Wednesday, February 3, 2016

დასავლური რუსოფობიის მიზეზები

რუსოფობია ფესვებს დასავლური ცივილიზაციის ბუნებაში იღებს. მართლმადიდებლური რუსეთი მისი სულიერი პოტენციალითა და უმდიდრესი ბუნებრივი რესურსებით მსოფლიო მომხმარებლურ ცივილიზაციაში, რომელიც დასავლეთევროპელებმა შექმნეს, უცხოგვაროვან მოვლენად იქცა. ადამიანები მიდრეკილნი არიან თვალებს ხუჭავდნენ იმაზე, რისი დანახვაც არ უნდათ, ეშინიათ იმისა, ვინც გაუგებარია, უცხოა, უფრო ძლიერია. რუსული ცივილიზაცია ქრისტიანული ცივილიზაციის განსხვავებულ სახეს წარმოადგენს, ამ აზრით «რუსეთს არასოდეს არაფერი ჰქონია საერთო დანარჩენ ევროპასთან» (ა. ს. პუშკინი). მაგრამ ზოგადქრისტიანულ სამყაროში რუსეთის განსხვავებულობის გაგების უნარი ევროპელებს არ გააჩნიათ. «დასავლეთ ევროპა არ იცნობს რუსეთს. მაგრამ ის, რაც ცნობილი არ არის, ყოველთვის რაღაცნაირად საშიშია. რუსეთი კი თავისი მოსახლეობის რიცხოვნებით, ტერიტორიითა და ბუნებრივი სიმდიდრეებით უზარმაზარია. უზარმაზარ უცნობს ყოველთვის როგორც მხოლოდ საფრთხეს, ისე განიცდიან... რა იქნება, თუ ეს აღმოსავლეთიდან ჩამოწოლილი მასივი დასავლეთზე დაიძრება?.. რუსეთი – ეს ამოუცნობი, ნახევრად ბარბაროსული «სიცარიელეა»; მას «ევანგელიზაცია» უნდა ჩაუტარო, ანუ კათოლიკობაში მოაქციო, მოახდინო მისი «კოლონიზაცია» (ზედმიწევნით, буквально) და ცივილიზაცია; საჭიროების შემთხვევაში მას თავიანთი ვაჭრობისა და თავიანთი დასავლეთევროპული მიზნებისთვის შეიძლება და უნდა იყენებდნენ კიდეც... და საერთოდ მას აუცილებელია ყველანაირად ასუსტებდნენ. როგორ? არახელსაყრელ მომენტში მისთვის გამაჩანაგებელ ომებში მისი ჩართვით; თავისუფალ ზღვებთან მისი არდაშვებით; თუ შეიძლება – წვრილ-წვრილ სახელმწიფოებად მისი დანაწევრებით; თუ შესაძლებელია, მისი ხალხმოსახლეობის შემცირებით... თუ შესაძლებელია, მასში რევოლუციებისა და სამოქალაქო ომების დათესვით, ხოლო შემდეგ კი – რუსეთში საერთაშორისო «კულისებსმიღმა ძალების» ჩანერგვით, რუსი ხალხისთვის რესპუბლიკის, დემოკრატიისა და ფედერალიზმის დასავლეთევროპული ფორმების (რომლებიც მას არ ხელეწიფება) შეუპოვრად თავზე მოხვევით, პოლიტიკური და დიპლომატიური იზოლაციით, მისი მოჩვენებითი «იმპერიალიზმის», მისი მოჩვენებითი «რეაქციულობის», მისი «უკულტურობისა» და «აგრესიულობის» დაუღალავი მხილებით» (ი. ა. ილინი).

 ევროპა რუსეთისგან იმას მოელოდა, რასაც ანალოგიურ გარემოებებში თავად ჩადიოდა. რამდენადაც რუსეთი საპირისპირო სახით იქცეოდა, ამიტომ ვერგაგებასა და გაღიზიანებას იწვევდა: «ევროპა რუსეთთან მიმართებით ყოველთვის იმდენადვე უმეცარი გახლდათ, რამდენადაც უმადური» (ა. ს. პუშკინი). რუსი ხალხი ყოველთვის თავის მიწებს აგრესიისგან თავგანწირულად იცავდა და არცთუ იშვიათად გამარჯვების შემდეგ უცხო მიწებს არ შემოიერთებდა. ევროპაში კი, პირიქით, ზოგჯერ უცხოურ ბატონობას (როგორც ნაპოლეონის «პროგრესულ» ბატონობას) ენთუზიაზმით ნებდებოდნენ, და ომი უცვლელად მოწინააღმდეგის ტერიტორიების შემოერთებით მთავრდებოდა. რუსეთმა მონღოლ-თათართა შემოსევას ევროპისკენ გზა გადაუღობა, ევროპა რუსეთს თავის დაცვაში არასოდეს ეხმარებოდა, პირიქით, საშინელი უღლის წლებში ზურგშიც ჩაარტყა. რუსები ევროპელებისგან განსხვავებით დაპყრობილ ხალხებს არასოდეს ანადგურებდნენ, არ იმონებდნენ და არ ძარცვავდნენ. რუსეთი დამპყრობლურ ომებს დასავლეთში პრაქტიკულად არ აწარმოებდა, ევროპა კი საუკუნიდან საუკუნემდე რუსული მიწების მიტაცებისკენ ისწრაფვოდა. «შეტევა აღმოსავლეთისკენ» («დრანგ ნახ ოსტენ») – ეს ათასწლოვანი რელიგიური და საერო ექსპანსიაა რუსეთისკენ. რომის პაპის კურთხევით XIV საუკუნეში ჯვაროსნების ლივონიის ორდენი იქმნება, ხოლო ტევტონების ორდენი კი პალესტინიდან ბალტიისპირეთში გადმოჰყავთ, – მონღოლ-თათრებთან რუსეთის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მომენტში, ისინი შვედებთან ერთად რუსეთის «მოსანათლად» მოდიან. «მაშინ შვედები, დანიელები და გერმანელები ბალტიის ზღვიდან შემოიჭრნენ რუსულ მიწებზე, რიგა და რეველი დააარსეს, ფსკოვამდე და ნოვგოროდამდე მოაღწიეს. ასეთი იყო პასუხი იმ დაჟინებულ თხოვნებზე, რომლებითაც რუსები ქრისტიანულ დასავლეთს მიმართავდნენ, რათა იგი მათ წარმართი თათრების შემოტევის მოგერიებაში დახმარებოდა» (ვ. შუბარტი). «რომანულ-გერმანული ხალხები... მუდმივად ახორციელებდნენ შემოტევას აღმოსავლეთისკენ, ამ შემოტევის საზღვრად ხელოვნურად ურალის ქედი აირჩიეს. ხოლო როდესაც ნათელი შეიქნა, რომ «აღმოსავლეთ ევროპის» დაპყრობა განუხორციელებელია, დამპყრობლებმა აგრესია ოკეანეების იქით – ამერიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში – გადაიტანეს» (ლ. ნ. გუმილიოვი). კათოლიკური პოლონეთი, როგორც დასავლეთ ევროპის ფორპოსტი, რუსეთს რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ეომებოდა. XVII საუკუნის არეულ ხანაში პოლონეთის სამეფო, რომელიც მოსახლეობის რიცხოვნებითა და სამხედრო პოტენციალით მოსკოვის სახელმწიფოს აღემატებოდა, რუსული სახელმწიფოებრიობის მოსპობისკენ ისწრაფვოდა, და თავისი საზღვრებიც აღმოსავლეთში ძველი რუსული მიწების ხარჯზე მნიშვნელოვნად გააფართოვა. უახლეს ხანებში ევროპული ექსპანსიის მესიამ პრიორიტეტების შესახებ შეგვახსენა: «ჩვენ შევაჩერებთ გერმანელების მუდმივ მისწრაფებას სამხრეთისა და დასავლეთისკენ და ჩვენს მზერას მივმართავთ დიდი ქვეყნისკენ აღმოსავლეთში» (ა. ჰიტლერი, მაინ კამპფი. 1915).

 არის მოსაზრება, რომ შემოტევა აღმოსავლეთისკენ აიხსნება მჭიდროდ დასახლებული დასავლეთ ევროპის ბუნებრივი მისწრაფებით აღმოსავლეთის მცირედ დასახლებული სივრცეების ათვისებისკენ. მაგრამ დასავლეთევროპული სივრცე იმიტომაც აღმოჩნდა მჭიდროდ დასახლებული, რომ ცივილიზაციის განვითარებისთვის კლიმატურად და გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი გახლავთ. შუა რუსეთის დაბლობის ცივი, მცირედნაყოფიერი და მსოფლიო სავაჭრო გზებისთვის ძნელადმისადგომი მიწები დასავლეთევროპელებისთვის მიმზიდველი სულაც არ იქნებოდა. მათ აღმოსავლეთისკენ შეუკავებლად ეზიდებოდა მისწრაფება, რომ უცხო და მათი შემაშინებელი რუსული ცივილიზაცია დაემორჩილებიათ («გაეცივილიზებიათ»). «ევროპა ჩვენ თავისიანებად არ გვაღიარებს, ის რუსებში და ზოგადად სლავებში ხედავს მისთვის რაღაც უცხოს, ხოლო ერთად კი ისეთს, რაც არ შეიძლება მას უბრალო მასალად გამოადგეს, რომლის ფორმირება და საკუთარი მსგავსების ნიმუშის მიხედვით გამოყვანა შესაძლებელი იქნებოდა. როგორი ფხვიერიც, როგორი რბილიც არ უნდა აღმოჩნდეს ქარებისგან გამოფიტული ზედა ფენა, ევროპას მაინც ესმის, ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ინტუიციურად გრძნობს, რომ ამ ზედაპირის ქვეშ მაგარი, მყარი ბირთვი ძევს, რომელსაც ვერ დანაყავ, ვერ გახლეჩ და ვერ გახსნი (გათქვიფავ) და, აქედან ამომდინარე, შეუძლებელი იქნება შენებურად ასიმილაცია ჩაუტარო, შენს სისხლად და ხორცად გადააქციო, რომელსაც აქვს ძალა და მიზიდულობა (მისწრაფება) თავისი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ცხოვრებით» ცხოვრობდეს (ნ. იაკ. დანილევსკი). არაფრის არ მსგავსი რუსეთი გაუგებარი და შემაშინებელი იყო ევროპელებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ აზიური კოლოსი თავიანთი საკუთარი ნიმუშის მიხედვით გადაეკეთებიათ ან, ის მაინც მოეხერხებიათ, რომ საერთოდ თავიდან მოეცილებიათ. «დასავლელ ხალხები რუსულ თავისებურებას ვერ მოიაზრებენ და ვერ ითმენენ. ერთიან რუსულ სახელმწიფოს ისინი როგორც მათი სავაჭრო, ენობრივი და დამპყრობლური გავრცელებისთვის საჭირო კაშხალს (საგუბარს), ისე განიცდიან. ისინი აპირებენ სრულიად ერთიანი რუსული «გვირგვინი» ცალკეულ «ღეროებად» დაყონ, ეს ღეროები ცალ-ცალკე გადატეხონ და მათით თავიანთი ცივილიზაციის ჩაქრობის პირას მისული ცეცხლი გააჩაღონ (გააძლიერონ)» (ი. ა. ილინი).

ნ. იაკ. დანილევსკი ამტკიცებდა, რომ რომანულ-გერმანული ტიპის ხალხებისთვის დამახასიათებელია ჰიპერტროფული ინდივიდუალიზმი, რომელიც სხვა ხალხებთან მიმართებაში «ძალადობრიობით» გამოიხატება: «ძალადობრიობა (насильственность) სხვა არაფერია, თუ არა პიროვნების, ინდივიდუალობის ზომაზე მეტად განვითარებული გრძნობა, რომლის მიხედვითაც ის ადამიანი, რომელიც მათ ფლობს, აზრების თავის წესს (სახეს), თავის ინტერესს ისე მაღლა აყენებს, რომ აზრების ყველა სხვა სახემ, ყველა სხვა ინტერესმა, როგორც მის მიმართ არათანაბარუფლებიანმა, ნებით ან უნებლიედ, მას უნდა დაუთმოს. ფიქრების თავისი წესის (სახის) სხვებისთვის ასეთი თავზე მოხვევა, თავისი ინტერესისადმი ყველაფრის ასე დაქვემდებარება, ზომაზე მეტად განვითარებული ინდივიდუალიზმის, საკუთარი ღირსების ზომაზე გადაჭარბებული გრძნობის თვალსაზრისით, რაიმე უსამართლოდ სულაც არ გამოიყურება. ის წარმოგვიდგება როგორც უმდაბლესის უმაღლესისადმი ბუნებრივი დაქვემდებარება, რაღაც აზრით წყალობაც (благодеяние) კი ამ უმდაბლესისადმი. პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გონების, გრძნობისა და ნების ასეთ ყაიდას გარემოებების და მიხედვით, არისტოკრატიზმამდე, ხალხების ჩაგვრამდე ან უსაზღვრო, ზომიერებაში ვერაფრით ვერ მოყვანილ თავისუფლებამდე, უკიდურეს პოლიტიკურ დაქუცმაცებამდე მივყავართ; რელიგიაში კი – შეუწყნარებლობამდე ან ყველენაირი ავტორიტეტის უარყოფამდე. რა თქმა უნდა, მას კარგი მხარეებიც გააჩნია, მოქმედების დაჟინებული წესის, თავისი უფლებების ძლირად დაცვის საფუძველს შეადგენს და ა. შ.».

დასავლეთევროპული ძალადობრიობა საუკუნეების განმავლობაში რელიგიურ, კოლონიურ და პოლიტიკურ სფეროებში ვლინდებოდა. ამასთან ქედმაღალი ევროპელები ერთადერთ განათლებულებად და ცივილიზებულებად მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევენ, სხვა ხალხების შესახებ კი ევროპოცენტრიზმის პოზიციებიდან მსჯელობენ. «საერთო რომანულ-გერმანული შოვინიზმი – გულუბრყვილოდ იწოდება «კოსმოპოლიტიზმად»... თითოეული ევროპელის გულში მიმალულ ოცნებას დედამიწის ყველა ხალხის სრული გაუსახურება, ყველა თავისებური... სახისა (облик) და კულტურის დანგრევა წარმოადგენს, ერთის, ევროპულის გარდა, რომელსაც სურს – ზოგადსაკაცობრიო კულტურის სახელი გაითქვას» (ნ. ს. ტრუბეცკოი). ყველაფერს უცხოგვაროვანს ან საკუთარი ნიმუშის მიხედვით ძალადობრივად გადააკეთებდნენ, ან კიდევ ზოგადსაკაცობრიოს თანრიგიდან შლიდნენ და ამიტომ მსუბუქი გულით იმონებდნენ ან ანადგურებდნენ. «დასავლეთისთვის ეთნოსების განსხვავება ცივილიზებულობის ხარისხში შედგება, საშუალო დასავლელი ადამიანი ხშირად რუსების ბოლომდე ვერ განვითარებაზე ლაპარაკობს, არასაკმარისი ცივილიზებულობის აზრით. ასკვნიან – დასავლეთის მისია შედგება სხვა ხალხების იძულებით ცივილიზაციაში, რასაც რეალურად მოჰყვება მათი ალგორითმიზაცია და იმათი განადგურება, ვისაც ეს არ სურს. ამაში შედგება ძირეული განსხვავება რუსული აზროვნებისგან, რომელიც სხვა გარემომცველი ხალხების ღრმა განსხვავებებს ადვილად ღებულობს. ამიტომ რუსეთი უნიფიკაციის გარეშე ფართოვდებოდა. უფრო სწორედ, უნიფიკაცია საკმარისად ზედაპირული იყო, ინარჩუნებდა რა თითოეული ხალხის სიღრმისეულ ფსიქოლოგიას» (ვ. ა. მალიშევი). ევროპოცენტრული შეგნება (ცნობიერება) სხვაბუნებრიობისადმი პრინციპულად შეუწყნარებელია (რაც ინდიფერენტული პოზიტივიზმის, ხოლო შემდეგ კი «ტოლერანტულობის» ბატონობის დროშიც კი არ შეცვლილა). ამასთან ერთად ევროპელი გარედან მორალურ შეგონებას მტკივნეულად აღიქვამს. უზარმაზარი სხვაბუნებრივი მოვლენა გვერდში – რუსეთი ევროპისადმი ცოცხალი საყვედური გახლდათ.

ევროპელები თავიანთი ნაკლოვანებებისა და მანკიერებებისადმი უფრო მეტად შემწყნარებლები არიან. რუსული ზნეობრივი თვითშეგნების შესახებ თ. მ. დოსტოევსკი წერდა: «დაე ჩვენს ხალხში მხეცობა და ცოდვაა, მაგრამ აი რა არის მასში უდავო: ეს სწორედ ის გახლავთ, რომ იგი, თავის მთლიანობაში, სულ მცირე (და არა მხოლოდ იდეალში, არამედ თავად ჭეშმარიტ სინამდვილეში) თავის ცოდვას სიმართლედ არასდროს არ ღებულობს, არ მიიღებს, და არც მის მიღებას ისურვებს!» ბოროტმოქმედებათა უმრავლესობა ევროპაში უკვე თანამედროვეების მიერ აღმოჩნდებოდა ხოლმე გამართლებული. ევროპელების შემწყნარებლობა თავიანთი ცოდვებისადმი აიხსნება მათ შორის სამართლებრივი გრძნობის დომინირებითაც: სინდისი დუმს, როცა «კანონის» მიხედვით შეიძლება ჩამოახრჩობდე მაწანწალებს ჰაინრიხ VIII-ის დროს, ან გილიოტინაზე აგზავნიდე ბავშვებს საფრანგეთის დიდი რევოლუციის წლებში. რუსებისთვის კანონი თვითფასოვანი არ არის, ზნეობრივი გრძნობა და იდეალები ფორმალურ კანონზე უფრო მაღლა დგას. მეფე იოანე IV, ოპრიჩნინის თარეშისა და მის მიერ გაჩაღებული ტერორის გამო, მრისხანედ იწოდება და ტირანად ითვლება, თუმცა კი მისი სისხლისღვრის მასშტაბები ვერ შეედრებოდა იმათ, რასაც ევროპაში სჩადიოდნენ, ხოლო იმ დროის სახელმწიფო იდეოლოგია კი მეფის ნების გამოხატვას როგორც კანონიერების ერთადერთ წყაროს, ისე განმატავდა. მრისხანემ რამდენიმე წლის შემდეგ თავისი დანაშაულებანი შეიანანა და უდანაშაულოდ მოკვდინებულთა მარადიული მოხსენიებისთვის მონასტრებს უზარმაზარი ფულები გადასცა. სინდისის მსგავსი ტანჯვანი შეუძლებელია ევროპულ ისტორიაში წარმოვიდგინოთ.

რუსები რამდენიმე ასწლეულია ევროპაში თავისებურ უცხოპლანეტელებად გამოიყურებიან, რომლებიც იქ არავის იპყრობენ, თავიანთი თვითმყოფადობის დაცვისკენ ისწრაფვიან, რითაც ეჭვებს იწვევენ და სახიფათოდაც გამოიყურებიან. იმაში, რომ რუსეთი დასავლეთ ევროპისათვის უცხო და მტრულია, ლიბერალები და რადიკალური რევოლუციონერებიც ერთსულოვანნი არიან. XIX საუკუნეში პოპულარული იყო ფრანგი მარკიზის დე კიუსტინის პატარა წიგნი, რომელიც რუსოფობიის აპოთეოზს წარმოადგენს. იმგზავრა რა რუსეთში, მარკიზმა მხოლოდ ის დაინახა, რომ რუსები «მონობით გონების დაკარგვამდე არიან მთვრალები... არიან პატივმოყვარენი, თვითკმაყოფილები და მკვეხარები... არ არიან ორიგინალურნი, ვინაიდან შემოქმედებითი ნიჭი და ბუნებრივი გონიერება არ გააჩნიათ... ეშმაკები და ზარმაცები არიან, შრომა მხოლოდ მაღალი ანაზღაურებისთვის შეუძლიათ, და არა ისე, როგორც ევროპაში – სხვათა სიკეთისთვის... მშიშრები არიან, და თუ ისინი ბრძოლაში არიან უშიშარნი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი უმეცრების გამო სჯერათ უფროსობის სიცრუისა, რომ თუ დაიღუპებიან, სამი დღის შემდეგ მკვდრეთით აღდგებიან და სახლში აღმოჩნდებიან... ხალხი მარადიულ შიშში ცხოვრობს; და რუსეთში ყველას ყოველთვის შიში მართავს... რუსები ცრუნი და მზაკვარნი არიან, ვინაიდან მათი ყველა ღირსება სინამდვილეში თავლთმაქცობისა და ტყუილის შედეგია... ყველა თავაზიანია ურთიერთ შორის, მაგრამ აქ თავაზიანობა სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნება იმისა, რომ ყველანი მალავდნენ იმ ორმაგ შიშს, რომელსაც თითოეული განიცდის და სხვას ჩააგონებს... მოსკოველების მართლმადიდებლური სტუმართმოყვარეობაც ასევე განსაკუთრებით ფაქიზ პოლიტიკად გადაიქცა, ის იმაში შედგება, რომ რაც შეიძლება მეტად ასიამოვნო სტუმრებს, დახარჯავ რა რაც შეიძლება ნაკლებ გულწრფელობას». ამ «თათარი» ხალხის ბუნების ასეთი ახსნიდან მომდინარეობს დე კიუსტინის ძირითადი დასკვნაც: «აქ ყველაფერი უნდა დაინგრეს და ხალხიც ხელახლა შეიქმნას». დაახლოებით იმავე დროს კ. მარქსი წერდა: «ნორმანული ეპოქის მკაცრ ჰეროიზმში კი არ დაიბადა მოსკოვი, არამედ მონღოლური მონობის სისხლიან ჭანჭრობში. თანამედროვე რუსეთი კი სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა გარდასახულ (გარდაქმნილ) მოსკოვს... სიძულვილი რუსებისადმი იყო და კვლავაც რჩება გერმანელებისთვის პირველ რევოლუციურ ვნებად (მიდრეკილებად, страсть)».

რუსებისთვის დამახასიათებელია შემწყნარებლობა სხვათა მიმართ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ევრაზიის მკაცრ სივრცებზე მრავალ ხალხთან ერთად გადარჩენა. პატივს სცემს რა სხვაბუნებრიობას, რუსი ხალხი ყველა საუკუნეში იცავდა თავის თვითმყოფადობას: ««დანერგვის» მრავალსაუკუნოვანი მცდელობების, მჭიდრო ურთიერთობებისა და ურთიერთგავლენის მიუხედავად, ჩვენი კულტურა არ შეერწყა და არ ერწყმება ორგანულად დასავლეთევროპულს, წარმოადგენს რა თითქოსდა «განსაკუთრებულ აზრს» საკითხზე ადამიანისა და სამყაროში მისი ადგილის შესახებ... ჩვენი კულტურა ამოდის სხვა წარმოდგენიდან სამყაროსა და მასში ადამიანის ადგილის შესახებ. და ამიტომ (და არა უცოდინრობის, უუნარობის განუვითარებლობის მიზეზით) ის ქცევის სხვა მოდელს იძლევა» (კ. კასიანოვა).

ბევრი პოლიტიკური რეალობა რუსეთში შორს იყო იდეალისგან, თუმცა უპრინციპო ევროპული პოლიტიკისგან ისინი უკეთესი მხრივ განსხვავდებოდა. თვით უტილიტარისტი პეტრე I-ც კი მოითხოვდა თავისი დიპლომატებისგან ისეთი ხელშეკრულებები დაედოთ, რომელთა შესრულებაც რუსეთს შეეძლებოდა, როგორც ამას «პაროლის ჰონორი» (სიტყვის ღირსება) მოითხოვს, რაც ევროპელ პოლიტიკოსებს არასოდეს არ აღელვებდათ. როდესაც რუსული ხომალდები ქრისტიანული სამყაროდან იაპონიის კუნძულებს პირველები მიადგნენ, მათ ვერანაირი ხელშეკრულების დადება ვერ მოახერხეს, ვინაიდან პირობების სახით იაპონელებმა ქრისტეს შეგინება მოითხოვეს, რაზეც მართლმადიდებლებს წასვლა არ შეეძლოთ. ამაზე დაეთანხმენ ჰოლანდიელები, რომლებმაც გარკვეული დროით იაპონიასთან ურთიერთობების მონოპოლიზაცია მოახდინეს. ყველაფერი ეს მეტყველებს «ჩვენი სახელმწიფოს მოყვარული და არა დამპყრობლური საწყისის» შესახებ (თ. მ. დოსტოევსკი), იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქმედებები საერთაშორისო არენაზე არცთუ იშვიათად მორალური, და არა მხოლოდ უტილიტარული მოსაზრებებით იყო მოტივირებული, რაც დასავლეთში თავის მოსულელებად (სალოსობად) ეჩვენებოდათ. «რუსების ყველა ზნეობრივი ცნება და მიზანი – ევროპულ სამყაროზე უფრო მაღალია. ჩვენში სიკეთის უფრო მეტი უშუალო და კეთილშობილური რწმენაა, როგორც ქრისტიანობაში, და არა როგორც კომფორტის შესახებ ამოცანის ბურჟუაზიულ გადაწყვეტაში» (თ. მ. დოსტოევსკი). რუსები არცთუ იშვიათად უცხოებთან უფრო კორექტულად იქცეოდნენ, ვიდრე თავისიანებთან. ევროპელები კი წესიერებას თავისიანებს – «ცივილიზებულებს» შორის იცავდნენ, ხოლო «ბარბაროსებთან» მიმართებაში კი ისინი უმაღლეს უპრინციპობას, ვერაგობას, სისასტიკეს ავლენდნენ. ამის შედეგად რუსეთის ქცევა ევროპელებისთვის ზნეობრივი დისკომფორტის წყარო გახლდათ, რომელიც იწვევს აგრესიას.

დასავლეთს რუსული მესიანიზმიც აშინებს, თუმცა კი ის აგრესიის ან ექსპანსიონიზმის სტიმულირებას არ ახდენდა, არამედ უპირატესად რელიგიური გახლდათ, – მითითება მართალი სარწმუნოების დაცვასა და აღიარებაზე. გერმანელ ფილოსოფოსს ვალტერ შუბარტს ეს ესმოდა: «რუსეთი არ ისწრაფვის დასავლეთის არ დაპყრობისკენ და არც მის ხარჯზე გამდიდრებისკენ – მას მისი გადარჩენა უნდა. რუსული სული საკუთარ თავს ყველაზე უფრო ბედნიერად თვითმიცემისა და მსხვერპლად შეწირვის მდგომარეობაში განიცდის. იგი სრულიად საყოველთაო მთლიანობისკენ, ყოვლადადამიანურობის შესახებ იდეის ცოცხალი ხორცშესხმისკენ მიისწრაფვის. იგი საზღვრის აქეთ – დასავლეთზე – გადმოიღვრება. რამდენადაც მას უნდა მთლიანობა, მას უნდა დასავლეთიც. ის მასში საკუთარ თავზე დამატებას არ ეძიებს, არამედ საკუთარ თავს ხარჯავს (ფლანგავს), მას განზრახული აქვს არა იღებდეს, არამედ აძლევდეს. ის მესიანურადაა განწყობილი». რუსული სულიერება ახდენს ორიენტაციას ყოფიერების უნივერსალურ საკითხებზე, დასავლური კი – პარტიკულარულ პრობლემებსა და კერძო ეგოისტურ ინტერესებზე. ეს დასავლელ ადამიანს აღიზიანებდა და ახალისებდა, რომ რუსები თავისი ნიმუშის მიხედვით გადაეკეთებინა.

«ისინი არაფრის გულისთვის და არასოდეს არ დაიჯერებენ, რომ მათი ცივილიზაციის შემდგომ ბედში ჩვენ ჭეშმარიტად მათთან ერთად და მათ თანაბრად შეგვიძლია ვმონაწილეობდეთ. მათ ჩვენ თავიანთი ცივილიზაციისთვის უცხოებად, მოსულებად, თვითმარქვიებად გვაღიარეს. ისინი ჩვენ გვაღიარებენ ქურდებად, რომლებმაც მათ მათი განათლება მოვიპარეთ, მათ ტანისამოსში გამოვეწყეთ. თურქები, სემიტები სულიერად მათთვის უფრო ახლობელნი არიან, ვიდრე ჩვენ, არიელები. ყველაფერ ამას ერთი განსაკუთრებული მიზეზი აქვს: ჩვენ ვატარებთ სულაც არა იმ იდეას, რომელსაც ისინი, ადამიანობაში – აი მიზეზი! და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი «რუსი ევროპელები» მთელი ძალებით არწმუნებენ ევროპას, რომ ჩვენ არანაირი იდეა არ გაგვაჩნია, და არც მომავალში შეიძლება გვქონდეს, რომ რუსეთს იდეის ქონის უნარი არა აქვს, არამედ მხოლოდ შეუძლია ბაძავდეს, რომ საქმე იმით დასრულდება, რომ ჩვენ ყველანი დავიწყებთ მიბაძვას და რომ ჩვენ სულაც არა ვართ აზიელები, არც ბარბაროსები, არამედ სრულებით, სრულებით როგორც ისინი, ევროპელები. მაგრამ ევროპამ ჩვენს რუს ევროპელებს ამჯერად, სულ მცირე, არ დაუჯერა. პირიქით, მისი დასკვნები, ასე ვთქვათ, ჩვენი სლავოფილების დასკვნებს დაემთხვა, თუმცა კი მათ საერთოდ არ იცნობს და მხოლოდ მათზე რაღაც თუ გაუგონია. დამთხვევა კი სწორედ იმაშია, რომ ევროპასაც, როგორც სლავოფილებს, სჯერა, რომ ჩვენ გვაქვს «იდეა», ჩვენი, განსაკუთრებული და არა ევროპული, რომ რუსეთს შეუძლია ჰქონდეს იდეა და ამის უნარიც გააჩნია. ჩვენი ამ იდეის არსის შესახებ ევროპამ, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი იცის, ვინაიდან რომ სცოდნოდა, მაშინვე დამშვიდდებოდა, გაეხარდებოდა კიდეც. თუმცა კი აუცილებლად გაიგებს ოდესმე და სწორედ მაშინ დადგება ყველაზე უფრო კრიტიკული წუთი მის ბედში. მაგრამ ახლა მას არ სჯერა; აღიარებს რა ჩვენს მხარეს იდეას, მას მისი ეშინია. და ბოლოს, სისაძაგლეს ჩავდივართ ჩვენ მის მიმართ, სისაძაგლეს ჩავდივართ, პირადულადაც კი, თუმცა იქ ჩვენს მიმართ ზოგჯერ თავაზიანებიც არიან ხოლმე. ისინი, მაგალითად, ხალისით აღიარებენ, რომ რუსულ მეცნიერებას უკვე შეუძლია რამდენიმე შესანიშნავი მოღვაწე გამოიყვანოს, რამდენიმე კარგი ნაშრომი წარმოადგინოს, რომლებმაც თვით მათ ევროპულ მეცნიერებასაც სარგებელი მოუტანეს. მაგრამ მაინც, არაფრის გულისთვის არ დაიჯერებს ახლა ევროპა, რომ ჩვენთან რუსეთში არა მხოლოდ მეცნიერების მუშაკები შეიძლება დაიბადონ (თუნდაც ძალზედ ნიჭიერებიც), არამედ გენიოსები, კაცობრიობის ხელმძღვანელები ბეკონის, კანტისა და არისტოტელეს მსგავსნი. ამას ისინი არასოდეს დაიჯერებენ, ვინაიდან ჩვენი ცივილიზაციის არ სჯერათ, ხოლო ჩვენი მომავალი იდეა კი ჯერ არ იციან. სინამდვილეში, ისინი მართლებიც არიან: ვინაიდან მართლაც არ გვეყოლება ჩვენ არც ბეკონი, არც ნიუტონი, არც არისტოტელე, სანამ ჩვენ თავად არ დავდგებით გზაზე და არ ვიქნებით სულიერად დამოუკიდებელნი. ყველა დანარჩენში კი, ჩვენს ხელოვნებებში, მრეწველობაში: ევროპა მზად არის გვაქებდეს, თავზე ხელს გვისვამდეს, მაგრამ თავისიანებად არ გვაღიარებს, მას ჩვენ იდუმალად და აშკარადაც ვეზიზღებით, თავის თავზე უფრო დაბლებად გვთვლის როგორც ადამიანებს, როგორც ჯიშს, ხოლო ზოგჯერ კი ასეთ სისაძაგლეს ვუკეთებთ ჩვენ მათ, სისაძაგლეს ჩავდივართ მათ მიმართ, განსაკუთრებით როცა ჩვენ მათ ძმური კოცნებით კისერზე ვეკიდებით» (თ. მ. დოსტოევსკი, «მწერლის დღიური», 1881, იანვარი).

თანამედროვე ცივილიზაცია დასავლეთევროპული ცხოვრების წესის ექსპანსიის შედეგად ჩამოყალიბდა. კათოლიკურ-პროტესტანტულმა ევროპამ კაცობრიობას თავზე ტექნოლოგიური მომხმარებლური ცივილიზაცია მოახვია. ისტორიაში ყველაზე უფრო დამანგრეველი იდეოლოგიური დოქტრინები, რევოლუციები, ტერორიზმი, განადგურების უსრულყოფილესი საშუალებები, მსოფლიო მფლობელობის მანია, რომლებმაც კაცობრიობას გადაუარეს, სათავეს ძველ წყნარ ევროპაში იღებენ. კომუნისტური იდეოლოგიაც – ასევე დასავლეთევროპული კულტურის ნაშიერია. რადიკალური იდეოლოგიური დოქტრინებიდან არც ერთი რუსეთში არ შექმნილა. მაგრამ როცა საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის მხრიდან აგრესიის ტალღა დასავლეთს დაატყდა თავზე, მან ნგრევის ძალების განთავისუფლებაში თავისი ბრალეულობის აღიარება არ მოისურვა. თვითგამართლება დასავლელ პოლიტოლოგებს აიძულებდა ბოროტების წყარო რუსეთში დაენახათ. როცა დასავლელ ლიბერალებს მსოფლიოში სოციალიზმის პირველ ქვეყანაზე გული აუცრუვდათ, მათ საკუთარი თავები იმაში დაარწმუნეს, რომ საბჭოთა რუსეთში ყველაფერი იმის საპირისპირო სახით იქნა განხორციელებული, რაც კომუნიზმის კორიფეებმა ჩაიფიქრეს. ამტკიცებენ, რომ სსრკ-ში კომუნიზმმა კი არ გაიმარჯვა, არამედ ივანე მრისხანის, პეტრე I-ისა და სტალინის მარადიულმა აზიურმა დესპოტიამ, «სტალინშჩინა» – ეს რუსული ნაციონალ-ბოლშევიზმია. XIX საუკუნის შუახანებში ნ. იაკ. დანილევსკი წერდა: «რუსეთი, – არ იღლებიან ყველანაირ ტონში ძახილით, – კოლოსალური დამპყრობლური სახელმწიფოა, რომელიც თავის საზღვრებს შეუჩერებლად აფართოებს, და, აქედან ამომდინარე, ევროპის სიმშვიდესა და დამოუკიდებლობას ემუქრება. ეს ერთი ბრალდებაა. მეორე კი იმაში შედგება, რომ რუსეთი ვითომდა რაღაც პოლიტიკური არიმანის მსგავსს წარმოადგენს, რაღაც ბნელ ძალას (мрачную силу), რომელიც პროგრესისა და თავისუფლებისადმი მტრული ძალაა». საბჭოთა ტოტალიტარიზმი, დასავლელი პოლიტოლოგების აზრით, «რუსული დესპოტიზმის» კანონზომიერი შედეგია, სსრკ-ის ექსპანსიონიზმი კი – «რუსული იმპერიალიზმის» ახალი ეტაპია. საიდანაც გამოდიოდა, რომ ბრძოლა საჭიროა არა კომუნიზმთან, არამედ რუსებთან.

ბოლშევიკების ანტირუსულ პოლიტიკას მხარს მძლავრი მსოფლიო ძალები უჭერდნენ, მათ შორის ანტიკომუნისტურებიც. სტალინური რკინის ფარდა გარკვეული აზრით რუსეთის ევროპეიზაციის ორსაუკუნოვანი პოლიტიკის შედეგს წარმოადგენდა. სტალინურ ეპოქაში ევროპული გრძნობები დაკმაყოფილებული იყო: რუსული დათვი გალიაში გახლდათ ჩასმული. ამ გალიისთვის შესაძლებელი იყო სოციალისტური სამოთხე ან რკინის ფარდა ეწოდებინათ – და ქრისტიანულ ცივილიზაციაში თანამოძმეთა ტანჯვა-წამებისა და დაღუპვის გამო სინდისის ქენჯნით არ დატანჯულიყვნენ. მხოლოდ დაკმაყოფილების გაუცნობიერებული გრძნობით შეიძლება აიხსნას სტალინური ტერორის საშინელ წლებში დასავლეთის საუკეთესო ადამიანების აღტაცება საბჭოთა კომუნიზმის «წარმატებებისგან». დასავლეთს შესაძლებლობა ჰქონდა სსრკ-ში მომხდარის შესახებ ყველაფერი სცოდნოდა, მაგრამ მას არაფრის დანახვა არ უნდოდა. ასეთი – საბჭოთა – რუსეთი ბევრმა დასავლეთში პირველად და დიდი ხნით შეიყვარა, სანამ მან თავად დასავლეთის უსაფრთხოებას არ დაუწყო მუქარის შექმნა. დასავლეთში გავრცელებულ რუსოფობიისა და კომუნიზმოფილიის შეხამებას ეკზისტენციური საფუძვლები გააჩნია. კომუნიზმისადმი სიმპათიებსა და რუსეთისადმი სიძულვილს დასავლეთევროპული სულის ბნელ იატაკქვეშეთში, ავადმყოფურ კომპლექსებში ჰქონდა ფესვები გადგმული.

ამრიგად, ევროპა არასოდეს მიიღებს რუსეთს ისეთს, როგორიც ის არის, ვინაიდან რუსეთი ევროპის ცივილიზაციური მეტოქეა. დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობათა ისტორია – ეს არის ევროპული მცდელობების ისტორია, რათა რუსული «ბარბაროსული» ბუნება ძალადობრივად გადაეკეთებინათ ან იგი ისტორიიდან ამოეშალათ. ამიტომ დასავლეთს მისჯილი აქვს ყოველთვის უჭერდეს მხარს არა მხოლოდ რუსული საზოგადოების პროდასავლურ ფენებს, არამედ დესტრუქციულ ძალებსაც რუსეთში.

ვიქტორ აკსიუჩიცი
ფილოსოფოსი, პარტია «როდინას» პოლიტიკური საბჭოს წევრი

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

მცირე ინფორმაცია წერილის ავტორის შესახებ

ვიქტორ აკსიუჩიცი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა 1949 წელს, ბელორუსიაში, მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. დაკავებული იყო რელიგიური და პოლიტიკური თვითგამოცემებით, რისთვისაც განიცდიდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) რეპრესიებს: გარიცხვა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურიდან, ჩხრეკვები, დაკითხვები, ბიბლიოთეკის ჩამორთმევა, პროფესიით მუშაობაზე გამოუცხადებელი აკრძალვა. დაახლოებით ათ წელიწადს იძულებული იყო მშენებლობებზე მუშად ემუშავა. იბეჭდებოდა ემიგრანტულ და დასავლეთ-ევროპულ გამოცემებში. რუსული ქრისტიანული კულტურის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ჟურნალის "Выбор" ("არჩევანი") გამომცემელი. რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატი 1990-1993 წწ. რუსეთის ქრისტიანულ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი 1990-1997 წწ. სლავური კულტურის სახელმწიფო აკადემიის დოცენტი.

No comments:

Post a Comment