Monday, September 16, 2013

რუსეთის ბუნებრივი რესურსები “უნდა ეკუთვნოდეს კაცობრიობას?”


7 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ თვით რესპექტაბელური ევროპული გაზეთების საერთო ტონიც კი თითქმის არასაკადრისი (უჯერო) გახდა. ცივი ქარი მოსკოვიდან, საერთო რუსეთსა და ევროპას შორის ხდება სულ უფრო ცოტა, რუსეთი გადაჰყავთ სხვა გზაზე, “КГБ-ის გამარჯვებააი დასავლური გაზეთების ყველაზე უფრო მეტად ჯეროვანი სათაურები უკადრისად ორაზროვან რუსულ ღორებთან ერთ რიგში (რუსეთიდან ღორების შესახებ).

გეგონებოდათ, დემოკრატია თანდათანობით ზეიმობს და ქვეყნის პოლიტიკური სცენა მოჰყავს შესაბამისობაში არა მხოლოდ დემოსის ჭეშმარიტ განწყობასთან, არამედ ფინანსური, პროფესიული, მმართველობითი და ინტელექტუალური ელიტებისაც. უწინდელებმა, რომლებმაც ნიჰილიზმის პერიოდში მოასწრეს ხელისუფლებასა და საზოგდოებრივ აზრზე მონოპოლიური გავლენის სტრუქტურული მექანიზმის შექმნა, მხოლოდ ცოტათი უნდა მიიწონ (должны всго лишь немного потесниться). მაგრამ უკვე ესეც კი იწვევს ისტერიულ გააფთრებას. თუმცა კი, დემკრატიული ევროპისთვის უჯეროდ ქცეული ხმაური სახელმწიფო სათათბიროში მოსულინაციონალ-შოვინისტური მჩხიბავების” (Die Welt) საბაბით, აიხსნება სულაც არა დემოკრატიისადმი მუქარით. მით უმეტეს, რომ ისტორიული სტრატეგიის მიმართულება რუსეთში დამოკიდებულია, პირდაპირ რომ ვთქვათ, სულაც არა პარლამენტზე, რაც დასავლეთში ჩინებულად იციან.

დასავლური ანალიტიკის ნებისმიერმა მიმომხლველმა შეამჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ . . პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ტონის სისტემური გასასტიკება დაიწყო უკვე თითქმის ნახევარი წლის წინ, პირდაპირ ბუკინჰემის სასახლეში ტრიუმფალური მიღების კვალდაკვალ.

არ უწევს რა უაღრეს წინააღმდეგობას აშშ- მის ევრაზიულ სტრატეგიაში, რჩება რა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და სულაც არ გეგმავს რა არანაირ კონფრონტაციას, კრემლმა მიუხედავად ამისა გამოავლინა მოქმედებათა გარკვეული ნაკრები, რომელმაც უჩვენა დასავლეთს, რომრუსეთი თავს იყრის” («Россия сосредоточивается»). გამოჩნდა თავდაცვის სამინისტროს შეკვეთა, იზრდება იარაღის ექსპორტი და, ბოლოს, გამოვლინდა დაგვიანებული, მაგრამ წინსვლითი იმპულსი მთავარ ეროვნულ სიმდიდრეზეენერგეტიკულ ნედლეულზე კონტროლის დაბრუნებისკენ. და საქმე აქ სულაც არ არის ბუნებრივი რესურსებით რენტული სარგებლობის კონცეფციაში, რომელიც გადმოცეულია ოპოზიციური პარტიების მიერ.

მსოფლიოს მიმდინარე გადანაწილების ფონზე, რომლის ცენტრშიცაამსოფლიო რესურსებსა და მათთან სამხედრო-სტრატეგიულ მისადგომებზე კონტროლის დამყარება, რუსეთმა, როგორც ჩანს, გაბედა ჩაფიქრებულიყო თავისი მომავლის ორი დაკარგული ბერკეტის შესახებ. ერთიმატერიალური თვისებისააეს არის ბუნებრივი რესურსები. მეორეეს გახლავთ მსოფლმხედველობა, ხოლო ეს კი ნიშნავს, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ნებას ისტორიული ყოფიერების გაგრძელებისკენ. ამ ფაქტორების შეერთებას შეუძლია გამოიყვანოს რუსეთი დაქვეითებიდან, მისცეს მას ზრდის, განვითარებისა და სოციალური ჰარმონიზაციის ინსტრუმენტი. მაგრამ დასავლეთისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი შეძლებს ბუნებრივი ურთიერთობების განვითარებას გარემომცველ სამყროსთან და მოდერნიზაციის პრობლემის გადაწყვეტას არა-ულტიმატურ კონტექსტში, როგორსაც მას დასავლეთი ახვევს თავზე. რუსეთის დაგროვილი მოქმედებები, დასავლელი ექსპერტების შეფასებით, გადადის რაოდენობიდან ხარისხში.

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ რუსეთმა ენერგეტიკის ფაქტორი გადააქცია თავისი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად და აყენებს საკუთარ პოზიციას როგორც ОПЕК-ის ალტერნატივას, რომლისთვისაც აშშ თავისი ერაყული ეპოპეის შედეგად ისურვედა ხელიდან გამოეგლიჯა საჭე იმ კარტელისა, რომელიც მონოპოლიურად არეგულირებს ფასებს. დასავლეთში უეცრად გაიცნობიერეს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან დიალოგს ენერგეტიკის საკითხებში, რომელიც დაიწყო რუსეთმა აშშ-თან, ევროკავშირთან და აზიელ პარტნიორებთან, შეუძლია პერსპექტივაში მსოფლიო პოლიტიკაში აღადგინოს მისი სტატუსი დიდი დერჟავისა, როგორსაც იგი უკვე აღარ წარმოადგენს, როგორც ისტერიულად დაჟინებით აცხადებს Die Welt. საბჭოთა ხანაში გაზის მოწოდება ევროპაშიცივი ომისთვით ყველაზე უფრო სუსხიან პერიოდებშიც კი არასოდეს ეჭვის ქვეშ არ დამდგარაისტერიულად არისხებს ზარებს Die Welt – იქნება თუ არა ასე დღეს”?

თუკი გაზის სექტორში მთლიანობაში შენარჩუნებულ იქნა სახელმწიფო საკუთრება, რაც საშუალებას აძლევს რუსეთს იყენებდეს ამ მთავარ რესურსს თავის ეკონომიკურ კურსში და მსოფლიო პოლიტიკის ინსტრუმენტის სახით, სრულებით სხვა ვითარება ჩამოყალიბდა ნავთობის დარგში. 90-იან წლებში იგი თითქმის მთლიანად იქნა პრივატიზებული კანონების აშკარა დარღვევითა და შეფასებითი კრიტერიუმების არცთუ აშკარა, მაგრამ ადვილად დამტკიცებადი მრავალჯერადი დაქვეითებით და აღმოჩნდა იმ ადამიანთა არცთუ დიდი ჯგუფის ხელში, რომლებსაცოლიგარქებსუწოდებენ. რატომ აღიმართა დასავლეთი მთასავით . ხოდორკოვსკის დასაცავად, და ინვესტიციების კრახით იმუქრება?

კლიშედ ქცეული ტერმინიოლიგარქისაჭიროებს დაზუსტებას. ოლიგარქიაბერძნულიდან თარგმანშიეს არისცოტათა ძალაუფლება” («власть немногих»). სხვადასხვა დროს ამისთვის იყო სხვადასხვა საფუძვლებიდიდგვაროვანი წარმოშობა, ფეოდალური მფლობელობა და . . დღეს ძალაუფლების დამყარების შესაძლებლობას იძლევა ფულები, უფრო სწორედფულების მთავარი წყარო. დღეს ეს გახლავთ საკუთრება ენერგეტიკულ რესურსებზე. მაგრამ ოლიგარქიულად მაინც იწოდება არა ყოველი მსხვილი კაპიტალი, არამედ მხოლოდ ის, რომელიც, სარგებლობს რა ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტებით, ქვეყანას თავს ახვეს თავის ან უცხოურ პოლიტიკურ პროექტს.

სწორედ . ხოდორკოვსკის, როგორც გახსნილად წერს ევროპული პრესა, ემყარებოდა რა ძალებს რუსეთის გარეთ, გამოჰქონდა საკუთარი ნავთობსადენების მშენებლობისა და სხვა კომპანიებთან შერწყმის პრიექტები, მათ რიცხვში უცხოურებთანაც. დაბოლოს, სწორედ მან დაიწყო მრავალმილიარდიანი უკანონოდ მიღებული რუსეთის კოლოსალური ეროვნული სიმდიდრის გაყიდვების გეგმის განხორციელება საზღვარგარეთ. საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების სპეციალისტი რუსეთის საკითხებში, . რარი, აღიარებს, რომ ხოდორკოვსკი სულ უფრო მეტად გადაიქცეოდა ამერიკული ეკონიმიკური ინტერესების გამტარად რუსეთში, ხოლო მისი საქმიანობა კი პერსპექტივაში ნიშნავდა სხვას არაფერს, თუ არა მთელი ციმბირული ნავთობის ინტერნაციონალიზაციას.

ის, რომ რუსეთმა ეს შეიგნო დათავი მოიყარა” («сосредоточилась»), არის კიდეც უმსგავსი სენტენციების მიზეზი სახელმწიფო სათათბიროში მოსული ნაციონალ-შოვინისტური მჩხიბავების შესახებ. მაგრამ არა მათკენ, რომლებიც მცირე გავლენას თუ ახდენენ რაიმეზე, არამედ გაცილებით უფრი მაღლა და შორს არის მომართული ეს ჭეშმარიტადყინულოვანი ქარიდასავლეთის მხრიდან, რომელიც ისურვებდა სამუდამოდ ამოეღო რუსეთის კონტროლიდან მისი მთავარი სიმდიდრე და გადამწყვეტი ფაქტორი მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და, ეს კი ნიშნავს, ისტორიული მომავლისაც. გულუბრყვილობაა ვფიქრობდეთ, რომ ამის მიღწევის პირველი მოსინჯვა ირიბიკანონიერიგზითპრვატიზაციისადაბაზრისმეშვეობით, თუკი იგი ჩავარდება, უკანასკნელი იქნება. როგორც ჩანს, ახალი ეტაპი უკვე დადგა.

NOTA BENE: მსოფლიო საზოგადოებრივ აზრსა და იურიდიულ შეგნებაში უკვე ჩაგდებულია თეზისი: რესურსები უნდა ეკუთვნოდეს არა ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელ კაცობრიობას, ხოლო მათით სარგებლობა კი უნდა იყოს გლობალური კონტროლის ქვეშ...

სინამდვილეში ასეთი პროგრამა უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მხოლოდ დღეს გამოაქვთ იგი ღიად განსახილვებად. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში როტშილდის სახლის ხელმძღვანელობით ჩატარებულ იქნა კვლევები, რომლებიც ამბობდა, რომ დედამიწის რესურსებსა და ვარგის ტერიტორიებს შეუძლიათ 10 მლრდ.-მდე მოსახლეობის ატანა. დღეს კი, მხოლოდოქროს მილიარდსშეუძლია ცხოვრების გაგრძელება მომხმარებლურ ცივილიზაციაში ცხოვრების მუდმივად მზარდი დონითა და მთელი მსოფლიო გარემოს დასაშვებ ზღვრამდე დაბინძურებით. რჩეულთა ამ წრესთან სხვა ხალხების თანამონაწილეობა დღეს უკვე ძირს უთხრის ბუნებრივი რესურსებისა და ატმოსფეროს წონასწორობის საფუძვლებს. ამიტომ რუსეთს თავს ახვევენ კიოტოს ოქმს, ხოლო საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლის განვითარება კი მიმართულია მხოლოდ და განსაკუთრებით მსოფლიო რესურსებზე გლობალური კონტროლისთვის იურიდიული მექანიზმის შესაქმნელად.

ზედმეტი არ იქნებოდა გაგვეხსენებინა, რომ გაერო- წესდების შემუშავების მომენტში ოფიციალური პროექტების გარდა საბჭოთა უწყებას თავზე დააყარეს მსოფლიოს იდეალურად მოწყობის მრავალრიცხოვანი პროექტები ინგლისისა და აშშ-ისფილანთროპიულისაზოგადოებებიდან. მათი მარცვალი გახლდათ ცხოვრების ერთიანი სტანდარტებისდამკვიდრება”, გარანტირებული კოლექტიური ძალის გამოყენების მუქარით, რომლებიც ვითომდა უზრუნველყოფდნენ მარადიულ მშვიდობას. პროექტი საერთაშორისო დიპლომატიური აკადემიის სახელით დარეფერატიმარადიული მშვიდობის შესახებ”, რომლებიც ინახება რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის არქივში, უკვე 1945 წელს გვთავაზობდნენ მსოფლიოს აშენებას ხალხების ცხოვრების რეგლამენტაციით, და ქვეყნებს დიდი შემოსავლით, ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპებით ექნებოდათ მეტი უფლებები, ვიდრეწარუმატებლებს”. ამისთვის ნავარაუდევი იყო პროცედურა სახელმწიფოთა საზღვრების, ტერიტორიებისა და რესუსებით სარგებლობის პერიოდულად გადასინჯვისთვის, “წარმატებულობისდა მიხედვით, რომელიც ასევე განსაზღვრავდა ხმების რაოდენობასაც ნავარაუდევ ორგანიზაციაში.

კონსტრუქციული მშვიდობის პირობის სახით, აგრესიის წარმომშობი ფაქტორები უნდა ყოფილიყო მოხსნილი ხალხების დაკმაყოფილების გზით. რა თქმა უნდა, ერთთა დაკმაყოფილებისთვის დანარჩენებს უარი უნდა ეთქვათ იზოლირებულად ან მხოლოდ საკუთარ ნტერესებში მოქმედებების უფლებაზე იმ საკითხებში, რომლებიც შეეხება მთლიანობაში კაცობრიობის კეთილდღეობას და საზოგადოებრივ და ეროვნულ ცხოვრებაში დაქვემდებარებოდნენ საერთაშორისო მმართველობასა და მარადიული სტანდარტების პრინციპებს. (АВП РФ).

დასავლეთის – “ოქროს მილიარდის” – არსებობის დონის შენარჩუნების პირობების ოპტიმიზაციისთვის საჭიროა მკაცრი კონტროლი ნედლეულის წყაროებზე, საჭიროა უზარაზარი სივრცეები, დახურული დასავლური მეურნეობისა და კონტროლისთვის, რომელთა პოტენციალიცტოტალიტარულისსრკ-ის დროს არა მხოლოდ ხელმიუწვდომელი იყო, არამედ სტრატეგიულ მეტოქესაც კი ემსახურებოდა.

შეზღუდვები, გეოპოლიტიკური მარწუხები, რომლებიც მჭიდროვდება XVI საუკუნიის მოსკოვეთის გარშემო, და უკვე არაკომუნისტური რუსეთის საშინაო ცხოვრებაში მკაცრი მითითებები (ბრძანებები) საკმარისად აშიშვლებენ დასავლეთისანტიბოლშევიკურილაშქრობისა და მისი რუსული ავანგარდის არსს, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გამოდიოდა მარქსიზმის სახით, ხოლო მის დასასრულს კი ლიბერალიზმის ტოგაში. ბილდებერგერთა კლუბსა და სამმხრივი კომისიას, საგარეო ურთიერთობათა ამერიკულ საბჭოს მშვენივრად ჰქონდათ შეგნებული, ათწლეულების განმავლობაში სტრატეგიული ამოცანაჩაერთოთ რუსეთის პუტენციალი საკუთარ მიზნებში. ვინაიდან ეგრეთ წოდებულიმდგრადი განვითარებისთვის” XXI საუკუნეში აუცილებელია შემდეგი ფაქტორების სავალდებულო, მაგრამ დასავლეთისთვის უკვე შეუძლებელი შეხამება: სრული უზრუნველყოფის საკუთარი რესუსრები; სამხედრო ძლიერება, რომელიც გამორიცხავს სხვათა მიერ ხელის აღმართვას ამ რესურსებზე; ეკონომიკა, რომელიც მაქსიმალურადაა დამოუკიდებელი გარედან მოწოდებებისგან; მოსახლეობის მაღალი საგანმანთლებლო დონე და სამეციერო კვლევების სრული ციკლი; მოსახლეობის ძალიან მაღალი სიჭარბის არარსებობა (неперенаселённость) და შთამბეჭდავი ტერიტორია, მოხმარებისა და მოხოვნილებათა შედარებით არცთუ მაღალი მიმდინარე დონე, პოზიტიური პოტენციალი პლანეტაზე ადამიანისადმი არდაქვემდებარებული ცვლილებების ჭრილში (დათბობა).

მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი ასეთი ქვეყანარუსეთს თვით XX საუკუნის ექსპერიმენტების შემდეგაც კი გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ აგრძელებდეს დამოუკიდებელ განვითარებას მსოფლიო ისტორიაში როგორც დასავლეთის თანაბარი (равновеликая) სულიერი, კულტურული, გეოპოლიტიკური ძალა. სამწუხაროდ მართლდება . ილინის ყველაზე უფრი მწარე მსჯელობები იმის შესახებ, რომ სწორედ ასეთი რუსეთი არ სჭირდება დასავლეთს, ისევე როგორც მისი პროგნოზები კულისებსმიღმა ბოროტისმსურველთა მიმართებაში, რომლებსაც სჭირდებათ რუსეთი შემცირებადი პოტენციალით, რისთვისაც ისინი გააგრძელებენ რუსების ცდუნებას ყველაფრით, რასაც მოაქვს ქაოსი და ნგრევა, და დაუყოვნებლივ დაადანაშაულებენ მათ მოჩვენებითიმპერიალიზმში”, “ფაშიზმში”, “რეაქციულობასა და ბარბაროსობაშინებისმიერი წინააღმდეგობისას.

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 17.12.2003

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა


No comments:

Post a Comment