Monday, September 16, 2013

რუსეთის მომავალი – ევროპის მომავალია


მსოფლიო დილემარუსეთი და ევროპა”, რომლის მიმართაც ყურადღებას გვერდი ვერ აუარა წარსულის რუსეთის თითქმის ყველა ჭკვიანმა ადამიანმა, ისევ დგება ჩვენს წინაშე, რამდენადაც დისკუსია ომისა და ჩვენი გამარჯვების შესახებ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათრუსეთის დევნა (травля) იშლება მსოფლიოს აშკარა გადანაწილებისა და რუსეთის მემკვიდრეობისთვის მეტოქეობის ფონზე.


მსოფლიო ენერგეტიკული ელიფსი

მაგრამ ზეწოლამ შეიძინა ნაცნობი მონახაზებიმისი საზღვარი ისევ გადის სწორედ იქ, სადაც საღვთო რომის იმპერია და ვატიკანი, რჟეჩ პოსპოლიტა, ნაპოლეონი და ჰაბსბურგები, კაიზერ ვილჰელმისა და ჰიტლერის გერმანია ესწრაფვოდნენ რუსეთის შევიწროვებას (განდევნას) ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, ბალტიკიდან და შავი ზღვიდან, ბიზანტიური სივრცის დაუფლებას, ხოლო ყველგანმყოფი ბრიტანეთი კი ეწინააღმდეგებოდა რუსეთს მისი სამხრეთ მოსაზღვრე რაიონიდან (южное подбрюшие) – ცენტრალური აზიიდან.

მსოფლიოს მორიგი გადანაწილება ყველაზე უფრო ნაკლებად ასახავს მეოცე ასწლეულის იდეოლოგიათა ბრძოლას, რომელიც სინამდვილეში სულაც არა ისე, როგორც გვეჩვენებოდა, განსაზღვრავდა საერთაშორისო ურთიერთობებს თვითცივი ომისპერიოდშიც კი. “ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიისმეტოქეობის შედეგების დემაგოგიური განმარტებანი, სამწუხაროდ, ზედმეტად გვახსენებს მარქსისტული საზოგადოებათმცოდნეობის შტამპსეპოქის მთავარი შენაარსისკაპიტალიზმიდან კომუნიზმში გადასვლისშესახებ. “ჩვენი ეპოქის” – XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის მთავარი შინაარსიათავიდან მთელი ერთობლივი დასავლეთისადმი პოტენციურად თანაბარი (равновеликая) გეოპოლიტიკური ძალის განადგურება, შემდეგ კი დამოუკიდებელი (самостоятельной)* ისტორიული პიროვნებისაც ადამიანური ყოფიერების უნივერსალური აზრის საკუთარი ძიებით. (*აქ ნატალია ნაროჩნიცკაია იყენებს სიტყვას самостоятельность, რაც ქართულ ენაზე ითარგმნება როგორც დამოუკიდებლობა. რუსულ ენაში არის კიდევ სიტყვა независимость, რომელსაც ქართულში შეესაბამება ისევ „დამოუკიდებლობა“. უფრო მეტად თუ დავუკვირდებით, საკუთრივ დამოუკიდებლობას აღნიშნავს ტერმინი независимость, ხოლო ტერმინი самостоятельность კი ნიშნავს საკუთარ ფეხზე მყარად დგომას, სიტყვიდან самостояние თვითდგომა. ანუ ჯერ საკუთარ ფეხზე უნდა დადგე მყარად, რომ შემდეგ სხვას უთხრა: ახლა ხელი გამიშვი, მე თვითონ გავივლიო. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ სამეტყველო, სამეცნიერო თუ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში საკუთარ ფეხზე მყარად დადგომის შესაბამისი ცნება არ გაგვაჩნია, ან კიდევ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. და ამიტომ, დღესდღეობით, ამერიკული დიქტატის ქვეშ ყოფნას დამოუკიდებლობას ვეძახით, ვინაიდან ეს არ არის რუსული /მოსკოვის/ დიქტატი, მაგრამ მაინც რომ სხვისი კარნახით ცხოვრებაა, რაც თავისთავად გამორიცხავს დამოუკიდებლობას, ეს კი რატომღაც არ გვაწუხებს. ამ ორი ცნების განცალკევება დამახასიათებელია არა მხოლოდ რუსული ენისთვის, არამედ, მაგალითად, გერმანულისთვისაც, სადაც ტერმინს самостоятельность შეესაბამება Selbständigkeit, ხოლო ტერმინს независимость კი Unanhängigkeit /ი. ხ./).

მსოფლიოს დღევანდელი გადანაწილების ერთერთი მთავარი მიზანიაკონტროლი ბუნებრივ რესურსებზე: ამისთვის წარმოებს თანამედროვეობის ომები. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რუსეთის იზოლაცია ხმელთაშუა ზღვისგან, შავი და კასპიის ზღვებისგან. ეს გახლავთ ჩრდილოეთ საზღვარი მსოფლიო ენერგეტიკული ელიფსისა, რომელიც მოიცავს არაბეთის ნახევარკუნძულს, ერაყსა და ირანს, სპარსეთის ყურეს, ჩრდილოეთ ირანს, რუსეთის კავკასიისპირეთს.

სამხრეთ მრუდი, რომელიც იწყება ასევე ხმელთაშუა ზღვიდან, მოწოდებულია შეაერთოს ანგლოსაქსონური პოზიციები თურქეთში პაკისტანთან, სპარსეთის ყურის, ერაყისა და ირანის გავლით. ელიფსი იკვრება ავღანეთში. შევნიშნავთ, რომ ეს რეგიონი ებჯინება (примыкает) უკრაინას, მოლდოვას, კავკასიასა და ამიერკავკასიას. ეს ხსნის ატლანტიკურ ორბიტაში ტერიტორიების ჩათრევას (втягивание) ბალტიკიდან შავ ზღვამდე, ბელორუსისმოზაიკის ნაკლული ნაწილისისტერიულ დევნას (травля), ბრძოლას რუსეთის გამოდევნისთვის ყირიმიდან, საქართველოს ჩართვას (вовлечение) ამერიკულ ორბიტაში და ჩეჩნური სისხლისსამართლებრივი ამბოხებისთვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორეოლის მიცემას.

ვაშინგტონის ევრაზიული სტრატეგიის ამოცანააუზრუნველყოს თავისთვის გადამწყვეტი კონტროლი მსოფლიო რესურსებზე და შეუქცევადად ჩამოაცილოს ამ რესურსების მართვის ბერკეტს ძალის ყველა პოტენციური ცენტრი. ორივე მიზანს ემსახურება ჩეჩნური კონფლიქტი მას შემდეგ, რაც ის ჩვეულებრივი სისხლისსამართლებრივი ამბოხებიდან გადაქცეულია მსოფლიო პროექტის ინსტრუმენტად.

ევროპამ მეტად შეუწყო ხელი ერთპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირებას და ზეიმობდა რუსეთის მიერ ბალტიკასა და შავ ზღვაზე მისი პოზიციების დაკარგვის გამო. რუსეთის დიდმპყრობელობა (великодержавие) XX საუკუნის ბოლოს გამოცხადებულ იქნა მუქარად ევროპისადმიცა და პროგრესის იდეალებისადმიცსუვერენიტეტის, თვითგამორკვევის, თანასწორუფლებიანობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისადმი. მაგრამ, როცა რუსეთი თავად ჩამოსცილდა (самоустранилась), იმავე წამს სწორედ ეს საფუძვლები იქნა ფეხით გათელილი.

ევროპის მიერ მხარდაჭერილი აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგსუვერენული სახელმწიფოსი, გაერო- დამფუძნებლისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის მონაწილის, აღნიშნავდა (знаменовала) ევროპული ისტორიის მთელი ეპოქის დაქვეითებას (დაცემას, упадок). შემდეგ დაწყებულ მსოფლიოს ეტაპობრივ გადანაწილებას, თითქმის ყოველწლიური ინტერვენციებით სუვერენულ ქვეყნებში, არა მხოლოდ გააჩნია არაევროპული საბოლოო მიზანი, არამედ ეს გარდაუვალად იწვევს ძალთა გადაჯგუფებას თავად დასავლეთშიც, რაც სავსებით ნათელი გახდა აღმოსავლეთევროპული და ბალტიისპირა სახელმწიფოების ნატო-ში მიღების შემდეგ.

და იმ მომენტში, როცა რუსეთი საბოლოოდ დაკარგავს პეტრე დიდის შენაძენებს, რომლებიც მოსვენებას არ აძლევედნენბებრუხანა ევროპას” («старушка Европа») XVIII საუკუნიდან, “ევროპის მზის ჩასვენება”** და მის მიერ მსოფლიო-ისტორიული მოვლენების ცენტრის მდგომარეობის დაკარგვა აღსრულებული ფაქტის შეიქნება. (**Untergang des Abendlandes - ოსვალდ შპენგლერის ტერმინია. /ი. ხ./)

ახლანდელი სიტუაციის სპეციფიკა იმაშია, რომ რუსეთის სტრატეგიული დანაკარგები ამ ჯერზე გადავა არა მის უწინდელ კონტინენტურ მეტოქეებთან და მეზობლებთან, შეინარჩუნებენ რა ისტორული იმპულსისა და გეოპოლიტიკური პროექტის ევროპულ მიმართულებას. ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბალკანურ სახელმწიფოთა დაბრუნება დასავლურ არეალში სულაც არ იქნებაძველიევროპის რევანში, იგი რომ ჯერ კიდევ გრძნობდეს კიდეც წინაპართა ძახილს ჯვაროსნებიდან ბონაპარტემდე. მთელი გეოპოლიტიკური წანაცვლებანი ჩაეშენება სრულებით სხვა კონფიგურაციებში, და რაც უფრო მეტია ასეთი ახალი ცვლილებები, მით უფრო ნაკლებად ემსახურება ეს კონფიგურაციები თავად ევროპას. ისინი ტექნოკრატიული გლობალიზმის ეპოქაში ემსახურება გლობალურ მმართველობასა და ევრაზიულ პროექტს.

ძველმა ევროპამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა შეიგრძნო, მაგრამ უცნობია, გაიცნობიერა თუ არა, რომ ამ გადანაწილების ერთერთი შედეგიეს არის მისი საკუთარი როლის გარდაუვალი დაცემა მსოფლიოში და როგორც ვაშინგტონის მოკავშირისაც. აშშ გამოვიდა ისეთ მიჯნებზე, სადაცძველი ევროპაუკვე ვაშინგტონის ინტერესების ღერძი კი აღარ არის, არამდ მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფილი ზურგია, რაშიც იგი დარწმუნდა ძალზედ გვიან, ისევე როგორც იმაში, რომ რუსეთის დიდმპყრობელობა კი არ ემუქრება მის როლს მსოფლიო პოლიტიკაში, არამედ პირიქით, მისი დაქვეითება.

რამსფელდის ტერმინიახალი ევროპის” – ანტირუსული პოლონეთის, ჩეხეთისა და ბალტიისპირეთისუფრო მეტი მნიშვნელოვნების შესახებ, ნამდვილად ასახავს პრინციპულ ცვლილებებს ამერიკული ისტებლიშმენტის ნაწილის პოლიტიკურ აზროვნებაში, რომელიც მომართულია ევრაზიაზე, დამიზნებულია გლობალურ მმართველობასა და გაცილებით უფრო ვრცელი რეგიონის ამერიკული ეგიდით სტრუქტურიზაციაზე. “ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დახმარებით ამერიკული პლაცდარმის განმტკიცება ევრაზიის კონტინენტზევაშინგტონს სჭირდება სულაც არა კონტინენტის დასავლეთ ნაწილის თავდაცვისთვის აღმოსავლეთიდან მუქარისგან, არამედ იმისთვის, რათამზარდი ევროპაიქცეს აშშ-თვისევრაზიაში წინსვლის რეალურ ტრამპლინად”. ასე ჩამოაყალიბა კიდეც . ბჟეზინსკიმ. რატომ არ დააფიქრა ამან ევროპა?


ახალიევროპა

მსოფლიოს გლობალური მმართველობისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანიაახალიევროპაარა მისი, რა თქმა უნდა, “აზრი”, რომელსაც არავინ არ ეკითხება, არამედ მისი განლაგება უწყვეტ მერიდიანულ ზონაში ბალტიკიდან შავ ზღვამდე. ეს ზონასტრატეგიული მისადგომია ვრცელი მიმართულებით განფენილევრაზიულ გეოპოლიტიკურ ელიფსთან”.

გამოდიოდა რა ვილნიუსში, 2002 წლის 23 ნოემბერს ლიტვის ნატო-ში ოფიციალურად მიწვევის საკიხთის აღსანიშნავად, აშშ პრეზიდენტმა . ბუშმა წარმოთქვა უმაღლეს ხარისხად მნიშვნელოვანი სიტყვები: “ჩვენ ვიცოდით, რომ დიქტატორთა მიერ დახაზული თვითნებური საზღვრები წაიშლებოდა, და ეს საზღვრები გაქრა. უკვე აღარ იქნება არც მიუნხენი, არც იალტა”. რუსეთში ეს გამონათქვამი ამჯობინეს არ შეემჩნიათ, მაგრამ მასშიაკვინტესენცია ატლანტიკური გეოპოლიტიკისა ძველ სამყაროში. ამერიკის პრეზიდენტის ბაგეთაგან ფორმულაარც მიუნხენი, არც იალტაზედმიწევნით ნიშნავს: აღმოსავლეთ ევროპა ამიერიდან აღარ იქნება გერმანიის ან რუსეთის გავლენის სფეროიგი იქნება აშშ-ის გავლენის სფერო.

. რამსფელდის მიერახალი” (აღმოსავლეთ) ევროპის დაყენებაძველიევროპის საპირისპიროდ (противопоставление) გულისხმობს კონტინენტის გეოპოლიტიკური ცენტრის გადმონაცვლებას აღმოსავლეთით, ნატო- წევრ ახალ ქვეყნებში. ეს გამონათქვამები ავლენენ ვაშინგტონის ღრმა დაკმაყოფილებულობას ანგლოსაქსების XX საუკუნის მთელი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ერთერთი მთავარი მიზნის მიღწევითაღმოსავლეთ ევროპის დაუფლებით, რომლის მნიშვნელობაც დიდებულად გამოხატა გამოჩენილმა რუსმა პოლიტიკურმა გეოგრაფმა . . სემიონოვ-ტიან-შანსკიმ: ეს არის საკვანძო რეგიონიორ ხმელთაშუა ზღვას შორისბალტიისა და შავი ზღვებისა”, და მას, ვინც აკონტროლებს ამ რეგიონს, უზრუნველყოფილი აქვსმსოფლიოს ბატონისროლი.

ორივე მსოფლიო მომი დაცივი ომიცწარმოებდა ბევრწილად აღმოსავლეთ ევროპისთვის; დასავლეთ – “ძველიევროპა გაერთიანებულ იქნა, მათ შორის იმისთვისაც, რათა გაეთქვიფა (растворить) გერმანია და აღმოსავლეთისკენ ნახტომისთვის ტრამპლინის სამსახური გაეწია.


რუსეთის მომავალიეს ევროპის მომავალია

ევროპის გაერთიანება დღეს იქცა ისტორიული განვითარების უდაო იდეალად და ფასეულობად. მაგრამ ეს მიზნები შეიძლება დავაყენოთ აზროვნების სრულიად განსხვავებულ სიბრტყეებში. იმაზე, თუ ისტორიის მომავალ პერიოდში ერთიანობის როგორ იდეას აირჩევენ ევროპა და რუსეთი, ბევრად იქნება დამოკიდებული იმ იდეალების ბედი, რომლებმაც აქციეს ჩვენი ეროვნული ისტორია და კულტურა მსოფლიო ისტორიის მოვლენად, და თავად ჩვენი ბედიცა და როლიც ამ ისტორიაში.

შეიძლება განვიხილავდეთ მსოფლიოსა და ევროპას მხოლოდ როგორც გიგანტურ სამეურნეო საწარმოს, რომელიც საჭიროებს მუდმივ ოპტიმიზაციას. მაგრამ ასეთ გზაზე ისტორიული მემკვიდრეობის ფასეულობა უკვე ვეღარ თამაშობს როლს ტექნოკრატიულ მიზანშეწონილობასთან შედარებით. გიგანტური კიბორგისთვის განსხვავება არ არის მიკროჩიპსა და პლატონს, შექსპირს, გოეთესა და დოსტოევსკის შორის. უნიფორმული სივრცის ამ პროექტში ადგილი არ არის არა მხოლოდ მართლმადიდებლური რუსეთისთვის, არამედ კაცობრიობის არც ერთი დიადი სულიერი და ეროვნული ტრადიციისთვისაც, მათ რიცხვში არც დიადი ევროპული კულტურისთვის.

რუსებისთვის წმინდად მატერიალისტური იდეალი და მიდგომა ნაცნობია, და მათ სხვებზე უკეთ იციან, რომ ის განწირულია. მაგრამ მაქსიმალურ სიდიადეს ევროპამ მიაღწია სწორედ მაშინ, როდესაც მისი ისტორია გახლდათ ადამიანის სულისა და ეროვნული ყოფიერების მიზნებისა და ფასეულობათა ხორცშესხმა, ესე იგი, როცა ის ცხოვრობდაარა პურითა მხოლოდ”. და კომუნისტური და უაღრესად მატერიალისტური სსრკ- ძალმოსილების პიკზე ავიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ომმა მოითხოვა ეროვნული სული და სამშობლოს, მოვალეობის, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ტრადიციულ ფასეულობებთან დაბრუნება.

განა აშკარა არ არის დღეს, რომ სულაც არა რუსეთის დიდმპყრობელობა წარმოადგენდა მუქარას ევროპისთვის როგორც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური და კულტურულ-ისტორიული სიდიდისთვის, და კონსტრუქციული ურთიერთმოქმედების შესაძლებლობისთვისაც კონტინენტზე?

რუსეთისა და ევროპის თანამშრომლობამ დამდვილად შეიძლება მისცეს ორივეს მძლავრი და ამდენად აუცილებელი იმპულსი ქრისტეს შობიდან მესამე ათასწლელის ზღურბლზე. მათ ორივეს სჭირდებათ, რომ რუსეთმა დაიბრუნოს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაწარმომქმნელი ფაქტორის როლი.

როგორც არასოდეს მომწიფდა ევროპაში ურთიერთმოქმედების სრულიად სხვა კულტურულ-ისტორიული პარადიგმა.

განა არ არის დრო რომ ევროპამ უარი თქვას დღეს როგორც არასოდეს ტირაჟირებულ რუსეთის დამამცირებელ ხატებაზე?

ხომ არ გვახალისებს ახალი გამოწვევები, რათა ახლებურად შევხედოთდილემას რუსეთი და ევროპა”? იგი ხომ არ არის წარხოცილი თავად დასავლეთის მიერ.

სწორედ ევროპამ, რომელმაც უკვე ააშენა თავისი სამოთხე დედამიწაზე, მაინც ვერ დააღწია თავი საკუთარ ნიჰილიზმს რუსული ისტორიისადმი, დაურწმუნებლობის გრძნობას მისი უზარმაზარობის, პოტენციური თვითკმარობისა და განსაცდელებში უჩვეულო მდგრადობის წინაშე, ყოფიერების უნივერსალური აზრის მუდმივად დამოუკიდებელი ძიების წინაშე. რუსეთი, მსოფლიოსა და პოსტბიზანტიური სივრცის რადიკალური პარაისლამისტური სტრატეგიების სასარგებლოდ გადანაწილებისადმი თავისი წინააღმდეგობით, საკუთარი თავით იცავს დასავლურ სამყაროს.

ნუთუევროპა რუსეთთან მიმართებაში”, სწორედ ისევე როგორც პუშკინის დროს, “იმდენადვე უმეცარია, რამდენად უმადურიც”?

დაეახალიევროპა თავისიზრდის ეიფორიაშიჯერ თავს იქცევდესნახევრადაზიური მოსკოვეთისა და ცივილიზებული დასავლეთისსახეებითეს ეიფორია იმდენადვე ბუნებრივია, რამდენადაც არადღეგრძელი. დაე ხმაურობდნენ რუსულ სპილოზე რიგა, პრაღა, ვარშავა. მაგრამ მოვიდა დრო, რომ ორივე მხრიდან სერიოზულად დავფიქრდეთ რუსეთის ურთიერთობის თაობაზე გერმანელებთან და ფრანგებთან.

მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირების მიუხედავად, დიად რომანულ-გერმანულ და რუსულ მართლმადიდებლურ კულტურებს გააჩნიათ ერთიანი მოციქულებრივ-ქრისტიანული სულიერი საფუძველი. ევროპელებმა და რუსებმა მოგვცეს ლათინური და მართლმადიდებლური სულიერების უმაღლესი ფორმების მაგალითები, დასავლეთევროპელმა და რუსმამსოფლიო გენიებმა გამოხატეს ღმერთისგან დაშორების (отступления от Бога) ორი განსხვავებული ფორმაცგოეთესეულმა ფაუსტმა ხორცი შეასხა ამპარტავნული (горделивый) დასავლური გონების სკეფსისსა და ეჭვს. დოსტოევსკისეულმა ივანე კარამაზოვმა გამოხატა რუსული ამპარტავნების მგზნებარე გამოწვევა ღმერთისადმი, ვინაიდან ამ ამპარტავნებას არ სურდა შერიგებოდა გარემომცველი ცხოვრების უსამართლობებისა და ცოდვების დაშვებას.

ჩვენ კი სასტიკადაც გვიომია ერთმანეთთან, ეს ნიშნავს, რომ დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავზე ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ევროპის მომავლისა და მისი ერთიანობის ფორმების არჩევისთვის.

ნამდვილი ერთიანობაახალ გამყოფ ხაზებში არ არისისინი ხომ ახალი არაა და ზედმეტად გვაგონებს მრავალსაუკუნოვანიდრანგ ნახ ოსტენის”  კონფიგურაციებს, რომლებიც სლავებს ავიწროვებდნენ (დევნიდნენ) ბალტიისა და შავი ზღვებიდან. მაგრამ კონტინენტურ ევროპას დღეს ეს არაფერს არ აძლევს.

ნამდვილი ერთიანობა არც ევროპის საბჭოს იდეოლოგიური სტანდარტების დიქტატშიაესეც ასევე ახალი არ არისასე მოქმედებდა მესამე ინტერნაციონალი.

ნამდვილი ერთიანობა, რომელსაც შეუძლია მოუტანოს ევროპას აღმავლობა და დამოუკიდებლობაჩვენი გამოცდილებების საყოველთაო თანასწორფასოვნების აღიარებაშია (Пдлинное единство, которое может принести подъём и самостоятельность Европе – в признании вселенской равноценности наших опытов). მომავალიევროპის ყველა ეთნიკური, კონფესიური და კულტურული შემადგენლის: გერმანულის, რომანულისა და სლავურის, ევროპის ლათინურისა და ევროპის მართლმადიდებლურის, ისტორიული მემკვიდრეობისა და შემოქმედების კონსტრუქციულ შეერთებაშია.

ხოლო რუსეთის მომავალი კიეს ევროპის მომავალია.

ნატალია ნაროჩნიცკაია
რისთვის და ვისთან ვომობდით ჩვენ
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 22.05.05

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა


No comments:

Post a Comment