Friday, February 27, 2015

დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში

(ქვემოთ შემოთავაზებული ნაშრომი მომზადებულია საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1970-იანი წლების ნომრებში გამოქვეყნებული წერილების საფუძველზე და იძლევა სსრკ-ში იმხანად არსებული შეხედულებების გაცნობის შესაძლებლობას სამხედრო და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებში. რა თქმა უნდა, საბჭოთა ავტორები, ისევე როგორც დასავლელი ავტორებიც, თავიანთ შეხედულებებში ტენდენციურები იყვნენ, მაგრამ ერთად შეკრებილი ეს წერილები მათში განხილული პრობლემების მთლიანობაში და ურთიერთკავშირში დანახვის საშუალებას მისცემს თანამედროვე ქართველ მკითხველს, რაც, ჩვენი აზრით, მას იმდროინდელი საერთაშორისო და სამხედრო პოლიტიკის, აგრეთვე ნატო-ს ბლოკთან დაკავშირებული ბევრი ძირეული საკითხის გარკვევაშიც დაეხმარება. ეს ასევე წაახალისებს დაინტერესებულ მკითხველს მოიძიოს და შეისწავლოს იმავე დასავლელი, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპელი ავტორების ნაწერები ამ პერიოდზე, შეუდაროს ისინი საბჭოთა ავტორების ხედვას და შეიქმნას შეძლებისდაგვარად ობიექტური და კვალიფიციური წარმოდგენა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ე. წ. „ცივი ომის“ ამ მეტად მნიშვნელოვან ხანაზე, რომელიც ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის ეგიდით ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გარკვეული განვითარებითაც ხასიათდებოდა. წერილების თარგმანების თხრობა ჩვენს მიერ წარსულ დროშია გადაყვანილი, ისინი ჟურნალის ნომრებში გამოქვეყნების ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა განთავსებული, ხოლო საჟურნალო წერილების სათაურები კი უცვლელად გადმოვიტანეთ.)

(ნაწილი I) 

I. ნატო უწინდელ პოზიციებზე 

საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, ღრმა ცვლილებები საერთაშორისო ურთიერთობებში 1970-იანი წლების პირველ ნახევარში იმ დროის დამახასიათებელ ნიშანს შეადგენდა. “ცივი ომის” პერიოდიდან, რომელიც არაერთხელ ქმნიდა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის მუქარას, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვაზე, განსხვავებული სოციალური წყობილების მქონე სახელმწიფოების კონსტრუქციულ და საქმიან თანამშრომლობაზე გადასვლა სსრკ-ის გაზრდილი ძლიერების, მსოფლიო არენაზე ძალთა ახალი განლაგების, სოციალისტური ქვეყნების თანამიმდევრული მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკის წყალობით გახდა შესაძლებელი.

თუმცა კი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სოციალიზმის მშვიდობიანი შეტევის ფრონტის გაფართოებასა და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების წინმსვლელ დამკვიდრებასთან (поступательное утвеждение) ერთად ძლიერდებოდა აგრესიული და რეაქციული ძალების წინააღმდეგობაც, რომლებიც ისწრაფვოდნენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში უნდობლობისა და მტრობის შენარჩუნებისკენ, საბჭოთა კავშირისა სხვა სოციალისტური ქვეყნების საგარეოპოლიტიკური კურსის აზრისა და მიმართულების დამახინჯებისკენ. ამის დადასტურებას წარმოადგენდა ე. წ. “ატლანტიკური კვირეული” 1973 წლის დეკემბერში, რომლის განმავლობაშიც ბრიუსელში ნატო-ს უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ორგანოების სხდომები შედგა. მათი გადაწყვეტილებები კვლავ იმის შესახებ მოწმობდა, რომ იმპერიალიზმის ამ მთავარ სამხედრო-პოლიტიკურ დაჯგუფებას განზრახული ჰქონდა უწინდებურად გამალებული შეიარაღების გაძლიერებისა და ევროპაში ვითარების გამწვავების პოლიტიკა გაეტარებინა, რომელიც საერთაშორისო დაძაბულობის დასახულ (наметившееся) შესუსტებას ეწინააღმდეგებოდა.

საბჭოთა ავტორები საგანგებოდ აღნიშნავდნენ იმას, რომ ნატო-ს ე. წ. ევროჯგუფის შემქმნელი ათი ევროპული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა თავიანთ სხდომაზე, რომელიც 1973 წლის 6 დეკემბერს შედგა, მთავარი ყურადღება ამ ქვეყნების შეიარაღებული ძალების სრულყოფისა და სამხედრო მიზნებით ასიგნებათა გაზრდის საკითხებს დაუთმეს.

ევროჯგუფის წევრების ზამთრის სხდომებმა, რომლებიც ჩვეულებრივ მონაწილე ქვეყნების ნატო-ში სამხედრო წილის გაზრდაზე ახალი ვალდებულებების აღებით მთავრდებოდა, სულ უფრო ავის მომასწავებელი ტრადიცია შეიძინეს. 1970-იანი წლების დასაწყისში თითქმის ყოველწლიურად ევროჯგუფის ქვეყნები ზრდიდნენ თავიანთ სამხედრო ასიგნებებს, და როგორც ყოველთვის, ასეთი გადაწყვეტილებების დასაბუთებას “მზარდი საბჭოთა მუქარისადმი” დაპირისპირების აუცილებლობით ცდილობდნენ. ამ შემთხვევაშიც 1974 წელს ამ ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების თითქმის 2 მლრდ. დოლარით გაზრდა იყო გათვალისწინებული.

გარდა ამისა, 1974 წელს იგეგმებოდა ევროჯგუფის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის დამატებითი რაოდენობის მიწოდება. კერძოდ, როგორც მოცემულ კომუნიკეში აღინიშნებოდა, სახმელეთო ჯარები მიიღებდნენ 470 ტანკს, 1080 ჯავშანტრანსპორტერსა (ჯტრ) და ავტომობილს, 200 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას; სამხედრო-საჰაერო ძალები (სჰძ) – 195 საბრძოლო თვითმფრინავს, 140 ვერტმფრენს, 820 საზენიტო რაკეტასა და 850-ზე მეტ საზენიტო ქვემეხს; სამხედრო-საზღვაო ძალები (სზძ) – 5 საესკადრო ნაღმოსანსა და სადარაჯო ხომალდს, 16 წყალქვეშა ნავს (მათ შორის ერთ ატომურს), 10 კატარღასა და 33 ვერტმფრენს. დიდი ბრიტანეთის, გფრ-ისა და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებმა ასევე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) შემადგენლობაში სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ახალი ნაწილების გადაცემის შესახებაც განაცხადეს.

6 დეკემბრის სხდომაზე განხილულ იქნა აგრეთვე 1970 წლის დეკემბერში მიღებული ევროჯგუფის შეიარაღებული ძალების სრულყოფის პროგრამის შესრულების მიმდინარეობაც. როგორც ცნობილია, მის განხორციელებაზე ხუთი წლის განმავლობაში 1 მლრდ. დოლარი გამოიყო, რომლიდანაც 400 მლნ.-ზე მეტი თვითმფრინავების შესაფარებლების (укрытия) აშენებისთვის იყო განკუთვნილი. 1974 წლის აპრილისთვის ამ შესაფარებლების მშენებლობაზე აღნიშნული თანხის უკვე 2/3 ჰქონდათ დახარჯული. 

ევროჯგუფის საქმიანობამ სრული მოწონება მიიღო ბლოკის სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის 7 დეკემბრის სხდომაზე, სადაც ევროჯგუფის თავმჯდომარის მოხსენება იქნა მოსმენილი. ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, საფრანგეთის გამოკლებით, რომელიც, როგორც ცნობილია, გასული იყო ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან და ამ კომიტეტის მუშაობაში არ მონაწილეობდა, თავიანთი ძალისხმევა ჩრდილოატლანტიკური კავშირის შეიარაღებული ძალების 1974-1978 წლებში მშენებლობის იმ გეგმების შესწავლაზე მიმართეს, რომლებიც ნატო-ს სამხედრო კომიტეტმა წარმოადგინა.

ბლოკის სჰძ-ის ეფექტურობის ამაღლების მიზნებით, სამხედრო დაგეგმვის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ცე ომთ) გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ის შტაბის შექმნის შესახებ. ახალი სარდლის დანიშვნისა და შტაბის განლაგების ადგილის თაობაზე განცხადების გაკეთებას მოგვიანებით აპირებდნენ.

სხდომაზე გამეფებული ნატო-ს სამხედრო მზადებების სვლითა და გეგმებით “თანხმობისა და ურთიერთ კმაყოფილების სული”, რის შესახებაც ბლოკის საინფორმაციო სამსახურები ცდილობდნენ შეტყობინებას, საბჭოთა ავტორების შენიშვნით, წამიერად აორთქლდა, როგორც კი მინისტრები სამხედრო ხარჯების ტვირთის მონაწილე ქვეყნებს შორის გადანაწილების საკითხის განხილვაზე გადავიდნენ. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, დისკუსიამ იმდენად გააფთრებული და შეურიგებელი ხასიათი მიიღო, რომ “გენერლებიც კი გააძევეს სხდომათა დარბაზიდან, როდესაც პოლიტიკოსები ფულის გამო დავობდნენ”. 

პრობლემის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ აშშ გამოყოფდა მნიშვნელოვან სახსრებს ევროპაში თავისი დაჯგუფების შენახვაზე. ასე, აშშ სახელმწიფო მდივნის ეკონომიკურ საკითხებში მოადგილის კეისის განცხადებით, ამ ხარჯებით გამოწვეული საგადასახადო დეფიციტი 70-იანი წლების დასაწყისში 1,5 მლრდ. დოლარს შეადგენდა. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მთავრობამ, რომელიც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუარესებითა და “საერთო ბაზრის” ცხრა წევრის დისკრიმინაციული სავაჭრო პოლიტიკით იყო შეშფოთებული, აღნიშნული ხარჯების ტვირთის ბლოკის დანარჩენ წევრებს შორის “სამართლიანი” გადანაწილება მოითხოვა.

როგორც ცნობილი იყო, სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის ივნისის სხდომაზე (1973 წელი) აშშ თავდაცვის მინისტრი შლესინჯერი, რომელიც ამ მითითებებით ხელმძღვანელობდა, დაჟინებით მოითხოვდა, რომ მოკავშირეებს ევროპაში აშშ შეიარაღებული ძალების შენახვის ხარჯების უმეტესი ნაწილი თავიანთ თავზე აეღოთ. მაგრამ მან მაშინ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ნატო-ში სპეციალური ჯგუფის შექმნაზე პარტნიორების თანხმობისთვის მიეღწია, რომელსაც ამ საკითხების შემდგომი შესწავლა დაევალებოდა. 

აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მოხსენება, რომელიც აშშ-ის ხარჯების კომპენსაციის სხვადასხვანაირ გეგმებს სთავაზობდა, იქცა კიდეც მწვავე დავების საგნად. თანაც 1973 წლის დეკემბერში სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრების აზრები, როგორც ამ ხარჯების სიდიდესთან, ისე მათი ანაზღაურების ფორმებთან მიმართებაშიც, ერთმანეთს დაშორდა. შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის ძიებაში გფრ-ის თავდაცვის მინისტრმა ლუბერმა შესთავაზა მოეწვიათ სამხედრო დაგეგვის კომიტეტის სპეციალური სხდომა ბლოკის ქვეყნების საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრების მონაწილეობით. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ძნელი არ იყო იმის შენიშვნა, რომ ლუბერის წინადადება თავისი ამერიკელი პარტნიორის ინტერესებზე ზრუნვით ნაკარნახევი სულაც არ გახლდათ. გფრ, რომელიც იმხანად აშშ-თან ახალი საკომპენსაციო შეთანხმების დადების თაობაზე ძნელ ვაჭრობას აწარმოებდა, ევროპაში ამერიკული ჯარების შენახვაზე ხარჯების, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა, ნატო-ს სხვა ქვეყნებზე გადატანისკენაც ისწრაფვოდა.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის ზეწოლით დასავლეთ ევროპული ქვეყნები იძულებული შეიქნენ სამხედრო ხარჯების გადანაწილების აუცილებლობა პრინციპში ეღიარებინათ. 

ნატო-ს საბჭოს სესია, რომელიც 1973 წლის 10 და 11 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიმდინარეობდა, და რომელმაც “ატლანტიკური კვირეული” დაასრულა, დასავლური ბეჭდური გამოცემების ხატოვანი განსაზღვრებით, “ყრუთა დიალოგს” მოგვაგონებდა. ფაქტიურად მასზე განხილულ ვერც ერთ საკითხში გადაწყვეტილება ვერ იქნა გამოუმუშავებული, სესიის მონაწილეთა ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, რომ აუცილებელი იყო ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებული იმ დაძაბულობის ლიკვიდაცია, რომელიც ახლოაღმოსავლური კრიზისით გახლდათ განპირობებული.

თავის გამოსვლაში აშშ სახელმწიფო მდივანი ბლოკის ქვეყნებს თანამშრომლობის განმტკიცებისა და ურთიერთ კონსულტაციების გაფართოებისკენ მოუწოდებდა, აღნიშნა რა, რომ ნატო რჩება ამერიკული პოლიტიკის ქვაკუთხედად. თუმცა კი დასკვნითი კომუნიკეს ტექსტში “ატლანტიკურ სოლიდარობაზე” ტრადიციული მითითებები იყო ჩართული, მაგრამ პრაქტიკულად უთანხმოებები ბლოკში დარეგულირებული არ ყოფილა. ასე, მორიგ სესიამდე ღიად რჩებოდა საკითხი ნატო-ს საქმიანობის თანამედროვე პრინციპების განსაზღვრის შესახებ. რჩებოდა ასევე განსხვავებები (расхождения) შეერთებული შტატებისა და დასავლეთეროპული ქვეყნების პოლიტიკის შეფასებაში 1973 წლის არაბ-ისრაელის ომის დროს, არ იყო მოხსნილი უთანხმოებები (разногласия) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროშიც. ამ პრობლემებს დაემატა კიდევ ერთი – ენერგეტიკული კრიზისის გამწვავება, რომელსაც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, აშშ იმისთვის იყენებდა, რათა დასავლეთევროპული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება დაემუხრუჭებინა.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაკეთებული დასკვნები აჩვენებდა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა იძულებული იყო ევროპაში მიმდინარე სასიკეთო პოლიტიკური ცვლილებებისთვის ანგარიში გაეწია. ამასთან ერთად ის არ ფიქრობდა უარი ეთქვა თავის კურსზე, რომელიც სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების ერთიანობისთვის ძირის გამოთხრასა და თავისთვის ცალმხრივი უპირატესობების უზრუნველყოფაზე ჰქონდა მიმართული. საბჭოთა ავტორების სიტყვით, მხოლოდ ასე შეიძლებოდა შეეფასებინათ სესიის მონაწილეთა მოთხოვნები სოციალისტურ ქვეყნებთან კონტაქტების განვითარებისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ, ვინაიდან, როგორც ცნობილი იყო, ამის ქვეშ იმალებოდა განზრახვა სოციალიზმის ქვეყნებში თავიანთი იდეოლოგიის შეტანის უზრუნველყოფაზე.

ასეთი გახლდათ ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელი ორგანოების 1973 წლის ზამთრის სესიის სხდომათა ძირითადი შედეგები, რომლებიც, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ადასტურებდა, რომ პარტნიორებს შორის უთანხმოებები თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან მიმართებაში თავიანთ სიმწვავეს ინარჩუნებდა. “ატლანტიკური კვირეულის” შედეგების კომენტირებისას უცხოური ბეჭდური გამოცემები ხაზს უსვამდნენ, რომ “მტკიცებები იმის თაობაზე, რომ გულახდილმა საუბრებმა კავშირი განამტკიცა, საქმეებით ჯერ კიდევ არ არის გამაგრებული. სესიის კომუნიკემ აჩვენა, რომ უზარმაზარ ხვრელებს (щели) შენობაში ქაღალდები მიაკრეს”. არცთუ შემთხვევით კისინჯერი შეშფოთებით აღნიშნავდა, რომ ნატო იდგა არჩევანის წინაშე: დარჩებოდნენ თუ არა პარტნიორები მოკავშირეებად თუ მეტოქეებად გადაიქცეოდნენ. ასეთი ვერდამამშვიდებელი შედეგით მივიდა ჩრდილოატლანტიკური კავშირი თავის 25-წლიან იუბილემდე.

II. ნატო-ს ბლოკი თანამედროვე ეტაპზე 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1970-იანი წლების დასაწყისში დასავლური ბეჭდური გამოცემების გვერდები ავსებული იყო შეტყობინებებით, რომლებიც “ცივი ომის” აპოლოგეტებში გულგატეხილობას იწვევდა. “ნატო-ს კრიზისი”, “ჩრდილოატლანტიკური კავშირის პირქუში პერსპექტივა”, “სიტყვიერი ომი მოკავშირეებს შორის” – ასე ახასიათებდნენ იმდროუნდელ ვითარებას ძირითად იმპერიალისტურ ბლოკში, რომელმაც 1974 წლის გაზაფხულზე თავისი 25-ე წლისთავი აღნიშნა. ბევრი უცხოელი მიმომხილველის აზრით, მოცემულ მომენტში მდგომარეობა ამ ბლოკში “ყველაზე უფრო ცუდია მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძლზე”.

ნატო-ს მონაწილე ქვეყნებს შორის უთანხმოებათა ახალი და სერიოზული გამწვავების მიზეზები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აიხსნებოდა უწინარეს ყოვლისა სავალუტო-ფინანსური და ეკონომიკური ხასიათის უთანხმოებებით, ამ ბლოკის ხელმძღვანელობის მისწრაფებით საერთაშორისო პრობლემები უწინდებურად გადაეწყვიტა “ძალის პოზიციიდან”, “ცივი ომის” ხანის სულისკვეთებით, საერთაშორისო ვითარებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინების გარეშე. ეს ცვლილებები აშინებდა ნატო-ს ხელმძღვანელ წრეებს, ძირს უთხრიდა ბლოკის არსებობის საფუძველს. 

საბჭოთა ავტორებს ნამდვილად შეუძლებლად მიაჩნდათ საერთაშორისო ურთერთობებში იმ ძვრების არშემჩნევა, რომლებიც 1970-იანი წლების შუახანებისთვის იყო მიღწეული. მათი შეფასებით, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (სკკპ) XXIV ყრილობაზე წამოყენებულმა მშვიდობის პროგრამამ, სკკპ ცენტრალური კომიტეტისა (ცკ) და საბჭოთა მთავრობის აქტიურმა და თანამიმდევრულმა საგარეოპოლიტიკურმა საქმიანობამ, რომელიც საბჭოთა სახელმწიფოს ძლიერებასა და ავტორიტეტს, აგრეთვე სოციალისტური ქვეყნების ძმურ სოლიდარობას ემყარებოდა, უზრუნველყო შემობრუნება საერთაშირისო დაძაბულობის განმუხტვისა და განსხვავებული სოციალური წყობილების მქონე სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობისკენ. 

მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მშვიდობის საქმეს ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგეები ჰყავდა. “რეაქცია ყველგან, სადაც კი ის ამას ახერხებს, – განაცხადა სკკპ ცკ-ის გენერალურმა მდივანმა ლ. ი. ბრეჟნევმა ყამირის ათვისების 20-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე ალმა-ატაში, – ისწრაფვის გადმოდიოდეს კონტრშეტევებში თუნდაც ცალკეულ უბნებზე, ამუხრუჭებდეს განმუხტვის საქმეს, ართულებდეს მომწიფებული პრობლემების გადაწყვეტას”. რეაქციულ იმპერიალისტურ წრეებს, რომელთა დამრტყმელ რაზმსაც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, კაპიტალისტური ქვეყნების მთავარი სამხედრო დაჯგუფება – ნატო-ს ბლოკი წარმოადგენდა, არ სურდათ “ცივი ომის” სანგრების დატოვება. ისინი გამოდიოდნენ სამხედრო ბიუჯეტების ზრდისა და გამალებული შეიარაღების მომხრედ, აგრძელებდნენ მილიტარისტული პროპაგანდის წარმოებას, ცდილობდნენ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში უნიადაგო შიში და უნდობლობა დაეთესათ. ამ უმადურ საქმეში მათ იპოვნეს მოკავშირე პეკინის ხელმძღვანელობის სახით, რომელიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1970-ინ წლებში ბლოკის განმტკიცების მომხრედ გამოდიოდა და გაშიშვლებული ანტისოვეტიზმის, სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის პოლიტიკას ატარებდა.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1949 წლის 4 აპრილს შექმნილი ჩრდილოატლანტიკური კავშირი ჩაფიქრებული იყო როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკის გატარებისთვის “ძალის პოზიციიდან”. მისმა ორგანიზატორებმა მიზნად დაისახეს გადაექციათ დასავლეთ ევროპა პლაცდარმად აგრესიისთვის საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური სახელმწიფოების წინააღმდეგ. ბლოკის მთელი საქმიანობა მისი არსებობის 25 წლის განმავლობაში (ანუ 1949-1974 წლებში) ამ მიზნის მიღწევისთვის იყო დაქვემდებარებული. იგი 70-იანი წლების შუახანებშიც დასავლეთის ყველაზე უფრო რეაქციული წრეების ნებას გამოხატავდა და მშვიდობისმოყვარე ხალხების თვალში სამხედრო საფრთხის მთავარ წყაროს წარმოადგენდა.

და მართლაც, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ბლოკის საქმიანობაზე თვალის მიდევნებისას, საბჭოთა ავტორები ვერანაირ სხვა დასკვნებს ვერ აკეთებნენ. მათი სიტყვით, იმყოფებოდა რა იმპერიალისტური ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სამსახურში, ბლოკის ხელმძღვანელობა მთელ თავის ძალისხმევას მილიტარიზმისა და შემდგომი გამალებული შეიარაღების გზით მიმართავდა. ნატო-ს გენერალური მდივნის, ბლოკის მაღალი თანამდებობის მქონე გენერლების, რიგი მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების განცხადებებში კბილმოცვეთილი ანტისოვეტიზმი და ბლოკის შეიარაღებული ძალების ძლიერების ზრდისკენ, “ძალის პოზიციიდან” პოლიტიკის გატარებისკენ მოწოდებები სჭარბობდა.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ბლოკის სამხედრო ძლიერების შედგომი ზრდა – ნატო-ს საქმიანობის მთავარი მიმართულება გახლდათ. მათი სიტყვით, ნატო-ს ხელმძღვანელი წრეების მიერ გატარებული პოლიტიკის აგრესიული კურსი ბლოკის ძლიერ სამხედრო მანქანას ემყარებოდა, რომლის მქნევარაც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო სწრაფად იცარებოდა (раскручивается). ნატო-ს ქვეყნებში შექმნილი იყო დაახლოებით 5 მლნ. ადამიანის რიცხოვნების შეიარაღებული ძალები, რომელსაც მაღალ ტექნიკურ დონეზე ინარჩუნებდნენ.

აშშ სტრატეგიული სარაკეტო-ბირთვული ძალები, რომელიც ნატო-ს ე. წ. “ბირთვულ ქოლგას” შეადგენდა, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 70-იანი წლების შუახანებისთვის მოითვლიდა 1054 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას (სკბრ), 41 ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავს 656 ბალისტიკური რაკეტით ბორტზე და დაახლოებით 400 მძიმე სტრატეგიულ ბომბდამშენს. აშშ-ის საწყობებში კი დიდი რაოდენობით ბირთვული საბრძოლო მასალები ინახებოდა. უცხოური ბეჭდური გამოცემები ასევე მიუთითებდნენ, რომ თუმცა კი ეს ძალები ნატო-ს სარდლობის დაქვემდებარებაში არ შედიოდა, მაინც ევროპასა და ატლანტიკაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლები თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით ბლოკის ინტერესებში ამ ძალების გამოყენების დაგეგმვაში მონაწილეობას ღებულობდნენ.

ევროპაში ბლოკის გაერთიანებულ (სამოკავშირეო) შეიარაღებულ ძალებში (გშძ), რომელიც ნატო-ს სარდლობის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1974 წლის დასაწყისში დაახლოებით 1,1 მლნ. ადამიანი, 8500-ზე მეტი ტანკი და 2750-მდე საბრძოლო თვითმფრინავი მოითვლებოდა. გარდა ამისა, 1500-მდე სარეზერვო ტანკი საწყობებში იყო შეყვანილი, ხოლო აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) დაახლ. 100 საბრძოლო თვითმფრნავი კი “ორმაგი ბაზირების” პრინციპით გამოიყენებოდა.

დასავლეთ ევროპაში და თურქეთის ტერიტორიაზე ტაქტიკური და ოპერატიულ-ტატიკური დანიშნულების 7000-ზე მეტი ბირთვული საბრძოლო მასალა იყო განთავსებული, რომლებიც 100-ზე მეტ საწყობში ინახებოდა, აგრეთვე განლაგებული იყო ბირთვული იარაღის მიზნებამდე მიტანის 2000-ზე მეტი საშუალებაც.

ბლოკის გშძ-ის ყველაზე უფრო ძლიერი დაჯგუფება ცენტრალურ ევროპაში იყო თავმოყრილი. იქ დასავლეთგერმანული მიწის შლეზვიგ-ჰოლშტაინის გათვალისწინებით, რომელიც ნატო-ს ჩრდილო-ევროპული საომარ-მოქმედებათა თეატრის (ჩე ომთ) ზონაში შედიოდა, ბლოკის გშძ-ის შემადგენლობაში, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მოითვლებოდა 23 დივიზია, 6000-ზე მეტი ტანკი და 2000-მდე საბრძოლო თვითმფრინავი. ამ დაჯგუფების საერთო რიცხოვნება 700 ათას ადამიანს აღემატებოდა.

ნატო-ში შეიარაღებული ძალების მართვის ორგანოების განტოტვილი ქსელი იყო შექმნილი, რომელიც მუდმივად სრულყოფასა და გაფართოებას განიცდიდა. ბლოკის მრავალეროვნულ გაერთიანებულ (სამოკავშირეო) შტაბებში 70-იანი წლების პირველ ნახევარში 16000-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის დაახლოებიღ 3100 გენერალი და ოფიცერი, 12 ათასი სერჟანტი და ჯარისკაცი, 1200-მდე სამოქალაქო მოსამსახურე. მხოლოდ ევროპაში ნატო-ს გშძ-ის შტაბში, რომელიც კასტოში (ბრიუსელის რაიონი, ბელგია) იყო განლაგებული, დაახლოებით 2500 ადამიანი მოითვლებოდა.

1967-73 წლებში ნატო-ს ბლოკში რამდენიმე გაერთიანებული სარდლობა და შტაბი შეიქმნა. 1973 წლის შემოდგომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ის შექმნის თაობაზეც ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე.

1970-იანი წლების დასაწყისიდან ნატო-ს ხელმძღვანელობამ, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, აიღო კურსი ბლოკის სამხედრო პოტენციალის შემდგომ ზრდაზე. ამ მიზნებით ტარდებოდა ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებდა უწინარეს ყოვლისა შეიარაღების ხარისხობრივ სრულყოფას, პირადი შემადგენლობის საველე გაწვრთნილობის გაუმჯობესებას, მთლიანობაში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. გეგმავდნენ აგრეთვე ჯარების საბრძოლო შემადგენლობის გაძლიერებასაც გაბერილი ზურგის ორგანოებისა და უზრუნველმყოფი ქვედანაყოფების რამდენადმე შემცირების ხარჯზე. სწორედ ამ მიზნებს ექვემდებარებოდა დასავლეთგერმანული ბუნდესვერის დასახული რეორგანიზაციაც. 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ისწრაფვოდა რა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში მასში თავიდანვე ბლოკის მონაწილე რამდენიმე ქვეყნის ჩათრევისკენ (втягивание), ნატო-ს ხელმძღვანელობა მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებზე ევროპაში ქმნიდა ჯარების მრავალეროვნულ კოალიციურ დაჯგუფებებს. ასე, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, გფრ-ის ტერიტორიაზე სოციალისტური სახელმწიფოების საზღვრების მახლობლობაში, დასავლეთგერმანული ჯარების გარდა, 229000 ამერიკელი, 63000 ინგლისელი, 15000 ბელგიელი, 5000 ჰოლანდიელი და 5000 კანადელი ჯარისკაცი და ოფიცერი იმყოფებოდა. გარდა ამისა, გფრ-ში დაახლოებით 50000 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე იყო განლაგებული.

მშვიდობიანობის დროს რეგულარული ჯარების მსხვილი დაჯგუფებების შენახვასთან ერთად, ბლოკის ხელმძღვანელობა 70-იანი წლების პირველ ნახევარში სარეზერვო კომპონენტების გაძლიერებასა და რეზერვისტების მომზადების ინტენსიფიკაციას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. ნატო-ს შტაბებში სამობლიზაციო ღონისძიებათა სისტემას შეიმუშავებდნენ, რომელიც საგანგებო ვითარების პირობებში იძლეოდა მოკლე ვადებში გშძ-ის გაშლის უზრუნველყოფის შესაძლებლობას. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ბლოკის სარდლობას სამი კვირის მანძილზე შეეძლო ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების დაჯგუფების 36-37 დეივიზიამდე აყვანა, ხოლო სამი თვის მანძილზე კი – 44 დივიზიამდეც (აშშ-დან დამატებით 8 დივიზიის გადმოსროლის შესაძლებლობის გათვალისწინებით – 52 დივიზიამდე). ამასთან აღინიშნებოდა, რომ ნატო-ს ქვეყნებში მომზადებული რეზერვისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო, მაგალითად გფრ-ში ასეთი დაახლოებით 1,8 მლნ. ადამიანი მოითვლებოდა.

ბლოკის მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს ყოველწლიურად იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი რაოდენობით უახლესი ნიმუშები მიეწოდებოდათ. აშშ-ში, მაგალითად, 1974/75 ფინანსურ წელში ამ მიზნით 20 მლრდ.-მდე დოლარის დახარჯვას ითვალისწინებდნენ. ნატო-ს ევროპული ქვეყნები ამერიკული მმართველი წრეების ზეწოლით 70-იანი წლების პირველ ნახევარში თავიანთ შეიარაღებულ ძალებში იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდებისთვის წელიწადში დამატებით 1-2 მლრდ. დოლარს გამოყოფდნენ.

ნატო-ს ქვეყნებში ფართო მასშტაბებში წარმოებდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები შეიარაღების ახალი ნიმუშების შექმნის სფეროში. წამყვანი როლი ამ მიმართებით ეკუთვნოდა აშშ-ს, სადაც აღნიშნულ სამუშაოებზე 1974/75 საფინანსო წელში 9,4 მლრდ. დოლარს მოითხოვდნენ, ე. ი. 13 %-ით მეტს წინა ფინანსურ წელთან შედარებით. ამასთან ძირითადი ყურადღება სტრატეგიული დანიშნულების ამერიკული ძალების სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის შემდგომ ზრდას ეთმობოდა. ხდებოდა ახალი სარაკეტო წყალქვეშა ნავის “თრაიდენთის” შემუშავების ფორსირება 24 რაკეტით (“თრაიდენთ”-2) ბორტზე. ამ რაკეტებს უნდა ჰქონოდათ სროლის გაზრდილი სიშორე, აღჭურვილი ყოფილიყვნენ მარვ (МАРВ), ტიპის მრავალმუხტიანი საბრძოლო ნაწილებით, რომელთაც მანევრირების უნარის მქონე ქობინები ექნებოდათ მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (რწთ, ПРО) გადასალახად. პირველი 10 ასეთი ნავის მშენებლობაზე 13,5 მლრდ. დოლარის დახარჯვას ვარაუდობდნენ, პირველი ნავის მწყობრში შეყვანა კი 1978 წელში იგეგმებოდა.

წარმოებდა ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენის B-1 შემუშავების ფორსირებაც. პენტაგონი 1980 წლისთვის 244 ასეთი ბომბდამშენის შეკვეთას (11 მლრდ. დოლარის თანხისა) ვარაუდობდა, რომლებსაც მოძველებულ ბომბდამშენები B-52 უნდა შეეცვალათ. გრძელდებოდა კვლევები რაკეტა “მინითმენისთვის” ბირთვული საბრძოლო მასალების შემდგომი სრულყოფის მიზნით. რაკეტებს “პოლარისი” რაკეტმზიდ (სარაკეტო) ატომურ წყალქვეშა ნავებში ცვლიდნენ მრავალმუხტიანი საბრძოლო ნაწილების მქონე რაკეტებით “პოსეიდონი”. გამოყოფილი იყო სახსრები ფრთოსანი რაკეტების შექმნაზე, რომლებიც შესაძლო იყო გაეშვათ როგორც წყალქვეშა ნავებიდან, ისე თვითმფრინავებიდანაც და შემდეგ ისინი ძალზედ მცირე სიმაღლეებზე იფრენდნენ, ადგილმდებარეობის რელიებისთვის გარშემოვლით. გამოიყოფოდა სახსრები “თრაიდენთთან” შედარებით უფრო მცირე ზომის, მაგრამ უფრო მანევრული წყალქვეშა ნავის შემუშავებაზე “თრაიდენთ”-1 რამდენიმე რაკეტით ბორტზე. 

ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ხელმძღვანელობა ატარებდა ფართო ღონისძიებებს ზოგადი დანიშნულების ძალებისთვის შეიარაღების ახალი, უფრო ძლიერი ნიმუშების შესამუშავებლად. ამასთან, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აქტიურად იყენებდნენ იმპერიალიზმის აგრესიული ომების გამოცდილებასაც ინდოჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში.

ნატო-ს სარდლობის ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა ისეთი ღონისძიებები, როგორიც გახლდათ სახმელეთო ჯარების უშუალო მხარდაჭერის ავიაციის გაძლიერება, ნაწილებისა და შენაერთების აერომობილურობის ამაღლება, ბრძოლის ველზე ტანკებთან და საჰაერო მიზნებთან ბრძოლის საშუალებებით მათი აღჭურვა, ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის (ნწთ, ПЛО) უფრო ეფექტური საშუალებების შექმნა, კავშირგაბმულობის სისტემების სრულყოფა. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ნატო-ს ქვეყნების ჯარებში გაიზარდა ახალი მოდელების ტანკების, უფრო ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ), საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების, სატრანსპორტო ვერტმფრენების, საზენიტო მართვადი სარაკეტო იარაღის (ზმრი, ЗУРО) მოძრავი კომპლექსების, უშუალო მხარდაჭერის თვითმფრინავების, უპილოტო თვითმფრინავების, მართვადი სარაკეტო იარაღით (მრი, УРО) აღჭურვილი ხომალდების, მართვის ავტომატიზებული სისტემების (მას, АСУ), რადიოელექტრონული წინააღმდეგობის საშუალებებისა და სხვა თანამედროვე შეიარაღების მიწოდება.

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ნატო-ს ხელმძღვანელობის მილიტარისტული ქავილი ვლინდებოდა მუდმივად იარაღის ჟღარუნში, რათა შეექმნათ შიშისა და უნდობლობის ვითარება, გაეძლიერებინათ საერთაშორისო დაძაბულობა. მისი აზრით, სწორედ ამ მიზნებს მიჰყვებოდა უწინარეს ყოვლისა ნატო-ს სარდლობა, როდესაც ბლოკის ფარგლებში ატარებდა მრავალრიცხოვან სწავლებებსა და მანევრებს დიდი რაოდენობით ჯარების მონაწილეობით. ყველა სწავლება, როგორც წესი, ტარდებოდა სოციალისტურ სახელმწიფოთა საზღვრების მახლობლობაში და მათ ღიად ანტისაბჭოთა მიმართულება გააჩნდათ და აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდნენ.

ბლოკის შეიარაღებული ძალების მშენებლობას უწინდებურად საფუძვლად ედო “მოქნილი რეაგირების” სტრატეგია. მაგრამ 70-იანი წლების დასაწყისში უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში გამოჩნდა წერილები, რომელთა ავტორებიც თანამედროვე პირობებში ამ სტრატეგიის ქმედითობის ეჭვის ქვეშ დაყენებას ცდილობდნენ და მის გადასინჯვას მოითხოვენ. ამასთან ერთად წინ წამოსწევდნენ ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის დისლოკაციის “გაუმჯობესების” მოთხოვნებს “მეწინავე მიჯნების” სტრატეგიული კონცეფციის მოთხოვნათა შესაბამისად, ე. ი. ბლოკის ძირითადი ძალების სოციალისტურ სახელმწიფოთა საზღვრებისკენ წინ წამოწევასა და ზურგის ორგანოების მათთან მოახლოვებას.

ომთ-ების ოპერატიული აღჭურვა – მნიშვნელოვანი რგოლი გახლდათ ნატო-ს აგრესიულ მზადებებში. ფართო მილიტარისტული მზადებები ნატო-ში წარმოებდა საომარ მოქმედებათა თეატრების ოპერატიული აღჭურვის ხაზით. 1951-დან 1972 წლის ჩათვლით ბლოკის ქვეყნებმა, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ამ მიზნით დაახლოებით 5 მლრდ. დოლარი დახრჯეს. ნატო-ს ინფრასტრუქტურის პროგრამით აგებული იყო 220 აეროდრომი და სამხედრო-საჰაერო ბაზა, გაყვანილი იყო 44000 კმ კავშირგაბმულობის ხაზი და 10000 კმ მილსადენები, შექმნილი იყო 2 მლნ. მ³ საერთო ტევადობის საწვავ-საცხები მასალების (ГСМ) საწყობები, რაკეტების სასტარტო პოზიციები, საბრძოლო მასალებისა და იარაღის საწყობები, რადიოსალოკაციო სადგურებისა (რლს, РЛС) და საჰაერო შეტყობინების სისტემების ქსელი, სამხედრო-საზღვაო და სხვა ობიექტები.

1971 წელს ნატო-ს ევროპულმა ქვეყნებმა გამოყვეს 420 მლნ. დოლარი 73 აეროდრომზე თვითმფრინავების 1600 შესაფარებლის მშენებლობისა და კავშირგაბმულობის სისტემის სრულყოფისთვის. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ეს პროგრამა, ისევე როგორც აშშ სჰძ-ის თვითმფრინავებისთვის ევროპაში 430 შესაფარებლის მშენებლობის პროგრამა, 1974 წლის დასაწყისში ძირითადად შესრულებული იყო.

ამ წლის დასაწყისში მწყობრში მთლიანად იყო შეყვანილი ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ავტომატიზებული სისტემა “ნეიჯი”, რომლის საერთო ღირებულებაც 300 მლნ. დოლარზე მეტი გახლდათ. იგი მოიცავდა საჰაერო სივრცეს ჩრდილოეთ ნორვეგიიდან აღმოსავლეთ თურქეთამდე და შეიცავდა 84 რადიოსალოკაციო საგუშაგოს (пост). თუმცა კი, ამ სისტემის შემდგომი სრულყოფის სამუშაოები სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ისევ გრძელდებოდა.

სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა – ბლოკის ხელმძღვანელი ორგანოების აუცილებელი მოთხოვნა იყო. უზარმაზარი სამხედრო მანქანის შენახვა კოლოსალურ ხარჯებს მოითხოვდა. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ ბლოკის მონაწილე ქვეყნების სამხედრო ხარჯებმა 1973 წელს 120 მლრდ. დოლარს გადააჭარბა, ხოლო სულ ნატო-ს არსებობის მთელი დროის მანძილზე კი (ე. ი. 1949-1973 წლებში) მისმა მონაწილეებმა სამხედრო მიზნებით ასტრონომიული თანხა – 1800 მლრდ. დოლარზე მეტი დახარჯეს. ამასთან, სამხედრო ხარჯები 70-იანი წლების დასაწყისში მუდმივად იზრდებოდა: მთლიანობაში ბლოკში 6-7 %-ით წელიწადში, ხოლო მის ევროპულ ქვეყნებში კი – 15-20 %-ით.

კოლოსალურ ზომებს მიაღწია ბლოკის წამყვანი ქვეყნის აშშ-ის სამხედრო ხარჯებმაც. 1974/75 ფინანსურ წელში შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხაზით ამ მიზნით 85,8 მლრდ. დოლარის დახარჯვას ითვალისწინებდნენ, რაც 8 %-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. “ეს არის ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი სამხედრო ბიუჯეტი მისი არსებობის მთელი 198-წლიანი ისტორიის მანძილზე, იქნებოდა ეს ომის ან მშვიდობის პერიოდებში”, – წერდა ამერიკული ყოველკვირეული “იუნაითედ სთეითს ენდ უორლდ რიპორტი”. უცხოური ბეჭდური გამოცემები, ცდილობდნენ რა ზოგიერთი პროგნოზის გაკეთებას, მიუთითებდნენ, რომ აშშ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უახლოეს ხანებში წელიწადში 100 მლნ. დოლარს გადააჭარბებდა.

სამხედრო ხარჯების ზრდა გრძელდებოდა და მუდმივად მზარდი გამალებული შეიარაღება აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნებში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სხვას არაფერს წარმოადგენდა, თუ არა ახალი მსოფლიო ომის მატერიალურ მომზადებას.

წინააღმდეგობების ახალი გამწვავება ნატო-ში. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა წინააღმდეგობებმა აშშ-სა და ბლოკში მის ევროპელ პარტნიორებს შორის, რომელთა უმრავლესობაც შეერთებული შტატების კონკურენტ ძირითად ეკონომიკურ დაჯგუფებაში – “საერთო ბაზარში” შედიოდა. ბლოკის ევროპული ქვეყნები ღიად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას აშშ-ის პრეტენზიებით ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ჰეგემონიაზე და მსოფლიოში მის “გლობალურ პასუხისმგებლობაზეც”. ისინი უარყოფდნენ ვაშინგტონის მცდელობებს მათ ჩათრევაზე კონფლიქტებში ნატო-ს ზონის ფარგლებს გარეთ ამერიკელი მილიტარისტების მიზნების მიღწევისთვის. ეს ქვეყნები ცდილობდნენ მეტი დამოუკიდებლობის გამოვლენას თავიანთი საგარეოპოლიტიკური კურსის გატარებაში. ამერიკული პოლიტიკის შესახებ განსაკუთრებით მწვავედ გამოდიოდნენ სიტყვით ფრანგი სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც უარყოფდნენ აშშ-ის დიქტატს როგორც შეუთავსებელს “ნატო-ს გამოცხადებულ პრინციპებთან”. “პარიზმა გადაწყვიტა საკუთარ თავზე აიღოს ევროპაში აშშ-ის ოპოზიციის ლიდერის მძიმე, მაგრამ პოპულარული როლი”, – წერდა იტალიური გაზეთი “რინაშიტა”. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან დერ სტულმა 1974 წლის მარტში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: “არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპას ამერიკულ ხომალდზე მიბმულ ნავად თვლიდნენ”.

იმაზე, თუ რამდენად გამწვავდა იმხანად წინააღმდეგობანი ნატო-ში, ამ ბლოკის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი მოღვაწეების ოფიციალური განცხადებები და დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებიც მოწმობდა. 1974 წლის მარტში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ სახელმწიფო მდივანმა კისინჯერმა განაცხადა: “ჩვენ გვაშფოთებს ზოგიერთი ქვეყნის მიერ (ლაპარაკია ნატო-ს წევრ ქვეყნებზე – И. Б.) გატარებული პოლიტიკა, რომელიც, როგორც ჩვენ გვეჩვენება, ზოგიერთ სფეროში მტრულ ხასიათს იძენს...”. ნატო-ს ოფიციალური ორგანო – ბიულეტენი “ნუველ ატლანტიკი” წერდა: “ნატო-ს წრეებში იჩენენ შეშფოთებას დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში არასასიკეთო მდგომარეობის (неблагополучие) გაძლიერებასთან დაკავშირებით, ატლანტკურ ურთიერთობებში ვითარებას კი საჩოთიროდ (щекотливой) თვლიან...”. ინგლისური გაზეთის “დეილი ტელეგრაფის” აზრით “ახლა ნატო-ს მომავალი ბნელია (გაუხარებელია, мрачное). კავშირი განხეთქილებისა და აქეთ-იქით ხეტიალის მდგომარეობაში იმყოფება (союз находится в состоянии разброда и шатания), და ოპტიმიზმის გამოხატვა უადგილოა”. უფრო გულახდილად გამოთქვა სათქმელი დასავლეთგერმანულმა გაზეთმა “ფრანკფურტერ ალგემაინემ”, რომელმაც ხაზი გაუსვა: “მრავალი კრიზისიდან, რომლებშიც ჩრდილოატლანტიკური კავშირი ჩავარდნილა, ახლა იგი ყველაზე უფრო სერიოზულს განიცდის”. ცდილობდა რა ნატო-ში წინააღდეგობათა გამწვავების ერთერთი ძირითადი მიზეზი ეჩვენებინა, ინგლისური გაზეთი “სანდი ტაიმსი” ახდენდა კონსტატირებას: “ევროპაში დაძაბულობის მნიშვნელოვნად დასუსტების შედეგად ზოგიერთი დასავლეთევროპული მთავრობისთვის ძნელი ხდება საზოგადოების მხრიდან შეიარაღებაზე ხარჯებთან მიმართებაში მხარდაჭერის მიღწევა. ზოგიერთი, შესაძლოა, ნატო-ს წევრობაში ნაკლებ აზრსაც ხედავს”.

საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ მდგომარეობა ნატო-ში 1970-იანი წლების შუახანებისთვის მართლაც არ არის საუკეთესო “ცივი ომის” ამ გადმონაშთის მომხრეებისთვის, როგორც მაშინ ნატო-ს ბლოკს დასავლეთ ევროპაში ხშირად მოიხსენიებდნენ.

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის სიტყვით, ნატო-ში წინააღმდეგობათა გაძლიერებისთვის საბაბად იქცა უთანხმოებები 1973 წლის ოქტომბერში არაბ-ისრაელის ომის დროს, როდესაც ნატო-ს თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა, ენერგეტიკული კრიზისის შემდგომი გაძლიერების შიშით, გაემიჯნა აშშ-ის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისრაიტელი აგრესორის უსიტყვო მხარდაჭერაზე იყო მიმართული. პორტუგალიის გამოკლებით, მათ აკრძალეს თავიანთი საჰაერო სივრცის, აგრეთვე მათ ტერიტორიაზე განლაგებული აეროდრომების, პორტებისა და საწყობების გამოყენება ისრაელისთვის შეიარაღების გადასასროლად. ეს ქვეყნები, არ სურდათ რა პასუხი ეგოთ პენტაგონის ავანტიუტისტული მოქმედებების გამო, გამოთქვამდნენ ღია აღშფოთებას იმით, რომ აშშ-მ მოკავშირეთა გაფრთხილებისა და მათთან კონსულტაციების გარეშე ახლო აღმოსავლეთში ამ კონფლიქტის მსვლელობისას მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა თავისი შეიარაღებული ძალები, განლაგებული მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში, მათ შორის დასავლეთ ევროპაშიც.

ნატო-ს ევროპული ქვეყნების ამ მოქმედებებმა ამერიკული მთავრობის მხრიდან მკვეთრი რეაქცია გამოწვია. ფრანგული გაზეთი “მონდი”, მაგალითად, წერდა: “მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკური კავშირი არსებობს, შეერთებული შტატები თავის ევროპელ მოკავშირეებს ოფიციალურად, ღიად და კოლექტიურად პირველად ლანძღავს”.

აშშ-ის გაღიზიანების ახალი აფეთქება ბლოკში მისი ევროპელი პარტნიორების ქცევით გამოიწვია “საერთო ბაზრის” ქვეყნების გადაწყვეტილებამ ნავთობის მომხმარებელი ევროპული და ნავთობის მიმწოდებელი არაბული სახელმწიფოების კონფერენციის ჩატარებაზე. ამასთან ეს გადაწყვეტილება შედგა მას შემდეგ, რაც ნატო-ს ევროპულმა ქვეყნებმა საფრანგეთის გამოკლებით, აშშ-ს ამ საკითხში ერთობლივად გამოსვლაზე თანხმობა მისცეს. აშშ სახელმწიფო მდივანმა კისინჯერმა საჯაროდ თავიანთი მოკავშირეების ამ მოქმედებებს “მოღალატეობა” უწოდა.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, დასავლეთევროპული ქვეყნები, რომლებიც “საერთო ბაზარში” იყვნენ გაერთიანებულნი, არეთვე ნატო-ს ევროჯგუფშიც, სულ უფრო გაბედულად აცხადებდნენ საკუთარ თავზე, ასევე თავიანთ დამოუკიდებლობაზეც საგარეო და სამხედრო პოლიტიკის გატარებისას. მაგრამ ნატო-ს ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელი წრეები, გამოდიოდნენ რა აშშ-ის დიქტატის წინააღმდეგ, თავიანთ ძირითად ძალისხმევას დასავლეთ ევროპაში ახალი რეაქციული ჩაკეტილი დაჯგუფების შექმნისკენ მიმართავდნენ, და ამისთვის “საერთო ბაზრის”, ნატო-ს ევროჯგუფისა და დასავლეთევროპული კავშირის (დეკ) გამოყენებას ცდილობენ. კვლავ გამოჰქონდათ დღის სინათლეზე დასავლეთ ევროპაში ერთგვარი თავდაცვითი საზოგადოებრიობის შექმნის მანამდე გაკოტრებული იდეა. გადაწყვეტილებებიც კი იქნა მიღებული “საერთო ბაზრის” ბაზაზე 1980 წლისთვის ე. წ. ევროპული კავშირის შექმნის შესახებ, რომლისთვისაც საქმიანობის ზეეროვნული (наднациональные) უფლებების მინიჭებას ვარაუდობდნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში. დასავლეთევროპული ქვეყნების მისწრაფებას ახალი დაჯგუფების შექმნისკენ აცხადებდნენ როგორც სურვილს ე. წ. “მესამე ძალის” შექმნისა მსოფლიოში, რომელიც ეკონომიკური პოტენციალით აშშ-ს არ ჩამოუვარდებოდა.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ თუ ადრე შეერთებული შტატები ნატო-ს ევროპული ქვეყნების სხვადასხვა რეგიონულ დაჯგუფებებში გაერთიანებას მხარს უჭერდა, ახლა, უცხოელი მიმომხილველების აზრით, მან შეშფოთების გამოვლენა დაიწყო იმის გამო, რომ ეს პროცესი მისი კნტროლის ქვეშიდან გამოდიოდა და რიგ შემთხვევებში მისთვის არასასურველ მიმართულებებს ღებულობდა. ამიტომ ამერიკული ხელმძღვანელობა დასავლეთ ევროპაში აშშ პოზიციების განსამტკიცებლად სხვადასხვანაირ ზომებს მიმართავდა.

აშშ უწინდებურად დაჟინებით მოითხოვდა ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო ხარჯების შემდგომ ზრდას, ევროპაში განლაგებული ამერიკული შეიარაღებული ძალების შენახვის ხარჯების მათ მიერ საკუთარ თავზე აღებას. მაგრამ დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში აცხადებდნენ, რომ ეს ჯარები უწინარეს ყოვლისა შეერთებული შტატებისთვის იყო აუცილებელი, რომლებიც მას კიდეც უნდა შეენახა. მხოლოდ გფრ შეიქნა იძულებული აშშ-ის ზეწოლით აღნიშნული ხარჯების ნაწილი კვლავ საკუთარ თავზე აეღო და ხელი მოაწერა ვაშიგტონთან ახალ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულებას იღებდა ორი წლის განმავლობაში შეერთებული შტატებისთვის იქ შეიარაღების შესყიდვების, დასავლეთ გერმანიაში ამერიკული ყაზარმების რემონტისა და სხვა სახით 2,2 მლრდ. დოლარი აენაზღაურებინა.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ვაშინგტონი ისწრაფვოდა ბლოკში თავის პარტნიორებზე ზეწოლის მოხდენისა და მათგან დათმობების მიღწევისკენ და ამისთვის ცდილობდა მათ დაშინებას უახლოეს წლებში ევროპაში თავისი შეიარაღებული ძალების შემცირებით. მაგრამ უცხოელი სპეციალისტების აზრით, ამ ჯარების არსებითი შემცირება ნაკლებ სავარაუდო გახლდათ, რადგან ეს თავად აშშ-ის ინტერესებს არ პასუხობდა.

მწვავე წინააღმდეგობებს ჰქონდა ადგილი არა მხოლოდ აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის, არამედ თავად ბლოკის ევროპულ ქვეყნებს შორისაც. სახელდობრ, თავის ევროპელ მოკავშირეებთან რთული ურთიერთობები გააჩნდა დიდ ბრიტანეთს, რომელიც მოითხოვდა “საერთო ბაზარში” მისი შესვლის პირობების გადასინჯვას და რომლის საქმიანობაც სულ უფრო მეტად გადიოდა ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებიდან. არანაკლებ რთული ურთიერთობები რიგი პრობლემების მიხედვით ჩამოყალიბდა საფრანგეთს, გფრ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის. ცნობილმა “ვირთევზას გამო ომმა” («тресковая война») დაძაბულობა წარმოშვა ურთიერთობებში არა მხოლოდ ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის, არამედ ისლანდიასა და აშშ-ს შორისაც, რის შედეგადაც ისლანდიის მთავრობა 1976 წლისთვის მისი ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მომხრედ გამოდიოდა. უთანხმოებები საბერძნეთსა და თურქეთს შორის “კვიპროსის პრობლემის” გამო 1970-იანი წკების შუახანებისთვის ეგეოსის ზღვაში ნავთობით მდიდარ შელფზე ურთიერთ პრეტენზიებითაც ძლიერდებოდა. განსაზღვრულ გართულებებს ნატო-ში იწვევდა ისეთი ქვეყნების მიერ, როგორებიცაა დანია, ნიდერლანდები და ბელგია დაგეგმილი ზოგიერთი ღონისძიება თავიანთი შეიარაღებული ძალების რიცხოვნებისა და სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით. “საერთო ბაზარში” გაერთიანებული პარტნიორები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმაზეც, რომ საფრანგეთმა იმხანად შემოიღო ფრანკის “მცურავი” კურსი, ხოლო იტალიამ და დანიამ კი მნიშვნელოვნდ აამაღლეს საბაჟო გადასახადი იმპორტულ საქონელზე.

ნატო-ს განმტკიცებისკენ მისწრაფება ბლოკის ხელმძღვანელი წრეების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ჩამოყალიბებული მდგომარეობა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელ წრეებს არ აწყობდათ. ისინი ცდილობდნენ ყოველივე შესაძლებლის გაკეთებას ნატო-ში შეერთებული შტატების ხელმძღვანელი როლის განმტკიცებისა და ბლოკის საქმიანობის გააქტიურებისთვის. ამერიკული მთავრობა ნებისმიერ შემთხვევას იყენებდა, რათა ხაზი გაესვა, რომ “ნატო შეერთებული შტატების პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს”. მან შესთავაზა მიეღოთ ახალი დოკუმენტი – “ატლანტიკური ქარტია”, რომელშიც რეკომენდაციას აძლევდა ბლოკის საქმიანობაში ჩაერთოთ იაპონია და ნატო-ს ქვეყნებთან მიმართებაში “ურთიერთდამოკიდებულებასა და პარტნიორობას” დამყარებოდნენ. ვროპულმა ქვეყნებმა უარყვეს ეს დოკუმენტი და შესთავაზეს შეემუშავებინათ ორი დეკლარაცია: ერთი – ნატო-ს ფარგლებში პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ, მეორე კი – აშშ-სა და “საერთო ბაზარს” შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. თუმცა კი ამ წინადადებებს ამერიკის მთავრობაში “ინტერესი არ გამოუწვევია”.

მაგრამ აშშ-ის ინიციატივით ნატო-ს საბჭოს სესიამ 1974 წლის ივნისში მიიღო ე. წ. ატლანტიკური დეკლარაცია, რომელიც ბლოკის ქვეყნებს ერთიანობის განმტკიცებისა და მათი სამხედრო პოტენციალის შემდგომი ზრდისკენ მოუწოდებდა. ამავე მიზნების მიღწევას მიეძღვნა 26 ივნისს ბრიუსელში შემდგარი ბლოკის მონაწილე ქვეყნების მთავრობების მეთაურთა შეხვედრაც.

ამერიკული მმართველი წრეების წარმომადგენლები მოითხოვდნენ ნატო-ში კონსულტაციების სისტემის გაუმჯობესებას და ამ მიზნით სთავაზობდნენ ბლოკის მონაწილე ქვეყნების მაღალი თანამდებობების პირთაგან სპეციალური ორგანოს შექმნას. თუმცა კი დასავლეთევროპული ქვეყნების ხელმძღვანელებს ამ “კონსულტაციების” გულწრფელობაში ეჭვი ეპარებოდათ, რადგანაც მათში ხედავდნენ აშშ-ის მისწრაფებას თავის მოკავშირეთა საქმიანობაზე კონტროლის დამყარებისა და ევროპის გაერთიანების ტემპებსა და ხასიათზე უშუალო გავლენის მოხდენისკენ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1970-იანი წლების შუახანებში, ჩრდილოატლანტიკური კავშირის განმტკიცების რადიკალურ საშუალებად დასავლეთის მმართველ წრეებში მისი საქმიანობის გააქტიურებას თვლიდნენ, რომელიც იმაზე იყო მიმართული, რომ მონაწილე ქვეყნებში ბლოკის არსებობის აუცილებლობაში ახალი დაინტერესება გაეღვიძებინა. ამისთვის ნატო-ში ატარებდნენ მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების შემდგომ ინტეგრაციას. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ 1973 წლის მაისში შეიქმნა ახალი ფორმირება – ბლოკის ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთი ლა-მანშის სრუტის ზონაში. გამოჰქონდათ ხმელთაშუა ზღვაში “გამოძახებით” მოქმედებებისთვის ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) შენაერთის შეცვლის გეგმები მუდმივი შენაერთით, იმის მსგავსად, რომელიც ატლანტის ოკეანეში არსებობდა. აგრეთვე სთავაზობდნენ ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთის შექმნას ბალტიის ზღვაშიც, რომელიც ბალტიის ზღვის სრუტეების ბლოკირებისთვის განკუთვნილი მცირე ხომალდებისგან იქნებოდა შემდგარი.

1970-იანი წლების დასაწყისში უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ნატო-ს ხელმძღვანელობის განზრახვის შესახებ გაეფართოვებინათ ბლოკის პასუხისმგებლობის ზონა ჩრდილოეთ ატლანტიკის ფარგლებს გარეთაც – სამხრეთ ატლანტიკასა და ინდოეთის ოკეანეშიც კი, რამდენადაც მათი აზრით, სუეცის არხის დახურვასთან დაკავშირებით, აფრიკის გარშემო საზღვაო კომუნიკაციებმა მეტად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. მათი გავლით ახლო აღმოსავლეთიდან და სპარსეთის ყურის ზონიდან ევროპულ ქვეყნებში მოდიოდა ნავთობის 60 %-მდე, აშშ-ში კი – 20 %-მდე. მოელოდნენ, რომ 1980 წლისთვის აშშ-ც ნავთობში თავისი მოთხოვნილებების 50 %-მდე ამ რეგიონიდან დაიკმაყოფოლებდა.

აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების ხელმძღვანელი წრეები ცდილობდენ ბლოკის შემადგენლობის გაფართოებას მასში ესპანეთის, ისრაელისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩართვის ხარჯზე, აგრეთვე ბლოკის ინტერესებში კვიპროსის ტერიტორიის გამოყენების ხარჯზეც საბერძნეთთან მისი შეერთების შემთხვევაში. ამაში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ნათლად ჩანდა იმპერიალიზმის პოლიტიკის ანტიარაბული და ანტიაფრიკული მიმართულება, მისი მისწრაფება ახლო და შუა აღმოსავლეთის ნავთობით მდიდარი რაიონები უშულო კონტროლის ქვეშ აეყვანა. ექსპანსიონისტური მისწრაფებები ამ რაიონებთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა ენერგეტიკული კრიზისის შედეგად, რომელმაც ნატო-ს ქვეყნებში ნავთობის მიწოდებათა მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, ხოლო ამას კი თავის მხრივ ბლოკის შეიარაღებული ძალების გარკვეულად შეკვეცაც (свёртывание) მოჰყვა.

* * *

საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ სულაც ვერდასამშვიდებელი შედეგებით მოვიდა ნატო-ს ბლოკი თავისი არსებობის 25-ე წლისთავთამდე. 1974 წლის 4 აპრილს სააგენტო რეიტერის კორესპონდენტი ბრიუსელიდან გადმოსცემდა: “კავშირმა ნატო-მ, რომელიც მთლიანად დაფარულია სისხლჩაქცევებისა და კოპებისგან შინაგანი ჩხუბების გამო, დღეს თავისი ვერცხლის იუბილე იზეიმა”. დაგეგმილი საზეიმო ცერემონია უმაღლეს დონეზე ნატო-ს შტაბ-ბინაში ვერ შედგა: აშშ-ის პრეზიდენტმა უარი განაცხადა მასზე ჩასულიყო. “ვერცხლის იუბილე” რიგითი შეკრებით აღინიშნა, რომელზედაც 30-წუთიანი მოხსენებით ნატო-ს გენერალუროი მდივანი ლუნსი გამოვიდა და ბლოკის განმტკიცებისა და შემდგომი გამალებული შეიარაღებისკენ მოუწოდებდა, თანაც “საბჭოთა მუქარის” შესახებ გამონაგონებს გვერდი ვერ აუარა.

ამრიგად, ნატო-ს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ახალი და მეტად სერიოზული ბზარები (трещины) გამოჩნდა, თუმცა კი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური ბლოკი უწინდებურად იმპერიალიზმის ძირითად იარაღს, კაპიტალისტურ სახელმწიფოთა ყველაზე უფრო აგრესიულ დაჯგუფებას წარმოადგენდა, და დასავლეთის იმპერიალისტური წრეებიც ყოველივე შესაძლებელს გააკეთებდნენ მისი შემდგომი განმტკიცებისთვის. ამ მიზნით მიმართავდნენ ახალ მცდელობებს საერთაშორისო დაძაბულობის გაძლიერების, გამალებული შეიარაღების მორიგი ტურის გამოწვევის, სხვადასხვანაირი მილიტარისტული პროვოკაციების გაძლიერებისთვის. ხომ სწორედ ამაში მდგომარეობდა კიდეც ბლოკის არსებობის პირობებიც.

ისინი მოუწოდებდნენ საბჭოთა მეომრებს, რომ, ძმური სოციალისტური ქვეყნების არმიების მეომრებთან ერთად ნატო-ელი მილიტარისტების ხრიკებისთვის თვალყური ფხიზლად ედევნებინათ და მუდმივ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ “თავიანთი წმინდა მოვალეობების შესრულებისთვის სოციალიზმის დიად მონაპოვართა დასაცავად”.

III. ნატო-ს შეიარაღებული ძალები ჩრდილო-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის, საბჭოთა სახელმწიფოს მიზანმიმართულმა და აქტიურმა საგარეოპოლიტიკურმა საქმიანობამ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (სკკპ) XXIV ყრილობის მიერ დასახული მშვიდობის პროგრამის ცხოვრებაში გატარებისთვის ბევრწილად განსაზღვრა პოზიტიური ძვრები ევროპულ კონტინენტზე საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის საქმეში. სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების მშვიდობიანი შეტევის შედეგად იქცა ხელსაყრელი პირობების შექმნა ევროპული უსაფრთხოების პრობლემის კონსტრუქციულად გადაწყვეტისთვის. ამის მოწმობას წარმოადგენდა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაფართოება დასავლეთ ევროპის კაპიტალისტურ ქვეყნებსა და სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებს შორის, მიღწეული პროგრესი უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაში საერთოევროპული თათბირის (ახლანდელი ეუთო-ს წინამორბედი – ი. ხ.) მუშაობაში და ცენტრალურ ევროპაში შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირების შესახებ მოლაპარაკებებშიც.

მაგრამ საბჭოთა ავტორები განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევდნენ ისე ჩეთვალათ, რომ “ცივი ომის” მომხრეები ბრძოლის გარეშე თმობდნენ თავიანთ პოზიციებს. მათი სიტყვით, იმპერიალისტურ სახელმწიფოთა რეაქციული მხედრიონი (военщина) მსოფლიო მონოპოლიებთან კავშირში ყველაფერ შესაძლებელს აკეთებდა, რათა ევროპაში საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის პროცესი დაემუხრუჭებინა. როგორც უწინაც, ამ წრეების მებაირაღედ აგრესიული ჩრდილოატლანტიკური კავშირი გამოდიოდა, რომელმაც 1974 წლის აპრილში თავისი არსებობის ოცდამეხუთე წლისთავი აღნიშნა. ბრიუსელში საიუბილეო ზეიმზე სიტყვით გამოსულმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ლუნსმა ბლოკის პოლიტიკური ხაზის უცვლელობა დაადასტურა. იგი გამოვიდა ევროპაში ამერიკული ჯარების შენარჩუნების მომხრედ და გამალებული შეიარაღების შემდგომი ზრდისკენაც მოუწოდა. მხოლოდ ამას, მისი სიტყვებით, შეეძლო ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების გარანტია მიეცა.

“ცივი ომის” ეპოქის დრომოჭმული იდეებისადმი ასეთი მომხრეობა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, უაზროდაც შეიძლებოდა მოსჩვენებოდათ, თუ არ გაითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ ნატო-ს პოლიტიკანების ზურგს უკან რეალური სამხედრო ძალა იდგა. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური კავშირის გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) შემადგენლობაში ევროპაში იმ ხანებში მილიონზე მეტი ადამიანი მოითვლება. მშვიდობიანობის დროისთვის ეს მრავალრიცხოვანი ჯარები სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ.

ევროპაში შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა ნატო-ს გშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლობა, რომელსაც მოკლე ვადაში შეეძლო ბლოკის ქვეყნების ჯარების მართვა საკუთარ თავზე აეღო და ომის მთელი ევროპული თეატრის ფარგლებში მათი საბრძოლო მოქმედებებისთვის ეხელმძღვანელა. მისდამი დაქვემდებარებული ნატო-ს მთავარსარდლობები ჩრდილო-ევროპულ, ცენტრალურ-ევროპულ და სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) მოწოდებულნი იყვნენ მათთვის გამოყოფილ ზონებში შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვა განეხორციელებინათ.

ნატო-ს გეგმებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ჩრდილო-ევროპულ ომთ-ს, მიუხედავად იმისა, რომ მის ფარგლებში განლაგებული ჯარების დაჯგუფება რიცხოვნებისა და საბრძოლო ძლიერების მიხედვით ორ დანარჩენ ევროპულ ომთ-ზე დისლოცირებულ დაჯგუფებებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა.

ჩრდილო-ევროპული ომთ ნატო-ს ორი სტრატეგიული სარდლობის – ატლანტიკურისა და ევროპულის – დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა. 1970-იან წლებში იგი მოიცავდა ნორვეგიის, დანიის, დასავლეთგერმანული შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწის ტერიტორიებსა და სანაპირო წყლებს, აგრეთვე ბალტიის ზღვის სრუტეების ზონას. ბლოკის ხელმძღვანელობა თეატრის ტერიტორიას, აგრეთვე ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვების მიმდებარე აკვატორიებს, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, განიხილავდა როგორც ხელსაყრელ რაიონს სამხედრო-საჰაერო ძალებისა (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) დამრტყმელი დაჯგუფებების გაშლისა და საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ადრეული გაფრთხილების საშუალებათა განლაგებისთვის, როგორც მოსახერხებელ პლაცდარმს სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებზე დარტყმის მოყენებისთვის.

ჩრდილო-ევროპული ომთ-ის სტრატეგიული მნიშვნელობა განისაზღვრებოდა უწინარეს ყოვლისა მისი გეოგრაფიული მდებარეობით. იგი საშუალებას აძლევდა ბლოკის ხელმძღვანელობას როგორც ბალტიის ზღვის სრუტეები, ასეთვე იმიერპოლარეთის გაუყინავი პორტებიდან და სამხედრო-საზღვაო ბაზებიდან ატლანტიკასა და დასავლეთ ნახევარსფეროში მიმავალ საზღვაო კომუნიკაციებიც თავისი კონტროლის ქვეშ ჰქონოდა. 

ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს ყოფილი მთავარსარდლის ინგლისელი გენერლის უოკერის სიტყვებით, “ძნელია წარმოვიდგინოთ ნატო ნორვეგიისა და დანიის გარეშე, თუ ისინი გავიდოდნენ სამხედრო ორგანიზაციიდან, როგორც ეს საფრანგეთმა გააკეთა... ამერიკული ჯარების გადმოსროლები ჩრდილოეთიდან დაუფარავი აღმოჩნდებოდა, რაც აშშ-ის მხრიდან კავშირის მონაწილე ევროპული ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევდა”.

ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდლობა ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე 1951 წელს შეიქმნა. 1970-იანი წლების შუახანებისთვის მის შემადგენლობაში შედიოდნენ კოლსოსში (ოსლოს გარეუბანი) განლაგებული შტაბი და გშძ-ის სამი სარდლობა: ჩრდილოეთ ნორვეგიაში, სამხრეთ ნორვეგიასა და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში (იხ. სქემა /ეს არის სტრუქტურის ნახაზი/).

[ნახატზე, რომელსაც ეწოდება “ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობის სტრუქტურა ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე”, სათავეში ნაჩვენები იყო ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ომთ-ზე, მისი შტაბი და მოადგილეები: სახმელეთო ჯარებში, სჰძ-სა და სზძ-ში; მათ ექვემდებარებოდნენ: გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალი ჩრდილოეთ ნორვეგიაში, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალი სამხრეთ ნორვეგიაში და გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალი ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში; ჩრდილოეთ ნორვეგიაში გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალს გააჩნდა თავისი შტაბი, ხოლო მის დაქვედებარებაში კი შედიოდნენ გაერთიანებული სახმელეთო ჯარების, გაერთიანებული სჰძ-ისა და გაერთიანებული სზძ-ის სარდლები ჩრდილოეთ ნორვეგიაში; სამხრეთ ნორვეგიაში გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალს გააჩნდა თავისი შტაბი, ხოლო მის დაქვედებარებაში კი ნაჩვენები იყვნენ გაერთიანებული სახმელეთო ჯარების, გაერთიანებული სჰძ-ისა და გაერთიანებული სზძ-ის სარდლები სამხრეთ ნორვეგიაში; გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალს ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში ჰყავდა თავისი შტაბი, ხოლო მის დაქვედებარებაში კი შედიოდნენ გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდალი დანიის კუნძულებზე, გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდალი შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კუნძულ ფიუნზე, გაერთიანებული სჰძ-ისა და გაერთიანებული სზძ-ის სარდლები ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში.] 

არსებული შეთანხმებების მიხედვით, ომთ-ზე გშძ-ის მთავარსარდლის თანამდებობა ეკავა ბრიტანელ გენერალს (ადმირალს). მას ჰყავს სამი მოადგილე: სახმელეთო ჯარებში, სჰძ-სა და სზშ-ში, რომლებიც ნორვეგიელი და დანიელი გენერლების (ადმირლების) რიცხვიდან ინიშნებოდნენ.

ბლოკის გშძ-ის შტაბი ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე 50 %-ზე მეტად დაკომპლექტებული გახლდათ ინგლისელი და ამერიკელი ოფიცრებით, 45 %-ით – ნორვეგიელი და დანიელი, და დაახლოებით 5 %-ით კი – დასავლეთგერმანული ბუნდესვერის ოფიცრებით.

ბლოკის გშძ-ის სარდლობები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში იმავდროულად წარმოადგენდნენ ეროვნულ სარდლობებსაც ქვეყნის შესაბამის ნაწილებში, რაც, ნატო-ს ხელმძღვანელობის აზრით, უზრუნველყოფდა ჯარების ოპერატიული მართვის მოქნილობას მშვიდობიანობის დროს და ომის მსვლელობისას. ნატო-ს გშძ-ის სარდალს ჩრდილოეთ ნორვეგიაში ექვემდებარებოდნენ შტაბი (ქ. ბუდიოში), სახმელეთო ჯარები, სჰძ და სზძ ქვეყნის ამ ნაწილში. ანალოგიოური ორგანიზაცია გააჩნდა ნატო-ს გშძ-ის სარდლობას სამხრეთ ნორვეგიაშიც, რომლის შტაბიც ოსლოში იმყოფებოდა.

ბლოკის გშძ-ის სარდლობის სტრუქტურა ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში რაიონის გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით იყო შემუშავებული. ამის შესაბამისად მის შემადგენლობაში შედიოდნენ შტაბი (კარუპი, დანია), გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების ორი სარდლობა (დანიის კუნძულებზე და შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კუნძულ ფიუნზე), აგრეთვე გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ისა და სზძ-ის სარდლობები. ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში გშძ-ის სარდლის, დანიის კუნძულებზე გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდლისა და გაერთიანებული სჰძ-ის სარდლის თანამდებობები დანიელ გენერლებს ეკავათ. ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში ნატო-ს გშძ-ის სარდლის მოადგილის თანამდებობაზე დასავლეთგერმანელი გენერალი ინიშნებოდა, ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში გაერთიანებული სზძ-ისა და შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კ. ფიუნზე გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდლებად დასავლეთგერმანელი და დანიელი უმაღლესი ოფიცრები მორიგეობით ინიშნებოდნენ.

ნატო-ს სარდლობები ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე ჯარების ოპერატიულ მართვასა და მათი ოპერატიული და საბრძოლო მომზადების კონტროლს ახორციელებდნენ, მაშინ როდესაც ჯარების დაკომპლექტების, სწავლებისა და უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტა ეროვნულ სარდლობებს ეკისრებოდა.

თეატრზე ნატო-ს გშძ-ის შემადგენლობაში გადაცემული იყო ნორვეგიისა და დანიის სჰძ-ები, აგრეთვე შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწაზე დისლოცირებული გფრ-ის სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის შენაერთები და ნაწილები. ნორვეგიისა და დანიის სახმელეთო ჯარებსა და სზძ-ს, აგრეთვე გფრ სზძ-ს ბლოკის სარდლობის დაქვემდებარებაში მუქარის პერიოდში, ან საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ გადასცემდნენ, აგრეთვე დროებით – გშძ-ის სწავლებათა პერიოდში.

ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ჯარები ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე მოიცავდა მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ შენაერთებსა და ნაწილებს, სარეზერვო შენაერთებსა და ნაწილებს, ტერიტორიულ ჯარებსა და ირეგულარულ ფორმირებებს.

ბლოკის ხელმძღვანელობის შეფასებით, სახმელეთო ჯარების საბრძოლველად ყველაზე უფრო მზადმყოფ შენაერთს (боеготовое соединение) თეატრზე დასავლეთგერმანული მე-6 მოტოქვეითი დივიზია წარმოადგენდა. იგი შედგებოდა ორი მოტოქვეითი და სატანკო ბრიგადებისგან, საარტილერიო პოლკის, “ონესტ ჯონი” უმართავი რაკეტების (ურ) დივიზიონის, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან. მე-6 მოტოქვეითი დივიზიის გარდა, გფრ სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მოცემულ ომთ-ზე (შლეზვიგ-ჰოლშტაინში) იყო მართვადი რაკეტების (მრ) “სერჟანტი” ცალკეული დივიზიონი და საბრძოლო უზრუნველყოფისა და მომსახურების რამდენიმე ნაწილი.

დასავლეთგერმანული ჯარების სამობილიზაციო გაშლის განხორციელებას ტერიტორიული სარდლობა “შლეზვიგ-ჰოლშტაინის” ბაზაზე ითვალისწინებდნენ, რომელსაც, ჟურნალ “ნატო-ს ფიფტინ ნეიშნზის” შეფასებით, რამდენიმე დღეღამის განმავლობაში შეეძლო ქვეითი დივიზია ჩამოეყალიბებინა და იგი შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კ. ფიუნზე გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდლობისთვის გადაეცა.

დანიის სახმელეთო ჯარებში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმის შესაბამისად მშვიდობიანობის დროს გეგმავდნენ ხუთი მოტოქვეითი ბრიგადისა და ცალკეული ქვეითი ბატალიონის (კ. ბორნჰოლმზე) შენახვას. რეზერვისტების გაწვევის ხარჯზე, როგორც უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, სამი დღეღამის განმავლობაში შესაძლებელი იყო დამატებით გაეშალათ რამდენიმე მოტოქვეითი ბრიგადა, ადგილობრივი თავდაცვის ჯარების 20-ზე მეტი ცალკეული ქვეითი ბატალიონი და შვიდამდე საარტილერიო დივიზიონი, აგრეთვე საბრძოლო უზრუნველყოფისა და მომსახურების ნაწილები.

ნორვეგიის სახმელეთო ჯარები 1970-იანი წლების შეახანებისთვის მოითვლიდა 18 ათას ადამიანს. მშვიდობიანობის დროს მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მოტოქვეითი ბრიგადა (ჩრდილოეთ ნორვეგიაში) და რამდენიმე ქვეითი ბატალიონი. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ მუქარის პერიოდში ან საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში შეიძლებოდა 11-მდე ქვეითი ბრიგადა გაეშალათ, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის რამდენიმე ნაწილი და ადგილობრივი თავდაცვის ქვედანაყოფები. სარეზერვო ბრიგადების შტაბები უკვე მშვიდობიანობის დროს არსებობდა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ იგეგმებოდა მათთვის სასწავლო-სამობილიზაციო ნაწილების მიერ დაკომპლექტებული ჯართა სხვადასხვა გვარეობების ქვედანაყოფები გადაექვემდებარებინათ. ქვეითი ბრიგადის ტიპიური შემადგენლობა შემდეგი გახლდათ: შტაბი, სამი ქვეითი ბატალიონი, სატანკო ასეული, საარტილერიო ბატარეა (თუ დივიზიონი? – ი. ხ.), საბრძოლო უზრუნველყოფისა და მომსახურების ქვედანაყოფები.

ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ჯარების იარაღი და საბრძოლო ტექნიკა ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე ძირითადად ამერიკული, ინგლისური, დასავლეთგერმანული და ნაწილობრივ შვედური წარმოების ნიმუშებით იყო წარმოდგენილი.

ბლოკის სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა დანიურ და ნორვეგიულ ირეგულარულ ფორმირებებს – ჰემვერნს. ეს გახლდათ ნებაყოფლობითი სახევრადსამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ტერიტორიული პრინციპის მიხედვით კომპლექტდებოდა 18-დან 55 წლის ასაკამდე პოლიტიკურად კეთილსაიმედო პირებით. ჰემვერნი შეიარაღებული ძალების სახეობათა მიხედვით იყოფოდა, ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი იყო სახმელეთო ჯარების ჰემვერნი, რომელიც ნორვეგიაში დაახლოებით 60 ათას ადამიანს მოითვლიდა, დანიაში კი – 50 ათასს. სახმელეთო ჯარების ჰემვერნის ძირითადი ქვედანაყოფი გახლდათ – ასეული, რომელიც 60-70 კაციანი სამი ოცეულისგან შედგებოდა.

ომიანობის დროს ჰემვერნის ქვედანაყოფების გამოყენება იგეგმებოდა სამხედრო და სამრეწველო ობიექტების, დასახლებული პუნქტების, გზათა კვანძებისა და სანაპიროს დესანტ-მისადგომი (десантно-доступные) უბნების დაცვისა და თავდაცვისთვის, აგრეთვე ქვეყანაში არსებული რეჟიმის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად.

ნატო-ს ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალები ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე უკვე მშვიდობიანობის დროს გადაცემული იყო თეატრზე ბლოკის გშძ-ის შემადგენლობაში. იგი განკუთვნილი იყო სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფისა და საჰაერო თავდაცვისთვის. ოპერატიული მიმართებით სჰძ ექვემდებარებოდა ნატო-ს სარდლობებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიასა და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში.

გაერთიანებული სჰძ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში მშვიდობიანობის დროს ტაქტიკური ავიაციისა და საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ, ЗУР) მხოლოდ ნორვეგიული ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან შედგებოდნენ. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მათ საბრძოლო შემადგენლობაში იყო გამანადგურებელ-ბომბდამშენების რამდენიმე ესკადრილია, სადაზვერვო, გამანადგურებელი და სატრანსპორტო ავიაესკადრილიები, სატრანსპოტო ვერტმფრენების ორი ესკადრილია და ზმრ “ნაიქ-ჰერკულესების” დივიზიონი. სულ მოითვლებოდა დაახლოებით 150 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 36 ზმრ გასაშვები დანადგარი (გდ). ნორვეგიის სჰძ აღჭურვილი გახლდათ ამერიკული წარმოების საავიაციო ტექნიკით: F-5A გამანადგურებელ-ბომბდამშენებით, RF-5A მზვერავებით, F-104G გამანადგურებლებით, C-130 “ჰერკულესი” სატრანსპორტო თვითმფრინავებითა და UH-1B “იროქეზი” ვერტმფრენებით.

ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ის სარდლობას ექვემდებარებოდნენ დასავლეთგერმანული სჰძ-ის შლეზვიგ-ჰოლშტაინში დისლოცირებული ნაწილები და დანიის ტაქტიკური საავიაციო სარდლობა.

დანიის სჰძ-ში იყო სამი გამანადგურებელ-ბომბდამშენი, ორი გამანადგურებელი, სადაზვერვო და სატრანსპორტო საავიაციო ესკადრილიები, აგრეთვე ზმრ “ნაიქ-ჰერკულესებისა” და “ჰოქების” თითო დივიზიონი. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, 1970-იანი წლების შუახანებისთვის დანიის თვითმფრინავების ფარეხი მოითვლიდა ამერიკული (გამანადგურებელ-ბომბდამშენები F-100D და გამანადგურებლები F-104G), ინგლისური (გამანადგურებლები “ჰანტერი” F.4) შვედური (გამანადგურებელ-ბომბდამშენები და მზვერავები “დრაკენი”) წარმოების 120-ზე მეტ საბრძოლო თვითმფრინავს.

გფრ სჰძ ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში წარმოდგენილი იყო G.91 გამანადგურებელ-ბომბდამშენების ორი ესკადრილიითა და RF-4 მზვერავების ორი ესკადრილიით. გარდა ამისა, შლეზვიგ-ჰოლშტაინში დასავლეთგერმანული სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა ზმრ “ჰოქების” ორი დივიზიონი.

ნატო-ს ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალები ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე განკუთვნილი იყო ძირითადად სანაპიროს უმნიშვნელოვანესი რაიონების დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფისთვის, თეატრზე ბლოკის საზღვაო კომუნიკაციების დაცვისა და ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარების დაჯგუფებების ზღვიდან მხარდაჭერისთვის. გფრ-ის, დანიისა და ნორვეგიის სზძ-ები შეიცავდნენ ფლოტის მსუბუქ ძალებს (საესკადრო ნაღმოსნების ჩათვლით), სჰძ-ის ავაციასა და სანაპირო არტილერიას.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ომთ-ზე ბლოკის ქვეყნების სზძ-ებს შორის თანამედროვე მოთხოვნებს ყველაზე უფრო მეტად დასავლეთგერმანული ფლოტი პასუხობდა. მის საბრძოლო შემადგენლობაში იყო 20 დიზელური წყალქვეშა ნავი, 11 საესკადრო ნაღმოსანი (მათგან სამი საზენიტო მართვადი სარაკეტო იარაღის /ზმრი, ЗУРО/ სისტემით “ტარტარი” გახლდათ აღჭურვილი), ექვსი სადარაჯო ხომალდი, 60 ტრალერი, დაახლოებით 40 სარაკეტო და სატორპედო კატარღა, აგრეთვე მომარაგების, სატრანსპორტო და სადესანტო ხომალდების მნიშვნელოვანი რაოდენობა. სზძ-ის ავიაცია წარმოდგენილი იყო F-104G “სტარფაიტერი” გამანადგურებელ-ბომბდამშენების ოთხი ავიაესკადრილიით, საბაზო-საპატრულო ავიაციის ბრეგე-1500 “ატლანტიკი” თვითმფრინავების ორი ესკადრილიით, სამაშველო ვერტმფრენებითა და კავშირგაბმულობის თვითმფრინავებით.

დანიისა და ნორვეგიის სზძ-ების ოპერატიული ძლები მოიცავდა 21 დიზელურ წყალქვეშა ნავს, ორ საესკადრო ნაღმოსანსა და სხვა კლასების 100-ზე მეტ ხომალდს, მათ შორის 20-ზე მეტ სარაკეტო კატარღას, რომლებიც “ხომალდი-ხომალდი” კლასის ნორვეგიული წარმოების რაკეტებით “პინგვინი” იყვნენ აღჭურვილნი.

ნატო-ს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებას ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე ორგანიზებას უკეთებდნენ და ატარებენ საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გეგმების შემოწმებისა და დაზუსტების მიზნით შეზღუდული კონფლიქტის პირობებში ბურთვული იარაღის გამოყენებით ან მის გარეშე და საყოველთაო ბირთვული ომის მსვლელობისას, თეატრზე შეიარაღებული ძალების დაჯგუფების გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტების, ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე განლაგებულ ნატო-ს ჯარებთან და აღმოსავლეთ ატლანტიკაში მოქმედ ფლოტის ძალებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზაციის კვლევების მიზნით. ომთ-ზე ბლოკის შეიარაღებული ძალების მშენებლობის მდგომარეობასა და პერსპექტივებს განიხილავდნენ “ვაიქინგ შილდის” (“ვიკინგის ფარი”) ტიპის ყოველწლიურ კონფერენციებზე, რომლებშიც ომთ-ზე ეროვნული და სამოკავშირეო სარდლობებისა და შტაბების ხელმძღვანელი შემადგენლობა, აგრეთვე ნატო-ს მონაწილე ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები და თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეები მონაწილეობდნენ.

ჩრდილოეთ ნორვეგიაში ყოველწლიურად ჩატარებად ნატო-ს ტიპიურ სწავლებებში “ქოულდ ვინთერი” (“ცივი ზამთარი”) და “ბარ ფროსტი” (“მშრალი ყინვა”) შეზღუდულ უბირთვო ომში ამ რაიონის დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებს ამუშავებდნენ. როგორც 1970-იანი წლების დასაწყისის გამოცდილება აჩვენებდა, ჯარების ძალისხმევა ამ სწავლებების დროს მიმართული იყო ნორვეგიული პროვინციის “ტრომსის” შენარჩუნებაზე, რომელსაც ბლოკის სარდლობა “ნატო-ს ჩრდილოეთ ფლანგის ძირითად საბაზო რაიონად” მიიჩნევდა. ასე, სწავლებაში “ქოულდ ვინთერ-74”, რომელშიც ნორვეგიული ბრიგადა “ჩრდილოეთი” და დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ, ხდებოდა საავიაციო ბაზა ბარდუფოსის დაპყრობის მიზნით ნარვიკის ჩრდილოეთით ფიორდებში გადმოსხმულ მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტთან ბრძოლის წარმოების ვარიანტის დამუშავება.

იუტლანდიის საოპერაციო მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებათა წარმოების სხვადასხვა ვარიანტებსა და დანიურ და დასავლეთგერმანულ ჯარებს შორის ურთიერთმოქმედების ორგანიზაციას იკვლევდნენ “ბრიგედ ქროსის” (“ბრიგადის ჯვარი”), “ბიუგლ ქოლის” (“საყვირის ხმა”) და “ბრიფ რალის” (“მოკლე შეხვედრა”) ტიპის ყოველწლიურად ჩატარებადი სწავლებების შედეგად.

დანიის კუნძულების დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებს ამუშავებდნენ “მხედართმთავარ აბსალონისა” და “რები სიგნეთის” (“ლალის ბეჭედი”) ტიპის სწავლებებში.

ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში, ისევე როგორც ნორვეგიაში, სწავლებებში რთავდნენ (привлекаются) ამერიკულ და ინგლისურ ჯარებს. ასე, სწავლებაში “რები სიგნეთი” (1972 წლის ივლისი) კ. ზელანდიაზე დიდი ბრიტანეთიდან გადმოსროლილ იქნა საპარაშუტო-სადესანტო ბრიგადა, რომელმაც დანიის ჯარებთან ერთობლივად მონაწილეობა მიიღო კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადმოსხმული მოწინააღმდეგის მსხვილი საზღვაო დესანტის ლიკვიდაციაში.

გაერთიანებული სჰძ და სზძ თეატრზე თითოეულ ოპერატიულ ზონაში სპეციალური სწავლებების მსვლელობისას წყვეტდნენ საჰაერო თავდაცვის (ჰთ), სახმელეთო ჯარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის, საჰაერო და საზღვაო დაზვერვის წარმოების, მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდებთან და წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის ამოცანებს. ეს სწავლებები იყო გაერთიანებული სჰძ-თვის: “ფლეიბოი” (“გიჟმაჟი”), “ქოოფი” (“ურთიერთმოქმედება”), “ბრაით აი” (“კაშკაშა თვალი”), ხოლო გაერთიანებული სზძ-თვის კი: “ბრაით ჰორაიზნი” (“კაშკაშა ჰორიზონტი”), “ბოულდ დეიმი” (“გაბედული ქალბატონი”) და “ნორთენ ვედინგი” (“ჩრდილოეთის ქორწილი”).

თეატრის ტერიტორიაზე რეგულარულად ტარდებოდა ნატო-ს მობილური ძალების “ექსპრესის” ტიპის სწავლებები. უკანასკნელ წლებში ასეთ სწავლებებს ატარებდნენ ჩრდილოეთ ნორვეგიაში (“არქტიკული ექსპრესი”, “პოლარული ექსპრესი”, “არგუს ექსპრესი”) და დანიის კუნძულებზე (“მწვანე ექსპრესი”, “აბსალონ ექსპრესი”). მათში მონაწილეობისთვის ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე გადაისროდნენ ნატო-ს მობილური სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ქვედანაყოფებს სამი-ოთხი გაძლიერებული ბატალიონისა (ინგლისური, კანადური, იტალიური და ლუქსემბურგული) და ტაქტიკური ავიაციის სამი-ოთხი ესკადრილიის (ამერიკული, ინგლისური, კანადური, ჰოლანდიური) შემადგენლობით.

ომთ-ზე ბლოკის შეიარაღებული ძალების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სისტემაში უკანასკნელ წლებში ყველაზე უფრო მსხვილ ღონისძიებას წარმოადგენდა ნატო-ს ოპერატიულ-სტრატეგიული სწავლება “სთრონგ ექსპრესი” (1972 წლის სექტემბერი). სწავლების რაიონი მოიცავდა აღმოსავლეთ ატლკანტიკას, ბალტიის ზღვის სრუტეების ზონას, ჩრდილოეთ ნორვეგიის სანაპირო წყლებსა და ტერიტორიას. ამერიკული ჟურნალის “სიი ფაუერის” მონაცემებით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს ქვეყნების 300-მა ხომალდმა, 700-ზე მეტმა საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავმა და ვერტმფრენმა, 34 ათასმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა. სწავლებაში ამუშავებდნენ შეზღუდული უბირთვო შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში და საყოველთაო ბირთვულ ომში მისი გადაზრდის მსვლელობისას ბლოკის ჯარების მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების მთელ წრეს. 

სწავლებათა შედეგების შეფასებისას ნორვეგიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა კლეპემ განაცხადა: “სწავლება “სთრონგ ექსპრესმა” გვიჩვენა ნატო-ს უნარი უზრუნველყოფდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომუნიკაციებს ევროპასა და აშშ-ს შორის და ჩვენი მოკავშირეების შესაძლებლობები კრიზისული სიტუაციის დროს ჩრდილოეთ ფლანგის გაძლიერებაში”.

ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე ჩატარებადი სწავლებების თაობაზე უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული მონაცემები იმაზე მოწმობდა, რომ შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ამ თეატრზე ომიანობის დროს შესაძლო იყო გაეძლიერებინათ ამერიკული საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) ბრიგადითა და ტაქტიკური ავიაციის რამდენიმე ესკადრილიით, საავიაციო მხარდაჭერის საშუალებებიანი კანადური საბრძოლო ჯგუფით, ორი ინგლისური ბრიგადით, ჰოლანდიური ზქჯ-ის ბატალიონითა და ნატო-ს მობილური ძალების ქვედანაყოფებით. 

ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელობამ, რომელიც ნატო-ს საომარი მზადებების სისტემაში ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, შეიმუშავა რიგი ზომები მისი შემდგომი გამაგრებისთვის. კერძოდ, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, განიხილებოდა საკითხები ბალტიის ზღვის სრუტეების ფსკერზე მშვიდობიანობის დროს მართვადი დანაღმული ველების შექმნის, სტუტეების ნაპირზე მართვადი რაკეტების “პინგვინი” ბატარეის, აგრეთვე ჩრდილოეთ ნორვეგიაში საწყობებისა და ბაზების ქსელის მომზადების შესახებ, რომლებიც ამ რაიონში მოსული გაძლიერების ჯარების სწრაფ გაშლას უზრუნველყოფდნენ (которые обеспечили бы быстрое развёртывание прибывающих в этот район войск усиления).

ნატო-ს სამხედრო წრეებში განიხილებოდა საკითხი ომთ-ზე ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობის შესაძლო რეორგანიზაციის შესახებ. ერთერთი ვარიანტის მიხედვით ვარაუდობდნენ მის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთის ჩართვას, რაც, ნატო-ს ხელმძღვანელობის აზრით, ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა. არსებობდა ასევე პროექტები ჩრდილო-ევროპული ომთ-ის ატლანტიკაში ნატო-ს უმაღლესი სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გადაცემის შესახებაც.

IV. მოვლენები კვიპროსზე 

1974 წლის 15 ივლისს გამთენიისას კვიპროსის ეროვნული გვარდიის სამსახურში მყოფმა 650-მა ბერძენმა ოფიცერმა და კუძულზე დაბინავებული ბერძნული კონტინგენტის 950-მა სამხედრო მოსამსახურემ გარედან მითითებით მოაწყვეს ამბოხება რესპუბლიკის კანონიერი პრეზიდენტის მთავარეპისკოპოს მაკარიოსის წინააღმდეგ. მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს აეროპორტი და რადიოსადგური ნიქოზიაში, პრეზიდენტის სასახლე და რიგი სამთავრობო დაწესებულებები. კუნძულზე დაიწყო მეამბოხეთა სისხლისმღვრელი შეტაკებები მაკარიოსის ერთგულ უშიშროების ძალებთან, პოლიციასთან და მოხალისეთა შეიარაღებულ რაზმებთან. მძიმე განსაცდელი დაატყდა თავზე დამოუკიდებელი და სუვერენული კვიპროსის ხალხს.

როგორც ცნობილია, კვიპროსის ისტორია მდიდარია მოვლენებით, რომლებიც კვიპროსელების მძიმე ბრძოლასთანაა დაკავშირებული თავიანთი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში კ. კვიპროსი თურქებმა დაიპყრეს და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩართეს. 1878 წელს ინგლისელებმა თავზე მოახვიეს თურქეთის სულთანს შეთანხმება, რომელიც კვიპროსზე მათ კონტროლს უზრუნველყოფდა. 1925 წლიდან კვიპროსი ოფიციალურად ბრიტანეთის კოლონიად იქცა.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, განიხილავდა რა კვიპროსს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ფორპოსტად ახლო აღმოსავლეთის მისადგომებზე, ბრიტანული იმპერიალიზმი ყველანაირად ცდილობდა კუნძულზე თავისი ბატონობის შენარჩუნებასა და უცხოური ტანჯვისგან განთავისუფლებისთვის მისი ხალხების მოძრაობის ძალით ჩახშობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლამ კვიპროსზე ინგლისური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის ხასიათი შეიძინა. ისწრაფვოდნენ რა ამ მოძრაობის დასუსტებისკენ, ინგლისელმა კოლონიზატორებმა ეროვნული მტრობის გაღვივება დაიწყეს კვიპროსის მოსახლეობის ბერძნულ უმრავლესობასა და თურქულ უმცირესობას შორის, აგრეთვე თურქული მთავრობის პრეტენზიებს კუნძულის ნაწილის დაუფლებაზე საიდუმლოდ ახალისებდნენ. დროთა განმავლობაში “კვიპროსის საკითხი” მწვავე საერთაშორისო პრობლემად გადაიქცა.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, ნატო-ს, და პირველ რიგში კი აშშ-ის ხელმძღვანელი წრეები, ანიჭებდნენ რა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას დიდ მნიშვნელობას აგრესიული ომის მზადებაში სოციალისტური და არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგ, კვიპროსის საკითხის მათეული გადაწყვეტის მოძებნისკენ ისწრაფვოდნენ. მათ სულ თავიდანვე აიღეს კურსი ხმელთაშუა ზღვის აუზში კუნძულის ერთერთ თავიანთ მთავარ ბაზად გადაქცევაზე. ამავდროულად ისინი ცდილობდნენ მოეხსნათ უთანხმოებები საბერძნეთსა და თურქეთს შორის, რომლებიც ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგს დაშლით ემუქრებოდა.

1957-1958 წლებში ნატო-ს საბჭოში კვიპროსის საკითხის განხილვის მსვლელობისას გამომუშავებულ იქნა კომპრომისული საფუძველი სამი დაინტერესებული სახელმწიფოს შეთანხმებისთვის: დიდი ბრიტანეთი იძულებული იყო კვიპროსისთვის დამოუკიდებლობის მიცემაზე დათანხმებოდა, საბერძნეთმა კუნძულის შესახებ თავის პრეტენზიებზე, ხოლო თურქეთმა კი მისი გაყოფის მოთხოვნაზე უარი განაცხადეს. ეს დებულებები საფუძვლად დაედო ციურიხ-ლონდონურ შეთანხმებებს; პირველს 1959 წლის 11 თებერვალს ციურიხში საბერძნეთმა და თურქეთმა მოაწერეს ხელი, ხოლო მეორეს კი – 1959 წლის 19 თებერვალს ლონდონში დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა და თურქეთმა, აგრეთვე კვიპროსის ბერძნული (მაკარიოსი) და თურქული (ქუჩუკი) თემების წარმომადგენლებმაც.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1960 წლის 16 აგვისტოს კვიპროსის დამოუკიდებლობის გამოცხადებას თან ახლდა რიგი კაბალური პირობების და ხელშეკრულებებისა, რომლებიც რესპუბლიკის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს მნიშვნელოვან ხარისხად ზღუდავდა და კუნძულის საშინაო საქმეებში ჩარევისთვის ნატო-ს ფართო შესაძლებლობებს აძლევდა. კერძოდ, ბრიტანეთმა შეინარჩუნა “სამუდამოდ” («на вечные времена») კუნძულის ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც იგი სამხედრო ბაზებისთვის 1970-იან წლებშიც იყენებდა, საბერძნეთმა და თურქეთმა კი მიიღეს უფლება აქ თავიანთი სამხედრო კონტინგენტების განლაგებაზე. კვიპროსის კონსტიტუცია, რომლის ძირითადი დებულებებიც ასევე ციურიხ-ლონდონის შეთანხმებებით იყო განპირობებული, კვიპროსის მოსახლეობის ბერძნული და თურქული ნაწილების შეგნებულ დაპირისპირებაზე აიგებოდა, რაც ქვეყანაში ეროვნული მტრობის გაძლიერებას იწვევდა.

კვიპროსის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მისი მოსახლეობა არაერთხელ განიცდიდა საკუთარ თავზე იმპერიალისტური ძალების ხრიკებს. ვითარება კვიპროსზე და კვიპროსის საკითხის გარსემო არაერთხელ გამწვავებულა, რაც კუნძულზე რეაქციული ძალების ტერორის აფეთქებებს იწვევდა. გარედან ჩარევა განსაკუთრებით ნათლად 1963 წელს გამოვლინდა, როდესაც კვიპროსის მთავრობამ ციურიხ-ლონდონური შეთანხმებების ზოგიერთი დებულების გადახედვაზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა, რომლებიც ქვეყნის როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას ხელს უშლიდა.

1963 წლის დეკემბრის ბოლოს ექსტრემისტულმა ელემენტებმა კუნძულზე ბერძნულ და თურქულ თემებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოახდინეს, რამაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია. იმ დროიდან წარმოიშვა კიდეც კვიპროსის ამ ორ თემს შორის ხელოვნური განკერძოება (размеживание). 1970-იან წლებშიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ის მხოლოდ იმიტომ რჩებოდა, რომ იმპერიალისტური ძალები კვიპროსის გარშემო თავიანთ ძირგამომთხრელ საქმიანობას თავს არ ანებებდნენ, მისი ბედის გადაწყვეტას კვიპროსელების ზურგს უკან, ახალგაზრდა რესპუბლიკის სუვერენიტეტის საზარალოდ ცდილობდნენ. ამ ძალებმა არაერთხელ მიმართეს პროვოკაციებს, ტერორს, ქმნიდნენ კრიზისულ სიტუაციებს, რომლებიც ბერძნებსა და თურქებს შორის ღია შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდით იმუქრებოდა. რათა ეს არ მომხდარიყო, გაერო იძულებული შეიქნა 1964 წელს კვიპროსზე თავისი ჯარების ქვედანაყოფები გაეგზავნა.

ტერორისა და ძალადობის ახალი ტალღა კვიპროსზე 1974 წლის გაზაფხულზე წარმოიქმნა. როგორც ცნობილია, თავის დროზე კვიპროსზე შეიარაღებული შემოჭრის მუქარისგან რესპუბლიკის დაცვის ინტერესებში, ეროვნული გვარდია შეიქმნა. მისი ხელმძღვანელობისთვის ათენიდან ბერძენი ოფიცრების დიდი ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებსაც კვიპროსის მთავრობის მითითებათა შესაბამისად უნდა ემოქმედათ. საქმით კი მათ ქვეყანაში მისი მთავრობის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა გაშალეს, ახდენდნენ რა თავიანთი მოქმედებების კოორდინაციას ტერორისტულ ორგანიზაცია ეოკა-2-თან, რომელიც პრეზიდენტ მაკარიოსის მოშორებასა და “ენოზისის” მიღწევას (კვიპრიოსის საბერძნეთთან შეერთებას) ხანგრძლივი დროის მანძილზე ცდილობდა. 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1974 წლის მიწურულს უკვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეოკა-2-ს ათენის ყოფილი ხუნტა აფინანსებდა და ისიც მისი ბრძანებების მიხედვით მოქმედებდა. ხოლო როდესაც პრეზიდენტ მაკარიოსის მთავრობამ ამ ორგანიზაციის საქმიანობის აღკვეთა დაიწყო და კუნძულიდან იმ 650 ბერძენი ოფიცრის გაწვევა მოითხოვა, რომელთაც ეროვნულ გვარდიაში საკომანდო პოსტები ეკავათ, შეთქმულები ღია შეირაღებულ მოქმედებებზე გადავიდნენ. ფაქტიურად ეს გახლდათ საბერძნეთის სამხედრო ხუნტის არაფრით არ დაფარული აგრესია, რომელიც ნატო-ს გარკვეულმა წრეებმა დაგეგმეს, ვინაიდან კვიპროსის დამოუკიდებელი სახელმწიფის არსებობა მათ არ აწყობდათ, რამდენადაც ეს უკანასკნელი მიუმხრობლობის პოლიტიკას ემხრობოდა. ხოლო ეს წრეები კი ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობდნენ 1970-იანი წლების დასაწყისში დასახული საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის ჩასაშლელად.

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის სიტყვით, საბჭოთა მთავრობამ 1974 წლის 18 ივლისის განცხადებაში კვიპროსზე ამბოხების დანაშაულებრივ ხასიათს პრინციპული შეფასება მისცა. ამ განცხადებაში, კერძოდ, აღინიშნებოდა, რომ მოვლენები კვიპროსზე წარმოადგენდა გაერო-ს წევრი სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში გარედან უხეშ სამხედრო ჩარევას. აღინიშნებოდა ასევე, რომ საბერძნეთის მთავრობის მცდელობებს დაეფარა თავისი მონაწილეობა ამ დანაშაულებრივ აქციაში და კვიპროსზე მიმდინარე მოვლენები შინაგანი ბრძოლის შედეგად წარმოესახა, არავის შეცდომაში შეყვანა არ შეეძლო. თავის განცხადებაში საბჭოთა მთავრობა კვიპროსის საქმეებში უცხოური ჩარევის შეწყვეტისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღების მომხრედ გამოდიოდა. მაგრამ, როგორც მოვლენების მსვლელობამ აჩვენა, მდგომარეობა კვიპროსზე ყოველდღიურად სულ უფრო დაძაბული და სახიფათო ხდებოდა.

1974 წლის 20 ივლისს დილით ადრე თურქულმა ჯარებმა კ. კვიპროსზე გადასხმა დაიწყეს. როგორც თურქეთის ყოფილი პრმიერ-მინისტრი ეჯევითი ამკტიცებდა, მისი მთავრობა ასეთ აქციაზე ვითომდა მას შემდეგ წავიდა, რაც დარწმუნდა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების, კვიპროსის დამოუკიდებლობისა და მისი კანონიერი მთავრობის აღდგენის ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. განაცხადეს ასევე, რომ თურქული ჯარები კუნძულის თურქული თემის დაცვის მიზნით იქნენ გადასხმული.

ღებულობდნენ რა ასეთ გადაწყვეტილებას, თურქეთის ხელმძღვანელები, როგორც დასავლური ქვეყნების ბეჭდურ გამოცემებში ესმებოდა ხაზი, ითვალისწინებდნენ, რომ საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებთან კონფრონტაციის შემთხვევაში თურქული ჯარები უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ჯერ ერთი, რიცხოვნებით თურქეთის შეიარაღებული ძალები (455 ათასი) თითქმის სამჯერ აღემატებოდა ბერძნულს (160 ათასი). მობილიზაციის შედეგად საბერძნეთს შეეძლო მოკლე ვადებში თავისი შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 200 ათას ადამიანამდე აეყვანა, იმ დროს, როდესაც თურქეთის სამობილიზაციო შესაძლებლობები გაცილებით უფრო მაღლა ფასდებოდა. მეორეც, თურქული არმია ბერძნულს შეიარაღების რაოდენობითაც აღემატებოდა. უცხოური პრესის მონაცემებით, შეჭრის მომენტისთვის მას 1400 ტანკი, 300-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და დაახლოებით 170 საბრძოლო ხომალდი გააჩნდა, მაშინ როდესაც საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებში სულ 650 ტანკი, 225 საბრძოლო თვითმფრინავი და 80 საბრძოლო ხომალდი მოითვლებოდა.

ითვალისწინებდნენ აგრეთვე კვიპროსის გეოგრაფიულ მდებარეობასაც, რომელიც გაცილებით უფრო ახლოს იმყოფება თურქეთთან, ვიდრე საბერძნეთთან. გააჩნია რა საზღვაო პორტები და ბაზები თავისი ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე, რომლებიც კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროდან 280-220 კმ-ითაა დაშორებული, თურქული სარდლობა შეძლებდა ბერძნულთან შედარებით ჯარები კუნძულზე გაცილებით უფრო სწრაფად გადაესროლა (საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილსა და კვიპროსს შორის მანძილები ხუთჯერ უფრო მეტია).

თურქული სამხედრო სარდლობა უშვებდა, რომ ჯარების გადასხმას კვიპროსზე შეეძლო აღმოსავლეთ თრაკიაში საბერძნეთის საპასუხო მოქმედებები გამოეწვია. ამიტომ საბერძნეთ-თურქეთის საზღვრის გასწვრივ 1-ლი საველე არმიის ძირითადი ძალები დაუყოვნებლივ იქნა გაშლილი. გარდა ამისა, იზმირის რაიონში შეიქმნა ჯარების დაჯგუფება, რომელიც საბერძნეთთან ომის შემთქვევაში ეგეოსის ზღვაში მისი კუთვნილი კუნძულების – ქიოსისა და მიტილინის დაპყრობისთვის იყო განკუთვნილი. 

რაც შეეხებოდა ბერძნულ სამხედრო ხუნტას, ამბოხების დაგეგმვისა და განხორციელებისას იგი კუნძულზე პრეზიდენტ მაკარიოსის მომხრეებზე თავისი ძალების აშკარა უპირატესობიდან ამოდიოდა. შეთქმულთა განკარგულებაში იყო ეროვნული გვარდია 11 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, რომელიც ბერძენი ოფიცრების მეთაურობის ქვეშ იმყოფებოდა, აგრეთვე კუნძულზე მუდმივად დისლოცირებული ბერძნული პოლკი (950 ადამიანი; ციურიხ-ლონდონური შეთანხმებების შესაბამისად), მანამდე ცოტა ხნით ადრე საბერძნეთიდან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადასროლილი რანდენიმე ქვედანაყოფი და იატაკქვეშა ორგანიზაციის ეოკა-2 ტერორისტული ჯგუფები.

გადატრიალების ჩავარდნამ ხუნტის სრული დისკრედიტაცია გამოიწვია. მის მიერ ჩატარებულ სამობილიზაციო ღონისძიებებს, განსაკუთრებით კვიპროსზე თურქული ჯარების გადასხმის შემდეგ, არ შეეძლო მდგომარეობა გადაერჩინა. საბერძნეთის სამხედრო ხუნტა იძულებული იყო თავისი დამარცხება ეღიარებინა და 23 ივლისს საღამოს ხელისუფლება ეროვნული ერთიანობის სამოქალაქო მთავრობისთვის დაეთმო პრემიერ-მინისტრ კარამანლისის მეთაურობით. საბერძნეთის ახალმა მთავრობამ, რომლის შემადგენლობაშიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ბურჟუაზიული პოლიტიკური მოღვაწეები შევიდნენ, პოლიტპატიმრებისთვის ამნისტია გამოაცხადა, კ. იურაზე საკონცენტრაციო ბანაკი დახურა, ხუნტის მიერ 1968 წელს შემოღებული კონსტიტუცია გააუქმა, მის მიერვე დაყენებული ადამიანებისგან არმიისა და სახელმწიფო აპარატის გაწმენდა დაიწყო და ბევრ პოლიტიკურ ემიგრანტს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა. საბერძნეთის დემოკრატიულმა ძალებმა თავიანთი საქმიანობის გააქტიურების შესაძლებლობა მიიღეს. კარამანლისს მთავრობა სამხედრო ხუნტის კვიპროსულ ავანტიურას გაემიჯნა, კვიპროსის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი პატივიასცემის შესახებ განაცხადა, მისი კანონიერი მთავრობის აღდგენის სასარგებლოდ სურვილი გამოთქვა. 

თურქული ჯარების გადასხმა შემდეგნაირად ხორციელდებოდა. 19 ივლისს დაახლოებით 30 სადესანტო ხომალდი და კატარღა გავიდა თურქეთის პორტ მერსინიდან და, შეასრულა რა გადასვლა საესკადრო ნაღმოსნებისა და ტრალერების საფარველ ქვეშ, 20 ივლისს გამთენიისას საზღვაო დესანტის პირველი ეშელონის გადასხმა დაიწყო რაიონში, რომელიც კირენიიდან 5-7 კმ-ით დასავლეთით იმყოფებოდა. იმავდროულად კირენიისა და ნიქოზიის აეროპორტის სამხრეთით მდებარე რაიონებში ვერტმფრენებით საჰაერო დესატები იქნა პარაშუტებითა და დაჯდომის ხერხით გადასროლილი.

გადასხმისას საზღვაო დესანტს საბრძოლო მოქმედებების წარმოება ფაქტიურად არ მოუხდა, რამდენადაც მას ორგანიზებული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. გადასხმის რაიონში კვიპროსის ეროვნულ გვარდიას დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა არ შეუქმნია. სადესანტო ხომალდებიდან და კატარღებიდან გადასხმა სანაპიროს დამრეც უბანზე წარმოებდა.

რამდენადაც თურქული სარდლობისთვის მთლიანად არ იყო ნათელი, თუ დესანტის პირველი ეშელონის გადასხმის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდებოდა, ამიტომ სადესანტო ხომალდები და კატარღები 20 ივლისის დღის დასასრულამდე დესანტირების რაიონში რჩებოდნენ, ხოლო შემდეგ კი ჯარების მორიგი ქვედანაყოფების ბორტზე მისაღებად თურქეთის სანაპიროსთან დაბრუნდნენ.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 20 ივლისს დღეღამის განმავლობაში თურქულმა სარდლობამ ზღვითა და ჰაერით შეძლო კვიპროსზე 6 ათასამდე ადამიანი შეიარაღებით გადაესროლა. შემდეგ დღეებში ძალების ზრდა გრძელდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ კი კვიპროსზე საექსპედიციო კორპუსის რიცხოვნება 40 ათას ადამიანამდე იქნა აყვანილი.

კირენიის რაიონში გადასხმული თურქული ჯარების თავდაპირველ ამოცანას აქ პლაცდარის შექმნა, კირენიაში პორტის დაპყრობა და კირენია-ნიქოზიის გზის გაყოლებაზე საჰაერო დესანტთან შეერთების მიზნით შეტევის განვითარება შეადგენდა.

როგორც უცხოური სააგენტოები იტყობინებოდნენ, კირენიის რაიონში და კირენია-ნიქოზიის გზის გაყოლებით სისხლისმღვრელი ბრძოლები ორ დღეღამეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რომელთა დროსაც თურქული ჯარების შეტევებს ეროვნული გვარდიის კონტრშეტევები ცვლიდა. ბრძოლებში სატანკო, საარტილერიო და საავიაციო (მათ შორის სავერტმფრენო) ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. თურქული ავიაცია ადანის, ინჯირლიკისა და ანტალიის აეროდრომებიდან 2-4 თვითმფრინავისგან შემდგარი ჯგუფებით მოქმედებდა, ნიქოზიაში, კირენიასა და ფამაგუსტაში განლაგებულ მოწინააღმდეგის ჯარებსა და ობიექტებს დარტყმებს აყენებდა, რისთვისაც საავიაციო ბომბებსა (მათ შორის ნაპალმით აღკაზმულებს) და უმართავ რაკეტებს ფართოდ იყენებდა.

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებმა იმავდროულად კვიპროსის სამხრეთ პორტების ლიმსოლისა და პათოსის ბლოკირება მოახდინეს და საბერძნეთიდან საზღვაო გზით ჯარების გადმოსროლას წინ აღუდგნენ. ბერძნულ ხომალდებს, დადესანტო და სატრანსპორტო გემებს 21 ივლისს პათოსის რაიონში თურქული თვითმფრინავები და ხომალდები დახვდნენ (перехватили). თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, გაჩაღებულ საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. იმავე ბრძოლაში, უცხოური პრესის შეტყობინებით, თურქულმა თვითმფრინავებმა შეცდომით თავიანთი საესკადრო ნაღმოსანი “ქოჯათეფეც” ჩაძირეს. 

აქტიური ბრძოლების მსვლელობისას კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში თურქული ჯარები კირენიას დაეუფლნენ, კირენია-ნიქოზიის გზაზე კონტროლი დაამყარეს, ხოლო შემდეგ კი ნიქოზიის აეროპორტი დაიპყრეს და საბრძოლო მოქმედებები კვიპროსის დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში განავითარეს. ამ დროისთვის კვიპროსთან თავმოყრა ინგლისურმა და ამერიკულმა ხომალდებმაც დაიწყეს.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, კვიპროსზე კონფლიქტის დაძაბულობა დღითი დღე იზრდებოდა, რაც ქმედითი ზომების მიღებას მოითხოვდა. საბჭოთა კავშირისა და რიგი სხვა მშვიდობისმოყვარე ქვეყნების თანამიმდევრულმა ძალისხმევამ, რომლებიც კვიპროსზე ბერძნული მხედრიონის (военщина) ინტერვენციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 1974 წლის 20 ივლისს ერთხმად # 353 რეზოლუციის მიღება გამოიწვია. მასში კვიპროსის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობაზე იყო მითითებული, დადასტურებული იყო, რომ მთავარეპისკოპოსი მაკარიოსი არის კვიპროსის პრეზიდენტი, და რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილებისა და მთავრობის აღდგენისკენ მოუწოდებდა. რეზოლუციაში დაფიქსირებული იყო მოთხოვნა კვიპროსის სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოური სამხედრო ინტერვენციის შეწყვეტის, ცეცხლის შეწყვეტისა და უცხოური პერსონალის გაყვანის შესახებ, ბერძენი ოფიცრების ჩათვლით. უშიშროების საბჭომ საბერძნეთს, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდა დაეწყოთ მოლაპარაკებები კვიპროსის რაიონში მშვიდობისა და კვიპროსის რესპუბლიკის კონსიტუციური მთავრობის აღდგენის მიზნით.

22 ივლისს ძალაში შევიდა ამ რეზოლუციის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დებულება – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თუმცა კი ცალკეული სროლები მხარეებს შორის კიდევ დიდ ხანს გრძელდებოდა.

25 ივლისს ჟენევაში დაიწყო კონფერენცია კვიპროსის საკითხში ამ ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. მან ნატო-ს ფარგლებში კულისებსმიღმა მოლაპარაკებების ხასიათი შეიძინა და 30 ივლისს სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა. თვით დასავლურმა პრესამაც კი ამ მოლაპარაკებებს “ვაჭრობა” უწოდა, რომელთა დროსაც მიმართავდნენ მცდელობებს კვიპროსის საკითხის ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ინტერესებში და კვიპროსელების ხარჯზე გადაწყვეტის მიზნით.

8 აგვისტოს ჟენევაში კვიპროსის გამო მოლაპარაკებების მეორე ეტაპი დაიწყო, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, საბერძნეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აგრეთვე კვიპროსის თურქული და ბერძნული თემების მეთაურებმა. დამკვირვებელთა სახით საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამ დროისთვის თურქეთის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთისა და კვიპროსში გაერო-ს ჯარების წარმომადგენლებმა ძირითადად დაასრულეს ჯარების დაშორიშორების ხაზის დემარკაცია (ცეცხლის შეწყვეტა). ამ მოლაპარაკებებზე კვიპროსის შიდა კონსტიტუციური მოწყობის საკითხში თურქეთსა და საბერძნეთს შორის მწვავე უთანხმოებების გამო კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა. კვიპროსის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა კლირიდისმა წარმოადგინა გეგმა, რომელსაც მხარს საბერძნეთი უჭერდა. ის თურქული მოსახლეობის უფლებების გაფართოებას ითვალისწინებდა, მაგრამ როგორც ბერძნული, ისე თურქული მოსახლეობისთვის ავტონომიური ოლქების შექმნის იდეას კი უარყოფდა. 13 აგვისტოს თურქეთის წარმომადგენელმა კლირიდისის წინადადების განხილვაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ტოვებს კონფერენციას, რამდენადაც კონფლიქტის დარეგულირების თურქულმა გეგმამ მოწონება ვერ ჰპოვა. როგორც ცნობილია, ეს გეგმა კუნძულზე ორი ავტონომიური ადმინისტრაციისა და ორი ავტონომიური ოლქის (კანტონის) დაუყოვნებლივ შექმნას ითვალისწინებდა, რომლებიც კვიპროსის რესპუბლიკის ფედერალურ მთავრობას თანაბარი უფლებებით ქმნიდნენ. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ თურქულმა დელეგაციამ კუნძულის ტერიტორის 34 %-ის გამოყოფა მოითხოვა, რომელზედაც კვიპროსელი თურქების სახელმწიფო უნდა შექმნილიყო. ნატო-ს ვიწრო წრეში კვიპროსის საკითხის გადაწყვეტის მცდელობები სრულიად უსუსური (несостоятельные) აღმოჩნდა. ჟენევის მოლაპარაკებები ჩავარდნით დასრულდა.

14 აგვისტოს გამთენიისას კვიპროსზე საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა. თურქული ჯარები მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გაფართოებას შეუდგნენ. ქვეითი და სატანკო ქვედანაყოფები ნიქოზიის რაიონიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ მიმართულებებით გაემართნენ. თურქულმა თვითმფრინავებმა ნიქოზიის რადიოსადგური, დედაქალაქში განლაგებული კვიპროსელი ბერძნების ჯარები და ობიექტები დაბომბეს. მის გარეუბნებში გაჩაღდა ბრძოლები, იფეთქეს გააფთრებულმა სროლებმა “მწვანე ხაზზე”, რომელიც ქალაქის ბერძნულ და თურქულ კვარტლებს ჰყოფდა.

16 აგვისტოს მიწურულისთვის თურქული ჯარები ე. წ. “ატილას” ხაზზე გავიდნენ, აიყვანეს რა კონტროლის ქვეშ ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები, როგორებიცაა ქალაქი და პორტი ფამაგუსტა, პორტი ბოღაზი, მორფუ და სხვები (ნახატი – კვიპროსის რუკა 16 აგვისტოს ბოლოსთვის თურქების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ჩვენებით). ხაზი “ატილა” – ეს გახლდათ თურქული მთავრობის მიერ შეთავაზებული საზღვარი კვიპროსის ბერძნულ და თურქულ თემებს შორის, რომლის ჩრდილოეთით ტერიტორიასაც მოითხოვდა თურქეთი კუნძულის თურქული თემისთვის გადასაცემად. კვიპროსის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კლირიდისმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ თურქულმა ჯარებმა კუნძულის ტერიტორიის 40 %-მდე დაიკავეს. 18 აგვისტოს 18 სთ-თვის ცეცხლი შეწყვეტილ იქნა.

საომარი მოქმედებების ახალ აფეთქებას კვიპოროსის მოსახლეობისთვის დრამატული შედეგები ჰქონდა. დეზორგანიზებულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება, ათასობით მოსახლე ჭერის გარეშე დარჩა, ბევრი იყო მოკლული და დაჭრილი, 200 ათასმა დევნილმა თავისი სახლ-კარი დატოვა და კუნძულის სამხრეთში წავიდა.

14 აგვისტოს კვიპროსზე საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, საბერძნეთის მთავრობამ თავისი ქვეყნის ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, გახლდათ ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელობის უუნარობა მის ორ წევრს შორის შეიარაღებული კონფლიქტის აცილებაში. ამასთან ერთად ხაზს უსვამდნენ, რომ საბერძნეთის ახალი მთავრობა და ბერძნული საზოგადოება თავიანთი გამოცდილებით დარწმუნდნენ, რომ აშშ-ის მმართველი წრეები და ნატო-ს ბლოკის სხვა მონაწილეთა ლიდერები ყველაზე უფრო ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი მცირე ქვეყნების უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.

ამერიკელ მიმომხილველთა შეფასებით, კვიპროსის კრიზისის პირველ პეროდში აშშ იქითკენ ისწრაფვოდა, რომ კვიპროსზე გადატრიალების როგორც “მომხდარი ფაქტის” საერთაშორისო აღიარებისთვის მიეღწია და თურქეთი კუნძულის თურქული თემის დასაცავად რაიმე ზომების მიღებისგან თავის შეკავებისთვის განეწყო. ამით მიზნად ისახავდნენ ბერძნული ხუნტის ხელით (“ენოზისის” გზით) კუნძული ბლოკის სტრატეგიულ სისტემაში ჩაეთრიათ. მას შემდეგ, რაც ნატო-ს აგრესიული წრეების ჩანაფიქრები ჩაიშალა, აშშ-მ თავისი ძალისხმევა იმაზე მიმართა, რათა კუნძულის ფაქტიური დაშლისთვის ან, სულ მცირე, მის დასაშლელად პირობების შექმნისთვის მიეღწია.

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საბჭოთა კავშირი სულ თავიდანვე დადგა კვიპროსის სახელმწიფოს ხელშეუვალი უფლებების დასაცავად. მან გადაჭრით მოითხოვა კვიპროსის საქმეებში გარედან ჩარევისთვის წერტილი დაესვათ, მისი მიწა-წყლიდან უცხოური ჯარები მოეშორებინათ, კონსტიტუციური წესრიგი აღედგინათ, კვიპროსელებისთვის საკუთარი ბედის თავად განსაზღვრის შესაძლებლობა მიეცათ. როგორც საბჭოთა მთავრობის 1974 წლის 22 აგვისტოს განცხადებაში იყო მითითებული, “დადგა დრო იმისთვის, რათა კვიპროსის პრობლემის განხილვით სახელმწიფოების წარმომადგენლობითი ფორუმი დაკავდეს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ სახეს ასახავს. მომწიფდა საკითხი ამ მიზნებით გაერო-ს ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ, კვიპროსის, საბერძნეთის, თურქეთისა და უშიშროების საბჭოს წევრი ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით”. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო კონფერენციაში სხვა სახელმწიფოების მოწვევაც, კერძოდ კი მიუმხრობელი ქვეყნების რიცხვიდან.

საბჭოთა მთავრობის 1974 წლის 22 აგვისტოს განცხადებამ ფართო და კეთილგანწყობილი გამოხმაურებანი ჰპოვა. კვიპროსის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კლირიდისმა საბჭოთა წინადადების მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. საბერძნეთის მთავრობამ ასევე მთლიანობაში მიიღო სსრკ-ის წინადადება კვიპროსის გამო საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ. მაგრამ კვიპროსის პრობლემის ნატო-ს წევრი სახელმწიფოების “ოჯახურ” წრეში გადაწყვეტის მცდელობები შემდეგაც კიდევ გრძელდებოდა.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ეჭვი არ იყო, რომ კვიპროსის საკითხი, რომელიც რთულ საერთაშორისო პრობლემად გადაიქცა, შეიძლებოდა მხოლოდ კვიპროსის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უსიტყვო აღიარების საფუძველზე ყოფილიყო გადაწყვეტილი.

1974 წლის ნოემბერში დასრულებულმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის XXIX სესიამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც იყო მოწოდება პატივს ეცათ კვიპროსის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობისა და მიუმხრობლობის პოლიტიკისთვის. გაერო-მ მოითხოვა კუნძულიდან მთელი უცხოური შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო, პერსონალის უსწრაფესი გაყვანა, კვიპროსის რესპუბლიკის საქმეებში გარედან ყვალანაირი ჩარევის შეწყვეტა. ეს რეზოლუცია, როგორც პრეზიდენტმა მაკარიოსმა განაცხადა, საერთაშორისო არენაზე კვიპროსის მორალურ გამარჯვებას წარმოადგენდა.

საბჭოთა ავტორები დასასრულს ასკვნიდნენ, რომ აგრესია კვიპროსის ხალხის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ახსენებდათ, რომ არც ერთი წამით არ უნდა დაესუსტებინათ ძალისხმევა ბრძოლაში მშვიდობისა და საერთაშორისო განმუხტვისთვის.

V. ნატო-ს შეიარაღებული ძალები სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ჯერ კიდევ 1950-იანი წლების შუახანებიდან მსოფლიო საზოგადიოებრიობის ყურადღება მუდმივად იყო მიპყრობილი ხმელთაშუა ზღვის რაიონში მიმდინარე მოვლენებისკენ, სადაც აშშ-ისა და ნატო-ში მისი პარტნიორების ძალისხმევით, აგრეთვე ისრაელის მმართველი წრეების პროვოკაციული პოლიტიკით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არაბული ტერიტორიების დაპყრობისკენ იყო მიმართული, არაერთხელ შექმნილა რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება. განსაკუთრებით სერიოზულად გამწვავდა მდგომარეობა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში 1974 წლის აგვისტოში კვიპროსში სამხედრო ამბოხებასთან დაკავშირებით, რომელიც საბერძნეთის ყოფილმა დიქტატორულმა რეჟიმმა აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური წრეების მოწონებით (с одобрения) მოამზადა. 

ამერიკელები, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, 1970-იან წლებში ხმელთაშუა ზღვის აუზს განიხილავდნენ, როგორც პლაცდარმს თავიანთი ბატონობის დამყარებისთვის ევროპაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარ რაიონებში. ისინი ვარაუდობდნენ ამის განხორციელებას ჩრდილოატლანტიკური კავშირის მეშვეობით, გამოიყენებდნენ რა თავიანთ დომინირებულ მდგომარეობას ამ ბლოკში, ევროპულ საომარ მოქმედებათა თეარებზე (ომთ), მათ შორის სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზეც.

სამხრეთ-ევროპული ომთ მოიცავდა იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებს, აგრეთვე ხმელთაშუა და მარმარილოს ზღვებს, შავი ზღვის სრუტეების ზონასა და შავი ზღვის სამხრეთ ნაწილს. თეატრის სახმელეთო ნაწილის ფართობი შეადგენდა 1201 ათას კმ²-ს, აქ განლაგებული ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობის რაოდებობა 1970-იანი წლების შუახანებში კი 98 მლნ. ადამიანს აღემატებოდა.

აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, სამხრეთ-ევროპულ ომთ-ს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა. იგი ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხრეთ ფლანგსა და ბლოკ სენტო-თან მის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა. ნატო-ს ბატონობა ომთ-ის სამხრეთ ნაწილში (საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიები მათთან მიმდებარე საზღვაო რაიონებით) როგორც თვლიდა ნატო-ს ხელმძღვანელობა, იძლეოდა იმის საშუალებას, რომ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გამავალი საზღვაო კომუნიკაციები ეკონტროლებინათ, ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მარცხენა ფლანგისა და ახლო და შუა აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფოებისთვის მუქარა შეექმნათ, სსრკ-ისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების სამხედრო და სამრეწველო ობიექტებისთვის ბირთვული დარტყმები მიეყენებინათ.

ითვალისწინებდა რა სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური კავშირის საომარ მზადებათა ზოგად სისტემაში, ბლოკის ხელმძღვანელობა უკვე მშვიდობიანობის დროს ინახავდა (содержит) მის ტერიტორიაზე სარაკეტო-ბირთვული იარაღითა და დაზიანების სხვა თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების მსხვილ დაჯგუფებას.

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-ინი წლების შუახანებში აქ თავმოყრილი იყო 1 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე (ბლოკის მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნების დაახლოებით 16 %). ჯარების აღნიშნული კონტინგენტის უმეტესი ნაწილი გადაცემული იყო ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) შეადგენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, ხოლო დანარჩენი ჯარები კი მშვიდობანობის დროს ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.

ძირითად დამრტყმელ ძალას ომთ-ზე წარმოადგენდნენ ბალისტიკური რაკეტებით “პოლარისითა” და “პოსეიდონით” შეიარაღებული ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების 16-ე ესკადრა და აშშ-ის მე-6 ფლოტი, რომლებიც ამერიკული სარდლობის უშუალო დაქვედებარებაში იმყოფებოდნენ. რიცხოვნების მიხედვით ყველაზე უფრო მსხვილი იყო სახმელეთო ჯარები, რომლის წილადაც პირადი შემადგენლობის დაახლოებით 72 % მოდიოდა.

ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, შეთანხმებების მიხედვით, ინიშნებოდა ამერიკელი ადმირალი (1973 წლის დეკემბრიდან ადმირალი ჯონსტონი). დაქვემდებარებული ჯარების ხელმძღვანელობისთვის თეატრზე მას გააჩნდაა შტაბი, რომელიც ნეაპოლში (იტალია) იყო განლაგებული.

ბლოკის გშძ ომთ-ზე შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ), სამხედრო-საზღვაო ძალებისა (სზძ) და დამრტყმელი სზძ-გან, რომელსაც ნატო-ს განკარგულებაში აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, თურქეთი და საბერძნეთი გამოყოფდნენ. ცნობილი იყო, რომ 1974 წლის 14 აგვისტოს საბერძნეთის მთავრობამ ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მაგრამ, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, მას ამის შემდეგ არ მიეღო რაიმე პრაქტიკული ზომები ომთ-ზე ბლოკის გშძ-დან საკუთარი ჯარების გასაყვანად.

ნატო-ს ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მიახლოებითი ორგანიზაცია სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე მოყვანილია სქემაზე (იხ სქემა).

[ნახატზე, რომელსაც ეწოდება “ნატო-ს ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ორგაიზაცია სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე”, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენები იყო ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდალი სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე; მას ექვემდებარებოდნენ სარდლები: გაერთიანებული სახმელეთო ჯარებისა ომთ-ის სამხრეთ ნაწილში, გაერთიანებული სახმელეთო ჯარებისა ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გაერთიანებული სჰძ-ისა ომთ-ზე, ნატო-ს გაერთიანებული სზძ-ისა ომთ-ზე, ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ისა ომთ-ზე (მე-6 ფლოტი); ომთ-ის სამხრეთ ნაწილში ნატო-ს გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდლის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო იტალიის სახმელეთო ჯარები და აშშ-ის სამხრეთევროპული ტაქტიკური ჯგუფი; ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდლის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო საბერძნეთის 1-ლი საველე არმია და თურქეთის 1-ლი, მე-2 და მე-3 საველე არმიები; ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული სჰძ-ის სარდლის დაქვემდებარებაში შედიოდნენ მე-5 და მე-6 ტაქტიკური საავიაციო სარდლობები, რომელთაგან პირველის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო იტალიის სჰძ-ის ნაწილები და ქვედანაყოფები, აგრეთვე აშშ სჰძ-ის ტაქტიკური გამანადგურებლების ესკადრილიები, ხოლო მეორის დაქვემდებარებაში კი – საბერძნეთის სჰძ-ის 28-ე ტაქტიკური საავიაციო სარდლობა, თურქეთის სჰძ-ის 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საჰაერო არმიები და აშშ სჰძ-ის ტაქტიკური გამანადგურებლების ესკადრილიები; ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული სზძ-ის სარდლის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო ჰიბრალტარის რაიონის გაერთიანებული სზძ, დასავლეთის რაიონის გაერთიანებული სზძ, ცენტრალური რაიონის გაერთიანებული სზძ, აღმოსავლეთ რაიონის გაერთიანებული სზძ, ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაერთიანებული სზძ, სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონის გაერთიანებული სზძ, გაერთიანებული წყალქვეშა ძალები, გაერთიანებული საბაზო ავიაცია და ოპერატიული შენაერთი ხმელთაშუა ზღვაში “გამოძახებით მოქმედებებისთვის”; ომთ-ზე ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის სარდლის დაქვემდებარებაში შედიოდა ოპერატიული შენაერთები: 60-ე საავიაციო დამრტყმელი (60.1 და 60.2 საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფებით /АУГ/), 61-ე ამფიბიური, 62-ე საზღვაო ქვეითი ჯარისა, 63-ე მომსახურების ძალების, 65-ე (დროებითი) სპეციალური ამოცანების, 66-ე (დროებითი) АПУГ, 67-ე დესანტსაწინააღმდეგო, 69-ე წყალქვეშა ძალების] 

გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარებს, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, თავის შემადგენლობაში გააჩნდაა 36 დივიზია, 20 ბრიგადა, 10-ზე მეტი პოლკი, აგრეთვე ჯართა სხვადასხვა გვარეობებისა და სამსახურების ცალკეული ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც ნატო-ს განკარგულებაში იტალიის, საბერძნეთის, თურქეთისა და აშშ-ის მიერ იყო გადაცემული. ეს ჯარები გაერთიანებული იყვნენ ორ სარდლობაში: სარდლობა თეატრის სამხრეთ ნაწილში (იტალიის ტერიტორია, შტაბი ვერონაში, ჩრდილოეთ იტალია) და სარდლობა თეატრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიები, შტაბი იზმირში, თურქეთი). 

გაერთიანებული სახმელეთო ჯარები თეატრის სამხრეთ ნაწილში წარმოდგენილი იყო იტალიის ოთხი საარმიო კორპუსითა და აშშ-ის სამხრეთ-ევროპული ტაქტიკური ჯგუფით (სულ 7 დივიზია, 5 ცალკეული ბრიგადა, მართვადი რაკეტების (მრ) “სერჟანტი” დივიზიონი და უმართავი რაკეტების (ურ) “ონესტ ჯონი” ოთხი დივიზიონი). 

იტალიური შენაერთები და ნაწილები ადმინისტრაციული მიმართებით ექვემდებარებოდნენ იტალიის სახმელეთო ჯარების მთავარ შტაბს, ოპერატიული მიმართებით კი – სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდალს.

იტალიის სახმელეთო ჯარები შეიარაღებული იყო ძირითადად ამერიკული და დასავლეთგერმანული საბრძოლო ტექნიკით. კერძოდ, მას გააჩნდა ურ-ები “ონესტ ჯონი” და 203,2-მმ ჰაუბიცები, რომელთაც შეეძლოთ ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალების გამოყენება, საზენიტო რაკეტების “ჰოქების” დივიზიონები და დასავლეთგერმანული ტანკები “ლეოპარდი”.

გაერთიანებული სახმელეთო ჯარები თეატრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილი იყო ერთი ბერძნული და სამი თურქული საველე არმიებით (სულ 29 დივიზია, 13 ცალკეული ბრიგადა და ურ “ონესტ ჯონებისა” და ატომური არტილერიის 10-ზე მეტი დივიზიონი).

საბერძნეთის სახმელეთო ჯარები მოითვლიდა 11 ქვეით (მათ შორის სამ სარეზერვო) და ჯავშანსატანკო დივიზიებს, აგრეთვე ჯავშანსატანკო ბრიგადას. ყველა ისინი შედიოდნენ 1-ლ საველე არმიაში (შტაბი ქ. ლარისაში) შეყვანილი სამი საარმიო კორპუსის შემადგენლობაში, და მთლიანად დაკომპლექტებული იყვნენ ამერიკული იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, მათ შორის ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებებითაც (ურ “ონესტ ჯონების” ორი დივიზიონი და 203,2-მმ ჰაუბიცები). აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში 1974 წლის ივნისში საერთაშორისო ვითარების მკვეთრი გამწვავების პერიოდში ამ ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი გაშლილ იქნა ჩრდილოეთ საბერძნეთში თურქეთის საზღვართან. საბერძნეთის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები 2-3 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, იმყოფებოდნენ კვიპროსზე. 

თურქეთის სახმელეთო ჯარებში შედიოდნენ 17 დივიზია (14 ქვეითი, 2 მექანიზებული და ჯავშანსატანკო) და 12 ცალკეული ბრიგადა (7 ქვეითი, 4 ჯავშანსატანკო და საჰაერო-სადესანტო), აგრეთვე 4 სასწავლო დივიზია (3 ქვეითი და ჯავშანსატანკო). უმაღლეს ოპერატიულ გაერთიანებას თურქეთის სახმელეთო ჯარებში წარმოადგენდა საველე არმია (სულ სამი იყო). 1-ლი საველე არმია (შტაბი სტამბულში) შედგებოდა 4 საარმიო კორპუსისგან (სულ 11 დივიზიამდე). ის გაშლილი იყო შავი ზღვის სრუტეების ზონაში (აღმოსავლეთ თრაკიაში და ნახევარკუნძულ კოჯაელიზე). მე-2 საველე არმიას (შტაბი კონიაში) ჰყავდა სამი საარმიო კორპუსი (სულ 2 დივიზია და 5 ცალკეული ბრიგადა) და დისლოცირებული იყო ცენტრალურ ანატოლიაში და სირიის საზღვარზე. მე-3 საველე არმია, რომელსაც ასევე ჰყავდა 3 საარმიო კორპუსი (სულ 5 დივიზია და 5 ცალკეული ბრიგადა), განლაგენული გახლდათ აღმოსავლეთ თურქეთში, სსრკ-ის საზღვრის მახლობლობაში.

თურქეთის სახმელეთო ჯარების ყველა შენაერთი და ნაწილი ასევე აღჭურვილი იყო ამერიკული შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო უმართავი რაკეტების “ონესტ ჯონი” 4 დივიზიონი და 203,2-მმ ჰაუბიცების ქვედანაყოფები.

საბრძოლო მოქმედებებში კვიროსზე 1974 წლის ივლის-აგვისტოში გამოიყენებოდა თურქეთის სახმელეთო ჯარების 40 ათას ადამიანამდე რიცხოვნების შენაერთები და ნაწილები და 200-მდე ტანკი.

ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სჰძ-ს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე თავის შემადგენლობაში ჰყავდა 1000-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი (მათგან იტალიის სჰძ-ს – 350-მდე, საბერძნეთის – 225-მდე, თურქეთის 360-მდე), რომელთაგან დაახლოებით 150 თვითმფრინავი ბირთვული იარაღის მატარებელი იყო.

ნატო-ს გაერთიანებული სჰძ-ის შენაერთები და ნაწილები თეატრზე შეყვანილი იყვნენ მე-5 და მე-6 გაერთიანებულ ტაქტიკურ საავიაციო სარდლობებში (გტას, ОТАК) რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ნატო-ს სარდლობის გეგმების მიხედვით დამოუკიდებელი ოპერაციების წარმოებისთვის, აგრეთვე სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში სახმელეთო ჯარებთან და სზძ-თან ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვისაც.

მე-5 გტას-ის შემადგენლობაში შედიოდნენ იტალიის სჰძ-ის შენაერთები და ნაწილები, რომლებიც დისლოცირებული იყვნენ ძირითადად ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიაზე და აშშ სჰძ-ის ტაქტიკური გამანადგურებლების ჯგუფი. მათ შეიარაღებაში შედგებოდა თანამედროვე ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებლები F-4C, საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გამანადგურებლები F-104G, F-104S, F-86K, იტალიური გამანადგურებელ-ბომბდამშენები G91V და G91R, აგრეთვე ამერიკული თვითმფრინავ-მზვერავები RF-104G და RF-84F. გარდა ამისა, იტალიის სჰძ-ის შემადგენლობაში იყო საზენიტო-მართვადი რაკეტების (ზმრ) “ნაიქი” სამ დივიზიონამდე (108 გასაშვები დანადგარი /გდ, ПУ/ “ნაიქ-ჰერკულესი”). საბრძოლო ამოცანების შესრულებისას მე-5 გტას-ი ურთიერთმოქმედებდა ნატო-ს გაერთიანებულ სახმელეთო ჯარებთან ომთ-ის სამხრეთ ნაწილში. მე-5 გტას-ის შტაბი განლაგებული გახლდათ ქ. ვიჩენცაში (ჩრდილოეთ იტალია).

მე-6 გტას-ი შედგებოდა საბერძნეთის სჰძ-ის 28-ე ტაქტიკური საავიაციო სარდლობისგან, რომლის ნაწილები და ქვედანაყოფები საბერძნეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში განლაგებულ აეროდრომებზე იყვნენ ბაზირებული, აგრეთვე თურქეთის 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საჰაერო არმიებისგან, რომლებიც თურქეთის დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში იყვნენ დისლოცირებული, აგრეთვე აშშ სჰძ-ის ტაქტიკური ჯგფისგან.

ბერძნული და თურქული სჰძ-ის თვითმფრინავების ფარეხს შეადგენდა ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავები: ტაქტიკური გამანადგურებლები F-104G, F-100D და F-84F, გამანადგურებლები F-5A, F-102A და ტაქტიკური მზვერავები RF-5A და RF-84F. გარდა ამისა, საბერძნეთისა და თურქეთის სჰძ-ში შედიოდა ზმრ “ნაიქის” დივიზიონები (ზმრ “ნაიქ-ჰერკულესების” 36 გდ საბერძნეთის სჰძ-ში და ზმრ “ნაიქ-აიაქსებისა” და “ნაიქ-ჰერკულესების” 72 გდ თურქეთის სჰძ-ში), რომლებიც საბერძნეთისა და თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში გამოიყენებოდა. საბრძოლო ამოცანების შესრულებისას მე-6 გტას-ის შენაერთები ურთიერთიმოქმედებდნენ (будут взаимодействовать) ბერძნულ და თურქულ სახმელეთო ჯარებთან, აღმოუჩენდნენ რა მათ ბრძოლის ველზე უშუალო მხარდაჭერას. მე-6 გტას-ის შტაბი მდებარეობდა ქ. იზმირში (თურქეთი).

ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე (შტაბი ნეაპოლში, იტალია) მოიცავდა იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის სზძ-ს, აშშ-ის საბაზო ავიაციასა და დიზელურ წყალქვეშა ნავებს ხმელთაშუა ზღვაში (სულ 500-ზე მეტ ხომალდს, 100-ზე მეტ თვითმფრინავსა და ვერტმფრენს).

მშვიდობიანობის დროს ნატო-ს ქვეყნების სზძ-ები ამ ომთ-ზე ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. ნატო-ს სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მათ გადასცემდნენ ომის შემთხვევაში ან ერთობლივი სწავლებებისა და მანევრების პერიოდში.

ნატო-ს გაერთიანებულ სზძ-ს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ეკისრებოდა ხმელთაშუა ზღვაში დამრტყმელი სზძ-ის (აშშ მე-6 ფლოტი) საბრძოლო მოქმედებათა უზრუნველყოფის ამოცანები ამ უკანასკნელის მიერ ბირთვული დარტყმების მიყენებისა და სახმელეთო ჯარების მხარდაჭერისას, აგრეთვე საზღვაო კომუნიკაციებისა და ჰიბრალტარის, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების ნავსაწინააღმდეგო თავდაცვისა და დაცვის ამოცანებიც.

სამხრეთ-ევროპული ომთ-ის საზღვაო სივრცე დაყოფილი იყო ექვს რაიონად: ჰიბრალტარის (ჰიბრალტარი), დასავლეთის (ნეაპოლი), ცენტრალური (სანტა-როზა), აღმოსავლეთის (ათენი), ჩრდილო-აღმოსავლეთისა (ანკარა) და სამხრეთ-აღმოსავლეთის (მალტა). აღნიშნულ რაინებში გაერთიანებული სზძ-ის სარდლები ძირითადად ეროვნული სზძ-ების, აგრეთვე მათი რაონების ფარგლებში მყოფი ნატო-ს მონაწილე სხვა ქვეყნების ფლოტის ძალების ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ.

გაერთიანებულ სზძ-ში შემავალი ფლოტების განვითარება აშშ-ის დახმარებით ხორციელდებოდა. ძირითადი ყურადღება მიმართული იყო ნავსაწინააღმდეგო და ნაღმსატრალო ძალების შექმნაზე, რომლებიც განკუთვნილი იყო სავარაუდო მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და სხვა ხომალდებთან ბრძოლისთვის, აშშ მე-6 ფლოტის ყოველდღიური და საბრძოლო საქმიანობის უზრუნველყოფისთვის. მნიშვნელობა ენიჭებოდა აგრეთვე ფლოტების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებასა და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში მათ შენარჩუნებას.

იტალიის სზძ-ს 1973 წლის ბოლოსთვის, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, შეიარაღებაში ჰყავდა დაახლოებით 240 საბრძოლო ხომალდი და სხვადასხვა დამხმარე გემი, ძირითადად ამერიკული წარმოებისა, მათ შორის 9 წყალქვეშა ნავი, მრი (მართვადი სარაკეტო იარაღის აღჭურვილი, УРО) კრეისერი, 2 მრი ფრეგატი, 4 მრი საესკადრო ნაღმოსანი, 4 საესკადრო ნაღმოსანი, 20-ზე მეტი სადარაჯო ხომალდი, დაახლოებით 60 საზღვაო, საბაზო და სარეიდო ტრალერი, აგრეთვე მნიშვნელოვანი რაოდენობით სხვა საბრძოლო ხომალდები და დამხმარე გემები.

1970-იანი წლების შუახანებში იტალიაში საკუთარ გემთსამშენებლო ქარხნებში გაშლილი იყო დიზელური წყალქვეშა ნავების, მრი სადარაჯო ხომალდებისა (2500 ტ-მდე წყალწყვით, 30 კვანძზე მეტი სვლის სიჩქარით) და სხვა საბრძოლო ხომალდების მშენებლობა. წარმოებდა მოსამზადებელი სამუშაოები პირველი სატორპედო ატომური წყალქვეშა ნავის შესაქმნელად. იტალიის სზძ-ს ხმელთაშუა ზღვაში ბლოკის ამოცანების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი ეთმობოდა.

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, საბერძნეთის სზძ-ის შემადგენლობაში 1974 წლის დასაწყისისთვის იყო 110-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, მათ შორის 7 დიზელური წყალქვეშა ნავი, 11 საესკადრო ნაღმოსანი, 9 სადარაჯო ხომალდი, დაახლ. 20 ტრალერი, 4 სარაკეტო კატარღა და 12 სატორპედო კატარღა, დაახლ. 15 სადესანტო ხომალდი და დიდი რაოდენობით სხვადასხვა დამხმარე ხომალდი და სატრანსპორტო გემი. საკუთარი სამხედრო გემთსამშენებლო მრეწველობა საბერძნეთს არ გააჩნდა. ძირითად საბრძოლო ხომალდებს საბერძნეთის სზძ აშშ-დან, გფრ-დან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ღებულობდა. კერძოდ, უცხოური პრესის მონაცემებით, 1975 წლის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში საბერძნეთის შეკვეთით აგებდნენ რაკეტებით “სიი ქეთი” აღჭურვილ ორ სადარაჯო ხომალდს.

თურქეთის სზძ მოითვლიდა დაახლოებით 170 საბრძოლო ხომალდს, მათ შორის 15 წყალქვეშა ნავს, 13 საესკადრო ნაღმოსანს, 2 სადარაჯო ხომალდს, 24 ნავსაწინააღმდეგო ხომალდსა და კატარღას, 35-ზე მეტ ტრალერსა და სანაღმო გადამღობს, სხვადასხვა დამხმარე ხომალდებსა და სასაზღვრო გემებს. ეს ხომალდები თურქეთს ძირითადად აშშ-გან ჰქონდა მიღებული.

1968 წელს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე შეიქმნა ნატო-ს სზძ-ის გაერთიანებული (სამოკავშირეო) საბაზო ავიაციის სარდლობა, რომლის ძირითად ამოცანას ხმელთაშუა ზღვაში საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის (ВМФ) ხომალდებზე მეთვალყურეობა წარმოადგენდა. ამ სარდლობას თავის განკარგულებაში გააჩნდა 50-მდე სხვადასხვა თვითმფრინავი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და თურქეთის სზძ-ის შემადგენლობიდან.

1970 წელს ნატო-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ხმელთაშუა ზღვაში ბლოკის სზძ-ის ოპერატიული შენაერთის შექმნის შესახებ “გამოძახებით მოქმედებებისთვის”. მის შემადგენლობაში რთავდნენ 4-6 ხომალდს (ფრეგატი, საესკადრო ნაღმოსანი, სადარაჯო ხომალდი) აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან. ეს შენაერთი განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ხმელთაშუა ზღვის იმ რაიონებში, სადაც აშშ მე-6 ფლოტის ჩარევა მიზანშეწონილად არ ითვლებოდა.

ნატო-ს ხელმძღვანელ წრეებში განიხილავდნენ საკითხს “გამოძახებით მოქმედებებისთვის” შექმნილი სზძ შენაერთის მუდმივ ოპერატიულ შენაერთად შესაძლო გარდაქმნის შესახებ.

ნატო-ს დამრტყმელი სზძ სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე აშშ მე-6 ფლოტით იყო წარმოდგენილი. მშვიდობიანობის დროს ის ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, ხოლო ომის წარმოქმნის შემთხვევაში კი შეიძლებოდა სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადაეცათ. მისი შემადგენლობა ჩვეულებრივ 50-60-მდე ხომალდს მოითვლიდა, მათ შორის ორ დამრტყმელ ავიამზიდს (150-200 საბრძოლო თვითმფრინავი, რომელთაგან 50 % – ბირთვული იარაღის მატარებელი იყო), 1-2 სარაკეტო კრეისერს, 20-მდე საესკადრო ნაღმოსანს, წყალქვეშა ნავებსა და ფლოტის ამფიბიური ძალების ხომალდებს საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) ქვედანაყოფებით, აგრეთვე დამხმარე გემებს. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მე-6 ფლოტს, რომლის პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაც 25 ათას ადამიანამდე აღწევდა, საომარი დროის შტატების მიხედვით ინახავდნენ. პერიოდულად მისი ხომალდების ნაწილს სხვებით ცვლიდნენ აშშ ატლანტიკური ფლოტის შემადგენლობიდან. ბირთვული იარაღის მატარებელი საგემბანო მოიერიშეების ფრენის სიშორე შეადგენდა 3000 კმ-ს, ხოლო მძიმე მოიერიშე-მზვერავებისა კი – 5000 კმ-ზე მეტს.

მე-6 ფლოტის ხომალდების ბაზირების ძირითადი პუნქტები იყო იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები და პორტები, აგრეთვე კ. მალტა. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, აშშ-მ დადო რიგი ორმხრივი შეთანხმებებისა მუდმივი ბაზების სახით ბერძნული პორტის პირევსის, იტალიური – ლა-მადალენას, ესპანური – სეუტას, კარტახენასა და სხვების გამოყენების შესახებ. აშშ მე-6 ფლოტს მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდა საზღვაო ქვეითი ჯარი მსხვილი დესანტების გადასასხმელად.

კვიპროსის რაიონში 1974 წლის ივლის-აგვისტოში ვითარების მკვეთრი გამწვავების პერიოდში, მიჰყვებოდა რა თავის სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს, პენტაგონმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გამოგზავნა აშშ მე-6 ფლოტის ხომალდების 60 %-მდე, 2 დამრტყმელი ავიამზიდისა ვერტმფრენმზიდის ჩათვლით.

ხმელთაშუა ზღვის წყლებში საბრძოლო პატრულირების რაიონებში მუდმივად იმყოფებოდა აშშ სზძ-ის 16-ე ესკადრის ექვსამდე ატომური წყალქვეშა ნავი, რომელთა შეიარაღებაშიც იყო ბალისტიკური რაკეტები “პოლარის” A3 მოქმედების სიშორით 4600 კმ-მდე და რაკეტები “პოსეიდონი” მოქმედების სიშორით 5600 კმ-მდე. ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები ბაზირებდნენ სამხედრო-საზღვაო ბაზაში როტა (ესპანეთი). ისინი ამერიკული სარდლობის სტრატეგიულ შეტევით საშუალებას წარმოადგენდნენ და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არ გადაეცემოდნენ.

სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე საომარ მზადებათა ზოგად სისტემაში ნატო-ს სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საომარ მოქმედებათა ამ თეატრის ოპერატიულ აღჭურვას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რაიონში, სოციალისტური სახელმწიფოების საზღვრებთან და ახლო და შუა აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებთან მისი უაშუალო სიახლოვის გათვალისწინებით.

ომთ-ის სახმელეთო ნაწილის მთელ ტერიტორიაზე შექმნილიიყო დიდი რაოდენობით თანამედროვე სამხედრო-საჰაერო ბაზები, რომელთაც თვითმფრინავებისთვის გაანდათ შესაფარებლები (укрытия); მოდერნიზაციას უტარებდნენ და აფართოებდნენ სამხედრო-საზღვაო ბაზებსა და პორტებს, მოქმედებაში იყო შეყვანილი წყალგაყვანილობათა ქსელი, მოწყობილი იყო სხვადასხვანაირი საწყობები და შექმნილი იყო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ, МТО) საშუალებათა სპეციალური მარაგები, გაყვანილი იყო დიდი რაოდენობით ავტომაგისტრალები და როკადული გზატკეცილები, აწყობილი იყო (налажена) კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებათა გაუმჯობესებული სისტემა, რადიოსარელეო და ტროპოსფერული კავშირგაბმულობის ხაზებისა და დედამიწის ხელოვნული თანამგზავრების მეშვეობით კავშირგაბმულობის ჩათვლით. სამხრეთ-ევროპული ომთ-ის მთელ ტერიტორიაზე შექმნილი იყო საჰაერო თავდაცვის სპეციალური სისტემა, რომელიც ევროპაში ნატო-ს ჰთ-ის ერთიან სისტემაში შედიოდა.

საჰაერო მიზნების წინასწარი აღმოჩენა იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე რადიოსალოკაციო აღმოჩენის საგუშაგოების, შეტყობინებისა და ჰთ-ის საშუალებათა მართვის ცენტრების განტოტვილი ქსელის დახმარებით ხორციელდებოდა. ომთ-ზე ჰთ-ის რადიოსალოკაციო სისტემას იყენებდნენ როგორც იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ჰთ-ისა და სჰძ-ის მიწისზედა ძალები, ისე აშშ მე-6 ფლოტიც. საჰაერო თავდაცვა ომთ-ზე გამანადგურებელ-დამჭერებისა (истребители-перехватчики), და საზენიტო-მართვადი რაკეტების “ნაიქ-ჰერკულესებისა” და “ჰოქების” გამოყენებას ეფუძნებოდა.

ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობდა სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ბლოკის გშძ-ის ჯარებისა და შტაბების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებას. მის ორგანიზებას ახდენდნენ და ატარებენ ნატო-ში 1967 წელს მიღებული “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის მოთხოვნების შესაბამისად. ომთ-ზე ბლოკის გშძ-ში შემავალი შენაერთები და ნაწილები ემზადებოდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ლოკალურ შეიარაღებულ კონფლიქტებში დაზიანების ჩვეულებრივ საშუალებათა გამოყენებით, შეზღუდულ ომებში თეატრის ფარგლებში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით და საყოველთაო ბირთვულ ომშიც. ჯარები ამუშავებდნენ შეტევით და თავდაცვით მოქმედებებს, განსაკუთრებით მაღალმთიანი და ძლიერად დასერილი ადგილმდებარეობის (сильнопересечённая местность) პირობებში, განგაშზე სწრაფ შეკრებასა და რთულ პირობებში მარშების შესრულებას, წყლიანი დაბრკოლებებისა და მაღალმთიანი ქედების გადალახვას, ჰაერითა და ზღვით გადასროლებს, მოწინააღმდეგის ზურგში და აღუჭურველ საზღვაო სანაპიროებზე საჰაერო და საზღვაო დესანტების გადასხმას.

ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობათა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის, აგრეთვე მსხვილი შტაბების მომზადებისთვის ტარდებოდა შემაჯამებელი (итоговые) სტრატეგიული სწავლებები პირობითი სახელწოდებებით “ღრმა კვალი” («глубокая борозда»), “უხვი მოსავალი”, “დენს-თრეილი” და სხვა. ნატო-ს გაერთიანებულ სზძ-ში ომთ-ზე მიმდინარეობდა სწავლებები ნავსაწინააღმდეგო და დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვაში, ხმელთაშუა ზღვაში ბადრაგების გაცილებაში (проводка конвоев), აგრეთვე საზღვაო დესანტების გადასხმაში. ყველაზე უფრო მსხვილი სწავლებები, რომლებიც აშშ მე-6 ფლოტთან ერთობლივად ტარდებოდა, “დილის პატრულის” («Утренний патруль») ტიპის სწავლებები გახლდათ.

ბლოკის მობილური ძალების სწავლებათა (პირობითი სახელწოდებებით “სამხრეთის ექსპრესი”, “მარმარილოს ექსპრესი”, “ალექსანდრიის ექსპრესი”, “საბერძნეთის ექსპრესი” და სხვა) ძირითადი მიზანი იყო შავი ზღვის სრუტეების ზონაში ბლოკის მონაწილე ქვეყნების სახმელეთო ჯარების დაჯგუფებათა გაძლიერების საკითხების დამუშავება. ამ სწავლებებში ხორციელდებოდა აგრეთვე მობილური სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის პრაქტიკული გადმოსროლა ცენტრალურ-ევროპული ომთ-დან ჩრდილოეთ საბერძნეთის ან ბერძნული და თურქული თრაკიის რაიონებში. სწავლებების მსვლელობისას ეს ძალები მონაწილეობას ღებულობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საბერძნეთისა და თურქეთის ეროვნულ ძალებთან ერთობლივად. მაგრამ საბერძნეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების მუქარასთან დაკავშირებით 1974 წლისთვის დაგეგმილი ნატო-ს ჯარების მსხვილი სწავლება ომთ-ზე უფრო გვიანდელი დროისთვის იქნა გადატანილი.

საბერძნეთის განცხადებამ ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან მისი გასვლის შესახებ აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აიძულა სასწრაფო ზომები მიეღოთ ბლოკში ღრმა პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, ზეწოლისა და მუქარების ჩათვლით, რათა აეძულებინათ საბერძნეთის მთავრობა თავის გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა.

თავიანთი მსჯელობის დასასრულს საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ: სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, და განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ასევე აშშ-ისა და ნატო-ს მმართველი წრეების ღონისძიებები, მიმართული საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის წინააღმდეგ, მცდელობა გადაექციათ კვიპროსი ნატო-ს სტრატეგიულ ბაზად, განემტკიცებინათ რიგი ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნების რეაქციული რეჟიმები, უნდობლობა დაეთესათ არაბულ სახელმწიფოებსა და სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებს შორის, მისწრაფება არაბულ სახელმწიფოთა ერთიანობაში განხეთქილების ჩამოგდებისკენ – ყოველივე ეს აჩვენებდა, რომ აშშ-ისა და ნატო-ს რეაქციულ ძალებს თავიანთ აგრესიულ გეგმებზე მსოფლიოს ამ ერთერთ ყველაზე უფრო ფეთქებადსაშიშ რაიონში უარი ნათქვამი არ ჰქონდათ.

(გაგრძელება იხ. ნაწილი II)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა