Friday, November 23, 2012

ნატალია ნაროჩნიცკაია: “ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაჰგმო არა ტოტალიტარიზმის ბოროტმოქმედებანი, არამედ რუსეთი”

ნატალია ალექსის ასულო, პირველი და მთავარი კითხვა, რაღა თქმა უნდა, შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ესპა, ПАСЕ) რეზოლუციას, რომელიც ჰგმობს ტოტალიტარულ კომუნისტურ რეჟიმებს. გვიამბეთ გეთაყვა, როგორ მიმდინარეობდა მისი მიღება. იყო თუ არა იმედები, რომ ესპა მას უარყოფდა?

ჩვენ არ გვქონდა ეჭვი იმაში, რომ რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. რეზოლუცია მივიდა პლენარულ სხდომამდე, პოლიტიკური კომისიის მიერ რეკომენდირებული იყო დეკემბერში, ეს ნიშნავდა, რომ იგი მიღებულ იქნებოდა. პარლამენტარები ხმის მიცემის დროს ყოველთვის კითხულობენ კომისიის აზრს და დარბაზი, როგორც წესი, მიჰყვება მის მსჯელობას. თუმცა კი უნდა ითქვას, რომ არანაირი ერთსულოვნება ამ საკითხში არ ყოფილა.

რეზოლუციის წინააღმდეგ მარტო რუსეთი არ გამოსულა?

ევროპის საბჭო წავიდა განხეთქილებაზე. რეზოლუციის წინააღმდეგ სულ თავიდანვე კატეგორიულად გამოვიდა სოციალისტებისა და გაერთიანებულ მემარცხენეთა ჯგუფი. გაერთიანებულ მემარცხენეებში კომუნისტებს სულაც არ გააჩნიათ უმრავლესობა, ძირითადად ესენი არიან სოციალისტები და სოციალ-დემოკრატები. ამ თვალსაზრისის მომხრე, შვედი, გამოვიდა ძალიან სერიოზული და ღრმა მსჯელობით იმის შესახებ, რომ დიდი წინდაუხედაობა იქნებოდა ერთი ხელის მოსმით მოეთავსებინათ ასეთ “პრიმიტიულ”, როგორც მან თქვა, მოხსენებაში, მოსაზრება ისტორიის ასეთი დრამატული ფურცლებისა და იდეათა დაჯახებების შესახებ. ხდებოდა ისტორიაში, რომ ასეთი მოვლენები არცთუ იშვიათად იწვევდა სხვადასხვანაირ ბოროტმოქმედებებს. მისი მოსაზრება არ ყოფილა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული. რუსეთის დელეგაციას განსაკუთრებით მხურვალედ უჭერდნენ მხარს საბერძნეთის წარმომადგენლები. ბერძნები ერთადერთნი გამოდიოდნენ მგზნებარედ აღშფოთებულნი რეზოლუციითა და მისი პოლიტიკური სარჩულით. ბერძენი ქალის ლიანა კანელის ერთერთ გამოსვლაში იყო მოწოდება ევროპის საბჭოსადმი დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რას აკეთებენ, მტრების წარმოქმნა ხომ არ არის საჭირო, არამედ ტოლერანტობის დაცვა! იგი გადაკვრით ამბობდა იმაზე, რომ სულაც არა მხოლოდ კომუნისტური რეჟიმი, არამედ დემოკრატიულებიც ჩადიან ყველგან (повсеместно) ბოროტმოქმედებებს – აგრესია ერაყში, იუგოსლავიაში და ა. შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა.

მოახერხა თუ ვერა რუსეთის დელეგაციამ რაიმეს დაპირისპირება რეზოლუციის მომხრეებისადმი დებატების დროს?

იმათ შორის, ვინც მოხვდა ამ საკითხზე გამომსვლელთა რიცხვში, იყო იშვიათი ერთსულოვნება შეხედულებებში. ჩაეწერა 60-ზე მეტი ადამიანი. მე ვიყავი ორმოცდა მეცხრე და ამიტომ ვერ მომიწია გამოსვლა, მე დავტოვე ჩემი გამოსვლა, როგორც ეს დადგენილია კიდეც, წერილობითი სახით. მაგრამ იმ 23 პარლამენტარის რიცხვში, რომლებმაც მოახერხეს თავიანთი აზრის გამოთქმა, მოხვდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლები, პოლონელები, უნგრელები, ბულგარელები, უკრაინელები... და, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენი დელეგაციიდან გამოვიდნენ კოსაჩოვი, ზიუგანოვი და ჟირინოვსკი.

რეზოლუციის გამო დისკუსიის დროს იყო წინადადება გადაედოთ ამ მოხსენების განხილვა შემდეგ სესიამდე – დაეტოვებინათ იგი კიდევ ბოლომდე დამუშავებისთვის იმ მიზნით, რათა წარმოედგინათ იგი უფრო ზოგადი მსჯელობის სახით იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ასე თუ ისე იწვევენ დაგმობას. სიტყვამ მოიტანა და, ამისთვის ჩვენ სულ თავიდანვე მზად ვიყავით და კომისიაზე ვთავაზობდით გაეკეთებინათ რეზოლუცია, რომელიც ჰგმობს მცდელობებს იმისა, რომ მსოფლიოში რეპრესიული მეთოდებით, იძულებით ნერგავდნენ რაიმე-ნაირ ადამიანურ იდეებს. მაგრამ ვერც ჩვენი წინადადება, ვერც წინადადება განხილვის გადადებაზე ვერ გავიდა (მის მომხრედ მიცემულ იქნა 80 ხმა, მაგრამ, ჩემი აზრით, 95 იყო წინააღმდეგი).

როდესაც დაიწყეს შესწორებების შეტანა, მაშინ ყველაფერი საბოლოოდ გახდა ნათელი. გავიდა მხოლოდ ერთი მცირე შესწორება, ყველა დანარჩენი კი უარყოფილ იქნა. უნდა ითქვას, რომ ესპა-ში, როგორც დათვალიერებაზე, გამოცხადდა ყველა ჩვენი – პირდაპირ რომ ვთქვათ – არაკეთილმოსურნე ბალტიისპირეთიდან. და ყველა ისინი, მეგობრული მწყობრით, ხმას აძლევდნენ რეზოლუციის მომხრედ...

და მაინც, რატომ თქვეს უარი ევროპელებმა დაეგმოთ ნებისმიერი იდეების ძალადობრივი დანერგვა, მოახდინეს რა კონცენტრირება სწორედ კომუნისტურ იდეებზე?

მათ, ვინც ჩაიფიქრეს მთელი ეს პროცესი, ანალოგიური პროცესისა გიორგი დიმირტოვზე, სინამდვილეში კი – რუსეთზე, – არ სურდათ, რათა ყოფილიყო რაიმე-ნაირი ზოგადი დაგმობა. მაშინ ხომ საჭირო იქნებოდა დაეგმოთ, მაგალითად, ომებიც კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის. თუ ვიტყვით თანამედროვე სეკულარული, ათეისტური ენით, ეს იყო ომი იდეოლოგიური მოტივების გამო, ლოზუნგით “ვისიც არის ქვეყანა – მისია სარწმუნოებაც” (გადადიხარ სხვა მეფესთან – მოვალე ხარ სხვა წესით გადაიწერო პირჯვარი, მიიღო სხვა სარწმუნოება), ამ იდეის ლოზუნგით სანახევროდ ამოწყვეტილ იქნა ცენტრალური ევროპის მოსახლეობა. ეს ცნობილი ფაქტია. მოუწევდათ რომ დაეგმოთ იოჰან ლაიდენელი და, რა თქმა უნდა, რობესპიერი და მისი ტერორი... განა დღევანდელი მომხიბვლელი ტრიადა “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა” არ არის ნაშობი თავის დროზე გილიოტინის მიერ? მასზე – რობესპიერისეული ტერორის სისხლის კვალია. თავად ტერმინიც “რევოლუციური ტერორი” ხომ შემოღებულია არა ბოლშევიკების მიერ, არამედ რობესპიერისა... და ერთ სულ მოსახლეზე მსხვერპლის რაოდენობის მიხედვითაც სწორედ საფრანგეთის რევოლუცია ამ დრომდე რჩება პირველ ადგილზე (остаётся непревзойдённой). ვინმემ დაჰგმო კი ეს ოდესმე? ვინმემ გაიხსენა კი? ამასთან მე მახსოვს, თუ როგორ იდღესასწაულეს საფრანგეთის რევოლუციის 200 წლისთავი პარიზში ფოიერვერკებითა და ათეულობით საერთაშორისო კონგრესით, ქება-დიდებითა და ხოტბის შესხმით.

აქ სრულებით აშკარაა, რომ არა ბოროტმოქმედებანი აინტერესებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არამედ რუსეთის დაგმობა.

რაც საინტერესოა, ორ გამოსვლაში, პოლონელისა და ქართველის, სწორედ ვლინდებოდა კიდეც ის, რომ სინამდვილეში ჰგმობდნენ სწორედ რუსეთს. თუმცა ქვეყნის სახელწოდება არც კი გამოუყენებიათ. პოლონელის მსჯელობაში გაიჟღერა ისეთმა აზრმა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ეს არის – “რუსული იმპერიალიზმი”. აი მთავარი ამოცანა – ეჩვენებინათ, რომ მსოფლიო ისტორიის საბჭოთა პერიოდი – ეს არის ტოტალიტარული საბჭოთა კავშირი, იგი ამასთანავე არის ივანე მრისხანის გაგრძელებაც! ვითომდა მას ვგმობთ კიდეც ჩვენ. და ქართველის მოხსენებაშიც ასევე გაიჟღერა აზრმა, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა მოახდინა 1918 წელს საქართველოს ოკუპაცია (უნდა იყოს 1921 წელს – ი. ხ.).

აი ეს გახლავთ კიდეც მთავარი ხაზი. სამწუხაროდ ყველაფერი, რის შესახებაც მე ვაფრთხილებდი წინასიტყვაობაში ჩემი წიგნის “რისთვის და ვისთან ვომობდით ჩვენ” პირველ გვერდებზე, სრულდება. ყველაფერი ეს იშლება ჩვენს თვალწინ.

მიუხედავად ამისა, მიმართვა მინისტრთა კომიტეტისადმი ასევე უარყოფილ იქნა. ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის პოზიცის მომხრეთა გამარჯვებას?

რეკომენდაცია (რეზოლუციის გარდა ყოველთვის არის ხოლმე რეკომენდაციაც) უარყოფილ იქნა. იქ ამ რეკომენდაციაში შედიოდა თითქმის სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებაც, იმიტომ რომ რეკომენდირებული იყო გადაეხედათ ისტორიის სახელმძღვანელოებისთვის, ქუჩების სახელწოდებათათვის და – ტოტალიტარული რეჟიმების უარეს ტრადიციებში – ივარაუდებოდა ამოეღოთ და წაეშალათ ისტორიული მეხსიერების მეხსიერებიდან (из памяти исторической памяти) ყველაფერი, რაც იყო. ეს ძალიან ჰგავს ხელისუფლების მოქმედებებს საბჭოთა რუსეთში – ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა, მეფეთა ძეგლების განადგურება... აქ – ზუსტად იგივეა! აბსოლუტურად! ჩემს თვალწინ ხდება ლიბერალური იდეის ტოტალიტარიზაცია – ევროპის საბჭოს სახით. იქ უკვე აღარ შეიძლება გქონდეს რაღაც სხვა ისტორიული შეხედულებები დიდ ფასეულობებზე. თუკი თქვენ ლიბერალი არა ხართ – თქვენ უბრალოდ ჩამოგიცილებენ, თქვენ – განდევნილი (გარიყული) ხართ (Если вы не либерал – вы просто отторгаетесь, вы – изгой).

მაგრამ მაინც ახლანდელ პირობებში შეიძლება თუ არა დაემუქროს რუსეთს რაიმენაირი სერიოზული შედეგები?

არა, ევროპის საბჭო საერთოდ წარმოადგენს მეტად მცირეგავლენიან ორგანიზაციას. რეზოლუცია – ეს დეპუტატების აზრია, მის მომხრედ ხმა მისცა დაახლოებით 100-მა ადამიანმა. ამიტომ მას არ გააჩნია არანაირი იურიდული შედეგები. მაგრამ ეს პირველი დონეა, რომელზედაც გასახმარისებული უნდა გახადონ (обкатывается) ეს იდეა. ვფიქრობ, რომ რეზოლუციის მიღების შედეგების გამოყენებას შეეცდებიან უწინარეს ყოვლისა ბალტიისპირელები, განსაკუთრებით გააფთრებული ესტონელები და ლატვიელები, რომლებიც განმარტავენ ასეთ გადაწყვეტილებას როგორც ტოლობის ნიშანს კომუნიზმსა და ნაციზმს შორის. და პოლიტიკური ბრძოლისთვისაც, რათა თავიანთი პოლიტიკური მოედნიდან განდევნონ მოწინააღმდეგენი, იგივე რუსები, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან დაეყრდნონ ამ მსჯელობას და იმოქმედონ შესაბამისად. ამიტომ ეს ძალზედ უსიამოვნოა.

მაგრამ ნუთუ რეზოლუცია იძლევა კომუნიზმის ფაშიზმთან გათანაბრების საბაბს?

ნაწილობრივ. მსჯელობის დროს ჩვენ ვერ მოვახერხეთ (და ეს ასევე მეტყველებს მზაკვრული სარჩულის შესახებ!) – მოგვეცილებინა რეზოლუციიდან ერთი ფრაზა, რომელთანაც (თუნდაც არაპირდაპირ, არემედ ირიბად) დაკავშირებულია ტოლობის ნიშნის დასმის მცდელობა ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამის წინააღმდეგ მკვეთრად გამოთქვამდნენ სხვადასხვა დეპუტატები, განსაკუთრებით – მემარცხენეები, სერიოზული დისკუსია ამ თემაზე ვერ გამოვიდა.

მე ვაპირებდი განმევითარებინა ეს თემა და მეჩვენებინა, რომ ნაციზმი არის ადამიანებისა და ერების ბუნებრივი არაერთგვაროვნების წარმართული დოქტრინა, რომელიც ამართლებდა პრეტენზიებს ხალხების ტერიტორიებსა და ისტორიულ ცხოვრებაზე, ართმევდა მათ ისტორიულ მომავალს, უფლებას დამოუკიდებელ ცხოვრებაზე ისტორიაში, გადააქცევდა მათ მეღორეებად და მოსამსახურეებად მესამე რაიხის მსახურთათვის – ე. ი. ახდენდა მათ ლიკვიდაციას როგორც ერისა. ისინი იქცეოდნენ მასალად უცხოთა პროექტებისთვის. ხოლო კომუნიზმი კი – მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი ლიბერალიზმის ბიძაშვილი – მიზნად ისახავდა მთელი მსოფლიოს გაბედნიერებას და მზად იყო კიდეც, რომ ამ მიზნის საკურთხეველზე მსხვერპლად დაედო ყოველივე ეროვნული. არაფერი საერთო სრულებით არ არის! თუკი ნაციზმის დანაშაულებანი გამომდინარეობს თავად ნაცისტური სწავლებიდან, კომუნიზმის ბოროტმოქმედებანი თავად მისი დოქტრინიდან არ მომდინარეობენ. კომუნიზმის დანაშაულებანი – ეს არის თავად იმ ადამიანთა დანაშაულებანი, რომლებიც რაღაცის რეალიზაციას ახდენდნენ. მაგრამ მომიყვანეთ მაგალითები ისტორიიდან, სადაც ადამიანები არ სჩადიოდნენ ბოროტმოქმედებებს!

განა სსრკ-ში ჩადენილი ბოროტმოქმედებებისა და რეპრესიების დაგმობა ჩვენს ქვეყანაში არ დაიწყო ჯერ კიდევ სკკპ-ის XX ყრილობაზე 1956 წელს?

სწორედ ასეა. კოსაჩოვის გამოსვლაში გაიჟღერა მოსაზრებამ იმის შესახებ (მე მას უპირობოდ ვეთანხმები), რომ რუსი ადამიანები სიტყვაშეუბრუნებლად ჰგმობენ ტრაგიკულ რეპრესიულ პერიოდს, არ ისურვებდნენ არასოდეს მის დაბრუნებას... ჩვენში ეს მოვლენები უკვე დაგმობილია. ჩვენ ვხედავთ მზაკვრულ სარჩულს სწორედ იმაში, რომ სამამულო ისტორიის ამ პერიოდის დაგმობის მეშვეობით სურთ დაჰგმონ თავად ჩვენი სახელმწიფო. დაჰგმონ – მე ყოველთვის ამაში ვრწმუნდები – სწორედ ის გამარჯვებული საბჭოთა კავშირი, რომელმაც ასე მაღლა ასწია რუსეთის სახელმწიფოსა და საერთოდ რუსეთის ისტორიის პრესტიჟი (თუნდაც დაე კომუნიზმის ფორმით). ეს იყო უდიადესი ფურცელი ჩვენს ისტორიაში, როდესაც ჩვენ დავამარცხეთ აგრესია, მანამდე უნახავი თავისი მასშტაბებით, თავისი მიზნებით, იმ დროს, როდესაც მთელი ევროპა ძირს იყო განრთხმული ჰიტლერის წინაშე. და ჩვენ ვიხსენით არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ევროპაც. და ეს ევროპელებს ამ დრომდე ძვალივით აქვთ ყელში გაჩხერილი. მათ ამ დრომდე არ შეუძლიათ ამის გადატანა (მონელება). და მათ სურთ გააუფასურონ ეს ფურცელი ისტორიისა, თვალებს ხუჭავენ იმაზე, რომ რეპრესიებით კი არ იყო გაღებული საფასური ამ გამარჯვებისთვის, არამედ მსხვერპლიანი ბრძოლით ფაშისტურ გარესიასთან. არც 1920-იან, არც 1930-იან წლებში, რეპრესიების ყველაზე უფრო მეტად აყვავების ხანაში, საბჭოთა რუსეთი არ ყოფილა დიდი დერჟავა. ის იყო სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო რევოლუციასა და სამოქალაქო ომს, დაკარგა ტერიტორიების ნაწილი, მასზე ზეწოლას ახდენდნენ ყოველი მხრიდან, იგი ძლივს-ძლივობითღა უძლებდა ამ ზეწოლას. დიდ დერჟავად იგი იქცა მხოლოდ იალტისა და პოტსდამის შემდეგ. აი სწორედ ეს სძულთ კიდეც, სწორედ ამაში ხედავენ საფრთხეს. მათ სურთ გააუფასურონ სსრკ-ის ხელმოწერა როგორც ვითომდა დანაშაულებრივი სახელმწიფოსი – ნაციზმის ნათესაურისა, იმ უზარმაზარი პოზიციების ქვეშ, რომლებიც მოპოვებულია ჩვენი მსხვერპლიანი ბრძოლით. უფრო მეტიც – ჩვენ შესაძლოა წარმოგვიდგინონ საჩივრები, რომლებითაც შეიძლება შეეცედან, რომ დაგვავალდებულონ კომპენსაციების გადახდა. და ჩვენ მოვალენი ვიქნებით გადავიხადოთ ჩვენივე გამარჯვებისთვის!..

მაგრამ ნუთუ რეზოლუციის მომხრეებს, რომლებიც არიან ჩვენს ქვეყანაშიც, არ ესმით ეს?

ვფიქრობ, რომ იმისთვის, რათა ნამდვილად გაიგონ ევროპის აზრი ჩვენს შესახებ, საჭიროა ჩვენს მედასავლეთეებს თითო კვირით ვაგზავნიდეთ ევროპის საბჭოში. ისინი იჯდებიან იქ ორ დღეს, მოუსმენენ – და თავიდან საშინელი სიმწარისა და იმედგაცრუების გადატანა მოუწევთ, ხოლო შემდეგ კი ისინი გაიგებენ, თუ რამდენად მართალი იყო დანილევსკი, როდესაც ამბობდა: “ევროპა არ გვაღიარებს ჩვენ თავისიანებად. < . . . > როგორი ფხვიერი და რბილიც არ უნდა აღმოჩენილიყო ქარებით გამოფიტული ზედა ფენა, მაინც ევროპას ესმის ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ინტუიტიურად გრძნობს, რომ ამ ზედაპირის ქვეშ ძევს მაგარი, მტკიცე ბირთვი, რომელსაც ვერ დანაყავ, ვერ დააქუცმაცებ, ვერ გახსნი და, აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იქნება, რომ შენ ნებაზე ჩაუტარო ასიმილაცია, გადააქციო იგი შენს სისხლად და ხორცად, რომელსაც აქვს ძალა და მიზიდულობა ცხოვრობდეს თავისი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ცხოვრებით”. ახლა ევროპის ამოცნაა – სწორედ ამ ბირთვის მოსპობა... იქ არის ასეთი ფრაზა: “იქნება თუ არა შლეზვიგი ან ჰოლშტაინი დანიის ან გერმანიისა, იგი მაინც დარჩება ევროპულად; მოხდება პატარა დახრა პოლიტიკური სასწორისა; განა ღირს კი ამაზე ბევრი ლაპარაკი? ევროპის დერჟავულობა ამის გამო არ დაზარალდება; საზოგადოებრივ აზრს ზომაზე მეტად ასაღელვებელი არაფერი აქვს. გულმოწყალე უნდა იყო შენიანებს შორის. გადაიხრება რა სასწორი ათენის ან სპარტას მხარეზე, განა იგივე საბერძნეთი არ იმეფებს? მაგრამ როგორ უნდა მისცენ უცხო, მტრული, ბარბაროსული სამყაროს გავრცელების ნება, თუნდა იგი ვრცელდებოდეს იმაზე, რაც მთელი ღვთიური და ადამიანური კანონებით ეკუთვნის ამ სამყაროს? არ მიუშვან აქამდე – საერთო საქმეა ყველასი, რაც კი საკუთარ თავს გრძნობს ევროპად. აქ შესაძლოა თურქიც კი აიყვანო მოკავშირედ და ცივილიზაციის დროშაც კი ჩააბარო მას”. და ახალ “თურქებსაც” – ჩეჩენ ბანდიტებს – ისინი სწორედ ასე წამოსწევენ ხოლმე წინ – როგორც ტოტალიტარულ, საზიზღარ, იმპერიალისტურ მონსტრთან მებრძოლებს, და მხარსაც უჭერენ! ყველაფერი – დანილევსკის მიხედვითაა. როგორი სევდის მომგვრელია ეს, თქვენ რომ იცოდეთ!

თქვენ შეეხეთ საკითხს ჩეჩნეთის შესახებ. ეს მეორე საკითხია, რომელიც ეხებოდა რუსეთს ამ სესიაზე. ბინდიგის მოხსენება მიღებულ იქნა, კენჭი უყარეს მინისტრთა კომიტეტისთვის რეკომენდაციის სასარგებლოდაც, ჩეჩნეთში მონიტორინგის განახლების წინადადებით. რით ემუქრება ეს რუსეთს?

განსაკუთრებულად არაფრით არ ემუქრება. მოხსენება მაინც ცოტათი შესწორებულ იქნა. რაღაც-რაღაცეების ამოღება მოხერხდა. ეს ყველაფერი ბინდიგის გედის სიმღერაა, რომელიც უკვე აღარ არის საპარლამენტო ასამბლეის წევრი, მისი მანდატი არ არის გაგრძელებული, ეს მისი კარიერის დაისია. იგი, თქვენ წარმოიდგინეთ (видите ли), აღაშფოთა იმ გარემოებამ, რომ წინა მოხსენება ცნობად არ ყოფილა მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ, და არანაირი მოქმედებებისთვის მინისტრთა კომიტეტს არ მიუმართავს. საერთოდ კი მინისტრთა კომიტეტის განკარგულებაშია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროები ყველა საკითხში, რომლებიც იმყოფება მის გამგებლობაში – და ამის მსგავსი მოხსენებები ერთ-ერთი მათგანია. მინისტრთა კომიტეტს უფლება აქვს მსჯელობდეს, ფლობს რა უფრო მეტ ინფორმაციას, ცოდნასა და ა. შ. ხოლო საპარლამენტო ასამბლეა კი, საერთოდ, რეკომენდაციათა მიმცემი ორგანოა. მიუხედავად ამისა, ბინდიგი მრისხანებდა ტირადებით იმის შესახებ, რომ კომიტეტი სათანადოდ არ აქცევს ყურადღებას მას, ბინდიგს, განათლებულ აზრს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ქმნის ვითარებას, რომელიც არც თუ ძალიან კეთილსასურველია ჩვენთვის. მაგრამ სხვა რამის იმედიც არ უნდა გვქონოდა.

ახლა ესპა-ში განსახილველი საკითხების ლომის წილი დაკავშირებულია რუსეთთან, სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკებთან, ვარშავის ხელშეკრულების ყოფილ ქვეყნებთან. როგორ ხსნით თქვენ ამდენად გულმოდგინე ყურადღებას აღმოსავლეთევროპული რეგიონისადმი, და არა დასავლეთევროპული პრობლემებისადმი?

სრულებით აშკარაა, რომ ყოველივე ეს შემთხვევით არ არის. ეს კეთდება, რათა მოგვიშხამონ ჩვენ არსებობა, რათა ჩვენ გავიგოთ, – “აი თქვენი ადგილი, თქვენ – მსოფლიო ისტორიის ბოროტება ხართ”. ევროპის საბჭოში, მის სტრუქტურებში, სამდივნოში, აპარატში ჩვენდამი სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა – აი ევროპა ცალკეა, და აი – რუსეთი. ევროპელები ეძებენ ნებისმიერ საბაბს, რათა არ გვიშვებდნენ ჩვენ თავისთან უფრო ახლოს. მაგალითად, ევროპაში ისევე, როგირც რუსეთში, ხდება ხოლმე მრავალი სასამართლო შეცდომა. მე აი აქ მიყვებოდნენ გაუგონარ შემთხვევაზე – თითქმის 40 ადამიანი პედოფილიის გამო საქმის გამოძიების ფარგლებში ცრუ ბრალდებით იქნა დადანაშაულებული. ისინი ძალით დააშორეს შვილებს, ბავშვები რამდენიმე წლით გააშვილეს უცხო ოჯახებში. ხოლო როდესაც გამოირკვა, რომ ბრალდებები მართალი არ იყო, ამ ფაქტების ძლიერად (бурно) განხილვა არ დაუწყიათ. სტრასბურგის სასამართლო ხომ – მათთვის არ არის. ისინი საშინლად უფრთხილდებიან და იცავენ თავიანთი სისტემის პრესტიჟს. სტრასბურგის სასამართლო – გარიყულებისა და ბარბაროსებისთვისაა. სამაგიეროდ მასში ღებულობენ ასეთ საქმეებს: რუსეთში მთვრალმა ნაძირალამ, სრულებით ზნედაცემულმა ადამიანმა, სიმთვრალის მდგომარეობაში ცულით დაჩეხა თავისი მამა. იგი დაიჭირეს, წაიყვანეს მილიციაში, იქიდან კი – სადღაც, საცა მისი ჩაკეტვა შეიძლებოდა. შემდეგ დამტკიცებულ იქნა მისი დანაშაული, მას მიესაჯა პატიმრობა და ზის ციხეში. ახლა მას სტრასბურგის სასამართლომ განუსაზღვრა (присудил) 70000 ევრო კომპენსაცია იმის გამო, რომ სანამ იგი იჯდა ჩაკეტილი თოვლით დაფარულ საკუჭნაოში, სადაც გვერდით არ ყოფილა არც გზები, არც ტელეფონი, მას პირველივე დღეღამის განმავლობაში არ მისცეს ადვოკატი... ხოლო იმ ადგილამდე მიღწევას კი, სადაც ეს მოხდა, ოთხი დღე-ღამე მაინც სჭირდება! იქ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამის დაცვა. ხოლო ადამიანმა კი თითქმის მთელი ხალხის თვალწინ დაჩეხა ცულით თავისი მამა! და ბუნებრივია, რომ იგი შეიპყრეს და მისი იზოლირებაც მოახდინეს.

თქვენ ხომ არ თვლით, რომ მთელი ამ რეზოლუციების მიღება რუსეთის გამო წარმოადგენს ევროპული ქვეყნების თავისებურ შურისძიებას რუსეთის საკმარისად ხისტი პოზიციისთვის ენერგეტიკულ საკითხებში და იმისთვისაც, რომ უკანასკნელ ხანებში ჩვენი ქვეყანა საკმარისად მკაფიოდ უჩვენებს, რომ არ არის მზად, რათა თმობდეს თავის ინტერესებს ეფემერულ ფასეულობათა გულისთვის?

ვფიქრობ, რომ ეს წარმოადგენს მოვლენათა საერთო ფონს. სიტყვამ მოიტანა და, მინდა ვთქვა, რომ მთელი ეს სასიხარულო (სასიამოვნო) ახალი ამბები რუსეთ-უკრაინის საგაზო კამათის დროს იმის შესახებ, რომ ევროპამ, ვითმდა არ დაუჭირა მხარი უკრაინას, არამედ მხარი დაგვიჭირა ჩვენ, ეს მხოლოდ კარგი ნაღმია ცუდი თამაშის დროს. სინამდვილეში კი, ყველაფერი პირიქითაა. რუსეთის გამო აქ ნამდვილი ყმუილი იყო ატეხილი. ოფიციალური პირები იქცეოდნენ, რა თქმა უნდა, უფრო თავშეკავებულად, მაგრამ ისიც, ფაქტიურად, კიდევ ცოტაც – და უკვე ოფიციალური პირებიც მეხთა ტეხას დაიწყებდნენ ანტირუსეთული ტირადებით. ამიტომ დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ აშკარაა. გვიწევს დასკვნის გაკეთება, რომ ევროპელები პატივს სცემენ მხოლოდ ძალას. ჩვენმა “კოზირევისეულმა” დოქტრინამ “ცივილიზებულ” საზოგდოებრიობაში შესვლის შესახებ თავად გვაქცია ჩვენ “გასატყეპ ბიჭად”, რადგანაც ვაღიარეთ, რომ ჩვენ არა ვართ თანასწორუფლებიანები, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ასაღები გვაქვს “სიმწიფის ატესტატი ცივილიზებულობაზე”. ამასთან ერთად ჩვენ ვიხდით ფულს ამისთვის! ჩვენ ვიხდით ნებაყოფლობით საკუთარ თავზე აღებულ უზარმაზარ შესატანს ესპა-ში 25.000.000 ევროს, რომელიც სრულებით არ იხარჯება იმაზე, რათა როგორღაც გაუმჯობესებულ იქნას სამდივნოს მუშაობა, მოდერნიზებულ იქნას ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა (რომელიც ჩემი შეხედულებით, საშინელია), გაუმჯობესდეს თარგმანების სისტემა, მიღებულ იქნან უფრო მეტად გამოცდილი ენის მატარებლები (набрать более подготовленных носителей языка). მაგრამ არა! ფულები იხარჯება ისეთი დეპუტატების სადღეღამისო ანაზღაურებაზე, როგორებიც გახლავან ბ-ნები ბინდიგი და გროსი. ისინი ხომ ღებულობენ ევროპულ სადღეღამისო ანაზღაურებას, როდესაც მოემგზავრებიან ჩეჩნეთში, მაგრამ ცხრაჯერადი ზომით, რადგანაც სტუმრობენ რეგიონებს, რომლებიც კოტირებულია როგორც “მომატებული საშიშროების რეგიონები”. მათ სახლებში მიაქვთ 100.000 ევრომდე საკუთარი ჯიბით! და ამასთან კიდევ ისინი ზოგჯერ არ იხდიან ბილეთების საფასურს – ისინი მიეჩვიენ, რომ ჩვენები მათ ფეხქვეშ ეგებიან, აძლევენ სპეცრეისებს. როდესაც ირკვევა, რომ სპეცრეისები არ არის, ბილეთების საფასური უნდა გადაიხადო, მაშინ ირკვევა, რომ მათ არა აქვთ ფული! და ასეთი შემთხვევებიც ყოფილა.

რუსეთზე უფრო მეტი მოხვდა ამ სესიაზე ბელორუსიას. ისეთი შეგრძნებაა, რომ ევროპის საბჭო მზად არის ჩაერიოს ბელორუსიის საშინაო პოლიტიკაში, დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, მოუწოდა რა უზრუნველყონ ბელორუსიის საერთაშორისო იზოლაცია და ღიად დაუჭირა რა მხარი ლუკაშენკოსადმი ოპოზიციონერ კანდიდატს.

ესპა-ს სძულს ბელორუსია, რა თქმა უნდა, არა იმის გამო, რომ იქ არ არის დემოკრატია. ლატვიას ხომ, მისი ფაშისტური ქცევებით ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში, ისინი ეალერსებიან და არასოდეს სერიოზულად არ აკრიტიკებდნენ მას. სამაგიეროდ როდესაც მხოლოდ მსუბუქად შეახურეს – არ მოხსნეს მონიტორინგი უმცირესობათა უფლებების გამო, ლატვიაში ყველანი ძალზედ აღშფოთდნენ: და ეს როგორ, ჩვენ – ასეთი შესანიშნავი ქვეყანა ვართო. ბელორუსიას კი, რა თქმა უნდა, დევნიან, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც დემონსტრაციულად არ გააჩნია არანაირი არასრულფასოვნების კომპლექსი ასეთნაირი ბინდიგების მსჯელობათა წინაშე, ევროპისა და მთელი მისი ფასეულობრივი ბაგაჟის წინაშეც. გარდა ამისა, ბელორუსია – ნაკლული ელემენტია მოზაიკისა, რომელსაც აგებს დასავლეთი ბალტიკიდან შავ ზღვამდე. პოლონელები ხომ ამ დრომდეც უწოდებენ ბელორუსიის ნაწილს აღმოსავლეთ პოლონეთს... როგორც წერდა თავის დროზე ენგელსი, პოლონელებისთვის, რამდენადაც მათ არ უყვარდათ რუსეთი, “უზრუნველყოფილია მთელი პროგრესული ევროპის სიყვარული და მხადაჭერა”, ხოლო სერბებისა და სხვებისთვის კი – სიძულვილი და დაგმობა. სწორედ იგივე ხდება ახლაც.

ესაუბრა არტემი პუშკარიოვი
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 28.01.06.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment