Tuesday, March 12, 2013

რიგითი ივანის გადასარჩენად (“The Guardian”, დიდი ბრიტანეთი)

გადამწყვეტი ბრძოლა (битва) ევროპის გადარჩენისთვის დაიწყო 60 წლის წინ ივნისის თვეში, როდესაც საბჭოთა პარტიზანული ფორმირებები გამოვიდნენ ბელორუსიის ტყეებიდან და ჭაობებიდან და გაბედული და მოულოდნელი დარტყმა მიაყენეს ზურგში ძლევამოსილ ვერმახტს.

პარტიზანულმა რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ ბევრი ებრაელი მებრძოლი და საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოქცეული ადამიანები, დააყენეს 40000-ზე მეტი ნაღმი, პრაქტიკულად მოახდინეს რა არიმების ჯგუფ “ცენტრისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარკინიგზო შეტყობინების პარალიზება პოლონეთთან და აღმოსავლეთ პრუსიასთან.

სამი დღის შემდეგ, 1944 წლის 22 ივნისს, ჰიტლერის საბჭოთა კავშირზე თავდასმის სამი წლის თავზე, საბჭოთა მარშალმა ჟუკოვმა გასცა შეტევის ბრძანება გერმანული ფრონტის მთელ ხაზზე. ოცდაექვსი ათასმა მძიმე საარტილერიო ქვემეხმა გააცამტვერა (сокрушили) მეწინავე გერმანული პოზიციები. “კატიუშების” მძლავრი ზალპების კვალდაკვალ ალაპარაკდნენ 4000 ტანკის ძრავები და 40 ენაზე გაისმა 1,6 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცის საბრძოლო “ვაშა”. ასე დაიწყო ოპერაცია “ბაგრატიონი”, რომელიც წარმოადგენდა შეტევას ფრონტის 700 კმ-ზე მეტი სიგანის უბანზე.

ეს “დიდი საომარი მიწისძვრა”, როგორც უწოდა მას ისტორიკოსმა ჯონ ერიქსონმა (John Erickson), გაჩერდა მხოლოდ ვარშავის მისადგომებთან, როცა ჰიტლერმა საჩქარო წესით გადმოისროლა დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთში თავისი ელიტური რეზერვები, რათა გაეჩერებინა წითელი ტალღა. ამ პერედისლოკაციის შედეგად ნორმანდიაში მეომარ ამერიკულ და ბრიტანულ ჯარებს არ მოუწიათ შეჯახება “პანტერების” კარგად შეიარაღებულ სატანკო დივიზიებთან (...с чорошо вооружёнными танковыми дивизиями пантер).

მაგრამ რა გაუგონია რიგით ამერიკელს ოპერაცია “ბაგრატიონის” შესახებ? 1944 წლის ივნისი მისთვის ნიშნავს გადასხმას ნორმანდიის პლიაჟებზე, და არა მდინარე დვინის გადალახვას. მაგრამ საბჭოთა ჯარების შეტევა 1944 წლის ზაფხულში რამდენჯერმე უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ, ვიდრე ოპერაცია “ოვერლორდი” (ჯარების გადასხმა ნორმანდიაში), როგორც ამოქმედებული ძალებისა და საშუალებათა მასშტაბების მიხედვით, ისე გერმანიისთვის მიყენებული ზარალის მიხედვითაც.

ზაფხულის ბოლოსთვის წითელმა არმიამ მიაღწია ვარშავის კარიბჭესა და კარპატების მთათა უღელტეხილებს, რომლებმაც გზა გაუხსნენს ცენტრალური ევროპისკენ. საბჭოთა ჯარებმა არმიების ჯგუფი “ცენტრი” ფოლადის მარწუხებში მოაქციეს და გაანადგურეს. გერმანელებმა მხოლოდ ბელორუსიაში დაკარგეს 300000-ზე მეტი ადამიანი. მეორე მძლავრი გერმანული დაჯგუფება შებოჭილ და, მოგვიანებით კი განადგურებულ იქნა ბალტიის ზღვის სანაპიროზე. გზა ბერლინისკენ გაიხსნა.

ყველაფერი ივანის წყალობით. ეს არანაირად არ ამცირებს იმ გმირთა დამსახურებას, რომლებიც დაიღუპნენ აფრიკის უდაბნოებსა და საფრანგეთის ჩრდილოეთის ცივ ტყეებში. მაგრამ უნდა გვახსვდეს, რომ “ვერმახტის” სამხედრო მოსამსხურეთა 70 %-მა თავი დადო არა საფრანგეთის ველებზე, არამედ რუსეთის სტეპებში. ფაშიზმთან ბრძოლაში თითოეულ დაღუპულ რიგით რაიანზე მოდის დახლოებით 40 რუსი ივანი. მეცნიერები დღესდღეობით ანგარიშობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა და მოკვდა 27 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი და მშვიდობიანი ადამიანი.

მაგრამ ახლანდელ დღესასწაულზე ლეგენდარული დიადი თაობის საპატივსაცემოდ, სრულებით არ შეიმჩნევა საბჭოთა ჯარისკაცი, ტრაქტორისტი სამარადან, არტისტი ორიოლიდან, მეშახტე დონეცკიდან ან სკოლადამთავრებული გოგონა ლენინგრადიდან.

ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს და დიადი ამერიკის დაპყრობები შეიძლება გაფერმკრთალდეს, თუკი ვაღიარებთ საბჭოთა კავშირის წამყვან როლს გასული საუკუნის ეპოქალური გამარჯვების მიღწევაში ფაშიზმის წინააღმდეგ. და ნამდვილადაც, ამერიკელთა უმრავლესობა გასაოცრად ცუდად არის ინფორმირებული გამარჯვებაში ჩადებული წილებისა და დანაკარგების შესახებ მეორე მსოფლიო ომში. თვით ისინიც კი, რომლებმაც რაღაც იციან საბჭოთა ადამიანების უზარმაზარი მსხვერპლის თაობაზე, ყველაფერს წარმოადგენენ წითელი არმიის ჩამოყალიბებული სტერეოტიპის სახით: ბარბაროსთა ურდოებისა, რომელთაც ამოძრავებდათ მხოლოდ შურისძიების უხეში წყურვილი და პრიმიტიული რუსული ნაციონალიზმი. მხოლოდ რიგითებს ტომსა და ჯოს მათ თვალში შეუძლიათ იბრძოდნენ თავისუფლებისა და დემოკრატიის ცივილიზებული იდეებისთვის.

აქედან გამომდინარე, მით უმეტეს საჭიროა გავიხსენოთ, რომ სტალინის, “შინსახკომისა” (НКВД) და ბოლშევიკური ლიდერების მთელი თაობის განადგურების მიუხედავად, წითელმა არმიამ შეინარჩუნა საკუთარ თავში რევოლუციური ძმობის სულისკვეთება. მის საკუთარ თვალში, და იმათ თვალშიც, ვინც ამ არმიამ გამოიხსნა ჰიტლერული მონობისგან, იგი წარმოადგენდა უდიდეს განმათავისუფლებელ არმიას ისტორიაში. უფრო მეტიც, 1944 წლის წითელი არმია ამასთან ერთადვე იყო საბჭოთა არმიაც.

გენერლებს შორის, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჯარების გარღვევას დვინაზე იყვნენ ებრაელი ჩენიახოვსკი, სომეხი ბაგრამიანი, პოლონელი როკოსოვსკი. კლასობრივად დაყოფილი და რასობრივად სეგრეგირებული ამერიკული და ბრიტანული არმიებისგან განსხვავებით, წითელ არმიაში ყველასთვის იყო გახსნილი, თუნდაც ეკლიანი, გზა საკომანდო სიმაღლეებისკენ. ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარება წითელარმიელთა რევოლუციურ აღმაფრენასა და ღრმა ადამიანურობაში, უნდა მიმართოს პრიმო ლევისა (The Reawakening/გამოღვიძება) და კეროლის (Between Two Worlds/ორ მსოფლიოს შორის) არცთუ ურიგო მემუარებს.

ორივეს სძულდა სტალინიზმი და უყვარდა რიგითი საბჭოთა ჯარისკაცი, ხედავდა რა მასში სოციალისტური განახლების თესლებს. ამიტომ ჯორჯ ბუშის ამასწინანდელი მცდელობის შემდეგ დაემცირებინა D-დღის (გადასხმის დაწყების) მნიშვნელობა, რათა უფრო მეტი მხარდაჭერა მიეღო თავისი სამხედრო დანაშაულებებისთვის ავღანეთსა და ერაყში, მე გადავწყვიტე საკუთარი სამახსოვრო ცერემონიის ჩატარება.

თავიდან უნდა გავიხსენო ჩემი ბიძა ბილი, გამყიდველი პატარა ქალაქ კოლუმბიდან, თუმცა კი ძნელია წარმოვიდგინო ეს რბილი ადამიანი “ჯი-აის” სახით, რომელიც მიიწევდა ნორმანდიის პლიაჟებისკენ. შემდეგ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ბიძია ბილიც მომიწონებდა, უნდა გავიხსენო მისი ამხანაგი ივანი.

ივანი, რომელმაც თავისი ტანკით გაარღვია გერმანული ჯარები და გაიჭრა აუშვიცის კარიბჭისა და ჰიტლერის ბუნკერისკენ. ივანი, ვისმა ძალმოსილებამ და შეუპოვრობამ დაამარცხეს ვერმახტი, სტალინის საშინელი სამხედრო შეცდომებისა და დანაშაულებათა მიუხედავად. ორი რიგითი, ორი გმირი: ბილი და ივანი. უღირსი საქციელია, რომ ერთს პატივს მივაგებდეთ, ხოლო მეორეს კი არც ვიხსენებდეთ.

[მაიკ დეივისი ასწავლის ამერიკის ისტორიას კალიფორნიის უნივერსიტეტში და გახლავთ გამოცემის New Left Review რედაქტორი; მის უკანასკნელ წიგნს ეწოდება Dead Cities (მკვდარი ქალაქები)].

მაიკ დეივისი
ИноСМИ.Ru
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 24.03.05

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment