Thursday, March 7, 2013

“რისთვის და ვისთან ვომობდით ჩვენ” – ნ. ა. ნაროჩნიცკაიას ახალი წიგნი

რისთვის და ვისთან ვომობდით ჩვენ

გამარჯვების დღის წინა ხანებში სულ უფრო ურცხვად კეთდება განცხადებები, ვითომდა ამ ომში დამნაშვეა სსრკ და გამარჯვებაც იყო არა გამარჯვება, არამედ დამარცხება. ომი წარმოებდა, ვითაომდა, არა უფლებისთვის ეროვნულ ცხოვრებაზე, არა მსოფლიო ისტორიაში ხალხების შენარჩუნებისთვის, არამედ ამერიკული დემოკრატიისთვის. ამ თეზისის ტირაჟირებას ახდენენ დასავლურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მათით ოპერირებას კი ეწევიან ევროპის საბჭოს დეპუტატები – ამ IV ლიბერალური ინტერნაციონალისა, რომელიც თვითკმაყოფილებით იძლევა ცივილიზებულობის სერტიფიკატებს. მოითხოვენ რა ბოდიშის მოხდას “ოკუპაციის” გამო და ძეგლებს უდგამენ რა SS-ის ლეგიონებს, თავხედურად შეურაცხყოფენ რუსეთს ბალტიისპირა ქვეყნები და პოლონეთი, რომლებიც, ჩვენი გამარვება რომ არა, საერთოდ გაქრებოდნენ რუკიდან. მაგრამ ამაში თავად ჩვენ ვართ დანაშავენი. ვინაიდან გამარჯვებისა და ისტორიის შეურაცხყოფა არასედეს არ დაიწყებოდა დასავლეთში, სანამ ამას არ ჩაიდენდნენ გამარჯვების საშობლოში.

ჩვეს საშინაო ოჯახურ დავასა და რეალური და მოჩვენებითი ცოდვების დაგმობას ჩვენ ვახდენდით, სამწუხაროდ, არა ჩვენი აღმაფრენებისა და დაცემების სათავეთა სათანადო ქრისტიანული გააზრებით. ბიბლიური ქამის მსგავსად ჩვენ სამშობლო გავიტანეთ საყოველთაო გალანძღვაზე, რისთვისაც ახლა განვიცდით სასჯელს.

სწორედ ჩვენმა თანამემამულე მგმობელებმა პირველებმა დანერგეს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირი – კიდევ უფრო უარესი ტოტალიტარული მონსტრია, ვიდრე ნაცისტური რაიხი. ომი კი იყო ორ მტაცებელს შორის მსოფლიო ბატონობისთვის, და სსრკ, ვითომდა, პირველიც კი ემზადებოდა გერმანიაზე თავდასასხმელად, მაგრამ ჰიტლერმა, ვითომ, უბრალოდ დაასწრო სტალინს. ჩვენი პოსტსაბჭოთა ლიბერალი, რომელმაც “ნაზად შეიყვარა უცხო ხალხები და თავისი კი ბრძნულად შეიძულა” («нежно чуждые народы возлюбил и мудро свой возненавидел» /Пушкин/), დარწმუნებულია, რომ ცუდ სახელმწიფოს არ შეიძლება რაიმე ჰქონოდა სწორი და სამართლიანი.

მაგრამ ხსოვნაში სამამულო ომის შესახებ – უცხოელებთან ომის შესახებ, რომლებიც მოვიდნენ დასაპყრობად და დასამონებლად, კამათი იმის თაობაზე, ცუდი იყო თუ კარგი სახელმწიფო, საერთოდ უადგილოა. უბედურება დაემართა არა სახელმწიფოს, არამედ სამშობლოს (ეს სამოქალაქო ომში წყდება კამათი სახელმწიფოს შესახებ).

ეროვნული ზიზღის ახლანდელ მდგომარეობაში ჩვენ ჩაგვაგონებენ, რომ შეიძლება გძულდეს შენი სამშობლო და გსურდეს კიდეც მისი დამარცხება, თუკი სახელმწიფო მოწყობილია არა ისე, როგორც სასურველი იქნებოდა. მაგრამ განა კი არის იდეალური სახელმწიფო არასრულყოფიულებათა და ცოდვების გარეშე? როდის არის ჯეროვანი და მართლზომიერი კამათი სახელმწიფოს შესახებ, და როდს არის ერი ვალდებული ამაღლდეს ამაზე, გადადოს უთანხმოებანი სახელმწიფოს მოწყობის საბაბით და გაერთიანდეს, რათა დაიცვას სამშობლო, სხვანაირად არაფერი იქნება სამსჯელო შემდეგ, აღარ იქნება საერთოდ არანაირი შემდეგ?

რატომ იყო, რომ ა. ი. დენიკინს, რომელიც იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ, ს. რახმანინოვსა და ათასობით სხვას, რომლებიც არასოდეს იყვნენ სიმპატიით განწყობილი რევოლუციური იდეებისადმი, განდევნილნი იყვნენ რევოლუციის მიერ, მის გამო დაკარგეს საშობლო, მიუხედავად ამისა, სურდათ წითელი არმიის გამარჯვება?

როდესაც დენიკინს მიმართეს არაოფიციალურმა ემისრებმა ვლასოველთაგან წინადადებით რომ ეკურთხებინა ვლასოვის არმია, მაშინ მან რისხვით შესძახა: “მე ვეომებოდი ბოლშევიკებს. მაგრამ არასოდეს რუს ხალხს. მე რომ შემეძლოს გავხდე წითელი არმიის გენერალი, მაშინ ვუჩვენებდი გერმანელებს!” რახმანინოვი ქანცის გაწყვეტამდე მართავდა კოცერტებს მთელ შეერთებულ შტატებში და ფულებს კი უგზავნიდა სტალინს.

საყვარელი სამშობლოს შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის მათთვის იდგა იმ სურვილზე უფრო მაღლა, რომ თავიანთ სიცოცხლეშივე ეხილათ საძულველი “რეჟიმის” კრახი. სიყვარული სიძულვილზე უფრო მეტი აღმოჩნდა, როგორც მოითხოვს კიდეც ქრისტიანული მცნება. ისინი არ აიგივებდნენ რუსეთს “ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან”. ვლასოველები კი, და მათი დღევანდელი თანამოაზრენიც, როგორც ჩანს, თვლიან, რომ უმჯობესია არანაირი რეუსეთი არ იყოს, ვიდრე იყოს ბოლშევიკური რუსეთი.

ისტორია პოლიტიკის სამსახურში

ყურადღება წიგნისადმი “ლატვიის ისტორია” – მარტივი ცნობარისადმი ლატვიელთა ეთნოგრფიასა და ისტორიაში, რომელსაც ლატვიის პრეზიდენტი ვაირე ვიკეფრაიბერგე საზეიმოდ არიგებდა ოფიციალურ ცერემომიაზე ოსვენციმში, შემხვევითი არ არის, ისევე, როგორც საერთაშორისო ფონდებისა და ლატვიაში აშშ საელჩოს ფინანსური დახმარებაც დემოკრატიის რაღაც კომისის სახით (в лице некоей Комиссии по демократии). წიგნი – “ლატვიის ისტორია” უბრალოდ უსიამოვნო ეპიზოდი არ არის ლატვია-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებში.

სინამდვილეში – ეს “ცნობარ-გზამკვლევია” XX საუკუნის ისტორიაში, უფრო სწორად, დამხმარე სახელმძღვანელო მის ახალ წაკითხვაში. ქვეყნის პრეზიდენტის წინასიტყვაობით წიგნი იქცევა მეორე მსოფლიო და დიდი სამამულო ომის ინტერპრეტაცის პირველ ოფიციალურ გამოწვევად. ამ დრომდე მხოლოდ არაოფიციალურ დონეზე ტირაჟირებული ხატება ორი ტოტალიტარული მონსტრისა, რომლებიც მონაცვლეობით იმონებდნენ ხალხებს მსოფლიო დემოკრატიის სულ დღევანდელ ერამდეც კი, იქცევა ინსტრუმენტად საერთაშორისო სტრატეგიისა, რომელმაც უნდა დააგვირგვინოს ყოველივე, რაც მიღწეულია დასავლეთის მიერ უკანასკნელ 15 წელიწადში.

სტრატეგია მდგომარეობს კომუნისტური “სტალინური” სსრკ-ის სრულ და საბოლოო დემონიზაციაში. ამისთვის საჭიროა, რომ კომუნისტურ საბჭოთა კავშირი გააიგივონ ჰიტლერულ ნაცისტურ რეჟიმთან, უკვე არარსებული სსრკ უკანა რიცხვით მიიყვანონ ვირტუალურ ნიურნბერგის პროცესამდე და უკვე ღიად გამოაცხადონ იალტურ-პოტსდამური სისტემა – თანაბრად საზიზღარი ტოტალიტარული რეჟიმების ბრძოლის შედეგად (итогом), “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის” შედეგად (результатом), რომელსაც დასავლეთი იძულებული იყო დროებით შერიგებოდა.

რატომ ვუშვებთ ჩვენ ამას? სსრკ ხომ თვით მის დაშლამდეც გახლდათ საყოველთაოდ აღიარებული სახელმწიფო, გაერო-ს დამფუძნებელი და ეუთო-ს ჰელსინკის აქტის ხელმომწერი. რუსეთი მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებულია მის სამართალმემკვიდრედ, რომელსაც მემკვიდრეობით მიღებული აქვს უფლებები და მოვალეობანი დადებული ხელშეკრულებების მიხედვით. როგორც არ უნდა ვეკიდებოდეთ თავად ჩვენ საკუთარ ისტორიას, უცხოელთა მიერ, და მით უმეტეს ოფიციალური პირებისა, შეურაცხყოფის გამოხატვა სსრკ-ისა და მისი სიმბოლიკის მიმართ, წარმოადგენს არა მხოლოდ დიპლომატიური ეთიკის აღმაშფოთებელ დარღვევას, არამედ საერთაშორისო სამართლისაც, და აღკვეთილ უნდა იქნას ერთხელ და სამუდამოდ.

სხვანაირად, შემდეგი ეტაპია – სსრკ-ის ხელმოწერის გაუფასურება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების ქვეშ და ტერიტორიული რეალიებისა და სამხედრო-სტრატეგიული სიმეტრიების მთელი იურიდიული საფუძვლის ქვეშაც, შეირაღებათა დარჩენილი სახელშეკრულებო სისტემისა და გაერო-ს წესდების ჩათვლით ჩაურევლობისა და სუვერენიტეტის პრინციპებითა და ვეტოს უფლებით, კალინინგრადის ოლქის ჩამოცილება, რუსეთის გამოდევნა (вытеснение) ბალტიკიდან, შავი ზღვიდან და წყნარი ოკეანიდან.

წინააღმდეგობის გაწევა ამ სტრატეგიისადმი დიადი გამარჯვების 60 წლის აღნიშვნის წინ – შეურაცხყოფილი სიამაყისადმი ხარკის გადახდა კი არ არის, არამედ რუსეთის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა დამოუკიდებელი და მნიშვნელობის მქონე სუბიექტის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა, და უნდა იქცეს კიდეც პასუხისმგებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მთელი საზოგადოების ამოცანად.

საჭიროა შევიგნოთ, რომ “სტალინური სსრკ”-ის დემონიზაცია ხორციელდება სულაც არა მორალურ განზრახვათა გამო, სხვანაირად ისინი დაგმობდნენ ვ. ი. ლენინსაც, რამდენადაც რეპრესიების კრიტერიუმისა და მოსახლეობის ამოწყვეტის მიხედვით (ლატვიელი მსროლელების დახმარებით) ლენინური პერიოდი არაფრით უკეთესი არ ყოფილა. მაგრამ ლენინს დასავლეთი ყოველთვის ინდობს, როგორც ჩანს, რუსეთის იმპერიის დანგრევის გამო მადლიერების ნიშნად. სწორედ სტალინის დროს სსრკ კვლავ იქცა დიდ დერჟავად, აღადგინა რა ამასთან ისტორიული რუსეთის ტერიტორია, და ამ დიდმყრობელობის (великодержавие) გაუფასურება არის კიდეც მათთვის საჭირო. მაგრამ როგორ? – დააკავშირებენ რა მას რეპრესიებთან.

მაგრამ, შევნიშნავთ, არც ყბადაღებულ 1937 წელს, არც 20-იან წლებში სსრკ არ ყოფილა დიდი დერჟავა, იგი ძლივს-ძლივობით თუ ართმევდა თავს გარემომცველი მსოფლიოს ზეწოლას. აქედან გამომდინარე, საბჭოთა დიდმპყრობელობის საფასური საერთოდ არ არის გადახდილი რეპრესიებით, როგორც ლენინური, ისე სტალინური პერიოდისა, თუმცა კი მათი უარყოფაც არ შეიძლება – ისინი სავსებით არის დაგმობილი თავად ჩვენს მიერვე. საბჭოთა დიდმპყრობელობა შექმნილია მსხვერპლიანი ბრძოლით ჰიტლერული აგრესიის წინააღმდეგ და 1945 წლის მაისის სულით, იალტურ-პოცდამური სისტემით.

სწორედ მეორე მსოფლიო ომის ამ შედეგის, რომელიც შეუძლებელია სსრკ-ის დიდი სამამულო ომის გარეშე, განგვირგვინებისთვის არის კიდეც მოწოდებული ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მთელი თავხედური განცხადებები. აშშ-ის კონგრესმა უკვე მოითხოვა რუსეთისგან, რომ ბოდიში მოიხადოს ოკუპაციისთვის! თუმცა კი, ბოდიშის მოხდას გვთავაზობენ სულაც არა ომის ყველა ტერიტორიული შედეგისთვის, არამედ მხოლოდ შედეგებისთვის სსრკ-ის სასარგებლოდ. ეჭვქვეშ აყენებენ კალინინგრადის ოლქის სტატუსს, მაგრამ არა იტალია-საფრანგეთის შეცვლილ საზღვარს ან კიდევ დოდეკანეზის კუნძულების გადაცემას საბერძნეთისთვის სტალინის თანხმობით.

ამასთან არავის არ ეჩვენება დასავლეთში აბსურდულად, რომ იალტურ სისტემას ჰგმობს ვარშავა, რომელმაც წითელი არმიისგან საჩუქრად მიიღო სილეზია – თავისი ტერიტორიის თითქმის მესამედი. ლიტვა კი საერთოდ თავისი დედაქალაქით დავალებულია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის “დანაშაულებრივი” საიდუმლო პროტოკოლისგან. არქივები მოწმობენ ლიტველთა არა სირცხვილის შესახებ, არამედ მათი ზეიმისა. მიიღო რა ვილნო “სამარცხვინო პროტოკოლიდან” ორი თვის შემდეგ, 1939 წ. ოქტომბერში, ლიტვა ზეიმობდა და, როგორც დიპლომატები იტყობინებოდნენ, “მთელი ქალაქი მოირთო სახელმწიფო დროშებით, ადამიანები ერთმანეთს კოცნიდნენ და ულოცავდნენ”. ლიტვის ტერიტორია დღეს – აი რა არის ერთადერთი დარჩენილი შედეგი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა.

მსურს შევახსენო ვარშავას, სისხლისსამართლებრივი მეამბოხის მასხადოვისა და მისი მკვლელებისადმი თანაგრძნობის გამო, რომ სწორედ სსრკ-მა მოკავშირეთა ნების წინააღმდეგ აჩუქა მას სილეზია, რომელსაც გერმანია ფლობდა 400 წლის მანძილზე. 1946 წ. აგვისტოში სახელმწიფო მდივანმა ჯ. ბირნსმა გამოაქვეყნა აშშ-ის დოქტრინა ევროპაში ფსონით გერმანიაზე და განაცხადა, რომ, ვითომდა ოდერ-ნაისეს ხაზი არ წარმოადგენს მოკავშირეთა გადაწყვეტილებების ნაწილს, რადგანაც “რუსეთის მიერ სილეზიისა და გერმანიის სხვა აღმოსავლეთ რაიონების პოლონეთისთვის გადაცემა შედგა პოცდამის შეხვედრამდე”. ამან 25 წლით წაუხალისა იმედები გერმანიის ეგრეთ წოდებულ “რევანშისტებს”, რომელთაც არ სურთ ჰიტლერის აულაგმავი ამბიციებისთვის საფასურის გადახდა მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარის დაკარგვით.

როგორი ცრემლნარევი ნოტები დაატეხეს აქვე თავზე საბჭოთა ხელმძღვანელობას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რჟიმოვსკიმ და ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა იან მასარიკმა, ევედრებოდნენ რა გაეგრძელებინათ “განმათავისუფლებლის” მისია და დაეცვათ ტერიტორიები, “რომლებიც საბოლოოდ არა არის განსაზღვრული პოცდამის შეხვედრის მიერ”! პოლონელი ამბობდა, რომ “პოლონეთი საუკუნეების განმავლობაში იყო გერმანული ექსპანსიის ობიექტი, რომელმაც გამოიწვია ვრცელი პოლონური ტერიტორიების მიერთება და გერმანიზაცია”. ჩეხი არანაკლებ პათეტიურად შეჰღაღადებდა საბჭოთა ხელმძღვანელობას და ამბობდა “ბოჰემიის ასწლიანი ბრძოლის შესახებ გერმანული აგრესიის წინააღმდეგ”. ახლა კი მთავარი ტრაგედიაა – სსრკ-ის ორბიტაში ყოფნა.

ლატვიელთა მთავარი უბედურებები წიგნში “ლატვიის ისტორია” ასევე, რა თქმა უნდა, დაიწყო საბჭოთა კავშირის მიერ მისი ოკუპაციის შემდეგ, რომლის წინააღმდეგაც “სრულიად სახალხო” ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული და მხოლოდ ამის გამო შედიოდნენ SS-ის ჯარებში (Waffen SS). ამასთან მსხვერპლთა რაოდენობა “საბჭოებისგან” ბევრად აღემატებოდა ჰიტლერელთაგან მიყენებულ ტანჯვას. ისინი ლატვიელებთან ერთად მხოლოდ აწყობდნენ “გამოსასწორებელ-შრომით” ბანაკებს, სალასპილსის მსგავსებს, სადაც, მართალია, ათასობით ებრაელი და პრორუსული ლატვიელ-ანტიფაშისტი იტანჯებოდა.

ინგლისური სტრატეგიის ჩავარდნა

ახლა მივმართოთ ყბადაღებულ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს. ისტერიკები მასთან მიმართებაში ვერ შეიძლება იქნას გასაგები XX საუკუნეში აშშ-ისა და ბრიტანეთის სტრატეგიის ცოდნის გარეშე. მისი ერთერთი მიზანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახლდათ აღმოსავლეთ ევროპის ამოღება როგორც რუსეთის, ისე გერმანიის გავლენის ქვემოდან, შექმნიდნენ რა თავიანთი კონტროლის ქვეშ წვრილ არადამოუკიდებელ სახელმწიფოთა იარუსს ბალტიკიდან შავ ზღვამდე. (ის, რაც დღეს ხორციელდება).

აღმოსავლური “სასიცოცხლო სივრცის” დაპყრობის ჰიტლერული გეგმები, თითქოსდა, მთლიანად ანგრევდა ამ სქემას. მაგრამ ცნობილია, თუ როგორ უბიძგებდა ბრიტანეთი ყველანაირად ჰიტლერს სწორედ აღმოსავლეთისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯ. საიმონის საიდუმლო მოლაპარაკებები ჰიტლერთან ბერლინში 1935 წლის მარტში იქცა საბჭოთა დაზვერვის მონაპოვრად. რიბენტროპის კითხვაზე ავსტრიის შესახებ საიმონმა პირდაპირ მოახდინა ანშლუსის სანქციონირება, როდესაც განაცხადა: “მისი უდიდებულესობის მთავრობა არ შეიძლება იყოს შეშფოთებული ავსტრიის გამო ისე, როგორც, მაგალითად, ბელგიისა, რომელიც დიდ ბრიტანეთთან ყველაზე უფრო ახლო მეზობლობაში იმყოფება”. ჰიტლერმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს მისი “დიდსულოვანი პოზიციისთვის”.

საქმით ამაში არ ყოფილა წინააღმდეგობა. ბრიტანეთი სულაც არ ვარაუდობდა ჰიტლერის დამშვიდებას. პირიქით, ყველაზე უფრო საშინელი რამ ანგლოსაქსებისთვის მოხდებოდა მაშინ, გერმანია რომ დაკმაყოფილებულიყო მიუნხენითა და ავსტრიის ანშლუსით. ეს იქნებოდა გერმანული პოტენციალის შეერთება ერთ სახელმწიფოში – კოშმარი ბრიტანეთისთვის ბისმარკის ხანიდან. ხოლო უკან დაბრუნებისთვის იძულება შემდეგში ადვილი აღარ იქნებოდა – ჰიტლერული აქტები ხომ აღიარებულ იქნა “დემოკრატიული საზოგადოებრიობის” მიერ, ჩეხოსლოვაკია კი პირველ მსოფლიო ომამდე გახლდათ ავსტრია-უნგრეთის ტერიტორია და როგორც ასეთი, სადაო არასოდეს ყოფილა.

ბრიტანეთი იმედოვნებდა ჰიტლერის ბიძგებას შემდგომი ექსპანსიისკენ, ამასთან მხოლოდ აღმოსავლეთით, და პრინციპში ანგლოსაქსონური გაანგარიშება ამბიციების მოუთოკაობასა და ნაცისტური იდეოლოგიის ბანგზე (дурман) დასაბუთებული იყო. დღეს აჩუმათებენ, რომ ინგლისის ბეჭდური სიტყვა და პოლიტიკური წრეები ღიად მსჯელობდნენ ჰიტლერის შემდეგ ნაბიჯზე მიუნხენის მერე – გამოლაშქრებაზე უკრაინის წინააღმდეგ.

ამ საკითხში აქტიური იყო პოლონეთი, რომელიც სულაც არ ყოფილა უდანაშაულო მსხვერპლი. როგორც კი ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიას წაართვა სუდეტები, პოლონეთმა განაცხადა პრეტენზიები სილეზიის ტეშინურ ნაწილზე, რომელიც ვერსალის ხელშეკრულებით ჩეხოსლოვაკიისთვის იქნა გადაცემული ჰაბსბურგების იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის ოთხი საუკუნის შემდეგ. ხოლო 1939 წლის იანვარში კი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეკი ბერლინში უკვე სთავაზობდა თავისი ქვეყნის სამსახურს უკრაინის დასაპყრობად, თუკი ჰიტლერი მხარს დაუჭერს მის პრეტენზიებს შავ ზღვაზე გასასვლელად. მაგრამ აი სახალხო კომისარ ლიტვინოვს კი პოლონეთის ელჩი გჟიბოვსკი უცვლელად პასუხობდა: “პოლონეთი ინარჩუნებს უარყოფით დამოკიდებულებას კომბინაციებისადმი, რომლებიც მიმართული იქნება გერმანიის წინააღმდეგ”.

კოლექტიური უსაფრთხოების დაუსრულებელი პროექტების ქრესტომათიული ისტორია გვიჩვენებს: დასავლეთის ქვეყნები უარს ამბობდნენ გარანტიების მოცემაზე ბალტიის სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ჰიტლერისგან გამოყოფდნენ სსრკ-ის დასავლეთ საზღვარს. 1939 წლის აგვისტოში დადებულ იქნა ყბადაღებული 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. აგრესია სსრკ-ის წინააღმდეგ გადადებულ იქნა დასავლეთ ევროპის განადგურებამდე (разгром).

ხელშეკრულებას სულაც არ მოუახლოვებია ომი. იგი მოაახლოვეს უკვე დაწყებულმა დაპყრობებმა დასავლური “დემოკრატიების” კურთხევით, რომლებმაც პირველებმა მოაწერეს ხელი მიუნხენის გარიგებას, რამაც ჰიტლერს მისცა სუდეტები და მოახდინა ავსტრიის ანშლუსის სანქციონირება.

ხელშეკრულებამ შეცვალა გარდაუვალი ომის განრიგი, და, აქედან გამომდინარე, ომისშემდგომი კონფიგურაციაც, შეუძლებლად აქცია რა ანგლოსაქსებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში შემოსვლა როგორც ომის დასაწყისში, რამდენადაც საჭირო იყო დასავლეთ ევროპის თავდაცვა, ისე გამარჯვების შემდეგაც – იქ უკვე იყო სსრკ. 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი – წარმოადგენს ინგლისური სტრატეგიის უმსხვილეს ჩავარდნას მთელი XX საუკუნის მანძილზე, აი რატომ ახდენენ მის დემონიზაციას.

მაგრამ დღეს არც მიუნხენს, ანც ანშლუსს, არამედ სწორედ “ჰიტლერ-სტალინის პაქტს” უწოდებენ მეორე მსოფლიო ომის “პრელუდიას” და თავს ესხმიან საიდუმლო პროტოკოლს გავლენის სფეროთა გაყოფის შესახებ. მაგრამ სტალინის მზადყოფნა საკუთარ ქვეყანაზე თავდასხმის გადავადების სანაცვლოდ თვალი დაეხუჭა ჰიტლერის მისწრაფებებზე პოლონეთთან მიმართებაში, რომელიც ჰიტლერს სღავაზობდა უკრაინის დაპყრობას, ისევე როგორც ესარგებლა შემთხვევით რევოლუციის გამო დაკარგული რუსეთის იმპერიის ტერიტორიის აღდგენისთვის, არაფრით არ განსხვავდებოდა პრაგმატიზმის, ან თუ გნებავთ, ცინიზმის მიხედვით საიმონის სიტყვებისგან, რომელმაც აუხსნა ჰიტლერს, რომ ბრიტანეთი “არ შეშფოთდება ავსტრიის გამო ისევე ძლიერ, როგორც, ეს რომ ყოფილიყო ბელგია”.

და ბალტიისპირეთის რეჟიმები კი, ნახევრადფაშისტურები, დიქტატორულები, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტარიზმზე და მაშინ დაგმობილი იყვნენ მთელი ევროპის მიერ? მათ ეკავათ ერთმნიშვნელოვნად პროგერმანული პოზიცია. როგორც იტყობინებოდა აშშ-ის ელჩი, ბალტიის სახელმწიფოები “ისწრაფვოდნენ დარჩენილიყვნენ იმ კოალიციების გარეთ, რომლებიც მიმართული იყო გერმანიის წინააღმდეგ”.

საბჭოთა-გერმანულ ხელშეკრულებას დღეს უწოდებენ “ომისა” და “გაყოფის” პაქტს, რომელსაც, ვითომდა, არ ჰქონია ანალოგები ევროპულ ისტორიაში, ვინაიდან ესენი გახლდნენ “ტოტალიტარული სახელმწიფოები”. ამან მხოლოდ ირონია თუ შეიძლება გამოწვიოს ისტორიკოსში.

ისტორიაში რამდენჯერ დაუხაზავთ ერთ დერჟავებს საზღვრები სხვებისთვის! ნაპოლეონი ტილზიტში ამაოდ სთავაზობდა ალექსანდრე I-ს პრუსიის განადგურებას. ვენის კონგრესმა 1815 წ. მიუმატა შვეიცარიას სტრატეგიული სამთო უღელტეხილები, რათა ისინი არ რგებოდა უფრო დინამიურ სახელმწიფოებს. 1905 წ. საიდუმლო შეთანხმებაში იაპონიამ და აშშ-მა გაცვალეს თანხმობები ფილიპინების მიტაცებასა და კორეის ოკუპაციაზე. ვერსალში 1919 წ. ანტანტამ დაანაწევრა ავსტრია-უნგრეთი, ბრძანა რა, თუ ვის და როგორ საზღვრებში შეიძლებოდა ჰქონოდა სახელმწიფოებრიობა, ვის კი არა, და ვინ, როგორც გალიცია გადასულიყო ერთი პატრონისგან მეორესთან. პოცდამში შეცვლილ იქნა ბევრი სახელმწიფოს საზღვრები და ყოფილ კოლონიათა ბედი. და როგორ არის დემოკრატიულ აწმყოში? – დეიტონში 1995 წ. დემოკრატიის ბურჯებმა “დაუხაზეს” და ძალით მოახვიეს თავზე თავიანთი ტერიტორიული სტატუს-ქვო ბალკანეთში.

დაბოლოს, ჰიტლერული გერმანიის თავად თავდასხმა სსრკ-ზე ხსნის (снимает) მთელ ბრალდებებს. თუმცა კი მჯღაბნელები ჩაგვაგონებენ, რომ ჰიტლერმა ვითომდა დაასწრო აგრესიული სსრკ-ის თავდასხმას. მაგრამ ჰებელსის დღიურში ამაზე გაცილებით ადრე უკვე იყო დაწერილი: “რუსეთი დანაწევრებულ უნდა იქნას. არ შეიძლება აღმოსავლეთში ასეთი კოლოსალური სახელმწიფოს მოთმენა”. ჰიტლერმა მხოლოდ გააგრძელა პირველი მსოფლიო ომის წინანდელ პანგერმანისტთა გეოპოლიტიკური გეგმები. 1914 წელს გერმანიის საზღვრის ვოლგაზე გაყვანას მოითხოვდნენ ბერლინელი ინტელექტუალები, “ტოტალიტარიზმი” კი მაშინ ჯერ სულაც არ ყოფილა, არამედ იყო რუსეთი.

ჰ. კისინჯერი ნაშრომში “დიპლომატია” ახდენს გულდაწყვეტისა და უნებური აღტაცების ნარევის დემონსტრირებას, განსაზღვრავს რა “სტალინის მიღწევათა საზომად იმას, რომ მან თუნდაც დროებით, ადგილები შეუცვალა ჰიტლერის პრიორიტეტებს”. დიპლომატიის ამ წარმატებას მან უწოდა უმაღლესი მიღწევა საშუალებებისა, რომლებიც “შესაძლოა ნასესხები ყოფილიყო ტრაქტატიდან XVIII საუკუნის სახელმწიფოს მართვის ხელოვნების თემაზე”.

უ. ჩერჩილიცა და საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდ ჰალიფაქსიც, წარუდგენდნენ რა საბჭოთა-გერმანულ ხელშეკრულებას ლორდთა პალატას, სსრკ-ის მოქმედებებს აღიარებდნენ მართლზომიერად, როგორც მხოლოდ თავისი რევოლუციამდელი ტერიტორიის აღმდგენისა!

* * *

ახლანდელი მოდა, რომ აიგივებდნენ ჰიტლერულ ფაშიზმსა და საბჭოთა კომუნიზმს, სულაც არ წარმოქმნილა ცივი ომის დაწყებისთანავე, თუმცა კი მაშინ ურთიერთობათა სიმწვავე ცოტა ხნის წინანდელ მოკავშირეებთან უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღესაა.

ამ იდეას ვერ მიიღებდნენ 50-იან წლებში ისინი, ვინც ეხვეოდნენ ელბაზე საბჭოთა ჯარისკაცებს, და ვინც აცილებდნენ ჩრდილოეთის ბადრაგს. მილიონთა სახლებში დასავლეთში ჯერ კიდევ ინახებოდა ბრიტანული გაზეთები, რომლებიც აღსავსე იყო აღტაცებით სტალინგრადის დამცველთა წინაშე. ყველას ახსოვდა, თუ როგორ ელოდებოდნენ მოკავშირეები სსრკ-გან ომის გამოცხადებას საბოლოო გამარჯვებამდე, ეშინოდათ რა იმისა, რომ იგი არ გაჩერებულიყო საკუთარ საზღვრებზე.

“კამათი ისტორიის შესახებ” გახსნილ იქნა მსხვილი გერმანელი ისტორიკოსის ე. ნოლტეს მიერ 1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სსრკ-ზე გეოპოლიტიკური ზეწოლის გამართლებად იქცა “ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის” ბრძოლა. “ბოროტების იმპერიასთან” ბრძოლა მოითხოვდა ახალ იდეოლოგემებს, და ე. ნოლტეს წიგნებიც ამისთვის ზუსტად ზედ გამოჭრილები გამოდგა (пришлись как нельзя кстати). მათში ვირტუოზულად წყდებოდა ამოცანა: მოხდეს სსრკ-ის, როგორც ფაშიზმის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლის განგვირგვინება, და ამასთან არ მოხდეს თავად ფაშიზმის რეაბილიტაცია, არამედ განთავისუფლებულ იქნას დასავლეთი მის გამო ბრალეულობისგან.

ე. ნოლტე ახდენდა მეორე სოფლიო ომის ინტერპრეტაციას არა როგორც ტერიტორიული ბატონობისკენ საუკუნოვან მისწრაფებათა გაგრძელებისა, არამედ როგორც ოქტომბრის რევოლუციით დაწყებული “სრულიად ევროპული სამოქალაქო ომისა” ორ “განხეთქილების იდეოლოგიას” შორის. ევროპა კი, ნოლტეს მიხედვით, ჩავარდა ფაშიზმის ცოდვაში მხოლოდ განსაკუთრებით ლიბერალური სისტემის კომუნიზმისგან დასაცავად და, მხოლოდ შემდეგ დაემსგავსა თავის მეტოქეს. ასეთ სქემაში აღშფოთებული შეგნების სამიზნედ იქცევა “საბჭოთა ტოტალიტარიზმი” და 1939 წლის ყბადაღებული პაქტი, რომლებიც, ვითოდა, იქცნენ კიდეც მეორე მსოფლიო ომის მიზეზად.

ე. ნოლტეს მსუბუქი ხელით კომუნიზმს, რომელიც ყოველთვის და ყველგან ითვლებოდა ფაშიზმის მთავარ ანტითეზად, დაუწყეს მისი პროტოტიპის სახელის შერქმევა. ე. ნოლტეს კონცეფციამ ტუშით დაფარვაც კი შეძლო განსხვავებისა იტალიური ტიპის ფაშიზმსა და ჰიტლერის ნაციონალ-სოციალიზმს შორის, რომელიც ყოველთვის იყო აღიარებული მეცნიერების მიერ პოლიტიკურ მოძღვრებათა შესახებ (всегда признаваемого наукой о политических учениях). ახლა მთავარი კრიტერიუმია – “ამერიკული დემოკრატიის” არარსებობა. მაგრამ რომელიმე ხალხის სურვილი ან არ ქონა სურვილისა დაამყაროს თავისთან დემოკრატია სხვადასხვა ფორმით, მისი უფლებაა, და თავის თავად არ ატარებს მუქარას მსოფლიოსთვის, ოღონდ თუკი მას თან არ ახლავს ამ არჩევანის სხვებისთვის ძალადობრივად თავზე მოხვევა.

მაინც რა იყო მსოფლიოს გამოწვევა ჰიტლერის მხრიდან?

გამარჯვებულთა მიერ პირველ მსოფლიო ომში სასტიკად დასჯილი გერმანია რომ შემოფარგლულიყო წვრილი დავებით მომიჯნავე ტერიტორიების გამო, მაშინ ამდენად ჩვეულებრივი მოვლენა მსოფლიო ისტორიისა ძნელად თუ მიიყვანდა მას ნიურნბერგის ტრიბუნალამდე. მაგრამ ჰიტლერმა გამოაცხადა პრეტენზიები იმ მიწებსა და ხალხებზე, რომლებიც ასრასოდეს ყოფილან გერმანელთა ორბიტაში არც დასავლეთში, და არც აღმოსავლეთში. ასეთი პროექტი დაბადა ადამიანთა და ერების ბუნებრივი არათანასწორობის (неравнородность) წარმართულმა დოქტრინამ, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ნაციზმისთვის.

ერთად ეს იქცა კიდეც გრანდიოზულ გამოწვევად მსოფლიოსთვის – როგორც ხალხთა სუვერენულობისა და საერთაშორისო სამართლისთვის, ისე მონოთეისტური ცივილიზაციის ფუნდამენტური ცნებისთვისაც ადამიანებისა და ერების ეთიკური თანასწორობის შესახებ, რომლებზედაც ვრცელდება ერთი მორალი და რომლებიც არ შეიძლება იყვნენ საშუალებად სხვებისთვის. სხვა ხალხების უფლების უარყოფა ისტორიაზე საშუალებას აძლევდათ მოესპოთ მეორეხარისხოვნები და მათი კულტურა, გადაეწვათ ქალაქები და სოფლები. წარსულის არც ერთ ომში არ ყოფილა სამოქალაქო მოსახლეობის ასეთი დაღუპვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მაგრამ დღეს ნაციზმისა და ბოლშევიზმის გაიგივება იქცა დასავლური საზოგადოებათმცოდნეობის კლიშედ. ეს თეზისი ნაცისტური აგრესიის წინააღმდეგ მთავარ მებრძოლთან მიმართებაში ამორალურობის გარდა, უბრალოდ ანტიმეცნიერულია.

კომუნიზმი – პროგრესის ფილოსოფიის მიერ ნაშობი, რომელიც ფესვებით მიდის ქილიაზმის ერესში, მიზნად ისახავდა მთელი კაცობრიობის გაბედნირებას (облагодетельствовать), რისი გულისთვისაც საჭირო იყო ყოველივე ეროვნულის მსხვერპლად მიტანა და საკუთარი ქვეყნის “ფიჩხის კონად” გადაქცევაც კი.

გერმანულმა ნაციზმმა გამოაცხადა უფლება რომ სისხლისგან დაეცალა და დაემონებინა სხვა ერები იმისთვის, რათა გაებედნიერებინა თავისი. ნაცისტური დოქტრინის მთელი ასპექტები დაფუძნებულია არა მხოლოდ სხვადასხვა ხალხების არაისტორიულობის იდეაზე, რომელიც დამახასიათებელია კლასიკური დასავლური ფილოსოფიისთვის, არამედ რასობრივ აღმატებულობაზეც. ეს არის უკანდახევა მონოთეისტური ცივილიზაციის ფუძემდებლური საწყისისგან – ადამიანთა ეთიკური თანასწორობისგან. ნაციზმი – ეს არის დაბრუნება წარმართობაში, ფილოსოფიაში: “რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არ არის ნებადართული ხარისთვის”. ეს არის ხალხთა დაყოფა “უტყვ არსებებად” და “მათად, ვისაც სიტყვის უფლება აქვს”.

ახლა აღმოჩნდა, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის ომი ჰიტლერის წინააღმდეგ წარმოებდა არა იმისთვის, რათა ფრანგები და დანიელები დარჩენილიოყვნენ ფრანგებად და დანიელებად, არა იმისთვის, რათა ლატვიელები და პოლონელები არ გადაქცეულიყვნენ მეღორეებად და მსახურებად არიელებთან, არამედ “ამერიკული დემოკრატიის ზეიმისთვის”. და ეს ომი გაგრძელდა ევროპაში, სანამ მეორე “ტოტალიტარული მონსტრი” – სსრკ თავად არ ჩამოსცილდა, რათა “საწყალ დასავლეთს” მისი უკვე აღარ შეშინებოდა, არამედ შეძლებოდა თავისი დემოკრატიის მიტანა ყველაზე უფრო უსწრაფესი სახით – ბომბდამშენებიდან.

მაგრამ მთელი სტრატეგიის მიზანი გახლდათ მეორე მსოფლიო ომის შედეგების შეცვლა “ცივი ომის” შედეგებით. აი გასაღები ჯ. ბუშის უპრეცედენტო სიტყვების გაგებისთვის ლიტვის ნატო-ში მიწვევის ზეიმზე 2002 წლის 23 ნოემბერს: “ჩვენ ვიცოდით, რომ დიქტატორების მიერ დახაზული თვითნებური საზღვრები წაიშლებოდა, და ეს საზღვრები გაქრა. უკვე აღარ იქნება მიუნხენი, უკვე აღარ იქნება იალტა”.

იალტური სისტემის გამოცხადება ჰიტლერული აგრესიის იგივურად – ეს მეორე მსოფლიო ომისა და მასში ანტიჰიტლერული კოალიციის თანამშრომლობის სულისა და აზრის სრული რევიზიაა. და ამის შესახებ უნდა შევახსენოთ ყოფილ მოკავშირეებს.

უარის თქმა საერთო გამარჯვებაზე – ეს არის არა მარტო რუსების მახსოვრობის გამოწვევა, არამედ დაღუპული ამერიკელებისაც და ინგლისელებისაც. ეს არის შეურაცხყოფა რუსეთისა, საფუძვლებამდე დანგრეულისა ფაშისტური აგრესიით, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე მისცა არა მხოლოდ საკუთარ ისტორიაზე უფლებისთვის. ისინი დაიღუპნენ, მათ შორის იმისთვისაც, რათა პოლონელებს, ესტონელებს, ლატვიელებსა და ლიტველებს არ შეეწყვიტათ საერთოდ თავიანთი ეროვნული ისტორია. ნაცისტური გეგმების მიხედვით მათ ძლივს-ძლივობითღა უნდა შეძლებოდათ გერმანულ ენაზე გეოგრაფიულ მაჩვენებელთა წაკითხვა “ინგერმანლანდში”. სსრკ-ში მათ მიიღეს თავიანთი წილი ყველაფრისგან – ცუდისგანაც და კარგისგანაც, ამასთან ისინი ხდებოდნენ აკადემიკოსები და გენერლები, ლიტერატორები და გამომგონებლები და ჯილდოვდებოდნენ სახელმწიფო პრემიებით. ცუდია თუ კარგია კანონები, მაგრამ, თუკი ისინი ერთია ყველასთვის, მაშინ არანაირი საოკუპაციო რეჟიმი არ არის!

ახლა ლატვიას პატრულირებენ ნატო-ს თვითმფრინავები, ხოლო ეთნოკრატიული რეჟიმები კი ართმევენ რუსებს უფლებას ენასა და კულტურაზე, სამოქალაქო უფლებებს იმ საფუძველზე, რომ ლატვია და ესტონეთი იყვნენ საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ. ლატვიის პრეზიდენტს ვიკე-ფრაიბერგეს არ შერცხვა ეთქვა, რომ “რუსები უნდა იქცნენ რუსული წარმოშობის ლატვიელებად”. ეს არის იძულებითი ასიმილაცია ან გამოდევნა. და აი პარლამენტარი კირშტაინსი უკვე მოითხოვს “გავიყვანოთ ყველა ოკუპანტი მატარებლით”. გამარჯვების დღის წინა ხანებში მემორიალებს უგებენ ყოფილ ესესელებს. ასეთი დემოკრატია ახლა – “გაერთიანებული” ევროპის ნორმაა, რომელსაც ეტალონად წარმოგვიდგენენ. ხომ არა ჰგავს სწორედ ეს ნაცისტურ დროებას? და როგორ რეაქციას გამოიწვევდა რომელიმე რუსი პრეზიდენტის ჰიპოთეტური მოთხოვნა, რომ, მაგალითად, თათრები ქცეულიყვნენ “თათრული წარმოშობის რუსებად”?

მრავალჯერადად გაზრდილი ზეწოლა არაკომუნისტურ რუსეთზე, მისი მორიგი შევიწროვება ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ წარმოებს ყველაზე უფრო ფარისევლური ლოზუნგებით მთელი ისტორიის მანძილზე. ჭეშმარიტად არა “განხეთქილების იდეოლოგიათა” შერკინება და არა “დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის ბრძოლა” შეადგენენ XX საუკუნის ისტორიის არსს. როგორც ჩანს, ისევ და ისევ “არ შეიძლება ასეთი კოლოსალური სახელმწიფოს მოთმენა აღმოსავლეთში”. მაგრამ ჩვენი დამცირების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ჩვენივე საკუთარი ისტორიული და ეროვნული თვითშეგნების დანგრევა. ხომ არ დადგა დრო, რომ განქიქებისა და აბუჩად აგდებისგან დავიცვათ ჩვენი გამარჯვება და ჩვენი სამშობლო?

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 03.06.05.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment