Monday, January 9, 2012

ომი, რომელიც მოვიგეთ არა ჩვენ,... არამედ რუსებმა (“The Sanday Times”, დიდი ბრიტანეთი)

“ისტორია მოწყალე იქნება ჩემს მიმართ, – წინასწარმეტყველებდა უინსტონ ჩერჩილი, – მე ხომ თავად დავწერ მას”. იგი მართალიც იყო. ჩერჩილისეულმა “მეორე მსოფლიო ომმა” (The Second World War) – მისი პირველი ტომი გამოვიდა 1948 წელს – ბევრწილად მისცა ტონი მთელ შემდგომ პიბლიკაციებს ომის ისტორიაში, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში: ცენტრალური როლი კონფლიქტის მსვლელობაში ეკუთვნის ბრიტანეთს, და მისი მედგარი წინააღმდეგობა გზას გვიხსნის გამარჯვებისკენ.

ჩერჩილის ინტერპრეტაციით მხოლოდ ბრიტანეთის მტრები – “ღერძის” დერჟავები – ჩადიან აგრესიის აქტებს, დანაშაულებს და საერთოდ “ბოროტმოქმედებებს” («злодеяния»). ომის გარდამტეხ მომენტად იქცევა ბრძოლა ელ-ალამეინთან [ბრძოლა საომარ მოქმედებათა აფრიკულ თეატრზე, რომლის მსვლელობისას ბრიტანულმა ჯარებმა დამარცხება აგემეს რომელის კორპუსს – რუსულ ენაზე მთარგმნელის შენიშვნა]. ინგლისის მთავარი მოკავშირეები – აშშ და სსრკ, რომლებიც ჩერჩილმა ერთად შეკრიბა ანტიჰიტლერული კოალიციის შემადგენლობაში, ალიანსს უზრუნველყოფენ დამატებითი სამხედრო “კუნთებით”, რაც საშუალებას აძლევს მას რომ შედენოს ფაშისტური მხეცი უკანვე ბუნაგში. ევროპაში მოკავშირეები დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან თანამშრომლობენ, გადალახავენ უთანხმოებებს, და ბოლოს და ბოლოს ამარცხებენ მტერს. თავისი მნიშვნელობის მიხედვით მოკავშირეთა გადმოსხმა ნორმანდიაში არაფრით არ უთმობს “რუსების” გამარჯვებებს აღმოსავლეთის ფრონტზე. მესამე რაიხი სასტიკად არის დამარცხებული. თავისუფლება და დემოკრატია ზემიმობენ, “ევროპა განთავისუფლებულია”.

საუბედუროდ, საქმით ყველაფერი ასე მარტივად არ არის. რუსები, მაგალითად, არ ეჭვობენ, რომ სწორედ წითელმა არმიამ ითამაშა მთავარი როლი გერმანიაზე გამარჯვებაში, ხოლო ანგლო-ამერიკელთა მოქმედებებს ჰქონდა მეორეხარისხოვანი, ან სულაც მესამეხარისხოვანი მნიშვნელობა. უფრო მეტიც, ამერიკელთა მსგავსად, ისინი დაჟინებით აცხადებენ, რომ “ნამდვილი ომი” გაიშალა 1941 წ., ხოლო 1939-1941 წწ. მოვლენებს თვლიან მხოლოდ პრელუდიად. ამერიკელები, თავის მხრივ, სხვებზე უფრო ხშირად შეგვახსენებენ რესურსების განაწილების აუცილებლობის შესახებ ორ მთავარ თეატრს – ევროპულსა და წყნაროკეანურს – შორის. ისინი ასევე ხაზს უსვამენ აშშ-ის როლს “დემოკრატიის არსენალის” სახით (ხარისხში).

დამკვიდრებული თვალსაზრისის ნებისმიერი გადასინჯვა აწყდება წინააღმდეგობას, თუმცა კი, რომ ვაღიარო, მე გაოცებული ვიყავი, თუ რამდენად გააფთრებული კრიტიკა გადაიტანა ჩემმა მცდელობებმა, რომ შევკამათებოდი ჩერჩილის ვერსიას. სხვა ისტორიკოსებმა – მაგალითად, რიჩარდ ოვერიმ (Richard Overy), რობერტ კონკვესტმა (Robert Conquest) და ენნ აპელბაუმმა (Anne Appelbaum) – უკანასკნელი ორმოცი წლის მანძილზე არცთუ ცოტა რამ გააკეთეს მითების უარყოფისთვის ომის შესახებ, მაგრამ ძალზედ ბევრი უწინდებურად მზად არ არის, რომ მოვლენებს აფასებდეს ფაქტების შესაბამისად, ეშინია რა ბრალდებებისა “ბოროტების ძალთა” მხარდაჭერაში.

სხვებს ჰგონიათ დაუჯერებელი თავად აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენი პატრიოტული წარმოდგენები 1939-45 წწ. მოვლენების შესახებ ვერ ასახავს ჭეშმარიტებას მის მთელ სისრულეში. ამერიკულ და ბრიტანულ საზოგადოებას დიდი ხანია რაც ჩააგონებდნენ, რომ სწორედ “ჩვენ მოვიგეთ ომი”, ხოლო ნორმანდიაში გადასხმას აწვდიან როგორც მის დამამთავრებელ მომენტს. ამერიკაში ომის სახსოვრად “D დღის” სპეციალური მუზეუმიც კი არის შექმნილი, ხოლო სტივენ სპილბერგმა (Steven Spielberg) კი, რომელმაც დადგა “რიგითი რაიანის გადასარჩენად” (Saving Private Ryan) და გამოვიდა ახალი სურათის “ჩვენი მამების დროშები” (Flags of Our Fathers) კოპროდიუსერის როლში, – იგი მალე გამოვა ეკრანებზე – როგორც ჩანს, ჩერჩილისეული მითის სამარადისოდ დამკვიდრება გაიხადა მთელი ცხოვრების საქმედ.

ახლახანს, როდესაც მე გამოვდიოდი კემბრიჯში მოხსენებით აღმოსავლეთის ფრონტის როლისა და წითელი არმიის გამარჯვებათა მნიშვნელობის შესახებ, ჩემს წინააღმდეგ მკვეთრად გამოვიდა ერთი ახალგაზრდა ბრიტანელი ისტორიკოსი. “ნუთუ თქვენ არ გესმით, რომ მხოლოდ საფრანგეთში ჩვენ შევბოჭეთ 56 გერმანული დივიზია – შენიშნა მან. – ეს რომ არ ყოფილიყო, წითელი არმია განიცდიდა სასტიკ დამარცხებას”. მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებადაა ცნობილი სხვა ფაქტი: წითელ არმიას რომ არ გაენადგურებინა 150 გერმანული დივიზია, მოკავშირეთა გადასხმა არასდროს არ შედგებოდა.

გერმანიაზე შეტევა წარმოებდა საერთო ძალებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას შეჰქონდა მასში ერთნაირი წილი. მთავარი დამსახურება მის განადგურებაში ეკუთვნის მხოლოდ (განსაკუთრებით, исключительно) სტალინის არმიებს, მაგრამ ილუზია იქნებოდა ჩაგვეთვალა, რომ იგი იბრძოდა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის.

ფაქტების გამოცალკევება მითებისა და პროპაგანდისგან ყოველთვის მარტივი არ გახლავთ. ერთერთი ყველაზე უფრო ჩახლართულ პრობლემათაგან, რომლებიც დაკავშირებულია ომის სარწმუნო ისტორიის შექმნასთან, წარმოშობილია მცდარი წარმოდგენით იმის შესახებ, რომ უმსხვილესი მასში მონაწილე სახელმწიფოებიდან – სსრკ – 1941 წ. ივნისში გერმანულ თავდასხმამდე, იცავდა ნეიტრალიტეტს. საბჭოთა ისტორიულ შრომებში ყურადღებას უცვლელად ამახვილებდნენ ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომზე; მათი ავტორები გულდასმით არიდებდნენ თავს სტალინისეული სამხედრო-პოლიტიკური მაქინაციების კონკრეტულ ანალიზს წინამორბედ პერიოდში. დასავლელი მეცნიერებიც ჩვეულებრივ მიუყვებოდნენ იმავე ხაზს, არ სურდათ რა ხაზი გაესვათ “უხერხული სიტუაციისთვის”, როდესაც დემოკრატიული დასავლეთის მოკავშირის როლში ჩადგა ჰიტლერის ყოფილი პარტნიორი.

საქმით საომარ მოქმედებათა პირველი 22 თვის მანძილზე ვერმახტის თავდასხმა და ოკუპაცია განიცადა 8 ქვეყანამ, ხოლო წითელმა არმიამ კი იგივე გაუკეთა ხუთს. აგრესიის ეს აღმაშფოთებელი აქტები ქვას ქვაზე არ ტოვებს ნებისმიერი მტკიცებისგან მოსკოვის ნეიტრალიტეტის ან იძულებითი თავდაცვითი მოქმედებების შესახებ სხვა სახელმწიფოთა მხრიდან პროვოკაციებზე საპასუხოდ. ასე, 1939 წ. ნოემბერში ფინეთზე სტალინის არპროვოცირებული თავდასხმის შედეგად იფეთქა ომმა, რომელიც უფრო მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე ჰიტლერის ნებისმიერი კამპანია 1939-40 წწ.

ანალოგიურად, საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირა სახელმწიფოების ანექსია 1940 წ. არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალოდ “ზომებად თავდაცვის განმტკიცებისთვის” ან “საზღვრების ხელახლა მოწყობისთვის”. ეს გახლდათ საერთაშორისო ყაჩაღობის ნამდვილი აქტი, რომლის შედეგადაც სამმა სუვერენულმა სახელმწიფომ დაკარგა არა მხოლოდ დამოუკიდებლობა, არამედ მოსახლეობის მეოთხედიც. ყოველივე ამას ხელი შეუწყო ნაცისტურ-საბჭოთა პაქტის დადებამ, რომელმაც მისცა სტალინსა და ჰიტლერს ბანდიტიზმის უფლება საკუთარ “გავლენის სფეროებში”.

რაც შეეხება შემდგომ მოვლენებს, აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასშტაბს. რამდენადაც დანაკარგების 75-80% გერმანიამ განიცადა აღმოსავლეთის ფრონტზე, მოკავშირეებმა, შესაბამისად, მწყობრიდან გამოიყვანეს ვერმახტის ჯარისკაცების მხოლოდ 20-25%. უფრო მეტიც, რამდენადაც ბრიტანეთმა გამოიყვანა სულ 28 დივიზია (ამერიკელებმა – 99), მისი კონკრეტული წილი გამარჯვებაში ამ აზრით შეადგენს დაახლოებით 5% - 6%. ასე რომ ბრიტანელები, რომლებიც თვლიან, ეს “ჩვენ მოვიგეთ ომიო”, ამაზე კარგად უნდა დაფიქრდნენ.

ცალკე ანალიზს იმსახურებს ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შედარებით მოკრძალებული ზომებიც. მოსახლეობის რიცხოვნების მიხედვით აშშ ორჯერ აღემატებოდა გერმანიას და სულ მცირედით ჩამოუვარდებოდა სსრკ-ს. 1939 წ. მდგომარეობის მიხედვით, ამერიკის სამხედრო პოტენციალი – მთლიანი შიდა პროდუქტიდან და სამრეწველო წარმოებიდან ამომდინარე – შეადგენდა საერთო-მსოფლიო (სამხედრო პოტენციალის) 40%-ს. მაგრამ ეს უპირატესობანი არ ყოფილა რეალიზებული მტერზე შესაბამისი აღმატების სახით ბრძოლის ველზე. თუკი გენერალმა ჯორჯ მარშალმა (George C Marshall) და მისმა შტაბმა მიზნად დაისახეს 100 დივიზიის მობილიზაცია, გერმანიამ გამოიყვანა 2,5-ჯერ, ხოლო საბჭოთა კავშირმა კი – 3-4-ჯერ მეტი.

რა თქმა უნდა, შიშველი ციფრებით ყველაფერს ვერ ახსნი. რომელიმე სფეროებში – მაგალითად ზღვაზე და ჰაერში – დასავლური დერჟავები უფრო ძლიერები იყვნენ, სხვებში – უფრო სუსტები. ომის წლებში ამერიკული მრეწველობა მუშაობდა წარმოუდგენელი გაქანებით: ამის ნაყოფებიდ სარგებლობდა ყველა მოკავშირე, მათ რიცხვში სსრკ-ც.

მიუხედავად ამისა, მესამე რაიხის მუხლებზე დაყენება შეუძლებელი იყო დაბომბვებითა და საზღვაო ბლოკადით. გერმანულმა არმიამ და სამოქალაქო მოსახლეობამ გამოიჩინეს არაჩვეულებრივი სიმტკიცე. ციხესიმაგრე, რომლადაც ჰიტლერმა გადააქცია ევროპული კონტინენტი, აღებული უნდა ყოფილიყო ცალკეულ მიჯნებად, ერთი-მეორის მიყოლებით (рубеж за рубежом) – და ამ ამოცანის შესრულება შეეძლოთ მხოლოდ სახმელეთო ჯარებს. აქ კი წითელ არმიას ტოლი არ ჰყავდა.

როგორც ჩანს, დასავლელ ანალიტიკოსებს, რომლებსაც შეუძლიათ ორის ორზე მიმატება, გულის შეკუმშვით მოუწევთ ამ ფაქტის აღიარება.

ძნელი იქნება შეგუება სხვა ფაქტთან: მთელ ამ გამარჯვებებს ბრძოლის ველზე მოიპოვებდა დანაშაულებრივი რეჟიმი. გადამწყვეტი როლი მესამე რაიხის განადგურებაში ითამაშეს არა ლიბერალური დემოკრატიის ძალებმა, არამედ სხვა ტირანიამ, რომელიც დამნაშავეა მასობრივ მკვლელობებში. ადამიანები, რომლებმაც გაათავისუფლეს ოსვენციმი, ემორჩილებოდნენ რეჟიმს, რომელმაც შექმნა საკონცენტრაციო ბანაკების საკუთარი – და გაცილებით უფრო მასშტაბური – სისტემა.

1940-იანი წწ. ბოლოს, როდესაც ჩერჩილი წერდა თავის მემუარებს, მან, ბუნებრივია, ჩინებულად იცოდა, რომ სტალინი – სულაც არ არის ანგელოზი. მაგრამ სტალინური რეჟიმის დანაშაულებათა ნამდვილი მასშტაბი და სპექტრი მაშინ ცნობილი არ იყო.

1960-იან წწ. გამოქვეყნებული, ომის წლებში საბჭოთა დანაკარგების საერთო ციფრის, – 27 მილიონის – უკან იმალება ის ფაქტი, რომ დაღუპულთაგან ბევრნი არ იყვნენ რუსები [ასეა ტექსტში. როგორც ჩანს, ავტორს მხედველობაში ჰყავს ბალტიისპირეთის, დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის, აგრეთვე ბესარაბიის მცხოვრებნი – რუსულად მთარგმნელის შენიშვნა], და ამასთან ერთად ბევრი მათგანი იქცა სტალინის მსხვერპლად, და არა ჰიტლერისა. საჭირო გახდა 60 წელიწადზე მეტი და სსრკ-ის დაშლა, რათა დაგვედგინა ეს მთელი სიაშკარავით.

შეიძლება ვიდაოთ მსგავსებისა და განსხვავებათა შესახებ ჰოლოკოსტსა და სტალინური ГУЛАГ-ის (ბანაკების მთავარი სამმართველოს – ი. ხ.) რეალიებს შორის – ტოლობის ნიშნის დასმა მათ შორის აშკარა შეცდომა იქნებოდა. მაგრამ ასეთივე შეცდომა იქნებოდა ისე დაგვეჭირა თავი, რომ სტალინის გადამწყვეტი როლი ნაციზმზე გამარჯვებაში ამართლებდეს მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს.

ამრიგად, ჩერჩილისეული ვერსია აშკარად საჭიროებს გადახედვას. ბრიტანეთისთვის უკვე აღარ შეიძლება ცენტრალური როლის გამოყოფა. დამნაშავეთა სიაში “ღერძის” ქვეყნებთან ერთად აუცილებელია შევიტანოთ სსრკ-ც, მაგრამ მანვე შეასრულა მთავარი როლიც მტერზე გამარჯვებაში. რაც შეეხება დასავლელ მოკავშირეებს, მათი როლი უფრო მოკრძალებული გახლდათ, მაგრამ ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ, და დამსახურებულად აღმოჩნდნენ გამარჯვებულთა რიგებში. ამერიკელები კი ომში ჩაებნენ ძალზედ გვიან და ძალზედ მცირე ძალებით, რათა მასში გადამწყვეტი როლი შეესრულებინათ.

დემოკრატიის ძალებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში, მაგრამ საბოლოო შედეგად მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ევროპის ნახევარზე ნაკლები. კონტინენტის დანარჩენ ნაწილში ერთი ტირანული ტოტალიტარული რეჟიმი შეიცვალა მეორეთი. ამრიგად, რიტორიკული ფრაზა დემოკრატიის ტრიუმფისა და “განთავისუფლების” შესახებ სინამდვილეს ყველაფერში სულაც არ შეესაბამება.

ნორმან დევისი (Norman Davies)
ИноСМИ.Ru, თარგმანი მაქსიმ კორობოჩკინისა, 07.11.2006
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა 16.11.2006

ქართულად თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment