Thursday, July 4, 2024

გრაფ პასკევიჩის ყოვლადუქვეშევრდომილესი რაპორტი, 1828 წლის 8 აგვისტოს. – ბანაკი ახალციხესთან.


ციხესიმაგრე ახალქალაქის აღების შემდეგ, ჯარებით, რომლებიც ჩემი უფროსობის ქვეშ შედგებიან, და საქართველოდან მოსული რეზერვების შემოერთების შემდეგ, დავიძარი ახალციხისაკენ, საითკენაც ჩემამდე მოსული ცნობების მიხედვით იჩქაროდნენ მნიშვნელოვანი თურქული ძალები არზრუმიდან და არტაანიდან, მუსტაფა და ქოსა-მეჰმედ ფაშების უფროსობით. პირველს თან მოჰყავდა 7 ათასამდე ადამიანი, უკანასკნელს დაახლოებით 20 ათასი; ორივეს ჰქონდა 15 საველე ქვემეხი. 
გზა, რომლითაც უნდა ევლო ჩემდამი რწმუნებულ კორპუსს, ახალქალაქიდან თავიდან 23 ვერსზე უნდა ასულიყო მთაში, შემდეგ კი მიემართება მთათა დიდი ქედების გავლით, რომლებიც ტყითაა დაფარული და მიდიან მდ. მტკვრის გაყოლებით, რომლებშიც მხოლოდ ბილიკები არსებობდა. 

გასვლამდე სამი დღით ადრე, ე. ი. 27 რიცხვში, წინ გავგზავნე გენ.-მ. მურავიოვის ბრიგადა, რომელმაც გამოიყენა მთელი ძალისხმევა გზის დამუშავებისთვის, მიიყვანა რა იგი მხოლოდ ისეთ მდგომარეობამდე, რომ საზიდრები და არტილერია შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანებს თოკებით დაბლა ჩაეშვათ და მაღლა აეტანათ. აღნიშნული მთები შეუდრებლად უფრო მეტ სიძნელეებს წარმოადგენენ, ვიდრე ბეზობდალი და ყველა მთები საქართველოსი. მიუხედავად ამისა, ჯარების დაუღალავი გულმოდგინებით ისინი გადალახულია, და ამ თვის 4 რიხვში ჯარების უმეტესი ნაწილი მივიდა მდ. მტკვარზე გადასასვლელთან, რომელიც ახალციხიდან 6 ვერსზე მდებარეობს. 

ამ მდინარის მარცხენა ნაპირის გაყოლებით იმყოფებოდა მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარი 600 ადამიანის რიცხვით, რომელმაც საღამოს მოახდინა თავდასხმა ჩვენს ფურაჟირებზე, მაგრამ იქნა მოგერიებული დაფარვის რაზმის მიერ, რომელიც მათთან იმყოფებოდა. 

4-დან 5 რიცხვის გათენების ღამეს მე გავუშვი პოდპოლკ. მიკლაშევსკი 41-ე ეგერთა პოლკის 3 ასეულით ერთი სიმაღლის დასაუფლებლად, რომელიც მტკვრის მარცხენა ნაპირზე იმყოფება, და მასზე რედუტის დასაცავად, რათა უზრუნველეყო ჩვენი ფლანგი მოძრაობის დროს. 

5 რიცხვში მივიღე სარწმუნო ცნობები, რომ ორი ზემოხსენებული ფაშის ჯარები უკვე ახალციხესთან მოვიდნენ. ამასობაში გენ.-მ. პოპოვი, რომელსაც ჩემგან ჰქონდა ნაბრძანები ევლო ქართლიდან ბორჯომის ხეობის გამოვლით ხერსონის გრენადერთა, გრანოვის კაზაკთა პოლკებითა და არტილერიის 4 ქვემეხით, შეხვდა რა ასევე დიდ წინააღმდეგობებს გზაში და ციხესიმაგრე აწყურთან, რომელიც გზიდან ზარბაზნის გასროლის მანძილზე მდებარეობს, ჩემგან ჯერ კიდევ ორი მარშის სიშორეზე იმყოფება. 

მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე დაუყოვნებლივ გადავსულიყავი მდინარეზე და, მიმოვიხილავდი და ციხესიმაგრე ახალციხეს, დამეკავებინა მის მახლობლად ბანაკი კორპუსისათვის. მოვაწყე რა ჯარები საბრძოლო წყობაში და დავტოვე რა მტკვარზე ვაგენბურგი, მე დილის 10 საათზე გამოვედი. მოწინააღმდეგე გამოჩნდა დიდი ძალებით, როგორც ქალაქის წინ სიმაღლეებზე, ისევე გზიდან მარცხნივაც, მდ. ახალციხის იქით. მისი მხედრები დელი-ბაშებისაგან დაუყოვნებლივ დახვდნენ მეწინავე კაზაკებს და ცდილობდნენ მათთან ცხარე საქმე გაეჩაღებინათ, რისგანაც მე ვუბრძანე ყველანაირად თავი აერიდებინათ. 

გავიარე რა 3 ვერსი მტკვრიდან, იძულებული შევიქენი დამეკავებინა პოზიცია, რათა დასვენება მიმეცა ჯარებისათვის უძლიერესი სიცხის მიზეზით. თურქებმა, მიაწერეს რა ეს გაუბედაობას, გააძლიერეს თავიანთი მეწინავე ჯარები და უახლოეს მანძილზე ესროდნენ პირველ ხაზს, იმ დროს როცა მათ ამაზე არავინ პასუხობდა. 

2-საათიანი დასვენების შემდეგ, მთელი კორპუსი დოლებზე ცემით წინ დაიძრა; საბატარეო არტილერიამ ჩორთით დაიკავა მეწინავე სიმაღლეები და მოწინააღმდეგის ჯარებზე რამდენიმე იღბლიანი გასროლა მოახდინა, რისგანაც ისინი არეულობაში იქნენ მოყვანილი და გაქცევას მიმართეს, როგორც ციხესიმაგრეში, ისე პატარა მდინარის ორივე ნაპირის გაყოლებითაც. ცხენოსანი ჯარი და კაზაკების არტილერია მათ შორს დაედევნენ. მაშინ მე დავიკავე სიმაღლეები, რომლებიც ახალციხიდან ზარბაზნის გასროლაზე მდებარეობენ, და, მიმოვიხილე რა ახალციხის აღმოსავლეთ მხარე, ვუბრძანე ვაგენბურგს 42-ე ეგერთა პოლკის დაფარვის ქვეშ ახლად დანიშნული ბანაკისაკენ ევლო. საღამოს 6 საათამდე მოწინააღმდეგის ბრბოები ახალციხის ორივე მხარეს მოშორებულ სიმაღლეებზე იდგნენ; მაგრამ ამ დროს გამოექანენ ისინი როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდანაც ჩვენი ჯარების წინააღმდეგ და გვაჩვენებდნენ განზრახვას, ჭენებით შემოუვლიდნენ რა ჩვენს ფლანგებს, წინ მომავალ ვაგენბურგს დასხმოდნენ თავზე. 

მათი პირველი დარტყმა მარჯვენა ფლანგიდან წარმოებულ იქნა ბატარეაზე, რომელთანაც გენ.-მ. მურავიოვი იმყოფებოდა ერივანის კარაბინერთა პოლკის 2 ბატალიონით. თურქები ჭენებით მივარდნენ პირდაპირ ბატარეას და მხოლოდ კარტეჩის (ფინდიხის) ხელმეორედ გასროლებითა და თოფების ცეცხლით, რომლებმაც მათ დიდი დანაკარგი მიაყენეს, შესაძლებელი გახდა მათი გააფთრების შეკავება. მაშინ, თავი ანებეს რა ბატარეას და ისარგებლეს რა ხრამით (лощиною), ისინი იმედოვნებდნენ ჩვენს ფლანგს დასხმოდნენ თავზე; მაგრამ აქ პოლკ. გრაფმა სიმონიჩმა შეაკავა ისინი საქართველოს გრენადერთა პოლკის ბატალიონით, ხოლო თათრების ცხენოსანმა ჯარმა და ლეონოვისა და ნაწილობრივ სერგეევის დონელ კაზაკთა პოლკებმა უკუაქციეს ისინი და ერთი დროშა და 20-მე ტყვე წაართვეს. ამ ადგილზე მათი მოქმედი ძალები 4 ათას ადამიანამდე ადიოდა. ჩემი განკარგულებები ამ ფლანგზე აღსრულებაში ბარონმა ოსტენ-საკენმა მოიყვანა. 

ჩვენს მარცხენა ფლანგზე კი, მდ. ახალციხის იქით, სადაც დასერილი ადგილმდებარეობა და ხრამები საშუალებას აძლევდა მათ ჰქონოდათ ჩასაფრებები და მოპარულიყვნენ ჩვენს ბანაკამდე, მე წინ გავწიე 41-ე ეგერთა პოლკის ბატალიონი 700 საჟენზე ციხესიმაგრისკენ და ერთ ხეობაში ვბრძანე ჩაედოთ რედუტი ბანაკის უზრუნველყოფისთვის. მოწინააღმდეგე 5 ათასი ადამიანის რიცხვით, შეამჩნია რა ეს, სწრაფად გაემართა იმ ადგილისაკენ, რისთვისაც ცალკეულ დაფარულ გზებს მიჰყვებოდა. ამიტომაც ვუბრძანე ერივანის კარაბინერთა პოლკის ერთ ბატალიონსა და პოლკ. რაევსკის დრაგუნთა ორი ესკადრონითა და ულანთა ორი ესკადრონით პოდპოლკ. მიკლაშევსკი გაეძილერებინათ. 

როგორც კი პოლკ. რაევსკიმ დაიწყო ესკადრონებისა და დონელთა არტილერიის 2 ქვემეხის მოწყობა და ხეობაც გაირა, თურქების უზარმაზარი ბრბოები სამი მხრიდან დაიძრნენ მის წინააღმდეგ. გაგზავნა რა დრაგუნთა ერთი ესკადრონი მაიორ კაზასის უფროსობით მარცხენა მხარეს და იხილა რა, რომ იგი შეება თურქებს, მაგრამ მათი რიცხვის ათჯერადი აღმატების გამო იძულებული შეიქნა რამდენადმე უკან დაეხია, მან დაუყოვნებლივ გაგზავნა სხვა ესკადრონი პოდპოლკ. თავად ანდრონიკოვის მეთაურობით მოწინააღმდეგის ფლანგში და შემდეგ ამ წერტილში სრულიად გადათელა იგი და მთებში შერეკა. მეორეს მხრივ, თურქების ბრბომ მოახდინა თავდასხმა ულანთა გაერთიანებული პოლკის დივიზიონზე. პოლკ. ანრეპი მათ ესკადრონით შეეგება, ბორისგლებსკის ულანთა პოლკის როტმისტრმა ლაუმ კი მწყობრად და ცივსისხლიანად ეს ბრბო მათთვის დიდი დანაკარგით აუკუაქცია. ამრიგად, ამ ფლანგზეც მოწინააღმდეგის თავდასხმა მისთვის საზიანოდ იქნა შებრუნებული; მინდორი მისი გვამებით იყო მოფენილი. საერთოდ საკავალერიო საქმე, ამ ფლანგზე წარმოებული, ერთ-ერთი იმ უიშვიათესთაგანი შემთხვევაა საომარ მოვლენებში, რომლებიც საკუთარ თავზე იპყრობენ განსაკუთრებულ ყურადღებას და იძლევიან ნიჟეგოროდის დრაგუნთა და გაერთიანებულ ულანთა პოლკების აღმატებული სიმამაცისა და პოლკ. რაევსკის კეთილგონივრულ განკარგულებათა საზომს. 

ღამის დადგომისას მოწინაარმდეგე ყველა წერტილში იქნა მოგერიებული. ჩვენი დანაკარგი 13 მოკლული და 33 დაჭრილი ჩინებისაგან შედგება, – მოინააღმდეგისა შეიძლება ვიფიქროთ 200 ადამიანამდე. მოულოდნელი თავდასხმებისაგან ბანაკის უზრუნველსაყოფად, ვუბრძანე იმავე ღამეს სიმაღლეებზე აეგოთ ორი რედუტი არტილერიისათვის და ლოჟემენტებით ქვეითი ჯარისათვის, და მეორე დღეს კიდევ ორი ასეთივე რედუტი ჩვენი მარჯვენა ფლანგის წინააღმდეგ, რათა მქონოდა შესაძლებლობა ჯარების უფრო მეტი ნაწილით დამეწყო მანევრირება ციხესიმაგრის გარშემო, დამხმარე თურქული ძალების წინააღმდეგ, და იმავე დროს მეწარმოებინა ალყაც. 

7-დან 8 რიცხვის გათენების ღამეს ციხესიმაგრიდან 1,000 საჟენზე ჩადებულია პირველი ბატარეა 8 საბატარეო ქვემეხისა და ერთი მორტირისათვის. ამის მიზანია მფარველობა გაუწიოს მთელ შემდგომ სამუშაოებს. 

გუშინდელ რიცხვში გენ.-მ. პოპოვი მისდამი ჩაბარებული რაზმით, შემოუერდა კორპუსს და, გამოირა რა ციხესიმაგრე აწყურის მახლობლად, მოიგერია მოწინააღმდეგის გამოხდომა, რომელიც მას გზას უღობავდა, ამასთან მას 12 დაბალი ჩინი დაუჭრეს. 

მაქვს რა ბედნიერება მოვახსენო თქვენს იმპერეტორობით უდიდებულესობას ყოველივე მომხდარის შესახებ, საომარი მომედებების ფარგლებში აზიურ თურქეთში, მოვალე ვარ მოვიტანო თქვენს უზენაეს ცნობამდე, რომ ახლანდელ მდგომარეობაში ჩემი შეტყობინებები საქართველოსა და იმერეთთან მეტად მოუხერებელია: პირველზე ძევს ციხესიმაგრე აწყური, მეორეზე კი, ზომაზე მეტად ციცაბო აღმართების მიზეზით, სიმძიმეებითა და საალყო არტილერიით უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. 

ამაზე ზევით, მოწინააღმდეგე, სარგებლობს რა თავისი კავალერიის მრავალრიცხოვნებით, აგზავნის მას ყველა გარეშემო ადგილებში და საფურაჟო კმაყოფას (ე.ი. ცხენების საკვებს – ი. ხ.) ანადგურებს. 

ყველაფერმა ამან გადამაწყვეტინა მოვახდინო ხვალინდელ დღეს თავდასხმა თურქეების ბანაკზე, რომელი ღონისძიების შედეგებზე არ დავაყოვნებ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობისათვის ყოვლადუქვეშევრდომილესად მოხსენებას, ზემოაღწერილ საქმეში თავის გამომჩენთა სიის წარმოდგენასთან ერთად. 

[და ასე შემდეგ...] 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment