალფეროვნებით. გუბერნიის დასავლეთ ნაწილში, რომლიც ესაზღვრება ნესტიან დასავლეთ ამიერკავკასიას, ვრცელი სივრცეები დაფარულია წიწვოვანი ტყეებით, რომლებიც შედგება ნაძვის (Picea orientalis), ფიჭვისა (Pinus sylvestris) და სოჭისგან (Abies Nordmaniana), წიფელის, რცხილისა და მუხის (Quercus sessiliflora) შერევით. წიწვოვანი ტყის ზოლი, რომელიც მოიცავს აჭარა-ახალციხისა და თრიალეთის მთებს და ზოგიერთ ადგილს კავკასიონის მთავარი ქედის გაყოლებით, მცირე კავკასიონის სისტემაში გადაჭიმულია მდ. ალგეთის ზემოწელამდე (მანგლისი). სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით კლიმატი ხდება უფრო მშრალი და მცენარეულობა თანდათანობით იცვლება. გუბერნიის სამხრეთ ნაწილში, მცირე კავკსიონის არეში პირობების ცვლილება გამოიხატება აღმოსავლური მუხის (Quercus macranthera) ნარგავების მნიშვნელოვნად განვითარებით, რომელიც გაბატონებულია დაბალ ჰორიზონტებში, იმ დროს როდესაც უფრო მაღლა ჭარბობს წიფელი, ადგილ-ადგილ რცხილასთან და სხვა ჯიშებთან ერთად. განსაკუთრებულ მეტად საინტერესო ტიპს წარმოადგენს შირაქის ზეგნის ტყეები, რომლებშიც ჭარბობს ღვია (Juniperus foetidissima, excelsa, oxycedrus), ფსტა (Pistacia mutica), მუხა, თელა და სხვა; ივრის ქვემოწელში მთაგორების მშრალ ფერდობებზე იზრდება ზღვისპირა ფიჭვი (Pinus maritima), რომელიც აქ შენარჩუნდა უწინდელი დროებიდან. აღნიშნული ჯიშების გარდა, ტყეებში გვხვდება ნეკერჩხლის, ცაცხვის, მუხის სხვადასხვანაირი სახეობები, იფანი, თელა, ალვის ხე და სხვა; დაბალი მთისწინები დაფარულია ჩვეულებრივ აღმოსავლური რცხილით (Caprinus orientalis), ფშატით (Eleagnu), каркасом (Celtis), держи-деревом (Paliurus), желтинником (Rhus cotinus, coriaria), ღვიებით და სხვა.

კავკასიონი მთავარი ქედის ნოტიო კალთები, რომლებიც ეშვება ალაზნის ხობაში, დაფარულია მთის ხშირი ტყეებით, რომლებიც ქვედა ჰორიზონტებში წარმოგვიდგენს ჯიშების დიდ მრავალფეროვნებას. მუხის, თელას, ალვის ხისა და რცხილას გარდა აქ იზრდება ნეკერჩხალი (Acer insigne), лапина (Pterocarya caucasia), მურყანი, ხურმა (Diospyros Lotus), კაკალი (Juglans regia), თუთის ხე და წაბლი (Castavea vesca). ადგილ-ადგილ ტფილისის გუბერნიის ტყეებში გვხვდება ასევე ურთხელი და დათვის თხილი (Corylus colurna). ტყეების ზედა ჰორიზონტი შედგება ჩვეულებრივ ჭნავის, არყის ხის, მთის ნეკერჩხლისა (Acer Trautvetteru) და კავკასიური შქერის (დეკას) (Rhododendron caucasium) ბარდებისგან, რომლის ზემოთაც გადაჭიმულის სამთო საძოვრები. ციცაბო ფერდობების სიუხვის პირობებში მათ დამფარავ ტყის მცენარეულობას აქვს დიდი მნიშვნელობა წვიმის ნაკადებით მათი ჩამორეცხვისგან დასაცავად. ტფილისის გუბერნიის ტყეები შედგება უპირატესად ძველი ნარგავებისგან, რომელთა ასაკიცაა 80-დან 200 წლამდე, ხოლო ზოგიერთ რაიონში კი გაცილებით უფრო მეტიც. ადგილ-ადგილ, როგორც მაგალითად ბორჯომის ტყეებში, სოჭის ნარგავები აღწევს კოლოსალურ ზომებს; აქ გვხვდება ეკზემპლარები, 70 არშინამდე სიმაღლეში და 40 გოჯი დიამეტრში; ასეთი ხეების შემცველი ნარგავების მარაგი არის ხოლმე 200 კუბ. საჟენამდე დესეტინაზე. ტყეების საერთო ფართობია _ 1244000 დეს. (33%), მათ რიცხვში სახაზინო ტყეებისა _ 626159 დეს. სახაზინო ტყეებში ნარგავების საშუალო მარაგი შეადგენს 22 კუბ. საჟენს. შეტყობინების გზების ცუდი მდგომარეობისა და მთის ტყეების ძნელი ხელმისაწვდომობის შედეგად, მათი ექსპლუატაცია განვითარებულია შედარებით სუსტად, ხოლო დასახლებული ადგილების მახლობლობაში კი ტყეების უმეტესი ნაწილი უკვე განადგურებულია. ტფილისის გუბერნიის ცხოველთა სამყაროც ასევე გამოირჩევა მრავალფეროვნებით; ძუძუმწოვართა რიცხვიდან განსაკუთრებით ჩვეულებრივია: ტახი, მურა დათვი, ტურა, ჯიქი, ფოცხვერი, აფთარი, მგელი, მელია, ზღარბი, მრავალნაირი მღრღნელები, ირმები, ველური თხები, ჯიხვი, каменный козёл, ჯეირანი და სხვა. ამფიბიებისა და ქვეწარმავლებიდან ხშირად გვხვდება: კუ, ანკარა გველები, ხვლიკები, გველგესლა; ფრინველებიდან აღსანიშნავია: ვარდისფერი შოშია, სპარსული ბულბული, ტყის ქათამი, მთის კაკაბი, ხოხობი, კავკასიური ციცარი, მთის ინდაური, მწყერი, სვავი, არწივი, ჭოტი და სხვა. ყველაზე უფრო გავრცელებული მწერებია _ კალია, მორიელი და ველური ფუტკრები.

მცხოვრებნი არიან 1040943 ადამიანი (570770 მამაკაცი და 570173 ქალი), მათ რიცხვში ქალაქების მოსახლეობაა 207294 ადამიანი. მოსახლეობის განაწილება (ზაქათალის ოკრუგის გარეშე) ხალხების (ეროვნებათა) მიხედვით დაახლოებით შემდეგია (პროცენტებში): რუსები _ 4,4%, გერმანელები _ 0,6, ბერძნები _ 2,7, ოსები _ 8,9, სომხები _ 23,9, ებრაელები _ 0,9, ქართველები _ 45,0, თუშები _ 0,7, ფშავლები _ 1,1, ხევსურები _ 0,8, იმერლები _ 1,1, ადერბაიჯანელი თათრები _ 8,5%; დანარჩენ ხალხებზე (პოლონელები, ქურთები, ბოშები, აისორები, ლეკები და სხვები) მოდის დახლოებით 1,4%. მთელი მოსახლეობის დაახლობით ნახევარი მიეკუთვება კავკასიელი ხალხების ქართველურ ჯგუფს (ქრთვლები, იმერლები, თუშები, ფშავლები, ხევსურები). რუსები ცხოვრობენ უმთავრესად ქალაქებში, აგრეთვე ტფილისისა და ახალქალაქის მაზრებში. 1899-1900 წწ. რუსების ნაწილი (დუხობორები) გადასახლდა ახალქალაქის მაზრიდან ამერიკაში. დაახლოებით 61% აღიარებს მართლმადიდებლობას, 22,2% _ სომხურ-გრეგორიანულ რელიგიას, 2,5% _ კათოლიკობასა და სომხურ-კათოლიკობას, 10,8% _ მუსლიმანობას; მოსახლეობის დანარჩენი ნაწილია _ სექტანტები, ლუთერანები და ებრაელები. 2231 დასახლებული პუნქტი (მათ რიცხვში 8 ქალაქი), მდებარეობს უმტეს წილად 1-დან 5 ათას ფტ.-მდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ზოგიერთი სოფელი (სელენია) მდებარეობს მნიშვნელოვნად უფრო მაღლა; ასე, თიანეთის მაზრაში სოფ. ვესტო-მთა განლაგებულია 7747 ფტ. სიმაღლეზე, ბოჭორმა _ 7685 ფტ., დუშეთის მაზრაში დესი _ 7600 ფტ.-ზე ზღვის დონიდან. ტფილისის გუბერნიის 3221000 დესეტინა მიწების (ზაქათალას ოკრუგის გარეშე) რიცხვიდან 34% ეკუთვნის პრივილეგირებულ წოდებებს, 48% ხაზინას, 1,5% დროებით ვალდებულ გლეხებს, 2,6% მესაკუთრე გლეხებს და 14% სხვა მფლობელებს. დანარჩენი 478000 დეს. ეკუთვნის სამკვიდროს (удел, შესაძლოა იგულისხმებოდეს სამეფო სახლის სამკვიდრო), ეკლესიებს, მონასტრებსა და სხვებს. სახალხო კეთილდღეობის უმთავრესი წყაროა _ სოფლის მეურნეობა, რომლის დარგებიდანაც გუბრნიის მთაგორიან ნაწილში განვითარებულია უპირატესად მესაქონლეობა და ერთი ან ორი მარცვლოვანი პურის კულტურა, ხოლო დაბლობ ადგილებში კი _ არა მხოლოდ სხვადასხვანაირი საველე მცენარეების გაშენება, არამედ ბაღებისა და ვენახებისაც. მიახლოებითი მონაცემებით, გუბერნიის საერთო ფართობის 3699856 დეს.-დან (ზაქათალას ოკრუგის გარეშე) 981805 დეს. მოდის სახნავ-სათეს მიწაზე, 134197 მინდვრებზე, 485793 ზამთრის საძოვრებსა და 2096061 ზაფხულის საზოვრებზე.

ყველაზე უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწაა ტფილისისა და სიღნაღის მაზრებში; ყველაზე უფრო ნაკლებად არის დამუშავებული თიანეთის მაზრა. სხვა მონაცემებით ტფილისის გუბრნიაში ტყეებს უჭირავს საერთო ფართობის 33,4%, ბაღებს 1,3%, საძოვრებს 20,2%, სახნავ-სათეს მიწებს 19%; მოუხერხებელ მიწებს 26,1%. 1893 წ. ცნობებით, ტფილისის გუბერნიაში (ზაქათალის ოკრუგის გარეშე) სახნავ-სათეს მიწებს ეკავა 292517 დეს. ფართობი, მათ შორის გლეხებისა 71,7%. ტფილისის გუბერნიის საველე კულტურაში გვხვდება საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალი, საშემოდგომო და საგაზაფხულო ქერი, ჭვავი, ფეტვი, თამბაქო, ცერცვი, კარტოფილი, ბამბა, კანაფი, სიმინდი, ასლი, სელი, ბრინჯი, ქუნჯუთი, ლობიო, შვრია, წიწიბურა, ესპარცეტი, ველური შვრია, წიწმატა-სელი, თალგამი, მზესუმზირა, აბუსალათინი. ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ხორბალს, რომლის ნათესებსაც უჭირავს მთელი დათესილი ფართობის 60%; შემდეგ მიჰყვება ქერი (24%), სიმინდი და ფეტვი (10%), კარტოფილი (2%), შვრია (1%), ჭვავი წიწიბურასთან ერთად (1%); დანარჩენი 2% მოდის მთელ დარჩენილ მცენარეებზე. ტფილისის გუბერნიაში შესაძლოა შევხვდეთ მეურნეობის ყველანაირ შესაძლო ხერხებს, დაწყებული პირველყოფილი სასაძოვროთი და დამთავრებული ინტენსიური სამიწათმოქმედოთი, საველე მცენარეების კულტურითა და ხელოვნური მორწყვით, აგრეთვე ბაღებისა და ვენახების გაშენებით. მოურწყავ მიწებზე მემინდვრეობის სისტემა არსებობს ოთხი ფორმით _ ნასვენით, საძოვრით, საბალახოთი და სამარცვლეულოთი; ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია უკანასკნელი. ნასვენი სისტემა აქა-იქ იცვლება საახოოთი. ტფილისის გუბერნიის უფრო დაბლობ ნაწილში, ცხელი და მშრალი კლიმატის შედეგად, საჭირო ხდება ხელოვნური მორწყვა, რომელიც აქ არსებობს კიდეც უხსოვარი დროიდან. მორწყვის მდგომარეობა, რომელიც განვითარებულია უმთავრესად ბორჩალოს დაბლობზე, ადგილ-ადგილ კი ივრისა და ალაზნის ველებზე და ყარაიაზის სტეპზე, ზოგადად არადამაკმაყოფილებელია; ბევრი ადგილი განიცდის წყლის უკმარისობას, სხვები დაჭაობებულია და იქცევა მალარიული დაავადებების ბუდედ, რომლებიც მძვინვარებს მტკვრისა და ალაზნის გაყოლებაზე და სხვაგანაც. მხოლოდ ყარაიაზის რაიონში სარწყავი სისტემა მოწყობილია (1867 წ.) ამ ხელოვნების ყველა წესის მიხედვით; აქ მტკვრიდან გამოყვანილი მარიინის არხიდან ირწყვება 15000 დეს.-მდე მიწა.

მიწათმოქმედების ტექნიკა ზოგადად მეტად არასრულყოფილია, ნაწილობრივ პირველყოფილიც კი. მიწის ხვნას აწარმოებენ დიდი ზომის გუთნით, რომელშიც აბამენ 10 წყვილ ხარს, ან კავით, მოსავლის აღებას _ ცელითა და ნამგლით, ლეწვას _ პურის თავთავებზე გადატარებული ფიცრით, რომლის ქვედა ნაწილშიც ჩასმულია ქვების წამახული ნატეხები. ლეწვის ასეთი ხერხისას მცენარეთა ღეროები ქუცმაცდება და იძლევა ე. წ. სამანს _ მნიშვნელოვან საკვებ საშუალებას საქონლისთვის. უკანასკნელ ხანებში დაიწყო გუთნებისა და სხვა გაუმჯობესებული იარაღების გავრცელება. პურს ინახავენ ორმოებში. მოსავალი გამოდის მეტად სხვადასხვანაირი; გუბერნიის ბეღლად იტვლება ახალციხისა და სიღნაღის მაზრები. მთაგორიანი თიანეთის მაზრა ყოველთვის საჭიროებდა შემოტანილ პურს. ტფილისის გუბერნიის ფარგლებს გარეთ პური ცოტა თუ გააქვთ. მებამბეობა მცირე ზომებით გავრცელებულია მხოლოდ ბორჩალოს მაზრის ყველაზე უფრო თბილ ადგილებში. მებაღეობა, მევენახეობითა და მეღვინეობით, წარმოადგენს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ერთერთ ყველა უმნიშვნელოვანეს დარგს. აშენებენ თუთის, ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ატმის, გარგრის, კაკლის ხეებს და განსაკუთრებით ვაზს; ახალციხის რაიონის გამოკლებით, სადაც ჭარბობს სხვა ნაყოფები, სხვა რაიონებსი, განსაკუთრებით კეხეთისა, გაბატონებულია ვაზი, რომლის კულტურაც ადის დუშეთის მაზრაში 3570 ფტ.-მდე ზღვის დონიდან. ვენახები, რომლებიც უკანასკნელ ხნებში მეტად დაზარალდა სხვადასხვანაირი დაავადებებისგან, გაშენებულია დაახლოებით 25000 დეს. მიწაზე, რომელთაგან ნახევარზე მეტი მოდის სიღნაღისა და თელავის მაზრებში. ღვინოს ღებულობენ 2,5-3 მლნ. ვედროს წელიწადში; მის უმეტეს ნაწილს მოიხმარენ ადგილზევე. მეღვინეობას, განსაკუთრებით გლეხურ მეურნეობებში, აწარმოებენ პირველყოფილი ხერხებით; ღვინის მოვლა, რომელსაც ჩვეულბრივ ინახავენ მიწაში ჩამარხულ თიხის ქვევრებში, თითქმის არ არსებობს.

მაგრამ, ყველა რაიონში არის მურნეობები, სადაც მევენახეობასა და მეღვინეობას აწარმობენ სწორად ან სულაც სანიმუშოდ; ასეთებია მაგალითად სამემკვიდრეო უწყების მეურნეობები კახეთში (წინანდალი, ნაფარეული), თავადების ჯორჯაძეებისა და ანდრონიკოვების, გრაფ შერემეტევის მეურნობები კახეთში, თავად ბაგრატიონ-მუხრანელის მეურნეობა დუშეთის მაზრაში. საერთოდ, ტფილისის გუბერნიის ღვინოები, ალაზნის ხეობაში მთისწინების გამოკლებით, არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ბადაგიდან ხშირად ხდიან, რომელსაც ღებულობენ 100 ათას ვედრომდე. სამრეწველო მეხილეობა და მებოსტნეობა განვითარებულია სუსტად, ადგილობრივი ნაყოფები ზოგადად არ გამოირჩევა კარგი ხარისხით (თვისებებით); უკანასკნელ ხანებში ამ სფეროში შეინიშნება გარკვეული წარმატება. მეთამბაქოეობა განვითარებულია უმთავრესად სიღნაღის მაზრაში, სადაც ტრაპიზონისა და სამსუნის ჯიშების გარდა, ახდენენ ფასეული დიუბეკების კულტივირებასაც (მიწათმოქმედების დეპარტამენტის სიღნაღის საცდელი პლანტაცია), რომლებიც ხარისხით არ ჩამოუვარდებიან საზღვაგარეთიდან ჩამოტანილს. სულ გუბერნიაში ღებულობენ 48 ათას ფუთამდე თამბაქოს (1898). მეაბრეშუმეობა არცთუ დიდი ზომებით არსებობს თელავის, სიღნაღისა და ბორჩალოს მაზრებში; მიღებული პროდუქტების ღირებულება არ აღემატება 150-200 ათას მან. მეფუტკრეობა სიღნაღის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს, თიანეთის მაზრებში ადგილ-ადგილ შეადგენს შესამჩნევ შეწევნას მეურნეობაში.

მესაქონლეობა ტფილისის გუბერნიის მთიან ზოლში, სადაც კლიმატის სიმკაცრის შედეგად მიწათმოქმედება სუსტად არის განვითარებული, წარმოადგენს მაცხვრებელთა მთავარ საქმიანობას; დანარჩენ ადგილებში მას გააჩნია ნაკლები, თუმცა კი ასევე არცთუ მცირე მნიშვნელობა. 1898 წ. მოითვლებოდა 103079 ცხენი, 442088 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 1162401 ცხვარი, 83400 თხა, 60200 ღორი. მესაქონლეობის უმნიშვნელოვანესი პროდუქტებია _ მატყლი და ყველი. მატყლს იყენებენ ადგილზე სხვადასხვანაირი კუსტარული ნაკეთობების დასამზადებლად, აგრეთვე იგი წარმოადგენს გატანის მნიშვნლოვან საგანს გუბერნიის ფარგლებს გარეთ და საზღვარგარეთაც კი. აშენებენ ქართულ და თათრულ ცხვრებს; პირველები იძლევიან უკეთეს მატყლს, ადგილ-ადგილ _ ძალზედ გემრიელ ხორცსაც (თუშური ცხვრები). ყველი, რომელსაც ამზადებენ უპირატესად გუბერნიის ჩრდილოეთ, მთიან ნაწილსი და ცნობილია თუშური და ოსური ყველის სახელებით, მნიშვნელოვნ საკვებ საშუალებას წარმოადგენს არა მხოლოდ მთიელებისთვის, არამედ დანარჩენი მოსახლეობისთვისაც. ბორჩალოს მაზრაში სველი მთების აღმოსავლეთ კალთებზე, საკმარისად მნიშვნელოვანი ზომებით არსებობს შვეიცარული ყველის წარმოება, უპირატესად გერმანულ კოლონიებში. აქ მიღებული შვეიცარული ყველი (17 ათას ფუთამდე) სავსებით დამაკმაყოფილებელი ხარისხისაა, ხოლო ზოგიერთ მეწარმესთან (ყველის ამომყვანთან) ნამდვილ შვეიცარულსაც კი არ ჩამოუვარდება. ზაფხულის დროის დადგომისას მესაქონლეები თავიანთი ჯოგებითა და ფარებით ყოველწლიურად მიეშურებიან მთებისკენ, სამთო საძოვრებზე, ხოლო შემოდგომაზე კი კვლავ ბრუნდებიან დაბლობ ადგილებში.

ტფილისის გუბერნიაში ბევრი სხვადასხვანირი მადნის საბადოა, მაგრამ მათ სუსტად ამუშავებენ. მთავარი სამთო-სამრეწველო საწარმოებია: ალავრდისა და შამბლუზის სპილენძსადნობი ქარხნები ბორჩალოს მაზრაში (1898 წ. მოპოვებულ იქნა 3849 ფუთი ლითონი), გოგირდის საბადოები დუშეთის მაზრაში (1898 წ. _ 5000 ფუთი გოგირდის მადანი), ნავთობისა და კირის სარეწები შირაზის ველზე (იმავე წელში 14 ათასი ფუთი ნავთობი და 6 ათასი ფუთი კირი), გლაუბერის მარილის მოპოვება ტფილისის მაზრის უჯარმის სამანში (150000 ფუთი 1898 წ.). ტფილისის გუბერნია განსაკუთრებით მდიდარია მინერალური წყლებით, რომელთაგან ტფილისის თბილი გოგირდოვანი წყლები, აბასთუმნის სუსტი გოგირდოვნი და ბორჯომის ტუტე წყლები ფართოდ არის ცნობილი და იზიდავენ ბევრს ჩამომსვლელს. აბასთუმანში რამდენიმე წლის განმავლობაში, მთის ჰაერით სამკურნალოდ, ცხოვრობდა დიდი მთავარი მემკვიდრე გიორგი ალექსანდრეს ძე, რომელიც იქ გარდიცვალა 1899 წ. ივნისში.

კუსტარული მრეწველობა ტფილისის გუბერნიაში უფრო ნაკლებად არის განვითარებული, ვიდრე კავკასიის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, და თავმოყრილია თითქმის მხოლოდ მატყლის დამუშვებზე და სპილენძისა და ვერცხლის ნაკეთობების წარმოებაზე. მატყლისგან აკეთებენ ნაბდებს (ქეჩებს), მეტად და ნაკლებად უხეს მაუდებს, ფარდაგებს, ხალიჩებს (ნოხებს), თოკებს. განსაკუთრებით გავრცელებულია მაუდების (შალების) წარმოება, რომელიც მოიცავს გორის, დუშეთისა და თიანეთის მაზრების მთაგორიან ნაწილებს ჩრდილოეთში და ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებისა სმხრეთ-დასავლეთში. სპილენძის ნაკეთობების წარმოება განვითარებულია აქა-იქ ბორჩალოს მაზრაში, ვერცხლისა – ტფილისში, ახალქალაქსა და განსაკუთრებით ახალციხეში, რომლის ნაკეთობებიც ვერცხლის წვრილი მავთულისგან (ფილიგრანული) მკვეთრად განსხვავდება კავკასიაში დამზადებული ჩვეულებრივი ნაკეთობებისგან. საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და თავმოყრილია უმთავრესად ტფილისში. გუბერნიაში სულ არის 3899 ფაბრიკა და ქარხანა (1898 წ.), 9696000 მან. პროდუქციის ჯამური წარმოებითა და 11300 მუშით. წარმოების ზომების მიხედვით გამოირჩევა: 67 თამბაქოს ფაბრიკა _ 674000 მან.-ის წარმოებით, ერთი ძაფსართავი ფაბრიკა _ 530000 მან., 479 ყურძენ-ხილ-არყის ქარხანა – 537000 მან., 10 ლუდსახარში – 458000 მან., 2609 ფქვილსაფქვავი წისქვილი _ 1351000 მან., 85 ხე-ტყის სახერხი – 715000 მან., ორი ფანერისა – 318000 მან., სამი სპირტის გამწმენდი – 584000 მან., 49 ტყავის წარმოებისა – 1321000 მან., ერთი ქეჩის წარმოებისა – 340000 მან., 12 საპონსახარში – 362000 მან., 12 ყველის წარმოებისა – 171000 მან., ოთხი თუჯისა და სპილენძსადნობი – 437000 მან., 236 აგურის ქარხანა – 551000 და ა. შ. სამრეწველო დაწესებულებებიდან ბვრს აქვს კუსტარულ-ხელოსნური ხასიათი.

უმნიშვნელოვანესი შეტყობინების გზაა – ამიერკავკასიის რკინიგზა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭრის მთელ გუბერნიას და აქვს დაახლობით 180 ვერსის ტოლი სიგრძე, გაჩნია აგრეთვე განშტოება ტფილისიდან ყარსისკენ, რომელიც გუბერნიას ეკუთვნის დაახლობით 129 ვერ. მანძილზე, და განშტოება ბორჯომისკენ სადგურ მიხაილოვოდან. გრუნტის გზებიდნ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა გააჩნია საქართველოს სამხედრო გზატკეცილს, რომელიც ტფილისის გუბრნიაზე გადის ტფილისიდან დარიალის ხეობისკენ (დაახლოებით 170 ვერ.) და ტფილისს აკავშირებს ვლადიკავკაზთან. საფოსტო გზებს მივყავართ ტფილისიდან თელავსა და სიღნაღში, თიანეთში, მანგლისსა და თეთრ წყაროში, ხოლო ბორჯომიდან კი – ახალციხეში, აბასთუმანსა და ახალქალაქში. ამ გზების გარდა სხვა გზები საკმარისად ცუდია; გუბერნიის მთაგორიან ნაწილებში ისინი წარმოადგენს ცხენით ან ქვეითად სასიარულო ბილიკებს. თითქმის ყველა საკრედიტო დაწესებულება თავმოყრილია ტფილისში. სავაჭრო და სარეწაო დოკუმენტები 1898 წ. აღებულია 14021, მათ რიცხვში 1-ლი გილდიისა 226, მე-2-სი – 3707. სავაჭრო ბრუნვა საკმარისად მნიშვნელოვანია: ტფილისი წარმოადგენს სასაწყობო ადგილსა და გამანაწილებელ პუნქტს ყველა იმ საქონლისთვის, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ ტფილისის გუბერნიისთვის, არამედ აგრეთვე ყარსის ოლქის, ერევნის გუბერნიისა და ნაწილობრივ ელიზავეტპოლის გუბერნიისთვისაც. სპარსეთიდან შემოტანილი საქონლის ნაწილსაც ასევე თავს უყრიან ტფილისში. გასატანი ვაჭრობის მთავარი საგნებია: პური, ღვინო, ხე-ტყე, ტყავეულობა, მატყლი (შალი), თამბაქო; შემოსატანი ვაჭრობისა _ მანუფაქტურული საქონელი, გალანტერეა, ჭურჭელი, ლითონის, ფაიფურისა და ქაშანურის ნაკეთობები, ნავთი, საბაყალეო და კოლონიური საქონელი.

ვალდებულებები (რუს. повинности, შესაძლოა იგულისხმებოდეს გადასახადები) 1989 წ. შემოვიდა: სახელფასო მონაკრებები _ 1012341 მან., არასახელფასო _ 990675 მან., აქციზური შემოსავალი _ 1748508 მან. გუბერნიის 7 ქალაქის შემოსავლები უტოლდება 1261000 მან., ხარჯები _ 1185000 მან. გუბერნიაში არის 64 საავადმყოფო, 35 აფთიაქი, 122 ექიმი, 40 ფელდშერი, 21 ბებიაქალი. ასევე არის 534 მართლმადიდებელი ეკლესია, 8 მამათა მონასტერი, 2 დედათა მონასტერი; 46 რომის კათოლიკური ეკლესია და საღვთისმსახურო შენობა, 1 ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია, 267 სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, 98 მეჩეთი, 37 სინაგოგა. 1898 წ. იყო სახალხო განათლების სამინისტროს 357 სასწავლო დაწესებულება 29000 მოსწავლით (19400 ვაჟი და 9600 გოგონა), მათ რიცხვში 3 ვაჟთა გიმნაზია, 1 რეალური სასწავლებელი, 6 ქალთა საშუალო სასწავლო დაწესებულება, სამასწავლებლო ინსტიტუტი, 3 სახელობო სასწავლებელი, 189 დაწყებითი სასწავლებელი, სხვა უწყებების 120 სასწავლო დაწესებულება. 1898 წ. გაწვევის ახალწვეულებიდან წერა-კითხვის მცოდნე და ნახევრად მცოდნე აღმოჩნდა 242. პერიოდული გამოცმებიდან 11 გამოდის რუსულ ენაზე, 5 _ ქართულ ენაზე და 4 _ სომხურ ენაზე, ყველა ტფილისში.

ახალციხის მაზრის გამოკლებით, რომელიც თურქეთისგან რუსეთს შემოუერთდა 1829 წ. და ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა მხოლოდ 1867 წ., გუბერნიის მთელი ფართობი (ტერიტორია) შედიოდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში, რომელიც რუსეთს შემოუერთდა 1801 წ. ტფილისის გუბერნია შექმნილ იქნა 1846 წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიისგან, ტფილისის, გორის, თელავის, სიღნაღის, ელიზავეტპოლის, ერევნის, ნახჭევნისა და ალექსანდროპოლის მაზრების და მთიელთა, ოსეთისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგების შემადგენლობით. 1849 წ. ერევნის, ნახჭევნისა და ალექსანდროპოლის მაზრები შევიდნენ ახლად დაარსებული ერევნის გუბერნიის შემადგენლობაში. 1859 წ. ოსეთის ოკრუგი შეერთებულ იქნა გორის მაზრასთან, ხოლო თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგს დაერქვა თიანეთის ოკრუგის სახელი. 1867 წ. შეიქმნა დუშეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნიისგან შემოუერთდა ახალციხის მაზრა, ხოლო ახლად შექმნილი ელიზავეტპოლის გუბერნიის შემადგენლობაში გამოყოფილ იქნა ელიზავეტპოლის მაზრა, ამასთან ტფილისის გუბერნია დაყოფილ იქნა 6 მაზრად: ტფილისის, გორის, თელავის, სიღნაღის, დუშეთის, ახალციხის. 1874 წ. ახალციხის მაზრის ნაწილისგან შეიქმნა ახალქალაქის მაზრა, ხოლო თიანეთის ოკრუგს დაერქვა თიანეთის მაზრის სახელი. დაბოლოს, 1880 წ. ტფილისის მაზრის ნაწილისგან შეიქმნა ბორჩალოს მაზრა. ზაქათალის ოკრუგში მოქმედებს სამხედრო-სახალხო მმართველობა. იხ. კავკასიის მხარე, ზაქათალის ოკრუგი, ტფილისი, ბორჯომი. ლიტერატურა _ იხ. კავკასიის მხარე.

ტფილისი და ტფილისის მაზრა 1890-იანი წლების მიწურულს

ტ ფ ი ლ ი ს ი – საქართველოს ყოფილი დედაქალაქი, ტფილისის გუბერნიის სგუბერნიო ქალაქი კავკასიაში სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებლისა და კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის ყოფნის ადგილი, კავკასიის მხარისა და განსაკუთრებით ამიერკავკასიის ადმინისტრაციული, სავაჭრო-სამრეწველო და გონებრივი ცენტრი, უკანასკნელის (ამიერკავკასიის) ცენტრალურ ნაწილში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, ქვაბულში, რომელიც ღიაა ჩრდილოეთის მხრიდან, ხოლო სხვა ყველა დანარჩენიდან კი ჩაკეტილია მთებით, ჩრდილოეთ განედის 41 გრდ. 43 მინ. 37 სეკ. და აღმოსავლეთ გრძედის 44 გრად. 48 მინ.-ზე (გრინვიჩის მიხედვით). მტკვრის დონე ტფილისის შესასვლელში იმყოფება 1300 ფუტ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ხოლო ქალაქიდან გამოსასვლელში 1242 ფტ.-ზე; წყლის ვარდნა ქალაქის ფარგლებში აღწევს 58 ფუტს. მტკვარზე ტფილისის ფარგლებში არის ორი მნიშვნელოვანი კუნძული _ მადათოვისა და ორთაჭალის, რომელიც განთქმულია თავისი ხეხილის ბაღებით. ასევე მტკვარზე ქალაქში აგებულია ექვსი ხიდი. ქალაქის ყველაზე უფრო მაღალი პუნქტი უკავია წმ. დავითის მონასტერს, რომელიც მდებარეობს იმავე სახელწოდების მთის კალთის საფეხურზე 1940 ფტ. სიმაღლეზე. სოლოლაკის თხემის სამხრეთით, რომელიც სამხრეთიდან კეტავს ტფილისის ქვაბულს და ებჯინება მტკვარს, გაჭიმულია დაბახანის ხეობა, სადაც არის მრავალრიცხოვანი გოგირდოვან-ტუტე წყაროები, რომლებიც მოედინება თაბორის მთის ძირიდან. სულ არის 31 წყარო მტკვრის მარჯვენა ნაპირზე 37 გრადუსმდე ტემპერატურით по Р.; ზოგიერთ მათგანზე მოწყობილია აბანოები. ეს წყაროები უძველესი დროიდან ემსახურებიან ადგილობრივ მცხოვრებლებს საბანაოდ; პირველი დასახლება, რომლისგანაც შემდეგში გაიზარდა ტფილისი დაარსებულია წყაროების ახლოს. ქალქაქის ქართული სახელწოდება ტფილისი ანუ თბილისი მოდინარეობს სიტყვიდან ტფილი (თბილი) და მისთვის მიცემულია მისი ცხელი წყაროების მიხედვით. ლაპარაკში ქართველები ტფილისს ჩვეულებრივ უწოდებენ ქალაქს და ამით გამოხატავენ ტფილისის როგორც ქალაქის უპირატესობას. სოლოლაკის ქედის თხემზე არსებული ციხესიმაგრიდან (ძველი ქართული შურის-ციხე) დარჩენილია საკმარისად კარგად შემონახული ნანგრევები. ტფილისის გარემომცვლი სიმაღლების გარეგნული შესახედაობა მეტად თვალწარმტაცია. ტფილისის კლიმატი ზომიერია და საკმარისად თანაბარი (რუს. довольно ровный). წლის საშუალო ტემპერატურაა +12,7 (C.), იანვრისა +0,2, თებერვლისა +2,1, მარტისა +6,8, აპრილისა +12,2, მაისისა +18,1, ივნისისა +21,9, ივლისისა +25,0, აგვისტოსი +24,4, სექტემბრისა +19,2, ოქტომბრისა +13,9, ნოემბრისა +8,0, დეკემბრისა +3,3. Maximum +38,2 (ივლისი), Minimum _22,2 (იანვარი). ზამთარში ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის 5—10 გრადუსზე დაბლა; ზაფხული ძალზედ ცხელი და დახუთულია; წლის საუკეთესო დროდ ითვლება შემოდგომა, როდესაც დგას თბილი დღეები და ატმოსფეროც გამჭვირვალეა. ნალექების წლიური რაოდენობაა 482,1 მმ., რომელთაგან 193 მოდის აპრილზე, მაისსა და ივნისზე; ყველაზე უფრო მშრალი თვეებია – თებერვალი და მარტი. უპირატესი ქარებია ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთის.

ტფილისის მცხოვრებნი (1897 წ.) აღწერით შეადგენენ 160645 ადამიანს (96099 მამაკაცი და 64546 ქალი). რუსები შეადგენენ 24,8%, პოლონელები _ 3,4, სპარსელები _ 3,2, სომხები _ 38,1, ქართველები _ 26,3, თათრები _ 1,7, ინგლისელები, გერმანელები, შვედები _ 1,2, ებრაელები _ 1,1; დანარჩენი 0,2% _ ფრანგები, იტალიელები, ლეკები, ოსები და ბერძნები. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (რუსები, ქართველები) აღიარებს მართლმადიდებლობას; ყველაზე მეტნი არიან შემდეგ სომხ-გრიგორიანელები. რუსები ტფილისში მიეკუთვნებიან უმთავრესად სამოხელეო და სამხედრო სამყაროს; არცთუ ცოტანი არიან მათ შორის სექტანტებიც, რომლებიც დაკავებული არიან რუს. მეურმეობით (მეეტლეობით, ქირაზე ტარებით) და სხვა. ქართველები დაკავებული არაიან უპირატესად ხელოსნობითა და წვრილი ვაჭრობით; მათ შორის არის ასევე ბევრი მოხელე და სამხედრო პირიც. სომხები, საქალაქო ცხოვრებისადმი ქართველების ნაკლები მიდრეკილების გამო, ძველი დროიდან შეადგენდნენ ტფილისის მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც დაკავებული იყო ხელოსნობითა და ვაჭრობით, შეადგენდა განსაკუთრებულ წოდებას (მოქალაქენი) და სარგებლობდა მნიშვნელოვანი შეღავათებით. დღესდღეობით ტფილისელ სომხებს შორის ბევრია მსხვილი ვაჭარ-მრეწველი და კაპიტალისტი. ტფილისელი ხელოსნები, მოვაჭრეები და მუშები, ურთიერთ დახმარებისა და მხარდაჭერის ინტერესებში ჯგუფდებიან საგანგებო კავშირებად (ამქრებად) – საამქროების გვარეობად, რომლთა სათავეშიც დგას უსტა-ბაში (თურქულად – მთავარი ოსტატი), რომელიც თვალყურს ადევნებს კავშირის წეს-ჩვეულებებისა და დადგენილებების დაცვას და აქვს მისი წევრების გასამართლების უფლება. თითოეულ საამქროს გააჩნია საკუთარი სალარო, რომელსაც ავსებენ ჯარიმებით სხვადასხვანაირი ჩადენილი დანაშაულებების გამო. საერთოდ, ტფილისი არ გამოირჩევა კეთილმოწყობით, და როგორც ამ მიმართებით, ისე დაგეგმარების, სახლებისა და მაღაზიების მშენებლობის, აგრეთვე ქუჩის ბრბოსა და სხვა მიმართებითაც წარმოადგენს კონტრასტების ქალაქს. იმ ქუჩების გვერდით, რომელთაც გააჩნიათ თანამედროვე ევროპული ხასიათი მდიდრული შენობებით, მაღაზიებითა და საცხენოსნო რკინიგზით, შეყუჟულია ვიწრო, მრუდე და ჭუჭყიანი, ხშირად აზიური შესახვევების, პატარა მოედნებისა და ბაზრების ლაბირინთი, რომლებიც გარშემორტყმულია აღმოსავლური ტიპის ღია სავაჭროებით, სახელოსნოებით, ყავახანებით, სადალაქოებითა და გადავსებულია ბაზრის მუშების, წყლის მზიდავების, წვრილმანების დამტარებლებისა და ცხენოსნების ხმაურიანი ბრბოთი, საპალნე ჯორებისა და ვირების მწკრივებით, აქლემების ქარავნებითა და ა. შ. წყლის უკმარისობა და კანალიზაციის არარსებობა ზაფხულის ძლიერი სიცხისა და საშინელი მტვრის დროს, მეტად მავნედ აისახება ქალაქის სანიტარულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ძველ აზიურ კვარტლებში. განათება ხდება ნავთით, რაც მეტად არასაკმარისია. ახლანდლი ტფილისი წარმოიქმნა თითქმის მთლიანად საქართველოს რუსეთთან შემოერთების შემდეგ, რის შედეგადაც ქალაქის მნიშვნელოვნ ნაწილს გააჩნია ევროპული ხასიათი. ტფილისის უმთავრეს ნაწილში, რომელიც მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ჩრდილოეთიდან შესასვლელში დგას თუჯის ჯვარი, რომელიც აღმართულია იმპერატორ ნიკოლოზ I-ის საფრთხისგან გადარჩენის სამახსოვროდ (მისი ეტლი, 1837 წ., გადავარდა ხრამის კიდიდან). მდინრის პარალელურად მიდის გოლოვინის გამზირი, ტფილისის საუკეთესო ქუჩა. პუშკინის ქუჩაზე არის ა. ს. პუშკინის ბიუსტი და სახლი, რომელზედაც მიკრულია მარმარილოს დაფა წარწერით: „ა. ს. პუშკინი ცხოვრობდა ამ სახლში 1829 წ.“. სოლოლაკი – ქალაქის ერთერთი საუკეთესო ნაწილთაგანია ჰაერის სისუფთავის მიხედვით. ქალაქის ძველ, აზიურ ნაწილში აღსანიშნავია სომხური ბაზარი, მაიდანი, ქარავანსარაი, დახურულ გალერეებში განთავსებული ბნელი რიგებით. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სადაც განლაგებულია ამიერკავკასიის რკინიგზის სადგური, საუკეთესო ქუჩაა – მიქაელის (მიხაილის, მიხაილოვის) გამზირი. ვორონცოვის მოედანზე, მტკვარზე აგებულ ხიდთან, დგას თავად მ. ს. ვორონცოვის ძეგლი. მუშტაიდის ბაღში აშენებულია კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური.

ძველი ნაგებობებიდან ყურადღებას იმსახურებს: 1) მეტეხის ეკლესია, მტკვრის კლდოვან ნაპირზე, ციხესიმაგრეში, რომელიც ააშენეს თურქებმა 1576 წ. და ახლა გადაქცეულია ციხედ (საპყრობილედ). ეკლესიის აგება, რომელიც უძველესად ითვლება ტფილისში, განეკუთვნება V ასწლეულს; მის ფარგლებში იმყოფება წმ. შუშანიკის საფლავი, რომელიც ეწამა 458 წ.; 2) ანჩისხატის ეკლესია, აშენებული VII ს. და განახლებული XVII ასწ. ბოლოს; ეკლესიაში არის ძველი ბერძნული ხატი, რომელიც მისი ზედაწერილის მიხედვით, გადმოტანილია ბიზანტიიდან საქართველოში ლეონ ისავროსის დროს (717-741); 3) საქართველოს ეკზარქოსების სიონის საკათედრო ტაძარი. მისი მშენებლობის დასაწყისი მიეკუთვნება ვახტანგ გორგასლის მეფობას (446-499), ხოლო დასასრული კი _ VII ს. პირველ ნახევარს. ამ ტაძარს ბერვჯერ განუცდია დანგრევა, უკანასკნელად _ აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს (1795). აქ ინახება საქართველოს უდიდესი სიწმინდე _ წმ. ნინოს ჯვარი, რომელიც გაკეთებულია ვაზის ორი ტოტისგან, და შეკრულია, გარდამოცემის მიხედვით, საქართველოს განმანათლებელის ნინოს თმებით. ეს ჯვრი 1752 წ. (?) გატანილ იქნა რუსეთში, სადაც იგი ინახებოდა ნიჟეგოროდის გუბერნიის სოფ. ლისკოვში, და მხოლოდ 1801 წ. იქნა დაბრუნებული საქართველოში. ტაძარში დაკრძალული არიან თავადი ციციანოვი, რომელიც მოკლულ იქნა ბაქოს ციხესიმაგრის ჩაბარებისას, გენერალი ლაზარევი და სხვები. აქვე ინახება იშვიათი ხატები და ხელნაწერი წიგნები; 4) წმ. დავითის მონასტერი; მისი დაარსება მიეწერება წმ. დავითს, ერთერთს ასურელ მამათაგან, რომლებმაც იქადაგეს საქართველოში VI ს. 1809 წ. ეკლესია განახლებულ იქნა, ხოლო სულ ახლახანს შეიცვალა ახლით. ეკლესიასთან გროტში დაკრძალული არიან ა. ს. გრიბოედოვი და მისი ცოლი, ქალწულობაში თავადის ასული ჭავჭავაძე; 5) ვანქის ტაძარი, აშენებული XV-XVI სს., რომელიც წარმოადგენს საქართველო-იმერეთის ეპარქიის სომეხი არქიეპისკოპოსების საკათედრო ტაძარს (დაკრძალული არიან გრაფი მ. ტ. ლორის-მელიქოვი, გენერალი ტერგუკასოვი და სხვები). უახლესი მართლმადიდებელი ტაძრებიდან აღსანიშნავია სამხედრო ტაძარი (სობორო), რომელიც აშენებულია კავკასიის დამორჩილების სამახსოვროდ; იგი შიგნით მორთულია ფარებით, რომლებზედაც არის ჯართა იმ ნაწილების ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობდნენ კავკასიის დამორჩილებაში, და მათი დროშებით; განათებულია ელექტრობით. ტფილისში სულ არის 55 მართლმადიდებელი ეკლესია. ქალაქის სხვა შენობებიდან და დაწესებულებებიდან აღსანიშნავია: 1) მთავარმართებლის სასახლე, რომელიც მოპირკეთებულია ნაწილობრივ ევროპული, ნაწილობრივ კი აზიური გემოვნებით; 2) კავკასიის ბუნებისა და ისტორიის მუზეუმი, რომელიც დაარსებულია 1867 წ. და ინახავს მდიდარ, მხატვრულად დაჯგუფებულ შენაკრებებს კავკასიამცოდნეობის სხვადასხვა დარგების მიხედვით, ფრესკებს, რომლებიც გამოხატავენ კავკასიის ძველ თქმულებებს და სხვა; მუზეუმთან არის ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა (30000 ტომი; იხ. კავკასიის მუზეუმი); 3) სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, რომელიც ეძღვნება რუსული ჯარების გმირობებს კავკასიაში; აქამდე ჯერ კიდევ არ არის დასრულებული მისი მოწყობა. შენობის ფასადზე ლითონის დაფებზე აღნიშნულია კავკასიის ომის უმთავრესი მოვლენები; შიგნით არის _ ნადავლის კოლექციები, პორტრეტები, სურათები, კავკასიის მხარის რელიეფური რუკა და სხვა; 4) ახალი სახაზინო თეატრი, ნატიფ მავრიტანულ-აღმოსავლურ სტილში (არის კიდევ კერძო თეატრი); 5) მეაბრეშუმეობის სადგური და მუზეუმი (სამატლეთი, ლაბორატორიით, საფუტკრეთი და სხვა), რომელიც თავისი მოწყობითა და სივრცულობით ერთადერთია რუსეთში. სახაზინო და კერძო სასწავლო დაწესებულებები სულ 115: სამი ვაჟთა გიმნაზია, რეალური სასწავლებელი, სამასწავლებლო ინსტიტუტი, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, სასულიერო სემინარია, სახელობო სასწავლებელი, მებაღეობის სკოლა, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, სამი ქალთა გიმნაზია, წმ. ნინოს დაწესებულება და სხვანი. ბოტანიკური ბაღი, ღია და საორანჟერეო მცენარეების მრავალრიცხოვანი კოლექციებით; ბაღში არის ბიბლიოთეკა და მუზეუმი; გამოიცემა „ტფილისის ბოტანიკური ბაღის შრომები“. ფიზიკური ობსერვატორია, კავკასიის არქეოლოგიური კომისია, სოფლის მეურნეობის საიმპერიო კავკასიური საზოგადოება, საიმპერიო რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, საიმპერიო რუსული ტექნიკური საზოგადოების კავკასიის განყოფილება, კავკასიის იურიდიული საზოგადოება, კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება, საიმპერიო სამედიცინო საზოგადოების კავკასიის განყოფილება, საიმპერიო რუსული სამუსიკო საზოგადოების ტფილისის განყოფილება, საიმპერიო რუსული სამებაღეო საზოგადოების კავკასიის განყოფილება, მეფრინველეობის რუსული საზოგადოების კავკასიის განყოფილება და სხვა. რამდენიმე საქველმოქმედო საზოგადოება. რუსულ, ქართულ და სომხურ ენებზე რამდენიმე ყოველკვირეული და ყოველთვიური გამოცემის გარდა, ტფილისში გამოიცემა რვა ყოველდღიური გაზეთი, რომელთაგან ოთხი არის რუსულ ენაზე, ორი ქართულ და ორიც სომხურ ენებზე. საკრედიტო დაწესებულებებია: სახელმწიფო ბანკის ტფილისის განყოფილება, სახელმწიფო სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ამიერკავკასიის განყოფილება, ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, კომერციული ბანკი, ურთიერთ საკრედიტო საზოგადოება, ტფილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოება, აზოვ-დონის კომერციული ბანკის განყოფილება, ურთიერთ სასოფლო-სამეურნეო კრედიტის ტფილისის საზოგადოება, ორი საბანკირო კანტორა, საქალაქო ლომბარდი, 20 ჰოსპიტალი, საავადმყოფო და სამკურნალო (რუს. лечебница), 12 აფთიაქი. ექვსი საკონსულო (ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, სპარსეთის, თურქეთის, საფრანგეთისა და შვეიცარიის). ნაოსნობისა და ვაჭრობის რუსული საზოგადოების სააგენტო, სატრანსპორტო კანტორები, ოთხი კლუბი. ტფილისში არის 591 ფაბრიკა და ქარხანა 5273000 მან. პროდუქციის წარმოებით; ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ძაფსართავი, ფანერისა და ქეჩის მწარმოებელი ფაბრიკები, ტყავეულის, ლუდსახარში და ზეთსახდელი ქარხნები, ასანთისა და თამბაქოს მწარმოებელი ფაბრიკები. ტფილისის სავაჭრო მნიშვნელობა მეტად დიდია: იგი წარმოადგენს გამანაწილებელ ცენტრსა და სასაწყობო პუნქტს თითქმის მთელი ამიერკავკასიისთვის. ქალაქის სავაჭრო ბრუნვა, უპირატესად მანუფაქტურით, საგალანტერიო საქონლით, ჩაით, რკინის, ფაიფურისა და შუშის ნაკეთობებით, აღწევს 40-45 მლნ. მანეთს. ამიერკავკასიის რკინიგზა აერთებს ტფილისს ბაქოსთან (514 ვერსი), ბათუმთან (325 ვერ.) და ყარსთან (260 ვერ.). პეტროვსკიდან ბაქომდე რკინიგზის გახსნის შემდეგ ტფილისი უწყვეტი რკინიგზით შეერთებულია მოსკოვთან და სანკტპეტერბურგთან. შემდეგ ტფილისში შედის მეტად მნიშვნლოვანი თვლიანი ტრანსპორტის გზა _ საქართველოს სამხედრო გზატკეცილი, რომელიც აკავშირებს მას ვლადიკავკაზთან, აგრეთვე რამდენიმე საფოსტო ტრაქტი, რომლებიც აერთებენ ტფილისს კახეთთან და ბორჩალოს მაზრასთან. ტფილისის შემოსავლებია (1899 წ.) 1184540 მან., ხარჯები _ 1107320 მან. ტფილისის მცხოვრებთაგან ბევრი სიცხეების დადგომასთან ერთად გადის აგარაკზე ქალაქის შემოგარენში. მთავარი სააგარაკო ადგილებია: კოჯორი (19 ვერ. ტფილისიდან 4940 ფტ. სიმაღლეზე), სადაც ზაფხულში გადადიან მთავარმართებელი, კანცელარიითა და შტაბით, და ზოგიერტი სასწავლო დაწესებულება; მანგლისი (57 ვერ. ტფილისიდან 3980 ფტ. სიმაღლეზე); თეთრი წყარო (54 ვერ. ტფილისიდან, 4110 ფტ.), ბორჯომი (იხ.).

ტფილისის ი ს ტ ო რ ი ა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიასთან. თავისი თითქმის 1500-წლოვანი არსებობის მანძილზე ტფილისი 20-ჯერ და მეტად იმყოფებოდა საქართველოს მტრების ძალაუფლების ქვეშ, უნახავს თავისი კედლების შიგნით ხაზარები, ჰუნები, ბიზანტიელები, სპარსელები, მონღოლები, არაბები, თურქ-სელჩუკები და თურქ-ოსმანები. ამ ხალხებიდან ზოგიერთმა მეტ-ნაკლებად ღრმა გავლენა იქონია ტფილისის შენობებისა და ნაგებობების ხასიათზე, მისი მაცხოვრებლების ზნე-ჩვეულებებსა და ადათებზე. ასეთ ხალხებს მიეკუთვნებიან არაბები, თურქ-ოსმანები და განსაკუთრებით სპარსელები, რომელთა გავლენოს კვალიც არ წაშლილა ამ დრომდე. ტფილისის დაარსებას ქართული მატიანეები მიაწერენ მეფე ვახტანგ გორგასალს (446-499), მაგრამ ეს ქალაქი მატიანეებში მოხსენიებულია უფრო ადრეც. ვახტანგის ვაჟიშვილმა, დაჩიმ (499-514), დაასრულა ქალაქის გალავნის მშენებლობა და დედაქალაქი მცხეთიდან გადმოიტანა ტფილისში. 570 წ.-დან 580 წ. ჩათვლით ქალაქს ფლობდნენ სპარსელები. 626 წ. ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ აიღო ტფილისი. 731 წ. ქალაქი გაჩანაგებულ იქნა არაბების მიერ და დიდი ხნით იქცა არაბი ამირების რეზიდენციად. 828 წ. ტფილისი დაანგრიეს ხაზარებმა, 851 წ. _ სარაცინებმა, შემდეგ სპარსელებმა. XI ს. მეორე ნახევარში ტფილისი ორჯერ იქნა დარბეული თურქ-სელჩუკების მიერ და მხოლოდ 1122 წ. მეფე დავით II აღმაშენებელმა (ავტორს უწერია: განმაახლებელი _ რუს. ვოზობნოვიტელ) კვლავ დაიკავა და განაახლა იგი. თამარის მეფობის პერიოდში (1184-1212) ტფილისი სარგებლობდა სიმშვიდით (სიწყნარით), მაგრამ მისი ვაჟიშვილის გიორგი IV-ის მმართველობის დროს გაჩანაგებულ იქნა მონღოლების მიერ. 1387-1402 წწ. ტფილისს არბევდა თემურ ლენგი (ტამერლანი), 1518 წ. აღებულ და გაჩანაგებულ იქნა სპარსელების მიერ; XVII ს. ქალაქს დაეუფლნენ თურქ-ოსმანები. 1724 წ. ტფილისი კვლავ იქნა დაკავებული თურქების მიერ, რომლებიც 1735 წ. განდევნა სპარსელმა ნადირ-შაჰმა. 1795 წ. ტფილისმა განიცადა უკანასკნელი უბედურება; სპარსეთის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ქალაქი გადააქცია ნანგრევების გროვად, ხოლო მისი მცხოვრებლები კი ნაწილობრივ ამოწყვიტა, ნაწილობრივ ტყვედ წაიყვანა. 1799 წ. ნოემბერში ტფილისში მოვიდა რუსული რაზმი გენერალ-მაიორ ლაზარევის მეთაურობით, და ამ მომენტიდან ქალაქისთვის დადგა მშვიდობიანი აყვავებისა და ზრდის ხანა. 1801 წ., ტფილისის გუბერნიის შექმნასთან ერთად, ტფილისი გადაქცეულ იქნა საგუბერნიო ქალაქად და კავკასიის არმიის მთავარსარდლის, შემდგომში კი კავკასიაში მეფისნაცვლების რეზიდენციად (1882 წ.-მდე მეფისნაცვლობა გაუქმებული იყო). ტფილისის მოსახლეობამ რუსეთთან მისი შეერთების შემდეგ სწრაფად იწყო ზრდა, ხოლო თავად ქალაქი კი ძნელად საცნობი გახდა. 1830 წ. ტფილისში იყო 25000 მცხოვრები, 1850 წ. _ 34800, 1865 წ. _ 70000, და 1897 წ. _ 160000-მდე. ლიტერატურა _ იხ. კავკასიის მხარე.

ტ ფ ი ლ ი ს ი ს მ ა ზ რ ა ს უჭირავს ტფილისის გუბერნიის შუა ნაწილი, და სამხრეთ-აღმოსავლეთში ებჯინება ელიზავეტპოლის გუბერნიას. მას აქვს არასწორი მრავალკუთხედის ფორმა, რომელიც გაჭიმულია გრძედის გაყოლებაზე და უჭირავს 3688 კვ, ვერსი (4198 კვ. კმ). მცხოვრებთა რიცხვია 227780 ადამიანი, მათ შორის ქალაქის მოსახლეობაა 160745 ადამიანი. ტფილისის მაზრის უმეტესი ნაწილის ზედაპირი ძლიერად ტალღისებურია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან ზომებს აღწევენ ამაღლებული ადგილები დასავლეთ ნაწილში, საზღვარზე ბორჩალოს მაზრასთან, სადაც მდ. ალგეთის ზემოწელში თრიალეთის მთების განშტოებები აღწევს 7000 ფტ.-ზე მეტ სიმაღლეს, ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც კახეთის ქედი მაღლდება 8500 ფტ.-მდე (მწვერვალი ცივი). შედარებით დაბლობი და და უფრო სწორი ადგილები, მაგრამ არანაკლებ 1000 ფტ.-ისა ზღვის დონიდან, განლაგებულია მდინარეების მტკვრისა და ივრის დინების მიყოლებით და ატარებენ სახელწოდებებს: მტკვრის მარჯვენა ნაპირზე კოდას დაბლობისა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე ყარაიაზის ველისა. დაბლობი ადგილები მდ. იორის გაყოლებით ძევს მისი დინების ქვემო ნაწილში სიღნაღის მაზრისა და ტფილისის მაზრის ცენტრალური ნაწილის ფარგლებში უმეტეს წილად არა აქვთ ხე-ტყის მცენარეულობა და დაფარული არიან მხოლოდ ბუჩქნარებით. საუკეთესო ტყეები გვხვდება მაზრის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში, აგრეთვე დასავლეთ ნაწილშიც, სადაც ფასეული სახაზინო ნარგავები განლაგებულია თეთრი წყაროს (4110 ფტ.) შემოგარენში და შედგება უპირატესად ფოთლოვანი ჯიშებისგან (მუხა, რცხილა, წიფელი, ნეკერჩხალი, მსხალი, იფანი); წიწვოვანი ხეები გვხვდება შედარებით იშვიათად. მაზრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს სულაც არ გააჩნია ტყეები, მდ. მტკვრის დინების გაყოლებაზე არსებულის გარდა. ტყეებს უჭირავს მაზრის მთელი ფართობის 29%. თავის შუა ნაწილში ტფილისის მაზრას გადაჭრის მდ. მტკვარი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში კი – მდ. იორი, რომელიც მიედინება იმავე მიმათულებით. მტკვარში მარჯვნიდან ჩაედინება მდინარეები ვერე და ალგეთი, რომელთა აუზსაც მიეკუთვნება მაზრის დასავლეთის მთიანი ოლქის უმეტესი ნაწილი. იორი ღებულობს მცირე შენაკადებს მხოლოდ მარცხნიდან, კახეთის ქედის ან გომბორის მთების მხრიდან. გარდა ამისა მტკვარსა და იორში ჩაედინება რამდენიმე პატარა მდინარე, რომლებიც შრება ზაფხულობით, ხოლო მაზრის ჩრდილოეთ საზღვარზე მარცხნიდან ჩაედინება არაგვი. წყლებისა და მაღალი ნაპირების არათანაბარი განაწილების სედეგად, რომლებიც აძნელებენ მდინარეებიდან სარწყავი არხების გამოყვანას, ბევრი ადგილი განიცდის წყლის უკმარობას მინდვრების (ველების) მოსარწყავად, ხოლო ადგილ-ადგილ კი – სხვა საჭიროებებისთვისაც. არსებობს უძველესი არხების კვალი მტკვრიდან და იორიდან, რომლებიც უწინ რწყავდნენ უფრო მეტად მნიშვნელოვან სივრცეს, ვიდრე ახლაა. უახლესი სარწყავი ნაგებობებიდან აღსანიშნავია მარიინის არხი, რომელიც გამოყვანილია მტკვრის მარცხენა ნაპირიდან (1867 წ.) და რწყავს ყარაიაზის ველის 15000-მდე დესეტინას (იხ. ყარაიაზი), რომელთაგან, თუმცა კი, მხოლოდ მცირე ნაწილზე ითესება სხვადასხვა კულტურები. საკმარისად მნიშვნელოვანი სივრცეები ირწყვება ივრიდან და ალგეთიდან. კლიმატი მეტად მრავალფეროვანია, ადგილის ზღვის დონიდან მდებარეობის-და მიხედვით. მკვრის ველი გამოირჩევა მშრალი, ცხელი კლიმატით ზაფხულის განმავლობაში, და რბილით ზამთარში (იხ. ტფილისი და ტფილისის გუბერნია), მაზრის მთა-გორიან ადგილებში კლიმატური პირობები მნიშვნელოვნად უფრო მკაცრია და აქ უფრო მეტი წვიმა მოდის. მაზრის ზოგიერთი ადგილი, განსაკუთრებით ტფილისის ქვემოთ მტკვრისა და ივრის ხეობის გაყოლებაზე, გამოირჩევა მალარიული და გაციებითი დაავადებების ძლიერი განვითარებით, რასაც წყლის ცუდი ხარისხისა და საცხოვრებლების ცუდი სანიტარული მდგომარეობის შედეგად, აქა-იქ მოვყავართ მოსახლეობის ამოხოცვამდე.

ტფილისის მაზრის მოსახლეობა განლაგებულია სარტყელში 1000-დან 4528 ფტ. სიმაღლეზე (ელიზავეტინსკოე) ზღვის დონიდან, 163 სოფელში. რუსები შეადგენენ დაახლოებით 8,4%, ქართვლები – 55, სომხები _ 18, გერმანელები _ 3,4, ბერძნები _ 3,3, თათრები _ 9,7%. დანარჩენი 2,2% მოდის ოსებზე, აისორებსა და ფშავლებზე. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (67,8%) მართლმადიდებელი აღმსარებლობისაა. რუსული დასახლებების უმეტესი ნაწილი წარმოიქმნა თადარიგში გასული ჯარისკაცების დაბინავების გზით. ტფილისის მაზრის 376909 დეს. მთელი ფართობიდან 104379 დეს. (27,7%) იმყოფება გლეხების სარგებლობაში, მათ რიცხვში სახაზინო გლეხებისა 24,7%, დროებით ვალდებული გლეხების 1,6%, ხიზნებისა 0,6% და მფლობელთა მიწებზე დასახლებულების 0,28%; 272530 დეს. ანუ 70,2% იმყოფება მხოლოდ ხაზინისა და კერძო მფლობელების სარგებლობაში. სახალხო კეთილდღეობის უმთავრესი წყაროა _ მიწათმოქმედება. სახნავ-სათესი მიწებია 90811 დეს., ანუ მაზრის მთელი ფართობის 21%, მინდვრებისა _ 25946 დეს., ზამთრის საძოვრებისა _ 86486 დეს. და ზაფხულის საძოვრების – 229268 დეს. მთავარი კულტურული მცენარეებია – საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, ჭვავი, კარტოფილი; უკანასკნლი ორი მცენარე მოჰყავთ უპირატესად რუსულ და გერმანულ სოფლებში. მაზრის სამხრეთ ნაწილში, მარიინის არხით მორწყულ მიწებზე, მცირე ზომებით თესენ ბამბასა და ბრინჯს. საველე კულტურები არცთუ იშვიათად ზიანდება გვალვების, ხოლო მაღალ ადგილებში _ სეტყვებისგან. მიწათმოქმედების ტექნიკა სოფლის მოსახლეობის უმეტესობაში იმყოფება პირველყოფილ მდგომარეობაში (იხ. ტფილისის გუბერნია). უფრო თბილ ადგილებში მნიშვნელოვან შეწევნას შეადგენს მებაღეობა, განსაკუთრებით მევენახეობა მეღვინეობასთან ერთად. აშენებენ ბლებს, ალუბლებს, გარგარს, ქლიავებს, მსხლებს, ატმებს, ბროწეულებს, ღვინის კენკრას, ვაშლებს, თუთის ხეებს და სხვებს. მაღალ ადგილებში იზრდებიან მხოლოდ ვაშლები, მსხლები და ალუბლები. საგანგებო ხეხილის ბაღები ჩვეულებრივ არ არის, მაგრამ ყველა ვენახში მიწის ნაწილი დაკავებულია ხეხილის ნარგავებით. ვენახები გაშენებულია დაახლოებით 3000 დეს.-ზე, რომლებიც იძლევიან დაახლოებით 600000 ვედრო ღვინოს; მეღვინეობის უმნიშვნელოვანესი რაიონია _ სოფლები მდ. ივრის გაყოლებაზე, რომლებიც მისგან ღებულობენ უხვ მორწყვას. მებოსტნეობა განვითარებულია თითქმის ყველგან, სადაც არის მორწყვადი ვენახები; ვაზებს შორის მოჰყავთ ხახვი, ნიორი, პომიდვრები, კიტრი, ლობიო, ცერცვი, წიწაკა, გოგრები და სხვა. კომბოსტოსა და ჭარხალს აშენებენ უპირატესად რუსულ და გერმანულ სოფლებში. მესაქონლეობა განსაკუთრებულად განვითარებულია მაზრის სამხრეთ-აღმოსავლეთ, ველის ნაწილში; იქაურ მაცხოვრებლებთან მნიშვნელობის მიხედვით პირველ ადგილზე დგას მეცხვარეობა, იმ დროს, როდესაც რუსულ სოფლებში აშენებენ უმთავრესად მსხვილფეხა რქოსან საქონელს (რძისა და კარაქისთვის), ხოლო მეცხვარეობას კი თითქმის სრულებით არ მისდევენ. საქონლს იქაურები მთელი წლის მანძილზე აძოვებენ ბუნებრივ საძოვრებზე; ზაფხულობით იგი გადაჰყავთ საზაფხულო სამთო საძოვრებზე. 1891 წ. მაზრაში ჰყავდათ 5935 ცხენი, 200 ვირი და ჯორი, 47210 მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, 166140 ცხვარი. მეფუტკრეობა განვითარებულია აქა-იქ მთაგორიან რაიონებში, უპირატესად რუსულ სოფლებში. მეაბრეშუმეობას, რომელიც ოდესღაც მეტად განვითარებული იყო მდ. იორის დინების გაყოლებაზე, ახლა მისდევენ მხოლოდ ცალკეული მეურნეები. კუსტარული სარეწები სუსტად არის განვითარებული. შედარებით დიდ შემოსავალს იძლევა ხე-ტყისა (ხეების და შეშის ჩამოტანა ტფილისში და სხვა) და განსაკუთრებით გადაზიდვების (საქონლის გადაზიდვა, მოაგარაკეების გადაყვანა და სხვა) სარეწები; ბევრ რუსულ სოფელში მცხოვრებნი ზაფხულობით თავიანთ სადგომებს აძლევენ აგარაკებად. წიაღისეულის მოპოვება სუსტად არის განვითარებული. სოფელ უჯარმის ახლოს არსებობს გლაუბერის მარილის მოპოვება (1898 წ. მოპოვებულია 150000 ფუთი). საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა თითქმის მთლიანად თავმოყრილია ტფილისში.

გორი და გორის მაზრა 1890-ინი წლების მიწურულს

ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის სამაზრო ქალაქი – გორი, მდებარეობს იმ ადგილას, სადაც მდინრეები ლიახვი და მეჯუდა უერთდებიან მტკვარს, 72 ვერსის დაშორებით ტფილისიდან, ამიერკავკასიის რკინიგზაზე, დაახლოებით 2000 ფტ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან, იმ მთის ძირში, რომელსაც გვირგვინად ადგას ძველი ციხესიმაგრის გორისციხის ნანგრევები. ეს ციხესიმაგრე, გადმოცემის მიხედვით, დაარსებულია ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერატორების მიერ სპარსეთთან მათი ომის დროს. გორის დაარსების დრო ზუსტად ცნობილი არ არის; ყოველ შემთხვევაში ციხესიმაგრე არსებობდა ქალაქზე უფრო ადრე. ქართულ მატიანეებში გორი მოხსენიებულია ერთი მონაცემებით VII ს., ხოლო მეორეთი _ პირველად თამარის მეფობის დროს (1184-1212); სომხური წყაროების მიხედვით ქალაქი დაარსებულ იქნა 1123წ. მეფის დავით აღმაშენებლის (ავტორს უწერია возобновитель – განმაახლებელი) მიერ, რომელმაც იქ დაასახლა სომხები, რომელნიც საქართველოში თავშესაფარს ეძიებდნენ. XVI ს. თურქები დაეუფლნენ ქალაქსა და ციხესიმაგრეს; 1599 წ. სვიმონ მეფემ უკან დაიპყრო გორი, მაგრამ რადგანაც არ თვლიდა გორის-ციხეს თავდაცვისთვის საიმედო ციხე-სიმაგრედ, ამიტომ დაანგრია იგი. როსტომ მეფემ, აღიარა რა სპარსელების უმაღლესი ხელისუფლება, შაჰ-სეფის ყურადღება მიაქცევინა ქ. გორზე, რომელმაც განაახლა ციხე-სიმაგრე და იქ სპარსული გარნიზონი ჩააყენა. 1710 წ. მეფე ვახტანგ VI-ის დროს ციხე-სიმაგრესა და ქალაქს კვლავ დაეუფლენ თურქები. ნადირ-შაჰმა უკანვე წაართვა საქართველო თურქებს და ციხესიმაგრეცა და ქალაქიც დაანგრია, რომელიც ამის შემდეგ სრულებით დაქვეითებაში მოვიდა. 1774 წ. გორი განახლებულ იქნა საქართველოს მეფის ერეკლე II-ის მიერ, ხოლო ხოლო 1801 წ., საქართველოს რუსეთთან შემოერთების შემდეგ, გადაქცეულ იქნა სამაზრო ქალაქად.

ციხესიმაგრის დასავლეთ მხარეზე, რომელიც ლიახვისა და მეჯუდასკენაა მიმართული უწინ იყო მიწისქვეშა გზა, გარნიზონის წყლით მომარაგებისა და გამოხდომებისთვის. ახლა გორი ტფილისის გუბერნიის ერთერთი საუკეთესო სამაზრო ქალაქთაგანია. 7247 მცხოვრები (ქართველები, სომხები, რუსები) დაკავებულია ხელოსნობით, ვაჭრობით, მიწათმოქმედებით, მებაღეობითა და მეღვინეობით. საქალაქო მიწების ფართობს უკავია დაახლოებით 4 კვ. ვერსი; დაახლოებით 1360 სახლია, უმეტესწილად ქვის ან თიხატკეპნილი; ეკლესიები არის _ 9, რომელთაგან აღსანიშნავია ღვთისმშობლის მიძინებისა, VI ს. ძველი ხატით, რომელიც ერთერთმა ბიზანტიელმა იმპერატორმა გამოუგზავნა ბაგრატ კუროპალატს. ქალთა პროგიმნაზია და ამიერკავკასიის სამასწვლებლო სემინარია, თათრული განყოფილებით. ქალაქის ხარჯები 1890 წ. შეადგენდა 21118 მან., შემოსავლები _ 20651 მან. კლიმატი რბილია და თანაბარი: საშუალო ტემპერატურაა +11 გრად. C-ის მიხედვით, იანვრისა _2,2 გრად., აგვისტოსი +21,6 გრად. ნალექების წლიური რაოდენობაა დაახლოებით 511 მმ; მტკვარი და ლიახვი, რომლებიც ზოგჯერ ნაპირებზე გადმოდიან და ზიანს აყენებენ მოსახლეობას, ძალზედ იშვიათად იყინებიან; ხეები ფოთლებით დაფარვას იწყებენ მარტის შუა რიცხვებში. გორის ადგილმდებარეობა მეტად თვალწარმტაცია.

გ ო რ ი ს მ ა ზ რ ა ს უჭირავს გუბერნიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი; ჩრდილოეთით მას ესაზღვრება თერგის ოლქი, დასავლეთით _ ქუთაისის გუბერნიის შორაპნისა და რაჭის მაზრები, სამხრეთით _ ტფილისის გუბერნიის ახალციხის, ახალქალაქისა და ტფილისის მაზრები, აღმოსავლეთიდან – ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრა. ზედაპირი, სტრელბიცკის მიხედვით _ 6033,9 კვ. ვერსია, კავკასიის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების მიხედვით – 5818,4 კვ. ვერ. გორის მაზრის ზედაპირის მოწყობა მეტად მრავალფეროვანია. მაზრის ჩრდილოეთ ყველაზე უფრო მაღალი ნაწილი სავსეა კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებებით; შუა ნაწილი წარმოადგენს გორის ანუ ქართლის ვრცელ ზეგანს, ხოლო სამხრეთ ნაწილი კი, რომელიც ოროგრაფიული მიმართებით მიეკუთვნება მცირე კვკასიონს, განლაგებულია უმთავრესად უკანასკნელის ყველაზე უფრო ჩრდილო ჯაჭვის (თრიალეთის მთები) ჩრდილოეთ კალთებზე. გორის მაზრის ჩრდილოეთ, ყველაზე უფრო მაღალი ნაწილი ებჯინება კავკასიონის მთავარ ქედს მწვერვალებს, ზეკარსა (12563 ფტ.) დასავლეთში და ზილგა-ხახს (12645 ფტ.) აღმოსავლეთში, შორის. იგი დასერილია ამ ქედის მრავალი კლდოვანი, მაღალი და ციცაბო განშტოებით, და ნაკლებად არის მოსახერხებელი მიწათმოქმედებისთვის, თვით მესაქონლეობისთვისაც კი. ზეკარის მწვერვალიდან სამხრეთისკენ მოემართება აცთუ ძალიან მაღალი საქართველო-იმერეთის მთები (სურამის უღელტეხილით), რომლებიც გორის მაზრას გამოყოფენ ქუთაისის გუბერნიის მეზობელი მაზრებისგან.

მაზრის შუა ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს ვრცელ სწორ ადგილს (870 კვ. ვერ.), რომელიც ძევს დაახლოებით 2400 ფტ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან და მეტად მოსახერხებალია მიწათმოქმედებისთვის, მჭიდროდ არის დასახლებული და უმეტეს წილად დაფარულია სახნავ-სათესი ნაკვეთებით, ვენახებითა და ბაღებით. გორის მაზრის სამხრეთ ნაწილი განლაგებულია თრიალეთის მთების ჩრდილოეთ კალთებზე და წარმოადგენს მთაგორიან ქვეყანას, რომელიც ამავე დროს გაცილებით უფრო დაბლაა მაზრის ჩრდილოეთ ნაწილთან შედარებით (უმაღლესი მწვერვალია ყარა-ყაი _ 9351 ფტ.), უფრო დამრეცია და ქმნის მრავალ ზეგანს, რომლებიც მეტად მოსახერხებელი არიან როგორც კულტურისთვის, ისე განსაკუთრებით საქონლის საძოვრებადაც. მაზრის სამხრეთ ნაწილის დასავლეთში, თრიალეთის მთებში გამოვლით, ღრმა და თვალწარმტაც ბორჯომის ხეობაში სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მოედინება მდ. მტკვარი; ამ ხეობიდან დასავლეთისკენ თრიალეთის მთები ატარებენ აჭარა-ახალციხის მთების სახელწოდებას. ნიადაგთან მიმართებით გორის მაზრა წარმოგვიდგენს ბევრ მრავალფეროვნებას; ყველაზე უფრო ნაყოფიერი თიხნაროვანი, ადგილ-ადგილ დანალექი ნიადაგები, ნეშომპალას შენარევით ძევს მაზრის შუა ნაწილში; განსაკუთრებით საინტერესოა ნიადაგი მდ. დიდი ლიახვის გაყოლებაზე, სადაც იგი შეიცავს ბევრ შლამს; ეს ნიადაგი ბადებს საქართველოში საუკეთესო ხორბალს და მოითხოვს მცირე მორწყვას. მთაგორიან ადგილებში ნიადაგები ასევე საკმარისად ნაყოფიერია, მაგრამ უფრო მცირე, თანაც ქვენიადაგური ფენა შედგება ხრტილოვანი ან კლდის ქანებისგან. ადგილ-ადგილ და განსაკუთრებით მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება შიშველი კლდეები. წყლებთან მიმართებით მთელი გორის მაზრა მიეკუთვნება მდ. მტკვრის აუზს, რომელიც შემოდის რა ახალციხის მაზრიდან ბორჯომის ხეობის გამოვლით, მოედინება ჩრდილოეთისკენ, ხოლო გამოვა რა ხეობიდან, უხვევს აღმოსავლეთის მიმართულებით და მაზრის ტერიტორიაზე მოედინება მთლიანობაში 150 ვერ. სიგრძეზე. მაზრის ჩრდილოეთ ნაწილი ირწყვება მტკვრის მარცხენა შენაკადებით (ლიახვით, მეჯუდათი, ქსნითა და სხვა), ხოლო სამხრეთ ნაწილი – უმნიშვნელო მდინარეებით, რომლებიც მოედინებიან თრიალეთის მთებიდან და მარჯვენა მხრიდან ჩაედინებიან მტკვარში. მცირე მდინარეებს აქვთ დიდი საირიგაციო მნიშვნლობა და ძლიერად გადმოდიან ნაპირებიდან თოვლის დნობისა და გადაუღებელი წვიმებისგან; მდ. მტკვრზე აწარმოებენ ხე-ტყის დაცურებას. გორის მაზრის კლიმატი საერთოდ საკმარისად ჯანსაღია, თანაბარი; დაბლობ ადგილებში რბილია, მთიან ადგილებში კი – უფრო მკაცრი; ნალექები საკმარისად ბევრი მოდის, მაგრამ კულტურული მიწების დაახლოებით ნახევარი მაინც ხელოვნურად ირწყვება.

მაზრის მცხოვრებნი არიან 180194 ადამიანი; მათ რიცხვში 94254 ქართველი, 55213 ოსი (უმთავრესად კავკასიონის მთავარი ქედის მიმდებარე მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში), 18000 სომეხი, 3300 ებრაელი, 1000 რუსი და ა. შ. მოსახლეობა დაკავებულია მიწათმოქმედებითა და მებაღეობით (ქართველები და სომხები), მესაქონლეობით (ოსები), ვაჭრობით (ებრაელები და სომხები). სახნავ-სათეს მიწებს უჭირავს 181638 დეს., მინდვრებს – 12109 დეს., ზამთრის საძოვრებს – 1089821 დეს., საზაფხულო საძოვრებს _ 302749 დეს., ტყეები კი გადაჭიმულია 391742 დეს. მიწაზე. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საველე კულტურული მცენარეებია ხორბალი, ქერი, ასლი (სპელტა), შვრია და სიმინდი. ბაღები შედგება უმთავრესად ვაზის ნარგავებისგან, რომელთა შორისაც დარგულია ხეხილი. ბაღებს უჭირავთ დაახლოებით 4800 დეს. მიწა. 1887 წ. მიღებულ იქნა დაახლოებით 160000 ვედრო ღვინო. ჭაჭა მიდის სპირტის გამოსახდელად; 1888 წ. გამოხდილ იქნა 127296 გრად. ღვინის სპირტი. მაზრის მთაგორიან ნაწილებში სახალხო მეურნეობის მეტად მნიშვნელოვნ დარგს შეადგენს მესაქონლეობა. 1890 წ. მოითვლებოდა 83000 მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, 101000 ცხვარი, 40000 ღორი. მდ. მტკვრის ნაპირას მდებარე სოფლების მცხოვრებთა ნაწილი დაკავებულია ხე-ტყის დაცურებით გორისა და ტფილისისკენ; 1890 წ. დაცურებულ იქნა 4002 ტივი, 604300 მან. თანხისა. საქარხნო და საფაბრიკო მრეწველობა განვითარებულია სუსტად. ვაჭრობა საკმარისად გაცხოველებულია; 1890 წ. გორსა და გორის მაზრაში არჩეულ იქნა 1472 სავაჭრო დოკუმენტი. ტფილისის მაზრის შემდეგ, გორი ყველაზე უფრო მეტად სავაჭრო ქალაქია მთელს გუბერნიაში. შალის ქსოვილების წარმოება (ოსეთი), ავსაშოვარი (გარესამუშაო), კირის გამოწვა და თევზჭერა. ამიერკავკასიის რკინიგზა მაზრაში გადის დაახლოებით 94 ვერ. სიგრძეზე; არის აგრეთვე გზატკეცილი, რომელიც ახალციხეს აერთებს რკინიგზის სადგურ მიხაილოვოსთან. ღირსშესანიშნავი ადგილებია _ ბორჯომი, ბორჯომის ხეობა, გორის ჯვარი, სურამი, სურამის გვირაბი და უღელტეხილი, უფლის-ციხე, ურბნისი და ა. შ.

დუშეთი და დუშეთის მაზრა 1890-იანი წლების მიწურულს

დუშეთი _ ტფილისის გუბერნიის სამაზრო ქალაქია, 54 ვერ. დაშორებზე ტფილისიდან და 1 ვერ.-ზე საქართველოს სამხედრო გზის იმავე სახელწოდების (დუშეთის) სადგურიდან, მდ. დუშეთის ხევზე, 2918 ფტ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან; მცხოვრებნი შეადგენენ 2027 ადამიანს (სომხები და ქართველები). ზოგიერტი მითითების მიხედვით, ქალაქი არსებობდა უკვე XIII ასწლეულის დასაწყისში. XVII-XVIII სს. დუშეთი იყო სამფლობელო და ნაწილობრივ რეზიდენციაც არაგვის ერისთავებისა, რომელთა დაუმორჩილებლობაც საქართველოს მეფეებისადმი არცთუ იშვიათად იქცეოდა ხოლმე მისი დარბევის მიზეზად. 1756 წ. არაგვის საერისთაოს დაცემის შემდეგ დუშეთი მეფე ერეკლე II-მ სამკვიდროდ მისცა თავის ვაჟიშვილს ვახტანგს. 1803 წ. ვახტანგის რუსეთში წასვლის შემდეგ დუშეთი შეიქმნა ანანურის მაზრის შტატსმიღმა (რუს. заштатный) ქალაქად, 1811-დან 1840 წ.-ის ჩათვლით იყო სამაზრო, შემდეგ ისევ შტატსმიღმა და 70-იანი წლებიდან კვლავ სამაზრო ქალაქად. ქალაქში არის ორი მართლმადიდებელი და ერთიც სომხურ-გრიგირიანული ეკლესია; მათ შორის აღსანიშნავია _ წმ. ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებელი ეკლესია. ძველის-ძველ ნაგებობებს მიკუთვნება აგრეთვე ციხესიმგრეც გალავნის კუთხეებში აგებული კოშკებით. შენარჩუნებულია ძველთა ერისთავთა სასახლის ნაშთებიც. ამჟამად დუშეთს, როგორც სამრეწველო, ისე სავაჭრო მიმართებითაც, თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია; მცხოვრებთა რიცხვი მასში, მაგალითად, 1859 წ.-თან შედარებით, რამდენადმე შემცირდა კიდეც. ქალაქის შემოსავლები 1890 წ. იყო – 4409 მან., ხარჯები კი – 4084 მან.

დ უ შ ე თ ი ს მ ა ზ რ ა მდებარეობს ტფილისის გუბერნიის ჩრდილოეთ ნაწილში და უჭირავს დაახლოებით 3438 კვ. ვერსი (სტრელბიცკის მიხედვით). ზედაპირის მოწყობის, კლიმატის, მოსახლეობისა და მისი საქმიანობის მიხედვით დუშეთის მაზრა წარმოგვიდგენს დიდ მრავალფეროვნებას, და შესაძლებელია დაყოფილ იქნას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმართულებაზე განლაგებულ სამ ნაწილად. ჩრდილოეთ ნაწილი, ყველაზე უფრო მეტად ამაღლებული, იკავებს კავკასიონის ქედის ცენტრალური ნაწილის ორივე (ჩრდილო და სამხრეთ) კალთებს, რომლის მწვერვალებიც დაგვირგვინებულია მარადიული თოვლითა და მყინვარებით, რომლებიც აქ აღწევს 16546 ფუტამდე ზღვის დონიდან (ყაზბეგი); იგი წარმოადგენს ველურ, ზნელად მისადგომ ქვეყანას, რომელიც დასერილია კლდიანი მთების მასით, ღრმა ხეობებით, და მდებარეობს ნაწილობრივ მდ. თერგის ზემოწელში, ნაწილობრივ კი არაგვის ზემოწელის აუზში. კლიმატი მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში მკაცრია (გუდაური მდებარეობს 8713 ფტ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან; ზაფხულის საშუალო ტემპერატურაა +12,7 გრად. C, შემოდგომისა +6,3, ზამთრისა _5,5 და გაზაფხულისა +3,2 გრად., საშუალო წლიური ტემპერატურაა +4,1 გრად. C.); ზამთრები ხანგრძლივი და თოვლიანია. პურის ხვნა-თესვა განვითარებულია სუსტად, თუმცა კი ქერი ასწრებს დამწიფებას 8100 ფტ. სიმაღლეზე; იშვიათი (მეჩხერი, მცირერიცხოვანი) მოსახლეობის კეთილდღეობის მთავარ წყაროს წარმოადგენს მესაქონლეობა. დუშეთის მაზრის შუა ნაწილი ავსებულია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებებით და წარმოადგენს ნაწილობრივ მთაგორიან, ნაწილობრივ კი შედარებით მცირე გორაკებიან ქვეყანას, რომელიც თანდათანობით მაღლდება ჩრდილოეთისკენ. იგი დაფარულია ნაწილობრივ ტყეებიტ, ნაწილობრივ საძოვრებით, ნაწილობრივ კი ხორბლისა და ქერის დამუშავებული ველებით (ყანებით); მოსახლეობა უმთავრესად დაკავებულია პურის მოყვანითა და მესაქონლეობით; ყურძენი ცუდად მწიფდება და ქ. დუშეთის მაღლა არ ხარობს. დუშეთის მაზრის სამხრეთ ნაწილი (2000 ფტ.-მდე ზღვის დონიდან) ხასიათდება, პურის მოყვანის გარდა, მებაღეობითაც, განსაკუთრებით კი მევენახეობით. მთავარი პურეულობაა – ხორბალი და ქერი.

მთელ დუშეთის მაზრას სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ კვეთს საქართველოს სამხედრო გზა, რომელზედაც მოსახლეობის ნაწილი ნახულობს სამუშოსა და შემოსავლებს. ეს არის _ ერთადერთი მოსახერხებელი შეტყობინების გზა, რომელიც აკავშირებს დუშეთის მაზრას ტფილისთან სამხრეთში და ვლადიკავკაზთან ჩრდილოეთში. მაცხოვრებლებია 70176 ადამიანი, რომელთაგან: 1261 ფშაველია, 711 ხევსური, 16300 ოსი, 4032 სომეხი, 46700 საკუთრივ ქართველი და 335 ქისტი. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი და სომხურ-გრიგორიანული აღმსარებლობისაა; ქისტები _ სუნიტი მაჰმადიანები არიან. 1891 წ. დუშეთის მაზრაში მოითვლებოდა 4032 ცხენი, 35399 მსხვილფხა რქოსანი საქონელი (კამეჩების ჩათვლით), 214460 ცხვარი, 11127 ღორი. ტყეებს უჭირავს 141000 დეს. ანუ მთელი ფართობის 39%, ვენახებს კი, რომლებმაც 1890 წ. მისცეს 125300 ვედრო ღვინო, _ 1800 დეს. მეღვინეობა მაზრის ზოგიერთ ადგილში დაყენებულია სავსებით რაციონლურად. საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა და ვაჭრობა მაზრაში განვითარებულია უკიდურესად სუსტად; კუსტარული სარეწები – უხეში მაუდების, ქეჩების, ნაბდების ქუდებისა და ქურქების წარმოება – გავრცელებულია უპირატესად მაზრის ჩრდილოეთ, მთიან ნაწილში. დუშეთის მაზრაში, რომელიც ოდესღაც წარმოადგენდა ძველი საქართველოს უმთავრეს ნაწილს, უხვად არის სიძველის ძეგლები; მის მოსახლობაში შენარჩუნებულია ბევრი თქმულებები წარსულის შესახებ.

ბორჩალოს მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს

ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრა ცალკე ადმისტრაციულ ერთეულად იქნა გამოყოფილი 1880 წ. ტფილიის მაზრის ტერიტორიიდან. ბორჩალოს მაზრის საერთო ფართობი (სტრელბიცკის მიხედვით) ტოლია 5938 კვ. ვერსისა, ხოლო სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების მონაცემებით კი 5417 კვ. ვერსისა. ბორჩალოს მაზრას ჩრდილოეთით ესაზღვრება გორისა და ტფილისის მაზრები, აღმოსავლეთიდან _ ტფილისის მაზრა, სამხრეთ აღმოსავლეთიდან _ ელიზავეტპოლის გუბერნიის ყაზახის მაზრა, სამხრეთ-დასავლეთიდან _ ერევნის გუბერნიის ალექსნდროპოლის მაზრა და ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრა და მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 41 გრად. 48 მინ.-სა და 40 გრად. 46 მინ. შორის და აღმოსავლეთ გრძედის 61 გრად. 20 მინ.-სა და 62 გრად. 47 მინ. შორის. 480 ვერსიდან, რომელიც შეადგენს სასაზღვრო ხაზის სიგრძეს, ალექსანდროპოლის მაზრასთან იგი გადაჭიმულია 100 ვერსზე, ახალქალაქისა _ 80, გორის _ 55, ტფილისისა _ 145 და ყაზახისა _ 100 ვერსზე. ზედაპირის მოწყობის მიხედვით ბორჩალოს მაზრა წარმოადგენს ტალღოვან ზეგანს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან შემოსალტულია ქედებით და ავსებულია მათი განშტოებებით და თანდათანობით დაბლდება აღმოსავლეთისკენ მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირამდე. ბორჩალოს მაზრაზე გამავალი ყველა ქედი მიეკუთვნება მცირე კავკასიონის სისტემას. მაზრის ზედაპირის დაახლოებით 2/3 ავსებულია (გადაღობილია) მთებით, რომლებიც ნაწილობრივ (მის შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) დაფარულია ტყით, ნაწილობრივ კი წარმოადგენს კარგ საძოვრებს, რომლებსაც ზაფხულობით სტუმრობს მოსახლეობა. სომხეთის მთების განშტოებებს შორის, რომლებიც ავსებენ მაზრის უმეტეს ნაწილს, არის სამი ამაღლებული ზეგანი: წალკის, ლორესა და ბორჩალოსი (იხ. ეს სიტყვა), რომლებზედაც არის თავმოყრილი კიდეც უმთავრესად მოსახლეობა. წალკის პლატო მდებარეობს დაახლოებით 5000 ფუტის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, მდ. ხრამის ზემოწელში და უჭირავს დაახლოებით 350 კვ. ვერსი; ლორეს პლატო ძევს დაახლოებით 4700 ფტ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან, და უჭირავს დაახლოებით 450 კვ. ვერსი მდ. კამენკას აუზში, რომელიც წარმოადგენს მდ. ბორჩალოს (იხ. ეს სიტყვა) მარცხენა შენაკადს; და ბორჩალოს პლატო _ დაახლოებით 1100 ფტ. სიმაღლეზე, მდინარეების ბორჩალოსა და ხრამის ქვემოწელის აუზში.

წალკისა და ლორეს პლატოები დაფარულია უძველესი დოლომიტური ლავების ნაკადებით და აქვთ მეტად მრავალფეროვანი და და საერთოდ მხოლოდ ადგილ-ადგილ ნაყოფიერი ნიადაგი. ბორჩალლოს დაბლობი თავისი ნაყოფიერების მიხდვით ერთერთ საუკეთესო ადგილს წარმოადგენს ტფილისის გუბერნიაში. ბორჩალოს მაზრის მთებში გვხვდება სპილნძის, ვერცხლის, რკინისა და ტყვიის მადნები, ხოლო ზოგიერთი პატარა მდინარის გაყოლებაზე ოქროს ქვიშრობებიც. მინერალური წყლები ცოტაა. ბორჩალოს მაზრა ძევს მდ. ხრამის აუზში, რომელიც მაზრას მიეკუთვნება თითქმის მთელი თავისი დინებით, და მდ. ალგეთის აუზში (შუა და ქვემო დინება); ორივე ეს მდინარე მარცხნიდან ჩაედინება მდ. მტკვარში. მაზრის საერთო ფართობი _ 564310 დესეტინა სავარგულების მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად: სახნავ-სათესი მიწები შეადგენს 208434 დეს., მინდვრები _33800 დეს., ზამთრის საძოვრები _ 28167 დეს. და ზაფხულის საძოვრები _ 293909 დეს. ბორჩალოს მაზრის მოსახლეობა 1886 წ. შედგებოდა 58885 მამაკაცისა და 47649 ქალისგან, ანუ სულ ორივე სქესის 106535 სულისგან, რაც 1 კვ. ვერსზე შეადგენს 19,6 ადამიანს. მოსახლეობის საერთო რიცხვიდან მოითვლებოდა: 5948 რუსი, 1471 გერმანელი, 3864 ქართველი, 34123 სომეხი, 33382 თათარი, 17815 ბერძენი და 33 ებრაელი. ხალხმოსახლეობის უმთავრეს საქმიანობას ბორჩალოს მაზრაში შეადგენს მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მოჰყავთ მრავალი მცენარე, რომელთაგან პირველი ადგილი მნიშვნელობის მიხედვით უჭირავთ ხორბალსა და ქერს, საუკეთესო მოსავალი და პურის საუკეთესო ჯიშები მიიღება მაზრის უფრო დაბლობ აღმოსავლეთ ნაწილში; ბორჩალოური ხორბალი, რომელსაც აწარმოებენ ბორჩალოს დაბლობზე, სახელგანთქმულია ამიერკავკასიაში. 1886 წ. ბორჩალოს მაზრაში აღებულ იქნა საშემოდგომო ხორბლის 152000 ჩეტვერტი, საგაზაფხულო ხორბლის 106000, ჭვავის 800, ქერის 64000, შვრიის 10500, სიმინდის 1500 და კარტოფილის 60000 ჩეტვერტი. წალკისა და ლორეს პლატოებზე ნათსებიდან ღებულობენ ძალზედ ცუდ მოსავალს, რომელიც ხშირად ზიანდება სიცივეებისგან, სეტყვებისგან და მინდვრის თაგვებისგან. უფრო მეტად დაბლობ ადგილებში წარმატებით მოჰყავთ клещевина, ქუნჯუთი, ბრინჯი, ხოლო უკანასკნელ წლებში იქ ძლიერად იწყებს განვითარებას მებამბეობაც. ვენახების ქვეშ 1887 წ. ბორჩალოს მაზრაში მოითვლებოდა 1500 დეს., რომელმაც მისცათ დაახლობით 51170 ვედრო ღვინო. ღვინის სპირტი 1888 წ. გამოხადეს 101905 გრადუსი. თამბაქოს ქვეშ 1886 წ. მოითვლებოდა 40 სოფელში _ 49 დესეტინა. მეაბრეშუმეობა უმნიშვნელოა _ 1886 წ. მიღებულ იქნა სულ 56 ფუთი აბრეშუმის პარკი. ტყეებს უჭირავს 153330 დეს., ბაღებს _ დაახლოებით 1500 დეს.

საზაფხულო და ზამთრის საძოვრების სიუხვე ბორჩალოს მაზრაში განაპირობებს მესაქონლეობის მეტად მნიშვნელოვან განვითარებას. ოფიციალური ცნობების მიხედვით 1885 წ. ბორჩალოს მაზრაში მოითვლებოდა: 134073 თავი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, 413154 თავი წვრილფეხა საქონელი, 12752 ცხენი, 2936 ვირი და ჯორი, 14493 ღორი, ე. ი. სულ 577708 თავი. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მესაქონლეობას გააჩნია მაღალ წალკის პლატოზე, სადაც პური ცუდად მოდის და ოჯახის კეთილდღეობა დამყარებულია, უმთავრესად, საქონელზე. მაცხოვრებელთა სხვა საქმიანობიდან შეიძლება მოვიხსენიოთ მეფუტკრეობის შესახებ, რომლითაც დაკავებული არიან რუსები, ბერძნები, ქართველები და სომხები წალკისა და ლორეს პლატოებზე, აგრეთვე აქა-იქ ბორჩალოს დაბლობზეც, ხეობებიდან გამოსასვლელებში მდებარე სოფლებში. სამრეწველო მიზნით მეფუტკრეობით არ არიან დაკავებულნი, თუკი არ ჩავთვლით 100 სკისგან შემდგარ ერთ მსხვილ საფუტკრეს, რომელიც ერთერთ მოლოკანს ეკუთვნის. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ლორეს თაფლი, მაგრამ უკანასკნელ ხანს, მოსახლეობის ზრდისა და თავისუფალი მიწების ფართობის შემცირების შედეგად, მეფუტკრეობამ აქაც დაქვეითებისკენ იწყო გადახრა. 1885 წ. ბორჩალოს მაზრაში სახელმწიფო გლეხებში მოითვლებოდა 3483 სკა. ზოგადად ბორჩალოს მაზრა შესაძლოა ითვლებოდეს ტფილისის გუბერნიის ერთერთ საუკეთესო მაზრად, როგორც მწარმოებლურობასთან მიმართებით, ისე ხალხის კეთილდღეობასთანაც. ბორჩალოს მაზრა იყოფა სამ საპრისტავოდ _ ლორეს, თრიალეთისა და ბორჩალოსი. ადმინისტრაციული ცენტრის სამსახურს სწევს სოფ. დიდი შულავერი, რომელიც ტფილისთან შეერთებულია ტელეგრაფით.

შ უ ლ ა ვ ე რ ი (დიდი შულავერი) _ ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის სოფელი, 90 ვერსზე ტფილისის სამხრეთით, მდ. შულავრის ახლოს, რომელიც ჩაედინება მდ. ხრამში. 3297 მცხოვრები (სომხები და აზერბაიჯანელი თათრები); ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი.

ახალციხე და ახალციხის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს

ახალციხე _ ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის სამაზრო ქალაქია (ქართულად ახალ-ციხე, ახალი ციხესიმაგრე, თურქულად ახისკა) მდ. ფოცხოვ-ჩაიზე (მტკვრის მარცხენა შენაკადი), 3376 ფუტ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ჩრდილოეთ განედის 41 გრად. 39 მინ. და აღმოსავლეთ გრძედის 60 გრად. 38 მინ.-ზე, 13263 მცხოვრებით. უწინ ახალციხე გახლდათ ძირძველი ქართული ოლქის სამცხეს ანუ ზემო ქართლის მთავარი ქალაქი. XIV ს. პირველ ნახევარში სარგის II (1306-1334) იქცა სამცხის დამოუკიდებელ მმართველად (განმგებლად), მიიღო რა თურქული ტიტული ათაბაგი, რის გამოც ოლქს უწოდებდნენ საათაბაგოს (ათაბაგის სამფლობელოს). 1579 წ. ახალციხე ჩავარდა თურქების ძალაუფლების ქვეშ, ხოლო XVII ს. პირველ ნახევარში (1625 წ.) თურქებმა მმართველებისგან მოითხოვეს ისლამის მიღება და დაიწყეს თავიანთი ფაშების დანიშვნა. ახალციხე იქცა მონებით ვაჭრობის მთავარ ბაზრად. რომელზედაც ლეკებს ჩაჰყავდათ თავიანთი ტყვეები _ ქრისტიანები. 1828 წ. რუსების მიერ ქალაქის აღების წინ, მასში იყო 50000 მცხოვრები. რუსეთის თურქეთთან შეჯახებების დროს, ახალციხის შორიახლოს არაერთხელ წარმოებულა მეტ-ნაკლებად სერიოზული სამხედრო მოქმედებები. 1810 წ. ნოემბერში რაზმმა გენერალ ტორმასოვის უფროსობით ალყა შემოარტყა ამ ციხესიმაგრეს, მაგრამ ჯარების მიერ განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგებისა და მათ შორის გაჩენილი შავი ჭირის შედეგად, უკან უნდა დაეხია.

1828 წ. აგვისტოში გრაფი პასკევიჩი დაიძრა ახალციხისკენ, მის კედლებთან დაამარცხა მაშველად მოსული თურქული ჯარები, ხოლო შემდეგ კი რამდენიმე დღიანი ალყის მერე, იერიშის მეშვეობით დაეუფლა ციხესიმაგრეს, თურქების გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად. ამ იერიშში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შირვანის პოლკმა, რომელსაც წინამძღოლობდა პოლკოვნიკი ბოროდინი. ზამთრის დადგომასთან ერთად თურქები შეეცადნენ წაერთვათ რუსებისთვის მათ მიერ დამორჩილებული ციხესიმაგრე, რისთვისაც მოგროვებულ იქნა მეტად მნიშვნელოვანი ძალები ახმეტ-ბეგ აჭარელის უფროსობით. 1929 წ. 20 თებერვალს იგი მოადგა ახალციხეს, მაგრამ მის მიერ ნაღონი იერიში მოგერიებულ იქნა მცირერიცხოვანი გარნიზონის მიერ, რომელსაც მეთაურობდა გენერალ-მაიორი თავადი ბებუთოვი. ამის შემდეგ თურქებმა ალყა შემოარტყს ახალციხეს ყველა მხრიდან, მოახერხეს რამდენიმე ადგილას ციხესიმაგრის გალავნის შენგრევა, და გარნიზონის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მეტად საეჭვო ხდებოდა. მას ეშველა მხოლოდ 4 მარტს, როდესაც გამოჩნდნენ გენერალ ბურცოვის მეწინავე ჯარები, რომელიც საკუთარი რაზმით მოიჩქაროდა ალყაშემორტყმულთა დასახმარებლად. ახმეტ-ბგმა, რომელიც მოახლოებულ რუსულ ჯარებს თვლიდა გაცილებით უფრო ძლიერად, ვიდრე ისინი სინამდვილეში იყვნენ, იჩქარა გასცლოდა.

1846 წ. ახალციხე იქცა ქუთაისის გუბრნიის, შემდგომში კი ტფილისის გუბერნიის სამაზრო ქალაქად. 1853 წ. ნოემბერში ახალციხესთან თურქები სრულებით იქნენ დამარცხებული რუსული რაზმის მიერ თავად ანდრონიკოვის მეთაურობით. _ ძველი ქალაქი და ციხესიმაგრე _ მდინარის მარცხენა ნაპირზეა, ახალი მარჯვენაზე. 1877 წ.-მდე აქ იყო მნიშვნელოვანი ვაჭრობა აზიურ თურქეთთან, განსაკუთრებით ყარსთან და არზრუმთან; სომხურ-გრეგორიანული სარწმუნოების სომხები შეადგენენ მცხოვრებთა 8/10-ს; ებრაელები 1/10-ს. შიდა ვაჭრობა მნიშვნელოვანია. ბევრია ბაღები, კლიმატიც მშვენიერია; ახალციხის ახლოს ამზადებენ შესანიშნავ სალაშქრო იარაღს. 24 ვერსზე ახალციხის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს აბას-თუმნის მინერალური წყლები. ქალაქიდან 6 ვერსზეა საფარის მონასტრის ნანგრევები, ურაველ-ჩაის ციცაბო ნაპირზე. საფარის მონასტერი გახლდათ ათაბაგების საზაფხულო რეზიდენცია; მონასტრის ზემოთ მოდინება რკინით მდიდარი ურაველის მინერალური წყლები. 32 ვერსეზე ახალციხის დასავლეთით მდებარეობს ზარზმის მონასტერი 4291 ფტ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. XI ასწლეულში აგებული ზარზმის ტაძარი წარმოადგენს ქართული საეკლესიო არქიტექტურის ერთერთ საუკეთესო ძეგლთაგანს. ახალციხისა და სოფლ სუჟლისის ახლოს არის ლიგნიტის საბადოები. შეადარეთ ზაგურსკი, „ახალციხის მაზრა“ (რუსულად; „გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ჩანაწერები“, ტ. VIII); „ყაზბეგი, თურქეთის საქართველო“ (რუსულად; „გეოგრაფიული საზოგდოების კავკასიის განყოფილების ცნობები“, ტ. X). იხ. ტფილისის გუბერნია.

ა ხ ა ლ ც ი ხ ი ს მ ა ზ რ ა ს უჭირავს ტფილისის გუბერნიის უკიდურესი დასავლეთ ნაწილი, უწინ საათაბაგო (ე. ი. ათაბაგის სამფლობელო), შემდეგ ახალციხის საფაშო; მისი სივრცეა 2365,3 კვ. ვერსი ანუ 246396 დესეტინა, ორვე სქესის მცხოვრებნი არიან 54459 ადამიანი, მართლმადიდებელი ეკლესიებია _ 40, სომხურ-გრეგორიანული _ 8, მეჩეთები _ 47. ორი ასწლულის წინ აქ გავრცელებული იყო ქართული ენა, მაგრამ ახლა ძირძველი მოსახლეობა შეერია მოსულებთან, თურქებთან, და დაივიწყა თავისი მშობლიური ენა, რომელიც თითქმის ყველგან შეიცვალა თურქული ენით. მთელი ზედაპირი ამაღლებულია: ჩრდილოეთში ახალციხის ქედი გამოყოფს მაზრას ქუთაისის გუბრნიის ქუთაისისა და უზურგეთის მაზრებისგან, დასავლეთში მაღალი მთები გამოყოფს მაზრას ბათუმის ოკრუგისგან და სამხრეთ-დასავლეთში ყარსის ოლქის არტაანის ოკრუგისგან. მხოლოდ აღმოსავლეთში საზღვრის გაყოლებაზე ახალქალაქის მაზრასთან არ არის მაღალი მთები, მტკვარი არტაანის ოკრუგთან არსებული საზღვრიდან მოედინება თავიდან ახალციხის მაზრის საზღვრის გაყოლებაზე ახალქალაქის მაზრასთან, შემდეგ აკეთებს რკალს დასავლეთისკენ, უახლოვდება რა თითქმის ახალციხეს და შემდეგ კი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით ბორჯომისკენ, ფოცხოვ-ჩაი კი გადაკვეთს მაზრის მნიშვნელოვან ნაწილს. მცხოვრებთაგან დაახლოებით 1/2 სომხებია, და 1/3 სუნიტური მიმდინარეობის თათრები. მცხოვრებთა დიდი ნაწილი დაკავებულია ხვნა-თესვით, უმთავრესად თესავენ ხორბალს, უფრო დაბლობ ადგილებში ჭარბობს საგაზაფხულო ხორბალი, მაღლობ ადგილებში _ საშემოდგომო. ვაზი ხარობს მხოლოდ აწყურის ახლოს მკვრის გაყოლებაზე. მებაღეობა ჰყვავის ხობებში, განსაკუთრებით ვაშლისა და მსხლის ხეების მოშენება. ახალციხის მაზრის თითქმის ყველა დასახლებულ ადგილას შეიძლება ვნახოთ კარგად მორწყვადი და ქარებიგან დაცული მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია ხეხილის ბაღი და მასთან მოწყობილია მეურნეობა.

მაზრის ნიადაგი, რომელიც წარმოქმნილია თრიალეთის მთებიდან ჩამოსული მონაყარით და შედგება უპირატესად ვულკანური წარმოშობის ქანებისგან, აგრეთვე ზომიერი ზოლის მთის კლიმატი წარმოადგენენ ხელსაყრელ პირობებს მებაღეობისთვის. მოსახლეობამ უკვე დიდი ხანია შეითვისა მებაღეობა და დღესდღეობით თანდათანობით სრულყოფს მას. ახალციხურმა ხილმა, განსაკუთრებით ვაშლებმა და მსხლებმა სახელი გაითქვეს კავკასიაში და აქვთ მუდმივი, უზრუნველყოფილი გასაღება ტფილისსა და მხარის სხვა ქალაქებში. ახალციხის მაზრაში ასევე უძველესი დროიდან გავრცელებულია მ ე ფ უ ტ კ რ ე ო ბ ა, და მისი პროდუქტები _ თაფლი და ცვილი, საუკეთესოებად ითვლება მხარეში, იმის წყალობით, რომ ადგილობრივ ფუტკარს აქვს მუდმივად უხვი საზრდო არომატული და შაქრით მდიდარი ყვავილებიდან, ნაყოფის მომცემი მცენარეებისგან _ კულტურულების ან ველურად-მზარდებისგან, ახალციხის ტყეებში. ასეთნაირად, მეურნეობის ამ მომგებიანი დარგისთვისაც აქ სახეზე ხელსაყრელი პირობები. მიუხედავად ამისა, ახალციხის მაზრაში უკანასკნელი წლების მანძილზე გამოჩნდა რაღაც სიახლეები სამეურნეო ილეთებში, რომლებიც, მოსახლეობის ცუდი აღმქმელობის მიუხედავად, თანდათანობით ცოტ-ცოტად ჰპოვებენ გავრცელებას; დროთა განმავლობაში, მათ სარგებლიანობაში მოსახლეობის სრულ დარწმუნებასთან ერთად, ისინი უეჭველად ძირეულად შეცვლიან უკეთესობისკენ მეურნეობის საერთო მოწყობას. ასეთი გაუმჯობესებანი შემოღებულია რამდენიმე მსხვილი მიწათმფლობელის მიერ, უმთავრესად მეხილეობასა და მეფუტკრეობაში. მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ა ახალციხის მაზრაში, მშვენიერი სამთო საძოვრების მიუხედავად შორს არის აყვავებული მდგომარეობისგან, თუმცა კი თათრულმა მოსახლეობამ მშვენივრად იცის წვრილფეხა რქოსანი საქონლის ტყავის გამოყენება და მაზრაში ამზადებენ ხალიჩებს, ფარდაგებსა და შალის სხვა ქსოვილებს. თაოსნობა მესაქონლეობის გაუმჯობესებისთვის გაკეთებულ იქნა ერთრთი ადგილობრივი მიწათმფლობელის მიერ, რომელმაც ორი წლის წინ გამოიწერა თურქეთიდან თეთრი ფერის ახალგაზრდა ანგორული გრძელმატყლიანი თხები. მათ მშვენივრად გაიარეს აკლიმატიზაცია და უკვე მისცეს ნამატი, რომლის ტყავის ხარისხი არა თუ უარესი არ არის მათ თურქულ თანამოძმეებზე, არამედ უკეთესიცაა. ტყავის მატყლი, წვრილი და დახვეული, აღემატება 3 გოჯს; იგი ლაგდება წვრილი ტალღოვანი ხვეულების სახით და თავისი თოვლივით თეთრი ფერის გამო განსაკუთრებულად მოხდენილი შესახედაობა გააჩნია.

ახალქალაქი და ახალქალაქის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს

ახალქალახი _ ტფილისის გუბერნიის სამაზრო ქალაქი და ციხესიმაგრეა იმავე სახელწოდების მდინარეზე 1660 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, 4303 მაცხოვრებლით. გადმოცემების მიხედვით, დაფუძნებულ იქნა პირველი ქართველი მეფის, ფარნავაზის მიერ, დაინგრა XV ასწლეულში და XVII ს. იქცა მნიშვნელოვან თურქულ ციხესიმაგრედ. 1807 წ. მაისში გრაფი გუდოვიჩი ეცადა იერიშით მის აღებას, მაგრამ განიცადა წარუმატებლობა. 1810 წ. კამპანიაში გენერალმა ტორმასოვმა ახალქალაქის კედლებთან დაამარცხა შეერთებული თურქულ-სპარსული ძალები. 1811 წ. ციხესიმაგრე აღებულ იქნა პოლკოვნიკ კოტლიარევსკის მიერ მოულოდნელი თავდასხმის მეშვეობით. ზავის დადების შემდეგ თურქებისთვის დაბრუნებული იგი კვლავ წართმეულ იქნა მათგან 1828 წ. გრაფ პასკევიჩის ჯარების მიერ და 1829 წ. საბოლოოდ შემოერთებული რუსეთთან. ახალქალაქი დასახლებულია, უმთავრესად, სომხებით. 1887 წ. ახალქალაქში იყო 534 სახლი, ორივე სქესის 4303 მცხოვრები, მათ შორის 61 რუსი, 4080 სომეხი, 53 ებრაელი და 45 ქართველი. ქალაქში არის 280 სავაჭრო, 3 ქარავან-სარაი, 5 დუქანი და ფუნდუკი (რუს. постоялый двор).

ა ხ ა ლ ქ ა ლ ა ქ ი ს მ ა ზ რ ა შეადგენს ტფილისის გუბერნიის ყოფილი ახალციხის მაზრის აღმოსავლეთ ნაწილს, რომლისგანაც არცთუ დიდი ხნის წინათ იქნა გამოყოფილი. მისი სივრცეა 2462 კვ. ვერსი, 1887 წ. იყო 59496 მცხოვრები, მათ რიცხვში: 5617 რუსი, 3 პოლონელი, 62 ბერძენი, 689 ქურთი, 42301 სომეხი, 3690 ქართველი, 52 ყაბარდოელი და 6082 თათარი. წოდებათა მიხედვით მაზრის მცხოვრებნი ნაწილდებიან შემდეგნაირად: 5 აზნაური, 253 ხანი, ბეგი და აღალარი, 1053 სასულიერო პირი, 21 მეშჩანინი, 58147 გლეხი, 116 მესაკუთრე გლეხი, 17 გადამდგარი და სათადარიგო ჯარისკაცი თავიანთი ოჯახებით. მაზრის მთელი სივრცე მაღალ ადგილზეა, ყველაზე უფრო დაბალი ნაწილია _ მტკვრის ხეობა სამხრეთ-დასავლეთში; იგი აქ შეადგენს საზღვარს ახალციხის მაზრასთან, ჩრდილოეთში საზღვარს წარმოადგენს ჩილდირის ქედი, შემდეგ მთები უხვევენ აღმოსავლეთისკენ და მათ ეწოდება მადათაპლინის ქედი, აღმოსავლეთ საზღვარზე იმყოფება ციხეჯვარის ქედი გოდობერის მთით (3200 მ ზღვის დონიდან). მთების განშტოებები მიემარტება მაზრის შიგნითაც და ერთიმეორისგან გამოყოფენ მაღალ ზეგნებს (პლატოებს), რომელთაგან შედგება კიდეც მაზრის უმეტესი ნაწილი. მათ შორის ყველაზე უფრო ვრცელი და მაღალია დუხობორების პლატო (სადუხობორო), დაახლოებით 2000 მ-ზე ზღვის დონიდან მაზრის აღმოსავლეთში. მაზრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტბაა: თავფარავანი, ხონჩალი, მადათანი. ხეობებში და ნაკლებად მაღალ ზეგნებზე მაცხოვრებლები წარმატებით მისდევენ ხვნა-თესვას, უმთავრესად ხორბლის მოყვანას; დუხობორების ზეგანზე იმდენად ცივა, რომ პური იქ ცუდად მოდის და მცხოვრებნი დაკავებული არიან მესაქონლობითა და მეურმეობით (მეეტლეობით). ისინი რუსები არიან, დუხობორების სექტიდან, რომლებიც აქ გადმოასახლეს ტავრიდის გუბერნიიდან. არცთუ დიდი რიცხვით არიან მართლმადიდებლებიც. დანარჩენი მოსახლეობა თათრები და სომხებია. სარეწებიდან აღსანიშნავია მხოლოდ თიხის ჭურჭლის დამზადება.

თიანეთი და თიანეთის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს

თიანეთი წარმოადგენს ტფილისის გუბერნიის სოფელს, თიანეთის მაზრის ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც მდებარეობს მდ. იორის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 3627 ფუტის სიმაღლეზე, მოსახლეობით 1330 მცხოვრები. თიანეთის ახლოს ზაფხულობით ხდება ჯარების საბანაკო შეკრება. თიანეთს შეტყობინება აქვს ჩვეულებრივი თვლიანი სატრანსპორტო გზით (50 ვერსი) თელავთან, გზატკეცილით კი _ ტფილისთან (75 ვერსი), მთის ბილიკებით _ ხევსურეთთან და თიანეთის მაზრის მაღალი ჩრდილოეთ ნაწილის სხვა ადგილებთან.

ტფილისის გუბერნიის თ ი ა ნ ე თ ი ს მ ა ზ რ ა ს უჭირავს მისი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი და ესაზღვრება ჩრდილოეთში თერგის ოლქს, აღმოსავლეთში დაღესტნის ოლქს. მას უჭირავს 4256 კვ. ვერსის (4844 კვ. კმ) ფართობი, მოსახლეობა კი უტოლდება ორივე სქესის 36438 ადამიანს. უჭირავს რა კავკასიონის მთავარი ქედის მთელი სამხრეთ ფერდობი მთისწინებით და მისი ჩრდილოეთ ფერდობის ნაწილი (815 კვ. ვერსი), თიანეთის მაზრა რელიეფის, ბუნებისა და მოსახლეობის საქმიანობის მიხედვით შესაძლოა დაყოფილ იქნას ორ ნაწილად: ჩრდილოეთ, მთიან და სამხრეთ, შედარებით დაბლობ ნაწილებად; პირველ ნაწილში მცხოვრებთა მთავარ საქმიანობას წარმოადგენს მესაქონლეობა, მეორეში _ მიწათმოქმედება, ხოლო ადგილ-ადგილ კი მეღვინეობაც. თავის მხრივ მაზრის დაბლობი ნაწილი შესაძლოა დაყოფილ იქნას ორ რაიონად _ დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებად. დასავლეთ რაიონი რომელიც განფენილია მდ. იორის ორივე ნაპირზე, წარმოადგენს სამ ამაღლებულ ტალღოვან პლატოს, რომელთა ყველაზე უფრო დაბალი ნაწილები ძევს არაუმდაბლეს 3000 ფუტისა ზღვის დონიდან: მცხოვრებნი აქ დაკავებული არიან მიწათმოქმედებითა და ნაწილობრივ მესაქონლეობით. აღმოსავლეთ რაიონი, რომელიც ძევს მდ. ალაზნისა და მისი შენაკადის ილტოს ხეობაში, განლაგებულია მნიშვნელოვნად უფრო დაბლა; ამ რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე ძევს არაუმაღლეს 2000 ფუტისა ზღვის დონიდან და, ბუნებისა და მცხოვრებთა საქმიანობის (მეღვინეობა) მიხედვით, წარმოადგენს არსებითად კახეთის ნაწილს. თიანეთის მაზრის ჩრდილოეთ მთიანი ნაწილი წარმოადგენს მთაგრეხილებით ყველა მიმართულებით დასერილ მაღალ, ძნელად მისადგომ მთიან ქვეყანას, რომლის ყველაზე უფრო დაბალი ნაწილებიც ძევს არაუმდაბლეს 5000 ფუტისა, ხოლო ყველაზე უფრო მაღალი _ მთათა მწვერვალები _ აღწევს 15000 ფუტს ზღვის დონიდან.

ოროგრაფიული მიმართებით მაზრის ეს ნაწილი, რომელიც, თავისი ბუნებისა და მოსახლეობის მიხედვით, არის კავკასიონის ერთერთ ყველაზე უფრო ინტენსიური ადგილი, წარმოადგენს მაღალი მთიანი ხეობებისა და ქვაბულების სისტემას, რომლებიც განლაგებულია კავკასიონის მთავარი ქედის ორივე მხარეზე და გაყოფილია მისი განშტოებებით. ეს ქედი მაზრის მთიან ნაწილს გადაკვეთს ტეხილი ხაზით ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და, მაღლდება რა თავისი მწვერვალებით 12000 ფტ.-მდე, წყალგამყოფის სამსახურს სწევს მტკვრის (იორის, ალაზნის, ფშავის არაგვის) აუზის წყლებსა და თერგისა (ასა, არღუნი) და სულაკის (ანდიის ყოისუ) აუზების წყლებს შორის. მტკვრის აუზის წყლები რწყავენ მაზრის უფრო დიდ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, თერგისა და სულაკის აუზებში ძევს მისი უფრო მცირე ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარე (რუს. ოკრაინა). სამხრეთიდან კავკასიონის მთავარ ქედს ერწყმის მდ. იორისა და ფშავის არაგვის სათავეები, რომელთა მხარეშიც განლაგებულია ფშავი და ხევსურეთის ნაწილი _ მთიანი ქვეყნები, დასახლებული მთიელი ქართველებით _ ფშავლებითა და ხევსურებით. მიწათმოქმედება, თუმცა კი აწყდება აქ წინააღმდეგობას შედარებით მკაცრს კლიმატსა და მთიან ადგილში, მაგრამ უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ მხარეზე, სადაც ქედს უერთდება ასას, არღუნისა და ანდიის ყოისუს ზემოწელის აუზები.

თიანეთის მაზრის ეს უკანასკნელი ნაწილი, რომელიც სამხრეთიდან ჩაკეტილია კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი კედლით, ხოლო ჩრდილოეთიდან კი _ სულაკისა და თერგის აუზების წყალგამყოფი ქედით, რომლის მწვერვალებიც თერგის ოლქის საზღვარზე ადის კიდევ უფრო მაღლა (თებულოს მთა _ 14781 ფტ., დიდი კაჩუ _ 14027 ფტ., დონოს მთა _ 13736 ფტ.), დაკარგულია მთაგრეხილებს შორის და წარმოადგენს მთათა ქედების, მწვერვალების, უფსკრულების, ველური კლდეებისა და ხეობების ქაოსს, სადაც მიექანება სამთო წყლების ნაკადები, რომლებიც სათავეს ღებულობენ მყინვარებსა და თოვლიან ველებზე. ადგილის განსაკუთრებული დასერილობა, უკიდურესად მკაცრი კლიმატი, მიწათმოქმედების მეტად სუსტი განვითარება, საკმარისად მნიშვნელოვანი მესაქონლეობა, თავისებური მოსახლეობის სიღარიბე და ველურობა, თითქმის სრული მოწყვეტილობა მთელი სამყაროსგან, რომელთანაც შეტყობინება შეიძლება მხოლოდ ქვეითად სავალი და საპალნე ბილიკებით, ზღვის დონიდან 10-12 ათასი ფტ. სიმაღლის მქონე უღელტეხილების მეშვეობით _ ასეთია მაზრის ამ ნაწილის დამახასიათებელი ნიშნები. ასასა და არღუნის ზემოწელში ძევს ხევსურეთი და ნაწილობრივ ქისტეთიც, ანდიის ყოისუს ზემოწელში _ თუშეთი. ხევსურეთი და თუშეთი დასახლებულია მთიელი ქართველებით, ხოლო ქისტეთი კი _ ქისტებით, რომელთა სახელის ქვეშაც აქ ცნობილი არიან მთიელი ჩეჩნები. წყლებით თიანეთის მაზრა ძალზედ მდიდარია. მაღალი მთები, მარადიული თოვლი და მყინვარები კვებავს დაუთვალავ ნაკადულებსა და ნაკადებს, რომლებიც მოედინებიან სამხრეთისკენ კავკასიონის მთავარი ქედიდან და უერთდებიან ფშავის არაგვს, იორსა და ალაზანს, ხოლო ჩრდილოეთისკენ კი _ ასას, არღუნსა და ანდიის ყოისუს.

მაზრის დაბლობ ადგილას კლიმატი ზომიერია, ხოლო ადგილ-ადგილ კი იმდენად რბილიც, რომ იძლევა ვაზის მოშენების შესაძლებლობას. მაზრის ჩრდილოეთ მთიან ნაწილში, განსაკუთრებით უფრო მაღალ ადგილებში, ზამთარში მოდის მასა თოვლისა და შეტყობინება წყდება არა მხოლოდ ცალკეულ სოფლებს შორის, არამედ მთელ სამყაროსთანაც. ზაფხული მოკლეა, არაუმეტეს 4 თვისა, ცივი და წვიმიანი, მეტად ცვალებადი ამინდით; თოვლი გაგანია ზაფხულში საკმარისად ჩვეულებრივი მოვლენაა; დროდადრო სწრაფად დამდგარი სიცივეები და თოვლი ღუპავს ჭვავის ან ქერის მწირ სამკალს. ბეწვიან ტანსაცმელს არ იხდის მოსახლეობა მთელი ზაფხულის განმავლობაში _ და, ადგილ-ადგილ, ეს ადათის მიერაცაა დაკანონებული: თუშეთში უჯეროდ თვლიან ქალისთვის სახლიდან ბეწვიანი ქურქის გარეშე გამოსვლას. თიანეთის მაზრის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიეკუთვნება ხალხების ქართველურ ჯგუფს, მის სწორედ იმ განშტოებას, რომელმაც, იძულებული იყო რა მრავალი საუკუნის წინ მთებს შეხიზნებოდა, ბევრი თავისებურება შეინარჩუნა თავის ყოფა-ცხოვრებაში, წეს-ჩვეულებებსა და ენაში. ამ ქართველებს _ მთიელებს მიეკუთვნებიან ფშავლები (21%), ხევსურები (17%) და თუშები (16%); მაზრის დაბლობ ნაწილში ცხოვრობენ ქართველები (39,5%), რომლებიც არ განსხვავდებიან თავიანთი კახელი მეზობლებისგან. მოსახლეობის დაახლოებით 6% მოდის ქისტებზე (მთიელ ჩეჩნებზე), დაახლოებით 0,5% _ სომხებზე. ყველა მაცხოვრებლის დაახლოებით 94% მართლმადიდებლური აღმსარებლობისაა, მაგრამ მთიელმა ქართველებმა, განსაკუთრებით ფშავლებმა და ხევსურებმა, რომლებიც მთათა შორის ცხოვრობენ ჩაკეტილი ცხოვრების წესით, შეინარჩუნეს ბევრი წარმართული წესი და ჩვეულება. თუშებში, რომელთა უმეტესი ნაწილიც თავისი ცხვრის ფარებით ზამთარს ატარებს კახეთში ან შირაქის ველზე და მუდმივ ურთიერთობებში იმყოფება ქართველებთან, უფრო ნაკლებადა აქვთ წარმართული სარწმუნოება შენარჩუნებული.

მთელი ქართველური ხალხები ლაპარკობენ ქართულ ენაზე, ხოლო მთიელებმა კი, განსაკუთრებით ხევსურებმა, შეინარჩუნეს ძველქართული ენა. ქისტები _ მაჰმადიანები არიან. ამ მთიელი ტომებიდან, რომლებიც გამოირჩევიან სიმამაცითა და ამტანობით, ყველაზე უფრო მეტად ორიგინალურია _ ხევსურები, რომლებიც ამ დრომდე იცმევენ ჯაჭვის პერანგებს, აბჯარს, ატარებენ ფარებსა და სხვა. სოფლები მაზრის მთიან ნაწილში განლაგებულია უმეტეს წილად კლდეთა შვერილებზე, უფსკრულების თავზე და გვაგონებს არწივის ბუდეებს. სახლები ქვისაა; თითოეულ სოფელში შავი შიფერით აგებული რამდენიმე მაღალი ქვის კოშკია, სათოფურებით. სოფლები ადის მაღლა მთებში (სოფ. ჩონთიო თუშეთში 7624 ფუტზეა, დართლო 7695 ფტ.-ზე) და განლაგებულია ჩვეულებრივ სახნავ-სათეს მიწებთან შორი-ახლოს, რომლებიც ნამცეცისოდენა ნაჭრებადაა მიმოფანტული მთათა ფერდობებზე. მოსახლეობის მთავარ საქმიანობას სწორ ადგილებში წარმოადგენს მიწათმოქმედება, მაზრის მთიან ნაწილში _ მესაქონლეობა. სახნავ-სათესი მიწის რაოდენობა თიანეთის მაზრაში დიდი არ არის, არაუმეტეს მისი მთელი ფართობის 10%-ისა. დაბლობ ადგილებში თესავენ ხორბალს, ქერს, ასლს (სპელტას), ფეტვსა და სიმინდს, მოჰყავთ საბოსტნე მცენარეებიც (ცერცვი, კარტოფილი, ლობიო და სხვა), რომლებზედაც უფრო მეტი მოთხოვნაა თიანეთში ბანაკების დროს, და ყურძენიც კი. ნაყოფის მოყვანა განვითარებულია მეტად სუსტად. ვენახები სულ გაშენებულია დაახლოებით 300 დესეტინაზე. მაზრის მთიან ნაწილში თესავენ ჭვავს, ქერს, ასლსა (სპელტას) და შვრიას, აქა-იქ ხორბალსა და წიწიბურას; ყველაზე უფრო მაღლა მოდის ქერი (შარადის ჯიში) და ჭვავი _ ადგილ-ადგილ ერთადერთი საველე მცენარეები. სახნავ-სათესი მიწების მცირე რაოდენობისა და ცუდი მოსავლის შედეგად, მაზრის მთელი მთიანი ნაწილი საჭიროებს მოტანილ პურს.

საძოვარი მიწების სიუხვის გამო, მესაქონლეობა, განსაკუთრებით მაზრის მთიან ნაწილში შეადგენს სახალხო კეთილდღეობის უმთავრეს წყაროს. მესაქონლეობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დარგი _ მეცხვარეობა, განსაკუთრებით ფართოდ არის განვითარებული თუშებთან. 1891 წ. მოითვლებოდა 9851 ცხენი, 35000 თავი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, 363000 ცხვარი და თხა. ცხვრების რაოდენობით თიანეთის მაზრა პირველია არა მარტო ტფილისის გუბერნიაში, არამედ კავკასიაშიც. ზამთრის დადგომასთან ერთად თუშები და ფშავლები თავიანთი ცხვრის ფარებით ეშვებიან მთებიდან და მიემართებიან ზამთრის საძოვრებზე შირაქის ველზე (სიღნაღის მაზრისა), სადაც რჩებიან აპრილის შუახანებამდე. 1 მაისისთვის ცხვრებს არეკავენ მთებში, სადაც ცხვრის რძისგან მზადდება მთელს გუბერნიაში ცნობილი თუშური ყველი. რძის პროდუქტებისა და გემრიელი ხორცის გარდა ცხვარი იძლევა ტყავს, რომელიც მიდის ტანსაცმლის შესაკერად, და მატყლს, რომელსაც იყენებენ მეტად მრავალფეროვანი კუსტარული ნაკეთობების წარმოებისთვის და ყიდიან (მატყლს) არა მხოლოდ მაზრისა და გუბერნიის ფარგლებს გარეთ, არამედ საზღვარგარეთაც (მარსელში). დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე რქოსანი საქონლისა და ცხენების მოშენებას. ხევსურეთში საკმარისად ხშირად გვხვდება ჯორები, სწორ ადგილებში კი _ კამეჩები და ღორები. ქისტეთში საკმარისად ბევრს აშენებენ ვირებს. მეფუტკრეობით მცირე ზომებში დაკავებული არიან ყველგან, მაგრამ სამრეწველო მნიშვნელობა მას არ გააჩნია. მოსახერხებელი მიწების უკმარისობა, ხანგრძლივი ზამთარი და ცხვრების სიუხვე ხელს უწყობდა მაზრის მთიან ნაწილში მატყლის კუსტარული დამუშავების განვითარებას. იგი თავმოყრილია ქალების ხელში, რომლებიც აკეთებენ ნაბდებს, ქუდებს, ფარდაგებს, საოფლეებს, დაბალ- და მაღალყელიან წინდებს, ხელთათმანებს, ფეხსაცმელს, ქსოვილებსა და მაუდებს, ხალიჩებს, გადასაკიდ ჩანთებსა და სხვა. საუკეთესო ოსტატებად ითვლებიან ქისტი და თუში ქალები (წოვა თუშების საზოგადოებიდან). საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა თიანეთის მაზრაში არ არსებობს. ტყეებს უჭირავს 132000 დესეტინა, რომელთაგან სახაზინოა 107000 დეს. იხ. ფშავლები, ხევსურები, თუშები, ქართველები.

თელავი და თელავის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს

(მასალა ჯერჯერობით მოსამზადებელია)

სიღნაღი და სიღნაღის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს

სიღნაღი (თათრულად: გამოქვაბული, თავშესაფარი) _ ტფილისის გუბერნიის სამაზრო ქალაქია, 100 ვერსზე (საფოსტო გზაზე) ტფილისიდან აღმოსავლეთით, ციცაბო მთა-გორებზე, მდინარეების იორისა და ალაზნის აუზების გამყოფი გომბორის ქედის აღმოსავლეთ მხრიდან, 2600 ფუტის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, 8998 მცხოვრებით (55% სომხები, 44% ქართველები და 1% რუსები). სიღნაღის დაარსების დრო უცნობია; ციხესიმაგრის გალავანი (გარშემოწერილობით სიგრძით დაახლოებით 7,5 ვერსი), რომელიც მიემართება ქალაქის გაყოლებაზე, აგებულია 1760 წ. მეფე ერეკლეს მიერ ლეკების თავდასხმებისგან დასაცავად. ქალაქიდან, განსაკუთრებით ციხესიმაგრის კედლიდან, იშლება დიდებული სანახაობა დაბლა ღრმად მდებარე მდინარე ალაზნის ხეობასა და მის იქით ამაღლებულ კვკასიონის მთავარი ქედის თოვლიან-ყინულიან მწვერვალებზე; ხეობაში ჩასასვლელი მეტად ციცაბო და მოუხერხებელია. ქუჩები სიღნანღში ვიწროა, მიხვეულ-მოხვეული, ჭუჭყიანი, სახლები ქვისაა, იშვიათად ორსართულიანი. 4 მართლმადიდებლური და 3 სომხურ-გრეგორიანული ეკლესიაა, საქალაქო 3-კლასიანი სასწავლებელი და 2 სომხურ-გრეგორიანული სამრევლო სკოლა; საზოგადოებრივი საკრებულო, ორი სასტუმრო, ტიპოგრაფია. სიღნაღში არსებულ ბაზარში გარეშემო სოფლების გლეხებს მოაქვთ გამომცხვარი პური, ხილი, ბოსტნეული და სხვა. პურს, ღვინოსა და მატყლს ყიდულობენ ტფილისიდან ჩამოსული მოვაჭრეები ან იქ უშუალოდ ჩააქვთ გლეხებს და ყიდიან. 2 ვერსზე სიღნაღის აღმოსავლეთით ბოდბის დედათა მონასტერია, რომელშიც 334 წ. გარდაიცვალა და დაკრძალულია წმ. ნინო, საქართველოს განმანათლებელი. წმ. ნინოს დღეებში (14 იანვარი) და ამაღლების დღესასწაულზე აქ მასობრივად მოდიან მლოცველები.

ს ი ღ ნ ა ღ ი ს მ ა ზ რ ა ს უჭირავს ტფილისის გუბერნიის აღმოსავლეთ ნაწილი, ესაზღვრება რა ჩრდილო-აღმოსავლეთში დაღესტნის ოლქსა და ზაქათალას ოკრუგს, ხოლო სამხრეთში კი ელიზავეტპოლის გუბერნიას; მისი ფართობია 4620 კვ. ვერსი ანუ 5258 კვ. კმ (სტრელბიცკის მიხედვით), მოსახლეობა კი _ 100097 ადამიანი. სიღნაღის მაზრის რელიეფი და მისი ბუნება მეტად მრავალფეროვანია. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მაზრის შუაში მიემართება გომბორის მთები, რომლებიც აღწევენ 3 ათასი ფუტის სიმაღლეს და მთელ მაზრას ყოფენ ორ ნახევრად: ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის, რომელთაგან პირველი ატარებს ადგილობრივ სახელწოდებას წინამხარე, ხოლო მეორე კი _ უკანამხარე. გომბორის მთების წინამხრის კალთა ძალზედ ციცაბოა და მკვეთრად ეშვება ალაზნის ხეობაში, იმ დროს როდესაც უკანამხრის კალთა თანდათანობით დაბლდება მდინარე ივრისკენ და დასერილია ხეობებითა და ხრამებით. მთების მწვერვალები მეტ-ნაკლებად ბრტყელია და მაზრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაფარულია მშვენიერი ტყეებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კი, სიღნაღის ახლოს გაშენებულია მრავალი სოფლით და შეადგენენ ე. წ. ქიზიყს. ალაზნის ვრცელი ხეობა (წინამხარე), თითქმის ჰორიზონტალურია, უმნიშვნელო დახრილობით მდინარისკენ დასავლეთიდან შემოსაზღვრულია გომბორის მთებით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი კავკასიონის მთავარი ქედის ტყით დაფარული ციცაბო განშტოებებით; მდ. ალაზანი მიედინება საკმარისად მშვიდად თიხამიწის მაღალ ნაპირებს შორის, რომლებიც ხშირად იშლება და მდინარეც არცთუ იშვიათად იცვლის თავის კალაპოტს, რაც უკიდურესობამდე აძნელებს გასარწყავების მოწყობას, რომელსაც საჭიროებს თითქმის უწყვეტად მოხნული მისი მარჯვენა ნაპირი, რომელიც მოკლებულია ტყის მცენრეულობას და საერთოდ ძალზედ ღარიბია წყლით.

მდინარის მარჯვენა ნაპირი წარმოადგენს მარცხენა ნაპირის სრულ საპირისპიროს, რომელიც თითქმის უწყვეტად დაფარულია ტყეებით და ხასიათდება წყლის სიუხვით; გაზაფხულზე მინარე ნაპირებიდან გადმოდის და, ტბორავს რა ვრცელ სივრცეებს, იწვევს ჭაობების წარმოქმნას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ძლიერ ციებ-ცხელებათა განვითარებას. ივრის ხეობა (უკანა მხარე) წარმოადგენს ტალღოვან ადგილს, სადაც სწორ ადგილებს ენაცვლება ხრამები და სხვა უსწორმასწორობანი; მდინარე მიედინება უფრო სწრაფად და უფრო მეტად გამოსადეგია მოსარწყავად. სიღნაღის მაზრის სამხრეთ ნაწილი დაკავებულია ვრცელი უწყლო ველის (სტეპის) სივრცეებით (შირაქის ველი, ელდარი), რომელთა დიდი ნაწილიც ვარგისია მხოლოდ ზამთრის საძოვრებისთვის და გამოცოცხლდება ხოლმე მხოლოდ საქონლის ფარების (ჯოგების) მოსვლის შემდეგ. აქვე არის ნავთობის მრავალრიცხოვანი გამოსასვლელებიც, რომელთა დამუშავებაც თუმცა კი თითქმის არ წარმოებს. ტყეები, რომლებსც უჭირავთ მაზრის მთელი ფართობის 20%-მდე, მთების კალთებზე ადგილ-ადგილ დიდებულია (მშვენიერია); მათი შემადგენელი ჯიშები მეტად მრავალფეროვანია; აქ იზრდება: წიფელი, მუხები, რცხილა, მთების ზედა ზოლში არყის ხე, ცაცხვი, თელა, კაკლის ხე, Pიეროცარყა, წაბლი და სხვა. ელდარის ველზე, ივრის ნაპირებზე, ცნობილია ასევე აღმოსავლეთ კავკასიაში ერთადერთი ბუნებრივი განაშენიანება ზღვისპირა ფიჭვისა. სიღნაღის მაზრის კლიმატური პირობები, რომლის ფარგლებშიც იმყოფება ადგილები, რომლებიც ერთის მხრივ მდებარეობს არაუმაღლეს 1,5 ათასი ფუტისა ზღვის დონიდან, ხოლო მეორეს მხრივ _ ამაღლებულია 11 ათას ფუტამდე (დაღესტნის ოლქის საზღვარზე, კავკასიონის მთავარი ქედის თხემის გაყოლებით), მეტად მრავალნაირია. ალაზნის მარჯვენა ნაპირი გამოირჩევა ცხელი და მშრალი ზაფხულითა და რბილი მცირეთოვლიანი ზამთრით; მარცხენა ტყიან ნაპირზე და ივრის ხეობაში ზაფხული უფრო გრილია და ზამთარშიც საკმარისად ბევრი თოვლი მოდის. სიღნაღში წელიწადში მოდის 627 მმ ნალექები, რომელთაგან გაზფხულზე მოდის 262 მმ, ზაფხულში კი 86 მმ; მაზრის სტეპის ნაწილის საზღვარზე მდებარე სამეფო ჭებში ნალექების წლიური რაოდენობა არ აღემატება 477 მმ. საერთოდ თვით მთაგორიან ზოლშიც კი კლიმატი საკმარისად რბილია, რომელიც იძლევა აქა-იქ ზეთისხილის გახარების შესაძლებლობასაც (სოფ. კარდენახი).

სიღნაღის მაზრის მოსახლეობა შედგება ქართველებისგან (82,5%), სომხებისგან (11,5%), თათრებისგან (4%) და რუსებისგან (2%-მდე); უმრავლესობა მიეკუთვნება მართლმადიდებლობას. თათრები ცხოვრობენ მაზრის სამხრეთ ნაწილში, დაკავებული არიან ნაწილობრივ მესაქონლეობით, ნაწილობრივ კი მიწათმოქმედებითაც; რუსები სახლობენ 4 სოფელში, რომელთაგან სამში ცხოვრობენ თადარიგში გასული ჯარისკაცები, ხოლო ალექსანდროვკაში _ 500-მდე სახლი მოლოკნებისა; ისინი დაკავებული არიან მებოსტნეობით, მებაღეობითა და მეფუტკრეობით. ქართველები (კახელები), რომლებიც სახლობენ სიღნაღის მაზრაში, განსხვავდებიან ტფილისიდან დასავლეთისკენ მოსახლე თავიანთი ნათესავებისგან (ქართლელებისგან); მათი დამახასიათებელი ნიშნებია: შრომისმოყვარეობა, ენერგია, სიამაყე და დამოუკიდებლობა; ეს აიხსნება იმით, რომ კახეთის ამ ნაწილში არ ყოფილა ბატონყმური სამართალი და იგი ყველაზე უფრო ხშირდ განიცდიდა თავდასხმებსა და თარეშებს დაღესტნელი მთიელების მხრიდან, და ამავე დროს წარმოადგენდა აღმოსავლეთისკენ ყველაზე უფრო წინ წაწეულ ქრისტიანობის საყრდენს. მოსახლეობა უპირატესად დაკავებულია მიწათმოქმედებით (ნათესების ქვეშ არის მთელი მიწის 11,2%), მოჰყავს რა ხორბალი, ქერი, სიმინდი, თამბაქო და აშენებს ვენახებს (4890 დესეტინამდე), რომლებიც აქ იძლევიან ძალზედ კარგ ღვინოს; ქიზიყი დაკავებულია მევნახეობითაც, მიწათმოქმედებითაც, მესაქონლეობითაც (მეცხვარეობით), წარმოადგენს რა მაზრის ყველაზე უფრო მეტად მწარმოებლურ ნაწილს. მესაქონლეობა განვითარებულია უპირატესად თათრებთან. მაზრაში მოითვლება 20590 ცხენი, 113365 მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და კამეჩი, 49 ათასი ცხვარი, 43000 ღორი. ადგილ-ადგილ მეტად შეზღუდული გაქანებით არსებობს მეაბრეშუმეობაც. საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა თითქმის არ არის. სხვაგან სამუშაოდ წასვლები არ ხდება; მეურმეობითა და მეეტლეობით დაკავებული არიან რუსები ალექსანდროვკაში და სამეფო ჭებზე. იხ. კავკასია, ტფილისის გუბერნია.

ზაქათალის ოკრუგი 1890–იანი წლების მიწურულს

ზაქათალის ოკრუგს ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ძირში, უჭირავს 3544 კვ. ვერსი (სტრელბიცკის მიხედვით) და წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც მოქმედებს სამხედრო-სახალხო მმართველობა და რომელსაც მართავს ოკრუგის უფროსი. ქართული მატიანეების მიხედვით, ზაქათალას ოკრუგი ოდესღაც შეადგენდა ჰერეთის ნაწილს, დასახლებულს ქართველებით, რომლებიც X ს.-მდე აღიარებდნენ სომხურ სარწმუნოებას და ბერძნულ-ქართულ სარწმუნოებაში (მართლმადიდებლობაში) მოქცეულ იქმნენ კახეთის დედოფლის დანარას ქადაგებით. XI ს. დასაწყისში კახეთის მეფემ კვირიკემ ჰერეთი შეუერთა კახეთს. XV ს. საქართველოს მეფემ ალექსანდრემ კახეთი მისცა თავის უმცროს ვაჟიშვილს, დავითს. ჯერ კიდევ XV ს. მიწურულს ახლანდელ ზაქათალას ოკრუგში, მაშინდელი კახეთის აღმოსავლეთ განაპირაში, კავკასიონის ქედის იქიდან შემოჭრა დაიწყეს დაღესტნის მცხოვრებლებმა _ ლეკებმა (ავარელებმა). კახეთის გაჩანაგება შაჰ-აბასის მიერ (XVII ს. დასაწყიში), რომელსაც თან ახლდა მცხოვრებთა ამოხოცვა და ტყვედ წაყვანა, აგრეთვე აქ ადერბაიჯანელი თათრების ჩასახლება, ხელს უწყობდა ლეკების შემოჭრებს, რომლებმაც, სპარსელი ხანების მფარველობით, მოქმედებები დაიწყეს ორგანიზებული პარტიებით. დროთა განმავლობაში, XVII და XVIII ასწლეულებში, ლეკები, სპარსელი მფლობელებისა და ადერბაიჯანელი თათრების ხელშეწყობით, საბოლოოდ დამკვიდრდნენ ახლანდელ ზაქათალას ოკრუგში, გაფანტეს და ნაწილობრივ ამოწყვიტეს ძირეული მცხოვრებნი _ ქართველები, თავს მოახვიეს მათ მუსლიმანური სარწმუნოება, თავიანთი ზნე-ჩვეულებები და წესები, დაიქვემდებარეს ისინი ეკონომიკური მიმართებით და ენის ძლიერ დამახინჯებაზეც კი იქონიეს გავლენა. უწინდელი ქართული მოსახლეობის ნარჩენებს, რომლებიც აღიარებენ მუსლიმანობას, უწოდებენ ინგილოებს (ახალმოქცეულებს).

თავიანთი საბოლოოდ დამკვიდრების შემდეგ XVIII ს. დასაწყისში, ლეკებმა შექმნეს რამდენიმე თავისუფალი საზოგადოება (კავშირი), რომელთაგნ უძლიერესებმა (სოფლების ჭარისა და ბელაქანის სახელებიდან) მისცეს სახელწოდება მთელ ქვეყანასაც, რომელსაც ეწოდებოდა ჭარელი ლეკების კავშირი, ხოლო შემდეგში, რუსეთთან შემოერთების შემდეგ _ ჭარ-ბელაქანის ოკრუგი. ჭარელი ლეკების მიწების შემადგენლობაში შედიოდა კიდევ ელისუს სასულთნო (იხ. XI, გვ. 623), სადაც ძალაუფლება თავმოყრილი იყო ხანის ანუ სულთნის პიროვნებაში, იმ დროს როდესაც დანარჩენი საზოგადობები იმართებოდა ბელადთა (რუს. старшин-ების) საკრებულოს მიერ, რომლებსაც ყოველწლიურად ირჩევს ხალხი. არა-ლეკებს (ინგილოებსა და მუღალებს, ე. ი. ადერბაიჯანელ თათრებს) საზოგადოებათა საქმეებში არ ჰქონდათ არანაირი მონაწილეობა. საქართველოს რუსეთთან შემოერთების შემდეგ გამოჩნდა ჭარელი ლეკების თავნებობის ალაგმვისა და მათი თარეშების შეწყვეტის აუცილებლობა, რაც აღასრულა კიდეც 1803 წ. გენერალმა გულიაკოვმა (იხ. IX, 878). ახალი აღშფოთების (ამბოხების) შემდეგ, 1830 წ., ჭარელი ლეკების მიწები საბოლოოდ იქნა შემოერთებული რუსეთთან და მათგან შექმნილ იქნა ჭარ-ბელაქანის ოლქი (რუს. область), შემდგომში ჭარ-ბელაქანის ოკრუგი, რომელთანაც 1844 წ. შეერთებულ იქნა ელისუს სასულთნოც. 1859 წ. ჭარ-ბელაქანის ოკრუგს გადაარქვეს ზაქათალას ოკრუგი. მას ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტნის ოლქი, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთით _ ელიზავეტპოლის გუბერნია, დასავლეთით _ ტფილისის გუბერნია. რელიეფთან და ბუნებასთან მიმართებით ზაქათალის ოკრუგი იყოფა ორ ნაწილად: ჩრდილოეთისა _ მთაგორიანი, რომელიც წარმოადგენს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთას, და სამხრეთისა _ დაბლობი და სტეპის მხარე. კავკასიონის ქედი, რომლის თხემზეც გადის ოკრუგის საზღვარი დაღესტნის ოლქთან, ოკრუგის შემადგნლობაში შედის მთელი სამხრეთ კალთით ტინოფროსოს მწვერვალიდან (11104 ფტ.) ჩრდილოეთში თითქმის სალავათის უღელტეხილამდე სამხრეთში; მთელ სიგრძეზე მაღლდება მნიშვნელოვანი მწვერვალები: სარი-დაგი (12008 ფტ.), გუდურ-დაგი (11075 ფტ.), ანცალი (11742 ფტ.), დინდი-დაგი (10417 ფტ.), კამაცანა-დაგი (11445 ფტ.), მუროვ-დაგი (11114 ფტ.) და ა. შ.

ქედის სამხრეთ კალთა ძალზედ ციცაბოა, ქმნის მრავალ კლდიან და ვიწრო ხეობას, დაფარულია ტყეებითა და დასაბამს აძლევს მრავალრიცხოვან რუებსა და ნაკადულებს, რომლებიც ჩაედინებიან ალაზანში, და რომელთაგან ყველაზე უფრო შესანიშნავია ქურმუხ-ჩაი, კატეხ-ჩაი, მაზიმ-ჩაი. ისინი მთებში თოვლის დნობისა და წვიმების დროს გადმოდიან ნაპირებიდან და დაბლობ ადგილებში წარმოქმნიან მრავალ ჭაობს, რომლებიც ავრცელბენ ციებ-ცხელების მიაზმებს, მაგრამ ამასთან ერთად აქვთ დიდი საირიგაციო მნიშვნელობა. ზაქათალას ოკრუგის შუა ნაწილი ალაზანსა და მის შენაკად აირი-ჩაიმდე მსუბუქად დაქანებულია ალაზნისკენ, და საერთოდ წარმოადგენს სწორ ადგილს, რომელიც ჩინებულად ირწყვება კავკასიონის ქედიდან ჩამომდინარე პატარა მდინარეებით; ეს არის ოკრუგის ყველაზე უფრო მდიდარი ნაწილი. ზაქათალას ოკრუგის სამხრეთ ნაწილი, რომელიც სოლად არის შეჭრილი ნუხისა და სიღნაღის მაზრებს შორის, და მდებარეობს ალაზნის მარცხენა მხარეზე აირი-ჩაის შესართავიდან სამხრეთით, წარმოადგენს უწყლო, ოდნავ ტალღოვან, ადგილ-ადგილ კი სწორ სტეპის ადგილს, რომელიც მცირედაა დასახლებული და გამოსადეგია მხოლოდ საქონლის საძოვრად. ასეთნაირად, მთელი ზაქათალას ოკრუგი მიეკუთვნება ალაზნის აუზს და უმეტეს წილად მდებარეობს მის მარცხენა მხარეს. მინდვრების მორწყვა წარმოებს თითქმის მხოლოდ ალაზნის პატარა მარცხენა შენაკადებიდან, თავად მდინარეს კი, რომელიც მიედინება საკმაოდ მაღალ ნაპირებს შორის, არ გააჩნია საირიგაციო მნიშვნელობა. კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მოსული სინოტივის სიუხვე ხელს უწყობს მასზე ხე-ტყის მცენარეულობის განვითარებას, რომელიც სრულებით არ გააჩნია ოკრუგის სამხრეთ სტეპის ნაწილს. ტყეები განსაკუთრებით კარგია ძნელად მისადგომ ხეობებსა და მიუდგომელ მთისწინებში, რადგანაც ბრტყელ ადგილებზე ისინი უმრავლეს შემთხვევებში უკვე განადგურებულია.

ზაქათალის ოკრუგის ტყეები შედგება მუხის, წიფელის, წაბლის, კაკლის, ცაცხვის, იფნისა და ხეხილის მრავალი ჯიშისგან, რომლებიც მოსახლეობას აძლევენ ველურ ნაყოფებს; ასეთებია: მსხლები, ვაშლები, ქლიავები, ხურმა (Dიოსპყროს ლოტუს), კომში (ჩყდონია), თუთის ხე, ბროწეულები, ყურძენი და ა. შ. ტყეებს უჭირავს 140000 დესეტინა, ე. ი. ოკრუგის მთელი სივრცის 38,4%. ზაქათალას ოკრუგში უხვად არიან ასევე ველური ცხოველებიც, რომელთა შორისაც შეგვიძლია დავასახელოთ შემდეგი: ტურები, მელიები, ველური კატები, ჯიქები, ფოცხვერები, დათვები, ტახები, თხები, ირმები, კვერნები, კურდღლები და ჯიხვები. არცთუ ცოტაა ასევე ფრინველებიც (ხოხბები, ქათმები, იხვები, ძერები, წეროები და ა. შ.). ზაქათალას ოკრუგის მინერალური სიმდიდრეებიც ასევე მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით მათ თითქმის არ ამუშავებენ; მტებში გვხვდება: სპილენძისა და კობალტის მადნები, რკინა, ტყვია, ვერცხლი და ა. შ. ბევრია მინერალური წყროები, განსაკუთრებით გოგირდისა და ნახშირმჟავების. ადმინისტრაციული მიმარტებით ზაქათალას ოკრუგი იყოფა 4 უბნად (რუს. участки): ალიაბადის, კახის, ბელაქანისა და ჭარომუხახის. ოკრუგის მთისა და მთისძირების ადგილები დაკავებული აქვთ ლეკებს (ავარებსა და ნაწილობრივ წახურელებს), ალაზნისპირა _ მუღალებსა და ინგილოებს. რუსები არიან 199 სული ანუ 0,22%, ქართველები _ 3703 ანუ 4,98%, ინგილოები _ 8727 ანუ 11,72%, ავარელები _ 40225 ანუ 54,03%, თათრები _ 21090 ანუ 28,33%, სხვა ხალხები 505 ადამიანი ანუ 0,72%, ხოლო სულ კი 74449 სული (1886 წ. მონაცემებით). რჯულის აღმსარებლობის მიხედვით 5,36% მიეკუთვნება მართლმადიდებლებს (რუსები, ქართველები) და 93,93% _ სუნიტ მუსლიმანებს.

მოსახლობა დაკავებულია მიწათმოქმდებით, მებაღეობით, მეაბრეშუმობით, მესაქონლობითა და კუსტარული რეწვით. 1893 წ. ნათესების ქვეშ ირიცხებოდა 40358 დეს.; მათ რიცხვში ჭვავის ნათესები იყო 723 დეს.-ზე, ხორბლისა _ 35147 დეს., ფეტვის _ 1010, სიმინდის _ 249 და ბრინჯის _ 3223 დეს.; დანარჩენი ფართობი დაკავებული იყო ქერით, ცერცვითა (ლობიოთი) და სხვა მცენარეებით. ბევრი ხილი გააქვთ ოკრუგის ფარგლებს გარეთ, ხოლო კაკლები კი თვით ნიჟეგოროდის ბაზრობამდეც კი აღწევს; ზაქათალაში ასევე აწარმობენ ღვინის მნიშვნელოვან რაოდენობას. თანდათანობით მზარდმა მეაბრეშუმეობამ 1891 წ. მისცათ 6528 ფუთი ნედლი აბრეშუმის პარკი. უმაღლესი ხარისხების თამბაქო იმავე წელს მიღებულია 3751 ფუთი. ცხენები ზაქათალას ოკრუგში 1891 წ. იყო 5677, რქოსანი საქონელი და კამეჩები 73490 თავი, ცხვრები და თხები 103611. საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა ოკრუგში თითქმის არ არსებობს, მაგრამ კუსტარული სარეწები განვითარებულია საკმარისად მნიშვნელოვნად, განსაკუთრებით მატყლის დამუშავება და სხვადასხვანაირი შალის ნაკეთობების წარმოება (შალის მატერიები, ფარდაგები, ხალიჩები, ტომრები, ქეჩის ნაკეთობები), შემდეგ ნაბდებისა და კურტაკების (რუს. полушубки) გამოყვანა და ა. შ.

(შემდეგ მოყვანილია თემაზე არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)

თავადი ვლადისლავ ივანეს–ძე მასალსკი

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

ირლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე

(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას)

ირლანდია შუა საუკუნეებში

ქვეყნის პირველი ჩვენთვის ცნობილი მაცხოვრებლები იყვნენ კელტები, რომელთაც მისცეს კუნძულს სახელწოდება ერინი (Erin), ე. ი. დასავლეთ კუნძულისა. რომაელებმა უწოდეს მას ჰიბერნია. იმ გრძელი პერიოდიდან, რომლის განმავლობაშიც ბრიტანეთი გახლდათ რომის პროვინცია, ირლანდიის შესახებ შენარჩუნებულია მხოლოდ მწირი ისტორიული ცნობები. მრავალრიცხოვანმა ირლანდიელმა მემატიანეებმა, რომლებიც წერდნენ არაუადრეს X საუკუნისა, აავსეს ეს პირველი ეპოქა დაუჯერებელი მონათხრობებით. IV ს.-მდე ირლანდიელები, შოტლანდიელებთან (სკოტებთან) ტომობრივი ნათესაობის წყალობით, იწოდებოდნენ ამავე სახელით; თვით შუა საუკუნეების დასაწყისშიც კი მწერლები ჯერ კიდევ უწოდებდნენ კუნძულს დიდ შოტლანდიას (Scotia major anu Scotia Hibernica). ძველი ირლანდიელები ცხოვრობდნენ ცალკეულ ტომებად, მემკვიდრეობითი ბელადების მმართველობის ქვეშ, ერთობლივად ფლობდნენ მიწას და დაკავებული იყვნენ თითქმის მხოლოდ მესაქონლეობით. დაახლოებით 430 წ. პატრიკმა, დაბადებით შოტლანდიელმა, გაავრცელა მათ შორის ქრისტიანობა. სიმშვიდე, რომელიც მეფობდა კუნძულზე, ხელს უწყობდა სწავლულობის განვითარებას მონოზვნებს შორის. უკვე VI ს.-დან ირლანდია გადაიქცა დასავლური სწავლულობისა და მეცნიერების ცენტრად; მისი სამონასტრო სკოლებიდან გამოდიოდნენ მატერიკზე ქრისტიანობის მქადაგებლები; მათი მთავარი სამჭედლო გახლდათ მონასტერი კ. იონეზე. სასულიერო წოდების ეს განათლებულობა, რომელსაც მცირე გავლენა ჰქონდა ხალხზე, გაქრა, როგორც კი ნორმანებმა და დანიელებმა დაიწყეს თავიანთი თარეშებით ირლანდიის შეწუხება. მხოლოდ XII ს. დასაწყისში ირლანდიელებმა, ბრიან ბოროიმეს წინამძღოლობით, გადაიგდეს ნორმანების უღელი. როდესაც, X ს. შუახანებში, ნორმანებმა მიიღეს ქრისტიანობა, ირლანდიის ეკლესია დაექვემდებარა პაპის ტახტს, საეკლესიო კრებაზე დროგედაში 1152 წ.; მისი ოთხი სამთავარეპისკოპოსოდან პრიმტობა დარჩა არმაგისას, რომელიც დაარსებული იყო ჯერ კიდევ პატრიკის მიერ. კუნძული მაშინ იყოფოდა ხუთ სამეფოდ: ლეინსტერი, მიუნსტერი, ულსტერი, კონაუტი და მიტი, რომელთაგან თითოეული, თავის მხრივ, იყოფოდა ცალკეული კლანების მეორეხარისხოვან ოლქებად, დამოკიდებული ბელადების მმართველობის ქვეშ. უმაღლესი ძალაუფლება იმყოფებოდა ერთი მეფის ხელში, რომელიც სარგებლობდა შეზღუდული ლენური ხელმწიფის უფლებებით. ხშირი ომები ხელს უწყობდა მოსახლეობის გაველურებას და ართმევდა მას შესაძლებლობას წინ აღდგომოდა უცხოელ დამპყრობლებს. დერმოდმა, ლეისტერის მთავარმა, ცოლი მოსტაცა ო’რურკს, მიტას ერთერთი ტომის ბელადს; ამისთვის, უმაღლესი ხელისუფლის როდერიხ ო’კონორის დახმარებით, იგი განდევნილ იქნა თავისი სამფლობელოებიდან და დახმარების საძებნელად გაემგზავრა ინგლისში, 1167 წ.

ინგლისის მეფემ ჰაინრიხ II-მ, რომელსაც უკვე დიდი ხანია, პაპის ადრიან IV-ის თანხმობით, ჩაფიქრებული ჰქონდა ირლანდიის დამორჩილება, 1169 წ. დაავალა ზოგიერთ თავის ბარონს, მათ რიცხვში მავრიკიუს ფიტც-ჯერალდს, უწინარეს ყოვლისა აღედგინათ დერმოდი მის სამფლობელოებში; შემდეგ როდესაც მის მიერ გაგზავნილმა გრაფმა პემბროკმა დაიკავა ვატერფორდი და დუბლინი, იგი თავად გამოცხადდა ირლანდიაში, 1171 წ. დეკემბერში. რადგანაც მისი დაპყრობები ემყარებოდა პაპის ბულას, ამიტომ განსაკუთრებით ადვილად დაემორჩილა მას სასულიერო წოდება. ლეისტერისა და მიუნსტერის მმართველები მალე დაექვემდებარენ ინგლისურ მფლობელობას, ხოლო 1175 წ. ოქტომბერში როდერიხიც, შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ, იძულებული შეიქმნა დათანხმებულიყო ხელშეკრულებაზე, რომლის ძალითაც ჰაინრიხს დარჩა კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილი, მას კი _ დასავლეთი; ამასთან ერთად მას უნდა ეღიარებინა საკუთარი თავი ინგლისის გვირგვინის ვასალად და მოხარკედ. ამ ხელშეკრულებამ გადაწყვიტა კუნძულის ბედი მრავალი ასწლეულის განმავლობაში. ინგლისელი ბარონები ძალით დაეუფლნენ მათთვის ფეოდების სახით მიცემულ მიწებს, განდევნეს იქაური ბელადები და შემოიღეს ინგლისური კანონები და მმართველობის სისტემა. ასეთნაირად დამორჩილებულ ოლქს უწოდებდნენ განაპირა მხარეს (окраина, the pale) და როგორც მმართველობის მიხედვით _ მეფის ნაცვალი და საკუთარი პარლამენტი, _ ისე თავისი შემდგომი განვითარებითაც მკვეთრად განსხვავდებოდა მასზე ბევრად აღმატებული სივრცის მქონე ჯერ კიდევ ვერ დამორჩილებული ე. წ. ველური ირლანდიისგან, რომელშიც ინგლისელები მუდმივად მიისწრაფვოდნენ ახალი დაპყრობებისთვის. ომებმა უცხოელებთან, ბარონების თვითნებობამ, ძალაუფლების სიყვარულმა და ურთიერთშორის ბრძოლამ, ისევე როგორც ჯერ კიდევ სუსტი სამეფო ხელისუფლების ეჭვიანობამ და უკუღმართმა ღონისძიებებმა გადააქციეს ირლანდია დავების, უწესრიგობებისა და გაჩანაგების არენად. როდესაც რობერტ ბრიუსი დაეუფლა შოტლანდიის გვირგვინს და იღბლიანად წაიყვანა ომი ინგლისთან, ირლანდიელმა ბელადებმა მიმართეს მას დახმარებისთვის საერთო მტრის წინააღმდეგ. მისი ძმა ედუარდი მოვიდა ჯარით 1315 წ. და გამოცხადებულ იქნა ირლანდიის მეფედ, მაგრამ სამწლიანი ომის შემდეგ, რომელმაც ძლიერად გაჩანაგა კუნძული, იგი დაიღუპა ბრძოლაში ინგლისელებთან, ხოლო შემდეგ კი დადგა უსრულესი ანარქიისა და თვითნებობის პერიოდი. თეთრი და ალისფერი ვარდის ბრძოლის დროს ირლანდიას უმეტეს წილად ეჭირა იორკის სახლის მხარე, მაგრამ ინგლისელების ძალაუფლება ირლანდიაში ამ ძმათაშორის ომის განმავლობაში, მნიშვნელოვნად იქნა დასუსტებული.

ტიუდორების მმართველობის დაწყებიდან ინგლისთან შეერთებამდე (1485-1801)

პირველი ტიუდორის, ჰაინრიხ VII-ის დროს მოხდა ცვლილება ირლანდიის ურთიერთობებში ინგლისთან. ჰაინრიხი დიდი სიფრთხილით შეუდგა დაკარგული გავლენის აღდგენას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მეფის რწუნებულის სახელწოდებით სახელდებული პოინინგის აქტი (1494), რომლითაც შეტანილ იქნა ახალი საწყისები დამორჩილებული ოლქის მმართველობაში და უკანასკნელი დგებოდა უფრო მეტად მჭიდრო დამოკიდებულებაში ინგლისთან: ირლანდიის პარლამენტის გადაწყვეტილებანი ექვემდებარებოდნენ ინგლისის მთავრობის მიერ მოწონებას. მაგრამ ეს დადგენილება ეხებოდა მხოლოდ ჯერ კიდევ არცთუ ვრცელ განაპირა მხარეს. ჰაინრიხ VIII წავიდა კიდევ უფრო შორს; ტიტული “ირლანდიის მბრძანებელი” (რუს. «властитель Ирландіи»), რომელსაც იმ დრომდე ატარებდნენ ინგლისის მეფეები, მან შეცვალა ტიტულით “ირლანდიის მეფე” (რუს. «король Ирландіи») (1542); მაგრამ მას არაფერი არ გაუკეთებია ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, და რეფორმაცია, რომელმაც მის დროს და მისი ვაჟის ედუარდ VI-ის დროს ირლანდიის ინგლისურ ოლქებში გაიდგა ძლივს შესამჩნევი ფესვები, ადვილად იქნა ჩახშობილი დედოფალ მარიას დროს. ელისაბედმა შემოიტანა რეფორმაცია ირლანდიაშიც და მოახდინა ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიის მთელი სიმდიდრის კონფისკაცია ახალი სასულიერო წოდების სასარგებლოდ. ამის შედეგად, უკვე 1560 წ. დაიწყო განუწყვეტელი აჯანყებები, რომელთა წამქეზებლებადაც იყვნენ ინგლისიდან გამოქცეულები, რომის პაპი და ესპანეთის სამეფო კარი. განსაკუთრებულად მრისხანე იყო ტირონის გრაფის ჰუგ ო’ნელის აჯანყება, რომელიც დაიწყო 1595 წ. და მიზნად გააჩნდა კუნძულის განთავისუფლება ინგლისური უღლისგან. დედოფალმა 1599 წ. ირლანდიაში გაგზავნა თავისი გამორჩეული (любимец) გრაფი ესექსი, მაგრამ მან ვერაფრის გაკეთება ვერ შესძლო; ო’ნელთან დადებულ ზავსაც ასევე არაფერი არ მოუტანია. ესექსის მენაცვალემ (преемник), ლორდმა მოუნთჟოიმ, რამდენიმე თვეში დაიმორჩილა ქვეყანა, უკუაქცია ესპანელები, რომლებიც 1601 წ. გადმოსხდნენ კინზელთან, და ტყვედ ჩაიგდო ო’ნელი. ელისაბედის გარდაცვალების დროისთვის მთელი ირლანდია დაქვემდებარებული იყო ინგლისის გვირგვინისადმი. აჯანყების ჩახშობამ შეიწირა ძირძველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვები კი აიძულა გადასახლებულიყვნენ და საქმე წაიყვანა მრავალი მიწის კონფისკაციისკენ, რომლებიც დაურიგეს ინგლისელ კოლონისტებს.

მეფემ იაკობ I-მა ჩაიფიქრა გაეუმჯობესებინა ირლანდიის მდგომარეობა პოლიტიკური და სოციალური რეფორმებით. მას უწინარეს ყოვლისა სურდა გაეტეხა ირლანდიელი ბელადების თვითნებობა, რომლებიც, დროთა განმავლობაში, გადაიქცნენ ინგლისელ ბარონებად, და გადაექცია ირლანდიელები პირადად თავისუფალ ადამიანებად, ინგლისელების მსგავსად. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მან ასევე დაიწყო გავლენიანი პირების ქონების კონფისკაციით; 800.000 აკრი მიწიდან, რომლებიც ასეთნაირად დარჩა მეფეს ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, მნიშვნელოვანი ნაწილი მიყიდულ იქნა შოტლანდიელი და ინგლისელი სპეკულიანტებისთვის. ამ ძალადობებს შეუერთდა კიდევ რელიგიური მტრობის გამწვავებაც კათოლიკების დამცირებული მდგომარეობის შედეგად, რომლებიც ირლანდიაში შეადგენდნენ უმრავლესობას, და მათი ჩამოცილების შედეგადაც ყველა ოფიციალური თანამდებობისგან. სტრაფორდის ენერგიული მმართველობის შემდეგ, ინგლისში კარლ I-ის დროს შინაომების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქმე მივიდა შეთქმულებამდეც, რომელიც გამოწვეული იყო რელიგიური და ეროვნული ფანატიზმით და გამოიხატა 1641 წ. 23 ოქტომბერს საშინელი ხოცვა-ჟლეტით, რომლის მსხვერპლადაც იქცა ათასობით ინგლისელი პროტესტანტი. შემდგომ მომდევნო წლებში მეფის ნაცვალი გრაფი ორმონდი მთელი ძალებით ცდილობდა აღედგინა წესრიგი და სამეფო ხელისუფლება, მაგრამ ისიც და ამბოხებული ირლანდიელებიც იძულებული შეიქმნენ დაეთმოთ კრომველისთვის. უკანასკნელი მოვიდა ირლანდიაში 1649 წ. 15 აგვისტოს მრავალრიცხოვანი და გამოცდილი ჯარით, იერიშით აიღო ქალაქები დროგედა და ვეკსფორდი და ბრძანა დაეხოცათ მთელი მათი მოსახლეობა. საშინელებით შეპყრობილი ირლანდიელები უმეტეს წილად ბრძოლის გარეშე ტოვებდნენ თავიანთ სიმაგრეებს და გარბოდნენ ჭაობებში. ცხრა თვის განმავლობაში კრომველმა დაიმორჩილა თითქმის მთელი კუნძული, ხოლო შემდეგ კი უფროსობა გადასცა თავის სიძეს აირტონს (Ireton), რომელიც აგრძელებდა კიდეც დაწყებულ საქმეს. კრომველის მიზანი იყო დასასრული დაედო შეურიგებელი რასობრივი და რელიგიური მტრობისთვის კათოლიკების განდევნის (вытеснение) გზით, რომელიც იძულებული იყვნენ ან გასახლებულიყვნენ, ან კიდევ გადასულიყვნენ დასავლეთში, კონაუტში, იმ დროს, როდესაც მათ მიწებს ურიგებდნენ ინგლისელ კოლონისტებს, უმეტეს წილად _ კრომველის ჯარისკაცებს.

მაგრამ ეს გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ შესაძლოა ყოფილიყო შესრულებული. სამეფო ხელისუფლების აღდგენამ მცირედ თუ შეცვალა კათოლიკი ირლანდიელების უბედური მდგომარეობა. თუმცა კი კარლ II-მ შეწყვიტა რელიგიური დევნა, მაგრამ პროტესტანტებმა თავიანთთვის შეინარჩუნეს იქაურებისთვის ჩამორთმეული მიწები. მხოლოდ არცთუ ბევრმა ირლანდიელმა, რომლებმაც შეინარჩუნეს საკმარისი სახსრები ხანგრძლივი სასამართლო პროცესის წარმოებისთვის, დაიბრუნა ამ გზით თავიანთი მამულები. ამიტომ კათოლიკურმა რეაქციამ, რომელიც დაიწყო იაკობ II-ის ტახტზე ასვლის შემდეგ, გამოიწვია ირლანდიელებს შორის დიდი სიხარული. დაკარგა რა ინგლისის გვირგვინი, იაკობ II ცდილობდა 1689 წ. მის დაბრუნებას ფრანგების დახმარებით, რისთვისაც გადმოსხდა კიდეც ირლანდიაში. მას იქ აღტაცებით შეხვდნენ: ლონდონდერისა და ენისკილენის გამოკლებით, ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი გადავიდა მის მხარეზე, მაგრამ მალევე მოვიდა მეფე ვილჰელმ III ორანელი, დაამარცხა იგი ბოინთან (1690) და დაიმორჩილა მთელი ირლანდია. თუმცა კი კათოლიკებს ნება მისცეს თავისუფლად აღესრულებიათ მათი სარწუნოება, როგორც კარლ II-ის დროს, მაგრამ მათ ათასობით დაიწყეს გადასახლება საზღვარგარეთ. ინგლისის პარლამენტის გადაწყვეტილებით კვლავ მოახდინეს მილიონი აკრი მიწის კონფისკაცია და დაურიგეს პროტესტანტებს. ქალაქებში უკანასკნელებმა შეადგინეს ე. წ. ორანჟისტების საზოგადოებები ანუ ლოჟები, რომლებიც ფანატიკოსების მთელი გულმოდგინებით დევნიდნენ და ჩაგრავდნენ კათოლიკურ მოსახლეობას იმისთვის, რათა ჩაეხშოთ კათოლიკური და ეროვნული ელემენტების ყველანაირი მოძრაობა; გარდა ამისა, გამოცემულ იქნა სასტიკი კანონები, რომელთა მიხედვითაც ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები უნდა გასახლებულიყვნენ, ხოლო დაბალ წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ თავიანთი საგრაფოების დატოვება; არც ერთ კათოლიკს არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა რაიმენაირი თანამდებობა, შეეძინა მიწის საკუთრება, თავისუფლად გადაეცა მემკვიდრეობით თავისი ქონება და ა. შ. თუმცა კი ამ კანონებს ყოველთვის არ იყენებდნენ მკაცრად, მაგრამ ისინი ინარჩუნებდნენ სიძულვილსა და გაბოროტებას. სასურველი საკუთარი კანონმდებლობის ნაცვლად 1719 წ. კვლავ დამტკიცებულ იქნა პოინინგის აქტი, ხოლო 1727 წ. კათოლიკებს ჩამოერთვათ საპარლამენტო არჩევნების უფლება. ამ მუდმივმა შევიწროვებებმა აიძულეს დაჩაგრული ხალხი მიემართა თვითდახმარებისთვის. წარმოიქმნება მთელი რიგი რევოლუციური კავშირებისა, რომლებიც იმ დროდან თამაშობდნენ დიდ როლს ირლანდიის ისტორიაში.

ასე შედგა კავშირი ე. წ. Defenders; 1760 წ. გამოჩნდნენ Whiteboys, რათა დაესაჯათ და დაეხოცათ სასტიკი მემამულეები, მღვდელმსახურები, აგენტები და მოხელეები; მათთან თითქმის ერთდროულად, 1763 წ., მოქმედებდნენ Hearts of oak, ე. ი. მუხის გულები, რომლებიც აჯანყდნენ მძიმე იძულებითი სამუშაოების წინააღმდეგ გზების მოსაწყობად. საერთო ჯამში ამ უხეშმა თვითდახმარებამ ვერ შეცვალა ქვეყნის მდგომარეობა. როდესაც დაიწყო ომი ჩრდილო-ამერიკული კოლონიების განთავისუფლებისთვის, მთელი ხალხი აღიმართა და აიძულა მძიმე საგარეო ომებით შევიწროვებული მთავრობა ზოგიერთი დათმობების გატარებაზე. რადგანაც საფრანგეთი იმუქრებოდა ირლანიის ნაპირებზე თავდასხმით, ხოლო ქვეყანაში კი თითქმის საერთოდ არ იყო ჯარი, ამიტომ ირლანდიელებმა, ვითომ-და მისი დაცვისთვის, 1779 წ. შეადგინეს მოხალისეთა (ვოლონტერების) კორპუსი, რომელშიც ორი წლის შემდეგ მოითვლებოდა უკვე 50.000 ადამიანი. იმისთვის რათა თავიდან აეცილებინა საყოველთაო აჯანყება, ინგლისის პარლამენტი იძულებული შეიქმნა 1782 წ. გაეუქმებინა პოინინგის აქტი და დაეშვა ირლანდიის საკანონმდებლო დამოუკიდებლობა (იხ. გრატანი, IX, 568). იმავე დროს თუ საბოლოოდ არ გაუუქმებიათ, მნიშვნელოვნად მაინც იქნა შერბილებული კანონები კათოლიკეთა წინააღმდეგ. უკანასკნელთათვის განსაკუთრებით მძიმე იყო მეათედი, რომლის გადახდაც მათ უხდებოდათ პროტესტანტული მღვდელმსახურებისთვის, შეჰქონდათ რა ამავდროულად ფული საკუთარი ეკლესიის საჭიროებისთვისაც. უსულგულობამ, რომლითაც ბევრი მღვდელმსახური კრებდა ამ სავალდებულო გადასახადს, გამოიწვია 1786 წ. საიდუმლო საზოგადოების წარმოქმნა, რომლის წევრებიც საკუთარ თავს უწოდებდნენ Rightboys; ისინი იღებდნენ ხალხისგან ფიცით დაპირებას სულაც არ გადაეხადათ მეათედი ან კიდევ გადაეხადათ იგი ცნობილი ზომით, და სჯიდნენ მათ, ვინც არ ასრულებდა დანაპირებს.

საფრანგეთის რევოლუციამ ირლანდიაზე მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება; მის გამოძახილად იქცა დუბლინში, 1791 წ. ნოემბერში, “შეერთებული ირლანდიელების” კავშირი (United Irishmen), რომელშიც მონაწილეობდა ბევრი პროტესტანტიც და რომელიც საიდულოდ ამზადებდა რევოლუციას; ხოლო ამ უკანასკნელს კი ირლანდია უნდა გადაექცია დამოუკიდებელ რესპუბლიკად. კათოლიკებმა, სარგებლობდნენ რა მთავრობის შევიწროვებული მდგომარეობით, მოითხოვეს დიდ კრებაზე დუბლინში, 1792 წ., სრული თანასწორუფლებიანობა პროტესტანტებთან. ბრიტანეთის პარლამენტმა, სურდა რა ქარიშხლის მოთვინიერება, გააუქმა ყველა ზომა, რომლებიც მიმართული იყო ირლანდიური ვაჭრობისა და მრეწველობის შევიწროვებაზე, და თითქმის ყველა სხვა რეპრესიული ზომებიც. 1793 წ. გაუქმებულ იქნა სასჯელები, რომლითაც ისჯებოდნენ კათოლიკები კვირაობით პროტესტანტულ ეკლესიაში არმისვლის გამო; მათ ასევე მიეცათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ უარი ეთქვათ უფლებაზე ყოფილიყვნენ არჩეულნი პარლამენტის წევრად და დაეკავებინათ თვით უმდაბლესი ადმინისტრაციული თანამდებობებიც კი. როდესაც შემდგომ მოთხოვნებს დახვდათ უარი, და კავშირი უფრო გაბედულად გამოვიდა თავისი რევოლუციური განზრახვებით, მთავრობამ გაბედა და გადაწყვიტა ძალით ჩაეხშო მოძრაობა. 1782 წ.-დან ირლანდიაში შემოღებული Habeas-corpus-ის (იხ.) მოქმედება შეჩერებულ იქნა, ქალაქები დაიკავეს ჯარებით, კავშირი განაიარაღეს. საფრანგეთის დახმარებაზე დაიმედებული შეთქმულები მაინც სულით არ ეცემოდნენ. ბოლოსდაბოლოს 1796 წ. დეკემბერში ირლანდიის ნაპირებთან გამოჩნდა ფრანგული ფლოტი 25.000 ადამიანის რიცხოვნების ჯარით, გენერალ გოშის წინამძღოლობით; მაგრამ არახელსაყრელი შემთხვევითობების შედეგად, იგი იძულებული გახდა უკან გაეცურა, ისე, რომ არაფერი გაუკეთებია. ბრიტანეთის მთავრობამ მთელი კუნძული გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობაზე. შეერთებული ირლანდიელების კავშირი, 1797 წ., კვლავ შეუდგა თავის საიდუმლო საქმიანობას. მის სათავეში იდგა დირექტორია ხუთი ადამიანისგან, რომელთა სახელებიც ცნობილი იყო მხოლოდ ოთხი პროვინციული კომიტეტის მდივნებისთვის.

კავშირი მოითვლიდა უკვე 500.000-მდე შეთქმულს, როდესაც 1798 წ. იანვარში, მთავრობამ მიიღო მასზე დაწვრილებითი ცნობები მისი მოღალატე ერთერთი წევრისგან. ამ აღმოჩენისა და ბევრი ბელადის დაპატიმრების მიუხედავად, აჯანყებამ იფეთქა მაისში სხვადასხვა ადგილებში. მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების ყოფნამ ხელი შეუშალა ამბოხების შემდგომ განვითარებას: ინსურგენტების მთავარმა ძალებმა ვინსგარ-ჰილთან, 21 ივნისს, განიცადეს სრული დამარცხება. სამხედრო რაზმები გაიფანტნენ მთელს კუნძულზე და ყველგან ახშობდნენ აჯანყებას. სულ ახალი დამთავრებული იყო ხოცვა-ჟლეტა, როდესც 1798 წ. აგვისტოში გამოჩნდა ფრანგული ესკადრა 1.060 ადამიანის დესანტით, კილალას ყურეში, მაიოს საგრაფოს ჩრდილოეთ ნაპირებთან; მაგრამ ბრიტანულმა ჯარებმა ხელი შეუშალეს ფრანგებს ირლანდიელებთან შეერთებაში და, რამდენიმე უიღბლო შეტაკების შემდეგ, ფრანგები უნდა დანებებულიყვნენ. უფრო გვიანდელი მათი მცდელობები კუნძულზე გადმოსასხმელად, რომლებიც გრძელდებოდა 1798 წ. ნოემბრამდე, ასევე უშედეგოდ დასრულდა. ინგლისის მთავრობა ერთადერთ გამოსავალს ამ შეუძლებელი ურთიერთობებიდან ხედავდა ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის შერწყმაში ერთ პარლამენტში. პირველი წინადადება ამ აზრით, რომელიც ირლანდიის პარლამენტს გაუკეთეს (შესთავაზეს) 1799 წ., აღშფოთებით იქნა უარყოფილი (съ негодованіемъ отвергнуто). მაშინ ბრიტანეთის მთავრობამ მიმართა მოსყიდვებს. უმნიშვნელო დამპალ ადგილებს (rotten boroughs), რომლებზედაც იყო დამოკიდებული ადგილების უმრავლესობის ჩანაცვლება ირლანდიის პარლამენტში, მათი მფლობელებისგან ყიდულობდნენ უზარმაზარ ფასად: ბრიტანეთის პარლამენტმა ამაზე მთავრობას ნება მისცა დაეხარჯა 1.600.000 გირვანქა სტერლინგამდე. ამ ოპერაციის წყალობით, 1800 წ. 26 მაისს, ხმათა უზარმაზარი უმრავლესობით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ანუ ე. წ. საბოლოო უნია (კავშირი) ირლანდიისა დიდ ბრიტანეთთან (იხ. დიდი ბრიტანეთი, V, 798). ირლანდიამ იკისრა ვალდებულება პირველი ოცი წლის განმავლობაში ეტვირთა საერთო-სახელმწიფო ხარჯების მთელი თანხის ორი ოცდამეხუთედი. 18001 წ.-დან მოქმედება დაიწყო შეერთებულმა პარლამენტმა: ირლანდია გადაიქცა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს ნაწილად, მაგრამ ღრმა უფსკრულმა, რომელიც წარმოქმნილი იყო მათ შორის ეროვნული და რელიგიური განსხვავებების შედეგად, არ მისცა ნება ირლანდიას შერწყმოდა ინგლისს ისე, როგორც შეერწყა მას შოტლანდია.

ირლანდია XIX საუკუნეში

იმისთვის, რათა ერთიანობა ნამდვილად სრული გაეხადათ, საჭირო იყო, როგორც ვარაუდობდა კიდეც პიტი, გაეუქმებინათ კათოლიკეთა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები; მაგრამ ეს გეგმა წააწყდა წინააღმდეგობას გეორგ III-ის მხრიდან, რაც იქცა კიდეც პიტის გადადგომის ერთერთ მიზეზად. ამით გაბოროტებულმა კათოლიკებმა უკვე 1802 წ.-დან დაიწყეს ოპოზიციური საზოგადოებების შედგენა, ხოლო 1825 წ. კი დაარსებულ იქნა Irish Catholic Association, რომელმაც მიზნად დაისახა ემანსიპაციის (თანასწორუფლებიანობის) გატარება; მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ორანჟისტების ლოჟები. ო’კონელის ძალისხმევამ და ინგლისში საზოგადოებრივი აზრის შემობრუნებამ, წაახალისეს, ბოლოსდაბოლოს, ველინგტონი და პილი, რათა შეეთავაზებინათ პარლამენტისთვის ბილი კათოლიკთა ემანციპაციის შესახებ (1829 წ. 13 აპრილს იგი იქცა კანონად). ახალმა ფორმამ ფიცისა, რომლის მიღებაც შეეძლოთ კათოლიკებსაც, შეცვალა უწინდელი და მისცა მათ შესაძლებლობა დაეკავებინათ ადგილები პრლამენტში. მათ უფლება მისცეს დაეკავებინათ ყველა თანამდებობა, ლორდ-კანცლერის პოსტის გარდა. ამ გამარჯვებამ წაახალისა კათოლიკები ახალი მოთხოვნებისთვის. სახალხო პარტიის მისწრაფებები ახლა მიმართული იყო იმაზე, რათა გაეუქმებინათ ირლანდიის უნია დიდ ბრიტანეთთან. ამ მიზნით ო’კონელმა დააფუძნა 1830 წ. ე. წ. Repeal-Association, რომლის წინააღმდეგაც გრეის სამინისტრო გამოვიდა 1833 წ. ირლანდიური მაიძულებელი ბილით (Irish Coercion-bill). ეს ბილი რწმუნებას აძლევდა ირლანდიის ლორდ-ლეიტერნანტს, თავისი შეხედულების-და მიხედვით, აეკრძალა სახალხო თავყრილობები (сборища), გამოეცხადებინა სამხედრო მდგომარეობა; ირლანდიაში გაგზავნილ იქნა 36.000-იანი ჯარი და 6.000 შეიარაღებული პოლიციელი. ამავე დროს გამოცემული სხვა კანონით, რომელიც ამცირებდა საეკლესიო გადასახადებს, მთავრობა შეეცადა გარკვეული ხარისხით შეერბილებინა ის ცუდი შთაბეჭდილება, რომელსაც ახდენდა მაიძულებელი ბილი; მელბურნის მინისტრობის დროს იგი გაუქმებულ იქნა და ხალხის მთავრობასთან შერიგების შანსებმა ზრდა დაიწყო.

1838 წ. მიღებულ იქნა მანამდე უკვე არაერთხელ წარუმატებლად შეთავაზებული ბილი მეათედის შესახებ, რომელმაც იგი გადააქცია გაცილებით უფრო ნაკლებ ფულად გადასახადად. მაგრამ როდესაც 1841 წ. მმართველობის სათავეში კვლავ დადგნენ ტორები, ო’კონელმა კვლავ დაიწყო თავისი აგიტაცია ირლანდიის გამოყოფის მიზნით. მან მიიღო იმდენად მუქარის შემცველი ხასიათი, რომ მთავრობამ ისევ მიმართა მაიძულებელ ზომებს, 1843 წ. დააპატიმრა ო’კონელი და მიაღწია მისთვის ციხეში ერთწლიანი პატიმრობის მისჯას. თუმცა კი ეს განაჩენი არ ყოფილა დამტკიცებული ზედა პალატის მიერ, მაგრამ აგიტაცია უფრო ზომიერი გახდა. ამის შემდეგ მალევე დამდგარმა საშინელმა შიმშილმა (1845 და 1846) ყველა სხვა ინტერესი უკანა პლანზე გადასწია. უბედურების შემსუბუქებისთვის პარლამენტმა გამოყო მნიშვნელოვანი თანხები, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ათასობით ადამიანი დაიღუპა გაჭირვებისა და შიმშილისგან, ხოლო ასეულ ათასობით ირლანდიელი გადასახლდა ამერიკაში. ამ კრიტიკულ დროში მოკვდა ო’კონელი, რომელსაც წინ გაუსწრო ახალმა, უფრო რადიკალურმა პარტიამ “ახალი ირლანდიისა”, რომელმაც მის შედარებით მშვიდობისმოყვარულ მისწრაფებებს დაუპირისპირა აზრი ძალადობრივი გადატრიალების შესახებ. ანარქიული აფეთქებები, ძალადობანი, აგრარული მკვლელობები ძალზედ გავრცელდა ქვეყანაში; მატერიალურმა გაჭირვებამ დაასუსტა კანონიერების გრძნობა. ასეთ პირობებში ირლანდია არ შეიძლებოდა დარჩენილიყო მატერიკზე 1848 წ. რევოლუციებში მონაწილეობისგან გარეთ. ახალგაზრდა ირლანდიის ბელადები (вожаки) _ ო’ბრაიენი, მიტჩელი, დეფი, მიგერი და სხვები _ ცდილობდნენ პარიზში დროებით მთავრობასთან ურთიერთობების გაბმას; შეიარაღებული და სამხედრო წვრთნები ტარდებოდა თითქმის ღიად. მთავრობის ენერგიულმა ზომებმა თავიდან აიცილეს აფეთქება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ იგი საკმარისად იქნებოდა მომზადებული. Habeas-corpus შეჩერებულ იქნა, ოპოზიციური გაზეთები _ აკრძალული; ო’ბრაიენი, რომელიც ხალხმა მიუნსტერში მეფედ გამოაცხადა, შეიპყრეს აჯანყების წარუმატებელი მცდელობის (5 აგვისტოს) შემდეგ და მიუსაჯეს, თავის თანამზრახველებთან ერთად, სიკვდილით დასჯა, რომელიც შემდეგ შეუცვალეს გადასახლებით. მოკლე დროში სიმშვიდე აღდგენილ იქნა; მაგრამ მატერიალური გაჭირვება არ შემცირებულა. შიმშილითა და ავადმყოფობებით იხოცებოდნენ მაცხოვრებლები, მიწის დიდი სივრცეები დაუმუშავებელი რჩებოდა, მასობრივი გადასახლება ამერიკაში ემსგავსებოდა საყოველთაო გაქცევას. მოსახლეობის ნაწილის წასვლის შემდეგ საერთო მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდა: მიწათმოქმედებამ წამოიწია, მრეწველობამ შესამჩნევ წარმატებას მიაღწია.

სასულიერო მოთხოვნილებებს ახლა აკმაყოფილებდნენ Queen’s Colleges-ის სახელით გახსნილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ერთნაირად იქნა დაშვებული კათოლიკებისა და პროტესტანტებისთვის. მაგრამ როგორც ერთის, ისე მეორეთა მხრიდანაც მალევე დაიწყო ძლიერი ოპოზიცია ამ სკოლების წინააღმდეგ; რელიგიური მტრობა არაერთხელ იწვევდა სისხლიან შეტაკებებს, რომლებიც მოითხოვდა განსაკუთრებული (საგანგებო) კანონების გამოყენებას. ამასობაში მზადდებოდა ახალი აჯანყება, რომელიც ამჯერად ამოდიოდა ამერიკიდან, სადაც ცხოვრობდა მილიონობით ირლანდიელი, რომლებიც სიძულვილით იყვნენ აღვსილნი ინგლისური მთავრობის მიმართ. შეერთებულ შტატებსა და ინგლისს შორის ურთიერთობების გაწყვეტაზე დაიმედებით, ამერკაში ურთიერთშორის (სამოქალაქო) ომის დროს ინგლისის მოქმედებათა ხასიათის გამო, 1861 წ. ბოლოს წარმოიქმნა საიდუმლო საზოგადოება ფენიებისა (феніев, იხილეთ), რომელიც ისწრაფვოდა ირლანდიის ინგლისისგან სრული გამოყოფისა და ირლანდიის რესპუბლიკის დაარსებისკენ. კავშირის სათავეში ამერიკაში იდგა ჯონ ო’მაჩონი, ირლანდიაში _ ჯეიმს სტეფენსი. ამერიკიდან ეს მოძრაობა მალევე გადმოვიდა ირლანდიაში, მაგრამ მთავრობის ენერგიული ზომების შედეგად, რომელმაც 1865 წ. საექტემბერში დახურა ფენიების ორგანო “The Irish Peole”, დააპატიმრა რამდენიმე ბელადი და შეთქმულების ბევრი მონაწილე, აკრძალა იარაღის ტარება და გააძლიერა ირლანდიაში მდგომი ჯარი, _ აჯანყება თავიდან იქნა აცილებული. 1866 წ. საკმარისი იყო კანონის Habeas-corpus მხოლოდ შეჩერებაც იმისთვის, რათა შეეკავებინათ ფენიები, ხოლო როდესაც 1867 წ. გაზაფხულზე გაკეთებულ იქნა მცდელობები აჯანყებისთვის, ისინი ჩახშობილ იქნა რამდენიმე დღეში. ასევე უნუგეშო იყო 1871 წ.-მდე განმეორებადი მცდელობები ფენიებისა კანადის წინააღმდეგ. მაგრამ თუკი ფენიანიზმმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, მან უეჭველად დიდი სარგებლობა მოუტანა ირლანდიას, რადგანაც მხოლოდ ფენიების საქმიანობამ და იმ დუღილმა (მღელვარებამ, брожение), რომელიც მან გამოიწვია და ინარჩუნებდა ირლანდიაში, ინგლისის სახელმწიფო მოღვაწეები ბოლოსდაბოლოს დააყენა ირლანდიური საკითხის ყოველმხრივი გადაწყვეტის გზაზე. 1868 წ.-დან დაიწყო რეფორმები იმ ძირეულ ბოროტებათა აღმოსაფხვრელად, რომლებიც იწვევდა ირლანდიელთა უკმაყოფლებას ინგლისური მფლობელობის წინააღმდეგ _ სახერლდობრ ინგლისის სახელმწიფო ეკლესიისა და უცხოელი მიწათმფლობელების ტირანიისა ადგილობრივ მოიჯარადრეებზე. ეს ამოცანები აღინიშნებოდა საეკლესიო და მიწის საკითხების სახელწოდებებით.

რადგანაც გლადსტონის სამინისტრომ 1869 წ. ირლანდიური საეკლესიო ბილით ჩამოიყვანა ინგლისური ეკლესია ერთ საფეხურზე (დონეზე) ირლანდიაში არსებულ სხვა აღმსარებლობებთან, ხოლო 1870 წ. მიწის ბილით უმთავრეს პუნქტებში დააკმაყოფილა ირლანდიელ მოიჯარადრეთა სამართლიანი საჩივრები მიწათმფლობელების წინააღმდეგ (იხ. ვიქტორია და მისი მეფობა, VI, 202), ამიტომ რევოლუციური აგიტაციის უახლოესი საბაბები ინგლისური ბატონობის წინააღმდეგ, სულ მცირე, გარკვეული დროით მაინც მოხსნილ იქნა. მაგრამ ამ პოლიტიკის შედეგები მაშინვე არ გამოვლენილა. ჯერ კიდევ 1871 წ. სესიის დროს მთავრობა იძულებული შეიქმნა ეთხოვა ნებართვის მიღების შესახებ საგანგებო ზომების გასატარებლად ირლანდიაში წესრიგის შენარჩუნებისთვის, ხოლო იმავე წლის შემოდგომის თვეების განმავლობაში, დაიწყო აგიტაცია ახალი ირლანდიური ეროვნული პარტიისა, ე. წ. ჰოუმრულერების, რომლებიც მოითხოვდნენ ცალკე წარმომადგენლობასა და თვითმართველობას (იხ. ჰოუმრული, Гомруль). ეს აგიტაცია თავიდან გამოვლინდა საკმარისად ზომიერი ფორმით, ბუტისა და შაუს ხელმძღვანელობით, მაგრამ უფრო მეტად გაბედული ხასიათი მიიღო 1878 წ.-დან, როდესაც ეროვნული პარტიის რადიკალებმა, პარნელის წინამძღოლობით, უპირატესობა მოიპოვეს (стали брать верхъ) ზომიერ ჰომრულერებთან შედარებით. ფენიების პარტიის წევრის მაიკლ დევიტის მიერ მიწის ლიგის დაარსებამ შედეგად მოიტანა ჰომრულერების საპარლამენტო პარტიის დაახლოება ფენიანელ რევოლუციონერებთან. პირველები მოითხოვდნენ პოლიტიკურ განცალკევებას ინგლისისგან, ხოლო ლიგის წარმომადგენლები კი იდგნენ ირლანდიის სოციალური ემანციპაციის მხარეზე მიწათმფლობელთა განდევნისა და მიწის ირლანდიელი ხალხისთვის დაბრუნების გზით. ორივე პარტია შეერთდა 1880 წ. პარნელის მთავარი ხელმძღვანელობით. გლადსტონის ახალი სამინისტროს მზადყოფნის მიუხედავად (1880 წ.-დან) შესდგომოდნენ შემდგომ რეფორმებს, მოძრაობა არ ცხრებოდა. საშინელი ტერორი გაავრცელეს ქვეყანაში “მთვარის შუქის რაინდთა” ბანდებმა და უკმაყოფილების მთესავი ყველა პირის ბოიკოტირებაც (იხ. IV, 231). მთავრობა ცდილობდა ემოქმედა ერთდროულად საგანგებო კანონებითა და რეფორმებით. მიწის ახალმა კანონით დიდ დათმობები მიიღეს ირლანდიელმა მოიჯარადრეებმა, მაგრამ ისინი უარყოფილ იქნა მიწის ლიგის მიერ, რომელიც მოითხოვდა ინგლისელი მიწათმფლობელების ირლანდიიდან სრულებით მოცილებას. ლიგის დახურვამ, პარნელის, დევიტისა და სხვა ბელადების დაპატირებამ (1881 წ. ოქტომბერი) მოახდინეს მხოლოდ ხანმოკლე ზემოქმედება; შედგენილ იქნა უზარმაზარი ეროვნული ლიგა, ხოლო 1881 წ. ნოემბერში წარმოიქმნა ფენიანური საზოგადოება “დაუმარცხებლებისა”, რომელიც ღიად ქადაგებდა პოლიტიკურ მკვლელობებს; მისი ხანჯლების ქვეშ, 1882 წ. 6 მაისს, დუბლინის ფენიქს-პარკში დაეცნენ ირლანდიის საქმეთა მინისტრი კავენდიში და მისი თანაშემწე ბერკი.

ახალმა მაიძულებელმა ზომებმა (принудительныя меры) და მკვლელების სიკვდილით დასჯამ გარკვეული ზემოქმედება მოახდინეს, მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა ო’დონოვან როსის ხელმძღვანელობით და გამოიხატა დინამიტის გამოყენებით მთელი რიგი აფეთქებების სახით საზოგადოებრივ შენობებში ლონდონსა და ინგლისის სხვა ქალაქებში. ამავდროულად ჩადენილ იქნა მრავალი დანაშაული მოიჯარადრეებისა და მიწათმფლობელების სიცოცხლისა და ქონების წინააღმდეგ. საგანთა ასეთმა მდგომარეობამ აიძულა გლადსტონი მაიძულებელი კანონებიდან გადასულიყო ჰოუმრულერების მისწრაფებათა აღიარებაზე. ირლანდიური საკითხი, მისი აზრით, გადაწყვეტილ უნდა ყოფილიყო ირლანდიური მოთხოვნების ყოველმხრივ დაკმაყოფილებით. მის მიერ 1884 და 1885 წწ. გატარებული საპარლამენტო რეფორმის შედეგად, ახალი არჩევნების დროს, 1885 წ., 100 ირლანდიელი დეპუტატიდან ქვედა პალატაში შევიდა არანაკლებ 86 ჰოუმრულერისა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სალისბერის სამინისტროს დაცემას, 1886 წ. იანვარში. გლადსტონი კვლავ დადგა მმართველობაში და 8 აპრილს პალატაში შეიტანა ბილი ჰომრულის შესახებ, ხოლო 16-ში კი _ ბილი მიწების ყიდვის შესახებ; პირველში პროექტად იყო გაცხადებული ირლანდიის პარლამენტისა და ირლანდიის მთავრობის დაარსება დუბლინში; მეორეში მოითხოვებოდა 50 მლნ. გირვანქა სტერლინგი მსხვილი ირლანდიური მამულების შესაძენად, რომლებიც სახელმწიფოს იჯარით უნდა მიეცა ირლანდიელი ფერმერებისთვის და რომლებიც შემდგომში უნდა გადასულიყო მოიჯარადრეთა მფლობელობაში. გლადსტონის ამ გეგმებმა აღაგზნეს განსაკუთრებული მღელვარება ინგლისშიცა და ირლანდიაშიც, სადაც პროტესტანტები მოეკიდნენ მას ისე მტრულად, რომ ბელფასტში საქმე მივიდა კათოლიკებთან შეტაკებებამდე, რომლებიც დაწყნარებულ იქნა მხოლოდ სამხედრო ძალის ჩარევით. ბილი ჰომრულის შესახებ უარყოფილ იქნა ქვედა პალატის მიერ 1886 წ. 7 ივნისს, ხოლო როდესაც გლადსტონმა დაითხოვა პალატა, ახალმა არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა მის მოწინააღმდეგეებს. ირლანდიური მოძრაობა მაშინ დაიწყო ახალი ძალით. გადაწყვეტილ იქნა არ გადაეხადათ მემამულეებისთვის იჯარა, ხოლო ფული შეეტანათ იმ ფონდებში, რომლებიც იმყოფებოდა ეროვნული ლიგის გამგებლობაში. კონსერვატიულმა მთავრობამ განკარგულება გასცა, 1886 წ. დეკემბერში, “საომარი მოქმედებების ამ ახალი გეგმისადმი” დაპირისპირებისთვის, დაეპატიმრებინათ აგიტაციის ბელადები, დილონი, ო’ბრაიენი, გადასცა ისინი სასამართლოს დუბლინში და მიაღწია მათ დაპატიმრებას ციხეში 6 თვით.

1887 წ. 28 მარტს შემოტანილ იქნა ახალი ირლანდიური მაიძულებელი კანონი, რომელსაც მიზნად ჰქონდა, უწინარეს ყოვლისა, ირლანდიის სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა; 9 ივლისს იგი მიღებულ იქნა ქვედა პალატის მიერ, 18-ში ზედა პალატის მიერაც. მისი ძალით ირლანდიის ლორდ-ლეიტენენტი ღებულობდა უფლებას გამოეცხადებინა ქვეყნის ესა თუ ის ოლქები სამხედრო მდგომარეობაზე. ამასთან ერთდროულად დადგენილებით გამოქვეყნებულ იქნა მიწის ახალი კანონი, რომელიც ამსუბუქებდა იჯარის გადახდასა და მოიჯარადრეების მიერ მიწის შესყიდვას. მთავრობამ არ დააყოვნა ესარგებლა ახალი უფლებამოსილებებით, არაერთხელ აცხადებდა სამხედრო მდგომარეობას, დაშალა ეროვნული ლიგა (20 სექტემბერს), მოქმედებდა ენერგიულად თავყრილობებისა და ბელადების წინააღმდეგ; საქმე მიდიოდა ძლიერ მღელვარებებამდე, თვით სერიოზულ დაჯახებებემდეც კი. ირლანდიელები არ ეცემოდნენ სულით და ცდილობდნენ მოეკრიბათ თავიანთი ძალები და გაეუმჯობესებინათ ორგანიზაცია. 1887 წ. 31 ოქტომბერს სხვადასხვა ირლანდიური ეროვნული კავშირების დეპუტატები შეიკრიბნენ კონგრესზე ბრიუსელში, სადაც გადაწყვიტეს თავიდან დაეკავებინათ მომლოდინე მდგომარეობა. ბრიტანულმა მთავრობამ შესძლო ამასობაში მიეღო თავდებობა რომის პაპის დახმარებაზე. 1888 წ. 20 აპრილს პაპმა გამოსცა ენციკლიკა, რომელიც გმობდა ბოიკოტირებასა და ყველანაირ ძალადობებს. ამ გზავნილმა გამოიწვია დიდი აღგზნება ირლანდიელებს შორის, მაგრამ მცირე რამ თუ შესძლო, ზუსტად ისევე, როგორც მეორე და მესამე გზავნილებმაც, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ მღელვარების დაწყნარება. წარუმატებლად დასრულდა თავდასხზმები პარნელზეც, რომელიც “Times”-ის ერთერთმა კორესპონდენციამ დაადანაშაულა ფენიქს-პარკში მკვლელების თანამზრახველობაში. მისი წარმოდგენილი წერილები აღმოჩნდა ყალბი და “Times”-ი იძულებული გახდა გადაეხადა დიდი ჯარიმა პარნელისთვის, რომლის უდანაშაულობაც ფორმალურად იქნა აღიარებული პარლამენტის მიერ 1890 წ. თებერვალში. ამასობაში მთავრობა მთელი ძალებით ცდილობდა აეძულებინა პატივი ეცათ კანონებისთვის, მიუხედავად წინააღმდეგობისა, რომელიც გამიხატებოდა პროტესტებითა და ძალადობებით. ბევრი საზოგადოება დაშლილ იქნა, იარაღისა და საბრძოლო მასალების შემოტანა ძლიერ შეიზღუდა (1889 წ. ოქტომბერი). ირლანდიის საქმე ძალზედ დააზარალა იმ გარემოებამაც, რომ 1890 წ. 18 ნოემბერს პარნელი დამნაშავედ იქნა ცნობილი პროცესში სიძვა-მრუშობის შესახებ, რის შედეგადაც ირალანდიის ეროვნული პარტია დაიშალა პარნელისტებად და ანტიპარნელისტებად, რომლებიც აგრძელებდნენ არსებობას პარნელის სიკვდილის შემდეგაც (1891 წ. 6 ოქტომბერს). მაგრამ, ირლანდიურმა საკითხმა მიიღო სხვა მიმართულება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 1892 წ. ივლისში, თემთა პალატაში უმრავლესობა აღმოჩნდა ჰოუმრულის მომხრე, და გლადსტონი აგვისტოში დადგა მმართველობის სათავეში. 1893 წ. 13 თებერვალს მან შემოიტანა თავისი ბილი ჰომრულის შესახებ (იხ. ჰოუმრული), რომელიც მიღებულ იქნა 1 სექტემბერს ქვედა პალატის მიერ, მესამე წაკითხვით, 301 ხმის უმრავლესობით 267-ის წინააღმდეგ; მაგრამ იგი ვერ გავიდა ზედა პალატაში, სადაც, 8 სექტებერს, ლორდებმა იგი უარყვეს 419 ხმის უდიდესი უმრავლესობით 41-ის წინააღმდეგ.

(ბოლოს მოყვანილია იმ ხანად არსებული ძირითადი ლიტერატურა ირლანდიის ისტორიის შესახებ)


ავტორი სანახავია

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის ბოლომდე

(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას)

თავდაპირველი ისტორია ესპანეთისა, რომელსაც ბერძნები უწოდებდნენ იბერიას (XII, 737), ჩვენთვის უცნობია. პირველი კოლონიები ამ ქვეყანაში, რომელიც თავდაპირველად დასახლებული იყო იბერებით, კელტებითა და კელტიბერებით ეკუთვნოდა ფინიკიელებს; დაახლოებით 1100 წ. ისინი დასახლდნენ სამხრეთ ნაპირზე, სადაც დააარსეს კოლონიები მალაკა, გალირი, კორდოვა და ბევრი სხვა. მათ ქვეყანას, ბეტისის ხეობაში მცხოვრები ტურდიტანების სახელწოდების მიხედვით, უწოდეს _ ტარშიში (ბერძნულად Ταρτησσός, შეადარეთ წინასწარმეტყველ იონას წიგნი I, 3); მოგვიანებით აღმოსავლეთ ნაპირზე დაემკვიდრენ ბერძნები. პირველი პუნიკური ომის დასრულების შემდეგ ჰამილკარმა და ჰანიბალმა ნახევარკუნძულის სამხრეთი და აღმოსავლეთი დაუმორჩილეს კართაგენელებს (237-219); ახალი კართაგენი (ახლანდელი Cartagena) იყო მათი უმნიშვნელოვანესი დასახლება. მეორე პუნიკური ომის დროს, რომლის თეატრიც გახლდათ ესპანეთიც, მათ დაკარგეს თავიანთი სამფლობელოები სციპიონ უფროსის გამარჯვებების შემდეგ (206). რომაელები ცდილობდნენ მოეყვანათ მთელი ქვეყანა თავიანთ ქვეშევრდომობაში, მაგრამ ეს მათ მოახერხეს მხოლოდ 200-წლიანი სისხლისმღვრელი ომების შემდეგ. განსაკუთრებით შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდნენ კელტიბერები და ლუზიტანელები (ვირიატის წინამძღოლობით), ხოლო კანტაბრები კი მხოლოდ 19 წ. ქრ. შ.-მდე იქნენ დამორჩილებულნი ავგუსტუსის მიერ, რომელმაც ესპანეთი უწინდელი ორი პროვინციის (Hispania citerior და H. ulterior) ნაცვლად დაჰყო სამ პროვინციად _ ლუზიტანიად, ბეტიკად და ტარაკონიის ესპანეთად (Tarraconensis); უკანასკნელიდან იმპერტორმა ადრიანემ გამოჰყო ახალი პროვინცია გალეცია ასტურიასთან ერთად. მხოლოდ ბასკები თავიანთ მთებში იცავდნენ საკუთარ დამოუკიდებლობას. რომაელებმა ესპანეთში გაიყვანეს ბევრი სამხედრო გზა და მოაწყვეს მრავალრიცხოვანი სამხედრო დასახლებები (კოლონიები); ქვეყანა სწრაფად განიცდიდა რომანიზაციას, რომაული კულტურის ერთერთ ცენტრადაც კი გადაიქცა, რომის იმპერიის ერთერთ ყველაზე უფრო აყვავებულ ნაწილად, რომელსაც ესპანეთმა მისცა მისი საუკეთესო იმპერატორები (ტრაიანე, ადრინე, ანტონინუსი, მარკუს ავრელიუსი, თეოდოსიუსი) და შესანიშნავი მწერლები (ორივე სენეკა, ლუკანიუსი, პომპონია მელა, მარციალუსი, კვინტილიანუსი და ბევრი სხვა). ვაჭრობა ყვაოდა, მრეწველობა და მიწათმოქმედება იდგა განვითარების მეტად მაღალ ხარისხში, ხალხმოსახლეობა იყო მეტად მრავალრიცხოვანი (უფროსი პლინიუსის მიხედვით ვესპასიანეს დროს აქ იყო 360 ქალაქი).

მეტად ადრე შემოაღწია აქ ქრისტიანობამ და დაიწყო გავრცელება, სისხლიანი დევნის მიუხედავად. V ასწლეულის დასაწყისში ესპანეთში შემოაღწიეს ალანებმა, ვანდალებმა და სვევებმა და დაესახლენ ლუზიტანიაში, ანდალუზიასა და გალისიაში; რომაელებმა დროებით შეინარჩუნეს ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნახევარი. 415 წ. ესპანეთში გამოჩნდნენ ვესტგოთები, თავიდან როგორც რომაელთა მოკავშირეები, და თანდათანობით იქიდან განდევნეს ყველა სხვა გერმანული ტომი (იხ. ვესტგოთები, VI, 114-117). ვესტგოთების სახელწიფო განიცდიდა ბევრ ნაკლოვანებას, რომლებიც საფუძვლებს ურყევდნენ მის არსებობას: რომის დროიდან მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდათ უზარმაზარი სოციალური უთანასწორობა უზარმაზარი ლატიფუნდიების არცთუ ბევრ მფლობელსა და გადასახადებით გაძარცვული და ჩაგრული მოსახლეობის მასას შორის; კათოლიკურმა სასულიერო წოდებამ შეიძინა ზომაზე მეტი ძალაუფლება და დიდგვაროვნებთან კავშირში ხელს უშლიდა ტახტის მემკვიდრეობით დაკავების მყარი წესრიგის განმტკიცებას, რათა შეძლების-და გვარად შეევიწროვებინათ სამეფო ხელისუფლების ფარგლები თითოეული ახალი მეფის არჩევის დროს; უკმაყოფილოთა ახალი კლასი წარმოიქმნა ებრელთა ქრისტიანობაში ძალადობრივად მოქცევის შედეგად (გიბონის მიხედვით ძალადობრივად მოქცეულთა რიცხვი აღწევდა 30.000-მდე). 711 წ. არაბები გადმოვიდნენ აფრიკიდან ესპანეთში და თავიანთი გამარჯვებით ჰერეს-დე-ლა-ფრონტერას მახლობლად, მდინარეზე, რომელსაც არაბები უწოდებენ ვადი ბეკას, დასასრული დაუდეს მანამდე თითქმის 300 წელს არსებულ ვესტგოთების სახელმწიფოს. თითქმის მთელი ესპანეთი მოკლე დროით დაპყრობილ იქნა არაბების მიერ და შეადგინა ომაიადების დიდი საჰალიფოს ნაწილი. არაბები (მავრები) პირველ ხანებში დამორჩილებული ესპანეთის მოსახლეობას ექცეოდნენ ძალზედ მოწყალედ და ინდობდნენ მათ ქონებას, ენასა და რელიგიას. მათი ბატონობა მდგომარეობას უმსუბუქებდა დაბალ კლასებსა და ებრაელებს, ხოლო ისლამში გადასვლა მონებსა და სხვა არათავისუფალ ადამიანებს (рабам и подневольным) ანიჭებდა თავისუფლებას.

ახალ სარწმუნოებას ბევრი ღებულობდა თავისუფალი და დიდგვაროვანი ადამიანების წრეებიდანაც და მალე მას მიეკუთვნებოდა არაბთა ქვეშევრდომობაში მყოფი ესპანელების უმრავლესობა. სარწმუნოებაში განსაკუთრებული სიმყარე გამოავლინეს კორდოვას ქრისტიანებმა, რომელთაგან ზოგიერთი მოწამეობრივად აღესრულა კიდეც (წმ. ევლოგი და წმ. ლეოკრიტია, 859 წ.). ქრისტიანებს, რომელთაც არ სურდათ სარწმუნოების გამოცვლა, ეკისრებოდათ ხარკის გადახდა. არაბთა ცალკეულ მეთაურებს შორის მალევე წარმოიქმნა სისხლიანი უთანხმოებები, რომელსაც 755 წ. დასასრული დაუდო ერთადერთმა ცოცხლად გადარჩენილმა ომაიადმა _ აბდურაჰმანმა, რომელმაც თავიდან აიცილა აბასიდებისგან სიკვდილი, გამოიქცა ესპანეთში და აქ დააარსა განსაკუთრებული სახელმწიფო (დედაქალაქით კორდოვაში); ეს სახელმწიფო მან, ემყარებოდა რა არაბებისა და ბერბერებისგან შემდგარ 40-ათასიან ჯარს, მემკვიდრეობით დაუტოვა თავის შთამომავლებს. მეფისნაცვლების ხშირი ამბოხებებისა და არეულობების მიუხედავად, ტახტის დაკავების მემკვიდრეობითობის გამო დავების, ასევე ხარკით მოსახლეობის ზომაზე მეტად ტანჯვის მიუხედავად, აბდურაჰმანის მენაცვალეებს (მემკვიდრეებს, преемники) შეეძლოთ და მათ იცოდნენ მეცნიერებისა და ხელოვნების წახალისება, და მრეწველობის, ვაჭრობისა და მიწათმოქმედების მშვიდად განვითარებისთვის ხელშეწყობა. მოსახლეობის ქონება და განათლება იზრდებოდა; კორდოვა გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბრწყინვალე დედაქალაქი. აბდურაჰმან III-ის (912-961) დროს, რომელმაც 923 წ. მიიღო ჰალიფას ტიტული, არაბულმა მეცნიერებამ და ხელოვნებამ ესპანეთში მიაღწია თავისი აყვავების უმაღლეს ხარისხს. მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მყოლმა ქალაქებმა დაამშვენეს ქვეყანა; მხოლოდ ერთ ოლქში, გვადალკვივირაში, თანამედროვეთა ცნობებით, იყო 12.000 დასახლებული ადგილი. კორდოვაში მოითვლებოდა დაახლოებით ნახევარი მილიონი მცხოვრები, 113.000 სახლი, 600 (სხვა ცნობებით _ 3.000) მეჩეთი, მშვენიერი სასახლეები; კორდოვას მეტოქეობას უწევდნენ სხვა ქალაქებიც, როგორებიც იყო მაგალითად, გრენადა, სევილია, ტოლედო. აბდურაჰმან III-ის ვაჟიშვილის, პოეტისა და მეცნიერის ჰაქამ II-ის (961-976) დროს, რომელმაც თავის ბიბლიოთეკაში შეაგროვა 400.000-მდე ხელნაწერი გრაგნილი, კორდოვას უნივერსიტეტი ყველაზე უფრო სახელგნთქმული იყო ევროპაში. მისი უნებისყოფო ვაჟის ჰიშამ II-ის (976-1013) დროს კი ჰალიფატმა დაქვეითება დაიწყო.

არაბებმა ვერ მოახერხეს სრულებით შერწყმოდნენ მოსახლეობას და სახელმწიფოებრივი წყობილება დაეფუძნებინათ მყარ კანონიერ საფუძვლებზე. დესპოტიზმი და ანარქია ერთმანეთს ენაცვლებოდა ქვეყანაში: ხან სახელმწიფოებრიობის ყოველგვარი კავშირი იშლებოდა, მეფისნაცვლები და უმაღლესი მხედართუფროსები უარს ამბობდნენ მორჩილებაზე, ხან კი მთელი ქვეყანა განრთხმული იყო მმართველის ფეხებთან, რომელიც ახერხებდა ამბოხებულთა დამორჩილებას, დაქირავებული ჯარების დახმარებით. ხალხი მიეცა სიამოვნებათა ძიებას და ყველაფერს პასიურად ეკიდებოდა. ჰიშამ II-ის ყველაზე უფრო სახელგანთქმულმა მინისტრმა, იბნ-ალი-ამირამ, რომელიც უფრო მეტად არის ცნობილი ალმანსორის სახელით, და რომელიც გონივრულად და მხნედ, თუმცა კი დესპოტურად მართავდა სახელმწიფოს, დროებით კვლავ აამაღლა არაბული იარაღის დიდება: მან დაანგრია სანტ-იაგო, გალისიის წმინდა ქალაქი, და ქრისტიანებს წაართვა მათი დედაქალაქები _ ლეონი, პამპელუნა და ბარსელონა. მისი ვაჟიშვილის, ადუ-ალ-მელიქ მოზაფარის სიკვდილის (1008) შემდეგ, რომელიც ქვეყანას მართავდა მამისეული ენერგიით, პირველმა მინისტრებმა (ჰაჯიბებმა) თავიანთი ხელისუფლება გადააქციეს სამემკვიდრეოდ. უკვე ალმანსორის მეორე მენაცვალის (преемник) დროს დაიწყო შინაომი (междуусобие). ომაიადები და ჰამუდიტები (ედრიზიდები) სწრაფად ცვლიდნენ ერთი-მეორეს ჰალიფების ტახტზე და ჰიშამ III-თან ერთად, 1031 წ., დიდების გარეშე (უსახელოდ) ჩამოვიდა ტახტიდან უკანასკნელი ომაიადი. სხვადასხვა მხედართმთავრები, არაბი და ბერბერი არისტოკრატები კორდოვას საჰალიფოს ნანგრევებზე ქმნიდნენ რიგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომლებმაც დიდხანს ვერ იარსებეს. ყოველივე ეს ხელს უწყობდა ესპანეთის ფარგლებში არსებულ ქრისტიანულ სახელმწიფოებს. თავიდან მხოლოდ არცთუ მრავალრიცხოვანი ვესტგოთები, რომლებიც გაიქცნენ ასტურიის მთებში, ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას და გაერთიანდნენ მამაცი პელაიოს ანუ პელაგიუსის ძალაუფლების ქვეშ, რომელსაც გადმოცემა უწოდებს ვესტგოთების მეფეთა შთამომავალსა და ასტურიის პირველ მეფეს; ესპანური მატიანეები უწოდებენ მას ესპანელთა თავისუფლების განმაახლებელს. მისმა შვილიშვილმა ალფონსო I-მა (739-757), კანტაბრიის პირველი ჰერცოგის პედროსა და პელაიოს ქალიშვილის ვაჟმა, კანტაბრია შეუერთა ასტურიას. ალფონს II (791-842) მიმართავდა გამაჩანაგებელ თავდასხმებს (თარეშებს) არაბების წინააღმდეგ მდ. ტაჰომდე და დაიპყრო ბასკების ქვეყანა და გალისია მდ. მინიომდე.

იმავე დროს ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში ფრანკებმა, კარლოს დიდის მეთაურობით, შექმნეს ესპანური მარხია (мархія, იგივე მარკა, რაც გერმანელებში ადგილობრივ თემს ნიშნავდა, და მანამდე გაბატონებული გვაროვნული თემების დაშლის საფუძველზე იქნებოდა _ ი. ხ.) და, მრავალრიცხოვანი გადასახლებებით, უზრუნველყვეს ქრისტიანობის ბატონობა კატალონიაში. განუწყვეტელ ომებში ურჯულოებთან ჩამოყალიბდა მამაცი ფეოდალური თავადაზნაურობა. დუეროსა და ებროს ჩრდილოეთით თანდათანობით წარმოიქმნა ქრისტიანულ სამფლობელოთა ოთხი ჯგუფი, საკანონმდებლო კრებებითა და წოდებების აღიარებული უფლებებით (fueros): 1) ჩრდილო-დასავლეთში ასტურია, ლეონი და გალისია, რომლებიც X ს. ორდონიო II-ისა და რამირო II-ის დროს შეერთებულ იქნენ ლეონის სამეფოში, ხოლო 1057 წ., ნავარასადმი არცთუ დიდი ხნით დაქვემდებარების შემდეგ, სანხო დიდის ვაჟიშვილის, ფერნანდოს მიერ, შეერთებულ იქნენ კასტილიის სამეფოში; 2) ბასკების ქვეყანა, მეზობელ ოლქთან ერთად, გარსიას მიერ გამოცხადებულ იქნა ნავარას სამეფოდ, რომელმაც სანხო დიდის (970-1035) დროს თავისი ძალაუფლება გაავრცელა მთელს ქრისტიანულ ესპანეთზე, ხოლო 1076-1134 წწ. შეერთებულ იქნა არაგონიასთან, თუმცა კი შემდეგ კვლავ განთავისუფლდა; 3) ქვეყანა მდ. ებროს მარცხენა ნაპირის გაყოლებით, არაგონია, 1035 წ.-დან დამოუკიდებელი სამეფო; 4) ესპანური მარხიიდან (მარკიდან) წარმოშობილი მემკვიდრეობითი სამარკგრაფო ბარსელონა ანუ კატალონია. ამ განცალკევებულობის მიუხედავად, ქრისტიანული სამეფოები ძალ-ღონით არ ჩამოუვარდებოდნენ არაბებს. როდესაც, ომაიადების დინასტიის დაცემის შემდეგ (1031), არაბული დერჟავა დაიშალა ნაწილებად, 1085 წ. ტოლედო, ხოლო შემდეგ კი ტალავერა, მადრიდი და სხვა ქალაქები ჩავარდნენ ქრისტიანთა ძალაუფლების ქვეშ. სევილიის ამირას მიერ აფრიკიდან მოწვეულმა (მოწოდებულმა) ალმორავიდებმა ახალი ძალა შესძინეს ისლამს სალიაკთან (1086) და უკლესთან (1108) მოპოვებული გამარჯვებებით, მაგრამ ქრისტიანების რელიგიურმა მგზნებარებამ და მხედრულმა მამაცობამ იმავე დროს მიიღეს ახალი ბიძგი ჯვაროსნული ლაშქრობებისგან.

ალფონს I-მა არაგონელმა, კასტილიის მემკვიდრესთან, ურაკასთან ქორწინებით, დროებით (1127 წ.-მდე) შეაერთა ეს ორი სამეფო და მიიღო ესპანეთის იმპერატორის ტიტული, რომელიც შენარჩუნდა 1157 წ.-მდე. მან 1118 წ. დაიპყრო სარაგოსა და გადააქცია იგი თავის დედაქალაქად. და არაგონიისგან კასტილიის გამოყოფის შემდეგ ორივე სახელმწიფო მიჰყვებოდა (ინარჩუნებდა) კავშირს ურთიერთ შორის ურჯულოებთან ბრძოლაში; არაგონია მალევე მნიშვნელოვნად გაძლიერდა არაგონიის მემკვიდრის, პეტრონილიას ქორწინებით რაიმონდ ბერენგარ II ბარსელონელთან, რომელმაც არაგონია შეაერთა კატალონიასთან. 1147 წ. აფრიკელმა ალმორავიდებმა, რომლებიც ტახტიდან დაამხეს ალოჰადებმა, დახმარებისთვის მიმართეს ქრისტიანებს, რომლებმაც ისარგებლეს ამ შემთხვევით და დაეუფლენ ალმერიასა და ტორტოზას. ალმოჰადების წინააღმდეგ, რომლებმაც დაიქვემდებარეს სამხრეთ ესპანეთი, განსაკუთრებით წარმატებულად იბრძოდნენ ესპანური რაინდთა ორდენები (კალატრავა 1158 წ.-დან, სან იაგო დე კომპოსტელა 1175 წ.-დან, ალკანტარა 1176წ.-დან), რომლებმაც ალარკოსთან დამარცხება (1195) გამოისყიდეს ლას ნავას დე-ტოლოზასთან გამარჯვებით (1212 წ. 16 ივლისს), რასაც მალევე შედეგად მოჰყვა ალმოჰადების ძალაუფლების დაცემა. მერიდასთან ბრძოლით (1230) ესტრემადურა წართმეულ იქნა არაბებისგან; ჰეროს-დე-გვადიანასთან ბრძოლის შემდეგ (1233) ფერდინანდ III კასტილიელმა დაიპყრო კორდოვა, სევილია და კალიქსი. მუსლიმანები ათასობით გადაესახლებოდნენ აფრიკასა და გრენადაში ან მურსიაში, მაგრამ ამ სახელმწიფოებსაც უნდა ეღიარებინათ კასტილიის მოთავეობა (главенство). კასტილიის ძალაუფლების ქვეშ დარჩენილი მუსლიმანები სულ უფრო და უფრო მეტად ღებულობდნენ გამარჯვებულთა რელიგიასა და წეს-ჩვეულებებს (ადათებს); ბევრი მდიდარი და დიდგვაროვანი არაბი, მიიღებდა რა ნათლობას, გადადიოდა ესპანური არისტოკრატიის რიგებში.

იმ დროს, როდესაც კასტილიის გარეგნული ძლიერება, ფერდინანდ III-ის გამარჯვებების წყალობით, ძლიერად გაიზარდა, ქვეყნის შიგნით აზვირთებული იყო არეულობები, რომლებიც, განსაკუთრებით მეცნიერბათა და ხელოვნებათა მფარველის, ალფონს X ბრძენისა (1252-84) და მისი უახლოესი მენაცვალეების მმართველობის დროს წარმოადგენდა უწესრიგობათა წყაროს და ზრდიდა თავადაზნაურობის ძალაუფლებას. გვირგვინის მიწებს იტაცებდნენ კერძო პირები; თემები, კავშირები და ძალმოსილი თავადაზნაურები მიმართავდნენ თავიანთ სასამართლოს (самосуд) და თავისუფლდებოდნენ ყოველგვარი ხელისუფლებისგან. მიუხედავად ამისა, გამარჯვებები არაბებზე მიდიოდა თავისი რიგით: 1340 წ. ალფონს XI-ის მიერ მოპოვებულ იქნა ბრწყინვალე გამარჯვება სალადოსთან, ხოლო ოთხი წლის შემდეგ ალხეზირასის დაპყრობით გრენადა მოწყვეტილ იქნა აფრიკისგან. არაგონიაში იაკობ I-მა (ჰაიმემ, 1213-1276) დაიმორჩილა ბალეარი და ვალენსია და მიაღწია მურსიამდე; მისმა ვაჟმა პედრო III-მ (1276-85) ანჟუს სახლს წაართვა სიცილია; იაკობ II-მ (1291-1327) დაიპყრო სარდინია და 1319 წ. ტარაგონაში მიმდინარე სეიმზე დაამყარა სახელმწიფოს განუყოფელობა. ეს დაპყრობები არაგონელ მეფეებს დაუჯდათ ბევრ დათმობად წოდებებისადმი, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარაგოსული “გენერალური პრივილეგია” 1283 წ.; 1287 წ. ალფონს III-მ მას მიუმატა “უნიის პრივილეგია”, რომელიც ქვეშევრდომებისთვის აღიარებდა აჯანყების უფლებას მათი თავისუფლების დარღვევის შემთხვევაში. ორივე სახელმწიფოში სასულიერო წოდება წარმოადგენდა ყველაზე უფრო მეტად ძალმოსილ წოდებას; ურჯულოებზე გამარჯვებებმა გაზარდა მისი უფლებები და სიმდიდრე, ხოლო მისმა გავლენამ ხალხის დაბალ კლასებზე გამოიწვია მათში დევნისა და ფანატიზმის სულისკვეთება. უმაღლესმა თავადაზნაურობამ თავისი უფლებების რიცხვში ჩართო მეფისთვის მორჩილებაზე უარის თქმის უფლებაც. ყველა თავადაზნაური თავისუფალი იყო ხარკისგან (გადასახადებისგან, რუს. от податей).

ქალაქებსა და სასოფლო თემებს გააჩნდათ თავიანთი განსაკუთრებული უფლებები (ფუეროს), რომლებიც აღიარებული იყო საგანგებო ხელშეკრულებებით. ორივე სახელმწიფოში წოდებები იკრიბებოდნენ სეიმებზე (კორტესებზე), სადაც თათბირობდნენ ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შესახებ, კანონებისა და ხარკის (გადასახადების) შესახებ. ვაჭრობა და მრეწველობა იმყოფებოდა გამთვალისწინებელი კანონების დაცვის ქვეშ (подъ защитою предусмотрительнныхъ законовъ); სამეფო კარი მფარველობდა ტრუბადურების პოეზიას. ქვეყნის შინაგანმა კეთილმოწყობამ არაგონიაში ყველაზე უფრო მეტად წაიწია წინ პედრო IV-ის (1336-87) დროს, რომელმაც მოხსნა (გააუქმა) ზოგიერთი მძიმე მხარე თავადაზნაურთა პრივილეგიებისა, სხვათა შორის ომის უფლებაც; ამ ზომების წყალობით, როდესაც ძველი დინასტია ჩაქრა (1410), ტახტზე ავიდა კასტილიური სახლი ფერდინანდ I-ის სახით (1414-1416), რომელმაც შეინარჩუნა ხელისუფლება ბალეარების ქვეშ, სარდინია და სიცილია, და მოკლე დროით ფლობდა ნავარასაც. კასტილიაში, პირიქით, ბატონობდნენ უმაღლესი თავადაზნაურობა და რაინდთა ორდენები. ქალაქების მისწრაფება ფეოდალური არისტოკრატიისგან დამოუკიდებლობისკენ ვერ დაგვირგვინდა წარმატებით, პედრო სასტიკის (1350-1369) ტირანიის შედეგად. ამ ტირანიის მიერ გამოწვეულ დავებსა და მტრობაში ერეოდნენ ხან ფრანგები, ხანაც ინგლისელები. ჰაინრიხ II-მ (1369-79), რომელიც დაეუფლა ბისკაიას, და ხუან (იოანე) I-მა (1379-90) დაასუსტეს სამეფო პორტუგალიის დაპყრობის უნაყოფო მცდელობებით, რომელმაც 1385 წ. გამარჯვებით დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა ალჰუბაროტთან ბრძოლაში. ჰაინრიხ III-მ (1390-1406) აღადგინა წესრიგი და დაეუფლა კანარის კუნძულებს. კასტილია კვლავ იქნა მოყვანილი შინააშლილობაში ხუან II-ის (1406-1454) ხანგრძლივი და სუსტი მმართველობით. ჰაინრიხ IV-ის დროს გაზრდილი უწესრიგობები შეწყდა ტახტზე მისი დის იზაბელას ასვლასთან ერთად. მან დაამარცხა მეფე ალფონს პორტუგალიელი და იარაღით დააწყნარა ურჩი ქვეშევრდომები. როდესაც მეფემ ფერდინანდ სიცილიელმა, რომელთანაც მან იქორწინა 1469 წ., თავისი მამის, იოან II არაგონელის სიკვდილის შემდეგ, 1479 წ. მემკვიდრეობით მიიღო ეს სამეფო, კასტილიური და არაგონული გვირგვინების შეერთებამ სათავე დაუდო ესპანეთის სამეფოს.

იმისთვის, რათა დასასრული დაედოთ სამართალდარღვევებისთვის თავადაზნაურობის მხრიდან, აღდგენილ იქნა ძველი საძმო გერმანდადი (იხ. VIII, 478). უმაღლესი თანამდებობები გადავიდა მეფის განკარგულებაში; უმაღლესი სასულიერო წოდება დაქვემდებარებულ იქნა სამეფო იურისდიქციისადმი; ფერდინანდი არჩეულ იქნა სამი სარაინდო ორდენის დიდ მაგისტრად, რამაც ისინი გადააქცია გვირგვინის მორჩილ იარაღებად; ინკვიზიცია (იხ.) დაეხმარა მთავრობას მორჩილებაში შეენარჩუნებია თავადაზნაურობა და ხალხი. ადმინისტრაცია რეორგანიზებულ იქნა, სამეფო შემოსავლები გაზრდილი, მათი ნაწილი მიდიოდა მეცნიერებათა და ხელოვნებათა წახალისებაზე. მრავალრიცხოვანი ებრაელები (160000) 1492 წ. განდევნილ იქნენ სახელმწიფოდან. გრენადის დაპყრობით (1492 წ. 2 იანვარს) დასრულდა ნახევარკუნძულის დამორჩილება. ამერიკის აღმოჩენამ ესპანეთს მისცა საქმიანობის ფართო ასპარეზი ოკეანის იქითა მხარეზე. ესპანური ჯარის სამხედრო გაწვრთნილობა და სიმხნევე უწინარეს ყოვლისა გამოჩნდა იტალიისთვის ომებში, სადაც 1504 წ. ესპანეთისთვის დამორჩილებულ იქნა ნეაპოლი. ფერდინანდ და იზაბელა კათოლიკების მემკვიდრე გახლდათ მათი უფროსი ქალიშვილი, იოანა, რომელიც თავის მეუღლესთან, ფილიპე I-თან, იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ვაჟთან ერთად, კასტილიის ტახტზე ავიდა იზაბელას გარდაცვალების შემდეგ (1504); მისი მეშვეობით ესპნეთის გვირგვინი გადავიდა ჰაბსბურგებთან. როდესაც ფილიპე 1506 წ. მოკვდა ახალგაზრდა, ხოლო იოანა ჭკუიდან შეიშალა, მისი ვაჟიშვილის კარლ კასტილიელის მეურვედ წოდებათა მიერ დანიშნულ იქნა ფერდინანდი, რომელმაც 1509 წ. დაიპყრო ორანი და 1512 წ. ესპანეთს შემოუერთა ნავარა. ფერდინანდის სიკვდილის შემდეგ (1516) კარდინალმა ჰიმენესმა მიიღო რეგენტობა ახალგაზრდა მეფის კარლ I-ის ჩამოსვლამდე, რომელიც 1517 წ. მმართველობას შეუდგა პირადად. როდესაც კარლი 1519 წ. არჩეულ იქნა გერმანიის იმპერატორად (კარლ V) და ამიტომ კვლავ დატოვა ესპანეთი (1520), წარმოიქმნა კომუნეროსების მღელვარება _ პროტესტი კარლის აბსოლუტიზმისა და მისი ნიდერლანდელი მრჩევლების წინააღმდეგ, ესპანეთის ეროვნული დაწესებულებების სახელით. კომუნეროსებმა მიიღეს სრულებით დემოკრატიული ხასიათი, მაგრამ ერთად შეკრული თავადაზნაურობის გამარჯვებით ვალიალართან (1521 წ. 21 აპრილს) და პადილიას სიკვდილით დასჯასთან ერთად აჯანყება დაწყნარებულ იქნა.

კარლ V-მ გამოსცა სრული ამნისტია, მაგრამ ისარგებლა შიშით, რომელიც კომუნეროსების მოძრაობამ ჩაუნერგა თავადაზნაურობას, იმისთვის, რათა შეევიწროვებინა (შეემცირებინა) ძველი შეღავათები და თავისუფლებანი (თვითნებობანი, რუს. вольности). კორტესები უუნარონი აღმოჩნდნენ მთავრობისადმი წინააღმდეგობის გაწევაში, თავადაზნაურობამ ლოიალობას ყურება დაუწყო, როგორც თავის მთავარ მოვალეობას, ხალხი კი მოთმინებით დაემორჩილა სამეფო ხელისუფლებასა და მის დამპყრობლურ გეგმებს. კორტესებმა სიტყვაშეუბრუნებლად დაიწყეს კარლ V-ის მომარაგება ფულებით საფრანგეთთან ომისთვის, მავრების წინააღმდეგ აფრიკაში ღონისძიებებისთვის, გერმანიაში შმალკალდენის კავშირის დათრგუნვისთვის. ჰაბსბურგებისა და რომის-კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებისთვის ესპანური ჯარები იბრძოდნენ მდინარეების პოსა და ელბას ნაპირებზე, მექსიკასა და პერუში. ამასობაში ქვეყანაში შრომისმოყვარე მორისკებს ავიწროვებდნენ და დევნიდნენ, ათასობით ესპანელს ინკვიზიცია გზავნიდა კოცონებზე, თავისუფლებისაკენ თითოეული მიზიდულობა ითრგუნებოდა; მრეწველობა, ვაჭრობა და მიწათმოქმედება იღუპებოდა გადასახადების თვითნებური სისტემისგან. არა მხოლოდ თავადაზნაურობა, არამედ გლეხებიცა და მოქალაქეებიც მიისწრაფვოდნენ ომისა და სახელმწიფო სამსახურისკენ; სხვა საქალაქო და სასოფლო საქმიანობას უყურებდნენ ზიზღით. ეკლესია ფლობდა მიწის დიდ სივრცეებს, რომლებიც მის ხელში ხვდებოდა პირდაპირი მემკვიდრეების საზარალოდ; ეს მიწები ცარიელდებაოდა ან გადაიქცეოდა საძოვრებად, და დამუშავებული მიწის რაოდენობა სულ უფრო და უფრო მეტად მცირდებოდა. ვაჭრობა გადავიდა უცხოელთა ხელში, რომლებიც მოგებას ნახულობდნენ არა მხოლოდ ესპანეთიდან, არამედ მისი კოლონიებიდანაც. როდესც კარლ V-მ 1556 წ. მოიხსნა გვირგვინი, ჰაბსბურგების ავსტრიული სამფლობელოები და ესპანეთი კვლავ გამოეყვნენ ერთი-მეორეს; ესპანეთმა ევროპაში შეინარჩუნა მხოლოდ ნიდერლანდები, ფრანშ-კონტე, მილანი, ნეაპოლი, სიცილია და სარდინია.

ესპანური პოლიტიკის მიზნები რჩებოდა იგივე; გადაიქცა ესპანეთი კათოლიკური რეაქციული პოლიტიკის ცერნტრად. ფილიპე II-მ (1556-98) ჩაახშო პოლიტიკური თავისუფლების ნარჩენები და მთელი წოდებები დაუქვემდებარა შეუზღუდავ დესპოტიზმს; მთავარი იარაღის სამსახურს მას უწევდა ინკვიზიცია. მძიმე შევიწროვეებმა გამოიწვია 1568 წ. მავრების აჯანყება, რომელიც სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, 1570 წ. ჩახშობილ იქნა; 400000 მორისკი გრენადიდან გადაიყვანეს სამეფოს სხვა ნაწილებში, სადაც ისინი ცოტ-ცოტად დაიღუპნენ. განუწყვეტელი ომები არა მარტო შთანთქავდა მდიდარ შემოსავლებს კოლონიებიდან, არმედ აიძულებდა მეფეს მოფიქრებინა ახალი სახსრები შემოსავლის გასაზრდელად; ქონებას, საეკლესიოს გარდა, და სარეწებს დაეკისრა მძიმე გადასახადები; აღებულ იქნა რიგი სესხებისა, რომლებიც მთავრობას უკან თითქმის არ გადაუხდია; მონეტა გაუარესებულ იქნა; იყიდებოდა თანამდებობები და წოდებები და, ბოლოს, შემოღებულ იქნა ე. წ. დონატივები, ე. ი. იძულებითი სესხები ქვეშევრდომებისგან. ამასობაში პოლიტიკა ვერ აღწევდა თავის მიზნებს, ხმამაღალი გმირობების მიუხედავად, რომელთა აღსრულებასაც ჯერ კიდევ აგრძელებდა, ესპანეთის ფარგლებს გარეთ, ესპანური იარაღი. დონ ხუან ავსტრიელმა 1571 წ. ლეპანტოსთან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა თურქებზე, მაგრამ მისით ვერ ისარგებლეს და თვით ტუნისიც კი წაერთვა ესპანეთს. ალბას ტერორიზს ნიდერლანდებში შედეგად მოჰყვა ადგილობრვი მოსახლეობის აჯანყება, რომელმაც შთანთქა უზარმაზარი თანხები და სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ესპანეთის კოლონიურ საზღვაო ბატონობას. კათოლიკური ეკლესიისადმი ინგლისის დაქვემდებარების მცდელობა დასრულდა “დაუმარცხებელი არმადის” (იხ. II, 117) დაღუპვით 1588 წ. საფრანგეთის რელიგიურ დავებში ჩარევამ გამოიწვია მხოლოდ ამ ქვეყნის გაძლიერება. პორტუგალიის უსამართლო დაკავებამ (1580) დიდი ზარალი მოუტნა მას, მაგრამ არც ესპანეთისთვის მიუცია რაიმე სარგებელი. როდესაც ფილიპე II მოკვდა, ბრწყინვალება, რომელიც ჯერ კიდევ გარს ერტყა ესპანეთის მონარქიას ევროპაში, როგორც მთავრობისგან, ასევე ხალხისგანაც ფარავდა საქმეების ჭეშმარიტ მდგომარეობას.

სუსტი მეფის ფილიპე III-ის (1598-1621) დროს, რომელსაც მართავდა მისგან შეყვარებული (რუს. его любимецъ) ლერმა, საგარეო ომები წარმოებდა ყოველგვარი ენერგიის გარეშე; 1609 წ. თვით ზავიც კი იქნა დადებული ნიდერლანდებთან; სამაგიეროდ 1609 წ. 22 სექტემბრის ედიქტით ქვეყნიდან განდევნილ იქნა 800000 მორისკი, და ნაყოფიერი ვალენსია სრულებით დაცარიელდა. ფილიპე IV (1621-1665) აგრძელებდა ფილიპე II-ის საომარ პოლიტიკას. ავსტრიასთან კავშირით იგი ვარაუდობდა პაპობის ყოვლად ძალმოსილებისა და ჰაბბურგების მსოფლიო მონარქიის განახლებას. 30-წლიან ომში ესპანური ჯარები ისევ იბრძოდნენ გერმანიასა და იტალიაში; ესპანეთის დესპანი ვენაში თვალსაჩინო როლს თამაშობდა გერმანიის საქმეებში. ყოვლისშემძლე მინისტრის ოლივარესის მიერ პროვინციული უფლებების ღიად დარღვევამ 1640 წ. გამოიწვია აღშფოთება კატალონიაში, რომელსაც შედეგად მოჰყვა პორტუგალიის ჩამოცილება და აჯანყებები სხვა პროვინციებში. პორტუგალიის დამორჩილება ვერ მოხერხდა, ხოლო კატალონია დაწყნარდა მხოლოლდ 13-წლიანი ომის შემდეგ. დასუსტებულ სახელმწიფოს უკვე აღარ შეეძლო შეჯიბრებოდა გაძლიერებულ საფრანგეთს. ომის 80 წლის შემდეგ, 1648 წ., ესპანეთი იძულებული იყო ეღიარებინა შეერთებული ნიდერლანდების დამოუკიდებლობა, ხოლო გერმანიაში _ პროტესტანტების თანასწორუფლებიანობა. პირენეის სამშვიდობო ხელშეკრულებით (1659) ესპანეთს უნდა დაეთმო რუსილიონი, პერპინიანი და ნიდერლანდების ნაწილი _ საფრანგეთისთვის, ხოლო დიუნკირხენი და იამაიკა _ ინგლისისთვის. როდესაც ტახტზე ავიდა კარლ II (1665-1700), საფრანგეთის მეფემ ლუდოვიკო XIV-მ, ფილიპე IV-ის ქალიშვილის მეუღლის სახით, პრეტენზიები გამოაცხადა ესპანეთის ნიდერლანდებზე, და ე. წ. დევოლუციურ ომში (იხ. X, 249) მხოლოდ სამთა კავშირის ჩარევამ შეუშალა მას ხელი ამ პროვინციის სრულებით დაუფლებაში; ახენის სამშვიდობო ხელშეკრულებით 1668 წ. მან მიიღო 12 ნიდერლანდური ციხესიმაგრე, ნიმვეგენის ხელშეკრულებით _ კვლავ რამდენიმე გამაგრებული ადგილი და ფრანშ-კონტე; მშვიდობიანობის დროს, 1684 წ. კი, იგი დაეუფლა ლუქსემბურგს.

ესპანეთს, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე ბატონობდა მთელ დასავლეთ ევროპაზე, უკვე აღარ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დაეცვა თავისი საზღვრები და იძულებული იყო დახმარებისთვის მიემართა ერეტიკოსებისთვის. ფლოტი დაქვეითდა იქამდე, რომ ესპანეთს არ ჰქონდა ძალა, რათა დაეცვა თავისი სავაჭრო გემები; ნავსაყუდელები დაცარიელდა, მოსახლეობა ტოვებდა დაუცველ ნაპირებს და გადასახლდებოდა ქვეყნის შიგნით, ვესტ-ინდოეთს დაუსჯელად ძარცვავდნენ და არბევდნენ ფლიბუსტიერები. კარლ II-ის მმართველობის მიწურულს ბევრმა ქალაქმა სრულებით დაკარგა მაცხოვრებლები, მთელი ოლქები გადაიქცა უდაბნოებად. სახელმწიფო შემოსავლები იქამდე დაქვეითდა, რომ უმკაცრესი, თითქმის მძარცველური ფინანსური ზომების მიუხედავად, მეფეს არ გააჩნდა შესაძლებლობა ანაზღურება მიეცა თავისი მოსამსახურეებისთვის, ზოგჯერ კი თავისი მაგიდის (სუფრის) საზღაურიც გადაეხადა. ფულების უკმარისობის შედეგად ბევრ პროვინციაში დაუბრუნდნენ გაცვლით ვაჭრობას (აღებ-მიცემობას). ჰაბსბურგების ესპანური შტო ჩაქრა 1700 წ. ნოემბერში, კარლ II-ის სიკვდილთან ერთად. დაიწყო ესპანეთისთვის უბედურების მომტანი ომი ესპანური მემკვიდრეობისთვის (იხ.). ახალმა მეფემ ფილიპე V-მ (1700-1746), თუმცა კი თავის-თავად უმნიშვნელომ, ახალი ძალები შესძინა მოშლილ სახელმწიფო ორგანიზმს. უცხოელებმა, ფრანგებმა და იტალიელებმა, რომლებიც ფილიპემ დააყენა მმართველობის სათავეში და რომელთა შორისაც ყველაზე უფრო მეტად გამოირჩეოდა ალბერონი (იხ.), ესპანეთის მიმართ გამოიყენეს, თუმცა კი ნაწილობრივ, ფრანგული სახელმწიფო მმართველობის პრინციპები; სახელმწიფო ხელისუფლების ერთიანობისთვის ხელისშემშლელი ბოროტად გამოყენებანი მოხსნილ (აღკვეთილ) იქნა; ვაჭრობამ და მრეწველობამ, მეცნიერებამ და ხელოვნებამ ჰპოვეს წახალისება, პროვინციათა პრივილეგიები გაუქმებულ იქნა, შემოიღეს ერთიანობა ხარკით (გადასახადებით) დაბეგვრაში. მაგრამ, როდესაც, მეფემ ჩაიფიქრა გაეტეხა ეკლესიის ძლიერება (ძალმოსილება), იგი წააწყდა ძლიერ წინააღდეგობას ხალხში, რომელსაც დაუთმო კიდეც (რუს. поддался) თავისი მეორე ცოლის ელისაბედ ფარნეზეს გავლენით; კურია და ინკვიზიცია უწინდებურად მეფობდნენ ესპანეთში. დაპყრობების პოლიტიკის განახლებამ ქვეყანა ასევე მიიყვანა არასასურველ შედეგებამდე. პოლონურ და ავსტრიულ ომებში შეძენილ იქნა ნეაპოლი და პარმა ესპანური სახლის უმცროსი ხაზებისთვის, მაგრამ ფინანსური მოშლილობისა და რეფორმებში შეჩერების (შესვენების) ფასად.

სუსტი აგებულების ჰიპოქონდრიული ფერდინანდ VI-ის (1746-59) მმართველობა სიკეთის მომტანი იყო ქვეყნისთვის, მისი მომჭირნეობისა და მშვიდობისმოყვარეობის შედეგად. ესპანეთის კეთილდღეობა მნიშვნელოვნად ავიდა მაღლა. ხარკის (გადასახადების, რუს. подати) მნიშვნელოვნად შემსუბუქების მიუხედავად, გაუჯობესებულ და განახლებულ იქნა ადმინისტრაცია, შეიქმნა მნიშვნელოვანი ფლოტი და გადახდილ იქნა სახელმწიფო ვალის პროცენტები. თუმცა კი სასულიერო წოდება ჯერ კიდევ ძალზედ მრავალრიცხოვანი იყო (180000 ადამიანამდე) და იღებდა შემოსავალს 359 მილიონს, მისი ძალაუფლება 1753 წ. კონკორდატით მნიშვნელოვნად იქნა შეზღუდული და დასასრული დაედო კურიის მიერ ქვეყნის ფინანსურ ექსპლუატაციას. შემდგომ პროგრესს წარმოადგენს კარლ III-ის (1759-88), ფერდინანდ VI-ის ნახევარძმის (сводный брат) მმართველობა, რომელიც მკაცრი რელიგიურობის მიუხედავად არ დარჩენილა გვერდზე საუკუნის განათლებული მისწრაფეებისგან და უნდოდა აეყვანა ესპანეთი ევროპის სხვა დერჟავების დონემდე. მის რეფორმებში მას ეხმარებოდა სამი შესანიშნავი სახელმწიფო მოღვაწე _ არანდა, ფლორიდაბლანკა და კამპომანესი. ესპანეთის უიღბლო მონაწილეობამ საფრანგეთ-ინგლისის ომში (1761-61), ბურბონთა საგვარეულო ხელშეკრულების ძალით, თავიდან ხელი შეუშალა რეფორმების გავრცელებას; ისინი უკეთესად წავიდა იეზუიტების განდევნის (1767) შემდეგ. მაგრამ, ბევრი რეფორმა დარჩა მხოლოდ პროექტებად, რადგანაც მათ ხელს უშლიდა მიწათმოქმედების, მრეწველობისა და განათლების სრული დაქვეითება ესპანეთში. 30-წლიანმა საგარდამქმნელო მოღვაწეობამ, უზრმაზარი თანხების ასიგნებებმა სამთო საქმეში, ფაბრიკებში, გზების გაყვანამ და ა. შ., თავისუფალი ვაჭრობის დამყარებამ ამერიკასთან, მხოლოდ ნაწილობრივ მიიყვანეს ქვეყანა კეთილსასურველ შედეგებამდე. მეორე უბედურმა ომმა ინგლისთან (1780-83), კვლავ ოჯახური ხელშეკრულების ძალით, შთანთქა იმდენი ფული, რომ მოუხდათ პროცენტიანი ფულადი ნიშნების გამოშვება. კარლ IV (1788-1808), კეთილი მაგრამ უნიჭო ადამიანი, იმყოფებოდა თავისი ჭკვიანი და გაბედული, მაგრამ უზნეო მეუღლის, მარია-ლუიზა პარმელის გავლენის ქვეშ, რომელმაც ფავორიტიზმითა და მფლანგველობით მოშლილობაში მოიყვანა სახელმწიფო მმართველობა და ფინანსები და საქმეების უმაღლესი მმართველობა ხელში ჩაუგდო თავის საყვარელს გოდოის, ალკუდიის ჰერცოგსა და მშვიდობის მთავარს (იხ. ალკუდია, I, 536).

ომი რევოლუციურ საფრანგეთთან წარმოებდა დუნედ და დასრულდა მოწინააღმდეგეთა შემოსევით ნავარაში, ბასკების პროვინციებსა და არაგონიაში. ხელსაყრელმა გარემოებებმა ესპანეთს მოუტანა შედარებით მომგებიანი ბაზელის მშვიდობა (1795), რომელსაც შედეგად მოჰყვა მხოლოდ სან-დომინგოს დათმობა. ესპანეთი ჩავარდა სრულ დამოკიდებულებაში საფრანგეთთან, რომელიც თავქარიანმა გოდოიმ განამტკიცა ხელშეკრულებით სან-ილდეფონსოში (1796). ამ ხელშეკრულებამ ჩარია ესპანეთი ომში ინგლისთან, ამასთან უკვე პირველმა ბრძოლამ ს.-ვინსენტის კონცხთან (1797 წ. 14 თებერვლს) დაამტკიცა ესპანური ფლოტის უვარგისობა. 1801 წ. გოდოიმ მიმართა უსახელო ლაშქრობას პორტუგალიის წინააღმდეგ. ამიენის სამშვიდობო ხელშეკრულების (1802 წ. 26 მარტი) პირობები ინგლისის დათმობებს ზღუდავდა კ. ტრინიდადით, მაგრამ ესპანეთის ძალაუფლება ამერიკულ კოლონიებზე დასუსტებულ იქნა, ფინანსები მოშლილი იყო; დეფიციტი, ქაღალდის ფულისა და სხვა დამღუპველი ზომების მიუხედავად, 1797 წ. უტოლდებოდა 800 მილიონს, 1799 წ. _ 1200 მილიონს. 50000 ადამიანის რიცხოვნების ჯარზე, ოფიცერთა სიუხვის გამო, იხარჯებოდა 935 მილიონი; 1802 წ. მაშინვე დანიშნულ იქნა 83 გენერალი. სასახლის კარზე მიდიოდა 105 მილიონი წელიწადში, ხალხი კი იღუპებოდა შავი ჭირისა და მოუსავლიანობებისგან. სასახლის კარის გაფუჭებულობა (испорченность двора) თავის ბეჭედს ასვამდა მთელ ქვეყანას; უკეთილშობილესი პატრიოტები განიცდიდნენ უხეშ ძალადობას, იმ დროს, როდესაც მდაბიო ხალხის უწესრიგობებს (მღელვარებებს) ხელისუფლება ხვდებოდა სისუსტითა და დამთმობელობით. გარდა ამისა, საფრანგეთთან დადებული ახალი არამომგებიანი ხელშეკრულებით (1803) გოდოიმ ჩაითრია გაღარიბებული ესპანეთი ომში ინგლისთან, რომლის დროსაც ფინისტერთან (22 ივლისს) და ტრაფალგართან (1805 წ. 20 ოქტომბერს) დაიღუპა ესპანური ფლოტის უკანასკნელი ნარჩენები. ჰქონდა რა პატივმოყვარული გეგმები გამხდარიყო ესპანეთის რეგენტი და სამხრეთ პორტუგალიის მეფე, გოდოიმ ფონტენბლოში (1807 წ. 27 ოქტომბერს) შეკრა შეტევითი კავშირი საფრანგეთთან, პორტუგლიის წინააღმდეგ. ამ შეთანხმებამ გამოიწვია ხალხის აჯანყება გოდოის წინააღმდეგ; იგი დამხობილ იქნა, და მეფემ 1808 წ. 18 მარტს უარი თქვა ტახტზე ინფანტ ფერდინანდის სასარგებლოდ. მალევე ამის შემდეგ კარლ IV-მ, ნაპოლეონისადმი წერილში, უწოდა თავის გადადგომას იძულებითი და უკან წაიღო იგი.

ფრანგების იმპერატორმა ორივე პრეტენდენტს, მამას და ვაჟიშვილს, თავისთან მოუწოდა, ბაიონაში; აქ ფერდინანდმა, დიდი ყოყმანის შემდეგ, უარი თქვა გვირგვინზე მამის სასარგებლოდ, ხოლო მან კი თავისი უფლებები მაშინვე გადასცა ნაპოლეონს. იოსებ (ჟოზეფ) ბონაპარტე, ნეაპოლის მეფე, ესპანელ და ამერიკელ წარმომადგენელთა ხუნტის თანდასწრებით, 6 ივლისს გამოცხადებულ იქნა ესპანეთის მეფედ და, ხუნტის მიერ 7 ივლისს ახალი კონსტიტუციისადმი ფიცის მიცემის შემდეგ, 20 ივლისს საზეიმოდ შევიდა მადრიდში. კარლ IV დასახლდა კომპიენში, ფერდინანდ VII _ ვალანსეში. მოლოდინის წინააღმდეგ, ხალხი, მღელვარებაში მოყვანილი ეროვნული სიამაყითა და რელიგიური ფანატიზმით, მთელი თავისი სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, აღიმართა უცხოური უღლის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 1808 წ. 2 მაისს, ფერდინანდის ბაიონაში წაყვანის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, მადრიდში იფეთქა აბოხებამ, რომლის ჩახშობაც ფრანგებმა მოახერხეს მხოლოდ სისხლიმღვრელი ბრძოლის შემდეგ; წარმოიქმნა პროვინციული ხუნტები, მთებში იარაღდებოდნენ გვერილიასები (იხ. VIII, 201) და საფრანგეთის ყველა მეგობარი (Zosefinos ანუ afrancesados) გამოცხადებულ იქნა სამშობლოს მტრად. სარაგოსას მამაცური დაცვა, ჟოზეფის წასვლა მადრიდიდან და ფრანგების საერთო უკანდახევა, ხელს უწყობდა ესპანელთა ენთუზიაზმს. ამავე დროს ველინგტონი, ინგლისური კორპუსით, გადმოსხდა პორტუგალიაში და გამოდევნა იქიდან ფრანგები. მაგრამ, ფრანგებმა სძლიეს ესპანელებს და 4 დეკებერს კვლავ შევიდნენ მადრიდში, სადაც 1809 წ. 22 იანვარს ჟოზეფმა კვლავ დაამკვიდრა თავისი დედაქალაქი. ომმა, ამასობაში, მიიღო სრულებით სახალხო ხასიათი და მას ხელმძღვანელობდა 1808 წ. სექტემბერში არანხუესში დაარსებული ცენტრალური ხუნტა. თავადაზნაურები, მონაზვნები და მღვდელმსახურები, გლეხები ერთნაირი მგზნებარებით ჰკიდებდნენ ხელს იარაღს, თითოეული ქალაქი გადაიქცა ციხესიმაგრედ; თავს ესხმოდნენ ცალკეულ რაზმებს, აწყობდნენ ჩასაფრებებს, ჰკლავდნენ სხვებისგან ცალკე მავალ ფრანგებს. ამ პარტიზანულ ომში, რომელიც გამოცხადებულ იქნა ხუნტის მოწოდებით 1808 წ. 28 დეკემბერს, იყო ბევრი გმირი, რომელთა სახელებიც ლეგენდებში იქნა განდიდებული: ელ ეპესინადო, ხუან პალეარა (El Medici), მორილიო, პორლიე, მინა, მღვდელმსახური მერინო და სხვები. გვერილიასების მუდმივი წვრილ-წვრილი ღონისძიებები ართმევდა ფრანგებს გაშლილ ველზე მათი გამარჯვებების ნაყოფებს.
1810 წ. დასაწყისში სასწორი ისევ გადაიხარა ფრანგების მხარეზე; უმაღლესმა, შეძლებულმა კლასებმა შეერთება დაიწყეს ჟოზეფთან. მაგრამ, დამოუკიდებლობის დამცველებიც არ ჰკარგავდნენ წარმატების იმედს: კადისში დაარსებულ იქნა რეგენტობა და მოიწვიეს კორტესები. ცოცხალი კამათების შემდეგ, რომელთა დროსაც საფრანგეთის რევოლუციის პრინციპები ებრძოდნენ ძველესპანურ ტრადიციებს, 1812 წ. 18 მარტს მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც ზოგადად მეტად ლიბერალური იყო; მის საფუძვლად დადებულ იქნა ხალხის უმაღლესობა (верховенство народа). ველინგტონი 1811 წ. გამოცხადებულ იქნა მთელი ესპანური ჯარების მთავარსარდლად: 1812 წ. 22 ივლისს მან დაამარცხა ფრანგები სალამანკასთან და 12 აგვისტოს შევიდა მადრიდში, მაგრამ იძულებული შეიქმნა კვლავ უკან დაეხია და მადრიდი კიდევ ერთხელ ჩავარდა ფრანგების ხელში; ნაპოლეონის არმიის კატასტროფამ რუსეთში შეცვალა საქმეთა მდგომარეობა. 27 მაისს მეფე ჟოზეფმა სამუდამოდ დატოვა მადრიდი და ფრანგულ არმიასთან ერთად უკან დაიხია ვიტორიაში. აქ იგი სრულებით დაამარცხა ველინგტონმა 1813 წ. 21 ივნისს. ნაპოლეონმა განსაკუთრებული ხელშეკრულებით 1813 წ. 13 დეკებერს ვალანსეში აღიარა ფერდინანდ VII ესპანეთის მეფედ და ნება მისცა მას დაბრუნებულიყო; კორტესებმა, რომლებიც 1813 წ. ოქტომბერში კვლავ შეიკრიბნენ კადიკსში, ხოლო იანვარში კი გადავიდნენ მადრიდში, თავის მხრივ 1814 წ. 3 თებერვალს, თავის მხრივ, გაუგზავნეს მოწვევა ფერდინანდს გამოცხადებულიყო ესპანეთში და მიეღო გვირგვინი, ფიცს დადებდა რა 1812 წ. კონსტიტუციაზე, ხელშეკრულება ნაპოლეონთან კი მათ არ აღიარეს (არ ცნეს). ფერდინანდმა 1814 წ. გაზაფხულზე უარი თქვა ეცნო კონსტიტუცია, მიიღო ვალენსიაში სამეფო ძალაუფლება, როდესაც მას შეუერთდა გენერალი ელიო 40000-იანი ჯარით და 11 მაისს უბრძანა ჯარებით გაეყარათ კორტესები. ხალხი აღტაცებით შეხვდა მას, როდესაც იგი 14 მაისს შევიდა მადრიდში; იგი დაპირდა ამნისტიასა და კონსტიტუციას, მაგრამ არ შეასრულა დანაპირები. ყველა ოფიცერი კაპიტნის ჩათვლით და ყველა მოხელე სამხედრო კომისრის ჩათვლით, რომლებიც ემსახურებოდნენ ჟოზეფს, ცოლ-შვილთან ერთად განდევნილ იქნენ ესპანეთიდან. ლიბერალები, მათ რიცხვში ესპანეთის დამოუკიდებლობისთვის ბევრი დამსახურებული მებრძოლიც, გამოცხადებულ იქნენ ოპალაში (შერისხულებად), ბევრი მათგანი საპყრობილეში იქნა ჩამწყვდეული; ორი გენერალი, პორლიე და ლასი, რომლებიც მხარს უჭერდნენ კონსტიტუციას, სიკვდილით დასაჯეს. იეზუიტები, მონასტრები და საიდუმლო პოლიცია განახლებულ იქნა.

იმავე დროს მთავრობას არ გააჩნდა არც ძალა, არც მუდმივობა; 1814-დან 1819 წ. ჩათვლით შეიცვალა 24 სამინისტრო. უმეცარი, უხასიათო, კაპრიზული და მშიშარა მეფე იმყოფებოდა სასახლის კარის კამარილიის ხელებში, რომელიც ხელს უშლიდა ყოველ სასარგებლო ღონისძიებას. ესპანეთს არ აღმოაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ კვლავ თავისთვის დაემორჩილებინა ჩამოშორებული კოლონიები ამერიკაში და დაკარგა მთელი თავისი სამფლობელოები სამხრეთ და შუა ამერიკის მატერიკზე: ფლორიდა მიყიდულ იქნა შეერთებული შტატებისთვის 5 მილიონ დოლარად. ენთუზიაზმი, რომლითაც შეხვდნენ მეფეს, შეიცვალა მტრობითა და ზიზღით. განსაკუთრებით ჯარებში იზრდებოდა უკმაყოფილება და, ბოლოს, იფეთქა იმ რაზმში, რომელიც განკუთვნილი გახლდათ ამერიკაში გადაგზავნისთვის; 4-მა ბატალიონმა პოდპოლკოვნიკ რიეგოს უფროსობით, გამოაცხადა 1812 წ. კონსტიტუცია და ისლა-დე-ლეონში შეადგინეს დროებითი მთავრობა, რომელმაც გამოსცა მოწოდება ხალხისადმი. ბევრი პროვინცია შეუერთდა აჯანყებულებს. როდესაც მადრიდშიც აღშფოთდა ხალხი, მეფემ 9 მარტს შეჰფიცა 1812 წ. კონსტიტუციას, მოსპო ინკვიზიცია და მოიწვია კორტესები. ლიბერალებმა მიიღეს უმრავლესობა და მათი ერთერთი ბელადთაგანი, არგელესი, იქცა კაბინეტის მეთაურად. ისინი მოქმედებდნენ ზომიერად, ცდილობდნენ შეეზღუდათ კლუბებისა და ბეჭდური სიტყვის თავისუფლება და კმაყოფილდებოდნენ ნაკრძალი მამულებისა და მონასტრების (14-ის გარდა) გაუქმებით და სასულიერო წოდებაზე ხარკის (გადასახადების) დადებით (148290 პირისა მონაზონი ქალების ჩაუთვლელად _ მათ რიცხვში 16481 სამრევლო მღვდელმსახურისა). ახალი მთავრობის უგააფთრებულესი მტერი გახლდათ თავად მეფე, რომელიც საიდუმლოდ მოქმედებდა შეთანხმებულად კლერიკალურ მეამბოხეებთან პროვინციებში, განსაკუთრებით ე. წ. “სამოციქულო ხუნტასთან”; იგი შეძლების-და გვარად ამუხრუჭებდა მინისტრების ყველა ლიბერალურ წამოწყებას, რაც ძლიერად უწყობდა ხელს რადიკალების (ეკზალტადოსების) გაღიზიანებას; უკიდურესი პარტია (დესკამისადოს) თავისი პრეტენზიების უზომობით ხელს უწყობდა რეაქციას.

ანარქია ქვეყანაში ძლიერდებოდა ფინანსური სიძნელეების გამოც, რომელთა გადაჭრასაც ვერ ბედავდნენ ვერც პირდაპირი გადასახადის შემოღებითა და ვერც სახელმწიფო ქონების გაყიდვით. ახალი არჩევნების დროს, 1822 წ. 1 მარტს, რადიკალებმა მიიღეს ხმების უმრავლესობა. სასახლის კარის მცდელობამ დაუფლებოდა დედაქალაქს (1822 წ. 7 ივლისს) წარუმატებლობა განიცადა; მეფემ საიდუმლოდ მიმართა საღვთო კავშირს, ითხოვდა რა დახმარებას რევოლუციის წინააღმდეგ. ვერონის კონგრესზე (1822 წ. შემოდგომაზე) გადაწყვეტილ იქნა შეიარაღებული ჩარევა ესპანეთის საქმეებში; გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა საფრანგეთს. საფრანგეთის, ავსტრიის, რუსეთისა და პრუსიის წარგზავნილებმა მთავრობისა და კორტესებისგან მოითხოვეს ცვლილებები კონსტიტუციაში, და როდესაც ეს მოთხოვნა, 1823 წ. 9 იანვარს, უარყოფილ იქნა, დატოვეს ესპანეთი. აპრილში ფრანგული საექსპედიციო არმია, ანგულემის ჰერცოგის უფროსობით, 95000 ადამიანის რიცხვით, გადავიდა საზღვარზე. ცუდად ორგანიზებულ ესპანურ ჯარებს არ შეეძლოთ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა; სასულიერო წდება იყო ფრანგების მხარეზე. უკვე 11 აპრილს კორტესები, თან წაიყვანეს რა მეფე, გაიქცნენ მადრიდიდან, სადაც 24 მაისს შევიდა ანგულემის ჰერცოგი, რომელსაც აღტაცებით შეხვდა ხალხი; დანიშნულ იქნა სარეგენტო ინფანტადოს ჰერცოგით სათავეში, რომელიც მაშინვე შეუდგა ლიბერალების დევნას. კადიკსი, სადაც ივნისში წავიდნენ კორტესები, მეფესთან ერთად, ალყაშემორტყმულ იქნა ხმელეთიდან და ზღვიდან. ფორტ ტროკადეროს აღებისა (31 აგვისტოს) და ქალაქისთვის ცეცხლის დაშენის შემდეგ (23 სექტემბერს), კორტესებმა, 28 სექტებერს დაუბრუნეს მეფეს აბსოლუტური ძალაუფლება და გადაწყვიტეს დაშლილიყვნენ; მოძრაობის მთავარი მონაწილეები, რიცხვით 600-მდე, გაიქცნენ საზღვარგარეთ. ლიბერალებთან შეერთებული ქალაქებიდან უკანასკნელები _ ბარსელონა, კარტახენა და ალიკანტე _ ჩაბარდნენ ნოემბერში, და ანგულემის ჰერცოგი დაბრუნდა საფრანგეთში; 45000 ფრანგი დარჩა ქვეყანაში 1828 წ.-მდე, ახალი მთავრობის დასაცავად.

კორტესების ძალაუფლებისგან განთავისუფლების შემდეგ, ფერდინანდ VII-ის პირველი საქმე იყო საკონსტიტუციო მთავრობის ყველა აქტის გაუქმება 1820 წ. 7 მარტიდან 1823 წ. 1 ოქტომბრის ჩათვლით; სამაგიეროდ მადრიდის სარეგენტოს ყველა გადაწყვეტილება აღიარებულ იქნა მის მიერ. ლიბერალების ყველა მომხრე, როგორც “მეფის მტრები”, გადასცეს რელიგიური ფანატიკოსების შურისძიებას, რომლებმაც ჩაიდინეს რიგი დანაშაულებრივი ძალადობებისა. სამოციქულო ხუნტამ, რომელიც მიისწრფვოდა ინკვიზიციის აღდგენისკენ, მიაღწია ისეთ ძალას, რომ შეადგინა რაღაც, მეორე მთავრობის მსგავსი; ყველა მინისტრი, რომელიც მას ეწინააღმდეგებოდა, დაეცა, მათ რიცხვში ზეა-ბერმუდესი (1824-1825) და თვით აბსოლუტისტი ჰერცოგი ინფანტადოც კი (1825-26). ეს პარტია მით უფრო იყო თავდაჯერებული, რომ უშვილო მეფის ჭარმაგი ასაკის გამო, მისი მეთაური, მეფის ძმა დონ-კარლოსი, გახლდათ ტახტის სავარაუდო მემკვიდრე. როდესაც მისმა მომხრეებმა, 1827 წ., კატალონიაში დაიწყეს შეიარაღებული აჯანყება, მეფემ მკაცრად დასაჯა ისინი და იქორწინა პრინცესა ქრისტინა ნეაპოლიტანელზე, რომელმაც 1830 წ. უშვა მას ქალიშვილი იზაბელა. უფრო ადრე, 1830 წ. 29 მარტს, ფერდინად VII-ის მიერ გამოქვეყნებულ იქნა პრაგმატიკული სანქცია, რომელიც აუქმებდა ბურბონების მიერ 1713 წ. შემოღებულ სალიურ კანონს და კვლავ შემოჰქონდა ქალური ხაზის მიერ მემკვიდრეობის უფლება. იმედგაცრუებული კარლისტების შეთქმულება მეფის ასულის სიცოცხლის წინააღმდეგ გამოავლინეს და დაასწრეს, ხოლო მძიმედ დაავადებული მეფსიგან 1832 წ. იძულებით გამოთხოვილი პრაგმატიკული სანქციის გაუქმება, გამოჯანმრთელების შემდეგ, აღიარებულ იქნა არანამდვილად. 1832 წ. ოქტომბერში ქრისტინა გამოაცხადეს რეგენტად, მეფის სიკვდილის შემთხვევაში. ზეა-ბერმუდესი (XII, 374) სათავეში ჩაუდგა მმართველობას, გამოაცხადა ამნისტია და მოიწვია კორტესები, რომლებმაც 1833 წ. 20 ივნისს შეჰფიცეს იზაბელას, როგორც ტახტის მემკვიდრეს; 1833 წ. 29 სექტემბერს იზაბელა II-მ მემკვიდრეობით მიიღო მამისეული ტახტი. დონ-კარლოსმა ჯერ კიდევ 1833 წ. 29 აპრილს, პორტუგალიაში, სადაც იგი იმალებოდა, გამოაქვეყნა პროტესტი ახალი კანონის წინააღმდეგ ტახტის მემკვიდრეობის შესახებ და საკუთარი თავი გამოაცხადა ესპანეთის მეფედ, კარლ V-დ; მას მაშინვე შეუერთდნენ სამოციქულო პარტია, ბასკური პროვინციები და ნავარა, რომელთა ძველ შეღავათებს (ფუეროსებს), მათ შორის კონტრაბანდასაც, ლიბერალები არ აღიარებდნენ.

კარლისტების აჯანყება დაიწყო 1833 წ. ოქტომბერში ხუნტის დანიშვნითა და საყოველთაო შეიარაღებით, რომლის მოწყობასაც შეუდგა ზუმალაკარეგი (XII, 720). რიგი წარმატებული სამთო შეტაკებების შემდეგ მან მოახერხა დაუფლებოდა კატალონიის უმეტეს ნაწილს. დონ-კარლოსი, რომელიც მიგუელის დაცემის შემდეგ განდევნეს პორტუგალიიდან, პირადად გამოცხადდა აჯანყებულ პროვინციებში. შინაომმა მიიღო გააფთრებული ხასიათი. ქრისტინოსებისთვის (მთავრობის მომხრეებისთვის), რომელთა მხარეზეც იყო მოსახლეობის, არმიისა და მოხელეთა უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით ქალაქების მცხოვრებნი და ყველა ამნისტირებული (50000 ადამიანამდე), ადვილი იქნებოდა აჯანყების ჩახშობა, რომ არ ყოფილიყო უთანხმოებანი მათ საკუთარ რიგებში. პროგრესისტები უკმაყოფილონი იყვნენ ახალი კონსტიტუციითა (1835 წ. 15 იანვრისა) და მინისტრით მარტინეს დე-ლა-როზათი, და მოითხოვდნენ 1812 წ. კონსტიტუციის აღდგენას. მთავრობის ყველა დათმობამ, რომელსაც უხდებოდა დაყრდნობოდა ლიბერალებს, ვერ უშველა; პროგრესისტებმა 1836 წ. დაიწყეს აჯანყება, ამასთან გამოცხადებულ იქნა 1812 წ. კონსტიტუცია. 1836 წ. 12 აგვისტოს სან-ილდეფენსოში აჯანყდა ერთერთი იქ მყოფ პოლკთაგანი და აიძულა ქრისტინა მიეღო 1812 წ. კონსტიტუცია. მინისტრი ინსტურისი, ერთერთი ზომიერთაგანი (მოდერადო), გაიქცა, ხოლო კეზადა კი მოკლულ იქნა მდაბიო ხალხის მიერ. მინისტრთა საბჭოს ახალმა პრეზიდენტმა, კალატრავამ, 1836 წ. 24 ოქტომბერს მოიწვია კორტესები, რომლებმაც 1837 წ. გადახედეს, ზომიერების აზრით, 1812 წ. კონსტიტუციას. ამასობში დონ-კრლოსმა, 1837 წ. 24 მაისს, გადალახა მდ. ებრო და ემუქრებოდა მადრიდს; გამარჯვებებს აღწევდა კარლისტი გენერალი გომესიც, მარამ მალევე დამარცხებულ იქნა ნარვაესის მიერ. კარლისტებს შორისაც წარმოიქმნა უთანხმოებები: მთავარსარდალმა მაროტომ, რომელიც უკმაყოფილო იყო დონ-კარლოსის მეორე მეუღლის სასახლის კარის კამარილიათი, პრინცესა ბეირათი, ბრძანა დაეხვრიტათ რამდენიმე მისი ბელადი. რათა თავიდან აეცილებინა მტრების შურისძიება, მაროტომ, 1839 წ. 31 აგვისტოს, ვერგადაში დადო ხელშეკრულება გენერალ ესპარტეროსთან, რომელმაც უერტა-დელ-რეისთან გამარჯვების შემდეგ (1837 წ. 14 ოქტომბერს) დაიქვემდებარა ჩრდილოეთის პროვინციები; მაროტოსთან ერთად 50-მა კარლისტმა გენერალმა დადო იარაღი.

15 სექტემბერს დონ-კარლოსმა უკან დაიხია საფრანგეთის ტერიტორიაზე; მას უკან მიჰყვა კარბერა, რომელიც რამოდენიმე ხნის მანძილე კიდევ უწევდა წინააღმდეგობას ქვემო არაგონიასა და კატალონიაში. ბასკურ პროვინციებს კორტესებმა ნება დართეს მათ ფუეროსებზე. 1840 წლის გვიან ზაფხულში ესპანეთი უკვე ემორჩილებოდა დედოფალ იზაბელას და კარლისტური ომი დასრულებულ იქნა. ესპარტერომ შეიძინა უზარმაზარი პოპულარობა თავისი გამარჯვებებით; რეგენტს 1840 წ. სექტებერში უნდა მიეცა მისთვის პირველი მინისტრის პორტფელი, ხოლო 12 ოქტომბერს კი _ უარი ეთქვა რეგენტობაზე და წასულიყო საფრანგეთში. 1841 წ. 8 მაისს რეგენტად არჩეულ იქნა ესპარტერო. ყოფილი რეგენტისა და მოდერადოსების ინტრიგები, პატივმოყვარე ოფიცრების ხშირი მღელვარებანი (რუს. возмущения, პრონუნსიამენტო) ძლიერ უშლიდა ხელს ესპარტეროს მის წამოწყებებში; 1843 წ. ივნისში იფეთქა საერთო ამბოხებამ, რომელსაც შეუერთდნენ პროგრესისტებიც, და ესპარტერო იძულებული შეიქმნა გაქცეულიყო ინგლისში. კორტესების კონსერვატიულმა უმრავლესობამ 1843 წ. 8 ნოემბერს 13 წლის დედოფალი იზაბელა გამოაცხადა სრულწლოვანად, და ბრავო მურილიო (იხ. IV, 529), ხოლო 1844 წ.-დან კი _ ესპარტეროს მეტოქე, ნარვაესი, დადგა მმართველობის სათავეში; დედოფალი ქრისტინა მოწვეულ (მოწოდებულ) იქნა უკან და 1845 წ. მაისში მმართველობის წესი შეიცვალა რეაქციული აზრით; კორტესებში არჩევნებისთვის შემოიტანეს უმაღლეს ცენზი, სენატორები სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებოდნენ გვირგვინის მიერ, კათოლიკური რელიგია გამოცხადებულ იქნა სახელმწიფო რელიგიად. გეგმა იმისა, რომ იზაბელა მიეთხოვებინათ გრაფ მონტემოლინისთვის, დონ-კარლოსის ვაჟიშვილისთვის, და ასეთნაირად მიეცათ დინასტიისთვის უეჭველი კანონიერება, ვერ გამოვიდა, ლუდოვიკ-ფილიპის ინტრიგების შედეგად, რომელსაც სურდა ესპანეთის გვირგვინი მოეტანა თავის ვაჟიშვილთაგან ერთერთისთვის. ბოლოს და ბოლოს, ლუდოვიკ-ფილიპმა, რომელიც შეკრული გახლდათ ინგლისისთვის მიცემული დაპირებით, თავისი ვაჟი, ჰერცოგი მონპანსიე, დააქორწინა არა იზაბელაზე, არამედ მის დაზე, ინფანტა ლუიზაზე, და მიაღწია იმას, რომ დედოფალი უნდა შესულიყო ქორწინებაში თავის ბიძაშვილთან, სულითა და სხეულით სუსტ ფრანცისკ დ’ასიზისთან. იზაბელამ, რომელსაც ეზიზღებოდა მისთვის თავს მოხვეული მეუღლე, აირჩია თავისთვის ფავორიტები, რომლებიც, დაწყებული სერანოდან და დამთავრებული მარფორითი, ბოროტად იყენებდნენ დედოფლის ნდობას თავიანთი ანგარებიანი მიზნებისთვის და ამით ძლიერად უწყობდნენ ხელს გვირგვინის პრესტიჟის დაცემას.

მთავრობა გახლდათ უკიდურესად არამდგრადი: 1833-დან 1858 წ. ჩათვლით შეიცვალა არანაკლებ 47 პირველი მინისტრის, 61 საგარეო საქმეთა მინისტრის, 78 ფინანსთა მინისტრის და 96 სამხედრო მინისტრისა. პროგრესისტების ხანმოკლე მმართველობის შემდეგ (1847-51) ნარვაესი კვლავ დადგა სამინისტროს სათავეში. თუმცა კი კონსერვატორი გახლდათ, მაგრამ თავიდან იგი მოქმედებდა ზომიერად და არა მხოლოდ ინარჩუნებდა სიმშვიდეს, არამედ ხელს უწყობდა კიდეც ხალხის კეთილდღეობას. მისმა მენაცვალემ (преемник), ბრავო მურილიომ, თავისი გეგმით, მიეცა მმართველობისთვის აბსოლუტისტურ-კლერიკალური ხასიათი, გამოიწვია ძლიერი მღელვარება, რომელიც 1854 წ. გამოიხატა გენერლების მთელ რიგ პრონუნსიამენტოებში. დაბოლოს, მადრიდში მოხდა აჯანყება, რომლის დაწყნარებაც დედოფალმა მოახერხა მხოლოდ ესპარტეროს პირველ მინისტრად დანიშვნით (1854 წ. ივლისი). ეროვნული და საეკლესიო ქონების გაყიდვის შესახებ კანონის გატარების შემდეგ, ესპარტეროს 1855 წ. 14 ივლისს ადგილი უნდა დაეთმო ო’დონელისთვის, რომელმაც, მადრიდში აჯანყების ჩასახშობად (16 ივლისს), განაიარაღა ეროვნული გვარდია, აღადგინა მმართველობის 1815 წ. სისტემა და შეაჩერა საეკლესიო ქონების გაყიდვა. შემდგომ წლებში ერთმანეთი შეცვალეს ო’დონელმა და ნარვაესმა; პირველს, რომელიც ადრე თავად პროგრესისტი გახლდათ, სურდა დაყრდნობოდა საშუალო პარტიას, “ლიბერალურ უნიას”, მაგრამ მუდმივად აწყდებოდა პარტიაში უწინდელი ამხანაგების უნდობლობას, და ამიტომ ცდილობდა თავისი მნიშვნელობის განმტკიცებას საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე. ამ მიზნისთვის უნდა გაეწია სამსახური ომს მაროკოსთან, რომელმაც ესპანეთს მოუტანა მხოლოდ სამხედრო დაფნის გვირგვინები, მაგრამ ვერანაირი არსებითი სარგებელი ვერ შესძინა. 1861 წ. რესპუბლიკა სან-დომინგო არცთუ დიდი ხნით კვლავ შეუერთდა ესპანეთს (იხ. ჰაიტი, VII, 869). ინგლისთან და საფრანგეთთან კავშირში, 1861 წ. ბოლოს, ესპანეთმა მონაწილეობა მიიღო ექსპედიციაში მექსიკაში, მაგრამ ესპანელი მთავარსარდალი პრიმი 1862 წ. დაბრუნდა, შენიშნა რა ფრანგების ეგოისტური ქმედებები (იხ. მექსიკა). შეჯახებანი პერუსთან და ჩილესთან (იხ.), რომლებსაც შედეგად მოჰყვა 1866 წ. 14 იანვარს ესპანეთის მიერ პერუს, ჩილეს, ბოლივიასა და ეკუადორისთვის ომის ფორმალურად გამოცხადება, დასრულდა ვალპარაიზოსა (31 მარტს) და კალაოსთვის (2 მაისს) ცეცხლის უშედეგოდ დაშენით. ო’დონელმა ჩაახშო რამდენიმე სამხედრო აჯანყება, მოიგერია კარლისტი პრეტენდენტის გრაფ მონტემოლინის მცდელობა გადმომსხდარიყო ესპანეთში (1860 წ. 1 აპრილს), მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ შეძლო დარჩენილიყო ხელისუფლებაში.

ნარვაესი, იდგა რა ხელისუფლების სათავეში, ხელს უწყობდა კლირს, ახშობდა ბეჭდური სიტყვისა და შეკრებების თავისუფლებას, დევნიდა პროგრესისტებსა და ლიბერალურ უნიას. რიოს როზასი და სერანო დაპატიმრებულ იქნენ, სხვები, მათ რიცხვში ო’დონელი და პრიმი, გაიქცნენ საზღვარგარეთ. კორტესები სრული მზადყოფნით ეთანხმებოდნენ ისეთ ზომებს, როგორებიც იყო საალყო მდგომარეობის შემოღება, პირადი თავისუფლების გაუქმება და ა. შ. ნარვაესი მოულოდნელად გარდაიცვალა 1868 წ. 23 აპრილს. მას შემდეგ, რაც ივლისში გამოვლენილ იქნა უნიონისტური (“ლიბერალური უნიის” მიმდევართა _ ი. ხ.) შეთქმულება, რომელსაც მიზნად ჰქონდა ტახტის მიცემა ჰერცოგ მონპანსიესთვის, და მისი მოთავეები, გენერალი სერანო, დულსიე და სხვები, გადასახლებულ იქნენ კანარის კუნძულებზე, იზაბელა გაემგზავრა სან-სებასტიანში, რათა იქ მოელაპარაკა ნაპოლეონ III-თან ესპანური ჯარების მიერ რომის დაკავების თაობაზე. ამით ისარგებლეს ლიბერალ-უნიონისტებმა და პროგრესისტებმა საერთო აჯანყებისთვის. გადასახლებულები დაბრუნდნენ კადიკსში, სადაც გამოცხადდა პრიმიც, ასევე ფლოტიც, ადმირალ ტოპეტეს უფროსობით, და 1868 წ. 18 სექტემბერს იზაბელა გამოცხადებულ იქნა ტახტიდან გადაყენებულად. ამბოხება სწრაფად გავრცელდა მთელ ესპანეთში; გენერალი პავია, მთავრობის ხელქვეით დარჩენილი არცთუ მრავალრიცხოვანი ჯარებით, დამარცხებულ იქნა ინსურგენტების მიერ 28 სექტებერს ალკოლეასთან, კორდოვას ახლოს. სერანო 3 ოქტომბერს შევიდა მადრიდში, ხოლო იზაბელა კი უკვე 30 სექტებერს გაიქცა საფრანგეთში. უნიონისტებმა და პროგრესისტებმა შეადგინეს დროებითი მთავრობა, რომლის სათავეშიც დადგა სერანო; მაშინვე გაუქმებულ იქნა იეზუიტური ორდენი, შეიზღუდა მონასტრების რიცხვი, გამოცხადებულ იქნა ბეჭდური სიტყვისა და განათლების თავისუფლება. 1869 წ. 11 თებერვალს შეიკრიბა კორტესები კონსტიტუციის განხილვისთვის; უნიონისტი იყო მხოლოდ 40, რითაც ჩამოცილებულ იქნა მათი კანდიდატი ტახტზე _ მონპანსიე, რესპუბლიკელი _ 70; პროგრესისტები შეადგენდნენ უმრავლესობას, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც კონსტიტუციური მონარქიის შენარჩუნება (1869 წ. 1 ივლისს). მეფემ ფერდინანდ პორტუგლიელმა და გენუის ჰერცოგმა უარი თქვეს გვირგვინის მიღებაზე. 18 იანვარს მოუხდათ რეგენტობის დანიშვნა, სერანოს სახით.

ამასობაში დონ-კარლოსმა, ზოგიერთ ჩრდილო პროვინციაში, სასულიერო წოდების დახმარებით, მოახერხა ხალხის აღმართვა თავის სასარგებლოდ, ხოლო ბარსელონასა და სხვა ქალაქებში კი ამოძრავდნენ რესპუბლიკელები. პრიმმა შეძლო პრინც ლეოპოლდ ჰოჰენცოლერნის დაყოლიება გვირგვინის მიღებაზე, მაგრამ საფრანგეთი იმუქრებოდა ომით, და პრინცმა ლეოპოლდმა, ისევე როგორც კორტესებმა, უარი თქვეს ამ გეგმაზე. ფრანგულ-პრუსიული ომის დროს ესპანეთი იცავდა უმკაცრეს ნეიტრალიტეტს. ახალი კანდიდატი ესპანეთის ტახტზე მოიძებნა იტალიის მეფის მეორე ვაჟიშვილის, ამადეუსის სახით, რომელიც 16 ნოემბერს არჩეულ იქნა მეფედ 191 ხმის უმრავლესობით 98-ის წინააღმდეგ. იმავე დღეს, როდესაც ამადეუსი გადმოსხდა კარტახენაში 1870 წ. 30 დეკებერს, მოკვდა მარშალი პრიმი, რომელიც 27 დეკემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს ბოროტგანმზრახველებმა მადრიდში; ახალი ხელმწიფე ჰკარგავდა მისი სახით მთავარ საყრდენს. მიუხედავად ამისა, 1871 წ. 2 იანვარს მან საკუთარ ხელში აიღო მმართველობა და სერანოს დაავალა კაბინეტის შედგენა. მისი მდგომარეობა სულ თავიდანვე არამყარი იყო: გრანდები ზიზღით ეკიდებოდნენ მას, ოფიცერთა ნაწილმაც არ შეჰფიცა ერთგულება, ოპოზიციაში ახალი არჩევნების შემდეგ აღმოჩნდნენ 60 რესპუბლიკელი და 65 კარლისტი, რომლებიც მუდმივად თავს ესხმოდნენ მეფეს. სერანო მინისტრობიდან განდევნა ზორილიამ, რადიკალურმა პროგრესისტმა; შემდეგ კაბინეტის სათავეში გამოჩნდა კონსერვატიული პროგრესისტი საგასტა, ივნისში ისევ სერანო. კარლისტებთან ბრძოლა მიდიოდა წარმატებით, მაგრამ 1872 წ. 24 მაისს ამორევიეტაში გამოქვეყნებული კონვენციით მათ მოუხდათ ამნისტიის მიცემა, რათა სიმშვიდე დაემყარებიათ ესპანეთში. მალევე ისევ ზორილია დადგა ხელისუფლების სათავეში, მაგრამ მან ვერ მოახერხა ვერც რესპუბლიკელების დაწყნარება, ვერც კარლისტების აჯანყების ჩახშობა. შეიგნო რა, რომ არ შესწევდა ძალა წესრიგის დამყარებისთვის, ამადეუსმა 1873 წ. 10 თებერვალს უარი თქვა ტახტზე და დაბრუნდა იტალიაში. მაშინვე კორტესებმა, 256 ხმის უმრავლესობით 32-ის წინააღმდეგ, გამოაცხადეს ესპანეთი რესპუბლიკად და პრეზიდენტად აირჩიეს ფიგვერასი, რესპუბლიკელ-ფედერალისტი, რომელიც მიისწრაფვოდა იქითკენ, რათა შეემცირებია (შეევიწროვებია) ცენტრალური მთავრობისა და კორტესების უფლებები და პროვინციების, ქალაქებისა და თემებისთვის მიეცა რაც შეიძლებოდა მეტი ავტონომია.

10 მაისის არჩევნებში ფედერალისტებმა მიიღეს უზარმაზარი უმრავლესობა. ფიგვერასი აღმოჩნდა ზედმეტად ზომიერი და იგი შეცვალა პი-ი-მარგალმა, რომლის დროსაც დაიწყო ანარქია. ჩრდილოეთში პრეტენდენტის დონ-კარლოსის გარშემო ძლიერდებოდნენ კარლისტები; სამხრეთის დიდ ცენტრებში _ მალაგაში, კადიკსში, სევილიასა და კარტახენაში _ შეურიგებელთა პარტია (ინტრანსახენტები) მიისწრაფვოდა ფედერალური რესპუბლიკის იდეალის ხორცშესხმისკენ, ანდალუზია გამოაცხადა ავტონომიურად, დააარსა საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტები და დაეუფლა ბევრ სამხედრო გემს. კორტესებს შორის გამოჩნდა რეაქცია; ყოფილი ფედერალისტი კასტელარი 9 სექტებერს დადგა მმართველობის სათავეში, მიიღო საგანგებო უფლებამოსილებანი, 21 სექტებერს გააუქმა საკონსტიტუციო გარანტიები და ქვეყანა გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობაზე. სევილია, მალაგა და კადიკსი მაშინვე დამორჩილებულ იქნენ, კარტახენას ალყა შემოარტყეს ჯარებით და იგი დანებდა 1874 წ. 12 იანვარს. ჩრდილოეთში კარლისტები მოიპოვებდნენ ერთ წარმატებას მეორეზე. ამასობაში 1874 წ. 2 იანვარს შეკრებილმა კორტესებმა არ აღიარეს კასტელარის მოქმედებები და აიძულეს იგი გადამდგარიყო; მაშინ სერანომ 3 იანვარს დაავალა გენერალ პავიას გაერეკა კრება და თავად დადგა ახალი მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში, რომელმაც თავის მთავარ მიზნად დაისახა კარლისტური ომის დასრულება. 1874 წ. მაისში სერანომ აიძულა კარლისტები მოეხსნათ ბილბაოს ალყა, მაგრამ 25-27 ივნისს გენერალ კონჩის სამთავრობო ჯარები დამარცხებულ იქნენ ესტელეასთან და დონ-კარლოსის ძმა რამდენჯერმე გადავიდა მდ. ებროს იქით. 1875 წ. დასაწყისში სერანომ თავისი ჯარები გააძლიერა 80.000 ადამიანამდე და ამზადებდა გადამწყვეტ თავდასხმას, როდესაც მოულოდნელად თავად აღმოჩნდა დამხობილი.

რადგანაც დონ-კარლოსმა ომის ბარბაროსულად წარმოებითა და ულტრამონტანებთან კავშირით წაართვა საკუთარ თავს ტახტზე ასვლის შანსები, ამიტომ იზაბელას მიერ 1870 წ. 25 ივნისს ტახტზე უარის თქმის შემდეგ ერთადერთი კანონიერი პრეტენდენტი გახლდათ დედოფლის უფროსი ვაჟიშვილი, ალფონსი, ზომიერი ლიბერალების კანდიდატი. მისი არჩევა ბევრის, განსაკუთრებით ოფიცრების მიერ, ერთადერთ ხსნად ეჩვენებოდათ ქაოსისგან. შეუთანხმდა რა ყველაზე უფრო გავლენიან პირებს, გენერლმა მარტინეს კამპოსმა 1874 წ. 29 დეკემბერს, სეგუნტოში, გამოაცხადა ალფონს XII ესპანეთის მეფედ; ჩრდილოეთის არმიამ და მადრიდის გარნიზონმა გამოთქვეს მის სასარგებლოდ, და სერანომ სიტყვაშეუბრუნებლად მოიხსნა საკუთარი თავიდან ძალაუფლება. ლიბერალურ-კონსერვატიულ კაბინეტს სათავეში ჩაუდგა კანოვას დელ-კასტილიო, ალფონსისტების ბელადი, და მეფეც 1875 წ. 14 იანვარს ჩამოვიდა მადრიდში. მის დროს, ბოლოს და ბოლოს, გენერლების კაზედასა და მარიონესის მიერ კარლისტური ომი ბედნიერად იქნა დამთავრებული ვიტორიის (1875 წ. 8 ივლისს), სეო-დე-ურჟელისა (26 აგვისტოს) და ესტელიის (1876 წ. 19 თებერვალს) აღებით; 28 თებერვალს დონ-კარლოსი, რონსევალის ველზე, გადავიდა საფრანგეთის ნიადაგზე. მაშინვე მოსპობილ იქნა ბასკური ფუეროსებიც. მოშლილი ფინანსები წესრიგში იქნა მოყვანილი გადახდების დროებით შეწყვეტით 1877 წ. 1 იანვრამდე, რის შემდეგაც სახელმწიფო ვალის გადახდა დაიწყეს ნაწილ-ნაწილ. 1878 წ. კუბაში წარმოქმნილი ამბოხება ჩახშობილ იქნა; 1880 წ. კანოვასმა გაიტანა კანონი კუბაში მონობის აკრძალვის შესახებ. ქვეყანაში არა ერთხელ ყოფილა მღელვარებანი, ბადახოსში, ბარსელონაში, სეო დე ურჟელსა და სხვა ადგილებში გამოაცხადებდნენ ხოლმე რესპუბლიკას, მაგრამ ამ ამბოხებებს სწრაფად ახშობდნენ.

1883 წ. ალფონსმა, ვარაუდობდა რა გერმანიასთან დაახლოებას, მიმართა გამგზავრებას იქ და ავსტრიაში; გერმანიაში იგი დაესწრო მანევრებს ჰომბურგთან, რამაც გამოიწვია ფრანგების უკმაყოფილება, რომლებმაც ღრმად შეურაცხჰყვეს იგი 20 სექტემბერს პარიზის გავლით მისი მგზავრობის დროს. 1885 წ., როდესაც ესპანეთი ძლიერად დაზარალდა მიწისძვრების გამო ანდალუზიაში და ქოლერისგანაც, და ხალხში მოდებული იყო მღელვარება, შემავიწროვებელი აქციზის შედეგად, ცნობამ გერმანელების მიერ კაროლინის კუნძულების დაკავების თაობაზე კინაღამ ომი გამოიწვია; ალფონსმა მოახერხა მისი თავიდან აცილება. იგი მოკვდა 1885 წ. 25 ნოემბერს, დატოვა რა ავსტრიის ერც-ჰერცოგინია მარია-ქრისტინასთან ქორწინებით, ორი ქალიშვილი; მის ქვრივს 1886 წ. 17 მაისს ეყოლა ვაჟიც, რომელიც ალფონს XIII-ის სახელით გამოცხადებულ იქნა მეფედ. გენერალ ვილიაკამპის რესპუბლიკური ამბოხება, 1886 წ., და უწესრიგობები ბარსელონაში, ბილბაოსა და კარტახენაში (1891) ადვილად იქნა ჩახშობილი; ერი აღმოჩნდა ქვრივი დედოფლის მხარეზე, რასაც ხელი შეუწყო ბარსელონას გამოფენის წარმატებამ 1888 წ., და იმანაც, რომ მთავრობა აღმოჩნდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა (1887) და საყოველთაო საარჩევნო უფლების (1890) შესახებ კანონების მხარეზე; დედოფალ-რეგენტის პოლიტიკა თითქმის ყოველთვის იმყოფებოდა საგასტას ხელში, რომელმაც შეძლო ლიბერალების საქმის დაკავშირება დინასტიის ბედთან. ძველი კლერიკალური აბსოლუტიზმი, ახალი იდეების გავლენის ქვეშ და მისი წარმომადგენლების უუნარობის შედეგად, აღმოჩნდება უძლური, მაგრამ ხალხში იგი ჯერ კიდევ ცოცხლობს, ასე რომ ლიბერალური მთავრობისთვისაც არ შეიძლება მასაზე დაყრდნობა, არამედ უხდება ლავირება მრავალრიცხოვან პარტიებს შორის, რომელთაგან თითოეულს, სხვასთან კავშირში, გააჩნია გაბატონებული რეჟიმის დამხობის უნარი. უკანასკნელი წლების ანარქიზმმა ვერც ესპანეთს აუარა გვერდი; დეზორგანიზაციის ცენტრებს აქ წარმოადგენენ ანდალუზია, სადაც სოფლის მოსახლეობა დიდ სიღარიბეში ცხოვრობს, და სამრეწველო კატალონია.

(ქვემოთ მოყვანილია თემაზე იმ ხანად არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)

ავტორი მოხსენიებული არ არის

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა