Thursday, March 7, 2013

დიდი სამამულო ომის ინტერპრეტაციის ისტორიოსოფია

დიადი რუსული გამარჯვების აზრის გაცნობიერების გარეშე, ჩვენი მრავალტანჯული ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენისა XX საუკუნეში, შეუძლებელია მსოფლიო პროცესების არსისა და ომისშემდგომი სსრკ-ის ბედის გაგება. ვინაიდან დიდი სამამულო ომი სსრკ-მა მოიგო თავის ჰიპოსტასში დიდი რუსეთისა. იქცა რა სამამულოდ, ომმა მოითხოვა რუსი ხალხის ეროვნული გრძნობა და მისი სოლიდარულობა, დანგრეულები კლასობრივი ინტერნაციონალიზმის მიერ, განწმინდა ძმათამკვლელობის სიბილწისგან და კვლავ შეაერთა ადამიანთა სულებში, და ეს კი ნიშნავს, პოტენციურად სახელმწიფოებრივ მომავალშიც თითქოსდა სამუდამოდ გაწყვეტილი ძაფი რუსული და საბჭოთა ისტორიისა. რამდენსაც არ უნდა კამათობდნენ რუსები ომის თაობაზე, დასავლური პოლიტიკის ტიტანების (ჩერჩილი, დე გოლი) მსჯელობანი, მთელი დასავლური სტრატეგია და ვრცელი ლიტერატურა საერთაშორისო ურთიერთობებში მოწმობენ: 1945 წლის მაისის შემდეგ სსრკ დასავლურ სამყაროში განიხილებოდა როგორც “სახიფათო” გეოპოლიტიკური წინაპირობა რუსეთის პოტენციური თვითაღდგენისთვის.

ამის გაგება ვერ შეძლეს და ამ დრომდე არც სურთ გაგება არც პოსტსაბჭოთა გულარხეინ (გულდაჯერებულ) ლიბერალებს (არაგულდაჯერებულებს ეს ესმით და ყველანაირად ისწრაფვიან ომის შესახებ ხსოვნის განგვირგვინებისკენ), არც კომუნისტებს, არც, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს ეს, მათდამი სიძულვილით მდუღარე იმ ნაწილს რუსული ემიგრაციისა, საკუთარ თავს რომ თეთრ ემიგრაციას უწოდებს, რომელიც ლამობს მორალურად და ისტორიულად გააუფასუროს დიადი გამარჯვება და გაამართლოს ვლასოველთა საქმეები, НТС-ი და მათი თანამოაზრეები.

საზოგადოებრივ შეგნებაში დასავლეთისა და სსრკ-ის დაპირისპირება ომის შემდეგ წინასწარგანზრახულად იყო დაყვანილი მხოლოდ (განსაკუთრებულად, исключительно) დემაგოგიაზე კომუნიზმისა და დემოკრატიის ბრძოლის შესახებ. ეს საჭირო იყო იმისთვის, რათა შემდეგ დაესაბუთებინათ მეორე მსოფლიო ომის შედეგების შეცვლის მართლზომიერება, რომელიც მოიგო სსრკ-მა, “ცივი ომის” შედეგებით, რომელიც სსრკ-მა წააგო, ამასთან წააგო კომუნისტური იდეის მატარებლის როლში. როგორი აფიშირებული მსხვრევით იქნენ მიწაზე დამხობილი თავად იდეაცა და მისი მატარებელიც! ახლა დავფიქრდეთ: ეს ზეიმი დასავლეთში ხომ უცნაურად არ შეესაბამებოდა კომუნიზმის იდეის აბსოლუტურ უვნებლობას დასავლეთისთვის მისი უკვე სრული არმიმზიდველობის ძალით XX საუკუნის მიწურულს. ტრიუმფის ზეიმი დაკავშირებულია იმასთან, რომ კომუნიზმის გარეგნული შესახედაობის ქვეშ, თითქოსდა, მოახერხეს კიდევ ერთხელ დაემარხათ ჩანასახშივე პოტენციური შესაძლებლობა რუსეთის ისტორიული აღორძინებისა.

ლიბერალ-მედასავლეთეები დღესაც შეუპოვრად გვახვევენ თავზე ვერსიას ორი მეომარი იდეოლოგიური მონსტრის შესახებ, რომლებიც თანაბრად ემუქრებოდნენ მსოფლიო დემოკრატიას. მაგრამ ეს ხომ სარკისებური არეკვლაა მხოლოდ და მხოლოდ ვულგარულ-მარქსისტული ინტერპრეტაციისა, რომელიც გამოჩნდა ხრუშჩოვის ხანაში – თეზისი იმის თაობაზე, რომ სსრკ აწარმოებდა ომს არა გერმანიასთან, არამედ მხოლოდ სოციალურ-კლასობრივ სისტემასთან – “გერმანულ ფაშიზმთან”. ეს დავიწყება ჩვენ ძვირად დაგვიჯდა – ეროვნული თვითშგნების დანგრევად. რატომ არის დასავლეთისთვის მომგებიანი, რათა არ იყოს რუსული და საბჭოთა ისტორიული შეგნების მემკვიდრეობითობა? ამით მიიღწევა ფუნდამენტური მიზნები: ასეთ ინტერპრეტაციაში ომი უკვე აღარ არის სამამულო, და ეს კი ნიშნავს, რომ რუსებს XX საუკუნეში არა გვაქვს ეროვნული ისტორია, არა გვაქვს ლეგიტიმური სახელმწიფოებრიობა, და ამის შედეგად, მართლზომიერია ნებისმიერი საგარეო ჩარევები და საშინაო ამბოხებანი და სეპარატიზმი.

მეორეც, იდეა, რომ სსრკ მის ბრძოლაში ჰიტლერულ რაიხთან იყო ისეთივე დამნაშავე სახელმწიფო, ემსახურება ომის აზრის შეცვლას. ეს ომი ვითომდა წარმოებდა მოკავშირეების მიერ არა სიცოცხლისთვის, არა ევროპელი ხალხების ისტორიული არსებობისთვის, რომელთაც ემუქრებოდათ ფიზიკური დაღუპვა, არამედ მხოლოდ (განსაკუთრებულად) ამერიკული დემოკრატიის ზეიმისთვის, და სახელდობრ ეს ბრძოლა გრძელდება დღესაც (ამ დასკვნებისკენ გვიბიძგებს ვრცელი ლიტერატურა საერთაშორისო ურთიერთობებში, დაფუძნებული ლიბერალური უნივერსალიზმის იდეოლოგიაზე, რომელიც ემსახურება ახალი მსოფლიო Ordnung-ის პროექტს. იხ. საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის, ტიერი დე მონბრიალის წიგნი Память настоящего времени /“აწმყო დროის მეხსიერება”/, თარგმანი ფრანგულიდან, მოსკოვი, 1997) დარჩენილი “დანაშაულებრივი” რეჟიმების წინააღმდეგ. – თავიდან ეს იყო “ბოროტების იმპერია”, მას შემდეგ, რაც მან დასთმო თავისი გეოპოლიტიკური პოზიციები – ახლა ეს არის, ანტიატლანტიკური სერბეთი.

სწორედ ამ მისამღერის ქვეშ აშშ და ნატო თავად გამოემართნენ აღმოსავლეთისკენ, ამასთან ზუსტად ფაშისტური რაიხსვერის ნაკვალევზე და თვით მისი განრიგის მიხედვითაც კი. როგორც ჩანს, ჰიტლერთან ბრძოლა ანგლოსაქსების მხრიდან იყო ოჯახური დავა ევროპაში მფლობელობის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული მსოფლიო მევახშის მიერ. ეს არის გამანადგურებელი დარტყმა სახალხო-შრომითი კავშირის (Народно-Трудовой Союз – НТС) – გამყიდველ ვლასოვისა და მისი “განმათავისუფლებელი” არმიის საზღვარგარეთული დასაყრდენის მთელ დოქტრინაზე.

მის ადვოკატებს რუსული საზღვარგარეთიდან სურდათ ოკუპანტების გამარჯვება და საკუთარი მთავრობის დამარცხება – ისევე როგორც ლენინს 1914 წელს. დეკანოზი ალექსანდრე კისელიოვი, რომელმაც აკურთხა ეს გენერალი, თავის აპოლოგეტურ წიგნში “გენერალ ა. ა. ვლასოვის სახე” («Облик генерала А. А. Власова») გვაოცებს გამყიდველობის გამართლების რაიმენაირი დამაჯერებელი არგუმენტაციის არარსებობით. როგორც ჩანს, მღვდელმსახური ვერ განასხვავებს სახელმწიფოს – პოლიტიკურ ინსტიტუტს, ყოველთვის ცოდვიანსა და არასრულყოფილს, და სამშობლოს (Отечество). თავად ვლასოვი პროპაგანდაში თავის ღალატს ასაბუთებდა გულის გაცრუებით საბჭოთა ხელისუფლებისადმი, რომელმაც “ვერ გაამართლა ის იმედები, რომლებსაც მასთან აკავშირებდნენ...” ამაზე მოწიწებით მიუთითებს ე. ვაგინი თავის განმაქიქებელ წერილში გამარჯვების ორმოცდამეათე წლისთავის შესახებ (იხ. «Вече» № 55. 1995). ორივე ავტორი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, რომ “თეთრი” პატრიოტიზმის პოზიციიდან ა. ვლასოვი თავად ახდენს საკუთარი თავის განგვირგვინებას, რადგანაც მას ჰქონდა “იმედები” რევოლუციის იდეებში, რომლებიც სწორედ დასაწყისში ყველაზე უფრო მეტი ხარისხით შეიცავდა ანტიქრისტიანულ და ანტირუსულ მიზნებს. თითქოს მართლაც მხოლოდ გენერალი კრასნოვი მისი კაზაკთა არმით იწვევს მწუხარე თანაგრძნობას მათი ბედისადმი – იქნენ გაჭყლეტილნი ისტორიის დოლაბის მიერ – მისთვის სამოქალაქო ომი არ იყო დასრულებული...

სასაცილოა მსჯელობანი ჰიტლერთან კავშირის დროებითობისა და ვლასოვის საცოდავი არმიის მომავალი ბრძოლის შესახებ (ტანკებსა და ქვემეხებს საიდან აიღებდნენ?) უკვე რაიხისა და მისი კოლოსალური სამხედრო მანქანის წინააღმდეგ, რომლის გატეხვისთვისაც საჭირო შეიქნა ათეულობით მილიონის სიცოცხლე და უნახავი სულიერი დაძაბულობის ოთხი წელიწადი. ისტორიულად გამართლებადი არ არის სამოქალაქო ომის გაჩაღება სამამულო ომის ზურგს უკან, რომელშიც თავის მიწაზე უცხოელთა წინააღმდეგ ხალხი ყველა დროში იბრძოდა მხოლოდ სამშობლოსთვის, როგორი სიმბოლოებიც არ უნდა ყოფილიყო დროშებზე.

ზოგიერთი ცდილობს НТС-ის წარმოდგენას მთელი ემიგრაციის რუპორად, მაგრამ დიდი მწერლის შვილშვილის – ნ. ი. ტოლსტოის მოწმობით, რომელიც გაიზარდა ომამდელი ბელგრადის რუსულ გარემოში, “პორაჟენცები” (ომში სსრკ-ის დამარცხების მოსურნენი) იყვნენ არაუმეტეს 15-20 %-ისა. აი ისინი დადგნენ კიდეც “ცივ ომში” “მსოფლიო კულისებსმიღმა ძალების” («мировая закулиса») მხარეზე, ისევე როგორც НТС-იც. მაგრამ 1945 წლის მაისის შემდეგ მსგავსი რუსული სტრუქტურების ძირგამომთხრელი საქმიანობა გახდა ისტორიულად აბსურდული. მათ არა მხოლოდ არ შეეძლოთ რუსეთის “განთავისუფლება”, არამედ, თავიანთი ნების წინააღმდეგ იქცნენ ანტირუსული ძალებისა და სპეცსამსახურების ინსტრუმენტად. მსოფლიოს დაწყებული გადანაწილება გვიმტკიცებს, რომ არა ფაშიზმისა და კომუნიზმის დაპირისპირება და არც დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის ბრძოლა შეადგენენ XX საუკუნის ისტორიის არსს.

მსოფლიოს ახალი გადანაწილების როგორც იდეოლოგიური, ისე გეოპოლიტიკური სქემა გვაგონებს არა მხოლოდ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს. დღეს ერთიან ლოგიკურ ჯაჭვში დგება ნაპოლეონის შემოსევაც, კონკისტადორებისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ხანაც, რომლებსაც თან ახლდა თვით იმ დროის ზომებითაც კი უსაშინლესი ხოცვა-ჟლეტა ადგილობრივი მოსახლეობისა. ასე რომ ჰიტლერული რაიხის გეოპოლიტიკური გამოწვევა ნიშნავდა სულაც არა მხოლოდ გერმანელთა ისტორიის “დამახინჯებას” («извращение» истории немцев). პირიქით, გერმანული ისტორიის ეს ეპიზოდი მნიშვნელოვან ხარისხად იყო განსაკუთრებულობისა და თავისი ნების კარნახის უფლების მახინჯი (уродливый) გამოხატულება, რომელიც ძევს მთლიანობაში დასავლეთის სიღრმისეულ კულტურულ-ისტორიულ შეგნებაში.

ეს ერთი და იგივე საწყისია, რომელიც შეიძლება ვიპოვნოთ ჰეროდოტესთან და ჰუმანისტ ფ. პეტრარკასთან, განმანათლებელ ი. გ. ჰერდერთან და ფილოსოფოსებთან ჰეგელთან და ჟ. დე მესტრთან – უგულვებელყოფა ყოველივე არადასავლურისა და შეუკავებელი მიზიდულობა (მისწრაფება) ძალაუფლებისა და პურისაკენ, რასაც დიდი ევროპელი ნეტარი ავგუსტინე უწოდებდა “libido dominandi”-ს – მბრძანებლობის ავხორცობას. ეს გახლავთ დაუძლეველი მიდრეკილება რომ ჰყოფდნენ მსოფლიოს “უტყვ ქმნილებებად” და “უფლების მქონეებად”. ნაციზმმა მისი წარმართული ფესვებით გამოხატა ეს პირველი და მეორე ხარისხის ერებად დაყოფაში. დღეს ამას თავისებურად გამოხატავს ამერიკული მესიანიზმი, რომელიც დაფუძნებულია კალვინისტურ დაჯერებულებაზე (დარწმუნებულობაზე) თავის როლში “ღვთის იარაღისა” ისტორიაში.

გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიამ ჭეშმარიტებისადმი მსახურებით დაასაბუთა თავისი ექსპანსია ცეცხლითა და მახვილით. დღეს მ. ოლბრაიტმა მორიდების გარეშე განაცხადა, რომ აშშ და ნატო ძალით დაიცავენ მთელ მსოფლიოში “დასავლურ ფასეულობებს”. აშკარაა, რომ თავად დასავლეთში ამ ფასეულობებს არაფერი და არავინ არ ემუქრება, მაგრამ მსოფლიოში დაახლოებით ხუთი მილიარდი ადამიანი აღიარებს საკუთარ ფასეულობებს, რომლებიც ამოზრდილია სხვა რელიგიურ-ფილოსოფიურ საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული დასავლეთი, ისევე როგორც ფრანკების ევროპაც, როგორც კათოლიკური ორდენებიც ცეცხლითა და მახვილით მოახვევენ თავზე თავიანთ “ფასეულობებს” დანარჩენებს, რომელთაც არ გააჩნიათ უფლება ისტორიულ ინიციატივაზე.

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 22.12.03

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment