Tuesday, February 21, 2012

ტერორიზმთან ომი თუ მსოფლიოს გამოწვევა?

საკმარისი დროის გასვლის შემდეგ, რათა გარეშე დამკვირვებელს შეძლებოდა გამოეყო ემოციური რეაქცია პრაგმატული პოლიტიკისგან, ოფიციალურმა განცხადებებმა და აშშ-ის კონკრეტულმა მოქმედებებმა დაიწყეს მომავალი გეოსტრატეგიის მონახაზების (очертания) გამოვლენა. ჩვენს თვალწინ განშლადი ეს მასშტაბური სისტემური კამპანია სულაც არ უწყობს ხელს აშშ-ის მოქალაქეთა უსაფრთხოებისადმი მუქარის მოხსნას, რომლებიც დაზარალდნენ სულაც არა ამერიკული ძალის “არასაკმარისობისგან”, არამედ სწორედ ყველგანმყოფი აშშ-ის გლობალური მმართველობისკენ აულაგმავი მისწრაფებისგან. იგი არა მხოლოდ ძალზედ აღემატება “შურისძიების” («возмездие») ემოციურ ამოცანას, არამედ ასახავს აშშ-ის ძველ სტრატეგიულ ამოცანებს მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურესა და ცენტრალურ აზიაში, რომელთა ერთიანი მასირებული სტრატეგიული ნახტომით სისტემური განხორციელებისთვის არ კმაროდა არც საბაბი, არც საერთაშორისო ვითარება, არც პირობები როგორც გარედან შესაძლო ოპონენტების მორალური ჩახშობის, ისე საკუთარი პოლიტიკური ნების დაძაბვისთვისაც, რომელიც საჭიროებდა საერთოეროვნულ კონსენსუსს.

ბევრი უკვე ამჩნევდა, რომ აშშ-ის ორ ქალაქზე ტერორისტული დარტყმები, საშინელნი მათში განცდილი ადამიანური დანაკარგების გამო, რომლებმაც გამოიწვიეს გულწრფელი თანაგრძნობა მსოფლიოში, მაინც მასშტაბითა და მოტანილი უბედურებებით დიდად ჩამორჩებიან აშშ-ის მიერ მთელი სახელმწიფოების – ერაყისა და იუგოსლავიის დაბომბვებით გადატანილ უბედურებებს; არაფერს ვამბობთ უკვე ამერიკული დაბომბვების შედეგად ვიეტნამის ბარბაროსული გაჩანაგების, დრეზდენის, ჰიროსიმასა და ნაგასაკის უაზრო საშინლად სასტიკი დანგრევის შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სამხედრო მიზნებს. და მაინც ტერაქტების გამოუცნობი თეატრალურობა, აგრეთვე საზოგადოების შეგნებაში განმტკიცებული ოდიოზური სახე ეჭვქვეშ მყოფი ორგანიზატორებისა და აშშ-ის უნარი და ოსტატობა ყოველთვის აიგივებდეს თავის საკუთარ ინტერესებს უნივერსუმის მორალურ-ეთიკურ კანონებთან, საშუალებას აძლევთ იყენებდნენ ამ დარტყმებს საბაბად აშშ-ის ახალი გლობალური სტრატეგიის გამოცხადებისა და დაუყოვნებლივ განხორციელებისთვის (“გამოსჭედე რკინა, სანამ ის ცხელია”).

მომხდარს თავიდან დაარქვეს ტერორიზმი, მაგრამ აშშ-მა სწრაფად დაუმატა ახალი განმარტება და დარტყმებს მისცა “ომის აქტის” კვალიფიკაცია. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ომის აქტი ვარაუდობს ახალ მდგომარეობას საერთაშორისო სამართლის კონკრეტულ სუვერენულ სუბიექტებს – სახელმწიფოებს შორის. მაგრამ ამასთან აშშ-მა განზრახ არ დააკონკრეტა სახელმწიფოები, აშკარა ავღანეთის გარდა. უფლება ტერორიზმისთვის საპასუხო დარტყმაზე, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები, მაგრამ რომელიც ინტერპრეტირებულია როგორც “ომის აქტი”, ამართლებს საკუთარი ბატონობის სფეროს უსაზღვროდ გაფართოებას და უწინარეს ყოვლისა სტრატეგიულ და ნედლეულის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარებას. გავლენიანი ირანელი ექსპერტი დოქტორი ა. ას-სუფი, ანალიზს უკეთებს რა ამერიკული რეაქციის მოქმედებებში თანდათანობით ხორცშესხმას, აკეთებს დასკვნას, ეს ტერაქტები აშშ-თვის როგორც სახელმწიფოსთვის, თავიანთი შედეგების მიხედვით აღმოჩნდა არა “მტრული დარტყმები” შეერთებული შტატების ყოველმხრივ დასუსტების მიზნით, არამედ საშუალება აშშ-ის მანამდე უნახავი გაძლიერებისა და “ამერიკაში ბაზირებული ყოვლადძლიერი მსოფლიო სახელმწიფოს შემდგომი ზრდის” პროგრამის გამოცხადებისთვის.

ბევრი ანალიტიკოს-ანტიგლობალისტი საერთოდ არ გამორიცხავს, რომ ინფორმაცია ტერაქტების შესახებ ცნობილი იყო აშშ-ის სპეცსამსახურებისთვის, რომლებმაც თითქოს და შეგნებულად არ აიცილეს ისინი და არც კი მიუღიათ განსაკუთრებული ზომები მსხვერპლისა და ზარალის რაოდენობის შემცირებისთვის. ამასთან ატარებენ პარალელებს იაპონიის დრამატულ თავდასხმასთან პერლ-ჰარბორზე, რამდენადაც ზოგიერთი წყაროს მიხედვით ფ. რუზველტს გააჩნდა ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ ამჯობინა იგი დაეშვა, ისევე როგორც წყნარი ოკეანის ფლოტის დაღუპვაც ათასობით მატროსთან და ოფიცერთან ერთად, რათა მიეღო ერის ერთსულოვანი მხარდაჭერა ევროპაში ომში ჩასაბმელად აშშ-ის მომავალი გლობალური როლისა და იმისთვის, რათა არ დაეშვა არც გერმანიისა და არც რუსეთის გამარჯვება.

პარადოქსულია, მაგრამ ინტერნეტ-საიტები სწორედ აშშ-დან აკეთებენ მომხდარის ყველაზე უფრო მკვეთრად ანტი-ამერიკულ და ანტიგლობალისტურ შეფასებებს, გვთავაზობენ რა შეთქმულების განსაკუთრებულად (сугубо) შიდაამერიკული წარმოშობის სხვადასხვანაირ ვერსიებს, და გვარწმუნებენ, რომ სწორედ აშშ და მისი სპეცსამსახურები იყვნენ საკმარისად დაინტერესებულნი რაღაც არაორდინალურ მოვლენაში, რომელიც შეარყევდა (შეაძრწუნებდა) მთელ ამერიკას და მისცემდა მთავრობას კარტ-ბლანშს ხისტი საშინაო- და საგარეოპოლიტიკური მოქმედებების ჩასატარებლად. ყველაზე უფრო ექსტრავაგანტური დასკვნები ნიუ-იორკში დრამას უწოდებენ “ბუშის ვიგინდარების (ხროვის)” (The Bush Mob) მიერ ჩადენილ “რაიხსტაგის დაწვას”, რათა მოახდინონ თავიანთი ძალაუფლების კონსოლიდაცია, რომელსაც არ გააჩნია საყრდენი, ან დააკისრონ ამ მოვლენას პასუხისმგებლობა ზოგიერთი ეკონომისტის მიერ უკანასკნელი თვეების მანძილზე პროგნოზირებული აშშ-ის ეკონომიკის კრახისათვის, რომელიც ეფუძნება უკვე დიდი ხანია ვერაფრით ვერ უზრუნველყოფილი დოლარის მსოფლიო როლს. ყურადღებას იქცევს ვერსია, რომლის ავტორიც აკავშირებს ტერაქტს გარკვეული ძალების მოქმედებასთან, რომლებიც ცდილობდნენ ჩაეშალათ 11 სექტემბერს დაგეგმილი ე. წ. ეროვნული ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღორძინების აქტის ნეზარა-ს (NESARA – The National Economic Stabilization and Recovery Act) შემოღება, რომელიც მიღებულია ფედერალური სარეზერვო სისტემის საკმარისად რევოლუციური რეორგანიზაციის მიზნით, და გააჩნია მექანიზმი მიმოქცევაში არსებული ფულის სიჭარბით ან უკმარისობით მანიპულირებისთვის, რაც, როგორც ჩანს, საშუალებას მისცემდა აშშ-ს სულ მცირე დროში (в одночасье) გამოეცხადებინა ყველა დოლარი საზღვარგარეთ არარსებულად და გაეკოტრებინა მთელი მსოფლიო.

ევროპელი და აზიელი ანალიტიკოსები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ დაწყებულ მთელ მსოფლიოზე აშშ-ის ფრონტალური იდეოლოგიური და სამხედრო-სტრატეგიული ზეწოლის გლობალურ ხასიათს. ავსტრიელი მარტინ შვარცი წერილში “მსოფლიო ომი, მსოფლიო მთავრობა, უგუნურებაა” აღნიშნავს, რომ დარტყმები დაუყოვნებლივ გამოყენებულ იქნა საბაბად აშშ-ის ახალი გლობალური სტრატეგიის გამოცხადებისთვის, რომელიც ხასიათდება მთელი მსოფლიოსადმი წამოყენებული მოთხოვნით გააკეთოს არჩევანი – უსიტყვოდ დაექვემდებაროს ამერიკის გლობალურ მმართველობას ან აღმოჩნდეს იმ სახელმწიფოს მტრების თანრიგში, რომელიც პრეტენზიას აცხადებს უკვე არა მსოფლიო ლიდერობაზე, არამედ მსოფლიო ბატონობაზეც. ავტორი დარწმუნებულია, რომ მტრების თვით თავდაპირველი სიაც კი არ შემოიფარგლება ავღანეთით, რომელშიც თავად აშშ-მა გამოზარდა “თავისუფლებისთვის მებრძოლები”, და საერთოდ ნაკარნახევი იქნება არა მათი უშუალო როლით “ტერორისტების აღზრდაში”, არამედ შედგენილი იქნება სხვადასხვა საბაბით იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც ნიუ-იორკზე ტერორისტულ დარტყმებამდე დაბრკოლებას წარმოადგენდნენ ნავთობრესურსების მთელი რეგიონის ამერიკულ ორბიტაში ჩათრევისთვის. მ. შვარცი პროგნოზს აკეთებს იმაზე, რომ ამ სიაში აღმოჩნდებიან და ამა თუ იმ ფორმით აშშ-ის სადამსჯელო მოქმედებებს დაექვემდებარებიან ერაყი, სირია და ირანიც კი, რაზედაც იზრუნებენ აშშ-ის დაინტერესებული მოკავშირეები (არიელ შარონმა უკვე უწოდა იასირ არაფატს “ჩვენი ბენ ლადენი”). ასეთივე მოსაზრება გააჩნია გერმანელ კომენტატორს უვე შმიდტს, რომელიც გვახსენებს, რომ ამერიკის პირველი საგარეოპოლიტიკური “მუშტი” უფროსი ბუშის დროს ასევე გამოგონილი საბაბით ნაჩვენები იქნა სწორედ ბაღდადისადმი.

კანადელმა პროფესორმა მაიკლ კოსუდოვსკიმ (Michel Chosudovsky), გლობალიზაციის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელმა (Centre for Research of Globalization – CRG) ყურადღება მიაქცია იმას, რო მსოფლიო ვაჭრობის ცენტრსა და პენტაგონზე დარტყმებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ “დამაჯერებელი დასაბუთების გარეშე” დაასახელა უსამა ბენ-ლადენი და მისი ორგანიზაცია ალ-ქაიდა მთავარ ეჭვმიტანილებად, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, სახელმწიფო მდივანმა და აღნიშნული სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა ჯ. ვულსიმ დაუყოვნებლიმ მიუთითეს “სახელმწიფო მხარდაჭერის არსებობაზე, გულისხმობდნენ რა ერთ ან რამდენიმე მთავრობას”.

ამასთან დაკავშირებით ბევრი ცნობილი ანალიტიკოსი მაშინვე გვაფრთხილებდა ამ მტკიცების არანაირი დასაბუთების არარსებობის თაობაზე, რომელიც განზრახ შექმნა ძლიერმა ამერიკულმა პროპაგანდამ ნორმატიული კლიშეს სახით, რომელიც ჩრდილავს ნებისიერ სხვა ლოგიკას. ამერიკული ადმინისტრაციის ცნობილმა კრიტიკოსმა კონსერვატიული და ანტიგლობალისტური პოზიციებიდან ლინდონ ლარუშმა ამასთან დაკავშირებით გამოთქვა თავისი აზრი იმ წუთებში, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცეცხლის ალში გახვეული ტყუპი კოშკები ჯერ კიდევ არც კი იყო ჩამონგრეული. ამ დროს წინასწარ დაგეგმილ საუბარში მონაწილეობისთვის რადიოსტუდიაში მყოფმა ლარუშმა მაშინვე მიუთითა, რომ ბენ ლადენი – თავად ამერიკის მიერ მართვადი ფიგურაა, რომლის შედარებაც შეიძლება “ირან-კონტრასთან”, მოჯაჰედების მთელი საქმიანობა ავღანეთში ორგანიზებული იყო სსრკ-თან დაპირისპირებისთვის და ჩაფიქრებული გახლდათ ჯ. კარტერის დროს ზ. ბჟეზინსკის მიერ. ასევე, რომ ბენ ლადენის ვერანაირი ჩანაფიქრი ვერ შეიძლებოდა განხორციელებულიყო თავად აშშ-ის შიგნით არსებული სტრუქტურების სერიოზული მხარდაჭერისა და მონაწილეობის გარეშე. აფრთხილებდა რა იმის შესახებ, რომ გავლენიანი ძალები მსოფლიოში დაინტერესებული არიან არაბული სამყაროს ამერიკასთან დაპირისპირებაში, ლარუში ამტკიცებდა, რომ არაბულ სამყროს არასოდეს არ გააჩნდა შესაძლებლოები ასეთი აქციის ორგანიზაციისა და შესრულებისთვის თავად აშშ-ის განტოტვილი და ძლიერი სტრუქტურების დახმარების გარეშე.

ასეთი შეფასებები გაისმის ლონდონშიც, გერმანიაშიც, და არა მხოლოდ ინტერნეტში. “ნუთუ უნდათ გვაიძულონ რომ დავიჯეროთ, ვითომდა ამერიკულმა სპეცსამსახურებმა, რომლებიც ასე ბრწყივალედ ჩავარდნენ, ვერ შეძლეს რა არა თუ ის, რომ აეცილებინათ, არამედ დროულად შეეტყობინებიათ მზადებადი დარტყმების შესახებ, ახლა სულ რაღაც 48 საათში შეძლეს განესაზღვრათ ბენ ლადენის ადგილსამყოფელი, რომელიც იმალება სადღაც კარავში ჰინდიყუშის სიმაღლეებზე?”, კითხულობს ცნობილი ლონდონელი მიმომხილველი ჯ. ლოუნალდი (J. Loughland), რომელმაც ერთერთ თავის პუბლიკაციას დაარქვა “ყველა ახალი ამბავი – ერთიანი სიცრუეა” (All news is Lies). მიუხედავად ამისა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ერთხმად ამტკიცებენ უსამა ბენ ლადენზე და იმაზეც, რომ “ნომერ 1” ტერორისტის განადგურება, ვითომდა არის ერთადერთი კეთილშობილური და გამართლებული მიზანი აშშ-ის მიერ გამოცხადებული გლობალური ხასიათის უპრეცედენტო უმასშტაბურესი სამხედრო აქციისა, რომელიც ვარაუდობს ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას და მსხვერპლს არაფერში არ დამნაშავე სამოქალაქო მოსახლეობას შორის. როგორც წერდა უ. საფაირი ნიუ-იორკ ტაიმსში, “როგორც კი ჩვენ დავადგენთ ტერორისტთა ბაზების ადგილსამყოფელს, ჩვენ ისინი ყველანი უნდა გავანადგუროთ უწყვეტი ცეცხლით (we must pulverize them), დავუშვებთ რა, რომ ამასთან მიყენებული იქნება გვერდითი ზიანიც... და ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმ ქვეყნების დესტაბილიზაცია, რომლებიც თავისთან იღებენ ტერორისტებს”.

ვინ არის უსამა ბენ ლადენი და რომელია ეს “ქვეყნები, რომლებიც თავისთან იფარებენ ტერორისტებს”? ფორმულირება საშუალებას იძლევა განმარტავდნენ ამ ცნებას მეტად ნებისმიერად – გაფართოებულად ან დამისამართებულად ინტერესების და მიხედვით. ასე, ძნელად სავარაუდოა, რომ ასეთი ქვეყნების წრეში ჩარიცხავენ დიდ ბრიტანეთს – აშშ-ის მთავარ მოკავშირეს, რომელიც ყოველთვის სიტყვაშეუბრუნებლად გამოდის აშშ-ის ნებისმიერ სამხედრო აქციასთან ნატო-ს შეერთების მომხრედ, რამდენადაც მოგონილი არ უნდა იყოს მათთვის საბაბი, იქნება ეს სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ, თუ ერაყის წინააღმდეგ. თუმცა დღეისთვის უკვე გამოქვეყნებულია შთამბეჭდავი მონაცემები ნისლიან ალბიონზე მრავალრიცხოვანი განსაკუთრებულად რადიკალური ისლამური ორგანიზაციების კომფორტაბელური არსებობის შესახებ, რომლებმაც დაუბრკოლებლად მიიღეს რეგისტრაცია ინგლისში და ღიად არიან დაკავებულნი “მოხალისეთა” დაქირავებით, სახსრების შეგროვებით ტერორისტული საქმიანობისთვის ჩეჩნეთში, კოსოვოში, მაკედონიაში, ავღანეთში, აქვთ თავიანთი რადიოსადგურები, ინტერნეტ-საიტები და ბეჭდური გამოცეები, რომლებიც სავსეა “ჯიჰადისკენ” მოწოდებით. ასევე, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანს შეეძლო ევარაუდა, რომ აშშ ჩაატარებს სამხედრო ოპერაციას პაკისტანის – აზიაში თავისი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის – წინააღმდეგ, ყველასთვის ცნობილი ფაქტის მიუხედავად, რომ სწორედ პაკისტანი წარმოადგენდა მომარაგებისა და მომზადების ბაზას როგორც ავღანელი მოჯაჰედებისთვის, ისე თალიბანისთვისაც – ბენ ლადენის სავარაუდო ბანაკისთვის (ставка).

რაც შეეხება “# 1 ეჭვმიტანილს” რომელიც გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ (გფბ, ФБР, FBI) გამოაცხადა “საერთაშორისო ტერორისტად” მისი როლის გამო აშშ-ის რიგი აფრიკული საელჩოების აფეთქების ორგანიზებაში, ბევრი წყაროსა და მონაცემის მიხედვით, რომლებიც არაერთხელ მოუყვანიათ მასობრივი ინფორმაციის დასავლურ საშუალებებსა და გამოკვლევებში, საუდის არაბეთის მაცხოვრებელი “უსამა ბენ ლადენი სინამდვილეში რეკრუტირებულ იქნა მთელი თავისი საქმიანობისთვის არა თუ სხვა ვინმეს, არამედ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცდმ, ЦРУ, CIA) მიერ იმისთვის, რათა ეწარმოებინა ომი ‘საბჭოთა ოკუპანტების’ წინააღმდეგ საბჭოთა კავშირ – ავღანეთის ომის წლებში”.

