Saturday, September 8, 2012

ამერიკული "ანალიტიკური ინსტიტუტები" ამერიკის თვალები, ყურები და სინდისია

მსოფლიოში უკვე ოთხი ათასზე მეტი ანალიტიკური ცენტრის გამოჩენის მიუხედავად, რომლებიც ბევრ რამეში მხარს უჭერენ ამერიკულ “ტვინის ცენტრებს”, ამერიკული “Think Tanks”-ები რჩებიან განსაკუთრებულ მოვლენად. (ტერმინი “Think Tanks” – “იდეების რეზერვუარი”, რომლებიც უფრო ხშირად ითარგმნება როგორც “ტვინის ტრესტი”, წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის დროს და ნიშნავდა დაცულ სადგომს, სადაც მიდიოდნენ ექსპერტები და სამხედროები აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის). იმ დროს, როდესაც კარნეგის ფონდის, ფონდ “მემკვიდრეობის” («Наследие»), ბრუკინგის ინსტიტუტის ფილიალები ან წარგზავნილები სხვა ქვეყნებში ადგილობრივ ელიტებს ასწავლიან, რომ ეროვნულ პოლიტიკას უყურებდნენ “გლობალური მიდგომის” პრიზმის მეშვეობით, აშშ-ის ტვინის ცენტრები მუშაობენ განსაკუთრებულად (исключительно) ამერიკული ინტერესებისთვის. ამერიკული “Thikn Tanks”-ების განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს თვით არა მათი პირდაპირი კავშირები და თანამშრომლობა და კადრების გაცვლა კონგრესთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან და ინფორმაციების შეკრებაში მომუშავე სხვა დაწესებულებებთან. ამ “უნივერსიტეტებისთვის სტუდენტების გარეშე”, როგორც მათ უწოდებდნენ ჯერ კიდევ ომის წინ, “სტუდენტებს” წარმოადგენენ მთავრობაცა და “პოლიტიკური კლასიც” მთლიანობაში. ეს არსებითად გახლავთ ამერიკული ისტებლიშმენტის მძლავრი იდეოლოგიური და პოლიტიკური შემკვრელი (შემაკავშირებელი), მისი ბირთვი და ინტელექტუალური პოტენციალი.

იდეოლოგიის ეს მძლავრი გენერატორები ფაქიზი და გასაშუალოებული სახით ქმნიან შეგნების მსოფლმხედველობრივ აქსიომებს განდობილთათვის და სტერეოტიპებს პროფანთათვის, მათი ფართო საერთაშორისო აქტიურობა ცვლის და ავსებს ამერიკული დიპლომატიისა და იდეოლოგიური დაზვერვის მუშაობას. დაბოლოს, სწორედ ისინი შეადგენენ ელიტებს შორის კავშირის სისხლის მიმწოდებელ სისტემას, რომლის გავლითაც ცირკულირებას ახდენს “ჭეშმარიტი ცოდნა”, იმ დროს როდესაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ვირტუოზულად აიგივებენ აშშ-ის ინტერესებს უნივერსუმის მორალურ-ეთიკურ კანონებთან და ახდენენ მრავალმილიონიანი “დემოსის” დამუშავებას, რომელიც გულუბრყვილოდ დარწმუნებულია თავის მოჩვენებით “კრატიაში”. ამის განსახიერებას (განხორციელებას) წარმოადგენს საგარეო ურთიერთობათა საბჭო (Совет по внешним сношениям – СВС) – ეს წმინდათა წმინდა ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს ისტებლიშმენტისა. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ როგორც გადაწყვეტილებათა მიღების ცენტრი საგარეო ურთიერთობათა საბჭო დგას ამერიკული ადმინისტრაციის თავს ზემოთ (СВС стоит над администрацией США).

ამერიკული “საგარეო ურთიერთობათა საბჭო” ჩაფიქრებულ იქნა ჯერ კიდევ 1916 წელს, საერთაშორისო კურსის შეცვლის სამიჯნო (საეტაპო, рубежный) მომენტში. ამერიკის გამოსვლა ევროპულ და მსოფლიო არენაზე ხორციელდება ეროვნული ინტერესისა და სუვერენიტეტის ტრადიციული ცნების გამოწვევით, მისდამი, როგორც გამოთქვამს ჰ. კისინჯერი “სამყაროსეული, ფუძემდებლური ჰარმონიის” დაპირისპირებით, “რომელიც ჯერჯერობით დაფარულია კაცობრიობისგან”. ვილსონიანობამ ლიბერალურ ბაგაჟთან შეაერთა “ღვთის იარაღის” კალვინისტური პათოსი ანგლოსაქსონელი პურიტანებისა, დოქტრინა “გამომსყიდველი ერისა (ნაციისა)” (Redeemer Nation) და “ღვთაებრივი წინასწარგანსაზღვრულობისა” (Manifest Destiny). დევიზმა აშშ-ის სახელმწიფო ბეჭედზე “Novos ordo Seculorum” – “ახალი წესრიგი საუკუნოდ” მისტიკური დავალებიდან განხორციელება დაიწყო რეალობაში. “Realpolitik” არსად არ გამქრალა, არამედ განიცადა “თეოლოგიზაცია” – საკუთარი ინტერესების გაიგივება უნივერსუმის მორალურ-ეთიკურ კანონებთან. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ვილსონიანური ტიპის იდეოლოგიზაციას შეეძლო ტოლი არ დაედო (поспорить) საგარეო პოლიტიკის ლენინური პრინციპებისთვისაც. არა ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ რაღაც ზოგადმსოფლიო მიზნის მიღწევა – აი რას წამოსწევდნენ წინ მიზნის სახით მსოფლიო არენაზე.

XX საუკუნის დასაწყისისთვის აშშ-ში უკვე ჩამოყალიბდა ფინანსური ინტერესების მსხვილი ცენტრი, რომელიც მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული კავშირებით დაკავშირებული გახლდათ ევროპული დერჟავების ფინანსურ ჯგუფებთან. ევროპისა და ამერიკის მონათესავე წრეებისთვის ერთნაირად უცხონი იყვნენ და უშლიდნენ ხელს ევროპულ საზოგადოებათა და ევროპული კულტურის მონარქიული და ეროვნულ-კონსერვატიული ბურჯები (საყრდენები, устои), საერთაშორისო ურთიერთობათა კლასიკური ტრადიციები, რომლებიც ჩამოყალიბებულ იქნა 1648 წლის ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულების დროიდან. (პირველი მსოფლიო) ომის შედეგი ამ წრეებსა და მათ წარმომადგენლებს ჰპირდებოდა ლიდერობას მსოფლიო იდეოლოგიასა და პოლიტიკაში ფინანსური ბერკეტების შეძენასთან ერთად. ვილსონიანობის იდეოლოგიამ დაბადა ერთა ლიგის შესახებ პაქტის პროექტი და 14 პუნქტისგან შემდგარი ვ. ვილსონის პროგრამა.

ამ ახალი საგარეოპოლიტიკური იდეოლოგიის – გლობალიზმის თანამედროვე იდეოლოგიის წინაპრის – არსებითად ნეოვილსონიანობის შემმუშავებელნი იყვნენ საგარეო ურთიერთობათა მომავალი საბჭოს კადრებიც. აშშ თავისი “იზოლაციონალისტური” დოქტრინიდან გამოდის უნივერსალისტური პროექტით, რომლის ავტორიც გახლდათ ვილსონის იდულამებით მოცული alter ego პოლკოვნიკი ჰაუზი – ფიგურა, რომელიც არ არის სათანადოდ შეფასებული ისტორიკოსთა მიერ.

მთავარი მის პროექტში – ეს გახლავთ უარის თქმა ეროვნულ ინტერესზე როგორც პოლიტიკის საფუძველზე და ეროვნულ სახელმწიფოთა ტრადიციული როლის დაქვეითება, უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი ტიპის – ერთა ლიგის შექმნა და საერთაშორისო პრობლემების ინტერნაციონალიზაცია. აშშ-მა შეძლო შეეცვალა ომის მიზნები, რომელთა გულისთვისაც ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები და რუსები იღუპებოდნენ ფრონტებზე. ჰ. კისინჯერი წარმოგვიდგენს ამ შეცვლას (подмена) ახალი სამყაროს მორალური და პოლიტიკური გამარჯვების სახით ძველ სამყაროზე: “ამერიკის ჩართვამ ომში ტოტალური გამარჯვება ტექნიკურად შესაძლებელი გახადა, მაგრამ მისი მიზნები ნაკლებად შეესაბამებოდა იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ევროპამ იცოდა ასწლეულების განმავლობაში და რომლის გულისთვისაც, სავარაუდოდ შევიდა ომში. ამერიკამ ზიზღით უარყო ძალთა წონასწორობის კონცეფცია და “Realpolitik” გამოაცხადა ამორალურად. საერთაშორისო წესრიგის ამერიკულ კრიტერიუმებს წარმოადგენდა დემოკრატია, კოლექტიური უსაფრთხოება და თვითგამორკვევა”.

პოლკოვნიკმა ედუარდ ჰაუზმა ჯერ კიდევ 1916 წელს შექმნა ექსპერტთა არაოფიციალური ჯგუფი მომავალი მსოფლიოს მოდელისა და მასში აშშ-ის როლის გამომუშავებისთვის. მკვლევარები აღნიშნავენ (სამხედრო) წოდებასთან შეუსაბამოდ უზარმაზარ გავლენას ამ რუხი კარდინალისა, რომლის დროსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაეშვა შუალედური ინსტანციის მდგომარეობამდე მისი იდეების ხორცშესხმისთვის და ოფიციალური კორესპონდენციის არქივის მდგომარეობამდეც. უფრო მეტად საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერა მიდიოდა უშუალოდ პატარა ბინის გავლით 35-ე ისტ-სტრიტზე. მეომარი ქვეყნების ელჩები მიმართავდნენ მას, როდესაც სურდათ გავლენა მოეხდინათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე ან ეპოვნათ მხარდაჭერა ტრანსატლანტიკური ინტრიგის ობობას ქსელში.

პოლკოვნიკის კავშირები მეტად მრავალფეროვანი და არატრადიციული იყო: ბანკირები ვანდერლიპი, ვარბურგი და შიფი, ახალგაზრდა ძმები ალენ და ჯონ ფოსტერ დალესები, რაბინი უაიზი, ჟურნალისტები და კომენტატორები, ექსპერტები, ბალფური და ლოიდ-ჯორჯი. “The Inquiery”-ის სახელწოდებით ცნობილი საექსპერტო ჯგუფი ფაქტიურად ხელმძღვანელობდა ამერიკულ დელეგაციას ვერსალის კონფერენციაზე და ბანკირებთან ერთად გამოაცხადა საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (The Council of Foreign Relations) შექმნის შესახებ პირდაპირ პარიზში. მაგრამ საბჭოს იდეოლოგიის პირველივე ნაშობს წილად ხვდა დაგმობა (осуждение) მენიდაგურად განწყობილი მაშინ ჯერ კიდევ დემოკრატიული ამერიკული ისტებლიშმენტის მხრიდან.

ამერიკის სენატი 1919 წელს ვერსალის ხელშეკრულებისა და ერთა ლიგის შესახებ პაქტის განხილვისას მეტად ინტერესდებოდა ომში აშშ-ის პოზიციის ჩამოყალიბების კულისებსმიღმა მხარით და ომისშემდგომი მსოფლიოს ვილსონისეული კონცეფციის წარმოშობით ზეეროვნული (наднациональный) ორგანოს ეგიდით, რომელიც, მათი აზრით, ძირს უთხრიდა სუვერენიტეტს როგორც საერთაშორისო სამართლის საფუძველს. მეტად საინტერესოა დაკითხვა, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწყო ბერნარდ ბარუხს, მაგრამ მაინც ვერ მიიღო დამაჯერებელი პასუხი გულუბრყვილო კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აშშ-ის ინტერესების დაცვა საერთაშორისო ორგანიზაციის პრიმატის პირობებში. “განდობილი” ბარუხი არ აპირებდა პატიოსანი მენიადაგის ბორის განათლებას ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპულად ახალი პოლიტიკური და ფინანსური მექანიზმების თაობაზე და მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად გამოთქვამდა: “ვვარაუდობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, სენატორო”. ვარბურგების, იაკობ შიფის, მორგანის, ვანდერლიპის როლი ომისშემდგომი მოწყობისა და “ერთიანი მსოფლიოს” პირველი პროექტისთვის იდეური ფოსტულატების მომზადებაში იქცა სკანდალური გარჩევის (разбирательство) საგნად ამერიკის კონგრესში, რომელიც აღშფოთებული გახლდათ იმ გამოვლენილ გარემოებით, რომ პარიზის კონფერენციის დოკუმენტების ტექსტი და, განსაკუთრებით, ერთა ლიგის შესახებ პაქტის ტექსტი ბანკირებისთვის უფრო ადრე იყო ცნობილი, ვიდრე სრულუფლებიანი დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის პარიზში.

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ყურადღება მიაქცია შოკისმომგვრელ დეტალს, აღმოაჩინა რა, რომ ამერიკელი ბანკირები 1917 წლამდე არა მხოლოდ წინააღდეგობას უწევდნენ აშშ-ის ომში ჩართვას და უარს ეუბნებოდნენ რუსეთს კრედიტებზე შეიარაღებათა შესყიდვისთვის, არამედ უბრალოდ ფსონის აკეთებდნენ გერმანიის გამარჯვებაზე, რაც მეტად გასაოცარი იყო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ვარბურგების გერმანული განშტოება, ამერიკელ ვარბურგთა ძმის ოჯახი ფლობდა Hamburg-American and German Lloid Steamship Lines-ის აქციათა მთავარ პაკეტსა და ბანკებს, რომლებიც აფინანსებდნენ გერმანიის გემთმშენებლობასა და სამხედრო ფლოტს. მათ ნათესავზე დაოჯახებულმა ი. შიფმა აშშ-ში შექმნა “ამერიკული კომიტეტი საკითხზე ნეიტრალური კონფერენციის შესახებ”, რომელმაც თავის ამოცანად დაისახა “მშვიდობის დამყარება გამარჯვებულ გერმანიასთან”. მოსმენათა მსვლელობისას გამოირკვა, რომ სწორედ იმავე ადამიანებმა და თვით იმ ავტორებმაც კი პირველებმა დაიწყეს ახალი იდეების პროპაგანდა “ევროპული რეაქციის” დადანაშაულება მსოფლიო ომის გაჩაღებაში.

საერთაშორისო ურთიერთობათა აღწერილი იდეოლოგია და ამერიკული როლის დასაბუთება გახლდათ იმხანად დამწყები საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პირველი პროდუქტი. აშშ კონგრესის პოზიციის გამო, რომელშიც დომინირებდა “მენიადაგური” განწყობილებანი, დროის მნიშვნელოვან შუალედზე ამერიკული საგარეო პოლიტიკა აღმოჩნდა კონსერვატორ-იზოლაციონისტების ხელში ლოზუნგით “შორს ევროპისგან”. საჭირო გახდა განსაზღვრული ძალისხმევანი, რათა გაეძლიერებინათ აშშ-ში შესაბამისი წრეები საგარეო ურთიერთობათა საბჭოს კადრების მიერ გამომუშავებული ჰაუზ-ვილსონის ხაზის გატარებისთვის, და საჭირო შეიქნა მთელი XX საუკუნე მათი უნივერსალისტური ჩანაფიქრის სარეალიზაციოდ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილების დირექტორის რიჩარდ ჰაასის აღიარებით, სწორედ საგარეო ურთიერთობათა საბჭო იზოლაციონიზმის პერიოდში “დაეხმარა შეენახათ და შეენარჩუნებინათ რაღაც “განდობილი თემის” მზადყოფნა გლობალური ჩართულობისთვის” აშშ-ის შიგნით და “შეენარჩუნებინათ მონდიალიზმის მინავლებული ალი” პერიოდში ერთა ლიგაზე აშშ-ის მიერ უარის თქმასა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებას შორის.

ამ პერიოდში ხდება საბჭოს შერწყმა ამერიკულ “საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტთან”. ყოველწლიური გამოცემის – “მსოფლიოს პოლიტიკური ცნობარის” (“Political Handbook of the World”) ყდაზე საბჭომ გამოაცხადა საკუთარი თავი არაკომერციულ, არაპოლიტიკურ, პარტიების გარეთ მყოფ სამეცნიერო-კვლევით საზოგადოებად, რომელიც ატარებს უწყვეტ მსჯელობებს ამერიკის პოლიტიკური, ეკონომიკური და საფინანსო პრობლემების განსახილველად საერთაშორისო ასპექტში. ეს ორგანიზაცია “წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფს, რომელთაგან ბევრს გააჩნია ფართო გამოცდილება საერთაშორისო საკითხებში და რომელთაც სურთ სამეცნიერო და მიუკერძოებელი კვლევითი მუშაობით დაეხმარონ აშშ-ის კეთილგონივრული საგარეო პოლიტიკის განვითარებას”. მაგრამ ხელმძღვანელი შემადგენლობა, თემატიკა, დაბოლოს, დახურული სხდომების მასალები მოწმობენ, რომ ეს სტრუქტურა უმჭიდროესი სახით არის დაკავშირებული აშშ-ის ფინანსურ ჯგუფებთან, მორგანებთან და როკფელერებთან, აგრეთვე გააჩნია პირდაპირი გასასვლელი სახელმწიფო დეპარტამენტზეც.

30-იანი წლების ბოლოსთვის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს როლი, მისი ავტორიტეტი როგორც საერთაშორისო პრობლემების შესწავლაში აშშ-ის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციისა, განსაზღვრული დროის შემდეგ წინასწარგანზრახულად იქნა ხაზგასმული სამეცნიერო საზოგადოებათა საერთაშორისო ყრილობაში მონაწილეობის დროს საერთაშორისო ურთიერთობათა შესწავლის სფეროში, რომელიც ორგანიზებული იყო ერთა ლიგის მიერ ლონდონში 1939 წელს. მაგრამ არასოდეს არ ხდებოდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შემმუშავებლის მისეული როლისა და სახელმწიფო დეპარტამენტთან კავშირის აფიშირება, თუმცა კი შეიძლება დასაბუთებულად (доказательно) დამზერილ იქნას ეს ჯერ კიდევ ომამდელი დროიდან. უფრო მეტიც, საბჭოს შემუშავებები არაერთხელ გამოუყენებიათ საფუძვლად ოფიციალური საგარეოპოლიტიკური დოკუმენტებისთვის და ტექსტუალურადაც კი ემთხვეოდნენ მათ, ამასთან არა მხოლოდ ამერიკული დოკუმენტებისთვის, არამედ რიგი სხვა ქვეყნებისაც, რომელთა ორიენტაციას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური გეგმებისთვის ევროპაში.

საბჭოს ომამდელი წარსულიდან შეიძლება მოვიყვანოთ არცთუ ცოტა მჭერმეტყველური მაგალითი: საბჭოს წარმომადგენლებად იყვნენ ჰ. დევისი, რომელიც ასევე გახლდათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯონ დევისი, რომელიც 1924 წელს იყო აშშ-ის ელჩი ინგლისში და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ასევე თვით 40-იანი წლებამდე “ფორინ ეფეარზის” რედკოლეგიის წევრიც, ოუენ იუნგი – იუნგის სარეპარაციო გეგმის ავტორი, ასევე იყო ჯენერალ ელექტრიკის პრეზიდენტიც. ისაია ბოუმენი, საბჭოს წევრი, გახლდათ პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის მრჩეველი, და ასევე მჭიდრო ურთიერთმოქმედებაში იყო პოლკოვნიკ ჰაუზთან. ბოუმენი რჩებოდა საბჭოს წევრად ასევე 40-იანი წლების შუახანებშიც, და ამასთანავე გახლდათ ერთერთი მთავარი ჯგუფის – “ტერიტორიულის” წევრი, რომელიც დაკავებული იყო ევროპის მომავლის დაგეგმვით “ნაცისტურ-ბოლშევიკური ომის” შემდეგ. მისი სახელი ამოტივტივდება ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში დუმბარტონ-ოქსშიც. გ. ფ. არმსტრონგი, საბჭოს თავმჯდომარე მეორე მსოფლიო ომის წლებში ამავდროულად იყო “ფორინ ეფეარზის” მთავარი რედაქტორიც, რჩებოდა რა ამ პოსტზე ასევე 70-იანი წლების შუახანებისთვის. ყველა მოხსენიებული მოღვაწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იდგა რუსეთისადმი ერთმნიშვნელოვნად მტრულ პოზიციებზე, რომელთა ფორმულირებასაც ღიად ახდენდნენ თვით 1941 წლის 22 ივნისამდე.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის საბჭოს საქმიანობა შეიძლება დავახასიათოთ როგორც სტრატეგიული ხასიათის თემების ანალიტიკურ-კონცეფტუალური შემუშავების შეთავსება ამერიკული როლის ყველა ასპექტისთვის მსოფლიოში, საგარეოპოლიტიკური პროგრამებისა და დოკუმენტების ფორმულირებისთვის კონკრეტული დიპლომატიური მუშაობით მოკავშირეებთან და მეტოქეებთან, კავშირი ოპოზიციური და ემიგრანტული ჯგუფების წარმომადგენლებთან სხვა ქვეყნებიდან. საბჭოს მუშაობა ჯერ კიდევ ომამდე შედგებოდა არა მხოლოდ საერთაშორისო მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული შეფასებების მომზადებაში, არამედ მოცემული მასალების სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულებაში გადაგზავნაშიც. საბჭო უწინდებურად უმჭიდროესი სახით იყო დაკავშირებული საერთაშორისო ურთიერთობათა ინგლისის სამეფო ინსტიტუტთან ლონდონში (“Chatham House”), რომელიც თავის ნაშრომებს უგზავნიდა საბჭოს.

საბჭოს სხდომებზე, რომლის მუშაობაც უჩვეულოდ აქტიურდებოდა პერიოდებში, რომლებიც ამზადებდნენ ან წინასწარ გვაუწყებდნენ სერიოზულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, ყოველთვის ესწრებოდნენ და მოხსენებებით გამოდიოდნენ აშშ-თვის მნიშვნელოვანი იმ ქვეყნების ან ტერიტორიების ოპოზიციური ან ემიგრანტული ელიტების წარმომადგენლები, რომლებზედაც მათ არ გააჩნდათ ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. საბჭოთა სპეცსამსახურები და “ანალიტიკური” განყოფილებები საბჭოს საქმიანობით დაინტერესდნენ, როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ. ლიტვინოვი არცთუ შემთხვევით ითვლებოდა ანგლოსაქსონურ ლობიდ საბჭოთა ისტებლიშმენტში და მის დროს საბჭოს საქმიანობის შესახებ აღნიშნულ სახალხო კომისარიატში არაფერს არ წერდნენ. მაგრამ თავად მ. ლიტვინოვი მშვენივრად გახლდათ გაცნობიერებული მის შესახებ, რადგანაც იყო “ხუთი მაღალი თანამდებობის მქონე ბოლშევიკისგან” შემდგარი ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც 1929 წელს ვიზიტით ესტუმრა საბჭოს, რის შემდეგაც გარკვეული დროის მერე საბჭომ რეკომენდაცია მისცა მთავრობას ეღიარებინათ სსრკ. იშვიათი დოკუმენტები იმ ვიზიტის თაობაზე ჯერჯერობით რუსეთში იმყოფება ცხრაკლიტულში, რამდენადაც “პირველი” კოსმოპოლიტური ჩამოსხმის ეს ბოლშევიკები აშკარად შეპირდნენ რაღაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრატეგიას, რომელიც მისაღები იყო აშშ-თვის.

ლიტვინოვის მსუბუქი კალმის მოსმით, რომელიც საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში წერდა მთელ ანალიტიკურ წერილებს მთლიანობაში ამერიკული პოლიტიკისა და სსრკ-თან ურთიერთობათა პერსპექტივების შეფასებებით, საბჭოთა ომამდელ ისტორიოგრაფიაში ყოველთვის გამოიყოფოდა “დემოკრატიული ამერიკა”, უფრო მეტად “შემწყნარებლური” ბოლშევიკებისადმი. ეს სრული სიმართლე გახლდათ, და აშშ-შიც და აღმოუჩენდნენ ბოლშევიკებს არცთუ ცოტა დახმარებას სახსრებითა და რევოლუციონერთა კადრებით ყველაზე უფრო ადრეულ წლებში, შემდეგ უთანხმდებოდნენ მათ ანტანტის ლაშქრობათა დაფინანსებაში თავიანთი მონაწილეობის პარალელურად. სწორედ აშშ იყო მზად რომ დაუყოვნებლივ ეღიარებინა ბოლშევიკები მათ მიერ დაკავებულ რუსეთის არცთუ დიდ ნაწილში იმავდროულად ყველა თვითგამოცხადებული ტერიტორიის აღიარებით. მაგრამ, როდესაც 1922 წელს იმავე ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ შეძლო ქვეყნის ერთიანობის აღდგენა, აშშ დიდხანს (1933 წლამდე) უარს აცხადებდა სსრკ-ის ფორმით რუსეთის ძირითადი ისტორიული ტერიტორიის აღიარებაზე. თეთრი მოძრაობისთვის თავისი დაპირებების მიუხედავად ამერიკული პოზიციის განუხრელობის შესახებ საკითხში ბალტიისპირეთის როგორც რუსეთის ნაწილის შენარჩუნების უპირობო აუცილებლობის თაობაზე, აშშ თანამიმდევრულად არ აღიარებდა სსრკ-ის სუვერენიტეტის აღდგენას ამ ტერიტორიებზე. საქმე ბოლშევიკებში კი არ იყო, არამედ გეოპოლიტიკურ გიგანტში.

აშშ-მა აღიარა სსრკ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ დრომდე გასაიდუმლოებული ხუთი მაღალი თანამდებობის ბოლშევიკისგან შემდგარმა ჯგუფმა 1929 წელს აშშ-ში ვიზიტის მსვლელობისას “ანგარიშები ჩააბარა” თავიანთი შემდგომი გეგმების შესახებ ამოუცნობ (загадочный) საგარეო ურთიერთობათა საბჭოს. საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის უ. მელორის სიტყვებით, ამ დელეგატებმა გასცეს პასუხები, რომლებმაც “დააკმაყოფილეს აუდიტორია, შემდგარი ამერიკელი ბანკირებისგან, მაგრამ შეეძლოთ ამ ადამიანთა დისკრედიტაცია სახლში”. მოხერხდა იმის დადგენა, რომ ერთერთი მათგანი გახლდათ მ. ლიტვინოვი, რომელსაც დიდი ხნის კავშირები ჰქონდა ანგლოსაქსონურ სამყაროში, დაქორწინებული იყო ინგლისელი ისტორიკოსის ქალიშვილზე და გახდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი.

როდესაც ახალ სამყაროსთან ნათესაობის გრძნობა აორთქლდა, სსრკ-ში ეჭვი აიღეს აშშ-ზე როგორც გეოპოლიტიკურ მეტოქეზე. დაზვერვისა და ანალიტიკური ორგანოების წინაშე, როგორც ჩანს, დაისვა ახალი ამოცანები. მაშინვე დადგენილ იქნა, რომ ბევრი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინიციატივა ევროპაში და საბჭოს სხდომათა თემები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა კი არ გააჩნიათ ფორმალური კავშირი, ხოლო მისი დოკუმენტები და მასალები კი ჩნდება შემდეგ საერთაშორისო და ამერიკული ინიციატივების ოფიციალური განცხადებებისა და დოკუმენტების ფორმით. ასე, ლონდონური “ჩეტემ ჰაუზის” მიერ მომზადებული “ევროპის ეკონომიკური რეკონსტრუქციის გეგმები” და “დაუყოვნებლივი ომისშემდგომი ღონისძიებები დახმარების აღმოჩენისა და რეკონსტრუქციისთვის ევროპაში”, განხილულ იქნა საბჭოს სხდომებზე ომისშემდგომი დახმარების მოკავშირეთაშორისი კომიტეტის ბიუროს ხელმძღვანელის ლეიტ-როსის აშშ-ში ვიზიტამდე ორ თვეზე უფრო მეტი ხნით ადრე. ეს მასალები გამოჩნდა თითქმის უცვლელი სახით როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც აჩესონმა გადასცა მ. ლიტვინოვს შეთანხმების ამერიკული პროექტის სახით ომისშემდგომი დახმარების შესახებ სახელწოდებით “დახმარებისა და გაერთიანებული ერების აღდგენის ადმინისტრაცია” (ЮНРРА, UNRRA).

მემორანდუმი “ნორვეგიის მშვიდობიანი მიზნების შესახებ”, განხილული “ევროპელი ერების მშვიდობიანი მიზნების შესწავლის” ჯგუფის სხდომებზე 1941 წლის 30 ივნისს, თავისი უმეტესი ნაწილით შესულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტრიუგვე ლის ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებსაც მან ხელი მოაწერა ლონდონში 1942 წლის 8 მაისს, და ჩააბარა ელჩ ბოგომოლოვს 1942 წლის 16 ივლისს “ნორვეგიული ომისშემდგომი პოლიტიკის საფუძვლების პროექტის” სახით. არც თუ უსაფუძვლოდ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში საბჭოს უწოდეს “კვალიფიციური და სოლიდური სამზარეულო არა მხოლოდ მომავალი ომისშემდგომი მოწყობის აბსტრაქტული და პერსპექტიული პრობლემების შემუშავებაში, სისტემატიზაციასა და მომზადებაში, არამედ მიმდინარე ოპერატიული წესრიგის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პოლიტიკური საკითხებისაც, რომელთა გარკვეული ნაწილიც შესაძლოა მეტად ძლიერად შეეხოს საბჭოთა კავშირის ინტერესებს”.

მეორე მსოფლიო ომის სულ დასაწყისიდანვე “საგარეო ურთიერთობათა საბჭოს” ხელმძღვანელობით ექსპერტთა ოთხი ჯგუფი მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით როკფელერის ფონდის სახსრებით თემებზე, რომელთა საერთო სახელწოდებაც გახლდათ “ამერიკის ინტერესების შესწავლა ომიანობისა და მშვიდობიანობის დროს”. ეს ჯგუფები იყო: შეიარაღების, საფინანსო-ეკონომიკური, პოლიტიკური და ტერიტორიული. 1941 წლის 2 ივნისიდან, სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმამდე სამი კვირით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის მოწონებით დაემატათ კიდევ ერთი ქვედანაყოფი დამახასიათენელი სახელწოდებით “ევროპული ერების მშვიდობიანი მიზნების შესწავლის ჯგუფი”; ჯგუფებმა მკვეთრად გაზარდეს თავიანთი მუშაობის ინტენსივობა და შეზღუდული ტირაჟით ჰექტოგრაფზე გამოსცეს რიგი “მკაცრად საიდუმლო” დოკუმენტების და მემორანდუმებისა, მიძღვნილი ომისშემდგომი წესრიგისადმი ევროპასა და მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით სსრკ-ის მოსაზღვრე ტერიტორიებისა და ქვეყნებისადმი.

ყველა უმნიშვნელოვანესი ჯგუფის წევრებად ერთდროულად იყვნენ გ. არმსტრონგი, უ. მელორი (რომელიც ღებულობდა ლიტვინოვის საიდუმლო ვიზიტს), ა. დალესი და რიგი სხვა საკვანძო მაკოორდინირებელი ფიგურებისა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მთელი რიგი სხდომებისა ბალტიისპირეთის – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ნორვეგიის, ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთის, იუგოსლავიის, ავსტრიის ემიგრანტული ელიტის წარმომადგენლებისა და ყოფილი სახელმწიფო მოღვაწეების მოხსენებებით. სხდომების თემატიკა და მოხსენებათა და მემორანდუმების სახელწოდებანი მიძღვნილია “რეალური პოლიტიკის” კლასიკური თემებისა და აშშ-ის გლობალური ინტერესებისადმი, რომლებიც ნაკლებად შეესაბამებოდა ვილსონიანობასა და ატლანტიკურ ქარტიას. ჰიტლერულ ძლიერებასთან ბრძოლის ინტერესები მოითხოვდა სსრკ-ის ჩართვას (вовлечение), მისი მატერიალური და ადამიანური რესურსებისა ომში გერმანიის წინააღმდეგ, რომლის განადგურებაც შეეძლო მხოლოდ კონტინენტურ დერჟავას, და საბჭოთა კავშირს იწვევენ მოკლავშირის სახით ბრძოლაში საერთო მტრის წინააღმდეგ. და რას აკეთებს საგარეო ურთიერთობათა საბჭო?

1941 წლის 22 აგვისტოს საგარეო ურთიერთობათა საბჭო ახალ პირობებში ამერიკულ სტრატეგიას უძღვნის სხდომას, რომლის პრაგმატიზმიც დაარცხვედა ტალეირანსა და მაკიაველის. თავად სხდომის თემა: “ამერიკული პოლიტიკის საკითხები, რომლებიც შეეხება ნაცისტურ-ბოლშევიკურ ომს” და ვარიანტების ჩამონათვალი ახდენენ შიდა მხარის დემონსტრირებას, რომელიც მეტად განსხვავდება ოფიციალური დეკლარაციების რიტორიკისა და მთელი მსოფლიოსა და სსრკ-კენ მიმართული ინიციატივებისგან:

თუკი ბოლშევიკური რეჟიმი შენარჩუნდება:

ა) გახდება თუ არა ამერიკა საბჭოთა რუსეთის თანამონაწილე ჰიტლერის წინააღმდეგ ომში.

ბ) უნდა ცდილობდეს თუ არა ამერიკა წონასწორობის დამყარებას (ომისშემდგომ) გერმანიასა და რუსეთს შორის ორივე მათგანისგან დამოუკიდებელი ბუფერული სახელმწიფოების შექმნის გზით.

გ) იაპონიის მიერ ზღვისპირეთზე თავდასხმის შემთხვევაში, უნდა ჩაერიოს თუ არა მაშინ ამერიკა შორეულ აღმოსავლეთში ინტერვენციის გზით.

თუკი ბოლშევიკური რეჟიმი დაეცემა:

ა) უნდა ეცადოს თუ არა ამერიკა აღადგინოს ბოლშევიზმი რუსეთში.

ბ) უნდა მისცეს თუ არა აშშ-მა ჰიტლერის მაგალითის მიხედვით სანქცია ხალხების მასობრივ გადასახლებაზე გერმანიასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონის შესაქმნელად.

თუკი ბოლშევიკური რეჟიმის შემდეგ დამყარებულ იქნება გერმანიასთან თანამშრომლობის რეჟიმი:

ა) უნდა მისცეს თუ არა აშშ-მა ამ რეჟიმს ტრანს-ციმბირულ რკინიგზაზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობა.

ბ) უნდა მოამზადოს თუ არა ამერიკამ შორეულ აღმოსავლეთში ამ რეჟიმის მოწინააღმდეგენი (ჩინეთი, იაპონია)”.

მაგრამ ყველაზე უფრო ფასეულს საკუთარ თავში შეიცავს მსჯელობის თეზისები:

“ამ ომის სამხედრო შედეგი გადაწყვეტს არა მხოლოდ ბოლშევიკური რეჟიმის ბედს; მას შეუძლია განაპირობოს ძალთა გადაჯგუფების უზარმაზარი პროცესი ბოჰემიიდან ჰიმალაებამდე და სპარსეთის ყურემდე. ისტორიის ფურცლები ხელახლა იშლება, საღებავები ხელახლა იღვრება რუკებზე.

ამის გასაღები ძევს აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზაციაში, ბუფერული ზონის შექმნაში ტევტონებსა და სლავებს შორის. ამერიკის ინტერესებშია მიმართოს თავისი ძალისხმევა ამ პრობლემის კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე, თუკი მხოლოდ სასურველია ომის განმეორების თავიდან აცილება”.

ამ თემის განვითარებისთვის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ 1942 წლის აგვისტომდე ჩაატარა განსაკუთრებულად ინტენსიური მუშაობა ომისშემდგომი ევროპის გადანაწილების შესაძლებლობათა სისტემატიზაციასა და შესწავლაში, უწინარეს ყოვლისა მისი აღმოსავლეთ და ცენტრალური ნაწილისა, და გამოსცა დაახლოებით 500 “მკაცრად საიდუმლო” მემორანდუმი, რომლებიც მაშინვე იქცა საბჭოთა უწყებების მონაპოვრად. ამ მემორანდუმებში ჩატარებულია გულდასმითი დათვალიერება მთელი ძალების და ქვეყნებისა, რომლებზედაც შესაძლებელი იქნებოდა ფსონის გაკეთება, მოწვეულია ყველა ემიგრანტული მთავრობა ან ოპოზიციური ჯგუფი იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ არ იმყოფებიან აშშ-ის გავლენის ქვეშ, ხოლო თავად მოხსენებები და მსჯელობანი მიმდინარეობს ჯგუფში, რომლის სახელწოდებაც სავსებით შეესაბამება ატლანტიკურ ქარტიას: “ევროპელი ერების სამშვიდობო მიზნების შესწავლის ჯგუფი”.

სხდომებზე მონაწილეობას ღებულობდნენ, ზოგჯერ მოხსენებებითაც, ა. სმეტონა – ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი, კ. რ. პუშტა – ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ა. ბილმანისი – ლატვიის “პოლიტიკური ელჩი” აშშ-ში, ავსტრიის ერცჰერცოგი ოტო ფონ ჰაბსბურგი, ა. გრანოვსკი – პრეზიდენტი ორგანიზაციისა უკრაინის აღორძინებისთვის, ლ. დიმიტროვი – “აშშ-ისა და კანადის მაკედონური პოლიტიკური ორგანიზაციის” პრეზიდენტი, პოლონური ემიგრანტული ელიტის წარმადგენლები, ჩეხოსლოვაკიისა და რუმინეთის ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, ო. იაში – უნგრეთის ეროვნებათა ყოფილი მინისტრი და სხვები. ამ უმნიშვნელოვანესი ჯგუფის თავმჯდომარე გახლდათ თავად გ. ფ. არმსტრონგი, წევრებად კი იყვნენ ა. დალესი, უ. მელორი. საბჭოში წარმოდგენილი “ერები” არ ემთხვეოდნენ სახელმწიფოებს ევროპის ოფიციალურ რუკაზე ჰიტლერული აგრესიის დაწყებამდე, რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ განვმარტოთ ატლანტიკური ქარტია სულაც არა როგორც მოთხოვნა უარეყოთ ჰიტლერული დაპყრობების შედეგები და დაბრუნებულიყვნენ მდგომარეობაში ante bellum (ომამდე), არამედ ისარგებლებდნენ რა ამ აგრესიით, გამოეცხადებინათ ომამდელი საზღვრებისა და ევროპის რუკის გადახედვა. სწორედ ამ “ბუფერულ” აღმოსავლეთ- და ცენტრალურ-ევროპულ ძალებზე იქნება გაკეთებული აშშ-ის მთავარი ფსონი ნატო-ს გაფართოებაში 90-იან წლებში რუსეთ-სსრკ-ის კრახის შემდეგ.

ყველაფრიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ პერლ-ჰარბორამდე და ომის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე აშშ-ში ამერიკული საქმიანი და პოლიტიკური წრეების ლიდერები თავიანთი ყველაზე უფრო კვალიფიცირებული ორგანიზაციების მეშვეობით, რომელთაც განმსჭვალეს სამთავრობო წრეები, შეუდგნენ ევროპის ომისშემდგომი მოწყობისა და მასში აშშ-ის ეკონომიკური და პოლიტიკური ყოფნის გეგმების აქტიურ შემუშავებას. მთლიანობაში მიღებულია ითვლებოდეს, აშშ-ის საბოლოო სტრატეგიული გადაწყვეტილება სამუდამოდ “დარჩენილიყო” ევროპაში და მოეხდინა დასავლეთ ევროპის როლის, ინტერესებისა და პოტენციალის ინკორპორირება თავის გლობალურ სტრატეგიაში, რომლის შემადგენელ ნაწილადაც იქცა ევროპული ინტეგრაციისა და “ერთიანი ევროპის” წახალისება, გაფორმებულ იქნა მხოლოდ 1946 წელს. ჯერ კიდევ 1944 წელს შთაბეჭდილება აშშ-ის “იზოლაციისკენ” მიბრუნების შესაძლებლობის თაობაზე გავრცელებული იყო თვით დიდი ბრიტანეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ყველაზე უფრო მაღალ ეშელონებშიც კი. ამის შესახებ მოწმობს ბრიტანელი ემისრების მიმოწერა ევროპაში ა. იდენთან მომავალი ევროპული მოწყობის თაობაზე, აგრეთვე საბჭოთა არქივების ზოგიერთი მასალა, რომლებიც გვიჩვენებს, რომ მოლოტოვის საუბრებში ბირნსთან – აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საბჭოთა მხარე გამხატავდა შეშფოთებას აშშ-ის მიერ “თავის ნაჭუჭში ჩაკეტვისათვის” შესაძლო უპირატესობის მინიჭების გამო.

მაგრამ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს საიდუმლო მემორანდუმები მეტყველებენ იმის შესახებ, რომ ის წრეები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პანორამული სტრატეგიული დაგეგმარებით, არამედ აშშ-ის ადგილისაც მსოფლიო ისტორიის მომავალ პერიოდში, იმაზე დიდი ხნით უფრო ადრე, სანამ აქეთკენ გადაიხრებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი, ახდენდნენ აშშ-ის დაინტერესებულობის ფოსტულირებას ევროპის “ინტეგრაციასა” და უნივერსალისტურ სტრუქტურებში, რომლებსაც აშშ უნდა აკონტროლებდეს და წარმართავდეს. მისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს მხარედ იქცა მსოფლმხედველობრივი პროგრამირება სპეციფიური მეთოდებით – საბაზო აქსიომებისა და კლიშეების გამომუშავება სამეცნიერო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტის შეგნებაში თავის გამოცემათა მეშვეობით, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჟურნალი “ფორინ ეფეარზი”. ავტორიტეტულობა ჟურნალს მისცა ამერიკული პოლიტიკური და პოლიტოლოგიური საზოგადოებრიობის წამყვანი სახელების გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალებისა და წერილების მაღალმა ხარისხმა. ჟურნალი გადაიქცა ფორუმად, რომლებზედაც ამუშავებდნენ და ხვეწდნენ (обкатывались) საგარეოპოლიტიკურ კონცეფციებს, დოქტრინებსა და ინიციატივებს, რომლებიც სულ ახლახანს იქცნენ ან მალე გადაიქცეოდნენ აშშ-ის პრაქტიკულ საგარეოპოლიტიკურ კურსად ან ამ კურსის სეგმენტად. რა იყო პირველადი – რთული კითხვაა. პუბლიკაცია “ფორინ ეფეარზში” ახალ სახელს ხდიდა ავრორიტეტად, ხოლო მისი მსჯელობები კი იქცევდა ყურადღებას როგორც მოსაზრებანი, რომლებსაც იზიარებდა სახელმწიფო უწყებათა გარკვეული ნაწილი. სწორედ ჟურნალ “ფორინ ეფეარზში” 1947 წელს იქნა გამოქვეყნებული ანონიმური წერილი, რომელიც ეკუთვნოდა ჯორჯ კენანს “საბჭოთა ქცევის საწყისები (წყაროები, истоки)”, სადაც ჩამოყალიბებულ იქნა 1947 წლის “შეკავების დოქტრინა”.

1963 წელს იმავე ჯ. კენანმა მოათავსა წერილი სახელწოდებით “პოლიცენტრიზმი და დასავლური პოლიტიკა”, სადაც განიმარტებოდა სარგებელი სამხედრო ისტერიის რამდენადმე შესუსტებისგან სსრკ-ისა და სოციალისტური ბლოკის წინააღმდეგ და შეთავაზებული იყო მოეხდინათ ვარშავის პაქტის აღმოსავლეთევროპელ მონაწილეთა თანდათანობითი უკანდახევის სტიმულირება მათგან უფრო მეტად დამოუკიდებელი (самостоятельные) ძალთა ცენტრების ჩამოყალიბების მეშვეობით. სახელდობრ ამ კონცეფციის შესაბამისად აშშ ყოველთვის უარს ამბობდა ეწარმოებინა საქმე მთელ ბლოკთან, რათა არ აემაღლებინა სსრკ-ის ზეეროვნული (наднациональная) როლი და მისი გავლენა, და სტრატეგიული საქონლით ვაჭრობის შესახებ კანონის შერბილებაზეც კი წავიდა ვარშავის პაქტში წინააღმდეგობაში მყოფი პარტნიორების მიმართ. ამ დოქტრინაზე უარი ითქვა 1968 წელს პრაღაში ჯარების შეყვანის შემდეგ. მჩატე წონისა და განსაკუთრებულად (исключительно) იდეოლოგიურმა კომენტარებმა ამ მოვლენათა მორიგი წლისთავის გამო გვერდი აუარეს როგორც ამ აქციის მთავარ აზრს სსრკ-ის მხრიდან, ისე მის მთავარ შედეგსაც სსრკ-ის პოზიციებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ესმოდა რა, რომ დასავლეთი ელოდება, სანამ პრაღის “გაზაფხული” გადავა ცხელ “ზაფხულში”, და პრაღა მზად იქნება გავიდეს ვარშავის ხელშეკრულებიდან, სსრკ-მა დაანახა დასავლეთს, რომ მზად არის თვით პრესტიჟის აშკარად დაკარგვის ფასად საზოგადოებრივ აზრში და ანტირუსული განწყობების ფასადაც კი თავად ჩსსრ-ში, საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფასად დაამტკიცოს თავისი კონტროლი პასუხისმგებლობის გეოპოლიტიკურ ზონაზე, რომელიც განსაზღვრულ იქნა არა მხოლოდ სტალინის მიერ, არამედ ჩერჩილისა და რუზველტის მიერაც, და არ დაუშვას სამხედრო-პოლიტიკური სივრცის დაშლა. აშშ-მა, რომელსაც აქციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა თავად საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ, აღიარა ეს სფერო, განსხვავებით, ვთქვათ, ავღანეთისგან, რომელშიც შესვლა აღქმულ იქნა როგორც კომუნიზმის ზონისა და გავლენის გაფართოება.

სოციალისტური ქვეყნების სსრკ-გან ცალ-ცალკე ჩამოშორებაზე ილუზიების კრახმა მოიყვანა აშშ განმუხტვამდე. ჩსსრ-ში ჯარების შეყვანის პირდაპირი შედეგები იყო გფრ-ისა და სსრკ-ის 1970 წლის ხელშეკრულებები, გფრ-ის შემდგომი ხელშეკრულებები ჩეხოსლოვაკიასთან მიუნხენის გარიგების გაუქმების თაობაზე, რომელიც სულ თავიდანვე იყო ფუჭი (недействительный), რ. ნიქსონის მოსკოვში ვიზიტი, შეხვედრა ვლადივოსტოკში, ხელშეკრულებათა მთელი კომპლექსი ბირთვული განიარაღების სფეროში, მისი ფუნდამენტის ჩათვლით – 1972 წლის ხელშეკრულებისა რაკატსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ და მასზე 1974 წლის ოქმისა. ეუთო-ც ასევე ვერასოდეს ვერ მივიდოდა დასრულებამდე ამ აქციის გარეშე, რომელმაც წაახალისა დასავლეთი დაემტკიცებინა ჰელსინკის დასკვნით აქტში ომისშემდგომი საზღვრებისა და რეალიების განუხრელობა, სსრკ-ის თანხმობის სანაცვლოდ ევროპაში შეიარაღებათა შემცირებაზე. ასეთივე მიზნებით დაემტკიცებინა თავისი კონტროლი რაღაც არეალებზე აშშ-მა შეიყვანა ჯარები გრენადაში და ა. შ. 60-იანი წლების ბოლოს “ფორინ ეფეარზის” ფურცლებზე ჩნდება ზ. ბჟეზინსკის სახელი, რომელიც სახალხოდ გამოიყვანა დევიდ როკფელერმა – ადამიანმა, რომელსაც მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გლობალიზმის იდეოლოგიის კონსტრუირებასა და მის ინსტიტუციონალიზაციაში. ფინანსურ-სამრეწველო მაგნატი, ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის “ჩეიზ მანჰეტენის” მეთაური, იგი წლების განმავლობაში გახლდათ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტიც.

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს საქმიანობაში შეიძლება თვალი მივადევნოთ გლობალიზაციის დოქტრინის განვითარების საფეხურებს, რომლის არსებობისადმიც მსოფლიო უნდა მოემზადებინათ. უკვე 60-70-იან წლებში ზედაპირზე ამოდის კონსოლიდაციასა და ზოგადად მსოფლიოს განვითარებაზე კონტროლის ზეეროვნული (наднациональные) მექანიზმების შექმნაში მთელი XX საუკუნის მიზანმიმართული მუშაობის აღმონაცენები, რომლებშიც ცალკეული ქვეყნების სტრატეგია შეუმჩნევლად დაქვემდებარებული იქნებოდა დასმული მიზნებისადმი. ეს ამოცანა დაკავშირებულია დასავლეთის წამყვანი ძალების პანორამულ გაანგარიშებებთან, რომლებსაც ისინი აწარმოებდნენ საუკუნის დასაწყისიდან თავიანთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალთან მიმართებაში. ორ მსოფლიო ომს შორის ლაპარაკი მიდიოდა მსოფლიოს საჭირო იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური სახის (облик) გაფორმებაზე ზემოქმედების ბერკეტების შესახებ, ეკონომიკური და ფინანსური ძლიერების დაგროვების პირობების შესახებ. ამას ემსახურებოდა ჰაუზ – ვილსონ – ლოიდ-ჯორჯის ობობას ქსელი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შექმნა. ამ პერიოდში იქნა გამოცდილი პირველი საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური დაწესებულებებიც – ერთა ლიგა, საერთაშორისო ანგარიშგებათა ბანკი. იუნგის (საბჭოს თავმჯდომარე 20-იან წლებში) გეგმით ვითომდა სარეპარაციო საკითხის გადაწყვეტისთვის შექმნილმა ამ ბანკმა წარმატებით განახორციელა ანგლოსაქსონური ფინანსური კაპიტალის წამყვანი როლის ინსტიტუციონალიზაცია ევროპულ პოლიტიკაში.

იალტისა და პოტსდამის შემდეგ დასავლეთმა დახარჯა უზარმაზარი რესურსები ძალთა ახალი თანაფარდობის კომპენსაციისთვის. მარშალის გეგმის ისტორია, ასევე ინტეგრაციული მექანიზმებისა რომიდან მაასტრიხტამდე, ნატო-ს სამხედრო ბლოკისა – ქრესტომათიულია. ახალი ამ პროცესში იყო არა ალიანსების შექმნა – უძველესი დროიდან მსოფლიო პოლიტიკის ფორმისა. ახალი იყო მათი ტიპი და დონე, ვინაიდან ისინი არა მარტო ზღუდავდნენ გარემოებათა ძალით, არამედ ხარისხობრივად შეუქცევადად წალეკავდნენ ეროვნულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუვერენიტეტს. ერთ-ერთ პირველ “ევროპულ საზოგადოებრიობად” იქცა “ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება” – არა მხოლოდ ომის, არამედ მთელი ეკონომიკის ნედლეულისა. შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური მატრიცა, რომელმაც მისცა (задала) ეკონომიკური სტრუქტურა, ქვეყნების განვითარების მოთხოვნილებანი, უზრუნველყო ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა (ВПК) და ТНК-ის ზრდა, რომლებიც თანდათანობით იქცევიან იმ ძალად, რომელიც გადამწყვეტ ზემოქმედებას ახდენს ბაზირების ქვეყნებისა და მიმღები ქვეყნების მთავრობებზე, გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე”.

საგარეო ურთიერთობათა ამერიკულმა საბჭომ ჯერ კიდევ ომის დასაწყისში გამოსცა მემორანდუმი პან-ევროპის შესახებ, რომელშიც საჭირო იყო მოეხდინათ გერმანული პოტენციალის გათქვეფა (растворить) და ინტეგრირება, ძვირადღირებული ტრადიციული წინააღმდეგობების მოხსნა გერმანელებსა და რომანელებს შორის. დასავლეთი აშშ-ის ეგიდით მწყობრად ეწყობოდა როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული კონსოლიდირებული მთლიანობა. ერთიანი ევროპის იდეები და თანდათანობით გადაქცევა ევროპისა ერთგვარ სუპერ-სახელმწიფოდ მმართველობის ზეეროვნული (наднациональные) ინსტიტუტებით იყო აშშ-ის გლობალური სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი. ამერიკული პოლიტიკური შეგნება თანდათანობით აიგივებს საკუთარ თავს დასავლეთთან მთლიანობაში. ასეთ ასიმილირებულ შეგნებაში მკვიდრდება არა უბრალოდ უძლიერესის მოტივი, არამედ მსოფლიოს და საკუთარი თავის იგივეობისა, სადაც დანარჩენები – პროვინციაა, რომელსაც არ გააჩნია უფლება ისტორიულ ინიციატივაზე.

კომუნიზმის მიერ დასავლური სამყაროსთვის ყოველგვარი მიმზიდველობის დაკარგვასთან ერთად, თავის თავდაპირველ კეთილშობილურ ნიშნებს კარგავს კლასიკური ლიბერალიზმიც, რომელსაც განმანათლებლობის იდეალების – ხალხის სუვერენიტეტის, თანასწორობის, პროგრესის უნივერსალიზაციის სანაცვლოდ წინ გამოაქვს ახალი მსოფლიო იდეოლოგიური პროექტი. ახალი იდეოლოგიის სახელია – გლობალიზმი, ხოლო მისი ავტორები და სპონსორები არცთუ მცირე ხარისხად არიან ფართო წრეები, აღზრდილნი საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ. ა. კინგისა და ბ. შნაიდერის წიგნში “პირველი გლობალური რევოლუცია”, რომელიც გამოვიდა სახელგანთქმული რომის კლუბის ეგიდით, ნათქვამია, რომ “გლობალურ რევოლუციად” უნდა ჩაითვალოს 1968 წელი. თუმცა კი პირველი რევოლუვიონერები მითითებული არ ყოფილან, ხელმძღვანელთა ზოგიერთი სახელი შეიძლება დარწმუნებით ითქვას. მათ შორისაა დევიდ როკფელერიც.

სწორედ საგარეო ურთიერთობათა საბჭო იდგა 1968 წელს რომის კლუბის შექმნის სათავეებთან. სწორედ დ. როკფელერმა დაავალა ზ. ბჟეზინსკის სათავეში ჩადგომოდა ასევე საბჭოს მუშაობით დაარსებულ სამმხრივ კომისიას, თავისებურ კლუბს, რომელმაც 1973 წელს გააერთიანა აშშ-ის, დასავლეთ ევროპისა და იაპონიის საქმიანი და პოლიტიკური სამყაროს უმსხვილესი წარმომადგენლები. 1968 წელს ზ. ბჟეზინსკი წერდა: “ჩვენი ეპოქა არა უბრალოდ რევოლუციურია. ჩვენ გამოვედით მთელი ადამიანური ისტორიის ახალი მეტამორფოზის ფაზაში. მსოფლიო დგას ტრანსფორმაციის ზღურბლზე, რომელიც თავისი ისტორიული და ადამიანური შედეგებით უფრო მეტად დრამატული იქნება, ვიდრე ის, გამოწვეული რომ იყო საფრანგეთის ან ბოლშევიკური რევოლუციებით... 2000 წელში აღიარებენ, რომ რობესპირი და ლენინი რბილი რეფორმატორები იყვნენ...”.

თუმცა კი ვ. ვილსონის სახელს უშუალოდ არ აკავშირებდნენ 70-იან წლებში მიმდინარე პროცესებთან, სწორედ ვილსონიანურმა პაციფისტურმა იდეამ “მშვიდობის როგორც კონცეფციისა”, რომლისადმიც დაქვემდებარებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფოთა ინტერესები, და “ერთიანი უკონფლიქტო მსოფლიოს” იდეოლოგიამ განზე გაიტყუა პოლიტოლოგების მთელი თაობა რეალური პოლიტიკის პრობლემების შესწავლისგან. პირველი ცდა მსგავსი ფორუმებისა და დიალოგებისა “ურთიერთგაგების ძიებისთვის” წარმოადგინეს ამერიკულმა “Think Tanks”-ებმა, მათ შორის კარნეგის ფონდმა, მშვიდობის ამერიკულმა ინსტიტუტმა, და, რა თქმა უნდა, საგარეო ურთიერთობათა საბჭომ. ასეთი ინიციატივების ამოცანად თავად სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს “პრევენციულ დიპლომატიას”. ისინი ემსახურებიან “ან დამატებად აშშ-ის ოფიციალურ მოქმედებებზე, ან ცვლიან მათ, როცა ოფიციალური ამერიკული ყოფნა შეუძლებელია”.

აბსტრაქტულ სიდიდეთა “კონფლიქტოლოგია” არ ვარაუდობს მოვლენებისა და პოზიციებისადმი თანაზიარობას (თანამონაწილეობას). მასში შეისწავლება არა ეროვნული ინტერესების მიღწევის ამოცანა, არამედ აბსტრაქტული პრინციპებისადმი მსხვერპლის არშეწირვის მეთოდიკა, საქმით კი ხორციელდება მიზანი არ დაუშვან ძალთა ბალანსის მკვეთრი ცვლილება ამა თუ იმ მონაწილის მოულოდნელი გაძლიერების, ან ახალი რეგიონული სუპერდერჟავის გამოჩენის გამო. ეს არის ჩამოყალიბებული ძალთა თანაფარდობის განმტკიცება და კონსერვაცია, რომელშიც უკვე გაფორმდნენ ლიდერები. კონფლიქტოლოგია იქცა სამეცნიერო დისციპლინად, რომლისთვისაც მთელ მსოფლიოში შექმნილია სამეცნიერო ცენტრების ქსელი (სტოქჰოლმის /SIPRI/, ჰესენის ინსტიტუტები და ანალოგიური ინსტიტუტი ტამპერეში /TAPRI/). მშვიდობისა და კონფლიქტების პრობლემები იქცა ურიცხვი საერთაშორისო სემინარებისა და კურსების თემად.

ამ ცენტრების პოლიტიკამ, რომელიც გულისხმობს კონტრაქტების დადებას სხვადასხვა ქვეყნების პოლიტოლოგებთან და ექსპერტებთან, ცენტრების სამეცნიერო და პოლიტიკური კადრები აქცია ნამდვილ კოსმოპოლიტებად. დაბოლოს, საერთაშორისო პოლიტიკურ შეგნებაში ხდება ლეგალიზაცია თავად ცნებისა გლობალური მმართველობა – Global Governance, რომლის აუცილებლობაც თანდათანობით შემოიტანება “საერთაშორისო ურთიერთობათა შესახებ მეცნიერების” აქსიომატიკაში. 1995 წელს სწორედ აშშ-ში ასეთი სახელწოდებით გამოსვლას იწყებს სოლიდური პერიოდული გამოცემა. TAPRI-ს ყოფილი დირექტორი რ. ვაირინენი ბოსტონში გამოსცემს შრომებს გლობალიზაციისა და გლობალური მმართველობის შესახებ. გლობალური მმართველობა მოითხოვს მსოფლიოს ყველა საზაოგადოების გახსნილობას (открытость), აგრეთვე რჩეულთა წრის განსაზღვრას, რომლებიც ფლობენ მართვის უფლებასა და ამ უფლების დასაბუთებას. ამ აქსიომიდან გამომდინარეობს “დახურული საზოგადოებებისთვის” ბიძგის მიცემის ამოცანა განსაზღვრული მიმართულებით გარდაქმნისკენ, აგრეთვე მსოფლიოს მომზადებისა საერთაშორისო ურთიერთობის ფუძემდებლური პრინციპების – ერი-სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის პრინციპის შეცვლისკენ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი აბსტრაქტული სუბიექტის – “მსოფლიო საზოგადოებრიობის” შექმნის ამოცანაც. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ აღზრდილი ზბ. ბჟეზინსკი, რომელიც პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი გახდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, იხსენებდა თავის მემუარებში, თუ როგორ იწერებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კლიშე, ახალი სტრატეგიის შესაბამისად, ყველა პროგრამაში, სიტყვაში (მოხსენებაში), განცხადებაში, დღის წესრიგში, პირობებში. ადამიანის უფლებათა პრიმატის იდეოლოგია, რომელიც მკვეთრად იქნა შემოგდებული (резко вброшенная) ჯ. კარტერის მიერ, და ზურგი შეაქცევინა აშშ-ს განმუხტვისგან, გახლდათ ახალი ტაქტიკა, ჰუმანიტარული ინტერვენცია 1999 წელს იქცა მის პროდუქტად. ამერიკული საგარეო ურთიერთობათა საბჭო აქტიურად ეწეოდა “მსოფლიო საზოგადოებრიობის” («мировое сообщество») ცნების პროპაგანდას, თუმცა კი ინგლისელმა პოლიტოლოგმა ჰედლი ბულმა გაშიფრა, რომ ამ მსოფლიო საზოგადოებრიობის შიგნით არსებობს რაღაც “მსოფლიო საზოგადოება” («мировое общество»), – რაღაც წამყვანი, რჩეული და ერთიანი თავის მიზნებსა და პრინციპებში “კონცერტი”, რომელსაც შეადგენდნენ დასავლეთის ქვეყნები.

გლობალიზმის იდეები სსრკ-ში მომზადებულ იქნა ხრუშჩოვის დროს, მის მიერ კაპიტალიზმის დემაგოგიური ლანძღვა-გინებისა და “კლასობრივი ბრძოლის გამწვავების” ორი სისტემის შეჯიბრის სფეროში გადატანის მიუხედავად. ხრუშჩოვიდან რეანიმაციას განიცდიან პოლიტიკის უნივერსალისტური მოტივაციები, მსოფლიო რევოლუციის იდეა (კაპიტალიზმთან შეჯიბრისა და მესამე სამყაროსთვის ბრძოლის ფორმით, რომელმაც შთანთქა ოქროს მარაგი). ხდება დასავლეთის მიერ მასზე სსრკ-ის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ოსტატური ჩამოყალიბების (ფორმირების) განახლება, საბჭოთა ეკონომიკის ექსტენსიური გზისკენ მიმართვა, ნედლეულის ექსპორტის მკვეთრი გაზრდა, აგრეთვე საბჭოთა პარტიული და ადმინისტრაციულ-სამეცნიერო ნომენკლატურის დასავლეთზე მორალური დამოკიდებულების ვითარების მომზადება თავის ორბიტაში მისი ჩათრევის მეშვეობით.

ამას ემსახურებოდა რომის კლუბის მსგავსი ღია ფორუმების საქმიანობა, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა მიზანს წაეხალისებინა ქვეყნები ეაზროვნათ გლობალურად და “გაეცნობიერებინათ მსოფლიო პრობლემატიკა”. მისი მოწოდებები მიმართული იყო საერთაშორისო ინტელექტუალური ძალებისადმი, ხდებოდა გლობალისტური მიდგომების პროპაგანდირება როგორც დროის დავალებისა. პირველი ორი მოხსენება რომის კლუბისადმი – დ. მედოუზის მოხსენება “ზრდის ფარგლები”, გამოცემული 30 ენაზე მრავალმილიონიანი ტირაჟით და მასაროვიჩ-პესტელის მოხსენება “კაცობრიობა გზაჯვარედინზე” წინასწარგანზრახულად არწმუნებდნენ მკითხველს მსოფლიოს გარდაუვალ დაღუპვაში ზრდასა და განვითარებაზე მსოფლიო კონტროლის მექანიზმის გარეშე, და აფრთხილებდნენ იმის შეუძლებლობის შესახებ, რომ ყველანი მიჰყოლოდნენ განვითარებული ქვეყნების მაგალითს. სამოცდაათიან წლებში საერთაშორისო ლექსიკონში ლეგალიზებულ იქნა ტერმინი მსოფლიო წესრიგი და მისი გადასინჯვის იდეა მსოფლიო ელიტის ეგიდით (პროექტი RIO) – მესამე მოხსენება რომის კლუბისადმი ჰოლანდიელი ეკონომისტის იან ტინბერგენისა.

მსოფლიო წესრიგის გადახედვის იდეა პირველ რიგში მიმართავდა საზოგადოებრივ შეგნებასა და აზრს გლობალიზაციისკენ, ახალი უნივერსალური მექანიზმების ძიებისკენ, რომლებიც მოახდენდნენ მსოფლიო რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის “ჰარმონიზაციას” და უზრუნველყოფდნენ მსოფლიო განვითარების მართვის ახალ არაპირდაპირ ბერკეტებს. თუმცა კი დასავლეთს უხდებოდა შეჯახება განვითარებადი ქვეყნების მოწოლასთან, რომლებიც ოცნებობდნენ სამართლიანობაზე, გაეროს მიერ მიღებული დეკლარაცია და მოქმედებათა პროგრამა ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დასამყარებლად დარჩა “ანტიიმპერიალისტურ” ილუზიებად, რაც არ შეეხება სუვერენიტეტის დასასრულის კონცეფციას. სწორედ თანასწორობისა და “უსამართლო ეკონომიკური წესრიგის გადასიჯვის” ეიფორიის პერიოდში შენდებოდა გლობალური მმართველობის მექანიზმები და გამოცდას გადიოდა მისი ტექნოლოგიები, ყალიბდებოდა იდეოლოგია და კადრები – მილიონობით პირის მომცველი ფენა საერთაშორისო მოხელეებისა, რომელიც გადადიოდა ერთი ორგანიზაციიდან მეორეში და მომთაბარეობდა ბანგკოკიდან ჟენევამდე. დასავლეთმა გაუძლო ნამდვილად “უნივერსალურ” გლობალიზმზე “ბავშვური” იდეალისტური იმედების მთელ გარდაუვალ ხარჯებს და იმავდროულად ამ პერიოდიდან მოიგო უფლება საკუთარი თავისთვის ეწოდებინა “მსოფლიო საზოგადოებრიობა”. მაშინვე სსრკ-ის კრახის შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობათა ამ “ახალმა სუბიექტმა” გვაგრძნობინა, რომ ეგალიტარულობისა და უნივერსალიზმის პრინციპი არ ვრცელდება პროგრესსა და განვითარებაზე. მწვანე ჯვრის ორგანიზაციამ მ. გორბაჩოვის მეთაურობით რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე კონფერენციაზე 1992 წელს უკვე ხისტად გააფრთხილა ქვეყნები, რომ მსოფლიოს არ შეუძლია გაუძლოს ღარიბი სახელმწიფოების მიერ განვითარებულთა გამოცდილების გამეორებას, ხოლო კიოტოს დეკლარაციაში კი 1993 წელს უკვე მითითებული იყო, რომ დაბრკოლებას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში წარმოადგენს “ჩვენი წარმოდგენები ეროვნული სუვერენიტეტის შესახებ”. გლობალიზაციის ადეპტები კმაყოფილებით აღნიშნავენ შემდგომი პროტოკოლების იურიდიული სტატუსის ზრდას “გავრცელებადი სამართლიანობისკენ ნაბიჯის” სახით.

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს იდეოლოგიის მიხედვით შექმნილი სამხრივი კომისიის კონფიდენციალური მოხსენებებისგან განსხვავებით, მოწოდებები მსოფლიო ეკონომიკური პრობლემებისა და “კაცობრიობის პრობლემების” ერთობლივი გადაწყვეტისკენ პირდაპირ დამისამართებული გახლდათ მსოფლიო ელიტისა და არცთუ მცირე ხარისხად საბჭოთა ელიტისადმი. იწვევდნენ რა მას ქცეულიყო ამ მექანიზმის ნაწილად. საბჭოთა ინტელექტუალურმა და ნომენკლატურულმა ელიტამ მწვავედ იწყო თავისი იდეოლოგიისგან ჩაგვრის შეგრძნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ იდეოლოგიამ გული აუცრუა მას როგორც საკუთარი ქვეყნის განვითარების ინსტრუმენტმა, არამედ იმიტომ, რომ იქცა ხელშეშლად მსოფლიო ელიტაში მიღებისთვის. ფასი ადგილისთვის მსოფლიო ოლიგარქიაში დასახელებულ იქნა მ. გორბაჩოვის ეპოქაში.

XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საბჭო მოიცავს აშშ-ის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ინსტიტუტსა და სახელმწიფო სტრუქტურას – კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროს, ბანკს, ფინანსურ კორპორაციასა და დაწესებულებას, უმსხვილეს სამრეწველო კორპორაციას, აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საინფორმაციოს სააგეტოს, ელექტრონულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებასა და ბეჭდურ გამოცემას, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასა და პროფესურას. სენატორებიდან და კონგრესმენებიდან 1998 წლის მონაცემებით დემოკრატებს შორის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს, სამმხრივი კომისიისა და ბილდერბერგერთა კლუბის – ანგლოსაქსონური ეგიდით ლიბერალური გლობალიზაციის ამ სახელოსნოების დაახლოებით ორ-სამჯერ მეტი წევრია, ვიდრე რესპუბლიკელებს შორის, თუმცა კი აქაც საკმაოდ არიან ისინი წარმოდგენილი. თავისი საქმიანობის საწყისი პერიოდისგან განსხვავებით, საგარეო ურთიერთობათა საბჭო დღეს გარეგნულად გათქვეფილი გეგონებათ ამერიკულ ისტებლიშმენტში. უფრო მეტად იგი შეგვიძლია შევადაროთ განდობილთა ერთგვარ ლოჟას, რომელიც აპურებს ამერიკულ ისტებლიშმენტს იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი სამაგრებით (скрепами).

ამრიგად, მხოლოდ ყველაზე პირველი – სწრაფი თვალის შევლება ტვინის ცენტრებისა და ამერიკული სახელმწიფოს კავშირის სისტემაზე წარმოშობს აზრს, რომ ამერიკული “Think Tanks”-ები – ეს არის აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკის გამომუშავების ინსტრუმენტები. უფრო გულდასმით განხილვას მივყავართ მსჯელობამდე, რომ უფრო პირიქითაა, აშშ-ის სამთავრობო ინსტიტურები და სტრუქტურები, აშშ-ის თავად სახელმწიფო სტრატეგია იმყოფებიან რაღაც ყველგანშემღწევი და ყველგანმყოფი ლობის მძლავრი იდეური და პოლიტიკური მონიტორინგის ქვეშ, რომელიც გამოხატავს იდეოლოგიური, ფინანსური და პროფესიული ელიტების ინტერესებს, რომელთაც გააჩნიათ ტრანსნაციონალური ინტერესები. ეს ლობი პოლიტიკურ არენაზე ღიად არ გამოდის, არამედ ამ სტრუქტურების მეშვეობით უზრუნველყოფს თავისი ინტერესების მემკვიდრეობითობას თავად აშშ-სა და მსოფლიოში. არ შეიძლება სრულად (სათანადოდ) არ ვაფასებდეთ ამერიკული ტვინის ცენტრების საქმიანობას, თუმცა კი იგი მიმდინარეობს თავის უმეტეს ნაწილში ტელეკამერების ობიექტივის გარეთ. წმინდად ამერიკული მოვლენა, ეს ინსტიტუტები აყალიბებდნენ არა მხოლოდ აშშ-ის თავად პოლიტიკას 100 წლის მანძილზე. ისინი ძერწავდნენ დამოკიდებულებასაც ამ პოლიტიკისადმი როგორც თავიანთ მოქალაქეებს შორის, ისე მსოფლიო საზოგადოებრივ აზრშიც. მათი საქმიანობა ბევრ რამეში ავსებს და ცვლის ამერიკული დიპლომატიისა და იდეოლოგიური დაზვერვის მუშაობას. სწორედ მათში იბადება ახალი კონცეფციები და დოქტრინები, სწორედ ისინი აწვდიან კადრებს და ექსპერტიზას სამთავრობო დაწესებულებებისთვის. სწორედ ისინი ახდენენ პოლიტიკური კლიშეების ექსპორტირებას და ბრუნვაში შემოქვთ ისტორიული შეგნების ახალი სტერეოტიპები.

აშკარაა, რომ აშშ-ის ფარგლებს გარეთ “Think Tanks”-ების მთავარ როლს ადგილობრივი ელიტების პოზიციების მოსინჯვის გარდა წარმოადგენს აზროვნების კლიშეებისა და სტერეოტიპების ექსპორტი. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა იდეოლოგიური დაპროგრამება. ეს დაწესებულებები როგორც წესი აქვეყნებენ წიგნებს, ატარებენ სემინარებსა და კონფერენციებს, ამასთან ხშრად სხვა ქვეყნებში, მუშაობენ რა ადგილობრივ ელიტებთან. ასე, უ. მონდეილის ინსტიტუტმა იჩქარა “დემოკრატიული რუსეთისკენ” 1991 წელს და აწყობდა სემინარებსა და ბანკეტებს არაკომუნისტური ხასიათის ახლადწარმოშობილი პარტიებისთვის. მოჯადოებულ სტუმართაგან ზოგიერთი შემდეგ შეიქნა რუს თანამშრომლად ამერიკული ცენტრების მოსკოვურ ფილიალებში. ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრმა რუსულ ენაზე რუსეთის ელიტისთვის გამოსცა უ. ლაკერის – “სტრატეგიული და საერთაშორისო პრობლემების კვლევების ვაშინგტონის ცენტრის საერთაშორისო კვლევების საბჭოს თავმჯდომარის”, წიგნი, რომელშიც ვირტუოზულად ხორციელდებოდა ამოცანა: განეგვირგვინებინათ სსრკ როგორც მთავარი მებრძოლი ფაშიზმის წინააღმდეგ, ამასთან არ მოეხდინათ ფაშიზმის რეაბილიტაცია, არამედ თავიდან მოეხსნათ დასავლეთისთვის ბრალეულობა მის გამო. მეორე მსოფლიო ომი განიმარტებოდა (გადმოიცემოდა) როგორც ომი ორ ტოტალიტარულ მონსტრს შორის, ხოლო ანტისემიტიზმი გერმანელებს, ვითომდა, უკარნახეს რუსმა ემიგრანტებმა.

მსოფლიოს ახლანდელი გადანაწილება ავლენს თეოდორ რუზველტის ხანის იმპერიალიზმისა და ვუდრო ვილსონის მესიანიზმის უნახავ სინთეზს. სუსტი ქვეყნებისადმი გამოიყენება ძალა თეზისთან ერთად, რომელსაც დასცინა ჯერ კიდევ ამერიკელმა ქოულმენმა: “ჩვენ გმართავთ თქვენ, რადგანაც ეს თქვენსავე საუკეთესო ინტერესებშია, ხოლო ისინი კი, ვინც უარს ამბობს ამის გაგებაზე, წარმოადგენენ ბოროტებას”. საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სტრუქტურულ ელემენტებთან, და უწინარეს ყოვლისა რუსეთთან მიმართებაში, რომელიც ადრე გახლდათ ობიექტური დაბრკოლება მსოფლიოს გადანაწილებისთვის, გამოიყენება გლობალიზმის იდეოლოგია. მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს შეგნებაზე ზემოქმედება. ობივატელს ჩააგონებენ სამშობლოს საქმეებისადმი ართანაზიარობის (ართანამონაწილეობის, несопричастность) იდეალს, ხოლო ელიტას კი – მსოფლიო ოლიგარქიისადმი თანაზიარობის ილუზიას და დარწმუნებულობას იმაში, რომ “აშშ შეესაბამება მაღალ პრინციპებს პოლიტიკური წესრიგისა, რომელიც აღემატება ყველა დანარჩენ პოლიტიკურ წესრიგს, და ახალი ამერიკული იმპერიალიზმი ემსახურება უმაღლეს მორალურ მიზანს”.

ამიტომ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს, რომლებიც მონაწილეობენ კარნეგის ფონდის ან მონდეილის ინსტიტუტის კონფერენციებსა და მიღებებში, ღებულობენ რა წამახალისებელ მოთათუნებებს მხარზე, სასარგებლო იქნებოდა მხედველობაში ჰქონოდათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილების გულახდილი აღიარებით, “მსოფლიოს ყველაზე უფრო ბნელ კუთხეებში ეს სტრუქტურები წარმოადგენენ (служат) შეერთებული შტატების თვალებს, ყურებსა და სინდისს”.

ნ. ა. ნაროჩნიცკაია
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 07.05.04

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment