Friday, October 31, 2014

აკადემიკოსი დუბროვინი შეიხ-ალი-ხანისა და ყაზიყუმუხელი ჰამბუთაის რუსების წინააღმდეგ ხრიკების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი VI

(შეიხ-ალი-ხანის გაქცევით მცხოვრებლებზე მომხდარი შთაბეჭდილება. – მთავარსარდლის პროკლამაცია. – შეიხ-ალი-ხანის ხრიკები. – რუსული ჯარების თავდასხმა სოფელ ჩერეკზე. – მეზობელი ხანებისა და მფლობელების ჩვენდამი დამოკიდებულება. – სომეხი მთავარეპისკოპოსი თავადი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვი. – მისი საქმიანობა. – სომხებისადმი გზავნილი. – ამ გზავნილის შედეგი. – შეთქმულება გრაფ ზუბოვის წინააღმდეგ. – ნურ-ალი-ხანის დაპატიმრება და მისი ასტრახანში გამოგზავნა. – ჰამბუთაი ყაზიყუმუხელის ხრიკები. – გრაფ ზუბოვის ვარაუდი დაღესტანში ჩვენი გავლენის განმტკიცებასთან მიმართებაში. – პოდპოლკოვნიკ ბაკუნინის საქმე სოფელ ალპანისთან.)

შეიხ-ალი-ხანის გაქცევას მთავარი ბინის (შტაბის) პირებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მაგრამ, ძლიერი მოქმედება ჰქონდა ყუბის სახანოს მცხოვრებლებზე. გაქცევის დღეს, იმ სოფლების მცხოვრებნი, რომლებიც ზეგან (დაბლობ) ადგილზე (на плоскости) და რუსული ჯარების ბანაკის მახლობლად მდებარეობდნენ, მთელი თავიანთი ქონებით აიყარნენ და მთებში წავიდნენ. ეს გადასახლება იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ ყუბელებს სურდათ თავიანთ ხანს მიჰყოლოდნენ და მისდამი ერთგულნი დარჩენილიყვნენ, არამედ იმიტომ, რომ, აზიური წეს-ჩვეულებებითა და გაგებით, ისინი ვარაუდობდნენ, რომ მათ, როგორც უახლოეს ქვეშევრდმებს, თავზე უნდა დაატყდეს რუსების შურისძიება მათი ხანის ვერაგული საქციელის გამო.

სურდა რა გაქცეულები თავიანთ სოფლებში დაებრუნებინა და მოსახლეობა დაემშვიდებინა, გრაფმა ზუბოვმა დარუბანდისა და ყუბის პროვინციათა მცხოვრებთ თავისი სახელით პროკლამაცია გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მადლიერებისა და კეთილგანწყობის არმქონე შეიხ-ალი-ხანი, ისარგებლა რა თავისუფლებით, რუსული ბანაკიდან გაიქცა; რომ მთავარსარდალი მისი ასეთი საქციელის გამო მთელ მოსახლეობას ათავისუფლებს იმ ხარკისგან (освобождаетъ... отъ податей), რომელიც უწინ ხანისთვის მიჰქონდათ, მაგრამ ამის სანაცვლოდ მოითხოვს, რათა დარუბანდელები და ყუბელები მშვიდად დარჩნენ, თავიანთი ყოფილი ხანის ბრძანებები არ აღასრულონ, არ დაემორჩილონ არავის, მთავარსარდლის მიერ დასმული მმართველების გარდა, და, ყოფილი სახანოს ფარგლებში შეიხ-ალი-ხანის გამოჩენის შემთხვევაში, დააკაონ ის და რუსულ ბანაკში მოიყვანონ.

ამასობაში, კასპიის კორპუსი, რომელიც 20 ივნისის მთელ დღეს შემახის ხეობაში მდინარე ატაზე გაჩერდა და ეს დრო გაქცეული ხანის ამაო ძიებისთვის გამოიყენა, მომდევნო დღის დილის სამ საათზე ბანაკიდან გამოვიდა და საღამოსთვის კურტ-ბულაკის-ეილაგის სანახებში მაღლობ ადგილას გაჩერდა, სადამდეც სულ ოცნახევარი ვერსი გაიარა. სიძნელეები, რომლებიც ამ გადასასვლელზე წააწყდნენ, ყველა უწინდელს აღემატებოდა. მდინარეებისა და დეფილეს (ვიწრო ადგილების – ი. ხ.) გარდა, მათი მსგავსისა, რომლებსაც ჯარები ამაზე უწინ გადიოდნენ, იმდენად ციცაბო კლდეებზე ასვლა მოუხდათ, რომ არტილერიის ცხენებით ატანის არანაირი შესაძლებლობა არ იყო; ჯარისკაცებს ქვემეხები ხელით გადაჰქონდათ, ხოლო დანარჩენი აღალი კი, რომელიც ჯარებს უკან შორს ჩამორჩა, რაზმს მთელი კვირის განმავლობაში თითო-თითოდ უერთდებოდა.

აქ გრაფმა ზუბოვმა გადაწყვიტა გაჩერებულიყო, დალოდებოდა, სანამ დამდგარი ცხელი დღეები გადავიდოდა, და მომქანცველი ლაშქრობის შემდეგ ჯარებისთვის დასვენება მიეცა. ბანაკისთვის არჩეული ადგილი სავსებით მოსახერხებელი იყო, იმიტომ რომ ჯარებმა, მთავარსარდლის გამოთქმით, ჰპოვეს “ყოფილი უზომო სიცხეების შემდეგ სრულყოფილი სიგრილე, და მღვრიე წყლების შემდეგ მათი ყველაზე უფრო ანკარა წყაროები, და ცხენების გამოსაკვებადაც აღსანიშნავად კარგი ბალახი” (Журналъ или поденная записка).

ამრიგად, გრაფ ზუბოვის მთელი ძალები ახლა დარუბანდიდან ძველ შემახამდე მთელ სივრცეზე იყო გაჭიმული. დარუბანდში გენერალ-მაიორ საველიევის რაზმი იდგა; გენერალმა ბულგაკოვმა, მიადგა რა ქალაქ ყუბას, ქვეითი ჯარის ერთი ასეულით ხანის სასახლე დაიკავა, დანარჩენი რაზმით კი ქალაქის მახლობლად განლაგდა. ბაქოში გენერალ-მაიორ რახმანოვის რაზმი იმყოფებოდა, და, ბოლოს, კურტ-ბულაკის-ეილაგთან – მთავარი ძალები, რომელსაც თავის წინ ჰყავდა ავანგარდი, ძველი შემახის მახლობლად განლაგებული, რომელიც იმ ხანებში თითქმის არავის მიერ დასახლებული არ ყოფილა. 

23 ივნისს მთავარსარდალმა მიიღო მოხსენება, რომ კონტრ-ადმირალი ფიოდოროვი სამხედრო გემებით ბაქოს რეიდზე მოვიდა. ჩააბარა რა ფიოდოროვს ჯარებსა და ფლოტზე მთავარი უფროსობა, გრაფმა ზუბოვმა ბაქოში გაგზავნა ბრიგადირი აპრაქსინი სახმელეთო ჯარების სარდლობისთვის, ხოლო გენერალ რახმანოვს კი უბრძანა მთავარ ძალებს შემოერთებოდა და მათ მახლობლად მდინარე პერსაგატზე განლაგებულიყო. 

ჩვენი ჯარების მიერ დაკავებული მხარე სრულ სიმშვიდეში იმყოფებოდა. მთავარსარდლის პროკლამაცია იქცა საბაბად აქეთ-იქით გაქცეული მოსახლეობის უმეტესი ნაწილის თავიანთ სოფლებში დაბრუნებისთვის. დარუბანდის ოლქის მმართველი, ფერიჯი-ხანუმი, წერდა გრაფ ზუბოვს, რომ, მისი პროკლამაციის მიღების შემდეგ, დარუბანდის სახანოს ყველა მცხოვრებმა სრული მზადყოფნა გამოხატა მთავარსარდლის მითითებათა მიხედვით მოქცეულიყო. ყუბის ნაიბი ველი-ბეგი ზუსტად ასევე რუსეთისადმი ერთგულების ყველა გარეგნულ (დასანახ) ნიშანს გამოხატავდა: იგი ბულგაკოვის რაზმის შესახვედრად გამოვიდა, პირველმა შეატყობინა მთავარსარდალს ყუბის მცხოვრებთა მთებში გაქცევის შესახებ და მათი დაბრუნებისთვისაც ზრუნავდა. სრულ უსაფრთხოებაში დარწმუნებებითა და ველი-ბეგის მეცადინეობებით გაქცეულები მთებიდან ჩამოვიდნენ, და ივლისის შუა რიცხვებში ყუბის ოლქის ყველა სოფელი მათი მცხოვრებლების მიერ იქნა დაკავებული. იმის შესახებ, თუ სად იმყოფება შეიხ-ალი-ხანი, რუსულ ჯარების ბანაკში ცნობილი არ ყოფილა. სინამდვილეში კი, ხანმა, გაქცევის შემდეგ, ქალაქ ყუბაში მოაჭენა ცხენი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო რუსული ჯარების მიერ დაკავებული, თან წაიყვანა ცოლი, დედა და და, და წავიდა რა მთებში, სოფელ ხირიზში დასახლდა.

დააფუძნა რა აქ თავისი რეზიდენცია და ხედავდა რა ყუბის პროვინციის მცხოვრებთა რუსული მთავრობისადმი სრულ მორჩილებას, შეიხ-ალიმ, როგორც უნებისყოფო ადამიანმა, მთავარსარდალს თავისი კაცი გამოუგზავნა თხოვნით პატიებისა და ხანის ღირსებაში მისი აღდგენის შესახებ, მაგრამ, ვერ მიიღო რა ამაზე თანხმობა, სთხოვდა ბულგაკოვს, რათა მისი პატიებისთვის ეშუამდგომლა, იმ პირობით, რომ თავისი ერთგულების საწინდრად საკუთარ დედას მძევლად მისცემდა. გრაფმა ზუბოვმა ბულგაკოვს დაავალა, რომ წარმოგზავნილი უკან უარით გაესტუმრებინა, და მაშინ ხანმა, რჩებოდა რა სოფელ ხიზირში, ყველა საშუალების გამოყენება დაიწყო იმისთვის, რომ ყუბელები თავის მხარეზე გადაეყვანა და ისინი რუსების წინააღმდეგ აემხედრებინა. შეიხ-ალი-ხანის ძიებანი ამაო არ დარჩენილა: მოსახლეობას შორის მოიძებნა მისი ერთგული ადამიანები, რომლებიც მის მომხრეთა რიგებში ჩადგომას იჩქაროდნენ. მცხოვრებთაგან ზოგიერთი ისევ მთებში მიდიოდა და ხანს უერთდებოდა; სხვები მას სხვადასხვანაირ ცნობებს ატყობინებდნენ და სხვა. უკანასკნელთა შორის იყო ყუბის ნაიბი ვალი-ბეგიც, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, უმაღლეს ხარისხად თვალთმაქცი და ორპირი ადამიანი. იყო რა შეიხ-ალი-ხანის აღმზრდელი, ხოლო შემდეგ კი მისი “ბიძაც” (а потомъ его дядькою), ვალი-ბეგი ყოველთვის გადახრიდა ხოლმე თავის აღზრდილს რუსეთის ერთგულებისგან და თუმცა კი შემდგომში განდევნილ იქნა ხანის კარიდან და ყუბის ნაიბად დანიშნული, მაგრამ ჩვენი მთავრობისადმი არაკეთილგანწყობას ინარჩუნებდა. ვალი-ბეგის თანადგომით, შეიხ-ალისადმი ერთგულთა პარტია ყოველდღიურად იზრდებოდა და გვაიძულებდა ზომები მიგვეღო იმის წინააღმდეგ, რომ მთელი მოსახლეობაც თავის ყოფილ ხანს არ შეერთებოდა.

მალე ბულგაკოვამდე მოვიდა ხმები, რომ პირველი წარმატებებით გამხნევებული შეიხ-ალი-ხანი, დაასახლა რა თავისი ოჯახი სოფელ ხიზირში, თავად ყოველ ღამეს მოდის ჩერეკის სანახებში, ყუბის რაზმის ბანაკიდან არაუშორეს რვა საათის სავალისა, სადაც დროს მისდამი ერთგულ პირებთან თათბირებში ატარებს. რათა ეს შეკრებები შეეწყვიტა, ბულგაკოვი სთხოვდა გრაფ ზუბოვს ნება მიეცა მისთვის, რომ სოფელ ჩერეკზე თავდასხმა მოეხდინა, იმ მიზნით, რომ თუ იგი ვერ მოახერხებდა ხანის ხელში ჩაგდებას, უკიდურეს შემთხვევაში ყუბის პროვინციიდან მაინც გაეგდო იგი. მთავარსარდალი დაეთანხმა ბულგაკოვის თხოვნას და თავდასხმის მოწყობა 3 ივლისის გათენების ღამეს იქნა განზრახული. ამ მიზნით შედგა ორი მფრინავი (მსუბუქი – ი. ხ.) რაზმი აღალისა და ზარბაზნების გარეშე; ერთი თავად გენერალ ბულგაკოვის უფროსობით, ხოლო მეორე კი გენერალ-მაიორ პლატოვისა. პირველი რაზმის შემადგენლობაში დაინიშნა 300 ეგერი, 120 დრაგუნი და 30 კაზაკი, ხოლო მეორის შემადგენლობაში კი – დრაგუნთა ესკადრონი, ჩუგუევის კაზაკთა პოლკის ორი ესკადრონი და რამდენიმე კაზაკი; ამ უკანასკნელი რაზმის მთელი რიცხოვნება ათას მხედარს არ აღემატებოდა.

შედგენილი გეგმის მიხედვით ივარაუდებოდა, რომ ბულგაკოვი გამოვა ყუბის რაზმის ბანაკიდან, შეუტევს სოფელ ჩერეკს ფრონტიდან იმ დროს, როცა მდინარე ატაზე მდგომი პლატოვი, შემოუვლის რა სოფელს შემოვლითი გზით, მას ზურგიდან შეუტევს. მოქმედებათა მთელი წარმატება დამოკიდებული იყო, რა თქმა უნდა, თავდასხმის მოულოდნელობაზე, და ამიტომ გადაწყდა ღამის დადგომის შემდეგ გამოსულიყვნენ, იმ ანგარიშით, რომ განთიადამდე უკვე ადგილზე იქნებოდნენ.

ყუბის ნაიბმა ვალი-ბეგმა, შეიტყო რა რუსების განზრახვის შესახებ სოფელ ჩერეკისთვის შეეტიათ, გადაწყვიტა ღონისძიების წარმატებისთვის ხელი შეეშალა. აჩვენებდა რა საკუთარ თავს რუსეთისადმი სავსებით ერთგულ ადამიანად, ვალი-ბეგი გამოცხადდა გენერალ ბულგაკოვთან და თავისი სამსახური შესთავაზა, რომ მისი რაზმის მეგზური ყოფილიყო. ბულგაკოვმა, რომელიც ღალატს არ ეჭვობდა, წინადადება მიიღო და შებინდებისას თავისი ბანაკი დატოვა.

სოფელი ჩერეკი იმდენად მაღალ მთაზე მდებარეობდა, რომ იქიდან, როგორც ხელის გულზე, არა მხოლოდ რუსების ბანაკი ჩანდა, არამედ მთელი ყუბის პროვინციაც. რათა ამ სოფლამდე მიეღწიათ, აუცილებელი იყო სამთო ლაშქრობის ყველა სიძნელის გადალახვა, და ჯარებს, მალევე ბანაკიდან გამოსვლის შემდეგ, უდაბური ტყით დაფარულ ციცაბო მაღლობზე მოუხდათ ასვლა, რომელშიც გზა კი არ გადიოდა, არამედ ვიწრო ბილიკი, სადაც ხან მრავალი ქვა იყო მიმოფანტული, ხანაც მას ნაკადულები სერავდნენ, რომლებიც თიხამიწიან ნიადაგს არბილებდნენ და ძნელად სავალს ხდიდნენ. სამხრეთის ღამის სიბნელე სიძნელეებს აძლიერებდა; ადამიანებს მხოლოდ ორ რიგად შეეძლოთ სიარული და რაზმი, რომელიც გრძელ ლენტად გაიწელა, წინ მეტად ნელა მიიწევდა. ყველზე წინ ცხენზე ამხედრებული ნაიბი ვალი-ბეგი მიდიოდა ჩირაღდნებით, რომელთა სინათლეც წინ შორს მოჩანდა და მშვენირი სიგნალის სამსახურს უწევდა რუსული რაზმის მოახლოების შესახებ, მაგრამ ცუდი განათებისა ნაიბის უკან მიმავალი რუსი ჯარისკაცებისთვის: ისინი ვერ ხედავდნენ ერთმანეთს, და, რათა შეეტყოთ, უკან მომავალნი ხომ არ ჩამორჩნენ, ერთმანეთისთვის უნდა გადაეძახათ.

სიძნელეებმა გზაში შეანელეს ბულგაკოვის მოძრაობა, და იგი სოფელ ჩერეკთან არა განთიადისთვის მოვიდა, როგორც ვარაუდობდნენ, არამედ სრული დღის დადგომის შემდეგ (съ наступленiемъ полнаго дня). ხანი უკვე სოფელში აღარ იყო; წინასწარ იყო რა გაფრთხილებული ჩვენი მოძრაობის შესახებ, მან იგი ხუთი საათის წინ დატოვა. ვალი-ბეგმა მიაღწია თავის მიზანს და ამასთან გარკვეულ დრომდე ერთგული ადამიანის რეპუტაციაც შეინარჩუნა.

გენერალ პლატოვის რაზმი კიდევ უფრო გვიან მოვიდა, და ორივე გენერალმა, შეიყარნენ რა ერთად, გადაწყვიტეს თავიანთ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ. ბულგაკოვი თუმცა კი გზავნიდა შიკრიკებს სოფლებში ხანალიკსა და ხიზირში ბრძანებით, რათა მცხოვრებთ გაქცეული ხანის ოჯახი დაეკავებინათ, მაგრამ ეს გაგზავნა ამაო აღმოჩნდა. შეიხ-ალი-ხანის ოჯახი ნამდვილად გადავიდა სოფელ ხანალიკში, მაგრამ მცხოვრებლებმა ის არ დააკავეს, რისთვისაც სასჯელად იძულებული შეიქნენ მიეცათ 8 ამანათი 150 თავი რქოსანი საქონელი და 100 ცხვარი ჯარის გამოკვებისთვის (на порцiю людамъ).

7 ივლისს ბულგაკოვისა და პლატოვის რაზმები სიმაღლეებიდან ჩამოვიდნენ და პირველი თავისი ბანაკში დაბრუნდა, პლატოვი კი კურტ-ბულაკის-ეილაგთან განლაგებულ ჯარებს შეუერთდა. შეიხ-ალი-ხანი შექის ხანის სამფლობელებში გაიქცა, მაგრამ იქაც, ვერ მიიღო რა სელიმისგან მის მიერ თხოვნილი დახმარება, დედასა და ცოლთან ერთად ლეკების სოფელ ფემაზეში წავიდა, ვარაუდობდა რა იქიდან იმ მთიელ ხალხებთან შეღწევას, რომლებიც სამურის სათავეებთან ცხოვრობდნენ, რაც შემდგომში აღასრულა კიდეც და სოფელ ახტიში* დასახლდა (*ზოგიერთ მოხსენებაში გრაფი ზუბოვი წერს ახტის, სხვებში – ახტი-პარას).

შეიხ-ალი-ხანის წასვლის შემდეგ, ყუბისა და დარუბანდის პროვინციებში ყველაფერი სათანადო წესრიგში მოვიდა და მთავარსარდალი დარუბანდის ხანის მოღალატურ საქციელს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

“ამ გაქცევას, მოახსენებდა გრაფი ზუბოვი (Всеподданнейшее донесенiе отъ 7-го августа 1796 года), აქაურ საქმეთა მდგომარეობაში არანაირი ცვლილება არ გამოუწვევია, და ის, დახეტიალობს რა მთებში მდებარე სოფლებსა და ხეობებში, ყველა თავის ახლობელს მიგზავნის მდაბალი თხოვნებით პატიების შესახებ, მაგრამ ამაში მას უარი ეთქვა, იმიტომ რომ მიღებულია ყველაზე უფრო საჭირო (самовернейшiя) ზომები ამ მხარეში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, და მხარის დარწმუნებულობა უფრო საიმედოა ახლანდელი მმართველობის ქვეშ, ვინაიდან მისი და, დარუბანდის პირველი თავკაცი ხადირ-ბეგი და ყუბის ნაიბი ვალი-ბეგი მისი უბოროტესი მოწინააღმდეგენი არიან და მისგან ხალხის ყურადღებას ჩამოაცილებენ”.

ასე ამბობდა გრაფი ზუბოვი, ვარაუდობდა რა, რომ ფერიჯი-ხანუმი და ხადირ-ბეგი შეეცდებიან ძალაუფლების საკუთარ ხელში შენარჩუნებას. იმ შემთხვევისთვის კი, თუ ისინი შეიხ-ალი-ხანის მხარეს დაიჭერდნენ, მთავარსარდალი ვარაუდობდა დარუბანდის სახანოს მმართველად ალი-ბეგ-აღას დანიშვნას, რომელიც დარუბნდის ხანების წინა საგვარეულოდან წარმოდგებოდა, და რომელსაც იგი, საკუთარი გამოთქმის მიხედვით, “ერთგვარად თადარიგში” იტოვებდა.

ზუსტად ასეთი თადარიგი ჰქონდა დაჭერილი გრაფ ზუბოვს ყუბის პროვინციისთვისაც გაქცეული ხანის ძმის ჰასან-ბეგ-აღას სახით. ცხოვრობდა რა ყუბაში და წავიდა რა იქიდან ელისუში ჯერ კიდევ დარუბანდის ალყის დროს, ჰასან-ბეგი ახლა წერდა თავის დას ფერიჯი-ხანუმს, რომ იგი ხალისით დაბრუნდებოდა ყუბაში, პატიებაში რომ ყოფილიყო დარწმუნებული. გრაფმა ზუბოვმა ბრძანა მისთვის ეთქვათ, რომ შეუძლია ამ ქალაქში ჩამოსვლა, არ ექნება რა შიში თავისი ხვედრის გამო. ჰასან-ბეგის დაბრუნება სასარგებლო იყო ჩვენთვის იმ მიმართებით, რომ ყუბის ნაიბის მტრული ქცევების შემთხვევაში, ჰასან-ბეგი შესაძლებელი იქნებოდა მის ადგილზე დაესვათ, ან ყუბის პროვინციის ხანად გამოეცხადებინათ.

ამრიგად, მთავარსარდალს ყოველთვის ჰქონდა თავის განკარგულებაში მშვენიერი საშუალება მის მიერ დასმული მმართველებისთვის ლაგამის ამოსადებად. რაც შეეხება მცხოვრებთ, სურდა რა მათი ჩამოცილება ყოველგვარ უსიამოვნებათაგან, რომლებიც შესაძლო იყო მათ განეცადათ თავაინთ ყოფილ ხანთან თანამზრახველობის შემთხვევაში, გრაფმა ზუბოვმა უბრძანა ყუბაში მყოფ გენერალ-მაიორ ბულგაკოვსა და დარუბანდში მყოფ გენერალ-მაიორ საველიევს მიეღოთ ზომები იმისთვის, რათა შეიხ-ალი-ხანს თავისი ყოფილი ქვეშევრდომები ან ჩვენდამი არაკეთილგანზრახული მეზობლები ვერ აეღელვებინა, რომელთა რიცხვშიც იყვნენ ჰამბუთაი ყაზიხუმუხელი და ავარელი ომარ-ხანი. ამ მიზნით, როგორც ბულგაკოვს, ისე საველიევსაც, დაევალათ ყველა სოფლის თავკაცისგან ამანათების აყვანა, რომლებსაც თავისთან იყოლიებდნენ და იმავე დროს ეცადათ ჰამბუთაი ყაზიყუმუხელისა და ავარელი ომარ-ხანის თავიანთ მხარეზე გადმოყვანა, დაპირდებოდნენ რა მათ, საჭიროების შემთხვევაში, ყოვეწლიური ჯამაგირის მიცემას.

ორივე ეს მფლობელი, თუმცა კი არ ავლენდა მტრულ საქციელს, რუსეთისადმი აშკარა არაკეთილმოსურნეთა რიცხვში იყო. ემყარებოდნენ რა პორტას დაპირებას აღმოეჩინა მათთვის დახმარება რუსეთის პრეტენზიების წინააღმდეგ, ყაზიყუმუხისა და ავარიის ხანები არა მხოლოდ თავად ამბობდნენ უარს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე, არამედ ცდილობდნენ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენდამი ერთგული მფლობელების ამხედრებასაც. ისინი ტაბასარანის ყადის რუსეთისადმი ერთგულებას საყვედურობდნენ და მას შურისძიებითაც ემუქრებოდნენ.

“შენ ფიცის გამტეხი ხარ, ამბობდნენ ისინი, შენ ჩვენი სარწმუნოება დაარღვიე და, გამოატარე რა რუსული ჯარები შენს სამფლობელოებზე, მათ დარუბანდის აღების საშუალება მიეცი. ამ ქალაქის მთლიანობისთვის ჩვენ ყველანი უნდა დავხოცილიყავით იმაზე უწინ, ვიდრე მას ურჯულოთა ხელში მივცემდით. და რა მიიღე შენ რუსეთისადმი შენი სამსახურისთვის? – სპილენძის სათუთუნე და თოფი. მოიცადე, მალე აქ თურქული ჯარები მოვლენ, და ჩვენ საშუალება მოგვეცემა შენი საქციელისთვის დაგსაჯოთ”.

ყადი შეშინდა; იგი გენერალ-მაიორ საველიევთან ჩიოდა თავისი გაძნელებული მდგომარეობის გამო, რომელსაც ებრძანა, ყადის უწინდებურად რუსეთისადმი ერთგულებაში შესანარჩუნებლად, მიეცა მისთვის ათასი მანეთი და გამოეცხადებინა, რომ ფული მას ეძლევა იმ ჯამაგირის ხარჯზე, რომლის ყოველწლიურად მიცემის თაობაზეც მთავარსარდალი იმპერატრიცის წინაშე შუამდგომლობს.

“მაგრამ თუკი ის, წერდა გრაფი ზუბოვი საველიევს, თავისი უგუნურების გამო, სათუთუნეს ნამდვილად ნაკლებმნიშვნელოვან საჩუქრად მიიჩნევს, მაშინ განუმარტეთ მას, რომ ის ათას მანეთამდე ღირს და მას მიეცა, არა ჯილდოდ მისი უდიდებულესობისგან მისი სამსახურისთვის, არამედ მხოლოდ მთავარსარდლის კეთილგანწყობის ნიშნად. უთხარით მას, რომ მას ყოველთვის შეუძლია მის სანაცვლოდ ნაღდი ფულის მიღება, და თუ ის დაჟინებით მოითხოვს უკანასკნელს, მაშინ გამოართვით მას სათუთუნე და, მის ნაცვლად, ათასი მანეთი გაეცით”.

ტაბასარანის ყადი რაღაც დროით დამშვიდდა, მაგრამ ჰამბუთაი ყაზიყუმუხელი დაღესტნის მფლობელებისა და მეზობელი ხანების ამღვრევას აგრძელებდა. იცოდა რა რუსეთისადმი მისი არაკეთილგანწყობა და არ სურდა რა ასევე ქვეშევრდომობაში შემოსვლა, შექელი სელიმ-ხანი, შემახასთან რუსული ჯარების მოახლოებასთან ერთად, ჰამბუთაის ერთობლივი წინააღმდეგობისთვის იწვევდა.

“თუმცა კი გარეგნულად მე რუსეთისადმი ერთგულად მოვაჩვენებ კიდეც თავს, პასუხობდა ჰამბუთაი შექის ხანის მიერ წარმოგზავნილს, მაგრამ არანაირ საქმეებში შესვლას რუსეთთან არ ვაპირებ. რაც შეეხება ერთობლივ მოქმედებებს, მე ვინახულებ ავარელ ომარ-ხანს, და მასთან ერთად რასაც გადავწყვეტთ, ამის შესახებ სელიმ-ხანს შევატყობინებ”.

უკანასკნელმა, არ მიუღია რა დიდხანს არანაირი პასუხი ჰამბუთაი ყაზიყუმუხელისგან და ხედავდა რა საკუთარ თავს უძლურად ძალმოსილ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის, უკეთესად მიიჩნია თავისი ერთგულების შესახებ განეცხადებია, და 7 ივლისს სელიმის წარმოგზავნილი რუსულ ბანაკში მოვიდა. მან მოიტანა ხანის თხოვნა გაეგზავნათ მასთან რწმუნებული პირი, რომლის თანდასწრებითაც სელიმ-ხანს შეეძლებოდა თავის ხალხთან ერთად რუსეთის ერთგულებაზე ფიცის დადება. გრაფმა ზუბოვმა ხანის თხოვნა შეასრულა, და ივლისის ბოლოს სელიმ-ხანმა ფიცის ფურცელს (присяжный листъ) მოაწერა ხელი და ჩვენი ქვეშევრდომების რიცხვში იქნა ჩარიცხული (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 25-го იюля 1796 года).

რა თქმა უნდა, ეს ქვეშევრდომობა იძულებითი იყო, ზუსტად ისევე როგორც შემახელი (შირვანელი) მუსტაფა-ხანის ქვეშევრდომობაც. თუმცა მუსტაფა იწვევდა კიდეც გრაფ ზუბოვს თავის სამფლობელოებში, მაგრამ აკეთებდა ამას არა გულწრფელი კეთილგანწყობილებისგან, არამედ იმ რწმენით, რომ რუსულ ჯარებს არა აქვთ შესაძლებლობა, რომ მის სამფლობელოებს გვერდი აუარონ. თავის მხრივ, მთავარსარდალმა, ისარგებლა რა ამ მიპატიჟებით, მუსტაფასთან პოდპოლკოვნიკი აკლეჩეევი გაგზავნა, რომელმაც, წარმოუდგინა რა ხანს ყველა სარგებელი, რომელიც მას შეუძლია ჰქონდეს, თუ რუსეთის დაცვის ქვეშ იქნება, მოახერხა მუსტაფას დაყოლიება რომ თავის მოხელეებთან და ხალხთან ერთად ქვეშევრდომობა მიეღო.

მუსტაფამ ფიცის ფურცელს ხელი მოაწერა, მაგრამ გრაფ ზუბოვთან პაემანზე გამომგზავრებას ვერ ბედავდა მანამდე, სანამ შემახაში გაგზავნილმა სომეხთა მთავარეპისკოპოსმა იოსება ხანის სრულ უსაფრთხოებაზე არ შეჰფიცა.

მიიღო რა იოსების ფიცი და დაიტოვა რა იგი მძევლად შემახაში, მუსტაფა, მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით, მთავარსარდალთან შესახვედრად გამოემგზავრა, რომელიც ძველი შემახის მახლობლად განლაგებულ მეწინავე ჯარებს მოივლიდა. ეს პაემანი ყველაზე უფრო მეგობრული იყო და მას თან ეგერთა ბატალიონის პარადი ახლდა. გრაფი ზუბოვი, იმპერატრიცის სახელით, დაპირდა ხანს მფარველობასა და დაცვას, მუსტაფა კი, აცხადებდა რა რუსეთისადმი თავისი ერთგულების შესახებ, ითხოვდა ამის თაობაზე ცნობები რუსეთის მთავრობამდე მიეტანათ. მისცა რა სიტყვა ხანის თხოვნის შესარულებაზე, მთავარსარდალმა მას ძვირფასი თვლებით შემკული ხმალი და 40 კამჩატკური სიასამურის ბეწვი აჩუქა (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 30-го iюля 1796 года). მუსტაფა შემახაში სრულებით დამშვიდებული დაბრუნდა და მთავარეპისკოპოსი იოსები რუსულ ბანაკში გამოუშვა.

უკანასკნელმა, დარუბანდის დაკავების შემდეგ, თავისი სახელით გაუგზავნა მოწოდება ყველა სომეხს, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ.

უგზავნიდა რა თავის კურთხევას “ტანჯულ ღვთის ხალხს” («угнетённому народу Божiю»), იოსები წერდა სომხებს, რომ თუმცა კი მისი გულისთვის ტკივილის მომტანი იყო ესმინა იმ უბედურებებისა და ჩაგვრის შესახებ, რომელთაც სომხები ურჯულოთა ხელიდან განიცდიდნენ, რომელთა შორისაც ისინი ცხოვრობდნენ, მაგრამ რომ, როგორც მას, არქიმწყემსს, ისევე თავად სომხებსაც არ რჩებოდა არაფერი იმაზე მეტი, “თუ არა მხურვალედ ეთხოვათ ლოცვებით ღმერთისთვის” ურჯულოთაგან მათი გამოხსნის შესახებ. “ახლა, ამბობდა იოსები (Въ посланiи отъ 22-го мая 1796 года. Воен. учен. Арх., д. № 1283), უზენაესმა ღმერთმა შეისმინა თქვენი ლოცვები, არ განგდევნათ თქვენ თავისი კეთილისმყოფელი საფარველისგან, შეძრა რა თანამგრძნობელი ყოვლადმოწყალე ხელმწიფას გული შევიწროვებათაგან თქვენი განთავისუფლებისა და თქვენი ცრემლების შეშრობისთვის. მიგიღოთ რა თავისი დედობრივი საფარველისა და სკიპტრის ქვეშ, იგი დაგიცავთ თქვენ მშვიდობასა და სიწყნარეში, როგორც თქვენ ამას ისურვებთ.

ამრიგად, განიფანტა წყვდიადი, მოგშორდნენ თქვენი შემვიწროვებლები, დასრულდა მათი ძალა და ბარბაროსული ძალაუფლება, მამაცი ბრწყინვალე გრაფის ვალერიან ზუბოვის მეშვეობით, ჩვენი ერის ჭეშმარიტი მწყალობელისა, როგორც თქვენ ეს თავად საქმით განიცადეთ. ამიტომ გილოცავთ თქვენს გადარჩენას და ვმადლობ უფალს, რომ ეს მოხდა სისხლისღვრისა და თქვენი მხრიდან დანაკარგის გარეშე. გიდასტურებთ ყველას საერთოდ ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებთ, მღვდელმსახურებსა და ერისკაცებს იყოთ ფრთხილად, და, მისცემთ რა დავიწყებას თქვენს მიერ გადატანილ ყველა ტანჯვას, იყოთ გულმოდგინენი საიმპერატორო ტახტისადმი ერთგულებასა და უბრწყინვალესი გრაფის ბრძანებების აღსრულებაში, რომელმაც თქვენ გამოგიხსნათ.

მოქალაქენო! დაუმტკიცეთ მას თქვენი მონდომებით, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ღირსეული მოქალაქენი, ხოლო თქვენ კი სოფლების მოსახლენო, – რომ მართალი საქმეებითა და მიწათმოქმედებით ხართ დაკავებულნი; და თქვენ კი, ვისაც მამაცი და მეომრული სული გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი სიმამაცით დაუმტკიცოთ ერთგულება და მომხრეობა და ამით გრაფის ნდობა დაიმსახუროთ, რათა მან, იქნება რა თქვენი საქციელით კმაყოფილი, ამის შესახებ მის იმპერატორობით უდიდებულესობას მოასხსენოს. ამრიგად, რადგანაც მთელი სომეხთა ერიდან თქვენ პირველებმა იხილეთ გამოხსნა და მისით სარგებლობთ, ამიტომ ეცადეთ იყოთ ერთსულოვანნი და საქმით დაუმტკიცოთ თქვენი მომხრეობა პირველ მხედართმთავარს, და თქვენი ერთგულების საქმეებმა დაე ერთგულების სამსახური გაუწიონ მათაც ჩვენი ერიდან, ვინც მსგავსი გულმხურვალებით ელოდება სანუკვარ გადარჩენას... შესაძლოა მე, თუ ღმერთი ამას ისურვებს, ვნახო ჩემი შვილები, და უფალი, რომელმაც თქვენ გამოგიხსნათ და გაგახარათ, გამოიხსნის და გაახარებს დანარჩენებს ჩვენი ერიდან და აღარ მიგცემთ თქვენ მეტად თქვენს შემვიწროვებელთა ხელში. დაე გაიღოს თქვენთვის ბედნიერების კარები და დაე სულ უფრო მეტად გააძლიეროს უზენაესმა თქვენი მხედართმთავრის მარჯვენა, და როგორც დარუბანდის კარებია გახსნილი, დაე გაიხსნას თქვენი სომხეთის კარებიც”. 

იოსები მაშინ ჩამოვიდა დარუბანდში, როცა გრაფი ზუბოვი იქიდან სამხრეთისკენ დაიძრა. სარგებლობდა რა ყურადღებით, რომელსაც მას ბევრი გავლენიანი პირი რუსეთში აღმოუჩენდა, სომეხთა მთავარეპისკოპოსმა ჩაიფიქრა სახანოს დამორჩილების საქმეებში ჩარეულიყო. იოსებმა დაიწყო ქრისტიანების ჩამორთმევა, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევის გამო მაჰმადიანურ ოჯახებში ცხოვრობდნენ, ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას, რომ მუსლიმანებს წაჰკიდებოდა, ცდილობდა უკანასკნელნი სომხების წინაშე დაემცირებინა, ერთი სიტყვით, დარუბანდში ყოფნის თავისი ძალიან მოკლე დროის მანძილზე თავის წინააღმდეგ მთელი მოსახლეობა აიმხედრა. გენერალ-მაიორი საველივეი გრაფ ზუბოვს შესჩიოდა, რომ მთავარეპისკოპოსი თვითნებურად ერევა საქმეებში, ხოლო დარუბანდის ნაიბმა ჰადირ-ბეგმა კი ითხოვა თანამდებობიდან განთავისუფლება. მთავარსადალმა საველიევს ღია ბრძანება გაუგზავნა, რომელშიც ატყობინებდა, რომ, არის რა გარნიზონის უფროსი და მხოლოდ ერთი მთავარსარდლის მიერ წინასწარ მისთვის მოხაზულ დავალებათა (предначертанiя) აღმსრულებელი, იგი ვალდებულია არ უშვებდეს არანაირ გარეშე გავლენებს და უწინარეს ყოვლისა მხედველობაში ჰქონდეს, რომ ქვეყნის სიმშვიდე უზრუნველიყოფა მცხოვრებთაგან ყოველგვარი უკმაყოფილების ჩამოშორებით, და აქედან ამომდინარე “უნდა აიკრძალოს და მოისპოს ყველაფერი, რამაც მათ შეშფოთება (შეწუხება) შეიძლება მიაყენოს”.

არ დაკმაყოფილებულა რა ამ ბრძანებით, რომელიც მალე, უეჭველად, სომეხთა მთავარეპისკოპოსისთვისაც ცნობილი იქნებოდა, გრაფმა ზუბოვმა იოსები მთავარ ბინაში გამოიძახა, მაგრამ იქაც იძულებული შეიქნა არქიმწყემსის ძალზედ უადგილო და თვით მავნებელი საქმიანობაც კი შეეზღუდა.

შევიდა რა ურთიერთობაში ეჩმიაძინის პატრიარქთან და არ კითხულობდა რა არავის ნებართვას, იოსებმა მასთან ერთად კოლექტიური მოწოდება მისწერა სომხებს, რომლებიც ყარაბაღში (შუშის სახანოში) და ამიერკავკასიის სხვა ადგილებში ცხოვრობდნენ, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსული ჯარები სპარსეთში შემოვიდნენ მთავარი განზრახვით, რომ მუსლიმანთა უღლისგან გაათავისუფლონ სომხები და ისინი დამოუკიდებელნი გახადონ. ამ გზავნილმა საყოველთაო მღელვარება გამოიწვია ამიერკავკასიის მცხოვრებთა შორის: სომხები “დიდ სომხეთის” სამეფოს აღდგენაზე ოცნებობდნენ, მუსლიმანებს კი, პირიქით, დამონებისა და მათი ბატონობისა და პრივილეგიების დაკარგვისა ეშინოდათ. სხვებზე უფრო მეტად ამ ცნობამ შუშელი იბრაჰიმ-ხანი შეაშფოთა, რომელსაც ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ რუსები მის სამფლობელოებს მისთვის ხანის ღირსების ჩამორთმევის მიზნით უახლოვდებიან. უკანასკნელში იბრაჰიმ-ხანის დაჯერებულობას კიდევ უფრო ის აძლიერებდა, რომ განჯის ალყის დროს მან საქართველოს მეფის ერეკლესგანაც იგივე მოისმინა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ერეკლეს არ სურდა “განჯური ნადავლის” ხელიდან გაშვება, და ამიტომ ჯერ კიდევ თებერვლის თვეში განჯაში გაგზავნა თავისი ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი, როგორც მაშინ ამბობდნენ, სამი ათასიანი არა ჯარით, არამედ ლაშქრად წასული ქართველით, იმიტომ რომ ხომ არ შეიძლება ჯარი უწოდო ფეხშიშველ და ჯოხებით შეიარაღებულ ადამიანებს, თოფების გარეშე (Рапортъ Сырохнева графу Зубову 11-го iюня 1796 года, № 390), რომელთაც გამოკვებისთვის მეტად მწირი საშულებები გააჩნდათ. ლაშქრობის დროს ქართველები პარტიებად მიდიოდნენ, თხუთმეტ-თხუთმეტი ადამიანი, ამასთან თითოეული მოვალე იყო თან ჰქონოდა პროვიანტი და ისე გამოეკვება თავი, როგორც მოახერხებდა. ბუნებრივია, რომ მათ, რომლებიც სხვებზე ადრე გამოვიდნენ სალაშქროდ, უფრო მალე დახარჯეს თავიანთი პროვიანტი და სახლებში ბრუნდებოდნენ ისე, რომ არავის ნებართვას არ კითხულობდნენ. ასე რომ არც მეფეს, არც სხვა რომელიმე უფროსთაგანს, არ შეეძლო ჯარების ნამდვილი რიცხვი განესაზღვრა, და იყო თუ არა ალექსანდრე ბატონიშვილთან ნამდვილად სამი ათასი ადამიანი, ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ სარწმუნოდაა ცნობილი, რომ სამი თვეც არ იყო გასული განჯისთვის ალყის შემორტყმის შემდეგ, რომ ალექსანდრეს მთელი ჯარები, სურსათის უკმარისობის გამო, სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. განჯასთან მხოლოდ ასი ქართველიღა დარჩენილიყო, როცა შუშელი იბრაჰიმ-ხანი და ავარელი ომარ-ხანი, იმავე ერეკლეს რჩევით, თავიანთი ჯარებით ქალაქს მიადგნენ და ალყაში მოაქციეს. სანამ ერეკლე ხელმეორედ აგროვებდა ჯარებს, ყარაბაღის ხანი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჯავად-ხანთან, და როგორც კი შეიტყო ქართული ჯარების ხელმეორე მოძრაობის შესახებ, იბრაჰიმმა მაშინვე ზავი შეკრა განჯის ხანთან, მიიღო რა მისგან 10.000 მანეთი, ვაჟიშვილი და და ამანათებად, და ციხესიმარიდან უკან დაიხია. ავარიის ხანი დაკმაყოფილდა თითოეული მისი მეომრისთვის ორმოცი მანეთის მიცემით და ასევე თავის სამფლობელოებში წავიდა. როდესაც მაისის თვეში ერეკლე განჯას მიუახლოვდა, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო და მას არაფერი დარჩენოდა იმაზე მეტი, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ტყვედ წაყვანილი ოთხასი ქართველის უკანვე დაბრუნებით დაკმაყოფილებულიყო. ღალატით გულდაწყვეტილმა ერეკლემ უთხრა იბრაჰიმს, რომ რუსული ჯარები გამოგზავნილი არიან სპარსეთში საქართველოს გაძლიერებისა და მისი მეფის ძალაუფლებისადმი როგორც მისი, იბრაჰიმ-ხანის, ისე სხვა მაჰმადიანი მფლობელების დამორჩილებისთვის.

ასეთი მუქარების შემდეგ სომეხთა პატრიარქისა და იოსებ მთავარეპისკოპოსის გზავნილს იბრაჰიმ-ხანი უკიდურესად უნდა შეეშფოთებინა. მან თავისთან მოუხმო მელიქ ჯემშიროვს და, ემუქრებოდა რა მას სასიკვდილო სასჯელით, თუ მღელვარება არ დაწყნარდებოდა, იქვე დაუმატა, რომ რუსებისა იმდენადვე ეშინია, რამდენადაც აღა-მაჰმად-ხანისა. მუხედავად ამისა, მისი აზრით, მუქარის შემცველი საფრთხის მოხსნისთვის, იბრაჰიმმა თავის წარგზავნილები მიავლინა შემახელ მუსტაფა-ხანთან და შექელ სელიმ-ხანთან განზრახვით დაედო მათთან თავდაცვითი კავშირი რუსების წინააღმდეგ. იყო რა დავასა და უკმაყოფილებაში სელიმთან, იბრაჰიმი ცდილობდა მას შერიგებოდა, ეძიებდა მისი დის ხელს და იმავე დროს, მთავარსარდალთან მისალმების საბაბით, ერთერთი ნდობით აღჭურვილი პირი რუსულ ბანაკში გამოგზავნა ფულის მნიშვნელოვანი თანხითა და დავალებით, რომ დაპირებებისა და საჩუქრების დახმარებით, თავის მხარეზე გადაეყვანა ჩვენს ბანაკში მყოფი ნურ-ალი-ხანი და დაეყოლიებინა იგი რომ მთავარსარდალი მოეკლა.

ოცი წლის ნურ-ალი-ხანი, ცნობილი ქერიმ-ხანის ღვიძლი ბიძაშვილი, უკმაყოფილების გამო გამოიქცა სპარსეთიდან და გრაფ ზუბოვთან გამოცხადდა ჯერ კიდევ აპრილის თვეში, მალევე ყიზლარში მთავარსარდლის მოსვლის შემდეგ (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 19-го апреля 1796 года). აცხადებდა რა რუსეთისადმი თავისი ერთგულების შესახებ, ნურ-ალიმ გამოთქვა სურვილი რუსულ ჯარებში ემსახურა, და გრაფმა ზუბოვმა იგი თავისთან წამოიყვანა, ვარაუდობდა რა, რომ შეეძლო სპარსეთის საქმეებში ის სარგებლით გამოაეყენებინა.

რუსულ ბანაკში თავისი ყოფნის მთელი დროის მანძილზე, ნურ-ალი მთავარსარდლის სრული ყურადღებით სარგებლობდა და ისე იქცეოდა, რომ რუსეთისადმი მისი ერთგულების მიმართებაში (относительно его верности и преданности Россiи) დაეჭვებისთვის არანაირ საბაბას არ იძლეოდა. იგი გრაფ ზუბოვს თავის მამას უწოდებდა და მთელი შვილობრივი გულმხურვალებით მისი ერთგული ჩანდა. არ ღებულობდა რა არაფერში უარს, ნურ-ალიმ მოახერხა თავის გარშემო შემოეკრიბა ასამდე სპარსელი, ნუქერების, მეჯინიბეთა, მეაქლემეთა სახელით და სხვა. ასეთი მრავალრიცხოვანი ამალით გარშემორტყმული, რომელიც მნიშვნელოვან ანაზღაურებას ღებულობდა, იგი თავის გემოზე ცხოვრობდა, განსაკუთრებით შეიხ-ალი-ხანის გაქცევის დროიდან, რომლის დარჩენილი ქონებაც ნურ-ალი-ხანს მიეცა.

ახალგაზრდა ხანი დღისით ჯირითით იყო დაკავებული, საღამოობით კი, თავისი ნუქერების ბრბოთი გარშემორტყმული, ტკბებოდა მომღერლებით, რომლებიც, თვალითმხილველის სიტყვებით, ჰქონდათ რა მეტად სასიამოვნო ხმები, “უმეტეს წილად ერთ სასიყვარულო სპარსულ სიმღერას მღეროდნენ, რომელიც იმდენად მოეწონათ ჩვენთან არმიაში, რომ თითქმის ყველამ ის ზეპირად ისწავლა და მღეროდა” (Артемiй Араратскiй, ч. II, 153).

გეგონებოდათ, რომ ნურ-ალის უკეთესი სასურველი არაფერი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტ სპარსელი, იგი, არ გააჩნდა რა დიდსულოვნება და მადლიერება, საკუთარ თავში ვერაგობასა და ღალატს ატარებდა. მალევე რუსულ ბანაკში შუშის ხანის ელჩის მოსვლის შემდეგ, დაიწყეს შემჩნევა, რომ ნურ-ალი ღამღამობით კარვიდან გამოდის და იბრაჰიმის წარმოგზავნილს ძალზედ ხშირად ეთათბირება. ასეთი საქციელის მიზეზების შესახებ კითხვაზე ნურ-ალი პასუხობდა, რომ იმისთვის დადის, რათა წარმოგზავნილისგან მთავარსარდლისთვის რაიმე სასარგებლო შეიტყოს (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 27-го августа 1796 года). არ ჰქონდა რა საფუძველი ხანი ღალატში დაედანაშაულებინა, გრაფმა ზუბოვმა ის დრომდე თავისუფლებაში დატოვა, მაგრამ ბრძანა, რომ მისი ქცევისა და საქციელებისთვის თვალყური ედევნებინათ. ნურ-ალი აგრძელებდა თავის ურთიერთობებს იბრაჰიმ-ხანის წარმოგზავნილთან, რომელმაც მას სამი ათასი მანეთი გადასცა ფულით და განუცხადა, რომ თუ იგი ჩაფიქრებულ ღონისძიებას აღასრულებს, მაშინ იბრაჰიმ-ხანი ვალად კირულობს მიათხოვოს მას თავისი ქალიშვილი, მთელ ამიერკავკასიაში ცნობილი მზეთუნახავი, რომელიც შემდგომში ფათ-ალი-შაჰის ჰარაჰხანას ამშვენებდა. ასეთი დაპირებით მოხიბლული, ახალგაზრდა ხანი იბრაჰიმ-ხანის მხარეზე გადაიხარა და, მისი წარმოგზავნილის ჩაგონებით, ურთიერთობაში შევიდა მუსტაფასთან, შემახის ხანთან და სელიმთან, შექის ხანთან. გულახდილობისა და ჭეშმარიტი კეთილგანწყობის სახით, ნურ-ალიმ შეატყობინა მათ, რომ მთავარსარდალს, მძევალთა ნელ-ნელა გამოგზავნის გამო, განზრახული აქვს დაამხოს როგორც მუსტაფა, ისე შექელი სელიმ-ხანიც და მათ ნაცვლად მმართველობა მას, ნურ-ალის ჩააბაროს; მაგრამ იგი, ზრუნავს რა თავის ერთმორწმუნეებზე, და მაჰმადიანური რელიგიის მოვალეობით, ამის შესახებ ხანებს ატყობინებს. ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ ის შთაბეჭდილება, რომელიც ამ ცნობამ ორივე ხანზე მოახდინა, რომლებიც უამისოდაც მცირედ თუ იყვნენ რუსეთისადმი ერთგულნი. ამ დრომდე ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილნი* (*როდესაც მუსტაფა-ხანი, განდევნა რა შემახიდან იქ ხანად მყოფი თავისი ბიძაშვილი კასიმი, სახანოს დაეუფლა, მაშინ ეს უკანასკნელი მიღებულ იქნა სელიმის, შექის ხანის მიერ, და მის სამფლობელოებში დაესახლა. იმ დროიდან, შემახისა და შექის ხანებს შორის მუდმივად ერთი-მეორისადმი მტრული ურთიერთდამოკიდებულებანი არსებობდა), ისინი ახლა მზად იყვნენ ერთად შეერთებულიყვნენ, რათა რუსული ჯარების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ემოქმედათ. მათ შორის არსებული მტრობის გადაქცევა სურდათ მათ იარაღად თავიანთი ჩანაფიქრების აღსრულებისთვის. ურთიერთშერიგების საბაბით, ორივე ხანმა გამოუგზავნა მთავარსარდალს თავ-თავისი წარმოგზავნილი განცხადებით, რომ სურთ ერთად შეიყარონ პაემანზე და სთხოვენ მთავარსარდალს არ შეშფოთდეს იმით, რომ ისინი მნიშვნელოვანი რიცხვის ჯარების შეკრებას დაიწყებენ.

– ხანებს შორის აქამდე არსებული უთანხმოების გამო, ამბობდნენ წარმოგზავნილები, სიფრთხილე უკრძალავს მათ პაემანზე მცირე ძალებით მოსვლას, რომ თან თითოეულ მხარეს ხუთი ათას მეომარზე ნაკლები ჰყავდეს.

– ხუთას ადამიანზე მეტის ერთად ყოველი შეკრების დროს, პასუხობდა ამაზე გრაფი ზუბოვი, სიფრთხილე ჩემი მხრიდან მოითხოვს შევიყვანო ჩემი ძალები იმ მხარეებში (მიწებზე), სადაც ძლიერი ლაშქარი დგება (где составляется сильное ополченiе), და ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ხანებს თავიანთი ჯარები არ შეეკრიბათ.

ასეთი გაფრთხილების მიუხედავად, ხანები თავდაცვისთვის ემზადებოდნენ. შექის ხანთან, ოთხი დღეღამის განმავლობაში, ყოველ ღამეს იკრიბებოდნენ მოხელეები და მრჩევლები, და, ბოლოს, დაადგინეს მოეხდინათ განკარგულება, რათა ყველა მცხოვრები საიდუმლოდ შეიარაღებულიყო.

სწორედ იგივე გააკეთა შემახის ხანმაც. ეს მოლაპარაკებები და თათბირები საიდუმლოდ არ დარჩენილა და მთავარსარდლამდე დაიწყო ხმების მოსვლა შემახის, შექისა და შუშის ხანებს შორის საიდუმლო ურთიერთობებისა და მეტად ხშირი გზავნილების არსებობის შესახებ. თუმცა კი ამ ურთიერთობათა მიზეზი დასაწყისში ცნობილი არ იყო, მაგრამ მალე შემთხვევამ რუსეთის მტრების მთელი ხრიკები გამოავლინა.

ერთხელ ნურ-ალი-ხანს, რომელიც ჩვეულებისამებრ ჯირითით იყო დაკავებული, თავიდან ქუდი ჩამოუვარდა. ხანზე თვალყურის დევნებისთვის დადგენილმა მოხელემ ამ დროს შენიშნა, რომ ქუდიდან გადმოვარდა წერილი, მიწერილი შემახელი მუსტაფა-ხანისადმი, აიღო ის და ხანის უჩუმრად დამალა. უკანასკნელს, დაავიწყდა რა ქუდში ჩადებული წერილის შესახებ, მთელი დღის განმავლობაში არც კი მოუკითხავს ის, და წერილიც მაშინვე მთავარსარდლისთვის იქნა წარდგენილი. ნურ-ალი-ხანი უნიშნავდა მუსტაფას დღესა და საათს, როცა ის რუსულ ბანაკს მოულოდნელად თავზე უნდა დასხმოდა და ეცადა მთავარსარდლის შტაბი (ставка) ალყაში მოექცია. ახალგაზრდა ხანი პირდებოდა თავისი ამალით სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო და გრაფი ზუბოვი ერთობლივი ძალებით მოეკლათ. მსჯელობდნენ რა საკუთარი თავის მიხედვით, სპარსელები ვარაუდობდნენ, რომ მთავარსარდლის სიკვდილთან ერთად რუსების მთელი გეგმები დაინგრევა, ჯარები გაიქცევიან და შეთქმულები გამარჯვებულნი დარჩებიან.

ღამის დადგომასთან ერთად, ნურ-ალი-ხანის კარავი, გრაფი ზუბოვის ბრძანებით, ალყაშემორტყმულ იქნა ჯარების მიერ, ხანი დააპატიმრეს და შემდგომში ბაქოს გავლით ასტრახანში გამოგზავნეს. ხანის დაპატიმრებასთან ერთად აყვანილ იქნა მთელი მისი ამალაც, რომელთაც უპოვნეს საიდუმლოდ მომზადებული იარაღი, რომლის ქონაც სპარსელებს მკაცრად ჰქონდათ აკრძალული.

ცნობამ იმის შესახებ, რომ ნურ-ალი-ხანი დაპატიმრებულია, ხოლო მისი ჩანაფიქრი კი გამოვლენილი, აიძულა შემახელი მუსტაფა-ხანი ფით-დაღის მთაზე გაქცეულიყო და იქაურ ციხესიმაგრეში ჩაკეტილიყო. სელიმ-ხანი მიჩუმდა და დრომდე თავის სამფლობელოში რჩებოდა, ხოლო შუშელმა იბრაჰიმ-ხანმა კი, რომელსაც მთავარსარდლის წინააღმდეგ საერთო შეთქმულებაში თავისი მონაწილეობის დამალვა სურდა, რუსულ ბანაკში თავისი ვაჟიშვილი აბულ-ფეტ-აღა გამოგზავნა წერილით, რომელშიც წერდა, რომ გზავნის თავის ძეს უზენაესი ტახტისადმი ფრიადი გულმოდგინების ნიშნად.

ვარაუდობდა რა, რომ მუსტაფას გაქცევას შეუძლია გამოიწვიოს მღელვარება შემახელებს შორის, იმის მსგავსისა, რომელიც გამოწვეულ იქნა შეიხ-ალი-ხანის გაქცევით ყუბელებს შორის, გრაფმა ზუბოვმა დააგზავნა შეტყობინება, რომელშიც სთხოვდა როგორც შემახელებს, ისე შექელებსაც, მშვიდად დარჩენილიყვნენ, და დაავალა მთავარეპისკოპოს იოსებს მისდამი ერთგული სომხების მეშვეობით აეხსნა ხანებისთვის, რომ რუსებს მათ წინააღმდეგ არანაირი მავნე განზრახვები არ გააჩნიათ.

იმავე დროს მთავარსარდალმა, ისე რომ არ შეუცვლია მეგობრული ტონი და არ შეუმჩნევია გარეგნულად თავისი ცოდნა მის სიცოცხლეზე საერთო თავდასხმაში მუსტაფას მონაწილეობის შესახებ, მისწერა ხანს წერილი, სადაც ამბობდა, რომ მასთან მოსული ხმების მიხედვით, რომლებისაც, თუმცა კი, მას არ სჯერა, ზოგიერთი არაკეთილმოსურნე ადამიანი ცდილობს მათ შორის კეთილი ურთიერთობებისა და კეთილგანწყობის გაწყვეტას, “რომელიც მისი, მუსტაფა-ხანის მხრიდან მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში ფიცის დადებით შესვლით არის დამტკიცებული”. გრაფი ზუბოვი წერდა, რომ, ვერ ხედავს რა ვერც საფუძველს, ვერც სარგებელს ხანისთვის მეგობრული ურთიერთობების შეწყვეტაში, გზავნის მასთან მაიორ კაჭკაჭოვს, ყარაბაღის ხანის წარმოგზავნილთან ერთად, რომელთაც ავალებს გამოუცხადონ მუსტაფას მთავარსარდლის კეთილგანწყობა, და რათა დამშვიდდეს ორივე მხარე, სთხოვს შეასრულოს მოთხოვნა, რომელსაც სიტყვიერად მას მაიორი კაჭკაჭოვი გამოუცხადებს.

იბრაჰიმ-ხანს მთავარსარდალი წერდა, რომ მის წარმოგზავნილს ასე დიდხანს იმიტომ აკავებდა თავის ბანაკში, რათა მისი სახით თავად იბრაჰიმ-ხანსაც უფრო ახლოს გასცნობოდა, მისი სურვილები და განზრახვები შეეტყო, რომელთა დაცვა თავად მასაც გულწრფელად სურს.

შემახაში ჩასვლის შემდეგ, მაიორმა კაჭკაჭოვმა მუსტაფას გადასცა მთავარსარდლის სურვილი, რათა ხანს ამანათად მისი ძმა, ახალგაზრდა ბიჭი გამოეგზავნა, და თავისი კეთილგანწყობის დასამტკიცებლად, თავადაც ჩამოსულიყო რუსულ ბანაკში გრაფ ზუბოვთან პაემნის გასამართად. მუსტაფა პასუხობდა, რომ მზად არის აღასრულოს მთავარსარდლის ყველა სურვილი, მაგრამ ამანათად ძმის მოთხოვნას თავისთვის გულსატკენად მიიჩნევს, და ამაში მის ერთგულებაში დაეჭვებას ხედავს.

– მე იმდენად ერთგული ვარ რუსეთისადმი, ამბობდა მუსტაფა, რომ გთხოვთ ჩემს სამფლობელოებს თვლიდეთ არა სხვაგვარად, თუ არა ასტრახანის გუბერნიად, და თუმცა კი აღა-მაჰმად-ხანი მოითხოვდა ჩემგან ამანათების გაგზავნას, მაგრამ მე არა თუ ნათესავთაგან, არამედ ჩემი ქვეშევრდომებიდანაც არავინ გამიგზავნია, არამედ ყოველთვის მისი მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ. როდესაც რუსული ჯარები დარუბანდთან მოვიდნენ, მე მარტომ დავამარცხე აღა-მაჰმად-ხანის ჯარები და რუსეთისადმი ჩემი მომხრეობა პირადად მთავარსარდალს დავუდასტურე.

რაც შეეხება რუსულ ბანაკში მოსვლას, მუსტაფა ამას თავს არიდებდა, ამბობდა რა, რომ ეშინია გრაფ ზუბოვისა, “როგორც უფრო დიდი და ყველაფერში მის წინაშე უპირატესობის მქონე ადამიანისა”. ხანი ითხოვდა მიეცათ მისთვის შემთხვევა შეხვედროდა რომელიმე მის გენერალს ან სომეხთა მთავარეპისკოპოს იოსებს, რისთვისაც დაპირდა კიდეც გამომგზავრებულიყო შემახიდან იმ სოფელში, რომელიც პაემნის ადგილად იქნებოდა დანიშნული. მთავარსარდალი პასუხობდა, რომ მუსტაფას უახლოეს სომხურ მონასტერში შეუძლია შეხვდეს მთავარეპისკოპოს იოსებს.

ეს პაემანი წმ. სტეფანეს მონასტერში შედგა. იოსებმა, გრაფ ზუბოვის დავალებით, გამოუცხადა მუსტაფას, რომ მთავარსარდალს სურს მისი ბანაკში მოსვლა იმისთვის, რათა აღადგინოს უწინდელი მეგობრობა, რომელიც არაკეთილმოსურნე ადამიანებმა დაარღვიეს, რომ არ გააჩნია განზრახვა ხანს რაიმე უსიამოვნება მიაყენოს, ან მით უმეტეს, იგი დაამხოს და სხვით შეცვალოს, დაბოლოს, დარჩება რა მშვიდად, მუსტაფას შეუძლია მთავარსარდლის მხრიდან ყველაფერში სრული თანადგომის იმედი ჰქონდეს, რადგანაც ისიც და მთელი მისი სახანოც რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან.

ხანი სთხოვდა მთავარეპისკოპოსს დაეფიცა იმაზე, რომ მის მიერ ნათქვამი ყველაფერი სიმართლეა, და როდესაც იოსებმა აღასრულა ხანის მოთხოვნა, მაშინ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ასევე ხელმეორედ დადო ფიცი სამუდამოდ რუსეთის იმპერატრიცის ერთგული ქვეშევრდომი ყოფილიყო, მაგრამ რუსულ ბანაკში მაინც არ მოსულა, და როგორც ვნახავთ, მიცემული ფიცი ძალზედ მალე დაარღვია. ასეთი დარღვევის საბაბი ჰამბუთაი ყაზიყუმუხელისა და დარუბანდის ყოფილი ხანის, შეიხ-ალის ხრიკები იყო. 

შეიხ-ალის, რომელიც ჯერ კიდევ სოფელ ახტიში ცხოვრობდა და ყველაფერში უკიდურეს გასაჭირს განიცდიდა, თან ვერავისგან დახმარებას ვერ ხედავდა, განზრახული ჰქონდა ელისუს სულთნის სამფლობელოებში შეეღწია ან კიდევ სპარსეთში წასულიყო. შეიტყო რა ამის შესახებ, ჰამბუთაი ყაზიყუმუხელი გადაათქმევინებდა ყოფილ ხანს ასეთ საქციელს და მასთან პირადი პაემანიც კი ჰქონდა, რომლის დროსაც ურჩევდა შეიხ-ალის სოფელ ახტიში დარჩენილიყო. იგი მას ეუბნებოდა, რომ რუსულ ჯარებს არ შეუძლიათ სამუდამოდ დარჩენა დაღესტანში, რომ ისინი მალე უნდა დაბრუნდნენ კავკასიის ხაზზე, და მაშინ ჰპირდებოდა შეიხ-ალი, უწინდებურად, ხანის ღირსებაში აღედგინა.

ჰამბუთაი იმედოვნებდა, რომ სანამ შეიხ-ალი-ხანი ახტიელთა შორის იქნება, რომლებიც უწინ ყუბის ხანებს ეკუთვნოდნენ, იმ დრომდე ისინი მაინც აღიარებენ საკუთარ თავზე ჰამბუთაის რაღაც გავლენას, მაგრამ როგორც კი შეიხ-ალი დატოვებს სოფელს, მაშინ მცხოვრებლებს ადვილად შეეძლებათ გამოთქვან სურვილი ყუბის პროვინციას შეუერთდნენ და, აქედან ამომდინარე, რუსეთის დაცვის ქვეშ შემოვიდნენ.

შეიხ-ალი-ხანი ეთანხმებოდა სოფელ ახტიში დარჩენილიყო, მაგრამ შესჩიოდა ყაზიყუმუხის ხანს საცხოვრებელი სახსრების უკმარისობაზე, და თუმცა კი უკანასკნელმა მას საჩუქრად ხუთი ცხენი გამოუგზავნა, მაგრამ ამით შემოფარგლა კიდეც თავისი დახმარება. უბედური ხანი იძულებული იყო მის ხელთ არსებული მთელი ვერცხლის ნივთები ჰამბუთაის მონეტებად გადაედნო, რათა აუცილებელი საკვები ეყიდა.

ასეთი გამოუვალი მდგომარეობის გამო, შეიხ-ალიმ, ჰამბუთაისგან ფარულად, თავისი რწმუნებული გაუგზავნა აქუშის ყადის თხოვნით, რათა მას, ტარკის შამხალისა და მისი ვაჟიშვილის მეგთის მეშვეობით, რომლებიც რუსული მთავრობის კეთილგანწყობითა და ნდობით სარგებლობდნენ, მისთვის პატიება გამოეთხოვა. უკანასკნელი ეუბნებოდა აქუშის ყადის, რომ თუ ის და შამხალი დაუმოწმებენ შეიხ-ალის სრულ უსაფრთხოებას, მაშინ იგი უმალვე მოვა ყუბაში სინანულითა და აღიარებით გრაფ ზუბოვთან, და ცოლად შეირთავს შამხალის ქალიშვილს, იმ ხანად ქვრივს, რომელიც უწინ მის გარდაცვლილ ძმაზე, აჰმედ-ხანზე იყო გათხოვილი.

აქუშის ყადი, რომელმაც იმ ხანებში დადო ფიცი რუსეთის ქვეშევრდომობაზე, შეიხ-ალი-ხანზე არ ფიქრობდა, არამედ ჩვენს მიერ დარუბანდის დაკავებისას დარღოელებისა და აქუშელებისთვის ჩამორთმეული იარაღის დასაბრუნებლად ზრუნავდა. ხედავდა რა აქაც უიღბლობას, შეიხ-ალი, დედის რჩევით, გამოთქვამდა სურვილს დამორჩილებულიყო, მოეცა ამანათები, და სურდა ეთხოვა უკვე არა სახანოს დაბრუნება, არამედ მისთვის რამდენადმე მშვიდობიანი ცხოვრებისა და უზრუნველყოფილი არსებობის მიცემა, მაგრამ ამჯერადაც მასთან მყოფმა მოხელეებმა და განსაკუთრებით კი მირზა ჰაზბულათმა (Каспулатъ), რომლისაც მას ყველაზე მეტად სჯეროდა, მას ასეთ განზრახვაზე უარი ათქმევინეს (Рапортъ Булгакова графу Зубову 18-го августа 1796 года, № 558). ისინი, ამის საპირისპიროდ, ცდილობდნენ მთელი ძალებით აემხედრებინათ რუსეთის წინააღმდეგ დარუბანდელები და ყუბელები და იმდენი მოახერხეს, რომ მთავარსარდლამდე დაიწყო ხმების მოსვლა, რომ ყუბის ნაიბი ვალი-ბეგი, გარეგნულად ჩვენდამი ერთგული, სინამდვილეში მუდმივ ურთიერთობებს ინარჩუნებს შეიხ-ალი-ხანთან და ჩვენს არაკეთილმოსურნეთა რიცხვში იმყოფება.

არ აძლევდა რა ამ ხმებს სარწმუნოობის სრულ მნიშვნელობას, გრაფმა ზუბოვმა მაინც დაავალა ბულგაკოვს თვალყური ედევნა ვალი-ბეგის ქცევებისთვის და ეცადა ჰასან-ბეგ-აღა, შეიხ-ალი-ხანის ძმა ყუბაში რაც შეიძლებოდა მალე გამოეძახა. იცოდა რა, რომ ჰასანი ყუბის სახანოს მცხოვრებთა შორის დიდი პატივისცემით სარგებლობს, გრაფი ზუბოვი ვარაუდობდა იგი ხანი გაეხადა და ამით ამ პროვინციის მცხობრენთა ჩვენდამი ერთგულება კიდევ უფრო მეტად უზრუნველეყო. ჰასან-ბეგმა ამაზე თანხმობა განაცხადა, მადლობას უხდიდა მთავარსარდალს და დაპირდა სულ მოკლე ხანში ბაქოში ჩამოსულიყო.

“შეიხ-ალის ღალატის გამო, წერდა გრაფი ზუბოვი გენერალ საველიევს (Отъ 20-го сентября 1796 года), დარუბანდისა და ყუბის პროვინციები ნამდვილი და მტკიცე მფლობელის გარეშე რჩებიან, ხოლო ამის გარეშე კი მცხოვრებთ არ შეუძლიათ ჰქონდეთ საფუძვლიანი დარწმუნებულობა თავიანთ კეთილდღეობაში, ამიტომ ახლა, ჩვენი ჯარების მიერ დაკავებული ოლქების ნამდვილი მდგომარეობის, აგრეთვე მათი კავშირებისა და მათი განმტკიცების ხერხების ჩემს წინაშე გაშიშვლების შემდეგ, მე ვივარაუდებდი, აღვადგენთ რა ყუბაში ფათ-ალი-ხანის კანონიერ ვაჟიშვილს, ჰასან-ბეგს, ხოლო მისი, ფათ-ალი-ხანის ქალიშვილს, დარუბანდის მმართველს (ფერიჯი ხანუმს) შევაერთებთ რა ბუინაკელ მეგთისთან, რომლის მამაც შამხალის ტიტულს, უფლებებსა და ყველა სამფლობელოს თმობს* (*10 აგვისტოს ჩვენს ბანაკში მოვიდა ტარკის შამხალის წარმოგზავნილი წერილით, რომელშიც მუჰამედი საშამხლოს მართვაზე უარს ამბობდა, და თავის წოდებას, უფლებებსა და უპირატესობებს თავის ძეს მეგთის, ბუინაკის ბეგს გადასცემდა. უკანასკნელის შამხლის ღირსებაში დამტკიცება გაცილებით უფრო გვიან, სახელდობრ კი 1797 წლის მაისში მოხდა), და რომელსაც – ამ სამფლობელოების ჩვენს საზღვრებთან ახლოს და გახსნილად მდებარეობის გამო – არასოდეს არ შეეძლება ჩვენი დამოკიდებულებიდან გასვლა. იმ მხარეში ასეთი მფლობელის მყარ და ხელსაყრელ გაძლიერებას, გავხდით რა მას დარუბანდის ხანად, შეუძლია გაგვიწიოს ახლანდელ და მომავალ დროშიც შირვანის დაღესტანთან გაერთიანების სამსახური, რაც ბევრი აქ დაუტევნელი მოსაზრების გამო, ჩვენთვის შესაძლოა მეტად სასარგებლო და უსაფრთხო იყოს, როცა დარუბანდის ციხესიმაგრე ჩვენს მიერ იქნება დაკავებული.

რის შედეგადაც გთხოვთ, გაიაზრებთ რა მეგთის დარუბანდის მმართველზე დაქორწინებასა და დარუბანდის მფლობელობაში მის შეყვანასთან დაკავშირებულ მთელ ცნობილ გარემოებებს, დარუბანდის ოლქის შინაგან მდგომარეობასა და მის საგარეო ორთიერთობებს (მე ვგულისხმობ კავშირებს ყუბასთან და მთიელებთან კიურუს პროვინციის მეშვეობით), შემატყობინოთ ყველა დაწვრილებითი ამბავი, არ დამალავთ და არ შეამცირებთ რა იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც ამ შემთხვევაში შეგიძლიათ წინასწარ განჭვრიტოთ, – მაგრამ წინადადებებს კი ნუ მომცემთ.

ტარკის შამხალის გაძლიერებას მის სამფლობელოებთან დარუბანდის სახანოს შემოერთებით გრაფი ზუბოვი მიჩნევდა რუსეთისთვის სასარგებლოდ იმ მიმართებაში, რომ ეს შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო ჰამბუთაი ყაზიყუმუხელისთვის ლაგამის ამოსადებად, ადამიანისა, რომელიც სხვებზე უფრო არაკეთილმოსურნედ იყო განწყობილი ჩვენი მთავრობის შეხედულებებისადმი. დაბლობ ზეგანზე მდებარე კიურუს პროვინცია, რომელიც ოდესღაც დარუბანდის სახანოს ეკუთვნოდა და მისი მოსაზღვრე გახლდათ, უკანასკნელ ხანებში სურხაის, ყაზიყუმუხელი ჰამბუთაის მფლობელობაში იმყოფებოდა, და მის სამფლობელოთა ყველაზე უფრო არსებით ნაწილს შეადგენდა, ვინაიდან მისი ქვეშევრდომების მთელი საქონელი, შემოდგომისა და ზამთრისთვის, მთებიდან დაბლობ ადგილას ჩამოდიოდა და კიურუს ოლქის საძოვრებით სარგებლობდა. უკანასკნელის მოსაზღვრეობა დარუბანდის სახანოსთან და მტკიცე დაცვის არარასებობა იყო იმის მიზეზი, რომ სურხაი და მისი ქვეშევრდომები დარუბანდის მფლობელთა მათდამი კეთილ განწყობას საჭიროებდნენ და მათთან კავშირს ინარჩუნებდნენ. მეორეს მხრივ, ყუბის სახანოს მცხოვრებნი ყოველთვის პოულობდნენ თავშეფარს დარუბანდში, მთიელთა თავდასხმის შემთხვევაში, და ამიტომ თავიდან კავშირს ინარჩუნებდნენ, ხოლო შემდეგ კი დარუბანდისა და ყუბის ხანების ერთი ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდნენ (а потомъ соединились подъ одною властью дербентскихъ и кубинскихъ хановъ).

ამრიგად, შეაერთებდა რა ქორწინებით მეგთის ფერიჯი-ხანუმთან და დააყენებდა რა ჰასანს ხანად ყუბის პროვინციაში, გრაფი ზუბოვი იმედოვნებდა, რომ ისინი, ნათესაობისა და საერთო ინტერესების მიხედვით, მუდმივ კავშირში იქნებიან და მთიელებს რუსეთისა და თავიანთი საკუთარი სამფლობელოების წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისგან შეაკავებენ. რაც შეეხება მისთვის ახალი პროვინციის შემოერთებით შამხალის გაძლიერებას, მთავარსარდალი ამაში ჩვენი მთავრობის სარგებლისადმი საწინააღმდეგოს ვერაფერს ნახულობდა, ვინაიდან შამხალი თუმცა კი იძენდა მნიშვნელოვან უპირატესობას დანარჩენ დაღესტნელ მფლობელებზე, მაგრამ რადგანაც მისი სამფლობელოები ღია იყო და ჩვენ საზღვრებს ემიჯნებოდა, ხოლო დარუბანდში კი მუდმივი გარნიზონის შენახვას ვარაუდობდნენ, ამიტომ გრაფი ზუბოვი მიიჩნევდა, რომ ამ მიზეზების ერთობლიობა საკმარისია იმისთვის, რათა შამხალს რუსეთის ერთგული ქვეშევრდომის დამოკიდებულება შეენარჩუნებინა.

ყველა ეს მოსაზრება აიძულებდა მთავარსარდალს მისი ვარაუდების აღსრულებაში მოყვანასა და დარუბანდის ოლქის ტარკის შამხალის სამფლობელოებთან შეერთებაზე იმპერატრიცის ნებართვა ეთხოვა. 

“დარუბანდელები, წერდა გრაფი ზუბოვი (Въ письме князю П. А. Зубову, отъ 15-го октября 1796 года, № 92), რა თქმა უნდა, პირველ ხანებში არ გამოიჩენენ ამის მიმართ კეთილგანწყობას, მაგრამ ამაში მათთვის ბევრი აშკარა სარგებელია, ვინაიდან ამ დრომდე ტარკიში მათი ვაჭრები დიდ ბაჟს იხდიან და დაღესტნის მხარისგან ყოველთვის მეტად შევიწროვებულნიც არიან. ამაში დარწმუნება და მათი ახალი მფლობელის მათ მიმართ ალერსიანი და სამართლიანი დამოკიდებულება მოხერხებულად და მალევე შეძლებდა მათ დამშვიდებას. დაღესტნის შირვანთან ეს შეერთება, რომელიც უზრუნველყოფს და სიმტკიცით დაამკვიდრებს ჩვენს გავლენას თერგიდან მდინარე მტკვრამდე (ვინაიდან შემახის ხანიც ბაქოს ჩვენს ხელში ყოფნისას ჩვენთვის ზიანის მოყენებას ვერ გაბედავს), აულაგმავ მთიელთა თავხედობების აღკვეთას დაუდებს საფუძველს (положитъ оплотъ дерзостямъ необузданныхъ горцевъ), და შესაძლოა ისინიც საკუთარი სარგებლის გამო იძულებული შეიქნენ იყვნენ სიმშვიდეში, და ჩვენი ხაზიც მათი მხრიდან უფრო მეტ უსაფრთხოებაში მოვა”.

არ დალოდებია რა, თუმცა კი, თავის წარდგენათა დამტკიცებას, გრაფმა ზუბოვმა გადაწყვიტა აღსრულებაში მოეყვანა თავისი ვარაუდი ჰასან-ბეგთან მიმართებაში. შეგნებული ჰქონდა რა, რომ მის გამოძახებას ყუბაში უსიამოვნოდ უნდა ემოქმედა, და შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ განეწყო დარუბანდის ნაიბი ჰადირ-ბეგი, რომელიც თავისი ძალაუფლების ყუბის სახანოზე გავრცელებისკენ ისწრაფოდა, მთავარსარდალმა დაავალა გენერალ-მაიორ საველიევს თვალყური ედევნებია მისი ქცევისთვის და, რაიმენაირი მტრული საქციელის შემთხვევაში, დაეპატიმრებია ის და ასტრახანში გაეგზავნა. ჰადირ-ბეგის გაძევებას არ შეიძლებოდა რაიმენაირი გავლენა ჰქონოდა საქმეებზე, რადგანაც დარუბანდის სახანოს მმართველმა, ფერიჯი-ხანუმმა, თავად იშუამდგომლა თავისი ძმის ჰასან-ბეგისთვის და თავად სურდა ყუბაში ჩამოსვლაც, რათა ხანის ღირსებაში მისი დადგენის ზეიმში მიეღო მონაწილეობა.

ზრუნავდა რა იმისთვის, რათა ჰასანი მალე ჩამოსულიყო ყუბაში, ფერიჯი-ხანუმმა ამ ქალაქში დარუბანდის ჩვიდმეტი ყველაზე უფრო პატივცემული თავკაცი გამოგზავნა, რომლებიც, ოცდაშვიდ ყუბელთან ერთად გაგზავნილ იქნენ ელისუში – ჰასანის ადგილსამყოფელში – დეპუტატების სახით, ხანობაზე მისი მოპატიჟებისთვის.

ცნობა ჰასან-ბეგის აღდგენის შესახებ ახალი დარტყმა იყო შეიხ-ალი-ხანისთვის, რომელიც თავის სამფლობელოებში დაბრუნების უკანასკნელ იმედს კარგავდა. სურდა რა წინ აღდგომოდა რუსების განზრახვას, შეიხ-ალიმ დახმარება სთხოვა ჰამბუთაის, და მისი მეშვეობით ურთიერთობაში შევიდა შემახელ მუსტაფა-ხანთან და შექელ სელიმთან. მუსტაფა არწმუნებდა, რომ თუ ჰამბუთაი შეიარაღდება რუსების წინააღმდეგ, მაშინ ისიც არ დააყოვნებს მათთვის ზიანის მიყენებას, ხოლო სელიმი კი ამბობდა, რომ რუსების არ უნდა ეშინოდეთ და რომ ყოველი ჭეშმარიტი მუსლიმანი მოვალეა მათ წინააღმდეგ ამხედრდეს. მიიღო რა ასეთი დაპირებანი, ჰამბუთაიმ გადაწყვიტა მოლოდინის მდგომარეობიდან გამოსულიყო და თავისი ჯარების შეკრება დაიწყო.

ყუბის სახანოს რუკის შედგენისთვის, მცირე რიცხვის კაზაკთა თანხლებით გაგზავნილმა კაპიტანმა სიმონოვიჩმა მოახსენა ბულგაკოვს, რომ იყო რა სოფელ ჰუდათში, მოისმინა, ვითომ ყაზიყუმუხელი ჰამბუთაი, შეუთანხმდა რა ავარელ ომარ-ხანსა და სხვა მფლობელებს, ყუბის რაზმზე სოფელ ძეიხურიდან აპირებს თავდასხმას, რომელიც მდინარე სამურზე მდებარეობს. ამ ცნობას სიმონოვიჩმა დაუმატა, რომ როდესაც ის, მასთან მყოფ კაზაკებთან ერთად, ამ მდინარეს მიაუხლოვდა, მის მოპირდაპირე ნაპირზე, ყაზიყუმუხის ხანის სამფლობელოებში, მაშინვე ანთებულ იქნა შუქურები, და შესამჩნევი იყო მოძრაობა მოსახლეობას შორის, რომელიც თავის ქონებას მთებში გზავნიდა.

ამ მოხსენებასთან თითქმის ერთდროულად, ყუბის რაზმის ბანაკში ორი ებრაელი გამოცხადდა განცხადებით, რომ სოფელ ახტიში და განსაკუთრებით კი ჰამბუთაის სამფლობელოებში იკრიბება ჯარები, რომლებსაც, მოწვევით, ჭარ-ბელაქნელი ლეკები და სხვა მთიელი ხალხები უერთდებიან. რამდენიმე დღის შემდეგ, ბულგაკოვთან მოვიდა ტაბასარანის მფლობელის მიერ წარმოგზავნილი, შეტყობინებით, რომ ჰამბუთაიმ უკვე 15.000-მდე ჯარი მოაგროვა, რომელიც კიურუელების, ჭარელების, აქუშელების, რუთულელებისა და სხვებისგან შედგება, და რომ შემახისა და შექის ხანებიც მასთან საიდუმლო შეთანხმებაში იმყოფებიან (Рапортъ Булгакова графу Зубову 20-го сентября 1796 года).

მთელი ეს ცნობები, თავიანთი მნიშვნელოვნების გამო, არ შეიძლებოდა უყურადღებოდ ყოფილიყო დატოვებული და მათ ჰამბუთაის ქცევაზე ყველაზე უფრო ფხიზელი ზედამხედველობა გამოიწვიეს. გენერლების ბულგაკოვისა და საველიევის მიერ სხვადასხვა მხრიდან ყაზიყუმუხში გაგზავნილებს, როცა ბრუნდებიდნენ, უსიამოვნო ცნობები მოჰქონდათ იქაური ხანის საქციელზე. ისინი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ჰამბუთაისთან მოვიდა თურქი ემისარი, ბაირაღტარი ოსმანი, ფულის დიდი თანხითა და წერილებით ანატოლიის სერასკირისგან; რომ ზუსტად ასეთივე წერილები გამოგზავნილი იყო ავარელი ომარ-ხანისადმიც; რომ ამ წერილებში ორივე მფლობელს მოუწოდებენ რუსებისადმი ერთსულოვანი და ერთობლივი წინააღმდეგობისკენ, და რომ ჰამბუთაიმ, ამ წერილების საბაბით ხალხის ყველა თავკაცი თავისთან მიიპატიჟა. მან წარუდგინა შეკრებილებს თურქული წერილები, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ თუ რუსები კავკასიონის მთების ძირას მდებარე სპარსულ ქალაქებს დაეუფლებიან, მაშინ დაღესტნელები, დარჩებიან რა რუსულ სამფლობელოთა შუაში, მათი საცხოვრებლების მიუდგომლობის მიუხედავად, იძულეული იქნებიან იარაღი დაყარონ და რუსეთის მთავრობას დაემორჩილონ. ამ წერილების წაკითხვის შემდეგ, ჰამბუთაიმ გამოთქვა სურვილი რუსეთის დამპყრობლური გეგმებისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მისთვის გამოგზავნილი ფულებიდან ზოგიერთებს საჩუქრები გაუკეთა, და უბრძანა ყველას მზად ყოფილიყვნენ თავიანთი ჯარებით გამოსასვლელად. თავკაცთაგან ზოგიერთი ცდილობდა თავიანთი ხანისთვის ასეთი განზრახვის გადათქმევინებას, ამბობდა რა, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა რუსებთან კეთილგანწყობილ ურთიერთობებში შესვლა, იმიტომ რომ ამის გარეშე მთიელებს არ შეუძლიათ თავიანთი საქონლის დაბლობზე ჩარეკვა და ამისგან უნდა გაღატაკდნენ, მაგრამ ჰამბუთაიმ არ სცნო ასეთი მოსაზრებები საფუძვლიანად და ჯარების შეკრება ბრძანა.

ჰამბუთაის მუდმივმა მოკავშირემ ავარელმა ომარ-ხანმა რუსებზე თავდასხმაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თვლიდა რა ამას თავისთვის არახელსაყრელად, ქვეშევრდომობის შესახებ მთავარსარდალთან წარმოებული მოლაპარაკებების გამო. ჯერ კიდევ სექტემბერში ომარ-ხანი წერდა გრაფ ზუბოვს, რომ ერეკლე მეფე ამ დრომდე უხდიდა მას ყოველწლიურად 5.000 მანეთს ხანის ფულებით და, ამაზე ზევით, მის სრულ მმართველობაში თხუთმეტ სოფელს აძლევდა, და ამიტომ ხანი ისურვებდა სცოდნოდა, ისარგებლებდა თუ არა იმავე უპირატესობებით რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის შემდეგაც; როგორ ჯილდოს მიიღებდა ის რუსეთისგან და როგორ დამოკიდებულებაში იქნებოდნენ მასთან მისი ქვეშევრდომები. მთავარსარდალი პასუხობდა, რომ ომარ-ხანის მისი უდიდებულედობის ქვეშევრდომობაში შემოსვლის შემდეგ, მას ყოველწლიური ჯამაგირი დაენიშნება; რომ საქართველოს მეფის მიერ ხანისთვის გადასახდელი ხარკი უწინდებურად მის სრულ განკარგულებაში დარჩება, და რადგანაც, იქნება რა დიდი იმპერატრიცის სამსახურში, ხანი მისი (ზუბოვის) ძმა “შეიქნება”, ამიტომ გრაფი ზუბოვი “იზრუნებს რა მისი სარგებლობისთვის, არ გაუშვებს შესაძლებლობას, რომ მისთვის განსაკუთრებული წყალობანი გამოითხოვოს”.

როდესაც მთავარსარდლის წერილით გაგზავნილი ოფიცერი რუსეთის ქვეშევრდომობაზე დასაფიცებლად ომარ-ხანთან მივიდა, უკანასკნელმა თავის არიდება დაიწყო, ამბობდა რა, რომ მან უნდა მოიფიქროს და თავის ქვეშევრდომებს მოელაპარაკოს, იმისთვის, რათა არა მხოლოდ ის, არამედ მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფნიც ყოველთვის რუსეთის იმპერატრიცის ერთგულებად რჩებოდნენ.

ეს მოლაპარაკებები საკმაოდ ნელა მიდიოდა; ხანი გადამწყვეტ პასუხს არ იძლეოდა და, ბოლოს, გამოაცხადა, რომ შემოვა რა რუსეთის ქვეშევრდომობაში, შიშობს არ იქნას გათანაბრებული წვრილ მფლობელებთან, და რომ მას დადგენილ ჯამაგირს არ მისცემენ. საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის, ჯამაგირი მისთვის ერთი წლით ადრე მიეცათ, ხოლო ის ფულები კი, რომლებიც მას საქართველოს მეფისგან უნდა მიეღო, ორი წლით ადრე.

რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული, და ავარიის ხანის ქვეშევრდომობის შესახებ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ის კარგი მხარე კი ჰქონდა, რომ ჰამბუთაი ყაზიყუმუხელის ჩანაფიქრებში ომარი უშუალო მონაწილეობას არ ღებულობდა. ჰამბუთაიმ, აღარ ჰქონდა რა ავარიის ხანის დახმარების იმედი, თავის მოკავშირეებს: შექის, შემახისა და შუშის ხანებს ძმა გაუგზავნა წინადადებით, რომ მათაც თავიანთი ლაშქრები შეეკრიბათ და მზად ყოფილიყვნენ იმ დროისთვის, როცა ის, “ღმერთს მინდობილი, ბრძოლას დაუწყებს რუსულ მხედრობას”.

– თუ აღა-მაჰმად-ხანი შეიტყობს ჩვენი წინააღმდეგობის შესახებ, ამბობდა ჰამბუთაი თავისი ძმის გაგზავნისას, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსული ჯარების ჩვენზე თავდასხმისას დახმარებას გამოგვიგზავნის.

მიიღო რა ცნობები, რომ ყაზიყუმუხში მთიელთა მეტად მნიშვნელოვანი ლაშქარი იკრიბება, გრაფმა ზუბოვმა დაავალა გენერალ ბულგაკოვს, რომ ყუბის ცხენოსანი ჯარი შემოეერთებინა, რომლის რიცხოვნებაც 2.000 ადამიანამდე ადიოდა, და გამოვიდოდა რა ბანაკიდან, მდინარე სამურის ნაპირებს მიახლოებოდა, რათა იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე გაბედავდა გადმოელახა ეს მდინარე მის სათავეებთან და დაბლობზე ჩამოსულიყო, მისთვის შეეტია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაეწყო მისი დევნა რუსული ჯარებით, არამედ ამისთვის ყუბელთა ცხენოსანი ჯარი გამოეყენებინა. 

ამასობაში, 28 სექტემბერს, დარუბანდამდე ხმები მოვიდა, რომ ჰამბუთაის განზრახული ჰქონდა 29 სექტემბრის გათენების ღამეს ან აუცილებლად 30 რიცხვში, გადმოვიდოდა რა მდინარე სამურის მარჯვენა ნაპირზე, თავს დასხმოდა ყუბის რაზმის საგუშაგოებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას იყო განლაგებული.

ნამდვილად, 29 სექტემბერს, მთიელთა ერთერთმა პარტიამ, ჩამოვიდა რა დაბლობზე, ჩვენი ხარების ტრანსპორტს შემოუტია, რომელიც მდინარე სამურის გაყოლებაზე მდებარე სოფლებში ნაყიდი პირით მოდიოდა. თუმცა კი ამ ტრანსპორტს ორმოცდაათი ადამიანისგან შემდგარი რაზმი აცილებდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ 23 საზიდრის გატაცება მაინც მოახერხა, რომლებიც დანარჩენებს ჩამორჩნენ (Рапортъ Булгакова графу Зубову 29-го сентября 1796 года). მეორე დღეს მთიელთა ხროვა (скопище) თავს დაესხა ხარების ჯოგს, რომლებიც რაზმის მახლობლად ბალახს ძოვდნენ, და ამასთან 145 ხარის გატაცება და რამდენიმე გამრეკავის ხელში ჩაგდებაც მოასწრო. ეს ორივე თავდასხმა სრულიად მოულოდნელი იყო ყუბის რაზმისთვის, თუმცა კი ქალაქში უკვე დიდი ხანია იცოდნენ ყაზიყუმუხის ხანის განზრახვების შესახებ. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე სოფელ ალპანის თავკაცი ჩამოვიდა ვალი-ბეგთან, რჩევა მიიღო მისგან და შეატყობინა მთიელთა განზრახვის შესახებ თავს დასხმოდნენ რუსულ ჯარებს, მაგრამ ყუბის ნაიბმა, იცოდა რა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რა თქმა უნდა, არ ჩათვალა საჭიროდ რომ ბულგაკოვი გაეფრთხილებინა, ზუსტად ისევე, როგორც დაუმალა მას ისიც, რომ მთიელთა ლაშქრის შეკრების ადგილად სოფელი ალპანი იყო არჩეული, იმ ერთადერთი ხეობის პირისპირ მდებარე სოფელი, რომლის გამოყოლებითაც მთიელებს ყუბის დაბლობზე ჩამოსვლა შეეძლოთ. გრაფმა ზუბოვმა ბრძანა დაეპატიმრებინათ ვალი-ბეგი და ის მთავარ ბინაზე (შტაბში) მიეყვანათ.

თავის თანამოღვაწეთა პირველი წარმატებებით გამხნევებულმა სურხაი-ხანმა, 29 სექტემბრის გამთენიისას, თავისი მოხელე გამოგზავნა სოფელ ალპანიში იქაურ თავკაცთან და თავის ახლობელ მაჰმად-ბეგთან, ცნობით, რომ მას, გაჩერდა რა მდინარე ქუსართან, სოფელში მოსვლა აქვს განზრახული. მაჰმად-ბეგი სოფლის რამდენიმე მცხოვრების თანხლებით ჰამბუთაის შესახვედრად გაემართა, და, ითათბირა რა მასთან, გადაწყვიტა, რომ ყაზიყუმუხელები დაიკავებენ სოფელ ალპანის და მაშინვე დააყენებენ ყველა გზაზე პიკეტებს, იმ მიზნით, რათა არავინ არ შემოუშვან ყუბის დაბლობზე. იმავე დღეს, საღამოს, სოფელ ალპანიში ხდებოდა ახალი თათბირი, რომელზედაც მთიელთა სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებმა, გადაწყვიტეს რა მოულოდნელი თავდასხმის მთელი მომგებიანობით ესარგებლათ, დაადგინეს არ გადაედოთ ის დიდი ხნით, არამედ შუაღამეს გამოსულიყვნენ, რაც შეიძლებოდა ჩუმად ევლოთ ყუბისკენ, და რუსულ ჯარებზე თავდსახმა სხვადასხვა მხრიდან მოეხდინათ.

ამასობაში, გენერალმა ბულგაკოვმა, მიიღო რა დარუბანდიდან გენერალ საველიევისგან შეტყობინება მთიელთა განზრახვის შესახებ მის რაზმს თავზე დასხმოდნენ, მოწინააღმდეგის გამოსავლენად კაპიტანი სემიონოვი გაგზავნა 100 ეგერით. გაიარა რა ოთხი ვერსი და შევიდა რა ხეობაში, რომელიც სოფელ ალპანისკენ მიდიოდა, სემიონოვი მალევე წააწყდა მასში მოწინააღმდეგის ცხენოსან რაზმებს, გაჩერდა და ამის შესახებ ბულგაკოვს მოხსენება გაუგზავნა. სემიონოვის რაზმის გაძლიერებისთვის მაშინვე გაგზავნილ იქნა პოდპოლკოვნიკი ბაკუნინი ქვეითი ჯარის 300 კაცით, 100 კაზაკითა და ორი ქვემეხით. მხოლოდ ღამის დადგომის შემდეგ, შევიდა რა ხეობაში (втянувшись въ ущелье), მოახერხა ბაკუნინმა სემიონოვის რაზმს შეერთეოდა. ხეობა, რომელშიც ახლა ორივე რაზმი იმყოფებოდა, მთლიანად ხშირი ტყით იყო დაფარული, და რადგანაც ის ყუბის დაბლობზე ერთადერთ გამოსასვლელს წარმოადგენდა, ამიტომ ბაკუნინს უნდა ევარაუდა, რომ მთიელთა მთელი ხროვა ამ პუნქტშია თავმოყრილი, ან სადმე მახლობლად. მიუხედავად ამისა, არ იცოდა რა მოწინააღმდეგის ძალები, არც მისი განლაგების ადგილი, ბაკუნინმა, არ აქცევდა რა ყურადღებას არც ღამის სიბნელეს, არც ტყის სიხშირესა და თავისი ძალების უმნიშვნელობას, გადაწყიტა წინ ემოძრავა და მოწინააღმდეგისთვის შეეტია. პირველივე მოძრაობისას მოწინააღმდეგის ცხენოსანი რაზმები (непрiятельскiе разъезды) მას სროლით დახვდნენ, და შემდეგ მთელ ღამეს უწყვეტი ორმხრივი სროლა ჰქონდა მთიელთა მეწინავე პიკეტებთან, რომლებიც თანდათანობით უკან იხევდნენ. 1 ოქტომბრის გამთენიისას ბაკუნინი სოფელ ალპანის მიუახლოვდა, რომელიც მთის ფერდობზე იყო განლაგებული და მისგან ხრამი გამოჰყოფდა, რომლის სიღრმეშიც 15.000 ადამიანის რიცხოვნების მოწინააღმდეგე იმალებოდა.

როგორც კი ჩვენმა რაზმმა ტყიდან გამოსვლა დაიწყო, რომელიც თითქმის ზედ ხრამის პირას მთავრდებოდა, მთიელებმა ხმლებით შემოუტიეს. მათი შემოტევა იმდენად სწრაფი იყო, რომ რაზმში მყოფმა ორმა ქვემეხმა მხოლოდ რამდენიმე გასროლა მოასწრო და მოწინააღმდეგის მიერ იქნა მიტაცებული. თავიანთი მრავალრიცხოვნებით გამხნევებულნი, მთიელები თავგანწირულად იბრძოდნენ; მათ რაზმს ყოველი მხრიდან ალყა შემოარტყეს და თითქმის მთლიანად გაანადგურეს. ბაკუნინი და სემიონოვი საქმის სულ დასაწყისშივე იქნენ მოკლულნი; ბევრი ოფიცერი და დაბალი ჩინი მოკლულთა ან დაჭრილთა სახით მწყობრიდან გამოვიდა. საერთო ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილნი კი, ამოეფარნენ რა შემთხვევით შეხვედრილ მორებს, მანამდე იგერიებდნენ მოწინააღმდეგეს, სანამ მათ დასახმარებლად უგლიცის ქვეითი პოლკი არ მოვიდა ოთხი საპოლკო ქვემეხით, პლკოვნიკ სტოიანოვის უფროსობით.

არ ჰქონდა რა არანიარი ცნობები პოდპოლკოვნიკ ბაკუნინის რაზმის შესახებ, გენერალმა ბულგაკოვმა, როდესაც ქვემეხების გასროლებისა და თოფების ორმხრივი სროლის ხმა შემოესმა, მაშინვე ბაკუნინის დასახმარებლად უგლიცის პოლკი გაგზავნა, მაგრამ ის მოქმედების ადგილზე მაშინ მოვიდა, როცა ბაკუნინის რაზმი უკვე განადგურებული იყო. მთიელები იმდენად იყვნენ ბრძოლით გატაცებულნი, რომ დამხმარე ძალის მოსვლის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც მათ ზურგში თოფის ტყვიები და ზარბაზნების ფინდიხი (კარტეჩი) სეტყვასავით წამოვიდა. ხედავდა რა რუსების ახალი ძალების მოსვლას და კმაყოფილდებოდა რა შეძენილი გამარჯვებით, მოწინააღმდეგემ უკანდახევა დაიწყო, ხოლო როდესაც პოლკოვნიკი სტოიანოვი ხიშტებით ეძგერა (бросился въ штыки), მთიელები გაიქცნენ და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. დატოვა რა ბრძოლის ველზე მოკლული ვაჟიშვილი, რამდენიმე ნაიბი და თავკაცი, ჰამბუთაი, შეიხ-ალი-ხანთან ერთად, მთებში გაიქცა. ჩვენ ამ საქმეში დავკარგეთ 6 მოკლული ოფიცერი და დაბალი ჩინები: 46 მოკლული და 94 დაჭრილი ადამიანი (Журналъ военныхъ действiй)

ჰამბუთაის მტრული საქციელი ღირსეულ შურისძიებას მოითხოვდა, მაგრამ გრაფი ზუბოვი, მხედველობაში ჰქონდა რა უმაღლესი ბრძანება არ ჩაეგდო ჯარები საფრთხეში და არ მიეყენებინა მათთვის ამაო დანაკარგები მთებში ღრმად შესვლითა და მტაცებელთა დევნით, ყაზიყუმუხის ხანის დასასჯელად სხვანაირ ხერხს ეძიებდა. მთავარსარდალმა წერილები გაუგზავნა ტარკის შამხალს, ტაბასარანის ყადისა და ყარაყაიდაღის უცმის წინადადებით, რათა მათ, შეერთდებოდნენ რა ერთად, მოეხდინათ თავდასხმა კიურუს პროვინციაზე იმ დროს, როცა გენერალი ბულგაკოვი ჰამბუთაის სამფლობელოებში ყუბის მხრიდან შეიჭრებოდა.

“საკმარისად ცნობილია ამ მფლობელებისთვის, წერდა გრაფი ზუბოვი, რომ მთავარსარდალი, ყოვლადმოწყალე მონარქის მიერ მისდამი რწმუნებული ჯარებით, დაღესტნისა და შირვანის მიწების გავლისას, იცავდა და იცავს ყველაფერ იმას, რაც საჭიროა მცხოვრებთა საკუთრების უზრუნველყოფისა და მათ შორს სიმშვიდის უფრო მეტად დამკვიდრებისთვის.

მაგრამ ასეთი კეთილი მოქცევის დროსაც ხედავს ის, რომ ჰამბუთი ყაზიყუმუხელი, შემოიჭრა რა ყუბის პროვინციაში, გათავხედდა არა მხოლოდ დაერღვია მცხოვრებთა კეთილდღეობა, არამედ ყუბასთან განლაგებულ რუსული ჯარების ნაწილზეც კი დარტყმა მოეხდინა. და თუმცა კი ამ ბოროტული თავდასხმით მან საკუთარ თავს საგრძნობი დარტყმა მიაყენა, რომლის მიყენებაც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ძლევამოსილი იარაღისთვის ყოველთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ რადგანაც მთელი დაღესტანი მოწმეა, რომ მთავარსარდალს არ მიუცია ჰამბუთაისთვის არანაირი უმცირესი მიზეზიც კი ჩვენდამი ბოროტული განწყობისთვის, ამიტომ ვერ შეიძლება საქმე წარმართოს ამ ვერაგი მფლობელის ყველაზე უფრო საგრძნობი სასჯელის გარეშე მისი ძალების ამოძირკვით (то и не можетъ обойтись безъ чувствительнайшаго его наказанiя искорененiемъ силъ сего коварнаго владельца).

ამ მიზნით მთავარსარდალი, უბრძანა რა გენერალ-მაიორ ბულგაკოვს იმოქმედოს ჰამბუთაის წინააღმდეგ უკვე შემტევად, როგორც რუსული, ისევე ყუბის ჯარებით, სთხოვს ამ მფლობელებს, რათა მათ თავიანთი მხრიდან, შეკრებენ რა თავიანთ ჯარებს და შეთანხმდებიან ურთიერთ შორის, იჩქარონ დარტყმა ჰამბუთაის კუთვნილ კიურუს პროვინციაზე, და ისარგებლებენ რა მთელი ნადავლით, მასში მდებარე მთელი სოფლები ურთიერთ შორის სამუდამოდ გაიყონ”.

ამ მოპატიჟებას სათანადო წარმატება არ ჰქონია. ტარკის შამხალის ვაჟმა, ყარაყაიდაღის უცმიმ და ტაბასარანის ყადმა, მოვიდნენ რა დარუბანდში, გამოუცხადეს საველიევს, რომ თუ მთავარსარდალს სურს მათი სამსახური, ისინი მზად არიან იმოქმედონ სურხაის წინააღმდეგ ახლა მათთან მყოფი ხალხით, რომლებიც მეგთის ჰყავდა 120, ყადისა და უცმის კი 50-50 ადამიანი, – მაგრამ მხოლოდ რუსული ჯარების დახმარებით.

– ხოლო თუ ჩვენ უფრო მეტი რიცხვის ჯარები უნდა შევაგროვოთ, ამბობდნენ ისინი, ამის მალე გაკეთება შეუძლებელია, და იმ დროის დანიშვნაც, როცა ისინი შეიკრიბებიან, ასევე არ შეიძლება.

საერთოდ ჩანდა, რომ ისინი თავს არიდებდნენ გრაფი ზუბოვის სურვილის შესრულებას, ხოლო ამასობაში კი ჰამბუთაი სარგებლობდა ამით, და შეკრიბა რა თავისი ჯარების ნარჩენები, ისინი კიურუს პროვინციის სოფლებში განალაგა, ეშინოდა რა, რომ მისდამი ნაკლებად ერთგული მცხოვრებნი რუსებს შეუერთდებოდნენ. იგი ვარაუდობდა ახალი ჯარების შეკრებას და ახლა ავარელი ომარ-ხანის, აქუშის ყადისა და სხვა წვრილი მფლობელების დახმარების იმედიც ჰქონდა, რომლებმაც ამ დროის შუალედში თურქეთის მთავრობის ფირმანები მიიღეს, რომელიც მათ სწრაფი დახმარებით აიმედებდა. პორტა დაღესტნელ მფლობელებს ატყობინებდა, რომ რადგანაც ამ დრომდე მათ არ გაუწიეს რუსეთს განსაკუთრებული ერთგულება, ამიტომ კიდევ ცოტაც მოითმინონ, სანამ თურქეთის მთავრობა მათ დახმარებას აღმოუჩენს და ყველა უბედურებისგან დაიხსნის. ასეთი ცნობით გახარებული აქუშელები, სალათაელები, რუტულელები და სხვა მთიელი ხალხები სათათბიროდ ჰამბუთაისთან გაემართნენ. უკანასკნელი, რომელიც სოფელ ჩირახში იყო დასახლებული, მათ წინააღმდეგობის აუცილებლობაში არწმუნებდა, ახალ ძალებს იკრებდა და თავისი ლაშქრის ნაწილი, ვაჟიშვილის ნუხ-ბეგის წინამძღოლობით, სალაგ-დეგერმანის წისქვილისკენ გაგზავნა, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ თავადაც ჰქონდა მისვლა განზრახული. ჰამბუთაის სურდა თავს დასხმოდა დარუბანდის სოფლებს ან ხელში ჩაეგდო დარუბანდის მმართველი ფერიჯი-ხანუმი, რომელიც დარუბანდიდან ყუბაში ძმის შესახვედრად გაემგზავრა.