ნიუ რიფაბლიქი აქვეყნებდა მონაცემებს, რომ ჯერ კიდევ 1979 წელს “ამოქმედებულ იქნა ყველაზე უფრო მასშტაბური საიდუმლო ოპერაცია ცდმ-ის ისტორიაში”, რომელსაც მიმართეს ვითომდა მხოლოდ “სსრკ-ის ავღანეთში შეჭრაზე საპასუხოდ ბაბრაქ ქარმალის პროკომუნისტური მთავრობის მხარდაჭერის მიზნით”.

ჟურნალ ფორინ ეფერზს ასევე მოჰყავდა შეფასებები და მასალები, რომელთა მიხედვითაც 1982 და 1992 წლებს შორის ცდმ-ისა და პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის (Inter Servises Intelligence – ISI) აქტიური წახალისებით 35 ათასი მუსლიმანი რადიკალი ორმოცი ისლამური ქვეყნიდან გამოცდილი ხელით მიზანმიმართულად იქნა ჩათრეული ავღანეთში მიმდინარე დაპირისპირებაში. ამ ძალისხმევის შედეგად თავიდან წმინდა ავღანური “ჯიჰადის” შესაქმნელად, ხოლო შემდეგ კი მისი გადაქცევისთვის “ყველა ისლამური სახელმწიფოს გლობალურ ომად სსრკ-ის წინააღმდეგ, უცხოელი რადიკალების საერთო რიცხვმა, რომლებიც ჩართულნი (вовлечены) აღმოჩნდნენ ამ ორბიტაში, მიაღწია 100 ათას ადამიანამდე”.

“1985 წლის მარტში პრეზიდენტმა რ. რეიგანმა ხელი მოაწერა “166-ე დირექტივას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში” (National Security Decision Directive), რომელმაც სანქცია მისცა თანდათანობით მზარდ საიდუმლო სამხედრო დახმარებაზე მოჯაჰედებისთვის, რაც აშკარად ახდენდა მიზნის დემონსტრირებას: საბჭოთა ჯარების დამარცხება ავღანეთში საიდუმლო ოპერაციების დახმარებით და ჯარების გამოყვანა. აშშ-ის საიდუმლო დახმარების ახალი ეტაპი დაიწყო სამხედრო მიწოდებათა მკვეთრი გაზრდით – ისინი სტაბილურად იზრდებოდა და 1987 წლისთვის მიაღწია 65 ათას ტონას ყოველწლიურად ცდმ-ისა და პენტაგონის სპეციალისტების უწყვეტ ნაკადთან ერთად, რომლებიც სტუმრობდნენ პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის საიდუმლო შტაბ-ბინას რავალინდის (Раваллинди) მახლობლად. აქ ეს სპეციალისტები პაკისტანის დაზვერვასთან ერთად ამზადებდნენ ოპერაციათა გეგმებს “ავღანელი ამბოხებულებისთვის”.

იმ დროს დომინირებული იდეური ლოზუნგი გახლდათ “წმინდა ისლამის” – “სრულყოფილი სოციალური და იდეოლოგიური სწავლების” შეჯახება ათეისტურ საბჭოთა ჯარებთან, რომლებზე გამარჯვებასაც, ისევე როგორც მემარცხენე ავღანური რეჟიმის დამხობას, შედეგად მოჰყვება ისლამის გამარჯვება და ისლამური სამყაროს დამოუკიდებლობა. გასაკვირი არ არის, რომ მსუბუქად გადაკეთებული ეს იდეოლოგიური კლიშე ადვილად შემოუბრუნდათ “დეკადენტური” და ნიჰილისტური დასავლეთისა და მისი საყრდენის – აშშ-ის მატერიალისტური მევახშური იმპერიის წინააღმდეგ (материалистической ростовщической империи США), რომელიც არანაკლებად მტრულია ვაჰაბესა და თალიბანის ტიპის ფუნდამენტალისტური და რადიკალური ისლამური სექტების მიმართ, ვიდრე ათეისტური კომუნიზმი.

პაკისტანის როლი

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო არასოდეს არ ახორციელებდა თავის მხარდაჭერას პირდაპირ, არამედ მოქმედებდა პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის საფარველ ქვეშ, რომელიც უწევდა შუამავლის სამსახურს – როგორც მეკავშირის, ისე კონკრეტული რესურსების გადამცემი რგოლისა.

თუმცა კი ცდმ-ის ჩინოსანი მ. ბირდმენი ამტკიცებდა, რომ “ჩვენ არ ვწვრთნიდით არაბებსო”, აბდელ მოჰამად საიდალის მონაცემებით სტრატეგიული კვლევების ცენტრ ალ-არამიდან ქაიროში, ბენ ლადენებმა “ავღანელმა არაბებმა” ყველაზე უფრო მოწინავე სახის მომზადებები გაიარეს, როლებიც მათ შესთავაზა ცდმ-მა. მაგრამ ბირდმენი, როგორც ჩანს მართალია, ხაზს უსვამს რა, რომ უსამა ბენ ლადენს შეგნებული ჰქონდა, თუ როგორ როლს ასრულებდა იგი ვაშინგტონისთვის და, როგორც მის ციტირებას ახდენს ბირდმენი, სადღაც ამტკიცებდა კიდეც, რომ “ვერც მე, ვერც ჩემი ძმები ვერ ვხედავდით ამერიკული დახმარების ვერანაირ კვალს”. ცდმ არასოდეს არ აშიშვლებდა თავისი დახმარების საბოლოო ადრესატის წინაშე “ჯიჰადის” მთავარ ამერიკულ მიზანს – სსრკ-ის დანგრევას.

რამდენადაც კონტაქტებს ახორციელებდნენ დაზვერვათა იერარქიის მხოლოდ ზედა ეშელონში, მათთვის ჩაგონებული ნაციონალიზმითა და რელიგიური ფანატიზმით ამოძრავებული ისლამელი ბოევიკები ვერ აცნობიერებდნენ, რომ საბჭოთა არმიის წინააღმდეგ იბრძვიან ვაშინგტონის საქმისთვის. ამავდროულად პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვა, ეყრდნობოდა რა ცდმ-ის მხარდაჭერას და გახლდათ რა აშშ-ის უზარმაზარი სამხედრო დახმარების მიმღები, გადაიქცა “ჩრდილოვან სტრუქტურად, რომელიც კოლოსალურ გავლენას ახდენდა მთავრობის საქმიანობის ყველა ასპექტზე”. მას ჰყავდა დაახლოებით 150 ათასი ფუნქციონერი, შეიარაღებული ძალებისა და სხვადასხვა სპეციალურ უწყებათა ოფიცერი, საიდულო აგენტი და ინფორმატორი”.

ზია ულ ჰაკის მმართველობის განმავლობაში პაკისტანი, ისე შეიძლებოდა მოგვჩვენებოდა, უფრო მეტად მებრძოლად ანტისაბჭოურად იყო განწყობილი, ვიდრე თავად აშშ და 1980 წელს ავრანეთში საბჭოთა ჯარის შეყვანის შემდეგ სწორედ ზია ულ ჰაკმა მომართა უწყებათაშორისი დაზვერვის ხელმძღვანელობა საბჭოთა შუა აზიის დესტაბილიზაციისკენ. ცდმ მხოლოდ დაეთანხმა ამ გეგმას 1984-ის ოქტომბერში. სწორედ მაშინ პაკისტანმა და შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ განაცხადეს მოლაპარაკებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ძიებაზე კურსის შესახებ, საქმით კი მიიღეს გადაწყვეტილება კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე.

აშშ-ისა და საუდის არაბეთის მიერ ამ ისლამურ ჯიჰადის მხარდაჭერა ხორციელდებოდა მნიშვნელოვანწილად ოქროს ნახევარმთვარის ნარკოვაჭრობის ქსელიდან მიღებული ფინანსების დახმარებით. ნარკოვაჭრობის მთელი ისტორია უმჭიდროესად არის დაკავშირებული ცდმ-ის საიდულო ოპერაციებთან. ავღანეთის ომამდე ნარკოტიკებს ავღანეთიდან და პაკისტანიდან ასაღებდნენ მხოლოდ ადგილობრივ მცირე ბაზრებზე, ხოლო იქ ჰეროინის წარმოება სრულებით არ ყოფილა აწყობილი. ამ ასპექტის მკვლევარი ალფრედ მაკკოი ამტკიცებს, რომ ავღანეთში ცდმ-ის ოპერაციების გაშლიდან მხოლოდ ორი წლის მანძილზე “ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრისპირა რაიონები პირველები შეიქნენ მსოფლიოში ჰეროინის წარმოებაში და უზრუნველყოფდნენ აშშ-ის მოთხოვნილებათა 60%-ს. ხოლო პაკისტანში ჰეროინის მომხმარებელი ნარკომანების რიცხვი 1979 წლის თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან გაიზარდა 1,2 მლნ.-მდე 1985 წელს”.

სწორედ “ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს სტრუქტურები აკონტროლებდნენ ამ ვაჭრობას ჰეროინით. როგორც კი მოჯაჰედები იკავებდნენ ტერიტორიებს, ისინი აიძულებდნენ გლეხებს მოეყვანათ ოპიუმი რევოლუციური ბრძოლისთვის გადასახადის სახით, ხოლო საზღვრის იქით პაკისტანში ადგილობრივმა სინდიკატებმა და ავღანელმა ლიდერებმა პაკისტანური დაზვერვის მფარველობის ქვეშ გაშალეს ასეულობით ლაბორატორია ჰეროინის დასამზადებლად”. ამ მანამდე უხილავი მასშტაბების ნარკობიზნესის გაშლის მსვლელობისას აშშ-ის ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის სააგენტოს (The U.S. Drug Anforcement Agency) არ განუხორციელებია არავითარი დაპატიმრებანი ან დაჭერები, “რამდენადაც ამერიკული პოლიტიკა ნარკოვაჭრობის სფეროში ექვემდებარებოდა ამ ქვეყანაში (ე. ი. ავღანეთში – ი. ხ.) საბჭოთა გავლენის წინააღმდეგ ომს”. 1995 წელს ცდმ-ის ავღანეთის მიმართულების ყოფილმა დირექტორმა ჩარლზ კოგანმა აღიარა, რომ აღნიშნულმა სამმართველომ ნამდვილად მსხვერპლად შესწირა ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი “ცივ ომს”. “ჩვენი მთავარი ამოცანა იყო რაც შეიძლებოდა მეტი ზარალი მიგვეყენებინა საბჭოებისთვის. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობები და დრო ნარკოვაჭრობის გამოძიებაზე. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ბოდიშს უნდა ვიხდიდეთ ამისთვის... ყოველ გარემოებებს აქვს თავისი გადაჭარბებანი (издержки). ამ შემთხვევაში ეს გახლდათ ნარკოტიკები. მაგრამ მთავარ მიზანს მივაღწიეთ. საბჭოებმა დატოვეს ავღანეთი”.

“ცივი ომის” დასრულების შემდეგ ცენტრალურმა აზიამ შეინარჩუნა თავისი სტრატეგიული მიშვნელობა არა მხოლოდ როგორც რუსეთის მუცლისქვეშესი (подбрюшие), ნავთობრესურსების თავმოყრის, სპარსეთის ყურისკენ გასასვლელის, არამედ როგორც მსოფლიო ოპიუმის სამი მეოთხედის მწარმოებლისაც, რაც აძლევს დოლარების მრავალმილიარდიან შენაკადს სხვადასხვა სტრუქტურებს, ფინანსურ დაწესებულებებს, დაზვერვებსა და ორგანიზებულ დამნაშავეობას. გაერო-ს შეფასებებით ოქროს ნახევარმთვარის ნარკოვაჭრობამ, რომლის შეფასებაც ხდება ჯამში 100 და 200 მლრდ. დოლარს შორის, შეადგინა ნარკოტიკების მთელი მსოფლიო ბრუნვის ერთი მესამედი, რომელსაც გაერო აფასებს დაახლოებით 500 მლრდ. დოლარად.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაშლილ იქნა ახალი ეტაპი ოპიუმის წარმოებაში. გაერო-ს შეფასებებით, ავღანეთში ოპიუმის წარმოების აღმავლობამ 1998-1999 წლებში, რომელიც გასაოცრად დაემთხვა დროში მეამბოხე წარმონაქმნების ორგანიზებას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე, მიაღწია რეკორდულ დონეს 4600 ტ-ს.

ცივი ომის დასრულების შემდეგ პაკისტანის უწყებათაშორის დაზვერვას არ დაუხურავს თავისი ფართო ქსელი, ხოლო ცდმ კი აგრძელებდა ისლამური ჯიჰადის მხარდაჭერას პაკისტანის ფარგლებს გარეთ. ექსპერტების მ. კოსუდოვსკის, დ. კორდოვუსისა და ს. ჰარისონის ვარაუდით, ახალი საიდუმლო ოპერაციები ამოქმედებულ იქნა ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ბალკანეთში, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორის როლი, სულ მცირე იმაში, რაც შეეხება ცენტრალურ აზიაში ექვსი ახალი მუსლიმანური სახელმწიფოს წარმოქნას, ითამაშეს პაკისტანის სამხედროებმა და სადაზვერვო სტრუქტურებმა. კლინტონის დროს აშშ-ის კონგრესმა ცდმ-ს აუკრძალა ანაზღაურებადი აგენტების სახით სისხლისსამართლებრივი წარსულის მქონე და ადამიანის უფლებათა დარღვევებში დამნაშავე პირების გადაბირება. ცდმ-ის ყოფლმა დირექტორმა, ჯ. ვულსიმ, განაცხადა, რომ “ბენ ლადენის ორგანიზაციის შიგნით არიან მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიისწრაფვიან ადამიანის უფლებათა დამრღვევებად გახდომისკენ; თუკი მათ არ გადმოვიბირებთ, მაშინ საერთოდ შეუძლებელი იქნება ვინმეს გადმობირება”.

ვაჰაბიტი მისონერები საუდის არაბეთიდან ჩანერგეს მუსლიმანურ რესპუბლიკებსა და თავად რუსეთის ფედერაციაშიც, და, თავისი იდეოლოგიის ანტიამერიკანიზმისა და ანტიმედასავლეთეობის მიუხედავად, ისლამური ფუნდამენტალიზმი ყოფილ საბჭოთა კავშირში მეტად ფართოდ ემსახურებოდა ვაშინგტონის სტრატეგიულ ინტერესებს.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის კვალდაკვალ სამოქალაქო ომმა, რომელსაც უკვე ვეღარაფერი ვერ აკავებდა, მხოლოდ ახალი ძალით იფეთქა. თალიბანს მხარს უჭერდა პაკისტანური მოძრაობა დეობანდისი და მისი პოლიტიკური პარტია ჯამიათ-ულ-ულემა-ე ისლამი (ჯუი). 1993 წელს ჯუი შევიდა ბენაზირ ბჰუტოს კოალიციურ მთავრობაში. დამყარებულ იქნა კავშირები ჯუი-ს, არმიასა და უწყებათაშორის დაზვერვას შორის, ხოლო 1995 წელს ქაბულში ჰექმათიარის მთავრობის დაცემასთან ერთად, თალიბანმა, როგორც წერს ფორინ ეფეარზი, “ავღანეთში საწვრთნელ ბანაკებზე კონტროლი გადასცა ჯუი-ს ქვედანაყოფებს”.

დეფენს უიქლი მიუთითებს, რომ “თალიბანის ცოცხალი ძალისა და ფორმის ტანსაცმლის ნახევარი მოდის პაკისტანიდან უწყებათაშორისი დაზვერვის მეშვეობით”. როგორც ჩანს, საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდეგ ორივე მხარე ღებულობდა საიდუმლო დახმარებას პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის მეშვეობით.

თავისთავად მოდის დასკვნა, რომ თალიბანი, რომელსაც ზურგს უკან ედგა პაკისტანის დაზვერვა, რომელიც იმყოფება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კონტროლქვეშ, მთელ ამ დროს ემსახურებოდა მნიშვნელოვანწილად ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. არა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებმა იციან, რომ ოქროს ნახევარმთვარის ნარკოვაჭრობას დაწყებული 1990-იანი წლებიდან, იყენებდნენ “ბოსნიის მუსლიმანური არმიის”, ხოლო შემდეგ კი ე. წ. “კოსოვოს განთავისუფლების არმიის” დაფინანსებისა და მომარაგებისთვის. უკანასკნელ თვეებში გამოჩნდა უდაო მოწმობნი, რომ მოჯაჰედების რიგებიდან დაქირავებულები ომობენ ტერორისტული “ალბანური განმათავისუფლებელი არმიის” რიგებში მაკედონიაში. არ უნდა გვიკვირდეს, რომ აშშ ლოიალური იყო თალიბანისადმი, თვალებს ხუჭავდა ტერორზე საკუთარი ავღანური მოსახლეობის წინააღმდეგ, “ადამიანის უფლებათა” ფეხით გათელვასა და შარიათის სასამართლოს შემოღებაზე. გასაკვირი არ არის, რომ აშშ არ ჩქარობდა გამოეცხადებინა თალიბებისა და ბენ-ლადენის ემისრების კოსოვოელ და მაკედონელ ალბანელ ტერორისტებთან კავშირის შესახებ, რომლებიც ასევე ახორციელებენ ამერიკულ გეოსტრატეგიულ ინტერესებს.

ომი ჩეჩნეთში

რაც შეეხება ჩეჩნეთში ომს, რომლის წარმოდგენასაც ევროპის საბჭოს ემისრები და მათი მოსკოველი კლევრეტები ყოველთვის ცდილბენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად და რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მსხვერპლად, ბოევიკების ძირითადმა ლიდერებმა შამილ ბასაევმა და ალ-ჰატაბმა საბრძოლო და იდეოლოგიური მომზადება გაიარეს ავღანეთისა და პაკისტანის ბანაკებში, რომლებსაც ინახავენ ცდმ-ის ხარჯზე. როგორც ვარაუდობს იოზეფ ბოდანსკი – ტერორიზმსა და ომის არატრადიციულ მეთოდებში აშშ კონგრესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი (U.S. Congress Task Force on Terrorism and Unconventional Warfare), ახლანდელი ჩეჩნური ომი დაგეგმილ იქნა ორგანიზაცია ჰესბოლახ ინტერნეშენლის საიდუმლო სამიტის მსვლელობისას 1996 წელს მოგადიშოში (სომალი).

ცნობილია, რომ კავკასიის სტრატეგიული როლის გარდა, რომლის გარეშეც შეუძლებელია მკვიდრად დგომა შავ ზღვაზე, ძირითადი ნავთობსადენი რუსეთში გადის ჩეჩნეთისა და დაღესტნის გავლით. აშშ-ისა და ბრიტანეთის მხრიდან ისლამური ტერორიზმის დემაგოგიური დაგმობისა და ლანძვა-გინების მიუხედავად, ჩეჩნური ომისგან უშუალო მოგებას განუხრელად ნახულობდნენ სწორედ ანგლო-ამერიკული ნავთობკონცერნები, რომლებიც ისწრაფვიან სრული კონტროლის დამყრებისკენ ნავთობის რესურსებსა და მილსადენების გზებზე კასპიის ზღვის აუზიდან.

ორი ყველაზე უფრო სერიოზული ჩეჩნური ბანდფორმირება, რომლებსაც ხელმძღვანელობენ შამილ ბასაევი და ჰატაბი, რომლებიც ზოგიერთი შეფასებით მოითვლიდნენ 35 ათასამდე ბოევიკს, დახმარებას ღებულობდა პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვიდან, რომელიც საკვანძო როლს თამაშობდა ჩეჩენ ამბოხებულთა ორგანიზებასა და საბრძოლო მომზადებაში. ასე, ლ. სევანტსმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომ “1994 წელს პაკისტანის უწყებათაშორისმა დაზვერვამ ბასაევისა და მისი ყველაზე უფრო სანდო მეთაურებისთვის მოახდინა ისლამურ იდეოლოგიასა და პარტიზანული ომის წარმოებაში ინტენსიური კურსის ორგანიზება პროვინცია ჰოსტში ავღანეთის ტერიტორიაზე ბანაკ ამირ მუავიაში, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში ცდმ-ისა და უწყებათაშორისი დაზვერვის მიერ და რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი სამხედრო ავტორიტეტი გულბედინ ჰეკმათიარი. 1994 წლის ივლისში ამირ მუავიაში კურსის დასრულების შემდეგ ბასაევი გადაიყვანეს ბანაკ მარქაზ-დავარში, პაკისტანში, ყველაზე უფრო მოწინავე პარტიზანულ ტაქტიკაში განსაკუთრებული მომზადების გასავლელად. ამ ანალიტიკოსის სიტყვებით, სწორედ იქ პაკისტანში ბასაევი ხვდებოდა პაკისტანის უმაღლეს სამხედრო და სადაზვერვო ჩინოსნებს: თავდაცვის მინისტრს გენერალ აფთაბ შაბან მირინის, შინაგან საქმეთა მინისტრს ნეზერულა ბაბარსა და პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის ისლამური მოძრაობის მხარდაჭერაში განყოფილების მეთაურს გენერალ ჯავედ აშრაფს (ყველა ისინი უკვე თადარიგში არიან).

მომზადებისა და იდეოლოგიური დამუშავების დასრულების შემდეგ ბასაევს დაავალეს ემეთაურა თავდასხმისთვის რუსეთის ფედერალურ ძალებზე პირველ ჩეჩნურ კამპანიაში 1995 წელს. გაზეთი «Сегодня» იუწყებოდა, რომ ბასაევის ორგანიზაციამ ფართო კავშირები დაამყარა კრიმინალურ სტრუქტურებთან მოსკოვში, აგრეთვე ალბანურ ორგანიზებულ დამნაშავეობასა და ე. წ. “კოსოვოს განთავისუფლების არმიასთან” (УЧК) რამდენიმე რიელტერული კანტორის მეშვეობით, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ როგორც საყრდენი (подставные) იურიდიული პირები იუგოსლავიაში”. ბასაევის სტრუქტურები ასევე მონაწილეობდნენ რეკეტის, რუსეთის ნავთობსადენებიდან უკანონო დაგაქაჩვის, ადამიანთა მოტაცების, პროსტიტუციის, ყალბი დოლარებით ვაჭრობისა და ბირთვული მასალებით კონტრაბანდის, ბინძური ფულის გარეცხვის ოპერაციათა სერიაში. სახსრებს მიმართავდნენ მოხალისეთა დაქირავებასა და შეიარაღების შესყიდვაზე.

სწორედ ავღანეთში მომზადების დროს შ. ბასაევი გაეცნო და მტკიცე კავშირი დაამყარა საუდის არაბეთის მკვიდრთან მოჯაჰედ-ვეტერანთან “ალ-ჰატაბთან”, რომელიც მოხალისედ იბრძოდა ავღანეთში. ბასაევის გროზნოში დაბრუნებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ ჰატაბი მოწვეულ იქნა (1995 წლის დასაწყისში) ბოევიკების მომზადებისთვის ჩეჩნეთში სამხედრო ბაზის შესაქმნელად. “ბი-ბი-სი”-ს შეტყობინებით, ჰატაბის გამოგზავნა ჩეჩნეთში “ორგანიზებული იყო დახმარების ისლამუსი (საერთაშორისო) ორგანიზაციის მეშვეობით, საუდის არაბეთში ბაზირებული მებრძოლი რელიგიური ორგანიზაციისა, რომელიც დაარსებულ იქნა სასულიერო სტრუქტურებისა და მდიდარი კერძო პირების მიერ, და რომელიც მომართავდა სახსრების ნაკადს ჩეჩნეთისკენ”.

ამრიგად, ცივი ომის ერის დროიდან ვაშინგტონი შეგნებულად უჭერდა მხარს უსამა ბენ ლადენს და ამავდროულად მიუთითებდა მასზე გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მიერ ყველაზე უფრო მეტად ძებნილ პირთა სიაში და როგორც მსოფლიოს ყველაზე უფრო დამნაშავე ტერორისტზე.

იმ დროს, როდესაც მოჯაჰედები, ისე რომ თავადაც ამაზე ყოველთვის ვერ ეჭვობდნენ, აშშ-ის ნაცვლად აწარმოებდნენ ამერიკულ ომს ბალკანეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, გამოძიებათა ფედერალური ბიურო აცხადებს აშშ-ის ტერიტორიაზე ომს ტერორიზმის წინააღმდეგ, მოქმედებს რა თითქოსდა დამოუკიდებლად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსგან, რომელიც საბჭოთა-ავღანური ომის დროიდან მხარს უჭერდა საერთაშორისო ტერორიზმს თავისი საიდუმლო ოპერაციებით.

სასტიკი პარადოქსი და ფარსი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ის “ისლამური ჯიჰადი”, რომელსაც ბუშის ადმინისტრაციამ უწოდა “მუქარა ამერიკისთვის” და ბრალი დასდო ტერორისტულ დარტყმებში მსოფლიო ვაჭრობის ცენტრსა და პენტაგონზე, წარმოადგენს აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციების საკვანძო ინსტრუმენტს ბალკანეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში.

თუ მხედველობაში გვექნება აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესების მთელი კომპლექსი დედამიწის უზარმაზარ რეგიონთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს ევროპაში ბალკანეთს, როგორც ნატო-ს სტრატეგიულად დამაკავშირებელ მხარეს სრუტეების რეგიონთან, მთელ შავი ზღვა – კასპიის ზღვის აუზს, ნახშირწყალბადების მოპოვებისა და ტრანსპორტირების გზებს, ცენტრალურ აზიასა და სპარსეთის ყურეს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სტრატეგიულად ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს აშშ სულაც არ გადადგამს ავღანეთში, თუმცა კი იქ ყველაზე უფრო მეტი პროპაგანდისტული ხმაურითა და მეომრული რიტორიკით თანხლებას გაუკეთებენ ამერიკული სამხედრო ძლიერების რაიმენაირ ეფექტურ დემონსტრაციებს, უფრო სწორად საბომბე დარტყმების ძლიერებისა, რომლებსაც გამოითვლიან კომპიუტერით. მშიშარა რიგითი რაიანი, რომელიც გადაეჩვია პირისპირ ომსა და “დაუმარცხებელი თავისუფლების” სამსხვერპლოზე თავისი საკუთარი სიცოცხლის მიტანას, როგორც ამას უანგროდ აკეთებენ მის მიერ დუელში გამოწვეული და მისი არყოფნით მოტყუებული მოწინააღმდეგენი, არ გადმოსხდება ავღანეთში.

აშშ უწინარეს ყოვლისა უზრუნველყოფს თავის მანამდე უნახავ და უპრეცედენტო სამხედრო ყოფნას ნავთობიან რაიონებში, თვით მათ ოკუპაციამდეც კი, რათა ჰქონდეს შეუფერხებელი ნავთობმიწოდებების დერეფნების გარანტია და კარნახობდეს ამერიკული ეკონომიკისთვის მისაღებ ფასს. ჯერჯერობით ვაშინგტონი და ნატო არ ჩქარობენ თავისთან ტერორისტების მიმღებ ძალებად ალბანელი ბოევიკების დასახელებას, არც კოსოვოში, რომელთა კაშვშირებიც ბენ ლადენთან დიდი ხანია დოკუმენტურადაა ცნობილი, არც მაკედონიაში, რომლებიც ასრულებენ იმავე სცენარს. თუკი ეს კავშირები რაიმენაირი ფორმით აღიარებულ იქნება, არა იმისთვის, რათა აღდგენილ იქნას სერბეთის სუვერენიტეტი კოსოვოზე ან მაკედონიის დამოუკიდებლობა, არამედ პირიქით, იქ ნატო-ს ყოფნის გასაზრდელად სეროზულად და დიდი ხნით. ვინაიდან ვარდარო-მორავიის ველი ეს ერთადერთი ბუნებრივი დაბლობია ბალკანეთში, რომელიც უზრუნველყოფს სახმელეთო ძალებისთვის სამხედრო-სტრატეგიულ გზას, ტანკების ჩათვლით, პირდაპირ სალონიკამდე.

* * *

პარადოქსულია, რომ ამერიკელ მოქალაქეთა უსაფრთხოება, რისი გულისთვისაც ყველაფერ ამას აკეთებენ, ამასთან არა მხოლოდ არ გაიზრდება, არამედ პირიქით, დაექვემდებარება კიდევ უფრო მეტ რისკს, იმ ძალის თვითდაიმედებულობის (თვითდაჯერებულობის) გამო, რომელიც სათავეს ღებულობს ანგლოსაქსონელი პურიტანების კალვინისტურ იდეოლოგიაში. ასეთი ამოუძირკველი იდეოლოგიის ნიმუშის დემონსტრირება, რომელმაც თავის დროზე წარმოშვა “ღვთაებრივი წინასწარგანზრახულობის” დოქტრინა, თვითკმაყოფილი რწმენისა თავიანთ ღვთივრჩეულობაში, იმაში, რომ ამ ღვთივრჩეულობას ადასტურებს მიწიერი წარმატება და სიმდიდრე, “ღვთის იარაღის” მათეულ როლში (რაც პარადოქსულად ემთხვევა ვაჰაბიზმს), მოახდინა მიმართვამ National Review Editors Internet 17.9.01, რომელიც გაკეთებულ იქნა საერთოეროვნული გლოვის დღეებში იმათ გამო, ვინც უდანაშაულოდ დაიღუპა და საკუთარი სისხლით ზღო თავიანთი სახელმწიფოს შეუკავებელი (безудержные) მსოფლიო ამბიციების გამო, და, სამწხაროდ, შთამბეჭდავი გახლდათ თავისი არაქრისტიანული სულითა და აშენებული მატერიალური “ადამიანის სამეფოს” გლორიფიკაციით.

“შეერთებული შტატები იქცა სამიზნედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძლიერება, სიმდიდრე და სიკეთე – ბარბაროსთა მიერ გაძარცვული რომაული ტაძრების მსგავსად ჩვენი ცენტრები და ტოტემები აღძრავენ შიშსა და მრისხანებას იმათ სამყაროში, რომლებიც საკუთარ თავს გრძნობენ არარაობად... შეერთებული შტატები მთელი თავისი ცოდვებითა და არასრულყოფილებით მაინც არის ის საუკეთესო, რისი წარმოდგენაც ამ ქვეყანას შეუძლია... მოდით აღვადგინოთ ჩვენი ძირს დანარცხებული ხატები. ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ, მაგრამ მინასა და ლითონს აღვადგენთ, და ჩვენ მაშინ გამოვკიდებთ მილიონობით დროშას”...

მაგრამ, საბედნიეროდ, ამერიკაში ჯერ კიდევ არის სხვა ხმებიც. ისინი არ უწოდებენ “სავაჭრო სახლს” ამერიკულ ხატს – სიმბოლოს თაყვანისცემისთვის. მღვდელსახურმა ჯერი ფოლუელმა და რელიგიურმა კომენტატორმა პატ რობერტსონმა ქრისტიანული რადიოარხით მიმართეს თავიანთ თანამემამულეებს და მოუწოდეს მათ შეეგნოთ, რომ ამერიკამ განარისხა ღმერთი. “ჩვენ წარმოვიდგინეთ საკუთარი თავი მოუწყვლადად და ჩავეფალით კეთილდღეობისთვის, სიმდიდრისთვის, მატერიალური და ფიზიკური ტკბობისთვის რბოლაში...” გვინდა შევუერთდეთ ამ კეთილ მოძღვარს და ვილოცოთ მოკლულთა სულებისთვის და ვითხოვოთ: “ღმერთო, დაიფარე ამერიკა” შემდგომი დაცემისგან, თუკი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია...

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 01/10/2001
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment