Monday, November 26, 2018

ალმანახ „ელიასა“ და ჟურნალ „ქვაკუთხედში“ 2000-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს სამხედრო მშენებლობის შესახებ გამოქვეყნებული წერილები

(ნაწილი II) 


II ნაწილის შინაარსი 

ზოგიერთი რამ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელი მოვლენების გამო
თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოსთან


ზოგიერთი რამ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელი მოვლენების გამო 

(წერილი გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის სექტემბერ–ოქტომბერ–ნოემბრის ნომრებში)

უკანასკნელი დროის სამხედრო კონფლიქტის მოვლენები ყველა ქართველისთვის მეტნაკლებად ცნობილია. დამოკიდებულებაც ჩვენს ტელევიზიაში და, შესაბამისად, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ცალსახად ანტირუსული და პროამერიკულია. ერთი შეხედვით ამ ანტირუსულობას აქვს ხელშესახები საფუძველი – სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, მაგრამ კი მართლა ასე არის საქმე? განა ამის უკან არაფერი დგას? ქვემოთ უფრო გულდასმით შევეხებით ამ საკითხს.

პირველად სამძიმარი გვინდა გამოვუცხადოთ საბრძოლო მოქმედებებსა და მის თანამდევ მოვლენებში დაღუპულთა ახლობლებს, ასევე თანავუგრძნოთ საკუთარი ფუძე-კერიდან გამოყრილ ქართველობას, გამძლეობა ვუსურვოთ მას და ღვთის იმედით სიმართლის გამარჯვების, საკუთარ ფუძეზე დაბრუნების ურყევი რწმენა. მაგრამ ამისთვის სიმართლეში საფუძვლიანად გარკვევა არის საჭირო. ამიტომ უშუალოდ შევეხოთ კონფლიქტის პრობლემებს, უფრო სწორედ კი ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში „პროამერიკულობისა“ და „ანტირუსულობის“ საკითხის გარკვევას.

დიახ, რუსეთის საბრძოლო ავიაცია ბომბავდა საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს, სადაც კი განლაგებული იყო სამხედრო ობიექტები და ქართული საჯარისო ერთეულები, ან კიდევ სამხედრო საჭიროებისთვის გამოყენებადი სამოქალაქო საწარმოები, მაგალითად თბილისში არსებული საავიაციო ქარხანა. იყო ადამიანთა, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლიც. მაგრამ განა ამერიკული და ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნების ავიაცია კი არ ბომბავდა 1999 წლის დასაწყისში სერბული ჯარების პოზიციებს კოსოვოს ავტონომიაში, ასევე სამხედრო და ორმაგი (სამოქალაქო-სამხედრო) დანიშნულების საწარმოებსა და სხვა ობიექტებს სერბეთის (იუგოსლავიის) დედაქალაქ ბელგრადში, ქვეყნის სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. მაგალითად, როგორც გვახსოვს, ბომბავდნენ სამკერვალო ფაბრიკებსაც, რომლებშიც შესაძლო იყო შეეკერათ ფორმის ტანსაცმელი იუგოსლავიის სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე დაბომბეს ფარმაცევტული საწარმო, რომელიც უშვებდა ჩვენში ცნობილ პოლივიტამინ „ოლიგოვიტს“ და ა. შ. ამ დაბომბვბის შესახებ გენერალ-ლეიტენანტი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ნიკოლოზ ლეონოვი ინტერნეტში 2004 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებულ თავის წერილში, „უკანასკნელი მოვლენები კოსოვოში: ეთნიკური იმპერიალიზმი და როგორ ვებრძოლოთ მას“, ასე წერდა: „სერბეთის წინააღმდეგ ნატო-ს აგრესიის 78 დღის მანძილზე მოახდინეს 25 ათასი თვითმფრინავ-გაფრენა, მის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 3 ათასი მართვადი ზემძლავრი ბომბი და გაუშვეს ათასზე მეტი ფრთოსანი რაკეტა. დაიღუპა 2 ათასი სამოქალაქო მოსახლეობა, 7 ათასი დაიჭრა და დასახიჩრდა. დაზარალებულთა შორის 30 % იყვნენ ბავშვები. იუგოსლავიისთვის მიყენებულმა საერთო მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 100 მლრდ დოლარზე მეტი“.

მაგრამ განა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში მისი პოლიტიკურად აქტიური ფენის აბსოლუტური უმრავლესობა, აქტიურად არ უჭერდა მხარს აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიას გაეროს დამფუძნებელი და ჰელსინკის დასკვნით აქტზე ხელმომწერი სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ. 1999 წლის აპრილის დასაწყისში საქრთველოშიც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსების 50 წლისთავი და საზეიმო სხდომისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზიც დაუთმეს. ან განა დღსდღეობითაც ისეთივე განწყობა არ არის იმავე ადამიანებში? ყველა ქრისტიანისა და ქრისტიანულ კულტურაზე აღზრდილი ადამიანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ბოროტება დაუსჯელი არ რჩება; ისიც ცნობილია, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ცოდვებისთვის ქვეყნის მოსახლეობაც მნიშვნელოვნად ზარალდება. მაშინ რატომ გვიკვირს, რომ სერბების მიმართ სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ გამოჩენილი ბოროტების გამო დღეს უკვე ჩვენც ვისჯებით? განა იმათ კი უნდოდათ სიკვდილი და ნგრევა ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და ალიანსის სხვა ქვეყნების ბომბების ქვეშ? განა კი ამის შემდეგ ჩვენ შევინანეთ და გავემიჯნეთ ამერიკასა და ნატო-ს მათ სურვილში ჩამოეცილებინათ კოსოვო-მეტოხიის უძველესი სერბული მიწა დედა-სერბეთისგან და მეორე მსოფლიო ომის წლებში და მის შემდეგ განსაკუთრებით მასობრივად ჩასახლებული ალბანელი მუსლიმანებისთვის გადაეცათ იგი? არ გავმიჯვნივართ, პირიქით, ამაშიც აქტიურად უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური პროამერიკული ნაწილი დასავლეთის ამ ვერაგულ და ბარბაროსულ აგრესიას ჩვენი ერთმორწმუნე და ჩვენსავით ავტონომიების მქონე სერბეთის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს ეგონათ, რომ აშშ და ნატო ყოვლისშემძლენი არიან, ღმერთი კი დაივიწეს. და შესაბამისი სასჯელიც მივიღეთ.

მეორე საკითხი შეეხება დაბომბვებისა და მიწისზედა საბრძოლო მოქმედებების მასშტაბებსა და ინტენსივობას. საქართველოს ხელისუფალნი აცხადებდნენ, რომ რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმობს საქართველოს წინააღმდეგო; ასევე იმას, რომ რუსებმა, რაც კი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა ჰქონდათ ჩრდილო-კავკასიაში, სულ ჩვენ მოგვაყარესო, და სხვა. მაგრამ ეს სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წლის შუახანებში (უფრო ახალი მონაცემები სამწუხაროდ არა გვაქვს), ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო სახმელეთო ჯარების ერთი საველე არმიისა (58-ე) და ერთი ცალკეული კორპუსის შტაბები, ორი მოტომსროლელი (19-ე და 20-ე) და ერთი საჰაერო-სადესანტო (მე-7) დივიზიები, სამი მოტომსროლელი და სამი საჰაერო-სადესანტო ცალკეული ბრიგადები, სპეციალური დანიშნულების ჯარების, საარტილერიო და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ბრიგადები, დამრტყმელი ვერმფრენების ორი პოლკი და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. მათი პირადი შემადგენლობა მოითვლიდა 82 500 ადამიანს, ხოლო შეიარაღებაში გააჩნდათ 600 საბრძოლო ტანკი, 1900 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ქვეითთა საბრძოლო მანქანები, დესანტის საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები; პლიუს 1200 საბრძოლო უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანა), 750 საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და ნაღმსატყორცნი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები 18 დანადგარი, 60 დამრტყმელი ვერტმფრენი.

გარდა ამისა, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო-საჰაერო ძალების მე-4 ტაქტიკური საჰაერო არმიის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკი (50 Су-24), ბომბდამშენი (112 Су-24) და მოიერიშე (98 Су-25, 35 Су-22) საავიაციო დივიზიები, გამანადგურებელი საავიაციო კორპუსი (105 МиГ-29, 59 Су-27), რადიოელექტრონული ბრძოლის სავერტმფრენო ავიაესკადრილია (47 Ми-8) (სულ 459 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 245 საფრონტო ბომბდამშენი და მოიერიშე). ნუთუ ეს ძალები და საშუალებები სრულად მონაწილეობდნენ უკანასკნელ სამხედრო კონფლიქტში, ან კიდევ იქნებ მათი უმეტესი ნაწილი იყო ჩართული ამ საბრძოლო მოქმედებებში? ძალზედ გვეეჭვება. მაშინ რაღა საჭიროა ხალხის უბედურებისა და გაჭირვების პირობებში ჩვენი ხელისუფლების ასეთი ბაქიაობა და ცრუპენტელობა? ამას ხომ შედეგად რუსების მხრიდან საპასუხო სადამსჯელო აქციები მოჰყვება ხოლმე, რაც კიდევ უფრო მეტ უბედურებად უბრუნდება საქრთველოს მოსახლეობას.

ისე კი, 1990-იანი წლების განმავლობაში აშშ-ისა და გერმანიის სამხდრო-ტექნიკური დახმარების შედეგად არაადექვატურად გაძლიერებული თურქეთისა და მისი დასავლელი მფარველ-მოკავშირეების წინააღმდეგ სამხრეთის მიმართულებით შესაძლო საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში რუსული სარდლობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების მიწურულში გეგმავდა არა მხოლოდ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში, არამედ მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე განლაგებული ძალებისა და საშუალებების ნაწილის გამოყენებასაც. მიახლობითი შეფასებისთვის ქვემოთ მოგვყავს ცხრილი აღნიშნულ სამხედრო ოლქებში იმავე 2000 წელს განლაგებული პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების ჩვენებით. 

ცხრილი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და ძირითად შეიარაღებათა 2000 წლის მონაცემები მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქებში 

პირადი შემადგენლობა და . . . . . . . . . . . მოსკოვის . . . . . . ვოლგისპირეთის 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . . . სამხედრო ოლქი . . . სამხედრო ოლქი 

პირადი შემადგენლობა, ადამიანი . . . . . . 95 900 . . . . . . . . . . . . . .32 600
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2000 . . . . . . . . . . . . . . . . 730
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . .2200 . . . . . . . . . . . . . . . 1000
საბრძოლო უზრუნველყოფის
მოჯავშნული მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . 1700 . . . . . . . . . . . . . . . . 500
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . 1800 . . . . . . . . . . . . . . . .650
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების
გასაშვები დანადგარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 48 . . . . . . . . . . . . . . . . .18
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . .120 . . . . . . . . . . . . . . . . .33
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . . . 550 . . . . . . . . . . . . . . . . 118

ასე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ „სრულმასშტაბიანი“ ომის წარმოების მითი ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფალთა (უფრო სწორედ ვაიხელისუფალთა) მორიგი ცრუპენტელობა და ბაქიაობაა, ასევე მათ მიერ რუსების დაბეზღება დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების წინაშე, კონფლიქტში მათი უფრო აქტიურად ჩათრევის მიზნით. მაგრამ იმ სახელმწიფოებმა ამ „ვაიჭკუისაგან“ ხალხზე უფრო მეტი იციან რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აქციების შედეგების დრამატულობა და ამიტომაც არ აჰყვნენ ასეთ ავანტიურას. ამის შესახებ დამაჯერებლად და კვალიფიციურად მსჯელობდნენ რადიოსადგურ „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) ჟურნალისტები.

რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტში დაზარალებული ადამიანებისთვის დიდი შეღავათი არ არის, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ და რანი არიან ჩვენი ხელისუფალნი, ასევე მათთან ძირითადად სკამების გამო დაპირისპირებული პროამერიკული პარტიები, ორივე მხარის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უმეტესი ნაწილი; და რომ თითოეული მათგანი მათ მიერ ამერიკისადმი უფრო გულმოდგინე სამსახურის გამო, ვიდრე საკუთარი სამშობლოსადმი, დიდი უბდურების მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დღეს, ისე მომავალშიც. ა

ამერიკელები აცხადებენ, რომ XXI საუკუნეში როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და იქ საომარი მოქმედებების დაწყებაო. მაგრამ განა ისინი თავად არ შეიჭრნენ სუვერენული იუგოსლავიის (სერბია-ჩერნოგორიის) ტერიტორიაზე, როდესაც ბელგრადმა თავის ავტონომიაში კოსოვო-მეტოხიაში ქვეყნის რგულარული შიარაღებული ძალები შეიყვანა იქ გაჩაღებული შეიარაღებული სეპარატიზმისა და ალბანელთაგან იქაური სერბული მოსახლეობის დევნის აღსაკვეთად. ან კიდევ, განა თავად ამერიკელები და ბრიტანელები არ შეიჭრნენ ამ რამდენიმე წლის წინ სუვერენულ ერაყში, განა ისინი ავიაციით არ მომბავდნენ და ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიებით არ იპყრობდნენ ერაყს? თავიანთი აგრესიის გასამართლებლად დამპყრობლები მაშინ აცხადებდნენ, რომ სადამ ჰუსეინი ამუშავებდა ლაბორატორიებსა და საწარმოებს ბირთვული და ქიმიური იარაღის შესაქმნელად, რითაც მუქარას უქმნიდა მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მაგრამ ერაყის დამპყრობელმა ანგლოსაქსებმა მთელ ქვეყანაში ვერსად ვერ აღმოაჩინეს მასობრივი დაზიანების იარაღის შესაქმნელად სამუშაოების წარმოების თუნდაც რაიმე კვალიც კი (მანამდე ერაყში ჩადიოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, გაეროს ეგიდით, ამ საკითხის გამოსაკვლევად. სადამ ჰუსეინი ომის დაწყებამდეც კიდევ თანახმა იყო მსგავსი შემოწმებების გაგრძელებაზე საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, მხოლოდ არ უნდოდა იქ ამერიკელი ექსპერტების ჩასვლა, ვინაიდან აცხადებდა, რომ ისინი თავიანთი ძირითადი საქმიანობის გარდა შპიონაჟსაც ეწევიანო, და მართალიც ყოფილა).

ერაყის მიერ მასობრივი დაზიანების იარაღის შექმნაზე ანგლო-ამერიკული გამონაგონის გაქარწყლების შემდეგ დამპყრობლები ალაპარაკდნენ იმის თაობაზე, რომ სადამ ჰუსეინი დიქტატორი იყო, და იმიტომ შევედით ერაყში, რათა იქ დემოკრატია დაგვემყარებინაო. მაგრამ ქართველებისთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რანაირ დემოკრტიას ამყარებენ დასავლეთის მმართველი წრეები სხვა ქვეყნებში. „დემოკრატია“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ხალხის მმართველობას“, მაგრამ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუნდაც საქართველოში რაიმენაირი მისწრაფება მაინც არის ნამდვილად ქართველი ხალხისა და საქრთველოს მაცხოვრებელი სხვა ხალხების მმართველობის დამყარებაზე. განა ან ხელისუფლება და ან კიდევ მასთან ასე მწარედ დაპირისპირებული სხვა პროამერიკული ძალები მართლა ცდილობენ იმისთვის, რათა საზოგადოება საფუძვლიანად გაარკვიონ სახემლწიფოს ცხოვრების ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური, შინაგანი უსაფრთხოების, სპციალური (საიდუმლო) სამსახურების, სამოქალაქო თავდაცვის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ქართველობის ქრისტიანული და ტრადიციულ-პატრიოტული აღზრდის, ჩვენთან მცხოვრები სხვა ეროვნებების და კონფესიების ადამიანების სათანადო რელიგიური აღზრდისა და საქართველოს სახელმწიფოსადმი მათი ერთგულებისა და სიყვარულის განვითარების საქმეებში. სულაც არა, მიდის უაზრო და გაუგონარი ამერიკანიზაცია, ტრადიციული ფასეულობების უგულვებელყოფა ან აბუჩად აგდება, ზნეობრივი დეგრადაციის, სქესობრივი აღვირახსნილობისა და ჰომოსექსუალიზმის უტიფარი პროპაგანდა და სხვა. და ამერიკულ-პროამერიკული ჭკუით თურმე სწორედ სქესობრივ სიმახინჯეებში კარგად გარკვევა სდომებია ხალხის მიერ თავისი ქვეყნის მმართველობის განხორციელებას. მოდი და ნუ გაიცინებ, სატირლად რომ არ გვქონდეს საქმე. ალბათ სწორედ ასეთ „დემოკრატიას“ ამყარებენ ამერიკელები ავღანეთსა და ერაყშიც.

რაც შეეხება დემოკრატიის ავკარგიანობას, აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის რევოლუციის წლებში (1789–1799) ფრანგი ხალხი იმდენად დაიღალა და მოიქანცა იაკობინელთა (მონტანიარების) სისხლიანი დიქტატურისა (დემოკრატიული ტერორისა) და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მუდმივი არეულ-დარეულობებისგან, რომ 1799 წელს ძალზედ ადვილად ჩააბარა სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველობა ნაპოლეონ ბონაპარტეს, თავიდან რესპუბლიკის პირველი კონსულის, ხოლო 1804 წლიდან კი იმპერატორის სახით. მის შემდეგაც 1871 წლის საფრანგეთ-პრუსიის ომამდე ქვეყანაში იყო ძირითადად მონარქიული მმართველობა – ბურბონები: ლუდოვიკ XVIII და კარლ X, ორლეანის ჰერცოგი ლუდოვიკ-ფილიპი, იმპერატორი ნაპოლეონ III (ლუი-ნაპოლონი). მათ შემდეგ რესპუბლიკური მმართველობისას, მაგალითად, 1880-90 წლებში, გათამაშებულ იქნა უდიდესი ფინანსური აფიორა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ქვეყნის მთავრობის წევრები, ცნობილი პარლამენტარები, გაზეთებისა და ჟურნალების გამომცემლები და რედაქტორები. საქმე შეხება იმას, რომ იმ დროს წამოაყენეს პანამის არხის გაყვანის პროექტი, რომელსაც აქტიურ პროპაგანდას უწვდნენ ზემოთ ჩამოთვლილი პირები და რომელშიც სფრანგეთის მოსახლეობას ჩაადებინეს 1,5 მილიარდი ფრანკი, ხოლო შემდეგ კი მთელი ეს ფული სადღაც გაქრა. ამის გამო სხვებთან ერთად პასუხისმგებლობაში მისცეს ინჟენერი ეიფელიც. ესეც რესპუბლიკური დემოკრატიის სიამეები. ახლა ისევ ჩვენს სატკივარს დავუბრუნდეთ.

ამაზე დამატებით, არავისთვის საიდუმლო უკვე აღარ არის, რომ სადამ ჰუსეინის დიქტატურის დამხობაც ისეთივე სიყალბე იყო, როგორც ერაყული მასობრივი დაზიანების იარაღის შექმნის აღკვეთა, რომ ამერიკელებმა ერაყი დაიპყრეს, არც თუ უმნიშვნელოდ, ამ ქვეყნის ნავთობის მოპოვების დაპატრონების მიზნით. ახლა ამერიკელების მიერ დაპყრობილ „დემოკრატიულ“ ერაყში დამპყრობლების გვერდიგვერდ ერაყის ძირძველ მოსახლეობას იარაღით ხელში „ჭკუას ასწავლიან“ და ოკუპანტების მორჩილებაში ამყოფებენ ქართველი „დამრიგებლებიც“ და ამით თავიც კი მოაქვთ, აქაოდა ცივილიზებულ სამყაროში ვიმკვიდრებთ ადგილსო. XIX საუკუნის ქართველი პოეტის გულიდან ამოსული კვნესა კი ავიწყდებათ – „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“.

ახლა რასაც ვიტყვი, შესაძლოა ბევრისთვის მეტად მტკივნეული იყოს, რადგან მათ დაღუპულ და დასახიჩრებულ ახლობლებზე იქნება ნათქვამი; ჩვენც ასევე გვტკივა, და ამიტომ აგერ უკვე 1999 წლის გაზაფხულიდან ვეუბნებოდით ჩვენს ხელისუფლებასა და შეძლებისდაგვარად ვაქვეყნებდით ქართულ პრესაშიც, რომ აშშ და მთლიანად ატლანტიკური დასავლეთი გვატყუებს საქართველოს შიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეში, რომ მიუხედავად მრავალი ქართული და უცხოური განცხადებისა, რომ ამერიკელები ქართველებს აკეთებინებენ ქვეყნის თავდაცვის უნარის მქონე შეიარაღებული ძალებსო, ეს ტყუილია და სულაც არ შეესაბამება 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის პარამეტრებსაც კი, თავდაცვით საკმარისობაზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც უკანასკნელი დღეების მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა კიდეც; მაგრამ სატკივარი მაინც უნდა ითქვას: ქართული ჯარების მიერ ცხინვალის რეგიონში შეტევითი მოქმედებების წარმობისას წინა ეშელონებში მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგნი ჯარები თავიანთი სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებით და ერაყში ნამსახურები ქართული სახმელეთო ჯარების ნაწილები ავიაციის მხარდაჭერით. მათ წარმატებული მოქმედებები აწარმოეს ოსი და ჩრდილოკავკასიელი მოხალისების წინააღმდეგ, რაზეც დიდი გავლენა იქონია ამერიკელი და სხვა ქვეყნების ინსტრუქტორების მიერ მათმა მომზადებამ, მაგრამ დამარცხდნენ რუსეთის ფედერაციის მოტომსროლელ ნაწილებთან ბრძოლებში, რომლებსც თავიანთ შემადგენლობაში გააჩნდათ სატანკო, მოტომსროლელი და საარტილერიო ქვედანაყოფები, მათ ასევე მხარს უჭერდნენ საველე არტილერიის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (ჩვენში ცნობილი „გრადები“), საარმიო ავიაციის დამრტყმელი ვერტმფრნები და ტაქტიკური ავიაციის მოიერიშე და ბომბდამშნი თვითმფრინავები. აქ რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის რიცხობრივ უპირატესობაში კი არ არის მთავარი საკითხი, არამედ რუსული ჯარების ჯავშანსატანკო ტექნიკით, საველე არტილერიით, საარმიო და ტაქტიკური ავიაციით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გაჯერებულობაში. სწორედ ამას ვამბობდით წლების მანძილზე, მოგვყავდა სწორედ იმ ქვეყნების სამხედრო მშენებლობის მაგალითები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება და მთელი დანარჩენი პროამერიკული სპექტრი დიდი ნდობითა და პატივისცემით ეკიდებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელთ ამ ქვეყნების სამხედრო მშენებლობის გამოცდილების რეალურად შესწავლის ნაცვლად ერჩივნათ მათი რეკომენდაციები და მათგან მიღებული ფულები, როგორც წესი, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის საზიანოდ. და ეს ტრაგიკული შედეგიც მივიღეთ, მაგრამ რატომღაც, ქართული საზოგადოება, იმის ნაცვლად, რომ პასუხი მოსთხოვოს როგორც ჩვენს ხელისუფლებას, ისე ცრუპენტელა და ვერაგ ამერიკელ დიპლომატებს, მოხელეებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს, ისევ „ამერიკა, ამერიკას“ ძახილით იმედოვნებს გასაჭირიდან თავის დაღწევას, სინამდვილეში კი უფრო მეტ გასაჭირსა და უბედურებაში ეხვევა.

ახლა ისევ იმ გულსატკენ სათქმელს დავუბრუნდეთ. საქართველოს მიწისზედა ჯარების შემადგენლობაში, როგორც ვთქვით, წინა რიგებში მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები და სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ნაწილები. მათვე, როგორც ვიცით, შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსული არმიის რეგულარულ ნაწილებს. როგორც ამბობენ, ერთ რუს გენერალს უთქვამს კიდეც, თქვენებს უკან არ დაუხევიათ და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენო. სახელი და დიდება მათ ამისთვის. მაგრამ განა ისინი სწორედ ის აირწინაღებით, დამცავი კოსტუმებით, ჩაჩქნებითა და ფარებით ეკიპირებული შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეები არ იყვნენ, რომლებიც მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს არბევდნენ თბილისსა და სხვა ქალაქებში, აფხაზეთიდან დევნილებსა და გარემოვაჭრეებს ერეკებოდნენ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც გორში თუ ხაშურში ხელისუფლებისგან გამდგარ ყოფილ მათ თანამოაზრეებს სახლებში უვარდებოდნენ და ეუბნებოდნენ – თქვენს თვალწინ აქვე თქვენსავე ცოლ-შვილს გაგიუპატიურებთ, თუკი საკრებულოს მანდატებს უკან არ აიღებთო. რაც შეეხება ერაყში ნამსახურებ ჩვენს ჯარებს, მათ შესახებ უკვე ზემოთ ვისაუბრე, ანუ იმ ბოროტების შესახებ, რასაც ისინი უკეთებენ ერაყის მოსახლეობას, მიუხედავად კეთილი მოქმედების ცალკეული გამოვლინებებისა. ამრიგად, ბოროტება დაუსჯელი არ რჩება, ხოლო ასეთი განსაცდელი და უბედურება ალბათ ცოდვებისაგან მათი განსაწმენდელი იქნებოდა, რათა მათი სულები სამარადისოდ უფალთან ასულიყვნენ ნეტარებაში და არა ეშმაკთან ჩასულიყვნენ სატანჯველში. და რატომ დაიტეხეს მათ ასეთი განსაცდელი თავზე? რატომ თანხმდებოდნენ ასეთი დანაშაულებრივი და არაადამიანური ბრძანებების შესრულებაზე? ან რატომ აწყობდნენ სპეციალურად საქმეებს, რათა ერაყში ან კოსოვოში წასულიყვნენ და იქ დამატებითი გასამრჯელოს მისაღებად უსამართლო ოპერაციებში მოეღოთ მონაწილეობა?

მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ფიზიკურად სერიოზულად არ დაზარალებულან ისინი, ვინც იძლეოდნენ და იძლევიან ასეთ უსამართლო და არაადამიანურ ბრძანებებს, ან კიდევ თავს იწონებენ ამერიკულ სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობით, აქაოდა, „მეც ნახირ-ნახირაო“. მაგრამ როგორც იმ ბიჭებს არ უნდოდათ ნაადრევი სიკვდილი, სამწუხაროდ კი მოუწიათ, ამიტომ ამ ბრძანებებისა და მითითებების გამცემებმაც უნდა იცოდნენ, რომ ღვთის სამსჯავროს ვერც ისინი ვერსად გაექცევიან. ხოლო ამ სამსჯავროს შემსუბუქებისთვის სინანულისა და ბოროტი საქმისგან გარიდების ნება და განხორციელება კი მათ ხელშია.

ცხინვალის რეგიონში რუსები თავიანთ სამხედრო ჩარევას ხსნიან და ამართლებენ, სხვათა შორის, აქ მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობით. ჩვენ ეს არ მოგვწონს, და გერმანელი მიმომხილველებიც რადიოსადგურ „დიოჩე ველედან“ ამას სართაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ. მაგრამ ეს დებულება უკვე დიდი ხანია ჩაწერილია აშშ-ის სამხედრო სტრატეგიაში და პენტაგონი ყოვლთვის მიმართავს ხოლმე მსგავს აქციებს, როცა კი საჭიროდ დაინახავს და არც სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან თხოულობს შესაბამის ნებართვას. რუსებმა აქაც გააკეთეს ის, რაც ჩვეულებრივ გამოიყენება ამერიკულ პრაქტიკაში.

ამერიკელები ასევე საყვედურობენ რუსეთის ხელმძღვანელობას სააკაშვილის ხელისუფლების დამხობის სურვილის გამო. მაგრამ თავად აშშ-ის საზღვაო ქვეით ჯარს, რომელსაც 90-იან წლებში გატარებული შეიარაღებული ძალების მასშტაბური შემცირებები პრაქტიკულად არ შეხებია, ისევე როგორც საავიამზიდო ძალებს, და რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც 2000 წელსაც მოითვლებოდა ოთხი საექსპედიციო დივიზია, თითოეული 50 ათასი ადამიანის პირადი შემადგენლობით, არაერთხელ მიუმართავს ლათინური ამერიკისა და სხვა რეგიონების ქვეყნებში შეჭრისთვის იქ არსებული არასასურველი რეჟიმების შესაცვლელად. ამაში ასევე აქტიურად მონაწილეობს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 1950- და 1970-იან წლებში აქტიურად მსჯელობდნენ ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში ე. წ. „სახანძრო რაზმების“ შექმნის აუცილბლობის შესახებ, რომლებსაც უნდა დაკისრებოდათ ახლო აღმოსავლეთში მსგავსი ამოცანების შესრულება, მათ შორის აშშ-თვის არასასურველი ადგილობრივი ხელისუფლებების დამხობისაც. 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ შეიარაღებულ ძალებში მართლაც შეიქმნა გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა (შტაბი ავიაბაზა მაკ-დილზე, ფლორიდის შტატი), რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა ე. წ. „სწრაფი გაშლის ძალების“ ჩამოყალიბების, განვითარებისა და გამოყენებისთვის. ამ ძალების სახმელეთო კომპონენტის საფუძველს იმთავითვე შეადგენდნენ აშშ არმიის ცნობილი 82-ე საჰაერო-სადესანტო და 101-ე საჰაერო-საიერიში დივიზიები; ისე კი მის შემადგენლობაში 80-იან წლებში შედიოდა სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების 300 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. სწორედ გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელობა ატარებდა საომარ ოპერაციებს ერაყში როგორც 90-იანი წლების დასაწყისში, ისე 2000-იანი წლებისაც.

გარდა ამისა, ჩვენს ჟურნალში წინა თვეებში გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკვე ვისაუბრეთ უფრო დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ დაამხეს აშშ ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელობით ჩილეში სალვატორე ალიენდეს მთავრობა, რომელიც უდიდესი წინააღმდეგობის პირობებში ჩილეს მოსახლეობამ ორჯერ აირჩია უმრავლსობით ქვეყნის პარლამენტში, ხოლო პარლამენტმა განსხვავებული პარტიების კოალიციური შეთანხმების საფუძველზე – ჩილეს პრეზიდენტად. და იქ არ იყო ლაპარაკი ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე. ასვე ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ დაიწყო 1979 წლის ზაფხულში აშშ-ის ცენტრალურმა დაზვერვამ ავღანეთის რევოლუციური პროსაბჭოური ხელისუფლების დასამხობად საიდუმლო ოპერაციები ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის მრჩევლების, ფულებისა და შიარაღების გაგზავნით, ხოლო მოჯაჰედების შემდგომი დაფინანსებისთვის ფართოდ იყენებდა ავღანური ნარკოტიკებით ვაჭრობას, მათ შორის საკუთარ ქვეყანაშიც. ამით ამერიკულმა ადმინისტრაციამ წააქეზა სსრკ-ის ხელმძღვანელობა იმავე წლის ბოლოს (დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ) ავღანეთში თავისი რეგულარული ჯარების შესაყვანად, რაც გადაიზარდა მრავალწლიან სისხლისმღვრელ ომში, ნარკოტიკების უფრო დიდი მასშტაბით გავრცელებასა და მანამდე მინავლებული ისლამური მებრძოლი ფუნდამენტალიზმის ახალი ძალით აღორძინებაში. აშშ ცენტრალური დაზვერვის მიერ ავღანეთში ხელისუფლების დამხობის მიზნით საიდუმლო ოპერაციების საბჭოთა სამხედრო ჩარევამდე ნახევარი წლით ადრე დაწყების თაობაზე თავის მემუარებში 90-იან წლებში დაწერა აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაშინდელმა დირეტორმა რობერტ გეიტსმა, რომელიც ამჟამად არის პენტაგონის შეფი (თავდაცვის მინისტრი), ხოლო ფრანგულ ჟურნალ „ნუველ ობსერვატერისთვის“ 1998 წელს მიცემულ ინტერვიუში კი დაადასტურა პრეზიდენტ კარტერის მაშინდელმა თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. და ასეთი „ბაგაჟის“ მქონე სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლები „განცვიფრებული“ არიან რუსების სურვილით დაამხონ საქართველოში სააკაშვილისა და მისი ანტიეროვნული (ანტინაციონალური) თანამოაზრეების ხელისუფლბა. მოდი და ნუ გაგეცინება. აქ გვახსენდება დათვის ცნობილი ფრაზა სპექტაკლიდან ჭინჭრაქა: „რა ტკბილია შენ რომ ჭამ, და რა მწარეა შენ რომ გჭამენო“.

უკანასკნელ ხანს, ეტყობა რომ დინახეს თავიანთ მსჯელობებში აშკარა წინააღმდეგობები, და ამერიკელი ხელისუფალნი, თუკი მანამდე გაიძახოდნენ, როგორ შეიძლება, რომ XXI საუკუნეში სხვა სახელმწიფოში შეიჭრაო, როდესაც თავიანთი ავკაცობანი შეახსენეს, უკვე ცოტა სხვანაირად ალაპარაკდნენ – როგორ შეიძლება, XXI საუკუნეში ევროკავშირის წევრი ერთი სახელმწიფო იმავე კავშირის წევრ მეორე სახელმწიფოში შეიჭრასო. თითქოს რაკი ერაყი, ავღანეთი და ირანი ევროკავშირის წევრები არ არიან, ამიტომ იქ შეჭრა შესაძლებელი იყოს.

ამერიკელთა შესახებ ლაპარაკს რომ მოვრჩეთ, შევეხოთ მათ მიერ „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამით მომზადებული ქართული ჯარების რეალურ შესაძლებლობებს. ჩვენ ჯერ კიდვ 1999–2000 წლებში აქტიურად ვაქვეყნებდით გაზეთ ძირითადად „საქართველოში“ წერილებს, რომლებშიც ვასაბუთებდით, რომ ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების: ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის, აგრეთვე ნატო-ს ბლოკის წევრი იმ ქვეყნების გმოცდილებით, რომლებიც ე. წ. „ცხელ რაიონებში“ იმყოფებოდნენ (ნორვეგია, საბერძნეთი), მცირე სახელმწიფოს სამხედრო მშენებლობა ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს ისე უნდა იყოს ორგანიზებული და წარმართული, რომ ომის გაჩაღებისას ან კრიზისულ სიტუაციებში მას შეეძლოს შეიარაღებულ ძალებში თავისი მოსახლეობის 10 %-სა და მეტის მობილიზება (5-მილიონიანი ქვეყნისთვის ეს შესაძლოა იყოს 500–550 ათასი ადამიანი), რომელიც მის ტერიტორიაზე გაშლილი უკვე დიდი ძალა იქნება. მაგრამ ასეთ მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ძალებს სჭირდება შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. ქვემოთ ცხრილში, იმავე ლონდონურ წყაროზე დაყრდნობით, ნაჩვენებია ამ სახელმწიფოთა, აგრეთვე ისრაელის მოსახლეობის, საომარი დროისთვის დაგეგმილი შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების მონაცემები 1991 წლის შუახანებისთვის (სანამდე ცენტრალურ ევროპაში დაიწყებოდა შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირებები).

მოსახლეობა და შეიარაღებული . ნორვე- . საბერძ- . ფინეთი შვეიცა- . შვედეთი 
ძალები, ძირითადი შეიარაღება . . . გია . . . . . ნეთი . . . . . . . . . . . . რია . . . . . . . . . . . 

მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . . . . 4207800 . 10174400 . 5023200 . 6503800 . 8340200
რეგულარული შეიარაღებული
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . .32700 . . . 158500 . . . 31800 . . . . * . . . . . . .63000
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . . . 358000 . . . .406000 . .500000 . . 625000 . . .709000
(მოსახლეობის რიცხვის %) . . . . . . . (8,5%) . . . .(5,6%) . . .(10%) . . . (9,6%) . . .(9,3%)
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . 211 . . . . . 1897 . . . . . 120 . . . . . 870 . . . . . .785
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 203 . . . . . .2289 . . . . . 573 . . . . 1350 . . . . . 800
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 527 . . . . . .1908 . . . . 1660+ . . . 1400 . . . . .1520
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . .20
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . 94 . . . . . . .448 . . . . . .118 . . . . . 289 . . . . . 470
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11 . . . . . . . .10 . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . .12 წყალზედა მსხვილი საბრძოლო
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .5 . . . . . . . . 18 . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . – . .
სარაკეტო და საპატრულო
კატარღები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 35 . . . . . . . . 36 . . . . . . 22 . . . . . – . . . . . . . . 42 

შენიშვნა: საბერძნეთისა და შვედეთის მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული შედარებით მაღალი რიცხოვნების გამო პროცენტული მაჩვენებელი გამოვიყვანეთ რეზერვებისა და ამ რეგულარული ჯარების რიცხვის შეკრებით. ე. ი. % აქ წარმოადგენს არა საკუთრივ რეზერვების, არამედ საომარი დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნების პროცენტულ თანაფარდობა მოსახლეობის რიცხოვნებასთან.

ამ ფონზე 1990 და 1992 წლებში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით, პარიზსა და ტაშკენტში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალით, საქართველოს შეუძლია თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა. როგორც ვხედავთ, ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვის უზრუნველყოფის ამოცანის შესრულებას. ანუ ჩვენ უკვე ასეთი მცირე კვოტებით საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ თავიდანვე განწირული ვართ თავდაცვის უუნაროებად ყოფნისთვის. მიუხედავად პირადად ჩვენი არაერთი წინადადებისა, საქართველოს ხელისუფლებას არც მაშინ და არც დღეს არ სურს ამ კვოტების გაზრდის თაობაზე საკითხის დაყენება ეუთოს ხელმძღვანელობის წინაშე, რადგანაც ეს არ სურს აშშ-ის ხელისუფლებას (და ეს არის დამოუკიდებლობა ამერიკულად).

ასეთ პირობებში „წვრთნისა და აღჭურვის“ ამერიკული პროგრამა ვერანაირად ვერ შეძლებდა ქვეყნის თავდაცვის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების შექმნას საქართველოსთვის, და მიუხედავად არაერთი დამაიმედებელი და ომახიანი განცხადებისა, როგორც ქართველი, ისე ამერიკელი მოხელეებისა და სამხედრო სპციალისტების მხრიდან, რეალურმა საქმემ დაგვანახა, რომ ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა ქართულმა ჯარებმა წარმატებით იბრძოლეს ოსი და რუსეთიდან შემოსული მოხალისეების წინააღმდეგ, მაგრამ უძლურნი აღმოჩნდნენ რუსული არმიის რეგულარულ ნაწილებთან და შენაერთებთან ბრძოლაში. და დიდი ზარალიც განიცადეს. 

ასეთივე შედეგი იქნებოდა თურქეთის რეგულარული არმიის ნაწილებთან და შენაერთებთან ბრძოლების შემთხვევაშიც. ვინაიდან საკუთარი თავდაცვისთვის რეალურად მზრუნველი ქვეყნების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები კარგად არიან დაკომპლექტებული და გაჯერებული ჯავშანსატანკო ტექნიკით, საველე არტილერიით, საარმიო ავიაციის თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, სადაზვერვო, რადიოელექტრონული ბრძოლის, ბირთვული-ქიმიური-ბიოლოგიური დაცვის, მომარაგების, მომსახურებისა და რემონტის, აგრეთვე მედიკურ-სანიტარული და სხვა საშუალებებით. მხოლოდ ასეთ პირობებში იქცევა ახლანდელ დროში სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად, ასევე სამოქალაქო თავდაცვის ძალებთან ურთიერთმოქმედებით, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის ეფექტურ საშუალებად.

ასეთ პირობებში ჩვენი ხელისუფლების მიერ ფართოდ რეკლამირებული 100 ათას კაციანი რეზერვიც ისეთივე ბლეფია, რაც მისი ბევრი სხვა ინიციატივაც. თუ არ იქნება სათანადო რაოდენობის ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე არტილერია, საარმიო და ტაქტიკური ავიაცია, რაზედაც ჩვენ უფლება არა გვაქვს, მაშინ მხოლოდ ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარსატყორცნებით შეიარაღებული 100 ათასი მებრძოლი უსუსური აღმოჩნდება თუნდაც ერთი ამერიკული მექანიზებული ქვეითი დივიზის წინააღმდეგ, რომელიც 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დამტკიცებული შტატით მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 17 ათასამდე ადამიანს, 290 საბრძოლო ტანკს, 800-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანას, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანასა და ჯავშანტრანსპორტერს, 141 საველე არტილერიის ქვემეხს, ნაღმსატყორცნსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 50-მდე დამრტყმელ ვერტმფრენს, რომელთა აღჭურვაც შესაძლებელია როგორც უმართავი საავიაციო რაკეტების (ცოცხალი ძალის წინააღმდეგ), ისე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ჯავშანსატანკო ტექნიკისა და სხვა მცირეზომიანი დაცული ობიექტების წინააღმდეგ) გასაშვები დანადგარებით. ცხადია, რომ ასეთი შეიარაღების მქონე 17 ათასკაციანი შენაერთი სულ ადვილად გაუსწორდება გაშლილ ადგილას 100 ათას მსუბუქად შეიარაღებულ ფეხოსანს, რაც მოხდა კიდეც სულ ახლახანს ცხინვალის რეგიონში.

და მეტად გასაკვირია, რომ ამდენი ტყუილების შემდეგ, რაც ქართველი ახალგაზრდების დაღუპვად, ორი მნიშვნელოვანი რეგიონის დაკარგვად (იმედია დროებით დაკარგვად) და იქაურ მაცხოვრებელთა – მკვიდრი აფხაზებისა და ჩამოსახლებული ოსების კიდევ უფრო მეტად გადამტერებად, აგრეთვე ცხინვალის რეგიონისა და მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებელი ძირძველი ქართული მოსახლეობის აყრა-აწიოკებად დაგვიჯდა, ერთი ნაწილი ქართველებისა ასე აღტაცებით ეგებება ამერიკელებს და მათზე ამყარებს რაღაც სასიკეთო იმედებს. ამაზრზენია, რომ ამ განწყობას ხალხში ნერგავენ როგორც ხელიუფლება, ისე მისი, ასე ვთქვათ, ოპოზიციაც, და ისინი კიდევ უსირცხვილოდ და უტიფრად გამოდიან ამერიკელთა მეხოტბეებად.

რაც შეხება რუსეთს, ატლანტიკურ დასავლეთსა და, კიდევ უფრო მეტი გაშმაგებით, ამ პროამერიკულ ქართულ ძალებს სურთ საქმე ისე წარმოადგინონ, თითქოს რუსეთს მხოლოდ თავისი იმპერიული ამბიციების, ან უბრალო ყოყოჩობის ან კიდევ ბოღმის გამო არ სურს საქართველოს გაშვება. მაგრამ საქმე ასე სულაც არ არის. ამიერკავკასიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თუკი მყარად ჩაჯდებიან ამერიკელები და მათი ნატო-ელი მოკავშირეები, მაშინ აქ ისინი სამხედრო ბაზებთან ერთად აქ განალაგებენ ფსიქოლოგიური ოპერაციების ძალებს, სადაზვერვო და პროპაგანდის საშუალებებს და სისტემატიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას დაიწყებენ ჩრდილო კავკასიის ხალხებში რუსეთის წინააღმდეგ, რასაც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის ივლისში მფარველობის შესახებ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროიდან აწარმოებდნენ ბრიტანეთისა და ოსმალეთის იმპერიები შეიხ მანსურის, ყაზი მოლასა და შამილის მებრძოლი მუსლიმანური მოძრაობის აგორებით, რომელიც თითქმის 1860 წლამდე გაგრძელდა. 

შემდეგ ატლანტიკური დასავლეთის საჯარისო შენაერთები, ჩრდილო-კავკასიაში არეულობების გაფართოების კვალდაკვალ, უშიშრად გადავლენ იმ მხარში და ძალების გარკვეული დაგროვების მერე შეძლებენ აქტიური შეტევითი მოქმედებების წარმოებას რუსეთის ევროპული ტერიტორიის დაპყრობისა და დამორჩილების მიზნით; შემდგომ ეტაპზე შესაძლებლი იქნება უკვე რუსეთის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის დაპყრობაც იქ არსებული სასარგებლო წიაღისეულის უმდიდრესი საბადოების ხელში ჩაგდების მიზნით. ეს კი რუსული სახელმწიფოსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, და არა უბრალოდ პატივმოყვარეობისა. სწორედ ამიტომ იბრძვის რუსეთის არმია ასეთი თავგამოდებით საქართველოში. სწორედ ამიტომ გვაყენებს ასეთ ზარალს, და განსაკუთრებით ამერიკულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობის კვალის წაშლას ეშურება, რადგან ჩვენ თავად ვერთვებით დასავლეთისა და, განსაკუთრებით აშშ-ის, მმართველი წრეების ანტირუსულ გეგმებში, რომლებიც მიზნად უნდა ისახავდეს შეიარაღებული აგრესიის მეშვეობით რუსეთის სახელმწიფოს დაპყრობას, დაშლა-დანაწევრებას, მისი ბუნებრივი წიაღისეულისა და სხვა რესურსების დაუფლებასა და დაქუცმაცებული რუსული ერთეულების თავის ნებაზე მართვა-გადაკეთებას. ხოლო თუკი ჩვენვე თავად ვერთვებით ატლანტიკური დასავლეთის მმართველი წრეების ასეთ საშინელ გეგმებში, მაშინ ნურც რუსებისგან ნუღარ მოველით დანდობას. ჩვენი ბედი მნიშვნელოვანწილად ისევ ჩვენს ხელშია, და რასაც დავთესთ, იმასვე მოვიმკით.

განა დღესდღეობით დედამიწაზე რომ იყოს აშშ-ზე გადამტერებული მისივე ფარდი ძალის მქონე სახელმწიფო ან სახელმწიფოთა კოალიცია, და ამ სახელმწიფომ (კოალიციამ) რომ დაიწყოს შეერთებული შტატების საზღვრებთან კანადაში, მექსიკაში ან კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში თავისი სამხედრო ბაზების მშენებლობა და იქ ჯარების განლაგება, პენტაგონი არ შეეცდება ძალის გამოყენებას მტრის (გნებავთ, პოტენციური მოწინააღმდეგის) ამ მცდელობების აღსაკვეთად? გვახსენდება 1961 წელს განვითარებული ე. წ. კარიბის კრიზისი, რომელიც დაიწყო ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ საბჭოთა კავშირის მიერ კუბის ტერიტორიაზე თავისი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების განლაგებისთვის სარაკეტო სასტარტო მოედნის მშენებლობის აღმოჩენა-გამოაშკარავებით. და მიუხედავად იმისა, რომ თავად აშშ-ის სამხედრო უწყებას საბჭოთა კავშირის მახლობლად თურქეთის ტერიტორიაზე უკვე ჰქონდა განლაგებული „იუპიტერის“ ტიპის დაახლოებით ანალოგური რაკეტები, აშშ-ის პრეზიდენტი ჯ. კენედი საშინლად აღშფოთდა მოსკოვის ამ ნაბიჯის გამო და სრულმასშტაბიანი სარაკეტო-ბირთვული ომის მუქარით მოსთხოვა ნ. ს. ხრუშჩოვს აღნიშნული სასტარტო პოზიციების დემონტაჟის საჩქაროდ დაწყება. ამავე დროს ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციაც ჰაერში იქნა აყვანილი საბჭოთა კავშირის ბირთვული დაბომბვის განხორციელების ბრძანებით. მალევე აშშ-ისა და სსრკ-ის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ კუბაზე შეწყდებოდა საბჭოთა სარაკეტო პოზიციების მშენებლობა, ხოლო ამერიკელები რამდენიმე თვის განმავლობაში მოახდენდნენ თავიანთი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების გატანას თურქეთიდან. ანუ, აშშ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მზად იყო მსოფლიო ომის გასაჩაღებლად, როდესაც მის ტერიტორიას დაემუქრა რეალური სამხედრო საფრთხე. მაშინ რატომ უკვირს ამერიკას და რატომ უკვირთ პროამერიკულ ქართულ წრეებს რუსეთის ხელმძღვანელობის ანალოგიური რეაქცია?

და ბოლოს, ჩვენში რუსებს დღეს ოკუპანტებს უწოდებენ, და თავად რუსებიც აცხადებენ, რომ მოახდინეს ინტერვენცია (ანუ შემოჭრა) საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, არ არის კარგი; მაგრამ განა კი მანამდე ტკბილი და საამური იყო ჩვენი ცხოვრება? განა მართლა დემოკრატია ან სულაც ადამიანის პატივისცემა ყვაოდა ჩვენში? განა არ შეიძლებოდა, რომ ამ წერილში გამოქვეყნებული პრობლემები უფრო ფართო მსჯელობის საგანი გამხდარიყო, და არ დარჩენილიყო ერთი-ორი გაზეთის ანაბარა? განა ექიმი ის არის, ვისაც თეთრი ხალათი აცვია? სრულებითაც არა; ექიმი არის ის, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. თეთრი ხალათი აქ მხოლოდ პირადი ჰიგიენის საშუალებაა. ასევე, განა ამომრჩეველი ის არის, ვისაც საარჩევნო ბიულეტენი უჭირავს ხელში? სრულებითაც არა; ამომრჩეველი არის ის, ვისაც სათანადო ცოდნა გააჩნია ქვეყნის ცხოვრების ეკონომიკურ, ფინანსურ, თავდაცვის, დიპლომატიის, სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების, აღზრდისა და სხვა საკითხებში. და არჩევანი უნდა კეთდებოდეს ამ ვრცელ ცოდნაზე დაყრდნობით. საარჩევნო ბიულეტნი კი აქ მხოლოდ საშუალებაა კონკრეტული არჩევანის გასაკეთებლად. და განა ჩვენს საზოგადოებაში არის ასეთი ცოდნა, ან კიდევ განა ვინმე სერიოზულად ზრუნავს მის შემოსატანად? სრულებითაც არა; ნათელი და მკაფიო ხედვის ნაცვლად არის მხოლოდ მღვრიე წყალი და თითქმის ყველა ცდილობს ამ მღვრიე წყალში თევზების ჭერას. და ამ ფონზე რატომღაც დემოკრატიად აცხადებენ სქესობრივი აღვირახსნილობის, სქესობრივი დამახინჯებების, სისხლიანი ძალადობის, ნარკოტიკებით დაბანგულობისა და ანტინარკოტიკული ბრძოლის ამსახველი საზიზღრობებით საზოგადოების უზომოდ დატვირთვა-დამახინჯებას, თავაშვებულობისა და ღვთისმებრძოლეობის პროპაგანდას და ა. შ. და განა ეს ყოველივე ქართველმა ერმა, საქრთველოში მცხოვრებმა სომხებმა, თათრებმა, ებრაელებმა, რუსებმა, ბერძნებმა, ოსებმა, აფხაზებმა და სხვა ეროვნებათა შვილებმა, როგორც წესი, ტრადიციული შეგნების მქონე ადამიანებმა თავიანთი ნებით აირჩიეს, განა კი 80-იან წლებში ჩვენ მიტინგებზე იმიტომ დავდიოდით და დამოუკიდებლობას იმიტომ ვესწრაფოდით, რომ ტელევიზიით სოდომურ-გომორული სანახაობების ყურება გვინდოდა? განა უნივრსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები იმიტომ ათენებდნენ ღამეებს სააქტო დარბაზში ან უმაღლესი სასწავლებლის ეზოში, რომ უძილობა სჭირდათ? განა ჩვენი ნებით შგვქონდა სკოლებში მე-3 და მე-4 კლასების ბავშვებისთვის სქესობრივი აღზრდის „სახელმძღვანელოები“, რომელთა ცალკეული ნაწილების წაკითხვაც ზრდასრულ დეიდებსა და ბიძიებსაც უჭირდათ და ესირცხვებოდათ სატელევიზიო გადაცემაში „ტაბუ“, რომელიც ამ საკითხისადმი იყო მიძღვნილი? განა ჩვენს სახლისუფლებო სტრუქტურებში არ ისმოდა ხშირად დაახლოებით ასეთი ფრაზები: ამას ვერ გავაკეთებთ, მსოფლიო ბანკს ეწყინება; ამას ვერ ვიზამთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაგვინაწყენდება; ამაზე ნუ ვიტყვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არ მოეწონებათ; ამის გამო კი კონგრესში გაგვინაწყენდებიან; ეს ნატო-ში არ მოეწონებათ; ეს ევროსაბჭოს ვერ დააკმაყოფილებს; ის კი ეუთო-ს არ ესიამოვნება და ა. შ. და ამას ვიღაცეები დამოუკიდებლობას ეძახიან? ეს თუ დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა, მაშინ შარაგზის კახპობა რაღა არის?

არა ბატონებო და, სამწუხაროდ, ქალბატონებოც. ჩვენ არც აქამდე ვყოფილვართ დამოუკიდებელნი და თავისუფალნი. და თუმცა კი უცხო და უზნეო ძალას არ დასჭირვებია საქართველოში თავისი საჯარისო შენაერთების ჩაყენება, ის მაინც უომრად, ფულით, ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოსყიდვით აღწევდა იმას, რასაც ჩველებრივ ომით აღწევენ ხოლმე. რუსებმა ეს კარგად იციან, და ამიტომ მათ ვერ ექნებათ პატივისცემა ასეთი ადამიანების მხრიდან ოკუპაციასა და ანექსიაზე ლაპარაკის მიმართ, და მართალნიც იქნებიან. ამ ადამიანების აღვირახსნილი პროამერიკული ვაკხანალიის გამო კი ზარალდება უბრალო ქართველი გლეხკაცი, მისი ალალი და თავმდაბალი ცხოვრება. არ შეიძლება ამასთან ასეთი თამაში, და ამ მოთამაშეებს კი უნდა ახსოვდეთ, რომ სადაც გლეხკაცს არ შეუძლია შურისძიება, იქ თავად ღმერთი იძიებს შურს და ღმერთის შურისძიება კი საშინელი იქნება. ღმერთმა მისცეს გონიერება, სინდისი და გულისხმიერება ჩვენს ხელისუფლებას და ყველა იმათ, ვინც ასეთ დღეში ჩააგდეს ჩვენი სამშობლო.

ირაკლი ხართიშვილი 

P. S. ეს ნაშრომი უკვე დასრულებული გვქონდა, როდესაც შევიტყვეთ რუსული ჯარების წაყრუებით ოსებისა და სხვა მოხალისეების მიერ ქართველი ტყვეებისა და ქართული მოსახლეობისადმი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რაც მანამდე ისე სრულად არ ვიცოდით, რადგანაც ქართველი ჩინოვნიკების უაზრო ბაქიბუქისა და ცრუპენტელობის, აგრეთვე ქართული ტელევიზიის მიერ ინფორმაციის ტენდენციურდ მოწოდების გამო, ძირითადად რადიოში მოკლე ინფორმაციასა და ფრანგული რადიოსადგურის, აგრეთვე „დოიჩე ველეს“ რუსულენოვან გადაცემებს ვუსმენდით. იქ კი ამის შესახებ დაწვრილებით არ იყო საუბარი. თუკი ამის გამო გვისაყვედურებენ, მაშინ ჩვენც შეგიძლია შევაგებოთ საპასუხო საყვედური, რომ არ შეიძლება თუნდაც უდიდესი სამხედრო ტრადიციების მქონე გერმანული სახელმწიფოს ხელმძღვანელის გვერდით მჯდომი საქართველოს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე აცხადებდეს, რომ მას საკმარისი სამხედრო პოტენციალი გააჩნია რუსული არმიის შესაძლო შემოტევის შემთხვევაში თბილისის დასაცავად, და მხოლოდ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით თანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე. რომ მართლა წამოსულიყვნენ რუსული დივიზიები თბილისზე, მაშინ რაღას აპირებდა ამ სიტყვების განმცხადებელი? რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობაზე ძალადობას, ამას არანაირი გამართლება არ ექნება, და ამაში დამნაშავენი საკადრის სასჯელს მიიღებენ უფლისგან, ყველანი, თუკი არ შეინანეს და საქმითაც არ აჩვენეს სინანული. რუსეთს გვერდით ჰყავს ჩინეთის სახელმწიფო, და შესაძლოა მასზე ეს სასჯელი სწორედ იქიდან მოვიდეს. ხოლო ოსებს და აქაურ დამნაშავეებსაც თავისი მიეზღვებათ, ჩვენ კი უბრალოდ უნდა მოვეფეროთ ამ გაუბედურებულ და ტანჯულ ადამიანებს, ჩვენი და-ძმობა ვაჩვენოთ, გული გავუთბოთ და ხვალინდელი დღის იმედიანად შეხვედრაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. ვუსურვოთ ჩვენს ხალხს, ასევე რუსებსაც, რომ არა მხოლოდ სიტყვითა და მოსახლეობის შდარებით მოკრძალებილი რიცხვის ხარჯზე ვყოფილიყავით მართლმადიდებლები, ჭეშმარიტი ქრისტიანები, არამედ საქმითაც და რაც შეიძლება მრავალრიცხოვანიც. მაშინ უფრო მეტად ვიქნებით დაცულნი უფლის მიერ ყოველგვარი გნსაცდელებისგან.

ამ წერილში ძირითადად ვისაუბრეთ ამერიკული ადმინისტრაციის მანკიერ საგარო პოლიტიკაზე, და განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებით. ამას გვაიძულებდა ის გარემოება, რომ დღევანდელი საქართველოს ავ-კარგში სწორედ ამერიკულ პოლიტიკას აქვს ლომის წილი, ხოლო რუსეთს კი, უფრო სიტუაცების მიმყოლის, და არა წამყვანის, როლი გააჩნია. შემდგომში შევეცდებით ვისაუბროთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებაც, როგორც თანამედროვე ეტაპზე, ისე გასულ საუკუნეებშიც, და ამით გარკვეულწილად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ნათელი მოვფინოთ რიგ სადაო ან სულაც მივიწყებულ პრობლემებს.

გარდა ამისა, ჟურნალის რედაქციამ სექტემბრის ნომერში (№ 8) გამოაქვეყნა ერთი მოგონება მამა გაბრიელის ხილვის თაობაზე. წერილი იწყებოდა თავად მამა გაბრიელის სიტყვებით: „საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს. როცა იტყვიან მორჩა – მაშინ განათდება და გაბრწყინდება. ჩემი ჯვარი სრულიად საქართველო და ნახევარი რუსეთია“.

შემდეგ მოდიოდა ოთარ ნიკოლაიშვილის მოგონება: „როცა საპატრიარქოში ვმუშაობდი, მთავარმა ბუღალტერმა ვერიკო მაჩიტაძემ მთხოვა, წავსულიყავი მცხეთაში გაბრიელ ბერის სანახავად. მამა გაბრიელი უჩვეულოდ დაღონებული დაგვხვდა, მიზეზად კი აღნიშნული წინასწარმეტყველება (უფრო სწორად, ხილვა – ი. ხ.) მოგვიყვა.

„ორი დიდი ნაცრისფერი ფრინველი გარს უვლიდა მთელ თბილისს. სახლები იყო დანგრეული და დამწვარი, ხოლო ხოლო ადამიანები ნახშირივით მოხრუკულები. ეს არ იყო სიზმარი, არამედ ხედვა. ვილოცოთ ყველამ, რომ უფალმა შეგვიწყალოს და აგვაშოროს მძიმე განსაცდელი. ჩვენ ვიცით, როგორ დასწვა და დაანგრია უფალმა ცოდვებში მყოფი სოდომ-გომორი. ასევე ვიცით, თუ როგორ დაიფარა დასანგრევად გამეტებული ნინევია, რადგან ამ ქალაქის მაცხოვრებლებმა დაიჯერეს იონა წინასწარმეტყველის სიტყვები და შეინანეს თავიანთი ცოდვები.

ჩვენც შევინანოთ ჩვენი ცოდვები, რომ უფალმა აგვაშოროს მძიმე განსაცდელი“.


თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოსთან 

(გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის დეკემბრისა და 2009 წლის იანვარ–თებერვლის ნომრებში)

აგვისტოს სისხლიანი მოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე წამოადგენს შედეგს იმ გაჭიანურებული კონფლიქტური ვითარებისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ამ დაპირისპირებას გააჩნია როგორც ისტორიული შემადგენელი, ისე თანამედროვეც. ამჯერად რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს გვერდს ავუვლით, და შევეცდებით უფრო იმ საკითხების გაჟღერებას, რომლებიც ჩვენს თანამედროვე სატკივარს უდევს საფუძვლად, ან უშუალოდ შეეხება. თანაც ამ სატკივარს განვიხილავთ, ბუნებრივია, არა რუსეთის ოფიციოზთან დავის ან მისი პოზიციის მოწონების საფუძველზე, არამედ რუსული საზოგადოების მართლმადიდებელ-პატრიოტული ნაწილის გულისტკივილის გაჟღერებით ქართველი მკითხველის გასაგონად, რათა ამ კუთხითაც დაინახოს ჩვენმა მკითხველმა მთელი სიღრმე და სიმწვავე იმ პრობლემისა, რომელშიც სულ უფრო და უფრო მეტად ჩათრეული ხდებიან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ვნახოთ, რა სტკივა, რა აწუხებს რუსეთის მართლმადიდებელ საზოგადოებას, და ხომ არ შეგვეხება ეს სატკივარი ჩვენც? რუსეთთან მტრობით ხომ არ ვმტრობთ საკუთარ თავსაც და საკუთარ ეროვნულ ინტერესებსაც? ჩავწვდეთ იმას, თუ რა გვეშლება ამ ურთიერთმტრობაში ჩვენ, და რა ეშელება რუსეთის ხელისუფლებას, რუსულ საზოგადოებას.

2001 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოიცა გიორგი ემელიანენკოს წიგნი „რუსული აპოკალიფსისი და ისტორიის დასასრული“. მისი ავტორის შესახებ სწერია, რომ იგი არის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი. მისი ძირითადი სპეციალობაა: ცეფალოგენეზი, ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციური ასიმეტრიის განვითარება. სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ანთროპოლოგია და ფსიქოლოგია, ტვინის ენები, ფორმალური ენები, ფსიქოლინგვისტიკა, ფორმალური ლოგიკა, ინფორმატიკა, სემიოტიკა, სისტემური ანალიზი, ენთროპიული პროცესები ბიოლოგიურ და სოციალურ სისტემებში. უკანასკნელ ათ წელიწადში: სახარებისეული და წმინდა მამების სწავლება ადამიანის, ეკლესიისა და გადარჩენის (ცხონების) შესახებ“.

ავტორი რუსი ნაციონალისტია, ანუ საკუთარი სამშობლოს ტკივილით გულატკიებული ადამიანი, შესაძლოა მის ნათქვამში ერთი შეხედვით ბევრი რამე სადაოდ მოეჩვენოს ქართველ მკითხველს, მაგრამ ამჯერად გვინდა მხოლოდ მოვიყვანოთ ერთი ამონარიდი მისი წიგნიდან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ამონარიდს თ. მ. დოსტოევსკის „მწერლის დღიურიდან“. დოსტოევსკი წერს: „სულის ძირითადი საუნჯეები არ არის დამოკიდებული ეკონომიკურ ძალაზე. ჩვენი ღატაკი მოუწყობელი მიწა, თავისი უმაღლესი ფენის გარდა, სულ მთლიანად არის ისე, როგორც ერთი ადამიანი. მთელი ოთხმოცი მილიონი მისი მოსახლეობისა წარმოადგენს ისეთ სულიერ ერთიანობას, როგორიც, რა თქმა უნდა, ევროპაში არსად არ არის და არც შეიძლება იყოს. პირიქით, ევროპაში, ამ ევროპაში, სადაც დაგროვებულია ამდენი სიმდიდრე, ყველაფერს ძირი აქვს გამოთხრილი, და, შესაძლოა, ხვალვე ჩაიქცეს უკვალოდ უკუნითი უკუნისამდე. და ევროპის მიერ დაგროვებული მთელი სიმდიდრე ვერ იხსნის მას დაცემისგან, რადგანაც „ერთ წამში გაქრება მთელი სიმდიდრე“.

...ნუთუ აქაც არ მისცემენ და არც ნებას დართავენ რუსულ ორგანიზმს ვითარდებოდეს ეროვნულად, თავისი ორგანული ძალით, არამედ აუცილებლად გაუსახურებულად, ლაქიისებური მიბაძვით ევროპისადმი? მაშინ სადღა წავიღოთ რუსული ორგანიზმი? ესმით თუ არა ამ ბატონებს, რა არის ორგანიზმი? და კიდევ ლაპარაკობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ! ამის უფლებას ხალხი არ მოგცემთ, – ერთი რამის თაობაზე ორი წლის წინ უთხრა ერთმა თანამოსაუბრემ მეორეს, მგზნებარე მედასავლეთეს. – თუ არა და ხალხს გავანადგურებთ! – უპასუხა მედასავლეთემ მშვიდად და დიდებული გამომეტყველებით. და იყო იგი არ ვინ გინდა რა, არამედ ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენელი.

აი რა შეუძლიათ თქვან (და ამბობენ კიდეც – ციტირებული წიგნის გამომცემლობა) მედასავლეთეებს: ხალხის განათლებას ჩვენ დავიწყებთ იმით, რითაც თავად დავიწყეთ, ე. ი. მის მიერ მთელი თავისი წარსულის უარყოფითა და დაწყევლით, რომლითაც მან თავად უნდა დაწყევლოს თავისი წარსული. როგორც კი ვასწავლით ხალხის წრიდან გამოსულ ადამანს წერა-კითხვას, მაშინვე ვაიძულებთ მას უყნოსოს ევროპას, მაშინვე დავიწყებთ მის ცდუნებას ევროპით, თუნდაც ყოფაცხოვრების, ზრდილობის, კოსტიუმის, სასმელების, ცეკვების სინატიფით, _ ერთი სიტყვით, ვაიძულებთ მას შერცხვეს თავისი წარსული ქალამნებისა („ლაპტებისა“) და ბურახის, შერცხვეს თავისი ძველი სიმღერების, და თუმცა კი მათ შორის არის რამდენიმე მშვენიერი და მუსიკალური, მაგრამ ჩვენ მაინც ვაიძულებთ მას მღეროდეს გარითმულ ვოდევილს, რამდენსაც არ უნდა ბრაზობდეთ თქვენ მანდ ამაზე... ვიმოქმედებთ უწინარეს ყოვლისა ხასიათის სუსტ სიმებზე, ისევე როგორც ჩვენ თავად გადაგვხდა, და მაშინ ხალხი – ჩვენია. მას შერცხვა თავისი წარსულის და წყევლის მას. ხოლო ის ვინც წყევლის თავის წარსულს, უკვე ჩვენია! ხოლო თუკი ხალხი უუნარო აღმოჩნდება განათლებისადმი – გავანადგუროთ ხალხი

მილიონების რაოდენობით კი ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. ხომ არ შეგვიძლია ჩვენ თქვენთან ერთად ვლაპარაკობდეთ, მაგალითად, ისეთ უცნაურ საგნებზე, როგორიცაა le Pravoslavie და თითქოს რაღაცნაირი მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროპისა და ევროპული მეცნიერების უკანასკნელი სიტყვაა ათეიზმი, განათლებული და ჰუმანური, ხოლო ჩვენ კი განა შეგვიძლია არ მივყვებოდეთ ევროპას?“.

ასეთია დიდი რუსი და საკაცობრიო მნიშვნელობის მწერლისა და მოაზროვნის, თ. მ. დოსტოევსკის საკუთარი სამშობლოს ბედისადმი გულისტკივილით დაწერილი სიტყვები. იმავე XIX საუკუნეში წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული აფრთხილებდა თავის სულიერ შვილებს, და გვაფრთხილებს ჩვენც: „ჩვენ გვხიბლავს და გვიტაცებს განათლებული ევროპა... დიახ, იქ პირველად არის აღდგენილი მანამდე მსოფლიოდან განდვნილი წარმართული სისაძაგლენი; იქიდან უკვე გადმოვიდა ისინი ჩვენთან და კვლავაც გადმოდის. ჩავისუნთქეთ რა ეს ჯოჯოხეთური მხუთრი, ჩვენ ვტრიალებთ, შეშლილივით, საკუთარი თავის კი არ გვახსოვს. მაგრამ გავიხსენოთ 1812 წელი: რატომ მოდიოდნენ ჩვენთან ფრანგები? ასეთია ღვთის სიმართლის კანონი: იმით უნდა განვკურნავდეთ ცოდვისგან, რითაც ადამიანები მიილტვიან მისკენ.

დასავლეთით გვსჯიდა ჩვენ ღმერთი, და კვლავაც დაგვსჯის, ჩვენ კი ვერაფრით ვიგებთ ამას... ყურებამდე ჩავეფალით დასავლურ ჭუჭყში, და ყველაფერი კარგად გვგონია. გვაქვს თვალები, მაგრამ ვერ ვხედავთ; გვაქვს ყურები, მაგრამ არ გვესმის; ვერც გულისხმა ვჰყოფთ. უფალო შეგვიწყალე ჩვენ! მოგვივლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი!“. 

მეტი რაღა გვეთქმის? მხოლოდ შეგვიძლია მკითხველის ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ რუსეთის მედასავლეთეობა მარტო გერცენის, ჩერნიშევსკისა და ბელინსკის მიერ გაკვალული გზებით კი არ შემოიფარგლება, მარქსიზმიც – სოციალ-დემოკრატიაც სწორედ მედასავლეთური მოვლენა იყო და არის რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისი მენშევიკური და ბოლშევიკური გამოვლინებებით. განა საფრანგეთის რევოლუციის ისტორიაში თუნდაც იაკობინელთა კლუბიდან გამოსული ჟირონდისტებისა და მონტინიარების მმართველობა და ურთიერთ ბრძოლა, უკანასკნელთა მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული სისხლიანი ოფიციალური ტერორი ბევრი რამით არ არის რუსეთის რევოლუციისა და ბოლშევიკური წითელი ტერორის წინამორბედი? განა რუსეთში 1917 წლის მიწურულიდან გაბატონებული ბოლშევიკური ბანდა არ ზუსტად ისევე არ მიჰყვებოდა დემაგოგიას, ტყუილსა და სისხლიან ძალადობას, როგორც 1792 წლიდან საფრანგეთში გაბატონებული რობესპიერი, დანტონი და მარატი, თავინთი თანამზრახველებით – თანაც ხალხისა და მისი კეთილდღეობის, ხალხის უმაღლესობისა და ხალხის მმართველობის სახელით? ასე აუხდათ რუს მედასავლეთეებს, ოღონდ არაბოლშევიკური მიმდინარეობისა (ლოჟისა), მათ მიერ ნაოცნებარი ის საშინელებანი, რომლებზედაც დოსტოევსკი წერდა ასე შეძრწუნებით თავის „მწერლის დღიურებში“. ასე აუხდათ ეს საშინელებანი რუსეთის იმ ნელთბილ ქრისტიანებს (მათ შორის ქართველებსაც), რომლებიც ყურად არ იღებდნენ თავიანთი წმინდანების გაფრთხილებებსა და შეგონებებს. და უნდა ვთქვათ, რომ არც ქართულ საზოგადოებაში აღმოჩნდნენ ისეთი გულისხმიერი მოღვაწენი XIX საუკუნეში, რომლებიც ილია ჭავჭავაძის (წმ. ილია მართლის) მიერ გაკვალული გზის გარდა, შეძლებდნენ დაენახათ და გულისხმა ეყოთ დიდი რუსი წმინდანების – წმ. ეპისკოპოს ეგნატეს (ბრიანჩანინოვის), წმ. ფილარეტ მოსკოველის, წმ. თეოფანე დაყუდებულისა და სხვათა სწავლებანი, ასევე საკუთარი სამშობლოს ბედით შეშფოთებული ქრისტიანი მწერლების – პუშკინის, ტიუტჩევის, დოსტოევსკის და სხვათა თხზულებებში გამოთქმული დასაბუთებული გულისტკივილი, მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების გზა, და ეს ქართული მორწმუნე განათლებული საზოგდოების შესწავლისა და მსჯელობის საგნად ექციათ. მაშინ ჩვენც ბევრ ისტორიულ უკუღმართობას XX საუკუნეში ალბათ თავიდან ავიცილებდით.

გიორგი ემელიანენკოს ასევე მოჰყავს ბრიტანული ისტორიული აზრის პატრიარქის, არნოლდ ტოინბის ციტატა, რომელიც, ავტორის სიტყვით, დასავლეთსაცა და რუსეთშიც ყველაზე უფრო პატიოსან ისტორიკოსად არის მიჩნეული. ტოინბის უწერია: „დასავლეთი ურტყავდა რუსეთს ოთხას ორმოცდაათი წლის განმავლობაში, და დასავლეთი ყოველთვის იყო აგრესორი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.

თანამედროვე რუსი მეცნიერი და პოლიტიკოსი – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ნატალია ნაროჩნიცკაიაც ასევე აჟღერებს თავის ნაშრომებში ა. ტოინბის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს. სახელდობრ, თავის ნაშრომში „რუსეთი და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი“, ნ. ნაროჩნიცკაია ამბობს: „მხოლოდ იალტამ და პოტსდამმა შეცვალეს მდგომარეობა, გადააქციეს რა აღმოსავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია ორმოცდაათი წლით სსრკ-ის გავლენის სფეროდ და, როგორც აღნიშნავდა ა. ტოინბი, „დასავლეთმა პირველად ათასი წლის მანძილზე იგრძნო საკუთარ თავზე რუსეთის ზეწოლა, რომელსაც იგი (რუსეთი – ი. ხ.) განიცდიდა ყველა დროში დასავლეთისგან“. ხოლო ნაშრომში „ვატიკანის საქმიანობა რუსეთში: გეოპოლიტიკური ასპექტი“, ნატალია ნაროჩნიცკაია წერს: „ჯერ კიდევ ანგლოსაქსონური ისტორიული აზრის პატრიარქმა ა. ტოინბიმ აღიარა, რომ რუსეთი უცხოა დასავლეთისთვის... (მისთვის) „უცხო ცივილიზაციაში თავისი ჯიუტად დგომის გამო, და თვით 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდე ამ რუსულ „ბარბაროსულ ნიშანს“ წარმოადგენდა აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ქრისტიანობის ბიზანტიური ცივილიზაცია“. და ამას ამბობს ჩვენს დროში მოღვაწე ბრიტანელი ისტორიკოსი.

ასევე საინტერესოა 2002 წელს ქ. სარატოვში გამოცემული მღვდელმონაზონ აბელის (სემიონოვი) წიგნი „როგორ გადავიტანთ ღვთის რისხვას? (გლობალიზაციის ანტიქრისტიანული არსი)“, რომლის ფურცლებზეც ვკითხულობთ: „მსოფლიო ფორუმის კონფერენციაზე მოიწონეს მსოფლიოს მოსახლეობის რიცხოვნების „რეგულირების“ პროგრამა, რომელსაც ატარებს გაეროს მსოფლიო ბანკი აშშ-ის მთავრობასთან ერთობლივად. მისი მთავარი მიზანია – უზრუნველყოს შობადობის მკვეთრი შემცირება იმ ქვეყნებში, რომლებიც არ მიეკუთვნებიან დასავლეთის ცივილიზაციას. (ამასთან დაკავშირებით გაიდარის მთავრობა, მაგალითად, მთელი სერიოზულობით განიხილავდა რუსეთის მოსახლეობის რიცხოვნების რამდენიმე ათეულ მილიონ ადამიანამდე შემცირების პროექტებს „ტერიტორიის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის“.) ეს ანტიჰუმანური პროგრამა მოიცავს დაახლოებით 100 ქვეყანას, და ითვალისწინებს სრულიად სხვადასხვანაირ ზომებს, თვით მამაკაცებისა და ქალების იძულებითი სტერილიზაციის ჩათვლით. მის გატარებაზე ერთერთი მთავარი პასუხისმგებელია მსოფლიო ბანკის დირექტორი დ. ვოლფენზონი, ბილდერბერგერთა კლუბის ერთერთი ხელმძღვანელთაგანი.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიე-მინისტრმა ჯ. მეიჯორმა ასე ცინიკურად განსაზღვრა ჩვენი ბედი: „რუსეთის ამოცანაა... – რესურსებით უზრუნველყოფდეს კეთილმოწყობილ ქვეყნებს. მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ სულ 50–60 მლნ ადამიანი“. მაგრამ მეიჯორი ბევრად ჩამორჩება მის წინამორბედს მ. ტეტჩერს. ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს მან ერთერთ თავის ოფიციალურ მოხსენებაში განაცხადა: „სსრკ-ის ტერიტორიაზე ეკონომიკურად გამართლებულია 15 მლნ ადამიანის ცხოვრება“.

უფრო ქვემოთ მღვდელმონაზონი აბელი წერს: „თუ რას ნიშნავს „ახალი მსოფლიო წესრიგი“ რუსეთისთვის, ღიად გვიჩვენა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, როდესაც 1995 წლის 24 ოქტომბერს სიტყვით გამოდიოდა აშშ შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტში: „გამოვიყენეთ რა საბჭოთა დიპლიმატიის შეცდომები, გორბაჩოვისა და მისი გარემოცვის განსაკუთრებული თვითდაჯერებულობა, მათ შორის იმათიც, რომელთაც ღიად ეკავათ პროამერიკული პოზიცია, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რის გაკეთებასაც ესწრაფოდა პრეზიდენტი ტრუმენი საბჭოთა კავშირთან ატომური ბომბის დახმარებით. მართალია, ერთი არსებითი განსხვავებით – ჩვენ მივიღეთ ნედლეულის ნამატი, ატომით არდანგრეული სახელმწიფო... ოთხი წლის მანძილზე ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა მივიღეთ 15 მლრდ. დოლარის სხვადასხვანაირი სტრატეგიული ნედლეული, ასეულობით ტონა ოქრო და ძვირფასი ქვები. არარსებული პროექტებით უმნიშვნელოდ მცირე თანხების საფასურად ჩვენ გადმოგვცეს 20 ათას ტ-ზე მეტი სპილენძი, თითქმის 50 ათასი ტ ალუმინი, 2 ათასი ტ ცეზიუმი, ბერილიუმი, სტრონციუმი და ა. შ. შემდეგ მან ჩამოაყალიბა უმნიშვნელოვანესი ამოცანები: „არ დავუშვათ ხელისუფლებაში კომუნისტები და უზრუნველვყოთ ელცინის მიერ პრეზიდენტობის მეორე ვადით დაკავება. თუკი ჩვენ გადავწყვეტთ ამ ორ ამოცანას, მაშინ უახლოეს ათწლეულში მოგვიწევს შემდეგი პრობლემების გადაწყვეტა: რუსეთის დანაწევრება მცირე სახელმწიფოებად რეგიონებს შორისი ომების გზით, იმის მსგავსად, რომელთა ორგანიზებაც ჩვენ მოვახდინეთ იუგოსლავიაში; რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და არმიის საბოლოოდ დანგრევა; რუსეთისგან ჩამოშორებულ რესპუბლიკებში ჩვენთვის საჭირო რეჟიმების დამყარება“. (ეს ციტატა მოყვანილია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური ცენტრის მაშინდელი დირექტორის ა. დროზდოვის სტატიიდან // «Российская федерация сегодня», № 22, 2000. გვ. 28).

რა რეჟიმი უნდა იქნას დამყარებული თავად რუსეთში? ეს ახლა ნათელია: გენოციდისა და მონობის რეჟიმი. ბილდერბერგერთა კლუბის 1998 წლის 14–17 მაისის სხდომაზე დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის დანაწევრების საკითხებს. ამ მიზნებით შესთავაზეს ჩვენი ქვეყანა დაიყოს რამდენიმე კონტროლის ზონად. განხილული სქემის მიხედვით, ცენტრი და ციმბირი უნდა დაუთმონ აშშ-ს, ჩრდილო-დასავლეთი – გერმანიას, სამხრეთი და ვოლგისპირეთი – თურქეთს, შორეული აღმოსავლეთი – იაპონიას.

... ახლა აშკარაა, რომ იუგოსლავიის კვალდაკვალ, რომელმაც არ ისურვა გლობალიზაციის პროცესში შესვლა, – რუსეთის ჯერია. ამერიკელები უკვე ეძებენ იდეოლოგიურ დასაბუთებას რუსეთში შემოსაჭრელად. ასე, 2001 წლის 7 თებერვალს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცდმ) დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა ამერიკული კონგრესისადმი თავის მოხსენებაში განაცხადა: „თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ პუტინს სურს აღადგინოს საბჭოთა ეპოქის ზოგიერთი ელემენტი – დიდი დერჟავის სტატუსი, ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება და სტაბილური პროგნოზირებადი საზოგადოება... პუტინი ცდილობს წინ აღუდგეს აშშ-ის გავლენას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და აღადგინოს რუსეთი რეგიონის მთავარი დერჟავის ხარისხში“. ამრიგად, თვლის ცდმ-ის დირექტორი, რუსეთი წარმოადგენს სერიოზულ მუქარას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. აი რას ნიშნავს „გეოპოლიტიკა“ და „ახალი მსოფლიო წესრიგი“ მათ რეალობაში მთელი მსოფლიოსა და რუსეთისთვის“.

ამ ვრცელი ციტატების ფონზე ძალზედ ავის მომასწავებელ შინაარსს იძენს თუნდაც საქართველოს ხელისუფალთა ჭარბი და ხაზგასმული აქტიურობა ბელორუსიის, უკრაინისა და შუა აზიის რესპუბლიკებში ჩატარებულ სახელისუფლებო არჩევნებში პროამერიკული კანდიდადების გასაყვანად, რასაც ალბათ უნდა შეექმნა უახლოესი წინაპირობები იქ ამერიკული და ნატო-ური სამხედრო ყოფნის უზრუნველსაყოფად (სამხედრო ბაზების შესაქმნელად) ზემოთ აღწერილი გეგმების შემდგომი რეალიზებისთვის – სისხლიანი კონფლიქტების გაჩაღებისთვის, რომლებშიც დასავლეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალები ჩარეოდნენ და წაიყვანდნენ მოვლენებს იმ სცენარების მიხედვით, რომლებზედაც ასე გულისტკივილით წერენ რუსი მამულიშვილები. და თუ ასეთ სიბინძურეში მონაწილეობისთვის რუსებისგან საპასუხო ან დამსწრებ (პრევენციულ) დარტყმებს ვღებულობთ, რატომ გვიკვირს ეს? განა ვაჟა ფშაველა არ ამბობს: „მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თავად უფალმა ბრძანაო; ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით, გულში გავურჭოთ დანაო“. ჩვენ გვტკივა ჩვენთვის მოყენებული ეს ჭრილობა, მაგრამ რუსებისთვის არ იქნება მტკივნეული მათი საზღვრების მთელ გაყოლებაზე დასავლეთიდან და სამხრეთიდან ცეცხლითა და მახვილით შეჭრილი ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული, კანადური, ჰოლანდიური, ბელგიური, ნორვეგიული, პოლონური, ჩეხური, უნგრული და სხვა დასავლური, აგრეთვე პაკისტანური, ავსტრალიური საჰაერო და საველე არმიების მიერ დატრიალებული რბევა-თარეში? განა ჩინეთი და ირანი ასე ადვილად დათმობენ მათთვის სასურველ ლუკმას ციმბირში, შუა აზიასა და ამიერკავკასიაში? განა ინდოეთი განზე დარჩება ასეთი მასშტაბის ომისგან? და განა ეს არ იციან აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობაში? რა თქმა უნდა, იციან და როგორც ვხედავთ, ამ მსოფლიო მასშტაბის უბედურებას მიზანმიმართულად თანდათანობით ამზადებენ.

ახლახანს საქართველოს ტელეეთერით განაცხადეს, რომ დასავლეთში მიდის მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერა, რადგანაც საბჭოთა პერიოდში ეს ისტორია შუქდებოდა ცალმხრივად, ტენდენციურად, და ბევრი რამე ხელახლა არის გადასახედი. მაგრამ განა ასეა საქმე? განა დასავლთში მეორე მსოფლიო ომს საბჭოთა თვალსაზრისით იკვლევდნენ და აფასებდნენ? ამ ომის შესახებ ხომ თავიანთი მოგონებები დაგვიტოვეს უ. ჩერჩილმა, დ. ეიზენჰაუერმა, შ. დე-გოლმა; ჰიტლერული გერმანიის ისეთმა ოფიცრებმა და გენერლებმა, როგორებიც იყვნენ: ე. ფონ მანშტაინი, ე. რომელი, ჰ. გუდერიანი, ფ. ჰალდერი, ვ.-ფ. ფონ მელენტინი, ა. კესელრინგი, ფონ ბუტლარი, ტიპელსკირხი, ა. გალანდი, ა. მიდელდორფი და სხვები; ამერიკული არმიის გენერლებმა: ო. ბრედლიმ და ჯ. პატონმა, ბრიტანელმა ფელდმარშალმა მ. მონტგომერიმ; ცნობილმა ბრიტანელმა სამხედრო ისტორიკოსმა ბ. ლიდელ-ჰარტმა, ამერიკელმა ჩ. მაკდონალდმა და სხვებმა. ნუთუ ყველა ისინი საბჭოთა ხელმძღვანელობის კარნახით სწრდნენ თავიანთ მემუარებსა და ისტორიულ ნაშრომებს? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ისინი თავად იყვნენ იმ ბრძოლების მონაწილენი, ან სახელმწიფოებს ედგნენ სათავეში, ან კიდევ ბავშვობისას გადაიტანეს ის ქარცეცხლიანი მოვლენები; ასევე ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ ამ ომის ცოცხალი მონაწილეები, რომლებიც სულ სხვანაირი მოლოდინით ელოდებოდნენ ცნობებს სტალინგრადიდან და კურსკის რკალიდან, რადგანაც იქ გერმანელების დამარცხება მათთვისაც იმედის მომცემი იყო ჩრდილოეთ აფრიკის ქვიშებში და შემდეგ იტალიის ფრონტზე, წყნარი ოკეანის კუნძულებზე. შემდეგ ისინი საბჭოელებთან ერთად ებრძოდნენ ფაშისტურ გერმანიას ევროპაში, სიხარულით ეხვეოდნენ და გამარჯვებას ულოცავდნენ მათ მდ. ელბაზე. ამ ადამიანებს თავიანთი ცოცხალი მოგონებები ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ბევრი ვეტერანი სახლში ინახავდა იმდროინდელი პრესიდან გაკეთებულ ამონაჭრევებს, და მათ დღევანდელი უტიფარი გაყალბებებით ვერ მოატყუებდით. დღეს კი ვითარება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, ომის ვეტერანთა რიგები – საგრძნობლადაა შეთხელებული, მხოლოდ ცოტა მათგანი თუ ინარჩუნებს აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის უნარს. და ასეთ პირობებში ხდება, როგორც გვითხრეს იმ ომის ისტორიის ხელახლა გადაწერა. მაგრამ ქართულ საზოგადოებას ხომ უნდა ესმოდეს, რომ ასეთი მასშტაბის შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართვა საბედისწერო შეიძლება იყოს საქართველოსთვის, რომ ასეთ სიყალბეში მონაწილეობა, ასეთი უსინდისობით გახარება, ასეთი უზნეობა ჩვენს ქვეყანას სტოვებს უმთავრესი იმედის – ღვთის მფარველობის გარეშე, და რას აპირებს იგი ამ უკანასკნელ იმედს მოკლებული? თუკი მას სარწმუნოება გააჩნია? განა დაიფარავს ნაძირალასა და ცილისმწამებელს ღმერთი გასაჭირში? არ დაიფარავს. ომში კი ხდება ის, რაც ხდება ომში, ანუ როგორც ფრანგები ამბობენ – „ა ლა გერ, კომ ა ლა გერ“ („ომში, როგორც ომში“). ჩვენ ეს შედარებით მცირე მასშტაბებში და გარკვეულ წილად უკვე გამოვცადეთ საკუთარ თავზე აფხაზეთის ომშიც და სულ ახლახანს აგვისტოს მოვლენებშიც. სათანადო დასკვნების ვერგაკეთების შემთხვევაში, გვექნება გაცილებით უფრო მძიმე და მასშტაბური განსაცდელები – ომი, სისხლი, ნგრევა და უბედურება. მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა.

ყოველივე ამას აქვს სხვა ასპექტიც – რელიგიური. ისევ მამა აბელის (სემიონოვის) წიგნიდან მოვიყვანთ ამონარიდს: „ქრისტიანობა – მასონობის შეურიგებელი მტერია. დემოკრატიის საბაბით ახორციელებენ მსოფლიოს დექრისტიანიზაციას. 1904 წელს საფრანგეთში „ორდენის საბჭოს“ მეთაურმა ლაფერმა გამოაცხადა: „ჩვენ არა უბრალოდ ანტიკლერიკალები ვართ, არამედ ჩვენ ვართ ყველა დოგმისა და ყველა რელიგიის მოწინააღმდეგენი... ნამდვილი მიზანი, რომელსაც ჩვენ მივყვებით, არის ყველა დოგმისა და ყველა რელიგიის დანგრევა“. ისინი ამტკიცებენ, რომ ქრისტიანობა არის მონების რელიგია. ზ. ბჟეზინსკი საშიშროებას ხედავს ტრადიციულ მართლმადიდებლობაში. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ს. ჰანტინგტონი წერს, რომ რუსეთი მისი ცივილიზაციით უვარგისია „ახალი მსოფლიო წესრიგისთვის“ და საჭიროა მისი შეცვლა. ხოლო „საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის“ ორდენის მეთაური შეშფოთებულია „ეკლესიის მისწრაფებით განახორციელოს ახალი ევანგელიზაცია“ რუსეთში (ТАСС, 09. 09. 1991).

...ზ. ბჟეზინსკი რომის კლუბის შეკვეთით დაწერილ თავის წიგნში „ტექნოტრონული ერა“ წერს: „იმავე დროს გაიზრდება პიროვნებაზე სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობები. მალე შესაძლებელი გახდება თითქმის უწყვეტი კონტროლის განხორციელება ნებისმიერ მოქალაქეზე და მუდმივდ განახლებადი კომპიუტერული ფაილების წარმოება, რომლებშიც ჩვეულებრივი ინფორმციის გარდა იქნება სრულიად კონფიდენციალური დაწვრილებითი ცნობები თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქცევების შესახებ... შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მყისიერად შეეძლებათ ამ ფაილების გაცნობა. ძალაუფლება თავმოყრილი იქნება იმათ ხელში, ვინც აკონტროლებს ინფორმაციას“. შემდეგ ზ. ბჟეზინსკი აღნიშნავს, რომ დამდეგი ტექნოტრონული ერა მიიყვანს კაცობრიობას დიქტატურამდე, რომლის დროსაც თითქმის სრულიად გაუქმდება ახლა არსებული პოლიტიკური პროცედურები“ (სხვა სიტყვებით, გაუქმებულ იქნება ყველა ეროვნული სუვერენული ხელისუფლება _ მღვდელმონაზონი აბელი). ზ. ბჟეზინსკის მსჯელობით, პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება ბიოქიმიური კონტროლი შემეცნებაზე და გენეტიკური მანიპულაციები ადამიანებზე, „ისეთი არსებების შექმნის ჩათვლით, რომლებიც არა მხოლოდ იმოქმედებენ ადამიანებივით, არამედ იმსჯელებენ კიდეც“.

ამის შემდეგ მამა აბელი ასკვნის, რომ „პლანეტის თითოეულ ადამიანს თავს მოხვეული „ახალი მსოფლიო წესრიგი“ უმზადებს არა მხოლოდ ყოველგვარი სულიერების დაკარგვას, არამედ ინდივიდუალურობისაც. ქრისტიანული ეკლესიის შესახებ გლობალისტები არც კი ლაპარაკობენ, მათ უკვე „ჩამოწერეს იგი ანგარიშიდან“ და ღვთის რწმენის ნაცვლად მთელ მსოფლიოს უმზადებენ მომავალი ცრუ მესიის, ანუ ანტიქრისტეს აღიარებასა და შემდეგ კი მის თაყვანისცემას... ამიტომაც გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაციაშიც კი პირდაპირაა ლაპარაკი იმაზე, რომ „რათა მივიდეთ ერთიანი მსოფლიოს მთავრობის შექმნამდე აუცილებელია გავანთავისუფლოთ ადამიანები მათი ინდივიდუალობისგან, ოჯახისადმი სიყვარულისგან, ეროვნული პატრიოტიზმისა და რელიგიისგან, რომელსაც ისინი აღიარებენ“.

ამის გამო მღვდელმონაზონი აბელი ასკვნის, რომ გლობალიზაცია რომ არ ყოფილიყო, მსოფლიო მთავრობას იგი უნდა მოეგონებინა, რათა იდეოლოგიურად გაემართლებინა ტრადიციული საზოგადოებრივი სტრუქტურების ნგრევა, და მათთან ერთად, მასზე დაფუძნებული, ღვთის მიერ დადგენილი სარწმუნოებისა და კულტურისაც...

„მეორე მსოფლიო ომის ბოლოს აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ერთერთმა მთავარმა მოღვაწემ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დამაარსებელმა და მისმა პირველმა დირექტორმა ალენ დალესმა განაცხადა: „ჩვენ მივმართავთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია, მთელ ოქროს, მთელ მატერიალურ სიძლიერესა და რესურსებს ადამიანთა გამოთაყვანებასა და გასულელებაზე. ადამიანის ტვინს, ადამიანთა შეგნებას აქვს ცვლილებების უნარი. დავთესავთ რა იქ ქაოსს, ჩვენ შეუმჩნევლად შევუცვლით მათ ფასეულობებს ყალბი ფასეულობებით, და ვაიძულებთ მათ ამ ფასეულობებისა სჯეროდეთ. ასე ჩვენ ვიპოვნით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანაშემწეებსსა და მოკავშირეებს თავად რუსეთში. ნაბიჯ-ნაბიჯ, ეპიზოდ-ეპიზოდად გათამაშებულ იქნებას დედამიწაზე ყველაზე უფრო დაუმორჩილებელი ხალხის (ე. ი. რუსების – ი. ხ.) დაღუპვის, მისი თვითშეგნების საბოლოოდ, შეუქცევადად ჩაქრობის თავისი მასშტაბის მიხედვით გრანდიოზული ტრაგედია... ლიტერატურა, თეატრი, კინო – ყველაფერი ასახავს და განადიდებს ყველაზე უფრო სულმდაბალ ადამიანურ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და წინ წამოვწევთ ე. წ. მხატვრებს, რომლებიც ადამიანთა შეგნებაში დანერგავენ და ჩატენიან სექსის, ძალადობის, სადიზმის, გამყიდველობის კულტს – ერთი სიტყვით, ყველანაირი უზნეობისა. სახელმწიფოს მართვაში ჩვენ შევქმნით ქაოსსა და გაურკვევლობას...

პატიოსნებასა და წესიერებას დასცინებენ და ისინი არავისთვის საჭირო აღარ იქნება, გადაიქცევა წარსულის გადმონაშთად. უზრდელობას, თავხედობას, სიცრუესა და ტყუილს (ложь и обман), ლოთობასა და ნარკომანიას, ერთმანეთის წინაშე ცხოველურ შიშსა და უსირცხვილობას, გამყიდველობას, ნაციონალიზმსა და ხალხების მტრობას – ყოველივე ამას ჩვენ დავნერგავთ (თავს მოვახვევთ, будем насаждать) მოხერხებულად და შეუმჩნევლად...

ჩვენ ასეთნაირად მოვარყევთ ერთმანეთის მიყოლებით თაობებს. ადამიანებს ხელს ჩავავლებთ ბავშვობის, ყმაწვილობის წლებიდანვე, ყოველთვის მთავარ ფსონს გავაკეთებთ ახალგაზრდობაზე, გავხრწნით, გავრყვნით, დავანგრევთ მას. ჩვენ მათგან შევქმნით ჯაშუშებს, კოსმოპოლიტებს. ჩვენ ამას სწორედ ასე გავაკეთებთ“.

ამ ციტატის მოყვანის შემდეგ მამა აბელი ამბობს: „სულის პირველი რეაქცია ამ სიტყვებზე არის – მდუმარება. ამ სიტყვებს ხომ ამბობდა არა ადამიანი, მათ ამბობდა თვითონ ეშმაკი. ეშმაკი პირდაპირ, თავხედურად და ღიად, პოლიტიკის, ეკონომიკის მეშვეობით, ფსევდოკულტურისა და უზნეობის მეშვეობით, ყოყოჩი და იძულებით თავსმოხვეული „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მეშვეობით ცდილობს დაანგრიოს ერის ქრისტიანული შეგნება და შეარყიოს „წმიდათა წმიდა“ – ჩვენი ეკლესია და ჩვენი რწმენა, და ქრისტეს შვილები ჩამოაშოროს ხსნის (სულის ცხონების) გზას“.

ბოლოს ისევ არაშესაშური მომავლის სურათი შევავსოთ მამა აბელის მიერ მოყვანილი მოკლე მოთხრობით დოქტორ დ. კოლემანის მიერ თავის წიგნში „300-თა კომიტეტი“ განხილული ჰ. უელსის წიგნიდან „ღია შეთქმულება: მსოფლიო რევოლუციის გეგმები“ (H. G. Wells, The Open conspiracy – Plans for a World revolution). ჰერბერტ უელსი თავის დროზე იყო მსოფლიო მთავრობის წევრი და თავის ფანტასტიკურ ნაწარმოებებში ხშირად აჟღერებდა იმ გეგმებს, რომლებიც გააჩნდა სამომავლოდ სწორედ მსოფლიო მთავრობას. აი რას წერს იგი:

„იქნება  ე რ თ ი ა ნ ი  მსოფლიო მოსახლობის შემცირებული რიცხოვნებით 1 მლრდ. ადამიანამდე, რომლებიც სარგებლობას მოუტანენ მმართველ კლასს. საშუალო კლასი აღარ იქნება, იქნებიან მხოლოდ  ბ ა ტ ო ნ ე ბ ი  და  მ ო ნ ე ბ ი.  ყველა კანონი იქნება უნიფიცირებული მსოფლიო სასამართლოების იურიდიული სისტემის ფარგლებში, მათ აღსრულებას კი თვალყურს მიადევნებს მსოფლიო მთავრობის პოლიცია, ხოლო მთავრობის გაერთიანებული ძალები (ნატო) ძალადობრივად დანერგავს ამ კანონებს ყველა ქვეყანაში, რომლებიც აღარ იქნებიან გაყოფილი საზღვრებით. ვინც დაემორჩილა და ემსახურება მსოფლიო მთავრობას დაჯილდოებული იქნება სასიცოცხლო სახსრებით, ვინც აჯანყდება, უბრალოდ შიმშილით მოკვდება ან გამოცხადებულ იქნება კანონგარეშე, რითაც იქცევა სამიზნედ ყველასთვის, ვინც კი მოისურვებს მის მოკვლას.

ნებადართული იქნება მხოლოდ  ე რ თ ი | რ ე ლ ი გ ი ა  მსოფლიო მთავრობის ეკლესიის (ე. ი. მასონური ლოჟის) ფორმით. სატანიზმი, ლუციფერობა და შავი მაგია აღიარებული იქნება სწავლების კანონიერ საგნებად, კერძო ან საეკლესიო სკოლების აკრძალვით. ყველა ქრისტიანულ ეკლესიას დაანგრევენ, ხოლო თავად ქრისტიანობა გადავა წარსულში. თვით რაიმენაირ გაგებასაც კი თავისუფლების, ეროვნების, სუვერენიტეტის შესახებ დევნას დაუწყებენ. თითოეულს ჩააგონებენ რომ ის არის ერთიანი მსოფლიო მთავრობის ქმნილება, თითოეულ ადამიანზე შემოიღებენ საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელთა არსებობაც ადვილად შესამოწმებელი იქნება. ამ ნომრებს შეიყვანენ ბრიუსლში ნატო-ს კომპიუტერის ნაკრებ ფაილში, რომელთანაც მსოფლიო მთავრობის ყველა სტრუქტურას მყისიერი დაშვება ექნება ნებისმიერ დროს.

ქორწინება და ოჯახური ცხოვრება იქნება  კ ა ნ ო ნ | გ ა რ ე შ ე.  მშობლებს ბავშვებს ჩამოართმევენ ადრეულ ასაკში და მათ გაზრდიან ზედამხედველები, როგორც სახელმწიფო ქონებას. თუკი ქალი შობს ორზე მეტ შვილს, მას ჩაუტარებენ ძალდატანებით სტერილიზაციას. პორნოგრაფია არა მხოლოდ დაკანონებული იქნება, არამედ მას ყოველმხრივ თავს მოახვევენ, მათ შორის სქესობრივ სიმახინჯეებსაც. ნარკოტიკების გამოყენება აუცილებელი იქნება შეგნების შეცვლის მიზნით.

ამრიგად, მსოფლიო ელიტიდან გარიცხული ადამიანების მასები დაკნინებული იქნებიან გაწვრთნილი ცხოველების დონესა და ქცევამდე, საკუთარი ნების გარეშე, ადვილად დაქვემდებარებადი და მართვადები. თითოეულს ჩააგონებენ, რომ იგი მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიო მთავრობაზე. სასიკვდილოდ დაავადებულებისა და მოხუცების ევთანაცია (უმტკივნეულოდ მოკვლა) აუცილებელი იქნება. XXI საუკუნის შუახანებისთვის გეგმავენ დედამიწის მისახლეობის რიცხოვნების ოთხი მილიარდი ადამიანით შემცირებას.

ნაღდი ფული არ იქნება. მთელ ანგარიშსწორებებს შეასრულებენ სმარტ-ბარათის მეშვეობით, რომელზედაც იქნება პირადი საიდენტიფიკაციო კოდი. ნებისმიერ პირს, რომელიც დაარღვევს „ნორმებსა და წესებს“, შეუჩერებენ მისი საიდენტიფიკაციო ბარათის მოქმედებას, ან ჩამოართმევენ მას ან მისი ნომრის ბლოკირებას მოახდენენ კომპიუტერში.

აი ასეთი გეგმები აქვთ ყველაზე უფრო ნამდვილ სატანისტ-არისტოკრატებს. მაინც რა იქნება, თუკი წინ აღვუდგებით ან შევეცდებით წინ აღვუდგეთ მათ? აურელიო პეჩეი, რომის კლუბის ერთერთი ლიდერთაგანი, თავის წიგნში „უფსკრულის პირას“ (The Chasm Ahead) გვაფრთხილებს, რომ მსოფლიო გადაეშვება ქაოსში, თუკი მას არ დაუწყებს მართვას ერთიანი მსოფლიო მთავრობა“ (დ. კოლემანი „სამასთა კომიტეტი“).

ყოველივე ამის შემდეგ მღვდელმონაზონი აბელი ამბობს, რომ მონდიალიზმის (გლობალიზაციის, ფრანგულად „ლე მონდ“ ნიშნავს „მსოფლიოს“ – ი. ხ.) მეთოდები და მსოფლიო მთავრობის მიზნები უბრალოდ ფანტასტიურია, თუ არა უტოპიური, მაგრამ ისინი უკვე იძენენ რეალურ მოხაზულობებს ქვეყნებისა და ხალხების ცხოვრებაში. „გულწრფელად რომ ვთქვათ, – ასკვნის იგი, – ენაც კი ვერ მოგვიბრუნდება მათ დასახასიათებლად ან მათთვის განსაზღვრების მისაცემად. ასეთ რამეს ადამიანი თვითონ ვერ მოიგონებდა და სავსებით რეალურად გვეჩვენება, რომ მსოფლიო კულისებს მიღმა ძალები დავალებებსა და მოქმედებების გეგმას ღებულობენ უშუალოდ სატანისგან თავიანთი ლოჟების შავ რიტუალებში. ამის შესახებ თავის ერთერთ წერილში ათონის წმ. მთიდან ლაპარაკობს იერო სქიმონაზონი რაფაელი (ბერესტოვი): „მასონები თავიანთი ლოჟების ზედა სართულებზე სატანისტებია. მასთან აქვთ პირადი კონტაქტები და მისგან ღებულობენ მითითებებს, თუ როგორ იმოქმედონ ჩვენს, მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგ“. ჭეშმარიტად, ვერანაირი ლოგიკით ვერ ავხსნით იმ მიზნებს, რომელთა მიღწევაც სურს მსოფლიო მთავრობას, ვინაიდან ყველასთვის ნათელია, რომ კაცობრიობის მართვის ასეთი „მეთოდები“ უახლოეს ათწლეულებში მიგვიყვანს მის განადგურებამდე, ამასთან არა მხოლოდ ზნეობრივი და რელიგიური თვალსაზრისით, არამედ ეკოლოგიურითაც.

ერთი რამ ძალზედ მკაფიოდ მოჩანს: „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამკვიდრების ყველა მეთოდი დესტრუქციულია, მიმართულია კაცობრიობისა და პლანეტის განადგურებაზე, თავად ადამიანის. როგორც პიროვნების ნგრევაზე“. ეს ვრცელი ამონარიდი მამა აბელის წიგნიდან კიდევ ვერ ამოწურავს მასში არსებულ ინფორმაციასა და სწავლებას თანამედროვე მსოფლიოს მმართველი წრეების ანტიქრისტიანული ბუნების შესახებ. და მეტად სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფალნიც, როგორც ჩანს, თავგამოდებით მიისწრაფიან ამ ბოროტისეულ ფერხულში უფრო გულდაგულ ჩასაბმელად. მათ დავიწყებიათ მაცხოვრის სიტყვები, რომ რა სარგებელია კაცისთვის, თუნდაც მან მთელი ქვეყნის სიმდიდრე შეიძინოს, და ამისთვის საკუთარი სული წარიწყმიდოს? აქ, ამ ქვეყნად ხომ დროებითა ვართ მოსული, და განა კი ღირს ასეთი ფერხულის სანაცვლოდ მარადისობაში, უკუნითი უკუნისამდე, აუტანელ ტანჯვა-წამებასა და უიმედობაში, უნუგეშობაში ყოფნა?

და თუკი საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი სულის ცხონების გზაზე სიარულს ამჯობინებდნენ, თუკი ამქვეყნიური დროებითი სარგებლის ნაცვლად მარადიულ ნეტარებაში სამარადისოდ უფალთან ყოფნას ისურვებდნენ, ნუთუ მაშინაც ჩვენი ქვეყნის საშინაო ცხოვრება და საგარეო პოლიტიკა ასეთივე იქნებოდა? ნუთუ მაშინაც ასეთი მტრული დამოკიდებულება გვექნებოდა რუსეთთან? განა ირანის სახელმწიფოს მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, თუნდაც შაჰ აბასის დროს, არ ჰქონდა ბევრი რამ იმაზე უკეთესი, ვიდრე ქართლისა და კახეთის სამეფოებში იყო? მაშინ რატომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები საკუთარი სამშობლოსა და სარწმუნოების, საკუთარი თვითმყოფადობის დასაცავად? რატომ ამჯობინეს ლუარსაბ მეორემ და ქეთევანმა წამებულმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებმა წამებით სიკვდილი გამაჰმადიანებასა და სულიერ სიკვდილს? განა სეფევიდი შაჰები არ მოუწოდებდნენ მათ ირანის იმპერიის ფარგლებში „გობალიზაციისკენ“, საკუთარი საუნჯის მიტოვებისა საერთოიმპერიული ფასეულობების აღიარებისკენ, ხოლო სამაგიეროდ სიმდიდრესა და ფუფუნებას ჰპირდებოდნენ? ხოლო ამ დიდმა ქართველებმა უარყვეს ამქვეყნიური ამაოება და ღვთის სასუფეველში დამკვიდრებისთვის ღვაწლი ამჯობინეს, უფალმა კი მოწამეობის სანაცვლოდ მათ წმინდანის გვირგვინები უბოძა.

დღესდღეობით კი, როგორც ვხედავთ, მატერიალურ კეთილდღეობას გამოკიდებული ქართველობის პოლიტიკურად აქტიური ნაწილის უდიდესი უმეტესობა სრულიად სხვა გზას დასდგომია და თანამედროვე გლობალიზაციის იმ საშინელებაში, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, თბილად მოწყობის იმედით დაუვიწყებია საკუთარი თვითმყოფადობის, ზნეობის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის ზრუნვა. უკანასკნელი სისხლიანი კონფლიქტის ფონზე რატომღაც სხვა პროამერიკული წრეები მხოლოდ ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს და მას ადანაშაულებენ მომხდარ უბედურებაში. მაგრამ განა ისინი თავად არ საქმიანობენ წლების მანძილზე იმისთვის, რათა ძირითადად მართლმადიდებლური აღმსარებლობის საქართველოს კანონმდებლობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება „ჰარმონიზაციაში მოვიდეს“ კალვინისტურ–ლუთერანულ–კათოლიკური დასავლეთის კანონმდებლობასა და ცხოვრებასთან, ქართული ზნეობა გადაკეთებულ იქნას დასავლურ ყაიდაზე, განა ისინი ხელისუფლებასთან ერთად არ არიან ჩართული საქართველოს ნატო-ს ბლოკში გაწევრიანების საქმეში? განა ისინი არ ეწეოდნენ სრულიად ცალმხრივ აგიტაციასა და პროპაგანდას ა. წ. 5 იანვრის პლებისციტზე საქართველოს ამომრჩევლების მიერ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სასარგებლოდ ხმის მისაცემად?

რუსეთის ხელისუფლება, ჯერ კიდევ დაწყებული 1992 წლიდან, როდესაც აქ სახელმწიფოს მეთაურად ჩამოვიდა შევარდნაძე, სულ იმას მოითხოვდა ჩვენგან, რომ მხარი დაგვეჭირა მისთვის ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების წინააღმდეგ. ამაზე უარის სანაცვლოდ მივიღეთ ომი აფხაზეთში, შემდეგ კი ორი ყოფილი ავტონომიის დაკარგვა, იმედია დროებით დაკარგვა. ვამბობთ, რომ ნატო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ გვავიწყდება, რომ რუსეთის მეზობელი ფინეთი და შვედეთი მთელი ცივი ომის პერიოდში არ შესულან ნატო-ში, მაგრამ რუსეთს მათი დაპყრობა და დამორჩილება არ დაუწყია.

ქართველი პროამერიკელები და პრონატოელები დაჟინებით იმეორებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ვერსიას, ხოლო მის გაჩაღებას რუსეთის მხრიდან დაგებულ ხაფანგსა და საქართველოს ხელისუფლების წინდაუხედაობას, ქარაფშუტობას აბრალებენ. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მეტად საეჭვოა, რომ თუნდაც ასეთ ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან დაეწყო შეიარაღებული კონფლიქტი რომელიმე სხვა დიდი სახელმწიფოს მხრიდან წაქეზების გარეშე. ბუნებრივია, ვგულისხმობთ აშშ-ის ადმინისტრაციას. გვინდა გავახსენოთ ჩვენს მკითხველებს, რომ კონფლიქტის კვალდაკვალ უკრაინაში ჩატარებულ იქნა საპარლამენტო გამოძიება ამ ქვეყნის მიერ საქართველოსთვის უკანასკნელ ხანებში მოყიდული შეიარაღების თაობაზე. გამოირკვა, რომ უშუალოდ კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს უკრაინისგან უყიდია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები – ვაზნები, საარტილერიო გასროლები, რომლებიც უნდა დაიხარჯოს საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას. უკრაინელი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტ იუშჩენკოს გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. ხოლო იუშჩენკოსა და სააკაშვილს კი პირველ რიგში ერთმანეთთან აკავშირებს სწორედ მათი პროამერიკული და პრონატოური საგარეოპოლიტიკური კურსი. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფალნი დაჟინებით იმეორებდნენ, რომ აფრთხილებდნენ დასავლეთს რუსეთის მზაკვრული გეგმების შესახებ, ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი ასევე იმეორებდნენ, რომ აფრთხილებდნენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მოსალოდნელი მზაკვრობის თაობაზე. მაშინ რატომ ვერ იმუშავეს ამ ორმხრივმა გაფრთხილებებმა? როგორ მოახერხა რუსეთის ხელმძღვანელობამ ასეთი ფრთხილი და თანაც ამერიკელების მიერ გაფრთხილებული საქართველოს ხელისუფლების მოტყუება? ყოველივე ეს ბევრ კითხვას ბადებს, მაგრამ არა პროამერიკელ ქართველთა გონებაში.

მაინც რაში შეიძლებოდა დასჭირებოდათ ვაშინგტონის თეთრ სახლში ასეთი კონფლიქტის ინიცირება, თუკი ეს მათგან იყო? არის ასეთი ცნება სამხედრო ხელოვნებაში – დაზვერვა ბრძოლით. სახელდობრ, თანამედროვე საბრძოლო ბატალიონის შემადგენლობაში შედის სადაზვერვო ოცეული; ბრიგადის შემადგენლობაში საბრძოლო ბატალიონებთან და საარტილერიო დივიზიონთან ერთად შედის უკვე სადაზვერვო ასეულიც; დივიზიაში კი, საბრძოლო ბრიგადების გარდა, შედიან სადივიზიო დაქვემდებარების ნაწილები და ქვედანაყოფები, მათ შორის სადაზვერვო ბატალიონიც; რამდენიმე დივიზიისგან შემდგარი საარმიო კორპუსის ინტერესებში დაზვერვას აწარმოებს უკვე სადაზვერვო პოლკი ან ბრიგადა. ეს საჯარისო ერთეულები დაზვერვას აწარმოებენ მეთვალყურეობითა და სადაზვერვო რაზმებით (разведка наблюдением и дозорами), ხოლო სადაც მხოლოდ ასეთნაირად მოწინააღმდეგეზე საჭირო ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება, მაშინ დაზვერვა წარმოებს ბრძოლით (разведка боем). ანუ დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი იწყებს ბრძოლას მოწინააღმდეგის ჯარებთან გარკვეულ უბანზე, რათა დივიზიის მეთაურმა უფრო კარგად შეისწავლოს ამ უბანზე მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, და ისე დაგეგმოს თავისი შემდგომი მოქმედებები. რაც აგვისტოს თვეში ცხინვალის რეგიონში ხდებოდა, ძალზედ ჰგავს სწორედ დაზვერვას ბრძოლით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებდა აშშ-ის ინტერესებში. მაშინ უკვე ჩვეულებრივი ადამიანური გონების ფარგლებში ჯდება მიმდინარე მოვლენები, თუმცა კი გაუგებარია, რატომ კისრულობს საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ადმინისტრაციის ინტერესებში რუსეთის სუსტი მხარეების გამოვლენის მიზნით ბრძოლით დაზვერვის ამოცანის შესრულებას? თუ ვცდებით და ტყუილად ვაბრალებთ ამერიკულ ადმინისტრაციას ასეთ მზაკვრულ გეგმებს, უფალს ვთხოვთ მოგვიტეოს ამისთვის, ჩვენ ხომ მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამთ, რომელიც გვგონია რომ გონებასთან ახლოსაა; მაგრამ თუკი ეს მართლაც იყო ის, რაზედაც ვლაპარაკობდით, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ დაზვერვას შესაძლოა მოჰყვეს მთავარი ძალების ამოქმედებაც.

ირაკლი ხართიშვილი 


გვიანდელი შენიშვნა: 

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება მომხდარის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის მმართველ წრეებს, რომელთა ვერაგული ჩანაფიქრიც ქართულმა ჯარებმა თავიანთი გმირობითა და ვაჟკაცობით ჩაფუშეს. მაგრამ თუკი ასეა, მაშინ რატომ ვერ დააფასეს სათანადოდ ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების განსწავლულობა და გმირობა საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთის, აშშ-ისა სხვა ქვეყნების სამხედრო სარდლობებმა? განა მათ ბევრნი ჰყავთ ისეთი სამხედრო მოსამსხურეები, რომლებსაც შეეძლებათ რიცხობრივად გაცილებით უფრო აღმატებული და უკეთ შეიარაღებული რუსული ჯარების გაჩერება და უკუგდება? თუკი კარგად მოასპარეზე ფეხბურთელებს, კალათბურთელებს, მოჭიდავეებსა და სხვა სპორტსმენებს დიდი ხალისით იწვევენ ეს ქვეყნები თავისთან და სათანადო პირობებსაც უქმნიან, მაშინ რაღატომ დაუბნელდათ გონება იმათი თავდაცვის სამინისტროებისა და გენერალური შტაბების პასუხისმგებელ ოფიცრებსა და ხელმძღვანელებს, რომ ვერ მოისაზრეს და ვერც მოახერხეს ასეთი გამორჩეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების თავისკენ გადაბირება? მართლაც გასაოცარია, სასაცილო რომ არ იყოს.

სინამდვილეში კი, ჩვენ იმ მოსაზრებაზე ვრჩებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს აშშ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან წაქეზების, უფრო სწორად კი, შესაბამისი დავალების მიღების გარეშე, რაც გულისხმობდა იმის მოსინჯვას, მზად იქნებოდა თუ არა რუსეთი იარაღის ძალით დაეცვა თავისი სასიცოცხლო ინტერესები, ხოლო პერეპექტივაში კი ტერიტორიული მთლიანობაც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების შემოტევის შემთხვევაში. რუსეთის ხელისუფლებამ გადაჭრით დაანახა ყველას, რომ დაიცავს თავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს. ამიტომ სინამდვილეში ეს გახლდათ არა რუსულ-ქართული კონფლიქტი, არამედ რუსულ-ამერიკული. ამეზე ადრეც დავწერე, ამიტომ აქ მეტს აღარ გავაგრძელებ. იმავე დღეებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მოწოდებით ბევრი თბილისელი გამოვიდა ჩვენი ქალაქის ქუჩებში „ამერიკა-ამერიკისა“ და „ნატო-ნატოს“ ძახილით, მაშინ მე სახლში დარჩენილმა დავწერე პატარა ლექსი, რომელსაც ახლა ვაცნობ ჩვენს მკითხველებს:

აბა ძმურად, მეგობრებო,
ვიმღეროთ და დავცხოთ ტაში,
ჩვენ არ გვინდა საქართველო
ამერიკის უკანალში!

No comments:

Post a Comment