Friday, July 5, 2013

კათოლიკური ეკლესია ძველი დროიდან XIX საუკუნის მიწურულის ჩათვლით

(მასალა წარმოადგენს ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებული წერილის თარგმანს. ქვემოთ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წერილის ავტორი რუსი-მედასავლეთეა და სხვა მის თანამოაზრეთა მსგავსად აღიარებს დასავლეთ ევროპისა და დასავლეთის კათოლიკური სამყაროს ისტორიული გამოცდილების უპირატესობას რუსული მართლმადიდებლობისა და საერთოდ მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიული ცხოვრების გამოცდილებაზე. ამის გამო მისი ნაწერის წაკითხვისას გარკვეულ სიფრთხილეს უნდა ვიჩენდეთ და საეჭვო საკითხებს ვადარებდეთ ჩვენი მართლმადიდებელი ავტორებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მამების ნაწერებთან, ვიღებდეთ მათგან განმარტებებსა და დარიგებებს, რათა ნებსით ან უნებლიედ არ აღმოვჩნდეთ მცდარი სწავლებისა და შეხედულებების ტყვეობაში) 

ქრისტიანობის დასაწყისიდან IX ს.-მდე მთელს მსოფლიოში არსებობდა ქრისტეს ერთი ეკლესია, მსოფლიო (вселенская) ანუ კათოლიკური (უფრო სწორად, კათოლიკე ეკლესია -- ი. ხ.). IX ს. დაიწყო და XI ს. საბოლოოდ აღსრულდა მისი დაყოფა ორ ცალკეულ ეკლესიად -- აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ამასთან თითოეულმა მათგანმა დაიტოვა კათოლიკე ეკლესიის სახელი, ანუ ლათინურ-რომანული წარმოთქმით კათოლიკურისა (წერილის ავტორი კათოლიკე ეკლესიის სახელწოდებას წერს ასე -- каθолическая, ხოლო ლათინური /დასავლეთის/ ეკლესიის სახელწოდებას კი -- католическая). უფრო ზუსტად, უწოდებენ მათ, რუსული მართლწერით -- восточно-каθолическая და римско-католическая ეკლესიებს. ეკლესიების გაყოფის დროიდან, რომის კათოლიკურ ეკლესიაში, მის მიერ ზოგადქრისტიანული მოძღვრების მნიშვნელოვანი ნიშნების შენარჩუნებისას, ნათლად აღინიშნება რიგი თავისებურებებისა დოგმატებში, წეს-ჩვეულებებსა და საეკლესიო მმართველობის მოწყობაში, დისციპლინასა და კანონებში. რწმენის აღმსარებლობის წყაროებად რომის ეკლესია აღმოსავლეთის ეკლესიის მსგავსად აღიარებს წმ. წერილსა და წმ. გარდამოცემას, რომლებიც საკუთარ თავში შეიცავენ ღვთაებრივ გამოცხადებას. მაგრამ მოძღვრებაში წმ. წერილის შესახებ კათოლიკური ეკლესია არ აკეთებს განსხვავებას წმ. წერილის კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებს შორის და ყველა წიგნს, რომლებიც შედის ლათინურ ბიბლიაში, აღიარებს კანონიკურად, ე. ი. ღვთივშთაგონებულად, სარწმუნოების წყაროებად. უარმყოფელებს იმ წიგნების ღვთივშთაგონებულობისა, რომლებსაც აღმოსავლეთის ეკლესია ასეთ წარმოშობისად არ მიიჩნევს, ტრიენტის საეკლესიო კრება გადასცემს ანათემას. შემდეგ კათოლიკური ეკლესია, პაპის ინოკენტი III-ის დროიდან, რომლის მოსაზრებაც დამტკიცებულია რამდენიმე უფრო გვიანდელი ბულითაც, უკრძალავს ბიბლიის კითხვას ერისკაცებს, რათა არ გააღვიძოს უბრალო ადამიანებში გამოძიებისა და კრიტიციზმის სული (იხ. ბიბლიის თარგმანები /Библейские переводы/ ტ. III, გვ. 680 და 682-683). აღიარებს რა წმ. გარდამოცემას წმ. წერილის თანასწორ (თანაბარი ძალის მქონე) წყაროდ საეკლესიო მოძღვრებისა, კათოლიკური ეკლესია პრაქტიკაში აძლიერებს პირველის მნიშვნელობას, მასზე უძველესი ეკლესიის მოძღვრებასთან (სწავლებასთან) შედარებით, აღიარებს რა მას “უფრო მეტად უხვ” წყაროდ, ვიდრე წმ. წერილს, და, გარდა ამისა, წმინდა გარდამოცემასთან ერთად (ერთ რიგში), რომელიც თავის სათავეს იღებს იესო ქრისტესა და მისი მოციქულებისგან და თავისი ადგილი ჰპოვა მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების სარწმუნოების გადმოცემებსა (вероизложения) და კანონებში, მის თანასწორად ადგენს ასევე საეკლესიო გარდამოცემასაც, რომელიც დაცულია ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკაში.

ამ უკანასკნელ გარდამოცემაზე რომის ეკლესიამ დააფუძნა თავისი ზოგიერთი დოგმატი, რომელთათვისაც არ არის საფუძველი წმ. წერილში, მაშინ როდესაც არგაყოფილი (გაყოფამდელი, неразделённая) ეკლესიის მოძღვრების მიხედვით, წმ. წერილი შეიცავს თავის თავში ღვთაებრივი ჭეშმარიტების მთელ სისრულეს, რომელიც შეიმეცნება მასში წმინდა გარდამოცემით ხელმძღვანელობისას: ეკლესია მხოლოდ ინახავს (იცავს, хранит) და არკვევს (выясняет) ღვთაებრივ და მოციქულებრივ მოძღვრებას და არ შეუძლია დოგმატების ხარისხში აიყვანოს ის გარდამოცემანი, რომლებიც უდავოდ (უეჭველად) არ ადიან მოციქულთა დროებამდე. უძველესმა მსოფლიო (კათოლიკე -- ი. ხ.) ეკლესიამ, რომელიც აღიარებდა მამის, ძისა და სულიწმიდის ურთიერთდამოკიდებულებას (ურთიერთკავშირს) ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოდ, დაადგინა სულიწმიდის შესახებ მოძღვრებაში დაკმაყოფილებულიყო იესო ქრისტეს სიტყვებით მასზე: “რომელი მამისაგან გამოვალს” (იოანე, XV. 25); კათოლიკური ეკლესია კი ასწავლის, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან და ძისაგან (filioque; იხ. XI, 276). სწავლებას პირველქმნილი ცოდვის შესახებ კათოლიკური ეკლესია ხსნის მხოლოდ პირველი ადამიანების სახით, ადამიანთა მთელი მოდგმის მიერ პირველყოფილი მართალობის დაკარგვის აზრით (в смысле утраты первобытной праведности), თავს არიდებს რა ამ მიმართებით თავისი პირველი ავტორიტეტის -- ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრებას, რომელსაც ღებულობს აღმოსავლეთის ეკლესია. უარყოფდა რა მწვალებელ პელაგიუსს (იხ.), ავგუსტინე ამტკიცებდა, რომ პირველყოფილ ცოდვას თან ახლდა მთელი ადამიანური ბუნების სრული დაზიანება, ზნეობრივისა და ფიზიკურის, რომელი დაზიანებაც გადადის კიდეც კაცობრიობაში თაობიდან თაობაში.

ანსელმ კენტერბერიელმა († 1109) და მოგვიანებით დუნს სკოტმა († 1308) შეცვალეს ეს სწავლება იმ აზრით, რომ პირველქმნილი ცოდვის არსება შედგება იმ მართალობის უკმარისობაში (ნაკლოვანებაში, в недостатке той праведности) (justitiae debitae nuditas), რომელიც პირველმა ადამიანმა მიიღო შექმნისას, როგორც ნიჭი მადლისა. ეს თეორია მიღებულ იქნა ტრიენტის საეკლესიო კრების მიერ და მის მიერვე აღყვანილ იქნა დოგმატად. სხვა რჯულის აღმსარებლობანი (вероисповедания) კათოლიკური ეკლესიის ამ სწავლებას უწოდებენ ნახევრადპელაგიანობას, ე. ი. პელაგიუსის სახეცვლილ სწავლებას (იხ. Н. Беляев, «Пелагианский принцип в католичестве», «Православный Собеседник», 1871). კათოლიკურ ეკლესიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიიღო სწავლებამ ზესათანადო (ზესაჭირო) საქმეებისა და წმინდანთა საგანძურის შესახებ. კათოლიკური ეკლესია, ისევე როგორც ძველ-მსოფლიო (კათოლიკე, древневселенская) ეკლესია ასწავლის, რომ ადამიანი შეითვისებს იესო ქრისტეს დამსახურებას მისდამი რწმენითა და კეთილი საქმეებით და რომ იესო ქრისტეს მოძღვრებაში უნდა განვასხვავებდეთ სახარებისეულ მცნებებსა (заповеди, praecepta) და რჩევებს (советы, consilia): პირველები განკუთვნილია ყველასთვის როგორც სავალდებულო, მეორეები შემოთავაზებულია როგორც საშუალება უმაღლესი, არასავალდებულო სრულყოფის მისაღწევად. ვინც აღასრულებს რჩევებს, იგი კათოლიკური ეკლესიიის სწავლებით, აღასრულებს ზესათანადო (ზეჯეროვან, сверхдолжные) საქმეებს, რომლებიც თავად მათი აღმსრულებლებისთვის აუცილებელი არ არის; მაგრამ რადგანაც ღმერთს არც მათი დატოვება შეუძლია დასაჩუქრების გარეშე, ამიტომ იგი კეთილი საქმეების ამ სიჭარბეს ჩაურიცხავს (ჩაუთვლის) სხვა ადამიანებს -- ცოდვილებს, რომელთაც თავიანთი კეთილი საქმეები არ ჰყოფნით იმისთვის, რათა დაიმსახურონ ნეტარი ცხოვრება მარადისობაში. ეკლესიაში არსებობს ზესათანადო (ზეჯეროვანი) კეთილი საქმეების საგანძური (сокровищница, thesaurus, სიტყვა სიტყვით -- ყუთი), რომელშიც ძირითად ფონდს შეადგენს იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმინდანების დამსახურებანი.

მთელი ზესათანადო (ზესაჭირო) კეთილი საქმეები მიდის ეკლესიის წევრთა სასარგებლოდ, იმ საიდუმლო კავშირის ძალით, რომელიც მათ აკავშირებს ზეცის მაცხოვრებელთა ეკლესიასთან (с церковью небожителей) და თავად იესო ქრისტესთან, როგორც ეკლესიის თავთან. პაპი, როგორც იესო ქრისტეს მოადგილე, არის დედამიწაზე ამ ჭარბი დამსახურებების დამრიგებელი (გამცემი, Папа, как наместник I. Христа, есть раздаятель на земле этих преизбыточествующих заслуг). ეს მოძღვრება წარმოიქმნა XIII ს. და დაწვრილებით იქნა განვითარებული ალბერტ დიდის, თომა აქვინელის, ბონავენტურას, დუნს სკოტისა და ბელარმინის თხზულებებში, ხოლო როგორც ეკლესიის სიმბოლური სწავლება კი გადმოცემულია კლიმენტ VI-ის ბულაში Unigenitus (1350). ზესათანადო დამსახურებების შესახებ სწავლებასთან კავშირში იმყოფება კათოლიკური სწავლება ინდულგენციების (იხ. XIII, 174) შესახებ, აგრეთვე განსაწმენდელის (чистилище, purgatorium) შესახებაც, განსაკუთრებული ადგილის ანუ მდგომარეობისა, რომელიც საშუალოა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, და სადაც ათავსებენ იმ სინანულით გარდაცვლილთა სულებს, რომლებაც ვერ მოასწრეს თავიანთი ცოვების საქმეებით გამოსყიდვა (не успевших принести удовлетворение /satisfactio/ за грехи), ან სულაც ვერ მოასწრეს სინანულში მოსვლა. განსაწმენდელში ტანჯვა-წამებით, ამა თუ იმ დროის განმავლობაში, ეს ადამიანები იწმინდებიან ცოდვებისგან, რის შემდეგაც გადასახლდებიან სამოთხეში. სწავლება განსაწმენდელის შესახებ წარმოიქმნა, როგორც ჩანს, ორიგენეს სწავლების ნიადაგზე, რომელიც უარყოფდა ტანჯვა-წამების მარადისობას; საბოლოოდ ეს ფორმულირებულ იქნა ტრიენტის საეკლესიო კრებაზე და “რომაულ კატეხიზმოში”. გააჩნია რა თავისი ძალაუფლების ქვეშ ზესათანადო საქმეების საგანძური, პაპს შეუძლია ამცირებდეს განსაწმენდელში სულის ყოფნის დროს; იგივე უფლება ეკუთვნის საეკლესიო იერარქიის სხვა პირებსაც (იხ. ინდულგენციები).

სწავლება ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ (immaculata conceptio) შედგება იმაში, რომ ქალწული მარიამი მშობლების მიერ მისი ჩასახვისას, ღვთის განსაკუთრებული მადლით, თავისი ძის მომავალი დამსახურებების გულისთვის, დაცულ (შენახულ) იქნა თავისუფლად პირველქმნილი ცოდვის ყველანაირი შედეგებისგან და ფლობდა პირველყოფილ სიმართლეს (обладала перобытною праведностью). ეს სწავლება პირველად გამოთქმულ იქნა კერძო მოსაზრების სახით IX ს., კორვეის მონასტრის მონაზვნის პასქაზიოს რობერტის მიერ. ბერნარდ კლერვოსელი (XII ს.), ხოლო მის კვალდაკვალ შუასაუკუნეების დასავლეთის უსახელგანთქმულესი ღვთისმეტყველები _ პეტრე ლომბარდი, ბონავენტურა და თომა აქვინელი უარყოფდნენ ამ სწავლებას; მაგრამ დუნს სკოტი იცავდა მას; პარიზის საღვთისმეტყველო ფაკულტეტმა XV ს. იმდენად გულმხურვალედ დაიჭირა ამ სწავლების მხარე, რომ დაადგინა არ მიეცა სადოქტორო ხარისხი იმათთვის, ვინც არ დებს პირობას ფიცით დაიცვას იგი. პაპებიდან პირველმა მიიღო ეს სწავლება სიქსტუს IV-მ; მის დამკვიდრებას ყველაზე უფრო მეტად უწყობდა ხელს იეზუიტთა ორდენი. დოგმატის ხარისხში იგი აიყვანა 1854 წ. პაპმა პიიუს IX-მ, ბულით Ineffabilis.

არსებით განსხვავებას აღმოსავლეთის ეკლესიისგან წარმოადგენს კათოლიკური სწავლება საიდუმლოებათა შესახებ. კათოლიკური მოძღვრების მიხედვით, რომელიც პირველად ჩამოყალიბებულ იქნა დ. სკოტის მიერ და მიღებულ -- ტრიენტის საეკლესიო კრებაზე, საიდუმლოებებს აქვთ ძალა ex opere operatio, ე. ი. თუკი საიდუმლოს აღმსრულებელს აქვს განზრახვა აღასრულოს იგი ისე, როგორც დადგენილი აქვს მისი აღსრულება ეკლესიას, და სწორად წარმოსთქვამს მის დადგენილ სააღმსრულებლო ფორმულას, ხოლო საიდუმლოს მიმღები თავის მხრივ არ უქმნის დაბრკოლებებს (non ponat obicem) მის მოქმედებას, მაში მადლი მიეცემა მიმღებს, თუნდაც მას არ ჰქონდეს რწმენა. კერძოდ, ნათლობის საიდუმლოს აღსრულება განსხვავდება კათოლიკებთან იმით, რომ შესაძლოა აღსრულებულ იქნას სულ ერთია მოსანათლის წყალში შთაფლვის ან მისთვის წყლის დასხმის მეშვეობით (უპირატესად -- წყლის დასხმისა), მაშინ როდესაც აღმოსავლეთის ეკლესიაში წყლის დასხმის მეშვეობით იგი აღესრულება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, მოსანათლის ძიმე ავადმყოფობის დროს, რომელიც არ აძლევს მას საწოლიდან ადგომის საშუალებას. მირონცხება (confirmatio) კათოლიკებთან აღესრულება არა ნათლობასთან ერთდროულად, ჩვილ ბავშვებზე, არამედ რვა წლის ასაკის მიღწევის შემდეგ და უფრო გვიან “გონებაში ჩავარდნის წლებში” («в лета разумения»); ამ საიდუმლოს აღმსრულებელი აუცილებლად არის ეპისკოპოსი (IX ს.-დან), და არა პრესვიტერი, როგორც აღმოსავლეთის ეკლესიაში; მირონცხება ხდება მხოლოდ თავზე. ევქარისტიის საიდუმლოებაში კათოლიკური ეკლესია განსხვავდება იმით, რომ ა) რომ აღასრულებენ მას არა აფუებული ცომით გამოცხვარი სეფისკვერით (άρτος, fermentum), არამედ ხმიადებით (ეს ჩვეულება პირველად გამოჩნდა VII ს. ესპანეთში), ბ) ზიარების უფლებას არ აძლევენ ჩვილ ბავშვებს (დაწყებული XII ს.-დან) და გ) ორივე სახით ევქარისტიას აძლევს მხოლოდ მღვდელმსახურებს, ხოლო ერისკაცებს კი _ მხოლოდ პურის (ობლატების, облатки) სახით.

XIII ს.-მდე ზიარება კათოლიკებთან აღესრულებოდა ორივე სახით, სახელდობრ ღვინოში დამბალი პურის მცირე ნაწილის სახით. ერისკაცთა მხოლოდ პურით ზიარების წეს-ჩვეულება, რომელსაც არ იწონებდნენ კათოლიციზმის ისეთი ღვთისმეტყველები, როგორებიც იყვნენ თომა აქვინელი და ალბერტ დიდი, დამტკიცებულ იქნა კონსტანცის საეკლესიო კრების მიერ, ხოლო დოგმატში აყვანილ -- ტრიენტის საეკლესიო კრებაზე. გარდაარსების (пресуществленiе) დროის შესახებ კათოლიკური ეკლესიის სწავლების მიხედვით იხ. ევქარისტია (XI, 509). თავად ზიარების წესჩვეულება კათოლიკურ ეკლესიაში განსხვავდება იმით, რომ მასში ისინი, ვინც არ ეზიარებიან, მიდიან ხმიადებიან თასთან, ხოლო მღვდელმსხურს თასი მიაქვს თითოეულ მათგანთან. პაპი ეზიარება ტახტზე მჯდომარე ეკლესიის შუაგულში; კარდინალი მუხლმოდრეკით მიაწვდის მას ხმიადსა და თასს, და მანამდე, სანამ პაპი დაიწყებს ზიარებას, კარდინალ-არქიდიაკონმა უნდა იხმიოს მცირედი ხმიადიდან და თასიდან. ამას აკეთებენ შიშის გამო, რათა პაპი არ იქნას მოწამლული ზიარებისას, როგორც ეს გარდამოცემის მიხედვით XI ს. შეემთხვა ერთერთ პაპთაგანს. ქორწინების საიდუმლოში კათოლიკური ეკლესიის განსხვავება მართლმადიდებელისგან შედგება იმაში, რომ პირველი აღიარებს ქორწინებას უპირობოდ დაურღვეველად, თვით ერთერთი მეუღლის მრუშობის შემთხვევაშიც კი. მღვდლობის საიდულოებაში (в таинстве священства) კათოლიკობა განსხვავდება უპირობო უქორწინებლობის (ცელიბატის) დაწესებით მღვდელმსახურების ყველა ხარისხისთვის (იხ. უქორწინებლობა /Безбрачiе/, III, 270), აგრეთვე პაპის აღმატებით ყველა დანარჩენ ეპისკოპოსზე (იხ. იერარქია /Іерархiя/, XIII, 641). კათოლიკური ღვთისმეტყველებით პაპი ან ირიცხება მღვდლობის საიდუმლოს ხარისხების გარეთ, როგორც ყველა მათგანზე უფრო მაღალი, ან კიდევ ეპისკოპატთან მიმართებით უჭირავს იგივე მდგომარეობა, როგორიც ეპისკოპოსს -- პრესვიტერთან მიმართებით, ე. ი. მთელი ხარისხით უფრო მაღალი. “რომაულ კატეხიზისში” პატრიარქი და მიტროპოლიტი, რომლებიც საეპარქიო ეპისკოპოსისგან განსხვავდებიან არა დოგმატურად, არამედ მხოლოდ კანონიკურად, ადმინისტრაციული ძალაუფლების ზომებით, აღინიშნებიან როგორც მღვდლობის ხარისხები (степени священства).

ღვთისმეტყველები შემდეგ არ კეთებენ მკაცრ განსხვავებს მღვდლობის ხრისხებსა და დაბალ საეკლესიო თანამდებობებს (sacerdotii ordines minores) შორის. ამ უკანასკნელ ხრისხებში მონასტრებში წინამძღვრებს შეუძლიათ აყენებდნენ ადამიანებს თავად, ეპისკოპოსის გარეშე, მხოლოდ მისთვის შეტყობინებით, ხოლო თითოეულ მღვდელმსახურს შეუძლია იპოდიაკონის დაყენება. ძველ კანონებთან თანხობაში არმყოფ მოვლენას კათოლიკობაში შეადგენს ეპისკოპოსები სამწყსოების გარეშე, ე. წ. in partibus infidelium (ურწმუნო მოსახლეობის მყოლ ქვეყნებში). დაბოლოს, კათოლიკურ ეკლესიაში არსებული წოდება კარდინალებისა (იხ.) თავისი მთლიანი შემადგენლობით დგას ეპისკოპატზე უფრო მაღლა ზოგადად, ასე რომ საეპარქიო ეპისკოპოსი ხშირად იმყოფება ადმინისტრაციულ დამოკიდებულებაში კარდინალ-დიაკონზე. -- ზეთის კურთხევის საიდუმლოში (в таинстве елеосвященiя) კათოლიკური ეკლესიის განსაკუთრებულობა შედება იმაში, რომ ზეთის კურთხევის უფლება ეკუთვნის ეპისკოპოსს, ხოლო საიდუმლოს მთავარ მიზანს კი წარმოადგენს ავადმყოფის გაძლიერება ტანჯვასა და სიკვდილის საშინელებებთან ბრძოლაში (იხ. Елеосвященiе). კათოლიკური ეკლესიის მთავარ და ძირითად დოგმატს წარმოადგენს მოძღვრება პაპის მთავრობისა (მთავარი ადგილისა, главенство) და მისი უცოდველობის შესახებ. აღმოსავლეთის ეკლესია გვასწავლის, რომ თავი ეკლესიისა, ერთიანი და უხილავი, არის იესო ქრისტე; კათოლიკობის სწავლებით, არსებობს ეკლესიის ხილული თავიც -- პაპი. ამ სწავლების აზრის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის შემდეგ თავისი ძალაუფლების მთელი სისრულე დაუტოვა პეტრე მოციქულს, გახადა რა იგი მოციქულთა მთავრად და ჩააბარა რა მას ცათა სასუფევლის გასაღები. პეტრე მოციქულმა კი, ტოვებდა რა ამ ქვეყანას, მისთვის მიცემული ძალაუფლება გადასცა თავის მენაცვალეებს (მემკვიდრეებს, преемникам) რომის ეპისკოპოსებს. როგორც ქრისტეს მოადილე, პაპი -- გახლავთ ეკლესიის სრულუფლებიანი მონარქი, უმაღლესი მოსამართლე (მსაჯული), ეკლესიაში მადლისა და მისი იერარქიის მთელი უფლებების წყარო.

ცალკეული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, განსაკურებით სქოლასტიკოსი ღვთისმეტყველებისა, პაპი -- თავად ღმერთის მოადილეა დედამიწაზე (vice-Deus): მისი ძალაუფლება თვით მსოფლიო საეკლესიო კრებების ძალაუფლებაზე უფრო მაღლაც კი დგას (კონსტანცისა და ბაზელის მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებათა საწინააღმდეგოდ); პაპში თავმოყრილია საეკლესიო ძალაუფლების მთელი სისრულე (plenitudo potestatis ecclesiae). თავისი დეკრეტებით პაპს შეუძლია განსაზღვრავდეს არა მხოლოდ ეკლესიის მთელ გარეგნულ ცხოვრებას, არამედ ადგენდეს კიდეც ახალ დოგმატებს (აღმოსავლეთის ეკლესიის მოძღვრებით ახალი დოგმატების დადგენა არ შეუძლია არავის, თვით მსოფლიო საეკლესიო კრებებსაც კი, რომლებიც, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების სიტყვებით, მხოლოდ განმარტავენ და ზუსტი ფორმულებით გამოთქვამენ იესო ქრისტესა და მოციქულების იმ მოძღვრებას, რომელიც ყოველთვის შენახული /დაცული/ იყო ეკლესიის მიერ implicite). მხოლოდ პაპი ფლობს წმ. წერილის აზრის გაგებას. ზოგიერთი სქოლასტიკოსის მოსაზრებით, თუკი პაპი დაიწყებს წმ. წერილის განმარტებას მისი პირდაპირი აზრის საწინააღმდეგოდ, მაშინ ასეთ შემთხვევაშიც მას უფრო მეტად უნდა უჯერებდნენ, ვიდრე საკუთარ გონებასა და სინდისს. ზოგიერთი სქოლასტიკოსი ამბობდა, რომ პაპის ძალაუფლება წმინდანებზე და ანგელოზებზე უფრო მაღლაა, რომ პაპზე არ შეიძლება აპელაციით მიმართო თავად ღმერთსაც კი, იმიტომ რომ “ღმერთსაც და პაპსაც ერთი და იგივე აზრი აქვთ, ერთი და იგივე ნება”. სწავლება პაპის უცოდველობის შესახებ პირველად გამოთქმულ იქნა გრიგოლ VII-ის მიერ და იმ დროიდან ვითარდებოდა როგორც “ისტორიული იდეა”; 1870 წ., ვატიკანის საეკლესიო კრებაზე იგი აყვანილ იქნა დოგმატის ხარისხში (იხ. ვატიკანის საეკლესიო კრება, V, 637). პაპს აღიარებენ უცოდველად მხოლოდ როგორც უმაღლეს პირველ სასულიერო პირს; თავის პირად შეგნებში მან შესაძლოა, უცოდინრობის (ჩაუხედაობის) გამო შესცოდოს სარწმუნოების საკითხებში, შესაძლოა იყოს ურწმუნოც კი, ასევე მანკიერიც. პაპისეული განსაზღვრებები ex cathedra, მათში სულიწმიდის თანამონაწილეობის შედეგად, უცოდველია თვით ეპისკოპატის მიერ მოწონების გარეშეც კი. 

კათოლიკური ეკლესიის დაწესებულებებს შორის პირველი ადგილი უჭირავს რომის კურიას -- სხვადასხვანაირი სახელწოდებების საეკლესიო და სამოქალაქო თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეთა შტატს, რომლებიც გარს ეხვევიან პაპის პიროვნებას და მასთან აღასრულებენ სხვადასხვანაირ თანამდებობებს. ეკლესიის უმაღლესი ცენტრალური მმართველობის საქმეებისთვის პაპთან არსებობს კარდინალთა კოლეგია (რიცხვით 40-დან 70-მდე), რომელთა სრული კრებიდან წარმოიქმნება პაპის კონსისტორია, პაპთან არსებული მუდმივი უმაღლესი დამხმარე საეკლესიო-სამთავრობო დაწესებულება, რომლის ექსტრენულ კრებასაც, პაპის სიკვდილის შემთხვევაში მისი დროებითი მოადგილის დანიშვნისა და შემდეგ მისი მენაცვალის არჩევისთვის, ეწოდება კონკლავი (იხ.). რომში კარდინალების სახეზე არსებული მთელი შემადგენლობა იყოფა ათ სექციად, რომლებსაც ეწოდებათ კონგრეგაციები (იხ.), ხოლო სააღსრულებლო წარმოებისთვის პაპის კონსისტორიასთან და კონგრეგაციებთან არსებობს კანცელარიები, რომლებსაც ასევე განაგებენ კარდინალები. ისინი იყოფიან ორ თანრიგად -- ადმინისტრაციულად (curia gratiae) და სასამართლოდ (curia justitiae). კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი თანამდებობის პირების თანრიგიდან გამოიყოფიან (გამოირჩევიან) პირები საგანგებო ანუ მუდმივი უფლებამოსილებებით, რომლებსაც ეს უფლებამოსილებანი მიღებული აქვთ პაპისგან და მოქმედებენ რომის გარეთ. ასეთები არიან სამოციქულო ვიკარიუსები (იხ. VI, 283), ლეგატები სამოციქულო ნეკნიდან (легаты отъ ребра апостольскаго; legati a latere apostolico) და ნუნციები. თავიდან ყველა ეს სამი წოდება აღნიშნავდა პაპის რწმუნებულებს, რომლებიც იგზავნებოდნენ ეპარქიებში პაპის სახელით დახმარებისთვის ექსტრენულად წარმოქმნილი მნიშვნელოვანი საეკლესიო საქმეების მოგვარებაში ან საეკლესიო საქმეების მსვლელობაზე უშუალო დაკვირვებისთვის ცნობილ (გარკვეულ) ადგილობრივ ეკლესიებში. შემდეგ ლეგატებს და განსაკუთრებით კი ნუნციებს (მას შემდეგ რაც ამ პირების ჩარევა ეპისკოპოსის საქმეებში ტრიენტის საეკლესიო კრების მიერ აღიარებულ იქნა ანტიკანონიკურად) უწოდებდნენ პაპის რწმუნებულებს, რომლებიც იგზავნებოდნენ ეკლესიის ურთიერთობების მოსაწყობად კათოლიკურ სამოქალაქო ხელისუფლებასთან კათოლიკურ და ხშირად არაკათოლიკურ სახელმწიფოებშიც.

ზოგიერთ სახელმწიფოში პაპის ნუნციატურებს აარსებდნენ უფრო ხანგრძლივი დროითაც. ზოგჯერ ნუნციუსის წოდებას, ისევე როგორც კარდინალის წოდებასაც, აძლევენ ეპისკოპოსებს საპატიო განსხვავების (გამორჩევის) სახით. ეპისკოპატის მთავარი წარმომადგენლების სხვა საპატიო განსხვავებას კათოლიკურ ქვეყნებში, განსაკუთრებით დაწყებული IX ს.-დან, წარმოადგენს პრიმასის წოდება, რომელსაც უწყალობებს პაპი ამ ღირსების განსაკუთრებულ ნიშანთან -- პალიუმთან (იხ.) ერთად. მხოლოდ პაპს აქვს უფლება აარსებდეს ახალ ეპარქიებს და ნიშნავდეს ეპისკოპოსებს, რომელთაც იგი თავად ერთპიროვნულად აკურთხებს (ძველი კანონების მიხედვით ეპისკოპოსის კურთხევა შეუძლიათ არანაკლებ თუ არა ორი ეპისკოპოსისა) ან განკარგავს მათ კურთხევას, მათ მიერ ფიცით დაპირების მიღების შემდეგ იყვნენ მუდამ პაპის ტახტის ერთგული მსახურები. მას პირადად ეკუთვნის უფლება ასამართლებდეს და სჯიდეს ეპისკოპოსებს, აგრეთვე ყველა საერო პირსაც, თვით პირველ ინსტანციაშიც კი. საერთოდ თითქის გაუქმდა კათოლიკურ ეკლესიაში უწინ არსებული საეკლესიო მმართველობის ადგილობრივი ცენტრალური ორგანოები -- პროვინციული საეკლესიო კრებები მიტროპოლიტების მეთაურობით; პატრიარქის, მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის წოდებებმა შეინარჩუნეს თითქმის მხოლოდ საპატიო ტიტულების მნიშვნელობა. ეპისკოპოსები მათდამი დაქვემდებარებულ კლირს მართავენ პაპისგან მიღებული რწმუნებით, კაპიტულებისა (იხ.) და კონსისტორიების (იხ.) დახმარებით. ეს დაწესებულებები, ერთად აღებული, წარმოქმნიან “ეკლესიას დამმოძღვრავსა და მმართველს” («церковь учащую и правящую») -- სპეციალურად კათოლიკური ტერმინია. კლირის განკერძოება ერისკაცებისგან, იერარქიისა -- ხალხისგან კათოლიკურ ეკლესიაში შორს არის დაცილებული ძველი დაკანონებების ფარგლებისგან.

შეგნებულ და ქმედით მონაწილეობას საეკლესიო ცხოვრებაში კათოლიციზმი ითვისებს (აღიარებს, усвояется) მხოლოდ იერარქიისთვის; ხალხი ითვლება როგორიღაც უტყვ ფარად (безсловесным стадом), რომელსაც გააჩნია მხოლოდ ვალდებულება ყველაფერში სიტყვაშეუბრუნებლად ენდობოდეს და ემორჩილებოდეს იერარქიას; მას არა აქვს უფლება მსჯელობდეს საეკლესიო მოძღვრების (სწავლების) საგანთა შესახებ და მონაწილეობას ღებულობდეს საეკლესიო საქმეებში. კათოლიკური იერარქიის მთელი ხარისხების გაყოლებით დადგენილია ყველაზე უფრო მკაცრი ცენტრალიზაცია და სუბორდინაცია. კათოლიციზმი არ უშვებს გამოსვლას სასულირო წოდებიდან; უღირსი მღვდელმსახური კარგავს “ფუნქციის” უფლებას “ორდინაციის” მოვალეობებისგან საკუთარი თავის განთავისუფლების უფლების გარეშე; სამღვდელმსახურო მადლი, რომელიც ერთხელ მიიღო თუნდაც უღირსმა და მისი ტარების სურვილის არმქონე ადამიანმა, ითვლება სამარადისოდ წარუშლელად (წარუხოცელად). განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაციაში გააჩნიათ სამონაზვნო ორდენებს. კათოლიკი მონაზვნები -- განდეგილები (მეუდაბნოეები) კი არ არიან, რომლებიც ცხოვრობენ მჭვრეტელობით მხოლოდ ლოცვებითა და შრომით; ისინი ჩვეულებრივ ატარებენ საკუთარ თავში რაიმენაირ ფუნქციათაგანს საეკლესიო-საზოგადოებრივი საქმიანობიდან. რადგანაც მონასტრები იმყოფებიან თითქმის სრულ დამოუკიდებლობაში საეპარქიო მმართველობისგან და დამოკიდებული არიან უშუალოდ იმ ორდენის გენერალზე, რომელსაც მიეკუთვნებიან, ხოლო ეს გენერალი კი, ორდენის ცენტრალურ მართველობასთან ერთად, ყოველთვის იმყოფება რომში, ამიტომ მონაზონთაგან, რომელთა რიცხვიც დასავლეთის ქვეყნებში ზოგჯერ აღწევდა უზარმაზარ სიდიდესაც, შედგა პაპის მეომართა მთელი არმია, რომლებიც თავდადებულად და ხშირად ფანატიკურადაც ემსახურებოდნენ მას საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მრავალნაირ სფეროებში. ის, რაც იყო შუა საუკუნეებში, არსებობს დღემდეც, რამდენადაც ამის უფლებას იძლევა ის კონკორდატები, რომლებიც პაპებს დადებული აქვთ ცალკეულ სახელმწიფოებთან.

მეტად არსებითად განსხვავდება კათოლიკური ეკლესია აღმოსავლური ეკლესიისგან თავისი გაგებით (წარმოდგენებით) საეკლესიო სამართლის შესახებ. ჯერ კიდევ ეკლესიათა გაყოფამდე დასავლეთის საეკლესიო სამართლის წყაროებში იყო არსებითი განსხვავებები აღმოსავლეთთან შედარებით. ასე, მოციქულთა კანონები (წერია правила апостльскія) მან მიიღო რაოდენობით მხოლოდ 50 (85-დან; იხ. Канонъ), ქალკედონის საეკლესიო კრების კანონები -- ასევე ყველა არა, ეფესოს საეკლესიო კრების კანონები მისთვის სრულიადაც უცნობია; იგი არ აღიარებს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებებს, ჩატარებულს პატრიარქ ფოტიოსის დროს; პირიქით, მსოფლიო კრების სახით აღიარებს საეკლესიო კრებას, რომელიც ჩატარებულ იქნა კონსტანტინოპოლში ფოტიოსის წინააღმდეგ 869 წ., და რიგ თავის დასავლურ საეკლესიო კრებებს, რომლებიც შედგა ეკლესიის აღმოსავლური ნახევრის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე (ოთხ ლატერანულ კრებას, ლიონის ორ კრებას, ვენის, კონსტანცას, ბაზელის, ტრიენტის, ვატიკანის საეკლესიო კრებებს), ასე რომ ამჟამად მოითვლის სულ 20 მსოფლიო საეკლესიო კრებას. იგი არ აღიარებს წმ. მამათა კანონებს, რომელთა ნაცვლად ღებულობს ადგილობრივი დასავლური საეკლესიო კრებების -- ესპანურის, გალურის, გერმანულის -- რიგ კანონებს; დაწყებული ჯერ კიდევ V საუკუნიდან მისი მომქმედი სამართლის წყაროს წარმოადგენს უპირატესად პაპების დეკრეტები. კათოლიკური ეკლესიის მიერ მიღებული ძველი მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონები მის კრებულებში ზოგჯერ გადმოცემულია არა იმ სახით, რომლითაც ისინი აღიარებულია აღმოსავლური ეკლესიის რედაქციაში (მაგალითად, I ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონი, პაპის ლეგატების გადმოცემით ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, საკუთარ თავში შეიცავს უკვე პაპისტურ ტენდენციას).

ტაძრების მოწყობილობა კათოლიკებთან განსხვავდება იმით, რომ მათში საკურთხეველი მიმართულია დასავლეთისკენ, ხოლო ტრაპეზები (престолы) კი შესაძლოა იყოს ტაძრის სხვადასხვა მხარეებში -- არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთისაც. კათოლიკურ ეკლესიებში არ არის კანკელები და საკურთხევლის ტიხარი იმ სახისა, როგორიც მიღებულია აღმოსავლეთის ეკლესიაში (დასავლური წეს-ჩვეულება ამ შემთხვევაში -- უფრო ძველია, ვიდრე აღმოსავლური), არ არის საფარველი ტრაპეზის თავზე (нет сени над престолом,) და თავად ტრაპეზიც ყოველთვის არ არის შემოსაზღვრული მესრით ან ბალუსტრადით. მასთან შეუძლიათ მიდიოდნენ არა მხოლოდ მღვდელმსახურებს, არამედ საერო პირებსაც, მამაკაცებსაც და ქალებსაც. სამსხვერპლოებს წმ. ნაწილების მომზადებისთვის არ აწყობენ. ხატებს არცთუ იშვიათად აქვთ სავსებით საერო სურათების ხასიათი. კათოლიკურ ტაძრებს რთავენ ასევე ქანდაკებებით (статуями), ჩამოსხმულებითა და ნაკვეთებით; ზოგიერთ მათგანს წმინდა პროცესიების დროსა და დღესასწაულებზე აცმევენ თანამედროვე მოდურ კოსტიუმებს. დაშვებულია ეკლესიის დეკორაციული მორთვა თეატრალური მორთულობის ნიმუშის მიხედვით (მაგალითად, ქრისტეს შობის გამოქვაბული, გამოქვაბული იესო ქრისტეს კუბოთი დიდ შაბათს). ღვთისმსახურების დროს ნებადართულია დაჯდომა; ტაძრის უმეტესი ნაწილი არის ხოლმე დაკავებული მერხებითა და სკამებით, რომლებსაც ხშირად აძლევენ მოსულებს ფულის სანაცვლოდ, გარკვეული ნიხრის მიხედვით. ფეხზე ადგომა ევალებათ მხოლოდ ღვთისმსახურების უფრო მეტად მნიშვნელოვან მომენტებში. პირჯვრის წერას აღასრულებენ ხუთი თითით, თავიდან მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მხარზე; დიდ გამოყენებაშია ლოცვის დროს ხელების გაშლა, საკუთარ მკერდში ცემა.

მთელი ღვთისმსახურება დასავლეთში უკანასკნელ დრომდე აღესრულებოდა ლათინურ ენაზე, კულტის ერთიანობის გათვალისწინებით. დასავლეთის სხვადასხვა ეროვნული ეკლესიების მეცადინეობა (домогательства) მიეღოთ უფლება თუნდაც ლიტურგიის აღსრულებისა ეროვნულ ენაზე დიდხანს წარუმატებლად რჩებოდა და ტრიენტის საეკლესიო კრებზე საბოლოოდ იქნა უარყოფილი. მხოლოდ უკანასკნელ ხანს ეს აკრძალვა ნაწილობრივ იქნა მოხსნილი ზოგიერთ ხალხთან მიმართებით, განსაკუთრებით უნიატებისთვის. შუა საუკუნეებში ღვთისმსახურების დროს გამოყენებაში შემოტანილ იქნა ორღანები და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები, როლებზედაც ზოგჯერ ასრულებენ საოპერო და საერთოდ საერო მუსიკალურ მოტივებსაც. საეკლესიო გალობა კათოლიკურ ეკლესიებში თანდათანობით სულ უფრო მეტად შორდება გრიგოლ დიდის ეპოქის უბრალო და მკაცრად-საეკლესიო საგალობლებს. ლიტურგიისა და სხვა მსახურებათა თავად чинопоследованія, რომლებიც დასაწყისს იღებენ შორეულ წარსულში, დროთა განმავლობაში განიცდიდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ლიტურგიას გააჩნია ორი სახეობა: მთავარი, რომელსაც აღასრულებენ სრული შემადგენლობით по служебнику (missale), დიდ ტრაპეზზე (на большом престоле), ხმამაღლა ყველა იქ დამსწრისათვის, ორღანისა და საგუნდო გალობის მონაწილეობით (missa cantata), და შემოკლებული (შემცირებული), რომელსაც აღასრულებენ საჩქაროდ (სახელდახელოდ), ჩურჩულით, ბევრი ლოცვის გამოტოვებით (missa lecta) -- კერძო შეკვეთით ჯანმრთელობისთვის ან სულის მოსახსენიებლად.

მთავარი ლიტურგიის შესრულებასთან ერთდროულად ხშირად აღასრულებენ შემცირებულ ლიტურგიასაც, ერთს ან რამდენიმეს, შეკვეთებისა და ტაძარში არსებული ტრაპეზების რიცხვის მიხედვით. თითოეულ მღვდელმსახურს ნება ეძლევა აღასრულოს დღის განმავლობაში რამდენიმე ლიტურგია და, შესაბამისად, დღეში რამდენჯერმეც ეზიარებოდეს (რაც მკაცრად არის აკრძალული აღმოსავლეთის ეკლესიაში). ყველა ქრისტიანისთვის საერთო დიდი დღესასწაულების გარდა კათოლიკურ ეკლესიაში ბევრი თავისი დღესასწაულიცაა, რომლებიც დადგენილია უფრო გვიანდელ დროში, მაგალითად, უფლის სხეულის დღესაწაული და იესოს უწმინდესი გულის განსაკუთრებული თაყვანისცემა. ძველი მსოფლიო (კათოლიკე) ეკლესიის ბევრი წმინდანი თითქმის დავიწყებულია და მათ ადგილას დაყენებული ჰყავთ კათოლიკური ეკლესიის ახალი წმინდანები, ორდენების დამაარსებლების -- ეგნატე ლოიოლას, ფრანცისკის, დომინიკის მსგავსნი, დიდი ინკვიზიტორების -- ტორკვემადასა და არბუესის, აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში მართლმადიდებლობის მდევნელების -- იოსაფატ კუნცევიჩის, იან ნეპომუკისა და სხვების მსგავსნი. კათოლიკები იყენებენ თითქმის მხოლოდ ოთხბოლოიან ჯვარს (четырёхконечный крест).

იმ ათასწლეულს განმავლობაში, რომელიც ამოიწურა ეკლესიათა გაყოფის დასაწყისიდან, დაგროვდა უზარმაზარი მოცულობის პოლემიკური ლიტერატურა უთანხმოების საგნების მიხედვით, რომლის მხოლოდ უბრალო ჩამონათვალი დაიკავებდა არა ერთ დიდ ტომს. იმისთვის რათა მოვახდინოთ ორიენტირება ამ პოლემიკაში, ისევე როგორც საკუთრივ კათოლიკური დოგმატიკის ლიტერატურაშიც, საჭიროა მხედველობაში გვქონდეს კათოლიკური ეკლესიის სიმბოლოები, სარწმუნოების გადმოცემანი და სიმბოლური თხზულებები. ღებულობს რა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს, filioque-ს დამატებით, რომის ეკლესია მას ამჯობინებს მოციქულთა სიმბოლოს, რომლის წარმოშობაც მისი ახლანდელი რედაქციით, როგორც ეს ახლა დამტკიცებულია, მიეკუთვნება VI საუკუნეს (ეს სიმბოლო საფუძვლად უდევს “რომაულ კატეხიზმოს” და გამოიყენება ღვთისმსახურებისას), აგრეთვე ათანასეს სიმბოლოს, რომელიც, თუმცა კი არ მიეკუთვნება ათანასე დიდს, როგორც ამას უწინ ფიქრობდნენ, არამედ გამოჩნდა V ან სულაც VI საუკუნეში. კათოლიკური ეკლესიის სიმბოლური წიგნებიდან მთავარია: 1) ტრიენტის საეკლესიო კრების კანონები და დეკრეტები (Canoni et decreta concilii Tridentini), რომელიც რომის ეკლესიაში მიღებულია მეცხრამეტე მსოფლიო საეკლესიო კრებად. 2) სარწმუნოების ტრიენტული აღსარება (Porfessio-fidei Tridentina) -- წინა აღმსარებლობის შემცირება, რომელიც შედგენილ იქნა პაპის პიუს IV-ის დავალებით. 3) Catechismus Romanus -- რომაული კატეხიზმო, რომელიც პირველად გამოცემულ იქნა 1566 წ. და განკუთვნილია საერთო-სახალხო გამოყენებისთვის. 4) ვატიკანის საეკლესიო კრების (რომის ეკლესიის 20-ე მსოფლიო საეკლესიო კრების) განსაზღვრებანი. 5) პაპების ბულები, რომელთაგან განსაკუთრებით დიდი ნიშვნელობა გააჩნია ინოკენტი X-ისა და კლიმენტი XI-ის ბულებს (შესაბამისად 1653 და 1713 წწ.), რომლებიც გამოცემულ იქნა იანსენისტებთან კამათების გამო, აგრეთვე პიუს IX-ის ბულებსაც, 1864 და 1854 წწ. 6) რომის კათოლიკური ელესიის საღვთისმსახურო წიგნები -- Missale Romanum, Breviarium Romanum და სხვა. კატეხიზმოებიდან, რომელთაც აქვს ადგილობრივი წარმოშობა და განკუთვნილია სასწავლო გამოყენებისთვის, ყურადღებას იმსახურებს ისინი, რომლებიც შედგენილია კაზინიუს სტაცევიჩისა (რომლითაც სწავლობენ კათოლიკები რუსეთში) და ვაპლერის (1876) მიერ. შემდეგ მეტად მნიშვნელოვანია Confutatio confessionis Augustanae (პროტესტანტების “აუგსბურგული აღმსარებლობის” უარყოფა /გაბათილება/), შედგენილი ღვთისმეტყველთა მთელი კომისიის მიერ.

მთავარი რუსული თხზულებები კათოლიკობის შესახებ შემდეგია: архіеп. Никаноръ, «Разборъ римскаго ученія о главенстве въ церкви» (въ «Правосл. Собеседнике», 1865); проф. Н. А. Беляевъ. «Католич. ученіе о такъ называемой сатисфакціи» (Казань, 1877); его же, «Характеристика римско-католич. ученія съ точки зренія римскаго догмата», «Идея папской непогрешимости», «Теорія папской непогрешимости въ сопоставленіи съ фактами исторіи», «О римском католицизме» (всё въ «Правосл. Собеседнике»); прот. А. М. Иванцовъ-Платоновъ, «О римском католицизме» (М., 1869); прот. А. Лебедевъ, «О главенстве папы или разности православныхъ и папистовъ въ ученіи о церкви» (СПб., 1887); его же, «Разности церквей восточной и западной въ ученіи о Пресв. деве Маріи» (СПб., 1881) и «О латинскомъ культе Сердца Iисусова» (СПб., 1856). შეფასება კათოლიკობისა, როგორც რჯულის აღმსარებლობის სისტემისა, იხ. ა. ს. ხომიაკოვის (А. С. Хомяковъ) თხზულებებში: “L’eglise latine et le protestantisme au point de vue de l’eglise d’Orient” (ლოზანა და ვევე, 1872). ამ წიგნის რუსული თარგმანი შეადგენს ხომიაკოვის თხზულებათა სრული კრებულის II ტომს (1-ლი გამოცემა, პრაღა, 1867; მე-2 გამოცემა, მოსკოვი, 1878). 

ნ. ბარსოვი 

სტატისტიკური მონაცემები

დედამიწის ყველა ნაწილში კათოლიკური ეკლესია მოითვლის 200 მილიონამდე მრევლს*, 774 დიოცეზში. დიოცეზების სიდიდე მეტად განსხვავებულია: ასე, ბრესლავლის ეპარქიაში 1 მილიონზე მეტი მრევლია, ხოლო ზოგიერთ იტალიურ ეპარქიაში კი _ დაახლოებით 25.000. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია მრევლის რიცხვი ცალკეული ქვეყნების მიხედვით (უახლესი ცნობებით). 

კონტინენტები . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . მრევლი (ადამიანი)

ევროპა . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი . . . . . . . . . . 27.607.000
. . . . . . . . . . . . . . . . . ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6.042.000
. . . . . . . . . . . . . . . . . ინგლისი და ირლანდია
 . . . . . . . . . . . . . . . . . მალტით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6.660.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . .17.672.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . . . .30.400.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .ესპანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . .16.850.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .ლუქსემბურგი . . . . . . . . . . . . . . . . 290.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .მონაკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .12.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .ნიდერლანდები . . . . . . . . . . . . . .1.604.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .პორტუგალია . . . . . . . . . . . . . . . .9.600.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .რუსეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10.518.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . . . 29.201.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .შვეიცარია . . . . . . . . . . . . . . . . . . .1.190.000

ამერიკა . . . . . . . კანადა ნიუფაუნდლენდში . . . . . . . . 1.797.000
. . . . . . . . . . . . . . .ჩრდ.-ამერიკის შეერთ. შტატები . . . 6.250.000
. . . . . . . . . . . . . . .მექსიკო და ცენტრალური
 . . . . . . . . . . . . . . ამერიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15.329.000
. . . . . . . . . . . . . . . სამხრეთ ამერიკა . . . . . . . . . . . . . . . 27.268.000

აზია . . . . . . . . . . აზიური თურქეთი . . . . . . . . . . . . . . . . . .663.000
. . . . . . . . . . . . . . . ინდოჩინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .406.000
. . . . . . . . . . . . . . . ჩინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1.094.000
. . . . . . . . . . . . . . . კორეა და იაპონია . . . . . . . . . . . . . . . . . . 45.000
. . . . . . . . . . . . . . . .ოსტინდოეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1.199.000
. . . . . . . . . . . . . . . .ფილიპინების კუნძულები . . . . . . . . .5.502.000

აფრიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2.656.000

ავსტრალია . . . . . . . . . მატერიკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .522.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .ახალი ზელანდია . . . . . . . . . . . . . . . . .69.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .სხვა კუნძულები . . . . . . . . . . . . . . . . .482.000

* მათ რიცხვში 5,5 მილიონამდე უნიატის -- სლავების, სომხების, სირიელებისა და სხვათა ჩათვლით; მათგან 2.816.811 ადამიანი ავსტრიაში და 1.670.682 უნგრეთში. (იხ. უნია).

ამაზე ზევით 3.685 კათოლიკია დანიაში, 10.000 შვედეთსა და ნორვეგიაში, 10.000 საბერძნეთში (კ. ქიოსის ჩათვლით), 5.000 ჩერნოგორიაში, 100.000 რუმინეთში, 6.000 სერბეთში. რომის კათოლიკური ეკლესიის წევრი სლავების საერთო რიცხვი აღწევს 21.286.000 ადამიანამდე, რაც, თუკი მივიღებთ, რომ სლავების საერთო რიცხვი ადის 98.441.000 ადამიანამდე, შეადგენს 21,6%-ს. სალაპარაკო ენის მიხედვით რომის კათოლიკური ეკლესიის წევრი სლავები ნაწილდებიან შემდეგნაირად:

მოლაპარაკენი რუსულ ენაზე . . . . . . 500.000 ადამიანი
ბულგარულზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 50.000 -- „ --
ხორვატულზე . . . . . . . . . . . . . . . . . . 2.478.000 -- „ --
ხორუატულ-სლოვენურზე . . . . . . . 1.275.000 -- „ --
სლოვენურზე . . . . . . . . . . . . . . . . . . .1.584.000 -- „ --
ჩეხურზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4.715.000 -- „ --
ზემო-ლუჟიცურზე . . . . . . . . . . . . . . . . .10.000 -- „ --
პოლონურზე . . . . . . . . . . . . . . . . . . .10.524.000 -- „ --
კაშუბურ დიალექტზე . . . . . . . . . . . . . . 150.000 -- „ --

შეადარეთ O. Werner, „Kathol. Kirchenatlas“ (ფრაიბურგი, 1888); მისივე „Orbis terrarum catholicum“ (ფრაიბურგი, 1890); “Bulletin de l’Iistitut Iiternational statistiques” (ტ. 4, ნაწ. 2-3, 1889 წლისა, რომი, 1890); “The Statesman’s Year-Book” (ლონდონი, 1893); “La Gerarchia Cattolica” (რომი, 1893).

 თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Wednesday, July 3, 2013

ბიზანტია და ბიზანტინიზმი

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებული წერილების თარგმანს. მასში გარკვეულ ადგილებში საუბარია კონსტანტინოპოლისა და რომის, აგრეთვე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა გარკვეული წინააღმდეგობრივი ურთიერთობების შესახებაც. მკითხველებს გვინდა შევახსენოთ, რომ ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული წერილების ავტორებად უმთავრესად მიწვეულნი იყვნენ რუსი „მედასავლეთე“ მეცნიერები და სწავლულები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ დასავლეთ ევროპის ისტორიულ გამოცდილებას და შესაბამისი პოზიციიდანაც აშუქებდნენ და გადმოსცემდნენ პროცესებს. შესაძლოა ამ მასალაშიც იყოს ასეთი გავლენა და ჩვენ პირადად მას სიფრთხილით მოვეკიდებოდით; იგივეს ვურჩევთ ჩვენს მკითხველებსაც)

 შინაარსი 

 ბიზანტია - კოლონია
ბიზანტიის იმპერია
ბიზანტიური ლიტერატურა
ბიზანტიური სამართალი

ბიზანტია
(კოლონია, Βυζάντιον, Bizantium)

ბ ი ზ ა ნ ტ ი ა - მეგარის კოლონია, რომელიც დაარსებული იყო 658 წ. ქრისტეს შობამდე ბოსფორის ევროპულ მხარეზე. ოქროს რქის საქვეყნოდ ცნობილი ბუხტა (Χρυσόκερας) და გაბატონებული მდებარეობა ვიწრო სრუტეზე, რომელიც შავ ზღვას აერთებს მარმარილოს ზღვასთან, ამ კოლონიისთვის უზრუნველყოფდა დიდ სავაჭრო და სამრეწველო მნიშვნელობას, რომელიც, გადმოცემის მიხედვით წინასწარ იყო განსაზღვრული დელფოს ორაკულის მიერ, რომელმაც მიანიშნა აეშნებინათ ქალაქი „ბრმათა“ დასახლების პირდაპირ. ბიზანტია ბაჟს კრებდა იმ გემებისგან, რომლებიც ეგეოსის ზღვიდან მოდიოდნენ შავ ზღვაში და პირიქით, ვაჭრობას აწარმობდა ევროპულ და აზიურ ქვეყნებთან და გარდაუვალად უნდა ეთამაშა მნიშვნელოვანი როლი აზიის ბრძოლაში ევროპასთან. ქალაქის უძველესი მოწყობის კვალი დიდხანს შეიმჩნევა საქალაქო დემების (იხ. ეს სიტყვა) პოლიტიკურ როლში. დარიოსის სკვითებზე ლაშქრობის დროს ბიზანტია უნდა დამორჩილებოდა სპარსელების ძალაუფლებას (515). იონიურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის მან ზღო დამოუკიდებლობის დაკარგვით, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის განდევნითა და სპარსულ ციხესიმაგრედ მისი გადაქცევით, რომელშიც ძლიერი გარნიზონი იქნა ჩაყენებული. პლატეასთან ბრძოლის შემდეგ ბიზანტია განთავისუფლდა სპარსეთის ძალაუფლებისგან სპარტული და ათენური ფლოტის დახმარებით (პავსანიოსი) და კვლავ მიიღო დიდი მნიშვნელობა, შავ ზღვასა და ეგეოსის ზღვას შორის შეტყობინებინებათა გასაღების (კვანძის) სახით. იდგა რა სახელმწიფოთა ათენური კავშირის მხარეზე, ბიზანტია პელოპონესის ომის დროს არაერთხელ ქცეულა განხეთქილების ვაშლად სპარტელებსა და ათენელებს შორის; მაინც, ალკივიადის გამარჯვებებმა (408) შეაკავეს იგი ათენის კავშირში. მაგრამ ათენელთა პრეტნზიებმა ბოსფორში ბაჟის აკრეფის უფლებაზე და მოკავშირეთათვის დამამძიმებელმა კლერუხიის სისტემამ (იხ. ეს სიტყვა) გამოიწვიეს ბიზანტიის აჯანყება ათენელთა წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც იქცა ბიზანტიის მიერ ავტონომიის მიღწევა (357-355).

340 წ. ათენური ფლოტის დახმარებით მან გამარჯვებით მოიგერია ფილიპე მაკედონელის თავდასხმა, რითაც ბერძნების ხელში შენარჩუნებულ იქნა ის მნიშვნელოვანი სავაჭრო ხაზი, რომელსაც მეთაურობდა ბიზანტია. ხსოვნა ამის შესახებ შენარჩუნდა დემის ფსეფისმში (იხ. ეს სიტყვა) ათენის პატივსაცემად. რომაელთა ომებში ფილიპე მაკედონლთან, ატალოს პერგამოსელთან და ანტიოქოს სირიელთან, ბიზანტიას ეკავა რომაელთა მხარე, რის შედეგადაც სარგებლობდა მნიშვნელოვანი პრივილეგიებით რომაული ბატონობის ქვეშაც. პირველი იმპერატორების დროს მან მიაღწია კეთილდღეობის მნიშვნელოვან ხარისხს. ვესპასიანემ ხელი დაადო მის ავტონომიას, იმ საბაბით, რომ ბიზანტია „ბოროტად იყენებს თავის თავისუფლებას“-ო. 196 წ. მას ჯერ კდევ გააჩნდა ისეთი უზარმაზარი სახსრები, რომ შეეძლო გამოეყვანა 500 ტრიარისგან (იხ. ეს სიტყვა) შემდგარი ფლოტი და სამჯერ გაუძლო ალყას ჩრდილოეთის მხრიდან. მაგრამ იმავე დროს ქალაქის კეთილდღეობას რომაელებმა მიაყენეს საგრძნობი დარტყმა: მისი სიმაგრეები დანგრეულ იქნა, პოლიტიკური და სავაჭრო პრივილეგიები ჩამორთმეული, იგი ჩამოიყვანეს მეორეხარისხოვანი ქალაქების რანგში. III ს. ქრისტეს შობიდან ბიზანტია შეიქნა არაერთჯერადი თავდასხმების მსხვერპლი ბარბაროსების მხრიდან. კონსტანტინე დიდმა, ლიცინიუსზე გამარჯვების შემდეგ, შეაფასა რა ბიზანტიის მდებარეობის მომგებიანობა, პირველმა მიანიჭა მას მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა, გადმოიტანა რა მასში რომის იმპერიის დედაქალაქი (330). მაშინ მეგარის მოკრძალებული კოლონია დამშვენდა დიდებული სასახლეებით, პორტიკებითა და მოედნებით; ბერძნული სამყაროს თითქმის ყველა კიდიდან აქ იქნა ჩამოტანილი ხელოვნების ნაწარმოებები, დაიწყო ახალი მოსახლეობის დიდი მოდინება ევროპული და აზიური პროვინციებიდან. ბიზანტიამ გაწყვიტა კავშირი წარსულთან და ამიერიდან იწოდებოდა კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ო პ ო ლ ა დ, ახალ რომად.

ბიზანტიის იმპერია 
(ბიზანტინიზმი)

გარდაიქმნა რა პროვინციული ქალაქიდან დედაქალაქად და იქცა რა იმპერიის ადმინისტრაციულ ცენტრად, ბიზანტიამ დაკარგა თავისი სახელი, როგორც ცოცხალი ისტორიული ფაქტი. შუა და განსკუთრებით ახალ საუკუნეებში სახელი ბიზანტია გამოიყენება განყენებული ტერმინის აზრით, და ემსახურება იმ პოლიტიკური, სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი, საეკლესიო და ეთნოგრაფიული თავისებურებების (განსაკუთრებულობების) აღნიშვნის საქმეს, რომელთა მატარებელიც იყო ბიზანტიის იმპერია. სულ უკანასკნელ დროს ამ ტერმინის ისტორიულმა მნიშვნელობამ განიცადა რხევა როგორც მისი რეალური შინაარსის მხრიდან, ისე იმ ამოსავალი ქრონოლოგიური თარიღის მხრიდანაც, რომლისგანაც იწყება მისი ისტორია (Bury, „A History of the later Roman Empire“, I, ლონდონი, 1889; Krumbacher, „Geschichte der Byzantinischen Literatur“, მიუნჰენი, 1891). სვამენ საკითხს იმის შესახებ, სწორია თუ არა ვარქმევდეთ სახელს „ბიზანტიის“ რომის და 800 წ.-დან აღმოსავლეთ-რომის იმპერიას, რომელიც არ შეწყვეტილა 1453 წ.-მდე. შუა საუკუნეებში თავად ბიზანტიის მეფის ქვეშევრდომები საკუთარ თავს არც რომაელებს უწოდებდნენ და არც ელინებს, არამედ თავიანთთვის შეითვისეს სახელი რომეები (იხ. ეს სიტყვა), და იმპერიაც ოფიციალურად ატარებდა სახელწოდებას რომეის იმპერია. აქედან გამომდინარე, ისტორიული მიმართებით ტერმინს „ბიზანტიის“ ისევე აქვს პირობითი მნიშვნელობა, როგორც „აღმოსავლეთ-რომისა“.

კიდევ უფრო ნაკლები ისტორიული საფუძვლები შეიძლება ვნახოთ ტერმინისთვის „საბერძნეთის იმპერია“ ან „Bas-Empire“. როგორც კაროლინგებისა და ოტონების დროის რომის იმპერიის სახელწოდებაში ძევს ისტორიული ფიქცია, ვინაიდან სინამდვილეში ამ იმპერიას არაფერი არა აქვს საერთო ავგუსტუსის ან ანტონიუსების იმპერიასთან, და ისინი ერთიანდებიან რა მიწიერი იმპერიის ზეციურთან შესაბამისობის მხოლოდ იდეალურ წარმოდგენაში, ასევე აღმოსავლეთ-რომის იმპერიაც, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს იმპერატორების გაგრძელებულ მემკვიდრეობითობას ავგუსტუსიდან კონსტანტინე XII პალეოლოგამდე, მხოლოდ პირობითი აზრით, როგორც ისტორიული ტერმინი, შესაძლოა აცხადებდეს პრეტენზიას რომის იმპერიის სახელწოდებაზე. ამრიგად სიმძიმის ცენტრი მოცემულ საკითხში გადადის ტერმინ ბ ი ზ ა ნ ტ ი ნ ი ზ მ ი ს შინაარსის გამორკვევაზე. არავინ არ დაობს რეალური მნიშვნელობის თაობაზე ისეთ გამოთქმებში, როგორებიცაა ბიზანტიური ლიტერატურა, განათლებულობა, ხელოვნება და ა. შ., და ძნელად თუა შესაძლებელი მოყვანილი გამოთქმების შეცვლა სხვებით. ეს იმიტომ, რომ ეპითეტი „ბიზანტიური“ განსაკუთრებულ აზრს ანიჭებს შემდგომ სიტყვებს, აძლევს რა მათ თავის შინაარსს. ეს, შემდეგ, იმიტომაც, რომ ბიზანტინიზმის ქვეშ მოვიაზრებთ მთელი იმ საწყისების ერთობლიობას, რომელთა გავლენითაც თანდათანობით რეფორმირებას განიცდიდა რომის იმპერია. აღმოსავლეთში რომანიზმი შეხვდა ძველ კულტურებს: იუდაურს, სპარსულსა და ელინურს, რომლებმაც არა მხოლოდ გაუწიეს მას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, არამედ, თავის მხრივ ჰქონდათ მასზე სხვადასხვანაირი გავლენები.

ამის მოწმობას წარმოადგენს ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული სისტემა, კოდექსების გამოჩენა, რომლებმაც გამოხატულება მისცეს ადგილობრივ ჩვეულებრივ სამართალს (Bruns und Sachau, „Syrisch-Römisches Rechtsbuch“; Νόμος γεωργικός და Έκλογή); და ბოლოს ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მწარმოებლურობა (производительность), რომელიც თავისთვის საკვებს პოულობდა და დაძაბულობას ღებულობდა ბრძოლაში იუდაურ და ელინისტურ შეხედულებებთან. მრავალსახოვანი ცვლილებები რომის იმპერიის წყობაში უნდა გამოეწვია ვრცელ სლავურ იმიგრაციასაც, რომელმაც მოახდინა ეთნოგრაფიული გადატრიალება, ახალი მოსახლეობა მისცა ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და მცირე აზიის ნაწილს და გამოიწვია ძირეული რეფორმები სოციალურ და ეკონომიკურ წყობილებაში, ადმინისტრაციულ და სამხედრო სისტემაში. რომის იმპერია აღმოსავლეთში რეფორმირებას განიცდის აღნიშნული საწყისების მოქმედებით, რომლებმაც მისცეს მას კიდეც ბიზანტიზმის ხასიათი. როგორც პოლიტიკური, კულტურული და ეთნოგრაფიული თავისებურებების გამოხატულება, რომლებიც ახასიათებენ აღმოსავლეთ რომის იმპერიას, ბიზანტინიზმი ვლინდება შემდეგ კონკრეტულ ნიშნებში: 1) გაბატონებული ლათინური ენის თანდათანობით გაუქმებასა და მის ბერძნულით შეცვლაში; ეს პროცესი იწყება VI ს.-დან და სრულდება VII და VIII სს.-ში; 2) ეროვნებათა ბრძოლაში ერთიმეორეზე პოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად; ეს ბრძოლა აღინიშნება ტახტზე და უმაღლეს სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციაში იმპერიის შემადგენლობაში შესული სხვადასხვა ეთნოგრაფიული ელემენტების წარმომადგენელთა გამოჩენით; 3) ხელოვნების ძეგლებში; ასე, მონეტები VII ს.-დან წარმოადგენს ახალ ტიპს თავის გამოსახულებაში, რომელიც მიუთითებს ახალი რასის გამოჩენაზე; 4) ლიტერატურულ მწარმოებლურობაში, რომელიც ხასიათდება ორიგინალური მსოფლმხედველობის გამომუშავებით ელინური და აღმოსავლური ფილოსოფიური იდეების გავლენის ქვეშ, მისტიკისა და ვიწრო კონსერვატიზმის სიჭარბით (აღმატებით); დაბოლოს, 5) კლასიკური პერიოდის გადმოცემების დავიწყებაში, რომელთა ადგილზეც გამოდის აღმოსავლური გადმოცემები, უპირატესად ირანული.

პირველი პერიოდის უკიდურეს ზღვრად, რომელიც შედგება ბიზანტინიზმის გამომუშავებაში, უნდა ვვარაუდობდეთ VII ს. მიწურულსა და VIII-ის დასაწყისს. ამ დროისთვის ხელთა გვაქვს იმ საწყისების მრავალფეროვნება, რომელთაგანაც აიგება (იკრიბება, შედგება) ბიზანტინიზმი. უფრო მეტად საზოგადოდ ცნობილი ნიშნებით ხასიათდება ბიზანტინიზმის ზემოქმედების პერიოდი იმ ხალხებზე, რომლებთანაც აღმოსავლეთ რომის იმპერია მოდიოდა უახლოეს შეხებაში და რომელიც მოიცავს VIII-XV ასწლეულებს. ბიზანტინიზმის ისტორიული მისია უპირატესად გამოიხატა კულტურულ გავლენებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ხალხებზე, ბულგარელებზე, სერბებზე, რუმინელებზე და რუსებზე, ისევე როგორც აზიაში - სომხებსა და ქართველებზე. ყველა ამ ხალხმა არა მხოლოდ მიიღო მისგან ქრისტიანული განათლება, გონებრივი მწარმოებლურობის ნაყოფები, არამედ ღებულობდნენ მისგან ასევე ნიმუშებს თავიანთი საშინაო ცხოვრების მოწყობისთვის. ბიზანტინიზმის ზემოქმედების ამ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების გარდა, უნდა აღნიშნოს რიგი სხვა ფაქტებისაც, რომელთა მნიშვნელობაც სრულად არ არის შეფასებული. აქ მიეკუთვნება ბიზანტიური გავლენები დასავლეთში, რომლებიც გამოიხატა ქრისტიანული დოგმატიკის შემუშავების, ღვთისმსახურების ფორმებისა და შინაარსის მოწყობის, ფილოსიფიური აგებებისა და ა. შ. მეშვეობით. ამრიგად, ბიზანტიზმი, როგორც ისტორიული და კულტურული საწყისი, შესაძლოა დაყვანილ იქნას კონკრეტულ ფაქტებზე, რომელთაც გააჩნიათ მოქმედების სფერო განსაზღვრულ სივრცესა და დროში. ბიზანტიზმის მითითებული ხასიათი განსაკუთრებულ ნიშნებს ანიჭებს აღმოსავლეთ იმპერიას, რომელიც შეუთავსებელია რომის ან საბერძნეთის იმპერიის ცნებებთან, და წარმოადგენს მოცულობის, შინაარსისა და მიმართულების გამომხატველობით მაჩვენებელს მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილში. ასე რომ, რომის იმპერია, როგორც ბიზანტინიზმის საწყისების მატარებელი და გამომხატველი, უკვე აღარ არის რომისა და ხდება ბიზანტიის იმპერია. ამ თვალსაზრისით მისი ისტორია და ლიტერატურა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, სართოდ მთელი მისი კულტურა ღებულობს ცოცხალი, განვითარებადი ორგანიზმის ხასიათს.

ბ ი ზ ა ნ ტ ი ი ს ი ს ტ ო რ ი ა მოხერხებულობისთვის შესაძლოა დაიყოს შემდეგ პერიოდებად. პ ი რ ვ ე ლ ი ვრცელდება VIII ს. დასაწყისამდე, მისი საწყისი (ამოსავალი) მომენტები კი ქრონოლოგიურად არ ემორჩილება განსაზღვრას, იმის მსგავსად, როგორც არ არის მოძებნილი ის თარიღი, რომელიც გამიჯნავდა ძველი ისტორიის დასასრულს ახალი ისტორიის დასაწყისისგან. ისტორიული მასალის მოცულობისა და შინაარსის აზრით, აქ უნდა შედიოდეს ის ფაქტები, რომლებიც ახასიათებენ და ამზადებენ ბიზანტინიზმს, თუნდაც ისინი მიეკუთვნებოდნენ რომის იმპერიის აყვავების ხანას. ისეთივე ეთნოგრაფიული გადატრიალება, რომელმაც დასავლეთში მოამზადა გადასვლა ძველი ისტორიიდან საშუალოზე, თანდათანობით აღესრულება აღმოსავლეთშიც. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დასავლეთი სავსებით იქცა ახალი ხალხების ნადავლად, იქნა რა გადაყლაპული გერმანული იმიგრაციის მიერ, აღმოსავლეთმა კი გამოიჩინა უფრო მეტი შემგუებლურობა ახალ ისტორიულ პირობებთან და კრიტიკული ეპოქა გადაიტანა თავისთვის ნაკლები დანაკარგებით. გოთებთან და ჰუნებთან ბრძოლაში იმპერიამ ზღო მხოლოდ დროებითი დანაკარგებით. უფრო მძიმე მდგომარეობა შეიქმნა VI და VII სს., როდესაც ერთი მხრიდან ავიწროვებდნენ ავარები და სლავები, მეორე მხრიდან კი სპარსელები. იუსტინიანესა (527-565) და ჰერაკლეს (610-641) გამარჯვებებმა გააჩერეს გარეშე მტრების მოწოლა და განსაზღვრეს მომავალი დროისთვის იმპერიის პოლიტიკური ამოცანები. ამ პერიოდის მეფეების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენდა იმპერიისადმი სლავების დამოკიდებულების ორგანიზების განხორციელება. ეს ამოცანა მიიღწეოდა სლავური ტომების განლაგების სისტემით დასავლეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში, მათთვის თავისუფალი მიწების მიცემით სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის და სლავური თემის საშინაო წესრიგში ჩაურევლობით. ამის შედეგად იმპერიის სანაპირო მხარეებმა შეიძინა დამჯდარი მიწათმოქმედი მოსახლეობა, რომელიც შეადგენდა დაბრკოლებას ახალი მტრების მოულოდნელი შემოჭრების წინააღმდეგ; სამხედრო და ეკონომიკური საშუალებები იმდენად გაიზარდა, რომ არაბული დაპყრობის მოახლოებულ საშიშროებას არ ჰქონია იმპერიისთვის დამღუპველი შედეგები.

მ ე ო რ ე პერიოდი ლეონ III ისავროსიდან ბასილი მაკედონელამდე (717-867) ხასიათდება ისეთი ნიშნებით, რომლებშიც ბიზანტიზმი პოულობდა თავისთვის სრულ და ყოველმხივ გამოხატულებას. მთელი ამ პერიოდის მანძილზე მიმდინარეობს ცოცხალი ბრძოლა იდეებისა, რომელმაც თავისი გარეგნული გამოხატვის ფორმულა ჰპოვა ხატმებრძოლეობის სისტემაში. ოცწლიანი ანარქიის შემდეგ, რომლიც წინ უძღოდა ლეონის ტახტზე ასვლას, მოდის აღმოსავლური წარმოშობის ორი დინასტია, რომლებიც იმპერიას ედგნენ სათავეში ხატმებრძოლეობის მთელი პერიოდის განმავლობაში: ისავროსები და სომხები. ერთნიცა და მეორენიც ტახტზე იჯდნენ მუდმივი შიშის ქვეშ ხელისუფლების სიმტკიცის გამო; ანტაგონიზმი ელინურ და არაელინურ ელემენტებს შორის თავს იჩენს ამბოხებებსა და თვითმარქვიების გამოჩენაში. მაგრამ ყველაზე უფრო ძნელი პრობლემა მდგომარეობდა იმ საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც წინწამოწეულ იქნა იუდაიზმისა და მაჰმადიანობის მიერ. მართლმადიდებლურ სამეფოზე ძლიერი დარტყმა იქნა მოყენებული იმ ფილოსოფიური თეორიებითა და მათი პრაქტიკული შედეგებით, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებდნენ ძირითად დოგმატებს იესო ქრისტეს ღვთის ძეობისა და ღვთისმშობლის შესახებ. ბიზანტიური განსწავლულობა ცდილობს მოიგერიოს ეს დარტყმა ელინური ფილოსოფიისგან შეძენილი მეთოდისა და საშუალებების გამოყენებით; მთავრობა კი სინჯავს რიგს პრაქტიკული ზომებისა, რომლებითაც ვარაუდობს იუდაიზმისა და მაჰმადიანობის მხრიდან თავდასხმების მნიშვნელობის დასუსტებას, ჩამოართმევს რა ქრისტიანულ ღვთისმოსაობასა და ღვთისმსახურებას სიმბოლოებსა და გარეგნულ ფორმებს. წმ. ხატების დევნამ იმპერია დაჰყო ორ მტრულ ბანაკად, რომელთა ორგანიზებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ეროვნებათა შორის ანტაგონიზმიც. ხატმებრძოლეობაზე გამარჯვება, რომელიც ფორმალურად მიღწეულ იქნა 842 წ., ერთის მხრივ აღნიშნავს სლავური და ელინური ელემენტების უპირატესობას (აღმატებას) აღმოსავლურ აზიურ ელემენტებზე, მეორეს მხრივ - ბიზანტიზმისთვის ამზადებს მოღვაწეობის ვრცელ ველს ევროპაში. სლავური ჩვეულებრივი სამართლის შეტანა იმპერიულ კანონმდებლობაში (Νόμος γεωργικός, Έκλογή), და რეფორმები სოციალურ და ეკონომიკურ წყობილებაში ამ პერიოდს აძლევს ღრმა ინტერესს.

მ ე ს ა მ ე პერიოდი მოიცავს დროს ბასილი მაკედონელის ტახტზე ასვლიდან ალექსი I კომნენოსამდე (867-1081). მისი ისტორიის არსებითი ნიშნები მდგომარეობს ბიზანტიზმის მაღალ ზეაღსვლასა და მისი კულტურული მისიის გავრცელებაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ძმების კირილესა და მეთოდეს შრომითა და ღვაწლით სლავური ხალხები შეყვანილ იქნენ ევროპის კულტურული ქვეყნების რიცხვში; პატრიარქმა ფოტიუსმა საზღვარი დაუდო რომის პაპების პატივმოყვარულ პრტენზიებს და თეორიულად დაასაბუთა კონსტანტინოპოლის უფლება რომისგან საეკლესიო დამოუკიდებლობაზე (იხ. ეკლესიის გაყოფა). სამეცნიერო სფეროში ეს პერიოდი ხასიათდება უჩვეულო ნაყოფიერებითა და ლიტერატულული საქმიანობის მრავალფეროვნებით; ამ პერიოდის კრებულებსა და დამუშავებებში შემონახულია ძვირფასი ისტორიული, ლიტრატურული და არქეოლოგიური მასალა, რომელიც ნასესხებია დღეისთვის დაკარგული მწერლებისგან. საგარეო ისტორიაში ყველაზე უფრო გამომსახველობითი და მთელი ამ პერიოდის მანძილზე გამავალი ფაქტია - ომები ბულგარელებთან. მაშინ პირველად იქნა დასმული საკითხი სლავური ელემენტის პოლიტიკური როლის თაობაზე. სიმეონ ბულგარელი, სამეფო ტიტულის მიღებითა და დამოუკიდებელი საეკლესიო მმართველობის მოწყობით, პრეტენზიას აცხადებდა იმპერიაში უფროსობის (მთავრობის, მთავარი როლის) სლავებზე გადატანაზე. საომარ მოქმედებათა თეატრი გადადიოდა ადრიანოპოლიდან და ფილიპპოლიდან საბერძნეთში და დარდანელისკენ. რუსი მთავრის სვიატოსლავის მონაწილეობას ამ ომში თან ახლდა დამღუპველი შედეგები სლავური მოძრაობისთვის. 1018 წ. ბულგარეთი დაწყნარებულ იქნა და შევიდა იმპერიის შემადგენლობაში. აღმოსავლეთის მხრიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კ. კრეტას წართმევა არაბებისთვის 961 წ.

მ ე ო თ ხ ე პერიოდია ალექსი I კომნენოსის ტახტზე ასვლიდან 1261 წ.-მდე (1081-1261). ამ პერიოდის მთელი ინტერესი უმთავრესად თავმოყრილია ევროპული დასავლეთის ბრძოლაზე აზიურ აღმოსავლეთთან. ჯვაროსნული მოძრაობა (იხ. ჯვაროსნული ლაშქრობები) გარდაუვალად უნდა შეხებოდა ბიზანტიის იმპერიას და ჩაეყენებინა იგი საკუთარი სამფლობელოების დაცვაზე ზრუნვის აუცილებლობაში. ჯვაროსანთა ლაშქრების ბელადები ცოტ-ცოტად კარგავენ მხედველობიდან მოძრაობის თავდაპირველ მიზანს - წმ. მიწასა და მუსლიმანთა ძლიერების დასუსტებას, და მიდიან აზრამდე კონსტანტინოპოლის დაპყრობის შესახებ. კომნენოსი მეფეების (ალექსისა და მანუილის) პოლიტიკის მთელმა სიბრძნემ თავი მოიყარა იმაზე, რათა წონასწორობაში ჰყოლოდათ იმპერიისადმი მტრული ელემენტები და არ დაეშვათ ერთერთი მათგანის უპირატესობა მეორეზე. ამის შედეგად პოლიტიკური კავშირები იდება მონაცვლეობით, ხან ქრისტიანებთან მაჰმადიანების წინააღმდეგ, ხანაც პირიქით; აქედან არის ის მოვლენა, რომელმაც განსაკუთრებით გააოცა პირველი ლაშქრობის მონაწილე ჯვაროსნები - ყივჩაღებისა და პაჭანიკების ურდოები იმპერიის სამსახურში. 1204 წ. მეოთხე ლაშქრობის ჯვაროსნები დაეუფლნენ კონსტანტინოპოლს და ურთიერთშორის გაიყვეს იმპერია. მაგრამ ერთი მუჭა პატრიოტები თ. ლასკარისის მეთაურობით წავიდნენ ნიკეაში და იქ შეიქმნა პოლიტიკური მოძრაობის საწყისი მარცვალი ლათინელების წინააღმდეგ და თავისუფლების კერა, საითკენაც მისწრაფებულ იქნა ყველა ელინის ფიქრები. მიქაელ პალეოლოგმა 1261 წ. განდევნა ლათინელები კონსტანტინოპოლიდან. 

მეტ-ნაკლებად მჭიდრო კავშირში ჯვაროსნული ლაშქრობების მოვლენებთან დგას ამ პერიოდის მეორეხარისხოვანი ფაქტები. აღმოსავლეთში ჩნდებიან თურქ-სელჯუკები, რომლებიც სარგებლობენ ჯვაროსნული ლაშქრობებით თავიანთი ძალაუფლების გავრცელებისთვის ბიზანტიის იმპერიის ხარჯზე. დასავლეთში - ერთის მხრივ, სამხრეთ იტალიასა და სიცილიაში დამკვიდრებულ ნორმანებს (იხ. ეს სიტყვა) შეაქვთ პირადი ანგარიშები იმპერიასთან ჯვაროსნულ მოძრაობაში და ემუქრებიან ბიზანტიის საზღვაო სამფლობელოებს, ხოლო მეორეს მხრივ - ბულგარელები ახდენენ საქმეების სრულ გადატრიალებას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. პეტრესა და ასენის აჯანყებას XII ს. ბოლოს თან ახლდა ბულგარეთის განთავისუფლება და მეორე ბულგარული სამეფოს წარმოქმნა, რომელსაც გააჩნია მთელი სლავობის ინტერესების გაერთიანების ტენდენცია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ბულგარეთის სამეფოსა და ნიკეის იმპერიის ინტერესები გარკვეულ დროს ემთხვეოდა ერთმანეთს ლათინელებისგან სართო საფრთხის გათვალისწინებით; მაგრამ დედაქალაქის კვლავ კონსტანტინოპოლში გადმოტანასთან ერთად ისევ თავს იჩენს პოლიტიკური ანტაგონიზმი, რომლითაც წარმატებით ისარგებლეს თურქ ოსმანებმა.

მ ე ხ უ თ ე პერიოდი მოიცავს დროს 1261-დან 1453 წლამდე. ამ უკანასკნელი პერიოდის საგარეო და საშინაო ისტორიის ფაქტები განისაზღვრება განსაკუთრებულად იმ პირობებით, რომლებშიც იმყოფებოდა პალეოლოგების სამეფო. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ მიქაელ პალეოლოგი იყენებს მთელ ძალისხმევას იმისთვის, რათა თავისი ძალაუფლბის ქვეშ გააერთიანოს უცხო ბატონობის ქვეშ მყოფი იმპერიის პროვინციები. ამისთვის იგი შედის მეტად მძიმე და დიდი ტვირთის მომტან ხელშეკრულებებში გენუასთან და ვენეციასთან, მსხვერპლად სწირავს რა ამ სავაჭრო რესპუბლიკების სასარგებლოდ იმპერიის არსებით ინტერესებს; ამავე მოსაზრებებით მან მეტად მნიშვნელოვანი დათმობები გაუკეთა რომის პაპს, მისცა რა თანხმობა უნიაზე რომის ეკლესიასთან (1274 წ. ლიონის კრება). ერთმაცა და მეორე მსხვერპლმაც არა თუ არ მოიტანა მოსალოდნელი მოგებები, არამედ პირიქით - მათ თან ახლდა პირდაპირი ზარალი იმპერიისთვის. XIV ს. დასაწყისიდან იმპერიის ბედში მთავარი როლის თამაშს იწყებენ თ უ რ ქ ი ო ს მ ა ნ ე ბ ი. ბრუსის, ნიკეისა და ნიკომედიის დაპყრობით თურქებმა თავიანთი ბატონობა დაამყარეს მცირე აზიაში და 1354 წ. გალიპოლისის დაპყრობით მყარად ჩადგეს ფეხი ევროპაშიც. ბატონობას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ურთიერთშორის იყოფდნენ ბერძნები, სერბები და ბულგარელები. იჭვიანად იცავდნენ რა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, ბერძნები სარგებლობდნენ თურქ-ოსმანების სამსახურით სლავების წინააღმდეგ; თავის მხრივ ეს უკანასკნელნიც მხარს უჭერდნენ თურქებს ბერძნების წინააღმდეგ. ოსმანთა ძლიერება იზრდება პოლიტიკური მტრობის ხარჯზე ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებს შორის. თურქების მხრიდან დამუქრებული საშიშროების მიუხედავად, პალეოლოგებს არ შეეძლოთ უარი ეთქვათ თავიანთ ბეც პოლიტიკაზე და აგრძელებდნენ მთელი იმედების დამყარებას დასავლეთთან კავშირსა და უცხოურ დახმარებაზე. 1341 წ. ანდრონიკე უმცროსის სიკვდილის შემდეგ საშინაო ძმათაშორისმა მტრობამ ტახტის დაუფლებისთვის და საეკლესიო განხეთქილებამ, რომელიც წარმოშობილი იყო ბრძოლით ეროვნულ და მედასავლეთურ პარტიებს შორის, მრავალი წლით გადაიტანა მთავრობის ყურადღება პოლიტიკური საქმეებიდან. ამასობაში თურქები ბერძნებსა და სლავებს აყენებენ ერთ დამარცხებას მეორეზე: 1361 წ. მათ აიღეს ადრიანოპოლისი, შემდეგ ბრძოლებით მარიცასთან და კოსოვოს ველზე (1389) გაანადგურეს სერბეთი და მალევე მას შემდეგ ბულგარეთიც (1393). ცოტ-ცოტად ბიზანტიის იმპერია შემოსაზღვრულ იქნა მცირე ზოლით შავ და მარმარილოს ზღვებს შორის. თუმცა კი მასთან კავშირში რჩებოდა ზოგიერთი პროვინცია, მაგრამ XIV და XV სს. ვლინდება მკვეთრი ანტაგონიზმი კონსტანტინოპოლსა და პროვინციებს შორის, რომლებიც მიისწრაფიან პოლიტიკური განკერძოებისკენ. მეფის კონსტანტინე XII პალეოლოგის (1449-1453) დროს, რომლის ძმებსაც დიმიტრისა და თომას, ჰქონდათ დამოუკიდებელი სამთავროები პელოპონესში, კონსტანტინოპოლი დატოვებულ იქნა მხოლოდ საკუთარი ძალებისა და საშუალებების ამარა თავის უკანასკნელ ბრძოლაში მუჰამედ II-ის საზღვაო და ქვეით ძალებთან. 1453 წ. 29 მაისს ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

ბიზანტიური ლიტერატურა 

სულ უკანასკნელ დრომდე ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელობას აფასებდნენ თითქმის მხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის თვალსაზრისით, და თუკი ამისგან იგებდა უკანასკნელი, სამაგიეროდ ბევრს კარგავდა პირველი. ბიზანტიურ ლიტერატურაში ეძიებდნენ და პოულობდნენ უხვ სამკალს კლასიკური სიძველის ნაწარმოებების აღდგენისა და ახსნისთვის, უძველეს ავტორებზე ცნობების შევსებისთვის, გვიანდელი მწერლების მიერ მოყვანილ ნაწყვეტებსა და ციტატებში. ბიზანტიური ლიტერატურისთვის ძალადობრივად თავსმოხვეული ეს სამსახურეობრივი როლი მეტად არახელსაყრელად აისახა შესწავლისთვის ხელმისაწვდომი მასალის დასმაზე, ვინაიდან მკვლევარებს ართმევდა ნამდვილ ისტორიულ პერსპქტივას. ამის უმთავრესი შედეგები იყო ის, რომ მკვლევარების უმრავლესობას ან საერთოდ გამორჩა მხედველობიდან, ან კიდევ სათანადო შეფასების გარეშე დატოვა ლიტერატურის დამოუკიდებელი და ორიგინალური გვარეობები და სახეობები, არ აღნიშნა მისი განვითარების პროცესები, აღმასვლისა და დაქვეითების პერიოდები, საერთოდ ლიტერატურული მწარმოებლურობის ისეთი ნიშნები, რომლების ამოწმებს (ადასტურებს) მათ დამოუკიდებელ განვითარებას, აგრეთვე დროის პირობებისა და პოლიტიკური გარემოებებისადმი გამოხმაურებადობას.

განვიხილავთ რა ბიზანტიურ ლიტერატურას პროზისა და პიეზიის გვარეობების თვალსაზრისით, ჩვენ ვპოულობთ ამ ორივე გვარეობას უმაღლეს ხარისხად დანაწევრებულს. ი ს ტ ო რ ი უ ლ ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ, საკუთრივი აზრით ისტორიკოსების გარდა, ცხოვრებათა აღწერის ლიტერატურა, ორატორული ნაწარმოებები, წერილები, თხზულებები არქეოლოგიაში. ბიზანტიური ისტორიოგრაფია, ინარჩუნებს რა კლასიკური ავტორების კარგ ტრადიციებს, მეტად ფაქიზად (გულისხმიერად) ეკიდება მსოფლმხედველობის ცვლილებებს და ატარებს კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურის აშკარა კვალს. თუმცა კი ისტორიოგრაფიის დაყოფა ქრონიკადა და თავისი დროის ისტორიად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კერძო საკითხების განხილვას, მაგრამ იმავე დროს იგი ხელს უშლის შეხედულების მთლიანობას. ისტორიოგრაფიის განვითარება მიდის ისტორიული პერიოდების (იხ. ზემოთ) პარალელურად. ბიზანტიზმისკენ გარდამავალი პერიოდის სათავეში დგას ისტორიკოს პ რ ო კ ო ფ ი ს, იუსტინიანეს თანამედროვის სახელი, რომელიც ისეთივე საზომით გამოდგება წყაროდ თავისი დროის ისტორიისთვის, რომლითაც თავად, თავისი რწმენისა და იდეალების მიხედვით, არის თავისი ეპოქის წარმომადგენელი. სარგებლობს რა კარგი ისტორიული ნიმუშებით თავისი მასალის გადმოცემის მეთოდში (ჰეროდოტე, თუკიდიდე, პოლიბიუსი), პროკოფი ისტორიული ფაქტების შეფასებასა და მოღვაწეთა დახასიათებებში წარმოადგენს ძველი, ანტიკური მსოფლმხედველობის ახალ, ქრისტიანულთან ბრძოლის საინტერესო და საგულისხმო ნიმუშს. პროკოფის აქვს ისეთივე მნიშვნელობა აღმოსავლეთის ისტორიისთვის, როგორიც გრიგოლ ტურელს დასავლეთისთვის. როგორც VI ს. ბოლოსა და VII ს. დასაწყისის ისტორიოგრაფიის ტიპიური წარმომადგენელი, დასახელებულ უნდა იქნას თ ე ო ფ ი ლ ა ქ ტ ე ს ი მ ო კ ა ტ ი, რომლის შემდეგაც ისტორიული ტრადიცია წყდება საკმარისად მნიშვნელოვანი პერიოდით. ისტორიული მასალის დამუშავების განსაკუთრებული ფორმა ვლინდება მსოფლიო ქრონიკებში. ისტორიოგრაფიის ამ განყოფილებას, რომელიც ვითარდება უპირატესად სამონასტრო სენაკებში და რომელიც გამოხატავს საეკლესიო იდეალებსა და ხალხურ შეხედულებებს, ისტორიკოსის თვალში აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც ეპოქის კულტურული მდგომარეობის მაჩვენებელს.

აქ მიეკუთვნება VI ს. მწერლის, ი ო ა ნ ე მ ა ლ ა ლ ა ს ქრონიკა, რომელმაც უზარმაზარი გავრცელება ჰპოვა ლათინური და სლავური თარგმანების მეშვეობით და ნიმუშის სამსახური გაუწია უფრო გვიანდელი ქრონიკების შემდგენლებს. იმავე გვარეობას მიეკუთვნება ე. წ. ს ა ა ღ დ გ ო მ ო ქ რ ო ნ ი კ ა (VII ს.-ის), რომელიც წინამორბედთან ერთად შეადგენს მოსამზადებელი პერიოდის მატიანის ტიპს. საკმარისად მნიშვნელოვანი შესვენების შემდეგ, რომელიც მოიცავს VII ს. ნაწილსა და მთელ VIII ს., ისტორიოგრაფია კვლავ ცოცხლდება ქრონიკების ორი შემდგენელის: თ ე ო ფ ა ნ ე ს ა დ ა გ ი ო რ გ ი ა მ ა რ ტ ო ლ ი ს სახით, რომლებიც წერდნენ IX ს.-ში. ორივენი შესაძლებელია დასახელებულ იქნან თავიანთი ჯგუფის საუკეთესო წარმომადგენლებად, ორივეს ჰყავდა სიმრავლე მიმბაძველებისა, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა სახელი, თუ არა მათი გამგრძელებლებისა (continuator). დასახელებული ისტორიკოსების საუკეთესო მხარე შედგება იმაში, რომ მათთვის არ არის უცხო ის ინტერესები, რომლებიც აღელვებდა საერო მაღალ საზოგადოებას, დგანან მათი თანამედროვე ფილოსოფიური აზრის მოძრაობის სიმაღლეზე (უპირატესად გიორგი), ცდილობენ ლიტერატურულ ენაში ხალხური კილოკავისა და ხალხური გამონათქვამების ნაკადის შემოტანას (თეოფანე), და ორივენი წარმოადგენენ მხურვალე მებრძოლებს იმ იდეებისთვის, რომლებითაც შთაგონებული და აღფრთოვანებული იყო მათი თანამედროვეების უმეტესობა. სლავურ ენაზე თარგმნილი გიორგის ქრონიკა იქცა სერბების, ბულგარელებისა და რუსებისთვის ისტორიაში, ეთნოგრაფიასა და მეტაფიზიკაში ცნობების ერთერთ უმდიდრეს წყაროთაგანად. ხატმებრძოლეობის პერიოდის ისტორიის შესწავლისთვის თეოფანე და გიორგი - უმნიშვნელოვანესი ისტორიკოსები არიან, რომელთა ნაწერებიც დღმდეა შემორჩენილი. მათ გვერდითვე დგას პატრიარქი ნ ი კ ი ფ ო რ ე, რომელიც გარდაიცვალა IX ს. პირველ ნახევარში, და რომელმაც დაწერა შემცირებული ისტორია (602-დან 769 წ. ჩათვლით), რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხატმებრძოლეობის პერიოდისთვის. 

მაკედონური დინასტიის ტახტზე ასვლასთან ერთად მეტად შესამჩნევ დაძაბულობას ღებულობენ როგორც სხვა სალიტერატურო გვარეობები, ისე ისტორიოგრაფიაც. განსაკუთრებით X ს.-დან უკანასკნელმა თავისთვის ჰპოვა ძლიერი და მრავალფეროვანი წახალისებანი კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ე პ ო რ ფ ი რ ო გ ე ნ ე ტ ი ს საკუთარ ლიტერატურულ შრომებსა და ფართო სამეცნიერო ღონისძიებებში. იმ დროის უზარმაზარ ლიტერატურულ მწარმოებლურობაში, რომელიც აჯამებდა ძველს, შემორჩენილს უძველესი პერიოდებიდან, ადვილი არ არის ზუსტად მოვნიშნოთ, თუ რა მიეკუთვნებოდა თავად კონსტანტინეს და რას მიმართეს მისი ხელმძღვანელობით და აღასრულეს მისი ჩანაფიქრით სხვებმა. არაფერი რომ არა ვთქვათ უზარმაზარი ისტორიული ენციკლოპედიის თაობაზე, რომელშიც უნდა შესულიყვნენ ყველა დროის სანიმუშო მწერლები, კონსტანტინემ გამოიწვია მრავალი ისტორიული ნაწარმოების გამოჩენა, რომლებმაც ერთის მხრივ გააგრძელეს ბიზანტიის ისტორია იმ დრიოდან, რომელზედაც გაჩერდნენ თეოფანე და გ. ამარტოლი, მეორეს მხრივ კი - რომლებიც მიძღვნილია სპეციალურად X ს. ისტორიისადმი. ე. წ. თ ე ო ფ ა ნ ე ს გ ა მ გ რ ძ ე ლ ე ბ ლ ე ბ ს (813-961) წარმოადგენენ მაკედონური სახლის მეფეთა ისტორიოგრაფები, რომლებიც არ არიან თავისუფალნი მიკერძოებისგან; ცნობილ ხარისხამდე მათ მიერ შეტყობინებული ცნობები შესაძლოა შემოწმებადი იქნას მათ განკარგულებაში არსებული სხვა წყაროებისა (გენესიუსი, ლოგოთეტოსი) და X ს. ისტორიკოსების - ლ ე ო ნ გ რ ა მ ა ტ ი კ ო ს ი ს ა დ ა ს ი მ ე ო ნ მ ა გ ი ს ტ რ ო ს ი ს, საფუძველზე. საისტორიო ტექნიკის, სისრულის, ფერწერისა და გადმოცემის თვალსაჩინოების აზრით განსაკუთრებით გამოირჩევა ის თხზულებები, რომლებიც მოიცავს არცთუ დიდ პერიოდებს ან ცალკეულ ეპიზოდებს. აქ მიეკუთვნებიან: გ ე ნ ე ს ი უ ს ი, რომელმაც გადმოსცა ისტორია 813-დან 886 წ. ჩათვლით, ი ო ა ნ ე კ ა მ ე ნ ი ა ტ ო ს ი - თესალონიკის დაპყრობა, ლ ე ო ნ დ ი ა კ ო ნ ი, რომელმაც დაწერა თავისი დროის ისტორია (959-975).

მაგრამ, კონსტანტინე პორფიროგენეტის დროს ისტორიოგრაფიის გამოცოცხლების მიუხედავად, მაკედონელთა დინასტიის უკანასკნელ მეფეებს არა ჰყავთ თავიანთი დროის ისტორიკოსები, რის გამოც X ს. მიწურული და XI ს. პირველი ნახევარი რჩება საკმარისად ბუნდოვან პერიოდად ისტორიაში. ს კ ი ლ ი ც ა, მ ი ქ ა ე ლ ა ტ ა ლ ი ა ტ ო ს ი დ ა მ ი ქ ა ე ლ ფ ს ე ლ ო ს ი დგანან შემდგომი პერიოდის საზღვარზე. უმაღლეს ბრწყინვალებას ისტორიოგრაფია აღწევს კომნენოსთა სახლიდან გამოსული მეფეების დროს. მ ა ს ხელს ჰკიდებენ იმ დროის უგანათლებულესი ადამიანები; მათი ისტორიული ნაშრომები გამოირჩევა გადმოცემის სიცხოველით, პირებისა და მდგომარობათა ოსტატური დახასიათებებით, ხელოვნებით კომპოზიციაში და ფართო პოლიტიკური თვალსაწიერით. ბიზანტია ამ ეპოქაში კარგად გაეცნო დასავლეთს ჯვაროსნების ბელადებთან ურთიერთობების მეშვეობით, და იმ დროის საუკეთესო ადამიანებს თავიანთი თავისთვის მკაცრი ანგარიში უნდა ჩაებარებინათ ბიზანტიური სახელმწიფოს ეროვნულ ამოცანებსა და ლათინურ დასავლეთსა და ბერძნულ-სლავურ აღმოსავლეთს შორის მტრობის მიზეზებში. აღწერენ რა უმეტეს შემთხვევებში თავიანთი დროის ისტორიას, ამ პერიოდის მწერლებს თავიანთ გადმოცემაში შემოაქვთ ბევრი სუბიექტური ელემენტი და გვატყობინებენ უამრავ შესანიშნავ (დიდებულ, აღმატებულ) მასალას კულტურული ისტორიისთვის. თავად კომნენოსთა სამეფო ოჯახში იყო რამდენიმე პიროვნება ლიტერატურული სახელით. ა ნ ა კ ო მ ნ ე ნ ო ს მ ა, ალექსი I-ის ქალიშვილმა შეადგინა თავისი მამის დროის აღწერა, გააგრძელა რა ამით თავისი ქმრის, კეისარ ნ ი კ ი ფ ო რ ე ვ რ ი ე ნ ი უ ს ი ს ისტორიული შრომა. ანას მოჰყვება ი ო ა ნ ე კ ი ნ ა მ ო ს ი, მეფე მანუილის მდივანი, რომელმაც აღწერა იოანე და მანუილ კომნენოსების ისტორია, და განსაკუთრებით ნ ი კ ი ტ ა ა კ ო მ ი ნ ა ტ ო ს ი, რომელსაც ეკუთვნის კომნენოსების ისტორია ალექსის სიკვდილიდან ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე (1118-1206). ეკავა რა მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობები და პირადად იყო რა ჩახედული პოლიტიკურ მოვლენებში, იყო რა ამასთანავე განათლებული და ნაკითხი თავისი დროის ლიტერატურაში, ნიკიტა წარმოადგენს ნიმუშს ისტორიკოსისა, რომლისთვისაც უცხო არ არის არც საღვთისმეტყველო საიდუმლოება, არც ფილოსოფიური პრობლემა, არც პოლიტიკური ინტრიგა, და რომელიც აცნობს მკითხველს ყველა იმ საკითხს, რომლებიც აღელვებდა საზოგადოებას. 

მოხსენიებული მწერლები შესაძლოა წოდებულ იქნან ბიზანტიური ისტორიოგრაფიის დამახასიათებელ წარმომადგენლებად. იმავე დროს მიეკუთვნებიან შემდეგი ისტორიკოსებიც: გ ი ო რ გ ი კ ე დ რ ი ნ ო ს ი, ი ო ა ნ ე ზ ო ნ ა რ ო ს ი და მ ი ქ ა ე ლ გ ლ ი კ ა. განსაკუთრებულმა შერყევამ (შეძრწუნებამ), რომელიც განიცადა იმპერიამ ლათინური დაპყრობის შედეგად, საერთოდ მოახდინა ლიტერატურული მწარმოებლურობის პარალიზება; ისტორიულ მუზას, ერთერთი თანამედროვის გამოთქმით, რცხვენოდა განედიდებინა ბარბაროსთა საქმეები. მიუხედავად ამისა ნიკეის იმპერიას ჰყავს თავისი ოფიციალური ისტორიკოსი გ ი ო რ გ ი ა კ რ ო პ ო ლ ი ტ ო ს ი ს სახით, რომლიც თავადვე ღებულობდა ქმედით მონაწილეობას პოლიტიკურ საქმეებში და თავისი განათლებით იდგა იმ ამოცანების სიმაღლეზე, რომლებიც შესაძლოა წაყენებულ იქნას ისტორიკოსის მიმართ. ამ პერიოდის განსაკუთრებით საინტერესო მოვლენად შეიძლება ვაღიაროთ მ ო რ ე ი ს ქ რ ო ნ ი კ ა, რომელმაც აღწერა საბერძნეთის ბედი ფრანგი ჯვაროსნების ბატონობის ქვეშ. ამ ქრონიკის ავტორი აღმოჩნდა არა მხოლოდ ყოფიერების ფხიზელი მწერალი, არამედ ავლენს ასევე იშვიათ დაკვირვებულობას ისეთი ფაქტებისა და დამოკიდბულებებისადმი, რომლებიც ჩვეულებრივ ჩაივლიან ხოლმე ისტორიკოსის შორიახლოს. ქრონიკის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნიშნებად უნდა ვაღიაროთ დამპყრობლებს შორის მიწებისა და ნაკვეთების განაწილების ხერხების აღწერა, დამარცხებულებთან მიმართებით დამპყრობლების უფლებების განსაზღვრა და ბოლოს ცნობები სამხრეთ საბერძნეთში მყოფი სლავების შესახებ.

უკანასკნელი პერიოდი მოიცავს პალეოლოგების დროს თურქების მიერ იმპერიის დაპყრობამდე. არსებით ნიშანს ამ დროის ისტორიოგრაფიაში, ისევე როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, წარმოადგენს საეკლესიო საკითხი: დოგმატური დავები და ლათინური ეკლესიის მცდარი შეხედულებების გადმოცემა ხშირად ავსებს ისტორიული შრომის მთელ გვერდებს. თუმცა კი ეს მიმართულება შეინიშნება უკვე კომნენოსების ეპოქის ისტორიკოსებთან, მაგრამ იქ იგი არ გადმოდის პირველ პლანზე და არ გადმოდის საეკლესიო მოღვაწეობის გადმოცემაში. ისტორიოგრაფიის უფრო მეტად ცნობილი წარმომადგენლები იმავე დროს არიან იმ დროის ენციკლოპედისტებიც, რომლებიც დაინტერესებული არიან ღვთისმეტყველებით, ფილოსოფიით, ასტრონომიით, რიტორიკით. ამის შედეგად ისტორია, წარმოადგენს რა ეპოქის კულტურული მდგომარეობის გამომხატველს და არის რა, იმავე დროს, უმაღლესი კლასების ერთგვარი პრივილეგია, უკვე ვეღარ ემსახურება ხალხური საწყისების ასახვას და გადადის პარტიების ბრძოლის ისტორიაში. ამ პერიოდს მიეკუთვნებიან: გ ი ო რ გ ი პ ა ხ ი მ ე რ ო ს ი, ნ ი კ ი ფ ო რ ე გ რ ი გ ო რ ა, და ბოლოს ი ო ა ნ ე კ ა ნ ტ ა კ უ ზ ე ნ ო ს ი. პარტიის სულისკვეთება და დამზერილი ფაქტების ვიწრო წრე უკანასკნელის ნაწარმოებს აყენებენ უფრო მეტად ბიოგრაფიების რიგში, ვიდრე ისტორიული ნაწარმოებებისა. თურქების ძლიერების თანდათანობითი ზრდისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მათი დაპყრობების ისტორიისთვის ჩვენ გვყავს სამი მწერალი. ლ ა ო ნ ი კ ე ქ ა ლ კ ო კ ო ნ დ ი ლ ო ს ი, ათენური წარმოშობის ერთადერთი ისტორიკოსი, რომელმაც ისტორიული გადმოცემის სიმძიმის ცენტრი გადაიტანა ელინური სამყაროდან თურქულზე და ბრწყინვალე სურათით გვიჩვენა ოსმანების აღმასვლის პროცესი ბერძნებისა და სლავების ხარჯზე. მასალის ოსტატური განლაგება, ისტორიული ფაქტების ფხიზელი შეფასება და, ბოლოს, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენების გამოყოფისა და გაშუქების უნარი - შეადგენს ამ ისტორიკოსის განმასხვავებელ თვისებას. ლ უ კ ა ს დ ა გ ი ო რ გ ი ფ რ ა ნ ც ა ს უპირატესად გააჩნიათ მნიშვნელობა ბიზანტიური თვითშეგნების დახასიათებისთვის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის წინ და მის შემდგომ უახლოეს დროში.

ისტორიული გვარეულობა სულაც არ ამოიწურება მოყვანილი მწერლებით. მას ყველაზე უფრო მეტად უახლოვდება წ მ ი ნ დ ა ნ თ ა ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ა ღ წ ე რ ი ს ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა. ამ უზარმაზარი მასალის დაუფლება და მისი ჩაყენება კავშირში როგორც ისტორიოგრაფიის განვითარებასთან, ისე ბიზანტიური საზოგადოების თვითშეგნებაში თანდათანობით მომხდარ ცვლილებებთან, შეადგენს ჯერ კიდვ სულაც ვერ გადაწყვეტილ ამოცანას. არცთუ იშვიათად ცხოვრებათა აღწერის ლიტერატურაში შესაძლოა ვპოულობდეთ დამატებებს საგარეო და საშინაო ისტორიის მეტად არსებითი ფაქტების შესახებ, რომლებიც გამორჩენილია ისტორიოგრაფიაში; განსაკუთრებით კი ცხოვრებათა აღწერები წარმოადგენს სულაც არ ამოწურულ მასალას როგორც საზოგადოების საერთოდ ყველა კლასის, ისე განსაკუთრებით სოფლის მაცხოვრებელთა ყოფა-ცხოვრების, ოჯახური ურთიერთობებისა და ეკონომიკური ცხოვრების პირობების დახასიათებისთვის. პროვინციების ცხოვრება, რომელიც ასე ნაკლებადაა გამოკვლეული, თავის გაშუქებას პოულობს სწორედ ამ ლიტერატურულ გვარეობაში. დ ი მ ი ტ რ ი თ ე ს ა ლ ო ნ ი კ ე ლ ი, თესალონიკის პატრონი და დამცველი გარეშე მტრების წინააღმდეგ, ცხოველ მონაწილეობას ღებულობს პროვინციის ყველა უმნიშვნელოვანეს მოვლენაში. ვრცელი რიგი სასწაულებისა, რომლებიც მოცემულია მისი ცხოვრების აღწერაში, გვატყობინებს ახალ და საინტერესო ნიშნებს სლავობის ისტორიისთვის; ანტაგონიზმი მაკედონიის ბერძნულ და სლავურ მოსახლეობას შორის, იმპერიის ცენტრსა და პროვინციებს შორის - მნიშვნლოვანი ნიშნებია ამ წმინდანის ცხოვრების აღწერაში (დიდმოწამის ხატის გადაბრძანება კონსტანტინოპოლში). პროვინციული ცხოვრების ისტორიისთვის მნიშვნლოვანია წ მ. ნ ი ლ ო ს ი ს (სამხრეთ იტალია), ლ უ კ ა ფ ო კ ე ე ლ ი ს ა დ ა ნ ი კ ო ლ ო ზ მ ე ტ ა ნ ო ი ტ ო ს ი ს ცხოვრებათა აღწერები. უკანასკნელი ორი გვაცნობს სლავური მოძრაობის ვრცელ ზომებს ბერძნების წინააღმდეგ სიმეონ და სამუილ ბულგარელების დროს (X და XI ასწლეულები).

დაძაბულობის უმთავრესი მომენტები რელიგიური ცხოვრების სფეროში წინ სწევდა მოღვაწეთა და ღვთივსათნო ადამიანთა მთელ რიგს. განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა IX და X სს. წმინდანთა ცხოვრების აღწერის ლიტერატურა, რომელიც ეძღვნება ახალი აღმსარებლების ცხოვრებათა აღწერას, რომლებიც ეწამნენ წმინდა ხატების გამო. ერთ ნაწილს ცხოვრებათა ამ აღწერებისა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხატმებრძოლეობის ეპოქისთვის: ს ტ ე ფ ა ნ ე ა ხ ლ ი ს ა, თ ე ო დ ო რ ე ს ტ უ დ ი ე ლ ი ს ა, ტ ა რ ა ს ი, ნ ი კ ი ფ ო რ ე და მ ე თ ო დ ე პატრიარქებისა; სხვები ღებულობენ სპეციალურ მნიშვნელობას ძველი რუსული ისტორიისთვის: ი ო ა ნ ე გ ო თ ე ლ ი ს ა, გ ი ო რ გ ი ა მ ა ს ტ რ ი დ ე ლ ი ს ა, ს ტ ე ფ ა ნ ე ს უ რ ა ჟ ე ლ ი ს ა. _ X საუკუნეში სამეცნიერო მოღვაწეობა, რომელმაც წახალისება მიიღო კონსტანტინე პორფიროგენეტის ლიტერატურულ ღონისძიებებში, შეეხეო ჰაგიოგრაფიულ სფეროსაც. ამ სარბიელზე უზარმაზარი დამსახურება მიუძღვის სიმეონ მეტაფრასტს, რომელიც ნაწილობრივ რედაქტირებას უკეთებდა, ხოლო ნაწილობრივ კი ახლად ადგენდა წმინდანთა ცხოვრების აღწერების უზარმაზარ რიცხვს. უმთავრესი მონასტრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მწარმოებლურობაში ჰაგიოგრაფიის ნაწილში და გამოიმუშავეს განსაკუთრებული მიმართულებები და სკოლები (სტუდიური). ცხოვრებათა აღწერები ზოგჯერ აღწევენ რეალურობის, ცხოვრებისეული სიმართლისა და ისტორიული ფასეულობის მაღალ ხარისხს. ასეთებია: პატრიარქ ე გ ნ ა ტ ე ს, ე ქ ვ თ ი მ ე ს, დედოფალ თ ე ო ფ ა ნ ი ა ს, ლეონ ბრძენის მეუღლის ცხოვრება. X საუკუნის მიერ ცხოვრებათა აღწერის ლიტერატურაში მოცემული ავტორების შემდეგ ძნელი იქნებოდა გვქონოდა შემდგომი მოძრაობის მოლოდინი იმავე მიმართულებით: კომნენოსების ეპოქამ და ფრანკთა ბატონობის პერიოდმა მართლაც ვერ დაგვიტოვეს მნიშვნელოვანი კვალი ჰაგიოგრაფიაში.

წინამორბედ გვარულობასთან ახლო დამოკიდებულება აქვთ სასულიერო და საერო მჭერმეტყველების ო რ ა ტ ო რ უ ლ ნ ა წ ა რ მ ო ე ბ ე ბ ს, საქებარ სიტყვებსა და საფლავზე წარმოთქმულ მოხსენებებს. ცნობილია, რომ ორატორულმა მუზამ მეტად მნიშვნელოვანი სამსახურები გაუწია ისტორიას; შეგვიძლია ვამტკიცებდეთ, რომ ორატორული ნაწარმოებები ზოგიერთ შემთხვევაში შეადგენს სულ ახლახანს აღსრულებული ისტორიული ფაქტის წერილობით განმტკიცების (დადასტურების) პირველ ხერხს. იმას, თუ როგორი ფართო გამოყენება ჰქონდა ლიტერატურის ამ გვარეობას ბიზანტიაში, გვიჩვენებს ის გარემოება, რომ ხშირად საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ხასიათის მეტად განყენებულ საგნებს გადმოსცემენ საზეიმო (სადღესასწაულო) სიტყვებისა (λόγος) და ორი დაპირისპირებული მოსაზრების (აზრის) წარმომადგენლებს შორის შეჯიბრებათა (διάλογος) ფორმით. აქედან ადვილია გავიგოთ, თუ როგორ მრავალფეროვანია ეს ლიტერატურა, რომელიც შესაძლემელია მოვნიშნოთ (გავითვალისწინოთ) მხოლოდ ყველაზე უფრო ზოგად და მთავარ სახეობებში. უწინარეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ „სიტყვები“ და „კამათები“ ან შეჯიბრებანი, რომლებიც მიმართულია საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური საკითხების გარკვევისკენ. ეს მეტად პოპულარული ფორმა შესაძლოა დამზერილ იქნას ბიზანტიის მთელი ისტორიის გაყოლებაზე; მისი ნიმუშები მოცემულია დიალოგებით იუდეველებისა და მაჰმადიანების წინააღმდეგ, რომლებიც იწყება ხატმებრძოლეობის პერიოდიდან და გრძელდება შემდგომ დროშიც, სანამდე იუდაური და მაჰმადიანური განსწავლულობა ხელს აღმართავდა ქრისტიანულ დოგმატებზე.

შემდეგ XI საუკუნიდან გავრცელებას ჰპოვებს „კამათები“ ლათინელებთან და სომხებთან, რომლებიც გრძელდება თურქულ დაპყრობამდე. დიალოგური ფორმა გამოყენებული იყო ადგილობრივი საჭიროებებისთვისაც, როგორც მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის საშუალება საღვთისმეტყველო, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ ნიადაგზე. ასეთებია სოტირიქოსისა (XII ს.) და გრიგორას (XIV ს.) დიალოგები. ორატორული ხელოვნების გამოყენება პოლიტიკური და ისტორიული მიზნებისთვის ყველაზე უფრო შესამჩნევია კომნენოსების პერიოდში, თუმცა კი უფრო ადრე შეგვიძლია მივუთითოთ სასულიერო მჭერმეტყველების ნაწარმოებებზე, რომელთა აღმოჩენამაც ახალი შუქი მოჰფინა ბიზანტიის ისტორიას; გავიხსენოთ მაგალითად ფოტიოსის საუბრები რუსეთის „შემოსევაზე“. მაგრამ კომნენოსების პერიოდში ორატორულმა მუზამ მიაღწია ყველაზე უფრო დიდ სიმაღლეს და თავისი მნიშვნელობით მიუახლოვდა ისტორიას. საზეიმო სიტყვების, საქებარი და საფლავზე წარმოთქმული მოხსენებების გარეშე კომნენოსებისა და ანგელოსების დროება არ შეიძლებოდა გამორკვეული ყოფილიყო ქრონოლოგიისა და სამხედრო ისტორიის ცალკეული ფაქტების მნიშვნელობის მხრივ. ამ გვარეობის საუკეთესო წარმომადგენლებია ნ ი კ ი ტ ა დ ა მ ი ქ ა ე ლ ა კ ო მ ი ნ ა ტ ო ს ე ბ ი ს, ე ვ ს ტ ა თ ე თ ე ს ა ლ ო ნ ი კ ე ლ ი ს სიტყვები და მოხსენებები. პალეოლოგების საუკუნე ასევე პოულობს თავის გაშუქებას ნ ი კ ი ფ ო რ ე ჰ უ ს ი ნ ი ს (XIII ს. ბოლო და XIV-ის დასაწყისი), დ ი მ ი ტ რ ი კ ი დ ო ნ ი ს (XIV ს.), პატრიარქ ფ ი ლ ო თ ე ო ს ი ს ა და სხვათა ორატორულ ნაწარმოებებში _ განსაკუთრებულ სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს პრობლემა ორატორული ნაწარმობების წმინდანთა ცხოვრებების აღწერებთან მიმართების შესახებ.

საკმარისად დიდი მნიშვნელობა გააჩნია ე პ ი ს ტ ო ლ ო გ რ ა ფ ი ა ს, რომლის ისტორიაც შესაძლოა დამზერილ იქნას VIII-დან XV ასწლეულის ჩათვლით. ლიტერატურის ამ გვარეობას შევყავართ საზოგადოების ინტიმურ ცხოვრებაში, გვაძლევს კარგ კრიტერიუმებს სამთავრობო ღონისძიებების შეფასებისთვის, დაბოლოს, გვაცნობს ცხოვრების, განსაკუთრებით პროვინციულის, ისეთ მხარეებს, რომლებიც ვერ შეიძლებოდა შეგვენიშნა ლიტერატურის სხვა სახეობებში. თავის თავად იგულისხმება, რომ მით უფრო მნიშვნელოვანია მიმოწერა, მით უფრო საინტერესოა მისი შინაარსი, რაც სამთავრობო სფეროებთან უფრო ახლოს დგანან მიმოწრაში მყოფი პირები და რაც უფრო მეტად და ღრმად ეხება მიმოწერა პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ლიტერატურულ საკითხებს. და საჭიროა ითქვას, რომ შთამომავლობას გადასცემდნენ და ასლების სახით უნარჩუნებდნენ სახელდობრ ისეთ წერილებს, რომლებსაც ჰქონდა, ასე ვთქვათ, პუბლიცისტური ხასიათი და, შესაძლოა, თავად ავტორების მიერაც განკუთვნილი იყო გამოქვეყნებისთვის. ამით განისაზღვრება ეპისტოლოგრაფიის ხასიათიცა და მისი შესაფერისი ადგილიც ლიტერატურაში. მის უმთავრეს წარმომადგენლებად შესაძლებელია დასახელებულ იქნას ისეთი პირები, რომელთა მიმოწერაც ან აშუქებს მთელ ისტორიულ პერიოდებს, ან კიდევ თვალწინ გვიშლის მატიანის მიერ ვერ- ან არშეხებულ საკითხებს. ასეთია თ ე ო დ ო რ ე ს ტ უ დ ი ე ლ ი ს, ხატმებრძოლური სისტემის წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლის უზარმაზარი მიმოწერა, რომელიც ენერგიის მთელი მგზნებარებით აღაგზნებდა თავის მოწაფეებსა და პატივისმცემლებში სიმტკიცისა და იმედის სულისკვეთებას ხატმებრძოლების მიერ დევნილი საწყისების ზეიმისადმი.

სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს პატრიარქ ნ ი კ ო ლ ო ზ მ ი ს ტ ი კ ო ს ი ს († 925 წ.) წერილებს. იგი წერს წერილებს სიმეონ ბულგარელს, მეფე რომანოზ I ლაკაპინოსს, მაჰმადიან ამირებს, რომის პაპსა და ბევრ სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პიროვნებას. ეს მიმოწერა უპირატესად გვიხსნის პოლიტიკურ ურთიერთობებს, საეკლესიო საკითხებს და მოწმობს ბიზანტიის კულტურული მისიის შესახებ აღმოსავლეთში. ასეთივეა, საერთოდ რომ ვთქვათ, პატრიარქ ფ ო ტ ი ო ს ი ს მიმოწერის მნიშვნელობაც. XI ს.-ში ამ გვარეობის ყველაზე უფრო მსხვილ წარმომადგენლებად უნდა დავასახელოთ თ ე ო ფ ი ლ ა ქ ტ ე ბ უ ლ გ ა რ ე ლ ი (მისი მიმოწერის უმნიშვნელოვანესი მხარეა - ბიზანტიის მიერ დამონებული ბულგარეთის ადმინისტრაციული და კულტურული მდგომარეობა) და მ ი ქ ა ე ლ ფ ს ე ლ ო ს ი, რომლის წერილებიც მნიშვნელოვანია იმავე მიმართებით იმპერიის დანარჩენი პროვინციებისთვის. ძნელია წარმოვიდგინოთ რაიმე უფრო მნიშვნელოვანი კომნენოსების ეპოქის უგანათლებულესი ადამიანების - ძმების ნ ი კ ი ტ ა დ ა მ ი ქ ა ე ლ ა კ ო მ ი ნ ა ტ ო ს ე ბ ი ს მიმოწერისა. ორი ნიშნით შეგვიძლია მოვნიშნოთ ამ მიმოწერის მნიშვნელობა: საბერძნეთის ადმინისტრაციული და კულტურული მდგომარეობა XII ს. მიწურულს და ლათინური დპყრობის მნიშვნელობა ელინების ეროვნული თვითშგნებისთვის. არც ერთ სხვა ლიტერატურულ გვარეობაში ეს ნიშნები არ არის აღნიშნული ისე რელიეფურად და სრულად, როგორც აქ. ნ ი კ ი ფ ო რ ე ჰ უ ს ი ნ ი ს, მ ი ქ ა ე ლ პ ა ლ ე ო ლ ო გ ი ს ა და პალეოლოგების დროის სხვა მწერლების წერილები უმეტეს წილად რჩება ხელნაწერების სახით. ეპისტოლოგრაფიის გედის სიმღერა მიძღვნილია თურქული დაპყრობის საშინელებების აღწერისადმი. იმ დროის წერილები, და მათ სათავეში - რუსეთის მიტროპოლიტის ისიდორეს წერილები, აღიარებულ უნდა იქნას საუკეთესო წყაროდ კონსტანტინოპოლის დაცემის მომავალი ისტორიისთვის.

სიძველეებით დაკავებულობა, ენისა და წერილობითი ძეგლების, მონუმენტური ძეგლების, ადმინისტრაციული სისტემის, სამხედრო საქმის, მეცნიერებათა ისტორიის შესწავლის ან აღწერის აზრით და ა. შ., შეადგენდა არა მხოლოდ სამეცნიერო ცოდნისმოყვარეობის საგანს, არამედ გამოწვეული იყო შთამომავლობისთვის იმის თუნდაც ზოგიერთი კვალის შენარჩუნების მოთხოვნილებით, რისი დავიწყების საშიშროებაც დგებოდა. სიძველისადმი ეს მიმართვა განსაკუთრებით შესამჩნევია IX და X საუკუნეებში; იმ დროის ენციკლოპედიურ კრებულებში, რომლებიც მიეკუთვნება პატრიარქ ფოტიოსსა და კონსტანტინე პორფიროგენეტს, შენარჩუნებულია ენისა და დამწერლობის ბევრი ძეგლი, რომლებიც მსგავსი ენციკლოპედიების გარეშე დაუბრუნებლად დაგვეკარგებოდა. კონსტანტინოპოლის მონუმენტური ძეგლები აღწერილია ანონიმურ თხზულებებში (Τά πάτρια της Πόλεως), რომლებიც შემონახულია XI ს. რედაქციებში, მაგრამ ზოგიერთი ნაწილით მიდის VI და VII საუკუნეებში (Banduri, „Imperium Orientale“), ისევე როგორც ნ. ა კ ო მ ი ნ ა ტ ო ს ი ს ისტორიაში (ed. Bonnae, „De sings Constantinopolitanis“). ადმინისტრაციული დაწესებულებების, კერძოდ სასახლის კარის წეს-ადათების ისტორია გადმოცემულია კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ე პ ო რ ფ ი რ ო გ ე ნ ე ტ ი ს თხზულებებში: „De Thematibus“, „De Caerimoniis“, „De administrado imperio“. იმავე საგანს ეძღვნება კ ო დ ი ნ ო ს ი ს თხზულება „De officiis“. კონსტანტინეს მოხსენიებულ თხზულებებში ჩართული არქეოლოგიური ტრაქტატების შესწავლა ამ დრომდე არავის უცდია; ამასობაში მათში მდგომარეობს ბიზანტიური სახელმწიფოს ორიგინალური დაწესებულებების გაგების გასაღები. სამხედრო საქმის ისტორიაში ცნობილია ტრაქტატები, რომლებსაც სათაურებში აქვს მავრიკიოსის, ლეონის, ნიკიფორეს, კონსტანტინესა და ალექსის სახელები. მაგრამ სამხედრო ისტორიაში ტრაქტატების უმრავლესობა რჩება ხელნაწერთა მდგომარეობაში და ელოდება თავის დამუშავებას. კვლევები მეცნიერებათა სფეროში ძნელია მოინიშნოს თუნდაც ყველაზე უფრო ზოგადი ნიშნებით. მეცადინობები მათემტიკაში, ასტრონომიაში, გეომეტრიაში იძენენ მნიშვნელოვან დაძაბულობას პალეოლოგების საუკუნეში; აქ მიეკუთვნება ვ ლ ე მ დ ა ს, პ ა ხ ი მ ე რ ო ს ი ს, თ ე ო დ ო რ ე მ ე ტ ო ქ ი ტ ო ს ი ს ა დ ა ნ. გ რ ი გ ო რ ა ს შრომები. 

არანაკლები განვითარებითა და შინაარსის სიმდიდრით გამოირჩევა ს ა ღ ვ თ ი ს მ ე ტ ყ ვ ე ლ ო დ ა ფ ი ლ ო ს ო ფ ი უ რ ი ლიტერატურა. საღვთისმტყველო მწერლობა, რომელიც მსოფლიო კრებების ხანაში მიძღვნილია ქრისტიანული დოგმატიკის გამომუშავებისადმი, სარგებლობს ფილოსოფიური მეთოდის სამსახურით და ხელიხელ ჩაკიდებული მიდის ფილოსოფიური თვითშეგნების ისტორიასთან. ხატმებრძოლურმა მოძრაობამ კვლავ აიძულა საღვთისმეტყველო მწერლობა შეემოწმებინა და ახალი მტკიცებულებებით განემტკიცებინა ქრისტიანობის უმთავრესი დოგმატები და მას თან ახლდა მწარმოებლურობის გამოცოცხლება საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ სფეროში. იუდაურმა და მაჰმადიანურმა სისტემებმა, რომლებიც ძალაობდნენ ქრისტიანული სწავლების საფუძვლებისთვის ძირის გამოსათხრელად, წაახალისეს ბიზანტიელი ღვთისმეტყველები მოეხდინათ მთელი წინამორბედი განვითარების შეჯამება და მისი შედეგები გამოეხატათ იმ საბოლოო ფორმულებით, რომლებიც იქცა ბიზანტიზმის ნიშნად. ამ სფეროში ახალი მიმართულების სათავეში დგას სახელგანთქმული ი ო ა ნ ე დ ა მ ა ს კ ე ლ ი († 754 წ.), რომლის საღვთისმეტყველო სისტემაც სარგებლობდა განუხრელი ავტორიტეტით. იგი იყო პირველი მოაზროვნე, რომელმაც უწყვეტად შეაერთა ფილოსოფია ღვთისმეტყველებასთან და თეორიული საფუძვლები დაუდო შემდგომ განვითარებას. მაგრამ, დამასკელის მნიშვნელობას უმთავრესად უნდა ვაფასებდეთ არა დადებითი დასკვნების მხრივ, არამედ მეთოდის მხრივ. წმინდად საღვთისმეტყველო თხზულებებში იგი გვევლინება ფრთხილ ეკლექტიკოსად, რომელიც აერთებს წარმართი ფილოსოფოსების მისაღებ სწავლებებს ეკლესიის მამების მოძღვრებასთან; ხატმებრძოლების წინააღმდეგ საპოლემიკო სიტყვებში, რომლებმაც მოუხვეჭეს მას მაღალი პატივისცემა აღმოსავლურ ეკლესიაში, იგი ავლენს გაცილებით უფრო მეტ დამოუკიდებლობასა და ორიგინალურობას. შუასაუკუნეებრივი სქოლასტიკა, როგორც ლათინური, ისე ბიზანტიურიც, თავის ისტორიას იწყებს იოანე დამასკელისგან. მისი განვითარების თავდაპირველი სტადიები წარმატებით შესაძლოა იქნეს გამოკვლეული ისტორიულ თხზულებებში (გ. ამარტოლი). 

XI ს.-ში ფილოსოფიური აზროვნება თავისუფლდება იმ შემბოჭველი პირობებისგან, რომლებშიც ჩააყენა იგი დამასკელმა; პლატონის შესწავლის წყალობით, იწყება ოპოზიცია საეკლესიო დოქტრინების წინააღმდეგ. ფილოსოფიური მოძღვრების ნიადაგზე სახეობებისა და გვარეობების შესახებ სწავლების შემუშავებასთან ერთად, არის ღმერთ-სიტყვისა და домостроительство-ს (იხ. ეს სიტყვა) საიდუმლოების შესახებ საეკლესიო მოძღვრების თეორიულ ფილოსოფიურ აგებებთან შეგუების მცდელობები. სქოლასტიკური მოძრაობა მოცემული იყო მ ი ქ ა ე ლ ფ ს ე ლ ო ს ი ს ა დ ა ი ო ა ნ ე ი ტ ა ლ ო ს ი ს სკოლისა და ნეოპლატონისზმის აღორძინების მიერ. ამ პერიოდში ბიზანტიზმმა ძლიერი ბიძგი მისცა მთელ დასავლეთევროპულ განვითარებას ფსელოსის ლოგიკის მეშვეობით, რომელიც XV ს.-მდე დასავლეთისთვის იყო დადებითი ცნობების მთავარი წყარო ფილოსოფიაში. რიგ მკაცრ ზომებს, რომლებსაც მიმართა მეფე ალექსანდრე კომნენოსმა ფილოსოფიური აზროვნების თავისუფლების წინააღმდეგ, მიზნად ჰქონდათ გაბატონებული საეკლესიო მოძღვრების დაცვა საშიშროებათაგან. დადგენილ იქნა შეეწყნარათ ფილოსოფიური აგებები იმდენად, რამდენადაც ისინი არ ეწინააღმდეგებიან წმინდა წერილის აზრს. კომნენოსების პერიოდში დევნილი ფილოსოფია ცოცხლობდა მხოლოდ ტრადიციებით და გაურბოდა გახმიანებას. შეიძლება ითქვას, რომ მისი კვალი დარჩა მხოლოდ შიშველ სახელებსა და ზოგიერთ გამოთქმაში, რომლებიც მიძღვნილი იყო ჩამოშორებულებისა და ეკლესიის მიერ უარყოფილი ერეტიკოსებისადმი, რომლებიც დგმობილ იქნა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ. 

ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მოძრაობა, როგორც ჩანს ყოველგვარი ისტორიული მომზადების გარეშე, კვლავ იჩენს თავს პალეოლოგების ეპოქაში. ეს მოძრაობა ჯგუფდება უწინარეს ყოვლისა ვარლაამიტებისა და პალამიტების ცნობილი კამათის გარშემო. ნ ი კ ი ფ ო რ ე გ რ ი გ ო რ ა, გ რ ი გ ო ლ პ ა ლ ა მ ა, ვ ა რ ლ ა ა მ ი არიან ბიზანტიური არისტოტელიზმისა და პლატონიზმის წარმომადგენლები, აღორძინების ეპოქის წინ. ბიზანტიური ფილოსოფიური მოძრაობა ამჯერადაც არ რჩება უნაყოფოდ დასავლეთისთვის, რადგანაც ზემოთ მოხსენიებული ვარლაამი და მისი მოწაფე ლ ე ო ნ ტ ი პ ი ლ ა ტ ო ს ი არსებითად არიან ჰუმანიზმის (იხ. ეს სიტყვა) პირველი წინასწარმეტყველები (მღაღადებლები, провозвестники) იტალიაში. პეტრარკასა და ბოკაჩოს თხზულებებში არის მრავალრიცხოვანი მითითებანი იმაზე, თუ რა ბევრი რამით არიან ისინი დავალებული დასახელებული ბერძენი მეცნიერებებისგან. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ XIV ს. მოძრაობა, მასში გადაწყვეტილი ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო პრობლემების მიხედვით, არ დგას განმხოლოებულად, არამედ გააჩნია შეხების წერტილები XII ს. მოძრაობასთან, შგვიძლია მივიდეთ დასკვნამდე, რომ ფილოსოფიური აზრი არასდროს არ კვდებოდა და რომ, აქედან გამომდინარე, არსებობდა ცნობილი გვაროვნების მონაცვალეობა (მემკვიდრეობითობა) ფილოსოფიის განვითარებაში. ჰ ე მ ი ს ტ ი ო ს პ ლ ი თ ე ო ნ ი, ბ ე ს ა რ ი ო ნ ი და მთელი პლეადა ბერძენი ჰუმანისტებისა არ შეიძლებოდა გამოჩენილიყო წინასწარი მომზადების გარეშე. 

ბიზანტინიზმის ორიგინალური ხასიათი გამოვლინდა პ ო ე ტ უ რ ი შ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს შინაარსსა და მიმართულებაში. პირველ ადგილზე აქ დგას საეკლესიო პოეზია, რომელშიც ბიზანტიას არ ჰყავს მეტოქები. საეკლესიო ჰიმნების სფეროში უნიჭიერესი წარმომადგენლები არიან: რ ო მ ა ნ ო ზ ტ კ ბ ი ლ ა დ მ ო მ ღ ე რ ა ლ ი (VI ს.), ა ნ დ რ ი ა კ რ ი ტ ე ლ ი, ი ო ა ნ ე დ ა მ ა ს კ ე ლ ი დ ა კ ო ზ მ ა ი ე რ უ ს ა ლ ი მ ე ლ ი. რათა ვიმსჯელოთ ლიტერატურის ამ გვარეობის მნიშვნელობის თაობაზე, საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბერძნული საღვთისმსახურო წესის გავრცელებასთან ერთად სლავებში, ქართველებში, სომხებში საეკლესიო პოეზია აღქმულ იქნა მთელ იმ სივრცეზე, სადაც ბატონობს ბერძნული ეკლესია. ხალხური პოეზია ანვითარებს ნაწილობრივ ისეთ სიუჟეტებს, რომლებიც სართოა დასავლეთ-ევროპულ ხალხურ პოეზიასთან, ნაწილობრივ კი სპეციალურია. პოეტური ხალხური ლიტერატურის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სახეობად უნდა დავასახელოთ ხალხური ეპოსი, რომელიც უმღერის სახელგანთქმული გმირების საგმირო საქმეებსა და ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. ეს არის - გვარეობა chansons de geste, რომლებსაც ასრულებდნენ მოხეტიალე რაფსოდები. ასეთია პოემები აკრიტზე, თურქების მიერ კონსტანტინოპოლისა და ათენის დაპყრობაზე, სიმღერები ველიზარიოსზე.

ისტორიული ციკლის პოეტებს შორის ცნობილი არიან: გ ი ო რ გ ი პ ი ს ი დ ა, იმპერატორ ჰერაკლეს თანამედროვე (მას ეკუთვნის: 1) ლაშქრობა სპარსელთა წინააღმდეგ, 2) ავარელთა და სპარსელთა დამარცხება კონსტანტინოპოლის კედლებთან, 3) ჰერაკლიადა); თ ე ო დ ო ს ი, რომელიც ცხოვრობდა X ს.-ში და ხოტბა შეასხა არაბებისთვის კრეტის წართმევას; ი ო ა ნ ე გ ე ო მ ე ტ რ ო ს ი - ნიკიფორე ფოკასა და იოანე ციმისხიოსის გმირობანი; ტ. პ რ ო დ რ ო მ ო ს ი (XII ს.), ოდების, სატირების და ეპიგრამების შემდგენელი, რომლებიც ცოცხალი ნიშნებით გამოხატავენ თანამედროვე საზოგადოებას; მ ა ნ უ ი ლ ფ ი ლ ა (XIV ს.), უნაყოფიერესი პოეტი, რომელიც მეცადინეობდა ტრაგედიასა და დრამაში, აგრეთვე ლირიკაშიც; მისი მრავალი ნაწარმოები მიძღვნილია მისი თანამედროვე პირებისა და მოვლენებისადმი; ნ. გ რ ი გ ო რ ა, გ. ლ ა პ ი თ ა, ა კ ი ნ დ ი ნ ო ს ი - რომლებიც სატირით ამათრახებდნენ მათ თანამედროვე რელიგიურ ცდომილებებს; და ბოლოს, სატირლების (θρηνοι) მრავალრიცხოვანი შემდგენლები კონსტანტინოპოლის დაცემის გამო. - პოეზიის საკმარისად ვრცელ განყოფილებას წარმოადგენს დამუშავება სიუჟეტებისა, რომლებიც ნასესხებია ნაწილობრივ ძველი პრიოდიდან, ნაწილობრივ კი დასავლეთ-ევროპული ცხოვრებიდან; ც ხ ო ვ ე ლ უ რ ი ე პ ო ს ი დ ა ფ ი ზ ი ო ლ ო გ ო ს ი (იხ. ეს სიტყვა) აღწევს ასევე მნიშვნელოვან დამუშავებას.

ბიზანტიურ ე ნ ა ს შუალედური საფეხური უჭირავს ძველბერძნულსა და ახალბერძნულს შორის. მაორგანიზებელ საწყისად ბერძნული ენის განვითარებასა და ახალწარმონაქმნებში იყო ხალხური მეტყველებანი (კილოკავები) და პროვინციალიზმი, აგრეთვე მწერლების ინდივიდუალური ნიშნები. ხალხურ მეტყველებათა გავლენა, რომელიც გამოიხატებოდა ბგერების წარმოქმნის განსხვავებებში, წინადადებების წყობაში, გრამატიკული ფორმების გაშლასა და ანალოგიის კანონის მიხედვით ახალი სიტყვების წარმოქმნაში, ვლინდება ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში. თავად ბერძნები, შეგნებული ჰქონდათ რა განსხვავება ლიტერატურულ ენასა და ჩვეულებრივ საუბარში, აგრეთვე ხალხურ ურთიერთობებში გამოყენებულ ენას შორის, ამ უკანასკნელს უწოდებდნენ γλωσσα δημώδς-ს, άπλη καθωμιλημένη-ს, დაბოლოს ρωμαική-ს, პირველის - καθαρεύουσα, κοινή διαλεκτος-ის საპირისპიროდ. გრამატიკული და ლექსიკური თავისებურებების უფრო ადრინდელი კვალი დიმზირება ეგვიპტურ პაპირუსებსა და ზედაწერილებში (წარწერებში). ქრისტიანულ ეპოქაში ლიტერატურული და ხალხური ენა განკერძოვდებიან კიდევ უფრო მეტად და ღრმად, რადგანაც ხალხური ენის თავისებურებებმა გამოყენება ჰპოვეს წმინდა წერილსა და საეკლესიო პრაქტიკაში, ე. ი. საგალობლებსა და დარიგებებში (სწავლებებში). შესაძლო იყო მოვლოდებოდით იმას, რომ ხალხური ენა, რომელიც მნიშვნელოვნად დაშორებული იყო უკვე ლიტერატურულისგან, თანდათანობით ჰპოვებს გამოყენებას ზეპირსიტყვიერების სხვადასხვანაირ გვარეობებში და გაამდიდრებს მას ახალი ფორმებითა და სიტყვაწარმოქმნებით. მაგრამ სინამდვილეში ეს არ მომხდარა. ბიზანტიური ენის განვითარებაში დაიმზირება ორი პერიოდი: 1) VII-დან X ასწლეულამდე; 2) XI-დან კონსტნტინოპოლის დაცემამდე. ბიზანტიზმის პირველ პერიოდში ხალხური და შინაურ ურთიერთობებში გამოყენებული ენა აცხადებს პრეტენზიას ბრძოლა გაუმართოს ლიტერატურულს; ამ პერიოდს მიეკუთვნება მნიშვნელოვანი და მეტ-ნაკლებად იღბლიანი მცდელობები დაახლოებისა ლიტერატურულ და სალაპარაკო ენას შორის, რომლებიც გამოიხატა მწერლების მიერ ხალხური ენიდან სიტყვებისა და გამოთქმების ფორმების სესხებაში. ასეთი მცდელობები დაიმზირება მალალასა და თეოფანეს ქრონიკებში და წმინდანთა ცხოვრების ზოგიერთ აღწერაში.

მაგრამ კომნენოსების ეპოქის ლიტერატურული პურიზმი არა თუ არ უწყობდა ხელს ასეთ მიმართულებას, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ჩაახშო კიდეც იგი. მეორე პერიოდის ლიტერატორები და საერთოდ განათლებული უმრავლესობა ხალხურ ენას მოეკიდნენ არისტოკრატიული უგულვებელყოფით, როგორც უხეშსა და მდაბიოს, რომელსაც არ ძალუძს გამოხატავდეს ამაღლებულ იდეებსა და მხატვრულ სახეებს. კომნენოსებისა და პალეოლოგების ეპოქის მწერლებმა, გულმოდგინედ გაურბოდნენ რა ხალხურ გამოთქმებს, ლიტერატურული ენა ცხოვრბისეულს დააშორეს ისეთ დონემდე, რომ XII და შემდგომ საუკუნეებში პირველი, იქცა რა სასკოლო სწავლებისა და ლიტერატურული მოდის საგნად, ძნელადღა თუ ესმოდა უკვე გაუნათლებელ უმრავლესობას. ამრიგად, ხალხური ენა, განდევნილი ლიტერატურული მიმოქცევიდან, დათმობილ იქნა ბუნებრივი განვითარებისთვის ხალხურ გამოყენებაში და შენარჩუნებულია ხალხური ზეპირსიტყვიერების არცთუ ბევრ ძეგლში. იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი იყო განსხვავება ხელოვნურად შენარჩუნებულ წმინდა ლიტერატურულ ენასა და ხალხში გამოყენებულს შორის, შეგვიძლია ვიმსჯელოთ უცნობილესი ისტორიული მწერლების ნაწერების მრავალრიცხოვანი ვერსიების ანუ საერთოდ მიღებულ ენაზე მათი გადმოტანების მიხედვით. ბიზანტიური ენის ქრონოლოგიური და გენეტიკური განვითარება ძველბერძნულიდან და ბიზანტიურის თანდათანობითი გადმოსვლა ახლანდელ ახალბერძნულ ენაში წარმოადგენს შესწავლის უსაინტერესოეს საგანს. ამ სფეროში ბერძნული ენის ისტორიას არ გააჩნია პარალელი ლათინურ ენაში: უკანასკნელი, მოგვცა რა ფორმები რომანული ენების წარმოქმნისთვის, უკვე თავად აღარ წარმოადგენს ცოცხალ და განვითარებად ორგანიზმს, პირველი კი ინარჩუნებს ორგანული განვითარების ერთიანობას და თანდათანობითობას უახლოეს დროებამდე.

ე კ ლ ე ს ი ა - იხ. აღმოსავლეთის ეკლესია.

ბიზანტიის ისტორიის ს ა მ ე ც ნ ი ე რ ო დ ა მ უ შ ა ვ ე ბ ა ბევრი მისი განყოფილების მიხედვით იმყოფება ჩანასახოვან მდგომარეობაში და საერთოდ გვიტოვებს კიდევ უფრო მეტის გაგების სურვილს. არასაკმარისი წრმატებები ბიზანტიის შესწავლის საქმეში დამოკიდებულია უმთავრესად გამოცემული მწერლების ტექსტების მდგომარეობაზე, მთელი ხელნაწერი მასალის არ გამოქვეყნებულობასა და, ბოლოს, ბიზანტიათმცონეობისთვის საერთო ხელმძღვანელი პროგრამისა და ცენტრალური ორგანოს არარსებობაზე. - ზოგადი თხზულებები ბიზანტიის შესახებ შემდეგია:

(ამას მოჰყვება ლიტერატურის ჩამონათვალი საკუთრივ ბერძნულ, დასავლეთ-ევროპულ და რუსულ ენებზე.)

თ. უსპენსკი 

ბ ი ზ ა ნ ტ ი ი ს ი მ პ ე რ ა ტ ო რ ე ბ ი (მაჩვენებელი).

არკადიუსი, იმპერატორ თეოდოსი I-ის ვაჟიშვილი, 395-408. თეოდოსი II, მისი ვაჟიშვილი, 408-450. პულქერია, მისი და, 450-453. მარკიანე, გვაროვნებით თრაკიელი, მისი ქმარი, 450-457. ლეონ I დიდი, 457-474. ზენონი, მისი სიძე, გვაროვნებით ისავრიელი, 474-491 (მისი მეტოქეები: ვაჟიშვილი ლეონ II, 474, ლეონ I-ის ცოლისძმა ვასილისკო, 474-476, და ბერძენი ლეონტი, 485-488). ანასტასი I, ლეონ I-ის სიძე, 491-518. იუსტინე I, 518-527. იუსტინიანე I, მისი ბიძაშვილი, 527-565. იუსტინე II, მისი ბიძაშვილი, 565-578. ტიბერიუს I, 578-582. მავრიკიუსი, მისი სიძე, 582-602. ფოკა, 602-610. ჰერაკლე I, 610-641. ჰერაკლე II (კონსტანტინე III), 641. ჰერაკლეონი, მისი ძმა, 641-642. კონსტანტინე II, ჰერაკლე II-ის ვაჟიშვილი, 642-668. კონსტანტინე IV პოგონატოსი, მისი ვაჟიშვილი, 668-685. იუსტინიანე II, მისი ვაჟიშვილი, 685-711 (მისი მეტოქეები: ლეონტი, 695-698, და ტიბერიუს III, 698-705). ფილიპიკოს-ვარდანუსი, 711-713. ანასტასიუს II, 713-716. თეოდოსი III, 716-717. ლეონ III, 717-741. კონსტანტინე V კოპრონიმოსი, მისი ვაჟიშვილი, 741-775. ლეონ IV, მისი ვაჟიშვილი, 775-780. კონსტანტინე VI, მისი ვაჟიშვილი, 780-797. ირინა, მისი დედა, 797-802. ნიკიფორე I, 802-811. სტავრატიოსი, მისი ვაჟიშვილი, 811-812. მიქაელ I, მისი ცოლისძმა, 812-813. ლეონ V, 813-820. მიქაელ II, 820-829. თეოფილე, 829-842. თეოდორა, მისი ცოლი, და მისი ძმა ბარდა, რომლებიც მართავდნენ მიქაელ III-ის ნაცვლად (მისი სახელით), 842-867. ბასილი I, გვაროვნებით მაკედონელი, 867-868 (მისი მეტოქე: ვაჟიშვილი კოსტანტინე VII, 868-878). ლეონ VI ფილოსოფოსი, მისი ვაჟიშვილი, 886-912. კონსტანტინე VIII პორფიროგენეტი, ლეონ VI-ის ვაჟიშვილი, 912-959 (მისი თანამმართველები: სიმამრი რომანოზ I ლეკაპენოსი, 919-948, ცოლისძმები: ქრისტეფორე, 919-931, კონსტანტინე, 923-945, და სტეფანე, 945-964). რომანოზ II, მისი ვაჟიშვილი, 959-963. ნიკიფორე II ფოკა, 963-969. იოანე I ციმისხიოსი, 969-976. ბასილი II, რომანოზ II-ის ვაჟიშვილი, 976-1025. კონსტანტინე IX, მისი ძმა, 1025-1028. რომანოზ III, მისი სიძე, 1028-1034. მიქაელ IV, ზოიას, რომანოზ III-ის ქვრივის მეორე ქმარი, 1034-1041. მიქაელ V, მისი ბიძაშვილი, 1041-1042. კონსტანტინე XI მონომაქოსი, ზოიას მესამე ქმარი, 1042-1054. თეოდორა II, ზოიას და, 1054-1056. მიქაელ VI, 1056-1057. ისააკ I კომნენოსი, 1057-1059. კონსტანტინე X, მისი ვაჟიშვილი, 1059-1067. კონსტანტინე XI და ანდრონიკე I, მისი ვაჟიშვილები, 1067. მიქაელ VII, 1067-1078 (მისი თანამმართველი მამა რომანოზ IV დიოგენე, 1068-1071). ნიკიფორე III, 1078-1081. ალექსი I, ისააკის ბიძაშვილი, 1081-1118. იოანე II, მისი ვაჟიშვილი, 1118-1143. ემანუილ I, მისი ვაჟიშვილი, 1143-1180. ალექსი II, მისი ვაჟიშვილი, 1180-1183. ანდრონიკე II, იოანეს ბიძაშვილი, 1183-1195. ისააკ II ანგელოსი, ალექსი I-ის შვილთაშვილი ბებიის მიხედვით, 1185, განდევნეს 1195-ში, დაბრუნდა 1204-ში (მისი მეტოქეები: ალექსი III, 1191, ძმა ალექსი IV, 1195-1203 და ვაჟიშვილი ალექსი V, 1203-1204). ალექსი VI დუკა და ნიკოზ კაბანოსი, 1204. თეოდორე I ლასკარისი ნიკეელი, ალექსი IV-ის სიძე, 1204-1222. იოანე III დუკა ნიკეელი, მისი სიძე, 1222-1255. თეოდორე II, მისი ვაჟიშვილი, 1255-1259. იოანე IV, მისი ვაჟიშვილი, 1259, განდევნეს 1260-ში, გარდაიცვალა 1284-ში. მიქაელ VIII პალეოლოგი, 1261-1282. ანდრონიკე II, მისი ვაჟიშვილი, 1282-1328. ანდრონიკე III, მისი შვილიშვილი, 1328-1341. იოანე V, მისი ვაჟიშვილი, 1341-1391 (მისი მეტოქეები: იოანე VI კანტაკუზენი, 1341-1355 და მისი ვაჟიშვილი მათე, 1355-1358). ემანუილ II, მისი ვაჟიშვილი, 1391-1426 (მისი მეტოქე, ბიძაშვილი იოანე VII, 1399-1402). იოანე VI, მისი ვაჟიშვილი, 1425-1448. კონსტანტინე XII, მისი ძმა, 1449-1453, ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი.

ბიზანტიური სამართალი 

ბ ი ზ ა ნ ტ ი უ რ ი ა ნ უ ბ ე რ ძ ნ უ ლ - რ ო მ ა უ ლ ი ს ა მ ა რ თ ა ლ ი. _ ასე ეწოდება რომაულ სამართალს იმ გადამუშავებაში, რომელიც მან განიცადა ბიზანტიის იმპერიაში. ამ გადამუშავების განსაკუთრებულ მოღვაწეს წარმოადგენს კანონმდებლის ნება, რის შესაბამისადაც იცვლებოდა სამართლის მეცნიერების ხასიათი. ბიზანტიელმა იურისტმა არ იცის სამართალი, მან იცის მხოლოდ კანონი. ესენი არიან საკუთრივ არა იურისტები, არამედ კანონმცოდნეები (законники, νομικοί). თავისუფალი კვლევის ნაცვლად ვხვდებით საკანონმდებლო მასალის კომპილაციებს, ცნებების გარკვეულობისა და გამოხატვის სიზუსტის ნაცვლად - მრავალსიტყვიანობასა და მაღალფარდოვნებას. ბიზანტიური სამართლის ისტორია შესაძლოა დავყოთ სამ პერიოდად. პირველი პერიოდია - კონსტანტინე დიდიდან ისავროსების გამეფებამდე; მეორე პერიოდი (717-867) - ხატმებრძოლთა ეპოქა; მესამე იხსნება მაკედონური დინასტიის გამეფებით და სრულდება იმპერიის დაცემით (1453).

ბ ი ზ ა ნ ტ ი უ რ ი ს ა მ ა რ თ ლ ი ს გ ა რ ე გ ნ უ ლ ი ი ს ტ ო რ ი ა. I. პირველი ქრისტიანი იმპერატორების დაძაბული საკანონმდებლო მოღვაწეობისას მათ მიერ გამოცემული კანონების რიცხვი, რომლებსაც კლასიკური იურისტების სამართლის jus-ის საპირისპიროდ - ეწოდებოდა ლეგეს, ძლიერად გაიზარდა. თეოდოსი II აუცულებლად მიიჩნევდა ამ კანონმდებლობის მთელი საზოგადოებისთვის გაცნობას, რისთვისაც მან 438 წელს გამოსცა თავისი კოდექსი („Codex Theodosianus“), რომელშიც სისტემატიური წესით იყო შეკრებილი ყველა კანონი მიღებული დაწყებული კონსტანტინე დიდიდან (გამოც. G. Haenel, „Codices Gregorianus, Hermogenianus, Theodosianus“; ბონი, 1842). თეოდოსის კოდექსის გამოცემით წყდება სამართლის წყარობის ერთიანობა რომის იმპერიის ორივე ნაწილისთვის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის. იუსტინიანემ 529 წ. გამოსცა კოდექსი, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამის კვალდაკვალ იუსტინიანე მიმართავს საკოდიფიკაციო სამუშაოს, რომელიც მოიცავს როგორც კლასიკური იურისტების სამართალს (jus), ისე იმპერატორების კანონმდებლობასაც. მთელმა ამ საკოდიფიკაციო მუშაობამ XII ასწლეულში მიიღო საერთო სახელწოდება - Corpus juris civilis (იხ. ეს სიტყვა) და იყოფა სამ ნაწილად: ინსტიტუციები (Institutiones), დიგესტები (Digesta seu Pandektae) და კოდექსი (Codex). პირველი ორი, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა 533 წ., მოიცავს თავის თავში jus-ებს, ე. ი. რ ო მ ა უ ლ სამართალს მისი წმინდა სახით, და ამიტომ მიეკუთვნება რომაული და არა ბიზანტიური სამართლის ისტორიას. უკანასკნელს თითქმის მთლიანად მიეკუთვნება კოდექსი, რომელიც შეიცავს 4600 კონსტიტუციას 117-დან 534 წ.-მდე, ე. ი. იმპერატორ ადრიანეს დროიდან იუსტინიანეს მეფობის პირველ წლებამდე, და იუსტინიანეს პირველი კოდექსისგან განსხვავებით ეწოდება Codex repetitae praelections. იგი შედგენილ იქნა ხუთი პირისგან შემდგარი კომისიის მიერ, ტრიბონიანოსის თავმჯდომარეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამოეღო კანონმდებლობიდან გამეორებები და წინააღმდეგობები (დაპირისპირებანი), ყოველივე ზედმეტი და მოძველებული. 535-დან 565 წ.-მდე დროის განმავლობაში იუსტინიანემ გამოსცა მთელი რიგი ახალი დაკანონებებისა, ნოველებისა, დაახლოებით 168 რიცხვის, უპირატესად საეკლესიო შინაარსისა და ბერძნულ ენაზე, რომელიც საბოლოოდ იქცევა ბიზანტიის იმპერიის საკანონმდებლო ენად. ამ ნოველებმა შექმნეს რამდენიმე კერძო კრებულის შინაარსი, რომლებითაც სარგებლობას განაგრძობდნენ თვით ბიზანტიის დაცემის დრომდეც. უახლესი გამოცემები მიეკუთვნება Zachariä von Lingental-ს, „Novellae Justiniani“ (ლაიფციგი, 1881, დამატებებით 1884) და R. Schoell-ს, მომსენური „Corpus juris civilis“-ის შემადგენლობაში (ჯერ არ არის დასრულებული). შეადარეთ Biener, „Geschichte der Novallen Justinian’s“ (ბერლინი, 1824). ყველა დანარჩენი ბიზანტიელი იმპერატორის ნოველები გამოცემულია ქრონოლოგიური წესით Zachariä-ს მიერ მის კრებულში: „Jus Graeco-Romanum“ (ტ. III, ლაიფციგი, 1857).

იუსტინიანემ გარდაქმნა სამართლის სწავლება და ცდილობდა თავად სამართლის მეცნიერების ჩაკეტვას მითითებულ საზღვრებში, აკრძალა რა, სასჯელის შიშით, დაეწერათ რაიმენაირი კომენტარები მის მიერ გამოცემული კრებულისთვის. ნებადართული იყო მხოლოდ ადგილების სიტყვასიტყვითი თარგმანები ბერძნულ ენაზე, პარალელური ადგილების მაჩვენებლები, ამონარიდები კანონებიდან, აგრეთვე მთელი დიგესტებისა და მთელი კოდექსის შემოკლებული გადმოცემა. ასეთ გადმოცემას მოგვიანებით ეწოდებოდა σύνομος ანუ επιτομή; იგი შეესაბამება გლოსატორების summa-ს ანუ summaria-ს. მაგრამ უკვე იუსტინიანეს სიცოცხლეშივე იურისტებმა დაარღვიეს მისი აკრძალვა და დაიწყეს კომენტარების წერა. წარმოიშვა საკმარისად ვრცელი იურიდიული ლიტერატურა, რომელიც, თუმცა კი, არ გამოდიოდა იუსტინიანეს წიგნების ეგზეგეზისა და განმარტების ფარგლებს გარეთ და შემოქმედების ვერანაირ ელემენტებს თავის თავში ვერ ატარებდა. ამგვარი შრომების ავტორებიდან ყველაზე უფრო ცნობილი არიან თეოფილე, თალელიოსი და იოანე სქოლასტიკოსი (565 წ.-დან კონსტანტინოპოლის პატრიარქი, გარდაიცვალა 578 წ.). ყველაზე უფრო მეტად შესანიშნავია იუსტინიანესეული ინსტიტუციების პარაფრაზები, შესრულებული თეოფილეს მიერ, რომელიც იყო ინსტიტუციების ერთერთი შემდგენელთაგანი. ეს პარაფრაზები აღმოსავლეთში სარგებლობდა ხმამაღალი დიდებით და მათ ორიგინალიც კი შეავიწროვეს (გამოდევნეს). შეადარეთ Ferrini, „Institutionum Graeca Paraphrasis Theophilo anrecessori vulgo tributa“, (მილანი, 1884-85). სანიმუშო გერმანული თარგმანი გამოსცა ვიუსტემანმა (ბერლ., 1823). VI ს. იურისტების შრომები უმთავრესად მიმართული იყო კოდექსის დამუშავებაზე; ყველაზე უფრო სრული და შესანიშნავი მათგან ეკუთვნის თალელეოსს. გამოჩნდა მონოგრაფიებიც სამართლის ცალკეულ საკითხებში (μονόβιβλα). ასეთია უცნობი ავტორის თხზულება - „Αι ρπαί“, (გაელვებანი, мгновенья), რომლის შედგენის დროსაც მიაკუთვნებენ პერიოდს იუსტინიანედან ჰერაკლემდე (565-641). ეს არის - საკმარისად სრული კრებული წესებისა, რომლებშიც ლაპარაკია სამართალურთიერთობებზე დროის ცნობილი შუალედების (ერთი მომენტიდან ასწლეულამდე) გავლენის თაობაზე. ეს თხზულება გამოსცა ცახარიემ ლათინურ თარგმანთან ერთად „ Αι ρπαί , oder die Schrift über die Zeitabschnitte“ (ჰაიდელბერგი, 1836). მეორე შესანიშნავი მონოგრაფია, ასევე უცნობი ავტორისა - Μονόβιβλος περί εναντιοφανειων, ე. ი. წიგნი წინააღმდეგობათა შესახებ - წარმოადგენს დიგესტებში ერთი მეორისადმი საწინააღმდეგო ადგილების კრებულს და მიმართავს მცდელობას ასეთი წინააღმდეგობების გადასაწყვეტად. ამ მონოგრაფიას მიაკუთვნებენ ჰერაკლეს მეფობის ხანას (610-641).

VI ს.-ში იწყება საეკლესიო კანონების კრებულების გამოჩენაც. პირველი მათგანი, ჩვენამდე მოღწეული, ეკუთვნის იოანე სქოლასტიკოსს და თავის თავში შეიცავს ათი კრების (ოთხი მსოფლიო და ექვსი ადგილობრივის) კანონებს აგრეთვე მოციქულთა და წმ. ბასილი დიდის წესებს. დაახლოებით იმავე დროს ადგენენ საიმპერატორო კანონების კრებულებს საეკლესიო საქმეებში. საეკლესიო და საერო კანონების (каноновъ и законовъ) ცალ-ცალკე შედგენილი კრებულები მალევე შეირწყა ერთად, და ასეთნაირად შეიქმნა ნომოკანონები, რომლებიც პირველ პერიოდში იყო ორი: ნ ო მ ო კ ა ნ ო ნ ი ო რ მ ო ც დ ა ა თ ი ტ ი ტ უ ლ ი ს გ ა ნ დ ა ნ ო მ ო კ ა ნ ო ნ ი X I V ტ ი ტ უ ლ ი ს გ ა ნ. მეორე მათგანი გამოირჩევა სისტემის უფრო მეტი დამაკმაყოფილებლობითა და შინაარსის უფრო მეტი მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით (განსაკუთრებით სამოქალაქო სამართლის დებულებებთან მიმართებით) და ამიტომ მას უპირატსად იყენებდნენ პრაქტიკაში, თუმცა კი 50-ტიტულიანი ნომოკანონი ასევე სარგებლობდა პატივისცემით. XIV-ტიტულიან ნომოკანონს ჩვეულებრივ უწოდებენ ფოტიოსის ნომოკანონს (კონსტანტინოპოლის პატრიარქისა IX ასწლეულის მეორე ნახევარში), რომელსაც იგი მიეწერებოდა. ცახარიე ურყოფს ფოტიოსის შეხებას ამ ნომოკანონის შედგენასთან, რომელიც, მისი აზრით, ჰერაკლე იმპერატორის ხანას მიეკუთვნება.

II. ბიზანტიური სამართლის ისტორიის მეორე პერიოდი (717-867) მოიცავს ისავრიული დინასტიის მმართველობას. ამ დროის უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს ეკლოგა (ე. ი. Выборка, Έκλογή των νόμων…), რომელსაც ჰქონდა შემდეგი სათაური: „ამორჩევა კანონებისა მოკლედ, რომელიც მოახდინეს ლეონმა და კონსტანტინემ, ბრძენმა და ღვთისმოსავმა მეფეებმა, დიდი იუსტინიანეს ინსტიტუციებიდან, დიგესტებიდან, კოდექსიდან და ნოველებიდან, დ ი დ ი კ ა ც თ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ი ს აზრის მიმართულებით“... იმპერატორ ლეონსა და კონსტანტინეს ქვეშ უნდა გვესმოდეს ლეონ ისავროსი და მისი თანამმართველი კონსტანტინე კოპრონიმოსი, ხოლო გამოცემის დრო მიეკუთვნება 739-741 წწ. თუმცა კი ეკლოგის სათაურში მითითებულია მისი წყაროები, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სრულებით დამოუკიდებელი კანონმდებლობა, რომელშიც ბევრი რამ არა თუ არ ეთანხმებოდა იუსტინიანეს სამართალს, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა კიდეც მას. შესანიშნავ წინასიტყვაობაში (რუსულ ენაზე მოყვანილია ვ. ვასილევსკის წერილში «Законодательство иконоборцевъ», ჟურნალში «Журналъ министерства народнаго просвещенiя», 1878 г., № 10 и 11) ვლინდება კანონმდებელთა მისწრაფება გადააქციონ იუსტიცია უფულოდ და თანაბრად ხელმისაწვდომად ყველასთვის. მალევე გამოჩნდა ეკლოგის კერძო დამუშავებები - მოკლე, რომელსაც ცახარიემ უწოდა კ ე რ ძ ო ე კ ლ ო გ ა (Ecloga privata) დ ა გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ უ ლ ი (Ecloga privata aucta). უკანასკნელი გამოსცა ცახარიემ მის „Jus Graeco-Romanum“-ში (ტ. IV, ლაიფციგი, 1865); მანვე გამოსცა ოფიციალური ეკლოგაც, „Collectio librorum juris graeco-romani ineditorum“-ში (ლაიფციგი, 1852). ეკლოგას უერთდება და ამდენადვე თვითმყოფადი ხასიათით გამოირჩევა იმპერატორების სხვა საკანონმდებლო შრომებიც: სამიწათმოქმედო წესდება (Νόμος γεωργικως), საზღვაო წესდება (Νόμος ροδίων ναυτικος; უკანასკნელი გამოცემა Paedessus-თან, „Collection des lois maritimes“, ტ. I., პარიზი, 1828) და სამხედრო წესდება (Νόμος στρτιωτικός). მათგან შესანიშნავია სამიწათმოქმედო წესდება, რომელიც წარმოადგენს რაღაც სასოფლო საპოლიციო დებულების მსგავსს. იგი უმთავრესად დაკავებულია სხვადასხვაგვარი ქურდობებით: ხე-ტყის, საველე და ბაღის ნაყოფებისა და ა. შ.: მწყემსების დანაშაულებებითა და უყურადღებობებით, ცხოველებისა და ცხოველებისგან დაზიანებებით, მოწამვლის მსგავსი და ა. შ. მისი ზოგიერთი დებულება სრულიად მოულოდნელ ნათელს ჰფენს მიწათმოქმედთა კლასის მდგომარეობას VIII ს. ბიზანტიაში. მკვლევარები ხედავენ მათში სლავური ელემენტების გამოვლენას.

III. მესამე პერიოდი ბიზანტიური სამართლის ისტორიაში (867-1453) იხსნება მაკედონური დინასტიის გამეფებით, რომელიც წყვეტს ყველანაირ კავშირს ხატმებრძოლი იმპერატორების იდეებთან და მათ სხვა ქმნილებებთან ერთ რიგში გმობს მათ კანონმდებლობასაც, როგორც „კეთილი კანონდებულებების დამახინჯებას“, ე. ი. იუსტინიანეს სამართლისა. იუსტინიანეს სამართლის აღსადგენად იყო კიდეც მიმართული ბასილი მაკედონელისა და ლეონ ბრძენის მთელი ძალისხმევა. იმპერატორმა ბასილიმ მიზნად დაისახა გაეუქმებინა მთელი მოძველებული და გამოუყენებადი კანონები, ხოლო იუსტინიანეს სამართლის ის ნაწილები, რომელთაც შეეძლოთ შეენარჩუნებინათ თავიანთი ძალა მომავალ დროშიც, გამოეცათ გაწმენდილი და მოწესრიგებული სახით, და, ბოლოს გამოეცათ მოკლე იურიდიული სახელმძღვანელო, რომლიდანაც სამართლის შესწავლის დამწყებთ შეეძლებოდათ მის საწყის საფუძვლებში გარკვევა. უწინარეს ყოვლისა განხორციელებულ იქნა უკანასკნელი ამოცანა: 870-878 წწ. ბასილი მაკედონელმა და მისმა ვაჟიშვილებმა თანამმართველებმა კონსტანტინემ და ლეონმა გამოაქვეყნეს პ რ ო ხ ი რ ო ნ ი (ე. ი. კანონების ხელის წიგნი, გამოცემულია ცახარიეს მიერ, Ό πρόχειρος νόμος, ჰაიდელბერგი, 1837). პროხირონის დანიშნულება იყო სამსახური გაეწია სასწავლო სახელმძღვანელოს სახით, მაგრამ უეჭველად მინიჭებული ჰქონდა კანონის ძალაც. შემდეგ დაახლოებით 884 წ. გამოქვეყნებულ იქნა ჩვენამდე ვერმოღწეული „ძ ვ ე ლ ი კ ა ნ ო ნ ე ბ ი ს რ ე ვ ი ზ ი ა“ (Ανακάθαρσις των παλαιων νόμων), ე. ი. ყოველივე იმის კრებული, რაც ძალაში დარჩა იუსტინიანეს სამართლიდან. პროხირონის რევიზიასთან შეგუების (შეთავსების) მიზნით, 884-886 წწ. იმპერატორმა ბასილიმ და მისმა ვაჟიშვილებმა-თანამმართველებმა ლეონმა და ალექსანდრემ გამოსცეს ეს სახელმძღვანელო ახალი გადასინჯული რედაქციით, „ეპანაგოგა“-ს სახელწოდებით (Έπαναγωγή, ე. ი. აღდგენა /აღწარმოება/, რომელიც დაბეჭდილია „Collectio librorum juris graeco-romani ineditorum“-ში, ცახარიე). 

ბასილის მენაცვალემ ლეონ ბრძენმა ანუ ფილოსოფოსმა, თავისი მეფობის პირველ წლებში (888-889) გამოაქვეყნა იუსტინიანეს სამართლის გაწმენდილი კრებული, რომელმაც X ს.-დან მიიღო ბაზილიკების სახელწოდება (τά βασιλικά, იგულისხმება νόμιμα - სამეფო კანონები). ბაზილიკების თითოეული ტიტული იწყება ნაწყვეტით დიგესტებში მოთავსებული რომაელი იურისტების თხზულებებიდან; შემდეგ მოდის ამონარიდები იუსტინიანეს კოდექსიდან, ინსტიტუციებიდან და ნოველებიდან, რომლებითაც შეივსება ან დასტურდება ამონარიდები დიგესტებიდან. ამასთან „ბაზილიკების“ რედაქტორები სარგებლობდნენ უპირატესად უცნობი იურისტის კომპილაციით, რომელიც წერდა იუსტინე II-ის დროს და რომელსაც ეწოდება ანონიმი, აგრეთვე პროხირონით, რომლისგანაც ნასესხებია სისხლის სამართლის ბევრი დებულება. ბიზანტიელი იმპერატორების ნოველები იუსტინიანედან ბასილიმდე ბაზილიკაში ვერ შევიდა. ბაზილიკების ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების უმეტესობას დართული აქვს სქოლიოები (გლოსები). ბაზილიკების თავად ტექსტს ეს ხელნაწერები შეიცავს არასრულად. 36-მა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია სავსებით, შვიდმა - გამოტოვებებით, ხოლო დანარჩენი 17 წიგნიდან შემონახულია მხოლოდ ნაწყვეტები. ბაზილიკების უკანასკნელი გამოცემა ეკუთვნის კ. ჰაიმბახს: „Basilicorum libri LX“ (ლაიფციგი, 1833-1870). თუმცა კი, თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს ბევრ დებულებასაც მეორე პერიოდის კანონმდებლობიდან. ასე, ეკლოგის 17-ე ტიტული, ე. ი. ხატმებრძოლების სისხლის სამართლის დებულება, მთლიანად გადავიდა პროხირონის 39-ე ტიტულში, და აქედან ბაზილიკების 60-ე წიგნში, რომელიც აღიარებს ხატმებრძოლების საზღვაო წესდებასაც (53-ე წიგნი). იურისტები აგრძელებდნენ ეკლოგით სარგებლობას და ცდილობდნენ მის მიმარჯვებას ახალ კოდიფიკაციებთან.

პროხირონი, ეპანაგოგა და ბაზილიკები წარმოადგენს უკანასკნელ საკოდიფიკაციო ნაშრომებს ბიზანტიის იმპერიაში; შემდგომი იმპერატორების საკანონმდებლო საქმიანობა გამოიხატა მხოლოდ ნოველების გამოცემით, რომელთა შორის X ს.-დან იწყებენ ქრისობულების (χρυσόβουλλον) გარჩევას, ე. ი. სიგელებისა ოქროს ბეჭდებით. ზოგიერთი ამ ქრისობულებიდან თავის თავში შეიცავს ზოგადი სამართლის დებულებებს, ასევე საერო და საეკლესიო სამართლისა, მაგრამ უმთავრესად ესენია - სიგელები, რომლებიც პრივილეგიებს აძლევდნენ ცალკეულ პირებსა და დაწესებულებებს. ლათინურ იმპერიაში, რომელიც ჯვაროსნებმა დააარსეს ბიზანტიიის დაპყრობის შემდეგ, მოქმედებდა იერუსალიმული ასიზები, გადათარგმნილი ბერძნულ ენაზე (იხ. ასიზები, II, 322-323).

ამ პერიოდში სამართლის სწავლების შესახებ ზუსტი ცნობები არ არის. ცნობილია, რომ ხატმებრძოლი იმპერატორების დროს მთელი სკოლები დახურულ იქნა, რომ XI და განსაკუთრებით XII ს. იყო ბიზანტიური განათლებულობის აღორძინების ეპოქა; იმავე დროსთან მიმართებით არის მითითებები, რომლებიც მოწმობს სამართლის სწორი სწავლების შესახებ. სულ ახლახანს იქნა აღმოჩენილი კონსტანტინე მონომახის ნოველა, რომლიდანაც ჩანს, რომ 1045 წ. ამ იმპერატორმა აღადგინა სამართალმცოდნეობის სკოლა კონსტანტინოპოლში. რაც შეეხება იმ პერიოდის საკმარისად მდიდარ იურიდიულ ლიტერატურას, მისი შესწავლისას უნდა ვანსხვავებდეთ დროს XII ს.-მდე, როდესაც ბაზილიკებთან ერთად იურისტები სარგებლობდნენ კიდევ იუსტინიანეს წიგნებით, და XII ს. შემდეგ, როდესაც უკანასკნელები საბოლოოდ იქნა განდევნილი ბაზილიკების მიერ, ხოლო ამ უკანასკნელებმა კი ადგილი დაუთმეს სხვადასხვაგვარ შემოკლებებსა და ამონარიდებს. პირველი ეპოქის უფრო მეტად შესანიშნავი ნაწარმოებებია: Έπιτομή των νόμων - 50-ტიტულიანი კანონების შემოკლება, შესრულებული უცნობი ავტორის მიერ 920 წ.; ბაზილიკების შემოკლება (Synopsis Basilicorum ანუ Synopsis major), უცნობი ავტორისა, რომელიც მიეკუთვნება იმავე დროს; XI ასწლეულის ნახევარში შედგენილი სახელგანთქმული სამართალმცოდნის ევსტაფიოსის აზრებისა და გადაწყვეტილებების კრებული (Πειρα), რომაელი პატრიციუსისა, რომლის მოღვაწეობაც მიეკუთვნება 975-1025 წწ. (ეს კრებული გვაძლევს იმ დროის სასამართლო პრაქტიკის თვალსაჩინო სურათს და თავის თავში შეიცავს ბევრ ძვირფას მონაცემს ბიზანტიის ადმინისტრაციული წყობილების, გადასახადებისა და ა. შ. შესახებ); სახელმძღვანელო კანონების შესასწავლად (πόνιμα ანუ ποίημα νομικόν), რომელიც XI ს. მეორე ნახევარში, მხოლოდ ბაზილიკების მიხედვით, შეადგინა მიქაელ ატალიატოსმა (საუკეთესო გამოცემაა - სგუტები ბერძნულ ჟურნალში „Θέμις“, ტ. VIII, ათენი 1861 წ.; უფრო ადრე დასახელებული კრებულები იხ. ცახარიესთან, „Jus Graeco-Romanum“, ტ. I, II, V, VII).

მეორე ეპოქას მიეკუთვნება Synopsis minor, უცნობი ავტორისა, იოანე III დუკას ნიკეის იმპერიის დროში (1222-1225). ეს ნაშრომი სარგებლობდა ხმამაღალი დიდებით, როგორც ამის თაობაზე მოწმობს დიდი ნასესხები ადგილები მისგან ჰარმენოპულოსის ექვსწიგნეულში და მისი თარგმანი XVI ასწლეულში ხალხურ ენაზე თეოდისი ციგომალოსის მიერ; იგი გამოსცა ცახარიემ „Jus Graeco-Romanum“-ში (ტ. II). ბიზანტიური სამართალმცოდნეობის უკანასკნელ მნიშვნელოვან ძეგლს, რომელიც განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფართო გავრცელების გამო, რომელიც მას ხვდა წილად, წარმოადგენს კონსტანტინე ჰარმენოპულოსის ექვსწიგნეული (იხ. ეს სიტყვა), რომელსაც სათაურად აქვს: Πρόχειρον των νόμων, ე. ი. კანონების ხელის წიგნი. 1345 წ.-მდე ცოტა ხნით ადრე შედგენილი ამ ნაშრომის მთავარი დანიშნულება იყო ბასილის, კონსტანტინესა და ლეონის პროხირონის შევსება. ექვსწიგნეულის სისტემისა და სამეცნიერო ღირსების თაობაზე იხ. ბესარაბიული ადგილობრივი კანონები (III, 610-612). ექვსწიგნეულის უახლესი და საუკეთესო გამოცემა ეკუთვნის ჰაიმბახს: „Constantini Harmenopuli manuale legum, sive Hexabiblos“ (ლაიფციგი, 1851).

ამ პერიოდის საეკლესიო სამართლის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს იმპერატორების ნოველები. 883 წ. XIV-ტიტულიანი ნომოკანონი შევსებულ იქნა უფრო გვიანდელი კრებების კანონებით. ამ დამატებით გადამუშავებას, რომელსაც ჩვეულებრივ მიაწერენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ფოტიოსს, მოჰყვა 1090 წ. გადამუშავება, რომელიც ეკუთვნის თეოდორე ვესტოსს. ამ ნომოკანონებთან ერთ რიგში ჩნდება სხვები, საეპიტიმიო (სინანულის) ნომოკანონები ანუ კანონარიები, რომელთა არსებითი ნიშანიც შედგება იმაში, რომ გრძელვადიანი საჯარო საეკლესიო მონანიება, რომელიც რეგულირებული იყო საეკლესიო კრებებისა და ეკლესიის მამების კანონებით, აქ იცვლება მოკლევადიანი, არასაჯარო მონანიებით, რომელიც გაძლიერებულია ღვთისმოსაობის სხვადასხვა საქმეებით, როგორებიცაა ღვინისგან, ხორცისგან თავშეკავება, მუხლისმოყრები და ა. შ. მთელი ეს ნომოკანონები შესაძლოა დაყოფილ იქნას 4 რედაქციად; მესამე მათგანი დროის მიხედვით მიეკუთვნება ნიკონ შავმთელს (იხ. ეს სიტყვა), მეოთხე - მათე ვლასტაროსს. განხილულ პერიოდში განსაკუთრებულ გავრცელებას ღებულობენ კიდევ ე. წ. კანონების სინოფსისები, ე. ი. კრებულები, რომლებშიც კანონები გადმოცემულია არა სრული ტექსტით, არამედ ამონარიდებით. ჰარმენოპულოსის მიერ გაკეთებული შემოკლება, შეადგენს ერთერთ დამატებას მის ექვსწიგნეულზე. სხვა მსგავსი კრებული შედგენილია 1335 წ. მღვდელმონაზონ მათე ვლასტაროსის მიერ (იხ. ეს სახელი), სათაურით: „წმინდა და ღვთაებრივ კანონებში არსებული მთელი საგნების ალფაბეტური სინტაგმა“. ვლასტაროსის თხზულებამ მალე შეიძინა ავტორიტეტის მნიშვნელობა და XVII ს. ბოლომდე მთავარი სამაგიდო წიგნის სამსახურს უწევდა სასულიერო წოდებას, მოსამართლეებსა და საერთოდ ბერძნულ-სლავური აღმოსავლეთის იურისტებს. გამოცემულია ვლასტაროსის სინტაგმა რალისისა და პოტლისის “Σύνταγμα των θειων καί ιερων κανόνων”-ში (ტ. VI, ათენი, 1859), საიდანაც იგი გადაბეჭდეს და ლათინური თარგმანი დაურთეს აბატი მინის „Patrologia graeca“-ში (ტ. 144 და 145). შეადარეთ ვრცელი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი წერილი ნ. ილინსკისა „ვლასტაროსის სინტაგმა“ («Синтагма Властаря», въ «Чтенiяхъ Общества любителей духовнаго просвещенiя», 1891).

XI და XII სს. ძველი კანონები ბევრ შემთხვევაში უკვე გაუგებარი იყო ნამდვილ ძველ-ბერძნულ ტექსტში; ბევრი იყო მათში შინაგანი წინააღმდეგობაც. გამოვლინდა მოთხოვნილება საეკლესიო სამართლის წყაროების კომენტირებაში. ყველაზე უფრო ხმამაღალი დიდება შეიძინა XII ს. სამმა კანონისტმა: იოანე ზონარამ, ალექსი არისტინოსმა და თეოდორე ვალსამონოსმა. იოანე ზონარამ, ავტორმა ქრონიკისა სამყაროს შექმნიდან იმპერატორ იოანე კომნენოსის გარდაცვალებამდე, XII ს. პირველ ნახევარში შეადგინა კომენტარები კანონებისადმი, გვატყობინებდა რა საკმარისად დაწვრილებით ისტორიულ ცნობებს საეკლესიო კრებებისა და ძველი საეკლესიო ცხოვრების წესრიგის შესახებ, თანაც კომენტირებად წესს უდარებდა სხვა წესებს, რომლებიც შეეხებოდა იმავე საგანს, მიუთითებდა საიმპერატორო კანონებზე და თავისი მიზნებისთვის სარგებლობდა წმ. წერილის წიგნებითა და ეკლესიის მამების ნაწერებით. ალექსი არისტინოსმა, რომელიც იყო კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიდი ეკონომოსი მანუილ კომნენოსის მმართველობაში (1143-1180), შეადგინა კომენტარები ერთერთი ე. წ. კანონების სინოფსისისთვის. მისი მთავარი ამოცანა იყო კანონების ნათელი და სწორი აზრის დადგენა; მხოლოდ იშვიათად აკეთებდა იგი სხვადასხვანაირ ისტორიულ შენიშვნებს, რომლებიც შეეხებოდა საეკლესიო კრებების, ეკლესიის ძველი მოწყობისა და ძველი მწვალებლობების ისტორიას. კანონისტ-კომენტატორებიდან უშესანიშნავესი იყო ვალსამონოსი (იხ. V, 463-464), რომელიც სარგებლობდა განსაკუთრებული ავტორიტეტით. სამივე კომენტატორის განმარტებანი დაბეჭდილია რალისისა და პოტლისის „Σύνταγμα“-ში.

დაიმორჩილეს რა ბიზანტია, თურქებმა ბერძნებს მისცეს უფლება თავიანთი სამოქალაქო საქმეები განეგოთ თავიანთ სასამართლოებში; ამ იურისდიქციის სათავეში დაყენებულ იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქი. სასამართლო პრაქტიკა ადათებთან ერთად ხელმძღვანელობდა Synopsis Basilikorum-ით, განსაკუთრებით კი ჰარმენოპულოსის ექვსწიგნეულით, რომლის მაშინდელი მნიშვნელობის შესახებაც იხ. ბესარაბიულ კანონებში (III, 610). ახლანდელ ბერძნულ სამეფოში მოქმედებს ჰარმენოპულოსის ექვსწიგნეული ერთ რიგში ნაპოლეონის სავაჭრო კოდექსთან და 1833 წ. სისხლის სამართლებრივ დებულებასთან; ბაზილიკებისთვის აღიარებულია დამხმარე მნიშვნელობა, ექვსწიგნეულის არასრულობის ან გაურკვევლობის შემთხვევაში. რაც შეეხება საეკლესიო სამართალს, აქ დიდი გავრცელება ჰპოვა ნომოკანონმა, რომელიც შეადგინა 1562 წ. მანუილ მალაქსამ. 1800 წ. ლაიფციგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქის განკარგულებით, შედგა ბერძნული ეკლესიის კანონიკური სამართლის კრებულის ოფიციალური გამოცემა პიდალიონის, ე. ი. სამმართველო (სახელმძღვანელო) წიგნის (Кормчая книга) სახელწოდებით. პიდალიონი მოქმედებს ავტოკეფალურ ელადის ეკლესიაშიც. შეადარეთ ნიკოლსკი, „ბერძნული სახელმძღვანელო წიგნი პიდალიონი“ («Греческая кормчая книга Пидалiонъ», /Москва, 1888/).

ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო ბ ი ზ ა ნ ტ ი უ რ ი ს ა მ ა რ თ ლ ი ს ს ა შ ი ნ ა ო ი ს ტ ო რ ი ა ერთის მხრივ წარმოადგენს კანონმდებლობაში ქრისტიანული ეკლესიის შეხედულებების თანდათანობით შეღწევის პროცესს, მეორეს მხრივ კი შესაძლებელია დახასიათებულ იქნას მიზანშეწონილობის საწყისის სამართლის პრინციპზე ზეიმით. პირველი ნიშანი აისახა ოჯახურ და ნაწილობრივ მემკვიდრეობით სამართალზე; მეორემ თავისი ყველაზე უფრო მეტი გამოხატულება ჰპოვა საგნობრივ სამართალსა და პირთა სამართალუნარიანობის შესახებ სწავლებაში. ხატმებრძოლების ეპოქის კანონმდებლობამ მხოლოდ დროებით შეწყვიტა იუსტინიანეს სამართლის განვითარება, მაგრამ მაინც მოასწრო თავისი ანაბეჭდის დადება უფრო გვიანდელ ეპოქაზე; საოჯახო და სისხლის სამართლის სფეროში კი მან მთლიანად შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. სახელდობრ ხატმებრძოლ იმპერატორებს ხვდათ წილად სავსებით ახალი საქორწინო სამართლის განხორციელება. იუსტინიანეს სამართალი აღიარებდა კონკუბინატს და კანონიერ უფლებებს აძლევდა მისგან შობილ ბავშვბს; იგი უშვებდა განქორწინებას, ახალ ქორწინებებში შესვლის უფლებით, თუმცა კი ზღუდავდა მისთვის საბაბების რიცხვს. მართალია, განქორწინება ურთიერთ შეთანხმებით, რომლის წინააღმდეგაც ეკლესიის მასწავლებლები იბრძოდნენ განსაკუთრებული დაჟინებით, იუსტინიანემ გადაჭრით აკრძალა, მაგრამ უკვე იუსტინე II-მ აღადგინა იგი, მეუღლეთა სიცოცხლეზე ხშირად ხელის აღმართვების გამო. ქორწინებისთვის საეკლესიო წმინდამოქმედების ელემენტი სრულებით არ მოითხოვებოდა.

მხოლოდ ხატმებრძოლთა კანონმდებლობა დადგა გადაჭრით საქორწინო ურთიერთობების ეკლესიის შეხედულებების თანახმად ორგანიზების გზაზე. ეკლოგა სარულებით არ აღიარებს კონკუბინატს და ყველანაირ არასაქორწინო ურთირთობებს კრძალავს სხეულებრივი და ქონებრივი სასჯელების შიშის ქვეშ; მის მიერ საბოლოოდ იქნა აკრძალული განქორწინება ურთიერთ შეთანხმებით და დაგაჭრით იქნა გამოცხადებული ქორწინების დაურღვევლობის პრინციპი, ამასთან საფუძვლები განქორწინებისთვის შეზღუდულ იქნა მეტად მცირე შემთხვევებით. ამაზე დამატებით, მან გააფართოვა იმ სისხლით ნათესაობითი და სულიერი ნათესაობითი ურთიერთობების სფერო, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ქორწინებაში შესვლას. ქორწინების საეკლესიო კურთხევის შესახებ ეკლოგა მოიხსენიებს, მაგრამ არ თვლის მას აუცილებლად; შემდგომი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგა იმპერატორმა ლეონ ბრძენმა, რომელმაც ბრძანა ქორწინებაში შესულიყვნენ არა სხვანაირად, თუ არა საეკლესიო კურთხევით (დაახლ. 893 წ.). იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა ეს ბრძანება გაავრცელა მონებსა და ყმებზეც (1095). მემკვიდრეობით სამართალში, აგრეთვე მოძღვრებაში მეუღლეების, შვილებისა და მშობლების პირადი და ქონებრივი ურთიერთობების შესახებ ხატმებრძოლების კანონმდებლობამ ასევე შემოიტანა ბევრი ახალი საწყისი, რომლებიც შორდებოდა მკაცრ რომაულ გადმოცემებს მამისა და ქმრის ძალაუფლების შესახებ. შეადარეთ Zhisman, „Das Eerecht der orientalischen Kirche“ (ვენა, 1864); А. Павловъ, «Личныя отношенiя супруговъ по греко-римскому праву» (въ «Учёныхъ запискахъ казанскаго университета», 1865 г.); А. Гуляевъ, «Предбрачный даръ въ римскомъ праве и въ памятникахъ византiйскаго законодательства» (Дерптъ, 1891).

ნივთიერი სამართლის სფეროში შექმნილ იქნა ახალი ინსტიტუტები, ფისკალურ ინტერესებში, ჯერ კიდევ დიოკლეტიანეს დროს ჩამოყალიბებული ხარკის აკრეფის სისტემის გავლენით. ბარბაროსებთან გააფთრებული ბრძოლისას იმპერიისგან მოითხოვებოდა მთელი სახელმწიფოებრივი ძალების დაძაბვა; მაგრამ დაბერებული (დაჩაჩანაკებული) საზოგადოება უუნარო აღმოჩნდა სახელმწიფოსადმი ნებაყოფლობითი სამსახურისთვის. ამის გამო სახელმწიფო იწვევს ყველა უკვე არა მოქალაქეს, არამედ ქვეშევრდომს სავალდებულო სამსახურისთვის. იმპერიის ყველა მაცხოვრებელს დაეკისრა სულადობრივი გადასახადი (ხარკი). სულადობრივ გადასახადთან ერთ რიგში იდგა მიწის გადასახადიც, ხოლო უკანასკნელის მასშტაბის მიხედვით დადგენილ იქნა სხვადასხვანაირი ნატურალური ვალდებულებანი. მთელი მიწა, რომელიც დაკავებული იყო სახნავ-სათესით, მინდვრებით, ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, იქნა გაზომილი, შეფასებული და დაყოფილი საგადასახადო უბნებად; ერთი უბნის შემადგენლობაში შესაძლო იყო შესულიყო სხვადასხვა მესაკუთრის საკუთრებაში მყოფი მიწები. თითოეული ასეთი უბანი განიხილებოდა როგორც ერთი მთლიანი, რომელიც პასუხს აგებდა ხარკის (გადასახადის) შეტანასა და ნატურალური ვალდებულებების შესრულებაზე. თუკი იგი შედგებოდა წვრილ მესაკუთრეთა მიწებისგან, მაშინ ისინი დაკავშირებული იყვნენ წრიული თავდებობით, ქმნიდნენ თემს (μετροκωμία), რომელსაც ჰყავდა თავისი თავკაცი (praepositus) და შეჰქონდა ხარკი (გადასახადები) უშუალოდ ხაზინაში. პასუხისმგებლობა ხარკის შეტანასა და ვალდებულებების შესრულებაზე იმ მიწათმოქმედების მიერ, რომლებიც ისხდნენ მსხვილი მსაკუთრეების მიწაზე (რომელთა მამულებსაც ჩვეულებრივ გამოყოფდნენ ცალკე სახარკო უბნებად), ეკისრებოდათ მიწათმფლობელებს.

ხარკის აუტანელი სიმძიმე და უსაფრთხოების არარსებობა ბარბაროსების შემოსევებისგან აიძულებდა სოფლის მოსახლეობას დაეტოვებინათ შეჩვეული მიწები, რომლებიც დაუმუშავებელი რჩებოდა; მსხვილი მესაკუთრეები ვერ ღებულობდნენ ვერანაირ შემოსავლებს, და ხარკის გადახდისგან თავის ასარიდებლად ტოვებდნენ თავიანთ სამფლობელოებს, _ ხოლო რადგანაც იმპერიაში სჭარბობდა მსხვილი მიწათმფლობელობა, ამიტომ სახელმწიფო ხაზინა ცარიელდებოდა. ეს უბედურება განსაკუთრებული ძალით გამოვლინდა კონსტანტინე დიდის დროს, რომლმაც მიიღო რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც ისახავდნენ ორნაი მიზანს: 1) ხარკის შემოსვლის უზრუნველყოფას ისეთი მიწებიდანაც, რომლებიც იქცა არაშემოსვლიანებად, აგრეთვე მიწის შესაძლო გაუფასურების თავიდან აცილებას; 2) მსხვილი მესაკუთრეებისთვის ხარკის გადახდის შესაძლებლობის უზრუნველყოფას მათი მიწებიდან, რომლებსაც ამუშავებდნენ წვრილი მოიჯარეები, და რომლებისთვისაც მათ უნდა შეეტანათ სულადობრივი გადასახადიც. პირველი მიზნის მისაღწევად შეიქმნა მიწერის ანუ იძულებითი მინიჭების (επιβολή) და უპირატესი შესყიდვის (τροπίμηδις) ინსტიტუტები; მეორე მიზნის მისაღწევად მცდელობებმა გამოიწვია ბატონყმური სამართლის შექმნა. მიწერის ინსტიტუტი მდგომარეობდა იმაში, რომ მიწას, რომელიც იქცა უშემოსავლოდ და ხარკის გადახდასთან მიმართებით გადახდისუუნაროდ, იძულებითი სახით მიაწერდნენ სხვა მესაკუთრის შემოსავლიან მიწასთან (იმავე სახარკო უბნის ფარგლებში) და გადასცემდნენ მას საკუთრებაში, თანაც აკისრებდნენ მისგან მისაღები ყველა გადასხადისა და ვალდებულების შეტანას. იუსტინიანეს დროს ასეთი მიწერა წარმოადგენდა მეტად ჩვეულებრივ ზომას; მაგრამ რადგანაც ბოლოს და ბოლოს იგი მხოლო ამცირებდა შემოსავლიანი მიწების გადხდისუნარიანობასაც, ამიტომ შემდგომში მან მიიღო ექსტრაორდინალური ზომების მნიშვნელობა, უფრო გვიანდელი იმპრატორების (კომნენოსების) დროს, როდესაც ხრკის აკრეფისას დაიწყეს გამომსყიდველობითი სისტემის გამოყენება, მიწერა სავსებით ამოღებულ იქნა გამოყენებიდან, თუმცა კი მის შესახებ მოიხსენიებს ჰარმენოპულოსიც.

უპირატესი შესყიდვის უფლება, რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა რომანოზ ლაკაპინოსის ნოველაში (922), წარმოადგენს ბიზანტიური სამართლის მეტად დამახასიათებელ ინსტიტუტს. ამ ნოველის თანახმად, უძრავი ქონების გაუცხოებისას მესაკუთრე ვალდებულია წინასწარ შესთავაზოს მისი ყიდვა ხუთი კატეგორიის პირებს, რომლებსაც თანამიმდევრულად შეუძლიათ ჩამოიშორონ ყველანაირი გარეშე მყიდველი. პირთა ყველა ამ კატეგორიის საერთო ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ისინი დაინტერესებული არიან მიწის სახარკო გადახდისუნარიანობაში, იმიტომ ხომ არა, რომ ისინი არიან ან იყვნენ მისი მესაკუთრეები მემკვიდრეობის ან შესყიდვის მიხედვით, ან იმიტომ, რომ ისინი მის მეზობლად ცხოვრობენ. დროთა განმავლობაში ამ ინსტიტუტის ფისკალური ეფექტი დაეცა, მაგრამ თავად ინსტიტუტი დარჩა ახლანდელ დრომდე (საბრძნეთი, ბესარაბია). მსხვილი მიწათმფლობელების მიწებს ამუშავებდნენ უმეტეს წილად წვრილი მოიჯარადრეები ან მენახევრეები, რომლებსაც კონსტანტინე დიდის დროს აკრძალული ჰქონდათ ერთი მიწათმფლობლიდან მეორესთან გადასვლა. ასე შეიქმნა ბატონყმური სამართალი ანუ ე. წ. კოლონატი (იხ. ეს სიტყვა). მთელი მიწათმოქმედი მოსახლეობა აღმოჩნდა ყმადქცეული მიწაზე, იმ წვრილი მესაკუთრე მიწათმფლობელების გამოკლებით, რომლებიც რჩებოდნენ რა პირადად თავისუფლები, ორგანიზებული ხდებოდნენ დამოკიდებულ თემებად. ამ დამოკიდებულ თმებთან მოხდა სლავების ოჯახური თემების გადახლართვა-გადაწვნა, რომლებიც VII ს. პირველი ნახევრიდან მასობრივად სახლდებოდნენ ბიზანტიის იმპერიის მიწებზე. სოფლის მოსახლეობაში თავისუფალი ახალი ელემენტების ასეთ მასობრივ შემოჭრებს უნდა შეცვალათ მთელი მისი წყობილება და ასახულიყვნენ ბატონყმურ სამართალში. 

იუსტინიანეს კანონმდებლობაში კოლონატი წარმოადგენს უკვე სავსებით ჩამოყალიბებულ ინსტიტუტს. კანონს, რომლის მიხედვითაც იგი გაუქმებული იქნებოდა, ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ ხატმებრძოლი იმპერატორების დროების სამიწათმოქმედო წესდება საერთოდ არ იცნობს ბატონყმურ სამართალს. ამ წესდებისთვის ცნობილია გლეხების მხოლოდ ორი კატეგორია: თავისუფალი მესაკუთრე გლეხები, რომლებიც ცხოვრობენ თემებად, და დამოკიდებული გლეხები, რომლებიც სხედან მესაკუთრის მიწაზე, მაგრამ გააჩნიათ თავისუფლად გადასვლის უფლება, აქედან გამომდინარე ისინი არ იყვნენ მიწაზე ყმები. და ბაზილიკების გამოცემის შენდეგაც გლეხები რჩებიან გაყოფილები ორ კატეგორიად: თავისუფალ, მაგრამ ხარკის გადამხდელ გლეხებად და დამოკიდებულ გლეხებად (პარიკები, πάροικοι). ეს დამოკიდებული გლეხები გარდაუვალად უნდა გადქცეულიყვნენ ყმა გლეხებად უკვე იუსტინიანეს კანონმდებლობის იმ წესის ძალით, რომელიც აღადგინეს მაკედონური დინასტიის იმპერატორებმა, და რომლის მიხედვითაც გლეხი, რომლიც 30 წლის მანძილზე იჯდა მფლობელის მიწაზე, იქცეოდა ყმად ამ მიწაზე. შემდგომში ყმებად იქცეოდნენ თვით თავისუფალი მეთემური გლეხებიც, რომლებიც თემის სრული შემადგენლობით ექცეოდნენ რომელიმე ძლიერი ადამიანის ძალაუფლების ქვეშ, ან კიდევ ნებაყოფლობით შედიოდნენ მის მფარველობაში. ეს ხდებოდა ნაწილობრივ დიდი გასაჭირის შედეგად, როგორც, მაგალითად, შიმშილობის ან შავი ჭირის დროს, რომელიც მძვინვარებდა 927-933 წწ., ნაწილობრივ სამონასტრო ან საეკლესიო მიწათმფლობელობის თანდათანობით გაფართოების შდეგად, და ბოლოს, ნაწილობრივ, იმპერატორების მიერ მიწების წყალობის (ბოძების) და უკვე XI ს. გამოჩენილი კვების ანუ პრონიების (Πρόνοια) სისტემის შედეგად.

პრონოია არის მიწის წყალობა (ბოძება) უპირატესად სამხედრო დამსახურებისთვის დასაჩუქრების სახით და სამხედრო სამსახურის გაგრძელების პირობით. იგი სავსებით შეესაბამება დასავლურ ბენეფიციას; მაგრამ ბიზანტიაში პრონია ვერ განვითარდა ფეოდალურ სისტემად. მიწის მიცემა პრონოიად წარმოადგენდა სათემო მიწების ექსპლუატაციის საშუალებას სამხედრო და ფინანსური მიზნებით. პრონიარის სამფლობელო ამოღებულ იქნა ადგილობრივი ადმინისტრაციული ხელისუფლების უწყებიდან; პრონიარს ენიჭებოდა პოლიციური, სასამართლო, ფინანსური და სხვა უფლებამოსილებანი, მათ შორის პრონიაში ხარკისა და ბაჟის აკრეფისა და მათი ნაწილის თავის სასარგებლოდ დატოვების უფლებაც; გლეხური მოსახლეობა დამოკიდებულ მდგომარეობაში ექცეოდა მემამულე-პრონოიარის მიმართ, და ვალდებული იყო გადაეხადა მისთვის ღალა და მის სასარგებლოდ გაეწია (მოეხადა) ბეგარა.

მოვალეობების სფეროში ბიზანტიურ სამართალს გააჩნდა კლასიკური იურისპრუდენციის ფასეული მემკვიდრეობა, რომელიც, თუმცა კი, ბიზანტიაში განიცდიდა მხოლოდ გადაგვარებას (დამახინჯებას). ეს აიხსნება ბიზანტიელების ხასიათით, რომლებიც ზრუნავდნენ არა იმდენად თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის, რამდენადაც იმის თაობაზე, თუ როგორ აევლოთ გვერდი და მოეტყუებინათ თავიანთი კონტრაგენტები. ურთიერთ უნდობლობის შედეგად გამოდიოდა მხოლოდ ფორმალური ხელშეკრულებების ბატონობა, რომლებსაც დებდნენ წერილობითი სახით და 5 ან 7 მოწმის მონაწილეობით. ლეონ ბრძენის ნოველამ დაადგინა, რომ ყველანაირ ხელშეკრულებას უნდა ახლდეს პირობა საპირგამტეხლო ანაზღაურების შესახებ. სახელშეკრულებო-მოვალეობითი ფორმების უმნიშვნელო განვითარება მიუთითებს პირადი და ნივთობრივი კრედიტის არასაიმედობაზე; იგი ბადებდა პროცენტის მაღალ ზომას, ხელს უშლიდა მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებასა და დამოუკიდებელი საქალაქო სამრეწველო კლასის შექმნას. ამას უნდა მივუმატოთ მმართველობის ბიუროკრატიზმი და ბიზანტიური მიწათმფლობელობის ფისკალური ხასიათი, რომელიც ტანჯავდა გლეხობას.

სისხლის სამართალი ბიზანტიაში ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროს გამდიდრდა დანაშაულებათა ახალი სახეობით, სახელდობრ დანაშაულობებით სარწმუნოებისა და ეკლესიის წინააღმდეგ, რომელთა რიცხვიც ძლიერ გაიზარდა იუსტინიანეს დროს. ხატმებრძოლების კანონმდებლობამ ამ სფეროში მოახდინა ღრმა გადატრიალება და თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნა იუსტინიანეს სამართლის რესტავრაციის შემდეგაც. ლეონისა და კონსტანტინეს ეკლოგამ აღიარა ცრუფიცის დასჯადობა, საბოლოოდ უარი თქვა შეხედულებაზე ქურდობის შესახებ, როგორც კერძო სამართლის დარღვევაზე, და რაც მთავარია - გარდაქმნა სასჯელების სისტემა. ამ სისტემის დამახასიათებელი ნიშანია - სხეულებრივი და ასოდაზიანებითი სასჯელების სიუხვე (ხელების მოკვეთა, ენის მოჭრა და ა. შ.), რომლებსაც უშვებდნენ უკვე გვიანდელ რომაულ სამართალში, მაგრამ მხოლოდ არცთუ ბევრ შემთხვევებში. იმის გათვალისწინებით, რომ ეკლოგამ შეინარჩუნა სიკვდილით დასჯის მხოლოდ მარტივი სახეობა (თავის მოკვეთა), რომ იგი თითქმის არ იცნობს ქონების კონფისკაციას, რომ ყველაზე უფრო მეტად ასოდაზიანებითი სასჯელები შემოღებულ იქნა სიკვდილით დასჯის ნაცვლად, ზოგიერთი მწერალი (ცახარიე, ვასილევსკი) აღიარებს, რომ ისავროსთა დინასტიის იმპერატორებს ჰქონდათ საფუძველი ელაპარაკათ ეკლოგის სათაურში თავიანთი კანონმდებლობის უ ფ რ ო მ ე ტ ი კ ა ც თ მ ო ყ ვ ა რ ე ბ ი ს შესახებ. მაგრამ სახელდობრ მათ შეხედულებაში ასოდაზიანებით სასჯელებზე, როგორც შედარებით რბილ სასჯელებზე, მდგომარეობს ამ სისტემის მთავარი ნაკლოვანება. ასოდაზიანებითმა სასჯელებმა შეცვალეს არა მხოლოდ სიკვდილით დასჯა; მათ დაიკავეს სხვა, ნამდვილად რბილი სასჯელების (ფულადი ჯარიმების) ადგილიც, ხოლო მათი ხშირი საჯარო გამოყენება გარდაუვალად იწვევდა ზნე-ჩვეულებათა გასასტიკებას.

ბიზანტიური სამართლის რ ე ც ე ფ ც ი ა ს (შ ე თ ვ ი ს ე ბ ა ს) უწინარეს ყოვლისა ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთში, სადაც ეგვიპტიდან სომხეთამდე მოქმედებდა ახლახანს აღმოჩენილი რომაულ-სირიული კანონების კრებული, რომელიც შედგენილი იყო V ს. ბოლოს (შეადარეთ Bruns და Sachau, „Syrisch-römisches Rechtsbuch“, ბერლინი, 1880), და რომელმაც წყაროს სამსახური გასწია მხითარ გოშის (იხ. ეს სიტყვა) სომხური კრებულისთვის, ხოლო მისი მეშვეობით კი შეაღწია საქართველოშიც (იხ. ვახტანგის კრებული, V, 650-652). ბიზანტიური სამართალი მოქმედებდა სომხურ თემებს შორის პოლონეთშიც. ბევრი დებულება რომაულ-სირიული კრებულიდან გადავიდა სასამართლო წიგნში, რომელიც შეადგინეს ლვოვის სომხებისთვის და რომელიც დაამტკიცა პოლონეთის მეფემ სიგიზმუნდ I-მა. შეადარეთ Bischoff, „Das alte Recht der Armenien in Lemberg“ (ვენა, 1862). ბიზანტიურ სამართალზე დამყარებული იყო სომხური სასამართლო წიგნიც, რომლითაც ტაგანროგის საოლქო სასამართლოს გახსნამდე (1869) ხელმძღვანელობდა ნახჭევნის მაგისტრატი სომხებს შორის საქმეების განხილვისას. შეადარეთ К. Алексеевъ, «Изложенiе законоположенiй, заключающихся въ Армянскомъ судебнике» (М. 1870; изъ «Чтенiй въ Общ. исторiи и древн. росс.»). ბიზანტიურმა სამართალმა გარკვეული გავლენა იქონია თურქულ კანონმდებლობაზეც. სრული მოცულობით იგი შეთვისებულ იქნა მოლდავეთსა და ვალახეთში, რის შესახებაც იხ. ბესარაბიული კანონები (III, 609-610). ბიზანტიურ სამართალზე ჯერ კიდევ არ უთქვამთ უარი იმ კოდექსებში, რომლებიც 1816 წ. გამოსცეს მოლდავეთისთვის, ხოლო 1818 წ. - ვალახეთისთვის, მაგრამ 1865 წ.-დან რუმინეთს აქვს ერთიანი კოდექსი, რომელიც შედგენილია ფრანგული Code civil-ის მიხედვით.

სლავურ მიწებში ბიზანტიურმა სამართალმა შემოსვლა დაიწყო ქრისტიანობასთან ერთად, და უწინარეს ყოვლისა ბულგარეთში. უკვე ბულგარელებისა და მორავების მოქცევის ეპოქაში, საღვთისმსახურო წიგნების თარგმნასთან ერთდროულად სლავურ ენაზე გაკეთებულ იქნა თარგმანიც სქოლასტიკოსის ნომოკანონისა. სერბული სახელმწიფოს წარმოქმნასთან ერთდროულად, მისი დამაარსებლის ვაჟიშვილმა, რომელმაც მიიღო მონოზვნობა საბას სახელით, შეადგინა სამმართველო წიგნი, რომლისთვისაც თარგმნა კანონების სინოფსისი არისტინეს განმარტებებთან ერთად, მთელი პროხირონი და რომლის შემადგენლობაშიც შეიყვანა კიდევ XIV-ტიტულიანი ნომოკანონი და ალექსი კომნენოსისა და იუსტინიანეს ზოგიერთი ნოველა. შეადარეთ Архим. Н. Дучичь, «Кормчиjа морамка» (Белградъ 1877; въ VIII-й книге «Гласника српског ученог друштва»); Никодимъ Милаш, «Кормчиjа Савинска» (Задар. 1884). სტეფანე დუშანის საკოდიფიკაციო მოღვაწეობაში (1336-1355; იხ. ეს სახელი) უახლესი მკვლევარები ხედავენ ბიზანტიური სამართლის ფორმალურ რეცეფციას, ზოგიერთი ცვლილებით, რომლებიც შეესაბამება სერბული ყოფა-ცხოვრების განსაკუთრებულობებს. შეადარეთ Т. Флоринскiй, «Памятники законодательной деятельности Душана» (Кiевъ, 1888). - რუსების პირველი ნაცნობობა ბიზანტიურ სამართალთან მიეკუთვნება ჯერ კიდევ იმ დროს, რომელიც წინ უძღოდა ქრისტიანობის მიღებას: ბიზანტიური ელემენტებით განმსჭვალულია რუსების ხელშეკრულებები ბერძნებთან X ს.-ში, რომლებიც არეგულირებდა ბერძნებისა და რუსების ურთიერთობებს პირველთა კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს. შეადარეთ ამის შესახებ პროფ. სერგეევიჩის წერილი „სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალში“, 1882 წ. #1. ქრისტიანობის მიღებასთან ერთად, ბერძნული სასულიერო წოდების მიერ რუსეთში შემოტანილ იქნა ბიზანტიური სასულიერო და საერო სამართლის კრბულები. ა. ს. პავლოვის კვლევების შემდეგ („თავდაპირველი სლავურ-რუსული ნომოკანონი“ /«Первоначальный славяно-русскiй номоканонъ», Казань, 1869/) უეჭველადაა აღიარებული, რომ რუსეთში ქრისტიანობის არსებობის სულ პირველი დროებიდანვე ცნობილი იყო სლავური თარგმანები ორივე ნომოკანონისა, რომლებსაც იყენებდნენ ბიზანტიის ეკლესიაში: 50-ტიტულიანი ნომოკანონისა და 14-ტიტულიანი ნომოკანონის.

პირველი ამ ნომოკანონებიდან სლავურ ენაზე თარგმნილ იქნა ჯერ კიდევ რუსეთის ნათლობამდე, და ბულგარელბისა და მორავების ქრისტიანობაში მოქცევის ეპოქაში, და რუსულ ხელნაწერებში უცვლელად ინარჩუნებდა თავის თავდაპირველ ბულგარულ რედაქციას. XIV-ტიტულიანი ნომოკანონი კი, მისი უძველესი რედაქციით, რუსეთში თარგმნილ იქნა, სავარაუდოდ, იაროსლავ I-ის დროს. ნომოკანონებთან ერთდროულად რუსეთში შემოტანილ იქნა ბიზანტიური კანონმდებლობის სხვა ძეგლებიც (ეკლოგა, სახელწოდებით «Главизнъ премудрыхъ и верныхъ царей Леона и Константина» და პროხირონი სახელწოდებით «Градскiй законъ»), რომლებიც, ნომოკანონებთან ერთად. შედიოდა ძველი კრებულების შემადგენლობაში, რომლებიც ცნობილია სამმართველო (მესაჭე) წიგნის სახლწოდებით (იხ. ეს სიტყვა). პირველივე ქრისტიანი მთავრების დროს გადმოვიდა ჩვენთან ასევე «Законъ судный людемъ», რომელიც შეადგინა კერძო პირმა ბულგარეთში, როგორც ჩანს IX ს. ბოლომდე. ეს არის ისავრული ეკლოგის 17-ე ტიტულის გადაკეთება, ე. ი. წესდებისა დანაშაულებათა და სასჯელთა შესახებ, რომელიც ბიზანტიური სისხლის სამართლის კანონმდებლობას უსადაგებდა ბარბაროსული ხალხის ყოფაცხოვრებას, რომელიც ახლად ღებულობდა ქრისტიანობას. შემდგენელს მოჰყავს ბიზანტიური ასოდაკლებითი და სხვა სასჯელები, მაგრამ მათ ნაცვლად არცთუ იშვიათად ნიშნავს საჯარო საეკლესიო სინანულს (მარხვაში მიცემას). უფრო გვიანდელ ხელნაწერ კრებულებში გვხვდება „სასამართლო კანონის“ გავრცელებული რედაქცია, „მეფე კონსტანტინეს (დიდის) სასამართლო წიგნის“ სახელით («Судебникъ царя Константина» /т. е. Великаго/). მისმა შემდგენელმა გადახაზა მარხვაში მიცემა საეკლესიო კანონის მიხედვით, და დატოვა მხოლოდ ასოდაზიანებითი სასჯელები. ამ ნაშრომს აქვს არა საკანონმდებლო წესდების ხასიათი, რომელიც განკუთვნილია პრაქტიკული გამოყენებისთვის, არამედ საკელიო-გონებაჭვრეტითი ვარჯიშისა, რომელიც გაკეთებულია რომელიმე სასულიერო პირის მიერ, შესაძლებელია უკვე რუსეთში, და არა სამხრეთელ სლავებთან. „სასამართლო კანონის“ გავრცელებული რედაქცია, XIV ს. პერგამენტული ხელნაწერის მიხედვით, გამოცემულია დუბენსკის მიერ „რუსულ ღირსშესანიშნაობებში“ («Русскiя достопримечательности», ч. 2, Москва, 1843). XVI ს. ხელნაწერი, რომელიც სტროევმა დაბეჭდა „სოფიის დროებაში“ და შემდგომში გადაბეჭდილ იქნა „რუსული მატიანეების სრული კრებულის“ მე-6 ტომში («Полное собранiе русскихъ летописей», Спб., 1853), წარმოადგნს ორი სხვადასხვა რედაქციის განსხვავებულ წაკითხვათა შეთანხმების მცდელობას. „სასამართლო კანონის“ შესახებ შეადარეთ Н. С. Суворовъ, «Следы западно-католическаго церковнаго права въ памятникахъ древняго русскаго права» (Ярославль, 1888) და А. С. Павловъ, «Мнимые следы католическаго влiянiя въ древнейших памятникахъ юго-славянскаго и русскаго права» (въ «Чтенiяхъ общ. любителей духовн. просвещенiя», 1891, ноябрь и декабрь).

განმარტებების არარსებობა და სლავური თარგმანის გაგების მოუხერხებლობა თავს იჩენდა საეკლესიო პრაქტიკაში, რის შედეგადაც კიევის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიმართა ბულგარეთს ახალი წიგნებისთვის, და მიიღო რა იქიდან წმ. საბას სერბული სამმრთველო წიგნი, წარუდგინა იგი ვლადიმირის საეკლესიო კრებას 1274 წ. სერბული სამმართველო წიგნის მეშვეობით ჩვენთან გადმოვიდა: „მოსეს კანონი“ (ამონაკრები გამოსვლათა, ლევიანთა, რიცხვთა და მეორე რჯულის წიგნებიდან), ალექსი კომნენოსის ზოგიერთი საეკლესიო ნოველა და პროხირონის სრული თარგმანი (ამ თარგმანის განსაკუთრებულობების შესახებ, რომელიც ყოველთვის არ არის ზუსტი, იხ. ზეგელის წერილი „მეთოდეს საიუბილეო კრებულში“, რომელიც გამოცემულია ვარშავის უნივერსიტეტის მიერ; ვარშავა, 1885). 1649 წ. შეუდგნენ სამმართველო წიგნის ოფიციალურ გამოცემას. ჩვენი საეკლესიო სამართლის პრაქტიკულ წყაროს წარმოადგენს ბიზანტიური წარმოშობის კიდევ ერთი ძეგლი _ ნომოკანონი, რომელიც 1639 წ.-დან იბეჭდება при большомъ Требнике. პირველად ეს კრებული დაბეჭდილ იქნა კიევში 1620 წ., სახელწოდებით: «Номоканонъ или законное правило», პამვა ბერინდას მიერ (Памвою Бериндой), რომელმაც თავისი გამოცემა მოაწყო კიევში ათონიდან ჩამოტანილი ხელნაწერიდან. ეს არის - სინანულის წესდება (покаянный уставъ) რომელიც შედგენილია მათე ვლასტაროსის ნაშრომის მიხდვით. შეადარეთ А. Павловъ «Номоканонъ при большомъ Требнике (Одеса, 1872) და მ. გორჩაკოვი, „მართლმადიდებელი ეკლესიის ეპიტიმიური ნომოკანონების ისტორიისთვის“ («Къ исторiи епитимiйныхъ номоканоновъ Православной церкви» Спб., 1874). გარდა ამისა, ძველ რუსეთში ცნობილი იყო ბიზანტიური წარმოშობის სხვა იურიდიული კრებულებიც. თავისი შინაარსისა და ისტორიული მნიშვნლობის მიხედვით საინტერესოა კომპილაცია, რომელიც მიეკუთვნება XII საუკუნის ბოლოს ან XIII-ის დასაწყისს და ხელნაწერებში ატარებს სახელწოდებას: „კანონთა წიგნები, მათით სჯობს ყველანაირი საქმე განაგოს ყველა მართლმადიდებელმა მთავარმა“. მის შემადგენლობაში შედის: 1) „სამიწათმოქმედო კანონი იუსტინიანეს წიგნებიდან“ _ სამიწათმოქმედო წესდება (Νόμος γεωργικως); 2) „კანონი სასჯელების შესახებ“; 3) „კანონი ქორწინებით გაშორების შესახებ“, ე. ი. განქორწინების მიზეზების შესახებ და 4) «Главы о послусехъ»; სამი უკანასკნელი განყოფილება ნასესხებია პროხირონისა და ეკლოგისგან. მთარგმნელს არა მხოლოდ გადმოაქვს რუსულ ენაზე ცალკეული ბიზანტიური ტერმინები, რომელთაც აქვთ ტექნიკური მნიშვნელობა, არამედ უცხოური კანონების ტექსტში აკეთებს ზოგიერთ ცვლილებას, შემოკლებასა და დამატებას, რუსული ყოფაცხოვრებისა და გაგებისადმი მათი მისადაგების მიზნით.

პირდაპირი მოწმობები სამიწათმოქმედო წესდების პრაქტიკული გამოყენების თაობაზე (კომპილაციის დანარჩენი ნაწილები ცნობილი იყო სამმართველო წიგნიდან) ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ მეტად შესაძლებელია, რომ იგი გამოიყენებოდა სასულიერო სასამართლოებში, განსაკუთრებულად იმ გლეხებთან მიმართებით, რომლებიც ისხდნენ სასულიერო წოდების მიწებზე. „კანონების წიგნის“ პირველი სრული გამოცემა გაკეთებულ იქნა 1768 წ. ს. ბაშილოვის მიერ (III, 222); შემდეგ 1805 წ. ამ კრებულის პირველი ნაწილი დაბეჭდა მაქსიმოვიჩმა მის „რუსეთის კანონების მაჩვენებელში“ («Указатель россiйскихъ законовъ», т. II, М.), სადაც იგი მოთავსებულია ცნობილი საეკლსიო წესდების გაგრძელების სახით, რომელსაც მიაწერენ დიდ მთავარს იაროსლავ I-ს, და ორივე ძეგლს თავზე დასმული აქვს საერთო სათაური: „დიდი მთავრის იაროსლავ ვლადიმირის ძის წესდება საეკლესიო სასამართლოებისა და ს ა ე რ ო ს ა ქ მ ე ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ“ («Уставъ великаго князя Ярослава Владимировича о церковныхъ судахъ и о з е м с к и х ъ д е л а х ъ»). ეს სათაური წარმოადგენდა გაუგებრობათა წყაროს რუსი მეცნირებისთვის. მხოლოდ უახლეს დროში ა. ს. პავლოვმა საბოლოოდ დამტკიცა, რომ იაროსლავის მოჩვენებითი წესდება საერო საქმეების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა „კანონთა წიგნის“ პირველი ნაწილი; მანვე თხზულებაში „კანონთა წიგნები“ («Книги законныя», Спб., 1885) გამოსცა ამ კომპილაციის სრული სლავური ტექსტი და მოძებნა მისთვის ყველაზე უფრო მეტად შესაბამისი ბერძნული დედანი. სხვა იურიდიული კრებული, რომელიც თავისი ხასიათისა და შინაარსის მიხედვით მეტად ახლოა „კანონთა წიგნებთან“, ჩვენთან გამოჩნდა XIII საუკუნის ბოლოს ან XIV-ის დასაწყისში სახელწოდებით „მართლის საზომი“ («Мерило праведнаго»); ეს კრებული შედგენილი იყო სამმართველო წიგნიდან ნასესხები მზა სლავური მასალისგან, და უნდა გაეწია როგორც ზნეობრივი დარიგების სამსახური, ისე იურიდიული სახელმძღვანელოსიც მოსამართლეთათვის. შადარეთ ნ. კაჩალოვის წერილი მის „ისტორიული ცნობების არქივში, რომლებიც შეეხება რუსეთს“ («Архивъ историко-юридическихъ сведенiй, относящихся до Россiи», кн. I, М., 1850). სამმართველო წიგნის ბეჭდვასთან ერთდროულად პატრიარქმა ნიკონმა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის ერთერთ მეცნიერთაგანს, ეპიფანე სლავინეცკის დაავალა ბიზანტიური სამართლის ძეგლების ახალი თარგმანის შერულება. ეპიფანეს მიერ გაკეთებული თარგმანი დარჩა ხელნაწერი სახით, რომელიც დადებულ იქნა „პატრიარქის ხაზინაში“, რათა მსურველთათვის მოსახერხებელი ყოფილიყო მისი კითხვა და გადაწერა.

ბიზანტიური სამართლის რეცეფცია რუსეთში ვერც თავისი მსვლელობით, ვერც მის მიერ მოცემული შედეგებით ვერ შეიძლება შეედაროს რომაული სამართლის რეცეფციას დასავლეთში. დასავლეთში მხოლოდ თავის თავდაპირველ სტადიებში რომაული სამართლის რეცეფცია დაკავშირებული იყო ეკლესიის ტრადიციასთან; მოგვიანებით იურისტებს სამოქალაქო სამართალურთიერთობების სფეროში შეჰქონდათ კერძო სამართალი, რომელიც დაშორებული იყო (უარს ამბობდა) რელიგიური და საჯარო თვისების მქონე ელემენტებისგან. ეს სამართალი ხშირად მოდიოდა შეჯახებაში ხალხურ შეხედულებებთან, გამოდევნიდა ხალხურ ადათებს, მაგრამ თავის მხრივაც განიცდიდა ჩველებრივი სამართლის გავლენას. სრულებით ასე არ ყოფილა რუსეთში. უწინარეს ყოვლისა ჩვენთან შემოაღწია რომაული სისტემის მხოლოდ დაქუცმაცებულმა ნაწყვეტებმა. მისი მთავარი წარმომადგენლები იყო ეკლოგა და პროხირონი; ამასობაში, ამ ძეგლებში სრულებით არ არის სამოქალაქო სამართლის ბევრი ძირითადი ინსტიტუტი, განსაკუთრებით ნივთობრივი უფლებები, ხოლო ვალდებულებითი უფლებები წარმოდგენილია უკიდურესად არადამაკმაყოფილებლად. და ისიც კი, რამაც რუსეთში შემოაღწია, ჩვენამდე ბიზანტიური დამუშავებით მოვიდა, წარმოადგენს შერევას საერო და რწმენააღმსარებლობითი ელემენტებისა, კერძო და საჯარო სამართლისა. უკვე ამ ერთი მიზეზის გამო ბიზანტიური სამართლის რეცეფციას არ შეეძლო მივეყვანეთ ჩვენში კერძო სამართლის მთელი სისტემის შექმნამდე. ბიზანტიური სამართლის გამტარებელს ჩვენში წარმოადგენდა სასულიერო წოდება, რომელიც მას იყენებდა საეკლესიო სასამართლოში. ამ სასამართლოს კომპეტენციის შესაბამისად, ბიზანტიური კანონმდებლობის გავლენას ჩვენში განიცდიდა უპირატესად ოჯახური და მემკვიდრეობითი სამართალი. ამავე სფეროებში ვლინდებოდა სასულიერო წოდების გავლენა მთავრების საკანონმდებლო საქმიანობაზეც. ასე, რუსსკაია პრავდას ყველა დებულება მეუღლეების მეურვეობისა და მემკვიდრეობითობის შესახებ ახდენს ეკლოგას საწყისების კვლავწარმოებას (გამოსახვას). ბიზანტიური სამართლის გავლენით წარმოიქმნა „დუშეპრიკაზჩიკების“ ინსტიტუტი, გაკეთდა პირველი ნაბიჯი კანონიერი და უკანონო შვილების განსხვავებისკენ, ცოლის პირადი და ქონებრივი დაცვისკენ და სხვა.

მოსკოვურ ეპოქაში ბიზანტიურ სამართალს იყენებდნენ უშუალოდ მხოლოდ სასულიერო სასამართლოები; საერო დაწესებულებები იცნობდნენ მას მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი აისახებოდა ხელმწიფის ბრძანებებში, და ამიტომ მის გავლენას პრაქტიკაზე არ შეეძლო მიეღო გადამწყვეტი მნიშვნელობა. მოსკოველ ხელმწიფეთა აღნიშნულ საქმიანობაზე იგი აისახებოდა ასევე ნაკლებ ხარისხად, ვიდრე მოსკოვამდელ რუსეთში. მიუხედავად ამისა 1649 წ. დებულების მრავალი მუხლი ნასეხებია ბიზანტიური სამართლიდან, სახელდობრ ქალაქის კანონიდან (პროხირონიდან), როგორც ამის თაობაზე მოწმობს საიარაღო პალატაში დაცული დებულების დედნის ხელნაწერი, რომელშიც თითოეული მუხლის პირდაპირ მითითებულია მისი წყარო. შეადარეთ ზაბელინი, „ცნობები მეფის ალექსი მიხეილის ძის ნამდვილი დებულების შესახებ“ («Сведенiя о подлинномъ уложенiи царя Алексея Михайловича» /въ «Архиве историко-юридическихъ сведенiй», Калачова, кн. I, М., 1850/). დებულების ამ მუხლებიდან ზოგიერთი გადავიდა კანონების კრებულში, ასე რომ ამჟამად მოქმედში ტ. X ნაწ. 1 (გამოც. 1887 წ.-სა) არის მუხლები, რომლებიც წარმოადგენს პროხირონის დებულებების ზედმიწევნით გამეორებას (მუხ. 445, 1707, 1708, 2068) და სხვები, რომლებიც დაფუძნებულია პროხირონზე (მუხ. 976, 1322, 1063, 2065, 2067, 2201). ზოგადი შენიშვნები ბიზანტიური სამართლის რეცეფციის შესახებ მოსკოვამდელ რუსეთში იხილეთ ნ. ლ. დიუვერნუას თხზულებაში „სამართლის წყაროები და სასამართლო ძველ რუსეთში“ («Источники права и судъ въ древней Россiи» /М., 1869, стр. 315-331/). შეუდარებლად უფრო ღრმა იყო სასულიერო წოდების გავლენა, რომელიც ხელმძღვანელობდა ბიზანტიური კანონებით, სისხლის სამართლის სფეროში. ქრისტიანობის მიღებამდე რუსეთში გაბატონებული იყო მ ა ტ ე რ ი ა ლ უ რ ი შეხედულება დანაშაულზე, როგორც წყენისა და ზიანის მიყენებაზე. სასულიერო წოდებას შემოაქვს ახალი შეხედულება - ფ ო რ მ ა ლ უ რ ი; დანაშაული იქცევა კანონის მითითებათა დარღვევად, პირველა – საეკლესიო კანონისა. ამ შეხედულებამ დანაშაულზე თავისი გამოხატულება ჰპოვა თავიდან მხოლოდ წმ. ვლადიმირისა და იაროსლავის საეკლესიო წესდებებში, რომლებიც შედგენილ იქნა «Законъ суднаго людемъ»-ის ძლიერი გავლენით. წმ. ვლადიმირის წესდებაში ბევრი ქმედება იკრძალება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ დაიშვება ეკლესიის კანონებით, მაგალითად, ლოცვა წყალთან, ჯადოქრობა და სხვა.

ჩვენთან იწყებს შემოღწევას ეკლოგიდან ნასესხები სასჯელების სისტემაც, სახელდობრ კი სიკვდილით დასჯა, სხეულებრივი და ასოდაზიანებითი სასჯელები. თავდაპირველად ფულადი ჯარიმების ხალხურ-რუსული სისტემა აღმოჩნდება უფრო ძლიერი, და თვით საკლესიო წესდებებშიც კი თავისთვის ადგილს პოულობს გამოსასყიდი. დანაშაულები აღებულია ბიზანტიური კრებულებიდან, სასჯელები კი - რუსულია. «Русская правда»-ში ბიზანტიური სასჯელებიდან ნასესხებია მხოლოდ потокъ и разграбленiе, ე. ი. დამნაშავის გადასახლება, მისი ქონების კონფისკაციით; დვინისა და ფსკოვის სასამართლო სიგელებში გვხვდება უკვე სიკვდილით დასჯაც. მოსკოვის რუსეთში სასჯელი სულ უფრო მეტად კარგავს კერძო ანაზღაურების ხასიათს (характеръ частнаго вознагражденiя). სხეულებრივი სასჯელები, მტკივნეული და ასოდაზიანებითი, სრულებით გამოდევნიან ფულად ჯარიმებს; სიკვდილით დასჯა ღებულობს ფართო განვითარებას. იმავე დროს სასჯელების სისტემაში ხდება სხვა არსებითი ცვლილებაც. მოსკოვამდელი რუსეთის ძეგლებში, მაგალითად, „რუსსკაია პრავდაში“, ბატონობს უპირობოდ განსაზღვრული სასჯელების სისტემა. მოსკოვის სახელმწიფოს ძეგლებში, ისევე როგორც ეკლოგაშიც, ხშირად გვხვდება განუსაზღვრელი სასჯელები: ავალებენ სასჯელის დადებას შეხედულების-და მიხედვით, როგორც „ხელმწიფე მიუთითებს“, ან „სასჯელები ბრალეულობის-და მიხედვით“, ან „დაადონ სასტიკი სასჯელი, რასაც ხელმწიფე მიუთითებს“; მათრახსა და კეტებით ცემას ჩვეულებრივ ნიშნავენ ზომის აღნიშვნის გარეშე, მაგრამ ზოგჯერ უმატებენ „დაუნდობლად“. ამჟამად მოქმედ დებულებაში სასჯელების შესახებ (1885 წ. გამოცემა) არის ბიზანტიური სამართლიდან ნასესხები დებულება: ეს არის მუხლი 94, რომელიც ადგენს სისხლის სამართლებრივ შეურაცხადობას ბავშვებისთვის, რომლებსაც არ მიუღწევიათ შ ვ ი დ წ ლ ი ა ნ ი ასაკისთვის. ეს დებულება შევიდა ახალსახელმძღვანელო მუხლში (новоуказная статья) „მკვლელობის საქმეების შესახებ“ («О убiйственныхъ делахъ) (1687 წ.). (Полное собранiе законовъ № 441), რომელიც მთლიანად დაფუძნებულია პროხირონზე და მასზევე მიუთითებს.

ბიზანტიური სამართლის სისტემატიური შესწავლა დასავლეთში დაიწყო XVI ასწლეულიდან, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ბერძნული იურიდიული ხელნაწერები, რომლებიც დასავლურ ბიბლიოთკებში შეიტანეს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, წარმოადგენენ შეუცვლელ დამხმარე სახელმძღვანელოებს იუსტინიანეს წიგნების ტექსტის აღსადგენად; გარდა ამისა, ისინი თავის თავში შეიცავდნენ საეკლესიო სამართლის უძველესი ძეგლების ნამდვილ ტექსტს. უწინარეს ყოვლისა, შეუდგნენ ბერძნულ-რომაული სამართლის უმთავრესი ძეგლების გამოცემასა და თარგმნას. ამ სარბიელზე XVI და XVII ასწლეულებში ყველაზე უფრო გაითქვეს სახელი: გერმანელებმა Haloander-მა († 1531), Leonclavius-მა († 1593) და Freher-მა († 1614), ჰოლანდიელმა Viglius Zuchemus-მა († 1577), ესპანელმა ანტონი ავგუსტინმა († 1586), ფრანგებმა - ბონეფიდიუსმა (Bonnefoi, † 1574), ქრისტეფორე Justel-მა († 1649) და მისმა ვაჟიშვილმა ჰაინრიხმა († 1693), ვოელმა (Voellus, Voel), Fabrotus-მა (Fabrot, † 1659), ინგლისელმა Beveridge-მა († 1708) და სხვებმა. ყველა ამ მეცნიერთან სუსტია ტექსტის კრიტიკა. გამომცემლები ხელმძღვანელობდნენ ბუნდოვანი წარმოდგენებით უფრო სრული ტექსტის აღმატებულობის თაობაზე ნაკლებად სრულ ტექსტთან შედარებით, და ამიტომ ისინი არცთუ იშვიათად სხვადასხვა ხელნაწერებიდან აგროვებდნენ მათი აზრით მსგავსი (სინამდვილეში კი ზოგჯერ მეტად განსხვავებული) ძეგლების ნაწილებს, და როგორღაც აწებებდნენ რა მათ, ადგენდნენ მათგან მათ მიერ წარმოდგენილ სრულ ტექსტს. ასეთი თვითნაკეთი ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება ლეონ ისავროსისა და კონსტანტინე კოპრონიმოსის ეკლოგა, რომელიც დაბეჭდილია ლეუნკლავიუსის კრებულში („Juris Graeco-Romani tam canonici quam civilis tomi duo“, ფრანკფურტი, 1596), რომელიც ხმამაღალი დიდებით სარგებლობდა დასავლეთში და კიდევ უფრო მეტით აღმოსავლეთში. გამოცემული ძეგლების ისტორიისა და მათი შინაარსის შესახებ ცოტას თუ ლაპარაკობდნენ წინასიტყვაობებში. ცალკეული შენიშვნები გვხვდება იუსტინიანეს წიგნებზე გაკეთებულ კომენტარებში, განსაკუთრებით კუიაციუსთან, რომელმაც მოგვცა იმის ბრწყინვალე მაგალითები, თუ როგორ უნდა ვსარგებლობდთ ბიზანტიური იურიდიული ძეგლებით იუსტინიანეს სამართლის ტქსტის აღდგენისთვის; მაგრამ ეს შენიშვნები კეთდებოდა მეტად სხვათა შორის, გზადაგზა, ხშირად ყველანაირი დამტკიცების გარეშე.

პირველი უფრო დაწვრილებითი და სრულებით არაკრიტიკული თხზულება ბიზანტიური სამართლის გარეგნული ისტორიის შესახებ მიეკუთვნება ვეზონის ეპისკოპოსს სუარეზს (Suarez, გარდ. 1677; Notitia Basilikorum, რომელიც პირველად დღის სინათლეზე გამოჩნდა ბაზილიკების ფაბროტისეული გამოცემის თავში). ბიზანტიური სამართლის ძეგლებზე სწორი შეხედულებების არარსებობა განსაკუთრებით მავნედ აისახა „Bibliotheca Juris Orientalis canonici et civilis“-ზე (რომი, 1762-66), სადაც გვხვდება ვატიკანის ბიბლიოთეკის უშესანიშნავესი ხელნაწერების სრულებით არასწორი კლასიფიკაცია. ბიზანტიური სამართლის გარეგნულ ისტორიაში მეცადინეობების წარმატებით მსვლელობისთვის ახალი გზა გაიყვანა რაიტცმა (Guiliemus Otto Reitz, გარდ. 1769). მან არა მხოლოდ მოგვცა წყაროების ტექსტის (თეოფილეს პარაფრაზების) კრიტიკული გამოცემის მაგალითი, არამედ მათთვის გაკეთებულ შენიშვნებში, შესავლებსა და დანართებში ახალი შუქი მოჰფინა ბიზანტიური იურიდიული ძეგლების ისტორიას. ახალი კრიტიკულ-ისტორიული მიმართულება ბიზანტიური სამართლის მეცნიერების სფეროში მოგვევლინა სავინისა და აიხგორნის სკოლის გამოძახილად და ყველაზე უფრო ბრწყინვალე წარმომადგენლები ჰპოვა ბინერისა (იხ. III, 870-871) და ვიტეს (იხ. ეს სახელი) სახით, რომლებიც მკითხველს უხსნიდნენ ბევრ ბნელ საკითხს ბიზანტიური ძეგლების ისტორიაში, მაშინ როდესაც ძმები ჰაიმბახები (იხ. ეს სახელი) დაუღალავად შრომობდნენ მათ კრიტიკულ გამოცემაზე. ბიზანტიური სამართლის წარმატებით შემუშავებას ყველაზე უფრო მეტად შეუწყო ხელი ცახარიე-ფონ-ლინგენტალმა (იხ. ეს სახელი). იმავე დროს თანამედროვე საბერძნეთის მოქმედი სამართლის ისტორიული შესწავლის აუცილებლობამ საქმე მიიყვანა ვრცელ გამოცემამდე, რომელსაც მიმართა ათენის არეოპაგის (საკასაციო სასამართლოს) პრეზიდენტმა რალისმა, ადვოკატისა და პროფესორის პოტლისის მონაწილეობით: „Σύνταγμα των θειων καί ιερων κανόνων“ (ათენი, 1852-1859).

წყაროების კრიტიკულმა გამოცემებმა და მათ შესახებ სპეციალურმა გამოკვლევებმა მოამზადეს ნიადაგი ბიზანტიური სამართლის ზოგადი გარეგნული ისტორიის შემუშავებისთვის. ეს ამოცანა შეასრულა მორტრელმა (Mortreil) მის „Histoire du droit byzantion ou du droit romain dans l’empire d’Orient, deputs la mort de Justinien juspu’a la prise de Constantinopole en 1453“-ში (პარიზი, 1843-1846; ახალი გამოცემა 1877) და ჰაიმბახმა ვრცელ წერილში ერშისა და ჰრუბერის ენციკლოპედიაში (1-ლი სერია, ტ. 86-87, ლაიფციგი, 1868-1869). ამ შრომების საფუძველზე რუსმა პროფესორმა დ. აზარევიჩმა შეადგინა თავისი „ბიზანტიური სამართლის ისტორია“ («Исторiя византiйскаго права» /внешняя, 2 вып., Яросл., 1876-77/). ბიზანტიური სამართლის შინაგანი ისტორია ბრწყინვალედ შეიმუშავა ცახარიემ „Geschichte des Griechisch-römischen Rechts“-ში (მე-2 გამოცემა, ბერლინი, 1877); თავები უძრავი საკუთრების შესახებ, სრულებით გადამუშავებული მის მიერ მომზადებადი მე-3 გამოცემისთვის, დაბეჭდილია „Zeitschrift der Savigny - Stiftung für Rechtsgeschichte“-ში 1888 წ. ახალი, ჯერ კიდევ არგანხილული ელემენტის შესწავლას ბიზანტიურ სამართალში - საბერძნეთისა და აღმოსავლეთის წესჩვეულებების გავლენისა - ისწრაფვის L. Mitteis-ი, „Reichsrecht und Volksrecht in den östlischen Provinzen des röm. Kaiserreichs“ (ლაიფციგი, 1881). სხვა ნაშრომების არარსებობა ბიზანტიური სამართლის შინაგან ისტორიაში აიხსნება იმით, რომ იგი არ წარმოადგენს ინტერესს დასავლელი იურისტებისთვის. მათთვის ბიზანტიური კანონმდებლობის ძეგლები მნიშვნელოვანია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი გვაძლვენ მასალას იუსტინიანეს წიგნების აღდგენისა და ტექსტის კრიტიკისთვის. ამ მიმართებით მათ ფართოდ იყენებდნენ Corpus juris civilis-ის გამომცემლები, განსაკუთრებულად უახლესნი: მომსენი, კრიუგერი და შელი.

რომაელი იურისტების თხზულებების თავად შინაარსის კვლევისას დასავლელი მეცნიერები სავსებით არ სარგებლობენ ბიზანტიური ძეგლებით; მაგრამ ეს უკანასკნელები სულაც შეიძლება არ აღმოჩნდნენ უსარგებლონი ამ მიმართებითაც, რასაც გვიმტკიცებს ცახარიეს მიერ „Zeitschrift der Savigny-Stiftung für Rechtsgeschichte“-ში 1885, 1887 და 1889 წწ. წარმოდგენილი ცდები. გასაგებია, რომ რუსი მეცნიერებისთვის ბიზანტიურ სამართალს გააჩნია შეუდარებლად უფრო მეტი მნიშვნელობა, ჩვენს სამშობლოში მისი ისტორიული როლის გათვალისწინებით. პირველი სპეციალური გამოკვლევა ბიზანტიური სამართლის ბედის თაობაზე რუსეთში - „სამმართველო წიგნის მიმოხილვა“ ბარონ როზენკამპფისა («Обозренiе Кормчей Книги» барона Розенкампфа /Москва, 1829; 2-ое изд. Спб., 1839/) - გამოჩნდა კანონთა კრებულის შედგენის სამუშაოებთან დაკავშირებით. რუსი იურისტების შემდგომი სამუშაოები იქცა დასავლეთში სამართალმცოდნეობის ისტორიული სკოლის ჩასახვის გამოძახილად. აქ მიეკუთვნება ნ. ი. კრილოვის, ნ. ვ. კალაჩოვისა და კ. ა. ნევოლინის შრომები (იხ. ეს სახელები). აკადემიკოსი კუნიკი „მეცნიერებათა აკადემიის ჩანაწერებში“ (въ «Запискахъ Академiи наукъ») 1853 წ. მხურვალედ გამოდიოდა ბიზანტიური სამყაროს შესწავლის მომხრედ და ამაში რუსული მეცნიერების ეროვნულ ამოცანასაც კი ხედავდა. მეცნიერებათა აკადემიის დავალებით ა. ენგელმანმა შეადგინა თხზულება „ბერძნულ-რომაული სამართლის სამეცნიერო დამუშავების შესახებ“ («Объ учёной обработке греко-римскаго права», Спб., 1857), რომელზედაც დართულია საგნის ლიტერატურის მაჩვენებელი 1825 წ.-დან. ამ თხზულებას უნდა გაეწია ერთგვარი შესავლის სამსახური რუსი იურისტების შემდგომი მუშაობისთვის. მაგრამ მოლოდინები არ გამართლდა. პირველი მცირე, მაგრამ მეტად შესანიშნავი შრომა ბიზანტიური სამართლის ბედის შესახებ სლავებთან ეკუთვნის პოლონელ მეცნიერს რ. გუბეს „O znaczeniu prawa rzymskiego i rzimsko-byzantynskiego u narodow slowianskich“ (ვარშავა, 1868; ფრანგული თარგმანი, პარიზი, 1880). მხოლოდ უახლეს დროში ა. ს. პავლოვი შეუდგა სლავური ტექსტების გამოცემას ბერძნული დედნების პარალელურად, რის გარეშეც წარმოუდგენელია (მოუაზრებელია) სისტემატიური სამუშაოები განსახილველ სფეროში. დანარჩენი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაშრომები ბიზანტიური სამართლის ისტორიაში გამოვიდა რუსეთში არა იურისტების ხელიდან, არამედ ისტორიკოსებისა: ვ. გ. ვასილევსკისა (V, 606) და თ. ი. უსპენსკისა (იხ. ეს სახელი), რომლებმაც ბევრი გააკეთეს ბიზანტიური მიწათმფლობელობის კვლევისთვის, რომლის მოწყობაშიც ისინი ისწრაფვიან სლავური ელემენტების აღმოჩენისკენ.

ა. ია. (А. Я.)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

(ამის შემდეგ ენციკლოპედიურ ლექსიკონში მოდის ქვეთავები: ბიზანტიური ხელოვნება და ბიზანტიური მონეტა. ჩვენ ისინი აღარ გვითარგმნია, მაგრამ დაინტერესებულ მკითხველს შეეძლება მათი მონახვა და წაკითხვა თავად წიგნში)