Friday, March 30, 2012

უნდოდათ თუ არა რუსებს ომი?

ჩვენს ქვეყანაზე ჰიტლერული გერმანიის თავდასხმის შავი დღის აღნიშვნის წინ უკვე ჩვეულებად იქცა ბრალდებები, ვითომდა ამ ომში დამნაშავეა საბჭოთა კავშირი – უფრო უარესი ტოტალიტარული მონსტრი, რომელიც თვითონაც, ვითომდა, ამზადებდა გერმანიაზე თავდასხმისთვის, მაგრამ ჰიტლერმა უბრალოდ დაასწრო სტალნს. სევდის მომგვრელია, როდესაც უყურებ თუ როგორ აძლევს ერი თავისი ისტორიის აბუჩად აგდების უფლებას.

ჰიტლერული ნაციზმისა და საბჭოთა კომუნიზმის იგივეობის ახლანდელი კლიშე წარმოიქმნა არა ცივი ომის პერიოდში, თუმცა კი ურთიერთობები სულ ახლო დროის მოკავშირეებთან მკვეთრად იყო გამწვავებული. ასეთ ინტერპრეტაციას ვერ მიიღებდა თავად დასავლური საზოგადოებრივი აზრიც. მილიონთა სახლებში ჯერ კიდევ ინახავდნენ ომის დრონდელ ბრიტანულ გაზეთებს, რომლებიც სავსე იყო აღტაცებით სტალნგრადის დამცველების მიერ ბრძოლაში გაღებული მსხვერპლის წინაშე, ხოლო ინგლისელმა მწერალმა ტოლკიენმა, რომელიც სწორედ ომის წლებში წერდა თავის ცნობილ ზღაპრებს, აღმოსავლეთში მდებარე შავი სამეფოს სახით გამოიყვანა სულაც არა სსრკ, როგორც დარწმუნეული არიან ისტორიის არმცოდნე პოსტსაბჭოთა მედასავლეთეები, არამედ ჰიტლერული გერმანია.

“კამათი ისტორიის შესახებ” გახსნა მსხვილმა გერმანლმა ისტორიკოსმა, მარტინ ჰაიდეგერის მოწაფემ, ერნსტ ნოლტემ, როდესაც “ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის” იდეოლოგიური ბრძოლა დაბეჯითებით მოითხოვდა მსოფლიო პოლიტიკაზე ყველა უწინდელი მსჯელობის ინტერპრეტაციის გადახედვას. ასე, რუსეთს ბრალის დადება დაუწყეს პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაშიც კი. დასავლურმა ისტორიოგრაფიამ, ისე რო არც დაეჭვებულა (ничтоже сумнящеся), მიიღო მარქსისტ მ. პოკროვსკის განმარტება, რომლის მსუბუქი კალმიდან პირველ მსოფლიო ომს დღემდე უწოდებენ იმპერიალისტურს, თუმცა კი მას უფრო მოუხდებოდა მეორე სამამულო ომის სახელწოდება – სხვა რომ არაფერი იყოს, რუსეთს ემუქრებოდა ბალტიისპირეთის, უკრაინის ჩამოშორება და ხმელთაშუა ზღვაში გასვლის შესაძლებლობის დაკარგვა. ბოლშევიკებს კი სჭირდებოდათ გაემართლებინათ “ომში საკუთარი მთავრობის დამარცხების” ლოზუნგი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომისთვის პასუხიმგებლობის დადგენის კომისიამ ვერსალში 1919 წელს ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ ომი ძევს გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის კისერზე, მას დაეთანხმა ამერიკის კონგრესიც.

“ბოროტების იმპერიასთან” ბრძოლა მოითხოვდა ახალ იდეოლოგემებს, და ე. ნოლტეს ფუნდამენტური წიგნები ზუსტად გამოადგათ კიდეც. მათში ვირტუოზულად იყო შესრულებული ამოცანა: გვირგვინი მოეხადათ სსრკ-თვის – ფაშიზის წინააღდეგ მთავარი მებრძოლისთვის, ამასთან არ მოეხდინათ თავად ფაშიზმის რეაბილიტაცია, მაგრამ გაეთავისუფლებინათ დასავლეთ იმის გამო ბრალეულობისგან. ე. ნოლტემ მოახდინა მეორე მსოფლიო ომის ინტერპრეტაცია არა როგორც მარადიული მისწრაფებებისა ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ბატონობისკენ, არამედ როგორც ოქტომბრის რევოლუციით დაწყებული “სრულიად ევროპული სამოქალაქო ომისა” ორ “განხეთქილების იდეოლოგიას” შორის. ევროპა კი, ნოლტეს მიხედვით, ფაშიზმის ცოდვაში ჩავარდა მხოლოდ ლიბერალური სისტემის კომუნიზმისგან დასაცავად და მხოლოდ შემდეგ გადაიღო ტოტალიტარული სტრუქტურები თავისი მეტოქისგან. ასეთ სქემაში აღშფოთებული შეგნების სამიზნედ იქცევა სტალინური პერიოდის საბჭოთა ტოტალიტარიზმი და მოლოტოვ-რიბენტროპის ყბადაღებული პაქტი, რომლებიც ვითომდაც იქცა კიდეც მეორე მსოფლიო ომის მიზეზად.

დასავლური და პოსტსაბჭოთა ლიტერატურა თანდათანობით აივსო პირდაპირი და ირიბი ბრალდებებით სსრკ-ის მისამართით, რომელიც ვითომდა პასუხისმგებელი გახლდათ გერმანული ფაშიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელთა ფორმულირებანიც შეგვიძლია მოვახდინოთ ორი ძირითადი კონცეფციის კალაპოტში. სსრკ და გერმანია ვითომდა უკვე რაპალოს ხელშეკრულებიდან, რომელიც დადებულ იქნა გენუის კონფერენციაზე 1921 წელს, იზოლაციის თავიდან აცილების მიზნით, გეგმავდნენ მსოფლიოს დაპყრობას და წაიყვანეს საქმე ომისა და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისკენ. აქ ხდება ისტორიული ფაქტების ძალდატანება (натяжка), ვინაიდან რაპალოს ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთმა დადო დემოკრატიულ ვაიმარის რესპუბლიკასთან, რომელშიც ვერავინ ვერ განჭვრეტდა წინასწარ ჰიტლერის გამოჩენასა და ნაციონალ-სოციალიზმს. ვ. რატენაუს არა თუ არ ჰქონდა სსრკ-თან გრძელვადიანი პარტნიორობის გეგმები, არამედ მიისწრაფოდა რომ უარი ეთქვა საბჭოთა წინადადებაზე. შემდგომში “რაპალოს ხაზი” გერმანულ პოლიტიკაში პრაქტიკულად მთავრდება (истощается) სწორედ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, და 1939 წლის ხელშეკრულება, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ მისდამი, იქცა სრულიად სხვა გარემოებების შედეგად.

ე. ნოლტეს კონცეფცია მართლზომიერად სთავაზობს გამოკვლეულ იქნას ფაშიზმის გამოჩენა ფართო სოციოლოგიურ ფონზე, მაგრამ იგი უხილავს ხდის განსხვავებას იტალიური ტიპის ფაშიზმსა და ნაციონალ-სოციალიზმს შორის. არ შეიძლება არ დავეთანხოთ ნოლტეს მიერ დახატულ ევროპელი ლიბერალების უსუსურობას, რომლებიც დროზე ადრე დღესასწაულობდნენ ქრისტიანული მონარქიებისა და ტრადიციულ საზოგადოებათა ნგრევის გამო. იტალიის პოლიტიკურმა ლიდერმა ჯ. ჯოლიტიმ თვითკმაყოფილებით წარმოთქვა 1918 წლის ნოემბერში: “უკანასკნელი მილიტარისტული იმპერიები მივიდნენ თავიანთ აღსასრულამდე და ეს შესანიშნავია... დემოკრატიამ გაუძლო თავის უკანასკნელ ყველაზე უფრო საშინელ გამოცდას და ზეიმობს ტრიუმფს მთელ მსოფლიოში”. ნოლტე, როგორც ჩანს, მართალია: “ჯოლიტის გარეშე არ არის მუსოლინი, უკიდურეს შემთხვევაში არ არის წარმატებული მუსოლინი”.

მაგრამ იტალიური ტიპის ფაშიზმი, ან თუნდაც მისი ელემენტები წარმოიქმნა ერთდროულად, რაც არ შეიძლება იყოს შემთხვევითი, ევროპის თითქმის ყველა კულტურულ-თვითმყოფად ნაწილში პირველი მსოფლიო ომისა და ევროპაში რევოლუციების დამთრგუნველი შედეგების შემდეგ: კათოლიკურ საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში; ანგლოსაქსონურ და გერმანულ ევროპაში – ინგლისში, ავსტრიაში, გერმანიაში; ბელგიაში, ნიდერლანდებში, დანიში, სკანდინავიაში; და ბოლოს მართლმადიდებლურ და სლავურ ევროპაში – საბერძნეთში, ბულგარეთში, რუსეთში, იუგოსლავიაში და თვით ნახევრად მუსლიმანურ ალბანეთშიც კი.

ნოლტეს აზრით, საზოგადოების სიღრმეებიდან, ყველაზე უფრო ტრადიციული გლეხური ფენებიდან გამოწვეული (გამოძახებული) ენერგია მიმართული იყო “ლიბერალური სახელმწიფოს გადასარჩენად”, რაც უკვე საეჭვოა. კათოლიკური ეკლესია ალბათ არ მესალმებოდა “ლიბერალურ სისტემას”, რომელშიც ლაიციზირდებოდა ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტი და განათლება, ხოლო ანტიკლერიკალურმა ძალებმა კი შეავსეს სახელისუფლები სტრუქტურები და პრესა. მაგრამ “მწუხარე გერმანულ გენიასა” და დათრგუნვისა და ძალადობის დასავლეთევროპულ “პრომეთეულ” სულს რატომღაც არ აღმოაჩნდათ ქრისტიანული ანტითეზის უნარი (оказались неспособны на христианскую антитезу) როგორც პროლეტარული ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიის, ისე ლბერალური ატომიზაციის იდეოლოგიისაც, რის შედეგადაც “აღტყინებამ” გამოავლინა გადაგვარების ყველა ნიშანი – დამოკიდებულება ეკლესიისა და ხელისუფლებისადმი როგორც სამსახურეობრივი ინსტრუმენტისადმი (ფრანკო და მუსოლინი), ძალადობა, ექსტრემიზმი, შოვინიზმი, ექსპანსია.

ნოლტეს კონცეფცია წინ ეფარება (заслоняет) პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხს: ლიბერალური სისტემისადმი ფაშიზმის დაპირისპირებაში ქრება განსხვავება იტალიური ტიპის ფაშიზმსა და ნაციონალ-სოციალიზმს შორის, ხოლო ორივე მათგანის მთავარი ცოდვა კი დაიყვანება “ამერიკული დემოკრატიის” არარსებობაზე. მაგრამ რომელიმე ხალხში სურვილის არქონა დაამყაროს თავისთან ამერიკული დემოკრატია არის მისი უფლება, და თავისთავად არ ატარებს გამოწვევას ან მუქარას მშვიდობისათვის, თუკი მხოლოდ მას თან არ ახლავს ამ არჩევანის ძალადობით თავზე მოხვევაც. მაინც რა იყო გამოწვევა და მუქარა მშვიდობისათვის ჰიტლერული რაიხის მხრიდან, რომელმაც ომი გააჩაღა მთელ ევროპასთან?

ვერსალის სისტემის გადალახვის მცდელობა, რომელშიც ანგლოსაქსებმა სამაგალითოდ დასაჯეს გერმანელები პრინციპის “უბედურება დამარცხებულებს!” მიხედვით, თუნდაც ანშლუსებისა და ლოკალური ომების გზით, თუკი იგი მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა, მცირედ თუ იქნებოდა განსხვავებული წარსულის პერიოდული ომებისგან მომიჯნავე ტერიტორიების გამო და ალბათ არ მიიყვანდა საქმეს ნიურნბერგის ტრიბუნალამდე. ჰიტლერმა განაცხადა პრეტენზიები ისეთ ტერიტორიებსა და ქვეყნებზე, რომლებიც ასრასოდეს არ ყოფილან გერმანული სახელმწიფოების ორბიტაში, როგორც ევროპის დასავლეთში, ისე აღმოსავლეთშიც. ასეთი პროექტი საჭიროებდა გამართლებას, რომელიც მისცათ ადამიანებისა და ერების ბუნებრივი არათანასწორობის (неравнородность) წარმართულმა ნაცისტურმა დოქტრინამ, რომელიც არ იყო არც იტალიური ტიპის ფაშიზმსა და არც კომუნიზმში.

ერთად ეს იქცა კიდევაც გრანდიოზულ საყოველთაო გამოწვევად – არა მხოლოდ ხალხთა სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლისთვის, არამედ რაც არასოდეს ყოფილა წინა საუკუნეებში – მონოთეისტური ცივილიზაციის ყველაზე უფრო ფუნდამენტური ცნებისთვის ადამიანთა და ერების ეთიკური თანასწორობის შესახებ, რომლებზედაც ვრცელდება ერთი მორალი და რომლებიც არ შეიძლება იყვნენ საშუალება სხვებისთვის. სწორედ გამოწვევის უნივერსალურობა და მიზნების არაისტორიული ხალხების თეორიით გამართლება აძლევდათ უფლებას რომ გაენადგურებინათ ხალხები, კულტურა, გადაეწვათ მთელი ქალაქები და სოფლები. წინა ორი საუკუნის არც ერთ ომში არ ყოფილა სამოქალაქო მოსახლეობის ასეთი განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და მაინც, კომუნიზმს ყოველთვის აერთიანებენ ჰიტლერიზმთან – შედარება ფილოსოფიური თვალსაზრისით ზედაპირულია და ნაკარნახევია პოლიტიკური ამოცანით მოგვცენ მეორე მსოფლიო ომის ინტერპრეტაცია როგორც ომისა არა გეოპოლიტიკური სივრცეებისთვის, არა ხალხთა ისტორიული ცხოვრებისთვის, არამედ როგორც ომისა “ამერიკული” დემოკრატიისთვის. ამერიკელი ავტორი უ. ლაკერი წიგნში “რუსეთი და გერმანია. ჰიტლერის მასწავლებლები” განსაზღვრავს “იტალიურ ფაშიზმს როგორც დგომას ნახევარ გზაზე” გერმანული შედეგისკენ. ლაკერი ცდილობს დაამტკიცოს ნათესაობა ორი რეჟიმისა – ჰიტლერულისა და საბჭოთასი, ამიტომ იგი არც კი ახდენს ყურადღების აქცენტირებას რასობრივ თეორიასა და მის მიმყოლ საშინელ (чудовищная) იდეურ დასაბუთებებზე რეპრესიებისა ებრაელთა წინააღმდეგ, “ოსტარბაიტერთა” მონური სამუშაო ძალის ძალადობრივ გადაადგილებებზე, სსრკ-ის შავმიწანიადაგიანი ტერიტორიისა და უკრაინის კოლონისტების მიერ დაკავებასა და მეორეხარისხოვანი რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების 40 მლნ.-ით შემცირების პროგრამებზე.

მიზანი ნათელია – დაამტკიცონ, რომ XX საუკუნისა და საერთოდ მსოფლიო ისტორიის მთავარი ბოროტებაა რუსული და საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიალიზმი, რომლის ეტალონიც გახლდათ სტალინური პერიოდის სსრკ, და გამოყონ ყველაფერი, რაც შეიძლება გასაღებულ იქნას როგორც მსგავსი იმისა, რაც ხდებოდა ჰიტლერულ გერმანიაში.

ნაციზმისა და ბოლშევიზმის ტოტალიტარული იგივეობის ზედაპირული განმარტება (გადმოცემა) იქცა დასავლური საზოგადოებათმცოდნეობის კლიშედ, რომლით ოპერირებისაც არ რცხვენიათ ყველაზე უფრო განათლებულ და სახელოვან ავტორებს, რომელთათვისაც ერთადერთ კრიტერიუმს წარმოადგენს დემოკრატიის არარსებობა. საერთაშორისო ურთიერთობათა საფრანგეთის ინსტიტუტის დირექტორი ტ. დე მონბრიალი სარგებლობს ამ მოსიარულე ლოზუნგით ისევე როგორც უ. ლაკერი. “ნაცისტური გერმანია განახორციელებს სრულყოფილ ბოლშევიზმს” – გადმოისროლა უმსხვილესმა ფრანგმა ისტორიკოსმა ფ. ფიურემაც. სწორედ ეს წიგნებია თარგმნილი რუსულ ენაზე.

მაგრამ თეზისი ნაციზმის ნათესაობის შესახებ “რუსეთულ” კომუნიზმთან ვერ უძლებს ანალიზს. კომუნისტური ჩანაფიქრი სისხლისგან ცლიდა საკუთარ ქვეყანას მთელი კაცობრიობის გაბედნიერების გულისთვის, რომლის სამსხვერპლოზეც მიტანილ იქნა ყოველივე ეროვნული. ისტორიის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლების პრიზმაში ასეთი მიზანი, აღებული იდეალურ კრიტერიუმებში, არის ნაშობი პროგრესის ფილოსოფიისგან, რომელიც თავის მხრივ დაიბადა ქრისტიანულ სამყაროში ქრისტიანობიდან უკან დახევის გზაზე. იგი გამოიყვანება ქილიაზმის ერესიდან – სწავლებიდან ათასწლოვანი ღვთის სამეფოს შესაძლებლობის შესახებ დედამიწაზე მართალი ადამიანებით და მიწიერ ცხოვრებაში თანასწორობის დამყარების შესაძლებლობის შესახებაც.

გერმანულმა ფაშიზმმა, რომელმაც ბიძგი მიიღო ვერსალის სისტემის გადალახვისგან, გამოაცხადა უფლება იმაზე, რომ სისხლისგან ცლიდეს სხვა ერებს იმისთვის, რათა გააბედნიეროს თავისი ერი. ნაცისტური დოქტრინის მთელი ასპექტები დაფუძნებულია არა მხოლოდ ხალხების არაისტორიულობის იდეაზე, რომელიც დამახასიათებელია კლასიკური გერმანული ფილოსოფიისა და ენგელსისთვის, არამედ რასობრივ უპირატესობაზეც, ადამიანთა ბუნებრივი და ეთიკური უთანასწორობის მტკიცებაზე, რაც წარმოადგენს დაბრუნებას წარმართობაში, ფილოსოფიასთან: “რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არ არის ნებადართული ხარისთვის”. ეს არის დაყოფა ხალხებისა “უტყვ არსებებად” და “მათად, ვისაც აქვს უფლება” (…на «тварей бессловесных» и «тех, кто право имеет»). ფილოსოფიურად იგი განსხვავდება როგორც კომუნიზმისგან, ასევე იტალიური ტიპის ფაშიზმისგანაც, რომელიც იქცა მხოლოდ ახალი დროის “ბურჟუაზიული” სახელმწიფოს მახინჯ ვარიანტად, “ჰიპერ-ეტატიზმად”. ე. ნოლტეს მიერ ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის არგანსხვავებას მიჰყავს იგი ჰიტლერული დაპყრობების ირიბ გამართლებამდე, რადგანაც მეორე მსოფლიო ომი – ეს არის იდეოლოგიათა “სრულიად ევროპული ომი”, დაწყებული 1917 წელს სწორედ ბოლშევიზმის მიერ. ასე უფასურდება ჩვენი ხალხის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ისტორიაზე თავისი უფლებისთვის.

ასე, უკვე აღმოჩნდა, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ ომს აშშ და დიდი ბრიტანეთი აწარმოებდნენ არა იმისთვის, რომ ფრანგები და დანიელები დარჩენილიყვნენ ფრანგებად და დანიელებად, არა იმისთვის, რომ ლატვიელები და პოლონელები ღორის მწყემსებად და მოახლეებად არ გადაქცეულიყვნენ არიელთათვის, არამედ “ლიბერალური ამერიკული დემოკრატიის უნივერსალური ზეიმისთვის”, რომელიც დღესაც გრძელდება. მაგრამ დოკუმენტები, განსაკუთრებით ახლახანს განსაიდუმლოებულნი, კიდევ უფრო ნათლად აბათილებენ ამ ახალ სქემებს, ვიდრე საბჭოთა შტამპები.

აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერ ჯონ საიმონის მოლაპარაკებები ჰიტლერთან ბერლინში 1935 წლის მარტში, რომელთა ჩანაწერიც ხელში ჩაუვარდა საბჭოთა დაზვერვას და გამოქვეყნებულ იქნა 1977 წელს. ჰიტლერი უარყოფს ნებისმიერ თანამშრომლობას საბჭოთა რეჟიმთან, უწოდებს რა მას “ჭურჭელს შავი ჭირის ბაცილებით”. რაპალოს ხაზის გაწყვეტა და 1939 წლის მომავალი საბჭოთა-გერმანული პაქტის მასთან რაიმენაირი მემკვიდრეობის არარსებობა სახეზეა. საიმონი კი ჩავიდა, რათა მიეცა სანქცია ავსტრიის ანშლუსზე. როდესაც რიბენტროპი დაინტერესდა ბრიტანული შეხედულებებით ავსტრიის საკითხში, საიმონმა პირდაპირ მოახდინა ფოსტულირება: “მისი უდიდებულესობის მთავრობა არ შეიძლება იყოს შეშფოთებული ავსტრიის გამო ისე, როგორც, მაგალითად, ბელგიის გამო, ანუ იმ ქვეყნისა, რომელიც იმყოფება ყველაზე უფრო ახლო მეზობლობაში დიდ ბრიტანეთთან”. ჰიტლერმა გამოხატა თავისი აღტაცება და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობას მისი “ლოიალური ძალისხმევის” გამო “და ყველა სხვა საკითხებშიც, რომლებშიც მან დაიკავა ასეთი დიდსულოვანი პოზიცია გერმანიასთან მიმართებით” – ბრიტანეთი საერთაშორისო კონფერენციაზე წინ აღუდგა გერმანიის მიმართ სანქციების გამოყენებას ვერსალის ხელშეკრულების სამხედრო დებულებათა დარღვევების გამო.

ახლა მივმართოთ ყბადაღებულ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რომლის მიმართაც დამოკიდებულება ვერ შეიძლება იქნას გასაგები XX საუკუნის ანგლოსაქსონური სტრატეგიის ცოდნის გარეშე ევროპაში. მის ერთერთ კონსტანტად იქცა გერმანიისა და რუსეთის ძალისხმევის დასწრება. ამასთან სტრატეგია ამოდიოდა თეზისიდან, რომ კონტინენტის ორგანიზატორის როლს გერმანიას ან რუსეთს აძლევს მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპა. მსოფლიო პოლიტიკის მთელი ზიგზაგები ფასდება ამ თვალსაზრისით. ამ მიზნისათვის ბრიტანეთი და ვ. ვილსონი მიზნად ისახავდნენ “დემოკრატიისა და თვითგამორკვევის” პრინციპის საფუძველზე გერმანიასა და რუსეთს შორის წვრილ არადამოუკიდებელ სახელმწიფოთა იარუსის შექმნას ბალტიკიდან შავ ზღვამდე ისე, რომ ისინი არ შესულიყვნენ არც გერმანულ და არც რუსულ ორბიტაში.

ჰიტლერული გეგმები აღმოსავლეთის “სასიცოცხლო სივრცის” დაპყრობაზე, ისე ჩანდა, რომ მთლიანად არღვევდა “სლავებსა და ტევტონებს შორის ბუფერის” ანგლოსაქსონურ დოქტრინას. მაგრამ ცნობილია, თუ როგორ უბიძგებდნენ ჰიტლერს ბრიტანეთი და აშშ ყველანაირი ირიბი ფორმით სწორედ აღმოსავლეთისკენ. საქმით ამაში არ ყოფილა წინააღმდეგობა. მას ჰქმნის მხოლოდ ცრუ თეზისი სახელმძღვანელოებიდან, რომ ბრიტანეთი, თანხმდებოდა რა ავსტრიის ანშლუსსა და ჩეხოსლოვაკიის დაპყრობაზე, ვარაუდობდა ჰიტლერის დამშვიდებას, მაგრამ, ვითომდა, შეცდა. პირიქით, ყველაზე უფრო საშინელი რამ ანგლოსაქსებისთვის მოხდებოდა მაშინ, თუკი გერმანია დაკმაყოფილდებოდა მიუნჰენითა და ავსტრიის ანშლუსით. ეს იქნებოდა გერმანული პოტენციალის შეერთება ერთ სახელმწიფოში – კოშმარი ბრიტანეთისთვის ბისმარკის დროიდან, თანაც ჰიტლერული აქტები აღიარებულ იქნა “დემოკრატიული საზოგადოებრიობის” მიერ, და შემდეგში მათი გაპროტესტება ძნელი იქნებოდა. ვერსალური სისტემის რევიზიის წინააღმდეგაც შემდეგში ასევე ძნელი იქნებოდა რაიმეს თქმა, რამდენადაც ჩეხოსლოვაკია და ვერსალის შემდგომი ავსტრია არ წარმოადგენდნენ 1914-1918 წლების დაპყრობებს. ეს მრავალი საუკუნის მანძილზე იყო გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიები და არავის არასოდეს ამის წინააღმდეგ არ უდავია.

ბრიტანეთი იმედოვნებდა სულაც არა ჰიტლერის დამშვიდებას, არამედ ბიძგის მიცემას შემდგომი ექსპანსიისკენ, და პრინციპში ანგლოსაქსონური ანგარიში ამბიციების მოუთოკაობასა და ნასცისტური იდეოლოგიის ბანგზე, ზუსტი იყო. მაგრამ ბრიტანეთს სჭირდებოდა რომ აგრესია მოემართა მხოლოდ აღმოსავლეთისკენ, რაც მისცემდა საბაბს ჩარეულიყო და შემოსულიყო აღმოსავლეთ ევროპაში მისი დაცვისა და გეოპოლიტიკური პროექტების ბოლომდე მიყვანისთვის, ესე იგი აღმოსავლეთ ევროპის ამოღებისთვის როგორც გერმანიის, ისე სსრკ-ის კონტროლის ქვეშიდან. ბეჭდური სიტყვა და პოლიტიკური წრეები ინგლისში ღიად მსჯელობდნენ ჰიტლერის შემდეგ ნაბიჯზე – პრეტენზიების გამოცხადებაზე უკრაინასთან მიმართებით.

ამ საკითხში აქტიური გახლდათ პოლონეთი, რომელიც სთავაზობდა ჰიტლერს თავის სამსახურს. უკვე 1939 წლის იანვარში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეკმა ბერლინთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა “ინტერესთა სრულ ერთიანობაზე საბჭოთა კავშირთან მიმართებაში”, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა დაზვერვამ შეატყობინა რიბენტროპის მოლაპარაკებების შესახებაც, რომელთა მსვლელობისას პოლონეთმა გამოხატა მზადყოფნა შეერთებოდა ანტიკომინტერნულ პაქტს, თუკი ჰიტლერი მხარს დაუჭერდა მის პრეტენზიებს უკრაინაზე და შავ ზღვასთან გასასვლელზე. პოლონეთი სულაც არ ყოფილა უდანაშაულო მსხვერპლი. მისი ბედი დრამატულად იყო წინასწარ განსაზღვრული მისი მდებარეობითაც და, არა უკანასკნელ ხარისხად, მისი მუდმივი მტრობითაც (неприязнь) რუსეთისადმი, რის შესახებაც საბჭოთა ხელმძღვანელები ყოველთვის დუმდნენ, ვინაიდან ეწეოდნენ სოციალისტური ბანაკის მარადიული და ურღვევი მეგობრობის პროპაგანდას, რომელიც განთავისუფლებული იყო იმპერიული და კაპიტალისტური წარსულის ტვირთისგან. პოლონეთის მთავარი მისწრაფებები, როგორც მრავალი საუკუნის წინაც, მომართული გახლდათ ლიტვასა და უკრაინაზე.

განსაიდუმლოებული დოკუმენტები გვიჩვენებს საძრახის კულისებსმიღმა ვაჭრობას და გაშმაგებულ მცდელობებს მიიღონ თავიანთ წილად მცირე რამ მაინც ჰიტლერული დაპყრობებიდან. “პოლონეთი ინარჩუნებს უარყოფით დამოკიდებულებას გერმანიის წინააღმდეგ მიმართული მრავლმხრივი კომბინაციებისადმი” – უცვლელად პასუხობდა ელჩი გჟიბოვსკი სახალხო კომისარ ლიტვინოვს და უარს აცხადებდა რაიმენაირი ფრონტის შექნაში მონაწილეობაზე სსრკ-თან ერთად გერმანიის წინააღმდეგ. როგორც კი ჰიტლერმა წაართვა ჩეხოსლოვაკიას სუდეტის ოლქი, პოლონეთმა დაიყოვნებლივ განაცხადა პრეტენზიები ტეშინის სილეზიაზე, რომელიც ვერსალის ხელშეკრულებით ჩეხოსლოვაკიას გადაეცა ოთხი საუკუნის განმავლობაში ჰაბსბურგების იმპერიაში ყოფნის შემდეგ. პოლონელი დიპლომატები თავგამოდებით არწმუნებდნენ გერმანულ მხარეს რომ ფსონი გაეკეთებინა პოლონეთზე, და მაშინ “პოლონეთი თანახმა იქნება შემდეგში გამოვიდეს გერმანიის მხარეზე ლაშქრობაში საბჭოთა უკრაინაზე”.

მაგრამ ანგლოსაქსონური სტრატეგია წარმატებული არ ყოფილა. მიუნჰენმა და “დემოკრატიული ქვეყნების” პოზიციამ დაანახეს სსრკ-ს ანგლოსაქსონური სტრატეგიის ფარვატერში მისი ყოფნის უშედეგობა. კოლექტიური უსაფრთხოების დაუსრულებელი პროექტების ქრესტომათიული ისტორია გვიჩვენებს: ვერც ერთი პროექტი ვერ აძლევდა გარანტიას ბალტიის სახელმწიფოებს – სსრკ-ის დასავლეთ საზღვარს. როგორც კი მ. ლიტვინოვმა, რომელიც ანგლოსაქსონურ ლობიდ ითვლებოდა საბჭოთა ისტებლიშმენტში, დატოვა საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის პოსტი, დადებულ იქნა ყბადაღებული 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. აგრესია სსრკ-ის წინააღმდეგ გადაიდო დასავლეთ ევროპის განადგურებამდე (до разгрома…).

ეს ხელშეკრულება დემონიზებულია დასავლური აზრისა და ისტორიოგრაფიის მიერ, თუმცა კი მასში არაფერია სასირცხვო. ჰიტლერული გერმანია გახლდათ მსოფლიოში აღიარებული სახელმწიფო, რომელსაც ინტენსიური დიპლომატური ურთიერთობები ჰქონდა, უწინარეს ყოვლისა, ყველა დასავლურ ქვეყანასთან. უძველესი დროიდან სახელმწიფოები დებდნენ ხელშეკრულებებს პარტნიორებთან, რომელთა საშინაო ცხოვრებაც მათ ანტიპოდს წარმოადგენდა. ქრისტიანულ სახელმწიფოებს ჰქონდათ ურთიერთობები წარმართულებთან, სადაც ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად. თურქეთის მთავრობა, სადაც პირველი მსოფლიო ომის წინაც სასჯელად ძელზე გასმა იყო მიღებული, ხოლო ქრისტიანების მოკვეთილ თავებს კი ყველას დასანახად გამოფენდნენ ხოლმე, დიპლომატიურ ლექსიკონში იწოდებოდა “ბრწყინვალე პორტად”. და ბოლოს, ბუკოვინის ნაგლეჯის გარდა სტალინმა მხოლოდ დაიბრუნა ის ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს “წაგლიჯეს” (были «отхвачены») რევოლუციისა და სამოქალაქო ომის ქაოსის პერიოდში. ამ ტერმინს იყენებს ჰ. კისინჯერი თავის ვრცელ ნაშრომში “დიპლომატია”, როდესაც ივიწყებს, რომ რამდენიმე გვერდის შემდეგ უნდა შეუდგეს “ნაცისტურ-საბჭოთა პაქტის” დემონიზაციას.

ე. ნოლტე “ჰიტლერ-სტალინის პაქტს” უწოდებს ევროპულ პრელუდიას მეორე მსოფლიო ომისთვის. არჩევს რა საიდუმლო ოქმის ტექსტს გავლენის სფეროთა გაყოფის შესახებ, ნოლტე თავს ესხმის პუნქტს პოლონეთის შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “საკითხი ორივე სახელმწიფოს ინტერესებისთვის დამოუკიდებელი პოლონური სახელმწიფოს სასურველობის შესახებ და იმის თაობაზე, თუ როგორი შესაძლოა იყოს ამ სახელმწიფოს საზღვრები, შესაძლოა გამორკვეულ იქნას მხოლოდ ვითარების მომავალი პოლიტიკური განვითარების მსვლელობისას”.

სტალინის მზადყოფნა თავისი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ომის გადავადების გულისთვის თვალი დაეხუჭა ჰიტლერის მისწრაფებებზე პოლონეთთან მიმართებაში, რომელიც მანამდე სთავაზობდა ჰიტლერს თავის სამსახურს უკრაინის დასაპყრობად, ასევე ესარგებლა შემთხვევით რუსეთის იმპერიის ტერიტორიის აღდგენისთვის, რომელიც დაკარგულ იქნა რევოლუციის გამო, პრაგმატიზმის, ან თუ გნებავთ, ცინიზმის მიხედვით არაფრით არ განსხვავდებოდა საიმონის სიტყვებისგან, რომელმაც განუმარტა ჰიტლერს, რომ ბრიტანეთი არ შეშფოთდება ავსტრიის გამო ისე, თითქოს ეს ყოფილიყოს ბელგია. ხოლო თავად ბალტიისპირეთის სახელმწიფოები? როგორც მოწმობს დოკუმენტები, მათ ეკავათ ერთმნიშვნელოვნად პროგერმანული პოზიცია, “ისწრაფოდნენ დარჩენილიყვნენ გერმანიის წინააღმდეგ მიმართული კოალიციების გარეთ”, და როგორც იტყობინებოდა ამერიკის ელჩი ლიტვაში, “უკიდურესად არ იწონებდნენ საბჭოთა საგარეო საქმეთა კომისრის წინადადებას, რომ დიდ ბრიტანეთს მიეცა გარანტია ამ ბალტიის სახელმწიფოთა საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან”.

ნოლტე საბჭოთა-გერმანულ ხელშეკრულებას უწოდებს “ომის”, “გაყოფის”, “განადგურების” («уничтожение») პაქტს, რომელსაც, თითქოსდა, არ შეიძლება ჰქონდეს ანალოგი ევროპულ ისტორიაში, იმიტომ რომ ესენი იყვნენ “სრულიად განსაკუთრებული გვარის სახელმწიფოები”. ასეთ მტკიცებას შეუძლია გამოიწვიოს მხოლოდ ირონია ისტორიკოსებში. 1648 წლის ვესტფალიის ზავიდან დეიტონამდე არა მხოლოდ იმპერიული წარსულის, არამედ დემოკრატიული აწმყოს ხელშეკრულებები და მრავალმხრივი ტრაქტატები წარმოადგენდა ერთი სახელმწიფოების მიერ ახალი საზღვრების დახაზვას სხვებისთვის. ნაპოლეონი ტილზიტში წარუმატებლად სთავაზობდა ალექსანდრე I-ს პრუსიის ერთობლივად განადგურებას, ვენის კონგრესმა 1815 წელს მოხაზა თანამედროვე შვეიცარიის ტერიტორია, მიუმატა რა მას სტრატეგიული უღელტეხილები მთებში, რათა ისინი ხელში არ ჩავარდნოდა უფრო დინამიურ სახელმწიფოებს. შეგახსენებთ ვ. ლენინის საკრამენტულ ფრაზას ბერლინის კონგრესის თაობაზე: “ძარცვავენ თურქეთს”. ავსტრიამ 1908 წელს მოახდინა ბოსნიის ანექსია, მიიღო რა ამაზე წამყვანი სახელმწიფოების თანხმობა. თ. რუზველტსა და კაცურას შორის 1905 წლის საიდუმლო შეთანხმებაში იაპონია უარს ამბობდა “აგრესიულ ზრახვებზე” ფილიპინებთან მიმართებით, ტოვებდა რა მას აშშ-ის სამემკვიდრეო მამულად, ხოლო აშშ კი დაეთანხმა იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციას.

გამარჯვებულმა ანტანტამ ვერსალში ვილსონისეული “თვითგამორკვევითა და დემოკრატიით” დაანაწევრა ავსტრია-უნგრეთი, თანაც განუსაზღვრა, თუ ვის და როგორ საზღვრებში შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოები, ვის კი არა, ვინ, როგორც გალიცია, ერთი პატრონისგან უნდა გადავიდეს მეორესთან, ვინ – სერბები, ხორვატები და სლოვენები – კი იყვნენ ერთად. პოტსდამში განსაზღვრულ იქნა ბევრი სახემწიფოს საზღვრები და ყოფილ კოლონიათა ბედი. ამერიკული დიპლომატიის ბურჯმა ჯ. კენანმა 1993 წელს პირდაპირ მოუწოდა დაეხაზათ ახალი ტერიტორიული სტატუს ქვო ბალკანეთში, თანაც “გამოეყენებინათ ძალა” და აეძულებინათ მხარეები დაეცვათ იგი, რაც გაკეთებულ იქნა კიდეც დეიტონში 1995 წელს.

ჰიტლერული გეოპოლიტიკური გეგმები ემთხვევა პანგერმანისტების გეგმებს პირველი მსოფლიო ომის წინ. კანცლერი ფონ ბიულოვი მის დაწყებამდე ჯერ კიდევ 20 წლით ადრე წერდა: “მომავალ ომში რუსეთთან ჩვენ უნდა განვდევნოთ იგი ორი ზღვიდან, რომლებმაც იგი გადააქციეს დიდ დერჟავად – ბალტიის ზღვიდან და ევქსინის პონტოდან”. მოხუცებულმა ბისმარკმა კი მინდორზე დატოვა შენიშვნა: “ასეთ ექსცენტრიულ ესკიზებს არ უნდა ვტოვებდეთ ქაღალდზე!” გერმანიის საზღვრების ვოლგაზე გადმოტანას მოითხოვდნენ 1914 წელს ბერლნელი ინტელექტუალები, რითაც გამოწვევას ესროდნენ არა “სამოქალაქო ომის კომუნისტურ იდეოლოგიას”, არამედ ქრისტიანულ რუსეთს.

ხელშეკრულება დემონიზებულია არა იმის გამო, რომ მან ვითომდა ხელი შეუწყო ომს. ომი ნებსმიერ შემთხვევაში გარდაუვალი იყო, და ჰიტლერი აპირებდა შელდის შესართავის დაპყრობას (ბელგია) – სტრატეგიული პუნქტისა ბრიტანეთის წინააღმდეგ. ხელშეკრულებამ შეცვალა ომის განრიგი, და, შესაბამისად, ომისშემდგომი კონფიგურაციაც, შეუძლებლად აქცია რა ანგლოსაქსებისთვის შემოსვლა აღმოსავლეთ ევროპაში როგორც ომის დასაწყისში, რამდენადაც საჭირო გახდა დაეცვათ დასავლეთ ევროპა, ისე გამარჯვების შემდეგაც სსრკ-ის ორბიტიდან მისი ამოღებისთვის. 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი წარმოადგენს ინგლისური სტრატეგიის უმსხვილეს ჩავარდნას მთელი XX საუკუნის მანძილზე, და ყოველთვის მოახდენენ მის დემონიზაციას.

ჰ. კისინჯერმა თავი ვერ შეიკავა მსჯელობისგან, რომ “რუსეთმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ორივე ომის გაჩაღებაში”. მაგრამ მისი წიგნის ის განყოფილება, რომელიც მიძღვნილია “ნაცისტურ-საბჭოთა პაქტისადმი”, უარყოფს მისსავე საკუთარ “განაჩენს” და ახდენს გულდაწყვეტისა და უნებური აღტაცების ნაზავის დემონსტრირებაც. აღიარებს რა ჰიტლერის დასავლურ და აღმოსავლურ მისწრაფებებს, კისინჯერი თვლის “სტალინისეული მიღწევების საზომად იმას, რომ მან, თუნდაც დროებით, ადგილი შეუცვალა ჰიტლერის პრიორიტეტებს”. მაგრამ ეს ხომ შესაძლებლის მაქსიმუმია, და არ შეიძლება შეფასებულ იქნას სხვანაირად, თუ არა დიპლომატიის გამოჩენილ წარმატებად. კისინჯერი სწორედ ასე აფასებს კიდეც ამ პაქტს, უწოდა რა მას საშუალებათა უმაღლესი მიღწევა, როლებიც “შესაძლოა ნასესხები ყოფილიყო XVIII საუკუნის ტრაქტატიდან სახელმწიფოს მართვის ხელოვნების თემაზე”.

იმ დროის თავად ბრიტანელი პოლიტიკოსები სსრკ-ის მოქმედებებს რევოლუციამდელი ტერიტორიის აღსადგენად თვლიდნენ აბსოლუტურად მართლზომიერად: საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა ჰალიფაქსმა ლორდთა პალატაში გამოსვლისას ასე წარუდგინა საბჭოთა-გერმანული ხელშეკრულება და სსრკ-ის მოქმედებები: “სამართლიანი იქნებოდა შეგახსენოთ ორი რამ: ჯერ ერთი, საბჭოთა მთავრობა არასოდეს მიმართავდა ასეთ მოქმედებებს, თუ კი გერმანული მთავრობა არ დაიწყებდა და არ უჩვენებდა მაგალითს, შეიჭრა რა პოლონეთში ომის გამოცხადების გარეშე; მეორე, უნდა შეგახსენოთ, რომ საბჭოთა მთავრობის მოქმედებები მდგომარეობდა საზღვრების გადატანაში არსებითად იმ ხაზამდე, რომელიც რეკომენდირებული იყო ვერსალის კონფერენციის დროს ლორდ კერზონის მიერ. მე მომყავს ისტორიული ფაქტები და ვვარაუდობ, რომ ისინი უდაოა”. 1939 წლის 10 ოქტომბერს ასეთივე შეფასება მისცა უ. ჩერჩილმაც.

უკანასკნელ ათწლეულში მომხდარს უნდა ჩავეფიქრებინეთ. ნ. დანილევსკის საკრამენტალური გამონათქვამი რუსეთისა და ევროპის დაპირისპირების შესახებ XIX საუკუნეში, რასაც ბერლინის კონგრესამდე ნიღბავდნენ რაღაც ფანტასმაგორიის – თურქეთის იმპერიის – არსებობით, შეიძლება ასე იქნას პერეფრაზირებული: სანამ რუსეთსა და დასავლეთს შორის “იდგა კომუნისტური ფანტასმაგორია”, ცივი ომის ჭეშმარიტი მიზნები შესაძლო იყო ვერც კი შეემჩნიათ, ხოლო როდესაც “მოჩვენება გაიფანტა”, “ჩვენ აღარაფერი არ დაგვრჩენია, თუ არა ჩავხედოთ სინამდვილეს თვალებში”. ზეწოლა არაკომუნისტურ რუსეთზე მხოლოდ გაიზარდა. მაგრამ ისევე როგორც უწინ, ნგრევის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ჩვენი ისტორიული და ეროვნული თვითშეგნებით მანიპულირება.

ხომ არ მოვიდა დრო, რომ ხელი ავიღოთ სირცხვილზე ჩვენი სამშობლოს სიყვარულის გამო?

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 24/06/2003
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment