Friday, March 6, 2015

დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში

(ნაწილი IV) 

XVI. ნატო: მილიტარიზაციისა და გამალებული შეიარაღების გზით 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1970-იანი წლების მიწურულის საერთაშორისო მდგომარეობისთვის განმსაზღვრელი იყო ტენდენცია საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისკენ, რომელმაც ზემოქმედების მოხდენა დაიწყო მსოფლიოში მიმდინარე პროცესების საერთო განვითარებაზე. ამის მიღწევა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების დაძაბული ბრძოლის წყალობით მოხერხდა ომისა და აგრესიის ძალებთან, რომელიც იმ ხანებში არა თუ არ წყდებოდა, არამედ ზოგჯერ უფრო მეტ სიმწვავესაც კი იძენდა. მაშინდელ პირობებში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, არ იყო უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე რეალური განიარაღების მიღწევა. “გავაჩეროთ გამალებული შეიარაღება, უზრუნველვყოთ თერმობირთვული კატასტროფის მუქარის შემცირებისკენ, და საბოლოო ჯამში კი მისი მოხსნისკენ წინსვლა – განაცხადა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (სკკპ ცკ) გენერალურმა მდივანმა, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ლ. ი. ბრეჟნევმა – აი ძირითადი პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგში დგას”.

მაგრამ მსოფლიოში იყვნენ გავლენიანი და კარგად ორგანიზებული ძალები, რომლებიც გამალებულ შეიარაღებაში, შიშისა და მტრობის ატმოსფეროს დაჭირხვნაში იყვნენ დაინტერესებულნი. ისინი თესდნენ ეჭვებს შეიარაღებათა შეზღუდვისა და განიარაღების საქმეში პრაქტიკული ზომების განხორციელების შესაძლებლობაში, ეწინააღმდეგებოდნენ ამ სფეროში შეთანხმებების მიღწევას. 1970-იანი წლების მიწურულში მათი აქტიურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. “იმპერიალისტური და რეაქციული ძალების შემოტევა იმ პოზიციებზე, რომლებიც ხალხებმა მოიპოვეს მტკიცე მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხიებისთვის მძიმე ბრძოლაში – მითითებული იყო ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა დეკლარაციაში –აგრესიის, რევანშიზმისა და ჰეგემონიზმის მიზნებს ისახავს”.

საბჭოთა ავტორების მტკიცებით, ამ ძალების ავანგარდში უკვე 30 წელი იყო, რაც ნატო-ს აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი იდგა შეერთებული შტატების მეთაურობით. სწორეს მისგან ამოდიდა იმხანად მთავარი საფრთხე მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, რომელიც გამალებული შეიარაღების გაძლიერებაში, მისი ტემპებისა და მასშტაბების ზრდაში მდგომარეობდა. მილიტარისტულ მზადებათა შესახებ, რომლებიც ნატო-ში სულ უფრო მეტი მასშტაბებით ხორციელდებოდა, მთელი მისი საქმიანობაც უცილობლად მოწმობდა.

პოლიტიკა “ძალის პოზიციიდან” – აი ატლანტისტების კრედო ბლოკის არსებობის სამი ათწლეულის განმავლობაში. და 70-იანი წლების ბოლოშიც ამის შესახებ, დარცხვენის გარეშე, მუდმივად ახსენებდნენ ყველას თავიანთ სიტყვებში ისეთი პირწავარდნილი მილიტარისტები, როგორებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, იყვნენ ნატო-ს გენერალური მდივანი ლუნსი, ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამერიკელი გენერალი ჰეიგი, დასავლეთგერმანელი და ინგლისელი გენერლები. მთელ ამ საომარ განცხადებებს “საბჭოთა სამხედრო მუქარის” შესახებ გაცვეთილი ფრაზებით ფარავდნენ, თუმცა კი არაფერი კონკრეტულის მოყვანა თავიანთი გამონაგონების დამტკიცებისთვის მათ, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ, იმიტომ რომ ასეთი მტკიცებულებანი არ არსებობდა. იმავე დროს აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიულ მისწრაფებათა შესახებ მათი პროვოკაციული მოქმედებები მოწმობდა ბლოკის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში. საბჭოთა ავტორების შეფასებით, მათ სინდისზე იყო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ინტერვენციები, ბევრი ქვეყნისა და ხალხის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევები, გამყიდველური დიქტატორული რეჟიმების ყოველმხრივი მხარდაჭერა, იდეოლოგიური დივერსიები სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ. და განა ასეთი განზრახვების შესახებ არ განაცხადა ამერიკელმა გენერალმა დიქსონმა კორესპონდენტებთან შეხვედრისას: “ომი – ეს არის პური ჩვენი არსობისა”. ამერიკული იმპერიალიზმის კაცთმოძულე მისწრაფებების შესახებ კიდევ უფრო გულახდილად ამბობდა აშშ შტაბების უფროსთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გენერალი ბრაუნი, მოუწოდებდა რა ბირთვული იარაღის ძლიერების გაზრდისკენ: “განა არ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის გვქონდეს 160 მლნ. ადამიანის განადგურების უნარი, და არა 90 მლნ.-ისა?” ყოველივე აქედან ნათლად ჩანდა, თუ საიდან ამოდიოდა იმ დღეებშიც მუქარა მშვიდობისა და პროგრესისთვის.

ნატო-ს ქვეყნებში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მხოლოდ მილიტარისტული მოწოდებებით არ იფარგლებოდნენ. იქ პრაქტიკულად ხორციელდებოდა შეიარაღებული ძალების ძლიერების შემდგომი ზრდის მრავალრიცხოვანი ღონისძიებები. უპრეცედენტო ზომებს მიაღწია 1970-იანი წლების მიწურულს ამ ქვეყნებში გამალებულმა შეიარაღებამ, წარმოებდა ადამიანთა მასობრივი განადგურების ახალი საშუალებების შემუშავება. ბერავდნენ რა სამხედრო ბიუჯეტებს და ღებულობდნენ რა ყოველწლიურად მილიარდობით მოგებებს, აშშ-ისა და ნატო-ს მილიტარისტები უარყოფდნენ სოციალისტურ სახელმწიფოთა ნებისმიერ წინადადებას ჯარებისა და შეიარაღებათა შეზღუდვასა და შემცირებაზე. უფრო მეტიც, 1978 წელს აშშ პრეზიდენტის კარტერის ინიციატივით ბლოკის ხელმძღვანელი ორგანოების სხდომებზე ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებიც მილიტარისტულ მზადებებში ახალ მანამდე უნახავ ნახტომს ვარაუდობდა.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ნატო-ს ხელმძღვანელი წრეები თავიანთ აგრესიულ მისწრაფებებში იმხანად პეკინელი დამხმარეების სამსახურითაც ფართოდ სარგებლობდნენ, რომლებიც არც ერთ შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან კაპიტალისტურ ქვეყნებში გამალებული შეიარაღების პროვოცირებისთვის. შემთხვევითი არ იყო, რომ დასავლეთში ჩინეთს მაშინ “ნატო-ს მეთექვსმეტე წევრსაც” უწოდებდნენ, ხოლო ჩინელ ლიდერებს კი – “ერთგულ მეგობრებს”. მიზნად ისახავდნენ რა “მეორე ფრონტის” გაძლიერებას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ამ ბლოკის ქვეყნები ჩინეთში თანამედროვე შეიარაღებასა და მისი წარმოების ტექნოლოგიებს გზავნიდნენ. ჩინეთის ურთიერთობათა “ნორმალიზაციამ” აშშ-სა და ბლოკის სხვა ქვეყნებთან უკვე პრაქტიკაშიც ჰპოვა ასახვა. მალევე ოკეანის მიღმა დენ სიაოპინის ვოიაჟის შემდეგ პეკინმა სოციალისტური ვიეტნამის წინააღმდეგ თავხედური აგრესია გააჩაღა. 

ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელობა იაპონიის იმპერიალისტური წრეების მილიტარისტულ ამბიციებსაც იწონებდა. ამასთან დაკავშირებით დღის სინათლეზე გამოათრევდნენ (вытаскивается на свет) ნატო-სა და იაპონიის “სამხედრო ძალისხმევათა მჭიდრო კოორდინაციისა” და თვით შორეულ აღმოსავლეთში ამ ბლოკის ფილიალის შექმნის იდეასაც კი აშშ-ს, ჩინეთსა და იაპონიას შორის სამმხრივი სამხედრო კავშირის სახით. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ ასევე იმპერიალისტების განზრახვის შესახებ შეექმნათ სამხედრო ბლოკი ახლო აღმოსავლეთში, რომელშიც ვითომდა ისრაელის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ჩართვას გეგმავდნენ.

ისწრაფვოდა რა ნატო-ში მილიტარისტული მხუთრის (угар) გააქტიურებისკენ, გამალებული შეიარაღების დაჩქარებისა და ბლოკის სხვა ქვეყნების გავლენიანი წრეების მხრიდან შეერთებული შტატებისადმი “ნდობის განმტკიცებისკენ”, აშშ-ის მთავრობამ 1978 წელი “ნატო-ს წლად” გამოაცხადა, ხოლო მისი ოფიციალური წარმომადგენლები კი, მათ რიცხვში პრეზიდენტი კარტერიც, თავს არ ანებებდნენ იმის შეხსენებას, რომ ეს ბლოკი და ევროპა ამერიკული მთავრობის სამხედრო-პოლიტიკური კურსის ქვაკუთხედს წარმოადგენდნენ.

ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ხარჯები ზრდას განაგრძობდა. გაერო-ს მონაცემებით, სამხედრო ხარჯებმა მთელ მსოფლიოში 1978 წელს დაახლოებით 400 მლრდ. დოლარი შეადგინა. ამ უზარმაზარი თანხის არანაკლებ ნახევრისა ნატო-ს ქვეყნების წილად მოდიოდა. მხოლოდ მათი სამხედრო უწყებებისთვის გამოყოფილმა ასიგნებებმა 1978 წელს 190 მლრდ. დოლარზე მეტი შეადგინა, ამასთან გაწეული ხარჯების 30-40 % ახალი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვებისა და შემუშავებათათვის იყო განკუთვნილი. ასე, აშშ თავდაცვის სამინისტროს ამ მიზნებით 40 მლრდ. დოლარზე მეტი გამოეყო. ბლოკის ქვეყნებში სამხედრო ხარჯები 1979 წელს კიდევ უფრო მეტად იქნებოდა გაზრდილი. პენტაგონმა, მაგალითად, 1978/79 ფინანსურ წელზე დაახლოებით 130 მლრდ. დოლარი მიიღო, ხოლო გფრ-ის საერთო სამხედრო ხარჯები, როგორც უცხოური პრესა იტყობინებოდა, 56 მლრდ. მარკაზე არანაკლებს შეადგენდა.

ნატო-ს არსებობის 30 წლის მანძილზე მისმა მონაწილეებმა მხოლოდ სამხედრო უწყებათა ხაზით ასტრონომიული თანხა – თითქმის 2650 მლრდ. დოლარი დახარჯეს. აი მილიტარისტების საქმიანობის ჭეშმარიტი რეკორდები და სამწუხარო შედეგი ჩრდილოატლანტიკური კავშირის იუბილისთვის. ამ დროის მანძილზე ნატო-ს ქვეყნების ყოველწლიური სამხედრო ხარჯები მთლიანობაში 10,5-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხოლო ბლოკის ევროპული ქვეყნებისა კი უფრო მეტადაც – 15-ჯერ.

განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა სამხედრო მიზნებით დანახარჯები ბლოკის ქვეყნებში 1970-იანი წლების განმავლობაში, ე. ი. იმ პერიოდში, როცა კეთილი ნების ყველა ადამიანი დაძაბულობის განმუხტვისთვის შეუპოვარ ბრძოლას აწარმოებდა. მათ 1367,5 მლრდ. დოლარი შეადგინეს, ე. ი. ნატო-ს ხარჯების ნახევარზე მეტი ბლოკის არსებობის მთელი დროის მანძილზე. 1980-იანი წლების დასაწყისშიც, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, სამხედრო ხარჯების ზრდის ტემპები ნატო-ს ქვეყნებში არ შემცირდებოდა, რადგანაც შეერთებულმა შტატებმა მოახერხა თავზე მოეხვია მათთვის სამხედრო ასიგნებათა ყოვლწლიური ზრდა მუდმივ ფასებში არანაკლებ 3 %-ით. ცდილობდა რა მიეცა მაგალითი ბლოკში პარტნიორებისთვის, აშშ-ის მთავრობა პენტაგონისთვის ასიგნებათა თანხის წელიწადში 10-12 მლრდ. დოლარით მატებას და 1983 წელში ამ ასიგნებების 172,7 მლრდ. დოლარამდე აყვანას გეგმავდა.

მაინც ეს უზარმაზარი სახსრები საით მიემართებოდა?

ბლოკის სამხედრო პოტენციალის მუდმივი ზრდა – აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელი წრეების საქმიანობის ძირითადი მიმართულება გახლდათ. “ჩვენი ერთერთი მთავარი საზრუნავი – განაცხადა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტიოფერმა – დაკავშირებულია ნატო-ს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასთან... ჩვენი ინიციატივით ნატო-ელი მოკავშირეები ვაშინგტონში უმაღლეს დონეზე ამასწინანდელი შეხვედრისას დაეთნხმენ მიმართონ უპრეცედენტო ერთობლივ ძალისხმევას სამხედრო სფეროში ჩვენი კოლექტიური მოთხოვნილებების კოორდინირებულ საფუძველზე დაკმაყოფილებისთვის”. აშშ თავდაცვის მინისტრმა ბრაუნმა აღნიშნა, რომ “შეერთებული შტატების ბიუჯეტი განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებდა იარაღის სისტემებს ნატო-ს მხარდაჭერისთვის”. ეს, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იმის შესახებ მოწმობდა, რომ აშშ-ისა და ბლოკის ხელმძღვანელ მოღვაწეებს ნატო-ში შექმნილი უზარმაზარი სამხედრო მანქანა არ აკმაყოფილებდათ. ისინი ამ აგრესიული ორგანიზაციის სამხედრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისკენ ისწრაფვოდნენ.

აშშ ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში, ისევე როგორც უწინაც – ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ბ ი რ თ ვ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს ძლიერების შემდგომი ზრდა იყო, თუმცა კი როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები აღნიშნავდნენ, ნატო-ს ქვეყნების ბირთვული არსენალი ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ამერიკული ატომური ბომბის დამანგრეველ ძალას 1979 წელს უკვე 2 მლნ.-ჯერ აღემატებოდა. შეერთებულ შტატებში იარაღის არსებული სიკვდილის მთესველი სისტემები სრულყოფას განიცდიდა და მასობრივი განადგურების ახალ საშუალებათა შემუშავებაც გაძლიერებით წარმოებდა. რაკეტებზე “მინითმენ”-3 მიზნის დაზიანების მაღალი სიზუსტის მქონე უფრო მძლავრი ქობინების დაყენება ხდებოდა, B-52 ტიპის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენებიც მოდერნიზაციას განიცდიდნენ.

გრძელდებოდა მობილური ბაზირების ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის (სკბრ) M-X შემუშავება, რომლის შეიარაღებაში მიღებასაც 80-იანი წლების შუახანებში ელოდებოდნენ. 200-250 ასეთი რაკეტის შემუშავებასა და შესყიდვაზე არანაკლებ 30 მლრდ. დოლარის დახარჯვა იგეგმებოდა. აღნიშნულ საშუალებათა სიცოცხლისუნარიანობის (живучесть) ამაღლების მიზნით, მათი მიწისქვეშა განთავსებისა და სათადარიგო საცეცხლე პოზიციებზე შემაერთებელი გვირაბების გავლით ფარული ტრანსპორტირების სხვადასხვა ვარიანტებიც განიხილებოდა. სრული სვლით წარმოებდა საზღვაო ბაზირების სარაკეტო-ბირთვული სისტემის “თრაიდენთი” ახალი წნარბ-ების მშენებლობა (წნარბ – ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღებული ატომური წყალქვეშა ნავი; შემოკლებული აღნიშვნა ავიღეთ რუსული ПЛАРБ-ის საფუძველზე, ინგლისურად მისი აღნიშვნაა SSBN – nuclear-powered ballistic-missile submarine). ყოველწლიურად ერთი-ორი ასეთი ნავის მშენებლობას იწყებდნენ. პირველი მათგანის (“ოჰაიო”) აგების დასრულება 1979 წლის ბოლოს იყო გათვალისწინებული. 1985 წლამდე ამ ნავების აღჭურვა მოხდებოდა რაკეტებით “თრაიდენთ”-1 სროლის სიშორით 7400-7800 კმ, ხოლო ამის შემდეგ კი რაკეტებით “თრაიდენთ”-2 (11 ათას კმ-ზე მეტი) ინდივიდულაური დამიზნების განცალკევებადი მანევრირებადი ქობინებით (მარვ-ის ტიპისა). 18700 ტ წყალწყვის თითოეული ნავის ბორტზე 24 რაკეტა იქნებოდა. დამტკიცებული იყო 13 ასეთი წნარბ-ის მშენებლობის პროგრამა (ფასდებოდა 24 მლრდ. დოლარად). პენტაგონში სწავლობდნენ საკითხს 29-30 ასეთი ნავის მშენებლობის შესახებ. აღნიშნული პროგრამის რეალიზაცია 1992 წლისთვის იგეგმებოდა. ახალი წნარბ-ების ბაზირებისთვის აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ბანგორში (ვაშინგტონის შტატი) 2 მლრდ. დოლარზე მეტი ღირებულების ბაზის მშენებლობა წარმოებდა. რამდენიმე ბაზის აგება იყო გათვალისწინებული ატლანტის ოკეანის სანაპიროზეც.

რათა “თრაიდენთ”-1 ახალი რაკეტების შეიარაღებაში მიღება დაეჩქარებინათ, უახლოეს ხანებში მათით 12 წყალქვეშა ნავის გადაიარაღებას ვარაუდობდნენ, რომლებიც “პოსეიდონ”-C3 რაკეტებით იყვნენ მანამდე აღჭურვილნი. 1978 წლის დეკემბერში პირველი წნარბ-ის გადაიარაღება დაიწყო. 1978-79 წლებში “თრაიდენთ”-1 ტიპის 144 რაკეტის შესყიდვა იგეგმებოდა.

შესამჩნევად ხდებოდა აშშ-ში ფრთოსანი რაკეტების შესაქმნელად სამუშოების ფორსირებაც, და უწინარეს ყოვლისა სტრატეგიული ბირთვული ძალების გაძლიერებისთვის. მათით B-52 ბომბდამშენებისა და, ზოგიერთი სატრანსპორტო თვითმფრინავის, აგრეთვე 33 ატომური წყალქვეშა ნავის შეიარაღებას ვარაუდობდნენ, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის სატორპედო აპარატებს გამოიყენებდნენ. წყალქვეშა ნავებისა და თვითმფრინავების შეიარაღებაში რაკეტების მიწოდებას 80-იანი წლების დასაწყისში მოელოდნენ. საზღვაო ბაზირების 1200 და საჰაერო ბაზირების 3400 რაკეტის შეკვეთაც იგეგმებოდა.

თუმცა კი აშშ-ის მთავრობამ გადწყვიტა სტრატეგიული ბომბდამშენის B-1 შეიარაღებაში მიღებაზე დროებით უარი ეთქვა, მისი გამოცდები მაინც გრძელდებოდა. ასე, 1978/79 ფინანსურ წელზე ამ მიზნებით 55 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი.

1970-იანი წლების მიწურულს აშშ-ისა და ნატო-ს მილიტარისტული წრეები სულ უფრო დაჟინებით აყენებდნენ მოთხოვნას საშუალო სიშორის რაკეტების შექმნისა და ევროპაში მათი განლაგების შესახებ.

უფრო აქტიურად წარმოებდა აშშ-ში სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები (НИОКР) უფრო მძლავრი ბირთვული საბრძოლო მასალების შესაქმნელად მირვ და მარვ ტიპების ქობინებით (MIRV – multiple independently targetable re-entry vehicle) და ასევე რაკეტების დამიზნების სრულყოფილი სისტემებისა. 

1978 წლის ბოლოს ამერიკულ ბეჭდურ გამოცემებში გამოჩნდა შეტყობინებები, ე. წ. სხივური იარაღის შემუშავების შესახებ. ლაპარაკი იყო იარაღზე, რომელშიც ლაზერებისა და ელემენტარული ნაწილაკების (ელექტრონის, პროტონისა და ნეიტრონის) ენერგია გამოიყენებოდა. ის უწინარეს ყოვლისა რაკეტებისა და თანამგზავრებოს წინააღმდეგ საბრძოლველად გახლდათ განკუთვნილი. უცხოური პრესის მონაცემებით, აშშ-ში შემუშავებული იყო ასეთი იარაღის შექმნის ხუთწლიანი პროგრამა და შეიარაღებაში მის მიღებას 80-იანი წლების შუახანებისთვის ვარაუდობდნენ. ამ მიზნებით მსხვილი ფულადი სახსრებიც გამოიყოფოდა.

სტრატეგიული ბირთვული ძალების მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი სამუშოები წარმოებდა საფრანგეთშიც. ამის შედეგად, როგორც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფრისმა გენერალმა მერიმ განაცხადა, მისი დამრტყმელი ძლიერება 1980 წელს სამჯერ გაიზრდებოდა.

1970-იან წლების მეორე ნახევარში ნატო-ს თითქმის ყველა ქვეყანაში წარმოებდა მსხვილი ღონისძიებები ზ ო გ ა დ ი დ ა ნ ი შ ნ უ ლ ე ბ ი ს ძ ა ლ ე ბ ი ს გასაზრდელად. ბევრ მათგანში განხორციელებული იყო, და ზოგში კი ისევ გრძელდებოდა სახმელეთო ჯარების რეორგანიზაცია შენაერთებისა და ნაწილების ტანკებითა და სხვა ჯავშანსატანკო ტექნიკით, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სხვა საშუალებებით აღჭურვის მიზნით. ნაწილებსა და ქვედანაყოფებში რამდენადმე მცირდებოდა პირადი შემადგენლობის რიცხოვნება და მნიშვნელოვნად იზრდებოდა თანამედროვე შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით მათი აღჭურვილობა. ბევრი შენაერთი ჯავშანსატანკო შენაერთებად იყო რეორგანიზებული. მაგალითად, გფრ-ში დისლოცირებულ ბრიტანულ რაინის არმიაში იმ ხანებში დასრულდა ოთხივე დივიზიის ჯავშანსატანკო დივიზიებად გარდაქმნა (პერეფორმირება). მასში ასევე საარტილერიო დივიზიაც იქნა ჩამოყალიბებული.

აშშ-სა და საფრანგეთში მოელოდნენ სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობის მნიშვნელოვან გაძლიერებას. ამერიკულ არმიაში, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, სამი ახალი შენაერთი ყალიბდებოდა და, გარდა ამისა, ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიების ახალი ორგანიზაციის გამოცდებიც გრძელდებოდა, რომლებშიც პირადი შემადგენლობის რიცხოვნება, საარტილერიო ქვემეხების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რექტიული ჭურვებისა (ტსმრჭ) და საზენიტიო საშუალებათა რაოდენობა იქნა გაზრდილი, აგრეთვე გაიზარდა საბრძოლო ბატალიონების რიცხვიც (10-11-დან 15-მდე). 1978 წელს გფრ-ის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ჯარების რიცხოვნება 8000 ადამიანით მეტი გახდა. იზრდებოდა მათი დაჯგუფება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც კიდევ ერთ ბრიგადას გადაისვრიდნენ.

1979 წლის დასაწყისში ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების გაძლიერების საფუძველს იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის უახლესი ნიმუშებით მისი აღჭურვა შეადგენდა. სწორედ ამას მოითხოვდა მაშინ შეერთებული შტატები დაჟინებით თავის მოკავშირეთაგან. 1978 წლის მაისში ნატო-ს საბჭოს ვაშინგტონის სესიაზე აშშ პრეზიდენტის კარტერის ინიციატივითა და პენტაგონის ზეწოლით მიღებულ იქნა ევროპაში ბლოკის ჯარების გადაიარაღების ფართო პროგრამა, და უწინარეს ყოვლისა კი ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) განლაგებული ჯარებისა. ბლოკის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ყოველწლიურად მცოცავი ხუთწლიანი პროგრამის დამტკიცებასთან ერთად სესიამ შეიარაღებული ძალების გაძლიერების გეგმაც მოიწონა, რომელიც 1978 წლის ბოლომდე საჩქარო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებდა, და გადაიარაღების გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც 10-15 წელიწადზე იყო გათვლილი, და რომლის თანახმადაც, როგორც უცხოური პრესა იტყობინებოდა, 117 სხვადასხვა ღონისძიება უნდა გაეტარებინათ.

უკანასკნელი გეგმებით 1978 წლის ბოლოსთვის ისახებოდა შენაერთებისა და ნაწილების ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობათა მნიშვნელოვანი გაძლიერება, აგრეთვე მატერიალურ საშუალებათა, და პირველ რიგში საბრძოლო მასალების, სასაწყობო მარაგების შევსება. დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ ამ ვადისთვის ევროპაში ნატო-ს ჯარებში ტსმრჭ-ების რაოდენობის გაზრდას 47 ათასი ერთეულით გეგმავდნენ (ე. ი. 30 %-ზე მეტად 1976 წელთან შედარებით) და მათი რაოდენობა 193 ათას ერთეულამდე უნდა აყვანათ.

გრძელვადიანი პროგრამით (Long Term Defence Program) 1988-1993 წლებში ევროპაში, და უწინარეს ყოვლისა კი ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ბლოკის შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის დამატებით ღონისძიებებზე 80 მლრდ. დოლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული. ამ პროგრამის შესაბამისად გეგმავდნენ: საომარ მოქმედებათა თეატრებზე ბირთვული და ჩვეულებრივი ძალების მოდერნიზაციას; შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, მათ შორის სარეზერვო კომპონენტებისაც; მუქარის პერიოდში აშშ-დან და კანადიდან ევროპაში სტრატეგიული რეზერვების ჩამოყვანის დაჩქარებას; ატლანტიკაში კომუნიკაციების უფრო საიმედო უზრუნველყოფას; საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ხარისხობრივ სრულყოფას; ბლოკის ქვეყნების მთავრობათა თავისდროული კონსულტაციების უზრუნველყოფისთვის და ვითარებაში ცვლილებებზე სარდლობებისა და შტაბების რეაქციის დაჩქარებისთვის მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემის გაუმჯობესებას; ჯარებში რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებების უფრო სწრაფ დანერგვას; იარაღის შემუშავებისა და წარმოებისას სტანდარტიზაციის გაფართოებას; მატერიალურ საშუალებათა სასაწყობე მარაგების გადიდებასა და გაერთიანებათა მოქმედებების ყველაზე უფრო შესაძლო მიმართულებებზე მათ განთავსებას.

პროგრამაში საგანგებო ადგილი ეთმობოდა ომთ-ებზე ბირთვული არსენალის შემდგომ გადიდებას, მათ შორის ბირთვული საბრძოლო მასალების სიმძლავრის ზრდას, მიზნების დაზიანების სიზუსტის ამაღლებას, აგრეთვე მასობრივი განადგურების ახალ საშუალების – ნეიტრონული საბრძოლო მასალების შეიარაღებაში მიღებას.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, კეთილი ნების ყველა ადმიანი განადგურების ამ ბარბაროსული საშუალებით ჯარების აღჭურვის წინააღმდეგ პროტესტს აცხადებდა. მაგრამ ამერიკულმა მთავრობამ საზოგადოების აზრისთვის ყურის გდება არ ისურვა, და მისი გადაწყვეტილებით ნეიტრონული იარაღის კომპონენტების წარმოება დაწყებულ იქნა. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნ, რომ აშშ-ში შემუშავებული იყო უნივერსალური საბრძოლო ნაწილი ტაქტიკური ბირთვული იარაღისთვის, რომელიც როგორც ჩვეულებრივი ბირთვული მუხტის გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა, ისე ნეიტრონულისაც, ამასთან ვითომდა მისი გადაწყობა (переоборудование) დიდ დროს არ დაიკავებდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით უცხოელი სპეციალისტები იმაზე აქცევდნენ ყურადღებას, რომ მოახდენდა რა საზოგადოების აზრის იგნორირებას, ამერიკულ მთავრობას შეეძლო ნეიტრონული იარაღი დასავლეთ ევროპაში ფარულად განეთავსებინა და ის მომავალში თავისი შეხედულების და მიხედვით გამოეყენებინა. 

ბლოკის ყველა ქვეყნის ჯარებში ჩვეულებრივი შეიარაღებაც დიდი რაოდენობით მიეწოდებოდა. 80-იან წლებში მიზნად ისახავდნენ ყველა შენაერთისა და ნაწილის ახალი თაობის იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით მთლიანად აღჭურვას. განსაკუთრებით ბევრ შეიარაღებას ყიდულობდა პენტაგონი. ამ მიზნებზე ასიგნებები 1978-79 წლებში 95 %-ით გაიზარდა. პენტაგონის ხელმძღვანელობამ გადახედა საკითხს იარაღსა და საბრძოლო ტექნიკაში მოთხოვნილების შესახებ და გადაწყვიტა ომის დროს შესაძლო დანაკარგების გადაფასებასთან დაკავშირებით მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაეზარდა. მოთხოვნილებები ტანკებში რეზერვისთვის, მაგალითად, 2,5-ჯერ გაიზარდა, ჯავშანტრანსპორტერებში (ჯტრ) – 6-ჯერ, F-16 გამანადგურებლებში – ორჯერ და მეტად. როგორც ამერიკული ბეჭდური გამოცემები მოწმობდნენ, ნატო-ში გადასაცემად განკუთვნილი შენაერთები და ნაწილები 1980-იანი წლების შუახანებამდე 4000 ახალ ტანკსა და 2000 ტაქტიკურ გამანადგურებელს მიიღებდნენ. სულ კი ამერიკული არმიის სარდლობას 14 ათასზე მეტი ახალი ტანკის XM1 “აბრამსი” შეკვეთა ჰქონდა განზრახული. ამ მანქანების პირველი პარტია უკვე შეკვეთილიც გახლათ. ჯარებში მათი მიწოდება 1979 წელს დაიწყებოდა. აშშ სამხედრო-საჰაერო ძალებსა (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალებს (სზძ) ახალი საბრძოლო თვითმფრინავებით F-14, F-15, F-16, A-10 აღჭურავდნენ, რომლებიც დიდ რაოდენობით უნდა შეესყიდათ.

აშშ-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ამერიკული სზძ-ის შემდგომი მშენებლობის გეგმას გადახედა. მან შეამცირა თეთრი სახლის ყოფილი ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებული ასიგნებები უახლოეს ხუთ წელზე ხომალდსამშენებლო პროგრამის განხორციელებისთვის და 1983 წლისთვის გეგმავდა ძირითადი კლასების 525 ხომალდი ჰყოლოდა (და არა 600 ერთეულზე მეტი, როგორც მანამდე იყო დასახული). ამასთან ვარაუდობდნენ ხომალდების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებისა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებისთვის კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოთ. 80-იანი წლების დასაწყისში აშშ სზძ-ის 15 წყალზედა ხომალდის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვასაც ვარაუდობდნენ.

შეიარაღების მსხვილი პარტიების შესყიდვებში დამატებით ვალდებულებებს ყოველწლიურად ღებულობდნენ საკუთარ თავზე ბლოკის ევროპული ქვეყნებიც ე. წ. ნატო-ს ევროჯგუფის ფარგლებში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იარაღი მიეწოდებოდა ბუნდესვერს. ნატო-ს გენერალური მდივნის ლუნსის აზრით, ბუნდესვერი – საბრძოლო ძალაა, “რომელსაც თავის ტოლი არა ჰყავს”. ხოლო ერთმა ამერიკელმა გენერალმა კი განაცხადა, რომ ეს “ყველაზე უფრო კარგად განსწავლული და ყველაზე უფრო კარგად აღჭურვილი ძალებია ევროპაში”. ბუნდესვერის ხელმძღვანელობას განზრახული ჰქონდა ახალი შეიარაღების შესყიდვაზე 1985 წლამდე არანაკლებ 40 მლრდ. მარკისა დაეხარჯა. ასე, შეიარაღებულ ძალებს მიაწვდიდნენ (будет поставлено) 1800 ტანკს “ლეოპარდ”-2, 432 თვითმავალ საზენიტო დანადგარს (თზდ) “ჰეპარდი”, 140 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს (ზრკ) “როლანდი”, 212 ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენს PAH-1, 175 თვითმფრინავს “ალფა ჯეტი”, 322 გამანადგურებელ-ბომბდამშენს “ტორნადო”, მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით აღჭურვილ ექვს ფრეგატს (მრი ფრეგატი). 

საარმიო ავიაცია მნიშვნელოვანი რაოდენობით ტსმრჭ-ებით შეიარაღებული ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენებით აღიჭურვებოდა. ასე, ამერიკულ ჯარებში ევროპაში ათი სავერტმფრენო ტანკსაწინააღმდეგო ასეული ყალიბდებოდა, ხოლო ბინდესვერში კი – სამი პოლკი (თითოეულ საარმიო კორპუსში ერთი) და ერთი ბატალიონი მე-6 მოტოქვეითი დივიზიისთვის.

ნატო-ში მიღებული იყო გადაწყვეტილება ამერიკული თვითმფრინავების E-3A შესაყიდვაზე შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის საჰაერო სისტემის AWACS (airborne warning and control system) შესაქმნელად. 18 ასეთი “ციური ჯაშუშის” შესყიდვას გეგმავდნენ, რომლებიც ევროპაში ბლოკის ქვეყნების ტერიტორიებზე იქნებოდა ბაზირებული. გარდა ამისა, ინგლისურ სარდლობას აღნიშნული სისტემის შევსება ჰქონდა განზრახული, ჩართავდა რა მასში 11 თვითმფრინავს “ნიმროდი”. 

მნიშვნელოვნად იზრდებოდა შესაძლებლობები აშშ-დან და კანადიდან ევროპაში სტრატეგიული რეზერვების გადმოსროლებისთვის. ამ ამოცანების შესასრულებლად, თუ კი აუცილებლობა წარმოიქმნებოდა, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებისა და ბლოკის ყველა ქვეყნის კომერციული გემების ფართო ჩართვასაც ითვალისწინებდნენ. ამასთან მიზნად ისახავდნენ, როგორც ატლანტიკაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ამერიკელმა ადმირალმა კიდმა განაცხადა, ევროპაში დაახლოებით 1,5 მლნ. ადამიანის ჩამოყვანასა და დიდი რაოდენობით ტვირთების ჩამოტანას. პირადი შემადგენლობის გადმოსროლებს ჩვეულებრივ ჰაერით განახორციელებდნენ, მძიმე ტექნიკისა და მსხვილი ტვირთებისა კი (90 %-ით) – ზღვით. აშშ ითვალისწინებდა ორი კვირის განმავლობაში თავისი სახმელეთო დაჯგუფება ევროპაში გაეორმაგებინა და ერთი კვირის განმავლობაში იქ თავისი სჰძ გაესამმაგებინა. ამასთან დაკავშირებით დასავლეთევროპული ინფრასტრუქტურის სრულყოფის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ ოკეანის იქიდან ჯარებისა და ტვირთების მისაღებად. გფრ-ში ხუთი ამერიკული დივიზიისთვის საწყობებში მძიმე საბრძოლო ტექნიკის განთავსება იგეგმებოდა.

ნატო-ში იზრდებოდა მილიტარისტული დემონსტრაციების გაქანება (размах). საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ნატო-ს სარდლობა მსხვილი საჯარისო მანევრებისა და საკომანდო-საშტაბო სწავლებათა ჩატარების გააქტიურებას აგრძელებდა. როგორც უწინაც, ისინი დასავლეთ ევროპის სხვადასხვა რაიონებში, აღმოსავლეთ ატლანტიკასა და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობდა. გფრ 1978 წლის მთელ შემოდგომაზე ფაქტიურად “ატლანტიკური ბრძოლების (сражения)” არენას წარმოადგენდა. საერთო პირობითი სახელწოდებით “ოთემ ფორჯ-78” სწავლებებისა და მანევრების უმეტესი ნაწილი მის ტერიტორიაზე, და უწინარეს ყოვლისა კი სოციალისტური ქვეყნების ტერიტორიებთან მიმდებარე საზღვრისპირა რაიონებში ტარდებოდა. დასავლეთგერმანული მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლებიც კი იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ, რომ ეს სწავლებები ყველაზე უფრო მსხვილი იყო ევროპის მოცემულ რაიონში ომისშემდგომ წლებში ჩატარებულ სწავლებებსა და მანევრებს შორის. მათში ხომ, როგორც დასავლური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, 320 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 5000 ტანკი, 2700 საბრძოლო თვითმფრინავი, დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტერი და სხვა მანქანა, აგრეთვე დაახლოებით 300 სხვადასხვა ხომალდი იქნა ამოქმედებული. სწავლებების მსვლელობისას, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებები იუწყებოდა, საბრძოლო მოქმედებათა წარმოების რეალური გეგმები მუშავდებოდა როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. ყველა ისინი ერთიანი ჩანაფიქრით და ღიად ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტურ ფონზე ტარდებოდა.

მანევრების “რეფორჯერ”-10 მსვლელობისას აშშ-დან გფრ-ში იქნა გადმოსროლილი ზოგიერთი შენაერთის ქვედანაყოფები, რომელთა პირადი შემადგენლობაც მანამდე ევროპაში არ გადმოუსვრიათ (მე-9 ქვეითი და მე-5 მექანიზებული დივიზიები). სწავლებაში “ბოულდ გარდ-78” ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში პირველად აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) ბრიგადა მონაწილეობდა. აღმოსავლეთ ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში ბლოკის ისტორიაში უმსხვილესი სწავლება “ნოზერნ უედინგ-78” შედგა, რომელშიც ნატო-ს ათი ქვეყნის შეიარაღებული ძალები იქნა ჩართული. იარაღის ახალი ჟღარუნით შეხვდნენ ბლოკის მილიტარისტები 1979 წელსაც: მანამდე უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე პირველად მანევრები “რეფორჯერი” ზამთრის პირობებში იქნა ჩატარებული.

ყველა ეს მილიტარისტული დემონსტრაცია, როგორც უწინაც, სოციალისტური ქვეყნების საზღვრების მახლობლობაში ტარდებოდა, აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და შიშის ვითარების შექმნასა და საერთაშორისო დაძაბულობის განვითარებაზე იყო მიმართული.

საბჭოთა ავტორების დასკვნით, ნატო-ს მილიტარისტულ მზადებათა ზემოთ მოყვანილი სულაც არა სრული ჩამონათვალიდან ნათლად ჩანდა, რომ ეს ბლოკი 1970-იანი წლების მიწურულშიც კაპიტალისტური სამყაროს ყველაზე უფრო აგრესიულ დაჯგუფებას წარმოადგენდა, რომლის საქმიანობაც უწინარეს ყოვლისა სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ყველაფერი ეს საბჭოთა მეომრებისა და სხვა ძმური სოციალისტური ქვეყნების არმიების მეომრებისგან მოითხოვდა მუდმივად აემაღლებინათ სიფხიზლე და ყოველთვის მზად ყოფილიყვნენ ნებისმიერი აგრესორისთვის გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად.

XVII. ნატო-ს მანევრები “ოთემ ფორჯ-78” 

საბჭოთა ავტორების სიტყვით, სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნები, რომლებიც ჰელსინკში საკუთარ თავზე აღებულ იმ ვალდებულებათა ერთგულნი იყვნენ, რომლებიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნით აქტში გახლდათ განმტკიცებული, ყველა დასავლეთევროპულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ განუხრელად ისწრაფვოდნენ. მათ მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ევროპაში პოლიტიკური კლიმატის მნიშვნელოვან შერბილებას უწყობდა ხელს და კონტინენტზე საერთაშორისო უსაფრთხოების საიმედო გარანტიას წარმოადგენდა. მაგრამ სოციალისტური ქვეყნების მშვიდობისმოყვარე ძალისხმევა განმუხტვის მოწინააღმდეგეთა მხრიდან, რომლის ავანგარდშიც უწინდებურად ნატო-ური მხედრიონი (военщина) გამოდიოდა, მუდმივ წინააღმდეგობას აწყდებოდა. 

ჩრდილოატლანტიკური კავშირის პოლიტიკოსები და სტრატეგები, რომლებმაც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, რეალობის ყოველგვარი გრძნობა ჰქონდათ დაკარგული, “მზარდი საბჭოთა მუქარის” შესახებ ცრუ გამონაგონებით თავიანთი ხალხების დაშინებას აგრძელებდნენ და ბლოკის ქვეყნებში საომარ მზადებათა პროგრამების გაფართოებისთვის შეუპოვრად იბრძოდნენ. მილიტარისტების აგრესიული ჩანაფიქრების განხორციელების ერთერთ უმნიშვნელოვანეს გზას კი ნატო-ს შტაბებისა და ჯარების (ფლოტების) ოპერატიული და საბრძოლო მომზადების შემდგომი სრულყოფა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის მათი მომზადება წარმოადგენდა.

პირადი შემადგენლობის სწავლებისა და იდეოლოგიური დამუშავების დაგეგმვასა და ჩატარებაში წამყვანი როლი ბლოკის სარდლობებსა და შტაბებს ეკუთვნოდა, რომლებიც 1970-იანი წლების მიწურულში მონაწილე ქვეყნების ჯარების საბრძოლო სწავლების მთლიანად საკუთარი კონტროლის ქვეშ აღებისკენ ისწრაფვოდნენ. კონკრეტულად ეს რიგი ეროვნული და ნატო-ური სწავლებების ერთიანი ჩანაფიქრითა და ოპერატიულ-სტრატეგიული ფონით გაერთიანებაში, აგრეთვე მათ ჩატარებაზე საერთო ხელმძღვანელობაშიც ვლინდებოდა.

როგორც უცხოურ პრესაში ესმებოდა ხაზი, ნატო-ს სარდლობის შეხედულებები ომის წარმოებაზე ყველაზე უფრო სრულად “ოთემ ფორჯის” ტიპის საშემოდგომო მანევრების მსვლელობისას მოწმდებოდა, რომლებსაც დაწყებული 1975 წლიდან ყოველწლიურად ატარედნენ. მათთვის დამახასიათებელი იყო ამოცანების კომპლექსური გადაწყვეტა, ფართო გაქანება და მასშტაბი, სხვადასხვა ეროვნული კუთვნილების ჯარების, შტაბებისა და დაწესებულებათა ჩართულობა, აგრეთვე შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისაც. 

უცხოელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ “ოთემ ფორჯის” ტიპის სწავლებების ფონზე, რომლებსაც სხვადასხვა რაიონებში (ჩრდილოეთ ატლანტიკიდან თურქეთამდე) გარკვეული დროის განმავლობაში (ორი-სამი თვე) ატარებდნენ, კერძო ტაქტიკური ამოცანების გადაწყვეტისას იქმნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები დაემუშავებინათ და მთლიანობაში ევროპასა და ატლანტიკაში საბრძოლო მოქმედებათა გაჩაღებისა და წარმოების ერთერთი ვარიანტი გაეთამაშებინათ.

საშემოდგომო მანევრები “ოტემ ფორჯ-78” (აგვისტო-ნოემბერი) დაახლოებით 50 გაერთიანებულ და ეროვნულ სწავლებას მოიცავდა. მათგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მსხვილი იყო: “ნოზერნ უედინგ-78” – აღმოსავლეთ ატლანტიკაში, ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვებში და ლა-მანშის ყურის ზონაში; “ბარ ფროსტ-78” (ჩრდილოეთ ნორვეგია), “ბლექ ბეარ” (სამხრეთ ნორვეგია), “ბოულდ გარდ-78” (ბალტიის ზღვის სრუტეების ზონა) – ჩრდილო-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ); “რეფორჯერ”-10, აშშ მე-5 საარმიო კორპუსის საკორპუსო სწავლებები “სერთენ შილდი”, აშშ მე-7 საარმიო კორპუსისა “კარდილან სვორდი” (საკომანდო-საშტაბო სწავლებები), დიდი ბრიტანეთის 1-ლი საარმიო კორპუსისა “რედ დრაგუნი”, გფრ-ის მე-2 საარმიო კორპუსისა “ბლაუე დონაუ”, ნიდერლანდების 1-ლი საარმიო კორპუსისა “საქსონ დრაივი”, ბელგიის 1-ლი საარმიო კორპუსისა “რედ ტორნადო” და გაერთიანებული სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სწავლება “ქოულდ ფაიერ-78” – ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე; “დისფლეი დეტერმინეიშნი” – სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე.

დასავლური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ამ საშემოდგომო მანევრებში მონაწილეობისთვის ჩართულ იქნა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 320 ათასი ადამიანი, გამოიყენებოდა 14 ათასზე მეტი ტანკი და ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), დაახლოებით 2,7 ათასი საბრძოლო თვითმფრინავი, 300-მდე სხვადასხვა ხომალდი. 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მანევრების მონაწილეთა წინაშე დასმული პოლიტიკური მიზნები აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და მონაწილე ქვეყნების ძლიერებისა და “ერთიანობის” გულდასმით მომზადებულ დემონსტრაციას წარმოადგენდა. აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობდა ნატო-ში თავისი მოკავშირეებისთვის ევროპის სხვადასხვა რაიონში ბლოკის ჯარების დაჯგუფებათა გასაძლიერებლად თავისი გადაწყვეტილება და მზადყოფნა დაემტკიცებინა. ასე, აშშ თავდაცვის მინისტრმა გ. ბრაუნმა განაცხადა, რომ ამერიკელებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ 30 დღეღამის განმავლობაში გადმოისროლონ ევროპაში სახმელეთო ჯარების სამი დივიზია და 1200 საბრძოლო თვითმფრინავი, “ორმაგი ბაზირების” შენაერთები (1-ლი და მე-4 მექანიზებული დივიზიები, რომელთა პირადი შემადგენლობაც ჩრდილოამერიკულ კონტინენტზე, ხოლო საბრძოლო ტექნიკა კი – გფრ-ში განლაგებულ საწყობებში იმყოფებოდა), აგრეთვე სტრატეგიული რეზერვის ხუთი დივიზიაც.

ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, მანევრების მსვლელობისას მიზნად შემდეგი საკითხების დამუშავებას ისახავდა: შეიარაღებული ძალების მშვიდობიანობის დროის მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაში გადაყვანა, ევროპულ და ატლანტიკურ ომთ-ებზე ჯარებისა და ფლოტების დაჯგუფებათა გაშლა და გაძლიერება, შეზღუდული ომის პირველ ოპერაციებში დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებებისა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით საბრძოლო მოქმედებების წარმოება, შეიარაღებული ძალების სახეობებსა და სხვადასხვა ეროვნული კუთვნილების ჯარებს შორის ურთიერთმოქმედების ორგანიზაცია, მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემების სრულყოფა, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფა.

ევროპასა და ატლანტიკაში ოპერაციების წარმოების გეგმების რელურობის შემოწმებას, აგრეთვე შტაბებისა და ჯარების წინაშე დასმადი ამოცანების (поставляемые задачи) შესრულებისთვის მათი მზადყოფნის შემოწმებასაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა. 

სწავლება “ნ ო ზ ე რ ნ უ ე დ ი ნ გ-78” (4-19 სექტემბერი) უმსხვილესი გახლდათ ნატო-ს გაერთიანებული სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) არსებობის ისტორიაში. მასში მონაწილეობისთვის ჩართული იყვნენ გაერთიანებული (სამოკავშირეო) და ეროვნული სზძ-ების სარდლობები და შტაბები, ნატო-ს დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში, ბლოკის სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში (აშშ, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გფრ, ნიდერლანდების, ბელგიის, დანიის, ნორვეგიის, პორტუგალიისა და საფრანგეთის სზძ-ები). სულ პირადი შემადგენლობის 40 ათასი ადამიანი, 220-მდე ხომალდი და დამხმარე გემი, 22 წყალქვეშა ნავი, დაახლოებით 800 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობდა.

სწავლების მსვლელობისას შემდეგ ამოცანებს ამუშავებდნენ: ბრძოლა “მოწინააღმდეგის” წყალზედა და წყალქვეშა ძალებთან; საზღვაო სადესანტო ოპერაციების ჩატარება ჩრდილოეთ ნორვეგიაში (გაითამაშებდნენ გადასხმას შეტლანდიის კუნძულებზე), იუტლანდიის ნახევარკუნძულზე (ესბერგის რაიონი, დანია) და სამხრეთ ნორვეგიის სანაპიროზე (ქ. ქრისტიანსანი); საოკეანო და საზღვაო კომუნიკაციების დაცვა; ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა; დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა; ბადრაგების გატარება; სახომალდო შენაერთებისა და ბადრაგების თავდაცვა ზღვით გადასვლისას; დაზვერვა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა (მტუ).

სწავლებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სადესანტო ოპერაციას შეტლანდიის კუნძულებზე, რომლის მსვლელობისას კომბინირებული ხერხით (მცურავი და სადესანტო-გადასასხმელი საშუალებებითა და ვერტმფრენებით) აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სზძ-ების დაახლოებით 8 ათასი საზღვაო ფეხოსანი იქნა გადასხმული. დესანტის მოქმედებების მხარდაჭერა საგემბანო და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებით, აგრეთვე სახომლდო არტილერიითაც ხორციელდებოდა. 

საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფებისა და სადესანტო ხომალდების რაზმების საჰაერო თავდაცვას (ჰთ) დაცვის ძალები (силы охранения) აწარმოებდნენ ევროპაში ნატო-ს ჰთ-ის გაერთიანებული (სამოკავშირეო) სისტემის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთმოქმედებით. მანევრების “ოთემ ფორჯ-78” მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება ევროპულ ომთ-ებზე ნატო-ს დამრტყმელი დაჯგუფებების გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტების შესწავლას ეთმობოდა. ამ ამოცანის გადაწყვეტა ცენტრალურ ევროპაში და ბლოკის ფლანგებზე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) ამერიკული და ინგლისური ნაწილებისა და ქვედანაყოფების გადასროლის გზით, აგრეთვე ნატო-ს მონაწილე ევროპულ ქვეყნებში სამობილიზაციო ღონისძიებათა გატარებით წარმოებდა.

ამერიკული შეიარაღებული ძალების კომპლექსურ სწავლებაზე “რეფორჯერ”-10 (აგვისტო-ნოემბერი), ამერიკული გაზეთის “არმი ტაიმსის” მონაცემებით, აშშ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებმა და სატრანსპორტო გემებმა ევროპის კონტინენტზე დაახლოებით 13 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩამოიყვანეს, აგრეთვე 37 ათასი ტ საერთო წონის საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო ტვირთები ჩამოიტანეს. ამ ეტაპის მსვლელობისას პირადი შემადგენლობის უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში მიყვანის ამოცანას ამუშავებდნენ.

საბრძოლო მოქმედებების გათამაშებას ძალის ამ მილიტარისტული დემონსტრაციის ფარგლებში გფრ-ში დისლოცირებული მე-5 ამერიკული საარმიო კორპუსის შენაერთებითა და ნაწილებით, აშშ-დან გადმოსროლილი ქვედანაყოფებით, აგრეთვე ბლოკის ზოგიერთი დასავლეთევროპული ქვეყნის სახმელეთო ჯარების ნაწილებით ორმხრივი საჯარისო სწავლების “ს ე რ თ ე ნ შ ი ლ დ ი” მსვლელობისას ატარებდნენ. ამ დროს ჯართა დაჯგუფებების გაშლა, შეტევითი, შემკავებელი და თავდაცვითი მოქმედებების წარმოება, ტაქტიკური დესანტების გადასროლა, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვებით (ტსმრჭ) აღჭურვილი საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების საბრძოლო გამოყენება ხორციელდებოდა, აგრეთვე მართვის, ურთიერთმოქმედებისა და კავშირგაბმულობის ამოცანებიც წყდებოდა.

აშშ მე-7 საარმიო კორპუსისა და მის შემადგენლობაში შემავალი დივიზიების შტაბებმა საკომანდო-საშტაბო სწავლება “კ ა რ დ ი ნ ა ლ ს ვ ო რ დ ი” ჩაატარეს. საგანგებო ყურადღება ჯარების გადაჯგუფებასა და რეზერვების სიღრმიდან წინ გამოყვანას, ძლიერი კონტრდარტყმების ორგანიზებას შეტევაში შემდგომი გადასვლით, აგრეთვე სახმელეთო ჯარების ტაქტიკურ ავიაციასთან ურთიერთმოქმედებას ეთმობოდა. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, “ოთემ ფორჯის” ფარგლებში მსხვილი საჯარისო სწავლებები იქნა ჩატარებული სხვა საარმიო კორპუსებთანაც (ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და გფრ-ის), რომლებიც ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე იყვნენ დისლოცირებულნი. ტაქტიკური ამოცანების გადაწყვეტისას თავდაცვაზე ჩვეულებრივ 2-3 დღეღამე იგეგმებოდა, ხოლო დანარჩენ დროში კი შეტევით მოქმედებებს, ჯარების წინ გამოყვანასა და გადაჯგუფებას, ტაქტიკური საჰაერო დესანტების გადასხმასა და სხვა საკითხებს გაითამაშებდნენ. რეზერვების გადასროლისა და წყლის დაბრკოლებათა ფორსირების საკითხების დამუშავებასაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

სწავლება “დ ი ს ფ ლ ე ი დ ე ტ ე რ მ ი ნ ე ი შ ნ-78”, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე 15 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ტარდებოდა. მასში მონაწილეობისთვის ომთ-ზე ეროვნული და გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობები და შტაბები იყვნენ ჩართულნი, აგრეთვე ბლოკის მობილური ძალების და ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის სარდლობებიცა და შტაბებიც. სწავლების მსვლელობისას შეიარაღებული ძალების მშვიდობიანობის დროის მდგომარეობიდან ომიანობის დროის მდგომარეობაში გადაყვანის, პირველ ოპერაციებში ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე საბრძოლო მოქმედებათა ორგანიზებისა და წარმოების, ზღვაში ბატონობისა და ჰაერში უპირატესობის მოპოვების, სხვადასხვა ეროვნული კუთვნილების შენაერთებისა და ნაწილების ურთიერთმოქმედებისა და სხვა ამოცანები წყდებოდა.

აშშ ტაქტიკური ავიაციის ევროპაში გადმოსროლები ამერიკული სჰძ-ის სწავლებების ფარგლებში “ქრესთიდ ქეფ” ხორციელდებოდა, საზღვაო ქვეითი ჯარისა კი – ნატო-ს გაერთიანებული სზძ-ის სწავლების “ნოზერნ უედინგ-78” ფარგლებში. უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში ხაზი ევროპაში დამრტყმელი დაჯგუფებების გაზრდაში ამერიკული ზქჯ-ის როლის მნიშვნელოვან ამაღლებას ესმებოდა. თუ წარსულში მას უმთავრესად ჩრდილოეთ ნორვეგიაში გადაისროდნენ, 1978 წლის საშემოდგომო მანევრებზე ზქჯ-ის ნაწილები და ქვედანაყოფები ნატო-ს სწავლებებში ასევე სამხრეთ ნორვეგიასა და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაშიც მონაწილეობდნენ.

უწინდებურად დიდი ყურადღება ბლოკის ქვეყნების შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმებას ეთმობოდა. ძირითად სწავლებებში მრავალრიცხოვან სარეზერვო კონტინგენტებსაც რთავდნენ. ფრანგული გაზეთის “ფიგაროს” მოწმობით, გფრ მე-2 საარმიო კორპუსის სწავლებებზე “ბლაუე დონაუ” ბუნდესვერის ახალი ნაწილების სამობილიზაციო გაშლასაც ამუშავებდნენ. რეზერვისტების შეტყობინებაზე, შეკრებასა და სრულად ეკიპირებაზე 24 სთ გამოიყოფოდა.

ნატო-ს სარდლობა, მანევრების “ოთემ ფორჯ-78” ჩატარებისას, თანამედროვე ომის პირველი ოპერაციების მსვლელობისას საბრძოლო მოქმედებათა დაგეგმვასა და წარმოებაში შტაბებისა და ჯარებისთვის პრაქტიკის მიცემას ისახავდა მიზნად. 1978 წლის სექტებრის მეორე ნახევრიდან ნატო-ს დასავლეთევროპული ქვეყნების ვრცელი რიონები ფაქტიურად სამხედრო პოლიგონებად იყო გადაქცეული. მხოლოდ გფრ-ის ტერიტორიაზე თითქმის ერთდროულად რვა მსხვილი სწავლება ჩაატარეს (იხ. სქემა – გფრ-ის რუკა, სადაც სწავლებათა ჩატარების რაიონები იყო აღნიშნული), რომლებშიც მონაწილეობა ყველა შენაერთმა მიიღო ნატო-ს არმიების ჩრდილოეთის და ცენტრალური ჯგუფებისა და შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კუნძულ ფიუნენზე ბლოკის სახმელეთო ჯარების სარდლობის შემადგენლობიდან. ჯარებს აქტიური შეტევითი მოქმედებების წარმოებაში ავარჯიშებდნენ, რომლებიც დიდი გაქანებითა (размах) და სწრაფი ტემპებით ხასიათდებოდა.

როგორც დასავლელი სამხედრო მიმომხილველები აღნიშნავდნენ, ასეთი ტიპის სწავლებებში ამერიკული სტრატეგიული ავიაცია მონაწილეობას პირველად ღებულობდა. ასე, B-52 ბომბდამშენები სტრატეგიული საავიაციო სარდლობის (სას) შემადგენლობიდან საბრძოლო გაფრენებს ასრულებდნენ აშშ კონტინენტური ნაწილიდან.

საშემოდგომო სწავლებების სერია ნატო-ს გშძ-ის შემაჯამებელი საკომანდო-საშტაბი სწავლებით (ნოემბერი) დასრულდა, რომელზედაც ევროპულ ომის თეატრზე სტრატეგიულ ოპერაციაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი იქნა განხილული.

საბჭოთა ავტორების დასკვნით, როგორც “ოთემ ფორჯის” ტიპის მანევრების ჩატარების გამოცდილება აჩვენებდა, ნატო-ს სარდლობა ბლოკის შეიარაღებული ძალების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ინტენსივობას წლიდან წლამდე ამაღლებდა და მის ფორმებსაც სრულყოფდა. დამუშავებადი მოქმედებების გაქანება და ხასიათი იმპერიალისტური წრეების სამხედრო ძალისხმევის ზრდისა და მათი აგრესიული განზრახვების შესახებ მოწმობდა.

ნატო-ს მილიტარისტული დემონსტრაციების გააქტიურება ავალდებულებდა საბჭოთა მეომრებს ძმური სოციალისტური ქვეყნების მეომრებთან მჭიდრო თანამეგობრობით მუდმივად შეენარჩუნებინათ მაღალ სიფხიზლე და სამშობლოს, სოციალიზმის მონაპოვართა დასაცავად ყოველთვის მზად ყოფილიყვნენ.

XVIII. კოალიციური ჯარების მართვის ზოგიერთი პრობლემა 

(ნატო-ს სარდლობის შეხედულებებით)

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, აგრესიული ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ახორციელებდა რა ახალი ომისთვის მომზადებას, ჯარების მართვის სრულყოფას მუდმივ ყურადღებას უთმობდა, განიხილავდა რა მას საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისას წარმატების მიღწევის ერთერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებად. ითვლებოდა, რომ მართვის სისტემას უნდა უზრუნველეყო: ნატო-ს სარდლობისა და ბლოკის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა კონსულტაციების სწრაფი ჩატარება ძირითად საკითხებში შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღებად საერთაშორისო ვითარების გამწვავებისა და საგანგებო გარემოებათა წარმოქმნისას; შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნების ეკონომიკის მშვიდობიანი მდგომარეობიდან ომიანობის მდგომარეობაში ორგანიზებული გადაყვანა; შენაერთებისა და ნაწილების მართვის ოპერატიულობა, მოქნილობა, ცენტრალიზაცია და ფარულობა; ომისთვის მზადების გეგმების ღრმად საიდუმლოდ შენახვა; გაერთიანებული და ეროვნული სარდლობების, შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და ჯართა გვარეობების მუდმივი და ეფექტური ურთიერთმოქმედება; მოწინააღმდეგის შესახებ მონაცემების უწყვეტი შეკრება და ა. შ.

ჩამოთვლილი ამოცანების შესრულებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ უკვე მშვიდობიანობის დროს შექმნილი ნატო-ს სარდლობათა მართვის პუნქტები: სტაციონარულები, რომლებიც მიწისქვეშ იყო დაცულად განლაგებული და მოძრავები, რომლებიც სპაციალურ თვითმფრინავებში, ვერტმფრენებში, ავტომობილებსა და მატარებლებში გახლდათ განთავსებული. ისინი კავშირგაბმულობის, ვითარების ასახვისა და მონაცემების გადაცემის თანამედროვე საშუალებებით იყო აღჭურვილი. 

კოალიციური შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის შემდგომი განვითარების ფარგლებში ბლოკის მასშტაბით შემდეგი ღონისძიებების ჩატარება გაითვალისწინებოდა: უმაღლესი სამხედრო ორგანოებისა და შტაბების სტრუქტურის სრულყოფა; საბრძოლო მოქმედებათა დაგეგმვის გაუმჯობესება; შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ძირითადი ოპერატიული დოკუმენტების სტანდარტიზაცია (ჯარეში ერთიანი ფორმალიზებული საბრძოლო დოკუმენტების – ბრძანებების, განკარგულებათა, მოხსენებების – დანერგვა); ენობრივი მომზადების დონის ამაღლება (პირველ რიგში ნატო-ს ქვეყნების ოფიცერთა შემადგენლობის მიერ ინგლისური ენის შესწავლა); სხვადასხვა ეროვნული კუთვნილების ჯარების სწავლებებისა და წვრთნების ერთიანი მეთოდიკით რეგულარული ჩატარება და ა. შ.

ნატო-ს უმაღლესი ორგანოების რეორგანიზაცია შტაბებში ისეთი შემადგენელი კომპონენტების (სამმართველოებისა და განყოფილებების) შექმნის გზით წარმოებდა, რომლებსაც კოალიციური შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებათა დაგეგმვის უნარი ექნებოდათ როგორც ბირთვული, ისე ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით. ამასთან განსაკუთრებული ყურადღებოდა ეთმობა შტაბების რაციონალურ დაკომპლექტებას ბლოკის სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად მომზადებული ოფიცერთა შემადგენლობით, იმ აზრით, რომ თითოეულ ამ ქვეყანას, როგორც ამას ბლოკის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით აღნიშნავდა, “შეეძლოს უშუალოდ მონაწილეობდეს გადაწყვეტილებათა გამომუშავებაში ძირითადი სამხედრო საკითხების მიხედვით” (იხ. ცხრილი).

ცხრილი

ნატო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლობა ცენტრალურ-ევროპული ომთ-ის ზოგიერთ შტაბში 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – აშშ, B – დიდი ბრიტანეთი, C – გფრ, D – ბელგია, E – ნიდერლანდები, F – კანადა, G – სხვა ქვეყნები)

შტაბები და მათი ძირი- . . . ქვეყნების მიხედვით წარმომადგენელთა . . სულ 
თადი სამმართველოები . . . . . . . . . . რაოდენობა, ადამიანი . . . . . . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . A . . . B . . . . C . . . .D . . . .E . . . F . . . G . . . . . . . 

გაერთიანებული შეიარა-
ღებული ძალების შტაბი . . . . 110 . . 110 . . 110 . . 40 . . .70 . . 15 . . 5 . . . 460 

სამმართველოები:

ბირთვული იარაღის გა-
მოყენების დაგეგმვის . . . . . . . . 11 . . .12 . . . 18 . . . 4 . . . .4 . . . 1 . . . – . . . .40

სახმელეთო ჯარების . . . . . . . . . 8 . . . . 4 . . . . 8 . . . .2 . . . 3 . . . 2 . . . – . . . .27

სამხედრო-საჰაერო
ძალების . . . . . . . . . . . . . . . . . . .15 . . . .9 . . . .13 . . . .3 . . . 4 . . . 2 . . . 1 . . . .47

სადაზვერვო . . . . . . . . . . . . . . . .13 . . .12 . . . .11 . . . .2 . . . .4 . . . 2 . . . – . . . . 44

ერთობლივი სწავლებების . . . . . 6 . . . .7 . . . . 5 . . . .1 . . . . 1 . . . 1 . . . – . . . . 21

არმიების ჩრდილოეთის
ჯგუფის (აჩჯ) შტაბი . . . . . . . . . – . . . 80 . . . .60 . . . 25 . . . 40 . . . – . . . 5 . . .210

ოპერატიული სამმართ-
ველო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . 15 . . . 11 . . . . 8 . . . . 7 . . . – . . . – . . . 41 

გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) ინტერესებში მსხვილი შტაბებისთვის ოფიცერთა კადრების მომზადება ნატო-ს სამხედრო კოლეჯში რომში, აგრეთვე სპეციალურ სკოლაში (პატარა ადგილი ობერამერგაუ, გფრ) ხორციელდებოდა. სწავლება მათში ინგლისურ ენაზე წარმოებდა. ეს ხელს უწყობდა იმას, რომ სამხედრო მმართველობის უმაღლეს რგოლში გეგმების შემუშავებისა და გადაწყვეტილებათა მიღებისას ენობრივი ბარიერით განპირობებული სიძნელეები მნიშვნელოვნად უფრო ადვილად გადაელახათ.

უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, გაერთიანებული შტაბების ასეთი სტრუქტურა და მათი დაკომპლექტებულობა მთლიანობაში კოალიციური ჯარების მართვის პრობლემის გადაწყვეტას უწყობდა ხელს, და უწინარეს ყოვლისა კი უმაღლეს რგოლში. 

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ბლოკის ხელმძღვანელობაში ყველაზე მეტ შეშფოთებას გაერთიანებული და ეროვნული სარდლობების ურთიერთმოქმედებაში, აგრეთვე მართვის სისტემების მაქსიმალურად შესაძლო თავსებადობის მიღწევაში არსებული პრობლემები იწვევდა. აღნიშნული სიძნელეები ნაწილობრივ იმ შენაერთებისა და ნაწილების კატეგორიათა წინასწარ განსაზღვრის გზით გადაილახებოდა, რომლებსაც ნატო-ს სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადასცემდნენ, ასევე მათი გადაქვემდებარების წესრიგისა და ვადების წინასწარ განსაზღვრის გზითაც, გარდა ამისა, კიდევ მართვის გაერთიანებულ და ეროვნულ ორგანოებს შორის პასუხისმგებლობის სფეროების წინასწარ განაწილების გზითაც. 

როგორც ცნობილი იყო, ბლოკის გშძ-ის შემადგენლობაში უკვე მშვიდობიანობის დროს გახლდნენ ჩართული ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გაერთიანებული სისტემის ძალები და საშუალებები, მობილური ძალები, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) მუდმივი შენაერთები ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში. უბრალო განგაშის გამოცხადებასთან ერთად მას ყველა ის საბრძოლო შენაერთი და ნაწილი გადაეცემოდა, რომლებიც უწინარეს ყოვლისა ბლოკის გაერთიანებულ ჯარებში ჩასართავად იყვნენ განკუთვნილნი. მაგრამ გადაცემული ჯარების ზურგის უზრუნველყოფას კი ეროვნული სარდლობები ახორციელებდნენ. გარდა ამისა, უკანასკნელებს კომუნიკაციების ზონაზე (ანუ ზურგის რაიონებზე – ი. ხ.) პასუხისმგებლობაც ეკისრებოდათ.

ეროვნული კონტინგენტების უმრავლესობა (საარმიო კორპუსიდან და ქვემოთ) ეროვნულ სარდლობებს ექვემდებარებოდა. სხვა ეროვნული კუთვნილების სარდლობისთვის ნაწილებისა და ქვედანაყოფების გადაქვემდებარება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდებოდა, თუ ამას ვითარება მოითხოვდა.

ჯარების წარმატებით მართვის ინტერესებში ნატო-ს მრავალეროვნულ სტრუქტურაში ზემდგომ გაერთიანებულ სარდლობებში კავშირგაბმულობის სპეციალური ჯგუფების გამოყოფა იყო გათვალისწინებული ყველა ეროვნული სარდლობიდან (უმთავრესად საარმიო კორპუსებიდან). ასე, არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის შტაბში შედიოდა კავშირგაბმულობის ოფიცერთა ჯგუფი 11 ადამიანის შემადგენლობით (სამი გფრ-დან, თითო-თითო ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან, და ექვსიც სხვა სახელმწიფოებიდან). თითოეული ოფიცერი ვალდებული იყო ინგლისური ენა, ბლოკის მონაწილე ყველა ქვეყნის იარაღი და საბრძოლო ტექნიკა, აგრეთვე ჯარების საორგანიზაციო სტრუქტურა და ურთიერთმოქმედების საკითხებში ნატო-ში მოქმედი ყველა დოკუმენტი სცოდნოდა. 

ერთერთ მთავარ მიზანს, რომელსაც ერთოვლივ სწავლებებსა და ვარჯიშებზე სვამდნენ, უწინარეს ყოვლისა ტაქტიკურ რგოლში ურთიერთმოქმედების დამუშავება წარმოადგენდა, სადაც ნაწილებისა და ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის დონეში, ენაში და ა. შ. არსებული განსხვავებები ყველაზე უფრო მეტწილად ვლინდებოდა და გავლენასაც ახდენა. პირველ რიგში სხვადასხვა ეროვნული კუთვნილების შენაერთებს შორის პირაპირების (стыки) უზრუნველყოფას ითვალისწინებდნენ, რომლებიც უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებით მოწყვლადი გახლდათ. ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოქმედებები ამ უბნებზე დეტალურ შეთანხმებას მოითხოვდა. ამ მიზნით ნატო-ში სპეციალური დებულებები იყო შემუშავებული, რომლებიც ფლანგებზე (პირაპირებზე) ჯარების ამოცანების, აგრეთვე მათი დაფარვისა და ურთიერთმოქმედების ორგანიზებისთვის ძალების აღდგენის ვადების რეგლამენტაციას ახდენდა. მათ ურთიერთ მხარდაჭერისა და შეთანხმებული დარტყმების მიყენების გარანტია უნდა მიეცათ, ავიაციის დარტყმების ჩათვლით.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში ხაზი ესმებოდა, რომ კოალიციური გაერთიანებების შემადგენლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა როგორც მოკავშირეთა, ისე მოწინააღმდეგეთა ჯარების ამოცნობა. ამიტომ უკვე მშვიდობიანობის დროს ნატო-ში შექმნილი იყო სპეციალური ინსტრუქციები ნაწილებისა და ქვედანაყოფების ურთიერთ ამოცნობაში, რომლებითაც ერთობლივად ჩატარებულ სწავლებებში სარგებლობდნენ. ისინი სხვადასხვანაირი სინათლის სიგნალების მიცემასა და სასიგნალო რაკეტების გამოყენებას ითვალისწინებდა.

სერიოზული ყურადღება ეთმობოდა საბატალიონო რგოლს, რომელიც კვალიფიციური თარჯიმნების დახმარებით ახორციელებდა კავშირს მეზობლებთან, მხარდამჭერ და უზრუნველმყოფ ქვედანაყოფებთან. კავშირგაბმულობაში ნატო-ს სარდლობის ერთერთ მოთხოვნას ამისთვის გამოყენებულ ტექნიკაში განსხვავებების აუცილებელი გათვალისწინება წარმოადგენდა. მაგალითად, აშშ არმიის ჯარების ფარული მართვის საშუალებები ვერ შეიძლებოდა სხვა ქვეყნების ნაწილებისა და შენაერთების მიერ ყოფილიყო გამოყენებული, ხოლო დასავლეთევროპული ქვეყნების არმიებში არსებული სადენებიანი კავშირგაბმულობის დახურვის ზოგიერთი აპარატურა კი ამერიკულთან შეუთავსებელი გახლდათ. ნატო-ში დადგენილი ჰქონდათ ერთიანი ტერმინოლოგია (განსაკუთრებით რომელიც არტილერიის მიერ ცეცხლის წარმოებასთან და მოწინააღნდეგის შესახებ მონაცემების გადაცემასთან იყო დაკავშირებული), შემუშავებული ჰქონდათ ინსტრუქციები, რომლებიც ბლოკის მონაწილე ყველა ქვეყნის ენებზე იყო თარგმნილი და საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას, განსაკუთრებით “ბრიგადა – ბატალიონის” რგოლში, კავშირგაბმულობის სწორად შენარჩუნების საფუძველს წარმოადგენდა.

სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მოწინააღმდეგის შესახებ ბლოკის ფარგლებში ინფორმაციის დაგროვება ეროვნული სარდლობების განკარგულებაში მათ არსებობაზე იყო ბევრად დამოკიდებული. გაერთიანებული სარდლობების მართვის პუნქტებში დაზვერვის მონაცემთა დამუშავების სპეციალური ჯგუფების შექმნა იგეგმებოდა. თითოეული მეთაური თავისი პასუხისმგებლობის ზოლში მოწინააღმდეგის შესახებ აუცილებელი ცნობების მოპოვების ორგანიზებასა და გაერთიანებულ სარდლობამდე მის მიწოდებაზე პასუხს პირადად აგებდა.

როგორც ბლოკის სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, ნატო-ში საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვის სტანდარტული ფორმის შემოღებამ 1970-იანი წლების მიწურულისთვის კოალიციური ჯარების მართვა არსებითად შეამსუბუქა. მაგრამ ჯერ კიდევ იყო განსხვავებები ტაქტიკური საკითხების გაგებაში, ჩანაფიქრის გრაფიკულ შესრულებაში, ზოგიერთ სპეციალურ ტერმინში და ა. შ. ამ ნაკლოვანებების მოცილება მეთაურების პირადი ურთიერთობის, აგრეთვე თარჯიმნებისა და კავშირგაბმულობის ჯგუფების გამოყენების გზით იგეგმებოდა.

ყველა დონის (ხარისხის) მეთაურები კოალიციის შემადგენლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას ჯარების მართვის უნარ-ჩვევებს ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებაში ერთობლივი ღონისძიებების მსვლელობისას იძენდნენ. ასე, ყოველწლიურ მანევრებზე “ოთემ ფორჯი” ნატო-ს სარდლობა მის მიერ შექმნილი გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის ეფექტურობას უშუალოდ ამოწმებდა, რომელსაც საფუძვლად წესდებები, დარიგებები და ეგრეთ წოდებული მუდმივად მოქმედი ინსტრუქციები ედო, რომლებიც ბრძოლასა და ოპერაციაში შენაერთებისა და გაერთიანებათა საბრძოლო გამოყენების წესრიგის რეგლამენტაციას ახდენდნენ. უკანასკნელები (ანუ მუდმივად მოქმედი ინსტრუქციები – ი. ხ.) 1970-იანი წლების მიწურულს შემუშავებული სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის მოქმედებათა ერთიანი წესდებების დამატებას წარმოადგენდა. მაგალითად, ნატო-ს სახმელეთო ჯარების წესდების შევსება 30-ზე მეტი ამგვარი ინსტრუქციით ხდებოდა. ესენი იყო: ოპერატიული ბრძანებები დამატებებით, ბრძანებები ზურგისა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში, მოხსენებები საავიაციო დარტყმების, საარტილერიო და ნაღმსატყორცნების დაშენის შედეგების შესახებ, ოპერატიული ცნობები (сводки), სადაზვერვო მოხსენებები (донесения), ფორმები საჰაერო გადაზიდვების დაგეგმვისთვის და ამის მსგავსი. ნატო-ს თითოეულ გაერთიანებულ ტაქტიკურ საავიაციო სარდლობას (გტას) ათეულობით თავისი მუდმივად მოქმედი ინსტრუქცია გააჩნდა.

კოალიციური ჯარების მართვის საკითხის წარმატებით გადაწყვეტას, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ხელს ასევე პირადი შემადგენლობის სწავლების, სწავლებათა და წვრთნების ჩატარების მეთოდიკების ერთიანი პროგრამების, აგრეთვე საბრძოლო მომზადების შედეგების შეფასების ერთიანი კრიტერიუმების შემოღებაც უწყობდა. ამ დოკუმენტებს არმიების ჯგუფებისა და გტას-ების შტაბები შეიმუშავებდნენ და საომარ მოქმედებათა თეატრებზე ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდლები ამტკიცებდნენ. 

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები აღნიშნავდნენ, 1970-იანი წლების ბოლოს ბლოკის უმაღლესი სარდლობისა და შტაბების მიერ კოალიციური შეიარაღებული ძალების მართვის გარკვეული გამოცდილება იყო დაგროვებული განსხვავებული ეროვნული კუთვნილების ჯარების ჩართვით მსხვილი სწავლებების ჩატარებისას. ამას არცთუ უმნიშვნელო წილად უწყობდა ხელს ასევე ბლოკის ფარგლებში განხორციელებადი სტანდარტიზაციაც. კერძოდ, გფრ თავდაცვის მინისტრი გ. აპელი, აფასებდა რა ბუნდესვერისა და ნატო-ს სხვა ჯარების ერთობლივ მოქმედებებს სწავლებების “ოთემ ფორჯ-78” მსვლელობისას, აღნიშნავდა, რომ ზოგადი ურთიერთმოქმედება ბლოკის შეიარაღებულ ძალებში მთლიანობაში აწყობილი იყო (налажено), მაგრამ რჩებოდა პრობლემები, რომლებიც ენობრივ ბარიერთან და ტაქტიკურ რგოლში მართვის ორგანიზაციასთან გახლდათ დაკავშირებული, და რომლებიც ინფორმაციის დოკუმენტირებაში სტანდარტიზაციის შემდგომი გაღრმავების გზით უნდა გადაეწყვიტათ.

ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ეთმობოდა, რამდენადაც ის, როგორც ბლოკის უმაღლესი სამხედრო ორგანო, ჯარების მოქმედებათა ერთიანი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებაზე, აგრეთვე ზოგადი (საერთო) წესდებების, დარიგებებისა და სხვა დოკუმენტების მიღებაზე აგებდა პასუხს. კომიტეტი აგრეთვე ნატო-ს მასშტაბით ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ცენტრალიზებულ დაგეგმვას ახორციელებდა და სტანდარტიზაციის სფეროში შეთანხმებების შესრულებას აკონტროლებდა.

ამრიგად, საბჭოთა ავტორების დასკვნით, ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობდა ეროვნული შეიარაღებული ძალების თავისი ინტერესებისადმი სრული დაქვემდებარებისთვის მეღწია. პირადი შემადგენლობის ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური სულისკვეთებით ფართო იდეოლოგიური დამუშავების ჩატარებასთან ერთად იგი ასევე იმპერიალიზმის აგრესიული გეგმების რეალიზებისთვის მკაფიოდ აწყობილი სამხედრო მექანიზმის შექმნისკენაც ისწრაფვოდა.

XIX. იმპერიალიზმის სამხედრო ბაზების სისტემა 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში იმპერიალიზმის ყველაზე უფრო რეაქციული წრეები, იარაღის ფაბრიკანტები და მილიტარისტები გაერთიანდნენ ფართო კამპანიაში განმუხტვისა და განიარაღების წინააღმდეგ. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად ცდილობდნენ ძალით ჩაეხშოთ ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებშიც ერეოდნენ. ასრულებდა რა ამ რეაქციული წრეების ნებას, პენტაგონი, და მის კვალდაკვალ ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობაც, ხშირად გადახედავდნენ თავიანთ სამხედრო-პოლიტიკურ შეხედულებებს, სამხედრო სტრატეგიებსა და სტრატეგიულ კონცეფციებს. თუმცა კი მათ საფუძველს შეადგენდა საერთო დებულება: მისწრაფება უცხო ტერიტორიებზე საყრდენი პუნქტების სისტემის შექმნისკენ, რომლებიც შესაძლო იყო გამოეყენებინათ გლობალურ მასშტაბებში იმპერიალიზმის აგრესიული ჩანაფიქრების განხორციელებისთვის.

უცხო ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების განლაგების პოლიტიკა ისტორიულად დასაბამს კოლონიალიზმის ხანიდან ღებულობდა. ის უწინარეს ყოვლისა სამხედრო ფორპოსტების მშენებლობას ითვალისწინებდა. ემყარებოდნენ რა მათზე, კოლონიზატორებს მორჩილებაში ჰყავდათ დამონებული ხალხები. სამხედრო ბაზებმა იმპერიალიზმის ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძენეს. საბჭოთა ავტორების შეფასებით, კაპიტალისტურმა სახელმწიფოებმა მათი გამოყენება დაყოფილი მსოფლიოს გადანაწილებისთვის ბრძოლაში, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ხალხების გამოსვლათა ჩასახშობად, მეტროპოლიებსა და კოლონიებს შორის შეტყობინების საზღვაო და საჰაერო გზების დაცვის მიზნით დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმპერიალიზმის ე. წ. “საბაზო სტრატეგიამ” თავისი შემდგომი გავრცელება ჰპოვა. შეერთებულმა შტატებმა, აიღო რა საკუთარ თავზე საერთაშორიზო კაპიტალიზმის თავისებური გარანტის როლი, ბაზების გლობალური სისტემის შექმნა და მათზე უზარმაზარი ძალებისა და საშუალებათა გაშლა დაიწყო. მსოფლიო ბატონობისკენ მისწრაფებაში თეთრი სახლი თავისი საგარეოპოლიტიკური კურსის ამ ასპექტს განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა. ჰ. კისინჯერის მოწმობით, “თვით ჩვენს სამხედრო ძალებსაც კი ჩვენ უმთავრესად მათ ხარჯზე ჩვენთვის აუცილებელი საავიციო ბაზების შეძენის შესაძლებლობის თვალსაზრისით ვუყურებდით”.

ომით გაჩანაგებული კაპიტალისტური სამყაროს ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულებისა და იმპერიალიზმის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში თავისი გაბატონებული მდგომარეობის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა ომისშემდგომ წლებში სამხედრო ბაზების განტოტვილი სისტემის შექმნა შეძლო: სარაკეტო, საავიაციო, სამხედრო-საზღვაო, სახმელეთო და ზოგადი დანიშნულების ბაზებისა. ისინი, ჟურნალ “მილითერი რევიუს” მოწმობით, ქვაკუთხედად იქცა ამერიკული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფაში და საშუალებას აძლევდა თეთრ სახლს ამერიკის კონტინენტისგან ყველაზე უფრო მოშორებულ ქვეყნებზე “მსოფლიოს კრიტიკული რაიონების საკუთარ ხელში შენარჩუნებისა და სტრატეგიული გამოყენების” გზით თავისი უზარმაზარი სამხედრო ძლიერებით მუდმივი და უშუალო ზემოქმედება მოეხდინა.

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემების თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში პენტაგონი უცხო ტერიტორიებზე 400-ზე მეტ მსხვილ და დაახლოებით 3 ათას დამხმარე ბაზას ინახავდა (საყრდენი პუნქტების ჩათვლით), რომლებზედაც 1 მლნ.-ზე მეტი ადამიანი იყო განთავსებული. ყოველწლიურად ამ მილიტარისტულ ობიექტებზე 4-5 მლრდ. დოლარი იხარჯებოდა.

იმავე 1970-იანი წლების განმავლობაში ამერიკელებს ლიბიაში, პაკისტანსა და რიგ სხვა ქვეყნებში ბაზების დახურვა და დატოვება მოუხდათ. ზოგიერთ რეგიონში ვიეტნამში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მათი რაოდენობა შემცირებულ იქნა. რამდენადმე შემცირდა იმპერიალისტური ბლოკების შესაძლებლობები ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან საფრანგეთის გასვლის გამოც. მაგრამ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ რეაქციულმა ძალებმა თავიანთი აგრესიული ჩანაფიქრების განხორციელებაზე ხელი აიღეს. მაგალითად, 1979 წლის დასაწყისისთვის პენტაგონის განკარგულებაში, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, კიდევ 2 ათასზე მეტი სამხედრო ბაზა და პუნქტი რჩებოდა, მათზე დაახლოებით 460 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი მოითვლებოდა. გარდა ამისა, აშშ ცდილობდა თავისი “საბაზო სტრატეგიის” ორბიტაში მსოფლიოს ახალი რაიონები ჩაერთო, აგრეთვე დამატებითი საყრდენი პუნქტები შეექმნა იქ, სადაც ისინი უკვე არსებობდა.

ამ განტოტვილი საბაზო ობობას ქსელის მთავარი დანიშნულება თავის დროზე პენტაგონის წრეებთან დაახლოებულმა ამერიკელმა მიმომხილველმა ჰ. ბალდუინმა გახსნა (განმარტა). “სამხედრო ენით რომ ვთქვათ, – წერდა ის, – ჩვენ საზღვარგარეთ ავანპოსტების ხაზები გვჭირდება, რათა ომის წარმოება წარმატების იმედით შეგვეძლოს. საზღვარგარეთული ბაზები ჩვენ გვჭირდება როგორც ტრამპლინი რუსეთის ცენტრალურ რაიონებზე თავდასხმისთვის”. თუმცა კი, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მათი დანიშნულება ამით სულაც არ ამოიწურებოდა. ამერიკული ბაზები, იმის-და მიხედვით, თუ რომელ ქვეყნებში იყო ისინი განლაგებული, არცთუ იშვიათად ან დემოკრატიულ ძალებსა და სამხედრო ბლოკებში უმცროს პარტნიორებზე ზეწოლის საშუალების სახით გამოიყენებოდა, ან კიდევ როგორც ფორპოსტები, რომლებზე დაყრდნობითაც იმპერიალისტურ ძალებს ანტიხალხური რეჟიმებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკის გატარება შეეძლოთ.

უცხო მიწებზე 1970-იანი წლების მიწურულში არსებობდა, და საკმაოდ განტოტვილადაც, დიდი ბრიტანეთის სამხედო ბაზების ქსელი. ისინი, მაგალითად, ჰიბრალტარში და კვიპროსზე მოქმედებდა, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში და სხვა რაიონებშიც. მხედველობაში იყო მისაღები ისიც, რომ ევროპაში არცთუ ცოტა სამხედრო ობიექტი იყო, რომლებიც ნატო-ს დროშის ქვეშ მოქმედებდა, ფაქტიურად კი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.

ჩვეულებრივ იმპერიალისტური დერჟავების მიერ უცხო ტერიტორიებზე ჯარების განლაგება ე. წ. ორმხრივი ხელშეკრილებების საფუძველზე ხორციელდებოდა. ასეთი შეთანხმებების შესაბამისად უცხოური ჯარები ხშირად ექსტერიტორიულობის უფლებით სარგებლობდნენ. ამასთან არცთუ იშვიათად სამხედრო ხელისუფალთა განსაკუთრებული იურისდიქციის დამყარებაც ხდებოდა ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომლებიც, მათი მოქალაქეობის-და მიუხედავად, ამ ობიექტების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ.

მთელი ომისშემდგომი პერიოდის მანძილზე პენტაგონი თავის სამხედრო ბაზებს სრულყოფდა, ახდენდა რა შეიარაღებული ბრძოლის ახალ საშუალებათა, და პირველ რიგში სარაკეტო-ბირთვულის, მოთხოვნებთან და შესაძლებლობებთან მათ შეგუებას (приспосабливая их к требованиям и возможностям новых средств вооружённой борьбы...). ამ მიზნით აშენებდნენ სასტარტო პოზიციებს მართვადი რაკეტების გასაშვებად, აგებდნენ საწყობებს ბირთვული საბრძოლო მასალების შესანახად, მუდმივად ანვითარებდნენ და სრულყოფდნენ კავშირგაბმულობის სისტემას და ა. შ.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში უსვამდნენ ხაზს, უცხო ტერიტორიებზე არსებული ბევრი საავიაციო ბაზა (მაგალითად, ესპანეთში ან მიკრონეზიაში) არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული ავიაციისთვისაც იყო განკუთვნილი. ამასთან აეროდრომების ტევადობა მათზე ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობის მკვეთრად გაზრდის შესაძლებლობასაც იძლეოდა. ასე, ვიეტნამში ომის ცალკეულ პერიოდებში ამერიკული სარდლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თავისი სტრატეგიული ავიაციის დაახლოებით ნახევარს უყრიდა ხოლმე თავს.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზები მოწოდებული იყვნენ ამერიკული ხომალდების, ავიაციისა და საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილების ყოფნა უზრუნველეყოთ აშშ-დან ათასობით მილზე დაშორებულ რაიონებში. მათი აზრით, მუდმივად იზრდებოდა სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) როლი ძალის დემონსტრაციისა და სხვა ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენის საქმეში. აქ იმასაც ითვალისწინებდნენ, რომ იმპერიალისტური დერჟავებისთვის, სავსებით გასაგები მიზეზებით, უცხო ტერიტორიებზე თავიანთი ჯარების მსხვილი კონტინგენტების შენახვა სულ უფრო ძნელი ხდებოდა.

ამ მიმართებით აღსანიშნავი გახლდათ აღიარება, რომელიც აშშ შტაბების უფროსთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ადმირალმა თ. მურერმა გააკეთა: “თუმცა კი შეერთებული შტატები ატარებს კიდეც გლობალურ პოლიტიკას (სახელშეკრულებო ვალდებულებებით 43 ქვეყანასთანაა დაკავშირებული), თანამედროვე ტენდენციები ისეთია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას უნდა ველოდეთ უცხოურ ბაზებზე და უცხო ტერიტორიების თავზე ფრენებზე უფლებების მოცემაში. მალე შეიძლება დადგეს დრო, როცა მსოფლიოს ბევრ რაიონში ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების დაძვრას ჩვენთვის ხელმისაწვდომი პორტებისა და აეროდრომების მეშვეობით, როგორც ამას ლიბანში, დომინიკის რესპუბლიკასა და ვიეტნამში ვაკეთებდით. აქედან ამომდინარე, ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალები მზად უნდა იყოს მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა მასშტაბის კონფლიქტებში პერიოდული გაუთვალისწინებელი მოქმედებებისთვის”. საბჭოთა ავტორების სიტყვით, იმპერიალისტური წრეების შეშფოთებანი ამაო არ იყო, რასაც იმ ხანებში ირანში დატრიალებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებდა, სადაც ხალხის მასები ქვეყანაში ამერიკული ყოფნის წინააღმდეგ გადაჭრით გამოვიდნენ.

1970-იანი წლების მიწურულს აშშ სამხედრო ბაზები ყველაზე უფრო დიდი რაოდენობით დასავლეთ ევროპაში (განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში) იყო კონცენტრირებული, რომელსაც ამერიკული იმპერიალიზმის “საბაზო სტრატეგიაში” მთავარი ადგილი ეკავა და მის მიერ სოციალისტურ სახელმწიფოთა წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მომზადებისა და წარმოებისთვის ძირითადი პლაცდარმის სახით განიხილებოდა. მხოლოდ გფრ-ის ტერიტორიაზე იმ ხანებში 200-ზე მეტი მსხვილი სამხედრო ობიექტი იყო განლაგენილი, რომლებშიც 225 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გახლდათ. ამავე რაიონში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზებიც იყო შენარჩუნებული, მათში დისლოცირებული ინგლისური სახმელეთო ჯარების ძირითადი დაჯგუფებით – ბრიტანული რაინის არმიით, რომლის რიცხოვნებაც დაახლოებით 55 ათასი ადამიანს შეადგენდა. დასავლეთ ევროპაში შექმნილ სპეციალურ საწყობებში ამერიკული სარდლობის კონტროლის ქვეშ დაახლოებით 7 ათასი ბირთვული საბრძოლო მასალა ინახებოდა.

ევროპის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ნატო-ს მონაწილე ქვეყნების სამხედრო ბაზები ორ დიდ რკალს წარმოქმნიდნენ: ჩრდილოეთის რკალი დიდ ბრიტანეთს, ისლანდიას, ნორვეგიასა და დანიას გაივლიდა, სამხრეთისა კი – ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს.

20 სხვადასხვა ამერიკული ბაზა (20,5 ათასი ადამიანი) იყო დიდ ბრიტანეთში. მათგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ – ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების ბაზირების მეწინავე პუნქტი ჰოლი-ლოხი, რომელზეც აშშ სზძ-ის ბალისტიკური რაკეტებითYაღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების (წნარბ) 14-ე ესკადრა იყო მიწერილი. პენტაგონი მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა თავის საავიაციო ბაზებსაც ამ ქვეყანაში, რომლებიც საბრძოლო ავიაციის სხვადასხვა გვარეობის თვითმფრინავების განთავსებისთვის გახლდათ გამოსადეგი, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენებისაც. აქ ასევე ამერიკული შეიარაღებული ძალების რიგი შტაბებიც იმყოფებოდა: აშშ სზძ-ისა ევროპულ ზონაში (ლონდონი), მე-3 საჰაერო არმიისა (მილდენჰოლი), წნარბ-ების 14-ე ესკადრისა (ჰოლი-ლოხი). დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე (მურის რაიონი) რადიოსალოკაციო პოსტი მოქმედებდა, რომელიც კლირისა (ალიასკა) და ტულეს (გრენლანდია) პოსტებთან ერთად სტრატეგიული რაკეტების გაშვებათა აღმოჩენისთვის იყო განკუთვნილი. მისი მშენებლობა აშშ-ს, ოფიციალური მონაცემებით, 120,4 მლნ. დოლარი დაუჯდა.

ისლანდიაში ამერიკული ბაზა კეფლავიკი იყო განლაგებული აშშ-ისა და ნატო-ს სზძ-ისა და სჰძ-ის ავიაციის უზრუნველყოფისთვის. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა იმ უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციების მახლობლობაში მდებარეობით განისაზღვრებოდა, რომლებიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ამ მნიშვნელოვანი ობიექტის აღჭურვილობა სტრატეგიული, ტაქტიკური და სატრანსპორტო ავიაციის ყველა ტიპის თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობასაც იძლეოდა.

ნორვეგიაში, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, აეროდრომები გარდერმუენი, ბუდიო და ბარდუფოსი მიწისქვეშა ანგარებითა და საწყობებით გახლდათ აღჭურვილი ნატო-ს გაერთიანებული სჰძ-ის ნაწილების ბაზირების შემთხვევისთვის, გარდა ამისა, 15 უმსხვილესი სამოქალაქო აეროდრომი იყო რეკონსტრუირებული ბლოკის სარდლობის მოთხოვნების შესაბამისად. ქვეყნის სანაპიროზე სამი სამხედრო-საზღვაო ბაზა, შვიდი ბაზირების პუქტი და მრავალრიცხოვანი ბუხტები იყო, რომლებიც შეიძლებოდა ნატო-ს ხომალდების განწერტილი ბაზირებისთვის გამოეყენებინათ. 1979 წლის დასაწყისში ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რ. ჰანსენმა ბეჭდური სიტყვის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მთავრობას განზრახული ჰქონდა ნორვეგიის ტერიტორიაზე სამხედრო აღკაზმულობისა და ტექნიკის დასაწყობების შესახებ მიეღო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისა და კანადის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის.

დანიაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) შტაბების ფართო ქსელი იყო გაშლილი, აგრეთვე სამი მსხვილი სამხედრო-საზღვაო ბაზა (კოპენჰაგენი, ფრედერიკსჰავნი, კორსიორი), ოთხი აეროდრომი, ასევე სხვა სამხედრო ობიექტებიც იყო შექმნილი. ბევრი მათგანი ნატო-ს ინფრასტრუქტურის პროგრამის მიხედვით გახლდათ აშენებული. დანიის მთავრობის თანხმობით 1951 წლიდან დანიის კუთვნილი გრენლანდია ნატო-ს სისტემაში ე. წ. “ამერიკული კონტინენტის უსაფრთხოების ზონაში” იყო ჩართული, რის შედეგადაც ის არქტიკაში ვრცელ ამერიკულ სამხედრო პლაცდარმად იყო გადაქცეული. აქ პენტაგონს ორი ავიაბაზა ჰქონდა აშენებული, მათ რიცხვში ყველაზე უფრო მსხვილი ამ ჩრდილოეთ რაიონებში – ტულე, აგრეთვე სზძ-ის ბაზირების რამდენიმე პუნქტი, გარდა ამისა, რადიოტექნიკური სადგურები იყო დაყენებული ბალისტიკური რაკეტების გაშვების ადრეული აღმოჩენისა და ამერიკული წნარბ-ების ნავიგაციის უზრუნველყოფისთვის.

იმპერიალიზმის საყრდენი პუნქტების განტოტვილი სისტემა ევროპული კონტინენტის სამხრეთ ნაწილშიც გახლდათ შექმნილი. კერძოდ, ესპანეთის ტერიტორიაზე აშენებული იყო მსხვილი ამერიკული ავიაბაზები ტორეხონში (მადრიდის მახლობლად) და სარაგოსაში, აგრეთვე მნიშვნელოვანი საავიაციო და საზღვაო კომპლექსი როტაში ატლანტიკურ სანაპიროზე. აღნიშნული ობიექტების პერსონალი 9 ათას ადამიანს აღემატებოდა. პირველი შეთანხმება ამ ბაზების აგებაზე აშშ-მ 1953 წელს დადო ფრანკოს მთავრობასთან. ხელშეკრულება 1970 წელს იქნა გაგრძელებილი, ხოლო შემდეგ 1975 წელს კი ხელახლა დაიდო. ესპანეთში აშშ სამხედრო ბაზების სისტემაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვან როლს 1979 წლის მდგომარეობით თამაშობდა როტა, რომელიც რაკეტებით “პოსეიდონი” აღჭურვილი წნარბ-ების 16-ე ესკადრის დისლოკაციის პუნქტი გახლდათ. აეროდრომზე როტაში ძირითადად საზღვაო ავიაციის თვითმფრინავ-მზვერავები იყვნენ ბაზირებულნი, რომლებიც ჰიბრალტარის სრუტესთან მისადგომებზე ეწევოდნენ მეთვალყურეობას ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის მხრიდან. აფასებდა რა აშშ-თვის ამ ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ჟურნალი “მილითერი რევიუ” მიუთითებდა, რომ “ესპანეთს არა მხოლოდ მომგებიანი პოზიცია ეკავა, წარმოადგენს რა დამაკავშირებელ რგოლს ხმელთაშუა ზღვის ძირითად პორტებთან, არამედ ასევე ნატო-ს თავდაცვით სტრუქტურასაც სამხრეთ ფლანგზე ზურგიდან ამაგრებდა”.

უცხოური ბეჭდური გამოცემები აღნიშნავდნენ, რომ ესპანელი ხალხის გამოსვლები ამერიკული სამხედრო ყოფნის ლიკვიდაციის მოთხოვნით სულ უფრ ფართო ზომებს ღებულობდა. სწორედ მათი გავლენით პენტაგონი იძულებული იყო წნარბ-ების 16-ე ესკადრის სამხედრო-საზღვაო ბაზა როტადან კინგს-ბეიში (ჯორჯიის შტატი, აშშ) პერებაზირების შესახებ მიეღო გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც 1979 წელს იგეგმებოდა.

პენტაგონის “საბაზო სტრატეგიაში” არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა იტალიას, რომელმაც ნატო-ს წევრი ქვეყნის სახით ნება მისცა შეერთებულ შტატებს ნეაპოლში მე-6 ფლოტის სანაპირო შტაბი განელაგებია. ეს ფლოტი, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ბლოკის დამრტყმელი სზძ-ის ძირითად ძალებს წარმოადგენდა და ჩვეულებრივ ორ ავიამზიდს (160-180 საბრძოლო თვითმფრინავით მათ ბორტზე), ორ-სამ სარაკეტო კრეისერს, 20-მდე საესკადრო ნაღმოსანსა და ფრეგატს, რამდენიმე ატომურ წყალქვეშა ნავს, სადესანტო ხომალდებს, დამხმარე გემებს, აგრეთვე საბაზო-საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებს მოიცავდა. ნეაპოლში არსებული ნაგებობების (сооружения) გარდა, აშშ-მ ააგო აეროდრომი საბაზო ავიაციისთვის სიგონელაში (კუნძული სიცილია) და დიდი რაოდენობით საყრდენი პუნქტები იტალიის 25-ზე მეტ რაიონში. ამ სამხედრო ობიექტებს კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებები, სხვადასხვანაირი სასაწყობო და სხვა აღჭურვილობა გაჩნდათ. ნატო-ს პროგრამის მიხედვით აქ ასევე აეროდრომების ფართო ქსელი იყო შექმნილი ტაქტიკური ავიაციის ბაზირებისთვის (ავიანო, კატანია და სხვები). უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ამერიკელები, გააჩნდათ რა ამ ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების მნიშვნელოვანი ბაზები და საყრდენი პუნქტები (საზღვაო, საავიაციო, ზოგადი დანიშნულების, მომარაგების, კავშირგაბმულობისა და ა. შ.), აქ 10 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ინახავდნენ.

როცა სამხედრო მიმართებით ამ მნიშვნელოვანი რაიონის პენტაგონისთვის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა, დასავლური პრესა ხაზს უსვამდა: “შეერთებული შტატები შეძლებს შეეგუოს (შეეწყოს, приспособиться), თუმცა კი ძალედ მტკივნეულად, ხმელთაშუა ზღვაში სხვა ობიექტების დაკარგვას. მაგრამ ის ვერ შეძლებს, თავისი ძალების არსებული განლაგების დაკარგვის შემთხვევაში, ეფექტურად მოქმედებდეს ამ ზღვაში იტალიური ბაზების გარეშე”.

არცთუ ცოტა ამერიკული და ნატო-ური ბაზა იყო თავმოყრილი საბერძნეთში. მათი შექმნისას ატლანტიკელი სტრატეგები ითვალისწინებდნენ, რომ იმ საჰაერო და საზღვაო გზების გზაჯვარედინზე განლაგებული ეს ქვეყანა, რომლებიც ევროპას ახლო აღმოსავლეთთან და აფრიკასთან აკავშირებს, სოციალისტური თანამეგობრობის სახელმწიფოთა საზღვრებსაც ებჯინებოდა. უცხოური სამხედრო აეროდრომები განლაგებული იყო სუდაში (კუნძული კრეტა), საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილში. კ. კრეტაზე ასევე მე-6 ფლოტის კავშირგამბულობის კვანძიც იმყოფებოდა. ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნება 3 ათას ადამიანზე მეტს შეადგენდა.

ცნობილი იყო, რომ 1974 წლის აგვისტოდან საბერძნეთს ნატო-ში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მან ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან თავისი გასვლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ჯარების სტატუსის გადახედვის შესახებ განაცხადა. მოვლენების ასეთი განვითარებით უკიდურესად შეშფოთებულმა შეერთებულმა შტატებმა საბერძნეთს მის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების უწინდელი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის თითქმის 1 მლრდ. დოლარი შესთავაზა. საბერძნეთის მთავრობამ, უცხოური ბედური გამოცემების შეტყობინებებით, 1976 წელს ასეთ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მაინც არ მიუღია. 1979 წლის პირველ თვეებში ოკეანსმიღმელი სტრატეგები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ათენი აეძულებინათ ბაზების შესახებ ახალი ხელშეკრულების რატიფიკაცია მოეხდინა და ქვეყანა ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციაში დაებრუნებინა. ისინი იქიდან ამოდიოდნენ, რომ ამერიკული სამხედრო ყოფნა საბერძნეთსა და თურქეთში “საიმედოდ უზრუნველყოფს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს”. ასეთი სტატუსის დასუსტება კი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საყრდენ პუნქტებთან ხელმისაწვდომობის შემცირების გზით “ძირს გამოუთხრის აშშ-ის ძლიერებას არა მხოლოდ სამხედრო ბალანსში ევროპაში, არამედ ასევე ძალთა ბალანსშიც ახლო აღმოსავლეთის მთელი სანაპიროს გაყოლებაზე”.

თურქეთში 1970-იანი წლების მიწურულს 40-მდე ამერიკული სამხედრო ობიექტი მოითვლებოდა, მათ რიცხვში 26 ბაზა, რომელთა პერსონალიც 4,8 ათას ადამიანს შეადგენდა. მათგან უმთავრესები ინჯირლიკსა (ადანა) და ქ. იზმირში იმყოფებოდა. ქალაქების სინოპის, ყარამიურსელის, დიარბაქირის, ბიოლბაშის რაიონებში დაზვერვის პოსტები იყო განლაგებული, რომლებიც “საბჭოთა საქმიანობის” შესახებ ჯაშუშური ცნობების მიღებაზე გახლდათ დამიზნებული. ცნობილი იყო, რომ თურქეთის მთავრობამ 1975 წლის ივლისში თავის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების ფუნქციონირება შეაჩერა. მან ეს აშშ შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს საპასუხოდ მოახდინა, რომელიც კონგრესმა 1974 წლის კვიპროსის კრიზისის შემდეგ დააწესა. ანკარამ მაშინ იმის თაობაზე გამოაცხადა, რომ ის ყველა ამერიკულ ნაგებობაზე იღებდა კონტროლს, და რომ მომავალში ისინი მხოლოდ ნატო-ს ინტერესებში იქნებოდა გამოყენებული. მაგრამ 1978 წლის 4 ოქტომბერს (ემბრგოს მოხსნაზე საპასუხოდ) თურქეთის მთავრობამ ამერიკული ბაზების დროებითი სტატუსისა და მათი საქმიანობის განახლების შესახებ მიიღო დადგენილება.

ირანში მოვლენებთან დაკავშირებით ნატო-ს მმართველი წრეების მხრიდან თურქეთზე ზემოქმედება მნიშვნელოვნად გაძლიერდა. აშშ-ის, გფრ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა სასწრაფო თათბირი მოიწვიეს თურქეთისთვის, როგორც ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის ერთერთი “ბურჯისთვის” ეკონომიკური დახმარების პროგრამის გამომუშავების მიზნით. ირანის ტერიტორიიდან აშშ მხედრიონის (военщина) იძულებითმა წასვლამ, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი მლიტარისტული ობიექტების მნიშვნელობა აამაღლა თურქეთში, რომელიც საბჭოთა კავშირს ესაზღვრებოდა. 1979 წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყანაში ამერიკული ჯარების მუდმივი სტატუსის დადგენის შესახებ მოლაპარაკებები წარმოებდა.

გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსის” შეტყობინებით, ამერიკელები ჯერ კიდევ 1979 წლის იანვარში შეუდგნენ საიდუმლო ელექტრონული მოწყობილობის ირანიდან თურქეთში გატანას.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში ესმებოდა ხაზი, შაჰის რეჟიმის დაცემის შემდეგ ირანში ამერიკული ინტერესებისგან ნანგრევების გორაღა იყო დარჩენილი. ამ ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ირანი საბჭოთა კავშირთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისკენ ისწრაფვოდა და უარს აცხადებდა სსრკ-ის წინააღმდეგ აგრესიის ან მტრული პროპაგანდისთვის აშშ-ის ბაზის როლი შეესრულებინა.

ითვალისწინებდნენ რა ხალხების ბრძოლის სულ უფრო გაფართოებას, რომელიც ამ რეგიონის ქვეყნებში შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის წინააღმდეგ იყო მიმართული, პენტაგონის სპეციალისტები ხაზს უსვამდნენ, რომ “აშშ-ის ვერც ერთი საღად მოაზროვნე სტრატეგი ვერ შეძლებს არსებული საბაზო ნაგებობების საფუძველზე ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული სამხედრო ყოფნის მომავლის დაგეგმვას: ის იძულებული იქნება სერიოზულად იზრუნოს სათადარიგო ვარიანტების თაობაზე”. და ასეთ ვარიანტებს კიდეც ამუშავებდნენ. 1979 წლის პირველ თვეებში, უცხოური პრესის მონაცემების თანახმად, წარმოებდა მოლაპარაკებები ისრაელის მთავრობასთან ოკუპირებულ არაბულ ტერიტიორიებზე აშშ-თვის სამხედრო ბაზების გადაცემის შესახებ და ამერიკული ხომალდების ბაზირებისთვის პორტ ჰაიფას ტერიტორიის იჯარით აღების შესახებაც. გარდა ამისა, ბაზების მიცემაზე ეგვიპტეც დაეთანხმა.

[ამის შემდეგ ლაპარაკი იყო ამერიკული სამხედრო ყოფნის თაობაზე იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ფილიპინებზე, მიკრონეზიაში, ინდოეთის ოკეანესა და სამხრეთ ამერიკაში, რაც ნატო-ს ბლოკის თემას სცილდებოდა და ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღებას მათზე არ შევაჩერებთ]

ზღვისიქითა ბაზებზე თავისი შეიარაღებული ძალების სწრაფი გაძლიერებისთვის აშშ-ში “ორმაგი ბაზირების” შენაერეთები იყო შექმნილი, რომელთა პირადი შემადგენლობაც მსუბუქი შეიარაღებით აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში გახლდათ დისლოცირებული, ხოლო ტექნიკა კი ევროპის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებში საწყობებში იმყოფებოდა. ვითარების გამწვავების პირობებში ამ შენაერთების პირადი შემადგენლობა შესაბამის რაიონში სწრაფად შეიძლებოდა გადაესროლათ.

ჟურნალი “მილითერი რევიუ” ხაზს უსვამდა, რომ 70-80-იან წლებში აშშ შეარაღებული ძალების “მეწინავე ბაზირებისა” და სამხედრო ბაზების კონკრეტული განლაგების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას ყველა ფაქტორის გულდასმით შესწავლა იქნებოდა საჭირო, რათა თავიდან აეცილებინათ ისეთი მდგომარეობა, როცა პოლიტიკურ მოსაზრებებს შეიძლებოდა იმ სამხედრო უპირატესობების გამოყენებისთვის შეეშალათ ხელი, რომლებსაც ჯარების პერედისლოკაციის ასეთი ხერხი იძლეოდა. შენაერთები და ნაწილები, აგრძელებდა ჟურნალი, შეძლებისდაგვარად ისეთ ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყვნენ დისლოცირებულნი, რომლებიც აშშ-ის ან მის მოკავშირეთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

მაგრამ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, თვით აშშ-ის მოკავშირეთა ქვეყნებშიც კი იზრდებოდა მოთხოვნები ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლისთვის მოეღოთ ბოლო ან სულ მცირე შეეზღუდათ მაინც. ამ ფონზე უკიდურესად უბადრუკად გამოიყურებოდა ჩინეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოს ყველა რაიონში აშშ-ის “სამხედრო ყოფნის” ზრდის მომხრედ გამოდიოდა.

საბჭოთა ავტორების დასკვნით, პოზიტიური ცვლილებები საერთაშორისო არენაზე სულ უფრო თვალსაჩინოდ ახდენდა იმპერიალისტური სტრატეგიის მანკიერების დემონსტრირებას, რომლის შესაბამისადაც იმყოფებოდნენ უცხო ტერიტორიებზე აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზები, რომლებიც იმპერიალიზმის აგრესიული პოლიტიკის მიზნებს ემსახურებოდნენ და ხალხების უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენდნენ.

XX. “თანამშრომლობის” წინააღმდეგობანი 

კაპიტალისტური სამყაროს ქვეყნებს შორის საავიაციო ტექნიკის შემუშავებასა და წარმოებაში 1970-იან წლებში წამყვანი ადგილი აშშ-ს ეკავა. მაგრამ როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები აღნიშნავდნენ, 70-იანი წლების მეორე ნახევარში სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავმშენებლობაში დასავლეთევროპული ქვეყნების პოზიციების გაძლიერების ტენდენცია დაისახა. ამას მნიშვნელოვან ხარისხად უწყობდა ხელს ამერიკული ფირმებისგან პატენტებისა და ლიცენზიების შეძენა, აშშ-ში განხორციელებად ახალი თვითმფრინავების შექმნის პროგრამებში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მონაწილეობა, აგრეთვე საავიაციო ტექნიკის გამომშვებ დასავლეთევროპულ ფირმებს შორის კავშირების განვითარება.

ავიამრეწველობაში დასავლეთ ევროპის ქვეყნების კოოპერაცია, რომელიც მოწოდებული გახლდათ უზარმაზარი მოგებები უზრუნველეყო მონოპოლიებისთვის და მათი პროდუქცია მწვავე კონკურენტულ ბრძოლაში ოკეანსმიღმურ ნაკეთობათა შემოტევის (მოწოლის, натиск) მოგერიების უნარის მქონედ ექცია, საკუთარ თავში მწვავე წინააღმდეგობებს თავადაც შეიცავა. ისინი ე. წ. “თანამშრომლობის” განვითარებისას წარმოიქმნებოდა და ყველაზე უფრო მკაფიოდ ახალი მოდელის თვითმფრინავების შექმნის დროს ვლინდებოდა.

ასეთ უთანხმოებათა ძირითადი მიზეზი ერთობლივი პროექტების შემუშავებაში მონაწილე თითოეული ქვეყნის მისწრაფებაში მდგომარეობდა, რომ თავისთვის ყველაზე უფრო მეტი მოგების მიღება უზრუნველეყო. გარდა ამისა, სხვადასხვა სახელმწიფოები თავიანთი სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) შეკვეთების მიხედვით, საავიაციო ტექნიკას სხვადასხვანაირ, ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნებსაც კი უყენებდნენ. ასე, დიდი სიძნელეები წარმოიქმნა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გფრ-ის მიერ ერთობლივი შემუშავებისთვის თვითმფრინავების პროექტების არჩევის პრობლემის გადაწყვეტისას, რომლებიც “ჰარიერი”, “იაგუარი” და F-4 ტიპის გამანადგურებლების შეცვლისა და მომავალში შეიარაღებაში ყოფნისთვის იყო განკუთვნილი. ამ ქვეყნების სპეციალისტები იმის შესახებ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პროექტს მრავალმიზნობრივი საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა უნდა გაეთვალისწინებინა, რომელიც საჰაერო ბრძოლაში უპირატესობას უზრუნველყოფდა და იმავე დროს მიწისზედა მიზნებისთვის დარტყმების მიყენებაც წარმატებით შეეძლებოდა. თუმცა კი საფრანგეთის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ მისი ძირითადი დანიშნულება პირველი უნდა ყოფილიყო, ხოლო გფრ-ის წარმომადგენლები კი – მეორე. ინგლისელი სპეციალისტების აზრით, აუცილებელი იყო, რათა მას ორივე მოთხოვნა თანაბარი ხარისხით ეფექტურად დაეკმაყოფილებინა.

1979 წლის მეორე ნახევარში ახალი სამხედრო თვითმფრინავების შექმნის მთავარ პროექტებს, რომლებშიც უმსხვილესი კაპიტალისტური ქვეყნები მონაწილეობდნენ, “ტორნადო” და F-16 პროექტები წარმოადგენდა.

მრავალმიზნობრივი გამანადგურებლის “ტორნადოს” შექმნის პროგრამა 1960-იანი წლების ბოლოდან მუშავდებოდა (იხ. ნახატი). შეთანხმებას, რომელიც მის განხორციელებაში ერთობლივ მონაწილეობას ითვალისწინებდა, 1968 წელს ხელი გფრ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების წარმომადგენლებმა მოაწერეს. მაგრამ მალევე ჰოლანდიურმა მხარემ, რომელსაც მისთვის შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებდა და იმ ძალზედ მნიშვნელოვანი ხარჯებითაც შეშფოთებული გახლდათ, რომელთა გაღებაც მას მოუხდებოდა, პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ნიდერლანდების ადგილი ნატო-ს ხელმძღვანელობის ზეწოლით იტალიამ დაიკავა. მაგრამ მის მთავრობას, რომელიც ქვეყანაზე დაკისრებულ ვალდებულებათა ეკონომიკურ მიზარშეწონილობაში დარწმუნებული არ იყო, ხანგრძლივი დროის მანძილზე გაურკვეველი პოზიცია ეკავა. მხოლოდ 1977 წლის იანვარში მოიწონა ოფიციალურად პარლამენტმა იტალიური სჰძ-თვის ახალი მოდელის მანქანების წარმოებაში იტალიის მონაწილეობა.

ზემოხსენებულმა პარტნიორებმა დიდი შრომის გაწევით მოახერხეს საწარმოო პროგრამის მიხედვით ვალდებულებათა განაწილებაში, აგრეთვე შემუშავებაზე ხარჯების შესახებაც მისაღებ შეთანხმებამდე მისვლა. 1979 წლის შუა თვეებში მონაწილეებს შორის კაპიტალდაბანდებანი შემდეგნაირად ნაწილდებოდა. შემუშავების ხარჯები: დიდი ბრიტანეთი და გფრ – 44,5-44,5 %, იტალია – 11 %. წარმოების ხარჯები: დიდი ბრიტანეთი – 47,64 %, გფრ – 40 და იტალია – 12,36 %. საბჭოთა ავტორების შეფასებით, პროცენტების მეასედი წილები მჭერმეტყველურად მოწმობდა იმის შესახებ, თუ პარტნიორებს შორის რამდენად მწვავე ბრძოლა წარმოებდა.

ერთი თვითმფრინავის “ტორნადოს” წარმოება გამანადგურებელ-ბომბდამშენის ვარიანტში 6,34 მლნ. გირვანქა სტერლინგი უჯდებოდათ, ხოლო გამანადგურებელ-დამჭერისა კი – 7,72 მლნ. გირვანქა სტერლინგი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროგრამის განხორციელების დასაწყისიდან განვლილი პერიოდის მანძილზე, ერთი თვითმფრინავის წარმოების ღირებულება 23,5 %-ით იყო გაზრდილი (ფასების ინფლაციური ზრდა და ვალუტების კურსის ცვლილება მხედველობაში არ მიიღებოდა). აღნიშნული მოდელის მანქანების მიწოდებათა საერთო ღირებულება 4,8-5,3 მლრდ. გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. შეიარაღების, მიწისზედა აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით ის კიდევ 2,7-4 მლრდ.-ით გაიზრდებოდა. 

პრაქტიკულად ყველა კომერციული ოპერაციის ხელმძღვანელობა კონსორციუმ “პანავიას” ეკისრებოდა, რომელიც მოიცავს ფირმებს: “ბრიტიშ აეროსპეისი” (ინგლისური), “მესერშმიტ-ბიოლკოვ-ბლომი” (დასავლეთგერმანული) და “აერიტალია” (იტალიური). “ბრიტიშ აეროსპეისს” ფუზელაჟის ცხვირისა და კუდის ნაწილები უნდა ეწარმოებინა, “მესერშმიტ-ბიოლკოვ-ბლომს” – ძირითადი ნაწილი, “აერიტალიას” – მზიდი სიბრტყეები. გარდა ამისა, სამუშაოებში მონაწილეობას 500-ზე მეტი სხვადასხვა ფირმა ღებულობდა, რომლებსაც ქვესაიჯარო კონტრაქტები ან უკვე მიღებული ჰქონდათ ან შემდეგ მიიღებდნენ.

“პანავია” მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის სპეციალურად შექმნილ კონსორციუმთან “ტურბო იუნიონი”, რომელიც თვითმფრინავ “ტორნადოსთვის” ძრავს RB-199 შეიმუშავებდა. მასში შევიდნენ ინგლისური კომპანია “როლს-როისი”, დასავლეთგერმანული “მოტორენ უნდ ტურბინ იუნიონ” და იტალიური “ფიატი”. აღნიშნული მოდელის თვითმფრინავის ელექტრონული აღჭურვილობით უზრუნვლყოფაში მონაწილეობენ ფირმები ეასამს-ი (ЭАСАМС, დიდი ბრიტანეთი), ესგ (ЭСГ, გფრ) და სია (СИА, იტალია). მათ აქციონერებს უმსხვილესი დასავლეთევროპული და ამერიკული კომპანიები წარმოადგენდნენ. პროგრამა “ტორნადოსთან” დაკავშირებულ სამუშაოებში მონაწილეობას ასევე ამერიკული მონოპოლიებიც ღებულობდნენ (ისინი, კერძოდ, სტენდებს აწვდიდნენ ძრავების გამოცდებისთვის).

მონაწილე ქვეყნებს შორის უთანხმოებები წარმოიქმნა ასევე საკითხშიც შესასყიდი თვითმფრინავების რაოდენობის შესახებ. თავიდან სამი სახელმწიფოს სჰძ-თვის 920 მანქანის წარმოება იგეგმებოდა. მოგვიანებით ეს რიცხვი 809-მდე იქნა შემცირებული, ამასთან გფრ-თვის 324 მანქანის გამოშვებას ვარაუდობდნენ, დიდი ბრიტანეთისთვის – 385-ის და იტალიისთვის კი – 100-სა. 1979 წლის მაის-ივნისში მყარი შეკვეთები (მხოლოდ) 314 ერთეულზე იყო განთავსებული.

კომპანიები, რომლებიც თვითმფრინავ “ტორნადოს” შემუშავებასა და წარმოებაში მონაწილეობდნენ, წარმოების გაფართოებას საექსპორტოდ მიწოდებების ხარჯზე იმედოვნებდნენ და ამით მნიშვნელოვან მოგებათა მიღების უზრუნველყოფასაც. ასე, ფირმა “მესერშმიტ-ბიოლკოვ-ბლომის” წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ უახლოეს რვა-ათ წელიწადში (ე. ი. 1986-88 წლების ჩათვლით) მას მოგებების 50 %-მდე აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეუვიდოდა.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ, თუმცა კი პარტნიორებს შორის წარმოების საკითხებში უთანხმოებები პრაქტიკულად არ წყდებოდა, იმ შემთვევებში, როცა საქმე მსოფლიო არენაზე თვითმფრინავების გასაღების ორგანიზებამდე მიდიოდა, “პარტნიორები” ჩვეულებრივ ერთიანი ფრონტით გამოდიოდნენ. მანქანების “ტორნადო” შესაძლო მყიდველებად კანადა და ავსტრალია ითვლებოდნენ. მაგრამ ამ ქვეყნებისთვის თვითმფრინავების მიყიდვა ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებენ თუ არა დიდი ბრიტანეთის, გფრ-ისა და იტალიის მთავრობები სამხედრო ან ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას, ვიდრე ამერიკული და ფრანგული ფირმები, რომლებიც F-16, F-14, F-15, “მირაჟ” F1-E და სხვა თვითმფრინავებს აწარმოებენ. უეჭველი მხოლოდ ის იყო, რომ მსოფლიო ბაზარზე “ტორნადო” თვითმფრინავების მიწოდებათა საკითხი განვითარებულ კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობათა კიდევ ერთი წყარო იქნებოდა.

მსუბუქი ტაქტიკური გამანადგურებლის F-16 შემუშავების პროგრამა ამერიკული კომპანიის “ჯენერალ დაინემიქსის” მიერ 1972 წლიდან ხორციელდებოდა. 1975 წლის ივნისში დასავლეთ ევროპის ოთხმა სახელმწიფომ, რომლებიც ნატო-ს ბლოკში შედიოდნენ (ბელგია, დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია), ხანგრძლივი დიპლომატიური დემარშებისა და პარლამენტებსა და პრესაში განხილვების შემდეგ, საზოგადოების პროტესტების მიუხედავად, თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს მათ შეიარაღებაში მყოფი F-104 თვითმფრინავები მსუბუქი გამანადგურებლებით F-16 შეეცვალათ. მათ შექმნეს კონსორციუმი, რომელიც აშშ-ის ფირმებთან ერთად სათავო სერიის ნიმუშების წარმოებასა და გამოცდებში ღებულობდა მონაწილეობას, ასევე სერიულ წარმოებასა და გასაღებაშიც უნდა მონაწილე გამხდარიყო. ამერიკულმა ფირმებმა “ჯენერალ დაინემიქსმა” და “პრატ უიტნიმ” (უკანასკნელი ამ მანქანებისთვის ძრავებს აწარმოებდა) აღნიშნულ კონსორციუმთან 1,5 მლრდ. დოლარზე მეტ თანხაზე კონტრაქტები დადეს.

კონტრაქტებში მონაწილე დასავლეთევროპულმა ქვეყნებმა თავდაპირველად 348 F-16 თვითმფრინავი შეუკვეთეს: ბელგიამ – 116, დანიამ – 72, ნიდერლანდებმა – 102, ნორვეგიამ – 58. აშშ-ს განზრახული ჰქონდა თავისი სჰძ-თვის 650 თვითმფრინავი F-16 შეესყიდა, ხოლო შემდგომში კი ეს რიცხვი 1388-მდე აეყვანა. სხვა ქვეყნები, როგორც ვარაუდობდნენ, კიდევ 500 თვითმფრინავს შეისყიდიდნენ. აშშ სჰძ-ის ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (ტას) 1-ლი ავიაფრთის მოცემული მოდელის თვითმფრინავებით გადაიარაღების დასრულებას 1980 წელში ვარაუდობდნენ. მის შემადგენლობაში 102 გამანადგურებელი F-16 იქნებოდა.

ერთი თვითმფრინავის F-16 ღირებულებას ამერიკული სჰძ-თვის დაახლოებით 4,5 მლნ. დოლარი უნდა შეედგინა, ხოლო ბელგიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიისთვის კი ის 6 მლნ.-ს გადააჭარბებდა. ეს, კერძოდ, აღნიშნული მანქანების გამოშვების უფრო ნაკლები მოცულობის გამო, წარმოების უფრო მაღალი ხარჯებით აიხსნებოდა.

სამხედრო საავიაციო ტექნიკის მსოფლიო კაპიტალისტური ბაზრის მოთხოვნილებები F-16 თვითმფრინავებში ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაახლოებით 5000 მანქანით განისაზღვრებოდა. მათ სავარაუდო მყიდველებს ავსტრალია, საბერძნეთი, ისრაელი, ესპანეთი, კანადა, თურქეთი, სამხრეთ კორეა, გფრ, დიდი ბრიტანეთი (“ტორნადო” თვითმფრინავებზე დამატებით) წარმოადგენდნენ, ხოლო მომავალში კი, აშკარა იყო, შვეიცარიაც. გასაღების მსხვილ ბაზრად შეიძლებოდა ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიც ქცეულიყვნენ.

სულ თავიდანვე აშშ-ის კოოპერაციას დასავლეთევროპულ ქვეყნებთან F-16 პროგრამის რეალიზაციისთვის თან სერიოზული უთანხმოებებიც ახლდა. მათი ძირითადი მიზეზი იყო შეერთებული შტატების მისწრაფება დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე თავისი დამოკიდებულება და მთელი პროგრამის განხორციელებაზე უკანასკნელთა გავლენაც მინიმუმამდე დაეყვანა და ფაქტიურად მათთვის ქვემოიჯარადრეთა ფუნქციები დაეკისრებინა. აშშ-ის პარტნიორები F-16 პროგრამაში ცდილობდნენ პროტესტი განეცხადებინათ, მაგრამ შემდგომში იძულებული შეიქნენ ვაშინგტონის ზეწოლისთვის დაეთმოთ. ამის შესახებ, კერძოდ, ისეთი მაჩვენებელიც მოწმობდა, როგორიც F-16-ების წარმოებაში მათი მონაწილეობის წილი გახლდათ: აშშ-თვის თვითმფრინავების გამოშვებაში – 10 %, ხოლო თავიანთთვის კი – 40 %, სხვა სახელმწიფოებისთვის (დასავლეთ ევროპაში წარმოებისას) – 15 %.

მაგრამ, როგორც უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, F-16-ის შემუშავების პროგრამის ყველაზე უფრო დამახასიათებელ ნიშანს, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევდა, ის წარმოადგენდა, რომ აშშ სჰძ-ის შეიარაღებაში პირველად იქნებოდა თვითმფრინავი, რომლის კვანძებისა და აგტრეგატების მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთ ევროპაში იწარმოებოდა. კომპლექტური მანქანები და სისტემების ცალკეული კომპონენტები შეერთებულ შტატებს იმპორტით ადრეც შეჰქონდა, მაგრამ ჯერ არასდროს მიუცია ამერიკულ მთავრობას ნება ოკეანსმიღმელი ფირმებისთვის, რომ აშშ სჰძ-თვის თვითმფრინავების წარმოებაში ამდენად მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ. ამ ფაქტმა გადამწყვეტი გავლენა იქონია იმაზე, რომ ბელგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, და არა იმათში, რომლებსაც სხვა დასავლეთევროპული სახელმწიფოები შეიმუშავებდნენ.

უთანხმოებები პარტნიორებს შორის წარმოების სფეროსაც შეეხებოდა. მაგალითად, ბელგიურ კომპანიას “ფაბრიკ ნასიონალი” არ აკმაყოფილებდა ის გარემოება, რომ ის ვერ მიიღებდა მონაწილეობას ძრავების გამოშვებაში იმ მანქანებისთვის, რომლებსაც ამერიკული სჰძ-თვის შეისყიდიდნენ, თუმცა კი თავდაპირველად მას ამის იმედი ჰქონდა.

საბჭოთა ავტორები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ F-16 და “ტორნადო” თვითმფრინავების გასაღების სავარაუდო რისკები ერთმანეთს ემთხვეოდა. ეს ნიშნავდა, რომ, იმ ამოცანათა განსხვავების მიუხედავად, რომლებსაც მოცემული თვითმფრინავები საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისას ასრულებდნენ, ეკონომიკურ პლანში ისინი კონკურენტები იქნებოდნენ, რადგანაც ნებისმიერ ქვეყანას ახალი საბრძოლო ტექნიკის შესაძენად შეზღუდული სახსრები გააჩნდა.

დასასრულს საბჭოთა ავტორები რამდენიმე სიტყვით ეხებოდნენ გფრ-ისა და საფრანგეთის “თანამშრომლობასაც” თვითმფრინავების “ალფა ჯეტი” შექმნის სფეროში. მათაც ასევე ვერ შეძლეს მთელ რიგ უთანხმოებათა თავიდან აცილება, კერძოდ საკითხში მისი ძირითადი დანიშნულების შესახებ. ამიტომ “ალფა ჯეტ” პროგრამის ფარგლებში, არსებითად, ორი ტიპის თვითმფრინავები იწარმოებოდა: სასწავლო-საბრძოლო საფრანგეთისთვის და მსუბუქი მოიერიშე გფრ-თვის. ამ ქვეყნების კომპანიებს შორის მწვავე კონკურენტული ბრძოლა, გარდა ამისა, ქვესაიჯარო შეკვეთების გაყოფის, აგრეთვე წარმოებაზე, სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე დანახარჯების გაყოფისა და სხვა საკითხებზეც იქნა გაშლილი.

რამდენიმე კაპიტალისტურ სახელმწიფოს შორის კოოპერაციის ფარგლებში სამხედრო ტექნიკის შექმნა, როგორც წესი, საკუთარ შემუშავებებზე 10-30 %-ით უფრო ძვირი ჯდებოდა. მაგრამ მთავრობები ასეთ თანამშრომლობაზე მაინც მიდიოდნენ, რათა ეროვნული მონოპოლიებისთვის საერთაშორისო სამხედრო პროგრამებში მონაწილეობიდან უზარმაზარი მოგებების მიღება უზრუნველეყოთ.

უთანხმოებები, რომლებიც მოგებების განაწილებასა და ბევრ სხვა საკითხს შეეხებოდა, ერთობლივ პროგრამებში პარტნიორების “ერთიანიბას” ძირს უთხრიდა. ეს, საბჭოთა ავტორების შეფასებით, განვითარებულ კაპიტალისტურ სახელმწიფოთა სამხედრო თანამშრომლობის განმასხვავებელი ნიშანი გახლდათ, რომელიც მთლიანობაში მწვავე კოლიზიებით, იმპერიალისტურთაშორის წინააღმდეგობათა (межимпериалистические противоречия) გაძლიერებით ხასიათდებოდა. მაგრამ მისწრაფება ჩაეშალათ განმუხტვის პროცესი, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კორპორაციების ინტერესებს უქმნიდა მუქარას, სურვილი ზღაპრული მოგებები მიეღოთ, კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვება მოეპოვებინათ რიგ შემთხვევებში დასავლელ პარნიორებს შორის უთანხმოებათა დარეგულირებასა და სამხედრო პროდუქციის ერთობლივ გამოშვებას განაპირობებდა. 

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა 

გამოყენებული ლიტერატურა 

1) Капитан И. Владимиров, «НАТО на прежних позициях», Зарубежное Военное Обозрение, 1974 г. № 4.

2) Полковник-инженер И. Белов, «Блок НАТО на современном Этапе», Зарубежное Военное Обозрение, 1974 № 7.

3) Подполковник Л. Васильченко, «Вооружённые силы НАТО на Северо-Европейском ТВД», Зарубежное Военное Обозрение, 1974 г. № 11.

4) Генерал-майор танковых войск С. Крахмалов, «События на Кипре», Зарубежное Военное Обозрение, 1974 г. № 12.

5) Полковник А. Михайлов, «Вооружённые силы НАТО на Южно-Европейском ТВД», Зарубежное Военное Обозрение, 1975 г. № 2.

6) Полковник В. Жаров, «Гонка вооружений в странах НАТО и её особенности», Зарубежное Военное Обозрнние, 1975 г. № 6.

7) Полковник-инженер И. Белов, «НАТО – оплот милитаризма и реакции», Зарубежное Военное Обозрение, 1975 г. № 10.

8) Полковник Г. Арзуманов, «Политические аспекты боевой подготовки войск стран НАТО», Зарубежное Военное Обозрение, 1975 г. № 10.

9) Полковник В. Катеринич, «Манёвры противников европейской безопасности», Зарубежное Военное Обозрение, 1976 г. № 5.

10) Генерал-лейтенант М. Гареев, кандидат военных наук, «Методика подготовки и проведения учений в НАТО», Зарубежное Военное Обозрение, 1976 г. № 7.

11) Полковник-инженер И. Белов, «Наращивание военной мощи блока НАТО», Зарубежное Военное Обозрение, 1977 г. № 6.

12) Полковник запаса В. Жаров, «Новый раунд гонки вооружений – угроза миру», Зарубежное Военное Обозрение, 1978 г. № 1.

13) Капитан 3 ранга Г. Яковлев, «Вопреки здравому смыслу», Зарубежное Военное Обозрение, 1978 г. № 3.

14) Капитан 3 ранга Г. Яковлев, «Милитаристские планы руководства НАТО», Зарубежное Военное Обозрение, 1978 г. № 8.

15) Полковник И. Головнин, «Объединённые вооружённые силы НАТО в Европе», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 1.

16) Полковник И. Белов, «НАТО: по пути милитаризации и гонки вооружений», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 3.

17) Подполковник М. Васильченко, «Манёвры НАТО “Отем фордж-78”», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 4.

18) Полковник И. Андреев, «Некоторые проблемы управления коалиционными войсками», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 4.

19) Генерал-майор Р. Симонян, доктор военных наук, профессор, «Система военных баз империализма», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 5.

20) А. Бузуев, А. Матвеев, «Противоречия “сотрудничества”», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 10.

დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში

(ნაწილი III) 

X. ნატო-ში სწავლებების მომზადებისა და ჩატარების მეთოდიკა 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (სკკპ) XXV ყრილობამ 1970-იანი წლების შუახანებში კვლავ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ სოციალიზმი და მშვიდობა განუყოფელი იყო. ემყარებოდა რა მსოფლიო სოციალიზმის ძლიერებას, ერთად დგომასა (сплочённость) და აქტიურობას, მის უმსხვილეს კავშირს მთელ პროგრესულ და მშვიდობისმოყვარე ძალებთან, სკკპ-მ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში დიდ წარმატებებს მიაღწია. ამასთან ერთად ჯერ კიდევ არსებობდნენ განმუხტვისადმი მტრული ძალებიც. დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით მათში, რომლებიც ნატო-ს ბლოკში შედიოდნენ, წლიდან წლამდე იზრდებოდა სამხედრო ბიუჯეტები, არ წყდებოდა შეუკავებელი გამალებული შეიარაღება.

ლ. ი. ბრეჟნევმა, როდესაც ის სკკპ XXV ყრილობაზე სკკპ ცკ-ის საანგარიშო მოხსენებით გამოდიოდა, აღნიშნა: “გამალებული შეიარაღების მომხრეთა მთავარ მოტივს წარმოადგენს მტკიცება ე. წ. საბჭოთა მუქარის შესახებ. ეს მოტივი გამოიყენება მაშინაც, როდესაც სჭირდებათ გაათრიონ (протащить) უფრო მაღალი სამხედრო ბიუჯეტი, ჩამოაჭრიან რა ხარჯებს სოციალურ საჭიროებებზე, და როდესაც სიკვდილის მთესველი იარაღის ახალ სახეობებს შეიმუშავებენ, და როდესაც ნატო-ს სამხედრო აქტიურობის გამართლებას ცდილობენ”.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, იმ ღონისძიებებს შორის, რომლებიც ნატო-ს სამხედრო აქტიურობის შესახებ მოწმობდა, არცთუ უკანასკნელი ადგილი ეკავათ ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ, ОВС) ყოველწლიურ სწავლებებს, აგრეთვე ამ აგრესიული ბლოკის მონაწილე ქვეყნების იმ შეიარაღებული ძალებისაც, რომლებიც ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. მხოლოდ 1975 წელს სხვადასხვა მასშტაბის 100-ზე მეტი სწავლება იქნა ჩატარებული. 1976 წელშიც დაახლოებით ამდენივე იყო დაგეგმილი.

ომისშემდგომ წლებში ნატო-ს შეიარაღებულ ძალებში მსხვილი სწავლებების მომზადებისა და ჩატარებისთვის თვალის ყურადღებით მიდევნებისას, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ძნელი ძნელი არ იქნებოდა ტენდენციის შევნიშვნა მათი გაქანების (размах), ხანგრძლივობისა და დასამუშავებელი ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანების სირთულის ზრდისკენ. ნათლად დაიმზირებოდა აგრეთვე მისწრაფება მათი მომზადებისა და ჩატარების უფრო სრულყოფილი მეთოდების გამოძებნისკენაც. 

სწავლებების გაქანება (размах). ჩრდილოატლანტიკური კავშირის აგრესიული საომარი მზადებების სისტემაში 1970-იანი წლების შუახანებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა შეიარაღებული ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას, მისი გაწვრთნილობის (выучка) სრულყოფას, ომის გაჩაღებისა და მის საწყის პერიოდში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების სხვადასხვა ვარიანტების დამუშავებას.

სწავლებებს განიხილავდნენ როგორც ნატო-ს ჯარებისა და შტაბების მომზადების ძირითად ფორმას და მათ მთელი წლის განმავლობაში დიდი ინტენსივობით ატარებდნენ.

ოპერატიულ-ტაქტიკურ მომზადებას, როგორც წესი, სასწავლო დროის 40-50 % ეთმობოდა. ამ დროის 1/3 სხვადასხვა ხასიათისა და მასშტაბის სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაზე იხარჯებოდა, რომლებსაც შესაბამის შტაბებში რადენიმე წლით ადრე გეგმავდნენ.

სწავლებების მიმართულება (направленность) და თემატიკა ნატო-ს ხელმძღვანელობის მისწრაფებით განისაზღვრებოდა მუდმივად გაეძლიერებინათ ამ ბლოკის ჯარების დამრტყმელი ძლიერება (мощь), მობილურობა და მზადყოფნა ემოქმედათ ნებისმიერ ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) როგორც ბირთვული იარაღის, ისე დაზიანების ჩვეულებრივ საშუალებათა გამოყენებითაც.

ნატო-ს გშძ-ისა და ბლოკის ქვეყნების ეროვნული არმების სწავლებათა უმეტესობას ტიპიური ხასიათი გააჩნდა. მათ ატარებდნენ განსაზღვრული სქემის მიხედვით წინასწარ დასახული ამოცანების დამუშავების მიზნით, რომლებიც ამა თუ იმ ომთ-თვის იყო დამახასიათებელი. ამასთან მსხვილი სწავლებები და მანევრები, როგორც წესი, ერთიანი ოპერატიულ-სტრატეგიული ჩანაფიქრით ტარდებოდა, და ამ სწავლებათა ფრგლებში სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) მთელი რიგი დამოუკიდებელი სწავლებებიც მიმდინარეობდა.

ასე, “რეფორჯერის” ტიპის ყოველწლიური სწავლებების მსვლელობისას ამუშავებდნენ აშშ-დან გფრ-ში ჰაერით ე. წ. “ორმაგი ბაზირების” ნაწილებისა და შენაერთების გადასროლის ორგანიზებისა და პრაქტიკულად ჩატარების საკითხებს, აგრეთვე ცენტრალურ-ევროპული ომთ-ის პირობებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ხერხებს. ეს სწავლებები, როგორც წესი სამ ეტაპად მიმდინარეობდა, რომლებიც ერთმანეთთნ ერთიანი ჩანაფიქრით, საერთო მიზნებითა და ამოცანებით იყვნენ დაკავშირებული.

პირველ ეტაპზე აშშ-დან გფრ-ში ჰაერით გადაისროდნენ 12-15 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს, რომლებიც გფრ-ის ტერიტორიაზე დასაწყობებულ მძიმე იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას ღებულობდნენ. მეორე ეტაპის მსვლელობისას ატარებდნენ სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ორმხრივ სწავლებებს, მაგალითად, კოდური სახელწოდებით “სერთენ პლეჯი”. და ბოლოს, მესამე ეტაპზე კი – სატანკო და საარტილერიო საბრძოლო სროლებს. სროლების შემდეგ მძიმე იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას გფრ-ში განლაგებულ საწყობებში აბარებდნენ, ხოლო სწავლებებზე ჩამოსულ პირად შემადგენლობას კი ჰაერით ისევ აშშ-ში გადაისროდნენ.

ნატო-ს მობილური ძალების ტიპიური სწავლებების “ექსპრესი” მიზანი გახლდათ ამ ძალების ნატო-ს ფლანგებზე გადასროლისა და მათი საბრძოლო გამოყენების სხვადასხვანაირი ვარიანტების დამუშავება იმ ქვეყნების ჯარებთან ერთობლივად, რომლის ტერიტორიაზეც სწავლებებს ატარებდნენ.

ისეთი სწავლებების ჩატარება, როგორიც იყო “ფოლექსი”, “ვინთექსი”, “დონ პეტროლი”, “ჰილექსი” და სხვა, ნატო-ს სარდლობის აზრით, საშუალებას მისცემდათ ბლოკის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობებისა და ეროვნული არმიების ურთიერთმოქმედების საკითხები უფრო მიზანსწრაფულად დაემუშავებინათ. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ნატო-ს გშძ-ის სწავლებები მილიტარისტული დემონსტრაციების ხასიათს ატარებდნენ და ღიად ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური მიმართულება გააჩნდათ. მათი მთავრი მიზანი იყო – ნატო-ს გშძ-ის ძალის დემონსტრაცია და საერთაშორისო ურთიერთობებში დაძაბულობის დაჭირხვნა (нагнетание напряжённости). 

სწავლებებში დიდი რაოდენობით ჯარები და საბრძოლო ტექნიკა იყო დაკავებული, მხარეთა შემადგენლობა კი კოალიციურ ხასიათს ატარებდა. როგორც წესი, სწავლებებში ორივე მხარე იქმნებოდა ამომდინარე ომთ-ებზე გაშლილი დაჯგუფებებისა და მათი გაძლიერების საშუალებების არსებობიდან. ამაზე თვალის მიდევნება 1960-იანი წლების დასაწყისიდან 70-იანების შუახანებამდე ჩატარებული ნატო-ს გშძ-ის რიგი სწავლებების გამოცდილების საფუძველზეც შეიძლებოდა. მაგალითად, ორმხრივ სწავლებაზე კოდური დასახელებით “ვინთერ შილდ”-2, რომელიც 1961 წლის თებერვალში იქნა ჩატარებული, ნატო-ს ჯარების მხარეზე მოქმედებდა აშშ მე-5 საარმიო კორპუსი მე-8 ამერიკული ქვეითი დივიზიის, 11-ე ფრანგული მოტორიზებული ბრიგადის, 54-ე დასავლეთგერმანული სატანკო ბატალიონის, აგრეთვე საკორპუსო ნაწილების: 14-ე კავშანსაკავალერიო პოლკის, მე-4 სატანკო ჯგუფის, საველე არტილერიის 36-ე ჯგუფის, 37-ე საინჟინრო ჯგუფისა და სატრანსპორტო ვერტმფრენების ქვედანაყოფების შემადგენლობით.

მოწინააღმდეგის სახით მოქმედებდა აშშ მე-7 საარმიო კორპუსი მე-4 ამერიკული ჯავშანსატანკო დივიზიის, 11-ე დასავლეთგერმანული მოტოქვეითი ბრიგადისა და საკორპუსო ნაწილების: მე-2 ჯავშანსაკავალერიო პოლკის, საველე არტილერიის 210-ე ჯგუფის, 540-ე საინჟინრო ჯგუფისა და სატრანსპორტო ვერტმფრენების ორი ქვედანაყოფის შემადგენლობით.

აშშ სჰძ-ის ქვედანაყოფები ახდენდნენ ორივე მხარის საავიაციო მხარდაჭერას. სულ სწავლებებში პირადი შემადგენლობის 60 ათასზე მეტი ადამიანი და 12500-ზე მეტი მუხლუხიანი და თვლიანი მანქანა იქნა ამოქმედებული.

სწავლებებში “დიფ ექსპრეს-70” 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ნატო-ს რვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდნენ, ასევე სამოკავშირეო ჯარების ორი მსხვილი შტაბი და 120-მდე სხვა მეთაურობა (სარდლობა). სწავლებებში “სერთენ პლეჯი” 1974 წელს 44 ათასი ადამიანი მონაწილეობდა (36 ათასი ამერიკელი, 6 ათასი ბუნდესვერის, საფრანგეთისა და კანადის ჯარისკაცი).

1970-იანი წლების შუახანებში სწავლებების გაქანებაზე მოწმობდა სწავლება კოდური დასახელებით “ვინთექსი”, რომელიც 1975 წლის მარტში იქნა ჩატარებული. მასში მონაწილეობდნენ ევროპაში, ატლანტის ოკეანესა და ლა-მანშის სრუტის ზონაში ასევე ევროპულ ომთ-ებზე არსებული ბლოკის გშძ-ის სარდლობები და შტაბები, აგრეთვე არმიების ჯგუფების, გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობებისა (გტას, ОТАК) და მათ შემადგენლობაში შემავალი ნაწილებისა და ქვედანაყოფების მეთაურობები.

1975 წლის სექტემბერ-ნოემბერში დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილიდან ეგეოსის ზღვამდე კიდევ უფრო მსხვილი სწავლებები მიდიოდა კოდური დასახელებით “ოთემ ფორჯ-75”. მისთვის შემუშავებულ ერთიან ოპერატიულ ჩანაფიქრს საფუძვლად დაედო ნატო-ში ოფიციალურად მიღებული “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიისა და “მეწინავე მიჯნების” სტრატეგიული კონცეფციის მოთხოვნები. მასში ბლოკის თითქმის მთელი შეიარაღებული ძალები მონაწილეობდა. 

სწავლებების მომზადების მეთოდიკა. სწავლებების მომზადებისთვის ჩვეულებრივ საკმარისად ხანგრძლივი დრო გამოიყოფოდა. ასე, მსხვილი სწავლებები ომის თეატრზე წელიწადნახევარ – ორ წელიწადს მზადდებოდა, ომთ-ებზე კი – რვა-ათ თვეს, სწავლებები ოპერატიულ გაერთინებებში – ხუთ-ექვს თვეს, სადივიზიო სწავლებები – ოთხ თვემდე, საბატალიონო ან საპოლკო სწავლებები – არანაკლებ ორი-სამი კვირისა. სწავლებებისთვის მომზადების წესით (в порядке подготовки к учениям) ოფიცრებთან, შტაბებთან და ქვედანაყოფებთან ცალკეულ მეცადინეობათა მომზადება ხდებოდა. 

ომისშემდგომ წლებში ტარდებოდა ორმხრივი სწავლებები შენაერთებისა და ნაწილების გამოყვანით, განგაშზე ფეხზე დაყენებით, გაძლიერების მთელი აუცილებელი საშუალებებითა და მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილებით. ხორციელდებოდა მატერიალური საშუალებების მიტანა (подвоз), მილსადენებით საწვავის მიწოდება და სხვა პრაქტიკული ღონისძიებები.

სწავლებებს ხელმძღვანელობდა, როგორც წესი, ზემდგომი სარდლობა. თუმცა კი ზოგჯერ ხელმძღვანელის სახით განსასწავლი შენაერთებიდან ერთერთის უფროსიც გამოდიოდა. ასე, სწავლებას “გოლდენ ოთემი” ხელმძღვანელობდა მე-5 ამერიკული კორპუსის მეთაური, და ის იმავდროულად “მწვანეთა” ჯარების მეთაურიც გახლდათ. 

სწავლებების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთი ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარების შექმნას ეთმობოდა, რომელიც თანამედროვე ბრძოლის ხასიათს შეესაბამებოდა. სახელმძღვანელო დოკუმენტებში (მაგალითად, აშშ არმიაში სწავლებების ჩატარების დარიგებაში /наставление/ FM 105-5) მიუთითებდნენ, რომ მომავალ სწავლებაში ზოგადი საწყისი ვითარების განსაზღვრა შემოქმედებით წარმოსახვას, საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შექმნას მოითხოვდა, რათა სწავლებათა მონაწილეებში ინტერესი და ენთუზიაზმი გამოეწვიათ და ისინი სავარაუდო საბრძოლო ვითარებამდე ლოგიკურად მიეყვანათ.

თუ სწავლებების მიზანი შენაერთებისა და ნაწილების მომზადების სრულყოფა იყო, მაშინ მათი ჩატარების გეგმებში განსასწავლი შენაერთებისა და მსხვილი შტაბების მომავალი მოქმედებები მხოლოდ ზოგად ნიშნებში (в общих чертах) განისაზღვრებოდა. უფრო დეტალურ გეგმებს კი მაშინ ადგენდნენ, როცა სწავლებები საბრძოლო მომზადებაში კონკრეტული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ან ჯარების მიერ საბრძოლო მოქმედებათა ხერხების შესწავლისა და ხელახლა დამუშავებისთვის, ამა თუ იმ ტაქტიკური ნორმატივების შემოწმებისთვის უნდა ჩაეტარებინათ. ასეთ გეგმაზე დაფუძნებული სწავლება უფრო ხისტ ხელმძღვანელობას მოითხოვდა და მონაწილეებს კი მოქმედებათა უფრო ნაკლებ თავისუფლებას აძლევდა.

ნატო-სა და აშშ-ის გაერთიანებულ სარდლობებსა და შტაბებში პრაქტიკაში საკმარისად რთული და დიდი მოცულობის მგეგმავი დოკუმენტების შემუშავება ხორციელედებოდა. მაგალითად, ნატო-ს მობილური ძალების სწავლების “დიფ ექსპრეს-70” მომზადებისას სწავლებათა ორგანიზაციის მითითებებმა, ურთიერთმოქმედებაზე შეთანხმებული გადაწყვეტილებების პროექტებმა, საბრძოლო მოქმედებების გეგმებმა და სხვა ოპერატიულმა დოკუმენტებმა, რომლებიც შტაბებისა და ჯარების მოვალეობებს დაწვრილებით აშუქებდა, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 100 გვერდზე მეტი დაიკავა.

სწავლებების მომზადებისას ჩვეულებრივ დ ი რ ე ქ ტ ი ვ ა ს (ს ა ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ო მ ი თ ი თ ე ბ ე ბ ს) შეიმუშავებდნენ. მასში მიუთითებდნენ: სწავლების თემას, სახეობას, მიზანსა და ამოცანებს, რაიონს, სწავლებათა მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოსაყენებელ ძალებსა და საშუალებებს, სწავლებების რაიონში მათი თავმოყრის წესსა და სხვა. ითვალისწინებდნენ აგრეთვე მომავალ სწავლებათა რაიონების წინასწარ საჰაერო დაზვერვასა და ფოტოგრაფირებას, სწავლებების მონაწილეთა აუცილებელი რუკებით, ფოტოსქემებითა და სხვა მასალებით უზრუნველყოფას.

ამ დირექტივის საფუძველზე ხელმძღვანელობის შტაბი სწავლებათა მომზადებისა და ჩატარების დეტალურ გეგმას ადგენდა, სადაც პასუხისმგებელი პირები იყვნენ მითითებულნი.

დ ე ტ ა ლ უ რ ი გ ე გ მ ა უწინარეს ყოვლისა სწავლების ჩანაფიქრსა და საბრძოლო მოქმედებების წესს (порядок) განსაზღვრავდა, იგი ოთხი ნაწილისგან შედგებოდა: ზოგადი (საერთო) საწყისი ვითარებისა სწავლებათა დაწყების წინ; თავდაპირველი საწყისი ვითარებისა, რომლის საფუძველზეც ნაწილები და შენაერთები იწყებდნენ მოქმედებებს; ვითარების შემდგომი ცვლილებების მოხაზვისა (намётка) შუალედური ტაქტიკური ამოცანების დამუშავებისადმი მოთხოვნების გადმოცემით; სწავლებათა თითოეული ეტაპის ჩატარებასა და ამ ამოცანების დამუშავებაზე დროის დაანგარიშებას. სწავლებების ჩანაფიქრი და საბრძოლო მოქმედებების გათამაშება შესაძლოა ცხრილის სახით ყოფილიყო გადმოცემული, სადაც სწავლების დრო, ადგილი, შენაერთები (ნაწილები, ქვედანაყოფები), ვითარება და მასში მონაწილეთა მოსალოდნელი მოქმედებები ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აისახებოდა.

დეტალურ გეგმას ჩვეულებრივ თან ღონისძიებათა გეგმა ერთვოდა (შემცირებული ზოგადი გეგმა, რომელიც ძირითადი ღონისძიებების ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას განსაზღვრავს), აგრეთვე რიგი დამხმარე გეგმებისა.

სწავლების ჩანაფიქრზე დამატებისა (დანართის) და საბრძოლო მოქმედებების გათამაშების სახით იმ საბრძოლო ბრძანებებისა და განკარგულებათა შემუშავებაც ხდებოდა, რომლებიც მოსწავლე მეთაურებისა და შტაბებისთვის უნდა მიეცათ სწავლებების მსვლელობისას, აგრეთვე შემდეგი გეგმებისა: ყველა სახეობის მასობრივი დაზიანების იარაღის (მდი, ОМП) გამოყენებისა და მისი გამოყენების გათამაშების წესი; საავიაციო მხარდაჭერის; საჰაერო თავდაცვის ავიაციის გამოყენების; ობიექტების დაცვისა და თავდაცვის; არტილერიის, საინჟინრო ჯარების, სამხედრო პოლიციის, ღობურების (заграждения) გამოყენების, კავშირგაბმულობის, დაზვერვისა და შუამავალთა მომზადების ორგანიზაციისა. საზღვაო და საჰაერო დესანტების გადასხმის ამოცანების დამუშავებისთვის კი ცალკეული გეგმების შედგენა წარმოებდა.

გარდა ამისა, სწავლებებზე ხელმძღვანელობისა და ადმინისტრაციული მუშაობის ხელმძღვანელობის გეგმებსაც შეიმუშავებდნენ. პირველი მოიცავდა: ხელმძღვანელობის ორგანიზებასა და მოსაზიდი (привлекаемые) შუამავლების შემადგენლობას; უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუქციას; კავშირგაბმულობის ორგანიზაციასა და ტრანსპორტის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფას; ვითარების შესახებ მონაცემების შეკრების წესსა (порядок) და მოხსენებათა წარდგენის წესს; მითითებებს მხარეთა მოქმედებების შედეგების შეფასების მეთოდიკაზე; მართვისა და ამოცნობის სიგნალებსა და ნიშნებს. ადმინისტრაციულ გეგმაში გაითვალისწინებოდა ჯარების რეალური ზურგის უზრუნველყოფის საკითხები და განსასწავლ ნაწილებთან და შენაერთებთან მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის ამოცანათა დამუშავების წესი, სასწავლო-საბრძოლო ვითარების შესაბამისად, ჯარების გადაადგილების წესი, სამოქალაქო ადმინისტრაციაში გასატარებელი ღონისძიებები, გზების შესაძლო დაზიანების აღდგენა.

დგებოდა აგრეთვე გეგმები ან მითითებანი საზოგადოების ინფორმირებაში (სწავლებების რაიონში მოსახლეობას შორის მუშაობაში), უძრავი ქონების გამოყენებასა და სწალებებისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში.

იმ შემთხვევებში, როდესაც სწავლებებს მოწინააღმდეგის მონიშვნით (обозначение противника) ატარებდნენ, დეტალური გეგმის დამუშავება ხდებოდა იმ ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც პირობითი მოწინააღმდეგის მოქმედებებს აღნიშნავდნენ.

ოფიციალურ მითითებებში მოითხოვებოდა, რათა სწავლებებში კომპლექსურად ეწარმოებინათ სხვადასხვა სახეობების საბრძოლო მოქმედებათა დამუშავება. გაითვალისწინებოდა აგრეთვე, რომ ხმაურის, კეთილმოუწყობლობათა, დროის უკმარისობის, დაღლილობის, არასრული ინფორმაციისა და დეზინფორმაციის, ზემდგომი უფროსების ბრძანებების არარსებობისა და სხვა ფაქტორების გამო შესაძლებელი იყო დაბნეულობისა და განუსაზღვრელობის წარმოქმნაც. ამიტომ სწავლებები რეკომენდირებული იყო იმდენად რეალისტურად დაეგეგმათ და ჩაეტარებინათ, რომ ქვედანაყოფებისთვის, მეთაურის ან ჯარისკაცებისთვის ბრძოლის ხმაური და არეულობა რაიმე არაჩვეულებრივი არ ყოფილიყო.

სწავლებებზე დიდი ყურადღება ეთმობოდა იმიტაციის ორგანიზებას, მათ შორის ბირთვული აფეთქებების და ყველა სახეობის ცეცხლისა. ბრძოლის ხმაურის გარემოს შექმნისთვის ხმამაღლამოლაპარაკეები ფართოდ გამოიყენებოდა.

იმიტაციის განხორციელებისთვის სწავლებების მსვლელობისას სამი სახეობის რაზმების (команды) ორგანიზაცია ხდებოდა: მიწისზედა, საჰაერო და მონაცემების გადაცემის რაზმებისა.

ც ე ც ხ ლ ი ს ი მ ი ტ ა ც ი ი ს მ ი წ ი ს ზ ე დ ა რ ა ზ მ ი განკუთვნილი იყო ბირთვული, ქიმიური და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალების აფეთქებათა იმიტაციისთვის. იგი ერთი-ორი მომზადებული მეთვალყურისა და მანქანის მძღოლისგან შედგებოდა, მანქანაში კი რადიოკავშირის საშუალებები იყო. რაზმს გააჩნდაა წითელი სასიგნალო რაკეტები, წითელი დროშები, გადასატანი მეგაფონები, საჰაერო და მიწისზედა ბირთვული აფეთქებების, ქიმიური და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალების აფეთქებათა იმიტაციის საშუალებები. ერთ რაზმს ასეულის მოქმედების ფრონტზე შეეძლო ცეცხლის იმიტაცია. პირველი ეშელონის თითოეულ ბატალიონზე ჩვეულებრივ ორი-სამი მიწისზედა რაზმი გამოიყოფოდა.

ს ა ჰ ა ე რ ო რ ა ზ მ ი მოქმედი ნაწილებისგან მნიშვნელოვან დაშორებაზე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში ბირთვული, ქიმიური და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალების აფეთქებათა იმიტაციისთვის გამოიყენებოდა. რაზმი ერთი-ორი მეთვალყურისა და მსუბუქი ვერტმფრენის პილოტებისგან შედგებოდა, ხოლო ვერტმფრენში კი ცეცხლის იმიტაციისთვის აუცილებელი საშუალებები იყო. ერთი საარტილერიო დივიზიონის ცეცხლის აღნიშვნისთვის ჩვეულებრივ ერთი-ორი რაზმი გამოიყოფოდა.

ც ე ც ხ ლ ი ს ი მ ი ტ ა ც ი ი ს მ ო ნ ა ც ე მ თ ა გ ა დ ა ც ე მ ი ს რ ა ზ მ ი ცეცხლის იმიტაციის მიწისზედა და საჰაერო რაზმებს ცეცხლის წარმოებაზე, საბომბე ან ბირთვული დარტყმების მიყენებაზე განსასასწავლი მეთაურების გადაწყვეტილებათა შესაბამისად, აუცილებელი მონაცემებით უზრუნველყოფდა. იგი ავიაციის, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის მართვის პუნქტებზე განლაგდებოდა, რამდენიმე ოფიცრის, გამომთვლელის, რადისტისა და მანქანის მძღოლისგან შედგებოდა, მას კავშირგაბმულობის საშუალებებითა და სროლისთვის საწყის მონაცემთა მომზადების ხელსაწყოებით უზრუნველყოფდნენ. შესაბამის შუამავლებთან ერთად სპეციალისტები მომზადებული მონაცემების სისწორეს ამოწმებდნენ და ამის შესაბამისად ცეცხლის იმიტაციისთვის მონაცემებს იძლეოდნენ. იგივე ჯგუფები მოახსენებდნენ მთავარ შუამავალს ბირთვულ აფეთქებათა იმიტაციის ადგილისა და დროის შესახებ. გარდა ამისა, ცეცხლის, ავიაციის დარტყმების, ღობურებისა და პირობითი დაბრკოლებების იმიტირებისთვის სწავლებაში მონაწილე ჯარები სხვადასხვანაირ ხედვით და სინათლის სიგნალებსაც ფართოდ იყენებდნენ.

საშუამავლო აპარატი სწავლებებზე კონკრეტულად ჯარებში შუამავლების დანიშვნის პრინციპით იქმნებოდა: შენაერთებში, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში (საჯარისო შუამავლები) ან ადგილმდებარეობის რაიონებში (უბნებში – საუბნო შუამავლები). საჯარისო შუამავლები გამოიყოფოდა ყველა რგოლში ოცეულიდან და ზემოთ სწავლებათა მთელ პერიოდზე. მეორე შემთხვევაში ძირითად როლს თამაშობდნენ წინასწარ ან სწავლების მსვლელობისას ადგილმდებარეობის (местность) განსაზღვრულ რაიონებში (უბნებში) დანიშნული შუამავლები, სადაც ისინი მხარეთა მოქმედებების გათამაშებას აწარმოებსნენ. სწავლებათა მასშტაბებისა და მიზნების მიხედვით საშუამავლო აპარატის ორგანიზაციის ორივე შემთხვევას შეიძლებოდა სახე ეცვალა ან კიდევ ისინი ერთმანეთთან შეხამებით გამოეყენებინათ.

როგორც წესი, აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების არმიებში ჩატარებულ სწავლებებში დიდი საშუამავლო აპარატი იქმნებოდა. 1-ლ ცხრილში მოცემულია შუამავლების დაანგარიშება აშშ არმიის სადივიზიო სწავლებისთვის. მე-5 საარმიო კორპუსის ჯარების ზემოთ მოხსენიებულ სწავლებაში “გოლდენ ოთემი” 900-მდე შუამავალი მონაწილეობდა ოფიცრების, სერჟანტებისა და რიგითთა შემადგენლობიდან. შუამავლები იყვნენ შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ყველა მეთაურთან და შტაბში ასეულისა და ცალკეული ოცეულის ჩათვლით. მათ განკარგულებაში 400 რადიოსადგური, სამი ვერტმფრენი და ცხრა თვითმფრინავი იქნა გამოყოფილი.

ცხრილი 1

შუამავალთა შემადგენლობა საჯარისო სწავლებაში დივიზიის მონაწილეობით

I. შუამავლების დანიშვნისას ნაწილებსა და ქვედამაყოფებში 

ძირითადი საშუალებანი . . . . . . . . . შუამავალთა შემადგენლობა 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ოფიცრების . . . სერჟანტების 

დივიზია 

დივიზიის მეთაურობა . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . 2 . . . . .
დივიზიის შტაბი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7 . . . . . . . . . . . 9 . . . . .
სადაზვერვო ბატალიონი . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . 3 . . . . .
სადაზვერვო ასეული . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . 2 . . . . .
სადაზვერვო ოცეული . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . 2 . . . . . .
მესანგრეთა ბატალიონი . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . 3 . . . . .
მესანგრეთა ასეული . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . 2 . . . . .
სამხედრო პოლიციის ასეული . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . 2 . . . . .
ზურგის სარდლობის ნაწილები
და ქვედანაყოფები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . . 15 . . . . .

ბრიგადა 

ბრიგადის მეთაურობა და შტაბი . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . 7 . . . . .
ქვეითი (მოტოქვეითი) ბატალიონი . . . . . . .3 . . . . . . . . . . . 4 . . . . .
ქვეითი (მოტოქვეითი) ასეული . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . 3 . . . . .
ქვეითი (მოტოქვეითი) ოცეული . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . 1 . . . . .
სატანკო ბატალიონი . . . . . . . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . . 4 . . . . .
სატანკო ასეული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . 2 . . . . .
სატანკო ოცეული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . .1 . . . . . 

დივიზიის არტილერია 

არტილერიის უფროსი და შტაბი . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . 4 . . . .
უმართავი რაკეტების “ონესტ ჯონი”
დივიზიონი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . 4 . . . . .
ცეცხლის იმიტაციის რაზმი . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . 2 . . . . .
155-მმ და 203,2-მმ ჰაუბიცების
დივიზიონი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . 4 . . . . .
ცეცხლის იმიტაციის რაზმი . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . 2 . . . . .
105-მმ ჰაუბიცების დივიზიონი . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . 4 . . . . .
ცეცხლის იმიტაციის რაზმი . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . 4 . . . . .

II. შუამავალთა ჯგუფების დანიშვნისას ადგილმდებარეობის რაიონებში (უბნებში) 

შუამავალთა ჯგუფები . . . . . . . . . . ჯგუფების . . . თითოეული ჯგუფის 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (რაზმების) . . (რაზმის) შემადგენლობა: 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რაოდენობა . . ოფიცრები/სერჟანტები 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . და რიგითები . . . . 

სწავლებაზე მთავარი შუამავ- . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . 3-5/3-5 . . . . .
 ლის ჯგუფი

მხარეთა მოქმედებების შეფასე- . . . . . . . 3 . . . . . . . .პოლკოვნიკი ან ვიცე-
ბაში შუამავლების ჯგუფი “ბა- . . . . . . . . . . . . . . . . . . . პოლკოვნიკი/2
ტალიონი-პოლკი-ბრიგადა”
რგოლში

მხარეთა მოქმედებების შეფასე- . . . . . . . .8 . . . . . . . . . . მაიორი ან კაპი-
ბაში შუამავლების ჯგუფი “ოცე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნი/5
ული-ასეული” რგოლში

ცეცხლის იმიტაციის მიწისზედა . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . . . 1/2 . . . . . .
რაზმი 

ცეცხლის იმიტაციის საჰაერო . . . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . . . . 2/– . . . . . . .
რაზმი

ცეცხლის იმიტაციის მონაცე- . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . . . . 1/2 . . . . . . .
მების გადაცემის რაზმი

უფროსი შუამავლის ჯგუფი . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . პოლკოვნიკი ან კაპი-
დივიზიის მეთაურობაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ტანი/1

მუდმივი შუამავალი ბრიგადაში, . . . . . 50-მდე . . . . . . . კაპიტანი/1
სადაზვერვო ბატალიონში, დივი-
ზიის არტილერიაში, ბრიგადის
ბატალიონებში, ბატალიონების
ასეულებში, საარტილერიო
დივიზიონებში

მუდმივი უფროსი შუამავალი . . . . . . . . . . . 1 . . . . . . ვიცეპოლკოვნიკი ან
დივიზიის ზურგის სარდლობაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მაიორი/1

მუდმივი შუამავალი ზურგის . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . მაიორი ან კაპი-
სარდლობის ნაწილებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ტანი/1

გფრ-ის მე-3 საარმიო კორპუსის სწავლებებში “შნელერ ვექსელი” 1974 წლის სექტემბერში 80 ათას მონაწილე ჯარებზე 11 ათასი ადამიანი იქნა დანიშნული ხელმძღვანელობისა და საშუამავლო აპარატის შემადგენლობიდან. “ლურჯების” მხარეზე (მე-5 სატანკო დივიზია) შუამავლები დაინიშნა მე-2 ეგერთა დივიზიის შემადგენლობიდან, ე. ი. სწავლებაში არმონაწილე დივიზიებისა.

მსხვილი სწავლებებისა და მანევრებისთვის ხელმძღვანელობისა და შუამავლების მოსამზადებლად რამდენიმე კვირა გამოყოფოდა. უფროს რგოლთან ჩვეულებრივ ატარებდნენ სამხედრო თამაშობებს რუკებზე, რომელთა მსვლელობისას ხდებოდა სწავლებათა ჩატარების დასახული გეგმების გათამაშება. შემდეგ ყველა კატეგორიის შუამავლებთან ორგანიზებას უკეთებდნენ მეცადინეობებს ადგილმდებარეობაზე (занятия на местности). ამ მეცადინეობებზე ამუშავებდნენ: შუამავლების მოვალეობებს სწავლებათა თითოეულ ეტაპზე, ცეცხლის იმიტაციის რაზმების ხელმძღვანელობის საკითხებს, სიფრთხილის წინასწარზომებს (меры предосторожности), სწავლებებზე კავშირგაბმულობის ორგანიზაციას, აგრეთვე დანაკარგების შეფასების ხერხებს. შუამავლებთან ცალკე ხდებოდა სადაზვერვო ორგანოებისა და ნაწილების მოქმედებების, აგრეთვე მხარეთა მიერ სადაზვერვო მონაცემების მოპოვებისა და ხელმძღვანელობის შტაბისა და შუამავალთა მხრიდან მათი გაზრდის წესის (порядок) გათამაშება.

ნატო-ს არმიებში დიდი ყურადღება ეთმობოდა სწავლებების დაგეგმვასა და კვლევას, აგრეთვე საბრძოლო მომზადების მეთოდიკაში, კერძოდ კი სწავლებათა ჩატარების მეთოდიკაში, შუამავალთა მოვალეობების შესრულებაში ოფიცრების განსწავლას. ასე, აშშ თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა სწავლებათა დაგეგმვისა და კვლევების სპეციალური განყოფილება, ხოლო ბუნდესვერის ყველა ცენტრალურ სამართველოში კი ოფიცერ-მეთოდისტების ახალი საშტატო თანამდებობები იყო შეყვანილი.

სწავლებების ჩატარების მეთოდიკა. საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები (ბრძოლის წარმოების დინამიკის დამუშავება) მსხვილი სწავლებების უმრავლესობაში მნიშვნელოვან სიღრმეში (70-100 კმ-მდე) წარმოებდა 3-4 დღეღამის განმავლობაში და მეტადაც. მათი საერთო ხანგრძლივობა 5-7 დღეღამიდან ორ-სამ კვირამდე იყო.

სწავლებათა მსვლელობისას შუამავლების აპარატი თვალყურს ადევნებდა იმას, რომ სხვადასხვა საბრძოლო ეპიზოდების გათამაშების თანამიმდევრობა და წესი გეგმისა და კონკრეტულად ჩამოყალიბებული ვითარების თანახმად წასულიყო. ითვლებოდა, რომ ქვედანაყოფის (ნაწილის) დონე რაც უფრო ნაკლები იქნებოდა, მათ მეთაურებს მით უფრო მეტი ინიციატივის უფლება უნდა მიეღოთ. თუმცა კი შუამავლებს ჯარების ხელმძღვანელობა ფაქტიურად არ ევალებოდათ, ისინი მათ მოძრაობებსა და ქცევებზე გავლენას მაინც ახდენდნენ, როცა მათ დანაკარგებს აფასებდნენ და მათ წინსვლას ზღუდავდნენ. შუამავლებს ევალებოდათ სწავლების ტემპისთვის თვალყური ედევნებინათ, რათა ვითარება იმაზე სწრაფად არ განვითარებულიყო, ვიდრე ეს ნამდვილ ბრძოლაში ხდებოდა, და სწავლების მიმდინარეობაც გონივრულ ტემპებში წასულიყო. მხარეთა მოქმედებების გათამაშების ამოცანების გარდა, შუამავლებს რიგ შემთხვევებში იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშების გამოცდის კონტროლიც უნდა განეხორციელებინათ, ტაქტიკური ნორმატივებისა და საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ახალი ხერხების კვლევებიც შეემოწმებინათ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოცემული დარიგებები (наставления) საბრძოლო მოქმედებათა გათამაშების შემდეგი წესის რეკომენდაციას იძლეოდნენ. როდესაც პირისპირ მდგომი მხარეები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, დაპირისპირებული ქვედანაყოფების შუამავლები თეთრ დროშებს აღმართავდნენ, რათა ქვედანაყოფები გადაწყვეტილების მოლოდინში შეეჩერებინათ. ამის შემდეგ ყველა შუამავალი დაუყოვნებლივ ერთად იკრიბებოდა და თავიანთი ნაწილების მდგომარეობის შესახებ ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებდნენ. ერთერთი მხარის დაუთანხმებლობის შემთხვევაში დარიგებები სთავაზობდნენ კომპრომისული გადაწყვეტილება მოეძებნათ. თუ უფრო ძლიერი მხარე უტევდა და უფრო სუსტი მხარე კი უკან დახევას (отход) არ მიმართავდა, რეკომენდაციას აძლევდნენ, რომ უფრო სუსტი მხარის ყველა ის ქვედანაყოფი, რომლებმაც უკან დახევა ვერ მოსწრეს, ტყვეებად გამოეცხადებინათ. 

სწავლებებში საბრძოლო მოქმედებათა გათამაშების საფუძვლად ამა თუ იმ მხარის ხელში ძალებსა და საშუალებებში არსებულ უპირატესობას იღებდნენ, ან როგორც ამერიკელები ამბობდნენ, “სამხედრო ძლიერების გამოყენების ეფექტურობის განსაზღვრის მათემატიკურ სისტემას” იყენებდნენ. ამ მიზნით დროის იმ ნორმატივების ცხრილები იყო შემუშავებული, რომლებიც სხვადასხვა ხარისხის მეთაურებისთვის იყო აუცილებელი ბრძოლაზე გადაწყვეტილების მიღებისა და ბირთვული დარტყმების მომზადებისთვის, აგრეთვე ცხრილები ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეტევის ტემპების განსასაზღვრავად. მათგან მონაცემების ნაწილი მე-2, -3 და -4 ცხრილებშია მოყვანილი. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ ბრძოლის წარმატების განმსაზღვრელ ისეთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს, როგორებიც იყო სიმამაცე და მოქმედებების გაბედულება (გადამჭრელობა, решительность действий), ძალებითა და საშუალებებით უნარიანი მანევრი, ფაქტიურად ყურადღების გარეთ სტოვებდნენ. 

ცხრილი 2

დრო, რომელიც აუცუილებელია მეთაურისა და მისი შტაბისთვის ვითარების შესაფასებლად, გადაწყვეტილებათა მოსამზადებლად და მისაღებად 

. . . . . . . . . . . . . . . . . . დრო გადაწყვეტილების მისაღებად, წთ

ასეულში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . . .
ბატალიონში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10 . . . . . . . . . . . .
ბრიგადაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 30 . . . . . . . . . . . .
დივიზიაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .60 . . . . . . . . . . . .
კორპუსში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 60 . . . . . . . . . . . .
საველე არმიაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 90 . . . . . . . . . . .

ცხრილი 3

ბირთვული დარტყმის მისაყენებლად მომზადების დრო ბრძანების (приказ, команда) მიღების შემდეგ 

ბირთვული საბრძოლო მასა- . . . . . ბირთვული დარტყმის მისაყენებლად 
ლების მიზნამდე მიტანის . . . . . . . . . . . . მომზადების დრო, წთ 
საშუალებები . . . . . . . . . . . . . . . . . დაგეგმილ . დაუგეგმავ . განმეორებითი 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მიზანზე . . . მიზანზე . . . ბირთვული 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დარტყმებისა

155-მმ ჰაუბიცა . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . 10
203,2-მმ ჰაუბიცა . . . . . . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . 10
უმართავი რაკეტა “ონესტ
ჯონი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 . . . . . . . . 28 . . . . . . . . . . . 30
საზენიტო-მართვადი რაკეტა
“ნაიქ-ჰერკულესი” (მიწისზედა
მიზნებში სროლისას) . . . . . . . . . . . . . .5 . . . . . . . . 20 . . . . . . . დაახლ. 0,2
მართვადი რაკეტა “სერჟანტი” . . . . . . . 25 . . . . . . . . 60 . . . . . . . . . . . .30
მართვადი რაკეტა “პერშინგი” . . . . . . . 25 . . . . . . . . 75 . . . . . . . . . . .120
ტაქტიკური გამანადგურებელი . . . . . 10-40 . . . . . . 60 . . . . . . . . . . . . –

ცხრილი 4

ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეტევის ტემპები 

შემტევისა და თავდამ- . . ღია დაუსე- . საშუალოდ დასე- . ძლიერად დასე- 
ცავის საბრძოლო ძლი- . .რავ ადგილ- . რილ და სანახევ- . რილ დახურულ 
ერების თანაფარდობა . . . მდებარეო- . . როდ დახურულ . . ადგილმდებარე- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბაზე . . . . . . ადგილმდება- . . . . . . ობაზე . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რეობაზე . . . . . . . . . . . . . . . . . .

ქვეითი ნაწილები და ქვედანაყოფები

. . . . . . . 2 : 1 . . . . . . . . . . . . . 450 . . . . . . . . . . . 300 . . . . . . . . . . . . 200
. . . . . . . 3 : 1 . . . . . . . . . . . . . 550 . . . . . . . . . . . 400 . . . . . . . . . . . . 250
. . . . . . . 4 : 1 . . . . . . . . . . . . . 700 . . . . . . . . . . . 500 . . . . . . . . . . . . 300
. . . . . . . 5 : 1 . . . . . . . . . . . . 1100 . . . . . . . . . . . 800 . . . . . . . . . . . . 400

მოტოქვეითი და სატანკო ნაწილები და ქვედანაყოფები

. . . . . . . 2 : 1 . . . . . . . . . . . . . 600 . . . . . . . . . . . 400 . . . . . . . . . . . . 250
. . . . . . . 3 : 1 . . . . . . . . . . . . 1100 . . . . . . . . . . . 750 . . . . . . . . . . . . 300
. . . . . . . 4 : 1 . . . . . . . . . . . . 2200 . . . . . . . . . . 1325 . . . . . . . . . . . . 350
. . . . . . . 5 : 1 . . . . . . . . . . . . 3300 . . . . . . . . . . 1500 . . . . . . . . . . . . 500

საბჭოთა ავტორები მკითხველს სთავაზობდნენ ის გარემოებაც გაეთვალისწინებინათ, რომ ომისშემდგომ წლებში დასავლეთევროპულ არმიებში მიმდინარე სწავლებებში საბრძოლო მოქმედებების გათამაშება ბევრწილად შემსუბუქებული იყო იმის წყალობით, რომ უმეტეს სწავლებებში თავდამცავი მხარე შემკავებელი მოქმედებების წარმოებას ამუშავებდა, რაც დაკავებული მიჯნის მტკიცედ შენარჩუნებასთან დაკავშირებული არ იყო. სწავლებები მომზადებული თავდაცვის გარღვევაში, სადაც თავდაცვაში მყოფი მხარე დაკავებულ პოზიციებს შეუპოვრად შეინარჩუნებდა, როგორც წესი, აღნიშნული მოწინააღმდეგით ტარდებოდა (с обозначенным противником). ზოგიერთი სწავლებისას შეტევის დაწყების წინ ცხადდებოდა, რომ მოწინააღმდეგის თავდაცვაში ატომური დარტყმებით მნიშვნელოვანი რღვეულია (брешь) გაკეთებული, ამიტომ თავდაცვის პირველი ზოლის გადალახვას არ დაამუშავებდნენ.

ნატო-ს ქვეყნების არმიებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სწავლებებში ჯარების მოქმედებათა შედეგების სწორ შეფასებას: მათ ბალების ანუ ქულების მიხედვით აფასებდნენ (მაგალითად, აშშ არმიაში). ასე, ასეულის მოქმედებები სწავლებაში შემდეგი განყოფილებების მიხედვით ფასდებოდა: მატერიალური ნაწილის მოქმედებებისთვის მზადყოფნა, მეთაურების მოქმედებები, სწავლების ეტაპების მიხედვით ასეულის მოქმედებები, სწავლების ეტაპების მიხედვით ოცეულების მოქმედებები და დაზიანებული მიზნების რაოდენობა (თუ საბრძოლო სროლები ტარდებოდა). ასეულს მაქსიმალურად შეეძლო 2860 ქულა მიეღო. თუ ასეული ქულების შესაძლო რაოდენობის 95-100 %-ს აიღებდა, ის ღებულობდა შეფასებას “ფრიადი”, 85-94 %-ს – “კარგი”, 70-84 %-ს – “დამაკმაყოფილებელი” და 70 %-ზე ნაკლებს – “არადამაკმაყოფილებელი”.

ამა თუ იმ მხარისთვის მიყენებული დანაკარგების (ზარალის) განსაზღვრისას უცხოელი სპეციალისტები უწინარეს ყოვლისა მასობრივი დაზიანების იარაღის (მდი), ჩვეულებრივი არტილერიისა და ავიაციის, საზენიტო, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლის, ღობურების სისტემებისა და პარტიზანული მოქმედებების ზემოქმედებას ითვალისწინებდნენ. ამასთან ვარაუდობდნენ, რომ ბირთვული დარტყმები იმ ქვედანაყოფებისა და ნაწილების მთელ საცეცხლე ძლიერებას ახშობდა (подавляет огневую мощь), რომლებზედაც ისინი იქნა მიყენებული, შესაფარებლებში (укрытия) მყოფი პირადი შემადგენლობის 10 % და მეტი მწყობრიდან გამოჰყავდა. დანაკარგები ქვედანაყოფის (ნაწილის) საბრძოლო ძლიერებისადმი უკუპროპორციული მიმართებით ფასდებოდა. მაგალითად, თუ თავის ჯარებს საბრძოლო ძლიერებაში სამჯერადი უპირატესობა ჰქონდათ, მაშინ მათ დანაკარგებს მოწინააღმდეგის დანაკარგების დაახლოებით 1/3 უნდა შეედგინათ. ქვეით ქვედანაყოფს მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისას ჩვეულებრივი საშუალებების ცეცხლისგან 1 სთ-ის განმავლობაში შესაძლო იყო პირად შემადგენლობაში 1-3 % დანაკარგები განეცადა. მძიმე ბრძოლების წარმოების ერთი დღეღამის მანძილზე კი ქვედანაყოფს ჩვეულებრივი საშუალებების ცეცხლისგან შეიძლებოდა პირადი შემადგენლობის 15 %-მდე დაეკარგა. 

ცალკეული ცხრილების მიხედვით აფასებდნენ ქვედანაყოფებისა და ნაწილების მოქმედებათა ეფექტურობას. ასე, ითვლებოდა, რომ შემტევ ქვედანაყოფს ან ნაწილს წარმატებული საბრძოლო მოქმედებები შესაძლო იყო შემტევისა და თავდამცავის საბრძოლო ძლიერების არანაკლებ 2 : 1 თანაფარდობის პირობებში ეწარმოებინა. გარდა ამისა, თითოეულ სწავლებაში ხელმძღვანელობის შტაბები შუამავლებისთვის დამატებით დაწვრილებით ინსტრუქციებსაც შეიმუშავებდნენ.

მთლიანობაში, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, 1970-იანი წლების შუახანებში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადება მაღალი ინტენსივობით გამოირჩეოდა და თავიანთი ჯარების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებისკენ მისწრაფებით იყო განმსჭვალული. ამასთან ერთად აღინიშნებოდა, რომ სწავლებათა ჩატარების მეთოდიკაში ჯერ კიდევ არცთუ ცოტა მოძველებული ილეთი და გადაუწყვეტელი პრობლემა იყო დარჩენილი.

XI. ნატო-ს ბლოკის სამხედრო ძლიერების ზრდა 

აგრესიული იმპერიალისტური ძალები აჩქარებენ გამალებულ შეიარაღებას, რომელიც მშვიდობისა და ხალხების უსაფრთხოებისთვის სერიოზულ მუქარას წარმოადგენს, ცდილობენ დაძაბულობის განმუხტვისთვის ყოველმხრივ ხელის შეშლას. 

სკკპ ცკ-ის დადგენილებიდან: “დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 60-ე წლისთავის შესახებ” 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საბჭოთა სახელმწიფოს 60-წლიანი ისტორია ნათლად ადასტურებდა, რომ სოციალიზმი და მშვიდობა განუყოფელი იყო. საბჭოთა ხელისუფლების პირველი დღიდანვე ამ ქვეყნის მმართველი პარტია და სახელმწიფო გადაჭრით გამოდიოდნენ ომისა და აგრესიის წინააღმდეგ. 1970-იანი წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირი და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნები აქტიურ შეთანხმებულ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების გაჯანსაღებასა მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების შესაბამისად მათ გარდაქმნაზე იყო მიმართული. სსრკ-ის საგარეოპოლიტიკური საქმიანობა, რომელიც მაღალი ეფექტურობით ხასიათდება, სკკპ XXV ყრილობის გადაწყვეტილებების, ყრილობაზე მიღებული პროგრამის შესრულების ნიშნით – მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ხალხების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის შემდგომი ბრძოლის ნიშნით მიმდინარეობდა.

მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, განმუხტვის პროცესის განვითარების გზაზე იდგნენ იმპერიალიზმის გავლენიანი აგრესიული ძალები, რომლებმაც 1970-იანი წლების შუახანებში მილიტარისტული, ძირგამომთხრელი საქმიანობა მნიშვნელოვნად გააქტიურეს და მსოფლიოს “ცივი ომის” ხანაში დაბრუნებისკენ ისწრაფვოდნენ. მათ ანტიკომუნიზმის, ანტისოვეტიზმის გაშიშვლებული პროპაგანდა გაშალეს და ე. წ. “საბჭოთა მუქარის” შესახებ, სოციალისტურ ქვეყნებში “ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ” ყველანირ შესაძლო გამონაგონებს ავრცელებდნენ და განმუხტვაზე ცილისმწამებლობისა და მისი აზრის დამახინჯებისთვის მცდელობებს მიმართავდნენ. 

“არა ჩვენ, არამედ გარკვეული წრეები დასავლეთში ცარავენ (раскручивают) გამალებული შეიარაღების, უწინარეს ყოვლისა კი ბირთვულის, სულ ახალ და ახალ ხვეულებს, – განაცხადა სკკპ ცკ-ის გენერალურმა მდივანმა ლ. ი. ბრეჟნევმა თავის მოხსენებაში საზეიმო სხდომაზე გმირ ქალაქ ტულაში. – არა ჩვენ, არამედ ეს ძალები არიან სამხედრო ბიუჯეტების გაბერვის ინიციატორები, ისვრიან რა ასობით მილიარდებს საომარ მზადებათა უძირო უფსკრულში. სწორედ ეს ძალები მოქმედებენ “საბჭოთა მუქარის” ცრუ საბაბით და ჩვენი დღეების საერთაშორისო პოლიტიკაშიც აგრესიულ ხაზს წარმოადგენენ”.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, იმპერიალიზმის ყველაზე უფრო რეაქციული და ექსპანსიონისტური წრეები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებში ძალაზე ფსონის კეთებას აგრძელებდნენ, 1970-იანი წლების შუახანებში უწინარეს ყოვლისა ნატო-ს ბლოკში იყვნენ გაერთიენებულნი, რომელიც “ცივი ომის” ძირითად ინსტრუმენტად, ძირგამომთხრელი საქმიანობის, შპიონაჟის, იდეოლოგიური დივერსიების ორგანიზატორად, კონტრრევოლუციის ექსპორტის მუქარის მატარებლად, ახალი აგრესიული ომების მომზადების ცენტრად იყო და რჩება. საბჭოთა ავტორების შეფასებით, სწორედ ამ ბლოკის ხელმძღვანელი წრეებიდან გამოდიოდა გამალებული შეიარაღების მქნევარას დაცარვის ინიციატივა, მათი ზეწოლით ნატო-ს ქვეყნებში სრული სვლით მიდიოდა ახალი მსოფლიო ომის მატერიალური მომზადება. ბლოკის მილიტარისტული წრეების ამ კურსის დადასტურებად 1976 წლის დეკემბერში შემდგარი ნატო-ს საბჭოს სესიის გადაწყვეტილება იქცა, რომელმაც უარყო ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა ინიციატივა თავიანთ თავზე აეღოთ ურთიერთ ვალდებულებები პირველებს არ გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი და არ მიემართათ ისეთ მოქმედებებისთვის, რომლებსაც შესაძლო იყო საქმე არსებული ჩაკეტილი დაჯგუფებებისა და სამხედრო-პოლიტიკური კავშირების გაფართოებასა და ახლების შექმნამდე მიეყვანათ. სესიამ ხაზი გაუსვა აგრეთვე ბლოკის ხელმძღვანელობის მზადყოფნას (решимость) “ინარჩუნებდეს და განამტკიცებდეს კავშირის შეკრულობასა (сплочённость) და ძალას”. ბლოკის სამხედრო პოტენციალის შემდგომი ზრდისკენ იყო მიმართული ნატო-ს ხელმძღვანელი ორგანოების იმ სხდომების გადაწყვეტილებებიც, რომლებიც 1977 წლის მაისში შედგა.

ნატო-ს სამხედრო ხარჯები განუზომლად იზრდებოდა. ბლოკის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები მისი სამხედრო ძლიერების ზრდის შესახებ ცარიელ სიტყვებად არ რჩებოდა. მათ რეალიზაციას საქმეშიც ახდენდნენ. ამ მიზნებით ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად უზარმაზარი ფულადი სახსრები იხარჯებოდა, რომლებიც უწინდებურად წლიდან წლამდე საშუალოდ ბლოკში 8-10 %-ით, ხოლო ცალკეულ ქვეყნებში კი – 20 %-თა და მეტით იზრდებოდა. მხოლოდ პირდაპირმა სამხედრო ასიგნებებმა, რომლებიც ნატო-ს მონაწილე ქვეყნების სამხედრო უწყებებში ხდებოდა, 1976 წელს დაახლოებით 160 მლრდ. დოლარი შეადგინა. უფრო მეტი თანხა იყო 1977 წელზე დაგეგმილი. ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ხარჯები, როგორც უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისში სამხედრო მიზნებით მთელ მსიოფლიოში დახარჯული სახსრების დაახლოებით 55 %-ს შეადგენდა. ნატო-ს არსებობის მთელი დროის მანძილზე 1949-დან 1976 წლის ჩათვლით ბლოკის მონაწილე ქვეყნებმა სამხედრო მიზნებით ასტრონომიული თანხა – თითქმის 2300 მლრდ. დოლარი დახარჯეს, ამასთან ამ ქვეყნების ყოველწლიური სამხედრო ხარჯები მოცემულ პერიოდში ცხრაჯერ გაიზარდა.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ნატო-ში სამხედრო ისტერიის გაღვივებაში ტონს ყოველთვის პენტაგონი იძლეოდა. 1976/77 ფინანსურ წელზე მას გამოუყვეს 110,2 მლრდ. დოლარი, ხოლო 1977/78 ფინანსურ წელზე კი 120 მლრდ. დოლარზე მეტის ასიგნება იყო გათვალისწინებული. ეს გახლდათ ყველაზე უფრო მაღალი ასიგნებები პენტაგონისთვის აშშ-ის მთელი ისტორიის მანძილზე. 1981 წლისთვის, როგორც დასავლეთის კომპეტენტურ წრეებში მოელოდნენ, აშშ თავდაცვის სამინისტროსთვის თითქმის 157 მლრდ. დოლარის გამოყოფა იგეგმებოდა. ამასთან, თუ აშშ-ის საერთო სამხედრო ხარჯები 1974-76 წლებში წელიწადში დაახლოებით 10 %-ით იზრდებოდა, შეიარაღების შესყიდვებზე, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალ სახეობათა ნიმუშების შემუშავებაზე – 25-30 %-ით. ამ მიზნებით, 1976/77 ფინანსურ წელში, უცხოურ ბეჭდურ გამოცემათა შეტყობინებების თანახმად, 40,2 მლრდ. დოლარის ასიგნება იყო დაგეგმილი. 

აშშ ოფიციალური პირების განცხადებებით, პენტაგონისთვის უზარმაზარი თანხების გამოყოფა ქვეყნის მმართველი წრეების სამხედრო-პოლიტიკურ კურსს სავსებით შეესაბამებოდა, რომლებიც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში “ძალის პოზიციიდან” პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ძალაზე ფსონის კეთებით იყო განმსჭვალული, კერძოდ, ახსნა-განმარტებითი ბარათი აშშ სამხედრო ბიუჯეტისთვის 1977/78 ფინანსურ წელზე. მასში პირდაპირა იყო ნათქვამი: “თავდაცვითი პოლიტიკის გადახედვის შედეგად პრეზიდენტი თავდაცვითი ძალისხმევის შემდგომ ზრდაზე იძლევა რეკომენდაციას”. არცთუ იშვიათად შეიძლებოდა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებების მოსმენა, რომლებიც ნატო-ს იდეებისადმი თავიანთ ერთგულებას გამოხატავდნენ და ახალი ამერიკული მთავრობის მზადყოფნას უსვამდნენ ხაზს ეს ორგნიზაცია “უფრო მეტად ეფექტური” გაეხადათ. 

მნიშვნელოვანი ზომებით გრძელდებოდა ყოველწლიური სამხედრო ასიგნებების ზრდა ნატო-ს ევროპულ ქვეყნებშიც. 1972-74 წლებში ისინი ოთხჯერ და მეტად იქნა გაზრდილი და 1976 წელს მათ 56 მლრდ. დოლარზე მეტი შეადგინეს. ნატო-ს არსებობის მანძილზე კი ამ ქვეყნების სამხედრო ხარჯები თითქმის 13-ჯერ გაიზარდა. ბლოკის ევროპული ქვეყნებიდან სამხედრო მიზნებით ყველაზე უფრო მსხვილ თანხებს გფრ გამოჰყოფდა, რომელიც ამ მაჩვენებლების მიხედვით აშშ-ის შემდეგ ნატო-ში მეორე ადგილს მყარად ინარჩუნებდა. 1976 ფინანსურ წელზე მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს 32,2 მლრდ. მარკა გამოეყო, ხოლო ამ ქვეყნის საერთო სამხედრო ხარჯებმა 1977 წელს, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, თითქმის 50 მლრდ. მარკა შეადგინეს.

ასეთივე ტენდენცია ნატო-ს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც აღინიშნებოდა. საფრანგეთში, მაგალითად, სამხედრო ასიგნებების ზრდა ყოველწლიურად 15 %-ით გრძელდებოდა. 1970-იანი წლების შუახანებში ინგლისის მთავრობა საომარ მზადებათა ზრდის ტემპების შემცირებაზე თავისი განზრახვის შესახებ არაერთხელ აცხადებდა. მაგრამ, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები აღნიშნავდნენ, ისინი კვლავ განზრახვებად რჩებოდა, ხოლო დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხარჯები კი უწინდებურად წელიწადში არანაკლებ 12 %-ით იზრდებოდა. ნატო-ს ისეთ ქვეყანაში, როგორიც იყო თურქეთი, სამხედრო ასიგნებები ყოველწიურად 30 %-ით და მეტად იზრდებოდა, ხოლო 1972-76 წლებში კი ისინი ოთხჯერ გაიზარდა.

თვით ეს მცირე ფაქტობრივი მასალაც კი იძლეოდა იმის ნათლად წარმოდგენის შესაძლებლობას, თუ რა ფასი ჰქონდა დასავლური პროპაგანდის ცრუ მტკიცებებს “საბჭოთა მუქარის” შესახებ, და რომ რეალური მუქარა მშვიდობისთვის მუდამ დ აიმ ხანებშიც ჩრდილოატლანტიკური ბლოკის აგრესიული წრეებიდან მოდიოდა. 

იზრდებოდა ბლოკის სამხედრო ძლიერება. მაინც საით მიმართავდნენ ნატო-ს ქვეყნებში გამოყოფილ უზარმაზარ სამხედრო ასიგნებებს? ბლოკის მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალები ხომ 1977 წელს ისედაც დაახლოებით 5 მლნ. ადამიანს მოითვლიდა. აშშ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს, რომელიც ნატო-ს ე. წ. “ბირთვულ ქოლგას” შეადგენდა, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, თავის შემადგენლობაში 1054 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (სკბრ), 41 ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი 656 ბალისტიკური რაკეტით ბორტზე და დაახლოებით 400 მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი ჰყავდა. ამ ამერიკულ “ქოლგაზე” დამატებით სტრატეგიული ბირთვული ძალები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთსაც გააჩნდათ.

ევროპაში ნატო-ს შეიარაღებულ ძლებში, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1977 წლის პირველ ნახევარში მოითვლებოდა 7000-ზე მეტი ბირთვული საბრძოლო მასალა და მიზნებამდე მათი მიტანის დაახლოებით 3000 საშუალება. მის შემადგენლობაში შედიოდა 70 ექვივალენტური დივიზია, 11 ათასამდე ტანკი და ტაქტიკური ავიაციის 2900 თვითმფრინავი.

მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ნატო-ს მილიტარისტულ წრეებს ჯარების ეს უზარმაზარი დაჯგუფება ვერ აკმაყოფილებდა. წლიდან წლამდე ისინი მსხვილ დამატებით სახსრებს გამოცეხავდნენ (выколачивают), რათა ბლოკის შეიარაღებული ძალების ძლიერებას შემდგომშიც გაეზარდათ.

ნატო-ს თითქმის ყველა ქვეყანაში შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, უცხოური ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, იმხანად კურსი მათი ძლიერების შემდგომ ზრდაზე ჰქონდათ აღებული, რის მიღწევასაც იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით ჯარების აღჭურვის გზით ცდილობდნენ, რომელთაც უფრო მაღალი საბრძოლო შესაძლებლობები ექნებოდათ. საორგანიზაციო პლანში ბლოკის ხელმძღვანელობა აუცილებლად მიიჩნევდა ზურგის ორგანოების რამდენადმე შემცირების ხარჯზე ნატო-ში გამოყოფილი ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას, სახმელეთო ჯარების შენაერთების რამდენადმე გამსხვილების, მექანიზაციისა და მოტორიზაციის დახმარებით მათი დამრტყმელი ძალისა და მანევრულობის ამაღლებას, შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის (боеготовность) ამაღლებას, სარეზერვო კომპონენტების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას. პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა ასევე ჯარების ტანკებით, ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებებით გაჯერებასაც. 

ახალი იარაღის შემუშავებებში ნატო-ს ქვეყნებში ფსონს სროლისა და ბომბტყორცნის სიშორის გაზრდაზე, საბრძოლო მასალების დამაზიანებელი მოქმედების ამაღლებაზე აკეთებდნენ. დიდი ყურადღება ეთმობოდა მიზნების აღმოჩენისა და მათი მიბმის (привязка) თანამედროვე საშუალებებით ჯარების უზრუნველყოფას, აგრეთვე მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემების შემუშავებებს.

ნატო-ს ქვეყნები, ხაზს უსვამდნენ დასავლური ბეჭდური გამოცემები, ახლა შევიდნენ შეირაღებული ძალების ყველა სახეობისა და ჯართა გვარეობისთვის (виды вооружённых сил и рода войск) ახალი თაობის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შეიარაღებაზე მიღების პერიოდში. აი რატომ გაიშალა ასეთი მწვავე ბრძოლა ბლოკის სხვადასხვა ქვეყნების მონოპოლიებს შორის თავიანთი სამხედრო პროდუქციის მიწოდებათა უფლებისთვის. ნატო-ს მილიტარისტული წრეების ყურადღების ცენტრში უწინდებურად რჩებოდა ბლოკის ბირთვული პოტენციალის შემდგომი გაზრდა. ამასთან ერთად ბლოკის ყველა ქვეყანაში ზოგადი დანიშნულების ძალების პოტენციალის გაზრდაზეც ჰქონდათ მიმართულება აღებული (взят крен).

სტრატეგიულ ბირთვულ ძალებზე ასიგნებების ზრდა გრძელდებოდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ამ მიზნებით შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 20 %-ზე მეტი გამოიყოფოდა, ამასთან 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისში მოცემული ხარჯები წელიწადში თითქმის 20 %-ით იზრდებოდა. 

აშშ-ში გრძელდებოდა ახალი ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენის B-1 აქტიური შემუშავება. 1976/77 ფინანსურ წელში გამოყოფილი იყო ასიგნებები პირველი სამი ასეთი ბომბდამშენის შესყიდვაზე, ხოლო შემდეგ წელში კიდევ ხუთის შესყიდვა იგეგმებოდა. 1985 წლამდე 25 მლრდ. დოლარის საერთო თანხაზე სულ 244 ასეთი მანქანის შეძენა ჰქონდათ მიზნად დასახული.

მსხვილი სახსრები გამოიყოფოდა უფრო ძლიერი სკბრ-ების შექმნაზეც. მიმდინარეობდა ახალი სტრატეგიული რაკეტის “M-X” შემუშავება 80-იანი წლების შუახანებში შეიარაღებაში მისი მიღების ანგარიშით. “M-X” რაკეტების შემუშავებასა და შესყიდვებზე 30 მლრდ. დოლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი.

პენტაგონი დიდ ყურადღებას უთმობდა წყალქვეშა სარაკეტო-ბირთვული სისტემის “თრაიდენთის” შექმნას 24 რაკეტით თითიოეული წყალქვეშა ნავის ბორტზე. როგორც ამერიკული ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ასეთი წყალქვეშა ნავების აგების პროგრამა 10-დან 13 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მის შესრულებაზე კი 21,4 მლრდ. დოლარი გამოიყოფოდა. პირველი წყალქვეშა ნავის მწყობრში შეყვანა 1979 წლისთვის იყო დაგეგმილი, შემდგომ ეტაპზე კი ამ სისტემისთვის უფრო მძლავრი რაკეტის “თრაიდენთ”-2 შექმნას ვარაუდობდნენ, რომელსაც უფრო მეტი სროლის სიშორე ექნებოდა (11 ათას კმ-მდე).

1970-იანი წლების შუახანებში უცხოური პრესის დიდი ყურადღება აშშ-ში ფრთოსანი რაკეტების შემუშავებამ მიიქცია, რომელთაც მიზნების დაზიანების ძალზედ მაღალი სიზუსტე ექნებოდათ და თითქოსდა საჰაერო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებისგან მცირედ მოწყვლადნიც უნდა ყოფილიყვნენ. წარმოებდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ასეთი რაკეტების შემუშავება, ხოლო მომავალში კი მიწისზედა ბაზირების რაკეტის შექმნასაც ვარაუდობდნენ.

აქტიურად წარმოებდა სამუშაოები სტრატეგიული რაკეტებისთვის უფრო მძლავრი სათავო ნაწილების შესაქმნელად მირვ-ის ტიპის განცალკევებადი ქობინებითა და მარვ-ის ტიპის ინდივიდუალური დამიზნების მანევრირებადი ქობინებით (MIRV – multiple independently targetable re-entry vehicle/s/). ამასთან რაკეტის სროლის სიზუსტის ამაღლებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

გეგმავდნენ არსებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების სრულყოფისა და ახლების შექმნის სამუშაოების გაგრძელებას, მათ შორის კოსმოსურისაც.

ნატო-ს ქვეყნებში ზოგადი დანიშნულების ძალების ძლიერებაც არანაკლებ აქტიურად იზრდებოდა. ამ მიზნით ბლოკის თითქმის ყველა ქვეყანაში შეიარაღებული ძალების სახეობათა, უწინარეს ყოვლისა კი სახმელეთო ჯარების, არსებით რეორგანიზაციას ატარებდნენ, დიდი რაოდენობით უახლეს შეიარაღებას შეისყიდიდნენ, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშების შემუშავებასაც ფართოდ აწარმოებდნენ.

აშშ-ში 1970-იანი წლების შუახანებიდან მნიშვნელოვნად იზრდებოდა ასიგნებები ზოგადი დანიშნულების ძალების შემგომ გაძლიერებაზე. ასე, თუ 1975/76 ფინანსურ წელში ამ მიზნებით 33 მლრდ. დოლარი იქნა გამოყოფილი, 1976/77 წელში კი – 38,2 მლრდ., 1977/78 ფინანსურ წელზე პენტაგონი უკვე 42 მლრდ. დოლარს მოითხოვდა, ე. ი. სულ სამი წლის განმავლობაში ეს ასიგნებები 9 მლრდ. დოლარით, ანუ 28 %-ით გაიზარდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ აშშ ატარებდა კურსს სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სახედრო-საზღვაო ძალების ძლიერების მნიშვნელოვან ზრდაზე. ზოგადი დანიშნულების ძალების სრულყოფაზე ხარჯების ძირეულ ზრდას ამერიკული მთავრობა ნატო-ში მისი მოკავშირეებისგანაც მოითხოვდა. 

მაინც საითკენ იყო მიმართული კონკრეტულად ამერიკული ზოგადი დანიშნულების ძალების სრულყოფაზე გამოყოფილი სახსრები?

ამერიკულ სახმელეთო ჯარებში 1970-იანი წლების მეორე ნახევარში იზრდებოდა საბრძოლო შემადგენლობა: აშშ-ის ტერიტორიაზე დამატებით სამი დივიზია ყალიბდებოდა, ხოლო ევროპაში განლაგებულ აშშ სახმელეთო ჯარებში კი ზურგის ორგანოების შემცირების ხარჯზე ორი ბრიგადა შეიქმნა, რომლებიც გფრ-ში იყო დისლოცირებული. 1977 წელს ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიების ახალი ორგანიზაციის გამოცდები წარმოებდა, რომლებშიც პირადი შემადგენლობის რიცხოვნების, საარტილერიო ქვემეხების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვებისა (ტსმრჭ) და საზენიტო საშუალებათა რაოდენობის გაზრდა იგეგმებოდა. დივიაზიაში საბრძოლო ბატალიონების რიცხვიც 10-11-დან 15-მდე უნდა გაეზარდათ. აშშ სახმელეთო ჯარებში მოძველებული შეიარაღების შეცვლას აგრძელებდნენ. არმიის სარეზერვო კომპონენტების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისა და რეგულარულ ჯარებთნ მათი ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებისთვისაც მსხვილი სახსრები გამოიყოფოდა. უახლოეს წლებში შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების აუცილებელი მარაგების შექმნაც იგეგმებოდა.

ევროპაში დისლოცირებულ ამერიკულ ჯარებში 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისში დაასრულეს მოძველებული უმართავი რაკეტებისა (ურ) “ონესტ ჯონი” და მართვადი რაკეტების (მრ) “სერჟანტი” ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ახალი მრ-ებით “ლანსი” შეცვლა. 1973 წლიდან აშშ-ში სამჯერ იქნა გაზრდილი ტანკების წარმოება. 1977 წელს სრული სვლით მიდიოდა სამუშაოები ახალი ძირითადი საბრძოლო ტანკის (ძბტ) “აბრამსი” (XM1) შესაქმნელად, რომლის სერიულ წარმოებაში ჩაშვებასაც 1979 წლის მიწურულს ვარაუდობდნენ. არმიის სარდლობას 3325 ასეთი ტანკის შესყიდვა ჰქონდა განზრახული საერთო ღირებულებით 4,9 მლრდ. დოლარი. ზოგიერთი კვანძისა და აგრეგატის მიხედვით დასავლეთგერმანულ ტანკთან “ლეოპარდ”-2 მისი უნიფიკაციაც იგეგმებოდა.

ნაწილებისა და შენაერთების ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობათა ამაღლების მიზნით დიდი რაოდენობით ტსმრჭ-ებისა და საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების შესყიდვა იგეგმებოდა, ამასთან უკანასკნელთ, როგორც მაღალმანევრულ და საკმარისად ძლიერ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. ჯარებში აწვდიდნენ ასევე დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტერებსა (ჯტრ) და საზენიტო რაკეტებს. იარაღის ახალი ნიმუშების შემუშავების საქმეში დიდი ყურადღება ეთმობოდა სროლის სიზუსტის ამაღლებას, კერძოდ იქმნებოდა მართვადი საარტილერიო საბრძოლო მასალები, რომლებიც ვითომდა მიზნების პირველივე გასროლით დაზიანებას შეძლებდნენ.

ზოგადი დანიშნულების ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) მშენებლობაში კურსი უახლესი თვითმფრინავებით მის აღჭურვაზე ჰქონდათ აღებული. 1976/77 წელს ახალი თვითმფრინავების, რაკეტებისა და სხვა შეიარაღების შესყიდვაზე სჰძ-ს 10,2 მლრდ. დოლარი გამოუყვეს, ე. ი. 3 მლრდ.-ით ანუ 43 %-ით მეტი გასულ წელთან შედარებით.

ნაწილებში უკვე აწვდიდნენ მრავალმიზნობრივ საყველაამინდო გამანადგურებელს F-15, 1978 წელს სერიულ წარმოებაში უნდა ჩაეშვათ გამანადგურებელი F-16 (1388 ასეთი თვითმფრინავის შეკვეთა იგეგმებოდა). 2,1 მლრდ. დოლარის თანხაზე 348 F-16 გამანადგურებლის შესყიდვას აპირებდნენ ბელგია, ნიდერლანდები, დანია და ნორვეგია. აშშ სჰძ-ის შეიარაღებაში იწყებდნენ უშუალო მხარდაჭერის (მოიერიშე) თვითმფრინავების A-10 მიწოდებას. სულ 733 ასეთი თვითმფრინავის შეკვეთა იგეგმებოდა, რომლებსაც ნაწილებში 1982 წლამდე მიაწოდებდნენ.

აშშ-ში შეიმუშავეს აღმოჩენისა და მართვის სისტემის AWACS (airborne warning and control system) ახალი თვითმფრინავი E-3A. ამ “საჰაერო ჯაშუშზე”, როგორც მას დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში უწოდებდნენ, აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებდა, რადგანაც იგი ვითომდა საშუალებას მისცემდათ ხედვის არეში მოექციათ სოციალისტური ქვეყნების ტერიტორიები 500 კმ-მდე სიღრმეში. ევროპაში ნატო-ს გაერთიანებულ (სამკავშირეო) სჰძ-ში ამ სისტემის 27 თვითმფრინავის ყოლას ითვალისწინებდნენ. ვარაუდობდნენ, რომ ისინი გფრ-სა და დიდ ბრიტანეთში არსებულ ავიაბაზებში იქნებოდა ბაზირებული.

პენტაგონს განზრახული ჰქონდა კიდევ უფრო მეტად გაეზარდა თავისი შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობა. ამისთვის სტრატეგიული სატრანსპორტო საშუალებების შემდგომ ზრდას ითვალისწინებდნენ, რათა “შეიქმნას შესაძლებლობა, – როგორც ამას ხაზს უსვამდნენ ახალი ბიუჯეტის პროექტში, – უფრო მრავალრიცხოვანი ამერიკული ძალების გაშლისა და მომარაგებისთვის საზღვარგარეთ სერიოზული შეიარაღებული კონფლიქტის კრიტიკულ პირველ დღეებში”. ვარაუდობდნენ არსებული სატრანსპორტო თვითმფრინავების მოდერნიზაციას, აგრეთვე საშუალო გარბენის მქონე ახალი სატრანსპორტო თვითმფრინავების შექმნასაც.

ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) განვითარების პროგრამაში 1976 წელს არსებითი შესწორებები იქნა შეტანილი. ამერიკულმა მთავრობამ გადაწყვიტა მოქმედი ფლოტის მოდერნიზაციის დაჩქარება, რათა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში სახომალდო შემადგენლობა ძირითადი კლასების 120 ხომალდით გაეზარდა და ის 600 ერთეულამდე აეყვანა. უკანასკნელ ხუთ წელიწადში 157 ხომალდის აგება იგეგმებოდა საერთო ღირებულებით 48 მლრდ. დოლარი. 1977/78 ფინანსურ წელზე 25 ხომალდის მშენებლობას ითვალისწინებდნენ. 1874/75-დან 1976/77 ფინანსური წლის ჩათვლით ყოველწლიური ასიგებები ხომალდმშენებლობის პროგრამებზე ოთხჯერ გაიზარდა (3,2 მლრდ. დოლარიდან 6,3 მლრდ.-მდე).

შეიცვალა შეხედულებები ხომალდების მშენებლობის ხასიათზეც. გადაწყდა უკვე აღარ აეგოთ “ნიმიცის” ტიპის მსხვილი ატომური ავიამზიდები, არამედ შეუდგნენ უფრო ნაკლები წყალწყვის (40-50 ათასი ტ) ავიამზიდების მშენებლობას ჩვეულებრივი ენერგეტიკული დანადგარით, რომლებსაც ვერტიკალური ან შემოკლებული აფრენისა და დაჯდომის თვითმფრინავების ზიდვა შეეძლებოდათ. გეგმავდნენ დიდი რაოდენობით საესკორტო ხომალდების, სანაღმო ტრალერებისა და ა. შ. შეკვეთას. გააგრძელებდნენ ატომური სატორპედო წყალქვეშა ნავების მშენებლობასაც.

ითვალისწინებდნენ მსხვილი ფონდების გამოყოფას ახალი საგემბანო გამანადგურებლების F-14 “თომქეთი” და F-18 “ჰორნეთი” შესაძენად. გეგმავდნენ ახალი ავიამზიდებისთვის ვერტიკალური ან შემოკლებილი აფრენისა და დაჯდომის თვითმფრინავების შექმნას, ნავსაწინააღმდეგო საშუალებების სრულყოფას.

გფრ-ში ასევე ფართოდ ატარებდნენ ბუნდესვერის ძლიერების ზრდის ღონისძიებებს, რომელსაც ნატო-ს სარდლობა ცენტრალურ ევროპაში თავისი კურსის განხორციელებაში პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებდა.

1977 წლის შუა თვეებში ბუნდესვერის 1974 წელს დაწყებული რეორგანიზაცია გრძელდებოდა. ის ყველაზე უფრო მეტად სახმელეთო ძალებს შეეხო. ეს რეორგანიზაცია, როგორც არაერთხელ ჰქონდა განცხადებული გფრ თავდაცვის მინისტრს ლებერს, ბუნდესვერის ძლიერების შემდგომ ზრდაზე იყო მიმართული. დასახულ ღონისძიებათა განხორციელების შედეგად სახმელეთო ძალების საბრძოლო შემადგენლობა სამი ბრიგადით გაიზრდებოდა – 33-დან 36-მდე, რომელთაგან 16 სატანკო უნდა ყოფილიყო. 

რეორგანიზაციის ჩატარებისას დიდი ყურადღება ეთმობოდა ჯარებში ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების (ქსმ), ტანკსწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებების, საცეცხლე მხარდაჭერის ვერმფრენებისა და სხვა თანამედროვე შეიარაღების რაოდენობის გაზრდას. მთავრდებოდა ახალი ტანკის “ლეოპარდ”-2 შემუშავება, რომელსაც ჯარებს უახლოეს ხანებში მიაწვდიდნენ. დასავლეთგერანული მთავრობა ნატო-ში მის სტანდარტულ ტანკად გადაქცევას იმედონებდა. გფრ საბრძოლო ტანკების ძირითად მიმწოდებლად გადაიქცეოდა ჩრდილოატლანტიკურო კავშირის ბევრი ქვეყნის სახმელეთო ჯარებისთვის.

დასავლეთგერმანული სჰძ-ის აღჭურვას გეგმავდნენ ახალი თვითმფრინავებით “ტორნადო” და “ალფა ჯეტი”. გრძელდებოდა გფრ სზძ-თვის ახალი ხომალდების მშენებლობაც.

ინგლისის მთავრობა 1970-იანი წლების შუახანებში თავის ყურადღებას ნატო-ში გადაცემული ჯართა დაჯგუფების გაძლიერებაზე ამხვილებდა. ამასთან დაკავშირებით, გფრ-ის ტერიტორიაზე მყოფი ბრიტანული რაინის არმიის შემადგენლობაში დამატებით ჯავშანსატანკო და საარტილერიო დივიზიების ჩამოყალიბებას ითვალისწინებდნენ.

1976 წელს ინგლისის მთავრობამ დამატებით გადასცა ნატო-ში მეტროპოლიაში მყოფი თავისი სჰძ, რომლისგანაც შეიქმნა ახალი სარდლობა, რომელიც უშუალოდ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) მთავარსარდალს ექვემდებარებოდა.

ინგლისურ სჰძ-ს აძლიერებდნენ უფრო თანამედროვე თვითმფრინავებით (“იაგუარი”) მისი გადაიარაღების ხარჯზე; სზძ-თვის აგრძელებდნენ ახალი ხომალდების მშენებლობას, ქმნიდნენ ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს. 

ფრანგული სარდლობა უწინდებურად თავისი სტრატეგიული ბირთვული ძალების პოტენციალს ზრდისკენ ისწრაფვოდა, მაგრამ ამასთან ერთად მან ზოგადი დანიშნულების ძალებისთვისაც დაიწყო მეტი სახსრების გამოყოფა. მიღებული იყო გადაწყვეტილება 1977-82 წლებში სახმელეთო ჯარების არსებითი რეორგანიზაციის ჩატარებაზე, რომლის მსვლელობისას ითვალისწინებდნენ ორი საკორპუსო მეთაურობის ნაცვლად სამის შექმნას და სახმელეთო ჯარებში 16 დივიზიის ყოლას (რვა ჯავშანსატნკო, ექვსი ქვეითი, ერთი ალპიური ქვეითი და ერთიც საჰაერო-სადესანტო), აგრეთვე შენაერთების დისლოკაციაში ზოგიერთი ცვლილების შეტანას. თუმცა კი შენაერთები რამდენადმე ნაკლები რიცხოვნებისა იქნებოდა, მაგრამ მთლიანობაში სახმელეთო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობები, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ამაღლდებოდა.

სახმელეთო ჯარებში, სჰძ-სა და სზძ-ში გეგმავდნენ დიდი რაოდენობით ახალი შეიარაღების მიწოდებას.

იტალიის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სახმელეთო ჯარების რეორგანიზაცია განახორციელა და ნაწილებისა და შენაერთების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის ათწლიანი პროგრამა შეიმუშავა. გეგმავდნენ შენაერთების საბრძოლო მზადყოფნის, საცეცხლე ძლიერებისა და მობილურობის ამაღლებას. სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში აწვდიდნენ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალ ნიმუშებს, მათ შორის ამერიკულ მრ-ებს “ლანსი”, დასავლეთგერმანულ ტანკებს “ლეოპარდი”. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ჯარებში ტსმრჭ-ების რაოდენობის გაზრდას (30 %-ით). რეორგანიზაციის შემდეგ იტალიურ ჯარებს გააჩნდათ სამი საკორპუსო მეთაურობა, ოთხი ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზია და 12 ცალკეული ბრიგადა. ითვალისწინებდნენ შენაერთების დაკომპლექტებულობის 90-100 %-მდე აყვანას.

შეიარაღებული ძალების პოტენციალის ზრდის მიზნით, 1970-იან წლების შუახანებში, არსებითი რეორგანიზაცია წარმოებდა ნატო-ს სხვა ქვეყნებშიც. თურქეთმა, მაგალითად, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, 1974-76 წლებში დამატებით ჩამოაყალიბა საველე არმია (მე-4 “ეგეოსის” არმია კვიპროსის კონფლიქტთან დაკავშირებით – ი. ხ.), ხოლო პორტუგალიაში კი იქნმებოდა ბრიგადა, რომელსაც უახლოეს ხანებში ნატო-ში გადასცემდნენ.

კურსი შეიარაღების სტანდარტიზაციაზე ნატო-ში. ნატო-ს ქვეყნებში არსებული შეიარაღების ტიპების განსხვავებულობა ბლოკის ხელმძღვანელობაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა. ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ ნაკლოვანებები იარაღის სტანდარტიზაციაში 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისში არანაკლებ 30 %-ით ამცირებდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის გშძ-ის საბრძოლო მზადყოფნასა და ბრძოლისუნარიანობას (боеготовность и боеспособность). ნატო-ს ქვეყნებში იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის წარმოებაში არსებული დუბლირება მთლიანობაში ბლოკში ყოველწლიურად ვითომდა 20 მლრდ. დოლარამდე თანხის “არაპროდუქტიულ” ხარჯებს იწვევდა. მარტო ახალი შეიარაღების შემუშავებაში პარალელიზმის მოხსნა ნატო-ში მთლიანობაში, როგორც უცხოელი სპეციალისტები თვლიდნენ, ყოველწლიურად 10 მლრდ. დოლარის ეკონომიის გაწევას შეძლებდა, რომლის გამოყენებასაც ბლოკის ხელმძღვანელობა შემდგომი გამალებული შეიარაღებისთვის ვარაუდობდა. 

კონკურენტული ბრძოლის არსებული სიძნელეების მიუხედავად, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ შორს მიმავალ პოლიტიკურ მიზნებსაც ისახავდა, 1970-იან წლებში ნატო-ში სულ უფრო აქტიურად დაიწყეს იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ზოგიერთი ერთობლივი შემუშავების განხორციელებაც.

ჯარების საბრძოლო მომზადების გააქტიურება. ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი ამაღლების მიზნით ნატო-ს ხელმძღვანელობა ნაწილებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის საველე გაწვრთნილობასა და შტაბების ოპერატიულ მომზადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. 1970-იანი წლების მანძილზე შესამჩნევად იქნა გააქტიურებული მსხვილი საჯარისო მანევრებისა და საკომანდო-საშტაბო სწავლებების ჩატარება, რომელთა მსვლელობისას საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გეგმებს ამუშავებდნენ დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის სხვადასხვა რაიონებში. წლის განმავლობაში თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა სწავლებები დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე. 1976 წელს, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ბუნდესვერი თითქმის 100 სწავლებებსა და მანევრებში მონაწილეობდა. ნატო-ს ზონის ზოგიერთ რაიონში კი მათ დასავლეთგერმანული ჯარების მონაწილეობის გარეშეც ატარებდნენ. აქედან ამომდინარე, ნატო-ს სწავლებების საერთო რაოდენობა წელიწადში 100-ს ბევრად აღემატებოდა.

ნატო-ში ჩატარებადი სწავლებები უფრო მსხვილი შეიქნა სივრცული გაქანებისა და მათში რეალურად მონაწილე ჯარების შემადგენლობის მიხედვით. ზოგიერთ მათგანს ბლოკის ისტორიაში თავისი ბადალიც არა ჰყავდა. ნატო-ს ზონის სხვადასხვა რაიონში ბევრ სწავლებას ერთიანი ჩანაფიქრის მიხედვით ატარებდნენ (სწავლებების სერია პირობითი სახელწოდებით “ოთემ ფორჯი”).

ამერიკული სახმელეთო ჯარების მანევრების “რეფორჯერ”-8 მსვლელობისას 1976 წელს აშშ-დან გფრ-ში საჰაერო დ საზღვაო ტრანსპორტით პირველად იქნა 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიაზია მთელი თავისი შეიარაღებით გადასროლილი.

1976 წელს აღმოსავლეთ ატლანტიკაში ლა-მანშის სრუტისა და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში ჩაატარეს ბლოკის ისტორიაში უმსხვილესი სწავლებები “თიმ უორქ-76” ნატო-ს ათი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით.

1977 წლის მარტში ნატო-ს გლობალურ საკომანდო-საშტაბო სწავლებას ატარებდნენ პირობითი დასახელებით “ვინთექს-77”, რომელმაც ბლოკის მთელი ზონა მოიცვა.

1976 წელს ნატო-ს შეიარაღებული ძალების სწავლებათა მსვლელობისას ყველა სახეობის ოპერაციებს ამუშავებდნენ როგორც ბირთვული, ისე ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით. მოცემული სწავლებების მიზანი, საბჭოთა ავტორების შეფასებით, წმინდა სამხედრო ამოცანების დამუშავებით არ შემოიფარგლებოდა. იარაღის ეს ჟღარუნი გაანგარიშებული იყო საერთაშორისო ურთიერთობებში შიშისა და უნდობლობის ვითარების შექმნაზე, საერთაშორისო დაძაბულობის გაძლიერებაზე. მთელ ამ მილიტარისტულ დემონსტრაციებს სოციალისტურ სახელმწიფოთა საზღვრების მახლობლობაში ღიად ანტისაბჭოთა და ანტისოციალისტური მიმართულება გააჩნდა და ისინი აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.

ფსონი ბლოკის გაფართოებაზე. აშშ-ისა და ნატო-ს მილიტარისტულმა წრეებმა 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისში ჩრდილოატლანტიკური კავშირის გაფართოებაზე მიმართული საქმიანობა შესამჩნევად გაააქტიურეს. მათ ყურადღებას იმხანად უწინარეს ყოვლისა ესპანეთი იქცევდა, რომელსაც მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი გააჩნდა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობაც ეკავა. უცხოური ბეჭდური გამოცემები აღნიშნავდნენ, რომ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ესპანეთის მიღების საკითხი ნატო-ს ხელმძღვანელ წრეებში პრაქტიკულად უკვე შეთანხმებული გახლდათ. განსაზღვრული იყო ვითომდა ვადაც – ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ. ამის შესახებ კერძოდ, განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ლუნსმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პირველ ეტაპზე ესპანეთთან არაოფიციალური ურთიერთობები ექნებოდათ, ხოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ჩრდილოატკლანტიკურ კავშირში მისი მიწვევის ფორმას შეიმუშავებდნენ. ნატო-ში ესპანეთის მიღების დაჩქარების მიზნით განსაკუთრებულ აქტიურობას აშშ-ის ხელმძღვანელობა იჩენდა.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, დასავლეთის იმპერიალისტურ წრეებს არც ნატო-ს “პასუხისმგებლობის ზონის” სამხრეთ ატლანტიკაზე გავრცელების მოსაზრებაზე უთქვამთ უარი. რამდენადაც ასეთი იდეის პირდაპირი განხორციელება ბლოკის ზოგიერთ ქვეყანაში შეკამათებას იწვევდა, იმპერიალისტები ამ ამოცანის გადაწყვეტას შემოვლითი გზით ცდილობდნენ, ახალი ბლოკის შექმნით. ისინი სამხრეთ-ატლანტიკის სახელშეკრულებო ორგანიზაციის – სატო-ს (SATO) შექმნას ვარაუდობდნენ – მასში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ბრაზილიისა და ზოგიერთი სხვა ლათინოამერიკული ქვეყნის ჩართვით, სადაც დიქტატორული რეჟიმები მოქმედებდა. ამასთან გულისხმობდნენ, რომ სატო სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ნატო-ს დამატება (придаток). უცხოელი მიმომხილველების აზრით, აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელი წრეები 1970-იანი წლების მიწურულამდე გაააქტიურებდნენ თავიანთ ძალისხმევას ამ ახალი ბლოკის შესაქმნელად. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ამაში ნათლად დაიმზირებოდა იმპერიალისტების აგრესიული მისწრაფებანი, რომლებიც აფრიკისა და ლათინური ამერიკის ხალხების წინააღმდეგ იყო მიმართული.

დასავლეთ ევროპაში “საერთო ბაზრისა” და დასავლეთევროპული კავშირის ბაზაზე 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ნატო-ს ახალი დასაყრდენის (подпорка) – ე. წ. ევროპული კავშირის შექმნა იგეგმებოდა. ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნას დასავლეთის ხელმძღვანელ წრეებში “ჩრდილოატლანტიკური კავშირის გაძლიერების” ერთერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევდნენ.

ამრიგად, საბჭოთა ავტორების დასკვნით, ნატო-ს ბლოკი 1970-იანი წლებში კაპიტალისტურ სახელმწიფოთა ერთერთ ყველაზე უფრო აგრესიულ დაჯგუფებას წარმოდგენდა, რომლის სამხედრო ძლიერებაც მუდმივად იზრდებოდა. ამ ბლოკის საქმიანობა მთლიანად და სრულად არის მიმართული სოციალისტური სახელმწიფოების წინააღმდეგ, ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წინააღმდეგ, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში ყველაზე უფრო რეაქციული დიქტატორული რეჟიმების შენარჩუნებაზეც. აი რატომ უნდა ედევნებინათ ფხიზლად თვალყური საბჭოთა მეომრებს ძმური სოციალისტური ქვეყნების მეომრებთან ერთად ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მილიტარისტების ხრიკებისთვის და აგრესორისთვის გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად მუდმივ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ თუ ის “სოციალიზმის დიად მონაპოვართა წმინდა მიჯნებზე ხელს აღმართავდა”.

XII. გამალებული შეიარაღების ახალი რაუნდი მუქარა მშვიდობისთვის (მსოფლიოსთვის)

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების თანამიმდევრული ბრძოლა ბირთვული ომის მუქარის შემცირებისა და მტკიცე მშვიდობის უზრუნველყოფისთვის რეაქციული მილიტარისტული წრეების შეუპოვარ წინააღმდეგობას აწყდებოდა.

1970-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, კაცობრიობისთვის ყველაზე უფრო დიდ საფრთხეს აგრესიისა და მილიტარიზმის ძალების მიერ გატარებული გამალებული ბირთვიული შეიარაღება წარმოადგენდა, ხოლო ამ ძალების საყრდენი კი ნატო-ს ბლოკი გახლდათ. როგორც ცნობილი იყო, ამ აგრესიული ბლოკის მონაწილეთა შორის ბირთვული იარაღი და მიზნამდე მისი მიტანის საშუალებები აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს გააჩნდათ. ასეთი იარაღის მრავალფეროვნებისა და რაოდენობის, აგრეთვე მისი სრულყოფის სფეროში ჩატარებადი სამუშაოების მასშტაბების მიხედვით კი პირველობა შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდა.

1977 წლის შუახანებისთვის, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ამერიკული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 1054 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (სკბრ, მათგან 1000 “მინითმენი” და 54 “ტიტანი”), 355 სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 და 66 საშუალო ბომბდამშენი FB-111, 41 ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი მოითვლებოდა. მთელი ეს საბრძოლო სტრატეგიული საშუალებები სხვადასხვა სიმძლავრისა და დამაზიანებელი მოქმედების ბირთვული იარაღით იყო აღჭურვილი.

ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს ასევე ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი რაოდენობაც გააჩნდა. სახმელეთო ჯარებში ესენი იყო – რაკეტები “პერშინგი”, “სერჟანტი” და “ლანსი”, 155 და 203,2 მმ ყალიბის საარტილერიო ბირთვული საბრძოლო მასალები, ბირთვული ფუგასები, სამხედრო-საჰაერო ძალებში (სჰძ) – ბირთვული საავიაციო ბომბები და “ჰაერი-დედამიწა” კლასის მართვადი რაკეტები, სამხედრო-საზღვაო ძალებში (სზძ) ბირთვული ტორპედოები და ნაღმები.

მიუხედავად ამისა, ამერიკული ბირთვული იარაღის ასეთ უზარმაზარ არსენალს მუდმივად სრულყოფდნენ და აფართოებდნენ. უწინარეს ყოვლისა საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ სტრატეგიული სარაკეტო ბირთვული იარაღისა და მისი საბრძოლო გამოყენების უზრუნველმყოფ საშუალებათა განახლებას. კერძოდ, გრძელვადიანი პროგრამების მიხედვით, ადრეული მოდიფიკაციების სკბრ-ები “მინითმენი” შეცვლილი იყო უფრო თანამედროვე ნიმუშებით “მინითმენ”-3, რომლებიც 1978 წლის დასაწყისში 550 ერთეული მოითვლებოდა. მათ გააჩნდათ სათავო ნაწილები სამ-სამი განცალკევებადი ქობინით, თითოეული 200 კტ (კილოტონა) სიმძლავრისა. უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ასეთი რაკეტა შეიძლებოდა ერთდროულად სამ ობიექტზე დარტყმების მისაყენებლად გამოეყენებინათ, რომლებიც ერთმანეთისგან ასეულობით კილომეტრის მანძილებით იყო დაშორებული. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1977 წლის ივნისში აშშ-ში მიიღეს გადაწყვეტილება რაკეტებზე “მინითმენი” ახალი ბირთვული ქობინების დაყენების შესახებ, რომელთაც უფრო მაღალი სიზუსტე ექნებოდათ.

რაკეტების “მინითმენი” მრავალმუხტიანი სათავო ნაწილებით აღჭურვა, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, აშშ-ის სტრაგეგიულ სარაკეტო-ბირთვულ პოტენციალს მნიშვნელოვნად ამაღლებდა. ამასთან სკბრ-ების საერთო რაოდენობა ცვლილებების გარეშე რჩებოდა. ასევე გრძელდებოდა სამუშაოები მათი სასტარტო კომპლექსების დაცულობის ამაღლებისა და დამიზნების სისტემების გაუმჯობესებისთვის.

1974 წლის ბოლოდან აშშ-ში M-X ტიპის ახალ სკბრ-ს შემუშავება წარმოებდა. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ასეთი რაკეტების შეიარაღებაში მიწოდებას 80-იანი წლების შუახანებში მოელოდნენ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1977 წლის შუა თვეებში შეერთებულმა შტატებმა ახალი რაუნდი დაიწყო სახიფათო გამალებულ შეიარაღებაში. ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ სტრატეგიული იარაღის უახლესი სახეობის – ფრთოსანი რაკეტების გაშლას შედგომოდა, რომელთა შემუშავებასაც, როგორც ცნობილი იყო, უკვე რიგი წლების განმავლობაში აწარმოებდნენ. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ აშშ-ში ფრთოსანი რაკეტების რამდენიმე ვარიანტი იყო შემუშავებული. ისინი განკუთვნილი იყო 1800-3000 კმ დაშორებაზე განლაგებული მსხვილი ობიექტების განადგურებისთვის. მათი გაშვების მოხდენას გეგმავდნენ როგორც ხმელეთიდან, ისე სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, წყალზედა ხომალდებიდან და წყალქვეშა მდგომარეობაში მყოფი წყალქვეშა ნავებიდანაც. უცხოურ პრესაში ასევე აღინიშნებოდა, რომ ფრთოსან რაკეტას შედარებით მცირე ზომები გააჩნდა, გაშვების შემდეგ კი ის მცირე სიმაღლეებზე მიფრინავდა და ადგილმდებარეობის რელიეფის შემოვლაც შეეძლო.

ამერიკული სტრატეგიული ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობების ზრდა მოხდა უმთავრესად B-52 და FB-111 თვითმფრინავების მოწყობის (переоборудование) ხარჯზე “ჰაერი-დედამიწა” კლასის ბირთვული მუხტების მქონე მართვადი რაკეტების (მრ) სრემ-ი ბორტზე მიღებისთვის (SRAM – short-range attack missile). როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ამან ბომბდამშენების მოწყვლადობა შეამცირა, რადენადაც მათ თავდასხმის ობიექტის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) სისტემის გადალახვა აღარ დასჭირდებოდათ – ისინი თავიანთი რაკეტების გაშვებას მიზნის მისადგომებიდან დაახლოებით 300 კმ დაშორებაზე შეძლებდნენ.

1974 წლის დეკემბრიდან აშშ-ში ახალი სტრატეგიული ზებგერითი თვითმფრინავის B-1 ინტენსიურ საფრენოსნო გამოცდებს აწარმოებდნენ. 1977 წელს ამერიკულმა მთავრობამ შეიარაღებაში მის მიღებაზე დროებით უარი თქვა, თუმცა კი თვითმფრინავის შემდგომ გამოცდებსა და მასში გაუმჯობესებების შეტანას, აშშ პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, კვლავაც გააგრძელებდნენ.

მრავალი წლის განმავლობაში აშშ სზძ-ის სარდლობა თავისი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მოდერნიზაციას აწარმოებდა და მათში მრავალმუხტიანი სათავო ნაწილების მქონე უფრო სრულყოფილ ბალისტიკურ რაკეტებს “პოსეიდონ”-C3 აყენებდა. ამის შედეგად, როგორც ამერიკელმა სპეციალისტებმა დაიანგარიშეს, მარტო ერთ ასეთ ნავში დამანგრეველი ძალის ისეთი მარაგი იყო თავმოყრილი, რომელიც იმ მთელი ასაფეთქებელი ნივთიერებების ჯამურ სიმძლავრეს აღემატებოდა, რომლებიც ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა გამოყენებული. ასეთ დაანგარიშებას თითქოსდა შეეძლო პენტაგონში მოკალათებული “ქორებისთვის” საბაბი მიეცა, რათა შემგომი გამალებული შეიარაღების შესაძლო შედეგებზე დაფიქრებულიყვნენ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა და, შესაბამისად, აშშ სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის ზრდა კვლავაც გრძელდებოდა.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სტრატეგიული ბირთვული იარაღის არსენალებში მიმდინარე ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები თავიანთი მასშტაბებით ამ სფეროში აშშ-ში წარმოებულ სამუშაოებს ბევრად ჩამოუვარდებოდა. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებშიც დიდ სახსრებს მიმართავდნენ სტრატეგიული ბირთვული ძალების საჭირო დონეზე შენარჩუნებისა და სრულყოფისთვის. ამ ძალების საფუძველს დიდ ბრიტანეთში ოთხი ატომური წყალქვეშა ნავი შეადგენდა რაკეტებით “პოლარის”-A3. საფრანგეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები კი S-2 ტიპის ბალისტიკური რაკეტების ორ ესკადრილიას მოიცავდა ცხრა-ცხრა გასაშვები დანადგარით, ასევე ოთხ ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავსა და ბირთვული იარაღის მატარებელ 50 ბომბდამშენს (“მირაჟ”-4A, მათგან 18 რეზერვში გახლდათ).

იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებსაც 1970-80-იანი წლების მიჯნაზე შესაძლო იყო ატომური იარაღი ჰქონოდათ, სპეციალისტები უწინარეს ყოვლისა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა (სარ) და ისრაელს მიაკუთვნებდნენ. სწორედ სამხრეთაფრიკელი რასისტები და ისრაელის მხედრიონი (военщина) ისწრაფვოდნენ ახლა ბირთვული იარაღის დაუფლებისკენ თავიანთი ექსპანსიონისტური მიზნების განხორციელებისთვის. ასევე ზოგიერთ სხვა კაპიტალისტურ ქვეყანაშიც ჯერ კიდევ იყვნენ გარკვეული წრეები, რომლებიც ამ იარაღის მიღებისკენ ისწრაფვოდნენ.

“განსაკუთრებით სერიოზულ საფრთხეს თანამედროვე პირობებში, – ამბობდა 1977 წლის ივნისში საფრანგეთში თავისი ვიზიტის დროს სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ლ. ი. ბრეჟნევი, – ბირთვული იარაღის პლანეტაზე შემდგომი გავრცელების პერსპექტივა წარმოადგენს, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის ახალი, შესაძლოა კიდევ უფრო საშიში, კიდევ უფრო დამანგრეველი სახეობებისა და სისტემების შექმნაც”.

უცხოელი სპეციალისტების აზრით, აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების სამხედრო არსენალებში ამ დრომდე ქიმიური იარაღის უზარმაზარ მარაგებს არა მხოლოდ ინახავდნენ, არამედ მასობრივი დაზიანების ამ საშუალებათა შემდგომი სრულყოფის სამუშაოებს კიდეც აქტიურად აწარმოებდნენ. ასე, ამერიკული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1978 წლის დასაწყისში აშშ-ში შეიარაღებაში 80-ზე მეტი ნიმუშის ქიმიური იარაღი შედგებიდა. აშშ არმიის მიერ ვიეტნამში ზოგიერთი სახეობის ქიმიურ საშუალებათა (ჰერბიციდების, დეფოლიანტების, “პოლიციური გაზების”) ბარბაროსული გამოყენების შედეგები მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. ამერიკელმა აგრესორებმა ომის წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში 90 ათას ტ-ზე მეტი შხამქიმიკატი ჩამოყარეს.

ქიმიური იარაღი განსაკუთრებით საშიში უკანასკნელ ხანებში გახდა. ქიმიის სწრაფმა პროგრესმა მეორე მსოფლიო ომის წინ და მისი დასრულების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში ისეთი მომწამვლელი ნივთიერებების (მნ) გამოჩენა გამოიწვია, როგორებიც იყვნენ ტაბუნი, ზარინი, ნერვულ-მაპარალიზებელი მოქმედების მნ-ები, რომლებიც სულ მცირე დოზებშიც კი სიკვდილს თესდნენ.

ომში მხუთავი, შხამიანი ან სხვა მსგავსი გაზებისა და ბაქტერიოლოგიურ საშუალებათა გამოყენებაზე აკრძალვას საფუძველი 1925 წელს დაედო ჟენევაში ხელმოწერილი საერთაშორისო პროტოკოლით, რომლის ქვეშაც 1970-იანი წლების შუახანებში 80-ზე მეტი სახელმწიფოს ხელმოწერა იყო. მაგრამ, თუმცა კი ჟენევის პროტოკოლმა აგრესორების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას გზა გადაუღობა, მას ამ იარაღის, აგრეთვე მიზნამდე მისი მიტანის საშუალებების სრულყოფა არ აუკრძალავს. გარდა ამისა, ბევრი დასავლური სახელმწიფო, მათ შორის აშშ-ც, დიდი ხნის მანძილზე სხვადასხვა საბაბით მის რატიფიკაციას აჭიანურებდა. ამის შედეგად მათ თავდასხმის ქიმიურ საშუალებათა უზარმაზარი მარაგები დააგროვეს. უფრო მეტიც, ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანაში ქიმიური იარაღის სრულყოფის სამუშაოები 1970-იანი წლების შუახანებშიც გრძელდებოდა. ყოველივე აქედან საბჭოთა ავტორების ასკვნიდნენ – ქიმიური ომის საშიშროებაც იმ დრომდე არ იყო მოხსნილი.

დასავლურ ბედურ გამოცემებში გამოჩნდა შეტყობინებები ე. წ. ბინარული საბრძოლო მასალების შესახებ. ლაპარაკი იყო საარტილერიო ჭურვებზე, ავიაბომბებსა და სხვა საბრძოლო მასალებზე, რომლებიც ორი შედარებით უსაფრთხო საწყისი კომპონენტით იყო აღკაზმული, და ისინი საბრძოლო მასალის მიზნისკენ ფრენის დროს ერთმანეთს შეერეოდნენ და მაღალტოქსიკურ ნივთიერებას წარმოქმნიდნენ. როგორც უცხოელი სპეციალისტები მიიჩნევდნენ, ბინარული მნ-ების წარმოება ისეთ საწარმოებში იქნებოდა შესაძლებელი, რომლებიც სამშვიდობო პროდუქციას უშვებდნენ, რაც საშუალებას მისცემდათ ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებისთვის აევლოთ გვერდი, რომელიც ქიმიური იარაღის წარმოებას კრძალავდა.

უცხოური პრესა ასევე აშშ-ში ფსიქოლოგიურ ჰალუცინოგენურ პრეპარატებზე მიმდინარე ცდების შესახებ იტყობინებოდა, რომლებიც ადამიანის ტვინის ფუნქციურ საქმიანობას არღვევდნენ და ადამიანთა ქმედებაზე ზემოქმედებას ახდენდნენ. ამერიკულ არმიაში ერთერთი ასეთი პრეპარატით ექსპერიმენტების დროს დამტკიცებულ იქნა, რომ მისი ერთი კილოგრამი მრავალი ათეულ ათასი დოზის დასამზადებლად იყო საკმარისი, რომელთაგან თითოეულს ადამიანის ფსიქიკისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, თუ ვერ შეაჩერებდნენ გამალებულ ქიმიურ შეიარაღებას, მაშინ დღეს თუ არა – ხვალ მსოფლიო შესაძლოა მნ-ების ახალ, კიდევ უფრო მომაკვდინებელ სახეობათა გამოჩენის წინაშე დამდგარიყო. ამიტომ საბჭოთა კავშირი მთელი გადამჭრელობით მოითხოვდა გადაუდებელი ზომების მიღებას, რათა ქიმიური იარაღი, ისევე როგორც ბიოლოგიურიც, კანონის გარეშე დაეყენებინათ. ცნობილი იყო, რომ 1975 წელს სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ რატიფიკაციის შემდეგ ძალაში შევიდა კონვენცია ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური), და ტოქსინური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და მარაგების დაგროვების აკრძალვის, აგრეთვე მათი განადგურების შესახებ.

დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები ისწრაფვოდნენ ქიმიური იარაღის ყველა სახეობის შემუშავების, წარმოებისა და მარაგების დაგროვების აკრძალვის პრობლემის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა სხვადასხვა საბაბით გაეჭიანურებონათ. ამასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირი შესაძლებლად თვლის (პირველი ნაბიჯის სახით) დაედოთ საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ომის წარმოების ყველაზე უფრო საშიშ და სიკვდილის მომტან ქიმიურ საშუალებებს შეეხებოდა. ეს ახალი კონსტრუქციული წინანადება გამალებული შეიარაღების შეწყვეტისა და განიარაღების საკითხებში საბჭოთა კავშირის მემორანდუმში იქნა ჩამოყალიბებული, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის XXXI სესიის მონაწილეებს განსახილველად 1976 წლის სექტემბერში შესთავაზეს.

თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ფართო შესაძლებლობებს ხსნიდა მოხილვად მომავალში იარაღის ახალ სახეობათა შესაქმნელად, რომელთა დამაზიანებელი თვისებებიც ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის დამაზიანებელი ეფექტის თანაზომადი იქნებოდა ან მას კიდეც აღემატებოდა. ამიტომ, ითვალისწინებდა რა გამალებული შეიარაღების კიდევ ერთი მიმართულების გამოჩენის შესაძლებლობას, საბჭოთა კავშირი გაერო-ს გენერალური ასამბლეის XXX სესიაზე საერთაშორისო შეთანხმების დადების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მასაობრივი განადგურების იარაღის ახალი სახეობებისა და სისტემების შემუშავებისა და წარმოების აკრძალვას ითვალისწინებდა. მათ მიეკუთვნებოდა სხივური დაზიანების იარაღი, რომელსაც შეუძლია ადანიანის სისხლზე და უჯრედების შიდა პლაზმაზე ზემოქმედება შეუძლო; ინფრაბგერითი იარაღი ადამიანების შინაგან ორგანოებსა და ქცევაზე მავნე ზემოქმედებისთვის; გენეტიკური იარაღი, რომლის გამოყენებაც, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, არღვევს მემკვიდრეობითობის მექანიზმს. 

ამერიკული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, აშშ-ში სრული სვლით მიდიოდა სამუშაოები ლაზერულ იარაღზე, რომელსაც დასავლეთში უკვე “სიკვდილის სხივი” უწოდეს, ხოლო თავის რიგს კი ელოდებოდა – ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნა უფრო მძიმე ელემენტებისგან, ვიდრე ურანია, რომელთაც უფრო ნაკლები ზომები, მაგრამ მოქმედების უფრო მეტი ეფექტი ექნებოდათ.

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფაქტები, რომლებიც აშშ-ში ბირთვული იარაღის ახალი სახეობებისა და ტიპების შექმნის შესახებ მოწმობდა. ამ “სიახლეებს” შორის იყო ე. წ. ნეიტრონული ბირთვული მუხტებიც, რომელთაც ბურჟუაზიული პროპაგანდა რეკლამირებას უწევდა როგორც ერთგვარ “სუფთა” იარაღს, შეზღუდული მოქმედებისა, რომელიც ვითომდა ტაქტიკური მიზნებით გამოყენებისთვის გახლდათ განკუთვნილი. ამერიკელი მილიტარისტების კვალდაკვალ ნეიტრონული იარაღის სფეროში გამოცდები მათმა ინგლისელმა მოკავშირეებმაც დაიწყეს.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ნეიტრონული იარაღის შემუშავება – ეს იყო პლანეტის მთელი მშვიდობისმოყვარე ძალების გამოწვევა, რადგანაც დამაზიანებელი მოქმედების ხასიათის მიხედვით განსაზღვრული ზომით ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების მონათესავე გახლდათ.

ნატო-ს ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ნეიტრონული იარაღის გამოყენებას არ იყო აუცილებელი, საყოველთაო ბირთვული კონფლიქტი გამოეწვია. საბჭოთა ავტორების აზრით, კი მსგავსი არგუმენტაციის სახიფათოობა აშკარა იყო. მის უკან იმალებოდა მცდელობები ის პრაქტიკული მოქმედებები გაემართლებინათ და დაესაბუთებინათ, რომლებსაც მსოფლიოს ბირთვულ კატასტროფასთან მხოლოდ დაახლოება შეეძლოთ. 

განმუხტვის მოწინააღმდეგენი თავს არ ანებებდნენ მცდელობებს გაემწვავებინათ საერთაშორისო ვითარება, გაერთულებინათ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, უწინარეს ყოვლისა კი საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის. ისინი ისწრაფვოდნენ წინ აღდგომოდნენ შეიარაღებათა შემცირებაში მომწიფებული ზომების განხორციელებას, რის შესახებაც, კერძოდ, ნატო-ს ახლანდელი სესიის შედეგები მოწმობდა [1977 წლის ზამთრის სესია]. ამის შედეგად გრძელდებოდა გამალებული შეიარაღება, მასში ხდებოდა სულ უფრო და უფრო ახალი სახელმწიფოებს ჩათრევა, განუწყვეტლივ იზრდებოდა მათი სამხედრო ხარჯები. გაერო-ს მონაცემებით, 1978 წლის დასაწყისის მდგომარეობით, საომარი მზადებებისთვის მსოფლიოში ყოველწლიურად 350 მლრდ. დოლარზე მეტი იხარჯებოდა.

ბირთვული იარაღის არსენალმა ახლა ისეთ ძლიერებას მიაღწია, რომ მისით დედამიწის მთელი მოსახლეობის 15-ჯერ განადგურება იყო შესაძლებელი. დასავლეთის ერთობლივი ბირთვული ძლიერება ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის დამანგრეველ ძალას უკვე 2 მლნ.-ჯერ აღემატებოდა. მაგრამ შეიარაღებათა ზრდა გრძელდებოდა და სულ უფრო და უფრო საშიშ ფორმებს იძენდა.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, თავისი მშვიდობისმოყვარე მიზნებისადმი ერთგული საბჭოთა კავშირი ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნებთან ერთად თანამიმდევრულ და აქტიურ ბრძოლას აგრძელებდა გამალებული შეიარაღების შეწყვეტისთვის, და უწინარეს ყოვლისა კი სტრატეგიულ შეიარაღებათა. მაგრამ სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შეზღუდვის საკითხში ვლადივოსტოკში შეთანხმებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია აშშ-ში მილიტარიზმისა და რეაქციის გავლენიანი წრეების წინააღმდეგობას გადააწყდა. გარდა ამისა, საბჭოთა-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებისა და განვითარების გზაზე ახალი დაბრკოლებები წარმოიქმნა – ცილისმწამებლური კამპანიის გაბერვა აშშ-ში სსრკ-ის მხრიდან გამოგონილი “სამხედრო მუქარის” საბაბით, ასევე ოფიციალური ამერიკული ინსტანციების პირდაპირი მცდელობები საბჭოთა კავშირის საშინაო საქმეებში ჩარეულიყვნენ, ვლადივოსტოკში მიღწეულ შეთანხმებათა რევიზია აშშ-ის მხრიდან საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულებაში მის მოკავშირეთა უსაფრთხოების საზარალოდ. როგორც არაერთხელ უსვამდა ხაზს ლ. ი. ბრეჟნევი, სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის საკითხში მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო პროდუქტიული, თუ მხარეთა უსაფრთხოების ინტერესები თანაბარი ხარისხით იქნებოდა გათვალისწინებული და ცალმხრივ უპირატესობებს არავინ ძიებას არ დაუწყებდა.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ბირთვული ომის საფრთხის მოხსნისთვის ბრძოლაში საბჭოთა კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შეთანხმების მიღწევას ბირთვული იარაღის გამოცდების მთლიანად შეწყვეტის თაობაზე. ასეთი შეთანხმების დადება დაასრულებდა ბირთვული იარაღის ხარისხობრივ სრულყოფას, თავიდან აგვაცილებდა მისი ახალი სახეობების გამოჩენას. გარდა ამისა, ბირთვული აფეთქებების აკრძალვა, რომლებსაც ექსპერიმენტული მიზნებით, თეორიული გაანგარიშებების ან იარაღის ახალი ნიუშების მოქმედებათა შემოწმებისთვის ახორციელებდნენ, საშუალებას მისცემდა რადიოაქტიური პროდუქტებით გარემოს დაბინძურებაც თავიდან აეცილებინათ. 

საბჭოთა კავშირმა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების შემუშავებაში, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიამ 1968 წელს მოიწონა და 1970 წლის 5 მარტს ძალაში შევიდა.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ყველა ქვეყანაში ფართო მოწონება და მხარდაჭერა მიიღო საბჭოთა კვშირის ახალმა წინადადებებმა, რომ შემდგარიყო მოლაპარაკებები ყველა სახელმწიფოს მხრიდან ბირთვული იარაღის წარმოების ერთდროულად შეწყვეტის შესახებ, იქნებოდა ეს ატომური, წყალბადის თუ ნეიტრონული ბომბები და ჭურვები. ამავდროულად ბირთვულ დერჟავებს შეეძლებოდათ საკუთარ თავზე აეღოთ ვალდებულება უკვე დაგროვილი მარაგების თანდათანობით შემცირებას შედგომოდნენ მომავალში თვით მათი სრული ლიკვიდაციის ჩათვლით. ბირთვული იარაღის ახალი გამოცდების განსაზღვრული ვადით აკრძალვასთან ერთად საბჭოთა კავშირი სთავაზობდა ბირთვულ აფეთქებებზე სამშვიდობო მიზნებითაც მორატორიუმის გამოცხადებას. საბჭოთა სახელმწიფომ თავისი 60 წლისთავის წელიწადს მოწოდებით მიმართა მთავრობებსა და ხალხებს ატომის ენერგია მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, გამალებული შეიარაღების შეწყვეტისკენ საბჭოთა კავშირის მისწრაფების ახალ კაშკაშა მოწმობად იქცა ლ. ი. ბრეჟნევის პასუხები გაზეთ “პრავდის” კორესპონდენტის კითხვებზე 1977 წლის დეკემბერში. პროგრესული მსოფლიო საზოგდოებრიობა მოწონებით მოეკიდა მათში არსებულ ახალ საგარეოპოლიტიკურ ინიციტივებს, რომლებსაც მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ.

საბჭოთა ავტორების დასკვნით, კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა, სსრკ-ის ახალი ძირითადი კანონი დაბეჯითებით მოწმობდნენ იმის შესახებ, რომ ეს ქვეყანა იყო და რჩებოდა თანამიმდევრულ მებრძოლად იმპერიალიზმის წინააღმდეგ, შეიარაღებათა და შეიარაღებული ძალების შემცირების მომხრედ. სკკპ და საბჭოთა მთავრობა ახდენდნენ ამ ბრძოლის შეხამებას მუდმივ სიფხიზლესთან იმპერიალიზმის რეაქციული ძალების ხრიკების მიმართ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებასა და მისი შეიარაღებული ძალების სრულყოფასთან, აგრესორისთვის საკადრისი პასუხის გასაცემად მზადყოფნასთან.

XIII. საღი აზრის წინააღმდეგ 

გამალებული შეიარაღების შემდგომი ზრდა, ნატო-ს სამხედრო არსენალების გადიდება, სამხედრო ხარჯების ზრდა, ბლოკის შეიარაღებული ძალების ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვისა და დასავლეთ ევროპაში ნეიტრონული იარაღის განთავსების გეგმების განხილვა – აი სულაც არა სრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებიც ნატო-ს ხელმძღვანელი ორგანოების ზამთრის სხდომებზე (1977 წელი) განიხილებოდა.

5-დან 9 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ბრიუსელში ევროჯგუფის, სამხედრო დაგეგმვის კომიტეტისა და ნატო-ს საბჭოს სესიის მუშაობას წინ უძღოდა ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის სხდომა, რომელიც 1977 წლის 10-11 ოქტომბერს ქ. ბარიში (იტალია) შედგა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, იტალიის, ბელგიის, დანიისა და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით. დასავლური პრესის შეტყობინებებით, ამ სხდომაზე ძირითადი ყურადღება ბლოკის ტაქტიკური ბირთვული ძალების მოდერნიზაციის პრობლემას დაეთმო. საბჭოთა ავტორების სიტყვით, აშშ-ის წარმომადგენლებმა პირდაპირი ზეწოლა მოახდინეს ბლოკში თავიანთ მოკავშირეებზე, მოითხოვდნენ რა დასავლეთ ევროპაში ნეიტრონული იარაღის განთავსების გეგმების მოწონებას. ამასთან ახდენდნენ ადამიანთა მასობრივი განადგურების ამ ბარბაროსული იარაღის “სუფთა” და “ჰუმანური” ხასიათის მტკიცებასაც. ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამი იყო, რომ თავდაცვის მინისტრებმა ნეიტრონული იარაღის საკითხში მოსაზრებები გაცვალეს და მასზე მსჯელობის გაგრძელება გადაწყვიტეს.

ნატო-ს ევროჯგუფის სხდომაზე (1977 წლის 5 დეკემბერს) ბლოკის ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა (საფრაგეთის გარეშე) განიხილეს შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების ძირითადი მიმართულებანი. აღნიშნულ იქნა, რომ ევროჯგუფის ქვეყნებმა 1977 წელს თავიანთი სამხედრო ხარჯები 4 მლრდ. დოლარითა და მეტით გაზარდეს. გადაწყდა 1978 წელს ბლოკის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში დამატებით 265 საბრძოლო ტანკი, 1370 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), აგრეთვე დიდი რაოდენობით სხვა საბრძოლო ტექნიკა მიეღოთ. სამხედრო-საჰაერო ძალები (სჰძ) 112 საბრძოლო და 22 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით, აგრეთვე 53 ვერტმფრენით შეივსებოდა. სამხედრო-საზღვაო ძალებს (სზძ) კი ათი საესკადრო ნაღმოსანი, 11 ტრალერი, სხვა საბრძოლო ხომალდები და დამხმარე გემები უნდა მიეღო. 

შეიარაღებაში არსებული ტანკების, თვითმფრინავების, ხომალდების, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მოდერნიზაციის ვრცელი პროგრამაც იყო გათვალისწინებული. იგეგმებოდა “ჰაერი-ჰაერის” კლასის რაკეტის “საიდვაინდერი” გაუმჯობესებული ვარიანტის ერთობლივი წარმოების ორგანიზება, ნატო-ს რიგ ქვეყნებში ჰაუბიცის FH70 და საზენიტო რაკეტის “სიი სფაროუ” მიწოდება.

ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომაზე (1977 წლის 6-7 დეკემბერი) 13 ქვეყნის თავადაცვის მინისტრებმა (საფრანგეთისა და საბერძნეთის გარდა) მოისმინეს გენერალური მდვნის ი. ლუნსისა და ბლოკის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ჰ. ფ. გუნდერსენის (ნორვეგია) მოხსენებები, რომლებშიც ევროპაში თანამედროვე ვითარებისა და ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) საბრძოლო შესაძლებლობების შეფასება იყო მოცემული. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ამ ბლოკის შეიარაღებულ ძალებს თავის შემადგენლობაში გააჩნდა დაახლოებით 5 მლნ. ჯარისკაცი და ოფიცერი, თითქმის 19 ათასი ტანკი, 8 ათასამდე თვითმფრინავი, აგრეთვე დიდი რაოდენობით სხვა სახეობების იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. სხდომის მონაწილეებმა მოიწონეს ჩრდილოატლანტიკური კავშირის 80-იან წლებზე სამხედრო მშენებლობის პერსპექტიული გეგმის შემუშავების წინასწარი შედეგები (გადაწყვეტილება მისი შემუშავების შესახებ ნატო-ს ხელმძღვანელობამ აშშ პრეზიდენტის კარტერის წინადადებით 1977 წლის მაისში მიიღო). დასავლურ ბეჭდურ გამოცემათა მონაცემების თანახმად, ეს გეგმა შეცავდა ღონისძიებების განხორციელებას ევროპაში ნატო-ს გშძ-ის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისა და გაძლიერებისთვის, ბლოკის ტაქტიკური ბირთვული ძალების მოდერნიზაციისთვის, სზძ-ის, საჰაერო თავდაცვის (ჰთ), მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემების, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებათა სრულყოფისთვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) გაუმჯობესებისთვის, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სტანდარტიზაციის პროგრამების რეალიზაციისთვის.

სამხედრო დაგეგმვის კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა 1978 წლის ბოლოსთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მარაგები ნატო-ს ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე 45 ათას ერთეულამდე გაეზარდათ (30 %). შეთანხმებული იყო 1984 წლამდე პერიოდზე ბლოკის ჯარების კონტინგენტების გაზრდის გეგმაც და ნატო-ს შეიარაღებაში შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის AWACS სისტემის მიღებაც პრინციპში იქნა მოწონებული.

სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომის მსვლელობისას აშშ-ის წარმომადგენლები თავიანთი მოკავშირეებისგან კვლავ დაჟინებით მოითხოვდნენ თანხმობას დასავლეთ ევროპაში ნეიტრონული იარაღის განთავსებაზე. როგორც ამერიკული ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, დიდი ბრიტანეთი, გფრ და ბელგია იმ ხანებში ახლოს იყვნენ გადაწყვეტილებასთან, რომ რაკეტებისთვის “ლანსი”, რომლებიც მათ მიეწოდებოდათ, შეიარაღებაში ნეიტრონული ქობინებიც მიეღოთ.

ნატო-ს საბჭოს სესიამ (1977 წლის 8-9 დეკემბერს) ბლოკის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, აგრეთვე ჩრდილოატლანტიკური კავშირის პოლიტიკური ერთიანობის განმტკიცების პრობლემებიც განიხილა. საბჭოთა ავტორების შეფასებით, სესიის მონაწილეები საომარ მზადებათა შემდგომი გაძლიერების მომხრედ გამოვიდნენ. სესიის შემაჯამებელ კომუნიკეში არსებული ცენტრალურ ევროპაში შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირებაზე მოლაპარაკებების მდგომარეობისა და გაგრძელების პერსპექტივების შეფასება იმის თაობაზე მეტყველებდა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობას განზრახული ჰქონდა მოლაპარაკებათა კონსტრუქციულ განვითარებას შემდგომშიც ყოველნაირად შეწინააღმდეგებოდა, თავის სასარგებლოდ ცალმხრივი სამხედრო უპირატესობების მიღწევისკენ იქნებოდა რა მისწრაფებული. 

სესიის მსვლელობისას საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეისწავლეს ბერძნულ-თურქულ წინააღმდეგობათა უსწრაფესად დარეგულირებისა და მთლიანობაში ბლოკის სამხრეთ ფლანგის განმტკიცების შესაძლებლობები. ნატო-ს ხელმძღვანელობამ მოუწოდა საბერძნეთს ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო ორგანიზაციაში დაბრუნებულიყო. ხაზი გაესვა თურქეთისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების განახლების მნიშვნელობას და ასევე პორტუგალიისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობასაც მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით. 

საბჭოთა ავტორების დასკვნით, ნატო-ს უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოების სხდომათა შედეგები იმის შესახებ მოწმობდა, რომ ბლოკის ხელმძღვანელობის მთავარ მიზანს არა ევროპაში საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის პროცესისთვის ხელის შეწყობა, არამედ ნატო-ს სამხედრო არსენლის შემდგომი სრულყოფა, გამალებული შეიარაღების გაფართოება, აგრეთვე სსრკ-ისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მილიტარისტულ მზადებათა გააქტიურება წარმოადგენდა.

XIV. ნატო-ს ხელმძღვანელობის მილიტარისტული გეგმები 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, იმ დროს როცა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სამხედრო ხარჯების შემცირების შესაძლო გზები და განიარაღების თაობაზე წინადადებები განიხილებოდა, ვაშინტონში 1978 წლის 30-31 მაისს ნატო-ს საბჭოს სესია შედგა ამ აგრესიულ იმპერიალისტურ ბლოკში შემავალი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების მონაწილეობით. მასზე გაჟღერებულ იქნა ღია მოწოდებები მილიტარისტულ მზადებათა შემდგომი ზრდისკენ, მოიწონეს ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო პოტენციალის ამაღლების კონკრეტული გეგმები.

სესიას წინ უმაღლესი სამხედრო ორგანოების სხდომების სერია უძღოდა, რომელთა მსვლელობისას ბლოკის ქვეყნების სამხედრო პოტენციალის შემდგომი ზრდის საკითხები განიხილებოდა. ასე, 1978 წლის 17 მაისს ბრიუსელში ნატო-ს ევროჯგუფის ქვეყნების თავდაცვის მინისტებმა ბლოკის ევროპულ სახელმწიფოთა სამხედრო ინტეგრაციის მდგომარეობა და პერსპექტივები, აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სტანდარტიზაციის პრობლემებიც განიხილეს. მინისტრებმა ნატო-ს ხელმძღვანელობის რეკომენდაციები მიიღეს ეროვნული შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის უნიფიკაციის აუცილებლობის შესახებ. ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) პირადი შემადგენლობისა და სხვა სამხედრო სპეციალისტების ერთობლივი სწავლების თაობაზე და მოწონებულ იქნა აგრეთვე საქმიანობაც ერთიანი სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანიზაციის მიმართულებით. გარდა ამისა, სხდომაზე დასავლეთევროპული სამხედრო მრეწველობის კოოპერაციის პრობლემებიც განიხილებოდა, რომელიც შეიარაღების წარმოებაში სპეციალიზდებოდა, და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემებიც ამერიკულთან შედარებით.

ამავე დღეს შედგა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გენერალური შტაბების უფროსების დონეზე, ხოლო 1978 წლის 18-19 მაისს კი ბლოკის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომაზე 1979-1983 წლებზე ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო მშენებლობის გეგმა დაამტკიცეს, რომელიც ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) შემდგომ განმტკიცებას, მისი საბრძოლო ძლიერებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ითვალისწინებდა, აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სტანდარტიზაციის პროგრამების რეალიზაციის ღონისძიებები დასახეს და თანამედროვე ნიმუშების შესყიდვების სფეროში პოლიტიკაც დააზუსტეს.

აღნიშნულ სხდომებზე დიდი ყურადღება ეთმობოდა ევროპაში ნატო-ს ჯარების შეიარაღებაში შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის სისტემის AWACS (airborne warning and control system) მიღების პერსპექტივებს და მიღწეულ იქნა შეთანხმება მისი ძირითადი ოპერატიული ბაზის ჰაილენკირხენის რაიონში (გფრ) განლაგების შესახებ. მოცემული სისტემის მიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იმავე (1978) წლის დეკებერში მოელოდნენ პროექტში ნატო-ს ქვეყნების ფინანსური წილის ზომების შესახებ სადავო პრობლემების შეთანხმების შემდეგ.

სახედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომაზე მოწონებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის შეიარაღებული ძალების მშენებლობის პერსეპექტიული გეგმა, რომელიც შემდგომ 15 წელზე იყო გაანგარიშებული, და მიცემულ იქნა რეკომენდაცია ნატო-ს საბჭოს სესიის მიერ უმაღლეს დონეზე განსახილველად. სესიამ ის ცვლილებების გარეშე დაამტკიცა, აგრეთვე საერთაშორისო ვითარების ზოგიერთ ასპექტზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებზე და აფრიკაში დასავლური გავლენის შენარჩუნების პრობლემებზეც იმსჯელა.

ნატო-ს საბჭოს სესიის გახსნაზე ვაშინგტონში გამალებული შეიარაღების ფორსირებისკენ მოწოდებით აშშ პრეზიდენტი კარტერი გამოვიდა. თავისი დასავლეთევროპელი პარტნიორებისგან მან მოითხოვა ბლოკის სამხედრო ძლიერების გასაზრდელად შეერთებული შტატების ძალისხმევისთვის მხარი დაეჭირათ და მისი წინადადებით შემუშავებული საომარ მზადებათა გრძელვადიანი გეგმა მოეწონებიათ. მასში ღონისძიებების გატარება იყო გათვალისწინებული ევროპაში ნატო-ს გშძ-ის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის, სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) შემდგომი სრულყოფისთვის, საჰაერო თავდაცვისა (ჰთ) და რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ), კავშირგაბმულობის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა სრულყოფისთვის, აგრეთვე სტანდარტიზაციისა და ოპერატიული თავსებადობის განხორციელებისა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოდერნიზაციისთვის. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები ნატო-ს არმიების შეიარაღებაში უახლოეს წლებში ნეიტრონული იარაღის მიღების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდნენ, რამდენადაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ადამიანთა მასობრივი განადგურების მოცემული ბარბაროსული საშუალების წარმოებასთან მიმართებაში იმხანად ჯერჯერობით სანახევრო ხასიათს ატარებდა (носит пока половинчатый характер).

1970-იანი წლების მიწურულსა და 80-იანების დასაწყისში ნატო-ს ქვეყნები, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნ, ჯარებში არსებული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ხარისხობრივ განახლებას გეგმავდნენ. კერძოდ, აშშ-ს განზრახული ჰქონდა მობილური ბაზირების დაახლოებით 200 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (სკბრ) M-X და სხვადასხვა დანიშნულების თითქმის 11 ათასი ფრთოსანი რაკეტა შეეკვეთა, აგრეთვე ახალი ტანკის XM-1 “აბრამსი” სერიულ წარმოებასაც შედგომოდა. მხოლოდ პენტაგონი 4,7 მლრდ. დოლარის თანხის 3300-ზე მეტი ასეთი მანქანის შესყიდვას ითვალისწინებდა [ერთი ტანკის ფასი 1,42 მლნ. დოლარზე ნაკლები გამოდიოდა]. აშშ-ისა და რიგი ევროპული ქვეყნების სჰძ-ების შეიარაღებაში დაიწყებდნენ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას. სზძ-ებს კი ახალი ხომალდებით შეავსებდნენ.

ამ გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო ვითარების გამწვავების შემთხვევაში ევროპაში ნატო-ს გშძ-ის გაძლიერების ზომებს ექცეოდა, ამერიკული და კანადური ჯარების ევროპულ კონტინენტზე გადმოსროლის ხარჯზე. როგორც უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, აშშ-მ აიღო ვალდებულება 1983 წლისთვის ევროპაში იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მარაგები შეექმნა კიდევ ორი ამერიკული დივიზიისთვის (სამი შენაერთისთვის არსებულ მარაგებზე დამატებით) და სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავების ფარეხის მოდერნიზაციაც დაესრულებინა. პენტაგონი იმედოვნებს ამ დროისთვის შეექმნა პირობები აშშ-დან ევროპაში ათი დღის განმავლობაში ხუთი დივიზიის გადმოსროლის უზრუნველყოფისთვის და 7 დღეღამის მანძილზე ტაქტიკური ავიაციის ესკადრილიების რაოდენობის 60-მდე ასაყვანადაც. ნატო-ს ევროპული ქვეყნების წინაშე დაისვა გაძლიერების ჯარებისა და ძალების ორგანიზებული მიღებისა და საბრძოლო დანიშნულების რაიონებში მათი სწრაფი გადასროლის უზრუნველყოფის ამოცანა.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, უცხოურ პროგრესულ ბეჭდურ გამოცემებში ხაზი ესმებოდა იმას, რომ საომარ მზადებათა ამდენად ვრცელი კომპლექსი სავსებით განსაზღვრულ მიზანს ისახავდა – ევროპაში ძალთა თანაფარდობის დასავლეთის სასარგებლოდ შეცვლისთვის მიეღწიათ და კაცობრიობა ახალი მსოფლიო ომის ზღვარზე დაეყენებიათ. ამ გეგმების რეალიზაცია ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მონაწილე ქვეყნებისგან თავიანთი ხალხების ნამდვილი ინტერესებისა და საჭიროებათა საზარალოდ სამხედრო ხარჯების მორიგ გადიდებას მოითხოვდა (потребует). ასე, 1978/79 საფინანსო წელზე პენტაგონისთვის 130 მლრდ. დოლარზე მეტის გამოყოფას ვარაუდობდნენ. აშშ-ის ზეწოლით სხვა ქვეყნებიც თავიანთი სამხედრო ხარჯების ზრდას ითვალისწინებდნენ, ასე, მაგალითად: დიდი ბრიტანეთი – 7 მლრდ. გირვანქა სტერლინგზე მეტით, იტალია – 4300 მლრდ. ლირამდე და ა. შ. ნატო-ს საბჭოს სესიაზე აღიარეს, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო მშენებლობის პერსპექტიული გეგმის რეალიზაცია ბლოკის ყველა ქვეყნის მიერ რეალური სამხედრო ხარჯების ყოველწლიურად არანაკლებ 3 %-ით გაზრდას მოითხოვდა. თუმცა კი, აშშ თავდაცვის მინისტრის ბრაუნის აღიარებით, ესეც კი შეიძლებოდა საკმარისი არ ყოფილიყო. 

დაგეგმილ ღონისძიებათა რეალიზაციის საერთო ღირებულებას დაახლოებით 80 მლრდ. დოლარი უნდა შეედგინა (составит). თითოეული ქვეყნის კონკრეტული წილი ნატო-ს სამუშაო ორგანოების მიერ იქნებოდა განსაზღვრული და მთავრობებთან შეთანხმების შემდეგ დასამტკიცებლად ნატო-ს ბლოკის წევრთა მორიგ სხდომებზე წარედგინებოდა. ამასთან აშშ-ს ხელმძღვანელობა ევროპაში ნატო-ს სამხედრო პოტენციალის ზრდის მნიშვნელოვან ხარისხად დასავლეთევროპულ სახელმწიფოთა რესურსების ხარჯზე განხორციელებისკენ ისწრაფვოდა, ბლოკში აშშ-ის დომინირებული როლის შენარჩუნებით.

სესიის მონაწილეებმა განიხილეს აგრეთვე აშშ-ის ინიციატივით მომზადებული მოხსენება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივების შესახებ, რომელიც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, არსებითად, სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისა და მათი ერთიანობისთვის ძირის გამოთხრის გეგმას წარმოადგენდა. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, მოხსენების დასკვნებსა და ნატო-ს ქვეყნებისთვის გაწეულ რეკომენდაციებში იმის აუცილებლობას ესმებოდა ხაზი, რომ ამ დაჯგუფების თითოეული მონაწილეს სოციალისტურ სახელმწიფოებთან თავისი ურთიერთობების კოორდინაცია ბლოკის ფარგლებში უნდა მოეხდინა. საბჭოთა კავშირთან სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სთავაზობდნენ სსრკ-ის მზადყოფნაზე გაეხადათ დამოკიდებული, რომ მას თავისი შეიარაღებული ძალები ევროპაში ცალმხრივი წესით შეემცირებინა და სხვა დათმობებზეც წასულიყო.

ნატო-ს საბჭოს სესიაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აფრიკაში მდგომარეობის შეფასებას. აშშ-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ მისი მონაწილეების აფრიკულ სახელმწიფოთა საქმეებში ე. წ. “მზარდი საბჭოთა-კუბური ჩარევის” არსებობაში დარწმუნებას. მაგრამ აქაც კი, ამ თათბირზეც, ამ მტკიცებათა გამოგონილობა და აბსურდულობა იქნა გამოვლენილი. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნების უმრავლესობა მსგავს შეფასებას არ დაეთანხმა.

აშშ-ს, გფრ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიას შორის სესიაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად 1978 წლის 5 ივნისს პარიზში ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეთა თათბირი იქნა ჩატარებული. ის, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ზაირისა და პროდასავლური ორიენტაციის სხვა აფრიკული ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში, აგრეთვე “საერთაშორისო ძალების” (ე. წ. აფრიკული “საექსპედიციო კორპუსის”) შექმნაშიც რეკომენდაციების გამომუშავებას ისახავდა მიზნად, აფრიკაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ჩახშობისთვის. ამ თათბირის შემდეგ მომყოლმა ნატო-ს ქვეყნების პრაქტიკულმა ღონისძიებებმა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, დამაჯერებლად დაანახეს მთელ მსოფლიოს იმპერიალიზმის ნეოკოლონიალისტური პოლიტიკა, რომელიც ამ კონტინენტის ხალხების წინააღმდეგ იყო მიმართული.

სესიის ყველა მონაწილეს არ მოუწონებია პენტაგონის მიერ წარდგენილი სამხედრო პოტენციალის ზრდის უპრეცედენტო გეგმა და ბლოკის მოქმედებათა “საზღვრების გაფართოების” ღონისძიებანი. ასე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბ. ეჯევითმა გამოთქვა მოსაზრება პოლიტიკური განმუხტვის განვითარების მხარდასაჭერად და მოუწოდა ის სამხედრო განმუხტვითაც შეევსოთ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კალაჰენი ნატო-ს ჯარების გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა აფრიკაში “წესრიგის დამყარებისთვის”. მან მოუწოდა ასევე ხელი შეეწყოთ საბჭოთა-ამერიკული შეთანხმების დადებისთვისაც სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ.

საბჭოთა ავტორების დასკვნით, ნატო-ს საბჭოს ჩავლილი სესიის შედეგები აჩვენებდა, რომ დასავლეთში ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერი იყვნენ ძალები, რომლებიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან იყვნენ დაკავშირებულნი და “ცივი ომის” ხანებში დაბრუნების მომხრედ გამოდიოდნენ. ეს ავალდებულებდა საბჭოთა მეომრებს ფხიზლად ედევნებინათ თვალყურს იმპერიალისტების ხრიკებისთვის, მუდმივ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ ნებისმიერი აგრესორისთვის გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად. 

XV. ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები ევროპაში 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების თანამიმდევრულმა მშვიდობისმოყვარე პოლიტიკამ 1970-იან წლებში, რომელიც ხალხებს შორის ყოველმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებაზე, განმუხტვისა და განიარაღების მიღწევაზე იყო მიმართული, საერთაშორისო ურთიერთობებში, მშვიდობისა და სოციალიზმის სასარგებლოდ ძალების ახალ განლაგებაში ღრმა ცვლილებები გამოიწვია.

მეორეს მხრივ, განმუხტვის მოწინააღმდეგეებმა, უმთავრესად აშშ-ში, ე. წ. “საბჭოთა მუქარის” შესახებ მითის გამოყენებით ფართო საომარი მზადებები გაშალეს. 70-იანი წლების მეორე ნახევარში თეთრი სახლის ადმინისტრაცია ღიად იღებდა კურსს “ცივი ომის” სულისკვეთებით “ძალის პოზიციიდან” პოლიტიკის აღორძინებაზე და პირდაპირ აცხადებდა იმის შესახებ, რომ აშშ-ის გლობალური ინტერესების მიღწევაში მთავარი როლი ნატო-ს ბლოკს ეკუთვნოდა. შეერთებული შტატები გამოვიდა გამალებული შეიარაღების ფორსირებისა და სამხედრო ხარჯების შემდგომი ზრდის ინიციატორად. ასე, 1977 წელს ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ასიგნებებმა 174,6 მლრდ. დოლარი შეადგინა, ხოლო 1978-1982 წლების პერიოდში ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით, ისინი არანაკლებ 60 %-ით გაიზრდებოდა.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამ აგრესიული ბლოკის უმაღლესი სამხედო-პოლიტიკური ორგანოების მიერ 1978 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილებები მისი სამხედრო ძლიერების შემდგომ ზრდაზე მოწმობდა. ვაშინგტონში ნატო-ს საბჭოს სესიაზე დამტკიცებული შეიარაღებული ძალების განვითარების “მოკლევადიანი” და “გრძელვადიანი” პროგრამები მთავარ მიზანს – ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებზე სრული აღმატების (უპირატესობის) მიღწევას ისახავდა.

აკეთებდნენ რა ფსონს ომზე, როგორც თავიანთი მიზნების მიღწევის ძირითად საშუალებაზე, აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების იმპერიალისტურმა წრეებმა უკვე მშვიდობიანობის დროს ხუთმილიონიანი შეიარაღებული ძალები ჩამოაყალიბეს. ნატო-ს ქვეყნების ჯარების ყველაზე უფრო მსხვილი და ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება ევროპაში იყო შექმნილი. მის შემადგენლობაში, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, 1979 წლის დასაწყისისთვის 7 ათასზე მეტი ამერიკული ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალა და მიზნებამდე მათი მიტანის 3 ათასზე მეტი საშუალება მოითვლებოდა, აგრეთვე 70-მდე ექვივალენტური დივიზია, არანაკლებ 11 ათასი საბრძოლო ტანკისა და ტაქტიკური ავიაციის 3 ათასი საბრძოლო თვითმფრინავისა. პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 2 მლნ. ადამიანს აღემატებოდა, მათგან დაახლოებით 70 % ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) უმაღლესი მთავარსარდლის უშუალო ოპერატიულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

უმაღლესი (სტრატეგიული) სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში მთელი ევროპული ომის თეატრი შედიოდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ტერიტორიების გამოკლებით. მას ექვემდებარებოდა ნატო-ს გშძ-ის სამი მთავარი სარდლობა საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) (ჩრდილო-ევროპულზე – შტაბი კოლსოსში, ნორვეგია; ცენტრალურ-ევროპულზე – ბრიუნსუმში, ნიდერლანდები; სამხრეთ-ევროპულზე – ნეაპოლში, იტალია), ინგლისური სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სარდლობა მეტროპოლიაში (შტაბი ჰაი-უიკომში, დიდი ბრიტანეთი), ნატო-ს მობილური ძალები, აგრეთვე საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გაერთიანებული (სამოკავშირეო) სისტემა. ომთ-ზე თითოეული მთავარი სარდლობის შემადგენლობაში შექმნილი იყო სარდლობები, რომლებსაც გაერთიანებული სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) შესაბამისი დაჯგუფებები ექვემდებარებოდნენ.

ჩრდილო-ევროპულ ომთ-ს ნატო-ს გეგმებში განსაკუთრებული როლი ჰქონდა გამოყოფილი, მიუხედავად იმისა რომ მის ფარგლებში განლაგებული ჯარების დაჯგუფება რიცხოვნებისა და საბრძოლო ძლიერების მიხედვით მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრებზე, მაგრამ, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ნატო-ს შეიარაღებული ძალების მრავალრიცხოვანი სწავლებების მსვლელობისას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მისი გაძლიერების საკითხებს ეთმობოდა, რასაც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან შენაერთებისა და ნაწილების გადმოსროლის ხარჯზე ახორციელებდნენ. ითვლებოდა, რომ მოცემული ომთ-ის ფარგლებში მოკლე ვადებში შეიძლებოდა საკმარისად ძლიერი დაჯგუფება შეექმნათ.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ჩრდილო-ევროპული ომთ მოიცავდა ნორვეგიის, დანიის, დასავლეთგერმანული შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწის ტერიტორიებსა და სანაპირო წყლებს, აგრეთვე ბალტიის ზღვის სრუტეების ზონასაც. ის თავისებურ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა ევროპასა და ატლანტიკაში ნატო-ს სტრატეგიულ სარდლობებს შორის, იძლეოდა ბალტიის ზღვის სრუტეების წყლებისა და იმიერპოლარეთის პორტებიდან და სამხედრო-საზღვაო ბაზებიდან ატლანტიკაში მომავალი კომუნიკაციების გაკონტროლების შესაძლებლობას, ამიტომ განიხილებოდა როგორც მომგებიანი რაიონი სჰძ-ისა და სზძ-ის მსხვილი დაჯგუფებების გასაშლელად, აგრეთვე ჰთ-ის ადრეული გაფრთხილების საშუალებების განლაგებისთვისაც.

ნატო-ს მთავარსარდალს ამ ომთ-ზე (ნახატი 1) ექვემდებარებოდნენ გშძ-ის სარდლობები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში (შტაბები შესაბამისად ბუდიოსა და ოსლოში), აგრეთვე ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში (კარუპი, დანია). პირველებისთვის ისინი ამავდროულად ეროვნულ ნორვეგიულ სარდლობებსაც წარმოადგენენ, რაც, ნატო-ს სამხედრო ხელმძღვანელობის შეფასებით, ჯარების მართვის მოქნილობაც უნდა უზრუნველეყო მშვიდობიანობის დროს და მათი ეფექტური გამოყენებაც საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას.

[ნახატ 1-ზე, რომელსაც ეწოდებოდა “ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე”, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენები იყო ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდალი ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე; მას ექვემდებარებოდნენ სარდლები: ნატო-ს გშძ-ისა ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ნატო-ს გშძ-ისა სამხრეთ ნორვეგიაში და ნატო-ს გშძ-ისა ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში; ნატო-ს გშძ-ის სარდალს ჩრდილოეთ ნორვეგიაში ექვემდებარებოდნენ გაერთიანებული სახმელეთო ჯარების, გაერთიანებული სჰძ-ისა და გაერთიანებული სზძ-ის სარდლები ჩრდილოეთ ნორვეგიაში; ნატო-ს გშძ-ის სარდალს სამხრეთ ნორვეგიაში ექვემდებარებოდნენ გაერთიანებული სახმელეთო ჯარების, გაერთიანებული სჰძ-ისა და გაერთიანებული სზძ-ის სარდლები სამხრეთ ნორვეგიაში; ნატო-ს გშძ-ის სარდალს ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში ექვემდებარებოდნენ გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდალი დანიის კუნძულებზე, გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდალი შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კ. ფიუნენზე, გაერთიანებული სჰძ-ის სარდალი ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში და გაერთიანებული სზძ-ის სარდალი ამავე ზონაში] 

1970-იანი წლების მიწურულს აღნიშნული სარდლობები უმთავრესად კონტროლს ახორციელებდნენ შეიარაღებული ძალების ზოგად მშენებლობაზე, მათ დაქვემდებარებაში გადასაცემი შენაერთებისა და ნაწილების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებაზე. ამ ჯარების უშუალო მართვას ისინი საკუთარ თავზე ვითარების გამწვავებისა და გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სწავლებათა ჩატარების დროს ღებულობდნენ.

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ნატო-ს გშძ-ის დაჯგუფების პირადი შემადგენლობის რიცხოვნებას ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე შეიძლებოდა 100 ათას ადამიანამდე შეედგინა.

ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ შ ი შედიოდნენ გფრ-ის მე-6 მოტოქვეითი დივიზია, ექვსი მოტოქვეითი ბრიგადა (ხუთი დანიური და ერთიც ნორვეგიული), რამდენიმე ცალკეული ქვეითი ბატალიონი, აგრეთვე მართვადი რაკეტების (მრ) “ლანსი” ცალკეული სარაკეტო დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი).

ნატო-ს ხელმძღვანელობის შეფასებით, გაერთიანებული სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან შეაერთს გფრ-ის დივიზია წარმოადგენდა. ორგანიზაციულად ის ორი მოტოქვეითი და სატანკო ბრიგადებისგან, საარტილერიო პოლკის, უმართავი რაკეტების (ურ) “ონესტ ჯონი” დივიზიონის, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან შედგებოდა.

აღნიშნულ რეგულარულ შენაერთებთან და ნაწილებთან ერთად, რომლებიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ, ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის შემადგენლობაში შესაძლო იყო სარეზერვო ჯარები და ირეგულარული ფორმირებებიც გამოეყოთ, რომლებიც ახალი საბრძოლო ნაწილების შექმნის საფუძველს წარმოადგენდნენ. ასე, დანიაში, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, სამობილიზაციო ღონისძიებების გატარებისას დამატებით შეიძლებოდა რამდენიმე მოტოქვეითი ბრიგადა ჩამოეყალიბებინათ, ხოლო ნორვეგიის სახმელეთო ჯარებში კი – ათზე მეტი ქვეითი ბრიგადა. სარეზერვო ბრიგადების შტაბები უკვე მშვიდობიანობის დროს ფუნქციონირებდნენ.

დასავლეთგერმანული ჯარების სამობილიზაციო გაშლის განხორციელებას “შლეზვიგ-ჰოლშტაინის” ტერიტორიული სარდლობის ბაზაზე ითვალისწინებდნენ, რომელიც, როგორც დასავლურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რამდენიმე დღეღამის განმავლობაში იძლეოდა ქვეითი დივიზიის ჩამოყალიბებისა და შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კუნძულ ფიუნენზე გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდლობის შემადგენლობაში მისი გადაცემის შესაძლებლობას.

ომთ-ზე ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ჯარების შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა ძირითადად ამერიკული, ინგლისური და დასავლეთგერმანული, და ნაწილობრივ შვედური წარმოების ნიმუშებით იყო წარმოდგენილი.

ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ჰ ა ე რ ო ძ ა ლ ე ბ ი წარმოდგენილი გახლდათ ნორვეგიული, დანიური და დასავლეთგერმანული ნაწილებითა და ქვედანაყოფებით, რომელთა ძირითადი ამოცანები იყო სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერა და საჰაერო თავდაცვის ორგანიზაცია.

ბლოკის გაერთიანებული სჰძ-ები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში მშვიდობიანობის დროს მხოლოდ ნორვეგიული სჰძ-ის ქვედანაყოფებისგან შედგებოდა. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ნორვეგიის სჰძ-ში მოითვლებოდა სამი გამანადგურებელ-ბომბდამშენი საავიაციო ესკადრილია, სადაზვერვო ავიაესკადრილია, ჰთ-ის გამანადგურებელთა ესკადრილია, ორი სატრანსპორტო საავიაციო ესკადრილია, საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) “ნაიქ-ჰერკულესი” დივიზიონი (36 გასაშვები დანადგარი /გდ/) და ვერტმფრენების ცალკეული ესკადრილიები. ამ ძალებისა და საშუალებათა უმეტესი ნაწილი ნატო-ში გადასაცემად იყო გამოყოფილი. ასე, 1979 წლის დასაწყისში მის შემადგენლობაში 90-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი მოითვლებოდა. უახლოეს წლებში გეგმავდნენ მოძველებული თვითმფრინავების F-104G შეცვლას ამერიკული წარმოების უახლესი გამანადგურებლებით F-16.

ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში დანიის სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა საავიაციო ესკადრილიები (სამი გამანადგურებელ-ბომბდამშენი, სადაზვერვო, ორი ჰთ-ის გამანადგურებლებისა და ერთიც სატრანსპორტო), აგრეთვე ზმრ-ების “ნაიქ-ჰერკულესი” და “ჰოქი” თითო-თითო დივიზიონი. სულ დანიის სჰძ-ში, რომელიც ნატო-ში გადასაცემად იყო განკუთვნილი, დაახლოებით 100 საბრძოლო თვითმფრინავი, 36 გდ “ნაიქ-ჰერკულესი” და 24 გდ “ჰოქი” მოითვლებოდა.

გფრ-ის სჰძ ამ ზონაში ორ გამანადგურებელ-ბომბდამშენ ესკადრილიას, ორ სადაზვერვო ესკადრილიასა და ზმრ “ჰოქების” ორ დივიზიონს მოიცავდა. თვითმფრინავების საერთო რიცხოვნება კი 70 ერთეულზე მეტს შეადგენდა.

სულ ნატო-ს გაერთიანებულ სჰძ-ში ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე დაახლოებით 260 საბრძოლო თვითმფრინავი და ზმრ-ების 140-ზე მეტი გასაშვები დანადგარი შედიოდა.

ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო ძ ა ლ ე ბ ი ძირითადად ფლოტის მსუბუქი ძალებით (საესკადრო ნაღმოსნების ჩათვლით), სზძ-ის ავიაციითა და სანაპირო არტილერიით იყო წარმოდგენილი. ის განკუთვნილი იყო უმთავრესად ბალტიის ზღვის სრუტეების ბლოკადისთვის, აგრეთვე სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფისა და საზღვაო კომუნიკაციების დაცვისთვის.

ნორვეგიისა და დანიის სზძ-ების შემადგენლობაში მთლიანობაში 21 დიზელური წყალქვეშა ნავი, მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით აღჭურვილი რამდენიმე ფრეგატი (მრი ფრეგატი) და სხვა კლასების 100-ზე მეტი ხომალდი, მათ რიცხვში დაახლოებით 40 სარაკეტო კატარღა მოითვლებოდა.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ტექნიკური მიმართებით ყველაზე უფრო მეტად თანამედროვე დასავლეთგერმანული ფლოტი გახლდათ. მის შემადგენლობაში 180-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და კატარღა შედიოდა, მათ შორის 20-ზე მეტი დიზელური წყალქვეშა ნავი, რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი, 60-მდე ტრალერი და დაახლოებით 40 სარაკეტო და სატორპედო კატარღა. სზძ-ის ავიაცია შემდეგი ესკადრილიებისგან შედგებოდა: ტაქტიკური გამანადგურებლებისა და მზვერავების (ოთხი), საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავების (სამი), კავშირგამბულობის, სატრანსპორტო და სხვა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების. 

ცენტრალურ-ევროპული ომთ (ნახატი 2) ერთერთი ძირითადი გახლდათ ევროპაში. მის ფარგლებში უკვე მშვიდობიანობის დროს ნატო-ს შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მძლავრი დამრტყმელი დაჯგუფება იყო შექმნილი, რომელიც პირადი შემადგენლობის 700 ათასზე მეტ ადამიანს, 23 დივიზიას, შვიდ ცალკეულ ბრიგადასა და პოლკს, 6 ათასზე მეტ ტანკს, საველე არტილერიის 2 ათასამდე ქვემეხს, 1,7 ათასზე მეტ საბრძოლო თვითმფრინავს მოითვლიდა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი ბირთვული იარაღის მატარებელი იყო.

[ნახატ 2-ზე, რომელსაც ეწოდებოდა “ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე”, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებიიყო ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდალი ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე; მას ექვემდებარებოდნენ სარდლები: არმიების ჩრდილოეთის ჯგუფისა, არმიების ცენტრალური ჯგუფისა და ომთ-ზე გაერთიანებული სჰძ-ისა; არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის სარდლის დაქვემდებარებაში ჩამოთვლილი იყო დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, ნიდერლანდებისა და ბელგიის სახმელეთო ჯარების შენაერთები და ნაწილები; არმიების ცენტრალური ჯგუფის სარდლის დაქვემდებარებაში ჩამოთვლილი იყო აშშ-ის, გფრ-ისა და კანადის სახმელეთო ჯარების შენაერთები და ნაწილები; ომთ-ზე გაერთიანებული სჰძ-ის სარდლის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო მე-2 და მე-4 გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობების (გტას) სარდლები] 

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ეს დაჯგუფება ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი გახლდათ და მას საბრძოლო მოქმედებებისთვის მუდმივ მზადყოფნაში ინახავდნენ. საბჭოთა ავტორები საგანგებოდ ითვალისწინებდნენ იმას, რომ მოცემული ომთ-ის ფარგლებში ამერიკული ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალების დაახლოებით 80 % იყო განთავსებული და მიზნებამდე მათი მიტანის ამდენივე ერთეული საშუალება განლაგებული, რაც ნათლად გამოხატავდა იმ განსაკუთრებულ როლს, რომწელიც ამ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის მთავარ სარდლობას ჰქონდა გამოყოფილი იმპერიალიზმის აგრესიული ჩანაფიქრების რეალიზებაში.

გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ ი, როგორც უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, ორგანიზაციულად შეყვანილი იყო ორ მსხვილ დაჯგუფებაში: არმიების ჩრდილოეთ ჯგუფსა (აჩჯ) და არმიების ცენტრალურ ჯგუფში (აცჯ).

არმიების ჩრდილოეთის ჯგუფს (შტაბი მიუნხენ-გლადბახში, გფრ) თავის შემადგენლობაში ჰყავდა 12 დივიზია (მათგან ხუთი სატანკო და შვიდი მოტოქვეითი), მათ რიცხვში: ოთხი დასავლეთგერმანული, ოთხი ინგლისური, ორი ბელგიური და ორიც ჰოლანდიური. მის ძირითად დამრტყმელ ძალას დასავლეთგერმანული დივიზიები შეადგენდნენ, რომლებიც პირადი შემადგენლობის რიცხოვნებით, ჯავშანსატანკო ტექნიკით, არტილერიითა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით გაჯერებულობით, აჩჯ-ში გადაცემულ სხვა ქვეყნების შენაერთებს აღემატებოდნენ.

არმიების ცენტრალურ ჯგუფს (შტაბი ზეკენჰაიმში, გფრ) თავის შემადგენლობაში ჰყავდა 11 დივიზია (მათგან ხუთი სატანკო) და ოთხი ცალკეული ბრიგადა, მათ რიცხვში: ოთხი ამერიკული დივიზია და სამი ბრიგადა, შვიდი დასავლეთგერმანული დივიზია და კანადური ბრიგადა. აცჯ-ის დამრტყმელი ძლიერების საფუძველს ორი ჯავშანსატანკო და ორი მექანიზებული ამერიკული დივიზიები და სამი დასავლეთგერმანული სატანკო დივიზია შეადგენდნენ.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე შექმნილი და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ნატო-ს სახმელეთო ჯარების მსხვილი დაჯგუფება ვითარების გამწვავების მომენტში მნიშვნელვნად იქნებოდა გაძლიერებული შენაერთებისა და ნაწილების გადმოსროლის ხარჯზე სხვა რაიონებიდან, და უწინარეს ყოვლისა კი აშშ-დან. ამერიკული კონტინენტიდან ევროპაში (უმთავრესად გფრ-ში) ჯარების სწრაფი გადმოსროლის საკითხების დამუშავებას “რეფორჯერის” ტიპისა და სხვა ყოველწლიურ სწალებებში დიდი ყურადღება ეთმობოდა.

შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში შედგებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტები “პერშინგ”-1A, “ლანსი”, “ონესტ ჯონი”, 203,2 და 155 მმ ყალიბების თვითმავალი ჰაუბიცები, რომელთაც ბირთვული საბრძოლო მასალების გამოყენება შეეძლოთ, სხვადასხვა კოდიფიკაციის (M60, “ლეოპარდი”, “ჩიფტენი”) თანამედროვე საშუალო ტანკები, მსუბუქი ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები (ქსმ) და ჯავშანტრანსპორტერები (ჯტრ), ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რექატიული ჭურვები (ტსმრჭ) “თოუ”, “მილანი”, “ჰოთი” და სხვა.

ტანკებით, არტილერიით, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებითა და ჯტრ-ებით ყველაზე უფრო მეტი ხარისხით იყო გაჯერებული აშშ სახმელეთო ჯარების ჯავშანსატანკო და მექანიზებული შენაერთები. ასე, ჯავშანსატანკო დივიზიაში 351 ტანკი, ატომური არტილერიის 66 ქვემეხი, 225 ტსმრჭ გდ “თოუ” და “დრაკონი”, დაახლოებით 700 ჯტრ შედიოდა. გარდა ამისა, თითოეული დივიზიის შემადგენლობაში ტსმრჭ-ებით აღჭურვილი 42 ვერტმფრენიც იყო.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ნატო-ს სამხედრო ხელმძღვანელობას განზრახული ჰქონდა უახლოეს წლებში სახმელეთო ჯარების საცეცხლე და დამრტყმელი ძლიერების, აგრეთვე მოწინააღმდეგის ტანკებთან და საჰაერო დესანტებთან ბრძოლის შესაძლებლობათა შემდგომ ამაღლებისთვის მიეღწია. ამისთვის შენაერთებსა და ნაწილებში უახლესი სარაკეტო და საარტილერიო სისტემების, ტანკების, ტსმრჭ-ებისა და სხვა შეიარაღების მიწოდება იყო გათვალისწინებული.

ნ ა ტ ო -ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ს ჰ ძ -ს (სარდლობის შტაბი რამშტაინში, გფრ) თავის შემადგენლობაში მე-2 და მე-4 გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობები გააჩნდა, რომლებიც, შესაბამისად, არმიების ჩრდილოეთ და ცენტრალურ ჯგუფებთან ოპერატიული ურთიერთმოქმედებისთვის იყვნენ განკუთვნილნი.

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მე-2 გტას-ში შედიოდნენ ინგლისური სჰძ-ის სარდლობა გფრ-ში, ბელგიისა და ნიდერლანდების ტაქტიკური საავიაციო სარდლობები (ტას), საავიაციო მხარდაჭერის მე-3 დივიზია და ჰთ-ის მე-4 დივიზია გფრ სჰძ ტას-ის შემადგენლობიდან, აგრეთვე ტაქტიკური გამანადგურებლების 32-ე საავიაციო ესკადრილია (აშშ). სულ მე-2 გტას-ის საბრძოლო შემადგენლობაში, 1979 წლის დასაწყისში, მოითვლებოდა 600 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ რიცხვში 200-მდე ბირთვული იარაღის მატარებელი, მრ-ების “პერშინგ”-1A 36 გასაშვები დანადგარი (გფრ სჰძ) და ზმრ-ების “ნაიქ-ჰერკულესი”, “ჰოქი”, “ბლადჰაუნდი” და “რაპირა” დაახლოებით 500 გდ. ითვალისწინებდნენ F-104G, G.91 და ზოგიერთი სხვა ტიპის მოძველებული თვითმფრინავების შეცვლას ახალი თვითმფრინავებით “ტორნადო” (გფრ-ისა და დიდი ბრიტანეთის სჰძ) და F-16 (ბელგიისა და ნიდერლანდების სჰძ), რომლებიც შეიძლებოდა არა მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღით ყოფილიყვნენ შეიარაღებული, არამედ ბირთვულითაც.

მე-4 გტას-ის შემადგენლობაში, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, შედიოდნენ აშშ სჰძ-ის მე-3 და 17-ე საჰაერო არმიები, გფრ სჰძ ტას-ის საავიაციო მხარდაჭერის 1-ლი დივიზია და ჰთ-ის მე-3 დივიზია, 1-ლი კანადური საავიაციო ჯგუფი. თვითმფრინავების ფარეხის საერთო რიცხოვნება 750-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი გახლდათ, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი – ბირთვული იარაღის მატარებელი იყო. გარდა ამისა, მე-4 გტას-ში ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების “პერშინგ”-1A 36 გდ და ზმრ-ების 140-ზე მეტი გასაშვები დანადგარი მოითვლებოდა. საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეიარაღებაში თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები F-111E, F-16, F-4E, C და D შედგებოდა, რომლებიც სარდლობის თვითმფრინავების ფარეხის საერთო რაოდენობის 70 %-ზე მეტს წარმოადგენდნენ.

როგორც უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, ნატო-ს გაერთიანებული სჰძ ომთ-ზე მასზე დაკისრებული ამოცანების გადაწყვეტისას მჭიდრო ურთიერთმოქმედებაში იქნებოდა ინგლისურ სჰძ-თან მეტროპოლიაში, რომელიც ვითარების გამწვავებისას ევროპაში ნატო-ს გშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადადიოდა. როგორც გაერთიანებული სახმელეთო ჯარებიც, ისე ომთ-ზე ნატო-ს საავიაციო დაჯგუფებაც პირველ რიგში საბრძოლო ავიაციის აშშ-დან და კანადიდან გადმოსროლის ხარჯზე, აგრეთვე ზოგიერთი ნაწილის დიდი ბრიტანეთიდან გადმოსროლის ხარჯზეც იქნებოდა გაძლიერებული.

სამხრეთ-ევროპულ ომთ-ს, როგორც დასავლელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, ასევე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა. ის, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხრეთ ფლანგსა და სხვა აგრესიულ ბლოკებთან, უწინარეს ყოვლისა კი სენტო-თან მის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა. ამიტომ მილიტარისტულ მზადებათა საერთო ჯაჭვში ნატო-ს სარდლობა უკვე მშვიდობიანობის დროს ამ ომთ-ზე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მსხვილ დაჯგუფებებს ინახავდა, რომელთაც მიზნად არა მხოლოდ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების სამხრეთ ფლანგისთვის მუქარის შექმნა და შავი ზღვის სრუტეებს გაკონტროლება ჰქონდათ, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენაც. 

სამხრეთ-ევროპული ომთ იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებს, აგრეთვე ხმელთაშუა და მარმარილოს ზღვების აკვატორიას, შავი ზღვის სრუტეების ზონასა და შავი ზღვის სამხრეთ ნაწილს მოიცავდა. ომთ-ის სახმელეთო ნაწილის ფართობი 1200 ათასი კვ. კმ გახლდათ, ხოლო აქ განლაგებული ნატო-ს ქვეყნების მოსახლეობა კი დაახლოებით 100 მლნ. ადამიანს შეადგენდა.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ამ ზონაში გაშლილი ეროვნული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში პირადი შემადგენლობის დაახლოებით 1 მლნ. ადამიანი მოითვლებოდა. შეიარაღებული ძალების სახეობებიდან ყველაზე უფრო მსხვილი იყო სახმელეთო ჯარები, რომელთა პირადი შემადგენლობაც სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რიცხვის 70 %-ზე მეტს შეადგენდა. შენაერთების უმეტესი ნაწილი ბლოკის სხვადასხვა სარდლობის განკარგულებაში გადასაცემად იყო განკუთვნილი (ნახატი 3).

[ნახატ 3-ზე, რომელსაც ეწოდებოდა “ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე”, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენები იყო ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდალი სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე; მას ექვემ,დებარებოდნენ სარდლები: გშძ-ისა ომთ-ის სამხრეთ ნაწილში, გშძ-ისა ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გაერთიანებული სჰძ-ისა ომთ-ზე, გაერთიანებული სზძ-ისა ომთ-ზე, დამრტყმელი სზძ-ისა ომთ-ზე; ომთ-ის სამხრეთ ნაწილში ნატო-ს გშძ-ის სარდალს ექვემდებარებოდნენ იტალიის სახმელეთო ჯარები და აშშ-ის სამხრეთვევროპული ტაქტიკური ჯგუფი; ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს გშძ-ის სარდალს ექვემდებარებოდნენ თურქეთის 1-ლი, მე-2 და -3 საველე არმიები და საბერძნეთის 1-ლი საველე არმია; ომთ-ზე გაერთიანებული სჰძ-ის სარდალს ექვემდებარებოდნენ მე-5 და -6 გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობები; ომთ-ზე გაერთიანებული სზძ-ის სარდალს ექვემდებარებოდნენ იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სზძ-ის შენაერთები და ნაწილები, აგრეთვე ნატო-ს სზძ-ის შენაერთი “გამოძახებით” მოქმედებებისთვის; ომთ-ზე ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის სარდალს ექვემდებარებოდა აშშ-ის მე-6 ფლოტი] 

სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის (შტაბი ნეაპოლში, იტალია) ოპერატიულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ გაერთიანებული სახმელეთო ჯარები, გაერთიანებული სჰძ და გაერთიანებული სზძ, რომლის ძალებიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და თურქეთისგან გამოიყოფოდა, აგრეთვე დამრტყმელი სზძ. 1974 წლის აგვისტოდან საბერძნეთს ნატო-ს სამხედრო სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მან ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან თავისი გასვლის შესახებ განაცხადა, მაგრამ 1979 წლის დასაწყისისთვის გამოხატა მზადყოფნა სამხედრო ორგანიზაციის ფარგლებში აქტიური საქმიანობის განახლებაზე იმ პირობებით, რომ მის შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებელი სარდლობები უნდა ჰქონოდა (სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის), რომლებიც სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდლისადმი უშუალოდ იქნებოდნენ დაქვემდებარებულნი.

გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ ს, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, თავის შემადგენლობაში გააჩნდა დაახლოებით 30 დივიზია, 40-მდე ბრიგადა და რამდენიმე ცალკეული პოლკი, რომლებიც იტალიის, საბერძნეთის, თურქეთისა და აშშ-ის მიერ იყო გამოყოფილი. ეს ჯარები გაერთიანებული იყვნენ სახმელეთო ჯარების ორ სარდლობაში: ომთ-ის სამხრეთ ნაწილში (იტალიის ტერიტორია, შტაბი ვერონაში) და თეატრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორია, შტაბი იზმირში, თურქეთი*) (*საბერძნეთის ტერიტორიაზე ნატო-ს დამოუკიდებელი სარდლობების შექმნის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე მისი წარმომადგენლები ამ სარდლობისა და მე-6 გტას-ის შტაბების საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ, რომლებსაც თურქი გენერლები ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ბერძნული ჯარები კი გაყვანილი იყო მმართველობის ამ სამხედრო ორგანოების დაქვემდებარებიდან).

გაერთიანებულ სახმელეთო ჯარებს ომთ-ის სამხრეთ ნაწილში თავის შემადგენლობაში გააჩნდა ოთხი იტალიური დივიზია (სამი მექანიზებული და ერთიც ჯავშანსატანკო), ათზე მეტი იტალიური ბრიგადა და აშშ-ის სამხრეთევროპული ტაქტიკური ჯგუფი. ამ დაჯგუფების შეიარაღებაში 12 მრ გდ “ლანსი” მოითვლებოდა.

გაერთიანებული სახმელეთო ჯარები ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნომინალურად ერთ ბერძნულ და სამ თურქულ საველე არმიებს მოიცავდა, რომელთა შემადგენლობაშიც 28 ბერძნული და თურქული დივიზია, აგრეთვე 25-მდე ცალკეული ბრიგადა და უმართავი რაკეტების “ონესტ ჯონი” და ატომური არტილერიის ათზე მეტი დივიზიონი შედიოდა. მაგრამ საბერძნეთის ტერიტიორიაზე ნატო-ს დამოუკიდებელი სარდლობის (მე-7 გტას-ი და გშძ-ის სარდლობა სამხრეთ-ევროპული ომთ-ის ცენტრალურ ნაწილში) შექმნის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე ბერძნული სახმელეთო ჯარები ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ბლოკის ფარგლებში ერთობლივ სწავლებათა ჩატარების პერიოდში ის უშუალოდ ომთ-ზე ბლოკის მთავარსარდალს ექვემდებარებოდა.

საბერძნეთის სახმელეთო ჯარები მოითვლიდა 11 დივიზიას (მათ შორის ერთ ჯავშანსატანკოს), აგრეთვე ორ ცალკეულ ჯავშანსატანკო ბრიგადას. ყველა ისინი ორგანიზაციულად ოთხ საარმიო კორპუსში იყვნენ შეყვანილი, რომლებიც 1-ლ საველე არმიას შეადგენდნენ (შტაბი ლარისაში). ამ შენაერთებს ძირითადად ამერიკული საბრძოლო ტექნიკა და იარაღი გააჩნდათ, ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებათა ჩათვლით (ურ-ები “ონესტ ჯონი” და 203,2-მ ჰაუბიცები).

თურქეთის სახმელეთო ჯარების 17 დივიზია და 20-მდე ცალკეული ბრიგადა (პოლკი) ოთხი საველე არმიის შემადგენლობაში შედიოდა, რომელთაგან სამი ნატო-ს გშძ-ში იყო გადაცემული. ყველა ისინი ამერიკული საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით იყვნენ აღჭურვილი.

ნ ა ტ ო - ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ჰ ძ (სარდლობის შტაბი ნეაპოლში, იტალია) ორგანიზაციულად შეყვანილი იყო მე-5 და მე-6 გტას-ებში, რომლებიც ნატო-ში გადაცემულ ამერიკულ, იტალიურ, ბერძნულ და თურქულ საავიაციო ესკადრილიებს მოიცავდა. საბრძოლო თვითმფრინავების საერთო რიცხოვნება დაახლოებით 1000 ერთეულს შეადგენდა, რომელთაგან 180 თვითმფრინავზე მეტი – ბირთვული იარაღის მატარებელი იყო.

მე-5 გტას-ი (შტაბი ვიჩენცაში, იტალია) გაერთიანებულ სახმელეთო ჯარებთან ერთობლივი მოქმედებებისთვის ომთ-ის სამხრეთ ნაწილში და იტალიის ტერიტორიის დასაფარად (прикрытие) იყო განკუთვნილი. მასში შედიოდნენ იტალიის სჰძ სრული შემადგენლობით, აშშ სჰძ-ის 40-ე ტაქტიკური საავიაციო ჯგუფი და ზმრ “ნაიქ-ჰერკულესების” სამი დივიზიონი. სულ მე-5 გტას-ში 300-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და ზმრ-ების 110-მდე გასაშვები დანადგარი მოითვლებოდა.

მე-6 გტას-ი (შტაბი იზმირში, თურქეთი) 1979 წლის დასაწყისში მხოლოდ თურქულ სჰძ-სა და აშშ სჰძ-ის 39-ე ტაქტიკურ საავიაციო ჯგუფს მოიცავდა. თურქეთის სჰძ, რომელიც 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საჰაერო არმიებისგან შედგებოდა, დაახლოებით 350 საბრძოლო თვითმფრინავს მოითვლიდა (უმთავრესად ამერიკული წარმოებისა). გარდა ამისა, მასში ორი საზენიტო დივიზიონიც იყო (72 ზმრ გდ).

საბერძნეთის სჰძ დროებით ცალკეულ საავიაციო ფორმირებას (28-ე ტას) წარმოადგენდა და დაახლოებით 300 საბრძოლო თვითმფრინავს მოითვლიდა, რომელთა საფუძველსაც ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებლები და მზვერავები შეადგენდნენ. რამდენიმე ესკადრილია ფრანგული გამანადგურებლებით “მირაჟ”F.1 იყო შეიარაღებული.

ნ ა ტ ო - ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ზ ძ (სარდლობის შტაბი იყო ნეაპოლში, იტალია). მშვიდობიანობის დროს გაერთიანებული სზძ-ის სარდლობას, მართვის მოქმედი ორგანოების გამოკლებით, თავისი ძალები და საშუალებანი არ გააჩნდა. მის შემადგენლობაში გადაცემისთვის განკუთვნილი იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის, აგრეთვე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდები და ქვედანაყოფები ეროვნული სარდლობების განკარგულებაში რჩებოდნენ (სულ ძირითადი კლასების 280-მდე ხომალდი და დაახლოებით 100 თვითმფრინავი). ბლოკის სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მათი გადაცემის განხორციელება კრიზისული ვითარების წარმოქმნისას ან ომის დაწყებასთან ერთად, აგრეთვე ნატო-ს გშძ-ისა და გსზძ-ის სწავლებებისა და მანევრების ჩატარების პერიოდში იგეგმებოდა.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, გაერთიანებული სზძ განკუთვნილი იყო ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის საბრძოლო მოქმედებათა უზრუნველყოფისთვის ხმელთაშუა ზღვაში, სახმელეთო ჯარების მხარდაჭერისთვის ზღვისპირა მიმართულებებზე, აგრეთვე საზღვაო კომუნიკაციების დაცვისა და დარდანელის, ბოსფორისა და ჰიბრალტარის სრუტეების ბლოკადისთვისაც.

1968 წელს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ხმელთაშუა ზღვაში ბლოკის გაერთიანებული საბაზო ავიაციის სარდლობა შეიქმნა, რომელიც უმთავრესად ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ხომალდებზე თვალყურის დევნებისთვის იყო განკუთვნილი. მის შემადგენლობაში 50 სხვადასხვა თვითმფრინავი შედიოდა, რომლებსაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და თურქეთის სზძ-ები გამოჰყოფდნენ.

1970 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-ს ოპერატიული შენაერთის შექმნის შესახებ ხმელთაშუა ზღვაში “გამოძახებით” მოქმედებებისთვის, რომელშიც ოთხ-ექვს ხომალდს რთავდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და თურქეთისგან (საბერძნეთი იმხანად არ გამოყოფდა). იგი განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ხმელთაშუა ზღვის იმ რაიონებში, სადაც აშშ მე-6 ფლოტის ჩარევა აუცილებლობით გამოწვეული არ იქნებოდა.

ნ ა ტ ო - ს დ ა მ რ ტ ყ მ ე ლ ი ს ზ ძ აშშ მე-6 ფლოტის შენაერთების ბაზაზე ყალიბდებოდა, რომელიც მშვიდობიანობის დროს ეროვნულ დაქვემდებარებაში იყო და გაერთიანებულ სზძ-ში საერთაშორისო ვითარების გამწვავებისა და კრიზისული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში გადაეცემოდა. მე-6 ფლოტში, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, 1970-იან წლებში მუდმივად 50-მდე ხომალდი და დამხმარე გემი მოითვლებოდა, მათ რიცხვში ორი ავიამზიდი (მათზე ბაზირებულია 160-180 საბრძოლო თვითმფრინავი, რომელთაგან 50 %-მდე შესაძლოა ბირთვული იარაღის მატარებელი ყოფილიყო).

ამ ფლოტში შედიოდნენ აგრეთვე საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფებიც (დაახლოებით 2 ათასი ადამიანი), რომლებიც სადესანტო ხომალდებზე იმყოფებოდნენ. მისი პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 25 ათას ადამიანს აღწევდა. გარდა ამისა, დამრტყმელ სზძ-ში იტალიისა და დიდი ბრიტანეთის სზძ-ების ცალკეული მრი ხომალდების ჩართვაც იყო გათვალისწინებული.

როგორც უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, საერთაშორისო ვითარების მკვეთრი გამწვავების პერიოდში, მე-6 ამერიკული ფლოტის ძირითადი ძალები, საავიამზიდო დამრტყმელი, ნავსაწინააღმდეგო და ამფიბიურ-სადესანტო ძალების ჩათვლით, საზღვაო ქვეითი ჯარით ბორტზე, ჩვეულებრივ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რაიონში იგზავნებოდა, ე. ი. უფრო ახლოს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების საზღვრებთან და ახლო აღმოსავლეთთან.

 ინგლისური სჰძ-ის სარდლობა მეტროპოლიაში 1975 წლის აპრილში დამრტყმელი საავიაციო სარდლობის ბაზაზე იქნა შექმნილი. მან ომთ-ზე მთავარი სარდლობის სტატუტი მიიღო და ოპერატიულად ევროპაში ნატო-ს გშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს ექვემდებარებოდა. მის შემადგენლობაში 300-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და ზმრ-ების “ბლადჰაუნდისა” და “რაპირას” დაახლოებით 60 გასაშვები დანადგარი შედიოდა.

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში არცთუ მცირე მნიშვნელობის მქონე როლს ნატო-ს მობილური ძალები თამაშობდა, რომელიც სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური სჰძ-ის ქვედანაყოფებს შეიცავდა, რომლებიც უკვე მშვიდობიანობის დროს ევროპაში ბლოკის გშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში იყვნენ გადაცემულნი. ისინი განკუთვნილი გახლდნენ ძირითადად ბლოკის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე ჯარების დაჯგუფებათა გაძლიერებისთვის ჩრდილო-ევროპულ და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ებზე შეზღუდული შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღების მუქარის წარმოქმნის შემთხვევაში ან მისი დაწყებისთანავე.

მობილური სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 1970-იანი წლების მიწურულს, შვიდი ბატალიონი (ამერიკული, ინგლისური, დასავლეთგერმანული, კანადური, ბელგიური, იტალიური და ლუქსემბურგული), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები შედიოდნენ. მათი საერთო რიცხოვნება დაახლოებით 8 ათასი ადამანი იყო. მობილურ სახმელეთო ჯარებს თავისი შტაბი ჰქონდა (ზეკენჰაიმი, გფრ) და მას გენერალ-მაიორის წოდების მქონე სარდალი მეთაურობდა.

მობილური სჰძ ტაქტიკური ავიაციის შვიდ ესკადრილიას შეიცავდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, კანადის, იტალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების სჰძ-დან. თვითმფრინავების ფარეხის რიცხოვნება 120 საბრძოლო თვითმფრინავზე მეტი გახლდათ, რომელთაგან რამდენიმე ტაქტიკური გამანადგურებელი შესაძლოა ბირთვული იარაღის მატარებელიც ყოფილიყო. მობილური სახმელეთო ჯარებისგან განსხვავებით, მას თავისი შტაბი არ გააჩნდა და უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულების შესაბამისად კრიზისულ ვითარებაში საბრძოლო მოქმედებების რაიონში და ამ რაიონში ბლოკის გაერთიანებული სჰძ-ის სარდლის დაქვემდებარებაში გადაისროლებოდა.

ნატო-ს საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემა ევროპაში ბლოკის მონაწილე ქვეყნების ჰთ-ის ეროვნული სისტემების ერთიან კომპლექსს წარმოადგენდა, რომლებიც ერთმანეთთან მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს უმაღლესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობის ქვეშ საერთო ამოცანების შესრულებით იყვნენ დაკავშირებულნი. იგი სხვადასხვა დანიშნულების რადიოსალოკაციო სადგურებს (რლს), გამანადგურებელი ავიაციისა და ზმრ-ების ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, აგრთვე მართვის ორგანოებს მოიცავდა, რომელთაგან უმრავლესობა ავტომატიზებული სისტემა “ნეიჯით” იყო აღჭურვილი. ჰთ-ის ძალები და საშუალებანი უკვე მშვიდობიანობის დროს მუდმივად მაღალი ხარისხის საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. ყველა ევროპულ ომთ-ზე რადიოსალოკაციო საშუალებათა, მართვის ორგანოების, გამანადგურებელ-დამჭერებისა და ზმრ კომპლექსების უწყვეტი მორიგეობა იყო ორგანიზებული.

ეს სისტემა ორგანიზაციულად ჰთ-ის ზონების, რაიონებისა და სექტორებისგან შედგებოდა, რომლებიც ბლოკის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებს მოიცავდნენ ყველა ევროპულ ომთ-ზე. სულ შექმნილი იყო ოთხი ზონა: ჩრდილოეთის (ოპერატიული ცენტრი კოლსოსში, ნორვეგია), ცენტრალური (ბრიუნსუმი, ნიდერლანდები), სამხრეთის (ნეაპოლი, იტალია) და ატლანტიკური (სტანმორი, დიდი ბრიტანეთი). პირველი სამი ზონის საზღვრები შესაბამისად ჩრდილო-ევროპული, ცენტრალურ-ევროპული და სამხრეთ-ევროპული ომთ-ების საზღვრებს ემთხვეოდა.

სულ მოცემული სისტემის შემადგენლობაში, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 84 რადიოსალოკაციო პოსტი, 550-ზე მეტი გამანადგურებელი და ზმრ-ების დაახლოებით 1600 გასაშვები დანადგარი მოითვლებოდა.

ევროპაში ნატო-ს გშძ-ის მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებისთვის, ბლოკის სარდლობა შტაბებისა და ჯარების მომზადების საკითხებს მუდმივად და მიზანსწრაფულად ამუშავებდა, რომელსაც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მკვეთრად გამოხატული აგრესიული მიმართულება გააჩნდა. ყოველწლიურად 180-ზე მეტი სხვადასხვა მსხვილი სწავლება ტარდებოდა, როგორც შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა, ისე ერთობლივიც. მათგან ყველაზე უფრო მსხვილი გახლდათ საშემოდგომო მანევრები “ოთემ ფორჯი”, რომლებიც ყველა ომთ-ზე 30-ზე მეტ სხვადასხვა სწავლებებს აერთიანებდა.

საბჭოთა ავტორების დასკვნით, ყველაფერი ეს იმის შესახებ მეტყველებდა, რომ ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები ევროპაში, რომელიც აშშ-ისა და ბლოკის სხვა ქვეყნების იმპერიალიზმის მძლავრ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა, სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის გაჩაღებისთვის ემზადებოდა და ევროპულ კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მუდმივ მუქარას წარმოადგენდა.

(დასასრული იხ. ნაწილი IV)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა