Sunday, February 23, 2014

ვლადიმირ პუტინის მორიგი გეოპოლიტიკური გამარჯვება?

(facebook-ზე ამ დღეებში გამოჩნდა ეს წერილი /რუსულ ენაზე/, რომლის თარგმანიც, დედანთან ერთად, გვინდა ჩვენს მკითხველთ შევთავაზოთ )

ნიკოლოზ პესეცკი, ვალერი პესეცკი, «Хвилi»-თვის

“სიტყვის თავისუფლების” («Свобода слова») გუშინდელ ეთერში ICTV-ზე ცნობილმა გერმანელმა პოლიტოლგმა ალექსანდრე რარმა გამოხატა გერმანული ხელმძღვანელობის პოზიცია უკრაინაში კრიზისის გადაწყვეტაში გეოპოლიტიკურ დონეზე. და იქ იყო ძალზედ საინტერესო მომენტები.

ჯერ ერთი, მან შეგვატყობინა, გერმანიაში გააცნობიერეს, რომ ევროკავშირის უკრაინასთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების თავდაპირველი ვარიანტი იყო მცდარი. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას სთავაზობდა დილემას: ან ევროკავშირი, ან საბაჟო კავშირი. 

მეორე, დღეს გერმანიაში მივიდნენ იმის გაგებამდე, რომ შეთანხმება გადამუშავებულ უნდა იქნას ისეთნაირად, რათა უკრაინას ჰქონდეს მუშაობის შესაძლებლობა ევროკავშირთანაც და საბაჟო კავშირთანაც. და ამ კოლიზიის გადაწყვეტა კი – იურისტების საქმეა.

მესამე, გერმანიაში ესმით, რომ ეს შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ინტერესებს, და არ ახდენდეს მათ იგნორირებას. და ბერლინი მზად არის, რომ ამ აზრით (в этом ключе) გააგრძელოს კიევთან შეთანხმების ტექსტის შემდგომი გადამუშავების პროცესი.

სამწუხაროდ, ბატონ რარის თეზისებს არ გამუწვევია იმ ექსპერტებისა და პოლიტიკოსთა ინტერესი, რომლებიც სტუდიაში იყვნენ შეკრებილნი.

და ამაოდ. აქ ხომ ლაპარაკია პოლიტიკური კრიზისის პიკედან რეალური გამოსვლის შესაძლებლობაზე უკრაინაში, რომელსაც დასაწყისი დაუდო ვიქტორ იანუკოვიჩის უარმა ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაზე ვილნიუსში.

ქვეყანა და უკრაინის პოლიტიკუმი გახლიჩა სწორედ ამ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ბევრი, და სავსებით სამართლიანადაც, აკავშირებდა ვიქტორ იანუკოვიჩისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრასთან ვილნიუსის სამიტის წინ.

მაინც რა შეიცვალა იმ დროიდან? გამოვთქვამ სამ ვარაუდს. ამრიგად, სავსებით აშკარაა, ყოფილი სოციალისტური ქვეყნების დაახლოება დასავლეთ ევროპასთან და ევროკავშირში შესვლა, დაშლილი სსრკ-ის რესპუბლიკების ჩათვლით, მიდიოდა ერთი ალგორითმის მიხედვით: რუსეთისადმი დაპირისპირებისა. პრინციპის მიხედვით – ან-ან. ფაქტობრივად ეს გახლდათ “ცივი ომის” გაგრძელება და ახალი ბერლინის კედლის აშენება. უკანასკნელი, “არქიტექტორთა” ჩანაფიქრით, უნდა ყოფილიყო გადმოტანილი და, იდეალში, უნდა დამთხვეოდა რუსეთის დასავლეთ საზღვარს.

შესაძლოა, უკრაინა იქცეს პირველ ქვეყნად, სადაც ეს გეოპოლიტიკური ტექნოლოგია დაინგრევა. პარიზის, ბერლინის, ვარშავის, კიევისა და მოსკოვის ერთობლივი ძალისხმევით. ვაშინგტონის ინტერესების მიუხედავად, რომელიც აშკარად დაინტერესებულია მის შენარჩუნებაში. შესაძლოა. თუმცა კი გამორიცხული არ არის, რომ თეთრმა სახლმა მოახერხოს ბერლინის პოზიციის ნეიტრალიზება. ამას შემდგომი მოვლენები გვიჩვენებს. იმის მატერიალიზაცია რომ მოხდეს, რაც ალექსანდრე რარმა გამოთქვა, ეს იქნება ახალი რეალობის შექმნის მიმანიშნებელი ევრაზიის კონტინენტზე. რეალობისა, რომელიც სამუდამოდ გააუქმებს “ცივ ომს”და საბოლოოდ მოახდენს ბერლინის კედლის დემონტირებას მისი ყველა ფორმით აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის. თუკი ევროკავშირის შეთანხმება უკრაინასთან იმ საფუძვლებზე, რომლებიც გერმანელმა ექსპერტმა გამოთქვა, შესაძლებელი გახდება, მაშინ ის შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვისაც, საბაჟო კავშირის წვერების ჩათვლით. 

არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი მიდგომა გერმანელებს უფრო ადრეც გაეჟღერებინათ. კულუარულად. მაგრამ უკრაინაში კრიზისამდე ერთსულოვნების მიღწევა ევროპული კავშირის ყველა წევრს შორის უბრალო საქმე არ იყო. განსაკუთრებით პროამერიკულ წევრებთან. შესაძლებელია, დადგა გარდატეხა, იმ რისკების გაგების წყალობით, რომლებიც თან მოჰყვებოდა სამოქალაქო ომს უკრაინაში და პრობლემების პოტენციალისა მეზობლებისთვის, მისი დაშლის შემთხვევაში.

ის, რომ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებებზე ჩამოფრინდნენ “ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ირიბად მეტყველებს იმის შესახებ, რომ პროამერიკულ პოლონეთს უკრაინის ევროკავშირთან შეთანხმების ასეთ ვარიანტზე დათანხმება შეეძლო სწორედ საკუთარი მუქარების გაგების ზემოქმედებით, უკრაინული კრიზისის განვითარების შემთხვევაში. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია ფრანგი მინისტრის აქყოფნაც. ეს იმის მოწმობაა, რომ უკრაინულ საკითხში პარიზმა და ბერლინმა სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს. ხოლო ეს კი უკვე ნახევარი საქმეა ევროკავშირთან შეთანხმების ახალი რედაქციის გატარებისთვის. და ისიც, რომ ყველა მინისტრი, იანუკოვიჩთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის ჩართვის თაობაზე გამოცხადების შემდეგ სახლში კი არ გაფრინდა, არამედ ღამის გასათევად კიევში დარჩა, იმის შესახებ მეტყველებს, რომ მსგავსი სვლა მოწონებულია ოთხ დედაქალაქში: ბერლინში, პარიზში, ვარშავასა და მოსკოვში. თუმცა კი რამდენად შორსაა წასული ოთხი ქვეყნის პოზიციების შეთანხმება უკრაინასათან მიმართებაში, შემდგომი მოვლენები გვიჩვენებს. მიუხედავად ამისა, სწორედ კრიზისმა ჩვენს ქვეყანაში შექმნა ევროკავშირში პოზიციების ისეთნაირად კონსოლიდაციის შესაძლებლობა, რომ რუსეთი აღიარებულია მოლაპარაკებების სრულფასოვან მონაწილედ უკრაინის ბედთან მიმართებაში. თუმცა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ყველა ევროპელი პოლიტიკოსი ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავდა. თუკი პროცესი პოზიტიურ კალაპოტში წავა, მაშინ სავარაუდოა, რომ რუსეთის ომბუცმენს ვლადიმირ ლუკინს მოლაპარაკებებზე შეცვლის უფრო მაღალი თანამდებობის მოხელე. და ეს ასევე იქნება ან რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთგაგების ზრდის მაჩვენებელი უკრაინულ საკითხში, ან კიდევ მისი არარასებობისა, მოლაპარაკებებიდან მოსკოვის წარმომადგენლის გაწვევის შემთხვევაში.

უზარმაზარ რისკს ამ პროცესში წარმოადგენს აშშ-ის პოზიცია. ის, რომ კრიზისის გამწვავების მომენტში იანუკოვიჩმა არ უპასუხა მერკელის ზარს, მაგრამ მაშინვე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის მიერ გამოძახებას, შესაძლოა მეტყველებდეს უკრაინის პრეზიდენტის რაღაც საკუთარი თამაშის შესახებ ვაშინგტონს, მოსკოვსა და ბერლინს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. მაგრამ საეჭვოა, იგი მასში იმდენად დამოუკიდებელი იყოს, რომ ვლადიმირ პუტინის აზრის იგნორებას ახდენდეს.
არ არის გამორიცხული, რომ ვაშინგტონის დამთმობლობა მოსკოვისადმი უკრაინულ საკითხში პირდაპირ იყოს დაკავშირებული კრემლის პოზიციასთან სირიის თაობაზე. ძნელად თუ იქნება შემთხვევითი ბარაკ ობამას განცხადება მეხიკოში, რომელშიც მან ბრალი დასდო პუტინს ადამიანთა ძირითადი თავისუფლებების უგულვებელყოფაში უკრაინასა და სირიაში. სურვილის არსებობისას ქვეყნების ჩამონათვალი არსებითად შეიძლება ყოფილიყო გაფართოებული. მიუხედავად ამისა, გაიჟღერა უკრაინამ და სირიამ. მსგავსი დამთხვევები იშვიათად თუ არის ხოლმე შემთხვევითი.

არ მივყვებით რა უკრაინის გარშემო გეოპოლიტიკური თამაშების უფრო ღრმა ანალიზს, შეიძლება მოვახდინოთ კონსტატირება, რომ ევროკავშირის უკრაინასთან შეთანხმების ალექსანდრე რარის მიერ გაჟღერებული მოდელის რეალიზაციის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა შესაძლოა იქცეს ურთიერთობათა ახალ ათვლის წერტილად დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის.

ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკური ბედი, ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ ამ განტოლების ფრჩხილებს გარეთ დარჩება.

ნიკოლოზ პესეცკი, სოციალური ფსიქოლოგი 

ვალერი პესეცკი, სოციალური ანალიტიკის უკრაინული ცენტრის დირექტორის მოადგილე 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა 


Очередная геополитическая победа Владимира Путина? 

Николай Песецкий, Валерий Песецкий, для "Хвилі" 

Во вчерашнем эфире «Свобода слова» на IСTV известный немецкий политолог Александр Рар высказал позицию немецкого руководства по разрешению кризиса в Украине на геополитическом уровне. И там были очень интересные моменты.

Во-первых, он сообщил, что в Германии осознали, что первоначальный вариант соглашения об ассоциации ЕС с Украиной был ошибочен. Потому как предлагал нашей стране дилемму: или Евросоюз, или Таможенный союз.

Во-вторых, сегодня в Германии пришли к пониманию, что соглашение должно быть переработано таким образом, чтобы Украина имела бы возможность работы и с ЕС, и с ТС. И разрешение этой коллизии – дело юристов.

В-третьих, в Германии понимают, что это соглашение должно учитывать интересы России, а не игнорировать их. И Берлин готов в этом ключе продолжить процесс наработки текста соглашения с Киевом.

К сожалению тезисы господина Рара не вызвали интереса у экспертов и политиков, которые собрались в студии. Обсуждения и оценок они не получили.

Напрасно. Ведь речь о возможности реального выхода из пике политического кризиса в Украине, начало которому положил отказ Виктора Януковича подписывать соглашение с ЕС в Вильнюсе.

Страну и политикум Украины раскололо именно это решение. Которое многие, и вполне справедливо, связывали с встречей Виктора Януковича и Владимира Путина накануне вильнюсского саммита.

Что же изменилось с тех пор? Выскажу свои предположения. Итак, вполне очевидно, что сближение с Западной Европой и вхождение в ЕС бывших соцстран, включая и республики распавшегося СССР, шло по одному алгоритму: на противопоставлении России. По принципу или-или. Фактически это было продолжением «холодной войны» и строительством новой берлинской стены. Последняя, по замыслу «архитекторов», должна была быть переносной и, в идеале, совпасть с западной границей России.

Возможно, Украина, станет первой страной, где эта геополитическая технология рухнет. Совместными усилиями Парижа, Берлина, Варшавы, Киева и Москвы. Вопреки интересам Вашингтона, который очевидно заинтересован в ее сохранении. Возможно. Хотя и не исключено, что Белому Дому удастся нейтрализовать позицию Берлина. Дальнейшие события покажут. Ведь, если то, что озвучил Александр Рар материализуется, то это будет означать создание новой реальности на евразийском материке. Реальности, которая навсегда упразднит «холодную войну» и окончательно демонтирует берлинскую стену во всех ее формах между восточной и западной Европой. Если соглашение ЕС с Украиной на тех основах, что высказал немецкий эксперт, станет возможным, то оно будет возможным и для любой страны, включая членов ТС.

Не исключено, что подобный подход озвучивался немцами и ранее. Кулуарно. Однако до кризиса в Украине достичь единодушия среди всех членов ЕС было непросто. Особенно проамериканских. Возможно, наступил перелом, благодаря пониманию тех рисков, которые влечет гражданская война в Украине и потенциал проблем для соседей, в случае ее распада. 

То, что на переговоры с Виктором Януковичем прилетели министры иностранных дел стран «веймарского треугольника» косвенно говорит о том, что проамериканская Польша могла согласиться с таким вариантом соглашения Украины с ЕС именно под воздействием понимания собственных угроз, в случае развития украинского кризиса. В этом же контексте важно наличие французского министра. Это свидетельство того, что в украинском вопросе Париж и Берлин достигли полного взаимопонимания. А это уже полдела для продвижения новой редакции соглашения с ЕС. И то, что все министры, после объявления о включении в переговоры с Януковичем представителя России не улетели домой, а остались ночевать в Киеве, говорит о том, что подобный ход одобрен в четырех столицах: Берлине, Париже, Варшаве и Москве. Однако насколько далеко согласованы позиции четырех стран в отношении Украины покажут дальнейшие события.

Тем не менее, именно кризис в нашей стране создал возможность консолидации позиций в ЕС таким образом, что Россия признана полноценным участником переговоров в отношении судьбы Украины. Хотя еще осенью прошлого года все европейские политики такую возможность исключали. Если процесс пойдет в позитивном русле, то вероятно, российского омбудсмена Владимира Лукина в переговорах сменит более высокопоставленный чиновник. И это будет также показателем либо роста взаимопонимания между Россией и ЕС по украинскому вопросу. Либо его отсутствия. В случае отзыва представителя Москвы с переговоров.

Огромным риском в этом процессе является позиция США. То, что в момент обострения кризиса Янукович не отвечал на звонок Меркель, но тут же отозвался на вызов от вице-президента США Байдена, может говорить о некой собственной игре украинского президента на противоречиях между Вашингтоном, Москвой и Берлином. Но, едва ли он в ней самостоятелен настолько, чтобы игнорировать мнение Владимира Путина.

Не исключено, что уступчивость Вашингтона Москве в украинском вопросе будет напрямую связана с позицией Кремля по Сирии. Едва ли является случайным заявление Барака Обамы в Мехико, в котором он обвинил Путина в пренебрежении основными свободами людей в Украине и Сирии. При желании список стран мог бы быть существенно расширен. Тем не менее, прозвучали Украина и Сирия. Подобные совпадения редко бывают случайными.

Не вдаваясь в более глубокий анализ геополитических игр вокруг Украины, можно констатировать, что в случае реализации модели соглашения ЕС с Украиной, озвученной Александром Раром, наша страна может стать новой точкой отсчета взаимоотношений между западной и восточной Европой.

Политическая судьба Виктора Януковича, вероятней всего, останется за скобками этого уравнения.

Николай Песецкий, социальный психолог

Валерий Песецкий, заместитель директора Украинского центра социальной аналитики

No comments:

Post a Comment