Monday, October 22, 2012

დუბროვკა და ბესლანი

ბესლანის უნახავმა დრამამ, თავისი მასშტაბითა და მკრეხელობით, შეცვალა რუსეთი. მას თვალი აეხილა. მწარეა, რომ მხოლოდ ოსი ყმაწვილების მოწამეობრივმა სისხლმა თვალხილული გახადა კვლავ ისინი, ვისაც ლაჩრულად არ სურდა დაენახა მტრის საშინელი არსება, ტერორისტების მოქმედებათა რეალური სისტემური ჩაშენებულობა კავკასიიდან და ზღვისპირეთიდან რუსეთის გამოდევნის ზოგად მემკვიდრეობით გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში და, ბოლოს, საერთაშორისო “უფლებადამცველთა” ცინიზმი და ორმაგი სტანდარტები.

უკვე დაპრობა (захват) მოსკოვში დუბროვკაზე იქცა რუსეთის ეროვნული და სამოქალაქო შენების სერიოზულ გამოცდად, რომელსაც, გადაეჩვია რა სახელმწიფო ნების გამოვლენას, უნდა გაეაზრებინა მძევალთა გარდაუვალი დაღუპვა განთავისუფლებისას და ამასთან ერთად გაეგო, რომ წარმატების შანსს ტერორისტებს აძლევს მხოლოდ საზოგადოებაში თავიანთი სამშობლოს საქმეებისადმი ართანამოზიარეთა (ართანამონაწილეთა) არსებობა.

ორი წლის შემდეგ ოსეთში ტერორისტებმა ჩაიდინეს კიდევ უფრო მეტად მკრეხელური დანაშაული. ბესლანის გაკვეთილები სახეზეა და ისინი მდგომარეობს შემდეგში. საერთოეროვნული ერთიანობის გრძნობის აღორძინების გარეშე რუსეთს როგორც ისტორიულ პროექტს არ გააჩნია მომავალი. ვინაიდან მსოფლიო ისტორიაში შემოქმედებითი აქტისადმი უნარის მქონე ერი – ეს პასპორტში აღნიშვნით გაერთიანებული ინდივიდების ერთობლიობა კი არ არის, არამედ ერთიანი, მემკვიდრეობითად მცხოვრები ორგანიზმი, საერთო მიზნებითა და ფასეულობებით, საერთო ისტორიული განცდებით.

მეორე გაკვეთილი მდგომარეობს სრულ განთავისუფლებაში ილუზიებისგან ეგრეთ წოდებულ “ცივილიზებულ საზოგადოებრიობასთან” მიმართებაში. ამ ყალბი მენტორი ურჩხულის თვალწინ ისინი, ვინც თავი გაითავისუფლა ყველანაირი ადამიანური ეთიკისგან, ცივსისხლიანად ტანჯავდნენ და კლავდნენ ასეულობით ბავშვს. ცივილიზებული საზოგადოებრიობა კი აგრძელებდა და აგრძელებს მათთვის აჯანყებულთა სახელის წოდებას. ტერორისტები – მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც ამერიკელებს ესხმიან თავს.

დუბროვკის შემდეგ ბოროტ ბრალდებებს ფედერალური ჯარების მისამართით რუსეთის “უფლებადამცველთა” მხრიდან ჯერ კიდევ ჰქონდა რაღაც გავლენა, რომელიც თუმცა კი თვალდახელშუა ორთქლდებოდა. ალბათ ამიტომ უცხოურ პრესას ჯერ კიდევ შეეძლო გამოწყობილიყო თუნდაც რაღაცნაირი ობიექტურობის ტოგაში, ვინაიდან მთელ მის არსიყვარულს ისტორიული რუსული სახელმწიფოებრიობისადმი და პოლიტიკურ შეკვეთასაც მოხერხებულად გამოხატავდნენ უნარიანი მოწაფეები რუსეთში, აღზრდილნი შეგნების დამუშავების საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდების მიერ. ასეთმა “რუსეთელებმა” («россияне») – “მსოფლიოს მოქალაქეებმა”, გაითავისუფლეს საკუთარი თავი თავიანთი სამშობლოსა და არმიისადმი თანაზიარობის (თანამონაწილეობის) “არქაული” და “არაცივილიზებული” გრძნობისგან, რომელიც სისხლს ღვრის მისი განუყოფელობისთვის. დღეს ასეთთა რიგები იმდენად გამეჩხერდა და დაკარგა ავტორიტეტი, დაიღრჩო რა საერთოეროვნულ მრისხანებაში, რომ უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იძულებული შეიქნენ ჩამოეხსნათ ზრდილობის ნიღაბი და ჩვენ დავინახეთ ცივილიზებული ევროპის ჭეშმარიტი სახე და მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი.

ჭეშარიტად უკვდავია ნ. დანილევსკის მწარე სიტყვები მისი სახელგანთქმული წიგნიდან “რუსეთი და ევროპა”. აღწერს რა კაშკაშა მაგალითებზე “დემოკრატიის აკვნის” ორმაგ სტანდარტებს, იგი ახდენს მისი მზადყოფნის დემონსტრირებას რუსეთის დასუსტებისა და შევიწროვების გულისთვის გაერთიანებაზე ვისთანაც გინდათ: “არ მოიუშვან იქამდე, რათა გავრცელდეს უცხო სლავური მართლმადიდებლური სამყაროს გავლენა – “საერთო საქმეა ყველაფრისა, რაც კი შეიგრძნობს საკუთარ თავს ევროპად. აქ შეიძლება ტერორისტიც (ნ. ნ. – წიგნში – ოტომანელი იანიჩარიც) აიყვანონ მოკავშირედ და ჩააბარონ მას ცივილიზაციის დროშა”.

აშკარა განსხვავებანი ტრაგედიის შეფასებაში რიგითი მოქალაქეებისა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მძლავრი პროპაგანდისტული მანქანის მხრიდან დასავლეთში ახდენენ იდეოლოგიზაციისა და პოლიტიკური შეკვეთის ისეთი მასშტაბების დემონსტრირებას, რომლებიც ჩრდილავენ ტოტალიტარული “აგიტპროპაგანდის” ცნობილ ნიმუშებს. საზოგადოებრივი შეგნებით მანიპულაცია ელექტრონული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საუკუნეში წარმოადგენს პოლიტიკის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ბერკეტთაგანს. დროა ეს შევიგნოთ და ამას დავუპირისპიროთ ერთიანი ერის ურყევი სულის სუვერენულობა.

ხოლო დიდი პოლიტიკა და, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკა – სახეზეა დასავლურ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მთელ პრეტენზიებში, რომლებსაც ნიღბავენ ადამიანის უფლებებისთვის ზრუნვით. ჩეჩნეთში არჩევნების შემდეგ აუცილებელი იყო აეფეთქებინათ კავკასია მეორე მხრიდან – ოსურ-ინგუშური დაძაბულობისთვის ცეცხლის წაკიდებით, დაგვანახებდნენ რა, თუ რა ელოდებათ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუკი ისინი არ შეწყვეტენ წინააღმდეგობის გაწევას თბილისის პროვოკაციებისადმი, რომლებიც სანქცირებულია “აღმოსავლური საკითხის” ახალ გადამწყვეტთა მიერ.

პანორამული მზერა მოვლენებზე შავზღვა-კავკასიის რეგიონში გვარწმუნებს, რომ კავკასიური ომები XIX ს.-შიც, და დღესაც – გეოპოლიტიკისა და რუსეთის გამოდევნის საშუალებაა საკვანძო რეგიონიდან, რომელზეც გასვლამ, ისევე როგორც ბალტიის ზღვაზე გასვლამაც, სამასი წლით შეცვალა ძალთა თანაფარდობა ევროპაში.

ჩეჩნეთიც, ტერორისტული აქტების სისტემურობაც დაღესტანში, მოსკოვსა და ოსეთში, თბილისის პროვოკაციული პოლიტიკის აშკარა წახალისებაცა და ბრძოლაც გაზსადენების გზისთვის კასპიისა და შავი ზღვების გავლით – არსებითად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხებია. ისინი გაერთიანებულია რაღაც საერთო გეოპოლიტიკური სცენარით, რომლის შედეგადაც რუსეთი იქნება დაშლილი და დანგრეული შიგნიდან და შევიწროვებული ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მთავარი საკომუნიკაციო რეგიონისგან, რომლის გასაღებსაც წარმოადგენს შავი ზღვა.

მსოფლიოს ბედის დღევანდელ გადამწყვეტთა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის სამხრეთ საზღვრებისადმი (к южному подбрюшию России) უკვე აღარ შეიძლება აიხსნას ზრუნვით ადამიანის უფლებებსა და მსოფლიო დემოკრატიაზე – იგი უკვე სტრუქტურულადაა გაფორმებული აშშ-ის მიერ გამოცხადებულ განზრახვაში მოახდინოს თავისი რაკეტების გადმოტანა (პერედისლოკაცია) უკვე არა სსრკ-ის საზღვრების გაყოლებაზე, არამედ ახლანდელი რუსეთისა. რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგიული გამოდევნის თაობაზე მისი სამსაუკუნოვანი გავლენის მიჯნებიდან მოწმობს “ცივილიზებული საზოგადოებრიობის” დაჟინებული ჩარევა რუსეთის საშინაო საქმეებში კავკასიაში. ამას ემსახურება საქართველოს რისკიანი პროვოკაციების წახალისებაც თავისი პრორუსულად განწყობილი ავტონომიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ, რომელთა კონსტიტუციური უფლებებიც დარღვეულ იქნა სსრკ-დან გამოსვლის დროს. კიდევ უფრო მჭერმეტყველურად – ყველანაირი შესაძლო კონფიგურაციებისა და სამხედრო ურთიერთმოქმედების მექანიზმების შექმნა შავ ზღვაზე რუსეთის გარეშე.

საქმით ჩვენს წინაშეა მეტად ძველი გეოპოლიტიკური კონსტანტების გამოვლინება. მათ მიეკუთვნება “აღმოსავლური საკითხი”და კავკასიაში ყოფნა, რომლებიც დასმულ იქნა რუსეთისთვის წარუმატებელი აღმოსავლური (ყირიმის) ომის შემდეგ 1854-1855 წლებში. მაგრამ აღმოსავლური საკითხის სიუჟეტი თამაშდებოდა მთელი XX საუკუნის განმავლობაშიც ორივე მსოფლიო ომის ველებზე, დიპლომატიური ბატალიების მსვლელობისას ვერსალში და (გამარჯვებულ სახელმწიფოთა) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიებზე 1945-1947 წწ., 90-იან წლებში ბოსნიასა და კოსოვოში, დეიტონში და სტამბულის სამმიტზე.

ყირიმის ომის 150-წლიანი იუბილე თავისი ჩრდილით მეტად მკაფიოდ გამოჰყოფს (გამოჰკვეთავს) დაინტერესებული დერჟავების თანამედროვე სტრატეგიას. რუსეთმა 90-იანი წლების დასაწყისში თითქმის ნებაყოფლობით დათმო პოზიციები, რომელთა მნიშვნელოვნებაც შეგნებული ჰქონდა ყველას, ვინც 343 დღის მანძილზე უმაგალითო გმირობით იცავდა სევასტოპოლს. რაც შეეხება ყირიმული კოალიციის მონაწილეებს რუსეთის წინააღმდეგ, მათი პოლიტიკა მეტად მემკვიდრეობითია, არა ნაკლებ ენერგიული, მაგრამ გაცილებით უფრო მეტად უსირცხვილო.

ევროპის საბჭოს გარშემო იქმნება ჩეჩნური კომიტეტები ზუსტად ისევე, როგორც წარმოიქმნებოდა “ჩერქეზული კომიტეტები” 1855 წლის პარიზის კონგრესის გარშემო. “თავისუფალი ჩერქეზეთის” შესახებ საკითხის დაყენებას ცდილობდნენ პარიზის კონგრესზე, რომელიც გამოიმუშავებდა ყირიმის ომის შედეგებს, თუმცა კი კავკასია სულაც არ ყოფილა ყირიმის ომის მიზეზი და თემა. ასე რომ შამილ ბასაევის მხარდაჭერას, როგორც თავის დროზე XIX საუკუნის შამილისა, იგივე მიზანი გააჩნია. ლორდი პალმერსტონი ღიად აცხადებდა, რომ რუსეთის საზღვარი გადატანილ უნდა იქნას თერგზე და ყუბანზეო. იყო თავიანთი “აჰმედ ზაკაევიც”: 1862 წელს ლონდონსა და პარიზში გამოჩნდა ვიღაც იზმაილ-ბარაქაი-ინა-ძიაში, “ჩერქეზეთის” წარმომადგენელი, რომელმაც “მიითვისა”, როგორც ამბობენ იმ დროის საბუთები, “დიპლომატის განსაკუთრებული როლი” და რომელმაც კავკასიაში დაბრუნებისას განაცხადა, რომ “ევროპა განწყობილია ჩვენთვის დახმარების აღმოსაჩენად”-ო.

XX საუკუნემ ტოტალიტარიზსა და დემოკრატიას შორის თავისი ბრძოლით ფარდა ჩამოაფარა მსოფლიო რეალიების უცვლელობის შესანიღბად, მაგრამ ამისგან ისინი ნაკლებად მუდმივი არ გამხდარა.

მეტი ან ნაკლები უბოდიშობით ყველაზე უფრო მეტად ტირაჟირებული თეზისი დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა – კავკასიური დარეგულირების ინტერნაციონალიზაციის მოთხოვნა ემსახურება სულ იმავე გეოპოლიტიკურ ამოცანებს. რუსეთის ხელმძღვანელობისა და არმიის დადანაშაულება ბოროტმოქმედებებში, რომელთა გამო შურის საძიებლადაც, ვითომდა, ჩადენილია “სასოწარკვეთილების აქტი” ბავშვთა გამხეცებული მკვლელების მიერ – ეს არის ზემოქმედება შინაგან სტაბილურობასა და ხელისუფლების ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ნებაზე. ცდილობენ რა ერთიანობის გახრწნას, დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი გვაწვდიან რუსების “მზარდ” უკმაყოფილებას როგორც საყოველთაო მოთხოვნას ხელისუფლებისადმი შეიცვალოს პოზიცია ჩეჩნეთის საკითხში და მოახდინოს კაპიტულაცია ტერორისტების წინაშე. მაგრამ თუკი იმედგაცრუებასა და მრისხანებას, რომლებიც ბუნებრივია ასეთი მასშტაბის ტრაგედიის მსვლელობისას, ნამდვილად აქვს ადგილი, გამოიხატება ისინი სრულებით საწინააღმდეგო მოთხოვნაში: “განზრახული აქვს თუ არა ხელმძღვანელობას იყოს თანამიმდევრული და ჩაახშოს სისხლისსამართლებრივი ტერორი მორალურად გახრწნილი უფლებადამცვლებისა და “მსოფლიო კულისებსმიღმა ძალებისკენ” მიხედვის გარეშე თუ იგი უწინდებურად დაიწყებს ძალისხმევის გაფანტვას ბანდიტებთან მოჩვენებითი თანხმობის ძიებაში?”

ამ ფონზე ცალკეული ხმები, რომლებიც სულ მოითხოვენ “შეწყდეს დანაშაულებრივი ომი “გმირი მთიელების” წინააღმდეგ, რომლებიც ებრძვიან მჩაგვრელ იმპერიას”, მოჩანს უკვე გროტესკად, ისინი უკვე საშიშებიც კი აღარ არიან ეროვნული თვითშეგნებისთვის, რომელმაც, როგორც ჩანს, განივითარა ერთგვარი იმუნიტეტი. მაგრამ სწორედ ისინი ახდენდნენ ყველაზე უფრო უშუალო გავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ახორციელებდნენ რა, საკუთარი სახელმწიფოსა და არმიის აბუჩად აგდების მართლაც-და ისტორიაში უმაგალითო კამპანიას. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენოს ეს, სწორედ “მშვიდობისმყოფელთა” კისერზეა ირიბი პასუხისმგებლობა მომხდარის გამო.

ამ მოჩვენებით წინააღმდეგობაში უნდა გავერკვეთ, ვინაიდან იგი ეხება საზოგადოების ისტორიული აზროვნების სიღრმისეულ საფუძვლებს, რომელზედაც (ამ ისტორიულ აზროვნებაზე – ი. ხ.) არის დამოკიდებული მისი მომავალი. არსებობს პირდაპირი კავშირი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის დროს ლიბერალურ-პაციფისტურ მოწოდებებსა და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებზე მოწინააღმდეგის გადასვლას შორის. და ეს არა მარტო იმიტომაა, რომ ლოზუნგები საკუთარი არმიის სისუსტის, ბრძოლისუუნარობისა და კორუმპირებულობის შესახებ, თავისი მხარის ვითომდა უსამართლო მიზნების მხილება მოწინააღმდეგის მოტივაციათა ამავდროული გამართლებით, კონფლიქტის ისტორიული ფესვების ფალსიფიკაცია მტრის სასარგებლოდ – ყოველივე ეს ნასესხებია ომის დროს მოწინააღმდეგის ქვეყანაში პროპაგანდის კლასიკური სახელმძღვანელოებიდან.

და არა მხოლოდ იმიტომ, რომ “მშვიდობისმყოფელები” ომის საწყის ეტაპზე არცთუ წარუმატებლად წინ აღუდგნენ სისხლისსამართლებრივი ამბოხების ჩანასახშივე შეიარაღებულ ჩახშობას. და იმიტომაც კი არა, რომ ტერორისტებმა ფაქტიურად გაიმეორეს მათი მოთხოვნები. მთავარი შედეგი იმაშია, რომ მშვიდობისმყოფელებმა და წინააღმდეგობის არგაწევის იდეოლოგიამ საზოგადოებრივი შეგნება გახადეს ისეთი, რომელიც წარმოშობს კიდეც ტერორიზმის გამოყენების იმედსა და ანგარიშს როგორც სახელმწიფოს შანტაჟის მეთოდისა მისი ისტორიული ყოფიერების ძირეულ პრობლემებში.

წარსულის ყველაზე უფრო სისხლისმღვრელ ომებში ნებისმიერი მოწინააღმდეგე მაქსიმალურად იკავებდა თავს სისხლიანი აქციებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებიც (ასეთი აქციები – ი. ხ.) მხოლოდ წინააღმდეგობას უქმნიდნენ სტრატეგიული მიზნების მიღწევას. მიზეზია – წინააღმდეგობის გაძლიერების შიშში. მაგრამ ტერორიზი დღეს სწორედ იმედოვნებს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ აქციით წინააღმდეგობის დასუსტებას. ერთი და იმავე მოქმედების ამდენად განსხვავებული შედეგი დამოკიდებულია საერთოეროვნული თვითშეგნების მდგომარეობაზე.

როდესაც საზოგადოება შეიგრძნობს საკუთარ თავს ერთიან ეროვნულ სხეულად საერთო ფასეულობებითა და ეროვნული ყოფიერების მიზნებით, სულით, მსოფლმჭვრეტელობით, იგი განიცდის თავისი სამშობლოსა და თავისი მეომარი არმიის გამო, არ განაცალკევებს რა საკუთარ თავს მისგან, როგორც არ შეიძლება ტკივილის გარეშე საკუთარი ხელების მოცილება, თუნდაც ფოლადის ხელთანმანებით შემოსილისა. წარსულის ომებში ძნელი იქნებოდა წარმოედგინათ ავიადარტყმების მიყენების მართლზომიერების ან არამართლზომიერების განხილვა მოწინააღმდეგის მიერ დაპყრობილ მშობლიურ ქალაქზე იმ საფუძველზე, რომ იქ დარჩენილია საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობა. მოწინააღმდეგისთვის აზრი არ ექნებოდა ჩაედინა ბოროტმოქმედებანი დაუცველ მოქალაქეთა წინააღმდეგ. საპასუხოდ მხოლოდ “კეთილშობილური გააფთრება აღიმართებოდა ტალღასავით” გაათმაგებული ძალით.

დროა ღიად ვაღიაროთ, თუ რამდენად დამღუპველად იქცა ერისთვის “სამოქალაქო საზოგადოების” სრულიად ცრუ ინტერპრეტაციის ათწლიანი ქადაგება. ცივილიზებულობის საზომის სახით გამოცხადებულ იქნა თეზისი “სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც”, ხოლო დემოკრატის ნიმუშის სახით კი – “მსოფლიოს მოქალაქე”, რომელიც ევროპის საბჭოში მონაწილეობს ომში საკუთარი მთავრობის დამარცხებაში”.

ასეთ პარადიგმაში მთავარ ფასეულობად უეცრად აღმოჩნდა უფლება საკუთარი სამშობლოს ბედთან ართანაზიარობაზე. საზღაური გარდაუვალად მოვიდა: დედაქალაქის მოსახლეობა, რომლის აღზრდასაც ყველაზე უფრო მეტად ცდილობდნენ “განდგომილობის” («отщепенство») სულისკვეთებით (პ. სტრუვე, «Вехи»), თავად იქცა ტერორისტების სამიზნედ.

ტერორისტებს, იმედოვნებენ რა წარმატებაზე, ცინიკურად არ რცხვენიათ იმისა, რომ მოკლავენ სწორედ იმ “ართანამოზიარეებს”, ისინი ხომ მათთვის – მხოლოდ საშუალებაა. ტერორიზმი სამოქალაქოო მოსახლეობის წინააღმდეგ – ეს ადამიანური ურთიერთობების სრული დეჰუმანიზაციაა, რომელიც იმ ომებშიც კი არ არის, სადაც მილიონები იღუპებიან. ვინაიდან მსხვერპლი ტერორისტისთვის – მისი მოთხოვნების ადრესატიც კი არ არის, როგორც ბანდიტური ყაჩაღობის დროს, არამედ უბრალოდ ნივთია. კეთდება ეს იმედის დამყარებით სწორედ საზოგადოებაში მყოფ დანარჩენ “ართანამოზიარეებზე”, რათა მათ დაუყოვნებლივ დაიწყონ ზეწოლა სახელმწიფოზე. ეს ჰგავს იმას, რომ საზოგადოება დასჯილია თავისი ართანამოზიარობის გამო საკუთარ სახელმწიფოსთან მიმართებაში, ასევე მის არმიასთან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასთან – ფასეულობა, რომლისთვისაც ყველა დროში ომობდნენ და ძეგლებს უდგამდნენ გმირებს.

მაგრამ, სიცოცხლის, თავისუფლების, სახელმწიფოს ცრუ ინტერპრეტაცია, ასევე სამშობლოს განუყოფელობისთვის ომისაც, როგორც გაუგებარისა და უაზროსი, მოჰქონდათ მხოლოდ რუსებისთვის. იგივე ფასეულობები “უფლებადამცველთა” თვალში, რომლებიც გულგრილნი არიან დუდაევის რეჟიმის მიერ რუსებზე ძალადობისა და მათი გამოდევნისადმი ჯერ კიდევ რუსეთის არმიის ყოველგვარი მოქმედებების დაწყებამდეც, წარმოდგებოდა ჩეჩენთა “გმირულ ეპოსად”, რომლებიც ებრძვიან საძულველ იმპერიას თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის. თვით ჯარისკაცის დედის სახესაც უწევდნენ ექსპლუატაციას ორ ურთიერთსაწინააღმდეგო სტერეოტიპად: რუსი დედა ვითომდა ყველგან მოითხოვდა ვაჟიშვილისგან უარი ეთქვა ფიცზე, ვინაიდან “ომი დანაშაულებრივი და უაზროა”, ხოლო ჩეჩენი დედა კი, ამაყი სპარტელი ქალის მსგავსად, რომელიც ვაჟიშვილს ბრძოლაში აცილებდა მცნებით “ფარით ან ფარზე”, აბარებს მას მახვილს ბრძოლისთვის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ლერმონტოვთანაა: “შენ მონა და მშიშარა ხარ, შენ ჩემი ვაჟი არა ხარ!” («Ты раб и трус, и мне не сын!»).

ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ სახალხო დეპუტატთა ყრილობები 1990-1993 წლებში, რომლებზედაც რუსეთის პოსტსაბჭოთა ლიბერალების სულიერი გურუები გააფთრებით ამხელდნენ “იმპერიული შეგნების რეციდივს” დუდაევისეული გადატრიალების დაუყოვნებლივ სამართლებრივ ველში მოყვანის მოთხოვნებზე საპასუხოდ, იმეორებდნენ რა ნაცნობ მარქსისტულ-ბოლშევიკურ ნიჰილისტურ ინტერპრეტაციას რუსული ისტორიისა.

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების არარსებობა, და არა სამხედრო უპერსტექტივობა უშლიდა ხელს რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უსიტყვო დამტკიცებას, როცა ეს ჯერ კიდევ არ იყო შეუღლებული მძიმე დანაკარგებთან. სულ დასაწყისში დუდაევს ასეულზე ნაკლები ადამიანი ჰყავდა თოფის ქვეშ, ხოლო იარაღის უკანონო საწყობები კი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1992 წელში. დღევანდელი სიტუაცია და მისი მასშტაბები – საერთოეროვნული თვითშეგნების ტრაგიკული დამახინჯების, აგრეთვე ხელისუფლების წაყრუებისა და გაუბედაობის შედეგია 90-იან წლებში, რომელიც თავიდან სამ წელიწადზე მეტ ხანს ახალისებდა სისხლისსამართლებრივი ნაკრძალის შექმნას ჩრდილო-კავკასიაში, შემდეგ კი ამდენადვე დანაშაულებრივად შეწყვიტა პირველი სამხედრო კამპანია, რომელმაც უკვე დაიწყო გამარჯვებათა მოტანა.

რუსეთის დრამას მაშინ წარმოადგენდა მდგომარეობა, რომ სახელმწიფოსთვის კრიტიკული მთელი სტრატეგიული პრობლემები როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკისა, აღმოჩნდა შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევლებად. ლიბერალ-მედასავლეთეებმა მოახდინეს თავიანთი მარადიული სიძულვილის დემონსტრირება ისტორიული რუსული დიდმპყრობელობისამი, და სწორედ 90-იანი წლების დასაწყისის ეს მთავარი იდეოლოგები გახლდნენ მაშინდელი პრეზიდენტის ბ. ელცინის საყრდენი. ამავე ბანაკში აღმოჩნდნენ კომუნისტებიც, რომლებიც თავს დაესხნენ გადაწყვეტილებას ჩეჩნეთში ჯარების შეყვანის შესახებ, რომელსაც თავად ისინივე უპირობოდ მიიღებდნენ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ. მათთვის “წყეულ რეჟიმზე” გამარჯვების მოსაზრებანი, ისევე როგორც 1914 წელს, რუსეთის მემკვიდრეობით ინტერესებზე უფრო მაღლა აღმოჩნდა.

1995-1996 წლებში სრულებით აუცილებელი და მართლზომიერი, მაგრამ დაგვიანებული, გაუბედავი და არათანამიმდევრული ძალისმიერი ზომები რუსეთის სუვერენიტეტის აღსადგენად აღმოჩნდა დანაშაულებრივად ბოლომდე არმიყვანილი. და საქმე არმიის უსერიოზულეს პრობლემებში სულაც არ ყოფილა, თუმცა კი მისი წინასწარგანზრახული გახრწნისა და საზოგადოებრივ აზრში განადგურებისთვის გაკეთებულ იქნა ყოველივე მოაზრებადი და ვერმოაზრებადი. ცილდაწამებულმა, დამცირებულმა, ცუდად დაკომპლექტებულმა და მომარაგებულმა რუსეთის ჯარებმა შეძლეს თავიანთი მოვალეობის შესრულება სამშობლოს წინაშე და მათ არაფერი აქვთ სასირცხვო. იმ მომენტში ტრაგედია მდგომარეობდა ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა და პასუხისმგებლობის არარსებობაში, რომელთა უკანასკნელი ნარჩენებიც კი ჩამონგრეულ იქნა ბუდიონოვსკში.

არმია პარალიზებული იყო თავად მთავრობის მიერ, რომელიც ბანდიტური კერების საბოლოო ლიკვიდაციის ნაცვლად შეუდგა მოლაპარაკებებს ტერორისტებთან მსოფლიო ძალების ყველგანმყოფი კონტროლის ქვეშ ეუთო-ს სახით. ბასაევი და მისი მკვლელები დაუსჯელნი დარჩნენ, სისხლის სამართლის დამნაშავეები სასჯელის ნაცვლად გადაიქცნენ მოლაპარაკებათა ლეგიტიმურ მხარედ რუსეთის მთლიანობისა და მისი სუვერენული უფლების საკითხებში განალაგებდეს თავის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. უფლებადამცველთა და მასობრივი ინფორმაციის ძირითადი საშუალებების ანტიარმიული და ანტისახელმწიფოებრივი ისტერიის შედეგად საზოგადოებას თავზე ახვევდნენ ილუზიას, რომ პოლიტიკური კაპიტულაცია, ჩეჩნეთიდან ჯარების გამოყვანა, და მით უმეტეს მისი დამოუკიდებლობის აღიარება მიგვიყვანს მშვიდობამდე.

საქმით კი, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე მსგავს შემთხვევებში, ასეთმა “მშვიდობისმყოფელობამ” უღალატა არმიის მიერ უკვე გაღებულ მსხვერპლს, უაზროდ აქცია მიღწეული არცთუ მცირე წარმატებანი და ტერორისტებს საჯიჯნად მიუგდო კავკასიის როგორც რუსი, ისე სხვა ხალხებიც, და უწინარეს ყოვლისა თავად ჩეჩენი ხალხის ლოიალური ნაწილი, რომელიც უბრალოდ ოკუპირებულ იქნა ბანდფორმირებებისა და საერთაშორისო ცენტრებიდან დესანტირებისთვის უკვე დიდი ხნიდან მზადმყოფი სხვადასხვა ტომის იდეოლოგებისა და დაქირავებულთა მიერ.

ბანდიტური რაზმების განიარაღების ნაცვლად დაიწყო შეიარაღებული ნადირობა რუს ჯარისკაცებზე, რომელიც თითქმის დაუსჯელი გახლდათ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ამნისტიის ძალით. ტერორისტული აქციები გადავიდა დაღესტანშიც. და თუმცა კი დაღესტნელებმა ნამდვილი სამოქალაქო თვითშეგნების გაკვეთილი ჩაუტარეს მოსკოველ “ზოგადადამიანებს”, სახეზე იყო რუსული სახელმწიფოებრიობის კრახი, რომელსაც არ შეეძლო არც რუსების დაცვა, და არც იმ ხალხებისა, რომლებმაც თავიანთი ბედი დააკავშირეს რუსეთთან და შეგნებულად ინარჩუნებენ მისდამი ერთგულებას. ჩეჩნური სისხლისსამართლებრივი ამბოხებისადმი წაყრუებამ და მისმა ცრუ ინტერპრეტაციამ საშუალება მისცეს მას შეეძინა ისეთი საშინაო და საერთაშორისო პარამეტრები, რომლებმაც აქციეს იგი საერთაშიროს ტერორიზმის ინსტრუმენტად.

დღეს, ვუკვირდებით და სიმწრით ვაფასებთ რა რუსეთის დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტებსა და არალოიაურობას და არ მოველით რა მათგან გულმოწყალებას, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ პირობები რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისთვის, აგრეთვე თვითგამორკვევისა და ერთაშორისი ურთიერთობების საკითხებში მენტორობისთვის, ე. ი. ჩეჩნური თემის მცოცავი ინტერნაციონალიზაციისთვის შექმნილი იყო სწორედ გასული ათწლეულის რუსეთელი იდეოლოგების მიერ.

უფლებადაცვითი თემა ხმამაღლა ჟღერდა რუსეთის პოლიტიკაში სულაც არა აბსტრაქტული ჰუმანისტების ბაგეთაგან. სხვანაირად რომ ყოფილიყო, ისინი რეაგირებას მოხდენდნენ დუდაევის რეჟიმის სისხლისსამართლებრივ ანკეტაზე ჯერ კიდევ რუსეთის არმიის შეყვანამდე. ყველაფერი გამიზნული იყო კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციისთვის. განსაზღვრულ მომენტამდე დასავლელი ლიდერები თავშეკავებით გამოთქვამდნენ ჩეჩნური პრობლემის, როგორც რუსეთის საშინაო საქმის შესახებ, რომელსაც, როგორც სხვა სახელმწიფოებს, აქვს უფლება ამბოხებათა ჩახშობაზე. ასეთია საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი – სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

მაგრამ სწორედ რუსეთის უფლებადამცველები მიზანმიმართულად აბრუნებდნენ თავიანთ პროფესიულ და პოლიტიკურ ნიჭს რუსეთის არმიის მხილებაზე.

დროა ვაღიაროთ: რუსეთში სულ თავიდანვე არ ყოფილა არანაირი სამოქალაქო ომი. რუსეთში თავიდანვე ადგილი ჰქონდა სისხლისსამართლებრივ ამბოხებას, რომელიც იქცა რთული საერთაშორისო ზეწოლის ინსტრუმენტად კავკასიის დაბრუნებისთვის მსოფლიო გეოპოლიტიკის ორბიტაში და გათამაშებული სცენარით რუსეთზე მანამდე უნახავი საერთაშორისო ზეწოლისთვის. საამისოდ ქვეყნის შიგნით გამოზრდილ იქნა ისტორიული რუსეთისადმი იდეოლოგიურად მტრული შინაგანი “პარტია”. უკანასკნელი კოლოსალურ ფინანსურ რესურსებთან ერთად თვით 2000 წლამდეც კი სარგებლობდა მასობრივი ინფორმაციის განსაზღვრულ საშუალებათა სრული მხარდაჭერით. მხოლოდ მათ ეკუთვნოდა უფლება მოვლენების საჯარო ინტერპრეტაციაზე. ხოლო ისინი კი ათი წლის განმავლობაში სჩადიოდნენ ერის ზნეობრივი, კულტურული და სახელმწიფოებრივი საყრდენების (საფუძვლების) გახრწნას, აწარმოებდნენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაუგონარ კამპანიას არმიისა და ისტორიული რუსული სახელმწიფოებრიობის სამარცხვინო ბოძზე გასაკრავად. კანონიერ მოქმედებებს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცავის მიზნით ისინი აცხადებდნენ “სამოქალაქო და ძმათამკვლელ ომად”, დაობდნენ რა სისხლისსამართლებრივი ამბოხების ჩახშობის თავად მართლზომიერების გამო და ათანაბრებდნენ რა ბანდიტებს ჯარისკაცებთან, რომლებიც იცავდნენ სამშობლოს განუყოფელობას.

თუმცა კი ტრაგედიამ ვერაფერი ასწავლა რუსეთის თვითგანადგურების იდეოლოგებს და არ წაახალისა ისინი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ, როგორც ჩანს, ამ დრამამ და უბედურებამ გონზე მოიყვანა სხვები. დანგრეული ეროვნული თვითშეგნების აღდგენის ამოცანა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ერის შვითშენარჩუნებისთვის, – ეს არ გახლავთ პუბლიცისტური ემოციების ობიექტი: ეროვნული ორგანიზმის ღრმა სნეულება საჭიროებს დაუნდობელ დიაგნოზსა და მკურნალობას.

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 14/09/04

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

მთარგმნელის შენიშვნები და კომენტარები


დასაწყისში ნატალია ალექსის ასული მოკლედ ეხება იმ საკითხებს, რომლებიც გაშლილი იქნება შემდეგ, წერილის ძირითადი შინაარსის გადმოცემისას. იგი ამბობს, რომ “ბესლანის უნახავმა დრამამ,... ოსი ყმაწვილების მოწამეობრივმა სისხლმა” მრავალს დაანახა რუსეთში “მტრის საშინელი არსება, ტერორისტების მოქმედებათა რეალური სისტემური ჩაშენებულობა კავკასიიდან და ზღვისპირეთიდან რუსეთის გამოდევნის ზოგად მემკვიდრეობით გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში”. შემდეგ იგი უფრო ვრცლად საუბრობს ამ საკითხებზე და, სხვათა შორის, წერს:

“ხოლო დიდი პოლიტიკა და, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკა – სახეზეა დასავლურ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მთელ პრეტენზიებში, რომლებსაც ნიღბავენ ადამიანის უფლებებისთვის ზრუნვით. ჩეჩნეთში არჩევნების შემდეგ აუცილებელი იყო აეფეთქებინათ კავკასია მეორე მხრიდან – ოსურ-ინგუშური დაძაბულობისთვის ცეცხლის წაკიდებით, დაგვანახებდნენ რა, თუ რა ელოდებათ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუკი ისინი არ შეწყვეტენ წინააღმდეგობის გაწევას თბილისის პროვოკაციებისადმი, რომლებიც სანქცირებულია “აღმოსავლური საკითხის” ახალ გადამწყვეტთა მიერ.

პანორამული მზერა მოვლენებზე შავზღვა-კავკასიის რეგიონში გვარწმუნებს, რომ კავკასიური ომები XIX ს.-შიც, და დღესაც – გეოპოლიტიკისა და რუსეთის გამოდევნის საშუალებაა საკვანძო რეგიონიდან, რომელზეც გასვლამ, ისევე როგორც ბალტიის ზღვაზე გასვლამაც, სამასი წლით შეცვალა ძალთა თანაფარდობა ევროპაში.

ჩეჩნეთიც, ტერორისტული აქტების სისტემურობაც დაღესტანში, მოსკოვსა და ოსეთში, თბილისის პროვოკაციული პოლიტიკის აშკარა წახალისებაცა და ბრძოლაც გაზსადენების გზისთვის კასპიისა და შავი ზღვების გავლით – არსებითად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხებია. ისინი გაერთიანებულია რაღაც საერთო გეოპოლიტიკური სცენარით, რომლის შედეგადაც რუსეთი იქნება დაშლილი და დანგრეული შიგნიდან და შევიწროვებული ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მთავარი საკომუნიკაციო რეგიონისგან, რომლის გასაღებსაც წარმოადგენს შავი ზღვა.

მსოფლიოს ბედის დღევანდელ გადამწყვეტთა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის სამხრეთ საზღვრებისადმი (к южному подбрюшию России) უკვე აღარ შეიძლება აიხსნას ზრუნვით ადამიანის უფლებებსა და მსოფლიო დემოკრატიაზე – იგი უკვე სტრუქტურულადაა გაფორმებული აშშ-ის მიერ გამოცხადებულ განზრახვაში მოახდინოს თავისი რაკეტების გადმოტანა (პერედისლოკაცია) უკვე არა სსრკ-ის საზღვრების გაყოლებაზე, არამედ ახლანდელი რუსეთისა. რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგიული გამოდევნის თაობაზე მისი სამსაუკუნოვანი გავლენის მიჯნებიდან მოწმობს “ცივილიზებული საზოგადოებრიობის” შეუპოვარი ჩარევა რუსეთის საშინაო საქმეებში კავკასიაში. ამას ემსახურება საქართველოს რისკიანი პროვოკაციების წახალისებაც თავისი პრორუსულად განწყობილი ავტონომიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ, რომელთა კონსტიტუციური უფლებებიც დარღვეულ იქნა სსრკ-დან გამოსვლის დროს. კიდევ უფრო მჭერმეტყველურად – ყველანაირი შესაძლო კონფიგურაციებისა და სამხედრო ურთიერთმოქმედების მექანიზმების შექმნა შავ ზღვაზე რუსეთის გარეშე”.

როგორც ვხედავთ, აქ ავტორი საუბრობს იმ დიდ განსაცდელებზე, რომელიც ელოდება რუსეთს დასავლეთის მმართველი წრეების მხრიდან, მოსალოდნელ დიდ ომსა და მის თანამდევ საშინელებებზე რუსეთისთვის, თუკი იგი არ დაუთმობს დასავლეთს თავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებში. სტატიაში ლაპარაკია ბალტიის ზღვიდან და შავი ზღვიდან რუსეთის წასვლაზე, მაგრამ ნ. ნაროჩნიცკაიასა და სხვა რუსი ავტორების ანალიტიკური წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია – ამას თან მოჰყვება პრეტენზიები რუსეთის სასარგებლო წიაღისეულზე, მისი ტერიტორიის ცალკეულ ნაწილებზე, რომლებიც გააჩნია აშშ-ს, ჩინეთს, იაპონიასა და სხვა. და განა ასეთი რამ დასათმობია ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან? თუკი დასათმობია, მაშინ რაღატომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და სისხლს ღვრიდნენ საუკუნეების მანძილზე? ცხადია, რომ ამის დათმობას არც რუსეთი აპირებს, ომიც კარგად იცის და ასეთი გასაცდელებიც გადუტანია თავისი ისტორიული ცხოვრების მანძილზე. მართალია დღევანდელი ომი გაცილებით უფრო მსხვერპლიანი და დამანგრეველი იქნება წარსულის ომებთან შედარებით, მაგრამ ეს მსხვერპლი და ნგრევა, სარაკეტო-ბირთვული შეიარაღების გამო, იქნება არა მარტო რუსეთში, არამედ მის მოწინააღმდეგე ქვეყნებშიც.

და ასეთ ომში რატომღაც ებმება საქართველოც, მისი მცირე ტერიტორიით, მწირი რესურსებითა და განუზომელად მინიმალური მასშტაბებით. 2004 წლის სექტემბერში გამოქვეყნეულ ამ წერილში ნ. ნაროჩნიცკაია აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში არჩევნების ჩატარებისა და დემოკრატიზაციის პროცესების დაწყების შემდეგ, რაც თითქოსდა მეტად ღირებული უნდა ყოფილიყო დასავლეთისთვის, ამ უკანასკნელმა მოინდომა კავკასიაში არა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, არამედ ახალი ნაღმების აფეთქება “ოსურ-ინგუშური დაძაბულობისთვის ცეცხლის წაკიდებით, დაგვანახებდნენ რა, თუ რა ელოდებათ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუკი ისინი არ შეწყვეტენ წინააღმდეგობის გაწევას თბილისის პროვოკაციებისადმი...”, რომ “ჩეჩნეთიც, ტერორისტული აქტების სისტემურობაც დაღესტანში, მოსკოვსა და ოსეთში, თბილისის პროვოკაციული პოლიტიკის აშკარა წახალისებაცა და ბრძოლაც გაზსადენების გზისთვის კასპიისა და შავი ზღვების გავლით – არსებითად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხებია...”, ასევე, რომ “ამას ემსახურება საქართველოს რისკიანი პროვოკაციების წახალისებაც თავისი პრორუსულად განწყობილი ავტონომიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ, რომელთა კონსტიტუციური უფლებებიც დარღვეულ იქნა სსრკ-დან გამოსვლის დროს”.

შემდეგ ნ. ნაროჩნიცკაია იმასაც აღნიშნავს, რომ მსგავსი მოვლენა ახალი არ არის და ასეთივე რამ ხდებოდა XIX საუკუნეში რუსეთისთვის წარუმატებელი ყირიმის ომის დროს. სახელდობრ იგი წერს: “თავისუფალი ჩერქეზეთის” შესახებ საკითხის დაყენებას ცდილობდნენ პარიზის კონგრესზე, რომელიც გამოიმუშავებდა ყირიმის ომის შედეგებს, თუმცა კი კავკასია სულაც არ ყოფილა ყირიმის ომის მიზეზი და თემა. ასე რომ შამილ ბასაევის მხარდაჭერას, როგორც თავის დროზე XIX საუკუნის შამილისა, იგივე მიზანი გააჩნია. ლორდი პალმერსტონი ღიად აცხადებდა, რომ რუსეთის საზღვარი გადატანილ უნდა იქნას თერგზე და ყუბანზეო”.

და თუკი ასეთი მსხვილმასშტაბიანი და სისხლიანი ომის მზადებაში თვლიდნენ ჩართულს რუსი სპეციალისტები საქართველოს ჯერ კიდევ 2004 წელს, და ამას ასაბუთებდნენ კიდეც, მაშინ რატომღა გვიკვირს, რომ 2006 წელს ამ ქვეყნის პრეზიდენტი უბრძანებდა თავისი შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს შეემუშავებინათ საქართველოსთან ომის შესაძლო გეგმა, პრევენციული, ანუ დამსწრები ომისა მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება მოასწრებდა უფრო ღრმად შეეტოპა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მხრიდან მომართული დიდი ომის მზადებაში და საკუთარი ქვეყნის ტერიტორია ამ ომის მზადების წინახაზად ექცია? განა რუსები არიან დამნაშავენი იმაში, რომ მათ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა სურთ და ამას აპირებენ? განა მორალურად ან იურიდიულად ეკრძალება მათ დამსწრები დარტყმების მიყენება იმ “ბუდეებზე”, სადაც რუსეთის ტერიტორიის უშუალო მახლობლობაში მიდის მზადება მათ წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი შეტევითი ომის დასაწყებად, უფრო სწორედ, ამისთვის წინაპირობების შესაქმნელად? რუსეთის მაგივრად რომ საქართველო წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, ერეკლე მეფეს რომ შეეტყო განჯის ან ერევნის სახანოდან ყიზილბაშები ამზადებენ ქართლ-კახეთის სამეფოზე მსხვილი შემოტევის მოწყობას და იქ საამისოდ ჯარებს უყრიან თავსო, განა ჩვენი მეფე თავად არ შეეცდებოდა პრევენციული დარტყმის მიყენებას ამ მზადებათა ჩასაშლელად? მაშინ რაღატომ გვიკვირს, რომ რუსეთის ხელისუფლებასაც იგივე გაეკეთებინა?

როდესაც თავისი ანტირუსეთული განწყობით ცნობილი ამერიკელის სენატორი ჯონ მაკკეინი იყო სტუმრად საქართველოში ამ რამდენიმე წლის წინ, მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მის გვერდში დგომისას ტელევიზიით საჯაროდ განაცხადა, რომ როდესაც მე, ზურაბ ჟვანია, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე ევრაზიის რუკებითა და კავკასიის რუკებით ხელში დავდიოდით ამერიკის კონგრესის დერეფნებში, მაშინ ბევრი კონგრესმენი თავისი კაბინეტის კარებს არ გვიღებდა, ხოლო ვისი კარიც ჩვენთვის მუდამ ღია იყო, ეს გახლავთ სენატორი მაკკეინიო. კი მაგრამ, რად უნდოდათ პატარა საქართველოს ხელისუფალთ აშშ კონგრესის დერეფნებში სიარული ევრაზიისა და კავკასიის რუკებით, განა საქართველოს ან თუნდაც ამიერკავკასიის რუკები კი არ იქნებოდა საკმარისი, თუკი ეკონომიკის, ტურიზმის ან სხვა მშვიდობიან საკითხებზე უნდა ელაპარაკათ? ან განა კი ისეთი ბრიყვები იყვნენ ამერიკელი კონგრესმენები, რომ მათთან ასეთ ხელსაყრელ ეკონომიკურ საკითხებზე უნდოდათ დალაპარაკება “ახალგაზრდა ქართველ რეფორმატორებს”, და ისინი კი მათ თავიანთ სამუშაო კაბინეტებში შეშვებაზე უარს ეუბნებოდნენ. ან იქნებ სულაც არ იყვნენ ეს კონგრესმენები და სენატორები ასეთი ბრიყვები? მაშინ გამოდის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქართველ სახელმწიფო მოხელეთა წინადადებები სულაც არ იყო მშვიდობიანი, თანაც ეხებოდა იმ სახელმწიფოს, რომელთანაც ომში ჩაბმა ამერიკელ კანონმდებლებს სულაც არ ახარებდათ. და ასეთი სახელმწიფო ხომ, ცხადია, რუსეთი უნდა ყოფილიყო? განა რუსეთის ხელისუფლებაში არ მოვიდოდა ცნობები ამის შესახებ, და არა მხოლოდ დაზვერვის არხებით, არამედ თავად ამერიკელ კონგრესმენთა ერთი ნაწილის მხრიდანაც, რომლებიც რუსეთთან მშვიდობიანი და პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას უფრო მეტად აფასებდნენ, ვიდრე ქართველ “არამკითხე მაცხონეთა” ჩალიჩსა და ინტრიგებს. თანაც, მ. სააკაშვილის სიტყვებით, ეს ხდებოდა ზ. ჟვანიას სიცოცხლეში, ანუ 2008 წლის აგვისტომდე, სულ მცირე, რამდენმე წლით ადრე.

გარდა ამისა, მე კარგად მახსოვს 2006 წლის დასაწყისში შემდგარი ტელეხიდი საქართველოს პარლამენტის წევრ ნიკა გვარამიასა და ვლადიმირ ჟირინოვსკის შორის. იქ ცხარე კამათის ფონზე ნიკა გვარამიამ ჰკითხა ჟირინოვსკის, რა გინდათ ჩვენგანო, მან კი უპასუხა, რომ ხელი აიღეთ პროამერიკულ საგარეო პოლიტიკაზე და პრორუსულ გზას დაადექითო. და ნიკა გვარამიას კითხვაზე, თუ რა არის ეს პრორუსული გზაო, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ უპასუხა – იყავით ნეიტრალური, ფინეთის მსგავსადო; ნუ შემოიყვანთ თქვენს ტერიტორიაზე ამერიკულ და ნატო-ს სამხედრო ბაზებს, ნუ გექნებათ მათთან თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, და მაშინ ჩვენს შორისაც უფრო უკეთესი ურთიერთობები იქნებაო. მაგრამ მაშინ საქართველოს ხელისუფლება, აგრეთვე პრაქტიკულად მთელი აქტიური ოპოზიციური სპექტრი იდგა აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პოზიციაზე, მათ შორის სამხედრო საკითხებშიც, და ამას მიიჩნევდა საქართველოს დამოუკიდებლობის, სწორი განვითარებისა და უსაფრთხოების გარანტად.

2008 წლის დასაწყისში, ყველას გვახსოვს, რომ იყო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში და, ამასთან ერთად, ამომრჩეველთა გამოკითხვა (პლებისციტი) საკითხზე, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ნატო-ს ბლოკში. ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა გამოსვლა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერით, მაგრამ მისი მესვეურების მხრიდან წავაწყდი პრინციპულ წინააღმდეგობას. რისი თქმაც მინდოდა ამ საკითხზე, ის იყო, რაც ძირითადად ადრეც მქონდა ნათქვამი, რომ 90-იანი წლების განმავლობაში, როდესაც დასრულდა “ცივი ომი”, დაიშალა ჯერ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა კავშირიც, ნატო-ს ბლოკის უმეტესმა სახელმწიფოებმა შეამცირეს თავიანთი სამხედრო ხარჯები, შეიარაღებული ძალები და ძირითადი შეიარაღება, მაგრამ მათ საპირისპიროდ, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა განაგრძობდა თავისი სამხედრო ხარჯების ზრდას და ეს მაჩვენებელი 1990 წლის 5 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 2000 წელს აიყვანა 10,8 მლრდ. დოლარამდე, ხოლო აშშ-ისა და გერმანიისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარების შედეგად, მოახდინა თავისი შეტევითი საბრძოლო ტექნიკისა და მძიმე შეიარაღების საფუძვლიანი განახლება.

სახელდობრ, უკვე გვარიანად მოძველებული M47 და M48A1/A2 ამერიკული საბრძოლო ტანკების, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნახევრადმუხლუხიანი M-2/-3 ჯავშანტრანსპორტერების, ხშირი ავარიულობის გამო დასავლეთგერმანელი სამხედრო პილოტების მიერ “მფრინავ კუბოებად” სახელდებული F-104 ამერიკული ავიაგამანადგურებლებისა და ასევე უკვე მოძველებული F-5A/B მოდელების, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი “გაფისა” და “თენგის” ტიპების ამერიკული წყალქვეშა ნავების, “გირინგის”, “სამნერისა” და “კარპენტერის” ტიპების საესკადრო ნაღმოსნების (მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები) ნაცვლად, თურქეთის შეიარაღებაში ახლად გამოჩნდა ან რაოდენობრივად გაიზარდა M60 და “ლეოპარდ-1” სერიების საბრძოლო ტანკები, YPR-765 სერიების ჯავშანტრანსპორტერები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და, განსაკუთრებით, M110A2 ტიპის 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები, MLRS ტიპის 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რომელთა ერთი ნაწილიც აღჭურვილია ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვებად, ფრენის სიშორით 190 კმ-მდე და მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტით, AH-1W/P ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები, თანაც ამ კატეგორიის შეიარაღება მთელი “ცივი ომის” განმავლობაში, თურქეთს საერთოდ არ ჰქონია, თუმცა კი AH-1 “კობრა” სერიის დამრტყმელი ვერტმფრენები მათ მოკავშირე ამერიკელებს გააჩნდათ უკვე 1960-იანი წლებიდან; F-16C/D და F-4D ტიპების გამანადგურებელი თვითმფრინავები, 209 ტიპის გერმანული წყალქვეშა ნავები, ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემებით აღჭურვილი “ნოქსის”, “პერისა”და MEKO-200 ტიპების თანამედროვე ფრეგატები (მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები).

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თურქეთს გააჩნია თავისი საგარეოპოლიტიკური ინტერესები და პრეტენზიები კავკასიa – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე. სამხედრო საქმის მკვლევარი სხვა ქართველი სპეციალისტებისგან მომისმენია, რომ 1980-იანი წლების შუახანებში თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, შემდგომში ქვეყნის პრეზიდენტმა, თურგუთ ოზალმა, დასავლური პრესისთვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ – ჩვენ დიდი პრეტენზიები არ გაგვაჩნია, ვინაიდან თურქეთი მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო. თავისთავად ცხადია, რომ პენტაგონისა და ბუნდესვერის მიერ ასეთი პრეტენზიების მქონე სახელმწიფოს სამხედრო მანქანის გაძლიერებას შედეგდ მოჰყვებოდა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის შეშფოთება და ერთმანეთთან დაახლოება, რისი შედეგიც არის თუნდაც ირანის ბირთვული პროგრამა, რაც დღესდღეობით ასე აქტუალურია. აღნიშნული ჯავშანსატანკო შეიარაღებისა და საველე არტილერიის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდის ხარჯზე, 90-იან წლებში თურქულმა სარდლობამ თავის სახმელეთო ჯარებში მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეითი ჯარების რაოდენობა, მაგრამ სამაგიეროდ ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების ხვედრითი წილი. სახელდობრ, თუკი 1991 წლის შუახანებში თურქეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ერთი მექანიზებული ქვეითი და 13 ქვეითი დივიზია, შვიდი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული და 10 ქვეითი ცალკეული ბრიგადა, ერთი საჰაერო-სადესანტო და ორი სპეციალური დანიშნულების ჯარების ბრიგადა და სხვა ცალკეული ქვედანაყოფები, უკვე 2000 წლის ზაფხულში მასში მოითვლებოდა თითო-თითო მექანიზებული და ქვეითი დივიზია, ერთი მექანიზებული დივიზიის შტაბი, 14 ჯავშანსატანკო, 17 მექანიზებული და ცხრა ქვეითი ბრიგადა, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ჯარების ოთხი ბრიგადა და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. ამით მნიშვნელოვნად იქნა ამაღლებული თურქეთის სახმელეთო ჯარების შეტევითი შესაძლებლობები, საცეცხლე სიმძლავრე, ტაქტიკური მობილურობა და ჯავშანდაცულობა, აგრეთვე მთაგორიან ადგილებში ცალკეული ბრიგადების მიერ ერთმანეთისგან იზოლირებულ და განშლად მიმართულებებზე შეტევითი საბრძოლო მოქმედებების ავტონომიურად წარმოების უნარი და შესაძლებლობა.

თურქეთის სახმელეთო ჯარებში პენტაგონისა და ბუნდესვერის დახმარებით ჩატარებული გადაიარაღების შედეგად იქ ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ხვედრითი წილისა და მნიშვნელობის გაზრდის საპირისპიროდ, საქართველოს (ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს) 1990 წელს პარიზში და 1992 წელს ტაშკენტში ეუთო-ს ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაუდგინეს, რომ თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდმივად შეუძლია განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენისა. საბრძოლო ავიაციაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ეს კვოტები საკმარისია მხოლოდ თანამედროვე დასავლური ტიპის ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის დაკომპლექტებისთვის, ფაქტიურად, სარეზერვო არტილერიის გარეშე. მაგრამ, ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოს, ფინეთს, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინა გააჩნია, იმავე 2000 წელს თავისი სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ჰყავდა 26 საბრძოლო ბრიგადა, მათ შორის ორი ჯავშანსატანკო, 10 მექანიზებული და 14 ქვეითი, აგრეთვე სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები, ხოლო ასევე ნეიტრალურ შვეიცარიას – 13 დივიზია (მათში საერთო ჯამში 40-მდე საბრძოლო ბრიგადა/პოლკით), მათგან ექვსი საველე (მექანიზებული ქვეითი), სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა, ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა და სხვა ჯარები. მათ შეიარაღებაში შვეიცარიას გააჩნდა 560-მდე საბრძოლო ტანკი, 1200-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1100 ერთეულამდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, აგრეთვე სხვა შეიარაღება; ფინეთის სარდლობას კი შეიარაღებაში ყავდა 230 საბრძოლო ტანკი, 800-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1900-ზე მეტი საველე და სანაპირო არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და ნაღმსატყორცნი, და სხვა შეიარაღება. ასევე მრავალრიცხოვანი საბრძოლო ტექნიკა და საარტილერიო შეიარაღება იყო ნაჩვენები შვედეთის, საბერძნეთისა და ისრაელის სახმელეთო ჯარებში.

მე ამის შესახებ უკვე ვიცოდი, ღვთის წყალობით, 1999 წლის გაზაფხულიდან და როგორც ხელისფლებას ვეუბნებოდი, ისე, შეძლებისდა გვარად, პრესაშიც ვაქვეყნებდი წერილებს. მაგრამ არც ხელიუფლებას არ უნდოდა ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების გაზრდის თაობაზე საკითხის დაყენება, რადგან ეს არ უნდოდათ მის დასავლელ პატრონებს, და არც პროამერიკულ ოპოზიციას, იმავე მიზეზით. ამიტომ ჩემთვის იმთავითვე გამოიკვეთა ძალიან დიდი ჯგუფი პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ინტერესებზე უფრო მაღლა, საკუთარი პირადი კარიერისა და კეთილდღეობის ინტერესებს აყენებენ, და ამავე დროს იმ დასავლური ძალების ინტერესებს, რომელთაგანაც ამ კარიერისა და კეთილდღეობის შექმნასა და გაძლიერებას მოელიან. ასე იყო მაშინ, და ასე არის ამჟამადაც, მეტ-ნაკლები სახესხვაობებით. ახლა იმედი გვაქვს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვლება, და ეს ძალიან კარგია. მაგრამ, ყველას უნდა გვახსოვდეს გასული ზაფხულის მოვლენები, როდესაც ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა სერიოზულად დააზიანა თბილისის გარკვეული რაიონების მცხოვრებნი და ადამიანთა მსხვერპლიც გამოიწვია. და ეს მოხდა იმიტომ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობაში არ მოელოდნენ ასეთი ვითარების შექმნის საშიშროებას, არ უნდოდათ ამაზე ეფიქრათ და არც სანიაღვრე სისტემას ინახავდნენ გამართულ და გაწმენდილ მდგომარეობაში. რომ ჰგონებოდათ, თავის დროზე ეფიქრათ და ეზრუნათ ამისთვის, მაშინ ეს ტრაგედია უკვე აღარ დატრიალდებოდა. არც ახლა უნდათ ჩვენში დასავლეთისგან დაფინანსებულ პოლიტიკურად აქტიურ ძალებს დაფიქრება იმაზე, თუ რა მოხდება, როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის ომის ღვარცოფი მოვარდება საქართველოს ქალაქებისა და სოფლების თავზე, რა მასშტაბისა და სიმძიმის ტრაგედიები დატრიალდება. არ გვეგონაო, რომ იტყვიან, ამით საქმე არ გაუმჯობესდება, დახოცილები ვერ გაცოცხლდებიან, დასახიჩრებულები ვერ გამოჯანსაღდებიან და ვერც დანგრეულ-გადამწვარი წამოიმართება უეცრად ფერფლიდან და ნანგრევებიდან. ხოლო ასეთი რამ რომ შეიძლება მოხდეს და დასავლეთის გარკვეულ მაღალ-მაღალ წრეებს ამის გამო გული არ აუჩვილდებათ ხელი არ აუკანკალდებათ, ეს უკვე დაგვანახა თუნდა იმავე დუბროვკისა და ბესლანის ტრაგედიებმა. გერმანელებს რომ სცოდნოდათ, თუ სადამდე მიიყვანდნენ ქვეყანას მათი ფიურერი და მისი თანამოზრენი, განა კი დაიწყებდნენ მაშინ აღფრთოვანებულ ოვაციებს “ჰაილ ჰიტლერ” და ”ზიგ ჰაილო”? ალბათ არა. ჩვენ რაღა გვიშლის ხელს, რომ გულისყურითა და გამოძიებით, და არა აგდებულად და უგულვებელყოფით წავიკითხოთ ის, თუ რას წერენ თავად რუსი ავტორები, მოვუსმინოთ მათ რადიო- და სატელევიზიო გამოსვლებს, გავიგოთ მათი სატკივარი და გულის წუხილი? სანამ შესაძლებელია, მშვიდობიანად, ცოდნითა და პატიოსნებით გავარჩიოთ ჩვენს შორის გასარკვევი, დავადგინოთ მტყუან-მართალი, და შესაბამისად მოვიქცეთ კიდეც, თორემ, როდესაც ქვემეხები და ტანკები ალაპარაკდებიან, მაშინ უკვე ამ უბედურებასა და განსაცდელებს თავს ვერ დავაღწევთ.

სხვას რომ თავი დავანებოთ, მე ჯერ კიდევ 2003 წლის ზაფხულში მივიტანე საპატრიარქოს რადიოში კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი 200-მდე სიმღერა რუსული მართლმადიდებლური საიტიდან «Песни Русского Воскресения», ჟანა ბიჩევსკაიას, მატუშკა ლუდმილა კონონოვასა და მღვდელმონაზონ რომანოზის (მატიუშინის) შესრულებით, ძირითადად მათ მიერვე შეთხზული, რათა ქართველ რადიომსმენელებს მოესმინათ ეს სიმღერები და გაეგოთ ის სატკივარი, თუ როგორი საგარეოპოლიტიკური განსაცდელის წინაშე მდგომს ხედავენ ეს რუსი ქრისტიანი მამულიშვილები საკუთარ სამშობლოსა და საკუთარ სახელმწიფოს. მაგალითისთვის მოვიყვანთ სიმღერას ჟანა ბიჩევსკაიას რეპერტუარიდან “ჩვენ – რუსები”, რომლის ტექსტი და მუსიკა დაწერილია მისი მეუღლის, გენადი პონომარიოვის მიერ:

Мы - русские

Для славы со Христом мы были созданы.
Никак нас враг чудовищный не съест,-
Кололи нас серпом, звездили звездами,
Но наше знамя есть и будет - крест.

Припев:
Ведут нас ко Христу дороги узкие,
Мы знаем смерть, гонения и плен.
Мы - русские, мы - русские, мы - русские,
Мы все равно поднимемся с колен.
Мы - русские, мы - русские, мы - русские,
Мы все равно поднимемся с колен.

Клялись Царю мы крестоцелованьем,
Предательство легло на русский род.
Рассеяны по миру мы изгнаньем,
Как бывший богоизбранный народ.

Припев.

На теле у России раны рваные,
Но свет Христов отчетлив впереди.
И если нападут на нас поганые,
Мы в бой пойдем с крестами на груди.

Припев.

У нас с врагом окончена дискуссия,
Мы вновь воспрянем, к подвигам горя.
Россия, Украина, Белоруссия, -
Племен славянских три богатыря.

Припев.

Наполнив мир малиновыми звонами,
Взойдет победы русская заря.
И мы, восстав с крестами и иконами,
Пойдем венчать Российского Царя.

Припев.

Уж ангелы трубят к последней битве.
За Веру, за Царя иди, не трусь!
Соборным покаяньем и молитвой
Да воскресит Господь Святую Русь.

Припев:
Ведут нас ко Христу дороги узкие,
Мы знаем смерть, гонения и плен.
Мы - русские, мы - русские, мы - русские,
Мы все равно поднимемся с колен.
Мы - русские, мы - русские, мы - русские,
Покаемся - поднимемся с колен.

როგორც ვხედავთ, ამ სიმღერაში არსად არ არის ნათქვამი იმის თაობაზე, თუ როგორ დაიპყრობენ რუსები სხვა ქვეყნებს, ან როგორ მიითვისებენ სხვათა კუთვნილებას, მათ სიმდიდრეებსა და სხვა, არამედ ლაპარაკია იმ განსაცდელებზე, მოსალოდნელ ომსა და უბედურებებზე, რომლებსაც ძლიერნი ამა სოფლისანი უმზადებენ რუსულ სახელმწიფოს. და მე ვფიქრობდი, რომ მისი და სხვა მსგავსი სიმღერების გაცნობით ქართულ საზოგადოებაში თანდათანობით შეიცვლებოდა უნდობლობისა და მტრობის დამოკიდებულება რუსეთისადმი, მაგრამ საპატრიარქოს რადიოში ისინი არ გააჟღერეს. ასევე არ გააჟღერეს წმინდად რელიგიური სიმღერებიც, მაგალითად ისეთი, როგორიცაა მღვდელმონაზონ რომანოზის (მატიუშინის) ქვემოთ მოყვანილი სიმღერა:

Станем пред Царицею Небесною...

Станем пред Царицею Небесною
В скорби неутешные своей.
Радуйся, Невесто Неневестная,
Радуйтесь, молящиеся Ей.
Радуйся, нам радость Подающая,
Верных благодатью осияй.
Никого еше к Тебе грядущего
Не отавергла, Радосте моя.
Радуйся, Земле обетования,
Слышишь, как Тебе народ поет.
Радуйся, погибшим всем Взыснание,
Радуйся, Взыскание мое.
Радуйся, Владычице Державная,
Церковь Православная, взыграй,
Радуйся, Надеждо православная,
Не остави мой погибший край.
Слушая акафистное пение,
Вспомнил, чем дышал и как я жил,
Радуйся, души моей Спасение,
Да не получу, что заслужил.
Чем Тебя я, Госпоже, порадую,
Видишь, как изъязвлена душа ?
Странно ли, что я отвержен Правдою,
Коль всю жизнь неправдою дышал !
Гибельные тропы поздно понял я.
Кайся ж, о, душе, себя виня !
Ждет меня утроба преисподняя,
Если Ты не вымолишь меня.
Бьется, осужденное в груди моей.
Вот я пред Тобою весь стою.
Радуйся, Звездо Незаходимая,
Просветиши Сыном тьму мою.
Будь благословенна, Милосердная,
Даже если мне гореть в огне.
Радуйся, Заступнице Усердная,
За Свои молитвы обо мне.

როგორც ვხედავთ, ეს ლექსი ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვის ქარგაზეა შექმნილი და მას პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია, და ასეთი სიმღერებიც ბევრი იყო მათ შორის, რომლებიც მე საპატრიარქოს რადიოში მივიტანე, მაგრამ არც ისინი გაუჟღერებიათ. მათ არ მოისურვეს, ან ვერ გაბედეს იმ ცოდნისა და განწყობის შემოტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელიც მას დაანახვებდა რუსებს როგორც მორწმუნე მართლმადიდებელ ადამიანებს, მართლმადიდებლური შეგნებით, სატკივარითა და სიხარულით, თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეებით, თავიანთი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით, ისევე როგორიც ვართ თავად ჩვენც, ქართველებიც.

2004 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოვედი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, და იქ ვსაუბრობდი საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ როდესაც მოვინდომე ქართველი ტელემაყურებლებისთვის გამეცნო ის, თუ როგორ უყურებს თანამედროვე რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-მამულიშვილური ნაწილი დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის საკითხებს, აქ უკვე ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან გადაულახავ წინააღმდეგობას წავაწყდი 2005 წლის დასაწყისიდან. ამ საუბრების დაწყებას ვაპირებდი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილის განხილვით “კულტურის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები”, რომლის თარგმანიც ასევე ბლოგზე მაქვს გამოქვეყნებული, აგრეთვე სხვა წერილებისა მისი ვებ-გვერდიდან და სხვა ავტორების მასალებისაც. მაგრამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ასეთი რამ არ ისურვა; ჩემს საყვედურზე, რომ თქვენ მხოლოდ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებამდე მიტანას კი არ ეწევით, რაზეც ხშირად ლაპარაკობთ, არამედ ინფორმაციის ფილტრაციასაც ახდენთ პრინციპით “ეს მაწყობს, ეს არ მაწყობს”, მიპასუხეს ჩვენ ინფორმაციის ფილტრაციას არ ვახდენთ, არამედ გვყავს ის ხალხი, ვისაც ჭკუას ვეკითხებით, თქვენი აზრები კი ჩვენ არ გვაინტერესებსო.

აღნიშნულმა ტელეკომპანიამ მართლაც დადებითი როლი ითამაშა უკანასკნელ ხანებში საზოგადოების მობილიზაციასა და წარმართვაში იმ ხელისუფლების მოსაშორებლად, რომელმაც ბევრი ცუდი რამით დაამახსოვრებინა თავი საქართველოსა და მის ხალხებს. მაგრამ ზოგჯერ წინა წლებში ბ-ნ აქუბარდიას უთქვამს თავის სტუმრებთან საუბარში, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები კარიერისტები არიანო, რაშიც სავსებით ვეთანხმები, მაგრამ თუკი ისინი კარიერისტები არიან, ვიღაცის წინაშე ხომ იკეთებენ ამ კარიერას? ადამიანი შეიძლება თვითონ იყოს ბოროტი ან კეთილი, ხარბი ან ხელგაშლილი, გაუმაძღარი ან ზომიერი, მაგრამ კარიერისტი კი ის უნდა იყოს ვინმე სხვის წინაშე, ვისგანაც მოელის დაწინაურებასა და სხვა წყალობებს. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ამ კარიერისტების “ხაზეინი”, უკაცრავად “ბოსი” გახლავთ აშშ-ისა და ევროატლანტიკური დასავლეთის ხელმძღვანელობა, რომელიც ქმედით დახმარებას უწევდა მათ გასულ წლებში, რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთისთვის მთელი რიგი ეკონომიკური ობიექტების გადაცემას, აქ ალბათ იმოქმედა ძველმა ანდაზამ “დათვი რომ მოგერევა, ბაბა დაუძახეო”, გარდა ამისა არც ის უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ამ სახელოვანი პლეადის ბევრი წევრი სანამ დასავლურ სპეცსამსახურებს მიეყიდებოდა, მანამდე საბჭოთა სპეცსამსახურებზე იყო უკვე მიყიდული და ასეთი ორმაგი დაქვემდებარება გააჩნია, მაგრამ ამ ლაბირინთებში ჩვენ უკვე ვეღარ გავერკვევით, და არც არის საჭირო ამაზე საუბრის გაგრძელება. ვნახოთ, როგორ წარიმართება ჩვენი შემდგომი ცხოვრება და რას მოგვიტანს მომავალი.

რაც შეეხება საქართველოს ახლო წარსულს, 2008 წლის დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ იქნა პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც დაამთხვიეს ასევე მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვა (პლებისციტი) თემაზე, უნდათ თუ არა ამომრჩევლებს, რომ საქართველო მომავალში შევიდეს ნატო-ს ბლოკში. პლებისციტის შედეგები იყო შემდეგი: არჩევნებზე (და ასევე პლებისციტზეც) ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს ამომრჩეველთა სიითი რაოდენობის დაახლოებით 56%, ხოლო ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას კი ხმა მისცა ურნებთან მისული ამომრჩევლების დაახლოებით 77%-მა. ერთის მხრივ ეს 77% მართლაც მეტად შთამბეჭდავია და თითქოს რაღა უნდა იყოს სადაო და გასარკვევი, მაგრამ შეიძლება და საჭიროცაა იმის დაანგარიშება, თუ საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა ეს 77% ამომრჩეველთა საერთო რიცხვის, ანუ სიითი რაოდენობის რა ნაწილს შეადგენს? ამის გასაგებად გამოიყენება მარტივი ფორმულა: (77% X 56%) : 100% = 43,12%. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვის დროს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა საერთო რიცხვის მხოლოდ 43,12%-მა, ანუ ნახევარზე ნაკლებმა, დაახლოებით ორმა-მეხუთედმა, ხოლო ამომრჩეველთა სამმა-მეხუთედმა კი განაცხადა ან არ გვინდა, ან არ ვიცით ან კიდევ “ერთი თქვენი ყველა გამომკითხავის დედებიცო” (ანუ, საერთოდ არ მივიდა საარჩევნო უბნებში). ეს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით.

პროამერიკული ოპოზიციის შეფასებით კი, არჩევნებზე გამოცხადების აქტივობა ამომრჩეველთა შორის მაღალი იყო, დაახლოებით 70%. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ იგივე ოპოზიცია დაბეჯითებით აცხადებდა, რომ სააკაშვილის სასარგებლოდ ბიულეტენების სულ მცირე 20% ჩაყარესო; ხოლო თუკი სააკაშვილის გაპრეზიდენტების სასარგებლოდ 20% ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს, მაშინ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდაც ხომ იმდენივეს ჩაყრიდნენ? კონვერტში ხომ ეს ორივე ბიულეტენი უნდა ყოფილიყო, თორემ თორემ ისინი ბათილად იქნებოდა მიჩნეული და არ დაითვლებოდა? ამრიგად, პროამერიკული ოპოზიციის შეფასებით გამოდის, რომ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ ხმა მიუცია არჩევნებზე მისული ადამიანების არა 77, არამედ 57%-ს. ხოლო იმავე ფორმულის გამოყენებით მაშინ მივიღებთ: (70% X 57%) : 100% = 39,9%. ანუ პროამერიკული ოპოზიციის შეფასებიდანაც გამომდინარეობს, რომ აღნიშნულ პლებისციტზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მოხრედ ხმა მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 39,9%-მა, დაახლოებით იგივე ორმა-მეხუთედმა, ხოლო მის სამ-მეხუთედს კი (ანუ 60,1%-ს) ასეთი სურვილი არ გამოუთქვამს. აქ არის კიდევ ერთი სიყალბე ქართული საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილისა – იძახიან, რომ ჩვენ ხალხის შეკვეთას ვასრულებთო, ხალხმა შეკვეთა მისცა, რომ ნატო-ს ბლოკში გაწევრიანება ჩვენი უმრავლესობით არ გვინდაო, ხოლო ესენი კი კვლავ დაჟინებით ჩასჩიჩინებენ ხალხს ტელეეკრანებიდან – ნატო-სა და სხვა დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება ჩვენი მთავარი პრიორიტეტიაო. ხოლო თუ ჩვენი ტერიტორია დავუთმეთ ევროატლანტიკური დასავლეთის წამყვან პოლიტიკურ ძალებსა და სახელმწიფოებს რუსეთის ფედერაციაზე შესატევად, მაშინ თავად ჩვენ რანი ვიქნებით ან კიდევ რა შეიძლება მოგვივიდეს, როდესაც რუსები თავიანთ მასაში შეინანებენ თავიანთ ურწმუნოებას, დაბნეულობას და ისევ ღმერთისკენ შებრუნდებიან, ხოლო უფალი სამაგიეროდ მტრებზე გამარჯვებას არგუნებს, როგორც ეს უწინაც ბევრჯერ მომხდარა, ამაზე უკვე ზემოთ მქონდა ლაპარაკი და აქ აღარ გავაგრძელებ.

ნატალია ნაროჩნიცკაიას თავის წერილში აქვს კიდევ ასეთი შეფასება: “ამას (კავკასიაში რუსეთის საშინაო საქმეებში დასავლეთის დაჟინებულ ჩარევას – ი. ხ.) ემსახურება საქართველოს რისკიანი პროვოკაციების წახალისებაც თავისი პრორუსულად განწყობილი ავტონომიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ, რომელთა კონსტიტუციური უფლებებიც დარღვეულ იქნა სსრკ-დან გამოსვლის დროს...”. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში დეკლარირებული “მოკავშირე რესპუბლიკათა კავშირიდან გასვლის უფლების” მიუხედავად, სულ უკანასკნელ დრომდე არ არსებობდა საკანონმდებლო მექანიზმი მისი განხორციელებისთვის. “პერესტროიკის” ხანაში, 1980-იანი წლების მიწურულს სსრკ-ში მიღებულ იქნა ეს კანონი, რომელშიც განცხადებული იყო, რომ კავშირდან გასვლა მოკავშირე რესპუბლიკას შეეძლო თავისი სურვილით, გარკვეული პროცედურების დაცვით, მაგრამ თუკი ამ რესპუბლიკას თავის ტერიტორიაზე გააჩნდა ავტონომიური წარმონაქმნები, მაშინ ამ წარმონაქმნებში ცალ-ცალკე უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმები იმის გასარკვევად, მათაც უნდოდათ თუ არა გასვლა საბჭოთა კავშირიდან, და თუკი რეფერენდუმები ავტონომიურ წარმონაქმნებში უარყოფით პასუხებს მისცემდა, მაშინ ეს რესპუბლიკა სსრკ-დან უნდა გასულიყო ამ ავტონომიების გარეშე.

უნდა ითქვას, რომ ეს თემა ბესლანის ტრაგედიამდე ისე მკვეთრად არ ყოფილა გაჟღერებული ნატალია ნაროჩნიცკაიას საქართველოსთან დაკავშირებულ წერილებში, თუმცა კი არც უმაგისობა ყოფილა, მაგრამ იქვე ნატალია ალექსის ასული გვაძლევდა სხვა არჩევანსაც, რათა მშვიდობიანად და ორივე მხარისთვის მისაღები წესითა და ფორმით აგვეწყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. სახელდობრ, თავის წერილში “საქართველო ირჩევს ამერიკას” (25.03.2002) იგი სხვათა შორის ამბობს: “საქართველოს პოლიტიკაზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს კონფლიქტი აფხაზეთთან, რომელმაც, წინასწარ განსჭვრიტა რა საქართველოს ობიექტური მისწრაფება მოეხდინა მისი ასიმილირება, გამოავლინა მკაფიოდ პრორუსული ვექტორი. ეროვნებათა შორის ურთიერთობების კანონზომიერებები ისეთია, რომ მცირე ხალხს ყოველთვის აშინებს საშუალოს ჰეგემონისტური მისწრაფებები და მიილტვის დიდი ხალხისკენ. 1991 წელს წარმოქმნილი კონფლიქტები სსრკ-დან გასვლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად კოსტრუირების საკითხში სულაც არ არის „სეპარატისტული“. ისინი წარმოიშვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე არა დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული და ლეგიტიმურად აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიაზე, არამედ სწორედ მომავლის საკითხის გამო, იმის გამო, რომ კავშირიდან გასვლისას არ მისცეს უფლება თავად აერჩიათ თუ რომელი სახელმწიფოს ფარგლებში სურდათ ყოფნა. ეს საშუალებას აძლევს აფხაზეთს სავსებით მართლზომიერად დაობდეს მისთვის თავსმოხვეული ბედის წინააღმდეგ”.

როგორც ვხრდავთ, ზემოთ მოყვანილ ამონარიდში სწორედ ის საკითხია წინ წამოწეული, რაც ასევე გაცილებით უფრო მწვავე ვითარებაში და უფრო დაბეჯითებით გაისმა ნ. ნაროჩნიცკაიას წერილში “დუბროვკა და ბესლანი” 2004 წლის სექტემბერში, ბესლანში მომხდარი სისხლანი ანტირუსული აქტის ცხელ კვალზე. მაგრამ თუ ისევ დავუბრუნდებით 2002 წელს, მაშინ გამოქვეყნებულ იქნა ნ. ნაროჩნიცკაიას სხვა წერილი “ევრაზიის გასაღები ძევს შავი ზღვის ფსკერზე”, საიდანაც ქვემოთ მოყვანილ ამონარიდში ნათქვამია იმდროინდელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მწვავე ხასიათზე, საქართველოს ხელისუფლების დგომაზე რუსეთის მთავარ სტრატეგიულ მოწინააღმდეგეთა ბანაკში, მაგრამ იქვე შემოთავაზებულია რუსეთისა და საქართველოსთვის მისაღები გამოსავალიც ამ მდგომარეობიდან, თუკი ამაზე იქნებოდა ჩვენი ხელისუფლების ნებაც. მოვიყვანთ ამ ამონარიდს:

“რუსეთის ბუფერული როლი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ აძლევს პირობებს აფხაზური დამოუკიდებლობის გასანადგურებლად, თბილისში აღვივებს ანტირუსულ რეაქციას. დიპლომატიური „ომის“ მუდმივ წყაროდ იქცევა რუსი სამხედროების „პროაფხაზური“ როლი, რომლებსაც არ სჯერათ თბილისის ლოიალობისა შავ ზღვაზე რუსული ბაზების ყოფნის საკითხისადმი, რომელთა დაკარგვითაც რუსეთი კარგავს მრავალსაუკუნოვან პარიტეტს ამ რეგიონში. საქართველოს საპასუხო ირიბი წვრილმანი „დახმარება“ ჩეჩნეთისათვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ დემონსტრაციაა, პოლიტიკური ბერკეტი რუსეთთან ვაჭრობისთვის – „ჩეჩნური“ ბანქოს ქაღალდის გაცვლისა „აფხაზურში“. თბილისს არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ ჩეჩენი ტერორისტების ჰიპოთეტური წარმატება იქცეოდა არა კერძო მოვლენად, არამედ ეს ცეცხლს შეუნთებდა მთელს კავკასიას და დააბრუნებდა მას თურქეთის ორბიტაში XVIII საუკუნის დონეზე, რაც საქართველოს მდგომარეობას ისეთსავე ტრაგიკულად მოწყვლადს გახდიდა, როგორიცაა კვიპროსისა და სომხეთის მდგომარეობა. გასულ ასწლეულშიც კავკასიური ომის წარმოება რუსეთს მოუხდა მხოლოდ შავი ზღვისპირეთისა და ამიერკავკასიისთვის _ ე. ი. საქართველოს დასაცავად... რუსეთის გარეშე კავკასიის სტაბილურობის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს ვერც ნატო.

რუსეთისთვის ჩეჩნეთის პრობლემებში აუცილებელია მხოლოდ ის, რომ მას ხელს არ უშლიდნენ, და საქართველოს მხრიდანაც მას სჭირდება სხვა ბანქოს ქაღალდი: სტრატეგიული პოზიციების გარანტიები შავ ზღვაზე. საქართველოს პოზიცია რუსეთისთვის საბოლოო ჯამში სოხუმის პოზიციაზე უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ საქართველო ეწვა რისკიან თამაშს რუსეთის წინააღმდეგ, რითაც ამაღლებს რუსეთის თვალში „პრორუსული აფხაზეთის“ ფასეულობას და გადააქცევს ურთიერთობათა მთელ კომპლექსს მოჯადოებულ წრედ...”.

“საქართველოს პოზიცია რუსეთისთვის საბოლოო ჯამში სოხუმის პოზიციაზე უფრო მნიშვნელოვანია”-ო, ამბობდა რუსი მეცნიერი და იმ ხანად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წევრიც, თანაც იქვე განმარტვდა, თუ რა სჭირდებოდა რუსეთს საქართველოს მხრიდან: “სტრატეგიული პოზიციების გარანტიები შავ ზღვაზე”. ანუ ეს არ გულისხმობს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, არამედ გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსად იწვევს მას თანამშრომლობისა და საგარეოპოლიტიკურ საკითხებში რუსეთისადმი არახისტი დაქვემდებარების ნიადაგზე, როგორი დაქვემდებარებაც გააჩნიათ, მაგალითად, ნატო-ს ბლოკში შეერთებული შტატებისადმი ნიდერლანდებს, ბელგიას, დანიას, ნორვეგიასა და სხვა მცირე სახელმწიფოებს. მაგრამ საქმე მაშია, რომ აშშ-დმი დაქვემდებარებას საქართველოს მმართველ წრეებში არ თაკილობენ, ამას ესწრაფვიან კიდეც, რუსეთისადმი ასეთივე დაქვედებარება კი დიდად მიუღებლად მიაჩნიათ. და თავისთავად ცხადია, რომ ნატალია ალექსის ასულის ასეთი შემოთავაზება საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა.

მაგრამ რა არის ის მიზეზი, რის გამოც რუსეთი ასე დაჟინებით ცდილობს თავისი სამხედრო-სტრატეგიული ყოფნის უზრუნველყოფას შავ ზღვაზე? ამის შესახებ მოვიყვანთ კიდევ სხვა ამონარიდს ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილიდან “ბალტიკიდან შავ ზღვამდე – რუსეთი და დსთ-ის ევროპული წევრები”, რომელიც მის საიტზე გამოქვეყნდა 2004 წლის 1 სექტემბერს, ანუ რომელიც იწერებოდა ბესლანის ტრაგედიის წინა დღეებში. მასში ნატალია ალექსის ასული, მიმოიხილავს რა საქართველოს მმართველი წრეების დამოკიდებულებას დასავლეთისა და რუსეთისადმი, აგრეთვე აფხაზეთისა და ჩეჩნეთის პრობლემებს, ამბობს:

“რუსეთის ბუფერული როლი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ აძლევს პირობებს აფხაზური დამოუკიდებლობის განადგურებისთვის, აღვივებს თბილისში ანტირუსეთულ რეაქციას. პოზიციური დიპლომატიური „ომის“ მუდმივ წყაროდ იქცევა რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნა შავ ზღვაზე, რომელთა დაკარგვაც რუსეთს არ შეუძლია ისე, რომ საბოლოოდ არ დააღვიოს მრავალსაუკუნოვანი ბალანსი ამ რეგიონში. ჩეჩენი ტერორისტებისადმი ირიბი დახმარების უდაო მოწმობები ასევე მეტყველებს იმის შესახებ, რომ თბილისი სერიოზულად თამაშობს რუსეთის წინააღმდეგ, მოელის რა დივიდენდებს დასავლეთისგან, აგრეთვე ისწრაფვის რა ჩეჩნური ბანქოს ქაღალდის გაცვლისკენ აფხაზურზე. ასეთი სტრატეგია იმყოფება აშკარად სრულ თანხმობაში აშშ-ისა და დასავლეთის მისწრაფებებთან მოახდინონ ყველა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია პოსტსაბჭოთა სივრცეზე, აგრეთვე არ მისცენ უფლება რუსეთს სრულიად მოსპოს ამბოხებული ტერორისტული წარმონაქმნი მის ტერიტორიაზე. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ჩანს, განიხილებოდა დასავლეთის მიერ როგორც ამ სქემის შესაძლო უშუალო გამტარებელი, რადგანაც ფრთხილად მოსინჯა განეცხადებია, რომ განზრახული აქვს გამოვიდეს შუამავლად „მოლაპარაკების პროცესში რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის“, თითქოსდა ჩეჩნეთი რუსეთი არ ყოფილიყოს”.

ასეთივე აზრს ატარებს ნატალია ნაროჩნიცკაია ზემოთ უკვე ციტირებულ თავის შედარებით ადრინდელ წერილში “ევრაზიის გასაღები ძევს შავი ზღვის ფსკერზე” სადაც შემდეგ დაასკვნის:

“საქართველო სავსებით აკმაყოფილებს აშშ-ისა და ნატო-ს ამ გეგმებს, ხელს უწყობს რა რუსეთის თანდათანობით განდევნას შავი ზღვის აუზიდან. ამასთან ერთად საქართველო პერიოდულად დიპლომატიურ დონეზე ადასტურებს საკუთარ „დაინტერესებულობას დსთ-ის მომავალში“, მაგრამ უკრაინის მსგავსად აქცენტს აკეთებს მხოლოდ დსთ-ის როლზე მის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტების მოგვარებაში. გამოდის, რომ დსთ საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რათა ჩაახშოს აფხაზეთის, აგრეთვე ყირიმის რუსი მოქალაქეების წინააღმდეგობა, რის შემდეგაც უკვე დაუბრკოლებლად დაიწყებენ დრეიფს ნატო-ს მხარეზე”.

არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილის უმრავლესობის ასეთი ანტირუსეთული საგარეო პოლიტიკის გამო, რუსეთიც საპასუხო ზომებს მიმართავს საქართველოს მმართველი წრეების წინააღმდეგ, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა უფრო მეტად ზარალდება, ვიდრე თავად ეს წრეები. მაგრამ თუკი განხორციელდება ის დასავლური გეგმები, რაზედაც როგორც ნატალია ნაროჩნიცკაია, ისე სხვა რუსი ავტორები ამდენად კომპეტენტურად და დაბეჯითებით წერენ, განა კი თავად რუსეთის მოსახლეობა არ დაზარალდება ზუსტად ისევე, თუ უფრო მეტად არა, როგორც ჩვენ ახლა ვზარალდებით ხოლმე? ჩვენ ხომ ვაძლევთ ჩვენს ტერიტორიას ამერიკას თავისი სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფისთვის, და რად უნდა მას სამხედრო ყოფნა საქართველოში? ამის შესახებ წერენ კიდეც რუსი მკვლევარები, ექსპერტები და ანალიტიკოსები. მათი აზრით აშშ-ის ასეთი აქტიური სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი მიზანი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მომავალი დიდი ომის მზადებაა. ხოლო თუ ჩვენი ქვეყანა ასეთი ომის მზადებაში მონაწილეობს, მაშინ რაღატომ გვიკვირს საპასუხო მტრობა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან და მის მიერ გატარებული დამსწრები (პრევენციული) ღონისძიებები? თუნდაც პლაცდარმების დაპყრობა კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ერთი ნაწილის სახით აქ საკუთარი სამხედრო ბაზების განლაგებისთვის, რათა საქართველოში ჩაბუდებული ამერიკული ჯარების მხრიდან მომავალში სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში ამ რუსულ ბაზებს ჰქონდეთ საშუალება, რათა თავდაცვითი მოქმედებები აწარმოონ არა საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ თავისი ნებით მტრის ბანაკში გადასული და მისთვის თავისი ქვეყნის მიწა-წყლის დამთმობი საქართველოსი. ზუსტად ასევე იქცეოდნენ საქართველოს მეფეებიც ჩვენს ისტორიულ წარსულში, როდესაც საამისოდ ძალები და საშუალებანი გააჩნდათ და ასეთი ვითარება შეიქმნებოდა, ასევე იქცეოდნენ რუსი მთავრები და ბოიარები, ასევე იქცეოდნენ დასავლეთ ევროპელი მეფეები, ჰერცოგები, მარკიზები, გრაფები და ბარონები, და არც დღევანდელი ვითარება წარმოადგენს ამ მხრივ გამონაკლისს.

No comments:

Post a Comment