Monday, September 16, 2013

აკადემიკოსი დუბროვინი 1790-91 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის მიმდინარეობისა და ანაპის აღების შესახებ


(მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II. С-Петербургъ, 1886/ XIV თავის თარგმანს)

თავი XIV

გენერალ-პორუჩიკ ბიბიკოვის წარუმატებელი ლაშქრობა ანაპისკენ. – ჯარების სარდლად გრაფ დე-ბალმენის დანიშვნა. – თურქების შემოტევა. – ბათალ-ფაშას გადმოსვლა მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე. – დამარცხება, რომელიც მიაყენა მას გენერალმა გერმანმა მდინარე თოხთამიშზე. – გრაფ დე-ბალმენის გარდაცვალება და ჯარების სარდლად გუდოვიჩის დანიშვნა. – მისი მოძრაობა ანაპისკენ. – ციხესიმაგრისთვის ალყის შემორტყმა, დაბომბვა და მასზე იერიში. – იასის ზავის დადება.

19 ივლისს გრაფი სალტიკოვი მოვიდა დანიშნულების მიხედვით და ვერც კი მოასწრო გაცნობოდა საქმეთა მდგომარეობას, რომ გაწვეულ იქნა იმ ჯარების სარდლობისთვის, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ შვედების წინააღმდეგ სამოქმედოდ.

ყუბანისა და კავკასიის არმიების მოქმედებათა კავშირის მიხედვით, წერდა იმპერატრიცა თავად პოტიომკინ-ტავრიდელს (Въ рескрипте отъ 24-го ноября 1789 г. Арх. Кабинета Его Импер. Велич. св. 443), ასეთივეებთან, რომლებიც წარმოებს სხვა ნაწილებში თქვენი წინამძღოლობით, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რათა ჯარები, რომლებიც შეადგენენ მოხსენიებულ არმიას, ამიერიდან იყვნენ თქვენი ზუსტი უფროსობის ქვეშ. ხოლო რადგანაც იქ სარდლად მყოფი გენერალი გრაფი სალტიკოვი გამოძახებულია ჩვენს კარზე სხვა უფროსობაში გამოყენებისთვის, ამიტომ გაძლევთ თქვენ ნებას, რათა აღნიშნული ჯარების სარდლობისთვის გამოიყენოთ თქვენდამი დაქვემდებარებული გენერლებიდან, ვისაც კეთილგონივრულად მიიჩნევთ”.

სანამ წარმოებდა ახალი უფროსის არჩევა, უფროსად დარჩენილმა გენერალ-პორუჩიკმა იური ბიბიკოვმა, 1789 წლის მიწურულს მიიღო ცნობა, რომ სულთანმა სელიმ III- გამოუგზავნა ახალი ფირმანი შეიხ-მანსურს წინადადებით, რომ დაეყოლიებინა მთიელები ერთსულოვნად მოქმედებაზე რუსეთის წინააღმდეგ.

სურდა რა მოეხდინა ფირმანის მოქმედების პარალიზება და წინ აღდგომოდა მთიელებს კავკასიის ხაზზე შემოჭრაში, ბიბიკოვმა გადაწყვიტა მიემართა ექსპედიციისთვის ყუბანს იქით ზამთრის ყველაზე უფრო მკაცრ დროს. მან თავი მოუყარა ქვეითი ჯარის 14 ბატალიონს, დრაგუნების 6 ესკადრონსა და კაზაკთა შვიდ პოლკს, მაგრამ ჯარებში მნიშვნელოვანი დაუკომპლექტებულობის გამო, მისი ძალები შედგებოდა სულ 7.609 ადამიანისგან.

მიმართა რა ძნელ ზამთრის ლაშქრობას, ბიბიკოვმა ვერ უზრუნველყო რაზმი ვერც საკმარისი სურსათით, ვერც კარვებით; იგი იმედოვნებდა პურის მნიშვნელოვანი მარაგების პოვნას ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ჯარების სოფლებში განლაგებას.

მოვიდა რა რაზმით პროჩნი-ოკოპში, გენერალ-პორუჩიკმა ბიბიკოვმა შეიტყო, რომ მოხოშელები რამდენიმე ათასი ადამიანის რიცხვით აპირებენ გრიგორიოპოლის რედუტზე თავდასხმას და, დაეუფლებიან რა მას, დაიძრებიან დონის ციხესიმაგრისკენ, რათა გადაკეტონ გზა ჩერკასკთან. მოწინააღმდეგის დასწრების მიზნით, ბიბიკოვი 1790 წლის 10 თებერვალს გადავიდა გაყინულ მდინარე ყუბანზე და გაემართა მოხოშელთა სამფლობელოსკენ. მთიელები გაიფანტნენ და მთებში მიიმალნენ, ბიბიკოვი კი, დაედევნა რა მათ, მივიდა მდინარე ლაბამდე. ამ მდინარეზე მცხოვრებმა ჩერქეზი ხალხის (ადიღეს) ტომებმა (поколенiя) გამოაცხადეს თავიანთი მორჩილება და, ბიბიკოვმა, დაუჯერა რა მათ გულწრფელობას, მიიღო ისინი რუსეთის ქვეშევრდომობაში* (*ბიბიკოვის სიტყვებით, დამორჩილებულთა რიცხვი ადიოდა 1.950 ოჯახამდე ანუ ორივე სქესის 29.250 სულამდე). მოაწყო რა ახალ ქვეშევრდომთაგან ფოსტა და ჩააბარა რა მათ მთელი კორესპონდენცია, ბიბიკოვი უფრო შორს დაიძრა თემირგოელებისკენ. “აქ ახლანდელი სასტიკი ზამთრის გამო, მოახსენებდა იგი თავად პოტიომკინს (Отъ 16-го февраля 1790 года, № 110. Москов. Арх. Мин. Иностр. делъ, VII комната, шкафъ № 57), არ შემიძლია მე ზუსტად მოვახსენო თქვენს უგანათლებულესობას, შორს გავაგრძელებ თუ ვერა ჩემს გზას; მაგრამ ვვარაუდობ მის დასრულებას მაშინ, როდესაც სრულებით შეუძლებლად დავინახავ იმ პუნქტამდე მიღწევას, რომელზედაც მთელი ეს ხალხები არიან მიბმულნი (ანაპამდე). ჯარების ყოფნამ კი მთებში უკვე თვალნათელი გახადა სარგებელი: ანაპაში მოვაჭრე სომხები, რომლებიც ახლა ჩემს ხელში არიან, დარწმუნებით ამბობენ, რომ იმ ქალაქში, მათი (თურქების) დასკვნის გამო, რომ ზამთარში რუსული ჯარები არ დადიან, დატოვებულია გარნიზონის არაუმეტეს 500 ადამიანისა. ადამიანთა გამოკვებასა და საქონელთან დაკავშირებით კი, ეს აქ იმდენია, რომ თუნდაც სამუდამო სამყოფელად რომ დარჩენილიყო აქ კორპუსი, უკმარისობა არ შეიძლება ჰქონოდა”.

დაჰყვა რა სომეხთა ცრუ ჩვენებებსა და მთიელთა მოჩვენებით სისუსტეს, ბიბიკოვი დაიძრა ანაპისკენ. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მიიწევდა იგი წინ და ღრმად შედიოდა მთებში, იქაურებმა დაიწყეს მისთვის სულ უფრო და უფრო მეტი წინააღმდეგობის გაწევა. შეიხ-მანსურისა და თურქების მიერ აგზნებული იმიერყუბანელები სულ უფრო და უფრო ხშირი რიგების ალყას არტყამდნენ რაზმს და ეწინააღმდეგებოდნენ მის შემდგომ წინ მოძრაობას. ისინი ჩნდებოდნენ ზურგში, ცდილობდნენ შეტყობინების გაწყვეტას, ხოლო ფრონტის წინ კი, და განსაკუთრებით გზებზე აწყობდნენ ჩამონაქცევებსა და ხერგილებს. რუსულ რაზმს უხდებოდა ყოველდღიურად ებრძოლა მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან და გადაელახა ბუნების მიერ დაპირისპირებული დაბრკოლებანი. ჯარები მიდიოდნენ უგზოოდ წელიწადის ისეთ დროს, როცა გაზაფხულის სხივების პირველი მოქმედებებით გამდნარი თოვლისგან წარმოიქმნებოდა წყლის ნაკადები ან კიდევ დამდგარ ყინვას თან ახლდა ძლიერი ქარბუქები, რომლებიც თოვლის ნამქერებს აყრიდნენ რაზმს და აიძულებდნენ მას რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე მდგარიყო. ასეთ მდგომარეობაში წყალს მოიპოვებდნენ მხოლოდ ჯარისკაცთა პატარა ქვაბებში თოვლის გადნობით და ცხენების სასმელად კი არაფერი გააჩნდათ. პროვიანტი და განსაკუთრებით კი ფურაჟი მთლიანად ამოწურულ იქნა, ადგილზე მათი შოვნა შეუძლებელი იყო, და მალე დაიწყეს ცხენების კვება წვრილად დაჭრილი ჭილობებით. ჩერქეზები იტაცებდნენ და ერეკებოდნენ საქონელს და ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც შეიძლებოდა გამომდგარიყო ადამიანთა და ცხენების გამოსაკვებად გზაზე, რომელსაც მიჰყვებოდნენ რუსული ჯარები. გადალახავდნენ რა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობას, ჯარისკაცები იძულებულნი იყვნენ გადაეტანათ გაჭირვება და შიმშილი. როდესაც მოხმარებულ იქნა საჭმელში დამტვრეულ ორცხობილათა უკანასკნელი ნამცეცები, მაშინ აღალის ცხენების ხორცი გადაიქცა მათ ერთადერთ საზრდოდ (Воен. Журн. 1818 г., кн. VIII).

ამასობაში, ვერ ხედავდნენ რა ღია ძალით რუსების გაჩერების შესაძლებლობას, მთიელებმა დაიწყეს ბრძოლისთვის თავის არიდება, ცდილობდნენ ბიბიკოვის შეტყუებას მიუდგომელ მთებში და ასორმოცდაათ ვერსზე რაზმის წინ და ათ ვერსზე აქეთ-იქით წავავდნენ თავიანთ სოფლებს მთელი მარაგებით. ბიბიკოვი ამაშიც ვერ ხედავდა საფრთხეს, არამედ პირიქით, მთიელთა საქციელს ხსნიდა სრულებით თავისებურად მათი რაღაცნაირი სიძულვილით თურქებისადმი.

შეიძლება დავინახოთ, მოახსენებდა იგი (Въ рапорте отъ 18-го апреля 1790 г., № 111), რომ ეს ხალხები არ იყვნენ თანახმა ზუსტად აღესრულებინათ ბათალ-ფაშას მიერ მათთვის მიცემული ბრძანება, არამედ მხოლოდ გარეგნულად უჩვენებდნენ თავიანთ მორჩილებას, ვინაიდან ცეცხლწაკიდებულ სოფლებში მე ვპოულობდი ძალზედ მცირე ნაწილს კომლებისას, და მათაც არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდათ, დამწვრებსა და ცეცხლწაკიდებულებს. ამ დამწვარი სოფლების გავლით მე გავიარე სამოცდაათი ვერსი, არ შემხვედრია რა არანაირი დაბრკოლება ალისა და კვამლის გარდა”. როცა სოფლებში ხვდებოდა ფეტვის მარაგები, რომელთა მოსპობაც მთლიელებმა ვერ მოასწრეს, ბიბიკოვი მიდიოდა უფრო შორს და 15 მარტს მიადგა ორ ხეობას, რომლებიც გადიოდნენ ანაპის დაბლობზე. 16 მარტს იგი წავიდა მარცხენა ხეობით* (*ხეობაში, რომელიც პირდაპირ ფრონტის წინ იმყოფებოდა, უხვად იყო მთის ნაკადულები, რომლებიც მოძრაობას უკიდურესად აძნელებდნენ) და, მივიდა რა მდინარე შიბზიმდე, წააწყდა ორთუღიან მუსტაფა-ფაშას 2.000-კაციანი რაზმით. არცთუ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ჩვენმა ჯარებმა დაიკავეს სიმაღლეები და აიძულეს მოწინააღმდეგე უკან დაეხია. ჩვენი რაზმის შემდგომი მოძრაობა მიდიოდა მოწინააღმდეგესთან განუწყვეტელი შეტაკებებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიბიკოვმა მიაღწია სოფელ ზანიმდე და 21 მარტს დაიკავა იგი.

ორდღიანი დასვენების შემდეგ გენერალმა ბიბიკოვმა მიმართა ქალაქ ანაპის რეკოგნოსცირებას, რომელშიც მოითვლებოდა 40.000-მდე მცხოვრები და გარნიზონი. რეკოგნოსცირების დროს მოხერხდა თხრილის გაზომვა, რომლის სიგანე და სიღრმე აღმოჩნდა 14-დან 15 ფუტამდე. იმავე დღეს, . . 24 მარტს, ბათალ-ფაშამ, შენიშნა რა რუსების მოახლოება, მოხდინა ქალაქიდან გამოხდომა ორი რაზმით: თავისი უფროსობისა და მუსტაფა-ფაშას უფროსობის ქვეშ. ეს თავდასხმა მოგერიებულ იქნა, ამასთან ბათალ-ფაშა ჩაიკეტა ციხესიმაგრეში, ხოლო მუსტაფა-ფაშას კი აღარ შეეძლო ანაპაში მოხვედრა და დაიხია სუჯუკ-კალეს გზით.

სარგებლობდა რა წარმატებით, ბიბიკოვს განზრახული ჰქონდა იერიშით აეღო ციხესიმაგრე, მაგრამ 26 მარტის გათენების ღამეს ატყდა ისეთი სასტიკი ქარბუქი თოვლთან ერთად, რომ ერთ ღამეში დაეცა 150-მდე ცხენი, და ყველა უფროსი, მოახსენებდა ბიბიკოვი, “ჩემს გარდა, ისე გაცივდა და დასუსტდა, რომ მათ არანაირი მოქმედებების დაწყება უკვე აღარ შეეძლოთ”. ასეთ მდგომარეობაში არაფერი არ ჰქონდა უკვე დარჩენილი, თუ არა უკან დაეხია. 27 მარტს ბიბიკოვმა დატოვა ბანაკი და უკან წამოვიდა. რაზმის უკანდახევას თან ახლდა საშინელი გაჭირვებანი. ადიდებულმა მთის მდინარეებმა იმდენად გააძნელეს მოძრაობა, რომ 27 მარტიდან 11 აპრილამდე ჯარებს შეეძლოთ მხოლოდ 120 ვერსის გავლა, განიცდიდნენ რა უზარმაზარ გაჭირვებას საკვებში: ადამიანები ჭამდნენ ბალახებს, ფესვებსა და ცხენის ხორცს. ტახის ხორცი ფუფუნებად ითვლებოდა და მასში იხდიდნენ 20 კაპიკს გირვანქაში, რაც მაშინდელი ფასებით ძალზედ ძვირი იყო (Рапортъ генералъ-поручика барона Розена князю Потёмкину21-го мая 1790 г. Исходящiй жур. реляцiямъ и докладамъ князя Потёмкина. Москов. Арх. Главн. Штаба. См. также статью «Походъ русскихъ въ закубанскiя горы въ 1789 году». «Заря» 1870 г., т. I, № 2).

ცნობამ იმ გაჭირვებათა შესახებ, რომელსაც განიცდიდა ბიბიკოვის რაზმი, ყირიმის გავლით მიაღწია თავად პოტიომკინ-ტავრიდელამდე. მან დაავალა ყუბანის კორპუსის მეთაურს, გენერალ-პორუჩიკ ბარონ როზენს, მოეძებნა ბიბიკოვი, დაებრუნებინა მისი რაზმი ჩვენს საზღვრებში და მიეღო თავისი უფროსობის ქვეშ. ბარონმა როზენმა მაშინვე გაგზავნა დონის ციხესიმაგრიდან ყუბანისკენ პროვიანტის მნიშვნელოვანი მარაგი და რაზმის მოსაძებნად კი გაუშვა 600 დრაგუნი ყუბანის მარჯვენა ნაპირის გაყოლებაზე.

4 მაისს ბიბიკოვის ჯარები ყველაზე უფრო საცოდავ მდგომარეობაში გამოჩნდნენ გრიგორიოპოლისთან. ადამიანები მოვიდნენ მუნდირისა და ამუნიციის საგნების გარეშე, პერანგების გარეშეც კი, თითქმის შიშვლები. ბარონი როზენი მოახსენებდა, რომ იხილასიმყარეში ურყევი ეს ოფიცრები და ჯარისკაცები ისეთ საცოდავ მდგომარეობაში, რომელიც ყოველგვარ აღწერაზე უფრო მაღლაა”. შიმშილით ქანცგაწყვეტილი ოფიცრები და ჯარისკაცებიადამიანურ მოთმინებაზე უფრო მეტად არიან გამოფიტულნი სიცივითა და უამინდობით, რისგანაც არაფერი საკუთარი თავის დაცვისა და გაძლიერებისთვის არ ჰქონიათ; ფეხშიშვლები, ყოველგვარი პერანგებისა და ქვედა საცვლების გარეშე, არამედ გასაცოდავებულ ზედა სამოსში, რომელიც მთლიანად დალპა და დაიფხრიწა. ავადმყოფები, ძლივს რომ სუნთქავენ, გასივდნენ, და ისინიც კი, რომლებიც ჯანმრთელებად ითვლებიან, მათგან დიდად არ გასხვავდებიან და ყველაზე უფრო სუსტი ძალებიღა გააჩნიათ; პოლკებმა და არტილერიამ დაკარგეს ცხენები, და საერთოდ მთელი კორპუსი უკიდურესად მოშლილია”.

თავადი პოტიომკინი საშინლად იყო გულდაწყვეტილი ლაშქრობის წარუმატებლობითა და ასეთი სამწუხარო შედეგით. “ამ უღირსმა ოფიცერმა, მოახსენებდა უგანათლებულესი იმპერატრიცა ეკატერინე II- ბიბიკოვის შესახებ (Во всеподд. донесенiи 3-го мая 1790 г., № 59. Москов. Арх. Главн. Штаба. Исходящiй журналъ князя Потёмкина), პირადი სარგებლის მოძიებისთვის, უგულვებელჰყო ყველაფერი, და დაღუპვის პირას მიიყვანა ადამიანები, რომელთაგან თითოეული ჭეშმარიტად მასზე უფრო ძვირფასია. თანდართული მოხსენებებიდან უზენაესად ინებეთ იმ კორპუსის მდგომარეობის მოხილვა, შედგენილისა უმეტესი და უკეთესი ნაწილისგან და გაურკვეველი აღწერების მიხედვით კი ყოვლადმოწყალედ შეგიძლიათ მსჯელობა ჩემი საზრუნავების შესახებ. მან მოშალა კავშირგაბმულობა და ჯარები, ხოლო ჩემს განზრახვებს კი დაბრკოლება დაუდო. რამდენად გაამაყდებიან ამით თურქები? უფრო მეტად კი იმ მხარეში, სადაც ყველაფერს მიაწერენ ცრუწინასწარმეტყველი შეიხ-მანსურის სასწაულებს”.

თუმცა კი შემდგომში, მიიღო რა დაწვრილებითი მოხსენება, თავადმა პოტიომკინმა შეიცვალა თავისი აზრი ბიბიკოვის საქციელის შესახებ, მიუხედავად ამისა, იმპერატრიცამ ბრძანა მიეცათ იგი სასამართლოშირომელშიც გამოეძიათ მისი მოხსენიებული საქციელი და გამოეტანათ განაჩენი კანონების საფუძველზე(Рескриптъ императрицы князю Потёмкину 14-го мая 1790 г. Арх. Кабинета Е. И. В. Св. 444). დაბალ ჩინებს კი, რომლებმაც უზარმაზარი გაჭირვებანი გადაიტანეს, იმპერატრიცამ უწყალობა ვერცხლის მედლები წარწერით: “გულმოდგინებისთვის” («за усердiе»).

რაზმის დანაკარგები შედგებოდა 233 მოკლულისგან, ავადმყოფობით გარდაცვლილი 618 ადამიანისგან, 121 ტყვის, 23 დამღრჩვალისა და 111 გაქცეულისგან. ეს ექსპედიცია დაჯდა 52.000 მანეთზე მეტი.

რაზმის პროჩნი-ოკოპში მოსვლის შემდეგ, გენერალმა ბარონმა როზენმა მიიღო ზომები მის წესრიგში მოსაყვანად. მან განაცალკევა ავადმყოფები და დაჭრილები ჯანმრთელებისგან, “უბრძანა, დაბანა რა ყველა, სუფთა საცვლებისა და ტანსაცმლის ჩაცმა”; ბრძანა არ დაენიშნათ ეს ადამიანები სამსახურში ერთი თვის განმავლობაში და ეძლიათ უფრო უკეთესი საჭმელი (Рапортъ барона Розена князю Потёмкину 21-го мая 1790 г.). ჰპოვა რა კავკასიის ხაზის მარჯვენა ფლანგის თავდაცვა დასუსტებულად, ბარონმა როზენმა ყუბანის კორპუსისგან ჩამოაყალიბა ორი რაზმი, რომელთაგან პირველი დააყენა ყარასუ-ეიზე, ხოლო მეორე კი ტემიშბეგთან; თავად კი დანარჩენი ჯარებით განლაგდა ეისკის სიმაგრესთან და დონიდან კავკასიის ხაზზე კაზაკთა რამდენიმე პოლკიც გამოიძახა.

ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა ხაზის თავდაცვა, როცა ჯარების სარდლობა დაევალა გენერალ-პორუჩიკ გრაფ დე-ბალმენს (графъ де-Бальменъ) (Предписанiе князя Потёмкина графу де-Бальмену 29-го апреля 1790 г. Москов. Арх. Глав. Шт. Исходящiй журн. кн. Потёмкина).

უკანასკნელი მოვიდა დანიშნულების ადგილზე სწორედ მაშინ, როცა თურქები გადმოვიდნენ შეტევაზე, იმედი ჰქონდათ რა იმიერყუბანელთა და, განსაკუთრებით კი, ყაბარდოელთა დახმარებისა.

1790 წლის ივნისში ბათალ-ფაშასგან მათთან გამოგზავნილ იქნა თურქი მოხელე საჩუქრებითა და წერილებით უმთავრესი მფლობელებისთვის, რომლებშიც მათ იწვევდნენ ერთობლივი მოქმედებებისთვის რუსეთის წინააღმდეგ. ყაბარდოელებმა მიღეს საჩუქრები და განაცხადეს, რომ თუკი ბათალ-ფაშა მოვა მათთან თუნდაც 2.000 ადამიანით, მაგრამ საკმარისი რაოდენობის ქვემეხებით, მაშინ ისინი საყოველთაოდ აჯანყდებიან და შეუერთდებიან თურქულ ჯარებს. ეს მოლაპარაკებები დაფარულად არ დარჩენილა ჩვენი მთავრობისთვის, და თავადი პოტიომკინი იმედოვნებდა ყაბარდოელთა მორჩილების ფარგლებში შენარჩუნებას მათი კეთილდღეობის მოწყობის დაპირებებით.

ყაბარდოელებს რომ მიმოწერა აქვთ თურქებთან, წერდა უგანათლებულესი გრაფ დე-ბალმენს (Предписанiе князя Потёмкина графу де-Бальмену 26-го iюля 1790 года. Исходящiй журналъ Потёмкина), ამას არ უყუროთ და უთხარით, რომ ნებას ვაძლევ მათ თურქებისგან ფულები აიღონ, ოღონდ კი რუსეთისადმი ერთგულები იყვნენ. გამოუცხადეთ მათ, რომ მე მაქვს უზენაესი ბრძანება, რათა მივცე მათ ყველა შესაძლო სარგებელი, თუკი ერთგულები იქნებიან, და გამოვუყო მიწები, და რათა მათ თავიანთი სახელით ჩემთან გამოგზავნონ ექვსი ადამიანი რწმუნებულად: ოთხი დიდი და ორიც მცირე ყაბარდოდან, რომელთაც მიეცით კიდეც გზისთვის შესაფერისი თანხა და რაც შეიძლება სწრაფად გამოგზავნეთ”.

ამასობაში ბათალ-ფაშა, რომელმაც დაუჯერა ყაბარდოელთა დაპირებებს, დიდი იმედებით იყო განწყობილი, რომ კავკასიის ხაზზე მის გამოჩენასთან ერთად მთელი მაჰმადიანი ხალხები მას შეუერთდებოდნენ. შევიდა რა ურთიერთობებში ახალციხის ფაშასთან, ავარიის ხანთან და ჯენგუთაელ მფლობელებთან, ბათალ-ფაშამ შეაგროვა 8.000 ქვეითი ჯარი, 10.000 თურქული ცხენოსანი ჯარი 15.000-მდე იმიერყუბანელი და 30 ქვემეხი და ამ ლაშქრით (ополченiе) ყაბარდოსკენ დაიძრა. ვარაუდობდა რა, რომ კავკასიის ხაზის თავდაცვა მნიშვნელოვნადაა დასუსტებული გენერალ ბიბიკოვის უიღბლო ლაშქრობით, ბათალ-ფაშა იმედოვნებდა თავისი ღონისძიების სრულ წარმატებას. თუმცა კი გარემოებები სხვანაირად ჩამოყალიბდა და თურქი უფროსის იმედები ვერ გამართლდა.

ბათალ-ფაშას განზრახვის შესახებ ყაბარდოსკენ დაძვრის თაობაზე კავკასიური უფროსობისთვის ცნობილი იყო 1790 წლის ივლისის თვიდან, და თავადმა პოტიომკინ-ტავრიდელმა ჯერ კიდევ მაშინ დაავალა გრაფ დე-ბალმენს შეეტია თურქებისთვის, ისე რომ არ დალოდებოდა მათ შემოტევას. გენერალ-პორუჩიკ ბარონ როზენს ნაბრძანები ჰქონდა მიახლოებოდა ყუბანს, ხოლო ტავრიდიდან კი, ანაპის წინააღმდეგ დივერსიის მოსაწყობად, გადაყვანილ იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაზმი.

მძიმე ავადმყოფობამ წაართვა გრაფ დე-ბალმენს შესაძლებლობა, რომ პირადად გაძღოლოდა წინ ჯარებს, მაგრამ მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოასწრო სამი შემტევი რაზმის ჩამოყალიბება გენერალ-მაიორების: გერმანისა და ბულგაკოვის და ბრიგადირ მატცენის უფროსობით (Всеподд. донесенiе кн. Потёмкина-Таврическаго 16-го октября 1790 г. Московск. Арх. Глав. Шт. Исход. журналъ). ყუბანის ეგერთა კორპუსის მეთაურს, გენერალ-პორუჩიკ ბარონ როზენს, და საჯარისო ატამანს ილოვაისკის მან უბრძანა ყუბანს იქით ექსპედიციის მოწყობა.

სანამ წარმოებდა მზადებანი მოწინააღმდეგის დასახვედრად, ბათალ-ფაშა, 28 სექტემბერს, გადმოვიდა ყუბანის მარჯვენა ნაპირზე* (*ყუბანზე თურქების გადმოსვლის ადგილი ამ დრომდე ცნობილია ბათალფაშის გადასასვლელის სახელწოდებით) და დაიძრა ყაბარდოსკენ. იგი იმედოვნებდა რუსების დამარცხებასა და გეორგიევსკის ციხესიმაგრის დაკავებას, სადაც მოელოდა მასთან მთელი ყაბარდოელების შემოერთებას.

სხვებზე უფრო ახლოს მყოფმა გენერალ-მაიორმა გერმანმა გადაწყვიტა თურქების გაჩერება. დაახლოებით 3.000 კაციანი რაზმით, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ მდინარე კუმაზე, პესჩანნი ბროდთან, იგი დაიძრა მოწინააღმდეგესთან შესახვედრად, ცდილობდა რა ყაბარდოსკენ თურქებისთვის გზის გადაღობვას. შემოიერთა და ბრიგადირ ბეერვიცის მცირე რაზმი, გენერალმა გერმანმა სთხოვა ბულგაკოვს, რომ მისთვის დახმარება აღმოეჩინა და, არ დალოდებია რა მის მოსვლას, 29 სექტემბერს მიადგა ბათალ-ფაშას ბანაკს, რომელიც მდინარე თოხთამიშზე იმყოფებოდა იმავე სახელობის მთასთან.

როგორც კი დანახვა შესაძლებელი შეიქნა, წერს გერმანი თავის ჩანაწერებში («Отечествен. записки» 1825 г. кн. XXIV, № 68, стр. 352), მე შევკრიბე ჩემი ამხანაგები და გამოვუცხადე რა მათ ჩემი განზრახვა (შემეტია), ავუხსენი ამასთანავე, რომ მე ვიმყოფები ისეთ გარემოებებში, როცა ვერ დაველოდები რა გენერალ-მაიორ ბულგაკოვის მოსვლას, აუცილებლად უნდა შევუტიო მოწინააღმდეგეს, და თუ ახლა მე მას კიდევ მხოლოდ თავისუფლებას მივცემ, მაშინ დავკარგავ არა მხოლოდ კუმას, არამედ შესაძლოა მთელ საზღვარსაც. ამასთან პურიც უკვე მეტი აღარ იყო, ხოლო ვაგენბურგიდან პტოვიანტის მოტანის საშუალებას არც დრო და არც ჩვენი მდგომარეობა არ გვაძლევდა”.

გაყო რა თავისი რაზმი ხუთ კოლონად, გერმანი გაბედულად წავიდა მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეზე. 30 სექტემბრის დილის დაახლოებით 8 საათზე დაიძრა ავანგარდი 700 ადამიანისგან 2 ქვემეხით, მაიორ თავად ორბელიანის წინამძღოლობით. მას ჰქონდა ბრძანება საჩქაროდ დაეკავებინა სიმაღლე პოდბაკლეის მწვერვალის უკან და შეენარჩუნებინა ის მთავარი ძალების მოსვლამდე. სწორედ იმ დროს, როცა მთავარმა ძალებმა დატოვეს ბანაკი, წამოვიდა წვიმა, – “რუსული ბედნიერი ნიშანი, შენიშნავს გერმანი, რომელიც იმ დღესვე აღსრულდა უფრო მეტად, ვიდრე შეიძლება მოლოდინი გვქონოდა”. როგორც კი ავანგარდი გამოჩნდა მოწინააღმდეგის თვალსაწიერში, მთიელებმა შემოუტიეს წინ მიმავალ ფლანკერებსა და კაზაკებს. ეს შემოტევა მოგერიებულ იქნა, და შეერთდნენ რა სეკუნდ-მაიორ თავად ორბელიანის უფროსობით, ჩვენმა ფლანკერებმა და კაზაკებმა მოასწრეს სიმაღლის დაკავება მდინარე თოხთამიშის თავზე.

ბრიგადირმა მატცენმა შუა კოლონით და ბრიგადირმა ბეერვიცმა ეგერებით დაიკავეს სიმაღლეები. თურქები, ჰაჯი-მუსტაფა-ფაშას წინამძღოლობით, სიმაღლეებს მოადგნენ ჩვენს ჯარებთან თითქმის ერთდროულად, და სიმაღლეებისთვის ბრძოლა (борьба) გახლდათ საერთო ბრძოლის (сраженiе) უმთავრესი მიზანი. ჩერქეზების მცდელობები შემოეტიათ ჩვენთვის ფლანგებიდან და ზურგიდან უიღბლო გამოდგა. პოლკოვნიკმა ბუტკევიჩმა საკავალერიო ბრიგადით უკუაგდო ჩერქეზები, და შემდეგ კვალდაკვალ გენერალი გერმანი მთელი ხაზით გადავიდა შეტევაში. მან უბრძანა ეგერთა მარჯვენა კოლონას ბრიგადირ ბეერვიცით შეეტია თურქების მარცხენა ფლანგისთვის, ხოლო პოლკოვნიკ ჩემოდანოვს კი მუშკეტერებითმარჯვენისთვის. ბეერვიცს შეხვდა ძლიერი წინააღმდეგობა მოწინააღმდეგის მხრიდან, სანამ დრაგუნებით შემოჭრილმა პოლკოვნიკმა მუხანოვმა არ არივ-დარია თურქები. თავიანთი პოზიციიდან გაყრილმა თურქებმა დაჩქარებით დაიწყეს უკანდახევა მთელ ხაზზე. არ დალოდებია რა პოლკოვნიკ ჩემოდანოვის შეტევას, მოწინააღმდეგემ მიატოვა თავისი ზარბაზნები და ყუბანისკენ გაიქცა. თურქებს დადევნებული ჩვენი ჯარები შეიჭრნენ ბანაკში, ტყვედ შეიპყრეს თავად ბათალ-ფაშა და დაეუფლნენ მდიდარ ნადავლს. სხვადასხვა ყალიბის 30 ქვემეხის ზევით, გამარჯვებულებმა აიღეს ბევრი ჭურვი და სხვა მარაგები. თურქებმა განიცადეს უზარმაზარი დანაკარგი და ბევრი მათგანი მდინარე ყუბანის გადალახვისას დაიღრჩო (Всеподд. донесенiе кн. Потёмкина 30-го декабря, № 161. Московск. Архивъ Глав. Штаба. Журналъ реляцiй и докладовъ).

გენერალი გერმანი ამ გამარჯვებისთვის დაჯილდოვებულ იქნა წმ. გიორგის მე-2 ხარისხის ორდენით და მას ეწყალობა 500 სული პოლოცკის გუბერნიაში (Рескриптъ Императрицы кн. Потёмкину-Таврическому 21-го анваря 1791 г., № 30. Арх. кабинета Е. И. В., св. 444).

ამრიგად, ერთი დარტყმით განადგურებულ იქნა თურქების ორწლიანი მზადება. “დიდება ღმერთს, მოახსენებდა თავადი პოტიომკინ-ტავრიდელი (Во всеподд. донесенiи отъ 16-го октября, № 148. Москов. Арх. Глав. Штаба. Журналъ реляцiй и докладовъ), რომელმაც გვიბოძა ყოვლად სახელგანთქმული გამარჯვება, რომლის შესახებაც რაც უფრო მეტს მსჯელობენ, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება იგი. დამარცხებულია ორმოცათასიანი თურქული არმია, შემდგარი მრავალი შემოერთებული იმიერყუბანელისგანაც. გაქრა იმედი, რომელსაც ისინი ელოლიავებოდნენ იმ მხარეში, დაწყნარდნენ ხალხები, მათ მიერ ამბოხებულნი, და ოპერაციების ეშმაკური გეგმა, მტრული დერჟავების მიერ მათთვის მიცემული, კვამლივით გაქრა.

და რადგანაც სწორედ იმ დროს, როცა მე ვუბრძანე კავკასიის კორპუსს მოწინააღმდეგეზე წასულიყო, მე მივეცი ბრძანება გენერალ-პორუჩიკ ბარონ როზენსაც, რომელიც ყუბანთან იდგა, დონელთა ჯარით მოსახერხებელ შემთხვევაში გადაელახა ყუბანი, ამიტომ ველოდები კიდეც, როგორც მისგან, ისე იმ კორპუსებისგანაც კიდევ კარგ შედეგებს”.

გადავიდა რა ყუბანზე, გენერალ-პორუჩიკი ბარონი როზენი დაიძრა მდინარეებს შეკუფსასა და პჩასას შორის, გაიარა 50 ვერსზე მეტი ზევით და ქვევით მდინარეების გაყოლებაზე და ცეცხლს მისცა მთიელთა აულები. აქედან მან გაიარა მდინარეების მარტესა და ფშიშუს გაყოლებაზე. არბევდა რა ყველგან აულებს, ბარონმა როზენმა ფშიშუს მარჯვენა ნაპირზე მოსვლის შემდეგ შეიტყო ბათალ-ფაშას დატყვევებისა და მისი არმიის გაფანტვის შესახებ. აღარ ჰქონდათ რა ახლა თურქების დახმარების იმედი, იმიერყუბანელები გამოხატავდნენ დამორჩილებისა და თვით რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის სურვილსაც კი.

აკმაყოფილებდა რა მოსახლეობის თხოვნებს, ბარონი როზენი ფიცს ადებინებდა ყველა მსურველს, აიყვანა ამანათები და დაამედა იმპერატრიცის წყალობით.

ლაბაზე მომთაბარე ნოღაელი თათრები, რომლებმაც ითხოვეს ნებართვა 2.000 ოჯახით მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე გადმოსასვლელად, გამოყვანილ იქნენ კავკასიის ხაზის ფარგლებში. თათრებთან ერთად მთებიდან გადმოსახლდა 290-მდე სომეხი ადამიანი მამრობითი და მდედრობითი სქესისა.

დაასრულა რა ამდენად წარმატებულად ექსპედიცია, ბარონი როზენი 2 ნოემბერს რაზმით დაბრუნდა კავკასიის ხაზზე და მალევე გარდაიცვალა. მასზე რამდენადმე უფრო ადრე გარდაიცვალა გრაფი დე-ბალმენი, და ყუბანისა და კავკასიის კორპუსების ჯარების სარდლად დანიშნულ იქნა გენერალ-ანშეფი ივანე ვასილის ძე გუდოვიჩი. მას მიეცა ბრძანება რაც შეიძლებოდა უფრო სწრაფად გამგზავრებულიყო დანიშნულების ადგილზე და გამოეყენებინა საგანგებო მონდომებაყველაზე უფრო ადრეული კამპანიის დასაწყებად ანაპაზე, რათა მოესპო თურქების ეს ბუდე, საბოლოოდ დაედო ზღვარი იმ შფოთვებისა და მოუსვენრობათათვის, რომლებსაც პორტა, ყიდულობდა და არიგებდა რა იმიერყუბანელებს, იმ მხარეში ახდენდა(Предписанiе Гудовичу 24-го декабря 1790 г. Москов. Арх. Главн. Штаба. Исход. журн. кн. Потёмкина).

1791 წლის იანვრის მიწურულს გუდოვიჩი მოვიდა კავკასიის ხაზზე და დაიწყო ლაშქრობისთვის მზადება. ეს მზადებანი მიდიოდა საკმარისად ნელა, ხოლო ამასობაში კი თურქები იყენებდნენ მთელ ძალისხმევას, რათა რუსეთის წინააღმდეგ აღემართათ მხარის მთელი მაჰმადიანი მოსახლეობა. მარტში მიღებულ იქნა ცნობა, რომ სულთანმა დააგზავნა ღია ფირმანი, რომელშიც იმუქრებოდა ყველა იმათი განშორებით ცოლებისა და შვილებისგან, რომლებიც უმოქმედოდ დარჩებიან მართლმორწმუნეთა ომში გიაურებთან. ანაპელი მუსტაფა-ფაშა არწმუნებდა მთიელებს, რომ უკვე შეგროვებულია სიმრავლე ჯარისა, დაპირდა ფულების გამოგზავნას და მოითხოვდა ამანათებს ყაბარდოელთაგან. ანაპაში მყოფი შეიხ-მანსური აგზავნიდა თავის მოწოდებებს, რომლებიც მოითხოვდა სახალხო ლაშქარს რელიგიის სახელით.

გამოვთქვამ თქვენდამი ჩემს გულწრფელ პატივისცემას, ამბობდა იგი, და გირჩევთ განიწმინდოთ თქვენი გულები მანკიერებათაგან და იაროთ ჭეშმარიტების გზით, ღვთის რჯულის მიხედვით. ეცადეთ ამხედრდეთ ურჯულოთა წინააღმდეგ და ვაჟკაცურად მიაყენეთ მათ ზარალი. მე სარწმუნოდ ვიცი, რომ ომი რუსებს უკვე აშინებს; მოველი აქ მართლმორწმუნეთა ჯარების მოსვლას და, შევუერთდები რა მათ, მივმართავ შეტევას რუსებზე. ნუ გეშინიათ მათი მუქარებისა. დადგა უკვე ურჯულოთა დასუსტებისა და მუსლიმანთა ზეიმის დრო”.

ასეთ პირობებში ანაპის უსწრაფესი დაუფლება აუცილებელ საქმეს წარმოადგენდა.

თავი მოუყარა რა 1791 წლის 4 მაისს, ტემიშბეგთან ქვეითი ჯარის 11 ბატალიონს, 1.900 ეგერს, კავალერიის 24 ესკადრონსა და 20 ქვემეხს* (*თითოეულ ბატალიონში იყო არაუმეტეს 500 სამწყობრო ადამიანისა, ხოლო ესკადრონში კი – 100-100 ადამიანი), გენერალ-ანშეფი გუდოვიჩი, 9 მაისს, დაიძრა ანაპისკენ. მასთან შესახვედრად მოდიოდა გენერალ-მაიორი ზაგრიაჟსკი რაზმით, რომელიც გამოყოფილი იყო ყუბანის კორპუსიდან. ამ რაზმში იმყოფებოდა ქვეითი ჯარის ოთხი ბატალიონი, დრაგუნთა 20 ესკადრონი, დონელ კაზაკთა ორი პოლკი და საველე არტილერიის 16 ქვემეხი. 24 მაისს ორივე რაზმი შეერთდა და გაჩერდა ანაპიდან რვა გადასასვლელზე, მდინარე ყუბანზე ეგრეთ წოდებულ ტილიზის გადასასვლელთან.

კავკასიის ხაზთან და ეისკის სიმაგრესთან კავშირგაბმულობისა და შეტყობინების შენარჩუნებისთვის მოწყობილ იქნა სიმაგრეებიანი საეტაპო პუნქტები. ტემიშბეგში მოაწყვეს მთავარი საყრდენი პუნქტი, ააგეს რედუტი და დატოვეს გარნიზონი ოთხი ქვემეხით ბრიგადირ ფონ-კროპფის უფროსობით. ზუსტად ასეთივე საყრდენი პუნქტი ყუბანის კორპუსისთვის მოწყობილ იქნა ეისკის სიმაგრეში. ყუბანზე გადასასვლელზე მდინარის ორივე ნაპირზე ააგეს სიმაგრეები და მათში დატოვეს 422 ადამიანი 4 ქვემეხით, პოდპოლკოვნიკ ბრაუნის უფროსობით. შეტყობინება ნაპირებს შორის წარმოებდა ბორნების დახმარებით; საპონტონო ხიდი კი, რომლითაც გადავიდნენ ჯარები, მოხსნილ იქნა, იმიტომ რომ ჩერქეზებმა იგი ერთხელ გაწყვიტეს წყალზე გაშვებული ხის დიდი მორებით. ტალიზის გადასასვლელზე გუდოვიჩმა დატოვა ძნელად მოსავლელი ავადმყოფები, აღალი და ზედმეტი სიმძიმეები. აქვე ნაბრძანები იყო წმ. დიმიტრის ციხესიმაგრიდან მთელი მოქმედი რაზმისთვის პროვიანტის ერთთვიანი პროპორციის მოტანაც.

მოამარაგა რა ჯარები 40-დღიანი სურსათით, გენერალ-ანშეფი გუდოვიჩი 29 მაისს გადავიდა ყუბანის მარცხენა ნაპირზე და დაიძრა ანაპისკენ. მისგან ერთ გადასასვლელზე იგი, 8 ივნისს, შეუერთდა გენერალ-მაიორ შიცის რაზმს, რომელიც გამოგზავნილი იყო ყირიმიდან ტამანის გამოვლით. რაზმების შეერთება მოხდა სოფელ ადალისთან, პატარა მდინარე ნართფსუხოზე. გენერალ-მაიორ შიცის რაზმში იმყოფებოდნენ 800 ეგერი, კავალერიის 10 ესკადრონი, 300 დონელი კაზაკი, საველე არტილერიის 14 ქვემეხი და 90 საიერიშო კიბე. მომდევნო დღეს, 9 ივნისს, ჯარები დაიძრნენ ანაპისკენ და მისგან ოთხ ვერსზე მათ შემოუტია რამდენიმე ათასმა ჩერქეზმა. განლაგდა რა წინ მდებარე სიმაღლეებზე, მოწინააღმდეგე ცდილობდა წინ აღდგომოდა პატარა მთის მდინარეზე ჩვენს გადასვლას, მაგრამ ბრიგადირ პოლიკარპოვის ავანგარდის მიერ გაგდებულ იქნა. ჩერქეზები მთებში გაიფანტნენ და გენერალ-ანშეფმა გუდოვიჩმა გააჩერა თავისი ჯარები ანაპის თვალსაწიერში.

ანაპა უკვე დიდი ხანია იყო ცენტრი, რომლიდანაც ვრცელდებოდა თურქების რელიგიური პროპაგანდა მთიელთა შორის. სულთანის ფირმანის მიერ შავი ზღვის აზიური ნაპირების გასაღებად წოდებული, ანაპა თავიდან გარშემორტყმული იყო მხოლოდ მიწაყრილით, მაგრამ 1781 წელს, სულთან ჰამიდის ბრძანებით, აშენებულ იქნა ციხესიმაგრე ფრანგი ინჟინრების მონაწილეობით. იგი შედგებოდა შვიდი ბასტიონისგან, რომლებიც შეერთებული იყო კვალ-კვალად აგებული კედლებით (соединённыхъ куртинами).

ციხესიმაგრე გარშემოვლებული იყო ღრმა, განიერი და ქვით ამოყვანილი თხრილით, რომელიც ორივე ბოლოთი ზღვაში ჩადიოდა და 700 საჟენზე მეტი სიგრძე ჰქონდა. თხრილს უკან მიუყვებოდა მიწაყრილი (валъ), ხოლო მიწაყრილის უკან (за валомъ) კი მოწყობილი იყო полисадъ. ზღვის მხრიდან ანაპას უზრუნველყოფდნენ ფრიალო კლდოვანი ნაპირები, ხოლო ზღვის წყალმარჩხობა კი ხელს უშლიდა ქალაქთან დიდი გემების მოსვლას. ციხესიმაგრე დაცული იყო გარნიზონით, რომელიც შედგებოდა 10 ათასი თურქისა და 15 ათასი თათრისგან, ნოღაელების, იმიერყუბანელთა და სხვა მთიელი ტომებისა; მნიშვნელოვანი რიცხვის მცირე შეიარაღებული გემები უზრუნველყოდნენ ანაპას ზღვის მხრიდან. ციხესიმაგრეში იყო 83 ზარბაზანი და 19 მორტირა, მნიშვნელოვანი სასურსათო და საბრძოლო მარაგები. გარნიზონის უფროსი გახლდათ სამთუღიანი მუსტაფა-ფაშა. ცრუწინასწარმეტყველ შეიხ-მანსურის თანადგომით გარნიზონი და მცხოვრებნი შეუპოვარი წინააღმდეგობისთვის ემზადებოდნენ.

ამასობაში 12 ივნისს, გუდოვიჩის განკარგულებით, მოწყობილ იქნა სამი ბატარეა 32 ქვემეხით, ამასთან მათგან უახლოესი სულ 250 საჟენზე იმყოფებოდა ციხესიმაგრის მიწაყრილისგან (отъ крепостнаго вала). ხშირი გამოხდომებითა და ქვემეხებიდან წარმოებული ძლიერი ცეცხლით მოწინააღმდეგე ცდილობდა წინ აღდგომოდა ბატარეების აღმართვას, მაგრამ მისმა მცდელობებმა, რომლებიც თუმცა კი დროებით აჩერებდნენ ჩვენს სამუშაოებს, მაინც ვერ შეუშალეს ხელი ჩვენი ბატარეების შეიარაღებასა და საბოლოოდ მოწყობას. 19 ივნისს გახსნილ იქნა ცეცხლი ციხესიმაგრზე, ხოლო 20 რიცხვის გათენების ღამეს ჩვენი ბომბებისა და ბრანდსქუგელების მოქმედებისგან გაჩნდა ხანძრები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ხანძარი გათენებამდე გრძელდებოდა, ამასთან იყო ბევრი აფეთქება, დაიწვა ბევრი სახლი და მათ შორის ფაშის სახლიც. ვარაუდობდა რა, რომ მცხოვრებნი დაშინებულნი არიან და სულით დაეცნენ, გენერალმა გუდოვიჩმა 20 ივნისის დილის 8 საათზე გაუგზავნა ფაშას წერილი, რომელშიც ურჩევდა მას ქალაქის ჩაბარებას, ჰპირდებოდა რა თავისუფლად გასვლას გარნიზონსა და ქალაქის მცხოვრებთ; უარის შემთხვევაში კი იმუქრებოდა ანაპისთვისაც ისეთივე ხვედრის მიგებით, როგორიც ერგო იზმაილს. ფაშა მზად იყო წინადადების მისაღებად, მაგრამ შეიხ-მანსური დაჟინებით მოითხოვდა შეუპოვარი წინააღმდეგობის გაწევას. ქადაგებდა რა წმინდა ომს ურჯულოებთან, ცრუწინასწარმეტყველმა მიაღწია იმას, რომ წერილზე პასუხის ნაცვლად თურქებმა გაუხსნეს ცეცხლი ჩვენს ჯარებს.

არ გააჩნდა რა საალყო არტილერია და იყო რა მუდმივად ჩერქეზებისგან შეწუხებული, რომლებიც ჩნდებოდნენ რაზმის ფლანგებზე და ზურგში, გუდოვიჩმა გადაწყვიტა ანაპაზე იერიშის მიტანა, მით უმეტეს, რომ მიიღო ცნობა დნესტრის შესართავში თურქული ფლოტის გამოჩენის შესახებ. შესაძლებელი იყო დანამდვილებით ევარაუდა, რომ თურქული ფლოტი გამოგზავნილია ანაპის დასახმარებლად და შესაძლა მას ჰყავდეს დესანტიც.

21 ივნისის მთელი დღე გატარებულ იქნა იერიშისთვის მზადებაში. გუდოვიჩი და სხვა გენერლები ცხენებზე ამხედრებულნი დადიოდნენ ბანაკში, ამხნევებდნენ ჯარებს, წარმოუდგენდნენ რა ჯარისჯაცებსწარმატების მთელ დიდებას, წარუმატებლობის სირცხვილსა და უბედურებებს, რომლებიც ამასთან იქნებოდა შეუღლებული მოწინააღმდეგის ქვეყანაში, ყოველი მხრიდან ზღვით ან მტრებით გარშემორტყმულ ბანაკში(«Северная Пчела» 1828 г., № 85).

მიიღეს რა მხედველობაში, რომ ციხესიმაგრის валъ-ისა და თხრილის მარჯვენა ნახევარს ჰქონდათ ნაკლები პროფილი, გადაწყვეტილ იქნა, რომ მთავარი შეტევა ამ მხრიდან ეწარმოებინათ.

21 ივნისის ღამის დადგომის შემდეგ ბანაკი მოხსნილ იქნა და ჯარები განალაგეს იმ ადგილებში, საიდანაც უნდა დაეწყოთ შეტევა. მოელოდა რა, რომ მთიელები არ დარჩებოდნენ მიმდინარე მოვლენების უქმ მაყურებლებად, გუდოვიჩმა მათი შემოტევების მოსაგერიებლად და ვაგენბურგის დასაცავად დანიშნა გენერალ-მაიორ ზაგრიაჟსკის რაზმი, რომელიც შედგებოდა 4.000 ადამიანისგან. დანარჩენი 8.000 ადამიანი კი გაყოფილ იქნა ხუთ კოლონად, დაწყებული მარცხენა ფლანგიდან: 1-ლი და მე-2 კოლონები გენერალ-მაიორ ბულგაკოვის უფროსობით; მე-3 და მე-4 კოლონები გენერალ-მაიორ დეპრერადოვიჩისა და მე-5 კოლონა გენერალ-მაიორ შიცის მეთაურობით. უკანასკნელი კოლონა დანიშნული იყო ციხესიმაგრის валъ-ის მარცხენა დაბოლოებაზე შესატევად. შემტევი კოლონების მხარდაჭერისთვის, თითოეული კოლონის უკან მყოფი კერძო რეზერვების გარდა, დანიშნულ იქნა საერთო რეზერვიც ბრიგადირ პოლიკარპოვის მეთაურობით.

შუაღამეზე გუდოვიჩმა ბრძანება გასცა გაეხსნათ ცეცხლი ყველა ბატარეიდან, და მისი დაფარვის ქვეშ შემტევმა კოლონებმა მიახლოება დაიწყეს ციხესიმაგრესთან. ღამის პირველ საათზე ბატარეების სროლა შეწყვეტილ იქნა; მოწინააღმდეგეც ასევე დადუმდა. განთიადამდე ნახევარი საათით ადრე კვლავ იქნა დაწყებული ქალაქის ბომბარდირება და ჯარები დაიძრნენ საიერიშოდ. მოწინააღმდეგემ ისინი მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა პირველი ორი კოლონა ციხესიმაგრის თხრილთან წააწყდა ერთერთ პიკეტს. თურქებმა თხრილში ჩაადგეს რამდენიმე მანათობელი ბირთვი და თითქმის მიბრჯენით გახსნეს კარტეჩის ცეცხლი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯარები ჩავიდნენ თხრილში და დაიწყეს კიბეების მიდგმა.

მარცხენა ფლანგის მეოთხე კოლონა, სხვებზე უფრო მეტად დაშორებული ნაპირიდან, პოლკოვნიკ სამარინის უფროსობით, პირველი ავიდა მოწინააღმდეგის валъ-ზე და თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქის მცხოვრებნიც, დამკვიდრდა მასზე.

პოლკოვნიკმა კელერმა, რომელიც მეთაურობდა მესამე კოლონას, ხედავდა რა სამარინის წარმატებას, გააორმაგა თავისი ძალისხმევა და უკვე თავისი რაზმის ნაწილით იყო ციხესიმაგრის валъ-ზე, მაგრამ დაჭრილი ჩავარდა თხრილში. მის ადგილზე დამდგარმა მაიორმა ვერიოვკინმა მოახერხა валъ-ზე გამაგრება, მაგრამ შემდგომში ასევე ძლიერად იქნა დაჭრილი.

პოლკოვნიკ მუხანოვის მეორე კოლონა დაეუფლა ბასტიონს, ხოლო პოლკოვნიკ ჩემოდანოვის პირველ კოლონას კი შეხვდა დიდი დაბრკოლებანი: მას მოუწია დაუფლებოდა არა მხოლოდ валъ-ის ნაწილს, რომელიც ნაპირს ებჯინებოდა, არამედ მის უკან მყოფ კავალიერსაც. მოასწრო რა валъ-ის მიღწევა, ეს კოლონა იძულებული შეიქნა შემდეგ ჩამოსულიყო თხრილში და გაძნელებული მდგომარეობიდან გამოყვანილ იქნა მხოლოდ დროზე მოსული რეზერვის მიერ. მაშინ თურქები განდევნილ იქნენ კავალიერიდან და რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქს.

იმ დროს, როცა მარცხენა ფლანგის კოლონები გამარჯვებას ზეიმობდნენ, მეხუთე ანუ მარჯვენა კოლონა წააწყდა უდიდეს სიძნელეებს. იგი იძულებული შეიქნა, მიადგა რა валъ-, ნაპირიდან ჩასულიყო წყალში, და ისარგებლა რა წყლის მცირე სიღრმით, შემოევლო валъ-ის დაბოლოებისთვის და ზურგიდან შეეტია.

იმის ნაცვლად, რომ ფარულად მიახლოებოდა, გენერალმა შიცმა 50 ეგერი გაგზავნა ნავებით, რათა მოწინააღმდეგის ყურადღება ზღვის მხრიდან ატეხილ სროლაზე გადაეტანა. ეგერებმა ძალზედ ადრე გახსნეს ცეცხლი და ამით მისცეს თურქებს წინააღმდეგობის გასაწევად მომზადების საშუალება. ამრიგად შიცის კოლონას მოწინააღმდეგე შეხვდა იმდენად სასტიკი ცეცხლით, რომ მან ვერ შეძლო კონტრ-ესკარპამდე მისვლა და დაიწყო უკანდახევა. გენერალმა შიცმა გამოიძახა რეზერვი, თავად ჩაუდგა კოლონას სათავეში და ის წინ წაიყვანა. ამ დროისთვის მოსვლა მოსწრეს: ქვეითი ჯარის ბატალიონმა და ჩამოქვეითებული დრაგუნების სამმა ესკადრონმა, რომლებიც გენერალ გუდოვიჩს მთავარი რეზერვიდან გამოეგზავნა.

ამისგან დამოუკიდებლად, თვლიდა რა შეტევის ამ პუნქტს ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად, გუდოვიჩმა შიცს დასახმარებლად გამოუგზავნა ბრიგადირი პოლიკარპოვი მთავარი რეზერვის მთელი კავალერიით. მისი ცხენოსანი ჯარი, ნაწილობრივ ამხედრებული, ნაწილობრივ კი ჩამოქვეითებული, შეიჭრა ციხესიმაგრეში, რომლის შიგნითაც და ქალაქშიც უკვე გაჩაღებული იყო სასტიკი ხელჩართული ბრძოლა.

თურქები ხუთი საათის განმავლობაში თავგანწირულად იცავდნენ თავს და ჩვენი კოლონები იძულებული იყვნენ რამდენჯერმე უკან დაეხიათ და შემდეგ კი ისევ ასულიყვნენ კედელზე. იერიშის წარმატება საეჭვო იყო, სანამ გენერალ-ანშეფმა გუდოვიჩმა არ დაძრა მთავარი რეზერვიდან 600 მუშკეტერი და ჩამოქვეითებულ დრაგუნთა სამი ესკადრონი. ახალი ძალების მოსვლამ გადაწყვიტა გამარჯვება, და 22 ივნისს, დილის 8 საათზე, ანაპა რუსების ხელში იყო.

მთელს ჩემს ცხოვრებაში, წერდა გუდოვიჩი თავის სიმამრს გრაფ . . რაზუმოვსკის (Въ письме отъ 24-го iюня 1791 г. Русскiй Арх. 1876 г. т. III, 262), არ მინახავს მე ჩემი თავი ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში”.

ანაპის კედლებთან ყველაზე უფრო გახურებული საქმის დროს 8.000 იმიერყუბანელი ჩამოვიდა მთებიდან და ზურგიდან შემოუტია ჩვენს ვაგენბურგს. მათ დახვდნენ თავიდან გრებენისა და სემეინიე კაზაკები, ხოლო შემდეგ კი გენერალ-მაიორი ზაგრიაჟსკი თავისი რაზმით. წინ წაწეული ტაგანროგის დრაგუნთა პოლკი გადავიდა შეტევაში, რამდენჯერმე შეიჭრა (врубался) ჩერქეზების შუაგულში და აიძულა ისინი მთებისკენ უკან დაეხიათ.

ანაპაში ჩვენს მიერ აღებულ იქნა 95 ქვემეხი, 130 დროშა, მნიშვნელოვანი საბრძოლო და სასურსათო მარაგები. მოწინააღმდეგემ მოკლულებითა და დაჭრილებით დაკარგა 8.000 ადამიანამდე* (*მეტად მნიშვნელოვანი ციფრი მოდის დამღრჩვალთა წილად. მცხოვრებთაგან ბევრი იერიშის დროს ჩქარობდა გემებში ჩასხდომას და გადატვირთავდნენ რა მათ, იღრჩობოდნენ ზღვის ტალღებში) და ამაზე ზევით ტყვედ იქნა აყვანილი 5.900 მამაკაცი და 7.588 ქალი. ტყვეთა რიცხვში იყვნენ: გარნიზობის უფროსი მუსტაფა-ფაშა, მისი თანაშემწე ბათალ-ფაშას ვაჟიშვილი, ბევრი თურქი მოხელე და ცნობილი ცრუწინასწარმეტყველი შეიხ-მანსური. დაიმალა რა სარდაფში, იგი შეუპოვრად იცავდა თავს და არ სურდა დანებება იმ დრომდე, სანამ გენერალ-მაიორმა ბულგაკოვმა არ გააგზავნა კაცი მასთან სათქმელად, რომ ააფეთქებს სარდაფს. მაშინ მანსური დანებდა და გაგზავნილ იქნა პეტერბურგში. ყველა დანარჩები ტყვე კი გაგზავნილ იქნა ყირიმში. ჩვენი ზარალი შედგებოდა 930 მოკლულისა და 1.995 დაჭრილისგან (Рапортъ Гудовича кн. Потёмкину 22-го iюня 1791 г. Георгiев. Воен. Арх.).

იერიშის დღეს გუდოვიჩმა თავად პოტიომკინთან გაგზავნა ასტრახანის დრაგუნთა პოლკის სეკუნდ-მაიორი თავადი ორბელიანი მოხსენებით, რომელშიც წერდა: “თქვენი უგანათლებულესობის ბრძანება შესრულებულია. დღეს დილის რვის ნახევარზე ანაპა აღებულია(Тамъ же).

სასიამოვნო ცნობა, პასუხობდა თავადი ტავრიდელი (Въ письме Гудовичу отъ 8-го iюля. Московс. Арх. Глав. Штаба. Исходящiй журналъ кн. Потёмкина), ანაპის დამორჩილების შესახებ აქ მიღებულია სრული და საერთო კმაყოფილებით. ეს ამბავი ემსახურება საკუთრივ თქვენს ღირსებასა და ძლევამოსილი რუსული იარაღის დიდებას. თქვენგან ამ სახელგანთქმული საქმის დაწვრილებითი ამბების მოწოდებასთან ერთად, მისი უდიდებულესობა შესაფერი სამაგიეროს მიგების გარეშე არ დატოვებს არც უფროსსა და არც მის თანამებრძოლებს”.

ანაპის დაცემის შემდეგ სუჯუკში მყოფმა თურქებმა დაწვეს თითქმის ყველა სახლი, ააფეთქეს დენთის სარდაფები და, დატოვეს რა რამდენიმე ზარბაზანი, თავად გაიქცნენ ციხესიმაგრიდან. ამის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, გუდოვიჩმა გაგზავნა არცთუ დიდი რაზმი, რომელმაც 30 ივნისს ყოველგვარი ბრძოლის გარეშე დაიკავა სუჯუკი. ნაპოვნი ზარბაზნები გაფუჭებულ იქნა და გადაყრილ ნაწილობრივ ზღვაში, ნაწილობრივ კი ჭებში, რომლებიც შემდეგ მიწით ამოავსეს. დაანგრია რა ციხესიმაგრის верки, რაზმი დაბრუნა ანაპაში.

ანაპის აღებისა და სუჯუკის დაკავებისთვის იმპერატრიცამ უწყალობა გუდოვიჩს წმ. გიორგის მე-2 ხარისხის ორდენი და მდიდრული დაშნა (Письмо князя Потёмкина генералу Гудовичу 19-го юля 1791 г., № 1577. Тамъ  же). ამასთან ერთად თავადმა პოტიომკინმა უბრძანა დაენგრია ანაპის ყველა სიმაგრე და ჯარებით კავკასიის ხაზზე დაბრუნებულიყო.

მიმართა რა უკან მოძრაობას, გუდოვიჩმა ააფეთქა ბატარეები, მიწით ამოავსო თხრილი, ჭები და თითქმის მთელი ქალაქი გადაწვა. 10 ივლისს რუსულმა ჯარებმა დატოვეს ანაპა და 16 სექტემბერს მოვიდნენ ხაზზე. ყველა მთიელი ტომი, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენი რაზმის მსვლელობის გზაზე, იჩქაროდნენ მორჩილებისა და რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის მზადყოფნის გამოხატვას. გუდოვიჩი მათ ფიცს ადებინებდა და ამანათებს იყვანდა, მაგრამ თავადმა პოტიომკინმა არ მოიწონა ეს განკარგულება და ბრძანა გამოეცხადა მათთვის, რომ იმპერატრიცა ათავისუფლებს მათ ქვეშევრდომობისგან, “ბრძანებს რა აღიარონ ისინი თავისუფალ და არავისზე არ დამოკიდებულ ხალხებად”.

გენერალ-ანშეფმა გუდოვიჩმა, მოახსენებდა უგანათლებულესი იმპერატრიცას (Всеподд. донесенiе кн. Потёмкина 6-го сентября 1791 г., № 66. Москов. Арх. Глав. Штаба. Исход. журналъ князя Потёмкина), აგრძნობინა რა მათ თქვენი უდიდებულესობის ეს დიდსულოვანი მოწყალება, განუმარტა, რომ ერთადერთი მშვიდობიანად ყოფნით, ქურდობისა და მტაცებლობისგან თავის შეკავებით, შეუძლიათ მათ იქცნენ უმაღლესი კეთილნებელობის ღირსად და გამოავლინონ საკუთარი მადლიერება.

მე ვუბრძანე ასევე ეუწყებინათ ამ ხალხებისთვის, რომ თქვენმა უდიდებულესობამ ინებეთ გებრძანებინათ, რათა ნება მიეცათ მათთვის, რომ საკუთარი მოხმარებისთვის უფულოდ იღებდნენ მარილს მათთან უახლოესი ფანოგორიის მაზრის ტბებიდან, და რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად მოდიოდნენ მის ასაღებად, მხოლოდ წინასწარ აცნობებენ რა თავიანთი წამოსვლის შესახებ. ეს დაავალდებულებს მათ თქვენი უდიდებულესობის გულმოწყალების უფრო უაღრესად შეგრძნებას და ასევე გამოდგება ადამიანთა მოტაცების აღკვეთისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ, როცა ქურდულად მოდიოდნენ მარილისთვის დიდ პარტიებად”. მიიღო რა თავად პოტიომკინის ბრძანება, გენერალმა გუდოვიჩმა მაშინვე დააბრუნა ამანათები და სთხოვდა უმთავრეს მფლობელებს, რათა დაერწმუნებინათ ხალხი, რომ შეეწყვიტათ მტაცებლობა, მით უმეტეს უადგილო, ვინაიდან პორტა შეუდგა სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომლებიც დასრულდა 29 დეკემბერს იასის ხელშეკრულების დადებით.

ამ სამშვიდობო ხელშეკრულებით ანაპა დაბრუნებულ იქნა თურქეთისთვის, მაგრამ პორტამ იკისრა ვალდებულება დაედასტურებინა, რათა ახალციხის ფაშა და ყველა მოსაზღვრე უფროსი არც საიდუმლოდ, არც აშკარადარ შეურაცხყოფდნენ და არ აშფოთებდნენ იმ მიწებსა და მცხოვრებთ, რომლებსაც ფლობს მეფე ერეკლე”. პორტამ ვალად იკისრაგამოიყენოს მთელი ძალაუფლება და ხერხები მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირზე მცხოვრები ხალხების ალაგმვისა და მოზღუდვისთვის, რათა ისინი არ აწყობდნენ თარეშებს სრულიად რუსეთის იპერიის განაპირა მხარეებზე და არანაირ წყენას, მტაცებლობასა და ძარცვა-რბევას არ აყენებდნენ რუსეთის იმპერატრიცის ქვეშევრდომებსა და მათ სოფლებს, საცხოვრებლებსა და მიწებს, არც საიდუმლოდ, არც აშკარად და არანაირი სახით ადამიანები ტყვედ არ მიჰყავდეთ”.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა