Saturday, June 9, 2012

დანგრეულ იქნება თუ არა “სპარსეთის ყურის კართაგენი”?

 არა 11 სექტემბრის მოვლენები, არამედ ხარისხობრივად ახალი ეტაპი ამერიკულ სტრატეგიაში და მსოფლიოში მის ქცევებში აღნიშნავენ ახალი ერის დაწყებას. ეს სტრატეგია მიზანმიმართულად ერთ რეგიონში ერთიმეორის კვალდაკვალ ანგრევს XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო წესრიგის კონსტრუქციებს, რომელთა ფუნდამენტსაც ძირი გამოუთხარა არა “ალ ქაიდამ”, არამედ ბიპოლარული მსოფლიოს დანგრევამ. “ომის აქტზე” ამერიკული მთლიანად გაშლილი “პასუხის” მასშტაბები შთამბეჭდავია და აფერმკრთალებს უწინდელი წლების რყევებს, იმის მსგავსად, როგორც გერმანიის გაერთიანების ეფექტი მაშინვე იქნა დავიწყებული 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ. ევროპული პროცესების “ატლანტიზაციისა” და ევროპისა და გერმანიის დამოუკიდებლობის თავიდან აცილების (დასწრების, предупреждение) შემდეგ მიდის ევრაზიის სტრუქტურული გარდაქმნა მთლიანობაში, რაც გვიბიძგებს რომ ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთისკენ ვეკიდებოდეთ როგორც პროვინციული მასშტაბის მოვლენას, ერთგვარ ტექნიკურ ოპერაციას “ფრონტის გათანაბრებისთვის”.

მოვიდა ახლო აღმოსავლეთში რადიკალური ცვლილებების რიგი, რომელიც უნდა იქცეს საიმედო ზურგად ევრაზიული რკალისთვის. და ბოლოს, მოზეიმე ანგლოსაქსები გამარჯვებულებად და მშვიდობისმყოფელებად შედიან ქაბულში, ავღანეთის სრული განადგურების შემდეგ, იძლევიან რა ბაზებით გარანტიებს ცენტრალურ აზიაში ახალი და ძველი პოზიციებისთვის “სუეციდან აღმოსავლეთით”. ძნელი არ არის ვივარაუდოთ უახლოეს დროში გეგმების გამოჩენა მორიგი “სტაბილურობის პაქტის” გამო – ახლა პრინციპულად ახალი ცენტრალური აზიისთვის. როგორც ჩანს, ისინი მეტად მსგავსი იქნება (будут напоминать) სენტო-ს – ცენტრალური სახელშეკრულებო ორგანიზაციის პაქტის რეკონსტრუქციისა. ზედმეტი არ არის გავიხსენოთ, რომ იწყებოდა იგი არც თუ უცნობი ბაღდადის პაქტით – ერაყსა და თურქეთს შორის ხელშეკრულებითა და ერაყსა და აშშ-ს შორის შეთანხმებით. ეს კონფიგურაცია მოწოდებული იყო ერთიან ჯაჭვში დაეკავშირებინა სტრატეგიული წერტილები შემდეგ ხაზზე: ხმელთაშუა ზღვა – მცირე აზია – სპარსეთის ყურე – პაკისტანი. მხოლოდ ერაყითა და ქუვეითით, – მესოპოტამიით, სანატრელი პრიზით, რომლისკენაც ბრიტანეთი მიისწრაფვოდა ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში, და სადაც იგი ასწლეულების განმავლობაში მრავალჯერ შედიოდა ჯარებითა და ბაზებით, ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დასახულ ღერძს ვაშინგტონი + ლონდონი – თელ-ავივი – სტამბული, შეუძლია მიიღოს გაგრძელება სპარსეთის ყურეში. ასე რომ, ყურადღებას “ადამიანის უფლებებისადმი ერაყში” გააჩნია ღრმა ისტორიული ფესვები, ამასთან სულაც არა ჰუმანიტარული, არამედ სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური ხასიათისა. “კართაგენი უნდა დაინგრეს!” – დაუღალავად იმეორებს მეოთხე რომი.

ევრაზიული ელიფსი

თუკი პანორამულ მზერას მოვავლებთ ბრიტანული პოლიტიკის მსხვილ გეოპოლიტიკურ შტრიხებს ახლოაღმოსავლურ – ცენტრალურაზიური მიმართულებით XIX და XX საუკუნეების მანძილზე, მაშინ მწყობრად ეწყობა მეტად მკაფიო და მემკვიდრეობითი სტრატეგია. მისი აზრი მდგომარეობს კონტროლის მიღწევაში ერთგვარ ევრაზიულ ელიფსზე, რომელიც აერთიანებს ხმელთაშუა ზღვას ბრიტანეთის პოზიციებთან ინდოეთში. ამ ელიფსის ორ სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურე.

თუკი ათვლის წერტილად ავიღებთ ხმელთაშუა ზღვას, რომელიც უკვე მთლიანად ექვემდებარება ატლანტიკურ კონტროლს, მაშინ ჩრდილოეთის მრუდმა უნდა მოიცვას ხაზი: სრუტეები – შავი ზღვა – კასპიის ზღვა, შემდეგ როგორც მოხერხდება. სამხრეთის მრუდს აქვს საყრდენი წერტილები: მცირე აზია – ახლო აღმოსავლეთი – მესოპოტამია – სპარსეთის ყურე – პაკისტანი. შევნიშნავთ, რომ ამ ხაზების შეერთება ხდება ავღანეთში და რთავს (вовлекает) ცენტრალურ აზიას, როგორც სასაზღვრო რეგიონს.

ამ ელიფსური რეგიონის ჩრდილოეთ საზღვარი ებჯინება უკრაინას, მოლდოვას, კავკასიასა და ამიერკავკასიას, რაც გასაგებს ხდის ატლანტიკურ ორბიტაში ბალტიკიდან შავ ზღვამდე ტერიტორიის ჩათრევის (втягивание) სტრატეგიას, ბელორუსიის ისტერიულ დევნას (травля) – ასაწყობი მოზაიკის ნაკლული ნაწილისა, ყირიმიდან რუსეთის საბოლოო გამოდევნისთვის ბრძოლას, ჩეჩნური სისხლისსამართლებრივი ამბოხებისთვის ეროვნულ-განმათვისუფლებელი მოძრაობის ხასიათის მიცემასა და, ბოლოს, ამერიკულ ორბიტაში საქართველოს ჩართვას (вовлечение). აღმოსავლეთ და სამხრეთ მდგენელებისთვის ბრძოლა აიძულებს, ისევე როგორც XX საუკუნის პირველ ნახევარშიც, იბრძოლოს ერაყისთვის, აგრეთვე იპყრობს სსრკ-ის ყოფილ ცენტრალურ-აზიურ რესპუბლიკებს – უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს.

ამ რკალისადმი ინტერესი წარმოიშვა ახალი დროების გარიჟრაჟზე. შეგახსენებთ ზოგიერთ ქრესტომათიულ ისტორიულ ეტაპს, რათა პოსტსაბჭოთა ლიბერალს, რომელიც გაცილებით უფრო “ზარმაცი და უინტერესოა” საკუთარ ისტორიასთან მიმართებაში, ვიდრე ა. პუშკინის დროს, არ ეგონოს, რომ “ახალი ევრაზიული ელიფსი” წარმოიქმნა როგორც ყბადაღებული “დემოკრატიისა და ტოლალიტარიზმის” ბრძოლის დამსახურებული შედეგი.

ბრიტანეთი განსაკუთრებით ინტერესდებოდა ირანით ან ავღანეთით ყოველთვის, როდესაც აუცილებელი იყო წინ აღდგომოდა რუსეთის გაძლიერებას სამხრეთში, ან პირიქით, რათა სისუსტის მომენტებში სამუდამოდ გამოედევნა იქიდან. რუსეთ-ირანის ომების პერიოდში XVII საუკუნის ბოლოდან ჩრდილოეთ აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ სომხეთის შემოერთების ჩათვლით (1823) ინგლისი ხელშეკრულებას დებს ირანთან, რათა აიძულოს იგი განაგრძოს ომი რუსეთთან და დაუმორჩილებელ ავღანეთთან და ჰპირდება მას მომარაგებას იარაღითა და საბრძოლო მასალებით (1809, 1814). 1829 წელს ფანატიკოსებმა ნაწილებად დაგლიჯეს რუსეთის ელჩი ალექსანდრე გრიბოედოვი, რომელმაც საკვანძო როლი ითამაშა ირანთან რუსეთისთვის მეტად მომგებიანი თურქმანჩაის ხელშეკრულების დადებაში, რის შემდეგაც იქ რუსული გავლენა პრინციპულად იქნა დამკვიდრებული. ბრიტანული არქივები, საიდუმლოების ვადის მრავალჯერადად ამოწურვის მიუხედავად დღემდე დახურულია, ვინაიდან ბრიტანული კვალი ვაზირ-მუხტარის სიკვდილში არასოდეს ეჭვს არ იწვევდა. XIX საუკუნის 30-იანი წლების შუახანებში ბრიტანულ გემ (шхуна) “ვიქსენს” მიუსწრეს შავ ზღვაში, სადაც იგი იარაღს გადმოტვირთავდა ჩერქეზებისთვის, რამაც გამოიწვია კიდეც დიპლომატიური სკანდალი.

ინგლისელები ცდილობენ კვლავ დაეუფლონ ირანს ყირიმის ომში რუსეთის დამარცხებისთანავე, რომელმაც რუსეთს ჩამოართვა შავი ზღვის დერჟავის სტატუსი შავი ზღვის “ნეიტრალიზაციის” მეშვეობით. რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე პარიზის ზავის შემდეგ.

და რა იყო XX საუკუნეში? როგორც კი რუსეთი, ისე ჩანდა, დაიშალა ბოლშევიკურ რევოლუციაში, ძალის ვაკუუმმა წაახალისა ინგლისელები, რომ დაუყოვნებლივ 1918 წელს მოეხდინათ მთელი ირანის ოკუპაცია, შესულიყვნენ ავღანეთში და საკუთარი თავი მოენიშნათ რუსული ცენტრალური აზიის მთელ ხაზზე. ენვერ ფაშას, ახალგაზრდა თურქეთის ტრიუმვირატის ერთ-ერთი წევრისა და მისი ბასმაჩების ამუ-დარიაზე საქმიანობას გულუხვად ამარაგებდნენ ბრიტანული იარაღითა და სამხედრო მრჩევლებით.

მაგრამ სამხრეთის რკალზე რუსული გავლენის საბჭოთათი ჩანაცვლებამ, რომელსაც იგივე გეოპოლიტიკური ვექტორი გააჩნდა, აიძულა ბრიტანელები წასულიყვნენ რუსეთის სამხრეთ მიჯნებიდან (подбрюшье).

“ცივი ომის” წლებში ლონდონმა და ვაშინგტონმა ზოგიერთ წარმატებას მიაღწიეს ხაზზე ხმელთაშუა ზღვა – მცირე აზია – სპარსეთის ყურე – ცენტრალური აზია. ირანი და პაკისტანი ასევე გახდნენ სენტო-ს წევრები, გააგრძელეს რა ახლოაღმოსავლური ღერძი ინდოეთის საზღვრებამდე. მაგრამ ისლამურმა რევოლუციამ ირანში, რომელიც სულაც არ შეიძლება მივაკუთვნოთ საბჭოთა ან კომუნისტურ ხრიკებს, დაანგრია ამ ღერძის ნარჩენები.

ახლა დავბრუნდეთ ევრაზიული ელიფსის სამხრეთ მრუდზე. ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ერაყისა და ქუვეითისადმი ინტერესების გამოვლენა დაიწყო XVII საუკუნის დასაწყისიდან და სულ უფრო მეტ გავლენას ახდენდა ბაღდადის ფაშებზე. 1859 წელს სუეცის არხის გახსნის შემდეგ ერაყის როლი და მასთან ინგლისის ვაჭრობა მკვეთრად იქნა გაზრდილი. მაგრამ ერაყი XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან თვით პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდეც გახლდათ ოტომანის იმპერიის შემადგენლობაში.

XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ერაყი იქცა ბრძოლის ობიექტად დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მოსულის რაიონში ნავთობის უმდიდრესი საბადოების აღმოჩენასა და გერმანიის მიერ ბერლინ – ბაღდადის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის საბოლოო პუნქტად უნდა ქცეულიყო ქუვეითი. პირველ მსოფლიო ომში ბრიტანეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი იყო მესოპოტამია – ერაყი, და ლორდი კერზონი პირდაპირ ამბობდა, რომ ბრიტანეთის იმპერიის საზღვარი უნდა გადიოდეს ევფრატზე.

თურქეთის აზიური სამფლობელოების – მესოპოტამიისა და პალესტინის გაყოფა შეადგენდა კიდეც რუსეთთან (1915) და საფრანგეთთან (1916, საიქსა-პიკო) საიდუმლო შეთანხმებების თემას. ბრიტანული სამფლობელოებისთვის ერაყისა და ქუვეითის შემოერთების ინტერესებში ლონდონი წავიდა მომავალში რუსეთისთვის თვით კონსტანტინოპოლის გადმოცემამდეც კი! მაგრამ დოკუმენტები გვიჩვენებს, რომ ინგლისი არ აპირებდა თავისი ვალდებულების შესრულებას. რაც შეეხება ბრიტანულ წილს, უკვე 1914 წლის ივლისში ინგლისურმა ჯარებმა მოახდინეს პორტ ფაოს ოკუპაცია, ნოემბერში დაიპყრეს ბასრა, 1917 წლის მარტში დაიკავეს ბაღდადი, 1918 წლის ბოლოსთვის – მთელი ერაყი, რომელზედაც მანდატი ფორდება ხელშეკრულებით. 1930 წელს ბრიტანეთს მოუწია “სამოკავშირეო ხელშეკრულებაში” ეღიარებინა ერაყი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უფლების გარეშე. ბრიტანეთს რჩებოდა სამხედრო ბაზები ჰაბანიასა და შუაიბეში. ფაქტობრივად დიდი ბრიტანეთის ბატონობა ერაყში სხვადასხვა ფორმებით გრძელდებოდა 1958 წლამდე.

1954 წელს, სსრკ-ის გარშემო და ანგლო-ამერიკული სანავთობე და სამხედრო-სტრატეგიული ინტერესების მიჯნებზე ბლოკების შექმნის ზოგადი სტრატეგიის ფარგლებში, ერაყი აშშ-თან შეთანხმებისა და თურქეთთან ხელშეკრულების მეშვეობით ჩათრეულ იქნა (был втянут) თავიდან ღერძში ვაშინგტონი – სტამბული, რომელმაც ერაყის მონაწილეობით მიიღო გაგრძელება ცენტრალურ აზიაში. ამის სიმბოლიზაციას ახდენდა კიდეც ე. წ. ბაღდადის პაქტი, რომელიც იქცა ცენტრალური სახელშეკრულებო ორგანიზაციის – სენტო-ს პაქტის საფუძვლად. ერაყმა შეაჩერა კიდეც დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან. ინდოეთის დაკარგვის შემდეგ ბრიტანეთმა შეინარჩუნა ანგლო-ამერიკული ინტერესების ერთგული გამტარი – პაკისტანი. ირანი და პაკისტანი ასევე გახდნენ სენტო-ს წევრები, რითაც ახლოაღმოსავლური ღერძი გააგრძელეს ინდოეთის საზღვრებამდე.

ალბათ (пожалуй), ამას შეიძლება ვუწოდოთ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმატებათა კულმინაცია XX საუკუნეში უწყვეტი ხაზის “ხმელთაშუა ზღვა – მცირე აზია – სპარსეთის ყურე – ცენტრალური აზია – პაკისტანი – ინდოეთის ოკეანე” მოსაწყობად.

მაგრამ ძალთა ცვალებადი თანაფარდობა ორი სამყაროს წონასწორობაში უწინარეს ყოვლისა არაბული და სხვა “არაკაპიტალისტური” სახელმწიფოების დაწყებული ემანსიპაციის ხარჯზე, ამ მიღწევებს მყიფედ (მსხვრევადად) აქცევდა. სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში სწრაფად იცვლებოდა. მიმდინარეობს იდეოლოგიური და სახელმწიფოებრივი ცვლილებები ეგვიპტეში, რომელიც ახდენს სუეცის არხის ნაციონალიზაციას. დაწყებული ამერიკულ-ფრანგულ-ისრაული აგრესია მოიგუდა (захлебнулась) სსრკ-ის ხისტი პოზიციისა და თითქმის ულტიმატუმის გამო (ასე ვეღარ იყო საქმე “ქარიშხალი უდაბნოში” ოპერაციის დროს), ხოლო ერაყში აგრესიის წინააღმდეგ გააფთრებული პროტესტის ტალღაზე გაიმარჯვა “ანტიიმპერიალისტურმა” რევოლუციამ. ა. ტოინბის ინტერპრეტაციის მიხედვით “არავისი” სამყაროდან წამოსული სახელმწიფოებისთვის ემანსიპაციის შანსი იმ დროს შესაძლო იყო მიეცა მხოლოდ სსრკ-ზე ამა თუ იმ ხარისხით ორიენტაციას. ათეისტური კომუნიზმის მშენებლობას ისლამური ქვეყნები სულაც არ აპირებდნენ და მოსკოვის სრულ კმაყოფაზე მყოფ მარქსისტულ ორთოდოქსებს სასტიკად იშორებდნენ თავიდან სსრკ-თან მეგობრობისა და ანტიიმპერიალისტურ ფრონტში მონაწილეობის ფონზე.

1958 წლის 30 მაისს უკანასკნელი ინგლისური ჯარები გაყვანილ იქნენ ჰაბანიიდან და შუაიბიდან და გაუქმებულ იქნა კაბალურ ხელშეკრულებათა უმეტესობა დიდ ბრიტანეთთან. იმ დროიდან აღმოჩნდა რა ცივი ომის “ტაიფუნის თვალში” (в «оке тайфуна» холодной войны), ერაყი იგროვებდა საკუთარ რესურსებს, რაც ძნელი არ ყოფილა, თუკი გავითვალისწინებთ ნავთობის გაზრდილ როლს, და აშენებდა არმიას, თანდათანობით გადაიქცეოდა რა რეგიონულ ზედერჟავად, რაც ბადებდა არანაკლებ ამბიციურ მეზობელთა ეჭვიანობას. ისლამურმა რევოლუციამ ირანში, რასაც უკვე ვერანაირად ვერ მივაწერთ საბჭოთა ან კომუნისტურ ხრიკებს, დაანგრია ანგლო-ამერიკული ღერძის ნარჩენები ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე.

მაინც რისი პროგნოზირება შეიძლება? 11 სექტემბრის მოვლენებმა, როგორც ვხედავთ, მისცეს საბაბი, რათა აღადგინონ ღერძი, გამოიყენებენ რა ამისთვის ორპოლუსიანი მსოფლიოს დანგრევას. ახალ მოზაიკაში ჯერჯერობით აკლიათ რამდენიმე საყრდენი ელემენტი: ერაყი, ირანი და არცთუ სავსებით შესაფერისი ძალთა თანაფარდობა ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და არაბულ ქვენებს შორის – უწინდელი წონასწორობის შედეგი მსოფლიოში.

აუცილებელია მუსრი გაავლონ (сокрушить) ერაყს, რაც მკვეთრად შეცვლის ძალთა თანაფარდობას რეგიონში 50-იანი წლების ძველი ანგლო-ამერიკული ღერძის სასარგებლოდ და საშუალებას მისცემთ შეუდგნენ ირანის დამორჩილებას, რომელიც ერაყთან მისი წინააღმდეგობების გამო ჯერჯერობით სჭირდებათ ბაღდადის საპირწონის სახით. ირანი სპარსეთის ყურეს აერთებს კასპიის ზღვის აუზთან და ამიერკავკასიასთან. ეს მონაკვეთი ამთავრებს კიდევ ერთ კონფიგურაციას უკვე მოხაზული სამხედრო-სტრატეგიული ევრაზიული ელიფსის შიგნით. ეს ზომების მიხედვით უფრო მცირე რეგიონი, მაგრამ არა მნიშვნელობის მიხედვით, ამერიკულ ეკონომიკურ-სტრატეგიულ გამოკვლევებში ხშირად იწოდება “მსოფლიო ნახშირწყალბადების ანუ ენერგეტიკულ ელიფსად”. დაამარცხებს რა ერაყსა და ირანს, და უზრუნველყოფს რა თავისთვის გავლენას კასპიისპირეთისა და შავიზღვისპირეთის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, აშშ მთლიანად ეუფლება მსოფლიო ენერგეტიკულ ელიფსსა და სტრატეგიულ ქამარს მის გარშემო – საზღვაო მისადგომებს მასთან და ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების გზებს. ერაყის ნავთობის უზარმაზარი მარაგები, რომელიც პირველ ადგილზე ითვლება მოცულობის მიხედვით მსოფლიოში და ყველაზე უფრო ნაკლებადაა ათვისებული, ხვდება ვაშინგტონის კონტროლის ქვეშ. ОПЕК-ი რამდენიმე წლის შემდეგ გარდაუვალად დაკარგავს ნავთობზე მსოფლიო ფასის განმსაზღვრელი კარტელის როლს, ხოლო ეს ფასი კი დაეცემა 10 დოლარამდე ბარელზე. ეს არის უშუალო მუქარა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომელიც თანაბრად შეეხება ქვეყანას მთლიანობაში, მის ნებისმიერ მოქალაქეს, ეროვნულ კაპიტალსა და “ოლიგარქებს”.

სპარსეთის ყურეს შესაძლოა აკონტროლებდნენ მხოლოდ რგოლში (в кольце), ისევე როგორც ხმელთაშუა ზღვას. სწორედ “ზღვის გარშემო ტერიტორიული მფლობელობის რგოლისებური სისტემისთვის” – პირველი წარმატებული გეოპოლიტიკური სისტემისთვის – საუკუნენახევრის განმავლობაში იბრძოდნენ კართაგენი და რომი, რომელმაც, მხოლოდ ორივე სანაპიროს დაუფლების შემდეგ დაუდო დასაწყისი თავის მსოფლიო იმპერიას. შემდეგ შესაძლოა შეუდგნენ ცენტრალური სახელშეკრულებო ორგანიზაციის – სენტო-ს მსგავსი ალიანსის ხელახლა შექმნას “ცენტრალური აზიისთვის სტაბილურობის პაქტის” სახელწოდებით. ირანის ნაცვლად (ჯერჯერობით ?) იქნება ავღანეთი, უფრო სწორად ის, რაც მისგან დარჩა – ტერიტორია. გერმანულმა “ჰანდელსბლატმა” არც თუ ამაოდ სარკასტულად შენიშნა, რომ “კონფერენცია პეტერსბერგის სახელწოდების მქონე ადგილას ავღანეთის მომავლის საკითხებში განწირულია დეიტონის ბედის განმეორებისთვის, რომელმაც დაამყარა ბოსნიაში საერთაშორისო პროტექტორატი, მიუხედავად არსებული საუბრებისა დემოკრატიის დამყარების შესახებ”.

როგორც ჩანს, ახალ “დიდ ელიფსში” იმ ღერძის გარშემო, რომელსაც გააჩნია ინტერესთა მიხედვით ამდენად გამოხატული მემკვიდრეობითი ხასიათი და განსაკუთრებულად სამხედრო, თუმცა კი წარსული გამარჯვებებით არასახელოვანი ისტორია, შესაძლოა აღმოჩნდნენ ყოფილი რუსეთის იმპერიისა და სსრკ-ის ნაწილები – საქართველო და ცენტრალური აზიის რესპუბლიკები. მაგრამ შავი ზღვის გაკონტროლება შეიძლება მხოლოდ მისი ყველა სანაპიროს დაუფლების შემდეგ, რისი გულისთვისაც აწარმოებდა თურქეთი სამსაუკუნოვან ომებს რუსეთთან. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არც თუ შორეულ მომავალში მორიგი “შხუნა”, რომელიც იარაღს გადმოტვირთავს ყირიმისთვის, ხოლო ყირიმმა კი სავსებით შეიძლება შეასრულოს კოსოვოს როლი. ასეთი რამის შესახებ ოცნებაც კი არ შეეძლოთ ლორდებს პალმერსტონსა და ბიკონსფილდს.

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 01/04/2002

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

იხილეთ ასევე:
ანალიტიკური მიმოხილვები:

ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი – ვინ არის შემდეგი?
ტერორიზმთან ომი თუ მსოფლიოს გამოწვევა?
შეუკავებელი სწრაფვა მსოფლიო ბატონობისკენ.
ევრაზიის გასაღები ძევს შავი ზღვის ფსკერზე.

(ყველა ამ წერილის თარგმანი განთავსებულია ჩვენს ბლოგზე)

No comments:

Post a Comment