ოქტომბრის დასაწყისში გრაფმა ზუბოვმა მიიღო წერილები ჰასან-ბეგისა და მისი დედის ბიკი-ხანუმისგან, რომლებშიც ისინი ატყობინებდნენ, რომ უკვე გამოემგზავრენ ელისუდან და ყუბაში მოიჩქარიან. მთავარსარდალმა ფერიჯი-ხანუმს გაუგზავნა მდიდარი საჩუქრები, რომლებიც იმპერატრიცამ მისთვის გამოგზავნა, ეპატიჟებოდა მას ყუბაში ჩამოსვლა ეჩქარა. საჩუქრებით გაგზავნილ მაიორ ახვერდოვს ყველაზე უფრო დიდგვარობანი მოხელეები დარუბანდამდე 20 ვერსზე დახვდნენ, 200 ადამიანის თანხლებით. ქალაქთან მიხლოებისას, ახვერდოვს ზარბაზნების სროლით ხალხის უზარმაზარი ბრბო გამოეგება, სიხარულის შეძახილებით, რომლებიც მას მმართველის (ფერიჯი-ხანუმის – ი. ხ.) სახლამდე მიაცილებდა, სადაც მას ჰადირ-ბეგი და მაჰმადიანური სასულიერო წოდების უპატივცემულესი პირები ელოდებოდნენ.

მიიღო რა საჩუქრები, ფერიჯი-ხანუმი მაშინვე ძმის ჰასან-ბეგის შესახვედრად გაემგზავრა; მას თან ჰადირ-ბეგი, რამდენიმე თავკაცი და 37-კაციანი ბადრაგი ახლდა. 14 ოქტომბერს ფერიჯი ყუბაში მოვიდა, ხოლო 16 რიცხვში კი ჰასან-ბეგიც, დედით, დეიდითა და ზოგიერთი სხვა ნათესავით იქვე ჩამოვიდა. ხალხი აღტაცებით ესალმებოდა ჰასანს, რომლიც 3 ნოემბერს საზეიმოდ იქნა ხანად დასმული.

ყუბის ხანად ჰასანის გამოცხადებამ ყუბის მცხოვრებთა საბოლოოდ დამშვიდება ვერ გამოიწვია. შეიხ-ალი-ხანი, რომელმაც სურხაი-ხანის, ყაზიყუმუხის ჰამბუთაის თანადგომით თავის გარშემო მთიელთა ბრბო შემოიკრიბა, ყუბის პროვინციის ფარგლებში შემოიჭრა და მცხოვრებთა აღშფოთებას ცდილობდა. ამავდროულად, ჰამბუთაი, რომელიც თავის ჯარით სალაგას წისქვილის მახლობლად მდებარე ხანჯალ-კალეს ციხესიმაგრესთან განლაგდა, მცირე პარტიებს უშვებდა, რომლებიც მთებიდან დაბლობზე ჩამოდიოდნენ და დარუბანდიდან ყუბაში მიმავალთ ძარცვავდნენ, რითაც ამ ორ ქალაქს შორის შეტყობინებას აძნელებდნენ.

მოუხერხებლად მიიჩნევდა რა რუსული ჯარებით მთებში მოქმედებას, გრაფმა ზუბოვმა ჰასან-ბეგს შესთავაზა თავისი ჯარები შეეკრიბა და ჩვენი რაზმის დახმარებით მოწინააღმდეგე ყუბის პროვინციიდან განედევნა. იმავე დროს, სურხაი-ხანის რაზმების მიერ წარმოებული ძარცვის შეწყვეტისთვის, მთავარსდარდალმა გენერალ-მაიორ საველიევს უბრძანა შემტევად ემოქმედა დარუბანდის მხრიდან, და მისი უფრო მეტი დამოუკიდებლობისთვის ქალაქ ყუბიდან გენერალ-მაიორ საველიევის გაძლიერებისთვის კავკასიის გრენადერთა პოლკის ორი ბატალიონი გაგზავნა, ოთხი საპოლკო ქვემეხით. ამ ბატალიონების დარუბანდისკენ გაგზავნისა და ჰასან-ხანის მიერ თავისი ცხენოსანი ჯარის შეკრების შემდეგ, გრაფმა ზუბოვმა გენერალ ბულგაკოვს უბრძანა ყუბის მახლობლად ბანაკიდან გამოსულიყო და ქვეითი ჯარის ოთხი ბატალიონით, კავალერიის ცხრა ესკადრონით, კაზაკთა ორი პოლკითა და რაზმში მყოფი მთელი არტილერიით მდინარე სამურისკენ წასულიყო. განლაგდებოდა რა მდინარის მარჯვენა ნაპირზე, და თავს ისე მოაჩვენებდა რა, რომ შემტევად მოქმედება ჰქონდა განზრახული, ბულგაკოვს მხოლოდ ყუბელებისთვის უნდა დაეჭირა მხარი, თავად კი მთებსა და ხეობებში არ შესულიყო.

ბანაკიდან თავისი გამოსვლის წინ, ბულგაკოვმა სოფელ ახტის მცხოვრებლებს თავისი სახელით პროკლამაცია გაუგზავნა, რომელშიც მოითხოვდა, რათა ახტიელებს არა მხოლოდ არ მიეცათ თავისთან თავშესაფარი შეიხ-ალი-ხანისთვის, არამედ ჰასან-ხანისთვის ამანათებიც მიეცათ, იმისთვის, რომ თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოთხოვნას, მაშინ რუსული ჯარები შევლენ მათ სამფლობელოებში, არ დაინდობენ მცხოვრებთ და ქვას ქვაზე არ დატოვებენ.

13 დეკემბერს სოფელ ახტის მცხოვრებლებმა ბულგაკოვს უპირველესი თავკაცები გამოუგზავნეს ამანათების მიცემის დაპირებითა და განცხადებით, რომ შეიხ-ალი-ხანი გაემგზავრა მათი სამფლობელოებიდან.

ამასობაში, გენერალ-მაიორი საველიევი, გამოვიდა რა დარუბანდიდან ქვეითი ჯარის სამი ბატალიონითა და კაზაკთა პოლკით, ხანჯალ-კალესკენ დაიძრა, სადაც ყაზიყუმუხის ჰამბუთაის ჯარები იყო შეკრებილი. რუსული რაზმის მოახლოებასთან ერთად მოწინააღმდეგემ თავისი პოზიცია მიატოვა და მთებში მიიმალა. ჰამბუთაიმ, ხედავდა რა თავის წინ რუსულ ჯარებს და შეიტყო რა ბულგაკოვის მოძრაობის შესახებ მდინარე სამურის მხრიდან, საველიევს თავისი მოხელე გამოუგზავნა “სამშიდობო მდგომარეობის დასამყარებად” («для учиненiя миролюбиваго положенiя»).

წარმოგზავნილისთვის შეთავაზებულ იქნა: არ ეცნოთ შეიხ-ალი დარუბანდის ხანად, არ მიეცათ მისთვის დახმარება, არც თავშესაფარი; ჰასანი ეცნოთ ყუბის ხანად, მას მშვიდობიანად მოქცეოდნენ და არანაირი წაქეზებანი არ მოეხდინათ; ყველა რუსი ტყვე დაებრუნებინათ; ამანათები მიეცათ და ორივე მხრიდან დაუბრკოლებელი ვაჭრობა განეახლებინათ, და ბოლოს, დაღესტნელი მფლობელების დასწრებით ყურანზე დაედო ფიცი რუსეთისადმი ერთგულების შენარჩუნების შესახებ.

სურხაიმ აღასრულა გენერალ-მაიორ საველიევის მოთხოვნა, და ჩვენი რაზმებიც თავიანთი უწინდელი განლაგების ადგილებს დაუბრუნდნენ (Рапортъ Савельева графу Зубову 20-го декабря 1796 года, № 514).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Wednesday, October 15, 2014

ნიკოლოზ დუბროვინი ქართველი ხალხის ცრურწმენების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», Томъ I. Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ. Книга II. Закавказье. Санктпетербургъ. 1871, ვრცელი წერილის “ქართველური ტომის” /Картвельское племя/ მესამე თავის თარგმანს)

თავი III 

(ქართველი ხალხის ცრურწმენები /Суеверiе и предразсудки грузинскаго народа/). 

გაზაფხული დგება საქართველოში. შავი შიფერის მთები, თითქმის მთელი წელი რომ მოღუშულები დგანან, ახლა ხასხასა სიმწვანით იმოსებიან, მინდვრები ბალახით იფარება; ნუშის ხეები ვერცხლშია გახვეული, ატმის ხეები კი – მეწამულ სამოსელში; ჰაერი არომატითაა აღსავსე. წეროების გრძელი მწკრივები ჩვენი ჩრდილოეთისკენ მოისწრაფვიან, მერცხლები ჭიკჭიკებენ...

გაიღვიძებს რა დილით ადრე, ქართველი ჩქარობს უწინარეს ყოვლისა ერთი ყლუპი ღვინის დალევას, იმიტომ რომ მას, ამის გარეშე, ხალხური რწმენით, არ შეუძლია მერცხალზე გაიმარჯვოს, ხოლო ვერ გაიმარჯვებს რა მასზე, მთელი წელიწადი ციებ-ცხელებით დაიტანჯება. ზუსტად ასევე, თუ იგი მოისმენს გუგულის ხმას მანამდე, სანამ მოასწრებს პურის ნაჭრის შეჭმას, იგი უკვე მასზე გამარჯვებას ვეღარ შეძლებს.

ხალხურმა ლეგენდამ აიძულა ქართველი, რომ პატივი ეცა ამ ჩიტისთვის, და აი რა შემთხვევის გამო:

სადღაც შორს, ინდოეთის მახლობლად, არის ქონდრისკაცების სამეფო, სადაც მოხვდა ერთი ქართველი, თუმცა კი, უცნობია, რანაირად. ქონდრისკაცები ძალზედ ცოტას ჭამდნენ და სვამდნენ: ერთი შოთის პური და ნახევარი თუნგი ღვინო მათ მთელ კვირას ჰყოფნიდათ. ქართველი, რომელიც უხვ და მრავალფეროვან საჭმელს იყო მიჩვეული, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.

უცხოელმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაბრუნებულიყო სამშობლოში, მაგრამ გადაჭრით არ იცოდა, ეს როგორ გაეკეთებინა. სანამ ის ფიქრობდა, სამმა ზამთარმა გაიარა; სამშობლოს გამო სევდამ დატანჯა უბედური მოგზაური. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ გამოიყვანა ის ძნელი მდგომარეობიდან.

– მე საქართველოში მივემგზავრები, ხომ არ გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა, შესთავაზა მას ერთერთმა ქონდრისკაცმა.

ქართველს, რა თქმა უნდა, გაეხარდა, და აპრილის დასაწყისში, მოიმარაგეს რა საგზალი, ისინი გზას გაუდგნენ.

მათ დიდხანს იარეს, ბოლოს იმ საზღვარს მიაღწიეს, სადაც კონდრისკაცების სამეფო მთავრდებოდა.

– მომისმინე, ამხანაგო! ეუბნება ქონდრისკაცი ქართველს, მე როგორც კი ჩვენი სამეფოს საზღვარს გადავაბიჯებ, მაშინვე იმ ჩიტად გადავიქცევი, რომელსაც თქვენში გუგულს ეძახიან. მაშინ მე კი არ ვივლი, არამედ ვიფრენ, მაგრამ ნელა გავფრინდები, რათა შენ შეგეძლოს ჩემს უკან გამოყოლა. ოღონდ უყურე, ფრთხილად იყავი, მხედველობიდან არ დამკარგო, თორემ გზას ვეღარ იპოვნი.

საზღვარს გადმოვიდნენ. ქართველმა მოხედვაც ვერ მოსწრო, რომ ქონდრისკაცი ჩიტად გადაიქცა. ქართველი გაშეშდა, გუგულის ფრენას უყურებდა. ის შორს გაფრინდა, ქართველი კი გაუნძრევლად იდგა. გუგული, ხედავდა რა, რომ მგზავრი მას არ მიჰყვება, უკანვე დაბრუნდა და ლოყაზე ფრთის ტყლაშუნით ამხანაგი ჩაფიქრებული მდგომარეობიდან გამოიყვანა.

მგზავრებმა გზა განაგრძეს. მაისის უკანასკნელ რიცხვებში მათ საქართველოს მოაღწიეს. ქართველმა გუგული თავისთან სახლში დაპატიჟა, სურდა მას გამასპინძლებოდა, მაგრამ მან, იმ საბაბით, რომ კატებისა და ბავშვების ეშინია, უარი უთხრა, ამბობდა რა, ვითომ “იმითაც კმაყოფილია, რომ ღმერთმა მას დღეში თითო ბეღურა მისცა, რომლებიც სულ მის კვალდაკვალ დაფრინავენ” («Признаки весны: Царство кукушекъ». Кн. Р. Эристовъ, Кавк. 1849 г. № 18).

ხალხური ცრურწმენა აიძულებს ქართველს, რომ ყოველ გაზაფხულზე იმარჯვებდეს ახლად გამოჩენილ გადამფრენ ფრინველებზე, რომლებიც ზამთარში არ არიან ხოლმე, ასევე ახლად დაბადებულ ცხოველებსა და შინაურ ფრინველებზე.

ვინც ფეხზე ჩაცმული დაინახავს ბატის ჭუჭულებს – მან გაიმარჯვა მათზე; თუ ფეხშიშველმა ნახა ისინი, რისკავს რომ ფეხების ტკივილით დაიტანჯება. იხვის ჭუჭულებს მხოლოდ თმადავარცხნილი დაამარცხებს – ეს თავის ტკივილისგან ხსნაა. ჭოტის კივილი ერთ ადგილას ფეხზე მდგომარემ უნდა მოისმინო, სხვანაირად აქეთ-იქით იხეტიალებ, როგორც ჭოტი, ადგილიდან ადგილზე.

ეს რწმენა თავად ჭოტების წარმოშობის შესახებ არსებული ლეგენდით აიხსნება. ბოროტი დედინაცვალი აქ უპირველეს როლს თამაშობს.

გლეხს ორი ვაჟიშვილი ჰყავდა, რომლებიც მას გუწრფელად და ნაზად უყვარდა. ცოლის სიკვდილთან ერთად, დარჩა რა ქვრივად, მან თავისი სიყვარული და ერთგულება შვილებზე გადაიტანა და თავისთან მათი იმდენად დაახლოება და დაკავშირება მოახერხა, რომ მათ დედის დაკარგვის შესახებ დაივიწყეს.

გარკვეული დროის შემდეგ გლეხმაც ასევე დაივიწყა მის მიერ ნაზად ნაყვარები ცოლის დაკარგვის თაობაზე და სხვა შეირთო ცოლად. იმ დროიდან შვილებისთვის ლამაზი დღეები დასრულდა. ბოროტი დედინაცვალი მათ ყველგან დევნიდა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ლანძღავდა და სცემდა. ბიჭები საჩივრით მამას მიმართავდნენ, მაგრამ ის, სისტუსტეს ავლენდა რა ახალგაზრდა ცოლის მიმართ, იმით ამშვიდებდა შვილებს, რომ როცა მათ სჯიდა, დედინაცვალს მათთვის სიკეთე სურდაო.

ბავშვებმა დედინაცვლისგან თავის გარიდება დაიწყეს და საკუთარი თავი უბედნიერესად მიაჩნდათ, როცა მათ მინდორში ძროხებისა და ხბორების სამწყემსად აგზავნიდნენ, სადაც მათ შეეძლოთ თამაშით გული ეჯერათ. გაიტაცა რა ერთხელ თამაშმა, მათ ვერ შენიშნეს, თუ დღე ბინდისკენ როგორ გადაიხარა, ვერც ის შეამჩნიეს, რომ მთელი ჯოგი ტყეში გაიფანტა. შეაგროვეს რა ჯოგი, მათ ერთი ხბო მოისაკლისეს, და როგორ საშუალებას არ მიმართეს ბიჭებმა, მაგრამ ხბოს პოვნა მაინც ვერ შეძლეს. სულ უფრო და უფრო ბნელდებოდა. ტყის სიბნელითა და ტურების ყმუილით შეშინებული, საწყალი ბავშვები ერთმანეთს მიეკვრენ და მწარედ ტიროდნენ. სახლში წასვლას ისინი ვერ ბედავდნენ. დედინაცვლის მუქარები და მისი ცემა მათთვის გაცილებით უფრო საშინელი იყო, ვიდრე ტყეში მოსალოდნელი საფრთხეები, ღამითაც კი. ჯოგი ისევ სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტა, და ეს კიდევ უფრო მეტად ართმევდა ბავშვებს სახლში დაბრუნების შესაძლებლობას. ბავშვები სთხოვდნენ ღმერთს, როგორც თავიანთთვის ხსნას, რომ ისინი ჩიტებად ექცია და ამით ბოროტი დედინაცვლისგან ეხსნა. მათი ლოცვა შესმენილ იქნა: ისინი ბუებად გადაიქცნენ, რომლებიც მანამდე ქვეყნად არც კი ყოფილან. ბუები ტყის სიღრმეში შეფრინდნენ, “მაგრამ შიში, რომელიც მათ დედინაცვალმა ჩაუნერგა, ისეთი დიდი იყო, რომ მათ, იქცნენ რა ბუებად, მაინც კიდევ ვერ დაივიწყეს ხბოს შესახებ. და ახლაც ბუები ტყეში ვერ ჩერდებიან ერთ ადგილზე, ისინი სულ ხიდან ხისკენ დაფრინავენ და ხბოს ეძებენ”.

– იპოვნე? ჰკივის ერთი.

– ვერა, ვერა! პასუხობს მეორე.

საერთოდ, უნდა შევნიშნოთ, რომ ცრურწმენა ქართველებში მთელი თავისი პირველყოფილი ფორმით ვლინდება.

იყივლებს რა მამალი მზის ჩასვლის შემდეგ – ქართველს სჯერა, რომ მტერი ემზადება მამლის პატრონებზე თავდასხმისთვის.

თუ კი რაიმეზე ხშირად ილაპარაკებ, მაშინ ის თითქოსდა უნებურად უნდა აღსრულდეს. ეს რწმენა რუს ხალხში გამოიხატა გამონათქვამით: «накликать беду».

უკურთხებელი ბადით ქართველი თევზის ჭერას არ დაიწყებს. მას სწამს, რომ ასეთი ბადით, თევზის ნაცვლად წყლიდან ქვებს ამოიტანს, და შეიძლება ბატარა ეშმაკიც კი ამოიყვანოს.

ქართველებს ბევრი ნიშანი გააჩნიათ, რომელთა მიხედვითაც აკეთებენ დასკვნებს მომავლის შესახებ. ნიშნების ახსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ და როგორ განიცადა საკუთარ თავზე ესა თუ ის ნიშანი. ერთისთვის ორჯერ ზედიზედ დაცემინება სიკეთეს ნიშნავს, მეორისთვის კი – პირიქით. ვისაც უთამაშებს მარჯვენა თვალი, მას კარგის იმედი აქვს, ხოლო სხვა კი მარცხენა თვალის თამაშითაც კმაყოფილია. ამის თაობაზე ქართველებში მთლიანი ხელნაწერი წიგნი არსებობს: “ასოთა მღერის შესახებ (!)”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. წიგნში დაწვრილებითაა გადმოცემული ადამიანის სხეულის ასოთა თამაშის მნიშვნელობა, ყველასი ან თითოეულისა ცალ-ცალკე, დაწყებული წარბებიდან, ფეხებამდე მათი თითებით, სახსრებითა და ფრჩხილებით («Очерки деревен. нрав. Грузiи», Н. Берзеновъ, Кавк. 1854 г. № 1. стр. 282, примеч.).

ვინც მგლის კბილს ცხენს ჩამოჰკიდებს, ის მისი სვლის სისწრაფეს ზრდის. მგლის კუდს მიმართავენ შინაური ქურდის გამოვლენისთვის, რამდენიმე ეჭვმიტანილი პირის რიცხვიდან. ბრალდებულთაგან თითოეული უნდა გადახტეს ცეცხლმოკიდებულ კუდზე: დამნაშავე ამოიცნობა კრუნჩხვებით, რომლებიც ამ დროს მას ემართება. ცოფიანი ძაღლისგან დაკბენილი მივარდება სარკეს, და თუ მასში თავისი სახის ნაცვლად მის დრუნჩს დაინახავს, მაშინ თავისი სიკვდილის გარდაუვალობისა სჯერა, ხოლო თუ პირიქით, მაშინ კი საკუთარ თავს გამოჯანმრთელებულად თვლის.

ხალხის რწმენით, თუ მელია გამოჩნდება დათესილ ადგილას, მაშინ იქ ვეღარაფერი ამოვა. მელიის ქოფაკთან შეჯვარებით მაცდური იბადება. თუკი ოფოფს დაიჭერ სამშაბათს, ოთხშაბათს კი დაკლავ და ჩიტის თითოეულ ბუმბულსა და ძვალს გააშრობ, მაშინ მათ მრავალი თილისმა გექნება. ვისაც თავის ქისაში ოფოფის ქოჩორი აქვს, სასამართლოში ყოველთვის წარმატება ექნება; ოფოფის ნისკარტის მფლობელს კი, რომელიც მის ქვემო ნაწილს სახელოზე მიიკერებს, შეუძლია, როცა მოისურვებს, სიყვარულში მეტოქე თავიდან მოიშოროს და ყველანაირ დავასა და მღელვარებას თავი დააღწიოს. სახელოზე ოფოფის მარჯვენა თვალის ტარება – ნიშნავს ყოველთვის თავისი ბატონის კეთილგანწყობით სარგებლობას. ჯადოქრობა ქრება, თუ ოფოფის ტვინის დაწვით გამოსული ბოლით მოჯადოებულ ადგილს აახრჩოლებ. “თუ ორსული ქალი სახელოზე ამავე ჩიტის გულს ატარებს, მაშინ ის ნაადრევი მშობიარობის ყოველგვარი საფრთხისგან თავისუფალია. ვინც მარჯვენა სახელოზე ოფოფის ენას ატარებს, მას საწამლავის აღარ უნდა ეშინოდეს. როცა მეფის სასახლის ზღურბლთან გინდა მიხვიდე, წინასწარ მოამზადე მალამო ოფოფის სისხლისა და სელის ზეთისგან, ის ორივე ნესტოში შეიზილე და ღვთის შეწევნით წადი”.

თავისთვის ყველა ამ საინტერესო მითითებას ქართველი პოულობს ხელნაწერ სამკურნალო წიგნ კარაბადინში, რომელსაც მეტად ხშირად მიმართავს შეუძლოდ ყოფნის დროს.

ავადმყოფობა ქართველებში არცთუ იშვიათად წარმოდგება პლასტიკური სახეებისა და სულების სახით. ყვავილის ავადმყოფობა, მაგალითად, ფიზიკურ სნეულებად კი არ ითვლება, არამედ ცოცხალ სნეულებად – გონიერი სულების უმაღლეს საზოგადოებად, რომლებიც, აქვთ რა ძალაუფლება ადამიანზე, აუცილებლად თითოეულს ეწვევიან – და სივდილისთვის სწირავენ იმათ, ვინც თავისდა საუბედუროდ მათი რისხვა დაიტეხა თავზე. სულების ბატონობა ადამიანზე საფუძველი შეიქნა იმისთვის, რომ მათ უწოდეს ბატონები (батонеби), და თვით ანგელოზებიც კი. ავადმყოფს, რომელსაც ყვავილის სულ პირველივე ნიშნები აღმოაჩნდება, აწვენენ სახლში ყველაზე უფრო საპატიო ადგილას, და მის ახლოს დგამენ პატარა მაგიდას, რომელზედაც სახლში არსეულ საუკეთესო ნივთებს ალაგებენ. შაქრის ნატეხები, ვაშლები, უპირატესად წითელი ფერისა, და სხვა ადგილობრივი ხილი, ჭიქით რძე, კრენდელები და სხვადასხვა ფერის აბრეშუმის ქსოვილებისგან პატარა ჩამონაჭრები, ყველაფერი ეს პატარა მაგიდაზე ავადმყოფის მახლობლად თავსდება.

ქართველის გაგებით, სულები, ისევე როგორც ადამიანებიც, საჭმელსა და სასმელს საჭიროებენ. ისინი მათთვის საჭმლის მომზადებას ღრმა შუაღამეს იწყებენ, როცა ირგვლივ სიჩუმე მეფობს და ყოველივე ღრმა ძილშია ჩაფლული.

მოამზადებენ რა სულებისთვის სუფრას, ქართველები მუსიკის დაკვრასა და სიმღერას იწყებენ, როგორც კარგი სუფრის აუცილებელ კუთვნილებას. თუ სახლში ჩონგური* (*ჩონგური – მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც ქართველები ყველაზე უფრო მეტად იყენებენ. ქალაქური ჩონგური ის არ გეგონოთ, რაც სოფლურია: “ქალაქური ჩონგური ეს არიოსტოკრატია, თავის სოფლურ, პირდაპირ რომ ვთქვათ, გაუთლელ თანამოძმესთან შედარებით”. ქალაქებში ამ ინსტრუმენტის სამი სახესხვაობა არსებობს: თორი /თუ თარი – ი. ხ./, უბრალოდ ჩონგური და ჭიანური. სოფლურ ჩონგურს არა აქვს სამკაულები, არც ვერცხლის ზარნიში წარწერით: ნეტარებისა და მოჯადოების ოკეანეში დავცურავ; მისი სიმები ლითონისა კი არ არის, არამედ წვრილ ძაფებად დაჭრილი და გასანთლული ძარღვებისგან. ქართველებს უყვართ ეს ინსტრუმენტი და მასზე სიმღერაცაა შექმნილი: “ჩონგურო ჩემო ჩონგურო – მღერის სოფლელი – შორს გამოთლილო მსხლის ხისგანო; მამაჩემისგან მემკვიდრეობით გადმოსულო, პაპაჩემის ხნისაო”. საერთოდ ქართველთა მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ იხ. Кавк. 1850 г. № 65) არ აღმოჩნდება, მაშინ მეზობლისგან ითხოვენ და ავადმყოფის მახლობლად უკრავენ, ხოლო მუსიკას შორის შუალედებში კი ყველა შინაური აუცილებლად თვლის იმღეროს შემდეგი შინაარსის სიმღერა: “იავ-ნანო, ვარდოვ-ნანო, იავ-ნანი-ნაო! ჩვენ გვესტუმრნენ ბატონები, იავ-ნანა გვესტუმრნენ და გამხიარულდნენ ვარდოვ-ნანი-ნაო!” («Лилiя-баюшки, роза-баюшки, лилiя-баюшки-баю! Къ намъ пожаловали батонеби, лилiя-баюшки пожаловали и развеселились, лилiя-баюшки-баю!»).

მოხუცი ქალების მტკიცებით, ბატონები მუსიკისა და სიმღერის დიდი მოყვარულები არიან. ისინი, მონათხრობთა მიხედვით, თავად უკრავენ ჩონგურზე და ისე ტკბილად და მომაჯადოებლად მღერიან, რომ მათი სიმღერა მხოლოდ აგელოზთა გალობას შეიძლება შევადაროთ.

ავადმყოფობის მთელი დროის მანძილზე, დილით და საღამოთი, ბაზმას ახრჩოლებენ – ბამბის ქსოვილთან შერეულ წვრილად დანაყილ ნიგოზს. ამ შემადგენლობას მოყვითალო ფერის მოსაწევი სანთლების შესახედაობა აქვს. ბაზმას ჯადოსნურ ძალას მიაწერენ. ჰყვებიან, რომ თუ ყვავილი ავადმყოფს დაამახინჯებს ან მას რომელიმე ორგანოს წაართმევს, მაშინ საკმარისია ერთ ან ორ თვეს სახლში ბაზმა მოსწიონ, რომ ავადმყოფს უწინდელი ჯანმრთელობა დაუბრუნდეს. თუ სახლში ყვავილით დასნეულებული გადადებული ავადმყოფია, მაშინ საკმარისია მხოლოდ ცეცხლი მოუკიდონ ბაზმას და ის საიდუმლოდ მეზობლის საწოლზე დადგან, სადაც ასევე ავადმყოფი წევს: მაშინ პირველი გამოჯანმრთელდება, ხოლო მეორე კი ბატონების მსხვერპლი შეიქნება. თუმცა კი უკანასკნელ საშუალებას ძალზედ იშვიათად მიმართავენ.

ბატონების სტუმრობის დროს ვერავინ ბედავს ავადმყოფის გამო ტირილს, ან ძაძების ჩაცმას, სანამ ისინი ოჯახს საბოლოოდ არ დაემშვიდობებიან, თუნდაც მათგან მომკვდარი მშობლების ერთადერთის ვაჟიშვილიც იყოს. არ შეიძლება თოფის სროლა, ქათმებისა და ღორების დაკვლა, იმიტომ, რომ ბატონები სტუმრობისას მათ ითვლიან, და შემდეგ, თუ ქათამს ანდა ღორს დაკლავენ, მაშინ მთელ ოჯახს უბედურება ეწვევა («Обрядъ у грузинъ во время болезни оспы». Закавк. Вест. 1854 г. № 44).

ციებ-ცხელება ქართველებს წარმოუდგებათ საშინლად გამხდარი და ფერმკრთალი არსების სახით, რომელსაც მაცოცხლებელი სისხლის ნიშან-წყალიც კი არ გააჩნია; მისი სხეული მხოლოდ ჩონჩხია, რომელიც რაღაც უცნობი ძალის მეშვეობით მოძრაობს. ციებ-ცხელების ეს მკაცრი და მოღუშული ხატება ქვეყანაზე დაეხეტება და ვისაც ესტურება, ის უსათუოდ სნეულების მსხვერპლი შეიქნება (დასნეულდება).

ადრეულ გაზაფხულზე, ქართველთა თქმით, ქალაქ გიუმრის (ახლანდელი ალექსანდროპოლის) მთავარ შესასვლელთან სამი ძმა იყრის თავს, ციებ-ცხელების გენიები. ისინი აქედან იწყებენ თავიანთ მოგზაურობას: ერთი კახეთში მოდის, მეორე ქართლში, მესამე კი სომხეთში. ზამთრის დადგომასთან ერთად ძმები ისევ გიუმრიში იყრიან თავს (Газ. Кавказъ. 1854 г. № 41). “კარაბადინის” თქმულებით, ციებ-ცხელების ოცდახუთი გვარეობაა, მაგრამ ყველას წინააღმდეგ ერთი ლოცვა არსებობს: “აბრამ, საბრამ, ტურმან, ციებ-ცხელების წამლიანი მთა, ნათქვამია ლოცვაში. თუ შენ ქრისტიანი არა ხარ, არამედ იუდეველი, მაშინ მღვდელმსახურ კაიაფას სახელის გულისთვის, თუ შენ თათარი ან სპარსელი ხარ, მაშინ მუჰამედის გულისთვის, გაშორდი ამ ღვთის მონას. ავგსირი (?) ავიდა ლიბანის კედარზე, თან ყვიროდა, ქვითინებდა და ჭმუნავდა. რატომ ტირი შენ, თრთოლვის მომგვრელო ძალავ? მე შენ სიგრძეზე და სიგანეზე აგკუწავ და აბობოქრებულ უფსკრულში გადაგისვრი, და დაე ჩემმა ლოცვამ შენ გაგანადგუროს” («О грузинской медицине», Н. Берзеновъ, Кавк. календ. На 1857 г. 490).

შაკიკი წარმოუდგებათ ხარის სახით, რკინას რომ კვნეტავს. მის წინააღმდეგ სუფთა ქაღალდის ნალეჯზე უნდა გადაწერო, შემდეგ კი ის ძმარში დაასველო და შუბლზე მიიდო შემდეგი ლოცვა: “სათიბის კიდეში* (*თავის ალეგორიული გამოსახულება), გაჩნდა შაკიკი, რკინას რომ კვნეტავს, როგორც თივის ბულულს. წმ. გიორგიმ დაწყევლა იგი, და დილისთვის შაკიკიც გაქრა”.

ქავილი, ხალხის გაგებით, უგვარტომო ურჩხულია, რომელიც შავი კლდეებიდან გამოდის, შედის სხეულში, ძვლებს ღრღნის და, სწოვს რა სისხლს, მათ ფერფლად გადააქცევს.

“ჰოი შენ იელო, მოსულელო იელო, მიუსაფარო! ამბობს შელოცვა. საიდან ამოდიხარ და სად შედიხარ? ამოვდივარ შავი კლდოვანი მთიდან, შევდივარ ადამიანის სხეულში, ვაძრობ ხორცს, ვღრღნი ძვლებს, ვსვამ სისხლს. არა, დაე არ დაგიშვას შენ მამამ, ძემ და სული წმიდამ; მე არ მოგცემ ნებას, რომ ადამიანში შეხვიდე. წვრილ ნაწილებად დაგაქუცმაცებ, სპილენძის ქვაბში ჩაგყრი, გავავარვარებ მას ცეცხლითა და გოგირდის საფრთხობელით. მოშორდი, თავი ანებე ღვთის მონას”.

სამჯერ უნდა წაიკითხო შაბათ დღეს ეს ლოცვა ავადმყოფის თავზე, ორი ანთებული სანთლით. სხეულის ნაწილებზე, სადაც უფრო მეტი გამონაყარია, წაუსვა დანაყილი გოგირდის საცხი, შერეული съ чухонскимъ масломъ, და გამოჯანმრთელება უეჭველია («Следы прошедшаго». Кавк. 1852 г. № 33. Кавк. календ. на 1857 г. 490).

საერთოდ ქართველებს თითქმის ყოველი ავადმყოფობის წინააღმდეგ აქვთ თავიანთი წამლები და სხვადასხვანაირი შელოცვები.

მათში რელიგიურ სიწმიდესთან შერეულია ხშირად ხალხური ცრურწმენაც. ცხოვრებაში არაჩვეულებრივი თავგადასავლების, კარგის ან ცუდის, მნიშვნელოვანი ნაწილი უხილავი ზებუნებრივი ძალების, და მეტად ხშირად ბოროტის, გავლენას მიეწერება. მათ მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ხალხი ეძიებს მხოლოდ შემოქმედის (ღმერთის) ძალაში (Противодействiя имъ народъ ищетъ въ одной силе Творца). თუ აქაური ექიმი ვერ ეხმარება ავადმყოფს, მაშინ მოხუცი ქალები ამტკიცებენ, რომ უბედური ხატისგანაა ავად (хатисъ-ганъ), ე. ი. რომ მან შეურაცხჰყო ხატი ან სიტყვით, ან გაფიქრებით. ავადმყოფი ეკლესიაში ხატთან მიჰყავთ, გადაიხდიან მსახურებას, მოჰყავთ სამსხვერპლო ცხოველი, და ხშირად სტოვებენ ეკლესიის კართან გამოჯანმრთელების მოლოდინში. განსაკუთრებით ცნობილია ამ მიმართებით წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ტფილისში, რომელსაც ქვაშვეთი ეწოდება. აქ ხშირად შეიძლება შეხვდეთ სნეულებებით შეპყრობილებს, რომლებიც შორიდან ჩამოვიდნენ ამ წმინდანის დაცვისა და წყალობის საძიებლად, რომელსაც ხალხი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს (Кавказъ 1847 г. № 3).

წმინდანთა ლოცვასა და მეოხებას ქართველები უბედურებათა დღეებში მიმართავენ. 

უბრალო ხალხი ბევრ უბედურებას უწმინდურ ძალას მიაწერს. გამოჩნდება თუ არა ნათესში ღვარძლი, იგი ამბობს, ეს უწმინდური აფუჭებს მათ ყანებს. უბრალო ადამიანს სჯერა, და მეტად გულწრფელადაც, ალქაჯებისა და ჯადოქრების არსებობა. რაიმე უბედურების შემთხვევაში იგი ხელს ჩაავლებს ჯადოქრობაში ეჭვმიტანილ რამდენიმე დედაბერს, და ხშირად, თავადებისა და სასულიერო პირთა თანდასწრებით, მოითხოვს მათგან უწმინდურ ძალასთან ურთიერთობის აღიარებას. 1834 წელს ზოგიერთ სოფელში იყო ღომისა და სიმინდის მოუსავლიანობა. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს ალქაჯებისა და ჯადოქრების ნამოქმედარია. ხელი სტაცეს რა რამდენიმე პირს, მათ წყალში ჰყრიდნენ, ხეებზე ხელებით ჰკიდებდნენ და შიშველ სხეულზე გავარვარებულ რკინას ადებდნენ, უნდოდათ რა ასეთნაირად გაეგოთ, თუ რის გამო მოხდა მოუსავლიანობა («О святкахъ въ Тифлисе и народн. суеверiи въ Грузiи». Кавк. 1847 г. № 3).

თავად საქართველოს დედაქალაქში, თუმცა კი დიდი ხანია არაფერი ისმის ჯადოქრებისა და ალქაჯების შესახებ, მაგრამ უწმინდური ძალა მაინც ამ დრომდე არის. ქალაქის მცხოვრებთ კიდევ ახსოვთ იმ თავგადასავლის შესახებ, რომელიც ერთ მოხუც ბებიაქალს გადახდა, თავგადასავლისა, რომლის სარწმუნოობაც, მათი აზრით, ეჭვს არ ექვემდებარება (Тамъ же. См. также Закав. Вестн. 1854 г. № 43).

თვით 1851 წელსაც კი, მომხდარი მზის დაბნელების შემდეგ, ხალხში გავრცელდა ამბავი, რომ ყველა ტფილისური ქათმის შიგნეულობაში გველებმა დაიბუდეს, და რომ ყველა ისინი მოწამლულები არიან. დასნებოვნებას იმით ხსნიდნენ, რომ ქათმები კენკავდნენ მარცვლებს, რომლებიც ციდან დრაკონისგან ცვიოდა, რომელიც დაბნელების დროს მზეს ებრძოდა. ქათმებს სასტიკად დაუწყეს დევნა. მათ ან ხოცავდნენ, ან ჩალის ფასად ჰყიდდნენ, 5 კაპიკად, მაშინ როდესაც ქათმის საშუალო ჩვეულებრივი ღირებულება 30-დან 40 კაპიკამდე იყო.

“ხედავს რა ქართველი გლეხკაცი, რომ ჰორიზონტზე გამოსახულ ცისარტყელაში წითელი ზოლი უფრო დიდი და კაშკაშაა სხვა ფერის ზოლებთან შედარებით, იგი ასკვნის, რომ მიმდინარე წელს ღვინო ბევრი იქნება და ისიც მხიარულებით გულს იჯერებს. ჩამოცვენილი ვარსკვლავები მას თანამოძმეთა სიკვდილს ატყობინებენ; ვინაიდან ის დარწმუნებულია, რომ ყველას თავისი ვარსკვლავი ჰყავს, რომლის დინებაზეც არის დამოკიდებული ადამიანის ხვედრი, რომელიც განაპირობებს მის ცხოვრებას, ბედნიერს ან უბედურს, იმისდა მიხედვით, რომელი ვარსკვლავის ქვეშ დაიბადა იგი ამ ქვეყნად” (Кавказъ, 1853 г. № 34).

როცა დასავლეთი სისხლისფრად არის განათებილი, ცრუმორწმუნე ქართველს ეჩვენება, რომ სისხლისმღვრელი ომი იქნება.

თითოეული ქართველი აუცილებლად ცრუმორწმუნეა, და ცრუმორწმუნეა ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან. ცრუმორწმუნეობა დედის რძესთან ერთად შეიწოვება წეს-ჩვეულებებსა და ადათებში გადადის.

კახეთში, მაგალითად, გვალვის დროს, გლეხის გოგონები ერთად იკრიბებიან და, გააკეთებენ რა თოჯინებს, რომლებსაც ლაზარე ეწოდებათ, დადიან სოფელში და თან ყველაზე უფრო დაუკავშირებელ და უაზრო სიმღერებს მღერიან.

“ლაზარე, ლაზარე, მღერიან ისინი..... ღმერთო, მოგვეც ტალახი, არ გვინდა გორახი (გვალვა)”.....

ან შემდეგ სიმღერას მღერიან:

ლაზარე მოადგა კარსა,
აბრიალებს თვალსა.....
ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა
და მთვარეს დაემსგავსა.....
აჰა შენ, წმინდაო ილია, –
რატომ შეიჭმუხნე წარბები! –
თხა და თიკანი
მოგვყავს შენთან ძვნად.....
ღმერთო, გვიხსენი გვალვისგან
და წვიმა გვიბოძე.....

ხოლო თუ დიდხანს არის წვიმიანი ამინდი, მაშინ წვიმის ნაცვლად, ღმერთს გვალვას ევედრებიან.

სახლიდან, რომლის წინაც გოგონები მღერიან, გამოდის პატრონი, მომღერლებისთვის საჩუქრად რამდენიმე კვერცხი და ცოტა ფქვილი გამოაქვს, და თოჯინას წყლით წუწავს, ხოლო ზოგჯერ კი თავად გოგონებსაც. აქედან წარმოიშვა, როგორც ზოგიერთი ვარაუდობს, ქართული გამოთქმა: “ის ლაზარესავით სველია”.

დაამთავრებს რა თავის სიმღერას, კომპანია ყიდის შეგროვებულ პროდუქტებს და, ნაშოვნი ფულით, ცხვარს და თიკანს ყიდულობს. პირველს მსხვერპლად სწირავენ ღმერთს, თიკანს კი ილია წინასწარმეტყველს.

მომღერალთა და მსხვერპლის შემწირველთა თხოვნა შესმენილია: ღრუბლები გროვდება, მაგრამ ნანატრი წვიმის ნაცვლად, სეტყვა მოვიდა. მოხუცი ქალები მაშინვე ანთებენ სანთლებს, რომლებიც აღდგომის დღესასწაულიდან აქვთ დარჩენილი. ზოგიერთ ქალს გამოაქვს ნაცარი და, მიმოაბნევს რა მას ჰაერში, ამბობს: “ღმერთმა ქნას, რომ ასე განიფანტოს სეტყვა!”. სხვები ეზოში პირქვე დაამხობენ ქვაბს ან დიდ თასს, ვარაუდობენ რა, რომ სეტყვა წვიმად გადაიქცევა.

არსებობს აგრეთვე სხვა ჩვეულება, რომ მოხნან წვიმა ან ვედრო. რვა წყვილი გოგონა ებმება გუთანში და მიათრევს მას მდინარის ან ეკლესიისკენ. თუ გაჭიანურებული წვიმიანი ამინდი დგას, მაშინ აუცილებელია გარკვეული რაოდენობის მიწის მოხვნა ეკლესიის მახლობლად. გაჭიანურებული გვალვისა და წვიმის გამოთხოვის სურვილის დროს კი, ქალიშვილები, წელამდე წყალში წინ და უკან მიათრევენ გუთანს, ხოლო შემდეგ კი, სველები სახლებში ბრუნდებიან (Кавк. 1847 г. № 10. Кавк. 1854 г. № 52). ჯერ კიდევ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამ საქმით დაკავებულნი იყვნენ თავადის ასულები და თავადთა ცოლები უპირველესი საგვარეულოებიდან.

წვიმა მოხნულია; მან მორწყა მინდვრები, რომლებიც უხვ მოსავალს ჰპირდებიან. 

მდიდარი ქართველები მკის დროს მინდორში კარავს შლიან. ნაკლები შეძლების მქონე ადამიანები კი თავად მკიან. მდიდრები ოსებს ან იმერლებს ქირაობენ, რომლებიც, ერთი სოფლიდან მეორეში, მთელ ბრბოებად დადიან. მემამულენი უწინ თავიანთ გლეხებს მოუხმობდნენ, და მდიდრებთან ზოგჯერ რამდენიმე ასეული მომკელი იკრიბებოდა. მკას იწყებს ის, რომელიც თავისი სწრაფი მუშაობითაა სახელგანთქმული. შეძახილით ოპუმა! ოპუმა! ის პირველი ეძგერება სამკალს და ყველას წინ მიდის, მოხერხებულად ალაგებს რა ორივე მხარეს მომკილ თავთავაებს. დანარჩენი მუშაკები კი მას კვალში მიჰყვებიან.

დგება შუადღე – სადილის დრო – და თავად დიასახლისი იჩქარის სამკალში. მის შესახვედრად მომკალთაგან ერთერთი გამოდის და თავთავებისგან შეკრულ ჯვარს აწვდის. დიასახლისი ამოიღებს წინასწარ მომზადებულ ერთ წყვილ შალის წინდას და მიმწოდებელს ჩუქნის. ჯვრისებურად შეკრული თავთავები გამოაქვთ თითოეულის შესახვედრად, ვინც კი სამკალის ან მუშაკთა ახლოს გაივლის. წესჩვეულების მიხედვით, ვისაც მიესალმებიან, მანაც ასევე სამაგიერო საჩუქარი უნდა გაიღოს; მაგრამ თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ მომკალთ უფლება აქვთ წაუმღერონ მას რაიმე სატირული კუპლეტი, მისამღერით ოპუმა.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, მომკალნი სოფელში ბრუნდებიან, სადაც მათ კარგი ვახშამი ელოდებათ. მუშაობაში განსაკუთრებით გამორჩეული პატრონისგან საჩუქრად ღებულობს ქუდს ან ხარის თავს, რომელიც მათი გამასპინძლებისთვის იქნა დაკლული, როგორც საპატიო საჩუქარს («Очерки деревенских нравов Грузiи» Н. Берзеновъ. Кавк. 1854 г. № 71 и 72).

მკა დასრულებულია, პურს იღებენ, ურმებით მოაქვთ და მაღალი ძნების სახით კალოს მახლობლად ალაგებენ. შემდეგ თავთავებს ლეწავენ არცთუ რთული მექანიზმის კევრის* (*კევრის მოწყობილობის აღწერა ნახეთ იქვე) დახმარებით და მარცვლებს ორმოში ჰყრიან, რომელსაც სახლის ეზოში ან იქვე კალოზე ამოთხრიან ორი არშინის სიღმისა. ორმოს კედლებს, სინესტისგან დასაცავად, შემდეგი მარტივი ხერხით ამზადებენ. ამოთხრილ ორმოს ავსებენ მშრალი შეშით ან შამბით და ცეცხლს უკიდებენ. შემდეგ ამოიღებენ რა ორმოდან ქვიშას და ნახშირს, მის კედლებს ორი თითის სისქის თიხით ლესავენ, და ისევ ცეცხლს ანთებენ, რომლის სიცხეც თიხას აშრობს. შემდეგ ორმოს ფსკერსა და გვერდებში ჩაუფენენ ჩალას ან წვრილ ლერწამს და პურის მარცვალს ჰყრიან. მარცვლეულს ზემოდან აფენენ ჩალის ან მშრალი ბზის ფენას, ხვრელს ფიცრებით ფარავენ და მათ თავზე კონუსის მაგვარ პატარა მიწის გორაკს აგებენ, რომელიც პურის შენახვის ადგილს აღნიშნავს (Записки Буткова, (рукоп.) Арх. Глав. Шт. Очерки деревенск. нравов Грузiи Н. Берзеновъ. Кавк. 1854 г. № 71 и 72). ამ მიმართებით ქართველები ვერანაირად წინ ვერ წავიდნენ. როგორც ლეწავდნენ და ინახავდნენ ისინი პურს 1802 წელს, ისევე ლეწავენ და ინახავენ მას დღესაც* (*საინტერესოა ბუტკოვის ჩანაწერი პურის გამოცხობის ხერხის შესახებ საქართველოში. “პურს აცხობენ, წერს იგი, თიხის დიდ ქოთნებში, რომლებშიც 4 ვედრო და მეტი ჩადის. ასეთ ქოთანს ჩაფლავენ მიწაში, ან ორმოს მხოლოდ თიხით ამოლესავენ, შემდეგ მასში ცეცხლს ანთებენ, რისგანაც ის ძალზედ მალე ვარვარდება, მაშინ აკრავენ პურის ცომს შიდა კედლებზე სიცხის ზემოთ, სადაც ისინი მალევე ცხვება. ასეთნაირად მომზადებული პური შოთის /чурекъ/ სახელწოდებას ატარებს”).

ლეწვის თავად ხერხისგან წვრილად დაქუცმაცებულ ბზასა და ჩალას დებენ საბძელში (сабдзели) – საკუჭნაოში, და ის წარმოადგენს ერთადერთ საკვებს ზამთარში საქონლისა და ცხენებისთვის.

პურის აღებას შემდეგ მოჰყვება ყურძნის კრეფაც (О сборе винограда см. «Десять летъ на Кавказе», Современникъ 1854 г. т. 47, а также статьи Н. Берзенова, помещённыя въ газете Кавказъ).

ყურძნის კრეფა ყველაზე უფრო მხიარული დროა ქართველებისთვის. სამუშაოების დასრულებისა და ღვინის მომზადების შემდეგ შეძლებული ქართველები იწყებენ ერთმანეთთან მიმოსვლას, და იკრიბებიან რა მთლიანი კომპანიებით, რამდენიმე დღით სტუმრობენ თავიანთ ნაცნობებთან. ქეიფები, ნადიმები და მხიარულებანი წარმოადგენს აქაურის ზამთრის უსაქმური ცხოვრების დასაწყისს, რომელსაც უყვარს ზამთარში იმის განადგურება, რაც ზაფხულში მოიმარაგა.....

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

ევლია ჩელების ცნობები XVII საუკუნის შუახანების საქართველოს, ქართველების, აფხაზებისა და კაზაკების შესახებ

(ნაწილი II)

LXXXI 

ფადიშაჰის ბრძანებით ჩვენი წასვლა არზრუმიდან ბაიბურთს, ჯანჯას, ისპირს, თორთუმსა და ახჩა-ყალას 

ჩვენი ბატონი ფაშასაგან მივიღე ფადიშაჰის ბრძანება, სხვა ციხეების აღათათვის წერილები და ცხრა მსახურის თანხლებით ჯარის შესაკრებად გავემართე. არზრუმიდან ჩრდილოეთისაკენ ველზე 2 საათი ვიარეთ და სოფელ ქანში მივედით. ორასკომლიანი კეთილმოწყობილი სოფელია. ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ არზრუმის ველზე ხუთი საათი და უმუდუმ-სულთანის სოფელში მოვედით. იგი ადრე აღვწერე. ისევ ჩრდილოეთისაკენ ხეობები და მთები გადავიარეთ და გავედით გურჯი-ბოღაზის ხიდზე, რომელიც მდინარე ევფრატზეა გადებული. უზუნ-ჰასანის მიერ აშენებული დიდი ხიდია. როდესაც არზრუმში აბაზა-ფაშა აჯანყდა, გაიგო სტამბოლიდან იანიჩართა ორმოცი ოდა მოვიდა და ამ ხიდის ახლოს დაბანაკდაო; ოც ათას მეომარ ვაჟკაცს სარდლად დაუნიშნა ქორ-ხაზინადარ ეფშირ-ბეგი, გამოგზავნა და ყველა ამოაწყვეტინა. ახლა მათი ძვლები ხიდთან გროვებად ყრია. აედან ისევ ექვსი საათი ვიარეთ, გურჯი ბოღაზი (საქართველოს ყელი) გავიარეთ და იქვე მდებარე გურჯი ბოღაზის სოფელში მივედით. არზრუმის ფარგლებში ორასკომლიანი საზეამეთო სოფელია. აქედან ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ ტულიპებით მოფენილ ადგილებზე და 9 საათში დომლუ-სულთანის სადგურს მივაღწიეთ... ციცაბო, მაღალი მთაა. ამ მთაში დიდი გამოქვაბულია, რომელიც მდინარე ევფრატის სათავეს წარმოადგენს. რადგანაც არზრუმის ვილაიეთში, ქიღის სანჯაყის მთებში რკინის მადანი მოიპოვება, მათგან ზარბაზნის ყუმბარებს ასხამენ. ამ მაღალი მთიდან ასობით წყარო გამოდის; რკინის საბადოებს ჩაუვლიან და ევფრატს ერთვიან. ამიტომაა, რომ ამ ადგილის შემდეგ ევფრატის წყალს გემო უფუჭდება. ამ დომლუ-სულთანის კლდიდან გამომავალი მთავარი წყარო სამოთხის წყაროა, რომელიც უკვდავების წყალს ჰგავს... მართლმორწმუნე, ერთი ღმერთის მაღიარებელი ორასკომლიანი სოფელა. დაბის მსგავსია და აქვს ჯამე, სავანე, მცირე ბაზარი. აქედან ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ და ახჩაყალას მივედით.

ახჩაყალას აღწერა: თორთუმის სანჯაყში შედის; საქართველოს მიწაზე მდებარეობს და იგი ულამა-ფაშას აუშენებია საქართველოს დასაპყრობად და ხელში ჩასაგდებად. მაგრამ დროთა მსვლელობით ციხე დანგრევის პირასაა. ციხისთავი და მეციხოვნეები არა ჰყავს. თორთუმის ჩრდილოეთით მდებარეობს. ექვსასი სახლი, ჯამე, ფუნდუკი, აბანო, მცირე ბაზარი და სასულთნო ბაზარი აქვს. ბაჲაზეთ-ველი უფლისწულობის დროს ტრაპიზონში ვალის თანამდებობაზე რომ იყო, ამ ციხეს ალყა შემოარტყა და რადგანაც მისი დაპყრობა ძალიან გაუჭირდა, დაპყრობის შემდეგ მისი ზოგი ადგილი დაანგრევინა.

აქედან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ 6 საათი და სოფელ სავლუში მოვედით. ჯათიჯას მთაზე საზეამეთო სოფელია. მაღალი მთის წვერზე მდებარეობს. ბაღ-ვენახი არა აქვს და მარცვლეულის მოსავალი კი დიდია. აქედან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ 7 საათი და ქალაქ ჯათიჯას – გუმუშხანეს მოვედით. ჯერ გუმუშხანეს ემინთან მივედით, შემდეგ – შარიათის სასამართლოში. ვილაიეთის ყველა წარჩინებული შეიკრიბა და ის დიდებული ფირმანი წავიკითხეთ. „ვისმენთ და ვემორჩილებითო“, თქვეს და ყველა მეომარმა, ლაშქრობიდან გათავისუფლებულმა მუსლიმმა დაიწყო ერევნის ლაშქრობისათვის მზადება. ჩვენ კი ქალაქის დათვალიერებას შევუდექით. რადგანაც ამ ქალაქში დიდი ალექსანდრეს ერთმა მმართველმა ფილკუს ჲუნანიმ ვერცხლის მადანი აღმოაჩინა, ალექსანდრემ ქალაქი ააშენებინა. შემდეგ ქართველების ხელში გადავიდა. ბოლოს აზეარბაიჯანის მბრძანებელს – უზუნ ჰასანს ჩაუვარდა ხელში. რადგანაც უზუნ ჰასან-შაჰი [სულთან] მეჰმედ [II] ფათიჰთან თერჯანის ველზე გამართულ ბრძოლაში დამარცხდა, ციხე ფათიჰ მეჰმედ-ხანის ხელში გადავიდა. იმ დროს არც ერთ ქვეყანაში არ იყო ისეთი ვერცხლის მადანი, როგორიც აქაა. თუმცა, იმ დროს ქალაქს ეწოდებოდა გუმუშხანე, ოსმალეთის დავთარ-ხანეში ჯათიჯად ჩაიწერა. მთელი მოსახლეობა ყველა გადასახადისაგან გათავისუფლებულია და ვერცხლის მადნების დამუშავება ევალება. ქალაქი ამჟამადაც ოსმალთა ხელშია და სამოცდაათი ვერცხლის საბადოა, რომელთაგან ზოგი გაუქმებულია და ზოგიც მოქმედი. ოსმალთა სახელმწიფოში, სადაც კი ვერცხლის საბადოებია, ყველა ქალაქია... მაგრამ ქალაქ გუმუშხანეს მადნეულის ძარღვები შვიდი ხელისგულის დადებაზე უფრო სქელია და ყველა ძარღვი ტყვიის [შენარევის] გარეშე, ხალასი განძია... ორ დღეში მთები და გორები გადავიარეთ და ბაიბურთის ძველ ციხეში მივედით.

მდინარე ჭოროხი: არზრუმის მთებიდან გამოდის, მრავალ მცირე ქალაქსა და დაბას რწყავს და ბაიბურთში მოდის, ქალაქში მოედინება, ქალაქის ქვედა ნაწილიდან ციხის ძირამდე მიიკლაკნება და გონიოსთან შავ ზღვას ერთვის. ზოგი ამბობს, სიტყვა „ჭოროხი“ „ჯუ-ი რუჰ“-ის დამახინჯებული გამოთქმააო. ასეთ შემთხვევაში იგი ნიშნავს „სულის მდინარეს“ (სპარს. „ჯუჲ“ – ნაკადული, მდინარე; „რუჰ“ – სული; „ჯუჲ რუჰ“ – სულის მდინარე - გ. ფ.). ბაიბურთელები მთებში მიდიან, ხეებს წამოაქცევენ, დასჭრიან და მდინარე ჭოროხში ჩაუშვებენ. შემდეგ ქალაქში აშენებულ ჯებირთან მიიტანს წყალი. ყველა თავისი ნიშნით მოძებნის თავის ქონებას და სახლში მიაქვს...

ამ ადგილთან ახლოს დახელოვნებულ მშენებელს მდინარე ჭოროხზე ფიჭვის სვეტებით აუშენებია მერცხლის ფრთასავით [გაშლილი] ხიდი, რომლის მსგავსი შეიძლება იყოს მხოლოდ ჰერცოგოვინას სანჯაყის ქალაქ კარჯას წინ გამავალ ღრმა მდინარეზე გადებული ხიდი. რადგანაც ამ ჭოროხის ხიდს ერთი თაღი აქვს, უფრო მაღალია და მეტი ხელოვნებით ნაკეთები. ქალაქი დავათვალიერეთ.

ლაშქარიც დიდებული ბრძანების შესატყვისად შეგროვდა და გაემზადა. მე, მწირს, სამასი ყურუში „ფეხის ქირად“ მომცეს. ორასი ამხანაგი შევიყარენით და ქალაქ თორთუმში მივედით.

თორთუმის ციხის ამბავი: საქართველოს მეფის – მამრულის აშენებულია. შემდეგ უზუნ ჰასანის ხელში გადავიდა და მისგან კი – [სულთან მეჰმედ II] ფათიჰისა. მაგრამ შემდეგ ისევ ქართველებმა დაიპყრეს. [სულთან] სულეიმან-ხანმა როგორც კი შეიტყო მისი დაპყრობის ამბავი, მაშინვე მეორე ვეზირი აჰმედ-ფაშა კარგა დიდი ჯარის სარდლად დანიშნა და გააგზავნა. ისიც მოვიდა და სანგრებში რომ შევიდა, შვიდი დღისა და შვიდი საათის ბრძოლის შემდეგ ციხე დაიპყრო. შიგ საკმაო რაოდენობის მეციხოვნეები, ჯაბახანა, ზარბაზნები, სურსათი და სხვა მარაგი დატოვა. თავისი ჯარით ნიეჯახის ციხისაკენ წავიდა და აქედან – ამირახორის ციხისაკენ. ციხეები დანებდნენ; დაიკავა და შიგ საკმარისი რაოდენობის ჯარები ჩააყენა. იქიდან ახჩა-ყალეს მივიდა. შვიდ დღეში დაიპყრო და ციხის ბურჯზე მაჰმადიანური ლოცვა აღავლინა.

იქიდან ნიქერდის, აშირდას, პატარა ახჩა-ყალეს ციხესიმაგრეებისაკენ გაემართა. მათი ბეგები ამანით დამორჩილდნენ („ამანით დამორჩილდნენ“ – ე. ი. შეწყალება ითხოვეს და უომრად დანებდნენ - გ. ფ.). ამის შემდეგ ისპირისა და ფერთექრექის ციხეებმაც ითხოვეს შებრალება და ახლაც ყველანი დამორჩილებულნი არიან. რადგანაც ამის შემდეგ დადანლის ნაჰიესაკენ გაემართნენ, სამოცდასამი სოფლიდან თხუთმეტი დამორჩილდა და დანარჩენები კი დააქციეს. ამის შემდეგ დაპყრობილ იქნა თაქხისი, ახჩაყალე, ლივანას (*ტექსტშია – „დივანა“) ხეობა და ჯარი თორთუმში მოვიდა. თორთუმიც აღწერეს, როგორც სანჯაყის მთავარი ქალაქი. ახლაც ასეა. ალაი-ბეგი და ჩერი-ბაში ჰყავს. ომიანობის დროს ჯებელიებიანად და თორთუმის ბეგის ლაშქრიანად სამოცი ათასი რჩეული მეომარი გამოჰყავს. მის ფაშას, სამართლის მიხედვით, წლიურად თორმეტი-ცამეტი ათასი ყურუში შემოსდის.

ლაშქრობაში ჩვენი წასვლის წელს სეიდი აჰმედ-ფაშამ, რამდენადმე ძალადობით, თორთუმის სანჯაყიდან მისაღები შემოსავალი ოცდაოთხი ათას ყურუშამდე აიყვანა. ის კი არა, როდესაც მე, მწირი, მასთან სულთნის ბრძანებით მივედი, მის სანჯაყში მყოფი თიმარებისა და ზეამეთების მფლობელთა გარდა, გადასახადებისაგან გათავისუფლებული იმამები და ხათიბებიც კი შეავიწროვა: „ლაშქრობა გევალებათო“ და ამის საზღაურად ათი ათასი ყურუში აიღო. მე, მწირი, კი, თავის სასახლეში მომათავსა და ქალაქი დამათვალიერებინა.

ასორმოცდაათახჩიანი ადგილია ყადისა და ცხრა ნაჰიე. მათგან შემდეგია ცნობილი: იუვანე, დადანლი, ისპირი. ამ ნაჰიეებიდან ყადის სამი ათასი ყურუში აქვს წლიური შემოსავალი. შეიხ ულ-ისლამი, მაკიბ ულ-ეშრაფი, წარჩინებულები და დიდებულები, ციხისთავი, მეციხოვნეები, იანიჩართა სარდალი და ქალაქის სუბაში ჰყავს.

თორთუმის ციხის აღწერა: მაღალ გორაკზე ოთხკუთხა შენობაა. ერთი რკინის კარი აქვს. შიდა ციხეში თვრამეტი სახლი და [სულთან] სულეიმან-ხანის მცირე ჯამეა. ერთი ამბარი აქვს. ქვედა გარეუბანში კეთილმოწყობილი და მშვენიერი შენობებია, რომელთა რიცხვი შვიდასს აღწევს. შვიდი უბანი და შვიდი მიჰრაბი აქვს. ორი აბანო, ორი ფუნდუკი, ათი ყმაწვილების სასწავლებელი და სამოცდაათამდეც ყოველგვარი ხელობის სახელოსნო დუქანი აქვს. დახურული ბაზარი, საქველმოქმედო ნაგებობა, მედრესე და მისთანანი არ აქვს. ყოველ სახლს მრავლად აქვს ბაღ-ვენახი. რადგანაც მშვენიერი ჰაერია, ხეხილი ბევრია. ყურძენი, მსხალი და ლალისფერი ატამი სანაქებოა. რადგანაც ქალაქი არზრუმიდან ორი დღის სავალზეა დაცილებული, ვაჭრებს ხილი ყუთებით გადააქვთ არზრუმში. არზრუმის ვილაიეთში ერზინჯანის შემდეგ ქალაქი თორთუმია სამოთხის ბაღივით შემკული. მისი ხალხი სტუმართმოყვარე, გულკეთილია. მშვიდი, მართალი ადამიანები არიან. თორთუმში გვარჯილასაც იღებენ. ქალაქი ერთ ხეობიან ადგილას მდებარეობს.

ქალაქის დათვალიერების შემდეგ თორთუმის ჯართან ერთად არზრუმის ვილაიეთისაკენ გასამგზავრებლად დიდკაცნი რომ იკრიბებოდნენ, ამ დროს სეიდი აჰმედ-ფაშას ამბავი მოუვიდა, შავი ზღვის ნაპირზე მდებარე გონიოს ციხე კაზაკებმა მოულოდნელად აიღესო. მან მაშინვე დაგზავნა მაცნეები, რომლებმაც დაიწყეს ძახილი: „ტანზე დავითის ჯავშანი ჩაიცვით, [სულთნის] ბრძანებას ნუ მოუცდით – ცხენებზე შესხედით! ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის წმინდა ომსა და მოწამეობრივ სიკვდილს ვინც ეძებს; ვისაც უნდა ცხენი, თიმარი და ზეამეთი მიიღოს, წამოვიდეს!“ ჩვენც ქალაქიდან გამოვედით, ბაღების თავში ოდნავ შევისვენეთ და ათასი რჩეული, მსუბუქად წამოსული, შეიარაღებული მეომარი შეგროვდა. „ვაი მას, ვინც უკან არ გამომყვებაო!“ – ვამბობდით. სამჯერ დავძახეთ მაჰმადიანური ყიჟინა და ჩრდილოეთისაკენ გავემართენით. მთელი ჩვენი ჯარით, რომელიც ხაიალისა და ქეჰეილანის ცხენებზე ისხდა, იმ დღეღამეს ჭენებით ვიარეთ. იმ ადგილებიდან, სადაც გავიარეთ, ჩვენ თან წავასხით ისეთი ხალხი, რომლებიც მხედრები არ იყვნენ, მაგრამ იარაღის დაჭერა და სროლა შეეძლოთ. მეორე დღეს, დილით ერთ ხევში ჩავედით და დავბანაკდით. იქიდან ისევ ჩრდილოეთისაკენ ერთი დღე ჭენებით ვიარეთ და იმ ადგილას, სადაც ტრაპიზონის საზღვრებიდან გონიოს საზღვრებში შევედით, სამეგრელოს ჯარებს შევხვდით. სეიდი აჰმედ-ფაშასთან მოვიდნენ და ყველას პატივი მიეგო. მოვიდა სამი ათასამდე ჩაცმულ-დახურული, შეიარაღებული, თავითფეხებამდე ცისფერ რკინაში ჩამჯდარი, ხელშუბიანი, ქეჰეილანის ცხენიანი, გველეშაპივით [ვაჟკაცი] მეგრელი აზნაური, ათასამდე ქვეითი მეთოფე და ქართველი წარჩინებულები. ესენი გარეგნობით სხვადასხვანაირი იყვნენ. ზოგი თმაგაწეწილი იყო, ზოგი – თმახუჭუჭი. ორმოც-ორმოცდაათი წლისანებსაც კი წვერი გაპარსული ჰქონდათ და საოცარი გამომეტყველებისანი იყვნენ (თურქები თავს იპარსავდნენ და წვერი მოშვებული ჰქონდათ; ამიტომ ევლია ჩელებისათვის პირგაპარსული და გრძელთმიანი ქართველები „საოცარი გამომეტყველებისანი იყვნენ“ - გ. ფ.). ასე წარსდგნენ. კოჯა ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშამ დაუყვავა, ყოველ მათგანს აღთქმა მისცა და მიესიყვარულა. იმ ღამეს მანძილები გადავსერეთ და დილაადრიან მივაღწიეთ გონიოს ციხეს, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს. დავინახეთ, რომ ციხე კაზაკებით იყო სავსე და ციხის კედელ-ბურჯები ჯვრებით მოერთოთ. ციხეში მყოფმა კაზაკებმა ისლამის ჯარი რომ დაინახეს: „ჰოი, წმინდა გიორგიო“, – ყვირილი მორთეს. ციხეში უშიშრად იყვნენ დაბინავებულნი და მათი სამოცდაათი „ჩაიკა“ ნავი კი ციხის ძირას დაებათ და იქ ეყენათ. კაზაკები ციხეში მთვრალები და უგონოები რომ იყვნენ, სეიდი აჰმედ-ფაშამ თვალის ასახვევად ასორმოცდაათამდე იჩ-აღებითა და თორთუმის გზაზე შეხვედრილ სამეგრელოს და გურჯისტანის ქვეით ჯართან ერად ერთხმად შესძახეს „ალაჰ“, „ალაჰ“ და თვალები დაუბნელეს. [ამ დროს] მეორე მხრიდან ზღვის ნაპირზე მდგარ ხომალდებს შორის შევიდნენ და დაუნდობლად გადასჭრეს თოკები და სამოცდაათი ნავით შავ ზღვაში გავიდნენ და ყოველ ნავში ყარაულად დატოვებული ხუთ-ხუთი, ათ-ათი, მთვრალი და უგონო კაზაკები ზოგი ხმლის კბილებში გაატარეს, ზოგიც დაატყვევეს და ნიჩბები მოასმევინეს. ყველა გმირმა შედლუხი ატეხა, ნავები ციხიდან ზარბაზნის გასროლის მანძილზე ჩობანის მხარეს ერთ ყურეს მსგავს ადგილს დატოვეს. კაზაკები ციხეში ალყაშემორტყმული დარჩნენ და გათავისუფლების იმედი რომ გადაუწყდათ, გაცოფდნენ და ცეცხლის ფრქვევა დაიწყეს. აქეთა მხარეს კი მუსლიმი გმირების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და ციხეზე იერიშის მისატანად საომარი მასალის მზადება დაიწყეს. ურჯულოებისაგან ხელში ჩაგდებული ნავების ანძები და ნიჩბები, აგრეთვე სამეგრელოდან ლაზური „მენექსილა“ ნავებით მოსული მეგრელების ნავების ანძებიც კიბეებად აქციეს. მათი ნავებიც ხმელეთზე გამოიყვანეს და საფარად ციხის ძირას მიათრიეს. ციხის აღმოსავლეთით და სამხრეთით რიგიანი სანგრები გათხარეს და ყველა მუსლიმი გმირი, სამეგრელოსა და გურჯისტანის აზნაურები იმ ნათელ დღეს სანგრებში შევიდნენ. ციხიდან კაზაკები გარეთ მყოფ გემებს უშენდნენ ტყვიას, აქეთა მხრიდან კი მუსლიმი გმირები და სარდალი – ციხეს. ამ დროს კაზაკებმა პოლკის ბაირაღი ააფრიალეს, გარეთ გამოვიდნენ და მუსლიმ გმირებს თავს დაესხნენ. აქეთა მხრიდან ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშამ თავისი სამასი მამაცი, ღონიერი მეომრით, „ალაჰ, ალაჰის“ ძახილით კაზაკებს ერთი ისეთი მახვილი დაჰკრა, რომ გადარჩენილებმა აირჩიეს მდინარე ჭოროხში გადაცვენილიყვნენ და ან დამხრჩვალიყვნენ, ან გაღმა გასულიყვნენ. მაგრამ ვინც მოახერხა გაეცურა და გადარჩენილიყო, მაინც ვერ გადაურჩა მუსლიმი გმირების ხმლებსა და თოფებს. ოსმალებმა დაწვეს ჭოროხში მდგარი ხომალდები; ორასი კაზაკი კი, ვინც ხმალს გადაურჩა და ციხეში ვერ შეასწრო, ცალ-ცალკე შებორკილი ტყვედ წამოიყვანეს. მას შემდეგ, რაც [ციხეზე] სამჯერ მიიტანეს იერიში, სამოცდაათმა მუსლიმმა გმირმა შესვა მოწამეობრივი სიკვდილის თასი. ბოლოს, როდესაც სეიდი აჰმედ-ფაშამ ეს ვითარება დაინახა, კაფუჯი-ბაშები ბათუმის სანჯაყის ნაჰიეებში გაგზავნა ჯარების მოსაგროვებლად. გარშემო ნაჰიეებიდან ორმოცდაათი თოფებითა და შუბებით შეიარაღებული ლაზი, ზიღულედ წოდებული დუდუკების დაკვრითა და თეთრი დროშებით გუნდ-გუნდად მოვიდნენ და მდინარე ჭოროხის ნაპირზე დადგნენ. გამარჯვებულმა სარდალმა მათ დასვენება არ აცალა და ჩერქეზულ ენაზე ყველა გმირი საომრად აღაფრთოვანა და წააქეზა: – „მალე, ჩემო ძმებო! თავგამოდება თქვენზეა. სარწმუნოებისათვის ზრუნვა თქვენც გაგაკეთილშობილებთ და მეც“. ისინიც ტალღა-ტალღა წამოვიდნენ. ყველას ხელში ეჭირა თითო კონა ფიჩხი, თითო თოფრაკი წივა, თითო კონა სიმინდის ჩალა, ქოქუმის ბუჩქის, ღომისა და ფეტვის ჩალის კონები და როდესაც ციხეს გარშემო კონებს უწყობდნენ, ზოგი მოკლეს, ზოგიც დაჭრეს. ამ იერიშშიც სამოცდაათი გმირი ეღირსა მოწამეობრივ სიკვდილს. სეიდი აჰმედ-ფაშამ მეჰმედის ლოცვა წარმოთქვა და გემის ანძებისა და ნიჩბებისაგან გაკეთებული კიბეებით ციხის კედელზე უშიშრად შეფრინდა. ყიჟინა დასცა და ციხის აღმოსავლეთი კუთხის კოშკზე იჩ-აღებთან ერთად მსხვერპლის მოდარაჯე ობობასავით ამოჰყო თავი. ხმალამოღებულმა დასძახა: „აბა, არ გაუშვათ, ჩემო ვაჟკაცებოო“. ასე რომ დაინახეს თავისი სარდალი, როგორც შავი ჭიანჭველები დაეხვევიან გველეშაპს, ისე შეესიენ ციხეს მუსლიმი გმირები და შეტევა დაიწყეს. კაზაკებმა დაინახეს, რომ გმირები კედელზე ხმლებს აჟღარუნებენ და მოდიან. მრავალი მათგანი ცეცხლში ჩახტა და დაიწვა; ზოგი ხმლის შიშით რომ გარბოდა, გადავარდა და დაილეწა, ზოგიც მდინარე ჭოროხში გადაეშვა, ჩაიძირა და გაქრა. ერთი სიტყვით, იმ დღეს შუადღიდან სამხრამდე არც ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშას და არც მუსლიმ გმირებს ერთი ნაჭერი პურიც კი არ ჩაედოთ პირში. ბოლოს, სამხრის დროს, ციხე დავიპყარით. მადლობა ალაჰს, პირველი ლოცვის წაკითხვა მე, მწირს, მარგუნა. ციხე გმირებით აივსო. ადრე გადარჩენილი „ჩაიკა“ ნავები ციხის ძირას მოიტანეს, ყველა მათი მოწყობილობა თავ-თავის ადგილას დააწყვეს და გაამზადეს. მაცნეების მოწოდებით გაიმართა ზარბაზნების შედლუხი, რომელიც სამი დღე და ღამე გაგრძელდა; მადლობა ალაჰს, რომ მე ამ ბრძოლაში ვიყავი. ციხეში მუჰამედის სადიდებელ პირველ ლოცვას რომ ვკითხულობდი, აღმოსავლეთიდან – მდინარე ჭოროხის ნაპირიდან ფერადფერადი ბაირაღებითა და დროშებით აქეთ მომავალმა ათასობით ჯარისკაცმა ციხეში ზარბაზნის სროლა და ჩვენ მიერ მოწყობილი შედლუხი დაინახა; [ჯარმა] „დიდ არს ალაჰიო“, თქვა და ციხის ძირას მოვიდა. დაინახეს, რომ ციხე დაპყრობილია, სეიდი აჰმედ-ფაშა ციხეშია და საომარი მასალის მოწყობას ხელმძღვანელობს. თურმე, ეს ჯარი გამოუგზავნია არზრუმის განმგებელს, ჩვენს ბატონს დავთარდარ ზადე მეჰმედ-ფაშას. არზრუმის ვილაიეთის ჯარი ყარსის ფაშის – ქეთენჯი ომერ-ფაშას სარდლობით ხუთ დღეში მოსულა არზრუმის ველებიდან გონიოს ციხის ძირას და შვიდი ათასი რჩეული მეომარი ჰყოლია. გონიოს ძირას, მდინარე ჭოროხის ნაპირზე უკარვებოდ დაბანაკდნენ. ერეთ მხარესაც ბასიანის სანჯაყის მფლობელი ქენან-ფაშა დაბანაკდა. მეორე მხარეს კი ბასიანის სანჯაყის თიმარებისა და ზეამეთების მფლობელებთან ერთად დაბანაკდა მეციხოვნეთა ნახევარი, რომელთა [საერთო] რაოდენობა ორი ათასს შეადგენდა. ცალკე განლაგდნენ ქეთენჯი ომერ-ფაშას ძე თავილ მეჰმედ-ფაშა, რომელსაც ახალციხის დაცვა ევალებოდა თავისი ურფას ვილაიეთის ჯარით, ბირეჯიქის ბეგის, ალი მერდან-ბეგის ლივას ჯარი და კიდევ სხვა მოხალისეთა და განწირულთა* რაზმები (*თითქმის ყოველ ლაშქრობაში ოსმალთა ჯარს ახლდნენ თავისი ნებით წამოსულთა რაზმები, რომლებიც საშოვარზე იყვნენ გამოსული და მოსახლეობის ძარცვის საშუალებით გამდიდრებას აპირებდნენ - გ. ფ.). მანასკერტის ბეგი მეჰმედ-ბეგი ორი ათასი დარჩეული, მამაცი, სახელოვანი ვაჟკაცით მდინარე ჭოროხის ნაპირზე დაბანაკდა. ქიღის სანჯაყის მფლობელ თაბანი ჲასი მეჰმედ-ფაშას მეჩირაღე დელი ჰუსამ-ბეის ებრძანა ლივას ათასი ჯარისკაცით ციხის ძირას, ზღვის ნაპირზე ხელში ჩაგდებული ნავების დაცვა. ერთი სიტყვით, ქემახის, ერზინჯანის, თერჯანის, ქელქექის, კუჲულუ ჰისარის, ჰაჯი მურადის ციხის, გუმუშხანეს, ბაიბურთის, ხნუსის, ისპირის, თექმელის, კუზუჯანის, თორთუმის, მეჯენკერტის, მამირვანის სანჯაყებისა და სხვა ციხეებისა და დაბების ყველა სანჯაყ-ბეგი და ალაი-ბეგი ჩერიბაშიებთან ერთად მოვიდნენ და გონიოს ციხის ძირას დაბანაკდნენ. ამათ შემდეგ ჭოროხის ნაპირზე ორი ათასი რჩეული მეომრით დაბანაკდა მუსლიმ სარი დერვიში – ქეთხუდა ყარაჰისარის სანჯაყისა, რომელიც ახალციხის ფაშის – პატიოსანი, პირნათელი კოჯა საფარ-ფაშას არფალიკი იყო. ეს [მუსლიმ სარი დერვიში ზემოხსენებული] სანჯაყების უკანმავალი იყო. ციხის ძირას შედგა დიდი სახელმწიფო დივანი. მეორე სარდალმა ბაკი-ფაშამ ფეხზე წამომდგარმა თქვა: „ბედნიერი იყოს შენი საღვთო ომი! არზრუმის ვეზირმა, ჩვენმა დიდებულმა სარდალმა დავთარ[დარ] ზადე მეჰმედ-ფაშამ სალამი გიძღვნათ და ეს ოქროთი ნაქარგი ხალათი და სიასამურის მოსასხამი გიბოძათო“. ეს რომ თქვა, თან წამოღებული ხალათი და მოსასხამი ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშას ზურგზე წამოასხა, თავზე თუღი მიამაგრა, დალოცა და აკურთხა.

ღვთის სიბრძნით, სამხრობის ჟამს ზღვაში ორმოცი-ორმოცდაათი ლაზური „მენექსილა“ ნავი გამოჩნდა. რომ მოდიოდნენ, შიგ მყოფებმა დაინახეს, რომ ციხე მუჰამედის ხალხითაა სავსე და მის გარეთაც კარვებში ამდენი ოსმალო მეომარია დაბანაკებული; ერთიმეორის მიყოლებით იწყეს ნავების უკან გაბრუნება. ესენი იყვნენ ურჩი აზნაურები, რომლებიც ციხეში [მყოფი] კაზაკების დასახმარებლად მოდიოდნენ. სეიდი აჰმედ-ფაშას ჯარი მაშივე ორი მხრიდან გაქანდა და ტყვია დაუშინა. საღამომდე გაგრძელებული დიდი სროლა შეიქნა. ორმოცდაშვიდი ნავი დაიპყრეს და ისლამის ჯარმა უხვი ნადავლი ჩაიგდო ხელთ. ნავებში მყოფნი ტყვედ ჩაცვივდნენ. იმ ღამეს ციხეში და მის გარეთ ისევ ატყდა თოფ-ზარბაზნის შედლუხი და დილამდე საზეიმოდ იყო გაჩირაღდნებული. მეორე დღეს, დილაადრიან მდინარე ჭოროხის ნაპირიდან დაძრული მტვერი ცას მისწვდა და ქვეყნიერების მნათობის ბრწყინვალებამ და ჯავშნის, აბჯრის, მუზარადების ნათებამ [ხალხს] თვალი მოსჭრა. მწკრივებად დაწყობილი სამაგალითო ჯარი გამოჩნდა და მოახლოვდა. თურმე, ჩვენი ბატონის, არზრუმის ვალის – მეჰმედ-ფაშას პატიოსანი ბრძანებით ჩილდირის ვილაიეთის მფლობელი ვეზირი კოჯა საფარ-ფაშა* ახალციხიდან ჭენებით წამოსულა და გონიოს დასახმარებლად მოსულა (*ამ დროს საფარ-ფაშა მოხუცებული იყო და ევლია ჩელები მას კოჯას უწოდებს. ზემოხსენებული ამბავი 1647 წლის შემოდგომაზე მოხდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გავრცელებული აზრი, თითქოს საფარ-ფაშა 1635 წელს გარდაიცვალა, სწორი არ არის და იგი კიდევ დიდხანს /1651 წლამდე/ განაგებდა ახალციხის საფაშოს /საფარ-ფაშას ახალციხის საფაშოში მოღვაწეობის თარიღების შესახებ დაწვრილებით იხ. მ. სვანიძის მონოგრაფია – „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს“. თბილისი. 1971, გვ. 300-305/ - გ. ფ.). მასთან ერთად საქართველოდან მოვიდნენ ექვსი ათასი გულადი ქართველი მეომრით თეიმურაზ-ხანის ძე, ლევან-ხანის ძე და ალექსანდრე-ხანის ძე** (**ჩვენის აზრით, ევლია ჩელების მხედველობაში ჰყავს ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I, რომელიც ამ დროს იმერეთში იყო გადასული, ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი /1611-1657/ და იმერეთის მეფე ალექსანდრე III /1639-1660/ - გ. ფ.). როგორც კი ასეთი ამბავი მოუვიდა სეიდი-ფაშას, ბაკი-ფაშა, ქუთფაჰ-ფაშა სხვა მირ-ლივები, ალაი-ბეგები, ჩერი-ბაშიები თავით ფეხებამდე შეიარაღდნენ და საფარ-ფაშას შესახვედრად გავიდნენ. ფრიად სამაგალითო სანახაობა ვნახეთ. საფარ-ფაშა საგანგებო ჯარით, წყლის მზიდავებით, მეთოფეებითა და შათირებით რომ მოვიდა, სეიდი-ფაშამ და ბაკი-ფაშამ ცხენდაცხენ უპასუხეს სალამზე. [შემდეგ] სეიდი-ფაშა მარჯვნივ ამოუდგა, ბაკი-ფაშა – მარცხნივ და დიდი ჯარით ციხის ძირას მოვიდნენ. ციხის კედელ-ბურჯებიდან ზარბაზნის ერთი ბათქი გავარდა – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო“, ერთიც – თოფების ბათქი: – „მოხარული ვართ თქვენი ნახვითო“. საფარ-ფაშა თავისი ჯარით ციხესიმაგრის ძირას დაბანაკდა. მას შემდეგ მოსვლა იწყო სურსათმა გურჯისტანის, სამეგრელოს, ბათუმის, ლაზისტანის სანჯაყებიდან. მეორე დღეს, დილით გონიოს ციხის სამხრეთ მხარეს გამოჩნდა დიდი ჯარი, რომელიც ხოფასა და რიზეს მხრიდან ზღვის ნაპირ-ნაპირ [მოდიოდა]. თურმე ტრაპიზონის*** ფაშას მოუყვანია (***ტექსტში შეცდომით წერია – „არზრუმის ფაშა“; ქვემოთ მოთხრობილი ამბების განვითარება ცხადყოფს, რომ აქ ტრაპიზონის ფაშაზეა საუბარი - გ. ფ.). სამი ათასი სახელოვანი მეომარი, სამოცდაათი სანდალი, ასი ლაზური „მენექსილად“ წოდებული ნავით ჯარი და სურსათი. ათი „შაჰი“ ზარბაზანი მოუტანია და გონიოს ციხის დასახმარებლად მოსულა. როდესაც [ამის შესახებ] ამბავი მოუვიდა სეიდი აჰმედ-ფაშას, მის შესახვედრად არც თვითონ წავიდა და არც ჯარი გაგზავნა. ტრაპიზონის ფაშა მოვიდა და ციხის ერთ მხარეს დადგა. შემდეგ, როდესაც იგი ციხეში მოვიდა, რათა სეიდი აჰმედ-ფაშასთან [შეხვედრით] პატივი მიეღო, [სეიდი აჰმედ]-ფაშამ მას სრულებით არ სცა პატივი და იქ დამსწრეებს მიმართა:

„– შეხედეთ, ერთი, მაჰმადიანებო! მე რომელი სანჯაყის მბრძანებელი ვარ?“

ვილაიეთის წარჩინებულებმა უპასუხეს: „ამჟამად თორთუმის სანჯაყის მფლობელი ხართ“.

ფაშამ ბრძანა: – „კი, მაგრამ, თორთუმი ამ გონიოს ციხიდან რა მანძილზეა?“ 

კეთილშობილმა დამსწრეებმა თქვეს: – „ოთხი-ხუთი დღის სავალია“.

ფაშამ რისხვით თქვა: „ოთხი-ხუთი დღის სავალზე დაშორებული ადგილიდან მოვედი და გონიოს ციხე გავათავისუფლე, თუმცა ეს სრულიად არ მევალებოდა. მე ვცდილობდი მიმესწრო და ღვთის ბრძანებით, ჭეშმარიტი სარწმუნოების გადარჩენის მიზეზი გავმხდარიყავი. მომხედე, ფაშა, შენ ტრაპიზონის ფაშა იყო, ორთუღიანი მირ-მირანი იყო, გონიოს ციხე შენი ვილაიეთის მიწაზე და ტრაპიზონიდან ორი დღის სავალზე იყოს და შენ კი ამ შვიდი დღის განმავლობაში რატომ არ უნდა მოხვიდე ციხის დასახმარებლად. მე ამას ჩემს ფადიშაჰს მოვახსენებ. საჩქაროდ დამიძახეთ მდივანმწიგნობარსო!“ – გასცა ბრძანება ფაშამ.

როდესაც მისი სურვილის შესაბამისად საქმის მოხსენებას ადგენდნენ, ფაშამ ბრძანა: „მთავარო ბოლუქ-ბაშიებო! მომაშორეთ ეს ტრაპიზონის [ვილაიეთის] მოღალატეები!“, [შემდეგ ტრაპიზონის] სამოცდაათ წარჩინებულს უთხრა: „რატომ არ წააქეზეთ თქვენი ფაშა ამ ციხის გასათავისუფლებლად?“ ძალზე გაუწყრა, გაკიცხა და ყველანი ციხეში ჩაამწყვდია. მდივანმწიგნობარმა კი დაწერა ბრძანება ციხის დაპყრობის შესახებ, ტრაპიზონის ფაშის დაუხმარებლობის შესახებ და როდესაც სამი მირ-მირანისა და სხვა მოხელეების, გონიოსა და ტრაპიზონის ყადიების ბეჭედდასმული საერთო მიმართვა ფადიშაჰისათვის უნდა გაეგზავნათ, ტრაპიზონის ყველა წარჩინებული სეიდი აჰმედ-ფაშას ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: – „შეგვიბრალე, ბატონო! ჩვენს ამბავს ფადიშაჰს ნუ მოახსენებო“. სეიდი-ფაშამ არ დათმო, თავისი სიტყვა არ გადათქვა და „უსათუოდ მოვახსენებ ამ თქვენს ურჩობასო“, – დაიჟინა. ბოლოს ტრაპიზონელები ფაშებს ჩაუვარდნენ ფეხებში და ისინი სეიდი-ფაშასთან სათხოვნელად მიგზავნეს. საქმე მორიგებითა და შეთანხმებით გაათავეს და სამი დღის დავის შემდეგ, როგორც იქნა, ტრაპიზონის ფაშამ, მისი ვილაიეთის წარჩინებულებმა და მთელი ტრაპიზონის ვილაიეთმა ძალაუნებურად გაიღეს საქმის მისაჩქმალად ორმოცდასამი ქისა ყურუში, სამი ცალი სიასამურის ქურქი, თორმეტი მონა და თორმეტი მხევალი. პირადად ტრაპიზონის ფაშამ მისცა ერთი ოქროთი მოქარგული აბრეშუმი და თავისი ახლად მოქარგული შვიდგანყოფილებიანი კარავი, ერთი ძვირფასი ქვებით მოჭედილი ხმალი, მოოჭვილი დაშნა, შვიდი კაპარჭი, ტრაპიზონის ქებული ოქრომჭედლების ჩინებული ნახელავი ნაირ-ნაირი ჭურჭელი, სასაკმევლო, ვარდის წყლის ჭურჭელი, ნაირნაირი რახტი, ვერცხლის შანდლები, გურზები და საომარი ცულები; სამი წყება აქლემი, სამი წყება ჯორი, ჭენებით დავარდნილი ცხენების სანაცვლოდ ას ოცი ცხენი მიიღეს და საქმე იმით გაათავეს, რომ ფადიშაჰს არ მოახსენეს. ფადიშაჰის კარს მოახსენეს მხოლოდ ის, რაც შეეხებოდა გონიოს ციხის დასაპყრობად და დასახმარებლად მოსული მირ-მირანების, ალაი-ბეგებისა და სანჯაყ-ბეგების მონაწილებას ფადიშაჰის სამსახურში. სეიდი აჰმედ-ფაშამ გონიოს ციხის გათავისუფლების სასიხარულო ამბის შესატყობინებლად ერთი კაფუჯი-ბაში გაგზავნა, რომელიც „გურჯი ბეჲზადეს“ სახელით იყო ცნობილი. მეორე კაფუჯი-ბაშის ხელით კი ეს ამბავი ჩვენ ბატონ არზრუმის ფაშას შეატყობინა. ამ დროს მდინარე ჭოროხის ნაპირიდან მტვერი ავარდა და ისლამის ლაშქარი გამოჩნდა. თურმე არზრუმის ვალის, ჩვენ ბატონ მეჰმედ-ფაშას აღა – აღაჯა ათლი ჰასან-აღა გონიოს ციხის დასახმარებლად სარდლად გამხდარა. არზრუმის სანჯაყის თიმარებისა და ზეამეთების მფლობელებთან ერთად თავისი ციხეების მეციხოვნეთა ნახევარი, ორმოცი ბაირაღი სეკბანი და სარიჯა, ბაშ ბოლუქ-ბაში, ბოლუქ-ბაშიები: – ქუჩუქ აჯემ კულუ, ჩათალი, მუმუჩეთუ, ჯალიკ ალი, ჰეინელი, ნაკიშლი, ჯალიკ ალი, ზერექეთლი, ჲამალი აშკუნა, სენჯაბლი, ჰადირლი ჰაჰალი, მესჯაჰ-ოღლუ, გენეთ-ოღლუ, ყარა ფირი, სოლაკ-ველი, ქულჯა ალი, კაფან არსლანი მაჰმადიანური ყიჟინით გადმოვიდნენ. მათ გადმოყვნენ: ერთი ბაირაღი – სამასი მამაცი ცხენოსანი, ერთი ბაირაღი – სამასი ცხენოსანი მოხალისე, ექვსი ბაირაღი – ქარივით სწრაფი შიკრიკი, მეომრები, ერთი ბაირაღი – ექვსასი მუთეფერიკა, ერთი ბაირაღი – სამასი პატივის ღირსი აღა, ერთი ბაირაღი გულადი ჭაშნაგირი, ერთი ბაირაღი – ორასი სარაჯი, ერთი ბაირაღი გარე ქილერჯიებისა, ორასი შეიარაღებული ახალგაზრდა, ორასი ჯავშან-ირაღში ჩამჯდარი ხელშუბიანი იჩ-აღები. მათ მეწინავეთა ბაირაღით მოჰყვებოდნენ მიფთაჰ ღულამ აღასის მეთაურები, ორმოცი „სანდალის“ პატრონი ორმოც-ორმოცდაათი ამხანაგით და ცხენებზე ამხედრებული კაფუჯი-ბაშიები. მათ ნაღარის დაკვრით გადმოჰყვა სარდალი ალაჯა ათლი ჰასან-აღა. გონიოს ციხის ძირას კარვებში დაბანაკდნენ. სეიდი აჰმედ-ფაშამ დიდი წვეულება გაუმართა. მეორე დღეს ყველა სოფელ-დაბიდან კალატოზები და დურგლები მოიყვანეს და დაიწყო ციხის შეკეთება. პირველად თხრილები გაწმინდეს. ციხის დამწვარი ნაწილი და შიდა ციხეში მდებარე [სულთან] ბაიაზეთ [II] ველის ჯამე შეკეთდა. 700 ახალი ჯარისკაცი და ციხისთავი ჩააყენეს. დატოვეს მოწყობილობა, ჯაბახანა, ურწმუნოებისაგან დავლად აღებული თოფები და ასე მოაწყვეს. ტრაპიზონის ვილაიეთის და ბათუმის სანჯაყის ჯარი ციხის დასაცავად დავტოვეთ. 6000-მდე ძლევამოსილი ჯარით მდინარე ჭოროხის ნაპირ-ნაპირ არზრუმისაკენ გავემართენით. გზაში [მდინარის] ნაპირზე ერთ მდელოიან ადგილზე გავჩერდით. სეიდი აჰმედ-ფაშამ ყველა მუსლიმი გმირი სათათბიროდ მოიხმო და თქვა: „ეს სამეგრელო ტრაპიზონის ვილაიეთის მბრძანებლობაშია და მაშინ, როდესაც საჭირო იყო ჩვენთვის მაშველი ძალის გამოგზავნა, კაზაკებს დაუჭირეს მხარი და ფადიშაჰს განუდგნენ. მათი ნავები და რუსების „ჩაიკები“ ჩემს ფადიშაჰს მივართვი. დაე, ტრაპიზონის ციხის ნავსადურში იდგნენ. ფადიშაჰის მიერ რა ბრძანებაც არ უნდა იყოს გამოცემული, ვილაიეთის ვალი მის მიხედვით უნდა მოქმედებდეს. ამდენი ათასი კაზაკი და მეგრელი ტყვე კი [სულთნის] ტახტს მივართვი. მაგრამ ახლა, როდესაც ამ დიდებულთა კრებული ამხედრებული ისლამის ჯარისა მზადაა, როგორ ვიძიოთ შური მეგრელ ურჯულოებზე, რომ ამდენ მგზავრობაგადატანილმა მართლმორწმუნეებმა ნადავლ-ნაშოვრით ისარგებლონ?“ როგორც კი საქმის განხილვა დაიწყო, გურჯისტანის განმგებელმა საფარ-ფაშამაც მეგრელებისადმი თავისი სიძულვილის გამოსახატავად თქვა: „ისლამის ლაშქრის ქვეითი და ცხენოსანი ჯარი მეგრელებს შევუსიოთ. ჩვენი, ახალციხისა და გურჯისტანის გმირები მეგზურებად მივცეთ და საღვთო ომის ნადავლი მათაც გავუზიაროთ“. ასე დამთავრდა ბჭობა და მე, მწირმა, ამ განზრახვას ფათიჰა წავუკითხე. იმავე წამს მუსლიმ გმირებს შორის ძახილი დაიწყეს მაცნეებმა. მთელი თავისი იარაღით გაემზადნენ და იდგნენ სარდლის ბრძანების მოლოდინში.

 LXXXII 

ღამე თავდასხმა საქართველოს ქვეყანაზე

ქუფთაჯ-ფაშა ლაშქრის მეწინავე გახდა და 3000 სახელოვანი მეომრით მდინარე ჭოროხის ნაპირის გაყოლებით სამხრეთისაკენ გაემართა. მას უკან გაჰყვა სამეგრელოს მიმართულებით 3000-მდე გურჯისტანის ახალციხის ჯარი, სეიდი აჰმედ-ფაშა კი მათ მიჰყვა მხოლოდ 9 რჩეული მეომრით. ბაკი-ფაშა კი 3000 მეომრით უკან გაჰყვა დუმდარად. არზრუმის შიბინ ყარა-ჰისარის ჯარებს ებრძანათ მარჯვენა ფრთაზე ევლოთ და ქიღის, ბასიანის, მამერვანის ჯარებს – მარცხენა ფრთაზე. ხნუსის, თექმანის, მანასკერტის სანჯაყთა ბეგებს დაევალათ ისლამის ლაშქრისათვის სურსათის, ქერის, ალაფისა და თივის მომარაგება. იმ დღეს ათი საათი ვიარეთ და გავჩერდით ბათუმის სანჯაყისა და სამეგრელოს შორს მდებარე ადგილას, რომელსაც „ზარ ჩაირი“ ეწოდება. დილაადრიან მდინარე ჭოროხზე ფონით რომ გავდიოდით, საფარ-ფაშამ საქართველოს ჯარით დაიწყო სამეგრელოს ნაჰიეს – დერანიეს (წერია „დერანიჲე“ - გ. ფ.) რბევა-აკლება. ეს რომ დაინახა მეგრელმა მოსახლეობამ, გაქცევა არჩია და მთებში გაიხიზნა. მაშინვე ჩვენი ბატონი დავთარდარ ზადეს პირველი სადროშე, 22 ბოლუქის მთავარი ბაირაღი 2200 მებრძოლით ციცაბო მთებში გაიშალნენ და ბაჯანას მეგრელებს გარს შემოერტყნენ... ტყვიის ერთი ბათქი დაახალეს და მათთან დიდი ბრძოლა დაიწყეს. ამის შემდეგ ბაჯანა დაპყრობილ იქნა და იქიდან შვიდასი ტყვე წამოიყვანეს. ჯარი ნადავლით აივსო. ამ ბრძოლაში [ოსმალო] გმირთაგან შვიდი ვაჟკაცი დაეცა. ბაკი-ფაშაც ნადავლ-ნაშოვრით გამდიდრდა და ისლამის ჯარს შეუერთდა. მუსლიმი გმირები დაიგზავნენ და გუნდ-გუნდად დაყოფილნი, მთებს, ხეობებსა და ბაჯანელებს ყოველი მხრიდან შეესივნენ. თვით „მერვე“-ს ციხემდე მიაღწიეს. [ციხეში] მყოფებმა ციხის ორ მხარეს კარი გააღეს და ისლამის ჯარს ბრძოლა დაუწყეს ციხის გარეთ. სამ საათს იბრძოდნენ და ონიქის ციხის ბეგმა ალი-ბეიმ, ველი-ბეიმ და ნაკიშლი ბოლუქ-ბაშიმ როდესაც ნახეს, ციხის დასავლეთი მხარე ცარიელიაო, ქამანდი რაღაცნაირად ესროლეს, ციხეზე აძვრნენ და ნელ-ნელა თავისი ვაჟკაცებიც აიყვანეს. კედელ-ბურჯებზე აზანი წაიკითხეს. გარეთ გამოსული ურჯულოები შეგ ვეღარ შევიდნენ და ხმლის ლუკმა გახდნენ. ხმალს გადარჩენილები კი ტყვედ ჩაცვივდნენ. ამ ბრძოლაშიც სამოცდაათმა მუსლიმმა შესვა მოწამეობრივი სიკვდილის შარბათი. 300 მეგრელი დაატყვევა და 700 მოკლა. ისლამის ჯარი სიმდიდრითა და ნადავლით აივსო. ბრძოლის დროს დატყვევებული ბიჭები და ქალიშვილები ძლევამოსილ სარდალს ჩააბარეს. აქედან ისევ ავიყარენით, ტყიან ადგილებში 9 საათი ვიარეთ და ბოღდოს ველს მივაღწიეთ. [სულთან] სელიმ-ხან პირველი უფლისწულობის დროს ტრაპიზონის განმგებელი იყო და რადგანაც ამ ულამაზეს მიდამოებში გაჩერდა, მდინარე ზობარის ნაპირზე ერთი მაღალი სოფა [ააგეს]. მხოლოდ ბზის ხეებით დამშვენებული ხეივანია. აქაც გავჩერდით. ისლამის გმირებმა მიდამოები ღამე დალაშქრეს. მეწინავე ქუფთაჯ-ფაშას ფრთაზე ორი გაიძვერა დაიჭირეს. ისინი სეიდი აჰმედ-ფაშას მიჰგვარეს და ალაპარაკეს. მათი ნაამბობი შემდეგი იყო: „ჩვენ მეგრელი ბეგის – ჟაფშხუს კაცები ვართ. ჩვენმა ბეგმა იმისათვის გამოგვგზავნა, რომ გაგვეგო გონიოს ციხე რუსებმა დაიპყრეს, თუ ამჟამად ოსმალთა ხელშიაო? ღვთის ნებით, აი, ტყვეობის მარწუხებში მოვხვდით. ახლა თქვენ იცით!“ ამათ დაიწყეს ჩვენი მეგზურობა იმ სოფლებისაკენ, სადაც ბევრი ნადავლის აღება შეიძლებოდა. სეიდი აჰმედ-ფაშამ ისინი გამოიყენა და წინ გაიძღოლა. მათ მიერ ნაჩვენებ მიმართულებას მაინც არ ენდობოდა და ისლამის ჯარისკაცები ერთად იყვნენ, თავით ფეხებამდე შეიარაღებულნი; ასე გადავსერეთ გზები და თეიმურაზ-ხანის ქვეყანაში შევედით. თურმე ეს ტომი ახალციხის ვეზირის – საფარ-ფაშას ქვეშევრდომი ყოფილა. თეიმურაზ-ხანის შვილი სამი ათასი შეიარაღებული, სრულყოფილი, თავით ფეხებამდე რკინაში ჩამჯდარი ქართველი ვაჟკაცებით, ორი ათასი ქვეითი ჯარით და მეთოფე ჯარით მოვიდა და [ოსმალო] ჯარის ერთ მხარეს დადგა. სარდალ ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშას საჩუქრები გამოუგზავნა. ამ თეიმურაზ-ხანის შვილსაც ჰყოლია განდგომილი ტომები. ისლამის ჯარს გაუძღვა, ფერნაქის, სელსელის, ფარაკანის, ფენაქის, ქომლას, სამარღას ნაჰიეები დაიპყრო და სამი დღის შემდეგ ახარის ციხის ძირას დაბანაკდა. ეს ციხეც დაიმორჩილეს. ერთ გორაკზე პატარა, მრგვალი ციხეა. ანუშირვანის შვილის – ჰორმუზ გვირგვინოსანის აშენებული ყოფილა. პატარა ზარბაზნები აქვს. მისი მცხოვრებლები მეომარი ხალხი არ ყოფილა. მაგრამ საშინელი ქურდობა იციან. მათ შეუძლიათ ციდან ვარსკვლავიც კი მოიპარონ. ქუფთაჯ-ფაშას ფრთიდან ორი ისეთი ვარსკვლავივით ლამაზი ქალწული წამოიყვანეს, რომ მათი მსგავსი ვერ მოიძებნება თვით იმ ფერიებში, რომლებიც დამასკოს ახლოს არიან (მუსლიმთა წარმოდგენით სამოთხეში ცხოვრობდნენ ულამაზესი ფერიები /ჰურიები; დამასკო და მისი სანახები / კი სამოთხის ქვეყნად ესახებოდათ - გ. ფ.). თითქოს იმათ ამბავს აუწყებს ქვეყანას ყურანის დიდებული აჲა: „ჩვენ შევქმენით ადამიანი საუკეთესო აღნაგობით“ (არაბული ფრაზა /ყურანის 95-ე სურა, მე-4 მუხლი/ - გ. ფ.). სეიდი აჰმედ-ფაშამ ისინი ქუფთაჯ-ფაშასაგან ათას-ათას ყურუშად იყიდა და ოც სხვა ქალიშვილთან ერთად სულთან იბრაჰიმ-ხანს გაუგზავნა. ამ დროს მანასკერტის ფრთას ტყვედ ჩაუვარდა სამეგრელოს ბეგის ბიძაშვილი. მან ასი ტყვე, ათასი სული საქონელი, მრავალი საპალნე ოქროქსოვილი, მრავალი საპალნე ფარჩა მისცა და თავი გამოისყიდა. ამ ძლევამოსილ ლაშქრობაში ერთი ზროხა ნახევარ ყრუშად იყიდებოდა და ერთი ცხვარი – ხუთ ახჩად. ამ დროს სეიდი აჰმედ-ფაშას აჩიკ-ბაშის ბეგისაგან საჩუქრად მოუვიდა ხუთი მონა და ხუთი მხევალი. მე, მწირსაც ერთი მონა და ერთი მხევალი მიბოძა. აქედან ძლევამოსილი ლაშქრით გამარჯვებულად ვიარეთ დასავლეთისაკენ და 11 საათში ნიჯახის ციხეში მივედით; იქიდან – ახჩა-ყალაში; იქიდან – ჯიქის ციხეში; იქიდან – ნიკერტის ციხეში; იქიდან ქუჩუკ-ყალაში. ამგვარად, გურჯისტანი და სამეგრელო თავიდან ბოლომდე დაპყრობილ-დამორჩილებულ იქნა. მათი ბეგები ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშასთან საჩუქრებით მოვიდნენ. რადგანაც ეს ციხეები მთიან ადგილებში მდებარეობენ, მათ აღარ მივხედეთ, გვერდი ავუარეთ და ჲუვანეს ნაჰიე დავიპყარით. აქედან გზა განვაგრძეთ, თექრექის ციხის ძირას გავჩერდით და შევისვენეთ. ჯარის ხმაური რომ გაიგონეს, მეგრელები შეშინდნენ, ციხიდან საჩუქრებით გამოვიდნენ და შეწყალება ითხოვეს. თხოვნა მხედველობაში არ მივიღეთ და ჩვენი ჯარი ტყვეებითა და ნადავლით აივსო. ამგვარად ყველა ისე დაიტვირთა, რომ აღარ შეეძლო წაეღო შარიათით გათვალისწინებული თავისი წილი [ნადავლისა] (ყურანის მე-8 სურა, რომელსაც ეწოდება „სამხედრო ნადავლი“, ყველა მუსლიმს ნებას აძლევდა „საღვთო ომში“ დაეხოცა, ან ტყვედ წამოეყვანა „ურჯულოთა“ ქვეყნის მამაკაცები, მონებად ექცია ქალები და ბავშვები და დავლად აეღო ყოველგვარი უძრავი და მოძრავი ქონება /ოქრო-ვერცხლი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, პირუტყვი, სახნავ-სათესი მიწები და ა. შ./. მთელი ამ ნადავლის 1/5 /ხუმს/ სახელმწიფოს მეთაურისა იყო და 4/5 ლაშქრობის მონაწილე მეომრებს უნდა გაენაწილებინათ - გ. ფ.).

მდინარე ჭოროხს დავყევით, გონიოს ციხის ძირას დავბანაკდით და დავისვენეთ. ნადავლი ტრაპიზონში გაიგზავნა და გონივრულად გაიყიდა.

LXXXIII

მეგრელების ენა*

(* შესწავლილი აქვს ს. ჯიქიას /იხ. С. Джикия, Евлия Челеби о мингрельском и грузинском языках, «Советское языкознание», II Л-д. 1936/ და ბლაიხშტაინერს /იხ. R. Bleichsteiner, Die Kaukasischen Sprachproben in Evliya Celebis Seyahatname, Caucasica, II, 1934/)

ართი – ერთი; ჟრი – ორი; შ(ს)უმი – სამი; ომ(თ)ხ – ოთხი; ხუთი – ხუთი; ფშქვი – ექვსი; იშქეთი – შვიდი; რუუო – რვა; ჯ(ჩ)ოღ(ხ)ორ – ცხრა; ვთი – ათი; ართი ვთი – თერთმეტი; ქოჲ(ბ)ალ – პური; დაჰ(ჩ)ხირ – ცეცხლი; ფორ – ფარი; იშხური – ცხვარი; დრკ(ყ)ათ – ქამარი; დუდი – თავი; დშქა – შეშა; ჯოღოზ(რ) – ძაღლი; ჯ(ჩ)ხუ – ძროხ; გისინ – ხბო; იჯმ – მარილი; იჯ[ც]ხნ – ცხენი; ღაჯ – ღორი; გრუთ(ნ) – ვირი; თუთ – დათვი; კ[ყ]ვლ – ყველი; მრჯვან – მაწონი; ვაჲ – მოდი; ჩ[წ]აჲ – ადამიანი; დახორ(დ) – დაჯექ; მლაული – არ წახვიდე, თინა – გოგო; ოჯ[ჭ]კომ – ვჭამოთ; ვაჲ ჩ[წ]აჲ – მოდი კაცო; აშ მორთ – აქეთ; მლაული ჩ[წ]აჲ – არ წახვიდე, კაცო; აში მორნ(თ) ცაჲ მამად – ღომი არის მამა; ვაჲ დიას – მოდი, დედა; ართი ღაჯ ოჯ[ჭ]კომ – ერთი ღორი ვჭამოთ; ჯოღოზ(რ) – ძაღლები; თნი იავუ ბჯუდ ჰათმა ღაფა – შევთხოვ, რათა ღმერთმა ქვად გაქციოს; დბ(ი)ჰრ მლად(ვ)ლი იშხური ქობალ ოჯ[ჭ]კომ – დაწექ, არ წახვიდე ცხვარი, პური ვჭამოთ; ვაჲ ჩ[წ]აჲ დახოდ კ[ყ]ვლ ქობალ ჯრჰვან ოჯ[ჭ]კომ – მოდი, კაცო დაჯექ, ყველი, პური, მაწონი ვჭამოთ. კ[გ]დმობრუთ(ნ)დი და მაკოჯ(ც)ე მამა დაგრჩინო – გადმობრუნდი და მაკოცე მამაშენის გულისთვის.

ამ სამეგრელოში ყოველ ტომს თავისი დამახასიათებელი, განსაკუთრებული კილოკავი ქვს. დიდი ქვეყანაა. სამოცდაათნაირი მოსავალი მოდის. ბევრი ჰყავთ ცხვარი, თხა, ღორი. მთებში – ირემი, შველი... ქეჰეილანის ცხენები ჰყავთ, მაგრამ თათარისტანში, გურჯისტანსა და სამეგრელოში სულ არ იცის ვირი და ჯორი. ამ ქვეყნებში ბევრია კვერნა, მელა, გარეული კატა, მგელი და [გარეული] ქათამი. რადგანაც პურსა და ქერს ცოტას თესენ, ცოტაც მოდის; სიმინდი და ღომი ბევრი მოდის. მაღალ მთებში უხვად არის კაკლის, ბზის, ფიჭვის და ღვიის ხეები; კიპარისის ხეები იშვიათია. ესენიც აბაზა და ჩერქეზი ხალხებივით მთებში ცხოვრობენ. მათი სოფლები მუდამ ერთ ადგილზეა – არ მომთაბარეობენ. ბაღ-ვენახიანი, ეკლესიებიანი, კეთილმოწყობილი ციხეები და სოფლები აქვთ. ეს იმიტომ, რომ ისინი ძველი ხალხია და მათი მიწა დიდი ქვეყანაა.

აქედან სამხრეთით, არზრუმისაკენ გავემართენით და მესამე დღეს დავანლის ნაჰიეში მივედით. თორთუმის სანჯაყის მიწაზე მდებარეობს და მორჩილი ნაჰიეა. რადგანაც უსაფრთხო და მშვიდობიან ადგილას შევედით, ახალციხის ვეზირმა საფარ-ფაშამ სეიდი აჰმედ-ფაშასაგან ნებართვა აიღო და მრავალი ტურფა და იშვიათი საჩუქარი მიართვა. ჩვენ ბატონ არზრუმის განმგებელსაც საჩუქრები გაუგზავნა. [ახალციხის] ვილაიეთის ჯარი თეიმურაზ-ხანის შვილთან, ალექსანდრე-ხანის შვილთან და ქართველ ბეგებთან ერთად ჩილდირისაკენ გაემართნენ. ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშა კი ძლევამოსილი ლაშქრით 4 საათში მივიდა ერთ ადგილას, რომელსაც ჲუვანეს ხევი ეწოდება. ისპირისა და თორთუმის მთელი მოსახლეობა საჩუქრებით მოვიდა სეიდი აჰმედ-ფაშასა, ბაკი-ფაშასა და ქუფთაჯ-ფაშასთან. საჩუქრები მიართვეს. აქაურობა, სეიდი აჰმედ-ფაშას სანჯაყის საზღვარია. აქედან გზა განვაგრძეთ და ქალაქ თორთუმში შევედით. ყველა წარჩინებული სეიდი აჰმედ-ფაშას შესახვედრად გამოვიდა. შარაგზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს იდგნენ და ულოცავდნენ: – „კეთილი იყოს თქვენი საღვთო ომიო“. მთელი ჯარი რომ გადავიდა, „სამ“-ისა და „ნერიმან“-ივით (იგულისხმება „შაჰ-ნამეს“ და ხალხური ეპოსის გმირები. სამი ნერიმანის მამა და როსტომის პაპა იყო - გ. ფ.) ბედნიერი ყაზი სეიდი-ფაშასთვის ჩვენი ბატონის – დავთარდარ ზადე-ფაშას მიერ გამოგზავნილი კარვის მოწყობილობა კარავში შეიტანეს და მის ცხენს ექვსი ცალი ნახჭევნური ფოლადის ცხენის ჯავშანი გადაჰკიდეს. იმ ქეჰეილანის [ცხენზე] ყაზი [სეიდი აჰმედ-ფაშა] შეჯდა. სუნიტების წესზე თავზე მოხვეული თეჲლესანი ძირს ეშვებოდა, თავით-ფეხამდე რკინაში იყო ჩაფლული, „ბურლუკ“ და „უჲლუკ“ შვიდთავიანი გველეშაპივით მოდიოდა და მარჯვნივ და მარცხნივ სალამს აძლევდა. ხალხი ორივე მხრიდან ლოცვა-კურთხევას უთვლიდა: „ღმერთი შეგეწიოს, ჰეი, ალაჰისათვის მებრძოლო გმირო!“ ამ დროს ციხეში ზარბაზნები გავარდა მისი კეთილი მობრძანების აღსანიშნავად და ქალაქ თორთუმის მთებმაც გუგუნი გამოსცეს. სეიდი აჰმედ-ფაშა დიდი ზარ-ზეიმით მივიდა თავის სასახლეში. ბაკი-ფაშა, ქუფთაჯ-ფაშა და სხვა მუსლიმი გმირები, რვა სანჯაყის ბეგი სამ დღეს ქალაქგარეთ ვბანაკობდით. მეოთხე დღეს არზრუმისაკენ გავემართენით.

ჩვენი მგზავრობის მესამე დღეს, ათას ორმოცდაჩვიდმეტი (1647) წლის კასიმის პირველ დღეს (1647 წლის 8 ნოემბერი - გ. ფ.) ფეხი შევდგით არზრუმის მიწაზე და გავიარეთ ადგილი, რომელსაც საქართველოს ყელი (გურჯი ბოღაზი) ეწოდება. სოფელ უმდუმში მივედით. აქედან ძლევამოსილი ლაშქარი დიდი ზეიმით არზრუმში უნდა წასულიყო...

ტექსტში არსებული თურქული ტერმინების განმარტებანი 

(ამ ნაწილში წიგნის ჩვენს ხელთ არსებულ ეგზემპლარში იყო ბეჭდვის წუნი და მთელი რიგი ფურცლები სრულებით ცარიელი იყო. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილ ტექსტშიც გადმოსულია ეს ნაკლი და ბევრი სასარგებლო ინფორმაცია აკლია, რომლის შევსებასაც მომავალში ვიმედოვნებთ) 

ა ღ ა – პატივისცემის გამომხატველი სიტყვა, რომლითაც მიმართავდნენ ოჯახის უფროსს, პაპას, უფროს ძმას. ასე უწოდებდნენ სასახლის სხვადასხვა კატეგორიის მსახურთა უფროსებს (საჭურისთა აღა, ჭაშნაგირთა აღა...), სამხედრო (იანიჩართა აღა, აზაბთა აღა, თოფჩუების აღა, მეციხოვნეთა აღა) და სამოქალაქო მოხელეებს, ამქართა მამასახლისებს, ვაჭრებს, რომელთა საკუთარ სახელს ერთვოდა (ოსმან-აღა).

ა ხ ჩ ა – თ ე თ რ ი. თურქული ვერცხლის ფული. პირველად ორხან-ბეგის სახელზე მოიჭრა 1328 წელს. 1,54 გ იწონიდა და უმაღლესი ხარისხისა იყო. ევროპელები ასპერს უწოდებდნენ. XVII საუკუნეში წონა ერთ-ხუთად შემცირდა და ისე გაფუჭდა, რომ სპილენძისაგან ვეღარ არჩევდნენ. ეკონომიკისა და ფინანსების კრიზისული მდგომარეობის პირობებში ახჩის ღირებულების დაცემა ვაჭრების, ხელოსნებისა და ღარიბების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა და ხშირი არეულობის მიზეზი ხდებოდა. 1687 წლიდან ახჩა ყურუშმა შეცვალა, რომელსაც ევროპაში პიასტრს უწოდებდნენ.

ბ ა ი რ ა კ ი – ბ ა ი რ ა ღ ი, დ რ ო შ ა. ასევე ეწოდებოდათ, როგორც ზოგადი სახელი, იანიჩართა ასეულებს – ოდებს, რადგანაც ყოველ ოდას თავისი ბაირაღი ჰქონდა. ეს ბაირაკი 50-60 იანიჩარისაგან შედგებოდა.

ბ ა შ-ჩ ა უ შ ი – იანიჩართა კორპუსში მეხუთე ბოლუქის მეთაური და იანიჩართა ჩაუშების უფროსი. მას „სერ-ჩაუშს“ და „ჩაუშ-ი ბუზურგ“-საც უწოდებდნენ. ქეთხუდა-ბეგის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის მეთაური იყო და მხოლოდ იანიჩართა აღას ემორჩილებოდა.

დ ი ვ ა ნ ი – 1. სულთნის ან დიდვეზირის საბჭო, რომელიც უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეებს სწყვეტდა. დივანი ეწოდებოდა მაღალი თანამდებობის მოხელეების კანცელარიებსაც, მაგალითად: „კაზიასკერის დივანი“, „ვილაიეთის ვალის დივანი“ და ა. შ. 2. ლექსების კრებული.

დ ი ვ ა ნ-ხ ა ნ ა – შენობა, რომელშიც სახელმწიფო საბჭოს სხდომები ეწყობოდა, სასამართლო იმართებოდა და საპატიო სტუმრებს მიღებას უწყობდნენ. დივანხანა ფაშების კანცელარიებსაც ეწოდებოდა.

დ უ მ დ ა რ ი – ლაშქრობის დროს არიერგარდში გამწესებული რაზმი, რომელიც ჯარის აღალს მიჰყვებოდა. მას „არდაჯიც“ (ზურგისა) ეწოდებოდა.

ე მ ი ნ ი – ნ დ ო ბ ი თ ა ღ ჭ უ რ ვ ი ლ ი, რ წ მ უ ნ ე ბ უ ლ ი, გ ა მ გ ე; სახელმწიფო ორგანიზაციაში სხვადასხვა საქმეს განაგებდნენ. მაგალითად: ზარაფხანის ემინი ფულის მოჭრას უწევდა მეთვაყურეობას; ჯიზიას ემინი – ჯიზიას გადასახადის გაწერასა და აკრეფას; მაჰქემე ემინი – სასამართლო ოქმების წარმოებას; მადენ ემინი – ვერცხლს, სპილენძისა და გვარჯილის მოპოვებას. იყვნენ საბაჟოს ემინი, ყაფანის ემინი, თევზჭერის ემინი, მარილის ემინი, ღვინის ემინი და სხვა.

ე შ ი კ ა ღ ა ს ი – აქ ნიშნავს ირანის ხანების სასახლეში მსახურთა გამრიგეს, ადმინისტრატორს.

ვ ა ლ ი – ოლქის მმართველი. ოსმალეთში ეწოდებოდა ვილაიეთის გამგებელს – ბეგლარბეგს. ტერმინები: ვილაიეთის ვალი, ბეგლარ-ბეგი, მირ-მირანი სინონიმებად იხმარებოდა. ირანში – ადგილობრივი მბრძანებლების საგვარეულოს წევრი, რომელიც შაჰის მოადგილედ ითვლებოდა თავის ქვეყანაში. სეფიანთა ირანში 4 ვალი იყო: არაბისტანის, ლურისტანის, გურჯისტანისა და ქურთისტანის.

ვ ე ზ ი რ ი – ოსმალეთში უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო მოხელე. ვეზირთა ერთი ნაწილი სულთნის დივანის წევრები იყვნენ და და მათ ეწოდებოდათ პირველი ვეზირი, მეორე ვეზირი და ა. შ. ვეზირები ეწოდებოდათ ზოგი ვილაიეთის ფაშებსაც, მაგალითად სულეიმან I დროიდან (1520-1566) ვეზირის ტიტულს ანიჭებდნენ ზოგი ვილაიეთის განმგებლად დანიშნულ სამთუღიან ფაშებს; როდესაც ეგვიპტის ვალი გახდა ჩობან მუსტაფა-ფაშა, მას ვეზირობა ეწყალობა. შემდეგ ხანებში ბაღდადის, იემენის, ბუდინის, არზრუმის ბეგლარ-ბეგებს ვეზირის ტიტული ეძლეოდათ. ესენი განაპირა ქვეყნები იყო და პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. XVI საუკუნის ბოლოდან თითქმის ყველა ვილაიეთის განმგებელს, იანიჩართა აღას და სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალს – კაფუდან-ფაშასაც ეძლეოდა ვეზირის ტიტული. განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ კუბბე-ვეზირებს (6-8 ვეზირი), რომლებსაც განსაზღვრული სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავათ, მაგრამ სულთნის საგანგებო საბჭოს შეადგენდნენ დიდვეზირთან ერთად. ვეზირთა შორის უპირველესი იყო დიდვეზირი (ვეზირ-ი აზამ, სადრაზამ), რომელიც მთელი სახელმწიფოს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და ოსმალეთის ჯარების მთავარსარდალი იყო.

ვ ი ლ ა ჲ ე თ ი/ე ჲ ა ლ ე თ ი – ქ ვ ე ყ ა ნ ა, ო ლ ქ ი. ოსმალეთში – ყველაზე მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული. ვილაიეთის ........

თ ე ლ ე ი ს ა ნ ი – აქლემის ან თხის თივთიკის ქსოვილის თავსაბურავი, რომელიც მამაკაცებს თავიდან ზურგზე ჰქონდათ გადმოფარებული. ულემები და ყადიები შავი ფერისას ატარებდნენ და უფრო გრძლად იყო ჩამოშვებული – ეს სუნიტების წესად იყო მიჩნეული.

თ ი მ ა რ ი – პირველ ხანებში თიმარი ეწოდებოდა ყოველგვარ საკარგავს, რომელიც სამხედრო-ფეოდალურ არისტოკრატიას ეძლეოდა და უმეტეს შემთხვევებში – სამხედრო სამსახურისათვის. შემდეგ ასე უწოდებდნენ იმ მიწებს, რომელთა წლიური შემოსავალი 1000 ახჩიდან 20 ათას ახჩას აღწევდა და სამხედრო სამსახურის პირობით ეძლეოდათ ფეოდალებს. თიმარის მფლობელებს ეწოდებოდათ „ს ა ჰ ი ბ ი თ ი მ ა რ“, „თ ი მ ა რ ლ ი ს ი ფ ა ჰ ი ლ ე რ“. თიმარები და ზეამეთები ფეოდალური ლაშქრის – სიფაჰიების შესანახი, სახელმწიფო მიწების ფონდი იყო და მათ საერთო სახელად ეწოდებოდა „კ ა ლ ი ჩ“ – ხ მ ა ლ ი.

თ ო ფ ჩ უ – მეზარბაზნე. ოსმალეთის რეგულარული ჯარის სახეობა, „საარტილერიო კორპუსი“. ორ მთავარ ნაწილად იყოფოდა: ...........

........წლებიდან კი, როდესაც ვეტერან იანიჩარებს ცოლის შერთვისა და ოჯახის მოკიდების უფლება მისცეს, მათი შვილები შედიოდნენ იანიჩართა კორპუსში.

იანიჩართა კორპუსი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: 1. ჯ ე მ ა ა თ ო რ თ ა ლ ა რ ი. ყველაზე უფრო ძველი სახეობა იყო და იანიჩართა კორპუსი რომ დაარსდა, მხოლოდ 101 ორთასაგან შედგებოდა. რადგანაც ყაზარმებში ცხოვრობდნენ და თითო ორთა ცალკე ოთახში – ოდაში იყო მოთავსებული, ორთას ოდასაც უწოდებდნენ. მათ მეთაურობდნენ ჲაჲა-ბაშიები, მე-60, 61-ე, 62-ე და 63-ე ოდები სულთნის ამალაში შედიოდნენ და მათ „სოლაკებს“ უწოდებდნენ. სოლაკების მეთაური იყო სოლაკ-ბაში. 2. ს ე კ ბ ა ნ ე ბ ი – მეჰმედ II დროს (1451-1481) შეიქმნა. მას 65-ე ორთას უწოდებდნენ, მაგრამ ფაქტიურად 35 ბოლუქისაგან შედგებოდა. ერთ ბოლუქში მხედრები იყვნენ და 34-ში – ქვეითები. ბოლუქების მეთაურებს ბოლუქ-ბაში ეწოდებოდათ და მათ უფროსს, ე. ი. სეკბანთა ყველა ბოლუქის მეთაურს – სეკბან-ბაში. სეკბანბაში იანიჩართა აღის შემდეგ პირველი კაცი იყო და ხშირად მას აწინაურებდნენ იანიჩართა აღის თანამდებობაზე. დღიური ჯამაგირი 70 ახჩა ეძლეოდა. 3. ა ღ ა ბ ო ლ უ ქ ლ ე რ ი (აღის ბოლუქები) – 61 ბოლუქი იყო. უშუალოდ იანიჩართა აღის განკარგულებაში იყვნენ. მათ მეთაურებს ბოლუქ-ბაშიები ეწოდებოდათ. 

იანიჩართა სხვადასხვა ოდები შეიარაღებული იყვნენ მშვილდისრით, არკებუზით, მუშკეტით, დამბაჩით, ხმლით, გურზით, საომარი ცულით, იათაგანითა და სხვა.

ი ა ნ ი ჩ ა რ თ ა ა ღ ა – „ჲ ე ნ ი ჩ ე რ ა ღ ა ს ი“. იანიჩართა კორპუსის მეთაური და მთავარსარდალი. XVI საუკუნის დასაწყისამდე იანიჩართა კორპუსში აღზრდილი და დაწინაურებული ენერგიული ადამიანები ინიშნებოდნენ ამ თანამდებობაზე – ძირითადად სეკბან-ბაშიები. შემდეგ ეს წესი მოიშალა და უმეტეს შემთხვევაში, სასახლის დიდკაცები ინიშნებოდნენ. XVII საუკუნეში ისევ აღადგინეს ძველი წესი. დღიური ჯამაგირი 400-500 ახჩა ჰქონდათ და ბოძებული არფალიქის (იხ. არფალიქი) წლიური შემოსავალი – 500 ათასი ახჩა.

1645 წლიდან დაიწყეს იანიჩართა აღებისთვის ვეზირის ხარისხის ბოძება და მათ „აღა-ფაშას“ უწოდებდნენ.

იანიჩართა აღა განაგებდა იანიჩართა ვარჯიშს, ჯამაგირის გაცემას, დანიშვნასა და გადაყენებას. ის განიხილავდა საჩივრებს და დამნაშავეებს სჯიდა.

იანიჩარების რაზმები საზღვრისპირა ციხეებშიც იყვნენ ჩაყენებული და მათ მეთაურებსაც „იანიჩართა აღა“ ან იანიჩართა სარდალი ეწოდებოდა.

ი ა ნ ი ჩ ა რ თ ა ს ა რ დ ა ლ ი – საზღვრისპირა რაიონების ციხეებში ჩაყენებული იანიჩართა რაზმების მეთაური.

ი ჩ-ა ღ ა – შ ი დ ა ა ღ ა. საერთო სახელწოდება სულთნის შინა-მოსამსახურეთა ხელმძღვანელებისა, რომლებიც სახელმწიფოს წარჩინებულებად ითვლებდნენ. მათ შორის უპირველესი იყო კაფუ-აღასი, რომელიც XVI საუკუნის ბოლომდე სასახლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო.

იჩ-აღები ხელმძღვანელობდნენ მუსიკოსებს, მესაწოლეებს, მესანთლეებს, იარაღის ოსტატებს, დალაქებს, მექისეებს და ა. შ. იჩაღად ითვლებოდა სულთნის პირადი ხაზინის განმგებელი – ხაზინადარ-ბაში, რომელიც, გარდა ამისა, ჩაცმის დროს ჩალმას აწვდიდა სულთანს და სალოცავ ხალიჩას უშლიდა. იჩ-აღა იყო ქილერჯი-ბაშიც, რომელიც სულთნის სუფრის გაშლას და საჭმელ-სასმელით უზრუნველყოფას ხელმძღვანელობდა. 

კ ა ჲ მ ა კ ა მ ი – მ ო ა დ გ ი ლ ე, შ ე მ ც ვ ლ ე ლ ი – როდესაც დიდვეზირი ლაშქრობაში გაუძღვებოდა ოსმალეთის ჯარს, მის მაგივრად სახელმწიფო საქმეების გასარიგებლად დედაქალაქში რჩებოდა სახელმწიფოს წარჩინებული, რომელსაც ვეზირის ხარისხი ჰქონდა და ამ შემთხვევაში მას უწოდებდნენ „რიქაბ კაიმაკამ-ი“ („რიქაბ“– უზანგი). თუ ამ დროს სულთანიც ლაქრობაში იყო, კაიმაკამს ეწოდებოდა „სტამბოლის კაიმაკამი“. თუ დიდვეზირიცა და სულთანიც დიდი ხნით იყვნენ დედაქალაქიდან წასული, სულთანს ახლდა „რიქაბ კაომაკამი“ და დედაქალაქში რჩებოდა სტამბოლის კაიმაკამი.

კაიმაკამები ეწოდებოდათ იმ მოხელეებსაც, რომლებიც გადაყენებული ბეგლარბეგებისა და სანჯაყ-ბეგების მაგივრად განაგებდნენ მიმდინარე საქმეებს, სანამ ახალი მმართველი ჩამოვიდოდა.

კ ა ჲ ნ ა რ ჯ ა – ცხელი წყარო.

კ ა ნ ა ვ ა თ ი – მიწისქვეშა არხი, რომლითაც სასმელი ან სარწყავი წყალი მიწოდებოდა.

კ ა ნ უ ნ-ნ ა მ ე – „კ ა ნ ო ნ თ ა წ ი გ ნ ი“. ოსმალთა ფეოდალური სახელმწიფოს და შესაბამისი კანომდებლობის განვითარების ეტაპი გამოიხატა მეჰმედ II-ის (1451-1481), სელიმ I-ის (1512-1520), სულეიმან I-ის (1520-1566) და აჰმედ I-ის (1603-1617) „კანუნ-ნამეებში“.

კ ა ფ უ დ ა ნ ი – კ ა პ ი ტ ა ნ ი (იტალიურიდანაა) – სამხედრო ხომალდის ან ხომალდების ჯგუფის მეთაური. XVII საუკუნის დასაწყისამდე სამხედრო ხომალდების მეთაურებს რ ე ი ს ი ეწოდებოდათ. შემდეგ იგი კ ა ფ უ დ ა ნ მ ა შეცვალა და რ ე ი ს ი სავაჭრო ხომალდის უფროსს ან პატრონს ეწოდებოდა.

კ ა ფ უ დ ა ნ-ფ ა შ ა – ოსმალთა მთელი სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალი. მას „კაფუდან-ი დერია“-საც („საზღვაო კაპიტანი“) უწოდებდნენ. ვეზირის ხარისხი ჰქონდა მას სამი თუღით. იგი განაგებდა, აგრეთვე, კაფუდან-ფაშას ვილაიეთს, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულები შეადგენდნენ. მას უდიდესი შემოსავალი ჰქონდა.

კ ა ფ უ ჯ ი, კ ა ფ ი ჯ ი – სასახლის კარისკაცი.

კ ა ფ უ ჯ ი-ბ ა შ ი, კ ა ფ ი ჯ ი-ბ ა შ ი – სულთნის სასახლის ერთ-ერთი დიდებული. მეჰმედ II დროს ერთი კაფუჯი-ბაში იყო, შემდეგ – ორი; XVII საუკუნეში – 12 და ზოგჯერ მეტიც. ისინი სხვადასხვა დროს 500-2000 კაფუჯის საქმიანობას ხელმძღვანელობდნენ. უხუცესს ბაშკაფუჯი-ბაში ეწოდებოდა და კაფუჯი-ბაშიების მეთაური იყო. კაფუჯი-ბაშიები განაგებდნენ სულთნის სასახლის კარებისა და დივანის სხდომების დაცვას. სულთანს და სახელმწიფო დივანს წარუდგენდნენ ხოლმე ელჩებსა და საპატიო სტუმრებს. კაფუჯი-ბაშიები იგზავნებოდნენ ვილაიეთებში ბეგლარ-ბეგებთან მნიშვნელოვანი ან საიდუმლო დავალებებით. როგორც მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, ხშირად ევალებოდათ ხოლმე სულთნისათვის არასასურველი ფაშებისა და სხვა დიდი მოხელეების თავიდან მოშორება და მოკვლა. ასეთ საქმეებში კაფუჯი-ბაშიები თავანთ ერთგულ კაფუჯიებს იყენებდნენ.

კაფუჯი-ბაშიების დღიური ჯამაგირი ჯერ 100 ახჩა იყო და XVII საუკუნეში 150 ახჩას მიაღწია. მათ ეძლეოდათ აგრეთვე არფალიქები (იხ.).

კ ო ნ ა კ ი – 1. სასახლე. 2. ღამის სათევი, სადგური. სადგურთან მოწყობილი იყო ფუნდუკი, თავლები აქლემებისა და ცხენებისათვის, იყიდებოდა სურსათ-სანოვაგე, საქონლის საკვები. 3. მანძილი კონაკებს შორის, ერთი დღის სავალი („კონაკი... სავალი გზაა იმ ანგარიშით, რომ ერთ კონაკს თორმეტ საათს ივლის კაცი“. „ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, გვ. 135), ე. ი. როდესაც ავტორი ამბობს „4 კონაკი გავიარეო“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მანძილზე უსათუოდ 4 სადგური იყო მოწყობილი – 4 დღის სავალი იყო.

დიდი ლაშქრობისათვის მზადებისას სარდლობა წინასწარ აწყობდა კონაკებს და ცდილობდა ამ სადგურების რიცხვი ისე გაეზარდა, რომ ყოველი დღის სავალზე დროებით მაინც ყოფილიყო თითო სადგური – კონაკი.

კ ო ნ ა კ ჩ ი – 1. მოხელე, რომელსაც ევალებოდა სალაშქრო მარშრუტზე ჯარისათვის მოემზადებინა სადგომები, სურსათი, წყალი და ფურაჟი. ამისათვის ადგილობრივ მცხოვრებლებს ახდევინებდა საგანგებო გამოსაღებს, რომელსაც ავარიზი და ნუზლი ეწოდებოდა. 2. როდესაც სულთანი ლაშქრობდა, მისი ექვსი თუღიდან (იხ. თუღი) ორი თუღი ერთი დღის სავალით წინ მიჰქონდათ. რომელიმე სანჯაყის ბეგს ან ვილაიეთის ფაშას დაავალებდნენ თუღებს ხლებოდა და შეემოწმებინა სადგურის – კ ო ნ ა კ ი ს მზადყოფნა; თუ საჭირო იყო, ზომები უნდა მიეღო სადგურის სრული მზადყოფნისათვის. ამ მოვალეობის შემსრულებელს კ ო ნ ა კ ჩ ი ს უწოდებდნენ ლაშქრობის დამთავრებამდე.

კ ო ჯ ა – 1. მ ო ხ უ ც ი; 2. ზორბა; 3. სახელგანთქმული.

ლ ი ვ ა – 1. დროშა; 2. სადროშო. იხ. სანჯაყი.

მ ი ლ ი – მანძილის საზომი. წყაროებში სხვადასხვანაირად არის განმარტებული: 1. მანძილი, რომელიც 1000 ზირას – წყრთას შეიცავდა – დაახლოებით 750 მეტრი. 2. ათასი ნაბიჯი. 3. ფარსანგის 1/3. 4. საშუალო ნაბიჯით საათის 1/3-ში გავლილი მანძილი.

მ ი რ-ლ ი ვ ა – ერთთუღიანი ფაშის სამხედრო წოდება; აგრეთვე – სანჯაყის (ლივას) ბეგი (იხ. სანჯაყბეგი).

ნ ა ჰ ი ე – ქვეყანა, მხარე, ოლქი; XVI საუკუნიდან – სასამართლო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ყაზაში შედიოდა და რამდენიმე სოფელს აერთიანებდა.

ჲ ა ჲ ა – მუდმივი, ჯამაგირიანი ქვეითი ჯარი, რომელიც იანიჩართა კორპუსის შექმნამდე არსებობდა. მის დაარსებას ჩანდარლი ყარა ჰალილს მიაწერენ. ჯარის ამ სახეობის მეომრები ლაშქრობის დროს დღიურად ორ ახჩას იღებდნენ. ლაშქრობის დამთავრების შემდეგ თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. სამხედრო სამსახურის სანაზღაუროდ ყოველგვარი გადასახადებისაგან თავისუფალი იყვნენ. იანიჩართა კორპუსის დაარსების შემდეგ ომიანობის დროს ზოგი თავის ქვეყანაში რჩებოდა გარნიზონებში, ზოგი ლაშქრის ზურგის სამსახურში იყო: საომარ მასალასა და სურსათს ეზიდებოდნენ, გზებს წმენდნენ, ხიდებს აშენებდნენ და ციხეებს ამარაგებდნენ. თიმარები ეძლეოდათ ჯერ ოც-ოც კაცს ერთად და XVII საუკუნეში – ოცდაათ-ოცდაათ კაცს. ლაშქრობისას ამ ჯგუფებიდან 5 კაცი ჯარში მიდიოდა და „ე შ ქ ი ნ ჯ ი“ ეწოდებოდათ; დანარჩენები სახლში რჩებოდნენ და მათ ჲამაკებს უწოდებდნენ. მეთაურებს ჲაჲა-ბეგი ეწოდებოდათ.

ჲაჲა-ბაში – მხოლოდ იანიჩართა 1-101 ორთების მეთაურებს ეწოდებოდათ ეს სახელი. დღიურად 24 ახჩას იღებდნენ გასამრჯელოს.

ჲ ა ს ა კ ჩ ი – იანიჩარები, რომლებსაც ევალებოდათ სტამბოლში ჩამოსული უცხოელი ელჩებისა და მათი საელჩოების დაცვა. გარდა ამისა, იანიჩართა კორპუსის სხვადასხვა ორთებს მორიგეობით წესრიგი უნდა დაეცვათ მათი განლაგების რაიონში, ქალაქში ან ციხე-სიმაგრეში. ამისათვის გადასახადების გადამხდელები გასამრჯელოს აძლევდნენ.

ჲ უ ზ ბ ა შ ი – ასისთავი.

ჲ უ რ თ ა ქ ი – „ჲურთ“ ნიშნავს: 1. ქვეყანა, მხარე. 2. სამშობლო. 3. საცხოვრებელი. 4. მომთაბარე ტომის მიწა, რომელიც ან სრული საკუთრება იყო, ან სამხედრო სამსახურის პირობით ეძლეოდა. ამგვარად, „ჲურთექი“ ნიშნავს ჲურთის მფლობელს. ევლია ჩელები ასე განმარტავს: „ეს მანსურლუს ტომები ყირიმის იურთაქები ე. ი. ყირიმის ნახევარკუნძულის მფლობელები არიან“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 118).

ჲ უ რ თ ლ უ ღ ი, ჲ უ რ თ ლ უ ქ ი – მიწები, რომლებსაც სახელმწიფო აძლევდა დაპყრობილი ქვეყნების ადგილობრივ ფეოდალებს. ესენი ისლამს მიიღებდნენ მიწას ინარჩუნებდნენ და ოსმალეთის მთავრობას დახმარებას უწევდნენ ქვეყნის დამორჩილების საქმეში. ეს მიწები მემკვიდრეობის წესით გადადიოდა. აშარის შემოსავალი მფლობელისა იყო, სამაგიეროდ იგი სამხედრო სამსახურში იყო და ფეოდალურ ლაშქართან ერთად გაჰყავდა რაზმები. ჲურთლუღები იყო დიარბაქირის, შეჰრიზონის ვილაიეთებში, აგრეთვე საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომლებიც ოსმალებმა მიიტაცეს. ევლია ჩელები წერს: „შავშეთის სანჯაყები ჲურთლუღი და ოჯაკლექსებია და მულქიეთის წესით არის მფლობელობაში“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 299).

ო დ ა – 1. ოთახი. 2. იანიჩართა ყაზარმა. იანიჩართა ბოლუქებსა და ორთებს ცალკე ყაზარმები ჰქონდათ ჯერ ედირნეში და კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ – ძირითადად სტამბოლში. 3. ოდა ეწოდებოდა იანიჩართა იმ ნაწილებსაც, რომლებიც ოდებში – ყაზარმებში ცხოვრობდნენ და ეს ტერმინი ორთას პარალელურად იხმარებოდა.

ო დ ა ბ ა შ ი – 1. იანიჩართა ყაზარმის განმგებელი. ლაშქრობისას ცალკე კარავში იყო და იანიჩართა ოდის კარვები მის გარშემო ეწყობოდა. 2. სასტუმროს მოხელე, რომელიც სასტუმროს ოთახებს განაგებდა.

ო ჯ ა კ ი – 1. კერია. 2. ოჯახი. 3. იანიჩართა კორპუსის საერთო სახელწოდება.

ო ჯ ა კ ლ ი ქ ი – სახელმწიფო მიწების კატეგორიაში შედიოდა და სამემკვიდრეოდ ეძლეოდა დაპყრობილი ტერიტორიის ფეოდალებს, ტომის ბელადებს. ძირითადად ეს იყო სანჯაყი, რომლის მფლობელი სამხედრო სამსახურში იყო და გადასახადების ნაწილი ეკუთვნოდა. ასეთი სანჯაყები აღმოსავლეთ ანატოლიაში შეიქმნა და იმ ადგილობრივ ფეოდალებს აძლევდნენ, ვინც ოსმალეთს ეხმარებოდა ქვეყნის დამორჩილების საქმეში (იხ. ჲურთლუქი).

რ ა ბ ა თ ი – ციხის გარეუბანი, რომელიც გალავნით იყო შემოზღუდული.

რ ა ი ა, რ ე ა ჲ ა – ქ ვ ე შ ე ვ რ დ ო მ ე ბ ი; XV-XVII საუკუნეებში ოსმალეთში ასე ეწოდებოდა გადასახადის გადამხდელ, ფეოდალურად დამოკიდებულ სოფლის მოსახლეობას, გლეხებს („რაია ვე შეჰირლი“ – გლეხები და ქალაქელები). XVII საუკუნიდან, უმეტეს შემთხვევაში, ქრისტიანი მოსახლეობის აღმნიშვნელი ტერმინი.

რ ა ი ა თ ი – („რაიას“ მხოლობითი რიცხვი) გ ლ ე ხ ი.

რ ე ი ს ი – 1. უფროსი, რაიმე საქმის განმგებელი: „რეის ულ-ქუთთაბ“ – სახელმწიფოს კანცელარიის უფროსი და ა. შ. XVII საუკუნემდე ასე ეწოდებოდა სამხედრო გემის მეთაურს, შემდეგ კი მას კაფუდანს უწოდებდნენ და რ ე ი ს ი სავაჭრო გემის მფლობელს ან კაპიტანს ეწოდებოდა.

რ უ მ – 1. ბიზანტია. 2. მცირე აზია. 3. ანატოლია.

რ უ მ ი – ბერძენი; ბერძნული, ბიზანტიური, ანატოლიური.

ს ა დ რ ა ზ ა მ ი – იგივე დიდვეზირი – სახელმწიფო დივანის ხელმძღვანელი, სახელმწიფოს პირველი დიდკაცი. იგი ხელმძღვანელობდა ქვეყნის მართვა-გამგეობას, საგარეო საქმეებს, სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნასა და გადაყენებას. ლაშქობის დროს ოსმალეთის ჯარებს სარდლობდა და საპატიო ტიტულად „სერდარ-ი ეკრემ“ ეძლეოდა. სამსახურისთვის სახასო მიწები ჰქონდა, რომელთა წლიური შემოსავალი 2,5-3 მილიონ ახჩას აღწევდა.

ს ა ვ ო ე ვ ო დ ო (ვოევოდალიქ) – თანამდებობა, რომელიც ვოევოდას ეჭირა. ვოევოდები ეწოდებოდათ: 1. ევროპული ვილაიეთების ზოგ ბეგლარ-ბეგსა და სანჯაყის ბეგებს. 2. სანჯაყის ბეგის ხასების განმგებელს ერთ ან რამდენიმე ნაჰიეში. 3. ბეგლარ-ბეგების, დიდვეზირების, სულთნის ხასების განმგებელს.

ს ა ნ ჯ ა ყ-ბ ე გ ი – სანჯაყის მმართველი და ლაშქრობის დროს სანჯაყის ფეოდალური ლაშქრის მეთაური; სამხედრო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში ვილაიეთის ბეგლარ-ბეგს ემორჩილებოდა. ზოგ სანჯაყ-ბეგს ერთთუღიანი ფაშის ტიტული ეძლეოდა. სანჯაყ-ბეგს მუთასარიფსა და მირ-ლივასაც უწოდებდნენ.

ს ა ნ ჯ ა ყ ი – 1. დროშა. 2. სადროშო – სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ვილაიეთში შედიოდა.

ს ა რ ა ჯ ი – მეუნაგირე, ცხენის საკაზმის ხელოსანი. სულთნის სასახლის საჯინიბოს მსახურთა შორის 200 სარაჯი იყო.

ს ა რ ა ჯ ხ ა ნ ა – უნაგირებისა და ცხენის მოსართავების სახელოსნო.

ს ე კ ბ ა ნ ი – მეძაღლე, ძაღლებით მონადირე იანიჩართა კორპუსის ერთი ძირითადი ნაწილი (კორპუსში სამი ძირითადი კატეგორია იყო). მეჰმედ II ფათიჰამდე (1451-1481) რეგულარული ჯარის დამოუკიდებელი კატეგორია იყო და მათი მეთაური სხვა ნაწილების მეთაურებზე უფროსად ითვლებოდა. მეჰემდ II ისინი იანიჩართა კორპუსს შეუერთა. რიგითი სეკბანები დღეში 6-8 ახჩას იღებდნენ. მათ შორის პრივილეგირებული იყვნენ 33-ე ბოლუქის სეკბანები, რომლებიც სულთანს სანადიროდ ახლდნენ ხოლმე. ესენი ძირითადად წარჩინებულთა შვილები იყვნენ (იხ. იანიჩარი).

სეკბანები ეწოდებოდათ აგრეთვე სასაზღვრო სამსახურის რაზმებს, ვიალიეთების და სანჯაყების მმართველთა ჯარების ნაწილებს, რომლებიც ჯამაგირს იღებდნენ. მათ დანაყოფებს, იანიჩართა სეკბანების ბოლუქებისაგან განსხვავებით, ბ ა ი რ ა ღ ე ბ ი ეწოდებოდათ. თითო ბაირაღში 60 სეკბანი იყო.

ს ი ფ ა ჰ ი – 1. მხედარი. 2. ფეოდალური ლაშქრის წვრი, თიმარის ან ზეამეთის მფლობელი (იხ. თიმარი). 3. „ექვსი პოლკის“ – რეგულარული ცხენოსანი ჯარის – პირველი პოლკის მეომარი. ამათ „ულუფელი სიფაჰი“ ეწოდებოდათ. ფეოდალური ლაშქრისაგან განსხვავებით, ძირითადად წარჩინებულთა და მსხვილ ფეოდალთა შვილები იყვნენ; აქ შედიოდნენ აგრეთვე სასახლის დაწინაურებული მსახურები. პოლკი 300 ბოლუქად იყოფოდა და თითო ბოლუქში 20-30 კაცი იყო. მათ ბოლუქ-ბაშიები მეთაურობდნენ. სიფაჰიების მეთაური იყო ს ი ფ ა ჰ ი-ა ღ ა ს ი, რომლის თანაშემწე და სამეურნეო საქმეების გამრიგე იყო სიფაჰიების ქეთხუდა.

ს ი ფ ა ჰ ს ა ლ ა რ ი – ს პ ა ს ა ლ ა რ ი. ევლია ჩელები ამბობს: „ირანში სარდალ ვეზირს სიფაჰსალარი ეწოდება“ („მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 250).

ს ო ლ ა კ ი – იანიჩართა კორპუსის მე-60, 61-ე, 62-ე და 63-ე ორთების (ოდების) და მისი ჯარისკაცების სახელწოდება. თითო ორთაში 100 ჯარისკაცი იყო. მათ მეთაურებს სოლაკ-ბაში ეწოდებოდათ. ესენი სულთნის მცველებად ითვლებოდნენ და ლაშქრობაში მას ახლდნენ.

ს უ ბ ა შ ი – ორი მთავარი კატეგორის იყო: 1. „მირ-ი სუბაში“ – ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს უ ბ ა შ ი ე ბ ი – მოხელეები, რომლებიც ქალაქებში საპოლიციო საქმიანობას განაგებდნენ. დღისით მეთვალყურეობდნენ ბაზრებს, სავაჭრო რიგებს, სახლებს. ამათ ხელქვეითებსაც სუბაში ეწოდებოდათ (მაგ: ნაგვის საყრელის სუბაში). სუბაში ასასაბაშიებთან ერთად ღამღამობით ქუჩებში დადიოდა და საეჭვო პირებს ჩხრეკდა, აპატიმრებდა. ამ საქმიანობაში ყადის ემორჩილებოდა. 2. თ ი მ ა რ ი ს ს უ ბ ა შ ი – სამხედრო ფეოდალი, რომელიც მშვიდობიანობისას დაბაში ან ციხე-სიმაგრეში იჯდა და განაგებდა; ომის დროს სათავეში ედგა ფეოდალური ლაშქრის რაზმს – 250-300 სიფაჰის – და ა ლ ა ი-ბ ე ი ს ემორჩილებოდა.

ამას გარდა სუბაში ეწოდებოდა იანიჩართა შესავსებად მოწყობილი დაწესებულოების „ა ჯ ე მ ი ო ჯ ა ღ ი ს“ უმცროს მეთაურს; სუბაში მიყო აგრეთვე რეგულარულ ჯარშიც, რომელიც ლაშქრობისას დისციპლინას და წესრიგს იცავდა და მშვიდობიან დროს გადასახადების ასაკრეფად აგზავნიდნენ.

ს უ ლ თ ა ნ ი – 1. ოსმალთა სახელმწიფოს მბრძანებელი, ფადიშაჰი. 2. თურქულ ტომებში – უფლისწული, ტომის ბელადი. 3. მაღალი თანამდებობის პირის საპატიო ტიტული მიმართვის დროს; როდესაც სულთნის დედის, ცოლების, ქალიშვილების სახელს ახსენებდნენ, სახელის შემდეგ სულთანს იტყოდნენ (მაგ., მურად IV-ის ერთ-ერთ ქალიშვილს კაჲა-სულთანი ერქვა).

ს უ ნ ა – მუსლიმანური რელიგიური გადმოცემების ერთობლიობა, რომელიც შედგება მუჰამედის შესახებ მონათხრობებისაგან. ყოველ ასეთ გადმოცემას, რომელიც მუჰამედის გამონათქვამებს, საქციელს, მსჯელობას შეეხება, ჰადისი ეწოდება. ამ ჰადისების კრებულებმა ფართო გავრცელება ჰპოვეს IX საუკუნის შემდეგ და მუსლიმთათვის ყოველდღიური ცხოვრების, საქმიანობისა და ყოფა-ქცევის სახელმძღვანელოდ იქცნენ. სუნა ეწოდება აგრეთვე ტრადიციას, კანონს.

ს უ რ ა – ყურანი 114 თავისაგან შედგება და ყოველ მათგანს ს უ რ ა ეწოდება.

ტ ა რ უ ღ ა – სეფიანთა ირანში – მოხელე, რომელიც ხელმძღვანელობდა ქალაქსა და მის სანახებში, განსაკუთრებით ბაზრებში, წესრიგის დაცვას; იღებდა ღონისძიებას ბოროტმოქმედების აღსაკვეთად. ევლის ჩელები განმარტავს: „ირანში სუბაშის ტარუღა ეწოდება“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 250) იხ. სუბაში.

ფ ა დ ი შ ა ჰ ი – ხელმწიფე, სულთნის ოფიციალური ტიტულები იყო: ხ ა ნ ი, ს უ ლ თ ა ნ ი, ჰ უ ნ ქ ი ა რ ი (ხონთქარი), მაგრამ ხალხში ხშირად ტიტულად ფ ა დ ი შ ა ჰ ს ხმარობდნენ. სულთნები, თავის მხრივ, ფადიშაჰს უწოდებდნენ ევროპის დიდი სახელმწიფოების მბრძანებლებს.

ფ ა რ ს ა ნ გ ი, ფ ა რ ს ა ხ ი – სიგრძის საზომი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მანძილს აღნიშნავდა და საშუალოდ 6 კილომეტრი უნდა ვივარაუდოთ. ზოგი წყაროს მიხედვით იგი აღნიშნავდა 4 საათის სავალს, 12 ათას ნაბიჯს. ევლის ჩელები განმარტავს: „თითო ფარსანგი 12 ათასი ნაბიჯია“ („მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 254).

ფ ა შ ა – ბეგლარ-ბეგების, ვეზირების, საზღვაო ფლოტის სარდლის, დიდვეზირის და ზოგი სხვა დიდი სამხედრო და ადმინისტრაციული მოხელის ტიტული. მეჰმედ II ფათიჰამდე (1451-1481) ეს ტიტული მაღალ რანგის ღვთისმეტყველებსაც ეძლეოდათ. XVI საუკუნის ბოლომდე სანჯაყის ბეგებსაც ფაშას უწოდებდნენ (ერთთუღიანი ფაშა).

ქ ა ფ ი რ ი – გ ი ა უ რ ი, უ რ წ მ უ ნ ო, უ რ ჯ უ ლ ო. ასე უწოდებდნენ მუსლიმები სხვა რელიგიის მიმდევრებს, მათ შორის – ქრისტიანებს. ხშირად ასე უწოდებდნენ ს უ ნ ი ტ ე ბ ი – ორთოდოქსალური ისლასმის მიმდევრები – შ ი ი ტ ე ბ ს.

ქ ე თ ხ უ დ ა – მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი, მ ო უ რ ა ვ ი. სასახლის, სახელმწიფო დაწესებულებების და სხვადასხვა სახეობის ჯარების მეთაურთა მოადგილეები, რომლებსაც ძირითადად სამეურნეო საქმიანობა ევალებოდათ (ხაზინის ქეთხუდა, გემსაშენის ქეთხუდა, დავთრის ქეთხუდა, ჩაუშების ქეთხუდა).

ქ ე თ ხ უ დ ა-ბ ე ჲ – 1., დიდვეზირის თანაშემწე. 2. იანიჩართა აღის მოადგილე.

ქ ე თ ხ უ დ ა-ჲ ე რ ი – 1. ქეთხუდას თანამდებობის მოხელის მოადგილე, 2. პროვინციებში განლაგებული რეგულარული ცხენოსანი ჯარის უფროსი, რომელიც იმ არე-მარეზე ყველაზე მაღალი რანგის მეთაურად ითვლებოდა.

ქ ი ლ ა – საწყაო, რომელსაც ოსმალეთში მარცვლეულისათვის ხმარობდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში და ოსმალეთის სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა იყო. სტამბოლის ქილა 18-20 ოყას ე. ი. 25 კილოგრამამდე იწონიდა.

ქ ი ს ა, ქ ე ს ე – 1. ქისა, პარკი. 2. ფულის სათვალავის მნიშვნელობითაც იხმარებოდადა 1687 წლამდე შეიცავდა 500 ახჩას, შემდეგ 500 ყურუშს ე. ი. 40 ათას ახჩას.

ღ უ ლ ა მ ი – 1. მონა. 2. ტყვე-ბიჭი. 3. მსახური. 4. ფაშების საკუთარი რაზმების წევრები და ფეოდალთა მეომრები. 5. ირანის შაჰის ცხენოსანი გვარდიის მეომარი.

ყ ა დ ი – მოსამართლე, რომელიც შარიათის და ადათის საფუძველზე განსჯიდა. იურიდიული საკითხების გარდა, მის მოვალეობას შეადგენდა თვალ-ყური ედევნებინა ვაკუფების, მაღაროების, გზების მშენებლობის, ბაზრებისა და სხვა საქმეების განმგებელთა მუშაობისათვის. ყადიები განათლებას მედრესეში იღებდნენ და მათი იერარქიული გზა შემდეგი იყო: ნაჰიეს ყადი, სანჯაყის ყადი. ამის შემდეგ რომ დაწინაურებულიყო, მედრესეში უნდა ემუშავა მუდარისად და შემდეგ გახდებოდა ვილაიეთის ყადი; შემდეგ – ხუთი ქალაქის ყადი (კაირო, ალეპო, ედირნე, ბურსა, ფილიბე), მექასა და მედინას ყადი, გალათას ყადი, სტამბოლის ყადი, ანატოლიის ყაზი-ულ-ისლამი. დღიური ჯამაგირი 60-70, 150, 300, 500 ახჩა იყო და ყადის რანგსა და თანამდებობაზე იყო დამოკიდებული. ამას გარდა ყადიებს ეკუთვნოდათ იურიდიული აქტების შედგენისათვის აღებული გასამრჯელო.

ყ ა ზ ა – 1. ყადის თანამდებობა. 2. ის ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდებოდა ყადის უფლებები. 3. სანჯაყში შემავალი ადმინისტრაციული ერთეული.

ყ ა ზ ი, ღ ა ზ ი – მუსლიმი, რომელიც ურჯულოების წინააღმდეგ მოწყობის „წმინდა ომში“ – ღ ა ზ ა ვ ა თ შ ი მონაწილეობდა. საპატიო ტიტული, რომელიც მიეკუთვნებოდა ამ ომის სახელმოხვეჭილ ადამიანს.

ყ უ რ უ შ ი – ვერცხლის ფული, რომელმაც ოსმალეთში 1687 წლიდან შეცვალა გაუფასურებული ახჩა. 80 ახჩას უდრიდა. მანამდე ყურუში (გროში) ეწოდებოდა ევროპის სახელმწიფოთა ვერცხლის ფულს, რომელიც ოსმალეთშიც ტრიალებდა. ევროპელები ოსმალურ ყურუშს პიასტრს უწოდებდნენ.

შ ა ჰ ს ე ვ ა ნ ი, შ ა ჰ ს ე ვ ე ნ ი – შ ა ჰ ი ს მ ო ყ ვ ა რ უ ლ ი. შაჰ-აბას I-ის დროს (1587-1629) ასე უწოდებდნენ ყველას, ვინც თავისი ნებით შედიოდა შაჰის სამსახურში და ასევე ეწოდებოდა ყიზილბაშური ტომების ზედაფენის წარმომადგენლებისაგან შექმნილ სამხედრო ორგანიზაციას.

შ ე ი ხ ი – (სიტყვასიტყვით – მოხუცი) 1. ტომის ბელადი. 2. მუსლიმი ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე; 3. მუსლიმური რელიგიური ორდენის (ტარიკათის) მეთაური.

შ ე ი ხ უ ლ-ი ს ლ ა მ ი – მუსლიმური სასულიერო წოდების მეთაური ოსმალეთში.

ჩ ა რ ხ ჩ ი – ლაშქრის მეწინავე ცხენოსანთა რაზმი.

ჩ ა უ შ ი – ბაიაზეთ I ილდირიმის დროს (1389-1402) დაარსდა ჩაუშთა ორგანიზაცია. ჩაუშები სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ: იგზავნებოდნენ ელჩებად, ბრძანებები და განკარგულებები მიჰქონდათ პროვინციებში, სახელმწიფო დივანის სხდომებს ემსახურებოდნენ. ჯარის სარდლების განკარგულებებს გადასცემდნენ რაზმების მეთაურებს.

ჩ ე თ ე ჯ ი – მოთარეშეთა (აკინჯიები) ცხენოსანი რაზმების (ჩეთე) მეომრები, რომლებიც საზღვრებთან იყვნენ განლაგებულნი, გამუდმებით ესხმოდნენ თავს მოწინააღმდეგის მიწებს და ძარცვავდნენ მის მოსახლეობას. ომიანობის დროს ისინი ძირითადად მტრის ზურგში მოქმედებდნენ.

ჩ ე ლ ე ბ ი – განათლებული, დახვეწილი ადამიანი. სულთან მეჰმედ I ჩელების დრომდე (1413-1421) სიტყვა „ჩ ე ლ ე ბ ი“ ერთვოდა უფლისწულის სახელს. ჯეალ ედ-დინ რუმის შთამომავლებსა და მევლევიელთა ორდენის წევრების მეთაურებსაც ჩ ე ლ ე ბ ი ს უწოდებდნენ.

ჩ ე რ ი-ბ ა შ ი – ფეოდალური ლაშქრის (თიმარების მფლობელი სიფაჰიების) ერთ-ერთი სარდალი, რომელსაც სამსახურისათვის ზეამეთი ეძლეოდა. ჩერიბაშიები უშუალოდ ემორჩილებოდნენ ალაი-ბეგს და ალაი-ბეგი – სანჯაყის ბეგს. ლაშქრობა რომ დაიწყებოდა, ჩერი-ბაშიები სიფაჰიებს შეყრიდნენ თავიანთი ჯებელიებით და ალაი-ბეგის დროშის ქვეშ დადგებოდნენ. მშვიდობიანობის დროს თავის რაიონში ჯებელიები მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდათ და წესრიგს იცავდნენ. ჩერიბაშიებს უწოდებდნენ, აგრეთვე, ანატოლიიდან რუმელიაში გადასახლებული და დამკვიდრებული თურქების სარდლებს. მათ „ე ვ ლ ა დ-ი ფ ა თ ი ჰ ა ნ“ – დ ა მ პ ყ რ ო ბ ე ლ თ ა შ ვ ი ლ ე ბ ი – ეწოდებოდათ.

ჩ ო რ ბ ა ჯ ი – რეგულარულ ჯარში და კერძოდ, იანიჩართა კორპუსში ერთ-ერთი ორთის მეთაური. ხშირად ბოლუქ-ბაშის უწოდებდნენ. „ჩ ო რ ბ ა“ წ ვ ე ნ ი, შ ე ჭ ა მ ა ნ დ ი. რადგანაც ითვლებოდა, რომ რეგულარული, დაქირავებული ჯარის მეომრები სულთნის ულუფაზე იყვნენ, მეომართა უშუალო მეთაურს „ჩ ო რ ბ ა ჯ ი“ – მ ე წ ვ ნ ე ეწოდებოდა და იგულისხმებოდა, რომ სულთნის სახელით ჰკვებავდა მათ.

ხ ა ნ ი – 1. მბრძანებელი. 2. ოსმალეთის სულთნის ტიტული, რომელიც სახელის შემდეგ ითქმოდა. 3. ოსმალეთის აღმოსავლეთ მხარებში ადგილობრივი ბეგებისა და ყირიმის თათართა მმართველების ტიტული. 4. ირანის ოლქების სახანოების მმართველები. ევლია ჩელები ამბობს: „ირანში მირ-მირანს ხ ა ნ ი ეწოდება“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 250).

ხ ა ნ ლ ა რ-ხ ა ნ ი – ხ ა ნ თ ა ხ ა ნ ი; ირანის გამოჩენილი ხანების ტიტული. ევლია ჩელები განმარტავს: „ირანში სამთუღიანი ვეზირის თანამდებობას ხ ა ნ ლ ა რ-ხ ა ნ ი ეწოდება“ („ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1. გვ. 250).

ხ ა რ ა ჯ ა – დაპყრობილი, არამუსლიმი გლეხობის გადასახადი. ორი სახის ხარაჯა უნდა გადაეხადა გლეხს: 1. თავისი ნაკვეთის ყოველგვარი მოსავლის 1/10 ნატურით – „ხარაჯ-ი მუკასემე“. 2. სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთის ფულადი გადასახადი – „ხარაჯ-ი მუვაზზაფ“. ხარაჯის ამ სახეობას „რ ე ს მ ი ჩ ი ფ თ ი ც“ ეწოდებოდა. ხარაჯას გადახდის სწორედ ეს ნაწილი აყენებდა გლეხობას მუსლიმებთან შედარებით მძიმე მდგომარეობაში.

ხ ა ს ი – მიწა, რომელიც სამხედრო ან ადმინისტრაციული სამსახურის პირობით ეძლეოდათ დიდ სახელმწიფო მოხელეებს, მაგალითად: სანჯაყ-ბეგის ხასი, ბეგლარ-ბეგის ხასი, ვეზირების ხასი და ა. შ. სანჯაყის ბეგებსა და ვილაიეთის ბეგლარ-ბეგებს, გარდა თიმარებისა და ზეამეთების მფლობელების ფეოდალური ლაშქრისა, შემოსავლის ყოველ 3 ათას ახჩაზე (ანატოლიაში) ან 5 ათას ახჩაზე (რუმელიაში) უნდა გამოეყვანათ ჯებელიების საკუთარი ლაშქარი. ხასების მიწებზე აკრეფილი გადასახადების შემოსავალი 100 ათასი და მეტი ახჩა უნდა ყოფილიყო. ხასი თიმარებისა და ზეამეთებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მის ყველა მფლობელს არ ევალებოდა სამხედრო სამსახური და შეიარაღებული მხედრების გამოყვანა, მაგალითად: ხასები ეძლეოდათ სულთნის საგვარეულოს წევრებს (ხას-ი სელათინ), ხასებსა ფლობდა სულთანი (ხას-ი ჰუნაჲუნ), ხასებიდან აძლევდნენ მიწებს სულთნის საგვარეულოს ქალებს მზითვად და სარჩენად – ბ ა შ მ ა კ ლ ი ქ ი (ფეხსაცმლის ხარჯი).

ხ ი ფ თ ა ნ ი – შალის ძაფით მოქსოვილი ჩასაცმელი, რომელსაც ჯავშნის ქვეშ ატარებდნენ; ზოგჯერ ჯავშანსაც აღნიშნავდა.

ხ ო მ ა ლ დ ე ბ ი – ოსმალეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილი სახელმწიფო გემსაშენებში შენდებოდა; ეკიპაჟები და მებრძოლები ძირითადად ა ზ ა ბ ე ბ ი იყვნენ. მეორე ნაწილი სანაპირო ბეგების მიერ, მათთვის ნაბოძები მიწების შემოსავლის ხარჯზე. აშენებული ხომალდებისაგან შედგებოდა და თიმარებისა და ზეამეთების მფლობელების ლაშქარი ემსახურებოდა საზღვაო ქვეით ჯარად.

ოსმალეთის ფლოტში მრავალი სახეობის ხომალდი იყო, რომელთაც ძირითადად დამახინჯებული იტალიური სახელები ჰქონდათ. ევლია ჩელები ასახელებს შემდეგს: 1. ბ ა შ თ ა რ დ ა, ბ ა ს თ ა რ დ ა – იალქნიანი და ნიჩბიანი საომარი ხომალდი. ძირითადად ორი სახეობისა იყო: ა) სიგრძით 57 არშინი, 26 წყვილი ნიჩბით გამართული; თითო ნიჩაბს 5 მენიჩბე უსვამდა. ბ) სიგრძით 72 არშინი, 32 წყვილი ნიჩბიანი; თითო ნიჩაბს 7 მენიჩბე უსვამდა. კაფუდან-ფაშას ბაშთარდა საზღვაო ფლოტის მთავარ ხომალდად ითვლებოდა. ამ ხომალდზე ნიჩბებს 500 მენიჩბე უსვამდა. ხელჩართული ბრძოლისათვის 250 მეომარი იყო. სამი ზარბაზანი გემის თავში იდგა, და 4-5 გვერდებზე. ცალკე სულთნისათვისაც იყო სამეფო ბაშთარდა და სხვებისაგან იმით გამოირჩეოდა, რომ იალქნები, ნიჩბები და დროშა მწვანე ფერისა ჰქონდა. 2. გ ა ლ ი ო ნ ი, კ ა ლ ი ო ნ ი – ოსმალთა ფლოტის ყველაზე დიდი, იალქნებიანი სამანძიანი ხომალდი. 60-120 ზარბაზნით იყო შეიარაღებული. 3. დ ო ნ ბ ა რ ა – მცირე სატვირთო ხომალდი. 4. ზ ა რ ბ უ ნ ა – მცირე ზომის სატვირთო ხომალდი. 5. კ ა ლ ი ფ ე – იალქნიანი და 38-48 ნიჩბიანი ხომალდი. თავში 1 ზარბაზანი იდგა. 6. კ ა რ ა ვ ა ნ ა, კ ა რ ა ვ ე ლ ა – იალქნიანი, სამანძიანი ხომალდი გალიონის ტიპისა. მას კ ა რ ა ვ ა ნ ა გ ა ლ ი ო ნ ს ა ც უწოდებდნენ. 7. კ ა რ ა მ უ რ ს ა ლ ი – სამკუთხა იალქნიანი, მცირე ხომალდი, რომელზეც ზოგჯერ ნიჩბებიც იხმარებოდა. მარმარილოს ზღვის სანაპიროებზე და სრუტეებში პატრულობდა და ზოგჯერ მდინარეზეც იყენებდნენ. სახელწოდება მიიღო ორხანის (1334-1359) დროინდელი პირველი კაფუდანის სახელის მიხედვით. ამ კარა მურსალმა იზმითის ყურეში დააარსა გემსაშენი და დაიწყო ფლოტის აშენება. 8. კ ა დ ი რ გ ა, კ ა ტ ა რ ღ ა – იალქნიანი, ორანძიანი გალერა, რომელსაც 48 ნიჩაბი ჰქონდა და თითოს 5 მენიჩბე უჯდა. სიგრძე 165-168 და სიგანე 21-22 ნაბიჯი ჰქონდა. შეიარაღებული იყო 1 დიდი, 4 საშუალო და 8 პატარა ზარბაზნით. გარდა მეზღვაურებისა და მეზარბაზნეებისა, 196 მენიჩბე და 100 მეომარი ჰყავდა. 9. მ ა ვ უ ნ ა, მ ა ვ ნ ა – ერთანძიანი, იალქნებითა და 26 წყვილი ნიჩბით მოძრაობდა. ნიჩბები ორ სართულად იყო გაწყობილი და თითი ნიჩაბს 7 მენიჩბე უსვამდა. კადირგაზე მაღალი ბორტები ჰქონდა და უფრო ფართო იყო. მენიჩბეები, მეომრები, მეზარბაზნეები და ეკიპაჟი 600 კაცს შეადგენდა. 24 ზარბაზნით იყო შეიარაღებული. მას კ ა რ ა მ ა ვ უ ნ ა ს ა ც უწოდებდნენ. 10. მ ე ნ ე ქ ს ი ლ ა – „ლაზებისა და მეგრელების დიდი ნავები“; ამ ნავებს თურქებიც იყენებდნენ ზღვის ნაპირებზე და მდინარეებზე ცურვისათვის. 11. ს ა ნ დ ა ლ ი – ერთალქნიანი დიდი ნავი, რომელიც ტვირთის საზიდად გამოიყენებოდა. 12. ფ ი რ კ ა თ ა – ფ რ ე გ ა ტ ი. იალქნიანი და ნიჩბიანი ხომალდი. 10-17 წყვილი ნიჩაბი ჰქონდა და თითოს 2-3 მენიჩბე უსვამდა. 80 მეომარი ჰყავდა. ძირითადად სადარაჯოდ და დაზვერვისათვის იყენებდნენ. 13. ჩ ა ი კ ა, შ ა ი კ ა – მცირე ზომის ნიჩბიანი ხომალდი, რომელიც მდინარეზე ცურავდა და ზღვის ნაპირზეც იყენებდნენ. ბრტყელძირა, დიდი ნავის მოყვანილობისა იყო. 20-50 მებრძოლი ჰყავდა. ზოგჯერ სამ პატარა ზარბაზანსაც დგამდნენ. მდინარეების შესართავებთან პატრულობდა და წყნარ ამინდში გაშლილ ზღვაშიც ახლდა ხოლმე დიდ გემებს. 14. შ ი თ ი ე, შ ე ჰ თ ი ე – ორანძიანი, იალქნიანი ხომალდი. დიდი 30-45 არშინის სიგრძისა იყო და მცირე 23-27 არშინისა. ზოგ დიდი ზომის შითიეს სამი ანძა ჰქონდა.

კიდევ რამდენიმე დასახელების ხომალდი იყო, რომლებიც ფაქტიურად არ გასხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მაგალითად, ჩექმელი, ჩაკალი, ჲუნაჰი, ბუთენი. ყველა ზემოხსენებული ხომალდის მენიჩბეები ძირითადად ომში დატყვევებული ან ნაყიდი მონები იყვნენ. მეომრებად – აზაბები და ფეოდალური ლაშქარი. მეზარბაზნეები – რეგულარული ჯარის ჯამაგირიანი მეომრები.

ჯ ა ბ ა ხ ა ნ ა – („ჯ ა ბ ა“, „ჯ ე ბ ე“ – ჯ ა ვ შ ა ნ ი) – საომარ მასალას, ჯავშან-იარაღსა და მათ საწყობს ეწოდებოდა. ჯაბახანა ეწოდებოდა როგორც სტამბოლისა და სხვა ქალაქების არსენალებს, აგრეთვე ციხეების, იარაღისა და საომარი მასალის საერთო სახელი იყო. ასევე ეწოდებოდა იმ საომარ მასალას, რომელიც ლაშქრობაში თან მიჰქონდა ჯარს.

ჯ ა მ ა ა თ ი – 1. შეკრება, თავშეყრა, საზოგადოება. 2. მუსლიმანური თემი, მრევლი.

ჯ ა მ ე – საკრებულო მეჩეთი, რომელშიც საპარასკევო და სადღესასწაულო ლოცვა იმართებოდა. უბნების მცირე მეჩეთების მრევლი პარასკეობით ჯამეში იყრიდა თავს და იქ ლოცულობდა.

ჯ ე ბ ე ლ ი – „ჯ ე ბ ე“– ჯ ა ვ შ ა ნ ი; „ჯ ე ბ ე ლ ი“– ჯ ა ვ შ ნ ი ა ნ ი. ჯებელიები ეწოდებოდათ ცხენოსან მეომრებს, რომლებსაც თიმარებისა და ზეამეთების მფლობელები თავის ხარჯზე აიარაღებდნენ, საჭმელ-სასმელს აძლევდნენ და ლაშქრობაში გამოჰყავდათ. ჯებელიების საკუთარი რაზმები ჰყავდათ სანჯაყების ბეგებსა და ვილაიეთების ბეგლარ-ბეგებსაც (იხ. სიფაჰიები). თუ ჯებელი გმირობას გამოიჩენდა ბრძოლაში, მას თიმარი ეწყალობებოდა და სიფაჰი გახდებოდა.

ჯ ე ბ ე ჯ ი – მ ე ი ა რ ა ღ ე ე ბ ი, მ ე ა ბ ჯ რ ე ე ბ ი. დაქირავებული ჯარის სახეობა, რომელიც ძირითადად სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა: ნაწილი იარაღს ამზადებდა, ნაწილი იცავდა ამ იარაღს, ნაწილი ეზიდებოდა და ჯარში ანაწილებდა. იარაღის დასამზადებელი სახელოსნოები და საწყობები სტამბოლში, ედირნეში, ბურსაში და საზღვრისპირა ციხეებში იყო მოწყობილი. მათი მეთაური და ხელმძღვანელი იყო ჯ ე ბ ე ჯ ი-ბ ა შ ი, რომელიც წლიურად 20 ათას ახჩას იღებდა.

ჰ ა ფ ი ზ ი – მუსლიმი, რომელმაც ყურანი ზეპირად იცოდა.

ჰ ა ქ ი მ ი – 1. მსაჯული. 2. შარიათის კანონების აღმასრულებელი. 3. მმართველი.

ჰ ა ჯ – მექასა და მედინას წმინდა ადგილების მოლოცვა.

ჰ ა ჯ ი – მექასა და მედინას წმინდა ადგილებში სალოცავად ნამყოფის საპატიო ტიტული.

პროფესორ გიორგი ფუთურიძის წიგნიდან ამონარიდები ამოიღო და მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა