Monday, October 1, 2012

იყო თუ არა საქართველო რუსეთის მოკავშირე? ქართული სახელმწიფოს გადარჩენის პოლიტიკური მოდელი

(“ინტერნეტ”-ში გამოქვეყნებული ანდრეი ეპიფანცევის ეს წერილი ამ ორი-სამი წლის წინ მომიტანა ახლობელმა, იცოდა რა ჩემი კეთილგანწყობის შესახებ რუსეთისა და რუსების მიმართ და თანაც აინტერესებდა, თუ რას ვიტყოდი ამის თაობაზე. სტატიის გაცნობის შემდეგ სახელდახელოდ გავარჩიეთ მისი ავიცა და კარგიც, რამდენადაც ჩვენ ეს შეგვეძლო, და მაშინ ამით დავკმაყოფილდით. ახლა კი გადავწყვიტე მეთარგმნა ეს მასალა და ჩემს ბლოგზე დამედო. თუმცა კი მასში არის სიმართლეცა და ტყუილიც, რომელთა შესახებ უპრიანი იქნებოდა სათანადო შენიშვნები და კომენტარები გამეკეთებინა, მაგრამ ამას შესაბამისი მომზადება და დრო სჭირდება. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ამ თარგმანით შემოვიფარგლები, ხოლო მასზე ჩემი შენიშვნების გადმოცემას კი უახლოეს მომავალში ვპირდები ქართველ მკითხველს, ასევე მინდა მოვამზადო წერილი სავარაუდოდ ასეთი სათაურით – “ერთმორწმუნეობა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები”, რომელიც ბევრწილად დაახლოებით იმავე საკითხებს უნდა შეეხოს. ამჯერად აღნიშნული თარგმანის გამოქვეყნებით მინდა ჩემს მკითხველს დავანახო ის, თუ როგორ უყურებენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს თავად რუსი ავტორები, რას გვიწონებენ ისინი ჩვენი ისტორიული და თანამედროვე ცხოვრების გზაზე და რის გამო არიან ჩვენზე გულნატკენი, რა შეიძლება მივიღოთ მათი პოზიციიდან, რა არის უარსაყოფი და რაზე გვმართებს უფრო სერიოზულად დაფიქრება, ქართველებსაც და რუსებსაც, რათა უფრო პირნათელი და გულგახსნილი ვიყოთ ურთიერთ შორის.)

უკანასკნელ რამდენიმე წელში და განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ ისმის ხმები, რომლებიც საყვედურობენ რუსეთს იმას, რომ თავისი არაგონივრული და ბეცი პოლიტიკის გამო მან დაკარგა თავისი ყველაზე უფრო საიმედო მოკავშირე კავკასიაში – საქართველო. ასეთი ხმები გაისმის როგორც რუსეთიდან, ისე, რა თქმა უნდა, საქართველოდანაც. ამბობენ, რომ საქართველო ისტორიულად ყოველთვის იდგა რუსეთის ინტერესების სადარაჯოზე, ეკატერინეს ხანიდან წარმოადგენდა რუსეთის დასაყრდენს კავკასიაში, რომ ქართველები ყოველთვის იყვნენ რუსების ერთგული მოკავშირენი, და, შესაძლებელია, საერთოდ ჩვენი ყველაზე უფრო ახლო მეგობრებიც. მართალია, უკანასკნელ 15 წელიწადში რუსეთის არაშორსმხედველურმა და დანაშაულებრივმა პოლიტიკამ ძირძველი ქართული ტერიტორიების ჩამოცილებაში, სურვილის არქონამ, რომ საქართველო გაუშვას ნატო-ში, სულელურმა აკრძალვამ ღვინისა და ბორჯომის გაყიდვაზე საქმე მიიყვანა იქამდე, რომ თვით ისეთმა ახლო მეგობარმა და მოკავშირემაც კი, როგორიც საქართველოა, ზურგი შეაქცია რუსეთს და მზად არის გაიქცეს სადაც იქნება, ოღონდ კი უფრო შორს იყოს რუსეთისგან.

აი ასეთი პოზიციაა. ვფიქრობ, თქვენც ასევე შეჯახებიხართ მას – იგი საკმარისად ფართოდაა გავრცელებული. ხშირად ემოციურ შეფერილობას მას აძლევს რეგულარული ინტერვიუები ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან – რომელიმესთან, ვინც ჩვენში ძალზედ ცნობილი და საყვარელია, ვინც, თეატრალურად შეკრავს რა წარბებს, ლაპარაკობს ტელევიზორიდან ხშირად გაგონილი მშობლიური ხმით: «Если бы Путин нам вэрнул Абхазию и Самачабло, если бы разрэшил вино – то его фотографии висэли бы в каждом грузинском доме и отношения наших народов были бы как раньшэ!» ან «Россия заинтэрэсована в том, чтобы Грузия, как раньшэ, была её союзником». ალბათ მოგისმენიათ.

მაგრამ ასე კი არის ეს? იყო კი საქართველო რუსეთის მოკავშირე? იყო კი «как раньшэ»? მოდით გავარკვიოთ.

დასაწყისისთვის აუცილებელია ითქვას, რომ ყველას, ვინც ჩაფიქრებით კითხულობს საქართველოს ისტორიას, ძალზედ სწრაფად ეწყება მდგრადი შეგრძნების გაჩენა “დეჟა-ვიუ” – გრძნობისა, რომ აი ეს, აი აქ და სწორედ ასეთივე შედეგით უკვე იყო. ამასთან, ეს განსაკუთრებით არც კი არის იმაზე დამოკიდებული, თუ ის საქართველოს ისტორიის სახელდობრ რომელ ვერსიას კითხულობს – მის ტრადიციულ გადმოცემაში თუ მთლიანად გადაწერილ თანამედროვეს. მოვლენებისა და მოქმედებათა მსგავსება სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში უბრალოდ გამაოგნებელია – დროდადრო გეჩვენებათ, რომ შეიძლება ადგილები შევუცვალოთ პერსონაჟებს ან გამონათქვამებს და არაფერი არ შეიცვლება.

თანდათანობით მიდიხარ იმის გაგებამდე, რომ, დაწყებული შუა საუკუნეებიდან, სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში და გარემოებათა სხვადასხვანაირი დამთხვევისას, საქართველო ყოველთვის და ყველგან მოქმედებდა ერთნაირი სახით, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველთვის და ყველგან ახდენდა ქცევის ერთნაირი მოდელის დემონსტრირებას.

სახელმწიფოთა ან ხალხების ქცევის მოდელების შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. არსებითად, გენიალური იტალიელი მაკიაველი თავის “ხელმწიფეში” აღწერდა სხვა არაფერს, თუ არა სახელმწიფოს ქცევის უნივერსალურ მოდელს. ხოლო ჩვენმა დიდმა თანამემამულემ ლევ გუმილიოვმა, ანა ახმატოვასა და ნიკოლოზ გუმილიოვის ვაჟიშვილმა, კი, ბევრწილად ხალხების ქცევის მოდელებზე ააგო თავისი ცნონილი ეთნოგენეზის სისტემა. იგი უწოდებს მათ “ქცევის სტერეოტიპებს” და ამბობს, რომ უყალიბდება ისინი თითოეულ ერს სხვადასხვანაირად და სრულებით სპეციფიური, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ისტორიული პირობების შესაბამისად. ურთულესი პროცესების შედეგად ეთნოსები იწყებენ მდგრადი და განმეორებადი ნიშნების შეძენას, რომლებიც მათ განასხვავებს სხვა ეთნოსებისგან.

მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ ქართველების მეზობლები – სომხები. სომხური ქცევის სტერეოტიპებს წარმოადგენს – სიყვარული ოჯახისადმი, მუშაობისა და ეკლესიისადმი – აი ასეთია სომხური სამერთიანობა: სამი ფაქტორი, რომლებმაც გადაარჩინეს ერი განადგურებისგან. სწორედ იმავე დროს, სახელმწიფოებრივი ქცევის ფაქტორი სომხებში სუსტად არის განვითარებული, რადგანაც დაახლოებით 600 წლის განმავლობაში სომეხ ერს არ ჰქონია სახელმწიფოებრიობა და ახლაც თანამედროვე სომეხი არცთუ განსაკუთრებით შეიგრძნობს თავის კუთვნილებას სომხეთის რესპუბლიკისადმი, ან კიდევ რომელიმე სახელმწიფოსადმი საერთოდ – აუცილებლობის შემთხვევაში მას ძალიან მშვიდად შეუძლია შეიცვალოს ქვეყანა და საცხოვრებელი ადგილი. იგი უფრო მეტად ახდენს საკუთარი თავის ასოცირებას რაღაც პირობით, ისტორიულ სომხეთთან, რომლის ფასეულობათა გამომხატველადაც იგი საკუთარ თავს მიიჩნევს. რეალურ ცხოვრებაში, სიტყვამ მოიტანა და, ეს “პირობითი” ფასეულობები ვლინდება ხოლმე სავსებით კონკრეტულ უთანხმოებებსა და კონფლიქტებში ერევნის სომხურ ხელმძღვანელობასა და საზღვარგარეთული დიასპორის ლიდერებს შორის. “სომხეთის” სომხებს არ ესმით, თუ გავლენიანი საზღვარგარეთული დიასპორა თავისი საქმიანობის ძირითად პრიორიტეტად რატომ თვლის არა ისტორიული სამშობლოსადმი დახმარებას კონკრეტულ, აქ და ახლა არსებულ საკითხებში, ყარაბაღის პრობლემის ან ინფრასტრუქტურის განვითარების ტიპისა, არამედ ყველა ქვეყნის მიერ 1915 წელს თურქეთში სომეხთა გენოციდის აღიარებას, რომელიც უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. სიტყვამ მოიტანა და, (დაე მომიტეონ დიპლომატებმა!) მტრული დამოკიდებულება თურქეთისადმი წარმოადგენს კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს სომეხი ერის ქცევის სტერეოტიპს.

მაგრამ, დავუბრუნდეთ ქართველებს. სომხებისგან განსხვავებით, ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოებრიობა ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ და მათ შემთხვევაში უპრიანია ვილაპარაკოთ არა ქართველი ერის ქცევის მოდელის შესახებ, არამედ სწორედ ქართული სახელმწიფოსი. აი ასე, ლევ გუმილიოვი წერს, რომ ეთნოგენეზის მდინარებასთან ერთად ეთნოსების სტერეოტიპები იცვლება. უეჭველად ეს ასეც არის, თუმცა კი, საქართველოს ისტორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს დებულება მას არანაირად არ შეხებია, რადგანაც, სრულიად გასაოცარი სახით ქართული სახელმწიფოს ქცევის მოდელი უკანასკნელი 450 წლის მანძილზე საერთოდ არ შეცვლილა.

ახლა დეტალების შესახებ


ქცევის ამ მოდელის სათავე დადებულ იქნა XVI საუკუნის შუახანებში, როდესაც ჩამოყალიბდა მსოფლიო წესრიგი, რომელმაც განსაზღვრა ცხოვრება საქართველოში შემდგომი 250 წლის განმავლობაში. მაშინ ტერიტორია, რომელსაც დღეს საქართველოს ვუწოდებთ, გაყოფილი იყო ორ ქვეყანას – თურქეთსა და ირანს შორის. ქართული სამთავროები იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი გადავიდნენ თურქეთის ხელში, ხოლო ქართლი და კახეთი – ირანისა. ეს გახლდათ მძიმე დრო, აღსავსე განსაცდელებითა და დრამატიზმით. აღწერენ რა მას, ქართველი ისტორიკოსები, ჩვეულებრივ ჩამოთვლიან არცთუ ცოტა უბედურებას, რომლებიც მოვიდა ქართველი ხალხის წილად – სპარსელების, თურქების, ლეკების ყიზილბაშთა შემოსევები; ქართველებს ხოცავდნენ, მონობაში ერეკებოდნენ და ხარკს ადებდნენ.

და ისინი მართალი არიან. ყოველივე ეს ნამდვილად ასე იყო კიდეც. იყო დავით გარეჯის მონასტრის 6000 ბერ-მონაზონი, რომლებმაც, როგორც ერთმა, უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და მოკლულ იქნენ ამისთვის აღდგომის დღესასწაულის დროს. იყო ქართველი მღვდელი თევდორე კველთელი, რომელმაც ივანე სუსანინამდე ხუთი წლით ადრე გამოიჩინა მსგავსი გმირობა – თურქული ტანჯვა-წამების ქვეშ დაეთანხმა ეჩვენებინა მათთვის მეფე ლუარსაბის სადგომისკენ მიმავალი გზა და წაიყვანა ისინი სხვა მხარეს, რისთვისაც მოკვდინებულ იქნა კიდეც თურქების მიერ. იყვნენ ქართველი მოწამენიც ბიძინა, შალვა და ელიზბარი, რომელნიც სპარსელებს სატანჯველად გადასცა მეფე ვახტანგ IV-მ. იყო შაჰ აბასის ლაშქრობებიც XVII საუკუნის დასაწყისში, რომელთა შედეგადაც მოკლულ იქნა 100 ათასი ადამიანი და 200 ათასი ქართველი კი ტყვედ წაასხეს.

ყველაფერი ეს სიმართლეა. ასე იყო კიდეც.

მაგრამ, არსებობს ამ სიმართლის მეორე მხარეც, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებადაა გაშუქებული, და თუკი არსებობს კიდეც, მხოლოდ გაფანტული ფაქტების სახით, რომლებიც რატომღაც აქამდე არ არის შეთანადებული ისტორიული მოვლენების ზოგად კანვასთან.

ქართული სამთავროები თურქეთსა და სპარსეთში


საქმე იმაშია, რომ ქართველთა ცხოვრების მთელი ტრაგიზმის მიუხედავად, მათი მდგომარეობა თურქულ და განსაკუთრებით სპარსულ სახელმწიფოებში, სულაც არ ყოფილა ყოველთვის და ყველაფერში მსგავსი უბედური, გაძარცვული და ჩაგრული კოლონიებისა. უფრო მეტიც, სულ მცირე, ირანის სახელმწიფოში ქართველური სამთავროები, არსითაც და ფორმითაც, არ ყოფილან კოლონიები, არამედ წარმოადგენდნენ სპარსული სახელმწიფოს ნაწილს – მის პროვინციებს, ისეთივეს როგორებიც გახლდნენ ირანულენოვანი რეგიონები ხორასანი, ბალხი ან ფარსი. ისინი იმართებოდნენ იმავე კანონებით, რითაც ძირითად სპარსეთშიც, ხოლო შაჰის მიერ დანიშნული მოხელეები კი პრაქტიკულად ყოველთვის იყვნენ ქართველური წარმოშობისა – გამაჰმადიანებული ქართველი თავადები და აზნაურები. ითვლებოდა, რომ თავადები იმყოფებიან შაჰის სამსახურში, ისინი ღებულობდნენ ჯამაგირს, მათ ებოძებოდათ ძვირფასი საჩუქრები და მამულები, როგორც სპარსეთში, ისე საქართველოშიც. საქართველოსადმი შაჰების დამოკიდებულების შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმით, რომ მათი ბრძანებითა და მათ სახსრებზე ქართლსა დაკახეთში ინახავდნენ ჯარს, რომელიც ვალდებული იყო დაეცვა საქართველოს საზღვრები მთიელ ტომთა თარეშებისგან, თუკი ჯარი არ ჰყოფნიდა, შაჰი გზავნიდა დახმარებას. ქართულ სამთავროებში აკრეფილი გადასახადები იყო ისეთივე, ხოლო ზოგჯერ კი ნაკლებიც, როგორც ირანის, ისე თურქეთის სახელმწიფოს სხვა ტერიტორიებზე აკრეფილ გადასახადებთან შედარებით. ასე, სახელგანთქმული თურქი მოგზაური ევლია ჩელები წერს, რომ იმერეთის სამეფო, ერთერთი თურქული ვილაიეთი “დღევანდელ დღემდე” თავისუფალია ხარაჯისა და ურფასგან (ე. წ. ჩვეულებრივი გადასახადებისგან), “მხოლოდ ყოველწლიურად ისინი გზავნიან სტამბულში (საჩუქრების სახით) ტყვეებს (невольников), შევარდნებს (სხვადასხვა სახეობისა), ქორებს, ჯორებს, აგრეთვე იშვიათი სილამაზის ქართველ ქალებს”. არის გადასახადების შემცირების არაერთი მაგალითი ქართულ სამთავროთა სპარსულ ნაწილშიც.

მჩაგვრელებისა და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელების სახით გამოყვანილი ირანელები ქრისტიანულ ეკლესიას არ სპობენ მთლიანად, ისინი სვამენ მას გარკვეულ ჩარჩოებში და აიძულებენ ათანხმებდნენ ქართველი კათოლიკოსების დამტკიცებას ირანში. არის არაერთი მოწმობა იმისა, რომ შაჰის ხელისუფლება წარმოადგენდა ერთგვარ უმაღლეს მსაჯულს, არბიტრს საეკლესიო სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმეებში.

ქართველი თავადობა ორგანულად და თანასწორი უფლებებით შედის ირანის უმაღლეს წოდებაში. გავრცელებული იყო დინასტიური ქორწინებები – არცთუ ცოტა ქართველი თავადის ასული გახდა შაჰის ცოლი, ხოლო ყველაზე უფრო გამორჩეულ ქართულ საგვარეულოთა სისხლში სჩქეფდა არცთუ ცოტა სპარსული სისხლი. ასე, ერთერთ უდიდეს ისტორიულ ფიგურას საქართველოს ისტორიაში, თბილისის დამაარსებელს, რომლის საპატივსაცემოდაც ახლა ეწოდება საქართველოს უმაღლეს ორდენს – ვახტანგ გორგასალს – დედა ჰყავდა ირანელი. სიტყვამ მოიტანა და, თავად სიტყვა “გორგასალი”, ანუ “მგლისთავა”, ასევე სპარსული წარმოშობისაა. ქართველ დიდგვაროვანთა შვილები ბიჭობის ასაკიდანვე იზრდებიან შაჰის კარზე, მათ ნიშნავენ მოხელეებად პროვინციებში, ამასთან, არა მხოლოდ ქართულ, არამედ ძირძველ ირანულ პროვინციებშიც, ისინი გამოდიან უმსხვილეს სპარსელ მხედართმთავართა და თვით მთელი ირანული ჯარის წინამძღოლების როლში ლაშქრობებში ინდოეთსა და ავღანეთში. შაჰის კარზე იმყოფება მთელი ჯგუფები მაღალი თანამდებობის მქონე ქართველი მოხელეებისა. მაგალითად, ჩვენს მიერ უკვე მოხსენიებული შაჰის აბას I-ის კარზე, რომელიც თავადაც არცთუ ცუდად ლაპარაკობდა ქართულად, მსახურობდა ბევრი ქართველი, ხოლო სამხედრო რეფორმას კი ქვეყანაში ახორციელებდა ალავერდი-ხანი – გამაჰმადიანებული ქართველი გვარად უნდილაძე. სპარსეთის ისტორიაში იყო მთელი ასწლეული, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფოს დედაქალაქის – იმხანად ისპაჰანის – უფროსებად, ჩვენებურად მერებად, იყვნენ მხოლოდ ქართველები. მაგალითები იმისა, რომ რომელიმე სხვა, არაირანელ ხალხს, დავუშვათ ინდოელებს, ავღანელებს ან არაბებს, დაეკავებინა ამდენად მაღალი, ამდენად მასობრივი და ამდენად ხანგრძლივი მდგომარეობა სპარსეთში, არ არის. მიახლოებითაც კი.

საქართველოს დინასტიური ცხოვრების ცენტრი იმყოფება თეირანში ან ისპაჰანში – აქ ჰყვავის ქართული ინტრიგები, იდება საქორწინო კავშირები, ხდება ხელსაყრელი სახელმწიფო თანამდებობების შეძენა, მეფობის მიღება ან დაკარგვა. ასე, XVII საუკუნის პირველ ნახევარში კახეთისა და ქართლის მეფე თეიმურაზი, შაჰის კარის ინტრიგების გამო, სამჯერ ღებულობს და სამჯერვე ჰკარგავს თავის სამეფო სკიპტრას. სპარსული გავლენა აღწევს ქართული საზოგადოების ყველა კუთხე-კუნჭულში – არქიტექტურა ღებულობს ირანულ ფორმებს, უმაღლესი და საშუალო წოდებანი ლაპარაკობენ სპარსულ ენაზე, იწყობენ თავისთან სპარსულ ბიბლიოთეკებს, და თავად ქართული ლიტერატურაც იწყებს მიყოლას არა თავდაპირველი ბიზანტიური, არამედ სპარსული (სამწერლობო) კანონებისადმი. მაგალითად, სახელგანთქმული “ვეფხისტყაოსნის” წყაროს სპარსულ წარმოშობას თავად შოთა რუსთაველიც კი არ მალავს:

“ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელი-ხელ საგოგმანები,
დავჯექ რუსთველმან გავლექსე, საქმე ვქმენ საჭოჭმანები”.

და თუმცა კი მონასტრებში ეკლესია ინარჩუნებს ქართული ხატწერისა და საეკლესიო მწერლობის ნარჩენებს, საერო სამყაროს ზნე-ჩვეულებანი XVIII საუკუნის ბოლოსთვის თითქმის მთლიანად სპარსულის ასლს წარმოადგენს.

და მაშინ როგორ მთელი ეს ლაშქრობები, ხალხის ამოწყვეტა და სიკვდილით დასჯები, რაც ზემოთ იყო მოხსენიებული, – იკითხავთ თქვენ – ნუთუ ეს ყველაფერი არ ყოფილა? იყო – გეტყვით თქვენ. იყო. საქმე იმაშია, რომ იმ ხანებში საზოგადოების ზნე-ჩვეულებანი სულაც არ ყოფილა ჩვენის მსგავსი. პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვწყვეტთ სასამართლო წესით, პროტესტის ნოტებით, და, ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ ცენტრალური ხელიუფლების მრისხანე შეძახილით, მაშინ იწვევდა ომებსა და სისხლიან ანგარიშსწორებებს. იმ დროს ასე ეკიდებოდნენ ადამიანებს, მთელ პროვინციებს, საკითხების გადაწყვეტას საერთოდ. ამასთან მბრძანებლები ყველგან და ყოველთვის იქცეოდნენ სასტიკად არა მხოლოდ არა მხოლოდ სხვა სარწმუნოების მქონეთა ან დაქვემდებარებულ ხალხებთან მიმართებაში, არამედ თავიანთი საკუთარ თანატომელებთანაც. გახსოვთ ფილმში ივანე ვასილის ძის შესახებ: “როგორც კი იაკინს შეიპყრობენ – ძელზე გასვან! ძელზე – ეს პირველი საქმეა!” და აღმოსავლური დესპოტიებიც, როგორებსაც წარმოადგენდნენ თურქეთი და ირანი, ამ საქმეში აშკარა ლიდერებიც კი არ ყოფილან. განათლებულ ევროპას ამ მიმართებით აღმოსავლეთისთვის ფორის მიცემაც კი შეეძლო. ასე, ჰაინრიხ VIII ინგლისელმა – სწორედ იმ “ლურჯწვერიანმა ჰერცოგმა” შარლ პეროს ზღაპრიდან – 72 ათასი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, მისმა ქალიშვილმა ელისაბედ ინგლისელმა – “ინგლისელი ერის ბებიამ” – სიკვდილით დასაჯა 90 ათასი ადამიანი. ჰერცოგმა ალბამ ჰოლანდიაში ომის დროს გააწყვეტინა 30 ათასი ადამიანი, საფრანგეთში ბართლომეს ღამის დროს დაიღუპა ასევე 30 ათასი ადამიანი, ხოლო პეტრე I-ის თანამებრძოლმა – თავადმა მენშიკოვმა – “ბედის უგვარტომო ნებიერმა”, როგორც მას უწოდებდა პუშკინი («счастья баловень безродный»), ამბოხებული გეტმანის მაზეპას დედაქალაქის, ბატურინის აღების დროს ამოწყვიტა დაახლოებით 15 ათასი ადამიანი. და ყოველივე ამან ხელი არ შეუშალა მათ შესულიყვნენ ისტორიაში ცნობილ, გამოჩენილ პიროვნებათა როლში, ისევე როგორც არ შეუშალა ხელი შაჰ აბასს იმაში, რომ დამახსოვრებოდა თანამედროვეთ თავისი დროის განათლებულ ადამიანად, ფაქიზ დიპლომატად და მეცნიერებასა და ტექნიკაში სიახლეთა მომხრედ. სიტყვამ მოიტანა და, თავის დროზე შაჰ აბასის მხარეზე იბრძოდა არცთუ ცოტა ქართველი დიდგვაროვანი, მაგალითად საქართველოს ერთერთი უდიდეს გმირთაგანი – დიდი მოურავი გიორგი სააკაძე, რომელმაც სპარსული ჯარის სათავეში რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ინდოეთსა და თურქეთში.

ესე იგი, საქართველოს ცხოვრება სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში არცთუ ისე ცუდი იყო და თუკი წარმოვიდგენთ, რომ რაიმენაირი ფანტასტიკური სახით ქართველები აღმოჩენილიყვნენ იმ დროის რომელიმე სხვა ზედერჟავის საზღვრებში, მათ წილად მოვიდოდა ასეთივე, და შესაძლოა კიდევ უფრო უარესი ურთიერთობები. თავდაპირველი დამორჩილების შემდეგ თურქეთიცა და სპარსეთიც საკმარისად მშვიდად ეკიდებოდნენ ქართულ ტერიტორიებს – ირანმა გააუქმა ქართული სახელმწიფოები, მაგრამ აქცია ისინი თავის თანასწორუფლებიან პროვინციებად, ხოლო თურქეთი კი თავდაპირველად არც ისახავა მიზნად ქართული სამთავროების განადგურებას, დაკმაყოფილდა რა მათ მიერ ვასალური დამოკიდებულებისა და ყოველწლიურ ხარკის აღიარებით. არსებითად, ხარკი იყო კიდეც თურქეთის კავკასიაში მოსვლის ძირითადი მიზანი – მუდმივად აფართოებდნენ რა თავიანთ საზღვრებს და აწარმოებდნენ მრავალრიცხოვან ომებს, თურქეთის სულთნები მწვავე საჭიროებას განიცდიდნენ მონებში, რომლებიც შემდეგ ხდებოდნენ ჯარისკაცები – იანიჩარები. საკუთრივ, მონები შეადგენდნენ კიდეც როგორც დასავლეთ-ქართული სამთავროების, ისე მისი (თურქეთის) მოკავშირე ადიღეებისა და აფხაზების თურქეთთან ვაჭრობის ძირითად “პროდუქტს”. და თურქების ყველა საომარი ლაშქრობა ქართველი მეფეების წინააღმდეგ ასე თუ ისე დაკავშირებული იყო ხარკის გადახდაზე უარის თქმასთან ან მისი შემცირების მოთხოვნასთან, სიტყვამ მოიტანა და, ამის შესახებ წერს კიდეც ევლია ჩელები. ძალის ორ ცენტრს შორის ყოფნა ქართველ მეფეებს გარკვეულ უპირატესობებსაც კი აძლევდა – ხშირად, თუმცა კი არა ყოველთვის წარმატებით, თავიანთი ინტერესებისათვის ბრძოლაში ისინი შუბლებით აჯახებენ ერთმანეთს სპარსელებსა და თურქებს, ღებულობენ რა პირადად თავიანთთვის და თავიანთი მიწებისთვის პრივილეგიებს, რომლებიც არ ყოფილა სხვა კოლონიებსა და პროვინციებში. ასეთი მდგომარეობის მთავარი უპირატესობა კი გახლდათ ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაწილის კავშირი ირანთან იძლეოდა გარანტიას თურქების თავდასხმისგან და, პირიქით, მისი მეორე ნაწილის კავშირი თურქებთან იძლეოდა გარანტიას სპარსელთა თავდასხმისგან. დამყარებულ იქნა პარიტეტი – რთული, მრავალმხრივი, მაგრამ ეფექტური სისტემა, რომელიც მოქმედებდა 200 წელიწადზე მე ხანს და ბევრწილად დაეხმარა ქართველებს, რომ გადარჩენილიყვნენ როგორც ერი.

და აი ამ პირობებში – როგორც მომუშავე სისტემის ნაწილის ცხოვრებაში და საზოგადოებით, რომელიც თითქმის მთლიანად ინკორპორირებულია სპარსულ საზოგადოებაში, ნაფერები თურქი და სპერსელი მბრძანებლების მიერ, ქართველი მთავრები წყვეტენ იმის შეცვლას, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას და მოქმედი მექანიზმის დამსხვრევას, რომელიც რამდენიმე საუკუნის მანძილზე ინახავდა მათ. ეს ძალზედ სერიოზული ნაბიჯია. და რა მოხდა? რა იყო მიზეზი?

თურქეთი და ირანი დასუსტდნენ. XVII საუკუნეში და უფრო მოგვიანებითაც ეს ორი რეგიონული ლიდერი უკვე ვეღარ წარმოადგენდნენ მცირე აზიის იმ ლომებს, რომლებადაც ისინი იყვნენ ადრე. აკელამ (Акелла) მიზანში აცდენა დაიწყო. ოსმალეთის იმპერია ჯერ კიდევ შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ მისი ძალმოსილების ფესვები უკვე დალპა. გაუარესებას იწყებს ეკონომიკური სიტუაციაც, ბრწყნვალე პორტა განიცდის რიგ მტკივნეულ დამარცხებებს, ისეთს, როგორებიცაა სამხედრო კატასტროფა ვენასთან; არსებითად, XVII საუკუნის შუახანებიდან იგი აგებს ომებს პრაქტიკულად ყველა დერჟავასთან, რომლებთანაც ომობს – უნგრეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან, ვენეციასთან, რუსეთთან და კარგავს მსხვილ ტერიტორიებს. მდგომარეობა ვერც ირანში გამოიყურება უკეთესად. XVII საუკუნის მეორე ნახევარში იქ იწყება დაქვეითების პეროდი, რომელსაც თან ახლავს ამბოხებები, აჯანყებები, სახალხო მღელვარებანი და მთლიანი პროვინციების ჩამოცილება. დასუსტებული სპარსეთი განიცდის რამდენიმე გამაჩანაგებელ ლაშქრობას თურქებისა და ავღანელთა მხრიდან. და თუმცა კი ნადირ-შაჰის დროს ქვეყანა კიდევ იმარჯვებს რამდენიმე ომში, 1747 წელს მისი სიკვდილის შემდეგ ირანი იშლება რამდენიმე სახელმწიფოდ და ერთიანდება მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოს აღა-მამად-ხანის დროს.

ასეთ სახელმწიფოებს არ შეეძლოთ საიმედო დაცვის სამსახურის გაწევა ქართული სამთავროებისთვის – დაბალანსებული მექანიზმი ტყდება სულ ცენტრში. ქართველები მზად იყვნენ ეცხოვრათ უცხოელთა ჩაგვრის ქვეშ, მოეხდინათ მათთვის ლოიალურობის დემონსტრირება, გადაეხადათ ხარკი, მიეღოთ პრივილეგიები და ეხლართათ ინტრიგები უცხო სამეფო კარებზე, მაგრამ ეს უცხოელნი უნდა ყოფილიყვნენ ძლიერნი. პატრონი (хозяин) ძლიერი უნდა იყოს – ეს კანონია. დაე მას ჰქონდეს ცუდი თვისებები, მაგრამ იგი უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ უზრუნველყოს ქართველთა გლობალური უსაფრთხოება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც უზრუნველყოფს ქართველთა ქცევის მოდელის გაგებას უკანასკნელი 500 წლის მანძილზე.

მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ არავინ დიდი და ძლიერი არ გამოხატავდა სურვილს, რომ მოსულიყო რეგიონში, წაერთვა ქართველები სპარსელებისა და თურქებისთვის, მიეცა მათთვის მფარველობა, “მაგიდა, სახლი”და ტკიბილი თანამდებობები თავისთან სამეფო კარზე. და საქართველო იწყებს ძახილს. ძახილს დიდხანს და მოწოდებით. პატრონის ძახილს. იმ დროს ასეთ პატრონად ბევრი მიზეზის გამო შესაძლოა გამხდარიყო მხოლოდ რუსეთი. საქართველო გზავნის ელჩობას ელჩობაზე. ერთი სამთავროდან, მეორიდან, რამდენიმე სამთავროდან ერთად, იგი მოუწოდებს თანაგრძნობისკენ, ახსენებს მართლმადიდებლური ერთიანობის შესახებ, ითხოვს დახმარებას. რუსეთი დიდხანს არ თანხმდება – იგი ვერ გრძნობს საკუთარ თავს საკმარისად ძლიერად, რათა სერიოზულად მოვიდეს კავკასიაში. რუსი ხელმწიფენი ქართველებს უგზავნიან ოსტატებს, ფულებს, წიგნებს, ღებულობენ გამოქცეულებს, მაგრამ ეს ყველაფერი ის არ არის, რაც სჭირდება საქართველოს და იგი აგრძელებს ძახილს.

სიტუაცია შეიცვალა XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც რუსეთი უკვე გამოვიდა გავლენიან ევროპულ სახელმწიფოთა რიცხვში, საკარისად დაჯერებულად იდგა კავკასიონის მთისწინეთში და რამდენიმე ბრძოლა მოიგო თურქების წინააღმდეგ. რაში სჭირდებოდა რუსეთს საქართველო? საერთოდ რომ ვთქვათ – არაფერში. დაიყოლიეს. ადამიანს, რომელმაც დაიყოლია რუსეთი, ერქვა ერეკლე II, იგი გახლდათ ქართლისა და კახეთის გაერთიანებული სამეფოს მეფე, რომელიც ირანს ეკუთვნოდა. 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხესმაგრეში თავადმა გრიგოლ პოტიომკინმა და თავადებმა იოანე ბაგრატიონმა და გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერეს გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის შესაბამისადაც რუსეთის გვირგვინი მფარველობის ქვეშ ღებულობდა აღმოსავლეთ საქართველოს, აძლევდა მას ავტონომიის გარანტიას საშინაო საქმეებში და დაცვას ომის შემთხვევაში. ქართლისა და კახეთის სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობდა რუსეთის ვასალიტეტის აღიარებაზე და უარს ამბობდა საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე.

ტრაქტატის შესაბამისად, რუსეთს მუდმივად უნდა ჰყოლოდა საქართველოში ქვეითი ჯარის 2 ბატალიონი და 4 ზარბაზანი. და აი, 1783 წლის 3 ნოემბერს კავკასიელ ეგერთა 2 ბატალიონი – სამთო (Горский), პოდპოლკოვნიკ მერლინისა, და ბელორუსის, პოდპოლკოვნიკ კვაშნინ-სამარინისა, აგრეთვე ოთხი ქვემეხი პოლკოვნიკ ბურნაშოვის საერთო უფროსობით შევიდნენ ტფილისში. ხალხი აღტაცებით ზეიმობდა, ადამიანთა უზარმაზარი ბრბოები დადიოდა მოედნებსა და ქუჩებში, რეკდნენ ზარებს, გაისმოდა ზარბაზნების ზალპები. თუ ვიტყვით, რომ რუსეთთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ განარისხა სპარსელები – ეს ნიშნავს, რომ არ ვთქვათ არაფერი. ირანმა უბრალოდ ვერ გაიგო ეს ნაბიჯი, იგი იყო გაოცებული და შეურაცხყოფილი თავის საუკეთესო გრძნობებში. ამის გაგებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვინ იყო თავად მეფე ერეკლე II, რომელსაც ხალხში მცირე სიმაღლის გამო უწოდებდნენ პატარა კახს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, მის ტახტზე, ალბათ, არ ყოფილა მეფე, რომელსაც ექნებოდა ამდენად თბილი და მეგობრული ურთიერთობები ირანთან. თვით ეს სიტყვებიც კი, შესაძლოა, სავსებით ზუსტად ვერ ახასიათებს ერეკლეს პერსონას. ირანელები პატარა კახს თვლიდნენ თავისიანად – იგი გაიზარდა და აღზრდა მიიღო სპარსეთის კარზე, დიდხანს გახლდათ ძლევამოსილი ნადირ-შაჰის პირადი მეგობარი, დავაჟკაცდა რა, შევიდა მის სამსახურში, საკმარისად მალე გახდა ერთერთი რაზმის მეთაური და უკვე სპასალარის სახით – ერთერთი მთავარსარდლისა – მონაწილეობდა რამდენიმე საომარ ლაშქრობაში, კერძოდ, ინდოეთში. ფაქტიურად, იგი გახლდათ სპარსული სახელმწიფოს ერთერთ უმაღლეს მოხელეთაგანი. და ირანელებიც გულუხვად უხდიდნენ ერეკლეს. მათ გახადეს პატარა კახი კახეთის მეფედ იმ დროს, როდესაც ქართლის ტახტზე იჯდა მისი მამა – თეიმურაზი. ამან გააერთიანა აღმოსავლეთ საქართველო, გაზარდა მისი ძალები, შესაძლებლობა მისცა გაეტარებინათ ერთიანი პოლიტიკა. გახდა რა მამის სიკვდილის შემდეგ 1762 წელს ქართლისა და კახეთის ერთიანი მეფე, ერეკლე მეფე სარგებლობდა განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობებით, რომლებიც მიცემული ჰქონდა შაჰისგან – იგი აწყნარებდა მეომრულად განწყობილ ლეკებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ საქართველოს, აიძულა განჯის ხანი რომ მისთვის ხარკი ეხადა, ააგო რამდენიმე სიმაგრე და ა. შ. ირანი არაფრით არ ემუქრებოდა ერეკლეს, უფრო მეტიც, მისი მმართველობის მთელი დროის მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოს ირანთან ჰქონდა იდეალური ურთიერთობები!

და აი, როდესაც ასეთი ადამიანი ზურგით შეუბრუნდება იმათ, ვისგანაც იგი ბევრი რამით არის დავალებული, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო რაიმეთი გამოწვეული. ირანელებს ვერ გაეგოთ რითი. ისინი ცდილობენ დაუკავშირდნენ ერეკლეს, გაიგონ რა მოხდა, დაიყოლიონ რომ გონზე მოვიდეს, მაგრამ პასუხად ვერაფერს შეურაცხყოფის გარდა ვერ ღებულობენ.

მაგრამ დავუბრუნდეთ თავად ერეკლეს. გეგონებათ, საქმე გაკეთებულია, გამარჯვებაა! დესპოტური ირანული რეჟიმი დამხობილია, ხელშეკრულება პროტექტორატის შესახებ ძმურ რუსეთთან ხელმოწერილია, ჯარები საქართველოს დასაცავად გამოგზავნილი – შეიძლება იცხოვრო და მშვიდად იშრომო. მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა! როგორ ფიქრობთ, რით იწყებს პირველად ჩაგვრისაგან სულ ახლახანს განთავისუფლებული და მეზობელთა ტერიტორიული დაპყრობებისგან გატანჯული სახელმწიფო?

ტერიტორიული დაპყრობებით. პატარა კახი აწყობს ლაშქრობებს განჯისა და ერევნის სახანოებზე, რომლებიც ჩამოსცილდნენ ირანს და იწყებს გემრილელი ნაჭრების მოკბეჩას დასუსტებული გუშინდელი პატრონის ტერიტორიისგან. იგი ყველგან დაათრევს თავისთან (таскает с собой) რუსულ ბატალიონებს, ცდილობს მათ ჩათრევას ბრძოლებში, წინ აყენებს ყველას დასანახად, მთელი ძალებით უსვამს რა ხაზს, რომ თუკი თქვენ წინააღმდეგობას გამიწევთ მე, მაშინ თქვენ ჩემთან კი არა – თქვენ რუსეთთან გექნებათ ომი! ჯარების გამოყენებისადმი ასეთი მიდგომა არ აწყობდა რუსულ სარდლობას. დიახ, გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით რუსეთი ვალდებულებას იღებდა ხელი შეეწყო დაკარგული ქართული მიწების დაბრუნებაში, მაგრამ არც განჯა, არც ერევანი, ბუნებრივია, ქართული მიწები არასოდეს არ ყოფილან და მხოლოდ მოკლე ხნით, შაჰის თანხმობით, რომელიც ქართველებისადმი განიცდიდა განსაკუთრებულ კეთილგანწყობას, უხდიდნენ ხარკს საქართველოს, რასაც ჰქვია, “მიცემული იყვნენ მისთვის გამოსაკვებად” («были отданы ей в прокорм»). მაგრამ ასე არ თვლიდა ერეკლე II, რომელმაც უკვე მოასწრო ჩაეწერა ორივე სახანო “ძირძველ” ქართულ ტერიტორიებში. ბუნებრივია, გუშინდელი ახლო მეგობრისა და ქვეშევრდომის ასეთი საქციელი აცოფებდა თეირანს. მაგრამ არა მხოლოდ ეს წარმოადგენდა გაღიზიანების წყაროს ირანელთათვის. თავად ერეკლესა და მის ქვეშევრდომთა დამოკიდებულება სპარსელებისადმი იყო უკიდურესად ზიზღიანი და, ხედავდნენ რა ამას, სხვა ხალხებიც დასცინოდნენ სპარსელებს, არ ესმოდათ რა, თუ რატომ აძლევდნენ ისინი თავიანთ გუშინდელ ქვეშევრდომებს მათდამი ასეთი მოქცევის უფლებას. ირანს სურდა შური ეძია, მაგრამ არ შეეძლო, რადანაც თავად იმ ხანად ჩაეფლო უსასტიკეს შინაომებში, ასევე რუსული ბატალიონებიც იყო განსაზღვრული, თუმცა კი არა გადამწყვეტი, დაბრკოლება. სნეული, თუმცა კი ჯერ კიდევ ძლიერი სპარსული ლომი იცდიდა.

ამ მომენტში ერეკლე II დგამს მეორე გადამწყვეტ ნაბიჯს – იგი 1786 წელს დებს ხელშეკრულებას თავდაუსხმელობის შესახებ თურქეთთან. ამ ნაბიჯის მნიშვნელობა უზარმაზარი და უკიდურესად ტრაგიკულია საქართველოსთვის. საქმე იმაშია, რომ იგი არსებითად გადახაზავდა გეორგიევსკის ტრაქტატის თავად საფუძველს. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის მხრიდან დაცვის სანაცვლოდ, ერეკლე II უარს ამბობდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე და ყველა თავისი ნაბიჯი ამ მიმართულებით უნდა შეეთანხმებინა მოსკოვთან. ფაქტიურად, პატარა კახი არასოდეს განსაკუთრებულად არ იცავდა ამ პუნქტს – იგი საკმარისად აქტიურად ურთიერთობდა მაშინ ეგვიპტეში მმართველ მამლუქებთან, მათ ქართული წარმოშობის ბეგებთან (წერია – из грузинского рода Бегеби), აწარმოებდა მიმოწერას, ღებულობდა სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ წვრილმანი ცელქობა გახლდათ, რომლებსაც პეტერბურგი ურიგდებოდა. თურქეთთან ხელშეკრულება კი ძირფესვიანად ცვლიდა სიტუაციას. მოდით დავფიქრდეთ. ერთერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც რუსეთი მოვიდა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, იყო დაპირისპირება თურქეთის წინააღმდეგ. რუსეთმა მყარად იცოდა, რომ ახალი ომები თურქეთთან აუცილებლად იქნება და იღებდა რა საკუთარ თავზე არცთუ იოლ ვალდებულებებს, იგი საქართველოს აძლევდა დაცვის გარანტიას, მათ რიცხვში თურქეთისგანაც, და საპასუხოდ იმედოვნებდა თავად საქართველოს დახმარებასაც, აგრეთვე მის ტერიტორიაზე თურქული გავლენის არარასებობას. ერეკლეს კი ნაკლებად ადარდებდა სხვა ქვეყნების ინტერესები, ისევე როგორც თავად მის მიერ ხელმოწერილი ვალდებულებანიც. პატარა კახს ეჩვენებოდა, რომ აი, ახლა კი მან ყველანი მოატყუა: ირანი დახლეჩილია და ვერ წავა რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთთან ხელმოწერილია გეორგიევსკის ხელშეკრულება და იგი დაკავებულია თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლით, თურქეთთან ასევე არის ხელშეკრულება თავდაუსხმელობაზე და, გარდა ამისა, თურქებმა აიღეს ვალდებულება არ წააქეზონ ლეკები და დაღესტნელები საქართველოზე თავდასხმებისკენ. მშვენიერი სიტუაციაა!

საქმით კი აღმოჩნდა, რომ მოხუცებულმა მეფემ საკუთარი თავი მოიტყუა. რუსეთის ვასალის – საქართველოს – სეპარატული ხელშეკრულება რუსეთის მტერთან – თურქეთთან – პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა ეკატერინე II-თვის. წლის განმავლობაში რუსი ოფიცრები და დიპლომატები არწმუნებენ ერეკლეს გაწყვიტოს ეს ახალი კავშირი, მაგრამ ყოველივე ამაოა – პატარა კახი არ უსმენს. ხელშეკრულების რატიფიკაციამ სტამბულში 1787 წლის ზაფხულში იმ დროს, როცა მორიგი რუსულ-თურქული ომი უკვე სრული სვლით მიდიოდა, წერტილი დაუსვა რუსეთის უწინდელ ურთიერთობებს არასაიმედო ვასალთან. პეტერბურგს გამოჰყავს საქართველოდან ჯარები, შემდეგ დიპლომატიური წარმომადგენლობა და წყვეტს პრაქტიკულად მთელ ურთიერთობებს ერეკლე II-თან. თანამედროვე დიპლომატიური ენით რომ ვთქვათ, ქართლისა და კახეთის მეფე იქცა “არხელჩამოსართმევად” (стал «нерукопожатен»). პირველ ხანებში ერეკლე ფრთხილად იცდის, ცდილობს რა ჩაწვდეს მოულოდნელად ჩამოყალიბებულ სიტუაციას, ჩაიაროს რუსულ-თურქულმა ომმა და დაელოდოს სანამ მისდამი რუსეთის დამოკიდებულება მრისხანებიდან წყალობად არ შეიცვლება. გადის დრო, 1791 წელს მთავრდება ომი, მაგრამ გაუმჯობესება არ მოდის. თანდათანობით პატარა კახს ესმის, რომ მისმა ლავირებამ დიდ დერჟავებს შორის მას ძალიან ბოროტი ოინი უყო (сыграло с ним очень злую шутку) და რომ საქართველოს მდგომარეობა სინამდვილეში საკმარისად ტრაგიკულია: მოუწოდებდა და ატყუებდა რა მფარველებს, ცდილობდა რა მხოლოდ თავისი ინტერესების დაცვას, მან მთლიანად გაიფუჭა ურთიერთობები ორ მათგანთან – რუსეთთან და ირანთან, ხოლო მესამესთან – თურქეთთან კი – არსებობს მხოლოდ ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, მაგრამ თურქეთი სწორედ სახელგანთქმული გახლდათ იმით, რომ შესაბამის დროს ყოველთვის წყვეტდა მისთვის უკვე არასაჭირო შეთანხმებებს! გაიცნობიერა რა სიტუაცია, ერეკლე ცდილობს პეტერბურგთან შერიგებას, იგი წერილს წერილზე უგზავნის ეკატერინე დიდს, ჩივის თავის მდგომარეობაზე, ახსენებს გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ, მოუწოდებს დასახმარებლად... მაგრამ ახლა უკვე რუსეთი ყრუა ვერაგი მეფის ვედრებისადმი (глуха к мольбам вероломного царя) – დახმარება არ მოდის.

ამ მომენტში სიტუაცია ირანში იშლება ერეკლე II-თვის ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით: არეულობა და გახლეჩვა მთავრდება, ხელისუფლებაში მოდის მისდამი არამეგობრულად განწყობილი დიდი საჭურისი – აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი. იგი აერთიანებს სახელმწიფოს და მკაფიოდ აცხადებს თავისი განზრახვის შესახებ ირანისგან ჩამოშორებული მთელი მიწების დაბრუნებაზე. ახალი ხანი ნელნელა ცდის აღმოსავლეთ საქართველოს სიმტკიცეს და ვერ ხედავს ამაზე რეაქციას ვერც ქართველებისგან, ვერც რუსეთისგან – თავად ერეკლეს ძალები არა აქვს, ხოლო რუსეთი კი არ იწვის სურვილით დაიცვას მოღალატე (не горит желанием защищать изменщика). 1795 წელს, ისარგებლა რა დაძაბულობით რუსულ-თურქულ საქმეებში, რუსეთის დაკავებულობით პოლონეთში, აგრეთვე ერეკლე II-ის უარით ჩამოსულიყო მის დაგვირგვინებაზე, აღა-მაჰმად-ხანი მოდის საქართველოზე. ერეკლეს გამოჰყავს მხოლოდ 5000 ადამიანი 35000 სპარსელის წინააღმდეგ. არსებითად, დიდგვაროვნებმაც და ხალხმაც მიატოვეს იგი – ბატონიშვილები და დიდებულები აგროვებენ თავიანთ რაზმებს, დგანან განზე, მაგრამ ბრძოლაში არ ერთვებიან, სახალხო ლაშქარი არ არის შეკრებილი, დასავლელ ქართველებისგან დახმარება არ მოდის. გააფთრებული ბრძოლის შედეგად, მცირერიცხოვანი ქართული ჯარი დამარცხებულია, თავად ერეკლე – იმ დროისთვის უკვე სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი – ვაჟიშვილებს გაჰყავთ ბრძოლის ველიდან, კრწანისის ბრძოლა წაგებულია. რამდენიმე დღის მანძილზე სპარსელები კლავენ ან მონობაში მიჰყავთ დაახლოებით 20000 ქართველი. ერთერთი უდიდეს ტრაგედიათაგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში აღესრულა. ბედის სამწუხარო ირონიით, სწორედ იმ ადგილას – ტფილისის გარეუბანში – ახლა განლაგებულია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია.

ერეკლე II განზე დგება, აღარ ღებულობს მონაწილეობას სახელმწიფო საქმეებში და ხელისუფლება თავიდან დე-ფაქტო, ხოლო შემდეგ კი დე-იურეც გადადის მის ძეზე გიორგიზე. “არხელჩამოსართმევი” მეფის წასვლასთან ერთად რუსეთი იღვიძებს. უკვე რამდენიმე თვის შემდეგ 4 რუსული ბატალიონი მოდის აღმოსავლეთ საქართველოში და სპარსელები უბრძოლველად უკან იხევენ, ხოლო 1796 წელს 30-ათასიანი რუსული ჯარი ზუბოვის სარდლობით უკუაქცევს სპარსელებს ისევ ირანში. ცხოველდება მიმოწერა, საქართველოში მოდის ფინანსური დახმარება, არყოფნის ხანგრძლივი 12 წლის შემდეგ ბრუნდება დიპლომატიური წარმომადგენლობა. ბოლოს და ბოლოს, აღმოსავლეთ საქართველოს ახალი მმართველი, გიორგი XII, სთხოვს “თეთრ მეფეს” უკვე არა მფარველობის შესახებ, არამედ ქართლისა და კახეთის მიღების თაობაზე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. თანდათანობით, რამდენიმე წლის განმავლობაში, დანარჩენი ქართული სამთავროებიც უერთდებიან რუსეთს.

მორჩა. საქართველოს თავზე ამოვიდა რუსეთის ვარსკვლავი.

დაიღალეთ? კარგი, დაისვენეთ. მე უნდა ბოდიში მოგიხადოთ მოვლენათა ასეთი დეტალური აღწერის გამო. როგორც იტყვიან, არა ბოროტი ნების გამო, არამედ საქმის გასაგებად.

მოდით ახლა გავარჩიოთ ქართველების ქცევის მოდელი, გამოვყოთ მისი ძირითადი მომენტები და ვცადოთ მათი სისტემატიზაცია და პერიოდებად შეერთება.

1. საქართველო იმყოფება უცხო დერჟავის ძალაუფლების ქვეშ. მნიშნელოვანი არ არის, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს ძალაუფლება – თავზე მოხვეულ იქნა საქართველოსთვის, თუ თავად მის მიერ მოწოდებული. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი (Грузия несамостоятельна).

2. ამ ძალაუფლების წარმოქმნის ბუნებისგან დამოუკიდებლად, მმართველები – საქართველოს ზედა ფენა პრაქტიკულად მთლიანად დგებიან უცხოელი “პატრონის” («хозяин») მხარეზე – მაქსიმალურად ერწყმიან მასში და მაქსიმალურად მის საამებლად მიმიკრირებენ (мимикрируют под него), ცდილობენ რა უჩვენონ, რომ ისინი ძალზედ ჰგვანან მას და ცხოვრობენ მისი ინტერესებით. დაახლოებით ამავე პროცესის, ნაკლებ შესაძლებლობათა გათვალისწინებით, დემონსტრირებას ახდენს მთელი ქართველი ხალხიც – იგი იწყებს ბევრ რამეში “მიმსგავსებას” მფარველი ხალხისადმი და ახდენს მასთან ბევრი საერთოს დემონსტრირებას. ეს პროცესი – “ხალხებისა და ინტერესების მსგავსებისა” საქართველოში განვითარებულია ბევრად უფრო ძლიერად, ვიდრე სხვა ქვეყნებსა და ხალხებში, რომლებიც ასე თუ ისე ხვდებოდნენ უცხო სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ. შეგნებულად თუ არა, ამ ქცევით საქართველო ახდენს დემონსტრირებას, რომ მფარველთან ისინი უბრალოდ მოკავშირეები ან ვასალები კი არ არიან – ისინი “პატრონის” ნაწილი არიან, მისი საუკეთესო მეგობრები, ყველაზე უფრო ერთგული თანაშემწენი და მოკავშირეები. ისინი – ისეთივენი არიან როგორც თავად იგი.

3. მფარველის ძალაუფლების ქვეშ ყოფნის მთელ პერიოდში ეს პოლიტიკა გამოიყენება საქართველოს მიერ მოგებათა და პრივილეგიების მისაღებად თავისთვის – ფინანსურის, ტერიტორიულისა და სხვა, აღწევს რა ამაში არც თუ მცირე წარმატებებს სხვა ტერიტორიებთან შედარებით.

4. დროთა განმავლობაში “პატრონი” სუსტდება და მისი სისუსტე ერთის მხრივ იწყებს მუქარის შექმნას ქართველთა ინტერესებისთვის, რაგანაც საკუთარ თავში ატარებს ხელიდან გაშვებულ სარგებელს, ზრდის მასზე თავდასხმის საშიშროებას, როგორც დასუსტებული იმპერიის ნაწილზე, მეორეს მხრივ კი, პატრონის სისუსტე იძლევა კარგ შანსებს, რათა მოგება ნახონ მისი საკუთარი ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიებისა და რესურსების ხარჯზე. მაგრამ თავად საქართველოს ძალები ამისთვის არ გააჩნია, ეს კი ნიშნავს...

5. საქართველო აქვე, აქტიურად და ინიციატივიანად იწყებს ახალი მფარველის ძებნას. ახალი “პატრონის” პირველ ძიებას იწყებს ძველი მფარველის მიერ ყველაზე უფრო მეტად ნაფერები და კეთილდღეობაში ნამყოფი დიდკაცობა. სწორედ იგი შემდგომში იქცევა ძველი “კეთილისმყოფელის” ყველაზე უფრო დიდ მტრად და მაგინებლად.

6. საქართველო ჩივის ძველ პატრონზე, ჰყვება მის შესახებ საშინელ ამბებს, წუხს იმაზე, თუ როგორ მძიმე იყო მისთვის უწინდელი ცხოვრება და ამავდროულად აქებს ახალ კანდიდატს, უჩვენებს თუ როგორ არის იგი მისით აღტაცებული, ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ ჰგვანან ისინი ერთმანეთს, რამდეად ერთიანი აქვთ მათ ინტერესები და სვლის დროსვე ცდილობს მის საამებლად (მისი მიმსგავსებით) მიმიკრირებას.

7. მაგრამ აი კავშირი ახალ პატრონთან დადებულია. ხელისუფლებაა, და ხალხიც ზეიმობს. გარანტიების მიღების შემდეგ, საქართველო მომენტალურად იწყებს ტერიტორიების დაპყრობას, მათ შორის იმ ტერიტორიებისა, რომლებიც ეკუთვნის ძველ “პატრონს”, ახდენს მისდამი ზიზღიანი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების დემონსტრირებას, და იმავე დროს ცდილობს ახალ მფარველთან მეგობრობის განმტკიცებას, უჩვენებს რა მას სრულ ლოიალობას, მისით აღტაცებას და მასთან თავის მსგავსებას.

მორჩა. ციკლი დასრულებულია. შემდეგ შეიძლება გადავიდეთ 1-ლ პუნქტზე და გავიმეოროთ პროცესი მრავალჯერ პრაქტიკულად ცვლილებების გარეშე. ახლა იქონიეთ ეს მოდელი თავში და მოდით ვნახოთ, თუ როგორ მოხდება მისი რეალიზაცია შემდგომ ისტორიულ პერიოდებში.

საქართველო რუსეთის იმპერიაში


საქართველოსა და ქართველების შესახებ რუსეთის იმპერიაში შეიძლება წიგნი დაიწეროს. როგორც ამბობდა ერთერთი ძალზედ ცნობილი ფილმის პერსონაჟი: “მოსკოვში არის მეტროს სადგური, ეწოდება ბაგრატიონის სახელი. როდესც მის შორიახლოს ვმგზავრობ, მე თვალები ყოველთვის ცრემლით მევსება. ეს სიამაყის ცრემლია! და მე ვამაყობ, რომ ეს დიდი მხედართმთავარი – ჩემი თანამემამულეა!”

1810 წლისთვის მთელი ასე თუ ისე მთელი “ქართული” საქართველო აღმოჩნდება რუსეთის გვირგვინის ძალაუფლებაში. სადღაც ეს მიდის ნებაყოფლობით, სადღაც გარემოებათა გავლენის ქვეშ. რაც საინტერესოა, აქაც ქცევის ქართული მოდელი უცვლელად მოქმედებს – ერეკლე II-ის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ მის შეცდომას იმეორებს იმერეთის მეფე სოლომონი – იგი ხელს აწერს ხელშეკრულებას პროტექტორატის თაობაზე რუსეთთან და აგრძელებს აქტიურ მოლაპარაკებებს ასეთივე პროტექტორატზე თურქეთთანაც – შედეგად კარგავს ხელისუფლებას, გარბის მისთვის ასე საყვარელ თურქეთში, ხოლო იმერეთის სამეფო კი უქმდება იქცევა ქუთაისის გუბერნიის საფუძვლად.

პირველად რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ყველა ქართული სამთავრო აღმოჩნდება ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში. მაგრამ ტერიტორიული საკითხი ამაზე არ ჩერდება – ახდომას იწყებს მრავალსაუკუნოვანი ქართული იცნება – ქართული მიწების შემოკრება. რუსული სახელმწიფო ნელ-ნელა კრებს ძველ ქართულ მიწებს, რომლებიც ქართველებმა მანამდე რამდენიმე ასწლეულით ადრე დაკარგეს (утраченные картвелами за несколько столетий до того) – ახალციხეს, ახალქალაქს, საინგილოს, სამცხე-ჯავახეთს, აჭარასა და სხვა. ამ მიწებისთვის ბრძოლებში იღუპება დაახლოებით 20000 რუსი ჯარისკაცი.

რუსეთის წიაღში მომწიფებას იწყებს ერთიანი ქართველი ერი. მრავალი საუკუნის მანძილზე, სულ მცირე XIV საუკუნიდან, ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და მოგზაურები არ ლაპარაკობდნენ ქართველების, როგორც ერთიანი ერის შესახებ, უწოდებდნენ რა ქართველებს “ქართველ ხალხებს” (“საქართველოს ხალხებს”, называя картвел «грузинские народы») და ხედავდნენ ძალზედ მნიშვნელოვან განსხვავებას გურულებს, მეგრელებს, კახელებს, სვანებს შორის და სხვა. მოთავსებულნი ერთიან პირობებში, მართულნი ერთნაირი კანონებით, ქართველი ხალხები (грузинские народности) თანდათანობით იწყებენ ნამდვილად ერთიანი ხალხის (единый народ) ნიშნების შეძენას.

ქართველები თანაბრდებიან უფლებებში რუსეთის დანარჩენ ქვეშევრდომებთან. ამისგან რუსეთის არისტიოკრატია მაშინვე ფეთქდება – სამასი ათასი ადამიანის მქონე მოსახლეობის ტერიტორიაზე თავადები და აზნაურები ცოტათი ნაკლები აღმოჩნდებიან ვიდრე მთელ ორმოცდაათმილიონიან რუსეთში. რუსეთის ორბიტაში ქართველი ხალხის შემოსვლის პროცესში არისტოკრატია თამაშობს ლიდერის როლს. როგორც სპარსელების დროსაც, მცირე გამონაკლისებით, პრაქტიკულად მთლიანად იგი გადმოდის გვირგვინის სამსახურში. დიდგვაროვანი ქართული გვარებისგან იმპერატორის ამალაში, გვარდიაში, და საერთოდაც რუსეთის ადმინისტრაციის უმაღლეს პოსტებზე უბრალოდ თვალები გიჭრელდება – თავადი შერვაშიძეები, ჭავჭავაძეები, წერეთლები, ორბელიანები, მაჩაბლები, აბაშიძეები და ა. შ. ბევრმა მათგანმა თავისი კვალი დატოვა რუსეთის ისტორიაში, როგორც მაგალითად საქართველოს მეფეთა შთამომავალმა თავადმა პეტრე ბაგრატიონმა, რომლის მოხსენიებითაც დავიწყეთ ეს თავი. ქართველი დიდგვაროვნები უნათესავდებიან უცნობილეს რუსულ საგვარეულოებს, და თუკი ადრე ქართველების მეფეს ვახტანგ გორგასალს – მგლისთავას – შეეძლო ეთქვა, რომ იგი სანახევროდ სპარსელია, ახლა რუსეთის ტახტის მემკვიდრეს – დიდ მთავარ გიორგი რომანოვს შეუძლია თქვას, რომ იგი მეოთხედით ქართველია (მისი ბებია – დიდი მთავრინა ლეონიდა გიორგის ასული წარმოშობით ბაგრატიონ-მუხრანელთა გვარიდან გახლავთ).

რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლა ცვლის ქართველთა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ კულტურულ ორიენტაციასაც. თუკი ადრე იგი აღიზრდებოდა ბიზანტიურ და სპარსულ ტრადიციებზე, ახლა ქართული კულტურა ძევს ევროპის, რუსეთის სფეროში. საზოგადოებაში გამოიყოფა და პოპულარული ხდება ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი, როლებიც აშენებენ ქართულ კულტურას რუსული საზოგადოების მოწინავე იდეების ზემოქმედებით. ჯგუფის წარმომადგენლებს უწოდებენ “თერგდალეულებს”, («тергдалеули», по-русски, «испившие воду Терека») – ე. ი. რომლებიც იყვნენ რუსეთში და განიმსჭვალენ მისი იდეებით. ამ ჯგუფის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს ისტორიაშია შესული, ხდება თავად გარსევანის შთამომავალი, რომელმაც ტრაქტატზე მოაწერა ხელი – დიდი ქართველი პოეტი ილია ჭავჭავაძე, ნინო ჭავჭავაძის – გრიბოედოვის ცოლის ახლო ნათესავი; თანამედროვენი ხუმრობით მას ხატავდნენ კიდეც მახვილით ერთ ხელში და ბელინსკის ტომით მეორეში. მას უერთდება ბევრი ქართველი ახალგაზრდა, როგორებიც იყვნენ წერეთელი, ნიკოლაძე და სხვანი. ყველა ისინი თავს გრძნობდნენ როგორც ქართველებად, ისე რუს აზნაურებადაც.

XIX საუკუნეში რუსეთის ცხოვრებაში ქართველების ურთიერთშეღწევის ხარისხი იმდენად დიდი ხდება, რომ ისინი იწყებენ თავიანთი სახელებისა და გვარების რუსიფიცირებას. აბსოლუტურად იგივე პროცესი დამზირებოდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მხოლოდ ადრე, ისინი იცვლიდნენ სახელებსა და გვარებს თურქულ და სპარსულ ყაიდაზე, მაგალითად – საფარ-ბეი შერვაშიძე, აფხაზეთის მფლობელი მთავარი ან როსტომი – შაჰ აბასის გვარდიის უფროსი, შემდეგ ისპაჰანის მმართველი, და მერე კი ქართლის მეფე, რომელმაც ბევრი გააკეთა თბილისის აშენებისა და გაფართოებისთვის. რუსიფიცირების პროცესი იძენს არცთუ მცირე გაქანებას. მხოლოდ ცნობილი ქართველები, რომლებმაც შეიცვალეს სახელები – ათეულობით არიან: ციციანოვები (ქართული თავადური გვარი, თავდაპირველად ციციშვილი), მაზნიევი (რუსული სამსახურის გენერალი მაზნიაშვილი), ბარათოვები (თავადური გვარი ბარათაშვილი, რომელმაც მოგვცა ბევრი ცნობილი რუსი მხედართმთავარი, პოეტი და ისტორიკოსი, მაგალითად გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი, I მსოფლიო ომის გმირი, კავკასიის არმიის ირანული კორპუსის მეთაური, სულხან ბარათოვი – ცნობილი “საქართველოს ისტორიის” ავტორი, რომელიც გამოიცა სანკტ-პეტერბურგში 1871 წელს), ანდრონიკოვები (უცნობილესი თავადური გვარი ანდრონიკაშვილი, რომელიც უშუალოდ თამარ მეფესთან მიდის, რომელმაც უკვე ჩვენს დროში მოგვცა შესანიშნავი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ირაკლი ანდრონიკოვი) და ა. შ.

XIX საუკუნეში რუსეთის საზოგადოებაში ნელ-ნელა იწყებს ჩამოყალიბებას დამოკიდებულება ქართველებისადმი, რომელიც შემდეგ დამახასიათებელი იქნება XX საუკუნის სულ მიწურულამდე. ამ დამოკიდებულებას არ შეიძლება ვუწოდოთ უბრალოდ კარგი ან მგობრული (приятельское). გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ასეთი გრძნობა არ განიცდებოდა არც ერთი სხვა ხალხისადმი – ეს იყო რაღაცნაირი შეყვარებულობა, აღტაცებულობა, პატივისცემა აღტაცების ზღვარზე (влюблённость, восторженность, уважение на грани восхищения). საქართველოს აღქმა იწყება როგორც ჩვენდამი მეგობრული და მონათესავე ძველი და ამაყი ცივილიზაციისა, რომლის წარმომადგენლებსაც გააჩნიათ მშვენიერი ადამიანური თვისებები, რომლებიც ყოველთვის არ არის დამახასიათებელი რუსი ხალხისთვის. თითოეულმა განათლებულმა ადამიანმა იცოდა “ვეფხისტყაოსანი” და შეეძლო მისი ციტირება, რუსი პოეტები – პუშკინი, ლერმონტოვი და სხვები სტუმრობდნენ საქართველოს, სტრიქონები «Не пой, красавица, при мне ты песень Грузии печальной», «И Божья Благодать сошла на Грузию! Она цвела» უკვე დიდი ხანია იქცა რუსული პოეზიის თითქმის სიმბოლოდაც კი. ქართველებს ანებივრებდნენ, უფრთხილდებოდნენ და ელოლიავებოდნენ (грузин холили, берегли и лелеяли). რად ღირს, მაგალითად, ნიკოლოზ II-ის მიერ საქართველოში ჩაის მოყვანის აკრძალვა იმ მოსაზრებით, რომ ჩაი – განსაკუთრებულად შრომატევადი “პლანტატორული” კულტურაა და მას არ სურს, რათა ქართველები ქანცს იწყვეტდნენ ჩაის პლანტაციებში. ამიტომ ჩაის ყიდვას ხელმწიფე-იმპერატორი ამჯობინებდა ჩინეთში. რუსეთი ტრადიციულად ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების განვითარებაზე ხარჯავდა გაცილებით უფრო მეტ სახსრებს, ვიდრე იქიდან ჰკრებდა შემოსავლებს, ახდენდა რა ამით საქართველოს პირდაპირ დოტაციას. ცნობილია, რომ ამის წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა რუსეთის ლეგენდარული ფინანსთა მინისტრი, ხოლო შემდგომში კი პრემიერიც – გრაფი სერგეი იულის ძე ვიტტე. ასე, 1900 წელს, ერთერთ გზავნილში ნიკოლოზ II-დმი იგი სთავაზობა მოესპოთ საქმეთა ასეთი მდგომარეობა და გამოთქვამდა ხელმწიფის იდეის წინააღმდეგ უიმისოდაც სიმბოლური საგადასახადო ხარკის შემცირების თაობაზე ქართული გუბერნიებისთვის.

თვით სამეფო ხელისუფლებისადმი ქართველთა ღია წინააღმდეგობის შემთხვევებშიც კი, დამოკიდებულება მათდამი მაინც იყო ბევრად უფრო გულმოწყალე და დამნდობი. გავიხსენოთ სამპერატორო ხელისუფლების ანგარიშსწორებანი დეკაბრისტებთან, პოლონელ აჯანყებულებთან, პეტრაშეველებთან და ა. შ. ქართველების შემთხვევაში არ ყოფილა არც საღრჩობელები, არც ციმბრული კატორღა სიცოცხლის ბოლომდე, არც თავადაზნაურობის ჩამორთმევა და დაშნის გადატეხვა თავს ზემოთ. 1832 წელს ტფილისში გამოვლენილი ანტისამთავრობო შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს, გადაასახლეს მშვიდობიან და სვეკეთილ რეგიონებში, კალუგისა და ტამბოვის მსგავსად, და სულ რამდენიმე წლის შემდეგ შეიწყალეს უფლებებში სრული აღდგენით. ბევრმა მათგანმა შემდეგში გაიკეთა ბრწყინვალე, აბსოლუტურად არა რიგითი, კარიერა სამხედრო ან ადმინისტრაციული ხაზით. ასე, შეთქმულების ერთერთმა ლიდერთაგანმა თავადმა ვახტანგ ორბელიანმა, სიტყვამ მოიტანა და, დედით ერეკლე II-ის შვილიშვილმა, შემდგომში მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო მისი ნათესავი გრიგოლ ორბელიანი, რომელიც მცირე ხნით, მაგრამ მაინც ემხრობოდა ყველაზე უფრო რადიკალურ და ანტირუსეთულ პოზიციას, გახდა გენერალ-ადიუტანტი და ერთ ხანს კავკასიაში მეფის ნაცვლის მოვალეობებსაც კი ასრულებდა. და ნუთუ შეგვიძლია ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ “სისხლიანმა” ცარიზმმა საღრჩობელის ნაცვლად პეტრე კახოვსკი გუბერნატორი გახადა თავის მშობლიურ სმოლენსკის გუბერნიაში? ან კიდევ სერგეი მურავიოვ-აპოსტოლი გადაასახლა კალუგაში, სამი წლის შემდეგ აპატია და კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ მისცა გენერლის წოდება? ეს აბსურდია! მაგრამ საქართველოს შემთხვევში – ეს რეალობაა.

ასეთი სიტუაცია გრძელდებოდა არც მეტი არც ნაკლები – XX საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც, იმეორებს რა ირანისა და თურქეთის ბედს, საქართველოს უკვე ახალი მფარველი – რუსეთის იმპერია, ასევე იწყებს დასუსტებას. 1905 წელს რუსეთი სამარცხვინოდ აგებს ომს იაპონიასთან, ქვეყნის გაწეწვას იწყებენ პოლიტიკური მღელვარებანი, იქმნება ყველანაირი პარტიებისა და პოლიტიკურ მიმდინარეობათა უზარმაზარი რაოდენობა. 300-წლოვანი მონარქია თმობს პოზიციებს, კანონმდებლობით ზღუდავს თავის უფლებამოსილებებს, რამდენჯერმე იწვევს და შლის სათათბიროს, ქვეყანას ციებ-ცხელება იპყრობს. 1914 წელს დაწყებული დიდი ომი თავიდან ახდენს საზოგადოების მობილიზაციას, მაგრამ შემდეგ წარუმატებლობანი ფრონტზე და ეკონომიკური მოუწყობლობანი იწვევენ კატასტროფული მდგომარეობის დადგომას. შედეგად არმია იშლება, ქვეყანაში ხდება რიგი აჯანყებების და გადატრიალებებისა, რომელთა ნაწილსაც დიდი ხნის მანძილზე ეწოდებოდა რევოლუციები. ნიკოლოზ II უარს ამბობს ტახტზე, ყველგან მეფობს არეულობა და ქაოსი (разброд и шатание).

პატრონი დასუსტდა. მას უკვე აღარ შეეძლო შეესრულებინა ქართველებისთვის ის ფუნქცია, რომელსაც მოგვიანებით ამერიკელები უწოდებენ “საფე ჰარბორ”-ს – ბედნიერ ნავსაყუდელს. ახალი სიტუაცია საკუთარ თავში შეიცავდა რიგ მუქარებს, მაგრამ, ისევე როგორც სპარსელების შემთხვევაში, ატარებდა საინტერესო შესაძლებლობებსაც. ერთის მხრივ, შესაძლებლობანი საქართველოსთვის რუსეთის სახელმწიფოში მცირდებოდა და იზრდებოდა საფრთხე თურქეთის მხრიდან – ქვეყნისა, რომელმაც შეინარჩუნა როგორც ბრძოლისუნარიანი და ორგანიზებული არმია, ისე პრეტენზიებიც ამიერკავკასიურ ტერიტორიებზე, მეორეს მხრივ, ჩნდებოდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოების პერსპექტივა ძველი პატრონის მიწების ხარჯზე.

საქართველო მენშევიკური რესპუბლიკის პერიოდში


მე განზრახ არ ვწერ “მფარველობისგან განთავისუფლებისა” და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გახდომის შესაძლებლობის შესახებ. ასეთი პუნქტი ქართულ პოლიტიკურ პარადიგმაში არ არის. არ არსებობს. სულ მცირე, ისტორიის უკანასკნელი 450 წელიწადი არ გვაძლევს ჩვენ არც ასეთ მაგალითს, და არც კიდევ სურვილს ასეთი მაგალითის შექმნისა. ძველი ქართველი თავადების მსგავსად, საქართველო იწყებს ახალი მფარველის ძიებას. პრეტენდენტები ამ როლზე იმ ხანად ბევრი არ ყოფილა. არსებითად, ასეთებს წარმოადგენდნენ ძველი პატრონები – თურქეთი და ირანი, აგრეთვე ინგლისი და გერმანია. თურქეთი და ირანი შეიძლებოდა თავიდანვე უარეყოთ – ირანი თავად გახლდათ სუსტი და ინგლისის მიერ ოკუპირებული, ხოლო თურქეთის ინტერესები კი მთლიანად ეწინააღმდეგებოდა ქართულს; ინგლისი ძლიერ იყო დაკავებული ომის საქმეებით და განსაკუთრებულ ინტერესს მცირე მაგრამ ამაყი ერის მფარველობაში არ ავლენდა. ხოლო გერმანიის შემთხვევაში კი დაისახა გასაოცარი თანხვედრა ინტერესებისა. საქმე იმაშია, რომ ომში ჩაფლული, კოლონიებისა და, შესაბამისად, ნედლეულის არსებითი რესურსების არმქონე გერმანია მწვავე საჭიროებას განიცდიდა სასაგებლო წიაღისეულში თავისი სამხედრო მრეწველობისთვის. და საქართველო კვლავ იწყებს ძახილს.

ჯერ კიდევ იმყოფება რა ამიერკავკასიის რესპუბლიკის შემადგენლობაში და გარეგნულად არ გამოხატავს არანაირ მისწრაფებას მისგან გამოსვლისკენ, საქართველო იწყებს კულისებსმიღა მოლაპარაკებებს გერმანიასთან კავკასიაში ცალკე სახელმწიფოს შექმნის საბაბით გერმანელთა კონტროლის ქვეშ. 1918 წლის გაზაფხულზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იგზავნება შემდეგი შინაარსის შეტყობინება: “განსაზღვრულ გარემოებებში საქართველო მიმართავს გერმანიის მთავრობას თხოვნით მოახდინონ მისი ინკორპორაცია გერმანულ რაიხში ან გერმანიის პრინცის მიერ მართვადი ფედერალური სახელმწიფოს სახით, ან კიდევ ბრიტანული დომინიონების მმართველობის მსგავს პირობებზე გერმანელი ვიცე-მეფის (ვიცე-კოროლის) მხრიდან კონტროლით”. საქართველოს საკითხით გერმანიის მხრიდან დაკავებულია ერთერთი ყველაზე უფრო ძველი გერმანული საგვარეულოს წარმომადგენელი – გრაფი ფრიდრიხ ფონ შულენბურგი – სწორედ ის, რომელიც შემდეგ იქნება ფაშისტური გერმანიის ელჩი სსრკ-ში, 1941 წლის 22 ივნისს ვიაჩესლავ მოლოტოვს გამოუცხადებს ომის დაწყების შესახებ, ხოლო კიდევ 4 წლის შემდეგ მას ჩამოაღრჩობენ როგორც ჰიტლერის წინააღმდეგ ცნობილი შეთქმულების მონაწილეს. სარგებლობს რა იმით, რომ ფონ შულენბურგი 1911-დან 1914 წლის ჩათვლით მეთაურობდა გერმანიის საკონსულოს ტფილისში და იმყოფებოდა ქართული სიტუაციის კურსში, 1918 წლის დასაწყისში კაიზერი გზავნის მას საქართველოში გერმანული დელეგაციის შემადგენლობაში “რუხი კარდინალის” სახით, რომელიც პასუხს აგებს ღონისძიების წარმატებაზე.

საქართველოს გერმანიისადმი დაქვემდებარებულობის ხარისხი იმ დროს უბრალოდ გვაოცებს. არანაირი “თანასწორუფლებიანი პარტნიორობის” შესახებ გერმანიასთან, როგორც უყვართ ამის წარმოდგენა თანამედროვე ქართველ ისტორიკოსებს, ლაპარაკიც კი არ არის. არსებითად, გერმანელები ასრულებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან კიდევ საერთოდ უმაღლესი ხელისუფლების ფუნქციებს.

და აი, 1918 წლის 13 მაისს საქართველო აცხადებს ამიერკავკასიის რესპუბლიკიდან გამოსვლის შესახებ, 2 დღის შემდეგ – 15 მაისს – ფოთის პორტში გადმოსხდებიან კაიზერული ჯარების პირველი ქვედანაყოფები, 26 მაისს საქართველო აცხადებს თავისი დამოუკიდებლობის შესახებ, ხოლო 28 მაისს კი ბერლინი ამ დამოუკიდებლობას ცნობს. ამ დროისთვის თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიწაზე იმყოფება უკვე 7 ათასზე მეტი გერმანელი ჯარისკაცი, ხოლო გერმანული გარნიზონები განლაგდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე – თბილისში, გორში, სიღნაღში, ფოთში, ბათუმში, ოჩამჩირეში, ქუთაისში და ა. შ. გერმანელები თავიანთი კონტროლის ქვეშ ღებულობენ ინფრასტრუქტურის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ობიექტებს – ფოსტას, ბანკებს, ტელეგრაფს, სამხედრო და საფინანსო უწყებებს, იწყებენ ქართული არმიის ჩამოყალიბებას, აღჭურვასა და სწავლებას.

ფონ შულენბურგის მიერ გულდასმით შედგენილი ხელშეკრულების შესაბამისად საქართველო გადაიქცევა კაიზერული გერმანიის სანედლეულო დანამატად. გერმანელები ღებულობენ მარგანეცის მადნებს, ფოთის პორტს, რკინიგზას, “დამოუკიდებელი” ქვეყნიდან გამოაქვთ სასარგებლო წიაღისეული, კვების პროდუქტები, მატყლი და ა. შ. საქმე მიდის ისე იღბლიანად, რომ ბერლინი აჯილდოებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აკაკი ჩხენკელს გერმანიის უმაღლესი სამხედრო ორდენით – რკინის ჯვრით. წადგენა ასეთივე ორდენით დაჯილდოებაზე იგზავნება საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეზეც – ნოე ჟორდანიაზე.

და აი აქ ჩვენ ვუახლოვდებით ქართული სახელმწიფოს ლიდერებს, რომლებმაც მოახდინეს მისი განვითარების ტრადიციული მოდელის რეალიზაცია. მათი პიროვნებანი უბრალოდ გამაოგნებელია! საბჭოთა ხანაში ასეთ ადამიანებს უწოდებდნენ “გადაბრუნებულებს” («перевертыши»). მათი პოლიტიკური კრედოს შეცვლისა და მათი პოზიციების 180 გრადუსით შემობრუნების სიჩქარისა შესაძლო იყო შეშურებოდა თავად სპარსელ ქართველს (ანუ ქართველ სპარსს) ერეკლე II-ს. საკმარისია ითქვას, რომ ჯერ კიდევ 1917 წელს, ნოე ჟორდანია მიეკუთვნებოდა ეგრეთ წოდებული “ობორონცების” ჯგუფს – ე. ი. მათ, ვინც ძალზედ აქტიურად გამოდიოდა გერმანიაზე საბოლოო გამარჯვებამდე ომის მომხრედ, ხოლო რაღაც წელიწადნახევრის შემდეგ კი გერმანიის წინაშე დამსახურებებისთვის გერმანელებმა უკვე წარადგინეს იგი რკინის ჯვარზე! ეს გამაოგნებელია! ასეთი კულბიტები მეტი არსად, საქართველოს გარდა არ გვხვდება!

საერთოდ, ღირს ითქვას, რომ ძველი ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით, საქართველოს შემობრუნება ერთი მფარველისგან მეორისკენ მოამზადეს და სათავეში ჩაუდგნენ წინამორბედი ხელისუფლების მიერ ნაფერებმა და მოწინავე იერარქიულ პოზიციებზე დაყენებულმა ადამიანებმა. ეს გახლდათ ის ტრადიციული ქართველი დიდკაცობა, რომელიც, ისევე როგორც სპარსეთის შემთხვევაშიც, თუ კი არ მართავდა რუსეთს, მაინც, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებაზე. 1918 წელს საქართველოში ხელისუფლებაში მოსული ჟორდანია, ჩხენკელი, წერეთელი, ჩხეიძე და სხვები იყვნენ ძალზედ ცნობილი და გავლენიანი ადამიანები XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის პოლიტიკაში.

ნოე ჟორდანია გახლდათ იმ დროის რუსეთის პოლიტიკური აზრის ერთერთი ლიდერთაგანი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის მეთაური I სახელმწიფო სათათბიროში; ირაკლი წერეთელი მეთაურობდა II სახელმწიფო სათათბიროს მენშევიკების ფრაქციას, იყო დროებითი მთავრობის ფოსტისა და ტელეგრაფის მინისტრი, ნიკოლოზ ჩხეიძე წარმოადგენდა III და IV მოწვევათა სათათბიროს ერთერთ უთვალსაჩინოეს დეპუტატთაგანს, მენშევიკური ფრაქციის ფაქტიურ სპიკერს, თებერვლის გადატრიალების შემდეგ, კერენსკის დროს იგი გახდა პეტერბურგის საბჭოს თავმჯდმარე, ხოლო შემდეგ კი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა; რკინის ჯვრით დაჯლდოებული აკაკი ჩხენკელი ასევე იყო ერთერთ ხელმძღვანელთაგანი თავიდან სოციალ-დემოკრატებისა, ხოლო შემდეგ კი მენშევიკებისა, სახელმწიფო სათათბიროს წევრი, დროებითი მთავრობის თავმჯდომარე ამიერკავკასიაში.

ღირს აღინიშნოს, რომ როგორც თავის დროზე სპარსელები აღშფოთდნენ ერეკლე II-ის მოულოდნელი პოლიტიკური შემობრუნებით, ისე ქართველი ლიდერების თანამებრძოლებმაც ვერ გაიგეს მათი პოზიციის მკვეთრი და სწრაფი ცვლილება დიამეტრულად საწინააღმდეგო მხარეს. ამ მიმართებით საინტერესოა ტროცკის წერილები, რომელიც მაშინ იყო პოლიტიკურ ბრძოლის შუაგულში და ახალ ქართულ ხელმძღვანელობასაც დიდი ხანია იცნობდა – ჟორდანიასთან ერთად ისინი ჯერ კიდევ რევოლუციამდე თანამშრომლობდნენ სხვადასხვა გამომცემლობებში, ხოლო ჩხეიძე კი მან შეცვალა პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე. არ ყოფილა რა თავად იდეალური პოლიტიკოსი, ლევ დავითის ძე სულის სიღრმემდე იყო აღშფოთებული პოლიტიკურ ბრძოლაში კოლეგების მოულოდნელი და კოლექტიური გადასვლით მოწინააღმდეგეთა ბანაკში. ის, რასაც წერს იგი მათზე იმდენად ტევადი და ზუსტია, რომ 100 წლის შემდეგაც კი მისი შეფასებები და დახასიათებანი შეიძლება მოვიყვანოთ სუფთა სახით – რაიმენაირი კომენტარების გარეშე. მასზე უკეთესად თქმა რთულია. აი, შეხედეთ: “ჩვენ ამ ბატონებს ვიცნობდით ადრე, და ამასთან არა როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს მეუფეთ, რომლის შესახებაც ისინი თავად არასოდეს არ ფიქრობდნენ, არამედ როგორც პეტერბურგისა და მოსკოვის რუს პოლიტიკოსებს... ბურჟუაზიული რესპუბლიკის იდეოლოგების სახით წერეთელი-ჩხეიძე, ისევე როგორც ყველა მათი თანამოაზრეც, შეურიგებლად იცავდნენ რესპუბლიკის ერთიანობასა და განუყოფელობას ძველი სამეფო იმპერიის ფარგლებში. ფინეთის პრეტენზიები მისი ავტონომიის გაფართოებაზე, უკრაინული ეროვნული დემოკრატიის მცდელობანი თვითმმართველობის სფეროში წერეთელ-ჩხეიძის მხრიდან აწყდებოდა დაუნდობელ წინააღმდეგობას (беспощадный отпор). ჩხენკელი საბჭოების ყრილობაზე ანადგურებდა (громил) ზოგიერთი განაპირა მხარის სეპარატისტულ ტენდენციებს, თუმცა კი იმ დროს თავად ფინეთიც არ მოითხოვდა სრულ დამოუკიდებლობას. ამ ავტონომისტური ტენდენციების ჩასახშობად წერეთელი-ჩხეიძე ამზადებდნენ შეიარაღებულ ძალას. ისინი გამოიყენებდნენ მას, ისტორიას რომ მათთვის დაეტოვებინა საამისოდ აუცილებელი დრო”.

როგორ მოგწონთ? ძლიერადაა ნათქვამი? ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა, შემდეგ ვკითხულობთ: “სრულიად რუსეთის მთავრობის მინისტრების სახით ქართველმა მენშევიკებმა დაგვადანაშაულეს ჩვენ გერმანულ შტაბთან კავშირში და მეფის გამომძიებელთა მეშვეობით ბრალი დაგვდეს სახელმწიფო ღალატში. ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომელიც გერმანულ იმპერიალიზმს უხსნიდა “რევოლუციის კარებს”, მათ გამოაცხადეს რუსეთის ღალატად. სწორედ ამ ლოზუნგით ისინი მოუწოდებდნენ ბოლშევიკების დამხობისკენ. ხოლო როდესაც რევოლუციის ნიადაგი ზედმეტად გახურდა მათ ფეხქვეშ, მათ ჩამოტეხეს ამიერკავკასია რუსეთისგან, შემდეგ საქართველო – ამიერკავკასიისგან და ნამდვილად ფართოდ გააღეს “დემოკრატიის” კარები კაიზერის ჯარების წინაშე – ყველაზე უფრო მდაბალი თაყვანისცემითა და ყველაზე უფრო პირმოთნე სიტყვებით...”. ესე იგი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “თავისუფალი” საქართველოს ლიდერებმა თავად გააკეთეს ის, რაშიც ისინი სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრალს დებდნენ სხვებს! როგორია?!

მაგრამ, დროებით დავტოვოთ “ქართული რევოლუციის გმირთა” პიროვნებანი, ჩვენ მათ კიდევ დავუბრუნდებით, გადავიდეთ თავად საქართველოზე. მოდით გავიხსენოთ რა იღონა პირველ რიგში ქართლ-კახეთის სამეფომ, მიიღო რა რუსეთის იმპერიისგან ჯარები და თავისი დაცვის გარანტიები? ტერიტორიის დაპყრობა. 130 წლის შემდეგ რა იღონა “თავისუფალი” საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ? გასაოცარია, მაგრამ ეს არის – ასევე ტერიტორიის დაპყრობა! შეგახსენებთ, 26 მაისს საქართველო აცხადებს თავისი დამოუკიდებლობის შესახებ, და პრაქტიკულად აქვე – ივნისში – გერმანელების მიერ შეიარაღებული ქართული არმია იპყრობს აფხაზეთს, ხოლო ერთი თვის შემდეგ კი მიდის უფრო შორს – ყოფილი ქუთაისის გუბერნიის ფარგლებს გარეთ უშუალოდ რუსულ მიწებზე რუსული მოსახლეობით: 1918 წლის 2 ივლისს დაკავებულია ადლერი, 5 ივლისს – სოჭი, 27 ივლისს – ტუაფსე, ხოლო ცოტა მოგვიანებით – უღელტეხილს იქით მდებარე სულაც არა ზღვისპირა ხადიჟენსკი, ყუბანის კაზაკთა ჯარების ყოფილი სტანიცა ხადიჟენსკაია. არმიას სარდლობს ადამიანი, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე გაკვრით მოვიხსენიეთ – გენერალი მაზნიაშვილი, რომელიც რუსეთის სამსახურში ყოფნისას ითხოვდა, რომ ეწოდებინათ მისთვის მხოლოდ მაზნიევი და ცნობილია მათ შორის იმით, რომ დაჭრის შედეგ ცარსკოე სელოს ჰოსპიტალში მას უვლიდნენ პირადად დიდი მთავრინები – ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები.

აქ ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, რომლის შესახებაც ახლანდელ ქართველ ისტორიკოსებს მოხსენიება არ უყვართ – საქართველოს აგრესიას. ისინი გულდასმით ახდენენ ამ მომენტის რეტუშირებას, იფარგლებიან რა მხოლოდ აფხაზეთის დაპყრობით, რომელიც, ბუნებრივია, აღიარებულია მართლზომიერად, ხოლო რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში წინსვლის შესახებ ხშირად საერთოდ არ იხსენიებენ, როგორც მაგალითად მ. ვაჩნაძის, ვ. გურულისა და მ. ბახტაძის სახელმძღვანელოში “საქართველოს ისტორია”, გამოცემულისა თბილისში 1995 წელს. ხოლო როდესაც იწყებ ამ მოვლენათა შეფასების მოთხოვნას, პასუხად ისმის ასეთი ტიპის ფრაზები: “გამოვიდა ისე, რომ...”, “ლაშქრობის გაგრძელებისას”, “მოვლენები გაიშალა ისეთნაირად, რომ...”. მაგრამ, დავტოვოთ ეს მათ სინდისზე, საერთოდ კი უნდა ვაღიაროთ, რომ მომენტი თავდასხმისთვის არჩეულ იქნა განსაკუთრებით მოხერხებულად – როგორც ოდესღაც ირანელებს, უწინდელ პატრონს, აღარ ეცალა “უწინ დაჩაგრული, ახლა კი დემოკრატიული” სახელმწიფოს ტერიტორიული მისწრაფებებისთვის – რუსები იბრძოდნენ ურთიერთ შორის. გერმანელთა მიერ შეიარაღებული და საჩქაროდ გაწვრთნილი ქართული არმია რაიმენაირ სამხედრო ძალას არ წარმოადგენდა, მაგრამ არც დენიკინსა და არც წითლებს არ შეეძლოთ საკმარისი ძალების გამოყოფა რეგიონში მუდმივად განთავსებისთვის. ქართველებს ურტყამდნენ (ამარცხებდნენ), რასაც ჰქვია, შემთხვევა თუ მიეცემოდათ, ამასთან, აგრესიული რიტორიკისა და მუქარების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად სერიოზული შეტაკებისას ქართული არმია წინააღმდეგობას ვერ უწევდა და იქვე გარბოდა, ტოვებდა რა პოზიციებსა და იარაღს (რაიმეს ხომ არ გვაგონებს უფრო გვიანდელი დროიდან?) ასე იყო 1918 წლის აგვისტოს ბოლოს, როდესაც დაუძლურებული წითელი ტამანის არმიის ერთმა კოლონამ, რომელიც მთების გამოვლით უკან იხევდა არმავირისკენ, თითქმის ბრძოლის გარეშე დაიკავა ტუაფსე, ხელში ჩაიგდო რა ქართველების მიერ დაგდებული 10 ტყვიამფრქვევი და 16 ქვემეხი (ეპიზოდი, რომელიც მშვენივრად აღწერა ა. ს. სერაფიმოვიჩმა წიგნში “რკინის ნაკადი” /«Железный поток»/), ასე იყო 1919 წლის თებერვლის დასაწყისშიც, როდესაც, დონზე ძალზედ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დენიკინმა შეძლო გამოეყო გენერალ ჩერეპანოვის რაზმი, რომელმაც რამდენიმე დღის მანძილზე შეძლო დაეკავებინა მთელი სოჭის ოკრუგი, ჩაიგდო რა ტყვედ მხოლოდ სოჭში 700-ზე მეტ ქართველი ჯარისკაცი და დაახლოებით 50 ოფიცერი. მთელი ოპერაციის მანძილზე თეთრებმა მოკლულებით დაკარგეს მხოლოდ 7 ადამიანი, ქართველებმა კი მხოლოდ 12, რაც შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ქართულ არმიას არ გაუწევია წინააღმდეგობა და თვით სოხუმამდეც კი გარბოდა. აღსანიშნავია, რომ შეტევის სულ დასაწყისშივე, პატარა მდინარე ლოოზე, ყუბანის კაზაკთა ცხენოსანმა რაზმმა ტყვედ ჩაიგდო ქართული ჯარების სარდალი – გენერალი კონიაშვილი, რომელიც მთვრალ მდგომარეობაში ქალების კომპანიაში ბრუნდებოდა ქორწილიდან. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კი სოჭში ტყვედ ჩავარდა მისი შტაბის უფროსი – პოლკოვნიკი წერეთელიც.

საერთოდ კი, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოკლე დროის მანძილზე მოახერხა წაჩხუბებოდა და ომი დაეწყო ყველა თავის მეზობელთან. რუსეთის გარდა ამ სიაში მოხვდნენ სომხეთიც, რომელთანაც საქართველოს ომი ჰქონდა სომხებით დასახლებული ლორესა და ახალქალაქის გამო, და აზერბაიჯანიც, რომელთანაც გაჩაღდა კამათი ბორჩალოს მაზრის გამო და სადაც საქართველოს თხოვნით გერმანიამ გაგზავნა თავისი ჯარები.

1918 წლის ბოლოს ქართულ გეგმებში მოხდა ძალზედ სერიოზული ჩავარდნა. გერმანიაში მოხდა რევოლუცია, რასაც შედეგად მოჰყვა გერმანული მონარქიის კრახი და გერმანიის კაპიტულაცია. ყველა ძალისხმევა გერმანელების კავკასიაში მოყვანისა და მათი, როგორც საქართველოს მფარველთა გაძლიერებისთვის, ამაო აღმოჩნდა – გერმანიამ წააგო ომში და გამარჯვებულის – ანტანტის ქვეყნების – ბრძანებით გაიყვანა თავისი ჯარების ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან. თბილისი კვლავ იძულებული შეიქნა ეძია ახალი პატრონი. შექმნილ სიტუაციაში ასეთად შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ ინგლისი, მაგრამ აქ მოხდა ზედდება – ინგლისს არ ჰქონდა გადაჭრით არანაირი გეგმები საქართველოს თავის პროტექტორატად გადაქცევისთვის. ლონდონს ეკავა აწონილი პოლიტიკა, თანაბრად დაშორებული რეგიონის ყველა ქვეყნისგან, უძლიერესი მოთამაშის პოზიციების დასუსტების გათვალისწინებით – თავიდან თეთრების, ხოლო შემდეგ კი მათი დამმარცხებელი ბოლშევიკებისა. მიუხედავად ამისა, საქართველო მიმართავს არცთუ მცირე ძალისხმევას მათით გერმანელების სრულფასოვანი შეცვლის მიზნით და აქ ჩამოყალიბდა უბრალოდ ანეკდოტური სიტუაცია – ქართველებისთვის საჭირო იყო აეხსნათ ინგლისელთათვის, თუ როგორ იყო, რომ ისინი, რომლებიც ასე “გულწრფელად” და “ღიად” მოუწოდებდნენ გერმანელებს, ეხმარებოდნენ მათ და ეტენებოდნენ (набивавшиеся к ним) ახლო მეგობრებად, ახლა ასეთივე “გულწრფელობით” მოუწოდებენ გერმანელთა დაუძინებელ მტრებს – ინგლისელებს. ამ კაზუსის შესახებ ლ. ტროცკი წერს: “...ახლა უკვე კარის გაღება მოუწიათ დიდი ბრიტანეთის ჯარებისთვის. ამას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები, რომელთა მთავარი ამოცანაც იყო დაემტკიცებინათ, აეხსნათ, დაერწმუნებინათ, რომ გერმანელ გენერალ ფონ-კრესსთან (გერმანული დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში – ა. ე.) ქართულ “დემოკრატიას” ჰქონდა გარემოებების მიერ თავსმოხვეული ნახევრადქორწინება ანგარიშით (ანგარებით); ნამდვილი ქორწინება კი, ღრმა გრძნობით, უნდა იყოს სწორედ ბრიტანელ გენერალ უოკერთან (ბრიტანული ჯარების ჯგუფის სარდალი ამიერკავკასიაში – ა. ე.)”, ტროცკი უწოდებს მთელ ამ სიტუაციას “ღალატის ზიგზაგებს, წინააღმდეგობებს” და ამბობს, რომ ახლა “ომის მინისტრი ჰენდერსონი (ინგლისის მთავრობის მინისტრი – ა. ე.) რომელიც პეტერბურგში ძმობილდებოდა ომის მინისტრ წერეთელთან, კვლავ შეხვა მას როგორც თანამოძმეს, მას შემდეგ, რაც წერეთელი მანამდე ჩახუტებული იყო ჰოჰენცოლერნთა გენერალ ფონ-კრესსთან”. უნდა ვვარაუდობდეთ, რომ მსგავს სიძნელეებს 100 წლით ადრე მანამდე განიცდიდა იმერეთის მეფე სოლომონიც, რომელიც იყო მანამდე თურქეთის ვასალი, შემდეგ მიაღწია მის წინააღმდეგ რუსეთის პროტექტორატს, ხოლო მერე კი ცდილობდა მიღო პროტექტორატი თურქებისგან რუსების წინააღმდეგ.

საერთოდ კი, იმ დროის ქართველთა მოლაპარაკებების პრაქტიკა და რიტორიკა იმსახურებს ცალკე მოხსენიებას. როგორც ოდესღაც ქართული ლიტერატურული ტენდენცია ახდენდა სპარსულის კოპირებას, ხოლო შემდეგ კი რუსული ლიტერატურული და სოციალური ტრადიციებისა, ასევე ისწრაფოდნენ რა ეჩვენებინათ თავისი ინტერესებისა და თავისი საკუთარი თავის მსგავსება გერმანელებთან, ხოლო შემდეგ კი ინგლისელებთანაც, ქართველები სრულად ახდენენ მათი ლექსიკის კოპირებას. აქაც და იქაც გამოიყენება ისეთი სიტყვები, როგორიცაა “დემოკრატია”, “თავისუფლებისკენ მისწრაფება”, “ევროპის ნაწილი”, “საქართველოს ევროპული ორიენტაცია”, “პატარა დემოკრატიული საქართველო” და ა. შ. სწრაფად გააცნობიერეს რა, რომ გერმანელებიცა, და. მოგვიანებით, ინგლისელებიც დაინტერესებული არიან ბოლშევიკებთან ბრძოლაში, ქართველები იწყებენ შესაბამისი “შელოცვის” ყველგან გამოყენებას და ამბობენ, რომ თავიანთ ყველა ნაბიჯს ისინი დგამენ ბოლშევიკებთან ბრძოლის მიზნებით. დროდადრო ეს მიდის სრულ აბსურდამდე: ასე დენიკინის მიერ წარგზავნილთან – გენერალ ლუკომსკისთან – მოლაპარაკებებზე ისინი თეთრების დაქვემდებარებაში მყოფი სოჭის ოკრუგის ოკუპაციასა და მოხალისეთა არმიის წარმომადგენელთა იქიდან განდევნას ასევე ამართლებენ ბოლშევიკებთან ბრძოლით!

როგორც სპარსელების შემთხვევაშიც, ახალი ქართველი დიდკაცობა არ იწყებს ცერემონიებს ყოფილ მეგობრებთან და პატრონებთან. რამდენადაც ქართველები პირფერები და მლიქვნელები არიან გერმანელებთან და ინგლისელებთან, იმდენადვე უცერემონოდ და ზიზღით იქცევიან რუსებთან მიმართებაში. თეთრებამდე და წითლებამდე მოდის ხმები საშინელი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იმყოფებიან რუსები, აფხაზები, სომხები და ოსები, მცხოვრებნი საქართველოს მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე. სწორედ მაშინ სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის პატივცეული პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი სამეცნიერო საზოგადოებრიობის წევრი ალექსანდრე ცაგარელი, პირველად აყენებს თეზისს საქართველოს ანექსიის შესახებ, მძიმე რუსული ოკუპაციის გამო ქართველებისთვის კომპენსაციის შესახებ და მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს დაეხმარონ პატარა საქართველოს მის წმინდა ბრძოლაში რუსეთთან. სიტყვამ მოიტანა და, პროფესორი ცაგარელი დამარხულია საქართველოს ყველაზე უფრო გამოჩენილ და პატივცემულ მოღვაწეთა პანთეონში – მთაწმინდაზე – ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვისა და ვაჟა ფშაველას გვერდით.

ცნობილია, რომ ასეთი დამოკიდებულება აღაშფოთებდა დენიკინს, რომელსაც არაერთხელ გაუწყვეტია მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან გაცილებით უფრო სუსტი მოწინააღმდეგის წარმოუდგენელი, ზღვარგადასული მოთხოვნების გამო. მოხალისეთა არმიის დამარცხების შემდეგ ქართველებმა გადაიტანეს ეს დამოკიდებულება საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლებზეც. აი ამონარიდი ს. მ. კიროვის წერილიდან სტალინისადმი საქართველოში სიტუაციის შესახებ, რომელიც მაშინ – 1920 წელს – იყო იქ საბჭოთა პოლიტიკურ წარმომადგენლად, ხოლო ერთი წლის შემდეგ გახდა 11-ე არმიის კომისარი, რომელმაც დაიპყრო საქართველო: “თვით ჩვენი ისეთი უდანაშაულო ორგანოებიც კი, როგორიცაა საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის წარმომადგენლობა, უძლურნი აღმოჩნდნენ რაიმენაირი მუშაობის წარმოებაში: ყველანი, ვინც გადიან წარმომადგენლობის სადგომიდან, ექვემდებარებიან დაკავებას ან დაჭერას, ან კიდევ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასახლებას”.

დიახ, ქართველები აღმოჩნდნენ უსიამოვნო მეზობლები და უკიდურესად მძიმე პარტნიორები. სიტყვამ მოიტანა და, მოლაპარაკებათა პრაქტკაში ქართული სახელწიფო სრულად იყენებდა რიგ ძალზედ საინტერესო და ჩვენთვის უკვე ცნობილ მიდგომებს. როგორც ოდესღაც ერეკლე II ცდილობდა რუსული ჯარების ჩართვას თავის შიდა (междуусобные) ომებში, ასევე ახლაც პრინციპული მომენტი გახლდათ ქართველების მისწრაფება მაქსიმალურად ჩაერთოთ ნებისმიერ მოლაპარაკებებში ან კონფლიქტებში მაშინდელი “პოლიტიკური მძიმეწონოსნები” – გერმანელები, ხოლო მოგვიანებით კი ინგლისელები. სარგებლობდა რა ერთისა და მეორის გავლენით რეგიონში, აგრეთვე მათი განსაკუთრებული დამოკიდებულებით საქართველოსადმი, ეს მნიშვნელოვან ხარისხად აძლიერებდა მათ პოზიციას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში კი საშუალებას აძლევდათ უბრალოდ მთლიანად შემოებრუნებინათ წასაგები სიტუაცია თავიანთ მხარეზე. ასე, სომხებს ამ დრომდე არ ესმით თუ როგორ მოხდა, რომ როდესაც 1918 წლის ორკვირიან სომხურ-ქართულ ომში სომხეთმა მოიპოვა რა გამარჯვება, დაიკავა რა ახალქალაქი და ლორე, მოულოდნელად აღმოჩნდა წაგებულ მხარედ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებზედაც მათ მიერ დამარცხებულმა საქართველომ მოიწვია ინგლისელები.

მსგავსი მდგომარეობა დაიმზირებოდა მოლაპარაკებებზეც თეთრ სარდლობასთან. მიაღწიეს რა ინგლისელთა თანხმობას საქართველოს შემადგენლობაში მათ მიერ დაკავებული ყუბანის მიწებისა და აფხაზეთის ჩართვაზე, ქართველებს ხშირად გამოაქვთ ეს თანხმობა როგორც ძირითადი არგუმენტი კამათში. არსებობს დენიკინის, ლუკომსკისა და ალექსეევის მოლაპარაკებათა მეტად სახალისო სტენოგრამები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა “გერმანულ ორდენოსანი” აკაკი ჩხენკელი, და რომელიც შეთავსებით გახლდათ ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ცოლის – ნინო გეგეჭკორის ღვიძლი ბიძა. ლაპარაკი ძირითადად მიდიოდა ქართველების მიერ დაპყრობილი სოჭის ოკრუგის კუთვნილების გამო. გენერლების არაერთ მოთხოვნაზე, რომ როგორღაც მაინც ეხსნათ, თუ რუსეთის მიწა, რომელზედაც ცხოვრობენ რუსი ადამიანები, სადაც არ არიან ქართველები და რომელიც არ წარმოადგენს სადაო ტერიტორიას, რის საფუძველზე უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს, გეგეჭკორი ამტკიცებდა მხოლოდ ერთს: “ინგლისელები ამაზე თანახმა არიან”. სტენოგრამის მიხედვით ჩანს, რომ ასეთი პასუხი მოთმინებას აკარგვინებს (выводит из себя) ბრუსილოვის გარღვევის გმირს ალექსანდრე ლუკომსკის, მას არ ესმის, თუ საერთოდ როგორ შეუძლიათ ინგლისელებს იმის განსაზღვრა, თუ ვის უნდა ეკუთვნოდეს სოჭი, ტუაფსე და ადლერი, მაგრამ პასუხად ისევ და ისევ ღებულობს “ინგლისელები თანახმა არიან. თქვენ რა – არ გესმით? ინგლისელები თანახმა არიან”. გახსოვთ, გენიალურ ფილმში “შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება”, რას ეუბნება ქურდი შარაპოვს? “მაგრამ ხომ უფროსმა ბრძანა! არა გაქვს უფლება! უფროსმა ბრძანა!”

უფრო მეტიც, ისწრაფვიან რა აიძულონ დენიკინი აღიაროს სოჭის ოკრუგისა და აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილება, ქართველები სრული ზომით მიმართავენ იმას, რასაც ჩვენს დროში უწოდებდნენ “ასიმეტრიულ მიდგომას”. ისინი მხარს უჭერენ და აფინანსებენ ჩრდილო-კავკასიის მთიელთა სეპარატისტულ მოძრაობასა და მწვანეთა და წითელ-მწვანეთა ამბოხებულ რაზმებს (ტყეში გასულ მეაბოხეებს – ი. ხ.), რომლებიც იმყოფებიან მოხალისეთა არმიის ზურგში და აწარმოებენ მის წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლას. საქართველოს მთავრობა ამბოხებულთა შტაბს განათავსებს გაგრაში და ნახევრად ოფიციალურად, მაგრამ აბსოლუტურად ღიად აწვდის მათ იარაღს, საბრძოლო მასალებსა და აღკაზმულობას, აშანტაჟებს რა დენიკინს იმით, რომ შეწყვეტს მათ მხარდაჭერას მაშივნე, როგორც კი იგი აღიარებს სოჭსა და აფხაზეთს ქართულ ოლქებად. ქართულ ფულებზე გაზრდილი ამ რაზმების ნაწილი შემდეგ შეერწყმება 11-ე არმიას და დაიკავებს თბილისს.

ასეა თუ ისე, 1920 წელს სიტუაცია ამიერკავკასიაში იცვლება. დენიკინი დამარცხებულია, სომხეთი და აზერბაიჯანი ხდებიან საბჭოთა და საქართველო რჩება მარტოობაში. არც ინგლისი, არც სხვა ევროპული ქვეყნები არ იწვიან სურვილით, რომ აღიარონ იგი და მიიღონ “თავიანთი დაცვისა და თავდაცვის ქვეშ”. საქართველო კი მთელი ძალებით მიისწრაფვის დასავლეთისკენ. იგი აგზავნის ემისრებს, სხვადასხვა პარლამენტებსა და ყრილობებს უგზავნის მოწოდებებს, ისწრაფვის თავისკენ მოიზიდოს საერთაშორისო ყურადღება – ჩივის რუსეთზე, ბოლშევიკებზე, აღშფოთებულია, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ მისი – თავიანთი თანამოძმის დახმარება და ა. შ. ამ აზრით (В этом ключе) 1920 წელს საქართველო ორგანიზებას უკეთებს თბილისში თვალსაჩინო სოციალ-დემოკრატების სტუმრობას კაუცკის მონაწილეობით, რომლის მიზანიც იყო მასალების შეგროვება რუსი ბოლშევიკების წინააღმდეგ. და აქ უკვე საქართველოს არ უძუნწია – მისცა საკმარისზე უფრო მეტი მასალები!

მაგრამ აღიარება მაინც არ უნდათ. თანდათანობით ნოე ჟორდანიას ესმის, რომ ეს ჩიხია და რომ საგარეოპოლიტიკური სიტუაცია უბრალოდ კატასტროფულია. ინგლისი არ აღიარებს იმიტომ, რომ არ დაუვიწყებია ქართველების “მხურვალე და გულწრფელი სიყვარული” გერმანელებისადმი და ცალი თვალითაც უყურებს მუდმივად გაძლიერებად რუსეთს. სხვა დასავლური ქვეყნები არ აღიარებენ იმავე მიზეზით – ისინი ღია ტექსტით აცხადებენ, რომ საქართველომ გაიფუჭა ურთიერთობები რუსეთთან და რომ ძველი ქართული ჩვეულების მიხედვით, როგორც თავის დროზე სპარსელების, თურქებისა და რუსების, იგი მუდმივად და ძალზედ აქტიურად ცდილობს შუბლებით დააჯახოს ისინი რუსებთან და თურქებთან, ხოლო მათ კი არ სურთ საქართველოს გამო კონფლიქტზე წასვლა მოსკოვთან და სტამბულთან. მოსკოვთან ურთიერთობები გაფუჭებულია კარდინალურად – უნდა მოეხერხებინათ, რომ ასე ძლიერად ენთხიათ სიბინძურე (нагадить) ერთდროულად დამარცხებულ თეთრებთანაც და გამარჯვებულ წითლებთანაც! ძველი მეტოქე – თურქეთი – ელოდება მოხერხებულ მომენტს, რათა მოაკვნიტოს საქართველოს მეტი ზომის ნაჭერი.

აქტიურდება ტერიტორიული დავები სომხეთთან და აზერბაიჯანთან, და საბჭოთა რუსეთიც სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ საქართველო – აგრესორია და უნდა დააბრუნოს მიტაცებული ყუბანური მიწები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მდგომარეობა საქართველოში სულ უფრო მეტად ხდება 1790-იანი წლების მიწურულის კრიზისის მსგავსი. როგორც ოდესღაც მოხუც მეფეს ერეკლე II-ს, ნოე ჟორდანიას ესმის, რომ დიდხანს ასეთი სიტუაცია არ შეიძლება გაგრძელდეს და სამაგიეროს მოზღვა გარდაუვალია (расплпта неминуема). მაგრამ განსაკუთრებული არჩევანი საქართველოს არა აქვს – იგი უნდა დაეყრდნოს ვინმეს მაინც, ვისაც შეუძლია მისი აღიარება და დაცვის უზრუნველყოფა.

ამ დროს, თითქოსდა, დავიწყებას მიცემული, დასუსტებული, ქართველების მიერ დამცირებული და შეურაცხყოფილი ძველი პატრონი – რუსეთი – ბრუნდება. იგი დღითი-დღე სულ უფრო ძლიერი ხდება – ამყარებს თავისთან წესრიგს, უმკლავდება “ძველი სამყაროს” ნარჩენებს, უახლოვდება საქართველოს საზღვრებს. ომის დასრულებასთან ერთად, რუსეთის ბუნებრივ რესურსებთან ხელმისაწვდომობაში დაინტერესებული დასავლური ქვეყნები იკავებენ მისდამი ბევრად უფრო ლოიალურ პოზიციას, ხოლო ახალი ეკონომიკური პოლიტიკის მოახლოება ჰპირდება მათ პირდაპირი კონცესიების მიღებას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და გადამუშავებაში. “ბოროტი ბოლშევიკების” თემა იწყებს გვერდზე გაწევას, მაგრამ საქართველოს სხვა არ გააჩნია და იგი აგრძელებს ღაღადს დახმარებაზე. და აქ რუსეთი აკეთებს იმას, რაც სულ ახლახანს ქართველებს საშინელ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდათ: რუსეთი ღიად უტევს “ღვთივრჩეულ” და “დიად” ინგლისს, უკანასკნელ მომენტამდე საქართველოს არსებობის ნახევარ-გარანტს. 1920 წლის გაზაფხულზე საბჭოთა კასპიური ფლოტილია რასკოლნიკოვის მეთაურობით იპყრობს ირანის პორტ ენზელის, სადაც დაგროვებულია 23 რუსული გემი, რომლებმაც მოახდინეს კრასნოვოდსკიდან თეთრებისა და სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია. ენზელის იცავს ინგლისური 51-ე ქვეითი დივიზია. წითლები უყენებენ ულტიმატუმს და, ღებულობენ რა უარს, ცეცხლს უშენენ ენზელის ზღვიდან, გადასხდებიან ნაპირზე, ამარცხებენ ინგლისურ დივიზიას, აიძულებენ რა ინგლისელებსა და თეთრგვარდიელებს ქალაქის დატოვებას. შედეგ ისინი ხელში იგდებენ ხომალდებს და მიჰყავთ ისინი. სახალისოა, რომ იმ ბრძოლაში რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს ინგლისელი სარდალი კომმოდორი ფრაიზერი. ნეტავი სცოდნოდათ მათ, რომ 20 წლის შემდეგ – 1941-დან 1945 წლის ჩათვლით სწორედ იგი ინგლისის სამეფო ფლოტის ადმირალის წოდებით იქნება პასუხისმგებელი მოკავშირეთა ბადრაგების გაცილებაზე მურმანსკში.

რუსეთმა დაანახა, რომ იგი კვლავ ძლიერი გახდა! და საქართველო აღიარებით მოდის (бросается) რუსეთთან. კრემლში, სტალინთან, რომელიც თანდათანობით იკრებს პოლიტიკურ წონას, იგზავნება სპეციალური წარმომადგენელი გრიგოლ ურატაძე – სტალინის ძველი თანამებრძოლი იატაკქვეშა ბრძოლაში, რომელიც მასთან ერთად იჯდა ციხეში – სწორედ ის ურატაძე, რომელიც შემდეგ – ემიგრაციაში – დაწერს, რომ 1909 წელს მათმა პარტიულმა ბაქოს უჯრედმა ბრალი დასდო სტალინს მეფის ოხრანკასთან თანამშრომლობასა და პოლიციისთვის თავისი მეგობრის კამოს გაცემაში. გასაოცარია, მაგრამ ურატაძე ხელს აწერს მოსკოვში ხელშეკრულებას საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს აღიარებაზე! ქართველები ზეიმობენ! ჟორდანია თვლის, რომ კრიზისი ჩავლილია და ახლა კი, ხელში აქვს რა რუსეთის მიერ აღიარება, იგი შეძლებს დაარწმუნოს დასავლეთი მათ აღიარებაში.

მაგრამ გრიგოლ ურატაძე ცუდად იცნობდა თავის პარტიულ თანამებრძოლს. როგორც 1786 წლის ხელშეკრულება თურქეთთან თავდაუსხმელობაზე იქცა ერეკლე II-ის საქართველოს დასასრულად, ისე აღიარების შესახებ ხელშეკრულებაც რუსეთთან იქცა ნოე ჟორდანიას საქართველოს დასასრულის დასაწყისად. ძველმა მელამ – კობამ – ხელშეკრულებაში შეიტანა პუნქტი იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა განთავისუფლდეს ინგლისელთა გავლენისგან და გაიყვანოს მათი ჯარები თავისი ტერიტორიიდან. საქართველო ისევ მობრუნდება 180 გრადუსით, ახლა უკვე ინგლისელებთან მიმართებაში და მომენტალურად მიუთითებს ყოფილ “საუკეთესო მეგობრებს” კარზე, ისინი მიდიან, ტოვებენ რა საქართველოს ერთი-ერთზე რუსეთთან და თურქეთთან, ხოლო 8 თვის შემდეგ – 1921 წლის დასაწყისში – რუსეთი ხელს აწერს დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ინგლისელები ვალდებულებას იღებენ თავი შეიკაონ საქართველოს მხარდაჭერისგან მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისას. დანარჩენი უკვე გახლდათ დროის საქმე და 1921 წლის თებერვალში წითელი არმია იპყრობს საქართველოს და ერთი ქართველი – ორჯონოკიძე უგზავნის მეორე ქართველს – სტალინს სახელგანთქმულ დეპეშას: “წითელი დროშა ფრიალებს ტფილისის თავზე!”.

საქართველოს ხელმძღვანელობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, საქართველოს დაპყრობას არ გამოუწვევია საერთაშორისო რეზონანსი. მოკლე დროის მანძილზე საქართველომ მოახერხა რომ ყველას მობეზრებოდა თავისი სირბილით ერთი მხარიდან მეორეზე, თავისი ელვისებური ღალატით მათ მიმართ, ვისაც ჯერ კიდევ გუშინ მგზნებარედ უხსნიდა სიყვარულს, თავისი დაუსრულებელი საჩივრებითა და დიდი დერჟავების მუდმივად შუბლებით დაჯახების მცდელობებით. საქართველოს დაცვისა და რუსეთთან ომის საკითხი არც კი დასმულა. დიდსა და ყველასთვის საჭირო რუსეთს და პატარასა და სკანდალურ საქართველოს შორის დასავლეთმა აირჩია რუსეთი.

საქართველოს თავზე ისევ ამოვიდა რუსეთის ვარსკვლავი.

ახლა შეგვიძლია ცოტა დავისვენოთ. მით უმეტეს, რომ საქართველოს ისტორიის ერთი ციკლი დასრულდა. მასში მან ყველაზე უფრო გასაოცარი სახით და პრაქტიკულად იდენტურად მოახდინა ქცევის საკუთარი მოდელის კვლავწარმოება და ზუსტად გაიმეორა უფრო ადრე დახატული პერიოდები: უცხო დერჟავის ძალაუფლება – მაქსიმალური მიმიკრია პატრონის საამებლად სიკეთეთა მიღების მიზნით – მფარველის დასუსტება – ძველი პატრონის ხელში განდიდებული ქართული დიდკაცობის მიერ ახალი პატრონის ძიება – მიმიკრია მის საამებლად – სრული და ძალზედ სწრაფი შემობრუნება ძველი მფარველის წინააღმდეგ და მის ინტერესებზე შეტევა.

გასაოცარია, მაგრამ ცხოვრობდა რა სხვა ეპოქაში, განსხვავებული მოქმედი პირებით, ცვლილებათა წარმოქმნის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარით, საქართველომ იოტისოდენადაც კი არ დაიხია უკან ქცევის საკუთარი მოდელისგან, მას არ დაუსვამს ახალი მიზნები, არ დაუმატებია ამ მოდელში ახალი პუნქტები, არ გადაუგდია ძველები. საკმარისად კანონზომიერია ისიც, რომ ორი ციკლის შედეგი აღმოჩნდა ერთნაირი, რაც იყო 1801 წელს, იგივე განმეორდა 1921-შიც.

საქართველო საბჭოთა ხანაში


აქ ჩვენ ვუახლოვდებით პერიოდს, რომელიც მკითხველთა უმრავლესობამ იცის არა გაგონებით და რომლის აღწერისთვისაც ყოველთვის არ არის აუცილებელი ისტორიკოსთა აზრის მოშველიება. ადამიანებს ახსოვთ. 1921 წლიდან ფრაზა “15 რესპუბლიკა – 15 და” იქცა საერთო სახლის სიმბოლოდ საქართველოსთვის და ამ სახლში იგი ცხოვრობდა თანაბარი წევრის უფლებით – უბედურებასა და სიხარულში. მართალია, ასევე თავისი ტრადიციული “ქცევის სტერეოტიპების” შესაბამისად.

ომისწინა ოცი წელიწადი საქართველოსთვის არ ყოფილა მოვლენებით მდიდარი, თუმცა კი ღირს რომ ზოგიერთი მათგანი გამოვყოთ. ჯერ ერთი, ეს, რა თქმა უნდა (მხოლოდ არ თქვათ, რომ გაკვირვებულნი ხართ!) ტერიტორიული შენაძენებია, სახელდობრ კი სტალინის მიერ საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიწების გადაცემა. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ ამ ნაბიჯის კანონიერების შესახებ, მაგრამ ეს არ შეადგენს მოცემული წერილის ამოცანას. არსებითად, საქართველოსთვის ამ ორი რეგიონის მიღებამ შეადგინა ისეთივე ტერიტორიული შენაძენი, როგორიც უფრო ადრე მიმდინარე დაპყრობებმა, მართალია, მომხდარმა მშვიდობიანი გზით, რაც სავსებით გასაგებია, რადგანაც მთელი ტერიტორიები იმყოფებოდა ერთი მფარველის სამფლობელოთა სფეროში. გაგებისთვის მეორე მნიშვნელოვან მომენტად იქცა საქართველოს მთელი ტერიტორიის “გაქართველების” პოლიტიკის დასაწყისი, ამასთან არა მხოლოდ ახლადშეძენილი მიწებისა, არამედ უშუალოდ მისი ქართული ნაწილისაც. თავიდან ამ პოლიტიკის ფარგლებში საერთოდ გამოიყენებოდა რაღაცნაირი ველური, შუასაუკუნოებრივი კანონები – ასე, აცხადებდნენ, რომ ქართველი ქალები, რომლებიც მისთხოვდებოდნენ უცხოელებს, კარგავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობას, არაქართველებს, რომელთაც არ ჰქონდათ საცხოვრებელი საქართველოს ტერიტორიაზე, არ შეეძლოთ არსად ჩაწერა, თვით საერთო საცხოვრებელშიც კი, ტფილისიდან მასშტაბურად ხდებოდა სომხების დეპორტაცია და ა. შ. ამან გამოიწვია საჩივრების კორიანტელი და რაღაც მომენტში თავგასულ ამხანაგებს, როგორც იტყვიან, უბრალოდ “შეუსწორეს” ზემოდან. საინტერესოა, რომ ამ “თავგასულთა” ლიდერებსა და იდეოლოგებს შორის იყო ადამიანი, რომლის ვაჟიშვილიც 30 წლის შემდეგ დაწერს გენიალურ «Ах, Арбат, мой Арбат»-ს – შალვა სტეფანეს ძე ოკუჯავა – მაშინდელი საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე.

უკვე მოგვიანებით, “გაქართველების” ფარგლებში, რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაიწყო გლეხთა გადასახლების სტიმულირება აფხაზეთში. იქმნებოდა გადასახლების პროგრამები, მუშაობდა მთელი სახელმწიფო ორგანიზაცია «Спецпереселенстрой», რომელსაც მასობრივი წესით გადაჰყავდა კოლმეურნეები სამეგრელოდან აფხაზეთში. ამ მიმართულებას კურირებდა თავად ლავრენტი ბერია, რამაც მრავალი წლის შემდეგ წარმოშვა აფხაზური ანდაზა, რომელიც იწყება ასე: “ბერიამ მოიყვანა ქართველები აფხაზეთში...”. შეუძლებელია ითქვას, რომ იმ ხანებში სრულად იცავდნენ ქცევის ტრადიციულ სტერეოტიპებს, მათ შორის, მეფის რუსეთის პერიოდში ჩამოყალიბებულებს. ასეთი დრო იყო – პრეფერენციებს განსაკუთრებით არავის არ აძლევდნენ, გამონაკლისებს არ აკეთებდნენ, მოთხოვნები იყო ერთნაირი, და მაშინ ყველას მხოლოდ ერთი ადამიანი უყვარდა, სიტყვამ მოიტანა და, ეროვნებით ქართველი. საქართველომ სრული ზომით იწვნია იმ პერიოდის სიხარულიცა და უბედურებაც – დაახლოებით 30000 ადამანი იყო რეპრესირებული, ფრონტზე წავიდა 700000 ადამიანი, დაახლოებით 250000 დაიღუპა. ნათელი იყოს მათი ხსოვნა და მიწამდე თაყვანი ვცეთ მათ! მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიტუაცია იცვლება და ჩარჩოში შედის ტრადიციული ქართული მოდელები. როგორც იყო რუსეთის იმპერიაშიც, საქართველო იძენს განსაკუთრებულ, სხვა რესპუბლიკებისთვის მიუღწეველ ადგილს – იგი ხდება ყველას მიერ ყვარებული (всеобщей любимицей). პირველი თანასწორთა შორის.

იმ დროს საბჭოთა ადამიანთა წარმოდგენები საქართველოს შესახებ დაიყვანებოდა რაღაც ზღაპრულ ქვეყნამდე, სადაც ყოველთვის თბილა, სადაც არის ზღვა, პალმები, მანდარინები და ხურმა, სადაც ცხოვრობენ კეთილი და ბრძენი ქართველები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დაალევინონ სტუმარს ღვინო და უმღერონ მას ლამაზი ქართული სიმღერები. მთელი ქვეყანა უსმენდა ნანი ბრეგვაძეს, “ორერასა” და “მზიურს”, მღეროდა სულიკოს, აღტაცებული იყო ფიროსმანის ტილოებით, განიცდიდა კეთილი, ამაყი და თავისებურად უბედური მფრინავის მიმინოს – ვალიკო მიზანდარის ბედის გამო, სამზარეულო წიგნების მიხედვით დღესასწაულებზე ამზადებდა ჩახოხბილს და სუფრაზე მიჰქონდა იგი ქინძმარაულის ან ოჯალეშის ბოთლთან ერთად.

უბრალო საბჭოთა ადამინებს, ხვდებოდნენ რა იქ, აოცებდათ ქართველთა ცხოვრების დონე – იქ იყო ყველაზე უფრო მეტი მანქანა ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, ვარგისი ქართული ქვის სახლები სულ არ ჰგავდა ტამბოვისა და რიაზანის ოლქების მოწინავე კოლმეურნეთა ხის ქოხებს, და თავად ქართველებიც, უბრალო საბჭოთა ადამიანის აზრით, ცხოვრობდნენ მდიდრულად (на широкую ногу). “ხომ უნდა იყოს რაიმე, რის გამოც ისინი ასე კარგად ცხოვრობენ!” – ფიქრობდნენ ადამიანები. და ისინი არ ცდებოდნენ. იყო.

მიზეზი რამდენიმე იყო. ჯერ ერთი, განსაკუთრებულად ხელსაყრელი გახლდათ თავად საქართველოს მდებარეობა, როგორც სუბტროპიკული საკურორტო ტერიტორიისა მკაცრი კლიმატის მქონე ჩრდილოეთის ქვეყნის ფარგლებში. ასეთ ქაღალდის გეოგრაფიას მოჰქონდა საქართველოსთვის არცთუ ცოტა რეალური, სრულწონიანი საბჭოთა მანეთი. ეს სწორედ მან მისცა საქართველოს უსაზღვრო საბჭოთა ბაზარი თავისი მანდარინების, ხურმისა და ფეიხოას გასაყიდად მეტად მაღალ ფასებში, იმ დროს, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში კონკურენცია სუბტროპიკული ხილის გასაღების ბაზრებისთვის იყო უზარაზარი და ისინი სულ კაპიკები ღირდა. ეს სწორედ მის გამო საქართველოს კურორტები, ყირიმის კურორტებთან ერთად, ითვლებოდა საუკეთესოდ და მათში საგზურებს რიგითი საბჭოთა მოქალაქეები ვერ იშოვნიდნენ.

მეორეც, იყო სხვა მიზეზიც, რომლის შესახებაც არ უყვართ ლაპარაკი თანამედროვე ქართველ ისტორიკოსებს. საბჭოთა კავშირში ყველას ნებას აძლევდნენ ერთნაირად, მაგრამ ქართველებს ცოტათი უფრო მეტის ნებას აძლევდნენ. უფრო კონკრეტულად კი ეს შეეხება ამ ამიერკავკასიურ რესპუბლიკაში აყვავებულ ჩრდილოვან ეკონომიკას – საქმოსნებსა და კანონიერ ქურდებს. საზოგადოებრივი საკუთრების კომუნისტური შირმის მიღმა წარმოების საშუალებებზე საქართველოს სსრ-ში ფაქტიურად ხდებოდა კერძო ბიზნესის ლეგალიზაცია. ათასობით წვრილი და საშუალო საამქრო (“ცეხი”) მოქმედებდა როგორც კერძო სახლებში, ისე სახელმწიფო საწარმოებშიც, და თავად ეს საწარმოებიც ნახევრად ოფიციალურად გადაიქცეოდა მათი ხელმძღვანელების საკეთილდღეოდ მომუშავე კერძო სავაჭროებად, სადაც ყველაზე უფრო მეტად “მაძღარი” («хлебные») თანამდებობები იყიდებოდა საბაზრო ფასების მიხედვით. დიახ, “ცეხები” არსებობდა სსრკ-ის სხვა მხარეებშიც – ისინი არცთუ ცოტა იყო შუა აზიაშიც, ოდესაშიც. მაგრამ ქართული “ცეხების” რაოდენობა შეუდარებლად მეტი გახლდათ, ვიდრე ხმელეთის მეექვსედი ნაწილის მთელ დანარჩენ ტერიტორიაზე, აჭარბებდა რა დანარჩენ რეგიონებს ათეულჯერ, თუ არა ასეულჯერ უფრო მეტად.

დაახლოებით ასეთივე სიტუაცია ჩამოყალიბდა კანონიერ ქურდებთან მიმართებაში. ომის შემდეგ, და ახლაც კრიმინალური სამყაროს ეს სფერო თავის მასაში იქცა ქართულ სამემკვიდრეო მამულად, ეროვნული ბიზნესის ერთგვარ სახეობად. დაინტერესდით საბჭოთა და თანამედროვე კანონიერი ქურდების ეროვნული შემადგენლობით – მათგან 80 პროცენტის გვარები, და შესაძლოა მეტისაც გასაოცრად მთავრდება -შვილზე ან -ძეზე.

მაინც რით აიხსნება საბჭოთა ხელიუფლების ასეთი გასაოცარი კეთილგანწყობა საქართველოსთან მიმართებაში? ამის შესახებ არის სხვადასხვანაირი მოსაზრებანი. ერთი სპეციალისტები თვლიან, რომ მისგან სურდათ პატარა სამოთხის გაკეთება, საკურორტო ადგილისა, სადაც საბჭოთა ადამიანს ტამბოვიდან ან ნერიუნგრიდან შეეძლებოდა სულით და გულით მოდუნებულიყო და გაეხარა მის წილად მოსული ბედნიერი ცხოვრების პატარა ნაწილისგან. სხვები ამბობენ, რომ ამაში არის არცთუ მცირე დამსახურება იმ დროის ქართველი ბელადებისა – იმავე მჟავანაძის ან შევარდნაძის, რომლებიც ცენტრის წინაშე მტკიცედ იცავდნენ თავიანთი რესპუბლიკს ინტერესებს და მიაღწიეს დაუჯერებელ, თითქმის წარმოუდგენელ პრივილეგიებს, უნარიანად იყენებდნენ რა მონაცვლეობით მომთხოვნელობას, ეროვნული უკმაყოფილების მუქარებსა და აღმოსავლური ზეპირსიტყვიერების მძლავრ ნაკადებს, შევარდნაძის ცნობილი ფრაზის ტიპისა იმის შესახებ, რომ “მზე საქართველოსთვის ამოდის ჩრდილოეთიდან”.

ასეა თუ ისე, მაგრამ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ პრაქტიკულად არაფრის არ მწარმოებელი საქართველოს სსრ საბჭოთა კავშირში გადაიქცა ყველაზე უფრო მდიდარ და წარმატებულ რესპუბლიკად, ხოლო მისი მოსახლეობის ცხოვრების დონე იყო უფრო მაღალი, ვიდრე არა მხოლოდ მთლიანად სსრკ-ში, არამედ ვიდრე მსოფლიოს ბევრ, სულაც არა ყველაზე უფრო ჩამორჩენილ ქვეყანაშიც. სიტყვამ მოიტანა და, ამან ცოცხალი გამოხატულება ჰპოვა იმ დროის ანეგდოტებშიც. გახსოვთ – “როგორ უწოდებენ საქართველოში 100 მანეთის კუპიურას? – ქართულ მანეთს”? ან აი ეს – “ვანო, რატომ აძლევ შენს თავს უფლებას, რომ იარო ზაპოროჟეცით? შენ რა არ გესმის, რომ საქართველოს არცხვენ?! – თქვენ კიდევ რას გადამეკიდეთ – მე მათხოვარი ვარ!”?

ასე გრძელდება 80-იანი წლების შუახანებამდე... როდესაც... პატრონი სუსტდება. სპარსელებისა და რუსეთის იმპერიის შემდეგ თავქარიანი მადამ ისტორია მორიგ ჯერზე ახდენს საქართველოსთვის შემობრუნებას. მეგობარი და მფარველი, რომლის მხრიდანაც 70 წლის მანძილზე ქართველთა მიწისთვის (для земли картвелов) ამოდიოდა მზე – საბჭოთა კავშირი – სუსტდება. ნავთობზე შემცირებულ ფასებს, მაღალ სამხედრო ხარჯებს, არაეფექტურ, ძალზედ პოლიტიზებულ და ბიუროკრატიზებულ სახელმწიფო ეკონიმიკას ქვეყანა მიჰყავთ კრახამდე. საბჭოთა რესპუბლიკებში ძლიერდება ცენტრიდანული ძალები და ქვეყანა იწყებს სკდომას ნაჭრებისგან შეკერილი საბნის მსგავსად.

1991 წლის ზაფხულში სსრკ-ის შემადგენლობიდან ერთი მეორის მიყოლებით გადიან ბალტიისპირა რესპუბლიკები – ივლისში – ლიტვა, აგვისტოში – ლატვია და ესტონეთი. სამართლიანობის გულისთვის ღირს ვთქვათ, რომ ისინი არასოდეს არ გრძნობდნენ საკუთარ თავს რუსეთის ნაწილად, არც, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირის ნაწილად, ყოველთვის გვაგრძნობინებდნენ ამას, და საბჭოთა მოქალაქეებიც აღიქვამდნენ მათ როგორც რაღაც სულაც არა თავისად, მეტისმეტად თავდაჭერილად, ევროპულად, რომელიც მხოლოდ ბედის ნებით აღმოჩნდა მათთან ერთ სახელმწიფოში. ბალტიისპირელთა გასვლიდან 4 თვის შემდეგ – 1991 წლის 8 დეკემბერს – რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ხელმძღვანელები ხელს აწერენ ბელოვეჟის შეთანხმებებს, რომლებმაც დასასრული დაუდეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს... მაგრამ... მაგრამ ყველასგან ყვარებული და ყველას მოყვარული, საბჭოთა ხელისუფლებისა და საბჭოთა ხალხის მიერ ნაფერები, ყველგან განსაკუთრებული და უმაგალითო საქართველო არ ელოდება ბელოვეჟის შეთანხმებებსა და ბალტიისპირელთა სსრკ-დან გასვლას – იგი პირველი, რესპუბლიკებს შორის პირველი, ჯერ კიდევ ბალტიელთა გასვლამდე 5 თვით ადრე და ბელოვეჟის ტევრში შეხვედრამდე 8 თვით ადრე ატარებს საყოველთაო რეფერენდუმს და 1991 წლის 9 აპრილს აცხადებს თავისი დამოუკიდებლობის შესახებ! მორჩა. საბჭოთა ერა საქართველოსთვის მთავრდება. იწყება ქართული დამოუკიდებლობის ხანა.

საქართველო საბჭოთა დროის შემდეგ


ამ მომენტისთვის ბედი საქართველოს პოლიტიკურ ცისთაღზე ამოისვრის ზვიად გამსახურდიას. იგი ფართოდ არის ცნობილი როგორც დისიდენტი, ოპოზიციური მოღვაწე და როგორც ქართული ლიტერატურის კორიფეს – კონსტატინე გამსახურდიას ვაჟი.

საერთოდ, აუცილებელია ითქვას, რომ მამა და შვილი გამსახურდიები – ეს არის ტრადიციული ქართული ელიტის კლასიკური ვარიანტი, რომელსაც არ შეუცვლია თავისი ტიპაჟი, სულ მცირე, XVI საუკუნიდან. ჭკვიანი, ნიჭიერი, ვერაგი და ძირის-ძირამდე (до мозга костей) ანგარიშიანი ელიტისა. ორივე ისინი იმდენად ჰგვანან ერეკლე II-ს, სოლომონ იმერელსა და ნოე ჟორდანიას, რომ არ გამიკვირდება, თუკი ეს მსგავსება პორტრეტულიც კი აღმოჩნდება! მათი პოლიტიკური კულბიტებიც ასევე ანცვიფრებს წარმოდგენას!

თუკი თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსი – კონსტანტინე გამსახურდია – მამა საქართველოს მომავალი პრეზიდენტის – ზვიადისა – ვინმე არ ყოფილა ცხოვრებაში, იგი არ ყოფილა საშუალო და უბრალო ადამიანი. მისი ბედის მოსახვევები ცალკე წიგნის ღირსია. ახალგაზრდა ადამიანი, ჯერ კიდევ I მსოფლიო ომამდე, იგი გაემგზავრა გერმანიაში, დაასრულა ბერლინის უნივერსიტეტი, 10 წელი იცხოვრა დასავლეთში, და 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში, ემხრობოდა რა ძალზედ ძლიერ მემარცხენე, ანტირუსეთულ და ანტისაბჭოთა შეხედულებებს. ჯერ კიდევ 1920 წელს იგი შევიდა ევროპაში შექმნილ საქართველოს განთავისუფლების კომიტეტში, და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, უკვე თბილისში დაარსა ლიტერატურული წრე ანტისაბჭოთა, მენშევიკური და პროგერმანული მიმართულებისა. რა შეიძლებოდა იმ დროს მოსვლოდა ასეთ ადამიანს? სწორია: დამღა “ჯაშუშია” – და ბანაკებში! ყველაფერი ასე მოხდა კიდეც. 1926 წელს მას აპატიმრებენ, “მხატვრულობისთვის” ათ წელს ტენიან (суют за «художества» десятку) და აგზავნიან სოლოვკებზე სამწუხაროდ სახელგანთქმულ ბანაკში СЛОН (Соловецкий лагерь особого назначения). თითქოს და, რა არის აქ საინტერესო? მაშინ ყველანი ასე ცხოვრობდნენ. მაგრამ სწორედ აქ იწყება კიდეც გასაოცარი მეტამორფოზები, თუკი გავიხსენებთ უჭკვიანესი ლევ დავითის ძის (ტროცკის) სიტყვებს – “ზიგზაგები, წინააღმდეგობანი, ღალატები”!

განაჩენიდან ერთი წლის შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიას უშვებენ. ამასთან, რეაბილიტაციის გარეშე – სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კმიტეტის (ცაკ, ЦИК СССР) პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე. გადაიჭედა ამხანაგი! (Перековался товарищ!) გამსახურდიას ეყო ერთი წელიწადი, რათა ეგრძნო, რომ პატრონი ძლიერია, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა შეიცვალოს ორიენტაცია, გადაყაროს თავისი “დამპალი” ევროპული ჩვევები და “დაადგეს გამოსწორების გზას”. მე ირონიზირებას არ ვეწევი. ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ იგი ხდება სავსებით სხვა ადამიანი: წერს სახალხო ბედნიერების შესახებ, კოლექტივიზაციის შესახებ, ძველი და ახალ სამყაროს დაჯახების შესახებ, აყვავებული მომავლის შესახებ. სიტყვამ მოიტანა და, კარგად წერს! მაგრამ გამსახურდიას შემოქმედების გვირგვინად, რა თქმა უნდა, გამოჩნდა წიგნი “ბელადი” მისი დიადი თანამემამულისა და ყველა ბავშვის მეგობრის – ამხანაგ სტალინის შესახებ. კონსტანტინე გამსახურდია მოელოდა, რომ ამისთვის მიიღებდა სტალინურ პრემიას. მაგრამ ხელისუფლებამ აწყენინა ნიჭიერ მომღერალს და მისცა მას მხლოდ ლენინის ორდენი. უკვე დაწყებული ოცდაათიანი წლებიდან, ყოფილი პატიმარი, “ჯაშუში” და “ანტისოვეტჩიკი” ხდება ქართული პროზის კორიფე, მას ოფიციალურად უწოდებენ “ქართველ გორკის”, იგი შედის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში, მეგობრობს მალენკოვთან და ბერიასთან, თბილისში მგზავრობს პირადი ავტომობილით და ცხოვრობს უზარმაზარ სახლში, რომელსაც თბილისში უწოდებენ “კოლხურ კოშკს” და აგებულია მისი საკუთარი პროექტის მიხედვით.

აი ასეთი მეტამორფოზებია! დამისახელეთ თუნდაც ერთი სხვა, არაქართული მაგალითი ასეთი შესანიშნავი ისტორიული კულბიტებისა! არ არის ასეთი მაგალითები. მარამ ეს ყველაფერი არაა. კულბიტები გრძელდებოდა! თავისი სიცოცხლის ბოლოსთვის, ხელისუფლების მიერ ნაფერები საქართველოს პროლეტარული მომღერალი უბრუნდება ანტირუსულ პოზიციებს, რომლებიც მას ეკავა ქარიშხლიან ევროპულ ახალგაზრდობაში, როდესაც 1914 წელს ცდილობდა მოხალისედ შესვლას გერმანულ არმიაში – “მძლე მოხუცი” გამოირჩეოდა გასაოცარი ძალის ანტირუსული შეხედულებებით, თვით მოსკოვიდან ჩამოსულ დელეგაციებთანაც იგი პრინციპულად უარს ამბობდა ელაპარაკა რუსულად და თავის ეზოს ფინიას ეძახდა – ივანს.

სიტყვამ მოიტანა და, ცოტამ თუ იცის, რომ როდესაც 1942 წლის ზაფხულში გერმანელებმა დაიკავეს მოზდოკი, უღელტეხილების გადმოვლით მოიწევდნენ აფხაზეთისკენ, ხოლო მათი წალქვეშა ნავები წყალზედა მდგომარეობაში ცეცხლს უშენდნენ სოჭი-ადლერის მატარებლებს, საბჭოთა ჯარები განიხილავდნენ თბილისის ჩაბარების შესაძლებლობას და ამ შემთხვევისთვის ამზადებდნენ იატაკქვეშა აგენტურას. აი ამ აგენტურის ხელმძღვანელად უნდა გამხდარიყო კონსტანტინე გამსახურდია. მართალია, საბედნიეროდ, საქმეში ჩაერია ლეგენდარული მზვერავი პავლე სუდოპლატოვი, რომელიც მშვენივრად ერკვეოდა ადამიანებში, სწორედ მან აირიდა კიდევაც ეს კანდიდატურა ლენინის ორდენის კავალერისადმი სუსტი ნდობის მიზეზით. რეზიდენტის როლი მაშინ გადასცეს დრამატურგ მაჭავარიანს.

“ქართველი გორკის” ვაჟმა – ზვიად გამსახურდიამ – ბევრ რამეში გაიმეორა მამის კულბიტები. თავისი დროის მიხედვით შესწორების შეტანით, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ ჭაბუკობიდან იგი გამოირჩევა ანტისაბჭოთა და ანტირუსეთული შეხედულებებით, აფუძნებს იატაკქვეშა ორგანიზაციებს, წერს და ავრცელებს ნაციონალისტურ ლიტერატურას, მონაწილეობს ანტისაბჭოთა დემონსტრაციებში. მამა-კორიფეს აჩრდილი საიმედოდ იცავს მას და გამოჰყავს ყველაზე უფრო მძიმე სიტუაციებიდან. ასე გრძელდება 1975 წლამდე, როდესაც მამა მოკვა და ზვიადს უკვე ვეღარავინ დაიცავდა. 1977 წელს მას აპატიმრებენ, ასამართლებენ, მაგრამ ჯდომა მას, როგოც მამასაც, უწევს მხოლოდ ერთი წელი – 1978 წელს, მამის “გადაჭედვიდან” ნახევარი საუკუნის შემდეგ, ხდება სასწაული – “გადაიჭედება” მისი ვაჟიც! მგზნებარე “ანტისოვეტჩიკი” და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გამოდის საჯარო მონანიებით, რომლის ტრანსლირებასაც რესპუბლიკური ტელევიზია ახდენს მთელ საქართველოზე და მკაცრი ციმბირული ზონის ნაცვლად ღებულობს პატარა გადასახლებას მეზობელ დაღესტანში, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ – 1979 წელს – გამსახურდიას ანიჭებენ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს და იგი ხდება საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. და აქ როგორ არ დავიჯეროთ მამათა და შვილთა ბედის ერთიანობა!

სწორედ ზვიად გამსახურდიამ, რომელიც, იყო რა დისიდენტი და უფლებადამცველი, თავის გაგებაში, იბრძოდა ჩაგრულ ერთა უფლებებისთვის, გახდა რა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი, მოახდინა კიდევ ერთი შემობრუნება – წამოაყენა ლოზუნგი, რომელსაც ახლა მთელი ძალებით უარყოფენ განათლებული ქართველი ისტორიკოსები – “საქართველო – ქართველებისთვის!” და სწორედ ზვიადი გამოვიდა ურყევი ქართული პოლიტიკური ფორმულის გამგრძელებლის როლში. ტერიტორიული დაპყრობები – აი რით იწყებს იგი საქმიანობას პირველ რიგში. მისი აზრით ტერიტორიათა დაპყრობები ნიშნავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შენარჩუნებას, რომლებიც მთელი საბჭოთა და არა მხოლოდ საბჭოთა დროის განმავლობაში არ თვლიდნენ საკუთარ თავს საქართველოს ნაწილად, ნებაყოფლობით მასში არასოდეს არ შედიოდნენ და სურდათ დარჩენილიყვნენ საბჭოთა კავშირში მის დაშლის შემდეგაც.

მოდით კვლავ მივაპყროთ ყურადღება ისტორიულ პრიორიტეტებს. გავიხსენოთ, რომ ისტორიულად, შეიცვლიდა რა მფარველს, საქართველო მაშინვე, ზედმიწევნით მაშინვე, შეუდგებოდა ხოლმე ტერიტორიის გაფართოებას, ომებს, დაპყრობებს და ა შ. ასე იყო XVIII საუკუნის ბოლოშიც, 1918 წელშიც, გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისშიც. რა ხდება ზვიად გამსახურდიასთან? შესაძლოა აქ რაიმე შეიცვალა?

გამსახურდია ხდება საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 1990 წლის ნოემბერში. ხოლო უკვე დეკემბერში იგი აუქმებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიას და კიდევ ერთი თვის შედეგ შეჰყავს იქ მილიციის ძალები. იწყება ოსურ-ქართული ომი, რომელიც, ამა თუ იმ ფორმით, გრძელდება 18 თვეს და მთავრდება მხოლოდ 1992 წლის ივლისში, შევარდნაძის დროს. აფხაზეთში ღებულობენ რიგ კანონებს, რომლებიც არღვევს აფხაზთა უფლებებს, ზღუდავს აფხაზური ენის გამოყენებას, ხოლო შემდეგ კი, 1921 წლის ნიმუშის საქართველოს კონსტიტუციის მიღებასთან ერთად, ფაქტიურად უქმდება ახაზეთის ავტონომია და შეჰყავთ ჯარები მაშინ ჯერ კიდევ კაპიტნის გია ყარყარაშვილის მეთაურობით. ყოველივე ამან მიიყვანა საქმე კიდევ უფრო მასშტაბურ და თბილისისთვის კატასტროფულ აფხაზეთის ომამდე. საქართველო გამაოგნებლად აგებს თავის ომებს ორივე მეამბოხე პროვინციაში, ზვიადს ამხობენ, იგი გარბის ჩეჩნეთში, სადაც მას კლავენ თუ თავად კვდება. აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, რომელიც უზარმაზარ ხარისხად ჩართული აღმოჩნდა ომში, ტოვებს მას. გამონათქვამი “ბერიამ მოიყვანა ქართველები აფხაზეთში” 60 წლის შემდეგ ღებულობს თავის დასასრულს – “შევარდნაძემ კი ისინი წაიყვანა”.

აქ უნდა უკან დავიხიოთ. განსაზღვრული აზრით, საქართველოს მოქმედებები 1990-1993 წლებში წარმოადგენდა პირველ და ერთადერთ გამონაკლისს ტრადიციული მრავალსაუკუნოვანი ქცევის ქართული მოდელისგან. სისტემამ განიცადა ჩავარდნა. მაინც რა მოხდა? პირველად და ერთადერთხელ მრავალი წლის მანძილზე საქართველომ დაიწყო ტერიტორიის გაფართოება და ძველი მფარველის ისტერესებზე შეტევა ისე, რომ არ უპოვნია ახალი მფარველი! რუსეთს საქართველომ იმ დროისთვის უკვე ოფიციალურად ზურგი შეაქცია, ახალი მფარველი კი ჯერ არ მოუწვევია. უზარმაზარი შეცდომაა! მას საჩქაროდ ასწორებენ – საჭესთან დგება თეთრი მელა – საერთაშორისო ბატალიების ძველი და გამოცდილი ოსტატი ედუარდ შევარდნაძე და, ისევე როგორც მანამდე რამდენიმე საუკუნით ადრეც... საქართველო იწყებს პატრონის დაძახებას.

ბევრი მიზეზით პატრონებად მაშინ შესაძლო იყო გამხდარიყვნენ მხოლოდ აშშ ან ევროკავშირი, და კიდევ მათ უკან, როგორც ერთა ლიგა 1920 წელს, ციმციმებდა ნატო-ც; ისევე როგორც ერთა ლიგაში, მასში საჭირო იყო შესვლა, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლებოდა მხოლოდ პირველი ორის მიერ მოწონებით. გარკვეულ ხანს, ძველი ქართული ჩვეულების მიხედვით, თბილისი ცდილობს პროტექტორატის მიღებას ერთბაშად ორივესგან, მაგრამ გაიგო რა, რომ, მათი ინტერესთა კონფლიქტის გამო ეს შეუძლებელია, ჩერდება ბმულზე აშშ – ნატო. და აქაც ყველაფერი მაშინვე დგება თავის ადგლზე და იწყებს მთლიანად ჩაჯდომას ისტორიულ ქართულ პარადიგმაში, არ უშვებს რა თვით უმცირეს ცვლილებებსაც კი.

ელიტა ქართული, უფრო სწორად რომ ვთქვათ, საბჭოთა საზოგადოებისა – სსრკ-ში ძალზედ ცნობილი, პატივცემული და საყვარელი ადამიანები – იწყებენ ქართველი ხალხის გადაორიენტირებას ზოგადსაბჭოთა მემკვიდრეობიდან ამერიკულ-დასავლურზე. “თერგდალეულების” – ილია ჭავჭავაძისა და სხვების ანალოგიით, ახალი პოლიტიკური გეოგრაფიის მომხრეებს საქართველოში ხუმრობით უწოდებენ “პოტომაკდალეულებს”. საზოგადოებაში ინერგება შეხედულებები რუსეთის ვერაგობის შესახებ, რუსულ-საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, მძიმე რუსული უღლის შესახებ. როგორც უწინაც, თითქმის მთლიანად გადაიწერება ისტორია – იქიდან ამოიშლება მრავალწლოვანი ისტორიული მოვლენები, რომლებმაც კარდინალური სახით შეცვალეს საქართველოს ბედი, როგორც მაგალითად, ცოტათი ადრე უკვე აღწერილი, ერეკლე II-ის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების დადება თურქეთთან, რომელმაც ხაზი გადაუსვა გეორგიევსკის ტრაქტატს, – ამაზე პრაქტიკულად არაფერი არ იწერება და თავიანთ მასაში ქართველებმა ამის შესახებ არ იციან. სამაგიეროდ უმცირესი ისტორიული ფაქტებიც კი, რამდენადმე მაინც დაკავშირებული ევროპასთან, კონსტანტინე II-ის სიგელების ტიპისა ესანეთის მეფის ფერდინანდისადმი XV საუკუნეში, გამოიტანება პირველ პლანზე. საქმე მიდის სრულ აბსურდამდე, ასე, ადგილობრივი რუსულენოვანი სკოლებისთვის ისტორიის სახელმძღვანელოებში რუსებისა და ქართველების ურთიერთობათა მთელი ისტორია წარმოდგენილია ორი პერიოდით – “რუსული ცარიზმის უღლითა” და “საბჭოთა რუსეთის უღლით”.

საქართველოს წარგზავნილები მთელ მსოფლიოში ჰყვებიან იმის შესახებ, თუ როგორი მძიმე იყო საქართველოს ცხოვრება “რუსეთის ქვეშ” და როგორ უნდა მას ყოფნა ამერიკასთან და დასავლეთთან. იწყება პოლიტიკური მიმიკრია. საქართველო მთლიანად ღებულობს დასავლურ რიტორიკასა და პოლიტიკურ ლექსიკას. თუკი XX საუკუნის დასაწყისში სწორი და მომგებიანი ფორმა იყო “ბრძოლა ბოლშევიკებთან”, ახლა მის ადგილს იკავებს სიტყვები “დემოკრატია” და “ევროპული ფასეულობები”. რათა იყვნენ თავიანთი მფარველების მსგავსნი, ქართველი ლიდერები ხარობენ ამ სიტყვებს საქმიანად და საქმის გარეშეც, იქამდეც კი მიდის, რომ საქართველოს ლიდერები აცხადებენ უკვე თავიანთი სურვილის შესახებ ასწავლონ დემოკრატია სხვა ხალხებსაც.

საერთოდ, მენშევიკური და თანამედროვე საქართველოს მსგავსება გასაოცარია, თვით რიტორიკაშიც კი. აი ორი ფრაზა: ერთი მათგანი წარმოთქმულ იქნა 1919 წელს, მეორე – ჩვენს დროში. გამოიცანით – რომელი სად? “აღმოსავლურ ბარბაროსობას ჩვენ ვამჯობინებთ დასავლურ იმპერიალიზმს”. – “რუსული ყოფიერების სული – დესპოტიაა... რუსულმა კულტურამ დაბადა დიდმპყრობელური შოვინიზმით დასნებოვნებული მონა”. გამოცანით? მე პირადად ვერ შევძელი. გაგიმხელთ საიდუმლოს – პირველი წინადადება – ნოე ჟორდანიას ცნობილი ფრაზაა, მეორე კი – ციტატაა თანამედროვე “ლიტერატურული საქართველოდან”.

უნდა ითქვას, რომ ასეთ პოლიტიკას მოაქვს თავისი ნაყოფები. სულ მცირე, წასული ამერიკული ადმინისტრაცია ნამდვილად განიხილავდა თბილისს როგორც ერთერთ თავის საკვანძო საგარეოპოლიტიკურ პროექტთაგანს – პოლიტიკური მხარდაჭერის ფარგლებშიცა და ფინანსური დახმარების პლანშიც. ამერიკელები ახლა უყურებენ საქართველოს ისე, როგორც თავის დროზე უყურებდნენ რუსები – ისინი ხედავენ მასში საყვარელ პატარა ბავშვს, რომელიც თუნდაც თავისი უცნაურობებით, თუნდაც ისტერიულად და არათანამიმდევრულად, მაგრამ მიდის მათი – ამერიკული – გზით, უყვარს ამერიკა, სურს იყოს მისი მსგავსი, ეს კი ნიშნავს, რომ მას შეიძლება ბევრი რამ აპატიო და ბევრი რამით დაეხმარო. და ეხმარებიან კიდეც: ფინანსურ პლანში საქართველო ჩვენს დროში ცოტათი უფრო მეტად თუ არის დამოკიდებული ამერიკაზე, ვიდრე გიორგი XII იყო დამოკიდებული რუსეთზე, ხოლო ნოე ჟორდანიას საქართველო კი – გერმანიაზე. ახლა საქართველო იქცა ამერიკული ფინანსური დახმარების მიმღებ მეორე ქვეყნად ისრაელის შემდეგ და ერთადერთ სახელმწიფოდ, რომლის ლიდერებსაც ხელფასს, სულ მცირე, უკანასკნელ წლებამდე, ოფიციალურად უხდიდნენ უცხოური ფინანსური ინსტიტუტები, რამაც წარმოშვა მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის სახუმარო სახელწოდება, როგორც “სოროსის შვილებისა” (აწ განსვენებულმა გურამ შარაძემ თავის დროზე უწოდა მათ “გამოსოროსირებულები” – ი. ხ.).

არაფერი არ იცვლება. ახალი პატრონისადმი სიყვარულთან ერთად საქართველოს ისტორიულად ემართება ძველისადმი სიძულვილი. ეს ვრცელდება რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე როგორც პირად დონეზე, ისე სახელმწიფოებრივზეც. პირად, ყოველდღიურ დონეზე რუსოფობია საქართველოში აყვანილია ოფიციალური პოლიტიკის რანგში. რუსებს უწოდებენ არა სხვანაირად, თუ არა ოკუპანტებს, კინოთეატრებში შეწყვიტეს ფილმების ჩვენება რუსულ ენაზე, აფთიაქებში წყვეტენ რუსული წარმოების მედიკამენტებით ვაჭრობას. ქართული ელიტა აბსოლუტურად კანონზომიერად და ისტორიულად უალტერნატივოდ გადაიქცა ყველას მიერ ყვარებულისგან რუსეთის მოძულედ და მის შეურაცხმყოფელად ყოველ მოხერხებულ შემთხვევაში. ჩვენს დროში, ადამიანი, რომელსაც ეთაყვანებოდა რუსეთის მილიონობით მაცხოვრებელი – ბუბა კიკაბიძე – ამბობს რუსეთის შესახებ უკვე არა “ლარისა ივანოვნა მინდოდა”-ს, არამედ “ამ ქვეყანას ბოლო უნდა მოეღოს!” («надо покончить с этой страной!»), გენიალური რეჟისორი ოთარ იოსელიანი, მთელი მსოფლიოს გასაგონად წარმოთქვამს: “ჩვენ რუსეთთან მშვიდობა არასოდეს აღარ გვექნება!.. თუკი ადრე ჩვენ მისდამი განვიცდიდით ზიზღს, ახლა წარმოიქმნა სიძულვილი”. ძალზედ ზუსტად დაახასიათა ეს სიტუაცია საქართველოს ყოფილმა ელჩმა მოსკოვში ზურაბ აბაშიძემ: “ჩვენ გადავაქციეთ რუსეთთან კონფრონტაცია სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლად თეატრალიზებული შოუს ელემენტებით. ჩვენ გვაქვს შეჯიბრი, თუ როგორ გამოვთქვათ რუსეთის მისამართით უფრო მეტად ირონიულად, მეტად უგულვებელყოფით, მეტად მწვავედ”.

სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველო ყველგან ახორციელებს შემოტევას რუსეთის ინტერესებზე, ცდილობს საკუთარი თავი დაუპირისპიროს მას და გაძლიერებულად აჯახებს შუბლებით რუსეთსა და აშშ-ს. ნებისმიერი დაპირისპირება მისდამი, ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით, გამოაქვს როგოც კონფრონტაცია არა თავად მასთან, არამედ მის ლიდერებთან, და არც მეტი, არც ნაკლები – დასავლურ ცხოვრების წესთან და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის ინტერესებთან. საქართველო გამოვიდა რუსეთისადმი ალტერნატიული ინტეგრაციის ცენტრის სუამ-ის შექმნის ინიციატორად, გამოაცხადა ხისტი კურსი ნატო-ში შესვლაზე, აქტიურად ჩაერთო ნავთობ- და გაზსადენების სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობაში რუსეთისთვის გვერდის ავლით, ეწინააღმდეგება რუსეთის შესვლას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. დაბოლოს, გასაოცარია... მაინც რამდენად მეორდება საქართველოს პოლიტიკა... თუკი 1918-1921 წლებში მენშევიკური საქართველო მხარს უჭერდა წითელ-მწვანეებსა (ტყეში გასული შეიარაღებული რაზმები სოჭის ოლქში – ი. ხ.) და ჩრდილოკავკასიელ სეპარატისტებს და აძლევდა მათ თავშესაფარს გაგრაში, ჩვენს დროში, ახლა უკვე “დემოკრატიული” საქართველო რამდენიმე წლის მანძილზე მხარს უჭერდა ჩეჩენ ბოევიკებს და აძლევდა მათ “მაგიდასაც და სახლსაც” პანკისში.

Вот так, генацвале. როგორც იტყვიან, არაფერი არ არის მარადიული მთვარის ქვეშ. განსაკუთრებით, თუკი ეს მთვარე – ქართულია. მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და უნდა გვესმოდეს თუ რას უნდა ვაკეთებდეთ ახლა და რის შესახებ გვეუბნება ჩვენ მთელი ეს წინამორბედი ისტორია.

ჯერ ერთი, მკაფიოდ უნდა გავიგოთ, რომ საქართველო არასოდეს არ ყოფილა რუსეთის მოკავშირე კავკასიაში. აი ეს – «как раньшэ» (“როგორც უწინ”) – არ ყოფილა. ეს აქსიომაა. საქართველო ყოველთვის იყო ყველაზე უფრო ძლიერის მოკავშირე, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ იყო ეს ძლიერი. როგორც კი საქართველოს მფარველი წყვეტდა ძალის დემონსტრირებას – იგი მაშინვე ზურგს აქცევდა მას, იწყებდა ახალი ძლიერის ძიებას, ხოლო როცა იპოვნიდა, მობრუნდებოდა 180 გრადუსით და იწყებდა შეტევას ძველი პატრონის ინტერესებზე, გზადაგზა მას უმსგავსად შეურაცხყოფდა და ჩამოღრღნიდა მისი ტერიტორიის ნაჭრებს. გამონაკლისები ქცევის მოცემული მოდელიდან არ არსებობს.

ამ მოდელის საკვანძო ელემენტს – იმას, რაც ყველაზე უფრო ძირეულად განასხვავებს მას სხვა სახელმწიფოთა დამოკიდებულებისგან თავიანთ “პატრონებთან” და მფარველებთან წარმოადგენს ის, რომ საქართველო ახდენს საკუთარი თავისი პოზიციონირებას პატრონთან მიმართებაში არა უბრალოდ როგორც მოკავშირე, რომელიც ასრულებს განსაზღვრულ ვალდებულებებს უფრო ძლიერი პარტნიორის რაღაც ქმედებათა სანაცვლოდ, არამედ მფარველისადმი მეგობრობის, ერთგულებისა და გულწრფელი სიყვარულის (пивязанность) ილუზიის შექმნაში იმისთვის, რათა პატრონი, დაემორჩილება და ერთიანობის ცრუ გრძნობას, თავად წყვეტდეს ქართულ პრობლემებს, ან უზრუნველყოფდეს საქართველოს დაცვას, თუკი მათ (ვერ) გადაწყვეტენ ქართველები.

ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია და ამის არ გაგება – ნიშნავს რომ ტოლობის ნიშანს ვსვამდეთ ყველასთვის საყვარელ მფრინავს ვალიკო მიზანდარსა და რუსეთის ველურად მოძულე მსახიობ ვახტანგ კიკაბიძეს შორის.

შეიძლება სხვადასხვანაირი დამოკიდებულება გვქონდეს ამ მოდელისადმი – ვღებულობდეთ მას, არ ვღებულობდეთ, ვთვლიდეთ, რომ ეს – ღალატი და პროსტიტუციაა, ან, პირიქით, ეროვნული ინტერესების დაცვა. მე პირადად არ გახლავართ მიდრეკილი ემოციებისადმი და ვთვლი მას უბრალოდ ქცევის მოდელად – თავისებურ და სპეციფიურ მოდელად, რომელმაც, თუმცა კი დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და ქმედითობა. მართალია, შეზღუდული ეფექტურობა და შეზღუდული ქმედითობა. ერთის მხრივ, მან ვერ მისცა საქართველოს უწინ და ვერ აძლევს ახლაც შესაძლებლობას, რომ მოახდინოს თავისი გეოპოლიტიკური ოცნების რეალიზაცია, მაგრამ მეორეს მხრივ – გადარჩენის გარანტიას აძლევდა ქართველებს როგორც ერს, რაც, კავკასიის ქარიშხლიანი და სახიფათო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, უკვე წარმოადგენს უზარმაზარ გამარჯვებას.

დიახ, ალბათ, მორალური თვალსაზრისით, ეს არ გახლავთ ყველაზე ძლიერი მოდელი და მისგან ერთ ვერსზე ყარს გამყიდველობით. მაგრამ რა არის საერთოდ გამყიდველობა პოლიტიკაში? მხოლოდ ერთერთი მეთოდთაგანი თავისი მიზნის მისაღწევად. მოხუცი და ბრძენი უინსტონ ჩერჩილი გამყიდველობას უწოდებდა განსაკუთრებულ პოლიტიკურ ნიჭს. შეიძლება კი ბრალს ვდებდეთ საქართველოს ასეთი ნიჭის ფლობის გამო? შეიძლება კი ბრალს ვდებდეთ ტმასნია თევზს (рыба-прилипала)? ალბათ არა? მართალია, მე რომ ვყოფილიყავი საქართველოს პოტენციური პატრონი, ვამჯობინებდი სულ თავიდანვე მკაფიოდ გამეცნობიერებინა, რომ ვარ არა “სუფთა სილამაზის გენია” («гений чистой красоты»), არა მისაბაძი მაგალითი და არა მზე, რომელიც საქართველოსთვის ჩრდილოეთიდან ამოდის, არამედ მხოლოდ მისი ტრადიციული პოლიტიკური მოდელის ნაწილი, ამასთან, სწორედ ის ნაწილი, რომლის ხარჯზეც საბოლოო ჯამში იქნება კიდეც რეალიზებული ეროვნული ქართული ინტერესები.

მაინც როგორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ ყოველივე ამისგან?

1. უკანასკნელი 500 წლის მანძილზე საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ქცევის ძალიან მკაფიო, არაერთჯერადად განმეორებული და ციკლური მოდელი. მოცემული მოდელი გამოიყენება ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ უცვლელობისა და მემკვიდრეობითობის ძალზედ მაღალი ხარისხით.

2. არ არის მიზეზები ვთვლიდეთ, რომ ეს მოდელი იცვლება ახლა ან შეიცვლება მოხილვად მომავალში.

3. ამჟამინდელ მომენტში საქართველო იმყოფება მოდელის ძირითადი ციკლის შუაწელში. ასეთი მდგომარეობა ხასიათდება მდგრადი და მტკიცე კავშირებით მფარველთან, მიმიკრიის მაღალი ხარისხით, მასზე დამოკიდებულების მაღალი დონითა და მისგან მიღებადი პრეფერენციებისა და შეღავათების დიდი მოცულობით.

4. საქართველოს მფარველმა – აშშ-მა – უკვე გაიარა თავისი პოლიტიკური ძალმოსილების პიკი, თუკი ასეთად ჩავთვლით ერთპოლუსიან მსოფლიოს, გეოპოლიტიკურ გამოწვევათა არარსებობას უახლოესი კონკურენტების – ევროპის, ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან, აგრეთვე ერთმნიშვნელოვან ეკონომიკურ ლიდერობას, და ნელა, მაგრამ განუხრელად თმობს პოზიციებს.

5. ისტორიის მსვლელობასთან ერთად საქართველოს პოლიტიკური მოდელის სრული ციკლის დასრულების სიჩქარე განუხრელად იზრდება. წარსულში ეს ციკლები მთავრდებოდა 238 – 135 – 69 წლის განმავლობაში, თუკი არ ჩავთვლით 3-წლიან პერიოდს 1918-1921 წლებში, რომელიც ხელოვნურად იქნა შეწყვეტილი ბევრწილად საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

6. უბრალო მათემატიკური ექსტრაპოლირება გვიჩვენებს, რომ ახლანდელი ქართული ციკლის სიგრძე იქნება დაახლოებით 25-30 წელიწადი. ამასთან 10 წელი უკვე გავლილია. ეს ნიშნავს, რომ მოვლენათა ბუნებრივი მსვლელობისას 15-20 წლის შემდეგ საქართველო გარდაუვალად ზურგს შეაქცევს აშშ-ს და... ახალ მფარველს დაუწყებს ძახილს.

ამის ალბათობა არ იზომება პროცენტებში. იგი – აბსოლუტურია. არანაირ სხვა არჩევანს საქართველოს ისტორია უკანასკნელი 500 წლის მანძილზე ჩვენ არ გვაძლევს. და ძალზედ შესაძლებელია, რომ რაღაც 20 წლის შემდეგ ჩვენ თქვენთან ერთად შევიქნებით იმის მოწმენი, თუ როგორ გახსნიან პომპეზურად თბილისის ცენტრში ამერიკული ოკუპაციის მუზეუმს და დავინახავთ, თუ გვარიანად მობერებული მიხეილ სააკაშვილი როგორ გამოვა ტრიბუნაზე და ტკივილნარევი ხმით დაიწყებს მოყოლას ნატო-ს მძიმე მემკვიდრეობის შესახებ და საქართველოს რუსეთისადმი გულწრფელი მისწრაფების შესახებაც.

იმედი მაქვს, რომ მას არ დაუჯერებენ.

ანდრეი ეპიფანცევი
საიტზე АПН – Агенство Политичесуих Новостей გამოქვეყნდა 27.01.2009

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment