Tuesday, July 15, 2014

1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ

(ნაწილი II)


VI. სპარსეთის ყურის ზონაში ომის შედეგები 

სპარსეთის ყურის ზონაში ომი, რომლის საბაბადაც ერაყის მიერ 1990 წლის 2 აგვისტოს ქუვეითის დაპყრობა იქცა, თავისი შემადგენლობით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უმსხვილეს შეიარაღებულ შეჯახებას წარმოადგენდა. მასში სხვადასხვა ხარისხით იქნა ჩართული 35 სახელმწიფო (ერაყი და ანტიერაყული კოალიციის 34 სახელმწიფო). იმ ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც უშუალო დამოკიდებულება არ ჰქონიათ მოცემულ რეგიონში საბრძოლო მოქმედებებთან, ასევე ამ მოვლენისადმი გულგრილი არ დარჩენილა, გამოხატა რა მათ მიმართ თავისი დამოკიდებულება განცხადებების ან სხვა მოქმედებათა ფორმით ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარის სასარგებლოდ.

ყურეში სამხედრო კრიზისის მასშტაბებზე წარმოდგენას შემდეგი ციფრები იძლევა. კონფლიქტის ზონაში მხარეთა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოითვლებოდა 1,5 მლნ. ადამიანზე მეტი, 80 დივიზია, 82 ბრიგადა, ოთხი პოლკი, 25 ცალკეული ბატალიონი. ორივე მხრიდან მათი დაჯგუფებების შემადგენლობაში იყო 10500-ზე მეტი ტანკი, 12500 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 3000-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, დაახლოებით 200 საბრძოლო ხომალდი. მათგან საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობა მიიღო 1,2 მლნ. ადამიანმა, 58-მა დივიზიამ, 45-მა ბრიგადამ, 8500-მა ტანკმა, 5000-ზე მეტმა ქვემეხმა და ნაღმსატყორცნმა, 1850-მა საბრძოლო ვერტმფრენმა, მთელმა საბრძოლო ავიაციამ და ფლოტებმა.

ომის მსვლელობისას მრავალეროვნული ძალების მიერ (მეძ – ანტიერაყული კოალიციის ქვეყნების შეიარაღებული კონტინგენტები სპარსეთის ყურის ზონაში) გამოიყენებოდა შეიარაღებული ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, პრაქტიკაში იქნა შემოწმებული დოქტრინული მითითებების, არსებული წესდებებისა და დარიგებათა ზოგიერთი დებულება, განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის ოპერაციების ორგანიზებისა და წარმოების საკითხებში, შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და ჯართა გვარეობების მონაწილეობით. გამოყენებულ იქნა აგრეთვე რიგი ახალი იდეების და მოქმედებათა არასტანდარტული ხერხებისა, რომლებიც, როგორც ჩანდა, ჰპოვებდნენ თავიანთ შემდგომ განვითარებას.

შეიარაღებული ბრძოლისა და საბრძოლო უზრუნველყოფის თანამედროვე საშუალებათა გამოყენებამ, იმ მასშტაბებში, რომლებსაც ამ ომში ჰქონდა ადგილი, მათი შესაძლებლობები და პერსპექტივები ყველას ახლებურად დაანახა.

სპარსეთის ყურის ზონაში ომის შედეგები, უეჭველად, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ახლო და შუა აღმოსავლეთში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების პოსტკრიზისულ განვითარებაზე, რეგიონის ქვეყნების შეიარაღებული ძალების მშენებლობის, რეგიონული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბების, შენარჩუნებული კრიზისული სიტუაციების განბლოკვის (განმუხტვის), მსოფლიოს ამ რაიონის რიგი ქვეყნების შეერთებულ შტატებთან და სხვა დასავლურ სახელმწიფოებთან პოლიტიკურ, სამხედრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ურთიერთობათა გაფართოების ჩათვლით.

კრიზისის წარმოქმნა და განვითარება ახლოაღმოსავლურ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ), რომელიც უშუალოდ სსრკ-ის სამხრეთ საზღვრებს ეხებოდა, აგრეთვე მისი შედეგები საბჭოთა სამხედრო სპეციალისტებს აიძულებდა უფრო დაკვირვებით შეეხედათ ამ რეგიონისთვის აშშ-ისა და ნატო-ს პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ ჩანაფიქრებში მისი ადგილისა და როლის თვალსაზრისით. ზოგიერთი სერიოზული სამხედრო მიმომხილველი დასავლეთში უკვე 1991 წლის პირველ ნახევარში განიხილავს სპარსეთის ყურის ზონაში ომის მოვლენებს როგორც ვაშინგტონისა და მისი უახლოესი მოკავშირეების სტრატეგიული ინტერესების წანაცვლების აშკარა ნიშანს ნატო-ს სამხრეთ ფლანგის მხარეს და უფრო შორსაც – ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონში, რომელიც ნავთობის უმდიდრეს მარაგებს ფლობს და სსრკ-ის სამხრეთ საზღვრებთან მდებარეობდა.

1991 წლის შუახანებში, შესაძლოა, ჯერ კიდევ ნაადრევი ყოფილიყო ლაპარაკი ახალი სამხედრო-სტრატეგიული სიტუაციის წარმოქმნაზე საბჭოთა სახელმწიფო საზღვრის სამხრეთით სპარსეთის ყურის ზონაში უკანასკნელი მოვლენების შედეგად. მაგრამ სერიოზული შეცდომა იქნებოდა უყურადღებოდ დაეტოვებინათ სსრკ-თვის მუქარის გაძლიერების შესაძლებლობა სამხრეთის მიმართულებიდან. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, ძალზედ დიდი პოტენციალი აამოქმედეს აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა მათ არაბ მოკავშირეებთან ერთად, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, არცთუ ისეთი რთული ამოცანის გადასაწყვეტად, როგორიც ქუვეითიდან ერაყის გაძევება გახლდათ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შეფასებით, ერაყული არმიის განადგურებისა და ქუვეითის განთავისუფლებისთვის ოპერაციების “უდაბნოს ფარი” და “ქარიშხალი უდაბნოში” ჩასატარებლად პენტაგონმა სპარსეთის ყურის რაიონში გადაისროლა და გაშალა ჯართა დაჯგუფება, რომლის შემადგენლობაშიც შეყვანილ იქნა აშშ არმიის (სახმელეთო ჯარების) პირადი შემადგენლობის დაახლოებით 35 %, სატანკო ფარეხის 42 %, ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების 75 %, სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) პირადი შემადგენლობის 46 % და ავიამზიდების 46 % (ექვსი ცამეტიდან).

გარდა ამისა, ბევრი უცხოელი სპევიალისტის შეფასებათა თანახმად, ქუვეითის განთავისუფლების ამოცანის გადაწყვეტის პარალელურად პენტაგონმა პრაქტიკაში დაამუშავა ჯართა უმსხვილესი დაჯგუფების სტრატეგიული გადასროლისა და გაშლის ოპერაცია რაიონში, რომელშიც პერსპექტივაში შეიძლებოდა ერთმანეთს შეჯახებოდა აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოთა ინტერესები, მათ შორის, როგორც დასავლეთში ვარაუდობდნენ, საბჭოთა კავშირისაც.

ამიტომ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები აკეთებდნენ სპარსეთის ყურეში ომის შედეგების ანალიზს სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროებში. მოცემული ამოცანა შეიარაღებული კონფლიქტის კვალდაკვალ, მათი სიტყვით, საკმაოდ რთული გახლდათ, ვინაიდან, ამ თემაზე უცხოური პუბლიკაციების სიუხვის მიუხედავად, მათში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და ცოტა კონკრეტული მონაცემი იყო.

მანამდე, სანამ ყოველმხრივ ანალიზს შეუდგებოდნენ, საბჭოთა ავტორებს აუცილებლად მიაჩნდათ თუნდაც მოკლედ შეჩერებულიყვნენ კონფლიქტის წინაისტორიაზე. მათი ღრმა რწმენით, მოვლენათა სწრაფმდინარება და დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების შეგნებული აქცენტირება იმაზე, რომ ომის ერთადერთ და მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობა, 1980-იანი წლების განმავლობაში რეგიონში ჩამოყალიბებულ ზოგად სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას ამახინჯებდა და საბრძოლო მოქმედებათა გაშლის გამომწვევ სხვა მნიშნელოვან მომენტებს განზე ტოვებდა.

1979 წლის თებერვალში სახალხო რევოლუციის შედეგად ირანში შაჰის რეჟიმი დაემხო, რომელიც აშშ-თან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობებში იმყოფებოდა. ირანი, როგორც რეგიონში შეერთებული შტატების მთავარი საბაზო ქვეყანა, მისი მჭიდიდან ამოვარდა (выпал из их обоймы). მოცემულმა მოვლენამ, რომელსაც ვაშინგტონში 90-იანი წლების დასაწყისშიც შეკრთომით იხსენებენ, იმ დროს თეთრ სახლში მყოფი ჯ. კარტერის ადმინისტრაციის წინაშე ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის პოზიციების შენარჩუნების გზებისა და ხერხების ძიების პრობლემა დააყენა. ამის შედეგად მსოფლიოს აღნიშნული რაიონი, პირველ რიგში კი სპარსეთის ყურის ზონა ამერიკული “სასიცოცხლო ინტერესების” სფეროში იქნა ჩართული აქედან ამომდინარე მთელი ზომებით, და უწინარეს ყოვლისა კი სამხედრო ხასიათისა. სწორედ მაშინ იქნა წამოყენებული აშშ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სპეციალური “სწრაფი გაშლის ძალების” შექმნის იდეა, რომელიც ამერიკელთა გაბატონებული პოზიციების შეიარაღებული დაცვისთვის არის განკუთვნილი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც დასავლეთ ევროპის ან სამხრეთ კორეისგან განსხვავებით, არ არიან მუდმივად განლაგებული ამერიკული ჯარების კონტინგენტები და არც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა შექმნილი და განვითარებული.

ამ გადაწყვეტილების შემდგომ განვითარებად იქცა აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (გცს, CENTCOM) ჩამოყალიბება, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშიც ჩართულ იქნა ახლო და შუა აღმოსავლეთი, აფრიკული რქა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილი. 1983 წლის 1 იანვრიდან გცს-მ თავისი ოფიციალური ფუნქციონირება დაიწყო (1988 წელს მას სათვეში ჩაუდგა ყურეში ომის შედეგად უკვე ფართოდ ცნობილი გენერალი ნორმან შვარცკოპფი). გცს-ის შტაბში დაიწყო კრიზისულ სიტუაციებში “სწრაფი გაშლის ძალების” გამოყენების ოპერატიული გეგმების შემუშავება. რეალურად ასეთი გეგმები მზად იყო უკვე 80-იანი წლების შუახანებისთვის, როდესაც ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობის შესაძლებლობა უბრალოდ ძნელი წარმოსადგენი გახლდათ.

ამიტომ 1991 წლის შუახანებისთვის დასავლეთში გავრცელებული მსჯელობები იმის თაობაზე, რომ ერაყის აქციამ პენტაგონში მოულოდნელობისგან დაბნეულობა შეიტანა (застал врасплох), ძნელად თუ ასახავდა საქმის ჭეშმარიტ მდგომარეობას. იგივე გცს-ის სარდალმა თავის მოხსენებაში ამერიკელ კანონმდებლებს ერაყის მხრიდან შეერთებული შტატებისთვის პრობლემების შესაძლო წარმოქმნის შესახებ ერაყელთა მიერ ქუვეითის დაპყრობამდე მნიშვნელოვნად უფრო ადრე განუცხადა.

აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმ წლებში უფრო მეტ ხარისხად სხვა საზრუნავები აწუხებდა, მათ შორის საბჭოთა ჯარების ყოფნა ავღანეთში (ეს ქვეყანაც ასევე შედის გცს-ის პასუხისმგებლობის ზონაში), ჰომეინისტური ირანის მხრიდან არაბული მონარქიული რეჟიმებისთვის მუქარის არსებობა, ირან-ერაყის ომი, სპარსეთის ყურის ზონიდან ნავთობის თავისუფლად გამოტანის ჩალშის მუქარის შექმნა. ზედმეტად არ თვლიდნენ საბჭოთა ავტორები იმის გახსენებას, რომ ირანსა და ერაყს შორის ომის დასკვნით ეტაპზე აშშ ბაღდადის პრაქტიკულ სამხედრო მოკავშირედ გამოვიდა. ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი იყო არ დაეშვა ირანის გამარჯვება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ამერიკულ ინტერესებს რეგიონში სერიოზული მუქარა შეექმნებოდა. ყოველ შემთხვევაში თეთრ სახლში ასე მიაჩნდათ.

გააჩაღა რა ომი ირანის წინააღმდეგ 1980 წლის სექტემბერში, და შემდეგ აწარმოებდა რა მას თითქმის რვა წლის განმავლობაში, უნდოდა ეს თუ არა, ერაყი არსებითად ამერიკულ ინტერესებსაც იცავდა. ამიტომ, საბჭოთა ავტორების შენიშვნით, ვაშინგტონში მაშინ არ წამოჭრილა საკითხი ერაყის სახით აგრესორის დასჯისა და ირანისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე. პირიქით, ყველაფერში იგრძნობოდა შეერთებული შტატების კმაყოფილება იმის გამო, რომ ერაყული არმია “სისხლს ადენს” («пускает кровь») ჰომეინის რეჟიმს, რომელმაც აშშ-სა და მის უახლოეს მოკავშირეებს ასეთი შიში აჭამა. ამ მაგალითზე კარგად დაიმზირებოდა ვაშინგტონის სტრატეგია და ტაქტიკა: მხარი დაუჭიროს იმ რეჟიმებს, რომლებიც შეგნებულად ან უნებურად მის ინტერესებში მოქმედებენ. მორალური პლანის მოსაზრებები აქ, როგორც წესი, ადგილს პოლიტიკურ პრაგმატიზმს უთმობენ.

რაც შეეხება შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებს ახლო და შუა აღმოსავლეთში, ისინი ირანში ამერიკული ჩავარდნის (провал) შემდეგ საკმარისად კონკრეტულად და გარკვევით იქნა ჩამოყალიბებული. მაგალითად, გენერალმა ნორმან შვარცკოპფმა თავისი სარდლობის ამოცანები ასეთნაირად განსაზღვრა: პირველი – რეგიონული სტაბილურობის განმტკიცება აშშ-ის მიერ თავისი გავლენის, რეგიონში სამხედრო ყოფნისა და მოკავშირეთათვის დახმარების დაბალანსებულად გამოყენების გზით; მეორე – სპარსეთის ყურის ზონის ნავთობის რესურსებთან ხელმოსაწვდომობის თავისუფლების უზრუნველყოფა; მესამე – დესტაბილიზაციაში ან აშშ-სადმი მეგობრული და მოკავშირე სახელმწიფოების მთავრობათა დამხობაში არამეგობრული რეჟიმებისთვის “შესაძლებლობების შეზღუდვა”; მეოთხე – სსრკ-ის ნაბიჯებისადმი წინააღმდეგობის გაწევა რეგიონში მისი გავლენისა და პოზიციების გაძლიერების არდასაშვებად; მეხუთე – საბჭოთა აგრესიის დასწრება, და თუ საჭირო იქნება – მოგერიებაც.

ზემოთქმულიდან ამომდინარე, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ადვილად გასაგებად თვლიდნენ იმას, თუ რატომ მოქმედებდა ამერიკული ადმინისტრაცია ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობის შემდეგ ისე, როგორც მოქმედებდა და არა სხვაგვარად. ერაყული ჯარების მიერ ქუვეითის ოკუპაცია და ამის შემდეგ მისი ძალადობრივად მიერთება ერაყისადმი 19-ე პროვინციის სახით, ვაშინგტონში შეფასებულ იქნა როგორც აშშ-ის ხელისუფლების პირდაპირი გამოწვევა მსოფლიოში დომინირებული მდგომარეობის დაკავებისა და “ახალი მსოფლიო წესრიგის” ჩამოყალიბების მისეული გეგმების ჭრილში, რომლის დროსაც მას ექნებოდა უდაო “უფლება” ყოფილიყო არბიტრი კრიზისული სიტუაციების გადაწყვეტაში მსოფლიოს ნებისმიერ რაიონში. ხოლო ერაყის ხელმძღვანელობის აქციას კი მისი საბოლოო წარმატების შემთხვევაში შეეძლო ეს ქვეყანა არაბული სამყაროს ლიდერად გადაექცია და რეგიონში აშშ-ისა და მის მოკავშირეთა მოქმედებების თავისუფლება შეეზღუდა. საბჭოთა ავტორების აზრით, ამ სიტუაციაშიც კი ომი სპარსეთის ყურის რეგიონში გარდაუვალი არ ყოფილა, მაგრამ ვაშინგტონმა სულ თავიდანვე მთელი თავისი პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო ძალისხმევის ორიენტირება სწორედ ერაყის წინააღმდეგ შეიარაღებული აქციის მომზადებაზე მოახდინა. და ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლიდა, ამერიკულ ადმინისტრაციაში მხოლოდ გაღიზიანებასა და თავიანთი მიზნის რეალიზაციაში – მოულოდნელად გაჩენილი მეტოქის თავიდან მოშორებაში – უფრო მეტ დაჟინებას (настойчивость) იწვევდა.

ასეთი გახლდათ ზოგადად სპარსეთის ყურის ზონაში ომის სარჩული. ერაყმა, რომელმაც ქუვეითის წინააღმდეგ აგრესიის აქტი ჩაიდინა, დაიმსაურა ის დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ მსოფლიო საზოგადოიებრიობის მხრიდან იქნა გამოვლენილი, და ის ზომები, რომლებიც ქუვეითიდან მისი გაძევების მიზნით იქნა მიღებული. ამასთან ერთად, ყოველივე ამის უკან საბჭოთა ავტორებს შეუძლებლად მიაჩნდათ არ დაენახათ აშშ-ის პოზიციაც, რომელმაც შექმნილი სიტუაციით რეგიონში თავისი სამხედრო-პოლიტიკური მისწრაფებების რეალიზაციისთვის ისარგებლა (1990-იანი წლების მეორე ნახევარში მე წავიკითხე ერთერთი ბელორუსი ავტორის წიგნი, სადაც იგი წერდა, რომ იმ დროისთვის დასავლეთში უკვე გამოქვეყნებული ინფორმაციების საფუძველზე, აშშ-ის სპეცსამსახურების როლი ამ კონფლიქტის გაღვივებაში თავიდანვე განსვავებულად და ახლებურად გამოიკვეთა. მისი სიტყვით, თავიდან აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან წავიდა ქუვეითის ხელმძვანელობაში თხოვნა თუ დავალება, რომ მას ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ექსპორტიორ არაბულ სახელმწიფოთა მიერ იმ წელს შეთანხმებულ ფასზე რამდენადმე უფრო იაფად გაეყიდა, რამაც ამ არაბულ სახელმწიფოთა ქუვეითის მიმართ უკმაყოფილება და აღშფოთება გამოიწვია. შემდეგ ამერიკული ცენტრალური დაზვერვის თანამშრომლები ერაყის ხელისუფლებაზე გავიდნენ და, იცოდნენ რა ქუვეითის მიმართ მისი პრეტენზიების შესახებ, მის მიერ ქუვეითის დაპყრობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე გაამახვილეს ყურადღება და სადამ ჰუსეინს ასეთი აგრესიისკენ უბიძგეს. ხოლო როდესაც 1990 წლის 2 აგვისტოს ეს აგრესია მართლაც განხორციელდა, მაშინ კი აშშ-ის ხელისუფლება “აღშფოთდა” და “დაჩაგრულის” დასაცავად “აგრესორის” წინააღმდეგ ომის დაუყოვნებლივ მზადება დაიწყო. მაგრამ, 1991 წელს, როდესაც ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ში წერილების აქ მოყვანილი ციკლი იბეჭდებოდა, სპარსეთის ყურის ზონაში წარმოქმნილ შეიარაღებულ კონფლიქტში აშშ ცენტრალური დაზვერვის ასეთი როლის შესახებ ჯერ მონაცემები არ იყო გამოქვეყნებული, და, შესაბამისად, ამაზე არც საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები წერდნენ. თუმცა კი დაკვირვებული მკითხველი, ზემოთ მოყვანილი ძირითადი მსჯელობის გაცნობისას, ალბათ, ასეთ შესაძლებლობასაც მიაქცევდა ყურადღებას – ი. ხ.).

ომი მის მიმართ სამხედრო სპეციალისტების დიდ ინტერესს იწვევდა. მისი მონაწილეები თავიანთი მოქმედებებიდან გაკვეთილების გამოტანისკენ ისწრაფვოდნენ, ხოლო ისინი კი, ვინც მასში უშუალო მონაწილეობას არ ღებულობდნენ, – კონფლიქტში ჩართულ სახელმწიფოთა ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ თავიანთი წარმოდგენების დაზუსტებასა და საკუთარი შეიარაღებული ძალების მომზადებაში მათი გამოცდილების გათვალისწინებას ცდილობდნენ.

საომარი მოვლენების განვითარებაში ქრონოლოგიური თანამიმდევრობის მიყოლისას, საბჭოთა ავტორები პირველ რიგში აუცილებლად კრიზისის ზონაში ჯარების სტრატეგიული გაშლისა და საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის მზადების დროს მხარეების მოქმედებათა შეფასებაზე შეჩერდებას მიიჩნევდნენ.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ აშშ-მა და კოალიციაში მისმა მოკავშირეებმა, რომელიც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის აქტიური ძალისხმევისა და რიგი სახემწიფოების მისწრაფების წყალობით შეიქმნა, რათა ახლო და შუა აღმოსავლეთის რაიონში თავიანთი გავლენა გაეძლიერებინათ, თავიანთი ჯარების მსხვილი დაჯგუფებების აქ გადმოსროლა და გაშლა მეტად ორგანიზებულად და მკაფიოდ ჩაატარეს. მათი აზრით, აღსანიშნავად შეიძლებოდა ჩათვლილიყო გადმოსროლის მასშტაბები, მოვლენების რაიონის დაშორება მრავალეროვნული ძალების (მეძ) ჯარების მუდმივი დისლოკაციის ადგილებიდან, პერედისლოკაციის ხერხები და ამ დროს გამოყენებული საშუალებანი. ისინი აღნიშნავდნენ, რომ აშშ-მა და ნატო-ში მისმა მოკავშირეებმა ერაყის წინააღმდეგ ომის მომზადებისას ჩრდილოატლანტიკური ბლოკის პრაქტიკაში პირველად შეძლეს მოშორებულ ომთ-ზე ჯარების ასეთი მსხვილი გადასროლის ჩატარება და შესაბამისი გამოცდილების მიღება, საკუთარი შესაძლებლობების შემოწმება, გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეების სამომავლოდ გათვალისწინება.

სპარსეთის ყურის ზონაში ჯარების დაჯგუფების შესაქმნელად ამერიკულ სარდლობას მოუხდა აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში, დასავლეთ ევროპასა და წყნარი ოკეანის ზონაში დისლოცირებული კონტინგენტების გამოყენება. კრიზისის ზონაში მათი გადასროლისთვის გამოიყენებოდა აშშ სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია (300-ზე მეტი თანამედროვე თვითმფრინავი C-5A და C-141 ანუ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავების ფარეხის დაახლოებით 90 %), დაახლოებით 160 სარეზერვო სამხედრო და სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავი, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო გადაზიდვების სარდლობისა და სამოქალაქო კომპანიების დაახლოებით 120 გემი და ტრანსპორტი. დასავლური წყაროების მონაცემებით, შესრულებულ იქნა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის დაახლოებით 8500 თვითმფრინავ-რეისი და საზღვაო გემების 250-მდე რეისი. საშუალოდ დღე-ღამის განმავლობაში 85 თვითმფრინავ-რეისამდე სრულდებოდა პირადი შემადგენლობის გადაყვანის, იარაღისა და ტექნიკის გადატანის მიზნით. ცალკეულ პერიოდებში კრიზისის ზონაში დღეღამეში დაახლოებით 110 მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი მოდიოდა, ზღვით გადასვლის მარშრუტებზე კი ზოგჯერ ერთდროულად 90 და მეტი გემი იმყოფებოდა. აშშ კონტინენტური ნაწილიდან საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის ზონაში სხვა არაბული სახემწიფოების ტერიტორიებზე არსებულ აეროდრომებამდე საჰაერო მარშრუტების გაჭიმულობა საშუალოდ შეადგენდა 12 ათას კმ-ს, საერთო საფრენი დრო – 13-17 სთ-ს, ხოლო შუალედური დაჯდომის გათვალისწინებით კი – 20 სთ-სა და მეტსაც.

ჯარებისა და ტვირთების ჰაერით გადასროლები ორი კარგად ათვისებული მარშრუტით ხორციელდებოდა – ჩრდილოეთ და ცენტრალური მარშრუტებით. ჩასხდომა წარმოებდა აშშ კონტინენტური ნაწილის აეროდრომებზე, რომლებიც, როგორც წესი, გადასასროლი შენაერთებისა და ნაწილების დისლოკაციის ადგილების სიახლოვეში იყო განლაგებული. თვითმფრინავები მათზე ჩასხდომამდე 3-4 სთ-ით ადრე მოდიოდნენ. შუალედური აეროდრომების სახით გამოიყენებოდა აეროდრომები გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის, იტალიის, ეგვიპტის ტერიტორიებზე.

კონფლიქტის ზონაში მიყვანილი ჯარები აეროდრომებზე და გადმოტვირთვის პორტებში გადმოსხდებოდნენ, იარაღი, სამხედრო ტექნიკა და მარაგები წესრიგში მოჰყავდათ, შემდეგ კი ისინი მათთვის გაკუთვნილ რაიონებში გადაჰყავდათ. მთელი ეს პროცესი მოწინააღმდეგის მხრიდან რაიმენაირი ზემოქმედების არარსებობის პირობებში მიმდინარეობდა. საბჭოთა ავტორები, დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე აღნიშნავდნენ, რომ სპარსეთის ყურის რაიონში პირველ რიგში გადაისროლებოდა შტაბები და მართვის ორგანოები, შენაერთები და ნაწილები “სწრაფი გაშლის ძალების” შემადგენლობიდან, საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ძალები და საშუალებანი, რომლებიც ჯარების გადმოსხმისა და მათი თავმოყრის რაიონებს იფარავდნენ. მძიმე ტექნიკის ძირითადი დაწილის გადატანა კი ზღვით ხდებოდა.

აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) დაჯგუფებათა სპარსეთის ყურის ზონაში გაშლა უშუალოდ ტაქტიკური ავიაციის ქვედანაყოფებისა და ნაწილების გადაფრენის შემდეგ ხორციელდებოდა აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან და მათი მუდმივი ბაზირების სხვა რაიონებიდან არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებისა და თურქეთის ტერიტორიებზე მათთვის დანიშნულ აეროდრომებზე, აგრეთვე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საავიაციო ბაზებში ინდოეთის ოკეანის ზონაში, ხმელთაშუა ზღვასა და ევროპაში. კრიზისის ზონაში დაუჯდომლად გადაფრენების უზრუნველყოფისთვის აშშ სჰძ-ის სარდლობა გადაფრენის მარშრუტებზე იყენებდა 125-ზე მეტ თვითმფრინავ-გამწყობს (ჰაერში საწვავით გამწყობ თვითმფრინავს) KC-135 და KC-10. 12 ათასი კმ-ის საშუალო სიგრძის მარშრუტზე ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები 7-12 გაწყობას ახდენდნენ ჰაერში (ტიპების მიხედვით), სტრატეგიული ავიაციისა კი – ორიდან ხუთამდე. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ტაქტიკური ავიაციის ესკადრილია აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან სპარსეთის ყურეში გადაფრენისას დაუჯდომელ ვარიანტში მარშრუტის დასაფარავად 15-20 სთ ხარჯავდა.

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) დაჯგუფების შექმნა კრიზისის ზონაში დაიწყო ამ რაიონში მუდმივად მყოფი ფლოტის ძალების საფუძველზე. მისი ზრდა თანდათანობით ხორციელდებოდა არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, სპარესთის ყურესა და წითელ ზღვაში საავიამზიდო დამრტყმელი შენაერთებისა (ადშ, авианосные ударные соединения – АУС) და სარაკეტო დამრტყმელი ჯგუფების (რდჯ, ракетные ударные группы – РУГ) წინსვლის (выдвижение) მეთოდით, რომლებსაც წინ სახაზო ხომალდები, ბორტზე საზღვაო ქვეითი ჯარის მყოლი სადესანტო-აფიბიური შენაერთები და სხვა ძალები მიუძღვებოდნენ. აშშ საზღვაო დაჯგუფების გაშლა ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობის შემდეგ პრაქტიკულად პირველი დღეებიდანვე კონფლიქტის პარალელურად დაიწყო და შემდეგ მრავალეროვნული ძალების მიერ საჰაერო შეტევითი კამპანიის მსვლელობისას დასრულდა.

შეერთებული შტატების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ერაყის ზინააღმდეგ საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციის დაწყებისთვის აშშ შეიარაღებული ძალების რიცხოვნებამ სპარსეთის ყურის ზონაში 500 ათას ადამიანს გადააჭარბა. სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში იყო რვა დივიზია, ორი ცალკეული ბრიგადა, სამი პოლკი და ერთი ბატალიონი, რომელთა შეიარაღებაშიც გახლდათ დაახლოებით 2600 ტანკი, საველე არტილერიის 1400-მდე ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ზცრს) და ნაღმსატყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) 2300-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, 300-ზე მეტი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი (ზრკ), დაახლოებით 570 ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენი. სჰძ-ის დაჯგუფება მოითვლიდა 1000-ზე მეტ საბრძოლო თვითმფრინავს, სზძ-ისა – სხვადასხვა კლასის თითქმის 95 საბრძოლო ხომალდს, მათ რიცხვში ექვს დამრტყმელ ავიამზიდს, სზძ ავიაციის 700-მდე თვითმფრინავს, საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) ორ დივიზიასა და ორ ბრიგადას დაახლოებით 75 ათასი ადამიანის რიცხოვნებით.

ანტიერაყულ კოალიციაში აშშ-ის მოკავშირეთა ჯარების რიცხოვნება და საბრძოლო შემადგენლობა გაცილებით ნაკლები იყო (დიდი ბრიტანეთი – 40 ათასი ადამიანი, ერთი ჯავშანსატანკო დივიზია, 130 საბრძოლო თვითმფრინავი, 20 ხომალდი; საფრანგეთი – 10 ათასზე მეტი ადამიანი, “სწრაფი გაშლის ძალების” ორი დივიზია, დაახლოებით 60 საბრძოლო თვითმფრინავი, 15 ხომალდი; ეგვიპტე – 50 ათასამდე ადამიანი, ორი დივიზია, 20 საბრძოლო თვითმფრინავი; სირია – დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, ერთი დივიზია).

სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (სყასთს) წევრთა შეიარაღებული ძალები, სადაც საუდის არაბეთი, ქუვეითი, გაერთიანებული არაბული საამიროები, ბაჰრეინი, კატარი და ომანი შედიან, 150 ათასამდე ადამიანს მოითვლიდა სახმელეთო ჯარების 25 ბრიგადის შემადგენლობაში, 1500-მდე ტანკს, 370 საბრძოლო თვითმფრინავს, 15 საბრძოლო ხომალდს, 170-ზე მეტ სხვადასხვა საბრძოლო კატარღას.

უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ერაყიც ღებულობდა ზომებს ქვეყნის სამხრეთსა და ქუვეითში ჯართა ძლიერი დაჯგუფების შესაქმნელად, რომელმაც ომის სახმელეთო თატრზე საბრძოლო მოქმედებათა დაწყებისთვის თითქმის 500 ათას ადამიანს მიაღწია და თავის შემადგენლობაში გააჩნდა 40-ზე მეტი დივიზია, დაახლოებით 4000 ტანკი, 5000-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. მაგრამ შეიარაღების ყველაზე უფრო თანამედროვე ნიმუშების რაოდენობით ერაყული არმია მრავალეროვნულ ძალებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა. ამასთან ავიაციასა და სამხედრო-საზღვაო ძალებში ანტიერაყულ კოალიციას ერაყზე დიდი უპირატესობა გააჩნდა. ასე, უცხოელი სპეციალისტების გაანგარიშებათა თანახმად, საბრძოლო თვითმფრინავებში თანაფარდობა შეადგენდა 3 : 1 (თანამედროვე ნიმუშების მიხედვით 13 : 1), საბრძოლო ვერტმფრენებში – 16 : 1, თანამედროვე ტანკებში – 4,3 : 1 მეძ-ის სასარგებლოდ. როგორც საბრძოლო მოქმედებებმა აჩვენა, განსაკუთრებული უპირატესობა ერაყზე მრავალეროვნულ ძალებს, და პირველ რიგში ამერიკულ ჯარებს, ჰქონდათ მაღალი სიზუსტის იარაღში, აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის, დაზვერვის, მართვისა და კავშირგაბმულობის საშუალებებში.

მაგრამ სპარსეთის ყურის ზონაში სამხედრო კამპანიის შედეგებზე გავლენა იქონია არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორებმა, შეიარაღების რაოდენობასა და ხარისხში მეძ-ის უპირატესობამ, არამედ სხვა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმაც, რომელთა შესახებაც ქვემოთ იქნება საუბარი. 

მრავალეროვნული ძალების ოპერაცია ერაყის განთავისუფლებისთვის (იხ. სქემა), როგორც ცნობილია, ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: საჰაერო შეტევითი კამპანიისა (1991 წლის 17 იანვარი – 23 თებერვალი) და საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციისგან (1991 წლის 24 – 28 თებერვალი). საჰაერო შეტევითი კამპანიის დაწყების წინ მისი შემადგენელი ნაწილის სახით მეძ-ის სარდლობა რამდენიმე დღეღამის განმავლობაში ატარებდა ღონისძიებებს ერაყული შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვისა და მართვის სისტემის რადიოელექტრონული ჩახშობისთვის.

საჰაერო შეტევითი კამპანიისა, რომელიც შესვენების გარეშე 38 დღეღამის განმავლობაში გრძელდებოდა, და საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციის მსვლელობისას მეძ-ის ავიაციამ დაახლოებით 35 ათასი საბრძოლო თვითმფრინავ-გაფრენა შეასრულა. მრავალეროვნული ძალების ავიაციის თვითმფრინავ-გაფრენების საერთო რაოდენობამ ომის მთელ პერიოდში 110 ათასს გადააჭარბა. ამავე დროში აშშ სზძ-მა ერაყის მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად ფრთოსანი რაკეტების “თომაჰოქი” 316 გაშვება მოახდინა. დახარჯული საავიაციო საბრძოლო მასალების საერთო წონამ 88 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. საჰაერო თავდაცვის ერაყულმა საშუალებებმა და ავიაციამ მეძ-ს არსებითი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ერაყული მხარის მოქმედებათა ასეთი დაბალი ეფექტურობის მიზეზების ანალიზი ქვემოთ იქნება მოცემული. 

მრავალეროვნული ძალების შეტევითი ოპერაციის შედეგად ერაყისა და მისი შეიარაღებული ძალებისთვის არსებითი ზარალი იქნა მიყენებული. ასე, ნაწილობრივ ან მთლიანად იქნა დაზიანებული 360-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი, რომლებიც ერაყის სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის საფუძველს შეადგენდნენ. მათ რიცხვში შედიოდა უმაღლესი სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის ორგანოების უმრავლესობა, დაახლოებით 30 საავიაციო ბაზა და საბრძოლო ავიაციის ბაზირების აეროდრომი, ქიმიური იარაღის შემუშავებისა და წარმოების ათამდე სხვადასხვა ობიექტი, ბირთვული კვლევითი ცენტრი, საბრძოლო მასალების წარმოების სამხედრო ქარხნები, საწყობები. მწყობრიდან იქნა გამოყვანილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 75 %, ელექტროსადგურების 80 %, 50-ზე მეტი მსხვილი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი და რიგი სხვა ობიექტებისა. ერაყული ჯარების დაჯგუფება ქვეყნის სამხრეთსა და ქუვეითში პრაქტიკულად სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა, საბრძოლო მასალები, სურსათი და წყალი არ მიეწოდებოდა. ჰაერიდან განუწყვეტელი დარტყმების შედეგად მისი პირველი ეშელონის შენაერთებისა და ნაწილების პირად შემადგენლობასა და ტექნიკას მიეყენა ზარალი, რომელიც 50 %-ზე მეტად ფასდებოდა. ყოველივე ეს ერაყული სახმელეთო დაჯგუფების სწრაფი დამარცხების ერთერთ მთავარ მიზეზად შეიქნა მეძ-ის საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციის მსვლელობისას (შედარებისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 1944 წლის ზაფხულში ნორმანდიაში ანგლო-ამერიკელთა გადმოსხმის შემდეგ, ჰაერში მოკავშირეთა ავიაციის ბატონობის გამო, გერმანული სარდლობაც პრაქტიკულად ვერ ახერხებდა თავდაცვაში მყოფი პირველი ეშელონის ჯარების მომარაგებასა და გაძლიერებას – ი. ხ.).

ერაყული არმიის დანაკარგებმა ცოცხალ ძალაში ომის მსვლელობისას, უცხოელი ექსპერტების შეფასებებით, შეადგინა 70 ათას ადამიანზე მეტი მოკლულებითა და დაჭრილებით, დაახლოებით 85 ათასი ტყვეებით და 30 ათასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულებით (ჯარების სამხრეთ დაჯგუფების 15 დივიზია იქნა განადგურებული), ხოლო შეიარაღებაში კი – დაახლოებით 360 თვითმფრინავი (მათგან ძირითადი ნაწილი მიწაზე იქნა განადგურებული ან მწყობრიდან გამოყვანილი), დაახლოებით 2700 ტანკი (მათგან საბრძოლო მოქმედებების ზონაში მიტოვებულ იქნა არანაკლებ 1850 ერთეულისა). გარდა ამისა, მეძ-მა გაანადგურა ერაყის ხუთი საბრძოლო ხომალდი, 25 კატარღა, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტების 40 გასაშვები დანადგარი.

მეძ-ის საერთო დანაკარგები დასავლეთის ბეჭდურ გამოცემებში შემდეგი მონაცემებით იყო წარმოდგენილი: მოკლული იყო 795 ადამიანი, განადგურებული – 69 საბრძოლო თვითმფრინავი, 28 ვერტმფრენი, ჯავშანსატანკო ტექნიკის გარკვეული რაოდენობა.

როგორც ცნობილია, მეძ-ის საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია ოთხი დღეღამის განმავლობაში გრძელდებოდა და შენაერთების მდინარე ევფრატის მიჯნაზე გასვლით დასრულდა (გაჩერებულ იქნა). პოტენციურად ანტიერაყული კოალიციის ჯარებს შეტევის გაგრძელება ბაღდადის დაპყრობამდე და სადამ ჰუსენის რეჟიმისთვის სრული დამარცხების მიყენებამდე შეეძლოთ. ამიტომ პრეზიდენტ ბუშისა და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ქუვეითის განავისუფლებითა და ერაყის სამხრეთ რაიონების დაუფლებით დაკმაყოფილებულიყვნენ, უფრო პოლიტიკური გახლდათ, ვიდრე სამხედრო.

ამრიგად, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ომის მთავარ შედეგებს პირველ რიგში მიეკუთვნებოდა ერაყული ჯარების ყველაზე უფრო მძლავრი დაჯგუფების (ყოველ შეთხვევაში, რიცხოვნებითა და საბრძოლო შემადგენლობით) განადგურება, რომელიც ქვეყნის სამხრეთსა და ქუვეითში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ერაყს უკვე ომის გაგრძელება აღარ შეეძლო და მეძ-ის სარდლობის მიერ მისდამი წაყენებული პირობების უპირობო მიღებაზე დათანხმდა. მან მთლიანად გაიყვანა თავისი დამარცხებული ჯარების ნარჩენები იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გარეშე ქუვეითიდან და ერაყის სამხრეთ რაიონებიდან და სარაკეტო დარტყმების მიყენებაც შეწყვიტა. გარდა ამისა, ერაყის სამხედრო პოტენციალისთვის სერიოზული ზარალი იქნა მიყენებული, ხოლო ქვეყნის სამხედრო მრეწველობის მნიშვნელვანი ობიექტების სრული დანგრევის ან მწყობრიდან გამოყვანის გამო კი, ერაყის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის საფუძვლებს კი ძირი გამოეთხარა. ერაყულმა ხელმძღვანელობამ გარკვეული ვალდებულებები იკისრა გაერო-ს წინაშე ქიმიური და სარაკეტო იარაღიის ლიკვიდაციის მხრივ, რაც ერაყელთა მიერ მომავალში ამ იარაღის გამოყენების რისკს არსებითად ამცირებდა.

მთლიანობაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ აშშ-მა და ნატო-მ ერაყის წინააღმდეგ ომში თავიანთ პირველი რიგის მიზნებს მიაღწიეს. ქუვეითის განთავისუფლებით დემონსტრირებულ იქნა შეერთებული შტატებისა და მისი უახლოესი მოკავშირეების სიმტკიცე და უნარი დაეცვათ თავიანთი ინტერესები მათთვის მთელი ხელმისაწვდომი ქმედებებით. ხოლო ერაყული სამხედრო მანქანის (არაბულ სამყაროში ფაქტიურად ყველაზე უფრო ძლიერის) განადგურებით კი გარკვეულ შედარებით ხანგრძლივ პერიოდში მოიხსნა ან ძლიერად შემცირდა მუქარა ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისადმი რეგიონში. როგორც ჩანდა, ეს გახლდათ სწორედ ერთერთი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გააჩერა ბუშის ადმინისტრაციამ ამერიკული ჯარები მდინარე ევფრატის მიჯნაზე.

ომი სპარსეთის ყურის ზონაში წარმოებდა სპეციფიურ პირობებში, რომელთაგან მთავარი გახლდათ აშშ-ისა და ნატო-ს ქვეყნების ერაყზე სრული სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა და ერაყის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობის არარასდებობა, რომელმაც, თუ საბჭოთა ავტორების შეფასებით, ყრუ წრიული თავდაცვა დაიკავა. იმის გამო, რომ საბრძოლო მოქმედებები არსებითად ცალმხრივ ხასიათს ატარებდა, მრავალეროვნულ ძალებს შეიარაღებული ბრძოლის ფორმებისა და ხერხების, აგრეთვე იარაღის გამოყენების არჩევაში დიდი თავისუფლება გააჩნდა. ომი თითქმის საპოლიგონო პირობებში მიმდინარეობდა, მართალია, ძირითადად თავად მეძ-ის მიერ შექმნილისა, რაშიც მას საბჭოთა სამხედრო სპეციალიტები, ბუნებრივია, კუთვნილს მიუზღავდნენ. ამ ვითარებაში ძნელად თუ შეიძლებოდა მრავალეროვნული ძალების სხვადასხვა კომპონენტების რეალურ საბრძოლო შესაძლებლობებზე ობიექტური და სრული სურათის მიღების იმედი გვქონოდა. და მაინც მათ ბევრ რამეში თავი მეტად პროფესიონალურად გამოიჩინეს.

რიგი თავისებურებებისა შეიძლებოდა დაგვენახა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სახმელეთო ჯარების გამოყენებაში.

პირველი, უცხოელი სპეციალისტების აზრით, ის იყო, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პენტაგონი მთავარ როლს ოპერაციაში თავდაპირველად სახმელეთო დაჯგუფების შენაერთებსა და ნაწილებს ანიჭებდნენ, თუმცა კი რეალურად, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბევრი ომი მათ არ მოუწიათ. დიდი ფსონი სახმელეთო ჯარებზე გაკეთებული იყო, როგორც ჩანს, პირისპირმდგომი მოწინააღმდეგის შეფასების გათვალისწინებით, რომელიც კრიზისის ზონაში მრავალრიცხოვან და საბრძოლო შემადგენლობით მსხვილ სახმელეთო დაჯგუფებებს ფლობდა. ამერიკულ ჯარებში ჩართული იყო “სწრაფი გაშლის ძალების” შენაერთები (24-ე მექანიზებული ქვეითი დივიზია, 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია, 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზია) და სხვა ნაწილები, აგრეთვე მე-3 (თუ მე-5 /?/ – ი. ხ.) და მე-7 საარმიო კორპუსების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი შენაერთები და ნაწილები გერმანიის ტერიტორიაზე დისლოცირებული აშშ ჯარების შემადგენლობიდან. პენტაგონის მიერ საუდი-ქუვეითისა და საუდი-ერაყის საზღვრების რაიონებში შექმნილი სახმელეთო ჯარების დაჯგუფების განმასხვავებელი თავისებურებები იყო შემდეგი: ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი დივიზიების შეხამება საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო შენაერთებთან, რაც დაჯგუფების დიდ დარტყმით ძალასთან ერთად მის მაღალ მანევრულობასა და ოპერატიულ მობილურობას უზრუნველყოფდა; სახმელეთო დაჯგუფების საარმიო ავიაციით, განსაკუთრებით კი ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენებით მაღალი გაჯერებულობა; “პეტრიოტის” ტიპის თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისა და საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საჯარისო საშუალებების დიდი რაოდენობით გაშლით სახმელეთო ჯარების ჰაერიდან ძლიერი დაფარვა.

მეორე, რაც ყურადღებას იქცევდა, ეს გახლდათ ამერიკული სარდლობის მისწრაფება შეიარაღების ხარისხსა და სხვა პარამეტრებში ერაყზე აშკარა უპირატესობის პირობებშიც კი საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ ძალებსა და საშუალებებში მოწინააღმდეგეზე საკმარისი რიცხობრივი უპირატესობის მიღწევისკენ, როგორც ამას ამერიკული არმიის შესაბამისი წესდებები და დარიგებები მოითხოვდა, უზრუნველყოფდა რა ამით თავისთვის ოპერაციაში მცირე დანაკარგებით წარმატებას.

მესამე მომენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებდა, იყო მეძ-ის სახმელეთო დაჯგუფების მრავალეროვნული შემადგენლობა და ამით გამოწვეული მისი გამოყენების თავისებურებანი. ასე, ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) შემადგენლობაში შემავალი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შენაერთები და ნაწილები, რომელთაც ბლოკის სხვადასხვანაირ სწავლებებსა და მანევრებში შეძენილი ერთობლივი მოქმედებების მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნდათ, “ქარიშხალი უდაბნოში” ოპერაციის მსვლელობის დროსაც ერთად მოქმედებდნენ. აშშ საზღვაო ქვეით ჯარს თავისი ამოცანა ჰქონდა. ფრანგულმა კონტინგენტმაც ასევე ცალკე ამოცანა მიიღო და დამოუკიდებელ მიმართულებაზე მოქმედებდა, მაგრამ საერთო ჩანაფიქრის შესაბამისად. საუდის, ეგვიპტისა და სხვა არაბულ ჯარებს მეძ-ის შემადგენლობიდან, ასევე, საერთო ჩანაფიქრიდან ამომდინარე, კონკრეტული ამოცანები ჰქონდათ, და დამოუკიდებელ მიმართულებებზე მოქმედებდნენ. მაგრამ, ყოველივე ამასთან ერთად, ოპერაციის საერთო ხელმძღვანელობას ამერიკელები ახორციელებდნენ და ყველა შტაბსა და სამეთაურო პუნქტში მათი წარმომადგენლები იყვნენ. ანტიერაყული კოალიციის მონაწილე სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების სარდლობათა შესაბამისი წარმომადგენლები ასევე ამერიკულ შტაბებში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი როლი ძირითადად ამერიკული სარდლობის ბრძანებებისა და განკარგულებათა რეტრანსლაციაზე დაიყვანებოდა. მეძ-ის დაჯგუფების მართვის ასეთმა ორგანიზაციამ იმ პირობებში, რომლებშიც იგი იყო ჩაყენებული, გაამართლა.

“ქარიშხალი უდაბნოში” ოპარაციის სარდლობის მოქმედებებში მეოთხე თავისებურებად ოპერაციის ჩანაფიქრის გამომუშავების პროცესი ითვლებოდა, რომელშიც მუდმივად არსებითი კორექტივები შეჰქონდათ, რომლებიც ზოგად (საერთო) ოპერატიულ-სტრატეგიულ სიტუაციაში ცვლილებებისა და, პირველ რიგში, ერაყული მხარის მდგომარეობისა და მოქმედებების ადექვატური იყო. ამასთან განსაკუთრებით გულდასმით და ფართოდ ხდებოდა ოპერატიული შენიღბვის, მოწინააღმდეგის დეზინფორმაციისა და გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (გცს), აგრეთვე მისდამი დაქვემდებარებული შტაბებისა და ჯარების გეგმებზე, განზრახვებსა და პრაქტიკულ ღონისძიებებზე მონაცემების გაჟონვის დაუშვებლობის ზომების გამომუშავება და რეალიზაცია. ბევრწილად ამ ზომების წყალობით მეძ-ის სარდლობამ საბრძოლო მოქმედებების გაშლისას და ოპერაციის საერთო ჩანაფიქრის რეალიზაციაში შეძლო ოპერატიულ-ტაქტიკური მოულოდნელობისთვის მიეღწია.

ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ნაწილის მსვლელობისას ყურადღებას იქცევდა შემდეგი თავისებურებანი მეძ-ის სახმელეთო დაჯგუფების შენაერთებისა და ნაწილების მოქმედებებში. უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ შეტევაში გადასვლამდე რამდენიმე დღეღამით ადრე მიღებულ იქნა აქტიური ძალიხმევა მოწინააღმდეგის დაზვერვის, მისი თავდაცვის დანგრევის, აგრეთვე საცეცხლე პოზიციებზე მყოფ ტანკებთან და არტილერიასთან ბრძოლის ინტერესებში. ეს მოქმედებები ტარდებოდა ბრძოლით დაზვერვის (разведка боем), მოწინააღმდეგის უახლოეს ოპერატიულ ზურგში სადაზვერვო-დვერსიული ჯგუფების რეიდების, მეძ-ის მოიერიშე და საარმიო ავიაციის, აგრეთვე შორსმსროლელი არტილერიისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ერაყული ჯარების პოზიციებზე დარტყმების ფორმით.

შეტევაში გადასვლის შემდეგ მეძ-ის სახმელეთო ჯარების მოქმედებებისთვის დამახასიათებელი გახლდათ მაღალი აქტიურობა, დარტყმების მიყენებისთვის ერაყულ თავდაცვაში ყველაზე უფრო სუსტი ადგილების არჩევა, ფართო მანევრი, კარგი ურთიერთმოქმედება, მათ შორის ტაქტიკურ ავიაციასთან. შემტევი ჯარების შენაერთები და ნაწილები ამოცანების უსწრაფესად გადაწყვეტის ინტერესებში ფართოდ იყენებდნენ დარტყმებს თავდაცვაში მყოფი ერაყული კორპუსებისა და დივიზიების პირაპირებზე (на стыках), მოწინააღმდეგის შემოვლას (охват), ოპერატიული მიმართებით მნიშვნელოვანი რაიონებისა და მიჯნების დაპყრობისთვის 82-ე საჰაერო-სადესანტო და 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზიების შემადგენლობიდან დესანტების გადასროლასა და გადასხმას. ხვდებოდნენ რა ერაყელთა ხისტ თავდაცვას (იქ, სადაც ეს იყო), მეძ-ის ჯარები როგორც წესი, გაჭიანურებულ მოქმედებებში ჩათრევას თავს არიდებდნენ და პირისპირმდგომი მოწინააღმდეგის დაზიანებას ტაქტიკური და საარმიო ავიაციის, აგრეთვე შორსმსროლელი საცეცხლე საშუალებების დახმარებით ცდილობდნენ.

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენების ძირითადი თავისებურებები გახლდათ შემდეგი.

მრავალეროვნული ძალების სჰძ-ის დაჯგუფების საფუძველი შეადგინა ნატო-ს ქვეყნების ავიაციამ, რომელსაც შეიარაღებაში საავიაციო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ყველაზე უფრო თანამედროვე ნიმუშები გააჩნდა. გადაისროლეს რა კონფლიქტის ზონაში სჰძ-ისა და სზძ-ის 2 ათასამდე საბრძოლო თვითმფრინავი, დასავლეთის ქვეყნებმა ყველა პირობა შექმნეს (განსაკუთრებით ერაყული ავიაციის საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის დაბალი დონის გათვალისწინებით) დროში გაგრძელებული საჰაერო შეტევითი კამპანიის ჩატარებისთვის მის პირველ დღეღამეში შვიდი მასირებული საავიაციო დარტყმის მიყენებით (4500-ზე მეტი თვითმფრინავ-გაფრენა იქნა შესრულებული), რამაც ერაყს მისი სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი დააკარგვინა. ავიაციის მასირებული გამოყენების პრინციპი ერაყის ობიექტებსა და ჯარებზე დარტყმების მიყენებისთვის სპარსეთის ყურის ზონაში წარმოებულ ომში მართლაც ყველაზე უფრო აღსანიშნავ მოვლენად იქცა.

აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების სჰძ-ის მოქმედებათა თავისებურებების განხილვისას ყურადღება ექცეოდა მათ მიერ, განსაკუთრებით კი ოპერაციის წინ და მის პირველ დღეებში, საჰაერო თავდაცვისა და მართვის ერაყული სისტემების რადიოელექტრონული ჩახშობის საშუალებათა გამოყენებას. ამან საშუალება მისცა ამერიკელებს არა მხოლოდ ბევრ რამეში მოეხდინათ ერაყის საჰაერო თავდაცის საქმიანობის პარალიზება, არამედ მნიშვნელოვანი ზომით დაერღვიათ ერაყული სამხრეთ დაჯგუფების ჯარების მართვაც. ამასთან ერთად, აღიარებდნენ რა შესაბამისი ერაყული საშუალებების ელექტრონულ ჩახშობაში აშშ სჰძ-ის მოქმედებათა მაღალ ეფექტურობას, უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ რეალური მაღალი ეფექტი რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებების გამოყენებისგან, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო დაბალი იქნებოდა, თუ კი ერაყული არმია რთული რადიოელექტრონული ვითარების პირობებში მოქმედებებისთვის წინასწარ მოემზადებოდა.

თვალში საცემი იყო საჰაერო შეტევითი კამპანიის პერიოდების მიხედვით მიზნების განაწილებაში პრიორიტეტების აშკარა არსებობა. ასე, საწყისი ეტაპის მსვლელობისას პირველი რიგის მიზნების რიცხვში შედიოდა ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემის ობიექტები, საავიაციო ბაზები თვითმფრინავებით და განწერტვის (სათადარიგო) აეროდრომები, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (ოტრ) პოზიციათა რაიონები, ქვეყნის სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის უმაღლესი ორგანოები, სარაკეტო და ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და შენახვის ადგილები. შემდგომში ავიაციის საბრძოლო მოქმედებები მიმართულ იქნა ერაყის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დანგრევისკენ უმნიშვნელოვანეს სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, ნავთობის მრეწველობის საწარმოებზე, საწყობებზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე (ელექტროსადგურები, მილსადენები, ხიდები, კავშირგაბმულობის კვანძები და სხვა) დარტყმების მიყენების გზით. ამასთან ერთად წყდებოდა მომავალი საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციის რაიონის იზოლაციის ამოცანაც ერაყული ჯარების სამხრეთ დაჯგუფების მომარაგების, შევსებისა და რეზერვების მოსვლის ჩაშლის მიზნით. საჰაერო-მიწისზედა ოპერაციის ბოლო ეტაპზე ავიაციის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქუვეითსა და ერაყის სამხრეთ რაიონებში მყოფი ერაყული დაჯგუფების ჯარებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაზე, საინჟინრო ღობურების სისტემის დანგრევაზე, ოპერატიულ რეზერვებთან ბრძოლაზე. ამგვარად, იქმნებოდა ხელსაყრელი პირობები მეძ-ის სახმელეთო ჯარების შეტევაში გადასასვლელად.

მთელი საჰაერო შეტევითი ოპერაციის მსვლელობისას დაიმზირებოდა სტრატეგიული, ტაქტიკური და საგემბანო ავიაციის (გამანადგურებელი, მოიერიშე, სადაზვერვო, რებ-ის, შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა /შრლა/ და მართვის და სხვა) “სპეციალიზაცია”. ამასთან ამ “სპეციალიზაციის” საზღვრები, თავდაპირველად საკმაოდ მკაფიო, თანდათანობით იშლებოდა, რაც მეძ-ის ავიაციის ჰაერში სრული ბატონობით იყო განპირობებული.

ოპერაციის დროს აღინიშნებოდა შერეული ჯგუფების მოქმედებები მათში ტაქტიკური ავიაციის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების ჩართვით, რაც განპირობებული გახლდათ აშშ სჰძ-ის სარდლობის მისწრაფებით სრულად გამოეყენებინა შეხამებაში სხვადასხვანაირი თვითმფრინავების ძლიერი მხარეები მნიშვნელოვანი საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად, ისეთების, როგორიცაა ოტრ-ების გასაშვებ დანადგარებსა და სხვა წერტილოვან მიზნებზე დარტყმების მიყენება.

ერაყის წინააღმდეგ ომში ამერიკელებმა წარმატებით გამოიყენეს სპეციალური ტექნოლოგიის “სთელთის” გამოყენებით დამზადებული ძნელადშესამჩნევი თვითმფრინავები F-117A. საჰაერო შეტევითი ოპერაციის დაწყებისთანავე, შეუმჩნევლად გადალახეს რა ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ რიგი ზუსტი დარტყმებისა მიაყენეს საჰაერო თავდაცვისა და მართვის ობიექტებს, რითაც მთლიანად გადაწყვიტეს მათ წინაშე დასმული ამოცანები. სპეციალურმა ტექნოლოგიამ “სთელთმა” ასეთ მასშტაბში ყველანი პირველად აალაპარაკა, და ეს შემდგომ ძიებასაც უწყობდა ხელს მისი სრულყოფისა და სამხედრო ტექნიკის შემუშავებად პერსპექტიულ ნიმუშებში უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე.

აშშ-ისა და მოკავშირეთა სზძ-ის მოქმედებებში დასავლელი და საბჭოთა ავტორები პირველ რიგში აღნიშნავდნენ მათ ცალმხრივ ხასიათს, ვინაიდან ერაყული პოტენციალი ზღვაში მისი უმნიშვნელობის გამო შესამჩნევი არ ყოფილა. ერთადერთი, რისაც ეშინოდა მეძ-ს ზღვაში, ეს ერაყული საზღვაო ნაღმები და ქუვეითის დანაღმული სანაპირო გახლდათ. კრიზისის ზონაში კონცენტრირებული მრავალეროვნული ძალების საზღვაო ძლიერება მეტად მნიშვნელოვანი იყო, რაც ამ თავის დასაწყისში მოყვანილი მონაცემებიდანაც ჩანს. ამასთან ეს განპირობებული გახლდათ არა იმდენად ერაყის საზღვაო ბლოკადის აუცილებლობით, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად ხორციელდებოდა, რამდენადაც სამხედრო ხასიათის მოსაზრებებით.

როგორც ომის მსვლელობამ გვიჩვენა, კოალიციის სზძ წყვეტდა შემდეგ ამოცანებს: ზღვიდან ერაყის ბლოკადის განხორციელება; ფრთოსანი რაკეტებით “თომაჰოქი”, საგემბანო ავიაციითა და სახომალდო არტილერიით ერაყის მნიშვნელოვან ობიექტებზე მისი ტერიტორიის სიღრმეში და სამხრეთ დაჯგუფების ჯარებზე, მათ შორის სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძულებზეც დარტყმების მიყენება; ქუვეითისა და ერაყის სანაპიროებზე აქტიურობისა და მსხვილი საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩატარებისთვის მზადყოფნის დემონსტრირებით ქუვეითში ერაყული ჯარების შებოჭვა. აშშ საზღვაო ქვეითი ჯარი (ორი დივიზია) საჰაერო-მიწისზედა ოპერაციის ჩანაფიქრის ფარგლებში ზღვისპირა მიმართულებაზე მოქმედებდა.

ყველაზე მეტი ფიზიკური ზარალი ერაყისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სზძ-ის მხრიდან იქნა მიყენებული ჩვეულებრივი აღკაზმულობის მქონე საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით “თომაჰოქი” და სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვაში მყოფი ავაიამზიდებიდან მოქმედი მოიერიშე საგემბანო ავიაციით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აშშ სზძ-მა შეასრულა აგრეთვე მასზე დაკისრებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანაც ერაყული სარდლობის დეზინფორმაციისა ქუვეითის განთავისუფლებისთვის მეძ-ის მოქმედებათა ჩანაფიქრთან მიმართებაში. საზღვაო სადესანტო ოპერაციის აქტიურ მომზადებაზე სპეციალურად შერჩეული ინფორმაციის უნარიანი გავრცელებითა და ქუვეითისა და ერაყის სანაპიროებთან უახლოეს მახლობლობაში სზძ-ის სადემონსტრაციო მოქმედებებით მეძ-ის სარდლობამ შეძლო ერაყელები ზღვიდან მუქარის ზრდაში დაერწმუნებინა. ეს გამოიხატა ერაყული მხარის გადაწყვეტილებაში თავისი ძირითადი ძალისხმევის ქუვეითის მიმართულებაზე თავმოყრის შესახებ, რაც, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მეძ-მა ერაყული ჯარების ქუვეითური დაჯგუფების დასავლეთიდან შემოვლით ძირითადი დარტყმის მიყენებისთვის გამოიყენა, რის შედეგადაც ერაყის მე-3 საარმიო კორპუსის ჯარები საჰაერო-სახმელეთო ოპერაციის უკვე მეორე და მესამე დღეღამეს ალყაში აღმოჩნდნენ. ხოლო მეძ-ის ფლოტს კი მსხვილი საზღვაო სადესანტო ოპერაცია, რომელსაც ერაყი ელოდა, სულაც არ ჩაუტარებია. თუმცა კი აშშ ზქჯ-ს ჭარბად ჰყავდა ძალები და საშუალებანი იმისთვის, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დესანტები გადაესხა როგორც ქუვეითში, ისე ერაყის სანაპიროზეც. მაგრამ ეს საჭირო არ გამხდარა.

ასეთი გახლდათ სულაც არა სრული, ამ თავის მოცულობით შეზღუდული მონაცემები აშშ-ისა და მის მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ძირითად სახეობათა გამოყენების შედეგებზე სპარსეთის ყურის ზონაში ომის მსვლელობისას. შემდგომი თავის თემა, რომელიც მისი შედეგებისადმია მიძღვნილი, მისი სამხედრო-ტექნიკური მხარე იქნება.


VII. სპარსეთის ყურის ზონაში ომის სამხედრო-ტექნიკური ასპექტები

როგორც წინა წერილში აღინიშნებოდა, რომელიც სპარსეთის ყურის ზონაში ომის შედეგებზე იყო მიმართული, მის მომზადებასა და გაჩაღების ხერხზე, საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობასა და შედეგზე მხარეთა სამხედრო ტექნიკურმა შესაძლებლობებმა, მათი იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობამ და ხარისხმა არსებითი გავლენა იქონია. ეს არც იყო გასაკვირი, რადგანაც ბრძოლის ველზე ერთმანეთს თანამედროვე შეიარაღების დიდი რაოდენობით აღჭურვილი მოწინააღმდეგენი შეხვდნენ. ამასთან აშშ და ნატო-ში მისი უახლოესი მოკავშირეები შეიარაღებული ბრძოლის წარმოების უახლესი საშუალებების მიხედვით ერაყს მნიშვნელოვნად წინ უსწრებდნენ.

ომის დასრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ (1991 წლის ივლისისთვის) უკვე ზოგადად აღიარებული იყო, რომ მრავალეროვნული ძალების (მეძ) სამხედრო წარმატების მიღწევაში ყურეში ომის მსვლელობისას გადამწყვეტი როლი ერაყულ არმიაზე მისმა სამხედრო უპირატესობამ ითამაშა როგორც შეიარაღების რაოდენობისა და ხარისხის, ისე მისი გამოყენების უნარის მიხედვითაც. ამასთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე უფრო მსხვილი სამხედრო კონფლიქტის, როგორსაც სპარსეთის ყურეში ომი უდაოდ წარმოადგენდა, სამხედრო-ტექნიკური მხარე მნიშვნელოვანი ინტერესის მატარებელია.

მანამდე, სანამ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ამა თუ იმ სახეობებისა და ტიპების გამოყენების კონკრეტულ შედეგებს განიხილავდნენ და მათ ძლიერსა და სუსტ მხარეებს შეაფასებდნენ, საბჭოთა ავტორებს დროულად წინასწარ რამდენიმე შენიშვნის გაკეთება მიაჩნდათ.

სპარსეთის ყურის ზონაში ომის მსვლელობისას სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების იარაღისა და სამხედრო ტექნიკის პრაქტიკულად ყველა ის ძირითადი ნიმუში გამოიყენებოდა, რომლებიც ანტიერაყული კოალიციის მონაწილე ქვეყნების არმიების შეიარაღებაში იმხანად შედგებოდა. ეს იძლეოდა საფუძველს ევარაუდათ, რომ სამხედრო-ტექნიკური მიმართებით სპარსეთის ყურეში ომი აშშ-ისა და მისი უახლოესი მოკავშირეების შეიარაღებული ძალების განვითრების მოცემულ ეტაპზე მათ შეიარაღებათა (ბირთვულის გარდა) რეალური შესაძლებლობების დემონსტრირებად იქცა.

საბჭოთა სახედრო სპეციალისტების აზრით, სპარსეთის ყურის ზონაში ომმა, დაადასტურა რა თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დიდი როლი გამარჯვების მიღწევაში, ამასთან ერთად დაამტკიცა, რომ ჯარების სუსტ ტექნიკურ მომზადებას, მცდარ ტაქტიკასა და სარდლობის სტრატეგიულ შეცდომებს არმიის ნებისმიერი უპირატესობისა და იარაღის ღირსებათა ნულამდე დაყვანა შეუძლიათ. მათი შეფასებით, დაახლოებით იგივე მოუვიდა ერაყს, რომელიც თუმცა კი მეძ-ს შეიარაღებათა რაოდენობასა და ხარისხში ჩამორჩებოდა, მაგრამ არა იმდენად, რომ მას შემომტევი მხარისთვის თუნდაც მინიმალური წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლებოდა. ომის მსვლელობისას მასობრივი ინფორმაციის საზღვარგარეთული საშუალებები, განსაკუთრებით კი ტელეხედვა (საბჭოთა კავშირის ტელემაყურებლებს თავად შეეძლოთ ამაში ამერიკული კომპანიის CNN-ის გადაცემათა ტრანსლაციის მიხედვით დარწმუნებულიყვნენ) გაგუდვამდე (взахлёб) ახდენდნენ ამერიკული იარაღის მაღალი ეფექტურობის დემონსტრირებას, “ავიწყდებოდათ” რა ამ დროს, რომ ერაყული იარაღი პრაქტიკულად “დუმდა”. სპარესთის ყურეში ომის სამხედრო-ტექნიკური ასპექტების ანალიზის დროს არ შეიძლებოდა ეს გარემოება არ გაეთვალისწინებინათ. საბჭოთა ავტორების სიტყვით, რაც ერაყული იარაღის “დუმილს” შეეხება, მის ჭეშმარის მიზეზს ისტორია გვიჩვენებს, ხოლო დისკუსიები კი ცხელ კვალზე ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ობიექტური არ იყო.

ომის დასრულების შემდეგ მასობრივი ინფორმაციის ცალკეულ უცხოურ საშუალებებში და ზოგიერთ “სპეციალისტს” შორისაც თავად სსრკ-ში ერაყული არმიის დამარცხების ახსნას მხოლოდ ვითომდა ერაყული არმიის შეიარაღებაში არსებული საბჭოთა იარაღის დაბალი საბრძოლო თვისებებით, აგრეთვე საბჭოთა ტაქტიკისა და ოპერატიული ხელოვნების ჩამორჩენილობით ცდილობდნენ, რომლებიც ვითომდა ერაყული შეიარაღებული ძალების მომზადებას ედო საფუძვლად. ჩნდებოდა ისეთი მტკიცებებიც, რომ სპარსეთის ყურის ზონაში ამერიკული და ნატო-ური ჯარებისგან დამარცხება განიცადა არა ერაყულმა არმიამ, არამედ საბჭოთა არმიამ და მისმა გენეტალიტეტმა.

რა შეიძლებოდა ამ დაუსაბუთებელ და ქარაფშუტულ განცხადებებზე საბჭოთა სამხედრო სპეციალისტებს ეპასუხათ? მათი სიტყვით, მართლაც, თანამედროვე სამხედრო ტექნიკა და ეფექტური იარაღი წარმოადგენდა ბრძოლაში წარმატების წინაპირობას. მაგრამ ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ ომობენ არა თავად ტანკები, ქვემეხები და თვითმფრინავები, არამედ ადამიანები, რომლებიც მათ ფლობენ, და იმაზე, თუ როგორ ახდენენ ისინი არსებული შეიარაღების პოტენციური შესაძლებლობების რეალიზაციას, ბევრად არის დამოკიდებული ომის ხასიათი, აგრეთვე მხარეთა დანაკარგებიც.

მიუხედავად ამისა ზოგიერთი საბჭოთა “სპეციალისტი”, მათ შორის სამხედრო მუნდირებშიც, როგორც ჩანდა, თავისი პირადი ამბიციებისა და განსაზღვრული წრეების პოლიტიკური ინტერესების საამებლად ცდილობდა ერაყის დამარცხებით საბჭოთა შეიარაღეგული ძალების გაშავების კამპანიის შემდგომი დაჭირხვნისთვის ესარგებლა, მისი ავტორიტეტისა და ხალხის მისდამი ნდობისთვის ძირი გამოეთხარა. ამასთან დაკავშირებით საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში მიაჩნდათ, რომ დროული იქნებოდა მოეყვანეთ ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ ჯ. გელვინის სიტყვები, რომელიც ალბათ ნამდვილად საბჭოთა არმიის თაყვანისმცემელი არ ყოფილა, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი პროფესიონალი თავისი მოწინააღმდეგის შეფასებაშიც ობიექტური რჩებოდა. ამერიკელი გენერლის აზრით, ერაყული არმიის შეიარაღებაში არსებული საბჭოთა იარაღის ბევრ ნიმუშს, ომის მსვლელობისას ჩამოყალიბებული ვითარების გამო, თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონია, რამაც ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი საბჭოთა ტექნიკის არცთუ მაღალ საბრძოლო თვისებებთან მიმართებაში შეცდომაში შეიყვანა. ამას საბჭოთა ავტორები იმასაც უმატებდნენ, რომ ვიეტნამში აგრესიის პერიოდში ამერიკულ არმიას უფრო მეტი სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა გააჩნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში იძულებული შეიქნა იქიდან წასულიყო, წააწყდა რა ვიეტნამელთა ურყევ გადაწყვეტილებას განთავისუფლებისთვის ბრძოლა ბოლომდე ეწარმოებინათ.

საბრძოლო მოქმედებების მსვლელობა სპარსეთის ყურის ზონაში რიგი მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც ზემოთ იყო ლაპარაკი, ისეთნაირად ჩამოყალიბდა, რომ მრავალეროვნული ძალები მოქმედებდა ერაყის მხრიდან ორგანიზებული წინააღმდეგობის პრაქტიკულად სრული არარსებობის პირობებში, განსაკუთრებით კი ჰაერსა და ზღვაში. ამის ძალით დასავლური იარაღის წარმატებათა აღწერისას პრესა ძალზედ ამუქებდა ფერებს, რაც ასევე აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ მეძ-ის მიერ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ამა თუ იმ ნიმუშის გამოყენების რეალური ეფექტურობის შეფასებისას.

სპარსეთის ყურის ზონაში ომის სამხედრო-ტექნიკური მხარის ყველაზე უფრო არსებითი თავისებურებანი. აქ უწინარეს ყოვლისა საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ომის წარმოების ტრადიციული საშუალებებისა და მეთოდების ფართო გამოყენებასთან ერთად (როგორებიცაა ხალიჩისებური ბომბტყორცნა /ковровое бомбометание/ B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავებიდან, სახაზო ხომალდების მთავარი ყალიბის არტილერიით სანაპიროსთვის ცეცხლის დაშენა და სხვა) 70-80-იანი წლების შემუშავების შეიარაღება და ტექნიკაც საკმარისად აქტიურად გამოიყენებოდა, ე. წ. მაღალი სიზუსტის იარაღის საცდელი ნიმუშების ჩათვლით. სწორედ მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენების წყალობით (საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები “თომაჰოქი”, მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალები, სახმელეთო ჯარების ჭურვები და რაკეტები, თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსები /ზრკ/ “პეტრიოტი” და ა. შ.) მეძ-მა ომის პირველ საათებსა და დღეებში შეძლო მწყობრიდან გამოეყვანა ერაყის სამხედრო პოტენციალის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორებიც იყო საჰაერო თავდაცვის (ჰთ) სისტემა, საბრძოლო ავიაციის ბაზირების აეროდრომები მათზე მყოფი თვითმფრინავებით, სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის რიგი ობიექტები. ამან საშუალება მისცა აშშ-სა და ანტიერაყულ კოალიციაში მის მოკავშირეებს, რომ მოკლე ვადაში ჰაერში სრული უპირატესობა მოეპოვებინათ, ერაყის შეიარაღებული ძალების მართვა დაერღვიათ და შემდგომი საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას სხვადასხვა სახეობის იარაღის მასირებული გამოყენებით ერაყული არმიისთვის ისეთი ზარალი მიეყენებიათ, რომელმაც მეძ-ის საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციის სწრაფი წარმატება უზრუნველყო მინიმალური დანაკარგებით.

მეორე თავისებურებად დასავლელი და საბჭოთა ავტორები მიიჩნევდნენ იმას, რომ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის რიგმა ნიმუშებმა პირველად მიიღეს საბრძოლო ნათლობა სწორედ ყურეში ომის მსვლელობისას. ესენი იყო ფრთოსანიAრაკეტები (ფრ) “თომაჰოქი”, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (ზრკ) “პეტრიოტი”, ტანკები M1A1 “აბრამსი”, ქვეითთა საბრძოლო მანქანები M2 “ბრედლი”, თვითმფრინავები AV-8N, F-117, F-18 და “ტორნადო”, მიწისზედა მიზნების საჰაერო დაზვერვისა და მათზე დარტყმების მიყენების მართვის რადიოსალოკაციო სისტემა E-8A “ჯისტარსი”, საბრძოლო დამრტყმელი ვერტმფრენები AH-64A “აპაჩი”, სხვადასხა ტიპის ახალი საბრძოლო მასალები, მართვის, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკა. ერაყისა და ქუვეითის ტერიტორიები არსებითად პოლიგონად იქცა რომელზედაც საბრძოლო პირობებში დასავლურმა ქვედანაყოფებმა მათი არმიების შეიარაღებაში მყოფი იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ძირითადი ნიმუშები გამოსცადეს.

სპარსეთის ყურის ზონაში ომის მსვლელობისას, როგორც აღინიშნებოდა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა საბრძოლო პირობებში მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის აქტიური საშუალებების, მართვის ორგანოებისა და სხვა ობიექტების რადიოელექტრონული ჩახშობის ოპერაცია ასეთი ფართო მასშტაბებით პირველად ჩაატარეს. ეს იქცა კიდეც მესამე თავისებურებად. მოცემულ შემთხვევაში მეძ-ის ღონისძიებებმა რადიოელექტრონულ ბრძოლაში (რებ) კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ საშუალებათა მაღალი ეფექტურობა დამრტყმელი ძალების მოქმედებათა უზრუნველყოფაში. დასავლელი სამხედრო ექსპერტები თვლიდნენ, რომ ყურეში ომში რებ-ის ძალებისა და საშუალებათა გამოყენების შედგები საშუალებას მისცემდა პენტაგონს საკმარისად დამაჯერებლად დაესაბუთებინა მათ განვითარებაზე მოთხოვნილი ასიგნებები, განსაკუთრებით ზოგიერთი შეიარაღების შემცირების პირობებში.

ყურეში ომის სამხედრო-ტექნიკური მხარის მეოთხე თავისებურებას სპეციალისტები მიაკუთვნებდნენ მეძ-ის მიერ რეგიონულ დონეზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის საშუალებათა კომპლექსურ გამოყენებას ერაყული არმიის შემადგენლობის, მდგომარეობისა და საქმიანობის შესასწავლად. ამოქმედებულ იქნა კოსმოსური, საჰაერო, მიწისზედა და საზღვაო დაზვერვის საშუალებანი.

აღინიშნება ასევე, რომ საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ისტრაელის ტერიტორიებზე და სხვა რაიონებში მეძ-ის ჯარებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე დარტყმების მიყენების მიზნით ერაყული მხარის მიერ საკუთარი შემუშავების ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (ოტრ) აქტიური გამოყენების გამო, მეძ-ის სარდლობას და პირველ რიგში კი ამერიკულს მოუხდა ამ საფრთხესთან ბრძოლის პრობლემის სასწრაფო წესით გადაწყვეტა. ამის შედეგად საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ერთგვარი წინასახე შეიქმნა, რომელიც ბალისტიკური რაკეტების გაშვებათა აღმოჩენის სათანამგზავრო საშუალებების, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის სისტემების, აგრთვე ზრკ “პეტრიოტებისგან” შედგებოდა. ოტრ-ების გასაშვები დანადგარების აღმოჩენის სიძნელეებმა აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სარდლობა აიძულა, რომ საბრძოლო მოქმედებათა ნაცადი ხერხისთვის – მიზნების თავისუფალი ძიებისა და “ჰაერი-მიწა” კლასის მართვადი იარაღით მათი განადგურებისთვის მიემართა.

მხარეთა სახმელეთო ჯარების იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების ეფექტურობა და თავისებურებანი. სპარსეთის ყურის ზონაში ომში ორივე მხრიდან სახმელეთო ჯარების მსხვილი დაჯგუფებები მონაწილეობდნენ: მეძ-ის 16 დივიზია და 40-ზე მეტი ბრიგადა, აგრეთვე ერაყის პირადი შემადგენლობის 780 ათასი ადამიანი, 65 დივიზია და 50 ბრიგადა. მათ შემადგენლობაში საერთო ჯამში მოითვლებიდა 10500-ზე მეტი ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა (ქსმ) და ჯავშანტრანსპორტერების (ჯტრ) დაახლოებით ამდენივე რაოდენობა, საველე არტილერიის დაახლოებით 12500 ქვემეხი, ნაღმსატყორცნი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ზცრს), 4000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, საჰაერო თავდაცვის 3300 საზენიტო საშუალება, სხვადასხვა დანიშნულების 1000-ზე მეტი ვერტმფრენი. ორივე მხრის განკარგულებაში იყო საინჟინრო ჯარებისა და კავშირგაბმულობის ჯარების იარაღისა და სხვადასხვანაირი ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა. შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარემ გამოიყენა ყველაფერი საუკეთესო, რაც იმჟამად მათ შეიარაღებულ ძალებს გააჩნდათ.

ჯ ა ვ შ ა ნ ს ა ტ ა ნ კ ო ტ ე ქ ნ ი კ ა. მეძ-ის ტანკების ძირითად ტიპებს წარმოადგენდა ამერიკული M1A1 “აბრამსი” და M60A1, ინგლისური “ჩელენჯერი” და ფრანგული AMX-30. ერაყულ მხარეს თავის შეიარაღებაში გააჩნდა საბჭოთა ტანკები T-72 რომლებმაც ცხელი კლიმატის პირობებში ექსპლუატაციის მაღალი საიმედობა გვიჩვენეს.

ქსმ-ების სახით კონფლიქტში გამოიყენებოდა ამერიკული M2 “ბრედლი” და LAV-25, აგრეთვე ინგლისური MCV-80 “უორიორი”.

ტანკებისა და ქსმ-ების გარდა მეძ-ის შემადგენლობაში შედიოდა სხვა ჯავშანსატანკო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობაც: მუხლუხიანი და თვლიანი ჯტრ-ები, სატანკო ხიდგამყვანები, გამწევები, სარემონტო-საევაკუაციო მანქანები.

მეძ-ის საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) შეტევითი ოპერაციის სწრაფმდინარებისა და მისი განვითარების მსვლელობისას ერაყის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობის არარსებობის გამო მეძ-ის შენაერთებსა და ნაწილებს თავიანთი ჯავშანსატანკო ტექნიკის ბრძოლაში შემოწმების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ ჰქონიათ. მოცემული ომთ-ის კლიმატურ პირობებში, რომელთათვისაც დამახასიათებელია გარემომცველი ჰაერის მაღალი ტემპერატურები და ადგილმდებარეობის ძლიერი დამტვერიანება, მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, ამერიკელ და დასავლეთევროპელ ტანკისტებს, როგორც საზღვარგარეთულ რეპორტაჟებში იტყობინებოდნენ, ძალური დანადგარების საიმედო მუშაობის უზრუნველყოფაში პრობლემები წარმოექმნებოდათ.

ლ უ ლ ი ა ნ ი ა რ ტ ი ლ ე რ ი ა დ ა ზ ა პ ლ უ რ ი ც ე ც ხ ლ ი ს რ ე ა ქ ტ ი უ ლ ი ს ი ს ტ ე მ ე ბ ი. მეძ-ის ძირითად საარტილერიო სისტემებს წარმოადგენდა ამერიკული თვითმავალი ჰაუბიცები M110A2 (203,2-მმ) და M109A2 (155-მმ), აგრეთვე 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები M198 და ფრანგული ბუქსირებადი ზარბაზნები TR (155-მმ).

მაღალი ეფექტურობა აჩვენა ამერიკულმა ზცრს MLRS-მა (ყალიბი 227 მმ, გააჩნია 12 მიმმართველი, სროლის სიშორე 32 კმ-მდე, ჭურვის წონა 310 კგ, კასეტური საბრძოლო ნაწილი შეიცავდა 644 კუმულატიურ-მსხვრევად საბრძოლო ელემენტს).

პირველად საბრძოლო პირობებში ამერიკელებმა გამოიყენეს ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი ATACMS სროლის სიშორით 150 კმ-მდე და კასეტური საბრძოლო ნაწილით. იგი განკუთვნილია დარტყმების მისაყენებლად მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებზე, ოტრ-ებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებათა სასტარტო პოზიციებზე.

ომის მსვლელობისას გამოყენებული საარტილერიო საბრძოლო მასალებიდან ყველაზე უფრო საინტერესო იყო ამერიკული 155-მმ მარვადი ჭურვები “კოპერჰედი”, აგრეთვე კასეტური ჭურვები: 155-მმ M483A1 და 203,2-მმ M509.

“კოპერჰედი” განკუთვნილი იყო მოჯავშნული ობიექტების, პირველ რიგში კი ტანკების დაზიანებისთვის. მისი წონა გახლდათ დაახლოებით 63 კგ, სროლის სიშორე 16 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის ალბათობა 0,8, ჯავშანგამტანობა 500 მმ-მდე. დამიზნება ხორციელედებოდა მიზნის ლაზერული შენათებისა და თავად ჭურვის შესაბამისი მოწყობილობის დახმარებით.

155-მმ კასეტური ჭურვის წონა შეადგენდა დაახლოებით 45 კგ-ს. იგი შეიცავდა 90-მდე კუმულატიურ-მსხვრევად ელემენტს, რომელთაგან თოთოეულის ჯავშანგამტანობა 70 მმ-მდე იყო. 203,2-მმ კასეტური ჭურვის წონა იყო 94 კგ-მდე, მას გააჩნდა 180 კუმულატიურ-მსხვრევადი ელემენტი თითოეულის ჯავშანგამტანობით 70 მმ-მდე.

ტ ა ნ კ ს ა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო ს ა შ უ ა ლ ე ბ ე ბ ი. მათ საფუძველს მეძ-ში შეადგენდა ამერიკული (“ჰელფაირი”, “თოუ-2” და “დრაკონი”) და ფრანგული (“ჰოთ-2”, “მილან-2”) წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები (ტსრკ). ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით მაღალი გაჯერებულობა მეძ-ის ერთერთ თავისებურებას წარმოადგენდა.

ყველაზე უფრო მეტი ეფექტურობა უჩვენეს ამერიკულმა ტსრკ-ებმა “ჰელფაირი”, რომლებიც თანამედროვე დამრტყმელი ვერტმფრენებიდან AH-64A “აპაჩი” გამოიყენებოდა, ხოლო ამ უკანასკნელთა საბრძოლო მოქმედებებს კი უზრუნველყოფდნენ სადაზვერვო ვერტმფრენები OH-58D “კაიოვა” (დაზვერვის წარმოება და მიზნების ლაზერული შენათება). გარდა ამისა, ტსრკ-ებს ომის პირველ დღეღამეში ამერიკელები იყენებდნენ აგრეთვე ადრეული გაფრთხილების ორი ერაყული რადიოსალოკაციო სადგურის (რლს) განადგურებისთვის, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემაში შედიოდა.

ს ა ზ ე ნ ი ტ ო ს ა შ უ ა ლ ე ბ ე ბ ი. მათ საფუძველს მეძ-ში შეადგენდა დიდი და საშუალო სიშორის ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (ზრკ) “პეტრიოტი” და “გაუმჯობესებული ჰოქი”, აგრეთვე ახლო მოქმედების თვითმავალი ზრკ-ები “ავენჯერი”, ასევე ახლო მოქმედების ფრანგული ზრკ-ები “კროტალი”. გარდა ამისა, მეძ-ის შენაერთებში, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში იყო დიდი რაოდენობით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (გზრკ) “სტინგერი” (აშშ), “მისტრალი” (საფრანგეთი) და “ჯაველინი” (დიდი ბრიტანეთი). მათთან ერთად გამოიყენებოდა აგრეთვე საჯარისო მოძრავი საზენიტო საარტილერიო-სარაკეტო დანადგარებიც.

საბრძოლო ნათლობა გაიარა მხოლოდ შორი მოქმედების ზრკ “პეტრიოტმა”, და ისიც ერაყული ოტრ-ების დაჭერაზე (на перехват) სროლისას. სხვა საშუალებები, ერაყული ავიაციის უმოქმედების გამო, პრაქტიკულად არ გამოუყენებიათ.

აშშ შეიარაღებული ძალების სარდლობამ შეძლო სწრაფად შეექმნა ოტრ-ების გაშვებათა დროულად აღმოჩენისა და საჭირო ინსტანციებისთვის შეტყობინების, აგრეთვე მათი რადიოლოკაციური თანხლებისა და მიზანჩვენებათა მიცემის ეფექტური სისტემა. მიზნისკენ რაკეტის ფრენის გაანგარიშებული დროის 5-8 წთ პირობებში მიზანჩვენება ზრკ “პეტრიოტებამდე” ოტრ-ების სტარტიდან 2-3 წთ-ის შემდეგ მიდიოდა.

აშშ-ისა და მის მოკავშირეთა სჰძ-ის საბრძოლო გამოყენების თავისებურებანი. როგორც წინა წერილში უკვე აღინიშნებოდა, ანტიერაყული კოალიციის სჰძ-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა ერაყის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დანგრევაში, ერაყული არმიისთვის მიუღებელი ზარალის მიყენებასა და საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციის მსვლელობისას მისი სწრაფი განადგურებისთვის პირობების შექმნაში.

მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების შემადგენლობაში ანტიერაყული კოალიციის ქვეყნების არმიების შეიარაღებაში მყოფი პრაქტიკულად ყველა ტიპის თვითმფრინავები შედიოდა – B-52 სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, ტაქტიკური ავიაციისა და სზძ-ის საგემბანო ავიაციის თანამედროვე თვითმფრინავებიდან “სთელთ” ტექნოლოგიის მიხედვით შესრულებულ უახლეს გამანადგურებლებამდე, რომელიც მათ მცირედშესამჩნევობას უზრუნველყოფდა.

სტრატეგიული ბომბდამშენები B-52 ფართობულ მიზნებზე დიდი სიმაღლებიდან საბომბე დარტყმების მიყენებისთვის საუდის არაბეთში და კ. დიეგო-გადსიაზე არსებული ავიაბაზებიდან გამოიყენებოდა, ხოლო შემდგომში კი დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში განლაგებული ავიაბაზებიდანაც. მათ მიერ საბრძოლო ამოცანების მცირე სიმაღლეებიდან გადაწყვეტის შესაძლებლობა ბომბტყორცნის სიზუსტის ამაღლებისთვის ერაყული მცირე სიშორის ზრკ-ებისა და თვითმავალი საზენიტო დანადგარების (თზდ) “შილკების” წინააღმდეგობით იქნა ჩაშლილი, ამერიკელთა მხრიდან რებ საშუალებების აქტიურად გამოყენების მიუხედავად.

მთელი კონფლიქტის მსვლელობისას ამერიკელები ინტენსიურად იყენებდნენ ახალ მცირედშესამჩნევ გამანადგურებლებს F-117A, რომლებიც მოშორებულ აეროდრომებზე წითელი ზღვის სანაპიროზე საუდის არაბეთში იყვნენ ბაზირებული. მათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად იყენებდნენ მხოლოდ დღეღამის ბნელ დროში F-15 გამანადგურებლებთან და ხელშეშლის დამყენებელ თვითმფრინავებთან ურთიერთმოქმედებით, რომლებიც ერაყული საჰაერო თავდაცვის ყურადღების გადატანისა და ჩახშობისთვის გამოიყენებოდა. თვითმფრინავის საბრძოლო გაფრენის ხანგრძლივობა საშუალოდ დაახლოებით 6 სთ-ს შეადგენდა ფრენის სიშორისას 3 ათას კმ-ზე მეტი და ჰაერში საწვავით ორჯერ გაწყობით. მიზნების დაზიანებისთვის F-117A თვითმფრინავები იყენებდნენ ძირითადად მართვად საავიაციო ბომბებს ლაზერული დამიზნებით. საჰაერო ოპერაციის პირველ დღეებში F-117 ტიპის 20-მა თვითმფრინავმა ბაღდადის რაიონში არსებულ ობიექტებს შედეგიანი დარტყმები მიაყენა. იმ დროს, როდესაც ერთი მიზნის დაზიანებისთვის მეძ-ი ჩვეულებრივ რვა საბრძოლო (ოთხ მოიერიშეს A-6 და ოთხ გამანადგურებელს “ტორნადო”) და 30 უზრუნველყოფის თვითმფრინავს გამოყოფდა, F-117A თვითმფრინავების განწესის შემადგენლობა მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები იყო, რაც საბრძოლო მასალებისა და მატერიალური რესურსების შესამჩნევ ეკონომიას იძლეოდა. სულ F-117A მანქანებმა 1270 საბრძოლო გაფრენა შეასრულეს, ე. ი. მეძ-ის ავიაციის თვითმფრინავ-გაფრენების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1 % (საბრძოლო თვითმფრინავ-გაფრენების საერთო რიცხვის 4 %-ზე ნაკლები).

საჰაერო ოპერაციაში ძირითადი დატვირთვა ტაქტიკურ გამანადგურებლებს F-15, F-16, F-18, F-111 და “ტორნადო” ეკისრებოდა, რომლებიც იყენებდნენ მაღალი სიზუსტის მქონე დაზიანების საშუალებებს, ახდენდნენ ერაყული აეროდრომების უმეტესი ნაწილის ბლოკირებას, და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და საწვავ-საცხები მასალების საწყობების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს. ეს თვითმფრინავები საავიაციო დარტყმებს, როგორც წესი, მცირე სიმაღლეებიდან აყენებდნენ.

ავიაციის მიერ საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულება, აშშ სჰძ-ის სარდლობის აზრით, ძირითადად მაღალი სიზუსტის საავიაციო იარაღის გამოყენების მაღალი ეფექტურობით იყო განპირობებული, რომლის წილადაც ჩამოყრილი საბრძოლო მასალების საერთო მასის სულ რაღაც 7 % მოდიოდა. ამ საშუალებებით მიზნის დაზიანების ალბათობა ერაყის მხრიდან უმნიშვნელო წინააღმდეგობის პირობებში 90 %-ს აღწევდა და უმართავი იარაღისთვის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 3-4-ჯერ აღემატებოდა.

კონფლიქტის მსვლელობისას მცირეზომიან მიზნებზე მოქმედებებისთვის ავიაცია “მეივერიქის” ტიპის მართვად რაკეტებს (მრ) იყენებდა სატელევიზიო და თბოვიზიური თვითდამიზნების თავაკებით. დაცულ მართვის პუნქტებზე, კავშირგაბმულობის კვანძებზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, ხიდებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების მიყენების მიზნით ფართოდ გამოიყენებოდა მართვადი საავიაციო ბომბები (GBU-10, -12, -15, -16, -23 და -24 ტიპისა) დამიზნების ლაზერული და სატელევიზიო სისტემებით. განიცდიდნენ რა ჩაღრმავებული მაღალდაცული ობიექტების დაზიანების ეფექტურ საშუალებათა მწვავე საჭიროებას, ამერიკელებმა უკვე ომის მსვლელობისას დაამზადეს და გამოიყენეს ახალი ბეტონგამტანი მართვადი საავიაციო ბომბი GBU-28. საბრძოლო ნაწილის სახით მისთვის აღებულ იქნა 203,2-მმ ჰაუბიცის ლულა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩასხმული. ბომბის სიგრძე დაახლოებით 6 მ-ს შეადგენდა, ხოლო წონა კი 2000 კგ-ს. F-111 თვითმფრინავებიდან გამოყენებულ ამ ბომბს, ამერიკელთა განცხადებით, შეეძლო გრუნტში 30 მ-მდე სიღრმეში ჩაღწევა და დაახლოებით 6 მ-ზე მეტი სისქის რკინაბეტონის ფილებისგან გაკეთებული გადაფარვის გახვრეტა. აეროდრომების ბლოკირებას ახდენდნენ ინგლისური თვითმფრინავები “ტორნადო” საავიაციო სისტემის JP-233 დახმარებით, რომელიც ბეტონგამტანი ბომბებითა და ტრანსპორტსაწინააღმდეგიო ნაღმებით იყო აღკაზმული.

ისევე როგორც სხვა მსხვილ შეიარაღებულ კონფლიქტებშიც (კორეაში, ვიეტნამში), ამერიკელებმა ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა, რომ ერაყის წინააღმდეგ ომი საავიაციო შეიარაღების შემუშავებადი ნიმუშების რეალურ პირობებში გამოცდისთვის მოხერხებული შემთხვევის სახით გამოეყენებინათ. ასე, სამხედრო-სამრეწველო ობიეტებზე დარტყმებისთვის პირველად იქნა გამოყენებული “ჰაერი-მიწა” კლასის ისრაული შემუშავების ახალი მართვადი რაკეტები “პოპაი” AGM-142A და ამერიკული შემუშავების “სლემი” AGM-84E (ცნობილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის “ჰარპუნის” ვარიანტი). რაკეტებს შესაბამისად სატელევიზიო და თბოვიზიური თვითდამიზნების თავაკები (თდთ) ჰქონდათ. დიდი ბრიტანეთის სჰძ-მა ჩაატარა რადიოლოკაციასაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის ALARM გამოცდები (როგორც დასავლელი სამხედრო მიმომხილველები ვარაუდობდნენ, ეს რაკეტის შეიარაღებაში მიღების დაჩქარების საშუალებას მისცემდათ). ამერიკულმა რადიოლოკაციასაწინააღმდეგო რაკეტებმა HARM AGM-88A კი ერაყული საჰაერო თავდაცვის რადიოტექნიკური საშუალებების განადგურებაში ძირითადი როლი ითამაშეს.

ამასთან ერთად ომთ-ის სპეციფიური პირობები მეძ-ის ავიაციისთვის ქმნიდა რიგ პრობლემებს (ისევე როგორც სახმელეთო ჯარების მიწისზედა ტექნიკისთვისაც). ასე, ჰაერის მაღალმა დამტვერიანობამ თვითმფრინავებში და განსაკუთრებით კი ვერტმფრენებში სარეგლამენტო სამუშაოებს შორის ვადების შემცირება მოითხოვა. მიწისზედა ტექნიკაზე ამოცნობის აპარატურის არარსებობა რიგ შემთხვევებში ცუდი ხილვადობის პირობებში თავიანთ ჯარებზე დარტყმების მიყენებას იწვევდა (კერძოდ კი რაკეტებით “მეივერიკი” ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე).

მუდმივმა მომქანცველმა და გამომფიტავმა საჰაერო დარტყმებმა თვეზე მეტი დროის განმავლობაში ერაყის შეიარაღებულ ძალებსა და მოსახლეობაზე გადამჭრელი და მადემორალიზებელი გავლენა იქონია.

სამხედრო-საზღვაო ძალები. მეძ-ის სზძ-ს ჰქონდა ბატონობა ზღვაში და იგი ერაყისა და ქუვეითის ტერიტორიებზე მდებარე ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად გამოიყენებოდა უმთავრესად საგემბანო ავიაციის თვითმფრინავებითა და ფრთოსანი რაკეტებით “თომაჰოქი”, რომლებიც ფუგასური და კასეტური საბრძოლო ნაწილებით იყო აღკაზმული. მასირებულ სარაკეტო დარტყმებს აყენებდნენ სახაზო ხომალდებიდან “ვისკოსინი” და “მისური”, “ტიკონდეროგას” ტიპის კრეისერებიდან და შეზღუდულად კი “ლოს-ანჟელესის” ტიპის ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავებიდანაც (წნა). სულ მოახდინეს ფრთოსანი რაკეტების 314 გაშვება. გამოყენებულმა რაკეტებმა თავიანთი სიზუსტის მახასიათებლები ძირითადად დაადასტურეს.

მთლიანობაში დაზიანების ახალმა საშუალებებმა, რომლებსაც აშშ და მისი მოკავშირეები სპარსეთის ყურის ზონაში იყენებდნენ, საშუალება მისცეს ერაყის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალისთვის სერიოზული ზარალი მიეყენებიათ და პრაქტიკულად ომის შედეგიც გადაწყვიტეს.

კოსმოსური, საჰაერო და მიწისზედა დაზვერვა. ომის მომზადების პერიოდში და მისი მსვლელობისას აშშ და მისი მოკავშირეები ფართოდ და დიდი ინტენსივობით იყენებდნენ დაზვერვის ყველა სახეობას მოწინააღმდეგის შესახებ მონაცემების მისაღებად, და უწინარეს ყოვლისა კი მისი შეიარაღებული ძალების შესახებ, აგრეთვე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების კოორდინატების შესახებაც. ამის შედეგად დეტალურად იქნა გამოვლენილი ერაყული ჯარების განლაგება, სამეთაურო პუნქტები და კავშირგაბმულობის კვანძები, საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხოლო ძირითადი სტაციონარული ობიექტების (სამრეწველო საწარმოები, ელექტროსადგურები, ბურთვული და ქიმიური იარაღის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და ა. შ.) კოორდინატები კი დიდი სიზუსტით იქნა განსაზღვრული, ხოლო შემდეგ სხვადასხვა ტიპის მაღალი სიზუსტის მართვადი იარაღის დამიზნების სისტემებში შეყვანილიც, რამაც საბოლოოდ მისცა კიდეც საშუალება, რომ მეძ-ის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის დამრტყმელი საშუალებები ეფექტურად გამოეყენებიათ.

ამერიკული კოსმოსური სადაზვერვო საშუალებების დაჯგუფება მოიცავდა სხვადასხვა დანიშნულების 35 თანამგზავრს. ხედვითი (видовая) ოპტიკურ-ელექტრონული (KH-11), რადიოსალოკაციო (“ლაკროსი”), აგრეთვე რადიო- და რადიოტექნიკური (“ფერეტი”, “შალე”, “აკვაქეიდი” და სხვა) დაზვერვის დედამიწის ხელოვნული თანამგზავრებიდან (დხთ) მონაცემები ინფორმაციის დამუშავებისა და განაწილების მიწისზედა ცენტრებში გადაიცემოდა, თუმცა კი ამერიკული სარდლობა კოსმოსური სადაზვერვო მონაცემების მოწოდების შეყოვნებასთან დაკავშირებით თავის უკმაყოფილებლებას მუდმივად გამოხატავდა.

სადაზვერვო და შორეული რადიოსალოკაციო აღმოჩენის (შრლა) ავიაციის დაჯგუფება დაახლოებით 70 თვითმფრინავს მოითვლიდა: RC-135, TR-1, U-2, RF-4C და E-3A “სენთრი” სისტემისა AWACS. ფოტო-, რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის კომპლექსური გამოყენება მოწინააღმდეგის შესახებ სწორი მონაცემებით მეძ-ის სარდლობის უზრუნველყოფის საშუალებას იძლეოდა, ასევე ობიექტების გამოვლენის საშუალებასაც რადიოელექტრონული ჩახშობისა და საცეცხლე დაზიანების საშუალებებით მათზე შემდგომი ეფექტური ზემოქმედებისთვის. ყველაზე უფრო მეტ სიძნელეებს მობილური მიზნებისთვის თვალყურის დევნება იწვევდა. ამასთან დაკავშირებით ამერიკელები იძულებული იყვნენ თეატრზე მიწისზედა მიზნების საჰაერო რადიოსალოკაციო დაზვერვისა და დარტყმების მიყენების მართვის სისტემის “ჯისტარსის” ელემენტები (თვითმფრინავები E-8A) გაეშალათ, რომლებიც გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (გცს) შტაბისთვის მონაცემების მიწოდებას უზრუნველყოფდნენ დროის რეალურთან მახლობელ მასშტაბში, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში, დღისითა და ღამით. აეროფოტოსურათების დამუშავება კი უწინდებურად საკმარისად ხანგრძლივ დროს (3 სთ და მეტი) მოითხოვდა.

რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. საჰაერო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების მსვლელობისას გამოყენებულმა რებ-ის საშუალებებმა შესაძლებლობა მისცეს, რომ საბრძოლო ავიაცის დანაკარგები არსებითად შეემცირებინათ. ისინი აქტიურად გამოიყენებოდა ერაყული შეიარაღებული ძალების რადიოსალოკაციო და რადიოკავშირგაბმულობის სისტემების ჩასახშობად. მაგრამ ქუვეითში და ერაყის ტერიტორიაზე მიწისზედა ოპერაციის მსვლელობისას მეძ-ის სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების რებ-ის საშტატო საშუალებათა ზემოქმედების ეფექტურობის შემოწმება კი ვერ მოხერხდა, რადგანაც ერაყული ჯარების მართვის სისტემა საჰაერო ოპერაციის შედეგად უკვე დემორალიზებული იყო.

მართვა და კავშირგაბმულობა. მეძ-ის საბრძოლო მოქმედებებს სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკურ რგოლში მართვისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე კომპლექსური სისტემა უზრუნველყოფდა. მის საფუძველს შეადგენდა ციფრული სამხედრო კავშირგაბმულობის სპეციალურად გაშლილი ქვესისტემა, რომლის შესაძლებლობებიც სათანამგზავრო არხების გამოყენების ხარჯზე არსებითად იქნა გაფართოებული. სულ გამოიყენებიოდა კავშირგაბმულობისა და მონაცემების გადაცემის 26 თანამგზავრი, ამერიკული DSCS-2 და -3, “ფლიტსატისა” და “ლისატის”, აგრეთვე ნატო-ური “სქაინეთ-4”-ისა და “ნატო-3”-ის ჩათვლით. მართვის ორგანიზება ქვედა რგოლში ეკისრებოდა სათანამგზავრო კავშირგაბმულობის საველე სისტემას, რომელიც DSCS სისტემის მიწისზედა მობილური სადგურების ბაზაზე იყო შექმნილი. მეძ-ის დაჯგუფების მართვის მოქნილობისა და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა საჰაერო სამეთაურო პუნქტების EC-130E თვითმფრინავების ხარჯზე ხდებოდა.

აშშ შეიარაღებული ძალების სარდლობამ პირველად დაუთმო დიდი ყურადღება შტაბებსა და მართვის ორგანოებში ლოკალური ქსელების შექმნას პერსონალური ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების (ეგმ) გამოყენებითა და აშშ თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის ქსელებთან მათი მიერთებით. სულ კონფლიქტის ზონაში 10 ათასზე მეტი პერსონალური ეგმ (კომპიუტერი) იქნა გადასროლილი.

მეძ-ის განკარგულებაში არსებულმა მართვის, კავშირგაბმულობის, დაზვერვისა და რებ-ის თანამედროვე მიწისზედა, საჰაერო და კოსმოსურმა საშუალებებმა მთლიანობაში მაღალი ეფექტურობა და საიმედობა აჩვენეს, რაც მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კარგად ორგანიზებული სისტემით იყო განპირობებული.

საინჟინრო უზრუნველყოფა. საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას მეძ-ის საინჟინრო ჯარების მთავარი ყურადღება ეთმობოდა ღრმად ეშელონირებული ღობურების გადალახვას, რომლებიც წინასწარ იქნა აგებული ერაყული ჯარების მიერ და რომლებიც დანაღმულ ველებს, ტანკსაწინააღმდეგო თხრილებსა და მიწაყრილებს წარმოადგენდა. მათში გასასვლელების გასაკეთებლად გამოიყენებოდა სახმელეთო ჯარების საშტატო საშუალებები: სახაზო ტანკებზე დაყენებული ლიანდური (колейные) ტიპის დანისებური სანაღმო ტრალები, განნაღმვის დაგრძელებული მუხტები, სატანკო ხიდგამყვანები და მოჯავშნული საინჟინრო მანქანები საბულდოზერო აღჭურვილობით. ყველაზე უფრო სერიოზული პრობლემების რიცხვს, რომლებსაც მეძ-ი შეტევის მომზადებისას შეეჯახა, მიეკუთვნებოდა დანაღმული ველების დაზვერვა და გადალახვა, რომლებზედაც ნაღმების უდიდესი უმრავლესობა არალითონური იყო და ამიტომ მათ ნაღმმაძიებლებით ვერ აღმოაჩენდნენ. მსგავსი ტიპის ნაღმური ღობურების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ აიძულა ამერიკული ჯარები, რომ ნაღმების განადგურებისთვის საინჟინრო ჯარების საშუალებების გარდა აგრეთვე ლულიანი არტილერია და ავიაციაც გამოეყენებინათ, რომელიც მოცულობითი აფეთქების საბრძოლო მასალებსა და ვიეტნამში ომის პერიოდის დიდი ყალიბის ფუგასურ ბომბებს იყენებდა.

დასასრულს საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ ერთი მოცემული წერილის ფარგლებში შეუძლებელი იყო სისრულის საკმარისი ხარისხით განეხილათ და გაეანალიზებინათ სპარსეთის ყურის ზონაში ომის მთელი სამხედრო-ტექნიკური ასპექტები. მაგრამ თუნდაც ამ საკმარისად ზოგადი მიმოხილვიდან გამოდიოდა, რომ ომი ყურეში საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობისას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თანამედროვე და პერსპექტიული ნიმუშების გამოყენების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა უახლეს სამხედრო ისტორიაში, შესამჩნევ გავლენას მოახდენდა სამხედრო-ტექნიკურ პოლიტიკასა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.


VIII. სპარესთის ყურის ზონაში ომის სამხედრო-პოლიტიკური შედეგები 

ანტიერაყული კოალიციის ქვეყნების მრავალეროვნული ძალების (მეძ) მიერ ერაყის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ ნახევარი წელი იყო გასული. აშშ-სა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, რომელთა საჯარისო კონტინგენტებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ოპერაციაში, ოფიციალური ზეიმები ჩატარდა ამ გამარჯვების გამო. ასევე დაწვრილებითი ანალიზი ჩაუტარეს მხარეთა ჯარების მოქმედებებს, სპარსეთის ყურის ზონაში კონფლიქტის სამხედრო-ტექნიკურ და სხვა ასპექტებსაც. გაერო-ს ფარგლებში მიღებულ იქნა რეზოლუციები, რომელთა რეალიზებასაც უნდა გამოერიცხა ერაყის სამხედრო ძლიერების მის უწინდელ განზომილებებში აღდგენა, რაც შეუძლებელს გახდიდა ახლო აღმოსავლეთში ერაყის მხრიდან ახალი სამხედრო მუქარის წარმოქმნას. ამ რეზოლუციების ცხოვრებაში გატარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებრიობის შესაბამისი მექანიზმიც იქნა ჩამოყალიბებული. რეგიონის ქვეყნებში მიმდინარეობდა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებათა პროცესის გააქტიურება. მაგრამ მოვლენები სპარსეთის ყურეში, რომლებიც ერაყული ჯარების მიერ 1990 წლის 2 აგვისტოს ქუვეითის დაპყრობით დაიწყო და მომდევნო წლის 28 თებერვალს მეძ-ის მიერ მათი დამარცხებით დასრულდა, საბჭოთა ავტორების აზრით, ხანგრძლივი დროის მანძილზე კიდევ დიდ გავლენას მოახდენდა სამხედრო-პოლიტიკური ვითარების განვითარებაზე ახლო და შუა აღმოსავლეთში, აგრეთვე მსოფლიოს სხვა რაიონებშიც. ამ გავლენის შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მაშინვე იყო აშკარა. სხვები, უეჭველად, გამოჩნდება მომავალში, თანაც არცთუ ისე შორეულში.

უწინარეს ყოვლისა საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ყურადღება აქცევდნენ იმ ფაქტს, რომ ყურეში ომმა დაადასტურა დასავლეთისთვის ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა. როგორც წინა მიმოხილვებში აღინიშნებოდა, ეს განპირობებული იყო ნავთობის, ბუნებრვი აირისა და სტრატეგიული ნედლეულის სხვა სახეობათა უმდიდრესი მარაგებით, სპარსეთის ყურის ზონის ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მზარდი სავალუტო-ფინანსური გავლენით, მათი დაჩქარებული მილიტარიზაციით, რომელიც დასავლურ შეიარაღებათა ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შთანთქავდა, ამ რაიონის საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრებთან სიახლოვით. რაც უკანასკნელ გარემოებას შეეხებოდა, საბჭოთა ავტორები ხაზს უსვამდნენ შემდეგს: როგორც არ უნდა ჩამოყალიბებულიყო მოცემულ ეტაპზე და მომავალშიც საბჭოთა კავშირის ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან, და პირველ რიგში კი აშშ-თან, ახლო და შუა აღმოსავლეთის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა დასავლეთის გეგმებში მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ფაქტორით იქნებოდა განსაზღვრული.

სპარსეთის ყურეში ომის სხვა მნიშვნელოვან სამხედრო-პლიტიკურ შედეგს წარმოადგენდა ვაშინგტონისა და მისი უახლოესი მოკავშირეების მხრიდან თავიანთი ინტერესების დასაცავად მრავალეროვნული კოალიციის შექმნისა და ამ საქმეში გაერო-ს ჩართვის სავსებით წარმატებული მცდელობა. რატომ უნდა მიენიჭებინათ საბჭოთა ავტორებს მოცემული ფაქტორისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობა? პასუხი, მათი აზრით, სავსებით აშკარა იყო. ასეთი გამოცდილება შეიძლებოდა გამოყენებულ ყოფილიყო დასავლეთის ქვეყნების მიერ მომავალში იქ და მაშინ, როდესაც ამას ისინი აუცილებლად ჩათვლიან. იოლი გამარჯვება თავბრუს ახვევს და ამკვიდრებს ძალის პრიმატს, მით უმეტეს, როდესაც ამის მორთვა-გაწყობა ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, მათ შორის ისეთი ავრორიტეტული ორგანოსიც, როგორიც გაერო-ა. მართლაც, ბევრი უცხოელი მიმომხილველის შეფასებათა თანახმად, ანტიერაყული კოალიციის ზოგიერთი ქვეყნის გადაწყველიტება თავიანთი ჯარების სპარსეთის ყურის ზონაში გაგზავნაზე ნაკარნახევი იყო არა იმდენად კეთილშობილური მისწრაფებით გაეთავისუფლებინათ ქუვეითი და დაესაჯათ აგრესორი, რამდენადაც წმინდა კონიუნქტურული თვისების მოსაზრებებით: შეეძინათ უფრო ძლიერი მოკავშირის კეთილგანწყობა, მიეღოთ დამატებითი ფინანსური დახმარება, განემტკიცებინათ თავიანთი პოზიციები მნიშვნელოვან რაიონში კონკურენტის ან მეტოქის დასუსტების ხარჯზე.

მეძ-ის კოალიციის შექმნის გამოცდილება, რომლის საფუძველსა და მთავარ დამრტყმელ ძალას ნატო-ს ქვეყნების ჯარები შეადგენდნენ, ჩრდილოატლანტიკური კავშირის “პასუხისმგებლობის ზონის” საზღვრების ფაქტიურად შემდგარ გაფართოებაზე მიანიშნებდა. საბჭოთა ავტორებში ეს იწვევდა დასაბუთებულ შეშფოთებას, რამდენადაც ვარშავის ხელშეკრულების პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის პირობებში შეერთებული შტატები და ნატო, არსებითად თავიანთთვის იმკვიდრებდნენ მონოპოლიურ უფლებას სამხედრო ძალის გამოყენებაზე ნებისმიერ რაიონში. შემთხვევითი არ იყო, რომ უკვე ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ ზოგიერთი ამერიკელი წარმომადგენელი სხვა რაიონებშიც კრიზისული სიტუაციების სპარსეთის ყურის ზონაში ომის სცენარის მიხედვით გადაწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ ლაპარაკობდა, რაც სავსებით იწერებოდა ბუშის ადმინისტრაციის “ახალი მსოფლიო წესრიგის” კონცეფციაში.

დასავლეთში 1991 წლის მეორე ნახევარში ლაპარაკობდნენ ახალ პირობებში ჩრდილოატლანტიკური კავშირისა და აშშ-ის სამხედრო ძლიერების მასტაბილიზებელი როლის შესახებ. რაღაცა ხარისხით ეს ასეც იყო. მაგრამ რა “სტაბილურობა” იყო ეს და ვის ინტერესებში? უშუალო მიმართება მოცემულ თეზასთან, უეჭველად, ჰქონდა ომის შედეგად მომხდარ ცვლილებებს სამხედრო-პოლიტიკური ძალების განლაგებაში ახლო და შუა აღმოსავლეთში. მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, თუ ჩაუფიქრდებოდნენ საკითხს, ხელი შეუწყო თუ არა ომმა სიტუაციის სტაბილიზაციას მსოფლიოს ამ რაიონში, მაშინ პასუხი უფრო მეტად უარყოფითი იქნება, რასაც რიგი რეალური პოსტკრიზისული მოვლენები და ფაქტები ადასტურებდა.

ომმა სპარსეთის ყურის ზონაში, რომლის მიზეზებიც საკმარისად მოშორებულ წარსულში იყო საძიებელი, არაბულ სამყაროში წინააღმდეგობის კიდევ ერთი კვანძი გაკვანძა. მართლაც, არაბული ქვეყნები სხვადასხვანაირად მოეკიდნენ ერაყის აქციას. ზოგიერთმა მათგანმა, რომლებიც არაკეთილგანწყობას განიცდიდნენ ნავთობის შემოსავლებით გამდიდრებული მონარქიებისადმი, რაღაცნაირი თანაგრძნობით აღიქვა სადამ ჰუსეინის რეჟიმის ნაბიჯები ქუვეითის წინააღმდეგ, როგორც სოციალური სამართლიანობის აღდგენის აქტი. მათ საბჭოთა ავტორები მიაკუთვნებდნენ ტუნისს, იემენს, სუდანსა და ალჟირს. სხვა არაბულმა სახელმწიფოებმა – ლიბიამ, იორდანიამ, აგრეთვე პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინეს ბაღდადს, გულისხმობდნენ რა მის ანტიისრაულ კურსს. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც იყვნენ ეგვიპტე და სირია, რომლებიც ანტიერაყული კოალიციის შემადგენლობაში შევიდნენ, თავიანთი არჩევანი არა იმდენად ქუვეითისთვის სუვერენიტეტის დაბრუნებისა და საბაჰების დინასტიის მმართველობის აღდგენის საქმეში დახმარების სურვილით გააკეთეს, რამდენადაც იმისთვის, რათა სადამ ჰუსეინს არაბულ სამყაროში ლიდერობის ხელში ჩაგდების გზაზე წინ აღდგომოდნენ და მისი რეჟიმი სამხედრო მიმართებით დაესუსტებინათ. მხოლოდ საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ზონის სხვა არაბული სახელმწიფოები მოქმედებდნენ ერაყთან მმართებაში, საკუთარი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან ამომდინარე.

თუ მთლიანობაში მუსლიმანური სამყაროს შესახებ ვილაპარაკებთ, ისიც, არსებითად, გაიხლიჩა საკითხში ყურეში მოვლენებისადმი მიმართების თაობაზე, განსაკუთრებით კი ქუვეითის განთავისუფლებაში არაუსლიმანურ სახელმწიფოთა ჯარების მონაწილეობისა. ცნობილი იყო, რომ თვით იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოფიციალურად და პრაქტიკულად აშშ-ისა და ნატო-ს მოქმედებებს რეგიონში, ანტიამერიკული და ანტისამთავრობო გამოსვლების აფეთქებები აღინიშნებოდა. მსგავსი განწყობები ომის დასრულების შემდეგაც ნარჩუნდებოდა, თუმცა კი მათი გამოვლინება არა იმდენად ღია და მწვავე ფორმებში ხდებოდა. ყურადღებას აქცევდნენ რა იმას, რომ ძალაუფლება ერაყში უწინდებურად პარტია ბაასისა და მისი ლიდერის სადამ ჰუსეინის ხელში რჩებოდა, საბჭოთა ავტორები ვარაუდობდნენ, რომ სხვადასხვა არაბული სახელმწიფოებისა და მთლიანობაში მუსლიმანური სამყაროს არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ერაყის პოლიტიკისა და რეგიონში მისი როლისადმი არაბთაშორისი წინააღმდეგობების კიდევ ერთ შედარებით მდგრად წყაროდ გადაიქცეოდა.

სულაც არ იყო ერთსულოვანი სპარსეთის ყურის ზონისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება რეგიონში პოსტკრიზისული სამხდრო-პოლიტიკური მოწყობის პრობლემისადმი, და უწინარეს ყოვლისა კი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი. ძირითადი იდეა მდგომარეობდა უსაფრთხოების წმინდად არაბული სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების (საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ომანი), აგრეთვე ეგვიპტისა და სირიის პოლიტიკური და სამხედრო ძალისხმევა. სწორედ ამის შესახებ ყურეში ომის დამთავრებისთანავე მოილაპარაკეს დამასკოში შეკრებილმა აღნიშნული სახელმწიფოების სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა. მაგრამ მას შემდეგ პრინციპული შეთანხმების რეალიზაციის გზაზე რიგი სერიოზული სიძნელეებისა წარმოიქმნა. გამოჩნდა წინადადებები უსაფრთხოების სავარაუდო სისტემაში ირანის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობის თაობაზე, თვით ისრაელისა და სიმშვიდის დამრღვევი ერაყის ჩათვლითაც. ნათელი იყო, რომ ამგვარი იდეები მოცემულ ეტაპზე ძირითადი შეთანხმების მიღწევას ხელს ვერ შეუწყობდა. უფრო მეტიც, ისინი მას უაზროს ხდიდა და თითქოსდა ჯერ კიდევ რეალიზაციის დაწყებამდე აფეთქებდა. სპარსეთის ყურის ზონაში უსაფრთხოების რეგიონული სისტემის ისეთი სახით შექმნის გზაზე, როგორითაც ის ჩაფიქრებული ჰქონდათ, შესაძლო ჩიხის ნიშნად იქცა ეგვიპტური და სირიული ჯარების სამშობლოში დაბრუნების დასაწყისი, რომლებიც, როგორც ვარაუდობდნენ, რეგიონში დასახული სამხედრო-პოლიტიკური კავშირის სამხედრო ორგანიზაციის საფუძვლად უნდა ქცეულიყვნენ.

შექმნილ ვითარებაში მეტად წინააღმდეგობრივი გახლდათ ყურის ზონის მონარქიული რეჟიმების დამოკიდებულება მათ ტერიტორიებზე უცხოური ჯარების ყოფნისა და მათი როლისადმი. ერთის მხრივ ისინი დარწმუნდნენ საკუთარი შეიარაღებული ძალების უუნარობაში უზრუნველეყოთ ეროვნული უსაფრთხოება თუნდაც ერაყის მოძალებისგან, რომელიც ირანთან ომის შედეგად დასუსტებულიც იყო. მხოლოდ აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების აქტიურმა ჩარევამ შეცვალა ვითარება და მისცა მათ დაჯერებულობა. მეორეს მხრივ კი მნიშვნელოვანი უცხოური სამხედრო ყოფნის შემარჩუნება ხალხის მასების ეროვნულ თავმოყვარეობას ეხებოდა (შეურაცხყოფდა), დასავლეთზე დამოკიდებულებას ხაზს უსვამდა და ორთოდოქსული მუსლიმანური წრეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის სავსებით ახსნად უკმაყოფილებას იწვევდა.

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით წყდებოდა იმხანად საკითხები რეგიონში აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სამხედრო ყოფნის დონისა და ფორმების შესახებ, კრიზისის ზონაში დარჩენილი დასავლური კონტინგენტების ამოცანებისა და როლის შესახებ, ადგილობრივ ხელისუფლებებთან და ეროვნულ შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთდამოკიდებულებების შესახებ და სხვა. მოცემულ საკითხშიც კი ცალკეული არაბული სახელმწიფოების პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მაგალითად, ქუვეითი პრაქტიკულად მთლიანად დაიმედებული იყო აშშ-ისა და ნატო-ს “სამხედრო ქოლგაზე” და ამიტომ თავის ტერიტორიაზე დასავლეთის განსაზღვრული სამხედრო კონტინგენტის ყოფნის შენარჩუნებას ისურვებდა. იმავე დროს საუდის არაბეთი მხოლოდ მძიმე შეიარაღების საწყობების განლაგებას ეთანხმებოდა, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ამერიკული კონტინგენტის გასაშლელად იქნებოდა განკუთვნილი, ასევე რეგიონში აშშ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების უზრუნველყოფისთვის თავისი სამხედრო ბაზების მიცემასა და ერთობლივი სწავლებების ჩატარებას. პოსტკრიზისულ პერიოდში რეგიონში დასავლეთის სამხედრო ყოფნის საკითხში სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების პოზიციათა არაერთმნიშვნელოვნება აშშ-სა და მის დასავლელ მოკავშირეებს რეგიონში თავიანთი სამხედრო გავლენის დამკვიდრების განსხვავებულ, მაგრამ ამასთან ერთად საკმარისად ფართო შესაძლებლობებს უქმნიდა, რაც მათი სტრატეგიული ინტერესების ფარგლებში სავსებით თავსდებოდა, რომელთა შინაარსიც წინა მიმოხილვებში იყო გადმოცემული.

სპარსეთის ყურის ზონაში ომის ერთერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს, საბჭოთა ავტორების შეფასებით, წარმოადგენდა მსოფლიოს ამ რაიონში გამალებული შეიარაღების ახალი ეტაპის დაწყება. ომის მსვლელობისას ერაყის მხრიდან უმნიშვნელო წინააღმდეგობის ფონზე შეიარაღებული ბრძოლის თანამედროვე საშუალებათა დიდი გამის (гамма) გამოყენებამ, აგრეთვე დასავლეთის მიერ სამხედრო ტექნოლოგიის სფეროში თავისი მიღწევების ფართოდ და ოსტატურად დაყენებულმა პროპაგანდამ განხილული რაიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მმართველ წრეებში ჩამოაყალიბა წარმოდგენა დასავლური იარაღის განსაკუთრებული ეფექტურობისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი გადამწყვეტი როლის შესახებ. ყოველივე ამან კი შეიარაღებათა ახალ შესყიდვებს მისცა სტიმული. ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე იქნა ჩამოყალიბებული მსხვილი სამხედრო შეკვეთების პაკეტი ტანკებზე, ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე (ქსმ), საბრძოლო ვერტმფრენებზე, თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე (ზრკ), თვითმფრინავებსა და სხვა სამხედრო ტექნიკაზე. ამასთან, აღნიშნული შეიარაღება მიწოდებულ იქნებოდა ანტიერაყული კოალიციის შემადგენლობაში შემავალ არაბულ სახელმწიფოებში, ასევე ისრაელსა და თურქეთში, რომლებიც, როგორც ცნობილი იყო, ოფიციალურად მისი წევრები არ გახლდნენ. ომის შედეგად ახლო აღმოსავლეთი დასავლური სამხედრო-სამრეწველო კორპორაციებისთვის არა მხოლოდ ახალი იარაღის მთავარ ბაზრად გადაიქცა, არამედ იმ სამხედრო ტექნიკისაც, რომელიც ევროპაში შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირების მსვლელობისას თავისუფლდებოდა. ამის შედეგად ხდებოდა, ერთის მხრივ, აშშ-ის მოკავშირე არაბულ სახელმწიფოთა სამხედრო პოტენციალების ზრდა, და მეორე მხრივ კი, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქციის ჩატარებასა და იარაღის თანამედროვე სისტემების შემუშავებაზე დასავლეთის მიერ გაწეული ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვა. სპარსეთის ყურის ზონის შეიარაღებით გაჯერებულობის ზრდა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ალბათ ვერ შეუწყობდა ხელს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას და პერსპექტივაში შეიძლებოდა ახალი კრიზისული სიტუაციების წარმოშობის მიზეზადაც კი ქცეულიყო, რადგანაც რეგიონის სხვა სახელმწიფოები, რომლებიც იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დასავლელი მიმწოდებლების კლიენტები არ იყვნენ (სახელდობრ, ირანი, ერაყი, იემენი და სხვები), როგორც ჩანდა, ასევე შეეცდებოდნენ თავიანთ კონკურენტებს ამ მიმართებით არ ჩამორჩენილიყვნენ.

იხილავდნენ რა სპარსეთის ყურის ზონაში ომის რაიონში პოლიტიკური ვითარებისთვის სამხედრო-პოლიტიკურ შედეგებს, დასავლელ და საბჭოთა ავტორებს, რა თქმა უნდა, არც არაბ-ისრაელის დაპირისპირების პრობლემის უყურადღებოდ დატოვება შეეძლოთ. სადამ ჰუსეინმა ვერ შეძლო ისრაული ბანქოს ქაღალდის გათამაშება, თუმცა კი ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების სერიის მიყენების სახით ამ მიმართულებით ცნობილი ნაბიჯები გადადგა. საბჭოთა ავტორების მკითხველს ახსენებდნენ, რომ ერაყის ლიდერის ანგარიშით, ანტიისრაული კამპანიის მკვეთრ აგორებასა და ერაყის წინააღმდეგ საპასუხო მოქმედებებზე თელ-ავივის პროვოცირების მცდელობებს ბაღდადის დასაცავად მთელი მუსლიმანური სამყარო უნდა აღემართა და ასეთნაირად აშშ-ისა და ანტიერაყულ კოალიციაში მისი მოკავშირეებისთვის ქუვეითის მონარქიის აღდგენაზე მათი გეგმების რეალიზაცია უკიდურესად გაეძნელებინა. მაგრამ ეს ჩანაფიქრი, არსებითად, ჩაშლილ იქნა ვაშინგტონის ძალისხმევით, რომელმაც შეძლო საპასუხო ზომებისგან ისრაიტელების შეკავება და ისრაელის ტერიტორიის ზრკ “პეტრიოტებით” რაღაც ხარისხით დაფარვაც უზრუნველყო. საბოლოო ჯამში ისრაელმა განსაზღვრული პოლიტიკური მოგება მიიღო თუნდაც იმისგან, რომ არ გაიუარესა ურთიერთობები არაბულ სამყაროსთან, აგრეთვე რაღაცნაირი კომპენსაციაც ფინანსური დახმარებისა და შეიარაღებათა დამატებით მიწოდების სახით.

მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარე იყო. მეორე იმაში შედგებოდა, რომ ერაყისთვის დამარცხების მიყენებით, აგრეთვე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად მისი სარაკეტო, ბირთვული და ქიმიური პოტენციალის ლიკვიდაციის შედეგად მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული სამხედრო მუქარა ისრაელისთვის ისეთი სახიფათო მოწინააღმდეგის მხრიდან, როგორადაც უკანასკნელ დრომდე ერაყი შეიძლებოდა ჩაეთვალათ. შესამჩნევად შემცირდა პალესტინელთა შესაძლებლობებიც, რომლებიც არაბული მიწების ისრაული ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ბაღდადის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერით სარგებლობდნენ.

ანტიერაყული კოალიციის შემადგენლობაში შესული ზოგიერთი არაბული ქვეყანა, და პირველ რიგში კი სირია, იმედოვნებდა, რომ ომის შემდეგ ისინი აშშ-ის მეშვეობით თელ-ავივის მხრიდან გარკვეული დათმობების მიღებას შეძლებდნენ. მაგრამ ეს თვით ახალ პირობებში ახლოაღმოსავლური პრობლემების დარეგულირებაზე ამერიკულ-ისრაული მოლაპარაკებების სერიის შემდეგაც კი არ მომხდარა. ისრაელის გავლენიანი პოლიტიკური წრეები და ლიდერები დაპყრობილი არაბული მიწების მათი ქვეყნისთვის დამტკიცებას უწინდელი დაჟინებით მოითხოვდნენ. ბუნებრივია, რომ ეს აშშ-ისა და ნატო-თვის მათ მიერ მოპოვებული გამარჯვების ფასეულობას ამცირებდა, რადგანაც მათი პოლიტიკისადმი რიგი არაბული სახელმწიფოების მხრიდან უნდობლობის შენარჩუნებას ხელს უწყობდა. ამიტომ საბჭოთა ავტორები ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ომმა სპარსეთის ყურის ზონაში ისრაელის პოზიციები გააძლიერა მის დაპირისპირებაში არაბებთან. ეს არანაირად არ ეთანხმებოდა მტკიცებებს აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ძლიერების მსოფლიოში მასტაბილიზებელი როლის თაობაზე, რომელიც მხოლოდ აკონსერვებდა სამხედრო-პლიტიკურ სიტუაციას ვაშინგტონისა და მის მოკავშირეთა ინტერესებში, მაგრამ სულაც ვერ ახდენდა მის სტაბილიზაციას.

რაც შეეხება ირანს, ომმა ყურის ზონაში რამდენადმე შეცვალა მისი სტრატეგიული მდგომარეობა მისთვის ხელსაყრელი მიმართულებით. მთავარი ის გახლდათ, რომ მნიშვნელოვნად იყო დასუსტებული მისი ძირითადი სამხედრო და პოლიტიკური მეტოქის სამხედრო პოტენციალი. გარდა ამისა, ერაყის აგრესიამ ქუვეითის წინააღმდეგ განსაზღვრული აზრით წაანაცვლა მონარქიული რეჟიმებისადმი მუქარების წყარო ანუ მოახდინა მისი კორექტირება, და ამით აიძულა უკანასკნელნი შეეხედათ ირანისთვის როგორც შესაძლო მოკავშირისთვის არაბთაშორის დაპირისპირებაში. ყოველ შემთხვევაში, იმჟამინდელი მოვლენები რეგიონში ხელს უწყობდა თეირანის ურთიერთობების გაუმჯობესებას არაბეთის ნახევარკუნძულის ზოგიერთ სახელმწიფოსთან, თუმცა კი, რა თქმა უნდა, ირან-არაბული მეტოქეობა ყურეში – ეს საკმარისად სტაბილური სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი გახლდათ, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა ირანის საგარეოპოლიტიკური კურსის შინაარსსა და მისი სამხედრო მშენებლობის მიმართულებას.

სპარსეთის ყურეში ომის შედეგებთან უშუალოდ იყო დაკავშირებული ერაყში ქურთული პრობლემის მორიგი გამწვავებაც. ქურთული ოპოზიციის შეიარაღებულმა გამოსვლამ სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მეძ-ის მიერ ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” ჩატარებით იყო პროვოცირებული, ერაყული არმიის მხრიდან სადამსჯელო აქციები გამოიწვია, რასაც შედეგად ქურთული მოსახლეობის მეზობელ ირანსა და თურქეთში მასობრივად წასვლა მოჰყვა. საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო მომენტში ქურთები უკვე მერამდენედ აღმოჩნდნენ მოტყუებული და დაღალატებულნი მათ მიერ, ვინც, არსებითად, მათ წარუმატებლობისთვის წინასწარ განწირულ გამოსვლაზე უბიძგა. ამის შემდეგ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას ერაყელი ქურთების მათ უწინდელ საცხოვრებელ ადგილებში ერაყის ჩრდილოეთ რაიონებში დაბრუნებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ბევრი მიმომხილველი მომხრე იყო განეხილა როგორც წინასწარგანზრახული აქცია სადამ ჰუსენის რეჟიმზე ზეწოლის ახალი ფრონტის შესაქმნელად.

სპარსეთის ყურეში ომის შედეგებმა ცნობილი ხარისხით იქონიეს გავლენა სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე ავღანეთში და მის გარშემო. არაფრით არ შეიძლებოდა იმ ფაქტის უარყოფა, რომ ერაყის წინააღმდეგ მეძ-ის საბრძოლო მოქმედებების დასრულებასთან ერთად ავღანური ოპოზიციის დაჟინება თავისი მიზნების მიღწევაში აშკარად გაძლიერდა. მოჯაჰედებმა, რომლებმაც ანტიერაყული კოალიციის ძალების შემადგენლობაში საკმაოდ სიმბოლური მონაწილეობა მიიღეს, შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მხრიდან მათთვის აქტიური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის შესახებ დაიჯერეს. და ისინი, როგორც ჩანდა, თავიანთ იმედებში არ შემცდარან, რადგანაც ომისშემდგომ თვეებში ზემოთ დასახელებული ქვეყნების ინტერესი იმისადმი, რაც ავღანეთში ხდებოდა, აშკარად გაიზარდა, ხოლო ზოგიერთი მონაცემი კი ავღანური შეიარაღებული ოპოზიციისთვის იარაღის ფართო მიწოდებათა განახლების შესახებ მოწმობდა, მათ შორის საბჭოთა წარმოებისაც, რომელიც მრავალეროვნულმა ძალებმა ერაყს ოპერაციის “ქარიხალი უდაბნოში” მსვლელობისას წაართვა.

სპარსეთის ყურეში ომის იმ შედეგებს, რომლებიც ყურადღებას იმსახურებდა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები რეგიონში პაკისტანის პოლიტიკური გავლენისა და სამხედრო პოზიციების განმტკიცებაც მიაკუთვნებდნენ. გაგზავნა რა 5 ათას ადამიანამდე რიცხოვნების სამხედრო კონტინგენტი საუდის არაბეთში ამ სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, პაკისტანის ხელმძღვანელობამ მიიღო მომავალში მის მიერ გატარებული პოლიტიკის მხარდაჭერის პირობა, განიმტკიცა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისი თანამშრომლობის პოლიტიკური და სახედრო საფუძვლები, განსაზღვრული ხარისხით მოხსნა დაძაბულობა პაკისტანურ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომელიც მანამდე საკუთარი სარაკეტო-ბირთვული შეიარაღების შესაქმნელად პაკისტანში გაგრძელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოიქმნა. 

ერაყის აგრესია ქუვეითის წინააღმდეგ და სპარსეთის ყურეში ომის შედეგები კიდევ ერთ დიდ პრობლემას ქმნიდა, რომელსაც შესაძლო იყო სერიოზული შედეგები ჰქონოდა ვითარებისთვის როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოშიც. ჩნდებოდა იმის ნიშნები, რომ მომხდარი მოვლენების გავლენით გაიზრდებოდა ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის სურვილი ჰქონდა მასობრივი დაზიანების იარაღი (ბირთვული და ქიმიური), აგრეთვე მისი მიტანის საშუალებები. ამის შესახებ უხდებოდათ დასავლელ და საბჭოთა სპეციალისტებს ლაპარაკი, რადგანაც სულ უფრო მეტი მონაცემი მოწმობდა იმას, რომ წამყვანი ბირთვული დერჟავების მცდელობათა მიუხედავად წინ აღდგომოდნენ მიმდინარე პროცესს, ატომური ენერგიის სამხედრო მიზნებით ათვისების სამუშაოები რეგიონის რიგ სახელმწიფოებში კვლავაც გრძელდებოდა. რაც შეეხებოდა მიტანის საშუალებებს, ახლო აღმოსავლეთის ბევრ სახელმწიფოს ისინი უკვე გააჩნდა. საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას სარაკეტო იარაღის გამოყენების მასშტაბების მიხდვით თუ იმსჯელებდნენ, რეგიონის ქვეყნების არმიების არსენალების განუყოფელ ნაწილად მისი გადაქცევის პროცესი მიდიოდა.

საბჭოთა ავტორების დასკვნით, ომმა სპარსეთის ყურის ზონაში უკვე მაშინ დაუსვა ღრმა ანაბეჭდი ვითარებას მთელ მსოფლოში, და განსაკუთრებით კი ახლო და შუა აღმოსავლეთში. მაგრამ ომისა და მისი შემდგომი უახლოესი თვეების მოვლენების გავლენა უახლოეს მომავალში სამხედრო-პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე, მათი აზრით, უეჭველად, მეტად მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი იქნებოდა.


IX. დეზინფორმაცია როგორც “ფსიქოლოგიური ომის” მეთოდი 

(სპარსეთის ყურეში კონფლიქტის შედეგების მიხედვით)

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, სამხედრო კონფლიქტს სპარსეთის ყურის ზონაში, რომელიც ფაქტიურად ერაყის დამარცხებით დასრულდა, რიგი თავისებურებებისა გააჩნდა “ფსიქოლოგიური ომის” მეთოდების, მასშტაბებისა და მიღწეული შედეგების თვალსაზრისით, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე გაცილებით უფრო ადრე იქნა გაშლილი. საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მთავარი როლი ეთმობოდა სადეზინფორმაციო ღონისძიებათა ვრცელ კომპლექსს, რომლებსაც დაპირისპირებული მხარეები ოპერატიული და სტრატეგიული ხასიათის სამხედრო და პოლიტიკური აქციების უზრუნველყოფისთვის იყენებდნენ. ამ ღონისძიებათა განსაკუთრებულობა ბევრად იყო განსაზღვრული იმ ამოცანებით, რომლებსაც კონფლიქტის მონაწილენი მისი განვითარების ოთხივე ეტაპიდან თითოეულზე წყვეტდნენ. 

პირველი ეტაპი (1990 წლის 2 აგვისტომდე) – ქუვეითში ერაყული ჯარების შეჭრისთვის უშუალო მზადება. ერაყული არმიის სარდლობა შეეცადა უზრუნველეყო ქუვეითზე თავდასხმის ყოველმხრივ მოულოდნელობა. ამ მიზნით ბაღდადმა რიგი ნაბიჯებისა გადადგა, რომლებითაც ქუვეითის ხელმძღვანელობის სიფხიზლე მოადუნა და ქუვეითისა და მის მოკავშირე სახელმწიფოთა სპეცსამსახურებს თავისი განზრახვების შესახებ ყალბი წარმოდგენა წინასწარ თავს მოახვია. სადამ ჰუსეინი, რომელმაც რეგიონში “სიმშვიდის მუდმივი დამრღვევის” რეპუტაცია უკვე დიდი ხანია ჰქონდა მოხვეჭილი, არ იყო კმაყოფილი ქუვეითის გაუტეხლობით მისი მოთხოვნების მიმართ, რომლებიც ნავთობზე არსებულ კვოტებთან და ამ სტრატეგიული ნედლეულის ქუვეითურ საბადოებზე პრეტენზიებთან იყო დაკავშირებული. მან მასობრივი ინფორმაციის ეროვნულ საშუალებებში ანტიქუვეითური ისტერიის თანდათანობით დაჭირხვნის გზით ისეთი შთაბეჭდილების შექმნა მოახერხა, თითქოს მისი მუქარები ქუვეითის მიმართ სხვას არაფერს წარმოადგენდა, თუ არა მორიგ “ერაყულ შანტაჟს”.

მეტად საგულისხმო იყო, რომ ამ ფანდზე როგორც ჩანს, ამერიკელებიც წამოეგნენ. დასავლური პრესის შეტყობინებების თანახმად, ჯერ კიდევ 1990 წლის 25 ივლისს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (ცდმ) თეთრ სახლს გადასცა კოსმოსურ საშუალებათა დახმარებით მიღებული ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ერაყული ჯარები ქუვეითის საზღვართან აგრძელებენ კონცენტრირებას. 30 ივლისს ამერიკულმა დაზვერვამ რიგი არაბული სახელმწიფოების ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების რიცხოვნებამ მოცემულ რაიონში 100 ათას ადამიანს მიაღწია. მაგრამ ს. ჰუსეინის აქციას აშშ-ის ხელმძღვანელობა მხოლოდ სულ ერთგვარ “კუნთების თამაშად” აფასებდა.

1 აგვისტოს, როდესაც ბაღდადმა შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღო, ერაყისა და ქუვეითის წარმომადგენლები ჯერ კიდევ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დღის ბოლოსთვის ამერიკულმა და ისრაულმა დაზვერვებმა გამოთქვეს ეჭვები ერაყის ნამდვილ განზრახვებთან მიმართებაში, მუქარების “ძალზედ სწორხაზოვანი”, მაგრამ “ჩვეულებრივის ფარგლებს გარეთ არგამავალი ტონი” სერიოზულ შეშფოთებებს არ იწვევდა. თუ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ივარაუდებდნენ (და ამისთვის ყველა საფუძველი არსებობდა* /*ამის შესახებ მეტყველებდა ის ფაქტი, რომ ერაყული ჯარების შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რეკომენდაცია მისცა ამერიკელ მოქალაქეებს, რომ რეგიონის ქვეყნები სასწრაფოდ დაეტოვებინათ/), რომ აშშ, მიჰყვებოდა რა თავის მიზნებს, შეგნებულად ხელს უწყობდა ბაღდადს (подыгрывали Багдаду), განაწყობდა რა ქუვეითელებს “შეუშფოთებლობისთვის”, მაშინ მათ შეეძლოთ მოეხდინათ კონსტატირება: დეზინფორმაცია, რომელსაც ამჯერად ახორციელებდნენ ამერიკელები, წარმატებით დაგვირგვინდა. ასე იყო თუ ისე, მაგრამ ერაყელთა ღამის შეჭრა ქუვეითის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობისთვის “სრულ მოულოდნელობად” იქცა.

მეორე ეტაპი, რომელიც მხარეთა მიერ ორმხრივი დეზინფომაციისთვის ზომების კომპლექსის გატარებასთან იყო დაკავშირებული, მოიცავდა პერიოდს 1990 წლის 2 აგვისტოდან 1991 წლის 17 იანვრის ჩათვლით (ოპერაცია “უდაბნოს ფარი”). სპარსეთის ყურეში კონფლიქტის მოცეულ ეტაპზე ინიციატივა სადეზინფორმაციო ღონისძიებების გატარებაში უკვე ამერიკელებს ეკუთვნოდა. 

ოპერაციის “უდაბნოს ფარი” განხორციელების დასაწყისიდან, რომელსაც მიზნად ერაყთან ომისთვის ყოველმხრივ მომზადების უზრუნველყოფა, მათ შორის რეგიონში ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობით გადასროლა და გაშლა ჰქონდა, აშშ შეიარაღებული ძალების სარდლობამ უწინარეს ყოვლისა სამხედრო კამპანიაში აქტიურად მონაწილე დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან ურთიერთმოქმედებით, შეიმუშავა და ცხოვრებაში მკაფიოდ გაატარა ღონისძიებათა კომპლექსი მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური დამუშავებისა და დეზინფორმაციის ინტერესებში.

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1990 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, პრეზიდენტმა ჯ. ბუშმა სამ საიდუმლო დირექტივას მოაწერა ხელი, რომლებიც “სპეციალური პროგრამების მიხედვით ყველაზე უფრო მრავალფეროვანი ღონისძიებების” განხორციელების სანქციას იძლეოდა, მათ რიცხვში სადეზინფორმაციო ღონისძიებებისაც. ისინი ტარდებოდა ერთობლივად აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების სამხედრო უწყებათა სპეციალური სამსახურების ძალებით არა მხოლოდ ერაყის შეიარაღებული ძალებისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, არამედ საკუთარ სახელმწიფოთა ხალხებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისაც. ამასთან განსაკუთრებული როლი ეთმობოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომელთა მუშაობაც აიგებოდა კორესპონდენტთა კორპუსისთვის პენტაგონის სპეციალური ინსტრუქციებისა და დარიგებების საფუძველზე, რომელთა რეალიზებამაც სპარსეთის ყურეში კონფლიქტი, ფრანგული გაზეთის “იუმანიტეს” სიტყვებით, ფაქტიურად “ამ საუკუნეში ყველაზე უფრო დახურულ” კონფლიქტად გადააქცია.

ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა კორესპონდენტებმა, რომლებიც მრავალეროვნულ ძალებთან (მეძ) აკრედიტებული ჟურნალისტური პულების შემადგენლობაში იყვნენ ჩართულნი, წერილობითი ფორმით აიღეს ვალდებულება, რომ გადასაცემი შეტყობინებების ხასიათთან და შინაარსთან მიმართებაში მკაცრად დაიცავდნენ ხისტ ნორმებს, რომლებიც სამხედრო ხელისუფლების მიერ იყო დადგენილი. კონფლიქტის რაიონებიდან პრაქტიკულად მთელი ცნობების მკაცრ დოზირებას ახდენდა სამხედრო ცენზურა. ტელე- და რადიოკომპანიებს ინტერვიუების აღება შეეძლოთ მხოლოდ რეპორტიორებთან ურთიერთობისთვის სპეციალურად არჩეულ სამხედრო მოსამსახურეებისგან. შესაბამისი სახედრო ორგანოები ტელეკომპანიების განკარგულებაში იძლეოდნენ სპეციალურად გადაღებულ ვიდეოკლიპებს რომლებიც საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადების მსვლელობას მოკავშირეთა სარდლობისთვის საჭირო ჭრილში ასახავდა. მეტად დამახასიათებელი იყო, რომ ბი-ბი-სის რადიო- და ტელეკომპანიის რეკომენდაციაში, რომელიც სპეციალურად იქნა შედგენილი კონფლიქტის გაშუქებისთვის, ასევე ხაზგასმული იყო მსხვილი პლანით გადაღებული დაჭრილი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების ან დაღუპულთა გვამების საჯარო ჩვენების მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობა, აგრეთვე ომის მოწინააღმდეგეთათვის დათმობილი საეთერო დროის შეზღუდვის აუცილებლობაც. 

ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დეზინფორმაციის ძირითადი ობიექტი, ბუნებრივია, იყვნენ ერაყის შეიარაღებული ძალები და ამ ქვეყნის მოსახლეობა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, უმთავრესად კი რადიომაუწყებლობის მეშვეობით გაშლილი ძლიერი კამპანიით ამერკელები და მათი მოკავშირეები მიზნად ისახავდნენ პრეზიდენტ ს. ჰუსეინისადმი ერაყელთა ნდობისთვის ძირის გამოთხრას, აშშ-ის სამხედრო მანქანისადმი წინააღმდეგობის გაწევის უპერსპექტივობაში მათ დარწუნებას, ერაყული არმიის შეიარაღებაში არსებული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დისკრედიტირებასა და ხარისხის დამცირებას, აგრეთვე მთლიანობაში ამერიკული ჯარებისა და მათი მოკავშირეების საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადების გეგმების შესახებ ერაყელი ლიდერისა და ერაყის შეიარაღებული ძალების სარდლობის დეზინფორმირებას. ამ კამპანიის ფარგლებში აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) თვითმფრინავები ერაყული არმიის ნაწილების დისლოკაციის რაიონებში ყრიდნენ მილიონობით სააგიტაციო ფურცლებს, რომლებიც მოუწოდებდნენ ჯარისკაცებს არ გაეწიათ წინააღმდეგობა და აშშ-ის მეთაურობით შექმნილი კოალიციის მხარეზე გადასულიყვნენ. სააგიტაციო ფურცლებთან ერთად მცირეგაბარიტიან რადიომიმღებებსაც ყრიდნენ, რომლებიც იძლეოდა ფიქსირებულ სიხშირეებზე სპეციალური “ანტიერაყული რადიოგადამცემების” გადაცემათა მოსმენის შესაძლებლობას.

ამ ღონისძიებებთან ერთობლივად იდგმებოდა ნაბიჯები საწინააღმდეგო მიმართულებითაც. აყვებოდნენ რა მასობრივი ინფორმაციის ერაყულ საშუალებებს, რომლებიც დღითი დღე ჩააგონებდნენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ ირანთან “მრავალ ბრძოლაში გამოწვრთნილ და გაკაჟებულ” მათ არმიას გააჩნია “ყოველმხრივი, მდიდარი გამოცდილება”, პრეზიდენტი კი “მხედართმთავრის ნიჭს ფლობს”, ამერიკელი ოფიციალური წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებდნენ თავიანთი დაზვერვის მონაცემებს, წინასწარგანზრახულად სათანადოდ არ აფასებდნენ რა საჯარო გამოსვლებში საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ისეთ ფაქტორებს, როგორებიც იყო ერაყელ სამხედრო მოსასახურეთა არასაკმარისი პროფესიონალიზმი და მორალურ-ნებისყოფითი თვისებები. ამას გარკვეულწილად ხელს უწყობდა დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში გამოჩენილი საბრძოლო მოქმედებათა შემთხვევაში მეძ-ის დანაკარგების პროგნოზები რომლებიც ათეულობით ათასებს მოითვლიდა. კერძოდ, გამოყოფდნენ აშშ-დან საუდის არაბეთში 55 ათასი პლასტიკური ტომარა-კუბოს ჩატანის, აგრეთვე უზარმაზარი მცურავი ჰოსპიტლების “მერსი” (აშშ) და “ლა-სანსი” (საფრანგეთი) ჩასვლის ფაქტს, რომელთაგან თითოეულს დღე-ღამეში 200-მდე დაჭრილის მიღება შეეძლო.

ფსიქოლოგიური დამუშავების ეს ორი, თითქოს და, ურთიერთგამომრიცხავი მიმართულება სინამდვილეში ერთმანეთს ავსებდა, უზრუნველყოფდა რა ერაყელების მიერ აღქმული საინფორმაციო ნაკადის სრულ გადაფარვას. ამასთან, უდიდეს ეფექტს მიაღწიეს იმ პერიოდში სწორედ იმ შეტყობინებებმა, რომელთა გადაცემაც მიზნად ისახავდა ერაყელების “მოდუნებას”, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობას კი ზომაზე მეტ თვითდაჯერებულობისა და თავიანთ მოქმედებებში შეუმცდარობის სტიმულს აძლევდა.

ცდილობდნენ რა თავიანთი განზრახვის გამართლებას, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, წარმოქმნილი კრიზისი სამხედრო გზით გადაეწყვიტათ, ამერიკელი წარმომადგენლები ყველაზე უფრო მაღალ დონეზე მუდმივად ახდენდნენ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის დეზინფორმირებას საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ერაყის შეჭრის, აგრეთვე ბაჰრეინში დესანტის გადასხმის მუქარის ხარისხთან მიმართებაში. ამდენადვე გადაჭარბებული იყო აშშ ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები ერაყის ბირთვული პოტენციალის შესახებაც* (*ექსპერტების შეფასებით, სპარსეთის ყურეში კრიზისის დაწყებამდე ერაყს გააჩნდა შესაძლებლობები მხოლოდ პრიმიტიული ბირთვული მოწყობილობის შესაქმნელად, რომლის მიზნამდე მიტანაც ავიაციის ან რაკეტების დახმარებით შეუძლებელი იყო). ამავე დროს ჭირხნავდნენ რა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფსიქოზს ერაყის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დიდ ალბათობასთან მიმართებაში, ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა აშკარად ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინეს, რითაც თავიანთი მხრივ ერაყელთა კამპანიის პროვიცირება მოახდინეს, რომელიც ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობით მოწინააღმდეგის დაშინებას ისახავდა მიზნად. ასე, ერაყული სამხედრო უწყების ბეჭდვითი ორგანო “ალ-კადისია” ახდენდა კონსტატირებას: ნებისმიერი თავდასხმა ერაყზე მოგერიებულ იქნება ქიმიური იარაღის გამოყენებით. ამასთან ერთად, როგორც დასავლური ბეჭდური გამოცემები მოწმობდნენ, ქუვეითის განთავისუფლებისთვის ოპერაციის მსვლელობისას ვერც ერთი ქიმიური ჭურვის აღმოჩენა ვერ მოხერხდა. ტყვედ ჩავარდნილი ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობას კი ქიმიური დაცვის საშუალებები საერთოდ არ გააჩნდა.

ამ კარგად კოორდინირებულმა “საინფორმაციო აგრესიამ” თავს მიზანს მიაღწია, სულ მცირე, აშშ-ის მოსახლეობასთან მიმართებაში. თუ 1990 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მხოლოდ ყოველი მეათე ამერიკელი გამოდიოდა ომის მხარდასაჭერად, მისი გაჩაღების დაწყებისთვის კი (1991 წლის იანვრის შუარიცხვები), გამოკითხვათა მონაცემების თანახმად, კრიზისის ძალით დარეგულირებასთან მიმართებაში თავიანთი პრეზიდენტის მოქმედებებს აშშ მოსახლეობის უკვე 80 % უჭერდა მხარს.

რაც შეეხებოდა ერაყულ ღონისძიებებს იმ პერიოდში მოწინააღმდეგის დეზინფორმაციის თვალსაზრისით, დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, მათ რაიმენაირი საგრძნობი შედეგები არ მოუტანია. უწინარეს ყოვლისა ეს ეხებოდა ფსიქოლოგიური ომის ერაყული მანქანის ამერიკელებსა და დასავლეთევროპელებზე ზემოქმედებას. სპეციალისტებმა ამ სფეროში დასავლეთის ქვეყნებიდან ერთმნიშვნელოვნად შეაფასეს ერაყის სადეზინფორმაციო ღონისძიებები როგორც “მოუხეშავი”. მაგალითებად შესაძლოა გამოდგეს იმ დროს მასობრივი ინფორმაციის ერაყული საშუალებების მიერ გავრცელებული ჭორები (რომლებიც მაშინვე ადვილად ბათილდებოდა) საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებში ვითომდა არსებული სიკვდილით დასჯის შემთხვევების შესახებ “თავიანთ ერაყელ ძმებთან ომზე უარის თქმის გამო”, აგრეთვე შეტყობინებები ერაყსა და ქუვეითს შორის ვითამდა არსებული საიდუმლო მოლაპარაკებების თაობაზე ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით კრიზისის გადაჭრის მიზნით.

საბჭოთა ავტორები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჩნდა შეტყობინებები გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით შემოღებული “ეკონომიკური სანქციების ქმედითობის” შესახებ. ასე, რიგ საჯარო გამოსვლებში აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცდმ) დირექტორი უ. უებსტერი ხაზს უსვამდა, რომ “სანქციები იმაზე უფრო მეტად ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო”, რომ მათ “ძირი გამოუთხარეს ერაყის ეკონომიკას და დაასუსტეს მისი არმია”, აქედან ამომდინარე კი, ვითომდა, არ იყო საბრძოლო მოქმედებათა წარმოების აუცილებლობა: ერაყს რამდენიმე ხნის შემდეგ ისედაც “ბეჭებზე დაანარცხებდნენ”.

თავდასხმის წინ ბაღდადზე ორიეტირებული დეზინფორმაციის შინაარსში ახალი აქცენტები გამოჩნდა. ახლა უკვე აშშ თავდაცვის სამნისტროს ოფიციალურ წარმომადგენლებს, არ უარყოფდნენ რა სამომარ მოქმედებათა გაჩაღების შესაძლებლობას, შეცდომაში შეჰყავდათ ერაყელები იმასთან მიმართებით, რომ ღამით შეტევისთვის მეძ-ი მზად მხოლოდ მარტის დასაწყისისთვის იქნებოდა, ხოლო დღისით შეტევისთვის კი – უკეთეს შემთხვევაში თებერვლის შუახანებისთვის. ამას ისინი სხვადასხვა ბეჭდვით ორგანოებში, რადიოსა და ტელეხედვის პროგრამებში გაკეთებული მრავალრიცხოვანი კომენტარებითაც “ადასტურებდნენ”. ასე, საჰაერო კამპანიის დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე ეი-ბი-სის წარმომადგენელმა რომელიც აშშ ეროვნული უშიშრობის საბჭოს (ეუს) ექსტრენულ თათბირს უწევდა კომენტირებას, ხაზი გაუსვა: “ქუვეითიდან ერაყის ჯარების გაყვანის ვადის (15 იანვარი) ამოწურვა არ ნიშნავს აშშ-ის ომში ავტომატურად ჩართვას”. ამავდროულად სააგენტომ AP (რუსულად АП) ვაშინგტონში “საიდუმლო წყაროებზე” მითითებით დააზუსტა, რომ პრეზიდენტ ბუშს “ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება ერაყთან ომის შესახებ” და “ყოველი ახალი დღე ბაღდადს აძლევს შესაძლებლობას თავიდან აიცილოს ომი და მშვიდობის ბილიკს დაადგეს”.

ყოველივე ამან მნიშვნელოვანი ზომით მოახდინა ერაყის ხელმძღვანელობის დეზინფორმირება და იმდენად მოადუნა მისი სიფხიზლე, რომ არაერთმა გაფრთხილებამაც კი საბჭოთა პრესაში აშშ-ის განზრახვათა სერიოზულობის შესახებ შედეგი ვერ მოიტანა. მიიღო რა საჰაერო კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტ ჯ. ბუშის წინადადება მოეხდინათ საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტების გაცვლა, ს. ჰუსეინმა თავის გარემოცვაში განაცხადა: “მე ხომ გეუბნებოდით, რომ საბჭოთა კავშირი გვაშინებს დარტყმის გარდაუვალობით, მოვლენები კი სხვა სცენარით მიდის”-ო.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში განსაუთრებით გამოირჩეოდა ამერიკული სპეცსამსახურების როლი სხვადასხვანაირი ცრუ, სადეზინფორმაციო შეტყობინებების გავრცელებაში კონფლიქტის კონფლიქტის მთელ მანძილზე საბჭოთა კავშირის არახელსაყრელ ჭრილში წარმოდგენის მიზნით. სხვანაირად ვერ აფასებდნენ საბჭოთა ავტორები, თუ არა პროვოკაციულად 1990 წლის 14 ნოემბერს “ვაშინგტონ ტაიმსის” ფურცლებზე გამოჩენილ და სხვა გამოცემების მიერ ატაცებულ შეტყობინებას, რომელშიც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებში არსებულ წყაროზე მითითებით ეწერა, რომ ვითომდა საბჭოთა კავშირი აგრძელებდა ერაყისთვის SS-12 ტიპის საბჭოთა რაკეტების მიწოდებას, თუმცა კი იმ დროისთვის სსრკ-ს უკვე განსაზღვრული ჰქონდა თავისი დამოკიდებულება ერაყის აგრესიისადმი ქუვეითის წინააღმდეგ და მოითხოვდა პოლიტიკური საშუალებებით მის შეწყვეტას.

1991 წლის თებერვალში, როდესაც მოკავშირეთა საომარი მოქმედებები ერაყის წინააღმდეგ სრულად იყო გაშლილი, დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გადმოსცეს მასალების მთელი ნაკრები, რომლებშიც ცდმ-დან ანონიმურ წყაროზე და საუდის არაბეთის რადიოდაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, იტყობინებიოდნენ ვითომდა რომელიღაც საბჭოთა ოფიცრის მათ მიერ დაჭერილი რადიომოლაპარაკებების შესახებ, რომელიც ერაყული ბატალიონის მოქმედებებს ხელმძღვანელობდა, საბჭოთა სამხედრო მრჩევლებისა და სპეციალისტების შესახებ, რომლებიც ერაყელებს რაკეტა “სკადების” მომსახურებასა და დამიზნებაში ეხმარებოდნენ, ამოუცნობი საბჭოთა გემის შესახებ ერაყისთვის სამხედრო ტვირთით, მთელი სატრანსპორტო კოლონების შესახებ, რომლებიც სსრკ-ის სამხრეთ ნაწილიდან ირანის გავლით ერაყისკენ მიემართებოდნენ და ა. შ.

აშშ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ამ ანტისაბჭოთა კამპანიის ორგანიზატორები კონფლიქტთან მიმართებაში სსრკ-ის პოზიციის გულწრფელობასთან დაკავშირებით ცდილობდნენ მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანას, ასევე მოსკოვის მიერ პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის გადადგმული ნაბიჯებისადმი უნდობლობის გამოწვევასაც. მსგავს ქმედებებში ერთი განზრახვა დაიმზირებოდა: საბჭოთა კავშირი მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთში ვითარების შემდგომ დარეგულირებაში მონაწილეობისგან ჩამოეცილებინათ. 

სადეზინფორმაციო ღონისძიებების მესამე ეტაპი – ეს იყო დრო მეძ-ის საჰაერო კამპანიის დაწყებიდან საჰაერო-მიწისზედა ოპერაციის ჩატარებისთვის უშულო მზადებამდე.

ჯერ კიდე ერაყზე თავდასხმის წინადღეს დასავლეთის ქვეყნების მასობრივი ინფრმაციის საშუალებებში გაშლილ იქნა ფართო მსჯელობა მომავალი საომარი მოქმედებების შესაძლო ხასიათის შესახებ. ამ დისკუსიას მიმართულება მისცა აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯ. ბეიკერმა, რომელმაც თავის ოფიციალურ გამოსვლაში 1990 წლის 28 ნოემბერს ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები შეიარაღებული ძალების სამივე სახეობით მოულოდნელ მასირებულ და გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს. “ჩვენ გვინდა მოწინააღმდეგეს მივცეთ დაღუპვის ბევრი ხერხიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა”, – განაცხადა პენტაგონის მაღალი თანამდებობის პირმა, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში აშშ დიპლომატიური უწყების მეთაურის გამოსვლას კომენტარს უკეთებდა. საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ორი თვით ადრე თავდაცვის მინისტრმა რ. ჩეინიმ სჰძ-ის შტაბის უფროსი მ. დუგანი მოხსნა თანამდებობიდან, რომელმაც გაზეთ “ვაშინგტონ პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმ გადამწყვეტი როლის შესახებ, რომელიც მომავალ ომში მოკავშირეთა ავიაციას ეთმობოდა, “ზედმეტად გულახდილად” ილაპარაკა. ამ გადაყენებასთან დაკავშირებით გაკეთებული ოფიციალური კომენტარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელი გენერლის განცხადება აშკარად ეწინააღმდეგებოდა აშშ არმიაში მიღებულ კონცეფციას “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)”. და თვით ის ფაქტიც, რომ მასირებული საავიაციო დარტყმით პრაქტიკულად მიწისზედა ჯარების მონაწილეობის გარეშე ამერიკელებმა ზუსტად გაიმეორეს საბრძოლო მოქმედებათა ის ვარიანტი, რომელსაც ისინი ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში სწავლებების დროს ამუშავებდნენ, მოკავშირეთა სადეზინფორმაციო ღონისძიებების წარმატებაზე მეტყველებდა, რომლებმაც აიძულეს ერაყული სარდლობა, რომ მომავალი საბრძოლო მოქმედებების ფორმებისა და ხერხების შეფასებაში არსებითი შეცდომა დაეშვა.

პირველი კომენტარი დასავლურ პრესაში საჰაერო შეტევითი ოპერაციის შედეგების თაობაზე, რომლის მსვლელობისას დღეღამეში 1,5-2 ათასამდე თვითმფრინავ-გაფრენა სრულდებოდა, ერაყელებზე უპრეცედენტო ფსიქოლოგიური ზეწოლით გამოირჩეოდა, რომელმაც მათ თავიანთი შეიარაღებული ძალების სრული განადგურების შთაბეჭდილება შეუქმნა. მაგრამ ჰაერში მეძ-ის სრული (დამთრგულველი) უპირატესობის მიუხედავად, საომარი მოქმედებების პირველ დღეებში გადამწყვეტი წარმატების მოპოვება ვერ მოხერხდა. რათა ძირი არ გამოეთხარათ თავიანთი ავტორიტეტისთვის და, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ერაყელებისთვის დეზინფორმაციის სფეროში მოკავშირეთა შემდგომი ძალისხმების ნულამდე დაყვანის საბაბი არ მიეცათ, ანტიერაყული კოალიციის შეიარაღებული ძალებისა და დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები ისეთ ნაბიჯზეც კი წავიდნენ, როგორიც გამარჯვების პირველი რელაციების (მოხსენებების) ოფიციალური დეზავუირება გახლდათ. კერძოდ, უცხოელი სპეციალისტები იძულებული შეიქნენ ეღიარებინათ, რომ თავდაპირველი შეტყობინებების მიუხედავად, ერაყული საჰაერო თავდაცვის სისტემის სრულად განადგურება ვერ მოხერხდა. 

გააზრებულად და ეფექტურად, ირანთან რვაწლიანი ომის გამოცდილების გათვალისწინებით, ერაყში განხორციელებულ იქნა ოპერატიული შენიღბვა, შეიქმნა ცრუ აეროდრომებისა და სასტარტო (საცეცხლე) პოზიციების დიდი რაოდენობა. დასავლური პრესის შეტყობინებების მიხედვით, მეძ-ის ავიაციის მფრინავების დეზორიენტაციისთვის განსაკუთრებით წარმატებულად გამოიყენებოდა ტანკების, თვითმფრინავებისა და რაკეტების რამდენიმე ათასი მაკეტი. ცრუ რადიოქსელების წყალობით კი მოხერხდა ჯარების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლების უზრუნველყოფა მოწინააღმდეგის ავიაციის პირველი მასირებული თავდასხმების მსვლელობისას. მიზანმიმართულად იქნა ჩატარებული ადგილმდებარეობის საინჟინრო აღჭურვა. ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე ერაყმა შეძინა რამდენიმე ჰექტარი შემნიღბავი ბადეები, რომლებმაც საშუალება მისცა, რომ საბრძოლო ტექნიკის შეჯგუფებანი მოწინააღმდეგის მევალყურეობისგან დაეფარათ. დასავლელი და საბჭოთა ავტორები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ერაყელთა მიერ განხორციელებულმა ოსტატურმა შენიღბვამ, თეატრის შენიღბვითი ტევადობის მთელი შეზღუდულობის პირობებში, აშშ შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ კ. პაუელის მხრიდან შექებაც კი დაიმსახურა.

ერაყელებმა ეფექტურად, მსოფლიო საზოგადოებრივ აზრზე გამიზვნით გამოიყენეს ზოგიერთი ტელეგადაცემა დაბომბვებისა და “თომაჰოქის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაშენის შედეგად წარმოქმნილი ნგრევის ადგილებიდან. დასავლელი სპეციალისტების მიერ “ბაღდადის ახლოს მდებარე ჩვილი ბავშვებისთვის რძიანი ნარევების (მწარმოებელი) ფაბრიკის დანგრევის” შესახებ ვიდეოკლიპების უარყოფის მიუხედავად (იმ საბაბით, რომ ეს საწარმო ვითომდა ბიოლოგიური იარაღის წაროებისთვის იყო განკუთვნილი), მოცემულმა ტელესიუჟეტმა მთელ მსოფლიოში ძლიერი აღშფოთება გამოიწვია და საბრძოლო მოქმედებათა დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის კამპანიის ინიცირებაც კი მოახდინა.

სადეზინფორმაციო ღონისძიებების მეოთხე ეტაპი მიწისზედა ოპერაციის ჩატარებისთვის მეძ-ის უშუალო მზადებასთან გახლდათ დაკავშირებული ქუვეითის განთავისუფლებისა და ერაყული ჯარების განადგურების მიზნით.

მეძ-ის ავიაციის მასირებული თავდასხმების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც დაბომბვების დამანგრეველი შედეგები აშკარა შეიქნა, დასავლეთის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჩნდა აშშ უმაღლესი სარდლობის წარმომადგენელთა პირველი განცხადებები და ვრცელი კომენტარები, რომლებშიც სახმელეთო ჯარებით ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული. მასირებული თავდასხმების დაახლოებით სამი კვირის შემდეგ კი აქცენტი მკვეთრად იქნა წანაცვლებული. ახლა უკვე აღარ უარყოფდნენ მიწისზედა ბრძოლების წარმოების აუცილებლობას, მაგრამ სულ უფრო ხშირად გამოითქმებოდა ვარაუდი დაბომბვებისა და ფრთოსანი რაკეტებით დაშენის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. ასე, სახმელეთო ჯარების ოპერაციის დაწყებამდე ათი დღით ადრე ისრაელის რადიომ გადმოსცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეძ-ის დაჯგუფების სარდალმა სპარსეთის ყურის ზონაში გენერალმა ნ. შვარცკოპფმა აშშ თავდაცვის მინისტრს რ. ჩეინის მისცა რეკომენდაცია, რათა კიდევ ერთი თვის განმავლობაში ყოფილიყო გაგრძელებული საჰაერო თავდასხმები ერაყელთა პოზიციებზე, და მხოლოდ ამის შემდეგ შედგომოდნენ საბრძოლო მოქმედებებს ხმელეთზე. ამავე დროს მასობრივი ინფორმაციის ამერიკულმა საშუალებებმა ანონიმურ “სამხედრო წყაროებზე” დაყრდნობით შეგვატყობინეს ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” ხელმძღვანელობის განზრახვის შესახებ, რომ დაბომბვები კიდევ 30 დღეღამით გაეგრძელებინათ. ამავდროულად მთავარი დარტყმის შესაძლო მიმართულების თაობაზე ერაყელთა დეზინფორმაციის ინტერესებში ქუვეით-საუდის არაბეთის საზღვრის მახლობლობაში ატარებდნენ ჯარების გადასროლების იმიტაციებსაც. 

ამერიკელებსა და მათ მოკავშირეებს მეტად ოსტატურად შეჰყავდათ შეცდომაში ერაყული სარდლობა ოკუპირებული ქუვეითის სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადასხმის თავიანთ ცრუ განზრახვასთან მიმართებაში. ასე, მასობრივი ინფორმაციის დასავლურ საშუალებებში გამოჩნდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ “ერაყის წინააღმდეგ მიწისზედა კამპანიისთვის აუცილებლად წინ უნდა გაესწრო დესანტის მსხვილი ძალების გადასხმას, კერძოდ კი საზღვაო ქვეითი ჯარისა”. ამ ვერსიამ, რომელიც პრესაში აქტიურად განიხილებოდა, აგრეთვე ამერიკული ამფიბიურ-სადესანტო შენაერთების მიერ სპარსეთის ყურის წყლებში სადემონსტრაციო მოქმედებებისა და რიფების, ქვიშიანი მეჩეჩებისა და სხვა ბუნებრივი დაბრკლებების მოსასპობად ღონისძიებათა გატარებამ, ნაპირზე ზოგიერთი მიზნის ჩახშობამ აიძულა ერაყი, რომ დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის ათამდე დივიზია გადმოეყვანა. სინამდვილეში კი გადასხმა არ მომხდარა, ხოლო ერაყული ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი საბრძოლო მოქმედებებიდან პრაქტიკულად გამოთიშულ იქნა, რამაც აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის 1-ლ და მე-2 საექსპედიციო დივიზიებს ზღვისპირა მიმართულებაზე შეტევა შეუმსუბუქა.

ყოველივე ამან ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელებულ საჰაერო თავდასხმებთან ერთად, რომლებმაც ადამიანთა უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევები გამოიწვია, ერაყელ სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო სულისკვეთება საბოლოოდ გატეხა. ამის შედეგად 24 თებერვალს დაწყებული მეძ-ის შეტევა უკვე მეხუთე დღეღამის მიწურულისთვის ერაყული დაჯგუფების ქუვეითიდან განდევნითა და ამ ქვეყნის განთავისუფლებით დასრულდა.

მეტად დამახასიათებლად წარმოგვიდგება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ “გაერო-ს ფაქტორის” გამოყენება თავიანთთვის ხელების გასახსნელად სპარსეთის ყურის ზონაში მოვლენების განვითარების მსვლელობისას. იმის და მიხედვით, რაც ერაყის დასახლებული პუნქტების დაბომბვები სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა, აშკარად “საკმარისობის” ფარგლებს გარეთ გასულ მასირებულ თავდასხმებს, დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სულ უფრო ხშირად ახასიათებდნენ, როგორც “გაერო-ს მიერ წარმოებულ ომს”. მაგრამ თავად ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი პერეს დე კუელიარი იმავე დროს ხაზს უსვამდა: “აუცილებელია უწინარეს ყოვლისა დავაზუსტოთ ერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. ახლანდელი კონფლიქტი – ეს არ არის გაერო-ს ომი. ეს არის – ომი, რომელიც (გაერო-ს) უშიშროების საბჭოს მიერაა სანქცირებული”.

დასასრულს საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ მთელი კონფლიქტის მანძილზე, განსაკუთრებით კი მისი “საბრძოლო სტადიისა”, დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავშეუკავებლად აქებდნენ იმ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ღირსებებს, რომელიც მეძ-ის, და უწინარეს ყოვლისა აშშ-ის შეიარაღებაში შედგებოდა, და ასევე აშკარად აჭარბებდნენ ამ ქება-დიდებაში. აუცილებელი იყო ამერიკული სამხედრო-სარეწველო კომპლექსის მიერ “პოზიტიური კომენტარებისა და სპეციალისტთა გამოხმაურებების” უნარიანი გამოყენების აღიარება კონგრესის მეშვეობით შეიარაღებებზე ახალი შეკვეთების მისაღებად. შეიარაღებასა და განიარაღებაზე კონტროლის სააგენტოს ყოფილი დირექტორი პ. უერნკე იძულებულიც კი შეიქნა რომ კანონმდებლები გაეფრთხილებინა, რათა თავი მოეზღუდათ “სწრაფი და გადაჭარბებული რეაქციისგან” ლობისტების ზეწოლაზე სამხედრო-სამრეწველო კონცერნებისა და პენტაგონის მომსახურე პრესის მხრიდან. კერძოდ, გამოთქვა რა ეჭვი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჩენილ მონაცემებთან მიმართებაში რაკეტების “პეტრიოტი” წარმატებულ გაშვებათა შესახებ (სინამდვილეში კი ისინი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული), მან ივარაუდა, რომ “ვარსკვლავეთის ომების” მომხრეები ნამდვილად გამოიყენებენ ამას არა მხოლოდ მოცემული კლასის რაკეტების შესყიდვების გასაზრდელად, არამედ უკანასკნელ წლებში სტრატეგიულ თავდაცვით ინიციატივაზე (სთი, SDI) შემცირებული ხარჯების გასაზრდელადაც. რამდენიმე კვირაც არ გასულიყო საომარ მქმედებათა დასრულების შემდეგ, რაც ეს ახდა კიდეც: კონგრესში შევიდა მოთხოვნა (შეკვეთა) დამატებითი სახსრების გამოყოფაზე 500 რაკეტა “პეტრიოტის” შესაძენად, თუმცა კი ყურეში ისინი 200-ზე ნაკლები დაიხარჯა. თავდაცვის მინისტრი რ. ჩეინი გამოვიდა წინადადებით შემდეგ ფინანსურ წელში 60 %-ით (4,6 მლრდ. დოლარამდე) გაეზარდათ ხარჯები სთი პროგრამის მიხედვით.

ამ კამპანიიდან განზე არც დასავლეთევროპელები დარჩენილან. ასე, ცნობილმა ფრანგმა სპეციალისტმა შეიარაღებათა სფეროში პ. ლელიუშმა სტატიების მთელ სერიაში დაასაბუთა საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტის დასახულ შემცირებაზე დაუყოვნებლივ უარის თქმის აუცილებლობა იმ საბაბით, “რათა აშშ-ს სამხედრო ტექნოლოგიებში უიმედოდ არ ჩამორჩენოდნენ”.

ამრიგად, სპარსეთის ყურის ზონაში საომარი მოქმედებების მზადებამ და წარმოებამ დაადასტურა ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდების მნიშვნელობა, როგორც მათი უმნიშვნელოვანესი ნაწილის, განსაკუთრებით კი სადეზინფორმაციო ღონისძიებებისა; მოახდინა სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეებზე შეცდომაში შეყვანის მთელი სახეობებისა და ხერხების მჭიდრო ურთიერთმოქმედების აუცილებლობის დემონსტრირება; თვალსაჩინოდ დაანახა ყველას ის როლი, რომლის თამაშიც შეუძლიათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გეგმების საიდუმლოდ შენარჩუნებაში, მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანაში, მისთვის თავიანთი ნების თავზე მოხვევასა და მსოფლიო საზოგადოებრიობის დეზორიენტირებაში.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

გამოყენებული ლიტერატურა 

1). Полковник Г. Васильев, «Операция Вооружённых сил США “Дезерт шилд”», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 1;

2). Полковник И. Владимиров, кандидат исторических наук, «Западная европа и кризис в Персидском заливе», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 2;

3). Полковник Г. Васильев, кандидат военных наук, «Военная операция “Буря в пустыне”», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 3;

4). Полковник Г. Васильев, кандидат военных наук, «Завершающий этап операции “Буря в пустыне”», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 4;

5). Полковник Ю. Седов, «Турция и кризис в Персидском заливе», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 5;

6). Генерал-майор А. Гушев, «Итоги войны в зоне Персидского залива», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 6; 

7). Генерал-майор А. Гушев, полковник Е. Сергеев, «Военно-технические аспекты войны в зоне Персидского залива», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 7;

8). Генерал-майор А. Гушев, «Военно-политические последствия войны в зоне Персидского залива», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 8;

9). Полковник С. Печоров, кандидат военных наук, «Дезинформация как метод “психологической войны”» (По итогам конфликта в Персидском заливе), Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 9.