Sunday, January 25, 2015

ნატალია ნაროჩნიცკაიას ციტატები

კავკასიის ყველა ომს არამუსლიმანი რეჟისორები ჰყავდა.

თანამედროვე მეწარმის (საშინაო) დანახარჯები თავისი ბიზნესის შენარჩუნებაზე გასული საუკუნის შუახანების გლეხის დანახარჯების თანაზომადია, რათა თავისი ოჯახი გამოეკვება. 

ადამიანი ლიბერალებთან – ეს ცხოველია, და ოჯახისა და ქორწინების პრობლემებიც – ეს მეცხოველეობის ფერმის პრობლემებია.

რუსი – ისაა, ვისაც შეუძლია აფასებდეს ოჯახს, სიყვარულსა და სამშობლოს.

განა ჩვენს თვალწინ არ იქნა დემონსტრირებული უაზრობა მცდელობებისა ვასიამოვნოთ დასავლეთს, რათა იმ საწყალს არ ეშინოდეს ტოტალიტარული გეოპოლიტიკური მონსტრისა და შეეძლოს თავისი ცივილიზაციისა და დემოკრატიის გავრცელება ყველაზე უფრო სწრაფი ხერხით – ბომბებით? დაწყებულ იქნა მსოფლიოს გადანაწილება. სანამ ჩვენ ინფანტილური სახაროვ-გორბაჩოვისეული ახალი აზროვნებით ვთვრებოდით, მთელმა ხარბმა სამყარომ ძველით ისარგებლა და ყველაფერი თვითონ ჩაიგდო ხელში.

სანამ რუსეთის საზოგადოებრივი შეგნება მედასავლეთური ისტორიული აზროვნების ორივე ვერსიისგან არ განთავისუფლდება, უნივერსალისტური პროექტებისგან რუსეთის ხარჯზე და მსოფლიოში რუსული ყოფნის ხარჯზე, დასავლეთი სულ ასე ტრიუმფალურად მოიმკის ჩვენი ეროვნული დაქვეითებისა და სახელმწიფოებრივი უნებელობის ნაყოფებს. 

ობივატელს ჩაუნერგავენ სამშობლოს საქმეებისადმი ართანაზიარიობის იდეალს, ელიტას კი – მსოფლიო ოლიგარქიისადმი თანაზიარობის ილუზიას და იმაში დარწმუნებულობას, რომ <აშშ შეესაბამება პოლიტიკური წესრიგის მაღალ პრინციპებს, რომელიც ყველა დანარჩენ პოლიტიკურ წესრიგს აღემატება, და ახალი ამერიკული იმპერიალიზმი კი უმაღლეს მორალურ მიზანს ემსახურება.

მსოფლიო სულაც არ არის ერთგვაროვანი, და სულ უფრო მეტად ტრაგიკულად არა ერთიანი. უფსკრული “ოქროს მილიარდსა” და დანარჩენ “არარენტაბელურ” ქვეყნებს შორის განუხრელად იზრდება, მსოფლიო მოთხოვნილების სტაგნაცია, მოთხოვნილებაზე მხოლოდ ამერიკაში დამოკიდებულება – გლობალიზაციის ერთ-ერთი ეკონომიკური შედეგი წამყვანი ეკონომისტების მიერ უკვე აღიარებულია. მსოფლიო საზოგადოებრიობა სულაც არ არის იმ ფანტომის იგივური, რომლის სახელითაც აშშ გამოდის.

არ ვიზიარებ მათ პოზიციებს, ვინც ამერიკის სულ მალე აღსასრულს მოელის. მაგრამ ის სისტემურ კრიზისს განიცდის და გაშმაგებით იმკვიდრებს თავს (судорожно самоутверждается) მსოფლიო არენაზე, ისტერიულად ახდენს რა მეორეთანრიგოვანი კონფლიქტების თეატრალიზებას და ყოველი წელიწადნახევრის შემდეგ ასახელებს ახალ <განდევნილს (раз в полтора года назначая нового <изгоя). ამასთან იდეოლოგიური სენტენციები, რომლებიც იუგოსლავიის, ერაყის წინააღმდეგ სამარცხვინო აქციებს ამართლებს, ერთის მხრივ იწვევს თავად დასავლური ფასეულობების გაკოტრებას, რომლებითაც დასავლეთი ასწლეულის მანძილზე ამაყობდა, მეორეს მხრივ კი გვახსენებს ხრუშჩოვისეული აგიტპროპაგანდის პროდუქტს.

ამერიკას აქვს სპეციფიური ეკონომიკა, რომელიც აშენებულია მსოფლიოში (მიმოქცეულ) ტრილიონობით ქაღალდის დოლარებზე, და “განწირულია” საიმპერიო ხარკის აღებაზე მთელი მსოფლიოსგან. ეს დისპროპორცია უკვე ჩიხშია. ამასთან განსხვავებულეროვანი მოსახლეობა სულ უფრო მეტად უარყოფს პროგნოზებს <სადნობი ქვაბის შესახებ, რომელიც ასევე ბრეჟნევისეულ თეზისს გვახსენებს <ახალი ისტორიული ერთიანობის – საბჭოთა ხალხის თაობაზე.

ამერიკელს – მედუქნის მენტალიტეტი აქვს. ამერიკა გაზრდილია მესამე წოდების კლონიდან, რომელსაც არც არისტოკრატიის მაღალი მისწრაფებები გააჩნია, და არც ხალხის ფუნდამენტალისტური საფუძვლები.

ევრაზიულობა – ეს რუსეთისა და რუსების როგორც მთავარი გეოპოლიტიკური და სულიერი სუბიეტის საბოლოო გათქვეფაა. სწორედ ასეთი გათქვეფა გადააქცევს კიდეც საბოლოოდ ერს ხალხმოსახლეობად ანუ <სუპერეთნოსად (კაბინეტური გამონაგონი), ხოლო რუსეთს კი – <სივრცედ ისტორიული იმპულსის გარეშე, რომლისთვისაც მეტოქეობას სხვა სუბიექტები დაიწყებენ, რომელთაც თავიანთი თვითშეგნება არ დაუკარგავთ.

ლიბერალისა და დემოკრატის იდეალად იქცა ვიღაც (некто), რომელიც ზის ევროპის საბჭოში და სიამოვნებით ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ ტკბილია გძულდეს სამშობლო და მონაწილეობა მიიღო (поучаствовать) ომში საკუთარი სამშობლოს დამარცხებაში. ისინი ერთ დაფაზე აყენებენ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩეჩნეთში სამშობლოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ღვრიან სისხლს, და სისხლის სამართლის დამნაშავე ბანდიტებს.

სამშობლო უყვართ არა ნიშნების მიხედვით (не по признакам): კაპიტალისტურია თუ კომუნისტური, არამედ იმიტომ რომ ის – ღვთის მიერაა ბოძებული, რომელიც ჩვენ მოგვეცა განუწყვეტელი შენებისთვის, სადაც, რა თქმა უნდა, გარდაუვალია აღმაფრენები, დაცემები, ცოდვები, ცდომილებანი.

ლიბერალიზმის ფილოსოფიის არსია – პიროვნების ავტონომიურობა ღმერთისგან და ყველა კავშირისგანაც – ოჯახურის, ეროვნულის, რელიგიურის. სადაც კარგია, იქ არის სამშობლოც. ის აბსურდამდეა დაყვანილი მესამე თაობის საბჭოთა-ნომენკლატურული ელიტის უსრულესი ათეიზმითა და ქრისტიანული კულტურისგან მოწყვეტილობით. ამიტომ ეს თაობა თავისი ანტიეროვნულობითა და მედასავლეთეობით შედარებადია (ამ ელიტის) სულ პირველ თაობასთან, რომელიც რუსეთს ანგრევდა.

ბოლოს და ბოლოს “მოხუცმა-ევროპამ” შეიგრძნო («старушка-Европа» ощутила), რომ გლობალურ ამერიკულ პროექტში მისთვის მეორე პლანის როლებია მომზადებული, რომ, შესაძლოა ის ამაოდ ზეიმობდა, როცა რუსეთი თავის პოზიციებს კარგავდა. თუ რუსეთის ფედერაცია მთლიანად დაკარგავს პეტრე დიდის შენაძენებს, მაშინ ევროპა უკვე ვეღარ იქნება ცენტრი, სადაც მსოფლიო-ისტორიული მოვლენები აღესრულება.

რუსეთის ახალ დერჟავას ააშენებენ ისინი, ვინც, დატოვებენ რა წარსულის ცდომილებებს (მარქსიზმს), არ მისცემენ იმის უფლებას, რომ მამების ცხოვრებას დასცინოდნენ და მათზე ბიბლიური ქამის ცოდვას სჩადიოდნენ, ისინი, ვინც ისტორიის არც ერთ ფურცელს არ ამოაგდებენ. ეს იქნებიან ისინი, ვინც, ანვითარებენ რა მეწარმეობასა და ეკონომიკური ზრდის თანამედროვე მექანიზმებს, არ დაივიწყეს, რომ <მართლებად და <მამა ღმერთის სამეფოს მემკვიდრეებად სახარებაში დასახელებულნი არიან ისინი, ვინც <ფეხზე და ტანზე ჩააცვა და საჭმელი აჭამა მოყვასს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უფალს გაუკეთა.

ეკლესიასტე ამბობს: <ჟამი ქვების სროლისა, და ჟამი ქვების დაგროვებისა; ჟამი მკლავების მოხვევისა, და ჟამი მკლავების მოხვევისგან თავის არიდებისა. რაც უფრო სწრაფად გავიგებთ, რომ ჩვენი ქვების დაგროვებისა და მოსახვევად გამოწვდილი უცხოთა ხელებისგან თავის არიდების ჟამია, და ამასთან სულაც არ წავალთ კონფრონტაციაზე, მით უფრო მალე ისტორიის ახალ ხვეულაზე განვაცხადებთ საკუთარი თავის შესახებ, როგორც ერი, რომელსაც აქვს უნარი რომ დაიბრუნოს დიდმპყრობელობა, და მაშინ მოდერნიზაციისა და დასავლეთთან ურთიერთობათა ნორმალიზაციის ბუნებრივი ამოცანები ულტიმატიური კონტექსტის გარეშე იქნება გადაწყვეტილი.

მსოფლიოს გასაოცრად ქვეყანა არ იღუპება. მასწავლებლები მუშაობენ, ექიმები გადაარჩენენ, ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან, თუმცა კი ზურგში მათ <პროფესიონალური ჰუმანისტები დასცინიან... ჩვენ ვცოცხლობთ, ჩვენ ცოცხალი ვრჩებით (выживаем), ვაჩენთ შვილებს, მიწას ვამუშავებთ და მასზე ცხოვრებას ვაწყობთ. გამოდის, არის ჩვენში რაღაც ისეთი, რაც გვამოძრავებს, არ გვაძლევს ნებას უმიზნობის, უშინაარსობის წინაშე დავეცეთ. არის მიზნები და ფასეულობანი, რომლებიც ეროვნული ყოფიერების აზრს განსაზღვრავენ. “რუსული იდეა” არასოდეს ყოფილა დოქტრინა პროკლამაციისთვის – ეს არის მართლმადიდებლურ ფასეულობათა კომპლექსი და უნივერსალიზმი, რუსი ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ ჭეშმარიტება ყველასთვის არის მოცემული და არ ჰყოფდა ხალხებს ისტორიულ და არაისტორიულ ხალხებად, როგორც (ამას აკეთებდნენ) ჰეგელი, ენგელსი, პანგერმანისტები და ამერიკელი პურიტანების დოქტრინა <(ცოდვების) გამომსყიდველი ერისა.

დიდმპყრობელობა მოცემულ იქნა მოსკოვეთისთვის, განლაგებულისა თიხნარზე, სადაც არაფერი იზრდებოდა თალგამისა და ბოლოკის გარდა, სადაც 8 თვე ზამთარია, და სამი თვე კი უგზოობა.

ნებისმიერი მუსლიმანისთვის უფრო ახლოსაა მართლმადიდებელი მორწმუნე, ვიდრე ათეისტი, რომელიც ყველაზე უფრო უცხოა ყველა რელიგიისთვის!

არეულობის ხანაში ჯერ კიდევ იყვნენ ყაზანში უხუცესები, რომლებმაც ივანე მრისხანის (მიერ მათი) დამორჩილება გადაიტანეს. მათ არ გამოუცხადებიათ სუვერენიტეტი, არამედ შეაგროვეს ფულითა და ხალხით დახმარება მინინისა და პოჟარსკისათვის. მართლმადიდებლური იმპერიის ისტორიული გამოცდილება ეროვნულ მიმართებაში სწორედ რომ ძალზედ პოზიტიურია. მას უნდა ვსწავლობდეთ.

არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი სამშობლოს სიყვარულისა ისეთისა როგორიც იგი არის! ჩვენ ხომ სწორედ ჩვენი დედა გვიყვარს, და არა მეზობლის დედა, თუმცა კი ის, შესაძლოა უფრო ახალგაზრდაც იყოს, ლამაზიცა და, როგორც ახლა მოდაშია თქმა, <წარმატებულიც.

ყველა წარმატებული სახელმწიფო შექმნილია არა “ზოგადსაკაცობრიო” საფუძველზე და არა “მსოფლიოს მოქალაქეთა” მიერ. არამედ იდეალებისა და ეროვნული გმირების მიერ, რომლებიც თავიანთი სამშობლოებისადმი სიყვარულით იყვნენ შეპყრობილნი: “მშვენიერი საფრანგეთისადმი”, “კეთილი ძველი (მოხუცი) ინგლისისადმი”, “წმინდა რუსეთისადმი”. 

სწორედ ეროვნული ყოფიერების მიზნებისა და ფასეულობათა გაცნობიერება ავსებს აზრით ცხოვრებას, ქვეყანას აქცევს ერთიან ორგანიზმად, ანიჭებს როლს მსოფლიოში. უზარმაზარი ტერიტორიაც, ეკონომიკაც, სამხედრო ძლიერებაცა და თვით ბირთვული იარაღიც კი, როგორც სულ ცოტა ხნის წინანდელმა დამცირებებმა გვაჩვენა, თავიათავად ცოტა რამეს თუ ნიშნავს. ვინაიდან მატერიას სულის გარეშე ისტორიის შექმნის უნარი არ გააჩნია.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment