Sunday, April 7, 2013

დემოკრატია, ლიბერალიზმი და ადამიანის უფლებები



Иные, лучшие мне надобны права,
Иная, лучшая потребна мне свобода.

(А. С. Пушкин)


2005 წლის 27 მაისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ თითქმის ერთსულოვნად დაამტკიცა ახალი საპარლამენტო სტრუქტურა – საპარლამენტო “კომისია ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების უზრუნველყოფის პრაქტიკის შესწავლისა და უცხოურ სახელმწიფოებში მათ უზრუნველყოფაზე კონტროლის” საქმეში.

მსგავსი სტატუსის მქონე ორგანოს შექმნა განსაზღვრული ინსტიტუციონალური და ფინანსური შესაძლებლობებით – უკვე დიდი ხნიდან მომწიფებული აქტია, რომელიც გამართლებულია უკვე აშკარა, ზედაპირზე მდებარე ამოცანით – თანამემამულეთა და რუსულენოვანი მოსახლეობის გათელილი უფლებების დაცვით ბალტიისპირეთსა და ისტორიული რუსული სახელმწიფოს სხვა ყოფილ ნაწილებში.

მეორეს მხრივ, კომისია, გამოიყენებს რა საპარლამენტო კავშირებსა და ბერკეტებს, შეძლებს სხვა ქვეყნების პოზიტიური საკანონმდებლო და სამართალგმოყენებითი გამოცდილების განზოგადებასა და სისტემატიზაციას, ადამიანის უფლებათა სფეროში წარმატებისა და წარუმატებლობათა თავად კრიტერიუმების ჩამოყალბების გამოკვლევას ისტორიულ და სოციო-კულტურულ კონტექსტთან კავშირში. ეს შეძლებს დაგვეხმაროს არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის ხასიათისა და მიზეზების ანალიზში ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში რუსეთში. დროა ფართო იურიდიულ და სოციოლოგიურ ველზე გამოვიკვლიოთ, თუ რამდენად მომდინარეობს რუსული არასრულყოფილებანი საკანონმდებლო ხასიათის ცოდვებიდან, ან იმყოფება სამართალგამოყენებით სფეროში, რომელიც უკვე მეტი ხარისხით არის დაკავშირებული სამართლებრივი შეგნების საფუძვლებთან, პოლიტიკურ და ზოგად კულტურასთან.

მაგრამ დიდი ხანია მომწიფებულია სხვა განმაზოგადებელი და ანალიტიკური სამუშაოც ამ სფეროში. საზღვარგარეთ დიდი ხანია რაც მოქმედებს ასობით მუდმივი და სპეციალური ორგანო და კომისია, საზოგადოებრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლებიც დაკავებული არიან მხოლოდ და განსაკუთრებით (исключительно) სიტუაციის შესწავლით ადამიანის უფლებათა სფეროში სხვა ქვეყნებში და წარადგენენ თავიანთი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თავიანთ მოხსენებებსა და მსჯელობებს.

საერთაშორიო ურთიერთობათა ბიპოლარული სისტემის დაშლისა და ძალთა ბალანსის დარღვევის შემდეგ, რომელიც თვით უძლიერეს დერჟავებსა და მათ ბლოკებსაც კი აიძულებდა, რომ მიჰყოლოდნენ კლასიკურ საერთაშორისო სამართალს, უფლებადაცვითი თემატიკა ძალზედ სწრაფად გადაიქცა დაუფარავი პოლიტიკური ზეწოლის მძლავრ ინსტრუმენტად საერთაშორისო ურთიერთობებში. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ერთი რიგი მათგან, რომლებიც უწინ საერთოდ არანაირი გავლენის მქონენი არ ყოფილან, გადაიქცნენ თვითგამოცხადებულ არბიტრებად, რომლებიც არიგებენ “სიმწიფის ატესტატებს” ცივილიზებულობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის გავრცელების საბაბით აღესრულება ჰუმანიტარული ინტერვენციები, პრევენციული დარტყმები მიეყენება სუვერენულ ქვეყნებს. საერთაშორისო სამართალი, რომელიც დაფუძნებულია ერი-სახელმწიფოების სუვერენობის იდეაზე 1648 წლის ვესტფალიის ზავის დადების დროიდან, მალე გადაიქცევა “არასაჭირო საგნების ფაკულტეტად”.

რუსეთმა, რომელმაც რკინის ფარდის უკანიდან გამოსვლისას გამოაცხადა “მსოფლიო ცივილიზებულ საზოგადოებრიობაში შესვლის” დოქტრინა, ამით მეტად შეუწყო ხელი დასავლეთის მიერ ამ სფეროში საკუთარი თავის ერთადერთ “მაჩვენებელ თითად” თვითგამოცხადებას. დეკლარირებულმა კაპიტულაციამ “დასავლურ ფასეულობათა” წინაშე, როგორც “ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისა”, მისცა დასავლეთს უფლება, რომ თავს გვახვევდეს ადამიანის უფლებათა ლიბერალურ განმარტებას ერთადერთი უნივერსალური კრიტერიუმის სახით. ამის შედეგად იქცა ევროპის საგარეო პოლიტიკის უჩვეულო იდეოლოგიზაცია და მესიანიზმის მკვეთრი ამოშხეფვა (აფეთქება, всплеск) აშშ-ის საგარეოპოლიტიკურ იდეოლოგიაში, რომელმაც ულტრალიბერალურ უნივერსალისტურ როტორიკასთან შეაერთა “გამომსყიდველი ერის” კალვინისტური რელიგიური იდეა და “ღვთაებრივი წინასწარდანიშნულების” დოქტრინა, რომლებიც ჯერ კიდევ თეოდორ რუზველტის უხეში იმპერიალიზმის ხანაში ღიად ამართლებდნენ ექსპანსიას.

დასავლეთის ფასეულებრივ პოლიტიკურ ველში ჩათრევამ განსაკუთრებით შეავიწროვა რუსეთის პოლიტიკური შესაძლებლობები საერთაშორისო არენაზე, ხოლო საზოგადოების შიდაპოლიტიკური განვითარებისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის სფეროში კი ადგილი არ დაუტოვა საკუთარი კულტურისა და ეროვნული ტრადიციის საძირკველის შენარჩუნებას. პოსტსაბჭოთა ეპიგონობამ წარმოშვა მითი, ვითომდა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მოდერნიზაცია, რომელსაც ასე უდაოდ საჭიროებდა რუსეთი, შესაძლებელია მხოლოდ ტოტალური (საყოველთაო) ვესტერნიზაციის დროს, რომელიც ქმნის ჩვენი ცივილიზაციის აზრწარმომქმნელი ბირთვისა და ისტორიული შემოქმედებისადმი თავად იმპულსის განადგურების მუქარას.

იმ დროიდან რუსეთი იმყოფება გასატყეპი ბიჭის მდგომარეობაში, რომელიც დაჟინებით, მაგრამ წარუმატებლად მოითხოვდა დამამცირებელ გამოცდას ცივილიზებულობაზე. დასავლეთი კი იყენებს უფლებადაცვით პრობლემატიკას არა მხოლოდ იდეოლოგიური ზეწოლისთვის არაკომუნისტურ რუსეთზე (ეს მხოლოდ ინსტრუმენტია), არამედ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვისაც. და ეს ზეწოლა მრავალჯერადად გაიზარდა კომუნისტურ სსრკ-ზე ზეწოლასთან შედარებით. როგორც კი რუსეთმა დაიწყო “თავმოყრა”, თავის კულტურულ და რელიგიურ-ფილოსოფიურ საფუძვლებთან დაბრუნება, თვითაღდგენისა და გაძლიერების ფორმების ძიება, თავის რესურსებზე კონტროლის აღდგენა, მას დაუწყეს ბრალის დადება დემოკრატიისგან და პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებებისგან უკანდახევაში.

გვიხდება იმის აღნიშვნა, რომ რუსეთის ის იდეოლოგიური ელიტა, რომელმაც “ახალი აზროვნებით” აღტაცებაში ტოტალიტარიზმთან და არათავისუფლებასთან დამშვიდობების დროშით ჩააბარა რუსეთის პოზიციები, ამ დრომდე მიიჩნევს “არაცივილიზებულად” იმას, რომ თუნდაც სუსტად გამოვიდეს (გამოთქვას, возражать) უკვე არა რუსული დიდმპყრობელობის განადგურების წინააღმდეგ, არამედ თავად რუსული ისტორიული პიროვნებისაც მის სულიერ განსაზღვრებებში.

წინააღმდეგობა მისთვის – ეს არის “ტოტალიტარიზმთან” დაბრუნება, ხოლო ეროვნული ღირსების, კულტურის, ისტორიის ნებისმიერი ცადვა კი – “რუსული ფაშიზმია”. მაგრამ მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს ამ კლიშეს უკან საუკუნოვან დასავლურ ფობიებს რუსეთთან და მართლმადიდებლობასთან მიმართებაში, რომლებიც იმოსებიან სხვადასხვანაირი სამოსით, მაგრამ ერთიანი გახლავან პაპისეული რომისა და ვოლტერისთვისაც, დე კიუსტინისა და კ. მარქსისთვისაც, ლენინისთვისაც ტროცკისთან ერთად, ასევე მოსკოველ ლიბერალთა კერპებისთვისაც ა. სახაროვის, ვ. ნოვოდვორსკაიას, ლიბერალურ იმპერიათა ელექტროფიკატორებისა და ტრუბადურებისთვისაც – “ცარიზმი”, “რუსული იმპერიალიზმი”, “ფილოთეოსობა”, “ბიზანტიური სქიზმა”, “ვარიაგების ბარბაროსობა” და “მონობისადმი სიყვარული”.

მაგრამ რუსეთის პრობლემები მხოლოდ ასახავს (აირეკლავს) საერთო ტენდენციას მსოფლიოში. ახლანდელი დასავლური ლიბერალური პროექტი მსოფლიო გლობალური ზესაზოგადოებისა გლობალური მმართველობის ქვეშ ყველა ცივილიზაციისთვის ადამიანის უფლებათა მებრძოლ-ლიბერალური განმარტებით (с воинственно-либеральным толкованием прав человека для всех цивилизаций), გამოწვევას ესვრის არა მხოლოდ მართლმადიდებლურ რუსეთს, არამედ კაცობრიობის ყველა დიდ კულტურულ და ეროვნულ ტრადიციასაც.

თავდაპირველად მსგავსი ტენდენცია წარმოიშვა როგორც მსოფლიოს (ქვეყნის) “სამართლიანი” მოწყობის იდეის (идей «справедливого» мироустройства) უნივერსალისტური ხასიათის გამოვლენა, რაც გახლდათ პროგრესის ფილოსოფისა და დასავლური განმანათლებლობის მიერ ნაშობი. მათი ორი ნაშიერი იყო როგორც კომუნიზმი, ისე ლიბერალიზმიც – ბიძაშვილები, და არა ანტიპოდები. შევნიშნავთ, რომ ორივე დოქტრინა ქადაგებს მსოფლიოს მოძრაობას ერთიან საზოგადოებრივ იდეალამდე და გლობალურ ზესაზოგადოებამდე ერთიან პოლიტიკურ და ფასეულებრივ სტანდარტებზე.

პრინციპული იმპულსი ამ ტენდენციამ მიიღო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი უნივერსალისტური ორგანიზაციის – გაერო-ს შექმნასთან დაკავშირებით. გაერო-ს წესდებაში პირველად მიიღო ხორცშესხმა თავად იდეამ ზოგადად აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ურთიერთობებში არა მხოლოდ სახელმწიფოებს შორის, არამედ სახელმწიფოთა შიგნით ადამიანებს შორისაც, რომელთა აღიარება და დაცვა იქცეოდა პირობად და შევიდა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებში. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გაერო-ს წესდება ადამიანის უფლებათა გამოცხადებასა და დაცვას აკავშირებს (увязывает) საერთაშორისო სამართლის ისეთ ძირითად პრინციპებთან, როგორებიცაა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობა და მათი სუვერენული თანასწორობის აღიარება. გაერო-ს წესდება გვაძლევს ადამიანის ძირითად უფლებათა შეთანხმებულ ჩამონათვალს, არ აძლევს რა მათ შინაარსობრივ განმარტებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა სხვადასხვა კულტურათა საფუძვლებთან (საყრდენებთან, устои). აშკარაა, რომ ეს არ არის შემთხვევითი, ვინაიდან უფლებათა შინაარსის განმარტება დიდად არის დამოკდებული სხვადასხვა ცივილიზაციათა ფასეულებრივ კრიტერიუმებზე.

მაგრამ უნივერსალიზმის იდეამ წარმოშვა ორგანიზაციის განსხვავებული ტიპიც – ეს გახლავთ ევროპის საბჭო – განსაკუთრებულად იდეოლოგიური ორგანიზაცია, შექმნილი საერთაშორისო სამართლის, ესე იგი ხალხებს შორის სამართლის ტრანსფორმაციისთვის “მსოფლიოსამოქალაქო” ანუ “მსოფლიო სამართლად” (в «мирогражданское» или «мировое право», /World Law/). მისი დღევამდელი როლი გვიმტკიცებს, რომ მასში “უკეთეს” დროებამდე შეკრებილ იქნა მსოფლიოს მართვის ვერშემდგარი (ვერგამოსული, неудавшиеся) უნივერსალისტური პრეტენზიები “მარადიული” სტანდარტების საფუძველზე, რომელთაც ფესვები გააჩნიათ წარსულის კოსმოპოლიტურ და ანტიქრისტიანულ სწალებებშიც კი. ამ მკვებავი ბულიონიდან ამოიზარდა “მსოფლიოს მოქალაქთა” აზროვნების მთელი კულტურა. ევროპის საბჭო აშკარად შეიქმნა როგორც სტრატეგიული რეზერვი და დიდი ხნის მანძლზე პრაქტიკულად რჩებოდა იმ ორბიტის ფარგლებს გარეთ, რომელშიც ბრუნავდა მსოფლიო პოლიტიკის მთელი სერიოზული პრობლემები და ასპექტები. სანამ მსოფლიოში დომინირებდა კლასიკური საერთაშორისო სამართალი და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, და გავლენიანი ძალები ახდენდნენ მათ გარანტირებას, ეს ორგანო ვერ თამაშობდა ვერანაირ როლს საერთაშორისო პოლიტიკაში. მაგრამ როგორც კი შეგნების იდეოლოგიურმა მომზადებამ ნება მისცათ, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ერი-სახელმწიფოს სუვერენიტეტი, და სვლა მიეცათ (продвигать) გლობალური მართვისა და ზეეროვნული (наднациональные) სტრუქტურების “არბიტრაჟის” იდეისთვის, დაუდგა მომენტი ევროპის საბჭოსაც.

ევროპის საბჭოს საქმიანობასა და მის კონცეფტუალურ ბაზაზე შიგნიდან დაკვირვება ეჭვს არ ტოვებს, რომ მასში დომინირებს სხვა არაფერი, თუ არა ფილოსოფიური აზრის უკიდურესად მემარცხენე ლიბერალური მიმდინარეობა და ურელიგიო და უეროვნულო სტანდარტების დამკვიდრების თითქმის ტროცკისტული მესიანიზმი. ევროპის საბჭოს საპროგრამო დოკუმენტებში არც ერთხელ არ გამოიყენება ტერმინი სუვერენიტეტი.

რუსეთში თითქმის უცნობია, თუ რამდენად დამამცირებელი კრიტიკისა და სარკაზმის ქვეშ იმყოფებიან ევროპის საბჭო და მსგავსი პანევროპული “არბიტრები” ევროპელ ინტელექტუალ-კონსერვატორთა მხრიდან, რომლებიც შესაძლოა იყვნენ კიდეც ჩვენი მოკავშირენი და თანამუშაკნი (соработники) განსხვავებული მიდგომების შემუშავებაში, რომლებიც მომწიფდა, განსაკუთრებით ევროპული კონსტიტუციის ჩავარდნის ფონზე საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგად. ამ მოვლენის შეფასებანი მეტად ზედაპირულია. საქმით კი ეს გახლავთ შეგნებული და ინტიუტიური წინააღმდეგობის ასახვა (отражение) როგორც თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის დაკარგვისადმი, ეროვნული იდენტიტეტის გათქვეფისადმი, ისე ნეო-ლიბერალური “ტოტალიტარიზმის” ჩამოცილებაც, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრების “გაღმერთების” პარადოქსულ სინთეზს სოციალურ და საწარმოო სფეროში ხისტ რეგლამენტაციასთან და ტოტალურ ბიუროკრტიზაციას.

ამ პროექტში არ არის ადგილი დიდი ევროპული კულტურისთვისაც, სადაც – გმირს წარმოადგენს “ხორცშესხმული მოვალეობა”, ნაშობი სულაც არა ადამიანის უფლებათა და “სამოქალაქო საზოგადოების” კონცეფციის მიერ, არამედ ქრისტიანულ ფასეულობათა მგზნებარე დამამკვიდრებლად. ისტორიის სუბიექტი XXI ასწლეულის ლიბერალიზმში გახლავთ უკვე არა ერი (ნაცია) ყოფიერების საერთო მიზნებითა და ფასეულობებით, საერთო წარმოდგენებით კეთილისა და ბორიტის შესახებ, ცოდვისა და დანაშაულის შესახებ, რომელიც წარმოშობს კულტურას როგორც სულის მიერ ნაშობს, არამედ, ვითომდა აბსტრაქტული ინდივიდი – homo globalis, თავისუფალი რომელიმე რელიგიურ და ეროვნულ ფასეულობებთან ასოციაციისგან. ამ ტენდენციის სახიფათობა შენიშნულ იქნა გამოჩენილ ადამიანთა მიერ (выдающимися умами) რუსეთსა და ევროპაში ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში – ფერეროს, შპენგლერის, კ. ლეონტიევის მიერ. ეს უკანასკნელი დიდი სკეფსისით წერდა შესახებ “ევროპისა, რომელიც თავად ანადგურებს საკუთარ თავში ყოველივე დიადს, ნატიფსა და წმინდას”.

სწორედ ამიტომ დიდი ხანია მომწიფდა შეტევითი ტაქტიკა და კონცეფტუალური სამუშაოც ადამიანის უფლებათა სისტემატიზაციასა და ტიპოლოგიაში. სულიერი კრიტერიუმების აღმაფრენის, წინსვლისა და შემდგომი დეგრადაციის ისტორიული გამოცდილების განზოგადება ისტორიულ კონცეფციათა შემუშავებაში, აგრეთვე კულტურული კონტექსტის როლის ანალიზი ადამიანის უფლებათა სფეროში საშუალებას მოგვცემდა შეგვემუშავებინა ადამიანის უფლებათა კატეგორიების შედარებითი გამარტების არარსებული მეთოდოლოგია შეგნების რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლების-და მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციებში.

ზემოთქმულთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ დასავლური გამოცდილება, ევროპული პოლიტიკური და ზოგადი კულტურა – მემკვიდრეობითია, რომელიც არ არის შეწყვეტილი რუსული რევოლუციის მსგავსი მასშტაბების მქონე რევოლუციებით, და იგი იძლევა უზარმაზარ მასალას ღრმა შესწავლსთვის. აბსურდული იქნებოდა უარი გვეთქვა ევროპისა და მთლიანობაში დასავლეთის უზარაზარ მიღწევებზე ადამიანის უფლებათა სფეროში, შეგნების დემოკრატიზაციასა და მათ დაცვის ეთიკაში ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით.

მაგრამ რათა ეს უდაოდ დადებითი გამოცდილება რუსეთის ნიადაგზე განვავითაროთ, ამისთვის აუცილებელია ნათლად წარმოვიდგინოთ კულტურულ-ისტორიულ კონტექსტი და უწინარეს ყოვლისა ვიმუშაოთ რუსეთში საზოგადოების ზოგადი ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის, რომელიც შეუძლებელია მისი ეროვნული და რელიგიური ფასეულობების აღდგენის გარეშე, უწინარეს ყოვლისა მართლმადიდებლურის – რომლებიც ატარებენ მკაფიო წარმოდგენას ცოდვისა და სათნოების შესახებ, განსაზღვრავენ ადამიანის ნების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს სამოქალაქო პოლიტიკური თავისუფლებების ქონასა და მათ რაობაში მოთხოვნილების საფუძველს, და ამასთანავე აღზრდიან პიროვნების უნარს თვითმოზღუდვისკენ, რის გარეშეც შეუძლებელია ჭეშმარიტი მოქალაქეობრიობა და სხვა ადამიანის უფლებათა პატივისცემა.

უმნიშვნელოვანესი კონცეფტუალური და მეთოდოლოგიური ეტაპი იქნებოდა ადამიანის უფლებათა გაგების საკითხში ნამდვილად დემოკრატიული მიმართულების გამოყოფა თანამედროვე ლიბერალიზმის “ფასეულებრივი ნიჰილიზმის” ლიბერალურ-ტოტალიტარული თავსმოხვევისგან. იგი გადაგვარდა ლიბერტარიანობაში – პიროვნების ღმერთისგან სრული ავტონომიურობის იდეის უკიდურეს ფორმაში. ამ სტადიისთვის დამახასიათებელია კავშირის დაკარგვა თავიდან ზნეობრივ ფასეულობებთან, რომლებიც პირდაპირ მომდინარეობს რელიგიური ფასეულობებისგან, შემდეგ კი – ეროვნულ, და ოჯახურ ფასეულობებთანაც. ამიტომ აუცილებელია დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ცნებათა გამიჯვნა, რაც უკვე დიდი ხანია მომწიფებულია, მაგრამ რასაც ტოტალურად უარყოფენ პოსტსაბჭოთა ლიბერალ-მედასავლეთენი.

მნიშვნელოვანია ასევე წარმოვიდგენდეთ ადამანის უფლებათა ისტორიასა და კლასიფიკაციას. პოლიტოლოგიაში, სოციოლოგიაში, აგრეთვე პოლიტიკურ სწავლებებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ მეცნიერებაში არსებობს ადამიანის უფლებების სამ თაობად დაყოფა.

ადამიანის უფლებათა პირველი თაობა – ეს არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები – სქესთა თანასწორობა, სინდისის, რწმენის აღმსარებლობის, სიტყვის, შეკრებებისა და პოლიტიკურ გაერთიანებათა თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა, საცხოვრებლის ხელშეუხებლობა, არასანქცირებული დაპატიმრების დაუშვებლობა და მათი მსგავსი. ეს უფლებები დამკვიდრდა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ აბსოლუტიზმის, დესპოტიის, კათოლიკური ეკლესის მიერ ბოროტად გამოყენებათა, სასამართლოს წინაშე წოდებათა უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მონაპოვართ გააჩნიათ უდაოდ გარდაუვალი ფასეულობა და დიდი ხანია იქცნენ საყოველთაო უფლებებად, ისინი ჩართულია გაერო-ს წესდებაში.

მეორე თაობა – ეს არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ისინი დამკვიდრდა XX საუკუნეში და არ შეიძლება არ ვაღიარებდეთ, რომ მათმა გამოცხადებამ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის შემდეგ წაახალისა დასავლეთის ქვეყნებიც რომ ამ გზით წასულიყვნენ. ეს არის ისეთი უფლებები, როგორიცაა უფლება შრომაზე, საცხოვრებელზე, გაწეული შრომის თანაბარ ანაზღაურებაზე, დისკრიმინაციის დაუშვებლობა სქესის, რასის, ეროვნების, ასაკის მიხედვით, ბავშვის შრომის აკრძალვა ან შეზღუდვა, ნორმირებული სამუშაო დღე, პენსიები და სამედიცინო დახმარება. XX საუკუნე იძლევა მუდმივ იმპულსს ადმიანის უფლებათა ამ კატეგორიის შემდგომი სრულყოფისთვის.

ადამიანის უფლებათა ეს ორი თაობა შევიდა გაერო-ს წესდებაში, ადამიანის უფლებათა 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციაში, აგრეთვე ადამიანის უფლებათა შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტებში. უნდა აღინიშნოს, რომ პაქტების შინაარსის შეთანხმებამ დაიკავა 18 წელიწადი, რაც ასახავს ერთიანი მიდგომებისა და ჩამონათვალის გამომუშავების სირთულეს, რომ არაფერი ვთქვათ უკვე კრიტერიუმების შესახებ მსოფლიოს ამდენად განსხვავებული ცივილიზაციების, აგრეთვე ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური პირობებისთვის. სამწუხაროა იმის კონსტატირება, რომ ამ სფეროში, რომელშიც რუსეთი იყო პირველი მახარობელი (провозвестник), დღესდღეობით იგი სერიოზულად არის ჩამორჩენილი. ერთის მხრივ, სტაგნაციაში მყოფ სსრკ-ს არ გააჩნდა იმის უნარი, რათა მიეღწია გამოცხადებული გარანტიების სათანადო მატერიალური დონისთვის, რომლებიც იქნებოდა თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოიების სტანდარტების შესაბამისი, იმ დროს, როდესაც ევროპა ომის შემდეგ განუხრელად მიდიოდა მათი გაფართოების გზით. რუსეთის 1993 წლის კონსტიტუციამ ამოიღო ბევრი სოციალური უფლება და გარანტია, ხოლო 90-იანი წლების რეფორმების ნეო-ლიბერალურმა კონცეფციამ კი თანამიმდევრულად გააუფასურა ნარჩენებიც, მიაყენა რა მათ უკანასკნელი დარტყმა შეღავათების გაუაზრებელი მონეტარიზაციით. ევროპული სოციალური ქარტია წარმოადგენს ჯერჯერობით მიუღწეველ დონეს რუსეთისთვის, რომელსაც არ შეუძლია მისი მიღება.

დაბოლოს, ადამიანის უფლებათა მესამე თაობა – ის, რაც გამოტანილია ახლანდელი “ლიბერალური რევოლუციის” მესიანურ დროშაზე, რომლითაც გამოდის ევროპის საბჭო. – ეს არის ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული უფლებები, ესე იგი პიროვნების უფლებები, რომლებსაც დღეს დასავლეთი მომხრეა რომ თვლიდეს უნივერსალურებად მისი კუთვნილების-და მიუხედავად სახელმწიფოსადმი, ცივილიზაციისა და რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემისადმი. აშკარაა, რომ ასეთი მიდგომების საფუძვლად შეიძლებოდა გამოსულიყო მხოლოდ სეკულარული დოქტრინა, ამასთან საკმარისად აგრესიული, რომელიც შეგნებულად ახდენს მკაფიო წარმოდგენების ამოღებას კეთილისა და ბოროტის შესახებ, ცოდვისა და სათნოების შესახებ, რომლებიც იშობა მხოლოდ რელიგიური მოძღვრებიდან, და შემდეგ უკვე გადაეცემა თაობიდან თაობაში სარწმუნოებისადმი ადამიანის გაცნობიერებული დამოკიდებულებისგან დამოუკიდებლად. ლიბერალური ფილოსოფიის ერთერთი ბურჯთაგანი ფ. ჰაიეკი პირდაპირ ახდენდა ფოსტულირებას “პიროვნების აბსოლუტური ავტონომიურობისა მის ყველა გამოვლენაში, როგორი ექსტრავაგანტურებიც არ უნდა ყოფილიყო ისინი”. ეს გახლავთ ცოდვის ცნების სრული უარყოფა, რომლის გარეშეც არ არის აბსოლუტური მორალი.

თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის ტრიადის საფარველქვეშ ქვეშ, რომელიც ერთად განუხორციელებელია ღმერთის გარეშე, XXI საუკუნეში ახალ იმპულსს ღებულობს ქრისტიანული ცივილიზაციისადმი თავისი მუქარით ვერდაფასებული (недооценённый по своей угрозе христианской цивилизации) საფრანგეთის რევოლუციის თეზისი “laissez passer, laissez faire” – “გამატარეთ ყველგან, ნუ მიშლით მოქმედებას”, “რაც აკრძალული არ არის – ნებადართულია”. ამ გასაღებით “თავისუფლება” – მათ შორის სინდისისა – ეს უკვე შემოქმედებასა და ეჭვზე უდაო უფლება კი არ არის, არამედ ეს არის მანკიერებისა და სათნოების, ჭეშმარიტებისა და სიცრუის, კეთილისა და ბოროტის აღიარება თანასწორად (это признание порока и добродетели, истины и лжи, добра и зла равночестными).

აცხადებს რა ერთიან “პოსტქრისტიანულ” საზოგადოებას, “პეტრე მოციქულის ევროპა”, როგორც ჩანს, უარს ამბობს უკვე საკუთარ თავზე, საკუთარ დიდ წარსულსა და გოლიათურ კულტურაზე. მისი ჰეროიკა და იდეალი, რომანტიზმი და თვით დეკარტისეული ეჭვიცა და “დამღუპველი თავისუფლების უგუნურებაც”კი – ყოველივე ეს თავდაპირველად მოცემულია (задано) ქრისტიანული სულის მიერ. ახლა ხორცისა და ამპარტავნების ტყვეობაში მყოფი “სუვერენული” ინდივიდებისთვის უცხოა “სულის ვნებანი”, მათი ხვედრია – “ეგოიზმი და ნარცისიზმი”, როგორც ცინიკურად განსაზღვრა მომავალი მსოფლიოს როგორც “ბანკის სამეფოს” ფილოსოფოსმა და თეორეტიკოსმა ჟ. ატალიმ. მაგრამ რისი მოცემა შეუძლიათ “ადამიანის უნივერსალურ უფლებებს”, თუკი სულაც მთავრად მათ შორის თანამედროვე ლიბერტარიანობა აცხადებს უფლებას ყველა ჭეშმარიტების უარყოფაზე და კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში კეთილმოწყობილ ართანამონაწილეობაზე (ართანამოზიარობაზე) (право на отрицание всех истин и на благоустроенную несопричастность борьбе добра и зла).

ევროპული კონვენციის პროექტში “ფასეულობათა” განყოფილებაში საერთოდ არ არის ისინი ჩამოთვლილი – არამედ და მხოლოდ ფუნქციონალური პირობები მათი აღსარებისთვის – სახელდობრ მხოლოდ ამას წარმოადგენს კიდეც XXI საუკუნის ლიბერალიზმის “წმინდა ძროხები” – თეზისები “ადამიანის უფლებათა”, თავისუფლებისა და “დემოკრატიის” შესახებ. იმაზე მითითების გარეშე, თუ რისთვის არის მიცემული ეს უფლებები, ისინი წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა გამოცხადებას უფლებისა, რომ არ ჰქონდეთ ცხოვრებისა და ისტორიის არანაირი ზნეობრივი მიზანგანზრახულობა (Без указания, для чего даны эти права, они являются не чем иным как провозглашением права не иметь никакого нравственного целеполагания жизни и истории).

ევროპული კონსტიტუცია – ლიბერალური “გოსპლანის” შემოქმედების ყველაზე უფრო მოსაწყენი ნიმუშია (скучнейший образчик), რომწელიც განიხილავს ევროპას როგორც გიგანტურ სამეურნეო საწარმოს, დაქვემდებარებულს მოთხოვნილებათა ოპტიმიზაციისა და უნიფიკაციის ამოცანისადმი. ასე რომ რისთვის სჭირდება პეტრე მოციქულის ევროპას თავისუფლება? იმისთვის, რათა “თავის წინ ერეკებოდეს მტრებს, ძარცვავდეს მათ ქონებას, ტკბებოდეს (любоваться) მათი ახლობელი ადამინების ცრემლებით, თანაც კოცნიდეს მათ ცოლებსა და ქალიშვილებს”, როგორც განსაზღვრა უმაღლესი სიკეთე დედამიწაზე ჩინგიზ-ყაენმა თავის ანდერძში? თუ “თავის ვარსკვლავურ სამშობლოში დაბრუნებისთვის” (პლატონი)? თუ იმისთვის, რათა აღიარებდეს სილამაზესა და სიმახინჯეს, ცოდვასა და სათნოებას, კეთილსა და ბოროტს თანასწორებად (равночестными) და პიროვნების სუვერენულობის გამოვლინებებად? ამით არ ყოფილა აღფრთოვანებული ევროპა იმ პერიოდებში, როდესაც იგი იზრდებოდა და მსოფლიოს წარმოუდგენდა დიად კულტურასა და დიდ დერჟავებს.

ადამიანის უფლებათა სწორედ ეს კატეგორია იწვევს მეტად განსხვავებულ განმარტებებს სხვადასხვა ცივილილიზაციებში, ვინაიდან მათში არ არის ერთიანი განმარტება იმისა, თუ რა არის ადამიანი! ადამიანის უფლებათა სწორედ ეს კატეგორია მოდის კონფლიქტში ზნეობრივ საფუძვლებთან (ბურჯებთან), რომლებიც არ ექვემდებარებიან (не поддаются) ფორმალიზაციას კონსტიტუციებში, არა მხოლოდ მართლმადიდებლურ რუსეთში, არამედ ევროპაშიც, სადაც ევროპელი კონსერვატორები დასაბუთებულად ტეხენ განგაშს დიდი ევროპული მოციქულებრივ-ქრისტიანული ტრადიციის დაღუპვის გამო.

მაგრამ “ლიბერალური თავისუფლების” მქადაგებლები ევროპაში და რუსეთში თავს ესხმიან “თავისუფლების” ნებისმიერ შეზღუდვებს, წარმოადგენენ რა ამას “ინფორმაციაზე”, “არჩევანზე”, “შემოქმედების თავისუფლებაზე” უფლებების დათრგუნვად, ბოლშევიკური სიძუილვილით თავს ესხმიან განსაკუთრებით ქრისტიანობას, რომელიც შეადგენს პიროვნების სულიერ ძალთა განვითარების წყაროს. ევროპული კავშირის კომისრის რ. ბუტილიონეს გადადგომა, რომელმაც გაბედა გამოეთქვა კანონიკურ წერილში დაფიქსირებული მსჯელობა ცოდვის შესახებ, და რომელსაც უსტვენდნენ მემარცხენეები, უწინარეს ყოვლისა კი ლიბერალები (რომლებსაც რუსეთში რატომღაც მემარჯვენეებს უწოდებენ), მეტად საჩვენებელია, ისევე როგორც ისტერიკა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო რელიგიურ გრძნობათა შეურაცხყოფის შესახებ მოსკოვში სკანდალურ გამოფენასთან დაკავშირებით, სადაც აღესრულებოდა ხატების მიმართ მკრეხელობა.

არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ თავისუფლებისა და პიროვნების უფლებათა მებრძოლი ლიბერტარული განმარტება სულ უფრო ხშირად მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა პირველ თაობასთან, ესე იგი უტევს დემოკრატიის თავად საფუძველს – უფლებას რწმენის აღმსარებლობის თავისუფლებაზე, სინდისისა და აზრის თავისუფლებაზე. ვინაიდან ლიბერტარული თვალსაზრისით ქრისტიანს უკვე აღარა აქვს უფლება თვით საკუთარი მსჯელობის (აზრის) გამოთქმაზეც კი, რომელიც წარმოადგენს რჯულის მოძღვრების ნაწილს. და ხდება ეს არა სადმე სხვაგან, არამედ ევროპაში.

ადამიანის უფლებათა თაობების ასეთი ზედაპირული (беглый) ანალიზიც კი გვიჩვენებს, რომ პირველი მათგანი მიეკუთვნება დემოკრატიის ცნებას, მეორე – სოციალური სახელმწიფოსი, ამასთან, მომდინარეობს სახარებისეული მცნებებიდან “მოყვასის ფეხზე და ტანზე შემოსვისა და საჭმლის მიცემის” შესახებ («обуть, одеть и накормить ближнего»), მესამე კი – ლიბერალიზმს. დემოკრატია – ეს გახლავთ ინსტიტუციონალური, ფუნქციონალური კატეგორია, ფორმის კატეგორია. ჯერ კიდევ გამოჩენილმა გერმანელმა სამართლის ფილოსოფოსმა კ. შმიდტმა აღნიშნა, რომ დემოკრატიას “არ გააჩნია ფასეულებრივი შინაარსი და (იგი) არის მხოლოდ ორგანიზაციის ფორმა”. დემოკრატია არ მოითხოვს მსოფლმხედველობის ერთიანობას და შეიძლება ხორციელდებოდეს განსხვავებულ იდელოგიათა მონაწილეობით. მხოლოდ ამიტომ იქცა კიდეც დემოკრატია ოპტიმალურ მექანიზმად ერთიანი იდეალის გარეშე მყოფ პლურალისტურ საზოგადოებაში.

XX საუკუნეში დემოკრატიის გამოყენების გამოცდილება ახდენს დემოკრატიული კონსტიტუციებისა და ინსტიტუტების მასობრივი და საკმარისად წარმატებული დანერგვის დემონსტრირებას ყველა კონტინენტზე, რაც იძლევა უნივერსალურად მისი აღიარების შესაძლებლობას.

მაგრამ ლიბერალიზმი – ეს არის ფილოსოფია, მსოფლმხედველობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ჰუმანიტარულ უფლებათა კატეგორიების ფასეულებრივ აღვსებას. ადრეულ სტადიაზე იგი ჯანყდებოდა იძულებით რელიგიური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც უდაოდ ყალბად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც ვითომდა ღვთის მიერ დადგენილი, – წოდებრივი უთანასწორობა და საზოგადოებრივი იერარქიის არაეკონომიკური საფუძვლები. დღეს სულ უფრო შესამჩნევია ლიბერალიზმის ლიბერტარიანობაში გადაგვარების საგანგაშო სიმპტომები, რომელიც სულ უფრო შეუწყნარებელი ხდება სხვა მსოფლმხედველობებისადმი, ნებისმიერი ტრადიციისადმი. ლიბერალური ფასეულობების, უფრო სწორედ ფასეულობრივი ნიჰილიზმის ტოტალიტარული თავსმოხვევა – არის ისტორია ზნეობრივი მიზანგანზრახულობის გარეშე (история без нравстаенного целеполагантя).

თანამედროვე ლიბერალიზმსა და მის უნივერსალისტურ პროექტში შეგნებულად ისპობა ადამიანური ისტორიის აზრი. თანამედროვე ლიბერტარიანობა – წყვეტს კავშირს საკუთარ საგვარეულო ბუდესთან – განმანათლებლობის პროექტთან. თავდაპირველი ლიბერალიზმი ამოიზარდა ადამიანური ყოფიერების უნივერსალურობისა და ადამიანურ შეგნებაში ისტორიის ერთიანობის შეგრძნებიდან, რომელიც ნაშობი გახლდათ ქრისრიანობის ზბნეობრივი დაძაბულობის მიერ წარმართული და პანთეისტური წარმოდგენების საპირწონედ ილუზორულ საგანთა წრებრუნვის შესახებ, უსასრულო ემანაციების, ფაზებისა და იონების შესახებ, რომლებშიც ფასეულობა არ გააჩნია ადამიანური ყოფიერების ერთადერთობასა და განუმეორებლობას, და ეს კი ნიშნავს, რომ, ისტორიულ განვითარებასაც.

ახალი ეთიკური და ისტორიული ნიჰილიზმი – ეს არის ისტორიის დასასრულის ფილოსოფია. იგი პარადოქსულადაა შეერთებული იმ ქვეყნების “Realpolitik”-ის ტრადიციულ ამოცანებთან, რომლებიც ადრე მიეკუთვნებოდნენ დიად ევროპულ კულტურას. ეს მათი გამარჯვებების შედეგებს – ახალ გეოპოლიტიკურ სივრცეთა დაუფლებას, ფინანსებისა და ხელით ვერშესახები (неосязаемые) აქტივების ნაკადებს, – შედეგებს, რომლებიც უწინ, სხვათა შორის, ემსახურებოდნენ პეტრე მოციქულის ევროპის მძლავრ კათოლიკურ კულტურტრეგერობას, გადააქცევს თავად ევროპული ცივილიზაციის განადგურების საშუალებად.

პოსტსაბჭოთა ლიბერალურ შეგნებაში ბევრწილად ნამდვილი კულტურისგან მოწყვეტილობის გამო, დამკვიდრდა ასევე მითი, ვითომდა კულტურა საერთოდ არ არის დაკავშირებული რელიგიურ-ფილოსოფიურ საფუძველთან, არამედ დამოკიდებულია მხოლოდ პიროვნების თავისუფლებაზე. მაგრამ სწორედ კულტურის იმპოტენცია ჩვენს დროში, როდესაც “თავისუფალი ინდივიდი” საქმით ვარდება ხორცისა და ამპარტავნების ტყვეობაში, აღიარებს რა ჰედონიზმს სხეულისა და ნარცისიზმს სულისთვის, ადასტურებს ძველთაძველ საღვთისმეტყველო ჭეშმარიტებას: ბოროტი – უარსოა და არ გააჩნია პოტენციალი არც შექმნისთვის და არც შემოქმედებისთვის. მისი ფსევდოარსებობა – სიკეთის კორუფციაშია. მხოლოდ დიდი ტაბუები ბადებდნენ დიად კულტურას, რომელიც ნაშობია ადამიანის თავისუფალი ნების გრანდიოზული გამოცდით, როცა ეს უკანასკნელი მიმოიქცევა ბოროტის საცდურებსა და ღვთისა და ადამიანთა წინაშე მოვალეობის შეგრძნებას შორის სიკეთესთან მიმართებით.

მაგრამ წარმოდგენები კეთილისა და ბოროტის შესახებ, დედამიწაზე ადამიანის ადგილისა და როლის შესახებ, მისი ცხოვრებისა და სულის სასრულობისა თუ უსასრულობის შესახებ მომდინარეობს მათი რელიგიური მოძღვრებებიდან. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ცივილიზაციები წარმოშობდნენ მამაკაცისა და ქალის, მშობლებისა და შვილების ურთიერთობათა განსხვავებულ ეთიკას, სხვადასხვა წარმოდგენებს ხელისუფლებისა და მოქალაქის მოვალეობის შესახებ, სახელმწიფოებრიობის განსხვავებულ ტიპებს, სამართლის სხვადასხვა ფილოსოფიას, რომელიც დაფუძნებულია ცოდვისა და დანაშაულის იგივეობის იდეაზე. ამიტომ კანონი – სამართლებრივი ნორმა ყოველთვის მიჰყვება ზნეობრივი – თავისი საწყისით რელიგიური კანონის მსჯელობას. მანამდე, სანამ ჩამოაყალიბებდნენ დანაშაულის ზომასა და სასჯელის ზომას, საჭიროა, რომ თვლიდნენ საქციელს ცუდად.

გაერო-ს დოკუმენტებში არცთუ შემთხვევით დიდი შრომის ფასად სახელმწიფოთა და ცივილიზაციების სუვერენული თანასწორობის საფუძველზე მიდიოდა ყოველთვის თვით სტანდარტული მინიმალური წესების გამომუშავებაც კი ისეთ, თითქოსდა აშკარა ცოდვებთან მიმართებაში, როგორიცაა პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა. მაგრამ სისასტიკის ცნება განსხვავდება ცივილიზაციებში, და, ვთქვათ, მედილეგის პირადი სისასტიკე და სიძულვუილი პატიმრისადმი, რომელიც ცოდვად ითვლება ქრისტიანულ ცივილიზაციაში, სულაც არ ფასდება ასეთად რიგ აღმოსავლურ სისტემებში. ამიტომ ასე განსხვავებულია წარმოდგენებიც ბევრ საგანზე ინდუიზმში, ისლამში, ქრისტიანულ ცივილიზაციაში.

იურიდიული მეცნიერება უკვე 70-იანი წლებიდან უწევს მომსახურებას საერთაშორისო სამართლის გადასვლას ერი-სახელმწიფოს სუვერენობის კონცეფტუალური საფუძვლიდან მსოფლიო ლიბერტარული სტანდარტებისკენ. თუმცა კი სუვერენიტეტი ყოველთვის წარმოადგენდა სახელმწიფოს ნიშანს, და არა ვინმეს მიერ ცივილიზებულად მისი აღიარების-და მიხედვით შეძენილ თვისებას. ბრიტანელი პოლიტოლოგი ეიკჰერსტი უკვე დიდი ხანია, რაც ჩიოდა, რომ გაერო-ს წესდებამ და საერთაშორისო სამართალმა შეიმუშავეს კორპუსი ნორმებისა, “რომლებიც “უკრძალავენ სახელმწიფოებს, რომ ცუდად ექცეოდნენ ცალკეულ ადამიანებს”, მაგრამ ამავდროულად შეზღუდეს (უწინ თითქმის შეუზღუდავი) უფლება სახელმწიფოებისა ძალის გამოყენებაზე”* (* Intervention in World Politics. Ed. by Hedley Bull. Oxford. 1984, pp. 2, 10-11, 95). ეს ხომ არ არის სინანული იმის გამო, რომ გაერო-ს წესდება კრძალავს “ჰუმანიტარულ ინტერვენციებს”? მაგრამ გაერო – მსოფლიო მთავრობა არ არის. მისი წესდება კონცეფტუალურად განმსჭვალულია სუვერენობის პრინციპით, მისი მუხლები და ნორმები არ ატარებს აკრძალვით ხასიათს, საერთაშორისო მშვიდობისთვის მუქარის შესახებ განყოფილების გამოკლებით, რომელიც ექვემდებარება უშიშროების საბჭოს განმგებლობას.

სასარგებლოა მოვიყვანოთ ამონარიდი ფუძემდებლური I მუხლიდან – “მიზნები და პრინციპები”.

მუხლი 2 (4) აცხადებს, რომ “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი თავს იკავებს (კურსივი ნატალია ნაროჩნიცკაიასია) მათ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით მუქარის ან მისი გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს როგორც ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ...” – სწორედ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ესე იგი თავისი კრიტერიუმების მიხედვით ცხოვრების უფლება არ უნდა იქცეოდეს ჩარევის ობიექტად.

გენერალური ასამბლეა არ მოითხოვს, არამედ მხოლოდ “მოუწოდებს” წევრ-სახელმწიფოებს, მთავრობებს, “სთავაზობს”. აკრძალვითი ნორმა ვარუდობს “ცუდი მოქცევის” ერთიანი კრიტერიუმენის არსებობას, რომლებიც სხვადასხვანაირად განიმარტება სხვადასხვა კულტურებსა და ცივილიზაციებში და ეკონომიკური განვითარების განსხვავებული დონის მქონე ქვეყნებში. თვით, თითქოს-და, ისეთ სფეროშიც კი, როგორიცაა “წამება და სასტიკი მოპყრობა ციხეებში” კრიტერიუმების გამომუშავება მეტად რთულია. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტსა და მის დოკუმენებში ათწლეულების განმავლობაში არცთუ მსუბუქად მიდიოდა ეგრეთ წოდებული “მინიმალური სტანდარტული წესებისა” და შესაბამისი კონვენციის გამომუშვება. შეიძლება მოვიყვანოთ გაერო-ს რეზოლუციის სტილის მაგალითი ადამიანის უფლებათა სფეროში: “გენერალური ასამბლეა... შეახსენებს რა საერთაშორისო სტანდარტების ვრცელი სისტემის შესახებ ადამიანის უფლებათა სფეროში, ... აღიარებს რა აგრეთვე, რომ სტადარტების დადგენა უნდა ხორციელდებოდეს სათანადო მომზადებისას... 1. მოუწოდებს წევრ-სახელმწიფოებსა და გაერო-ს ორგანოებს პირველხარისხოვნ ყურადღებას უთმობდნენ არსებული საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას ადამიანის უფლებათა სფეროში..., ...4. სთავაზობს წევრ-სახელმწიფოებსა და გაერო-ს ორგანოებს ითვალისწინებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილ სახელმძღვანელო პრინციპებს... შემუშავებისას...”** (** Резолюция ГА 41.120. Установление международных стандартов в области прав человека. Резолюции и решения принятые Генеральной Ассамблеей на сорок первой сессии. 16 сентября – 19 декабря 1986. Генеральная Ассамблея. Официальные отчёты. Сорок первая сессия. Дополнение № 53/ (А/41/53). Нью-Йорк. 1987. стр. 221).

თანამედროვე ლიბერალური პროექტი, რომელიც უნივერსალურის სახით თავზე გვახვევს ადამიანის ბევრი ჰუმანიტარულ უფლების მისეულ განმარტებას, საჭიროებს გულდასმით ანალიზს, ვინაიდან პოტენციურად მუქარას უქმნის დემოკრატიას. მაგრამ მითი, ვითომდა ჭეშმარიტი დემოკრატია შეიძლება იყოს მხოლოდ ლიბერალური, იქცა პოსტსაბჭოთა ლიბერალების “წმინდა ძროხად”, რაც აბსურდულია ჯერ კიდევ ოცი ასწლეულით ადრე აღწერილ არისტოტელესა და პოლიციუსის ტერმინთან მიმართებაში. რუსეთის “პოლიტოლოგია” არც კი განასხვავებს ამ ცნებებს.

აშკარაა, რომ წინ ძალზედ რთული სამუშაო გვაქვს, რომელიც შეეჯახება გააფთრებულ წინააღმდეგობას, აგრეთვე კლასიფიკაციის ობიექტურ სიძნელეებსა და გაქვავებულ სტერეოტიპებს. მაგრამ სწორედ ასეთი სამუშაოა აუცილებელი ახლა არა მხოლოდ რუსეთისთვის, რათა გამოვიდეს არასრულფასოვნების კომპლექსის ხლართებიდან, არამედ თავად ევროპისთვისაც.

ნ. ა. ნაროჩნიცკაია

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიული პერსპექტივის ფონდის პრეზიდენტი, სახელმწიფო სათათბიროს კომისიის თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უზრუნველყოფის პრაქტიკისა და მათ უზრუნველყოფაზე კონტროლის შესწავლის საქმეში საზღვარგარეთის სახელმწიფოებში.

საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 01.06.06

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment