Tuesday, March 6, 2012

საკონტინენტთაშორისო რაკეტები: მათი მნიშვნელობა რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის

რუსეთის გარშემო სულ უფრო მჭიდროდ მოჭერადი გეოპოლიტიკური რგოლის ფონზე, ძნელია დავინახოთ ლოგიკა (СНВ-2 /сокращение наступательных вооружений/) ხელშეკრულების ასე სწრაფ რატიფიკაციაში, რამდენადაც СНВ-2 ხელშეკრულება ართმევს რუსეთს სწორედ იმ იარაღს, რომლის წინააღმდეგაც პრაქტიკულად უძლურია აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. თუ კი კრემლს არ გააჩნდა დასაბუთებანი, რომლებიც არ არის განკუთვნილი საზოგადოებრივი აზრისთვის, თუ კი კრემლმა არ იცოდა წინასწარ, რომ აშშ მაინც გავა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან, რაც თეორიულად ხელებს გაუხსნის რუსეთს, სწორედ თეორიულად, რადგანაც იმისთვის, რათა გამოვიყენოთ ესა თუ ის შანსი, კიდევ უნდა გვქონდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნებაც.

უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ამ ნებამ რუსეთში მნიშვნელოვანი ატროფირება განიცადა, რაც გვიჩვენეს მოვლენებმა იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატო-ს აგრესიის მსვლელობისას. საერთაშორისო სამართლის ფეხით უხეშმა გათელვამ და რუსეთთან უწყვეტი ძაფებით დაკავშირებული ხალხის წინააღმდეგ აგრესიამ გაათავისუფლა რუსეთი “ერთიანი მსოფლიოს” გორბაჩოვისეული ერის მთელი იდეოლოგიური ბორკილებისგან, აგრეთვე დაუწერელი ვალდებულებებისა და “ერთიანი ცივილიზებული” მსოფლიო საზოგადოებრიობის არსებობის შესახებ მითის დაცვაზე დაპირებათა ტვირთისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთის თავდაპირველი სიმტკიცე აორთქლდა ორი კვირის შემდეგ, და ვერ წარმოშვა შესამჩნევი ცვლილებები მის საგარეო პოლიტიკაში.

რუსეთის დღევანდელი ხელწერა საერთაშორისო არენაზე რამდენადმე უფრო მტკიცეა, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ. მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ახლა წერა გვიწევს არა დიდი დერჟავის საკუთარ მასიურ მუხის მაგიდასთან, არამედ ტაბურეტზე, რომელიც მიდგმულია “liberte”-ს იმდენადვე ძლიერი, რამდენადაც ცინიკური და უცერემონიო პატრონების მაგიდასთან. ხომ არ შეგვიკრთება ხელი, თუ კი დაგვიწყებენ ტაბურეტის გამოცლასა და სრული მორჩილების მოთხოვნას?

ახლა სიმწრით გვიწევს გახსენება იმისა, თუ მსოფლიო პოლიტიკაზე “ახალი აზრების” გავლენის ქვეშ როგორ მიმდინარეობდა რუსეთის მიერ თვითგანიარაღება აშშ-ის აშკარად გამგელებული მადის ფონზე. ეს პროცესი არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას.

ბევრმა არც კი იცის, თუ როგორ ცალმხრივ ნაბიჯებს დგამდა აშშ-ის სასარგებლოდ საბჭოთა მხარე სხვადასხვანაირ მოლაპარაკებებზე განიარაღების შესახებ, ვინაიდან ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, იმ დროს გაზეთები არ წერდნენ. პირველი, მაშინ ეს გახლდათ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა უფრო მოგვიანებით, მეორეც, იმ დროს გაზეთები აღტაცებით წერდნენ მხოლოდ მომავალი ერის შესახებ ომებისა და დიქტატების, იარაღისა და ბომბების გარეშე, რისთვისაც საჭიროა უწინარეს ყოვლისა “ჯოჯოხეთსის მაშხალის” – სსრკ-ის მოცილება. უკვე მ. გორბაჩოვმა СНВ-1 ხელშეკრულების დადებისას ამერიკელ მხარეს გაუკეთა მოულოდნელი საჩუქარი, განაცხადა რა, რომ სსრკ ცალმხრივად და კეთილი ნების ნიშნად ორჯერ შეამცირებს – 308-დან 154 ერთეულამდე თავის SS-18 – მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს (სკბრ) ინდივიდუალური დამიზნების განცალკევებადი სათავო ნაწილებით (МБР с РГЧ ИН). მოლაპარაკებათა პროცესის ერთერთი უშუალო მონაწილის სიტყვებით, საბჭოთა დელეგაცია და სპეციალიტების გუნდი ასეთი დირექტივების მიღების შემდეგ გაოგნებულნი იყვნენ.

ბურუსითაა მოცული მ. გორბაჩოვისა და ე. შევარნაძის კიდევ რიგ მოულოდნელ პირად ინიციატივათა წარმოშობაც. 1988 წლის ზაფხულში ჯერ კიდევ ქიმიური იარაღის აკრძალვაზე კონვენციის დადებაში სამუშაოს დასრულებამდე ე. შევარდნაძემ სპეციალისტებისთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ სსრკ ცალმხრივი წესით, ჯერ კიდევ კონვენციაზე მუშაობის დასრულებამდე, შეუდგება თავისი ქიმიური იარაღის განადგურებას.


მეორე მარგალიტი (перл) – ეს არის წინადადება შეზღუდვებისა და შემცირებებიდან საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების გამოყვანის შესახებ. სწორედ ამ შეიარაღებაზე გახლავთ გაკეთებული აქცენტი ამერიკული სტრატეგიული ძალების კონფიგურაციაში. და იმ დროიდან ეს ძალები აღარ ექვემდებარებოდა დაანგარიშებებსა და შეზღუდვებს.


მესამე – ესაა წინადადება მძიმე ბომბდამშენებში შეიარაღებათა დაანგარიშების ისეთი ახალი ფორმის შესახებ, რომელიც უკიდურესად არახელსაყრელი იყო სსრკ-თვის. სწორედ ასეთი წინადადება-საჩუქარი გაუკეთა მ. გორბაჩოვმა СНВ-1 ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, რამაც კვლავ გააოცა მოლაპარაკებებში მონაწილე საბჭოთა სპეციალისტები. ამერიკულ მხარეს თავად ასეთი მოთხოვნა არ წამოუყენებია, მაგრამ მიიღო მზადყოფნით, ვინაიდან ჩათვლის ახალი წესი მოიცავს სსრკ-ის იმ სისტემებს, რომლებიც ადრე არ ხვდებოდნენ შეზღუდვისა და შემცირების კატეგორიაში. ამრიგად, უკვე СНВ-1-მდე ფაქტიურად აჩუქეს ამერიკულ სტრატეგიულ ძალებს დიდი უპირატესობანი სკბრ-ების, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებისა და მძიმე ბომბდამშენების დაბრუნებადი (возвратный) პოტენციალის შენარჩუნებისთვის.

მაგრამ რუსეთის გარშემო და მის შიგნით გეოპოლიტიკური ცვლილებების მთელი დრამატულობისას, დასავლეთის სტრატეგიული და იდეოლოგიური მისწრაფებების გზაზე რჩებოდა რიგი სერიოზული დაბრკოლებებისა. მთელი საუბრები ბიპოლარული მსოფლიოს დასასრულისა და რუსეთის როგორც დიდი დერჟავის დასასრულის შესახებ დარჩებოდა ცნობილ პროპაგანდისტულ გადაჭარბებად, მანამდე, სანამ რუსეთს რჩებოდა 154 მძიმე სკბრ – გენიალური ქმნილება აკადემიკოს უტკინისა, რომელმაც ვერ იცოცხლა СНВ-2-ის რატიფიკაციამდე. SS-18-ის, სამხედრო რაკეტმშენებლობის ამ შედევრების ანალოგის შექმნა ვერავინ ვერ შეძლო. მათი ცვეთამედეგობა, საგაზეთო მითების საწინააღმდეგოდ, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა მსგავს სისტემებში. თავად აკადემიკოსმა უტკინმა, რომელიც ესწრებოდა СНВ-2-ზე მსჯელობის პირველ რაუნდს სახელმწიფო სათათბიროში 1994 წელს, ერთ-ერთი ექსპერტის შეკითხვაზე მისი ქმნილების შენახვის ღირებულების შესახებ, დარცხვენილი ღიმილით უპასუხა: “გესმით, როგორღაც თავისით გამოვიდა, რომ მათ პრაქტიკულად სულ არ სჭირდებათ მოვლა, მხოლოდ რამდენიმე ადგილის გაპოხვა”... SS-18 უბრალოდ ძალზედ კარგი რაკეტის «Тополь-М»-გან განსხვავებით, არა თითქმის, არამედ 100%-ით გაიტანს (пробивает) ნებისმიერ რაკაეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, აყენებს რა მოწინააღმდეგეს მიუღებელ ზარალს (неприемлемый ущерб). (SS-18 არის ნატო-ს ბლოკში მიღებული აღნიშვნა ამ რაკეტებისა, ხოლო საბჭოთა /რუსული/ აღნიშვნა კი ასეთია РС-20 – ი. ხ.).

კრემლში რატიფიკაციის მოტივირებას ახდენდნენ იმით, რომ განცალკევებადი სათავო ნაწილების მქონე არსებული სკბრ-ების ლიკვიდაცია ნაკარნახევია არა იმდენად СНВ-2 ხელშეკრულების პირობებით, რამდენადაც “მათ საექსპლუატაციოდ მრავალჯერადად გაგრძელებული ვადების ამოწურვით”, აგრეთვე ამერიკულ შეიარაღებათა შემცირებით. მაგრამ სპეციალისტების შეფასებით SS-18-ების სამსახურის

ვადები სავსებით შეეძლოთ გაეგრძელებინად კიდევ 10 წლით. СНВ-2 ანადგურებს ყველა რუსულ მძიმე სკბრ-ს ინდივიდუალური დამიზნების განცალკევებადი სათავო ნაწილებით. SS-18-ების გარდა ესენია ზოგიერთი სხვა რაკეტებიც – РС-20 და РС-36, რომელთა სამსახურის ვადაც ასევე სპეციალისტების შეფასებით შეიძლება გაიწელოს 10-15 წლამდე. SS-18-ებზე СНВ-1 ხელშეკრულების პირობებით დაშვებულია ათამდე ქობინის დაყენება მაგრამ ტექნიკურად მათზე შესაძლებელია კიდევ ამდენივეს დაყენებაც, თუ არა უფრო მეტისა. გამოდიოდა რა 2000 წლის 14 აპრილს სახელმწიფო სათათბიროს პლენარულ სხდომაზე, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ პუტინმა მიუთითა, რომ “ჩვენი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რათა ვაიძულოთ აშშ რეალურად შეამციროს თავისი ბირთვული პოტენციალი СНВ-2-ის დონეებამდე, 3,5 ათას საბრძოლო ბლოკამდე და წავიდეს უფრო შორსაც СНВ-3-ზეც”. მაგრამ საქმე არა მხოლოდ რაოდენობაშია, არამედ ხარისხშიც.
განიარაღების პროცესის მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთადერთხელ მოვახერხეთ ხელშეკრულებაში ჩაგვერთო თანასწორობისა და ერთნაირი უსაფრთხოების პრინციპი – რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებაში (რსთ, ПРО) 1972 წელს. ამ დროს საერთოდ მსოფლიოში მიმდინარეობდა ზოგიერთი ცვლილება, რომლებმაც მაქსიმალური ხარისხით ასახეს პარიტეტი სსრკ-სა და აშშ-ს შორის სამხედრო, სტრატეგიულ, გეოპოლიტიკურ სფეროებში, რამაც აიძულა დასავლეთი წამოსულიყო განიარაღებაზე, “განმუხტვაზე”, შეგვეთანხმებინა მოდუს-ვივენდი ბევრ საკითხში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ დასავლეთი ასე აპირებდა ცხოვრებას მუდმივად.

მნიშვნელოვანია არა ამერიკულ და რუსულ შეიარაღებათა ის რაოდენობრივი თანასწორობა, არამედ რუსეთის ხელთ არსებული ხარისხოვრივი პოტენციალი აშშ-თვის მიუღებელი ზარალის მისაყენებლად. აი, რა უნდა იცოდნენ ყველა მათგანმა, ვინც მსჯელობს ამ თემაზე: СНВ-2 ხელშეკრულების რატიფიკაციამდე ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას სჭირდებოდა ორბიტაზე 100 ათასი დამჭერის გაშვება, რაც შეუძლებელია და პრაქტიკულად გადააქცევს მის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას უზარმაზარ და უმართავ მექანიზმად. СНВ-2 ხელშეკრულების შესრულების შემდეგ კი ამერიკულ რსთ-ს სჭირდება სულ 5 ათასი დამჭერის გაშვება, რაც სავსებით განხორციელებადია, და ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ტერიტორია ხდება მოუწყვლადი.

სტრატეგიული შეტევითი შეიარაღებანი აგებულია ტრიადის სახით: სკბრ-ები – მიწისზედა ბაზირების მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები + მძიმე მომბდამშენები + წყალქვეშა ნავები (უფრო სწორად, ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები, მრავალმიზნობრივი /ტაქტიკური/ წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით – ი. ხ.). СНВ-2 ხელშეკრულებას სკბრ-ების განადგურებით ამ ტრიადაში აქცენტი გადააქვს წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე. ეს უკიდურესად არახელსაყრელია რუსეთისთვის. სამამულო სისტემის ძლიერ მხარეს წარმოადგენდა სწორედ მიწისზედა ბაზირების მძიმე სკბრ-ები, იმ დროს როდესაც წყალქვეშა ნავებში ყოველთვის ჩამორჩებოდა ზოგიერთი მახასიათებლის მიხედვით, მძიმე ბომბდამშენები და რუსული ავიაცია საერთოდ ასევე განიცდიან თავიანთ არც თუ საუკეთესო ხანას. იმ დროს, როდესაც აშშ-თვის ტრადიციულად სწორედ მძიმე ბომბდამშენები და წყალქვეშა ნავები შეადგენენ საკვანძო რგოლს.

მაღალი სიზუსტის იარაღის ფაქტორების, აშშ რსთ-ის მომავალი სისტემის, მეწინავე ბაზირების ამერიკულ საშუალებათა, პროექტ “არსენალის” (საზღვაო ბაზირების 500 ფრთოსანი რაკეტა თითოეულ ბარჟაზე) გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია არა რაოდენობრივი პარიტეტი აშშ-თან, არა რამდენი აქვს მას სტრატეგიული ერთეული, არამედ რამდენი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღება დარჩება რუსეთს, რომელსაც ექნება საჭირო (заданный) ზარალის მიყენების უნარი აგრესორისთვის. რაოდენობრივი პარიტეტი კი განამტკიცებს აშშ-ის უპირატესობას. ფაქტიურად მხოლოდ ამერიკული მხარის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულების არდაცვას შეუძლია გადაარჩინოს რუსეთი ცალმხრივად განიარაღებისგან.

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 2002 წლის ზაფხულამდე
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა

სტატიის დასაწყისში ნახსენები გეოპოლიტიკური რგოლის ქვეშ და მისი უფრო კარგად განმარტებისთვის ავტორს დადებული აქვს შედარებით ვრცელი წერილი “მსოფლიოს ახალი გადანაწილება III ათასწლეულის ზღურბლზე (გეოპოლიტიკური და ისტორიული ასპექტი)”, ხოლო სტატიის შუა ნაწილში ასევე ნახსენები გეოპოლიტიკური ცვლილებების ქვეშ მასვე მოყვანილი აქვს ასევე უფრო ვრცელი წერილი “რუსეთი და დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში”. ნატალია ნაროჩნიცკაიას ამ ორივე წერილის თარგმანი ჩვენ უკვე დადებული გვაქვს ჩვენს ბლოგზე და ქართველი მკითხველი ადვილად შეძლებს მათ გაცნობას ან ხელხლა გადაკითხვას.


მცირე შენიშვნა – SS-18 რაკეტები ნატალია ნაროჩნიცკაიას მოყვანილი ჰყავს აღნიშვნით СС-18, რაც ჩვენი ინფორმაციით უზუსტობას წარმოადგენს. აღნიშვნა SS მიცემულია ნატო-ს კლასიფიკაციით და იშიფრება როგორც “surface-to-surface” – “ზედაპირი-ზედაპირი” კლასის რაკეტები. საბჭოთა აღნიშვნით კი ეს რაკეტები იწოდებოდა როგორც РС – ракета стратегическая. ქვემოთ მოგვყავს ამ რაკეტების აღნიშვნები ისე, როგორც ისინი მოცემულია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოცემაში The Military Balance 1991-1992: SS-11 Sego, SS-13 Savage (RS-12), SS-17 Spanker (RS-16) MIRV, SS-18 Satan (RS-20) MIRV, SS-19 Stiletto (RS-18) MIRV, SS-24 Scalpel MIRV, SS-25 Sickle (RS-12M). აქ RS-12, RS-16, RS-18, RS-20, RS-12M შეესაბამება სწორედ ამ რაკეტების რუსულ აღნიშვნებს: РС-12, РС-16, РС-18, РС-20, РС-12М. ამ აღნიშვნების თავისებურებათა და შინაარსის საკითხში ჯერ კიდევ 1994 წელს პირად საუბრებში გაგვარკვია სამხედრო საქმის ქართველმა მკვლევარმა დავით კიტოვანმა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. აქ კი ამ შენიშვნის გაკეთება იმიტომ დაგვჭირდა, რომ წერილის ტექსტში ნატალია ნაროჩნიცკაიას СС-18 და СС-20 სხვადასხვა რაკეტებად ჰყავს მოყვანილი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და საქმეში ჩახედული მკითხველი ამას ალბათ მიაქცევს ყურადღებას. ასევე დავუმატებდით, რომ აღნიშვნა MIRV – multiple independently-targetambe re-entry vehicle გვიჩვენებს სწორედ ინდივიდუალური დამიზნების განცალკევებადი სათავო ნაწილის მქონე სკბრ-ებს, ხოლო სახელები Sego, Savage, Spanker, Satan, Stiletto და Sickle – ნატო-ს ბლოკში ამ რაკეტებისთვის მიცემულ სახელებს.

No comments:

Post a Comment